You are on page 1of 4

3.

ერთუჯრედიანი ცხოველური
ორგანიზმები: Protozoa
ერთუჯრედიანი ორგანიზმების პირველი ნამარხი ფორმები 1.5 მლრდ წლის წინანდელ
ქანებშია აღმოჩენილი. არსებობს პროტისტების ექვსი კლასტერი რომელიც აერთიანებს
მცენარისმაგვარ - ავტოტროფ და ცხოველისმაგვარ - ჰეტეროტროფ ერთუჯრედიანებს .
ცხოველისმაგვარ ერთუჯრედიანებს პროტოზოები ეწოდებათ.

სიცოცხლის ორგანიზაცია
პროტოზოების უჯრედი დაფარულია პლაზმური მემბრანით. მემბრანის ქვეშ არსებული
მიკროტუბულები, რომლებსაც პელიკულები ეწოდებათ, სხეულს დამატებით
მდგრადობას აძლევენ. მემბრანის შიგნით არსებული სივრცე სავსეა ბლანტი სითხით -
ციტოპლაზმით. პელიკულების ახლოს კონცენტრირებული ციტოპლაზმა შედარებით
მყარია და მას ექტოპლაზმას უწოდებენ, სიღრმეში არსებული ციტოპლაზმა კი უფრო
თხევადი, და მას ენდოპლაზმა ეწოდება.

პროტოზოები საკვებს იღებენ ციტოფარინქსით. საკვების მონელება მომნელებელ


ვაკუოლში მიმდინარეობს, ნარჩენების გამოყოფა გამომყოფი ვაკუოლით ხდება, ხოლო
წყლისა და მარილების ბალანსი კუმშვადი ვაკუოლით რეგულირდება.

პროტოზოების უმეტესობას აქვს გადაადგილების საშუალება - ცრუფეხები , წამწამები ან


შოლტები.

გამრავლება
პროტოზოები უმეტესად უსქესოდ მრავლდებიან, ბინარული დაყოფით. ამ დროს სხეული
შუაზე იტიხრება, მიტოზის საშუალებით იყოფა და ორი გენეტიკურად იდენტური ინდივიდი
მიიღება. ზოგ შემთხვევაში ვხვდებით დაკვირტვას და უსქესო გამრავლების სპეციფიკურ
ფორმას, რომელსაც შიზოგონია ეწოდება. ამ დროს ერთი უჯრედი მრავალ იდენტურ
უჯრედად იყოფა. წამწამიან პროტოზოებში ზოგჯერ ვხვდებით სქესობრივ გამრავლებას .

ცხოვრების ნირი
პროტოზოების დიდი ნაწილი თავისუფლად ცხოვრობს მტკნარ ან მლაშე წყალში, ან
ნიადაგში. თუმცა მათი მნიშვნელოვანი წილი სიმბიოზურ თანაცხოვრებას არჩევს.
სიმბიოზი ორი ორგანიზმის თანაცხოვრებაა, როდესაც მათ დამოუკიდებლად არსებობა
არ შეუძლიათ. სიმბიოზური თანაცხოვრების მაგალითია უჯრედშიდა პარაზიტიზმი . ასეთ
დროს პარაზიტი პროტოზოა ცხოვრობს მასპინძლის სხეულში. განასხვავებენ ორი ტიპის
მასპინძელს. დეფინიტული, ანუ საბოლოო მასპინძელია ცხოველი, რომლის
ორგანიზმშიც პროტოზოა სქესობრივად მრავლდება, შუალედური მასპინძლის
ორგანიზმში კი პროტოზოა უსქესოდ მრავლდება ან განვითარების გარკვეულ ეტაპს
გადის. პარაზიტული პროტოზოების დიდ ნაწილს რთული განვითარების ციკლი
ახასიათებს, რომელიც საბოლოო და შუალედური მასპინძლების მონაცვლეობას მოიცავს .

სიმბიოზის სხვა ფორმებია კომენსალიზმი - როდესაც ერთი ორგანიზმი მოგებულია,


ხოლო მეორისთვის ურთიერთობა ნეიტრალურია, ნეიტრალიზმი - როდესაც არც ერთი
ფორმა არაა არც მოგებული და არც წაგებული და მუტუალიზმი - როდესაც ორივე
ორგანიზმი მოგებულია.

ჯგუფი შოლტიანები - Euglenozoa


შოლტიანების ჯგუფში ნაგასხვავებენ როგორც ავტოტროფულ, ისე ჰეტეროტროფულ
ორგანიზმებს. ამ ჯგუფის წარმომადგენლებს სხვა ერთუჯრედიანებისაგან ერთი ან
რამდენიმე შოლტის არსებობა განასხვავებს, რაც მათი ლოკომოციის - გადაადგილების
საშუალებაა. ავტოტროფული წამომადგენლები ცნობილნი არიან, როგორც
ფიტოფლაგელატა (ფიტო - სინათლე, ფლაგელა - შოლტი), ხოლო ჰეტეროტროფული
ორგანიზმები, როგორც ზოოფლაგელატა.

მწვანე ევგლენა
მწვანე ევგლენა ფიტოფლაგელატების წამომადგენელია. იგი მტკნარი წყლების
ბინადარია. ფოტოსინთეზს ქლოროპლასტების საშუალებით აწარმოებს. ახასიათებთ
ფოტოტაქსისი - მოძრაობა სინათლის მიმართულებით. მრავლდებიან ბინარული
დაყოფით

ტრიპანოსომები
ტრიპანოსომები ზოოფლაგელატებს მიეკუთვნებიან და პარაზიტებს წარმოადგენენ .
ტრიპანოსომებით გამოწვეულ დაავადებებს ტრიპანოსომოზები ეწოდებათ. მათგან
ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია გამბიური ტრიპანოსომა - Trypanosoma gambiense,
რომელიც ძილის ავადმყოფობის გამომწვევია. გამბიურ ტრიპანოსომას გამრავლების
რთული ციკლი ახასიათებს. მისი გადამტანი და შუალედური მასპინძელია აფრიკული ბუზი
ცეცე - Glossina palpalis, რომელიც ამ დაავადების ვექტორს წარმოადგენს. ვექტორი
ორგანიზმია, რომელსაც დაავადება ერთი ორგანიზმიდან მეორეზე გადააქვს . გამბიური
ტრიპანოსომას საბოლოო მასპინძელია ანტილოპა, ან ადამიანი. ძილის ავადმყოფობა
ლიმფური კვანძების და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით ვითარდება ,
მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად ლეთალურად მთავრდება .

ადამიანის სხვა შოლტიანი პარაზიტებია ლეიშმანია, ლამბლია, ტრიქომონასი და სხვები .

ტიპი ფესვფეხიანები - Amoebozoa, Sarcodina


ცრუფეხიანები ერთუჯრედიანების განსაკუთრებული წარმომადგენლები არიან ,
რომლებსაც თხელი პლაზმური მემბრანის გამო სხეულის მუდმივი ფორმა არ გააჩნიათ .
მოძრაობენ სპეციფიკური გამონაზარდების - ცრუფეხების საშუალებით. ცრუფეხი მუდმივი
არ არის. ის დროდადრო გამოიზრდება სხეულის სხვადასხვა ადგილას და ცრუფეხის
მიმართულებით „გადაიღვრება“ მთელი სხეულიც. ცრუფეხები მონაწილეობენ აგრეთვე
ამებების კვებაში. ამება ფაგოციტოზის საშუალებით იკვებება. ცრუფეხი შემოეხვევა
საკვებს - ორგანულ ნაწილაკებს, მცირე ბაქტერიებს, სხვა ერთუჯრედიანებს და მას
სხეულის შიგნით მოაქცევს. სხეულში ფორმირდება საჭმლის მომნელებელი ვაკუოლი ,
სადაც მონელება მიმდინარეობს. ამება ბინარული გაყოფით მრავლდება
ცრუფეხიანების უმრავლესობა ზღვებისა და მტკნარი წყლების ბინადრები არიან, ბევრი
პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა. ზოგიერთი ამება ტენიან ნიადაგში ცხოვრობს. სახეობათა
რიცხვი – 11500.

მტკნარი წყლის ამება (Amoeba proteus) თავისუფლადმცხოვრები ორგანიზმია. პარაზიტული


ამებებიდან ცნობილია მსხვილი ნაწლავის პარაზიტი Entamoeba hystolitica, რომელიც
ნაწლავის ქსოვილის ლიზისს და წყლულს იწვევს. ქსოვილის დაშლის შემდეგ ამება
მასპინძლის ერითროციტებით იკვებება.

რიგი ფორამინიფერები - Foraminifera

ზღვის ბინადარი ნიჟარიანი ფესვფეხიანები. ნიჟარა მინერალებისა და კირისაგან


შედგება. გლობალურად არიან გავრცელებული. ბენთოსური ფორმებია, რაც ნიშნავს,
რომ ფსკერზე ბინადრობენ. სიკვდილის შემდეგ მათი კირიანი ნიჟარა ოკეანის ფსკერზე
რჩება დანალექის სახით. ასეულობით მილიონობით წლის განმავლობაში ნალექებმა
მყარი ფენები შექმნა. ტექტონიკური პროცესების შედეგად ეს ფენები ოკეანიდან მიწის
ზედაპირზე ამოვიდა და დღეს კირქვისა და ცარცის მარაგებს წარმოადგენს .
სახეშეცვლილები კირქვების სახით, მთათა შემადგენელი ნაწილი ხდებოდა. დიდი და
მცირე კავკასიონის ქედები ბევრ ადგილას (აფხაზეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და
სხვ.) ასეთი კირქვის მასივებისაგან შედგება. იგივე ითქმის დედამიწის არაერთი რეგიონის
მთებზე. ამგვარად, ფორამინიფერებს უდიდესი როლი მიუძღვით დედამიწის
რელიეფწარმოქმნის პროცესში. ამ უკანასკნელებისაგან არის აგებული ეგვიპტის
პირამიდები, ევროპის ქვეყნების არაერთი ისტორიული მნიშვნელობის სასახლე.

სხივარები (Radiolaria) და მზიარები (Heliozoa)

ნიჟრიანი ამებების წარმომადგენლებია, რომლებიც ასევე ბენთოსური ორგანიზმებია და


ოკეანის ფსკერზე ბინადრობენ. მზიარები ძალიან გვანან სხივარებს , თუმცა მათგან
განსხვავდებიან ნიჟარის ფორებიდან მზის სხივებივით გამოსული ცრუფეხებით . ორივე ,
სხივარებიც და მზიარებიც, ფორამინიფერების მსგავსად მონაწილეობენ კირქვიანი
დანალექების წარმოქმნაში და მათი ნამარხი ფორმები გამოიყენებიან ქანების
გეოლოგიური ასაკის დასადგენად.

ტიპი აპიკომპლექსები - Apicomplexa


ამ ჯგუფის წარმომადგენლები მხოლოდ პარაზიტები არიან. მეორეულად დაკარგეს
მოძრაობის უნარი. წამწამები ან შოლტები მხოლოდ განვითარების გარკვეულ ეტაპზე
შეინიშნება. აქვთ გამრავლების რთული ციკლი, რომელიც მოიცავს უსქესო (შიზოგონია)
და სქესობრივ (გამეტოგონია) ფაზებს. შიზოგონია უჯრედის მრავლობითი დაყოფის
უნარია, რომლისგანაც წარმოიქმნება მეროზოიტები. მეროზოიტებს სპეციფიკური
აპიკალური კომპლექსი აქვთ, რომლითაც მასპინძლის უჯრედში აღწევენ. აქედან
მომდინარეობს ტიპის სახელწოდებაც.

კლასი სპორიანები - Sporozoa


ამ კლასის ყველაზე კარგად ცნობილი წარმომადგენელია მალარიის პლაზმოდიუმი ,
რომელიც ადამიანსთვის საშიშ, ზოგჯერ ფატალურ დაავადებას - მალარიას იწვევს .
ადამიანში პარაზიტობს მალარიის პლაზმოდიუმის 4 სახეობა: Plasmodium vivax, P. falciparum,
P. ovale, P. malariae.აქედან პირველი სამი სახეობა სამდღიანი მალარიის გამომწვევები
არიან, მეოთხე-ოთხდღიანის.

სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მალარიის პლაზმოდიუმები გაივლიან


განვითარების ორ სტადიას – უსქესოსა და სქესობრივს. უსქესო გამრავლება – შიზოგონია
(ბერძ. schizon-გაყოფა) ხდება ადამიანისა და სხვა ენდოთერმულ ორგანიზმებში,
სქესობრივი (სპოროგონია) – მდედრ კოღოში (გვარი Anopheles ). სისხლის ამოწოვისას
კოღოს ადამიანში შეაქვს პლაზმოდიუმის უსქესო გამრავლების ნაყოფი – სპოროზოიტები .
ეს უკანასკნელები ხელახლა მრავლდებიან უსქესოდ ჯერ ადამიანის ღვიძლში , შემდეგ კი
ერითროციტებში და შლიან მათ. ერითროციტულ შიზოგონიას (დაშლილიდან ჯანსაღში
გადასვლას) თან ახლავს ანემია,ასევე ციებ-ცხელების შეტევა, რაც ზოგჯერ მასპინძლის
(მათ შორის ადამიანის) მალარიული შოკით მთავრდება

ტიპი წამწამიანები, ანუ ინფუზორიები - Ciliata


ინფუზორიებისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: მოძრაობის ორგანელები –
წამწამები, ბირთვული დუალიზმი (ორბირთვიანობა), სქესობრივი გამრავლების
განსაკუთრებული ფორმა – კონიუგაცია (პარასექსუალური გამრავლება). ცნობილია ამ
უმარტივესთა 7500 სახეობა. უმრავლესობა თავისუფლად მცხოვრები, წყლის
ორგანიზმებია, იშვიათად სხვადასხვა ცხოველის სიმბიონტები ან პარაზიტებია. ცნობილია
ე.წ. ლაბორატორიული ინფუზორია – Paramecium caudatum (იგივე ქალამანა).
ინფუზორიებში აღინიშნება სპეციალური მსუსხავი გამონაზარდების , ტრიქოცისტების
არსებობა, რომელიც თავდაცვისთვის გამოიყენება. იკვებებიან წყალში მოტივტივე
ორგანული ნაწილაკებით და ბაქტერიებით. პარაზიტული ფორმებიდან აღინიშნება
ადამიანის ნაწლავის ბალანტიდიუმი, რომელიც კუჭ-ნაწლავის მოშლილობას იწვევს

პროტოზოები - გზაგასაყარზე უმარტივესებსა და


ურთულესებს შორის
ერთუჯრედიანების ბევრი ფორმა მეცნიერებს დაეხმარა მეტი ინფორმაცია მიეღოთ
ევოლუციური კავშირების შესახებ. მაგალითად, უმარტივესების წარმომადგენლები -
იაკობიდები გარკვეულ კავშირებს ამჟღავენებენ ბაქტერიებთან . როგორც აღმოჩნდა ,
მათი მიტოქონდრია ძალიან გავს ბაქტერიას. ითვლება, რომ სწორედ იაკობიდების
მსგავსი ორგანიზმები იყვნენ პირველი ეუკარიოტები, რომლებიც წარმოიქმნენ
ენდოსიმბიოზის შედეგად.

მეორე მხრივ, საყელოიანი შოლტოსნები დატოტვილი სხეულით და სუბსტრატზე


მიმაგრებული ძირით უმდაბლეს მრავალუჯრედიანებს - ღრუბელებს წააგავს . მათ ასევე
შეუძლიათ კოლონიების შექმნა და ცხოველებთან საერთო გენები აღმოაჩნდათ .
კოლონიური ფორმა - ვოლვოქსი ასევე წააგავს მრავალუჯრედიან ორგანიზმებს.

You might also like