You are on page 1of 18

2019

ანთროპოლოგია

სექსუალური
განვითარება
დაწყვილების სტრატეგიები

ბუნებრივი გადარჩევა ევოლუციური ცვლილების მთავარი მექანიზმია, თუმცა ის ვერ ხსნის


განსხვავებებს სხვადასხვა სახეობის მდედრებსა და მამრებს შორის. ამ თავში განვიხილავთ
ერთი სქესის ქცევის გავლენას მეორე სქესის ქცევაზე. ამ პროცესს სქესობრივი გადარჩევა
ეწოდება. ასევე განვიხილავთ რატომ არსებობს სექსი, როგორც გამრავლების საშუალება,
მაშინ როცა მრავალი სახეობა არასქესობრივი გზით მრავლდება. ამ თავში პასუხს გავცემთ
კითხვას თუ რატომ მოსწონთ კაცებს გარკვეული ტიპის ქალები და პირიქით. გარკვეული
გამარტივებით, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას - რა კრიტერიუმებს იყენებენ ადამიანები
პარტნიორის ასარჩევად. კვლევები აჩვენებს, რომ კაცები და ქალები განსხვავებულ
კრიტერიუმებს იყენებენ. ქალებს სურთ ხელგაშლილი, ემოციურად სტაბილური და საიმედო
კაცები. მამაკაცები კი უპირატესობას სექსუალურ ქალებს ანიჭებენ.

ადამიანები, ჩვეულებრივ, ფიქრობენ, რომ სქესობრივი გზით გამრავლება გამრავლების


ერთადერთი საშუალებაა. სინამდვილეში, მრავალი ორგანიზმი არასქოსობრივად
მრავლდება. ერთუჯრედიანი ორგანიზმები გაყოფის შედეგად საკუთარ კლონს ქმნიან.

3
მრავალუჯრედიან ორგანიზმებიც მრავლდებიან არასქესობრივი გზით. გაუნაყოფიერებელი
კვერცხით გამრავლების ფორმას პართენოგენეზი, სხვანაირად, „ქალწულებრივიშობა“
ეწოდება. ზოგიერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი ცხოვრების განმავლობაში გამრავლების
ორივე გზას იყენებს. მაგ., ასე ხდება ბუგრისებრთა და წყლის რწყილების შემთხვევაში. ზოგი
მხოლოდ არასქესობრივ გამრავლებას იყენებს. საკითხი კიდევ უფრო რთულდება
ფუტკრებში, ბზიკებსა და ჭიანჭველებში, სადაც მდედრი ორგანიზმი გაუნაყოფიერებელი
კვერცხიდან ჩნდება, მამრი კი განაყოფიერებულიდან. არასქესობრივი გამრავლება
თბილსისხლიან ხერხემლიანებშიც ხდება. მაგალითად, შინაურ ქათმებსა და ინდაურებშიც
არის პართენოგენეზის შემთხვევები.

რატომ არსებობს სექსი?

მეცნიერები სქესობრივი გამრავლების ბევრ ნაკლოვან მხარეზე მიუთითებენ, მათ შორის


გამოყოფენ რამდენიმე პრობლემას: მიოზის პრობლემა: სქესობრივი გამრავლების დროს
თითოეული შთამომავლის წარმოქმნისას გენების ნახევარი „გადაიყრება“;
არაეკონომიურობა: შეწყვილების დროს ბევრი დრო და ენერგია იხარჯება, რაც საკვების
მოძიებასა და თავდამსხმელის მოგერიებაზე შეიძლებოდა დახარჯულიყო.

მაშ, „რატომ არსებობს სქესობრივი გამრავლება?“.

ფიშერის აზრით, სქესობრივი გამრავლება ხელს უწყობს გადარჩენას სწრაფად ცვალებად


გარემოში, ვინაიდა ორი ინდივიდის გენების შეერთებით იქმნება მეტი ვარიაცია. ისეთ
გარემოში, სადაც ყველა მსგავსია უცაბედმა ცვლილებამ, შესაძლოა მთელი პოპულაცია
გააქროს. ვარიაციების შემთხვევაში კი განსხვავებული ინდივიდებიდან ზოგიერთი მაინც
შეეგუება გარემოს. ფიშერის თეორიის მოდიფიკაციას წარმოადგენს ჰერმან მიულერის
თეორია მიულერის რაჩეტი (ხრუტუნა საკეტელა). ამ თეორიის მიხედვით, ისევე როგორც
რაჩეტი მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავს, ასევე დამაზიანებელი მუტაციაც თაობებს
გადაეცემა, თუკი ყოველი ინდივიდი მშობლის ანალოგიური გენებით იბადება. საბოლოოდ,
შესაძლოა, პოპულაციაში დაგროვდეს საზიანო გენი. ამის საპირისპიროდ, სქესობრივი
გამრავლების გზით, ყველა ინდივიდი მემკვიდრეობით არ მიიღებს მუტაციას, ამიტომ მათ
გადარჩენის მეტი შანსი ექნებათ.

ჯორჯ უილიამსი სექსის საჭიროების ასახსნელად იყენებს ლატარიის ანალოგს. თუკი


ლატარიის ერთი ბილეთი გაქვთ, მაშინ მცირეა იმის შანსი, რომ იგივე ციფრები ამოვა, რაც
თქვენს ბილეთზე წერია. ამის ნაცვლად, თუკი რამდენიმე ბილეთი გაქვთ, მოგების შანსიც
იზრდება. იგივე ხდება გენების შემთხვევაში. თუკი გარემო იცვლება და ყველა ორგანიზმი
გენეტიკურად იდენტურია, მაშინ მათი გადარჩენის შანსი ნაკლებია. თუკი ისინი
განსხვავდებიან, მაშინ მათი გადარჩენის ალბათობაც გაიზრდება. ეს თეორია გულისხმობს,
რომ სქესობრივი გამრავლება უფრო მეტად არასტაბილურ გარემოში, მაგალითად მდინარეში,
უნდა იყოს გამრავლების მთავარი სტრატეგია. ასეთი მაგალითებიც არსებობს. ბუგრის ერთი
სახეობა მამრს აჩენს, რომელსაც ფრთები აქვს და უფრო ფართო ტერიტორიაზე შეუძლია
გავრცელება. დიდი ტერიტორიის დაფარვა განსხვავებულ გარემოში მოხვედრას
გულისხმობს, ამიტომ ვარიაციას ადაპტაციური მნიშვნელობა ექნება. თუმცა კვლევების

3
შედეგად აღმოჩნდა, რომ სქესობრივი გამრავლება უფრო მეტად სტაბილურ გარემოში ხდება,
როცა გარემოში ხშირი ცვლილებები არ ხდება. რატომ უნდა ხდებოდეს ასე?

ლეი ვან ვალენის (Leigh VanValen) თეორიის მიხედვით, სტაბილურ გარემოში მიკრო
ორგანიზმები და პარაზიტები მრავლად იქნება. შესაძლოა, სქესობრივი გამრავლება უფრო
პრიორიტეტული უცვლელ გარემოში იმიტომ იყოს, რომ ის იმუნურ სისტემას უფრო
მრავალფეროვანს ხდის პარაზიტებთან შებრძოლებისთვის. იმის გამო, რომ მასპინძელი
ორგანიზმი პარაზიტების საპასუხოდ ადაპტაციურ მახასიათებელს გამოიმუშავებს, ხოლო
პარაზიტი ამის საპასუხო მახასიათებელს, ამ ფენომენს „გამალებულ შეიარაღებას“
უწოდებენ. ამ თეორიას წითელი დედოფლის თეორია ეწოდება. რამდენიმე ექსპერიმენტმა ეს
თეორია დაადასტურა. ახალ ზელანდიაში არსებობს წყლის ლოკოკინების სახეობა
Potamopyrgus antipodarum. ეს სახეობა ცხოვრობს როგორც დამდგარ წყალში, ისე მდინარეებში
და გამრავლების ორივე გზას იყენებს. წითელი დედოფლის თეორიის მიხედვით,
პარაზიტები დამდგარ წყალში (სტაბილურ გარემოში) უფრო მეტი იქნებოდა, მდინარეებში
ნაკლები. ასეც აღმოჩნდა. ტბაში მცხოვრები ლოკოკინები სქესობრივად მრავლდებოდნენ,
მდინარეებში კი არასქესობრივად, ვინაიდან იქ პარაზიტების რაოდენობა ნაკლები იყო.
გარკვეული მახასიათებლებისადმი უპირატესობის მინიჭება საპირისპირო სქესის მიერაც,
შესაძლოა სწორედ პარაზიტებთან ბრძოლისუნარიანობას უკავშირდებოდეს.

სქესობრივი გადარჩევა

ბუნებრივი გადარჩევა ორგანიზმებში აყალიბებს ისეთ მახასიათებლებს, რომლებიც


გარემოსთან ადაპტაციისთვის არის საჭირო. სქესობრივი გადარჩევის გზით ორგანიზმებში
ისეთი მახასიათებლები ყალიბდება, რომლებიც დაწყვილებას უწყობს ხელს. რიგ
შემთხვევაში ერთი ჯგუფის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებიან რათა საპირისპირო სქესთან
დაწყვილდნენ. ჩვეულებრივ შეჯიბრი მამრებს შორის არის მდედრზე წვდომის
მოსაპოვებლად. ზოგ შემთხვევაში კი, ერთი სქესის ინდივიდები ცდილობენ თავი მოაწონონ
საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. გადარჩევის ამგვარ ფორმებს ინტერსქესობრივი
გადარჩევა ეწოდება.

მამრი ფარშავანგის ფართო და ლამაზი კუდი სქესობრივი გადარჩევის მაგალითია. ფართოდ


გაშლილი და ფერებით გამორჩეული კუდი ფარშავანგის თავდამსხმელის მიერ შემჩნევის
ალბათობას ზრდის, მაგრამ ის მაინც გადაირჩა ამ სახეობაში. განსხვავებული თეორიები
არსებობს, თუ რატომ ხდება სქესობრივი გადარჩევის შედეგად მამრებში გარკვეული
მახასიათებლების ჩამოყალიბება. ერთერთი ასეთი თეორია არის ფიშერის “გაქცეული
გადარჩევა”. ამ თეორიის მიხედვით, მამრის გარკვეული მახასიათებელი, თავდაპირველად,
შესაძლოა, მისი გარემოსთან ადაპტაციისთვის გარკვეულ ფუნქციას ასრულებდეს. თუკი
მდედრისთვის ეს მახასიათებელი მოსაწონი გახდება, ის სქესობრივი გადარჩევის გზით
უფრო მეტ მამრში გამოვლინდება და უფრო მეტად გამოიკვეთება შემდგომ თაობებში. თუმცა
ფარშავანგის კუდი უსასრულოდ ვერ გაიზრდებოდა, ვინაიდან გარკვეულ ეტაპზე დიდი
კუდის “ხარჯები” სარგებელს გადაწონიდა.

3
1972 წელს, რობერტ ტრივერსმა ივარაუდა, რომ სქესობრივი გადარჩევა პირდაპირ
უკავშირდება იმ ფაქტს, რომ განსხვავებული სქესის ინდივიდები ასიმეტრიულად დებენ
ძალისხმევას თავიანთი შთამომავლის გაზრდაში. ამ ძალისხმევას მან მშობლის ინვესტიცია
უწოდა. სახეობების უმეტესობაში, მდედრი უფრო მეტ ძალისხმევას დებს თავის
შთამომავალში, ვიდრე მამრი. ეს ასიმეტრია გამეტის ფორმაციით იწყება მდედრი
გამოიმუშავებს კვერცხუჯრედს, რომელიც დაახლოებით მილიონჯერ აღემატება
სპერმატოზოიდს ზომაში. კვერცხუჯრედების რაოდენობა უფრო მცირეა ვიდრე
სპერმატოზოიდის. გამეტის ფორმაციის შემდგომი პერიოდები არის ორსულობა, ლაქტაცია
და ჩვილის მოვლა. აქედან გამომდინარე, ტრივერსმა ივარაუდა, რომ მდედრი უფრო “წუნია”
იქნება, ვიდრე მამრი. თუკი მდედრი არასწორ არჩევანს გააკეთებს, მას ბევრი რესურსის
გაღება მოუწევს ისეთი შთამომავლის გაზრდაში, რომელსაც გამრავლების ნაკლები შანსი
ექნება. მაშინ, როცა მამრი მხოლოდ რამდენიმე გრამ სპერმას გასცემს და თუკი არასწორ
არჩევანს გააკეთებს, ამით ბევრს არ დაკარგავს.

ამ პრინციპიდან გამომდინარე, მამრებს შორის არის კონკურენცია, რათა მდედრზე მოიპოვონ


წვდომა. შესაბამისად, ჩდება სქესობრივი დიმორფულობა, როდესაც მამრი და მდედრი
ფიზიკურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსხვავება, ხშირად, ზომაში აისახება.
მამრები, მდედრებთან შედარებით, სხეულის ზომით უფრო დიდები არიან. რაც უფრო
დიდია მამრი მით მეტი შანსი აქვს რომ სხვა მამრს დაამარცხებს და მდედრზე მოიპოვებს
წვდომას. ამის მაგალითია ზღვის სპილოები. ამ სახეობაში მამრი ინდივიდი სხეულის ზომით
აღემატება მდედრს. მამრს აქვს მონოპოლია მრავალ მდედრზე, რასაც ჰარემს უწოდებენ. ერთ-
ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია მამრის სხეულის მოცულობა მდედრისაზე,
ასეთი მამრის ჰარემში უფრო მეტი მდედრია.
პარაზიტების თეორია მამრის გამორჩეულ მახასიათებლებს პარაზიტებისადმი
რეზისტენტულობის ხარისხით ხსნის. ჩვენ ვნახეთ, რომ პარაზიტები ერთერთ ძირითად
საფრთხეს წარმოადგენს ცოცხალ სამყაროში. თუკი ორგანიზმის რომელიმე მახასიათებელი
პარაზიტებისადმი რეზისტენტულობასთანაა დაკავშირებული, შესაძლოა ეს მახასიათებელი
სქესობრივი გადარჩევის გზით გამრავლდეს პოპულაციაში.

პარაზიტების თეორიის გარდა, არსებობს შეფერხების თეორიაც, რომლის მიხედვითაც მამრის


ზოგიერთი მახასიათებელი გადაირჩევა იმიტომ, რომ ის მის უნარიანობაზე მიუთითებს.
მაგალითად, ფარშევანგის კუდი, რომელიც მას ფუნქციონირებაში ხელს უშლის და უფრო
მოწყვლადს ხდის თავდამსხმელების მიმართ, შესაძლოა მდედრისთვის მოსაწონი გახდეს.
ასეთი მახასიათებელი შესაძლოა სიგნალს იძლეოდეს, რომ „ამხელა ტვირთის“ მიუხედავად
ორგანიზმს მაინც შეუძლია გადარჩენა.

სქესობრივი ქცევა დიდ მაიმუნებში

3
გორილები ადამიანებთან და შიმპანზესთან საერთო წინაპარს დაახლოებით ათი მილიონი
წლის წინ ინაწილებს და მათი გენების 98% ადამიანის გენების იდენტურია. გორილები მცირე
ჯგუფებში ცხოვრობენ, რომლებიც დაახლოებით ორიდან ოცამდე ინდივიდისგან შედგება.
ჯგუფში არის ერთი ვერცხლისფერ ზურგიანი მამრი და დაახლოებით სამი მდედრი. ჯგუფში
შეიძლება რამდენიმე მამრიც იყოს, მაგრამ ისინი ზრდასრული ასაკის არ არიან. იმის გამო,
რომ ჯგუფში მხოლოდ ერთი ზრდასრული მამრია, ყველა მდედრი მისგან იქნება
განაყოფიერებული. მამრი გორილა ყველა დანარჩენი მამრის მიმართ აგრესიულად იქცევა და
ყველასათვის ცნობილ ქცევას ახორციელებს მკერდზე ირტყამს ხელებს და ამით
აფრთხილებს სხვა მამრებს, რომ მას არ მიუახლოვდნენ. გორილები ძირითადად ხილით და
მცენარეებით იკვებებიან. შიმპანზეებისგან განსხვავებით, ძუძუმწოვრებზე არ ნადირობენ და
ხორცს არ ჭამენ.

შიმპანზესთან ადამიანი საერთო წინაპარს დაახლოებით ექვსი მილიონი წლის წინ


ინაწილებს. შიმპანზეები, ჩვენსავით ძალიან სოციალური ცხოველები არიან და ჯგუფებად
ცხოვრობენ. ჯგუფებში, დაახლოებით, 20დან 100მდე ინდივიდი შედის. ჯგუფში
ცენტრალური ადგილი მამრებს უკავიათ, რომელთა შორისაც მკაცრი იერარქიული კავშირია.
დომინანტი მამრები თავიანთ სტატუსს აგრესიული ქცევით და სხვა დომინანტ მამრებთან
(რომლებიც ხშირ შემთხვევაში, თუმცა არა ყოველთვის, მისი ძმები არიან) კოალიციით
გამოხატავენ. მდედრები სქესობრივი სიმწიფის ასაკს როცა აღწევენ, ჯგუფს ტოვებენ და სხვა
ჯგუფს უერთდებიან. ეს, სავარაუდოდ, შიდა შეჯვარების თავიდან ასაცილებლად ხდება.

შიმპანზეები ძირითადად ხილით და მცენარეულობით იკვებებიან, თუმცა ზოგჯერ მცირე


ზომის მაიმუნებზეც ნადირობენ. მხოლოდ მამრები ნადირობენ. ზოგიერთ შემთხვევაში,
მამრს ნანადირევი მიაქვს მდედრთან რათა ხორცის სანაცვლოდ სქესობრივი კავშირი
დაამყაროს მასთან. თუმცა ამ სექსის სანაცვლოდ ხორცის მიცემის ჰიპოთეზას, ზოგი არ
ეთანხმება.
ესტრუსის პერიოდში1, მდედრის გენიტალიების გარშემო არე სივდება და მკვეთრი წითელი
ხდება. ეს ცვლილება მამრებისთვის მიმზიდველია და დაწყვილებისკენ უბიძგებს.
გორილებისგან განსხვავებით, დომინანტ მამრებს მონოპოლია არ აქვთ მდედრებზე.
ესტრუსის პერიოდში ერთ მდედრთან რამდენიმე მამრს აქვს სექსი. თუმცა დომინანტ მამრს
ყველაზე ხშირად აქვს სექსი მდედრთან, რაც განაყოფიერების ალბათობას ზრდის.

შიმპანზეს ქვესახეობაა ბონობო. ბონობოები მდინარე კონგოს სამხრეთით ბინადრობენ,


ჩვეულებრივი შიმპანზე კი ჩრდილოეთით. ბონობოების და შიმპანზეს ხაზი დაახლოებით 1.5
მლნ წლის წინ გაიყო, სანამ მდინარე კონგო გაჩნდებოდა. ბონობოების ჯგუფი დაახლოებით
50120 ინდივიდისგან შედგება. ჩვეულებრივი შიმპანზესგან განსხვავებით, ბონობოების
ჯგუფში მდედრები არიან დომინანტები. მამრები მაღალ სოციალურ სტატუსს დომინანტი
მდედრის ახლო ნათესაობით მოიპოვებს.

ბონობოების კვების რაციონი, ძირითადად, ხილისა და მცენარეებისგან შედგება. თუმცა,


შიმპანზეების მსგავსად, ისინიც ნადირობენ მცირე ზომის ხერხემლიანებზე. ბონობოების
შემთხვევაში, ნადირობაში მდედრებიც იღებენ მონაწილეობას.

3
ბონობოები სქესობრივი კავშირის სიხშირით გამოირჩევიან. ისინი სექსს მიმართავენ,
როგორც კი მცირე დაძაბულობა ჩდება სოციალურ ურთიერთობებში და ამით თავიდან
იცილებენ კონფლიქტს. დომინანტ მამრებს უფრო ხშირად აქვთ სექსი მდედრებთან. აქაც,
შემჩნეულია შემთხვევები, როცა მამრი ხორცის სანაცვლოდ სექსზე თანხმობას იღებს
მდედრისგან. თუმცა ბონობოებს იმდენად ხშირად აქვთ სექსი, რომ ძნელია ამის
დაზუსტებით თქმა.

სქესობრივი ქცევა ადამიანებში

მომარაგების ჰიპოთეზა

ადამიანი დიდი მაიმუნებისგან ბევრი რამით განსხვავდება. ზოგიერთი ანთროპოლოგი


თვლის, რომ ეს განსხვავება ხორცის საკვებად გამოყენებას უნდა უკავშირდებოდეს. ხორცის
გაჩენამ ადამიანის კვების რაციონში საკვების მოპოვების გენდერული როლების დანაწილება
გამოიწვია. ტუბისა და დევორის მომარაგების ჰიპოთეზა გულისხმობს, რომ გარკვეულ
ეტაპზე კაცები გახდნენ მონადირეები, ქალები კი შემგროვებლები.

მას შემდეგ, რაც ადამიანმა საცხოვრებელი გარემო შეიცვალა და სავანას მსგავს ადგილას
ცხოვრობდა, მან ღია მდელოები სანადიროდ გამოიყენა. ნადირობისთვის საჭირო უნარები
მას ხეზე ცხოვრების პერიოდში უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა სტერეოსკოპული
მხედველობა, მოჭიდების უნარის მქონე ხელი და დიდი ტვინი. როგორც ვნახეთ, დიდ
მაიმუნებში მამრი ზოგჯერ ხორცს უნაწილებს მდედრს სექსის სანაცვლოდ. ადამიანშიც
შესაძლოა მსგავსი სტრატეგია ჩამოყალიბებულიყო. თუმცა საკითხავია, მონადირე კაცი
რატომ უნდა გამხდარიყო?

1
ესტრუსი - სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება, რაც გამოიხატება მდედრის განაყოფიერებისადმი
მზადყოფნაში
საქმე ის არის, რომ წარსულში მდედრს რეპროდუქციის კონტროლი ისე არ შეეძლო, როგორც
ეს დღევანდელ ქალებს შეუძლიათ. შესაბამისად, ის ან ორსულად იყო, ან ლაქტაციის
პერიოდი ჰქონდა. ამიტომ, მისთვის რთული იქნებოდა ნადირობა. შემგროვებლობა
ნაკლებად რთულია და ქალისთვის დიდი სიძნელე არ იქნებოდა. თანამედროვე მონადირე-
შემგროვებელი საზოგადოებების პრაქტიკაც ამაზე მიუთითებს.

მონადირეშემგროვებელ საზოგადოებებში, საუკეთესო მონადირეს ყველაზე მეტი პარტნიორი


ყავს, ნადირობის უნარი კი ერთერთი პრიორიტეტულია ქალებისთვის პარტნიორის
არჩევისას. მომარაგების ჰიპოთეზა ვარაუდობს, რომ ვინაიდან ხორცი კალორიულია და კარგ
მონადირეს ყველაზე მეტი ხორცი ექნება, ქალებმა სწორედ კარგ მონადირეებთან ხანგრძლივ
ურთიერთობას მიანიჭეს უპირატესობა. სქესობრივი გადარჩევის გზით კი ნადირობის უნარი
გადაირჩა კაცებში. თუმცა, კაცს რატომ უნდა ჰქონოდა ხანგრძლივი ურთიერთობა ქალთან?

ფარული ესტრუსის ჰიპოთეზა კაცის ასეთ ქცევას ქალის ფიზიოლოგიური თავისებურებებით


ხსნის. დიდი მაიმუნებისგან განსხვავებით, ესტრუსის პერიოდი ქალს გარეგნულად არ
ეტყობა, მაშინ როცა დიდ მაიმუნებში მდედრებს გენიტალიების გარშემო არე უსივდებათ და

3
უწითლდებათ. ეს მამრს სიგნალს აძლევს, რაზეც მამრი რეაგირებს. ვინაიდან ქალს ასეთი
გამოხატული ნიშნები არ აქვს, კაცისთვის „მომგებიანი“ იქნება მუდამ თან ახლდეს მას, რათა
ესტრუსის პერიოდი „ხელიდან არ გაუშვას” და დარწმუნებული იყოს, რომ ქალის ბავშვის
მამა თავად იქნება და არა სხვა კაცი.

ამ ახსნას ერთი ნაკლი აქვს თუკი რაღაც პერიოდში ზოგი მდედრი ესტრუსის ნიშნებს არ
გამოავლენდა, ცხადია ასეთ მდედრებთან მამრები არ დაწყვილდებოდნენ და
შთამომავლობასაც ვერ დატოვებდნენ. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მკერდი
უკავშირდებოდეს ესტრუსს. გელადას მაიმუნებში, მდედრებს ესტრუსის დროს მკერდი
უსივდებათ. ქალებს კი მთელი რეპროდუქციის ასაკის განმავლობაში აქვს მკერდი
შესიებული. ეს, შესაძლოა, მამრს ცრუ სიგნალს უგზავნის, რომ ქალი ესტრუსის
მდგომარეობაშია. ეს, თავის მხრივ, მამრს „უბიძგებს“ მუდმივად მდედრის გვერდით იყოს.
ასეთი ევოლუციური ადაპტაციები ხელს უწყობს მონოგამიური წყვილების ჩამოყალიბებას.

მონოგამიურობის ასახსნელად ბიპედალიზმიც დაგვეხმარება. ორ ფეხზე გადაადგილება


ადამიანის ერთერთი სპეციფიური მახასიათებელია და სულ ცოტა ოთხი მილიონი წლის წინ
ჩამოყალიბდა. ბიპედიზმთან ერთად, თავის ტვინიც იზრდებოდა ზომაში. ორ ფეხზე
გადაადგილებამ ადამიანის მენჯის ძვლის შევიწროება გამოიწვია და იმისთვის, რომ დიდი
ზომის ტვინის მქონე ნაყოფი მენჯის ძვლიდან გამოტეოდა საჭირო იყო ნაადრევად დაბადება.
ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ ბავშვის მოწყვლადობის პერიოდი გაიზარდა. აქედან
გამომდინარე, მამრს გამრავლების უფრო მეტი შანსი ექნებოდა თუკი ნაყოფის გაზრდაში მეტ
დროს და რესურსს დახარჯავდა.
ადამიანის დაწყვილების სტრატეგიები

მომარაგების ჰიპოთეზა რომ განვიხილეთ, ვახსენეთ, რომ ხორცზე გადასვლამ შრომის


სქესობრივი დანაწილება გამოიწვია და მდედრები და მამრები ხანგრძლივ მონოგამიურ
წყვილებს ქმნიდნენ. ზოგადად, ევოლუციურ ფსიქოლოგიაშია თეორია უფრო მეტია, ვიდრე
მონაცემები, რომლებსაც ის საჭიროებს. მაგრამ ამ დანაკლისის საპირწონედ არსებობს
ევოლუციური ფსიქოლოგის დევიდ ბასისა და მისი კოლეგების კვლევა, რომელიც სხვა
კვლევებისგან გამორჩეულია. გამორჩეულია არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულ შეკითხვებს
სვამს, არამედ იმიტომ, რომ ყველა კონტინენტზე მცხოვრებ ხალხში ჩატარდა, რამაც
საბოლოოდ 37 კულტურა მოიცვა. ამ კვლევაში, რესპონდენტებს გარკვეული ღირებულება
უნდა მიენიჭებინათ იმ მახასიათებლებისთვის, რომლებიც სასურველ პარტნიორს უნდა
ჰქონდეს.

თუკი კვლევა აჩვენებს, რომ რაღაც მახასიათებელი უნივერსალურია, ეს გულისხმობს, რომ ეს


მახასიათებელი სახეობისთვის სპეციფიურია. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია ევოლუციურ
ახსნას მივმართოთ.

3
ხანგრძლივი დაწყვილების სტრატეგიები

ბასის კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის დროს, კაციც და ქალიც ყველაზე
დიდ მნიშვნელობას პიროვნულ მახასიათებლებს ანიჭებენ. მნიშვნელოვანი მახასიათებელი
სიყვარულია, რომელსაც სანდოობა და ემოციური სტაბილურობა მოყვება. ქალებსა და კაცებს
შორის პასუხები დიდად არ განსხვავდება, მაგრამ გარკვეული თანმიმდევრული
განსხვავებებიც არსებობს. კერძოდ, ქალები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ფინანსურ
რესურსებსა და სოციალურ სტატუსს, მაშინ, როცა კაცებისთვის გარეგნობა უფრო
მნიშვნელოვანია.

ასეთი პრეფერენციები, შესაძლოა, რეპროდუქციული პერიოდით აიხსნას. ქალის


რეპროდუქციული პერიოდი, კაცთან შედარებით, ხანმოკლეა და დაახლოებით 1535 წლამდე
პერიოდს მოიცავს. შესაბამისად, კაცისთვის ახალგაზრდობასთან დაკავშირებული ნიშნები
უფრო მნიშვნელოვანია. ასეთი მახასიათებლებია გლუვი კანი, მბზინავი თმა, სხეულის
გარკვეული ფორმა და ა.შ. ამასთან, კაცისთვის სასურველია, რომ მისი პარტნიორი ასაკით
მასზე უმცროსი იყოს. ეს გაზრდის იმის ალბათობას, რომ ქალი რეპროდუქციულ პერიოდში
იქნება.

ქალის საპირისპიროდ, კაცის რეპროდუქციის პერიოდი, თითქმის, მთელი ცხოვრების


განმავლობაში უცვლელია, ამიტომ გარეგნობა რეპროდუქციის პერიოდს ნაკლებად
უკავშირდება. ქალები უპირატესობას ანიჭებენ მათზე უფროსი ასაკის პარტნიორს და ეს
პრეფერენცია ცხოვრების მანძილზე არ იცვლება. უფროსი ასაკი, შესაძლოა, დაკავშირებული
იყოს მაღალ სოციალურ სტატუსთან. ტრადიციულ საზოგადოებებშიც, უფროსი ასაკის ხალხი
უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, რაც გამოცდილებასთან უნდა იყოს კავშირში. რაც
უფრო მაღალი სტატუსი აქვს კაცს, მით მეტია იმის შანსი, რომ სხვასთან შედარებით, მეტი
რესურსი ექნება. ქალის მასზე უფრო ასაკის პარტნიორის ყოლის სურვილიც ამით აიხსნება.
იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ქალები და კაცები,
ორივე სქესს გააჩნია გარკვეული პრეფერენციები პარტნიორის გარეგნობასთან
დაკავშირებით. კერძოდ, კაცებს მოსწონთ ქალის სხეულის ფორმა, რომლის წელისა და
თეძოების შეფარდება 0.75თან ახლოსაა. კვლევებით დადგენილია, რომ ასეთი ფორმის მქონე
ქალებს უფრო ნაკლებად აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები და რეპროდუქციის მაღალი
მაჩვენებელი ახასიათებთ.

თავად ქალებს მოსწონთ Vის ფორმის სხეულის მქონე მამაკაცები. სხეულის ასეთი ფორმა
გულისხმობს განიერ მხრებსა და ვიწრო წელს, რაც თავის მხრივ ფიზიკურ სიძლიერეს
უკავშირდება. სიძლიერე მამრებს შორის შეჯიბრისას უპირატესობას წარმოადგენს, ამიტომ
ძალის გამომხატველი მახასიათებლების მოწონება ქალებში ევოლუციურად ჩამოყალიბდა.

ხანმოკლე დაწყვილების სტრატეგიები

ჩვენ განვიხილეთ ხანგრძლივი დაწყვილების სტრატეგიები და ვნახეთ რომელ

3
მახასიათებლებს ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას. მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობის
გარდა, ყველა საზოგადოებაში, ქალებსაც და კაცებსაც აქვთ ხანმოკლე ურთიერთობები.
მშობლის ინვესტიციის თეორია როცა განვიხილეთ, ვნახეთ, რომ გარკვეული ფიზიკური
მახასიათებლები ინდივიდების სქესობრივ ქცევაზე მიგვანიშნებს. მაგალითად, თუკი მამრები
მდედრებზე სხეულის ზომით დიდები არიან, ეს ნიშნავს, რომ მამრებს მრავალი პარტნიორი
ყავთ. კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც სქესობრივ ქცევაზე მიგვანიშნებს არის სათესლე
ჯირკვლების ზომა სხეულის ზომასთან შეფარდებით.

შიმპანზეებში სქესობრივი დიმორფულობა ნაკლებია, დომინანტ მამრებს არ აქვთ


მონოპოლია მდედრებზე და მდედრებს მრავალ მამრთან აქვთ სექსი. იმისთვის, რომ მამრმა
მდედრის განაყოფიერების ალბათობა გაზარდოს, მამრი შიმპანზე დიდი რაოდენობით
სპერმას გამოიმუშავებს. ვინაიდან მდედრი შიმპანზეს რეპროდუქციული არი სხვა მამრების
სპერმას შეიცავს, დიდი რაოდენობით სპერმის გამომუშავება განაყოფიერების ალბათობას
გაზრდის. შესაბამისად, სათესლე ჯირკვლების ზომა სხეულთან შეფარდებით ძალიან დიდია.
ამის საპირისპიროდ, გორილების სათესლე ჯირკვლების ზომა ძალიან მცირეა. ეს იქიდან
გამომდინარეობს, რომ მამრ გორილას მონოპოლია აქვს ყველა მდედრზე და იმის შანსი, რომ
მდედრი სხვა მამრისგან განაყოფიერდება, თითქმის ნულის ტოლია. შესაბამისად, მამრს
სპერმის მცირე რაოდენობითაც შეუძლია მდედრების განაყოფიერება.

რა შეგვიძლია ვთქვათ ადამიანზე? ადამიანი ამ ორივე ნიშნით გორილებსა და შიმპანზეებს


შორისაა. კაცი საშუალოდ 20 პროცენტით დიდია ქალზე, რაც კაცებს შორის შეჯიბრზე და
პოლიგენიაზე მიუთითებს. თუმცა ასეთი სქესობრივი დიმორფულობა გორილებთან
შედარებით უფრო ნაკლებია, თუმცა შიმპანზეებზე დიდია. კაცის სათესლე ჯირკვლების
ფარდობითი ზომა შიმპანზეს სათესლე ჯირკვლებზე მცირეა, თუმცა გორილას ზომას
დაახლოებით ოთხჯერ აღემატება. საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანებში სპერმის
შეჯიბრის არსებობაზე მიუთითებს. თუკი სპერმის შეჯიბრი არის კაცებში, ეს გულისხმობს
რომ მდედრებს დროის მოკლე პერიოდში (შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში)
რამდენიმე მამრთან ქონდათ სექსი. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ სპერმის
შეჯიბრი ჩამოყალიბდეს კაცებში. ერთერთი კვლევის მიხედვით, კაცის სპერმის რაოდენობა
იზრდება, როდესაც ის პარტნიორისგან დაშორებულია. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ სანამ
კაცი დაშორებულია პარტნიორს, ქალს შეიძლება სხვა კაცთან ჰქონდეს სექსი. დაბრუნების
შემდეგ კი დიდი რაოდენობით სპერმის გამომუშავება განაყოფიერებას ხელს შეუწყობს, თუკი
ქალის რეპროდუქციული არხი სხვა კაცის სპერმას შეიცავს.

ქალები არ არიან ისეთი მონოგამიურები, როგორც ადრე ეგონათ. ეს არაერთმა კვლევამ


დაადასტურა. ერთერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ქალთა 4050%ს ჰქონდა
ქორწინების გარეშე სექსი. ბრიტანეთში ჩატარებულმა გენების კვლევამ აჩვენა, რომ ხუთიდან
ერთი ბავშვის მამა, შესაძლოა, დედის ქმრისგან განსხვავებული კაცი ყოფილიყო. კაცების
შემთხვევაში გასაგებია თუ რატომ ირჩევენ ხანმოკლე სქესობრივ ურთიერთობას, მაგრამ რა
სარგებელი უნდა ყოფილიყო ქალისთვის ხანმოკლე ურთიერთობაში?

ერთი არგუმენტი არის ის, რომ ქალი მრავალ მამრთან დაწყვილებით გაზრდიდა საკუთარი

3
შთამომავლობის ვარიაციულობას. ვარიაცია, როგორც ვიცით, ადაპტაციური მექანიზმია
შეგუებულობისთვის. გარდა ამისა, ერთზე მეტ კაცთან დაწყვილებით ქალი უფრო მეტ
რესურსს მიიღებდა ვიდრე მხოლოდ ერთ კაცთან ურთიერთობის დროს. ასეთ ჰიპოთეზას
რესურსების ამოღებას უწოდებენ. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ როდესაც ქალებს სხვა კაცთან
აქვთ სექსუალური ურთიერთობა, ჩვეულებრივ, ამ კაცებს ქმრებთან შედარებით უფრო
მაღალი სოციალური სტატუსი აქვთ. ეს გაზრდის იმის შნასს, რომ ქალის შვილებსაც მაღალი
სოციალური სტატუსი და შესაბამისად გამრავლების მეტი შანსი ექნებათ. გასაგები
მიზეზების გამო ამას სექსუალური ვაჟიშვილის ჰიპოთეზა ქვია.

ამის მიუხედავად, კაცები უფრო მეტად არიან ორიენტირებული ხანმოკლე ურთიერთობაზე,


ვიდრე ქალები. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში კაცებს
ბევრად მეტი პარტნიორის ყოლის სურვილი აქვთ, ვიდრე ქალებს.

სქესთაშორისი კონფლიქტი

ჯორჯ ბარნსი

გამრავლებისთვის აუცილებელია, რომ სქესებს შორის იყოს კოოპერაცია, რის გარეშეც


გამრავლება შეუძლებელი იქნებოდა და ასეც ხდება ადამიანში. ბევრ წყვილს ერთმანეთი
უყვარდება და ხანგრძლივ ურთიერთობას აყალიბებენ. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ქალები და
კაცები განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევენ დაწყვილების დროს, რაც კონფლიქტს იწვევს.
ასეთ შემთხვევას სტრატეგიული ინტერფერენცია ეწოდება.

იმის გამო, რომ კაცები ნაკლებ რესურსებს დებენ შთამომავლობაში და ბევრს არ დაკარგავენ
თუკი „არასწორ“ პარტნიორთან ექნებათ სექსი, ისინი უფრო მეტად არიან ორიენტირებული
ხანმოკლე ურთიერთობაზე და უფრო ხშირად და მალე სურთ სქესობრივი კავშირის
დამყარება. ამის საპირისპიროდ, ვინაიდან ქალები დიდი რაოდენობით რესურსს დებენ
შთამომავლობაში, უფრო მეტად ფრთხილობენ პარტნიორის არჩევისას და ნაკლებად
გახსნილები არიან სქესობრივი კავშირის მიმართ, რაც მათთვის საფრთხის შემცველია.
შესაბამისად კაცები უფრო ხანმოკლე ურთიერთობაზე არიან ორიენტირებული, ქალები
ხანგრძლივზე.

ერთერთი შემთხვევა, როდესაც კონფლიქტი თავს იჩენს, არის სექსის განზრახვის შესახებ
დასკვნა. კაცები ხშირად ფიქრობენ რომ ქალებს სექსის სურვილი აქვთ, ასეთის არარსებობის
შემთხვევაში. ქალების ნეიტრალურ მახასიათებლებს ისინი სექსის სურვილის ნიშნად
აღიქვამენ, მაგალითად მეგობრულ ღიმილს ან თვალებში ყურებას.

ერთერთ კვლევაში სტუდენტებს უჩვენებდნენ ვიდეოს, რომელშიც ახალგაზრდა სტუდენტი


გოგონა პროფესორთან მიდიოდა და საბოლოო ნაშრომისთვის დამატებით დროის
მოითხოვდა. არც სტუდენტი და არც პროფესორი გამომწვევად არ იქცეოდა. მას შემდეგ, რაც
ცდისპირებმა კადრი ნახეს, შემდეგ შეავსეს კითხვარ იმის შესახებ, თუ რამდენად ქონდა
სტუდენტს სექსის განზრახვა. საშუალოდ, კაცებს უფრო მეტად ეგონათ, რომ გოგონას სექსის
განზრახვა ქონდა, ვიდრე ქალებს. მსგავსი კვლევა ჩატარდა კულტურებს შორის

3
განსხვავებების შესამოწმებლად. ამ კვლევაში, სცენარის მიხედვით გოგო და ბიჭი
წვეულებაზე ცეკვავდნენ, შემდეგ კი ბიჭის ოთახში ადიოდნენ. რესპონდენტებს
ეკითხებოდნენ თუ რამდენად ექნებოდათ ამ ადამიანებს სექსის განზრახვა. ამ შემთხვევაშიც,
უფრო ხშირად კაცებმა უპასუხეს, რომ მათ სექსის განზარხვა ქონდათ, ვიდრე ქალებმა. ეს
კვლევა ამერიკასა და ბრაზილიაში ჩატარდა, თუმცა ამ ორ პოპულაციაში ერთნაირი შედეგები
მიიღეს.

კაცის ასეთი დამოკიდებულება, შესაძლოა, კვამლის დეტექტორის პრინციპით აიხსნას.


კაცისთვის სექსის სურვილის დანახვა ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში
მომგებიანია, ვინაიდან ამ გზით უფრო მეტია ალბათობაა, რომ სექსის სურვილი აღიქვას,
როცა ის მართლა არსებობს. თუკი ის ბევრჯერ შეცდება, ამით „ბევრს არ დაკარგავს“. მაგრამ
თუ ქალს სექსის სურვილი ექნება, მაგრამ ამ განზრახვას ვერ გაიგებს, მაშინ ხარჯი ბევრად
უფრო მეტი იქნება.

როგორც ვთქვით, ქალები ნაკლებად დამყოლები არიან, როდესაც ხანმოკლე


ურთიერთობისას კაცებს სექსის სურვილი აქვთ. როგორც კვლევებით აღმოჩნდა, კაცები
ხშირად იტყუებიან, რომ ვალდებულებას გრძნობენ და ერთგულები არიან, რაც ხანგრძლივი
ურთიერთობის განზრახვის მიმანიშნებელი იქნებოდა. როდესაც კოლეჯში 112 ბიჭი
გამოკითხეს, 71%მა უპასუხა, რომ მათ ერთხელ მაინც გააზვიადეს თავიანთ გრძნობების
ინტენსივობა, რათა ქალთან სექსისთვის მიეღწიათ. თითოეულ ქალს კითხეს, მოუტყუებიათ
თუ არა კაცებს თავიანთ გრძნობების შესახებ, რათა მასთან სექსი ჰქონოდათ. ქალების 97%მა
ამ კითხვას დადებითად უპასუხა, მაშინ როცა კაცების მხოლოდ 59%მა გასცა დადებითი
პასუხი მსგავს კითხვას.

როგორც კაცებს აქვთ ჩამოყალიბებული კოგნიტური წინარწმენა იმის შესახებ, თუ რამდენად


სურთ ქალებს მათთან სექსი, იმისთვის რომ გაზარდონ თავიანთი ინკლუზიური
შეგუებულობა, ასევე ქალებს აქვთ გარკვეული კოგნიტური წინარწმენები, რომლებიც, ალბათ,
ევოლუციურად ჩამოყალიბდა. კაცების შემთხვევაში, ასეთ წინარწმენას ქვია გადაჭარბებული
სექსუალობის აღქმის წინარწმენა. იმის გამო, რომ კაცები ხშირად იტყუებიან სექსისთვის
მისაღწევად, შესაძლოა ამის საპასუხოდ ქალებს ჩამოუყალიბდათ ერთგულებისადმი
სკეპტიკურობის წინარწმენა. თუკი კაცი ცდილობს რომ რესურსების გაღებით ან გრძნობების
გამოხატვით ქალს მიანიშნოს, რომ ხანგრძლივი ურთიერთობა სურს, ქალს ავტომატურად
სკეპტიკური დამოკიდებულება უჩნდება, რაც საშუალებას აძლევს, უფრო დიდი ხნის
განმავლობაში გამოსცადოს კაცი, მართლა აქვს თუ არა ის განზრახვა, რასაც გამოხატავს.
სექსისადმი თავშეკავებულობას, რამდენიმე დანიშნულება შეიძლება გააჩნდეს ქალისთვის.
ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი შეიძლება ის იყოს, რომ სექსის გადავადებით, ქალს მეტი
დრო აქვს იმისთვის, რომ თავისთვის ოპტიმალური პარტნიორი შეარჩიოს. ამას გარდა,
სექსისგან თავშეკავება სექსის ღირებულებას ზრდის. ეს სექსს უფრო დეფიციტურს ხდის და
მისი ფასიც იზრდება. შესაბამისად, თუ კაცს სექსი სურს, მან ამისთვის ბევრი რესურსი უნდა
გაიღოს, რაც ქალისთვის მომგებიანია. ასეთი თავშეკავებულობა და რესურსების მოთხოვნა
კაცის სტრატეგიას ეწინააღმდეგება, რომელიც სექსის რაც შეიძლება მალე ქონას გულისხმობს.

ზოგმა ქალმა სექსუალური თავშეკავებულობა შესაძლოა მიმზიდველი ქალებისადმი


იმიტაციის მიზნით გააკეთოს. იმის გამო, რომ სექსუალური და ლამაზი ქალები ხშირად თავს

3
იკავებენ, რათა სასურველი პარტნიორი აარჩიონ და ამით თავიანთი ღირებულებაც
გაზარდონ, სხვა ქალები იმავე მიზნით ბაძავენ მათ. თუკი ქალი არ არის მიმზიდველი, მან
შეიძლება თავი შეიკავოს სექსისგან, რათა კაცებისთვის უფრო ღირებული გახადოს ის.

ბოლო არგუმენტი არის ის, რომ სექსზე ადვილად დათანხმება შესაძლოა პრომისკუიტეტის2
მაჩვენებელი იყოს, რაც კაცს მიანიშნებს, რომ ასეთი ქალი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის
არ იქნება შესაფერისი. ამიტომ ქალები ცდილობენ ნაკლებად გამოხატონ სექსის სურვილი.

სექსუალობა - ფსიქოანალიტიკური მიდგომა

სექსუალობას ფუნდამენტური როლი უჭირავს ზიგმუნდ ფროიდის თეორიაში


-ფსიქოანალიზი.

1933 წელს სექსუალობის საკითხებზე ღია მსჯელობებით გაღიზიანებულმა ფაშისტებმა


ბერლინში სახალხოდ დაწვეს მისი წიგნები. ამ მოვლენას ფროიდმა ასეთი კომენტარი
გაუკეთა: „რა პროგრესს მივაღწიეთ! შუა საუკუნეებში მე თავად დამწვავდნენ, ჩვენს დროში
კი ჩემი წიგნების დაწვით კმაყოფილდებიან” (ხეჩუაშვილი, 2013)

სექსუალური ენერგიის აღსანიშნად ის იყენებს ტერმინს - ლიბიდო.

ლიბიდო არის სექსუალური (ფსიქიკური) ენერგია, რომელიც მიმართავს ინდივიდს ყველა


სახის შეგრძნებითი სიამოვნებისკენ.

ფროიდი გამოყოფს პიროვნების 3 სტრუქტურას: იდი (id), ეგო (ego) და სუპერეგო (superego).

იდი არის ძირითადი ლტოლვების საცავი. ის მოქმედებს იმპულსურად და უბიძგებს


პიროვნებას დაუყოვნებელი სიამოვნებისკენ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის, რაც მას

2
პრომისკუიტეტი - უწესრიგო, შემთხვევითი, არარეგულირებადი სქესობრივი კავშირები.
სურს რეალურად შესაძლებელი, სოციალურად და მორალურად მისაღები. იდს მართავს
სიამოვნების პრინციპი.

სუპერეგო წარმოადგენს პიროვნების მიერ საზოგადოებისგან ნასწავლი ღირებულებების


საცავს. ის ვითარდება უფროსების მხრიდან სოციალურად არასასურველი ქცევის აკრძალვის
საფუძველზე. სუპერეგო ხშირად კონფლიქტშია იდთან. იდს უნდა იმის გაკეთება, რაც
სიამოვნებს, ხოლო სუპერეგო ითხოვს იმის გაკეთებას, რაც სწორია.

ეგო აგვარებს კონფლიქტს იდის იმპულსებსა და სუპერეგოს მოთხოვნებს შორის. ეგოს


მართავს რეალობის პრიპციპი. ეგო აკმაყოფილებს იდის იმპულსებს, არასასურველი
შედეგების გამოწვევის გარეშე.

განვითარების ფსიქოანალიტიკური თეორია ეფუძნება ორ წინაპირობას. პირველი -


ადრეული ბავშვობის გამოცდილება კრიტიკულ როლს თამაშობს ზრდასრული პიროვნების
ფორმირებაში. ფროიდი მიიჩნევდა, რომ პიროვნების მახასიათებლებს ძირითადად
საფუძველი ეყრება ადრეულ ასაკში (5 წლამდე). მეორე - ადამიანი გარკვეული სექსუალური
ენერგიის რაოდენობით იბადება (ლიბიდო), რომელიც შემდგომში თავის განვითარებაში

3
რამოდენიმე ფსიქოსექსუალურ სტადიას გადის.

ფროიდი მიიჩნევდა, რომ ბავშვობაში სქესობრივი იმპულსების ცენტრი ორალურიდან,


სხეულის ანალურ და გენიტალური ნაწილებისკენ გადაინაცვლებს.

ამის საფუძველზე ფროიდი გამოყოფს პიროვნების ფსიქოსექსუალური განვითარების 5


სტადიას: ორალური, ანალური, ფალიკური, ლატენტური და გენიტალური.

ფროიდი მიიჩნევს, რომ მშობლებმა შვილის საბაზისო მოთხოვნილებების


დასაკმაყოფილებლად ოქროს შუალედი უნდა მოძებნონ. თუ მშობლები სასურველ ბალანსს
მიაგნებენ, მაშინ ბავშვები გაიზრდებიან ნორმალურად ადაპტირებული, მოწიფული
სექსუალური ქცევის, ოჯახსა და მომავალ თაობაზე მზრუნველ ადამიანებად.

ზოგ შემთხვევაში ბავშვის მოთხოვნილებები შეზღუდულად კმაყოფილდება, ხოლო


მშობელთა მხრიდან ზედმეტი ზრუნვის შემთხვევაში, ბავშვს ნაკლები შესაძლებლობა
ეძლევა თავისი შინაგანი ფუნქციების დამოუკიდებლად მართვის. ამის გამო ბავშვს
უყალიბდება დამოკიდებულებისა და არაკომპეტენტურობის განცდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფროიდი თვლიდა, რომ ამის შედეგად ლიბიდოს ზედმეტი


დაგროვება ხდება, რაც შესაძლებელია ზრდასრულ ასაკში გამოიხატებოდეს “შემორჩენილი”
ქცევის სახით (ხასიათის თვისებები, ღირებულებები, განწყობები), რომელიც უკავშირდება
ამათუიმ ფსიქოსექსუალურ სტადიას.

ორალური სტადია (0-18)

ორალური სტადია გრძელდება დაბადებიდან 18 თვემდე.


ამ პერიოდში პირი უკავშირდება ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
სურვილსა და სასიამოვნო შეგრძნებებს. ფროიდი თვლიდა, რომ პირი ადამიანის მთელი
ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვან ეროგენულ ზონას წარმოადგენს. ზრდასრულ
ასაკშიც კი შეიმჩნევა შემორჩენილი ორალური ქმედებების ნიშნები: საღეჭი რეზინის,
ფრჩხილების კვნეტის, მოწევის, გადამეტებული ჭამის და კოცნის სახით. ყველაფერ ამას
ფროიდი განიხილავს, როგორც ორალური ზონისადმი მიჯაჭვულობას.

ფროიდის განვითარების კონცეფციაში სიამოვნება და სექსუალობა მჭიდროდ უკავშირდება


ერთმანეთს. ამ კონტექსტში სექსუალობა მოაზრებულია, როგორც აღგზნების მდგომარეობა,
რომელიც თან ახლავს ჩვილის ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
სურვილს. შესაბამისად, ჩვილს სიამოვნებას ანიჭებს დედის მკერდი ან საწოვარა. ამიტომ,
სხეულის პირველი ადგილი, სადაც ლოკალიზებულია სიამოვნება, რომელიც გამოიწვეულია
დაძაბულობის კლებით, არის პირი.

დროთა განმავლობაში დედის მკერდი სიყვარულის ობიექტის მნიშვნელობას კარგავს და


მოხდება მისი ჩანაცვლება საკუთარი სხეულის ნაწილით. ჩვილი მოწოვს საკუთარ თითს ან

3
ენას, რომ მოახდინოს დაძაბულობის შემცირება, რომელიც უფროსის ზრუნვის
ნაკლებობითაა გამოწვეული.

ორალური სტადია მთავრდება მკერდით კვების დასრულებით. ფსიქოანალიტიკური


თეორიის თანახმად, ყველა ჩვილი განიცდის გარკვეულ სიძნელეებს, რაც დაკავშირებულია
დედის ძუძუსთან განშორებით, ვინაიდან, ეს მათ გარკვეულ სიამოვნებას აკლებს. რაც უფრო
დიდია ეს სიძნელეები, მით უფრო ძნელი იქნება კონფლიქტების დაძლევა მომდევნო
სტადიებზე.

ფროიდი მიიჩნევს, რომ ბავშვი, რომელიც გადამეტებულ ან არასაკმარის სტიმულაციას


იღებდა ჩვილობის ასაკში, შემდგომში ორალურად პასიური ტიპის პიროვნებად
ჩამოყალიბდება. ორალურად პასიური ტიპის პიროვნება არის ხალისიანი და ოპტიმისტი,
პასიური, დამოკიდებული, გარემოდან იგი მოელის მზრუნველობას და გამუდმებით
ითხოვს დადებით შეფასებას.

ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევრში იწყება ორალური სტადიის მეორე ფაზა –
ორალურ-აგრესიული. ჩვილს ამოსდის კბილები. კბენა და ღეჭვა წარმოადგენს
ფრუსტრაციის მდგომარეობის გამოხატვას, რომელიც გამოწვეულია დედის არყოფნით, ან
დაკმაყოფილების გადავადებით.

ორალურ-აგრესიული სტადიაზე ფიქსაცია, ზრდასრულებში გამოხატულებას პოვებს ისეთ


მახასიათებლებში, როგორიცაა კამათისადმი მიდრეკილება, პესიმიზმი, სარკაზმი,
გარემოსადმი ცინიკური დამოკიდებულება. აგრეთვე, მათთვის დამახასიათებელია სხვა
ადამიანების ექსპლუატირება და მათზე დომინირება, საკუთარი საჭიროებების დაკმაყო-
ფილების მიზნით.

ანალური სტადია (18-3)


ანალური სტადია იწყება 18 თვის ასაკიდან და ცხოვრების მესამე წლამდე გრძელდება.

ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვები მნიშვნელოვან სიამოვნებას ღებულობენ ფეკალიების


შეკავებისა და გამოყოფის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ კუჭ-ნაწლავისა და შარდის
ბუშტის კონტროლი ძირითადად, ნერვულ-კუნთური მოწიფულობის შედეგს წარმოადგენს,
ფროიდი მიიჩნევდა, რომ მეთოდები რომლითაც მშობლები ბავშვს ტუალეტს აჩვევენ,
მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პიროვნულ განვითარებაზე. ფროიდი ამტკიცებდა, რომ
თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის ყველა მომდევნო ფორმა საწყისს იღებს ანალურ
სტადიაში.

ფროიდი ბავშვის ტუალეტისადმი მიჩვევის პროცესში მშობელთა ორ ტაქტიკას გამოყოფდა.


ზოგიერთი მშობელი მოუქნელად იქცევა ამგვარ სიტუაციებში და ბავშვისგან მოითხოვს
საქმის დროულად შესრულებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვმა სიჯიუტე
გამოავლინოს. თუკი ამგვარი «შეკავების» ტენდენცია გადამეტებულ ხასიათს იღებს და
ქცევის სხვა სახეობებშიც იჩენს თავს, ბავშვს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ანალურად-
შეკავებული პიროვნების ტიპი. ამგვარი ტიპის ზრდასრული უჩვეულოდ ჯიუტი,

3
ხელმოჭერილი, მეთოდური და პუნქტუალურია. ასეთი ტიპის ადამიანს ნაკლებად გააჩნია
გაურკვევლობის, განუსაზღვრელობის ატანის უნარი.

ანალური ფიქსაციის მეორე უკიდურესი ფორმა, რომელიც ასევე მშობელთა სიმკაცრის


შედეგს წარმოადგენს, არის ანალურად-გამომყოფი ტიპი. ამ ტიპის მახასიათებლებია -
ნგრევისადმი მიდრეკილება, შფოთვა, იმპულსურობა და სადისტური დაუნდობლობაც კი.
ზრდასრულ ასაკში სასიყვარულო ურთიერთობებში ეს ინდივიდები ხშირად პარტნიორებს
პირველ რიგში აღიქვამენ როგორც ფლობის, საკუთრების ობიექტებს.

ხოლო ზოგიერთი მშობელი პირიქით, მხარს უჭერს ბავშვს კუჭ-ნაწლავის რეგულარული


გათავისუფლების შემთხვევებს და ამის შემდეგ მას წააქეზებს კიდეც. ფროიდის აზრით,
მსგავსი მიდგომა, რომელიც ბავშვის თვითკონტროლის მცდელობების წაქეზებას
წარმოადგენს, პოზიტიურ თვითშეფასებას ავითარებს და შესაძლებელია მომავალში
შემოქმედებითი უნარების განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

ფალიკური სტადია (3-6)

3-დან 6 წლამდე ასაკის განმავლობაში ბავშვის ინტერესები, რომლებიც ლიბიდოთი არის


განსაზღვრული, ახალ ეროგენულ ზონაში გადაინაცვლებს. ფსიქოსექსუალური
განვითარების ფალიკური სტადიის განმავლობაში ბავშვები თავიანთ სასქესო ორგანოებს
აკვირდებიან, მასტურბირებენ და შესაძლოა გამოხატონ ინტერესი დაბადებისა და
სქესობრივი ურთიერთობების შესახებ. იმისდა მიუხედავად, რომ მათი წარმოდგენები
ზრდასრული სექსუალურობის შესახებ ძალიან ბუნდოვანია, ფროიდი მიიჩნევდა, რომ
ბავშვების უმეტესობა უფრო ნათლად აცნობიერებს სექსუალური ურთიერთობების არსს,
ვიდრე მშობლები ფიქრობენ.
ფალიკური სტადიის კონფლიქტს ფროიდმა ოიდიპოს კომპლექსი უწოდა (გოგონებში
ანალოგიურმა კომპლექსმა ელექტრას კომპლექსის სახელწოდება მიიღო). ამ კომპლექსის
აღწერა ფროიდმა სოფოკლეს “ოიდიპოს მეფის” ტრაგედიიდან ისესხა, რომლის თანახმადაც,
მეფე ოიდიპოსმა მოკლა თავისი მამა იმის გამო, რომ დედასთან ინცესტური (სისხლის
აღრევა) კავშირი დაემყარებინა. ამ ტრაგედიას ის განიხილავდა, როგორც ადამიანის
ფსიქოლოგიური კონფლიქტის ერთ-ერთ უდიდეს გამოვლინებას.

დედასთან ინცესტური კავშირის შედეგად შესაძლო სასჯელის მიღების შიშს ფროიდმა


კასტრაციის შიში უწოდა.

5-დან 6 წლის ასაკამდე ოიდიპოსის კომპლექსი მთავრდება. ბიჭი თრგუნავს (განდევნის


ცნობიერიდან) დედისადმი სექსუალურ სურვილებს და იწყებს საკუთარი თავის
იდენტიფიცირებას მამასთან. მამასთან იდენტიფიცირების პროცესი, რომელმაც აგრესორთან
იდენტიფიცირების სახელწოდება მიიღო, რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს. ბიჭი მამის
ღირებულებებს, მორალურ ნორმებს, განწყობებს, სქესობრივი საქციელის ნორმებს იძენს.
ოიდიპოს კომპლექსის გადაწყვეტის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს

3
მშობელთა აკრძალვებისა და ძირითადი მორალური ნორმების ინტერნალიზება, რომელიც
ფროიდის აზრით, სუპერეგოს ან ბავშვის სინდისის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ე.ი.
სუპერეგო ოიდიპოს კომპლექსის გადაწყვეტის შედეგს წარმოადგენს.

ოიდიპოს კომპლექსი გოგონებში ელექტრას კომპლექსის სახელწოდებითაა ცნობილი. მის


საყრდენს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ელექტრა,
რომელმაც თავისი ძმა ორესტი განაწყო დედისა და მისი საყვარლის მკვლელობისადმი და
ამგვარად, მამის სიკვდილის გამო სამაგიერო გადაუხადა. ბიჭების მსგავსად,
გოგონებისთვისაც სიყვარულის პირველ ობიექტს დედა წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც
გოგონა ფალიკურ სტადიაში შედის და აცნობიერებს, რომ მას არ აქვს პენისი, ფროიდის
მიხედვით, მას უყალიბდება ერთგვარი შური, რაც კასტრაციის შიშის ანალოგიას
წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, გოგონა გამოხატავს ღია მტრულ განწყობას საკუთარი
დედის მიმართ, ვინაიდან, მან იგი ასეთი გააჩინა. ამავე დროს, ის მიილტვის მამის
დაუფლებისკენ, რადგან მას გააჩნია მისთვის სასურველი სასქესო ორგანო. ის აცნობიერებს,
რომ ვერ მიიღებს პენისს და აქედან გამომდინარე, ეძებს სექსუალური დაკმაყოფილების სხვა
წყაროებს. სექსუალური დაკმაყოფილება ფოკუსირდება კლიტორზე და 3-დან 6 წლის
ასაკამდე გოგოების მასტურბაცია მასკულინური ფანტაზიებითაც მდიდრდება.

ზრდასრული მამაკაცები, რომელთაც ფალიკური სტადიის ფიქსაცია გააჩნიათ, კადნიერად


იქცევიან. მათ უყვართ ტრაბახი და წინდაუხედავები არიან. ისინი მიისწრაფიან წარმატების
მოპოვებისადმი (წარმატება მათთვის უტოლდება საპირისპირო სქესის მშობელზე
გამარჯვებას) და მუდმივად ცდილობენ საკუთარი მამაკაცურობისა და სქესობრივი
მოწიფულობის დამტკიცებას. ისინი არწმუნებენ სხვებს იმაში, რომ «ნამდვილი მამაკაცები»
არიან. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა დონ ჟუანის ტიპის საქციელი.

ქალებში ფალიკურ სტადიაზე ფიქსაცია ვლინდება ფლირტის, ასევე, მოუწესრიგებელი


სექსუალური კავშირების სახით. თუმცა, შესაძლოა ისინი გულუბრყვილო და უმწიკვლო
სექსუალურობით გამოირჩეოდნენ. ზოგიერთი ქალი, კი შესაძლოა კაცებზე ბატონობისათვის
იბრძოდეს, ანუ ზედმეტად დაჟინებული, თვითდარწმუნებული იყოს.

ლატენტური პერიოდი (6-12)

6-დან 12 წლამდე ასაკი ფსიქოსექსუალური განვითარების ლატენტური პერიოდია.

ამ პერიოდში ბავშვის ლიბიდო სუბლიმაციის მეშვეობით ისეთი სახის ქმედებებზეა


მიმართული, როგორიცაა: ინტელექტუალური აქტივობა, სპორტი და თანატოლებთან
ურთიერთობა. ლატენტური პერიოდი შეიძლება განვიხილოთ, როგორც
ზრდასრულობისადმი მზადების პერიოდი. ამ ფაზაში სექსუალური აქტივობის კლებას
ფროიდი ნაწილობრივ ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ ცვლილებებს
მიაკუთვნებდა, ხოლო ნაწილობრივ კი – მისი პიროვნების სტრუქტურაში ეგოსა და
სუპერეგოს ფორმირებას.

გენიტალური სტადია (12+)

მოზარდობის ასაკში ადგილი აქვს სექსუალური იმპულსების გამოღვიძებას. ჩნდება

3
საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი. გენიტალური სტადიის საწყისი ფაზა ხასიათდება
ორგანიზმში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური ცვლილებებით. რეპროდუქციული
ორგანოები აღწევენ მოწიფულობას, ხოლო ენდოკრინული სისტემის მიერ ჰორმონების
გამოყოფა მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენას იწვევს (მაგალითად, მამაკაცებში სახის
დაფარვა თმით, ქალებში სარძევე ჯირკვლების ფორმირება). ამ ცვლილებების შედეგს
წარმოადგენს მოზარდებისთვის დამახასიათებელი აღგზნების მატება და სექსუალური
აქტივობის ზრდა.

წინა სტადიებზე განვითარების სპეციფიკა განსაზღვრავს მოწიფული სექსუალობის


ფორმირებას. ეს არის პიროვნების იდეალური ტიპი, ზრდასრული ადამიანი, რომელიც
პასუხისმგებელია თავის სოციალურ და სექსუალური ურთიერთობებზე. ადამიანს შეუძლია
საკუთარი ინსტინქტების მართვა, კონტროლი. აქედან გამომდინარე, ის სიამოვნებას
პარტნიორის მიმართ ნამდვილ ინტერესში აღწევს, ყოველგვარი ბრალეულობის განცდისა და
კონფლიქტების გარეშე.

ფსიქოსექსუალური თეორიის პოზიტიურ მხარეს წარმოადგენს ის, რომ მან ხაზი გაუსვა
განვითარების პროცესში ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობას. ეს იყო პირველი
თეორია, რომელმაც მიუთითა ადრეული გამოცდილების მნიშვნელობას.

ფროიდს აკრიტიკებენ იმაში, რომ მან განვითარების პროცესში გადაჭარბებული


მნიშვნელობა მიანიჭა სექსუალური განცდებს. ამავე დროს, მას ბავშვები უშუალოდ არ
შეუსწავლია.

ზ. ფროიდის თეორიის ძირითადი იდეები:


1. ადამიანის მოქმედების წყაროს ფსიქიკური ენერგია წარმოადგენს. მისი აზრით, ყველა
ადამიანს აქვს თანდაყოლილი ინსტინქტები ანუ ლტოლვები. ფროიდმა
თავდაპირველად 2 ბაზისური ლტოლვა დაუშვა: თვითშენახვის ინსტინქტი
(შიმშილი, წყურვილი) და ეროსი, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ
იმპულსებთან და სახეობის შენარჩუნებასთან. სექსუალური ენერგიის აღსანიშნად ის
იყენებს ტერმინს - ლიბიდო.

2. ფროიდი გამოყოფს პიროვნების 3 სტრუქტურას: იდი (id), ეგო (ego) და სუპერეგო


(superego). იდი არის ძირითადი ლტოლვების საცავი. იდს მართავს სიამოვნების
პრინციპი. სუპერეგო წარმოადგენს პიროვნების მიერ საზოგადოებისგან ნასწავლი
ღირებულებების საცავს. სუპერეგო ხშირად კონფლიქტშია იდთან. იდს უნდა იმის
გაკეთება, რაც სიამოვნებს, ხოლო სუპერეგო ითხოვს იმის გაკეთებას, რაც სწორია. ეგო
არის პიროვნების ცნობიერი, რაციონალური ნაწილი. ის აგვარებს კონფლიქტს იდის
იმპულსებსა და სუპერეგოს მოთხოვნებს შორის. ეგოს მართავს რეალობის პრიპციპი.

3
3. ფროიდი გამოყოფს პიროვნების ფსიქოსექსუალური განვითარების 5 სტადიას:
ორალური, ანალური, ფალიკური, ლატენტური და გენიტალური.

წყარო: ასოცირებული პროფესორი მანანა მელიქიშვილის რიდერი განვითარების


ფსიქოლოგიაში (მომზადებულია Craig, G. J., & Dunn, W. L. (2010). Understanding human
development. Upper Saddle River, NJ: Pearson Education/Prentice Hall. მიხედვით)

You might also like