You are on page 1of 25

ტვი

ნი,
ფსიქ
იკა
და
კულ
ტურ

1
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
2
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
ტვინი - ფსიქიკის პრობლემა. ადამიანის ტვინი სამყაროში ყველაზე ნატიფ, სრულყოფილ და
მაღალგანვითარებულ სტრუქტურას წარმოადგენს, ხოლო ადამიანის ფსიქიკა/გონება,
მიუხედავად მდგრადი მეცნიერული პროგრესისა, ჯერ კიდევ ყველაზე იდუმალ
მოცემულობად განიხილება.

საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებს აინტერესებდათ საიდუმლოებით მოცული


მიმართება ფსიქიკასა და ფიზიკას, ფსიქიკასა და ტვინს, სულსა და სხეულს შორის. ანტიკური
ფილოსოფოსებიც კი ცდილობდნენ მოეძებნათ ფსიქიკური ფენომენების მატერიალური
სუბსტრატი.

ფილოსოფიური და შემდგომ ნევროლოგიური აზრი ფსიქომორფოლოგიზმის


მიმართულებით ვითარდებოდა. ეს შეხედულება გულისხმობს ადამიანის ფსიქიკური
ცხოვრების მისი სხეულის სხვადასხვა სუბსტრატში, უპირატესად თავის ტვინში პირდაპირ
ლოკალიზებას. ფსიქომორფოლოგიურ შეხედულებებს სხეულისა და ფსიქიკის
ურთიერთმიმართების შესახებ თავისი ისტორიული განვითარების ლოგიკა და კრიზისის
პერიოდი აქვს.

ანტიკური ფილოსოფოსები ფსიქიკის ფიზიკურ ადგილად ადამიანის სხვადასხვა ორგანოს


მოიაზრებდნენ.

ემპედოკლე (მე-5 საუკუნე ჩვ. წ.-მდე) გულის ჰიპოთეზის ფუძემდებელი იყო და მიაჩნდა,
რომ ადამიანის შემეცნებითი პროცესები გულშია ლოკალიზებული. არისტოტელეც თვლიდა,
რომ ფსიქიკური პროცესები გულშია ლოკალიზებული, ვინაიდან გული თბილი და
აქტიურია. ჰიპოკრატეს და კროტონს (მე–5 საუკუნე ჩვ.წ.–მდე) ფსიქიკის ორგანოდ თავის

ტვინი მიაჩნდათ, მაშინ როცა გული გრძნობის ორგანოდ ითვლებოდა. პლატონი ((427-347 ჩვ.
წ.-მდე) თვლიდა, რომ სული 3 ნაწილისგან შედგება: 1. ხორციელი (appetitive) 2.
რაციონალური (rational) 3. ენერგიული (spirited). რაციონალური ნაწილის ადგილი თავის
ტვინშია, რადგან სხეულის მოცემული ნაწილი ყველაზე ახლოსაა ზეცასთან და ის განაგებს
კოგნიტურ პროცესებს.

ჰალენი (მე–3 საუკუნე ჩვ.წ.–მდე) თვლიდა, რომ ადამიანი შთაბეჭდილებებს გარედან


თვალების საშუალებით იღებს ფლუიდების სახით, რომლებიც თავის ტვინის პარკუჭებში
მიმემართება, იქვე მიდის ღვიძლიდან ე.წ. „საციცოცხლო ფლუიდები“ და ამ ორი ტიპის
ფლუიდის გაერთიანებით გარდაიქმნება ფსიქიკურ ფლუიდებად.

3
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
თავის ტვინის პარკუჭების, როგორც ადამიანის ფსიქიკის ლოკალიზაციის ადგილის შესახებ
იდეა ნემეზიუსმა (მე–4 საუკუნე ჩვ.წ) განავრცო. მისი აზრით წინა პარკუჭი წარმოსახვის და
აღქმის ადგილია, შუა პარკუჭი – აზროვნების, უკანა პარკუჭი კი – მეხსიერების. აღნიშნული
შეხედულება შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული და ამას კარგად ადასტურებს
ლეონარდო და ვინჩის ილუსტრაცია ადამიანის უნარების ლოკალიზაციის შესახებ თავის
ტვინის პარკუჭებში. მე–16 საუკუნეში ვეზალიუსი, რომელიც მეცნიერული ანატომიის
ფუძემდებელი იყო, ამტკიცებდა, რომ ადამიანის ფსიქიკა თავის ტვინშია ლოკალიზებული –
თავის ტვინი ფსიქიკური პროცესების მატერიალური
სუბსტრატია.

რენე დაკარტე - მე–17 საუკუნეში ფრანგი. სხეული და სული სხვადასხვა სუბსტანციებია და


მოქმედების განსხვავებული კანონზომიერებები გააჩნიათ.

სხეული - მანქანის პრინციპებით მოქმედებს, აქვს სივრცითი განფენილობა და


რეფლექსურად რეაგირებს გარემოს გამღიზიანებლებზე.

სული - მთლიან

სხეული ნაწილებისგან შედგება, სული განუყოფელი და მარტივი მთლიანია. რადგანაც


სული განსხვავებულად ფუნქციონირებს, ეს ორი სუბსტანცია ადამიანში თანაარსებობს,
მაგრამ ორივეს თავისი მოქმედების კანონზომიერებები აქვს. დეკარტეს შეხედულება
სხეულში ფსიქიკის ლოკალიზაციის შესახებ შემდეგია: სულის ადგისამყოფელი სხეულში –
თავის ტვინის ღეროში მდებარე ჯალღუზისებრი სხეულია. ეს ნაწილი დეკარტემ იმიტომ
აირჩია, რომ ახლოს არის თავის ტვინის პარკუჭებთან. ჟალღუზისებრი სხეული
აკონტროლებს სარქველებს, რომელთა საშუალებითაც თავ–ზურგის ტვინის სითხე
მიედინება პარკუჭებიდან ნერვების და კუნთებისკენ და ამოძრავებს მათ.

დეკარტეს შეხედულება ფსიქიკისა და სხეულის ურთიერთობის თაობაზე ცნობილია


დუალიზმის სახელით. ის გულისხმობს, რომ სხეული და სული თანაარსებობენ, მაგრამ მათი
ურთიერთზემოქმედება ფიზიკის კანონებს ვერ დაემორჩილება. ისინი განსხვავებული
წესებით მოქმედებენ, მაგ. სხეული ფიზიკის კანონებს ემორჩილება, სული კი – არა.
ფილოსოფიაში ეს შეხედულება ცნობილია კარტეზიანული დუალიზმის სახელწოდებითაც
(რენე დეკარტეს სახელი ლათინურად – კარტეზიუსი). ამავე დროს სული და სხეული ერთი
მთლიანია, რაც უფრო მეტია ვიდრე ცალ–ცალკე მისი შემადგენელი ნაწილები. სული
სხეულის გარეშე არ არსებობს, ისევე როგორც სხეულს არ გააჩნია აზროვნების უნარი.
4
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
დეკარტეს მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა ცნობიერია და ცნობიერებასთანაა გაიგივებული.
მისი გამოთქმა „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ გულისხმობს სწორედ ადამიანის
რაციონალურ ბუნებას.

დუალიზმის საპირისპიროდ, მონიზმის მიმართულების შეხედულებით – თავის ტვინი და


ფსიქიკა ერთი სუბსტანციის ორი ნაწილია.

მონიზმის ორი ფილოსოფიური მიმართულებაა:

 მატერიალიზმი, რომელიც თვლის, რომ ყველაფრის საფუძველი მატერიაა.


შესაბამისად ადამიანის ფსიქიკა ტვინის ფუნქციაა.
 ფენომენალიზმი ანუ სუბიექტური იდეალიზმი, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ
ფსიქიკაა რეალური და ფიზიკური ობიექტები მისი ანაბეჭდები არიან.

ამ ორი უკიდურესი შეხედულების ფონზე მედიცინაში გროვდებოდა მონაცემები და


შემთხვევები, რაც მიუთითებდა ადამიანის ფსიქიკისა და სხეულის რთული და
მრავალგანზომილებიანი ურთიერთქმედების შესახებ.

თანამედროვე ნეირობიოლოგიური კვლევების მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა არ


წარმოადგენს მხოლოდ თავის ტვინის ულტრანატიფი ნეირონების ერთობლიობას.
მართალია, ბავშვი იბადება მისთვის უნიკალური, გენეტიკურად განსაზღვრული და
მუცლადყოფნის პერიოდში ჰორმონული გავლენით ფორმირებული ნეიროქსელით, მაგრამ
დაბადების შემდეგ, ნეირობიოლოგიურ ანატომიაზე გავლენას ახდენს ინტერპერსონალური
ურთიერთობები (ადამიანები ბავშვის გარშემო, განსაკუთრებით - დედა). ტვინის
ნეიროსტრუქტურები განაგრძობს სრულყოფას და ადამიანის ფსიქიკა
ნეიროფიზიოლოგიური პროცესების, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და
ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება-დასწავლის გამუდმებული ინტერაქციითა და
სინთეზით საოცარ სრულყოფილებას აღწევს. შესაბამისად, განვითარების პროცესში მყოფი
ტვინის, როგორც ურთულესი ნეირობიოქიმიური მექანიზმის შემდგომი სრულყოფა
ასაკობრივი ფიზიოლოგიური განვითარების, ადამიანური ურთიერთობებით და შემეცნების
პროცესებით გრძელდება - ეს ყველაფერი კი ქმნის ადამიანის გონებას - ფსიქიკას.

ტვინის სამი ფილოგენეტური სტრუქტურა

ადამიანის ტვინი წარმოადგენს მოვარდისფრო-რუხ ქსოვილს, რომელიც შეიცავს ნეირონულ


ბადეს ათეულობით მილიარდი ნეირონული უჯრედით. ნეირომენციერთა გარკვეული
ნაწილის აზრით, ფსიქიკური ფუნქციონირების ნეირონულ სუბსტრატს სწორედ
მილიარდობით უჯრედის ქსელური პრინციპით ურთიერთქმედება ქმნის.

ადამიანის ტვინი, ფილოგენეტური განვითარების თვალსაზრისით, სამი დონისაა:


პრიმიტიული, ემოციური და „მოაზროვნე“.

ყველაზე „ძველ“ და, შესაბამისად, ყველაზე მარტივ ტვინად მიიჩნევა რეპტილიური ტვინი.
ამ სტრუქტურის (ძირითადად, ტვინის ღერო და ნათხემი) ფუნქცია არის სიცოცხლის
5
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
შენარჩუნება, გადარჩენაზე ზრუნვა: ამ ნაწილით კონტროლდება სუნთქვის, გულისცემის და
სხვა მარტივი, თუმცა ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ფუნქციები. ეს ფუნქციები
ავტომატურად, ცნობიერი კონტროლის გარეშე ხორციელდება.

ძუძუმწოვრების განვითარებასთან ერთად ტვინის სტრუქტურები იცვლება და თავის ტვინში


ჩნდება ახალი ნევროლოგიური ინოვაცია - ლიმბური სისტემა, პირველი სტრუქტურა,
რომელიც მეტწილად ემოციურ-მოტივაციურ კომპონენტების და ავტონომიური ნერვული
სისტემის1 ფუნქციების ინტეგრაციას უზრუნველყოფს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან
ფუნქციად მიიჩნევა თვითგადარჩენისა და ბიოლოგიური სახეობის შენარჩუნების ფუნქცია.

ევოლუციის პროცესში ლიმბური სისტემის ჩამოყალიბების პირობად ვარაუდობენ


ორგანიზმის ქცევის ფორმების გართულებას, ქცევის გენეტიკურად განსაზღვრული, ხისტი
ფორმებიდან პლასტიკურ (მეხსიერებასა და დასწავლაზე დაფუძნებულ) ფორმებზე
გადასვლას.

ფილოგენეტურად ყველაზე ახალგაზრდაა ნეოკორტექსში მდებარე „მოაზროვნე“ ტვინი.


თავის ტვინის ქერქი წარმოდგენილია ორი დიდი ჰემისფეროთი, რომელიც დომინანტურ
როლს თამაშობს და პასუხისმგებელია ადამიანის
მეტყველების, აბსტრაქტული აზროვნების, წარმოსახვის
უნარებსა და ცნობიერებაზე. ნეოკორტექსი ძალიან
მოქნილია და დასწავლის უნიკალური
შესაძლებლობებით გამოირჩევა.

ტვინის ეს სამი ფილოგენეტური სტრუქტურა


(ინტელექტი + ემოცია + ინსტიქტი) ერთმანეთთან
შეთანხმებულად მოქმედებს, რაც უამრავი სხვადასხვა
ტიპის ნეირონული გზით ხორციელდება.

თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროები

მ.ს., 25 წლის, 2 შვილის დედა, დაავადებული ეპილეფსიით. მეორე ბავშვის დაბადებამდე


მისი გულყრები მედიკამენტებით (ანუ ანტიკონვულსანტებით) კარგად იყო
კონტროლირებული. მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ მას თვეში სულ მცირე ერთი
არაკონტროლირებადი გულყრა აღენიშნებოდა. ნევროლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა,
რომ გულყრებს მარცხენა საფეთქლის წილში განლაგებული კისტა იწვევდა. მ.ს.
დათანხმდა კისტისა და მის გარშემო განლაგებული თავის ტვინის დაზიანებული
ქსოვილის ქირურგიულ ამოკვეთაზე.

1
ავტონომიური ნერვული სისტემის მოქმედების მაგალითებია გულის ცემა, საჭმლის მონელება, სუნთქვის
სიხშირე, ნერწყვის გამოყოფა, ოფლიანობა, გუგების რეფლექსური პასუხი სინათლის ინტენსივობის
ცვლილებაზე, სექსუალური აგზნება და ა.შ.
6
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
უშუალოდ პოსტოპერაციულ პერიოდში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, მას აღარ
აღენიშნებოდა გულყრები. მოულოდნელად განუვითარდა ინფექცია, რომელიც
ანტიბიოტიკებით მკურნალობას არ დაემორჩილა. რამდენიმე დღეში მ.ს. განუვითარდა
მარცხენა ჰემისფეროს მძიმე დაზიანება და შედეგად მეტყველების დარღვევა,
მდგომარეობა, რომელიც გლობალური აფაზიის სახელითაა ცნობილი. კვირების მანძილზე
ერთადერთი ფრაზა, რისი თქმაც მას შეეძლო იყო „მე შენ მიყვარხარ“, რომელსაც ყველა
თავის ნაცნობს ეუბნებოდა.

მეტყველების მძიმე დარღვევის მიუხედავად, არ შეცვლილა მისი მუსიკის აღქმის უნარი.


მ.ს.-ს შეეძლო იმ სიმღერების შესრულება, რომლებიც მან ქირურგიულ ოპერაციამდე
იცოდა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეეძლო სიტყვების თქმა ან გაგება, მას
შეეძლო სიტყვების სიმღერაში გამოყენება და სიმღერებში მცდარი სიტყვების
მომენტალური ამოცნობა. ახალი სიმღერების სიტყვების სწავლა ძალიან რთული
აღმოჩნდა, მაგრამ მას შეეძლო ახალი მელოდიების სწავლა და წამღერება.

მ.ს.-ს შემთხვევა კლასიკური მაგალითია


ადამიანის თავის ტვინის ორგანიზაციის
ერთ-ერთი საოცარი ნიშნის საჩვენებლად: -
მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროები
ნაწილობრივ განსხვავებულ ფუნქციებს
ასრულებენ. მ.ს. შემთხვევაში თავის ტვინის
ასიმეტრია თვალსაჩინოა: დარღვეული
მეტყველების ფონზე შენახულია
მუსიკალური უნარები.

ჰემისფეროთაშორისი ასიმეტრია წარმოადგენს


არა მხოლოდ ადამიანების, არამედ
ცხოველების ტვინის ფუნქციონირების ერთ-
ერთ ფუნდამენტურ კანონზომიერებას. თუმცა
ამ პრობლემის კვლევის ხანგრძლივი
ისტორიისა დღემდე არ არსებობს ერთიანი თეორია, რომელიც ახსნიდა თავის ტვინის
ფუნქციურ ასიმეტრიას და გაითვალისწინებდა მისი ფორმირების როგორც გენეტიკურ, ასევე
სოციო-კულტურულ ფაქტორებს.

7
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
ჰემისფეროთა შორის განსხვავებების შესწავლის შანსი პირველად ეპილეფსიის ქირურგიული
წესით მკურნალობის დროს გაჩნდა. მკურნალობის ეს მეთოდი გულისხმობს კორძიანი
სხეულის (დაახლოებით 200 მილიონი ნერვული
ბოჭკოს ერთობლიობა, რომელიც ჰემისფეროთა
შორის ინფორმაციის გაცვლას ემსახურება)
გადაჭრას. ქირურგიული ჩარევის მიზანია, ხელი
შეუშალოს ეპილეფსიის თანამდევი აგრესიული
ელექტრული აქტივობის ორივე ჰემისფეროზე
გავრცელებას. ოპერაცია, როგორც წესი,
წარმატებულია და პაციენტების ქცევაც,
ძირითადად, უცვლელი რჩება. პაციენტებს,
რომლებმაც ეს ოპერაცია გადაიტანეს, ხშირად
უწოდებენ პაციენტებს „გახლეჩილი ტვინით”.
განცალკევებული ჰემისფეროების
შესაძლებლობათა შემოწმების მიზნით როჯერ
სპერიმ (1968) და მაიკლ გაზანიგამ (1970)
შეიმუშავეს ისეთი მეთოდიკა, რომლის
საშუალებითაც შესაძლო იყო ვიზუალური ინფორმაციის წარდგინება თითოეული
ჰემისფეროსათვის ცალ-ცალკე. როგორც წესი, ორივე ჰემისფეროს შორის ინფორმაციის
გაცვლა ძალიან სწრაფად წარმოებს კორძიანი სხეულის მეშვეობით; მაგრამ, რადგანაც ამ
პაციენტებში კორძიანი სხეული გადაჭრილია, მარცხენა და მარჯვენა მხედველობით
ველებში არსებული ინფორმაცია შესაბამისად მხოლოდ მარჯვენა და მარცხენა
ჰემისფეროებს გადაეცემა.

“გახლეჩილი ტვინის“ კვლევა: მარჯვენა ჰემისფეროს წარუდგინეს თოვლიანი პეიზაჟი,


ხოლო მარცხენას – ქათმის ფეხის გამოსახულება. კვლევის მონაწილეს მის წინ არსებული
ობიექტებიდან ამ ორი სურათის შესაბამისი ნივთები უნდა შეერჩია. მარჯვენა ხელით მან
მიუთითა ქათმის თავზე, ხოლო მარცხენა ხელით – თოვლის ნიჩაბზე. პაციენტი ამბობდა,
რომ ნიჩაბი საჭიროა ქათმის ნარჩენების (და არა თოვლის) გასაწმენდად. რადგანაც ტვინის
მარცხენა ნაწილმა კორძიანი სხეულის გადაჭრის გამო არ იცოდა, თუ რას ხედავდა მარჯვენა
ნახევარსფერო, მას უნდა აეხსნა, თუ რატომ უთითებდა მარცხენა ხელი ნიჩაბზე, როდესაც
მარცხენა ჰემისფერო ქათმის ფეხს ხედავდა. მარცხენა ჰემისფეროს კოგნიტურმა სისტემამ
შეიმუშავა თეორია, რომელსაც უნდა გაემართლებინა სხეულის სხვა ნაწილების მოქმედება
(Gazzaniga, 1985).

„გახლეჩილი ტვინის“ კვლევები ავლენს ადამიანის ტვინის ისეთ ფუნდამენტურ


მახასიათებელს როგორიცაა პატერნთა ძიება.

პატერნთა ძიება. გახლეჩილი ტვინის კვლევები აჩვენებს, რომ მარცხენა ნახევარსფერო


ინტერპრეტატორია, იგი გამუდმებით ეძებს მნიშვნელობებს საგნებსა და მოვლენებში.

8
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
მიუხედავად ამისა, იგი წარსულის მაღალის სიზუსტით აღდგენის პროცესში არ არის
ჩართული. როგორც გაზანიგა აღნიშნავს (Gazzaniga, 1985), მარცხენა ჰემისფერო
ინტერპრეტატორია, რომლის არსებითი ტექნიკა, მნიშვნელობის მინიჭების პროცესში
უსაზღვრო გენერალიზაციის მცდელობებია.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში ცდისპირებს თხოვდნენ გამოეცნოთ განათებული წერტილის


ადგილმდებარეობა - ეკრანის ზედა ან ქვედა ნაწილი. სინათლის მანიპულაციას
ექსპერიმენტატორი აკონტროლებდა - 80% ეკრანის ზედა ნაწილში შემთხვევითობის
პრინციპით. ცდისპირებს მოეთხოვებოდათ დაეჭირათ კომპიუტერთან მდებარე ზედა ან
ქვედა ღილაკზე, იმის მიხედვით, თუ სად მოელოდნენ სინათლის ანთებას. ცდისპირები
სწრაფად ხვდებოდნენ, რომ ზედა ნაწილში სინათლე უფრო ხშირად ინთებოდა, თუმცა ეს არ
აკმაყოფილებს მარცხენა ჰემისფეროს, რომელსაც სურს იპოვოს აქტივობის
საფუძველმდებარე ზოგადი პატერნი. ამგვარი მიკერძოების გამო, ცდისპირთა მხოლოდ 68%
პროცენტი იცნობდა სინათლის მოსალოდნელ მდებარეობას, მაშინ, როცა მხოლოდ ზედა
ღილაკს დააჭერდის შემთხვევაში სწორი პასუხები 80%-მდე გაიზრდებოდა.

ცხოველები, რომლებსაც ამგვარი ინტერპრეტატორი მარცხენა ჰემისფერო არ აქვთ (მაგ.,


ვირთხებს), გაცილებით ნაკლებ შეცდომას უშვებენ. არსებულის მიღმა მნიშვნელობის პოვნა
ადამიანის ტვინის ერთ-ერთი თავისებურებაა.

პატერნის ძიების გარდა ადამიანის ტვინისა კიდევ ერთი ფუნდამენტური თავისებურებაა


მიზეზების ძიება.

მიზეზების ძიება. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ პრელინგვისტური ჩვილები


განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ უჩვეულო და მოულოდნელი პირობებისადმი. ისინი
გამუდმებით ახდენენ უჩვეულო მოვლენის სკანირებას და მოწყენილობას ამჟღავნებენ, თუკი
აღნიშნული ფენომენი პროგნოზირებულიდან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ
აღმოჩნდება. კვლავ იწყებენ ძიებასა და სკანირებას, სანამ სიახლეს არ აღმოაჩენენ.

ჰომო საპიენსიც, ჩვილების მსგავსად, ეძიებდა მიზეზებს და სვამდა პრაქტიკულ შეკითხვებს


- „რა მოხდება თუკი ამას გავაკეთებ?“. მას გამოჰქონდა დასკვნები - „თუკი ამ ქვას დავაგორებ
სიმაღლიდან და იგი არ დაიმსხვრევა, შესაძლებელია მისი იარაღად გამოყენება“.

მოგვიანებით საპიენსი ინტერესდება სიკვდილის შემდგომი ცხოვრებით. აღმოჩნდება, რომ


პასუხი - „არაფერი მოხდება“ არადამაკმაყოფილებელია უმრავლესობისათვის. როდესაც
გაქვს სელფ-კონცეფცია, წარსული და მომავალი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს
ცხოვრებაში - გინდა, რომ გაგრძელება სიკვდილის შემდეგაც არსებობდეს. შეკითხვა - „რა
ტიპის ქვა გამოდგება იარაღად?“ - შესაძლებელია ცდით, პრაქტიკულად შეამოწმო. თუმცა
შეკითხვათა რიგი - „რატომ ვარ აქ? სად წავალ სიკვდილის შემდეგ? ან „როგორ განვითარდა
სამყარო?“ - ცდისეულად არ მოწმდება. მიუხედავად ამისა, პასუხები აუცილებლად
პროდუცირდება, რაც ჩვენი მარცხენა ჰემისფეროს დაჟინებულ მოთხოვნას წარმოადგენს.
ცხადია, ნარატივები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ განსხვავებული იყო სხვადასხვა
საზოგადოებაში, ვინაიდან ადამიანის ფსიქიკა მოწყდა ქცევის პრაქტიკულ მოდალობას.
ამგვარი საფუძვლის გარეშე, ერთი ამბავი ისეთივე მომხიბვლელია, როგორც დანარჩენი.

9
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
ერთი კონკრეტული ჯგუფი ქმნიდა და ავითარებდა რწმენათა სისტემას, რაც სხვა
ჯგუფისთვის, განსხვავებულობის გამო, საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომაც განჩნდა
სანქციები, რომლითაც ერეტიკოსები უნდა დაესაჯათ. სოკრატე და იესო ამისი ნათელი
მაგალითებია. პრაქტიკული (ემპირიული) დასაბუთების გარეშე, კონსენსუსი ხელოვნურად
მტკიცდებოდა შამანებისა თუ მღვდლების მიერ. იმდენად, რამდენადაც ადამიანები
ჰიპოთეტურად აზროვნებენ, ისინი თავიანთ ნააზრევში კომფორტულ თავშესაფარს ეძებენ
განუსაზღვრელი მომავლით გამოწვეული შფოთვის შესამცირებლად. რწმენა ცოცხლობს
„უნახავისადმი“ აბსოლუტური ნდობით და არა ცდისეული მტკიცებულებებით. შედეგად,
რწმენა გვაძლევს მნიშვნელობებს და რაციონალიზების შესაძლებლობას.

ევოლუცია და ტვინი
როდესაც დიდმა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ვონ ლინემ, ჩვენი სახეობა ჰომო
საპიენსად მონათლა, მან მისი უცნაური მახასიათებლებიც შენიშნა: უცნაური ბიპედალიზმი,
შედარებით ნაკლებთმიანობა, საუბრის უპრეცედენტო უნარი, მდედრებში გამოკვეთილი
მკერდი, გამოზნექილი ნიკაპი და იარაღების გამოყენების ექსტრავაგანტული ტექნიკები.
აღნიშნულის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვან განმასხვავებელ ფაქტორად ინტელექტი
მიიჩნევა.

ცხოველთა უმეტესობის თავის ქალა ისე არის მოწყობილი, რომ ეფექტურად უზრუნველყოს
საკვების გადამუშავება. ადამიანის თავის ქალის აგებულებაზე დაკვირვება გვაფიქრებინებს,
რომ იგი ბიოლოგიურ პრიორიტეტებზე მეტად ემსახურება ფსიქიკურ ფუნქციონირებას.

როგორც ჩანს, ჩვენს ,,ბიძაშვილ’’ მაიმუნებთან და ზოგიერთ ჰომინინ წინაპართან ერთად,


ევოლუციის პრიცესში, ფსონი მხოლოდ ერთ რამეზე დავდეთ: ტვინის გაზრდაზე. ცხადია,
რომ სწორედ ჩვენმა ტვინმა გვაქცია არაჩვეულებრივ, თვითცნობიერ და კულტურულ
ცხოველებად. ნეირო და ფსიქოანთროპოლოგებს კი ვალად ადევთ მთელი იმ ცვლილებათა
პროცესის გაგება, რამაც ადაპტაციის ამგვარი წყება შექმნა.

ჩვენი ტვინის აღნიშნულმა თავისებურებამ, განსაკუთრებით წარმატებულ ცხოველებადაც


გვაქცია: ადამიანის ტვინის შეფარდება ბიომასასთან 8-ჯერ აღემატება ხმელეთზე
მცხოვრები, გარეული, ხერხემლიანი ცხოველების ბიომასისა და ტვინის შეფარდებას (see
Smil, 2002 ). დარვინის მიხედვით, ლინეს მიერ შემჩნეული მსგავსებები ცხოველებს შორის,
იყო საერთო წარმომავლობისა და საზიარო წინაპრების ყოლის შედეგი. თუმცა, სირთულეს
წარმოადგენდა იმის გაგება, საზიარო ბიოლოგიური საფუძველის მიუხედავად, როგორ
გაჩნდა ევოლუციის პროცესში ჩვენი განსაკუთრებული კოგნიტური უნარები; რატომ და
როგორ გვაქცია ევოლუციამ განსხვავებულებად?

ზომა მნიშვნელოვანია. ადამიანის ტვინის არაპროპორციული სიდიდე ჯერ კიდევ


არისტოტელემ შენიშნა და დაინტერესდა, იყო თუ არა კავშირი ამ ორგანოს სიდიდესა და
ჩვენი სახეობის გამორჩეულ კოგნიტურ უნარებს შორის. ჩარლზ დარვინმა (1874/1890 , p. 60)

10
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
წამოჭრა ჰიპოთეზა, რომ ევოლუციურად ეს გადიდება დაკავშირებული იყო უფრო ნატიფ
ინტელექტთან, ვიდრე ეს სხვა ჰომინიდებში შეიძლებოდა შეგვხვედროდა: ,,სხვადასხვა
მენტალური უნარის თანდათანობითი განვითარება ტვინის თანადროულ ზრდას
გამოიწვევდა.’’

ადამიანის ტვინის ზომის პროპორცია მისსავე სხეულთან მიმართებაში, რომ შევადაროთ


გორილას ან ორანგუტანგის პროპორციებს, და აგრეთვე შევადაროთ მენტალური
შესაძლებლობები, ალბათ არავის გაუჩნდება ეჭვი, რომ ტვინის ზომა და კოგნიტური
უნარები მჭიდროდ არის დაკავშირებული.

თუმცა, მნიშვნელოვანია გაზრდილი ტვინის ზომასთან დაკავშირებული სხვა ასპექტებიც


განვიხილოთ. ნიშანდობლივია, რომ ტვინის ქსოვილი მეტაბოლიზმს საკმაოდ ძვირი
უჯდება. გაზრდილმა ტვინის ზომამ, განსაკუთრებით ადამიანებში, მშობიარობისას
შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, რადგან ბიპედალიზმთან ერთად ჩონჩხის
სტრუქტურაც შეიცვალა და მენჯი დავიწროვდა (see Rosenberg &Trevathan, 1995, for a review).
ამასთან ერთად, ადამიანის ნაწლავები არაპროპორციულად განუვითარებელია და ეს
შეიძლება სწორედაც ენერგოვამპირი ტვინის ბრალიც იყოს (see Falk, 1990 ; Ringo, 1991; Aiello
&Wheeler, 1995).

ტვინის მთლიანი და ფარდობითი ზომა. ჰეინზ სტეფანმა და მისმა კოლეგებმა (1981) მკვდარი
ორგანიზმების შესწავლით, მოაგროვეს მონაცემები ტვინის სხვადასხვა უბნის ზომების
შესახებ პრიმატებში და სხვა ძუძუმწოვრებში. ჯეიმს რაილინგი (2006 , p. 66) აღნიშნავს, რომ
ადამიანის საშუალო ტვინის ზომასა და სხვა ჰომინიდის საშუალო ტვინის ზომას შორის
დაშორება არც ისე მცირეა. ადამიანის ტვვინი საშუალოდ არის 1300 კუბური სანტიმეტრი,
ხოლო სხვა ჰომინიდების ტვინის საშუალო მოცულობა- 300-400 სანტიმეტრ-კუბი
( Schoenemann, 2006 , p. 383; see also Deacon, 1997; Jerison, 1973 ). დიდი ტვინები ასოცირდება
კომპლექსურ სოციალურ ქცევასთან, უფრო დახვეწილ და მრავალფეროვან საკვების
მოპოვების უნარებთან (see Barton &Dunbar, 1997 ; Byrne, 1997 ).

ჯორჯ სტრაიდტერი (2006 , p. 7) ამტკიცებს, რომ ტვინის მთლიანი ზომა არის კოგნიტური
კომპლექსურობის უმთავრესი დეტერმინანტი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ უფრო დიდი
ტვინი მოითხოვს ისეთ სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს, როგორიც არის ტვინის
უბნების უკეთ სპეციალიზაცია, ცვლილებები სხვადასხვა ნაწილის პროპორციებში და იმ
სისტემებში, რომელიც შორ მანძილზე სიგნალების გაგზავნას უზრუნველყოფს (see also
Striedter, 2005 , pp. 126 – 131, 355 – 360).

მაგრამ, თუკი ტვინის მთლიან ზომას შეუძლია ინტელექტის ახსნა, მაშინ, ვეშაპები,
რომელთა ტვინის მთლიანი ზომა ადამიანისას 6-ჯერ აღემატება, უნდა წერდნენ წიგნებს
,,ნეიროკიტოლოგიაზე’’ და სპილოები კი ჭვრეტდნენ თავიანთ გამორჩეულ კოგნიტურ
შესაძლებლობებსა და დიდ თავის ქალას შორის კავშირებს. ამასთან ერთად, მხოლოდ
მთლიანი ტვინის ზომა რომ განსაზღვრავდეს ინტელექტს, მაშინ იმ რეპტილიებს, ჩიტებსა და
ძუძუმწოვრებს, რომელთაც ერთი ზომის ტვინი აქვთ, ერთნაირი ინტელექტიც უნდა
ჰქონდეთ. რაც ასე არ არის. (see Striedter, 2005 , p. 11).

11
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
თუკი ადამიანების გამორჩეული კოგნიტური შესაძლებლობები არ აიხსნება ტვინის ზომით,
მაშინ იქნებ პასუხები ტვინისა და სხეულის ზომების პროპორციებში უნდა ვეძებოთ.
ბოლობოლო ლურჯი ვეშაპის ტვინი, მისი სხეულის წონის 0.01%-ს შეადგენს., მაშინ როცა
ადამიანის ტვინი - 2%. თუმცა ეს ამონახსნიც პრობლემას წარმოშობს, რადგან შედარებით
მცირე ზომის ცხოველებს აქვთ დიდი ზომის ტვინები. ზოგიერთი სახეობის თაგვის ტვინი,
მისი სხეულის მასის 10%-ს შეადგენს (see Striedter, 2005 , p. 93).

პალეონტოლოგიური ტრაექტორია
პალეოანთროპოლოგთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ შიმპანზეების და ადამიანების ბოლო
საერთო წინაპარს, რომელიც სავარაუდოდ 6-10 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, ტვინის
ისეთი ზომა ჰქონდა, რომელიც თანამედროვე შიმპანზეს ტვინის ზომასთან ძალიან ახლოსაა.
საწყისი განსხვავება, ჩვენს ჰომინინ წინაპარსა და შიმპანზეს წინაპარს შორის, არა ტვინის
ზომა, არამედ ტანის აგებულება იყო, კერძოდ ბიპედალიზმი. ორი მილიონი წლის წინ,
როდესაც გაჩნდა ჰომოს გვარი, ტვინის ზომის დრამატული ცვლილებაც მოხდა. თუმცა, ეს
ზრდა ნაწილობრივ დაკავშირებული იყო ჩვენი გვარის ტვინის ზოგად ზრდასთან, ჰომო
ერექტუსის ტვინი უფრო დიდი იყო ვიდრე სხვა ავსტრალოპითეკების, შეფარდებითაც და
მთლიანადაც. ამის შემდეგ, ტვინის ზომა ნელ-ნელა და სტაბილურად იზრდებოდა, სანამ
მილიონ-ნახევარი წლის წინ ისევ არ დაჩქარდა ეს პროცესი (see Holloway, Broadfield, &Yuan,
2004 ). რომ შევაჯამოთ, ჩვენი წინაპრები ვიზუალურად განსხვავდნენ სხვა ჰომინიდებისგან,
შედარებით მოკლე დროში, ორი მილიონი წლის წინათ, გაუსამმაგდათ ტვინის ზომა, ( Ruff,
Trinkaus, & Holliday, 1997 ).

ჰოლოუეი ამტკიცებს, რომ ჰომინინების ტვინის რეორგანიზება წინ უძღვოდა მონიშნულ


ექსპანსიას, რაც განასხვავებს ჩვენი გვარის ტვინის ზომას, სხვა ჰომინიდებისგან.
ავსტრალოპითეკებიც კი, რომლეთა ტვინის ზომა გორილებისა და შიმპანზეების ტვინის
ზომას უტოლდება, უკვე ავლენდნენ ადამიანისმაგვარ ტვინის პატერნს, იმ კუთხით, რომ
კოგნიტური ფუნქციები მსგავსად დაკავშირდა და ახლებურ ცხოვრების წესზე აისახა (see
Holloway et al., 2004).

გადაშენებული ტვინის კონფიგურაციების რეკონსტრუირება საკმაოდ რთულია, თუმცა


ჰოლოუეი (2008) სწორად აღნიშნავს, რომ ტვინის ევოლუციაზე საუბარი ამ მონაცემების
გარეშე ნიშნავს იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მხედველობაში არ მიღებას, რისი მოცემაც
თავის ქალის შიდა სივრცის (cranial vault) კვლევას შეუძლია. მართალია სხვა ცოცხალი
პრიმატების კვლევა გვეხმარება ადამიანის განსხვავებულობის გამოკვლევაში, თუმცა ეს
შედარებები შეეხება ჩვენს გადაშენებულ ბიძაშვილებს და არა ჩვენს გადაშენებულ წინაპრებს,
რადგან ყველა პრიმატმა თავისებური ევოლუციური ცვლილებები გაიარა, ჩვენი საზიარო
წინაპრის შემდეგ (see Aldridge, 2011; Oxnard, 2004 ).

გენეტიკის კვლევებმა გასაოცრად დიდი მსგავსება აჩვენა ადამიანის და შიმპანზეს გენომს


შორის, მიუხედავად თვალსაჩინო ქცევითი და მორფოლოგიური სხვაობებისა. ნახევარი
12
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
საუკუნის წინ, მორის გუდმანი (1963) ამტკიცებდა, რომ ეს გენეტიკური მსგავსებები,
მეტყველებს იმაზე, რომ შიმპანზეები და ადამიანები ერთი გვარის (ჰომოს)
წარმომადგენლები არიან. ამ არგუმენტის პოპულარული ფორმულირება ეკუთვის ჯარედ
დაიმონდს (1992). გაზიარებული გვარის ვერსია არის რადიკალური და არასოდეს ყოფილა
ფართოდ გავრცელებული, თუმცა პრიმატების კავშირების გენეტიკურმა ანალიზებმა,
შიმპანზეები და ადამიანები ერთმანეთს უფრო მეტად დააკავშირეს, განსაკუთრებით სხვა
მაიმუნებთან (გორილებთან და ორანგუტანგებთან) კონტრასტში ( Marks, 2005 , p. 49; but see
Wildman, Uddin, Liu, Grossman, et al., 2003). პარადოქსია ის, რომ საკმაოდ მცირე გენეტიკური
განსხვავებები არის აშკარა საფუძველი, ექსტრაორდინალური ქცევების, ფიზიკური და
ეკოლოგიური შეუთავსებლობის (Marks, 2002; Oxnard, 2004). ემბრიოლოგისტებშიც გაოცება
გამოიწვია გენეტიკურმა მსგავებებმა, რადგან მათი ხანგრძლივი დაკვირვებები,
განვითარების საწყის ეტაპზე, ერთფეროვნების მაღალ დონეს აჩვენებდა. სხვადასხვა
ხერხემლიან არსებებში, ემბრიონი გადის ადრეულ სტადიას, რომელიც კარგად მაგრამ არა
სრულად შენახულია. (see Finlay &Darlington, 1995 ; Puelles &Rubenstein, 2003; Striedter, 2005 ).
ახლანდელი “ evo-devo ” სინთეზი, ევოლუციური თეორიისა და განვითარების ბიოლოგიის-
ფილოგენეტიკური და ონტოგენეტიკური მიდგომები ორგანიზმის ბიოლოგიისადმი-
განსაკუტრებით დამარწმუნებელ არგუმენტებს იშველიებს, იმის შესახებ, რომ ევოლუცია არ
მუშაობს დასრულებულ გენებსა თუ მახასიათებლებზე, არამედ განვითარებად
პროგრამებზე, რომელიც არაწმოებს სახეობის ზრდასრულ წევრებს (Carroll, 2003, 2005 ;
Gerhart &Kirschner, 1997 ; Jablonka &Lamb, 2004; Kirschner &Gerhart, 2005 ; Wagner, 2005 ).
პრიმატებში, ზრდასრულის ტვინის ზომის ცვლილება ძლიერად არის დაკავშირებული
გახანგრძლივებულ მომწიფების პროცესთან, მუცლად ყოფნის დროს, სხეულის
არაპროპორციულად ნელ განვითარებასთან, გახანგრძლივებულ ჩვილობასთან,
გახანგრძლივებულ ტვინის ზრდის დონესთან, გადავადებულ სექსუალურ სიმწიფესთან და
უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესთან (see Cutler, 1976 ; Deacon, 1997 ).

სხვადასხვა სახეობის ზრდასრულთა ტვინები იგება სხვადასხვა მოდელის საწყისი


სტრუქტურების გაზრდით. ადრეული წინამორბედები განსხვავდებიან განვითარების
დროით, ნაწილობრივ იმით, თუ როგორ მწიფდებიან (e.g., Jiao, Medina, Veenman, Toledo, et al.
2000 ; see Striedter, 2005 ).

სტეიდტერი Striedter (2006 , p. 4) გვაფრთხილებს, რომ ტვინის ჰომოლოგია არ არის


ყოველთვის მთავარი. ევოლუციის თეორიის მთავარი სამიზნეები უნდა იყოს
ონტოგენეტიკური დახმარება ან განვითარების პროცესები: რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, თუ
როგორ განვითარდა ტვინი, მით უფრო იკვეთება აზრი, რომ ევოლუციას შეუძლია
გააუმჯობესოს ნებისმიერი ნეირონული ატრიბუტები, დაწყებული ემბრიონული
დასაბამიდან, დასრულებული სტრუქტურული კომპლექსურობით და ფიზიოლოგიური
ფუნქციით.

13
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
სტრუქტურა მნიშვნელოვანია. მრავალი პალეონტოლოგი ამტკიცებს, რომ ადამიანის
კოგნიტური გამორჩეულობა არ არის დაკავშირებული ტვინის მთლიან გადიდებასთან,
არამედ ტვინის ორგანიზების ცვლილებებთან და სხვადასხვა ნეირონული სტრუქტურების
ფარდობით ზომასთან (see Jerison, 1973 ; Holloway, 1966 ). ადრეული კომპარატივისტული
ნეიროლოგები ცდილობდნენ ეპოვნათ ადამიანის ის უნიკალური ტვინის სტრუქტურა,
რომელიც ხსნის ინტელექტუალურ სხვაობას ადამიანსა და სხვა სახეობებს შორის (see
Striedter, 2005 , chapter 2). სახეობათა წარმოშობის შესახებ პუბლიკაციის მზადებისას,
ანატომისტმა რიჩარდ ოუენმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ადამიანებს აქვთ ტვინის ზოგიერთი
სტრუქტურა, მათ შორის მცირე ჰიპოკამპუსი (hippocampus minor). თ. ჰ. ჰაქსლიმ დაადგინა,
რომ ამ სტრუქტურებს აქვთ შესაბამისი ნაწილები, ანუ ჰომოლოგები შიმპანზეს ტვინშიც.
ისეთ უბნებსაც კი, როგორიცაა ბროკას და ვერნიკეს უბნები, რომელიც საფუძველია
ენობრივი უნარებისა, აქვს ჰომოლოგები სხვა პრიმატების ტვინშიც (see, for example, Petrides,
Cadoret, &Mackey, 2005 ).

კომპარატივისტული ნეირომეცნიერების უმრავლესობა ასკვნის, რომ ძირითადი


გასხვავებები ადამიანებსა და სხვა პრიმატებს შორის მომდინარეობს ტვინის უბნების
პროპორციებიდან და არა ევოლუციის შედეგად გაჩენილი აბსოლუტურად ახალი
სტრუქტურებიდან. თუმცა, ადამიანის კოგნიტური უნარების უმეტესობა აღმოცენდა
არსებული სტრუქტურების მოდიფიკაციის და მათი დანშნულების გადასხვაფერების
შედეგად. ამას ერნს მეირი (1960) და სხვა ბიოლოგები ,,პრე-ადაპტაციად მოიხსენიებენ (see
also Anderson, 2010 ; Love, 2007 ).

მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, რომ გამორჩეული კოგნიტური უნარები ადამიანებში,


ნაწილობრივ დაკავშირებულია ფარდობითი ზომის ცვლილებასთან, რამაც ნევროლოგიური
ბალანსი დაარღვია ტვინში. უბნების შეცვლილი პროპორციები გახდა მიზეზი,
ადამიანისთვის, პრობლემების გადაჭრის უფრო კომპლექსური უნარების გაჩენისა და ასევე,
ინსტინქტურ ქცევაში ჩარევის შესაძლებლობისა.

ნეოკორტექსის რუხი ნივთიერების წილი, მედულას ზომასთან შედარებით, შიმპანზეების


ტვინში არის 30:1, ხოლო ადამიანებში, ეს წილი არის 60:1. ეს გვაჩვენებს, თუ რამდენად
არაპროპორციულია ჩვენი ნეოკორტექსი, ტვინის სხვა ნაწილებთან შედარებით (Striedter,
2005, p. 323). მეორეს მხრივ, ტვინის ზოგიერთი ნაწილის განვითარება რეგრესისკენ წავიდა.
მაგალითად სუნთქვის ბოლქვები (olfactory bulb) ადამიანს უფრო პატარა აქვს, ვიდრე
შიმპანზეს და გამარტივებულია მისი კონფიგურაციაც. სხვა პრიმატებსაც შედარებით
შემცირებული აქვთ ტვინის ეს უბანი, სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით. ჰოლოვეის
მიხედვით (1992) ადამიანის ვიზუალური კორტექსი შიმპანზეს ტვინის რელევანტურ უბანს
თითქმის ორჯერ აღემატება გაზრდილი თხემის წილის ხარჯზე, რაც ევოლუციის პროცესში
მიმდინარე „გადანაწილებების“ შედეგი უნდა იყოს (see also Holloway et al., 2004).

არეალის შემცირება საინტერესოა იმ ნიშნით, რომ პრიმატების ტვინი ავლენს ვიზუალური


სიმახვილის განვითარებას (Striedter, 2005). ადამიანის უპირატესობაა ლოკალური
ვიზუალური ინფორმაციის ინტეგრირება გლობალურ სივრცულ და დროით მთლიანობაში
(Imura & Tomonaga, 2013). სხვა თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ადამიანის ტვინი

14
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
სხვანაირად გადაეწყო, არის ჰემისფეროების ასიმეტრია, რომელიც უფრო გამოკვეთილი
გახდა.

ადამიანებში ჰემისფეროების სპეციალიზაციამ გაამარტივა და დააჩქარა ნეირონული


კავშირი, იმით, რომ შეზღუდა მხოლოდ ცალკეული ტვინის უბნის აქტივობა. ასიმეტრიული
სპეციალიზაციის მინუსი ის არის, რომ ჩვენ უფრო მოწყვლადები ვართ დაზიანებების
მიმართ, რადგან ერთ ჰემისფეროს უჭირს დაზიანებული ნაწილის კომპენსირება.

კავშირები მნიშვნელოვანია. ევოლუციის პროცესში ადამიანის ტვინი რეორგანიზდა და


მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა არა მხოლოდ ზომამ, არამედ უბნების შორის
კავშირებმაც (see Holloway, 1966 ; Deacon, 1997 ). ტვინის ან მისი უბნის ზომის ცვლილება არ
აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას. სპეციალიზაცია და კავშირებია მნიშვნელოვანი (Chittka
&Niven, 2009 ). რომელიმე ნაწილის გადიდება ქმნის ,,დიზაინის პრობლემას’’ რამდენადაც
დაკავშირებულ წერტილებს შორის დისტანცია იზრდება და ნელდება კავშირი. გაზრდილი
ნეოკორტექსის დისტანციის პრობლემას ძუძუმწოვართა ტვინი უმკლავდება მეტი ნაკეცების
წარმოქმნით, ჰემისფეროებისა და უბნების სპეციალიზაციით. ადამიანის ტვინში ამის
გამოხატულებაა 150-მდე განცალკევებული უბნის არსებობა (Kaas, 2006 , pp. R914).

დიდი ზომის ტვინი არ ნიშნავს უფრო დიდ ნეირონებს, არამედ უფრო მეტ ნეირონს. მათი
რიცხვის ზრდასთან ერთად თითოეული ნეირონი უფრო მცირედი პროპორციით
უკავშირდება მთლიანს ( Kaas, 2000 , 2006 ). ფარდობითი კავშირი იკლებს და დიდი ტვინის
უბნები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, ეძლევათ საშუალება სპეციალიზირდნენ,
განსხვავდნენ და გახდნენ ,,პატარა სამყაროები’’ ნეირონულ ქსელში ( Watts &Strogatz, 1998 ).

მომატებული იზოლაციის საპირისპიროდ, აქსონური2 კავშირების (თეთრი მატერია) წილი


ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე ნეირონების (ნაცრისფერი მატერია) რიცხვი. თეთრი,
მაკავშირებელი მატერიის ზრდა არ უშლის ხელს ნაცრისფერი მატერიის ზრდას და
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტვინი არაპროპორციულად მოიცავს თეთრ მატერიას, ის
მაინც საფუძვლიანადა დაკავშირებული (Ringo, 1991).

დამატებით, პალენტოლოგიურად ახალი კავშირები შეიძლება გაჩნდეს ,,კავშირებითი


შემოჭრით,’’ როდესაც ტვინი ქმნის კავშირებს ისეთ უბნებს შორის, რომელსაც არ ჰქონია
ძლიერი აქსონური კავშირი მის წინაპრებში. ტერენს დეკონის (1990b), ,,გადანაცვლების
ჰიპოთეზის’’ მიხედვით, ტვინის უბნები, რომლებიც არაპროპორციულად გაიზარდა
ევოლუციის გზით, მიდრეკილია, რომ მოახდინოს კავშირებითი შეჭრა და მოამარაგოს
ნერვებით ის უბნები სადაც მანამდე ასეთი რამ არ ყოფილა. დეკონის წესია: ,,დიდი უდრის
უკეთ დაკავშირებულს.’’ გადიდებული ტვინის უბნები კავშირებს აბამენ ისეთ უბნებთან,
რომელთანაც წინაპრების ტვინებს კავშირები არ ჰქონიათ.

2
აქსონი – ნეირონის წაგრძელებული ბოჭკო, რომლის გასწვრივაც ნერვული იმპულსები ვრცელდება
სომიდან ცენტრალური ბალთისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ უჯრედები მიკროსკოპული ზომისაა,
აქსონი შესაძლებელია საკმაოდ გრძელი იყოს და რამდენიმე სანტიმეტრსაც აღწევდეს. რაც უფრო
გრძელია აქსონი, მით სწრაფად გადაიცემა ნერვული იმპულსები.
15
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
ედელმანის (Edelman 2003) მიხედვით, ტვინის დაკავშირებულობის ცნების გააზრება
აუცილებელია ადამიანის ცნობიერების კვლევისათვის. ტვინის ასოციაციურ ნაწილებში (აქ
იგულისხმება არეალები, რომელთაც პირდაპირი კავშირი არ აქვთ სენსორულ თუ მოტორულ
სისტემებთან, მაგალითად, შუბლისწილი (prefrontal cortex) შექცევადი კავშირების არსებობა
ჩვენს ტვინს აღჭურვავს კოგნიტური ინტეგრაციის ისეთი კომპლექსური ფორმებით,
როგორებიცაა თვითგაცნობიერება, შეფასება და სხვა. გაზრდილი ნეოკორტიკალიზაცია
(neocorticalization) და ნეოკორტექსის მიერ სხვა უბნებთან კავშირის პროპორციული
გაძლიერება და გავრცელების არეალის ზრდა ხელს უწყობს ზემოდან ქვემოთ მიმართულ
სტიმულებსა და ქვედა დონის ფუნქციების დათრგუნვას. მაგალითად, ცნობიერ კონტროლს
ნაკლებდამოკიდებული, ავტომატური ნერვული სისტემის გააქტიურება, როგორიცაა ნელი
სუნთქვა ან ვიზუალური არის გამოყენება გონებრივი სიმულაციების შესაქმნელად ან
თუნდაც შიშისა და არასასიამოვნო შეგრძნებებისათვის ყურადღების არმიქცევა.
ნეოკორტიკალური ანომალიების არსებობა ინდივიდებში შესაძლოა გამოვლინდეს
შფოთვითი აშლილობით, რაც გამოწვეულია თვითრეგულაციური მექანიზმის მოშლით (see
Berkowitz, Coplan, Reddy, & Gorman, 2007 ). შექცევადი კავშირის არსებობა ტვინს საშუალებას
აძლევს, რომ უკეთ დააჯგუფოს და გააერთიანოს საკუთარი ნერვული რესურსები
მრავალმხრივობითა და სწავლის უნარით.

პლასტიკური დიდი ტვინი. იდეა, რომ ინსტინქტები და უნივერსალურად გაზიარებული


თვისებები „მკაცრად დაქსელილი“ (“hard-wired”) და ფიქსირებულია, ერთ-ერთი
გავრცელებული უზუსტობაა. ისეთი კომპლექსური და ნელა ჩამოყალიბებადი ტვინი,
როგორიც ჩვენ გვაქვს, უკეთ გაიაზრება „მოქნილად დაქსელილი“ (“ wet-wired”), პლასტიური
სელექციური პროცესით. ბევრ ნევროლოგს სჯერა, რომ ტვინის ფორმირებას სჭირდება
დიდი რაოდენობით არაგენეტიკური ინფორმაცია, მათ შორის მისი ჩამოყალიბება ხდება
თავად ტვინთან, მთლიან სხეულთან და გარემოსთან ინტერაქციის პროცესში.

ედელმანის მტკიცებით, გენეტიკური ინფორმაცია არასაკმარისი მოცემულობაა ტვინის


სტრუქტურისათვის. ნერვული კავშირების ადრეული ჭარბი წარმოება მართულია „ნერვული
ჯგუფური შერჩევით“ (“neuronal group selection“) - ეს არის გადარჩევა, რომლის დროსაც
აქტიური სინაპტიკური კავშირები ნარჩუნდება, ხოლო გამოუყენებელი ბმები სუსტდება და
მიილევა, ქრება (ან ფარული ხდება). ემბრიონული განვითარების ეტაპზე ტვინი იმდენ
ნეირონს აწარმოებს, რომ ზრდასრულობის პერიოდისთვის ნეირონული უჯრედების
წარმოების პიკური ოდენობიდან მხოლოდ 20%-დან 80%-მდეა შემორჩენილი, დანარჩენი კი
ნადგურდება უჯრედული კვდომის ბუნებრივი პროცესის შედეგად (Oppenheim, 1985 ).

ძუძუმწოვრების უმეტესობაში ნერვული უჯრედების განვითარება იწყება გაცილებით ადრე,


მაშინ, როცა თევზებში, ფრინველებსა და რეპტილიებში ტვინი მთელი სიცოცხლის
განმავლობაშ იზრდება. ძუძუმწოვრები ტვინი განვითარების ადრეულ ეტაპზე
არაპროპორციულად დიდია, ხოლო შემდეგ ანელებს ზრდის ტემპს და საბოლოოდ წყვეტს
ცხოველის მოწიფულობის ასაკის მიღწევისას. ამის საპირისპიროდ, პრიმატების ტვინი დიდი

16
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
ხნის განმავლობაში განაგრძობს ზრდას, რაც მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის მომწიფების
პროცესის გაძლიერებასა და შეფერხებასთან (see Cutler, 1976 ).

ადამიანის ტვინის შედარებით სწრაფი ზრდა დიდწილად გამოწვეულია ადრეულ პერიოდის


სწრაფი ზრდის ხანგრძლივობით. განვითარების ამ ეტაპზე დაბადების შემდეგ ტვინი ზომით
სამჯერ იზრდება იმ დროს, როცა პრიმატების ტვინის ზომა მხოლოდ ორმაგდება (see
Striedter, 2005 , p. 319). ირონიულია, მაგრამ ჩვენი ტვინები განაგრძობენ ზრდას მიუხედავად
იმისა, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს განვითარებისას ჯერ კიდევ ადამინის
დაბადებამდე გადიან. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტვინები დაბადებისას საკმაოდ
განვითარებულია ( Clancy, Darlington, & Finlay, 2001). ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება
ადამიანის ტვინს ხდის გარემოზე მეტად მორგებულსა და სწავლებისკენ მიდრეკილს,
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, უკვე დაბადებისას ტვინი ნევროლოგიურად
„ზრდასრულად“ დავახასიათოთ. პრუზის (2011) მტკიცებით: ადამიანურ და სხვა ტვინებს
შორის სხვაობას, შესაძლოა იწვევდეს სინაფსების ფორმირებისას მომხდარი გენეტიკური
მოდიფიკაცია და მეტაბოლური ენერგიის რაოდენობა, რომელიც ადამიანის ტვინს
საშუალებას აძლევს თავის ზომასთან შედარებით ბევრად მეტი ენერგია მოიხმაროს. პრუზი
მიუთითებს ტვინის აქტიურობისა და მოქნილობის დიდ უნარებზე და დასძენს, რომ
ინდივიდუალურ დონეზე ევოლუციამ წარმოქმნა ცვლილება განვითარების მრავალ დონეზე,
დაწყებული მთლიანი ზომით, დამთავრებული უჯრედული სტრუქტურით (Li, 2003).

არა მხოლოდ ტვინი. რიჩარდსონმა (2000) სხვა მეცნიერებთან ერთად ხმამაღალი განცხადება
გააკეთა: მისი აზრით მხოლოდ ადამიანის გონება არ წარმოქმნის ინტელექტს. როდესაც
ვსაუბრობთ ადამიანის ინდივიდუალურ ხასიათზე, თვითმყოფადობაზე (distinctiveness),
მისი აზროვნება არ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
ადამიანის გონების ყველა თავისებურება როდი მომდინარეობს პირდაპირ ჩვენი გენებიდან,
ადამიანიში შემეცნების ყველა განმასხვავებელ ნიშანს მხოლოდ ტვინი როდი წარმოქმნის.
ტვინის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვობის
პერიოდს, როცა ადამიანის ტვინი ევოლუციურად არის მიდრეკილი სწავლისკენ,
სოციალიზაციისკენ, უნარების შეძენისა და კულტურასთან ადაპტაციისკენ, ამის
პარალელურად კი ის მეტად დაუცველია და საჭიროებს სხვების ძალისხმევას ბავშვის
დასაცავად. ანატომიური, მაკავშირებელი და მოლეკულური თავისებურებები, რომლებიც
ჩვენს სახეობას გადმოეცა, გვეხმარება გავიაზროთ ორი რამ: რატომ გადაარჩია და განავითარა
ევოლუციამ ესა თუ ის მახასიათებელი და რა გავლენას ახდენს ეს ევოლუციური
მემკვიდრეობა ჩვენს ადაპტაციურ შესაძლებლობებზე.

მარტივი ევოლუციური მიდგომით, გარემო ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმებში


განაპირობებს ადაპტაციას. ნიშის შექმნის მოდელი (The niche construction model) მიხედვით
კი, სახეობის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გავლენა მოახდინონ გარემოზე, შესაბამისად,
იმაზეც, თუ როგორი ძალით იმოქმედებს მათზე ბუნებრივი გადარჩევა (see Lewontin, 2000 ;
Odling-Smee, 1988; Odling- Smee, Laland, & Feldman, 2003; Turner, 2000b; MacKinnon & Fuentes,
chapter 3, this volume). აღნიშნული მოდელი ქმნის წრებრუნვას ქცევიდან - გარემოში და
შემდეგ - ბუნებრივი გადარჩევისკენ და ამ პროცესის ასახსნელად ის ნაკლებად ეყრდნობა
ევოლუციურ სცენარს. ჩვენი წინაპრების ევოლუციური განვითარების ტრაექტორიაში

17
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
რამდენიმე უჩვეულო ცვლილება შეინიშნება, რაც ვლინდება იმაში, რომ კომპლექსური
კოგნიტური, ტექნოლოგიური თუ სოციალური ცვლილებები ერთდროულად ასრულებდნენ
როგორც გადარჩევისთვის მიერ „დასახული ამოცანების“, ასევე - სწრაფად ცვალებად
პირობებში ადაპტაციის ხელშემწყობი ფაქტორების როლებს.

მეტად გაბედულ ნაბიჯებად უნდა მივიჩნიოთ თანამედროვე ცდები, რომ ერთმანეთს


შეუთავსონ ბიოლოგიური და კულტურული ევოლუციები. დაწყებული კავალი-სფორცასა
და ფელდმანის შრომებიდან(Cavalli-Sforza and Feldman 1981), დიურამის (Durham 1991),
ბოიდისა და რიჩერსონის (Boyd and Richerson 1985) შრომების ჩათვლით, ევოლუციის
მრავალმა თეორეტიკოსმა სცადა ადამიანის ბიოლოგიურ-კულტურული კავშირების
შესწავლა იმ დაშვებით, რომ ბიოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობები თანაბრად
განსაზღვრავს ერთმანეთს. ამ მიმართებებს „ორმხრივი მემკვიდრეობისა“ თუ „გენი-
კულტურის თანაევოლუციის“ ჭრილში განიხილავდნენ (see also Danchin, Charmantier,
Champagne, Mesoudi et al., 2011 ; Laland, Odling-Smee, & Myles, 2010 ; Richerson, Boyd, &
Henrich, 2010 ). ამ იდეის სხვა დამცველელბი ასევე საუბრობდნენ „სამმაგი სპირალის“
მოდელზე, რომელიც მოიცავს გენს, ორგანიზმსა და გარემოს (Lewontin, 1983 , 2000), ან
ევოლუციის „ოთხ განზომილებაზე“: გენეტიკური, ეპიგენეტიკური, ქცევითი და სიმბოლური
განზომილებები (Jablonka, 2001; Jablonka & Lamb, 2004 ). ამ მცირედ განსხვავებულ მიდგომებს
ერთი საერთო ნიშანი აქვთ, რაც მოცემული მოდელების მიმართ კეთილად განგვაწყობს;
კერძოდ, ისინი უპირისპირდებიან ზოგიერთ ევოლუციურ თეორეტიკოსს, რომელთა
მტკიცებითაც ორგანიზმის განვითარებას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან გენები
არის მემკვიდრეობითობის ერთადერთი მექანიზმი (Maynard Smith, 2000 ; see also Griffiths &
Gray, 1994 ; Oyama, 2000; Oyama, Griffiths, & Gray, 2000).

ოდლინგ-სმი (Odling-Smee 2007) მიუთითებს, რომ შესაძლოა, ეს სამდანაყოფიანი (თუნდაც


ორ ან სამდანაყოფიანი) განსაზღვრება გადაჭარბებული იყოს, რადგან რთულია ზღვარის
დადგენა. მაგალითად, კულტურის აბსტრაქტული გამიჯვნა ეკოლოგიისგან ხელოვნურად
გამოიყურება. თუმცა, თუკი კომპლექსურად შევხედავთ, ის „ბუნებრივი“ პარამეტრები,
რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა, მაგალითისათვის,
ცეცხლის გამოყენება, თამაშის დაგეგმვა, ხეებისა და მცენარეების შერჩევითი გაჩეხვა,
სხვადასხვა ინტენსივობით წარმოებული მეცხოველეობა და ადამიანის საარსებო გარემოსთან
დაკავშირებული ტექნიკები - ეს ყველაფერი კულტურასა და გარემოს შორის ზღვარს ოდნავ
აბუნდოვნებს. უნდა გავიზიაროთ კენდალისა და მისი კოლეგების აზრი (2011, p. 786) „ნიშის“
შესახებ, რომ ის არის ერთგვარი ნეიტრალური ამხსნელი მექანიზმი, რომელიც არ
გვთავაზობს მკაცრ გამიჯვნას გარემოს ჩარევასა და ორგანიზმის ენდოგენურ, ანუ შინა
პროცესებით წარმოებულ ძალისხმევას შორის. ამგვარი ტიპის ამბივალენტურობა
განსაკუთრებით გამოსადეგია ტვინის ევოლუციური განვითარების კომპლექსური პროცესის
გასაგებად (see also Laland et al., 2010 MacKinnon & Fuentes, chapter 3, this volume).

ყველაფრის მიუხედავად, ადამიანის ტვინის ევოლუციის შესახებ მთავარი შეკითხვაა თუ


როგორ მოხდა იგი. დეკონის მიხედვით, მიიჩნეოდა, რომ ძუძუმწოვრებში შედარებით მყარი

18
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
ალომეტრიული3 ურთიერთობა სხეულსა და ტვინის ზომას შორის „ასახავდა
ყოვლისმომცველი ევოლუციური ინტელექტის ან მეტაბოლიზმის ეკონომიას, რომელიც
ვრცელდება სხვადასხვა ადაპტაციასა და ზომებში“ (1997, p. 339). ადამიანის დაწინაურება
ახსნას საჭიროებს. ევოლუციური მონაპოვარი, რომელიც ინტელექტუალური განვითარების
სახით ვლინდება, მეტაბოლური ან სხვა ტიპის საფასურს მოითხოვს. პრობლემას ის
წარმოქმნის, რომ ჩვენ არათუ გვაკლია თეორიები, არამედ, როგორც ბარბარა ფინლი (Barbara
Finlay 2007 , p. 294) წერს: ჩვენ გვაქვს „ძალიან ბევრი თეორია, რომელთაგანაც ნაწილობრივ
მაინც ყველა მართებულია“.

სოციალური ინტელექტი. ჰომინინების თავის ტვინის ზომის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე


გავლენიანი ახსნა არის ე. წ "მაკიაველური გონიერება" სხვაგვარად - "სოციალური
ინტელექტის" ჰიპოთეზა (see Byrne, 1997; Byrne & Whiten, 1989; Dunbar, 1998). თეორია
დაშენებულია ჰამფრის (1976) იდეაზე, რომ გაზრდილი გონიერება საზოგადოებრივი
პრობლემების გადასაჭრელად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე გარემოსთან შესაგუებლად (see
Byrne, 1997). პრიმატოლოგებმაც გაათვითცნობიერეს რომ ჩვენი შორეული ბიძაშვილები
სტრატეგიულად მომთხოვნი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. სოციალური გონიერების
ჰიპოთეზის დახმარებით ვიგებთ, რომ მანამდე არსებულმა სხვადასხვა ახსნამ - იარაღის
გამოყენებიდან დაწყებული, ორგანიზებული ნადირობით დამთავრებული - იმ დონემდე ვერ
განავითარა ადამიანის ტვინი, როგორც სოციალურმა ინტელექტმა. სოციალური გადარჩევის
წვლილი დიდია ისეთ ექსტრავაგანტულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებშიც,
როგორიცაა, ვთქვათ, „გონების თეორია (“theory of mind”), რომელიც ერთი შეხედვით,
პირდაპირ სულაც არ მომდინარეობს ადაპტაციისგან (see Flinn, Geary, & Ward, 2005 , pp. 11 –
12).

ნეიროანთროპოლოგიური კვლევები გვეხმარება ადამიანის ტვინის ევოლუციაში მიმდინარე


პროცესების გარკვევაში, მათ შორის, თუ როგორ აყალიბებს იგი დინამიური ტვინის
განვითარებისა და კოგნიციის სოციალურად ხელსაყრელი ფორმების საშუალებით
კულტურულ განსხვავებულობას. ნერვული დინამიურობის კომპლექსურობით ადამიანებმა
მიაღწიეს „მორგებულობის“ (“fitness”) იმ ხარისხს, რომელიც ღიაა განვითარებისთვის,
სოციალური გამოცდილებებისა და კულტურული კონტექსტებისთვის.

კულტურა და კოგნიტური სტილი

კონტექსტისგან დამოუკიდებელი vs კონტექსტზე დამოკიდებული

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამძაფრდა ინტერესი განათლებისა და ადამიანის


განვითარების საკითხების მიმართ. ომის ხელახალი წარმოშობის საფრთხის ასაცილებლად
გამარჯვებულ ქვეყნებმა მიიჩნიეს, რომ ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური
და პოლიტიკური განვითარების დონის გაზრდა იყო საჭირო. განათლება კი განიხილებოდა
ასეთი ცვლილებების მიღწევის მნიშვნელოვან რესურსად.

3
ალომეტრია -სხეულის ნაწილების არათანაბარი ზრდა ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების
პროცესში ( გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე
ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200])
19
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
კეთილდღეობის გაზრდის მიზნით აშშ-მ უზრუნველყო სკოლების აშენება მესამე მსოფლიოს
მრავალ ნაწილში. როგორც ლერნერი (1958) ამტკიცებდა სასკოლო ჩართულობა ზრდიდა
ინდივიდის მოდერნული აზროვნების უნარს. მოდერნულ აზროვნებაში კი, ის სხვისი
შეხედულების, განსხვავებული თვალსაზრისის მიღების უნარს გულისხმობდა.

მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საგრძნობი ცვლილებები სახეზე არ იყო. ამის მიზეზი


აღმოჩნდა განვითარებული ქვეყნებში არსებული საგანმანათლებლო პრაკტიკებისა და
მიღებული ცოდნის შემოწმების ხერხების (სტანდარტიზირებული ტესტები) უცვლელად
გადატანა სხვა კულტურული კონტექსტის მქონე მესამე მსოფლიოს ქვეყნებში.

როგორც ვიცით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი (1950-იან წლები) ხასიათდება
ასევე, ინტელექტუალურ მოძრაობით, რომელიც „კოგნიტური რევოლუციის“ სახელითაა
ცნობილი.

ამ მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ჟან-პიაჟე. ვინაიდან მისი მიდგომა


გენეტიკური ფსიქოლოგიის სახელწოდებითაა ცნობილი, არ არის გასაკვირი, რომ ის ნაკლებ
ყურადღებას უთმობდა კოგნიტური განვითარების შესაძლო კულტურულ ვარიაციებს. მისი
აზრით განათლებას შეუძლია მცირე ბიძგი მისცეს განვითარებას, თუმცა მას არ შესწევს
უნარი ფუნდამენტურად შეცვალოს გონებრივი სტრუქტურები (Piaget, 1966). ასევე, ის ხაზს
უსვამდა იმას, რომ ფორმალურ განათლებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ინდივიდები კოგნიტური განვითარების მეოთხე ანუ ფორმალური ოპერაციების დონეზე
არიან.

კროსკულტურული კვლევების კვალდაკვალ კი უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა


შემდეგი სახის შეკითხვა: „თუ კულტურა x-ში ინდივიდთა 50% პროცენტმა წარუმატებლად
შეასრულა პიაჟეს ტესტი, რამდენად ლეგიტიმიურია, დავასკვნათ რომ მათ ვერ მიაღწიეს
კოგნიტური განვითარების გარკვეულ დონეს?“ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი სულ უფრო
და უფრო ნაკლებად სცემდა ამ შეკითხვას დადებით პასუხს და ხაზს უსვამდა იმას, რომ
შესრულების დაბალი მაჩვენებლები თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო სწავლების თუ
ტესტირების ადგილობრივ კულტურულ კონტექსტთან შეუსაბამობის შედეგი (Dasen, Berry &
Witkin, 1979).

1974 წელს კი ასევე კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, ჰერმან ვიტკინი ატარებს


შემდეგი სახის ექსპერიმენტს:

მონაწილეები შეჰყავთ ბნელ ოთახში, სადაც მათ


წარუდგენდნენ მნათ, მოძრავ ჩარჩოებს,
რომლის შუაგულშიც მოთავსებულია ასევე,
მნათი, მოძრავი ხაზი. მონაწილეთა ამოცანაა
დაასახელონ ის მომენტი, როცა ხაზი
ვერტიკალურ მდგომარეობას მიაღწევს.
შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ
მონაწილეთა ერთი ნაწილი უკეთ ამოიცნობდა
ხაზის ვერტიკალურ მდგომარეობას ჩარჩოს

20
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
პოზიციისგან დამოუკიდებლად, ხოლო მეორე ნაწილი ხაზის მდგომარეობას
განსაზღვრავდა ჩარჩოს პოზიციასთან მიმართებით. პირველ ჯგუფს ვიტკინმა
კონტექსტისგან დამოუკიდებელი, ხოლო მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს კონტექსტზე
დამოკიდებული ცდის პირები უწოდა.

ჰერმან ვიტკინი არის ის მკვლევარი, რომელმაც მეტი ყურადღება დაუთმო კულტურულ


ვარიაციებს და რომელმაც პირველად შემოიტანა კოგნიტური სტილის ცნება. პიაჟესგან
განსხვავებით მან არა კოგნიტურ უნარებზე, არამედ სტილზე გააკეთა აქცენტი. მომდევნო
ქვეთავში ვნახავთ თუ რა სხვაობები არსებობს მათ შორის.

კოგნიტური უნარი vs კოგნიტური სტილი

კოგნიტური/მენტალური უნარები მიემართება კოგნიტური აქტივობის შინაარსსა და დონეს,


ხოლო სტილი სწავლების მანერასა და ფორმას. უნარები გულისხმობს კომპეტენციებს, მაშინ
როცა სტილი შეგვიძლია განვიხილოთ მიდრეკილებების/მისწრაფებების ტერმინებში.
უნარები უნიპოლარულ სკალაზე შეგვიძლია წარმოვადგინოთ (ნაკლები უნარი vs მეტი
უნარი), მაშინ როცა სტილი ბიპოლარულია (ვიზუალური vs ვერბალური). ასევე, უნარების
შემთხვევაში ერთ-ერთ პოლუსს უფრო მეტი ღირებულება ენიჭება, მაშინ როცა სტილის
შემთხვევაში სკალის არც ერთი პოლუსი არ არის მეორეზე უკეთესი. დაბოლოს, უნარი
ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას შეასრულოს ამოცანა, ხოლო სტილი განსაზღვრავს იმ
გზას, თუ როგორ შესრულდება ეს ამოცანა.

ჩასმული ფიგურის ტესტი

შემდეგ წლებში, გარდა ღერძისა და ჩარჩოს ტესტისა, კოგნიტური სტილის გამოსავლენად


მიმართავდნენ ჩასმული ფიგურის ტესტს (Embedded Figure Test). მონაწილეებს
წარუდგენდნენ მარტივ და რთულ ფიგურას, ისე რომ მარტივი ფიგურა რთული ფიგურის
ნაწილს შეადგენდა. მათი ამოცანა იყო რთულ ფიგურაში მარტივი ფიგურის ამოცნობა. ამ
ტესტის ავტორების, ვიტკინისა და მისი კოლეგების (1977), მიხედვით, „ამ შემთხვევაში
მნიშვნელოვანია დადგინდეს რა დოზით დომინირებს ფონური/გარემომცველი ვიზუალური
ჩარჩო მისი შემადგენელი ელემენტის აღქმაზე“. აღმოჩნდა, რომ კონტექსტისგან
დამოუკიდებელი კოგნიტური სტილის მქონე ადამიანები უფრო სწრაფად ახდენენ რთულ
ფიგურაში მარტივი ფიგურის იდენტიფიცირებას, მაშინ როცა კონტექსტზე დამოკიდებული
კოგნიტური სტილის მქონეებს ამისთვის გაცილებით მეტი დროს სჭირდებათ.

(Witkin, Moore, Goodenough & Cox, 1977)

კონტექსტისგან დამოუკიდებელი და კონტექსტზე დამოკიდებული სტილები


21
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
კონტექსტზე დამოკიდებული vs დამოუკიდებელი შეგვიძლია სხვანაირად განვიხილოთ
როგორც სინთეზური(გლობალური) vs ანალიტიკური აღქმის კონტინიუმიც. კონტექსტზე
დამოკიდებულებს უჭირთ ნაწილების გამოცალკევება მთელისგან (ტენდენცია აქვთ აღიქვან
ტყე და არა ცალკეული ხე). საპირისპირო, ანალიტიკურ, დანაწევრების ტენდეციას აქვს
ადგილი კონტექსტისგან დამოუკიდებლების შემთხვევაში. ვიტკინი აღნიშნულ კოგნიტურ
სტილებს სელფის არა-სელფისგან (საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან)
გამოცალკევებულობის დონეების ტერმინებშიც განიხილავს. რაც უფრო გამოცალკევებულია
სელფი, მით უფრო მეტი ალბათობა, რომ ის იქნება კონტექსტისგან დამოუკიდებელი,
მიდრეკილი იქნება მოცემული გარემოს/სტიმულის რესტრუქტურირებისკენ, თუმცა
ნაკლები ინტერპერსონალური კომპეტენციების ფლობის ფონზე. მაშინ როცა კონტექსტზე
დამოკიდებულები არიან უფრო მეტად სენზიტიურები სოციალურ მიმნიშლებლებლების
მიმართ და ინტერესდებიან იმით, თუ „რას ამბობენ სხვები“. მათ უყვართ სხვა ადამიანების
გარემოში ყოფნა.

კულტურის გავლენა

ვიტკინის აზრით კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის ტენდენციები ბავშვის


აღზრდის განსხვავებული პრაქტიკების შედეგს წარმოადგენდა. აღზრდის პროცესში ის,
განსაკუთრებით, მშობლების კონტროლისგან გათავისუფლების ასპექტს გამოყოფდა. ამ
კუთხით ჩატარებულმა მისმა ადრეულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მშობლის
ავტორიტეტისადმი მორჩილება და იმპულსების გარეგანი კონტროლი ზრდიდა კონტექსტზე
დამოკიდებულების ჩამოყალიბების ალბათობას. ხოლო თუ ოჯახში წახალისებული იყო
ბავშვის ავტონომიურობა, ამ ოჯახში მეტი ალბათობით კონტექსტისგან დამოუკიდებელი
ბავშვები იზრდებოდნენ.

ბავშვის აღზრდის პრაქტიკები კი კულტურიდან კულტურამდე იცვლება. განსაკუთრებით ეს


სხვაობა შეინიშნება ავტონომიურობისადმი ტოლერანტობის ხარისხით განსხვავებულ
კულტურებში. შესაბამისად, კოგნიტური სტილის კროსკულტურულ კვლევების მიმართ
გაიზარდა ინტერესი. საკვლევი ჰიპოთეზა იყო შემდეგი სახის: საზოგადოებებში, რომლებშიც
ძლიერი აქცენტი კეთდება კონფორმულობაზე, უფრო მაღალი იქნება კონტექსტზე
დამოკიდებულთა რიცხვი, ვიდრე იმ საზოგადოებაში, რომლებშიც ავტონომიურობაა
წახალისებული. ამ უკანასკნელში, პირიქით, უფრო მაღალი იქნება კონტექსტისგან
დამოუკიდებელთა რაოდენობა. კვლევებმა ეს ჰიპოთეზა დაადასტურა. კოგნიტური სტილის
მიხედვით მნიშვნელოვანი სხვაობა დაფიქსირდა მექსიკელ და ამერიკელ (Holtzman, 1975;
Diaz-Guerrero & Holtzman, 1974), კუბელ და ამერიკელ (Britain & Abad, 1974), პერუელ და
ამერიკელ (Gruenfeld, Weissenberg, & Loh, 1973), მექსიკური წარმოშობის ამერიკელ და ანგლო-
ამერიკელ ბავშვებს შორის (Buriel, 1975; Kagan, 1974; Ramirez & Price-Williams, 1974b).

გარდა კულტურისა, კვლევების მიხედვით კოგნიტურ სტილზე გავლენის მქონე შემდეგი


ფაქტორები გამოიყო: სოციოეკონომიკური სტატუსი, ასაკი და სქესი. დაბალი
სოციოეკონოკური სტატუსის მქონე ინდივიდები გაცილებით ცუდად ართმევდნენ თავს
ჩასმული ფიგურის ტესტის შესრულებას (Forns-Santacana, Amador-Campos, & Roig-Lopez,
1993). ვიტკინის კვლევების მიხედვით ასაკის მატებასთან ერთად იზრდება კონტექსტზე

22
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
დამოკიდებულების ხარისხი (Witkin , 1971). რაც შეეხება სქესს, მის შესახებ კვლევებში
არაერთმნიშვნელოვანი შედეგები ფიქსირდებოდა. ძირითადად ვლინდებოდა, რომ
მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად იყვნენ კონტექსტისგან
დამოუკიდებლები, თუმცა შემდეგ ეს მონაცემები სხვადასხვა კულტურაში შეადარეს.
აღმოჩნდა, რომ სქესთა შორისი სხვაობა მეტად თვალსაჩინოა იმ კულტურებში, რომლებშიც
ავტონომიურობა არ არის წახალიებული Holtzman et al., 1975; Kato, 1965; Mebane &
Johnson,1970; Parlee &Rajagopal, 1974). განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით მდედრობითი
სქესის წარმომადგენლები არიან შეზღუდული. ამით შეიძლება აიხსნას მათში კონტექსტზე
დამოკიდებულების კოგნიტური სტილის გავრცელებულობა. იგივე შეიძლება ითქვას
სოციოეკონომიკურ სტატუსსა და ასაკზე. როგორც დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი,
ისე ხანდაზმულობა ზრდის სხვაზე დამოკიდებულების ხარისხს, რაც მათ კოგნიტურ
სტილზეც აისახება.

კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის გავლენა სწავლების პროცესზე

ვიტკინის თეორიული ჩარჩოს გათვალისწინებით ჩატარებულმა კვლევებმა ახალ აღმოჩენებს


დაუდო სათავე სწავლების სფეროშიც. ეს კვლევები მოიცავდა შედეგებს კონტექსტზე
დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის გავლენაზე ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა
მოსწავლეების მიერ სოციალური მასალის ათვისება, მედიატორის როლი სწავლებაში,
მიმნიშნებლებლის ფუნქცია, მასწავლებლების მიდგომები, მასწავლებლებისა და
მოსწავლეების ინტერაქციის ხასიათი და ა.შ. (Musser, 1998). ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე
ასეთი კვლევის შედეგი:

 ქულების მიხედვით, კონტექსტისგან დამოუკიდებლობა კორელირებს მაღალ


მათემატიკურ მიღწევებთან (Vaidya & Chansky, 1980).

 კონტექსტისგან დამოუკიდებლები მათემატიკის გაკვეთილზე უფრო მეტს


სწავლობდნენ, როცა ხელმძღვანელობა/დახმარება იყო მინიმალური, ხოლო
დამოუკიდებელი აღმოჩენების შესაძლებლობა მაქსიმალური. კონტექსტზე
დამოკიდებულები კი გაცილებით ეფექტური იყვნენ მაქსიმალური სუპერვიზიის
შემთხვევაში (Adams & McLeod, 1979; McLeod, 1978).

 ჯეიმსის (1973) კვლევის მიხედვით, კონტექსტისგან დამოუკიდებელი


მასწავლებლები უფრო მაღალ ქულებს უწერდნენ კონტექსტისგან დამოუკიდებელ
მოსწავლეებს, მაშინ როცა კონტექსტზე დამოკიდებული მასწავლებლები -
კონტექსტზე დამოკიდებულ მოსწავლეებს.

რა დატვირთვა აქვს კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის კონსტრუქტს


განათლების სფეროში?

ვიტკინი თავის ნაშრომში ყურადღებას ამახვილებს კოგნიტური სტილის


ფლექსიბილურობასა და ცვლილების შესაძლებლობაზე სათანადო სწავლების
23
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
პროცედურებით. მაგალითად, კონტექსტზე დამოკიდებული მოსწავლეებს, რომლებიც
ცდილობენ თავი აარიდონ მათემატიკას, ამ სფეროში გაკვეთილები მათ კოგნიტურ სტილზე
მორგებული მეთოდებითა და მიდგომებით უნდა ჩაუტარდეს (Bertini, 1986).

ჯერ განვიხილოთ ის საგანმანათლებლო პირობები, რომელიც მაქსიმალურს ხდის სწავლების


ეფექტურობას კონტექსტისგან დამოუკიდებელი მოსწავლეებისთვის, თუმცა გამომწვევ
ხასიათს ატარებს კონტექსტზე დამოკიდებული მოსწავლეებისთვის (Musser, 1998):

 დამოუკიდებელი სასწავლო გარემოს შექმნა.

 აღმოჩენებზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომის გამოყენება.

 დიდი რაოდენობით სხვადასხვა მასალის მიწოდება; განსხვავებული წყაროების


დასახელება.

 ავტონომიურობის, თვით-ინსტრუქციების წახალისება.

 მინიმალური სუპერვიზია/დახმარება და მიმართულების მიცემა.

 სქემების, ცნებების რუკების , გონებრივი იერიშის გამოყენება.

ახლა კი განვიხილოთ ის საგანმანათლებლო პირობები, რომელიც მაქსიმალურს ხდის


სწავლების ეფექტურობას კონტექსტზე დამოკიდებული მოსწავლეებისთვის, თუმცა
გამომწვევია კონტექსტისგან დამოუკიდებელი მოსწავლეებისთვის (Musser, 1998):

 სოციალური სასწავლო გარემოს შექმნა.

 კონტექსტზე დამოკიდებული მოსწავლეების დაწყვილება კონტექსტისგან


დამოუკიდებელ მოსწავლესა თუ მასწავლებლებთან.

 სტრუქტურირებული მასალის მიწოდება.

 მკაფიო, გასაგები მიმართულების მიცემა და სუპერვიზიის/დახმარების


გონივრულად მაქსიმალური ოდენობა.

 ინტენსიური უკუკავშირის გამოყენება.

 ორგანიზებული მასალის გრაფიკული სქემის/ჩარჩოს წარდგენა.

 მაგალითების მოყვანა.

 სწავლის პროცესში შეკითხვების ხშირი დასმა.

გამოყენებული ლიტერატურა:

Musser, T. (1998) Individual Differences: How Field Dependence-Independence Affects Learners

Goodenough, R. D. & Witkin, A. H. (1977) Origins of The Field –Dependent and Field-Independent
Cognitive Styles.

24
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო
The Field –Dependence and Field-Independence Theorist: Herman, A. Witkin – Reported by Paul
Kroutter.

25
© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო ივაშჩენკო

You might also like