You are on page 1of 2

5.

ტაქსონომია - მეცნიერება ცოცხალი


ორგანიზმების სამეცნიერო
კლასიფიკაციის შესახებ
ტაქსონომია არის მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმებისათვის სამეცნიერო სახელების
და მათი ცოცხალი ორგანიზმების სისტემაში მდგომარეობის მინიჭების შესახებ.
თანამედროვე კლასიფიკაციის სისტემის ფუძემდებლად შვედი ნატურალისტი კარლ
ლინე ითვლება. მისი დამსახურებაა სახეობების ბინომური ნომენკლატურის
შემოღება, რაც ორმაგი ლათინური სახელწოდების მინიჭებას გულისხმობს - Homo
sapiens - გონიერი ადამიანი. მათგან ერთი - Homo - გვარის აღმნიშვნელი ტერმინია,
ხოლო მეორე - sapiens - სახეობას აღნიშნავს.

ბინომური ნომენკლატურა ამარტივებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და უბრალო


ადამიანებს შორის კომუნიკაციას. სახეობისათვის სახელის მინიჭება ხდება ან
აღმოჩენის ადგილის მიხედვით (მაგ. კოლხური ბზა - Buxus colchica), ვინმეს
პატივსაცემად (სმირნოვის როდოდენდრონი - Rhododendron smirnovi), ან
გამორჩეული ნიშნის მიხედვით (გონიერი ადამიანი - Homo sapiens).

ლინეს დამსახურებაა აგრეთვე კლასიფიკაციის ძირითადი საფეხურები. განვიხილოთ


ორი მაგალით ცხოველთა და მცენარეთა სამეფოებიდან

სამეფო ცხოველები მცენარეები

ტიპი ქორდიანები - Chordata ფარულთესლოვნები -


Angiospermophyta

კლასი ძუძუმწოვრები - Mammalia ორლებნიანები -


Dicotiledonae

რიგი პრიმატები - Primates წიფლისებრნი - Fagales

ოჯახი ადამიანისნაირები - წიფლისნაირნი - Fagaceae


Hominidae

გვარი ადამიანი Homo მუხა - Quercus

სახეობა H. sapiens წაბლისფოთოლა მუხა - Q.


castaneifolia
ცოცხალი ორგანიზმების სამეფოები
როგორც ვნახეთ, უმაღლესი სისტემატიკური კატეგორია სამეფოა. სამეფოების
რაოდენობის შესახებ განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ერთ ერთია
ხუთსამეფოიანი სისტემა, სადაც მოიაზრება შემდეგი სამეფოები:

 მცენარეები
 ცხოველები
 სოკოები
 უმარტივესები
 ბაქტერიები

თანამედროვე მიდგომით (Catalogue of life) კი რვა სამეფოა გამოყოფილი:

• ცხოველები - Animalia
• უძველესი ბაქტერიები - Archaea
• ბაქტერიები - Eubacteria
• ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები - Chromista
• მცენარეები - Plantae
• სოკოები - Fungi
• უმარტივესები - Protozoa
• ვირუსები - Viruses

ზოგი შეხედულებით, არსებობს ზემაღალი სისტემატიკური კატეგორიები,


რომლებსაც დომენები ეწოდებათ. ასეთი სამი დომენი არსებობს:

1. უძველესი ბაქტერიები - Archea. მათ ექსტრემოფილებსაც უწოდებენ.


ცხოვრობენ ხშირად ანაერობულ გარემოში და ექსტრემალურ პირობებშ,
როგორბიცაა ცხელი თერმული წყლები, გოგირდიანი ნაკადულები, ჭაობები,
ოკეანის ფსკერი და ა.შ.
2. „ნამდვილი“ ბაქტერიები - Eubacteria.
3. ბირთვიანები - Eukaryota. ეს დომენი აერთიანებს ყველა დანარჩენ სამეფოს
ვირუსების გარდა.

თავად ვირუსები ბოლო დრომდე არ ითვლებოდნენ ცოცხალ ორგანიზმებად, თუმცა


ახლა მათ სიცოცხლის უუჯრედო ფორმებს უწოდებენ იმის გამო, რომ მასპინძელი
უჯრედის არსებობის გარეშე გაძლება არ შეუძლიათ

You might also like