You are on page 1of 5

მიგრაცია- ცხოვრება ახალი ფურცლიდან

დილით საგრძნობლად ციოდა, წვიმიაანი დღე იყო თუმცაღა დრო და დრო მზეც შეგვახსენებდაა თავს. მალევე
ყვითელი ავტობუსი გამოჩნდა სწრაფად ავედი და ავტობუსის ფანჯრიდან დავუწყე ცქერა, ირგვლივ მიმავალ
ხალხს, ზოგი მეტად ბედნიერი ჩანდა, ზოგს თვალებზე ღამის სევდა დამსჩნეოდა, ზოგიც კი უგრძნობლად
მიაბიჯებდა რუსთაველის პროსპექტზე. ხალხის თვალიერებას იმდენად შევყევი, რომ სულ დაამავიწყდა,
შემდეგი ჩემი გაჩრება იყო. გაჩერებაზე ჩამოვედი და უნივერსიტეტისკენ სწრაფი ნაბიჯით გავეშურე. პირველ
ლექციაზე თავს სრულიად უცნაურად ვგრძნობდი თითქოს ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი უნდა მომხდარიყო,
მაგრამ რაიყო ეს ახალი? კვლავ საკითხავია.

მალევე გავიდა სამი ლექცია, ბიბლიოთეკაში ვისხედით მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ირინა, როდესაც
ჩემთან ბატონი ლადო მოვიდა და თავის კაბინეტში მიხმო. გაოცებული ვუცქერდი ლექტორს, მისგან მსგავსი
საქციელი გასაკვირი იყო. ყოველთვის ჩუმი, საკუთარ თავში ჩაკეტილი და უმეგობრო ადამიანი ჩანდა, არავის
ემეგობრდებოდა, ატარებდა ლექციას და უსიტყვოდ ტოვებდა ოთახს. როდესაც მითხრა: „ მია, ჩემს კაბინეტში
გელოდები 5 წუთში“-ო სახეზე ფერი გადამივიდა, გავფითრდი და წამით საოცარმა შიშმა შემიბყრო,
ყოველთვის ვფიქრობდი რომ ბატონი ლადო საშიში პიროვნება იყო ან ისეთ საიდუმლოს მალავდა რასაც
ვერავინ ვერასდროს წარმოვიდგენდით. ბატონი ლადოს კაბინეტს რომ მივუახლოვდი , კარზე ფრთხილად
დავაკაკუნე, ვიკითხე შეიძლებოდა თუარა შესვლა, მან კი თავაზიანად მიმიღო და რაღაც წიგნაკი გამომიწოდა,
თავიდან გავიფიიქრე საბაკალავრო თემისთვის დამხმარე წიგნი იქნება თქო მაგრამ ეს „რაღაც“ წიგნაკი,
ყველაფერი აღმოჩნდა მისთვის.

სახლში დაბრუნებისთანავე ჩემს ოთახში წიგნაკის კითხვას შევუდექი. და ახლა ძვირფასო მკითხველნო, ერთად
გავხდებით მოწმე იმ დიადი ისტორისა რასაც თურმე ბატონი ლადო ამდენი წლის მანძილზე მალავდა.

12:32, ორშაბათი, კაირო. 1971წ. გუშინ, კაიროს მატარებლიდან, შევხედე პირამდიებს, პირამიდებმა
გამახსენეს ყოველივე ის, რისთვისაც უნდა ვიბრძოლო. მე ოსირისის შთამომავალი ვარ. ყველაფერი მაშინ
დაიწყო როდესაც 16 წლის ვიყავი, დედამ მითხრა რომ კაიროში ოსირისის სამარხი მეპოვა და ხალხისთვის
გამეცნო, მაშინ მიზეზო არც მიკითხავს უსიტყვოდ დავთანხმდი.

მოხატული ტაძრები, ოქროს განძეული და უცნაური არამიწიერი მუმიები , სამარხები საოცარი სილამაზეა
კაირო, როდესაც უყურებ ამ დიად აქლემებს თითქოს უმოწყალოდ რომ გიყურებენ. მაგრამ მე ამაზე მეტი
მევალება კაიროში, თან მაქვს ძველი პაპირუსი ფარნკომბების ოჯახის საკუთრება, ვარაუდი არსებობს რომ
ზუსტად ამ პაპირუსიდან შეიძლება გავიგოთ სად არის ოსირისის სამარხი. და ზუსტად ჩემი მიზანია ვიპოვო ის
აკლდამა და გავაცნო მსოფლიოს.

ჯერ მხოლოდ ერთი გვერდი წავიკითხე და უკვე შოკში ვიყავი. ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ბატონ ლადოს
რაიმე კავშირი ექნებოდა კაიროსთან. ბევრმა კითხვამ იჩინა თავი, თუ რატომ მომცა თავისი დღიური მაინც და
მაინც მე, როდესაც ამხელა უნივერსიტეტში ბევრი ბავშვი სწავლობდა ეგვიპტურ ფილოლოგიას? ინტერესი
თავისას შვრება ვაგრძელებ კითხვას.

ეგვიპტური მუზეუმი: სამშაბათი, 16:43.

კაიროში, უჩვეულო მუზუმია, სადაც ეგვიპტური სიძველები ინახება. დრაგომანი ( მრავლისმცოდნე თარჯიმანი
ეგვიპტეში) არ დამიქირავებია რადგან გიდები ინგლისურად საუბრობდნენ და საქმე გამიადვილდა. მუზეუმში
წავედი რადგან უფრო მეტი გამეგო ეგვიპტის შესახებ. იქ კი კურატორს ვკითხე რამე ხომ არიცოდა ოსირისსის
დამარხული აკლდამის შესახებ მაგრამ მან გაიცინა და სისულელეაო მითხრა. მისთვის არმითქვამს რომ მე მისი
შთამომავალი ვიყავი რადგან უფრო მეტ ეჭვს გამოიწვევდა. ხუთშაბათი: 8 ნოემბერი. 1971წ. მიუხედავად
კურატორის სიტყვებისა, ძიებას ვაგრძელებ მცირე ჩანაწერებს გავაკეთებ ეგვიპტური ღმერთების შესახებ. მათ
ბევრი ღმერთი ჰყავდათ მაგრამ მე მხოლოდ ისინი მაინტერესებს ვინც ოსირისთანა კავშირში. ოსისი. ოსირისის
მეუღლემ, ისისმა ქმრის დაჩეხილი სხეული იპოვა, პირველი მუმია გააკეთა და საიდუმლოდ დამარხა,
ყოვლისშემძლე ჯადოსნური ლოცვებით დაიცვა. ოსირისისი. ლეგენდების შედეგად ვიგებთ რომ ოსირისი ზედა
და ქვედა ეგვიპტის მბრძანებელი ყოფილა. ჰორი. ოსირისის შევარდენისთავიანი ვაჟი, რომელმაც მამის
მკვლელზე შური იძია და გამეფდა. კვირა.

10 დეკემბერი 15:12წთ.

უკვე ერთ თვეზე მეტია სამარხს ვეძებ, არანაირი შედეგი არ არსებობს დავიარები და მხოლოდ ეგვიპტეზე ვიგებ
ახალ ახალ იმფორმაციებს. მისტერ ტააკმა მოგვითხრო რომ თურმე ეგვიპტელებს დიდად არ გვქონიათ
მოგზაურობის სურვილი რადგანაც ვთვლიდით რომ ჩვენი ქვეყანა საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის. მაგრამ
მაინც ვაწყობდით სავაჭრო ექპედიციებს და ჩამოგვქონდა ისეთი საქონელი, როგორიცაა, მაგალითად,
ლეოპარდის ტყავი, მოჰქონდათ სუნელები, ხეტყე, ღვინო, ასევე ეგვიპტური პალმის ხეები გამოუსადეგარი იყო
მშენებლობისათვის, ამიტომ ლიბიდან შემოჰქონდათ კედარი. აამარნას პერიოდი.

ახლახანს თელ-ელ-ამარნას ნანგრევები მოვინახულეთ რომელიც ბენი ჰასანისაგან სამხრეთით მდებარეობს. ეს


ქალაქი რომელსაც ახეტატონი ერქვა მეფე-ერეტიკოოსმა ეხნატონმა ააგო როგორც ახალი დედაქალაქი, მან
ეგვპტის ღმერთების თაყვანისმცემლობა დაგმო და ერთი ღმერთის ატონის კულტი დააწესა. ეხნატონის
სიკვდილის შემდეგ ქალაქი მიწასთან გაასწორეს და მისი სახელი ეგვიპტის ისტორიიდან ამოშალეს.

13 დეკემბერი, ოთხშაბათი. 13:04 აბიდოსში:როგორც იქნა ჩავედით აბიდოსში, რომელიც ეგვიპტის ყველაზე
წმინდა ადგილი ყოფილა უწინ, აქ ოსირისის კულტი იყო რამზე II-ის მამის, სეთი I-ის ტაძრის უკან მდებარეობს
მისტიკური ტაძარი-ოსირიონი. მე გავიცანი ქართველი ქალი ნაფისა, ეს სახელი ტყვეობაში შეუძენია. ვიცოდი
ოსმალურ-ეგვიპტური წყაროებიდან რომ ყველა ქალი ჰარამხანისთვის იყო განწირული მაგრამ როგორც
ნაფისასგან გავიგე იგი მონათა ბაზარზე ყველაზე გამორჩეულ მამლუქს ალ-ქაბირს უყიდია. როგორც თვითონ
მოგვიყვა აფხაზეთის მთებში გაზრდილა ბევრი არაფერი მოუყოლია თავისი ბავშვობის შესახებ. მაგრამ
დამპირდა რომ ჩემი წინაპრის სამარხს მომაძებნინებდა და საქართველოზეც მომიყვეებოდა.

გაოცებული ვარ პირდაპირ, ბატონი ლადო, ოსირისის შთამომავალი? მალევე ირინას დავურეკე, შევხვდი და
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, გაოცებული მიცქერდა ჩემსავით ხმა ჩავარდნოდა და ხმას არიღებდა.
მედა ირინამ ყავა დავლიეთ რუსთაველის მაგდონალდსში. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ისეც საღამოს 6 სთ.
იყო, სახლში წავედი და კითხვა განვაგრძე... 16 დეკემბერი. შაბათი. 1971წ. მემნონის კოლოსები.

ეს კოლოსები- „შამი“ და „ტამი“ რომელთა სახელებიც სავარაუდოდ დამახინჯებული ვარიანტებია არაბული


სიტყვებისა „მარჯვნივ“ და „მარცხნივ“, კოლოსები ყოველ დილით მღეროდნენ ,ხმა სავარაუდოდ ქვების
გახურების შედეგად გამოიცემოდა. მათ სიმღერა მას შემდეგ შეწყვიტეს რაც ახ. წ. 199 წელს რომაელმა
იმპერატორმა სეპტიმუს სევერუსმა ისინი შეაკეთა.

ჰორის ტაძარი

ჰორის ტაძარი, როგორც ლეგენდებით არის ცნობილი სეთისა და ჰორის ბრძოლის ადგილას აგებულა. მე გავიგე
რომ ღვთაებების ქანდაკებებს მუდმივად არ ინახავდნენ ტაძრებში, ხანდახან განსაკუთრებულ დღესასწაულებზე
გამოქონდათ. ღმერთი ჰორის ქანდაკება წელიწადში ერთხელ გამოჰქონდათ ქალღმერთი ჰათჰორზე
დაქორწინების აღსანიშნავად ხოლო ჰათჰორის ქანდაკებას, დენდერადას ჩრდილოეთისკენ,100 მილის
მანძილზე მდინარით ჩამოატარებდნენ ხოლმე. აქ ორი ახალგზარდა გავიცანი, საეჭვოდ მელაპარაკებოდნენ,
მითხრეს რომ ფრთხილად ვყოფილიყავი რადგან ეგვიპტეში არსებობდა დაჯგუფება რომელიც ასევე ეძებდა
ოსირისის სამარხს რადგან განძეულობა ამოეღოთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ისინი ყველაფერზე
იყვნენ წამსვლელები ამიტომ წინდახედულად უნდა მემუშავა. ამ სიტყვება ძალიან დამაფიქრა და ცოტა არიყოს
შიშმაც შემიბყრო. ელ-კანტარა ელ-კანტარაში, საოცრად ცხელა. ეს ქალაქი ნიუ-მეხიკოს მოგაგონებთ, აქ ძალიან
ბერვი პალმებია რომელიც ულამაზეს სანახაობას ქმნის, ახლო მახლოს შენიშნავთ კაქტუსებს, ქოხებს ვირებს
თუმცა თუ უკეთესად გაჰყურებთ ჰორიზონტს უდაბნო სინაის ჰორიზონტზე აქლემების ქარავანსაც შენინშავთ,
ელ-კანტარაში შეხვდებით ეგვიპტელებს რომლებსაც თავზე შემოდგმული აქვთ ბოხჩები. ქალაქის მეორე მხარეს
ბედუინების ბანაკებია რომელსაც ეტყობა რომ ნაჩქარევად არის აგებული, ეს ბანაკები არაბთა და მოხეტიალე
ტომბს სახლების მაგივრობას უწევს დროებით. ბოლოს მინდა ალექსანდრიაზეც გესაუბროთ, იგი
მრავალსაუკუნოვან ქალაქებს შორის ერთ-ერთი დიდი ქალაქია იგი ქრისტე შობამდე 332 წელს ალექსანდრე
დიდმა ააგო, ტურისტებისთვის მეტად საინტერესო ადგილია. 3 იანვარი 1972წ. როგორც იქნა უკვე კუნძულ
ბიგაზე ჩავედით. გულწრფელად გეტყვით სილამაზეა ეს ყველაფერი, ჩემი სამშობლო ეგვიპტე, არმეგონა თუ
ამდენი საიდუმლო იმალებოდა ეგვიპტეში , ალბად ყველაფერი ჩემი ასაკი ბრალი იყო, ვერაფერს ვხვდებოდი,
რომ ვცხოვრობ ქვეყანაში სადაც უამრავი ისტორია, მისტიკა და საიდუმლოებები იმალება.

ახლა კუნძულ ბიგაზე არსებულ პატარა სოფელში დავიდე ბინა, აქაურ ხალხს დახმარება ვთხოვე გათხრებში,
მაგრამ თითქოს ყველა გამიდგა მათ იმ ეგვიპტური დაჯგუფების წევრი ვეგონე რომლებიც ოსირისის
განძეულობის მოპარვას ცდილობენ. მალევე მათ ყველაფერი ავუხსენი პაპირუსიც ვანახე, გამიღიმეს და
მითხრეს რომ ხვალიდან გათხრებს დავიწყებდით.

4 იანვარი. 07:05

მათ არ იცოდნეენ რომ გათხრების დაწყება ასეთი მარტივი არ იყო, მათ ავუხსენი რომ მთავრობისგან ნებართვა
უნდა ამეღო. მალევე წერილით შევატყობინე ეგვიპტის მთავრობას, ნებართვა მივიღე 1 კვირაში და გათხრებიც
დავიწყეთ. ორმოს ჩაშლილი მიწის ქვეშ, ჩვენ აღმოვაჩინეთ კარი რომელიც უშიშრად შევაღე და ნამდვილად ის,
ნამდვილად ოსირისის სამარხი იყო, განძეულობის ნახევარი გამოვიტანე რითაც კაიროში დაბრუნებას
შევძლებდი.

15 იანვარი

კვლავ, ბიგაზეე ვიყავი, პატარა სოფლად ერთ-ერთი ქალბატონის სახლში. 15 იანვარს დილით საოცარი ხმაური
ატყდა, ისროდნენ ქვებს, იარაღს. სოფელი მალევე თავისდაცვაზე გადავიდა, ვერ გამეგო რამოხდა. მათი დაცვა
მინდოდა მაგრამ, მოხუცმა ქალბატონმა დიდი ჩანთით განძეულობა მომიტანა და მითხრა რომ ნაფისა და ალ-
ქაბირი გამაპარებდნენ საქართველოში. სავაჭრო ექსპედიცის ჯგუფს გამატანდნენ და ნაფისას ახლობლებთან
დამაბინავებდნენ მანამ სანამ ქართულს არ ვისწავლიდი და იქაურ ცხოვრებას არ შევეჩვეოდი. მე წასვლაზე ცივი
უარი განვაცხაზე, საკუთარი სამშობლოს დატოვება და წასვლა არმინდოდა კაიროში დედას ვერ დავტოვებდი,
მას მხოლოდ მე ვყავდი მამა ეგვიპტურმა დაჯგუფებამ ხუთი წლის ასაკში მომიკლეს. მოხუცმა ნისამ,
დაწვრილებით ამიხსნა, რომ ეს ის დაჯგუფება იყო რომელმაც მამა მომიკლა, ახლა რომ არ გავქცეულიყავი მეც
მომკლავდნენ. ალ-ქაბირი დამპირდა რომ საქართველოში დედას მალე გამომიგზავნიდა არაფრის უნდა
შემშინებოდა და ცხოვრება ახლიდაან დამეწყო. მხოლოდ ისღა მაიმედებდა რომ ცოტა ქართული ვიცოდი,
ალბად გრძნობდა ნაფისა რომ წასვლა მომიწევდა და გზაში ქართულს მასწავლიდა. 20 იანვარი: 1983 დიდი
ხანი გავიდა მას შემდეგ რაც არაფერი დამიწერია, დაახლოებით თერთმეტი წელი. მიგრაციის მსხვერპლი
გავხდი. ჩემი სამშობლო ეგვიპტე დავტოვე და უკვე თერთმეტი წელია თბილისში ვცხოვრობ. 1973 წელს
როდესაც, ერთი წელი იყო გასული ჩემი თბილისში გადმოცხოვრებიდან, ალ-ქაბირისგან წერილი მომივიდა. „
ძვირფასო, ლამპადე, ალ-ქაბირი ვარ. კაიროდან. როგორ ხარ? მე და ნაფისას ძალიან მოგვენატრე. სასიამოვნო
ცვლილებებიც იგრძნობა, მე და ნაფისა დავქორწინდით და 2 თვის შვილი გვყავს... შენზე ხშირად ვუყვებით,
კაიროში საქართველოს ელჩს ვესაუბრეთ, დიდიხანია შენ საფრთხე აღარ გემუქრება, ეგვიპტური დაჯგუფების
შვიდივე წევრი დააკავეს, ხოლო ოსირისის სამარხი ღირსშესანიშნაობად აღიარეს. შენ ეს შეძელი, ძვირფასო.
აკლდამას ახლა მთელი მსოფლიო გაიცნობს. დედაშენს რაც შეეხება, ცუდი ამბავი გვაქვს, შენი წასვლის შემდეგ
დედაშენი ნერვიულობას გადაყვა, ჩვენ აქ დავასაფლავეთ, არაფერზე იდარდო. წერილის გამოგზავნას
ვაპირებდით მაგრამ საშინელი ქარიშხალი დაემთხვა კაიროში, სახლიდან ვერ გამოვდიოდით. ვიზიარებთ. თუ
საქართველოში მოგვიწევს ჩამოსვლა აუცილებლად გნახავთ.

პატივისცემით ალ-ქაბირი.“

წერილი რომ წავიკითხე, თავი საოცრად დამნაშავედ ვიგრძენი, დედა ვერ დავიცავი, ვტიროდი გაუჩერებლად.
მინდოდა კკაიროში დავბრუნებულიყავი და დედის საფლავისთვის მაინც დამეტირებინა მაგრამ ესეც ვერ
შევძელი. 2 თებერვალი. საღამოს 7 სთ.

უკვე გითხარით რომ თერთმეტი წელია საქართველოში ვცხოვრობ. ვფიქრობდი რომ ჩემს მიგრაციას დროებითს
მივაწერდი, მაგრამ აქაურობას იმდენად შევეჩვიე, რომ აქ დარჩენას სამუდამოდ ვაპირებ. მიყვარს ეგვიპტე,
კაირო, სამარხები, იქაური საიდუმლოებები მაგრამ როგორ დავბრუნდე იქ სადაც ამდენი ტანჯვა მაკავშირებს.
მინდა დედის საფლავი მოვინახულო, იმედია უახლოეს მომავალში მოვახერხებ კაიროში დაბრუნებას და ყველა
მოგონებაც თავისით დაიწყებს თავში ამოტივტივებას, მოგონებები დედასთან, მამასთან, მხოლოდ ის რაც
მახსოვს . ‫المجد هلل‬. ( დიდება ღმერთს. თარგმნა არაბულიდან)

მინდა საქართველოს შესახებაც მოგახსენოთ, ნაფისა ყოველთვის მიყვებოდა რომ საქართველოში ულამაზესი
ბუნება იყო... ბავშვობაში, ეგვიპტეში რომ უდაბნოები იყო, სიცხე და მუდამ მცხუნვარე მზე, ვერ
წარმოვიდგენდით თუ ამ ოთხი კედლის გარდა სხვა სამყარო არსებობდა, სამყაროს მხოლოდ ერთ ჭრილში
განვიხილავდით და ეს იყო ეგვიპტე, ღმერთები, სამარხები, საიდუმლოებები, მისტიკა, წყევლა და ა.შ.
ბავშვობიდან ვოცნებობდი სხვა ქვეყნის დათვალიერებაზე, მაგრამ იმ დროინდელ ეგვიპტეში ვერ გამოხატავდი
აზრს, ვერ წახვიდოდი სხვაგან, შეიძლება მთელს ქვეყანაში არიყო კანონით დასჯადი ან აკრძალული, რომ
ქვეყანა არ უნდა დაგევტოვებინა თუმცაღა ჩემი ოჯახო თვლიდა რომ მე სადაც დავიბადე იქ უნდა
მოვმკვდარიყავი და არა სხვა ქვეყნის მიწა წყალზე, ალბად ზუსტად ეს გახდა მიზეზი დედაჩემის ნერვიულობის
და გარდაცვალებისა. და მე ის, საგრძნობლად მენატრება. ახლა მე არამხოლოოდ ეგვიპტელი არამედ
ქართველიც ვარ, მე მიყვარს ქვეყანა სადაც დავიბადე და მიყვარს ასევე ის ქვეყანაც სადაც ადამიანად
ვყალიბდები, საქართველოს მთებში ახლა უკვე თავისუფლებას ვგრძნობ, ნათქვამია უმიზეზოდ არაფერი
ხდებაო და ალბად ამ ჩემს გადმოცხოვრებასაც დიადი მიზეზი ედო საფუძვლად. ესაა სულ...

-„გაოცებული ვარ მია“- მეუბნება ირინა, არც მე ვიცი რას მივაწერო ეს უჩვეულო ისტორია. იმდენი კითხვა
მიტრიალებს თავში, მინდა მალე ვნახო ბატონი ლადო და ყველა ეს კითხვა ერთდროულად დავუსვა, ყველა
ახსნა განმარტება მოვისმინო მიისგან. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია რატოომ მაინც და მაინც მე და არა სხვა
სტუდენტები. თქვენც გჯერათ რომ ეს უბრალოდ შემთხვევითობა? ჩაფიქრებული ვიდექი, მთაწმინდაზე და
თბილისს ვუცქერდი წინა დღეს დასრულებული დღიური ყოველ წამს, ყოველ წუთსა და ყოველ საათში
მახსენებ თავს. თითქოს ეს ისტორია არც იყო გასაკვირი ერთის მხრივ რადგან წარჩინებული სტუდენტი ვიყავი,
მიყვარდა კაირო, ეგვიპტე და მათი ისტორია.ერთის მხროვ ვფიქრობ რომ ზუსტად ესა მიზეზი იმისა თუ
რატომაც მომცა ბატონმა ლადომ თავისი დღიური, ალბად შეამჩნია ჩემი სიყვარული თავისი სამშობლოსადმი.
წაამით თავში საოცრად არანორმალურმა ფიქრმა გამიელვა იქნებ ისთავისი ისტორითა და ცხოვრებით ამდენი
ხანი მიყვარდა და ვერაფერს ვხვდებოდი? მაგრამ ამ ფიქრმა მალევე იპოვა გზა უსასრულობისკენ და გაქრა.
ირინას კი ეს აზრი საოცრად მოეწონა, დამცინოდა კიდევაც იქნებ ეგვიპტეში მამოგზაურო და ვინმე ძლიერი
ბედუინი მეც შემიყვარდესო, მაგრამ ამ დროს ხუმრობის გუნებაზე სულაც არვიყავი ირინას ყურადღებას არ
ვაქცევდი ვფიქრობდი ლექტორზე, ეგვიპტეზე უეცრად ჩაფიქრებულმა ირგვლივ მიმოვიხედე, ირინა არსად
ჩანდა, გავიფიქრე ალბად უყურადღებობა ეწყინა თქო მაგრამ მალე ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის.

„მია, ალბად მკითხავ რატომ ეს დღიური მაინც და მაინც შენ, და არა სხვა სტუდენტებს, არა? დღიური თუ
გულწრფელად და დაკვირვებით წაიკითხე, მიაქცევდი ყურადღებას სიტყვებს „უმიზეზოდ არაფერი ხდება“
თვალებში შემომხედე, 5 წელია უნივერსიტეტში ვასწავლი, პირველი დღიდან, პირველი ლექციიდან შენს
თვალებში საჰარის უკიდეგანო სივრცეს ვგრძნობდი, იმ სივრცეს რომელიც მე ასე გულით მიყვარს. დამიჯერე
ძვირფასო, ძნელია ცხოვრება თავიდან დაიწყო, თავიდან დაიბადო. შენ ის ადამიანი ხარ, რომელმაც შეცვალა
ჩემი ცხოვრება, მერე რა თუ არაფერი გითქვამს, არც გვისაუბრია. ეგვიპტეში, მოსახლეობა ყველაზე უბრალო
ნაწილს ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას, უბრალოს ვაღმერთებთ ადამიანში და მე შენში თვალები გავაღმერთე. მე
მხოლოდ 28 წლის ვარ და ყველაფერი გამოვიარე რაც კი შეიძლებოდა განმევლო ამ წლების გაანმავლობაში
განვიცადე საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი, თან იცი? არა ერთის არამედ ორივესი, დედისაც და
მამისაც, მათი ვისიც მჯეროდა, ვისთვისაც საკუთარ სიცოცხლეზეც კი ვიტყოდი უარს მააგრამ არ დამსცალდა
ოროვე დავკარგე. განა წარმოვიდგენდი როდესმე რომ საქართველოში ვიცხოვრებდი? მიგრაციის დინებას მეც
წამოვყვებოდი? არა არასდროს. ეს სახელიც მოგონილია, ჩემი ნამდვილი სახელი ალბად დღიურიდან უკვე
შეიტყვე. ლადო იმიტომ დავირქვი რომ ქართული სახელებიდან მომეწონა. არმინდოდა ვინმეს გაეგო ვინ ვიყავი
სინამდვილეში. ზუსტად ამიტომ ვიყავი მარტო ყოველთვის მაგრამ იცი, ვფიქრობ ესეც ბედია რომ ახლა მეც და
შენც მარტონი ვართ და ისიც ბედია რომ მთელი გულით, გონებით, სხეულით მე მეკუთვნი მია.“

ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ვიგრძენი რომ ძლიერი ვიყავი, იმ უსუსურ, მარტოხელა გოგონას აღარ ვგავდი
რომელიც წუთების წინ უცქერდა თბილისს. და ძვირფასო მკითხველნო თქვენ როგორ ფიქრობთ შესაძლებელია
ამ დიდი მიგრაცის, ემოციების, გულის ტკენისა და სისატიკის შემდეგ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო?

გამოყენებული ლიტერატურები: თავისუფალი ენციკლოპედია Vikipedia და ინტერნეტ წყაროები (დაცულია


სანდოობა) წიგნი „აღმოაჩინე იდუმალი მსოფლიო“ ელფის გამომცემლობა წიგნი „ეგვიპტოლოგია

You might also like