You are on page 1of 126

მკითხველთა ლიგა 1

მორი ოგაი

გარეული ბატები





|

მკითხველთა ლიგა 2
თავი პირველი

ეს ისტორია დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ მახსოვს, 1880 წე-


ლი იყო, იმპერატორ მეიჯის მმართველობის მეცამეტე წელიწა-
დი. თარიღი გარკვევით მახსოვს, რადგან მაშინ კამიჯოს საცხოვ-
რებელში ვცხოვრობდი, ზუსტად ტოკიოს უნივერსიტეტის რკინის
ჭიშკრის მოპირდაპირედ და ჩემი ოთახიც ამ ისტორიის მთავარი
გმირის გვერდით მდებარეობდა. როცა მეიჯის მეთოთხმეტე წე-
ლიწადს ხანძარი გაჩნდა, მეც მათ შორის ვიყავი, ვინც ყველაფე-
რი დაკარგა, როცა კამიჯო მიწასთან გასწორდა. რის დაწერასაც
ვაპირებ, ამ უბედურებამდე ერთი წლით ადრე მოხდა.
კამიჯოს თითქმის ყველა მაცხოვრებელი სამედიცინოს სტუ-
დენტი იყო, რამდენიმე პაციენტის გამოკლებით, რომლებიც უნი-
ვერსიტეტის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. შევამჩნიე, რომ
ასეთ მაცხოვრებლებს ერთ-ერთი მათგანი ზედამხედველობდა,
ვისაც ავტორიტეტი თავისი ფულისა და გამჭრიახობის წყალო-
ბით მოეპოვებინა. როცა დერეფანში დიასახლისის ოთახს ჩაუვ-
ლიდა, ყოველთვის ჩერდებოდა ნახშირის ღუმელთან მჯდარ დი-
ასახლისთან სალაპარაკოდ. ხანდახან დიასახლისის პირდაპირ
ჩაიცუცქებოდა და ჭორაობას მოყვებოდა. ხანდახან საკეს წვე-
ულებებს მართავდა და დიასახლისს განსაკუთრებულ კერძებს
ამზადებინებდა, თუმცა მისი შეწუხებისთვის კარგადაც უხდიდა.
ჩვეულებრივ ასეთი ტიპის კაცი პატივისცემას იმსახურებს და ამ
პატივისცემას თავის სასარგებლოდაც იყენებს.
ჩემს გვერდითა ოთახშიც კამიჯოში პატივცემული კაცი ცხოვ-
რობდა, მაგრამ ის განსხვავებული ტიპისა იყო.
ეს კაცი, სტუდენტი, სახელად ოკადა, ჩემზე ერთი წლით უმ-
ცროსი იყო, ისიც მალე დაამთავრებდა სწავლას. ოკადას პერსო-
მკითხველთა ლიგა 3
ნაჟის აღსაწერად, მის გარეგნობაზე უნდა მოგახსენოთ. ის ნამ-
დვილად სიმპათიური იყო. მაგრამ არა ფერმკრთალი და დელი-
კატურად გამხდარი და მაღალი. მას ჯანმრთელი ფერი და ძლი-
ერი აღნაგობა ჰქონდა. იშვიათად თუ შემხვედრია მისნაირი სა-
ხის კაცი. თუ შედარებას მთხოვთ, ის რაღაცით ახალგაზრდა ბი-
ზან კავაკამის ჰგავდა, ვინც ამ ისტორიის შემდეგ გავიცანი, ის გა-
კოტრდა და სიღარიბეში გარდაიცვალა. ოკადა, ჩემპიონი მენიჩ-
ბე, მწერალ ბიზანს ფიზიკურად საგრძნობლად სჯობნიდა.
კარგი შესახედაობის სახემ შეიძლება სხვები მოხიბლოს, მაგ-
რამ საცხოვრებელში მხოლოდ ეგ არ კმარა. ინდივიდუალურ
ქცევასაც უნდა მიექცეს ყურადღება და მეეჭვება სხვა სტუდენტე-
ბიც ისეთი დაბალანსებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ, რო-
გორც ოკადა. ის წიგნის ჭია არ ყოფილა, რომელიც ხარბად მუშა-
ობდა სემესტრული ნიშნებისთვის და ვისაც დაფინანსების მოპო-
ვება უნდოდა. ოკადა მასზე დაკისრებულ სამუშაოს ასრულებდა
და კლასში საშუალოზე დაბლა არასდროს იყო. და თავისუფალ
დროს ყოველთვის ისვენებდა. ვახშმის შემდეგ სეირნობდა და
ათამდე აუცილებლად ბრუნდებოდა. კვირაობით ნიჩბებს უსვამ-
და ან ხანგრძლივად სეირნობდა. გრაფიკს არასდროს ცდებოდა,
იმ პერიოდების გამოკლებით, როცა თავის გუნდთან ერთად
ცხოვრობდა შეჯიბრის წინ ან როცა ზაფხულის არდადეგებზე თა-
ვის მშობლიურ მხარეში ბრუნდებოდა. მაცხოვრებელი, რომელ-
საც შუადღის სიგნალისთვის საათის დაყენება დაავიწყდებოდა,
ოკადას ოთახში შედიოდა დროის გასაგებად. და კამიჯოს ოფისის
საათიც ოკადას ოთახის გვერდით იდგა. რაც უფრო მეტად ვაკ-
ვირდებოდით, მით მეტად ვფიქრობდით, რომ სანდო იყო. მიუხე-
დავად იმისა, რომ ოკადა დიასახლისს არ ეპირფერებოდა და
არც ზედმეტ ფულს ხარჯავდა თავის ოთახსა და საცხოვრებელზე,
დიასახლისი აქებდა. ბუნებრივია დიასახლისის ამგვარი დამოკი-

მკითხველთა ლიგა 4
დებულების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ოკადა რეგულარუ-
ლად იხდიდა ბინის ქირას.
დიასახლისი ხშირად ამბობდა:
– ბატონ ოკადას შეხედეთ!
მაგრამ ამ სიტყვების მოლოდინში სტუდენტები პასუხობდნენ:
– ყველა მისნაირი ვერ ვიქნებით.
ოკადა თვალსა და ხელს შუა გახდა სამაგალითო მდგმური.
ოკადას რეგულარული სასეირნო მარშრუტი ჰქონდა. მუენზა-
კას განცალკევებულ ფერდობზე დაეშვებოდა და ჩრდილოეთით
შინობაზუს გუბურისკენ გააგრძელებდა გზას. შემდეგ უენოს პარ-
კში ბორცვზე ავიდოდა. შემდეგ კი ჰიროკოჯიში დაეშვებოდა და
ნაკა-ჩოს ვიწრო, ხალხმრავალ, მოძრაობით სავსე ქუჩაზე შეუხ-
ვევდა, იუშიმას ტაძრის მიშენებისა და ბნელი კარატაჩის ტაძრის
გავლის შემდეგ, კამიჯოსკენ წავიდოდა. ხანდახან კონკრეტულ
გზაზე გადაუხვევდა, ნაკა-ჩოს ქუჩაზე მარჯვნივ შეუხვევდა, მუენ-
ზაკას განცალკევებული და ჩუმი ფერდობის გავლით, თავის
ოთახში დაბრუნდებოდა.
სხვა მარშრუტიც ჰქონდა. ის ხშირად შედიოდა უნივერსიტე-
ტის კამპუსში იმ გასასვლელით, რომელსაც უნივერსიტეტის სა-
ავადმყოფოს პაციენტები იყენებდნენ, რადგან რკინის ჭიშკარს
ადრე კეტავდნენ. წითელი ჭიშკრის გავლით, ის ჰონგო-დორით
მიდიოდა მაღაზიამდე, სადაც ხალხი იდგა და კაცების სასაცილო
ფეტვის ნაყვას უყურებდნენ. შემდეგ გზას განაგრძობდა კანდას
ტაძრის მიშენების გავლით. მეგანე-ბაშის გადაკვეთის შემდეგ,
რაც მაშინ სიახლე იყო, ცოტა ხნით ქუჩაში სეირნობდა, მდინარის
გასწვრივ, სადაც მხოლოდ ერთ მხარეს იდგა სახლები. და უკან,
ონარიმაჩის დასავლეთ ვიწრო ქუჩაზე გავიდოდა და კარატაჩის
ტაძრის წინ გამოვიდოდა. ეს იყო ალტერნატიული მარშრუტი.
ოკადა იშვიათად გადიოდა სხვა მარშრუტს.

მკითხველთა ლიგა 5
ასეთი მოგზაურობებისას, იგი დროგამოშვებით სტუმრობდა
ბუკინისტურ მაღაზიებს. დღესდღეობით ორი თუ სამი ჯერ კიდევ
შემორჩა. ონარიმაჩიში იგივე მაღაზიები, ცოტათი შეცვლილი,
დღემდე მუშაობს. თუმცა ჰონგო-დორიში თითქმის ყველა მაღა-
ზიამ შეიცვალა ადგილმდებარეობა და საკუთრება. ამ სეირნობე-
ბის დროს, ოკადა იშვიათად უხვევდა მარჯვნივ წითელი ჭიშკრის
გავლის შემდეგ, რადგან ქუჩების უმეტესობა საშინლად ვიწროვ-
დებოდა. ამას გარდა, იმ გზაზე მხოლოდ ერთი ბუკინისტური მა-
ღაზია თუ შეგხვდებოდათ.
ოკადა ასეთ მაღაზიებში ჩერდებოდა, რადგან, ახლანდელი
მოდური ფრაზით თუ ვიტყვით, მას ლიტერატურული გემოვნება
ჰქონდა. მაშინ ახალი სკოლის ნოველები და პიესები არ იყო გა-
მოქვეყნებული; რაც შეეხება ლირიკას, არც შიკის ჰაიკუ, არც
ტეკკანის ვაკა არ შექმნილა. ყველა კაგეცუ შინშის მსგავს ჟურნა-
ლებს კითხულობდა, რომლებიც დასავლური ნოველების პირვე-
ლად თარგმანებს აქვეყნებდნენ. თავისი სტუდენტური დღეების
დროს, ოკადა ინტერესით კითხულობდა კლასიკური ჩინური ლი-
ტერატურის სტილში დაწერილ, ახალი ეპოქის სიახლეებს. ეს იყო
მისი ლიტერატურული გემოვნების საზღვარი.
რადგანაც თავაზიანი არასდროს ვყოფილვარ, კამპუსში ხში-
რად შემხვედრ სტუდენტებთანაც არ ვსაუბრობდი, თუ მიზეზი არ
მქონდა. საცხოვრებლის სტუდენტებს რაც შეეხება, მათ იშვია-
თად ვესალმებოდი. მაგრამ ოკადასთან წიგნის მაღაზიების გამო
დავმეგობრდი. სეირნობისას ოკადასავით მტკიცე მიმართულება
არ მქონია, მაგრამ ძლიერი ფეხების წყალობით ჰონგოდან ში-
ტაიაში და კანდაში დავდიოდი და ყველა ბუკინისტურ მაღაზიას-
თან ვჩერდებოდი. ასეთ დროს ხშირად ვხვდებოდი ოკადას მაღა-
ზიაში.

მკითხველთა ლიგა 6
არ მახსოვს, ვინ ვის გამოელაპარაკა პირველი, მაგრამ მახ-
სოვს პირველი სიტყვები:
– რა ხშირად ვხვდებით ერთმანეთს ძველ წიგნებში!
ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
მაშინ კანდას ტაძრის წინ, ფერდობის კუთხეში, დახლზე წიგ-
ნები იყიდებოდა. ერთხელ კიმპეიბაი ვიპოვე და გამყიდველს ფა-
სი ვკითხე.
– შვიდი იენი.
– ხუთს მოგცემ, – ვუთხარი მე.
– ცოტა ხნის წინ ოკადამ ექვსი შემომთავაზა.
რადგან საკმარისი თანხა მქონდა, გამყიდველს მოთხოვნილი
თანხა მივეცი.
მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ოკადას შევხვდი, მით-
ხრა:
– ძალიან ეგოისტურად მოიქეცი – კიმპეიბაი პირველმა მე ვი-
პოვე.
– გამყიდველმა მითხრა, რომ შეევაჭრე, მაგრამ ვერ მორიგ-
დით. თუ გინდა, მოგყიდი.
– რატომ უნდა ვიყიდო? მეზობლები ვართ, როცა დაამთავრებ,
შენგან ვითხოვებ.
დავთანხმდი.
ასე და ამგვარად, ოკადა და მე, ვინც აქამდე არ ვიცნობდით
ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოს ვცხოვრობდით,
ხშირად ვეხმიანებოდით ერთმანეთს.

მკითხველთა ლიგა 7
თავი მეორე

ივასაკის სასახლე მაშინაც იქ მდებარეობდა, სადაც დღეს, მუ-


ენზაკას სამხრეთით, თუმცა მაშინ მიწის მაღალი გალავანი არ
ჰქონდა. ადრე ბინძური ქვის კედლებით იყო გარშემორტყმული
და ხავსიან ქვებზე გვიმრები და შვიტები იზრდებოდნენ. ახლაც
არ ვიცი გალავნის იქით მიწა სწორია თუ ბორცვიანი, რადგან სა-
სახლეში არასდროს ვყოფილვარ. ნებისმიერ შემთხვევაში, მა-
შინ ბარდები სქელი და ველური იყო და ქუჩიდან ბალახ მოჭრი-
ლი ხეების ფესვები ჩანდა.
ბორცვის ჩრდილოეთ მხარეს, დაჯგუფებული პატარა სახლები
იდგა და მათ შორის საუკეთესოს დაფის ღობე ჰქონდა. იქ მხო-
ლოდ ჭურჭლისა და თამბაქოს მაღაზიები იყო. საცხოვრებელ
სახლებს შორის, გამვლელების ყურადღებას ყველაზე მეტად
კერვის მასწავლებლის სახლი იპყრობდა და დღის განმავლობა-
ში ფანჯრიდან სამსახურში მიმავალი ახალგაზრდა ქალი მოჩან-
და. თუ სასიამოვნო დღე იყო და ფანჯრები ღია იყო, როცა სტუ-
დენტები ჩავივლიდით, გოგონები თავებს მაღლა სწევდნენ, გა-
რეთ გამოსახედად. შემდეგ სიცილსა და ლაპარაკს აგრძელებ-
დნენ.
ამ სახლის გვერდითა სახლის კარი ყოველთვის სუფთა იყო
და გრანიტის ბილიკზე საღამოობით წყალი ბრწყინავდა. ცივ
ამინდში გადასაწევი კარები დაკეტილი იყო, მაგრამ ცხელ ამინ-
დშიც ბამბუკის ჟალუზები ჩამოწეული ჰქონდათ. ხმაურიან სამე-
ზობლოში ეს სახლი ყოველთვის საეჭვოდ ჩუმი იყო.
ამა წლის სექტემბერში, მშობლიური მხარიდან დაბრუნებული
ოკადა, სადილის შემდეგ ჩვეულებრივ სასეირნოდ გავიდა და მუ-
ენზაკასკენ მიმავალმა შემთხვევით ქალი დაინახა, რომლიც სა-

მკითხველთა ლიგა 8
ჯარო აბაზანიდან სახლში ბრუნდებოდა, ის კერვის მასწავლებ-
ლის სახლის გვერდით მარტოსულ სახლში შევიდა. თითქმის შე-
მოდგომა იყო, ხალხი გასაგრილებლად იშვიათად თუ დაჯდებო-
და გარეთ, ამიტომ ბორცვი უკაცრიელი იყო. მშვიდი სახლის შე-
სასვლელთან მისული ქალი კარის გაღებას ცდილობდა, მაგრამ
ოკადას ნაბიჯების გაგონებაზე გაჩერდა და სახე მოაბრუნა. ისინი
ერთმანეთს მიაშტერდნენ.
ოკადა დიდად არ მოხიბლულა ქალით, რომელსაც კიმონო
ეცვა, მარჯვენა ხელი კარის სახელურზე ჰქონდა მოკიდებული და
მარცხენა ხელში ბამბუკის კალათაში ჩალაგებული სააბაზანოს
ნივთები ეჭირა. მაგრამ შეამჩნია, რომ თმა ახალი გაკეთებული
ჰქონდა, გინგკოს ფოთლის სტილში, გვერდებზე ჭრიჭინას ფრთე-
ბივით სუსტად შეჭრილი. დაინახა, რომ ქალს მრგვალი და რო-
გორღაც მარტოსული სახე ჰქონდა, მისი წვეტიანი ცხვირი, შუბ-
ლიდან ლოყებამდე მოწყენილობას გამოხატავდა, თუმცა რთუ-
ლი სათქმელია კონკრეტულად რამ აფიქრებინა ასე. რადგან ეს
წამიერი შთაბეჭდილებები იყო, ბორცვის დაბლა ჩასულს უკვე
აღარ ახსოვდა ქალი.
მაგრამ ორი დღის შემდეგ მან იგივე გზა გაიარა და როცა ბა-
დიანი კარის სახლს მიუახლოვდა, შეხედა, მოულოდნელად საჯა-
რო აბაზანიდან დაბრუნებული უცნობი გაახსენდა. შვერილიან
ფანჯარაზე ვერტიკალურად დაჭედებულ ბამბუკის ჯოხს და დაჭ-
რილი ვაზის ორ თხელ, ხის ჰორიზონტალურ ნაჭრებს შეხედა.
ფანჯარა ერთი ფუტით ღია იყო, დარგული მცენარე მოჩანდა. სა-
ნამ ამ დეტალებს აკვირდებოდა, სვლა შეანელა და მალევე სახ-
ლის წინ აღმოჩნდა.
მოულოდნელად მცენარის უკან თეთრი სახე გამოჩნდა, სადაც
მხოლოდ ნაცრისფერი სიბნელე იყო. მეტიც, სახემ გაუღიმა.

მკითხველთა ლიგა 9
მას შემდეგ, ყოველთვის, როცა ოკადა სასეირნოდ გადიოდა
და ამ სახლს ჩაუვლიდა, ქალის სახის დანახვა ენატრებოდა. ხან-
დახან ქალი მის წარმოსახვაში აღწევდა და ნელ-ნელა თავისუფ-
ლდებოდა. ოკადას აინტერესებდა, ქალი მის გამოჩენას თუ
ელოდებოდა, თუ უბრალოდ გარეთ იყურებოდა და შემთხვევით
ამჩნევდა. ფიქრობდა, პირველ შეხვედრამდე თუ გამოუხედავს
ქალს სახლიდან, მაგრამ მხოლოდ ის ახსოვდა, რომ კერვის მას-
წავლებლის ხმაურიანი სახლის გვერდითა სახლი ყოველთვის
სუფთა და მარტოსული იყო. ფიქრობდა, აქამდე თუ დაინტერესე-
ბულა ვინ ცხოვრობდა ამ სახლში, მაგრამ ამაში დარწმუნებული
არ იყო. ეჩვენებოდა, რომ ფანჯრები ყოველთვის დაკეტილი ან
ბამბუკის ჟალუზები ყოველთვის ჩამოშვებული იყო, მათ უკან
მდგარი სიჩუმის გასაძლიერებლად. საბოლოოდ გადაწყვიტა,
რომ შესაძლოა ქალმა ახლა გადაწყვიტა გარეთ გამოხედვა და
ფანჯრებიც მისი ჩავლის მოლოდინით გააღო.
როცა ჩაივლიდა, ერთმანეთს უყურებდნენ და მომხდარის
გახსენებით ოკადა ნელ-ნელა გრძნობდა, რომ “ქალს ფანჯრი-
დან” დაუმეგობრდა. ერთ საღამოს, ორი კვირის შემდეგ, ქალის
სახლთან ჩავლისას, მან დაუფიქრებლად მოიხადა ქუდი და ქალს
თავი დაუკრა. ქალის სუსტად თეთრი სახე გაწითლდა და მარტო-
სული ღიმილი გაუბრწყინდა.
მას შემდეგ, ოკადა ჩავლისას ყოველთვის უკრავდა თავს
“ქალს ფაჯრიდან”.

მკითხველთა ლიგა 10
თავი მესამე

ჩინური რომანტიკული ისტორიებით მოხიბლული ოკადა, სამ-


ხედრო სპორტით დაინტერესდა, თუმცა რადგან მათი გამოცდის
შესაძლებლობა არ მიეცა, სურვილი ვერ აისრულა. თუმცა რამ-
დენიმე წლის წინ ნიჩბოსნობით დაინტერესდა. ენთუზიაზმით სავ-
სემ, იმდენ წარმატებას მიაღწია, რომ ჩემპიონი მენიჩბე გახდა.
როგორც ჩანს, ეს აქტივობა სამხედრო ხელოვნების დაუფლების
სურვილის მანიფესტაცია იყო.
ამ რომანტიკულ ისტორიებში ნახსენები ქალებიც ხიბლავდა
ოკადას. ისინი იყვნენ ქალები, რომელთა ერთადერთი ცხოვრე-
ბისეული მიზანი სილამაზე იყო, მაშინაც კი, როცა სიკვდილის ან-
გელოზი ეწვეოდათ. ოკადა ფიქრობდა, რომ ქალი მხოლოდ
მშვენიერი საგანი უნდა ყოფილიყო, რაღაც საყვარელი, არსება,
რომელიც თავის სილამაზესა და სისაყვარლეს ნებისმიერ სიტუ-
აციაში შეინარჩუნებდა. ალბათ ეს დამოკიდებულება გაუაზრებ-
ლად გადმოიღო ძველი ჩინური რომანტიკული სასიყვარულო
პოეზიიდან და მინგისა და ჩ’ინგის დინასტიების მოაზროვნეების
სენტიმენტალური და ფანტასტიკური პროზიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ქალს დიდი ხანი იყო ესალმებოდა,
მის პერსონალურ ისტორიას არ იძიებდა. სახლის მდგომარეობი-
თა და ქალის ჩაცმულობით, ოკადა ფიქრობდა, რომ ქალი ვიღა-
ცის საყვარელი იყო. მაგრამ ეს მას არ აწუხებდა. ოკადამ მისი სა-
ხელიც კი არ იცოდა და არც გაგება უცდია. მხოლოდ სახლის კარ-
ზე მიკრული სახელისთვის უნდა შეეხედა, თუმცა ქალის თანდას-
წრებით ვერ ბედავდა. სხვა დროს, როცა ქალი სახლში არ იყო,
მეზობლებისა და გამვლელების გამო ვერ ბედავდა. შედეგად, სა-

მკითხველთა ლიგა 11
ხურავის კალთისგან დაფარულ პატარა ხის ნიშანზე დაწერილი
სიმბოლოებისთვის არასდროს შეუხედავს.

მკითხველთა ლიგა 12
თავი მეოთხე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიის მთავარი გმირი ოკადაა


და “ქალის ფანჯრიდან” ისტორია მაშინ ჩემთვის უცნობი იყო, მო-
სახერხებელი იქნება აქ მისი ისტორია გაგაცნოთ.
ამბავი იქიდან იწყება, როცა უნივერსიტეტის სამედიცინო სკო-
ლა შიტაიაში მდებარეობდა და ბატონი ტოდოს ძველი საგუშაგო
სტუდენტების საცხოვრებლად იყო გადაკეთებული. კაცის მკლა-
ვივით სქელი, ხის ვერტიკალური გისოსების ფანჯრები, შახმატი-
სებურად განლაგებული ნაცრისფერი ფილების კედელზე, დიდი
დაშორებებით იყო ჩასმული. ბოდიშს ვიხდი ასეთი შედარების-
თვის, სტუდენტები მხეცებივით ცხოვრობდნენ, თუ შეიძლება ასე
ითქვას. რა თქმა უნდა, ახლა ასეთ ფანჯრებს მხოლოდ იმპერა-
ტორის სასახლეში შეხვდებით და უენოს ზოოპარკში ლომისა და
ვეფხვის გალიების გისოსებიც კი უფრო ვიწროა.
საცხოვრებელს სტუდენტების დასახმარებლად მსახურები
ჰყავდა. ჩვეულებრივ, მათ რამე იაფიანის საყიდლად აგზავნიდ-
ნენ, როგორიცაა გამომცხვარი ლობიო ან შემწვარი ტკბილი
კარტოფილი. თითოეული დავალებისთვის მსახურს ორ სენს აძ-
ლევდნენ. ერთ-ერთ მსახურს სუეზო ერქვა. სხვა კაცები ხმაურია-
ნი და გრძელ წვერებიანები იყვნენ, მაგრამ სუეზო ჩუმი იყო და
ყოველთვის მოწესრიგებული. სხვებს უხეში ბამბის ბინძური ტან-
საცმელი ეცვათ; სუეზოს კი ყოველთვის სუფთად და ხანდახან
სამსახურში აბრეშუმითაც კი დადიოდა.
არ ვიცი, ვისგან გავიგე, ან როდის, მაგრამ გავიგე, რომ სუეზო
გაჭირვებულ სტუდენტებზე ფულს ასესხებდა. რა თქმა უნდა, მხო-
ლოდ ორმოცდაათ სენს ან ერთ იენს. მაგრამ როცა თანხა ხუთი
და ათი იენით იზრდებოდა, სუეზო მსესხებელს სავალო ხელწე-

მკითხველთა ლიგა 13
რილს აწერინებდა, თუ ვალი ვადის ამოწურვამდე არ იქნებოდა
გადახდილი, ახალი სავალო ხელწერილი იდებოდა. სუეზო პრო-
ფესიონალი მევახშე გახდა. წარმოდგენა არ მაქვს კაპიტალი რო-
გორ დააგროვა. აშკარაა, სტუდენტების დავალებებისგან აღებუ-
ლი ორი სენით ვერ დააგროვებდა. მაგრამ, იქნებ, ყველაფერი
შესაძლებელი გახდეს, თუ კაცი თავის მთელ ენერგიას სასურვე-
ლი საქმისკენ მიმართავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სამედიცინო სკოლა შიტაი-
ადან ჰონგოში გადავიდა, სუეზო მსახური აღარ იყო, უკვე მის სახ-
ლში, იკე-ნო-ჰატაში, თავდაჭერილი სტუდენტები იყრიდნენ
თავს. როცა სუეზომ უნივერსიტეტისთვის მუშაობა დაიწყო, უკვე
ოცდაათს გადაცილებული და ღარიბი იყო, ცოლ-შვილიანი. მაგ-
რამ მას შემდეგ, რაც მევახშეობით ქონება დააგროვა და ახალ
სახლში გადავიდა, თავისი ცოლით უკმაყოფილო გახდა, რომე-
ლიც უშნო და ჭირვეული იყო.
მაშინ ერთი ქალი გაახსენდა, რომელიც ხშირად ყავდა ნანა-
ხი, როცა ჯერ კიდევ თავისი სახლიდან, ნერიბეი-ჩოს უკანა მხრი-
დან ვიწრო ქუჩის გავლით უნივერსიტეტში მიდიოდა. იქ ერთი
ბნელი სახლი იდგა, რომელსაც ჯებირის ფიცრები გატეხილი და
მთელი წლის განმავლობაში ჟალუზები მუდამ ჩამოწეული ჰქონ-
და. ღამით, თუ ვინმე გაივლიდა, გვერდულად უნდა გაევლო, ღო-
ბესთან მდგარი ბორბლებიანი დახლის გამო. პირველად სუეზოს
ყურადღება სახლიდან მომავალი სიამისენის მუსიკამ მიიპყრო.
და შემდეგ გაიგო, რომ ინსტრუმენტზე თექვსმეტი ან ჩვიდმეტი
წლის საყვარელი გოგონა უკრავდა. მოუვლელი სახლისგან გან-
სხვავებით, გოგონას საკმაოდ სუფთა კიმონო ეცვა.
თუ გოგონა კართან იდგა და მომავალ კაცს დაინახავდა, მა-
შინვე სიბნელეში უჩინარდებოდა. სუეზომ, თავისებური სიმარ-
დით, თუმცა საქმეში კარგად გარკვევის გარეშე, გაიგო, რომ გო-

მკითხველთა ლიგა 14
გოს ოტამა ერქვა, დედა გარდაცვლილი ჰყოლია და მამასთან
ერთად ცხოვრობდა, ვინც თავის დახლში ტკბილეულობას, წებო-
ვან კანფეტებს ფორმაში ასხამდა.
მაგრამ უცებ ამ უკანა ქუჩის სახლში ცვლილება მოხდა. ღო-
ბესთან მდგარი დახლი გაქრა. და სახლი და მისი მუდმივად მოკ-
რძალებული მიდამო, მოულოდნელად “ცივილიზაციაში” გადა-
ეშვა, რადგან გატეხილი ჯებირის დაფები ახლით შეეცვალათ და
შესასვლელშიც ახალი გისოსის კარი ჩამოეკიდათ.
ერთხელ სუეზომ კართან დასავლური ფეხსაცმელი შენიშნა.
სახლის ფირფიტა მალევე შეიცვალა პოლიციელის წარწერით.
მეზობელ ქუჩებში სიარულისას, სუეზო დარწმუნდა, რომ მოხუც
ტკბილეულის გამყიდველს სიძე ჰყავდა.
მოხუცისთვის ქალიშვილის საშიში გარეგნობის პოლიციე-
ლისთვის მითხოვება და გრძელცხვირა და წითელ სახიანი მონ-
სტრისთვის გაყოლა, ერთი და იგივე იყო, რადგან თავისი ქალიშ-
ვილი საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. ოტამას მამას ასეთი მნიშ-
ვნელოვანი სიძისთვის უხერხულობის შექმნის ეშინოდა და მას-
თან შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე მეგობარს ესაუბრა, მაგრამ
არავის უთქვამს შემოთავაზებაზე უარი თქვიო.
ერთმა უთხრა:
– ხომ ხედავ, ხომ გითხარი? როცა კარგ მეწყვილეს ვარჩევდი,
ამბობდი, ჩემს ერთადერთ ქალიშვილს ვერ შეველევიო და ახლა
ისეთი სიძე შემოგივიდა, უარს ვერ ეტყვი!
მეორემ მუქარით უთხრა:
– თუ კაცს ვერ იტან, ერთადერთი გამოსავალი შორს გადას-
ვლაა, მაგრამ პოლიციელს ვერ გაექცევი, დაგეწევა და ისევ მის
ხელს გთხოვს. ვერ გაექცევი.
ერთი კაცის ცოლმა, ვისაც გონიერი ქალის რეპუტაცია ჰქონ-
და, მოხუცს უთხრა:

მკითხველთა ლიგა 15
– ხომ გირჩიე გეიშების სახლისთვის მიგეყიდა, რადგან კარგი
გარეგნობა აქვს და მისმა სიამისენის მასწავლებელმაც ნიჭი შე-
უქო? უცოლო პოლიციელს შეუძლია კარდაკარ იაროს და როცა
ლამაზ სახეს იპოვის, დაუკითხავად წაიყვანოს. რადგან ასეთ
კაცს შენი ქალიშვილი მოეწონა, ვერაფერს იზამ, ისღა დაგრჩე-
ნია, სარგებელი ნახო.
ამ ჭორების გაგებიდან სამ თვეზე მეტი არ იყო გასული, სუ-
ეზომ ერთ დილას აღმოაჩინა, რომ მოხუცი ტკბილეულობის გამ-
ყიდველის სახლი ჩაკეტილი იყო და მიკრულ ქაღალდზე ეწერა
‘ქირავდება.’ შემდეგ, სამეზობლოში ლაპარაკით გაიგო, რომ პო-
ლიციელს მშობლიურ მხარეში ცოლი და შვილები ჰყოლია, რომ-
ლებიც უეცრად ესტუმრნენ, შემდეგ უჩხუბიათ და ოტამა სახლი-
დან გაქცეულა. მეზობელს, რომელსაც კამათი გაუგია, ოტამა გა-
უჩერებია. მოხუცის არც ერთ მეგობარს არ ჰქონდა საკმარისი
ცოდნა ლეგალურ საქმეებთან დაკავშირებით, ამიტომ ქორწინე-
ბის ლეგალურად რეგისტრაციაზე მოხუცს დიდად არ უფიქრია და
როცა სიძემ უთხრა, ქორწინების ლეგალურ საქმეებს მე მივხედა-
ვო, მოხუცმა ყველაფერი მას მიანდო.
გოგომ კიტაზუმის მაღაზიიდან სუეზოს უთხრა:
– ტაა-ჩანის გამო ძალიან ვწუხვარ – გულწრფელი გოგოა და
პოლიციელში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ მან თქვა, რომ მხო-
ლოდ საცხოვრებელს ეძებდა.
გოგოს ლაპარაკი მაღაზიის მეპატრონემ გააწყვეტინა, რომე-
ლიც შეკრეჭილ თმას ხელით ისინჯავდა:
– მოხუციც საბრალოა. მეზობლებთან შეხვედრის რცხვენოდა
და გადავიდა. მაგრამ ტკბილეულს იგივე ადგილას ყიდის, ამ-
ბობს, სადაც პატარა მყიდველები არ არიან, ვერ ვიმუშავებო.
დახლი ცოტა ხნის წინ გაყიდა, მაგრამ გადამყიდველს სიტუაცია
აუხსნა და დაიბრუნა. მგონი, გადასვლის გამო ფინანსური პრობ-

მკითხველთა ლიგა 16
ლემები აქვს. თითქოს მოხუცმა ცოტა ხნით სიზმრების სამყარო-
ში იცხოვრა, პენსიაზე გავიდა და საკე დალია პოლიციელთან ერ-
თად, რომელიც ღმერთივით იქცეოდა, ამ დროს კი სოფელში
დამშეული ცოლი და შვილები ჰყავდა.
ამის შემდეგ, სუეზოს გადაავიწყდა ტკბილეულის გამყიდვე-
ლის ქალიშვილი, მაგრამ როცა ფინანსურად შეძლებული გახდა
და შეეძლო, რასაც მოისურვებდა, ის გაეკეთებინა, გოგო გაახ-
სენდა.
სუეზოს ახლა ფართო სანაცნობო წრე ჰყავდა და მათ დაავალა
მოხუცი ტკბილეულის გამყიდველის მოძებნა და მისი რიქშაც თე-
ატრის უკან იპოვეს. ისიც გაიგო, რომ გოგო გაუთხოვარი იყო.
სუეზომ ქალი გააგზავნა მოლაპარაკების დასაწყებად, შეთავაზე-
ბით, მდიდარი ვაჭრის სახელით, რომელსაც გოგო საყვარლად
უნდოდა. თავდაპირველად, ოტამას წინააღმდეგობის მიუხედა-
ვად, მოხუცი ქალი თვინიერ და გაუბედავ გოგოს ახსენებდა, შე-
თანხმებიდან რა სარგებელს მიიღებდა მამამისი და მოლაპარა-
კებები შემდეგ ეტაპზე გადავიდა, როცა ორივე მხარე თანახმა
იყო მაცუგენის რესტორანში შეხვედროდნენ ერთმანეთს.

მკითხველთა ლიგა 17
თავი მეხუთე

ამ ახალი ინტერესის გაჩენამდე, სუეზოს ერთადერთი საფიქ-


რალი სტუდენტები, მათი ვალები და მისი დაბრუნებები იყო, მაგ-
რამ როგორც კი ოტამა და მამამისი იპოვა, მაშინვე შეუდგა სამე-
ზობლოს მოძებნას, სადაც თავის საყვარელს დააბინავებდა. არ
იცოდა გეგმა გამოუვიდოდა, თუ არა, მაგრამ ისეთი მონდომებუ-
ლი იყო, რომ მოქმედება დაიწყო. მის მიერ ნანახი მრავალი სახ-
ლიდან, ორი მოეწონა. ერთი თავისსავე ქუჩაზე, თავის სახლთან
ახლოს იდგა, თვითონ ცნობილი მწერლის, ფუკუჩისა და რენგი-
ოკუანის გვერდით ცხოვრობდა, რომელიც სამეზობლოში საუკე-
თესო ატრიას ამზადებდა. პირველი სახლი, რომელიც მოეწონა,
შინობაზუს გუბურასთან ახლოს, გზიდან შორს იდგა, ბამბუკის
ჯოხებით იყო შემოღობილი და ეზოში სქელი ფიჭვისა და რამდე-
ნიმე კვიპროსის ხე იდგა.
მეორე სახლი მუენზაკას ცენტრში მდებარეობდა, უფრო პატა-
რა იყო. სახლს გარედან წარწერა არ ჰქონია, მაგრამ იცოდა,
რომ იყიდებოდა. სახლში შესვლისას მალევე გაიგონა მეზობელი
სახლიდან მომავალი, ახალგაზრდა ქალბატონების ხმაური.
– ეს არ მომწონს, – თქვა თავისთვის, მაგრამ ინტერიერის
გულდასმით დათვალიერების შემდეგ, ხე-ტყის ხარისხმა მოხიბ-
ლა. გაიგო, რომ ამ სახლის წინა მაცხოვრებელს, აწ გარდაც-
ვლილ მდიდარ ვაჭარს, ეს სახლი დიდი ზრუნვით, პენსიაზე გას-
ვლისთვის აუგია. სახლი, წინა ბაღითა და გრანიტის შესასვლე-
ლით, კომფორტული, სუფთა და უმაღლესი ხარისხის გემოვნე-
ბით იყო აგებული.
ერთ ღამეს, როცა სუეზო ლოგინში იწვა, ორ სახლზე ფიქრობ-
და. თავის ცოლს, ჩვილის დაძინებას რომ ცდილობდა, თვითონ

მკითხველთა ლიგა 18
ჩასძინებოდა, სანამ ბავშვი ძუძუს წოვდა. სუეზომ ცოლს ზურგი
აქცია, ქალს პირი ღია ჰქონდა, ხვრინავდა, ბავშვი კი შიშველ
მკერდზე ექაჩებოდა.
ჩვეულებრივ სუეზო ლოგინში თავისი სესხების პროცენტების
გაზრდის ახალ გეგმაზე ფიქრობდა. თავისი ცოლი ამ ჩვევაზე არ
ბრაზობდა და ქმარზე ადრე იძინებდა ხოლმე.
სუეზომ კიდევ ერთხელ შეხედა თავის ცოლს, ფიქრობდა:
– ეს ქალის სახეა? მეეჭვება. აი, ოტამას სახეს შეხედე. ის არის
ქალის სახე, მაგრამ დიდი ხანია არ მინახავს. მაშინ ქალიც არ
იყო. ჩემთვის მხოლოდ ბავშვი იყო. მაგრამ მაშინაც – რა სახე
ჰქონდა! ნაზი – დიახ. მაგრამ ჭკვიანურიც. ახლა უკეთესი იქნება.
როგორ მინდა ამის მაგივრად მას ვუყურებდე!
კიდევ ერთხელ შეხედა მხვრინავ ქალს.
– საბრალო დემონი! ისე ძინავს, რომ არაფერი იცის. ფიქ-
რობს, რომ თანხას ვითვლი, მაგრამ როგორ ცდება! როგორი სუ-
ლელი და არასწორია! რომ იცოდე…
უცებ ფეხზე ხელი დაირტყა.
– რა! უკვე კოღოები გამოვიდნენ! ეს არის ამ რაიონის პრობ-
ლემა. ბევრი მწერია. კოღოებისგან დამცავი ბადე უნდა გავაკ-
რათ. თუ უნდათ მოხუცი დემონი შეჭამონ, მაგრამ ბავშვებზე უნდა
ვიფიქრო.
ისევ სახლებზე ფიქრს დაუბრუნდა და დილის პირველი სა-
ათის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. იკე-ნო-ჰატა ხედის გამო
მოსწონდა, მაგრამ ხედი რაში სჭირდებოდა, როცა თავისი სახ-
ლის ხედიც კარგი იყო. კარგი ის ქონდა, რომ იაფი იყო. ეს მარ-
თალია, მაგრამ გაახსენდა, რომ სახლის ქირას სხვა ხარჯებიც
ქონდა. ამას გარდა, საკმარისად დაფარული ადგილი არ იყო. ყუ-
რადღებას მიიპყრობდა. ერთ დღეს ფანჯარა რომ დარჩენოდა
ღია? ბავშვებთან ერთად საყიდლებზე მიმავალ მოხუც დემონს

მკითხველთა ლიგა 19
დაინახავდა. ბავშვები ფანჯარაში შეიხედებოდნენ და ოტამასთან
ერთად დაინახავდნენ. ეს თუ მოხდება, მოხუცი დემონი ვერ გა-
დაურჩებოდა!
მუენზაკას სახლი მოწყენილი ეჩვენებოდა, მაგრამ მთავარი
ის იყო, რომ გზიდან შორს, ფერდობზე იყო, სადაც მხოლოდ სტუ-
დენტები დათარეშობდნენ. მაგრამ ამდენი ფულის დახარჯვა არ
უნდოდა. მაგრამ ისეთი ხის ნაგებობა იყო... და დაზღვევის შემ-
თხვევაში, თავიდან გადახდილ თანხას დაიბრუნებდა.
– მაშ, კარგი. ეს იქნება! – უთხრა მან საკუთარ თავს. – ამას
ავიღებ. ამას და მასაც.
ახლა განსაკუთრებულად ნასიამოვნები იყო ყველაფრით. მო-
მავალი მოულოდნელად რეალური ჩანდა, თავისი ზეიმის საღა-
მოც კი დაინახა. გულმოდგინედ იბანავებდა, ჭკვიანურად ჩაიც-
ვამდა, საღამოსთვის ცოლისთვის სათქმელი საპატიო მიზეზსაც
მოიგონებდა. სახლიდან სასწრაფოდ გავიდოდა. თავისუფალი
იქნებოდა. თითქმის მუენზაკაში იქნებოდა უკვე. ანთებულ შუქს
დაინახავდა, იფიქრებდა, როგორი იქნებოდა, როცა ავიდოდა და
კარს გააღებდა. რა ბრწყინვალედ მშვენიერი სახე ექნებოდა მას!
საბრალო ოტამა! მას ელოდებოდა, კალთაზე ფისო ან სხვა ცხო-
ველი ეყოლებოდა დასმული – ელოდებოდა მის მოსვლას – სახე
შეღებილი, რა თქმა უნდა. დიდებულ კიმონოს ჩააცმევს, რასაც
მოისურვებს ყველაფერს მისცემს. მაგრამ წამით დაფიქრდა. სუ-
ლელი არ იქნება. თავის ფულს სულელურად არ დახარჯავს.
ლომბარდში კავშირები ჰქონდა. ზოგიერთი კაცივით ფულის
გაფლანგვა სისულელე იქნება, მაგალითისთვის ფუკუჩის შევხე-
დოთ. სუეზომ ქუჩებში ძვირადღირებული გეიშების თანხლებით
მოსეირნე ფუკუჩი წარმოიდგინა. სტუდენტებს მწერლის შურ-
დათ, მაგრამ სუეზომ იცოდა, რომ ეს მოვლილი კაცი უფულო
იყო. ის ინტელიგენტი კაცი, მწერალი უნდა ყოფილიყო. მაგრამ

მკითხველთა ლიგა 20
იყო კი? კლერკსაც რომ ფუკუჩივით საძაგელი ხრიკებით დაეწე-
რა, დაიწუნებდნენ.
სუეზო ფიქრებით თავის ოტამას დაუბრუნდა და უცებ გაახსენ-
და, რომ მან სიამისენზე დაკვრა იცის. თითებით სიმებს აკრეფდა
და ინტიმური მელოდიით დაატკბობდა კი? არა, მისგან ბევრის
მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ის ახალგაზრდა, გამოუც-
დელი და თან პოლიციელის დროებითი სატრფო იყო. და მას მისი
სიმორცხვის ეშინოდა, ეშინოდა, რომ იმ საღამოს ეტყოდა:
– არ დავუკრავ. დამცინებთ.
შეიძლება ყველაფრის შერცხვეს, გაწითლდეს და მნიშვნელო-
ვან დროს ანერვიულდეს.
სუეზო ხან ერთზე ფიქრობდა, ხან მეორეზე. დაძაბულობამ
იქამდე მოიმატა, სანამ ციმციმა თეთრი კანი და ყურში ჩურჩული
არ გაიგონა.
მის გვერდით ცოლს ეძინა, მასაც მალევე ჩაეძინა.

მკითხველთა ლიგა 21
თავი მეექვსე

სეუზოსთვის თავის მომავალ საყვარელთან მაცუგენში შეხ-


ვედრა დღესასწაული იყო.
ხშირად გვესმის, რომ ღარიბები ძუნწად ხარჯავენ ფულს, მაგ-
რამ კაცები, რომლებიც დიდ ქონებას ფულის დაზოგვით აგროვე-
ბენ, უწესოდ იქცევიან. შესაძლოა, ესეთი კაცები ისეთ წვრილმა-
ნებს აქცევენ ყურადღებას, როგორიცაა ტუალეტის ქაღალდის
შუაში გაჭრა ან საფოსტო ბარათებზე რიცხვების ისე დაწერა, რომ
მიკროსკოპის გარეშე მათი გარჩევა შეუძლებელია. ზოგი ხარბი
ადამიანი ცხოვრების ყველა ნაწილში ხელმომჭირნეა, თუმცა
რამდენიმე მაინც აპარებს ჰაერს თავის ფულის ტომარაში. აქამ-
დე ნოველებში ან სცენაზე ნანახი ღარიბები ნამდვილი ტიპიური
ნიმუშები იყვნენ. მაგრამ ცხოვრებაში მათ ვერ შეხვდებით. ზოგი
ხელმომჭირნე, ქალისთვის ბოლო თეთრს ხარჯავს, სხვებს კი
მდიდრულად ჭამა ურჩევნიათ.
სუეზოს კარგად ჩაცმაზე უკვე მოგახსენეთ. უნივერსიტეტში
მუშაობის რთულ დროს დღესასწაულებზე სრულიად გარდაისა-
ხებოდა, ცუდი ხარისხის ბამბის ყოველდღიურ ტანსაცმელს ლა-
მაზი კიმონოთი ანაცვლებდა. საერთო საცხოვრებლის მსახურის
ნაცვლად, ჭკვიანი შესახედაობის, წარმატებულ ვაჭარს ემსგავსე-
ბოდა. ეს მისთვის სასიამოვნო იყო და დრო და დრო ძვირიანი
თავთას ქსოვილის ტანსაცმელსაც იცვამდა, შემხვედრ სტუდენ-
ტებს ძალიან აოცებდა.
ჩაცმა სუეზოს ერთადერთი ჰობი იყო. გეიშებთან და მეძავებ-
თან კავშირი არ ჰქონია და რომელიმე ბარში საკეს საღამოს მოწ-
ყობაც შეუძლებელი იყო. მისთვის ფუფუნება რენგიოკუანის ატ-
რიის ჯამი იყო, თავის ცოლსა და შვილებს კი სულ ცოტა ხნის წინ

მკითხველთა ლიგა 22
გაასინჯა ის. ცოლი პაემანზე არ წაუყვანია, რადგან მასავით ძვი-
რადღირებული კიმონო არ ეცვა. როცა თავის ცოლს რამე ძვი-
რადღირებული უნდოდა, სუეზო ყიდვაზე უარს ეუბნებოდა.
– ასე ნუ ლაპარაკობ, – სუეზო ცოლს ეუბნებოდა. – შენ და მე
განვსხვავდებით. ასე ჩემი კავშირების გამო უნდა ჩავიცვა.
როდესაც სუეზოს გასესხებულმა ფულმა მოგება მოუტანა, გა-
რეთ სავახშმოდ სიარული დაიწყო. ხარჯებს ყოველთვის იმით
ამართლებდა, რომ რესტორანში მეგობრებთან ერთად მიდიოდა
და არა მარტო. მაგრამ ახლა, მაცუგენში ოტამასთან შესახვედ-
რად წასვლა უნდოდა განსაკუთრებული ყოფილიყო, მხიარული
და შთამბეჭდავი. რესტორანიც ამ მიზეზით შეარჩია.
როდესაც დათქმული დღე მოახლოვდა, სუეზო ოტამას ჩაცმუ-
ლობაზე ფიქრობდა. ნებისმიერ თანხას დახარჯავდა, მაგრამ
რადგან ოტამას მამაზეც უნდა ეზრუნა, ყოყმანობდა. მოხუცი შუ-
ამავალი გამოსავალს ეძებდა, თუმცა ორივე შეთანხმდნენ, რომ
მოხუც კაცზეც უნდა ეფიქრათ, რადგან ნებისმიერ შეცდომას შე-
ეძლო ხელი შეეშალა ოტამას საყვარლად დადგომაში.
მოხუცმა კაცმა შუამავალს თავის ერთადერთ შვილზე უთხრა:
– არა, მე სხვა ნათესავები არ მყავს. ჩემი ცოლის გარეშე ძა-
ლიან მარტოსული ვიყავი. ოცდაათს გადაცილებული იყო უკვე,
როცა ჩვენი პირველი შვილი დაიბადა. ჩვენი პირველი და ბოლო
შვილი. ოტამას დედა მშობიარობას გადაყვა, მას შემდეგ მეზობ-
ლის ქალებთან დამყავდა გადასარჩენად. ისინი რძეს ასმევდნენ.
სხვა პრობლემებიც მქონდა. როცა ოტამა ოთხის იყო, ედოს ეპი-
დემიის დროს წითელა შეეყარა. ექიმმა მითხრა, ვერ გადარჩე-
ბაო, მაგრამ მას არ დავუჯერე. მასზე ვზრუნავდი. სიცოცხლე შე-
ვუნარჩუნე. მის გამო ბიზნესიც დავკარგე. რა რთული წელი იყო!
ბატონი ლის მკვლელობის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში სა-
შინელი ამბები ხდებოდა. იმ წელს ვიღაც უცხოელებს ნამამუგიში

მკითხველთა ლიგა 23
თავი მოჰკვეთეს. მაღაზია ვერ შევინარჩუნე. ბევრჯერ მიფიქრია
ოტამას და საკუთარი თავის მოკვლაზე. მაგრამ ოტამასთვის რო-
გორ უნდა მევნო? უნდა გენახათ მაშინ. ციცქნა ხელები ჰქონდა.
მკერდზე რომ მეხვეოდა! გაფართოებული თვალებით მიღიმოდა!
დღიდან დღემდე ძლივს გაგვქონდა თავი. ბევრი ვერ გაუძლებდა
იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ. მაშინ ახალგაზრდა არ ვიყავი. ორ-
მოცდახუთის ვიყავი რომ დაიბადა და ალბათ უფრო ასაკიანს
ვგავდი. თუმცა თავიდან დაწყება მაინც შემეძლო. ერთი ჩემი მე-
გობარი ძველ ანდაზას მიმეორებდა: ‘როცა მარტოხელა კაცს
ცხოვრება არ შეუძლია, კომპანიონი უნდა იპოვოსო.’ შემდეგ
მითხრა, რომ ერთი ქვრივი ქმარს ეძებდა. ქვრივს ჩემზე ეტყოდა.
ხო, ქალს ფული ჰქონდა! მაგრამ ჩემს შვილს სხვას არ მივცემდი.
ეს როგორ შემეძლო? შემოთავაზებაზე მაშინვე უარი ვთქვი.
უცებ მოხუცი გაჩუმდა, მაგრამ მალევე განაგრძო:
– როგორ მინდა გავლანძღო! არ იცით როგორი გრძნობაა,
როცა გატყუებენ! სიღარიბემ სასოწარკვეთილი მოხუცი გამხადა!
იქ ვიყავი, როცა პოლიციელი ოტამას ეთამაშებოდა. ოტამა კარ-
გი გოგოა. მინდა კარგ კაცს გავაყოლო ცოლად, როგორც წესია.
ეს სიმართლეა. მაგრამ ვის გავაყოლო? არავის უნდა მეც მასთან
ერთად წამიყვანოს. ხშირად მითქვამს, რომ საყვარლად არ გა-
ვუშვებდი. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ბატონი კარგი, პა-
ტიოსანი, სანდო კაცია, არა? და ჯენტლმენიც, არა? იცით, ოტამა
მომავალ წელს ოცის გახდება. მალე უნდა გათხოვდეს. ამბობენ,
ყლორტებს დაჭკნობამდე ჭამენო. ვცდილობ თქვენი შემოთავა-
ზება გავიგო. ჩემთვის ძვირფასი უნდა გავცე. ის ჩემი ერთადერთი
შვილია. მხოლოდ ის მადარდებს. ამ ჯენტლმენს თავად უნდა შევ-
ხვდე!
როდესაც შუამავალმა ეს სიტყვები სუეზოს გაუმეორა, მოხუცი
კაცის დაჟინებულმა თხოვნამ, დასწრებოდა ინტერვიუს, იმედი

მკითხველთა ლიგა 24
გაუცრუა. ოტამას რესტორანში შესვლისთანავე აპირებდა შუ-
ამავლის დათხოვნას. ხელის შემშლელი არავინ უნდა ყოფილი-
ყო. მაგრამ ოტამას მამის მოსვლით ეს ფორმალური შეხვედრა
იქნებოდა! მართალია სუეზოს გონება ფორმალურობის საზ-
ღვრებს არ ცდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ თავისთვის, თითქოს
შექებას იმსახურებდა შეხვედრის მოწყობისთვის და თავისი მა-
ლული ვნების დასაკმაყოფილებლად გადადგმული ნაბიჯისთვის.
შედეგის მისაღებად პირისპირ შეხვედრა აუცილებელი იყო. მაგ-
რამ მამის დასწრება ღონისძიების ტონს სულ შეცვლიდა.
შუამავალმა ადრე უთხრა:
– რა პატიოსანი წყვილია! თავიდან უარს ამბობდნენ. არც კი
მისმენდნენ. მაგრამ გოგოს მამის წინაშე დაკისრებულ ვალდებუ-
ლებაზე დაველაპარაკე. ვუთხარი, ‘შენი შრომისმოყვარე მამა,
მუშაობისთვის ძალიან მოხუცია.” გოგომ მომისმინა და დათან-
ხმდა. მამამისს დაელაპარაკა და ისიც დათანხმდა!
ამის გაგების შემდეგ, სუეზოს ხასიათი აუმაღლდა, რადგან იმ
ადამიანის მგრძნობელობითა და მორჩილებით მოიხიბლა, ვი-
საც მალე დაეუფლებოდა. და მაინც, იმის გაგებით, რომ ორივე
სიწმინდის განსახიერება იყო, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მა-
მამთილის წინაშე სიძე-პატარძლის შეხვედრასავით იქნებოდა.
და დღესასწაულის ამ მიმართულებით წასვლა მისთვის თავზე
წყლის გადასხმას ჰგავდა.
მაგრამ სუეზომ იცოდა, რომ თანმიმდევრული უნდა ყოფილი-
ყო, თავისი სიმდიდრე და ხელგაშლილობა უნდა ეჩვენებინა. სა-
ბოლოოდ მამა-შვილს შესაფერისი ტანსაცმელი მისცა. როცა
დრო ქონდა, თავის საქციელს ასე ამართლებდა:
– რადგან ქალიშვილის მიღების შემდეგ მამაზე ზრუნვაც მო-
მიწევს, მოგვიანებით გასაკეთებელს წინასწარ გავაკეთებ.

მკითხველთა ლიგა 25
ასეთ სიტუაციებში აუცილებელი იყო მეორე მხარისთვის სა-
ხარჯი ფულის გაგზავნა. მაგრამ სუეზოს თავისი მეთოდები ჰქონ-
და. მან იცოდა რა იყო სიტუაციისთვის შესაფერისი, ამიტომ ყვე-
ლა დეტალი თავის მკერავთან შეათანხმა და მამა-შვილისთვის
ადეკვატური კიმონოების შეკერვა დაავალა. ამავდროულად, შუ-
ამავალი ოტამასთან ზომების გასაგებად გაეშურა.
დედაბრის წასვლის შემდეგ, ოტამამ მამამისს უთხრა:
– კაცი ყურადღებიანი მაინც არის.
– რახან ფული არ გამოაგზავნა, პატივს გვცემს, – თქვა მოხუც-
მა.
ასეთი რეაქციები ჰქონდათ სუეზოს გამჭრიახ, ძუნწ მეთოდებ-
ზე.

მკითხველთა ლიგა 26
თავი მეშვიდე

რადგან უენოს პარკში ცეცხლი ხანდახან ჩნდებოდა და რო-


გორც მახსოვს, მაცუგენი არ დამწვარა, სადაც შეხვდნენ იმ ოთა-
ხის ნახვა ახლაც შესაძლებელია.
– რამე პატარა და მშვიდი მინდა, – თქვა სუეზომ, როცა მაგი-
და დაჯავშნა და დათქმულ დღეს სამხრეთ შესასვლელიდან
გრძელ დერეფანში მიაცილეს, რომელიც ხელმარცხნივ ექვს ად-
გილიან ოთახში შედიოდა.
როცა განმარტოვდა, ბალიშზე ალკოვისგან ზურგშექცევით
დაჯდა, სადაც უკიოეს პატარა გრაგნილი და ვაზა იდგა, რომელ-
შიც ჟასმინის ერთი ტოტი იდო. ჩვეული ყურადღებით აკვირდე-
ბოდა ყველაფერს.
გარეთ ხის ღობე დაინახა, რომელიც გუბურას ფარავდა. იქნებ
ზედა სართულის ოთახი აეღო. მაგრამ ზედა სართულზე შეიძლე-
ბა გარედან დაენახათ. რამდენიმე წლის შემდეგ გუბურის ადგი-
ლი დაანგრიეს და იპოდრომად აქციეს, შემდეგ კი ველორბოლის
ტრეკად გადააკეთეს. მიწის გრძელი თხელი ხაზი აშორებდა
ოთახსა და ღობეს, რაც ბაღისთვის ძალიან ვიწრო იყო. სადაც იჯ-
და, იქიდან ადამის ხის ხეები ჩანდა, მათი ტანი ისეთი სწორი და
პრიალა იყო, თითქოს ზეთით გაეწმინდათო. ქვის ფარანიც შეამ-
ჩნია და შორიშორს დარგული პატარა კვიპროსებიც. საქმიან ქუ-
ჩაზე მტვრის თეთრი ღრუბლები დაფრინავდნენ, გამვლელები კი
მათ უვლიდნენ, ღობის შიგნით მსახურები ხავსს რწყავდნენ, სი-
ხასხასეს მატებდნენ.
მოახლემ ჩაი და კოღოების დასაფრთხობად საკმეველი შე-
მოიტანა. სუეზოს წინ დააწყო და ჰკითხა:
– რა მოგართვათ?

მკითხველთა ლიგა 27
– გეტყვით, როცა სტუმრები მოვლენ, – უთხრა და დაითხოვა.
ისევ მარტო დარჩენილმა, ჩიბუხი ამოიღო. შესვლისას ოთახი
ძალიან თბილი მოეჩვენა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მსახურის
მიცემული სველი მარაო დადო, რადგან დერეფნიდან დროდად-
რო ცივი ნიავი ქროდა სუსტ, მაგრამ მკვეთრ სამზარეულოსა და
ტუალეტის სუნებთან ერთად.
სუეზო ალკოვის კედელს მიყრდნობილი უყურებდა კვამლის
დაშლას. ადრინდელ ოტამაზე ფიქრობდა, ლამაზ გოგონაზე, მი-
სი სახლის წინ ჩავლისას რომ მოჰკრავდა თვალს. როგორი ქა-
ლი დადგებოდა? ახალ კიმონოში როგორი იქნებოდა? სამწუხა-
როა მოხუცი კაციც რომ მასთან ერთად იქნებოდა! რამდენი ხანი
დარჩება? სახლში რომ გაუშვას, როგორმე მოიშოროს ან რაიმე?
სუეზო ოცნებიდან სიამისენის ხმამ გამოარკვია.
შემდეგ დერეფანში ორი თუ სამი ადამიანის ნაბიჯების ხმა გა-
იგონა.
– თქვენი სტუმრები, – ოთახში შეიხედა და თქვა მოახლემ.
– შემოდით! მობრძანდით! შორს ნუ დაჯდებით! ჩვენი ბატონი
ღიად მოაზროვნე ადამიანია! – თქვა შუამავალმა, ჭრიჭინასავით
ხმაურიანი ხმით.
სუეზო ფეხზე წამოდგა და დერეფანში გავიდა. კუთხეში ყოყმა-
ნით მდგარი მოხუცი კაცი და მის უკან ოტამა დაინახა. ის მშვიდად
იდგა, ყველაფერს ინტერესით აკვირდებოდა. სუეზოს ლამაზ სა-
ხიანი პუტკუნა გოგო ახსოვდა, მაგრამ მის წინ მდგარი ქალი სრუ-
ლიად განსხვავებული იყო. ის დრომ შეცვალა. გამხდარი, გრა-
ციოზულად მშვენიერი გამხდარა. თმა მომავალი პატარძალივით
ჰქონდა აწეული და ასეთ შემთხვევებში საჭირო ჩვეული მაკიაჟი
არ ესვა. სუეზო მზად იყო მოსალოდნელი სიამოვნებისთვის, მაგ-
რამ არ ეგონა, რომ ქალი ასეთი იქნებოდა. თვალებით ათვალიე-

მკითხველთა ლიგა 28
რებდა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ის ძალიან მშვენიერი
იყო.
ოტამაც გაოცებული იყო. ფიქრობდა, რომ ვაჭრის გარეგნობა
არ აინტერესებდა. ხასიათის მიუხედავად ნებისმიერს მიჰყიდიდა
თავს. მამამისის გამო ყველაფერს იზამდა. მაგრამ სუეზოს ბნელი
სახის ნაკვთების, მისი ძლიერი, მაგრამ მიმზიდველი თვალებისა
და მისი ელეგანტური, თუმცა თავშეკავებული კიმონოს დანახვი-
სას შვება იგრძნო, თითქოს უმწეო სიტუაციიდან გამოერკვაო.
– გთხოვთ, შემობრძანდით, – ზრდილობიანად უთხრა მოხუც
კაცს სუეზომ.
პირველი მოხუცს კაცს დაელაპარაკა და ოთახზე მოუთითა.
– გთხოვთ, – ახლა ოტამასკენ შებრუნდა და უთხრა.
მას შემდეგ, რაც მამა-შვილი ოთახში შევიდა, სუეზომ შუამა-
ვალს დერეფანში გამოუხმო, ხელში ფული ჩაუკუჭა და ყურში
ჩასჩურჩულა. ქალმა გაიღიმა, შავი საღებავით დასვრილი კბი-
ლები გამოაჩინა და სიცილითა და თავის დაკვრით დერეფანი
გაიარა.
სუეზო ოთახში დაბრუნდა, სტუმრები შესასვლელში დახ-
ვდნენ.
– მობრძანდით. დაბრძანდით. გთხოვთ – ბალიშებზე დასხე-
დით. – როცა დასხდნენ, დაიძახა: – ახლა კერძები!
საკე და საუზმე შემოიტანეს. სუეზომ მოხუც კაცს ჭიქა შეუვსო
და რამდენიმე სიტყვა უთხრა, თუმცა მისი მანერიდან გამომდი-
ნარე მიხვდა, რომ მოხუცს უკეთესი დღეებიც ჰქონია და პირვე-
ლად არ ყოფილა მოდურ რესტორანში.
თავიდან სუეზო ფიქრობდა, რომ მოხუცი დაბრკოლება იყო და
მისი იქ ყოფნა არ უნდოდა, მაგრამ როცა მოხუცმა თავდაჯერებუ-
ლად ლაპარაკი დაიწყო, სუეზოს დამოკიდებულება შეეცვალა.
მოხუცს კარგად ექცეოდა და თავის კარგ მხარეს აჩვენებდა. ში-

მკითხველთა ლიგა 29
ნაგანად სუეზო მოხარული იყო, რომ ასე ოტამას ნდობის მოპო-
ვების შესაძლებლობა მიეცა.
იმ დროისთვის, როცა ოთახში კერძები შეიტანეს, ოჯახური გა-
სეირნების შემდეგ, სამივე სავახშმოდ დაჯდა. სუეზო, ვინც სახ-
ლში ჩვეულებრივ ტირანივით იქცეოდა და ცოლი მორჩილებაში
ჰყავდა, მშვიდად და სასიამოვნოდ გრძნობდა თავს, როცა ოტა-
მამ საკეს ბოთლი აიღო და ჭიქა შეუვსო, თან გაწითლდა და მორ-
ცხვად გაიღიმა. სუეზომ ინტუიციურად და გაუცნობიერებლად
იცოდა ის ბედნიერება, რომლის აჩრდილსაც ოტამას არსებობა-
ში ხედავდა, მას კარგი მსჯელობის უნარი აკლდა იმის მისახვედ-
რად, თუ რატომ აკლდა მის ოჯახურ ცხოვრებას ასეთი ბედნიერე-
ბა, არც იმის გამოთვლა შეეძლო, ასეთი უჩვეულო გრძნობა რო-
გორ შეენარჩუნებინა – სინამდვილეში, მას და თავის ცოლს ეს
არ გამოუვიდოდათ.
– გთხოვთ! – ღობის იქით ხმა გაისმა. – თქვენი საყვარელი
მსახიობები!
ზედა სართულზე მუსიკა გაჩუმდა და მსახურმა რაღაც თქვა
ღობიდან.
– მადლობა, – თქვა კაცმა გარედან. და ორი კაბუკის მსახიო-
ბის სახელი დაიძახა.
მსახიობ-მიმბაძველმა წარმოდგენა დაიწყო.
– გაგვიმართლა, – თქვა მსახურმა და კიდევ ერთი საკეს ბოთ-
ლი შეიტანა ოთახი. – დღეს ნამდვილი მიმბაძველი გვეწვია!
– ეგ რა არის? – იკითხა სუეზომ. – ცრუ მიმბაძველებიც არსე-
ბობენ?
– ო, დიახ. ბოლო დროს უნივერსიტეტის სტუდენტები იტყუ-
ებიან.
– ინსტრუმენტზე დაკვრაც შეუძლია? – ჰკითხა სუეზომ.

მკითხველთა ლიგა 30
– რა თქმა უნდა, პროფესიონალივით. კოსტიუმიც კი ნამდვი-
ლი აცვია. და ვიცნობთ! ხმითაც კი ვცნობთ.
– მაშ, მხოლოდ ერთი ცრუ მიმბაძველი დადის, – თქვა სუ-
ეზომ.
– დიახ, მხოლოდ ერთი! – თქვა მსახურმა სიცილით.
– პირადად იცნობთ? – იკითხა სუეზომ.
– დიახ! აქ ხშირად სადილობს.
– ალბათ საკმაოდ ნიჭიერია და ჯერ კიდევ სტუდენტი, – თქვა
მოხუცმა კაცმა.
– მაგრამ ალბათ ცუდად სწავლობს, – თქვა სუეზომ ირონიუ-
ლი ღიმილით, თან ის სტუდენტები გაახსენდა, მასთან სახლში
რომ მოდიოდნენ. ზოგი მათგანი თავს ვაჭრად ასაღებდა და მეძა-
ვებს აჯავრებდა. იმ ქალების კილოს როგორ დასცინოდნენ! მაგ-
რამ იმან კი გააკვირვა, რომ სტუდენტი გულმოდგინედ შრომობ-
და.
– ოტამა-სან, თქვენ რომელი მსახიობები მოგწონთ? – სუეზო
უცებ ოტამასკენ შებრუნდა და ჰკითხა.
– არც ერთი, – თქვა მან. საუბარს ჩუმად უსმენდა.
– ო! – შეაწყვეტინა მამამისმა, – თეატრში არასდროს ყოფი-
ლა! თეატრის გვერდით ვცხოვრობთ, ჩვენი კვარტლის ყველა
გოგო დადის სპექტაკლების სანახავად. მაგრამ არა ჩემი ოტამა.
არასდროს. ისინი ცნობის გამოქვეყნებისთანავე თეატრში გარ-
ბიან!
მოხუცი კაცი, თავისი განზრახვის მიუხედავად, თავისი ქალიშ-
ვილის ქებას მოყვა.

მკითხველთა ლიგა 31
თავი მერვე

შეთანხმებას მიაღწიეს. ოტამა მუენზაკას სახლში იცხოვრებ-


და.
მაგრამ გადასვლას, რაც სუეზოს აზრით ადვილი იქნებოდა,
სირთულეები მოჰყვა.
– მინდა მამა ჩემთან ახლოს იყოს, – თქვა ოტამამ. – მინდა
ხშირად ვესტუმრო. მასზე უნდა ვიზრუნო.
ოტამას უნდოდა, რომ უკვე სამოც წელს გადაცილებული მა-
მისთვის ფული გაეგზავნა და მისთვის ახალგაზრდა მსახური და-
ექირავებინა, რათა კომფორტულად ეცხოვრა. თუ მისი გეგმა გა-
ამართლებდა, მამამისს აღარ მოუწევდა იმ პირქუშ სახლში
ცხოვრება, რომელსაც რიქშას ავტოფარეხი ესაზღვრებოდა. –
რატომ არ შეგიძლიათ მამაჩემი ჩემს სახლთან ახლოს გადმოიყ-
ვანოთ?
სუეზოს ეგონა, რომ საყვარლის მისაღებად მხოლოდ სახლი
დასჭირდებოდა, მაგრამ ახლა, ჯერ მამისა და ქალიშვილის პირ-
ველ ინტერვიუს დასთანხმდა, ახლა კი მოხუცი კაცის საცხოვრე-
ბელზეც უნდა ეფიქრა.
ოტამამ სუეზოს უთხრა:
– ეს ჩემი საქმეა. თქვენი შეწუხება არ მინდა.
მაგრამ რადგან უკვე ახსენეს, თემას გვერდს ვერ აუვლიდა.
სუეზოს უნდოდა ეჩვენებინა, როგორი ხელგაშლილი იყო.
სუეზომ ბოლოს თქვა:
– მისმინეთ. როცა მუენზაკაში საცხოვრებლად გადახვალთ,
მამათქვენისთვის სახლს იკე-ნო-ჰატაში ვიქირავებ.

მკითხველთა ლიგა 32
ყველაფერი ძალით მოხდა. როდესაც სუეზომ გაიგო, როგორ
აპირებდა ოტამა სახარჯი ფულის შეგროვებას იმისთვის, რომ მა-
მას დახმარებოდა, აზრი შეიცვალა.
ამგვარად, სუეზოს იმაზე მეტის გადახდა მოუწევდა, ვიდრე გა-
მოიანგარიშა. მაგრამ ყველაფერი სიმწრის გარეშე გადაიხადა,
მოხუცი შუამავალიც კი გაოცდა.
ოტამა და მამამისი ივლისის შუა რიცხვებში უკვე თავიანთ სახ-
ლებში ცხოვრობდნენ. სუეზო ისეთი მოხიბლული იყო გოგოს
მოკრძალებული მანერითა და გაუბედავი ლაპარაკით, რომ
თითქმის ყოველ ღამე სტუმრობდა. ის ძველებურად დაუნდობე-
ლი იყო, მაგრამ ოტამას სიმპათიის მოსაპოვებლად ყველაფერს
აკეთებდა. ამგვარად, მჯერა, რომ რკინის კაცის სისუსტეს ამას
ეძახიან.
სუეზო ოტამას ყოველთვის საღამოს სტუმრობდა, თუმცა ღა-
მით არასდროს რჩებოდა. შუამავლის დახმარებით ოტამამ მსა-
ხური დაიქირავა. უმე ცამეტი წლის გოგო იყო და სამზარეულოში
მუშაობდა, რაც ოტამასთვის სასიამოვნო ბავშვური თამაშივით
იყო. შედეგად, ოტამას დღისით საქმე არ ჰქონდა და დამლაპარა-
კებელიც არავინ ჰყავდა.
იმედი ჰქონდა, რომ მისი ბატონი ადრე მოვიდოდა და ნების-
მიერი ცვლილება ახარებდა. აქამდე სიტუაცია სხვანაირი იყო.
როცა მამამისი სავაჭროდ იყო, მაშინაც მარტო რჩებოდა, მაგრამ
მაშინ სანარდო სამუშაოს ასრულებდა. მეზობლის გოგონებთა-
ნაც კი არ მეგობრობდა, მიუხედავად ამისა, არასდროს უნანია,
არასდროს მოუწყენია. ის მხოლოდ საქმის შესრულების შემდეგ
მიღებულ ფულზე ფიქრობდა. შემდეგ მამამისის გაკვირვებულ
სახეს, მის სიამოვნების ღიმილს დაინახავდა. ნამდვილად, ის
თავდაუზოგავად შრომობდა. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვა-
რად იყო, ის მოწყენილობას გრძნობდა.

მკითხველთა ლიგა 33
მიუხედავად ამისა, ოტამას სუეზოს საღამო სტუმრობები შვე-
ბას გვრიდა. მამამისის პოზიცია ახალ სახლში მეტად რთული
იყო. ერთ ღამეში იმდენი ფუფუნება მიიღო, რაც არასდროს ჰქო-
ნია. საკუთარ თავს ეტყოდა ხოლმე:
– მოჯადოებული ვარ? ნამდვილად! მელამ მომაჯადოვა!
მაგრამ ცვლილებამ არ დააკმაყოფილა და ის დრო ენატრებო-
და, როცა ის და ოტამა საღამოებს ერთად ატარებდნენ, ზეთის
ლამპის ქვეშ, სამყაროს დაარსებაზე ლაპარაკობდნენ და არავინ
აწუხებდათ.
– კარგი სიზმარი იყო, – თქვა თავისთვის მოხუცმა კაცმა. –
ძველი დრო არ დაბრუნდება.
სხვა დროს კი ამბობდა:
– როდის მოვა? ველოდები. მაგრამ როდის მოვა?
მათი განშორების შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და ქალიშ-
ვილი ჯერაც არ სტუმრებია.
პირველი რამდენიმე დღე მოხუცი კაცი სახლით, სოფლელი
მსახურით და კომფორტით კმაყოფილი იყო. მსახური საჭმელს
უმზადებდა და ჭიდან წყალს ეზიდებოდა. მოხუცი კაციც ცდილობ-
და რამე გაეკეთებინა და გოგოს ოთახების დალაგებაში ეხმარე-
ბოდა. ხანდახან გვიდა. ხანდახან კი გოგოს საყიდლებზე უშვებ-
და. და საღამოობით, როცა სამზარეულოდან ხმას გაიგებდა, ფიჭ-
ვის ხის მიწას რწყავდა. შემდეგ, მისი ჩრდილი დაბალ ფანჯარაში
გამოჩნდებოდა, ფანჯრის რაფაზე ხელებდაყრდნობილი, პირში
ჩიბუხით, უენოს ბორცვზე მფრინავ ყვავებსა და ტბორში მდგარ
ხის ტაძარს უყურებდა, სადაც ლოტუსის ყვავილები დაცურავ-
დნენ.
თქვა, რომ თავისი იღბლითა და მდგომარეობით კმაყოფილი
იყო, თუმცა მაინც ფიქრობდა:

მკითხველთა ლიგა 34
– მარტომ გავზარდე. დაბადებიდან მასზე ვზრუნავდი. სიტყვის
თქმაც კი არ გვჭირდებოდა. ლაპარაკის გარეშე გვესმოდა ერ-
თმანეთის. ქალიშვილი, რომელიც ყოველთვის კეთილი იყო, ყო-
ველთვის ჩემს დაბრუნებას ელოდა.
მოხუცი კაცი საათობით იჯდა ფანჯარასთან, ტბორს ან ქუჩაში
მოსეირნე ხალხს უყურებდა.
ხანდახან უნდოდა დაეძახა:
– ოტამა! შეხედე! დაინახე კობრი როგორ ამოხტა?
როცა უცნობი ჩაივლიდა, ქალიშვილის ფანჯარასთან მოხმო-
ბა უნდოდა:
– უცხოელი! როგორი ქუდი ახურავს! მთელი ჩიტი აზის!
როგორ უნდოდა ოტამასთვის ეთქვა:
– ასეთი ხედი ოდესმე გინახავს?
და გული სტკიოდა, რომ არ შეეძლო.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო ფიცხი ხდებოდა. მსახურის გა-
კეთებულ საჭმელს იწუნებდა. წლებია მსახური არ ჰყოლია, ამი-
ტომ გულკეთილი მოხუცი ცდილობდა არ დაეტუქსა. მსახურს
რაც არ უნდა ექნა, ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო, მოხუცი მსა-
ხურის თანდასწრებით თავს უხერხულად გრძნობდა. ჯეროვნად
რომ შევაფასოთ, გოგონას – სოფლიდან ტოკიოში ახალჩამო-
სულს – ოტამასთან შედარება სამწუხარო იყო, მან ხომ ყველა-
ფერს კარგად გაართვა თავი და ყველაფერი ნაზად და ჩუმად გა-
აკეთა.
ბოლოს, ახალ სახლში გადასვლიდან მეოთხე დღეს, მოხუცი
შეძრწუნდა, როცა დაინახა, მსახურმა წვნიანში ცერა თითით ჩა-
ყოფილი საუზმე როგორ შემოუტანა.
– აღარაფერი მომიტანო! წადი! – ამდენის თქმის გამბედაობა
ეყო.

მკითხველთა ლიგა 35
საუზმის შემდეგ ფანჯარასთან თავისი ჩვეული ადგილი დაიკა-
ვა. არ ეგონა, თუ იწვიმებდა და ასეთ გრილ ამინდში სასეირნოდ
გასვლა უნდოდა. ტბორთან სეირნობდა და ფიქრობდა:
– შეიძლება მოვიდეს, სანამ სახლში არ ვიქნები.
თავის სახლს ხშირად უყურებდა.
მალევე პატარა ხიდთან მივიდა, რომელიც მუენზაკასკენ მი-
დიოდა. თავის ქალიშვილთან წავიდეს? მაგრამ ვერ გაბედა იქით
წასვლა. თითქოს მასა და თავის ქალიშვილს შორის კედელი აღი-
მართა. დედას არ ექნება ასეთი გრძნობა თავისი ერთადერთი ქა-
ლიშვილის მიმართ. ხიდზე გადასვლის მაგივრად, ტბორის გარ-
შემო სეირნობდა და ამაზე ფიქრობდა. მოულოდნელად შეამ-
ჩნია, რომ სუეზოს სახლის წინ იდგა. ადრე შუამავალმა ანახა სად
მდებარეობდა. ახლოდან უკეთესი ჩანდა, გარშემო მაღალი ტა-
ლახის კედელი და ბოლოში ბამბუკის ჯოხები ჰქონდა მიჭედებუ-
ლი დიაგონალურად. მოსაზღვრე სახლი მწერალ ფუკუჩის ეკუთ-
ვნოდა, ფართო მიწა ჰქონდა, მაგრამ სახლი ძველმოდური და
არც ისეთი მხიარული და პრეტენზიული იყო, როგორიც სუეზოსი.
მოხუცი კაცი ცოტა ხანი სუეზოს სახლის წინ იდგა, თვალებით
თეთრ ხის ჭიშკარს უყურებდა, თუმცა შესვლაზე არც უფიქრია.
მოხუცი კაცი კონკრეტულად არაფერზე ფიქრობდა, მაგრამ
გაოცებული ჩანდა, გრძნობებმა შემოუტიეს, მარტოსულობა იგ-
რძნო და ცხოვრების ხანმოკლეობას მიხვდა, ცხოვრების ცვლი-
ლებას. თუ ამ გრძნობების მეტად დაკონკრეტებას მთხოვთ, ეს იმ
მშობლის გრძნობა იყო, ვინც ქალიშვილის საყვარლად გაყიდ-
ვით თავი დაიმცირა.
კვირა გავიდა და ოტამა ჯერაც არ მოსულა. მოხუცს თავის
თავზე ნერვები ეშლებოდა, ასე ძალიან რომ უნდოდა მისი ნახვა
და ფიქრობდა:
– დავავიწყდი? ახლა კომფორტულადაა. რატომაც არა?

მკითხველთა ლიგა 36
ეს ეჭვები ისეთი სუსტი იყო, რომ მათით თამაშობდა. ისინი ეჭ-
ვები იყო, თუმცა არა ისეთი, რომ ოტამა შეზიზღებოდა. მაგრამ
რაც არ უნდა ირონიული იყოს, დაიჩურჩულა:
– ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს.
შემდეგ სხვა მხარეს წავიდა:
– სახლიდან გავდივარ, ბევრი რომ არ ვიფიქრო. მოვიდეს,
როცა არ ვიქნები! ინანებს, რომ ვერ მნახა. მაგრამ გარეთ რომ
ვიქნები იდარდებს? მისი სტუმრობა მაინც უშედეგო იქნება. ამან
უნდა გააბრაზოს. ასე მოუხდება! – სეირნობისას რამდენჯერმე
იმეორებდა ერთი და იგივეს.
პარკში მიდიოდა, ჩრდილში სკამზე ჯდებოდა, შემდეგ დგებო-
და და ისევ სეირნობდა. რიქშას თუ დაინახავდა, ამბობდა:
– აჰ! მესტუმრა! ოჰ, გაბრაზდება, შინ რომ არ დავხვდები. ჭკუ-
ას ისწავლის! – და ის რომც დაესაჯა, ამით თავის თავსაც გამოც-
დას უწყობდა.
საღამოობით თეატრში სიარული დაიწყო, მეზღაპრის ამბები-
სა და დრამატული ბალადების მოსასმენად. გონებაში წარმოიდ-
გენდა, რომ ამ დროს ეწვეოდა ქალიშვილი, მაგრამ იმასაც ფიქ-
რობდა, რომ ის დარბაზში შეიძლებოდა ყოფილიყო და ოტამას-
ნაირი ვარცხნილობის ახალგაზრდა ქალებს აკვირდებოდა. ერ-
თხელ დარწმუნებული იყო, რომ დაინახა. შესვენების დროს
დარბაზში ქალი შემოვიდა, თან კომპანიონი ახლდა, რომელსაც
იუკატა და პანამას ქუდი ეხურა, მაშინ ეს მოდაში იყო. მოხუცი კა-
ცი უყურებდა ქალი აივანზე როგორ დაჯდა, ხელები მოაჯირზე და-
აწყო და სცენისკენ დაიხარა. მოხუცი კაცი კარგად დააკვირდა
ქალს და თქვა:
– არა, მისი სახე უფრო მრგვალია. ამას გარდა ოტამა უფრო
მაღალია. – ამასთანავე, ქალს რამდენიმე კომპანიონი ჰყავდა.
ყველანი გეიშები და შეგირდები იყვნენ.

მკითხველთა ლიგა 37
სტუდენტმა დაიჩურჩულა:
– ეს ფუკუჩია!
ოტამას მამა წარმოდგენის შემდეგ დარბაზს ტოვებდა, როცა
კაცი გეიშებისა და შეგირდების თანხლებით დარბაზიდან გადი-
ოდა, წინ ქალი მიუძღვებოდათ, რომელსაც გრძელტარიანი ფა-
რანი ეჭირა, ზედ კი წითელი იეროგლიფებით თეატრის სახელი
ეწერა.
მოხუცი კაცი კომპანიის მიმართულებით მიდიოდა, ხან წინ,
ხან კი უკან მიჰყვებოდა მათ.
საბოლოოდ სახლში მივიდა.

მკითხველთა ლიგა 38
თავი მეცხრე

ოტამას, რომელიც მუდამ მამამისთან ერთად იყო, ძალიან უნ-


დოდა გაეგო როგორ იყო მამა. მიუხედავად მისი სურვილისა, მა-
მასთან სტუმრობა ვერ შეძლო. ეშინოდა, რომ სუეზო მაშინ მოვი-
დოდა, როცა გასული იქნებოდა და გაბრაზდებოდა, რომ ვერ
იპოვიდა. ჩვეულებრივ სუეზო საღამოს მოდიოდა და თერთმეტ
საათამდე რჩებოდა, მაგრამ უდროო დროსაც სტუმრობდა ხოლ-
მე.
როცა პირველად დღისით ესტუმრა, ნახშირის ღუმლის წინ
დაჯდა და თქვა:
– გზად შემოგიარე. სიგარას მოვწევ და წავალ.
სინამდვილეში, ოტამამ იცოდა, რომ სუეზო მოვიდოდა, ამი-
ტომ გამბედაობა არ ჰყოფნიდა სახლიდან გასულიყო. შეეძლო
დილას წასულიყო, მაგრამ უმეს არ ენდობოდა. ამასთან, არ უნ-
დოდა ვინმეს დაენახა და მიშტერებოდა. ისეთი მორცხვი იყო,
რომ სანამ საჯარო აბაზანაში წავიდოდა, უმეს უშვებდა, რომ ენა-
ხა, ადგილი ხალხმრავალი იყო, თუ არა.
გადმოსვლიდან მესამე დღეს, შეშინდა. საკმაოდ მორცხვი
იყო იმისთვის, რომ სიტუაციისთვის საკმარისზე მეტი ყურადღება
მიექცია. მუენზაკაში გადმოსვლის პირველ დღეს ბოსტნეულის
გამყიდველმა და მეთევზემ დაუძახეს. როცა მათ კლიენტობას
დასთანხმდა, ანგარიშის წიგნაკი მისცეს. ერთ დღეს, როცა თევზი
არ მოუტანეს, უმე გაგზავნა სადილისთვის თევზის საყიდლად.
ოტამა ყოველდღე თევზის ჭამას მიჩვეული არ იყო, სადილს ამ-
გვარი დელიკატესების გარეშე მიირთმევდა. არც მამამისი იყო
წუნია მჭამელი, კმაყოფილი იყო, თუ საჭმელი კარგად მომზადე-

მკითხველთა ლიგა 39
ბული და ჯანსაღი იყო. მაგრამ ერთხელ გაიგო, მათი ძველი მე-
ზობელი მათზე ამბობდა:
– რამდენიმე დღეა თევზი არ უჭამიათ, – გაახსენდა მაშინ რო-
გორ შერცხვა, ამიტომ თევზის საყიდლად უმე გაგზავნა. – უმემ
არ უნდა იფიქროს, რომ ფულს ვზოგავ, სუეზოს მიმართ უსამარ-
თლობა იქნება. ის ასეთი არ არის, – თქვა მან.
მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მსახური ატირებული დაბრუნდა.
– რა მოხდა? მითხარი, – ეუბნებოდა ოტამა.
– თევზის ბაზრობაზე ვიყავი, მაგრამ იქ არა, საიდანაც ჩვენ
ვყიდულობთ თევზს. ვეძებე, მაგრამ ჩვენი მეთევზე ვერ ვიპოვე.
და ვიფიქრე: ‘ალბათ თევზაობის შემდეგ სანაპიროზე ყიდის ახალ
თევზს.’ შემდეგ ახალი სკუმბრია ვნახე, ‘რა ღირს?’ ვკითხე გამ-
ყიდველ ქალს. ‘აქამდე არასდროს მინახიხარ,’ ფასის მაგივრად
მიპასუხა. ‘რომელი სახლიდან ხარ?’ მკითხა მან. და როცა ვუთ-
ხარი, გაბრაზებული სახე მიიღო. მითხრა, ‘სამწუხაროა. დაბრუნ-
დი საიდანაც მოსულხარ და შენს ქალბატონს უთხარი, რომ
თევზს მევახშის მეძავებზე არ ვყიდით!’ შემდეგ ზურგი შემაქცია,
ჩიბუხი მოწია, თითქოს იქ არც ვყოფილვარ!
უმე ისეთი შოკირებული იყო, სხვა მაღაზიასთან არ მისულა და
სახლში გამოიქცა. ეს უბრალო გოგო, სოლიდარული ჟესტებით
უყვებოდა თავის ქალბატონს სიტყვა-სიტყვით ყველაფერს.
უმეს მოსმენისას, ოტამას სახეზე ფერი დაეკარგა და ხმა ვერ
ამოიღო. გამოუცდელ გოგოს გრძნობები არეოდა. აზრები აებნა
და გული ისე დაუმძიმდა გაურკვევლობისგან, რომ მთელი სის-
ხლი შეიწოვა, სახეზე ფერი დაკარგა და ზურგზე ცივმა ოფლმა და-
ასხა.
ასეთ მომენტებში, უმნიშვნელო ფიქრები გვიპყრობენ ხოლმე.
ამ სირცხვილის შემდეგ, უმე გააგრძელებდა მასთან მუშაობას?

მკითხველთა ლიგა 40
უმემ შეამჩნია, რომ მისმა სიტყვებმა ქალბატონი დაამწუხრა.
მაგრამ არ იცოდა, ასე რამ შეაძრწუნა. გოგო სახლში მაშინვე
დაბრუნდა, მაგრამ სადილი აუცილებელი იყო და ფული ჯერ კი-
დევ სარტყელში ედო.
– ასეთ საზიზღარ ადამიანს არასდროს შევხვედრილვარ! –
თანაგრძნობით სავსე სახით თქვა უმემ. – ეგეთ ადგილას ვინ იყი-
დის რამეს? მე ნამდვილად არა. იქ სხვა მაღაზიაცაა. მელიის ტა-
ძართან. მანდ წავალ. ახლავე წავალ, – ბალიშიდან წასასვლე-
ლად წამოდგა.
ოტამამ გაუღიმა და თავი დაუქნია, გული აუჩუყდა უმეს მეგობ-
რობაზე. უმე კი ოთახიდან სწრაფად გავიდა.
ოტამა არ ამდგარა. როცა დაძაბულობა ცოტა შემსუბუქდა, ჩუ-
მად ატირდა და კიმონოს სახელურში ცხვირსახოცს დასწვდა. ხმა
მოესმა:
– უსამართლობაა! რა სისასტიკეა!
ეს მისი გაურკვევლობა იყო. მას არ სძულდა ის ქალი, ვინც
თევზის მიყიდვაზე უარი უთხრა, არც დამწუხრებული და შეძრწუ-
ნებული იყო იმით, რომ მისმა სტატუსმა უბრალო თევზის მაღაზი-
ას დააშორა. სუეზოს მიმართ ზიზღსაც არ გრძნობდა, ვინც იყიდა
და მევახშე აღმოჩნდა. ასეთ კაცთან ყოფნა სამარცხვინო იყო,
მაგრამ არც ეგ უგრძნია. გაგონილი ჰქონდა, რომ მევახშეები სა-
ზიზღარი ადამიანები იყვნენ, მათ ზემოდან უყურებდნენ, მათი
ეშინოდათ და ვერ იტანდნენ. ადრე მამამისს ლომბარდის მფლო-
ბელთან ჰქონდა საქმე. და არც კი დაუჩივლია, როცა კლერკმა
მამამისს საჭირო თანხა არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი
კაცების არსებობის შესახებ იცოდა, მას მათი ისე ეშინოდა, რო-
გორც ბავშვს კაციჭამიასი ან პოლიციელის ეშინია. მაშ, რა იყო
ეს სასოწარკვეთა, მოულოდნელად რომ იგრძნო?

მკითხველთა ლიგა 41
მას სამყაროს და საერთოდ კაცების მხრიდან უსამართლობის
გრძნობა არასდროს უგრძნია. მას საკუთარი ბედისწერის მი-
მართ ჰქონდა ასეთი გრძნობა. მას ცუდი არაფერი გაუკეთებია,
მიუხედავად ამისა, სამყარო დევნიდა. ეს გულს ტკენდა. ეს იყო
მისი სასოწარკვეთის მიზეზი. როცა გაიგო, რომ პოლიციელმა
მოატყუა და მიატოვა, მაშინ პირველად გამოიყენა ეს სიტყვები:
“უსამართლობაა! რა სისასტიკეა!” და მეორედ მაშინ, როცა იძუ-
ლებული გახდა საყვარლად დამდგარიყო. და ახლა, როცა მიხ-
ვდა, რომ ის არამარტო მეძავი, არამედ მევახშის მეძავი იყო, ვი-
საც სამყარო ვერ იტანდა, დროთა განმავლობაში მიძინებული
სირცხვილის გრძნობა განუახლდა. გასაგებად რომ აგიხსნათ, ეს
ოტამას ემოციების შინაარსი იყო.
მალევე წამოდგა, კარადა გამოაღო და ტყავის ჩანთიდან თა-
ვისი შეკერილი ჩითის წინსაფარი ამოიღო. წინსაფარი წელზე შე-
მოირტყა და სამზარეულოში ოხვრით შევიდა. მისი აბრეშუმის
წინსაფარი კაბას უფრო ჰგავდა, ამიტომ სამზარეულოში არას-
დროს გაუკეთებია. ისე უყვარდა სისუფთავე, რომ მაშინაც კი,
როცა ადვილად გასარეცხი საზაფხულო კიმონო ეცვა, თმაზე
პირსახოცს იხვევდა, საყელო რომ არ დასვროდა.
ნელ-ნელა აზრები დაულაგდა. დავიწყებას მისი გონება მიჩ-
ვეული იყო. სიახლეებს კარგად დაზეთილი მანქანასავით ეჩვეო-
და მისი გონება.

მკითხველთა ლიგა 42
თავი მეათე

ერთ საღამოს, როცა სუეზო ესტუმრა, ოტამას წინ, თავის ჩვე-


ულ ადგილას დაჯდა. ახალ სახლში სუეზოს პირველი ვიზიტის
შემდეგ, ოტამა ნახშირის ღუმლის წინ ბალიშს დებდა. სუეზო იქ
ჩიბუხით ჯდებოდა, უმნიშვნელო ლაპარაკს აბამდა. ოტამა ყვე-
ლაფერს ერთი სიტყვით პასუხობდა. ოტამა რამდენიმე სიტყვას
იტყოდა, ღუმელს ხელებს უშვერდა, ნახშირის სატეხით თამაშობ-
და, ყველაფერს აკეთებდა, დაკავებული რომ ყოფილიყო. ღუმ-
ლის წინ ეს ადგილი რომ არ ჰქონოდა, არ იცოდა, რას იზამდა.
შეიძლება ითქვას, რომ საშიში მტრის წინააღმდეგ თავდასაცა-
ვად მხოლოდ ღუმელი ჰქონდა.
მათი ლაპარაკის დროს, ოტამა სუეზოს იმ დროზე უყვებოდა,
როცა მამამისთან ერთად ცხოვრობდა. სუეზო ღიმილით უსმენ-
და, არა იმიტომ, რომ აინტერესებდა რას ამბობდა, არამედ იმი-
ტომ, რომ მისი ხმა მოსწონდა. თითქოს ბზიკის სუფთა ხმას უსმენ-
და. შემდეგ უცებ ოტამა დაიმორცხვებდა, გაწითლდებოდა, სათ-
ქმელს სწრაფად იტყოდა და გაჩუმდებოდა. სუეზო ხედავდა, რომ
ოტამას მეტყველება და ქცევა ისეთი უმწიკვლო იყო, როგორც
ბრტყელი ვაზის ძირს ჩამდგარი წყალი. ოტამასთან ლაპარაკი
ისეთ სიხარულს ანიჭებდა, როგორც სამსახურის დამღლელი
დღის შემდეგ თბილი აბაზანის მიღება. ოტამასთან სიარულის
შემდეგ, სიხარულის ეს ახალი გრძნობა გაუაზრებლად “კულტუ-
რულს” ხდიდა. პრიმიტიულ მხეცს მგრძნობიარე ხელები თუ და-
ამშვიდებს.
მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, სუეზომ დაინახა, რომ ოტამა
მოუსვენრობამ შეიპყრო. როცა სუეზო ღუმლის წინ ჯდებოდა,
ოტამა დგებოდა, უმნიშვნელო საქმეებით კავდებოდა. მათი ურ-

მკითხველთა ლიგა 43
თიერთობის დაწყების დღიდან, ოტამა სუეზოს მზერას თვალს
არიდებდა და პასუხის გაცემისას ყოყმანობდა. მისი ეს ქცევა ისე-
თი უცნაური იყო, რომ რამე ახსნა ექნებოდა.
– მითხარი, – თქვა სუეზომ, თან ჩიბუხს ავსებდა, – რაღაც გა-
წუხებს. რა გაწუხებს?
– არა, – თქვა ოტამამ, თვალები გაუფართოვდა, – არაფერი
მაწუხებს.
ღუმლის ერთ-ერთი უჯრა გამოაღო, თითქოს დასალაგებლად,
მაგრამ უკვე დალაგებული ჰქონდა. რაღაცას მოძებნა დაიწყო,
თუმცა არაფერი სჭირდებოდა. სუეზო ხედავდა, რომ მის თვა-
ლებს საიდუმლოს შენახვა არ შეეძლო.
გაუცნობიერებლად შუბლშეკრული, უცებ გახალისდა.
– ოტამა, რაღაცაზე ნერვიულობ. სახეზე გაწერია. წაკითხვაც
კი შემიძლია. აი, – თქვა მან და ყურადღებით დააკვირდა. – აი!
‘დაბნეული ვარ. რა ვქნა? რა გავაკეთო?’
ოტამას შერცხვა და ცოტა ხნით ჩუმად იჯდა, თითქოს არ იცო-
და, საიდან დაეწყო. სუეზო ამ დელიკატური ინსტრუმენტის მოძ-
რაობას უყურებდა.
– მე – ეს მამაჩემს ეხება. მინდა ვესტუმრო – ამ დღეებში... და
დიდი დრო გავიდა, რაც...
მიუხედავად იმისა, რომ კაცს ამ რთული მანქანის მოძრაობის
დანახვა შეეძლო, მისი მთლიანი მუშაობის გაგება არ შეეძლო.
მწერს, რომელსაც მასზე დიდი და ძლიერი სახეობებისგან გაქცე-
ვა უწევს, იმიტირების უნარი აქვს. ქალი იტყუებოდა.
– რა! – საყვედურის ტონის მიუხედავად, ღიმილით თქვა სუ-
ეზომ. – ჯერ კიდევ არ სტუმრებიხარ? იკე-ნო-ჰატაში, შენს ცხვირ-
წინ ცხოვრობს. მეორე მხარეს ივასაკის სახლია. თითქმის ერთად
ცხოვრობთ. თუ გინდა, ახლა წავიდეთ, თუმცა ხვალ აჯობებს.

მკითხველთა ლიგა 44
– მაგრამ – ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე – უნდა გავითვა-
ლისწინო, – თქვა ოტამამ, ნახშირის სატეხით ფერფლს ურევდა
და სუეზოს მალულად უყურებდა.
– სისულელეა! – შეაწყვეტინა სუეზომ. – ასეთ უბრალო რამეს
მიზეზი არ სჭირდება! რა ბავშვი ხარ! – რბილი ხმით უთხრა მან.
ლაპარაკი აქ დასრულდა. მოგვიანებით სუეზომ სასაცილო
გალანტურობით ისიც კი უთხრა:
– შენ თუ ვერ შეძლებ, დილას მოვალ და წაგიყვან. რამდენიმე
ასეულ იარდშია!
მოგვიანებით ოტამა ბევრ რამეზე დაფიქრდა. როცა სუეზოს
საიმედო და ყურადღებიანი, ამასთან გულისხმიერი სახე დაინა-
ხა, დაინტერესდა, საბაზო პროფესია რატომ აირჩია.
– მისი შეცვლა შემიძლია, ვეტყვი, სხვა რამე მოძებნოს.
მაგრამ იცოდა, რომ ეს მის ძალებს აღემატებოდა. მიუხედა-
ვად ამისა საკუთარ თავს გამოუტყდა:
– საზიზღარი არ არის! მევახშე რომც იყოს, საზიზღარი არ
არის!
სუეზომ კი ოტამას გონების ფსკერი დაინახა, მისი ხმა გაიგო
და ბავშვური უბრალოება იპოვა. მაგრამ იმ ღამეს, თერთმეტი სა-
ათის შემდეგ, მუენზაკასკენ რომ მიდიოდა, რაღაცას მიხვდა.
პრობლემას მალევე მიხვდა.
– რაღაც, – მან გამოიცნო, – ვიღაცამ რაღაც უთხრა. რაღაც
ჩემ შესახებ. და ამაზეა გაბრაზებული.
მაგრამ არ იცოდა, ვინ რა უთხრა.

მკითხველთა ლიგა 45
თავი მეთერთმეტე

მეორე დილას, როცა ოტამა მამამისის სახლში მივიდა, საუზმე


ახალი დამთავრებული ჰქონდა. გარეთ გასასვლელად ამდენი
ხანი არასდროს მომზადებულა, ჩქარობდა, ფიქრობდა, რომ შე-
იძლება ადრე მისულიყო, მაგრამ მოხუცი კაცი ადრე დგებოდა,
სახლის შესასვლელი უკვე მოხვეტილი და მიწა მორწყული ჰქონ-
და. და ხელ-ფეხის დაბანის შემდეგ მარტო საუზმობდა.
მამამისის სახლიდან რამდენიმე კარის მოშორებით, ახალა-
შენებული გეიშების გართობის ადგილები იყო და საღამოობით
სამეზობლოში ხმაური იყო. მაგრამ მოხუცი კაცის კარის მეზობ-
ლები მასავით კარჩაკეტილად და ჩუმად ცხოვრობდნენ, განსა-
კუთრებით დილაობით.
მოხუცი კაცი დაბალი ფანჯრიდან, წინა ბაღში მდგარი ფიჭვის
ხის ტოტების გავლით, მწკრივად მდგარი ტირიფის ხეების სუსტ
ნიავში რხევას უყურებდა. მათ იქით, ტბორი ლოტუსის ფოთლებს
დაეფარა, მათი მწვანე ფერი, აქა-იქ ღია ვარდისფერი ყვავილე-
ბით, ადრეულად ყვავილობდა. ზამთარში მოხუცი კაცის სახლი
ცივი იქნებოდა, რადგან ჩრდილოეთით იყურებოდა, მაგრამ ზაფ-
ხულში იდეალური იქნებოდა.
მას შემდეგ, რაც ოტამამ თავისით აზროვნება დაიწყო, იმედი
ჰქონდა, რომ თუ შესაძლებლობა მიეცემოდა, მამამისს დაეხმა-
რებოდა. და როცა მამამისის სახლი ნახა, სიხარული ვერ დამა-
ლა, ფიქრობდა, რომ მისი სურვილი ასრულდა. მაგრამ მის სიხა-
რულსაც ჰქონდა სიმწრის გემო, რაც მათი პოზიციების შეცვლა
იყო.
– მამაჩემის ამის გარეშე ნახვა რომ შემეძლოს, როგორი ბედ-
ნიერი ვიქნებოდი! – თქვა თავისთვის.

მკითხველთა ლიგა 46
ანდაზაში აღწერილ იმედგაცრუებას გრძნობდა:
– აუსრულებელი ოცნება სამყაროს ჩვეულებაა.
მოხუცმა კაცმა საჭმელი ჩხირები დადო და ჩაის აკეთებდა,
როცა შესასვლელში ხმაური გაიგო. რადგან კარი სტუმარს არას-
დროს გაუღია, მოხუცი კაცი გაკვირვებული იყო. ჩაის ჭიქა დადო
და კარს მიაჩერდა. არავინ ჩანდა, მაგრამ როცა თავისი ქალიშ-
ვილის ხმა გაიგო:
– მამა, – კინაღამ წამოხტა და მის შესახვედრად გაიქცა. თუმ-
ცა არ ამდგარა, სიტყვებს არჩევდა და ფიქრობდა რა ეთქვა: – გა-
საკვირია მამაშენი რომ გახსოვს!
მაგრამ როცა ოტამა მისკენ გამოიქცა, ისეთი გაბრწყინებული
სახით, თითქოს მათი განშორების ტკივილისგან გათავისუფლე-
ბულიყო, მოხუცმა კაცმა ვეღარაფერი თქვა. თავისი სისუსტით
ისეთი უკმაყოფილო იყო, ოტამას ჩუმად უყურებდა.
გაიფიქრა, რა ლამაზიაო. ღარიბი როცა იყო, მისი ერთადერ-
თი ღირსება ოტამას სილამაზე იყო, მძიმე სამუშაოს არასდროს
აკეთებინებდა. მაგრამ ახლა, ათ დღიანი განშორების შემდეგ,
ოტამა ხელახლა დაბადებულს ჰგავდა. ახლანდელი ოტამა თავს
უვლიდა, მაგრამ ქალიშვილი, რომელიც ახსოვდა, დაუმუშავებე-
ლი ბრილიანტი იყო. მშობელი, ვინც საკუთარ ქალიშვილს ხე-
დავს და მოხუცი კაცი, ვინც ახალგაზრდა ქალს უყურებს, სილა-
მაზეს ვერ უარყოფს. ასეთი კაცები გრძნობენ, რომ სილამაზეს
გულის დამშვიდების ძალა აქვს.
მოხუც კაცს ხმა არ ამოუღია, უნდოდა ოტამას დაენახა, რომ
განაწყენებული იყო, მაგრამ ვერ გაუძლო და დარბილდა. ოტა-
მაც კი, ვინც აქამდე სულ მამამისთან ერთად იყო და ათი დღე არ
ენახა, გაჩუმდა. სათქმელი ბევრი ჰქონდა, მაგრამ მის სახეს მხო-
ლოდ სიამოვნებით უყურებდა.

მკითხველთა ლიგა 47
– დაამთავრეთ? – იკითხა მსახურმა, სწრაფად და ხმამაღლა,
როცა სამზარეულოს კართან გამოჩნდა.
ოტამამ გოგოს სიტყვები ვერ გაიგო. და როცა მსახურმა, რო-
მელსაც სავარცხლით ჰქონდა თმა აწეული, რაც მის მსუქან სახეს
არ უხდებოდა, ოტამა დაინახა, თავხედურად მიაშტერდა.
– წაიღე! და ახალი ჩაი მოიტანე! თაროდან გადმოიღე, – თქვა
მოხუცმა, ლანგარი წინ დადო, სამზარეულოში რომ წაეღო.
– ოჰ, საჭირო არ არის.
– რა სისულელეა! ტორტიც არის.
კარადასთან მივიდა და კრეკერები გამოიტანა და ტორტზე და-
დო.
– აქვე ახლოს საცხობია და იქ ამზადებენ ამათ. და იცი რა? იქ-
ვე კუთხეში ჯოენის თევზი სოიოს სოუსით იყიდება!
– აჰ, ჯოენი! მამა, გახსოვს საკონცერტო დარბაზში რომ წამიყ-
ვანე? ჯოენიც იქ იყო. ამბობდა, დღესასწაულზე გემრიელი თევზი
ჰქონდათო. როგორ ვიცინოდით! რა სასიამოვნო კაცი იყო! სცე-
ნაზე ავიდა და დაჯდომამდე კიმონო აიწია. სიცილი ძლივს შევი-
კავე. ნეტავ მასავით გასუქდე!
– რა? მასავით გავსუქდე? არასდროს! – თქვა მან და თეფში
ოტამას წინ დადო. მსახურმა ჩაი მალევე შემოიტანა და მამა-
შვილმა ისე დაიწყო ლაპარაკი, თითქოს გუშინ და გუშინწინაც
ენახათ ერთმანეთი.
– როგორ ხართ? – უცებ იკითხა. – სუეზო ხშირად გაკითხავს?
– დიახ… – ყოყმანით უპასუხა ოტამამ, არ იცოდა რა ეთქვა.
სუეზო არა “ხშირად,” არამედ ყოველღამე აკითხავდა. სუეზოს
ცოლი რომ ყოფილიყო და ეკითხათ, ქმარს როგორ ეწყობიო, სი-
ხარულით უპასუხებდა: “შესანიშნავად! ჩვენზე ნუ იდარდებთ.”
მაგრამ რადგან საყვარელი იყო, სუეზოს ღამის ვიზიტებზე ვერა-
ფერს იტყოდა.

მკითხველთა ლიგა 48
– არაფერი გვიჭირს, – დაფიქრების შემდეგ თქვა მან. – ჩემზე
არ ინერვიულო. გთხოვ.
– მაშ, ყველაფერი კარგადაა… – ქალიშვილის პასუხმა არ და-
ამშვიდა, ორივე გაჩუმდა და ჭამა დაიწყეს. ერთმანეთისთვის
არაფერი დაუმალავთ, მაგრამ ახლა ფორმალურად ლაპარაკობ-
დნენ, თითქოს ერთმანეთისთვის არაფერი იყვნენ. როცა პოლი-
ციელმა ისინი მოატყუა და ამის გამო მეზობლების რცხვენოდათ,
ერთმანეთის მაშინაც სჯეროდათ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ
რაც მოხდა, მათი ბრალი არ იყო. თუმცა ეს განსხვავებული სიტუ-
აცია იყო, რადგან სასოწარკვეთილი გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ, რამაც კომფორტულ პოზიციებზე მოაწყო ისინი, მტკივ-
ნეულად აშკარა გახდა, რომ მათ შორის უხილავი ბარიერი აღი-
მართა.
ისევ სიჩუმე ჩამოწვა. მოხუც კაცს უფრო კონკრეტული პასუხი
უნდოდა, ამიტომ კითხვა ახლებურად დასვა.
– როგორი კაცია?
– მოდი, დავფიქრდე, – თქვა ოტამამ, თავი გვერდზე ისე გადა-
ხარა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. – ყველაფრის
მიუხედავად, ცუდი კაცი არ არის. ცუდი არაფერი უთქვამს – თუმ-
ცა ჯერ რამდენიმე დღე გავიდა.
მოხუცი კაცი დაბნეული ჩანდა.
– ჰმ… ცუდი რატომ უნდა იყოს?
ოტამამ მამამისს შეხედა, გული აუჩქარდა. მიხვდა, რომ ახლა
ჰქონდა შანსი ეთქვა რაც გაიგო, თუმცა არ უნდოდა მისთვის
პრობლემები დაემატებინა. მისი დამშვიდება უნდოდა. მამამისი
კომფორტულად იყო. უცებ გადაწყვიტა: “არ ვეტყვი!” მიუხედავად
იმისა, რომ მათ შორის არსებული ბზარი გაიზრდებოდა, ამასაც
საიდუმლოდ შეინახავდა, იმ საიდუმლოს უკან, რომელიც ორი-
ვემ იცოდა; სუეზოს საყვარლად დადგომა.

მკითხველთა ლიგა 49
ლაპარაკი სხვა საკითხზე გადაიტანა:
– უბრალოდ გავიგე, რომ ფული ჭკვიანურად იშოვა. და ამან
დამაფიქრა იმაზე, როგორი კაცი იყო. რა შემიძლია მასზე ვთქვა?
ოჰ... ჯენტლმენივით გამოიყურება. არ ვიცი მართლა ჯენტლმე-
ნია, თუ არა. თუმცა მგონია, რომ ცდილობს ჯენტლმენს დაემ-
სგავსოს. და მამა, კარგი არ არის რომ ცდილობს?
ამ სიტყვის შემდეგ მამამისს შეხედა. თუმცა ქალი რაც არ უნდა
პატიოსანი იყოს, მამაკაცისგან განსხვავებით, ყოყმანის გარეშე
ამბობს ყველაფერს რასაც ფიქრობს. და შეიძლება ითქვას, რომ
ასეთ დროს მოლაპარაკე ქალები ყველაზე გულწრფელები
არიან.
– შეიძლება მართალი ხარ. მაგრამ ისე ლაპარაკობ, თითქოს
მას არ ენდობი.
– აჰ, ჭკუა მემატება, – თქვა მან ღიმილით, – ნელ-ნელა. ამიე-
რიდან ვეღარ გამაცურებენ. არ ფიქრობ, რომ მამაცი ქალი ვარ?
მოხუც კაცს ქალიშვილის ასეთი შეპასუხება თავდაჭერილი
ეგონა და უნდობლობით უყურებდა.
– ოტამა, მთელი ჩემი ცხოვრება მასულელებდნენ. მაგრამ
იცი, სჯობს გაგასულელონ, ვიდრე გაასულელო. მნიშვნელობა
არ აქვს ადამიანი რა მდგომარეობაშია, რაც გმართებს, ის უნდა
დააბრუნო. ვალდებულებებს არ უნდა უღალატო.
– ამაზე არ იდარდო, მამა. ხშირად მეუბნებოდი: ‘ტა-ბო გულ-
წრფელია.’ ვიცი, რომ ასეა. მაგრამ გადავწყვიტე, რომ არავის
მივცემ ჩემი გაცურების უფლებას. არავის მოვატყუებ. მაგრამ მეც
ვერავინ მომატყუებს. ამას არ დავუშვებ.
– გამოდის, სუეზოს არ ენდობი?
– ასე არ არის. ისე მექცევა, თითქოს ბავშვი ვიყო. არ მიკვირს,
რომ ასე მეპყრობა. ფიქრობს, რომ ყველაფრის მალულად გაკე-
თება შეუძლია. არც ასეთი ბავშვი ვარ.

მკითხველთა ლიგა 50
– ამბობ, რომ მოგატყუა?
– მომატყუა. გახსოვს, შუამავალმა გვითხრა, რომ ცოლი გარ-
დაეცვალა და შვილები დარჩა. ქალს, რომელსაც შეიფარებდა,
ცოლივით მოექცეოდა, მაგრამ ვერ დაქორწინდებოდა. თქვა,
რომ ცოლად ვერ მომიყვანდა ჩვენი საცხოვრებელი პირობების
გამო. ცოლი ჰყოლია. თვითონ მითხრა. არ უყოყმანია. არც კი
შერცხვა. გაოცებული ვიყავი.
მოხუცი კაციც გაოცებული იყო.
– ნამდვილად? გამოდის, რომ შუამავალმა მოგვატყუა?
– მისმა ცოლმა ჩემ შესახებ არ უნდა გაიგოს. თავის ცოლს ატ-
ყუებს, მე როგორ ვენდო?
მოხუცმა კაცმა ოტამას მიმართ პატივისცემა იგრძნო და ისეთი
დაბნეული უყურებდა, რომ ჩიბუხიდან ფერფლის გადაყრა და-
ავიწყდა.
– ახლა უკან უნდა დავბრუნდე, – უცებ თქვა ოტამამ, თითქოს
რაღაც გაახსენდა. – გზა უკვე ვისწავლე, ამიტომ შემდეგზე მოს-
ვლა არ გამიჭირდება. დღეიდან ყოველდღე გინახულებ. აქამდე
იმიტომ ვერ მოვედი, რომ სუეზოს აზრს ველოდებოდი. მაგრამ
წინა ღამით ვუთხარი, რომ შენი ნახვა მინდოდა და თანხმობაც
მომცა. მეც აქ ვარ! ჩემი მსახური ბავშვივითაა. ჩემი დახმარების
გარეშე სადილს ვერ ამზადებს.
– თუ მისი თანხმობა გაქვს, აქ ისადილე.
– არა, სახლს მარტო ვერ დავტოვებ. ისევ მოვალ – ძალიან
მალე. ნახვამდის, მამა.
როცა წასასვლელად წამოდგა, მსახურმა შესასვლელთან მი-
ირბინა, ოტამას ფეხსაცმლის გასასწორებლად. უხეში ქალი ყვე-
ლა შემხვედრ ქალს აკვირდება. ერთმა ფილოსოფოსმა თქვა,
რომ ქალები, სხვა ქალებს, პირველივე შეხვედრისას მეტოქედ

მკითხველთა ლიგა 51
თვლიან. და ეს სოფლელი მსახური, ვინც ცერა თითს მუდმივად
სუპში ჰყოფდა, მშვენიერი ოტამას ლაპარაკს აყურადებდა.
– მაშ, კარგი, – თქვა ოტამას მამამ, ბალიშიდან არ წამომდგა-
რა. – მალე მოდი. სუეზოს მოკითხვა გადაეცი.
ოტამამ სარტყელიდან პატარა საფულე ამოიღო და მსახურს
ქაღალდში გახვეული ფული მისცა, ფეხსაცმელი ჩაიცვა და სახ-
ლიდან გავიდა.
იმედი ჰქონდა, რომ მამამისს ყველაფერს მოუყვებოდა და თა-
ნაგრძნობას მიიღებდა, მაგრამ სახლიდან ხალისიანი გამოვიდა.
მამამისთან საუბრისას უნდოდა ძლიერი და მტკიცე გამოჩენი-
ლიყო, არ უნდოდა მამამისის თავისუფლებისთვის საფრთხე შე-
ექმნა და იგრძნო, რომ საკუთარ თავში ფარული თვისება აღმოა-
ჩინა. აქამდე სხვებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ახლა თავდა-
ჯერებულობის ძალა იგრძნო. და ტბორთან სეირნობისას, სიხა-
რული იგრძნო.
მზე უკვე უენოს გორაკის თავზე იყო, აცხუნებდა და ბენტენის
ტაძარს ტბორის ზედაპირზე მუქ წითლად ღებავდა. ოტამა სიცხის
მიუხედავად მზის ქოლგას არ შლიდა.

მკითხველთა ლიგა 52
თავი მეთორმეტე

ერთ ღამეს, მუენზაკადან დაბრუნების შემდეგ, სუეზომ თავისი


ცოლი, ოცუნე, მარტო მჯდარი ნახა, მის გვერდით კი ბავშვებს
ეძინათ. ჩვეულებრივ ის ბავშვებთან ერთად იძინებდა. გაიგონა
ქმარი კოღოს ბადის ქვეშ როგორ შეძვრა. თავი დახარა, მისკენ
არ შებრუნებულა.
სუეზოს ლოგინი კედელთან იყო გაშლილი, ოჯახის წევრების-
გან მოშორებით. ბალიშის გვერდით დასაჯდომი ბალიში, მოსა-
წევის ნაკრები და ჩაი ედო. სუეზო ჩამოჯდა, ნახშირის ცეცხლზე
სიგარეტს მოუკიდა და რბილად თქვა:
– რა მოხდა? არ გძინავს?
ცოლმა არაფერი უპასუხა.
ცოლმა მშვიდობაზე უარი თქვა, ამიტომ სუეზო დათმობაზე არ
წავიდა. ცოლი განზრახ დააიგნორა და მოწევა განაგრძო.
– ამდენი ხანი სად იყავი? – უცებ თავი აწია, შეხედა და ჰკითხა
ცოლმა. მსახურის აყვანის შემდეგ უკეთ მეტყველებდა, მაგრამ
ქმართან ყოფნისას ძველებურ ვულგარულობას უბრუნდებოდა.
სუეზომ მტკიცედ შეხედა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მიხვდა,
რომ ქალმა რაღაც გაიგო, მაგრამ არ იცოდა რა, ამიტომ არაფ-
რის თქმა არ შეეძლო. სატყუარაზე არ წამოეგებოდა.
– ყველაფერი ვიცი! – აღმოხდა მას, ხმა აუკანკალდა და ტი-
რილი დაიწყო.
– ძალიან უცნაური ხარ. რა იცი? – თქვა მან, თითქოს გაკვირ-
ვებული იყო, მაგრამ მაინც მშვიდად ლაპარაკობდა.
– რამდენს ბედავ! თავს როგორ იკატუნებ? არც კი გრცხვენია!
– ქმრის სიმშვიდემ ისე ააღელვა, რომ ხმა ჩაუწყდა და ცრემლები
საღამურის სახელოთი მოიწმინდა.

მკითხველთა ლიგა 53
– მაინც არ მესმის რაზე ლაპარაკობ. მითხარი რას გულის-
ხმობ. წარმოდგენა არ მაქვს.
– აჰ. მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია, როცა გეკითხები, სად
იყავი-მეთქი? ასეთი რამ როგორ გააკეთე? მეუბნები ვმუშაობო
და მეძავს ინახავ! – მისი წითელი, ბრტყელ ცხვირიანი სახე თით-
ქოს ცრემლებში მოეხარშათო, ლოყაზე თმა მისწებებოდა. სვე-
ლი, ვიწრო თვალები ფართოდ გახელილი ჰქონდა და სუეზოს სა-
ხეში უყურებდა. უცებ მასთან მიხოხდა და ხელი სიგარეტიან ხელ-
ზე მოჰკიდა.
– შეწყვიტე! – თქვა სუეზომ, ხელი გაითავისუფლა. დასაჯდომ
ბალიშზე დაყრილი ფერფლი გადაფერთხა. მაგრამ ცოლმა ხელი
მოჰკიდა და ატირდა: – სამყაროში მეორე შენნაირი არის? ბევრი
ფული გაქვს, თვითონ ჯენტლმენივით იცმევ, ცოლს კი არაფერს
ყიდულობ. კიმონოსაც კი. მარტო ბავშვებს უვლი! ისეთი თვით-
კმაყოფილი ხარ, მეძავიც კი აიყვანე!
– მორჩი ტირილს! გესმის? – მისი ხელი ისევ მოიშორა. – ბავ-
შვებს გააღვიძებ. შენს ხმას მსახური გაიგებდა!
მისმა ცოლმა დაძაბულობა იგრძნო.
უცებ უმცროსი ბავშვი გადაბრუნდა და ძილში დაილაპარაკა,
სუეზოს ცოლი იძულებული გახდა, ხმადაბლა ელაპარაკა.
– რა გავაკეთო? – სახე ქმარს მკერდზე მიადო და ჩუმად ატირ-
და.
– არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ვიღაცამ აგაღელვა.
ვინ გითხრა, რომ საყვარელი მყავს, თუ რაღაც სისულელე? –
ლაპარაკისას შეამჩნია, ქალის აწეწილი თმა სხეულზე როგორ
ეკვროდა და გაიფიქრა: უშნო ქალი თმას ლამაზი ქალივით რა-
ტომ იკეთებს? ქალის თმის ნაცვლად, ახლა მის მძიმე მკერდს
გრძნობდა, რომელიც ბავშვებისთვის საკმარისი საჭმლით იყო
სავსე.

მკითხველთა ლიგა 54
– ვინ გითხრა? – ისევ ჰკითხა.
– რადგან სიმართლეა, მნიშვნელობა აღარ აქვს. – მკერდი
უფრო მაგრად მიადო.
– სიმართლე არ არის, ამიტომ მინდა გავიგო, ვინ მოგატყუა.
მითხარი.
– კარგი. თევზის გამყიდვლის ცოლმა – უვოკინმა.
– რა? რა? არ მესმის რას ამბობ! ვინ?
ოცუნე გასწორდა და გაიღიმა.
– უვოკინის ცოლმა.
– მაგ ქალმა! ასეც ვფიქრობდი. – კიდევ ერთი სიგარეტი აიღო
და ცოლის აღელვებულ სახეს რბილად შეხედა. – ამბობენ, გა-
ზეთს შეუძლია საზოგადოებას ადამიანზე აზრი შეაცვლევინესო,
მაგრამ არასდროს მინახავს ასე მომხდარიყოს. ჭორმა კი ეს მო-
ახერხა. სამეზობლოში ყველას საქმეში ერევა. მის სიტყვებს ვინ
დაიჯერებს? მომისმინე. სიმართლეს გეტყვი.
სუეზოს ცოლი თითქოს ნისლში იყო გახვეული, ფიქრობდა,
მის ტყუილებს არ წამოგებოდა, ამიტომ ყურადღებით უსმენდა.
ყურადღებით აკვირდებოდა და უსმენდა. მაგრამ როცა სუეზომ
ლაპარაკისას რთული სიტყვები გამოიყენა, დანებდა.
თავისი მგრძნობიარე სახე ცოლის სახესთან ახლოს მიიტანა
და სიგარეტის თანხლებით მოყოლა დაიწყო:
– სტუდენტი იოშიდა გახსოვს, ხშირად მოდიოდა ჩვენთან, ოქ-
როს ჩარჩოიანი სათვალე და აბრეშუმის ტანსაცმელი ეცვა. ახლა
ჩიბაში – საავადმყოფოში მუშაობს. მაგრამ ჩემი იმდენი მარ-
თებს, ორ-სამ წელიწადში ვერ გადაიხდის. საცხოვრებელში
ცხოვრებისას ერთ ქალს ხვდებოდა. ეს ქალი ცოტა ხნის წინ ნანა-
მაგარში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. თავიდან ფულს თვი-
ურად უგზავნიდა. მაგრამ წლის პირველი თვიდან გაქრა. ქალი
ჩემთან მოვიდა და მთხოვა იოშიდა მომეძებნა. ალბათ გაგიკვირ-

მკითხველთა ლიგა 55
დება ამ ქალზე რომ ვიცი! იოშიდამ ნანამაგარიში დამიბარა ჩვე-
ნი შეთანხმების გასაახლებლად. შიშობდა, რომ ჩემთან სახლში
მოსვლით მეგობრები იცნობდნენ. ასე გავიცანი ის ქალი. ქალის
თხოვნა ჩემთვის სამარცხვინო იყო, მაგრამ საქმისთვის დავთან-
ხმდი. თუმცა ჯერ კიდევ არ მოგვარდა. ქალი კი რაღაცებს
მთხოვს. ახლა ვნანობ, ხიფათში რომ გავეხვიე. უკვე ვეღარ ვუმ-
კლავდები. ფულის პრობლემა იყო და ამას გარდა, მთხოვა მის-
თვის კომფორტული სახლი მომეძებნა – ცოტა იაფად – ამიტომ
იმ სახლში გადავიყვანე, რომელიც ლომბარდის მფლობელის
მშობლებს ეკუთვნოდათ, კირიდოშიში. საქმის გამო მის ახალ
სახლში ერთი-ორჯერ მოსაწევად შევიარე. ალბათ მეზობლები
ამან აალაპარაკა. გვერდით კერვის მასწავლებელი ცხოვრობს
და რამდენიმე ახალგაზრდა გოგო იკრიბება იქ. ბუნებრივია, ჭო-
რაობა უყვართ. საყვარელს ასეთ ადგილას ვინ დამალავს? – აგ-
დებულად გაიცინა მან.
სუეზოს ცოლი ყურადღებით უსმენდა და პატარა თვალებში სი-
ნათლე დაუბრუნდა. კეკლუცურად თქვა:
– რასაც ამბობ შეიძლება სიმართლე იყოს, მაგრამ ასეთ ქალ-
თან ხშირად სტუმრობა არასწორია. დარწმუნებული ვარ, ფულის
გამო ნებისმიერ მამაკაცთან დაწვება.
– სულელივით ნუ ლაპარაკობ! ის კაცი ვარ, სხვა ქალთან წა-
ვიდე, როცა შენ ხარ ჩემი ცოლი? ერთხელ მაინც მომხდარა
მსგავსი რამ? ერთმანეთზე ეჭვიანობისთვის საკმაოდ მოხუცები
ვართ. ასე არ არის? მომისმინე! გირჩევნია, ბევრი არ იფიქრო!
სუეზომ გულში გამარჯვება იზეიმა, მისი ახსნა იმაზე მეტად
ეფექტური გამოდგა, ვიდრე იმედოვნებდა.
– მაგრამ ვნერვიულობ. ქალებს შენნაირი კაცები მოსწონთ.
– სისულელეა! ამას თაყვანისცემას ეძახიან.
– რა?

მკითხველთა ლიგა 56
– იმას ვგულისხმობ, რომ მხოლოდ შენ მოგწონვარ. უკვე პირ-
ველს გადაცდა. მოდი, უკვე დავიძინოთ.

მკითხველთა ლიგა 57
თავი მეცამეტე

სუეზოს სიმართლისა და მონაგონის ნარევმა, ცოლის ეჭვია-


ნობა დროებით შეასუსტა, მაგრამ სანამ ქალი მუენზაკაში ცხოვ-
რობდა ჭორები არ გაჩერებულა. სუეზოს ცოლს მსახური უყვებო-
და:
– დღეს, მავანმა ბატონი დაინახა, იმ სახლში შედიოდა.
მაგრამ სუეზოს მიზეზები არ ელეოდა.
– ღამით უნდა იმუშაო? – ცოლი ეჭვიანად ხშირად ეკითხებო-
და.
– დილაუთენია სესხებზე ლაპარაკი ვის მოუნდება? – ის პასუ-
ხობდა.
– მაგრამ რატომ? აქამდე ასე არ იყო, – ცოლი აგრძელებდა.
– იმიტომ, რომ ახლა ჩემი ბიზნესი გაიზარდა.
აქამდე სუეზო აგვარებდა ყველა გადარიცხვას. თუმცა ახლა,
სახლთან ახლოს მთავარი ოფისის გარდა, რიუსენჯი-მაჩიშიც
ოფისი გახსნა, სტუდენტებისთვის იქ მისვლა და ფულის სესხება
უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ვიდრე მის სახლში, ამხელა გზა-
ზე წასვლა. სტუდენტს ნეზუში ლიცენზირებული მეძავისთვის ფუ-
ლი თუ უნდოდა, სუეზოს მთავარ ოფისში მიდიოდა, მაგრამ თუ
ქალი იოშივარადან იყო, ოფისში მიდიოდა. მოგვიანებით, სტუ-
დენტს, ვისაც იოშივარაში, ნიშინომიიას რესტორანში ღამის ქე-
იფში გატარება მოუნდებოდა, ამ ოფისს უნდა დაკავშირებოდა და
სუეზოს თანხმობით, გადახდის გარეშე იქეიფებდა. ეს იყო თავაშ-
ვებულობის შესაძლებლობის კომისარიატი.
ერთი თვე გავიდა, რაც სუეზოსა და თავის ცოლს არ უკამათი-
ათ. აქამდე მისი ტყუილები მოქმედებდა, მაგრამ მოულოდნელმა
შეხვედრამ ყველაფერი გააფუჭა.

მკითხველთა ლიგა 58
ერთ გრილ დილას, როცა სუეზო სახლში იყო, ოცუნე და მისი
მსახური საყიდლებზე წავიდნენ. მაგრამ დაბრუნებისას, მსახურ-
მა, ვინც ქალბატონს გვერდით დაყვებოდა, ოცუნეს მკლავზე მო-
ქაჩა.
– რა დაგემართა? – ოცუნემ ხმამაღლა ჰკითხა და თვალები
მსახურს მიაპყრო. მაგრამ მსახური ჩუმად იდგა და ქუჩის მარცხე-
ნა მხარეს მაღაზიის წინ მდგარ ახალგაზრდა ქალზე მიუთითა. გა-
ღიზიანებულმა ოცუნემ მიიხედა და გაჩერდა. ის და ოცუნე ერ-
თმანეთს უყურებდნენ.
თავიდან ოცუნემ იფიქრა, რომ გეიშა იყო. პირველივე დანახ-
ვისას გაიფიქრა მან:
“ის თუ გეიშაა, სუკიია-მაჩიში ვერცერთი გეიშა ვერ შეედრება
მის სილამაზეს!”
მაგრამ მალევე შეამჩნია, რომ ამ ქალს აკლდა ის, რაც ყველა
გეიშას ჰქონდა – რაღაც, რაც თვითონაც ვერ გაეგო. შესაძლოა
ამას გადაჭარბებული ქცევა დავარქვათ. გეიშამ შესაძლოა შესა-
ნიშნავი გემოვნებით ჩაიცვას, მაგრამ მეტ-ნაკლებად გადაჭარბე-
ბულად. ეს თვისება მას თავშეკავებულობისა და ელეგანტურო-
ბის ხარისხს აკარგვინებს. ოცუნემ იგრძნო, რომ ამ ქალს გადა-
ჭარბებული ქცევის ნიშანი აკლდა.
მაღაზიის წინ მდგარი ქალი, გამვლელების ყურადღებას
გრძნობდა და გარშემო იხედებოდა. მაგრამ უცნობს ყურადღება
არ მიაქცია, შებრუნდა, მუხლებით მზის ქოლგას იჭერდა და სარ-
ტყელიდან ამოღებულ საფულეში ვერცხლის მონეტას ეძებდა.
ნაკა-ჩოს სამხრეთით მდებარე მაღაზიას ტაშიგარაია ერქვა,
იშვიათი სახელი, რომელსაც ანონიმურ და სატირულ პოემებში
იყენებდნენ, რადგან უკუღმა წაკითხვისას ვულგარულ ქცევას
ნიშნავდა. მაღაზიაში სხვა ნივთებთან ერთად წითელ ქაღალდში
გახვეული, ოქროსფერ წარწერიანი კბილის ფხვნილი იყიდებო-

მკითხველთა ლიგა 59
და. მაშინ კბილის პასტა ჯერ კიდევ არ შემოდიოდა და ეს პრო-
დუქტი კარგი ხარისხით იყო ცნობილი. დილას მამამისთან სტუმ-
რობის შემდეგ, ოტამა სახლში წასვლამდე კბილის ფხვნილის სა-
ყიდლად გაჩერდა.
როდესაც ოცუნე ოტამას რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა, მსა-
ხურმა დაიჩურჩულა:
– ქალბატონო! ეს ქალი მუენზაკადანაა!
ოცუნემ თავი ჩუმად დაუქნია, მსახური იმედგაცრუებული ჩან-
და, რადგან მის სიტყვებს გავლენა არ მოუხდენია.
როცა ოცუნე მიხვდა, რომ ეს ქალი გეიშა არ იყო, ინტუიციუ-
რად თქვა:
– აჰ, ქალი მუენზაკადან!
მისი ინტუიცია იმით გამართლდა, რომ მსახური უბრალოდ
ლამაზი ქალის დანახვაზე სახელურზე არ მოქაჩავდა, მაგრამ მო-
ულოდნელი ნივთის დანახვის შემდეგ, საბოლოოდ დარწმუნდა;
ნივთი ოტამას მუხლებში მოქცეული მზის ქოლგა იყო.
ერთი თვის წინ, ოცუნეს ქმარმა იოკოჰამადან დაბრუნებისას
მზის ქოლგა ჩამოუტანა, რომელსაც გრძელი სახელური და გან-
სხვავებული ზომის ნაჭერი ჰქონდა. მაღალი უცხოელისთვის ად-
ვილი სატარებელი იქნებოდა, მაგრამ როცა ჩასკვნილ ოცუნეს
ეჭირა, ისე ჩანდა, თითქოს შეხვეული ნაჭერი ეკიდა ტანსაცმლის
საკიდზეო. ამიტომ ოცუნეს არასდროს გამოუყენებია ის. ნაჭერი
თეთრი იყო, მუქი ლურჯი კუბოკრული თარგით. ოცუნე მაშინვე
მიხვდა, რომ ტაშიგარაიას წინ მდგარ ქალს მისნაირი მზის ქოლ-
გა ჰქონდა.
ოცუნემ და მისმა მსახურმა საკეს გამყიდვლის მაღაზიასთან
კუთხეში, ტბორისკენ შეუხვიეს, მსახურმა ქალბატონის გულის
მოსაგებად თქვა:

მკითხველთა ლიგა 60
– ხედავთ, ქალბატონო, არც ისეთი ლამაზია. ბრტყელი სახე
აქვს და ძალიან მაღალია!
– ადამიანზე ცუდად ნუ ლაპარაკობ. – საყვედურით უთხრა
ქალბატონმა და სწრაფად გაიარა. ნაწყენი მსახური უკან გაჰყვა.
ოცუნე შინაგანად გაბრაზებული იყო. აზრებს ვერ ალაგებდა.
არ იცოდა, ქმრისთვის რა და როგორ ეთქვა, თუმცა უნდოდა თავს
დასხმოდა, დალაპარაკებოდა, რაღაც ეთქვა. როგორი გახარე-
ბული იყო, როცა ის მზის ქოლგა მოუტანა, სინამდვილეში კი,
იმისთვისაც მიუტანია!
“მისთვის ყოველთვის თხოვნა მიწევდა,” გაიფიქრა მან. და
როცა სუეზომ ქოლგა მისცა და უთხრა:
– შენთვის. გამომართვი, – ოცუნემ საკუთარ თავს ჰკითხა:
– ეს რისთვის? ასე უცებ რატომ შეიცვალა?
ახლა იცოდა, რომ მოვალეობის გამო მოუტანა. იმ ქალმა
სთხოვა – ამაში დარწმუნებული იყო. და მადლობა გადაუხადა,
მადლობა გადაუხადა მზის ქოლგისთვის, რომელსაც ვერ იყენებ-
და!
– და არა მხოლოდ ეს, ის კიმონო, თმის ორნამენტებიც მისცა.
მან მისცა ისინი! – საკუთარ თავს ეუბნებოდა.
ოცუნემ თავის სატინის მზის ქოლგას შეხედა. უცხოურისგან
როგორ განსხვავდებოდა!
– რაც მაცვია ყველაფერი მისგან განსხვავებულია!
ოცუნე მხოლოდ საკუთარ თავზე არ ნერვიულობდა.
– ბიჭს ვიწრო სახელოებიანი კიმონო ჩააცვი, გოგოს ჩაცმაზე
კი ნუ დახარჯავ ფულს, ჯერ პატარაა, – ამბობდა სუეზო.
შეძლებული კაცის ცოლი და შვილები ასე ღარიბულად იცვა-
მენ? ფიქრობდა, რომ თუ სუეზო მათზე აღარ იზრუნებდა, ის ქალი
იქნებოდა დამნაშავე. რა თქმა უნდა ყველაფერი, რაც იოშიდაზე
თქვა ტყუილი იყო. და როცა სუეზომ თქვა, ქალი ნანამაგარიში

მკითხველთა ლიგა 61
ცხოვრობდაო, მაშინაც ინახავდა მას. ნამდვილად, ეს სიმართლე
იყო. საკუთარი ჩაცმულობისა და პირადი მოხმარებისთვის
ფულს არ ზოგავდა, ამბობდა:
– ჩემს თანამდებობაზე უნდა ვიფიქრო, – ოცუნეს უნდოდა ეპა-
სუხა:
– დიახ, შენს ქალზე უნდა იფიქრო!
ის ქალი სხვადასხვა ადგილას დაჰყავდა, მაგრამ საკუთარი
ცოლი არსად წაუყვანია.
– რა უსამართლობაა! რა სისასტიკეა! – დაიჩურჩულა მან.
ოცუნე აზრებში ჩაიკარგა, როცა უცებ მსახურის ყვირილი გა-
იგო:
– ქალბატონო, სად მიდიხართ?
ოცუნე შეშინებული გაჩერდა. თავდახრილი დადიოდა და სა-
დაცაა საკუთარ სახლს გაცდებოდა.
მსახურმა უხეშად გაიცინა.

მკითხველთა ლიგა 62
თავი მეთოთხმეტე

როცა ოცუნე საუზმის შემდეგ საყიდლებზე წავიდა, სუეზო სახ-


ლში იყო, გაზეთს კითხულობდა და ეწეოდა, მაგრამ როცა დაბ-
რუნდა, სახლში აღარ დახვდა. ოცუნეს იმედი გაუცრუვდა, რად-
გან სახლში შესვლისას მასთან მისვლას და ყველაფრის თქმას
აპირებდა, რაც აზრად მოუვიდოდა.
მაგრამ სადილი უნდა მოემზადებინა და ბავშვებისთვის საშე-
მოდგომო კიმონოები დაემთავრებინა. მექანიკურად გააგრძელა
ყოველდღიური საქმიანობა და საკუთარ ქმართან შეტაკების ჟინი
ჩაუცხრა. რა ხშირად იწვევდა სუეზოს! მზად იყო კედლისთვის მი-
ერტყა თავი, თუ საჭირო იქნებოდა, მაგრამ როცა თავს ესხმოდა,
კედლის მაგივრად ფარდა ხვდებოდა, რაც მის ენერგიას ანადგუ-
რებდა. ქმრის თავდაჯერებულ, მზაკვრულ თავის მართლებას უს-
მენდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი არ სჯეროდა, ნებდებოდა.
დარწმუნებული არ იყო ასეთ დროს თავდასხმა წარმატებული თუ
იქნებოდა.
ბავშვებთან ერთად ისადილა, ისინი შეარიგა, მათი ტანსაცმე-
ლები დაკემსა, ვახშამი მოამზადა, ბავშვები აბანავა, თვითონაც
იბანავა და ვახშამი ანთებული კოღოს საწინააღმდეგო სპირალის
გვერდით შეჭამა. ჭამის შემდეგ ბავშვები დაღლამდე გარეთ თა-
მაშობდნენ. მსახურმა, სამზარეულოში საქმის დამთავრების შემ-
დეგ, ლოგინები გაშალა, თითოეული თავის ადგილას და კოღოს-
გან დამცავი ბადე გააკრა. ოცუნემ ბავშვები სახის დასაბანად შე-
მოიყვანა, შემდეგ ლოგინში ჩააწვინა, ქმრის ვახშამს თავის პატა-
რა მაგიდაზე მწერების ბადე გადააფარა და საძინებლის გვერდი-
თა ოთახში ნახშირის ღუმელზე ჩაიდანი დადგა. ეს იყო მისი საქ-
მიანობა, როცა სუეზო ღამით არ ბრუნდებოდა.

მკითხველთა ლიგა 63
ყველაფერი მექანიკურად გააკეთა და შემდეგ მარაო აიღო,
ბადის ქვეშ შეძვრა და ლოგინზე დაჯდა. უცებ სუეზო ქალის სახ-
ლში წარმოიდგინა.
– ასე ვერ ვიჯდები, – უთხრა საკუთარ თავს. – მაგრამ რა გა-
ვაკეთო?
როგორღაც იგრძნო, რომ მუენზაკაში უნდა წასულიყო. ერ-
თხელ, როცა ბავშვებისთვის ნამცხვარი მოჰქონდა, იმ სახლს
ჩაუარა, რომელიც სუეზომ აღწერა, კერვის მასწავლებლის გვერ-
დით. იმ ქალის სახლს გისოსის კარით იცნობდა. მხოლოდ ნახვა
უნდოდა. სინათლე იქნებოდა ანთებული? მათ ჩურჩულს გაიგებ-
და? მხოლოდ ამის ცოდნა უნდოდა! მაგრამ არა, არ შეეძლო. სახ-
ლიდან გასვლამდე დერეფანში მსახურის ოთახი უნდა გაევლო
და წლის ამ დროს ქაღალდის გადასაწევი კარი აღარ ედგათ.
დარწმუნებული იყო მსახურს ეღვიძა და ქსოვდა.
– ასე გვიან სად მიდიხართ? – შეეკითხებოდა მაცუ.
და რას უპასუხებდა? შეიძლებოდა ეთქვა:
– რაღაცის საყიდლად გავდივარ.
მაგრამ მაცუ უპასუხებდა:
– რა თქმა უნდა, არა! მე წავალ!
ნებისმიერ შემთხვევაში, ოცუნე ჩუმად ვერ გავიდოდა სახლი-
დან.
“აჰ, რა გავაკეთო?” ფიქრობდა ის.
სახლში დაბრუნებისას, უნდოდა მაშინვე ქმართან მისულიყო,
მაგრამ რა უნდა ეთქვა? იცოდა, რომ ზღვარს არ უნდა გადასული-
ყო და რომ მისი სიტყვები უმნიშვნელო იქნებოდა. შემდეგ მისი
ქმარი მორიგ ტყუილს მოიგონებდა და თავს დაიძვრენდა.
“კამათში ვერ შევედრები. საკმაოდ გამჭრიახია.” ფიქრობდა,
იქნებ ჩუმად ყოფნა ერჩივნა. მაგრამ ბოლოს რა იქნებოდა? “მას
მუენზაკას მეძავი ეყოლება და მე აღარ დავჭირდები!

მკითხველთა ლიგა 64
რა უნდა ექნა? რა?
ფიქრობდა, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობდა. გონება
აერია და საღად ვეღარ აზროვნებდა. თუმცა მიხვდა, რომ სუ-
ეზოსთან შეტაკება უსარგებლო იქნებოდა და გადაწყვიტა ამაზე
აღარ ეფიქრა.
უცებ ოთახში თავისი ქმარი შემოვიდა. ოცუნემ მრგვალი მა-
რაო აიღო და სახელურს დააკვირდა, ჩუმად იჯდა.
– ოჰ? – თქვა სუეზომ. – ისევ უცნაური გამოხედვა. რა მოხდა?
ისეთ კარგ ხასიათზე იყო, საერთოდ არ შეწუხებულა, ცოლი
რომ არ მიესალმა.
ოცუნე ისევ ჩუმად იყო. უნდოდა, ნებისმიერი სახის კამათი თა-
ვიდან აეცილებინა, მაგრამ სუეზოს დანახვამ ისე გააღიზიანა,
რომ თავს ძლივს იკავებდა.
– ისევ არაფერზე ნერვიულობ? დაივიწყე, – თქვა მან, ბოლო
სიტყვებს იმეორებდა და თავის ცოლს მხარზე ხელს ადებდა. რამ-
დენჯერმე შეარხია და შემდეგ თავის ლოგინზე დაჯდა.
– მომავალზე ვფიქრობ, მე რა მომივა. ოჯახი არ მყავს, მათ-
თან რომ დავბრუნდე, თან შვილები მყავს.
– რა? შენ რა მოგივა? არაფერი არ მოგივა. ყველაფერი კარ-
გად არის.
– გააგრძელე. უდარდელად ლაპარაკობ, იმიტომ, რომ შენ-
თვის უკეთესი იქნება თუ შევიცვლები.
– ნამდვილად სისულელეს ლაპარაკობ. თუ შეიცვლები? საჭი-
რო არ არის შეიცვალო. იყავი როგორიც ხარ!
– დამცინე, მიდი. საჭირო არ არის ყურადღება მომაქციო,
რადგან არ გადარდებს აქ ვარ თუ არა. არა, არასწორად ვთქვი.
უნდა მეთქვა, რომ გინდა აქ არ ვიყო.

მკითხველთა ლიგა 65
– არეული ხარ. მართლა გგონია, რომ ჩემთვის უკეთესი იქნე-
ბა, თუ აქ არ იქნები? პირიქით! შენ გარეშე ვერ შევძლებ. ბევრი
რამისთვის მჭირდები, არამარტო ბავშვების მოსავლელად.
– ოჰ? უფრო ლამაზი დედა დაიკავებს ჩემს ადგილს და მათ
მოუვლის. თუმცა შვილობილები იქნებიან.
– დამაბნიე. ჩვენ ვართ მათი მშობლები. შვილობილები არას-
დროს იქნებიან.
– დარწმუნებული ხარ? ამის მართლა გჯერა? რა ეგოისტი ხარ!
ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის?
– რა თქმა უნდა.
– ოჰ? ლამაზსა და უბრალოს ერთნაირი მზის ქოლგები ექნე-
ბათ?
– რა თქვი? რას ლაპარაკობ? კომედიას მიყვები?
– დიახ. მე სერიოზულ სპექტაკლში როლი არ მეკუთვნის.
– უფრო სერიოზულად ვერ ილაპარაკებ? მზის ქოლგებით რას
გულისხმობ?
– იცი, რასაც ვგულისხმობ.
– საიდან? წარმოდგენა არ მაქვს.
– მაშ, გეტყვი. გახსოვს იოკოჰამადან მზის ქოლგა რომ ჩამო-
მიტანე?
– შემდეგ?
– მხოლოდ ჩემთვის არ გიყიდია.
– მაშინ კიდევ ვისთვის ვიყიდე?
– არა, უკეთ ვიტყვი. ჩემთვის იყიდე, ასე არ არის? მაშინ მიყი-
დე, როცა მუენზაკას ქალს უყიდე.
ოცუნემ მზის ქოლგების საკითხი ჩამოაგდო და ახლა, როცა
სიტყვებმა აშკარა სახე მიიღეს, ადრინდელი ბრაზი გაახსენდა.
სუეზო ცოლის პირდაპირი შეტევით გაკვირვებული იყო და
ლამის წამოიძახა:

მკითხველთა ლიგა 66
– მიხვდება! – მაგრამ გაოცებულმა თქვა: – შეუძლებელია!
ამბობ, ნამდვილად ამბობ, რომ იგივე მზის ქოლგა აქვს იოშიდას
ქალს?
– რატომაც არა? შენ მიუტანე იგივენაირი! – თქვა მან, ხმა
უცებ აუკანკალდა.
– ამაზე ნერვიულობ? რა სულელი ხარ! მომისმინე. გაფრთხი-
ლებ – სისულელეებს შეეშვი. როცა ის მზის ქოლგა გიყიდე, მით-
ხრეს, რომ საცდელი იყო. დარწმუნებული ვარ. იგივენაირი ახლა
უკვე გინზაში და სხვა რაიონებშიც ექნებათ. გარწმუნებ, რომ ეს
საქმე იმ სპექტაკლს ჰგავს, უდანაშაულო კაცი დამნაშავედ რომ
სცნეს. მითხარი, ოცუნე, იოშიდას ქალს შეხვედრიხარ? არ მეს-
მის, საიდან იცნობ.
– მაგაზე ადვილი არაფერია. სამეზობლოში ყველა იცნობს,
რადგან მარგალიტია!
ოცუნეს სიტყვებში ზიზღი ჩანდა. აქამდე ქმარს უფლებას აძ-
ლევდა მოეტყუებინა, მაგრამ ახლა, თითქოს ღალატს თვალნათ-
ლივ ხედავდა, ქმრის სიტყვები ვეღარ დაარწმუნებდა.
მთელი ეს დრო სუეზო ფიქრობდა, თუ როგორ შეხვდა თავისი
ცოლი თავის საყვარელს, ერთმანეთს თუ გამოელაპარაკნენ,
მაგრამ ოცუნესთვის დეტალების გამოკითხვა არ ივარგებდა.
– მარგალიტი თქვი? მისნაირ ქალს მარგალიტს ეძახი? მე ვი-
ფიქრებდი, რომ ბრტყელი სახე აქვს.
ოცუნეს არაფერი უთქვამს, მაგრამ როგორღაც ესიამოვნა,
როცა სუეზომ იმ ქალის სახე დაიწუნა.
გაცხარებული კამათის შემდეგ იმავე ღამეს შერიგდნენ, მაგ-
რამ ოცუნეს გულში ეკალი ჰქონდა, რომელიც კანიდან ჯერ არ
ამოუღია.

მკითხველთა ლიგა 67
თავი მეთხუთმეტე

სუეზოს სახლში ატმოსფერო ნელ-ნელა უსიცოცხლო ხდებო-


და. ოცუნე ხშირად იბნეოდა, ჰაერში იყურებოდა და საქმეს არ
აკეთებდა. ასეთ დროს ბავშვებს ყურადღებას არ აქცევდა და უწ-
ყრებოდა, როცა აწუხებდნენ. მაგრამ შეცდომას უცებ ხვდებოდა
და ეუბნებოდა:
– მაპატიე. რა გინდოდა?
მოგვიანებით კი მარტო ტიროდა.
როცა მსახური ეკითხებოდა:
– დღეს რა მოვამზადო?
ოცუნე ხშირად არ პასუხობდა. ან ეუბნებოდა:
– ოჰ? რაც გინდა.
სუეზოს შვილებს თანაკლასელები თავს არიდებდნენ, რომ-
ლებიც ხანდახან უყვიროდნენ:
– მევახშეები! მევახშეები!
სუეზოს დაჟინებული მოთხოვნით ბავშვები მუდამ მოწესრიგე-
ბულები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ ახლა გარეთ მტვრიანი თმი-
თა და დახეული ტანსაცმლით თამაშობდნენ.
მსახური ქალბატონის უყურადღებობაზე პრეტენზიას გამოთ-
ქვამდა და, ცხენივით, რომელსაც გამოუცდელი მხედარი მარ-
თავს, მანაც საქმე მიატოვა, შედეგად თევზი გაფუჭდა და ბოს-
ტნეული დაჭკნა.
წესრიგის მოყვარულ სუეზოს საკუთარი სახლის უწესრიგობა
გულს ტკენდა. მაგრამ უკმაყოფილების გამოთქმა არ შეეძლო,
რადგან იცოდა, რომ ყოველივე მისი ბრალი იყო. ამაყობდა
იმით, რომ სხვებს თავიანთ სისუსტეზე ხუმრობით მიუთითებდა,

მკითხველთა ლიგა 68
მაგრამ როცა თავისი ცოლის გაცინებას ცდილობდა, ის უფრო მე-
ტად ღიზიანდებოდა.
სუეზო მალულად აკვირდებოდა თავის ცოლს და გაკვირვებუ-
ლი იყო, როცა შეამჩნია, რომ მისი უცნაური ქცევა სუეზოს სახ-
ლში ყოფნისას უფრო შესამჩნევი იყო, როცა სახლში არ იყო,
თითქოს ფხიზლდებოდა და სახლის საქმეებს აკეთებდა. როცა ეს
ბავშვებისგან და მსახურისგან გაიგო, თავიდან გაკვირვებული
იყო. მისი ქცევის მიზეზის გაგება სცადა. გონივრულად ფიქრობ-
და, რომ თავისი ცოლის ავადმყოფობა მისი სახლში ყოფნისას
უარესდებოდა, რადგან ცოლს მისი ქცევა არ მოსწონდა. სუეზო
ცდილობდა გულცივი არ ყოფილიყო და ცდილობდა ცოლს გაუც-
ხოება არ ეგრძნო. მაგრამ მას შემდეგ, რაც შეამჩნია, რომ მისი
განგებ სახლში ყოფნა უარესი იყო, ჩანდა, რომ მისი საშუალება
მხოლოდ აუარესებდა დაავადებას.
– მეთოდს შევცვლი, – თქვა მან.
დილას ადრე გადიოდა და ჩვეულებრივზე გვიან ბრუნდებოდა.
მაგრამ შედეგი უარესი იყო. პირველ დღეს, როცა ადრიანად გა-
ვიდა, ცოლმა მხოლოდ გაკვირვებით შეხედა, მაგრამ როცა გვი-
ან დაბრუნდა, უხასიათო გამოხედვის მაგივრად, ცოლი თავს და-
ესხა:
– ამდენი ხანი რას აკეთებდი! – მისი საქციელი მიანიშნებდა,
რომ სიტუაციის ატანა აღარ შეეძლო, რომ მოთმინებისა და ტან-
ჯვის ზღვარს მიაღწია. და შემდეგ ტირილი დაიწყო.
იმ დღის შემდეგ, როცა სუეზოს ჩვეულებრივზე ადრე უნდოდა
სახლიდან გასვლა, ოცუმა აჩერებდა და ეკითხებოდა:
– ასე დილაადრიან რატომ მიდიხარ?
და როცა სუეზო ახსნას ცდილობდა, ის პასუხობდა:
– იტყუები!

მკითხველთა ლიგა 69
მაგრამ მისი პროტესტის მიუხედავად თუ წავიდოდა, ის თხოვ-
და:
– მოიცადე! ჯერ არ წახვიდე! რაღაც უნდა გკითხო!
აყოვნებდა, ტანსაცმლით იჭერდა ან კარის წინ დგებოდა და
არ უშვებდა. მსახურის თანდასწრებითაც კი ასე იქცეოდა.
ჩვეულებრივ სუეზო ნებისმიერ უსიამოვნებას ხუმრობით იცი-
ლებდა, მაგრამ ხანდახან მსახური ისეთ უშნო სცენას შესწრებია,
როცა ის ჩაჭიდებული ცოლის მოშორებას ცდილობდა, ცოლი კი
დაცემულა. მაგრამ თუ სუეზო ეტყოდა:
– კარგი, არ წავალ. მითხარი, რისი თქმა გინდა, – ცოლი ისე-
თი რთული პრობლემების ჩამოთვლას იწყებდა, ერთ დღეში რომ
ვერ მოგვარდებოდა.
– რა გინდა გავხდე? – ამბობდა ის.
ხანდახან კი იტყოდა:
– ახლანდელი მდგომარეობით, მომავალში რა მელის?
მოკლედ, სუეზოს ადრე გასვლისა და გვიან დაბრუნების ექ-
სპერიმენტი, თავისი ცოლის ავადმყოფობის განსაკურნად, უშე-
დეგო გამოდგა.
სუეზო პრობლემას სხვანაირად მიუდგა. მიხვდა, რომ თუ სახ-
ლში იყო, ცოლი უარესად ხდებოდა. ამიტომ სცადა შორს ყოფი-
ლიყო, მაგრამ ცოლმა აიძულა დარჩენა. ეს იმას ნიშნავდა, რომ
ის განზრახ იავადებდა თავს სუეზოს განზრახ სახლში დატოვე-
ბით. ერთი ისტორია გაახსენდა, მაშინ სამედიცინო სკოლა ჯერ
კიდევ იზუმიბაშიში იყო.
ერთმა სტუდენტმა, სახელად იკაიმ, მისგან ფული ისესხა. ბიჭი
თავს იკატუნებდა, რომ საკუთარ გარეგნობაზე არ ფიქრობდა,
შიშველ ფეხზე მაღალი ხის ფეხსაცმელი ეცვა და მარცხენა მხარს
მარჯვენაზე ორი-სამი ინჩით მაღლა სწევდა. იკაი სუეზოს ვალის

მკითხველთა ლიგა 70
დაბრუნებას აყოვნებდა, ხელშეკრულების განახლებაზეც კი უა-
რი თქვა და მუდამ გაურბოდა.
ერთ დღეს ქუჩის კუთხეში შეხვდა სუეზო და ჰკითხა
– სად გარბიხარ?
– ოჰ? ქუჩის მოპირდაპირედ ჯიუ-ჯიცუს ოსტატთან მივდივარ.
მისმინე, მაგ შენს საქმეზე გეტყვი. ამ დღეებში მოგაკითხავ. –
თქვა და იკაი წავიდა.
სუეზომ გზა გააგრძელა, მაგრამ მალულად უკან დაბრუნდა,
კუთხეში დადგა და ბიჭის თვალთვალს შეუდგა. ბიჭი მაღალი
კლასის რესტორანში შევიდა.
სუეზომ თავისი საქმე მალევე მოაგვარა და ცოტა ხნის შემდეგ
რესტორანში შესვლა გაბედა, თქვა:
– სტუდენტი იკაი სად არის?
რასაკვირველია, იკაი ძალიან გაკვირვებული იყო სუეზოს
ნახვით, მაგრამ მთავარი გმირის ხასიათით დაიძახა:
– სუეზო, ოთახში შემოდი! რამდენიმე გეიშა მყავს! – მევახშეს
საკეს დალევას აძალებდა და ეუბნებოდა: – აქ საქმეზე არ დამე-
ლაპარაკო. ჩემს ხარჯზე დალიე.
მაშინ სუეზომ გეიშებთან პირველი გამოცდილება მიიღო და
ერთ-ერთზე, სახელად ოშუნზე, გაიფიქრა, რომ სწრაფი გოგონა
იყო. ის ბევრს სვამდა, იკაის წინ იჯდა და რატომღაც მისი გაკრი-
ტიკება დაიწყო. სუეზოს მისი სიტყვები არ დავიწყებია:
– იკაი-სან, თქვენი თავაშვებულობით გინდათ დაგვაჯეროთ,
რომ მამაცი ხართ! თქვენი კეთილდღეობისთვის რჩევას მოგ-
ცემთ. ქალს არ უყვარს კაცი, ვინც პერიოდულად არ უტყამს. ეცა-
დეთ, დაიმახსოვროთ!
სუეზო ფიქრობდა, რომ ეს არამარტო გეიშებს, არამედ ზოგა-
დად ქალებსაც ეხებოდათ. ბოლო დროს თავისი ცოლი ცდილობ-
და გულმოსული გამოხედვებითა და გაღიზიანებით ქმარი ახლოს

მკითხველთა ლიგა 71
ყოლოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ცოლს უნდოდა სუეზოს რაღაც
ექნა მისთვის.
– უნდა, რომ დავარტყა! – თქვა თავისთვის. – დიახ, ნამდვი-
ლად. უნდა, რომ დავარტყა!
სუეზო თავის ცოლს ცხოველივით მუშაობას აიძულებდა, საკ-
მარის საჭმელსაც კი არ აძლევდა, და, თავისი ქალურობის დათ-
რგუნვით, მხეცს დაამსგავსა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალ სახ-
ლში გადავიდა, მსახური დაიყენა, ვინც ქალბატონს დაუძახებდა,
ადამიანს დაემსგავსა და ჩვეულებრივი ქალი გახდა. და ახლა, იმ
გეიშა ოშუნის მსგავსად უნდოდა ეცემათ.
რაც შეეხება სუეზოს, მან სამყაროში გზა საკუთარი გამდიდ-
რების სურვილით გაიკვლია და სულ არ ადარდებდა სხვები რას
იტყოდნენ მასზე. ის გამოუცდელ ახალგაზრდებს უხრიდა თავს
და ბატონებს ეძახდა. მისი პრინციპით მნიშვნელობა არ ქონდა
გადათელავდნენ თუ ზედ გადაუვლიდნენ, მთავარი ფულის გაკე-
თება იყო. და მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, ადგილისა და
მასთან მოსული ადამიანის წარმომავლობის მიუხედავად,
ბრტყელი ობობასავით პირქვე დამხობილმა გაატარა. მისი ნაც-
ნობებისგან ნახა და ისწავლა, რომ ისინი, ვინც მათ უფროსებს პა-
ტივს სცემს, მათზე ქვევით მდგომთ ჩაგრავს და მთვრალები
ცოლ-შვილს სცემენ. მაგრამ მისთვის ზევით და ქვევით მდგომი
არავინ იყო. ნებისმიერი კაცის ფეხებთან ჩაიმუხლებოდა, თუ ეს
უფრო გაამდიდრებდა. სხვაგვარად ასეთი ადამიანი მისთვის
უსარგებლო იყო. მასთან საქმეს არ დაიჭერდა, აინუნში არ ჩააგ-
დებდა. მის წინააღმდეგ ხელსაც კი არ აწევდა. ურჩევნია შემოსა-
ვალზე იფიქროს, ვიდრე ენერგია ასეთ უაზრობაზე დახარჯოს.
თავის ცოლსაც ანალოგიურად ექცეოდა.
ოცუნეს უნდოდა სუეზო თავს დასხმოდა.
– სამწუხაროა, მაგრამ ჩემგან ამას ვერ მიიღებს.

მკითხველთა ლიგა 72
მისი მოვალეები ლიმონები რომ ყოფილიყვნენ, ბოლო წვე-
თამდე გამოწურავდა, მაგრამ არავისთან იჩხუბებდა.
ასე ფიქრობდა ამ საკითხზე სუეზო.

მკითხველთა ლიგა 73
თავი მეთექვსმეტე

მუენზაკას გავლით გამვლელებმა იმატეს. სექტემბერი იყო,


უნივერსიტეტში ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებისთვის სტუ-
დენტები სახლებიდან საცხოვრებლებში ბრუნდებოდნენ.
დილით და ღამით ერთნაირად ციოდა, მაგრამ მაინც ცხელი
დღეები იყო. ოტამას სახლში ბამბუკის ჟალუზები ჯერ კიდევ ჩა-
მოშვებული იყო, ფანჯარას ჯერ კიდევ ახალივით მწვანე ფერი
ჰქონდა. ოტამა სახლში უსაქმოდ იჯდა. ფანჯარას მიეყუდა და ქუ-
ჩაში გაიხედა. სამი საათის შემდეგ სტუდენტები ჯგუფურად დადი-
ოდნენ. და იცოდა, რომ ყოველთვის, როცა ისინი ჩაივლიდნენ,
მეზობელი გოგოები ხმას აიმაღლებდნენ, ახალგაზრდა ბეღურე-
ბივით. და ხმით დაინტერესებული, თვითონაც გარეთ იხედებო-
და.
მაშინდელი უნივერისტეტის სტუდენტების უმეტესობას “დამ-
ქაშებს” ეძახდნენ. მათ შორის თითზე ჩამოსათვლელი ჯენტლმე-
ნები თუ იყვნენ, უკვე სწავლას ამთავრებდნენ. ოტამას წესიერი
და სიმპათიური ბიჭები არ იზიდავდა, რადგან ზედაპირული და
პატივმოყვარეები ჩანდნენ. ის პირდაპირ და თავმდაბალ, წარმა-
ტებულ სტუდენტებსაც კი არ წყალობდა, რადგან ქალის მოსაზ-
რებით, უხეშები ჩანდნენ. მიუხედავად ამისა, ოტამა ყოველ შუად-
ღეს უყურებდა მისი ფანჯრის წინ ჩამავალ სტუდენტებს.
მაგრამ ერთ დღეს, შიგნით რაღაცის ზრდა იგრძნო. მისი წარ-
მოდგენით ეს ჩანასახი შეგნებულად ჩაისახა და უეცრად აშკარა
ფორმით აღმოცენდა.
ოტამას ცხოვრების მიზანი მამამისის ბედნიერება იყო, ამი-
ტომ გახდა საყვარელი, მოხუცი კაცი ძალით დაარწმუნა დათან-
ხმებოდა. მან იცოდა, რომ თავი დაიმცირა, თუმცა სულიერ სიმ-

მკითხველთა ლიგა 74
შვიდეს არჩევანის არაეგოისტურობაში პოულობდა. მაგრამ რო-
ცა მისი მარჩენალი მევახშე აღმოჩნდა, არ იცოდა ამ უიღბლობას
როგორ შეგუებოდა. ფიქრები ტანჯავდა და არ შეეძლო არ ეფიქ-
რა. მამამისთან ყველაფრის მოსაყოლად და ტკივილის გასაზია-
რებლად მივიდა. მაგრამ როცა ნახა, რომ მამამისი პირველად
ცხოვრობდა კომფორტულად, არ უნდოდა ის საკეს ჭიქა მოეწამ-
ლა, რომელიც მას ეჭირა. არჩევანს რაოდენი ტკივილიც არ უნდა
მიეყენებინა, გადაწყვეტილი ჰქონდა ნაღველი არავისთვის გაემ-
ხილა. და ამ გადაწყვეტილების მიღებისას, გოგომ, ვინც ყოველ-
თვის სხვებზე იყო დამოკიდებული, პირველად იგრძნო საკუთარი
დამოუკიდებლობა.
ამის შემდეგ, საქმის კეთებისას და ლაპარაკისას სიფრთხი-
ლეს იჩენდა და როცა სუეზო მოდიოდა, ადრინდელივით გულ-
წრფელად და ღიად აღარ ხვდებოდა, არამედ მორცხვად. ოთახში
მასთან ერთად იჯდა, მაგრამ მისი ნამდვილი პიროვნება ცალკე
იყო, მოქმედებას გვერდიდან უყურებდა. და ჯერ სუეზოს კიცხავ-
და, შემდეგ კი მეორე ოტამას სუეზოს დამორჩილებისთვის. ამ
მდგომარეობის აღმოჩენისას თავიდან შეეშინდა. მაგრამ დრო-
თა განმავლობაში შეეგუა და თქვა:
– ასეც უნდა იყოს.
სუეზოს უფრო მეგობრულად ექცეოდა, თუმცა მისი გული უფ-
რო და უფრო ცივდებოდა. ოტამა გრძნობდა, რომ მფარველო-
ბისთვის სუეზო მადლიერებას არ იმსახურებდა. თავის ინდიფე-
რენტულობაზე არც წუხდა. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ თა-
ვად არაფრისთვის მიუღწევია, არ შეეძლო არ ეფიქრა:
– აჰ, მთელი ჩემი ცხოვრება მევახშის საკუთრება უნდა ვიყო.
და სტუდენტების სეირნობის ყურებისას, ფიქრობდა:
“გმირი არავინაა? გადამარჩენდა!”
მაგრამ როცა ასეთი აზრები იტაცებდა, თავზარი ეცემოდა.

მკითხველთა ლიგა 75
მაშინ გაიცნო ოკადამ ოტამა. ოტამასთვის ის ჩვეულებრივი
სტუდენტი იყო, ვინც მის ფანჯარასთან ჩაივლიდა, თუმცა როცა
მიხვდა, რომ ეს უკიდურესად სიმპათიური სტუდენტი პატივმოყ-
ვარე არ ჩანდა, იფიქრა, რომ მასში რაღაც ისეთი იყო, რაც მის
ყურადღებას იპყრობდა. ქუჩაში მის სანახავად იყურებოდა.
მან მისი არც სახელი და არც მისამართი იცოდა, მაგრამ რად-
გან ერთმანეთს ხშირად ხედავდნენ, ახალგაზრდა კაცის მიმართ
ბუნებრივი და ფამილიარული გრძნობა გაუჩნდა. ერთხელ, ვერც
კი მიხვდა ისე გაუღიმა, იმ მომენტში მშვიდი და ლაღი იყო. ოტამა
ისეთი ადამიანი არ იყო, მისი საყვარელი გამხდარიყო.
როდესაც ოკადამ ქუდი მოიხადა და პირველად შეეგება, ოტა-
მას გული აუფრიალდა და იგრძნო, როგორ გაწითლდა. ქალს
ძლიერი ინტუიცია აქვს. და ოტამამ დანამდვილებით იცოდა, რომ
ოკადას ქცევა მხოლოდ იმპულსური იყო და არა წინასწარ გან-
ზრახული. ოტამას სიამოვნებდა მათი მეგობრობის ახალი ფაზა,
რომელიც შემთხვევითი და ჩუმი იყო და რომელსაც ფანჯარა საზ-
ღვარივით ჰყოფდა. და ისევ და ისევ იხსენებდა მომენტს, როცა
ოკადამ თავი დაუკრა.
საყვარელი, ვინც მფარველის სახლში ცხოვრობს ჩვეულებ-
რივ მისი დაცვის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ის, ვინც მარტო ცხოვ-
რობს, ისეთ პრობლემებს აწყდება, რომლის შესახებაც მხოლოდ
თავად იცის.
ერთ დღეს, ოტამას სახლში ჰაპის პიჯაკში ჩაცმული კაცი – და-
ახლოებით ოცდაათი წლის – ესტუმრა და უთხრა:
– ფული მჭირდება. უნდა ვიმოგზაურო, მაგრამ დაჭრილი ფე-
ხით გამიჭირდება.
ოტამამ უმე გააგზავნა ქაღალდში გახვეული ათ სენით. კაცმა
ქაღალდი მაშინვე გახსნა.

მკითხველთა ლიგა 76
– ათი სენი? სულ ეს არის? ეს რაღაც შეცდომაა! – თქვა და მო-
ნეტა უმეს მიუგდო.
უმეს შერცხვა, მაგრამ მონეტა აიღო და სახლში შევიდა, კაცი
თავხედურად გაჰყვა და ოტამას წინ დაჯდა, ის ცეცხლში ნახშირს
დებდა. კაცი უთავბოლოდ ბევრს ლაპარაკობდა, თავიდან თავი
მოჰქონდა ციხეში ვიჯექიო, შემდეგ სენტიმენტალურ პრეტენზი-
ებს გამოთქვამდა. ოტამა საკეს სუნს გრძნობდა.
ეშინოდა, თუმცა ცრემლებს იკავებდა. ოტამამ კაცის თვალწინ
ქაღალდში გაახვია ორი ორმოცდაათ სენიანი ბანკნოტი და მის-
ცა. კაცი იმაზე ადვილად დაკმაყოფილდა, ვიდრე ოტამა იმედოვ-
ნებდა.
– ორმოცდაათებია, მაგრამ ორი საკმარისია. საკმაოდ ჭკვი-
ანი ხარ. ცხოვრებაში არაფერი გაგიჭირდება – კარგად იქნები, –
თქვა და ამ სიტყვების შემდეგ გაუბედავი ნაბიჯებით წაბარბაცდა.
ინციდენტის შემდეგ ოტამამ თავი უმწეოდ იგრძნო, ამიტომ მე-
ზობლების “ყიდვა” დაიწყო. განსაკუთრებულ კერძს ამზადებდა
და მარტო მცხოვრებ კერვის მასწავლებელს უგზავნიდა.
კერვის მასწავლებელს ოტეი ერქვა და ორმოცს გადაცილებუ-
ლი ქვრივი იყო, ნათელი სახით. ჯერ კიდევ ახალგაზრდულად გა-
მოიყურებოდა, თუმცა რთული სათქმელი იყო, რატომ.
– ოცდაათ წლამდე მარკიზთან მაღალი კლასის მსახური ვიყა-
ვი. შემდეგ გავთხოვდი და ქმარი მალევე დავკარგე, – უთხრა
ოტამას. დახვეწილად ლაპარაკობდა და იეროგლიფების წერის
ნიჭით ტრაბახობდა.
– შეგიძლიათ, წერა მასწავლოთ? – ჰკითხა ოტამამ. ამიტომ
ქალმა ჩანაწერების რვეული აჩუქა.
ერთ დილას ოტეი ოტამას უკანა კართან ესტუმრა, წინა დღით
გაგზავნილი საჩუქრისათვის მადლობის მოსახდელად. სანამ
ოტეი კართან იდგა და ლაპარაკობდნენ, ქალმა ოტამას ჰკითხა:

მკითხველთა ლიგა 77
– ვფიქრობ, ოკადა-სანს იცნობთ, არა?
ოტამას ეს სახელი ადრე არასდროს სმენია, თუმცა გონებაში
გაუელვა კერვის მასწავლებელი ვისაც გულისხმობდა, რადგან
ქალს შეუმჩნევია ოკადა როგორ ესალმებოდა ოტამას და სიტუ-
აცია იძულებულს ხდიდა ეთქვა, რომ იცნობდა. ქალისთვის მო-
ულოდნელად, წამიერი ყოყმანის შემდეგ, ოტამამ თამამად უპა-
სუხა:
– დიახ, ვიცნობ.
– საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდაა, – თქვა ოტეიმ, – ამას-
თან, გავიგე, ძალიან წესიერია.
– როგორც ჩანს, კარგად იცნობთ, – პირდაპირ უთხრა ოტა-
მამ.
– ქალბატონმა კამიჯომ მითხრა, რომ საცხოვრებელში ვერც
ერთი სტუდენტი ვერ შეედრება. – თქვა და სახლში დაბრუნდა.
თითქოს თავად შეაქესო, ისე იმეორებდა თავისთვის:
– კამიჯო! ოკადა!

მკითხველთა ლიგა 78
თავი მეჩვიდმეტე

დროის სვლასთან ერთად სუეზო უფრო ხშირად სტუმრობდა


ოტამას, არამარტო საღამოს, არამედ დღის სხვადასხვა მონაკ-
ვეთშიც. ამით ცოლისგან თავის დაღწევას ახერხებდა, რომელიც
თავის მომაბეზრებელი თხოვნებით აწუხებდა:
– ჩემთვის რაღაც უნდა გააკეთო!
სუეზო ცოლის დარწმუნებას ცდილობდა, რომ არაფრის გაკე-
თება არ იყო საჭირო და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა,
მაგრამ ოცუნე დაჟინებულად იმეორებდა:
– ასე ვეღარ გავაგრძელებ! მშობლების სახლში ვერ დავ-
ბრუნდები! ჩემს შვილებს ვერ მივატოვებ! ასაკი მემატება!
ასე გამოხატავდა პროტესტს ნებისმიერ შესაძლო ცვლილება-
ზე.
სუეზო ხშირად იმეორებდა:
– არაფერი არ შეიცვლება. ყველაფერი ძველებურად იქნება.
ასეთ საკითხებზე ჩხუბისას ოცუნე ისე ბრაზდებოდა და ბობოქ-
რობდა, რომ სუეზო სახლიდან გარბოდა. ის ყოველთვის ლოგი-
კურად და მათემატიკურად მოქმედებდა, ამიტომ თავისი ცოლის
სიტყვები სასაცილო და უინტელექტო ეჩვენებოდა. სუეზოსთვის
ოცუნე იმ ოთახში გამომწყვდეულს გავდა, რომელსაც სამი კედე-
ლი და მის უკან ფართოდ გაღებული კარი აქვს. ასეთ არსებას
ყველა ერთხმად ეტყოდა “შებრუნდი!”
ოცუნეს ცხოვრება ასეთი კომფორტული აქამდე არასდროს
ყოფილა, შეზღუდული არაფერში იყო. მართალია, მუენზაკადან
ქალი მისთვის სიახლე იყო, მაგრამ სუეზო არც ცივი და არც სას-
ტიკი გამხდარა ქალის გამო – სხვა კაცებისგან განსხვავებით –
საკუთარ თავს ეუბნებოდა:

მკითხველთა ლიგა 79
“მე უფრო მეტად კეთილი და ხელგაშლილი ვარ,” ფიქრობდა,
ნუთუ ოცუნემ ფართოდ გახელილი კარი ვერ დაინახა?
რა თქმა უნდა სუეზოს ფიქრები ეგოისტურიც იყო, რადგან მი-
უხედავად იმისა, რომ ოცუნე ახლა უფრო მეტ მატერიალურ უზ-
რუნველყოფას იღებდა, ვიდრე წარსულში და მისი ქმრის დამო-
კიდებულებაც არ შეცვლილა, სუეზოს მხრიდან უსამართლობა
იყო თავისი ცოლისთვის იმის თხოვნა, რომ ისევ ისე ეფიქრა, რო-
გორც ოტამას გამოჩენამდე. ოცუნესთვის ეს ქალი თვალში ხიჭ-
ვივით არ იყო? და სუეზოს არ უნდოდა ამ ხიჭვის ამოღება და ცო-
ლისთვის შვების მოგვრა? ოცუნეს რაციონალურად ფიქრი და
არგუმენტირებული მსჯელობა არ შეეძლო; ამასთან კარი, რომე-
ლიც სუეზოს ღია ეგონა, ოცუნესთვის არ იყო. სინამდვილეში, დე-
რეფანს, სადაც ოცუნეს იმედი ჰქონდა, რომ აწმყოს სიმშვიდესა
და მომავლის იმედს მოკრავდა თვალს, მძიმე ჩრდილი ეფარებო-
და.
ერთ დილას, კამათის შემდეგ სუეზო სახლიდან სწრაფად წა-
ვიდა. ათის თერთმეტ წუთს გადაცილებული იყო. პირდაპირ მუ-
ენზაკაში წასვლა უნდოდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ მსახური
და ბავშვები იქით მიდიოდნენ, სხვა მხარეს წავიდა და უმისამარ-
თოდ ფეხს აუჩქარა. ხანდახან თავისთვის სალანძღავ სიტყვებსაც
იძახდა.
შოჰეი-ბაშის როცა მიაღწია, მისკენ მომავალი გეიშა დაინახა.
თავიდან მოეჩვენა, რომ ოტამას გავდა, მაგრამ ჩავლისას დაიხა-
ნა, რომ ქალს ჭორფლიანი სახე ჰქონდა.
“ჩემი ოტამა უფრო ლამაზია,” გაიფიქრა მან. მაშინვე კმაყო-
ფილება იგრძნო და ხიდზე გაჩერდა, გეიშას უყურებდა. ფიქრობ-
და, რომ ქალი საყიდლებზე იყო გამოსული, შემდეგ კი შესახვევ-
ში გაუჩინარდა.

მკითხველთა ლიგა 80
მაშინ მეგანე-ბაში ახალი ხიდი იყო და სუეზო ხიდის გადაკვე-
თის შემდეგ იანაგიჰარასკენ წავიდა. უცებ, მდინარის ნაპირთან,
ტირიფის ხის გვერდით, მიწაში ჩარგული დიდი ფიჭვის ხის ქვეშ,
კაცი და დაახლოებით თორმეტი-ცამეტი წლის გოგო დაინახა.
გოგო ხალხურ ცეკვას ასრულებდა და, როგორც ყოველთვის, მა-
ყურებლები ერტყა გარს. როცა სუეზო საყურებლად რამდენიმე
წუთით შეჩერდა, კაცი კინაღამ დაეჯახა. სუეზომ უცნობი მალევე
შეამჩნია, მობრუნდა და შეხედა, ჯიბის ქურდი სწრაფად გაეცალა.
– პროფესიონალი სულელია! – სუეზომ თავისთვის ჩაიბურ-
ტყუნა, თან კიმონოს ჯიბე მოსინჯა და საფულე შეამოწმა. ქურდი
ალბათ უმეცარი კაცი იყო, რადგან როცა სუეზო ცოლს ეკამათე-
ბოდა, ისე იძაბებოდა, ჩვეულებრივ შეუმჩნეველს ამჩნევდა. სუ-
ეზოს ბუნებრივი სენსიტიურობა ისეთი ძლიერი იყო, რომ ჯიბის
ქურდის განზრახვა იქამდე იგრძნო, სანამ გაძარცვავდა. მაგრამ
ასეთ შემთხვევებში მისი კონტროლის ძალა – რითიც ამაყობდა
– სუსტად მოდუნებული იყო, თუმცა ამას სხვები ვერ შეამჩნევ-
დნენ. სენსიტიური დამკვირვებელი შეამჩნევდა, რომ სუეზო ჩვე-
ულებრივზე ბევრს ლაქლაქებდა, მოუსვენრად იყო და არაბუნებ-
რივად იქცეოდა, არაოფიციალურად კეთილად ლაპარაკობდა
და იქცეოდა.
სუეზომ იფიქრა, რომ გარეთ საკმაო ხანს იყო, მაგრამ როცა
მდინარის პირას მიდიოდა და საათს დახედა, უკვე თერთმეტი
იყო, სახლიდან გამოსვლის შემდეგ ნახევარი საათი ან ცოტა მე-
ტი იყო გასული.
მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა სად წასულიყო, ადამიანს
ჰგავდა, ვინც მნიშვნელოვან ბიზნეს მივლინებაში იმყოფებოდა.
იმაგავას ქუჩის შესახვევამდე, სახლზე აბრა შენიშნა “ბრინჯი-და-
ჩაი.” იქ, მხოლოდ ოცი სენით, რამდენიმე კიტრიანი კერძისა და
ჩაის ყიდვა შეეძლო. იფიქრა, შევალო, მაგრამ ლანჩისთვის ძა-

მკითხველთა ლიგა 81
ლიან ადრე იყო, ამიტომ გზა განაგრძო, მარჯვნივ შეუხვია და მა-
ნაიტა-ბაშის ფართო ქუჩაზე გავიდა.
გზაზე გადასვლისას, მარჯვენა მხარეს ფრინველების მაღაზია
შეამჩნია, რომელთა ჟღურტული გამვლელების ყურადღებას იპ-
ყრიბდა. მაღაზიის წინ გაჩერდა – რომელიც დღესაც ღიაა – და
თუთიყუშებისა და გრძელკუდა თუთიყუშების ჭერზე დაკიდებული
გალიები დაათვალიერა, იატაკზე კი თეთრი მტრედებისა და კო-
რეული მტრედების გალიები იდო. მზერა მაღაზიის ბოლოში რი-
გებად ჩამწკრივებულ პატარა მომღერალ ჩიტებზე გადაიტანა. ეს
პატარა ჩიტები ყველაზე ხმამაღლა მღეროდნენ და ყველაზე ლა-
მაზად დაფრინავდნენ. მათ შორის რიცხობრივად ყველაზე მეტი
და ყველაზე ხმაურიანი ღია ყვითელი ფერის იმპორტული იადო-
ნები იყო. მისი ყურადღება ჭვინტებმა მიიპყრო, რომლებიც ჩუ-
მად იჯდნენ. უცებ მოუნდა, ოტამასთვის წყვილი ეყიდა. იფიქრა,
“ოტამა მიხედავს. მათთან ერთად ძალიან მომხიბვლელი იქნე-
ბა.”
სუეზომ ფასი იკითხა და, მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი მა-
ღაზიის მეპატრონე უინტერესო ჩანდა, ჭვინტების წყვილი იყიდა.
გადახდის შემდეგ, მაღაზიის მეპატრონემ ჰკითხა:
– როგორ წაიყვანთ?
– გალია არ მოჰყვება?
– რა თქმა უნდა, არა.
სუეზომ კაცისგან გალიაც იყიდა. მოხუცმა თავისი დანაოჭებუ-
ლი ხელები გალიაში უხეშად შეყო, ორი ჭვინტა დაიჭირა და თა-
ვისუფალ გალიაში გადაიყვანა.
– შეგიძლიათ სქესი გაარჩიოთ? – ჰკითხა სუეზომ.
– მგონი, შემიძლია, – თქვა მოხუცმა ყოყმანით.
უკან დაბრუნებისას, ორი ჭვინტა გალიით წაიყვანა. არ ჩქა-
რობდა და გალიას ხშირად მაღლა სწევდა და უყურებდა. სახლი-

მკითხველთა ლიგა 82
დან გამოსვლის შემდეგ ხასიათი შეეცვალა და მის შიგნით ჩვე-
ულებრივ დამალული ნაზი გრძნობა ამოტივტივდა. გალიის მოძ-
რაობით შეშინებული ჩიტები უძრავად იჯდნენ, ფრთადაკეცი-
ლად, ქანდარას ბრჭყალებით ეჭიდებოდნენ.
ყოველი შეხედვისას, სუეზოს მუენზაკაში სწრაფად მისვლა და
გალიის ოტამას ფანჯარასთან ჩამოკიდება უნდოდა.
მაგრამ იმაგავას ქუჩის შემდეგ, “ბრინჯი-და-ჩაის” სახლთან
გაჩერდა სადილად. მიმტანის მოტანილი ლანგრის უკან დადგა
გალია და ლამაზ ჩიტებს შეხედა. და ოტამაზე ფიქრით, ინტერე-
სით მიირთვა სადილი.

მკითხველთა ლიგა 83
თავი მეთვრამეტე

სუეზოს საჩუქარმა ოტამასა და ოკადას ლაპარაკის შესაძლებ-


ლობა მისცა.
მათი ურთიერთობა შემოდგომის ამინდს მაგონებდა. აწ გარ-
დაცვლილმა მამაჩემმა, მაშინ თავისი სახლის უკან შემოდგომის
ყვავილები დარგო და ერთ კვირა დღეს, კამიჯოდან დაბრუნების
შემდეგ, დავინახე, როგორ აბამდა ერთმანეთზე ყვავილებისა და
ჯვარისებრი ნაღველას ღეროებს, სხვა ტიპის მცენარეებთან ერ-
თად, მიწაში ჩარჭობილი წვრილი ბამბუკის ჯოხით, რადგან სექ-
ტემბრის პირველ რიცხვში ტაიფუნს, სახელად ორას ათ დღეს
ელოდნენ. მაგრამ ოცდაოთხი საათი მშვიდად გავიდა. შემდეგ
ვიფიქრეთ, რომ საშიში ორას მეოცე დღე იქნებოდა, მაგრამ მა-
შინაც არაფერი მომხდარა. მას შემდეგ რამდენიმე დღის განმავ-
ლობაში მოუსვენარი და ავისმომასწავებელი ღრუბლები შეინიშ-
ნებოდა. ხანდახან ისე ცხელოდა, რომ ხალხს ეგონა ზაფხული
დაბრუნდაო. აღმოსავლეთის ქარები მატულობდა მაგრამ მალე-
ვე დგებოდა.
– ორას ათ დღეს ნაწილ-ნაწილ ვიმკით, – თქვა მამაჩემმა.
ერთ კვირა დღეს, როცა სახლიდან კამიჯოში დავბრუნდი, სტუ-
დენტები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ და სრული სიჩუმე იყო. ჩემს
ოთახში დასასვენებლად შევედი, როცა გვერდით ოთახში ასან-
თის გაკვრის ხმა გავიგე.
მარტო ყოფნა არ მინდოდა, ამიტომ დავიძახე:
– შენ ხარ, ოკადა?
მისი პასუხი ძლივს გავიგე. ვმეგობრობდით და ფორმალურო-
ბებს თავს ვარიდებდით, მაგრამ მისი პასუხი უცნაური მეჩვენა.
ვიფიქრე, ოცნებამ გაიტაცა-მეთქი.

მკითხველთა ლიგა 84
– შეიძლება შემოვიდე? – ვკითხე, მაინტერესებდა რა მოხდა.
– იმედი მქონდა, შემოხვიდოდი. დიდი ხანია დავბრუნდი და
მას შემდეგ არაფერი გამიკეთებია. როცა შენი ხმა გავიგე, გამი-
ხარდა და ლამპა ავანთე. – ამჯერად გასაგებად მიპასუხა.
დერეფანში გავედი და მეგობრის გასაწევი კარი გავაღე. ოკა-
და მაგიდასთან იდაყვებდაყრდნობილი იჯდა და ღია ფანჯარაში
გარეთ იყურებოდა, რომელიც პირდაპირ რკინის ჭიშკარს უყუ-
რებდა.
ოკადა ჩემკენ მობრუნდა და მითხრა:
– დახუთული ჰაერია, არა? ეს ორი თუ სამი კოღო დაფრინავს
ოთახში... მომაბეზრებელი მწერები!
მის მაგიდასთან მივედი და თავისუფლად ჩამოვჯექი, ვთქვი:
– მამაჩემი ამას ორას ათი დღის ნაწილ-ნაწილ გადახდას ეძა-
ხის.
– რა? ოჰ. საინტერესოდ უთქვამს. შეიძლება მართალია. ისე-
თი არეული ამინდია – ჯერ მოღრუბლულია, შემდეგ მოწმენდი-
ლი – ვერ გადავწყვიტე, გარეთ გავიდე, თუ სახლში დავრჩე. მთე-
ლი დილაა ვწევარ და შენს ნათხოვარ კიმპეიბაის ვკითხულობ.
ისე დავიღალე, ვეღარ ვაზროვნებდი, ამიტომ სადილის შემდეგ
სასეირნოდ წავედი. და რაღაც უცნაური მოხდა.
ლაპარაკისას მე არ მიყურებდა. ფანჯარაში იყურებოდა.
– რა მოხდა?
– გველი მოვკალი, – ჩემკენ მობრუნდა და თქვა.
– და მზეთუნახავი გადაარჩინე?
– არა, ჩიტი. მაგრამ საქმე მზეთუნახავს ეხებოდა.
– ეს საინტერესოა! რა მოხდა?

მკითხველთა ლიგა 85
თავი მეცხრამეტე

აი, რა მითხრა ოკადამ.


ნაშუადღევს ღრუბლები სწრაფად მოძრაობდა და არარეგუ-
ლირებული ქარები გზაზე მტვერს აფრიალებდა და ისევ მშვიდ-
დებოდა. ოკადას ჩინური ნოველის კითხვამ თავი აატკივა. ჰაერ-
ზე გავიდა და რუტინულად მუენზაკასკენ წავიდა. თავბრუ ესხმო-
და. ძველ ჩინურ ნოველებში, განსაკუთრებით კიმპეიბაიში, უმ-
წიკვლო ათი ან ოცი გვერდის შემდეგ, ავტორს აუცილებლად შე-
მოაქვს უხამსი სცენა ისე, თითქოს პუნქტუალურად ასრულებდეს
პირობას.
– ალბათ, საშინლად სულელურად გამოვიყურებოდი, ასეთი
წიგნის წაკითხვის შემდეგ, – თქვა ოკადამ.
როცა ივასაკის სასახლის ქვის კედელთან მივიდა, სადაც დაბ-
ლობი იწყება, მარცხნივ შეჯგუფებული ხალხი დაინახა. ისინი იმ
სახლის წინ იდგნენ, რომელსაც ოკადა ყოველთვის უყურებდა.
მაშინ მან მხოლოდ ეს ფაქტი დამიმალა. სახლის წინ დაახლოე-
ბით ათი ახალგაზრდა ქალი იყო შეკრებილი, მომღერალი ჩიტე-
ბივით ხმაურობდნენ. ოკადა ვერაფერს ხედავდა და მათკენ ინტე-
რესის გარეშე წავიდა, შუა გზიდან ორი-სამი ნაბიჯი გადადგა.
ქალები ერთ ადგილს მიჩერებოდნენ, ოკადაც მათ მზერას
გაყვა და არეულობის მიზეზს მიხვდა: სახლის ფანჯარასთან და-
კიდებული გალია. გასაკვირი არ იყო ქალების აღელვება. ჩიტი
გალიაში ფართხალებდა, ფრთებს იქნევდა და წიოდა. ოკადა
კარგად დააკვირდა და გისოსებში შემძვრალი გველი დაინახა,
რომელიც ჩიტს აშინებდა. გველი ორი წვრილი ბამბუკის ჯოხში
გალიის გატეხვის გარეშე გაძვრა. მაგრამ შესვლისას, გისოსები
მისი სხეულის ზომაზე გაფართოვდა.

მკითხველთა ლიგა 86
ოკადა მიუახლოვდა, უკეთ რომ დაენახა და გოგოების უკან
დადგა.
ყველა ერთიანად დამშვიდდა, თითქოს ოკადა მხსნელის სა-
ხით მოევლინათო; გზა გაუთავისუფლეს და წინ გაუშვეს, რის შემ-
დეგადაც ოკადამ ახალი რამ აღმოაჩინა: ჩიტი მარტო არ იყო.
გველს მოფართხალე ჩიტის მეწყვილე პირში ჰყავდა დამ-
წყვდეული. და მიუხედავად იმისა, რომ ჩიტი ცალი ფრთით ეჭირა,
მკვდარს გავდა, ალბათ შიშისგან, რადგან მეორე ფრთაც ჩამოშ-
ვებული ჰქონდა და სხეული ბამბას უგავდა.
იმ მომენტში, სხვებზე ასაკიანმა, ერთ-ერთი სახლის ქალბა-
ტონმა, ოკადას სწრაფად, თუმცა ზრდილობიანად უთხრა:
– შეგიძლიათ დაეხმაროთ? ეს საზიზღარი გველი! – კიდევ და-
ამატა, – მეზობელი სახლიდან გოგოები მოვიდნენ, მაგრამ ეს ქა-
ლის შესაძლებლობებს აღემატება!
ერთმა გოგომ თქვა:
– ამ ქალბატონმა ჩიტების წივილი გაიგო, ამიტომ ფანჯრები
გადასწია. მისი კივილი გავიგეთ, როცა გველი დაინახა. ამიტომ
ყველაფერი მივატოვეთ და აქეთ გამოვიქეცით. მაგრამ არაფრის
გაკეთება არ შეგვიძლია. მასწავლებელიც სახლში არ არის. მაგ-
რამ სახლში რომც იყოს, დახმარება არ შეუძლია. მოხუცია.
კერვის მასწავლებელი, კვირა დღის მაგივრად, ყოველი თვის
ხუთ რიცხვში ისვენებდა. ამიტომაც მოსულიყვნენ გოგოები იმ
დღეს.
როცა ოკადა ამას მიყვებოდა, დაამატა:
– ქალი საკმაოდ ლამაზი იყო.
მაგრამ არ უთქვამს, რომ აქამდე ნანახი ჰყავდა და ესალმებო-
და.
ოკადას პასუხი არ გაუცია, გალიის ქვეშ იდგა და ფიქრობდა,
გველი როგორ შევიდაო. გველი ფანჯარასთან დაკიდებულ გა-

მკითხველთა ლიგა 87
ლიას ოტამას სახლსა და კერვის მასწავლებლის სახლს შორის
კარნიზის გავლით მიუახლოვდა. მისი სხეული კარნიზზე თოკი-
ვით ეკიდა და კუდი სახლის კუთხეში ჰქონდა ჩამალული. გველი
საკმაოდ გრძელი იყო. ოკადამ იფიქრა, ალბათ ქუჩის გადაღმა
რომ სქელი ხეები და ბალახია, იქიდან მოვიდაო. უცნაურ ამინ-
დში გამოვიდა, ხეტიალობდა და ჩიტებს გადაეყარა.
ოკადა სიტუაციამ ოდნავ დააბნია. აშკარა იყო, ქალებს არაფ-
რის გაკეთება არ შეეძლოთ.
– სახლში ბასრი რა გაქვთ? – იკითხა მან.
– შეირბინე და სამზარეულოდან დანა გამოიტანე, – ქალბა-
ტონმა პატარა გოგოს უთხრა. გოგო მსახური იქნებოდა, რადგან,
მიუხედავად იმისა, რომ სხვა გოგოების მსგავსად საზაფხულო
კიმონო ეცვა, სახელოები იასამნისფერი სარტყელით ჰქონდა
აწეული.
გოგომ წარბები შეკრა, თითქოს ამბობდა:
– თევზის დანას გველის დასაჭრელად ვერ გამოიყენებთ.
– არ ინერვიულო, – უთხრა ქალბატონმა, – ახალს გიყიდი.
გოგო პასუხით დაკმაყოფილდა, სახლში შეირბინა და დანა
სწრაფად გამოიტანა.
ოკადამ დანა მაშინვე გამოართვა, ხის ფეხსაცმელი გაიხადა
და ფანჯრის რაფაზე შედგა; მოქნილი სხეულის წყალობით, მარ-
ცხენა ხელით უკვე კარნიზს ეჭიდებოდა.
ოკადამ იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანა ახალი იყო,
ბასრი არ იყო, ამიტომ გველის დაჭრა არ უფიქრია. დანით გვე-
ლის სხეული ძელზე გადასწია და რამდენჯერმე ზემოთ-ქვემოთ
გადაატარა. სხეულის ქერცლის განგმირვისას ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს შუშას ტეხავდაო.

მკითხველთა ლიგა 88
მაგ დროისთვის გველს ჩიტი მთლიანად გადაეყლაპა და რო-
ცა დაიჭრა, სხეული ბობოქარი ტალღასავით დაეკლაკნა. თუმცა
მსხვერპლის გადმოგდება, ან გალიიდან გამოსვლა არ უნდოდა.
მას შემდეგ, რაც ოკადამ დანა რამდენჯერმე შეარჭო, ბლაგვმა
პირმა ბოლოს გველი საჭრელ დაფაზე დაჭრილი ორი მსხვილი
ნაჭერივით გაყო. ჯერ სხეულის ქვედა ნაწილი, რომელიც ჯერ კი-
დევ იკლაკნებოდა, სახურავის ქვემოთ, ბალახზე მძიმედ დაეცა.
მაგრამ მეორე ნაწილი, ძელიდან გადმოვარდა და გალიაში თავ-
გაჭედილი, ჰაერში ქანაობდა. თავმა ზომაში მოიმატა, რადგან
ჩიტი ჯერ კიდევ პირში ჰყავდა და მშვილდივით მოღუნული ბამ-
ბუკის გისოსები იჭერდა. მკვდარი სხეულის წონა ოთხი-ხუთი
გრადუსით ხრიდა გალიას. გადარჩენილი ჩიტი ისევ ფართხა-
ლებდა, ჯერ კიდევ დაუღალავად იქნევდა ფრთებს.
ოკადამ კარნიზს ხელი გაუშვა და მიწაზე გადმოხტა. აქ კი, ის
გოგოები, ვინც სუნთქვაშეკრული უყურებდნენ ყველაფერს, კერ-
ვის მასწავლებლის სახლში დაბრუნდნენ.
– გალია უნდა ჩამოვიტანოთ და გველის თავი გამოვიტანოთ,
– თქვა ოკადამ და ქალბატონს შეხედა.
თუმცა არც ქალბატონს და არც მსახურს ჰქონდათ იმის გული,
გალიის ძაფი დაეშვათ, რადგან დაჭრილი გველის სისხლი ფან-
ჯრის რაფაზე წვეთავდა.
იმ წამს მხიარული ხმა გაისმა:
– ჩამოვიტანო?
ყველა მოსაუბრისკენ მიბრუნდა, ეს საკეს გამყიდვლის შიკრი-
კი იყო. ამ მოსაწყენ კვირა შუადღეს მხოლოდ მან გამოიარა, სა-
ნამ ოკადა გველს კლავდა. ერთ ხელში თოკით დაბმული საკეს
ბოთლი, მეორეში კი აღრიცხვის წიგნაკი ეჭირა და უძრავი მაყუ-
რებელივით იდგა. მაგრამ როცა გველის უკანა ნაწილი ბალახზე
დავარდა, თავისი ბოთლი და წიგნაკი მიწაზე დააგდო, პატარა ქვა

მკითხველთა ლიგა 89
აიღო და გველის სისხლიან ხორცს ურტყამდა, თითოეული დარ-
ტყმა სიამოვნებას ანიჭებდა.
– თქვენი შეწუხება არ მინდა, მაგრამ გთხოვთ, – თქვა ქალბა-
ტონმა ზრდილობიანად. მსახურმა ბიჭი სახლში შეიყვანა და მა-
ლევე ფანჯარასთან გამოჩნდა, რაფაზე აძვრა, რომელზეც საყვა-
ვილე იდო და როგორც შეეძლო გაიწელა, გაჭიმული ხელებით
ძაფს ძლივს მისწვდა.
– დაიჭერთ? – ბიჭმა მსახურს ჰკითხა, ის კი გალიას გაეცალა,
ბიჭი ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა და შესასვლელიდან გამოვიდა.
– მე გალია მიჭირავს, თქვენ კი სისხლი უნდა მოწმინდოთ, –
თქვა ბიჭმა. – ბალიშზეც არის! – ამაყად მიუთითა გოგოს, ვინც
გამოაცილა.
– ოჰ, მართალია! სწრაფად მიხედე! – თქვა ქალბატონმა და
მსახური სწრაფად დაბრუნდა სახლში.
ოკადამ გალიაში შეიხედა და ქანდარაზე აკანკალებული ჩიტი
დაინახა. მისი მეწყვილის ნახევარი გველის პირში დაიკარგა. მი-
უხედავად იმისა, რომ ოკადამ გველი შუაზე გადაჭრა, ის ბოლო
წუთამდე მსხვერპლის გადაყლაპვას ცდილობდა.
– გველი გამოვიტანო? – ბიჭმა იკითხა, ოკადასკენ მიბრუნდა.
– შეძლებ? – ოკადამ ღიმილით უპასუხა. – კარგი, მაგრამ ჯერ
გისოსების შუაში ასწიე, თორემ გატეხავ.
ბიჭმა გველი გამოიტანა და თითისწვერებით ჩიტის კუდი მო-
ქაჩა:
– რატომ! მკვდარია, მაგრამ მაინც არ უშვებს!
სანახავი რადგან აღარაფერი იყო, კერვის მასწავლებლის
დარჩენილი მოსწავლეები სახლში დაბრუნდნენ.
– კარგი, – თქვა ოკადამ, გარშემო მიმოიხედა, – სჯობს მეც
წავიდე.

მკითხველთა ლიგა 90
ჩაფიქრებული ქალბატონი ამ სიტყვების გაგონებაზე ოკადას
მიუბრუნდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ შერცხვა და თვალე-
ბი მოარიდა. მაშინ ოკადას ხელზე სისხლი შეამჩნია.
– აჰ! – დაიძახა. – ხელი დაგესვარათ. – თავის მსახურს და-
უძახა და ხის დასაბანი ჯამი მოატანინა.
როცა მიყვებოდა, ქალის დამოკიდებულება კონკრეტულად
არ აუხსნია, მაგრამ ის კი მითხრა:
– არ ვიცი ჩემს ცერა თითზე პატარა სისხლის ლაქა როგორ
შეამჩნია...
როცა ოკადა ხელებს იბანდა, შიკრიკმა ბიჭმა, ვინც გველის
პირიდან მკვდარი ჩიტის გამოტანას ცდილობდა, დაიძახა:
– ჰეი!
სახლის ქალბატონი ოკადას გვერდით დაკეცილი პირსახო-
ცით ხელში იდგა და ბიჭის ყვირილზე, იკითხა:
– რა მოხდა?
– გველის დატოვებული ხვრელიდან მეორე ჩიტი კინაღამ გა-
მოფრინდა! – თქვა ბიჭმა, გაშლილი ხელები გალიას მიაფარა.
– ხელები მანდ გქონდეს, – უთხრა ოკადამ, ქალბატონის მი-
ცემულ პირსახოცზე თითებს იმშრალებდა. შემდეგ ქალბატონს
მიუბრუნდა და ჰკითხა: – ძლიერი ძაფი გაქვთ? გისოსების დაბმა
შეგვიძლია, ჩიტი რომ არ გაფრინდეს.
– თმის შესაკრავი ქაღალდის თასმა გამოდგება? – დაფიქრე-
ბის შემდეგ ჰკითხა ქალბატონმა.
– გამოდგება, – უპასუხა ოკადამ.
– სარკის სადგამიდან თასმა გამოიტანე, – ქალმა მსახურს
უთხრა. როცა გოგო დაბრუნდა, ოკადამ თასმა გამოართვა და
მოღუნული გისოსები გზაჯვარედინად არეულად დააბა.
– კარგი, – თქვა ოკადამ, გასასვლელთან მივიდა, – გასაკე-
თებელი აღარაფერია.

მკითხველთა ლიგა 91
– მე... მადლობა, – უთხრა ქალმა და გააცილა.
ოკადა ბიჭს მიუბრუნდა და უთხრა:
– ისედაც ამდენი გააკეთე, ბარემ გველიც გადააგდე.
– კარგი. ფერდობის ძირას გადავაგდებ. თოკი გაქვთ? – იკით-
ხა და მიმოიხედა.
– მაქვს. ერთი წუთით დამელოდეთ, – თქვა ქალბატონმა და
მსახურს რაღაც ჩასჩურჩულა.
– მაშ, ნახვამდის, – თქვა ოკადამ. და ფერდობზე ისე დაეშვა,
უკან არ მიუხედავს.
ოკადამ ეს მომიყვა, შემომხედა და მითხრა:
– ხედავ, მზეთუნახავისთვის დიდად გავისარჯე.
– ნამდვილად, – ვუთხარი მე. მაგრამ საკმაოდ პირდაპირ და-
ვამატე: – მშვენიერი ქალისთვის გველის მოკვლა საინტერესო
ისტორიაა. ზღაპარიც კია. მაგრამ არა მგონია შენი ისტორია აქ
დასრულებულიყო.
– რა? ნუ სულელობ. დასრულდა, ამიტომაც გითხარი.
ვფიქრობ, არ იტყუებოდა, თუმცა თუ მართლა ასე დამთავრდა,
ვგრძნობდი, რომ ეწყინა.
მისი ისტორია ზღაპარს გავდა, მაგრამ როცა ვუსმენდი, სხვა
იდეა მომივიდა. მაგრამ ეს მისთვის არ მითქვამს. მეჩვენებოდა,
რომ ოკადა, თითქოს კიმპეიბაის ნოველის მთავარ გმირს, კინ-
რენის მსგავს ქალს შეხვდა.
უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი, ისინიც კი, ვისაც სუეზოსგან
ფული არ უსესხებიათ, იცნობდა მევახშეს, ვინც ადრე სტუდენტე-
ბის მსახური იყო. მაგრამ ყველამ არ იცოდა, რომ მუენზაკაში
მცხოვრები ქალი მისი საყვარელი იყო. ოკადაც მათ შორის იყო.
მაშინ ქალის შესახებ დეტალები არ ვიცოდი, თუმცა ვიცოდი, რომ
კერვის მასწავლებლის გვერდით მცხოვრები ქალი სუეზოს საყ-
ვარელი იყო.

მკითხველთა ლიგა 92
ამ მხრივ ჩემს მეგობარზე მეტი ვიცოდი.

მკითხველთა ლიგა 93
თავი მეოცე

იმ დღეს, როცა ოკადამ გველი მოკლა, ოტამა მასთან ლაპა-


რაკის შემდეგ შეიცვალა, რადგან აქამდე მხოლოდ ერთმანეთს
უყურებდნენ.
ქალის გულს შეიძლება ერთი კონკრეტული ნივთი უნდოდეს,
მაგრამ შეიძლება მის ყიდვაზე არ იფიქროს. ყოველ ჯერზე, როცა
ნივთს ჩაუვლის, ვთქვათ ეს ნივთი ბეჭედი, ან საათი იყოს, შეიძ-
ლება გაჩერდეს და ნივთს შეხედოს. იმ მაღაზიას განგებ არ ჩაუვ-
ლის, მაგრამ თუ მეზობლად საქმეზე მოხვდება, ყოველთვის შე-
ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ხვდება, ნივთს ვერასდროს იყი-
დის, უარის თქმისა და ნივთის ფლობის სურვილი აღვიძებს არა
ძლიერ, არამედ სუსტ და ტკბილად სევდიან ემოციას. და ქალს ეს
გრძნობა სიამოვნებს. სხვა მხრივ, ნივთი, რომლის ყიდვაც შეუძ-
ლია და გადაწყვეტს იყიდოს, ძლიერ ტკივილს აყენებს. ეს ისე
აწუხებს, მოუსვენრობა იპყრობს. რომც იცოდეს, რომ რამდენიმე
დღეში დაეპატრონება სასურველ ნივთს, მოცდა უჭირს. ხშირად
იმპულსურადაც გავა და იყიდის – სიცხისა თუ სიცივის, სიბნე-
ლის, წვიმისა თუ თოვლის მიუხედავად. ქალი, ვინც მაღაზიიდან
ნივთებს იპარავს, სხვა ხით არ არის გამოკვეთილი. მაგრამ სხვა-
ობა არის. მაღაზიის ქურდისთვის ზღვარი არ არსებობს, მნიშვნე-
ლობა არ აქვს, ფული აქვს, თუ არ აქვს, მაინც იპარავს.
ოტამას ოკადას მიმართ ლტოლვა იგივე იყო, როგორც ქა-
ლის, რომელიც ძვირიან ნივთს შორიდან უმზერს, მაგრამ ოკადა
ის ნივთი იყო, რისი ყიდვაც ოტამას უნდოდა.
ჩიტის გადარჩენამ შესაძლებლობა მისცა უკეთ გაცნობოდა
ოკადას. იქნებ, უმე გაეგზავნა მადლობის ნიშნად? და რომც გაეგ-
ზავნა, რა მიეტანა? იქნებ, ჯემიანი ფუნთუშები ფუჯიმურას საკონ-

მკითხველთა ლიგა 94
დიტროდან? მაგრამ ეს ცოტა უგუნური იქნებოდა: მეტად ბანალუ-
რი იყო, ამას ყველა იზამდა. ბანალური რომ არ გამოჩენილიყო,
იდაყვების დასაყრდნობს შეუკერავდა პატარა ფერადი ნაჭრების-
გან, ოკადა ამაზე გაიცინებდა და ქალური სიყვარულის ნიშნად
მიიღებდა. კარგი ვარიანტი ვერ მოიფიქრა. მაგრამ გადაწყვეტი-
ლება რომც მიეღო, უმეს ხელით გაგზავნა კარგი აზრი იქნებოდა?
რამდენიმე დღის წინ ნაკა-ჩოს ქუჩაზე ერთ მაღაზიაში, სავიზი-
ტო ბარათი დააბეჭდვინა, მაგრამ საჩუქარზე მხოლოდ ბარათის
მიმაგრება საკმარისი არ იყო. სურდა, რამდენიმე წინადადება
დაეწერა, მაგრამ როგორ? მხოლოდ დაწყებითი სკოლა ჰქონდა
დამთავრებული და დროც არ ჰქონდა წერაში ხელი გაეწაფა, ამი-
ტომ ბარათის დაწერაც კი არ შეეძლო სწორად. კერვის მასწავ-
ლებელმა უთხრა, ბატონის სახლში ვმუშაობდიო და ოტამას რომ
ეთხოვა, კერვის მასწავლებელი დაუწერდა. მაგრამ ოტამას ეს არ
უნდოდა. სამარცხვინოს არაფერს წერდა, მაგრამ არ უნდოდა
ვინმეს გაეგო, რომ ოკადას სწერდა. მაშ, რა უნდა ექნა?
ოტამა ფიქრებით წინ და უკან დადიოდა, პრობლემა ჩაცმისას
დაივიწყა და უმეს სამზარეულოს დავალებები მისცა. მაგრამ
მოგვიანებით ფიქრს დაუბრუნდა.
შემდეგ სუეზო მოვიდა. ოტამა სანამ საკეს უსხამდა, ისევ
პრობლემაზე ფიქრობდა.
– რაზე ჩაფიქრდი? – ჰკითხა სუეზომ, მსუბუქი საყვედურით.
– რა! – თქვა მან, უაზროდ იღიმოდა, მაგრამ გული მალულად
უთრთოდა, – საერთოდ არაფერზე.
ბოლო დროს ოტამა ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე იმის-
თვის, რომ თავისი დაკვირვებული საყვარლისთვის სიმართლე
დაემალა.
სუეზოს წასვლის შემდეგ, ოტამას დაესიზმრა, რომ ბოლოს და
ბოლოს ნამცხვრის ყუთი იყიდა და უმეს გაატანა. მაგრამ გოგოს

მკითხველთა ლიგა 95
წასვლის შემდეგ ოტამამ აღმოაჩინა, რომ არც სავიზიტო ბარათი
და არც ბარათი არ გაუტანებია. და სრულად გამოფხიზლდა.
შეიძლება ოკადა სასეირნოდ არ გასულა ან ოტამამ ვერ და-
ინახა ისე ჩაიარა, რადგან გველის მოკვლის შემდეგ, ოტამამ იმ
ადამიანის სახე ვერ დაინახა, ვისი დანახვაც ასე ძალიან უნდოდა.
თუმცა ოკადა ჩვეულებრივ გარეთ იყო. ოტამას ფანჯარას შეხედა,
მაგრამ შიგნით ისე ბნელოდა, ვერ დაინახა. მომდევნო დღეს, იმ
დროს, როცა ოკადას უნდა ჩაევლო, ოტამამ ცოცხი აიღო და შე-
სასვლელის გამოგვა დაიწყო. ცოტა მტვერი იდო და ფეხსაცმელს
ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ დებდა.
– ოჰ, ღმერთო! – თქვა უმემ, სამზარეულოდან გამოვიდა. – მე
გავაკეთებ!
– არ შეწუხდე, – თქვა ოტამამ. – შენ საჭმელი მოამზადე. ამას
მხოლოდ დროის გასაყვანად ვაკეთებ. – და ამ სიტყვებით გოგო
სამზარეულოში დააბრუნა.
იმ მომენტში ოკადამ ჩაიარა, ჩვეული მისალმებით. ყურებამ-
დე გაწითლებული ოტამა ცოცხით ხელში გაშეშდა, მაგრამ სიტ-
ყვა არ უთქვამს.
ცოცხი ისე დაადგო, თითქოს ცხელი მაშა ყოფილიყო, სან-
დლები გაიხადა და სახლში შეირბინა.
ნახშირის ღუმლის წინ იჯდა, ანთებულ ნახშირს მაშით ეთამა-
შებოდა და თავისთვის ფიქრობდა:
“სულელი ვარ! ვიფიქრე, ასეთ ცივ ამინდში ფანჯრიდან ყურე-
ბა უცნაური იქნება-მეთქი. ამიტომ დაველოდე გარეთ, თითქოს
მოსაგველი მქონდა. და როცა მოვიდა, სიტყვა ვერ ვუთხარი! სუ-
ეზოსი როგორც არ უნდა მრცხვენოდეს, თუ მოვინდომებ ყველა-
ფერს ვეუბნები. მაგრამ ოკადა-სანს რატომ ვერ ველაპარაკები?
ბუნებრივია, მადლობის მოხდა მინდა. მადლობას თუ არ გადა-
ვუხდი, მასთან ლაპარაკის შანსი აღარ მომეცემა. უმეს სიხარუ-

მკითხველთა ლიგა 96
ლით გავგზავნიდი მასთან საჩუქრით ხელში, მაგრამ რადგან სა-
ჩუქრის გაგზავნა პრობლემაა და ვერც ვერაფერს ვეუბნები, სხვა
რა შემიძლია? რატომ ვერაფერი ვუთხარი? ნამდვილად, დიახ,
დიახ, ვაპირებდი. მაგრამ არ ვიცოდი რა მეთქვა! სახელით დაძა-
ხება მეტად ფამილიარული იქნებოდა. უცნაური იქნებოდა მეთ-
ქვა: ‘დღემშვიდობისა!’ რომ დავუფიქრდი, მართებულად გავ-
ბრაზდი. საკმარისი დრო მქონდა, მაგრამ ახლაც კი ვერ ვპო-
ულობ სიტყვებს. არა, სისულელეა ასე ფიქრი. არაფრის თქმა არ
იყო საჭირო. მასთან მისვლაც საკმარისი იქნებოდა. მაშინ აუცი-
ლებლად შეჩერდებოდა. და როცა გაჩერდებოდა, ვეტყოდი:
‘გთხოვთ, ჩადენილი სიკეთისთვის მადლობა უნდა გადაგიხა-
დოთ.’ ამას ან სხვა რამეს.”
ასე მსჯელობდა და ნახშირით თამაშობდა, როცა რკინის ჩაიდ-
ნის თავსახურის ხტუნაობამ გამოარკვია და ორთქლის გამოსაშ-
ვებად თავსახური გვერდით გადაწია.
იმ დღიდან, პერსონალური დებატები ჰქონდა გამართული ორ
ალტერნატივაზე, ოკადას თვითონ უნდა დალაპარაკებოდა, ან
მასთან უმე გაეგზავნა წერილით. ამასობაში, საღამოს სიცივემ
იმატა, ფანჯრის ღია დატოვება უცნაური იქნებოდა. ჩვეულებრივ
მიწას დილას, დღეში ერთხელ გვიდნენ, მაგრამ ცოცხის ინციდენ-
ტის შემდეგ, უმე საღამოობითაც გვიდა, ოტამას რომ არ ექნა.
ოტამა საჯარო აბაზანაში გვიან დადიოდა, იმ იმედით, რომ
გზად ოკადას ნახავდა, მაგრამ სახლთან ისე ახლოს იყო, ნაკლე-
ბად სავარაუდო იყო შეხვედროდა. მეორეს მხრივ, დღეების
სვლასთან ერთად, მსახურის ოკადასთან გაგზავნა ეუხერხულე-
ბოდა.
დროებით საკუთარ თავს დანებდა და ფიქრს ახალი მიმართუ-
ლება მისცა: ოკადასთვის მადლობა არ გადაუხდია. რადგან სი-
კეთე არ დაუბრუნებია, რომელიც აუცილებლად უნდა დაებრუნე-

მკითხველთა ლიგა 97
ბინა, მისი მოვალე გახდა. და აშკარა იყო, ოკადამ ეს იცოდა.
ოტამასთვის ამ სიტუაციაში დარჩენა უკეთესი იქნებოდა, ვიდრე
მადლობის მოუქნელად გადახდა.
მაგრამ ამ ვალდებულების გამოყენებით მასთან დაახლოების
შესაძლებლობა ექნებოდა. სინამდვილეში, ამ საკითხზე ბევრს
ფიქრობდა მალულად.
ბუნებით ოტამა გაბედული ქალი იყო და მას შემდეგ, რაც სუ-
ეზოს საყვარელი გახდა, ხილული ზიზღის მტკივნეულმა გამოც-
დილებამ და მის ირგვლივ მყოფთა შინაგანმა შურმა, შესაძლებ-
ლობა მისცა სამყარო აბუჩად აეგდო. ჯერ კიდევ არსებითად კარ-
გი ქალი იყო და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც ჯერ არ
ჰქონია, ამიტომ საცხოვრებელ სახლში უნივერსიტეტის სტუდენ-
ტთან სტუმრობა მისთვის ძნელი იყო.
იყო შემოდგომის კარგი დღეებიც, როცა ფანჯრის გამოღება
შეეძლო და ოკადასთან მისალმების გაცვლა, მაგრამ მათი ურ-
თიერთობა იმ დასამახსოვრებელი შემთხვევის შემდეგ არ შეც-
ვლილა და არც რამე სახის სიახლოვე განვითარებულა ერთხელ
ლაპარაკისა და პირსახოცის მიცემის შემდეგ. და სიტუაცია ოტა-
მასთვის გამაღიზიანებელი იყო.
როდესაც სუეზო მოდიოდა და ოტამას ნახშირის ღუმელთან
ელაპარაკებოდა, ოტამა სუეზოს მაგივრად იქ ოკადას წამოიდ-
გენდა. თავიდან გრძნობდა, რომ ღალატობდა, მაგრამ ნელ-ნე-
ლა, სუეზოსთან ლაპარაკის დროს, ოკადაზე ფიქრი სამარცხვინო
აღარ ეჩვენებოდა. მეტიც, როცა სუეზოს ნებდებოდა, დახუჭულ
თვალებს მიღმა ოკადას წარმოიდგენდა. ხანდახან სიზმრებშიც
ერთად იყვნენ. ოკადას იქ ყოფნა არანაირ პრობლემას არ წარ-
მოადგენდა. მაგრამ როდესაც ბედნიერებას იგრძნობდა, კაცი
ოკადას მაგივრად სუეზოდ გადაიქცეოდა. შეშინებულს ეღვიძე-

მკითხველთა ლიგა 98
ბოდა, ისეთი დაძაბული ნერვებით, რომ ხანდახან აღელვებით
ტიროდა.
უკვე ნოემბერი იდგა და დღეები ინდური ზაფხულივით უცვლე-
ლი იყო, ეს კი ოტამასთვის ფანჯრის გამოღების საბაბი იყო იმის-
თვის, რომ ოკადას ყოველდღიურ სეირნობას დალოდებოდა.
აქამდე ცივმა და სველმა დღეებმა შეუშალეს ხელი, ამიტომ დაღ-
ვრემილი იყო. მაგრამ ისეთი რბილი ხასიათი ჰქონდა, რომ მსა-
ხური უაზრო მოთხოვნებით არ შეუწუხებია, არც სუეზოსთვის შე-
უხედავს მოწყენილს.
ასეთ დროს ღუმელთან იდაყვებდაყრდნობილი მარტო იჯდა.
ჩუმად ჯდებოდა და ისე ჩაფიქრდებოდა, რომ ერთ დღეს უმემ
ჰკითხა:
– რამე მოხდა?
მაგრამ ახლა, როცა ოკადას ნახვა ზედიზედ რამდენიმე დღე
შეეძლო, თავს მხნედ გრძნობდა და ერთ დილას მამას სანახავად
მსუბუქი ნაბიჯებით წავიდა.
მამას კვირაში ერთხელ სტუმრობდა, მაგრამ საათზე დიდ ხანს
არასდროს ჩერდებოდა. ეს იმიტომ, რომ მამამისი არ ტოვებდა
დიდი ხანი. როდესაც ოტამა მამასთან მიდიოდა, ის ყოველთვის
კეთილად ექცეოდა. და თუ რამე გემრიელი ჰქონდა, მისთვის გა-
მოჰქონდა და ჩაისაც უმზადებდა. მაგრამ ჭამის დასრულების
შემდეგ, ეუბნებოდა:
– ახლა სჯობს წახვიდე.
ამას მოხუცი კაცის მოუსვენრობით არ იძახდა, ფიქრობდა,
რომ ქალიშვილის დაყოვნება ეგოისტური იქნებოდა, რადგან
საქმეზე იყო გამოსული. ოტამამ მეორე თუ მესამე სტუმრობისას
უთხრა, რომ უფრო დიდი ხნით დარჩენა შეეძლო, რადგან ბატო-
ნი მის სანახავად დილას არ მოდიოდა, მაგრამ მოხუცი კაცი მოს-
ვენებას არ ძლევდა.

მკითხველთა ლიგა 99
– კარგი, შეიძლება მართალია, – უთხრა მოხუცმა კაცმა ოტა-
მას, – რომ დილას არ მოდის, მაგრამ შესაძლოა მოულოდნელი
საქმე გამოუჩნდეს. სხვა საქმე იქნებოდა მისთვის რომ გეკითხა
და თანხმობა მიგეღო. მაგრამ რადგან საყიდლებზე გასვლისას
შემომიარე, დიდ ხანს არ უნდა დარჩე. თავის გასამართლებელი
მიზეზი არ გექნება თუ იფიქრებს, რომ დროს ტყუილად ფლანგავ.
ოტამამ იცოდა, რომ მამა სუეზოს საქმიანობის შესახებ თუ გა-
იგებდა, შეურაცხყოფილი იქნებოდა, ამიტომ ნერვიულობდა.
როცა სტუმრობდა, უნდოდა გაეგო, მამამ რამე ხომ არ შეიტყოო,
მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა არ ეცოდი-
ნებოდა. აქ გადმოსვლის შემდეგ, წიგნებს იღებდა, სათვალით
მთელი დღე იჯდა და კითხულობდა. ისტორიულ სასიყვარულო
რომანებსა და ბიოგრაფიებს კითხულობდა, ორივე ჟანრი განსა-
კუთრებული შრიფტით დაბეჭდილი იყო. ბიბლიოთეკარს მხატ-
ვრული ლიტერატურა რომ შეეთავაზებინა, მოხუცი კაცი ეტყოდა:
– რა? ეს ტყუილები!
კითხვისგან დაღლილი, ღამით ესტრადის დარბაზში მიდი-
ოდა, სადაც კომიკურ ისტორიებსა და დრამატულ ბალადებს უს-
მენდა, ტყუილ-მართალის განურჩევლად. მაგრამ მთხრობელი
თუ არ მოსწონდა, ჰიროკოჯის დარბაზში მიდიოდა, სადაც ნაამ-
ბობი მეტწილად ისტორიული იყო. მხოლოდ ესენი იყო მისი გა-
სართობი და რადგან უცხოებთან არასდროს ჭორაობდა, ახალი
მეგობრები არ შეუძენია. აქედან გამომდინარე, სუეზოს ბიოგრა-
ფიას ვერ მოისმენდა.
თუმცა მეზობლებს მოხუცი კაცის სტუმრის ვინაობა აინტერე-
სებდათ და ბოლოს გაიგეს, რომ ის მევახშის საყვარელი იყო. მო-
ხუცი კაცის გვერდითა მეზობლები ჭორიკნები რომ ყოფილიყ-
ვნენ, მიუხედავად იმისა, რომ არავის ელაპარაკებოდა, უსიამოვ-
ნო ხმები მაინც მისწვდებოდა მის ყურს. მაგრამ საბედნიეროდ

მკითხველთა ლიგა 100


გონების სიმშვიდეს არავინ ურღვევდა, ერთი მეზობელი მუზეუ-
მის თანამშრომელი იყო, ვინც თავისუფალ დროს ჩინური იეროგ-
ლიფების ნიმუშებს აგროვებდა და ფუნჯის ხმარებას სწავლობდა,
მეორე მეზობელი კი ხეზე მჭრელი იყო, ვინც ძველ ხელობაზე
დარჩა, ამხანაგი ხელოსნების წასვლის მიუხედავად. მოხუცი კა-
ცის სახლის ჩაყოლებაზე, მხოლოდ ატრიის რესტორანი, ბრინჯის
ნამცხვრის მაღაზია და სავარცხლების მაღაზია იყო.
სანამ მოხუცი კაცი თავისი ქალიშვილის ნაზ მისალმებას გა-
იგონებდა, იქამდე ხვდებოდა მის მოსვლას, კარის გაღებითა და
მსუბუქი ნაბიჯებით. წიგნს გვერდზე დებდა და მის ოთახში შემოს-
ვლას ელოდებოდა. სათვალის მოხსნა და თავისი ძვირფასი ქა-
ლიშვილის დანახვა დღესასწაულის იყო მისთვის. რა თქმა უნდა
სათვალით უკეთ ხედავდა, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ოტამასა და
მას შორის ბარიერს ქმნიდა. ჩვეულებრივ იმდენი სათქმელი
ჰქონდა, რომ ოტამას წასვლის შემდეგ ახსენდებოდა ყველაფე-
რი. მაგრამ არ ავიწყდებოდა ეთქვა:
– სუეზოს მოკითხვა გადაეცი.
იმ დღეს, როცა ოტამა მხიარულ გუნებაზე გავიდა სახლიდან,
მამამისიც კარგ ხასიათზე დახვდა, სასამართლოს ამბავს უყვე-
ბოდა და ბრინჯის ვაფლის დიდ ნაჭერს ჭამდა.
– მე მოვიტანე, ჰიროკიჯიში ერთი მაღაზია გაიხსნა. ო-სენჯუს
ცნობილი საკონდიტროდანაა, – თქვა მან.
მოხუცი კაცი ოტამას ხშირად ეკითხებოდა:
– არ უნდა წახვიდე?
– ამაზე არ ინერვიულო! – ღიმილით ეუბნებოდა ოტამა. და შუ-
ადღემდე დარჩა.
მამამისისთვის რომ ეთქვა, ბოლო დროს სუეზო უდროო
დროს მოდისო, მოხუცი კაცი უფრო ხშირად ეტყოდა უკან დაბ-
რუნდიო.

მკითხველთა ლიგა 101


ოტამა უფრო უსირცხვილო გახდა და მისი არყოფნის დროს
სუეზოს სტუმრობა საერთოდ არ აღელვებდა.

მკითხველთა ლიგა 102


თავი ოცდამეერთე

სიცივეები იწყებოდა და გარეთ ნიჟარის ხის წყალსადენს სქე-


ლი ყინული ყინავდა. ოტამას უმე ებრალებოდა, რადგან წყალი
ღრმა ჭიდან გრძელი თოკით ამოჰქონდა, ამიტომ ხელთათმანე-
ბი უყიდა. მაგრამ რადგან უმესთვის შემაწუხებელი იყო სამზა-
რეულოს საქმიანობის დროს ხელთათმანების გაკეთება და მოხ-
სნა, ხელთათმანს ძვირფასი საჩუქარივით უფრთხილდებოდა და
ჭიდან ისევ შიშველი ხელებით ამოჰქონდა წყალი. ოტამა ეტყო-
და:
– ცხელი წყლით გარეცხე სარეცხი და იატაკები მოწმინდე.
მაგრამ უმეს ხელები მაინც უხეში და დამსკდარი ჰქონდა.
ოტამა თანაგრძნობით ეუბნებოდა:
– სველი ხელების დატოვება საშინელებაა. დასველების შემ-
დეგ ყოველთვის ფრთხილად გაიმშრალე.
უმეს საპნის ნატეხიც კი უყიდა. მაგრამ გოგოს ხელები უფრო
უხეშდებოდა და ოტამას მათი ამ მდგომარეობაში ყოფნა გულს
ტკენდა.
„ხელები ასე რატომ უწითლდება და ეხეთქება?” თავისთვის
ფიქრობდა. “ადრე მეც ამდენივე საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ ხე-
ლები მასავით არ მქონია.”
ოტამას ჩვევად ჰქონდა მაშინვე ადგომა, როგორც კი თვა-
ლებს გაახელდა, მაგრამ როცა უმე ეუბნებოდა:
– მილები გაყინულია. არ ადგეთ, – ქალბატონი ლოგინში
რჩებოდა.
უხამსი აზრებისგან თავდასაცავად, მასწავლებლები ახალ-
გაზრდებს აფრთხილებენ, რომ საწოლში ჩაწოლის შემდეგ მა-
ლევე დაიძინონ და მაშინვე ადგნენ, როგორც კი გაიღვიძებენ,

მკითხველთა ლიგა 103


რადგან საწოლში თბილად შენახული ახალგაზრდობის ძალით,
ცეცხლში აყვავებული შხამიანი მცენარის ყვავილი შეიძლება
წარმოიქმნას. ასეთ დროს ოტამას წარმოსახვა აღვირახსნილი
იყო. თვალები უბრწყინავდა და თვალის ქუთუთოებიდან ლოყე-
ბამდე წითლდებოდა, თითქოს ბევრი საკე დაელიოს.
ვარსკვლავებიანი ღამის შემდეგ, ერთ სუსხიან დილას, ოტამა
კარგა ხანს ლოგინიდან არ ამდგარა – ბოლო დროს ეს ჩვევა
დასჩემდა. სანამ წინა ფანჯარაში მზის სხივებს არ ნახავდა, იქამ-
დე არ დგებოდა. კიმონოზე სარტყელმოჭიმული და ხალათმოც-
მული იდგა თავისი ოთახის წინ და კბილებს იხეხავდა. უცებ გი-
სოსებიანი კარი გაიღო და უმეს მეგობრული ხმა სტუმარს მი-
ესალმა. ოტამამ გაიგო სტუმარი ოთახში როგორ შევიდა.
– ჰეი შენ! ზარმაცა! – თქვა სუეზომ, ღუმელთან იჯდა.
– ოჰ! ბოდიში, – თქვა ოტამამ, კბილის ჩოთქი სწრაფად გა-
მოიღო პირიდან. – ძალიან ადრე მოსულხარ.
სუეზოსთვის ოტამას მომღიმარი სახე, ისეთი აჭარხლებული,
თითქოს სისხლი თავში მოაწვაო, უმშვენიერესი იყო. მუენზაკაში
გადმოსვლის შემდეგ ოტამა დღითიდღე ლამაზდებოდა. თავიდან
სუეზო ოტამას ქალიშვილური უმანკოების მანერამ მოხიბლა.
მაგრამ ბოლო დროს ეს შეიცვალა, რაც უფრო მეტად ხიბლავდა
სუეზოს. მისთვის ეს ცვლილება საბუთი იყო იმისა, რომ ოტამამ
მისი სიყვარული მიიღო და ამაყობდა იმით, რომ სიყვარული მის-
გან ისწავლა. სუეზო რეალობას აღიქვამდა, თუმცა საყვარლის
სულიერი მდგომარეობის არასწორად გაგება სასაცილო იყო.
თავიდან ოტამა ერთგულად ემსახურებოდა სუეზოს, მაგრამ უბე-
დურების გრძნობითა და მის ცხოვრებაში მომხდარი მოულოდნე-
ლი ცვლილებით, თვითშეგნება იპოვა, რასაც შეიძლება ურცხვი
დაუდევრობა ეწოდოს. გონების ისეთი სიმშვიდე იპოვა, რომე-
ლიც ქალების უმეტესობას აქვს და მხოლოდ მაშინ იყენებენ, რო-

მკითხველთა ლიგა 104


ცა ბევრ კაცთან ყოფნის გამოცდილებას იძენენ. სუეზოს აგულია-
ნებდა მისი სიმშვიდე. ოტამა საქმეებს აღარ აკეთებდა და მო-
უწესრიგებელი გახდა. მაგრამ ეს მოუწესრიგებლობა სუეზოს
ვნებას ამძაფრებდა. ამ ცვლილებების საფუძველი არ იცოდა,
ამიტომ იმაზე მეტად მოხიბლული იყო, ვიდრე ადრე.
ოტამა მუხლებზე დადგა და ხელის დასაბანი ჯამი თავისკენ გა-
მოსწია და თქვა:
– შებრუნდი, გთხოვ.
– რატომ? – სიგარეტს მოუკიდა და ჰკითხა სუეზომ.
– იმიტომ, რომ ვიბან.
– ყურადღება არ მომაქციო. დაიბანე.
– მაგრამ ასე თუ შემომხედავ, ვერ დავიბან.
– ოჰ, მაგრამ მიჩვეული ხარ. ასე? კარგია? – და დერეფნისკენ
ზურგშექცევით მოწია სიგარა.
“რა უმანკოა,” გაიფიქრა მან.
ოტამამ კიმონო უკან გადაიწია და მხრებიდან ჩამოიგდო, მა-
ლე დაიბანა. ისე გულდასმით არა, როგორც ადრე, მაგრამ რად-
გან მაკიაჟით არაფერს ფარავდა, არც სასირცხვილო ჰქონდა რა-
მე.
სუეზო მალევე მობრუნდა. სანამ ოტამა იბანდა, სუეზოს შე-
მობრუნება ვერ შეამჩნია, მაგრამ დაბანის შემდეგ, სუეზომ სარკე
მის წინ დადგა, სიგარა ჯერ კიდევ პირში ედო, ოტამამ თავისი სა-
ხე დაინახა.
– აჰ? აი, თურმე როგორი კაცი ხარ! – თქვა მან, თმას ივარ-
ცხნიდა.
კისრის თეთრი სამკუთხედი და გახსნილი კიმონოს ზურგის
ნაწილი და მისი მაღლა აწეული, რბილი მკლავები, იდაყვებს
რომ აჩენდა, სუეზოს საყვარელი სანახაობა იყო.

მკითხველთა ლიგა 105


– არ იჩქარო, – თქვა მან, შიშობდა, რომ მისი სიჩუმე ოტამას
დააჩქარებდა და ხმა დაირბილა. – არაფრისთვის არ მოვსულ-
ვარ. როცა მკითხე, როდის მოხვალო, გითხარი, ამ საღამოს-მეთ-
ქი. მაგრამ ჩიბაში უნდა წავიდე. თუ ყველაფერი კარგად ჩაივ-
ლის, ხვალ დავბრუნდები. თუ არა – ზეგ.
– ოჰ? – თქვა ოტამამ, სავარცხელს წმენდდა და სუეზოს უყუ-
რებდა. თავი დამწუხრებულად მოაჩვენა.
– კარგად მოიქეცი და დამელოდე, – უთხრა სუეზომ ხუმრო-
ბით, სიგარის ყუთი კიმონოს სახელურში ჩაიდო. უცებ ადგა და
კართან მივიდა.
ოტამამ სავარცხელი დააგდო და თქვა:
– ოჰ, ბოდიში, ჩაიც კი არ შემოგთავაზე! – მაგრამ როცა მის
გასაცილებლად წამოდგა, ის უკვე წასული იყო.
უმემ ოტამას საუზმე შეუტანა, დადგა და ბალიშებზე ხელებ-
დაწყობილმა ბოდიში მოიხადა.
– რისთვის იხდი ბოდიშს? – უთხრა ოტამამ, ღუმელთან იჯდა
და ცეცხლს ფერფლს აშორებდა მაშით.
– ჩაი გვიან მოვიტანე.
– ოჰ, სულ ეს არის? მე მხოლოდ ზრდილობის გამო ვთქვი. შე-
ნი ბატონი არ გაბრაზებულა, – თქვა მან, საჭმლის ჩხირები აიღო.
უმე ოტამას ჭამას უყურებდა და ფიქრობდა, რომ მას კარგი ხა-
სიათი ჰქონდა, თუმცა ქალბატონი დროდადრო ცუდ ხასიათზე
იყო. ღიმილის კვალი, რითიც ოტამამ ჰკითხა, “რისთვის იხდი ბო-
დიშს?” უმეს სუსტად აწითლებულ ლოყებზე ჯერ კიდევ ეტყობო-
და. მსახურს აინტერესებდა, ოტამამ რატომ გაიღიმა, მაგრამ მი-
ზეზის მოძებნა არ უცდია. თავისი ქალბატონის ბედნიერება მასაც
გადაედო.
ოტამამ უმეს სახეს შეხედა და უფრო გამხიარულებულმა უთ-
ხრა:

მკითხველთა ლიგა 106


– აჰ, სახლში წასვლა არ გინდა?
მსახურს თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა. მეიჯის
ეპოქის მეორე ათწლეულში, ედოში ვაჭრები წესებს ჯერ კიდევ
იცავდნენ, თუმცა წესები ნელ-ნელა ქრებოდა. ის მსახურებიც კი,
ვისი ოჯახებიც ქალაქში ცხოვრობდნენ, სახლში ადვილად ვერ
ბრუნდებოდნენ, მხოლოდ მსახურის დღეს თავისუფლდებოდნენ.
– კარგი, – განაგრძო ოტამამ, – რადგან შენი ბატონი ამ საღა-
მოს არ მოვა, შეგიძლია წახვიდე და ღამე შენს ოჯახთან გაატარო,
თუ გინდა.
– ოჰ, მართლა? – უმეს ოტამას გულწრფელობაში ეჭვი არ ეპა-
რებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ამ სიკეთეს არ იმსახურებდა.
– რატომ უნდა მოგატყუო? უსამართლოდ არასდროს მოგექ-
ცევი. საუზმეს მე ავალაგებ, შენ შეგიძლია ახლავე წახვიდე! რამ-
დენი ხანიც გინდა იყავი და ღამითაც დარჩი. მაგრამ ხვალ დილას
ადრე მოსვლა არ დაგავიწყდეს.
– ოჰ, დიახ – არ დამავიწყდება! – თქვა უმემ, სახე სიხარულის-
გან გაუწითლდა. მამამისის სახლი წარმოიდგინა, შესასვლელ-
თან ორი თუ სამი რიქშა იდგა, უჯრებსა და ღუმელს შორის კი ბა-
ლიშზე მამამისი იჯდა. ისიც წარმოიდგინა, მამა სამსახურში იქნე-
ბოდა, სახლში დედა დახვდებოდა, ლოყებზე თმაჩამოყრილი,
ვიწრო სარტყელით სახელოებაწეული, ხანდახან რომ მხრები-
დან უვარდებოდა. ეს მოგონებები, სილუეტებივით, უმეს გონება-
ში სწრაფად მოდიოდა.
როდესაც ოტამამ საუზმე დაასრულა, უმემ ლანგარი გაიტანა.
გოგოს ჭურჭლის გარეცხვა უნდოდა, მიუხედავად იმისა, რომ უთ-
ხრეს არაფერი ექნა, და როცა ოტამა გახვეული ქაღალდით ხელ-
ში შემოვიდა, უმე ცხელი წყლით ავსებულ პატარა ხის სათლში
ჭურჭელს რეცხავდა.

მკითხველთა ლიგა 107


– ოჰ, მაინც რეცხავ? მე გავაკეთებ. რამდენიმე თეფშის გარეც-
ხვა არ გამიჭირდება. საღამოს გაკეთებული თმა კარგად გამოი-
ყურება, არა? სწრაფად ჩაიცვი. შენი მშობლებისთვის საჩუქარი
არაფერი მაქვს, ამიტომ ეს წაიღე.
ოტამამ უმეს დაკეცილი ქაღალდი მისცა. შიგნით ლურჯი ფე-
რის, ნახევარი იენის ბანკნოტი იდო, რომელიც სათამაშო კარტს
ჰგავდა.
ოტამამ უმე სწრაფად გაუშვა და კარგი ქალიშვილივით, სარ-
ტელით სახელოებაწული და ობის ქვეშ კიმონოს ბოლოებშეკეცი-
ლი, პირდაპირ სამზარულოში შევიდა. ჭურჭლის რეცხვა დაიწყო,
თითქოს მისთვის სასიამოვნო საქმიანობა ყოფილიყო. ასეთი
საქმეების გაკეთებას მიჩვეული იყო და უმეზე სწრაფად და გულ-
დასმითაც აკეთებდა, მაგრამ ახლა ძალიან ნელა აკეთებდა. ერთ
თეფშს ხუთი წუთი რეცხავდა. სახე ცოცხალი, ვარდისფერი, თვა-
ლები კი ჩაფიქრებული ჰქონდა.
გონებში იმედიან სურათებს ხედავდა. ქალები გადაწყვეტი-
ლებების მიღებამდე საბრალოდ ყოყმანობენ, თუმცა როცა მოქ-
მედებას გადაწვეტენ, თვალახვეული ცხენებივით მიიჩქარიან,
მხოლოდ წინ იყურებიან. წინაღობა, რომელიც წინდახედულ კა-
ცებს აშინებთ, შეუპოვარი ქალებისთვის არაფერია. ისინი ბედა-
ვენ იმას, რასაც კაცები თავს არიდებენ და ხანდახან შესანიშნავ
შედეგებსაც აღწევენ.
ოტამას ოკადასთან ურთიერთობის დაწყების მცდელობის
სურვილი ისე გაეწელა, რომ მისი შემყურე ადამიანი მოთმინებას
დაკარგავდა. მაგრამ ახლა, როცა სუეზო ჩიბაში მიდიოდა, გა-
დაწყვიტა, პორტში სრული სვლით შესულიყო. წინაღობა სუეზო,
ჩიბაში იქნებოდა, მსახური კი თავის მშობლებთან.
როგორი მოხარული იყო ოტამა, დილამდე თავისუფალი იქ-
ნებოდა! რადგან ყველაფერი მის სასარგებლოდ შემობრუნდა,

მკითხველთა ლიგა 108


იფიქრა, რომ ეს კარგის ნიშანი იყო და სასურველ ნივთს მიიღებ-
და. იმ დღეს ოკადა აუცილებლად ჩაივლიდა მის სახლთან! ხან-
დახან ორჯერაც ჩაუვლია, წასვლისას და უკან დაბრუნებისას. ერ-
თხელ რომც ვერ ენახა, მეორეჯერ ნახავდა.
– არ მაინტერესებს რა მოხდება – დღეს დაველაპარაკები! და
თუ დაველაპარაკები, დარწმუნებული ვარ გაჩერდება და ისიც
გამომელაპარაკება, – უთხრა საკუთარ თავს.
დამცირებული ქალი იყო, მართლია, მევახშის საყვარელი
გახლდათ. მაგრამ იმაზე მეტად მშვენიერი იყო, ვიდრე ქალიშვი-
ლობისას. ამასთან, უბედურებამ ის ასწავლა, რასაც სხვა მხრივ
ვერ გაიგებდა: კაცები მისით დაინტერესებული იყვნენ. და თუ
საქმე ამაში იყო, ოკადა უგულოდ ვერ შეხედავდა. არა, ამაში
ორი აზრი არ იყო. ოტამა რომ არ მოსწონებოდა, შეხვედრისას
თავს არ დაუკრავდა. მან იგივე ინტერესის გამო მოკლა გველიც.
იგივე ინციდენტი სხვა სახლში რომ მომხდარიყო, ეჭვი ეპარებო-
და ოკადას დახმარება გაეწია. რადგან ეს მის სახლში მოხდა, ამი-
ტომ მოიხედა. მეტიც, რადგან ოკადაზე ამდენს ფიქრობდა, მას
მისი სიმპათიები სუსტად მაინც უნდა ეგრძნო.
– ბავშვის გაჩენაც კი არაა ისეთი რთული, როგორიც თავიდან
ეჩვენებათ, – თავს იმშვიდებდა ოტამა.
ფიქრებში ისე ჩაიძირა, რომ ვერც შენიშნა სათლში წყლის გა-
ციება.
თაროზე ჭურჭლის დალაგების შემდეგ, თავის ჩვეულ ადგი-
ლას, ნახშირის ღუმლის წინ დაჯდა. მოუსვენრობას გრძნობდა.
მაშა აიღო და უმეს დალაგებული ფერფლი არია. შემდეგ კიმო-
ნოს ჩასაცმელად ადგა.
– თმის გასაკეთებლად წავალ, – გადაწყვიტა მან.
ერთმა გულკეთილმა ქალმა, ვინც ერთხელ ოტამას თმის გა-
საკეთებლად იყო მოსული, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის

მკითხველთა ლიგა 109


ერთი მაღაზია ურჩია. მაგრამ აქამდე ოტამა იქ არასდროს მისუ-
ლა.

მკითხველთა ლიგა 110


თავი ოცდამეორე

ევროპულ საბავშვო ზღაპრებში, ერთი ზღაპარი ხის ლურსმან-


ზეა. კარგად არ მახსოვს, მაგრამ ისტორია ერთი ფერმერის
შვილზეა, ვინც მოგზაურობისას ბევრ სირთულეს აწყდება, რად-
გან ბორბალს ხის ლურსმანი მუდმივად ძვრება. ისტორიას, რო-
მელსაც ახლა მოგიყვებით, ლობიოს პასტაში მოხარშულ სკუმ-
ბრიაზეა, რომელსაც იმ ხის ლურსმნის მსგავსი შედეგი ჰქონდა.
საერთო საცხოვრებელში სადილის ისეთ მცირე ულუფებს
გვაძლევდნენ, შიმშილს ძლივს გადავურჩი, თუმცა ერთი კერძი
იყო, რომელსაც განსაკუთრებულად ვერ ვიტანდი. ოთახში რამ-
დენი ჰაერიც არ უნდა იყოს ან როგორი სუფთაც არ უნდა იყოს
ლანგარი, როგორც კი ამ კერძს ვხედავ, საცხოვრებლის სასადი-
ლო ოთახის აუწერელ სუნს ვგრძნობ. როცა მოხარშული თევზი
ზღვის წყალმცენარესთან ერთად და ხორბლის წებოვანი კვერე-
ბი მოაქვთ, ის სუნი მახსენდება. და თუ მოხარშული თევზი ლობი-
ოს პასტაში მოხარშული სკუმბრიაა, კიდევ უფრო საშინელ
გრძნობას იწვევს.
ეს კერძი, ჩემდა საუბედუროდ, კამიჯოში სადილად მოჰქონ-
დათ. მსახურმა ჩემი ლანგარი მაგიდაზე დადო, მაგრამ საჭმელი
ჩხირები რომ არ ავიღე, მკითხა:
– სკუმბრია არ მოგწონს?
– ასე არ არის. შემწვარს სიამოვნებით ვჭამ. მაგრამ ლობიოს
პასტაში მოხარშული არ მიყვარს.
– ოჰ, ბოდიში. ქალბატონმა არ იცოდა. კვერცხი მოგიტანო? –
თქვა მან, ასადგომად მოემზადა.
– მოიცადე, – ვუთხარი მე. – ჯერ არ მშია, სასეირნოდ გავალ.
ქალბატონს არ უთხრა, რომ არ მომწონს. არ მინდა ვაწყენინო.

მკითხველთა ლიგა 111


– მაგრამ ძალიან ვწუხვარ…
– ოჰ, დაივიწყე.
როცა დაინახა, რომ ჩემი ჰაკამას ჩასაცმელად ავდექი, მსა-
ხურმა ლანგარი დერეფანში გაიტანა.
– აქ ხარ, ოკადა? – ვთქვი მე, მეზობელს დავუძახე.
– რამე გინდა? – მკითხა მან სუფთა ხმით.
– არაფერი, სასეირნოდ გავდივარ. გზად რესტორანში სუკიი-
აკის შევჭამ. შენც წამოდი.
– კარგი. შენთან სალაპარაკოც მაქვს.
საკიდიდან ქუდი ავიღე და კამიჯოდან ჩემს მეგობართან ერ-
თად გავედი. ოთხს გადაცილებული იქნებოდა. არ გვითქვამს,
რომელი გზით წავიდოდით, მაგრამ ორივემ ჭიშკრიდან ხელმარ-
ჯვნივ შევუხვიეთ.
ზუსტად მაშინ, როცა მუენზაკა უნდა გაგვევლო, ოკადას ხელი
გავკარი, ვუთხარი:
– შეხედე – ის არის!
– ვინ? – მკითხა მან, თუმცა იცოდა, ვისაც ვგულისხმობდი,
მარცხნივ შებრუნდა, სახლისთვის რომ შეეხედა.
ოტამა თავისი სახლის წინ იდგა. ავადაც რომ ყოფილიყო, მა-
შინაც მშვენივრად გამოიყურებოდა. მაგრამ ახალგაზრდა, ჯან-
საღ მშვენიერებას მაკიაჟი უფრო ამშვენებს და ისიც ასეთი იყო.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩვეულებრივზე განსხვავებულად გამოი-
ყურებოდა. უმშვენიერესი იყო. მისი სახის სიკაშკაშემ დამაბრმა-
ვა.
მისი ცვლილება ვიგრძენი, როცა ოკადას შეხედა. როცა ოკა-
დამ ქუდი მოიხადა, შევამჩნიე როგორი აღელვებული იყო და ნა-
ბიჯს აუჩქარა.
მესამე მხარის უფლებით უკან რამდენჯერმე მივიხედე, ის კი
ისევ ოკადას უყურებდა.

მკითხველთა ლიგა 112


ოკადა ფერდობზე თავდახრილი ჩავიდა, სვლა არ შეუნელე-
ბია. მე ჩუმად მივყვებოდი. ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები
მიტრიალებდა თავში. რადგან მინდოდა, თავი ოკადას ადგილას
წარმომედგინა. მაგრამ ამ აზრმა გამაღიზიანა. ჩემი სურვილი
უკუვაგდე, ვიფიქრე, რომ ასე დაბლა ვერ დავეშვებოდი – თუმცა
გამაღიზიანა იმან, რომ მისი რეალურად ჩახშობა ვერ შევძელი.
ოკადას ადგილას ყოფნა იმიტომ არ მინდოდა, რომ ქალის
ცდუნებას დავნებებოდი. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ბედნიერი
ვიქნებოდი თუ, ოკადას მსგავსად, ასეთ მშვენიერებას ვეყვარე-
ბოდი. მაგრამ როგორ მოვიქცეოდი? ჩემი არჩევანის თავისუფ-
ლებას შევინარჩუნებდი, მაგრამ ოკადასავით არ გავიქცეოდი,
როგორც ახლა. ვესტუმრებოდი, დაველაპარაკებოდი. ვაჟიშვი-
ლობას შევინარჩუნებდი, მაგრამ მის სახლში შევივლიდი, მას-
თან ვილაპარაკებდი, დასავით შევიყვარებდი. დავეხმარებოდი.
სიბინძურისგან დავიხსნიდი. ჩემი წარმოდგენები ასე შორს წავი-
და!
ჩუმად იქამდე მივდიოდით, სანამ ფერდობის დაბლა, გადა-
სასვლელთან არ მივედით. პოლიციის შენობას რომ ჩავუარეთ,
ლაპარაკი დავიწყე.
– მისმინე, – ვთქვი მე, – სიტუაცია რთულდება.
– რა? რა რთულდება?
– თავს ნუ იკატუნებ. ალბათ იმ ქალზე მისი დანახვის წამიდან
ფიქრობ. რამდენჯერმე უკან მივიხედე, ის კი სულ შენ გიყურებდა.
ალბათ ისევ იქ დგას და აქეთ იყურება. ზუსტად ისეა, როგორც სა-
დენში: ‘მისმა თვალებმა იხილა ის და გააცილა.’ შენს შემთხვევა-
ში, მან გაგაცილა.
– მასზე ლაპარაკი საკმარისია! რადგან მხოლოდ შენ გაგანდე
მისი გაცნობის ისტორია, არ უნდა მაჯავრებდე.
ტბორის ნაპირთან მივედით და წუთით გავჩერდით.

მკითხველთა ლიგა 113


– იქით არ უნდა წავიდეთ? – ოკადამ მკითხა, ტბორის ჩრდი-
ლოეთ ბოლოსკენ მიმითითა.
დავთანხმდი და მარცხნივ წავედი. ათი ნაბიჯი გავიარეთ, ქუ-
ჩის მხარეს ორი ორსართულიანი სახლი იდგა, და თითქოს ჩემ
თავს ველაპარაკებოდი, ვთქვი:
– ეს სახლები ფუკუჩის და სუეზოს ეკუთვნით.
– ორივე კარგად გამოიყურება. თუმცა გავიგე, ჯურნალისტს
კარგი რეპუტაცია არ ქონია.
– პოლიტიკოსიცაა და როგორც არ უნდა იცხოვროს, მუდამ
მასზე ილაპარაკებენ, – ვთქვი მე, ბევრი ფიქრის გარეშე. შესაძ-
ლოა, ამ ორ კაცს შორის განსხვავებას ვუსვამდი ხაზს.
როცა გზა განვაგრძეთ და ტბორის ჩრდილოეთ ბოლოსკენ მი-
მავალი პატარა ხიდი გადავკვეთეთ, ნაპირთან მდგარი სტუდენ-
ტის უნიფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი დავინახეთ,
რაღაცას უყურებდა. როცა მივუახლოვდით, დაიძახა:
– გამარჯობა.
ეს იშიჰარა იყო, ის ჯიუ-ჯიცუთი იყო დაინტერესებული და მხო-
ლოდ თავის ფაკულტეტთან დაკავშირებულ წიგნებს კითხულობ-
და. ოკადა და მე მას კარგად არ ვიცნობდით, მაგრამ მის მიმართ
ცუდი დამოკიდებულება არ გვქონია.
– რას უყურებ? – ვკითხე მე.
პასუხის გარეშე მიმანიშნა წყლისკენ. იმ მხარეს მივიხედეთ,
საღამოს ჰაერის ნაცრისფერი გაურკვევლობის მიღმა. მაშინ
ტბორის გარშემო ბალახი იზრდებოდა, ნეზუს თხრილიდან იქამ-
დე, სადაც ვიდექით. დამჭკნარი და დატეხილი ღეროები ტბორის
ცენტრისკენ უფრო მეჩხერად იყო, სადაც მხოლოდ გამხმარი
ლოტუსის ფოთლები ჩვრებივით, მზესუმზირის პარკები კი ღრუბ-
ლებივით აქა-იქ მოჩანდა. ისინი სანახაობას მხატვრულ სევდას
გვრიდა. ამ ასფალტისფერ ღეროებსა და მუქი ნაცრისფერი

მკითხველთა ლიგა 114


წყლის ზედაპირზე არეკლილ სუსტ ნათებებს შორის, წინ და უკან
ნელა მოსრიალე უამრავი გარეული ბატი დავინახეთ. ზოგიც
წყალზე უძრავად ისვენებდა.
– შეგიძლია ასე შორს ისროლო ქვა? – იშიჰარამ იკითხა, ოკა-
დას მიუბრუნდა.
– რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი რამეს თუ მოვახვედრებ.
– მიდი. სცადე.
ოკადა ყოყმანობდა.
– იძინებენ, არა? მათთვის ქვის სროლა უგულობაა.
იშიჰარამ გაიცინა.
– ნუ ხარ სენტიმენტალური! შენ თუ არ იზამ, მე ვისვრი.
– მაშინ ისე ვიზამ, რომ გაფრინდნენ, – თქვა ოკადამ, უხალი-
სოდ აიღო ქვა.
პატარა ქვა სუსტად გაშიშინდა ჰაერში. დავინახე სად დავარ-
და და ბატის კისერი როგორ დაეცა. ამავდროულად რამდენიმემ
ფრთები ააფართხალა და ყიყინით, წყალში გაიფანტნენ და გას-
რიალდნენ. მაგრამ მაღლა არ აფრენილან. რომელსაც მოხვდა,
ადგილიდან არ განძრეულა.
– შესანიშნავი ნასროლია! – წამოიძახა იშიჰარამ. წყლის ზე-
დაპირს ცოტა ხანს უყურა და შემდეგ თქვა: – ბატს დავიჭერ. მაგ-
რამ ცოტა მომეხმარე.
– როგორ დაიჭერ? – ჰკითხა ოკადამ. მასავით მაინტერესებ-
და პასუხი.
– ახლა კარგი დრო არ არის, – თქვა იშიჰარამ. – ნახევარ სა-
ათში დაღამდება. შემდეგ ადვილად დავიჭერ. წყალში შესვლაში
შენი დახმარება არ დამჭირდება, მაგრამ აქ იყავი და გეტყვი რა
გააკეთო. და შემდეგ ნადიმით გაგიმასპინძლდები!
– კარგად ჟღერს, – თქვა ოკადამ. – მანამდე რას იზამ?

მკითხველთა ლიგა 115


– აქ ვიქნები. თქვენ სადაც გინდათ, წადით. სამივე თუ დავრჩე-
ბით, ყურადღებას მივიქცევთ.
– ტბორს შემოვუაროთ, – შევთავაზე ოკადას.
ოკადა დამთანხმდა და გზა გავაგრძელეთ.

მკითხველთა ლიგა 116


თავი ოცდამესამე

ოკადამ და მე ჰანაზონო-ჩოს ბოლო გადავკვეთეთ და ტოშო-


გუს ტაძრისკენ მიმავალი ქვის კიბისკენ წავედით. ცოტა ხნით ჩუ-
მად მივდიოდით.
– საბრალო ჩიტი, – თქვა ოკადამ, თითქოს თავის თავს ელა-
პარაკებოდა.
არანაირი ლოგიკური ახსნა არ ჰქონდა იმას, რომ ქალი მუენ-
ზაკადან გამახსენდა.
– იცი, – ოკადამ თქვა, ამჯერად მე მითხრა, – მხოლოდ მათ-
კენ სროლას ვაპირებდი.
– ვიცი, – ვთქვი მე, ჯერ კიდევ ქალზე ვფიქრობდი.
რაღაც დროის შემდეგ ვუთხარი:
– მაგრამ საინტერესოა ჩიტის დაჭერას როგორ აპირებს.
– ნამდვილად, – თქვა ოკადამ, მიდიოდა და რაღაცაზე ფიქ-
რობდა. შესაძლოა გარეულ ბატებზე.
მაშინ, როცა ქვის კიბეებთან სამხრეთით შევუხვიეთ, ბენტენის
ტაძრისკენ წავედით, მაგრამ ჩიტის სიკვდილმა დაგვამწუხრა და
იშვიათად ვლაპარაკობდით.
ტაძრის შესასვლელს ჩავუარეთ და ოკადამ უცებ მითხრა:
– კინაღამ დამავიწყდა, რაც უნდა მეთქვა.
თითქოს სხვა რამეზე ფიქრი უჭირდა.
მისმა ახალმა ამბავმა გამაოცა. უნდოდა ეს ღამით ჩემს ოთახ-
ში ეთქვა, მაგრამ სასეირნოდ გამომყვა. შემდეგ იფიქრა, რესტო-
რანში ვეტყვიო, მაგრამ რადგან ახლა ნაკლებად სავარაუდო იყო
ეს, გადაწყვიტა, სეირნობისას ეთქვა. საქმე ეს გახლდათ.
– სწავლის დამთავრებამდე საზღვარგარეთ მივდივარ. საგა-
რეო საქმეთა სამინისტროდან პასპორტი უკვე მივიღე. და წერი-

მკითხველთა ლიგა 117


ლიც გავგზავნე, რომ სწავლას ვერ დავამთავრებ. ხომ იცი, ის
გერმანელი პროფესორი, ვინც ორიენტში ენდემურ დაავადებებს
სწავლობდა. მან დამასაქმა ისე, რომ გერმანიაში წასასვლელად
და უკან დასაბრუნებლად ოთხი ათას მარკას მომცემს, ორასს კი
ყოველთვე. ისეთ სტუდენტს ეძებდა, ვისაც ჩინურის კითხვა და
გერმანულად ლაპარაკი შეუძლია. პროფესორმა ბაელზმა რეკო-
მენდაცია გამიწია, მეც წავედი და გამოცდა ჩავაბარე. კლასიკური
ჩინური სამედიცინო წიგნებიდან რამდენიმე ამონარიდი გერმა-
ნულად უნდა გადამეთარგმნა და ჩავაბარე. კონტრაქტი მაშინვე
მივიღე.
ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი ოკადას წაიყვანდა
და სადოქტორო გამოცდების ჩაბარებაში დაეხმარებოდა. ოკა-
დამ თანხმობა მიიღო ორიენტის სამედიცინო ლიტერატურის
თარგმანი სადიპლომო ნაშრომის სახით წარედგინა ექიმისთვის.
– ხვალ კამიჯოდან ექიმის სახლში, ცუკიჯიში გადავდივარ. ჩი-
ნეთში და იაპონიაში მის შეგროვებულ წიგნებს ჩავალაგებ. შემ-
დეგ კიუშუში სამეცნიერო კვლევის პროექტში დავეხმარები. იქი-
დან კი საზღვაო საკურიერო გემს გავყვებით.
სიარულისას ხშირად ვჩერდებოდი იმის სათქმელად, თუ რო-
გორი გაოცებული ვიყავი და ოკადას მიზანმიმართულობის შესა-
ქებად, მაგრამ მეგონა, რომ ლაპარაკისას უფრო ნელა დავდი-
ოდით. თუმცა როცა ლაპარაკი დაასრულა, საათს დავხედე, იში-
ჰარას ნახვის შემდეგ მხოლოდ ათი წუთი იყო გასული. ტბორის
ორი მესამედი უკვე გავლილი გვქონდა და იკე-ნო-ჰატას ქუჩის
ბოლოში გავდიოდით.
– ძალიან ადრე მივალთ, – ვთქვი მე.
– ატრია ვჭამოთ, – შემომთავაზა ოკადამ.
– კარგი, – სწრაფად ვუთხარი და რესტორანში წავედით.
სანამ ვჭამდით, ოკადამ მითხრა:

მკითხველთა ლიგა 118


– სამწუხაროა სწავლის დამთავრებას რომ ვერ შევძლებ, თან
სულ ახლოს ვარ. მაგრამ ეს შანსი რომ დავკარგო, ევროპაში ვე-
ღარ წავალ. მეეჭვება საზღვარგარეთ სახელმწიფოს ხარჯით წა-
ვიდე.
– ასეთი კარგი შესაძლებლობის დაკარგვა არ ღირს. ვის
ადარდებს სწავლის დამთავრება? ექიმის სერტიფიკატს ევროპა-
ში თუ მიიღებ, ნამდვილად არ იქნება ურიგო. და რომც არ მიიღო,
დიდი მნიშვნელობა არ ექნება.
– მეც ეგრე ვფიქრობ. საზღვარგარეთ წასვლა კარგი გამოც-
დილება იქნება – ეს ჩემი კომპრომისი იქნება სამყაროს გზაზე.
– წასასვლელად მზად ხარ? ალბათ ემზადებოდი.
– არა, ამ ტანსაცმლით მივდივარ. ექიმმა მითხრა, რომ იაპო-
ნელი მკერავების შეკერილი ტანსაცმელი ევროპაში არ გამო-
მადგება.
– წარმომიდგენია. ერთხელ წავიკითხე, რომ კაგეცუ შინშის
რედაქტორი საზღვარგარეთ სრულიად მოუმზადებელი წავიდა.
– ეგ სტატია მეც წავიკითხე. თურმე თავისი ოჯახისთვის არ უთ-
ქვამს, რომ მიდიოდა. მაგრამ მე ჩემს მშობლებს გრძელი წერი-
ლი მივწერე.
– როგორ მშურს შენი! პროფესორთან ერთად იქნები და
მგზავრობისას არაფერი შეგაწუხებს. ვერც კი წარმოვიდგენ რო-
გორი იქნება.
– ვერც მე. მაგრამ გუშინ პროფესორ შოკეი შიბატას ვესტუმ-
რე. ჩემით მოხიბლულია. და როცა ეს ყველაფერი მოვუყევი, თა-
ვისი დაწერილი გზამკვლევი მომცა.
– ოჰ? არ ვიცოდი ერთიც თუ ჰქონდა დაწერილი.
– კარგად დაწერა, მაგრამ არ იყიდება. მითხრა, სოფლელე-
ბისთვის დავბეჭდეო!

მკითხველთა ლიგა 119


სანამ ვლაპარაკობდით, უცებ შევამჩნიე, რომ შეხვედრამდე
ხუთი წუთი გვქონდა დარჩენილი. რესტორნიდან სწრაფად გამო-
ვედით და იშიჰარასთან შესახვედრად წავედით, ვინც ჩვენ გვე-
ლოდებოდა. ტბორი სიბნელეში ჩაძირულიყო და ჩამოწოლილ
ბინდში მხოლოდ ბენტენის ტაძრის წითელი შუქი მოჩანდა.
იშიჰარამ, ვინც ჩვენ გვეძებდა, წყლის ნაპირთან მიგვიყვანა
და გვითხრა:
– ახლა ყველაფერი რიგზეა. სხვა ბატებმა პოზიციები შეიცვა-
ლეს. ახლა წყალში შევალ. თქვენ აქ იდექით და მიმართულება
მითხარით. შეხედეთ. აქედან დაახლოებით ექვსი იარდის დაშო-
რებით გადატეხილი ლოტუსის ღერო ჩანს, მარჯვნივ იხრება. მის
გასწვრივ კიდევ ერთი, მაგაზე დაბალი ღეროა და მარცხნივ იხ-
რება. მათ შუა უნდა გავიარო. ასე, ხაზს ცოტათი მაინც თუ გადავ-
ცდი, ‘მარჯვნივ’ ან ‘მარცხნივ’ დაიძახეთ და ხაზში ჩამაყენეთ.
– გასაგებია, – თქვა ოკადამ. – გადაადგილების პრინციპი გა-
ვიგეთ! მაგრამ წყალი ღრმა არ არის შენთვის?
– არ დამფარავს, – თქვა იშიჰარამ, ტანსაცმელი გაიხადა.
როცა ტბორში შევიდა, ტალახიანი წყალი ბარძაყებამდე
სწვდებოდა. ფეხებს რიგრიგობით წევდა და ადგამდა, ყანჩასა-
ვით მიჩანჩალებდა. წყალი ზოგ ადგილას ღრმა იყო.
იშიჰარამ ლოტუსის ორი ღერო მალე გაიარა და ახლა ოკადამ
უკარნახა მარჯვნივ წასულიყო, რის შემდეგაც იშიჰარა მიმართუ-
ლებას ცოტა გაცდა.
– მარცხნივ! – ისევ დაიძახა ოკადამ, რადგან იშიჰარა შორს
გავიდა.
უცებ იშიჰარა გაჩერდა, დაიხარა და უკან წამოვიდა. და მაშინ,
როცა ლოტუსის ღეროს გამოცდა, მის მარჯვენა ხელში ნადავლი
დავინახეთ.

მკითხველთა ლიგა 120


იშიჰარა წყლის ნაპირთან მოვიდა, ბარძაყებამდე ტალახში
იყო ამოსვრილი. ნადავლი უჩვეულოდ დიდი ჩიტი აღმოჩნდა. მას
შემდეგ, რაც იშიჰარამ ნაჩქარევად დაიბანა, სასწრაფოდ ჩაიცვა.
ტბორის ამ მხარეს ცოტა გამვლელი დადიოდა და სანამ იშიჰარა
წყალში იყო, არავის გამოუვლია.
– როგორ წავიღოთ? ვიკითხე მე.
იშიჰარა ჰაკამას იცმევდა და თქვა:
– ოკადამ ლაბადის შიგნით რომ დამალოს? ჩვენსაზე დიდია.
და ჩიტს ჩემს საცხოვრებელში მოვამზადებინებ!
ის კერძო საცხოვრებლის ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა.
სახლის მეპატრონის ერთადერთი ღირსება მისი უზნეობა იყო და
ბატის ნაწილს თუ მივცემდით, არაფერს იტყოდა. სახლი სადღაც
დაკლაკნილი ქუჩის უკანა მხარეს იყო.
იშიჰარამ მოკლედ აგვიხსნა მისასვლელი გზა. მის სახლთან
მისვლა ორი გზით შეგვეძლო. ერთი გზა სამხრეთით იყო, კირი-
დოშის გავლით, მეორე ჩრდილოეთით, მუენზაკას გავლით. ეს
ორი გზა ივასაკის სასახლეს წრეს ურტყამდა. მათ შორის სხვაობა
მანძილი იყო. მაგრამ ეგ არ იყო პრობლემა. პოლიციის შენობა
იყო პრობლემა და ორივე გზაზე იდგა თითო.
განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ კირიდოშის გავლით
ხალხმრავალი გზის გავლა არ ღირდა, ამიტომ მუენზაკას გავ-
ლით ნაკლებად გადატვირთული გზა ავირჩიეთ. ყველაზე კარგი
გამოსავალი იყო ოკადას ლაბადის შიგნით ბატის დამალვა და
ისე წამოღება, ჩვენ ორნი კი გვერდით ამოვუდგებოდით და ასე
ნაკლებად საეჭვოდ გამოჩნდებოდა.
ოკადა დაგვემორჩილა: გაიღიმა და იშიჰარას ჩიტი გამოარ-
თვა. მაგრამ როგორც არ უნდა დაემალა, ლაბადის ბოლოდან კუ-
დის ბუმბულები მაინც მოჩანდა. ამასთან, ოკადას ლაბადის ბო-
ლო საინტერესოდ გამოიყურებოდა, კონუსს ჰგავდა.

მკითხველთა ლიგა 121


მე და იშიჰარას უნდა გვეზრუნა იმაზე, რომ ოკადა რაც შეიძ-
ლება ბუნებრივი გამოჩენილიყო.

მკითხველთა ლიგა 122


თავი ოცდამეოთხე

– კარგი, – თქვა იშიჰარამ, – წავიდეთ. – და სვლა დავიწყეთ,


ოკადა ჩვენ შუა იდგა. ჩვენი საფიქრალი თავიდანე პოლიციის შე-
ნობა იყო მუენზაკას გადაკვეთასთან. ამიტომ იშიჰარა გონებრივ
დამოკიდებულებას გვასწავლიდა. მოკლედ რომ ავხსნა, რაც გა-
ვიგე, იყო ის, რომ ჩვენი გონებრივი სიმშვიდე არ უნდა შეგვედ-
რიკა; თუ ვიყოყმანებდით, ბზარი გაჩნდებოდა; და თუ ბზარი გაჩ-
ნდებოდა, მოწინაღმდეგეს უპირატესობა მიეცემოდა.
– ვეფხვი მთვრალ კაცს არ ჭამს, – თქვა იშიჰარამ, ძველი ჩი-
ნური ანდაზა მოიყვანა.
მეჩვენებოდა, რომ ჯიუ-ჯიცუს ოსტატის ნათქვამ სიტყვებს
იმეორებდა.
– იმას გულისხმობ, – ხუმრობით თქვა ოკადამ, – რომ პოლი-
ციელი ვეფხვია, ჩვენ კი მთვრალები ვართ?
– სილენციუმ! – თქვა იშიჰარამ.
მუენზაკასკენ მიმავალ შესახვევს ვუახლოვდებოდით. ფერ-
დობზე ასვლისას, გზაჯვარედინთან პოლიციელი დავინახეთ.
იშიჰარამ, ვინც ოკადას მარცხნივ იდგა, უცებ თქვა:
– კონუსის მოცულობის გამოსათვლელი ფორმულა იცი? რა?
არ იცი! მარტივია. რადგან მოცულობა ერთი მესამედია, ფუძე
გამრავლებული სიმაღლეზე, თუ ფუძე წრეა, ამას გაიგებ რადიუ-
სის ერთი მესამედის პიზე გამრავლებით და სიმაღლეზე გამრავ-
ლებით. და თუ გახსოვს, რომ პი უდრის 3,1416, უმარტივესი ამო-
ცანაა. პის ფუნქცია რვა ათწილადად მახსოვს. 3,14159265!
პრაქტიკული მიზეზების გამო, სხვა რიცხვების ცოდნა საჭირო არ
არის.

მკითხველთა ლიგა 123


იშიჰარას ლაპარასკისას გზაჯვარედინს გავცდით. პოლიციე-
ლი ვიწრო ქუჩის მარცხენა მხარეს იდგა, საიდანაც მოვდიოდით;
კაია-ჩოდან ნეზუსკენ მიმავალ რიქშას უყურებდა. ჩვენ მხოლოდ
რამდენიმე წამით შემოგვხედა.
– რატომ, – ვკითხე იშიჰარას, – დაიწყე კონუსის მოცულობის
გამოთვლა?
მაგრამ ამ დროს ფერდობზე მდგარი ქალი ვიცანი, ჩვენ გვიყუ-
რებდა. გული უცნაურად ამიძგერდა. ტბორის ჩრდილოეთ ბო-
ლოდან მოყოლებული, პოლიციელის ნაცვლად მასზე ვფიქრობ-
დი. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ოკადას და-
ელოდებოდა. და არც შევმცდარვარ. თავისი სახლიდან ფერდობ-
ზე ორი-სამი სახლის დაშორებით ჩამოსულა
ვფრთხილობდი, იშიჰარას ყურადღება არ მიმექცია და ქალს
და ოკადას სწრაფად ვუყურებდი, ხან ერთს, ხან მეორეს. ოკადას
დელიკატური სახის ფერი უფრო ღრმად გამოიყურებოდა. ხელი
ქუდს მოკიდა, თითქოს გაისწორა. ქალის სახე ქვასავით უდრეკი
იყო. მაგრამ თვალები, ფართოდ ლამაზად გახელილი, განშორე-
ბის უსასრულო სევდას იტევდა.
იშიჰარას პასუხი ვერც გავიგე. ალბათ თქვა, რომ ფორმულა
ოკადას ლაბადამ გაახსენა.
ქალი იშიჰარამაც შეამჩნია, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ თქვა:
– რა ლამაზია! – და ლაპარაკი გააგძელა:
– გონების სიმშვიდის საიდუმლო გასწავლეთ. ვარჯიში არ გა-
გივლიათ და მეშინოდა, რომ ჩვენს გეგმას კრიტიკულ მომენტში
გააფუჭებდით. ამიტომ თქვენი ყურადღების გადატანის გეგმა მო-
ვიფიქრე. ნებისმიერი რამ გამოდგებოდა, მაგრამ კონუსი ლაპა-
რაკისას მომაფიქრდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემმა ტექნიკამ
გაამართლა! კონუსის ფორმულის წყალობით, პოლიციელი უკან

მკითხველთა ლიგა 124


ჩამოვიტოვეთ და მიუკერძოებელი დამოკიდეუბლება შევინარ-
ჩუნეთ!
გზის იმ ნაწილთან მივედით, სადაც აღმოსავლეთით, ივასაკის
სასახლისკენ უნდა შეგვეხვია. ქუჩაზე, სადაც ორი რიქშა ვერ გა-
ივლიდა, შესაძლებელი იყო ვინმეს დავენახეთ. იშიჰარამ, ლიდე-
რივით, ჩვენ წინ განაგრძო გზა.
უკან კიდევ ერთხელ მივიხედე, მაგრამ ქალი აღარსად იყო.
იშიჰარასთან გვიანობამდე დავრჩით. შეიძლება ითქვას, რომ
სანამ საკეთი თვრებოდა და ბატის ხორცს ჭამდა, იძულებული ვი-
ყავით მისთვის კომპანიონობა გაგვეწია. და რადგან ოკადას საზ-
ღვარგარეთ წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს, მეც გაჩუმება
მომიწია. ამის მაგივრად, რეგატაში მიღებულ მათ პერსონალურ
გამოცდილებას ვუსმენდი.
როცა კამიჯოში დავბრუნდით, მაშინვე დავწექი. მთვრალი და
დაღლილი ვიყავი, ოკადას ვერ დაველაპარაკე. და მოდევნო
დღეს უნივერსიტეტიდან რომ დავბრუნდი, ოკადა უკვე წასული
იყო.
ხის ლურსმნის გამო მომხდარი შემთხვევების მსგავსად, კამი-
ჯოში მოხარშული სკუმრიის კერძმა, ოტამასა და ოკადას შეხვედ-
რას ხელი შეუშალა. ისტორია აქ არ მთავრდება. მაგრამ ამის
შემდეგ მომხდარი ამ ისტორიას აღარ ეხება.
ისტორიის დაწერის შემდეგ, თითებზე დავითვალე და მას შემ-
დეგ ოცდათხუთმეტი წელი გასულა. იტორიის ნახევარი ოკადას-
თან სიახლოვის დროს გავიგე. და დანარჩენი ნახევარი ოტამას-
გან, ოკადას გამგზავრების შემდეგ, მე ის შემთხვევით გავიცანი.
სტერეოსკოპში დანახული სურათივით, ლინზებში დანახული
ორი სურათივით შევქმენი ეს ისტორია, იმისდა მიხედვით, რაც
ვიცოდი და რაც გავიგე.
მკითხველმა შეიძლება მკითხოს:

მკითხველთა ლიგა 125


– ოტამა როგორ გაიცანით? და როდის მოისმინეთ მისგან ეს
ისტორია?
მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ამ კითხვებზე პასუხი ჩემს ისტო-
რიას აღარ ეხება. უაზრობაა იმის თქმა, რომ ოტამას საყვარლად
არ გამოვდგები; თუმცა მკითხველს გავაფრთხილებ, რომ უშედე-
გო სპეკულაციებს ნუ მიეცემიან.

მკითხველთა ლიგა 126

You might also like