You are on page 1of 5

პირველი რიდერი

 მეცნიერების გამოთვლით დედამიწაზე 5–დან 100 მილიონამდე


სახეობა უნდა ცხოვრობდეს.
 მეცნიერებას, რომელიც ადამიანს სწავლობს ანთროპოლოგია
(ბერძნულიდან ანთროპოს (anthropos) სულიერი არსება და ლოგოს
(logos) სწავლება) ეწოდება.

 სახეობა - თუ ორი ინდივიდის შთამომავალს თავად


შეუძლია ნაყოფიერი შთამომავლობის მოცემა, ეს
ორი ინდივიდი ერთსადაიმავე
სახეობას მიეკუთვნება
 კლასიფიკაცია შესაძლებელია
უამრავი კრიტერიუმის
მიხედვით: ზომა, სიცოცხლის
ხანგრძლივობა, ანბანი,
გეოგრაფიული გავრცელების
არეალი, გამრავლების ტიპი, კვების რეჟიმი და ა.შ
 თანამედროვე სამყაროში არსებული ყველა ცოცხალი
სახეობა სფეროს ფორმის ბუჩქზე შეიძლება იქნას წარმოდგენილი
მილიონობით რტოს და განშტოების სახით.
 შარლ ბონე - მეცნიერი, რომლის სქემაც დომინირებდა მე-18 საუკუნეში. ეს
სქემა გამოხატავდა ორგანიზმთა უწყვეტობას და მას აგვირგვინებდა
ადამიანი.
 კარლ ლინეუსი − Systema natural-ს ავტორი, შვედი ბუნებისმეტყველი.
ისწრაფვოდა მოეხდინა ყველა ცოცხალ სახეობათა სისტემატიზაცია,
რომელთაც ის კლასების, რიგის, გვარის და სახეობების მიხედვით
აჯგუფებდა. შემოიღო სახეობათა ბინომური ანუ ორწევრიანი
ნომენკლატურა (მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი).
 თანამედროვე ადამიანი ჰომო საპიენსია. ჰომოს გვარი პრიმატების რიგშია
გაერთიანებული, პრიმატები ეკუთვნიან ძუძუმწოვართა კლასს, რომელიც
თავის მხრივ ცხოველთა სამეფოში შედის.
 მე-19 საუკუნეში მიღებულ სიცოცხლის ხის ძირში ყველაზე პრიმიტიული
სახეობებია და სრულდება ადამიანით, მაგრამ ყალბია, რადგან შეცდომა მის
ტანშია, სადაც საფეხურებრივი, პრივილეგირებული განლაგებით ერთ
სახეობას მეორე მოყვება. ცოცხალი ორგანიზმების ერთი ნაწილის ხის
ძირში, ხოლო დანარჩენების კენწეროში მოთავსება მეცნიერულ
სინამდვილეს არ შეეფერება.
 ჩარლზ დარვინი − მისი სიცოცხლის ხე ასახავს სიცოცხლის განვითარების
ისტორიას, გვხვდება სახეობათა წარმოშობაში. დარვინის ხე ხდება
გენეალოგიური. ხის ძირში ყველაზე პრიმიტიული სახეობებია, ხოლო
თავში ადამიანი. ეს დარვინის სქემა საფეხურებრივი იყო.
 სიცოცხლის ხე − თანამედროვე სამყაროში არსებული ყველა ცოცხალი
სახეობა მასზეა წარმოდგენილი. სფეროს შუაგულში აღმოვაჩენთ ყველა
რტოს და განშტოებას, რომელიც ადამისნის სახეობას დანარჩენ ცოცხალ
სახეობებთან აკავშირებს ანუ ჩვენ ყველას ოდესღაც საერთო წინაპარი
გვყავდა. ხის შუაგულში არსებული ტოტები უკვე ჩამქრალი, ხოლო
ყავისფერი თანამედროვე ცოცხალი სახეობებია. ადამიანი ხის ერთ–ერთი
რტოს წვერზეა მოთავსებული როგორც სხვა, დღეს არსებული სახეობები
და არა მის სათავეში.
 ემბრიოლოგიას - დიდი მნიშვნელობა აქვს კლასიფიკაციის დროს.
ემბრიონის მდგომარეობაში მყოფ ორგანიზმს ბევრი ისეთი თვისება
ახასიათებს რაც შემდეგომ სტადიებში თანდათნ ქრება. ეს მახასიათებლები
გვეხმარება სახეობებს შორის კავშირის დადგენაში. რაც უფრო
ახალგაზრდაა ადამიანის ემბრიონი, მით უფრო მეტად ჰგავს ის სხვა
ცხოველების იმავე ასაკის ემბრიონებს.
 ადამიანის ყველაზე ახლო ნათესავები:
1. შიმპანზე და ბონობო - 6მლნ წელი
2. მთის გორილა - 5მლნ წელი
3. ორან გუტანგი - კიდევ რამდენიმე მილიონი
წლის წინ.
 მსგავსებები ადამიანთა და ყველა სხვა დანარჩენ
არსებას შორის:
 ადამიანი/გიბონი - კუდის
არსებობა (ერთად არიან
ჰომინიდების ჯგუფში).
 ადამიანი, ბაბუინი, მაკაკა - ქვემოთ მიმართული
ნესტოები (ადამიანი მათთან ერთად ქმნის
კატარინიელების სუპერ–ოჯახს).
 ადამიანი/გორილა, შიმპანზე, ბაბუინი - ცერა
თითი
 ადამიანი/ლომი, ცხენი,
ვეშაპი,მემინდვრია,მარტორქა,კენგურუ - ძუძუ,
მოძრავი ბეჭის ძვლები
 ადამიანი/პიროკოკუს აბისი - გენეტიკური კოდი,
ცილები
 ადამიანი/ბაქტერია, არქეა - დნმ
340 მლნ წლის ტოტზე გვხვდება ტეტრაპოდების (ოთხფეხიანების)
სუპერ–კლასი.
 ადამიანი გნატოსტომია, როგორც თეთრი ზვიგენი, ჰემოგლობინის და ყბის
გამო, რომლითაც მსხვერპლის დაჭერა შეუძლია.
 ადამიანი ხერხემლიანია, რადგან გაგიკვირდებათ და ხერხემალი გვაქვს,
ასევე კრანიატი, რადგან აქვს ტვინის შესანახი და დასაცავი ყუთი.
 ადამიანი ასევე მეორადპირიანია, პირველადპირიანებისგან განსხვავებით,
მეორადპირიანების ემბრიონის ფორმირებისას წარმოქმნილი პირველი
ხვრელი წარმოქმნის ანუსს. პირის ფორმირება კი ხდება შემდეგ ანუ
მეორედ წარმოქმნილი ხვრელისგან.
 ადამიანი მეტაზოაა, ანუ მრავალუჯრედიანი ცხოველია.
 ადამიანი ჰომინიდია, რაც იმას ნიშნავს რომ მას და დიდ მაიმუნებს ერთი
საერთო წინაპარი ყავთ.
 ადამიანი სიმიურფორმიანია ( ლათინურიდან Simian, მაიმუნისათვის
დამახასიათებელი ) და სხვა დანარჩენ 188 სახეობასთან ერთად ქმნის
პრიმატების რიგს.

 ადამიანი ჰომეოთერმული არსებაა, ანუ სხეულში ინარჩუნებს უცვლელ


ტემპერატურას.
 ადამიანი მცენარეთა მსგავსად ეუკარიოტია. ჩვენი საერთო წინაპარი 1
მილიარდი წლის წინ ცხოვრობდა.
 ადამიანი ჟირაფთან და სალამანდრასთან ერთად ტეტრაპოდია −
ოთხფეხიანი (აუცილებელია ორი წყვილი 1-დან 8 თითის მქონე
კიდურების ქონა).

 ბილატერალურობა - სხეულის ღერძის სიმეტრიულობა, სხეული ორ


თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი (ადამიანი, ძმრის ბუზი, ლოკოკინა).
 ლამარკი ამბობდა, რომ ორგანიზმები იძულებულნი არიან შეეგუონ
გარემოს, მოახდინონ მათზე მიზანშეწონილი რეაგირება, პროგრესი და
შეგუებულობა.
 დარვინი ამბობდა, რომ სახეობები პროგრესულად ევოლუცირდებიან
მხოლოდ იმ დროს, როდესაც ეს მათთვის ხელსაყრელია.

 რამდენადაც ყველა ამჟამად არსებული ორგანზმი არ განადგურებულა


გადარჩევით – მაშასადამე, ყველა ორგანიზმი პროგრესულია და
ტუბერკულიოზის ჩხირიც იმდენადვე პროგრესულია, რამდენადვე
ადამიანი.

 ჰომინოიდი − არ აქვს კუდი


 გნატოსტომი − ყბის მქონე
 მეტაზოა − მრავალუჯრედიანი ცხოველი. ადამიანი მეტაზოური ანუ
მრავალუჯრედიანი მოძრავი ორგანიზმია
 ვივიპარი − დედის ორგანიზმში ვითარდება
 კატარინიელის სუპეროჯახი − ქვემოთ მიმართული ნესტოები (25მლნ.
წელი)
 პრიმატი − გამოცალკევებული ცერა თითი (63 მლნ. წელი) (სხვა
ძუძუმწოვრებისგან ამით განსხვავდება).
 ჰომეოთერმული არსება − ინარჩუნებს სხეულის მუდმივ ტემპერატურას
 ამნიოზური ორგანო − ერთგვარი მემბრანა რომელშიც გახვეულია
ემბრიონი. ადამიანს ვარდისფერ ფლამინგოსთან და სხვა ფრინველებთან ეს
ორგანო ანათესავებს.
 ტეტრაპოდი − ოთხფეხიანი (აუცილებელია ორი წყვილი 1-დან 8 თითის
მქონე კიდურების ქონა)
 კრანიატი − ტვინის შესანახი და დასაცავი ყუთის მქონე ორგანიზმი
 დეიტეროსტორმი − ემბრიონის ფორმირებისას ჯერ წარმოიქმნება ანუსი
შემდეგ პირი.
 ადამიანებს ძუძუმწოვრების შემდეგ არცერთი ბიძაშვილი ყავს 130მლნ
წლის მანძილზე
 420 მლნ წლის წინ ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ წყალში დაცურავდნენ.
დაახლოებით ამ დროიდან წყალში მცხოვრები არსებების ფარფლი
ტრანსფორმირდა კიდურებად.
 ქორდიანებს ცოცხალ არსებათა უნივერსალურ ხეზე მხოლოდ 4% უკავიათ
 სისულელეოა ორგანიზმის „ნაკლებად განვითარებულობაზე“ ვისაუბროთ,
რადგან სინამდვილეში ეს ორგანიზმები არ არიან სხვებზე მეტად ან
ნაკლებად განვითარებულები. ამ შემთხვევაში საქმე ეხება
კომპლექსურობას, რითაც ადამიანის თავის ტვინი გამოირჩევა. მცდარია
საუბარი მეტ-ნაკლებად განვითარებულ ორგანიზმებზე, უფრო სწორი
იქნება თუ ვიტყვით სიცოცხლი მოწყობის ან სტრატეგიების
განსხვავებულობაზე.
 ჩვენი წარმოდგენით სამყაროს ცხოველები და მცენარეები ქმნიან.
სინამდვილეში კი მიკროორგანიზმები ქმნიან ბიოსფეროს
მრავალფეროვნებას.
 ეუკარიოტები − არსებები, რომელთა უჯრედები ბირთვს შეიცავენ. უკრედი
ასევე შეიცავს მიტოქონდრიებს, ლიზოსომებს, ენდოპლაზმურ ბადეს,
გოლჯის აპარატს და ა.შ. (მრავალუჯრედიანი არსებები, ცხოველები,
მცენარეები, სოკოები, ერთუჯრედიანთა ნაწილი) (წინაპარი 1 მილიარდი
წლის წინ გვყავდა)
 ბაქტერები − (ბირთვამდელები)შესწავლილია დაახლოებით 10000
ბაქტერია. ბაქტერიებს უნდა ვუმადლოდეთ ბევრ დაავადებას(ქოლერა,
ყივანახველა), თუმცა ისინი ასევე გვეხმარებიან მიკრობებისაგან
თავდაცვასა და საჭმლის მონელებაში. ბაქტერიათა ცხოველქმედების
შედეგად დაგროვდა ატმოსფეროში ჟანგბადი, წარმოიქმნა ოზონის ფენა,
დაიკლო რადიაციამ და ა.შ.
 არქეა − ერთუჯრედანი უბირთვო ორგანიზმი. ადაპტაციის უნარით
გამოირჩევიან. (პიროკოკუს აბისი − შეიცავს ცილას, რომელიც აღმოჩენილია
თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმში). Pyrococcus abyssi არქეს ერთ–ერთი
სახეობაა. მასში შემავალი ცილა უნივერსალურია, ანუ ამ სახის ცილა
აღმოჩენილ იქნა თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმში.
 ეუკარიოტები, პროკარიოტები და არქეა შეიძლება გავაერთიანოთ
უჯრედულ არსებებში. მათ გარდა არსებობენ არაუჯრედული არსებები,
მაგ. ვირუსები.
 LUCA –LAST UNIVERSAL COMMON ANCESTOR. ხის შიგ შუაგულში თუ
გადავინაცვლებთ იქ LUCA-ს (LAST UNIVERSAL COMMON ANCESTOR).
დავინახავთ. ყველა ცოცხალი არსება, ეუკარიოტები, არქეა თუ ბაქტერიები
ერთ ოჯახს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ნათესავები
ვართ და ერთი საერთო წინაპრისგან მოვდივართ. მას 'ბოლო
უნივერსალური საერთო წინაპარი' ეწოდება. LUCA არ უნდა აგვერიოს
სიცოცხლის პირველ უჯრედში. ის ხანგრძლივი ევოლუციის შედეგია და
არა სიცოცხლის წარმოშობის სათავე.

You might also like