You are on page 1of 2

პირველი გაკვეთილი

კაობრიობის ისტორია იყოფა 2 ნაწილად:


- პრეისტორიული ეპოქა (პირველყოფილი)
- ისტორიული ეპოქა

 სანამ ადამიანი დამწერლობას გამოიონებდა და სახელმწიფოებს შექმნიდა , იყო


პრეისტორიული, ანუ პირველყოფილი ეპოქა. ამ პერიოდში გაჩდნენ უძველესი
ადამიანები და განაწილდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში („პრე“ - ნიშნავს
საწყისს, ანუ წინარეს).
 როცა ადამიანმა გამოიგონა დამწერლობა (ასოები), დაიწყო ისტორიული ეპოქა .

რა არის არქეოლოგია?
ისტორიის უძველეს პერიოდს არქეოლოგები იკვლევენ. არქეოლოგია ისტორიის
ქვედარგია. არქეოლოგია აღმოაჩენს და შეისწავლის უძველეს ნივთებს, ანუ
არტეფაქტებს. ნივთის აღმოჩენა თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, რა
ინფორმაციას გვაძლევს არტეფაქტი - რას გვიყვება წარსულზე?

ვინ არიან ჰომინინები?


უძველესი ადამიანები ძალიან განსხვავდებოდნენ თანამედროვე ადამიანებისგან.
მეცნიერები უძველეს ადამიანებს უწოდებდნენ ჰომინინებს. პირველი ჰომინინები
აფრიკაში წარმოიშვნენ 1,8 მილიონი წლის წინ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ
კონტინენტზე ცხოვრობდნენ. ჰომინინების სხვადასხვა სახეობიდან თანამედროვე
ადამიანი ჩამოყალიბდა.

ჰომინინების სახეობები:
- ავსტრალოპითეკი
- ჰომო ჰაბილისიც (მარჯვე ადამიანი)
- ჰომო ერგასტერი (`მუშა~ ადამიანი)
- ჰომო ერექტუსი (წელში გამართული ადამიანი)
- ნეანდერტალელი
- ჰომო საპიენსს (მოაზროვნე ადამიანს)

 ყველაზე ძველი ჰომინინი - ავსტრალოპითეკი აფრიკაში ცხოვრობდა, მას ორ


ფეხზე სიარული შეეძლო, მაგრამ ძირითადად მაინც ხეზე ბინადრობდა.
 ჰომო ჰაბილისიც - აფრიკაში ცხოვრობდა, მაგრამ გამოქვაბულში ბინადრობდა და
იარაღს ამზადებდა.

 ჰომო ერგასტერი - აფრიკაში ცხოვრობდა. ის უფრო მაღალი და ძლიერი იყო,


ვიდრე მისი წინაპრები, მეტ იარაღს ამზადებდა და ნადირობდა. ჰომო ერგასტერი
აზიაში გადავიდა და იქ გააგრძელა განვითარება. მის შთამომავალ ჰომინინებს
ჰომო ერექტუსებს (წელში გამართულ ადამიანებს) უწოდებენ.

 ნეანდერტალელი - თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი წინაპარია. მისი ჩონჩხის


ნაწილები პირველად გერმანიაში, ნეანდერის ხეობაში იპოვეს. ნეანდერტალელი
300 000 - 40 000 წლის წინ პერიოდში ევროპასა და დასავლეთ აზიაში ცხოვრობდა.
მისი კვალი საქართველოშიცაა აღმოჩენილი. ნეანდერტალელი თანამედროვე
ტიპის ადამიანთან
(ჰომო საპიენსთან) თანაარსებობდა. ნეანდერტალელები ჯგუფურად
ცხოვრობდნენ, ორგანიზებულად ნადირობდნენ, შრომის იარაღებს ამზადებდნენ ,
ცეცხლს ანთებდნენ.

 ჰომინინების განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანის თანამედროვე


ტიპი, რომელსაც მეცნიერები ჰომო საპიენსს (მოაზროვნე ადამიანს) უწოდებენ.
ჰომო საპიენსი დაახლოებით 200 000 წლის წინ გაჩნდა. მას ჩამოყალიბებული
მეტყველების უნარი და განვითარებული გონება ჰქონდა.

You might also like