You are on page 1of 12

უძველესი ჰომინინები აუცილებლად წასაკითხი მასალა                                   

(1)
პრიმატების ევოლუცია ეოცენურ, ოლიგოცენურ, მეოცენურ ეპოქებში ადრეული ადამიანი
გაჩენის ერთგვარ ფონს წარმოადგენდა.
 მიოცენის ეპოქა (23-5მლნ წლის წინ) - გავრცელებული იყო სხვადასხვა
ფორმის პრიმატი.  თანამედროვე ნახევრად-მაიმუნის მსგავსი ცხოველების
წინამორბედი, მაიმუნები, დიდი ზომის მაიმუნები. 
 გვიან მიოცენში - ადრეულ პლიოცენში გაჩნდა ახალი ფორმები, ცნობილი
როგორც Hominidae-ს/ჰომინიდების ოჯახი. ამ პრიმატებში ჩანს განსხვავებული
მახასიათებლები, რაც მიუთითებს ცვალებად გარემოში ადაპტაციაზე. 
 ეს სხვადასხვა სახეობები იზიარებენ ბიპედალიზმის სტრუქტურას - ორ ფეხზე
გამართული სიარულის უნარს, ეს გამოყოფს მათ დანარჩენი პრიმატებისგან და
გვეხმარება მათ იდენტიფიცირებაში.
 ჰომინიდები - ადამიანის უახლოესი განმარხებული ნათესავები.
 ადამიანის სახეობა განვითარდა ორფეხა, მცირე ზომის ტვინის მაიმუნისგან 
 ჰომინიდი პრიმატს გამოეყო 6-10მლნ წლის წინ.
 ჰომინიდის ორი გვარი : ავსტრალოპითეკი და ჰომოა.
 ავსტრალოპითეკი შედარებით ძველი, აფრიკის ტერიტოიაზე განსახლებულია და
აღმოჩენილი მისი ნამარხები. A.anamensis და A. afarensis და თარიღდება 6-1
მლნ წლით. პალეოანთროპოლოგების აზრით, ამის შემდეგ ისინი გადაშენდნენ.
 ჰომოს გვარის პირველი წარმომადგენელი, რომელშიც ადამიანიც შედის 2მლნ
წლის წინ ჩნდება. 
 ინტერპრეტაციები განსხვავდება, რომელმა სახეობამ მისცა ავსტრალოპითეკიდან
დასაბამი ახალ გვარს.
 ჰომოს ყველაზე ადრეული წარმომადგენლები არიან ჰომო ჰაბილისი და ჰომო
რუდოლფენსისი. და განასხვავებს მათ დიდი ტვინისკენ მიდრეკილება.
 ჰომო ჰაბილისს მოსდევს ჰომო ერექტუსი (ჰომო ერგასტერის
ჩათვლით) რომელიც შემდგომ ჰომო საპიენსად განვითარდა. (ბოლო 400ათასი
წელი)
 ჰომო გვარის წარმომადგენლები თანაარსებობდნენ ავსტრალოპითეკის
სახეობასთანაც.
 ჰომო ჰაბილისი, ჰომო რუდოლფენსისი -> ჰომო ერექტუსი (ჰომო ერგასტერი)-
> ჰომო საპიენსი                                                                                      
(2)

ტენდენციები ჰომინიდების ევოლუციაში


 ჰომინიდები პრიმატებს მიეკუთვნებიან. იზიარებენ ბაზისურ თვისებებს
- გენერალიზირებულ ჩონჩხს, ხელის სიმარჯვეს, ხანგრძლივ ბავშვბობას.
 ჰომინიდები განსხვავდებიან ბიპედალიზმით, სახით, ყბით, წინა კბილების
სიმცირით, და თავის თტვინის კრანიალური შესაძლებლობებით. ევოლუციური
კავშირებით დგინდება ევოლუციური კავშირები, და ყველაზე მძლავრად
ადამიანში წარმოჩნდება.

1
 ფიზ, კულტ, სოც, მახასიათებლებზე მიყოლა რთულია, არ გვაჩვენებს ამას
განმარხებული ფორმები. თმის სიხშირე, კანის ფერს ვერ ვხედავთ ნამარხებიდან
და შეიძლება ადრეული მოვლენა იყოს.
 
ბიპედალიზმი
 მხოლოდ ჰომინიდებს ახასიათებთ სრულად. 
 გორილები შიმპანზე და ორანგუტანგი უმეტეს დროს ოთხ კიდურზე ატარებენ.
ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი ცვლილებაა. საუკეთესო მიგნება 6მლნ-
10მლნ წლის პერიოდში თავსდება.
 ბიპედალიზმი აისახება ჩონჩხების სტურქტურებზე. ჰომინიდების მენჯის ძვლები
და მუხლები განსხვავდება. შიმპანზეები იყენებენ თითის სახსრებს.
 ჰომინიდების თავის ქალა ერთვის ხერხემლის არხს. 
 ორფეხებში - თავის ქალის ქვედა ნაწილშია და სხეულის ზემოდან
არის. ოთხფეხებში კი თავის ქალა უკანა ნაწილშია და წინა ნაწილშია
გაგრძელებული
 მინუსები -  ბიპედალიზმი გადაადგილების ნელი საშუალებაა. არ არი
ეფექტური ცოცვაში. და მტაცებლების თავის ასარიდებლად არახელსაყრელია.
 ასევე გამართულ მდგომარეობაში დამატებითი დაწოლის დროს სისხლის
მიწოდება რთულია.
 პლიუსები - თერმორეგულაციური პროცესები, სოციალური, ქცევითი
შედეგბი. ხელები გათავისუფლდა - მარტივად იარაღის გამოყენება, საკვების
გადატანა, ჩვილების ტარება... 
 ადრეულ ჰომინიდებს არ ჰქონდათ მახვილი კბილები და ძლიერი ყბა -
შესაბამისად, იარაღის გამოყენება - მრავალფეროვან საკვებ რესურსთან
ასოცირდება. -> რეპროდიქციის მაღალი მაჩვენებელი მოგვცა. თუმცა ეს
მტკიცებულება ბოლომდე მხარს არ უჭერს ჰიპოთეზას რადგან ქვის იარაღი
გაჩნდა 2.5 მლნ წლის წინ, ხოლო ორფეხზე სიარული 6-10 მლნ წლის
წინ. იარაღის წარმოება დამოკიდებულია სიმარჯვესა და კოგნიტურ
შესაძლებლობებზე.
 საკვებისა და ჩვილების ტრანსპორტირებაც სადაოა, მიუხედავად იმისა რომ
ბიპედალიზმი ამის საშუალებას იძლევა, უპირატესობას გადაწონის უუნარობა
სწრაფი მოძრაობა, რათა მტაცებელს თავი აარიდონ. შესაბამისად,
ამასაც შეზღუდული ადაპტაციური მნიშვნელობა აქვს. ცხოველები მიდრეკილნი
არიან იქვე მოიხმარონ საკვები, სადაც იშოვიან. შესაბამისად, რაღაცების
ტრანსპორტირება კომპენსირდება ნელი, ნაკლებად მოქნილი მოძრაობით.
 რეზერვის შექმნა - ოუენ ლავჯოის აზრით,  ბიპედალიზმი მოიცავს უფრო
მეტს, ბიოლოგიურ და ქცევით მოდიფიკაციებსაც. მაგ. მეწყილისთვის საკვების
მიტანა მარტივი ხრიკებით, (განიერი ფოთლების გამოყენებით გაზრდა საკვების
რაოდენობის) მამრის ამგვარი ქმედება, მდედრს აძლევდა ჩვილის მოვლის მეტ
დროს. მშობლური ყურადღება -> სახეობის გადარჩენის მეტი შანსი. ხოლო
საკვების გაზიარება და  კოოპერაცია გვაძლევს რეპროდუქციულ სტრატეგიას,
უფრო ახლო და ხანგრძლივ კავშირს. თუმცა ეს თეორიაა მხოლოდ, რადგან არ
არსებობს ამ უპირატესობის დამამტკიცებელი საბუთი.

2
 თერმორეგულაციური მოდელი - ნახევრად ღია სავანებსა და აღმ და
ცენტრალური აფრიკის ტყე-ველებში, სადაც ადრეული ჰომინიდების ბევრი
ნამარხია, გარემოში მიმოფანტურლია რესურსი, გადაადგილებისას სელექციური
უპირატესობა ექნებოდა ამტანს და არა სისწრაფეს. შორ მანძილზე სიარულისას,
ორ ფეხებში ნაკლები სითბო წარმოიქმნება და მეხუთე მყესი - აქილევსის,
საშუალებას გვაძლევს გამოთავისუფლდეს ენერგია, მოქნილი მკერდი, და
ანატომია გვეხმარება სტაბილურ გადაადგილებაში. სწორედ თერმოდინამიკური
მოდელით აიხსნება თმიანობის შემცირება, და საოფლე ჯირკვლებში
სარგებელი. ცხელი ეკვატორული მზის ქვეშ ოფლის გამოყოფა ნაკლები თმის
დროს უპირატესობას მიანიჭებდა მათ. რადგან ასეთ დროს მტაცებლები
ისვენებენ. შესაბამისად, ეს ნიშანთვისებაც გადაირჩა. 
 ეს უპირატესობა - ეფექტურად გადაადგილების, შესაძლებლობას აძლევდა
გრძელ დისტანციაზე ემოგზაურათ.
 დანიელ ლიბერმანის და დენის ბრამბლა შენიშნეს, რომ მშვიდი სახით
ადამიანები ყველას ჯობნიან შორს მანძილზე მხედველობაში, განსაკუთრებით
სიცხეში. 
 თანამედროვე სანის ხალხი აფრიკაში კარგად ნადირობს, რაც თავის მხრივ
უპირატესობას აძლევს ადრეულ ჰომინიდებს. ანუ შერწყმულია ბიპედალური
სტრუქტურა ეფექტურ მხედველობასთან. თუმცა არქეოლოგიური მასალით
ძნელია თერმორეგულაციური მოდელის ჩამოყალიბება.
 ჰომინიდები თანამედროვე ადამიანისა და უძველესი ჰომინიდების გარდამავალ
სახეობად იგულისხმება. მათი კბილები მაიმუნზე პატარა მარა ჰომო საპიენსზე
დიდია.
 ჰომინიდების თანკბილავს Uს ფორმა აქვს. მოპირდაპირე კბილები ერთმანეთის
პარალელურია (ორანგუტანგის, გორილას და შიმპანზეს მსგავსია), თუმცა
განსხვავდება ადამიანის კბილებისგან.
 შემცირდა კბილის ზომა, მიუხედავად იმისა, რომ
ჰომინიდების კბილები მაღალსპეციალიზირებულია მათ არ აქვთ ისეთივე
მჭრელი კბილები და ეშვები. 
 ავსტრალოპითეკებსაც ბევრად დიდი ძირითადი კბილები
ჰქონდათ. Australopithecus boisei, “კაკლის მტეხველი ადამიანი”ს კბილები
განვითარებუია უხეში მცენარეულის ჭამის შედეგად. სწორედ ამ კბილების
დაჭერაც განსაზღვრავს თავის ქალის და ყბის სტრუქტურაც. ხოლო ჰომოებს
ბევრად მრავალფეროვანი კვების რაციონი აქვთ. მცენარეულს + ცხოველებზე
ნადირობა
 2 მლნ წლის წინ დაიწყო ტვინის მოცულობის ზრდა. ამ პერიოდამდე მნიშვნ.
ცვლილებები არ იყო თავის ქალის მოცულობაში. ეს უკავშირდება ფიზიკურ და
სოციალურ განვითარებასაც და ზრდის მათი გადარჩენის შანსს. 
 afarensis- საშუალოდ 400 სმ თავის ტვინის ზომა, ჰომო ჰაბილისი - 600სმ,  
(5) ჰომო ერექტუსი - 1000, თანამედროვე ადამიანი 1350, 
 უმეტესად დარვინის შემდგომ, აფრიკაში აღმოაჩინეს მრავალფეროვანი
განმარხებული ნიმუშები. 
 უძველესი ჰომინიდები - 6-10 მლნ წელი. (ბიპედალიზმის
ფორმირება) ბუნდოვანია კავშირი გვიანდელ სახეობებთან. კენიაში, ტურკანას

3
და ბარინგოს ტბებთან, ასევე ტუგენის მთის მიდამოებში (ჩრ კენია), ასევე ჩადი
(ცენტრ. აფრიკა)
 Sahelanthropus tchadensis - Tumai, 7მლნ უძველესად მიიჩნევა და
აქვს ჰომინიდის და მაიმუნის მახასიათებლები ერთდროულად , ბუნდოვანია
მისი კავშირი სხვა სახეობებთან.
 Orrorin hugeness - გვიანდელი ჰომინიდების წინაპრები. “თავდაპირველი
ადამიანი”
 Ardipithecus ramidus -  თავის ქალის ფორმა - მაიმუნის მსგავსი, ეშვები
განიერი. მენჯის ფორმა, კიდურები ბიპედალიზმის ლოკომოციას შეესაბამება.
(ჰომინიდის ნიშანთვისება)
 ავსტრალოპითეკუს ანამენსის - მიეკუთვნება ავსტალოპითეკუსის გვარს, თუმცა
ახალ სახეობას - ანამენსის. რომელიც გარდამავალი სახეობაა არდიფითეკუსსა
და აფარენსის შორის.
 ავსტრალოფიტეკუს აფარენსისი - დიდი რიფტის ხეობაში, მთისწარმოქმნისა და
ვულკანის აქტიურობის გამო, განამარხი ზედაპირზე აღმოჩნდა. ერთი
მოსაზრებით, განსხვავებები ბუნებრივი ვარიაციისა და სექსუალური
დიმორფიზმის შედეგია.
 ა.აფარენსისი - კისრის ზევით და ზედა ტანით მაიმუნის მსგავსია. უფრო
პრიმატულები ჩანან ვიდრე შემდეგი ავსტრალოფითეკები. ისინი ბიპედალურები
იყვნენ - სათუოა მიწაზე ცხოვრობდნენ თუ ხეზე
 ლუსი - ზრდასრული ა.აფარენსისი, პატარა თავის ქალა(გავს შიმპანზეს), დიდი
ეშვები. თუმც ხერხემლი, მენჯი(ქალია) და ფეხის ანატომია აჩვენებს
ბიპედალისტია, ხეზე ცხოვრობდა
 დიკაკას ბავშვი - ქვით იყო შეფუთული, კარგად შეფუთული ა.აფარენსისი, სამი
წლის.  ბიპედალური შესაძლებლობები - ჩონჩხის სირთულე და ფიზიკური
შესაძლებლობები ზრდა-განვითარების  შესწავლის შესაძლებლობა. ხეზე
ცხოვრობდა გვიანდელი ადამიანების განსხვავებით მკლავების ფოსოები ზემოთ
მიმართული (მეხეურ გარემოსთან აკავშირებს)
 ლაეტოლის ნაკვალევი - სავარაუდოდ ავსტრალოპითეკ აფარენსისი, ყველაზე
მნიშვნელოვანი წიაღისეული - ნაკვალები, ანტიკური ტალახის ფენა, ვულკანური
ფერფლით დაფარულმა შემოგვინახა ნაკვალევი, რომელმაც გვანახა ადრეული
ჰომინიდების ლოკომოციის ფორმა იყო ბიპედალური, როგორც თანამედროვე
ადამიანებში.
 დონალდ იოჰანსონი, პალეოანთროპოლოგი - ეთიოპია (ჰადარი) - მიუხედავად
იმისა, რომ ახლა მშრალია, ადრე უამრავი ცოცხალი ორგანიზმი სახლობდა.
პირველი აღმოაჩინეს ლუსი, მეორე აღმოჩენა ჰომინიდების ასობით ძვალი.
(13ინდივიდი). მისი აზრით, წყალდიდობამ ამორეცხა.
 ახალი კლასიფიკაციით ა.აფარენსისის ორი ტოტი
გაუკეთეს ერთი ავსტრალოპითეკისკენ მეროე ჰომოს გვარისკენ. ვარაუდობენ
რომ ჰომინიდები მეტ ტოტად უნდა იყოფოდეს, თუმცა უმრავლესობა თანხმდება,
რომ ა.აფარენსისი ერთ-ერთი უძველესი ჰომინიდია.
 ავსტრალოფითეკ აფრიკანუსი - აღწერილი სახეობიების შემდგომ ცხოვრობდა,
თავის ქალის პატარა მოცულობა. კბილებით აღმოაჩინეს, რომ იგი იყო ბავშვი და
უწოდეს “ტაუნგის ბავშვი”, მაიმუნის მსგვასი ნიშნები + თავი გაწონასწორებული

4
ხერხემლის ზემოთ ანუ მოძრაობდა ვერტიკალურად. შიმპანზეზე დიდი ტვინი.
შუალედურ ფორმად მიიჩნევდნენ. 
 სხვა ვარაუდებით ტაუნგის ბავშვს დიდ მაიმუნად მიიჩნევდნენ, რადგან თავის
ქალა ადამიანის წინაპრისაგან ბევრად პატარა იყო. თუმცა დამტკიცდა
საბოლოოდ, რომ ჰომინიდი იყო (თანკბილვით, ბიპედალური შესაძლებლობებით
და თავის ქალით)
 იყო ვარაუდები, რომ ავსტრალოფითეკები ცალკე ტოტი იყო ადამიანისგან.
როგორც ბრგე (robust) ავსტრალოფიტეკი. პარანთროპუსი მოიცავს სამ
სახეობას (A. aethiopicus, A.robustus, A boisei) - მათი ტაქსონომიური აღწერა
საკამათოა და “პარანთრპუს”ად -მიიჩნევენ - ანუ ადამიანებს შორის, მათ აქვთ
განსხვავებული ნიშან-თვისებები, თუმცა ბიპედალები არიან და აქვთ ნათესაური
კავშირი იმათთან, ვინც ადამიანის წინაპარია. 
 a.ბრგე - ჰომინიდების კომპლექსურ სურათს ასახავს და სირთულეებს, რადგან
ბიპედი ჰომინიდების ევოლუცია არ ყოფილა კიბის მსგავსი -
ერთმიმართულებიანი, რადგან ჰომინიდების რამდენიმე სახეობა ერთდროულად
დადიოდა.
 ბრგე - განიერი სახე - დიდი კბილები და ყბა. თავიდან ახალ სახეობად ->
შემდეგ პარანთროპუსსში გააერთიანეს. ა.რობუტუსები
ა.აფრიკანუსთან განსხვავებით უფრო თანამედროვეები არიან. მათ სიმძიმესა და
სიმაღლეს ვერ ვადგენთ. ტვინის ზომა თითქმის ერთნაერია. თუმცა ტერმინი
რობუტუსი მიემართება ქალის განსხვავებულ ზომას და კბილებს. - ღეჭვის
მასიურ კუნთებთან
 ავსტრალოპითეკ ბოისეი “კაკლისმტეხავი კაცი” (“Nutcracker man”) - robust-ს
მიეკუთვნებოდა. კბილის ფორმა გავდა ჰომინიდსზე ბევრად დიდი იყო.
მეტსახელად ჯინზ. 
 ავსტრალოპითეკუს ბოისეი: მაკნატუნა - დროთა განმავლობაში ხდებოდა ქანების
ეღთმანეთში არევა, რაც სხვადასხვა ნამარხს ერთმანეთში ურევდა. ოლდუვაის
ქანების ვულკანური ფენები გვხემარება ნამარხის მიახლოებითი ასაკის
დადგენაში.
 “შავი ქალა” - ნამარხს, რომელიც უფრო ძლიერი იყო ვიდრე A.africanusi -
არსებული მანგანუმის ლურჯ-შავი ლაქრბის გამო უწოდს “შავი ლაქა” საბოლოოდ
ნამარხი აღიარეს, როგორც Paranthropus aethiopicusi. იგი
მოექცა A.afarensis და A.boiseis შორის.
 ჰომოს გვარის საწყისები - თუ ავსტრალოფითეკები ადამიანის ოჯახის ხის
დაბლაა, რომელია ჰომოს გვარის ყველაზე ახლო წინაპარი? პასუხი ოლდუვაის
ხეობაშია - ჰომო ჰაბილისი და ჰომო რუდოლფენზისი. განსხვავდება
ავსტრალოფიტეკებისგან გაზრდილი თავის მოცულობით.
 ჰომო ჰაბილისი - კალიუმ-არგონით დათარიღებული - “მოხერხებული
ადამიანი” ჰომო ერექტუსზე პატარაა, მოზრდილტვინიანი ადამიანი 
 შემდგომი აღმოჩენა კლასიფიკაციაში იწოდება როგორც ჰომო
რუდოლფენზისი - ბრტყელი, გაშლილი სახე, მსხვილი ემალი, ჰაბილისისგან
განსხვავებით მას აქვს უფრო თანამედროვე კიდურები, გაშლილი სახე და
მსხვილი ემალი

5
 ჰომო ერექტუსი - ჰომინიდებს შორის ჰომო საპიენსის გარდა, ყველაზე დიდი
გავრცელების არეალი აქვს. წააგავს თანამედროვე ადამიანს. ცნობილია
როგორც “ტურკანას ბიჭი” ტანი თითქმის მსგავსია თანამედროვესი.
აღმოჩენილია დმანისშიც და სავარაუდოდ გარდამავალი ფორმაა ადრინდელ
ჰომოებსა და ერექტუს შორის.
 იაველი ადამიანი - ჰომო საპიენსამდე პირველი რეალური ნამარხი. თავის ქალა
ბრტყელი და პატარა თანამედროვესგან განსხვავებით. ითვლება ერექტუსად.
 პეკინელი ადამიანი - პეკინში უამრავი აღმოჩენა გაკეთდა,
რომელთაც სინანთროპუს პეკინენსი ეწოდა. სხვა აღმოჩენებიც განსხვავებულ
ლოკაციებში მაინც კლასიფიკაციაში, როგორც ჰომო ერექტუსები შედიან, ისინი
გვანან საპიენს, თუმცა პოსტკრანიალური ჩონჩხით ერექტუს მიეკუთვნებიან. მათ
არ აქვთ შემაღლებული თავის ქალა და მათი ტვინი უფრო პატარაა
 ყველაზე ადრეული ადამიანის წინაპრები განვითარდნენ აფრიკაში.
აფრიკაში პლიოცენსა და პლეისტოცენში კლიმატი თბილი იყო,რამაც ხელი
შეუწყო მათ ევოლუციას. პირველი ქვის იარაღებიც აქედან არის. ჩნდება კითხვა
როდის მოხდა მათი მიგრაცია.
 თავდაპირველად შეიქმნა მარტივი ევოლუციური ხაზი ავსტრალოპითეკიდან
ერექტუსამდე და შემდეგ საპიენსამდე, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი
ისინი თანაარსებობდნენ
 საინტერესოა, რათვისებები უნდა გამოვიყენოთ მათი კლასიფიკაციისთვის
 ჰომოს გვარში ტვინის მოცულობის ზრდა მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებაა. თუმცა
ამნიშნით გარკვევა რთულია, რადგან ბევრი მრავალფეროვნებაა. ამიტომ
ამგვარი კლასიფიკაცია უნივერსალური არ არის. რადგან ხშირად აფარენსისსაც
მიაკუთვნებენხოლმე ორ სახეობას. ჰომო ერექტუსიდანაც ზოგს ჰომო
ერგასტერად თვლიან.
 მეცნიერები იყოფა ორად: სპლიტერები - რომლებიც თვლიან რომ აღიარებული
ნამარხები ცალცალკე სახეობებია. 
 ლამფერები - რომლებიც თვლიან, რომ ეხლანდელი კლასიფიცირებული მეთოდი
ანიჭებს მნიშვნელობას ინდივიდუალურ განსხვავებებს და არ ითვალისწინებს
სახეობაში ვარიაციებს. მაგ, რომ ჰომო ჰაბილისი, ერგასტერი და ერექტუსი ერთი
სახეობაა
 კრიტიკული პერსპექტივა - პოლტდაუნის ფარსი - ათწლეულები განიხილავდნენ
ამ აღმოჩენას შემდგომ კი ტყუილი აღმოჩნდა. და სრულიად უგულებელყოფილია.
 ჰომინიდთა ერთი ინტერპრეტაციით, ავსტრალოფითეკთა ხაზი
დაიწყო A.afarensisით და იყო ყველა მომდევნო ჰომინიდის საერთო წინაპირი.
და ამ ხაზს მივყავართ საბოლოოდ A.africustan da A.robustustan. მთავარ
გენეალოგიურ ტოტს მივყავართ საბოლოოდ ჰომო ჰაბილისამდე.
 “შავი ლაქის” აღმოჩენის შემდეგ ავსტრალოფითეკის ბოლოში
მოთავსდა A.boisei, რადგან აეთიპიკუსი იმავე ხნის იყო რაც აფრიკანუსი, თუმცა
მსგავსი ნიშანთვისებები არ მოიძნებოდა მათთან და მოიძებნებოდა ბოისეიში.
ამის ინტერპრეტაციით კი ბოისეი და რობუტუსი ევოლუციურ ხეში ცალკე
ტოტებად გამოყვეს.

6
 დროთა განმავლობაში - ჰომინიდების ხე დაემსგავსა ბუჩქს, ფილოგენეტიკური
ხე ითვალისწინებს უფრო ძველ პრიმატულ სახეობებსაც და აჩვენებს ჰომოს
გენის აღმოცენებას.
 ჰომოს ხის საფუძველში განიხილება orrorin hugeness და ardipithrcus
ramidus, მათ მოსდევს a.afarensisi (ლუსი) და
A.anamesisi(ბიპედალურები/პატარა ტვინი და წაგრძელებული სახე) მათ
მიეკუთვნებიან რობუტუსი, რომელსაც პარანთროპუსადმოიხსენება და იყოფიან
სამ სახეობად A. aethiopicus, A.robustus da A.boisei (ფართო სახე,
უზარმაზარი კბილები, დიდი ყბა და საგილატური შეეღებები) მათი ადამიანთან
წინაპრობა სათუოა
 homos ადრეული წამომადგენლები თანაარსებობდნენ ავსტეალოპითეკებთან
 ნიშნადობლივია, რომ ეს ორი ერთმანეთისგან ორ ტოტად გაიყო და შესაძლოა
ლუსიც შემდეგ წარმოიშვა. ეს პერსპექტივები ცხადყოფს არასრულ წარმოდგენებს
ევოლუციაზე და ნამარხებზე.
 ჰომინიდები და მათი უშუალო წინაპრები ერთიანდებიან ერთ ჯგუფში
- hominidea -მსგავსი თვისებები და ადაპტაციური უნარები
 დადგინდა რომ ჰომინიდები სწორედ არიან
მოთავსებულები ჰომინიდეას სუპეროჯახში.
 ახალი ინტერპრეტაციით, ორანგუტანგები, შიმპანზეები, გორილები და
ადამიანები  თავსდებიან ერთ ოჯახში Hominidae, მისი ქვეოჯახი ჰომინინაე -
მოიცავს მხოლოდ შიმპანზეებს გორილებსა და ადამიანებს ე.წ. ადამიანები და
მათი წინაპრები განიხილებიან ცალკე ჯგუფად - ჰომინინი hominini.
 გენეტიკური კვლევებით ადამიანთა და შიმპანზეთა ხაზი დაახლოებით 5-6 მლნ
წლის წინ გაიყო
 ნამარხებზე დაყრდნობა ყოველთვის საჭირო იქნება, რადგან
მხოლოდ გენეტიკური ინფორმაცია, რაც ფადობითობას გვადგენინებს და დნმ არ
არი საკმარისი იმის გასაგებად თუ როგორ ადაპტირდნებოდნენ ადრეული
ადამიანები და პრიმატები გარემოსთან, როგორ იქცეოდნენ და როგორ
ცხოვრობდნენ.

გარდამავალი სახეობები
 
ჰომო ერექტუსიდან ჰომო საპიენსამდე გადასვლისას კრიტიკულად უნდა შევხედოთ
ფიზიკურ მახასიათებლებს, რაც მათ გამოარჩევს
 ჰომო ერექტუსის და თანამედროვე ადამიანის ჩონჩხი არსებითად
ერთნაერია, ჰომო ერექტუს აქვს უფრო მასიური სტრუქტურა და მძიმე ძვლები. 
 მთავარი განმასხვავებელი თავის ქალა - საპიენს აქვს
აწეული, თაღოვანი ქალა, ერექტუსს კი პოსტორბიტალური (ხერხემლის
შემდგომი) შევიწროვება ახასიათებს, თავის ქალის ვიწრო ნაწილი და დაბალი
შუბლი.
 ჰომო ერექტუს აქვს გამოშვერილი ყბა საპიენსისგან განსხვავებით და
შედარებით პატარა კბილები წინა სახეობებისგან განსხვავებით,
თუმცა საპიენზე დიდი. 

7
 გარდამავალი ფორმები სხვადასხვა კომბინაციებს ატარებდნენ.
მაგ: პეტრალონას თავის ქალა(საბერძნეთი) მას ახასიათებს ჰომო ერექტუსის
ნიშები - მსხვილი ძვლები, წარბის მკვეთრი წანაზარდი და დაბალი თაღი,
თუმცა ტვინის მოცულობით იგი შუაში ექცევა
 მიუხედავად იმისა, რომ ჰომო ერექტუსი საპიენსის ევოლუციად ითვლება
არსებობს სხვადასხვა ინტერპრეტაციები: 
 ჩანაცვლების მოდელი: “თანამედროვე ადამიანის ბოლო აფრიკული
წარმოშობის” გულისხმობს, რომ ჰომო საპიენსითავდაპირველად ერთ ადგილას
-აფრიკაში წარმოიშვა და შემდეგ გადასახლდა სხვა რეგიონებში, ის ვარაუდობს,
რომ ჰომო საპიენსი ერექტუსის თანამედროვე იყო, თუმცა საბოლოოდ
ჩანაცვლდა. იგულისხმება, რომ გენეტიკურად განსხვავებული მოდგმები იყვნენ
და ჰომო საპიენსის ყველა პოპულაცია ერთი საერთო წინაპრისგან წარმიშვა,
რასაც ადასტურებს ადამიანებს შორის მინიმალური განსხვავებები. ამ
შეხედულებით ჰომო ჰაიდელბერგენსისი ჰომო ერექტუსის და ჰომო საპიენსის
შუალედური სახეობა იყო. შესაბამისად ისინი გადაშენდნენ და ახალმა
ჩაანაცვლა.

მულტირეგიონული ევოლუციური მოდელი


ჰომო ერექტუსს სხვა ყველა ჰომინიდზე ფართო გავრცელების არეალი აქვს. ამ
თეორიის თანახმად, ჰომო ერექტუსის არქაულ ჰომო საპიენსში გადასვლას და
საბოლოოდ თანამედროვე ადამიანში ეტაპობრივად მიმდინარეობდა ერთსა და იმავე
დროს  2.5 მლნ წლის განმავლობაში. შესაბამისად გადასვლა ერთი სახეობის შიგნით
მოხდა. ბუნებრივი გადარჩევის და გენეტიკური განსხვავების ზემოქმეებით განვითარდა
გარკვეული ნიშან-თვისებები, შესაბამისად ვარიაციები შორეული წარსულიდანვე
არსებობს. პარალელური ევოლუციის ვარაუდი.  თაამედროვე გადმოსახედიდან
გენების ფართოდ გაზიარებამ სხვადასხვა პოპულაციებს ხელი შეუშალა სახეობათა
ევოლუციაში. ამ მოდელით მუშაობისას, რეგიონული გენეტიკური განგრძობადობის
მაღლი ხარისხია, რაც იმას ნიშნავს რომ კონკრ. განმარხებული ნიმუშები უნდა
ავლენდნენ მსგავსებას ყველა პოპულაციებთან.

ჰიბრიდაციის მეთოდი
ადამიანის პოპულაციის წარმოქმნას, თან ახლდა ფიზიკური სახესვაობის მაღალი
მაჩვნებელი, ისევე, როგორც ქცევითი, სოციალური და ლინგვისტური განსხვავებები.
სარწმუნოა ამ თეორიისთვის სხვადასხვა მარშრუტით განხორციელებული მრავალი
სხვადასხვა მიგრაცია, მანამდე დასახლებული ადგილების რეკოლონიზაცია და სხვა
პოპულაციებთან გენების მიმოცვლა. ეს მოდელი უშვებს საპიენსსა და უფრო ადრეულ
პოპულაციების შორის გენთა მიმოცვლის არსებობას მიგრაციებისა და გენების
მიმოცვლის შედეად. ისინი მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ადამიანი წარმოიშვა
შედარებით გვაინ და შემდგომ გადასახლდა. ურთიერთშეჯვარების შედეგად
ანატომიურად თანამედროვე ადამიანები არქაულ პოპულაციეებს შეერივნენ და
ჩაანაცვლეს ისინი.  ჰომინიდთა სხვადასხვა სახეობები თანაარსებობდნენ და გენთა
მიმოცვლით წარმოაჩენენ კომპლექსურ და ეტაპოვრივ განვითარებას.

გენეტიკური მონაცემები და თანამედროვე ადამიანის წარმოშობა

8
გენეტიკური მონაცემები შეესაბამება განმარხებულ ნიმუშებს, თუმცა ხშირად
ურთიერთსაპირისპირო ინტერპრეტაციებს აჩენს.
 თანამედროვე მიტოქონდრიული დნმ-ის გამოყენება ადამიანის წარმოშობის
შესასწავლად - “მიტოქონდრიული ევა” როდესაც შეისწავლეს თანამედროვე
ქალების მიტოქონდრული დნმ-ი, ივარაუდეს, რომ თანამედროვე კაცნობრიობა
შეიძლება მოდიოდეს ერთი აფრიკელი მდედრისგან ორასი ათასი წლის წინ -
რომ მიტოქონდრიულ დნმში ჩაშენებული გენეტიკური კოდი მხოლოდ
მდედრობითი ხაზით გადაეცემა და ის არ იცვლება რეპროდუქციის
დროს, თითოეული ადამიანი ამ სახის დნმ-ს იღებს დედისან და მისი
გენეალოგიური ხაზის გასწვრივ ვითარდება. იქ არსებული ვარიაციები
დაგროვილი მუტაციების შედეგია, რაც უფრო დიდი რაოდენობის მუტაციებია
უფრო დიდი დრო სჭირდება მათ დაგროვებას. აფრიკელი ქალების
ჰეტეროგენული იყო, რაც მიუთითებს, რომ უფრო დიდხანს გროვდებოდა სხვაგან
ჰომოგენური...
 მამობრივი გენეტიკური წარმომავლობა: y ქრომოსომაში ინფორმაციის
შესწავლა. მამის ხაზით განსაზღვრა მემკვიდრეობის.
 ჰომო საპიენსშიც იყო ვარიაციები, რეგიონების მიხედვით სახეობის
შიგნით. ჰომინიდებიც იყოფა ორად - არქაული ჰომო საპიენსი და ანატომიურად
თანამედროვე ჰომო საპიენსი. 
 არქაულ ჰომო საპიენის ძვლების სისქე, წარბის მსხვილი წანაზარდი და
დაქანებული შუბლით ჰომო ერექტუსს ჰგავს, თუმცა სხეულის ჩონჩხის
მსგავსება და თავის ქალის მოცულობით მსგავსებას ამჟღავნებს ჰომო
საპიენსთან.
 ჰომო საპიენს ნეანდერტალენსისი- არქაული ჰომო საპიენსის ნიმუშია,
ნეანდერტალელი ადამიანი, რომელიც სხარტად მოაზროვნე ადამიანებმა
გადაშენებამდე მიიყვანეს, მას ჰომო ერექტუსის ნიშანთვისებებიც ახასიათებს,
თუმცა  ტვინის მოცულობა მერყეობს 1200დან 2000მდე, ინტელექტ.
შესაძლებლობები თანამედროვე ადამიანის ანალოგიური იყო. ერთი მხრივ, იგი
განიხილება როგორც გარდამავალი სახეობა ერექტუსსა და საპიენს შორის,
თუმცა ვერ ხსნიან რამ განაპირობა მისი მკვეთრი განსხვავებები.
 მეცნიერები შეთანხმდდნენ, რომ ნეანდეტალელების წინაპრარი იყო -
“H.heidelbergensisi”, ესპანეთში აღმოჩენილი ამ ორი უკანასკნელი სახეობის
ნამარხები გვავარაუდებინებს რომ ევროპული ადამიანის ევოლუცია სწორედ აქ
დაიწყო.
 ჰომინიდები პრიმატებისგან განსხვავებული ოჯახი, რომელთაც ახასიათებს ორ
ფეხზე გადაადგილება, სახის და ყბის მოყვანილობა, კბილების თავისებურება და
თავის ქალის მოცულობა. ორფეხზე სიარული ადრეული ჰომინიდების
“საჩუქარია”(6მლნ წლის წინ) დანარჩენი ნიშანთვისებები კი, 2 მლნ წლის წინ
განვითარდა. !!! 

პირველი ჰომინიდები - pp

 პირველი ჰომინინები - ავსტრალოპითეკები და ჰომოები

9
 ადამიანის და მაიმუნის შორის დამაკავშირებელი რგოლი - Pithecantropus
alalus - მუნჯი ადამიანი-მაიმუნი, ჰომო ერექტუსის პივრელი გარდამავალი
სახეობა
 ანთროპოლოგიური აღმოჩენები - ევროპა, აზია, აფრიკა - ყველაზე
ძველი აფრიკა - აღმოაჩინეს ჰომინიდთა უძველესი ფორმები, პირველი
ავსტრალოპითეკები, ჰომოს სახეობა, ჰომო საპიენსის სახეობა და მსგავსება
ადამიანსა და დიდ მაიმუნებს შორის
 აფრიკული რიფტი -ჩავარდნილი ადგილი, ჰომინიდების ნაშთების გამო
- “ადამიანის გაჩენის აკვანი”
 გენეალოგია - ხე, ვინ ვისგან მოდის, ფილოგენია - ხე, რომელიც აჩვენებს ვინ
ვისთან იყოფს ამა თუ იმ თვისებას.
 დიდი მაიმუნების ფილოგენეტიკური ხე:
 სუპეროჯახი - ჰომინოიდი, (გამოეყო ხაზი, საბოლოოდ გიბონი) 
 ოჯახი - hominides (ხაზი გამოეყო - ორანგუტანგი), 
 hominides და hominines ხაზს მათ შორის გამოიყო საბოლოოდ გორილა
 ქვე ოჯახი - ჰომინინები -hominines - გამოეყო ხაზი და გაიყო ორად - შიმპანზე
და ბონობო
 გვარი: homo სახეობა: sapiens - გამოეყო ხაზი - ადამიანი
 ჰომინოიდები (დიდი მაიმუნები) იყოფა ორად - ჰომინიდები და
ჰილობატიდები (ჰილობატები) ჰომინიდები თავის მხრივ კიდევ ორად იყოფა
- პონგინაე (პონგო, ორანგუტანგი) და ჰომინინაე, რომელიც კიდევ ორად
იყოფა გორილინი (გორილა) და ჰომინინი (ჰომო - ადამიანი და პანი - შიმპანზე)
 ადამიანი ჰომინიდების გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი გამოეყო დიდი
მაიმუნების ჯგუფს, რომლის ცოცხალი წარმომადგენლები შიმპანზე, გორილა და
ორანგუტანგი არიან
 დიდი მაიმუნის ხელის და ფეხის კიდურები - თითქმის ერთი ზომაა ხერხემალი
წინ გადაწეული, ადამიანის სწორი - ფეზის უფრო გრძელია, ადამიანის თავის
ქალა ხერხემალს შუაში უერთდება, მაიმუნებში უკან
 განსხვავებისთვის ყურადღებას ვაქცევთ - კბილებს, ქვედა ყბას, ორფეხზე
გადაადგილებას, მენჯის ძვალს და თავის ტვინის მოცულობას

 ზედა მიოცენი - (7-5მლნ)  Orronin “წარმოშობის ადამიანი”


tugenenesis, Sahelanthropus tchadensis “თუმაი” ორივეს შეეძლოთ ორფეხზე
გადაადგილება, Ardipithecus ramidus, გავს თანამედროვე შიმპანზეს,
გადაადგილდებოდა ორივენაერად.

 ავსტრალოპითეკები “სამხრეთის მაიმუნები” -მსგავსება დიდ მაიმუნებთან და


ადამიანთან  (4-2.5 მლნ წელი) Australopithecus,
Paranthropus, ( A.anamesis, A.afarensis, A.bahrelghanzali, A.garhi,
A.africanus, - არამხოლოდ ორეზე მოსიარულე)   ლუსი 3,2ყველაზე ძველი
ავსტრალოპითეკი
 ავსტრალოპითეკები - ნესტიანი ტყეები, ნადირობდნენ პატარა ცხოველებზე,
იკვებებოდნენ ლეშით, იარაღის გაკეთება შეეძლოთ მაგრამ ნაპოვნი არ არის,

10
ფეხის კიდურებით დიდ მაიმუნებს წააგავდნენ, ლაეტოლი გვაჩვენებს, რომ ორ
ფეხზეც გადაადგილდებოდნენ 

 (P. aethiopicus, P.boisei, P.robustus - არამხოლოდ ორფეხზე მოსიარულე,


პატარა ტვინი, დიდი კბილებიც)
 ჰომოს გვარის სახეობები (2,6 მლნ წელი) (H.rudolfensis, H.habilis- პატარა
ტვინი, ოთხ ფეხზე მოსიარულეც, H.ergaster, H.georgicus, H.erectus,
H.floresiensis, H.neanderthalensis, H.heidelbergensis, H.antecessor,
H.rhodesiensis, H.sapiens - დიდი ტვინი, პატარა კბილები, ორფეხზე
მოსიარულე პატარა ტვინი, ძალიან დიდი კბილები
 ჰომოს გვარი ქრონოლოგიურად მოსდევს ავსტრალოპითეკების
გვარს. დამატებითი კრიტერიუმები - მეტყველება, იარაღის კეთება, ნადირობის
შემოღება, პირველ ჰომოებთან არის დაკავშირებული იარაღის კეთება.

ამგვარად, ძველი ჰომინინები აფრიკის კონტინენტზე 5-2მლნ წლები სამ ძირითად


ჯგუფს ავსტრალოპითეკებს, პარანთროპებისა და ჰომოს გვარის წარმომადგენლებს
მოიცავს. ჰომოს გვარის ყველაზე ძველმა სახეობებმა ავსტრალოპითეკებთან, ხოლო
ყველაზე გვიანელმა ჰომო საპიენსთან თანაიცხოვრეს. განმარხებულ ინდივიდებს თავის
ქალის რეკონსტრუქციით აღადგენენ.

ჰომო საპიენსი 

reader 4 - ჰომოს გვარის გაჩენა 

ჰომოს გვარის დახასიათებისას ბიოლოგიურ ანთროპოლოგიაში ანატომიურ და


ბიოლოგიურ მასალებს ვეყრდნობით, რომელიცშედარებითი და ცვალებადია. ასოცირება
ბუჩქის ფორმის მოდელთან და ჰიბრიდაცია განიხილება.

ჰომინინები(თანამედროვე ადამიანი და ადამიანის ევოლუციის ხეზე არსებული


მონათესავე სახეობებია) 
კლადისტიკა - ბიოლოგიური კლასიფიკაციის მეთოდი, რომელიც სახეობებს შორის
ადგენს კავშირს.
 ჰომოს გვარი პირველად კარლ ლინეუსმა განსაზღვრა, როგორც Homo sapiens-
ის სახეობა. ბრიტანელმა გეოლოგმა უილიან კინგმა ნეანდერტალიელის სახეობა
ჰომოს გვარს მიაკუთვნა, ახალი ნიშანთვისების შემატება მორფოლოგიურ
მრავალფეროვნებას იწვევს. მოგვიანებით ემატება ჰეიდელბერგენსისი და
პითეკანთროპუსიც. ჰომოს გვარის ერთ-ერთი განმარტება - დიდი თავის ტვინის
მოცულობა, საშუალოდ 1100 - ია და მერყეობს 900დან 2000მდე ინტერვალში
 ჰომო ჰაბილისი- მოხერხებული ადამიანის ამ ჯგუფში გაერთიანება შემდგარი
ჯგუფის, ტაქსონის გადახედვა გამოიწვია - თავის ქალის და საღეჭი აპარატის
დაპატარავება და ჰაბილისი თავის ტვინი - 600 დან- 1600მდე ან მეტი.

11
 ჰომოს გვარის თერთმეტი განმარხებული სახეობა - საპიენსი,
ნეანდერტალელი,  ჰეიდელბერგენსისი, ერექტუსი, ჰაბილისი, ერგასტერი,
რუფოლფენსისი, ანტესტორი, გეორგიკუსი, ფლორენსისი და ნალედი

12

You might also like