You are on page 1of 9

ნინი ლეჟავა

ლექცია §6
სამართლის სკოლა, 2023.
ადრეული Homo
ჰომოს გვარის განსაზღვრა

1. სახეობების ერთ გვარად დაჯგუფების კრიტერიუმებია ფიზიკური


მახასიათებლები (მორფოლოგია), იზიარებენ თუ არა საერთო წინაპარს
და, ასევე, როგორია გარემოსთან მათი ადაპტაციის სტრატეგია. (მსგავსია
მათი შეგუებულობები, კვების რაციონი, ცხოვრების სტილი და ა.შ)

2. მახასიათებლები, რომლითაც დღეს ჰომოს გვარი განისაზღვრება,


შემდეგია:

 ავსტრალოპითებთან შედარებით, ტვინის დიდი მოცულობა უფრო


პატარა და ბრტყელი (ვერტიკალური) სახე.

 უფრო მცირე ზომის კბილები და ყბები.

 გაზრდილი დამოკიდებულება კულტურაზე - განსაკუთრებით, ქვის


იარაღებზე.

 სხეულის უფრო მოზრდილი ზომა და კიდურების პროპორციების


ცვლილება(ფეხის სიგრძე აჭარბებს ხელისას).

 სქესობრივი დიმორფიზმის აშკარა კლება.

3. სქესობრივი დიმორფიზმი — მდგომარეობა, სადაც ერთი და იგივე


სახეობის ორივე სქესი ავლენს განსხვავებულ დამახასიათებელ თვისებებს
(არ იგულისხმება სასქესო ორგანოები).

ჰომო ჰაბილისი(2.5-1.4 მლნ): ანატომიური მახასიათებლები


4. ჰომო ჰაბილისი ჩვენი, ჰომოს, გვარის პირველი წარმომადგენელია.

ავტრალოპითების დიდი ზომის კბილების, ყბებისა და სახის ნაკვთებისგან


განსხვავებით, ჰომო ჰაბილისის საღეჭი კომპლექსი და სახე - უფრო მცირე
ზომის, ხოლო მისი ტვინის მოცულობა, სხვა ავსტრალოპითებზე მეტი იყო.

5. ჰომო ჰაბილისის მახასიათებლები ასე შეიძლება შევაჯამოთ:

 მისი ტვინის მოცულობა ავსტრალოპითეკებთან შედარებით


გაზრდილია და 500სმ(3)-დან 650სმ(3)-მდე ადის.

 ამასთანავე, თავის ქალა უფრო მომრგვალებულია, სახე კი


ნაკლებად პროგნათულია.

 სახის ზომა და საღეჭი კომპლექსი(ყბა, კბილები) - ასევე


დაპატარავებულია.

 რაც შეეხება მისი სხეულის პროპორციებს, ეს ნიშანი ჰომო


ჰაბილისს, სავარაუდოდ, ავსტრალოპითეკის მსგავსი უნდა
ჰქონდეს, ე.ი დაახლოებით ერთნაირი სიგრძის ხელები და
ფეხები.

პროგნათულობა - როდესაც ზედა და ქვედა ყბა სრულიადა პარალელური არ


არის. მაგალითად, მოცემულ სურათზე არა-პროგნათული მხოლოდ შუა
ვერსიაა:

ჰომო ჰაბილისის ქვის იარაღები


6. პირველი ნამარხები, რომლებიც ჰომო ჰაბილისად დაიდენტიფიცირდა,
ოლდუვაის ხეობაში, მერი და ლუის ლიკებმა აღმოაჩინეს.
დღესდღეობით საკუთრივ ეს ნიმუში სახელდებულია, როგორც
„ოლდუვაის ჰომინინი N7”(OH N7).

7. სახელი Homo habilis „მარჯვე ადამიანს“ ნიშნავს. ლიკებმა და მათმა


კოლეგებმა აღმოჩენილ ინდივიდს ამგვარი სახელწოდება სწორედ მის
გვერდით აღმოჩენილი და, შესაბამისად, მასთან ასოცირებული ქვის
იარაღების გამო შეურჩიეს.

8. პირველი ქვის იარაღები დაამზადა ავსტრალოპითეკ აფარენსისმა და


თარიღდება 3.3 მლნ წლით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰომო ჰაბილისი არ
ყოფილა პირველი, ვინც იარაღის დამზადება დაიწყო.

და მაინც, რით განსხვავდება პირველი ქვის იარაღები ჰომო ჰაბილისის მიერ


ოლდუვაური ტექნიკით დამზადებული იარაღებისგან? : )
პირველი ქვის იარაღის დამზადების პროცესში ერთ-ერთი ქვა სტატიკურ
მდგომარეობაში იყო, ხოლო მეორეს ზემოდან ურტყამდნენ (როგორც
შიმპანზე ტეხს თხილს). შედეგად მიიღებოდა ანატკოჩი (იყო ბასრი და
მჭრელი დანიშნულების) და ჩოფერი(იყენებდნენ ძვლების
დასაქუცმაცებლად).

9. ოლდუვაური ტექნიკა- ამ დროს არცერთი ქვა არ არის სტატიკურ


მდგომარეობაში, ორივე მათგანი მოძრავია, იარაღი მზადდება დამიზნების
პრინციპით.

10.ქვის იარაღების გამოყენებამ ჰომინინებს საშუალება მისცა


გაეფართოვებინათ თავიანთი კვების რაციონი. მცენარეულობასთან
ერთად (თესლები, ფესვები) ძვლის ტვინისა და ხორცის სახით მეტ ცილასა
და კალორიას იღებდნენ.

ჰომო ერექტუსი(2მლნ-100 000): ანატომიური მახასიათებლები


 ჰომო ერექტუსი („გამართული ადამიანი“)-ტვინის მოცულობა ჰომო
ჰაბილისთან შედარებით გაზრდილი, 900 სმ3.

 კბილების ზომა შემცირებულია

 თავის ქალა უფრო დაბალი და მოგრძოა, წარბის ძვლები არის


გამოკვეთილი, რაც სახეს და თავის ქალას ოთხკუთხა ფორმას აძლევს.

 ძვლები სქელი

 ნიკაპი შეწეულია

 ხელები ფეხებზე მოკლეა და თუ მისი ფეხის კიდურების მორფოლოგიას


დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ სირბილიც შეუძლია და სიარულიც
ძალიან კარგად.

11. ჰომო ერექტუსის სამშობლო -აფრიკა

12. ტურკანას/ნარიოკოტომას ბიჭის- ჰომო ერექტუსის სრულყოფილი ჩონჩხია


და ეტყობა ჰომო ერექტუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, იგი
გამართულია.

13. ჰომო ერექტუსი ორ ფეხზე გადაადგილდებოდა და კარგად დარბოდა.

14.1.5 მილიონი წლიდან მოყოლებული, ჰომო ერექტუსი ახლებური იარაღის


დამზადებას იწყებს. ამგვარ ტექნოლოგიას აშელურს ვუწოდებთ. აშელური
ქვის იარაღები, განსხვავებით ოლდუვაური ჩოფერისგან, ორმხრივ
დამუშავებულია, ბრტყელია და თან -სიმეტრიულიც.

15. ჰომინინების პირველი „გასვლა“ აფრიკიდან ( Out of Africa 1 )უნდა


წარმოვიდგინოთ, როგორც პროგრესულად მიმდინარე, ათეულ ათასობით
წლებზე ტალღებად გაწელილი პროცესი, რომელიც გამოწვეული იყო არა
რაიმე განსაკუთრებული მიზეზით, არამედ ახალი ტერიტორიების
ათვისების სურვილით.
16. განსახლების არეალი: ახლო აღმოსავლეთი, კავკასია და აღმოსავლეთ
აზიის რეგიონები.
17. პლეისტოცენი - გეოლოგიური ეპოქა 2,5მლნ-დან 12 ათას წლამდე
18. სპორადული - არასისტემური, არახშირი, იშვიათი.

19. გასვლა/გადინება უფრო ოპორტუნისტული პროცესია, შემთხვევითობას


ემყარება და მისი მიზეზია გარემო პირობების ან საკვების ცვლილება,
ხოლო მიგრაცია ცხოველების პოპულაციების ერთი ადგილიდან მეორეზე
ან პირიქით გადაადგილებას გულისხმობს.

20. ჰომო ჰაბილისთან ახლოს მდგომი ჰომინინები ტოვებენ აფრიკას,


ხმელეთის მეშვეობით, კერძოდ, აფრიკაში ლევანტის დერეფნის გავლით
გადადიან ევრაზიაში.

21. აფრიკიდან ჰომინინების პირველი გასვლის არსებითად ერთი მიზეზი არ


არსებობს. ვარაუდობდანენ, რომ მიზეზი იყო ტვინის მოცულობის ზრდა,
მაგრამ ეს არ არის რეალური. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს.
(კლიმატური ცვლილებები, ახალი ქვის იაღების დამზადების ტექნიკები,
ტექტონიკური ცვლილებები ან ცხოველთა მიგრაცია.)

22. დმანისში აღმოჩენილმა ქვედა პლეისტოცენით დათარიღებულმა ძეგლმა


გადატრიალება მოახდინა პალეოანთროპოლოგიის სფეროში და შეცვალა
განსახლებასთან დაკავშირებული იქამდე არსებული სცენარები.
23. დმანსის აღმოჩენა დაახლოებით 1.85-1.77 მლნ წლებით თარიღდება.
აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ პირველი ჰომინინი აფრიკიდან
ევროპაში 1მლნ წლის წინ გადავიდა, მაგრამ დმანსის აღმოჩენამ ეს
თარიღი კიდევ 1 მლნ წლით გადასწია უკან და დაამტკიცა, რომ
აფრიკიდან ევრაზიაში განსახლება ჯერ კიდევ 2 მლნ წლის წინ დაიწყო.
( ამის დამადასტურებელი არის ჰომო გეორგიკუსების აღმოჩენა დმანისის
ტერიტორიაზე, რომლებიც 1.85-1.77 მლნ წლით თარიღდებიან. )

24. ჰომო ერექტუსად იდენტიფიცირებული ინდივიდები, გავრცელების


არეალის მიხედვით, საკმაო მორფოლოგიურ განსხვავებებს ავლენენ.

25. დმანისელი ჰომოები განეკუთვნებიან ჰომო გეორგიკუსს. ამასთან


დაკავშირებით მეცნიერთა 2 მოსაზრება არსებობს. ანთროპოლოგთა ზოგი
ნაწილი ამბობს, რომ ჰომო ერქტუსთა შორის განსხვავებას განსაზღვრავს
მათი განსხვავებული საცხოვრებელი გარემო და გეორგიკუსის არის
პალეოდემი, ანუ ლოკალური პოპულაცია, ამიტომ ჰომო ერექტუსს უნდა
მივაკუთვნოთო. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ჰომო ერექტუსად
იდენტიფიცრებულ ნამარხებს აქვთ განსხვავებული მახასიათებლები,
ამიტომ ისინი სხვადასხვა სახეობად უნდა მოვიხსენიოთ

დმანისელი ჰომოები (1.85-1.77 მლნ წლები)


26. დმანისში აღმოჩენილი ჰომოებიდან ხუთი ინდივიდის იდენტიფიკაცია
მოხერხდა (მოზარდი, ზრდასრული და ხნიერი).

 მათი ფეხის კიდურების მორფოლოგია და ტერფი კი მიანიშნებს რომ


თანამედროვე ადამიანის მსგავსად დიდ მანძილებზე გადაადგილება
და სირბილი შეეძლოთ.

 დმანისელი ჰომოების ტვინის მოცულობა 546 – 761 სმ3 შუალედში


ცვალებადობს. ამ მონაცემით ისინი ახლოს დგანან ჰომოს გვარის
ადრეულ სახეობებთან დაჩამორჩებიან Homo ergaster-ის (850 სმ3 - ზე
მეტი) მონაცემებს.

 გარდა ამისა, მსხვილი თავის ქალის ძვლებით დმანისელი ჰომო აზიურ


ჰომო ერექტუსებს ჰგავს.
 ხოლო ფართო და წინ წამოწეული სახის პროფილით ჰომო ჰაბილისს,
რაც მის ამ სახეობებთან ნათესაობას მიუთითებს.

 დმანისელი ჰომინინების კბილების მორფოლოგია და კბილებზე ცვეთის


კვალი მიუთითებს, რომ მათი კვების რაციონი შედგებოდა როგორც
მცენარეული საკვებისგან (ხილი და ბოლქვები), ასევე ხორცისაგან.

27. დმანისში აღმოჩენილ ყველაზე ხანდაზმულ ინდივიდს კბილები


სიცოცხლეშივე დაუკარგავს. ის სხვების დახმარებით გადარჩა: ჯგუფის
სხვა ინდივიდები მას საკვებს უღეჭავდნენ და ისე კვებავდნენ.
 დმანისელი ჰომოები ღია ცის ქვეშ სადგომებზე ცხოვრობდნენ.

 მათ მიერდამზადებული ქვის იარაღები პირდაპირი დარტყმის შედეგად


არის მიღებული.

 ბასრი პირები ხის დასამუშავებლად და ასევე ბალახისმჭამელი


ცხოველების გასატყავებლად გამოიყენებოდა.
28.არიდიფიკაცია - პროცესი, რომლის დროსაც რეგიონი ხდება მშრალი და
უწყლო. გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში და არ არის მხოლოდ
სეზონური. პლეისტოცენში მომხდარი კლიმატური ცვლილების მეორე
ფაზა, მარცვლოვანი და ბალახოვანი მცენარეების გავრცელებითა და
ნესტიანი პეიზაჟების არიდულ ზონებად გადაქცევით გამოიხატა, რამაც
ტყის ფაუნის მასობრივი გაქრობა და ბალახისმჭამელი სახეობების
გავრცელება გამოიწვია

29. ძეგლისა და დმანისში აღმოჩენილი ჰომინინების დასათარიღებლად


გამოიყენეს სტრატიგრაფიული მეთოდი.

30. სტრატიგრაფიული მეთოდი- ქვის ყველაზე ზედაპირული შრე, ყველაზე


ახალი, ხოლო მომდევნო შრეები და მათ შორის ყველაზე ღრმად მდებარე,
უფრო მეტად ახალგაზრდაა. ეს დასკვნა საფუძველში უდევს
სტრატიგრაფულ დათარიღებას.

31. თავის ტვინის მოცულობს ზრდას აფრიკის დატოვებასთან არანაირი


კავშირი არ აქვს, რადგან თავის ტვინის მოცულობის აქტიური და
შესამჩნევი ზრდა 1.7 მლნ წლის წინ იწყება, ამ დროს კი პირველი ჰომინინი
აფრიკიდან უკვე გასული იყო.

32. აუცილებლობას არ წარმოადგენს აფრიკიდან გასვლის განსაკუთრებული


მიზეზი არსებობდეს.
წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი სცენარი:
ა) ერთ კონკრეტულ x ზონაში იზრდება ინდივიდთა რიცხვი;
ბ) ამ ზონაში იზრდება კვების წყაროზე კონკურენცია;
გ) ეს იწვევს ზონა x-ის მიმდებარე ტერიტორიების ათვისებას, თუ ეს
უკანასკნელი ხელსაყრელია მათი „კოლონიზატორებისათვის“;
დ) ეს კი გამოიწვევს პოპულაციათა გაზრდას y ზონაში და ა. შ.

33. დმანისის ძეგლზე რამდენიმე ათეული ათასი ცხოველის ძვალია


აღმოჩენილი. მათი შესწავლით მტკიცდება, რომ დმანისის ფაუნა
პლეისტოცენის პერიოდის ევროპული ფაუნის მსგავსი იყო.
34. რეგიონისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ტოპოგრაფია, ხეობები
და მთა–გორები, მრავალფეროვანი ეკოლოგიური ნიშების ათვისების
საშუალებას იძლეოდა.

35. ფაუნისა და განამარხებული მცენარეების შესწავლით დგინდება რომ


დმანისთან ახლოს ერთდროულად ტყიანი და სავანის მსგავსი ღია
პეიზაჟები უნდა ყოფილიყო, ხოლო კლიმატი ზომიერად მშრალი და
თბილი.

36. დმანისის ძეგლზე 9 000-მდე ქვის ნივთია აღმოჩენილი. იარაღების


გასაკეთებლად ჰომინიდებს ქვარგვალები ძეგლთან ახლოს მდებარე
მდინარეთა ხეობებიდან მოჰქონდათ.

ინდონეზია
37. ჰომო ერექტუსი პირველად 1800-იანი წლების ბოლოს, იავაზე,
ინდონეზიაში აღმოაჩინეს.

38. ჰოლანდიელმა ანატომმა, ეჟენ დიუბუამ აქ ადამიანის თავის ქალის


ნაწილი, ბარძაყის ძვალი და სხვა ძვლის ფრაგმენტები მდინარის ნაპირზე
აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ბარძაყის ძვალი ადამიანისას ჰგავდა,
თავის ქალა უფრო პატარა და სქელი იყო, ვიდრე თანამედროვე
ადამიანის.

39. დუბუამ ნამარხს პიტეკანთროპუს ერექტუსი (გამართული ადამიანი-მაიმუნი)


უწოდა, რომელიც იმ დროის მედიაში პოპულარული, როგორც „იავის
კაცი“.

40. მოგვიანებით ჩინეთსა და აფრიკაში მსგავსი ნამარხების აღმოჩენის


შემდეგ, ისინი გაერთიანდნენ ერთ სახეობაში - ჰომო ერექტუსში.

41. იავის კაცი 1.9 მილიონი წლისაა და თითქმის უძველესი ჰომო ერექტუსის
ნამარხია, რაც კი აღმოჩენილა.(უძველესი სამხრეთ აფრიკაშია ნაპოვნი და
2 მლნ წლისაა)

ჩინეთი
42. ჩრდილოეთ ჩინეთის ნამარხები, რომლებიც ცნობილია როგორც "პეკინის
ადამიანი", ადამიანის ყველაზე ცნობილი ნამარხებია მსოფლიოში. ის
დაახლოებით 400,000–700,000 წლითაა დათარიღებული და 1920-იან და
1930-იან წლებში პეკინის გარეუბანში,გამოქვაბულში აღმოაჩინეს.

43. ჩინეთში 2018 წლის აღმოჩენამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო


(ყველას პირი დააღებინა : ))

ლოსის პლატოზე(Loess Plateau) 2,12 მილიონი წლით დათარიღებული


ქვისიარაღები აღმოაჩინეს. ეს იარაღები სავარაუდოდ მიუთითებს, რომ
ჰომინინები ამ ტერიტორიაზე დმანისზე 300 000 წლით ადრე შეიძლება
ყოფილიყვნენ.

ნინი ლეჟავა, სამართლის სკოლა, 2023

You might also like