You are on page 1of 10

ნინი ლეჟავა, სამართლის სკოლა,

ლექცია §5 2023 წ.

უძველესი ჰომინინები

1. მიოცენი - დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის ერთ-ერთი დიდი


მონაკვეთი (20-25 მილიონიდან 6 მილიონ წლამდე).
2. პლიოცენი - დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის უკანასკნელი ეპოქა;
მოსდევს მიოცენს

3. ჰომინოიდები ე.ი. ადამიანის მსგავსი მაიმუნები (apes) - კუდის უქონლობის


ნიშნით ერთიანდებიან.
4. ჰომინიდები არიან დიდი ზომის, უკუდო მაიმუნები.
5. ჰომინინები არის უფრო პატარა ჯგუფი, რომელიც ჰომინიდებში შეგვიძლია
გამოვყოთ ისეთი ნიშნების საფუძველზე, როგორიცაა ბიპედალიზმი და
შემცირებული ზომის ეშვები.
6. თანამედროვე ჰომინინი-ჰომო საპიენსი. მისი ნათესავები არიან
ავსტრალოპითეკები, პარანთროპუსი, ჰომოს გვარის სხვა წევრები.

7. რა ნიშნით ერთიანდებიან ჰომინოიდების სუპერ-ოჯახში შემავალი რიგი


ორგანიზმები ჰომინინების ოჯახში?

ესენია გადაადგილების ფორმა და კბილები.

 ჰომინინებში გაერთიანებულ ყველა სახეობას ორ ფეხზე


სიარულისთვის(ბიპედალიზმისთვის) დამახასიათებელი ანატომია აქვთ.
 ჰომინინების ეშვები გაცილებით მცირე ზომისაა. კბილების ამდაგვარი
ევოლუცია, დიდი ალბათობით, ქცევითი და სოციალური წყობის
ცვლილებითაა განპირობებული.

8. დიდი ზომის ეშვების არსებობა თანამედროვე გორილებში, შიმპანზეებსა და


ორანგუტანებში თავდაცვასა და შეშინებას (დაფრთხობა) ემსახურება, მამრები
კი ერთმანეთთან კონკურენციაში არიან.

9. ხელის კიდურების თუნდაც ქვის იარაღის შექმნისთვის


განთავისუფლებამ(რამდენადაც ხელები აღარ გამოიყენებოდა
გადასაადგილებლად) დიდი როლი ითამაშა ყბის აპარატის დაპატარავებაში.
10. ჰომინინების ყველაზე ძველი ნამარხი ფორმები აფრიკიდანაა და 7-6 მლნ
წლით თარიღდება.
11. ბიპედალიზმი და სხეულის ვერტიკალური პოზა ყველა პრიმატში შეინიშნება.
(ყველაზე ნათლად ნაბიჯის გადადგმისას ჩანს).სიარულის მთავარი სიძნელე
ბალანსის დაცვაშია: მაშინ, როცა ერთი ფეხი მიწას ებჯინება, მეორე ჰაერშია.
როგორც წესი, სიარულისას ფეხი მთელი დროის მხოლოდ 25%-ის
განმავლობაში რჩება მიწაზე.
12. კვადროპედი - ოთხ კიდურზე მოსიარულე.
გადაადგილებისას ბალანსის დაცვა კვადროპედების მარტივი ჩონჩხის
მოდელში მკვეთრ სტრუქტურულ/ანატომიურ ცვლილებებს მოითხოვს.
ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები მენჯის ძვლებში აღინიშნება.

მენჯი შედგება სამი ელემენტისგან: ორი თეძოს ძვალი, და მესამე - გავის ძვალი,

რომელშიც თეძოს ძვლები ერთდება.

 კვადროპედებში თეძოს ძვლები მიმართულია ვერტიკალურად, არის


შედარებით მოგრძო, ხერხემლის მიმართ ასე თუ ისე პარალელურად
ორიენტირებული.
 ჰომინინებში კი მენჯის ძვლები შედარებით მოკლე და უფრო განიერია.
მსგავსი კონფიგურაცია ასტაბილურებს სიმძიმის განაწილებას.

13. ყველაზე აღსანიშნავი ცვლილება Gluteus maximus-ის, დუნდულის მასის


შემადგენელი ყველაზე დიდი კუნთის, ფუნქციას შეეხო.

 არაბიპედალებში, Gluteus maximus-ი თეძოების გვერდებზეა


ლოკალიზებული და გადაადგილებისას ბარძაყების განზე გადგმას უწყობს
ხელს. ადამიანებში, ეს კუნთი მოთავსებულია თეძოების უკან.

 ჩვენ ნაბიჯებს ერთმანეთის წინ ვდგამთ და არა - განზე. ამის მიზეზი


ბარძაყის ძვლის ფორმაა.
 თუკი ბარძაყის ფოსო ბიპედალებში მენჯის ქვეშ არის, შიმპანზესა და სხვა
არაბიპედალებში შეერთების წერტილი მენჯს გვერდიდან აქვს.
ბიპედალიზმს თან მოჰყვა ჩონჩხის სხვა ნაწილის მოდიფიცირებაც,
მაგალითად ფეხის ტერფის სიგრძივი თაღი ჩამოყალიბდა ცერა თითის
პარალელურად.

14. ევოლუციის პროცესში, ორგანიზმები არ განიცდიან სტრუქტურულ


ცვლილებებს, თუ ეს ცვლილებები მათ თაობების განმავლობაში არ მიანიჭებენ
ფუნქციურ შესაძლებლობებს და შედეგად არ ზრდიან მათ რეპროდუქციულ
წარმატებას. ეს დროში გაწერილი, თანმიმდევრული პროცესია.

15. ადამიანის სახეობას სხვა პრიმატებისგან გამოარჩევს თავის ტვინის მოცულობა,


გადაადგილების მანერა - ბიპედალიზმი, ხელების გამოყენება იარაღის
დასამზადებლად/მოსახმარებლად

16. ადამიანის ტერფზე ცერა თითს „მოსაჭიდებელი" ფუნქცია აღარ აქვს და


ამასთან ერთად ცერა თითის გასწვრივ თაღი ჩამოყალიბდა.

17. სხვა პრიმატებისგან განსხვავებით ადამიანს უფრო მეტი წელის მალა აქვს და
სხეულთან პროპორციაში დიდია, ასევე ადამიანის ხერხემალს S ის ფორმა აქვს
ხოლო პრიმატებს უფრო „რკალის".

18. foramen magnum-თავის ქალისა და ხერხემლის შემაერთებელი ფოსოს


მდებარეობა. (ბიპედალიზმისთვის დამახასიათებელი თავის ქალის
ცენტრისკენ შეწეული foramen magnum)

19. პოსტკრანიალური- თავისქალისუკანა

20. მთავარი სტრუქტურული ცვლილებები, რომლებმაც გავლენა იქონიეს


ბიპედალიზმის ჩამოყალიბებაზე (მენჯის ძვლების მოდიფიკაცია) ოთხი
მილიონი და მეტი წლის უძველეს აფრიკელ ჰომინინებში გვხვდება.

 მენჯის ძვლები ბიპედალური დგომისას სხეულის მთელ მასას იჭერს.


( თავის ქალის უკან მდებარე სხვა სტრუქტურული ცვლილებები
ადასტურებენ მენჯის სტრუქტურაში არსებულ ცვლილებებს.)

 ხერხემალს თანამედროვე ადამიანის მსგავსი მოხაზულობა აქვს;


 ქვედა კიდურები უფრო წაგრძელებულია, ისინი მეტად პროპორციულია
და სიგრძით თანამედროვე ადამიანისას ჰგავს (თუმცაღა მკლავები
თანამედროვე ადამიანისაზე უფრო გრძელია).

 სხეულის მასის დასაჭერად წარმოქმნილი კუთხე თეძოებსა და მუხლებს


შორის ძალიან ჰგავს ჰომო საპიენსისას.

21. გამოყოფილი ცერი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ბიპედი


არაა (არდის მაგალითი)

22. პალეოანთროპოლგიური აღმოჩენები ძირითადად კეთდება-ცენტრალურ,


სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში.

23. არბორეული - ხეებთან დაკავშირებული; არბორეული ცხოვრების სტილი


ხეზე მობინადრეობას გულისხმობს.

24. დიდი აფრიკული რიფტი-მსოფლიოში არსებული უდიდესი დეპრესია


(ჩავარდნილი ადგილი), რომლის სიგრძე 6000 კმ და სიგანე 40-60 კმ-ია.
რიფტის ხეობა ცნობილია იქ აღმოჩენილი უძველესი ჰომინინების ნაშთების
გამოც. რეგიონს ხშირად „ადამიანის გაჩენის აკვნადაც" მოიხსენიებენ (რიფტი
ძირითადად ეთიოპია-კენია-ტანზანიას გაივლის).

25. ტექტონიკური ფილა - გეოლოგიაში არსებული თეორიის("ფილების


ტექტონიკა") თანახმად, დედამიწის ლითოსფერო გარკვეული ოდენობის
ფენებად/ფილებად იყოფა, რომლებიც მანტიის თავზე დამოუკიდებლად
მოძრაობენ. დედამიწის სეისმური აქტივობა სწორედ ამ ფილების
გადაადგილებას უკავშირდება

26. ლაეტოლში ნაპოვნია ჰომინინების განსაკუთრებით კარგად შემონახული


ნაკვალევი - ლაეტოლის ნაკვალევი. ( ეს ნაკვალევი 3.7-3.5 მლნ. წლისაა. მისი
წყალობით პირველად გახდა შესალებელი ადრეული ჰომინინების
ლოკომოტური მოდელის შესახებ ზუსტი განცხადებების გაკეთება. ეს
ჰომინინები ბიპედალები იყვნენ.)
27. სამხრეთ აფრიკაში, ლანდშაფტის მსგავსი კომპლექსურობისა და
არაერთგვაროვნების გამო, არქეოლოგიური სამუშაოები ბევრად უფრო
პრობლემური და ნაკლებად პროდუქტიულია, ასევე ნამარხი ფორმების
დათარიღება საკმაოდ რთულია.

28. ადამიანისა და შიმპანზეს გაყოფის შემდეგ, ადამიანის ხაზზე ყველაზე


ადრინდელი ჯგუფია პრე-ავსტრალოპითთთები (ავსტრალოპითეკკკი არა).

29. ევოლუციური ნიშნების მიხედვით. ჩვენ ვცნობთ სამ მთავარ ჯგუფს:


 პრე-ავსტრალოპითები - უძველესი და ყველაზე პრიმიტიული (სავარაუდო)
ჰომინინები (6+ - 4.4 მილიონი წლები).

 ავსტრალოპითები- სხვადასხვაგვარი ფორმები, ზოგი მეტად პრიმიტიული,


ზოგი.

 ნაკლებად ( 4.2-1.2 მილიონი წლები).

 ადრეული ჰომო- ჩვენი გვარის პირველი წევრები ( 2.0+ – 1.4 მილიონი


წლები)

30. საჰელანთროპუს - ზოგადი სახელი საჰელ ეხება აფრიკის იმ რეგიონის


სახელიდან მოდის, რომელიც საჰარას ესაზღვრება და სადაც ნაშთები იქნა
აღმოჩენილი.

 kadabba - აფარის ენაზე უძველეს წინაპარს ნიშნავს

"თუმაი" (სახეობა: საჰელანთროპუს ჩადენსისი. )

იგი არის დაახლოებით 6 მილიონი წლის. აქვს პატარა ტვინის სათავსო (320-380),
აქვს წინ წამოწეული წარბის ნაწილი და ამონაზნექი თავზე. მისი თავის ქალისა და
ხერხემლის შემაერთებელი ფოსოს ( Foramen Magnum-ის) მდებარეობა არც
ბიპედალისთვისაა დამახასიათებელი და არც კვადროპედისთვის, ამიტომ
შეუძლებელია იმის თქმა ბოლომდე ბიპედი იყო თუ არა. აქვს სახის მცირე ზომა
და ვერტიკალურობა, ასევე ზომაში შემცირებული და ნაკლებად ბასრი ეშვები,
არის ვარაუდი, რომ თუმაი ჰომინინებს მიეკუთვნება.
ორონინ ტუგენსისი

ის დათარიღებულია რადიომეტრიული მეთოდით და დაახლოებით 6 მილიონი


წლისაა. მისი ნაშთები მოიცავს ძირითადად დენტალურ ნამსხვრევებსა და ქვედა
კიდურების ძვლებს. ინდივიდს ბიპედალური გადაადგილება
ახასიათებდა.ნაშთები დააიდენტიფიცირეს, როგორც ადრეული ჰომინინის ახალი
გვარი.

ორონინი პრე-ავსტრალოპითებს შორის ყველაზე მეტად გვაძლევს საფუძველს,


რომ ჰომინინებს მივაკუთვნოთ. (გვახსოვს, რომ თუმაისთან ეს საყოყმანოა).

არდი (სახეობა: არდიპითეკუს რამიდუს).

4.4 მლნ. წლის ჩონჩხი, რომელიც წარმოდგენილი იყო 50%-ით. ჰომინინთა შორის,
რომელთა ჩონჩხიც ბევრი ნაწილითაა წარმოდგენილი, არდი ყველაზე ძველია.
მისი ტვინის ზომა მერყეობს 300-დან 350 სმ3-მდე, რაც არ აღემატება შიმპანზისას.
თეძოს ძვლის ფორმა ბიპედალიზმზე მიუთითებს, თუმცა მენჯის ძვალი არა.
არდის შეეძლო სიარული, მაგრამ სირბილი გაუჭირდებოდა. არდის
ბიპედალიზმი ეჭვქვეშ დგას, თუმცა მას სავსებით შეეძლო ოთხივე კიდურის
გამოყენებით ხეებსა და ტოტებზე გადაადგილება.

31. პრე- ავსტრალოპითების არსებობის დრო-თუმაიდან არდიმდე,


ანუ 6-7 მლნ - 4.4 მლნ წლებს შორის.

 ავსტრალოპითების ჯუფი აერთიანებს ავსტრალოპითეკის სახეობებს და


პარანთროპუსის სახეობებს.
 ავსტრალოპითს ჰომოსთან შედარებით მცირე მოცულობის ტვინი აქვს,
ასევე აქვს დიდი კბილები და არის ბიპედი.

32. ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ყველა ავსტრალოპითს აქვს:

➢ ყველა მათგანი აშკარად ბიპედალია (თუმცა ამ თვალსაზრისით სულაც არ არის

აუცილებლად ჰომოს(Homo) გვარის იდენტური).

➢ მათ ყველას შედარებით მცირე ზომის ტვინი აქვთ (მინიმუმ, ჰომოსთან


შედარებით).

➢ ყველას აქვს დიდი კბილები, განსაკუთრებით, უკანა კბილები, რომელიც


დაფარულია ძალიან სქელი მინანქრით.
33. სექტორული - ასე ეწოდება კბილს, რომელიც ადაპტირებულია ხორცის
საჭრელად.
34. პრემოლარი - აქ ეწოდება კბილს, რომელიც ქვედა ყბაზე ეშვის პარალელურია.

ლუსი ( ავსტრალოპითეკ აფარენსისის სახეობა)

არის 3.2 მლნ წლის ჩონჩხი. მისი 40 პროცენტი წარმოდგენილია და ამიტომაც იგი
არის ყველაზე უფრო სრულყოფილი ნეშთი. იგი არის ბიპედი.

35. პრიმიტიული მახასიათებელი - ბიპედალიზმს მორგებულ ანატომიასთან


ერთად პრიმატებისთვის დამახასიათებელი ზოგი თვისებაც აქვთ.

36. დერივაციული მახასიათებელი - უფრო გამორჩეული, სპეციფიკური,


წინამორბედთაგან განსხვავებული ნიშან-თვისებები უყალიბდებათ და
პრიმიტიული თვისებები- ნელნელა უჩინარდება.

ადრეული ავსტრალოპითების ჯგუფში შედიან ანამენსისი და აფარენსისი


(ყველაზე ადრინდელი ავსტრალოპითეკები). ( 4.2მლნ -დან 3.2 მლნ-მდე.) აქვთ
პრიმატების ზოგი თვისება (მაგ. U-ს ფორმის თანკბილვა, გრძელი ხელები, უფრო
ნაზი, მაგრამ მაინც ეშვები..) ასევე აქვთ ბიპედალიზმზე მორგებულ ანატომია.

გვიანდელი ავსტრალოპითების ჯგუფში შედიან აფრიკანუსი და სედიბა


(გვიანდელი ავსტრალოპითეკები) და პარანთროპუსები. არსებობის პერიოდი 3.0-
1.2 მლნ წლები. არიან დერივაციული მახასიათებლების მქონენი.

პარანთროპუსის მახასიათებლები: ბრტყელი სახე, აქვთ დიდი, ღრმა ქვედა ყბა და


ძვლოვანი წანაზარდები. ასევე აქვთ ფართე ლოყის ძვლები, რომლებზეც საღეჭი
კუნთები ემაგრება, გამოწეულია, ხოლო თავის ქალის თავზე ქედი ვითარდება,
რომელსაც საგიტალური ქედი ეწოდება და რომელზეც საფეთქლის კუნთებია
მიმაგრებული.
ადრეული ჰომოს ჯგუფი შედგება შემდეგი სახეობებისგან- ჰომო ჰაბილისი, ჰომო
რუდოლფენსი, ასევე ის ჰომოები, რომლებიც ძველია, მაგრამ ჯერ სახეობად არ
დაუიდენტიფიცირებიათ პალეოანთროპოლოგებს.

ადრეული ჰომოების პერიოდი-2.8 მლნ - 1.44 მლნ

პირველი იარაღის დამზადება დაკავშირებულია ავსტრალიპითეკთან

პარანთროპუს ეთიოპიკუსი

“შავი თავის ქალა“ (ასე განამარხების დროს ფერის ქიმიური ცვლილების გამო
ეწოდა) დაახლოებით 2.5 მილიონი წლისაა; მისი მოცულობა 410 კუბური
სანტიმეტრია. ინარჩუნებს აფარენსისისთან საზიარო კბილის განლაგების
თვისებას, ასევე აქვს დერივაციული თავისებურებებიც, რომელიც პარანთრიპუსის
განცალკევებულ სახეობაში ათავსებს (განიერი სახე, დიდი ხახა და დიდი სივრცე
უკანა კბილებისთვის).

პარანთროპუს ბოისეი

2 მილიონი წლის წინ. შედარებით მცირე თავის ქალის მოცულობა (510-530 სმ3)
აქვს და ძალიან დიდი, განიერი სახე, მასიურ უკანა კბილებსა და ქვედა ყბასთან
ერთად. შედარებით დიდ ინდივიდებს, სავარაუდოდ მამრებს, აღენიშნებათ
„ამოწეული ქედის“(საგიტალური ქედის) თავისებურება, თავის ქალის შუახაზის
გასწვრივ. მდედრი პარანთროპუსები შედარებით პატარები და ნაკლებად
ძლიერები არიან, რაც სახეობის სქესობრივი დიმორფულობის მაღალ ხარისხს
გვაჩვენებს. პარანთროპუსები კბილებისა და ყბების სიძლიერით გამორჩეული
არიან, თუმცაღა მათი სხეული ზომით სხვა ავსტრალოპითებს ჰგავს.

პარანთროპუს რობუსტუსი

ნაკლებად ზუსტი დათარიღებით, 2 – 1.2 მილიონი წლის წინანდელი უნდა იყოს.


არ აქვს მძლავრი კბილები. სწორედ ამის გამო, პალეოანთროპოლოგებმა სამხრეთ
აფრიკელი პარანთროპუსები ახალ სახეობაში გაიყვანეს - პარანთროპუს
რობუსტუსში.(მლნ წლის შემდეგ ეს ჰომინინები შთამომავლების გარეშე გაქრნენ.)
ავსტრალოპითეკუს სედიბა

განამარხებული ფორმები დათარიღებულია თითქმის 2 მლნ-ზე ოდნავ ნაკლები


წლით და აჩვენებენ ავსტრალოპითეკებისა და ჰომოს თვისებების გასაოცარ
ნარევს. ამ უნიკალური ანატომიური კომბინაციის გამო, ეს წიაღისეული ახალ
სახეობასმიაკუთვნეს, ავსტრალოპითეკუს სედიბას (Australopithecus sediba)
(სედიბა ადგილობრივ ენაზე წყაროს ნიშნავს).

სედიბას აღენიშნება ავსტრალოპითეკის მსგავსი პატარა ტვინი (420 სმ3),


ავსტრალოპითისთვის დამახასიათებელი მხრის სახსარი, გრძელი მკლავები
მოხრილი თითებით და რამდენიმე პრიმიტიული თვისება ტერფებზე. აქვს პატარა
კბილები, შედარებით ვიწრო ლოყის ძვლები, მენჯის ძვლის თავისებურებები,
ქვედა კიდურებთან შედარებით სუსტი ზედა კიდურებს. რომ სედიბა
ადაპტირდებოდა ხმელეთზე. მისი ცხოვრების წესი უფრო ნაკლებად იყო ხეებთან
დაკავშირებული, ვიდრე სხვა ავსტრალოპითების..

განამარხებული ფორმებიდან მიღებული მონაცემები ადამიანის ევოლუციის


კვლევის საფუძველია. წიაღისეულის გარეშე ჩვენი ვარაუდები ცარიელი
იქნებოდა, და რაც მთავარია, მეცნიერულად არაშემოწმებადი.

გასათხრელი ადგილის დადგენიდან ჰომინინების ევოლუციის


ინტერპრეტაციამდე რამდენიმე ნაბიჯია, იდეალურ შემთხვევაში ისინი
ლოგიკურად ებმიან ერთმანეთს:

1. ადგილების შერჩევა და გამოკვლევა

2. ტერიტორიის გათხრა და განამარხებული ჰომინინების აღდგენა

3. ინდივიდუალური ნიმუშისთვის ნომრის მინიჭება ნათლად აღნიშნვისთვის

4. წიაღისეულის გაწმენდა, მომზადება, შესწავლა და აღწერა

5. სხვა წიაღისეულ მასალასთან შედარება - ქრონოლოგიურ ჩარჩოში, თუ

შესაძლებელია

6. განამარხებული ფორმის ვარიაციის შედარება ცოცხალი პრიმატების


ახლონათესაურ ჯგუფებში არსებულ ნაცნობ ვარიაციებთან და პრიმიტიული და

დერივაციული თვისებების ანალიზი

7. განამარხებული ფორმისთვის ტაქსონომიური სახელის მინიჭება.


სპეციაცია, ე.ი. კონკრეტული გვარში სხვადასხვა სახეობების განვითარება,
ადრეულ ჰომინინებში უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე გვიანდელში. პირველ
რიგში, ჩანს, რომ ჰომინინების ადრეულ სახეობებს შეზღუდული არეალი
ჰქონდათ. ამდენად, ჰომინინის თითოეული სახეობა იყენებდა შედარებით მცირე
ტერიტორიას და ადვილად შეიძლებოდა დაცილებოდა საკუთარი სახეობის სხვა
პოპულაციებს. მაშასადამე, ამას შეეძლო გამოეწვია სწრაფი გენეტიკური
განცალკევება და საბოლოოდ ახალი სახეობების ჩამოყალიბება.

მეორე პატერნი ისაა, რომ ამ სახეობების უმრავლესობა, როგორც ჩანს, ნახევრად


არბორეულ საცხოვრებელ პირობებზეა დამოკიდებული.

მესამე პატერნი ისაა, რომ სხეულის ზრდისა და ენცეფალიზაციის ევოლუციური


ტენდენცია სახეობებში საკმაოდ მცირედით შეინიშნება. საჰელანთროპუსიდან
მოყოლებული, ტვინის ზომა შიმპანზეზე მეტი არ იყო. საჰელანთროპუსიდან
დაახლოებით 5 მილიონი წლის შემდეგ (ეს არის უკანასკნელი გადარჩენილი
ავსტრალოპითეკების სახეობების პერიოდი), ჰომინინების ტვინის მოცულობა
გაზრდილი იყო არა უმეტეს 10-15%-ით.

ბოლო პატერნი - ყველა ადრეული აფრიკელი ჰომინინი აჩვენებს აჩქარებული


განვითარების პატერნს - ეს განსხვავდება შეყოვნებული განვითარების
პატერნისგან, რომელიც ჰომო საპიენსს ახასიათებს.

ეს აფრიკელი ჰომინინი წინაპრები იყვნენ სხეულით მომცრო ბიპედები, თუმცა


ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირში ხეებსა და მცოცავ ცხოვრების წესთან. ჰქონდათ
შედარებით პატარა ტვინი და გვაინდელ ჰომოსთან შედარებით მალე
იზრდებოდნენ. დიდი ევოლუციური ნახტომი იქნებოდა საჭირო, რომ მათი ერთ-
ერთი შთამომავალი ადამიანის მიმართულებით წამოსულიყო.

ენცეფალიზაცია - თავის ტვინის ევოლუციური განვითარება, სხეულის მასის


მიმართ თავის ტვინის ფარდობითი ზომის ზრდა.

ნინი ლეჟავა, სამართლის სკოლა, 2023 წ.

You might also like