You are on page 1of 5

1.

რა გვეცოდინებოდა კაცობრიობისა და საქართველოს ისტორიის შესახებ, რომ არა


არქეოლოგია? მოიყვანეთ მაგალითები.

პასუხი: არქეოლოგიას ძალიან დიდი როლი უკავია როგორც კაცობრიობის,ასევე


საქართველოს ისტორიაშიც.გორდონ ვირ ჩაილდი სწორედ ამ დებულების
დამტკიცებას ცდილობდა შესანიშნავი ხატოვანი დახასიათებით,რომელიც
გადმოგვცემდა,რომ არქეოლოგიამ ისეთივე როლი ითამაშა ისტორიის
მხრივ,როგორც ტელესკოპმა ასტრონომიის მხრივ.ასევე მიკროსკოპმა ბიოლოგიის
მხრივ.მხოლოდ ეს დახასიათებაც კი საკმარისია,რომ გავიგოთ თუ რამდენად
მნიშვნელოვანია არქეოლოგიის როლი კაცობრიობის ისტორიაში.მაგრამ ამას
გარდა ასევე არსებობს არაერთი ფაქტი,რომელიც ამტკიცებს,რომ არქეოლოგიის
გარეშე ისტორია ძალიან მწირი იქნებოდა.ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფაქტი
არის ის,რომ ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ კაცობრიობის ისტორია მხოლოდ 5000
წლით განისაზღვრებოდა წერილობითი წყაროების საფუძელზე.შემდეგ უკვე
დაიწყო სხვადასხვა არქეოლოგიური ძეგლების კვლევა,რამაც სხვადასხვა
ინფორმაციის მოპოვების საფუძელზე კიდევ 2000 წელი შემატა კაცობრიობის
ისტორიას.არქეოლოგიის აქტუალურობამ განვითარებაც არ დააყოვნა და
აღმოაჩინეს ქვის ხანა,რამაც უფრო მეტი ინფორმაციის საფუძელზე ისტორია
საგრძნობლად გაზარდა.სადღეისოდ არქეოლოგიის მეშვეობით კაცობრიობის
ისტორია 4 მილიონ წელზე მეტს ითვლის.საქართველოსთვისაც არანაკლებად
მნიშვნელოვანი იყო არქეოლოგიის როლი.ქართველი ხალხის ძველი და უძელესი
ისტორიის შესწავლა თითქმის მთლიანად არქეოლოგიური კვლევა ძიების
შედეგად მოპოვებულ მასალაზეა დაფუძნებული.საქართველოს წერილობითი
ისტორიული ბაზა ძალიან მწირი იყო და რომ არა არქეოლოგია ვერც საქართველო
მოიპოვებდა ინფორმაციას.სწორედ არქეოლოგიამ გამოავლინა მრავალი
მნიშვნელოვანი ძეგლი და საქართველოს ისტორია მილიონ რვაასი ათას წლამდე
გაზარდა.ეს ძალიან დიდი მიღწევაა,რადგან ისტორიული ბაზები ძალიან მწირი
იყო არქეოლოგიის დამკვიდრებამდე.ეს თვალსაჩინოდ ჩანს ივანე ჯავახიშვილის
,,ქართველი ერის ისტორიაში“.მის პირველ გამოცემებში აშკარად იყო ასახული
ინფორმაციის სიმწირე,თუმცა ბოლო გამოცემებში უკვე ვხვდებით უფრო ძელი
პერიოდის შესახებ საუბარსაც,რაც არქეოლოგიური მონაცემების დამსახურებაა.

2. რა ძირითად პერიოდებად იყოფა კაცობრიობის ისტორია? რა განსხვავებაა


სხვადასხვა პერიოდებს შორის?

პასუხი: კაცობრიობის ისტორია შეიძლება ოთხ ძირითად პერიოდად


დაიყოს.ესენია: 1.ადამიანის წარმოშობა-მისი გამოყოფა ცხოველთა სამყაროსგან და
განვითარება 2.თანამედროვე ადამიანის გაჩენა და გავრცელება დედამიწაზე
3.შემგროვებლობიდან და მონადირეობიდან მიწათმოქმედებასა და
მეცხოველეობაზე გადასვლა 4.ცივილიზაციათა წარმოშობა და განვითარება.

1.თავდაპირველად ადამიანის წარმოშობა უკავშირდება დარვინის


თეორიას,რომლის მიხედვითაც ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა.ის
ამტკიცებდა,რომ ადამიანები წარმოიშვნენ აფრიკაში,რადგან სწორედ სახარის
უდაბნოს სამხრეთით იყო გავრცელებული მაიმუნების
ნაირსახეობა.საუკუნენახევრის შემდეგ დამტკიცდა დარვინის თეორია,რადგან
კვლევებმა აღმოაჩინა ჰომინიდის კვალი აღმოსავლეთ აფრიკაში.შემდეგ უკვე
დაიწყო ადამინის გამოყოფა ცხოველთა სამყაროსგან და მისი განვითარება.ეს
მოიცავდა ორ ფეხზე სიარულს,გაიზარდა ასევე ტვინის მოცულობაც და ხელმა
დაიწყო სხვადასხვა ხელსაწყოებით მანიპულირება.ეს ცვლილებები
თანდათანობით ხდებოდა გლობალური გამყინვარების პერიოდში.პირველი
ადამიანების ქცევის შესახებ არ მოიპოვება ბევრი ინფორმაცია,თუმცა
დამტვრეული ძვლების კვლევამ აჩენა,რომ ისინი მსგავს იარაღებს იყენებდნენ
ხორცის დასაჭრელად. პირველი ჰომინიდების შემდეგ გამოიყვნენ მათზე უფრო
განვითარებულები,რომელთაც homo erectus-ი ეწოდათ.მათ ჰქონდათ უფრო
განვითარებული კიდურები და შედარებით უფრო დიდი ზომის ტვინი.ასევე უფრო
მეტად ეგუებოდნენ სხვადასხვა კლიმატურ პირობებს,რადგან ისწავლეს ცეცხლის
მოპოვება განვითარების ფონზე. 2. Homo erectus-მა ნელ-ნელა განიცადა ევოლუცია
homo sapiens sapiens-ის მიმართულებით.homo sapiens sapiens-სა და მის წინაპარ
homo sapiens-ს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა,რადგან ჩვენ ვართ ,,გონიერი
ადამიანები“.ჩვენ გვაქვს ლოგიკური აზროვნების უნარი და ამავედროულად
შეგვიძლია ყველაზე უფრო ექსტრემალურ პირობებთან ადაპტაცია.თანამედროვე
ადამიანები აფრიკაში გაჩნდნენ,თუმცა მათ შემდგომ დაიწყეს გადაადგილება
სხვადასხვა მიზეზის გამო(მაგ: გარემო პირობები,ჰავა და ა.შ).სავარაუდოა,რომ
თავდაპირველად მათ დაიკავეს სამხრეთ-დასავლეტ აზია.შემდეგ უკვე სამხრეთი
და სამხრეთ-აღმოსავლეთიც.დროის გასვლის შემდეგ მათმა განვითარებამ
ჩრდილოეთ,დასავლეთ,ევროპისა და აზიის ცივ რეგიონებამდეც
მიაღწია.განვიტარება მათ ხელს უწყობდათ გარემოსთან ადაპტაციაში და ნელ-
ნელა მათ დაიწყეს მთლიან დედამიწაზე დასახლება. 3. მონადირე-შემგროვებლები
წარმატებით იყვნენ განსახლებულნი ორივე ამერიკაში,თუმცა გლობალური
კლიმატის ცვლილებების ფონზე შეიქმნა სხვადასხვა სახის პროობლემები,რამაც
ცვლილებები გამოიწვია.ცხოველებმა დაიწყეს გადაშენება,რაც მონადირეებს
საკვების მოპოვებას უზღუდავდა.მათ მოუწიათ მცირე ზომის
ცხოველებზე,თევზაობაზე და მცენარეების მოპოვებაზე გადასვლა.ადამიენბს
შეეძლოთ სხვადასხვა ადგილას გარკვეული დროით გაჩერება და რესურსების
მიღება,თუმცა ასეთ ადგილას მოსახლეობა დიდი სისწრაფით იზრდებოდა
საკვების სიმწირის გამო,რაც სხვადასხვა ხალხებს შორის ბრძოლას იწვევდა
საკვების გამო.კლიმატური ცვლილებები საგრძნობლად მოქმედებდა ადამიანების
ცხოვრებაზე.მათთვის ასევე იყო შიმშლობის პერიოდიც,გარემო პირობები
ანადგურებდა მცენარეებს და უფრო ძნელი ხდებოდა საკვების მოპოვება.ამ
პერიოდში მათ შეცვალეს საკვების მოპოვების გზები.დაიწყეს სხვადასხვა
მცენარეების გავრცელება,რამაც სრულიად შეცვალა მათი მდგომარეობა.ასევე მათ
დაიწყეს სხვადასხვა ცხოველების მოშინაურებაც.მეურნეობის წარმოების ეს
ხერხები ძალიან ეფექტურნი და გამოსადეგნი აღმოჩნდნენ შესაბამისად მალევე
გავრცელდნენ. 4.მიწათმოქმედების ჩასახვიდან 5000 წლის შემდეგ წარმოიქმნა
პირველი ქალაქური ცივილიზაციები სამხრეთ მესოპოტამიასა და ნილოსის
ხეობებში.ნილოსის ცივილიზაციაში მზარდი სახელმწიფოები ყოველთვის
კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს.საბოლოოდ კი ზემო ეგვიპტის
ძლევამოსილმა მმართველებმა დაიპყრეს იგი.მათ შექმნეს ფარაონ მენესის
გაერთიანებლი სამეფო.მისმა მემკვიდრეებმა შექმნეს ძლიერი რელიგიური
იდეოლოგია და სამეფო კულტურა,რომელიც ფარაონის ღვთაებრივ ძალაუფლებას
აღიარებდა.ამ ცივილიზაციამ ასევე დატოვა პირამიდები და რამდენიმე დიდი
მმართველი.მესოპოტამიის ცივილიზაციაც ასეთივე რთულ ცვლილებათა
პროცესში ყალიბდებოდა.მასში რამდენიმე ქალაქ-სახელმწიფო
შედიოდა,რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ სხვადასხვა
რესურსისთვის.საბოლოოდ ურის ცივილიზაციამ ტერიტორია
ხმელთაშუაზღვისპირეთიდან სპარსეთის ყურემდე გააფართოვა.შუმერის დაშლის
შემდეგ კი ბაბილონი წარმოიქმნა.მატერიკულ საბერძნეთსა და ეგეოსის ზღვის
კუნძულებსაც ჰქონდათ საკუთარი ცივილიზაცია,რომელიც ვაჭრობით
განვითარდა.გაურკვეველი მიზეზით ეს ცივილიზაციაც დაემხო.ჩრდილოეთ და
სამხრეთ ჩინეთის საზოგადოებასაც საკმაოდ მაღალი დონე ჰქონდათ.ამ
ცივილიზაციაშიც იყო დინასტიების ურთიერთქიშპობა,თუმცა საბოლოოდ
შიდაარეულობის თავიდან ასაცილებლად გაერთიანდა მათი ერთ-ერთი
იმპერატორის ცინ შიხუანდის მიერ.ის ცნობილია თავისი სამარხით.აცტეკთა
დედაქალაქი ტენოჩტიტლანი გამოირჩეოდა თავისი ტაძრებისა და სასახლეების
ბრწყინვალებით.ის ითვლებოდა მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ქალაქად.თუმცა
რამდენიმე თვიანმა დაუნდობელმა ბრძოლამ ისიც დაამხო.შემდეგ უკვე ძველი
ქალაქებისგან აღმოცენდა ოლმეკთა ცივილიზაცია.მათთვის დამახასიათებელი იყო
შამანიზმი დამძვინვარე იაგუარის რწმენა რაც მალევე გავრცელდა.ოლმეკის
ცივილიზაციის აყვავების პერიოდში ასევე წარმოიშვა მაიას
ცივილიზაციაც.აღმავლობა განიცადა რელიგიურმა ცენტრებმა და შეიქმნა მისი
პირველი ქალაქები ნაკბე და ელ მირადორი.ამ ცივილიზაციამ კლასიკურად წაიწია
წინ.მათ შეიმუშავეს საკუთარი დამწერლობა,რომელმაც მაიას რთული კალენდრის
გაშიფვრის საშუალება მოგვცა.მაიას ცივილიზაცია გარკვეულ პერიოდამდე
ყვაოდა,თუმცა ის შემდეგ უკვე სხვის ძალაუფლებას დაემორჩილა.თეოტიუკანი იმ
პერიოდში საგრძნობლად დაწინაურდა და მოიპოვა რელიგიური და ფინანსური
ძალაუფლება.მაია სწორედ მათ სამხედრო ზეგავლენას
განიცდიდა.თუმცა,თეოტუკიანმაც კრახი განიცადა და სამხრეთში მაიას
ცივილიზაციაც დაკნინდა.ანდები ინკების ვრცელი ცივილიზაციის ნაწილი იყო. ის
ფრანსისკო პისარომ გაანადგურა.სწორედ იმხანად ექვსმილიონიანი მოსახლეობა
ტაუანტინსუიუს მპყრობელობის ქვეშ ცხოვრობდა.

ოთხივე პერიოდი ერთმანეთისგან განვითარების სხვადასხვა ეტაპით


განსხვავდება.ყოველ ეტაპზე გადასვლისას ადამიანი ერთი ნაბიჯით მიიწევდა წინ
განვითარებისაკენ,იძენდა ახალ ცოდნასა და ჩვეულებებს.ეს საკმაოდ შესამჩნევი
იყო მათ შორის.მაგალითად ადამიანის წარმოშობისას ის ცხოველს
უტოლდებოდა,ნელ-ნელა განვითარებამ მასში სხვადასხვა ადამიანური თვისებები
წარმოქმნა.ხოლო მეორე ეტაპზე(თანამედროვე ადამიანის წარმოქმნაზე)
გადასვლისას ის უკვე სრულიად ჩამოყალიბებული და განვითარებული
იყო.შესაბამისად ყველა ეტაპი საგრძნობლად დიდ განსხვავებას ატარებს.

You might also like