You are on page 1of 2

ჰომინიდები

1)sahelanthropus tchadensis- თანკბილვის და თავის ქალის მიხედვით, მას ჰომინიდისა და


მაიმუნის მახასიათებლები ერთდროულად აქვს. კბილები იმდროინდელ მაიმუნზე პატარა
აქვს. თავის ქალის მიხედვით შიმპანზეს ჰგავს. შეუძლია ორ ფეხზე გადაადგილება . კვების
რაციონი მიანიშნებს, რომ მას ტყეებით დაფარულ ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა .

2) orronin tugenensis – 5-6 მლნ წლის წინ. აღმოაჩინეს კენიაში 2000 წელს. გამართული თავის
მდგომარეობა, მაღალი ქვედა ყბა პროფილში. შეეძლო ორ ფეხზე გადაადგილება პლიუს
ხეზე ცოცვა.

3) ardipithecus ramidus- 4-5 მლნ წლის წინ. აღმოაჩინეს ეთიოპიაში 1992-1994 წლებში. თავის
ტვინის მოცულობით და სხეულის აგებულებით თანამედროვე შიმპანზეს წააგავს. შეეძლო
როგორც ორ, ისე ოთხ ფეხზე გადაადგილება.თავის ტვინის მოცულობით და სხეულის
აგებულებით თანამედროვე შიმპანზეს გავს, შეეძლო როგორც 2 ისე 4ზე სიარული.

Australopithecus (4-2,5 მლნ წელი) - პატარა ტვინი, დიდი კბილები, არამხოლოდ 2


ფეხზე სიარული.
A anamnesis – 3.9 – 4.2 მლნ წელი, კანაპუა. პრიმიტიული ქალა და კბილები. ძირითადი
კბილები სქელი და დიდია. ფეხის ძვლები ბიპედალურ ჰომინიდის აღნაგობას შეესაბამება,
თუმცა არის განსხვავებებიც.
A afarensis – 3-4 მლნ წელი, ეთიოპია. კისრის ზევით, თავის ქალისა და ყბის ჩათვლით
მაიმუნის მსგავსია. ზედა ტანისთვის დამახასიათებელია მოხრილი ფორმები. ბიპედალი.
არაა დაზუსტებული ხეზე ცხოვრობდა თუ მიწაზე.
ლუსი(აფარენსისი)- 3.2 მილიონი წლის წინ. თავის ქალა - 440 სმ3. თავის ქალით ჰგავს
შიმპანზეს. დიდი ეშვები აქვს. 34 კილოგრამია და 106-122 სანტიმეტრი.
გადაადგილდებოდა 2 ფეხზე.

ბიკაკას ბავშვი(აფარენსისი)- 1999 წელს აღმოაჩინეს. შეეძლო ორ ფეხზე გადაადგილება


და სავარაუდოდ ხეზეც ბინადრობდა.

A.africanus – 2-3 მილიონი წლის წინ იყო სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული. პატარა თავის
ქალა ჰქონდა, მოცულობით 450 სმ3

ტაუნგის ბავშვი(აფრიკანუსი) - კეფის დიდი ხვრელი უფრო წინ ჰქონდა, ვიდრე


თანამედროვე დიდ მაიმუნს. თავი გაწონასწორებული იყო ხერხემლის ზევით. პატარა
ტვინი, უფრო განვითარებული ვიდრე მაიმუნებს. ეშვები ადამიანის ბავშვის ეშვების
ზომასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მაიმუნების. არ აღენიშნებოდა დიასტემა (კბილების
განლაგების ანომალია). შეეძლო ორ ფეხზე გადაადგილება, მოძრაობდა ვერტიკალურ
პოზაში.

Paranthropus(გვარი) - პატარა ტვინი, ძალიან დიდი კბილები, არამხოლოდ ორფეხზე მოსიარულე.

P rebustus - სამხრეთ აფრიკა, 1-2 მლნ. წელი. დიდი, განიერი სახე, უზარმაზარი კბილები და ყბა,
დაახლოებით აფრიკანუსის ზომის. აქვს საგიტალური ქედი - ძვლოვანი ქედი თავის ქალის ზედა
ნაწილში, რომელიც ასოცირდება ღეჭვის მასიური კუნთების მქონე სახეობებთან. ჭამდა მაგარ და
ბოჭკოვან საკვებს. იყო ბიპედალი.

ბოისე-„კაკლის მტეხავი კაცი“- სამხრეთ აფრიკა, ოლდუვაის ხეობა. 1.75 მლნ წლის წინ.
ბოისეს კბილები ჰომინიდისას ჰგავდა, მაგრამ სხვა ავსტრალოფითეკისაზე ბევრად დიდი
იყო.

p.aethiopicus- “შავი ქალა“-ტურკინას ტბის დასავლეთით, 1985 წელი. 2.5 მლნ წლის წინ.
პატარა თავის ქალა. ზომით ედრება აფარენსისს. ყბის მოძრაობა მსგავსია აფარენსისისა ,
თუმცა სახე უფრო დიდია. მასიური და დიდი კბილები აქვს. საგიტალური ქედი - ამით ჰგავს
ბოისეის.

ჰომო 2.6 მლნ წლიდან. ზოგადი დახასიათება: დიდი ტვინი, პატარა კბილები, 2 ფეხზე
მოსიარულე.

რუდოლფენსისი- სახის ნაკლებად წინ წამოწეული და ბრტყელი პროფილი, ნაკლებად


დახრილი კეფა და გაზრდილი თავის ტვინი. ჩონჩხის ნაწილებით და სხეულის
პროპორციებით ავსტრალოპითეკთან არის, ხოლო თავის ქალის მორფოლოგიით ჰომოს
გვართან.

H Habilis (მოხერხებული ადამიანი) -რუდოლფენსისის მსგავსად მოზაიკური ნიშან-თვისებები აქვს და


ერთდროულად გავს ავსტრალოპიტეკის და ჰომოს გვარს.

H ergaster, H georgicys, H erectus, H floresiensis, H neadarthalensis, H heidelbergensis, H antecessor,


H rhodesiensis, H sapiens (თანამედროვე ადამიანი)

You might also like