You are on page 1of 2

გასვლები აფრიკიდან

1. ბიოლოგიურად როგორ განისაზღვრება გვარი? ერთი და იმავე გვარის სახეობებს


საერთო წინაპარი ჰყავთ და შეგუების ერთნაირი დონე ახასიათებთ .

რა გზებით მოხდა განსახლება?

2. აფრიკიდან პირველი განსახლებისას, დიდი ალბათობით, რომელი მარშრუტით


ისარგებლეს ჰომოს გვარის წარმომადგენლებმა? ლევანტის დერეფნით,

როდის მოხდა პირველი გადინება?

3. რატომ შეიძინა დმანისის აღმოჩენამ განსაკუთრებული მნიშვნელოვნება? (რა


შეცვალა მან?) შეცვალა განსახლებასთან დაკავშირებული იქამდე არსებული
სცენარები. დმანისის აღმოჩენამ, დაადასტურა, რომ ადამიანებს აფრიკა იმაზე
ადრე დაუტოვებიათ, ვიდრე იქამდე იყო მიჩნეული.
4. დაახლოებით როდის მოხდა აფრიკიდან პირველი გასვლა? Რაზე დაყრდნობით
ვასკვნით ამას?დმანისის ძეგლზე გაკეთებულ აღმოჩენებზე დაყრდნობით ,
აფრიკიდან პირველი მიგრაცია 2 მლნ წელზე დიდი ხნისაა.
5. რომელმა სახეობამ დატოვა პირველად აფრიკა? ჰომო ერექტუსმა.
6. დმანიელი ჰომოები:
 სახეობა- ჰომო ერექტუსს, რადგან მათთვის დამახასიათებელი ანატომიური
ნიშან-თვისებები აქვთ. თუმცა მიაკუთვნებენ homo georgicus-საც, რადგან
დმანისელ ჰომოებს სპეციფიური ნიშან-თვისებები აქვთ.
 ასაკი- 1,85-1,77მლნ წლები.
 თავის ტვინის მოცულობა(ენცეფალიზაცია რამდენად მკვეთრადაა
გამოხატული? დაახლოებით რა შუალედში ექცევა მათი თავის ტვინის
მოცულობა?) მათი თავის ტვინის მოცულობა 546-761 სმ3-ია
 ბიპედალიზმი(რა ვიცით დმანისელების გადაადგილების მანერის შესახებ .
შეეძლოთ მათ თავისუფალი ბიპედალური გადაადგილება?) დმანისელ
ჰომინინებს ხელის კიდურების განსაკუთრებული მოტორიკა ჰქონდათ. მათი
ფეხის კიდურების მორფოლოგია და ტერფი კი მიანიშნებს რომ
თანამედროვე ადამიანის მსგავსად დიდ მანძილებზე გადაადგილება და
სირბილი შეეძლოთ.
 ქვის დამუშავება(დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ქვის იარაღებიც .
Როგორია მათი დამუშავების ტექნიკა?) მათ მიერ დამზადებული ქვის
იარაღები პირდაპირი დარტყმის შედეგად არის მიღებული . ბასრი პირები
ხის დასამუშავებლად და ასევე ბალახისმჭამელი ცხოველების
გასატყავებლად გამოიყენებოდა.
7.
 რა ასაკისაა დმანისის ძეგლი? (გაიხსენეთ, რა შუალედით თარიღდება A და
B ფენები) 1,8-0,5 მლნ წლის წინ.
 რა მეთოდები იქნა გამოყენებული ძეგლისა და აქ აღმოჩენილი
ჰომინინების დასათარიღებლად? (გაიხსენეთ სემინარის ბოლოს
შესრულებული აქტივობა) სტრატიგრაფიული მეთოდი.
8. მართალია თუ არა შემდეგი მსჯელობა: “ადრეულ ჰომოებში თავის ტვინის
მოცულობის ზრდამ კოგნიტური და ფიზიკური უნარების განვითარება გამოიწვია ,
რაც მათ აფრიკის დატოვებაში დაეხმარათ.” არასწორია , რადგან აფრიკიდან
პირველი განსახლება და ევრაზიის ათვისება მანამდე მოხდა ვიდრე თავის ტვინის
ზრდის პროცესი დაიწყებოდა.
9. Რა დასკვნამდე მივდივართ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო აფრიკიდან ჰომოების
გასვლის მიზეზი? აუცილებლობას არ წარმოადგენს აფრიკიდან გასვლის
განსაკუთრებული მიზეზი არსებობდეს. წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი სცენარი : ა )
ერთ კონკრეტულ x ზონაში იზრდება ინდივიდთა რიცხვი; ბ) ამ ზონაში იზრდება
კვების წყაროზე კონკურენცია; გ) ეს იწვევს ზონა x-ის მიმდებარე ტერიტორიების
ათვისებას, თუ ეს უკანასკნელი ხელსაყრელია.
10. პირველი ქვის იარაღების დამზადება ვის სახელთანაა დაკავშირებული ?
ავსტრალოპითეკუს აფარენსისი??
11. “დმანისის ძეგლზე რამდენიმე ათეული ათასი ცხოველის ძვალია აღმოჩენილი.
მათი შესწავლით მტკიცდება, რომ დმანისის ფაუნა პლეისტოცენის პერიოდის
ევროპული ფაუნის მსგავსი იყო. “ - დათარიღების რომელი მეთოდის შესაფერისია
ეს მსჯელობა?
12. ჰომო საპიენსის წარმოშობის ადგილია აფრიკა.
13. რამდენი წლისაა ჩვენი სახეობა? 300 000 წლის.
14. Რამდენი წლისაა ჰომოს გვარი?
15. რამდენი ხნის წინ დატოვა ჰომო საპიენსმა აფრიკა? 150 000 წლის წინ.
16. ჰომო საპიენსის გაჩენასთან დაკავშირებით 2 ძირითადი ჰიპოთეზა არსებობს : ნოეს
კიდობნის ჰიპოთეზა და შანდლის ჰიპოთეზა. Რას ამბობს თითოეული მათგანი ჰომო
საპიენსის სახეობის განვითარების შესახებ? ,,ნოეს კიდობნის ჰიპოთეზის“
მიხედვით, ევრაზიაში მცხოვრები უძველესი ჰომინინები შეცვალეს ახალმოსულმა
საპიენსებმა ისე, რომ მათ შორის კავშირი არ ყოფილა. შეცვლის ეს მოდელი
გულისხმობს პოპულაციების გაქრობას: ყველა განშტოება გაქრა , გარდა ერთისა ,
თანამედროვე ადამიანისა. ,,შანდლის ჰიპოთეზის“ მიხედვით, თანამედროვე
ადამიანი აფრიკაში, ევროპასა და აზიაში ლოკალური, უძველესი ჰომინინების
ევოლუციის მეშვეობით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩნდება. ამ მოდელის
მიხედვით, ჩანაცვლება მხოლოდ ნეანდერტალელებმა განიცადეს - ისინი
თანამედროვე ადამიანმა ჩაანაცვლა.

17. ჰომო ნეანდერტალელის სახეობა წარმოიშვა ევროპაში

You might also like