You are on page 1of 310

“მაჩუქე ბედუინს წყალი და იმედი!

ზურაბ დემეტრაშვილი

ნაწილი I. საჰარა

ძველი დროიდან არაბეთში არსებობს მოარული ლეგენდა ჯადოსნურ


ცხენებზე, რომელიც გვიამბობს, რომ ისინი ქვიშიდან, ღამის ციდან და
თავისუფალი ქარებიდან იბადებიან, უსაზღვრო უდაბნოს შუაგულში ბინადრობენ და მათთან
შეხვედრა მოკვდავისთვის დიდი გამართლებაა...მაგრამ ისინი არავის იკარებენ...
მათი სახლი - უდაბნოა, მათი ბედისწერა - თავისუფლება.

საჰარა.
თავზარდამცემად ლამაზი და ვერაგი ოქროს საჰარა....

იმ ღამეს უდაბნოში ვათენებდით...


ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს მეორე დილით დიუნებზე მოტოციკლებით,
კვადროციკლებით, სერფინგებით და დელტაპლანით ქროლა ელოდათ. სიამოვნებით იცინოდნენ და
ემზადებოდნენ, გამომშრალები, დაღლილები, ქვიშით მოფენილი, ბედნიერი სახეებით ისხდნენ
ცეცხლის გარშემო და წინასწარ აწყობდნენ ხვალინდელი დილის გეგმებს.

მე მხოლოდ კვადროციკლზე თუ გავბედავდი რამეს...

უბრალოდ საჰარა მინდოდა... ძალიან მინდოდა. მართლა ჰგავს ზღვას და ოკეანეს ეს უდაბნო...
ოქროსტალღებიან შეჩერებულ ოკეანეს, რომლის ზედაპირზეც ფეხით სიარული შეიძლება. ოღონდ
ერთი რამ უნდა ინატრო, - არ აღელდეს.
ამ უზომო და უსასრულო სამყაროში, რომელიც ჩვენთვის იმ წამს საჰარადან იწყებოდა, ისე
ვეყარეთ ათიოდე ადამიანი, როგორც ქვიშის მარცვლები ამ უკიდეგანო უდაბნოში.

საჰარა ვერც კი გვამჩნევდა... ჩვენ მისთვის არც კი ვარსებობდით.

ეს ჩემი პირველი და თანაც დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო.


იმ წელიწადს უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, დედაჩემმა
და ჩემმა ძმამ, გაზაფხულზე სამი თვით ეგვიპტეში გამიშვეს იმ პირობით, რომ ბიძაჩემთან
1
ვიცხოვრებდი და მისი ნებართვის გარეშე „ფეხს არსად გადავადგამდი“. ბიძაჩემი, მეათე წელი იყო,
რაც ეგვიპტეში მუშაობდა და მხოლოდ ზაფხულობით, ორიოდე კვირით ჩამოდიოდა თბილისში
ოჯახის სანახავად.

რაკი თბილისიდან პირდაპირი ავიარეისი არ არსებობდა, კაიროში სტამბულის გავლით უნდა


ჩავსულიყავი. ფრენამ ღამით მომიწია. მთელი გზა ბოინგის ილუმინატორზე ვიყავი მიკრული,
მაგრამ მხოლოდ მთვარეს და ვარსკვლავებს ვხედავდი. ღრუბლების გრეხილი, ფუმფულა
საბანივით ეფარა დედამიწას და არაფერი ჩანდა.
კაიროში იქაური დროით, ღამის ათ საათზე ჩავფრინდი.

ფეშენებელური და მბრწყინავი აეროპორტის გასასვლეში ვახოს გაღიმებული სახე და მაღლა აწეული


ხელი რომ დავინახე, დაღლილობა სულ გადამავიწყდა და ჩემი ბარგიანად სიხარულით გავქანდი
მისკენ. ამდენი ჯურის ერთად თავშეყრილი ხალხი მანამდე არასოდეს მენახა. აეროპორტის
მოსაცდელი უცნაურად ჰგავდა ბაბილონის გოდოლს "ენაჭრელი" და გაუჩერებლად მოფუსფუსე
ადამიანებით და ამ ორომტრიალით თავბრუდასხმული, ამ გოდოლის შესასვლელში ვახოს
გამოჩენამდე უილაჯოდ ვყურყუტებდი.

ვახო, ახალგაზრდა,მხიარულთვალებიანი მცხეთელი კაცი, თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სტუდენტი, სწავლის გასაგრძელებლად კაიროს
უნივერსიტეტში სტუდენტობაშივე გადავიდა და არაბული ფილოლოგიის დოქტორიც იქ გახდა.
მისი მეუღლე, მაკა, პროფესიით თურქოლოგი, თურქეთში, საქართველოს საელჩოში მუშაობდა,
ხოლო ვახო, კაიროს უნივერსიტეტის ოცდაათი წლის პროფესორი, ეგვიპტის საქართველოს
საელჩოში ბიძაჩემის რეფერენტი და მარჯვენა ხელი იყო.

ჩემი ნახვით გახარებული ბიძაჩემი რამდენიმე დღე გვერდიდან არ მომცილებია, ათას


წვრილმანს მეკითხებოდა, თავადაც უამრავ რამეს მიყვებოდა და კაიროს პირადად
მათვალიერებინებდა.
მონუსხული შევჩერებოდი ქვაში დარჩენილ ისტორიას, ვუყურებდი ისტორიის წიგნიდან
"გაცოცხლებულ" პირამიდებს, სფინქსს და ნილოსს, ლუქსორის ციხე-დარბაზებს, სადაც ბიბლიური
მოსე ფარაონის უფლისწულად იზრდებოდა. ვგრძნობდი რომ დრომ, ჩემს შეგნებაში უკან გადაიწია
და „ჩვენს წელთაღრიცხვამდე" რომელიღაც საუკუნეების დათვლას შეუდგა. ისეთი შეგრძნება
მქონდა. თითქოს ათობით საუკუნე დროში უკან გავიარე და ახლა კაცობრიობის ცივილიზაციის
საწყისთან ვიდექი.

...მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ავწუწუნდი. ბიძაჩემი სტამბულში დაგეგმილ საერთაშორისო


შეხვედრაზე გაემგზავრა და ვახო "მეთვალყურედ დამინიშნა“, ის კი ჩემთვის ვერ იცლიდა
და გარეთ ვეღარ გავდიოდი.

ერთ დღესაც, სადილზე, ვახომ გამომიცხადა, რომ მავრითანიაში საქმეზე მიდიოდა და მე, მის
დაბრუნებმადე სახლიდან ფეხიც არ უნდა გამედგა. კარგა ხანს ვეხვეწებოდი თან წავეყვანე, მაგრამ
სასტიკ უარზე იდგა. მეუბნებოდა, რომ გზაში გავწვალდებოდი, პატარა თვითმფრინავში ჰაერის
ტალღის ყველა დარტყმა საშინლად იგრძნობოდა და ფრენას მიუჩვეველს, გამიჭირდებოდა მოკლე
2
დროში ორი მიმართულებით მგზავრობის ატანა. „აზრზე მოსასვლელად“ მთელი კვირა მაინც
დამჭრდებოდა და „დღეებს დავკარგავდი". თანაც მავრითანიაში სანახავიც არაფერიაო -
მიმტკიცებდა. უკვე იმედიც აღარ მქონდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად გამომიცხადა:

- გაემზადე, პატარა ჩანთა ჩაალაგე, თავსაფარი და პასპორტი არ დაგრჩეს, მსუბუქად ჩაიცვი და


შარვალი არ დამანახო, მე ბილეთს შევუკვეთავ, მინდა ილუმინატორთან დაგსვა. შენთვის დიდი
სურპრიზი მაქვს, იქნებ ღირდა კიდეც ამად- შენი აჩემება. ოღონდ, უკან დღესვე უნდა
დავბრუნდეთ. ქალაქის დათვალიერებას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ გულდასაწყვეტი არაფერია,
მთავარი სანახავი სწორედ გზაშია. მანქანაში დაგელოდები. - თვალი ჩამიკრა ვახომ და კარისკენ
გაემართა.

სიხარულისგან ჩემი პატარა ოთახი ცეკვა-ცეკვით ჩამოვიქროლე, ჩანთა საწოლზე დავაგდე და


ყოველ ახალ საცეკვაო წრეზე შიგნით ტანსაცმელს ვისროდი. თეთრი ზედატანი, მსუბუქად ნაქსოვი
ჟაკეტი, აბრეშუმის დიდი თეთრი თავშალი, კეპიანი ქუდი, მზის სათვალე, ყოველი შემთხვევისთვის
- მცირე კოსმეტიკის ბუდე, პასპორტი და დედის ნაჩუქარი, ჩემი განუყრელი „ტიმბერლენდის“
ფეხსაცმელები ერთმანეთის მიყოლებით მიფრინავდნენ ჩანთისკენ და შიგნით ჯადოსნურად
უჩინარდებოდნენ.

მალე, პატარა ბოინგის წრიული ფანჯრიდან ვუცქერდი, როგორ მიცურავდა ჩემს ქვეში დედამიწა,
ლიბია, ალჟირი და მაროკო. ქალაქები მსხვილი მძივებივით იყო ასხმული, სოფლები ისე იყო
მოპნეული დედამიწაზე როგორც ბისერის წვრილი თვლები.

სამი საათის ფრენის შემდეგ ავიალაინერი მარცხნივ დაიხარა. თვითმფრინავი მარცხნივ უხვევდა.
დედამიწამ ჰორიზონტზე ელიფსის ფორმა მიიღო. მე ახლა უკვე ჩემი თვალით ვხედავდი რომ
დედამიწა ნამდვილად მრგვალი და სულისშემხუთავად ლამაზი იყო.

მძაფრად ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი გაუგებრობა იყო საზღვრები, კანონები, „რაღაც წესები“,
რასაც ადამიანები იგონებდნენ საკუთარი ცხოვრების ჩარჩოებში მოსაქცევად. სრულიად ზედმეტი
მეჩვენა ციდან - ადამიანების მიერ გამოგონილი ათასგვარი უცნაურობა, რომელიც მხოლოდ მიწაზე
არსებობდა. ცა კი, დიდი უსასრულო და ცისფერი სივრცე, სადაც მხოლოდ მზე და მთვარე
ბატონობდნენ, თავისუფალი იყო ყოველგვარი საზღვრებისაგან და კანონებისაგან.
ცა ყველასი იყო...

- ჩვენ ახლა მავრიტანიის თავზე მივფრინავთ,- გამოაცხადა სალონში კაპიტანმა, - ათ წუთში


მარცხენა მხარეს გამოჩნდება ბუნების ერთ-ერთი საოცრება „საჰარას თვალი“. ის კარგად ჩანს
თვითმფრინავის ორივე მხრიდან, ამიტომ მგზავრებს ვთხოვ ადგილებზე დარჩნენ".
მე თვალებად ვიქეცი და ილუმინატორს ავეკარი. ამგვარი რამ გაგონილიც კი არ მქონდა.
„საჰარას თვალი“, ნეტავ რა უნდა იყოს... ან როგორი... რამდენი რამის დანახვა შეიძლება თურმე
ციდან“...

კაპიტნის გაფრთხილების მიუხედავად სალონის მარჯვენა მხრიდან ზოგიერთმა მარცხენა მხარეს


3
დაიწყო გადმოსვლა. ჩემს ილუმინატორთან არავინ მოსულა, ისე მქონდა სახე მიჭყლეტილი ზედ,
მიხვდნენ ადგილს არავის დავუთმობდი.

მალე, ჩემს თვალწინ უცნაური ლანდშაფტი გადაიშალა. ზურგსუკან აღფრთოვანების


თავშეუკავებელი შეძახილები მომესმა....

დედამიწიდან, ლურჯად მიმზერდა ადამიანის მარცხენა თვალი. "წარბით"


შემოსაზღვრული "გუგის" კონტური ზუსტად იმეორებდა ადამიანის თვალის
მოხაზულობას. ყველაზე საოცარი, თვალის მოლურჯო ფერი იყო. გუგა კი რვა, ერთმანეთში
ჩალაგებული წრით იყო შეკრული.

„თვალი“ - დიამეტრით სავარაუდოდ ორმოცდაათი კილომეტრი იქნებოდა და ყველაზე დიდი,


ლურჯი გარეთა წრით იწყებოდა. ცენტრში სრულიად იდეალური წრე იყო, რომელსაც ერთ ადგილას
რკალივით გასდევდა სილურჯე. ციდან პირველად ისე ჩანდა, თითქოს წრეები ტერასებივით იყო
განლაგებული და ყოველი მათგანი წინაზე მაღლა იდგა, როცა ცოტათი
მივუახლოვდით, კონტურები უფრო გამოიკვეთა და ქვიშის ვეებერთელა გუბეს დაემსგავსა, თითქოს
მასში ჩავარდნილ მსხვილ წვეთს წრიული ტალღები გაეშალა და მოძრაობაში ჯადოსნურად
გაყინულიყო.
ასეთი საოცრება თუ შეიძლებოდა ყოფილიყო საჰარას უდაბნოში, ვერც წარმომედგინა...
აი თურმე რა იყო ვახოს სურპრიზი.

- ეს რა არის? რა სასწაულია? საიდან გაჩნდა ეს უცნაური ადგილი? -ზედიზედ ისმოდა კითხვები


სალონში.
- მე გეოლოგი ვარ და შემიძლია ამ ადგილზე ბევრი რამ გიამბოთ. - ინგლისურად ალაპარაკდა
ჩემს ზურგს უკან ერთი მაღალი და ლურჯთვალება კაცი.
მის წინადადებას აღფრთოვანებით შეხვდა მთელი სალონი.

- მაშ ასე, - დაიწყო გეოლოგმა, - „საჰარას თვალი“ გეოლოგიაში ცნობილია როგორც რიშატის
სრტუქტურა, ანუ „Guelb er Richat.“ ის რგოლისებური გეოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც
საჰარის უდაბნოში მავრითანიის ერთ-ერთი ქალაქის, უადანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოციოდე
კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი ბერბერები ამ ქალაქს „სწავლულთა ქალაქს“ ან „პალმების
ქალაქს“ ეძახიან, რაც უნებურად იერიქონს მოგაგონებთ. ეს ადგილი კოსმონავტებმა აღმოაჩინეს ათას
ცხრაას სამოცდახუთ წელს და დღემდე მას დედამიწიდან კოსმოსში მომზირალ თვალი ჰქვია. დიდი
ხნის განმავლობაში "საჰარის თვალი" ატრონავტებისთვის მთავარი ორიენტირი იყო კოსმოსის
საფრენი ორბიტიდან, რადგან საჰარას ერფეროვან და უდაბურ სივრცეში მხოლოდ ისაა საუკეთესო
ხილვადი ობიექტი.

უწინ მიაჩნდათ, რომ „საჰარის თვალი“ მეტეორისგან წარმოშობილი კრატერი იყო და პლანეტა
„ფაეტონის“ აფეთქებით გახლეჩილი ნაწილის დედამიწაზე დაცემის შედეგად გაჩნდა. ივარაუდება
რომ მაშინდელი კატასტროფების ჯაჭვმა მოიცვა ტრაექტორია, რომელიც ამერიკაში - ტიტიკაკას
ღრმულზე, აღდგომის და კანარის კუნძულებზე, „საჰარას თვალზე“, ძველ ახეტატონზე, იერიქონზე,
სოდომ-გომორაზე და პაკისტანში - „მოჰენჯო დაროზე“ გადის. მაგრამ მისი ფსკერი ბრტყელია და ეს
4
მოსაზრება ვერ გამართლდა. იგი არც ვულკანური ამოფრქვევის წარმოშობის შედეგია,
რადგან გუმბათი არ აქვს. "თვალის" ფერადი გარსის რგოლები - უძველესია და ჩვენი გამოთვლით
ხუთასი ან ექვსასი მილიონი წლისაა. "თვალის" სილურჯეს იწვევს
წრეებზე „მობნეული“ ლაზურიტის ქანები.

ასეთ ადგილებს დედამიწის ჭიპს ეძახიან და მათი რეალური წარმოშობის ისტორია დღემდე
გაურკვეველია.

მაგრამ...ამჟამად, ერთერთმა ფრიად სწავლულმა არაბმა გეოლოგმა, რომელიც უდაბნოში


ბედუინივით ცხოვრობს, წამოაყენა ახალი მეცნიერული მოსაზრება საინტერესო დასაბუთებით.
მისი აზრით „საჰარას თვალი“ დიდი კოსმიური ელექტრო-მაგნიტური განმუხტვის შედეგი უნდა
იყოს, ისეთივესი, როგორც „ტუნგუსიის დიდი აფეთქება“.
სწორედ ამ ახალი ვერსიის შესასწავლად მივემგზავრები მავრითანიაში და „საჰარას თვალის“
გამოკვლევაზე ჩამოსულ ექსპედიციას ნუაკშოტში უნდა შევუერთდე. - დაასრულა გეოლოგმა
სათქმელი.

-არა და როგორ ჰგავს მფრინავი თეფშის დაჯდომის ადგილს. რომ აფრინდა ალბათ ყველაფერი
დაადუღა. ნაპირებიც ისეთი აქვს რომ სხვას ვერაფერს იფიქრებ. - გაიცინა ვიღაცამ.

ვახო ჩემი განცვიფრებული სახით დაუფარავად ტკბებოდა.

- იცი?! საქართველოში ინახება დოკუმენტის ასლი, რაც დათარიღებულია ხუთი საუკუნის წინ და
მასში მოხსენიებულია პლანეტა მარსთან, კიდევ ერთი ვარსკვლავის, უცნობი პლანეტის არსებობის
შესახებ. ეს ვარსკვლავი პლანეტა „ფაეტონი“ იყო, კრეტის კატაკლიზმის დროს აფეთქდა და მისმა
აფეთქებამ წარმოუდგენლი კატასტროფა გამოიწვია. ჰაერის ტალღამ აფრიკის კონტინენტის ამ
ნაწილზე ყველაფერი წალეკა და საჰარას უდაბნო სწორედ ამ კატასტროფის შედეგად გაჩნდა. -
იდუმალი ხმით მითხრა ვახომ.

ჩუმად ვიჯექი და ნანახზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი ძველი ელინების მითზე ფაეტონის შესახებ
და იმაზეც, რომ ამ პლანეტის აფეთქების თარიღი უცნაურად ემთხვეოდა წარღვნის დაწყების
თარიღს. თვალწინ მედგა საჰარას ულამაზესი პეიზაჟი და მაშინ გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა
დამჯდომოდა, აუცილებლად და ყოველ მიზეზგარეშე, საჰარას უნახავად ეგვიპტიდან არ
წავსულიყავი. სერიოზულად დავფქირდი იმაზე, ხომ არ შევცდი პროფესიის არჩევაში და ხომ არ
ჯობდა გეოლოგი, ან სულაც გეოფიზიკოსი გავმხდარიყავი-თქო, მაგრამ რომ გამახსენდა ჩემი და
მათემატიკის "ურთიერთტრფიალი", გამეღიმა და ფიქრი შევწყვიტე.

რა თქმა უნდა, ბიძაჩემთან საჰარაში გასეირნებაზე ლაპარაკს აზრი არ ქონდა. ის, ამ უდაბნოს,
ყველაზე უფრო იდუმალ, ამოუცნობ, მოულოდნელობით სავსე, სახიფათო და მისტიურ ადგილად
თვლიდა მთელი დედამიწის ზურგზე. ამიტომ, ჩემს ჩანაფიქრზე ვახოსთვისაც კი არაფერი მითქვამს.

ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, დილა ადრიან, ჩემს საწოლზე ბარათი დავტოვე, მცირე საგზლის,
ორასი ამერიკული დოლარის და ერთი ხელი სამოსის ამარა სახლიდან უჩუმრად გამოვიპარე.
5
კაიროს ეროვნული მუზეუმის წინ შეკრებილ "საფარი-ტურის" მონაწილეებს გამოცდილი
ბაიკერივით შევუერთდი, ფული ინსტრუქტორს მივაჩეჩე და სანამ რამეს მეტყოდა, ჯიპში შვეძვერი
და უკანა სკამზე ფანჯარასთან მოვიკალათე.
...
ახლა კი, საჰარაში ვიდექი და ასრულებული ნატვრით მოგვრილ ბედნიერებას ბოლომდე
განვიცდიდი.
ყოველი აქ გატარებული წამი მარწმუნებდა, რომ ასრულებულ ოცნებას არასოდეს ეკარგება ნატვრის
თავდაპირველი ხიბლი.

ჩვენი ბანაკი მაღალი დიუნის მოსწორებულ წვერზე იყო გაშლილი. ბიჭები „ბირათ ფაიდერ-ჰას“
ითხოვენ, ღია ფერის ლუდს. იცინოდა ჩვენი გამოცდილი გამყოლი, მუჰამად ბეი, „დრანდიი“
გირჩევნიათ... კონიაკიო, მალე აცივდება და გაგათბობთო... ყველა მხიარულობდა, თან კაცები მაღალ
დიუნას ჩუმჩუმად თვალით ზომავდნენ. მოტოცილებით აპირებდნენ დილაადრიან დაშვებას
ქვიშის მთებიდან...

ქვიშა თითქმის ცხელი იყო. ზღვისპირას, შუადღის მზისგან გადახურებული, - ფეხისგულზე


რომ სასიამოვნოდ რომ "გკბენს" თითქმის ისეთი...

ერთი ბოთლი წყალი ავიღე, ჩემი ბასრი, ორლესული დანა ბუდიანად გულის ჯიბეში ჩავიცურე,
მამისეულ საათზე პატარა კომპასს დავხედე, სიგარეტი და სანთებელა მოვსინჯე და ბანაკს
გავერიდე.
- ეჰეი ნი’ლნა, - გამომძახა გამყოლმა, - ჯერ ადრეა, მაგრამ ორ საათში აცივდება და არ
ჩაგეძინოს... - თანაც ხელით მანიშნა, თუ შეგცივდა, ცეცხლთან გადმოინაცვლეო. მუჰამედი, ჩვენი
გამყოლი, ენას უკიდებდა და ჩემს სახელს ასე უცნაურად გამოთქვამდა.
- ისმი ნინა მუჰამედ! ნინა, ნი-ნა! -მთელი გზა ვუსწორებდი.- ნინა მქვია მუჰამედ! ნინა, ნი-ნა!
- ნი’ლნა, ნი’ლნა! - იმეორებდა ჯიუტად და მაღლა აშვერილი ცერა თითით მიჩვენებდა ასე
უკეთესიაო. მართლაც ჩემი სახელი მისი ენა-მოკიდებული არაბულით მოფერებასავით ჟღერდა,
ჰოდა მოფერებაზე ვინ იტყვის უარს?..თანაც მთელმა ჯგუფმა მხარი აუბა, ყველა ნი’ლნას მეძახდა და
მეც მალევე დავანებე მუჰამედის წვალებას თავი.

ერთ, შედარებით პატარა დიუნის წვერზე, ყოველი შემთხვევისთვის წამოღებული ჩადრი


გავშალე, ზედ გულაღმა გავწექი და ზეცას შევაცქერდი. მხრებს და ზურგს სასიამოვნოდ მიკაწრავდა
სითბო.... ხელისგულებში ქვიშას ნელა ვაგროვებდი და თითებიდან წვრილ ნაკადულებად
ვუშვებდი.
უდაბნოს ქვიშაზე თავს სამყაროს ქვიშად ვგრძნობდი.

ყველა დიუნას თავი ჰორიზონტი იყო... მეც, ერთ-ერთი დიუნას თავზე გაწოლილი, - ახლა თავად
ვიყავი ჰორიზონტი.

მზე სულ გადაიხარა და უდაბნოს ზღვაში ჩაიძირა... საჰარაში ღამე იწყებოდა... მოსარკულმა
ზეცამ კარი მოიფრიალა და უამრავი ვარსკვლავი კოსმიური ქვიშასავით მოაფრქვია ციურ
6
უდაბნოზე. მილიარდობით მოკიაფე სინათლე შავი კოსმოსის თვალუწვდენელ სიღრმეში
გაიფანტა...

დიდი დათვის თანავარსკვლავედი, პატარა დათვთან ერთად, უკუღმა იდო ცაზე. ახლა კუდის
მხარე ჩემსკენ ქონდათ მოქცეული... ორიონის თანავარსკვლავედისკენ მივაწვდინე მზერა. მახსოვდა
საქართველოდან როგორ მოჩანდნენ. ახლა ვერც კი ვცნობდი, გვიან ვიჭერდი თვალით ნაცნობ
სილუეტებს. საჰარადან არაბული ნაწერივით სულ შებრუნებულად იცქირებოდნენ და უკუღმა
იკითხებოდნენ.
დიდ სიმშვიდეში ჩავიძირე. არაფერი იძვროდა, არც ქვიშა, არც ვარსკვლავები, არც ჰაერი, არც
მე.

ბანაკის ხორხოცი მინელდა. კონიაკმა და „ბირათ ფაიდერ-ჰამ“ თავისი ქნა. ცეცხლიც კი არ


ტკაცუნობდა, ჩირაღდანივით ყვითლად და ჩუმად გიზგიზებდა დიუნას წვერზე. მთვარე ნელ-ნელა
კაშკაშდებოდა. სულ სხვანაირი იყო საჰარას ვეებერთელა მთვარე, სულ სხვანაირი... ნამტირალევი
ქალის ჩაშავებული თვალებით, გაბუტული და მარტოხელა.

- „ლაილაჰ ჯამილა“ - მომესმა შორიდან გამყოლის ხმა, ლამაზი ღამეაო - არაბულად ამბობდა.
ნელ-ნელა აგრილდა, ქვიშა ჯერ კიდევ ცხელი იყო და ცეცხლთან დაბრუნებას არ ვჩქარობდი.
უსასრულოდ შემეძლო ჰორიზონტზე წოლა და ღამეული ცის თვალიერება. ვარსკვლავები აქა იქა
წყდებოდნენ კაბადონს, ნათელ კუდს ტოვებდნენ და ამ ვეებერთელა უდაბნოს გაშლილ მკერდზე
ამოზრდილ უამრავ უკერტო ბორცვებში უგზო უკვლოდ იკარგებოდნენ.

საჰარა ნელა იწყებდა ტანგოს კოსმოსთან და სრული ექსტაზის მოსალოდნელი განცდა არ


მტოვებდა.

ჩემს მახვილ სმენას, მოულოდნელად, ღრმა ამოსუნთქვის ხმა და რიტმული მოძრაობით


აშლილი ქვიშის ხმაური მისწვდა. ნირვანადან სწრაფად გამოვერკვიე, დანა მოვსინჯე და სიბნელეს
დავაყურადე. არაფერი ჩანდა. ჯერ მხოლოდ ისმოდა... გავირინდე. სრულიად შეუჩნევლად
ვისუნთქავდი მშრალ ჰაერს და ხმაურის გამეორებას ველოდი.

არ შემშლია... ჩუმი ფრთქვინვა ხელახლა გაისმა და აშლილი ქვიშის ჩუმი წკრიალიც მაშინვე
მოჰყვა... ხმაური უფრო ახლოს იყო ვიდრე ბანაკი. გაქცევას მაინც ვერ ვასწრებდი, ამიტომ ლოდინი
და მზად ყოფნა ვარჩიე. მთლად სმენად ვიქცეი, მუხლებზე წამოვიწიე და დიუნადან ქვემოთ
გადავიხედე.

მთვარის კაშკაშა შუქზე დიუნებს შორის ჩაკარგულ ვიწრო ხეობაში ქვეყნიერებაზე ყველაზე
ლამაზად მოყვანილი თავი, ამაყი კისერი და ძლიერად დაკუნთული მკერდი გამოჩნდა...
მოულოდნელობამ გამაოგნა, ყველაფერს ველოდი მაგრამ...რასაც ვხედავდი, იმას - ნამდვილად არა.

მთვარის ნათლით განედლებულ უდაბნოს ღამეში არაბული ბედაური მოაბიჯებდა...უნაკლო


ცხოველი თითქოს საჰარას ღამეს ჩამოსტეხოდა თავისი ანკარა სიშავით. გლუვად მოციალე სხეული
მთვარეს ირეკლავდა. თეთრი, წვრილი კოჭები აბეზარ ქვიშაში ეფლობოდა და ფეხებს ველური
7
გრაციოზულობით უნაცვლებდა ერთმანეთს. შეშინებულს ჰგავდა. ჰაერს მთელი ძალით ყნოსავდა.
მაღალ, მშვილდივით მოდრეკილ კისერზე არტერია ისე გადაწოლილიყო, რომ ძარღვზე თითების
და ტუჩების ჩაყოლება ერთად მოგინდებოდა. გაგანიერებულ თვალებს აცეცებდა, თეთრი სკლერა
შუქით პირდაპირ მთვარეს ერწყმოდა. შავი ჩანჩქერივით ჩამოშლილი ძუა მიწას ეფინებოდა და
მისივე ფეხების მოძრაობით ატეხილ ნიავზე აბრეშუმის ძაფებად იშლებოდა. ქალის თმასავით
ნაზი ფაფარი მუხლამდე სცემდა. შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, თითქოს საჰარას ღამეული
ზეციდან ვარსკვლავი იმიტომ ჩამობრძანებულიყო, რომ მის მშვენიერი თავი
დაემშვენებინა. გაოგნებული მივჩერებოდი უნაკლო ცხოველს და მჯეროდა,
რომ ვარსკვლავებიანი ზეციურ სამყაროდან შემთხვევით აღმოჩნდა დედამიწაზე და ახლა, უკან
დასაბრუნებელ გზას ეძებდა. ცას ავხედე. უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა. უცბად ვიგრძენი, რომ
ყველაფერი ათას ერთი ღამის რომელიღაც ჯადოსნურ ზღაპარს გავდა რომელშიც მე აღმოვჩნდი
და არაფერი ისე არ მინდოდა, როგორც სამუდამოდ დარჩენა იმ არაბულ ზღაპარში.

- ჯადარი! ამ ცხენს მთელი საჰარა იცნობს.- ჩაიჩურჩულა მუჰამადმა.


- ნამდვილი სასწაულია...
- ეს ალ კაბირის ცხენია. - ჩემს გვერდით ჩაიჩოქა გამყოლმა.
- ვერც კი იფიქრებ რომ ნამდვილია, საოცარ ნახატს ჰგავს? მარტო როგორ გამოუშვეს?
- ალბათ რაღაც მოხდა.
- არა მგონია პატრონს რამე უჭირდეს, ცხენი შეუკაზმავია, ალბათ გამოიქცა. - ვუპასუხე
დამტვრეული არაბულით.
- ბედუინი და შეკაზმული ცხენი ?! ბედუინი ცხენზე კი არ ზის, არამედ წევს და მის ფაფარში
გახვეული ისე მიფრინავს უდაბნოს მზისკენ, როგორც ალლაჰის ლოცვა ზეცისპირზე.
- ალ კაბირი ვინაა?
- ბედუინია, უდაბნოს კაცი. ტიდიკელტიში მშობლები ყავს, თითონ - უდაბნოში ცხოვრობს.
ოაზისებთან შორი-ახლოს ჩერდება. უცნაურია, აქაურებს არა ჰგავს. არც ცოლი ჰყავს, არც
შვილი. მომთაბარეები ამბობენ, რაღაცას წერსო. რას, - არავინ იცის... არავის აჩვენებს, საიდუმლოდ
ინახავს. მისი ოცნება ემი კუსიზე ასვლაა.
- ემი კუსი რა არის?
- ვეებერთელა კლდოვანი მთაა. მასზე ქვიშაც კი ვერ ჩერდება. ყველაზე მაღალი ადგილია
საჰარაში. რამდენი ქალი და მზეთუნახავი "ფათაათ ჯამილა" გიჟდება მისთვის. ის კი თქვენსავით
დიუნას წვერზე გაწვება და მთელი ღამეები ცას შესცქერის. შეუდარებელი ვაჟკაცი და ღირსეული
ჭაბუკია ალ კაბირი. ცხენიც საკადრისი ყავს, ჯიშიანი. ტოლი არა ჰყავს არცერთს მთელ საჰარაში.
ჩვენებური ბედაურების ლეგენდა კი ამ ცხენზეა.
- რა ლეგენდა?
- ამბობენ, ერთხელ ღმერთმა, სამხრეთის ანცი და თბილი ქარი დაიჭირა, სული ჩაბერა, ცხენად
აქცია და უბრძანა: "ამიერიდან შენი სახელია არაბული ბედაური, შენი ყველა ღირსება შენს ფაფარში
მოექცევა, მეგობრად გჩუქნი პატრონს და გაჯილდოვებ დიადი ნიჭით - იფრინო ფრთების
გარეშე. ნიშნად გექნება თეთრი ვარსკვლავი შუბლზე." ასე გაჩნდა არაბული ბედაური. - ჩურჩულით
თქვა მუჰამადმა.
- ეგ ლეგენდა ახლა ნამდვილად სიმართლეს გავს. - ვთქვი ჩუმად.
- რაღაც ცუდი მოხდა ეტყობა, ბანაკის მიტოვება არ მინდა, მაგრამ ეს ცხენი... ასეთი რამ არ მახსოვს
მომხდარიყოს... რამე ხიფათი არ გვემუქრებოდეს... ნილნა, ბანაკში დაბრუნდი, ყოველი
8
შემთხვევისთვის პოლონელი ექიმი გააღვიძე და ცეცხლი არ ჩააქრო, მეც მალე მოვალ. - თქვა
მუჰამადმა და დიუნაზე ირიბად ჩაცურება დაიწყო.

უდაბნოს დუმილი მისმა ჩუმმა სტვენამ ვერც კი შეარხია, მაგრამ ცხენი ჩვენსკენ მოტრიალდა და
ქანდაკებასავით გაქვავდა.

ბედუინი (ნაწილი II ფრენა უფრთოდ)

"ფლოქვებით გადათქერავს უდაბნოს უსამანოს

და მერე... ზეცაში უფრთებოდ აგაფრენს!.."

"ვერმიცანა"

მუჰამადი ოსტატურად ჩასრიალდა დიუნას კალთაზე, ცხენს ქოჩორზე მოეფერა, კისერზე


ხელი შემოხვია და ზურგზე მოექცა.

ჯადარი ქვიშის მთებს შორის ჩაკარგულ ვიწრო ბილიკზე თავგამეტებით გაჭენდა... რამოდენიმე
წამში დიუნას დაქანებულ ზედაპირზე, მთვარის ვეებერთელა მოტირალ ლოყაზე, უფრთოდ
მიფრინავდა სწორუპოვარი შავი არაბული ბედაური. კუდი მაღლა აეწია, გაშლილი ძუა - ფაფარი
მთლიანად ფარავდა მის ზურგზე გაწოლილ კაცს. ჯადარმა მთვარე გაიფრინა და ღამეს შეერია.

უკვე ვიცოდი, რომ ჩემი თვალები ვეღარასოდეს იხილავდა მსგავს საოცრებას.

მივხდი ლეგენდის მთავარ სათქმელს, მფრინავ არაბულ რაშზე მხედრის შემჩნევა და ტყვიის
მისაწვდენზე მიზანში მისი ამოღება მომხვდურისთვის თითქმის შეუძლებელი იყო.

უდაბნოში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ქვიშა საგრძნობლად გაცივდა. ბანაკისკენ ავიჩქარე. ორჯერ
მომეჩვენა, რომ რაღაც ჩრდილებმა გაისრიალეს შორეული დუინების კალთებზე, მაგრამ
ნანახით გაოგნებულს ყურადღება აღარ მიმიქცევია.

9
ლურჯთვალა და ოდნავ უხეში მილოში, რუსულად მოლაპარაკე პოლონელი ბაიკერი და
ჩვენი ინსტრუქტორი, ელ-გიზაში ქირურგად მუშაობდა. დასვენების დღეებში უდაბნოს
ტურებში ინსტრუქტორობდა, თავის გატაცებასაც არწყულებდა და ფულსაც შოულობდა.

გასაღვიძებლად ხელი შევახე თუ არა, ისე სწრაფად წამოჯდა, თითქოს ძილიდან კი არა
ფიქრისგან გამოერკვა:

- რატომ არ გძინავს ნილნა?

- ამ სილამაზეში რა დროს ძილია ?

- რაღაც მოხდა ხომ ? - ჩამეკითხა მილოში. მოკლედ ვუამბე ცხენის და მუჰამადის ამბავი. ალ
კაბირიც ვახსენე. ბედუინის ხსენებაზე მილოშს შუბლი შეეკრა, ხელით ღაწვები მოისრისა,
შევატყე არ ეამა. ჰორიზონტები მთელ წრეზე მოათვალიერა, უდაბნოს დააყურადა და თქვა:

- სიმშვიდეა! ცოტა ხანში ინათებს, მაგრამ დღის თორმეტ საათზე ოაზისში უნდა ვიყოთ.
მუჰამადს არ დაველოდებით. გრაფიკიც იცის და მარშრუტიც. ეს ხალხი უდაბნოს პირველად
ხედავს და დროში ჩამორჩენა არ შეიძლება. მეორე გამყოლი არ გვყავს. ამიტომ ჯგუფს მე
ვატარებ. მარშრუტის რუკის შენი პირი მანქანაშია, აიღე და თან გქონდეს. ახლა ჩემი ამოცანაა
უახლოს ხუთ საათში კისერი არავინ მოიტეხოთ ბაიკებზე და დელტაპლანზე. - ღიად გაიღიმა
ექიმმა. ცერა თითი ჯერ გულზე მივიდე და მერე დაბლა დავხარე. მილოშმა უხმოდ გაიცინა და
საძილე ტომარაზე მიწვა.

ჩვენს ჯიპში, რომელიც ბანაკის უკან იდგა, ორ ჩინელ ბაიკერ გოგოს ეძინა. კაცები
ცეცხლის პირას საძილე ტომრებზე მოწყობილიყვნენ. ციოდა. ჩადრი სითბოსთვის ჩამოვიმხე და
თავფეხიანად გავეხვიე. ცეცხლისკენ ზურგშექცეული აღმოსავლეთისკენ ფეხმორთხმით ვიჯექი,
უდაბნოს ვაკვირდებოდი. უცნაურად ვფორიაქობდი, რაღაც არ მასვენებდა. ინსტიქტი ჩემთვის
გაუგებარს მკარნახობდა. სიგარეტის წითელ წერტილს ჩემს წინ დაკიდულ ვარსკვლავს ზომაში
ვადრიდი... უცბად საშიშად მეჩვენა ქვიშის უკიდეგანო ოკეანე. ისე აღარ ვენდობოდი როგორც
ცოტა ხნის უკან. ჩემს გვერდით ქვიშაზე ობობამ როგორ გაირბინა, მისი ხმაც კი გარკვევით
გავიგონე. ვარსკვლავები ფერმკრთალდებოდნენ. მთვარე ყოველწამს კარგავდა ნათებას. დილის
ოთხი საათი ხდებოდა. რიჟრაჟი იწყებოდა. მუჰამადის დაბრუნების მოლოდინიც გამიცრუვდა.
შეციებულმა ჯიპში მოვიკალათე, მარშრუტის რუკა ჯიბეში ჩავიდე და მივწექი.

... სიზმარი მეწყებოდა, ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო


მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში
მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა...
10
ბედუინი (ნაწილი III ფრენა ფრთებით)

„უდაბნოს მზეო, უდაბნო ჩემი


შენს უდაბნოზე ბევრად დიდია,
როგორც გრიგალთან მებრძოლი გემი
სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ჰკიდია.“

არმენ არუთინოვი

დამშვიდებულს გამეღვიძა, ჩემი საათი დილის ხუთს უჩვენებდა. ღამეული სიზმარი ცხადად
მახსოვდა, ისევ ვგრძნობდი მთელ სხეულზე მოუშორებელ სითბოს, მკლავებზე კი ცხენის ღონიერ და
უღალატო კისერს. დანანებით ამოვიხვნეშე, რეალურ ცხოვრებაში ისედაც მენატრებოდა ასეთ
საიმედო საყრდენი, ამიტომ სიზმარში ნანახი არც მეთმობოდა და არც მემეტებოდა.

ჩინელ გოგონებს შევეხმიანე, მადლობა ნამძინარევი ღიმილით მომიხადეს და თვალების


სრესვით წამოდგნენ. მილოში ცეცხლს უტრიალებდა და ჩვენთვის სახელდახელო საუზმეს
აცხელებდა. კაცები ჯგუფად იდგნენ, ერთმანეთის ენა არცერთმა არ იცოდა, ერთმანეთში ხელებით
საუბრობდნენ და დიუნების კალთებს ათვალიერებდნენ.

მოსარკულ ცაზე მზე მოსაბრძანებლად ემზადებოდა.


უდაბნოში მზის ამოსვლას პირველად უნდა დავსწრებოდი. გაფაციცებით ველოდი ახალ სანახაობას.
ნელ-ნელა აღმოსავლეთის ჰორიზონტზე დიუნების და აქა-იქა წამოშვერილმა კლდის წვერებმა ფერი
იცვალეს, ოქროს გვირგვინები დაიდგეს და უჩვეულოდ აციალდნენ. მზვერავმა სხივებმა ყვითლად
გამოიბილიკეს და აჭიატდნენ. თვალები ხელით მოვიჩრდილე არეკლილ სინათელს რომ არ
დავებრმავებინე. ქვიშა ათასფრად ელავდა და ციალებდა, სხივებს ისროდა. ნათება წარა-მარა
იცვლიდა ფერს და გამას, ათასობით მოელვარე სხივი ერთად გაწვა საჰარაში. მანათობელი ხიდები
ერთი მწვერვალიდან მეორეზე გადადიოდა და ერთმანეთს სპირალებივით ერწყმოდა.
მზის მოძრაობასთან ერთად ყველაფერი წამიერად იცვლებოდა. დიუნებმა ნელ-ნელა დაუთმეს
ოქროს გვირგვინები დღის მბრძანებელს და მის ნაცვლად ციდა ჩრდილები დაიკიდეს კისრებზე.
მზემ ჰაერი საგრძნობლად გაათბო, მცირე ნიავმაც წამოუბერა.

მოულოდნელად მზე ორად გაიყო.... ერთი მზე, მეორის ქვეშ გაწოლილიყო და პირდაპირ ცაში
ისროდა სხივებს, თან უნაზესად ლიცლიცლებდა და წრეზე ტრიალებდა. ქვიშის დიუნები ცაზე
თავდაღმა დეკიდნენ და წვერებით დედა ბორცვებს მიეკვრნენ. მეორე მზე დინჯად და დიდებულად
ამოიზარადა და ანარეკლთან წრე შეკრა. ერთი მზე - ზემოთ იწევდა, მეორე მზე - ჩვენსკენ. საჰარის
ცაზე ორი მზე ერთად ამოდიოდა.

- მირაჟი! - აღმომხდა განცვიფრებულს... ყველა ჩემსკენ მოტრიალდა და ბუნების აუხსნელ


საოცრებას მონუსხული შეაჩერდა. მზეები ნელნელა ცალკ-ცალკე იღებდნენ წრის ფორმას. მათი
დამაკავშირებელი ხაზი თანდათან მოკლდებოდა. ცოტა ხანში ერთი წერტილიღა აკავშირებდათ
ერთმანეთთან. ნამდვილი მზე ჩვეულ გზას იწყებდა ცის კაბადონზე და თავის ანარეკლს ნელ-ნელა
შორდებოდა. საჰარა მთლიანად მაჩვენებდა თავის განსაკუთრებულ სილამაზეს. მირაჟმა ხუთოდე
წამი იციალა და გაქრა. მზემ მთლიანად დატოვა ჰორიზონტი და ცაზე დაეკიდა.

11
საჰარაში გათენდა.

მილოშმა ცეცხლთან მიგვიპატიჟა მცირე საუზმეზე და ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა. კაცები


მოტოციკლებზე გაანაწილა, ჩინელი გოგონები და მე კვადროციკლებზე. როგორც კი გულს
ვიჯერებდით ქვიშაზე ქროლვით, მერე სერფზე აპირებდა ჩვენს დაყენებას დიუნების კალთებიდან
სასრიალოდ, ხოლო ყველაზე გაბედულების და თავზე ხელაღებულებისთვის დელტაპლანი
იცდიდა.

ჩადრის მოსახსნელად მანქანასთან მოვბრუნდი.რაღაც ისე არ დამხვდა როგორც დავტოვე, მაგრამ


თითქოს არც არაფერი იყო შეცვლილი. ქვემოთ გადავიხედე და მოპირდაპირე დიუნას კალთაზე
რამოდენიმე ჩაღრმავებას მოვკარი თვალი. რატომღაც ვიფიქრე რომ ადამიანის კვალი უნდა
ყოფილიყო. მილოშს დავუძახე და ნაკვალევი ვაჩვენე... მან მხრები აიჩეჩა, ხელი ჩაიქნია, მხარზე
ხელი მომხვია და ბანაკისკენ მიმაბრუნა.

ძრავების გუგუნმა უდაბნოს სიჩუმეს გულისფიცარი შეუნგრია. სერფზე ყველამ უარი თქვა და
მოტოციკლებს მოასხნენ. აღმუვლებული მოტოციკლები ძერებივით დაეშვნენ ქვიშის კალთებზე.
ადრენალინმა მთელი ძალით იფეთქა და კაცების ჟივილ-ხივილში, ყვირილსა და ჟინიან
შეძახილებში ამოიფრქვა. გოგოები ტოლს არ უდებდნენ და თავიანთი კვადროციკლებით კაცებს
შეჯიბრში იწვევდნენ, აღიზიანებდნენ, წინ ეჩხირებოდნენ, შემდეგ კი გაურბოდნენ. იყო
თავდავიწყებული დევნა და ცალ ბორბალზე შემდგარი რკინის რაშების თავაწყვეტილი რბოლა.
მოტოციკლები ერთი დიუნას კალთიდან ეშვებოდნენ, მეორე დიუნას კალთაზე ფრენით ადიოდნენ,
ჰაერში ტრიალდებოდნენ და კალთებზე ეშვებოდნენ და ახლა სხვა დიუნას კალთაზე მიფრნავდნენ
აღმა. გოგონები მოტოციკლებისთვის გზის მოჭრას ცდილობდნენ. კაცები ბრაზობდნენ, გოგონებს
მისდევდნენ და კვადროციკლებიდან მათ გადმოყრას ლამობდნენ.

მე ჩემი კვადროციკლით კუსავით მივღოღავდი ბაიკერების გატკეპნილ კვალზე და ისეთი სახე


მქონდა, რომ მთელი ჯგუფი დიდი ხალისით დამცინოდა. მეც ვიცინოდი, ვითომ ვიბუტებოდი და
მუშტებს ვუქნევდი სიხარულით გაცისკროვნებულ ადამიანებს. ძალიან მსიამოვნებდა ბედნიერი
ადამიანების ცქერა.

მე, როგორც გამოუცდელი და როგორც მილოშმა მიწოდა -ნამდვილი „ჩაინიკი“, - ჩემი


კვადროციკლით ბანაკში მივჩაქჩაქდი, ქვიშაზე გაბრაზებული გავიშოტე და ზეცას შევაცქერდი.
საკუთარი თავით უკმაყოფილო ვიყავი. მილოშს ჩემი განმარტოება და ბრაზი არ გამოპარვია,
მოპაექრეები მიატოვა გვერდით მომიჯდა. ცოტა ხანს დასავლეთს უყურა, მერე ნელა და როგორც
მომეჩვენა, ფრთხილად მითხრა:

- ნილნა, არ გინდა ნამდვილი ბედნიერება იგრძნო ?


- რაზე მეუბნები მილოშ ?
- შეხედე... - მითხრა მილოშმა და მწვანე ფრთებგაშლილი დელტაპლანი დამანახა.
- რას ამბობ მილოშ, კვადროციკლით ძლივს დავღოღავდი და მაგაზე ხომ კისერს
მოვიტეხ, ქირურგის მთელი ხელოვნება არ გეყოფა ჩემს ასაწყობად. - გადავიხარხარე გულიანად.

- ნილნა, ნახე რა კარგი ნიავია, თან რამოდენიმე საპირისპირო ნაკადია ცაში. აქედან სამ
კილომეტრში მშვენიერი კლდოვანი ქარაფია. ეს მოწყობილობა ძალიან მარტივია, უბრალოდ
სწრაფად უნდა მოძებნო ჰაერის ნაკადი და საჭე სწორად მართო... დაშვებისას კი
ოცდაათგრადუსიანი კუთხე დაიჭირო და ქვედა ნაკადზე გადმოინაცვლო... მიწასთან ახლოს რომ
მოხვალ, ფეხები უნდა გაინთავისუფლო და დელტაპლანის ცხვირი ზემოთ ასწიო. უმტკივნელოდ
დაეშვები. იცი, ოდესმე და ერთხელ მაინც, ყველა ადამიანმა უნდა გაბედოს ფრენა, ეს აუცილებელია

12
საკუთარი თავის შესაყვარებლად. - გაიღიმა მილოშმა.

- აჰ, მე მაინც თვითმფრინავით მირჩევნია. - ვიხუმრე კი, მაგრამ დელტაპლანს მაინც დაკვირვებით
გავხედე.

- დაიცა ნილნა, მე სერიოზულად გეუბნები, უბრალოდ სცადე. ხედავ როგორ დაგცინოდნენ


ბაიკერები. მაგათ იციან რა არის უფრთოდ ფრენა. შენ კი შეგიძლია ფრთებით იფრინო და კამარა
შეკრა საჰარას ცაზე... ზემოდან ულამაზესია უდაბნო, დაუვიწყარი სანახაობაა. მთავარია გეზი
ქვიშრობისკენ გეჭიროს და დასავლეთით, ჰამადში არ გაგიტაცოს ქარმა. ჰამადი კლდოვანი უდაბნოა
და მანქანით სიარული შეუძლებელია. აღმოსავლეთით კი ქვიშრობია და ჯიპით წამში მოგადგები.
არ შეგეშინდეს, განა შენთან არ ვარ? - თბილად შემომხედა მილოშმა, მერე ცოტა ხანს დაფიქრდა და
დაამატა:

- და იცი კიდევ რა, არაფრად ღირს სიცოცხლე თუ ერთხელ სიგიჟემდე არ გყვარებია, ერთხელ
ცაში ჩიტივით არ გიფრენია და, ერთხელ სრულიად უნაგაროდ დიდი სიკეთე არ გაგიკეთებია. სხვა
ყველაფერი - უშნო ყოფიერებაა და მეტი არაფერი.

- ფილოსოფოსი ხარ მილოშ ? - გავუღიმე ინსტრუქტორს.

- ეს უბრალოდ სიცოცხლის აზრია - მითხრა მილოშმა. - მე ქირურგი ვარ და უამრავ სიკვდილს


ვხედავ. სიცოცხლის გადარჩენა დიდი მისიაა, მაგრამ ადამიანები ინსტიქტურად ებღაუჭებიან იმ
უბადრუკ სიცოცხლეს, რომელიც მიწაზე საღოღად, საკვების მოსაპოვებლად და ბავშვების გასაჩენად
სჭირდებათ. იშვიათად თუ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის შესაგრძნობად და
შესაცნობად, საკუთარი სიცოცხლის ფასად დიდი რისკის გაწევა შეუძლია.

- და რატომ ფიქრობ რომ მე შემიძლია ? - ვიკითხე და უფრო დაკვირვებით დავაცქერდი


დელტაპლანის კონსტრუქციას, არც ისე რთული იყო თითქოს...

- წუხელ როცა დიუნას წვერზე იწექი და ღამის ცას შესცქეროდი, მაშინ ვიფიქრე რომ შეგიძლია.
ძლიერი სული გაქვს. თავის ფლობაც არ გიჭირს. წუხანდელ ამბავზე, სხვა ისტერიკას დაიმართებდა.
შენ კი ისე მიამბე რომ თითქოს ზღაპარს მიყვებოდი ძილის წინ. ორი საათი გვაქვს სანამ აქედან
გავალთ. ასე რომ მოასწრებ. როდის ან რა ადგილას მოგეცემა ასეთი შესაძლებლობა ღმერთმა იცის.
გაბედე და ნუ ინანებ. ბედნიერება სწორედ მაგაშია. მოიფიქრე ნილნა, მე მანამდე სხვებს
გავაფრთხილებ რომ საათნახევარში ყველა ბანაკში იყოს ჩალაგებულ-ჩაბარგებული.

მილოშმა ჩემს პასუხს აღარ დაუცადა, კვადროციკლი დაქოქა, დიუნას კალთა მოკლეზე მოჭრა და
ზუსტად მაშინ მიადგა ჩინურ დუეტს, როცა კორეელმა ბაიკერმა როგორც იქნა კვადროციკლი
ამოუყირავა და მოტოციკლით გადააფრინდა ქვიშაზე გაგორებულ, მოტკარცალე გოგოებს.

ინსტრუქტორმა მართლა კარგად იცოდა საჰარის ეს ნაწილი. ჩვენი ჯიპიანად უკვე ქარაფის
წვერზე ვიდექით. ახლა ჩემთვის დელტაპლანს ამზადებდა და თან გამოყენებას მასწავლიდა. ქარაფის
თავზე ქარი უბერავდა. თავზე ქალის აბრეშუმის თავსაბურავი, არაბული „ნიკაბი“ ისე მოვიხვიე,
რომ მხოლოდ თვალები მიჩანდა. მილოშმა ჩაფხუტი მომარგო. ტრაპეციაზე დაყრდნობა და მისი
მოხმარების წესი ამიხსნა, ფეხებზე აპარატის მარყუჟები ამომაცვა, ტრაპეციაზე ხელები ჩამაჭიდინა,
დელტაპლანის ფრთებს გახედა, საფრენი ტრაექტორია ხელით ჰაერში მომიხაზა და მითხრა:

- გახედე ნილნა, აღმოსავლეთით ქვიშრობი უდაბნოა, - აქაურად რეგი ქვია. ჩვენ ახლა ერგში
ვართ, ანუ ქვიშის მთებიან უდაბნოში, დასავლეთით კი ჰამადი - კლდოვანი უდაბნო

13
იწყება. გაფრთხილებ, ჰამადისკენ არ გაგიტაცოს ქარმა, მაშინვე დაბლა ნაკადზე ჩამოინაცვლე და
აღმოსვლეთისკენ მოტრიალდი აი ასე.... - საჭირო მოძრაობა მაჩვენა მილოშმა.

- ახლა კი ნილნა, მოემზადე! იფიქრე ყველაზე სანუკვარზე, იმაზე რაც გულით გენატრება.
წარმოიდგინე, თითქოს აი იქ, ჰაერში კიდია. გაიქეცი, გაეკიდე და ფეხქვეშ არ იყურო, ქარაფის კიდეს
გასცდები თუ არა, გაწექი როგორც ბედუინი ცხენზე და გაფრინდი. დაჯდომისას დელტას წვერი
მაღლა სწრაფად აწიე და ადვილად დაჯდები, ოღონდ ეგ მიწის პირიდან სამი მეტრის სიმაღლეზე
უნდა გააკეთო.

ადრენალინმა გული შემიფრიალა, მაგრამ უკან აღარ დამიხევია. მთელი ძალით გავიქეცი და
ქარაფიდან მოწყვეტით გადავეშვი, თვალები დავხუჭე. რაღაც წამები თავისუფალი ვარდნით -
დაბლა ვეშვებოდი, მაგრამ დელტამ სწრაფად დაიჭირა ქარი და ცისკენ წამიღო. ტრაპეციას
ჩავებღაუჭე და ჰორიზონტალურად გავწექი.
... გავბედე და თვალი გავახილე...

...ვფრინავდი ! ვფრინავდი ! და მერე როგორ ! ...


შეუკავებელი შეძახილი თავისით ამოფრინდა მკერდიდან და ქართულმა „ეჰეჰე... ჰეეეეიმ“ საჰარას
ჩემთან ერთად გადაუყიჟინა. იმ წუთში არც კი მეფიქრებოდა რომ შესაძლოა ჩამოვვარდნილიყავი,
დავმტვრულიყავი და კისერიც მომეტეხა უკიდეგანო უდაბნოში.

დავრწმუნდი, რომ ზეცაში ჩიტივით ერთხელ გაფრენა მართლა ღირდა მთელ დახარჯულ და
დასახარჯ სიცოცხლედ... ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სამოთხეში ნეტარებით
დავფრინავდი მძიმე სხეულის გარეშე და არცერთი, არცერთი, არცერთი ცოდვა არ მამძიმებდა.

ჩვენი ბანაკიც გამოჩნდა ... ბაიკერების ჯგუფი მონუსხულივით შესცქეროდა ცაზე ჩემს
ულამაზეს მწვანე ფრთებს. მე, რომელიც კუსავით დაღოღავდი მიწაზე, ახლა მათ თავს ზემოთ
ფრთებით მივფრინავდი და სად შეეძლოთ ჩემამდე ამოღწევა ... ნელ-ნელა მოვტრიალდი,
ორიენტირად ქარაფი და ზედ შემდგარი ჯიპი ავირჩიე და ირაოს შეკვრა გადავწყვიტე... მილოში
ორივე ცერათითს მაღლა იშვერდა და მორიგ ტრაექტორიას ხელით მიჩვენებდა.

ცოტა ხანი დაფიქრება დამჭირდა იმაზე რომ გამერკვია - მე, მართლა „მე“ ვიყავი თუ არა? ან იქნებ
აღარ ???

- აწი რაც გინდა მოხდეს ! - გავიფიქრე და მზესაც გავუტოლდი. ცას და მიწას ერთად
ვათვალიერებდი. დიუნებს კლდეები ცვლიდა, მერე ისევ დიუნები და კლდეები... ყველაფერი
ხელისგულზე მოჩანდა... მიწა ჩემს ქვემოთ მიცურავდა.

საჰარა თავის ნამდვილ სახეს ჩადრმოხდილი ქალივით უშურველად მაჩვენებდა.


ყველაფერი ძალზე ნატიფად იყო მიხატული დედამიწაზე. უდაბნოს თეთრი და უდაბნოს ყვითელი -
ყველაზე ლამაზ ფერებად მეჩვენებოდა, დიუნების მოხაზულობა, ყველაზე ნარნარ ხაზებად, მათ
კალთებზე შლილი ქვიშის მომცრო ტალღები უნაზესი ლივლივით გადადიოდნენ ერთმანეთში და
უსასრულობაში იკარგებოდნენ. ცისფერი ცა ლურჯდებოდა. საჰარას ქვიშისფერი მზე ჩემს წინ
ეკიდა. სიხარულის და ბედნიერების განცდა ყელში ამომაჯდა.
უნებურად ცრემლები წამომივიდა, ბედნიერებისგან უხმოდ ვტიროდი.
ნაცნობ ჰორიზონტებს ზემოდან დავცქეროდი.
მე ახლა ახალი და უცნობი ჰორიზონტები მქონდა, ზეციდან დანახული ჰორიზონტები.
ქარი ჩემს სხეულზე სრიალებდა, ძალიან მსიამოვნებდა, მე ხომ სიცოცხლეში პირველად
დავიჭირე ქარი.

14
მე ვხედავდი ნამდვილ საჰარას.

ოჰ, როგორი მადლობელი ვიყავი მილოშის... ისევ ქარაფისკენ გადავწყვიტე მობრუნება, საკმაოდ
დიდი ნახევარწრის გაკეთება მიწევდა ჰამადის თავზე და ცოტა შემეშინდა. მილოში ხელს მიქნევდა,
მობრუნდიო, დასჯდომ ადგილს მიჩვენებდა ქარაფის ქვემოთ გაშლილ ქვიშრობზე, მეც ჩავდივარო -
მანიშნა. ჯიპს ეცა და კარი არც მიუხურავს, დიდი სისწრაფით დაიწყო ქვიშრობისკენ დაშვება.

ის იყო ნახევარწრე უნდა დამესრულებინა, რომ უცბად ჰამადის კლდეებს შორის ჩარჩენილ
ჩვენსკენ მომავალ ვიწრო ხეობაში ადამიანების ჯგუფი დავინახე, - ორი დახურული სატვირთო
მანქანით და ერთი ჯიპით. ათიოდე კაცი იქნებოდა, თავიდან მეორე ტურისტული ჯგუფი მეგონა,
მაგრამ ყველას თეთრი გალაბა ეცვა, თავზე აკალით დამაგრებული თეთრი ბრუნუსები ეხურათ.

„არაბები! რაზე ნადირობენ ნეტა? ანტილოპებზე ? ტუარეგები არიან თუ ბედუინები? არა,


არცერთს არ გვანან. მაგრამ ანტილოპების რემა რომ არ დამინახავს ? " - გავიფიქრე და რატომღაც
მოულოდნელად გამახსენდა მუჰამედის წასვლის შემდეგ, დიუნას კალთაზე წუხელ ორჯერ
გასრიალებული ჩრდილი. ამდილანდელი ნაკვალევიც ამოტივტივდა გონებაში. ფორიაქი
შემომიჩნდა. ბანაკამდე მანძილი თვალით გავზომე, შვიდ კილომეტრამდე მაინც იქნებოდა. ჩემი
ქარაფი უფრო ახლო მეჩვენა. მილოშიც უკვე დაბლა მიცდიდა.

- "როგორმე უნდა ვანიშნო რომ აქ ვიღაცეები არიან... და ეს ვიღაცეები, შეიძლება ჩვენზეც არიან
დაგეშილები." - გავიფიქრე.

მილოშს ვუახლოვდებოდი მაგრამ ჯერ კიდევ მაღლა ვიყავი. ძლივს გავითავისუფლე მარცხენა
ხელი. დელტაპლანი მაშინვე მარჯვნივ დაქანდა. ორი თითი თვალებთან მივიტანე, არაბების
ადგილსამყოფელზე ხელით მივანიშნე და ორჯერ ვაჩვენე გაშლილი ხუთი თითი.
ტრაპეციას ისევ ორივე ხელით ჩავეჭიდე და შიშისაგან გულშექანებულმა დელტაპლანი ძლივს
გავასწორე.

კიდევ ერთი, ოღონდ პატარა წრის შემოვლა იყო საჭირო, უსაფრთხოდ დასაშვებად. ქარის ნაკადი
ჩამოვინაცვლე, მიწას სულ ორმოცდაათიოდე მეტრიღა მაშორებდა.

ის იყო დაბლა ჩავიხედე, რომ მარჯვენა ფეხის წვივი მწარედ ამეწვა. ფეხი შევარხიე, თითქოს
არაფერი მჭირდა, მაგრამ აუტანელმა წვამ მთელი სხეული გამისერა და გულამდე ამოაღწია. ცივმა
ოფლმა წამში დამასხა.
თვალები მანქანის მინიდან არეკლილმა სხივმა მომჭრა. თვალები მოვჭუტე.მილოში სარკით
მანიშნებდა რაღაცას. უკვე ახლოს ვიყავი და ინსტრუქტორს კარგად ვხედავდი.

- „რაში ჭირდება სარკე ?“ - გავიფიქრე, მაგრამ მისი გაქვავებული სახე უცხოდ მომეფეთა.
მილოში ჯიპთან ჩაჩოქილიყო, ხელში სარკე კი არა, ვერცხლისფერი მაყუჩიანი პისტოლეტი ეჭირა...
...მე მიმიზნებდა...

თვალს არ დავუჯერე, მაგრამ ტყვიამ დელტაპლანის ფრთა გახვრიტა. ინსტიქტურად,


დელტაპლანი მოწყვეტით მარჯვნივ გადავაქანე და ქარის ზედა ნაკადს დავუბრუნდი. შიშმა
მთლიანად დამჯაბნა. ახლა ვცდილობდი შორს გავცლოდი ამ ადგილს და როგორმე მორიგი ტყვია
ამერიდებინა. მივხვდი, ფეხშიც ტყვია მქონდა მოხვედრილი. ფიქრში დროს აღარ ვხარჯავდი და
მიდამოს ვათვალიერებდი. მილოშის, არაბების და ბანაკის სამკუთხედს უნდა გავცლოდი. მზე
მიჩვენებდა რომ, აღმოსავლეთისკენ მივფრინავდი, ეს მახე იყო. ისე სწრაფად ჩამოვინაცვლე დაბლა
ნაკადზე, - რომ სული შემეხუთა. დელტაპლანმა დაიტკარცალა და შემახსენა რომ ნამდვილი

15
ფრთოსანი არ ვიყავი. როგორც იქნა, დიდი წვალებით დასავლეთისკენ შევბრუნდი.
ახლა მიწა მენატრებოდა, მხოლოდ მიწა მინდოდა. ჰაერი მტრულად განწყობილ სტიქიად იქცა და
ავად მანიშნებდა, რომ მე, უბადურკ ორფეხას, მხოლოდ მიწაზე შემეძლო მეღოღა და ცაში ჩემი
ადგილი სულაც არ იყო.
მზე ზენიტში ავიდა, სასტიკად დაცხა. ცხელი შუადღე მთელი ძალით აზიმზიმდა საჰარაში.

ხელები დამეღალა, ოფლისაგან მთლიანად სველი ვიყავი, ფეხი ისე დამიბუჟდა, ვეღარ
ვგრძნობდი. რამდენ ხანს მივფრინავდი აღაღრ მახსოვდა. მოულოდნელად ჩემს წინ კლდეებში
ჩაკარგული სიმწვანე გამოჩნდა.

"ოაზისი. ნეტა რომელი ოაზისია," - გავიფიქრე და დაშვებისთვის მოვემზადე... ფეხის ყოველი


შერხევა აუტანელ ტკივილს იწვევდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სიმწვანეს, - უფრო და უფრო
მშორდებოდა...

- მირაჟია, - როგორც იქნა მივხვდი. უკვე ჰამადში ვიყავი. კლდოვანი უდაბნო


მომძლავრდა. მიწას ათიოდე მეტრიღა მაშორებდა. ფრთხილად ვარჩევდი დასაშვებ ადგილს. ფეხები
მარყუჟებისგან გავინთავისუფლე, მტკივან ფეხს ზედმეტად გავუფრთხილდი და ყურადღება
გამეფანტა. ტრაპეცია უხერხულად მივაბრუნე და ქვიშრობს ავცდი. უცბად, ქარაფის კბილები ისე
ახლოს დავინახე რომ ყველაფერი გვიან იყო. პირდაპირ ნატკენი ფეხით და მარჯვენა მხრით ქარაფს
მთელი ძალით ისე მივეხალე, რომ ტრაპეცია გადატყდა, დელტაპლანი უკან გადაიხარა, პირაღმა
ამომატრიალა და მომწყდა, ოთხიოდე მეტრის სიმაღლიდან, - მთელი სიმძიმით ქვიშიან ბორცვზე
გულაღმა დავენარცხე. „დელტას“ გადარჩენილმა ნაწილმა თავზე გადამიფრინა და უჩემოდ
გააგრძელა გზა.

დაცემისას ფეხი ცუდად დამყვა და ისე მეტკინა, ლამის გონება დავკარგე. ჩაფხუტი ძლივს
მოვიხსენი და ქარაფთან წვალებით მივხოხდი. ჩრდილის ვიწრო ზოლი მხოლოდ მკერდამდე
მომწვდა. გულაღმა ამოვბრუნდი. ფეხი გაუჩერებლად და ძლიერად მტეხდა. სხვა არაფერი მტკიოდა.
ტანსაცმელზე ხელი მოვისვი და ჯიბეები მოვსინჯე. მთელი ჩემი ავლა-დიდება, წუხანდლიდან
შემორჩენილი ნახევარი ბოთლი წყალი, დანა, მაჯის საათი, სიგარეტი, სანთებელა და მარშრუტის
რუკა იყო.

სანამ დაჟეჟილი სხეული ტეხვას დამიწყებდა, ქარაფს ზურგით მივეყრდენი, ნატკენი ფეხი, ორივე
ხელით მუხლში მოვხარე და ჭრილობის გარშემო დანით გაჭირვებით შემოვჭერი სისხლით
გაჟღენთილი ნაჭერი. ნატყვიარს დავაკვირდი. შედედებული შინდისფერი სისხლი წვრილად
გადმოდიოდა. ტყვია ფეხში მქონდა. თავიდან ნიკაბი მოვიგლიჯე და შუაზე გავხიე, ერთი ნახევარი
კბილებში ჩავიდე, მეორე ნახევარი სახვევად მოვამზადე. დანის წვერი სანთებელას პატარა
ალზე რამოდენიმეჯერ გადავატარე და ჭრილობზე სწრაფად დავუსვი.

ბასრმა დანამ სამართებელივით გაჭრა კუნთი. ნეკა თითით ტყვიას მივწვდი. დანის წვერი მივახმარე
და როგორც იქნა ამოვიღე. საზარელმა ტკივილმა გული ლამის მართლა გამიჩერა. ჩემმა შეკივლებამ
უდაბნოს შედედებული ჰაერი გასერა და ჰამადში ჩაიკარგა. ტკივილისაგან გულამომჯდარი
ვტიროდი, ის კი არა და არ ნელდებოდა და ბოლო ძალას მაცლიდა. ვცდილობდი გონება არ
დამეკარგა და როგორმე ფეხი შემეხვია.

სული მოვითქვი, დარჩენილი წყალი თვალით გავყავი, ნაწილით ჭრილობა მოვბანე, სიგარეტი
გავტეხე, თამბაქო ჭრილობაზე დავაყარე და აბრეშუმის ნაჭრით ფეხი მჭიდროდ შევიხვიე.

16
ბოთლში სულ რაღაც ერთი ჭიქა წყალი დარჩა. თავი დავახურე და ჩრდილში მივწიე. როგორც იქნა
ფეხი გავშალე. მოძრაობაზე ტკივილი ისევ ტვინში ამივარდა და ყველა ნერვი გათანგა.

ქარაფს მივეხუტე და თვალები დავხუჭე...


„ოღონდ ფეხი არ დამიჩირქდეს, ოღონდ სიარული შევძლო, კომპასი და რუკა ხომ მაქვს... აქ რომ
მიპოვოს მილოშმა და მომკლას? თუმცა ჯიპით აქ ვერ შემოვა. თან, თუ ბანაკში დააგვიანებს, მაშინ
ბაიკერები დაგვიწყებენ ძებნას და ერთ ამბავს ატეხენ. არა, არ აწყობს, იფიქრებს რომ ჩამოვვარდი და
თავად მოვიტეხე კისერი ამ კლდეებში. არ მომძებნის. მაგრამ იქნებ მუაჰამდმა მომძებნოს, იქნებ
მიპოვოს... რა უნდოდა მილოშს, რატომ მესროლა ?! რა უნდოდა..." - ვფიქრობდი და ტკივილს
ვუსმენდი.

ვფიქრობდი რა უნდა მექნა ახლა. სამი ამოცანა მქონდა. პირველი, - მიუხედავად აუტანელი
სიცხისა და გადატანილი განსაცდელისა, სანამ დღე იყო, ძალების მოსაკრებად როგორმე უნდა
დამეძინა. ეს ენერგიას და წყალს დამიზოგავდა, მეორე - თუნდაც გაუსაძლისი ტკივილის გამო -
გონება არ უნდა დამეკარგა და მესამე - ღამის სიცივისთვის უნდა გამეძლო.

გარემო მოვათვალიერე.
ჩემს უკან, სავარაუდოდ ხუთ მეტრამდე სიმაღლის და ათიოდე მეტრი სიგრძის ქარაფი იყო. ჩემს
წინ, ის პატარა ქვიშის ბორცვი, რომელზეც დავენარცხე. იმის იქეთ, - კიდევ კლდოვანი ქარაფი.
გარშემო სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ჩანდა, მხოლოდ ქვიშა და კლდეები... უცბად გავიაზრე რა
მოხდა და სად ვიყავი.

აფრიკა.
საჰარა.
ჰამადი.
ვიწექი უდაბნოში... მარტო... უცნობ ადგილას, თაკარა სიცხეში... დაჭრილი, მშიერი. სიარული არ
შემეძლო. შუადღის სიცხისგან საფარი მჭირდებოდა და არ მქონდა, ღამის სიცივისგან დასაცავად
ცეცხლი მჭირდებოდა და ვერც მას მოვიპოვებდი.

სიკვდილი სულ ახლოს, ჩემს წინ, ქვიშის პატარა ბორცვზე ჩამომჯდარიყო. მას ქვიშის სახე და
სხეული ქონდა... სახელად საჰარა ერქვა. ცელის ნაცვლად, ქვიშის პეშვი მოემარჯვებინა. შიგ წყალი
ესხა, რომელიც წვეთებად იღვრებოდა და ჰაერშივე შრებოდა.

ეს უკვე აღარ იყო მირაჟი... თვალი ავარიდე და ცას გავხედე...


ახლა მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი და ერთი მუჭა იმედი მქონდა.
ხელი მუშტად შევკარი და გულთან მივიტანე.
იმედი ზუსტად გულისხელა იყო.

ბედუინი (ნაწილი IV ჰამლეტური გათვლა)

“სანამ დიუნებს მონაბერი ჰაერის მელოდია წამოსცდებათ


დაფიქრდი იმაზე, რატომ დაგიხშო სმენა ქარმა,…
… სანამ შენ ფიქრობ...დაბეროს ნესტოები და დაჰბეროს სამუმმა

17
მტვრის მოხეტიალე ფიგურებში დაგანახოს
ყოველი შემხვედრი ცდუნება, რომელზეც უარი ვერ თქვი!”
ნათია პაპიძე

გამეღვიძა.
უცბად გავბრაზდი იმაზე, საერთოდ რატომ გამეღვიძა. რაში მჭირდებოდა ეს გაღვიძება? ძილში
დამავიწყდა რაც შემემთხვა და სადაც მოვხვდი. ახლა კი ისევ ყველაფერი თვალებში და გონებაში
მომეჩხირა. თანაც ფიქრს მაიძულებდა, ფიქრს, რომლის არც თავი მქონდა და არც სურვილი.
ქვეცნობიერი მეუბნებოდა რომ, რაც არ უნდა მეკეთებინა დღეის ამას იქით თავის გადასარჩენად,
ყველაფერი მაინც ჩემი იმ ქვეყანაში გადასახლებით დასრულდებოდა ძალიან სწრაფად. თვალიც არ
გამიხელია. არ მინდოდა.
„იქნებ მეყოფა საერთოდ ყველაფერი და, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში სრულიადაც საკმარისია... აქ
გათავდა ჩემი ბედისწერა? ხომ ვიფრინე უფრთოდ და ფრთებით, ეს ბედნიერი წუთები შემრჩა“. -
დაღლილად გავიფიქრე.
ახლა რა უნდა მექნა ?!

ჯერ უნდა მომეფიქრებინა მინდოდა თუ არა სიცოცხლე.


მერე, უნდა მომეფიქრებინა, რისთვის მინდოდა ეს სიცოცხლე. მარტო იმიტომ უნდა მეცოცხლა რაკი
დავიბადე, თუ რამეში კიდევ იყო მისი აზრი? თუ არ მინდოდა ეს დაბადებით მონიჭებული
სიცოცხლე, - მაშინ უნდა მომეფიქრებინა ვიყავი თუ არა მზად სიკვდილისათვის. ან და საერთოდ
როგორ უნდა მოვმკვდარიყავი.
საამო სიკვდილს არც ტკივილებიანი მზის დამწვრობა და არც ღამის სიცივით გაყინვა
მომიტანდა. უეცარი სიკვდილი ასე, თუ - ისე, - არ მაშინებდა, მაგრამ ტანჯვით, სიცხით, გაყინვით,
წყურვილით და შიმშილით სიკვდილი მეზარებოდა. სხეულის კვდომის ხანგრძლივი და გამჭოლავი
პროცესი, როცა სიცოცხლე ნელნელა დაიწყებდა თითო უჯრედის დათმობას - არც თუ ღირსეულ
სიკვდილად მეჩვენებოდა.

ახლა კი ვხვდებოდი რომ, თურმე სიკვდილსაც შეფასება ჭირდებოდა, ეს კი სულაც არ გავდა


სიცოცხლის შეფასებას. სიცოცხლე ხომ შეუფასებელი ღირებულებაა, ნამდვილი ბრწყინვალე და
დიდებული საჩუქარი რაც კი შეიძლება ადამიანმა მიიღოს, მაგრამ ახლა ჩემთვის - სწორედ
სიკვდილი ქცეულიყო შეუფასებელ ღირებულებად. რომელი უფრო დიადია, სიცოცხლე თუ
სიკვდილი? როგორ მიხვდები რა არის ის, რასთან ურთიერთობაც არ გქონია და არ იცი - რა
ფენომენია შენს წინაშე. ნუთუ მარტო შეუცნობლის შიშია სიცოცხლის და სიკვდილის
დიდებულების საზომი? მაშ რატომ შეიძინა ახლა სიკვდილმა ჩემთვის ასეთი საოცარი, განუზომელი
დიდებულება? თანაც, ახლა და ამ წუთში?

იმიტომ რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა მეზარებოდა, თავი არ მქონდა, ძნელი იყო, რთული,
აღარ მინდოდა, აღარ მესურვილებოდა. ეს ბრძოლა კი არა, დაუსრულებლი ომი იქნებოდა, მოკლე და
გრძელი ბრძოლებით. უცებ გავიაზრე, რომ ცოცხალს სიკვდილზე ფიქრი შემეძლო, მკვდარი
შევძლებდი ფიქრს? დარჩებოდა ჩემს შემდეგ რაიმე „გონიერი“, რომელსაც ფიქრი შეეძლო? ფიქრი
ხომ სიცოცხლის შემდეგ, მეორე ყველაზე დიდი ღირებულებაა... ფიქრი...

თუ, როგორც მკვდარს მხოლოდ ერთი რამე დამჭირდებოდა, - ხსოვნა?!


რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? ჩვენ ხომ სიკვდილი მხოლოდ „გარედან“ ვიცით?
იმითი, რომ სხეული ცივია, აღარ მოძრაობს, თვალები ჩამქრალია, თვალის უპეები ჩაწეული,
მკაცრად მოკუმული ტუჩები აღარ იღიმებიან, ერთდროს ძვირფასი სახეები ცივდებიან, ალერსით
აღარ გიცქერენ, აღარ გეფერებიან.

18
მერე... ვიღაც, ამბობს რომ, - აუცილებელია დამარხონ, იმიტომ რომ ეს წესია. არა და რა საშინელი
წესია ეს მიწაში ღრმად ჩამარხვა, ზემოდან ვეებერთელა სიმძიმის მიწის დაყრა.
ოჰ, რა საშინელებაა საყვარელ ადამიანს მიწის ქვეშ რომ დებ. თან თავს იმშვიდებ იმით, - რომ ეს, -
წესია! ... დაუმარხავი მკვდარი არ შეიძლება, რომ ის აუცილებლად სამარეს უნდა მიებაროს. სხეული
თვალს უნდა მოეფაროს იმიტომ, რომ სულმა ვერ უნდა დაინახოს - მის ახლო რომ არ
დასახლდეს, არ იხეტიალოს ცოცხალთა შორის მოუსვენებელმა და დაუსვენებელმა. „განუსვენე
სულთა“ .... ესე იგი სულს მოსვენება უნდა...

ახლა სხვანაირად მესმოდა "სულთა თანას" არსი. მამის პანაშვიდების და დაკრძალვის ყველა
წვრილმანი გამახსენდა. ეს სიკვდილთან ჩემი პირველი შეჯახება იყო. სრული თავზარი და
გაოგნება. ახალგაზრდა კაცის მოულოდნელი სიკვდილი. დღემდე ვერ აღქმული, ვერ გააზრებული...
გამახსენდა როგორ გავეყარე მაშინ წამით სხეულს, როგორ ვუცქერდი ჭერის სიმაღლიდან ჩემებს,
რომლებსაც წუთის წინ სახლში მოსვენებული მამა გადავიწყნოდათ, ჩემს სხეულზე დახრილიყვნენ
და მანჯღევდნენ. „მიშველეთ კვდება! “ - ხელახლა გაიხსენა ყურმა დეიდაჩემის შეკივლება ... ჩემს
სხეულზე, გულში მოქნეულად ჩარჭობილი ნემსიც ისევ დავინახე, ფხრეწვის ხმაც კი მომესმა.
დედის ხმამ გადაფარა ყველა მაშინდელი შეცხადება. ჩუმად, მაგრამ განწირულად მეძახდა
სახელით.
როგორ ვხედავდი მაშინ, როგორ მესმოდა ის ძახილი? მე ხომ უგონოდ ვიყავი. აბა ჭერზე რომ
ვეკიდე საიდან ვიცოდი ? ზემოდან ხომ ვხედავდი ჩემს სხეულზე დახრილ ადამიანებს ? აბა
ვინ ხედავდა, ვინ აღიქვამდა...
სული? სული... ესე იგი არსებობს. ესე იგი თუ მოვკვდი, ის აქ, უდაბნოში იხეტიალებს ჩემს
დაუმარხავ სხეულთან. აქ დამმარხველი ვინ გამომიჩნდება. ვერ ვეღირსები მოსვენებას სიკვდილის
შემდეგაც კი... ვერ წავალ იქ "სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ
სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი."

სამარე, საფლავი მჭირდება. იქნებ საკუთარი სამარის გათხრა დავიწყო? რამდენ ხანს მეყოფა
ძალა, ხელები და ერთი დანა... წყლიან ბოთლს გავხედე... რამდენ ხანს ვიმყოფინებ მარტო ზედა
ტუჩს თუ დავისველებ? ორი დღე ? სამაგიეროდ სამარხი მექნება.... ჩავწვები და დაველოდები როდის
გადმოინაცვლებს სიკვდილი ქვიშის ბორცვიდან ჩემს სამარეზე... ჰო ვინ მომაყრის ქვიშას ?
გადავთვალე გონებაში დღეები... ცოტა ხანში ჰამსინი დაიწყება, უდაბნოს ქვიშის ქარიშხალი,
რომელიც 50 დღე იბობოქრებს. ჰოდა გადაფარავს ყველაფერს და ჩაიკარგება ჩემი სამარეც საჰარის
უდაბნოში. სამაგიეროდ არავინ არასდროს არ შემაწუხებს. სახლში იტირებენ და მალე ცოცხლებზე
გადაერთვებიან. გამახსენდა, მამას მარტო მე რომ ველოდი ხუთი წლის შემდეგაც ყოველ საღამოს,
სულ მეგონა რომ სახლში მოვიდოდა. სხვა აღარავინ ელოდა ჩემს მეტი. დედა მეუბნებოდა, - შენი
წუხილი არანორმალურად დიდხანს გრძელდება და მაშინებო. ბოლოს დედასაც აღარ ვეუბნებოდი
რომ ისევ ველოდი მამას. ყოველღამ, ღამის სამ საათამდე, საათს შევცქეროდი, ველოდი და ველოდი...
ჩვევად დამრჩა. მას მერე აღარსდროს დამიძინია ღამის სამ საათამდე.

„აბა რა მერჩივნა ახლა, სიკვდილი და ხსოვნა თუ, სიცოცხლე და ბრძოლა? სამარეზე ზრუნვა თუ
უდაბნოში წყლის საძებნელად უგზოუკვლოდ ხეტიალი? ან რამდენ ხანს შევინარჩუნებდი
სიცოცხლეს? რა მჭირდებოდა იმისთვის, რომ სიცოცხლის სურვილი დამებრუნებინა? ... მაინც რა?
მთავარია სურვილი მქონოდა, სიცოცხლის სურვილი, ბრძოლის სურვილი, მაგრამ ეს უდაბნო ისე
მნუსხავდა, როგორც ნილოსის ნაპირებზე წყევლასავით გავრცელებული მამბა. ბოლო ძალებს
მართმევდა - გეყოფაო - მეუბნებოდა, - მოისვენეო, მომენდეო...
თვალი გავახილე.
უდაბნოში საღამოვდებოდა. მზე ჩასვლისთვის ემზადებოდა... პირველად ნაკოცნი ქალივით შეეპარა
მორცხვი სიწითლე ბრწყინვალე ლოყებზე. ღაწვებდაბრაწული მორცხვად გადაიხარა
დასავლეთისკენ. სულ რაღაც წამით, ყველაფერი დამავიწყდა და მზეს გავუსწორე

19
თვალი. ფერნაცვალმა უდაბნომ მოწითალო ფერი დაიდო. კლდეებს მწიფე შინდისფრი მთლიანად
გადაეფარა. ულამაზესი საღამო დგებოდა. უდაბნოს წითელი მზე ყველაფერს სისხლისფრად
ღებავდა. ცაზე ცეცხლის ბურთი წითლად გიზგიზებდა. მის ზემოთ ცა გაწითლდა და ზედა ცისკენ
მოცისფრო ბილიკი გაიხსნა. მოლოდინად ვიქეცი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა ამ ბილიკზე
პრომეთე გამოჩნდებოდა, ფრთებით დაეშვებოდა, ხელს ტაცებდა ამ წითელ ცეცხლოვან ბურთს და
ისევ ზედა ცაში წაიღებდა და უმზეოდ დაგვტოვებდა. დაგვსჯიდა. იმიტომ რომ ჩვენ, ადამიანები არ
ვღირდით იმ სამარადჟამო ტანჯვად, ჩვენთვის ცეცხლის მოტაცებამ რომ მოუტანა.

ფეხს დავხედე. შეშუპებას იწყებდა. დაჟეჟილობისგან მთელი სხეული მტეხდა, მხარიც


მტკიოდა. გაჟღენთილი სახვევი მოვიხსენი, სისხლი გვარიანად მდიოდა, ბასრი დანით გასერილი
ჭრილობა პირს არ იკრავდა. დაჩირქებას ასე კი გადავრჩებოდი, მაგრამ ბევრ სითხეს ვკარგავდი. ეს
ძალიან ცუდი იყო - თუ სიცოცხლე მომინდებოდა, ხოლო ძალიან კარგი - თუ სიკვდილის არჩევანზე
შევჩერდებოდი. მოხრილი ფეხი გავშალე და ჭრილობას თავი მივანებე... ჯერ გადაწყვეტილება არ
მქონდა.

რაიმე მოგონება მჭირდებოდა იმისთვის რომ სულიერი ძალები მომეკრიბა და პანიკას არ


ავყოლოდი.
ეს ორივე არჩევანის შემთხვევაში დამჭირდებოდა. როგორმე სიმშვიდე უნდა გამეზარდა იმ პაწაწინა
ფესვიდან რაც ჩემს სულში ცაში ფრენის შემდეგ დარჩა. როგორმე თავს უნდა მოვრეოდი და მტირალა
გოგოდან სერიოზულ პიროვნებად უნდა ვქცეულიყავი, ვისაც გასაჭირის გაძლება და დაძლევა
შეეძლო.
მაგრამ გასაჭირიც იყო და გასაჭირიც...
ახლა მიზანი მჭირდებოდა. მიზანი - რომლისთვისაც სიცოცხლე ღირდა. მიზანი, რომლის
მიღწევის სურვილი, - სიცოცხლისთვის ბრძოლის უნარს მომცემდა და ომს ასეთ უთანასწორო
პირობებშიც კი მომაგებინებდა.
რაიმე მოგონება, რაიმე ისეთი... რაიმე... წარსულის ჩხრეკა დავიწყე.
ვისთვის ვიყავი ყველაზე მეტად ღირებული ამ ქვეყანაზე? ვის არ შეეძლო უჩემოდ ყოფნა?
ვისთვის იქნებოდა გაუსაძლისი ჩემი გაქრობა მიწის ზედაპირიდან ?
მამა - აღარ იყო.
დედა ? - მას მეორე შვილიც ყავდა - ჩემი ძმა.
ჩემი ძმა ? - ვუყვარდი ძალიან, მაგრამ მას შვილი ყავდა...
რაღაცნაირად გავბრაზდი ჩემი ოჯახის წევრების სულიერ სიმტკიცეზე და ძლიერი რყევების ატანის
უნარზე. ისინი ძლიერები არიან, იჯავრებენ, ივალალებენ, მაგრამ მერე დრო გავა, ტკივილი კი
დარჩებათ, - მაგრამ დამშვიდდებიან.

"მაგრამ, იქნებ ჯერ კიდევ უნდა გამოჩნდეს ვინმე, ან, რამე ისეთი, სიცოცხლედ რომ ღირდეს ? იქნებ
იმიტომ არ მოვიტეხე კისერი დელტაპლანზე, იქნებ იმიტომ მომხვდა ტყვია მხოლოდ ფეხში, იქნებ
ვინმეს მართლა დავჭირდე "ჰაერივით?" - ან იქნებ არც მიწერია მისი გამოჩენა ?
„დიდი და უანგარო სიკეთე... თუ ერთხელ გაგიჟებით არ გყვარებია“... გამახსენდა ჩემი მკვლელის
სიტყვები... " ჰო ესენი ვერ მოვასწარი... "
მზეს თვალი გავაყოლე...
„მოდი ჩავიფიქრებ... სანამ მზე, აი იმ ქვიშაქვის ლოდზე დაჯდება იქ რომ ამოშვერილა... ვიფიქრებ
ჰამლეტივით: ყოფნა - არყოფნა, ყოფნა - არ ყოფნა.... და რომელზეც გათვლა დასრულდება, მამის
ხსოვნას ვფიცავ,- ისეც მოვიქცევი.“ - ვთქვი გულში და ლოდინი დავიწყე.
ახლა მქონდა მზე... ყოფნა ან - არ ყოფნა... და საკითხავიც აღარაფერი იყო.

წითელი მზე ჰიპნოზივით მოქმედებდა. წყალს ხელი წავატანე, ნახევარი ყლუპი დასალევად ისე
გავიმეტე, რომ მზისთვის თვალი არ მომიცილებია. მე და მზე ერთმანეთს წამებს ვუთვლიდით.

20
უფრო სწორად, ის ითვლიდა ჩემი სიცოცხლის წამებს. ნელა მოძრაობდა არ ენაღვლებოდა, ჩემი
არსებობის საზომად რომ ავარჩიე.
იმედი ჩემი წყალივით დაცოტავდა და სადღაც გულის კუნჭულში ჩაიძირა.
კარგად რომ დამენახა მზის დაშვება ჩემს მიერ შერჩეულ ტახტრევანზე, ქარაფიდან ჩამოვიწიე
და ბრტყელ ქვაზე გავწექი, ნატკენი ფეხი ზუსტად ლოდის სიმაღლეზე აღმოჩნდა.
„ფეხზე დაკიდებული სიცოცხლე, - აი რა ქვია ახლა ამას“, - გამიელვა გონებაში და ისევ მივაჩერდი
მზეს.

ქვიშა გაწითლდა, შინდისფერი კლდეები ნატიფად ერწყმოდა ფერით წითელ მზეს და წითელ ქვიშას.
რაღაც უცნაურად მოძრავი წითელი ზოლი დავინახე, რომელიც მზისკენ წვრილ ბილიკად
მიწანწკარებდა.
- რა არის? - გავიფიქრე და დავაკვირდი. ჩემი სისხლი... ეს ჩემი სისხლი მიბილიკობდა
წითელი მზისკენ. ის იყო მზე ტახრტევანზე დაბრძანდა, რომ ჩემი სისხლის ძაფიც მიწვდა. მზეში
სხივივით წითლად ჩაიღვარა და შეუერთდა. ახლა მე მზის გაგრძელება ვიყავი მიწაზე, მზე - ცაში
ჩემი გაგრძელება... ჩემი სისხლის წითელი ძაფი გვაკავშირებდა.
- „ყოფნა!“ - დასრულდა ჩემი ჰამლეტური გათვლა. - "ეჰ, დანიის პრინცო, გამოგიძახებდი ახლა
... "
- „ესე იგი ვიბრძვი სიცოცხლისათვის, იმისთვის, რაც წარსულში ვერ მოვასწარი და მომავალში
მელის. იმ, - „ერთხელ სიგიჟემდე სიყვარულისთვის“ და „იმ, დიდი და უანგარო სიკეთის
გასაკეთებლად“... იმის სათქმელად რომ - "სიცოცხლე ღირდა!" ოღონდ, ვიბრძვი ბოლომდე!
არავითარი დაღლა, არავითარი „აღარ შემიძლია“ „მეზარება“, წუწუნი და ცხვირის ჩამოშვება... ჰო
კიდევ ტკივილს არ უსმინო და გადაგივლის. მოემზადე ! იწყება დიდი და ხანგრძლივი ომი
სიცოცხლისათვის - მოკლე და გრძელი ბრძოლებით!“ - ვუთხარი ჩემს თავს ხმამაღლა.

რთული გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა.


დავმშვიდდი. გული გამეხსნა. იმედმა იმძლავრა, გულის კუნჭულიდან გამოძვრა და ჩემს მარჯვენა
მხარზე მოიკალათა. გონება ჰიპნოზის ბურანიდან ნელა გამოდიოდა და სააქაოს უბრუნდებოდა.
გარემო მოვათვალიერე. გადავწყვიტე ამ ადგილს გავცლოდი. ჩემი მცირე ქონება ერთ ჯიბეში
ჩამეტია. ჩაფხუტი მოვიხელთე და ქამარზე დავიკიდე. როგორმე ქარაფისთვის უნდა შემომეარა და
უფრო უსაფრთხო ადგილი მომეძებნა ღამის გასათევად ან სულაც იქნებ მევლო და არც დამეძინა.
იქნებ რაიმე ნაკვალევიც მეპოვნა. პირველ რიგში წყალი მჭირდებოდა, მერე სითბო, ან ცეცხლი.
დარჩენილი აბრეშუმი კიდევ ორად გავანაწილე და ფეხი ძალიან მჭიდროდ შევიხვიე. ახლა, მთელი
ჩემი ცოდნის და უნარების თავმოყრა მჭირდებოდა, რომ რაიმე გეგმის მსგავსი შემექმნა და მერე
მემოქმედა.
- „ტკივილს არ უსმინო და გადაგივლის. ახლავე ფეხზე ადექი! “ -ხმამაღლა გავუმეორე ჩემს თავს.

იმედიანი მხარი მტეხდა. ამიტომ ქარაფს მარცხენა ხელით მოვეჭიდე, მარცხენა ფეხს ძალა დავატანე
და ნელა ავდექი.

ახლა, მე ისევ მქონდა წყალიც და იმედიც, ოღონდ იმედი - ცოტა უფრო მეტი.

ბედუინი (ნაწილი V ყალბი რუკა)

21
"უდაბნოს მწველი მზე ბეჭზე აგეწება,
სული აგიყეფა რაიტამ ჰამადის,
სანამ შებინდდება მღვრიე სისხლისფერად,
ნილნა, ესროლე ჯადარს ქამანდი..."
“ვერმიცანა”

ჩემი ქარაფი, არც თუ ძნელად შემოსავლელი იყო, მაგრამ დიდი დაქანების გამო ფრთხილად
უნდა ვყოფილიყავი. გადავწყვიტე მზის ჩასვლამდე დაბლა ჩამევაკებინა. მარჯვენა ფეხს გაუბედავად
ვადგამდი უსწორმასწორო კლდოვან ზედაპირზე და რაღაც ბილიკისმაგვარს ვეძებდი. მარჯვენა
ფეხი სისხლიან კვალს ტოვებდა. ნელი მოძრაობა დიდად არ მედარდებოდა - ნაკლებ ენერგიას
ვკარგავდი. მთავარი იყო როგორმე უსაფრთხოდ ჩამეღწია დაბლობამდე ისე, რომ დაღლილობისგან
არ მომწყურებოდა.

ქარაფს მეორე მხრიდან მოვექეცი თუ არა, აღმოვაჩინე, რომ ჩემს დროებით თავშესაფარს უკანა
მხრიდან ვეებერთელა პირმოჭმული ქვიშა-ქვის ფლატე ესაზღვრებოდა. ის პატარა გამყოფი ზოლი
რაც ქარაფს - ფლატეს ნაპირისგან აშორებდა, მკლავის სიგრძე თუ იქნებოდა.

როგორც იქნა ფლატეს ნაპირს ცოცვით მივაღწიე, პირდაღმა გავწექი და ქვემოთ


გადავიხედე. ფლატეს ფსკერზე ჩაჭედილი, ვიწრო ღრმა და გრძელი ხეობა ორივე მხარეს ჩიხით
თავდებოდა. შიდა მხარე, ჩემი მხრიდან მაინც, არა მხოლოდ პირმოჭმული, არამედ
გულგამოჭმულიც იყო და წვეტიანი ქანებით მოფენილი. იქ ჩავარდნა უდავო სიკვდილს ნიშნავდა.
ის საყრდენი ბილიკიც, სადაც მე ვიყავი გაწოლილი - სუსტი იყო და ნაპირზე დაყრდნობილს,
პირდაპირ ხელებქვეშ ჩამეშალა.

სიცოცხლეარჩეულის კვალობაზე, ძალიან გამიღიმა ბედმა რომ ჩემი დელტაპლანით ამ ხევში არ


ამოვყავი თავი. აქედან გასასვლელი არ იყო. ვერც იფიქრებდი თუ ასეთი ხაფანგი შეეძლო დაეგო
ბუნებას.

მუხლებზე დაჩოქილმა, ძალიან ნელა დავიხიე უკან და ზურგით ისევ ჩემს ქარაფს
მივეყრდენი. უკან უნდა დავბრუნებულიყავი და მოპირისპირე მომცრო ქარაფისთვის უკანა მხრიდან
შემომევლო. სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯის უკან გამოვლას - ნახევარი საათი მაინც დასჭირდა. ჩემი
ყოფილი თავშესაფარი ისე მოვიტოვე უკან, რომ ქვიშის ბორცვისკენ არც გამიხედავს.

ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი, - სიკვდილზე აღარ უნდა მეფიქრა.


პატარა ქარაფის უკან ციცაბო ფერდობი დამიხვდა, ისიც ხშირი წვეტიანი შვერილებით, ქარისა და
მზისგან გამოფიტული. თუ ფეხი არ დამიცურდებოდა, დაღამებამდე ზედა ვაკობზე მოვხვედრა
შეიძლებოდა. მთლად დაბლობამდე ორი ამგვარი ფერდობი კიდევ ჩანდა. საბოლოო
მიზნამდე საკმაო მანძილი იყო, მაგრამ ზემოდან არც ისე დაქანებული მეჩვენა დარჩენილი გზა. მზის
ჩასვლამდე პირველ ფერდობს მაინც უნდა ჩავცილებოდი.

ციცაბო არც ისე ადვილი დასაძლევი აღმოჩნდა.


ახალი ამოცანა გამიჩნდა, ტანსაცმელი არ უნდა დამხეოდა და ტრავმა აღარ უნდა მიმეღო.
ხელისგულებს და მუხლებს განსაკუთრებით უნდა გავფრთხილებოდი. დანით შარვალის ტოტები
მუხლის დაბლა შემოვჭერი, თითეული ნაწილი ორად გავყავი, ორით ხელისგულები შევიხვიე,
ორით - მუხლები. დანარჩენი დანისპირს დავახვიე და ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩავიდე. წყლიანი
ბოთლი და დანარჩენი ნივთებიც იმავე ჯიბეში მოვათავსე, დაბლობის ზურგი ვაქციე და ჩასვლა
დავიწყე.

22
როგორც კი ჩემი მასპინძელი ქვიშის ბორცვი თვალს მიეფარა, მაშინვე შვება ვიგრძენი.
ვცილობდი ირიბად ჩავსულიყავი და პირდაპირი დაღმართისათვის თავი ამერიდებინა. რომ არ
დავღლილიყავი მოძრაობის ნელი, მაგრამ სტაბილური ტემპი უნდა შემენარჩუნებინა. გზაში
შემოღამება კარგს არაფერს მიქადდა. ორი რამ კი უდავოდ მიწყობდა ხელს: ჩემი მაღალყელიანი და
სქელლანჩიანი საიმედო ფეხსაცმელი მტკიცე ზონრებით და ის, რომ მზის მიხედვით - ფერდობის
ჩრდილოეთ კალთაზე ვიყავი და ქვები, რომლებსაც ხელით ვეჭიდებოდი, ხელისგულებს არ
მწვავდა. სახელდახელო ხელთათმანები ძალიან მშველოდნენ.
ნელა და ფრთხილად ვმოძრაობდი. ტკივილზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი.

მზის მდებარეობის მიხედვით, სამი საათი იქნებოდა გასული და მე, ჯერ კიდევ შუაწელზე
ვიყავი. აშკარა იყო - მზე ჩასვლას დამასწრებდა. პატარა შვერილს ორივე ფეხით დავეყრდენი,
სხეულით ფერდობს მივენდე და ხელები შევასვენე. თუ მზე გამექცეოდა, მთვარის ამოსვლას უნდა
დავლოდებოდი. ჩრდილოეთის კალთაზე გვარიან ციცაბოზე ვიყავი დაკიდებული, ტაფობიდან
არანაკლებ ორმოცმეტრიან სიმაღლეზე. ისღა დამრჩენოდა დრო და მანძილი ერთმანეთისთვის ისე
მომერგო, რომ საიმედო ადგილზე მაინც შევჩერებულიყავი.

მოულოდნელად ფეხი სიცარიელეში დამეკიდა და კინაღამ მოვწყდი ფერდობს. ძლივს


შევიკავე თავი ხელებით. შეფრიალებული გული ოდნავ როგორც კი დამიმშვიდდა, გვერდულად
ჩავიხედე დაბლა. ფერდობზე რაღაც სიღრმე იყო. ესე იგი ზემოთ უნდა ავსულიყავი და გვერდიდან
შემომევლო ამ დაბრკოლებისთვის.
გვერდზე სამი ნაბიჯით გავიმანძილე და იქიდან მივუახლოვდი ამ ჩაღრმავებას.
ცოტა ხანში ხახადაფჩენილ პატარა ქვაბულს პირში შევცქეროდი.
- „აი გამართლებაც ამას ქვია...“ წამომცდა ხმამაღლა.
ქვიშიან ქვაბულში ზურგზე გავწექი. ჩემი თავშესაფარი ღრმა არ იყო, მაგრამ კმაროდა
იმისათვის -რომ კარგად დამესვენა და მთვარის ამოსვლას დავლოდებოდი. სანამ მთლად
დაბნელდებოდა, როგორმე სიცივის გასაძლებად რამე უნდა მომეფიქრებინა. ტანსაცმელი გავიხადე.
ასე, სხეული გარემო ტემპერატურას უფრო ადვილად შეეგუებოდა, როცა ძალიან შემცივდებოდა -
მაშინ ჩავიცვამდი. ეს სიცივისგან ცოტა ხნით მაინც დამიცავდა. კედლისკენ მივიწიე, ნაპირს
მოვცილდი და ტანსაცმელზე თავი მივდე.

მთვარის შუქმა და სიცივემ გამომაღვიძა, ჩემი სუნთქვის ნაორთქლი თეთრად მფრინავ


ფთილებს ძერწავდა და ისინიც, ჩემი გაწბილებული ოცნებებივით იკარგებოდნენ ჰამადის ღამეში.
სიცივისაგან მაძაგძაგებდა. თითები იმდენად გამყინვოდა, რომ ტანსაცმლის მორგებას ვეღარ
ვახერხებდი. მაშინვე წყალი მოვსინჯე, ზედა ტუჩი დავისველე და ანაზდეულად ისეთი ნათელი
აზრი მომივიდა რომ გავვოცდი.
- „ქვიშა... ქვიშის აბაზანა! ... ცოტათი გავმტვრიანდები, მაგრამ ეგ არაფერი!“

ხელისგულები ხელთათმანებისგან სასწრაფოდ გავითავისუფლე. პეშვით ქვიშა ავიღე და ხელების


სრესვა დავიწყე. ხელებს ფეხები მიყვა, მერე მუხლები და მკლავები, მხრები, ცხვირის წვერი, ღაწვები,
ნიკაპი, ყურები... ცოტა ხანში გვარიანად დამთბა. ტანსაცმელი ჩავიცვი. ჯიბეში ჩემი ნივთები
მოვსინჯე და სავსე მთვარეს გავხედე. საკმარისი სინათლე იყო იმისთვის რომ დაბლასვლა
გამეგრძელებინა. სისხლს სახვევი მთლიანად გაეჟღინთა ფეხზე, მაგრამ ნაკადულივით აღარ
მდიოდა. დაღლილიც არ ვიყავი, ასატანად მწყუროდა. სახელდახელო ხელთათმანები და მუხლის
სახვევები ისევ მოვირგე. ქვაბულიდან ჩამოვიწიე და ჩასვლა გავაგრძელე. თუ შედარებით სწრაფად
ვიმოძრავებდი, ყინვა ისე აღარ შემაწუხებდა. სამ ნაბიჯიანი დისტანციის დანახვა წინასწარ შემეძლო,
ყოველ მომდევნო ნაბიჯზე ახალი მესამე უნდა მეძებნა. ტაფობამდე ოცდაათი მეტრი მანძილიღა
მრჩებოდა. ყინვა ისე მაშინებდა, რომ ჩამოსვლას ვჩქარობდი. ერთხელ ფეხქვეშ

23
ჩამეშალა საყრდენი, ორჯერ კი მარჯვენა ხელქვეშ გამომეცალა. სიმწრის ცრემლმა ჩემი ქვიშიანი
სახე ორჯერ ჩაირბინა, მაგრამ ჩემი სიჯიუტე თავადვე მაკვირვებდა.

ცოტაც და უკვე ტაფობზე ვიდექი.


ეს პირველი გამარჯვება იყო და იმედი ოდნავ მოძლიერდა.
ხელები და ფეხის თითები ისევ ქვიშით გავიხეხე. სავსე მთვარის შუქით კარგად განათებულ
ადგილას გადავინაცვლე, ჯიბიდან მარშრუტის რუკა ამოვიღე, საათი მოვიმარჯვე და კომპასს და
ქაღალდს ერთდროულად დავაცქერდი.
მინდოდა გამეგო, ამ რუკის მიხედვით ახლა სად ვიყავი.
ბანაკის ადგილი რუკაზე მონიშნული იყო. იქედან სამ კილომეტრზე, სამხრეთით, ის ქარაფი
იდგა, საიდანაც დელტაპლანით გავფრინდი. რუკის მასშტაბის მიხედვით ერთი სანტიმეტრი ათ
კილომეტრს ნიშავდა.

ქარაფის ადგილი პატარა კენჭით მოვნიშნე და შევეცადე გამეხსენებინა, რამდენ ხანს ვიფრინე
დასავლეთით. მზე ზენიტში იყო მაშინ, როცა დასავლეთისკენ მოვტრიალდი, ესე იგი დღის
თორმეტი საათი იქნებოდა. დაცემის შემდეგ რომ გავიღვიძე, უკვე საღამოვდებოდა, საღამოს შვიდი
ან რვა საათი მაინც იქნებოდა, ჩამოვარდნის შემდეგ ქარაფთან რომ მივხოხდი, ჩრდილი მხოლოდ
სახეს მიფარავდა, ანუ სადღაც დღის ოთხი საათი მაინც იქნებოდა. სამი საათი მძინებია და ორი ან
სამი საათი მაინც მიფრენია. ქარაფიდან ბანაკამდე თხუთმეტი წუთი დამჭირდა დელტაპლანით, ესე
იგი, სამი კილომეტრი თუ თხუთმეტ წუთში გავიფრინე, ასოთხმოც წუთში - დაახლოებით
ოცდათექვსმეტ კილომეტრს გავიფრენდი - თუ უფრო მეტს?!

გადავწყვიტე ცდომილებისათვის ორი კილომეტრი მაინც დამემატებინა. ესე იგი


დასავლეთისკენ ოცდათვრამეტი კილომეტრით დავცილდი ბანაკს. მაგრამ მე ხომ სწორხაზოვნად არ
მიფრენია, ქარი თავის ნებაზე მატარებდა შეშინებულს. სად უნდა ვიყო ახლა, ჩრდილო-
დასავლეთით თუ სამხრეთ დასავლეთით?

ისევ რუკას დავხედე. კაიროდან მანქანებით გამოვედით. დაახლოებით ასი კილომეტრის


შემდეგ სულ უდაბნოთი ვიარეთ, სამხრეთისკენ შევბრუნდით და ისევ იმდენივე მანძილი გავიარეთ.
ვიცოდი რომ ლიბიის საჰარაში ვიყავი ეგვიპტის ტერიტორიაზე და ელ-გიზას პირამიდები ჩრდილო
- აღმოსავლეთით დამრჩა.

უტყუარად მახსოვდა რომ ორიონის თანავარსკვლავედის სარტყელის სამი ვარსკვლავიდან


პირველი, - ზუსტად ხეოპსის პირამიდის წვეტის თავზე იყო და ჩრდილოეთს უჩვენებდა. პატარა
დათვის თანავარსკვლავედის სულ ბოლო ვარსკვლავი - უძრავი პოლარული ვარსკვლავი იყო და
ისიც ჩრდილოეთს უჩვენებდა. ცას ავხედე, ორიონის თანავარსკვლავედი მოვძებნე,
კომპასს დავაკვირდი და ისევ რუკას დავხედე. თუ ორიენტირად ორიონის თანავარსკვლავედს
ავირჩევდი, ჩემი ანგარიშით, ორასოცდათორმეტ კილომეტრიან ცვლილებას მიწაზე, ძალიან დიდი
ცდომილება აზიმუტში არ უნდა გამოეწვია. მაგრამ ორიონი - არაბუნებრივად შორს მეჩვენა, რამაც
დამაეჭვა. გამახსენდა, გუშინ ღამ ცას რომ შევცქეროდი, მაშინაც ძლივს ვიპოვე ორიონის
თანავარსკვლავედი. აზიმუტის კუთხე თითებით გავზომე, ერთი თითი - ერთი გრადუსი, კუთხე
შემცირებული მეჩვენა, ახლა კომპასით გავზომე აზიმუტი, დავრწმუნდი, კუთხე მართლაც
შემცირებული იყო...

ისეთმა ეჭვმა გამკრა, - ძალიან შემეშინდა.


ვიცოდი, რომ ღამის პირველ საათზე, სავსე მთვარე - სამხრეთს ზუსტად უჩვენებდა, ხოლო
დილის შვიდ საათზე კი დასავლეთს. ჩემი საათის მიხედვით, ღამის პირველი საათი ხდებოდა.
სამხრეთი ქვიშაზე თითით მოვნიშნე და ჰორიზონტის დანარჩენი მხარეებიც მოვხაზე. ორიონის

24
თანავარსკვლავედს კიდევ ერთხელ დავაკვირდი. ჩრდილოეთი ზუსტად დაემთხვა, პოლარული
ვარსკვლავის მიხედვითაც შევამოწმე ჩემი ნახაზი. ყველაფერი სწორი იყო.
ისევ რუკას მივუბრუნდი. უახლოესი ოაზისი „ბაჰარია“ რუკის მიხედვით სამხრეთ-
დასავლეთით მდებარეობდა, არა და ყველა წესის მიხედვით ჩრდილო-დასავლეთით უნდა
ყოფილიყო. „ბაჰარიას“ ოაზისს, სამხრეთით - შავი უდაბნო ესაზღვრებოდა. უფრო სამხრეთით,
ორასიოდე კილომეტრში „ფარაფირაჰის“, ანუ „ფარაფრას“ ოაზისი მდებარეობდა და
დამაბრმავებელი სიკაშკაშის თეთრი უდაბნოთი თავდებოდა.
თუ მარშრუტის რუკას დავუჯერებდი, მაშინ სამოცდაათ კილომეტრში „ბაჰარიას“ ოაზისში
უნდა მივეყვანეთ გამყოლს.

გადავწყვიტე დამეთვალა რამდენ კილომეტრზე შემეძლო დამენახა ჰორიზონტი


ციდან. დელტაპლანით მიწიდან არანაკლებ ათასი მეტრის სიმაღლეზე მაინც რომ ვიყავი - ეს ცხადი
იყო. მიწაზე მდგომ, ჩემი სიმაღლის ადამიანს ჰორიზონტი დაახლოებით ოთხ კილომეტრზე და
რვაას მეტრზე უნდა დაენახა. მაგრამ დელტაპლანის სიმაღლიდან ეს თითქმის უკვე ოთხმოც
კილომეტრს უდრიდა. ცა მოსარკული იყო, დასავლეთისკენაც ბევრჯერ შევბრუნდი.

არა აშკარად რაღაც... "ისე" არ იყო...


თუ „ბაჰარია“ სამოცდაათ კილომეტრში მდებარეობდა, მაშინ დელტაპლანიდან აუცილებლად
უნდა დამენახა. რა თქმა უნდა, ისეთი სიშავე, როგორც შავ უდაბნოს აქვს, - თვალიდან ბრმასაც კი არ
გაექცეოდა. ესე იგი არანაირი ოაზისი არ იყო იმ სამოცდაათ კილომეტრში და ჩვენ, სადღაც სხვა
ადგილას მოგვიყვანეს, მაგრამ რატომ, რისთვის ? ერთიც მენიშნა, რომ გზა ან რაიმე მსგავსი,
რომელიც ტურისტულ მარშრუტს და მანქანებით გატკეპნილ ნიადაგს ემგვანებოდა, ციდან თვალში
არ მომხვედრია.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა, რომ მე, ახლა გაცილებით შორს ვიყავი კაიროდან ვიდრე ამ
რუკის მიხედვით მეგონა. ამას ორიონის თანავარსკვლავედიც მიჩვენებდა და პოლარული
ვარსკვლავიც. მივხვდი რომ მანძილი რომელიც ბანაკამდე გამოვიარეთ, არა ნაკლებ სამჯერ მეტი
მაინც იყო, ვიდრე გვითხრეს. უდაბნოს ერთფეროვანი პეიზაჟის ფონზე ამას უბრალოდ ვერ
მივხვდი. თან აქეთობისას ვხუმრობით, ვერთობოდით და გზას არ ვაკვირდებოდით...

ყალბი რუკა? ! - აღმომხდა გაოგნებულს.


თავზარი დამეცა. ელდამ თავიდან ფეხის წვერებამდე გამიარა. სერიოზული ორიენტირი - რუკა, -
აღარ მქონდა. ეს დიდი მარცხი იყო. მუხლებზე ჩაჩოქილმა ცას შევხედე და ჩემს სიცოცხლეში
პირველად, ვარსკვლავებით გადაჭედილი ზეცის ნაცვლად, სრული სიცარიელე დავინახე.
სასოწარკვეთილებამ უცბად მომიცვა. ცრემლი შეუჩერებლად მდიოდა. უდაბნოდან ცოცხლად
გასვლის შანსი თითქმის აღარ მქონდა. ახლა მხოლოდ ღმერთის სასწაული თუ მიხსნიდა. ამ ახალი
უბედურების მოსახარში ნერვები ცრემლებს მიჰქონდა და ქვიშაში ჩემს თვალწინ სათითაოდ
მარხავდა.

სტრესების სრული კრებული ერთიანად დამატყდა თავს: ტკივილი, შიში, წყურვილი, სიცივე,
სიცხე, გადაღლა, შიმშილი და მარტოობა. ახლა ამას ყალბი რუკაც დაემატა....
ტურსტულ ჯგუფს მხოლოდ მეოთხე დღეს დაუწყებდნენ ძებნას, ჯერ კი მხოლოდ მეორე ღამე
იდგა. ან და საერთოდაც სად დაუწყებდნენ ძებნას? ბანაკის ნამდვილი მარშრუტით გათვლილ
ადგილას და არა იქ, სადაც ჩვენ რეალურად ვიდექით.
ვინ მიპოვიდა ცხრა მილიონ კვადრატულ კილომეტრიან ფართობზე გადაჭიმულ საჰარას
უდაბნოში.
ან ვინ შეიწუხებდა თავს თვეობით ძებნისთვის? რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემი უშედეგო
ძებნა შეწყდებოდა...

25
წყლის წვეთებით ზედა ტუჩი დავისველე და ფიქრს მიმართულება ვუცვალე.

„ჰო, არაბები... ისინი დაახლოებით ორ კილომეტრში მაინც იყვნენ იმ ქარაფიდან... იმ ადგილს


რომ დავუბრუნდე, მაშინ ნაფრენი მანძილი ფეხით უნდა ვიარო, თანაც კლდე-ღრეში. ორიენტირი
რომ ამერიოს? პირდაპირი გზა ხომ არაა. გასავლელი მანძილი სამ-ოთხჯერ მეტი მაინც იქნება. ხან
კლდეებს უნდა შემოვუარო, ხან ღრანტეებს, ვარდნილები, სიმაღლეებზე ასვლა, დაშვება.... ძალიან
გამიჭირდება, დავიღლები, ენერგიას დავკარგავ, წყალიც არ მეყოფა. დასავლეთით რომ წავიდე? ჯერ
არაუშავს დასავლეთისკენ სავალს. მაგრამ მე ხომ სულ ოთხ კილომეტრზე ვხედავ, ჯერ კიდევ
მაღლობზე ვარ და ეგ მშველის... ავდექი და დასავლეთს დავაკვირდი. ეს მიმართულება უფრო
მეიოლა. თანაც ჩემი მოკვლის მსურველი დასავლეთით არ მომძებნიდა.

გადავწყვიტე დასავლეთით მევლო.


მთვარის მიხედვით საათის დრო შევამოწმე. ჩემი საათი ჩამოვარდნისას ქარაფს კი მიეხალა,
მაგრამ სწორად მუშაობდა, კომპასიც კარგად ასრულებდა თავის საქმეს. რუკა ახლა უსარგებლო
ქაღალდის ნაგლეჯიღა იყო, მაგრამ მაინც შევინახე.
ისღა დამრჩენოდა გზა გამეგრძელებინა. ადგილზე უძრავად დარჩენილს ან სიცივე მომკლავდა
ან სასოწარკვეთა.
თავდაღმართს ისევ შევუდექი, ახლა დახრილობა აღარ იყო ციცაბო, ჩქარა და ადვილად
ჩავდიოდი. სიცივეს მოძრაობით ვუმკლავდებოდი. რიჟრაჟზე უკვე მთის კალთა მთლიანად
ჩამოვლილი მქონდა და დაბლობზე ვიდექი.

საჰარა მზის მოსაბრძანებლად ემზადებოდა. მზეს უფრო მომზადებულად უნდა შევხვედროდი.


ზედა ქურთუკი გავიხადე, ჩემი საყვარელი ზედასაცმელი, ბამბის ქსოვილის მწვანე ფერის
ზედატანი გავიძრე. თავსახვევი უნდა მომემზადებინა. თავი მხრები, კისერი და სახე მზის
სხივებისაგან უნდა დამეცვა. ბურნუსი უნდა შემეკრა თავზე ისე, რომ მხოლოდ თვალები
გამომჩენოდა.
დასავლეთით რაკი უნდა მეარა, მზე ზურგზე დამადგებოდა, ბეჭებს ამიწვავდა, მაგრამ დილის
თერთმეტ საათამდე როგორმე უნდა მევლო. მერე კი შუადღის სიცხისაგან საფარი უნდა მომეძებნა.
ფეხზე სახვევი შევიხსენი, ჭრილობის პირი შეთეთრებული მეჩვენა და არ მეამა. ზედატანის სახელო
გავხიე და სუფთად შევახვიე. ჭრილობის მოსაბანად - წყალი აღარ მემეტებოდა.

მოძრაობის რიტმი შევარჩიე, ყოველ მეასე ნაბიჯზე ვისვენებდი, ახალ ორიენტირს ვეძებდი
დასავლეთისკენ, აზიმუტს ვასწორებდი და ისევ მივდიოდი, მივდიოდი...მივდიოდი...

მზე ამოვიდა თუ არა მაშინვე ბეჭზე დამეკრა. მხურვალებამ სუნთქვა შემიკრა. უდაბნოს
კლდეებს ალმური ასდიოდა. ოფლი ღვარად მდიოდა. ნამტირალევ თვალებს მიწვავდა და ცხვირზე
შემოხვეულ ქსოვილში იკარგებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მზის სხივი
ზურგზე უსასრულო პეიზაჟს მისვირინგებდა. ძალა ნელ-ნელა მეცლებოდა. წყალს წვეთებად
ვიზოგავდი. პირი ისე გამომიშრა, მეგონა ქვიშის ენა მქონდა და ყოველი
ამოსუნთქვისას მარცვლებად იშლებოდა. თვალი ამიჭრელდა. მირაჟი წარა მარა იცვლებოდა. ხან
ვეებერთელა ქალაქს ვუცქერდი თავისი შადრევნებით, ქუჩებით, მოძრავი მანქანებით, გასაშრობად
დაფენილ სარეცხსაც კი ვხედავდი. ხელებს ვიშვერდი მისკენ თუ არა ლიცლიცით დნებოდა
ჰაერში. ხან ზღვას ვხედავდი მოლივლივე გრილი ტალღებით, არკლილი სინათლე ჩემს ხელებზეც
სარკესავით ირეკლებოდა, თითქოს ზღვაში ვცურავდი. ყველა ხილვა წყალს მაგონებდა და უფრო და
უფრო მწყუროდა.

მირაჟი, აქაურად "სრაბი", რომლითაც გუშინ ვერთობოდი, დღეს ულმობლად დამცინოდა...

26
უკვე ოთხი საათი იყო რაც მოვდიოდი და სამოდე კილომეტრი თუ მექნებოდა გავლილი, მეოთხე
კილომეტრის ორიენტირი რაც ფერდობიდან მოვნიშნე, ჯერ კიდევ შორს იყო. როგორმე იქამდე უნდა
მიმეღწია. ფეხი მტკიოდა. ქვიშის მტვრით დაფარული სხეულზე ოფლი ღვარად ჩამომდიოდა,
მწიწკნიდა და ნერვებს მიკაწრავდა.
ნაბიჯებს ვითვლიდი. მცირე ბორცვი უკვე ახლოს იყო.
შუადღის თავშესაფარი მჭირდებოდა.
... უცბად თვალში რაღაც სიმწვანე მომედო... ისევ სრაბი, - ვიფიქრე, მაგრამ რაც უფრო
ვუახლოვდებოდი შორს არ იწევდა. არა, ეს მირაჟი არ იყო. .. ცოტა მივუახლოვდი თუ არა...
„დელტაპლანი“ ! - წამომცდა ხმამაღლა. უფრო სწორად დელტაპლანის ცალი ფრთის ნატეხი
დავინახე. მწვანე ნაჭერიც ზედ შერჩენოდა.
ღმერთი ნამდვილად მეხმარებოდა. აბა მის მეტს ვის შეეძლო ამ უშველებელ უდაბნოში ჩემი
შველა...

დელტაპლანის ნარჩენი უახლოეს კლდესთან ჩრდილოეთის მხრიდან დიდი წვალებით


მივათრიე, ბოლო ძალებით საჩრდილობელი მოვამზადე და წუხანდელი გაყინული, ახლა კი თაკარა
სიცხით გასავათებული - მიწაზე გავწექი და მის სიმწვანეს შევეფარე. რამოდენიმე წვეთი წყალი ზედა
ტუჩის დასასველებლად გავიმეტე.

ზმანება ღია თვალებით დამეწყო. ვხედავდი, რომ თბილისში, ბებოს სახლის ეზოში, გრილ
მიწაზე ვიწექი და ვეებერთელა თუთა მზისგან მწვანედ და გრილად მიჩრდილავდა. გამშრალი და
დახეთქილი ტუჩებით - ჩემს მოგონებას გავუღიმე. თავბრუ მესხმოდა, გონებას ვკარგავდი. ვიღაცამ
ხელი ჩამკიდა და მხარი მომაშველა... თვალი გავახილე. მზე იყო, ჩემი სისხლით ნათესავი მზე. მან
ნელა ამწია და უსხეულოდ წამიყვანა. მეც მივყევი - დიდი, ყვითელი და უსამანო
უსასრულობისკენ...
გონს რომ მოვედი, უკვე საღამოვდებოდა. მზე კარგი მასპინძელივით მიღიმოდა,ხომ
დაგასვენეო, მეუბნებოდა...
დიდი წვალებით მუხლებზე დავდექი, წყლის ცხელი წვეთებით გამშრალი და დახეთქილი ტუჩები
დავისველე.

დიდი და მღვრიე სისხლისფერი მზე ცის კიდეზე ეკიდა.

ქვას ზურგით მივეყრდენი. ისევ უდაბნოს ჰიპნოზი მეწყებოდა. ბედუინები ამ მოვლენას „ალ საჰრა -
სახარას“ ანუ „უდაბნოს ხიბლს“ ეძახდნენ.

წითელ მზეზე შავი ფერის წერტილოვანი ლაქა შევამჩნიე.


მზის ლაქა, - „მზესაც აქვს ლაქები“ - გამახსენდა მფრინავი ფრაზა, მაგრამ მზის ლაქა უფრო
გადიდდა.

„რა ხდება? მზის დაბნელება თუ იწყება?“ - გამიელვა მისავათებულს... ამდენ სიარულს


მიუჩვევევლს, მთელი სხეული მტეხდა. მეგონა ნაწილ-ნაწილ ვიშლებოდი. ფეხსაცმელების გახდის
თავი არ მქონდა. არც ჭრილობის მოვლა შემეძლო. მხოლოდ ძილი მინდოდა, მაგრამ ეს მზის ლაქა
ძალიან მაწუხებდა. ისევ დავაკვირდი. ლაქა იზრდებოდა შავდებოდა და დიდი სისწრაფით
მოძრაობდა.
- „ცუდადაა ჩემი საქმე, ნამდვილად მზის დარტყმა მივიღე, თავბრუც მესხმის, - თუ
ისევ დამცინის სრაბი."- გავიფიქრე და კიდევ სამი წვეთი წყალი გავიმეტე...

უდაბნოს მდორე სიჩუმე მჭახე ხმამ შუაზე გადახსნა.


ექო ჰამადის კლდეებში მეხივით გაიგრაგნა და უდაბნოს გრგვინვით გადაუარა.

27
ერთდროულად ახმიანებულ მილიარდ ხმაში სრულიად დაყრუებულიც კი გავარჩევდი ამ ხმას.
ეს ცხენის ჭიხვინი იყო.
"ხმას ხომ მირაჟი არ აქვს"! - გამიელვა გონებაში, ამ ფიქრზე უცბად გამოვერკვიე და წამოვჯექი.
ეს უფლის ნამდვილი სასწაული იყო თუ, მისი გამოგზავნილი ანგელოზი, უკვე სულერთი იყო...
მღვრიე სისხლისფერი მზის ფონზე უფრთებოდ მოფრინავდა შავი არაბული ბედაური.

წყლით სასწრაფოდ დავისველე ტუჩები. სტვენა არ ვიცოდი, მაგრამ როგორმე უნდა


გამომსვლოდა. მთელი გულით გავიხსენე ჩემი ძმის უშედეგო გაკვეთილები. გამახსენდა მოამადიც
როგორ უსტვენდა ცხენს. საჩვენებელი და არათითი პირთან მივიტანე და სული ჩავბერე. ცუდად
გამომივიდა, მაგრამ კლდეებმა ექო დაიხმარეს. ორმა მოკლე და ერთმა გრძელმა სტვენამ უდაბნოს
ისარივით გადაუარა.
ცხენი მოწყვეტით შეჩერდა. ყალზე შედგა, წინა ფეხებით გამეტებით დატორა სისხლისფერი მზე,
ჰაერშივე მოტრიალდა და პირდაპირ ჩემსკენ გამოფრინდა.
იმედმა სახელი დაირქვა.
„ჯადარი!“

ცოტა ხანში ცხენს პატარა ბავშვივით ვეკიდე ულამაზეს კისერზე. დაღლილობა სრულიად
გადამავიწყდა. ახლა აღარაფრის მეშინოდა, თეთრვარსკვლავიან შუბლზე ვეფერებოდი, კისერზე
გადაწოლილ არტერიას ლოყით ვეხუტებოდი, ულამაზეს ფაფარზე ხელს ვუსვამდი. ასე არასდროს,
არასდროს არავის არ მოვფერებივარ.
ფაფარზე რაღაც მიმხმარ-მიწებებული მომყვა ხელში. ცხენს კისრისქვეშ გავუძვერი და
დავაკვირდი, შეწებებული ადგილები გავშალე და ხელით მოვფშვნიტე, თითები გამიწითლდა.
ეს სისხლი იყო. ცხენი დავათვალიერე. ნაკაწრიც არ ქონდა.

"მუჰამედი ?!" - წამომცდა ხმამაღლა და ვიგრძენი გული როგორ ჩამწყდა.


- „ნადა ჰადათ ჰე ჯადარ, თაიან ჰუ ათდამ“, ესე იგი მუჰამედს რაღაც დაემართა არა ჯადარ... რა
მოხდა, საიდან სისხლი? " - უნებლიედ გავაგრძელე ქართულად.

ცხენი ნერვიულობდა. ფრუტუნებდა და თვალს არ მაცილებდა. თითქოს რაღაცას მთხოვდა.


შევცქეროდი, კიდევ არ მჯეროდა რომ ჩემს წინ იდგა. სახეზე ხელი ჩამოვისვი, ნაჭრისგან
გავითავისუფლე და გულთან მივიტანე. ცხენმა წინა ფეხებზე ჩაიმუხლა. ჩემი მოძრაობა ნიშნად
მიიღო. ზურგზე მოვექეცი, ფაფარში ხელი ჩავჭიდე და ჩუმად ვუთხარი - „დინ ტოჰო ოლია
ჯადარ...“

ცხენი დაიძრა, ჯერ ნაბიჯით იარა, თითქოს მაჩვევდა თავის მოძრაობას, მერე იორღაზე
გადავიდა. როგორც კი მიხვდა რომ მყარად ვიჯექი და არ მეშინოდა, გამაფრთხილებლად
დაიჭიხვინა, ადგილიდან მოწყდა და ჩრდილოეთისკენ თავგამეტებით გაქანდა. ისე მშვიდად ვიჯექი,
თითქოს მთელი ცხოვრება ბედუინივით ცხენზე მქონდა გატარებული. არაბული ბედაური
ტყვიასავით მიფრინავდა, არც კი ირწეოდა, თითქოს ფეხს არ აკარებდა მიწას. არანაირ რყევას არ
ვგრძნობდი, მხოლოდ ცხელი ქარი მიბერავდა სახეში. მისი გაშლილი ფაფარი თავზე საბურველივით
მეხვია და მზეს მიჩრდილავდა. მის კისერს მინდობილად მივეხუტე და თვალები დავხუჭე.
ახლა სულ ერთი იყო ჩემთვის ჰორიზონტის ყველა მხარე.
მე მარტო აღარ ვიყავი.

ცხენი ჭენებით მიქროდა თავის სტიქიაში. დაღლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა...კარგა ხნის


შემდეგ შემდეგ ჭენება შეანელა, ჯერ იორღაზე და მერე ნაბიჯზე გადავიდა. თვალი გავახილე...

ხუთიოდე ნაბიჯის მანძილზე ქვიშისფერ გალაბაში ჩაცმული, იმავე ფერის ბურნუსით

28
თავდახურული ადამიანი მიწაზე პირდაღმა გაწოლილიყო.

-"მუჰამედი?!.. ღმერთო, ნუთუ მაინც მომიწევს ამ უდაბნოში სამარის გათხრა“. -ჩავიჩურჩულე


ჩუმად.

ცხენი გაჩერდა. ჩამოვხტი და ჩავიმუხლე. მიწაზე მწოლარეს ისე ქონდა ბურნუსი მოხვეული თავზე
და კისერზე, რომ არტერიას ვერ მივწვდი და მხოლოდ მაჯა მოვსინჯე. ხშირად მაგრამ ძალიან
სუსტად უცემდა. მარცხენა ბეჭზე ნატყვიარი ქონდა. გალაბია სისხლით იყო მოსვრილი. ჩემს მუხლს
დავეყრდენი და პირაღმა გადმოვაბრუნე.
... მუჰამედი არ იყო...

ჩემს წინ უცნობი მამაკაცი იწვა. ბურნუსიდან მხოლოდ დახუჭული თვალები და გრძელი სწორი
წამწამები მოუჩანდა. ჩემზე გაცილებით მაღალი იყო, მძლავრი მხარ-ბეჭით და გრძელი
დაკუნთული მკლავებით. გრძელი და წვრილი წელი ჰქონდა, რომელიც ვიწრო თეძოთი სწორ, ლამაზ
და გრძელ ფეხებზე ჰარმონიულად გადადიოდა, მუხლამდე სიგრძის აბრეშუმის გალაბა და
შარვალიც კი ვერ უმალავდა უნაკლოდ აწყობილი სხეულის სილამაზეს, აქლემის ტყავის ამოწნული
ფეხსაცმელები, ნახევარ წვივამდე სწვდებოდა, რაც მის მშვენიერ ფეხებს ძალიან უხდებოდა.
გვერდზე გადავაბრუნე და ნატყვიარი მხარი ჩემსკენ მოვაქციე.
ჩემი დანა მოვიმარჯვე, გალაბა ამოვჭერი და ბეჭი გავუშიშვლე. დაკუნთულ ბეჭში ტყვია
ღრმად იჯდა, გულის პერანგიდან ორიოდე თითის დადება თუ აშორებდა... საშიში იყო ტყვიის
გულაზე ხელის ხლება, მაგრამ გადავწყვიტე როგორმე ამომეღო. დანა ისევ სანთებელას ცეცხლზე
გადავატარე, პირჯვარი გადავიწერე, „ღმერთო მიშველე“, ჩავიჩურჩულე და ჭრილობაზე დანა
დავუსვი.
ჩუმმა კვნესამ ყური მომჭრა.

-„ყველა ერთნაირად კვნესის“, -გამიელვა სადღაც, გონების მიღმა...


დანის წვერმა ტყვია ადვილად წამოიღო, როგორც კი კუნთის ზემოთ გამოჩნდა თითები მივაშველე
და წვალებით ამოვიღე. ბურნუსი თავიდან მოვხსენი, ნაჭერი ჩამოვახიე და ბინდივით
დავახვიე. წყალი გავყავი, სველი ნაჭრით ჭრილობა სისხლისგან გავწმინდე, ძნელი შესახვევი
გამოდგა. დიდი წვალებით შევუხვიე მხარი. დაჭრილს თითებით თავი მოვუსინჯე, მაგრამ სხვა
ჭრილობას ვერ მივაგენი. მაღალი სიცხე ქონდა, როგორც ჩანს მზეზე დიდხანს იწვა, სახეზე ალმური
ასდიოდა. ხელის მტევნებზე მზის დამწვრობა ქონდა. სხვა თითქოს არაფერი უჭირდა.
აქაური ტანსაცმელი იდეალურად იცავდა სხეულს უდაბნოს მზისგან.
დაჭრილი იქვე მწოლარე ლოდთან ახლოს მივწიე. ზურგით მეც იმავე ლოდს მივეყრდენი და
მისი თავი მუხლზე ისე დავიდე, რომ შეხვეული მხარი მიწას არ შეხებოდა. დარჩენილი წყლით
ტუჩები დავუსველე და მის სახეს დავაკვირდი.

ოცდაათ წლამდე იქნებოდა. უცნაური სახე ქონდა, უფრო ოდნავ ხორბლისფერი, ვიდრე
მუქი. არაბს და ბედუინს არაფერი მიუგავდა. ოდნავ ხშირი, საფეთქლებამდე ლამაზად გაწოლილი
სწორი წარბები და თვალები იდეალურ სიმეტრიას ქმნიდნენ ერთმანეთთან. მარჯვენა წარბზე
ცხვირთან ოდნავ შესამჩნევი პატარა ნაიარევი ჰქონდა. ნუშის ფორმის, თვალის ძალიან ლამაზ და
გრძელ ჭრილს, - გარშემო სწორი, ხშირი, გრძელი წამწამები ერტყმოდა. მარჯვენა ღაწვზე, ცხვირსა
და თვალს შორის, ციცქნა ხალი აჯდა, რაც ბავშვურ, ონავრულ იერს აძლევდა. მაღალი და გაშლილი
შუბლი სახეს უნათებდა. სწორი და ოდნავ ხორციანი ცხვირი, ლამაზი ნესტოებით
თავდებოდა. პატარა პირი და თხელი ვარდისფერი ტუჩები ჯიუტად მოეკუმა. სახე,
ყურიდან ნიკაპამდე თანაბრად უვიწროვდებოდა, რაც ძალიან განსხვავებულ, ეგზოტიკურ
გამომეტყველებას აძლევდა. მაღალი ყელი ჰქონდა, ყველა ქალი რომ ინატრებდა ისეთი. არტერია
გრძლად და ლამაზად გადაწოლილიყო ყელის მთელ სიგრძეზე.რამოდენიმე დღის წვერი ძალიან

29
უხდებოდა, თმა მუქი ჰქონდა, სწორი და ოდნავ გრძელი, შუბლის ზემოთ, ბუჩქად შერეოდა მცირე
ჭაღარა. მასაც ჰქონდა მშვენიერ თავზე თეთრი ვარსკვლავი - სწორედ ისეთივე, როგორც ჯადარს.

ჩემს კალთაზე ულამაზეს მამაკაცს ედო თავი.


უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ეს მართლაც მშვენიერი ვაჟკაცი, რომელიც კავკასიელს უფრო
ჩამოგავდა თავისი იერით, ვიდრე არაბს ან ბედუინს, ნამდვილად ალ-კაბირი იყო, უბადლო შავი
არაბული ბედაურის პატრონი.
საოცრად გავდნენ ერთმანეთს ცხენი და კაცი თავისი გამორჩეულობით, ჯიშიანობით,
განუმეორებელი ერთადერთობით და ველური სილამაზით. ეს ორი შესანიშნავი არსება ნამდვილად
ერთმანეთისთვის იყო ამ ქვეყნად დაბადებული.

თავსაბურავიდან დარჩენილი ნაჭერი დაჭრილს ყელზე და თავზე მოვაფარე. დაღლილობამ და


ნერვიულობამ მიწია. შემამცივნა და ამაძაგძაგა. ფეხი მიჩირქდებოდა, ვგრძნობდი რომ სიცხე მაღლა
მიწევდა. თავი ლოდს მივადე და თვალები დავხუჭე თუ არა ხილვა თუ სიზმარი დამეწყო:

თითქოს სახლში ვიყავი. დედა საუზმეს მიმზადებდა და ცხელ ჩაის მთავაზობდა, მე კი ჯიუტაც
ვიცინოდი და ვეუბნებოდი, რომ ჩაის არ დავლევდი, თუ ჯერ ცივ წყალს არ დამალევინებდა. დედა
იღიმებოდა და ცივ წყალს ოქროს აფრებიანი ლურჯი მინის სარწყულიდან რაკრაკით მისხამდა, მე
ჭიქა მეჭირა და წყალს ვუშვერდი, მაგრამ ჭიქა არ ივსებოდა, ცარიელი რჩებოდა და პირთან
მიტანისას, მხოლოდ წვეთებიღა მისველებდა ტუჩებს. ამას მეორე სიზმარი გადაეხლართა. სოფელში
ვიყავი და თიხის კოკით წყაროზე გავრბოდი. ქვაწყაროვანის ამოუწურავი სოფლის წყარო უხსოვარი
დროიდან მაჯის სიმსხოდ ჩქეფდა და ნაკადულად მიირწეოდა ქვებში. ჭიქას მაშინვე ცივად
ორთქლავდა, ხოლო წყლიანი თიხის კოკა ისე ცივდებოდა - ხელს ვერ დააკარებდი...

- „უცბად არ დალიო ბებია“- მომესმა ჩემი ტკბილი ბებოს ხმა, - „გულს გაგიციებს და
კბილებს გატკენს, ე გოგო, შეისმინე რომ გეუბნები!“ - ტკბილად მიჯავრდებოდა ბებო, მე კი
გულიანად ვიცინოდი და კოკას პირდაპირ სახეზე ვიმხობდი...
წყალი, წყალი.... მწყურია, ვთქვი ხმადაბლა. ძილმა ღრმა და უსიზმრო უფსკრულში წამიღო.
...
კვნესამ გამომაფხიზლა, მაგრამ ბურანიდან ვერ გამოვდიოდი. როგორც იქნა თვალი გავახილე.
წყურვილისაგან პირგამშრალს ნანახი სამოთხის სიგრილედ გამომყვა. გამახსენდა სადაც ვიყავი.
მზეს გავხედე. ჩემსავით პირგამშრალი უდაბნოც წყალს ნატრობდა.

ჯადარი ქანდაკებასავით იდგა. ადგილიდან არ იძვროდა.


ძირს დავიხედე და გაოგნებამ გამაშეშა.
ჯერ მეგონა სიზმარი ამიხდა.
ნუშის ფორმის ნაპირებიდან, რომელსაც პალმის წვრილი, ჩრდილიანი და გრილი ფოთლები
მცველად შემოჯარვოდნენ, ორი ულამაზესი ზურმუხტისფერი ოაზისი პირდაპირ თვალებში
შემომცქეროდა.
„ისევ მირაჟია თუ, მართლა მზის დარტყმა მივიღე.“- გავიფიქრე და თვალი დავხუჭე.
მაგრამ კვნესა გამეორდა და თვალი ისევ გავახილე. დაჭრილი გონზე მოსულიყო და დიდი, უზადო
ფორმის, მწვანე და წყლიანი თვალებით - განცვიფრებული შემომცქეროდა.
„ესე იგი მირაჟი არაა, თვალებია !... მაგრამ როგორ გავს ოაზისებს ეს თვალები“- გავიფიქრე
უნებურად და ოდნავ გავიღიმე.
მან შუბლი შეკრა. პალმის ფოთლებივით სწორმა წამწამებმა თვალებს მოუჩრდილეს და
ზურმუხტის ოაზისები ჩრდილში მოაქციეს...
უცბად დაბალი და ძალიან თბილი ხმა მომესმა.
-„ალ საჰრა სახარა?..“

30
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- „ლეკ ათ შაითან?“
ეშმაკი ნამდვილად არ ვიყავი, ამიტომ ისევ უარყოფის ნიშნად გავაქნიე თავი.
-"კენ ათ მალ აკენ?"
რადგან არც ანგელოზი ვიყავი, ისევ თავის გაქნევით ვუპასუხე.
- „მინ აინათ?..“
- ისმი ნი'ლნა“- ვუპასუხე.
- „ნი'ლნა... ჟამილლ... ნი'ლნა, უ ანთა მალ აკიი... შუკრან, ალფ შუკრ. ისმი ალ კაბირ“- მიპასუხა
ჩურჩულით. ამ სიტყვებს თითქოს გულიც ამოაყოლა და თვალები დახუჭა.
სახე გრილი ოფლით დანამვოდა. შუბლზე ხელი დავადე. სიცხეს დაეწია... უკეთ იყო.

„ნილნა... ლამაზია... ნილნა, შენ ჩემი ანგელოზი ხარ... მადლობა, ათასი მადლობა. მე ალ კაბირი
ვარ.“ - ყურში ისევ და ისევ მესმოდა დაბალი, ხავერდოვანი და ძალიან თბილი ხმა. მანამდე ჩემთვის
არავის უთქვამს ამგვარი სიტყვები - ასე უბრალოდ, ასე გულწრფელად, ასე სავსედ, ასე მშვიდად, ასე
ლამაზად და... და ... ასე დროულად.
წყლის ბოლო წვეთებით ტუჩი დავუსველე.

წყალი აღარ მქონდა. სამაგიეროდ იმედი ისე გაზრდილიყო....


ახლა ჩვენ სამნი ვიყავით.

დაბუჟებული ფეხი ოდნავ შევარხიე, დაჭრილს არაფერი უგრძვნია. მის მკერდამდე დახრილ ცხენს
ფაფარზე ხელი ჩამოვუსვი. ჯადარმა კმაყოფილად ჩაიფრუტუნა. ერთგული და უტყუარი
მეგობარი უდაბნოს ცხელ მზეს მიჩრდილავდა და მადლობას მიხდიდა პატრონის გადარჩენისთვის.

თავი ლოდს მივადე და თვალები დავხუჭე.


ხელზე შეხება ვიგრძენი. ბედუინმა ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და მაგრად ჩამკიდა.
მის დიდ და ძლიერ ხელში ჩემი სუსტი ხელი მთლიანად ჩაიკარგა.
დაჭრილი ოდნავ შესწორდა, შუბლი გაეხსნა და ტუჩის კუთხეში ბავშვივით ჩაიხატა ღიმილი.
მარჯვენა ღაწვზე ციცქნა ხალმა მცირედ იცვალა ადგილი.
თანაბარი სუნთქვა მომესმა.
ავადმყოფს მშვიდად ეძინა.
თავი ავწიე და ცაში ავიხედე...
საჰარაში, ძალიან ლამაზად ჩადიოდა მღვრიე სისხლისფერი მზე.

ბედუინი (ნაწილი VI წყალი და იმედი)

„მოისმის ფლოქვებქვეშ წლების თქარა-თქური,


იცავს მომავლისგან წარსულის სანახებს.
ჰყავს ერთგულ მეგობრად ცხენი დარახტული,
უცხოს არ ენდობა, არც სახეს ანახებს.
ბედს ბედი არა აქვს, თუა ბედუინის
უდაბნო ქვიშით წერს უმკაცრეს კანონებს.“

31
თანანა ბოლქვაძე

უძლურების შეგრძნებამ ოდნავ მომაფხიზლა.


გონზე მოვდიოდი. პირი გამშრალი მქონდა, ტუჩები დახეთქილი და ერთმანეთზე მიკრული.
გაფანტულად ვფიქრობდი. მოგონებებიდან რაღაც კადრები მოფრინავდნენ და ისევ უკან
მიფრინავდნენ. თვალებმა თავისით ისწავლეს უკუხედვა... გონების ბნელ კუნჭულებში
იჭვრიტებოდნენ, ხან რას ჩაავლებდნენ მზერას და ხან რას... რა არ ამოათრიეს მივიწყებული
წარსულიდან... გონების დაძაბვა არ შემეძლო და ამოტივტივებულ სახეებს ერთმანეთს ვერ
ვუკავშირებდი.

შევეცადე შევრხეულიყავი, მაგრამ ოფლით და მარილით გაჟღენთილი ჩემი


ტანსაცმელი გახევებულიყო. მოძრაობა ტკივილს მაყენებდა. ძლივს დავხარე თავი წინ. ნიკაპი
მკერდზე მივიბჯინე და მუხლებზე მოხვეული ხელები ერთმანეთზე წვალებით გადავაჭდე. თავბრუ
მესხმოდა. ხელები ყინულივით მქონდა. ფეხის თითებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. კუნთებს ჟამი-ჟამ
კრუნჩხვა უვლიდა. გული სწრაფად მიცემდა, მაღალი სიცხე მქონდა. ადგომა ვცადე, მაგრამ ამაოდ.
მხოლოდ გვერდზე გადავიხარე და მოკუნტული მივწექი ლოდის ძირში.

სადღაც, მეხსიერების შორეულ კუნჭულში მაგონდებოდა რომ ცხენზე ვიჯექი, რომ ჩემს
კალთაზე ზურმუხტისფერი თვალები ბრწყინავდნენ, რომ ვიღაცამ ხელი ჩამკიდა... მაგრამ, ეს
სიზმარი იყო, ხილვა, ცხადი თუ მოლანდება, - ამის გარკვევის უნარი აღარ მქონდა. ვცდილობდი
გონება მომეკრიბა და ერთი ლოცვა მაინც მეთქვა. არც ეს გამომდიოდა. სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
რაც შეიძლებოდა მოვიკუნტე და მუხლები შუბლთან მივიტანე.

ვიგრძენი რომ მარტო ვიყავი, რომ თითქოს არც არაფერი მომხდარა... მხოლოდ მთვარის
სითეთრეს ვგრძნობდი დახუჭული ქუთუთოებით. ტირილიც აღარ შემეძლო. ამომშრალი
თვალებიდან ცრემლიც გამქრალიყო.
„ერთხელ კიდევ გამომახედებს სანამ... სანამ..“ - გამიარა ფიქრმა და შიშმა შემზარა.
ისეთი ძლიერი იყო ეს შიში, - რომ უეცრად თვალი გავახილე. ეს სიკვდილის შიში იყო. აი თურმე რა
აიძულებს ადამიანებს სიცოცხლეს... - სიკვდილის შიში. აი თურმე რაზეა მიბმული ინსტიქტი -
სიკვდილის შიშზე...

„სიკვდილში და მოუსვლელში წადი“ - გამახსენდა წყევლა. ერთმა ღმერთმა იცოდა ეს ლოცვა


იყო - თუ წყევლა.
„იქნებ მხოლოდ ჩვენ გვგონია რომ ეს წყევლაა.. ჰო, მართლა ეს რომ გამახსენდა, ლოცვას რატომ
ვერ ვიხსენებ? ეს უფრო ახლოა ალბათ და იმიტომ...“

საზარელმა შიშმა აღქმა დამიბრუნა. გამახსენდა როგორ მიმიყვანა ცხენმა დაჭრილ კაცთან,
რომელსაც მთელი დარჩენილი წყალი დავალევინე, დაჭრილი მხარი შევუხვიე... მიმოვიხედე. თვალი
მიჭრელდებოდა, მაგრამ ცხენი და კაცი ვერსად შევნიშნე. სისხლიანი სახვევის კვალიც კი არსად იყო,
ჭრილობიდან ამოღებული ტყვიაც გამქრალიყო. მომხდარის ნიშანწყალიც არსად ჩანდა. კარგა ხანია
თვალს აღარ ვუჯერებდი, მაგრამ მაინც მომეჩვენა, რომ ქვიშაზე ცხენის ნახევრად გამქრალი
ნაკვალევი დავინახე, რომელსაც უდაბნოს მშრალი ნიავი ნელ-ნელა შლიდა.

ასეთი უმადურების გააზრებამ მთლიანად მომშალა. ეს უფრო დიდი საშინელება იყო ჩემთვის -
ვიდრე ყალბი რუკა, ის, რაღაც ორგანიზებული დანაშაულის სქემასთან მაინც იყო კავშირში, მაგრამ
უდაბნოში მხოლოდ ცხენის ამარა დარჩენილი დაჭრილი კაცისგან, რომლისთვისაც წყლის
უკანასკნელი ყლუპი დაუნანებლად გავიღე, ჩემი მიტოვება უდაბნოში - სიბოროტედ მეჩვენა.

32
„ჰოი რა ადვილია სიბოროტის ჩადენა როცა არავინ გხედავს. რატომ მე არ მომდის აზრად
სიბოროტის კეთება, ყველა რომ მეცოდება და გულგახსნილად ვეხმარები... თან არც კი ვკითხულობ
ღირსია თუ არა ასე უშურველად მირთმეული სიკეთის. რა კარგი იქნებოდა ცოტა ეგოისტი მაინც
რომ ვიყო... თუმცა რაღა დროს? “ - დარდის და სასოწარკვეთის თავიც აღარ მქონდა...

სულ უბრალო რამე მენატრებოდა, სულ უბრალო... ერთი ყლუპი წყალი!


იმედი - აღარც მახსოვდა.

მთვარეს შევაცქერდი, ვხედავდი ნელნელა როგორ გაყვითლდა და როგორ იქცა მზედ. ჩემსკენ
სხივები ჩამოაფრქვია და ნათელში გამახვია. კაშკაშა სინათლემ თვალები დამიბნელა. შიშმა და
უძლურმა სხეულმა, ერთად მიმატოვეს, დიდი, ნეტარი სიმშვიდე მოვიდა და სადღაც უსხეულოდ
გავცურდი...

შუბლზე სიგრილე ვიგრძენი. არ მციოდა. აღარც მცხელოდა.


„ალბათ ის სამი დღე-ღამეა სამოთხე რომ უნდა ვნახო“- გამეფიქრა უნებურად... თვალის გახელა
ვცადე. წამწამებს შორის დავლანდე - ვიღაც დამცქეროდა, მის ქათქათა თეთრ, გრძელ და თავისუფალ
პერანგს ნიავი უვლიდა... ჩემი ხელი ხელში ეჭირა.
„-ანგელოზი მატარებს ალბათ. თუ სამოთხეში ვარ, მაშინ ეს ანგელოზი უნდა იყოს“.
- „დალიე, ოღონდ ცოტა“ - მომესმა უჩვევი სიტყვები. პირთან სისველე ვიგრძენი. ანგელოზი
წყალს მასმევდა რომელსაც მომჟავო გემო და უჩვეულოდ ხასხასა წითელი ფერი ქონდა.
„-რა არის ? როგორ გავს სისხლს...ოღონდ თხელია..“
პირთან მოტანილი სითხე გადამცდა და წამომახველა, გრილმა წვეთებმა ნიკაპი და ყელი ჩაირბინეს
და მკერდზე გაიკვალეს გზა.
- „მშვიდად, მშვიდად“ - გავიგონე ისევ.
„-ესე იგი სხეულიც მაქვს?“ -გავიფიქრე... რაღაც ხმებიც მომესმა. ფრუტუნი თუ ღრმა სუნთქვა.
თვალი ოდნავ გავახილე.
ორი ზურმუხტი სულ ახლოდან მიცქერდა, დაბურულ მწვანეში ნაპერწკლებმა გაიციალეს და
ისე გაბრწყინდნენ, რომ თვალი მომჭრეს. თვალი მოვჭუტე და უცნაურად მოციმციმე სიმწვანეს
შევაცქერდი.

" -თვალებია, წყლიანი დიდი მწვანე თვალები. მაგრამ ანგელოზებს ხომ ცისფერი თვალები
აქვთ?“- გამახსენდა ხატები. უფრო დაკვირვებით დავაცქერდი ორ მოციალე ოაზისს, ჩრდილისფერი
წამწამებით შემოზღუდული, ნუშის ფორმის ნაპირებიდან გრილი ლივლივით რომ მიმზერდა.
“-საცრემლეები აქვს თვალის უპეებში, ანგელოზებს არ აქვთ თვალებზე საცრემლეები, ხატებზე
საცრემლეს გარეშე არიან დახატული. არ ჭირდებათ, ისინი ხომ არ ტირიან, სულ ბედნიერები არიან...
ესე იგი, ეს ანგელოზი არაა. აბა ვინაა?“ - მოჭუტული მზერით დავაცქერდი თეთრ ლანდს,
რომელიც ორი მაცოცხლებელი დაბურული ზურმუხტოვანი ოაზისით მშვიდად მიღიმოდა.
- კარგად იქნები. - ისევ გავიგონე უჩვევი სიტყვები.
თბილმა, ხავერდივით რბილმა, დაბალმა ხმამ - გულში შემოაღწია და თავისი წილი ბინა დაიდო.

ჩემმა მცირე დაკვირვებამ დამღალა და თვალი დავხუჭე. დაჭრილ ფეხზე ძალიან ფაქიზად
შემეხო მზურნველი თითები, მაგრამ ტკივილმა ისე მძლავრად დამიარა რომ უნებურად შევკივლე,
ცივი ოფლი ისე ერთბაშად გადამევლო სხეულზე, თითქოს ცივ ტბაში შიშველი შევცურდი. შავ-ლეგა
ბურუსი თვალებზე დამაწვა და მთლიანად დამფარა.

საამო შეგრძნებამ გამომაფხიზლა. სახეზე მოფერებით მეხებოდა უნაზესი აბრეშუმი.


აბრეშუმები მეხებოდა სახეზე, ყელზე, მკლავებზე. ერთმა ჩემს მკერდზე გადაინაცვლა და ლეჩაქივით

33
გადამეფარა. სიამეს და ნეტარებას ვგრძნოდი, უსასრულოდ მსურდა მეგრძნო ეს ნატიფი სინაზე.
ხელით მოვსინჯე აბრეშუმი.

- ჯადარ, გამოდი, ის ავადაა.“ - მომესმა თბილი, მაგრამ მკაცრი ხმა


ამ სიტყვებზე აბრეშუმები ერთი-მეორის მიყოლებით ალაგდნენ ჯერ მკერდიდან, მერე
ყელიდან, ბოლოს სახიდან.
ხმამ გამომარკვია და თვალი გავახილე. თავს შავი არაბული ბედაური მედგა და ნელა მყნოსავდა.
ჩემი აბრეშუმის ლეჩაქები თურმე მისი უნაზესი ფაფარი იყო. დაძახილზე ცხენი გასწორდა,
რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ჩუმად ჩაიჭიხვნა. მის ხმაზე ვიღაც წამოდგა, სწრაფად
მომიახლოვდა, ცალ მუხლზე დაიჩოქა და სახეზე დამაცქერდა.

- ნილნა, როგორც იქნა დამიბრუნდი. მეხუთე დღეა ვცდილობ გამოგახედო, ლამის იმედი
დავკარგე, მადლობელი ვარ ალაჰის შენი სიცოცხლე რომ მაჩუქა“ - ამბობდა საოცრად თბილი ხმა.
მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ეს ხმა ჩემი საკუთარი გულიდან მესმოდა.
- ალ კაბირი ვარ ნილნა, არ შეგეშინდეს. რამე თქვი, ერთი სიტყვა მაინც“ - აგრძელებდა
ლაპარაკს ჩემი გულიდან ამოსული ხმა.
- შენ მიმატოვე.- ვთქვი ჩურჩულით.
- ცოტა ხნით, წყალი რომ მომეტანა.
- წყალი?
- მე მთელ უდაბნოში სამალავები მაქვს, სადაც წყალს, სანოვაგეს ვინახავ. საჰარა ჩემი სახლია,
ჩემი სამშობლო.
- მეძინება.- დავიჩურჩულე.
- დაიძინე ნილნა. მშვიდად იყავი. - გავიგონე საპასუხო ჩურჩული.

ხელზე ნაცნობი შეხება ვიგრძენი. ბედუინმა ჩემი ხელი ისევ თავის ხელში მოიქცია და მაგრად
ჩამკიდა. ახლა მე ჩამეხატა ტუჩის კუთხეში უღონო ღიმილი.
რამდენ ხანს ვიყავი შავ-ლეგა ბურუსში არ ვიცი, მხოლოდ ხანდახან ოდნავ მაფხიზლებდა
პირთან მოტანილი წყლის წვეთები, რომელსაც ხარბად ვისრუტავდი, მაგრამ მერე ისევ ბურუსში
ვიძირებოდი..
...
მზე ჩასვლას აპირებდა, როცა კარგად მოღონიერებულმა თვალი გავახილე და წამჯდომა ვცადე.
ბედუინი არ ჩანდა, მაგრამ მახლობლად ცხენი გემრიელად ახრამუნებდა რაღაცას. სხეული ისეთი
მჩატე მქონდა რომ საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
„ნეტა რა დღეა და რა რიცხვი“ - შევეკითხე ჩემს თავს. მერე გამეცინა, მომეჩვენა რომ ჩემს მეტი არავინ
ითვლიდა დროს. მიმოვიხედე ოდნავ მოშორებით ცეცხლი ენთო, ზედ ჩემი ჩაფხუტი ქვაბად იდგა
და შიგნით რაღაც დუღდა.

ჩემი საწოლი შევათვალიერე.


აქლემის ტყავზე ვიწექი და თავზე პატარა ჩარდახი მადგა. თავქვეშ ცხენის უნაგირი მედო, ზედ
აქლემის ტყავი იყო გადაფარებული. ჩემი ძველი ტანსაცმელი გამქრალიყო. კოჭებამდე აბრეშუმის
კაბა მეცვა, ხოლო ფეხზე აქლემის ტყავის ამოწნული ფეხსაცმელები. სირცხვილმა და უხერხულობამ
ელდასავით დამიარა. სახეზე ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი რომ ასე უდაბნოს მზესაც არ
დავუწვივარ. წარმოვიდგინე როგორ მიცვლიდა ტანსაცმელს ვიღაც უცნობი მამაკაცი, ისიც არაბი და
მაჰმადიანი...აქამდე უცხოსთან სამოსის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ და ისე შემრცხვა, რომ სიმწრის
ცრემლები ნიკაპთან გამენასკვა.
ფეხს ჯანსაღი ფერი დაბრუნებოდა, ძარღვებზე ამოყოლილი სიწითლე გამქრალიყო, აღარ მტკიოდა
და ძალიან სუფთად მქონდა შეხვეული.
- როგორ შევხედო ახლა ამ კაცს. - გავიფიქრე გულმოსულად.

34
ცეცხლის მოპირდაპირე მხარეს მეორე პატარა ჩარდახი შევნიშნე. იქ ალბათ ბედუინი ათევდა ღამეს.

ნაბიჯის ხმა ყურზე მომწვდა.


სასწრაფოდ მივწექი და თვალი ისევ დავხუჭე, სხვა გზა არ მქონდა, სირცხვილით თვალს მაინც ვერ
გავუსწორებდი. წამწამებიდან დავინახე როგორ ამოდიოდა ბორცვზე ძალიან მოქნილი და მარდი
სხეული, რომელიც იდეალურად ზუსტი, მოზომილი ნაბიჯით მოდიოდა. არცერთი მოუხეშავი ან
უხერხული გადახრა არ იყო მის გრაციოზულ და ღირსებით სავსე მოძრაობაში. თეთრები ეცვა,
თავზე შავი უკალით დამაგრებული თეთრი ბურნუსიდან მხოლოდ თვალები უჩანდა.

ბედუინი ჯერ ცეცხლთან მივიდა და ქვაბს დახედა, მერე ცხენთან მივიდა შუბლზე მოეფერა და
თვალი სივრცეს გაუშტერა.
კარგა ხანს იდგა ასე. ბოლოს მოტრიალდა და ჩემსკენ წამოვიდა. შუბლზე ხელი დამადო, მაჯა
გამისინჯა და მხარზე ფრთხილად შემეხო.
- ნილნა, გაიღვიძე, დღეს რამე უნდა შეჭამო.
თვალი ოდნავ გავახილე. ბედუინი მძიმე გამოხედვით მიმზერდა. აშკარად ნერვიულობდა.
- ორ დღეში აქედან უნდა წავიდეთ, უნდა ჭამო, ძალა უნდა მოიკრიბო. შეგიძლია ადგე? შეეცადე
ადგე. - ჩაილაპარაკა ჩუმად.

თავი დავიქნიე. მაგრამ მხოლოდ წამოჯდომა შევძელი. მან ხის პატარა ნიჩბით ქვაბიდან რაღაც
ამოიღო და ახლოს მომიჯდა. თვალებში აღარ მიმზერდა. მისი ეთიკა კრძალავდა ქალისთვის
თვალებში შეხედვას. კაბა მოვისინჯე და შუბლი შევკარი. თვალებით გაიღიმა და მითხრა:
- შენთვის არ შემიხედია, მხოლოდ ფეხის შეხვევის დროს დავხედე ჭრილობას, ძალიან ავად
იყავი, ძალიან ავად. მარგრამ ახლა უნდა შეჭამო, აი ეს!

საჭმელს დავხედე, რაღაც ფაფის მსგავსი იყო, პურის სუნი ქონდა. პირთან მოტანილი
საჭმელი სულ ცოტა გავსინჯე. ხორბლის ფქვილის ფაფას გავდა. ყლაპვა მიჭირდა, მაგრამ როგორც
იქნა ნახევარ კოვზამდე შევჭამე. ისე დავიღალე, რომ მაშინვე მივწექი.

- დაისვენე, ცოტა ხანში კიდევ გაჭმევ კუსკუსს. ჭამას უნდა მიეჩვიო, წყალიც მეტი უნდა
დალიო. ცხენზე ჯდომა უნდა შეძლო, აქედან უნდა წავიდეთ. - მომესმა მზრუნველი ხმა.
- რამდენი ხანია აქ ვარ ? - თითქოს ჟანგიანი ბოქლომმა გაიტკაცუნაო ისე ამოვღერღე ორი
სიტყვა.
ბედუინმა ექვსი თითი მიჩვენა და მზის ასვლა-ჩასვა ხელით მანიშნა.
- სულ რვა დღე, ალბათ მეძებენ.
- ჰო, მაგრამ ვინ? - გამეპასუხა თბილი ხმა.

ბედუინმა ცეცხლს შემოუარა, მოპირდაპირე მხარეს ჩარდახის ქვეშ წამოწვა და ცას შეაჩერდა.
მეც გავხედე ცას. მართალაც არაფერი იყო ისეთი ლამაზი როგორც მზის ჩასვლა საჰარაში.
წითელი მზე საკუთარ ფერს ადებდა გარემოს. ქვიშა ღია წითელს იღებდა, ხოლო კლდეები მუქ
წითელს. ფერები ცაზე ირეკლებოდა რამოდენიმე გარდამავალი ფერის წითელი ერთმანეთს
ერწყმოდა და სივრცესავით იკავებდა სულს და გონებას. მზეს თვალი გავუშტერე.
მისი სიყვითლე-დაკარგული დისკო ჰიპნოზივით მოქმედებდა. თვალი დავხუჭე. მზე ქუთუთოებზე
შიგნიდან სითბოდ ამომეკრა და სხეულში ჩამეღვარა.

მხარზე შეხებამ გამომაფხიზლა. პირველი რაც დავინახე წითელი სითხით სავსე ხის პატარა ჭიქა
იყო, უდაბნოს წითელი მზე თავად ჩაღვრილიყო ჭიქაში. ბედუინი ჩემს გვერდით იჯდა.
- დალიე ნილნა. კარკადეს ჩაია. შემდეგ ისევ უნდა ჭამო.

35
მისი მწვანე თვალები ნერვიულად ბრწყინავდნენ. მივხვდი, რაღაც ძალიან აწუხებდა, მაგრამ
კითხვის დასმა ვერ გავბედე. გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს წითელი ჩაიც
ბოლომდე დამელია და მოწოდებული ფაფაც ბოლომდე მეჭამა.
ჩაის სურნელოვანი არომატი დაკრავდა, მისი წითელი ფერი ფარვანასავით მიზიდავდა. ოდნავ
მომჟავო გემო ქონდა. ცხელი სითხე ძალიან მესიამოვნა. ჭიქის გამორთმევა მინდოდა, მაგრამ
საკუთარ ძალებს ვერ ვენდე და ჩაი ბოლომდე მისი ხელიდან დავლიე. სახეზე ფარული სიხარული
შევატყე. ახლა ფაფიანი კოვზი მოიმარჯვა.

„ღმერთო, რომ იცოდეს როგორ მეჯავრება ყველა ჯიშის და სახის ფაფა“- გავიფიქრე, მაგრამ მისი
წყენინება ისეთ წარმოუდგენელ ბოროტებად მომეჩვენა, რომ მშიერის გამომეტყველება მივიღე და ის
ერთი კოვზი ფაფაც ბოლომდე შევჭამე. თვალებში შევხედე. თვალი ამარიდა, მაგრამ მადლობის
ნიშნად თავი დაიქნია. პატარა ხის ჭიქა ისევ გამომიწოდა.

ჭიქაში წყალი იყო. წყლის დანახვაზე ჟრუანტელმა დამიარა. თვალები გამიფართოვდა ნელა,
დიდი ნეტარებით დავლიე წყალი, რომელიც ბოლო რვა დღე ოცნების ერთადერთ საგნად მქცეოდა,
მაცოცხლებელმა სითხემ ყელი გრილად ჩაიარა და სხეულში შიგნიდანაც გრილი ნაკვალევი
დამიტოვა. საბოლოოდ დავრწმუნდი რომ წყალზე ღირებული ამ ქვეყნად მართლაც არაფერი იყო.

- როგორ ხარ? - საკუთარი გულიდან ისევ მომესმა მისი ხმა.


კარგად ყოფნის ნიშნად თავი დავიქნიე. ბედუინმა პატივისცემის და მოკრძალების ნიშნად თავი
დამიხარა, მარჯვენა ხელით თავის გულს, პირს და შუბლს შეეხო, ფეხზე წამოდგა, ცეცხლს შემოუარა,
ჩემსკენ ზურგით ფეხმორთხმული დაჯდა და უდაბნოს დააცქერდა.

- დაიძინე და მშვიდად იყავი. - მომიალერსა დაბალმა და თბილმა ხმამ.


სასთუმალზე მივწექი. დაფიქრება მინდოდა. პრიველ რიგში მინდოდა მეფიქრა იმაზე, რატომ
მესმოდა ამ კაცის ხმა ჩემი საკუთარი გულიდან, მერე - თუ რაზე ნერვიულობდა ასე, მაგრამ
სისუსტემ მძლია, ფიქრი ამერია და ამჯერად უკვე მართლა ჯანსაღმა ძილმა ჩამითრია.

დილით გავიღვიძე თუ არა, მაშინვე მეორე ჩარდახს გავხედე. არც ბედუინი ჩანდა და არც
ცხენი. ნაცნობმა შიშმა გული შემიკუმშა. ისე სწრაფად წამოვჯექი რომ თავბრუ დამესხა. ჩემთან
ახლოს თბილი წყლით სავსე ჩემი ჩაფხუტი იდგა, გვერდით ორად გაკეცილი თეთრი ტილო და
სავარცხელი ედო. მივხვდი რომ სხეული უნდა გამეწმინდა და გამემშრალებინა. ასეთმა ზრუნვამ
გული ამიჩუყა.

„-ამიტომაც მოეფარა თვალს“- ვიფიქრე. კაბა გავიხადე და სხეულის გაწმენდა დავიწყე. ცოტა
ხანში შვება ვიგრძენი. სასწრაფოდ გავიმშრალე და კაბა გადავიცვი. პირი დავიბანე, თმა დავივარცხნე,
ის იყო აბაზანას მოვრჩი რომ ცხენის ხალისიანი ფრუტუნი გავიგონე.

„-მოდის“ - ვიფიქრე და ვიგრძენი რომ გულისძვრა მჭირდა. რაღაც მემართებოდა, თითქოს


კარგად ვიყავი, მაგრამ გული თავის ადგილას ვერაფრით დავაბრუნე. სახეზე ალმურმა ამკრა,
შევეცადე დავმშვიდებულიყავი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

ცოტა ხანში აღმართზე ბედუინი გამოჩნდა, წინ თავად მოდიოდა, უკან ცხენი მოსდევდა. თვალს
ვერ ვაცილებდი ავაზასავით მოქნილი სხეულის იდეალურ მოძრაობას. ისევ მთლიანად თეთრი
ემოსა, მხოლოდ თვალები უჩანდა. ჩემსკენ არც გამოუხედავს, თავის ჩარდახთან გაჩერდა, ცხენს
ტყავის ჩანთიდან წყალი დაალევინა და რაღაც მისცა.
ფეხზე ავდექი, და მისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი.

36
-ალ კაბირ, საბაჰ ელ ხეირ. - მივესალმე.
მომეჩვენა, რომ ჩემმა სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა ბედუინზე, სწრაფად მობრუნდა და
დამაცქერდა, ქანდაკებასავით გაუნძრევლად იდგა. რამ იმოქმედა ასე, ვერაფრით მივხვდი. იმან რომ
სახელით პირველად მივმართე თუ იმან, რომ არაბი ქალის რიდი და მოწიწება საერთოდ არ იყო
ჩემს ტონში, ჩემმა ნორმალურმა ხმამ, რომელიც ნელ-ნელა მიბრუნდებოდა თუ იმან, რომ
თვალებში მოურიდებლად ვუცქერდი, რაც მისი ტრადიციით - ქალისაგან დაუშვებელი იყო... თუ
იმან, რომ ვიღაც გადამთიელს, - არაბი ქალის ულამაზესი მომწვანო ფერის აბრეშუმის სამოსი კი
მეცვა, მაგრამ „ქართულად“ მიხდებოდა.

თვალებში ნაპრწკალმა გაუელვა. მაგრამ ისე ქონდა პირი შებურული, რომ მხოლოდ მისი
მზერის წაკითხვა შევძელი, გაკვირვება, სიხარული და კიდევ „რაღაც სხვა“ შევნიშნე. ამათვალიერ-
ჩამათვალიერა და თვალები მოჭუტა, მისმა მზერამ გამომწვევი თუ გამომცდელი იერი მიიღო. მაგრამ
წამში თვალი ამარიდა. თავი დახარა და სწრაფად, კატის მსუბუქი ნაბიჯით მომიახლოვდა. ჩემი
სასთუმალიდან აბრეშუმის ნიკაბი აიღო და თმაზე მზრუნველად მომაფარა.

-„მეია, მეია“, ვხედავ უკეთ ხარ. რომელი ქვეყნიდან ხარ? - მომეფერა თბილი ხმა.
-„ანა მენ ჟეორჟია.“
-უცნაური სახელია. - მიპასუხა დაფიქრებით.
ოდნავ შეწუხებულმა სწრაფად მოვიხვიე თავზე აბრეშუმი. თმის შეხვევა დამვიწყნოდა, ამით
შეურაცხოფას ვაყენებდი, ანუ პირდაპირ ვიწვევდი საალერსოდ.
- შენ შეუპოვარი ხარ ნილნა ! აქაურ ქალებს ასეთი თვისება ნაკლებად აქვთ. როცა წყლის ბოლო
მარაგი მთლიანად ჩემთვის გაიმეტე, საკუთარი ხელით მშვიდად დაიწერე შუბლზე წამებით
სიკვდილი. აქ ხალხი ერთმანეთს ხოცავს ერთი ჭიქა წყლისთვის. სხვაგან შეიძლება ბევრი დღე
გაძლოს ადამიანმა უწყლოდ, მაგრამ საჰარაში ეს შეუძლებელია. დიდი სიმდიდრეც კი
შემოუძლევიათ ჩემთვის ორიოდე ჭიქა წყალის ფასად. ან პირველად ხარ უდაბნოში და თუ ეს არ
იცოდი - უკვე მიხვდებოდი, და მაინც შენი სიკეთე ისეთი დიდი, ღრმა და თან ჩვეულებრივია, რომ
შენი ყველა სხვა ღირსება ან ნაკლი - ქვიშის უბრალო მარცვლია მასთან შედარებით.
- რატომ მიმატოვე უდაბნოშნი?
- შენ, შენი საკუთარი წყალი და იმედი მე მაჩუქე, თანაც ისე რაღაცნაირად, ისე უბრალოდ...
შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე ადამიანი შეიძლება იყოს... ამიტომ შენთვის ახლა მე უნდა მომეტანა
წყალიც და იმედიც. ახლა მე ვარ შენი წყალი და იმედი.

- ჩემი წყალი და იმედი... - ჩავიჩურჩულე.


- დღეს შენით უნდა ჭამო. - მკაცრად მომიჭრა ბედუინმა და ცეცხლზე სუფთა
წყალი ასადუღებლად შემოდგა. მცირე საუზმე მოამზდა, ცეცხლთან უსიტყვოდ
მიმიპატიჟა. წითელი ჩაიც მზად იყო. ხელები მიცახცახებდა, სუსტად ვიყავი და პატარა ხის კოვზით
საჭმელი ძალიან მოუხერხებლად მიმქონდა პირთან. მაგრამ ბედუინი აღარ მეხმარებოდა, თავის
ფიქრებში ღრმად იყო წასული, ვეღარც მამჩნევდა. წითელი ჩაი დავლიე, მისი ცხელი სიწითლე -
ძალას მაძლევდა, თითქოს ახალ სისხლს მისხამდნენ სხეულში.

ისე მოშუადღევდა რომ ჩემთვის ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს. გაბუტულებივით ვისხედით.
დუმილი გამეფდა. ისეთი სიჩუმე იდგა, მცირედი ჩქამიც ისმოდა. საუბრის წამოწყებას ან რამეს
კითხვას ვერ ვბედავდი. ბედუინი დაძაბულად ფიქრობდა. მისი მწვანე და სხივიანი თვალები
მოჭუტული შესქეროდნენ დასავლეთის მხარეს. მივხვდი სავალ გზას ირჩევდა. წასვლა ეჩქარებოდა.
ის მთლიანად ჩემზე იყო დამოკიდებული, რამდენად შევძლებდი ცხენზე ჯდომას, უდაბნოს სიცხის
გაძლებას, ხანდახან უწყლობის გაძლებასაც. მივხვდი რომ მისთვის მე ახლა სერიოზული „თავის
ტკივილი“ ვიყავი, ოღონდ არა მარტო იმიტომ, რომ გზისთვის უნდა გამეძლო, არამედ კიდევ იყო
„რაღაც“ და ეს „რაღაც“ აუტანლად აწვალებდა.

37
უჩუმრად ავდექი და ჩემი ჩარდახისკენ წამოვედი. ჩემი მოძრაობა გაიგონა, მაგრამ არც კი
შერხეულა. მისი ნერვიულობა მეც გადმომედო, მაგრამ სასოწარკვეთას აღარ ვგრძნობდი.
მივხვდი რომ მან ჩემზე სრული პასუხისმგებლობა იკისრა.
„ახლა მე ვარ შენი წყალი და იმედი“ -ისევ და ისევ მესმოდა მისი ხმა.

მივწექი, თვალი მივხუჭე და შევეცადე დამეძინა, ძალები მჭირდებოდა, არ ვიცოდი საით,


რომელ მხარეს უნდა გვევლო ან რამდენ ხანს. საერთოდ მომეცემოდა თუ არა ძილის საშუალება.
ბედუინს შევხედე. სრულიად უცხოდ აღვიქვი, ვერ მივხვდი რატომ უნდა ვნდობოდი ამ უცხო
ადამიანს, რატომ უნდა მევლო მის მიერ ამორჩეულ გზა-კვალზე. ღმერთმა იცის რა მელოდა მის
ხელში. შიში შეუმჩნევლად წამომეპარა. შუბლი შემეკრა, უნდობლობამ ელვასავით დამიარა,
წამოვჯექი სახეზე ხელი მოვისვი, თითქოს ძილ-ბურანიდან გამოვერკვიე. საღი აზროვნება
მიბრუნდებოდა. კიდევ დავაკვირდი ამ უცხო კაცს. მშვილდივით მოჭიმული იჯდა, წვრილი წელი
რკალივით მოხროდა, ერთი ხელი მოკეცილი ფეხის მუხლზე იდაყვით ედო, მეორე ხელი პირველზე
მტევნით გადაეჭდო. სახე მთლიანად შებრული ქონდა, მხოლოდ მწვანე თვალები კიაფობდნენ
თავზე შემოხვეული ბურნუსის სითეთრეში.

გამახსენდა რომ მისი სახე აღარ დამინახავს, ეს დღეები სულ შებურული ქონდა.

" -არ მენდობა, სახეს არ მიჩვენებს, არ უნდა მის სახეზე რამე წავიკითხო, ან სახე დავიხსომო“-
გამკრა გულში. თითქოს ჩემს ფიქრს უპასუხაო, მისი ხმა მომესმა:

- ნილნა, უნდა მენდო, ბრმად უნდა მენდო, სხვაგვარად არაფერი გამოვა, ჩვენ აქედან უნდა
გავაღწიოთ, როგორმე ფარაფრას ოაზისამდე უნდა მივიდეთ. იქ უნდა მოვიფიქროთ როგორ
დაბრუნდები შენს ქვეყანაში. მშვიდად იყავი. მე არაფერს დაგიშავებ, აღარ დაგტოვებ მარტოს. შენი
დანა თავქვეშ გიდევს, შენი სხვა ნივთებიც იქვეა. უნდა დაიძინო, ძალები უნდა მოიკრიბო! უნდა
დამეხმარო! გზაში ცუდად არ უნდა გახდე. დროის დაკარგვა არ შეიძლება. ხვალ რიჟრაჟზე აქაურობა
უნდა დავტოვოთ. გთხოვ ნილნა, გზაში ბევრი უცნაური გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. არ
დაფრთხე, არ გაიქცე, თორემ შენს ძებნაში დროს დავკარგავ. ამის გამო შეიძლება ორივე დავიღუპოთ.
უნდა მენდო. მენდობი?! - ამ სიტყვებზე ჩემთან ახლოს მოვიდა და ჩაიმუხლა.

თავიდან ბურნუსი მოიხადა და სახე გამოაჩინა. ლამაზი სახე ქონდა, უფრო თეთრი იყო ვიდრე
პირველად მეჩვენა, ხშირი და გრძლად გაწოლილი მუქი წარბები და დიდი მწვანე თვალები, თმაზე
თეთრი ნასთი, ღაწვზე მცირე ხალი და ვიწრო ყბები ერთმანეთთან ეგზოტიკურ კონტრასტს
ქმნიდნენ. პატარა პირი და თხელი ტუჩები ჯიუტად მოეკუმა. ვიწრო ნიკაპზე ეროსის თითი აჩნდა.
უცნაური გამომეტყველება ქონდა, ერთდროულად ალერსიანი, მკაცრი, ღირსეული, მშვიდიც და
მშფოთვარეც. პირდაპირ თვალებში მიმზერდა, აღარც იმისი ერიდებოდა რომ თავზე ნიკაბი არ
მეხვია და გაშლილი თმა მხრებზე მეფინა. წამით თვალი ამარიდა, ისიც იმიტომ რომ ფეხზე ჩემი
ჭრილობა შეემოწმებინა, თან დროს მაძლევდა პასუხისათვის. მოუთმენლობა ემჩნეოდა, ღელავდა.

-მუჰამადი სად არის ?- ვიკითხე მოულოდნელად.


ბედუინი შეკრთა, არ ელოდა ჩემგან ამ შეკითხვას. გაირინდა. ჩემს ფეხზე სახვევს დააცქერდა,
მიხვდა რომ მის პასუხზე იყო დამოკიდებული ჩემი მთავარი პასუხი. შევატყე რაღაც იცოდა და თქმა
არ უნდოდა.
- ახლა კარგად უნდა იყოს. - მოკლედ მოჭრა და ფეხზე ადგა.
ცეცხლს შემოუარა, ჩემსკენ ზურგით გაჩერდა და იქვე მდგარ კლდეს დააცქერდა. უკმაყოფილო იყო,
დადებით პასუხს ელოდა.

38
"რას ნიშნავს კარგად უნდა იყოს?! თუ მკვდარია, ახლა მისი სული ზეცაში იქნება და კარგად
იქნება რა თქმა უნდა. თუ ცოცხალია, მაშინ ცუდად ყოფილა და ახლა კარგადაა. როგორ უნდა
გავიგო ეს სიტყვები? " - ვფიქრობდი და ბედუინს ვუცქერდი.

აშკარა იყო - სხვას არაფერს მეტყოდა. შეკითხვაზე მიხვდა, რომ ჩემი მხრიდან ნდობას სუსტი
საფუძველი ქონდა.
"თუ მიხვდა რომ არ ვენდობი, შეიძლება აქ დამტოვოს, ან ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს, თუმცა
მაშინ რატომ გადამარჩენდა? ცოცხალი ვჭირდები. მაგრამ რისთვის... რა მიზნები აქვს ამ მომთაბარე
კაცს, რომელიც წყლის და იმედის ამარა ცხოვრობს ამ გამომშრალ უდაბნოში. თითქოს დიდად არც
საშოვარი და შოვნა აინტერესებს, მაგრამ რაღაცით ხომ ცხოვრობს ? რითი ? რას საქმიანობს? - უცბად
დამეხვია ფიქრები.

ღრმად ამოვისუნთქე, რაღაც უნდა მომემოქმედებინა. სხვაგან და სხვა ვითარებაში ასეთი კაცი
ალბათ ოცნების საგნად ძალიან სწრაფად მექცეოდა, მაგრამ საჰარაში და იმ გარემოებაში სადაც მე
მოვხვდი, მხოლოდ საფრთხე მელანდებოდა. ჩემს ალღოს ვუსმენდი. წმინდა ინსტიქტის დონეზე არ
მინდოდა მეფიქრა. მერე ირონიამ გამკრა. ან სხვა რა გზა მქონდა რომ არ ვნდობოდი. მაგრამ მაინც არ
მინდოდა ხმამაღლა მეთქვა რამე.

მივხვდი, რომ მთავარი იყო მას დაეჯერებინა რომ ვენდობოდი, მე რას ვფიქრობდი სულაც არ
იყო მთავარი. თავს ძალა დავატანე, ფეხზე ავდექი, ჩემი საწოლიდან მისი თავსაბურავი ავიღე,
ცეცხლს შემოვუარე, მივუახლოვდი და მხარზე შევეხე. ბედუინი მობრუნდა და დამაცქერდა.
ბურნუსი და უკალი მოვმარჯვე და ფეხის წვერებზე ავიწიე, ძლივს შევწვდი მის მშვენიერ თავს.
ბურნუსს თავზე რომ ვახვევდი, ჩემი თავსახვევი მხრიდან ჩამომისრიალდა. მან ავაზას მოქნილი
მოძრაობით უცბად დაიჭირა ნაზი აბრეშუმი და ჩემი თმისკენ წამოიღო, მე უკალით თავზე ვარგებდი
ქათქათა ტილოს, ის კი მწვანე აბრეშუმის ნიკაბს თმაზე არაბული წესით მიმაგრებდა. ვიგრძენი
როგორ დამშვიდდა როცა ერთმანეთს თავსაბურავებით ვმოსავდით. ერთმანეთზე ჩუმად
ვზრუნავდით, სიტყვების და შეხების გარეშე.
მან ჩემი მოქმედება პასუხად მიიღო.

- დაიძინე ნილნა, რიჟრაჟზე გაგაღვიძებ. - ხმადაბლა დაილაპარაკა ჩემმა გულმა.


- შენ?
- მე საქმე მაქვს, საგზალი უნდა მოვამზადო და ბარგი შევკრა. გაიღვიძებ თუ არა გზას უნდა
გავუდგეთ. - მან მარჯვენა ხელი მკერდზე, პირზე და შუბლთან მიიდო და თავი მოწიწებით დახარა.

ჩემს ჩარდახს დავუბრუნდი. აქლემის ტყავზე მივწექი. ძილბურანში ვხედავდი როგორ კრავდა ბარგს.
ცხენს კაზმავდა, ჩანთებს და აბგებს ამოწმებდა. მოცეკვავესავით მოძრაობდა, თითქოს ულამაზეს
ცეკვას ასრულებდა ცეცხლის გარშემო ღამეულ საჰარაში ამ მიწა-წყლის შუდარებელი შვილი.

ცას შევხედე, მოჭედილი ვარსკვლავებიც დამუნჯებულები ადევნებდნენ თვალს ამ საოცარ


სანახაობას. მომეჩვენა რომ ერთი ვარსკვლავი ციდან მოწყდა და თეთრი ნათებით ჩამოსრიალდა,
ჩემს მოპირდაპირედ - კლდის წვერს დაეცა, ორად გატყდა და თეთრი ნაპერწკლების ციალით ერთი
ნაწილი ბედუინის თავზე დაეშვა, ხოლო მეორე იქვე მდგარი შავი არაბული ბედაურის შუბლზე.
-„ეს ნიშანია. ენდე !“ - შემესიტყვა გული და ძილმა უფრთოდ წამიყვანა ვარსკვლავებისკენ.

39
ბედუინი (ნაწილი VII გველების ქორწილი)

„ ჯიშით ჯერ დაუღლელ არაბულ


ბედაურს
წითელი ქარები გართხმიან ფეხებთან.“

თანანა ბოლქვაძე

ჩამქრალი ცეცხლის და აბოლებული კერიის სუნი მომწვდა თუ არა, მაშინვე თვალი გავახილე.
ბედუინს ცეცხლი ჩაექრო და ზედ ქვიშას აყრიდა. ჩვეულებისამებრ მთელი თავი და სახე ქონდა
შეხვეული. მხოლოდ თვალები უჩანდა.

ქარი უბერავდა. უდაბნოს მოწითალო მტვერი ჰაერში ნატიფად ხატავდა ქარის სხეულს,
რომელიც თმამოფრიალე, ცოცხალი ქალივით ცეკვავდა უდაბნოში. ათასგვარი მოძრაობით
რკალავდა ქარი მოქნილ სხეულს, ხან იდეალურ წრეებს, ხანაც ერთმანეთში გადაწნულ ელიფსებს
ხაზავდა ქვიშაზე, ხან კლდის მწვერვალზე აიჭრებოდა, ერთს შეჰკივლებდა და უკან მოწყვეტით
ეშვებოდა. ქარს, სიცოცხლის გარდა, სხეული და ფერიც კი ქონდა, წითელი ფერი. მას უგრძესი
წითელი თმა ქონდა და წითელ სხეულზე ულამაზესი სამოსი ეცვა, უთვალავფრად მოციალე,
წვრილი და ციმციმა მძივებით აწყობილი უდაბნოს ქვიშის გამჭირვალე კაბა...

ავდექი და ჩემს ახალ მეგზურს უჩუმრად მივესალმე. თმა და თავი ნიკაბით სწრაფად შევიხვიე
და მხოლოდ თვალები დავუტოვე სამზეოს. ჩარდახი მოვშალე და საწოლი სწრაფად ავკეცე. კაბა
მოვსინჯე, ვამოწმებდი, თუ შევძლებდი ცხენზე ჯდომას ისე, რომ წვივები მზეს არ დაეწვა. ჩემი კაბა
წელს ქვემოთ წრიულად ფართოვდებოდა, ძალიან მოხერხებული იყო როგორც ფეხით
სიარულისთვის, ისე ცხენზე საჯდომად.

ალ კაბირი მომიახლოვდა და რაღაც მომწვანო მომაწოდა. აბრეშუმის შარვალი იყო, რომელსაც


არაბი ქალები კაბის ქვეშ იცვამენ. გარემო მოვათვალიერე რომ თვალს მოვფარებოდი, მაგრამ მანიშნა
- „დრო არ არისო“ და ზურგით შებრუნდა.
შარვალი ჩავიცვი. დაკეცილი ტყავები ჩარდახიანად მივაწოდე. მან სწრაფად შემოახვია მცირე
თასმა და ჩემი „კარავი“ უნაგირზე დაკიდა. ჩემი ძველი სამოსი და ფეხსამელები მცირე აბგაში შეეკრა
და ისიც უნაგირზე ეკიდა. ჯადარი მშვიდად იდგა და ლაგამს ღრღნიდა, არ სიამოვნებდა ლაგამ-
უნაგირი, მაგრამ პატრონის ნებას მშვიდად ემორჩილებოდა. უნაგირი გრძელი იყო. ორი ადამიანი
თავისუფლად მოთავსდებოდა, მაგრამ მე იძულებული ვიქნებოდი ზურგზე მივხუტებოდი ბედუინს
და წელზე ხელები შემომეხვია. თუ წინ მე დამსვამდა, მაშინ თითონ უნდა მომხუტებოდა
მკერდით ზურგზე. ეს არ მესიამოვნა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

ბედუინი ცხენის ფეხებთან დახრილიყო და ცხენს ფლოქვებიდან კოჭებამდე აქლემის ტყავის


ამოსაცმელებს უმაგრებდა. ესე იგი უხმაუროდ უნდა გავცლოდით აქაურობას. ამან დამაფრთხო და
შემაშინა.
სულ რაღაც ხუთიოდე წუთში ჩვენი ნაბანაკარის ნიშანწყალიც არ ემჩნეოდა იქაურობას.

თავდაღმართზე ფეხით დავეშვით. როგორც კი ჩამოვივაკეთ, ბედუინმა ცხენი წინა ფეხებზე


წააჩოქა და უნაგირზე შეჯდომა მანიშნა, თავად უკან მომიჯდა და ხელით მიჩვენა, რომ ცხენის
კისერს მივკრობოდი. აღვირი თავზე გადამატარა და მოიმარჯვა. მივხვდი, რომ მას, ცხენის
სამართავად და გარემოს სამეთვალყურეოდ სივრცე ჭირდებოდა. ღელავდა, მაგრამ მშვიდად
მოძრაობდა. წამში ორივენი ცხენზე ვიჯექით.

40
ჯადარი ჯერ ნაბიჯით დაიძრა და სიმძიმე მოსინჯა, შემდეგ აცეკვდა, ბედუინის ნიშანზე კი
ადგილიდან მოწყდა და დასავლეთისაკენ მიმინოს ჩრდილივით გაფრინდა. ცხენის კისერს
მივეხუტე, გაშლილი ფაფარი მთლიანად მფარავდა. რომ არა ჩემი მწვანე კაბა, თვალი ვერც კი
შენიშნავდა რომ ცხენზე ორი ადამიანი ვიჯექით.

ქარი ონდავ ჩამოგვრჩა, მაგრამ თითქოს გაბრაზდაო, წივილით აგვეკიდა, მოგვწვდა და წითელ
თმებში გაგვახვია. ბედუინმა ცხენს შეუძახა. თითქოს ესღა უნდოდაო, ჯადარი წითელ ქარზე - შავი
ქარივით გაწვა და ქარზე სწრაფად გაფრინდა. მზემ ამოსვლა დაიწყო. კლდეებს შორის სხივები
აციალდნენ. მეჩვენებოდა, თითქოს მზე, ცალკე ცდილობდა სხივების ბადით ჩვენს დაჭერას, ცალკე
წითელთმიან ქარს სურდა თმებით ჩვენი შებოჭვა, მაგრამ ცხენი ორივეს უსხლტებოდა, არ ეპუებოდა,
კლდის ნაპრალების და ქვიშის ციალს ყურადღებასაც არ აქცევდა. სულ ცოტა ხანში, წითელი თმები
აიკრიფა, ქვიშის კაბა აიკეცა და წივილით ჩაიკარგა უკან დარჩენილ ჰამადის კლდეებში.

გაუგონარი სისწრაფით მიჰქროდნენ ჩემს გვერდით ჰამადის კლდეები, დიდი და მცირე


ბორცვები, პატარა და დიდი მთები. მიწა უკან ისეთი სისწრაფით გარბოდა, თითქოს არაბული
ბედაურის ფეხებქვეშ - უდაბნო უკან იხევდა და გზას მოწიწებით უთმობდა. ცხენის ფლოქვებით
აყრილი მტვერი ქარს უერთდებოდა და სადღაც ჩვენს უკან იკარგებოდა. ფეხებშეხვეული ცხენი ისე
ჩუმად მიქროდა, მეგონა მართლა მიფრინავდა, თანაბარი რიტმი არ ერღვეოდა, არც იღლებოდა,
ოფლიც კი არ ეტყობოდა.

-„ჰამსინ“? - შევეკითხე ბედუინს.


- ლაა.- მიპასუხა ერთი სიტყვით.
ეს იყო პირველი „არა“ - რომელიც მისგან გავიგონე. მისი პასუხი ნიშნავდა, რომ საჰარას ცნობილი
ქვიშის ქარიშხლის „ჰამსინის“, ჟამი, რომელიც ორმოცდაათი დღე გრძელდება და ჩრდილოეთში
„სიროკო“ ერქვა, - ჯერ არ დამდგარიყო. ეს მხოლოდ ქვიშიანი ქარი იყო. მაგრამ მისგან მოყრილი
ქვიშის მტვერი ყველა პატარა ხვეულსა თუ ჭვრიმალში ძვრებოდა და მტვრით გვავსებდა. უდაბნოს
სიცხეში სხეულის შიშველ ნაწილზე ქარისაგან მოყრილი ცხელი ქვიშა და მტვერი, ბასრი დანასავით
სერავდა სხეულს. დავაფასე არაბული სამოსი რომელიც ცხელი მოყრილი ქვიშისგან იდეალურად
იცავდა სხეულს. ხოლო თავზე შემოხვეული იჰრამი - სახეს.

ჩემს უკან მჯდომი ადამიანის არსებობას, მხოლოდ აღვირის მოძრაობით ვგრძნობდი. ბედუინი
ცდილობდა არ შემხებოდა და ეს მშვენივრად გამოსდიოდა. გზა დასავლეთით გვედო. ვფიქრობდი
და ვერ ვხვდებოდი რატომ აირჩია დასავლეთის მიმართულება, იქნებ იმიტომ, - რატომაც მე...
რაკი ცხენის ფეხის ხმა დახშული იყო, საუბარი შეგვეძლო, მაგრამ ბედუინი ხმას არ იღებდა, მე
კი პირველს არ მინდოდა სიჩუმის დარღვევა. ალ კაბირი ჩქარობდა, უნდოდა მზის ამოსვლამდე
დიდი მანძილის გავლა მოესწრო. ვიგრძენი რამოდენიმეჯერ როგორ შებრუნდა და ზურგსუკან
გაიხედა.

„რატომ აინტერესებს რა ხდება უკან, ნუთუ ვინმე ან რამე მოგვდევს?“ - ვფიქრობდი, მაგრამ უკან
მოხედვაზე არც მიფიქრია. მეშინოდა მისი მწვანე თვალების, რომლებშიც დილიდან
განსაკუთრებული სიმკაცრე ესხა, მეშინოდა იმისი, - თუ რას ამოწმებდა ჩვენს ნაკვალევზე ასე
დაკვირვებით. უფრო სწორად, მეშინოდა - რაიმე არ დამენახა ჩვენს ზურგს უკან.

მზეს გავხედე, დილის შვიდი საათი იქნებოდა. უკვე ორი საათი შეუსვენებელი ჭენებით
მოვდიოდით. ბედუინმა მხარზე შეხებით მანიშნა, ვჩერდებითო. ცხენი შეანელა და გვერდით
მდგარი კაცის ფორმის კლდისკენ გადაუხვია. თხუთმეტიოდე წუთი ვიარეთ ჭენებით და
გავჩერდით. ბედუინი წრაფად ჩამოქვეითდა, თავი დახარა და ცალ მუხლზე წაიჩოქა. მის მოხრილ
მუხლს კიბის საფეხურივით დავებჯინე და მიწას მივწვდი. მან იქვე მდგარი პატარა კლდის ძირისკენ

41
წასვლა და დასვენება მანიშნა. თავად ცხენს ფუთები ჩამოხსნა, კლდეს შემოუარა და თვალს
მიეფარა.

ცოტა ხანში გამოჩნდა. ვერ ვიცანი. სამოსი გამოეცვალა, ქვიშისფრად იყო ჩაცმული. თავზე იგივე
ფერის იჰრამი ეხვია. პატარა ფუთა გახსნილად მომაწოდა და მანიშნა გამოიცვალეო. გავხსენი,
შიგნით უდაბნოსფერი ქალის სამოსი იყო თავისი ჩადრით და ნიკაბით. ახლა მე მოვეფარე კლდეს,
სწრაფად გამოვიცვალე და ძველი სამოსი ფუთაში შევახვიე. ბედუინი ცხენს აქეთ-იქით ასეირნებდა,
ასვენებდა. მეც ჩამოვჯექი. ტყავის ჩანთა გავხსენი და ჩავიხედე. შიგნით მოხარშული და გამომშრალი
ხორცი, პური, ყველი და აქლემის ტყავში გახვეული ოთხი ბოთლი იდო. ორში წითელი კარკადეს
ჩაი იყო, ხოლო დანარჩენში წყალი ესხა. ჩვენ, სანოვაგის მორიგ სამალავთან ვიდექით.

ალ კაბირმა მანიშნა, რომ ხუთიოდე წუთში გზას უნდა დავდგომოდით და ცოტა უნდა მეჭამა.
მხოლოდ პური და კარკადეს ჩაი ამოვიღე. უგემურად ვიღეჭებოდი. ცუდის მოლოდინი მქონდა,
მაგრამ წითელმა ჩაიმ გუნებაზე მომიყვანა. სულ ცოტა, ერთი ყლუპი წყალიც დავაყოლე ჩემს
საუზმეს და წამოვდექი. ბედუინს ხელში აქლემის ტყავის უნაკერო გუდა ეჭირა და წყალს
მოზომილად, ნაწილ-ნაწილ ასმევდა ცხენს. ჯადარი კმაყოფილად ფრუტუნებდა და პატრონის
მოფერებას ცდილობდა.

ალ კაბირმა სწრაფად აიღო ჩემი ძველი სამოსი და ისევ კლდეს მიეფარა. ცოტა ხანში დაბრუნდა,
ხელში პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი და ვაზნები ეჭირა, თოფი ბუდიანად უნაგირს
მარჯვენა მხრიდან მიაკიდა, პისტოლეტი მარჯვენა ფეხზე ფეხსაცმლის ყელში ჩაიდო და გარედან
თასმა შემოატარა. ვაზნებიანი ქამარი წელზე შემოირტყა. შეშინებული, გაფართოვებული თვალებით
ვუცქერდი მის სწრაფ და ზუსტ მოძრაობას. საგზლიანი აბგა უნაგირზე დაკიდა და მხოლოდ მერე
შემომხედა.

ჩემს შეშინებულ მზერაზე თვალები მოჭუტა, ჩადრი აიღო და თავზე ფრთხილად


გადამაცვა. ახლა მხოლოდ თვალები მიჩანდა. თავი მოწონებით დაიქნია და თვალებით მკითხა:
„- როგორ ხარ ?“
უხმოდ დავუქნიე თავი. ახლა ძალაუნებურად ვიქცეოდი არაბი ქალივით, სანამ მამაკაცი რამეს
ხმამაღლა არ კითხავს ან ეტყვის, ჩუმი ნიავივით რომ დადის. მან ჯადარი ჩუმად მოიხმო, ცხენი
წამში ამოუდგა გვერდით. ბედუინმა ცხენისკენ მანიშნა, ისევ ცალ მუხლზე დაიჩოქა და თავი
მკერდამდე დახარა. მის მუხლს ფეხი ოდნავ შევახე და ცხენზე შევფრინდი. თითონაც წამში მომექცა
ზურგს უკან. მაგრამ ცხენი ადგილზე იდგა, ბედუინი რაღაცას აყურადებდა. რამოდენიმე
წუთს გარინდულები ვიდექით. მე ჩამიჩუმიც არ მესმოდა. მაგრამ ის დაძაბული იყო, მთელი
სხეული დაჭიმული ქონდა, ცხენის აღვირი მტკიცედ ეჭირა. მუშტი ისეთი ძალით ქონდა შეკრული
ხელი გათეთრებოდა. ნერვიულობდა. ცოტა ხანს სიჩუმეს უსმინა, მოვტრიალდი და სმენად ქცეულს
თვალებში შევაცქერდი. წამის შემდეგ, მან თავი ოდნავ დაიქნია და ცხენი დაძრა.

ისევ გაფრინდნენ ჰამადის კლდეები უკან. დასვენებული ცხენი ლაღად მიქროდა, მისი სისწრაფის
გამო კლდეები ერთ ფართო ზოლად იქცნენ, თითქოს ერთი დიდი, გაბმული კედლის გასწვრივ
მივფრინავდით. ცხენი ისე მოძრაობდა, მივხვდი, რომ ეს გზა ბევრჯერ ქონდა გავლილი. გზამ, თუ
მას საერთოდ გზა შეიძლებოდა რქმეოდა, ზიგზაგის ფორმა მიიღო, მაგრამ ჯადარს სისწრაფე არ
შეუნელებია. თვალები დავხუჭე და ცხენის კისერს ისევ მაგრად მივეხუტე. შევატყე რომ აღმართს
შევუდექით.

გზა, ნელნელა ვიწროვდებოდა. მზის მიხედვით დილის ცხრა საათი უნდა ყოფილიყო.
მიხვეულ-მოხვეული უსასრულოდ გაგრძელდა. გულზიდება დამეწყო, თავს ძლივს ვიკავებდი და
ცალი ხელი პირზე მივიჭირე. მხარზე შეხებამ მიმაბრუნა, ტყავში გახვეული თავმოხსნილ ბოთლს

42
უხმოდ მაწვდიდა ბედუინი. კარკადეს ცივი ნაყენი იყო. მომჟავო გემომ გულზიდება სწრაფად დასწია
უკან.

ნახევარი საათის შემდეგ გზა ისე დავიწროვდა, რომ ალ კაბირი ცხენიდან ჩამოხტა.
ორ კლდეს შორის ჩაჭედილ ვიწრო და ციცაბო ბილიკზე ცხენი ფრთხილად მიდიოდა. წინ პატრონი
მიუძღოდა. ზიგზაგმა ლამის ცის კარიბჭესთან აგვიყვანა. თავბრუ მესხმოდა, უნაგირზე
ინსტიქტითღა ვიკავებდი თავს, ცხენის ღონიერ კისერს ვეკვროდი. ისევ შავ-ლეგა ბურუსი
მიახლოვდებოდა, ყურებმა გუგუნი დამიწყო. ჯადარს ფეხი კლდეზე უსხლტებოდა, მაგრამ ჩვეულ
გარემოში მყოფი, მაინც მშვიდად და სწრაფად მიიწევდა წინ და მაღლა.

უსასრულო ზიგზაგი არა და არ თავდებოდა. უღელტეხილზე ავდიოდით, გზას ვიმოკლებდით.


თვალი რომ გავახილე, ცალ მხარეს - კლდე აღარ იყო, მხოლოდ უსასრულო სივრცე და სადღაც შორს
ამოწვერილი კლდეთა მწვერვალები დავინახე, რომლებიც მზის ნათებას შვიდივე ფერში
ირეკლავდნენ და თვალისმომჭრელად ციალებდნენ.

ჩვენ, მზეზე მაღლა ვიყავით, ცაზე ავასწარით მზეს.


ზუსტად ცისკიდურზე მიაბიჯებდა ცხენი.
მიწა ისე შორეული და მიწვდომელი მეჩვენა, რომ შემეშინდა საერთოდ არ დამეკარგა და დაბლა
გადავიხედე. თვალუწვდენელი უფსკრულიდან ამოჭრილმა მზის ანარეკლმა თვალი ამიჭრელა
და ცხენის კისერი მკლავებიდან გამექცა... მიწა თავბრუდამხვევად სწრაფად დაიძრა ჩემსკენ, ცხენის
ჭიხვინი ვერცხლის ზანზალაკივით ახმიანდა და ჩემსკენ გამოქცეული მიწა მოულოდნელად
შეჩერდა... ბედუინის ხელი მაჯაზე მარწუხივით ჩამეჭიდა. უკან მოვიხედე. ალ კაბირი ერთი ხელით
ცხენის აღვირზე ეკიდა, მეორე ხელით ჩემი მაჯა ეკავა. ორივე ერთად ხრამზე ვიყავით
გადაკიდებული. ალ კაბირი ცხენს რაღაცას ეუბნებოდა. ცხენი ჭიხვინებიდა და თითო ნაბიჯით ნელა
იწევდა უკან...
„დედა!“ - ამომცდა და საიდანაღაც მოსული შავ-ლეგა ბურუსი მთლიანად გადამეფარა...

... თვალი რომ გავახილე მზე ზენიტში იდგა. უდაბნოში სიცხე ზიმზიმებდა, მესმოდა სიცხის
ხმაური. უცნაური ხმა იყო, ხმადაბლა გუგუნებდა და უჩვეულოდ ახმიანებდა უდაბურ სიჩუმეს.
კლდის წვერზე, ძალიან პატარა ქვიშიან ტაფობზე, სახელდახელოდ მოწყობილი პატარა ჩარდახის
ქვეშ ვიწექი. საჩრდილობელის მაგივრობას ჩემი ჩადრი სწევდა, შუბლზე სველი ტილო მეფინა.
თავთან წყლიანი ბოთლი მედო. ჩემს გვერდით ბედუინი დაჩოქილიყო. მისი მკლავიდან გამოჟონილ
სისხლს სამოსის სახელო გაეჟღინთა.

- დაღამებამდე უნდა ჩავივაკოთ, მთვარის ამოსვლისას მომდევნო სამალავთან გავჩერდებით. -


თქვა ბედუინმა და შუბლიდან სველი ტილო მომაშორა. მის ხმაში ნერვიული ხრინწი უკვე
დაუფარავად იგრძნობოდა. ფეხზე ადგადა კლდის ნაპირთან მივიდა. იდგა როგორც ქანდაკება,
უძრავი, დიდებული, მშვიდი, მკაცრი... და თავის სამფლობელოს ისე გასცქეროდა, როგორც მისი
ნამდვილი მეფე.

-რა მოხდა. სისხლი ? - ვთქვი ჩუმად.


-უფსკრულმა თვალი აგიჭრელა, ცხენიდან გადმოცურდი. კინაღამ ორივე გადავიჩეხეთ, ცხენს
დავეკიდე. ჯადარმა გადაგვარჩინა. ხელს მჭიდროდ შევიხვევ, ნადირმა თუ იყნოსა სისხლის სუნი, -
აგვეკიდება. საშიში არაფერია, მაგრამ სროლა მომიწევს და ხმას ექო შორს წაიღებს, არც მკვდარი
ნადირის დატოვება ივარგებს ჩვენს კვალზე. ჩვენ უკვალოდ უნდა ვიაროთ.

- ამიტომ აცვია ცხენს ფეხებზე აქლემის ტყავი ? ვინმე მოგვდევს ? - ვიკითხე,


- დღისით, ქვიშა და ქვა ძალიან ცხელდება, ღამე ცივდება, აქლემის ტყავი კარგად იცავს ცხენის

43
ფეხებს. - უპასუხოდ დატოვა მთვარი კითხვა ბედუინმა. მას პასუხის გაცემა არ უნდოდა.

დღის ოთხი საათი იქნებოდა, როცა ოდნავ დასვენებულები და მსუბუქად წახემსებულები


თავდაღმართს შევუდექით. ბილიკი, აღმართის ბილიკზე ფართო იყო. ცხენი
ფრთხილად მოძრაობდა. ასეთ ციცაბო თავქვეზე, წონის ცხენზე სწორად განაწილება სიცოცხლის
ტოლფასი იყო. მის კისერზე სიმძიმის გადატანა სიკვდილს უდრიდა. ამიტომაც აღმოვჩნდი ახლა,
ბედუინის ზურგსუკან, მის წელზე შემოხვეული ხელებით.

ასე ახლოს, მასთან პირველად ვიყავი. უცნაური სურნელი მოსწვდა ჩემს ყნოსვას. ჟასმინის,
ჟენშენის, გვირილის და იასამნის არომატები თითქოს ერთმანეთში იყო არეული და, სრულიად
განსხვავებული სიმსუბუქით ისუნთქებოდა. საიმედოობის, სიმყუდროვისა და სითბოს განცდა
დამეუფლა. უხსოვარი დროიდან ცნობილ, ეგვიპტურ სურნელოვან ზეთებსა და არომატებში
კარგად ვერკვეოდი, მაგრამ ეს სურნელი, სრულიად განსხვავებული და, იმდენად სასიამოვნო იყო,
რომ ძალაუნებურად მთელი ფილტვებით ღრმად შევისუნთქე და საამო თავბრუ ვიგრძენი. არა ეს არ
იყო სურნელოვანი ზეთების არომატი, ეს ბედუინის სხეულის სუნი იყო. უდაბნოს სიცხეში, ამდენი
ჭენების და უღელტეხილზე ლამის ფეხით ასვლის შემდეგ, მაინც ასეთი საოცარი არომატით იყო
გაჟღენთილი.

„ასეთი სურნელი ალბათ მხოლოდ ანგელოზებს თუ ასდით“ - ვიფიქრე ჩემთვის და ვხვდებოდი,


რომ სიამოვნებით ვისუნთქებდი ამ არომატით მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე.

თავქვე უფრო სწრაფად მოვდიოდით, კლდეებს შორის ჩამავალი ბილიკი, ადგილ-ადგილ


ზიგზაგით ჭრელდებოდა, მაგრამ თავდაღმართი უფრო გასაძლები მეჩვენა თუ, ახალი არომატის
აღმოჩენამ იმოქმედა, - ახლა აღარც უფსკრული მიჭრელებდა თვალს და აღარც კლდეების წვეტიანი
თავები მეჩვენებოდა საშიშად.

სიცხე მხურვალებდა. ჯერ არ აპირებდა უკან დახევას. ვცდილობდი ნაკლებად მივკროდი ამ


სიცხეში ბედუინის სხეულს, მაგრამ მაინც გაფაციცებული ვიყავი, რომ ოდნავი საფრთხის
შემჩნევისას სწრაფად და მჭიდროდ მომეხვია მის წელზე მკლავები.
მიუხედავად სიცხისა, ჰამადის მოწითალო კლდეები რომელიც უფრო და უფრო უცნაურ ფორმას
და ზომას იღებდნენ, მაინც მტაცებდნენ თვალს თავისი საარაკო სილამაზით და მიმზიდველობით.
ზოგი კარიბჭეს გავდა, ზოგი დინოზავრს, ზოგი სპილოს, ზოგი კი მიწაზე გაწოლილი ადამიანის
ვეებერთელა სხეულს.

ცას ავხედე და უცბად მივხვდი, რაც მაკლდა ყველაზე მეტად უდაბნოში გატარებულ ამ დღეებში.
ეს ღრუბელი იყო. უღრუბლო ცა, თითქოს არც კი იყო ჩემთვის ნამდვილი ცა. თუმცა მსმენოდა
საჰარას მოულოდნელი თავსხმა წვიმების და ქვიშის ქარიშხლების შესახებ, მაგრამ ახლა, რატომღაც, -
ეს ყველაფერი ძალიან შორს იყო ჩემგან. ღრუბლებით თამაში მომნატრებოდა, სამშობლოში ხშირად
ვთამაშობდი ღრუბლებით. კავკასიონის ქედებიდან ქარავნებად მომავალი „ჩემი ფუმფულა“
ღრუბლები ჩემი წარსულის მოუცილებელ ნაწილად ქცეულიყო.

დავფიქრდი, იმაზე, რა მოულოდნელობებს უმზადებს ადამიანებს ყოფა. ვინმეს რომ ეთქვა


ჩემთვის ორიოდე კვირის წინ, რომ მე, საჰარაში დელტაპლანით ვიფრენდი, ჩამოვვარდებოდი, ჯერ
კიდევ ცოცხალი - საკუთარი სამარის გათხრაზე ვიფიქრებდი, დავიკარგებოდი და მსოფლიოში
ყველაზე დიდ და უდაბურ უდაბნოში ფეხით ვიხეტიალებდი, ალბათ გულით
გამეცინებოდა. ყველაზე რომანტიულ ეპიზოდად არაბულ ბედაურთან და მის პატრონთან
შეხვედრას მივიჩნევდი. მოვიხიბლებოდი ამ უცნაური კაცით. რომელიც სიტყვების და შეხების
გარეშე, უხმოდ და ჩუმად ზრუნავდა ჩემზე მხოლოდ იმიტომ, რომ თავად მე, ამ უკიდეგანო

44
უდაბნოში უპატრონოდ და უიმედოდ დარჩენილს, ჩემი უკანასკნელი ერთი ჭიქა წყალი მისთვის არ
დამენანა.

ღრმად ამოვისუნთქე და რეალობას დავუბრუნდი. ცხენს კარგად ჩამოევაკებინა, სულ რაღაც


ნახევარ საათში ალბათ უკვე დაბლობზე ვიქნებოდით. კარგად შებინდდა. სიმყუდროვე
ჩამოწოლილიყო. წამით შიშმა უკან დაიხია და თავის ისე მშვიდად ვიგრძენი, თითქოს საკუთარ
სახლში ვიყავი და ყველაფერს სიზმარივით ვუყურებდი.

მაგრამ მოულოდნელად ცხენი მოწყვეტით გაჩერდა. ვიგრძენი რომ ბედუინიც არ ელოდა ასეთ
მყისიერ გაჩერებას. ცხენს კისერზე მოეფერა და წინ წასვლა უბრძანა, მაგრამ ჯადარმა ნაბიჯიც არ
მოიცვალა, იდგა და გაფართოებული ნესტოებით ღრმად ისუნთქვდა ჰაერს. ბედუინი წამში მიწაზე
დაეშვა. მეც ჩამომსვა და კლდეს მიმაფარა. თითონ გადაჭრილი თოფი მოიმარჯვა და ვაზნები
ჩაალაგა.
შიშმა, თვალებად და ქვად, - ერთდროულად მაქცია.

„რამ გააჩერა ასე ცხენი, ნადირის სუნი იკრა, თუ ?“ - აღარც დამიმთავრებია ფიქრი ისე
შევაცქერდი ბედუინს. მაგრამ ის უკვე კატის ნაბიჯით, ფრთხილად მიიწევდა წინ. კლდის შვერილს
მოეფარა თუ არა, საშინელი სევდა შემომაწვა. შევატყე რომ უკვე ძალიან, თითქმის ველურად და
არაბუნებრივი შიშით მეშინოდა მარტო დარჩენის. საკუთარი სუნთქვაც კი არ მესმოდა. ცხენიც
ქანდაკებასავით გაშეშებულიყო, კუნთიც კი არ უთრთოდა. მეგონა რომ უსასრულოდ ბევრი დრო
გავიდა. უცებ კივილი მომინდა, მინდოდა რაც შეიძლება ხმამაღლა დამეკივლა, რომ ეს საშინელი
სიჩუმე, რომელიც უკიდეგანო სისქის უხილავი კედელივით მეკრა გარს - როგორმე გამერღვია და
სამშვიდობოს გავსულიყავი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კივილი მიშველიდა. ისე
შემომაწვა ეს დაუძლეველი სურვილი, რომ ჰაერი შევისუნთქე და მოვემზადე კიდეც, მაგრამ
ბედუინი გამოჩნდა, ხელით მანიშნა ფეხი არ მომეცვალა ადგილიდან და ჩემსკენ დააპირა წამოსვლა...
მაგრამ მე, ადგილზე დარჩენის ნაცვლად, მისკენ სირბილით გავიქეცი. ბედუინს ბრაზისაგან
თვალები ველურივით აუელვარდა და მივუახლოვდი თუ არა, ხელი უხეშად წამავლო,
მოულოდნელად მკერდზე მაგრად მიმიკრა და პირზე მთელი ძალით დამაფარა ხელი...

მისი მოულოდნელი საქციელით შეშინებულს, ცოტა ხნის წინ მომზადებული კივილი მართლაც
აღმომხდა, მაგრამ ჩემი ხმა მისი ხელისგულს არ გასცდენია. როგორც კი სული მოვითქვი, მან ხელი
ფრთხილად მომაშორა სახიდან, ტუჩებზე თითი მიიდო და ხელი რაღაცისკენ გაიშვირა...
„ ელ კუბრა ელ მისრია, კე ფირან !“ - ჩაილაპარაკა ჩუმად.

დიდ ტაფობზე ვიდექით, რომლის იქეთაც გაშლილი ქვიშიანი ვაკე იწყებოდა. მისი ხელის
გასწვრივ, რაღაც შავს და უცნაურს ვხედავდი... ეს არ იყო ნადირი, არც ადამიანს გავდა. ეს შავი და
დიდი ბურთი იყო, რომელიც ოცდაათიოდე მეტრის დაშორებიდან, ჩვენსკენ ნელ-ნელა და ავად
მოგორავდა. აქა-იქა, უცნაურად იბურცებოდა და ბოროტად შიშინებდა.... ვერაფრით მივხვდი რა
უნდა ყოფილიყო...

მაგრამ, თითქოს ხელახლა გავიგონეო, - უცებ აღვიქვი სიტყვები, „ელ კუბრა ელ მისრია...კე
ფირან!“

„ეგვიპტური კობრა, ბევრი, უამრავი კობრა!“ - როგორც იქნა გაიაზრა ჩემმა გონებამ.

თავზარდაცემული და გაქვავებული შევაცქერდი ჩვენსკენ მგორავ შავად მოზიმზიმე


ბურთს, დიდ გორგლად შეკრულ სფეროს... შავი გველების რეზინასავით მოქნილი სხეულები,
ერთმანეთში ისე მჭიდროდ გადაწნულიყო, როგორც თხილის წნელები კალათის კედლებში... აქა -

45
იქა, გველების მოქნილი სხეულები იბურცებოდნენ, უამრავი ვიწრო თავი სიმეტრიულად
ამოშვერილიყო ამ ბურთიდან და ორკაპ ენებს ასავსავებდნენ.

- „ლეტა ტაჰარაკი.“ -ჩამესმა ყურში, და წამსვე, ძლიერი მკლავი მარწუხივით შემომერტყა


სხეულზე და მიწას ამაცილა და მკერდზე მაგრად ამიხუტა, ხოლო მეორე ხელი ისევ პირზე
დამაფარა. შეუგნებლად გავიბრძოლე, მაგრამ ისე ვიყავი შეკრული, რომ მხოლოდ ჩუმი კვნესაღა
ამომცდა.
- "ლეტა ტაჰარაკი ნილლნა, ჩშშშშშ“ - დაჩურჩულა ბედუინმა.
„არ გაინძრეო“, მითხრა, განძრევა კი არა შერხევაც არ შემეძლო. შიშმა და თავზარმა მუხლი მომკვეთა,
ახლა მხოლოდ ბედუინის მკლავიღა მიჭერდა. უამრავი შავი ეგვიპტური კობრა, ერთად, ერთ
ვეებერთელა ბურთად ...

ვინ არ იცოდა, რომ ულამაზესმა კლეოპატრამ, სწორედ შავი ეგვიპტური კობრა აირჩია მეგზურად
- დიდი ანუბისისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ახლა, ეს ჯალათები, რომლებმაც კლეოპატრას და
ეგვიპტეს თავისავით შავი ფერის ისტორიული წერტილი დაუსვეს, საშიში კბილებით და უძლიერესი
შხამით შეიარაღებულნი, ერთ ვეებერთელა ბურთად შეკრულნი, მშვიდად და შიშინ-შიშინით
ჩემსკენ მრისხანე უბედურებად მოგორავდნენ.

ბედუინს ავხედე. მისი მწვანე თვალები ზურმუხტებად ქცეულიყვნენ. ის გაყინული მზერით


მისჩერებოდა კობრების მოძრაობას, ამ მოულოდნელად თავსდამტყდარი უბედურებისგან თავის
დაღწევაზე ფიქრობდა. გველების მოძრაობის მიმართულების გამოცნობას ცდილობდა.

ჩემი მზერა, ერთადერთ მუდარას გამოხატავდა, მაგრამ:


- „ლაა“. - ჩაიჩურჩულა ალ კაბირმა და თავისი დაკვირვება გააგრძელა.
იმისმა წარმოდგენამ, რომ აქ, ღმერთმა იცის რამდენ ხანს, გაუნძრევლად უნდა ვმდგარიყავი და, შავი
კობრების მოსისინე და მოძრავი ვეებერთელა ბურთისთვის მეცქირა, - კინაღამ ჭკუიდან შემშალა.
ჰოი როგორ ვნანობდი, რომ არ დავუჯერე და არ დავრჩი ჩემს ადგილას. ახლა ცხენთან და მასთან
ერთად მოშორებით მაინც ვიდგებოდი. ახლა კი, გვიანი იყო და ყოველ წამს შეიძლებოდა
აღმოვჩენილიყავით შავი კობრების მორევის შუაგულში.

ვეება შავი გორგალი ჩვენგან უკვე ათიოდე მეტრის მანძილზე ფუთფუთებდა.


ეს გველების ქორწილი იყო, მათი „საქორწინო გორგალი". ასეთ გორგალს მამრი კობრები კრავდნენ
მდედრის გარშემო.
სადღაც ამ შავი სფეროს შუაგულში ახლა ერთი, ან არაერთი მდედრი ყავდათ მამრებს მოქცეული და
გარს შემხვეოდნენ იმ იმედით, რომ ყოველი მათგანი, - სხვას დაასწრებდა მდედრთან შეწყვილებას
და, ერთადერთი გამარჯვებული გახდებოდა... მაგრამ ბუნების ერთ-ერთი საოცრება, "გველების
ქორწილი" - ჩვენთვის ნამდვილი მახე იყო...

თუ ასე ბურთად შეკრული ჩაგვივლიდნენ და გაგვშორდებოდნენ, უკეთესი გამოსავალი მართლაც


წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ მამრებისთვის მიმზიდველი სუნი, რომელსაც მდედრი
გამოყოფდა, შეწყვილებისთანვე შეწყდებოდა და ვეებერთელა შავი სფერო მყისიერად გაიშლებოდა.
უამრავი ეგვიპტური შავი კობრა, ასპიტის ერთ-ერთი საშიში სახეობა, შავი ხალიჩასავით
მოეფინებოდა იქაურობას. შავი კობრა ღამეულ ცხოვრებას კი ეწეოდა, მაგრამ ქორწინების
სურვილით და მდედრის სუნით თავბრუდახვეული გველები ჩვენს სუნს ჯერ ვერ გრძნობდნენ.
ღმერთს მადლი შევწირე იმისთვის, რომ ეს არსება ყრუდ გააჩინა ამ ქვეყნად, მაგრამ სამაგიეროდ,
ვიბრაციის შეგრძნების უტყუარი უნარით და ყნოსვის უბადლო ნიჭით დააჯილდოვა. მე როგორმე
შიში უნდა დამეოკებინა რომ ადრენალინს არ გავემჟღავნებინე. ამაში ბედუინი მეხმარებოდა, მას
ძლიერი მკლავით მკერდზე ვყავდი ახუტებული.

46
„ღმერთო, ნუთუ ამ უდაბნოში ტყვიას და წყურვილით სიკვდილს იმიტომ გადავურჩი, რომ
კობრების მსხვერპლი გავხდე?! ამარიდე ეს „შავი“ განსაცდელი უფალო!“ - უმწეოდ გამიელვა
გონებაში. უცბად მივხვდი რომ ბედუინიც ჩუმად ლოცულობდა. მან უკეთ იცოდა რა საფრთხეც
გველოდა, უამრავი გველის ნაკბენით და მომკვდინებელი შხამით გაჟღენთილი, მტანჯველი
სიკვდილის სახით.
„საქორწინო გორგალი“ მოგვიახლოვდა. ახლა უკვე ორი მეტრის მანძილიდან შევცქეროდი ამ
უჩვეულო ფორმით მოსულ ახალ უბედურებას.

„არ გაინძრე ნილნა, არ შეხედო...“ - ყურში ჩამჩურჩულა ბედუინმა.


იასამნის, ჟასმინის, გვირილის და ჟენშენის არომატი - უცნაურმა სუნმა გადაფარა. ადრე არ ვიცოდი,
მაგრამ ახლა მივხვდი რომ ეს გველების სუნი იყო. თვალები მორჩილად დავხუჭე და იმედს მივენდე.
ახლა იმედი გამხდარიყო მთავარი.

მოახლოვებულმა შიშინ-სისინმა მიმახვედრა რომ გორგალმა ძალიან ახლოს ჩამიარა. თვალი


გავახილე, ვეებერთელა ბურთი თავდაღმართზე ნელა მიგორავდა და გვშორდებოდა, მაგრამ
თავდაღმართი ბექობით თავდებოდა. ცოტაც და კობრების „საქორწინო გორგალი“ ბექობის კარგად
მაღალი ნაპირიდან დაბლა გადავარდებოდა და მიწას დაენარცხებოდა. წარმოვიდგინე როგორ
გაიშლებოდა ჩვენს ერთადერთ გასასვლელზე უამრავი შავი კობრა, გველების გადაულახავი ზღვა,
რომელსაც ჩვენი სახით, გამზადებული საკბილო ელოდა.

როგორც კი გორგალი ოდნავ დაგვშორდა, ბედუინმა სწრაფად ამიტაცა ხელში და კატის ნაბიჯით
ცხენისკენ დაიძრა. მის ზურგსუკან დავინახე, რამოდენიმე კობრამ როგორ იბურნა ჩვენსკენ
მოსისინე თავი და ავად აიზნიქა მათი შავად მოლაპლაპე კისრები, მაგრამ საქორწინო
"ხლართებისგან" თავის დაღწევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა...

ბედუინმა უხმოდ შემსვა ცხენზე, უნაგირიდან აქლემის დახვეული ტყავი ჩამოხსნა, ცხენს
მუცელზე ამოაკრა, კისერზე და ძუის თასმაზე დაამაგრა და წამში ამხედრდა.
„მაგრად მომეჭიდე ნილნა“ - გავიგონე ჩურჩული.
მე მთელი ძალით მოვეხვიე წელზე, ზურგზე მივეკარი და თვალები დავხუჭე.

ბედუინის ნიშანზე ცხენმა რამოდენიმე მეტრით უკან გაიმანძილა და ადგილიდან მოწყდა...


ვიგრძენი როგორ აიწია მიწიდან და ჰაერში გაფრინდა.
წამები თუ წუთები გაიყინა.
გველების სისინმა ლამის დამაყრუა... სუნმა გონება მთლად დამიბნელა. ჩვენ - მათ თავზე
მივფრინავდით...

ცხენის ჭიხვინმა და ძლიერმა რყევამ მანიშნა რომ მიწას დავუბრუნდით, მაგრამ ჯადარი
შეუჩერებლად და თავდაუზოგავად მიფრინავდა წინ.
უკან მოვიხედე...
დავინახე როგორ დაენარცხა მიწას ვეებერთელა შავი სფერო, ბურთივით ისევ ზემოთ აიჭრა და
ჰაერში გაიშალა. თითქოს შავმა მზემ შავი სხივები გაჰყარაო, გველები ყველა მიმართულებით
ერთბაშად გაფრინდნენ და შავი ჭირივით მოედვნენ იქაურობას... მიწაზე მათი დაცემის ყრუ
ბაგაბუგმა და გაბრაზებული სისინმა - ჯოჯოხეთის შემზარავი ხმაურით აავსო არე-მარე და
დაუსრულებელ ექოდ გაიჭედა ჰაერში...
ცივი ჟრუანტელი, ზიზღი, შიში და გულზიდება ერთად შემომაწვა... ვერ ვიჯერებდი რომ ამას,
არამც თუ ვხედავდი, არამედ ეს ყველაფერი ჩემს თავსაც კი ხდებოდა.

47
ჯოჯოხეთის კარიბჭედ ქცეული, გველებით გადაშავებული ჰამადის კლდეები დამაყურებელი
სისინით, შავად ფუთფუთებდნენ.
ცხენი ელვასავით მიქროდა და სულ უფრო და უფრო გვაშორდებდა ამ ავბედით ადგილს.
გველების სუნი მტოვებდა.
სამაგიეროდ ნელა მიბრუნდებოდა ჟასმინის, გვირილის, იასამნის და ჟენშენის ნაცნობი სურნელი.
ახლა უკვე დანდობილად მივეხუტე ბედუინის ზურგს.
ჯერ კიდევ თვალწინ მედგა ჰაერში მფრინავი უამრავი შავი გველი და განცდილი ზაფრაც გამჯდარი
მქონდა, მაგრამ მაინც ოდნავი შვებით ამოვისუნთქე.

საჰარაში მთვარის ამოსვლის ჟამი დგებოდა.

მორიგ სამალავამდე სულ ერთი საათის გზაღა გვრჩებოდა....

ბედუინი (ნაწილი VIII გაქცევა )

ისე სწრაფია და ისე ანჩხლი


ქარი - სამყაროს კიდემდე მივა...
უდაბნო, ზღვების მახინჯი ასლი
ათი აქლემის გაზომა მწკრივმა.

ბექა ახალაია

როგორც იქნა, ღამისპირზე სამალავს მივაღწიეთ. ქვიშის მომცრო ბორცვზე ისე გავწექი, რომ
ჩადრიც არ მომიხდია. დაქანცულობისაგან ისე მეძინებოდა, ოდნავი განძრევაც წარმოუდგენელი
მეჩვენებოდა. ბედუინს ჩემთვის ხელი არ შეუშლია, მხოლოდ ტყავში გახვეული წყლიანი ბოთლი
დამიდო თავთან და ჩუმად გამშორდა.

სიზმარში ისე შევაბიჯე, თითქოს საკუთარი სახლის კარებში დანდობილად შევედი.


ჩემი სიზმარი თეთრი იყო. დამაშვიდებელი ნათებით იღვრებოდა უსასრულო სითეთრე. ველი
თეთრი იყო. თეთრ ხეებს ისე უხდებოდათ თეთრი ფოთლები, თითქოს აყვავებული ნუშის ხეების
ბაღნარში ვიდექი. თეთრ ყვავილებს, თეთრ ბალახს და თეთრ ქვებს, ნათებას მატებდა თეთრი
კლდეები, თეთრი ცა და თეთრი მზე. ამ სითეთრეში, თეთრად მოსილი ადამიანები დადიოდნენ და
გულღიად იღიმებოდნენ, ხელში ნიავით აფრიალებული თეთრი მანდილები ეჭირათ. უსამანო
სითეთრე ქალწულებრივი სინაზით ავსებდა იქაურობას. „ნეტავ მე რა ფერის ტანსაცმელი მაცვია?’’-
დავიხედე სხეულზე. ისევ ქვიშისფერი სამოსი მეცვა, თავზეც ქვიშისფერი ნიკაბი მეხვია. ერთი
პატარა თეთრი გოგონა მომიახლოვდა, ქვემოდან შემომხედა და თეთრი სამოსი გამომიწოდა.
მადლობის ნიშნად გავუღიმე და სამოსი გულში ჩავიკარი.

„ჯერ სტუმარი ხარ“ - მითხრა თეთრად მოელვარე კაცმა, - „ახლა სიზმარში ხარ, მაგრამ კარგად
დაიხსომე ეს სიზმარი, გაგიმეორდება. მობრძანდი, მოისვენე, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ყველაფერი
მალე გაქრება“.
-„სად წავა ?“ -ვკითხე გულუბრყვილოდ. კაცმა გაიღიმა და არაფერი მიპასუხა.

თეთრები გადავიცვი და თეთრი ნაკადული რომ მოწანკარებდა, იმ ბილიკს დავადექი. მწყუროდა.


ნაკადულიდან პეშვით წყალი ამოვიღე და დავლიე. ერთმა ყლუპმა ისე დამარწყულა, - კარგა ხანს

48
აღარ უნდა მომწყურებოდა. ხელპირი დავიბანე, ხის თეთრ ფესვებში ჩავწექი და ნაკადულს
დავაცქერდი. ვისვენებდი ისე, როგორც არასდროს. ცას გავხედე და შავი წერტილი
შევნიშნე. სწრაფად იზრდებოდა. გარშემო მიმოვიხედე. ველი ფერს იცვლიდა. ხის ფესვები
გაშავდნენ და ამოძრავდნენ, ფეხებზე და ხელებზე შემომეჭდნენ და ერთიანად შემკრეს. ვეღარ
ვინძრეოდი. ვყვიროდი, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. თეთრი ადამიანები ერთი-მეორის მიყოლებით
ქრებოდნენ. ველიც გაქრა, მის მაგივრად ქვიშიანი უდაბნო გადაიჭიმა. თეთრი ნაკადული ქვიშაში
ისე ჩაიკარგა, თითქოს არც არასდროს ყოფილა. ქვიშა კი ისეთი მშრალი იყო, რომ მტვრად
იშლებოდა, თითქოს წყალი არასოდეს ენახა. ჩემს თავზე მდგომი ხე, ვეებერთელა შავ კობრად იქცა,
საზარელი შიშინი ამოუშვა, შემომერკალა, თვალი გამისწორა და ორკაპი ენა დაღებული ხახიდან
ჩემსკენ ისროლა. მისი შხამიანი კბილი ჩემს სახეს გაუსწორდა. გველი მშვილდივით მოიდრიკა და
კისერი უკან გაწია, ის იყო უნდა მძგერებოდა, რომ ხმა მომესმა,
- „გაიღვიძე, დროა!“- ეს, ის თეთრი კაცი მეუბნებოდა ამ სიტყვებს.

თვალი გავახილე. ქვიშის მტვრის და კიდევ რაღაცის სუნი მჭახედ მეცა. წამოჯდომა დავაპირე,
მაგრამ ვერ შევძელი. გვერდზე გადმობრუნებაში რაღაცამ ხელი შემიშალა. ვერ მივხვდი რა უნდა
ყოფილიყო, ხელის მოშველიება ვცადე და უშედეგოდ. ფეხებს ვერც კი ვარხევდი. ძალა მოვიკრიბე
დე ხელების გაშლა მოვინდომე მაგრამ ამაოდ, შეკრული მქონდა, ხელფეხგათოკილი მიწაზე პირქვე
ვიწექი. თმა რაღაც ზეთოვანით მქონდა გაზეპილი, სახეზეც რაღაც მსგავსი მეცხო და ისეთი ცუდი
სუნით ყარდა, ვერ მივხვდი ასეთი საძაგელი სუნი რას უნდა ქონოდა.

-„ნამდვილად სიზმარია.“ - დავირწმუნე თავი და განძრევა ვცადე. ისევ არაფერი გამომივიდა.


- „რა ხდება, რა მოხდა...“ - შიშმა ისე გამიარა ძარღვებში, რომ უკეთესი ბორკილი მართლაც
წარმოუდგენელი იყო. დაყვირება მინდოდა, მაგრამ პირიც მაგრად მქონდა აკრული, ჩუმი და
უძლური კვნესა ჩემს ტუჩებს არც კი გასცილებია. გაოგნებულმა თავი ისევ ქვიშაზე მივდე.

ჩემს ყურს, შორეული ხმადაბალი საუბარი მოწვდა. წმინდა არაბულ ენაზე, მაგრამ ჟარგონით
ლაპარაკობდნენ, ორი? სამი? არა, ოთხი კაცი უნდა ყოფილიყო. მათ შორის ალ კაბირის ხმა ვიცანი.
მის გარდა, კიდევ სამი კაცის ხმა ისმოდა. ჩემს წინ კლდე იდგა, მოპირდაპირე მხარეს
მდგარ კლდესთან თაღოვან ხიდს ქმნიდა. სწორედ იქიდან მოდიოდა ლაპარაკის ხმა. მე მეორე
მხარეს ვიყავი და ლაპარაკი ჩემამდე ცუდად აღწევდა.
- „ვინ არიან, ამ შუა უდაბნოში როგორ გვიპოვეს, ან ის გველებიანი ადგილი როგორ გამოიარეს,
იქნებ ანტილოპებზე მონადირენი არიან? ან ყაჩაღები, ან იქნებ სულაც სხვა მხრიდან მოვიდნენ... კი
მაგრამ მე რატომ ვარ გათოკილი?“

გაურკვევლობისაგან თავბრუ დამესხა. არაბული უკეთ მესმოდა - ვიდრე ვლაპარაკობდი და


მაინც, გაბმული არაბულის აღქმა, რომელიც სიმღერასავით უწყვეტად ისმოდა, გვარიანად
გამიჭირდა, მაგრამ ნაცნობი სიტყვები სწრაფად დავიჭირე:
„თელ ანთა როყიყ“, „საპფირ“„დ’ ებნატას საპფირ“ „იმრაა ჯამილა“ „კუდ ალია კუდ-უსიბა“ გავიგონე
როგორ შეუტრიალა კითხვა ალ კაბირმა - „საპფირ?“ პასუხიც გავიგონე „ანაჰ - ტხ ხრიბან მისლაჰ
შაყიყ ალია საპფირ“.
-და საჰხრე ელათაიან ჰადირათ, ვა’კენათ იმრა ტა-ჟე სუვალ ელ-ჰეისან, ალ კაბირ. ტაიმა-ტეჟე
დუჰაფ ჰილმარ აფ-ფის საჰრა?“
-„ვა ლის ლუდ-დუ სივა რაყიყ ევაჰედეტე, ელედა კუმრა ხისო“ - უპასუხა ბედუინმა.

პასუხად ხარხარი მოისმა.


სანამ სიცილი გრძელდებოდა, გაგონილი გონებაში ქართულად გადავალაგე:
„მონა ქალი,“ „ელჩი,“ „ელჩის დისშვილი,“ „ლამაზია,“ „შეიძლება დაჭრილია,“ „ის დასავითაა
ელჩისათვის“,

49
„კლდეზე რომ ადიოდი ალ კაბირ შენს ცხენზე ქალი იჯდა, სად იპოვე უდაბნოში ქალი?“
„ახლა ხანს ვიყიდე მუნჯი მონა ქალი იაფად.“

- ღმერთო, ესე იგი ჩემზე ლაპარაკობენ! მეძებენ, მაგრამ ვინ არიან?


საუბარი ისევ გაგრძელდა:
- „მუნჯი მონა ქალი მისწრებაა, ყოჩაღ !“
მაგრამ ალ კაბირმა მშვიდად მიუგო:
- მინდა მშობლებს დაეხმაროს, ისინი მოხუცდნენ, მე წელიწადში სულ ორჯერ ვბრუნდები შინ,
ტიდიკელტიში. ჩემი დაც სადაცაა გათხოვდება. მას მონასავით არავინ მოექცევა ჩემს სახლში.
მუნჯია, სხვაგან დაიჩაგრება, ჩემს მშობლებთან კი უსაფრთხოდ იქნება, თანაც იაფი ღირდა,
ორასი ამერიკული დოლარი.

- რაღაცას მალავ ბედუინო, ქალი უნდა გვაჩვენო. - გაეპასუხა ერთი ჟღრიალა ხმა.
- რატომაც არა, ნახეთ, არა მგონია ის საცოდავი არსება უცხოელი ელჩის ლამაზი ნათესავი იყოს.
მაგრამ რაკი ასე გსურთ მაგაზე უარს არ გეტყვით, ის ხომ მხოლოდ მონაა.

გავიგონე როგორ წამოდგნენ ფეხზე კაცები. სახე ქვიშაში ჩავრგე და ისე მოვიწურე რომ
მუშტისხელად ვიქეცი. ვიღაცის ფეხი უხეშად შემეხო მხარზე და პირაღმა გადმომაბრუნა. პატარა
ფარანი ერთმა ზედ ჩემს სახესთან მოიტანა, ალ კაბირმა ჩადრი მომხადა და წამომაჯინა.

-თუ მუნჯია პირი რატომ აქვს აკრული?


- ძილში უშნოდ ღმუის, ორჯერ ცხენი დამიფრთხო, ერთხელ აფთარიც კი გაეპასუხა შორიდან,
რაღაც ცუდ სიზმარს ნახულობს ალბათ და შეშინებული საზარელ ხმას გამოსცემს.
- ხელფეხი რაღად შეგიკრავს ? - იკითხა მეორემ,
- გონი ყრუც უნდა იყოს, ვერაფერს ვაგებინებ და ორჯერ გამექცა.უდაბნოში მაგისი დევნის თავი
სად მაქვს, ვერც მივატოვებ, ადამიანია, აფთარმა რად უნდა დაგლიჯოს.
- რა ჭუჭყიანია ეს საცოდავი. - დამცინავად თქვა მესამემ.
- მომინათე ერთი შევხედო - უთხრა პირველმა.

სამივე კარგად დამაკვირდა... ნიკაბის ქვეშ მხოლოდ თვალები და ცხვირპირი მიჩანდა.

- ჰო - ჰო, რა ველური გამოხედვა აქვს, ხელი გამოიწიე არ გიკბინოს. -თქვა მეორემ.


- თუ დაბან ალ კაბირ, შეიძლება ქალსაც დაემსგავოს ეს ჯოჯო... - ახარხარდა მესამე.
- სადაა მაგისი წყალი ? - გაიცინა ბედუინმა. - წყალი ცხენისთვის მჭირდება.
- სად იყიდე ბედუინო ეს მონა? - დაეჭვებით იკითხა პირველმა.
- ლიბიის საზღვარზე, მონათა ბაზარში. ამბავი გავარდა ახალი საქონელიაო, რამოდენიმე ქალი
მოიყვანეს გასაყიდადო. რაკი იქვე ვიყავი, მეც გასართობად გავიარე. მე არ ვერევი მონებით
ვაჭრობის საქმეში. ქალები გაყიდული დამხვდა. ეს კი ლიბიიდან მოიყვანა იქაურმა მონებით
მოვაჭრემ, მახინჯი და მუნჯი არავინ იყიდა და მოკვლას უპირებდა, „ უკან ვეღარ ვატარებ გზაში
ბევრი წყალი დასჭირდებაო.“ შემეცოდა სულიერი, ორასი ამერიკული დოლარი მივეცი იმ
ლიბიელს და ასე გავხდი ამ „განძის“ პატრონი. ეტყობა ხშირად ცემდნენ და დაშინებულია,
ველურივითაა, სულ გაქცევაზეა. - მშვიდად თქვა ბედუინმა.

პირველმა რაღაც ფურცელი ამოიღო ჯიბიდან და ზედ ფარანი დაანათა. დანარჩენებიც


დააცქერდნენ.
-ეგ რაღაა ? - იკითხა ბედუინმა.
-იმ დაკარგული ქალის სურათია.- უპასუხა პირველმა.

50
ბედუინი ახლოს მივიდა და ქაღალდს უხერხულად შეეხო. ფურცელი დასრიალდა და
მის ფეხებთან პირაღმა დავარდა. პირველი სწრაფად დაიხარა სურათის ასაღებად, მაგრამ
ქაღალდს, ფარნის შუქი დაეცა და წამით შევასწარი თვალი ...
- ჩემი ფოტო ! რუსთაველზე გადაღებული ჩემი ფოტო... ლადო ასათიანის ჭადართან რომ
გადავიღე გვიან შემოდგომას. როგორი წარმოუდგენელი იყო ახლა ჩემთვის საქართველო, თბილისი,
რუსთაველის გამზირი და ლადო ჭადარი. ფოტოგრაფიც კი გამახსენდა. ჩემი წარსული ახლა ისე
ახლოს იყო ჩემთან, ისე ახლოს... კინაღამ ცრემლი დამსკდა.... ძლივს შევიკავე თავი და წამოსული
ამოკივლება ისეთი ძალით ჩავიბრუნე უკან, რომ მართლა მუნჯივით დავიხროტინე.

პირველმა ფოტო ალ-კაბირს გაუწოდა...


-ლამაზია, - თქვა ბედუინმა, - არ მიკვირს ასე რომ დაეძებთ...
-მარტო ჩვენ როდი დავეძებთ, ცალკე სამძებრო პოლიცია ეძებს, ცალკე უშიშროების სამსახური,
ცალკე ტურისტული პოლიცია, ცალკე საელჩო... საუდის არაბეთის ელჩმაც კი იკითხა მისი ამბავი.
თურქეთის ელჩიც დაინტერესებულია. სანამ ვერტმფრენებით აივსება აქაურობა, მანამდე ჩვენ უნდა
ვიპოვოთ ეს ქალი.
- კი მაგრამ როგორ მოხვდა აქ? - იკითხა ბედუინმა.
-ტურისტულ ჯგუფს გამოყოლია „საფარი-ტურზე“. დელტაპლანიანად ქარმა უდაბნოში გაიტაცა.
მისი კვალი ჰამადში, აქედან ასე ექვსი დღის სავალზე დავკარგეთ. შეიძლება აფთარმა დაგლიჯა.
მაგრამ რაღაც ხომ უნდა გვეპოვნა, რაიმე ნაგლეჯი ან სამოსის, ან რაიმე ნივთი მაინც. ის კი ისე
უკვალოდ გაქრა, თითქოს ქვიშას შეერია.
-თუ იპოვეთ, კარგი გასამრჯელო გერგებათ. - თქვა ალ კაბირმა.
- წავიდეთ, მუსტაფა, ეგ ის ქალი არაა, ნახე როგორი გამხდარია და ველური, სად ეს და სად ის. -
მიუთითა ფოტოზე მეორემ.

მაგრამ მუსტაფა დუმდა, დაკვირვებით მაცქერდებოდა, ზურგიდან მომიარა, ჩაიჩოქა, ფარანი


მომანათა და ხელებზე დამაცქერდა. მერე ბედუინს ეჭვიანად შეხედა და უთხრა:
-ამ ქალს ნაზი ხელები აქვს, ეს არაა მონის ხელები.
-მერე რა, რა აუცილებელია? იქნებ არ ამუშავებდნენ ? -გაიცინა ბედუინმა.
მეორე და მესამე ხარხარით აყვნენ....
- ვაჰაჰაჰა, ის კაცი მაჩვენეთ, რომელიც მაგასთან იწვა... - ძლივს ითქვამდა სულს მეორე,
- რა გასაჭირი ადგა ასეთი ნეტავ. -დაამატა მესამემ.

მუსტაფა არ ცხრებოდა, სწრაფად წამავლო ხელი და მხარზე აბრეშუმი ჩამომახია.


-ეს ქალი თეთრია ალ კაბირ და არც მონას ჰგავს. - გაისმა მჭახე შეძახილი.
შიშველი მხრის დანახვაზე არაბები გაფაციცდნენ.

ალ კაბირი არც კი შერხეულა, მაგრამ ხელთ უკვე მომარჯვებული პისტოლეტი ეჭირა.

-უკან დაიხიე მუსტაფა, ეგ ქალი ჩემი მონაა, ჩემი საკუთრება, ჩემი ნებართვის გარეშე ხელი როგორ
ახლე! სიკვდილმა გაგიღიმა?!
- ალ კაბირ, ცუდად მეთამაშები! ჯობია ამ ქალს თავსაბურავი მოხადო, ცხენის ნეხვი სახიდან შენი
ხელით მოაშორო და მისი პირისახე მაჩვენო! - გააფთრებული წამოიწია მუსტაფა.
- გაგიჟებულხარ მუსატაფა! ჩვენი ადათი დაგვიწყებია! პატივი გეცი საერთოდ რომ გაჩვენე მონა.
შენ მას ჩემი ნებართვის გარეშე შეეხე! სამოსი გაუხიე, მხარი გაუშიშვლე! ახლა იმასაც მთხოვ, მისი
სახე ჩემი ხელით გაჩვენო?! - ფოლადი ჩაისხა ხმაში ბედუინმა. თვალები ისე აუელვარდა, თითქოს
სადაცაა ელვას უნდა გამოეტეხა.
არაბები სწრაფად ამოუდგნენ მუსტაფას გვერდზე და იარაღი მოიმარჯვეს.
მაგრამ ალ კაბირმა თვალები მოჭუტა, პისტოლეტი დაუშვა და მშვიდად თქვა:

51
- მე ამ ქალს ჩემი მშობლების ოჯახში ვეღარ მივიყვან. მას სხვა კაცი ჩემს თვალწინ შეეხო. მოდი
მოვრიგდეთ მუსტაფა. მომეცი სამასი ამერიკული და წაიყვანე შენი ხელმონაკიდი ქალი. ადათის
დამრღვევი ხარ, ამიტომ ფეშქაშად ვერ მოგცემ.
- რა ადათი, რა ფული და რა ფეშქაში ? მე მხოლოდ მინდა რომ სახე მაჩვენოს, უნდა დავრწმუნდე
რომ ის არაა და მერე გინდაც კლდიდან გადაგიგდია ეგ შენი ყრუ-მუნჯი მონა.
- თავად დაიბანოს პირი, მე ვერ შევეხები. - თქვა ბედუინმა და მეორე არაბს წყლიანი მათარისკენ
ანიშნა, თითონ კი ცხენს სტვენით მოუხმო. ჯადარი წამსვე პატრონის გვერდზე გაჩნდა. ალ კაბირმა
უნაგირის ჩანთიდან დანა ამოიღო, ჩემი თოკები გადაჭრა და წყლიანი მათარა წინ დამიდგა. ხელით
მანიშნა პირი დამებანა. დანა ისევ ჩანთაში ჩააგდო და მუსტაფას გვერდში ამოუდგა. მამაკაცები
ჩემგან ზურგით შეტრიალდნენ და ლაპარაკი გააგრძელეს. მხოლოდ ბედუინი იდგა ჩუმად.
ხელები და ფეხები თოკისაგან სწრაფად გავითავისუფლე, წყალი პეშვით ამოვიღე, ხმაურით
დავლიე და ცხენზე შევფრინდი...

ჯადარი ქარივით მოწყდა ადგილიდან, კაცებმა მოტრიალებაც კი ვერ მოასწრეს რომ კლდე უკვე
უკან მქონდა მოტოვებული. უკან გააფთრებული შეძახილები დამედევნა:
- „შაითან იმრაა, შაითან!“ . - გავიგონე ალ კაბირის გაბრაზებული ხმა. -„ისევ გაიქცა ეს ალქაჯი,
თქვენ შეაშინეთ!“

ხმებს ზედიზედ რამდენიმე გასროლა მოჰყვა... ტყვიებმა მხართან გამიწივლეს... გადავრჩი, არცერთი
არ მომხვედრია. ჯადარი ჩრდილივით უხმაუროდ მიქროდა, ჩვეულად ფეხს ძლივს აკარებდა მიწას.
ზურგსუკან, კარგა ხანს მესმოდა უშვერი სიტყვების კორიანტელით აყივლებული ექო.

დაზაფრულს და შეშინებულს ყურადღება არც მიმიქცევია საით მიქროდა ცხენი. სროლის ხმა
ნელნელა მიიკარგა, მაგრამ ჯადარის ფლოქვების ხმის გარდა სხვა ხმაც მესმოდა. ვიღაც ცხენდაცხენ
მომდევდა.
მთვარე ახალი ამოსული იყო. მიმართულებას ჯერ ვერ ვირჩევდი. ამიტომ სადავე ბოლომდე მივუშვი
და მთლიანად ცხენს მივენდე. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მდევარი ვერ დამეწეოდა, მთავარი იყო
ტყვიის მისაწვდენზე არ მომეშვა.
უნაგირზე დაკიდულ ჩანთას დავხედე. შიგნით წყლით სავსე ორი ბოთლი და მცირე სანოვაგე იდო.
„მეყოფა“- გავიფიქრე და გვარანად შეციებული მივეხუტე ცხენის კისერს.
რამოდენიმეჯერ უკან მოვიხედე, მდევარი არ ჩანდა, მაგრამ ცხენის ფეხის ხმა გარკვევით მესმოდა.
ჯადარს ქუსლებით ფერდებზე შევეხე. იუკადრისა, უკმაყოფილოდ ამოიფრთქვინა, მაგრამ
დამემორჩილა და ისე სწრაფად გაფრინდა, რომ ყურები შხუილმა დამიხშო და მდევრის ფეხის ხმა
დავკარგე.

მთვარეს ვუცქერდი, ველოდებოდი როდის გაუსწორდებოდა სამხრეთს ღამის პირველ საათზე, რომ
დასავლეთის გზას დავდგომოდი. ფეხის ხმა არღარ მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი, მდევარი
დაუღალავად მომდევდა. მთვარეს გავხედე, მორცხვი ქალივით ირიბად იცქირებოდა და ნისლი
მანდილივით მოეფარებინა ლოყაზე.

სიცივე საოცრად გამჭოლი გახადა საიდანღაც მოულოდნელად მოვარდნილმა ქარმა. ნისლმა


იმძლავრა და სწრაფად მოედო ღამეულ ცას, რუხი ფერი მიიღო და ქვიშაზე ბოლივით გაწვა. ერთში
კი მშველოდა ბურუსი, მდევრისთვის მიზანში ჩემი ამოღება შეუძლებელი იყო.

საჰარაში ამინდი იცვლებოდა.

- „ღმერთო, ოღონდ ახლა არა, ოღონდ ახლა მთვარე დამანახე რომ დასავლეთისკენ შევბრუნდე... და

52
მერე თუ გინდა მოთოვოს“... - გავიფიქრე და ცხენზე გავსწორდი.
მაგრამ ღმერთი ყოველთვის როდი გისმენს.

ისე ჩამობნელდა, რომ კუნაპეტი სიბნელე - სიბრმავეს დაემსგავსა.

ჯადარმა ქროლვას უკლო და მოულოდნელად მარჯვნივ ისე მკვეთრად მოუხვია, რომ კინაღამ
უნაგირიდან გადმოვცურდი. შიშის ტალღა ყელში ამომასკდა, ცხენს ისევ კისერზე მოვეხვიე და თავი
ძლივს შევიმაგრე. ჯადარი კი ვითომდაც აქ არაფერიო, ორ კლდეს შორის შავი ჩრდილივით
შესრიალდა, მომცრო ბექობზე შეუჩერებლად აიჭრა და გამოქვაბულში შემაქანა.

ცხენმა ამინდის ცვლილება იგრძნო. აშკარა იყო რომ ადგილსაც კარგად იცნობდა. ჯადარმა გზა
იცოდა.

ღუბლებით მოჭიქულ ცისკიდურზე ელვა გაიგრაგნა და ისე მჭექარედ დაიგრგვინა, რომ თითქოს
ჩემს ყურთან გავარდა მეხი. ყურები სრულად დამეხშო და რამდენიმე წუთით სმენა საერთოდ
დავკარგე.

საჰარას ცაზე ინდური ღმერთი - შივა აცეკვდა. მისი უამრავი გაკლაკნილი ელვა-მკლავები მთელ
ცას მოედო. იქაურობა ისე გაჩირაღდნდა, რომ თითქოს ასი მზე ერთად ამოვიდა. მძლავრი ჭექა-
ქუხილი ზედიზედ გამეორდა, ჰამადის კლდეებმა ექოს სული ჩაუდგეს და ათასჯერ უფრო
გაძლიერებული გრგვინვა უდაბნოში გრიგალივით დატრიალდა. ვეღარ ვარჩევდი ცაში ქუხდა თუ
მიწაზე. დარწმუნებული ვიყავი რომ ერთდროულად ათასი ომიც რომ დაწყებულიყო ასეთ
მეხთატეხას ვერ გამოიწვევდა. ყურებზე ხელი მივიჭირე ხმაურისაგან როგორმე ცოტათი მაინც რომ
დამეფარა.
ჯადარმა რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია და გამოქვაბულის სიბნელეს შავი ფიქრივით შეერია.
მის თბილ სხეულს მთელი ტანით მივეხუტე. სიცივისგან და შიშისგან გაუჩერებლად მაცახცახებდა.

ჭექა ქუხილი გაძლიერდა, ცამ განწირული ღმულით იხუვლა და ისეთი თქეში გადმოუშვა,
თითქოს თავად ოკეანემ იცვალა ადგილი, ცაზე აინაცვლა და ახლა ერთბაშად ფეხად ჩამოდიოდა
მიწაზე. უდაბნოში უამრავი წყალუხვი, სწრაფი და მღვრიე მდინარე შხულით ერთად დაიძრა...
ერთმანეთს უერთდებდნენ, ეყოფოდნენ, ისევ უერთდებოდნენ... მდინარეები თავქვეს
პოულობდნენ გრიალით მიანგრევდნენ კლდეებს... საჰარაში ნამდვილი წარღვნა დაიწყო. წყალი
თავის გზაზე უამრავ ქვიშას და ქვას მიეზიდებოდა. მდინარეები ელვის სისწრაფით იკეთებდნენ
ღრმა კალაპოტებს. ჩემთვის ხილული უდაბნოს ნაწილი უზარმაზარმა ღვარცოფმა მოიცვა.
კალაპოტები დიდი სისწრაფით იცვლიდნენ მოხაზულობას, მიმართულებას და სიღრმეს. ყველა და
ყველაფერი, ერთმანეთში აზელილი, - თავქვე დაუნდობლად მიექანებოდა.
ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ცოცხლად გადარჩენა იმ ნაკადში მოხვედრილი
სულიერისათვის.

„ჩემი, ჩემი ჭკვიანი მეგობარი“. - მოვეფერე ჯადარს, რომელიც აშკარა სიამაყით და კმაყოფილებით
აფრუტუნდა. მან თავი მოატრიალა და ყელსა და მხარს შორის ფრთხილად ჩამიდო ლამაზი
ცხვირპირი. ულამაზესი არსება, რომელმაც ვინ იცის, მერამდენედ გადამარჩინა სიკვდილს, ამ
უბრალო მოძრაობით მაჩვენებდა რომ მე მას ვუყვარდი...

წყლიანი ბოთლი გადმოვიღე, პეშვში წყალი ჩავიგუბე და პირველად ჯადარს მივაწოდე, ფრთხილად
შესვა, ხელები მთლიანად მომიმშრალა. უდაბნოში გაზრდილმა ცხენმა, კარგად იცოდა წყლის ფასი.

ჭექა ქუხილი არ ჩერდებოდა. ქვეყანა წყალს მიქონდა და ჩემთვის მხოლოდ ერთი ყლუპი წყალი

53
გავიმეტე. ბოთლი ადგილზე დავაბრუნე. ცხენის ფაფარში თავი ჩავრგე და მდევარზე ფიქრი
დავიწყე.

როცა გამოვიქეცი, სამივე არაბი იქ დარჩა. მათი ცხენები არ დამინახავს. ალბათ იმ მოპირდაპირე
კლდის მეორე მხარეს უნდა მდგარიყვნენ. ბედუინს რაღაც დრო მაინც დასჭირდებოდა, რომ
ცხენებამდე მიეღწია და გამომდევნებოდა. მდევარი კი ისე ჩქარა დამეწია, თითქოს გზაზე იყო
ჩასაფრებული და დანამდვილებით იცოდა, რომ იქ ვინმე გამოივლიდა. ის ან მარტო იყო, ან იმ
არაბებთან ერთად, მაგრამ მოშორებით იდგა და ვითარების შედეგს ელოდა. ნებისმიერ შემთხვევაში
ამედევნებოდა.
არაბები, როცა ახლოდან მათვალიერებდნენ, მხოლოდ ფარნის და პატარა პისტოლეტების ამარა
იყვნენ, დანებიც ექნებოდათ როგორც ჭეშმარიტ მუსლიმებს, მაგრამ სხვა არაფერი შემინიშნავს.

აშკარა იყო სახელდახელოდ შექმნილი და არც თუ კარგად მომზადებული ჯგუფი მეძებდა.

ნუთუ ამათ ელოდა ასე გაფაციცებით ალ კაბირი. გამახსენდა რომ ამ დღეების მანძილზე,
არასოდეს დამინახავს, როგორ ეძინა, ან საერთოდ თუ ეძინა. ეტყობა ბანაკს გარს უვლიდა და
სიჩუმეს უსმენდა, ან კვალს ამოწმებდა ყოველ ალიონზე.
ის ელოდა მდევარს, თან დარწმუნებულიც იყო რომ ეს მდევარი კეთილმოსურნე ნამდვილად არ
იქნებოდა. რატომ არაფერს მეუბნებოდა? იქნებ იმ ღამით, როცა საჰარში ჯადარი პირველად
დავინახე, მან უკვე რაღაც იცოდა და ცხენი იმიტომ გამოგზავნა რომ მუჰამადი გაეფრთხილებინა...
მაგრამ მუჰამადზე რომ არაფერს ამბობდა?! საერთოდაც ერთი სიტყვით მეუბნებოდა სათქმელს. ან
ხელით მანიშნებდა. ვიცოდი რომ არაბი მამაკაცები ქალებთან მრავალსიტყვაობით არ გამოირჩევიან,
მაგრამ მე ხომ არ ვიყავი არც არაბი და არც მუსლიმი. რას მალავდა ასე გულდასმით ბედუინი?! იქნებ
იცოდა რომ ელჩის ნათესავი ვიყავი და მხოლოდ გამოსასყიდის გამო მივლიდა ასე? მაგრამ აქამდე ეს
საიდან უნდა ცოდნოდა, ეს ხომ მოამადმაც არ იცოდა... თანაც კითხვა შეუტრიალა მუსტაფას
"საპფირ?" არა მან აქამდე ჩემი ვინაობა არ იცოდა, თუ იცოდა???..

უცებ წარმოვიდგინე ბიძაჩემის გააფთრებული სახე, ადგილს რომ ვერ პოულობდა საელჩოს
ციცქნა ოთახებში და რომელიც ალბათ გაოგნებული იყო ჩემი გამოპარვით, ხოლო
თავზარდაცემული - ჩემი დაკარგვით. წარმოვიდგინე როგორ ელაპარაკებოდა დედაჩემს და
ეუბნებოდა რომ საჰარაში დავიკარგე. იმაში დარწმუნებული ვიყავი რომ ნამდვილად სიმართლეს
ეტყოდა. თვალიწინ დამიდაგა მისი ახალგაზრდა რეფერენტი, ჩემთან შემეგობრებული
ვახო, ტელეფონზე რომ "ეკიდა", რაიმე კვალს მაინც რომ დასდგომოდა. ამ ფიქრზე... წარმოვიდგინე
რა ცეცხლი უვლიდათ გულში და ძარღვებში ჩემებს. გული მომეწეწკა...

ისევ მდევარზე ფიქრს დავუბრუნდი. ერთად-ერთი, ვისთანაც ალ კაბირი ვახსენე,- მილოში იყო.
გამახსენდა როგორ არ ეამა მაშინ ბედუინის ხსენება. მილოში ძალიან მონდომებული იყო როგორმე
მოვეკალი. ამას ერთადერთი ახსნა უნდა ქონოდა, მე - "რაღაც" არ უნდა მენახა, "რაღაცის" მოწმე არ
უნდა გამხდარიყავი. ზედმეტი ბარგი ვიყავი. მაგრამ რაღა მაინცდამაინც მე ვიყავი „არამკითხე
მოწმე“ ამ ისტორიაში, ხომ იყვნენ იქ ჩინელი გოგონები, ან და რაღა გოგონები, კაცებიც ხომ იყვნენ?
რატომ მე... ისიც გამახსენდა რომ ვიღაცის ჩრდილი შევნიშნე გამთენიას დიუნას კალთაზე, რაღაც
ნაკვალევის მსგავსი რომ დავანახე მილოშს. მან ყურადღებაც არ მიაქცია და „საფარი-ტური“
გააჩაღა. მე კი დელტაპლანზე დამკიდა. მას ჩემი მოკვლა ტყვიით რომ სდომოდა, მარტივად
შეძლებდა ამას, მაგრამ აშკარად უნდოდა რომ კისერი თვითონ მომეტეხა რომ მკვლელობის ეჭვი არ
გაჩენილიყო. ესე იგი ჩემი დაკარგვა კი არა, ჩემი გვამი ჭირდებოდა. მე, ცოცხალი ვუქმნიდი მას
საფრთხეს. ბაიკერების ტურისტულ ჯგუფში ჩემმა მოხვედრამ პრობლემა შეუქმნა.

„ლიბიის საზღვარი, მონათა ბაზარი“... -გამახსენდა ალ კაბირის სიტყვები. ესე იგი, იმ

54
ტურისტული ჯგუფის წევრები, ღონიერი, სპორტული აღნაგობის ბიჭები და გოგოები მონათა
ბაზრისათვის იყვნენ განწირულები, ბიჭებს ლიბიაში ნავთობის საბადოებზე გაამწესებდნენ, გოგოებს
- სამზარეულოში ან მრეცხავებად იმავე საბადოებზე, ან კიდევ ღმერთმა იცის კიდევ რისთვის.
ხოლო მე, უცხო ქვეყნის ელჩის ნათესავი, - რა თქმა უნდა ზედმეტი ბარგი ვიყავი მილოშისთვის, ესე
იგი სწორედ მე ვყავი მისი პრობლემა, გამახსენდა ციდან დანახული არაბები სატვირთო მანქანებით
რომ იცდიდნენ შორიახლო. წარმოვიდგინე როგორ ყრიდნენ იმ მანქანებში ადამიანებს და
მოტოციკლებს, უდაბნოში კვალიც რომ არ დარჩენილიყო...
მონათვაჭრობას ლიბიის საზღვარზე დიდი ფული და სარგებელი მოქონდა. ჩანდა, მილოში მათ
მონებით „ამარაგებდა“. არჩევდა ღონიერ და რისკის მოყვარულ „ბაიკერებს,“ რომლებიც "უგზო -
უკვლოდ იკარგებოდნენ“ საჰარაში. ცხადია ეს ხშირად ვერ მოხდებოდა, დიდ-ხნიანი „შესვენებები“
დასჭირდებოდა ახალი ჯგუფის „დასაკარგად“. ხშირ „დაკარგვებს“ არც მფარველები მოუწონებდნენ
და ტურსიტული პოლიცია ხომ დაუნდობელი იყო.

მონებით ვაჭრობას სერიოზულად მფარველობდნენ ყველა ქვეყნის გავლენიანი არაბები. მაგრამ


მილოში არც არაბი იყო, არც ეგვიპტელი და არც მუსლიმი. ის ერთი ჩვეულებრივი პოლონელი ექიმი
იყო, რომელსაც ძალიან ადვილად მიწვდებოდა ბიძაჩემის მსახვრალი ხელი და სულ მცირე ციხეში
თუ არ გაამწესებდა, ქვეყანას მაინც ხომ დაატოვებინებდა. ეს კი გახმაურდებოდა, ხოლო გახმაურება
იმას ნიშნავდა, რომ მილოში ვერასოდეს ვეღარსად დაიმალებოდა, მას თავად ბიზნესის მფარველები
მოსპობდნენ. თავისი სიკვდილითაც რომ მომკვდარიყო, მის სიკვდილში დასარწმუნებლად ცხრაჯერ
ამოთხრიდნენ მიწიდან.

რაღაც განათდა ჩემს გონებაში. ესე იგი თუ კაიროში ჩემს გვამს ჩაიტანდნენ, დანარჩენები რომც
„დაკარგულიყვნენ“, მონებით ვაჭრობის ამბავს აღარავინ ჩაეძიებოდა. თუ უგზოუკვლოდ
გავქრებოდი ან თუ ბაზარზე მეც მონად გამყიდდნენ, მაშინ ბიძაჩემი ქვეყანას შეძრავდა და ეს
ამბავი მაინც ბომბივით გასკდებოდა. თუ ცოცხალი დავბრუნდებოდი, მაშინ ვინღა დამიშლიდა
ყველაფერი არ მეთქვა საელჩოში. ელჩი ქვეყნის შინაურ საქმეებში ვერ ჩაერეოდა, მაგრამ ამბავი ხომ
ეცოდინებოდა. ესე იგი ჩემი მონად გაყიდვაც სახიფათო იყო და ცოცხლად დატოვებაც. ამით მთელ
„კარტელს“ საფრთხე ექმნებოდა.

ეგვიპტეში კორუფცია არნახულად ყვაოდა. მხოლოდ ტურისტული პოლიციის მოსყიდვა იყო


შეუძლებელი, რადგან მთავარი შემოსავალი ტურიზმის მეშვეობით შესდიოდა ქვეყანას.

იყო კიდევ ერთი გზა, ჩვეულებრივ „საფარი-ტურად“ დარჩენილიყო უდაბნოში გასეირნება და


ხელიც არ ეხლოთ არავისთვის, მაგრამ რატომღაც ეს ამბავი მილოშს არ აწყობდა. იგი ვალდებულად
თვლიდა თავს - გეგმა არ ჩაშლოდა. მას ან პირველი ან ერთად-ერთი შანსი ქონდა დიდი ფულის
საშოვნელად ან ვიღაცის ეშინოდა, იმ ვიღაცის, რომელმაც ალბათ ბოლო შანსიღა დაუტოვა...

„ღმერთო, ნუთუ ასეთი ბრიყვი ვარ, ამას როგორ ვერ მივხვდი“.- გავბრაზდი ჩემს თავზე, მაგრამ
გამახსენდა რომ აქამდე ან თავი არ მქონდა ფიქრის ან დრო.

„კარგი,“ - გავაგრძელე ფიქრი, “ -ეს თუ მართლა მონებით ვაჭრობას ეხება საქმე, ასე თუ ისე
ნათელია ყველაფერი. იქნებ სხვა უარესიც იყო ჩაფიქრებული ? მაგალითად ჩვენზე, ცოცხალ
ადამიანებზე ნადირობის მოწყობა უდაბნოში ისე როგორც ლომებზე და ფეხვებზე ნადირობენ... ჰმ,
მოაზროვნე "ნადირზე" ნადირობა, რომელიც თვითგადარჩენის ინსტიქტს - ინტელექტის
ახალ საფეხურზე აჰყავს, - უფრო აზარტულია. დიდ ფული ღირდა ადამიანებზე ნადირობის
მოწყობა. გამეგონა, რომ ასეთი ნადირობა ხშირად კვირეებიც კი გაგრძელებულა, სანამ უკანასკნელი
"ნადირი" არ მოკვდებოდა.

55
სხვა "თამაშებზეც" გამეგონა. დახურულ სტადიონებზე ეტლებით ჯირითი,რომლებშიც ცხენების
ნაცვლად შიშველ ქალებს აბამდნენ და სულის ამოსვლამდე აჭენებდნენ მათრახის ცემით. დიდ
თანხებზე იდებოდა სანაძლეოები. ისიც გაგონილი მქონდა, რომ ასეთ თამაშებში გამარჯვებულ
"ცხენებს", დიდ ფულს აძლევდნენ და უკან აბრუნებდნენ სამშობლოში საჭურისი
„მსახურით“... „გამარჯვებულიც“ -დუმდა, ამბის გახმაურებას კი არა, დაჩურჩულებასაც კი ვერ
ბედავდნენ, საჭურისი მეთვალყურის შიშით.

ღმერთმა იცის, რომელს აპირებდა მილოში, მაგრამ მე - ყველა ვითარებაში „არამკითხე მოამბე“
ვიყავი მისთვის. მან დანამდვილებით იცოდა, რომ შემთხვევითი ტურისტი არ ვიყავი. საიდან, - ამას
უკვე მნიშვნელობა არ ქონდა. მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, ბუნებრივი სიკვდილით მკვდარი
ჩემი სხეული, რომელსაც არც ნატყვიარი და არც რაიმე ძალადობის ნიშანი არ უნდა ქონოდა.

„ალბათ მილოში მომდევს, ეტობა, მოშორებით იყო საფარში და ამედევნა, მე კი მხოლოდ დანა
მაქვს. წყალმა წაგიღოს მილოშ, შე სატანის მოციქულო!“ - ამომცდა ჩურჩულით და, თითქოს ზეცამ
ისმინაო, უფრო მეტი წყალი ჩამოაქცია ციდან.

„ჰო, ალ კაბირი, ბედუინი... ნეტავ მას რა გეგმა აქვს, ასეთი ზრუნვა უცნაურია. ისეთი ადამიანები,
როგორიც ალ კაბირია, სიცოცხლეს დიდად არ დაგიდევენ. ამგვარ მამაკაცებს აქვთ რაღაც
კონრეტული მიზანი და თუ ეს მიზანი მიუღწეველი ეჩვენებათ, მაშინ მათთვის სიცოცხლეს ფასი
ეკარგება. მათ ცხოვრებაში ყველაფერი სხვა, ოჯახი, ცოლი, შვილები, სიყვარული, მხოლოდ ამ
მიზნის დანამატია. რა უნდა უნდოდეს ? თუ ფული, - ესე იგი ვიღაც შეიხს უნდა მიმყიდოს, ან
ბიძაჩემს და არც თუ იაფად. ვინ რა პასუხს მოკითხავს ბედუინს, ისინი ხომ არც ემორჩილებიან და
არც ცნობენ რაიმე დაწერილ კანონს. უდაბნოს კანონებით კი მათი ნაპოვნი, - ნივთია თუ ადამიანი,-
მას ეკუთვნის და მორჩა. იქნებ სიყვარული?... ჰმ, რა სისულელეა, ამის გარდა ყველაფერი შეიძლება
იყოს... ყველაფერი. უფრო კი ფულის ინტერესი, ფულისთვის კი რას არ იზამენ ამ ქვეყანაში, სადაც
ყველგან მხოლოდ ერთი მელოდია გესმის „უან დოლარ, უან დოლარ!!!“.

არა, მე მას არ ვენდობოდი.


.... მაგრამ მისი თვალები გამახსენდა, ისიც გამახსენდა როგორ მივლიდა წყურვილისაგან
დაოსებულს და თავისი ხელით როგორ მაწვდიდა ლუკმას. როგორ მეუბნებოდა "ახლა მე ვარ შენი
წყალი და იმედი"...
„უნდა მენდო, მენდობი?“ ...რაღაც წინააღმდეგობრივი გრძნობა მქონდა მის მიმართ, ხან ერთი ემოცია
მძალავდა, ხან მეორე... მაგრამ ორი რამ უდავო ქონდა - უნაკლო გარეგნობა და გამბედაობა.
ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ, ან რა უნდა დამერქმია
სახელად ამ ჩემი წინააღმდეგობრივი გრძნობებისათვის.

წვიმამ, თუ საერთოდ წვიმა ერქვა ამ წარღვნას, იკლო. სიცივის მიუხედავად გამოქვაბულის პირთან
მივედი და ხელპირი და თმა დავიბანე, ნიკაბით შევიხვიე და გვარიანად გაყინული ისევ ცხენს
მივეხუტე.

ჭექა-ქუხილი როგორ მოულოდნელადაც დაიწყო, ისევე მოულოდნელად შეწყდა. სამაგიეროდ


ძლიერი და ცივი ქარი ამოვარდა, ყველაფერი აგუგუნდა და აწივლდა. ექომ ახლა ქარის გრიალი
გაახმოვანა... აშკარა იყო, ქარის ჩადგომამდე აქედან ვერ გავიდოდი. წამში ყინულის ლოდად
ვიქცეოდი. გრიგალი ისეთი სისწრაფით ქროდა, რომ მეგონა არასოდეს ჩადგებოდა სანამ სამყაროს
კიდეს არ მიაღწევდა.

რაც წყალს დარჩა წარუხოცავი, ქარმა აიტაცა და წინ გაიგდო. ვეებერთელა ლოდები გამაყრუებელი
გრიალით ეხლებოდნენ ჰამადის კლდეებს და ნამსხვრევებად ისე იფანტებოდნენ, რომ დაბლა არც კი

56
ცვიოდნენ. ყურთასმენა აღარ იყო ქარის ხმაურისაგან. გაყინული ხელ-ფეხით და სიცივისაგან
აძაგძაგებულმა ჩემთვის ცნობილი ერთადერთი მოძრაობით ჯადარს ვანიშნე წინა ფეხებზე
ჩაემუხლა. ცხენი მაშინვე დამემორჩილა. ახლა გავაზე ორივე ხელი დავაჭირე მთელი ძალით,
მინდოდა დაწოლილიყო. მან ოდნავ ამოიფრუტუნა და მიწაზე მუცლით გაწვა. ცხენის მკერდს
მთელი სხეულით მივეხუტე, კისერთან ჩავწექი და მისი ფაფარი მოკუნტულ სხეულზე გადავიფარე.
არ შევცდი. ცხენის სითბო ძარღვებში ჩამეღვარა, მის გულისცემას თვალდახუჭული ვუსმენდი.
უნებურად საიდანღაც გონებაში ამომიტივტივდა...

"არაბული ცხენის გული ექვსს კილოს იწონის, ამ გულის ფეთქვას რა შეედრება"...

რას ვიფიქრებდი, ასე ცხადად მე თუ ამიხდებოდა ეს სიტყვები. მე, ვიღაც ქართველ გოგოს, აქ,
საჰარას უდაბნოში, სადღაც, ჰამადის კლდეების რომელიღაც გამოქვაბულში, თავსხმა წვიმასა და
გრიგალში, ბედის ანაბარა და ცხენის ამარა დარჩენილს, თავი მედებოდა არაბული ბედაურის
მკერდზე. მართალი ყოფილა არჩიბალდ მეკეში, არაფერი შეედრებოდა არაბული ბედაურის
გულისფეთქვას... მამშვიდებდა ეს მძლავრი ხმაური. თითქოს გულიდან გამოსროლილი ცხელი
სისხლი ჩემს სხეულში გადმოდიოდა და თბილად იღვრებოდა.

ორი რამ მაშფოთებდა.


ერთი ის, რომ - არ ვიცოდი რა მიმართულებით ვიარე, მაგრამ მამშვიდებდა ის, რომ ცხენმა გზა
იცოდა. მეორე - უჩინარი მდევარი იყო. არ ვიცოდი აარიდა თუ არა ღვარცოფს თავი და სად იყო ახლა
ჩასაფრებული.

"ღმერთო, ხან ჩემი აწმყო მეჩვენება დაუჯერებლად, ხან წარსული. სრულიად წარმოუდგენელია
რაც მჭირს, სულ მგონია რომ ეს, რაღაც ხანგრძლივი სიზმარია, გამეღვიძება ჩემს სახლში და მძიმე
მოსაგონრად დამრჩება. ჩემმა ფოტომ, ამ საღამოს რომ ვნახე სულ -მომშალა... ახლა ჩემი წარსული
მეჩვენა ძალიან შორეულად. " - აღარ შემეძლო ამ დაუსრულებელი გულისწუხილის ატანა და ფიქრი
შევწყვიტე. ცხენის გულისფეთქვამ ჰიპნოზივით იმოქმედა,ქარის გრიალიც კი აღარ მაშინებდა და
ძილი მომერია.

მეზმანა, რომ არაბული ბედაურის გული ცაზე სისხლისფერ მზედ ეკიდა და მისგან გამოსული
წითელი ძარღვები უსასრულო სხივებად იფანტებოდნენ, დედამიწას ეფინებოდნენ და
მაცოცხლებელი სითბოთი აღვივებდნენ.

მე ისევ მარტო ვიყავი მილიონობით კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ საჰარაში.


ისევ ერთი ბოთლი წყალი და ექვსი კილო გულის ხელა იმედი მქონდა... და კიდევ იყო რაღაც... რაც
ძალიან მაკლდა...

ზურმუხტისფერი ოაზისივით მწვანე თვალები...

ბედუინი (ნაწილი IX არაქნიდი )

გრიგალი როდის ჩადგა, არ გამიგია. რიჟრაჟის სიცივემ გამომაფხიზლა. მე ისევ მოკუნტული


ვიყავი, თავი ისევ ჯადარის ბეჭზე მედო. გაუნძრევლად მძინებია. გაკვირვებული შევცქეროდი
ნახევრადღია წამწამებიდან ამ უცნაურად ჭკვიან და ლამაზ ცხოველს, რომელიც მთელი ღამე

57
გამოქვაბულის პიტალოზე იწვა, მე რომ კარგად გავმთბარიყავი მის მკერდზე მიკრული და მის
ფაფარში გახვეული. ის რომ არა, ახლა, ამ გამოქვაბულში ყინულის ლოდად ქცეული ჩემი სხეული
იდებოდა.

ფაფარი კისერთან ჩავიკეცე. ვფიქრობდი იმაზე, რომ ნამდვილად მწყალობდა იღბალი.


მაშინ ეს ცხენი რომ არ გამოჩენილიყო და დაჭრილ პატრონთან გადასარჩენად არ მივეყვანე, ახლა,
აფთრებს ჩემი ძვლების გემოც დავიწყებული ექნებოდათ. რა თქმა უნდა ცხენები მიყვარდა ისევე,
როგორც ყველა ადამიანს უყვარს, მაგრამ ჯადარი ჩემთვის ცხენზე მეტი აღმოჩნდა. წუხელ ამ
გამოქვაბულში რომ არ შემოვეყვანე, ვინ იცის რა მელოდა.

„ - ნეტავ მოჯადოებული ადამიანი ხომ არ არის, მარტო ლაპარაკი არ შეუძლია“. - მის გულს
მივაყურადე.
ბედაურის გული ისე მძლავრად ფეთქავდა, რომ ჩემი საერთოდ არ მესმოდა. ოდნავ შევსწორდი და
ისევ მთელი სხეულით მივეკარი მის ხავერდოვან და თბილ გულმკერდს. ცხენმა იგრძნო ჩემი
გამოფხიზლება და ფრთხილად ამოიფრუტუნა. მევედრებოდა, გამიშვი, ფეხზე დავდგეო. ჩემი
„საბანი“ ნამდვილად არ მემეტებოდა, მისი წყალობით თბილად ვიყავი და კბილს კბილზე არ
ვაცემინებდი. მესიკვდილებოდა ადგომა, მაგრამ ჯადარის „ლაპარაკზე“ გამეღიმა. ხელფეხი
შევარხიე და ჯერ ისევ მის ფაფარში გახვეული ფრთხილად წამოვჯექი. ჯადარმა დრო იხელთა და
ფეხზე ფრთქვინვით ადგა, ფაფარი და სხეული შეიფერთხა და კისერზე ფრთხილად შემეხო
დრუნჩით. მებოდიშებოდა სიცივისაგან ისევ რომ ავკანკალდი.

„დილის ვარჯიში“ სწორედაც დროული იყო. ადგილზე დავრბოდი, ვხტუნავდი, ფეხის


წვერებამდე ვიხრებოდი და ვითვლიდი, ერთი, ორი, სამი, ოთხი... მერე აზიდვაზე გადავედი,
ხუთამდე ძლივს ავქაჩე გაყინული სხეული. ხელებს ვისრესდი, ფეხის კუნთებს ვიზელდი... ამ
წუთას ისე მენატრებოდა საჰარას თაკარა მზე, როგორც თბილისური თებერვლით გაბეზრებულს -
გაზაფხული.

ჯერ დილის ექვსი საათი იქნებოდა, მაგრამ სულ სამიოდე საათში ისე
დააჭერდა სამოცგრადუსიანი სიცხე, თავი გახურებულ ტაფაზე გეგონებოდა, აი მაშინ ეს სიცივე
გამიხდებოდა სანატრელი... ისევ ქვიშის „აბაზანით“ დავკავდი. ხელ-ფეხი უნდა გამეთბო. ცოტა
ხანში მართლაც დამთბა, კანი გამიწითლდა სისხლიც ამოძრავდა და გაბედულად დავდექი ფეხზე.

ცხენის მხარეს უცნაური ნათება აელვარდა და მივბრუნდი. გამოქვაბული პირით


აღმოსავლეთს უყურებდა. საჰარაში მზის ამოსვლის ჟამი იწყებოდა. მზვერავ სხივებს უდაბნო
ირეკლავდა, ციალმა გამოქვაბულში შემოაღწია და ცხენი უჩვეულოდ გაანათა. მთლად
ოქროსფრად აელვარდა, შავ ფაფარშიც ოქრო ქონდა ჩაწნული, ჩანჩქერივით ძუამ ისე
მოიხდინა ოქროსფერი... გაშლილი და დაკუნთული მკერდი ოქროს შუქჩრდილში
ლივლივებდა. ღამესავით შავ, ხავერდოვან ბეწვზე ნელი ნათება გადასდიოდა. შავი ბედაური
მთლიანად ოქროცურვილი შარავანდედნით შეიმოსა ისე ლიცლიცებდა თითქოს სადაცაა ჰაერში
მირაჟივით უნდა გამდნარიყო. მთელი მზისქვეშეთის ოქრო მის ფეხქვეშ ეფინა, ამომავალი მზის
სხივზე იდგა. თითქოს ცისკენ მიმავალ ოქროს ბილიკს უნდოდა გაჰყოლოდა. ზეცას სურდა უკან
წაეყვანა ეს ულამაზესი სულიერი, რომელიც კოსმოსიდან ჩამოვარდილი შავი ბრილიანტივით -
შემთხვევით მოხვედრილიყო დედამიწაზე.
ეს პანორამა ისეთი ნამდვილი იყო, უცბად შემეშინდა მართლა არ წასულიყო და კისერზე
მკლავები მოვხვიე იმის ნიშნად რომ არსად ვუშვებდი. მანაც მშვიდად ჩაიფრუტუნა და მხარზე თავი
დამადო. თუმცა ყურები უცნაურად ქონდა აცქვეტილი, თითქოს რაღაცას უსმენდა.

იქაურობას თვალი მოვავლე. ჯერ უნაგირზე დაკიდებული ჩანთები მომხვდა თვალში. ცხენის

58
კისერს თავი მივანებე და ჩანთები დავათვალიერე. ერტში ჩემი მტკიცელანჩიანი ფეხსაცმელები
იდო. მათი დანახვა ისე გამეხარდა, თითქოს ჩემი სახლში დასაბრუნებელი ფრთები ქონდათ
გამოსხმული.

იცოდა დედაჩემმა ჩემი ხასიათი. თუ ფეხზე არ მციოდა, გაგანია ზამთარში ზაფხულის კაბითაც არ
შევუშინდებოდი გარეთ სიარულს, რამდენჯერ მიგუნდავია თხელი ზედასაცმელის
ამარა. მთლიანად თოვლში ამოგანგლულს სულაც არ მციოდა, იმიტომ რომ ფეხზე თბილად მეცვა...
დედის ნაჩუქარი ფეხსაცმელები საჰარაში ათჯერ მეტად დავაფასე. მისი წყალობით ღამე ფეხი არ
მეყინებოდა, დღე კი სამოცგრადუსიან სიცხეშიც არ მეწვებოდა ფეხისგული.

„- თუ გადავრჩი, ამ ფეხსაცმელის დამსახურება იქნება ლომის წილი.“- ისე მეგობრულად


მოვაცილე ქვიშის მტვერი, როგორც სახლიდან გასვლისას საყვარელ ადამიანს გადაუსვამენ
ხოლმე მხარზე ხელს.

ფეხსაცმელი გადმოვაბრუნე და ძირები დავათვალიერე. უდაბნოს სიცხეს ოდნავ გაელღო,


მაგრამ ბევრი ვერაფერი დაეშავებინა. ფეხსაცმლის ყელში ხელი ჩავყავი თუ არა, რაღაც მშობლიური
გრძნობა დამეუფლა. ქაღალდის ნაგლეჯი მომხვდა. ფეხსაცმელი დავფერთხე. შიგნიდან რაღაც
რაკუნით გადმოვარდა. ძირს დავიხედე. ქვიშისფერი მორიელი აპრეხილი კუდით
გამოქვაბულის ბნელი კუთხისკენ გაემართა.

„ - ეს ჩემს ფეხსაცმელში იყო?!“ - თავზარი დამეცა. ფეხსაცმელები შეშინებულმა ხელიდან


გავაგდე, უკან გადავხტი და უდაბნოს ავ მოციქულს თვალი გავაყოლე...

ბავშვობიდან ძალიან მეშინოდა მწერების, ობობების და მცურავების. ჩვეულებრივი ბუზი და


პეპელა თავზარს მცემდა, სამაგიეროდ გარეული ნადირის და მტაცებლების შიში თითქმის არ
მქონდა. ბებია სულ წუხდა იმაზე, პატარაობისას ობობათი რომ მაშინებდა: "-დაიძინე თორემ აი
ობობა და ამას გაგატანო..."
მას შემდეგ ეს შიში ჩემთან ერთად იზრდებოდა. ერთხელ ვუსაყვედურე კიდეც, "ადამიანურად"
შეგეშინებინე მგლით და "გუდიანი კაცით," ობობა რამ აგარჩევინა-თქო... "ეჰ რა ვიცოდი, დიდობაში
სიცილადაც არ გეყოფოდა, რას ვიფიქრებდი რომ შიში აქამდე გამოგყვებოდაო..." -დარდობდა
მოხუცი. ამ ლაპარაკს დედამ მოკრა ყური და ცოტა ხანში სახლში არაქნიდების შესახებ რამოდენიმე
საინტერესო წიგნი გაჩნდა. ერთ მათგანს თეთრი ყდა ქონდა და ზედ ვეებერთელა შავი ობობა
ეხატა. შიშისაგან წიგნი ხელიდან გავაგდე.
„ - ეგ მხოლოდ ნახატია შვილო. წაიკითხე ეგ წიგნი, რისიც გეშინია, იმაზე ჯობია ყველაფერი
იცოდე. უფრო ადვილად მოერევი მტერსაც და შიშსაც." - გაეცინა დედას და წიგნი მომაწოდა.

მას შემდეგ ბევრს ვკითხულობდი არაქნიდებზე, ფეხსახსრიანებსა და თავმკერდიანებზე, მაშინ


გავიგე რატომ ერქვათ "არაქნიდები", თურმე მეცნიერებაც არსებობდა მათზე - "არაქნოლოგია." როცა
აღმოვაჩენდი რომ რომელიმე შხამიანი სახეობა საქართველოში არ ბინდარობდა, ჩუმ-ჩუმად
მიხაროდა რომ არასოდეს შევეჩეხებოდი. ერთხელ ჩემმა ნათლიამ მკითხა, "ვინ უნდა გამოხვიდე
როცა დიდი გახდებიო." სულ მახსოვდა მისი გაკვირვებული მზერა, როცა ვუპასუხე, არაქნოლოგი
არასდროს გამოვალ-მეთქი. მამამ სიცილით მითხრა: „ - კარგია ის მაინც თუ იცი ზუსტად, რა არ
გინდაო...“ მაგრამ მაშინ მხოლოდ თოთხმეტი წლის ვიყავი...

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ჩემი თვალებით ვუცქერდი ჩემი ბავშვობის წიგნიდან
გადმოსულ ქვიშისფერ მორიელს. საჰარას შხამიანი ბინადარი ექვს სანტიმეტრამდე სიგრძის
იქნებოდა. მისი ნაკბენი სასიკვდილო იყო და ტვინის, ნერვების პარალიზებას და ფილტვების
შეშუპას იწვევდა. გადარჩენის შანსი მხოლოდ ზრდასრულ, სრულიად ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდა,

59
ისიც ექიმის დროული დახმარების შემთხვევაში. ეს მორიელი ნამდვილ ჩემპიონად ითვლებოდა
არაქნოლოგიაში სრულიად არაჩვეულებრივი უნარის გამო: ზედიზედ ოცდახუთი საათს უძლებდა
ორმოცდახუთგრადუსიან სიცხეს, თვეობით შიმშილი შეეძლო, ხოლო წყალი საერთოდ არ
ჭირდებოდა. ერთადერთი რისიც ეშინოდა ეს იყო მზის სინათლე, რომელსაც ჩრდილიან ადგილებში
ან ქვიშაში ამოთხრილ სოროში ემალებოდა.

რაკი ფეხსაცმელში მორიელი ვიპოვე, ცხენზე დაკიდულ ჩანთებს შეშინებული ხელახლა ვეცი.
წყლის საკვების ჩანთა სუფთა იყო. ახლა მეორე ჩანთა გადმოვბერტყე... შიგნიდან ჩემი აქლემის
ტყავის ქალამნები, სანთებელა, დანა, მამისეული საათი და სიგარეტის კოლოფი
გადმოვარდა. შვებით ამოვისუნთქე და საათი მაჯაზე შევიბი. ფეხსაცმლის ჩაცმა მინდოდა, მაგრამ
„მორიელიანი“ ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე ჩაცმა ვერ გავბედე, ამიტომ ჯერ ქალამანი ჩავიცვი და
მერე ამოვიცვი ფეხსაცმელი. დანა ფეხსაცმელში დავაბინავე და სიგარეტის კოლოფს დავწვდი.
გამახსენდა რომ ეს დღეები სიგარეტი არ მომიწევია და გამეცინა. როცა „კარგად ვიყავი“ მაშინ არც თუ
ხშირად, მაგრამ მაინც ვეწეოდი და დედაჩემის ჩხუბზე მეცინებოდა. ახლა, ყოველწამს სიკვდილი
რომ მემუქრებოდა, სიგარეტი აღარც მახსოვდა. მომაკვდავი ადამიანი რომ დაიწყებს ხოლმე
ჯანმრთელობაზე ზრუნვას - ალბათ მეც ეგ დამემართა.

მეორე ფეხსაცმლის ჩაცმაც დავაპირე, მაგრამ მიწაზე მიგდებული ქაღალდის ნაგლეჯი მომხვდა
თვალში. ასკინკილით მივედი, ქაღალდი ავიღე და გავშალე. ჩემი ყალბი რუქა იყო. უნაგირის
ჩანთაში დავაპირე მისთვის ადგილის მიჩენა, მაგრამ თითის წვერები გამიშავდა, ხელები მურიანი
მქონდა და ქაღალდი სასწრაფოდ გადმოვაბრუნე.

რუქის უკანა მხარეს, ნახშირით იყო მიხატული ტყუპი პალმა, ორკუზიანი აქლემი,
არწივისთავიანი კლდე და დიდი სოკო. მათ შორის პატარა, კლაკნილი ხაზი იყო გავლებული და
მიმართულებას უჩვენებდა. ეს დასავლეთისაკენ მიმავალი გზა იყო, ფარაფრას ოაზისამდე მიმავალი
გზა. რუქაზე ორიენტირები იყო მონიშნული. ალაგ- ალაგ ნახევარმთვარე იყო მიხატული, ალაგ-
ალაგ მზე. ერთ ადგილას ექვსწვერიანი ჯვარი იყო დასმული... კარგა ხანს ვაკვირდებოდი ვერ
მივხვდი რა ნიშანი უნდა ყოფილიყო. ტყუპი პალმის მახლობლად, არაბულად ეწერა ერთი
სიტყვა: „მაჰა“.

ბედუინი...
მხოლოდ მას შეეძლო ამ რუკის დახატვა...
ცხენს შევხედე, დამიქნია თავი „ჰო“-ს ნიშნად. ეს ცხენი აშკარად აზროვნებდა, გადაწყვეტილებებს
იღებდა და ხორცსაც ასხამდა...და გონებაში შეკითხვა გაჩნდა: რატომ დამყვა ცხენი ასე
ადვილად, როცა ოთხ შეიარაღებულ მამაკაცს თავზე ხელაღებული ყაჩაღივით გამოვექეცი. ბედუინს
ერთი ნიშანიც რომ მიეცა, ადგილიდანაც არ დაიძვრებოდა. რა მოხდა, ჯადარმა უღალატა
პატრონს თუ ბედუინის დავალება შეასრულა ?! რატომ დაუშვა ჩემი გაქცევა? იქნებ არ ელოდა რომ
გავიქცეოდი? ... არა... ელოდა, ცხადია ელოდა. არამც თუ მხოლოდ ელოდა, არამედ დაგეგმა კიდეც
და სიტყვითაც მანიშნა.

მაგრამ ამას მხოლოდ დღეს ვხვდებოდი...

ხომ თქვა რამდენიმეჯერ გამექცა და ამიტომ გავთოკეო. რატომ არ დაანება არაბებს ჩემი სახის
ნახვა ? იფიქრა რომ იმ წამსვე მოკლავდნენ, კლდიდან ჩემს გადმოდგებას მერე რაღა უნდოდა? ჩემს
დამსხვრეულ სხეულს კაიროში ჩაიტანდნენ და ჩემი გატაცებაც ბედუინს
დაბრალდებოდა. ეს იდეალური გეგმა იქნებოდა მდევრისათვის. ეჭვი მეპარებოდა რომ ალ კაბირს
ვინმე დაასწრებდა სროლას, მაგრამ ისინი სამნი იყვნენ და ვინმეს სიკვდილი გარდაუვალი იყო.
მუსტაფაც ბედუინის თავგამოდებამ დააეჭვა. ესე იგი, სწორედ ჩემი გაქცევა იყო წუხელ ერთადერთი

60
გამოსავალი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. ცხენს დაუძახა დანა რომ ამოეღო უნაგირის
ჩანთიდან, მაგრამ დანები არაბებსაც ხომ ქონდათ და იქვე იაწვდიდნენ... სინამდვილეში სხვა მიზანი
ჰქონდა, ცხენი ახლოს მომიყვანა, ზედ რომ სწრაფად შევმხტარიყავი და გავქცეულიყავი.

რა რთული იყო ყველაფერი... არაფერი მესმოდა ამ კაცის. ნამდვილი აისბერგი იყო ჩემთვის
ბედუინი ალ კაბირი... „საჰარას აისბერგი.“ არა, არ მესმოდა რას ფარავდნენ მისი ზურმუხტისფერი
თვალები. ხან ნაზი ლივლივით მოგფენდნენ სიამეს, ხან სხივიანი გაელვებით მოგჭრიდნენ თვალს,
ხანაც მწვანე შუშებად ქცეული გაყინული მზერით მოგჩერებოდნენ. სახე და თავი მუდმივად
შებურული ქონდა . მხოლოდ თვალები უჩანდა. ჟესტებით მელაპარაკებოდა. ვცდილობდი მისი
მზერის წაკითხვა მესწავლა, მისი დაბურული აზრები გამომეცნო, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო და
უფრო ამოუცნობად მეჩვენებოდა. ეს გაურკვევლობა მაფრთხობდა და მაშინებდა.

ესე იგი, ჩემით კი არ გამოვიქეცი როგორც აქამდე მეგონა, არამედ მან დაგეგმა ჩემი გაქცევა და
მოამზდა კიდეც. მეტიც, გეგმა ჩემს ინსტიქტზე ააწყო. ცხენის შეჩერება არც კი უცდია. ჯადარის
მეშვეობით ადვილად მიპოვნიდა. ცხენი ხომ ყოველთვის გამოეხმაურებოდა მის ნიშანს. მართალია
ჯადარს ვუყვარდი, მაგრამ პატრონი მხოლოდ ის იყო. სანამ ალ კაბირს დაინახავდა - ცხენი მე
მემორჩილებოდა, ოღონდ როგორც კი ბედუინი გამოჩნდებოდა - მხოლოდ ის იყო მისი
მბრძანებელი.

ნდობა... რაოდენ აუწონავი სულიერი სიმშვიდის მომტანი ყოფილა თურმე ეს გრძნობა. სიყვარულზე
გაცილებით დიდი სულიერი ძალის მატარებელი, ღონის მომცემი, იმედის დედა.

დავცქეროდი რუქას და ნდობის ნაპერწკალმა გაღვივება დაიწყო... მაგრამ გამახსენდა მისი


ლაპარაკი არაბებთან და შეტრიალებული შეკითხვა : „ელჩი"? ... და ვიგრძენი როგორ ამეწვა
გულისკოვზი.

ამ წუთში მჯეროდა, რომ ჩემი გაქცევა დროული ჩემთვის უფრო იყო. რაც ჩემი ვინაობა გამჟღავნდა,
იმ წამიდან ბედუინისთვისაც შესანიშნავ სატყუარად ვიქეცი. ახლა ორ ცეცხლს შუა ვიყავი. ეჭვი
გამიჩნდა, რომ ბედუინიც შეეცდებოდა როგორმე ხელში ჩავეგდე. მონად ალბათ არ გამყიდდა,
უფრო ტურსიტულ პოლიციას შეევაჭრებოდა. ტურისტული პოლიცია ყველაზე მეტად უნდა
ყოფილიყო დაინტერესებული ჩემი პოვნით და ცხადია სავარაუდოზე მეტ ფულს შესთავაზებდა.
ტურისტულ ჯგუფთან წასული „საპფირის“ ოჯახის წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგვა ეგვიპტეს
სულაც არ უქმნიდა სახარბიელო მდგომარეობას.

მაგრამ თუ მდევარი უფრო მეტ ფულს შესთავაზებდა ბედუინს? განა მისთვის სულ ერთი არ
იყო ვინ გადაიხდიდა დიდ ფულს? რაში ედარდებოდა საჰარას უსამანო უდაბნოში მომთაბარე არაბს
- ან დიპლომატია, ან ქვეყნის ბედიღბალი? საერთოდ რა მოეკითხებოდა ბედუინს, ქვიშის
მთების და ჰამადის კლდეების ბინადარს, სადაც კანონი და სამართალი ქვიშის ამარა იყო
დარჩენილი ?!

სანამ მე მხოლოდ „ნი’ილნა“ ვიყავი მისთვის, რომელმაც დაჭრილს და წყურვილით გაწამებულს


მოუარა, მანამდე ის ჩემთვის სახიფათო არ იყო. ახლა, რაკი ჩემი ვინაობა გაიგო, ყველაზე მეტი
საფრთხე სწორედ მისგან მელოდა. მხოლოდ მას შეეძლო უდაბნოში უსაფრთხო და სწრაფი
გადაადგილება. ჩემი ყველა მაძებარ-მდევრიდან, მხოლოდ ის იყო ყველაზე მომზადებული
უდაბნოში ხანგრძლივად ყოფნისათვის. თუ ვინმე ან რამე მწყობრიდან ფიზიკურად არ
გამოიყვანდა, მას არც არასდროს მოშივდებოდა, არც არასდროს მოწყურდებოდა და არც არასოდეს
დაიღლებოდა. გვერდით შეუდარებელი არაბული ბედაური ჰყავდა, მომთაბარე კაცისთვის
ყველაზე სასურველი და ერთგული მეგობარი.

61
ესე იგი, ეს ჩანთა, უფრო ადრე, არაბებთან შეხვედრამდე, - ყოველი შემთხვევისთვის ჰქონდა
მომზადებული. ნდობის ნაპერწკალი ისევ ჩაქრა. ფიქრისაგან თავი ამტკივდა. ვხვდებოდი რომ არც
ისე საიმედო, მაგრამ მაინც საყრდენი, უკვე გამომეცალა. ისიც აღარ ვიცოდი, ამ რუქის საიმედოობა
მერწმუნა თუ არა. თანაც, რა მანძილი უნდა გამევლო, არ ვიცოდი, ან ჩემი წყლიანი ბოთლები
რამდენ ხანს მეყოფოდა. ასე იყო თუ ისე, ამ ადგილს მაინც ჩქარა უნდა გავცლოდი.

დავფიქრდი იმაზეც, რომ არცერთი ჩემი მცდელობა და ჩანაფიქრი, წარმატებით არ


განხორციელებულა.
კარგა ხანია შენიშნული მქონდა, რომ რაც საჰარაში ჩემი უცნაური თავგადასავალი დაიწყო, ყველაზე
მეტად დილაობით მიჭირდა. ყოველ დილას, ხელახლა
ვრწმუნდებოდი, ერთ დროს საოცნებო საჰარა, ჩემთვის ახლა ერთ დიდი, უკედლებო, უცხაურო და
უზედამხედველო ციხე იყო და მისგან თავისდაღწევას ამაოდ ვცდილობდი. შევატყე,
სასოწარკვეთილება მეძალებოდა და ყურადღების გადატანას შევეცადე. ხელში სიგარეტის კოლოფი
მეჭირა, სახლიდან გამოყოლილი კოლოფი...

„- სულ სამიოდე ღერიღა უნდა იყოს შიგნით, ბარემ მოვწევ, ცოტას მაინც გამათბობს“. - მეორე
ფეხსაცმელი ფრთხილად დავფერთხე და პირველივით ქალამანზე ჩავიცვი, ხელი სანთებელას
წავატანე, გამოქვაბულიდან გამოვედი და იქვე ქვაზე ჩამოვჯექი.

გარემო ისე შეცვლილიყო - საერთოდ ვერ ვიცანი. ჩემს წინ სრულიად ახალი პეიზაჟი ახელდა
თვალს. მხოლოდ ქვიშით და წვრილად დამსხვრეული ლოდების ნატეხებით და ჭირხლით იყო
მოფენილი ყველაფერი თვით ჰორიზონტამდე. როგორც კი მზე დააჭერდა, ერთ საათიც არ
დასჭირდებოდა გუშინდელი წარღვნის კვალის წაშლას. აქაურობა ისევ პირგამშრალ უდაბნოდ
იქცეოდა. ახლაც კი, ამ ადრიან დილას, მხოლოდ ნაღვარევებით თუ მიხვდებოდი, რომ რაღაც
ძალიან დიდი მოხდა. ღრმა კალაპოტებით იყო დაღარული მთელი არემარე. ძველი პეიზაჟი
საერთოდ აღარ არსებობდა. ყოველგვარი კვალი წაშლილიყო, მხოლოდ
კლდეების ადგილმდებარეობით თუ მიხვდებოდა ადგილის მცოდნე კაცი - სადაც იმყოფებოდა.

მაინც სად უნდა წასულიყო ამდენი წყალი, ნუთუ ასე უკვალოდ ჩაინთქა ქვესკნელში
ყველაფერი. ასე შეიწოვა ქვიშამ, რამხელა უფსკურული იყო მაინც ეს უდაბნო, რა სიღრმე ქონდა
ასეთი...

ჩემი კომპასის, აღმოსავლეთისკენ განათებული ადგილის და ბედუინის რუქის მიხედვით, -


დასავლეთის ორიენტირი თვალით მოვნიშნე და გარემოს თვალიერება გავაგრძელე.
შორს, დასავლეთით უკვე ქვიშის დიუნები მძლავრობდნენ, ჰამადი ნელნელა ადგილს უთმობდა
ქვიშას. დიუნების წვერები მოჭირხლული ვერცხლით ბოლოვდებოდნენ, ღამის ყინულიან ქარს
თავისი კვალი ყველაფრისთვის დაემჩნია.

სიგარეტის კოლოფს თითი ქვემოდან მივუკაკუნე. ერთმა ღერმა სიგარეტმა ჩვეულად ამოყო
თავი, კოლოფი პირთან მივიტანე და ის იყო ფილტრს ტუჩებით უნდა დავწვდომოდი,
რომ რამდენიმე შავი ბისერი ჩემს თვალწინ ნაპერწკალივით აკიაფდა. ოთხი წყვილი შავი
წერტილი ავად მომაჩერდა...

მძივების პატრონს მოყვითალო-მოყავისფრო ფერი გადაკრავდა, კუდი სხეულის სიგრძეზე


მთლიანად ქონდა გადმოკეცილი და შხამიანი ისარი ჩემი ტუჩიდან ზუსტად სიგარეტის ფილტრის
სიგრძით იყო დაცილებული.

62
ყვითელი მორიელი საბრძოლველად მზად იყო...
თავადაც ვერ შევნიშნე როგორ გავშეშდი, სუნთქვაც კი შევაჩერე. სულ მცირე შერხევაც და ჩემს
სხეულში მორიელი შხამს გადმოღვრიდა. კოლოფის გადაგდება აღარაფერს მიშველიდა, სწრაფი
არაქნიდი ჩხვლეტას დამასწრებდა. ეს „პალესტინური ყვითელი“ იყო, ცნობილი როგორც „მოარული
სიკვდილი“, მისი შხამი ძალზე სწრფად კლავდა და მისი მსხვერპლი ათასობით ადამიანს
ითვლიდა.

თუ მშვიდობით გადარჩენა მინდოდა, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ გაუნძრევლად ჯდომა


და მზის ამოსვლის ლოდინი იყო. როგორც კი მზის სხივი მორიელს თვალებში მოხვდებოდა, მაშინვე
დათმობდა საბრძოლო პოზიციას და დამალვას შეეცდებოდა. აი მაშინ უნდა მეხელთა დრო და
თავიდან მომეცილებინა. წიგნიდან მახსოვდა, რომ მორიელის საბრძოლო მდგომარეობა საათობით
გრძელდებოდა. მეორე ხელში მომარჯვებული სანთებელა მეჭირა, იქნებ ცეცხლის სინათლესაც
დაეფრთხო ეს უცნაური არსება, მაგრამ ხელის შერხევა და სანთებელას დატკაცუნება ნამდვილი
სიგიჟე იყო. მორიელის სხეულზე განლაგებული ძნელად შესამჩნევი ბეწვები „ყურების“ მოვალეობას
ასრულებდნენ და ჰაერის მცირე შერხევაზეც რეაგირებდნენ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მციოდა
და როგორმე მთელი სხეულის და ნერვების დაძაბვით სხეულის ცახცახი როგორმე უნდა
შემეკავებინა.

„- ალბათ ტანსაცმელში შეძვრა როცა სამოსი გამომიცვალა ბედუინმა და სიგარეტის კოლოფში


მყუდრო ბინა იპოვა. წელიწადის ამ დროს ისედაც ურომაგდება აგრესიულობა, მე კი კოლოფზე
დავაკაკუნე, გავანჯღრიე და ... “ - ვფიქრობდი და მეშინოდა რომ მორიელი, საკმაოდ ვერაგი და
ჭკვიანი, ჩემს ფიქრსაც კი დაიჭერდა და მივხდებოდა რომ სწორედ მე მოვუშალე მყუდრო ბინა.

ვიჯექი ცივ ქვაზე და ახალ განსაცდელს მონუსხული შევჩერებოდი.

ჩემი ერთი წყვილი თვალი მოუცილებლად შესცქეროდა მორიელის ოთხ წყვილ თვალს სულ
რაღაც ორიოდე სანტიმეტრის მანძილიდანდან. სიცივისაგან რომ არ მეძაგძაგა, კბილები ერთმანეთს
ისე მაგრად დავაჭირე, ყბები მეტკინა.

საზარელი შესახედი იყო საჰარის ბინადარი. მთელი ოთხასი მილიონი წელი, რაც დედამიწაზე
არსებობდა, ყველა სულიერს თავზარს სცემდა. ამ უცნაურ არსებას მარწუხებიანად ათი ფეხი ქონდა.
ქვიშისფერი სახსრიანი ფეხები ჯავშნით ქონდა შემოსილი. ყველა წახნაგზე მუქი ყავისფერი
წინკლები სიმეტრიულად ქონდა განლაგებული. ზურგის ჯავშანი მუქი ქვიშისფერი ჰქონდა.
მარწუხები ავად მოემარჯვებინა. შხამიანი კუდიც სახსრებად ქონდა დაყოფილი და წახნაგებზე,
ისევე როგორც ფეხებზე, მუქი ქვიშისფერი წინწკლები დაჰყვებოდა. კუდი შხამიანი, მუქი
ყავისფერი ისრით თავდებოდა, რომელიც ახლა ავად მოღერებული მიცქერდა. ორი თვალი „თავზე“
ქონდა, სამ-სამი მარჯვნივ და მარცხნივ პირს ზემოთ ჩამწკრივებული. პატარა და ჩაკეცილი
პირითნ კიდევ ორი მარწუხი მოუჩანდა.

თავდასხმისთვის მომზადებული მორიელი ქანდაკებასავით იყო გაშეშებული და პოზიციის


დათმობას არც აპირებდა. იმ წუთში ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო რომ ეს
არაქნიდები შეწყვილების წინ თავის რჩეულებთან ერთად ისე ცეკვავდნენ „კანკანს“, იფიქრებდი,
რომ „მულენ რუჟის“ მოცეკვავეებმა სწორედ მათგან ისწავლეს ყველა მოძრაობა. მამრი მორიელი
სიყვარულს ეწირებოდა. უფრო სწორად მდედრი, შეწყვილების შემდეგ, - მამრს კლავდა. ამიტომ
სიცოცხლის გადასარჩენად, მამრი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ... მაგრამ, როგორ არ გავდა ახლა
გასაქცევად მომზადებულს ჩემი მტერი...

გულით ვევედრებოდი უფალს, რაც შეიძლება მალე ამოეყვანა მზე... ჩემს პირდაპირ

63
გამოქვაბულში ცხენი იდგა, მაგრამ მას არ შეეძლო ჩემი გაქვავებული მზერის წაკითხვა. თითქმის
შეუმჩნევლად და ზედაპირულად ვსუნთქავდი. მთლიანად გავლურჯდი. სიცივე ნელ-ნელა
გულამდე მოიწევდა, მაგრამ მთელი ნებისყოფით ვცდილობდი მორიელი მომეტყუებინა და უძრავი
ქვა ვგონებოდი. მხოლოდ მორიელს მივშტერებოდი თვალებში. ცარიელ თვალებად ვიქეცი, მისი
არცერთი მოძრაობა არ უნდა გამომპარვოდა. სიგარეტის კოლოფიანი ხელი იდაყვით მუხლზე მედო,
მეორე ხელი სანთებელიანად ჰაერში მეკიდა. უკვე მეორე საათი იყო დაწყებული რაც გაუნძრევლად
ვიჯექი.

როგორც იქნა დილის მზეც ამოიწვერა. კლდეებიდან და ბექებიდან ნელმა ოხშივარმა ცისკენ
დაიწყო დენა.
მორიელი შეირხა. ქვიშისფერი სიკვდილი ამოძვრა და კოლოფს ზემოდან მოექცა.
ახლა უკვე მართლა გავქვავდი.
მზე სწრაფად იწევდა მაღლა. მორიელს შხამიანი კუდი ისევ გადმოკეცილი ჰქონდა და ისევ
გარინდული იჯდა. შიშისაგან პირი ნერწყვით გამევსო, მაგრამ გადაყლაპვაზე არ მიფიქრია. მხოლოდ
თვალის კუთხით დავინახე, ჯადარმა ერთი ორჯერ გაკვირვებულმა რომ გამომხედა, მაგრამ მშვიდად
დგომა გააგრძელა.

თვალები ამიჭრელდა, ერთი მორიელის ნაცვლად უკვე ათს თუ ოცს ვხედავდი, რვა თვალი
ოთხმოც თვალად იქცა, რომლის ზემოდანაც ოცამდე შხამიანი კუდი ქანაობდა. ხერხემალი
დამეღალა, კისრის მალები დამეძაბა, ცოტაც და თავი დაბლა ჩამომივარდებოდა და თვითონვე
დავეხლებოდი პირით მორიელის შხამიან ნესტარს. თვალების დახუჭვის მეშინოდა. გულში
მხოლოდ იმას ვნატრობდი, ნიავი არ ამოვარდნილიყო.

მზემ ძალა მოიკრიბა. მის მძივივებივით თვალებში რვა მზე ერთად ამოდიოდა. მორიელი
შეიშმუშნა და კოლოფიდან ჩაძვრომა დააპირა. თავისი საზიზღარი, ჯავშნიანი და ხიწვიანი ფეხებით
ჩემს თითს მოეჭიდა და ხელის მტევანს ჩამოყვა. მარწუხებმა კანი ჩამომკაწრეს...

ზიზღმა და შიშმა ზრიალით გამიარეს ხერხემალში. მორიელი ჩემს მაჯას ზემოდან მოექცა, კაბის
სახელო გადმოიარა და მკლავს გამოყვა, იდაყვთან შეისვენა და კუდი გაშალა. თუ მორიელი ჩემს
მუხლზე ჩაინაცვლებდა, ხსნა სულ ახლოს იყო, მაგრამ გარინდული შედგა და მარწუხები ჰაერში
აიქნია. ახლა მხოლოდ თვალის კუთხით ვხედავდი მის მოძრაობას. შევცდი." მოარული სიკვდილი"
მკლავს ზემოთ ამოყვა და ჩემს მხარზე მოექცა. ვეღარ ვხედავდი, მხოლოდ ვგრძნობდი სადაც იყო
გაჩერებული. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი არტერიის ფეთქვას ადევნებდა რვავე
თვალს. მზე გვარიანად ამოიწვერა. აღარ მციოდა, მაგრამ მორიელის ფეხები ბეჭზე ვიგრძენი,
აბრეშუმის ქსოვილის წეწვის ხმამ ყური მომჭრა. ის ჩემი ზურგის გავლით მიწისკენ მიიწევდა.
თვალები დავხუჭე. ქუთუთოები თითქმის ქვად მქცეოდა. მალე მორიელის მარწუხები წელზე
ვიგრძენი და ჩემს ყურს, ქვაზე ჯავშნის დაცემის ყრუ ხმა მისწვდა. ღრმად სუნთქვა უკვე შემეძლო,
მაგრამ ვერ გავბედე, სანამ ჩემი დაუპატიჟებელი სტუმარი მიწაზე არ დავინახე. გამოქვაბულისკენ
მიიჩქაროდა. მზისგან დამალვას ცდილობდა.

"მოარული სიკვდილი" ნელ-ნელა მშორდებოდა.


გადავრჩი!.. ახლა მართლა გადავრჩი!!!
ძლივს ავდექი ფეხზე. სახსრები ჟანგიანივით აღჭრიალდნენ. ხელისგულებით მუხლებს
დავეყრდენი, კისერი ავამოძრავე და როგორც იქნა სხეული ხელახლა
ვიგრძენი. გამოქვაბულისკენ ნელნელა მივდიოდი, გული და სული მიწუხდა. მორიელისგან
დაკაწრულ მარცხენა ხელს ვისრესდი. ვიცოდი ნაკაწრი საშიში არ იყო, მაგრამ
მაინც ავტირდი. პატარა ბავშვივით, - გულამოსკვნილი ვტიროდი, ქვიშიანი და მურიანი ხელებით
სახეს და თვალებს ამაოდ ვიწმენდდი, გუშინდელი წარღვნასავით მდიოდა ცრემლი.

64
ეს იყო ჩემი პირველი „ხმით ნატირალი“. ვტიროდი ბავშვობიდან შემორჩენილი ზაფრის, ახლახანს
გადატანილი "მორიელიანი განსაცდელის", მდევრის, ჩემი უმწეობის, საჰარას განუსაზღვრელი
ძალაუფლების და კიდევ... ბედუინის მიმართ გაჩენილი შიშის გამო.
ცხენს მივეხუტე, მის ფაფარში ჩავრგე ცხვირპირი. დასამშვიდებლად დრო მჭირდებოდა,
მაგრამ უკვე დილის რვა საათი სრულდებოდა. მორიელმა სამი საათი წამართვა...

თუ აქედან წავიდოდი და დილის ათ საათამდე სხვა თავშესაფარს ვერ ვიპოვიდი, უდაბნოს ცხელი
მზე პირდაპირ ქვიშაზე შემწვავდა ცხენიანად. კლდოვანი უდაბნო თავდებოდა, კლდეების ცხელი
ჩრდილი რასაც აქამდე თავს ვაფარებდით, დასავლეთით აღარ იქნებოდა და მხოლოდ ქვიშის ამარა
დარჩენილს ძალიან გამიჭირდებოდა.

„- ძალიან დავაგვიანე, ეს მდევრისთვის ხელსაყრელია. ალბათ დარჩენა მომიწევს, იქნებ კიდევ


მოვიმარაგო წყალი და საღამოსპირზე გავუდგე გზას“.- გავიფიქრე და ისე ღრმად ამოვისუნთქე,
ფილტვების ხმაური ყურში გავიგონე.

მზე ამოვიდა თუ არა, გარემოს ისეთი ოხშივარი ავარდა, თითქოს მილიონობით გეიზერმა
ერთდორულად ამოხეთქა მიწიდან. სველი ქვიშა და კლდეებმა შრობა დაიწყეს. ხოლო დიუნების
მოყინული წვერებმა კი დნობა. საჰარა ნელ-ნელა ორთქლიან აბანოს ემსგავსებოდა. როგორც კი
მიწისპირზე ჰაერი გათბობას დაიწყებდა, მირაჟების ტალღა მოედებოდა მთელ თვალსაწიერს.

წასვლა დაგვიანებული იყო. ორთქლის აბანო კი კიდევ უარესი იყო მშრალ სიცხეზე. გადავწყვიტე
გამოქვაბულის სიბნელეში გადამეტანა "დიდი აორთქლება" და საღამოს დავძრულიყავი. თუ
მორიელებთან ფრთხილად ვიქნებოდი, საღამომდე გაძლება იქნებ არ გამჭირვებოდა.

ფიქრი ცხენის ფრუტუნმა შემაწყვეტინა. ჯადარმა თავი გამეტებით დაიქნია და მარჯვენა ტორი
მიწას რამოდენიმეჯერ გაუსვა. მოვეფერე, მაგრამ უფრო ხმამაღლა დაიფრუტუნა, თითქმის
დაიჭიხვინა, ახლა ორივე წინა ფეხი დაუშინა მიწას. გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ სინათლიდან
ახლახანს შემოსულმა და ნამტირალევმა, დასივებული თვალებით სიბნელეში საშიში ვერაფერი
შევნიშნე. მაგრამ თავსზემოთ უცნაური შარიშური მომესმა და ავიხედე თუ არა წამსვე მივხვდი რა
აწუხებდა ცხენს.

ისეთი სანახაობას ვკიდე თვალი, მორიელი და მდევარი ვიღას ახსოვდა!.. გამოქვებულის მთელი
„ჭერი“ ობობებით, ფალანგებით, წვრილი და მსხვილი, გრძელი და სრულიად უცნაური
მრავალფეხებით და უამრავი მწერით იყო სავსე. ჭერი "გაცოცხლებულიყო," ფუთფუთებდა და
მოძრაობდა. გამოქვაბულის ბნელი კუთხისკენ გამექცა თვალი, რამდენიმე გველური მოხაზულობის
თავი დავინახე, ყვითელი თვალებით მომშტერებოდნენ. ახლა ზურგისკენ მივბრუნდი და
შევნიშნე, მეორე მხარეს, ბნელ კუნჭულში მორიელების უამრავი მოკაუჭებული კუდი ირეოდა
ერთმანეთში. "იმ წიგნებში" აღწერილი ყველა ობობა, მორიელი და მცურავი აქ
შეგროვილიყო. თურმე ეს გამოქვაბული მხოლოდ ჩემი თავშესაფარი კი არ
იყო წარღვნაში, ახლომახლო თუ კი რაიმე ქვეწარმავალი, მწერი, მცურავი ან მცოცავი არსებობდა,
ყველას აქ შეეფარებინა თავი. ჭერი, კედლები და ბნელი კუნჭულები ერთმანეთში გაეყოთ...
გამოქვაბული იღვიძებდა... უამრავი ობობა ნელნელა აბლაბუდის ძაფებზე ეკიდებოდა და სრიალით
აპირებდა ჩამოსვლას.

რა თქმა უნდა, საჰარას ბინადრებმა გაცილებით ადრე იგრძნეს სტიქიის მოახლოვება და აქ


გამოერიდნენ ღვარცოფს. მე და ჯადარი დაუპატიჟებელი სტუმრებივით ვიყავით შემოჭრილი მათ
სამფლობელოში. ეს გამოქვაბული, ალბათ ყველაზე სანატრელი ადგილი იქნებოდა ნებისმიერი

65
არაქნოლოგისთვის, მაგრამ მე, როცა წარმოვიდგინე როგორ მეძინა ღამით ობობებს, გველებსა და
მორიელებს შორის, თავზარი დამეცა.

"- აქედან უნდა წავიდეთ ჯადარ! მწამს, რომ ჩემმა ღმერთმა დაგიფარა და არაფერმა დაგაზიანა."
- ცხენს ფეხებზე დავხედე, ისევ აქლემის ტყავის ამოსაცმელები ეცვა.

აღარ მიფიქრია უდაბნოს ოხშივარზე, სიცხეზე და გახურებულ ქვიშაზე, წყლის და საკვების


მცირე მარაგზე, გაურკვეველ მომავალზე, მდევარზე, მონობაზე, უდაბნოს ერთფეროვან
დაუსრულებელ პეიზაჟზე, შიმშილსა და წყურვილზე...აქ დარჩენას ყველაფერი ჯობდა!..

ცხენს ზურგზე მოვექეცი და გამოქვაბულიდან ჩრდილზე ჩუმად გამოვსხლტით.


გამაოგნა ცხენის საქციელმა, მან ხომ ზუსტად "იცოდა", რომ გამოქვაბული სავსე იყო სხვა
"სულიერებით" და მთელი ოთხი საათი მორიელებსა და ობობებს შორის იწვა იმიტომ, რომ მე, ასე
მინდოდა...

ვერაფრით გავიგე, გაგვიმართლა რომ არაფერმა დაგვკბინა, თუ ბუნების დიადი კანონით "დიდი
შერიგება" იყო გამოცხადებული იმ წარღვნის გამო, რაც წუხელ-ღამ საჰარაში მოვარდა. ასე იყო თუ
ისე, - გადარჩენილები ვიყავით გველებისა და მორიელებისგან დაგესვლას, ობობებისგან დაშხამვას,
ათასგვარი მწერისგან დაკბენას და კიდევ რა ვიცი რას... მაგრამ ახლა, ნამდვილად დრო იყო მათი
ნამდვილი პატრონებისთვის დაგვეთმო სახლკარი. სანამ დიდი ოხშივარი არ განელდებოდა,
არცერთი არაქნიდი და მცურავი ამ გამოქვაბულს არ დატოვებდა. ესე იგი, ის ჩვენ უნდა
დაგვეტოვებინა...

ცხენი დასავლეთისკენ შევაბრუნე და მივუშვი.


უდაბნოს ოხშივარისგანაც უნდა დაგვეძვრინა თავი, არაქნიდებით სავსე გამოქვაბულს და
ნაღვარცოფალ ადგილებსაც მშვიდობიანად უნდა გავცლოდით.

სადღაც ზეცაში თვალსაწიერის სიმაღლეზე თვალი ვკიდე ირაოზე მოტრიალე გრიფებს.


ცხენი ნიავივით გაიშალა და ჩვეულად უჩუმრად გაქანდა მზის მოპირისპირე მხარეს.
მზე ცაზე დაეკიდა და საჰარაში "დიდი
აორთქლება" დაიწყო.

ბედუინი (ნაწილი X ეფემერა )

"სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?


წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან."

გ.ტაბიძე "ეფემერა"

არაბულ რაშზე ბედუინივით გაწოლილი, ისევ ჰამადის კლდეებს შორის მივქროდი.


საჰარული სიცხე ნელნელა ძალას იკრებდა. მზე, არსად არ აჩვენებს თავის ძლიერებას ისე, როგორც

66
საჰარაში. ვისაც არ უნახავს საჰარა, შეუძლებელია იცოდეს მზის ნამდვილი ძალა.
სანამ კლდეებიდან, ქვებიდან, ქვიშიდან ადენილი ოხშივარი ჯერ თბილი და გასაძლები იყო,
მე და ცხენს როგორმე ამ ადგილიდან უნდა გაგვეღწია. „რომ არ ვჩაქრობდე, მშვენიერ თბილ აბაზანას
მიიღებდა კაცი, თითქმის შხაპისმაგვარს, არც ჯადარს აწყენდა თბილი ორთქლი საბანაოდ“-
გავიფიქრე და უკან მოვიხედე. ჩემს უკან ნისლი გროვდებოდა და მიწაზე წვებოდა. როგორც კი
აორთქლება დასრულდებოდა, ღრუბელი ცისკენ აიკრიფებოდა და შუადღისას მზის ლეიბად
გაიშლებოდა ცარგვალზე. ულამაზესი სანახაობა იქნებოდა, რომ არა - შუადღის სასტიკი სიცხე.
ცხენს შევუძახე და აღვირი საერთოდ მივუშვი. ჯადარს ესღა უნდოდა, ისეთი სისწრაფით გაქანდა
რომ, თავბრუ რომ არ დამხვეოდა თვალები მაგრად დავხუჭე და ცხენის კისერს მივეკარი.
ერთ საათში ღვარცოფიან ადგილს გვარიანად გავცდით. გაოფლილი ცხენი იორღაზე გადავიყვანე
და სისწრაფეს ვუკლე. ჯადარის ფეხის ხმას რიტმულად ერწყმოდა ჩემი და ცხენის სუნთქვა.
ირგვლივ - ულევი, უსასრულო, უსაზღვრო სივრცე... სიჩუმე... სიცხე... ქვიშა... კლდეები... ისეთი
შეგრძნება მქონდა, თითქოს ორადორი სულიერი შემოვრჩით დედამიწას, მე და ცხენი.

მახსენდებოდა, საკუთარ სახლში, ფეხმორთხმული რომ ვიჯექი და თვალმოუცილებლად


შევცქეროდი ტელეეკრანს, სადაც საჰარაზე შემეცნებითი გადაცემა გადიოდა. როგორ მიკვირდა
მაშინ აქლემების ქარავნების ნელი მოძრაობა, წინ მავალი მეგზური კაცის მოწყენილი და
წარბშეკრული მზერა, შეხვეული ცხვირ-პირი, მოკლე და მოზომილი ნაბიჯი, ბურნუსიდან მოკიაფე
თვალები, ქვიშის მტვერი, ნიავივით რომ ლიცლიცებდა დიუნების დამრეც კალთაზე. ულურჯესი ცა,
საღამოს წითელი მზე, ადამიანების დაღლილი გამოხედვა, დილიდანვე დაღლილი თვალები...
მაშინ, მხოლოდ ინტერესით აღფრთოვანებული ვიყავი, რომელსაც ეგზოტიკა და უცხო,
პირველყოფილი გარემო უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას უღვივებდა.
რა „ადვილი“ იყო სახლიდან საჰარა.

ახლა სულ სხვა განწყობა მქონდა. საჰარა რომელიც მაშინ გარედან მიზიდავდა და
მომწონდა, ახლა - შიგნიდან მაფრთხობდა და მაშინებდა, ქვიშის მარცვლად ჩაკარგვას მემუქრებოდა
უსასრულო წიაღში.
ცხელი მზე საგრძნობი გახდა, უკვე დილის ცხრა საათი იყო. მხოლოდ ნახევარი, ან ერთი საათი
კიდევ შეიძლებოდა მგზავრობა. რაკი ნისლი უკან დაგვრჩა, იმედი მომეცა რომ აორთქლების
მდუღარე ოხშივარს თავი დავაღწიეთ. ნისლის წვრილი ნაფლეთები აქა-იქა, ჯერ კიდევ წინ
გვხვდებოდნენ მაგრამ ეს სახიფათოდ არ მეჩვენებოდა. იმ წარღვნისა და გრიგალის დიამეტრი
თურმე ოც კილომეტრს არ აღემატებოდა, არადა დარწმუნებული ვიყავი რომ ქვეყანა დაიქცა.

თავი ოდნავ სამშვიდობოს ვიგრძენი თუ არა, გადავწყვიტე ცხენი შემესვენებინა.


დიდ კლდეს შემოვუარეთ და ჩრდილოეთის მხრიდან ციცქნა ჩრდილს
შევეფარეთ. ცხენი რამოდენიმეჯერ გავატარ-გამოვატარე ოფლის შესაშრობად. სუნთქვა
დაუმშვიდდა თუ არა, ჩემი წყლის მარაგიდან ორი პეშვი წყალი ვუწილადე. მე- წითელი კარკადეს
ორი ყლუპი მერგო.
ჩემი თავსაბურავი, ქვიშისფერი აბრეშუმის ნიკაბი თავზე არაბულად მოვიხვიე, სახე მთლიანად
დავიფარე და თავი კარგად შევიკარი რომ მზის დარტყმა და დამწვრობა ამერიდებინა.

ბედუინის რუკა გავშალე და დავაცქერდი.


პირველი ნიშანი, რომელიც რუკაზე მარჯვენა კუთხეში ეხატა - მზე იყო. მარცხნიდან პირველი
ნახატი კი დიდი სოკო, რომლის ქვემოთაც ტყუპი პალმა იყო დახატული. მზის პირველი ჩანახატი
თავზე ადგა არწივისთავიან კლდეს, რომლის ძირსაც წრიული ხაზი მიუყვებოდა - დასავლეთიდან
ჩრდილოეთისაკენ და პატარა ისრით თავდებოდა.
ჩემი აზრით აქ ბედუინის მორიგი სამალავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მე არ ვიცოდი, არაბულად
დახატული რუკა როგორ იკითხებოდა, მარცხნიდან მარჯვნივ - თუ უკუღმა.

67
თუ კლდეზე ავცოცდებოდი, იქნებ სიმაღლიდან როგორმე არწივისთავიანი კლდე ან სოკო
დამენახა. ასასვლელად ყველაზე იოლი ადგილი მოვძებნე, დახლოებით ათიოდე მეტრის
სიმაღლეზე თუ ავიდოდი, პატარა ბექზე მოხვდებოდი რომელიც კვარცხლბეკივით იყო
გამოშვერილი.
გარემოს დასათვალიერებლად უკეთეს ვერაფერს ვინატრებდი.
კაბის ბოლოს, ერთი ხელისდადება აბრეშუმი მთელ სიგანეზე მოვხიე, ხელისგულები და მუხლები
მაგრად შევიხვიე, კლდეზე ცოცვისას რომ არ გადამეტყავებინა და ჩემი ფეხსაცმელებით
დაიმედებული ჩრდილოეთის მხრიდან კლდეზე აღმასვლას შევუდექი.
ასასვლელი თითქოს რთული არ იყო, მაგრამ მზისა და ქარებისაგან გამოფიტული კლდე,
რბილი ქვიშაქვასავით ფეხებქვეშ მეშლებოდა. რამოდენიმეჯერ მიწამდე დავცურდი და მუხლიც
გვარიანად ვიტკინე შვერილებზე, მაგრამ ისე ჯიუტად ვცდილობდი ხელახლა კლდეზე აცოცებას,
თითქოს ის პატარა ბექობი ჩემი საბოლოო ხსნა იყო. ხელით ვსინჯავდი ყველა შვერილს, შედარებით
მყარს ქანებს ვეჭიდებოდი და კუსავით ნელა მივიწევდი ზემოთ.
მეოთხე დაცურების შემდეგ ასვლა უფრო უკეთ გამომივიდა. აბრეშუმის კაბა ძალიან მიშლიდა
ხელს, ვნატრობდი ჩემს უხეშ შარვალს და ქურთუკს, რომლებიც ბედუინის რომელიღაც სამალავში
სამუდამოდ დარჩა. ოფლი ღვარად მდიოდა, თითო ნაბიჯი დიდი წვალების ფასად მიჯდებოდა,
სანამ მზე თავის სასტიკ ძალას მოიკრებდა როგორმე მიზნისთვის უნდა მიმეღწია.
... დიდი დრო დამჭირდა. ფეხები გვარიანად დამეკაწრა, კაბის კალთებიც
დაიფხრიწა, სამაგიეროდ ბექის ნაპირებს ხელებით ჩავეჭიდე და ცოტა ხანში ზემოდან მოვექეცი.

გარემოს თვალი მოვავლე, ამ ვეებერთელა სივრცეში ყველაფერი გიგანტური, უსაზღვრო და


უსაშველოდ უსასრულო იყო. ზეცა, მიწა, ქვიშა, კლდეები, სიჩუმე, სიცხე, ჰორიზონტები...
საჰარას ძალაუფლებამ, ჩემმა უმწეობა კიდევ ერთხელ მაგრძნობინა და შიშმა შემზარა.

შეშინებულმა ჩრდილოეთს თვალი ავარიდე და აღმოსავლეთისკენ შებრუნდი...


ბექობიდან ისეთი საოცარი სანახაობა გადაიშალა რომ დანახულმა - შიში დამავიწა...

აღმოსავლეთით, გუშინდელი წვიმის ანაორთქლით გამოწვეული ოხშივარი გაცილებით მეტი


იყო, ვიდრე იქ, სადაც გავჩერდი. უამრავი ცისარტყელა პირდაპირ მიწაზე, ჩემს
თვალწინ იხატებოდა. მზის სხივები აორთქლებული წყლის წვეთებში ათასნაირი ფერით
იმსხვრეოდა და ალმასებივით თვალისმომჭრელად ციალებდა. ამას ოქროსფერი ქვიშის ციალიც
ემატებოდა და სრულიად ახალი ფერები იბადებოდნენ. პირველად ვხედავდი უამრავი ფერით
მოციმციმე მიწას, კლდეებს და ცისკენ მიმავალ უთვალავ ნათებას, ჩემს თვალწინ ფერები და
სინათლეები ბრიალებდნენ. ვუცქერდი უამრავი ცისარტყელას დაბადებას, მილიარდობით ფერით
რომ ინთებოდნენ და ერთმანთში ისე იხლართებოდნენ, თითქოს ფერიას თავისი მშვენიერი და
მოციმციმე დალალები მიწაზე გადმოეშვა და უამრავ ნაწნავს ერთდროულად იწნავდა.

თბილი ფერებით გაივსო აღმოსავლეთი. მზე ზემოთ იწევდა. ყველანაირი ფერი ერთიანად
აკიაფდა და მზისგულზე მოხვედრილი უამრავი ბრილიანტივით აციმციმდა. ყველაზე მეტად მწვანე
ფერმა მომტაცა თვალი. ათასნაირი მწვანე- ერთდროულად ანათებდა, ძალიან მქრქალიდან ძალიან
მუქ მწვანემდე გადაჭიმული გამა ლივლივით იცვლიდა ფერებს. „უდაბნოს მწვანემ“ გამათბო და
დამამშვიდა, სულში მალამოსავით ჩამეფინა და ჩრდილოეთიდან მოსულმა ნელმა ნიავმა თითქოს
ყვავილების ძალიან სუსტი და ნაზი სურნელი მოიტანა.
„ყვავილების სურნელის მირაჟი“ ისე მომეწონა, რომ თვალდახუჭულმა რამოდენიმეჯერ ღრმად
ჩავისუნთქე და ფერადი ყვავილები გონებაში თავისით ჩამეხატნენ.
თვალი რომ გავახილე ცისარტყელები უკვე ცისკენ აწეულიყვნენ და ნაირნაირი ფერებით
დაწნული უთვალავი კამარა მოეხაზათ ცაზე. ერთი, ყველაზე ცელქი ნათება უკვე დაღმავალ ხიდს
აშენებდა და პირდაპირ ჩემსკენ მოიწევდა.

68
დანახული სილამაზით გამოწვეული აღტაცება ისეთი ძლიერი იყო, რომ ჩემსკენ დაქანებულ
ცისარტყელას ხელები შევუშვირე, მისი მოტანილი ფერების შეგროვება მინდოდა.
წამში ცისარტყელა ხელებზე „ჩამომეღვარა“ და წყლის უმცირესი წვეთებით მოკიაფე, ციდან
ჩამოშვებულ ფერად სარკეში, ჩემი გამდნარი და მოლიცლიცე ანარეკლი მთელი სიმაღლით
გამოჩნდა.
მე ცისარტყელაში ვიდექი.
მე ცისარტყელა ვიყავი.
მე თავად ვიყავი მირაჟი.

იმ წამებში დარწმუნებული ვიყავი რომ სწორედ ასეთი და მხოლოდ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო
სამოთხისაკენ მიმავალი გზა.

საჰარამ ცისარტყელას სარკე უცნაური მოწიწებით მაჩუქა და ახლა მასში ჩემივე ასმაგად
გადიდებულ თვალებს ვხედავდი. რამოდენიმე წუთში ჩემი ცისარტყელა ციალით გაქრა. „სარკე“
უამრავ წვეთებად „დაიმსხვრა“, მიწაზე გაიფანტა და ბექობს მოციალე ალმასებად დაეფინა.

აღმოსავლეთის ცისარტყელებიც ჩამქრალიყვნენ, ოხშივარი უკვე ღრუბლად შეკრულიყო და


ციურ გზას დადგომოდა. დასავლეთის ჰორიზონტს დავაკვირდი. ღრუბელი იქაც კარგად
აკრეფილიყო, მაგრამ ჯერ კიდევ ფარავდა კლდის წვერებს. სამხრეთისაკენ ჩაკირულ კლდეებს
ქლიავისფერი დასდებოდათ. ჩრდილოეთის მხარეს, არც ისე შორს, დაახლოებით ორიოდე
კილომეტრზე, მომცრო კლდეებს შორის მოქცეულ ქვიშრობიან დაბლობს მოვკარი თვალი,
რომელსაც მომწვანო-მოყვითალო ფერი გადაკრავდა.
„მირაჟია“ -უსიამოდ გავიფიქრე. სიმწვანეს მონატრებულს ჯერ კიდევ არ გამქრობოდა თვალის
ხსოვნიდან „საჰარას მწვანე“.
თვალები დავხუჭე და მოვისრისე, გავახილე, მაგრამ მირაჟი არ გაქრა.
-„რა უნდა იყოს ასეთი მომწვანო" -გამიელვა ფიქრმა. - იქნებ პატარა ოაზისია და წყალი ვიპოვო...“
- ჩავიმუხლე და ახლა ისე დავაკვირდი ქვიშრობს, არა მირაჟი არ იყო... ნამდვილად რაღაც სხვა
იყო, განსხვავებული.
კარგად დავაკვირდი იმ ადგილს.
ქვიშრობის ნაწილს, რასაც თვალით ვხედავდი, ყველა მხრიდან კლდე ერტყა. ყველაზე დაბალი
კედელი ჩემსკენ იყო მოქცეული, ხოლო დანარჩენი სამი, იმ კლდის სიმაღლე იქნებოდა, რომლის
შუაწელზეც ახლა მე ვიდექი.
გადავწყვიტე ეს ადგილი მენახა. მანძილი არც ისე შორი მეჩვენა.
წელში გავიმართე და ისევ დასავლეთს მივაჩერდი. ღურბელი უკვე ცას გამოკერებოდა.
ჩემაგნ არც თუ ახლოს, მთელი თავისი ბრწყინვალებით აღმართულიყო არწივის თავი -
მოკაუჭებული ნისკარტით. ამ კლდის დაუნახაობა შეუძლებელი იყო, რადგან ჰორიზონტზე უფრო
მაღალი არაფერი ჩანდა.
რუკაზე ორიენტირები უკუღმა, მარჯვნიდან მარცხნივ, არაბულად უნდა „წამეკითხა“.
ესე იგი ტყუპი პალმა იყო ჩემი საბოლოო მიზანი, რუკა ამით თავდებოდა... ეს პალმები
ფარაფრას ოაზისს ნიშნავდა. დიდი სოკო ალბათ თეთრი უდაბნოს ორიენტირი უნდა ყოფილიყო ამ
"სოკოსთან" სამხრეთისკენ უნდა მივბრუნებულიყავი.

- წინ! პალმებისაკენ! იქ ოაზისია, ულამაზესი ფარაფრა, ბედუინების სოფელი...


რუკა წაკითხული იყო... რაკი მთავარი მიზანი მიღწეული მქონდა. დაუჯერებლად მეჩვენებოდა ჩემი
გადარჩენის მოახლოვება, მაგრამ არწივის თავიანი კლდე ნამდვილად არ იყო მირაჟი.
ეს ხსნა იყო.
სიხარულის ყიჟინა ისე ამომასკდა მკერდიდან, რომ გაკვირვებაც ვერ მოვასწარი!

69
საჰარამ პირველად იხილა ქართული ცეკვა. რამოდენიმე სრული ტრიალის მერე გამახსენდა რომ
ფართობი არ მყოფნიდა და ცისკენ აწვდილი ხელებით ადგილზე გავიყინე.
წარმოვიდგინე რა განცვფირებული იქნებოდა ვინმე მექარავნე, ლამის შუაგულ
საჰარაში, ჰამადის კლდის შუაწელზე უცნაურად მოცეკვავე არაბულად ჩაცმული ქალი რომ
დაენახა. ალბათ შაითანად ჩათვლიდა და ცხრაჯერ შეევედრებოდა ალაჰს ჩემგან გადარჩენას...
გულიანად გამეცინა ამ სურათზე, გუნება გამომიკეთა.

კლდიდან ჩამოცოცება დავიწყე. უკანა გზა უფრო გამიჭირდა. მიწამდე ცოტა მანძილიღა
მქონდა დარჩენილი რომ ანაზდად ფეხქვეშ შვერილი ჩამეშალა, ხელებით თავი ვეღარ
შევიმაგრე, ფერდობს მოვწყდი და კლდის ნაშალათან ერთად დავენარცხე მიწას, მაგრამ ამაზე არ
მიდარდია. ნაკაწრები მომემატა, ჩემი კაბაც უფრო დაიფლითა, მუხლიც მეტკინა, მაგრამ რა
მოსატანი იყო ტკივილი, როცა ახალი ორიენტირი მქონდა. „ბედუინის რუკა“ ნამდვილი იყო და ამ
რუკის ნდობა შეიძლებოდა. რუკა გულში ჩავიხუტე და ბექზე შეწყვეტილი ცეკვა მიწაზე დავამთავრე.
შიგნიდან გავთბი, შიშმა უკან დაიხია და დაპატარავდა. ცეკვამ მშობლიური ფესვებს მიმაბა და თავი
ხელახლა მაპოვნინა.

მოულოდნელად გამახსენდა ბექიდან ჩრდილოეთისკენ დანახული უცნაური ადგილი,


სასწრაფოდ შევხტი ლოდზე, ცხენზე გადავინაცვლე და ჩრდილოეთისკენ ავიღე გეზი.
სწრაფად მივაღწიე მონიშნულ ადგილს. კლდის ნაპირებს გავუყევი, შესასვლელი არსად იყო,
მაგრამ ერთგან საკმაოდ დაბალ ადგილს მივადექი და ცხენიდან შიგნით გადავიხედე.
განცვიფრებისაგან თვალი გამიშტერდა, თავი რამოდენიმეჯერ უნდობლად გავიქნიე, არც თვალს
ვუჯერებდი და არც ცხენის ხალისიან ფრუტუნს.
ჩემს წინ, კლდეებში მოქცეულ ქვიშრობიან ველს ალაგ-ალაგ ჯგუფ-ჯგუფად მორცხვად
შეპარვოდა ეფემერა.
ეფემერა....
გაზაფხულის ეფემერა საჰარაში...
ამ უმწეო მცენარეს, ფესვებთან რამოდენიმე ოდნავ მსხვილი ფოთოლი ქონდა, რომლიდანაც ორი
წვრილი ღერო ამოზრდილიყო, ღეროზე რამოდენიმე უწვრილესი ფოთოლი და უფერული-
მოთეთრო ფერის სამიოდე პაწია ყვავილი ქანაობდა. ქვიშრობი ალაგალაგ ამ მცენარით იყო
მოფენილი როგორც ჩანს კლდეებში ჩაჭედილი ადგილი, ქარებისაგან და მზისაგან კარგად დაცული,
ისეთ მიკროკლიმატში იყო მოქცეული, რომ ეს პაწია მცენარე აქ „დასახლებულიყო“.
ბოლო ათი დღე დღე ისე არაფერი გამხარებია როგორც ამ ულამაზო ყვავილების დანახვა.
კლდეზე სასწრაფოდ გადავძვერი, მუხლებზე დაჩოქილი ხელით ვეფერებოდი ეფემერებს, პატარა
უფერულ ყვავილებს ისე ვყონსავდი, თითქოს ჟასმინის თაიგული მეჭირა, წვნიკი ფოთლები ხელით
მოვსრისე, მეამა ხელზე მწვანე სინედლე.

ეფემერა, ბოლოს სკოლაში მქონდა ნანახი. ჩემი ბოტანიკის მასწავლებელს, ბატონ


ნიკოლოზს, ბოტანიკის კაბინეტში ბევრი ეგზოტიკური მცენარე ყავდა გახარებული, გამორჩევით ამ
ყველაზე უფერულ მცენარეს უვლიდა. ლამის სათბურს გავდა ბოტანიკის კაბინეტი, სკოლის
მერხებიან სათბურს.

ერთ მშვენიერ დღესაც კლასში ახალი მოსწავლე შემოიყვანა დამრიგებელმა და გაგვაცნო. ლექსო
ერქვა. მაღალი და ძალიან ლამაზი სახის ბიჭი სწრაფად იქცა კლასის გოგოების ოცნების საგნად,
ხოლო ცოტა ხანში მთელი სკოლის გოგოების ფავორიტად. მე ერთადერთი ვიყავი ვინც მისი ხიბლის
ქვეშ არ მოექცა. რაღაც მეშვიდე გრძნობა მკარნახობდა რომ ეს ბიჭი, რომელიც ლამის უგვირგვინო
მეფედ იყო აღიარებული, არც ისეთი "კარგი ვინმე" უნდა ყოფილიყო. მას აღიზიანებდა ჩემი
უყურადღებობა და მუდამ ჩემს დამცირებას ცდილობდა. ხან „წიგნის ჭიას“ მეძახდა, ხან დაფის
ცარციან ბალიშებს მესროდა და კაბას მისვრიდა, ხან საშინაო დავალებას მპარავდა და ფანჯრიდან

70
აგდებდა, ორიანი რომ მიმეღო და ავტირებულიყავი, მაგრამ ჩემზე არაფერი მოქმედებდა.

იმ დილას კი ჩემი დაბადების დღე, ოცდაორი სექტემბერი იყო. დედამ განსაკუთრებით


გამომაწყო ახალ სასკოლო ფორმაში, ულამაზესი, ხელნაკეთი მაქმანის ქათქათა საყელო მომარგო,
ახალ ჩანთაში თავისი ხელით ჩამილაგა წიგნები, თმები ლამაზად დამიწნა და სკოლაში
„გაწიკწიკებული“ გამიშვა. იმავე დღეს ჩემი კლასელის, სკოლის ყველაზე ლამაზი გოგოს, ნელიკოს
დაბადების დღეც იყო. ქერათმიანი და მწვანეთვალება ნელი აღიარებული ლამაზმანი იყო სკოლაში.
შესვენებაზე ბევრი უფროსკლასელი ბიჭი იყრიდა თავს ჩვენი კლასის კართან - მისი
კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

პირველი გაკვეთილის დაწყებამდე ჯერ დრო რჩებოდა. კლასელები გვეხვეოდნენ, დაბადების დღეს
გვილოცავდნენ... კარებში ლექსო გამოჩნდა. ხელში მუქი სისხლისფერი ხავერდოვანი ვარდების
დიდი თაიგული ეჭირა. მთელი კლასი გაირინდა. მიხვდნენ რაღაც უნდა მომხდარიყო. ლექსო
მოწიწებით ეახლა ნელის, დაბადების დღე მიულოცა, ვარდების თაიგული გადასცა და გამოაცხადა -
ყველაზე ლამაზ გოგოს, ყველაზე ლამაზი ყვავილები მოუხდებაო. ლოყებშეფერილი ნელი ნაზად
უხდიდა მადლობას თაყვანისმცემელს და სურნელოვან ვარდებს სიამაყით დასცქეროდა.

ლექსომ ისე შემაქცია ზურგი,- თითქოს ცარიელი ადგილი ვიყავი.


სამართლიანობით ცნობილი მამუკა ფეხზე წამოხტა და ლექსოს შეუტია:
- არ გიხდება ეგეთი საქციელი ბიჭო, იუბილარი სხვაც გვყავს, თუ ყვავილები არ გემეტება,
სიტყვაში ფულს ხომ არ იხდი, ადექი და მიულოცე, რაღას უცდი ?!
- ოჰ ბოდიში, ბოდიში, ახლავე დავბრუნდები! - გამოაცხადა ლექსომ და კლასიდან გავარდა. ცოტა
ხანში უკან მობრუნდა, ხელში სარეველა ბალახის სამი ღერო ეჭირა წვნიკი თეთრი ყვავილებით,
ირონიულად გამომიწოდა და მითხრა:
- შენც გილოცავ დაბადების დღეს, მაგრამ შენ ნელიკოსავით ლამაზი არ ხარ, ამიტომ მხოლოდ ეს
დაიმსახურე.
მთელი კლასი "გაქვავდა". ის იყო მამუკამ მუშტით გაიწია, რომ ზარიც დაირეკა.
„ფიზიკა“ - ვარსკვლავების წარმოშობის პროცესს გვიხსნიდა და პლაზმაზე ხანგრძლივად
ლაპარაკობდა. მაგრამ ყველა მომხდარზე ფიქრობდა და გაკვეთილს გული ვერავინ დაუდო.

მეორე გაკვეთილად ბოტანიკა გვქონდა. კაბინეტში შევედით თუ არა, მერხებამდე არც


მივსულვართ, ისე შევაჩერდით ბატონ ნიკოს. ბოტანიკის მასწავლებელი გამშრალი შესცქეროდა
ქვიშიან ქოთანს, საიდანაც ახლახანს ამოეგლიჯათ ყვავილები. ფესვები და ფოთლებიც იქვე ეყარა...
ჩვენს შესვლაზე არც შერხეულა, ისე გვანიშნა დაჯექითო. მთელი გაკვეთილი ხმა არ ამოუღია,
სადღაც ჩვენს მიღმა იცქირებოდა. ჩვენც ჩუმად ვისხედით, ხმას არ ვიღებდით. მარტო მამუკას
უელავდა ბრაზისგან თვალები.

გაკვეთილის ბოლოს ნიკო მასწავლებელმა ხმადაბლა თქვა:


- მცენარე, რომელიც ამ ქოთანში ხარობდა, ეტალონური, იდეალურია. ძალიან მოკლე დროში
მთელ ცხოვრებას ასწრებს, იბადება, იზრდება, მრავლდება, ბერდება და კვდება. ხანმოკლე
სიცოცხლის გამო ეფემერა ქვია. უკეთეს შემთხვევაში რამოდენიმე კვირა ცოცხლობს და
თვითდამტვერვის უნარი აქვს. მეცნიერებაში იგივე როლი აკისრია, რაც თეთრ თაგვებს... მართალია
შეუხედავი და ულამაზო - სარეველას გავს, მაგრამ ფასდაუდებელია ორი თვისების გამო,
ბოტანიკაში ანალოგი არ ყავს და ერთადერთია რომელიც საჰარაში, ოაზისების გარეთ, შიშველ
უდაბნოში ხარობს გაზაფხულობით და შემოდგომაზე. ბოტანიკოსები „არაბის ტალიანას“ ვეძახით.
იმედია, ღირსეული ადამიანის ხელში მოხვდა ეფემერა, კარგი იქნებოდა ცოდნოდა რა საოცარი
ყვავილის მფლობელია...

71
"მოძღვნილი" ეფემერა ბოტანიკის წიგნში ფრთხილად ჩავდე. წიგნი დავხურე და გულზე
მივიხუტე.
გაკვეთილების შემდეგ მამუკას ვთხოვე ბოტანიკურ ბაღში წამყოლოდა ცოცხალი ეფემერების
"საშოვნელად". დედაჩემიც წამოგვყვა. მთელი დღე გავატარეთ ულამაზეს ბაღში. ახალგაზრდა
მეცნიერებს და სტუდენტებს სათბურებში დავყვებოდით, ისინი მცენარეებს დასტრიალებდნენ. ჩვენ
მთელი ოთხი ქოთანი ეფემერები გვაჩუქეს...იმავე საღამოს მამუკა სკოლის დარაჯს „კაცურად“
ეხვეწებოდა ბოტანიკის კაბინეტის გაღებას. ძია გიორგი ჯერ ბრაზობდა, მაგრამ მერე მოლბა და
ბოტანიკის კაბინეტში შეგვიძღვა...
......
ახლა კი, საჰარას სიცხის, ყინვის და ქარების მიუხედვად, ჩემი ბავშვობის ეფემერა ნაზად
მოსდებოდა უდაბნოს გამომშრალ ყვითელ ქვიშას. ახლა სხვანაირად მივხვდი, რატომ
ეფერებოდა ასე ნიკო მასწავლებლი გაოცებული მზერით აფრიკულ ეფემერას და რატომ უცქერდა
ისე, როგორც მკვდრეთით აღმდგარს.
ამდენი წლის შემდეგ მეც იგივე მზერა მქონდა, თვალები ცრემლით ამევსო... ვუცქერდი ამ პაწია
მცენარეებს, თავის ბუნებრივ და უმკაცრეს გარემოში რომ ამოსულიყვნენ და ხვალ აღარ იქნებოდნენ.
სამაგიეროდ მათი შვილები ამოვიდოდნენ და ისინიც ერთ დღეში მოკვდებოდნენ, ზეგ კი
შვილიშვილები... უმწეო ეფემერა ამ უსასრულო უდაბნოში თავისი ხანმოკლე სიცოცხლისთვის -
შეუპოვრად იბრძოდა...

ბევრი კარგი ამბის მახარობელი იყო ეფემერების მდელო.


მისი გამოჩენა რამდენიმე კარგ ამბავს ნიშნავდა. პირველ რიგში იმას, რომ ლიბიის საზღვართან
ახლოს ვიყავი, ეფემერები სწორედ ლიბიის და „იქაური“ საჰარას ძირითადი ბინადრები იყვნენ.
მეორე, - ჯადარს მშვენივრად შეეძლო ებალახა. მესამეც, - ეს ადგილი კარგი თავშესაფარი
იყო შუადღის სიცხისაგან. არც მდევრისთვის ვიქნებოდი ადვილად შესამჩნევი, ცხენიანი კაცის
სიმაღლიდან აქაურობა არ ჩანდა, ხოლო თუ მდევარი ფარაფრას ოაზისისკენ წავიდოდა,
ჩრდილოეთით არ გადმოუხვევდა. ეს კი ნიშნავდა რომ შემეძლო ცოტათი მაინც „ადმიანურად“,
ზაფრის გარეშე გამომეძინა.

ჯადარი ისე ხალისიანად ფრუტუნებდა მწვანე ბალახის დანახვაზე, რომ გამეღიმა.


კლდეზე უკან გადმოვცოცდი, ცხენიანად ათიოდე მეტრით უკან დავიხიე და კედლისკენ
გავქანდით, ჯადარი ისე მსუბუქად გადაევლო კლდეს რომ კენჭიც არ შეურხევია. მაღალი
კლდეების ცხელ ჩრდილს შევეფარეთ. მშრალი ხორცით წავიხემსე, კარკადეს ცივი ჩაი დავაყოლე,
ქვიშა და კლდეები მოვათვალიერე, მაგრამ გველის და მორიელის მსგავსი ახლო-მახლო ვერაფერი
შევნიშნე, ღამის მონადირეებს დღისით ეძინათ... ბალახზე რამოდენიმე ფალანგამ კი გაირბინა,
მაგრამ სასწრაფოდ შეეფარნენ კლდის ნაპრალებს. სახიფათო თითქოს არაფერი იყო, ცხენისთვის
ლაგამი არ მომიხსნია ისე მივუშვი საბალახოდ. ეფემერებზე მივწექი, მკლავი თავქვეშ ამოვიდე და
ცას შევაცქერდი...

სადღაც თვალსაწიერზე ისევ ტრიალებდნენ ირაოზე გრიფები. საჰარას იდუმალი სიჩუმე -


ლურჯ, ხავერდოვან ზეცას - კაბასავით იხდენდა. თვალები დავხუჭე. მომელანდა რომ ეფემერამ
ყლორტები მომხვია და ქვეშ მანდილივით დამიფინა...
„ალ სახჰრა საჰარა“.... უდაბნოს ხიბლი მეწყება... გამიელვა გონებაში. სიზმარმა თავისი ფერადი
ფრთები გაშალა და მთლიანად გადამაფარა...

მეზმანა რომ ჩემსკენ ბედუინი მოდიოდა.


ქათქათა თეთრი სამოსი ეცვა. ჩვეულად, მოზომილი ნაბიჯით მოძრაობდა. რაც უფრო
მიახლოვდებოდა, უფრო ნათლად ვხედავდი მის ხელში ეფემერების ვეებერთელა თაიგულს,
რომელიც ჩემთვის მოჰქონდა.

72
ჩემთვის კარგად ნაცნობი ხმა - საჰარას ლურჯ და უსასრულო სივრცეს, ხმამაღლა ესროდა
შუბისწვერივით ბასრ სიტყვებს: „... ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია .... ბედი -
ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია.... “

„ბედი- ქროლვის გარეშე ჩემთვის- არაფერია...“- გაიმეორა ბედუინმა და თვალებში ჩამაცქერდა...


მის თვალები ეფემერული მწვანეთი მიმზერდნენ... შავი არაბული რაში ეფემერების მდელოზე
იდგა და პატრონს თვალმოუცილებლად შესცქეროდა...

„ბედი- ქროლვის გარეშე ჩემთვის- არაფერია...“ - უკან მიბრუნდებოდა ჰამადის


კლდეებისათვის შუბივით მძლავრად ნატყორცნი სიტყვების მრავალხმიანი ანარეკლი.

საჰარა დღეს კეთილად მექცევა... გავიფიქრე სიზმრის მიღმა და ღრმა ძილმა თავი წამართვა...

ბედუინი (ნაწილი XI მდევარი)

როდესაც თვალი გავახილე, მზე უკვე დასავლეთისკენ გადახრილიყო. სიცხე თავის ხარკს
ბოლომდე იმკიდა. თავზე ცხენი მადგა და ფრუტუნით თითქოს მახსენებდა „ არ დაგავიწყდეს
შუაგულ საჰარაში რომ ხარო“.
წითელი კარკადეს ერთი ყლუპი ჩემთვის გავიმეტე, ცხენს კი ისევ ორი პეშვი წყალი ერგო.
წყლის მარაგი მელეოდა. გარემოს თვალი მოავლე. იდეალური სიჩუმე იდგა.
რამოდენიმე ბღუჯა ეფემერა უნაგირის ჩანთაში ჩავტენე. ჯადარმა მსუბუქი ნახტომით მოიტოვა
უკან ეფემერების მდელო და სამხრეთისკენ შევბრუნდით.
ორიენტირად არჩეულ „ჩემს კლდეს“, რომლის ბექიდანაც ეფემერების მდელო დავინახე, -
სწრაფად მივუახლოვდით. გზის გაგრძელებას შეუჩერებლად ვაპირებდი, მაგრამ კლდის იმ
ნაშალში ჩემთან ერთად რომ დაენარცხა მიწას, აქა-იქა ჩემი კაბის ნაგლეჯები შევნიშნე. ასეთი აშკარა
კვალის დატოვება მდევრისათვის სისულელეზე მეტი იყო, გადავწყვიტე არ დამეტოვებინა არცერთი
ნაკუწი და სასწრაფოდ ჩამოვქვეითდი.

კლდიდან ჩამოწოლილ ქვაღორღში ბრწყინვას მოვკარი თვალი. მზის გადახრილ


სხივებს, „რაღაც“,- ნათებასავით ირეკლავდა. ეს „რაღაც“, კლდიდან მოწყვეტილი ქვა აღმოჩნდა.
დავწვდი და ხელში შევატრიალე. ერთი მხრიდან ჩვეულებრივი კლდის ნატეხი იყო, მაგრამ მეორე
მხრიდან, ბროლივით მინერალი ზედ შაქარყინულივით ასხმულიყო და თვალისმომჭრელად
ციმციმებდა, მინერალი რამოდენიმე მომცრო, დაწახნაგებული, გამჭვირვალე და ერთმანეთზე
ამოზრდილი „სვეტისგან“ შედგებოდა და ბავშვის სათმაშოს გავდა.
– „კვარცი! ეს კვარცია, აი თურმე რატომ მეტკინა ასე მუხლი და რისგან მაქვს ეს ნაკაწრები...“ -
გავიფიქრე და გამჭირვალე მინერალში მზეს გავხედე. კვარცის კრისტალში
გატარებული მზის სხივები, სინათლის ფერად ლაქებად დაეფინა ჩამოშლილ ქვებს. მინერალს
აქეთ იქით ვატრიალებდი და მიწაზე გაშლილ ფერად მანათობელ ლაქებს ვუცქერდი.

„სადაც კვარცია, იქვე სადმე ოქროც უნდა იყოს“, - გამახსენდა კაზრეთის ექსკურსიაზე გიდის
ნათქვამი ფრაზა. ასეთი კენჭები კაზრეთში, ოქროს საბადოზე მქონდა ნანახი. მაშინ ყველას გვაჩუქეს

73
კვარცის პაწია მინერალი, რომელიც მცირეოდენობით ოქროს შეცავდა. ფეხით გავშალე კდლის
ნაშალი, ყურადღებით ვათვალიერებდი, ორი ცალი ყვითელი კენჭი შევნიშნე, ხელში ავიღე და
კარგად დავაკვირდი, მათ კვარცის მინარევები ქონდათ, მაგრამ ყვითელი გაცილებით მეტი იყო -
ვიდრე კვარცი.

- „ოქრო! ეს ოქროა!“ - წამომცდა გაკვირვებულს. ხელში ოქრო მეჭირა. წონა ხელით


მოვსინჯე. ორივე კენჭი ერთად, დაახლოებით ოცდაათ გრამამდე უნდა ყოფილიყო. თუ კვარცის
მინარევი მოსცილდებოდა, ოც გრამამდე მაინც დარჩებოდა, - ეს კი დაახლოებით ათას ამერიკულ
დოლარს, ანუ კაიროში დაბრუნებას ნიშნავდა თუ დასახლებულ ადგილამდე მივაღწევდი... მაგრამ
აქ, შიშველ უდაბნოში ოქრო რიყის ქვადაც არ ფასობდა. ჩემი თავი „დავიჭირე“ იმაში, რომ ჩემს
სიცოცხლეში პირველად, ოქროს პაწია ზოდებს მომავალი სამკაულივით კი არ ვუცქერდი, არამედ
როგორც გასაყიდ ნივთს. თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე ნაშალს, ისევ მოვჩიჩქნე ქვების გროვა იმ
იმედით იქნებ კიდევ მეპოვა ოქრო, მაგრამ აღარფერი იყო.
- „საჰარა, გონი ისე აღარ გძულვარ როგორც პირველ დღეებში. დღეს კეთილი ხარ. ჯერ
მირაჟის სარკე მაჩუქე, მერე ბედუინის რუკამ გაამართლა, ეფემერების მდელო ხომ ახდენილი
ოცნებასავით მეწვია, ახლა ოქრო გამომიჩინე, ვინ იცის კიდევ რას მაჩვენებ სანამ შენს წიაღში ვარ და
ჩემს უმწეო ნაფეხურებს გიტოვებ ქვიშის მკერდზე.”

ჩემი ფიქრის პასუხად, საიდანღაც ყრუდ მოგუგუნე ექო მოსწვდა ჩემს სმენას. ოქროს კენჭები
ფეხსაცმლის ყელში ჩავიტენე, მოგროვილი კაბის ნაგლეჯები კვარცის მინერალთან ერთად
უნაგირის ჩანთაში ჩავჩურთე, ცხენზე შევხტი, აღვირი მოვიმარჯვე და სმენად ვიქეცი.
ექო მიახლოვდებოდა. ცხენიანად კლდეს მოვეფარე და „სავალ გზას“ თვალმოუცილებლად
მივაჩერდი.
თხუთმეტიოდე წუთში ხმაური გაძლიერდა და ქარიც „დავინახე“. ერთ დიდ ბურთად შეკრული
ქარი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩემსკენ მოქროდა. მის უკან გრძელი შლეიფივით ფრიალებდა ცაში
ატყორცნილი ქვიშის ნისლი.

- რა უნდა იყოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რა საოცარი სისწრაფით მოძრაობს... - ამისი
გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ქარი ორასიოდე ნაბიჯზე მომიახლოვდა, ჩემს კლდეს ელვის
სისწრაფით უქცია გვერდი და პირი დასავლეთისაკენ იბრუნა. სანამ რკალს მოხაზავდა, ქარში
გახვეულ, ჰაეროვან, გრაციოზულ მოძრავ სხეულებს ვკიდე თვალი.

ანტილოპები...
ეს იყო წარმოუდგენელი სისწრაფის თავაწყვეტილი რბოლა, რომელიც არ ცნობდა არანაირ
დაბრკოლებას და სამანს. ანტილოპების მფრინავი რემა თავის ბუნებრივ სტიქიაში, - უმშვენიერესი
სანახაობა იყო. ქვიშისფერი ანტილოპები მხოლოდ წამით ეხებოდნენ მიწას და მორიგი ნახტომით
ჰაერში მიფრინავდნენ. მათი „გადაფრენით“ გამოწვეული ექო ჰამადის კლდეებში სულ სხვანაირად
ხმიანობდა. რბოლის ქარით გამოწვეული ხმაური - გაცილებით ჭარბობდა მათი ფეხის
ხმას. განცვიფრებული, მხოლოდ ანტილოპების მოღერილ კისრებს, წვეტიანი რქებით
დამშვენებულ თავებს, მიწაზე დაშვებისას მშვილდივით მორკალულ ზურგებს ვხედავდი, რომლებიც
გაფრენისას ლარივით სწორდებოდნენ და უდაბნოს შედედებულ სიჩუმეს გაშლილი მკერდით
სხივილით მიაპობდნენ.

ქვიშისფერი ანტილოპები კარგად ეგუებოდნენ საჰარას მკაცრ ჰავას და მშვიდად ცხოვრობდნენ


უდაბნოში, ლეოპარდებისა და ლომებისაგან დაცული, რომლებიც აქ ცხვირის შემოყოფას ვერ
ბედავდნენ. მახვილი თვალი და სმენა, სისწრაფე და წვეტიანი რქები მათ კარგად იცავდა, ფერით
იდეალურად ერწყმოდნენ უდაბნოს ფერებს, წყურვილის მოთმენაში ბადალი არ ჰყავდათ, ისეთი
სისწრაფით კეცავდნენ უდაბნოს სივრცეებს, რომ წყლის მოსაძებნად დიდი დრო არ

74
ჭირდებოდათ. გამეგონა რომ ანტილოპას ერთი სახეობა, ჯეირანი, - საქართველოშიც ბინადრობს
მაგრამ მე ის მხოლოდ ფოტოებზე მენახა და ახლა, პირველად ვხედავდი უდაბნოში მისი
ჯიშის ულამაზეს ქმნილებებს.
ანტილოპების რემამ ფიქრზე სწრაფად ჩამიქროლა და დასავლეთისკენ ჩაიკარგა. ქვიშაზე
მხოლოდ მათი წვეტიანი ფლოქვების კვალი დარჩა...
ძლივს გამოვერკვიე სტიქიასავით მძვინვარე ქროლვის შემხედვარე.

ანტილოპები რაღაცას გამოექცნენ, რაღაცამ აიძულა ადგილი შეეცვალათ, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო
ასეთი? წიგნებში წაკითხული მქონდა, რომ ანტილოპების ქერშილობა ნოემბერ-დეკემბერში
იწყებოდა, ახალ სიცოცხლეს ანტილოპა ხუთი თვე ატარებდა. ესე იგი ახლა ნუკრების გაჩენის ჟამი
იყო მოწეული და ასეთ დროს ისინი ადვილად არ დატოვებდნენ მიჩვეულ ადგილებს.

ის რამაც ანტილოპები დააფრთხო, წესით კვალზეც უნდა მოყოლოდა მათ. ცხენიანად უკან დავიწიე
და კლდე კარგად ვისაფრე. ვიცოდი ცხენი უფრო სწრაფად დაიჭერდა ხმაურს და ამიტომ მთელი
ყურადღება მასზე გადავიტანე. ლოდინი დიდი ხანს არ დამჭირვებია. ჯადარმა ყურები დაცქვიტა და
კისერი დაძაბა. გუგუნი მომესმა, რომელიც სწრაფად იკრებდა ძალას და მიახლოვდებოდა. კლდეებმა
ექო აიტაცეს. უდაბნოს გაშლილ ადგილს ვაკვირდებოდი. რამოდენიმე წუთში ახლო ჰორიზონტიდან
მოულოდნელად, სასწაულებრივად ამოზრდილი ვერტმფრენის მოტრიალე ფრთები დავინახე,
ხოლო წამში მთელი ვერტმფრენიც გამოჩნდა. მიწიდან ალბათ ორასიოდე მეტრის სიმაღლეზე
იქნებოდა. ის სამხრეთ აღმოსავლეთიდან მოფრინავდა.

ეჭვიც არ შემპარვია იმაში, რომ ვერტმფრენი მე მეძებდა.

სიხარულმა სული შემიხუთა, ის იყო გაშლილ ადგილას ცხენიანად ვაპირებდი გამოსვლას,


რომ ვერტმფრენი მოულოდნელად შებრუნდა და აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი. ჯადარს აღვირის
ბოლო მათრახივით გადავუქნიე და ვერტმფრენს წარმოუდგენელი სისწრაფით დავედევნეთ. ნიკაბი
თავიდან მოვიგლიჯე და მარცხენა ხელით ავაფრიალე... გაუჩერებლად ვყვიროდი, ხელს ვიქნევდი,
ჩემი აბრეშუმის თავსაფარი დროშასავით გაიშალა ჰაერში, ბრმასაც კი უნდა დავენახე ალბათ, მაგრამ
ვერტმფრენი რამოდენიმე წუთში აღმოსავლეთისკენ აღმართულ კლდეებში მირაჟივით ჩაიკარგა.

გაქანებული ცხენიდან გადმოვარდნილი მიწაზე პირქვე დავემხე... გულამოსკვნილი ვტიროდი,


გადარჩენის შანსი ასე ახლოს მქონდა და მე ხელიდან გავუშვი. მუშტად შეკრულ ხელებს
სიმწრისაგან ქვიშას ვუშენდი და ვყვიროდი:
- საჰარა, რა გინდა ჩემგან ?! რატომ, რატომ არ მიშვებ!.. ქვიშის მარცვალიც არ ვარ შენთვის, რა
შეემატება ჩემი ძვლებით შენს ქვიშას და კლდეებს...

ძრავის გუგუნი მიიკარგა და საჰარაში ისევ დუმილი ჩამოწვა.


ის ახლა უფრო აუტანელი გახდა, ამ უდაბნოსავით თვალუწვდენელი და უსაზღვრო, ამაზრზენი და
საშიში.

ყვირილით და ტირილით დავიღალე. ძალა გამომეცალა და მიწაზე თვალდახუჭული გავწექი.


გონებაში ათასჯერ „დავატრიალე“ ყველა დეტალი, რაც ანტილოპების გაუჩინარების შემდეგ
დავინახე. როგორ ამოფრინდა მოულოდნელად ჰორზონტიდან ვერტმფრენი, მზეზე მოლაპლაპე
მინებსაც კი ვხედავდი, ციგასავით ფეხებს, ორი სილუეტიც კი გავარჩიე ფანჯრების უკან.... ახლა კი
ეს ყველაფერი მირაჟივით გამქრალიყო...
- „იქნებ კიდევ მობრუნდეს, იქნებ სჯობია აქ დავიცადო....“ - ისევ სასოწარკვეთა მომერია ... ისევ
ქვიშააკრული სველი სახე, ქვიშით სავსე თმები, დაფლეთილი და ჭუჭყიანი კაბა, ისევ ერთი

75
ჭიქა წყალი. დაკაწრული ფეხები... ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ორი დღის წინ, სამი დღის წინ,
ხუთი დღის წინ...

მოულოდნელად გონებაში რაღაცამ გამიელვა და ისე სწრაფად წამოვჯექი, რომ დამფრთხალმა ცხენმა
უკან დაიხია.

- „ღმერთო! მე ხომ ვერტმფრენზე არ შემიმჩნევია არც პოლიციის ემბლემა, არც რაიმე სახელმწიფო
ან სამხედრო ნიშანი. ეს ხომ ნაქირავები კერძო ვერტმფრენია და იქნებ ჩემი მოკვლის მსურველის
მიერ დაქირავებულიც.“ - კიდევ ერთხელ გონების თვალით დავაკვირდი ნანახს. ნამდვილად ასე
უნდა ყოფილიყო, ეს ვერტმფრენი არ ეკუთვნოდა სახელმწიფოს. აი რატომ დამეძებდნენ
დასავლეთით, მხოლოდ მტერი შეიძლებოდა ყოფილიყო დარწმუნებული რომ დასავლეთისკენ
ვიარე...
ახლა პირიქით, ვერტმფრენის დაბრუნების შემეშინდა.

ჩემი საქციელით გაოგნებული ჯადარი ირიბად მიცქერდა. ცხენს მოვეფერე და კისერზე მივეკარი...

„მაპატიე ჯადარ, მაპატიე მეგობარო, წავიდეთ ჯადარ, წავიდეთ აქედან“. - არაბულად ვუჩურჩულე
ცხენს.
სახე ჩემი თავსაბურავით შევიმშრალე, ნიკაბით მხოლოდ ცხვირ-პირი ავიკარი და ცხენზე შევჯექი.
ჯადარი დარიგებულივით, თავისით შებრუნდა დასავლეთისკენ, ანტილოპების ნაკვალევს გვერდი
უქცია და უდაბნოს თბილი ქარივით ჩუმად დაიძრა.

ახლა, ჩემი მიზანი არწივისთავიანი კლდე იყო, რომლისთვისაც როგორმე შუაღამემდე უნდა
მიმეღწია.

- „ფარაფრაში ცოტა ხნით გავჩერდები, წყალს და სურსათს მოვიმარაგებ, იქნებ როგორმე ლიბიის
საზღვრამდე მივაღწიო და მესაზღვრეებს ავუხსნა, რომ გზა ამებნა და საელჩოს დამაკავშირონ. სხვა
გამოსავალი მაინც არ ჩანს. მთავარია მდევარი არ ჩამიდგეს კვალში.“ - სწორი გამოსავალი ჩემი
აზრით, მხოლოდ ეს იყო.

თუ ჩანაფიქრი გამომივიდოდა, მაშინ ჩემი მიზანი, ეგვიპტე-ლიბიის საზღვარი, რეალურად


მისაღწევად მეჩვენა. სასაზღვრო პოლიცია ბედუინსაც მომაცილებდა თავიდან, მდევარსაც და უფრო
ადვილად შევძლებდი საელჩოსთან დაკავშირებას. მდევარი ნაკლებად იფიქრებდა რომ საზღვარზე
ვეძებნე. თუ „ჩემებიც“ მეძებდნენ, მაშინ შეიძლება შინ მოხვედრის მოკლე გზას ავცდენოდი, მაგრამ
მდევრის იმდენად მეშინოდა, რომ „გრძელი გზა“ მერჩია.

... ჩემი საათის მიხედვით ღამის თერთმეტი სრულდებოდა, როცა პირველ ორიენტირს მივაღწიე.
ყოველ ერთ საათში თხუთმეტიოდე წუთით ვისვენებდი, მაგრამ დაღლილობისაგან მაინც მთელი
სხეული მტეხდა. რუკაზე ნაჩვენებ ისარს გავყევი და სამალავის ძებნა დავიწყე. რამოდენიმეჯერ
ავუარე და ჩავუარე იმ ადგილს, რომელსაც ისრის წვერი უჩვენებდა, მაგრამ ვერაფერს მივაგენი.
დარჩენილი წყალი ცხენს დავალევინე, მე წითელი, მომჟავო სითხის ბოლო წვეთები მერგო.
ახლა აღარც წყალი მქონდა და აღარც კარკადე. სამალავი სადღაც აქვე, სულ ახლოს უნდა
ყოფილიყო, უბრალოდ ჩემი გამოუცდელი თვალით, სიბნელეში ვერ ვამჩნევდი მონიშნულ ადგილს.
ბედუინის ჩანახატის მიხედვით დღისით უნდა მოვხვედრილიყავი აქ, მაგრამ ჩემი თავგადასავლის
შემდეგ დროში ავირიე და მხოლოდ ღამით მოვაღწიე აქაურობას. ხელისცეცებით დავიწყე კლდის
ნაპრალების მოსინჯვა, მაგრამ ამაოდ. მთვარის შუქს უნდა დავლოდებოდი და ისე გამეგრძელებინა
ძებნა, ღამის სიცივისთვის სამალავში უნდა შემესწრო. ცხენს ეფემერები დავუყარე, ჭკვიანმა
ცხოველმა მადლიერად ამოიფრუტუნა და მცირე ვახშამს ფრთხილად შეექცა.

76
მე თვალმოუცილებლად გავცქეროდი საჰარას.

... ულევი, ულევი უდაბნო...


რა დაუსრულებელია ეს მკვდარი ადგილი, ნამდვილი სასაფლაოა. დედამიწის საფლავი...

ნეტავ ის როგორ არის, ალ კაბირი, რას აკეთებს, რა მოხდა ჩემი გაქცევის შემდეგ, ნეტავ ცოცხალი
თუა, იქნებ აღარცაა, იქნებ მოკლეს...“

მთვარის ნათებამ იმატა, ცხენის ჩრდილმა ნელნელა კონტურები შემოიხაზა და დაგრძელდა. თვალს
ვადევნებდი ჩრდილის დაბადებას, კუდი, ფეხები, სხეული, კისერი, ფაფარი, თავი... თავი
სადღაა? წამოვხტი და ჩრდილს მივყევი.... თავის ჩრდილი რომელიღაც ნაპრალში შემძვრალიყო, მეც
მივყევი და სულ ათიოდე ნაბიჯის შემდეგ ცარიელ სივრცეს მივადექი. ეს გამოქვაბული იყო,
წამოწეული შვერილი ხელით მოვსინჯე, ხელში გასანთლული ასანთი მომყვა... მე სამალავის
შესასვლელთან ვიდექი...

გამოქვაბული სანთლის მოციმციმე სინათლემ მოიცვა, ათიოდე კვადრატული მეტრი


იქნებოდა, მასში ცხენიანი კაცი მთელი სიმაღლით მთლიანად გაიმართებოდა. წინა გამოცდილებით
შეშინებულმა სანთლის მწირ სინათლეზე „ჭერი“ და ბნელი კუნჭულები კარგად მოვათვალიერე.
- „მადლობა უფალს, არაფერია, მორიელები და ობობები სანადიროდ იქნებიან წასული,“ -
გავიფიქრე და სანთელი კლდეზე მივამაგრე. გამოქვაბულის უკანა კედელთან აქლემის ტყავები იყო
გაშლილი. დავბერტყე, მორიელების მეშინოდა, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა. კლდის შვერილზე ორი
უნაკერო გუდა ეკიდა, ერთში გამომშრალი პური, ცოტა ყველი და ხორცის მშრალი ნაჭრები ელაგა,
მეორეში რაღაც ვარსკვლავის მაგვარი ფორმის გასუფთავებული ფესვები თუ კენჭები ეყარა. ორი
უნაკერო გუდა კი მიწაზე იდო. ერთში ნამდვილად წყალი იყო, ხოლო მეორეში ტანისამოსი, კიდევ
ერთი ნაჭრის ტომარა შევნიშნე კედელთან მაგრამ მისი შემოწმება მომავლისთვის გადავდე და
ცხენთან მოვბრუნდი. ჯადარს პირწმინდად აესუფთავებინა ეფემერები და ცხვირი პირდაპირ
ხელებში ჩამიყო მოლოდინით, რაიმე ხომ არ მქონდა კიდევ მისთვის. ლაგამში ხელი ჩავავლე და
გამოქვაბულისკენ გავიყოლიე. ცოტა ხანში მშრალ და თბილ გამოქვაბულში აქლემის ტყავზე ვიწექი,
ჩურჩულით ვამბობდი იმ სამიოდე ლოცვას რომელიც მახსოვდა. ჩაძინებას ამაოდ ვცდილობდი.
დაღლილობისაგან კუნთები მეწვოდა და არ მაძინებდა.

სანთელი მიილია და სიბნელე გამეფდა.

ამ ძილ-ღვიძილში ალბათ ორი საათი მაინც იქნებოდა გასული, რომ გამოქვაბულის სიჩუმეში ხმაური
შემოიჭრა, ნელ-ნელა ძლიერდებოდა. ცხენების ფეხის ხმას ადამიანების ხმაც მოყვა. მათი საუბარი
ისე კარგად მოჰქონდა ექოს ჩემამდე, თითქოს ჩემს ყურთან ლაპარაკობდნენ. ძალიან შევშინდი.
მაგრამ ისე გაუფრთხილებლად აღარ მოვქცეულვარ როგორც ვერტმფრენის დანახვისას. სმენად
ვიქეცი. ხმებზე მივხვდი რომ ხუთნი იყვნენ. გამოქვაბულის უკანა კედელთან, იქ სადაც მე ვიდექი
მათი ლაპარაკი კარგად ისმოდა.
- აქ გავათიოთ ღამე, დააჩოქეთ აქლემები - დაილაპარაკა ერთმა და გავიგონე როგორ
ჩამოქვეითდა.
- ნაჰამა, - უპასუხა მეორემ.
- მუსტაფა, შენ ცეცხლი დაანთე, ქვანახშირი აქლემზეა აკიდებული, ჩაიც აადუღე, ცოტა
წავიხემსოთ და დავიძინოთ.
- რამდენი ხანია უგზოუკვლოდ დავდივართ ამ უდაბნოში და კვალსაც ვერსად მივაგენით. ცხენის
კვალს მაინც რატომ ვერ ვპოულობთ. გოგო გამოუცდელია, მაგრამ შაითანი იფარავს, თუ მისი
ღმერთი, ასეთი რა მოუხელთებელი შეიქნა... თავსაც მივანებებდი აქამდე ამ საქმეს მაგრამ შენი

77
დანაპირები ფული მოსვენებას არ მაძლევს.
- ჰო ასეთ ფულს ალბათ ვერსადროს იშოვი. - მომესმა კარგად ნაცნობი ხმა.

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ცეცხლის ტკაცუნმა იმატა.

- სალეჰ, ნახშირი დაუმატე ცეცხლს, ამაღამ შენ იდარაჯებ. აქლემებს მიხედე, ქერი აჭამე და ცოტა
წყალიც მიეცი. დილისთვის საუზმისთვის თადარიგი დაიჭირე. ცოტა დავლიოთ, კარგი ვისკი მაქვს
და ცოტათი გახურება არ გვაწყენს. მუსტაფა, აზიზ, სალეჰ, რაშიდ მოდით, ცეცხლს შემოუჯექით,
ვისკი ჩამოასხით, მე ვახშამს მოვამზადებ. - ალაპარაკდა ნაცნობი ხმა.
- რას უფროსობ, ხომ არაფერი გეშლება ? - შეუტია ჟანგანი ანჯამასავით მოჟღრიალე ხმამ.
- არ ვუფროსობ, უბრალოდ გეპატიჟებით, ყველა დაღლილები ვართ და გვშია, - შეიცვალა ნაცნობი
ხმის ტონი.
- ვახშამს სალეჰი მოამზადებს, შენ აქ დაჯექი, ბევრი რამე გაქვს სათქმელი ჩვენთვის, რაღაცას
გვიმალავ. -გაეპასუხა მოჟღრიალე ხმა.
- გისმენ რაშიდ, რა გაქვს გასარკვევი, რა ეჭვი გაწუხებს ? - მოღლილი ტონი მიეცა ნაცნობ ხმას.
- აგვიხსენი იმ ქალს ასე ჩაციებით რატომ დაეძებ. პირველი ხანს გვეგონა შენი ცოლი ან საცოლე
იყო, კაცურად გაგიგეთ და მცირე გასამრჯელოს დავჯერდით. მაგრამ მერე შეგნიშნეთ რომ
შენ შეშინებულს უფრო გავხარ. ალ კაბირთან უსიამოვნებასაც ცუდი ამბები მოყვება. ბედუინები
აგვიმხედრდებიან, ჩვენ კი სარფიან საქმეს დავკარგავთ. შენ რა გენაღვლება, შენს პოლონეთში
წახვალ, ჩვენ კი აქ გვაქვს სახლიც და სამშობლოც. უნდა ხვდებოდე, რომ თუ ქალმა ფარაფირაჰის
ოაზისში მიგვასწრო, - ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება. ხუთი ათასი ბედუინის ოჯახი ცხოვრობს
ფარაფირაჰში, ჩვენი განზრახვა თუ გამჟღავნდა, ვერც წყალს ვიშოვით და ვერც საკვებს
მოვიმარაგებთ, ისე ამოვიხოცებით ამ უდაბნოში რომ ტყვიის გასროლაც არავის დასჭირდება.

- როგორ ალ კაბირი ცოცხალია ? ... ბედუინი არ მოკალით ? - შიშისაგან ჩაიხრინწა ნაცნობი ხმა.
- ჩვენ ამაზე არ მოვრიგებულვართ. ჩვენ მხოლოდ ქალის მოძებნაზე მოგირიგდით. ალ კაბირს
იარაღი წავართვით და მისი სასმელი წყალი ჩვენ წამოვიღეთ. თუ უწყლოდ მოკვდება, ეგ არ იქნება
ჩვენი ბრალი და პასუხსაც ვერავინ მოგვთხოვს. მეორეცაა, ქრისტიანის დავალებით მუსლიმს აქ,
უდაბნოში, - არავინ მოკლავს. მაგრამ რომც მოგვეკლა, უკვე სხვა რამ იქნებოდა საშიში. ბაჰარიას და
ფარაფირაჰის ოაზისის ბედუინები ყველაფერს აუცილებელს, ალ-კაბირის, ხანდახან კი სულაც მისი
ფულის მეშვეობით იმარაგებენ. პატივს სცემენ, რადგან სანაცვლოდ არაფერს ელის. ვალს თუ
დაუბრუნებენ - მადლობას იხდის, თუ არა და არც ითხოვს რამეს, მცირეოდე საგზლის და წყლის
გარდა, რომ მერე უდაბნოში იხეტიალოს. ზამთარს და ზაფხულს ტიდიკელტიში ატარებს,
შემოდგომასა და გაზაფხულს უდაბნოში. ბევრი არც იცნობს, მაგრამ მისი სახელი ყველას სმენია. შენ
გესმის რას ნიშნავს ხუთი ათასი შეიარაღებული ბედუინი?! თუ ჩვენს სიკვდილს არა, მთელი ჩვენი
ბიზნესის ჩაშლას ხომ ნამდვილად ნიშნავს. ყველა საქარავნე გზა დაიკეტება, მარტო ფარაფირაჰი და
ბაჰარია კი არა ყველა ოაზისი და მთელი ტიდიკელტი ფეხზე დადგება. ამას სინაის
ნახევარკუნძულზე მოსახლე ბედუინებიც შეუერთდებიან. მონებს ბირ-ტავილში* უდაბნოს გავლით
ვეღარ გადავიყვანთ, აღარც წითელ ზღვაზე გადაგვიშვებენ სინაის ბედუინები. თვითმფრინავებს
სახელმწიფო ჩვენ არ მოგვაქირავებს, ამდენ ვერტმფრენს კი სად ვიშოვით, რომც ვიშოვოთ და
სიძვირეს არ შევუშინდეთ, ჩვენი ბიზნესი გახმაურდება, ეს უფროსობას ჭკუაში არ დაუჯდება. ასეა
თუ ისე, ცუდი დღე მოგველის და ყველაფერი ეს რატომ ღირს იმ ერთი ქალად - იქნებ აგვიხსნა? ან რა
დარწმუნებული ხარ იმაში რომ ის მუნჯი მართლა ის ქალია რომელსაც შენ ეძებ.

- ის არის, დარწმუნებული ვარ. ნამდვილად ნილნაა. უნდა მოგეკლათ ბედუინი და ქვიშაში


ჩაგეფლათ, რომ გადარჩეს და გაგვთქვას?
- თუ თავი გაინთავისუფლა, ფეხით დიდხანს ვერ მოაღწევს ოაზისამდე. თან წყალიც აღარ აქვს.
შენ კი, არც იმდენს გვიხდი, რომ ათასობით ბედუინის გადაკიდებად ღირდეს შენი ფული. თუ

78
გადარჩა, ნამდვილად არ გაგვთქვამს, უბრალოდ სამაგიეროს გადაგვიხდის.
- რატომ უნდა მიიტანონ ეჭვი ჩვენზე? უდაბნოში ცოტა ხალხი კვდება? ან რატომ ხარ
დარწმუნებული რომ არ გაგვთქვამს?
- ყველამ იცის, ალ კაბირი მონებით ვაჭრობაში არ ერევა, მაგრამ ამას წინათ ხუთი, სულ
დარჩეული რუსი გოგო მოტაცა ემირ ასადის ათკაციან ჯგუფს, სუდანში გადაიყვანა და იქ უკვალოდ
გააქრო. ერთი ცენტიც ვერ იხეირა იმ საქმიდან ემირ ასადმა. შუამავლები მიუგზავნა ალ კაბირს და
შეუთვალა, არ მაცოცხლებენ ფული რომ არ მივიტანო, ან ქალები დამიბრუნე ან შეგაკვდებიო.
ბედიუნმა იმავე შუამავლების ხელით ფული გამოუგზავნა და დააბარა, შენი სიკვდილი არაფერში
მჭირდება, ბედუინების სახელით რომ ეწევი ამ ბინძურ საქმეს, იმიტომ წაგართვი ქალები, ან შენი
სახელით აკეთე შენი საკეთებელი ან არადა სულ შეეშვიო.
- მერე რა მოხდა ?
- ის, რაც უნდა მომხდარიყო. მისატანი მიიტანა ასადმა, მაგრამ საქმეს შეეშვა. ალ კაბირმაც ნამუსი
შეუნახა და ეს ამბავიც არსად გაუმხელია. მოგვიანებით გავიგეთ ის ქალები კეიპტაუნამდე ჩასულან
და იქედან გაჰყოლიან გემს.

- საიდან აქვს მაგ კაცს ფული, რას საქმეს ეწევა ან გამომშრალ უდაბნოში რა დარჩენია?
- გაერთიანებულ საემიროებში ბრწყინვალე განათლება აქვს მიღებული. ის კარგი გეოლოგია.
საჰარა ჩვენთვის მხოლოდ ქვა და ქვიშაა, მისთვის კი ჰამადის კლდეები ტოპაზი, საფირონი,
ოქრო, ლალი და ფირუზია. წელიწადში ორჯერ, კაიროში ჩააქვს ნაპოვნი ოქრო და ქვები, იქ კარგ
ფასს უხდიან. ფული ყველაფრისთვის ყოფნის, ოაზისებში ბედუინებს ეხმარება. ექიმები ჩამოჰყავს,
წამლები ჩამოაქვს, მარილი, მარცვლეული, წიგნები ბავშვებისათვის... ხან ვერტმფრენს ატანს, ხანაც
აქლემების ქარავანს. მაგრამ მისი ყველაზე დიდი ღირსება ისაა, - არავისი გასაჭირი არ ავიწყდება და
არც მარტოობის ეშინია. ასეთი კაცის მოკვლა ადვილად არავის შერჩება და არც მკვლელის ვინაობა
დარჩება გაუგებარი.

ქალი კი, თუ მართლა ისაა ვისაც ვეძებთ, ახლა თუ არ ჩავიგდეთ ხელში სანამ მარტოა, მერე
ბედუინი ჯინაზე აღარ დაგვითმობს. იმ გოგოს ერთადერთი კოზირი ალ კაბირის არაბული ცხენია.
თუ ის ოაზისში ბედუინის ცხენით მივა, ყველაფერს დაუჯერებენ და ქალს აღარავინ გამოგვიჩენს. ალ
კაბირის საძებნელადაც დაუყოვნებლივ წამოვა უდაბნოში ბედუინების ჯგუფი.
დიდი, დიდი შეცდომა დაუშვა მუსტაფამ, ასე არ უნდა მოქცეულიყო იმ ღამეს, კაბა არ უნდა
შემოეხია ქალისთვის, ვერც კი მოვასწარი ხელის შეშლა ეს ისე სწრაფად მოხდა. ალ კაბირი ძალიან
გაბრაზდა, თუმცა თავი შეიკავა და ნირი არ უცვლია. ასე რომ ვითარება გართულდა და შენი
დაპირებული ფული აღარ გვაკმაყოფილებს. თანხა უნდა გაასამმაგო და არაფერი არ უნდა
დაგვიმალო.

- მე რას მაბრალებ რაშიდ, ხომ გვეუბნებოდა ბედუინი სამასი დოლარი მომეცი და ქალი წაიყვანეო,
რად არ დათანხდი? ახლა ამ საქმეს მორჩენილები ვიქნებოდით.
- მუსტაფა, შენ ბედუინი სულელი გგონია? რომც დავთანხმებოდით და ფულიც მიგვეცა, მაინც
გააქცევდა იმ ქალს. ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. მაგრამ შენ თუ შარიათის დარღვევაში დაგდო
ბრალი ალ კაბირმა, თავი სადღა უნდა გამოყო?

- უნდა მოგეკლათ. ახლა ყველაფერი მარტივად იქნებოდა. - გაიმეორა ნაცნობმა ხმამ.


- მილოშ, რატომ გინდა ასე მისი სიკვდილი ჩვენი ხელით? ბევრ რამეს მალავ! შენც იქვე არ იყავი
ახლო, როცა ქალი ცხენით გაიქცა, რატომ არ ესროლე გოგოს, ხომ დაინახე ცხვირწინ რომ ჩაგიარა.
არც მერე მოგვეკარე რომ ბედუინს არ დაენახე. დრო დადგა, - ყველაფერი გაამხილო და ისიც უნდა
თქვა ჩვენთვის მოსაცემი ფული სად გაქვს და როდის მოგვცემ. შენ საფრთხეს გვიქმნი და უნდა
ვიცოდეთ რამდენად დიდია ეს საფრთხე. - დაასრულა ჟღრიალა ხმამ.
- კი არ ჩამიარა, ჩამიფრინა. თანაც ისე მოულოდნელად გამოსხლტა რომ დავიბენი, არ ველოდი.

79
რომც მესროლა ალბათ ასცდებოდა, ამიტომ დავედევნე, მაგრამ არაბულ ცხენს, თანაც ჯადარს, ვინ
დაეწევა? კარგა ხანს ვდიე, მალე ჩამომიტოვა უკან, მერე ამინდიც აირია ჩვენს ჯინაზე. - უპასუხა
ნირწამხდარმა ხმამ.
- სიტყვას ბანზე ნუ აგდებ მილოშ. დროა ალაპარაკდე. - უპასუხა ჟღრიალა ხმამ.

პასუხმა დააყოვნა. სიჩუმე ჩამოვარდა.


მივხვდი რომ ვითარება გვარიანად დაიძაბა.
ცხენს მივეკარი დასამშვიდებლად და ვანიშნე ჩუმად ყოფილიყო.
დავაფასე აქლემის ტყავის ამოსაცმელები, ბედუინმა რომ ფეხებზე ამოაცვა ჯადარს. ჩვენ კვალს არ
ვტოვებდით. ანტილოპების კვალსაც გვერდი თავისით უქცია ცხენმა ისე, რომ მე არც კი გამხსენებია.
სიჩუმე ტბასავით დაგუბდა და შეიკრა. ხმას არავინ იღებდა.

- ბედუინთან ძველი მტრობა მაქვს, - როგორც იქნა დაიწყო მილოშმა, - სანამ ელ გიზაში მუშაობას
დავიწყებდი, რამოდენიმეჯერ უდაბნოში გავყევი წითელი ჯვრის მისიას პროფილაქტიკურ
მკურნალობისა და გამოკვლევების ჩასატარებლად ოაზისების მოსახლეობაში. ერთ ასეთ მისიაზე
ტიდიკელტიში ჩავედით. საშინელი ქალაქია, გულს ვერაფერს გადააყოლებ. არც გასართობია რამე და
არც სასეირო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატივისცემით მექცეოდა, მე როგორც ევროპელს და
კათოლიკეს მაინც ყველა თავს მარიდებდა და ურთიერთობაც არავისთან მქონდა. კინაღამ
გავლოთდი იმდენი სპირტი დავლიე მაშინ. წყალსაც ძლივს ვშოულობდი რომ სპირტი გამეზავებინა.
წყლის მოყიდვაც არ უნდოდათ ჩემთვის იქაურებს, მხოლოდ მუსლიმანებზე და ბედუინებზე
ყიდდნენ წყალს. ზამთარი იყო, თითქოს ისე არ ცხელოდა როგორც ახლა, მაგრამ მაინც ცეცხლი
ეკიდა ყველაფერს. ერთ დღესაც მისიაში ვიყავი მორიგედ, როცა ჩემთან ჩადრში გახვეული მაღალი
ქალი მოვიდა, მას შედარებით ახალგაზრდა ქალი მოჰყვა უკან, ისიც თავფეხიანად ჩადრში
გახვეული. დედა-შვილი უნდა ყოფილიყვნენ. მსახური ახლდათ, ტუარეგი მამაკაცი, რომელსაც
იქაურ პირობაზე ძალიან სუფთად ეცვა და ღირსეული გამომეტყველებაც ქონდა. იქ ქალები,
მამაკაცის გარეშე ქუჩაში მარტო არ დადიან, ეს თქვენც მოგეხსენებათ. მსახური წინ წამოდგა და
მითხრა:
- ექიმო, ეს ახალგაზრდა ქალი შეუძლოდაა, იქნებ რაიმე გვირჩიოთ. ოჯახის მამაკაცები აქ არ არიან
და ნებართვა ჩემმა დიასახლისმა მათგან ვერ მიიღო, მაგრამ მათი დაცდა აღარ უნდა, რადგან ისინი
შეიძლება ორ კვირაშიც არ დაბრუნდენ შინ.
- რა აწუხებს ?
- საღამოობით სახსრები უსივდება და ტეხავს, ღამ-ღამობით მაღალი სიცხე აქვს, ჩემმა
დიასახლისმა თქვა რომ კანის ფერიც შეეცვალა. საჭმელს ვეღარ ჭამს და ყოველდღე უფრო და უფრო
ცუდადაა. მაგრამ თქვენ ის ხელშეუხებლად უნდა გასინჯოთ და სამოსიც არ უნდა გახადოთ.
- მესმის, - ვუპასუხე მე და ქალებს ვანიშნე დამსხდარიყვნენ.
- არ შევეხები, - ვუთხარი მსახურს, - მაგრამ ხელები უნდა მაჩვენოს. უფროსმა ქალმა ახალგაზრდას
თავი დაუქნია და გოგონამაც ჩადრიდან ხელები მტევნებამდე გამოაჩინა. არასოდეს მინახავს ასეთი
ნატიფი ხელები. კანი ბუნებრივად თეთრი ქონდა, მაგრამ ახლა სპილოს ძველი ძვალივით ოდნავ
ქონდა ოდნავ გაყვითლებული.
- თვალებიც უნდა ვნახო. - ვუთხარი ტუარეგს. ქალი შეცბა. არ მოეწონა ჩემი ნათქვამი, ცოტა ხანს
იფიქრა და ბოლოს თავისი ხელით აუწია პირბადე ქალიშვილს, ოღონდ ჩადრი ისე შეუსწორა რომ
მხოლოდ თვალები უჩანდა.
ახლაც დაფიცებით ვიტყვი რომ არც მანამდე და არც შემდეგ, ასეთი სილამაზის თვალები არ
მინახავს. ეს იყო მწვანე, დიდი, წყლიანი და ცოცხალი თვალები. მეგონა თვით გაზაფხული
მიცქერდა, აყვავებული ხეებით, ველებით, ყვავილებით, გაზაფხულის სურნელიც კი ვიგრძენი. მათ
დანახვაზე მივხვდი ამ ხნის მანძილზე სიმწვანე ჩემთვის თურმე როგორი სანატრელი
გამხდარიყო. თავბრუ დამესხა, ძლივს შევძელი დამეთვალიერებინა თვალის სკლერა.

80
დიაგნოზი ნათელი იყო. გოგონა სიყვითლით იყო ავად. წამლები გამოვუწერე, შესაბამისი საკვების
სია მივეცი მსახურს და ვუთხარი, მხოლოდ ხილის წვენები ან რაიმე კომპოტისმაგვარი უნდა
დაელია ავადმყოფს და აუცილებლად შაქრიანი. არანაკლებ ორმოცი დღე უნდა წოლილიყო და
მისთვის წყლის დალევა არ შეიძლებოდა. წყლის აკრძალვაზე, ნაკადულივით წკრიალა ხმა
გავიგონე, გოგონა იცინოდა. დედამისი სწრაფად მიუბრუნდა. სიცილი შეწყდა.

დედამ ჩადრიანი თავი მოწიწებით დახარა მადლობის ნიშნად და კარვიდან ჩუმად გავიდა.
სტუმრები გაქრნენ. თვენახევრის შემდეგ ისევ ვნახე ქალები მსახურთან ერთად, სადღაც ფეხით
მიდიოდნენ.დედამ მსახურს ანიშნა და მანაც მომახსენა, რომ ავადმყოფი გამოჯანმრთელდაო.
გოგონას შევხედე, მან მადლობის ნიშნად თავი დახარა და დედამისის ზურგსუკან დაიმალა...

იქედან ჩემს წამოსვლამდე ორი კვირით ადრე, ჩემს კარავში ტუარეგი მსახური მოვიდა და მათთან
ოჯახში მიმიპატიჟა. გავყევი. მსახურმა მშვენიერ,თაღებიან სახლში შემიყვანა. რომლის ტერასაზე
პალმები და მრავალგვარი მცენარე მწვანედ ღაღანებდა, სიცხის მიუხედავად სახლში ძალიან
გრილოდა. მსახურმა ხალიჩებით მოგებულ სასტუმრო დარბაზში შემიყვანა. მალე შესანიშნავი
აღნაგობის ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, თავდახრით მომესალმა, თავსაბურავი მოიხადა და
ხალიჩაზე გაშლილ ბალიშებზე დასაჯდომად მიმპატიჟა.
ეს ალ კაბირი იყო.
მან ჩილიმი ჩამოდგა, გააღვივა და თაღებქვეშ ფორთოხლის არომატი დატრიალდა. მსახურმა
ნაირნაირი კერძები ვერცხლის სინებით მოგვართვა. მსუბუქად ვივახშმეთ, თბილად ვისაუბრეთ,
კარკადეს ჩაი დავლიეთ და მასპინძელმა ტერასაზე მიმიპატიჟა. გაკვირვებული ვუცქერდი მწვანე
მცენარეებს. ტერასაზე მთელი ბაღი იყო გაშენებული, რომელიც გინდ დაიჯერეთ და გინდ არამ
მაგრამ პირდაპირ ჰაერში ეკიდა.

- ეს ჰიდროპონიკაა, - მითხრა მასპინძელმა, - მცენარეთა ფესვები მხლოდ წყლით იკვებებიან,


წყალი წრეზე ტრიალებს, აქედან ავზში ჩაედინება, სადაც სუფთავდება და შემდეგ ისევ მცენარეებს
უბრუნდება. სულ ხუთასი ლიტრი წყალი ბრუნავს საცავში, სამაგიეროდ ნახე რა სიმწვანეა, ვერც კი
იგრძნობ რომ საჰარაში ხარ. - გაიღიმა ალ-კაბირმა. იმ წუთას ის საოცრად ჰგავდა თავის დას.
- სემირამიდას დაკიდული ბაღები მოგიწყვია.
- კი ზუსტად ასეა. პრინციპი იგივეა, თანაც ეს გაცილებით ადვილია ვიდრე მიწიან ქოთანში
მცენარის მოვლა.
- ჰო, შენი დაც არაფრით ჩამოუვარდება სემირამიდას, - ვუთხარი მე. ალ კაბირს ჩრდილმა გაუარა
სახეზე, მაგრამ მშვიდად მითხრა:
- მე მადლობის მოსახდელად მოგიპატიჟე. მე და მამაჩემი წასული ვიყავით ქალაქიდან და ვერ
მივხედეთ ოჯახს. დედაჩემმა ყველაფერი მიამბო. მადლობას გიხდი ავადმყოფის მორჩენისთვის და
მინდა ჩემი ხელით დამზადებული მცირედი საჩუქარი გიძღვნა. - მან ყვითელი რგოლი
გამომიწოდა.
- ეს ოქროს ბეჭედია, ბრილიანტის ორი თვლით. ასეთებს ევროპელები ქორწინების ნიშნად
ატარებთ, მაგრამ ამას მცირე საიდუმლო აქვს. თუ ბეჭდზე ბრილიანტებს თითით დააწვები, ის
ორ, ზუსტად ერთნაირ ბეჭდად იყოფა და მეორე ნახევარი შეგიძლია შენს რჩეულს გაუკეთო ხელზე
- საოცარია. ეს ძვირფასი საჩუქარია ალ კაბირ, უხერხულად ვარ, მაგრამ ისეთი გენიალური
მოფიქრებაა რომ უარს ვერაფრით ვიტყვი. - აღმომხდა გაკვირვებულს.

ასე დავცილდით ერთმანეთს, მეგონა რომ მეგობარი შევიძინე, მაგრამ შაითანს როდი ძინავს. გულში
ჩამივარდა ალ კაბირის და. მსახური მოვისყიდე და რამოდენიმეჯერ ფარულად შევხვდი, მაგრამ
მსახური გვერდიდან არ მოშორებია. ჩემსა და ქალს შორის თქვენი ადათი და ჩადრი, მისი
მსახურივით ფეხმოუცვლელად იდგა. გადავწყვიტე ბედუინისთვის მისი ხელი მეთხოვა მაგრამ
ვიცოდი არ დამთანხმდებოდა. არც საკადრისი ყალიმის ფული მქონდა, არც მაჰმადიანი ვიყავი და

81
არც ტიდიკელტიში შემეძლო ცხოვრება. ამიტომ მარტივი გზა ავირჩიე, ქალის მოტაცება
გადავწყვიტე და მათ სახლს დილაადრიან მანქანით მივადექი. გოგონას სახლიდან გატყუება
მინდოდა და სწორედ მაშინ, როცა მსახურს ძლივს შევუთანხმდი ქალის გარეთ გამოყვანაზე,
ვიღაცის ძლიერი ხელი კისერში მწვდა და მიწაზე დამაკრა. ოთხი ბედუინი მადგა თავს, მეხუთეს
კისრით ვეჭირე. ალ კაბირი მეხივით იდგა, თავზე დამცქეროდა. თვალს ვერ ვუსწორებდი მის
ფეხსაცმელსაც კი. ქორწინების ნებართვა ვთხოვე. პასუხიც არ მაღირსა. თანმხლებებს რაღაც ანიშნა,
მიტრიალდა და წავიდა. ბედუინებმა ცალ ფეხზე თოკი ჩამაბეს და ქალაქის მთავარ ქუჩაზე მთელი
დღე ზემოთ-ქვემოთ მათრიეს. როცა სისხლიან მასად ვიქეცი, როგორც იქნა გაჩერდნენ და ერთმა
მათგანმა მკითხა, ასე რატომ მოვექეცი ალ კაბირის ოჯახს, მე იგივე ვუთხარი რაც თქვენ. მან კი
მიპასუხა:
- ალ კაბირმა შემოგითვალა, რომ ყველაზე მთავარი ადათი კაცობაა და წუხს რომ შენში შეცდა,
მიუხედავად იმისა რომ მუსლიმ ქალწულს სხვა რჯულისაზე არ ათხოვებენ, რომ გაგემხილა
მისთვის, იმამებს გამოსთხოვდა ნებართვას და შენ ჩვენი რჯულის მიღება მოგიწევდა ამ
ქორწინებისთვის. მაგრამ შენ საყვარელი ქალისთვისაც კი, სირთულეების დაძლევა არ
გსურს, ამიტომ გიბრძანებს, მიუხედავად შენი გრძნობებისა, თავი შეიკავო მისი ოჯახისგან და შენს
ქვეყანაში დაბრუნდე, რადგან იგი ვალდებულია უმცროსი და ღირსეულად გაათხოვოს. თუ საჰარას
ქვეყნებში მას კიდევ შეეჩეხები, მაშინ ყველაფერს თქვენს შორის შემთხვევა, იღბალი და ბედისწერა
გადაწყვეტს.

ამის შემდეგ მან კისერზე დადებული დანა ამაცალა, ყველამ სათითაოდ ამომცხო წიხლი და
დამაფურთხა. ბედუინები ისევე მოულდნელად გაქრნენ როგორც გამოჩნდნენ. კარგა ხანს ვეგდე
ქვიშაზე, როგორც იქნა საღამოსპირზე ფორთხვა შევძელი და ჩემს კარვამდე მივაღწიე. მისიის ექიმები
დამეხვივნენ, ათასგვარ კითხვას მისვამდნენ, მე ვპასუხობდი რომ ცხენით სეირნობისას
გადმოვვარდი, ფეხი უზანგში გამეხლართა და ცხენმა მათრია.

იმ დღის მერე ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. პოლონეთში არ დავბრუნებულვარ, მაგრამ


ალჟირიდან წამოვედი, წითელ ჯვარში მუშაობას თავი დავანებე და კაიროში ქირურგად დავიწყე
მუშაობა. ოცდახუთმილიონიან ქალაქში ადვილად ჩავიკარგე. წლები გავიდა. გარკვეულ წრეებში
ნდობა მოვიპოვე, რადგან სრულიად საიდუმლოდ, მათი ხალხისათვის მძიმე ოპერაციების
გასაკეთებლად. ოპერაციებს ვაკეთებდი და საიდუმლოსაც ვინახავდი. მალე დარწმუნდნენ ჩემს
სანდოობაში, საქმეებსაც მავალებდნენ და უნაკლოდ ვასრულებდი, მერე მეც ჩავერთე საქმეში და
წელიწადში ორჯერ თხუთმეტ-ოც ჯანმრთელ და ღონიერ ადამიანს სარფიანად ვყიდი. „ფულს სუნი
არ აქვს“ და მინდა იმდენი მქონდეს, რომ ჩემზე ჭორაობაც აღარ უღირდეს ვინმეს. დიდი ფული
ღირსების აღსადგენად მჭირდება. ახლა ჩემი საკუთარი საავადმყოფო მაქვს და კარგი შემოსავალიც,
მაგრამ ის, - რაც ტიდიკელტიში გადამხდა, - წამითაც არ დამვიწყებია.

რაც შეეხება ქალს, რომელსაც დავეძებთ, სტუმრად ჩამოვიდა, ჩემთვის მოულოდნელად, ჯგუფთან
ერთად დილით გამოცხადდა საფარი-ტურზე და ფულიც იქვე გადამიხადა. მე წინასწარ მყავდა
შერჩეული, ღონიერი, ჟინიანი, საფრთხის და მონური შრომის ამტანი და გამძლები ბაიკერები,
ხალხიც დათქმულ ადგილზე უდაბნოში მანქანებით მელოდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით
მიდიოდა, მაგრამ ორი ადამიანი მიშლიდა ხელს, მოამადი და ეს ქალი.

სანამ ჯგუფს კაიროდან გამოვიყვანდი, ინფორმაციის მოგროვება ვცადე, ქალზე სწრაფად გავიგე რომ
უცხოელი დიპლომატის, და იყო, მაგრამ აი მოამადზე კი ვერაფერი დავადგინე. ვეჭვობდი, რომ
მოამადი პოლიციის ჩანერგილი უნდა ყოფილიყო, ხოლო ქალი - უბრალო ცნობისმოყვარე.
გადავწყვიტე თავიდან უჩუმრად მომეცილებინა ორივე. იმავე ღამეს, როგორც კი ცხენის ამბავი
მომიყვა ნილნამ, მივხვდი რომ ბედუინმა ჩემზე ყველაფერი იცოდა, ის, რომ ეგვიპტე არ
დამიტოვებია, ისიც, რასაც ვსაქმიანობდი ღიად თუ ფარულად... ცხადია, ჩემი დასჯა გადაწყვიტა და

82
პოლიციას მეკავშირეობა აღუთქვა. ნილნას ნათქვამმა მოამადი ბედუინის ცხენით წავიდაო,-
საბოლოდ დამარწმუნა მის ჯაშუშობაში.

როგორც კი ყველამ მიიძინა, შემოვლა დავიწყე და ორიოდე ბარხანის მიღმა ჩასაფრებულ


ბედუინს სრულიად შემთხვევით წავადექი თავს. ბრძოლა ხანმოკლე და მძაფრი იყო. მე, ქვიშას
მიუჩვეველს ფეხზე დგომაც მიჭირდა, ფეხი მიცურდებოდა. მან სწრაფად და ჩუმად მომიხელთა,
იარაღი წამართვა და გადააგდო, პისტოლეტი დიუნას კალთაზე დაცურდა, ბედუინმა მკლავი
კისერზე შემომიჭირა, მხრით სახეზე დამაწვა და სუნთქვა შემიკრა, ისე შემოემხვია როგორც კობრა
და ნელ-ნელა მგუდავდა. მე გავიბრძოლე და ქვიშაზე დავგორდით. როგორღაც ჩემი პისტოლეტი
ხელში მომყვა თავში ჩავარტყი, ის გაბრუვდა ხელები მოადუნა და ქვიშაზე ჩაცურდა, წამით ჩემსკენ
ზურგით მოექცა. მე გავისროლე, მაყუჩმა თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა, ჩქამიც არ
გამიგია, ისე შეიღება მისი მხარი სისხლით, მოცელილივით ჩაგორდა ქვიშის მთის კალთაზე.
მინდოდა დარწმუნებულიყავი რომ მართლა მოვკალი, მაგრამ თენდებოდა, ბანაკში უნდა
დავბრუნებულიყავი და ქვიშის იმხელა ბარხანის ჩავლა და უკან ამობრუნება, ძალიან
დამაგვიანებდა.

დილით ნილლნამ ქვიშაზე ჩემი ფეხის ნაკვალევი შენიშნა და დაეჭვდა რომ რაღაც ხდებოდა.
გამიჭირდა, მაგრამ ეჭვები გავუფანტე და როგორც იქნა დელტაპლანით ფრენაზე დავითანხმე,
მეგონა კისერს თავადვე მოიტეხდა და მის გვამს "დიდი გლოვით" ჩავიტანდი კაიროში, მაგრამ
უარესი მოხდა, მან მონების წასაყვანად ჩასაფრებული არაბების ჯგუფი და სატვირთო მანქანები
ციდან დაინახა და მანიშნა კიდევაც საფრთხე გველისო. რაღა დამრჩენოდა, ვესროლე რომ იქნებ
ჩამოვარდნილიყო, მაგრამ ავაცილე და მისი დელტაპლანი ჰამადისკენ წაიღო ქარმა. მაშინვე ბანაკში
დავბრუნდი, ბაიკერები აჩოჩქოლებული დამხვდნენ, გამოვაცხადე რომ ტურსტის დაკარგვის გამო
სასწრაფოდ კაიროში უნდა დაბურნებულიყვნენ და საფარი-ტური შეწყვეტილი იყო. მათ მაშინვე
დამიჯერეს და მანქანებში თავისითაც კი ჩასხდნენ, ეგონათ მართლა კაიროში ვაბრუნებდი. მე
ადგილზე დარჩენა ნილნას მოძებნის მიზეზით გავამართლე და დავემშვიდობე. ისინი მონებად
წაასხეს, მაგრამ ჩემზე მაინც ვერ მიიტანენ პირდაპირ ეჭვს. ან ვიღა იყო ამბის მთქმელი.

როგორც კი მანქანები გავისტუმრე, სასწრაფოდ მოვიარე ჯიპით ის ადგილები, სადაც ბედუინი


დავტოვე, მაგრამ გვამი ვერსად ვიპოვე, ეტყობა ცხენმა პატრონს მიაკითხა და იმ ადგილს მოაცილა.
დანარჩენი თქვენც იცით. მოამადს ხომ თქვენვე გაუსწორდით, კიდევ კარგი რომ მიხვდით და
ტყვიით არ მოკალით. მადლობა ღმერთს, ძალადობის კვალი არ ემჩნევა, კისრის მალები აქვს
დამსხვრეული. პატარა წერილი გავატანე ერთ არაბს ჩემი სახელით, სადაც დავწერე, რომ მოამადი
გაქანებული მოტოციკლით ამობრუნდა და კისერი მოიტეხა, რომ მის ოჯახს არ ვიცნობ და ჩემს
ჩასვლამდე გვამის შესახებ არავის უთხრათ და მორგიდან არავის გაატანოთ სანამ არ დავადგენ ვინაა
ჭირისუფალი-თქო, ასე რომ პოლიცია მის გვამს ჯერჯერობით ვერ მიაგნებს. ის ახლა ჩემი
სავადმყოფოს მორგშია და სანამ მე არ ჩავალ, ხელს არავინ ახლებს. ეჭვიც რომ გაუჩნდეს პოლიციას,
მტკიცებულება მაინც არაფერი აქვთ და ვერაფერს იზამენ.

რაკი საქმეში გვამი გაერია, თქვენმა უფროსმა დაპირებული თანხის მხოლოდ ნაწილი მომცა.
ვერტმფრენის გამოშვებასაც დამპირდა დასავლეთისკენ ქალის მოსაძებნად და იმ ვერტმფრენის
ქირის და პილოტების ფულიც მე დამაკლო. რაც დამრჩა, ამ აქლემებში, საგზალში და საჭირო
ნივთებში დაიხარჯა. თითო აქლემში ოთხი ათასი ამერიკული დოლარი მივეცი იმ
მექარავნეს, მარილი რომ მიჰქონდა აქლემებით. ძალიან გამიმართლა, ბაჰარიადან წამოსული
ქარავანი რომ შემეჩეხა გზაში, არც იმ ჯიპს დავეძებ იქ რომ დავტოვე. თქვენი მადლობელიც ვარ რომ
დახმარებაზე დამთანხმდით და ხალხს არ გაჰყევით... თუ ეს საქმე მშვიდობიანად მომთავრდება,
დანაკლისსაც მომცემენ. ახლავე კი მხოლოდ ის ხუთი ათასი შემიძლია მოგცეთ, რაც დამრჩა, აჰა,
აიღეთ და გაინაწილეთ... თანახმა ვარ გასამმაგებაზეც, მეტი რა მეთქმის. თქვენს იქით არც გზა მაქვს

83
და არც გამოსავალი, დანარჩენ ფულს მხოლოდ მაშინ მიიღებთ, როცა კაიროში დავბრუნდები.

კარგა ხანს მეგონა ბედუინი თავიდან მოვიცილე და ერთადერთი, ეს ქალიღა მიშლიდა ხელს,
მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ბედუინი და ნილნა, ამ მილიონობით კილომეტრზე გადაჭიმულ
უდაბნოში ერთმანეთს გადაეყრებოდნენ და ეს ცხენი ასეთი ჭკვიანი გამოდგებოდა. ღმერთის
არსებობა დავიჯერო თუ ბედისწერას მივაწერო ეს ყველაფერი, - უკვე აღარ ვიცი...
არც კი დავფიქრებულვარ რომ ცხოველს ამდენი პრობლემის შექმნა შეეძლო.
ახლა სამი მტერი მყავს, ალ კაბირი, ცხენი და ნილნა. აი რატომ უნდა მოგეკლათ ბედუინი, ქალი
როგორ გამოგექცათ, მით უმეტეს გათოკილი ყოფილა. თუ ნილნამ ფარაფრამდე ჩააღწია,
ისეთი საერთაშორისო სკანდალი ატყდება, რომ ხუთიათასი შეიარაღებული ბედუინი ზღაპრად
იქნება მონაგონი. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ კაცი მოკალით და თანაც ალბათ პოლიციელიც,
მე კი, ჯერ არავინ მომიკლავს, მაგრამ ეს საქმე თუ მშვიდობიანად არ დასრულდა, ცოცხალს არ
დამტოვებენ და თქვენც მხოლოდ ამ ათას-ათასი დოლარის ამარა დარჩებით...
... ახლა ყველაფერი იცით. "

საუბარი შეწყდა. უდაბნოში სიჩუმე ჩამოვარდა.


დაზაფრული ვუსმენდი გაავებულ სიჩუმეს. რამზადა ექიმის ხმა ჯერ კიდევ ჩამესმოდა. არაბები
დუმდნენ.
პატრონის სახელის ხსენებაზე, ცხენმა რამოდენიმეჯერ ყურები დაცქვიტა, მაგრამ
ქანდაკებასავით უძრავად იდგა და ისიც, ჩემსავით სიჩუმეს აყურადებდა.
მთვარე ალბათ ახლა ცეცხლზე უკეთ ანათებდა გარემოს, მაგრამ ჩემს გამოქვაბულამდე,
რომელსაც ხუთიოდე მეტრის სიგრძის ნაპრალი ფარავდა, მისი სინათლე ვერ აღწევდა. მიუხედავად
იმისა რომ აქ ნამდვილად ვერავინ მიპოვიდა თუ მე თავად არ გავთქვამდი თავს, - შიშმა შემზარა.
„ის ვერტმფრენიც ამათი ყოფილა.“ - ესღა გავიფიქრე და უღონოდ დავეშვი მუხლებზე.
მოსმენილით გაოგნებულს, ფიქრის თავიც არ მქონდა. კლდეს ზურგით მივეყრდენი და ჩუმად
ავტირდი. მხოლოდ ის მამშვიდებდა რომ ბედუინი ცოცხალი იყო და ჩემს გამო არ მოკლეს.
სიჩუმე აღარაფერს დაურღვევია, მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა.

ბედუინი (ნაწილი XII აფთარი )

ცეცხლის ტკაცუნი მინელდა.

მხოლოდ აქლემების რიტმული ღეჭვა ისმოდა. დარწმუნებული ვიყავი რომ არავის ეძინა.

"მაინც დამეწივნენ, ნეტავ რა გზით იარეს, ეტყობა რომელიმემ მოკლე გადასასვლელები იცის.
როგორც ჩანს, ჩემთვის უსაფრთხო და გრძელი გზა დახატა რუკაზე ბედუინმა. რა მოვიფიქრო რომ
კვალში არ ჩამიდგნენ ან ოაზისში არ მიმასწრონ.... მალე ქვიშის უდაბნო დაიწყება, ცხენს
გაუჭირდება გახურებულ ქვიშაზე სიარული და მაინც დამეწევიან ან უკეთეს შემთხვევაში
გადამასწრებენ, ისინი ხომ აქლემებით არიან."

სიბნელე აზროვნებას მიხშობდა. ბნელში ფიქრი მიჭირდა. ცხენის სითბო მხოლოდ ოდნავ
მამშვიდებდა. ჩემი სანთებელა ავანთე და საათს დავხედე ღამის სამი საათი იყო. მთელი
გამოქვაბული კედელ-კედელ ხელისფათურით ჩამოვიარე, იმედით იქნებ რაიმე სანთლის მსგავსი

84
მეპოვა.
გამოქვაბულის შესასვლელთან, ლიბოს პატარა შვერილზე, ძალიან ნაცნობი
მოხაზულობის ჩრდილი სანთებელას ოდნავ მბჟუტავმა სინათლემ გამოქვაბულის კედელზე
მიახატა. ეს არაბული ჭრაქი გამოდგა. ძალიან მსუბუქი პიტნის არომატი ასდიოდა.
"ალ ადინის ლამპარი, გამოქვაბული, საჰარა, განძიღა მაკლია და ორმოცი ყაჩაღი!.. თუმცა
ხუთი ხომ მომდევს." - ირონია მომერია. - რა იქნება, სასწაული მოხდეს, ამ ლამპარს ხელი
გადავუსვა, იისფერი ბოლი ამოვიდეს, ჯინის სახე მიიღოს და მითხრას, ახლა შენ ხარ ჩემი ბატონი,
ინატრე და აგისრულებო." - ის იყო ლამპარს ხელი გადავუსვი, რომ სულ ახლოს ხრინწიანი ხმა
მომესმა:

-სალაჰ, რას ფიქრობ ექიმის ნათქვამზე?


-კარგს არაფერს, არ მჯერა მისი. ეგ მონებით არ ვაჭრობს, ჩვენ კარგა ხანია ამ საქმეში ვართ და
როდის გინახავს ან გაგიგონია რომ პოლონელი ექიმი მონებით ვაჭრობდა?
-მართალი ხარ, არ გამიგონია!
-ბედუინის შესახებ მონაყოლი შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ სხვა ყველაფერში რაც თქვა,
მისხალიც არ არის სიმართლის.
-რაიმე იცი მის შესახებ?
-პირადად მე მას არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ სამი წლის უკან ჩემი ბიძაშვილმა, მურადმა,
რომელიც ბიძაჩემის უმცროსი ცოლისგან ჰყავდა, უცნაური ამბავი მიამბო. მისმა მონაყოლმა მაშინ
ისე შემზარა რომ დღემდე მახსოვს.
-რა გიამბო ასეთი?
-მურადი ჩვენს გვარში ერთადერთი ნასწავლი კაცი იყო. ის კაიროს ცენტრალური
საავადმყოფოს მორგში მუშაობდა. მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ქონდა ერთ
ეგვიპტოლოგს. ისინი მაშინ დამეგობრდნენ, როცა ეგვიპტოლოგი ბაჰარიას შავ უდაბნოში ახლად
აღმოჩენილ ასობით მუმიას იკვლევდა. ხომ გახსოვს ის ამბავი, ოქროთი მოსილი უამრავი
სარკოფაგი რომ იპოვებს ბაჰარიაში. ჰოდა მაშინ, საავადმყოფოდან იმ ეგვიპტოლოგმა ორი
გამოცდილი სანიტარი და ერთი პათანატომი, ჩემი ბიძაშვილი მურადი წაიყვანა. იქ საკმაოდ დიდ
ხანს დაჰყვეს ერთად და იქედან დაიწყო მათი ახლო ურთიერთობა. ბაჰარიას სამარხების
ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, ერთმანეთს კარგახანს აღარ შეხვედრიან, მაგრამ ერთ საღამოს
ეს ეგვიპტოლოგი გახარებული მიადგა საავადმყოფოში მურადს და უცნაური პაპირუსი უჩვენა.
თურმე იმ პაპირუსზე, იეროგლიფებით დახატული უძველესი ლოცვა იყო, რომელიც ორი მაატის
დარბაზში იკითხება, ახალგარდაცვლილის სულის განსჯის წინ.

- ორი მაატის დარბაზი რაღაა?


- როგორც მაშინ მურადმა მითხრა ეს „ორი ჭეშმარიტების დარბაზია“ სადაც რიტუალური
სიტყვები უნდა ითქვას, რათა გარდაცვლილის სახელი ოსირისმა ახსენოს და აღარსოდეს მიეცეს
დავიწყებას. ამ დარბაზში თურმე სვეტები, კედლები და იატაკიც კი ლაპარაკობს და იმ ლოცვებს
ითხოვს სულისაგან რომელიც იმ პაპირუსში წერია. მურადმა მითხრა, რომ ბაჰარიაში აღმოჩემილ
მუმიებს შიგნეული არ ქონდათ, მაგრამ გული ხელხულებლად ქონდათ დატოვებული. დანარჩენი
შიგნეულობა ოთხ კანოპეში იყო განაწილებული და თითოეულს სახურავზე საკუთარი მფარველი
ღმერთი ჰქონდა გამოსახული. ჰოდა სწორედ გული იწონება თურმე იმ "ორი ჭეშმარიტების
დარბაზში" და თუ გული სიმართლითაა ნაცხოვრები, ის მსუბუქია და ოსირისთან მიდის.
იმ სამოცდაათ დღეში როცა მიცვალებულის მუმიად ქცევა ხდება, ადამიანი ნელნელა
თავისუფლდება თავისი ექვსი გარსისაგან და მხოლოდ სული, ანუ მეშვიდე გარსი
გადადის სამარდაჟამო სამყოფელში. იმ პაპირუსზე დაწერილი სიტყვები მაშინ უნდა იქნას
წარმოთქმული, როცა გვამს განბანენ, აცმევენ და თვალებს სურმით უღებავენ. ამის შემდეგ ისეთი
მიწისაგან, რომელზეც ფეხი არასოდეს დაუდგია ღორს ან სხვა ცხოველს, - თიხის ამფორა იზილება,
რომელზეც უნდა დაიხატოს სულის გადასახლება იმ პაპირსუში მოყვანილი სიტყვების

85
მიხედვით. პაპირუსის ბოლოს, რიტუალური შელოცვების შემდეგ ყოფილა სიტყვები, რომელთა
მეშვეობით სული "ორი ჭეშმარიტების დარბაზის" კარში გადის და ოსირისს ხვდება, მისი
ნებართვით კი იმ ქვეყანაში სხეულის ექვსივე გარსს და თავის შიგნეულობას იბრუნებს, ლაპარაკს და
ჭამას იწყებს და ცხოვრებას აგრძელებს. მისი თქმით, თუ იმ პაპირუსში მოყვანილი წესები დაცული
იქნებოდა, სული მიიღებდა იმ სახეს რომელიც მას მოესურვებოდა და დადგებოდა ოსირისის
გვერდით, როგორც მისი პირადი მცველი და რა თქმა უნდა ცოცხალი - უკუნითი უკუნისამდე...

-ჰოი ალლაჰ, ეს რა მესმის!!!


- ბევრი რამ მიამბო ამაზე მურადმა მაშინ, მაგრამ ის უცნაური სიტყვები ვერ დავიხსომე და
აზრის მიმდევრობაც არ მახსოვს ზუსტად... მოკლედ იმ ეგვიპტოლოგის თხოვნითა და ჩარევით
მურადი ერთ კერძო საავადმყოფოში გადასულა სამუშაოდ, რომელიც ნილოსის დასავლეთით ერთ
ექიმს აუშენებია.ხომ იცი, ნილოსის დასავლეთით, უდაბნოში არავინ სახლდება, ეს მკვდართა ველია
და ხალხი თავს არიდებს იქაურობას. ეს ამბები იმ ექიმსაც ცოდნია იმავე
ეგვიპტოლოგისგან, ამიტომაც დაინტესდნენ ჩემი ბიძაშვილით და დიდი ანაზღაურება შესთავაზეს.
ესეც დათანხმებულია. ჰოდა ის პაპირუსი ერთად ამოუკითხავთ და ამის შემდეგ დაწყებულა რაც
დაწყებულა.

- რა დაწყებულა?
- ამ ამბის შემდეგ მორგში უცნაური რამ ხდებოდა, მიცვალებულთა გვამები ლაპარაკს
იწყებდნენ და რაღაც უცნაურ სიტყვებს ჩურჩულებდნენ. ის ეგვიპტოლოგი და ექიმი კი ღამღამობით
მათთან იჯდნენ, უსმენდნენ და რაღაცას მაგნიტოფირზე იწერდნენ. მურადმა კარგა ხანს ითმინა,
ბოლოს კი ვეღარ გაუძლო და მათი მიტოვება გადაწყვიტა, მაგრამ საავადმყოფოს პატრონი
დაპირებია რომ გარდაცვლილებზე ცდები შეწყდებოდა და დიდი ფულიც უჩუქებია.

ამ ამბიდან რამოდენიმე თვეს მშვიდად ჩაუვლია, მურადიც დაწყნარებულა და მიცვალებულებიც.


მაგრამ ერთ შუაღამეს, ერთ მიცვალებულს, რომელიც ორი კვირა მორგის საყინულეში
ინახებოდა, ხმამაღალი ყვირილი დაუწყია. საავადმყოფოს დაცვა მორგში შევარდნილა და
დაუნახავთ რომ ჭკუაზე გადასული მურადი მკვდართან ერთად გაჰყვიროდა ორმოცდაორი
ეგვიპტური ღმერთის სახელს, თუმცა ალაჰის ბრწყინვალებამ დამაბრმაოს, თუ ის ისლამის
თავდადებული მიმდევარი არ ყოფილიყო და მანამდე წმინდა ყურანის გარდა სხვა რამე ჰქონოდა
წაკითხული.
მურადი კაიროსთან ახლოს, სულით დაავადებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო
მიცვალებულის გვამი სასწრაფოდ დაწვეს და ფერფლი ნილოსის დასავლეთით, ღრმად ჩაფლეს.
მურადმა მთელი წელი, სულით დაავადებულთა საავადმყოფოში გაატარა და მხოლოდ სამი წლის
წინ დაბრუნდა სახლში სრულიად შეცვლილი და მოტეხილი. ეს ამბავი საიდუმლოდ მიამბო,
ჩურჩულით მიყვებოდა, შეშინებული აქეთ-იქეთ იცქირებოდა და არც სახელები უხსენებია ვინმესი.
ისე იყო დაშინებული რომ მას მერე სახლიდან საერთოდ აღარ გამოსულა, არავის იკარებდა, დღე და
ღამე სალოცავ ოთახში იყო ჩაკეტილი და მუდმივად ყურანს კითხულობდა. გასულ შემოდგომას კი
ალაჰმა მიიბარა მისი სული.

- მერე ?
- ჰოდა მურადმა მითხრა, რომ ის ექიმი რომლის საავადმყოფოშიც ეგ ამბები მოხდა, - პოლონელი
იყო !
- რაო ?! ჰოი ალლაჰ, ყოვლისშემძლევ და ყოვლისშემწყნარებელო, დაგვიფარე ყველა
უწმინდურისაგან ! ამას ახლა ამბობ სალეჰ! ნახევარი უდაბნო რომ გამოვიარეთ ?! აქამდე სად იყავი?!
- შენ ხომ ამ ღამემდე არ გიხსენებია რომ ის პოლონელი იყო... მე ეგ უბრალო ინსტურქტორი
მეგონა, რომელიც ხალხის მარაგის შევსებაში მიეხმარა ჩვენს შეფს. პოლონელი რომ იყო მხოლოდ
ამაღამ გავიგე ეგ შენგან, ხოლო მისი ნაამბობიდან კი ის შევიტყე რომ ექიმი ყოფილა, თანაც

86
ქირურგი და ელ გიზაშიც უმუშავია საავადმყოფოში, თვითონ რომ ახსენა საკუთარი საავადმყოფო
მაქვსო, მერე მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო...
- ვალლაჰ, ახლა დავფიქრდი რომ მართალი ხარ, მისი ექიმობის ამბავი ხომ მეც ამაღამ შევიტყე
მისი ნათქვამიდან, პოლონელი რომ იყო, როცა გვიქირავა მაშინ მითხრა. შენი ნაამბობიდან გამოდის,
რომ მილოში, ის პოლონელი ექიმია ?!
ესე იგი, ხალხი მას გასაყიდად კი არ უნდა, არამედ სულების გადასახლების შესასწავლად ჭირდება.
ადამიანებს ტვინს გახურებული შანთით ცხვირის ნესტოებიდან აცლის, მათ თირკმელებს, ღვიძლს,
კუჭს და ნაწლავებს ეგვიპტის ღმერთების გამოსახულებიან კანოპეებში დებს, სამოცდაათი დღე მათ
გვამებს მარილწყალში ინახავს, მერე რაღაც ლოცვებით მკვდრებს ალაპარაკებს და საიქიოს ამბებს
ეკითხება ...
განა ეს დასაჯერებელია? ან შესაძლებელი, ან ნამდვილი?

- შენ რომ მურადი გენახა, ან მისთვის მოგესმინა, შენც დაიჯერებდი. მე მაშინ ისიც გავიგე, რომ
მას წელიწადში ორჯერ მიჰყავს თავის საავადმყოფოში ჯანმრთელი ადამიანები, იქ გალიებში კეტავს
და კარგად აჭმევს. მერე კი როცა დასჭირდება, უმოწყალოდ აგლეჯს ძვლებს, თირკმლებს, თვალებს,
გულს, ღვიძლს, ზოგს კანოპეებში ათავსებს, ზოგს კი სხვებზე ყიდის, ან იქვე თავად აკეთებს
გადანერგვას და თავისი ცდებისთვის ფულსაც ამით შოულობს. მის საქმეს ხომ უამრავი ფული
ჭირდება. მასთან ძალიან საიდუმლოდ, სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ დაავადებული მილიონერები,
მათი შვილები, ცოლები და შვილიშვილები. ხოლო მდიდარი ნარკომანები ადამიანის ძვლის
ცოცხალ ტვინსაც კი ყიდულობენ მისგან რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეგ ოპერაციები მის
საავადმყოფოში საიდუმლოდ კეთდება. ისიც გავიგე, რომ თავისი ტყვე კაცების სასქესო
ორგანოებს ქალებს უნერგავს, ხოლო ქალისას კი კაცებს. მერე ქალად გადაქცეულ კაცებს, კაცებად
ქცეულ ქალებთან დაწოლას აიძულებს და ბუნებრივად ან, ხელოვნურად აორსულებს და
დაკვირვებებს ატარებს. მის საავადმყოფოში ერთდორულად ბრმა, უთირკმელო და ფეხმოჭრილ
ადამიანსაც ნახავ, წვერულვაშიან ორსულ კაცსაც და "მამაქალსაც".

გეფიცები წმინდა მუჰამედის ხსენებას, რომ ჩვენ ანგელოზები ვართ მასთან შედარებით. ჩვენ,
მონებს კარგად ვაჭმევთ და მხოლოდ უფასოდ ვამუშავებთ, მაგის ხელში ჩავარდნილებს კი
სიკვდილი აქვთ სანატრელი. სიკვდილს ვინ დაეძებს, იმის იქითაც კი მოსვენებას არ აძლევს მათ
სულებს. „მასალა“ კი ბევრი სჭირდება მაგრამ შოულობს.

როგორც მურადმა საბოლოოდ ამიხსნა, მას ყველაზე მეტად სულის უკვდავებაში დარწმუნება
სდომებია და რაკი ცოცხალი და საღსალამათი ადამიანის სხეულიდან სულის გამოხმობის ხერხს
მიაგნო, ახლა მისი ჩასახლება სურს სხვა ახალგარდაცვლილის ჯერ კიდევ თბილ ოღონდ უსულო
სხეულში, თანაც ეს ყველაფერი, ამ ქვეყნად უნდა რომ შეძლოს და არა საიქიოში, როგორც ამას
ალლაჰი გვეუბნება, ან ისე, როგორც ეს ძველი ეგვიპტის „მკვდართა წიგნში“ წერია.

- არა არს ღმერთი უფრორე ალლაჰისა, ხოლო მუჰამედი მოციქული და წინასწარმეტყველია მისი!
ეს სიგიჟეა სალაჰ! ნამდვილი სიგიჟე... ამას აფთარიც არ კადრულობს, ის სიკვდილს აცლის სულიერს
და მერე გლეჯს მის გულ-გვამს. ეგ კაცი აფთარზე უარესია. მხოლოდ იბლისს შეუძლია გულ-
გვამში ჩაუსახლდეს კაცს და ასეთი საქმეები აკეთებინოს. ეგ ექიმი მგონი განკაცებული იბლისია,
ალლაჰმა გვაშოროს მისი სიავე და დაგვიფაროს მისგან თი’ მელოკ ჟიბრაილმა, წმინდა იყოს ხსენება
მისი! ორსული კაცების ამბები საიდანღა იცი?
- იმ სულით დაავდებულთა სამკურნალოს სადაც მურადი მოათავსეს, თურმე ერთი კაცი აფარებდა
თავს, რომელიც იქედან ყოფილა გამოპარული. თავს იგიჟიანებდა და სულით დაავადებულთა
სამკურნალოში ემალებოდა მაგ ექიმს. ჰოდა გაუგია რომ იქედან ვიღაც კაცი მოიყვანეს, მურადი
უცვნია, როგორღაც მოუხერხებია და ეგ ამბებიც იმას მოუყოლია.
ის კაცი, მურადის საავადმყოფოდან გამოსვლამდე ორი კვირი ადრე, - უგზო-უკვლოდ გამქრალა.

87
- მაინც ვერ გავიგე ამ გოგოს რატომ დაეძებს ასე გადარეული. ის ხომ ერთი სულელი ქალია,
რომელმაც არაბულ ქვეყანაში მარტოკამ მოინდომა სეირნობა და თანაც საჰარაში. როგორ ფიქრობ
რაშია საქმე?

- მე გამიგია რომ იმ ქვეყანაში, საიდანაც ეგ ქალია, ძველი ეგვიპტელებივით, ძალიან სწამთ რომ
სიკვდილის შემდეგ სული უკვდავია და მისი სიცოცხლე გრძელდება. მათი რწმენა ალბათ
სხვაგვარია ვიდრე აქაური კოპტების. იქნებ მისი სული სჭირდება?
- შეიძლება ასეცაა, მაგრამ მეორეს მხრივ, მაგნაირ ქრისტიანს სხვასაც იშოვიდა, ან კი მაგ გოგოს
მსგავსი გვამის გამოძებნა მისთვის ძნელი არ იქნებოდა, მიუგდებდა იმ დიპლომატს ვიღაც მკვდარს
და ამით დასრულდებოდა ეს ამბავი. ანდა ჩვენ, ისლამის მიმდევართაც ხომ გვწამს სიკვდილის მერე
სიცოცხლის, ჰოდა არაბებს რატომ არ კიდებს ხელს? ან კიდევ, ხომ არიან მართლმადიდებელი
ქრისტიანი არაბებიც?
- არაბები დიდ ოჯახებად ცხოვრობენ და დიდი ნათესაობა ჰყავთ. ამიტომ გახმაურებას არიდებს
ალბათ თავს. თანაც იქნებ ბედუინის და იმ გოგოს კავშირის ეშინია? ან იქნებ ბედუინისთვის უნდა
სამაგიეროს გადახდა?

- არც ეგაა გამორიცხული, ახლა უფრო ვრწმუნდები რომ ეგ გოგო მილოშს მხოლოდ ცოცხალი
ჭირდება და არა მკვდარი.
იმ ღამეს ბედუინს რომ არ გადაჰყროდა, ქალს ალბათ ნამდვილად უდაბნოში მიატოვებდა.
საჰარაში ხომ მხოლოდ ალლაჰის წყალობით შეიძლება გადარჩეს ადამიანი.
ალ კაბირს კი მართლა ეცოდინება მაგისი საქმეები. ალბათ მეტიც იცის, ვიდრე ჩვენ. თუმცა
სულების გადასახლების ამბავი არა მგონია რომ იცოდეს. თუ მოიხელთა ისეთ დღეში ჩააგდებს,
იქნებ თავად იგლეჯავდეს საკუთარ ღვიძლს და თირკმელებს. შეიძლება ადრე, მილოში მართლაც
მხოლოდ საკუთარი ბიზნესის დაცვაზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა, გოგო ბედუინისგან თავის
დასაცავად უფრო ჭირდება. ამისთვის კი მხოლოდ ცოცხალი შეიძლება გამოადგეს. ქალის მოძებნა
მაშინ გადაწყვიტა, როცა დარწმუნდა რომ ბედუინიც ცოცხალი გადარჩა იმ ღამეს და არც ქალი
ჩამოვარდა თავისით იმ " შაითნის ფრთებიდან".

- მე კი გამიგია, რომ მაგ გოგოს ხალხი შეუპოვრობით და თავგამეტებით გამოირჩევა, მაგის


სისხლის და ჯიშისა იყო გმირი მამალიკ* ლაზ-ოღლი, მისი ძეგლიც კი დგას კაიროს მთავარ
მოედანზე. აკი გოგოც შეუპოვარია, ორ კვირაზე მეტია ამ უდაბნოში მშიერი და მწყურვალი მარტო
დახეტიალობს და ჯერ კიდევ ცოცხალია. სხვა მის ადგილას თუ გადარჩებოდა, ნამდვილად ჭკუიდან
შეიშლებოდა. ბედუინს და მილოშს, მაგ გოგოს მოძებნა უნდათ, ასე რომ მათი მიზანი ამ წუთას
ჩვენსას ემთხვევა, მაგრამ როგორც კი ეგ მიზნები გაიყოფა, რამე უნდა მოვიფიქროთ.

მოსაუბრეები დადუმდნენ.
ცხენს კისერზე მივეკარი, ვიგრძენი რომ გული მომეწურა და მიილია.
ჩემი ყველაზე უარესი მოლოდინებიც კი რასაც აქამდე ამ ამბავზე ვფიქრობდი, ფუჭი გამოდგა.
მოსმენილი დაუჯერებლად მეჩვენებოდა, ის უფრო სარწმუნოდ მიმაჩნდა რომ მილოში აფთარივით
აგლეჯდა გულ-ღვიძლს ცოცხალ ადამიანებს. ჩინელი გოგონები გამახსენდა, წარმოვიდგინე როგორ
გადაუნერგა მათი ორგანოები კორეელ ბაიკერებს და როგორ ემზადებოდა კაცის ორსულობის
ექპერიმენტის ჩასატარებლად...

თავზარი დამეცა, მთელი სხეული ამიტირდა, მაგრამ მხოლოდ უხმო კვნესა შემეძლო, მთელი
გულ-ღვიძლი ცეცხლმოდებულივით ამეწვა, მთელი სხეულით ვირწეოდი და უხმოდ მთელი
გულით შიგნიდან ვტიროდი.

88
უცერად განწირულმა ყვირილმა გაკვეთა ღამის სიჩუმე...
-ააააჰ, შაითან, მიშველეთ, მომეხმარეთ... - გაუჩერებლად ყვიროდა ვიღაც.
მოულოდნელ ყვირილზე ცხენი დაფრთხა, ძლივს მოვასწარი და მისი თავი გულში ჩავიხუტე, ჩუმი
ხვიხვინი როგორმე რომ ჩამეხშო. ცხენთან ერთად უკან დავიწიე და გამოქვებულის უკანა კედლის
სიბნელეს შევერიეთ.

- რა მოხდა აზიზ, რა დაგემართა- ყვირილით გაეპასუხა სალეჰი, ფეხის ხმაზე მივხვდი რომ
გარბოდა და რაშიდიც მისდევდა.
- არ მიუახლოვდეთ,- მომესმა მილოშის ხმა. - ალბათ კობრამ უკბინა, სანამ გველი არ გაეცლება
ახლოს არ მიეკაროთ.
- ოი ალლაჰ, ყოვლისშემძლევ და ყოვლისშემწყნარებელო! შეეწიე... აზიზ არ შეგეშინდეს,
მოგეშველებით. - მესმოდა არაბების შეშფოთებული შეძახილები.
ხმაური და ფაცაფუცი ატყდა. აზიზი გაუჩერებლად ყვიროდა.
ნახევარ საათში ყვირილი შეწყდა. ახლა მხოლოდ განწირულის ხრიალი მესმოდა.
არაბები გაბმულად ლოცულობდნენ. მივხვდი რომ აზიზი სულს ღაფავდა.

ცხენმა ყურები დაცქვიტა და გამოქვაბულის შესასვლელს დააცქერდა. ჩემი ყურადღებაც


მიიქცია უცნაურმა ხმაურმა. ამოქვაბულის შემოსასვლელში ქვიშა ჩუმად აშრიალდა. სანთებელა
ავანთე. მის მბჟუტავ ალზე ძლივს შევნიშნე ვეებერთელა შავი კობრა, რომელიც გამოქვაბულში ნელი
ტაატით შემოდიოდა.
განძრევაზე არც მიფიქრია.
გველი სპირალებად დაიგრაგნა, მშვიდად მოიკეცა, ბრტყელი თავი, თავის პრიალა შავ სხეულზე
ჩამოდო და გამოქვაბულის შესასვლელში გაწვა.

დილის ოთხი საათი სრულდებოდა. სადაცაა ირიჟრაჟებდა და ღამის მონადირეები თავშესაფარს


ეძებდნენ.
ჩემი წასვლის დრო იყო, მაგრამ გამოქვაბულის შესასვლელში კობრა იწვა. გარეთ კი მდევარი
იდგა და მომაკვდავის უკანასკნელი ხრიალი მესმოდა.
ცხენი გველს ჩემსავით თვალმოუცილებად მისჩერებოდა. გამოქვაბულში გველის სუნი
დატრიალდა. გულზიდება დამეწყო. ლამპარი ცხვირთან მივიტანე და პიტნის მსუბუქი არომატით
ვცდლობდი გულზიდების შეჩერებას.

იმედი, ჩემი მოწურული და დაპატარავებული გულიდან გაძვრა და მის უკან მიიმალა.


მის ადგილას შიში გამეფდა, რომელიც ყოველწამს იზრდებოდა და შავი კობრასავით იგრაგნებოდა,
ცდილობდა ყელში ამომჯდომოდა და მოვეგუდე.

თვალები დავხუჭე და ლოცვა დავიწყე, ვლოცულობდი მთელი გონებით, შეგნებით, სულით და


სხეულით.
ვევედრებოდი მფარველობას უფალს და დედა ღვთისმშობელს, წმინდა გიორგის შევთხოვდი რომ
მოფრენილიყო თავისი თეთრი რაშით და შუბით გაეგმირა ეს ვეებერთელა შავი კობრა, რომელიც
ჩემს ერთადერთ გასასვლელზე ურჩხულივით გაწოლილიყო.

ბედუინი (ნაწილი XIII გველის ძალა)

89
"და გამობრძანდებოდა ყოველი დღით ცაზე დიადი "რა" (ოქროს ნავით) თავისი
ნიჩბოსნების თანხლებით და დაბრძანდებოდა ორივე ჰორიზონტის ორკეც ტახტზე… მაგრამ
მოხუცდა ღვთაებრივი, ნერწყვი გადმოსდიოდა პირიდან და ეწვეთებოდა დედამიწას... და ისიდამ
ეს წვეთები მტვერთან ერთად ხელით მოზილა და გამოძერწა მისგან წმინდა გველი და მისცა მას
ისრის ფორმა, რათა არავინ და არასოდეს გადარჩენილიყო ცოცხალი მისგან და დასდვა მან გველი
იგი ღვთაებრივის გზაზე, რომლითაც დაბრძანდებოდა ეგვიპტის მამულებში როცა მოისურვებდა. ...
და აჰა აბრძანდა წმინდა ღმერთი (სიცოცხლე, ძალა და სიმრთელე მას!) დიდებული ორკეცი
სახლიდან, ღმერთების სავანიდან რომელნი იყვნენ მის ამალაში და (როდესაც) ის მიდიოდა თავისი
ჩვეული გზით, წმინდა გველმა ჩაასო მას თავისი ეშვი და ცეცხლმა სიცოცხლისამ იწყო ღმერთის
სხეულის მიტოვება და უხსენებლმა დაღუპა კედრებს შორის ბინადარი. "

ტურინის პაპირუსი. pi. 31, 77, 131 - 138


ე.ა. უოლლის ბაჯი "ეგვიპტის მკვდართა წიგნი"

გარედან გლოვის ჰანგით შეზავებული გაბმული არაბული ლოცვა არ წყდებოდა.


გველის დაკბენილმა ბოლო ხრიალს სული ამოაყოლა და მიჩუმდა.
ლოცვა შეწყდა.
სამაგიეროდ ჩოჩქოლი ატყდა.

-დასამარხი დროც არ გვაქვს, - მომესმა მილოშის ხმა.


-არც შესაფერისი იარაღი გვაქვს ქვიშა რომ ღრმად ამოვიღოთ და აზიზი მიწას მივაბაროთ. -
გაეპასუხა მეორე.
-მარტო ქვიშა რომ დავაყაროთ, ქარი გადახვეტს და არ ივარგებს. - გააგრძელა მესამემ.
-ნაჭერში უნდა გავახვიოთ, სუდარასავით უნდა გამოვიყენოთ მისი მოსასხამი, იქნებ ახლო-მახლო
გამოქვაბულიც იყოს რომ შიგნით დავასვენოთ. თუ არა და დანებით მოგვიწევს მიწის ამოთხრა და
მისი დამარხვა, ზემოდან კი კლდის ნატეხებით ბორცვი გავაკეთოთ საფლავზე, მერე რომ მივაგნოთ
და კაიროში გადავასვენოთ. მუსტაფა, ჯერ აქ დაგვეხმარე, მერე კი მოიარე აქაურობა, იქნებ
გამოქვაბულის მსგავსს რაიმეს წააწყდე. სალეჰ, დამეხმარე მიცვალებულს მივხედოთ, ფრთხილად
იყავი მორიელი არ იყოს ტანსაცმელში, ცეცხლსაც მიუმატე სინათლე გვჭირდება. - თქვა რაშიდმა.
-არა მგონია მალე შევძლოთ მისი გადასვენება, სანამ ჩვენ აქ მოვბრუნდებით, გვამი გახრწნილი
დაგვხვდება, გველის შხამი თავისას იზამს. ჯობია დავმარხოთ მიცვალებული, ყოვლადმოწყალე
ალლაჰმა შეიფაროს მისი სული. მე წავალ იქნებ სადმე ახლომახლო გამოქვაბული ვიპოვო. -
გაეპასუხა მუსტაფა.
-აი ეს აქლემის ტყავის ნაგლეჯი აიღე, დაახვიე და ზედ სპირტი დაასხი, ჩირაღდანივით აინთება
და კარგახანს გეყოფა.
-განთიადამდე აქაურობა უნდა დავტოვოთ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი წესით
მიცვალებულს ჯერ განვბანთ, შემდეგ სუდარაში ვახვევთ და ვმარხავთ, პირით აღმოსავლეთისკენ.
ახლა კი მხოლოდ დამარხვა შეგვიძლია. შენ არ შეეხო, მუსლიმი არ ხარ, ჯობია აქლემებს ბარგი
აჰკიდო და გასამგზავრებლი სამზადისი დაიწყო. - უთხრა რაშიდმა მილოშს.
-ნება თქვენია. - უპასუხა მილოშმა.

არაბები ფუსფუსებდნენ, მიდი-მოდიოდნენ, როგორც ხმაურით ვხვდებოდი, საფლავისთვის კლდის


ნატეხებს აგროვებდნენ.

ჩემი გამოქვაბულის შესასვლელს შირამასავით ქონდა ჩამოფარებული კლდის დაახლოებით


ოთხმეტრიანი სიმაღლის და ხუთმეტრიანი სიგრძის მკლავი, რომელიც ზედა ნაწილით კლდეს

90
უერთდებოდა, ხოლო გამოქვაბულის შესასვლელამდე მოგრძო და ვიწრო ნაპრალს ქმნიდა. ეს
ნაპრალი იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ წუხელღამ ცხენის უთავო ჩრდილს რომ არ გავკიდებოდი,
ჩემთვისაც შეუმჩნეველი დარჩებოდა ეს ვიწრო გასაძვრომი, რომელშიც მოქნილი ჯადარიც
კი ძლივს შემოეტია.

გამოქვაბულის შემოსასვლელში ორმეტრიანი შავი კობრა სპირალებად დაგრაგნილიყო და შავი


ბრტყელი თავი ნაპრალისკენ ჰქონდა მიქცეული. გამოქვაბულში გველის სუნი ტრიალებდა,-
ნიშადურის სპირტის სუსტი სუნი.
ცხენს ვანიშნე ჩუმად ყოფილიყო, ჩემი გაფრთხილება ზედმეტიც იყო, ჯადარი ისედაც
ქანდაკებასავით იდგა და კუნთიც არ უთრთოდა.
გარეთ ატეხილი სირბილის და ხმაურის მიუხედავად კობრა არ ირხეოდა. შირმასავით
გადაწოლილი კლდე ნიადაგის ვიბრაციას მთლიანად ახშობდა. მაგრამ თუ მე, ან ცხენი, თუნდაც ერთ
მოძრაობას გავაკეთებდით, გველი მაშინვე იგრძნობდა საფრთხეს და მერე მხოლოდ ღმერთმა იცოდა
მოსახდენი.

ამ წუთას, თანახმა ვიყავი სამ დღესაც ვმჯდარიყავი ამ სოროში, ოღონდაც კობრა თავისით
გაცლოდა ჩემს არემარეს. სანთებელას წამით გაელვებულ მცირე შუქზე შევნიშნე რომ კობრა ორი
მეტრის სიგრძის მაინც იქნებოდა, კარგად განვითარებული ძლიერი სხეულით და ქვასავით
ყბებით. გამოქვაბულში გამეფებულ სიბნელეში შავ გველს ვერ ვხედავდი. საიდან უნდა
დავლოდებოდი საფრთხეს - გარკვევა შეუძლებელი იყო.
ახლა ჩემთვის ყურებს უფრო მეტი ხეირის მოტანა შეეძლო ვიდრე თვალებს. სმენად ვიქეცი რომ
გველის მოძრაობით აშლილი ქვიშის ხმაური არ გამომპარვოდა. კობრა საკმაოდ სწრაფად და ჩუმად
სრიალებდა, ხოლო მისი ელვასავით სწრაფი და მოულოდნელი ნახტომი ერთდოულად შხამიანი
კბილის ჩასობას ნიშნავდა.

როგორმე შიში და ზიზღი უნდა დამეძლია, უნდა მეცადა რომ გველს ჩვენი მხრიდან საფრთხე არ
ეგრძნო, ამისი მოლოდინი კი ნაკლებად უნდა მქონოდა, მე რომც გავშეშებულიყავი, ცხენი დიდხანს
ვერ შეძლებდა გაუნძრევლად დგომას. ამიტომ მინდოდა თუ არა, გველთან შესახვედრად და
საბრძოლველად უნდა მოვმზადებულიყავი.

კუნაპეტი სიბნელე იდგა. სანთებელას ანთებას ვეღარ ვბედავდი, ჩხაკუნის არ მეშინოდა, ყრუ
ქვეწარმავალი ვერაფერს გაიგონებდა, მაგრამ სინათლეს, მისი მუდამ ღია თვალები მაშინვე
შენიშნავდა.
ძალიან, ძალიან ნელა, ფეხის წვერებზე დავიწიე უკან სულ ერთი ნაბიჯით, მაგრამ ფეხზე ნაჭრის
ტომარა წამომედო და ძლივს შევიკავე თავი რომ არ დავცემულიყავი. სასწრაფოდ გავიხედე გველის
მხარეს, მომეჩვენა რომ შეირხა. მაგრამ ქვიშის შრიალი არ გამიგონია, ალბათ ისევ გაირინდა.

კარგა ხანს არც მე შევრხეულვარ, ცოტა ხნის მერე ნაჭრის ტომარა ხელით მოვსინჯე. შიგნით
რაღაც დაგრეხილი - დახვეულად იდო. მორიელების შიშით გულგაციებულმა მარცხენა
ფეხსაცმელი სწრაფად და უჩუმრად გავიხადე და აქლემის ტყავის ქალამანი ხელზე ჩამოვიცვი
მორიელის ნესტრისგან დასაცავად. ტომრის პირი გადავწიე და შიგთავსი ძალიან ნელა,
ფრთხილად ამოვიღე. ცხვრის სუნი მეცა. ბნელში რაიმეს დანახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ
მვიგრძენი რომ ხელში ცხვრის მატყლისგან დაგრეხილი თოკი მეჭირა. ხუთკეცად დახვეული
თოკი ხელში გავშალე, მაგრამ რაში უნდა გამომდგომოდა... იმედგაცრუებულმა თოკი უნაგირზე
მივაკიდე.

ღამის სიცივე გამოქვაბულში ვერ აღწევდა. თუ ჩემს დაუპატიჟებელ სტუმარს არაფერი


შეაწუხებდა, საღამომდე არც დაიძვრებოდა ადგილიდან. ეს კი ჩემს დაგვიანებას და უდაბნოში

91
უმიზნოდ გატარებულ კიდევ ერთ დღე-ღამეს ნიშნავდა. მდევარიც, ღმერთმა იცის როდის
გაეცლებოდა ამ ადგილებს.

ეს ყველაფერი უცანური დამთხვევა იყო თუ ბედისწერის ჭიშკარში უნდა გამევლო, ვერ


ვხვდებოდი. ნუთუ განსაცდელს და უბედურებას ვიზიდავდი. ნუთუ ასეთი მძიმე მიზიდულობის
ძალა ქონდა იმ შიშს, რომელსაც მთელი ჩემი გონება, სული და სხეული სრულად ჰქონდა მოცული.

მივხვდი რომ ეს შიში, ჯერ კიდევ დელატპლანზე გამიჩნდა, როცა ჰამადის თავზე ტყვიით
დაჭრილი მივფრინავდი და მას შემდეგ- აღარ გამნელებია. ვერ ვიტყოდი რომ ეს მხოლოდ
სიკვდილის შიში იყო, ეს რაღაც სხვა უფრო იყო და თან სრულიად შეუმჩნევლად ჩემი ყოფის
მუდმივი თანამდევი გამხდარიყო.

შიში არც მაშინ გამნელებია, როცა ბედუინი ალ კაბირი ჩემს გვერდით იყო, ჩემზე უჩუმრად
ზრუნავდა, თავისი ხელით მაჭმევდა, წყალს მასმევდა, ჩემს ჭრილობას უვლიდა და ჩემს ძილსა და
სიმშვიდეს იცავდა. ამის მიუხედავად, შიში ძილშიც არ მშორდებოდა, ისე იყო ჩაბუდებული ჩემს
გულსა და გონებაში, რომ ნებისმიერი საფრთხე, ასმაგად გადიდებული და ყოვლისმომცველი
მეჩვენებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც უდაბნოში დავხეტიალობდი, მას ერთი წამითაც არ
მივუტოვებივარ. სიმშვიდე ჩემთვის სამუდამოდ გაქრა, ხოლო მუდმივი შიშისგან გამოწვეული
სტრესი ისე მომეჩვია რომ, მის გარეშე მოდუნებულად და უძვლო-უხერხემლოდ ვიგრძნობდი თავს.

ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო ამ უცნაური შიშის ასეთი გაძლიერების მიზეზი:


თვალუწვდენელი უდაბნო, სამყაროსავით უსასრულო, ცხელი და უწყლო, რომელიც დღე სიცხისგან
ზიმზიმებდა, ხოლო ღამის სიცივით ჭახანით ხეთქავდა მზისგან გადახურებულ კლდეებს, -
თუ ჩემი ულევი და უსასრულო გზა სამშობლოსკენ, რომლის უმეტესი ნაწილიც ჯერ კიდევ წინ
მედო. ეს ადამიანები, რომლებმაც ჩემს დასაჭერად ამ სიშორე გზა გამოიარეს, - თუ ის, რომ
სიკვდილი თუ არა, - უკეთესი არაფერი მელოდა მათ ხელში. ბედუინი, რომელიც ყველაზე უცნაურ
ადამიანად მიმაჩნდა მათ შორის ვისაც ვიცნობდი, - თუ მისი საშინელი მონატრება, რომელიც ამ შავი
კობრასავით ტაატით შემოდიოდა ჩემს სულში. სახლი და ჩემიანები, დაუსრულებელ
გულისწუხილად რომ მქცეოდა, - თუ ცოტა ხნის წინ მოსმენილი საზარელი ამბავი, სულების
გამოხმობისა და მოლაპარაკე მიცვალებულების შესახებ. იმის გააზრება, - სადამდე შეიძლება
მივიდეს ადამიანი, - თუ ის, რომ ახლა ნამდვილად ალყაში ვიყავი და გამოსავალი არ მქონდა.

ჩემი ერთადერთი უპირატესობა ის იყო, რომ აქ მყოფთა შორის არავინ, თვით ამ ვეებერთელა
კობრამაც კი არ იცოდა რომ მეც ამ შავ გამოქვაბულში ვიყავი.

ჩემი შიში უფრო დიდი იყო და უფრო მძლავრი, - ვიდრე ეს შავი კობრა, რომელიც
თავისუფლების და სიცოცხლისკენ მიმავალ გზას მიკეტავდა. ვიგრძენი რომ, კობრისგან გამოწვეული
შიში - ჩემს მუდმივად თანმდევ შიშს ვერც კი უტოლდებოდა. ეს ფიქრიც, ახლა გონებაში რომ
მიტრიალებდა, მისი საზრდო იყო, როგორც ყოველი ახალი შიში და
ისიც, უსასრულოდ იზრდებოდა და იზრდებოდა. ეს საოცრად ჭკვიანი არაბული ბედაურიც,
რომელიც ჩემს სამშვიდობოს გაყვანას, - ცხოველის აუხსნელი ერთგულებით ცდილობდა, მხოლოდ
ცოტათი თუ მეხმარებოდა ამ დამანგრეველ შიშთან ბრძოლაში.

რაღაცნაირად ვიგრძენი რომ ამაღამდელი ღამე, განსაკუთრებული იყო, რაღაც დიდი უნდა
მომხდარიყო, დიდი და მნიშვნელოვანი. რაღაც უნდა გადამელახა, რაღაც განსაცდელს უნდა
შევბმოდი პირისპირ და მარტო, ვგრძნობდი, რომ ეს განსაცდელი ჩემს შინაგან სამყაროში დიდი
ზღვრის გამვლები მოვლენა უნდა გამხდარიყო, მისი დაძლევა კი ამ ზღვრის გადალახვის ტოლფასი.
იმასაც ვგრძნობდი რომ ეს განსაცდელი, ეშმაკობით ან გაქცევით კი არა, არამედ პირდაპირი,

92
სამართლიანი და რთული ბრძოლით უნდა დამეძლია. რამდენად უთანასწორო იქნებოდა ეს ომი
ან, იქნებოდა თუ არა უკანასკნელი, - არ ვიცოდი. ჩემი გული ისე გუგუნებდა, ლამის მაყრუებდა,
გარედან ხელიც კი მივიჭირე რომ დამშვიდებულიყო.

ვიდექი და ვფიქრობდი იმაზე, იყო თუ არა ეს ავად დაგრაგნილი ქვეწარმავალი, - სწორედ ის


ზღვარი, რომელთან მიახლოვების და გადალახვის აუცილებლობის შიში მოსვენებას არ მაძლევდა.

გონებაში გამიელვა აზრმა, რომ მთავარს მივხვდი. მივხვდი რომ მე, ყველაზე მეტად,
მარტოობაზე მეტად, საჰარაზე მეტად, მდევარზე მეტად, სიკვდილზე მეტად, სწორედ ამ ზღვრის
მეშინოდა.

რატომ მეშინოდა? რატომ ? რა უნდა მომხდარიყო ამ ზღვარზე? ან მის მიღმა?

ვიგრძენი რომ მის მერე, მე, ან მევედ დავრჩებოდი, ან მე - „მე“ აღარ ვიქნებოდი... მივხვდი რომ
სიძნელეებთან ბრძოლისას ყველაზე მეტად, ჩემს თავში - ჩემივე დაკარგვის მეშინოდა, ეს
სიკვდილზე მეტად მაშინებდა, სიკვდილი ხომ გამოსავალი იქნებოდა იმისათვის რომ მე, - მევედ
დავრჩენილიყავი...
რა ვიქნებოდი, ან ვინ თუ მე - „მე“ აღარ ვიქნებოდი? შეშლილი ? სულით ავადმყოფი? მაგრამ
შეშლილებსაც ხომ ქონდათ თავისი შინაგანი სამყარო, უბრალოდ ეს სამყარო გარშემო მყოფთათვის
მიუღებელი იყო, შეშლილი რეალობასთან კარგავდა კავშირს, ამქვეყნიური საფრთხე მისთვის არ
არსებობდა, „იქაური საფრთხე“ უფრო აშინებდა, რომელიც "აქ" მყოფებისთვის სასაცილოც კი
შეიძლებოდა ყოფილიყო. არა, არა, ეს ნამდვილად ვერ იქნებოდა.

აბა რა იქნებოდა? უსულო სხეული? არა, სულიანი სხეული მაგრამ ჩემს გარეშე? თუ ჩემს გარეშე, -
მაშინ რა გამოდიოდა? უგულო ადამიანი, როგორიც ეს პოლონელი ექიმი იყო? ხომ თქვა, რომ იმ
დღიდან, მისთვის ყველაფერი შეიცვალა - როცა ბედუინებმა, ალ კაბირის ოჯახის წარმოუდგენელი
შეურაცხყოფისთვის, მთელ ქალაქში პატივცემული ექიმი, ყელზე დანამიბჯენილი საკლავივით
წამოაქციეს, ქუჩაში, მთელი ქალაქის თვალწინ, მტვერში ღორივით ათრიეს, მერე სიკვდილის
ღირსადაც არ ჩათვალეს და ზედ აფურთხეს... და როგორი გახდა ეს კაცი, რომელსაც ყველაზე
კეთილშობილური მისია ქონდა ადამიანთა შორის? ვიღაც მწვალებელი?! ურჩხული, რომელიც ორი
კვირის მკვდარს ალაპარაკებდა და სულებს იხმობდა ?!...

რაღაც სხვა ძალა მჭირდებოდა რომ თავი არ დამეკარგა, რაღაც სხვა ძალა, უხილავი დამხმარე...
გონებამ ისევ ლოცვისკენ გაიწია...

...„წმინდაო მარიამ, მეოხება გამიწიე უფლის წინაშე, შემეწიოს, ძალა მომცეს გადავლახო ეს ღამე
ისე, რომ ჩემი თავი არ დამეკარგოს, უფალო, შეგთხოვ და გევედრები გამომიგზავნე
ციური მხედართმთავარი მიქაელ მთავარანგელოზი შემწედ და წინამძღოლად ამ უცნაურ
განსაცდელში, დამეხმაროს რომ მოვერიო ამ უცნაურ შიშს, რომელიც გონებას მიბნელებს, მასწავლოს
როგორ ვიყო შეუპოვარი, მშვიდი და ჭკვიანი ამ ბრძოლაში რომ არცერთი, არცერთი შეცდომა არ
მომივიდეს...“ - ვლოცულობდი და შევთხოვდი უფალს შეესმინა ჩემი მუდარა, რომელსაც სიტყვების
გარეშე, სანთლების გარეშე, მხოლოდ გონების ძალით ვაგზავნიდი ზესკნელში.

თავზე ვეებერთელა კლდოვანი მთა, - საფლავის ლოდივით მქონდა წამომხობილი. გარეთ, ჩემი
დაჭერის და მოკვლის მსურველი, ოთხი ძლიერი მამაკაცი, მეხუთეს სუდარას და საფლავს
უმზადებდა.

მე კი, სუსტსა და უმწეოს, აფრიკაში, შუა საჰარაში, არაბულ ღამეზე უფრო შავ სიბნელეში,

93
ჰამადის კლდოვანი მთის შავ გამოქვაბულში, ცოცხლად დამარხულს, ხელთ მხოლოდ ჩემი ბასრი
დანა, ცხვრის მატყლის დაგრეხილი თოკი და არაბული ლამპარი მქონდა, რომელშიც პიტნის
ცოტაოდენი ზეთი შემორჩენილიყო. ჩემს გვერდით შავი არაბული რაში ქანდაკებასავით
გაქვავებულიყო, და ჩემს წინ დაგრაგნილ ვეებერთლა შავ კობრას შესცქეროდა.

მოულოდნელად ბებიაჩემის შელოცვა გამახსენდა:


„... გასკდა შავი კლდე, გადმოსკდა შავი მდინარე, გამოვიდა შავი კაცი, შავი ცხენით, შავი ლაგამ -
უნაგირით, შავი ხმლით და შავი შუბით, ახალა შუბი შავ ქვას, გასკდა შავი ქვა და გასკდა შავი მიწა,
შიგ ჩაინთქა შავი კაცი, გასკდა შავი ხე, დაიშალა შავ ნახშირად, დანაცრდა და ქარში გაიფანტა, ასე
დანაცრდეს და გაიფანტოს შავი და ავი, ღმერთს დიდება, შენ მშვიდობა, გაწყდეს ავი შავად
სახსენებელი და ავი შავი უხსენებელი...“ - ჰოი, როგორი ყოვლისშემძლე მეგონა ბებო მაშინ,
რომლის სიტყვებმაც, შავ ცხენზე მჯდარი შავი კაცი ნაცარტუტად აქცია ... შელოცვა, შელოცვა....
ჰმ...ხომ არსებობს გველის შელოცვა...

ვცდილობდი გონება მომეკრიბა და ყველაფერი გამეხსენებინა, რაც გველებთან დაკავშირებით


გამეგონა. რაც ბიბლიიდან ვიცოდი, მხოლოდ ის იყო, რომ გველების პირველი შემლოცველი - თავად
მეფე სოლომონი იყო. ამიტომ, მისი დროიდან მოყოლებული, ყველა შემლოცველი, მიუხედავად
რელიგიისა და რწმენისა, გველის შელოცვისას აუცილებლად მოიხსენიებდა სოლომონ მეფის
სახელს. ბიბლიურმა მოსემაც თავისი კვერთხი გველად აქცია, რაც ფარაონის ქურუმებმა მაშინვე
გაიმეორეს.

გველების შემლოცველებზე ათასგვარი და ურთიერთსაწინააღმდეგო ამბები ვიცოდი. ეს ხელობა


სწორედ ეგვიპტიდან იღებდა სათავეს. კაიროში, ჩემი მორიგი „შინაპატიმრობისას,“ როდესაც ვახოს
ჩემთვის ისევ არ ეცალა, ბიძაჩემის წიგნებში ერთი უცნაური და გაცრეცილი წიგნი ვიპოვე. იმ
წიგნში, ყველაზე საინტერესოდ ვინმე შეიხი მუსსას ამბავი მეჩვენა.

გველების ლეგენდარული შემლოცველი, აჰმად არ-რიფაის გველის შემლოცველთა მაგიური დიდი


საძმოს წევრი,- შეიხი მუსსა, დიდი ხნის წინათ, ლუქსორში ცხოვრობდა. მას ყოველთვის თან
დასდევდა მისი ჯადოქრობით გაოცებული ასობით ცნობისმოყვარე. შეიხი მუსსა დაუმცდარად
აგნებდა ქვეწარმავლების ბუდეებს, მით უმეტეს, თუ ისინი სახლებში ან ნილოსისპირა ბაღჩა-
ბოსტნებში დაიდებდენ ბინას. მობრძანდებოდა შეიხი თავისი ლოტოსის კალათით, დადგებოდა
ფეხშიშველი გაშლილ ადგილას წარმოსთქვამდა მაგიურ შელოცვას, სიტყვით უბრძანებდა
ქვეწარმავალებს სამალავებიდან გამოსვლას და ისინიც, ასპიტები, კობრები, მორიელები,მცოცავები
და მცურავები, ათობით და ასობით, მშვიდად გამოდიოდნენ და მის კალათაში თავისით
მიძვრებოდნენ. გველები გაშლილ ხელისგულზე თავს ადებდნენ, არ კბენდნენ, არ
გესლავდნენ. სათამაშო ლენტად ქცეულები ან მის კისერზე ეკიდნენ ან, ჯოხივით გაქვავებულნი
გაშტერებული იყურებოდნენ, მისი ხელით მიწაზე შემოხაზული მისტიური წრიდან ვერ გადიოდნენ
და მის ბრძანებებს ზუსტად ასრულებდნენ, ... მაშინ მხოლოდ გამეცინა გველის შემლოცველის
მაგიურ ძალაზე.

მაგრამ ახლა, აქ, ამ ღამით, საჰარაში, ბნელ გამოქვაბულში რომლის შესასვლელშიც


ორმეტრიანი გველი გაწოლილიყო, სულმდაბლობად და უადგილოდ მომეჩვენა ჩემი მაშინდელი
ირონია. ახლა ვხვდებოდი, რომ ასე ხელაღებით, არაფრის უარყოფა არ შეიძლებოდა. ეს იგივე იყო,
რომ არ გერწმუნა მეფე სოლომონ ბრძენის გველის მონუსხვის არაჩვეულებრივი უნარის, არ
გერწმუნა ბიბლიის... ახლა უილაჯოდ ვცდილობდი გამეხსენებინა გველის შელოცვა იმ წიგნიდან,
ზუსტად იმ სიტყვათა წყობის მიხედვით, როგორც იქ ეწერა მაგრამ ამაოდ, მხოლოდ რამოდენიმე
ფრაზა მახსოვდა. შელოცვა ყურანის რამოდენიმე სურას შეიცავდა და ალლაჰისათვის
მფარველობის გამოთხოვით იწყებოდა. შეიხის თქმით, თუ მისი მაგიური შელოცვა გველზე არ

94
იმოქმედებდა და მაშინვე არ გააშეშებდა, ესე იგი გველი ბოროტი სული იყო და ადამიანი სწრაფად
უნდა გაცლოდა მის არემარეს.

ვფიქრობდი გველის შელოცვაზე, შემლოცველებზე, იმაზე, რომ ეგვიპტურ ტაძრებზე გველი


ორნაირად იყო გამოსახული, ერთი ზემოთ აწეული თავით, რომელიც ძალაუფლებას და სიბრძნეს
განასახიერებდა, ხოლო მეორე მცოცავი და მიწაზე გართხმული, რომელიც ბოროტების სიმბოლოდ
ითვლებოდა. ვიხსენებდი გველების შავ ქორწილს, რომლის თავზეც მე და ბედუინმა არაბული
ცხენით გადავიფრინეთ და ასე დავაღწიეთ თავი. ვიხსენებდი ალ კაბირის ზურმუხტივით მოკიაფე
თვალებს, როდესაც ცხენით ჰაერში გასაფრენად ვემზადებოდით...

გარეთ არაბები დარბოდნენ, ქვებს და ლოდებს აგროვებდნენ რომ მზის ამოსვლამდე,


მუსლიმანური წესის დაუცველად მიწისთვის მიებარებინათ მიცვალებული.
- ივარგა სუდარად ამ მოსასხამმა. მშვიდად იძინე აზიზ, ალლაჰმა მიიბარა შენი სული და
მამასავით მოგივლის სანამ არ აღსდგები სულით და ხორცით. - მომესმა ჟღრიალა ხმა.

"როგორც ჩანს არაბებმა მომზადება დაასრულეს, ახლა გამოქვაბულის ძებნას დაიწყებენ." -


ვიფიქრე და გადავწყვიტე როგორც შემეძლო მოვმზადებულიყავი. რამოდენიმე წუთში გველის
ძალიან ჩუმი შიშინი მომესმა. სმენად ვიქეცი რომ მისი მოძრაობის მიმართულება გამომეცნო.

წამში ცეცხლმა ნაპრალის ვიწრო ნიში გაანათა, გველი მოულოდნელად ყალყზე შედგა და ავად
დაისისინა. თმიდან სასწრაფოდ მოვიგლიჯე აბრეშუმის ნიკაბი და მთელი ნაჭერი მარცხენა ხელზე
იდაყვამდე დავიხვიე, ზემოდან აქლემის ტყავის ქალამანი წამოვიცვი, მარჯვენა ფეხსაცმელში
ჩაცურებული დანა მოვსინჯე, ლამპარი იქვე ქვიშაზე დავდე და სანთებელა მოვიმარჯვე. ფეხის
წვერებზე შევდექი, მოვიხარე, ორიოდე ნაბიჯით წინ წავიწიე და ცხენს მივეყრდენი.

- ჰაი შაითან ! - დაიძახა გარეთ ვიღაცის ხმამ,


- რა მოხდა!
- აქ გველების ბუდეა, ვეებერთელა კობრაა დაბუდებული, ამან დაკბინა ალბათ აზიზი !
- ცეცხლი შეუგდე და აქეთ გამოდი, საფლავის გათხრაში დაგვეხმარე. - გავიგონე რაშიდის ხმა.
- ჰაი შაითან, აი შენ აზიზის სამაგიეროდ !...

ანთებული ჩირაღდანი ნაპრალში შხულით შემოვარდა და ზედ გველის წინ დაეცა. კობრა
გაავებული აიგრაგნა, ხახა დააფჩინა და ორკაპი ენა გარეთ ისროლა. ცეცხლმა გამოქვაბულის
მარცხენა კუთხე გაანათა, გველი გამოქვაბულის ბნელი მხარისკენ სწრაფად გამოსრიალდა. ლამპარმა
წამში აიტაცა ჩემი სანთებელას ცეცხლი, მის მბჟუტავ სინათლეზე ძლივს შევნიშნე კობრა, რომელიც
შავი, გატყორცნილი ისარივით პირდაპირ ცხენისკენ მოსრიალებდა.

ხელში თოკი მომყვა, უნაგირიდან დაუფიქრებლად მოვგლიჯე და გველისკენ ვისროლე


და მოხდა ის, რასაც საერთოდ არ ველოდი, გველი ადგილზე გაიყინა, ყალყზე შედგა და აიგრაგნა,
ლამის ჩემს სიმაღლეზე აქანავდა მისი ბრტყელი და პრიალა თავი, კაპიშონი ფრთებივით მთლიანად
გაშალა, წითელი ხახა ავად დააღო, ორკაპი ენა ისროლა და შხამიანი კბილები გამოაჩინა. ცხენი
გვერდულად შემობრუნდა და გველს მიაჩერდა. კობრა თოკის გადმოლახვას ვერ ბედავდა. მისგან
მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებდა, ლამპრის მბჟუტავი სინათლე მის თვალებში აირეკლა, ორკაპი ენა
ავად აასავსავა და აშიშინდა, გაქვავებული თვალებით მომაცქერდა. კაპიშონი დაჭიმული ქონდა,
ყელზე რამოდენიმე შავი და ფერადი რკალი გამოუჩნდა... ტანში გამცრა ისეთი საშინელი,
საზარელი შესახედი იყო გაავებული ასპიტი... წამსვე გამახსენდა ჩემი თეთრი
სიზმარი, გაშავებული ხის შავი ფესვები გველად რომ იქცა და ხახადაღებული მეძგერა...

95
მარცხენა ხელი წინ ავიფარე და მარჯვენა ხელით დანას ვწვდი. თუ გველი მეცემოდა,
მსხვილად დახვეული ნიკაბი და აქლემის ტყავი, მისი შხამიანი ეშვებისგან ცოტათი მაინც
დამიცავდა. ვცდილობდი მისი ყურადღება- მე მიმექცია, ჯადარის სიკვდილი - არ უნდა დამეშვა...
მარცხენა ხელს ნელა, მონოტონურად ვამოძრავებდი მარცხნივ და მარჯვნივ... ჯადარი ჩუმად
ფრუტუნებდა, ძარღვები დაებერა, მოჭიმული მშვილდივით იდგა. ამ გარინდებაში რამოდენიმე წამი
თუ წუთი გავიდა... გველი ყურადღებით ადევნებდა თვალს ჩემი ხელის მოძრაობას, ნელ-ნელა
სხეულიც ააყოლა და მთელი სხეულით აქანავდა, ისე აცეკვდა თითქოს მის წინაშე მე კი არა, -
მაგიური ნიჭით მოსილი, გველის შემლოცველი შეიხი მუსსა იდგა.

ახლა მხოლოდ ყურადღება და სისწრაფე იყო ჩემი მხსნელი. ლამპარი იწვოდა, მასში ზეთი ჯერ
კიდევ იდგა, მბჟუტავი სინათლე ძლივს ანათებდა მომავალი ბრძოლის ადგილს. მარცხენა ხელს
ძალიან ნელა, იმ დირიჟორივით ვამოძრავებდი, ჰაერში რომ ეფერება მუსიკის ჰანგებს. გველი
მოუცილებლად ადევნებდა თვალს ჩემს ხელს, მთელი სხეულით რიტმულად ქანაობდა და შესაფერ
მომენტს ელოდა რომ შხამიანი ეშვებით მცემოდა.

მე ძალიან ნელა, ჩურჩულით დავიწყე გველის შელოცვა, გაბმით, თითქმის უწყვეტად ვამბობდი
იმ მაგიურ სიტყვებს, რომლებიც იმ წიგნიდან მახსოვდა:
„ოო, გველო! გაქვავდი! შეგილოცავ შენ, მისი სახელით, ვისი სიტყვაც აღებს ყველა დახურულ
კარებს, რომელიც არს ჩემი შემწე განსაცდელის ჟამს! ზემოთ ხარ თუ ქვემოთ, კეთილი ხარ თუ
ბოროტი, დაემორჩილე წმინდათა წმინდა მცნებას. მე - სიტყვის მეუფე ვარ! შეგილოცავ შენ ყველა
დიდებულ სახელზე უფრო დიდებული სახელით, გადარჩენის მეუფის სახელით! შეგილოცავ შენ,
დიდი შეიხის, მაგიური დიდი საძმოს ბატონის, აჰმად არ-რიფაის სახელით! შეგილოცავ შენ, მეფე
სოლომონ ბრძენის სახელით, რომელსაც აქვს ხელმწიფება და ბატონობა ყველა ქვეწარმავალზე,
მცურავსა და მცოცავზე, - მისმინე მე! მშვიდობა შენდა! არა ვიქმ ბოროტს შენზე! გაქვავდი,
დამემორჩილე მე, ოო, გველო, და მე, არ მოგაყენებ ზიანს!...“

გველი მოდუნდა, მისი აგრესია თვალდათვალ ქრებოდა. ხახა დახურა, კაპიშონიც დაკეცა,
მშვიდდებოდა. რატომღაც დავიჯერე რომ მართლა გაქვავდებოდა და გარეთ გასხლტომის საშუალება
მომეცემოდა. უბრალოდ მოთმინება მჭირდებოდა, ყურადღება და მოთმინება. გველი შელოცვას
მართლა ემორჩილებოდა. დანის ტარი მარჯვენა ხელში მოვსინჯე, თურმე ისეთი ძალით ვუჭერდი,
რომ თითები დამბუჟებოდა.

გამოქვაბულის შესასვლელთან დაგდებულმა ჩირაღდანმა უცნაურად იშხივლა, ცეცხლმა იმატა


და გველის ჩრდილი გამოქვაბულის კედელზე ასმაგად გადიდებულად მიახატა, ცხენი დაფრთხა,
უკან დაიწია და მიწაზე გაშლილი თოკი ფეხით აითრია, ეს საბედისწერო შეცდომა იყო. გველი
წამსვე გამოფხიზლდა ყალყზე შედგა, რაკი თოკი აღარ აკავებდა, გვერდზე გადაქანდა და
ხახადაღებული პირიდან სრულიად მოულოდნელად სითხე გამოაფურთხა, შხამი პირდაპირ ცხენის
ფაფარს შეესხა.

წამის მეასედში მარცხენა ხელი ცხენის წინ გავიქნიე და არც შევცდი, გველი ისარივით მეძგერა,
მაჯაში ეშვები ჩამასო და მთელი ძალით ჩამაფრინდა, წელში გავიმართე და ინსტიქტურად ხელი
მაღლა, თავს ზემოთ ავწიე, ძლივს ავითრიე გველის მძიმე სხეული...ჩემს მოძრაობაზე ცხენი
აფრუტუნდა, წინ წამოიწია, მიწა დატორა, გველის კუდი წინა ფეხებში მოიქცია და მთელი ძალით
დააწვა. გველი მოულოდნელ ხაფანგში აღმოჩდა, კუდით ცხენს ძლიერად ეჭირა, დაფჩენილი პირით
კი ჩემს მაჯას ჩაფრენოდა და შავი ლენტივით გაწელილი, - აქლემის ტყავიდან ეშვებს ვერ
ითავისუფლებდა.

რაღაც წამით, მე და უხსენებლმა ერთმანეთს თვალი გავუსწორეთ, წამსვე ვიგრძენი რომ ჩემმა

96
გონებამ გარემოზე კონტროლი დაკარგა, რაღაც უცნაურ ფსიქიურ მდგომარეობაში გადავედი,
ვგრძნობდი რომ ფიზიკურ სამყაროსთან კავშირი დავკარგე და სადღაც სხვა სამყაროს უცნობ
ჯურღმულში ვიძირებოდი, რომელიც რაღაც, დიდი, ძლიერი და გამოუცნობი ძალით იყო
გაჟღენთილი, ეს ძალა სადღაც მექაჩებოდა, მძლავრად მითრევდა ... რატომღაც ბოროტებად
აღვიქვი... თავს ძალას ვატანდი, მინდოდა დავბრუნებოდი სააქაოს, მაგრამ არ შემეძლო... გველის
თვალები, რომელიც დაუხამხამებლად, გაშტერებით პირდაპირ თვალებში ჩამცქეროდნენ, უკან
დასაბრუნებელ გზას მიხშობდნენ...სხვა სამყაროში გავიხლართე, არ ვიცოდი რამდენ ხანს დავყავი ამ
მდგომარეობაში, წუთები თუ საათები, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საუკუნეები ჩემს ქვეშ
მიცურავდნენ...

მოულოდნელმა ტკივილმა გონს მომიყვანა, მხრები მეწვოდა, ცხენის ძლავრად მოქნეული


კუდი ბეჭებზე მეორედ მომხვდა და მთლად გამომაფხიზლა... მარჯვენა ხელი მკვეთრად და
მოწყვეტით მოვიქნიე, დანამ ისხივლა და გველის მბზინავი სხეული ჩემი მაჯის ქვემოთ, - ერთი
მტკაველის სიგრძეზე გადაჭრა. გამოქვაბულის ექომ, ქერცლზე მოხვედრილი ლითონის ხმა აიტაცა
და რამოდენიმე წამს ისე ხმიანობდა, თითქოს ფოლადს ლესავდნენ.

გველის მოჭრილი თავი, გაშლილი კაპიშონით და მღვრიე თვალებით ჩემს მაჯას ისევ
ღონივრად ჩაფრენოდა. გადაჭრილი სხეულის ზედა ნაწილი მაჯაზე სამაჯურივით შემომეგრაგნა და
ისე მომიჭირა, რომ ტკივილისგან დავიკვნესე. მას ჯერ კიდევ ქონდა ძალა. გველის მეორე ნაწილი
მიწაზე დავარდა და თოკში აიხლართა. ჩემი მაჯა წითლად შეიღება...

... მას წითელი სისხლი ჰქონდა...


მისი თვალები ჯერ კიდევ ბრწყინავდა, მე მონუსხული შევცქეროდი, მის უძრავ, ჩემსკენ მოჩერებულ
გაქვებულ მზერას და თვალის მოცილება არ შემეძლო.... ვხედავდი, მისი თვალები როგორ
ქვრებოდა...ჩემი მაჯა გველის სხეულის ბორკილისგან ნელ-ნელა თავისუფლდებოდა.
ჩემს თავს ვუბრუნდებოდი, ისიც ვიგრძენი რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მე,- მე არ ვიყავი და
ვიღაც წარმართავდა ჩემს ყველა მოქმედებას, ჩემს ნებას, ვიღაც, ჩემზე უფრო გაცილებით ძლიერი,
დიდი და მცოდნე.
რაღაცნაირად მივხვდი, რატომ იყო გველი ასეთი საკრალური არსება, რატომ ეშინოდა მისი
ყველას, - მას ორი სამყარო ჰქონდა და ორივეში ერთდროულად ცხოვრობდა... ის, მეორე სამყარო,
ძალიან ღრმა, საშიში და ძლიერი, რომელშიც ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ მაინც ჩავიხედე, თურმე
არც ისე შორს იყო...

გარედან ქვების ერთმანეთზე დაცემის ყრუ ხმა შემომესმა, მიცვალებულს მარხავდნენ...

-აქლემები მზადაა. - თქვა პოლონელმა.


-ჩვენც მოვრჩით, გავემგზავროთ, მოვშორდეთ ამ დაწყევლილ ადგილს.
-რა ღამე იყო, რაც თავი მახსოვს ასეთი ცუდი ღამე არ მქონია. ასე მგონია, ამ ერთ ღამეში მთელი
ცხოვრება გავიარე.
-რა საშინელი კობრა იყო, რამხელა და რა საზარელი!
-შაითნის მოგზავნილი იქნებოდა, ასეთ ღამეში ხშირად ხდება ასეთი რამე.
-ჰო, უცნაური ღამეა, მთვარე ანათებს, მაგრამ ნახეთ ჩრდილი არაფერს არ აქვს.
-ნუ დაიზაფრებით, წავიდეთ გზას გავუდგეთ, აქ დარჩენა აღარ ღირს.

ცოტა ხანში აქლემების ფეხის ხმა მომესმა... ხმა ნელ-ნელა მშორდებოდა. როგორც ჩანს გველთან
ბრძოლას კარგა ხანი დასჭირვებოდა, რაკი მიცვლებულისთვის საფლავის გათხრა მოესწროთ, ან
იქნებ მე დავყავი "იმ სამყაროში" დიდი ხანი...

97
ლამპარი უცანურად ალიცლიცდა, ჩემი მკლავის გველიანი ჩრდილი კედლებს მიახატა, ცხენის
ჩრდილიც უცნაურად გაიწელა, ლამპარში ზეთი ილეოდა. კედლებს დავაკვირდი, ლამპრის
მოლიცლიცე ალზე, კედელზე მიხატული უცნაური ჩრდილი შევნიშნე... მოხუც, ჩალმიან
კაცს, ხელში ლოტოსის კალათა ეჭირა. ჩრდილი ხელს მიქნევდა, თითქოს მესალმებოდა.

თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე. ვიგრძენი რომ ზღვარი გადავლახე.

სასწრაფოდ მოვიგლიჯე ხელიდან ტყავის ქალამანი, რომელსაც გველის მოჭრილი - თავი


ეშვებით ჩაფრენოდა. სისხლიანი ნიკაბიც მოვისროლე. მაჯას დავხედე და მოვსირისე. დაკბენილი არ
ვიყავი, კობრის ეშვმა ტყავში და აბრეშუმში ვერ გაატანა, მაგრამ მაჯა, მთლიანად ჩალურჯებული
მქონდა და ნაღრძობივით მტკიოდა...

ცხენი მიწას ტორავდა და გველის მეორე ნახევარს ქვიშაში გამალებით ფლავდა.

გამოქვაბულში რაღაცამ გაიშრიალა და მოულოდნელად მძლავრად შემაბარბაცა... ჭერში


ავიხედე, მაგრამ ვერაფერი დავინახე, მხოლოდ უბრალო ნიავი ვიგრძენი, რომლის ჩრდილმაც
გამოქვაბულის კედელზე გაშლილი ფრთასავით გაისრიალა და გარეთ გაფრიალდა.

თავის შესაკავებლად, ხელით წავეტანე რომელიღაც გუდას, მისგან რაღაც ხრიალით გადმოცვივდა,
ვარსკვლავის ფორმის ფესვები თუ კენჭები... მათ დანახვაზე ჯადარმა ხალისიანად
დაიფრუტუნა, "დამარხულ" გველს სასწრაფოდ ზურგი აქცია და ფესვებს ხრამუნით შეექცა.

ტირილის თავი არ მქონდა, ძალა საერთოდ გამომეცალა, ჩუმი სლუკუნით მუხლებზე დავიჩოქე,
ფეხზე თოკი მომედო. ჩემი მხსნელი თოკი მადლიერებით ავიღე, მისგან ქვიშაზე წრე შევკარი
და შიგნით მუხლზე დაჩოქილმა უსიტყვოდ შევწირე მადლი ზეცას - კიდევ ერთი გადარჩენისთვის.

განცდილით და გადატანილით დაღლილი, - თვალებს ძლივს ვახელდი. თოკის წრე მიცავდა, ახლა
შეიძლებოდა გველების და მორიელების აღარ მშინებოდა. თვალი მივლულე თუ არა, ხილვაც
მაშინვე მოფრინდა...

ბედუინი ჩემს საშველად მოდიოდა... გვერდით ჩალმიანი მოხუცი კაცი მოსდევდა, რომელსაც თხის
ბეწვის სამოსი ეცვა და ხელში ლოტოსის კალათა ეჭირა.
ეს შეიხი მუსსა იყო, გველების მაგიური შემლოცველი...
გველის სუნი ნელა-ნელა იფანტებოდა. ახლა, აღარ მეჩვენებოდა რომ ამ კლდის ქვეშ ცოცხლად
ვიყავი დამარხული.
ნანატრი სიმშვიდე ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად იღვრებოდა ჩემს სულში.

"შენ გრძნეული გახდი! მომაკვდავმა გველმა თვალებით თავისი ძალა გადმოგცა!" - მითხრა შეიხმა
მუსსამ.

"მშვიდად იყავი დაისვენე ნილლნა,... " - მომესმა ბედუინის თბილი და რბილი ხმა, რომელმაც
ჰიპნოზივით იმოქმედა.

ლამპარი ჩაქრა.

გამოქვაბულში პიტნის მსუბუქი, ოდნავ შესამჩნევი არომატი დატრიალდა. თოკის წრეში


გვერდულად მივწექი, მუხლები მკერდზე მივიკარი, ზედ მკლავები მაგრად შემოვიხვიე და თვალები

98
დავხუჭე.

ბედუინი (ნაწილი XIV მოხეტიალე ქვიშა)

სანამ დიუნების დათვლას დაიწყებ


ხორკლიან სხეულზე შემოხვიე ხელი
იმაზე დაფიქრდი, რამდენ ხანს
იქროლა ქარმა,
როგორ იმუშაკა_ მოექსოვა ქვიშის
რიდე_
შენი ორივ თვალის ასახვევი.

ნათია
პაპიძე

ძილით არ ჩამძინებია. ჩემს მდგომარეობას თვლემა უფრო ერქვა. იმდენად დიდი


იყო წუთების უკან გადატანილი ემოციური ტვირთი, მოდუნების საშუალება რომ მიმეცა ჩემი
თავისთვის, - ნამდვილად გამსრესდა. თვალდახუჭული ვიწექი ბნელ გამოქვაბულში, თოკის წრეში
და იმ უცნაურ სამყაროზე ვფიქრობდი, რომელშიც გველის თვალებით შევაღწიე. რისი დანახვაც
მოვასწარი, მატერიალური თითქოს არაფერი შემინიშნავს, მთავარი აზრი რაც გამომყვა, ის იყო, რომ
იქ, - დროის განზომილება ან საერთოდ არ არსებობდა, ან პირიქით საოცრად სწრაფი იყო მისი
დინება. უზომო და უნაპირო ძლიერი მიზიდულობის მომნუსხავი სივრცის აღქმა
დამეუფლა... შეგრძნებების ხილული სამყაროს ემოციაც გამომყვა. ერთი რამ კი სრულიად ცხადი
იყო: იმ სამყაროდან, ჩვენთვის ჩვეული გარემო, სრულიად უსარგებლო, წვრილმანი და პატარა
მეჩვენა. მინდოდა ფიქრით მეპოვა ზღვარი ჩემს სამყაროსა და „იმ“ სამყაროს შორის, მაგრამ ამაოდ.

სანთებელა ხელის ცეცებით მოვძებნე ქვიშაზე და მის მბჟუტავ ალზე საათს დავხედე. დილის
ექვსი საათი ხდებოდა. წამოვდექი, მეორე ფეხზეც გავიხადე აქლემის ტყავის ქალამანი და ჩემი
განთქმული ფეხსაცმელები შიშველ ფეხებზე ამოვიცვი. ცხენს აღვირში ხელი ჩავავლე და
გამოქვაბულიდან გარეთ გამოვედით.

ციოდა.

კლდეებს შორის მოქცეული ქვიშიან ტაფობზე საფლავის სახელდახელოდ აღმართული ბორცვი


თვალში უამურად მეცა.
რაღაც აკლდა...

მდევრის ღამისთევის ადგილს გარშემო ნელ-ნელა და ფრთხილად შემოვუარე. ქვიშაზე ორი


ქილა შესქელებული რძე ეგდო, როგორც ჩანს აქლემზე აკიდებული ბარგიდან გადმოცვენილი.
„ცივილიზებულმა“ საჭმელმა ხასიათზე მომიყვანა, კარგა ხანს ვატრიალე ხელში ქილები, ისე
მინდოდა მეგემა ტკბილი და ბლანტი რძე, განსაკუთრებულ არომატს რომ ტოვებდა ყელში, დანაც
მოვიმარჯვე ქილის გასახსნელად, მაგრამ ბოლო წუთში თავი შევიკავე და გადავწყვიტე უფრო შავი
დღისთვის შემომენახა.

99
ცეცხლისგან მოშორებით თეთრი ლაქა შევნიშნე ქვიშაზე, ეს რძე იყო, ქვიშაზე მიყინული რძე.
„ალბათ რძის სუნმა მიიზიდა გველი და აზიზმა ვერ შენიშნა...“ - გამიელვა გონებაში.
გამოქვაბულში დავბრუნდი. სანთებელას შუქზე ტომრები და გუდები მოვაგროვე და გარეთ
გამოვიტანე. ჯერ მე დავლიე წყალი, მერე ჯადარს გავუშვირე გუდა, ცხენმა ფრთხილად მოსინჯა
წყლის გემო, ამოიფრუტუნა, დინჯად და ფრთხილად დალია წყალი. მეორე გუდაში გამომშრალი
ხორცი, თხის ყველი და პურის გამხმარი ნაჭრები იდო. ჩემს საუზმეს ერთი ნაჭერი გამხმარი ყველი,
ორი ნაჭერი გამომშრალი ხორცი და ერთი პატარა ნატეხი წყალში დამბალი პური შეეწირა.

- „ცეცხლი მჭირდება, როდემდე უნდა ვიყო უცეცხლოდ, პირველყოფილი ადამიანივით...“ -


გავიფიქრე და თვალით ისევ ნაცეცხლარ ადგილს მივაჩერდი. კერიაზე ნაცარმოკიდებული
ნახშირის მთელ-მთელი ნაჭრები შევნიშნე. ჩამქრალი კოცონიდან ნახშირის გამორჩევა დავიწყე.
მორიგი ღამისთევისას, სიცივე ნაკლებად შემაშინებდა. ნახშირს ნამდვილი განძივით ვაგროვებდი,
თითო ნატეხს ხელში ვიღებდი, სულს ვუბერავდი, ნაცარს ვაცლიდი და თოკის ყოფილ ტომარაში
სათითაოდ ვალაგებდი. ცოტა ხანში ნაცეცხლარზე ნაცარიღა დარჩა. ვარსკვლავა-
ფესვები ცხენისთვის უნაგირის ჩანთაში გადმოვყარე, საგზალიც ორად გავყავი.

მეორე ტომარაში თეთრი აბრშუმისგან ნაკერი მამაკაცის ორი ხელი არაბული სამოსი ელაგა, ერთი
ხელი ჩემთვის გადავდე, გადავწყვიტე, ტანსაცმელი, ოაზისთან ახლოს გამომეცვალა, ჩემი ჭუჭყიანი
და დაფლეთილი კაბით თვალში რომ არ მოვხვედროდი დამხვდურებს. კაცის სამოსი, ზედმეტ
ცნობისმოყვარეობას თავიდან ამარიდებდა. ორმეტრიანი თეთრი აბრეშუმით ბურნუსი შევიკარი და
თავზე შავი ოკალით დავიმაგრე, მისი ცალი კალთა კი სახეზე ავიფარე. მარჯვენა ფეხსაცმელის
ყელში ისევ დანა დავაბინავე, მარცხენაში - სანთებელა. წყლიანმა გუდამ, ნახშირიანმა ტომარამ,
საგზლმა, ტანსაცმელმა, აქლემის ტყავებმა, ლამპარმა და შესქელებული რძის ქილებმა უნაგირზე
დაიდეს ბინა, წყლიანი ბოთლები გამოქვაბულში დავალაგე საგზალთან და სამოსთან ერთად. იქედან
ჩემი მხსენლი თოკი გამოვიყოლე და ისიც უნაგირს მივაკიდე.

ბედუინის რუკა ამოვიღე და დავაცქერდი.


რუკის მიხედვით ჩემი მორიგი მიზანი ვარსკვლავით მონიშნული ადგილი იყო. ვარსკვლავის ქვეშ
კლაკნილი გრძელი ხაზი ვერტიკალურად იყო გაწოლილი, მის მახლობლად რუკაზე კლდის ან
სამალავის მაჩვენებელი რაიმე სხვა ნიშანი დახატული არ იყო, როგორც ჩანს ჰამადი მალე
გათავდებოდა და ქვიშიანი უდაბნო მექნებოდა გადასავლელი. ახლა უკვე ის ცხელი ჩრდილებიც
აღარ გვექნებოდა მე და ჯადარს, - რასაც კლდეები გვჩუქნიდნენ.

კლაკნილ ხაზს ვაკვირდებოდი. თითქოს მდინარეს თუ ნაკადულს გავდა, მაგრამ საჰარაში


ერთადერთი მდინარე ნილოსი იყო. ანუ, ეს ხაზი რაღაც სხვას ნიშნავდა. დავცქეროდი
ქაღალდის ნაგლეჯზე ნახშირით დახატულ რუკას და ვერაფრით ვხვდებოდი რას მიჩვენებდა
ბედუინის ნახატი. რუკა ყველა მხრიდან შევაბრუნე, რებუსივით დავცქეროდი ნიშნებს. ვარსკვლავის
თავზე მზე ეხატა სრული წრით, ესე იგი ამ ადგილას შუადღემდე უნდა მოვხვედრილიყავი ან თუ
ღამით მოვხვდებოდი, დღისთვის უნდა დამეცადა. გამოცდილებამ მაჩვენა რომ დღე-ღამის ის
მონაკვეთები, რომლებიც ბედუინმა რუკაზე დახატა მნიშვნელოვანი იყო. არწივისთავიან კლდესთან
ღამით მოვხვდი და სრულიად შემთხვევით, მაპოვნინა ცხენის უთავო ჩრდილმა გამოქვაბულში
შესაძვრომი ნაპრალი, მე ხომ სულზე შევასწარი მდევარს გამოქვაბულში.
ალ კაბირი არა მარტო ვარაუდობდა, არამედ ელოდა მდევარს. მისი სიფრთხილე, იარაღი და
ჯადარის ფეხებზე ჩაცმული ტყავები, რომლის წყალობითაც ცხენი კვალს არ ტოვებდა, - ამაზე
მიუთითებდა. ცხენს ფეხებზე შევხედე. წინა ფლოქვებზე ტყავები გამოხეოდა. რუკა გვერდზე
გადავდე და ცხენის ფეხებთან დავიჩოქე. ჯადარი მშვიდად დამემორჩილა. დახეული ტყავები
შემოვხსენი, აქლემის ტყავი ქვიშაზე გავშალე, ძველი ტყავის ნაჭრები ზედ გაშლილად დავაწყე და
ჩემი დანით ახლების გამოჭრას შევუდექი.

100
ვგრძნობდი რომ შინაგანად შევიცვალე, ისე დინჯად და აუჩქარებლად ვმოქმედებდი, თითქოს არსად
არ ვაპირებდი წასვლას. სულაც არ ვაქცევდი ყურადღებას ყინვას, რომელიც მართალია დღის
მობრძანებას უკვე გაეტეხა, მაგრამ თხელ აბრეშუმში სიცივის ხიწვები შემაწუხებლად იკბინებოდნენ.
აღარც ეს უსასრულო უდაბნო მაწუხებდა, აღარც არსად მეჩქარებოდა, აღარც რამის მეშინოდა და
აღარც ჩემიანების დარდი მიჭამდა გულს. მივხვდი რომ წყლის და საჭმლის მაგარის ნახევარიც
ქვეცნობიერად დავტოვე გამოქვაბულში, თითქოს დარწმუნებული ვიყავი რომ ალ კაბირი აქ
ნამდვილად მოვიდოდა და დასჭირდებოდა.

მე, „ახალი მე“ ვიყავი, სრულიად სხვა, რომელსაც ემოციები მთლიანად გამოცლოდა და „იყო
მხოლოდ იმიტომ, რომ იყო“... არ მომეწონა ჩემი ასეთი მდგომარეობა, მაგრამ რაკი იმ აკვიატებულმა
შიშმა მიმატოვა - ჩემი გონება სხარტად და ნათლად აზროვნებდა. ახლა ამითაც კმაყოფილი ვიყავი,
მაგრამ ვერა და ვერ ვეჩვეოდი ჩემს ახალ შინაგან მდგომარეობას, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი,
რომ სახის გამომეტყველებაც შეცვლილი მქონდა.
ჯადარი ფრუტუნებდა, ხან თავზე დამადებდა დრუნჩს, ხან მხარზე მეხებოდა, კეთილშობილი
ცხოველი მოფერებით ცდილობდა ჩემს გამხიარულებას. ახალი „ფეხსაცმელებიც“ მშვენივრად
მოერგო. კოჭებზე თასმები ზომიერად შემოვუჭირე და კარგად დავამაგრე რომ ჭენებისას ტყავი
ფლოქვებიდან არ გაძრობოდა.

სამზადისს მოვრჩი. გასამგზავრებლად მზად ვიყავი.

ისევ ავიღე რუკა და ყურადღებით დავაცქერდი. რუკის ნიშნების მიხედვით, ნახევარი მზე
მთვარესთან ერთად, - საღამოს ნიშნავდა, მხოლოდ ნახევარი მზე - დილას, მზის სრული წრე
შუადღეს. მხოლოდ მთვარე, - კი ღამეს. სამალვაზე მინიშნება არსად აღარ იყო ვეებერთელა
სოკომდე. ესე იგი მორიგი სამალავი მხოლოდ სოკოსთან უნდა მეძებნა.
- „იქნებ არსადაც არ წავიდე და აქ დაველოდო ბედუინს. ალბათ არ მიმატოვებდა, ალბათ
დამედევნებოდა... ბედუინის რუკას გავყვე ? ალბათ არ მომიწონებს აქ რომ დავრჩე, ან რუკაზე
ნაჩვენებ გზას რომ გადავუხვიო. იქნებ სულაც უკან დავბრუნდე, იქნებ სადმე გზაში გადავეყარო,
ვინ იცის როგორ უჭირს უცხენოდ, უწყლოდ, მშიერს ან რა დღეშია...იქნებ მოკლეს ან დაჭრილია და
არაბებმა ტყუილი თქვეს... ან იქნებ სულაც მდევარს ვდიო კვალზე, ისინი ხომ სწრაფად დამეწივნენ,
ვიღაცამ მოკლე გადასასვლელები იცის.... აქლემების ნაკვალევს ხომ გადაშლილი წიგნივით
წავიკითხავ, უფრო მალე მივალ ფარაფრაში... ახლა, წინ მდევარია, მე შუაში ვარ, უკან - ის...
რა ვქნა როგორ მოვიქცე?“

ფარაფრას ოაზისში ძალიან მიმეჩქარებოდა, მაგრამ უფრო მშვიდად ვიქნებოდი თუ ალ კაბირი


ჩემს გვერდით იქნებოდა. მას მერე, რაც მდევრის მონაყოლიდან გავიგე რომ სხვისი გასაჭირის
გულთან მიმტანი ლამაზი და ტანადი ახალგაზრდა, რომელიც საჰარაში ყველას უყვარდა, ყველა
იცნობდა, - მხოლოდ ძვირფასი ქვებისა და ლითონების მაძიებელი გეოლოგი იყო და არა მონებით
მოვაჭრე, - გულზე მომეშვა. ჩუმი დარდი და ნაღველი უკვალოდ გაქრა. თითქოს მომესმა
კიდეც თბილი და რბილი ხმა რომელსაც ისედაც მუსიკალური არაბული ენა, კიდევ უფრო
მიმზიდველს ხდიდა, მისი ცოცხალი და წყლიანი მწვანე თვალები პირდაპირ სულის კარებს
აღებდნენ... გამახსენდა მისი ღირსეული დაჩოქება ცალ მუხლზე,- დახრილი თავით და მკერდზე
მიბჯენილი ნიკაპით, შემთხვევით რომ არ შეესწრო თვალი უხერხულად ამხტარი კაბისთვის,
შიშველი კოჭისთვის, წვივისთვის, როცა მისი მუხლის გავლით, - ცხენზე ვჯდებოდი. როგორი
მოკრძალებით მისწორებდა თავზე ჩადრს, როგორ მაჭმევდა თავისი ხელით... ახლა მისი ნაკლებად
მეშინოდა, მაგრამ მაინც, რაღაც მეწეოდა გულზე. რა იყო ეს „რაღაც“ ვერა და ვერ ვერკვეოდი. ყველა
სიზმარი გამახსენდა რაც გაქცევის შემდეგ ვნახე, არცერთი ხილვას მის გარეშე არ ჩაუვლია.

101
სევდა შემომაწვა, დამღლელი, ყოვლისმშთანთქავი, სულისშემხუთავი...

„რა ჯანდაბა მჭირს!“... - გავიფიქრე გულმოსულმა და ფეხზე ავდექი... ფიქრისგან გაქცევა მინდოდა.

რუკა ხელში ავიღე, შევეცადე მანძილი გამომეთვალა, რამდენი კილომეტრი უნდა ყოფილიყო
ჩემგან ამ ვარსკვლავამდე.
არაქნიდების გამოქვაბულიდან სათვალთვალო ბექობამდე, სადაც ოქროს კენჭები ვიპოვე, -
არანაკლებ შვიდასი კილომეტრი მაინც იქნებოდა. ჩვეულებრივ, არაბული ბედაური ჭენებით
სამოცდაათ კილომეტრს ფარავდა საათში, მაგრამ ჯადარი ხომ გაცილებით სწრაფი იყო. ეფემერების
მდელოზე შესვენების და იმ დროის გამოკლებით, რაც ვერტმფრენს ვდიე, ცხენზე რვა საათი მაინც
მქონდა გატარებული, ყოველ საათში ათი - თხუთმეტ წუთიანი შესვენებებით. ალ კაბირს,
ამ რუკის დახატვისას, მასშტაბზე ფიქრისთვის ალბათ არც ეცალა, რუკა მხოლოდ ორიენტირებს
უჩვენებდა, მანძილის გამოთვლაში არ გამომადგებოდა. არანაკლებ იმდენივე მანძილის
გასავლელად მაინც უნდა ვყოფილიყავი მზად, რაც აქამდე მარტომ ვიარე. ყველაზე ცუდი ჩემთვის
ერთ ადგილას გაჩერება იყო, უკან დაბრუნება და ბედუინის მოძებნა ყველაზე მეტად მინდოდა,
მაგრამ მეშინოდა რომ ამას ორი დღე მაინც დასჭირდებოდა, თანაც ვიპოვიდი თუ არა ღმერთმა
იცოდა, იქნებ უფრო მოკლე სხვა გზით მიდიოდა ფარაფრასკენ და გზაში ავცდენოდი. წყლის მარაგს
უკანა გზაზე დავხარჯავდი. ეს სიკვდილით გათავდებოდა. მაისი იწურებოდა. ივნისში კი სამუმი
მთელ უდაბნოს გადაუვლიდა და თუ ოაზისამდე არ მივასწრებდი, სადმე ცოცხლად ჩამმარხავდა.

დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, გზა გამეგრძელებინა და რუკას გავყოლოდი.

ქვიშიან უდაბნოში სიარული გაცილებით ძნელი იქნებოდა ვიდრე საჰარას კლდოვან


ნაწილში. ჰამადში ნიადაგი შედარებით მყარი იყო, ალაგ-ალაგ ცხელ ჩრდილებს
ვეფარებოდით კლდეების ძირში, ბევრს არაფერს გვშველოდა, მაგრამ პირდაპირი მზე მაინც არ
გვაცხუნებდა. ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. ქვიშის მტვერი მცირე ნიავზეც კი თვალებს და ყველა
ნაოჭს თუ ნაკეცს ამოგვივსებდა, ოფლიან კანს დაგვიკაწრავდა. მგზავრობის დრო ისევ ადრიანი
დილა და გვიანი საღამო უნდა ყოფილიყო, მაგრამ შუადღის თაკარა მზისთვის სად უნდა
შეგვეფარებინა თავი - ეს იყო მთავარი. რაღაც ჩარდახის მსგავსი დაგვჭირდებოდა მეც და ჯადარსაც
შუადღის მხურვალე მზისგან თავის დასაცავად. ჩემი ნიკაბი გამახსენდა, მეტრნახევარი სიგანის და
ორ მეტრის სიგრძის აბრეშუმი ადვილად შესალევი ნამდვილად არ იყო, ფასდაუდებელი
თავშესაფარი იქნებოდა მისი ჩარდახი ჩემთვის და ცხენისთვის თაკარა სიცხეში, რომელიც დილის
თერთეტ საათზე უკვე ორმოცდაათ გრადუსს აღწევდა.

მეზარებოდა გველის მოჭრილი თავის დანახვა, მაგრამ ისევ გამოქვაბულში შევბრუნდი. ნიკაბი
მალევე შევნიშნე, გველის თავი ეშვებით ტყავის ქალამანს ჩაფრენოდა, გვერდზე გადაწოლილიყო და
ჩამქრალი თვალებით ირონიით მიცქერდა. რატომღაც მისი დანახვა დღის სინათლეზე მომინდა.
ნიკაბს და ქალამანს ხელი წავავლე და გარეთ გამოვიტანე.

გველის თავი ქვიშაზე დავდე და დავაცქერდი.

არაფერია იმ გრძნობაზე უცნაური, რაც დამარცხებული მტრის ცქერა იწვევს.


ერთი რომელიმე კონკრეტული გრძნობის სახელს ჩემს განწყობას ვერ ვარქმევდი. ეს იყო
განსაცდელისგან დატოვებული გამოცდილების, ხელდახელ შეძენილი ცოდნის, დაუნდობლობის,
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე სიარულის, ბრძოლის უცნაური ჟინის და შეუპოვრობის ნაზავი,
რასაც თან ერთვოდა იმ ზეადამიანური ძალის მოვლინება-გაქრობით გამოწვეული რეალურობის და
მოულოდნელობის აღქმა. ვფიქრობდი იმაზე, რომ გულწრფელი ლოცვა, ქვესკნელიდანაც
შეისმინებოდა.

102
სიხარულს კი ყოველივე ამაში ყველაზე მცირე და თანაც ბოლო ადგილი ეჭირა.

თავად არ ვიცოდი რატომ ან რისთვის მოვიმოქმედე ის, რაც გავაკეთე.


ასპიტის ხახადაღებული და გაქვავებული პირიდან ქალამანი წვეტიანი ქვით ამოვიღე, ხოლო თავად
გველის თავი, ახლადშესვენებულის სამარის ახორხლილ ლოდებს ზემოდან დავადე.
ახლა საფლავს აღარფერი აკლდა.
„განუსვენე უფალო და ... აპატიე“- მშვიდად გავიფიქრე და მოვტრიალდი. რა იცოდა ამ ქვების ქვეშ
მწოლარე ჩემმა მდევარმა, მუსლიმანმა არაბმა, რომ მისი დევნილის, ქრისტიანის და თანაც ქალის
ხელით იქნებოდა შურნაძიები შუა საჰარაში.

გამოქვაბულის შესასვლელზე გადმოფარებული ნაპრალის შიდა მხარეს, კედელზე ბრტყელი


ხელისგულისხელა ადგილი შევარჩიე და ნახშირის პატარა ნატეხით სამი სიტყვა არაბულად
მივაწერე:
„გავიარე. მილოში. გელოდები.“
ამ ბოლო სიტყვას ეჭვით მივაჩერდი. რაღაც იმაზე მეტის მინიშნებას გავდა ვიდრე მინდოდა და არ
მომეწონა, მაგრამ აღარ წამიშლია. ფილას ბოლოში ჩემი სახელი ლათინურად მივაწერე და კარგად
ამოწვერილ მზეს გავხედე.

„ღმერთო, დაიფარე.“ -ჩურჩულით შევესიტყვე აღმოსავლეთს.

როგორც კი ჰამადს უკან მოვიტოვებდით, ამ სამყაროში მხოლოდ ოთხნი ვიქნებოდით: მე, ცხენი,
ქვიშა და მზე. გარემოს თვალი მოვავლე. არწივისთავიან კლდეს რომლის დანახვაზეც სიხარულით
ვცეკვავდი და მერე კინაღამ საფლავად მექცა, თვალი გავუსწორე და მშვიდად ვუთხარი:

- „შენ მე ვერ მომერიე. მე შენ გაგექეცი !“

საჰარაში ჩემი დაკარგვიდან ოცდამეათე დღეს, მე, ჯერ კიდევ ცოცხალი, ჯანმრთელი და საღ
გონებაზე მყოფი ვიყავი და ამ უკიდეგანო უწყლო უდაბნომ, თავისი უკაცრიელობით, აუტანელი
სიცხით და გამყინავი სიცივით, უსიცოცხლობით და მირაჟებით, - ჭკუაზე ვერ შემშალა, ვერ
გამტეხა და ვერ დამაჩოქა - ნამდვილი სასწაული იყო.
მე ჩემი მიწიერ-ზეციური სამება მყავდა: სამხრეთის დაუღალავი და თბილი ქარი,
რომელიც ლეგენდის მიხედვით ღმერთმა არაბულ ბედაურად აქცია, ხოლო იღბალმა - ჩემს
ერთგულ და საიმედო თანამგზავრად; იმედი, რომელიც ჯერ-ჯერობით ისევ ჩემთან ერთად
იბრძოდა და ის, ვინც გასულ ღამეს ჩემი მუდარა შეისმინა.

ახლა, რაკი წინ უსასრულო ქვიშის სივრცე და ცხელი ბარხანები მელოდა, მთავარი გამძლეობა,
მოთმინება და გონიერება იყო. ჩემი ავლადიდება სულ სამიოდე პატარა აბგაში მელაგა, მათგან
ყველაზე მთავარი , - წყალი, უნაგირის წინა მხარეს გადმოვიტანე. ქალამნები ისევ ჩავტენე აბგაში,
აქლემის ტყავებიც უნაგირს დავაკარი, მსუბუქი მოძრაობით ცხენს ზურგზე მოვექეცი და ამომავალ
მზეს ზურგი ვაქციეთ.
ცხენი დაიძრა, ჩვეულად სიმძიმე მოსინჯა, აცეკვდა, ლაგამი მოხრა და აქლემების ნაკვალევს
შორიახლო მსუბუქი ნავარდით გაჰყვა. მე მშვიდად ვიჯექი ცხენზე, ვგრძნობდი რომ მზად ვიყავი
ძალიან ხანგრძლივი და მომქანცველი მგზავრობისათვის, მაგრამ არ ვიცოდი რა მელოდა იმ
ვარსკვლავთან რაც ბედუინის რუკაზე ეხატა და ჩემთვის გამოუცნობ ამოცანად რჩებოდა.
...
საათზე მეტი იყო რაც ცხენი დასავლეთისკენ მიქროდა, დილის მზე ძალას იკრებდა, აბრეშუმის
ბურნუსი კარგად მიცავდა, არც ზურგი მეწვოდა არც მხრები. ცოტა ხანში უნდა
შევჩერებულიყავი, ცხენი უნდა შემესვენებინა, ოფლისგან და გადაღლილობისგან დამეცვა. ასე

103
წყალიც ნაკლები დასჭირდებოდა და ფილტვებიც არ დაეღლებოდა. წინ შუადღის სასტიკი სიცხე
გვქონდა გადასატანი. ჯერ კიდევ ჰამადიში ვიყავით, მაგრამ ქვიშა უკვე უფრო მეტად მოსდებოდა
ჰორიზონტს ვიდრე ქვა და კლდეები. ერთი დღის სავალზე ალბათ უკვე ქვიშის მთებში
გავაგრძელებდით გზას. გზადაგზა აქლემების ნაკვალევს ვაკვირდებოდი, ჯერჯერობით ჩვენი გზა
ერთმანეთს მისდევდა. ერთი საშუალო სიმაღლის კლდე ამოვარჩიე და მის ძირას შევისვენე.
მაწუხებდა რომ ცხენისთვის საკმარისი საკვები არ მქონდა, ვარსკვლავა ფესვებს თუ გამოვიზოგავდი,
- სამი-ოთხი დღე ეყოფოდა იმისთვის რომ არ დაცემულიყო, მაგრამ იმისთვის რომ ენერგია
მოეკრიბა და ქვიშიანი უდაბნო გადაგვეარა - სამყოფი არ იყო.

კლდეები მოვათვალიერე და მოლურჯო ფერის ხავსივით "რაღაც" შევნიშნე მის ჩრდილოეთ


კალთებზე, „ხავსი“ ძალიან მწირად იყო აქა იქა მოდებული. საკვების მარაგისთვის ყველაფერი
გამოდგებოდა. ჩემი ნიკაბი ცხენს გადავაფარე, აბრეშუმის ნაჭერმა მთლიანად დაფარა ცხენის შავი
სხეული, მხოლოდ თავი, ფეხები და ძუის ბოლო უჩანდა. გამეხარდა ცხენი მზის სხივებისგან კარგად
რომ იყო დაცული. მოვეფერე, თავზე ლოყით მივეხუტე და ჩურჩულით ვუთხარი:
- „დამელოდე, შენი სადილი უნდა მოვაგროვო, არსად წახვიდე მეგობარო...“ - მან თავი დაიქნია,
თითქოს გაიგო რაც ვუთხარი, დასავლეთს ზურგი შეაქცია და აღმოსავლეთს მომლოდინედ
მიაჩერდა. გული ამეწვა, ცხენმა ზუსტად იცოდა საით მხარეს იყო მისი პატრონი. ის ბედუინს
ელოდა.

კაბის კალთა წელთან გამოვიკვანძე და უცნაურად ლურჯი "ხავსის " შეგროვებას შევუდექი.
მცენარეს ჯავშანი ქონდა. ძლივს ვაგლეჯდი ბასრი დანით კლდეს, უცნაური მოხაზულობის
ჯავშანიან მცენარეს ვარსკვლავის ფორმა ქონდა და წიბოებზე „ნაკერი“ გასდევდა, დანით გავსერე
ნაკერები, თეთრი გული გამოჩნდა წვნიანი და სასიამოვნო სუნის მქონე. ეს ის მცენარე იყო, რასაც
ასე გემრიელად მიირთმევდა ცხენი და რომლის მარაგიც გამოქვაბულიდან წამოვიღე. გახარებული
აღარ ვეპუებოდი კლდის წვეტიან შვერილებს. ჯადარის საკვები უფრო მნიშვნელოვანი იყო.
„ხავსს“ ვჭრიდი და პირდაპირ ქვიშაზე ვისროდი. მისაწვდენზე მთლიანად მოვასუფთავე კლდე.
გადავწყვიტე უფრო ყურადღებით ვყოფილიყავი, არცერთი მცენარე ან რაიმე საჭმელად
ვარგისი, ჩემი უვიცობით არ უნდა გამომრჩენოდა. ათიოდე ვარსკვლავი გავასუფთავე და ცხენს
მივეცი, წვნიანი და სქელი ვარსკვლავები ჯადარმა გულიანად შეახრამუნა. ახლა წყალი გავუწოდე,
მან მხოლოდ ორი პეშვი წყალი დალია. მეუცნაურა, ერთსაათიანი ჭენების შემდეგ ხუთი
პეშვი მაინც ჭირდებოდა წყურვილის მსუბუქად მოსაკლავად. ესე იგი მცენარე ნოყიერი წვენის
შემცველი იყო, რომელიც წყლის დაზოგვის საშუალებას იძლეოდა. აი რატომ ქონდა მომარაგებული
ბედუინს ეს „ვარსკვლავები“. მცენარეს გემო მეც გავუსინჯე, მას წვნიანი და თეთრი რბილობი
ქონდა, ოდნავ მომჟავო არომატი დაჰკრავდა. გასაჭირში გამომადგებოდა. თუმცა ამაზე მეტი
გასაჭირი რაღა უნდა დამდგომოდა.
გული დამწყდა რომ ჩემი უვიცობით, ვინ იცის რამდენი „მარაგი“ მოვიტოვე უკან ისე, რომ არც
შემიმჩნევია. მე ხომ არ ვიცოდი რა მანძილი მედო წინ რომ ზუსტად გამომეზოგა და
გამენაწილებინა წყლის და საკვების მარაგი.
წასვლის დრო იყო. კმაყოფილი ცხენი ხალისიანად ფრუტუნებდა.

აღმოსავლეთისკენ მობრუნებულს თვალი ულამაზესმა მირაჟმა თვალი მომჭრა.


მოლივლივე ცისფერი ზღვა ჩემგან ორიოდე კილომტერზე გადაწოლილიყო, პატარა თეთრი გემები
წყვილად დაცურავდნენ, წყალზე თეთრად მოფარფატე თოლიებიც გუნდად ფრიალებდნენ. ზღვის
ნაპირს თეთრი მარმარილოს ბულვარი მიუყვებოდა, ორივე მხარეს მაგნოლიის აყვავებული ხეები
ჩარიგებულიყვნენ. სადღაც თითქოს უკვე მენახა ეს ყველაფერი, მაგრამ სად, - ვერ
ვიხსენებდი. ულამაზეს სანაპიროს და მშვენიერ მწვანე ბაღნარს ვხედავდი. ვიღაც ბიჭი მხარულით
მიცურავდა ზღვაში და მკლავის ყოველ მოქნევაზე მშორდებოდა. ზღვის ნაპირზე ქალი იდგა,
ლაჟვარდისფერი კაბა ეცვა, ხელში თეთრი თავსახვევი და მაგნოლიის დიდი ყვავილი ეჭირა

104
და ხელს მიქნევდა.

მირაჟი, კუდიანის გამოგზავნილი ნამდვილი ჯადო იყო. ბიძაჩემის ნაამბობით, საჰარაში


უმრავი ქარავანი იყო დაკარგული უგზოუკვლოდ, მირაჟმა აცდუნა, მას გაეკიდნენ და მხარი ექცათო,
სანამ სამშვიდობოს გამოაღწევდნენ წყალი გაუთავდათ და დაიღუპნენო... ხომ ვიცოდი რაც იყო,
გამოცდილებაც მქონდა მირაჟის აღქმის, აღარ ვტყუვდებოდი და მაინც, ისე ძალიან იმოქმედა
დანახულმა, ლურჯად მოლივლივე ზღვის, თოლიების, მაგნოლიების და ადამიანების
დანახვაზე ისტერიის ტალღა მომაწყდა და კინაღამ მომგუდა, ზედ ყელთან ძლივს შევაკავე და
ცხენზე შევჯექი, უსიტყვოდ შევაქციე ზურგი აღმოსავლეთს და ცხენს შევუძახე.

ცხენი უხალისოდ მიბრუნდა, დიუნაზე გაწოლილ საკუთარ ჩრდილს გახედა და დაიძრა.


წინ ჩრდილი მიქროდა, უკან ცხენი მისდევდა. ჯადარი გაბრაზდა და სისწრაფეს უმატა, ჩრდილიც
გაფრინდა, ცხენმა უკმაყოფილოდ ამოიფრთქვინა და ფრთები შეისხა...
ცხენი საკუთარ ჩრდილს დაუღალავად ეჯიბრებოდა.
ქვიშა აღმოსავლური, შემპარავი მოწიწებით ეშლებოდა ფეხქვეშ არაბულ ბედაურს და ახალ ახალ
ფარდაგებს უფენდა. ქვიშის მტვერმა იმატა. ჯადარის ფეხით აშლილი მტვრის ღრუბლები კვალზე
მოგვდევდნენ. ნელნელა მზემ აიწია, ჩრდილი ჯერ დამოკლდა, მერე სულაც ცხენის კისრის სიგრძეს
გაუტოლდა.
მივქროდით და თვალში მეჩხირებოდა მომძლავრებული დიუნები. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ
რაღაც მშობლიურს ვტოვებდი უკან კლდოვანი მთების სახით.

დილის ათ საათზე ორ პატარა კლდეს შორის შევჩერდით, კარიბჭის საყრდენებივით


ერთმანეთის პირისპირ ისე იდგნენ, თითქოს ქვიშის უდაბნოს ჭიშკარს დარაჯად
დასდგომოდნენ. ოქროსფერი ქვიშა თვალისმომჭრელად ელავდა. ნიავის კვალი ქვიშის მთების
კალთებზე უთვალავ პაწაწინა შლილ ტალღებად მიფენილიყო. თვალისმომჭრელი სანახაობა
იწყებოდა. ჩემს წინ ოქროს ოკეანის სანაპირო გადაშლილიყო და ატალღულ სიღრმეში გულღიად
მეპატიჟებოდა. დაკვირვებით გავცქეროდი ქვიშის სამყაროს, ახალ და არცთუ
ადვილ განსაცდელს. ულამაზესი, უნატიფესი ტალღებითა და ფერებით, უდაბნოს ყვითელი და
უდაბნოს კაშკაშა ყავისფერი - თვალს იტაცებდა, დიუნას წახნაგები ისე იდეალურად იყო მოხაზული
რომ უდიდეს მხატვარსაც კი აღტაცებაში მოიყვანდა. აქა იქ ამოჩრილი კლდეები კუნძულებივით
მოჩანდნენ. ცა, ისეთი წყნარი და ლურჯი იყო, რომ ნამდვილს სულ არ ჰგავდა.

გამახსენდა როგორ ვთამაშობდი ბავშვობაში ზღვის პირას. ყირამალა დგომას ვცდილობდი, ცა -


ზღვა რომ გამხდარიყო და ზღვა კი ცა...როცა ჩვენი სახლის ეზოში ხანდახან ქვიშის მთა გაჩნდებოდა
ხოლმე, მე და ჩემი ძმა ქვიშაში საათობით ვიჯექით. ათასგვარი გვირაბი გაგვყავდა, პატარა ციხე-
გოდოლებს ვაშენებდით, წყლით ვასველებდით რომ მთელი დღით გაეძლო. სახლში
ამოგანგლულები ვბრუნდებოდით. დედა გვიწყრებოდა, მაგრამ მეორე დღეს მაინც
გაწკრიალებულებს გვიშვებდა სათამაშოდ. ჩვენც მაშინვე ქვიშას მივადგებოდით, პატარა ნიჩბებით
ლამის მთელ მთას ვუნაცვლებდით ადგილს. გახარებულები საოცნებო კოშკებს ვაგებდით, ქალაქებს
და სახელმწიფოებს ვაშენებდით და მათ შორის ქვიშის ოქროს გზები გაგვყავდა. ეს ჩვენი ქალაქები
და ჩვენი ციხე-სიმაგრეები იყო.
ახლა ყველაფერი ახდენილიყო. ზღვა მართლა ცად ქცეულიყო, ქვიშა კი ოქროს გზებად, მაგრამ იმ
განსხვავებით, რომ ახლა მე, თავად ვიყავი ცოცხალი სათამაშო, - ჩემი ყოფილი სათამაშოსთვის.

ათიოდე "ვარსკვლავი" სიამოვნებით მიირთვა ცხენმა, მეც დავადგი კბილი ჩემს მშრალ საუზმეს
და ერთი "ვარსკვლავიც" გავღეჭე. მესიამოვნა მისი მომჟავო გემო. ერთ საათში მზე
ზენიტში მოექცეოდა. შუადღის გასაძლებად მომზადება იყო საჭირო. ჩემი ნიკაბი იმ მომცრო
კლდეებს შორის გავჭიმე, კარიბჭის საყრდენებს რომ გავდა, ქვის ნატეხებით დავამაგრე კლდეების

105
თავზე, კარგი ჩარდახი გამომივიდა და ჩვენც სასწრაფოდ შევეფარეთ, მზის სხივებს ქვიშისფერი
აბრეშუმი კარგად ირეკლავდა. ცხელი შუადღე მხურვალებით გვიახლოვდებოდა. სასტიკად დაცხა.
მაისი ბოლო ათეულს ითვლიდა და ზაფხული თავის ძალას სწრაფად იკრებდა.
სუნთქვა ჭირდა, მცირე მოძრაობაც კი ოფლის მდინარედ იღვრებოდა ჩემს სხეულზე. სველი
კაბა ტანზე მომესალტა, აქლემის ტყავი ქვიშაზე ზედ ცხენის კისრის ქვეშ გავშალე და მივწექი. ცხენმა
ამოიფრუტუნა, თავი რამოდენიმეჯერ გააქნია, მშვიდად დამაცქერდა, ფაფარი შეიბერტყა და
გაირინდა. საღამოს ხუთ საათამდე როგორმე უნდა გაგვეძლო. ბურნუსი ძალიან მშველოდა,
უმისოდ ალბათ თავი გამისკდებოდა სიცხისაგან.

ყველაზე საშიში ღია უდაბნოში მზის დარტყმა იყო, რამოდენიმე წამში ისე ვითარდებოდა, ვერც
კი იგრძნობდი. მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ იწყებოდა თვალის აჭრელება, გულისრევა, მაღალი
სიცხე და იმის შეგრძნება რომ ტვინის მაგივრად მდუღარე სიბლანტე გქონდა თავში რომელიც
სიმხურვალით თავის ქალას ადნობდა. სხეულის დამწვრობასაც საშინელი ტკივილი ახლდა,
ყვითელსითხე ჩამდგარი და ფუფხებით დაფარული სხეულით, - ნაბიჯის გადადგმაც კი
შეუძლებელი იქნებოდა.

ჩრდილები გაქრა, მზე ზენიტზე დადგა.


სუნთქვა შეუძლებელი გახდა, ცხელი ჰაერი ბრონქებს და ფილტვებს მიწვავდა, ზურგი შიგნიდან
მეწვოდა. ცხენს დავაკვირდი, ჯადარი „მოკლედ“ სუნთქავდა, მეც მივბაძე. ფილტვების წვა მართლაც
შემიჩერდა. აუტანლად მწყუროდა, პირი გამომიშრა, ტუჩები დამისკდა. ენა სასაზე მიმეკრა და ვეღარ
ვამოძრავებდი.
ქვიშას ცხელი ოხშივარი ასდიოდა. ბურნუსი წყლით დავასველე. არ მიფიქრია რომ წყალი
ამისთვისაც დამჭირდებოდა. დასველებული ნაჭერი თავზე მოვიხვიე და ცხენსაც მოვახვიე,
როგორმე მზის დარტყმას რომ გადავრჩენოდით. ამისთვის წყლის დახარჯვა ნამდვილი სიგიჟე იყო.
მცირე მოძრაობამ ოფლად დამღვარა. სითხის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასი იყო. არანაირი
მოძრაობა, მხოლოდ გაუნძრევლად წოლა იყო გამოსავალი. გადავწყვიტე სხვა რამეზე მეფიქრა, ერთი
„ვარსკვლავი“ კიდევ გავღეჭე. ვფიქრობდი როგორ მომეპოვებინა წყალი, რომ დარჩენილ მარაგს
გავფრთხილებოდი.

დილის შვიდიდან ათ საათამდე არანაკლებ სამასი კილომეტრით მაინც გამოვცდით არწივის


თავიან კლდეს. ხანგრძლივი შესვენება ნამდვილად დავიმსახურეთ. მაგრამ...წყალი დიდი
გამოზოგვით, ალბათ სამიოდე დღე თუ გვეყოფოდა.

„კონდენსატი!“ - გამიელვა გონებაში. თუ გამიმართლებდა, ნახევარ პეშვ წყალს მაინც


მოვაგროვებდი ერთი ორმოდან. ეს ნამდვილი საჩუქარი იქნებოდა. აქლემის ტყავები, ვარსკვლავა
მცენარე და ნაფცქვენი ჯავშნებიც გამოდგებოდა.
მზე დამაბრავებლად აკაშკაშდა. ცხენი უძრავად იდგა, ისიც არიდებდა თავს ზედმეტ მოძრაობას.
სიცხემ ისე გამთანგა, თითქოს საჰარაში პირველ დღეს ვატარებდი. მზე იხრებოდა, ცხელმა ჩრდილმა
დაბადება დაიწყო და ნელნელა დაგრძელდა. სიცხე ყურთასმენის წამღებად ხმაურობდა. სადღაც
ლოდების ჭახანი ისმოდა, ეს თაკარა სიცხე ხეთქავდა უდაბნოს კლდეებს.

რამოდენიმე საათს გარინდული ვიწექი და კონდენსანტის მოპოვებაზე ვფიქრობდი. ამისათვის


არანაკლებ ნახევარმეტრიანი სიღრმის ორმო უნდა ამომეთხარა, შიგნით აქლემის ტყავი ჩამეფინა
ზედ მცენარის ჯავშნიანი ქერქი დამელაგებინა მერე ბრტყელი ქვები ჩამელაგებინა, ზემოდან ისევ
ქერქები, ბოლოს აქლემის ტყავი უნდა გადამეფარებინა, ღამის ყინვის და დილის სიცხის
ტემპერატურის სხვაობა ყოველ დილას წყლის წვეთებს დააგროვებდა ქვებზე, ტყავიც
დანოტივდებოდა და შუადღეზე თავზე მოსახვევად გამოდგებოდა, ეს მზის დარტმისგან გადარჩენა
და სიცოცხლის შენარჩუნება იყო. შეიძლება მორიგი ორიენტირი მალე დამენახა, მაგრამ

106
თუ მგზავრობა გამიგრძელდებოდა, მზის დარტყმისგან მარტო აბრშუმის ჩარდახი ნამდვილად ვერ
დაგვიცავდა.
კონდენსატის მოსაგროვებლად ბრტყელი ან ჩაღრმავებული ქვები დამჭირდებოდა. ჩემს
წყლიან გუდას ღამით ორმოში თუ შევინახავდი, ყინვა დილის ათ საათამდე ცივი სასმელი წყლით
მომამარაგებდა.
როგორც იქნა მზემ გადახრა დაიწყო, დღის ოთხი საათი ხდებოდა. ჯერ ძალიან ცხელოდა, მაგრამ
სუნთქვა შესაძლებელი გახდა. კიდევ ერთი მტანჯველი საათი გავიდა, მე ისევ გაუნძრევლად ვიჯექი
ცხენის კისერის ქვეშ. ორიოდე საათიც და საღამოს ექვს საათზე უკვე ძილიც შესაძლებელი იქნებოდა.
საღამოს რვა საათისთვის კი ისევ უნდა გამეგრძელებინა გზა. გარშემო ვათვალიერებდი ყველაფერს,
რაც ჩანაფიქრში გამომადგებოდა, მხოლოდ დანით, ორმოს ამოღებას დიდი დრო დასჭირდებოდა,
სანამ ჯერ კიდევ ვხედავდი კლდეებს, მისი ნატეხები უნდა მომეგროვებინა.
როგორ იქნა მტანჯველი სიცხის და გაუნძრევლად ჯდომის შემდეგ, მზე კარგად გადაიხარა და
ცხენის კისრისქვეშ არაქათგამოცლილს მკვდარივით და უსიზმროდ დამეძინა.

დაბარებულივით, ზუსტად საღამოს რვა საათზე გამეღვიძა. არც კი მჯეროდა რომ ასე გრილოდა იმ
თაკარა სიცხის შემდეგ. ჩარდახი ავკეცე. მახლობელი კლდეები შემოვიარე ქვების ასარჩევად.
ქვები ერთი მხრიდან ბრტყელი უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე მხარეს მცირე ჩაღრმავებები უნდა
ჰქონდა. დიდი სიმძიმის ტარება არ მაწყობდა, ამიტომ სულ ექვსოდე ქვის არჩევანზე შევჩერდი.

ჯადარმა, მიუხედავად დიდი მცდელობისა და ათასგვარი ხრიკისა, მაინც ვერ გამომტყუა ათ


ცალზე მეტი „ვარსკვლავი“. ხელებში ცხვირს მჩრიდა, თავს მხარზე მადებდა, ძაღლივით დგებოდა
უკანა ფეხებზე, ანცობდა და ხაოიანი ენით ილოკებოდა, მაგრამ მე გავჯიუტდი. ცხენმა წინა ფეხებზე
ჩაიჩოქა და თავი რამოდენიმეჯერ დაიქნია, საჭმელს ითხოვდა. ისეთი გულიანი სიცილი ამივარდა
რომ მუხლებზე ძალაუნებურად ჩავიკეცე. ცხენი ეშმაკურად მიცქერდა და დაჩოქილი მთხოვდა
გემრიელ სასუსნავს. ჩემი კისკისი კლდეებს გასცდა და სადღაც ქვიშაში ჩაიკარგა. მაგრამ
ჯადარმა, ახლა საწყალი გამომეტყველება მიიღო და ისე აგრძელებდა „მათხოვრობას“, თანაც, ფეხზე
წამოდგომას სულაც არ ფიქრობდა. ისე შემეცოდა, რომ გული მომილბა და კიდევ ათიოდე
ვარსკვლავი გავუშვირე ხელისგულით. ჯადარმა გამარჯვებულის გამომეტყველებით და ჩემსკენ
მომართული აშკარა ნიშნისმოგებით, ღირსეულად მიირთვა მაიმუნობით დამსახურებული ვახშამი
და ცოტა ხანში ორივე ოქროს ქვიშაზე მივქროდით, რომელსაც ჩამავალი მზე ნელ-ნელა წითელ ფერს
ადებდა.

უდაბნო წითელ ოქროს დაემსგავსა. ქვიშის მცირე და დიდი დიუნები ერთმანეთს


ენაცვლებოდნენ, ნამგალა წიბოები დახვეწილი ხაზებით გადადიოდნენ ერთმანეთში, გარემო
სილამაზით ბრწყინავდა. თვალი ათასგვარ გარდამავალ წითელს იჭერდა, რომელსაც ქვიშის
ოქროსფერი ერთვოდა. მზე ოქროცურვილ წითელ ოკეანეში ჩადიოდა. მნათობი სიამაყით
დასცქეროდა მისი სხივებით შეღებილ, ულამაზეს ფერებში ჩაძირულ, მოლივლივე საჰარას და
საკუთარი შემოქმედებით ტკბებოდა. წარმოვიდგინე როგორ ეჩხირებოდა თვალებში მზეს ჩვენი შავი
მოძრავი ლაქა, რომელიც შეუპოვრად, კვალდაკვალ მისდევდა მოსასვენებლად წაბრძანებულ ციურ
გვირგვინოსანს. მზე ზუსტად ისე ჩადიოდა როგორც შავ ზღვაში. ჯერ წითელი
ბილიკი ხალიჩასავით დააფინა ქვიშის ტალღებს, მერე ბილიკი ნელნელა დაავიწროვა, ბოლოს სულ
აკრიფა და ქვიშის ოკეანეში ჩაიძირა.

დაღამდა. მთვარის ამოსვლამდე დასვენება ვარჩიეთ.

მალე მთვარე ამოვიდა და გრილი სიმშვიდით გადმოხედა იქაურობას. ქვიშის ოქროს, ახლა თეთრი
ფერები ედებოდა და მზით გადახურებულ უდაბნოს გავარვარებულ შუბლს უგრილებდა.

107
ღამის თორმეტის ნახევარზე უკვე თითქმის ერგში ვიყავით. მხოლოდ ორიოდე კლდე იყო
ამოჩრილი ქვიშის უდაბნოში და ისიც მხოლოდ მუხლამდეღა მწვდებოდა.
ჰამადი გათავდა. ღამისთევა გაშლილ ერგში, ქვიშიან უდაბნოში მიწევდა.

ქვიშიდან კუნძულივით ამოჩრილ კლდესთან გავჩერდით. სწრაფად დავიწყე მზადება. ქვები


გადმოვალაგე და ქვიშის თხრა დავიწყე. არც ისე იოლი აღმოჩნდა როგორც მეგონა. დანით ჩაპრესილ
ქვიშას ვთხრიდი, ბრტყელი ქვით სწრაფად ამომქონდა რომ უკან არ ჩაპნეულიყო, ვგრძნობდი რომ
ცუდი კვების და წყლის ნაკლებობის გამო, ძალა აღარ მყოფნიდა. სვენებ-სვენებით ძლივს ამოვიღე
ორმო და ტყავი ჩავაფინე, ბეწვიანი მხარე ქვემოთ მოვაქციე, მცენარის ქერქი მოვაფინე და ზედ ქვები
დავალაგე, ისევ მცენარის ნაფცქვენები მოვალაგე და აქლემის ტყავი გლუვი მხრიდან ზემოდან
გადავაფარე. წყლიანი გუდაც შიგნით ჩავდე.
ოციოდე ნახშირით და ჩემი სანთებელათი ცეცხლი გავაღვივე. შესქელებული რძის ქილა დანით
ორ ადგილას გავჩხვლიტე და „ალადინის ლამპარში“ ორიოდე კოვზი ჩავასხი, წყალში გავაზავე,
ცეცხლზე შემოვდგი და შიგ ორიოდე ხმელი პურის ნატეხი ჩავაგდე. ჯადარსაც ვუწილადე
„ვარსკვლავები“ და ნამდვილი მეფური ვახშამი მოვიწყე. ცხელმა რძემ გუნებაზე მომიყვანა, თითქოს
ტვინი გამეხსნა. ნელ-ნელა მთელი სიამოვნებით დავლიე მაცოცხლებელი სითხე და
ბედნიერება ვიგრძენი იმდენად, რამდენადაც შეიძლებოდა საჰარას უდაბნოში დაკარგული
მარტოხელა ადამიანი ბედნიერი ყოფილიყო. კომპასის და მთვარის მიხედვით დასავლეთის
მიმართულება კიდევ ერთხელ შევამოწმე. მცირე ვახშამს მოვრჩი თუ არა, ცეცხლს ნახშირი მივამატე,
თოკისგან წრე შევკარი შიგნით ბურნუსი გავფინე და ზედ მივწექი.
სიცივემ იმძლავრა, ჩემი სუნთქვა ფთილებად იღვრებოდა ჰაერში, მაგრამ ცეცხლის სითბო
კარგად გვიცავდა, გველების და მორიელების აღარ მეშინოდა, ვიცოდი რომ ცხვრის მატყლისგან
დაგრეხილ თოკს ვერ გადმოლახავდნენ და მშვიდად ვიყავი.
ცას შევცქეროდი. მაკვირვებდა კოსმოსის ასეთი სიახლოვე დედამიწასთან. ისე ახლოს იყვნენ
ვარსკვლავები, თითქოს ჩემს წინ ეკიდნენ და ხელის გული რომ გამეშვირა - ზედ
დავისვამდი. მთვარე მომნუსხველად ენთო, მისი ვარსკვლავებიანი მანტია მთელ ცაზე გაშლილიყო
და ჯადოსნური სხივებით ციმციმებდა.

ჭეშმარიტად საოცარი სილამაზის იდუმალი ღამე იდგა საჰარაში, რომელიც სრულიად ახალი,
მაგრამ ათას ერთი ღამესავით ძველი ზღაპრის შესავალივით იწყებოდა...
ალბერ კამიუ გამახსენდა, იგი საჰარას „უსიცოცხლოდ მბრწყინავი იდეალური
სილამაზის უდაბნოს“ უწოდებდა.
ჭეშმარიტად საოცარი მიგნებით იყო ერთ წინადადებაში დახასიათებული მისი სამშობლო. ის ხომ
ალჟირელი იყო, დასავლეთის დიდი ერგის მკვიდრი და საჰარას ნამდვილი შვილი.
- „უსიცოცხლოდ მბრწყინავი იდეალური სილამაზე!“ ნამდვილად ასეა“. - ისე ვთქვი, თითქოს
კამიუს ნათქვამი დავამოწმე.

მე და ცხენი თოკის წრეში როგორღაც ორივე დავეტიეთ, გვერდზე მოკუნტულად მივწექი და მთელი
დღის დაღლილს და ძალაგამოცლილს,ცეცხლის სითბომ და გაღვივებული ნახშირის მოღადღადე
სიწითლემ ჰინოზივით იმოქმედა და - ჩამეძინა.

დილის რვა საათზე ცხენის მოძრაობამ გამაღვიძა. ჯადარი მოუსვენრად როკავდა და ქვიშას ტორით
თხრიდა. უკვე ვიცოდი რასაც მოასწავებდა ცხენის ასეთი საქციელი და აქეთ-იქით ფრთხილად
მიმოვიხედე. ცეცხლი ჩამქრალიყო, სანთებელით ისევ ავანთე და სული შევუბერე, ჯერ კიდევ
ციოდა. მაცოცხლებელი სითბო სწრაფად ჩამეღვარა ძარღვებში. მაგრამ ცხენმა ფრთქვინვას უმატა.
ფეხზე ავდექი და ცხენი ისევ თოკის წრეში შემოვყვანე. ლოდინი თითქოს უსასრულოდ
გაიწელა... ჯადარი თვალმოუცილებლად მისჩერებოდ მაღალ დიუნას, რომელიც სამხრეთიდან

108
გვესაზღვრებოდა.

საფრთხე იქედან მოდიოდა.


-„ნუთუ მდევარია, ნუთუ ასე ახლოს მივედი“- გავიფიქრე, ჩემი დანა ხელში მოვიმარჯვე და
ცხენზე შევჯექი.
დიუნას წვერზე ქვიშამ მოძრაობა დაიწყო და კალთებზეც ჩამოიშლა. ქვიშის ჩუმი წკრიალი
გავიგონე, რომელიც გაბმულად ჟღერდა და ნელნელა ძლიერდებოდა.
-"არა, ეს ადამიანი არ უნდა იყოს, აბა რა არის?“ - უკვე გასაქცევად ვიყავი მზად, მაგრამ ცხენის
აღვირი მაინც მოკლედ მეჭირა.

დიუნას წვერიდან რაღაც უცნაურად მოთეთრო, სამიოდე მეტრის სიგანის გამჭვირვალე სითხის
მაგვარი ტალღოვანი ნაკადი დაიძრა. მდინარესავით მოედინებოდა და ჩქერებს
და ხვეულებს იკეთებდა. ალაგ-ალაგ იბურცებოდა და დიუნას კალთაზე იღვრებოდა. მირაჟი არ
იყო, რადგან ნაკადი სწრაფად მოძრაობდა, წყალიც ნამდვილად არ იყო, ის ხომ ქვიშაში
ჩაიკარგებოდა და მხოლოდ სინესტეს დატოვებდა.

ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ტალღების ნაკადი სწრფად მოგვიახლოვდა


და თოკს გარშემო შემოეჭდო, მოულოდნელად ორად გაიყო თოკის წრე შუაში კუნძულივით
მოიქცია.რაც არ უნდა ყოფილიყო ეს მოძრავი ნაკადი, თოკის აშკარად ეშინოდა და წრეს არ
გადმოსცდენია. მოძრავ ნაკადს კარგად დავაკვირდი.
ეს იყო პაწაწინა, თითქმის გამჭირვალე ობობების მთელი ქარავანი, ისინი სრულიად
არაჩვეულებრივად მოძრაობდნენ, კი არ მორბოდნენ, არამედ ყირაზე გადადიოდნენ და მიხტოდნენ.
თოკის წრიულად შემოურბინეს, ცეცხლის კერას გვერდი უქციეს, ისევ შეერთდნენ და ნაკადმა
ჩრდილოეთისკენ გააგრძელა დინება. ცხენი მოუსვენრობდა, გაქცევას ცდილობდა, მაგრამ აღვირი
ისევ მოკლედ მეჭირა. არ ვიცოდი ეს უცნაური მწერები შხამიანები იყვნენ თუ არა, ამიტომ რაკი
წრეში ვერ შემოდიოდნენ დაცდა ვამჯობინე.

ნაკადი არ ილეოდა, დიუნას წვერიდან ახალი და ახლი ტალღა მოდიოდა, ისინი რაღაცას
გაურბოდნენ, ესე იგი ჩვენც უნდა გავქცეულიყავით. მხოლოდ ნაკადის გამოლევას ვუცდიდი,
უცანურად მიხტოდნენ არაქნიდები, ხუთიოდე „ნაბიჯის“ შემდეგ მიჭყა -მალაყებს გადადიოდნენ და
თავდაყირა ეკიდებოდნენ. ჯამბაზი ობობების სირბილი სასაცილო სანახაობა იქნებოდა ხიფათის
მაჩვენებელი რომ არ ყოფილიყო. ობობების მდინარის ჩავლას თითქმის მთელი საათი დასჭირდა.
როგორც იქნა დიუნას კალთაზე ნაკადი შეწყდა, ჩვენს „კუნძულს“ ჩამორჩენილმა ტალღამ ჩაუქროლა
და ჩრდილოეთისკენ მიმავალ ქარავანს შეუერთდა. ჩემს გარშემო ათასობით ობობამ ისე
ჩაირბინა, რომ ყურადღება ჩვენთვის არც კი მოუქცევიათ.

მოცდა აღარ შეიძლებოდა. ცეცხლი ფეხით და ქვიშით ჩავაქრე სასწრაფოდ ავალაგე


გადარჩენილი ნახშირები. რძიანი ქილა და ლამპარი უნაგირის ჩანთაში ჩავტენე, ორმოს ვეცი, წყლის
გუდა და ქვები ტყავებშივე გახვეული ამოვიღე, ნიკაბი ჯვარედინად გადავუჭირე და ფუთა
პირდაპირ უნაგირს მივაკიდე, დანა და სანთებელა მოვსინჯე, ცხენზე შევჯექი და სადავე მთლიანად
მივუშვი.

ცხენი ადგილს მოწყდა და დასავლეთისკენ შავი ძერასავით გაიჭრა, უკან მოუხედავად მივქროდით.
ცხენის ალღოს მივენდე, აშკარად რაღაც ძალიან ცუდი გველოდა სამხრეთიდან, რომლისთვისაც
უნდა გაგვესწრო. ორი საათი შეუჩერებლად ვკეცავდით ქვიშის ულევ გზას. ცხენი დაიღალა, მძიმედ
სუნთქავდა, სიცხეც მომძლავრდა, მაგრამ ჯადარს შეჩერება არც უცდია, ისევ მიქროდა. დილის
თერთმეტ საათი გახდა, ერთ საათში მზე ზენიტში დადგებოდა და განძრევაც შეუძლებელი
გახდებოდა, მაგრამ ცხენი ჭენებას არ ანელებდა. აღვირი მოვზიდე, ვცადე შემეჩერებინა, მაგრამ

109
გამაფრთხილებლად დაიჭიხვინა და თავი წამართვა. კისერზე მივეკარი, აღვირზე აღარც მიფიქრია,
მხოლოდ თვალის შევლებას თუ ვასწრებდი გარემოზე იმ იმედით, იქნებ სიცხისაგან თავშესაფარი
მეპოვა.

დიუნების სიმაღლემ იმატა. უკვე სამსართულიანი სახლის სიმაღლე ქვიშის მთებს შორის
მივქროდით. მათ შორის ჩაკარგული ხეობის ბილიკზე ცხენი შეუჩერებლად მიექანებოდა.

ხმაური მომესმა, რომელიც ჩუმ გუგუნს გავდა. ამ ხმის გაგონებაზე ცხენმა ჭენებას უმატა, ოფლი
ღვარად ჩამოსდიოდა, მაგრამ შეჩერებას არც აპირებდა. გუგუნი მომძლავრდა. თავაწყვეტილ
რბოლაში ორმოციოდე წუთი კიდევ გავიდა. ცხენმა მკვეთრად მოუხვია მარცხნივ, ნამგალივით
გადაწოლილ დიუნებს შორის ჩრდილოდასავლეთსკენ შეჭრილ ვიწრო ხეობაში
მოულოდნელად გაჩერდა. ჯადარი მთლად ოფლში ცურავდა, ძალიან შემეშინდა, ამდენი
დაკარგული სითხის აღდგენას ჩვენი წყლის მარაგი არ ეყოფოდა. აღვირში ხელი ჩავავლე მინდოდა
გამეტარებინა ოფლის შესაშრობად მაგრამ არ დამემორჩილა, ნაბიჯიც ვერ გადავადგმევინე.

ჩამოვხტი და ფუთა გავშალე, ტყავები კარგად იყო დანოტივებული, ქვებს ნამიც კი ქონდათ
მოკიდებული, ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა, მაგრამ სიხარულის დრო არ იყო. მზე უკვე თავზე
გვადგა. ერთი ტყავი მე მოვიხვიე თავზე, მეორე ცხენს მოვახვიე. ნიკაბი და ბურნუსი ორივე გავშალე
და მზისაგან დასაცავად ის იყო ცხენისთვის უნდა გადამეფარებინა რომ ჩვენი დიუნას წვერიდან
ვეებერთელა მტვრის ღრუბელი ცაში აიჭრდა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ დაიძრა.
ქვიშიანი ქარიშხალი დაგვეწია. ნიკაბი სასწრაფოდ გადავაფარე ცხენს, თავი კარგად შევუხვიე,
ყურები, თვალები, ნესტოები და პირი მთლიანად ორკეცი ნაჭრის ქვეშ მოვუქციე. მეორე ბოლო
მკერდსუკან, წინა ფეხებთან კარგად შევუკარი. ქარმა რამოდენიმეჯერ მიმანარცხა დიუნას კალთას,
მაგრამ უნაგირის ქამარს ვეჭიდებოდი და ფეხზე ვდგებოდი. პირი ქვიშით გამევსო, სასწრაფოდ
შევიხვიე თავი და კისერი, ბურნუსის ბოლო წელზე ქამარივით შევიკარი. თვალები და ფილტვები
ქვიშის მტვრისგან უნდა დაგვეცვა. წყლის გუდა გულზე მივიკარი, ცხენს კისერზე მივეხუტე და
ხელები მაგრად შემოვხვიე. სასტიკი სიცხე და ქვიშის ქარიშხალი, ორი ერთმანეთში არეული და
ერთნაირად საშიში სტიქია ჩვენს თავზე იკრებდა ძალას.

აი თურმე რას გაურბოდნენ ყირამალა მოხტუნავე ობობები.


მზე ქვიშაზე შეწვას გვიპირებდა, ქვიშის ქარიშხალი - ცოცხლად დამარხვას გვიქადდა.
ისე მძლავრად დაუბერა, გარემო ქარის ღმუილმა გააყრუა. უცნაური ცხელი სიბნელე ჩამოწვა.
ცაში აჭრილმა ქვიშის მტვერმა მზე დააბნელა. თითქოს დაღამდა. სიცხემ იმატა. გახურებული ქვიშა
ნემსებივით მესობოდა, სიმწარე ძვალსა და რბილში ატანდა. . ვიგრძენი რომ ცხელი ქვიშა კოჭებზე
შემომადგა, სიმხურვალე ისე შემომენთო თითქოს ფეხები პირდაპირ კოცონში მედგა. ცხენმა ფეხები
გაინთავისუფლა და ქვიშაზე ზედ შედგა, მეც იგივე მოვიმოქმედე. ქვიშა გვმარხავდა, ჩვენ კი ზემოთ-
ზემოთ მივიწევდით. ქარი გაძლიერდა. ცხენი გვერდზე გადაიხარა, თითქოს ქარს საყრდენად
იყენებდა. ჯადარმა ჩუმად ჩაიფრუტუნა და გაირინდა. ქარის ღმულისგან ყურთასმენა აღარ იყო.
მოყრილი ქვიშა სწრაფად იწევდა ზევით, ჩვენც ფეხებს ვითავისუფლებდით და ზევით მივიწევდით.
ქარი დაუსრულებლად ქროდა და გუგუნებდა, ცას მარტოხელა მგელივითი დაუსრულბელად და
ავად შეჰყმუოდა, თავისუფლად დანავარდობდა, ყველაფერს ხვეტდა თავის გზაზე, ზეცაში აჰქონდა
და სადღაც მიაქროლებდა.

ისევ ცოცხალი ვიყავი და ეს ისევ ცხენის დამსახურება იყო ამ ვიწრო ხეობაში რომ მომიყვანა, აქ
შედარებით დაცულები ვიყავით, ქვიშის ქარბუქი ზემოთ ქროდა, ჩვენ მხოლოდ ქვიშის მცირე
ნაწილი თუ გვეყრებოდა თავზე და მაინც შავ დღეში ვიყავით. გაშლილ ქვიშრობზე რომ დაგვწეოდა
ქვიშის ქარიშხალი, ცოცხლები აღარც ვიქნებოდით. ქარი თავის ჭკუაზე აგვაბურთავებდა, ათასჯერ
მიგვანარცხებდა დიუნების აშლილ კალთებს და სადღაც მიგვმარხავდა.

110
როგორ იქნა ბინდმა გაფანტვა დაიწყო. დღე ნელ-ნელა იბრუნებდა ნათელს. ქვიშის ქარიშხალი
ძალას კარგავდა, ცხენმა ამოიფრთქვინა და ჩაიმუხლა. მეც მუხლებზე ჩავიჩოქე. ჯერ ღმუილი
შეწყდა, მერე როგორც იქნა ქარი ნიავად იქცა. ბურნუსი მოვიხადე და ცას შევხედე. ისეთი სუფთა
ლურჯი ფერის იყო, თითქოს არაფერი მომხდარაო. საღამოს ექვსი საათი გამხდარიყო. მტვრით
მთლიანად ვიყავი დაფარული, სახე ხელით ჩამოვიწმინდე, ყველა ნაოჭში და ნაკეცში ქვიშა
გამეფებულიყო. პირშიც ქვიშა მიხრაშუნებდა. ცხენს ნიკაბი და ტყავი მოვაშორე, ფრთქვინვით ფეხზე
ადგა და მთელი სხეული შეიბერტყა. ოფლიან სხეულზე ქვიშა აწებებოდა, მეც იგივე დღეში ვიყავი,
ორივეს ერთნაირი ფერი გვედო, უდაბნოს ქვიშისფერი, მაგრამ ორივე ცოცხლები ვიყავით. ჩვენი
ავლა დიდება აქეთ იქეთ იყო მიმოფანტული და ქვიშამიყრილი, მაგრამ ხეობაშივე ეყარა და რაკი
წყალი ადგილზე გვქონდა - ესე იგი ყველაფერი რიგზე იყო. აქლემის ტყავით კარგად გავწმინდე
ცხენი, მე მხოლოდ ტანსაცმლი გავიბერტყე. ხეობაში გაფანტული ნივთები მოვაგროვე, ჯადარი
ოცდაათი „ვარსკვლავით“ დავაჯილდოვე და მთელი ხუთი პეშვი წყალიც დავალევინე. აქამდე ხომ
მეგონა რომ მე მიმყავდა ცხენი, მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ თურმე მას მივყავდი.
„ნანემსარები“ მეწვოდა, ამას ქვიშის მტვერი და ოფლი ემატებოდა, გაუსაძლისად მექავებოდა მთელი
სხეული, მაგრამ რაკი ამ უბედურებას გადავურჩით, ეს აღარაფრად მიმაჩნდა.

საღამოს რვა საათისთვის ხეობიდან უკან გამოვედით და ისევ დასავლეთისკენ შევბრუნდით.


გარემო სრულიად შეცვლილი დამხვდა, აქლემების ნაკვალევი პირწმინდად წაშლილიყო.
ქარს საოცარი სანახაობა შეექმნა ქვიშისგან და სულ სხვანაირად დამხვდა მოხატული
გზასავალი.ქვიშის მთებს კალთებს ათასნაირად ნაქსოვი უნაზესი მარმაში მოსდებოდა ... და მე,
დავრწმუნდი რომ სწორედ ქარი იყო საჰარაში ნამდვილი შემოქმედი და ყველა იმ მხატვარზე დიდი
მხატვარი, ვისი სახელიც საერთოდ გაეგონა კაცობრიობას...
უდაბნოს ულამაზეს პეიზაჟს მუქი წითელი ფერი ედებოდა, ჩამავალი მზის ფერი. მესამე საათი
იყო მივდიოდით დასავლეთისკენ, ნელა, ვმოძრაობდით. მსუბუქი ნავარდს იორღას
ვუნაცვლებდით. გადავწყვიტე, რომ საღამოს მგზავრობა უფრო ნელი ყოფილიყო, ისედაც
გადაღლილები ვიყავით დილით თავსდამტყდარი უბედურების გამო. დღეს ისევ გადავრჩი, ჩემი
სამების ერთმა მესამედმა გადამარჩინა, ღმერთის მიერ, არბულ ბედაურად გადაქცეულმა სამხრეთის
თბილმა ქარმა.

ღამის სათევად ახლა უფრო გონივრულად მოვემზადე, დიუნებს შორის გაწოლილი ხეობა
შევარჩიე. ცხელი რძე დავლიე, ცეცხლისთვისაც ნახშირის ათიოდე ნატეხი გავიმეტე. უფრო ღრმა
ორმო ამოვიღე და ტყავები და ქვები უფრო მჭიდროდ ჩავალაგე რომ მეტი წყალი
მოგროვილიყო. ისევ თოკის წრე შევკარი, გვერდზე ჩარბენილ მორიელს მხოლოდ თვალი გავაყოლე.
ახლა სხვა დარდი მქონდა, წყლიანი გუდა გვარიანად დაჩუტულიყო. გამოზოგვით მხოლოდ ერთი
დღეღა გვეყოფოდა. გუდა ორმოში მოვათავსე რომ დილით ცივი წყალი გვქონოდა, ცხენის აღვირში
მკლავი გავუყარე და ძილიც მეწვია.

ბედუინი მესიზმრა.
აქლემზე ამხედრებულიყო, ჩვენსკენ მოქროდა, სახეს აღარ მალავდა, მთლიანად მოუჩანდა.
შეწუხებული აკვირდებოდა ქვიშას, ჩვენს ნაკვალევს ეძებდა და ვერ პოულობდა... სიზმარში
ვეძახდი, ცხენი ხმამაღლა ჭიხვინებდა, მაგრამ მას ჩვენი ხმა არ ესმოდა, თითქოს ჩვენს შორის
უხილავი კედელი აღმართულიყო რომელიც ხმას სრულიად ახშობდა. ბედუინი ხან ზეცას
შესცქეროდა, ხან მიწას დასცქეროდა, მაგრამ ჩვენსკენ არ იხედებოდა...

მეორე დღეს, უპატიებლად გვიან და ცუდ გუნებაზე გამეღვიძა. სიზმარი ცუდად ჩამყვა. რაღაც
უბედურებას მაუწყებდა თითქოს. დილის ათი საათი სრულდებოდა. მხოლოდ ერთი საათი თუ
ვივლიდით. ჩემს თავზე გავბრაზდი. მზე უკვე ცაზე ეკიდა, არემარეს მირაჟები მოჰფენოდა. ცა მიწაზე

111
ლივლივებდა, ქვიშის დიუნებს კი პირამიდების ფორმა მიეღოთ მიწაზე გაწოლილი ციდან
ამოწვდილები იმ სიმაღლეზე ატყორცნილიყვნენ რომ წვერები არ უჩანდათ. პირამიდებს შუაწელზე
ღურბლების ქამარი ერტყათ რომლის ჩრდილებიც მათ გლუვ კედლებზე მისრიალებდნენ.
ხელშესახებად ნამდვილი იყო პეიზაჟი. მხოლოდ ჰაერის ოდნავი ლივლივი ამჟღავნებდა რომ ეს
საოცარი სანახაობა, - მხოლოდ მირაჟი იყო.

ადგომა მეზარებოდა, დაღლილობას თავისი გაჰქონდა. მირაჟმა გამართო, მაგრამ თავს ძალა
დავატანე და ფეხზე ავდექი. გვარიანად ვიყავი დასუსტებული, ცხენის ფერდებიც შევარდნილი
მეჩვენა. ჯადარს მივეფერე, მან ჩვეულად მხარზე დამადო ლამაზი თავი და ისევ აღმოსავლეთს
დააცქერდა.
- „ნუ ნერვიულობ ჯადარ, მოვა ალ კაბირი. ის შენ არასოდეს მიგატოვებს“ - ვუთხარი ცხენს,
პატრონის სახელის გაგონებაზე ცხენმა დაიფრუტუნა და ყურები დაცქვიტა.

ორმოს ვეცი, წყლიანი გუდა გვარიანად გაცივებულიყო. სიხარულით დავლიე სამი ყლუპი ცივი
წყალი. სითხემ გრილად ჩაიარა ქვიშიანი ცხელი ჰაერით ჩაკაწრული ყელი. ძალა მომეცა. ახლა
ტყავები ამოვალაგე და ქვები გამოვაჩინე... რაც დავინახე ეს სრული გამარჯვება იყო, მთელი ერთი
პეშვი წყალი დაგროვილიყო ტყავში. დიდი მოწიწებით გადავასხი გუდაში, მაგრამ წყალი უკვე ცოტა
გვქონდა, სულ ერთი დღის სამყოფი. ტყავები მჭიდროდ დავკეცე ნესტის შესანარჩუნებლად.
ცხენისთვის „ვარსკვლავები“ გადავთვალე, ნელ-ნელა ვაჭმევდი ხელისგულიდან.
ვნერვიულობდი. დღესაც რომ ვერ მიმეღწია ორიენტირისათვის, ხვალ უკვე წყალი აღარ
გვექნებოდა. უწყლოდ ერთ დღეს თუ გავძლებდით, მეტს ვერა. მე და ჯადარი ერთმანეთს ნელი
სიკვდილით შევაკვდებოდით. ვუცქერდი როგორი ნეტარებით, ფრთხილად სვამდა ცხენი
დამსახურებულ ცივ წყალს.

ისევ გზას დავადექით, ნელა მივდიოდით, ენერგიას ვუფრთხილდებოდით, წყალი არ უნდა


მოგვწყურებოდა, ახლა ეს იყო მთავარი. ცხელი შუადღე ჩვეულად მძიმედ გადავიტანეთ, თავზე
ტყავმოხვეულებმა, ოღონდ ჩარდახი კარგად ვერ ავაწყე, ძალა აღარ მყოფნიდა. ბურნუსის ცალი
მხარე პირდაპირ ქვიშაზე დავფინე და ზედ ქვები დავალაგე, მეორე ბოლო კი ცხენის უნაგირის კეხზე
და ძუის თასმაზე დავამაგრე, ნიკაბი მხოლოდ ცხენს გადავაფარე თავზე და სხეულზე. მე ჩარდახის
ქვეშ ვიჯექი და ორ ცალ მომჟავო "ვარსკვლავს" ვღეჭავდი რომ წყალი არ მომწყურებოდა, თავზე
აქლემის ნოტიო ტყავი მეხვია, „მოკლედ“ ვსუნთავდი. მზის დარტყმა არ მემუქრებოდა. მაგრამ
გაუსაძლისად მიჭირდა. სულის ამომრთმევად მცხელოდა. თითო წუთი საათს ემსგავსებოდა ისე
ნელა მიღოღავდა დრო. მზე ისე კაშკაშებდა რომ აბრეშუმის ფარდიდანაც შეუძლებელი იყო თვალის
გასწორება. ფიქრიც არ შემეძლო, ისე გამომიშრა პირი, რომ ენა გამხმარივით მედო შიგნით. წყლის
გარდა არაფერზე არ შემძლო ფიქრი. უბრალოდ გაშტერებული ვიჯექი და წყლიან გუდას
შევცქეროდი. როგორ, როგორ მინდოდა წყალი, თანაც წინ მედო. მაგრამ ცხენი და ორიენტირის
სიშორე არ მასვენებდა. ჯობდა მე არ დამელია წყალი და ცხენისთვის შემენახა, ის თუ დაეცემოდა,-
ჩემს სიცოცხლეზე ფიქრიც არ ღირდა.

- "არა, არ დავლევ, წყალი ცხენისაა, ცხენის! გეყოფა სულმოკლეობა, რას ერჩი ამ ცხოველს, რომელიც
ლამის ერთი თვეა ზურგით გატარებს, რამდენჯერ გიხსნა, რამდენჯერ გადაგარჩინა! ნუთუ ერთ
ყლუპ წყალზე გაცვლი სინდისს და ასეთ უსიტყვო ერთგულებას ?!, მაშინ ხომ არაფრის ღირსი არ
იქნები, არც იმ სიცოცხლის, რომლისთვისაც ახლა ასე იბრძვი!" - ხმამაღლა ველაპარაკებოდი ჩემს
თავს. კოჭებთან ფეხები გვარიანად მქონდა დასივებული, ხელები მიცახცახებდა,- ეს უწყლობის
ბრალი იყო.
თოკის წრეში უღონოდ მივწექი. თვალები დავხუჭე და ერთადერთი რაც ვინატრე ეს იყო წყალი,
ულევი რაოდენობით ცივი წყალი. უკვე ერთი თვე იყო რაც წყალი ნორმალურად არ
დამილევია. დაუსრულებელ ოცნებად მქცეოდა, ერთი ბოთლი ცივი წყლის

112
სულმოუთქმელად დალევა.

საღამოს ექვს საათზე ისევ ცხენზე ვიჯექი. უდაბნო უფრო და უფრო შლიდა მხრებს. საითაც არ
უნდა გაგეხედა, ყველგან ქვიშა, დიუნები, მზე და ალბერ კამიუს
თვალისმომჭრელი, "უსიცოცხლოდ იდეალური უსასრულო სილამაზე" გამეფებულიყო. ამ
ვეებერთელა უდაბნოს ოქროს დიუნებით მოხატულ მკერდზე, მე და ცხენი, დაკარგული
ჭიანჭველებივით მივღოღავდით დასავლეთისკენ. გამახსენდა თვითმფრინავიდან დანახული
ნუაქშოტი. ნათლად დავინახე როგორ დასდგომოდა ჩრდილოეთიდან ქვიშის ვეებერთელა მთები
მავრიტანიის დედაქალაქს და დღე-დღეზე წალეკვას უქადდა.

ამ ფიქრში შევნიშნე, რომ ძალიან უცნაურ ადგილას აღმოვჩნდით.


ქვიშა სადღაც გამქრალიყო. მთელი ჰორიზონტის მანძილზე მთლიანად დახეთქილ-დამსკდარი
ნიადაგი გადაჭიმულიყო. ჩვენ ზუსტად იქ გავჩერდით სადაც ეს დახეთქილი ადგილი
იწყებოდა. ბედუინის რუკა გამახსენდა და სასწრაფოდ ვეცი უნაგირის ჩანთას, ზუსტად ის ადგილი
უნდა ყოფილიყო, სადაც კლაკნილი ხაზი იყო გავლებული. აბა სხვანაირად როგორ მონიშნავდა
დახეთქილ ნიადაგს რუკაზე ნაჩქარევად ბედუინი. რაღაც არ მეამა ეს ადგილი და რუკაზე დასმულ
ვარსკვლავს დავაკვირდი. ის სამხრეთისკენ, კლაკნილი ხაზის ბოლოში იყო მიხატული.
სამხრეთისკენ დავიძარით. ორი საათის შემდეგ მივაღწიეთ ადგილს, სადაც დახეთქილი მიწა ძალიან
ვიწრო იყო და ცხენით გადახტომა შეიძლებოდა, მაგრამ რას ნიშნავდა ასეთი გრძელი თითქმის
ორასკილომეტრიანი შემოვლითი გზა ? მთელი ამ ორი საათის მანძილზე ნიადაგი არ იცვლებოდა,
დახეთქილი და დაბზარული ტერიტორია საკმაოდ დიდ სიგანეზე იყო გადაჭიმული. გუშინდელ
ქვიშიან ქარს აქამდე ვერ მოეღწია, მაგრამ ვერც აქლემების ნაკვალევს ვხედავდი. ჩემს მდევარს ან
გვერდი ქონდა ნაქცევი ამ ადგილისთვის, ან ჯერ არ იყო აქამდე მოსული.

ცხენიდან ჩამოვხტი და დახეთქილ მიწას დავაკვირდი. ჩემი ყურადღება უცნაურმა ხმამ მიიქცია.
თითქოს სადღაც წყალი შხუოდა.
- „მოჩვენებები დამეწყო წყურვილის ნიადაგზე, ნამდვილად ვგიჟდები“.- გავიფიქრე. ხმას ყურს
ვუგდებდი და ვცდილობდი გამერკვია მართლა მესმოდა თუ მელანდებოდა. ისევ გამახსენდა რომ
ხმას მირაჟი არ აქვს.
კარგად დავაყურადე. ეს ნამდვილად წყალი იყო, მაგრამ სად იყო? გავწექი და მიწას ყური დავადე.
არ ვცდებოდი, ეს ნამდვილად წყლის ხმა იყო. სადღაც ჩემს ქვემოთ, მიწისქვეშა მდინარე
მიედინებოდა. ესე იგი რუკის კლაკნილი ხაზი მიწისქვეშა მდინარეს უჩვენებდა, ხოლო ვარსკვლავი
გასასვლელ ფონს. ბედუინი ხომ გეოლოგი იყო, ამიტომ კარგად ეცოდინებოდა მიწისქვეშა მდინარის
არსებობაც და მისი ადგილმდებარეობაც.

- „ღმერთო, წყალი, რამდენი წყალია, მე კი წყურვილით ვიხრჩობი“... - დავიწყე ნაპირების ავლა


ჩავლა, იქნებ სადმე სისველე შემეჩნია, ცოტა გამეთხარა და ნანატრი წყლის ნაჟურით შემევსო ჩემი
წყლიანი გუდა... ერთ ადგილას სისველე მართლაც შევნიშნე, „ნაპირიდან“ ოთხიოდე გაშლილი
მკლავის სიგრძეზე გაწელილი ელიფსის ფორმის სველი ლაქა ოდნავ მუქად მოჩანდა. დახეთქილი
მიწაზე გადავირბინე და სისველეს ხელი და ლოყა ერთდროულად დავადე. წყლის ხმამ წყურვილი
გამიასმაგა, თვალები დამიბნელდა, ველურივით ვიქცეოდი, ქვიშას ფრჩილებით ვფხაჭნიდი მერე
მიწას ყურს ვადებდი, მერე ისევ ვფხაჭნიდი და ისევ ვაყურადებდი...
- „ნამდვილად აქ ამოდის წყალი, ნამდვილად მოვაგროვებ წყალს, ჯერ ბევრს, უსაშველოდ ბევრს
დავლევ, იმდენს დავლევ რამდენიც არასოდეს არ დამილევია, იმდენს დავლევ რომ სიცოცხლის
ბოლომდე მეყოს, მერე ბევრს მოვაგროვებ და ფარაფრამდე გამოვიზოგავ!“ - სიხარულისგან
ავიტრდი, ცრემლი ქვიშიან სახეზე გზას იკვალავდა და წყლით დასველებულ ადგილს ეწვეთებოდა.

უკან დავბრუნდი და ფეხზე გავიხადე. ცხენს დავუძახე, ჯადარი მაშინვე ჩემს გვერდით

113
გაჩნდა.
წყლის გუდა მხარზე გადავიკიდე ბრტყელი, წვეტიანი ქვა და დანა მოვიმარჯვე, შიშველი ფეხით,
ფრთხილად მოვსინჯე დამსკდარი ზედაპირი და ნელ-ნელა მივუახლოვდი ნოტიო ლაქას. მუხლზე
დავიჩოქე და თხრას შევუდექი. დამსკდარი ზედაპირი ისე იყო მოჭიმული, თითქოს ზედაპირზე
დასხმული ბეტონი გამშრალიყო და დახეთქილიყო. ქვიშა გლუვ კირქვად ქცეულიყო.
„ბეტონის“ ნატეხებთან ბრძოლა გამიჭირდა. ბასრი დანა ძალიან გამომადგა, გადავწყვიტე ვიწრო და
ღრმა ორმო ამომეღო. მთელი საათი ვთხრიდი და ამომქონდა უცნაურად გაქვავებული კირქვის
კენჭები. რაღაც მონაკვეთის შემდეგ ქვიშის ფენას მივადექი. უფრო სწრაფად ჩავდიოდი სიღრმეში.
თხრილში ხელი უკვე იღლიამდე მემალებოდა, ორმოს ბოლოში წყალმა დაიწყო დაგროვება.
დაველოდე, სწრაფად ჩავაფინე შიგ აბრეშუმის ბურნუსი, წყალი ამოვაშრე და გუდაში ჩავწურე.
ორმოში ისევ დაგროვდა წყალი. ისევ ჩავაფინე ბურნუსი და ისევ ჩავწურე. ათიოდე ასეთი ჩაწურვა,
ჩემს გუდას შეავსებდა, ეს სამი დღის წყლის მარაგი იყო. ამიტომ რაკი ბედმა გამიღიმა, რაც არ უნდა
დავღლილიყავი, როგორმე გუდა მთლიანად უნდა ამევსო.
ცხენი მოუსვენრობდა, უკმაყოფილოდ ფრუტუნებდა და დამსკდარ ქვიშაზე არ გადმოდიოდა.
„ნაპირზე“ იდგა და ხანდახან ჩუმად ხვიხვინებდა.
მართალია „ჩემი წყალი“ არც ისეთი სუფთა იყო, მაგრამ მიწა დაილექებოდა და
გასუფთავდებოდა, მთავარია ჭურჭელი სავსე მქონოდა. გუდის გავსებას საათნახევარი
დასჭირდა. ბოლოჯერ ჩავწურე აბრეშუმი და გუდას თავი მოვუკარი. სველი ბურნუსი თავზე
მოვიხვიე და „ნაპირისკენ“ წამოვედი. წყალი დავტოვე და მოვბრუნდი, დანა და ქვა უნდა
გამომეტანა. ორმოს ჩავხედე, წყლით ივსებოდა. თავი ვერ შევიკავე, შიგნით ხელები ჩავყავი და
პეშვებით წყალი დავლიე, ხარბად ვისრუტავდი სითხეს, დაუსრულებლად ამომქონდა ორმოდან
წყალი პეშვებით, ვსვამდი და ვსვამდი, ვერ ვჩერდებოდი. წყალი გულზე დამადგა, მე კი მაინც
დაუსრულებლად მიმქონდა პეშვი ტუჩებთან და შეუძლებელი იყო ჩემი გაჩერება. თვალებში
სინათლე დამიბრუნდა, გონება ამუშავდა, გული ისე ძლიერ აღარ მიცემდა, ხელების ცახცახიც
შემიწყდა, ფეხების დასივება თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. გონზე მოსულმა წყლის დალევა
შევწყვიტე. სასწრაფოდ ხელები და პირი დავიბანე, დანას და ქვას ხელი ვტაცე და ნაპირისკენ უნდა
მოვბრუნებულიყავი, მაგრამ ...ნაბიჯიც ვერ გადავდგი.
ფეხებზე დავიხედე. მუხლამდე ჩაფლული ვიყავი წებოვან ქვიშაში. ფეხის ამოღება ვცადე, მაგრამ
ისე სწრაფად წავედი სიღრმისკენ, თითქოს რაღაც ძლიერმა ტუმბომ შემიწოვა და... მენჯებამდე
აღმოვჩნდი ჩაფლული. ვცადე მეორე ფეხს დავყრდნობოდი მაგრამ უფრო ჩავიძირე. მოხეტიალე
ქვიშა საჰარაში დახრჩობას მიპირებდა.

- „მოხეტიალე ქვიშა! რა რეგვენი ვარ ღმერთო! წყურვილით და წყლით გაბრუებულს,


ეს როგორ დამავიწყდა, როგორ!...“- სასოწარკვეთილებამ კინაღამ გონება დამაკარგინა. დანა და ქვა
მყარ ზედაპირზე დავდე და გაუნძრევლად გავჩერდი, როგორც კი მოძრაობა შევწყვიტე, ქვიშაც
გაჩერდა. ეს თიხანარევი ქვიშა იყო, რომელიც ჩაფლულ სხეულზე მჭიდროდ შემომდგომოდა
და სიღრმეში დაუნდობლად მითრევდა. „ქვიშის ჭაობი“ სადაც იყო წელამდე შემომადგებოდა.
სიკვდილის უცნაური მახე, - მოძრავი ქვიშა წამში ნთქავდა ადამიანებს, ნივთებს, მანქანებს,
გემებს და თვითმფრინავებს. ალიასკაზე ასორმოცდაათკილომეტრიანი სანაპირო მთლიანად ვერაგ
ხაფანგად ქცეულიყო. ფიორდებზე დამსხვრეული გემები, რომლებიც ამ ადგილას ირიყებოდნენ,
რამოდენიმე დღეში ქვიშის უძღებ წიაღში უკვალოდ იძირებოდნენ. მეჩვიდმეტე საუკუნეში
მოხეტიალე ქვიშამ ექვსიოდე წუთში ჩამარხა ცნობილი ქალაქი პორტ-როიალი, რომელიც
იამაიკაზე, მონათვაჭრობის ცენტრში, ინგლისის მეფის მიერ ქალაქის მერად დანიშნულმა ცნობილმა
მეკობრემ, - ჰენრი მორგანმა გააშენა.
დიდმა ნავსადგურმა ეკონომიკა სწრაფად ააყვავა და პორტ-როიალი მსოფლიოში ცნობილ
უმდიდრეს ქალაქად იქცა.
მაგრამ ადგილი სადაც ქალაქი გაშენდა, თექვსმეტკილომეტრიანი ქვიშრობის კონცხი იყო.

114
ერთ უბედურ ღამეს, მიწისძვრამ, რომელიც მხოლოდ ექვსი წუთი გრძელდებოდა, ქვიშა
გააცოცხლა. მოხეტიალე ქვიშამ მთელი ქალაქი შეიწოვა და ორიათასზე მეტ მაცხოვრებლიანად
ყველა შენობა რამოდენიმე წუთში მთლიანად ჩამარხა თავის წიაღში. მაგრამ უბედურება ამით არ
დამთავრებულა. როგორც კი მიწისძვრა შეწყდა, ქვიშა წამში გაქვავდა, ნაქალაქარი
"ბეტონის" ხსნარით მოჭიმულ ველად იქცა. სრულიად მოულოდნელად ადამიანების დიდი ნაწილი,
რომელიც მოხეტიალე ქვიშისგან თავის დაღწევას ცდილობდა ზოგი წელამდე, ხოლო ზოგიც
კისრამდე ჩამარხული აღმოჩნდა. ადამიანები ვეღარ ინძრეოდნენ, ამოსვლა შეუძლებელი იყო.
რამოდენიმე დღე ისმოდა მათ განწირული ძახილი. ენით აუწერელ, თავზარდამცემ კივილ-წივილს,
ქალაქის მაწანწალად ქცეული დამშეული ძაღლების ღრენა ერთვოდა, რომლებიც ცოცხლად ჭამდნენ
ქვიშაში ნახევრად ჩაკირულ ადამიანებს. მოხეტიალე ქვიშიდან ამოჩრილი შენობების ნაკედლარები
თითქმის მთელი ასი წელი, ძეგლებივით იდგნენ პორტ-როიალში, ამ ახდენილი წყევლასავით
საზარელი უბედურების მაცნედ. მაგრამ ერთი საუკუნის შემდეგ მომხდარმა კიდევ ერთმა
მიწისძვრამ ტრაგედიის ეს კვალიც სრულად წაშალა.

ეგვიპტეში ლეგენდები დადიოდა საჰარას მოხეტიალე ქვიშებში გამქრალ ქარავნებზე. ამ


ლეგენდებს უდაბნოში მომთაბარე ტუარეგების ტომი ავრცელებდა. ისინი ხშირად
უამბობდნენ ხალხს, რომ ღამით, უდაბნოს მიწისქვეშეთიდან იმ ადამიანების საწყალობელი
ყვირილი და კვნესა ესმოდათ, რომლებიც მოხეტიალე ქვიშამ ცოცხლად დამარხა.
ამ მოვლენაზე უამრავი რამ მქონდა წაკითხული. რამოდენიმე მეცნიერის ნაშრომსაც ვიცნობდი.
ბებიაჩემს, რომელიც თბილისში ცნობილი ფიზიკოსი იყო, მონაყოლი ჰქონდა ჩემთვის უმცირესი
ნაწილაკების თვისებების შესახებ და არაერთხელ ქონდა ახსნილი ქვიშისა და წყლის მოლეკულების
შეჭიდულობის ძალის მოქმედების პრინციპი. მეკობრის დიდ ქალაქის ქვიშის მიერ ჩაყლაპვის
ამბავიც პირველად სწორედ მან მიამბო. ისიც ამიხსნა, რაში შეცდნენ და რატომ ვერ ამოვიდნენ
ადამიანები "ქვიშის ჭაობიდან“. მაშინ ზღაპარვით ვისმენდი მის ნაამბობს, მაგრამ ბავშვის ნათელ
მეხსიერებაში კარგად იყო გადანახული - განთქმული მეკობრის ქალაქზე თავსდამტყდარი უცნაური
ამბავი...

ვბრაზობდი რომ ცხენმა მაჯობა ჭკუით. ფეხიც არ დაადგა დახეთქილ მიწას... დავუძახე და
ჩამუხლება ვანიშნე, ჯადარმა დაიჩოქა. მინდოდა აღვირს მივწვდომოდი. ზურგზე, გულაღმა გავწექი
ზედაპირზე და ხელი ცხენისკენ გავიშვირე, მაგრამ აღვირს ვერ ვწვდებოდი, ამ მოძრაობამ ქვიშაში
წელამდე ჩამსვა. თუ ღამემდე აქედან ვერ ამოვაღწევდი, წყლიანი თიხა გაიყინებოდა,
ცემენტნარევივით გამაგრდებოდა და მე ცოცხლად ნახევრად დამარხულს, შუადღის მზე
რამოდენიმე საათში მომიღებდა ბოლოს. ისევ ცხენისკენ გავიწოდე ხელი, ჯადარი წუხდა, ჩუმად
ხვიხვინებდა, ჩაჩოქილი იდგა, თავს იქნევდა, მაგრამ აღვირზე მიწვდომა ვერ შევძელი.

ზურგით გულაღმა გავწექი და ხელები გავშალე. გადავწყვიტე აღარ გავნძრეულიყავი. უნდა


დამესვენა და ძალები მომეკრიბა. მერე კი ძალიან ნელი, თითქმის შეუჩნეველი მოძრაობით უნდა
მეცადა ფეხების ამოთრევა მოხეტიალე ქვიშიდან. ამას დიდი მოთმინება და დრო დასჭირდებოდა.
მთელი ნახევარი საათი, გაუძრევლად ვიწექი, ხელები ჯვარზე გაკრულივით მქონდა გაშლილი და
ცას შევცქეროდი.
ცხენი წამოდგა ჯერ მიწას ტორავდა. არ გავეპასუხე, აფრუტუნდა, მაგრამ ისევ ჩუმად ვიყავი.
ცხენი წამოდგა, ყალყზე შედგა, ხმამაღლა დაიჭიხვინა, შებრუნდა და გაჭენდა, აღვირი მიწაზე
დასთრევდა. ცხენის გაქცევაზე კინაღამ შევიშალე, განწირული ხმით ვეძახდი, მაგრამ მას აღარ
ესმოდა და ისარივით მიფრინავდა სამხრეთისკენ. ჯადარი თვალს მიეფარა. უდაბნოში
საშინელი სიჩუმე გამეფდა. იმ გაქცევის შემდეგ, ცხენი სულ თან მახლდა, სულ მის გულისცემას
ვუსმენდი. უმისობამ შემზარა. წარმოუდგენელი და ამ უდაბნოსავით უსაზღვრო მარტოობა
უჩუმრად შემომერტყა გარშემო. წელს ქვემოთ მოხეტიალე ქვიშა შემომდგოდა, წელს ზემოთ კი
საშინელი მარტოობა.

115
მთელი ძალღონე მოვიკრიბე და ზურგზე გაწოლილმა და ხელებგაშლილმა ფეხების ამოზიდვა
ვცადე. მხოლოდ ორი სანტიმეტრით ამოვწიე. დაველოდე, სანამ ფეხისგულზე ქვიშის საყრდენი არ
ვიგრძენი. ფეხქვეშ ქვიშის გამაგრებას დაველოდე, თან ზურგზე გაწოლილი ვცდილობდი სხვა
მოძრაობა არ გამეკეთებინა. როგორც კი ფეხისგულებით გამაგრებული ქვიშა ვიგრძენი, ისევ ორიოდე
სანტიმეტრით ამოვიწიე ზემოთ. ძალიან ნელი იყო ქვიშის ჭაობიდან თავის დაღწევის ხანგრძლივი
და დამღლელი პროცესი, მაგრამ სხვა გამოსავალზე ფიქრიც არ ღირდა.
ნელა, თითქმის ყოველ ჯერზე, მხოლოდ ორი სანტიმეტრის სიმაღლეზე ვიწეოდი ზემოთ,
ველოდი როდის შეივსებოდა ფეხისგულის ქვეშ ცარიელი ადგილი ქვიშით და მერე საყრდენად
ვიყენებდი, შემდეგ კიდევ ორ სანტიმეტრზე ვიწევდი და ისევ ველოდი როდის ვიგრძნობდი
ფეხისგულზე ქვიშას. გვარიანად დავიღალე, საკუთარი ფეხების სიმძიმე მღლიდა, ორსაათიანი
წვალების შემდეგ, - მხოლოდ მენჯებით ამოვცდი მოძრავი ქვიშის ორმოს. დანას ხელი წავალე, კაბა
შემოვჭერი და ისევ დასვენება გადავწყვიტე. ნახევარი საათი უმოძრაოდ გავატარე, ახლა ყველაფერი
ისევ თავიდან უნდა დამეწყო.
გვარიანად შებინდდა.
ქვიშის გამაგრებამდე თუ ვერ ამოვაღწევდი, ყველაფერი ამაო იქნებოდა. მთელი ერთი თვის
წვალება, ფეხით ბოდიალი, მორიელებით და გეველებით გადავსებული გამოქვაბულები,
მდევრისგან გაქცევა, ამდენი შიშის გაძლება და ატანა, წყურვილი, შიმშილი, აუტანელი სიცხე და
ძვლისგამყინავი სიცივე...

-"არა ნილნა, შენ აქ არ მოკვდები. რაც გველთან ბრძოლისას გადაიტანე იმ შავბნელ გამოქვაბულში,
მას მერე მოხეტიალე ქვიშა ვერ მოგერევა! უნდა შეძლო. უნდა მოიკრიბო ძალები. ზღვა კოვზით
დაილია და შენც ასე ცოტა-ცოტათი ამოლევ ამ ორმოს. აბა შენ რა გეგონა! ასე ადვილად
მოსაპოვებელი იქნებოდა შუა საჰარაში წყალი?! რამე საფასური ხომ უნდა გადაგეხადა, ჰოდა შენი
სიცოცხლით გადაიხდი თუ ახლა აქედან ვერ ამოხვალ! ჯადარი მაშველის მოსაძებნად გაიქცა, არ
მიუტოვებიხარ! ხომ გახსოვს ალ კაბირთან რომ მიგიყვანა, მაშინაც გამოქცეული მშველელს ეძებდა
პატრონის გადასარჩენად. მერე ორივე ერთად ცდილობდა შენს გადარჩენას. არა ნილნა, საჰარა შენი
საფლავი არ გახდება! გაინძერი, გაინძერი, თუ არ გინდა ამ ქვიშის სამარეში ცოცხლად დამარხვა!!! -
ხმამაღლა ვუყვიროდი ჩემს თავს თუ დაღლილ და გასავათებულ სხეულს.

გადაჭრილი კაბის კალთა ფეხებზე შემომეკრა, ამან ძალიან მიშველა. აბრეშუმზე ადვილად
სრიალებდა ფეხის კუნთები, საქმე კუს ნაბიჯებით მაგრამ მაინც წინ წავიდა. ერთ საათში
მუხლებამდე უკვე ამომძვრალი ვიყავი. ვგრძნობდი რომ ქვიშა გამაგრებას იწყებდა. ზურგით
"ნაპირისკენ" გავიჩოჩე, ახლა ცხენი რომ აქ ყოფილიყო, ნამდვილად მივწვდებოდი აღვირს... კიდევ
ერთი საათი მჭირდებოდა "ქვიშის ჭაობიდან" ამოსაძვრომად, მაგრამ დასვენება აღარ შეიძლებოდა.
ქვიშა სქელდებოდა, სიმყარეს იძენდა. ისევ შევუდექი ამოზიდვას, ისევ ორი სანტიმეტრი, ისევ
ლოდინი, - როდის ვიგრძნობდი ფეხისგულზე საყრდენს. მეჩვენებოდა რომ უსასრულოდ გრძელი
ფეხები მქონდა, რომელიც არა და არ თავდებოდა.
აცივდა. დიდი ყურადღებით და მთელი ძალ-ღონის დაძაბვით, როგორც იქნა კოჭებამდე
ამოვძვერი. ძალა გამომეცალა, ღრმად სუნთქვისაც მეშინოდა, ისევ თავიდან შევუდექი ამოზიდვას,
ნახევარ საათში ფეხის თითებიც დავინახე. ამასობაში მთვარე ამოვიდა, ზურგზევე მწოლი, ძალიან
ფრთხილად დავიძარი „ნაპირისკენ“ . ხოხვით მოვდიოდი, ნელა ვმოძრაობდი, დანას ხელს არ
ვუშვებდი.
ნახევარ საათში უკვე სამშვიდობოსგავაღწიე. სრული ოთხი საათი ვებრძოდი მოხეტიალე
ქვიშის სამარეს. საშინლად მწყუროდა, თითქოს წვეთიც არ მქონოდა დალეული. გუდას ხელი
წამოვავლე და დახეთქილ მიწას კარგა მანძილზე მოვცილდი.

- "ღმერთმა დალოცა ჩემი მიწაწყალი, ყველა კუთხეში მდინარე და წყაროა. კინაღამ შევეწირე ათი

116
პეშვი წყლის მოპოვებას. მართლა დაწყევლილია ეს ადგილი, მართლა დედამიწის სასაფლაოა... " -
ვფქრობდი და სხეულზე მოწებებულ ქვიშას პირდაპირ დანით ვიფხეკდი, ყინვამდე უნდა მომესწრო,
თორემ მიყინული და გამარებული თიხა სხეულიდან ტყავს ისე ამაძრობდა, როგორც ხბოს
ატყავებენ უდანოდ. წყალიც კი გავიმეტე რომ თიხაში აზელილი ქვიშა სხეულიდან მომეცილებინა.

სიცივისგან გვარიანად მაკანკალებდა, კბილს კბილზე ვაცემინებდი. ახლა, აღარც ცეცხლი მქონდა
და აღარც ცხენი მყავდა. მხოლოდ ბურნუსი, ერთი გუდა წყალი და დანაღა მქონდა. ფეხსაცმელები
გამახსენდა. ისევ დავუბრუნდი „ნაპირს“. მოხეტიალე ქვიშა სრულიად გაქვავებული დამხვდა.
ზედაპირზე ჩემი კაბის გახევებული ნაგლეჯი ამოჩრილიყო. მის დანახვაზე მივხდი რომ ბეწვზე
გადავრჩი. ფეხებზე დავიხედე, ლამის არ მჯეროდა რომ ორივე კიდური ისევ სხეულზე მქონდა.
ჩემი მიყრილი "ტიმბერლენდები" მთვარის შუქზე თვალში მომხვდა. შიგნით ოქროს კენჭები და
სანთებელა ძველებურად იდო. ფეხსაცმელებს ხელი ვტაცე და უკან მოვბრუნდი. როგორც იქნა
გაყინულ ფეხებზე ამოვიცვი. თუ ფეხები გამითბებოდა, ყინვასაც გავუძლებდი.

კაბის ნაგლეჯი მკერდქვემოთ გადავჭერი და მოკლე ქვედაბოლოდ ვაქციე. ცალ მხარეს თეძოზე
გავკვანძე, ზედა ნაწილი მოკლე "ტოპად" იქცა. ჩემი ბურნუსი მოსასხამად და თავსახვევად
ერთდროულად უნდა გამომეყენებინა. დანარჩენი რაც გამაჩნდა, ცხენზე დარჩა. დაღლილობისგან
მუხლი მეკვეთებოდა, თვალები თავისით მეხუჭებოდა, ისევ ვებრძოდი ჩემს თავს. უცეცხლოდ
დარჩენილს, ჯობდა მეარა და გავხურებულიყავი. არაქათგამოცლილი და მშიერი როგორ
შევძლებდი -არ ვიცოდი, მაგრამ უმოძრაოდ, ყინულის ლოდად ვიქცეოდი.

- "ახლა, უნდა ვიპოვო ის, რაც არ არის და ძალიან მჭირდება ! თავსზევით ძალა !" - ჩუმად ვთქვი
და მთვარეს გავხედე. ახლა უდაბნოში სამნიღა ვიყავით: მე, ქვიშა და მთვარე.

ბურნუსი თავზე ერთი კუთხით მოვიხვიე და არაბულად გავკვანძე, მისი დაბლა დაშვებული ორი
კუთხე მოსასხამივით მხრებზე მოვისხი, ცხვირ-პირზეც მოვიფარე რომ გაყინული ჰაერის ნაკადი
პირით გამეთბო. დანა ჩვეულად მარჯვენა ფეხსაცმლის ყელში ჩავაცურე, წყლის გუდა მხარზე
გადავიკიდე და ცხენის ნაკვალევს სამხრეთისკენ მივყევი.

ბედუინი (ნაწილი XV თავსზევით ძალა)

რაკი ფეხებზე აღარ მციოდა, მოძრაობის ჩემი საკუთარი რიტმი შევარჩიე და გზას დავადექი.
ზედმეტი გადაღლისგან თავს ვიცავდი. ძილი თავს მართმევდა, დაღლილობას და შიმშილს თავისი
გაჰქონდა.

მივდიოდი დაუსრულებლად ვიმეორებდი:

- „ღმერთო მომეცი თავს ზევით ძალა! ღმერთო მომეცი თავს ზევით ძალა! თუ ვინმე ლოცულობს
ახლა გაჭირვებულებისთვის, ცოტა მეც შემეწიოს. მე, ახლა ის ერთი დაკარგული ცხვარი ვარ,
რომლის საძებნელად იქნებ არც ღირდეს მწყემსის გარჯა, მაგრამ მომეცი საშუალება დავინახო, - ვინ

117
ვარ სინამდვილეში. იქნებ ღირდეს ჩემი გადარჩენა და იმ უღიმღამო ფარაში დაბრუნება, მაშინ რომ
მოგმართავს გულწრფელად როცა ძალიან უჭირს. მაპატიე ეს სულმოკლეობა, ეს უძლურება და ჩემი
ზედმეტი ცნობისწადილი, რამაც აქ მომახვედრა...“

ლოცვა მამშვიდებდა, გონებას მინათებდა. ძილი უკან იხევდა, ფეხები რითმულად მოძრაობდნენ.
დაღლილობა „ცოტავდებოდა“. ჯერ კოჭებში მოიჭმუჭნა, მერე მუხლებისკენ ამოყვა ძვლებს და იქ
ცდილობდა გამაგრებას და დაბუდებას. ცოტახანს იწრიალა, ყურში მესმოდა მუხლის სახსრების
ტკაცუნი, მაგრამ მე, თუ მუხლები, - არ ვნებდებოდით. ის უფრო მოიჭმუჭნა და გულისკენ დაიძრა.
გული კი შეუჩერებლად მუშაობდა, ცხელ სისხლს სხეულში ისროდა და დაღლილობისთვის არ
ეცალა. მარჯვენა მხარი მეტკინა. გუდა შევისწორე, უფრო მოხერხებულად მოვიკიდე. მხარი მტეხდა,
კისერი დამეძაბა, მაგრამ რაკი ფეხები მიაბიჯებდნენ, იმედმა იმძლავრა და გაიშალა. მარჯვენა
მხარზე, ერთმანეთისგან განუყოფელი ორი რამ დაბინავებულიყო - წყალი და იმედი.

ლოცვამ მიშველა თუ მეორე სუნთქვა გამეხსნა არ ვიცი, მაგრამ ჩემი ნაბიჯი მტკიცე და მხნე გახდა.
სიცივეს აღარ ვეპუებოდი, მივდიოდი და ნაბიჯებს ვითვლიდი. ორიათასს რომ გადავცდი, მხრებში
გავიშალე, ჩემი თბილი სუნთქვა პირზე შემოხვეულ იჰრამს ათბობდა, ფილტვებში კრიალა და ცივი
ჰაერი უკვე გამთბარი ჩადიოდა. გული უღალატოდ მუშაობდა. საიდან მოდიოდა ენერგია არ ვიცოდი
და არც მაინტერესებდა, მუხლში მგლის ძალა ჩამიდგა, ნაბიჯს ვუმატე. „ნაპირს“ მივუყვებოდი,
აღვირს ლენტივით კვალი დაეტოვებინა და მიყოლა არ ჭირდა. მთვარის შუქზე გარემოს
ვათვალიერებდი, ვცდილობდი ორიენტირი შემერჩია და მიწისქვეშა მდინარეზე ის „ფონი“
მომეძებნა, რუკაზე რომ იყო მონიშნული.
რუკამ ბედუინი გამახსენდა, უცნაური კაცი, რომელიც მოულოდნელად იქცა ჩემი ცხოვრების
ნაწილად.

- „ღმერთო უშველე მას! მშვიდობიანი გაუხადე გზა-სავალი, თავი რომ დააღწიოს საჰარას, მივიდეს
იქ სადაც გეზი და მიზანი აქვს!“- გულში მიხაროდა რომ შიმშილით და წყურვილით გამოწვეულ
სიხარბეს მოვერიე და მისი წილი წყალი და საგზალი არწივისთავიანი კლდის გამოქვაბულში
დავტოვე, მაგრამ თან ვამუნათებდი ჩემს თავს, რადგან შესქელებული რძე, ორი ქილა მქონდა და
ორივე მე წამოვიღე.
- ჰო ცუდად გამომივიდა, ბოდიშს მოვუხდი რომ ვნახავ!“ - ამ ფიქრზე გული გამეხსნა, რწმენა
გამიჩნდა რომ მას ნამდვილად ვნახავდი, კიდევ მომეცემოდა საშუალება შემხედა მისი აუწერლად
ლამაზი მწვანე თვალებისთვის, საიდანაც სითბო, სიკეთე, შეუპოვრობა ერთდროულად
მოედინებოდა, სადაც ხანდახან გაიბრწყინებდა სიმშვიდის, იმედის და ბედნიერების სხივი, დამენახა
პალმის ფოთლებივით სწორი და გრძელი წამწამების ჩრდილი, მომესმინა მისი თბილი დაბალი და
რბილი ხმით აუწერლად ლამაზად ნათქვამი „ნილლნა,ჟამილლ, ტეს მი ალ კაბირ“...

სითბო გულისკოვზთან მოღადღადე ნაღვერდალივით აფეთქდა და ცხელი ტალღა წამში მოედო


მთელ სხეულს. ძალიან ძნელად, მაგრამ როგორც იქნა, თავს გამოვუტყდი რომ ბედუინი უსაშველოდ,
სულის შეხუთვამდე მენატრებოდა, ძალიან მაკლდა და უდაბნოსთან ბრძოლის ძალას სწორედ
მასთან შეხვედრის იმედი მაძლევდა. ადრე ის, ჩემთვის მხოლოდ იმედი იყო აქაურობისგან თავის
დასაღწევად. ახლა კი ვატყობდი რომ ის იმედზე მეტი იყო, გაცილებით მეტი. ვიხსენებდი სადღაც
ტვინის კუნჭულში ჩაბუდებულ ჟასმინის, გვირილის, იასამნის და ჟენშენის შერეულ სურნელს და
ვფიქრობდი რომ მართლაც შეუცნობია ბედ-იღბლის გზა. არავინ იცის სად დაკარგავს და სად
იპოვის ჭეშმარიტ საპოვნელს.

- ესაა სიყვარული? ნუთუ მიყვარს ეს კაცი, რომლის არც ენა ვიცი ნორმალურად და არც
ზნე. ნუთუ ეს საშინელი სულისხუთვა და ეს დამანგრეველი მონატრებაა სიყვარული, რომლის
აღიარებასაც - ამდენი ხანია გავურბივარ. არა ასე არ უნდა იყოს, მხოლოდ მენატრება. ახლა ისეთ

118
დღეში ვარ, რომ გონი მილოშის დანახვაც გამახარებდა, ან უბრალოდ ადამიანის დანახვა... იქნებ ამ
კაცს სხვა უყვარს, სხვა ედარდება და მე უბრალოდ მეხმარება. რა საჭიროა ემოციების აყოლა და
ქვიშის კოშკის აშენება. მისთვის რაიმეს თქმა ხომ მთლად სისულელეა, სად - ის და სად - მე.
ტყულიად უნდა ავაფორიაქო, ვანერვიულო და ახალი თავისტკივილი გავუჩინო - ვითომ თავისი
აკლია. სად მისი ცხოვრების წეს-ადათი და სად - ჩემი. ის თავად სტიქიაა და მე, მე ვინ ვარ?
სათბურის ყვავილივით გაზრდილი, მუსიკას და წიგნებს გადაყოლილი სხვა რჯულის, ვიღაც
ჩრდილოელი, ქალაქელი გოგო, რომელიც ცხენზე პირველად საჰარაში შეჯდა... რა შემეძლო
გამეკეთებინა ისეთი რომ მის გულში ადგილი მეპოვა? -არაფერი.

- ჰმ, სიყვარული!!! რაზე ვფიქრობ ახლა თუ რეგვენი არ ვარ?! ეგღა მაკლია ახლა ამ შიშველ
უდაბნოში, ქვიშის მთებში შუაღამისას მარტოკა მოხეტიალეს, დაღლილს, უძილოს, გაყინულს,
ნახევრად შიშველს, მშიერს და დევნილს...“ - და მაინც, უკეთესად ვიყავი ვიდრე ერთი თვის უკან,
დელტაპლანიდან ჰამადში რომ ჩამოვვარდი, კარგა ხანს რომ ვფიქრობდი, ჩემი ნებით „დროზე
ადრე“ მომკვდარიყავი თუ სიცოცხლისთვის მებრძოლა. ახლა მხოლოდ სიცოცხლეზე ვფიქრობდი.
თითქოს სიკვდილი საერთოდაც აღარ არსებობდა... და ვისი დამსახურება იყო ეს? ჩემი? -არა,
ბედუინის? - რა თქმა მისი. მივდიოდი და ვფიქრობდი იმაზე, რომ ჯერ ალ კაბირს ვნახავდი, მერე კი
ჩემებს და საქართველოს... მაგრამ მერე, მერე რა მოხდებოდა?

მასაც რომ მოენდომებინა ჩემთან ერთად ყოფნა, - შევეჩვევოდი მის წესებს, ადათებს, მის რელიგიას
და სხვა ათასგვარ მოულოდნელობას? - ეს საჰარაში უგზო-უკვლოდ ბოდიალზე რთული იქნებოდა.
აქ მხოლოდ სიკვდილი მელოდა, - იქ, იქ რა მელოდა? ... ადამიანში ხომ არსებობს ათასგვარი
დამანგრეველი ძალა: უძლურება, დაღლილობა, შიმშილი, მარტოობა, უძილობა, ბრაზი,
სიძულვილი, ტკივილი, ნერვიულობა, სიხარბე, სიცრუე, ეგოიზმი, ღალატი, იმედგაცრუება...
ფიზიკური და სულიერი ენერგიის წამრთმევი და დამანგრეველი... რომელიმე ხომ წამომეწეოდა
მასთან ერთად? დაიწყებოდა თვითგანადგურება - რასაც ყველა გაურბოდა. გამახსენდა როგორ
ენგრეოდათ ოჯახები ჩემს ნაცნობებს, კურსელებს, ნათესავებს. მოყვარული ადამიანები ერთმანეთს
გაურბოდნენ, მცირეწლოვან შვილებსაც აღარ ზოგავდნენ - თუმცა სული ელეოდათ
ერთმანეთისთვის და მაინც, აღარ შეეძლოთ ერთად ყოფნა. ეწყებოდათ შავი მელანქოლია,
უსურვილობა, უჭირდათ აღქმა - რატომ ამოდიოდა მზე ჩვეულებრივად, რატომ ეცვათ სხვებს
მხიარული ფერის სამოსი, რატომ იცინოდნენ, რატომ მიდიოდა ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით
„გარეთ“ მათ გარეშე. ვერა და ვერ ეწერებოდნენ ხელახლა მის ორომტრიალში და მიედინებოდა მათ
გვერდით ცხოვრება, რომელსაც მიჰქონდა უსურვილო, უცხოვრებელი და დაუბრუნებელი წლები...
არა, ეს ნამდვილად არ მინდოდა, არადა რა მოჰყვებოდა ამ უსაშველო მონატრებას სხვა ?

- ამაზე მერე ვიფიქრებ, ჯერ ჯადარმა და მე ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ... ჩემი ულამაზესი
არაბული, ჩემი ჭკვიანი მეგობარი, ჩემი ერთგული სულიერი... უცებ მოვიაზრე, რომ ალ კაბირი
უფრო მშვიდად იყო ამ წუთში, ვიდრე მე. მას ცხენის იმედი ქონდა. დარწმუნებული იყო რომ
ჯადარი არ მომცემდა შეცდომის დაშვების საშუალებას, სადაც მე წავიფორხილებდი ცხენის ძალა და
გონიერება შემეშველებოდა, თუ სიარულს ვერ შევძლებდი ცხენი თავად მიმიყვანდა იქ, სადაც
საჭირო იყო. როგორ ენატრებოდა პატრონი, როგორ შესცქეროდა აღმოსავლეთს და მაინც არასოდეს
მომშორებია, ის პატრონის უსიტყვო დავალებას პირნათლად ასრულებდა.

- რატომ არ ვეძახი სტვენით, აქამდე რატომ არ გამახსენდა? რა ვალდებულებად ავიკიდე ეს


დუმილი და ფიქრი, რაკი მოსაუბრე არ მყავს, ამიტომ ხმა არ უნდა ამოვიღო? ვინ მიშლის კივილის,
ყვირილს და სტვენას ამხელა სივრცეში! - ისე გავბრაზდი ჩემს თავზე რომ გავჩერდი და ჩემს უნებურ
დუმილზე დავფიქრდი. გუდა ქვიშაზე დავაგდე და სტვენისთვის მოვემზადე, მაგრამ ორასიოდე
ნაბიჯზე რაღაც უცნაური დავინახე. ისეთი რამ იყო, რაც უდაბნოს ჩვეულ პეიზაჟში არ ეწერებოდა და
რისი ადგილიც აქ ნამდვილად არ იყო. სტვენა გადავიფიქრე და იმ ადგილს, დანამომარჯვებული,

119
ფრთხილად მივუახლოვდი.

ჩემს წინ ჩონჩხი იდო, ხერხემალში გადატეხილი ცხოველის ჩონჩხი. აქა-იქა ნეკენის
ძვლები გასჩროდნენ ქვიშას, ლამაზი მოყვანილობის თავის ქალას წვეტიანი ცალი რქაღა შერჩენოდა.
ეს ანტილოპას ნაშთები იყო. პირწმინდად გასუფთავებული ძვლები სითეთრეს აფრქვევდნენ.
ძვლები სატეხში მოყოლილივით იყო დამსხვრეული. არემარეს ყურადღებით დავაკვირდი,
ათეულობით ანტილოპას იგივე ბედი გაეზიარებინა, დამსხვრეული ძვლები ზოგან ერთმანეთზე
მიხორხლილიყო, ზოგან გაფანტულად ეყარა. როგორც ჩანს თავდამსხმელი მარტო არ იყო. ასეთი
კვალის დატოვება მხოლოდ ერთად-ერთ სულიერს შეეძლო. იმას, ვისაც მტაცებელ ძუძუმწოვართა
შორის ყველაზე მძლავრი ყბები ქონდა. ისეთი მძლავრი, რომ კამეჩის ძვლებსაც ადვილად
ამტვრევდა. მის ყბებს თავად ცხოველთა მეფე, - ლომიც კი უფრთხოდა. მის საზრიანობაზე თითქმის
ყველა მონადირე ლაპარაკობდა და ათასგვარ ამბებს ყვებოდა. ანტილოპას ამდენი ჩონჩხი, მხოლოდ
იმას მოასწავებდა რომ ჩემდა უნებურად, სწორედ ამ საშიში მტაცებლის „სუფრას“ ვთელავდი
ფეხით...

ძვლებში ცივმა ჰაერმა ისე დამიარა, თითქოს გამჭირვალე გავხდი. შიშმა ადგილზე მიმაჯაჭვა. თავში
მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა:

- აფთარი!

დანამომარჯვებული სმენად ვიქეცი და კატის ნაბიჯით ძალიან ფრთხილად უკან დავიწყე დახევა,
იქნებ როგორმე მშვიდობიანად გავცლოდი ძვლების გროვას და მერე, საკმაოდ შორი მანძილიდან
შემომევლო ამ დაბრკოლებისთვის. კიდევ კარგი სტვენა ვერ მოვასწარი, თორემ ახლა ჩემი უჩუმარი
გაპარვის მცდელობა უაზრობა იქნებოდა. ყველაზე დიდი სისულელე გაქცევა იყო. აფთარი არაბულ
ცხენს სისწრაფეში არ ჩამოუვარდებოდა. რაკი ისინი ანტილოპებს დაეწივნენ, მე ხომ წამში
მომიგდებდნენ ყბებში. საჰარას ეს ნაწილი ზოლიანი აფთრის სამფლობელო იყო. ღამის მონადირე
დღისით გამოჩენას თავს არიდებდა, - ამიტომ სასწრაფოდ უკუვაგდე ფიქრი რომ ისინი ჯადარს
დაესხნენ თავს. ჯერ კიდევ დღე იყო როცა ცხენი გაიქცა, ის სამშვიდობოს გააღწევდა.

აფთარი ნანადირევის ლეშს თავის ბუნაგში ინახავდა და მის ბუნაგთან ყოველთვის ხრწნის სუნი
ტრიალებდა. თვითონ ცხოველსაც გახრწნილი ლეშის სუნი ასდიოდა. ხორცისგან გასუფთავებულ
ძვლებს ბუნაგის გარეთ თავისი მაგარი კბილებით ამსხვრევდა. ეს სუნი იმდენად ადვილად იყო
გამოსაცნობი, რომ მეც კი შევძლებდი ამას.

ჰაერს ნადირივით ვყნოსავდი, მაგრამ სუნს ვერ ვგრძნობდი. ოდნავი ნიავი ჩემსკენ უბერავდა,
ამიტომ შეუძლებელი იყო გარკვევა - საიდან მოდიოდა საფრთხე.

ეს გაშლილი და დალეწილი ძვლები იმას მოასწავებდა, რომ არც თუ შორს აფთრის ბუნაგი იყო.
აფთრები ოჯახებად ცხოვრობდნენ და წლის ნებისმიერ დროს მრავლდებოდნენ. მათ არ
ახასიათებდათ ხროვად მგლებივით თავშეყრა. „ბუნების სანიტრები“ მხოლოდ ლეშის მჭამელები
როდი იყვნენ, არამედ თავს ესხმოდნენ ცოცხალ და ჯანმრთელ ცხოველსაც. გაქცეულ
ანტილოპებსაც იჭერდნენ და დასასვენებლად დაშვებულ გადამფრენ ფრინველებსაც. მათი კბილებში
მოხვედრილ სულიერს გადარჩენის შანსი არ ჰონდა. საზარელი შესახედაობის გარდა, მას კიდევ
უფრო საზარელი სისხლის გამყინავი ხმა ქონდა, ოღონდ ზოლიანი აფთარი არ „ხარხარებდა“, იგი
ყმუოდა, ყეფდა ან იღრინებოდა.
მათი ახლო-მახლო ყოფნა ერთი რამეს ნამდვილად მოასწავებდა, სადღაც არანაკლებ ოცდაათიოდე
კილომეტრის რადიუსში, ადამიანის სადგომი უნდა ყოფილიყო. ამ გაავებულ უდაბნოში, აფთრებსაც
კი, - ადამიანთან ახლოს ყოფნა ერჩივნათ, იტაცებდნენ თხებს და ციკნებს, უდაბნოში

120
მოარბენინებდნენ და ლეშს თავის მყრალ ბუნაგში ინახავდნენ.

ყველაზე ცუდი ჩემთვის, - აფთართან შეხვედრა იყო. თუ მომწვდებოდა, ისე მომაკვნეტდა თავის
მძლავრი ყბებით რომელიმე კიდურს, დაყვირებასაც ვერ მოვასწრებდი. ერთადერთი გამოსავალი ის
იყო, რომ ახლოს არ მომეშვა. არც აფთარს სიამოვნებდა მაინცდამაინც ადამიანთან შეხვედრა,
უცნაური შიში უჩნდებოდა ორფეხა ცხოველის დანახვაზე, რომელიც „ხანდახან ცეცხლს ისროდა წინ
გამოშვერილი ძვლიდან“, მაგრამ როგორც ჩანდა, - ეს შეხვედრა გარდაუვალი იყო. ერთადერთი
შანსი ის მქონდა, რომ „ადამიანობის უპირატესობა“ გამომეყენებინა და აფთარი როგორმე
შემეშინებინა.

- ცეცხლი! ცეცხლი მჭირდება. როგორ ვიშოვო... -უმწეოდ ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქეთ, რაიმეს
ვეძებდი, მაგრამ გარშემო არაფერი იყო, არაფერი, მხოლოდ ქვიშა და ძვლები...

-ჰეროდოტე! სკვითები! - ჩემს გონებაში მზე აინთო. ჰეროდოტეს ნაამბობით, ძველი სკვითები,
ძვლებისგან გაჩაღებულ კოცონზე ამზადებდნენ საჭმელს. ღმერთისთვის მსხვერპლად შესაწირ ხარს
სკვითები თოკით გუდავდნენ, ატყავებდნენ და მის კუჭში ათავსებდნენ ხარის მთელ ხორცს,
ჩაასხამდნენ წყალს და ქვეშ ულაგებდნენ ხორცისგან გასუფთავებულ ძვლებს, დაანთებდნენ კოცონს
და ცოტა ხანში ხორცი საჭმელად მზად იყო. ხარი საკუთარ თავს, - თავად ამზადებდა. ძვლებისგან
გაჩაღებული ცეცხლი - უფრო ფიცხი იყო ვიდრე შეშის...სკვითების მიწებზე ტყეები არ იყო, ამიტომ
საწვავად ძვლებს იყენებდნენ. მე, როგორც ხელოვნებათმცოდნე მათ მიერ კაცობრიობისთვის
დატოვებულ უმშვენიერეს ხელოვნების ნიმუშებს უნივერსიტეტში სტუდენტობისას ვსწავლობდი და
ძალაუნებურად მათი ცხოვრების წესსაც ვეცნობოდი.

გამახსენდა როგორ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა კურსელებმა მაშინ, შეგვემოწმებინა ჰეროდოტეს


ისტორიული ჩანაწერი და ქიმიის კათედრას ვესტუმრეთ. „ქიმიამ“, უნივერსიტეტის სასადილოდან
„მოპოვებული“ ძვლის გამოყენებით, მცირე ცდა ჩაგვიტარა.
- ძვლები, ორგანული და არაორგანული ნაერთისგან შედგება, - ჩვეულად მშვიდად გვიყვებოდა
ნათელსახიანი ქიმიის ლექტორი, – „ექსპერიმენტის დასაჩქარებლად ძვალი მარილმჟავას სუსტ
ხსნარში ჩავაგდოთ, ამით, ორგანული ნაერთს მთლიანად შევინარჩუნებთ, ხოლო არაორგანულს
თვისებებს შევუსუსტებთ.“ - ცოტა ხანში მან მარილმჟავაში მოთავსებული ძვალი ამოიღო და ხელში
რეზინივით მოღუნა. - „ორგანული ნივთიერება, ცილა, - ძვალს მოქნილობას და ელასტიურობას
უნარჩუნებს, კალციუმის და მაგნიუმის არაორგანული მარილები კი სიმაგრეს.“ - ძვალი რკინის
სამაგრზე დაამაგრა და გააგრძელა: - „ელასტიურობის და სიმაგრის შერწყმა, ძვლის სიმტკიცეს
განაპირობებს. თუ ძვლის შეკუმშვას მოვინდომებთ, მისი წინაღობა გრანიტისაზე ორჯერ მეტი
ხდება, გაჭიმვისას კი თუჯის თვისებები აქვს. ორგანული ნივთიერების გამოყოფა
არაორგანულისგან, წვის პროცესით ხდება. გაიხსენეთ გამხმარი ფოთლები და ტოტები, ისინი
ორგანული ნაერთებია და მშვენივრად იწვიან. რაც მათი დაწვის შემდეგ რჩება, მხოლოდ
არაორგანულია. აბა ახლა შევამოწმოთ ჰეოროდოტე!“ - გაიღიმა „ქიმიამ“ და სპირტქურაზე ალს
უმატა. ლაბორატორიაში „ტრუსის სუნი“ დადგა, ძვალმა წვა დაიწყო და დანახშირდა.

ისე ნათლად გაცოცხლდა ჩემს მეხსიერებაში ეს მონაკვეთი, რომ ლამის ტრუსის სუნიც კი ვიგრძენი...

- გაუმარჯოს ჰეროდოტეს! - შევძახე და ძვლებს ვეცი, სწრაფად ვაგროვებდი და ისე ვალაგებდი,


როგორც შეშას, საჰაეროებს ვუტოვებდი რომ სწრაფად აალებულიყო. ძვლები უდაბნოს მზეს კარგად
გამოეშრო. ესე იგი ის ახლა ჩემთვის იმ ხმელი ტოტებივით და ფოთლებივით იყო, „ქიმია“ რომ
ყვებოდა. თუ ცეცხლი მექნებოდა, იქნებ აფთარს ახლო ვერ მოებედა, ყინვაც ვერაფერს დამაკლებდა
და დასვენებასაც შევძლებდი.

121
სანთებელაში ჩარჩენილი ბენზინი მისანთებად უნდა გამომეყენებინა. ჩემს „ტოპს“ საცოდავად
შემორჩენილი სახელოები წავაგლიჯე, ძვლის წკირს ვეცი და სანთებელაზე პაწია ჭანჭიკი ძლივს
შემოვატრიალე, ბენზინით მოვნამე ნაჭერი. ერთი სახელო ძვლის გროვის შუაში ჩავაგდე და ზედ
ძვლის წვრილი ნამსხვრევები პირამიდასავით დავალაგე, - სწრაფად რომ ანთებულიყო. მეორე,
ანტილოპას თავის ქალაზე შერჩენილ რქას შემოვახვიე. ელვის სისწრაფით ვმოძრაობდი, თითო წუთს
ოქროს ფასი ჰქონდა. როგორც იქნა მზადებას მოვრჩი. დავიჩოქე და ხელში სანთებელა ავიღე.

- ღმერთო მიშველე ! - გავიფიქრე მაგრამ დასრულება ვერც კი მოვასწარი რომ საზარელმა,


გონების წამღებმა და სისხლისგამყინავმა ყმუილმა ცივი ჰაერი შუაზე გააპო და პირდაპირ ჩემს
თავზე ნაჯახივით დაეკიდა.

ხმა ჩემს ზურგს უკან ისმოდა. მობურნების საშინლად მეშინოდა, მაგრამ მაინც ვარჩიე პირისპირ
დამენახა საფრთხე. ხელში მომარჯვებული სახელდახელო მაშხალა და სანთებელა მოვსინჯე და
მოვბურნდი.

მთვარის შუქით განათებულ ქვიშაზე ორი ცხოველი ჩემსკენ მთელი სისწრაფით მორბოდა, ერთი
უფრო დიდი ტანისა იყო, მეორე-შედარებით მომცრო. მხარდამხარ მოქროდნენ. სხეული უკანა
ნაწილს თითქოს ქვიშაზე მოათრევდნენ. მათი თათები ისე სწრაფად ფხოჭნიდნენ ქვიშას, რომ მათ
უკან მტვერი დგებოდა. წვრილი ფეხები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მიახლოვდებოდნენ,
ახალი ნადავლის და გემრიელი საკბილოს მოლოდინმა როგორც ჩანდა, ჩვეული სიფრთხილე
დააკარგვინათ და შეუჩერებლად, გამბედავად მოიწევდნენ წინ.

სანთებელას არც ამჯერად უმტყუვნია, მბჟუტავი ალი ალიცლიცდა, მაშხალა სწრაფად აინთო და
ალი უცბად აგიზგიზდა. მაშხალიანი ხელი თავსზემოთ ავწიე და მბჟუტავი სანთებელა პირდაპირ
მოგროვილი ძვლების შუაგულში ვისროლე.

სინათლე მჭირდებოდა, სხვაგვარად თავდასხმის არიდება ან მოგერიება შეუძლებელი იყო. აფთარი


სიბნელეში ბრწყინვალედ ხედავდა და ადვილად მომიხელთებდნენ.

მტაცებელი წყვილი ჩემგან უკვე ასიოდე ნაბიჯზე იყო. ცალ ხელში მაშხალა მეჭირა, მეორეში
მომარჯვებული დანა. კოცონმა ნელა მაგრამ მაინც დაიწყო ანთება, სახელოს ნაჭერი ცისფერი ალით
იწვოდა. ძვლებმა ტრუსვა დაიწყო და უცნაური სუნი დატრიალდა, მაგრამ ამან აფთრები ვერ
შეაჩერა. ოდნავ წინ გადავიხარე და დანა მოვიმარჯვე. მათ ჩემგან ოცდაათიოდე ნაბიჯიღა
აშორებდათ, როცა ცეცხლმა ტკაცუნი დაიწყო. ალი წითლად ამოვარდა ძვლების კოცონიდან და
არემარე კარგად გაანათა.

დანა არ გამომადგებოდა, თუ მკლავის მისაწვდენზე მოვუშვებდი აფთარს, - ვეღარაფერი მიშველიდა.


დანა მივაგდე და ჩემს ფეხთით ქვიშიდან ამოჩრილი ნეკნის დიდი ძვალი ხელში ხმალივით
მოვიმარჯვე. კოცონმა იმძლავრა. მისი ანარეკლი მათ თვალებში აკიაფდა. ჩემგან თხუთმეტიოდე
ნაბიჯზე აფთრები გაიყვნენ და წრეზე შემოვლა დაიწყეს.

ახლა უკვე კარგად ვხედავდი ველურ მტაცებლებს, რომლებზეც ათასგვარი ბნელი ლეგენდა მქონდა
მოსმენილი. საფლავის მთხრელი და გვამისმჭამელი აფთრები, - ლეგენდების და ზღაპრების
ყველაზე ცუდი პერსონაჟები, თავისი ზარდამცემი მახინჯი გარეგნობით მართლაც საშინელი
სანახავები იყვნენ. გრძელი, წვეტიანი და დაცქვეტილი ყურები შუბის წვერებივით ამოზრდოდათ
მახინჯად მოხაზულ თავზე. მთვარის და ცეცხლის შუქზე კარგად მოჩანდა მათი დაღრეჯილი თავ-
ყბა, შუბლს ქვემოთ ღრმად ჩამჯდარი თვალები, რომლებშიც კოცონის ანარეკლი ნაპერწკლებად
ენთო. ჩუმად იღრინებოდნენ, თითქოს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, კბილები დაეკრიჭათ და ავის

122
მომასწავებლად აღრჭიალებდნენ, ძლიერ ყბებს ატკაცუნებდნენ, მათი მოკლე და შავი დრუნჩები
ჰაერს ავად ყნოსვდნენ, ღია ხახა - საშინლად მყრალ სუნს აფრქვევდა. შუბლი შუაზე ქონდათ
გაყოფილი ღრმა ღრმულით, რაც მრისხანე გამომეტყველებას კიდევ უფრო საზარელს ხდიდა,
სხეულზე შავი და ჭუჭყიანი რუხი ზოლები მონაცვლებოდა. თავებიც იგივე ჭუჭყიანი რუხი ფერისა
ქონდათ, კისერზე საზიზღრად აჯაგროდათ ბალანი, ხოლო თათებზე ოთხი თითი ისეთი წვეტიანი
ბრჭყალებით თავდებოდა, - ლომსაც ადვილად გაფარტავდნენ.

აფთრები ცდილობდნენ წრე შეევიწროვებინათ, მაგრამ ფრთხილობდნენ. მაშხალიანი ხელი თავს


ზემოთ მეჭირა და წრეზე ვტრიალებდი, რომ მათთვის თავდასხმის საშუალება არ მიმეცა. კოცონის
სიმხურვალემ და ცეცხლის ნათელმა იმატა. ვგრძნობდი, რომ რაკი ორნი იყვნენ, მაინც
შეეცდებოდნენ თავდასხმას, ამიტომ ცეცხლისკენ ზურგით დავდექი, რომ იქედან თავდასხმა
ამერიდებინა. აფთრებმა წრე დაავიწროვეს. ფეხით დანა ახლოს მოვწიე და მთლიანად დაძაბული
ადგილზე გავიყინე.

მოულოდნელად ჩემმა თვალებმა უცნაურად დაიწყეს აღქმა, მე მთელ გარემოს ვხედავდი, იმასაც კი,
რაც ჩემს ზურგს უკან ხდებოდა. მიწის ვიბრაციას ისე ვგრძნობდი, ქვიშის მარცვალიც რომ
გარხეულიყო - არ გამეპარებოდა. წრეზე ტრიალიც კი აღარ მჭირდებოდა იმისთვის, რომ გამომეცნო
სად იყვნენ აფთრები, თვალის დახამხამებაც აღარ მჭირდებოდა. გონების თვალით ვხედავდი
მტაცებლებს, რომლებიც ჩემს გარშემო წრეზე მოძრაობდნენ. არცერთი მათი ნაბიჯი არ მრჩებოდა
ყურადღების მიღმა. კოცონი ყვითელ ნათებად გიზგიზებდა, მაშხალა ჩემს ხელში თეთრი სინათლით
ენთო, ხოლო ანტილოპას ნეკნი, რომელიც ხმალივით მეჭირა, ვერცხლივით ბრწყინავდა. მე, - სხვა
სამყაროდან ვხედავდი.

თავდასხმა მაინც ზურგიდან დაიწყო. ძუ აფთარი კოცონს თავზე გადმოევლო და მოკლე ნახტომით
სწრაფად დაძლია ჩემამდე მანძილი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ცალ მუხლზე ჩაჩოქილი აღმოვჩნდი,
აფთარი თავზე გადამევლო, მარჯვენა ხელი მოწყვეტით ავიქნიე ზემოთ, „ხმალი“ სირბილეს შეესო
და შიგ ჩარჩა, ხელი გავუშვი თუ არა, სისხლის შხეფები სხეულზე მომესხა, ძაღლურმა წკავწკავმა
არემარე გააყრუა და ცხოველმა მიწაზე მოწყვეტით გაადინა ზღართანი. წამოვხტი და ხვადის
მოგერიებისთვის მოვემზადე, მისმა სისხლისგამყინავმა ყმუილმა არემარე გააყრუა და სადღაც
უდაბნოში ჩაიკარგა. აფთარი არ ელოდა მსხვერპლის ამგვარ რეაქციას. საკბილო შეშინებულს არ
გავდა, არ გარბოდა, არ ნებდებოდა და მეწყვილესაც კარგავდა. ხვადი შეუჩერებლად იღრინებოდა და
წრეზე ტრიალებდა. მიწაზე გაშოტილ ცხოველს მიუახლოვდა, დაყნოსა და უკანა თათებზე ჩაჯდა.
მთვარეს ახედა და გონებისწამღები კივილნარევი ხმით აყმუვლდა. ეს არ იყო მხოლოდ ყმუილი, ეს
იყო ცალად დარჩენილი ველური მტაცებლის თავგანწირული მოთქმა მისი მდედრის მომაკვდავ
სხეულზე.

ხვადი ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ მობრუნდა. დანას ხელი ვტაცე, მარცხენაში ისევ რქის ანთებული
ჩირაღდანი მეჭირა. ჩემსა და აფთარს შორის კოცონი გიზგიზებდა. ცხოველი მომაჩერდა, მეც
თვალმოუცილებლად მივჩერებოდი. ოდნავ მოშორებით სასიკვდილოდ დაჭრილი ძუ აფთარი
ქვიშაზე იწვა და უღონოდ წკმუტუნებდა. ხვადმა რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ისევ ჩაჯდა. მან
დაკვირვება და ლოდინი არჩია. მეც ჩავიმუხლე. ცხოველი თვალს არ მაცილებდა, ხანდახან
წკმუტუნს თუ ამოუშვებდა. ვხედავდი როგორც უძგერდა გული, როგორ ყლაპავდა ნერწყვს, როგორ
ადი-ჩადიოდა მისი ხორხი მოკლე, სქელ და აჯაგრულ კისერში.

თავდასხმას ვეღარ ბედავდა. მას ეშინოდა.

კოცონიდან ძვალი ავიღე და ვესროლე. ნელ-ნელა უკან დაიხია ათიოდე ნაბიჯის მოშორებით ჩაჯდა.
ლოდინში ერთი საათი გავიდა, აფთარი ქანდაკებასავით იჯდა, მაცქერდებოდა და იცდიდა.

123
ცეცხლთან ცალ მუხლზე ჩაჩოქილი მეც აფთარს ვუცქერდი. დილის სამი საათი იწყებოდა. ორიოდე
საათში ინათებდა და ჩემი გასაჭირიც დასრულდებოდა, მაგრამ დაღლილობას და სითბოს თავისი
გაჰქონდა, მეყვინთებოდა, თვალები თავისით მეხუჭებოდა, ძილი თავს მართმევდა. გუდას მივწვდი,
წყალი დავლიე და თვალები ამოვიბანე რომ ძილი დამეფრთხო. აფთარი ისევ იჯდა და იცდიდა. ძუ -
აღარ ინძრეოდა.

აფთარი თავიდან უნდა მომეცილებინა. ვესროდი ცეცხლმოკიდებულ ძვლებს, მაგრამ ის მხოლოდ


ადგილს იცვლიდა და იგივე მანძილზე რჩებოდა. ახლო - მახლო მოფანტული ძვლები კოცონს
დავაყარე და რომ არ ჩამძინებოდა ფეხზე ავდექი. აფთარი მოშორებით გადაჯდა და ისევ გაირინდა.
ის მხოლოდ ჩემს მოდუნებას ელოდა რომ თავს დამსხმოდა. მისკენ ნაბიჯი გადავდგი, არც
შერხეულა, ისევ ყურადღებით მაკვირდებოდა. ცხოველის მრგვალი შავი თვალები უცნაური,
სიკვდილნარევი ბრწყინვით მომჩერებოდნენ.

მის თვალებში უცნაური არსება დავინახე: გამხდარი, გაწეწილი და ჭუჭყიანი თმებით, ტალახიანი
და ქვიშააკრული, სისხლის წვეთებით მოსვრილი სხეულით, ერთ ხელში ანტილოპას რქით
ანთებული მაშხალით, მეორეში მომარჯვებული დანით და სახის "გააფთრებული"
გამომეტყველებით. დანახულმა შემაშინა. ძნელი იყო თქმა რომელი უფრო ველური იყო ახლა,
აფთარი თუ მის თვალებში არეკლილი არსება. ახლა ორი ველური მტაცებელი უცქერდა ერთმანეთს
თვალებში, ერთში შიში და გაკვირვება იდგა, მეორეში კი მრისხანე გადაწყვეტილება - მოეკლა
მომხვდური.

სრულიად მოულოდნელად აფთარი ფეხზე წამოდგა, ისევ დაყონსა მეგობრის გვამი და შეტრიალდა,
ჩემსკენ მოიხედა, კუდი ამოიძუა და გამეცალა. ცოტა ხანში თვალსაც მიეფარა და სადღაც ნახევარი
კილომეტრის სიშორიდან, ისევ მომესმა ცალად დარჩენილი ველური მტაცებლის თავგანწირული
მოთქმა.

დილის ოთხი საათი შესრულდა. კოცონს ისევ დავაყარე ახლო-მახლო მოგროვილი ძვლები,
ცეცხლისკენ ზურგით, ფეხმორთხმით დავჯექი და უდაბნოს იმ მხარეს დავაცქერდი საითაც აფთარი
მიიმალა. ჩემგან ათიოდე ნაბიჯზე მკვდარი ძუ აფთრის სხეული ეგდო. სხვა არაფერი ჩანდა,
უდაბნოს სიჩუმე აღარაფერს დაურღვევია. ღრმად ამოვისუნთქე, ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი. ახლა
მხოლოდ რიჟრაჟს და მზის ამოსვლას ველოდი.

ღამე მიილია და თენებამ იმძლავრა. გადავიწყვიტე აღარ დამეცადა და გზა გამეგრძელებინა, რაიმე
სიმაღლეზე უნდა ავსულიყავი და გარემო მომეთვალიერებინა, თუ საფრთხე ისევ მელოდა, უნდა
მოვმზადებულიყავი. ჯერ კიდევ ციოდა და ცეცხლის სითბოს ვერ ველეოდი. მაგრამ რაღაც მეშვიდე
გრძნობა მეუბნებოდა რომ აქ დარჩენა სახიფათო იყო. წყლიანი გუდა მხარზე მოვიგდე. ერთი ნეკნის
ძვალი კიდევ ამოვარჩიე და ხელში დანამომარჯვებული აღმოსავლეთისკენ დავიძარი.

მზე ამოიწვერა და ქვიშა ააელვარა, ერთი საათის სიარულის შემდეგ ქვიშამ ფერი იცვალა, ის
ყვითელი აღარ იყო, უფრო თეთრი ფერი დაიდო და თვალისმომჭრელად გაბრწყინდა. ჩემს წინ
მაღალი დიუნა აღიმართა, ცოტა ფიქრის შემდეგ აღმასვლას შევუდექი. დიაგონალზე სიარული
ვარჩიე, დაღლილობისგან გზადაგზა ვიჩოქებდი, მაგრამ დილამდე მინდოდა წვერამდე ამეღწია,
ვისვენებდი და ისევ ზემოთ მივიწევდი. თეთრი ქვიშა თვალს მიჭრელებდა. ამიტომ უფრო მეტად
თვალდახუჭული მივდიოდი მწვერვალისკენ. ასვლას სრული ორი საათი დასჭირდა. დილის რვა
საათზე უკვე დიუნას წვერზე ვიდექი და არემარეს ვაკვირდებოდი.

დასავლეთისკენ, დახეთქილი ნიადაგი, რომლის ქვეშაც მიწისქვეშა მდინარე მიედინებოდა, სადღაც


სამიოდე კილომეტრში მკვეთრად უხვევდა მარჯვნივ და დიუნებში იკარგებოდა.

124
დანარჩენი მხოლოდ ქვიშას ეჭირა. დიუნას წვერზე ჩავიმუხლე, წყალი მოვსვი, მინდოდა ცოტა
გამომეძინა, დაღლილობისგან უკვე ნაბიჯის გადადგმაც არ შემეძლო. თავსზევით ძალაც - მთლიანად
გამომელია. საკუთარი სუნთქვაც კი მღლიდა. გვერდულად მივწექი, დანა ისევ ფეხსაცმელში
ჩავიდე, წყლიანი გუდა თავქვეშ ამოვიდე და თვალი მივლულე.

მესიზმრა. თითქოს აფთარი კვალზე ამყვა, ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. შურისმაძიებელი ცხოველი


დაუღალავად მოიწევდა დიუნას წვერისკენ რომ ჩემთვის ყელი გამოეღადრა და ჩემი ლეში თავის
მყრალ ბუნაგში წაეთრია. მე კი განძრევაც არ შემეძლო, ყვირილი მინდოდა და ხმა არ ამომდიოდა.
აფთარმა ხახა დააღო და ჩემსკენ მოკლე ნახტომებით წამოვიდა, ვცდილობდი უკან
გავხოხებულიყავი მაგრამ ამასობაში აფთარი თავზე დამადგა მე კი დანის მოქნევასაც ვერ
ვახერხებდი. მის თვალებში ჩემს შეშინებული სახეს ვხედავდი. შორიდან კი ცხენის ჭიხვინი
მესმოდა.

თვალი შეშინებულმა გავახილე. მზე კარგად ამოწეულიყო. წამოვჯექი, სიზმრისგან ძლივს


გემოვერკვიე, საშინლად გამეხარდა რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ფეხზე ავდექი და დასავლეთს
დავაკვირდი. მიწისქვეშა მდინარის მკვეთრი მოსახვევიდან შავი წერტილი გამოჩნდა, რომელიც
სწრაფად მოიწევდა წინ და თანდათან დიდდებოდა. სმენად და თვალებად ვიქეცი.

- ოღონდ მირაჟი არ იყოს, ოღონდ ეს ახლა მირაჟი არ იყოს!

შავმა წერტილმა ფორმა მიიღო, ეს ცხენი იყო, შავი ცხენი, რომელზეც მხედარი იჯდა.

-ჯადარი! ჯადარი, ეს ჯადარია ! - შევძახე, თავიდან იჰრამი მოვიგლიჯე და ჰაერში ავაფრიალე.


ისინი ჯერ ვერ მამჩნევდნენ.
მხედარს თავზე ოკალიანი იჰრამი არ ეხურა, მხოლოდ ლურჯი თავსაბურავი ქონდა მოხვეული. ეს
ალ კაბირი არ იყო.
- ნუთუ მილოშია ? - მაგრამ მხედარი უცნაურად იჯდა ცხენზე, უფრო სწორად კი არ იჯდა, ცხენის
კისერზე იყო მიწოლილი, რაც ევროპელებს არ ახასიათებთ, ის უდაბნოში გაზრდილი მხედარი იყო.
ბედუინი არ იყო, მაგრამ არც მილოში.

ხტუნვას და იჰრამის ფრიალს მოვყევი, რომ როგორმე მოძრავი წერტილი დაენახათ. თითები
მოვიმარჯვე და რაც ძალი და ღონე მქონდა შემორჩენილი - სტვენაში ჩავაქსოვე. ცხენი
აღმოსავლეთისკენ მობრუნდა. მხედარმა ხელი დამიქნია, მანიშნა რომ მხედავდა. ჯადარი ცაზე
გაწოლილი შავი ღრუბელივით მოფრინავდა, წამებში კეცავდა თითქოსდა ულევად ქცეულ
მანძილს.

- ჯადარმა მომაგნო, მომაგნო! - სიხარულისგან ვკიოდი, ვხტოდი და გაშლილ აბრეშუმს


დროშასავით ვაფრიალებდი. ხტომაში ფეხქვეშ ქვიშა ისე ჩამეშალა - ვერც კი მივხვდი. დიუნას
წვერიდან რაღაც მრგვალი, ქვიშის მთის კალთაზე ჩაგორდა და ისიც ხტუნვა-ხტუნვით დაეშვა
თავქვე. ეს ჩემი წყლიანი გუდა იყო.

- წყალი! - შევყვირე გაოგნებულმა. აღარ ვიცოდი წყალს გავკიდებოდი თუ ისევ ჯადარისკენ


მეცქირა. წყალს თვალს არ ვაცილებდი, თან იჰრამს ჰაერში ვაფრიალებდი. მოულოდნელად ფეხქვეშ
ქვიშა ვეღარ ვიგრძენი და ყირამალა დავეშვი დიუნას კალთაზე. სწორად რომ
დავცემულიყავი ხელები მკერდზე მივიკარი და სხეულს ვარდნისას მხარი შევაშველე.
შეუჩერებლად მივგორავდი თავქვე, ტრიალში თავბრუ დამესხა, თვალი ამიჭრელდა და ქვიშის
ხეობაში მოვადინე ზღართანი. ზემოდან რაღაც დამეცა. ეს ჩემი წყლიანი გუდა იყო, დაჭერა ვცადე,
მაგრამ ხელიდან გამისხლტა და მოშორებით გადავარდა. განძრევის თავი აღარ მქონდა. თვალებზე

125
ბინდი მეკვრებოდა, მაგრამ მაინც დავინახე, როგორ იღვრებოდა ქვიშაზე ჩემი სიწრით
მოპოვებული წყალი...

... გონებაზე რყევამ მომიყვანა.

თვალი გავახილე, უცნობ მამაკაცს ძლიერ, დაკუნთულ მკერდზე ვყავდი ახუტებული. სახეზე
ავხედე, რომელიც ლურჯი ნაჭრით მთლიანად ქონდა დაფარული. ერთადერთი რაც დავინახე,
ლურჯად მოლივლივე თვალები დაკვირებით მაცქერდებოდნენ. ჩემს მოძრაობაზე მხედარმა ცხენი
გააჩერა და ფრთხილად ჩამომსვა.

ჯადარს კისერზე მივეხუტე, ვარსკვლავიან შუბლს ვუკოცნიდი, მის თავს გულში ვიხუტებდი,
ქოჩორს ვუჩეჩავდი და ათასგვარი მოსაფერებელი სიტყვით ვეფერებოდი. ცხენმა ჯერ ჩვეულებრივ
თავი მხარზე დამადო და ჩუმად ჩაიხვიხვინა. შემდეგ მოულოდნელად აცმუტდა და აცეკვდა,
რიტმულად ამოძრავებდა ფეხებს და ადგილზე ხტოდა, უხაროდა რომ მიპოვა, მშველელი მომიყვანა,
გადამარჩინა და ისევ ერთად ვიყავით.

მოვბრუნდი და მხედარს დავაცქერდი. ჩემს წინ შესანიშნავი აგებულების ახალგაზრდა, ასე


ოცდაათიოდე წლის კაცი იდგა, მას ბამბის ქსოვილის მუქი ლურჯი სამოსი ეცვა. თავზეც ლურჯი
ბურნუსი ეხვია. თვალებში გაკვირვება შერჩენოდა, მაგრამ ცხენის ანცობაზე ღიმილის სხივი ჩაუდგა
ლურჯ თვალებში და ძალიან მშვიდი მზერა ჩემს სისხლით დაწინწკულ სხეულზე შეაჩერა... ხელით
ვანიშნე რომ არაფერი მჭირდა. მან ცხენიდან თხის ტყავის მომცრო ტყავის გუდა ჩამოხსნა და
გამომიწოდა.

ეს წყალი იყო. სულ ორი ყლუპი დავლიე და უკან გავუწოდე. მანიშნა რომ კიდევ დამელია. ახლა
სულმოუთქმელად დავლიე წყალი და მადლიერებით შევაჩერდი. მან საჰარაში წყალი მომცა, წყალი
გაიმეტა, ესე იგი - სანდო იყო. ის დუმდა. პირველ სიტყვას ჩემგან ელოდა. გულზე ხელი მივიდე და
ჩემი სახელი ვუთხარი:
-ნილლნა.
-ადრარ! - მშვიდად მიპასუხა კაცმა, მუქი ლურჯი ფერის ზედა ხალათი გაიძრო და მომაწოდა.
ჩაცმა მაცალა და მშვიდად მკითხა:
- ალ კაბირ ?
მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ვანიშნე რომ ბედუნი ჩემთან ერთად არ იყო. თავი დამიქნია, -
გავიგეო. მანაც ბედუინივით ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და მანიშნა რომ მისი მუხლის გავლით ცხენზე
შევმჯდარიყავი.

მე ცხენის კისერს მივეკარი, მხედარი უკან მომიჯდა, ცხენი მიაბურნა და იგივე გზაზე გავჭენდით,
საიდანაც გამოჩნდნენ.
ერთ საათში მიწისქვეშა მდინარის „ფონი“ ჯადარმა მსუბუქი ნახტომით უკან მოიტოვა, მხედარმა
ცხენი სამხრეთისკენ შეაბრუნა და სადავე ბოლომდე მიუშვა.

ბედუინი (ნაწილი XVI ჰილალეს სიყვარული)

126
ახლა საჰარის უდაბნოს ვგავარ
და როგორც ჰაშიშს ბედუინი,
სანამ მომწევდეს ჰარმატანი ანდა
ჰამსინი,
უნდა მომძებნო!
ჰანა

გზაში მხოლოდ ერთხელ შევისვენეთ წყლის დასალევად. თანამგზავრთან გამოლაპარაკება ვცადე


მაგრამ,- ის დუმდა.

საღამოს პირი იყო, როდესაც თეთრი ქვიშის ბარხანების ბმული მოულოდნელად


დასრულდა და ხეების მწვანე კორომები გამოჩნდა. უდაბნო „შეწყდა“.

მონატრებულმა სიმწვანემ ისეთი ნეტარი სიმშვიდე მომაფინა, რომ თავბრუ დამესხა. ერთბაშად ისე
დავბრმავდი, რომ მწვანე ჰორიზონტის გარდა ვეღარაფერს ვხდავდი.

ცხენი სწრაფად უახლოვდებოდა მწვანე საზღვარს. პალმები და ფოთლოვანი ხეები ერთმანეთს


ენაცვლებოდნენ და მანათობელი სიმწვანე სიცოცხლის არომატს აფრქვევდა.

მცირე დასახლება გამოჩნდა. პატარა გუბურის გარშემო მწვანე მოლი ღაღანებდა, გუბურა ცას ისე
ირეკლავდა რომ გეგონებოდა ცა თვითონ ჩამობრძანებულიყო უდაბნოში. გუბურას გარშემო
უდაბნოს ქვიშა ეყარა, ზედ ლურჯი ფერის ქსოვილი გაეფინათ, სუფრა გაეშალათ, სანოვაგე და ხილი
ეგვიპტურად დაწნულ ლოტოსის კალათებში ლამაზად და მიმზიდველად ელაგა.

ჩვენს დანახვაზე ორმოციოდე ადამიანმა სიხარულის ჟივილ-ხივილი ატეხა. გამოგვეგებნენ და წრეში


მოგვაქციეს. სოფლის მთელ მოსახლეობას ლურჯი ფერის სამოსი ემოსა, ყელზე ყველას ჯვარი
ეკიდა, სიგანეში ოდნავ გაწელილი და ნაპირებგადმოკეცილი. სამოსის ფერმა და ჯვრის ფორმის
სიმბოლომ მიმახვედრა, რომ ტუარეგების ერთ-ერთი მომთაბარე ტომის პატარა, დროებით სოფელში
აღმოვჩნდი.

ჩემს დანახვაზე ხალხის აღტაცებული შეძახილები ერთბაშად შეწყდა. ყველა გაჩუმდა.


მხედარმა ცხენიდან ჩამომსვა და შეჯგუფული ხალხის უკან, ცალკე მდგარი ქალისკენ გაემართა.
მოწიწებით დაღუნა თავის მის წინაშე და რამოდენიმე წინადადება უთხრა.
ქალმა შუბლი შეიკრა და მდუმარედ მიაცქერდა. შემდეგ მე შემხედა, დაკვირვებით ამათვალიერა და
ჩემსკენ წამოვიდა.

ოცდაათიოდე წლის იქნებოდა, საშუალოზე ოდნავ მაღალი, ბრინჯაოსფერი გლუვი კანით, შავი
მბრწყინავი და ღილისფორმის მრგვალი თვალები ნუშის ფორმის უპეებიდან ნაპერწკლებს
ისროდნენ, მაღალი, წვრილი შავი წარბები საფთქლებამდე გაწოლილიყვნენ, მაღალი შუბლი ქონდა,
სახის ოვალი იდეალური, პატარა და მოძრავი ნიკაპი მის მოუსვენრობაზე მეტყველებდა, გრძელი და
ხვეული თმა რომელიც თავზე ყვითელი წვრილი ბათფით ქონდა შეკრული, ფირუზის
სავარცხლებით დაემშვენებინა და წელამდე ტალღებად სცემდა. ლამაზ მკლავებზე ფირუზის
სამაჯურები ქონდა ასხმული. იდეალურად ლამაზი მკერდი, წვრილი წელის მოქნილ ხაზში ისე
გადადიოდა, რომ მთლიანად იმეორებდა რომანტიული გულის მოხაზულობას. მრგვალი მოქნილი,
გლუვი და ღონიერი თეძოები, თხელი და სანთელივით ჩამოქნილი ფეხებით თავდებოდა,
რომლებიც კოჭებში ისეთი წვრილი იყო, რომ უნებელიედ იფიქრებდი, - აი ახლა გადატყდებაო.
ფეხზე ლურჯი სანდლები ემოსა, კოჭებზე წვრილი ფირუზის მძივები ეხვია, სხეულზეც ლურჯი

127
ბამბის ქსოვილის ნაჭერი მუხლამდე ნაკეცებად ქონდა შემოხვეული, წელი მკერდიდან ჭიპამდე
შიშველი ქონდა. მკერდს ასევე ლურჯი ქსოვილი უფარავდა, რომელიც წვრილი ზონრით კისერზე
ჰქონდა შეკრული. მაღალ ყელზე ფირუზის ისეთი მშვენიერი ყელასაბამი ეკეთა, ინგლისის
დედოფალსაც შეშურდებოდა. ყველაზე თვალში საცემი კი მისი ტუჩები იყო, პატარა, ხორციანი
ძალიან ლამაზი და მუქი ვარდისფერი ტუჩები. ის მართლაც ულამაზესი იყო, ნამდვილი
მზეთუნახავი. მაგრამ მთავარი ეს როდი იყო, მას ისეთი ღირსეული მიმოხვრა და მანერები ჰქონდა
და ნაბიჯსაც ისე ადგამდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ პოდიუმსაც შეშურდებოდა მისი
გრაცია.

თავდახრილი ხალხი ორად გაიყო და გზა დაუთმო ჩემსკენ მომავალ მშვენიერ ქალს, მას შეხედვასაც
ვერ უბედავდნენ.

მივხვდი რომ ის ტომის ბელადი, მათებურად „ამენოკალია“ *- ანუ დედოფალი იყო.


საჰარაში მომთაბარე ტომებისაგან ტუარეგები ყველაზე გამორჩეულნი იმით იყვნენ, რომ მათი
წესწყობილება მატრიარქატს ეფუძნებოდა და კასტებად იყო დაყოფილი.

ამ ყველაფერს ქალები წყვეტდნენ.

ამენოკალია ახლოს მოვიდა და წარბშეკრული გამომცდელად დამაკვირდა. ჯადარმა თავი მხარზე


დამადო და ქალს ისე დააცქერდა. ცხენის მოძრაობაზე ქალმა უკან დაიხია და ზარივით წკრიალა
ხმით რაღაც მკითხა, მხოლოდ ერთი სიტყვა მეცნო - „ალ კაბირ“. მე უჩუმრად თავი გავაქნიე არას
ნიშნად. მაშინ მან ცხენზე მიმითითა და ჟესტით მკითხა - „ეს ცხენი შენთან როგორ აღმოჩნდაო.“ -
მოვსინჯე არაბული, ინგლისური, რუსული, ქართულიც, - მაგრამ მას ჩემი არაფერი ესმოდა.
ხალხიც ისე მიცქერდა, მივხვდი, რომ მათაც ვერაფერი გაიგეს.

ქალმა ჩემი იჰრამი ხელით მოსინჯა, ჯერ სისხლით დაწინწკლულ სხეულს და მერე ზედ
შემორჩენილი აბრეშუმის კაბის ნაგლეჯებს დააკვირდა, მერე ჩემს ფეხსაცმელებს დააშტერდა და
დაფიქრდა.

ყველა ჩუმად იყო, ყველა მას ელოდა.

ხალხს შევხედე, უცნაურად ლამაზი ხალხი იყო. ტუარეგები კაიროშიც მენახა, მაგრამ იქ ქალაქური
იერი ედოთ. აქ კი საჰარაში, თავიანთი პირველყოფილი სახით, გაცილებით კარგი სანახავები იყვნენ
ვიდრე მათი კაიროელი თანატომელები. მამაკაცებს მხოლოდ თვალები უჩანდათ, ისე ჰქონდათ
მოხვეული ლურჯი თავსაბურავები. ქალებს კი სახე ღიად ჰქოდათ და არ მალავდნენ.

ამენოკალიამ გულზე ხელი მიიდო და ისევ გავიგონე მისი ზარივით წკრიალა ხმა:

- ჰილალე. - მივხვდი რომ სახელი მითხრა.

მე ცალ მუხლზე ჩავიჩოქე და მოწიწებით დავხარე თავი, გულზე ხელი მივიდე და ვუპასუხე:

- ნილნა. - მივხდი, ეამა ჩემი საქციელი, მაგრამ როცა წელში გავიმართე და შევხედე, მისმა
თვალებმა აფთრის თვალები გამახსენა. მის გამოხედვაში მტრული ნაპერწკალი ღვიოდა.

ქალი ხალხისკენ მიბრუნდა და რაღაც ანიშნა. ხილი და სანოვაგე სწრაფად გაქრა. ყველა დაიშალა
და თხის ტყავებით ბეწვით გადახურულ კარვებში შეიყუჟნენ. მხოლოდ მე, ჯადარი, ჰილალე და
ჩემი თანამგზავრი დავრჩით, თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ორმოცი წყვილი თვალი

128
დაჟინებით მოგვშტერებოდა. მხოლოდ რამოდენიმე ბავშვი თამაშობდა ქვიშაში გუბურის მეორე
მხარეს. ქალმა რაღაც უთხრა ადრარს, მან აღვირს ხელი მოკიდა და ჯადარი გაიყოლა. ცოტა ხანში
მობრუნდა, თან ძალიან მოხუცებული, წელში მოხრილი ქალი მოიყვანა და რამოდენიმე სიტყვა
უთხრა.
მოხუცმა მოწიწებით ახედა ჰილალეს და თავი დაუქნია.

ისევ გაისმა წკრიალა ხმა, ჰილალე გაბმულად ლაპარაკობდა, მოხუცი ყურადღებით უსმენდა. შემდეგ
მე მომიბრუნდა და დამტვრეული არაბულით მკითხა:

- ამენოკალია ჰილალეს აინტერესებს, როგორ მოხვდა ეს ცხენი შენთან და მისი პატრონი სად არის!

- უდაბნოში თავს დაგვესხნენ, მან ცხენი მომცა რომ გავქცეულიყავი. თითონ იქ დარჩა. - მეც
დამტვრეული არაბულით ვუპასუხე და ეჭვით შევაჩერდი რამე გაიგო თუ არა. მოხუცმა ჰილალეს
ჩემი პასუხი მოახსენა და ისევ მომიბრუნდა.

- ჰილალეს აინტერესებს ვინ ხარ და როგორ მოხვდი ალ კაბირთან. გიბრძანებს მოყვე შენი ამბავი !
- მომაჩერდა მოხუცი.

იმდენი არაბულის თავმოყრა მთელი ამბავი რომ მომეთხრო, ძალიან გამიჭირდებოდა. ჟესტებითაც
ვერ გავიდოდი იოლას და არც მოხუცის დამტვრეული არაბული მესმოდა მაინც და მაინც. რა უნდა
მექნა აღარ ვიცოდი, აქეთ-იქეთ უმწეოდ მიმოვიხედე და თვალში პატარა ბიჭუნა მომხვდა,
რომელიც გუბურას მეორე მხარეს, ქვიშაზე თითით რაღაცას ხატავდა და ხალისიანად
ჭყლოპინებდა.

- "უნდა დავხატო, სხვა გამოსავალი არ მაქვს!" - გავიფიქრე და იქვე ახლოს მდგარ ფინიკის პალმას
ერთი „ეშვი“ მოვატეხე, გუბურის პირას გაშლილ ქვიშაზე დავიჩოქე და ჩემი თავგადასავლის
ქვიშაზე ხატვა დავიწყე.

ჯერ აფრიკის კონტინენტი, ეგვიპტის რუკა და ხმელთაშუა ზღვა მოვხაზე, მერე წინა აზიის
ნახევარკუნძული და შავი ზღვა, უფრო ზემოთ კავკასიონის მთაგრეხილი, საქართველოს რუკა,
რუკაზე მივუთითე მერე იგივე ხელი გულზე მივიდე და მშვიდად ვთქვი -„გურგისტან“! - ეგვიპტის
რუკაზე დაახლოებით იმ ადგილს დავადე თითი სადაც ჩემი აზრით ახლა ვიმყოფებოდი და
მშვიდად ვთქვი:

- „ ჰილალე... ნილნა“. - ჰილალემ მანიშნა რომ გაიგო. - გამეხარდა და უფრო მეტი მონდომებით
გავაგრძელე ხატვა.

დავხატე ნილოსი, კაიროს ადგილსამყოფელი და პირამიდები. იქვე სახლი მივახატე და ისევ გულზე
მივიდე ხელი. - ქალმა ისევ დამიქნია თავი. უფრო გულმოცემულმა გავაგრძელე ხატვა. ვხატავდი
როგორ ჩამოვედი გურგისტანიდან, როგორ გავიპარე კაიროში სახლიდან, როგორ მოვხვდი საჰარას
უდაბოში, როგორ ვიფრინე „ფრთებით“, როგორ დავინახე ხალხი რომელსაც ჩვენი დაჭერა და
გაყიდვა უნდოდა, როგორ მესროლეს და ჩამოვვარდი ჰამადში. როგორ მეშინოდა და მაინც
მივდიოდი საჰარაში ფეხით დღე და ღამე, მარტო და წყლის გარეშე. როგორ ვიპოვე შემთხვევით
რამოდენიმე დღის შემდეგ ცხენი, რომელმაც დაჭრილ და უგონოდ მყოფ კაცთან მიმიყვანა, რომ ის
ალ კაბირი იყო. როგორ მოვუარე და გადავარჩინე. მან კი მადლობის ნიშნად გადაწყვიტა მე
გადავერჩინე და კაიროში დავებრუნებინე. როგორ აგვედევნა მდევარი, რომ ალ-კაბირმა რაღაც უფრო
მეტი იცოდა მდევარზე ვიდრე მე. როგორ მოგვაგნეს ათი დღის შემდეგ. როგორ იკამათეს
ერთმანეთში და როგორ გამოვიქეცი ბედუინის ცხენით . როგორ ვათევდი ღამეს გველებთან და

129
მორიელებთან. როგორ დამეწია მდევარი. ვხატავდი იმას, რაც ერთმანეთს უამბეს ჩემს
გამოქვაბულთან და რატომ უნდოდათ ჩემი დაჭერა. მხოლოდ ბედუინის ოჯახში მომხდარი ამბის,
ბიძაჩემის და ჩემი ოქროს კენჭების შესახებ არ მითქვამს არაფერი.

გუბურის გარშემო ქვიშა ნახატებით იფარებოდა. მე ადგილს ვინაცვლებდი, სუფთა ქვიშაზე


გადავდიოდი და ახლა იქ ვაგრძელებდი ხატვას. უკან ჰილალე მომყვებოდა და ნახატებს თვალს
ადევნებდა. დავხატე როგორ გადავლახეთ მე და ალ კაბირმა გველების ქორწილი, როგორ გადავრჩით
კლდიდან გადაჩეხვას, ვხატავდი არაქნიდებით სავსე გამოქვაბულს, გველთან ბრძოლას
არწივისთავიანი კლდის გამოქვაბულში, როგორ დაკბინა გველმა მდევრებიდან ერთ-ერთი, სად იყო
მისი საფლავი. როგორ გადავრჩით ქვიშის ქარიშხალს მე და ცხენი, როგორ დავაღწიე თავი
მოხეტიალე ქვიშის ჭაობს, როგორ ვებრძოდი აფთარს და რომ ჩემს სხეულზე აფთრის სისხლის
წვეთები იყო. როგორ მიპოვა ადრარმა და როგორ მოვხვდი აქ. დავხატე სად დარჩა ბედუინი, ისიც
დავხატე რომ მას წყალი აღარ ქონდა, არც იარაღი და საჭმელი, რომ ყველაფერი მდევარმა წაართვა.
ხელები შევატყუპე, თითის წვერები შუბლზე მივიდე, მერე ქვიშაზე დახატული ბედუინისკენ ხელი
გავიშვირე და სულ ორი სიტყვა ვთქვი არაბულად:

- დაეხმარეთ, გთხოვთ ! - მოხუცმა სასწრაფოდ უთხრა ქალს ჩემი ნათქვამი. ჰილალე დამაკვრიდა
და რაღაც თქვა. მოხუცს მოლოდინით მივაჩერდი.

- ამენოკალიას არ ჯერა შენი მონაყოლი. ის ფიქრობს რომ შენ მონუსხე და მოკალი ბედუინი, მისი
ოქრო და ფირუზი რომ წაგეღო და ცხენი წაგეყვანა. შენ უბრალოდ გზა აგერია. ალ კაბირი ცხენს
არავის მისცემდა, მითუმეტეს შენ! ეს არ მოხდებოდა, არა! შენ უნდა დაისაჯო!

- არა, მე არავინ მომიკლავს ! გთხოვთ დაეხმარეთ ალ კაბირს, გაგზავნეთ ვინმე ადრართან ერთად!
ის უდაბნოშია და ცოცხალია. გთხოვთ დაეხმარეთ! თუ ცოცხალს იპოვით, თითონაც ხომ გეტყვით
რომ დამნაშავე არ ვარ!

ჰილალე თარგმანს ისმენდა და დუმდა. დაჩოქილი ქვემოდან ზემოთ შევცქეროდი თვალებში.


ვხედავდი რომ გადაწყვეტილებას იღებდა. ადრარს დაუძახა და რაღაც უთხრა. ადრარმა სოფლის
გასასვლელთან თხის ტყავით გადახურული ჩარდახისკენ მანიშნა, მეც მორჩილად გავყევი უკან
და ჩარდახთან გავჩერდი. ადრარმა ჩემთვის მოულოდნელად, ხელები შემიკრა და იქვე მდგარ
პალმაზე ძაღლივით კისრით მიმაბა. გაკვირვებულმა და დაბნეულმა მხოლოდ ერთხელ ვკითხე:

-„ადრარ, რატომ ?“ - მან თავი ამარიდა. მხოლოდ მისი თვალები იმზირებოდნენ ყრუ დარდით.
ცოტა ხანში ჩემთან ის მოხუცებული ქალი მოვიდა, ჰილალეს ნათქვამს რომ "მითარგმნიდა", ერთი
ნაჭერი ხმიადი პური დამიგდო, ხის ჭიქით რძე დამიდგა და მდუმარედ გამეცალა.

ჩავიმუხლე. დავფიქრდი იმაზე, რომ ახლა ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ბედუინის სიცოცხლეზე იყო
დამოკიდებული და მხოლოდ გაქცევა თუ მიშველიდა. ჩემი დანა თან მქონდა, თოკის გადაჭრას
როგორმე მოვახერხებდი, მაგრამ წყლის და ცხენის გარეშე ადვილად დამიჭერდნენ.

სოფელში ჩოჩქოლი ატყდა, ჰილალე გუბურასთან იდგა და ბრძანებას იძლეოდა. ტომის


მამაკაცები მის წინ გამწკრივდნენ. მან ხუთიოდე ამოარჩია და რაღაც უთხრა. მამაკაცები სწრაფად
მოძრაობდნენ, აქლემები შეკაზმეს, მცირე ბარგი, წყლის მარაგი აიღეს, მაშხალები და ხის ხმელი
ტოტები ერთ აქლემს აჰკიდეს, სწრაფად შესხდნენ დაჩოქილ ცხოველებზე და იმ მხარეს წავიდნენ,
საიდანაც მე მოვედი.
ჰილალემ ალ კაბირის საძებნელად უდაბნოში ხალხი გაგზავნა. მიუხედავად იმისა,
რომ ხელებშეკრული ხეზე ძაღლივით ვიყავი მიბმული, ისე ამოვისუნთქე, თითქოს უკვე თბილისში

130
სახლში ვიჯექო და არაფერი მემუქრებოდა, მივხვდი რამხელა დარდად ჩამრჩენოდა სულში
ბედუინი და რაკი ალ კაბირს უკვე მაშველი ეძებდა, - ნეტარი სიმშვიდე დამეუფლა.

- ნილნა, - მომესმა ზარივით წკრიალა ხმა. - ჩემს წინ ჰილალე იდგა. ზურგს უკან ისევ მოხუცი
ქალი ედგა.

- ნილნა, მე ალ კაბირს კარგად ვიცნობ, ის წელიწადში ერთხელ ორ კვირას აქ ატარებს. ჩვენ მთელ
საჰარაში დავდივართ, მაგრამ წელიწადის ამ დროს ყოველთვის აქ ვჩერდებით, ამ დროს აქ ალ
კაბირი მოდის და ჩვენთან რჩება. ახლა კი მისი ცხენი მარტო მოვიდა, მივხვდი, რაღაც შეემთხვა და
ადრარი გავგზავნე, მაგრამ ალ-კაბირის ნაცვლად მან შენ მოგიყვანა. სიმართლე უნდა თქვა.
მხოლოდ სიმართლით შეგიძლია იყიდო შენი სუნთქვა. თუ ბედუინი კარგად არის და შენ, შენს
სახლში უნდა წაგიყვანოს, რატომ აკეთებს ამას?
ალ კაბირი ისეთია როგორც მზე, ის ყველა ქალის სულის სიმღერაა. ის შენი სულის სიმღერაა? -
ჰილალე მომლოდინედ მომაჩერდა.

უთარგმნელადაც მივხვდი რა მკითხა. რთული კითხვა იყო. საჭირო სიტყვები უნდა მეპოვა.
სანამ მოხუცი "თარგმნიდა" მთელი სულიერი ძალა მოვიკრიბე რომ დამაჯერებელი პასუხი გამეცა.
როგორც კი მოხუცი გაჩუმდა, უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ძალიან მშვიდად ვთქვი.

- მე მხოლოდ გურგისტანში მინდა, სახლში! მე არ მინდა აქ რომ ვიყო! - მომეჩვენა რომ ის


უკმაყოფილო დარჩა ჩემი პასუხით.

- შენ შორი ქვეყნიდან ხარ, სადაც ციდან, - ცივი და თეთრი წვიმა მოდის. თუ უცხო ხარ, რატომ
დარჩა საჰარაში შენი გულისთვის ალ კაბირი მარტო? რატომ მოგცა ჯადარი, ის ხომ მისი ერთგული
ძმაა. იქნებ შენ გახდი მისი სულის სიმღერა? თუ ასეა, ალ კაბირს არ გაუჭირდება შენი მოძებნა არც
გურგისტანში და არც უფრო შორს, ის ხომ მზის ქარია!

მოხუცი დამტვერულად თარგმნიდა, მაგრამ ჩემთვის ისედაც ნათელი იყო ყველაფერი.

ქალი ეჭვიანობდა. მას ბედუინი უყვარდა. მთელი წელი მხოლოდ იმ ორი კვირის მოლოდინით
ცხოვრობდა როცა ალ კაბირი სტუმრად რჩებოდა ტუარეგებთან. ახლა მივხვდი იმ ჟივილ-ხივილის
და გაშლილი სუფრის მნიშვნელობას, მისთვის ნამდვილი ზეიმი იყო ალ კაბირის გამოჩენა. მის
ნაცვლად კი ახლა ვიღაც გაწეწილ, ჭუჭყიან და სისხლით მოსვრილ ქალს ხედავდა, რომელიც
ბედუნის ცხენით მოვიდა და ვერაფრით გაეგო, რატომ შეიძლებოდა, რომ ბედუინს სწორედ ის
აერჩია და არა ტუარეგების ტომის წინამძღოლი, ძლევამოსილი და მზეთუნახავი ჰილალე.

- ჰილალე, გთხოვ, მომეცი ჯადარი და ცოტა წყალი, მე ფარაფრას ოაზისში მივდივარ, იქედან კი
კაიროში. ცოტა ხანში კი გურგისტანში წავალ. მე საჰარაში აღარასოდეს დავბრუნდები და არც ალ
კაბირს ვნახავ. ეს მხოლოდ შემთხვევაა ჰილალე, მეტი არაფერი. ტუარეგები მოძებნიან ალ კაბირს და
მოგიყვანენ. ის ისევ შენთან დარჩება. გთხოვ გამიშვი, მომეცი ცხენი, ცოტა წყალი და პური, რომ
ფარაფრაში ჩავაღწიო. მე სხვა არაფერი მინდა!

მოხუცმა რამოდენიმე სიტყვით უთარგმნა ჩემი ნათქვამი. პასუხად რამოდენიმე გრძელი წინადადება
მოყვა, მხოლოდ ერთი სიტყვა გავიგე „ფჰარაონ“. ჰილალე ისე შეტრიალდა და წავიდა რომ ჩემი
პასუხით აღარ დაინტერესებულა.

მოხუცი გაშეშებული შემომცქეროდა.

131
- რა თქვა? - ჩუმად ვკითხე.

მოხუცმა ხრინწით ამოისუნთქა და ნელა, თითქმის დამარცვლით თქვა:

- შენ აქ დარჩები სანამ ალ კაბირის საძებნელად წასული ხალხი არ დაბრუნდება. თუ ალ კაბირი


მზეს უყურებს და შენ მისი სულის სიმღერა არ ხარ, მაშინ ის კარავში ღამით ჰილალესთან დარჩება
და შენ მოგიწევს ამის ყურება. თუ შენთვის ბედუინი არ არის მზე და წყალი, - შენ შეძლებ მშვიდად
გადაიტანო ის ღამე. მაშინ ჰილალე გაგიშვებს და ჩვენი ხალხი ფარაფრამდე მიგიყვანს. მაგრამ
ბედუინი ტუარეგი არ არის და თუ უარს იტყვის ჰილალესთან ღამის გათევაზე, შენ ისე დაგსჯიან,
რომ ვერც ბედუინი და ვერც სხვა კაცი ვერასოდეს შეძლებს შენთან დაწოლას.

- როგორ? რისთვის?
- ჩვენი წესით, ქალები ირჩევენ მამაკაცებს. არცერთ კაცს არ აქვს უფლება უარი უთხრას ქალს ან
თვითონ აირჩიოს ქალი. ეს სასტიკად ისჯება. გასული ჰამსინის წინ, ჩემი შვილი მალა, ადრარმა
აირჩია და სხვა ქალზე უარი თქვა, ამისთვის მალა ისე დასაჯეს როგორც შენ უნდა დაგსაჯონ.
- რა უქნეს ?
- „ელ ხიტან ელ ფჰარაონ“. მალა მოკვდა და მე მარტო დავრჩი.
- ადრარი?
- ადრარი იმგადია** და ამენოკალიას კაცია.
- ალ კაბირი?
- ბედუინი ტუარეგი არ არის. მას შეუძლია უარი თქვას ამენოკალიასთან დაწოლაზე. ის
თავისუფალია.
- თუ ბედუინი მკვდარია?
- შენც მოკვდები !

მოხუცი შეტრიალდა და ჩოჩიალით წავიდა. თავზარდაცემული ვიდექი და ნათქვამის გააზრებას


ვცდილობდი. რას წარმოვიდგენდი, უდაბნოში ადამიანის დანახვა ასეთ უბედურებას თუ
მოასწავებდა.

მეგონა უბრალო და კეთილი ადამიანები შემიფარებდნენ, შიშის გარეშე გამოვიძინებდი, ცხელ


საჭმელს დავაგემოვნებდი, დავიბანდი, ტანსაცმელს გამოვიცვლიდი და ისევ გზას დავადგებოდი. აქ
კი იმაზე უარესი მელოდა რაც კი აქამდე თავს გადამხდენოდა. ალ კაბირზე შეყვარებული ნახევრად
ველური ქალი და თან ტომის ბელადი, რომელსაც გადაბრუნებულ სიტყვასაც კი ვერავინ უბედავდა,
ჩემში იმ სახიფათო მეტოქეს ხედავდა, რომლისთვისაც ბედუინმა თავისი ცხენი, საგზალი და სამოსი
გაიმეტა და სკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო. ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა შეყვარებული კაცის
გარდა?! ჰილალეს ნამდვილად ქონდა ეჭვის საფუძველი რომელსაც მხოლოდ ალ კაბირი თუ
გაუქარვებდა.

ვფიქრობდი იმაზე, რამხელა ტრაგედია დატრიალებულიყო ამ პატარა სოფელში სიყვარულის


გამო. სამი ადამიანი, ყველას თვალწინ გამხდარიყო ტუარეგების უძველესიადათის მსხვერპლი,
მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცმა ტომის წესები დაარღვია და თავად აირჩია ქალი. იმასაც მივხვდი
რატომ იყვნენ ტუარეგები ასე გამორჩეული ტომი თავისი გარეგნობით, ქალები ხომ თავისთვის
საუკეთესო გარეგნობის მამაკაცებს ირჩევდნენ, მათ კი უარის თქმის უფლება არ ქონდათ, ამიტომ
ყველა მომდევნო თაობა წინაზე ლამაზი იყო. ადრარის თვალები გამახსენდა, მიუსაფარი დარდით
სავსე ლურჯი თვალები. ვხვდებოდი რომ ჰილალეს მართლაც შეეძლო ჩაედინა ეს საშინელება,
მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას მოუტანდა, ალ კაბირის განწყობას თუ ქვეშევრდომების შიშს...

- გამოჩნდი ალ კაბირ, მომძებნე, შენ ხომ ცოცხალი ხარ, ცოცხალი ! - ჩუმად ვჩურჩულებდი.

132
- "ელ ხიტან ელ ფჰარაონ!" - ღმერთო ეს რა უბედურებაა, რამ მოაფიქრა. - ვერ წარმომედგინა რომ
კიდევ მოქმედებდა საშინელი წესი, რომლის მიხედვითაც ძველ ეგვიპტეშიც და ახლაც უამრავ ქალს
ასახიჩრებდნენ. "ფარაონული წინადაცვეთა" ეგვიპტეში ოფციალურიად აკრძალული იყო. ბევრმა
შეიხმა და ულემმა გამოსცა ფეტვები და შარიათიც კრძალავდა ქალის წინადაცვეთას და
მაინც, ხშირად ხდებოდა ეს ბარბაროსობა. ეგვიპტელი ქრისტიანი კოპტებიც კი იყენებდნენ ამ წესს.
ქალების "ელ ხიტან" - კატეგორიულად იკრძალებოდა ისლამში, მაგრამ დღემდე მისდევდნენ მას
ეგვიპტეში, სუდანში და შუა აფრიკის ქვეყნების მთელ სარტყელზე. "ფარაონული წინადაცვეთა", -
ქალის გარე სასქესო ორგანოების სრული ამპუტაცია, ღია ჭრილობის მთლიანი ამოკერვა,
პირწმინდად შეხორცებული გლუვი კანი ფეხებს შორის, - ქალის სქესობრივ ცხოვრებაზე
დასმული საშინელ წერტილი იყო. არა შვილები, არა სიყვარული, არა მომავალი...
მომთაბარე ტუარეგებისთვის რა თქმა უნდა ცნობილი იყო ეს ჩვეულება და როგორც ჩანს, ჰილალეც
კარგად იყენებდა მას საკუთარი მიზნებისათვის.

ვფიქრობდი,იქნებ ბედუინისთვის არ დამეცადა და გავქცეულიყავი. ამაში ორი ადამიანის


დახმარების იმედი თუ მექნებოდა, მოხუცი ქალის, რომელიც დამტვრეული არაბულით
ლაპარაკობდა და მუდამ მდუმარე ადრარის, რომელიც უარეს დღეში იყო ვიდრე მოხუცი. მისი
გულისთვის ხომ უდანაშაულო გოგო დაასაჭურისეს, რომელმაც ეს ვერ გადაიტანა და ტანჯვით
მოკვდა. ესეც არ აკმარეს, ახლა საყვარელი ქალის მკვლელთან უწევდა ღამეების გატარება და
იძულებული იყო ბედნიერის როლი ეთამაშა რომ ადათი არ დაერღვია და მთელი ტომი არ
აემხედრებინა. გული დამეწვა ამ ახალგაზრდა კაცის უბედურებაზე. გადავწყვიტე როგორმე
დამერწმუნებინა ადრარი რომ აქედან გავეპარებინე და ჩემთვის ცხენი და წყალი მოეცა. თუ
შეუჩერებლად ვივლიდი, დარწმუნებული ვიყავი რომ ფარაფრამდე ჩქარა მივიდოდი, ხოლო თუ
ოაზისში შევაღწევდი, ტუარეგების აღარ უნდა მშინებოდა.

პურისთვის ხელი არ მიხლია, მხოლოდ რძე მოვსვი. პალმის ძირას დავჯექი და გარემოს კარგად
შესწავლა დავიწყე. მე სოფლის განაპირას ვიყავი პალმაზე თოკით მიბმული. ჩემგან მოშორებით
პირველივე კარავი ჰილალეს ეკუთვნოდა, რომლის შესასვლელიც ჩრდილოეთით იყო. კარავს სამი
„იკლანი“ *** იცავდა. მე სამხრეთით ვიყავი და ჩრდილოეთიდან ვერავინ დამინახავდა, თუ ვინმე,
სპეციალურად არ მოექცეოდა ჰილალეს კარვის უკან.

კარვიდან მარჯვნივ გუბურა იყო, რომლის გარშემო ათიოდე ბავშვი თამაშობდა. გუბურის
ჩრდილოეთით თხის ტყავებით გადახურული დანარჩენი კარვები იდგა. ქალები კარვების წინ
ფუსფუსებდნენ, გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე დალაგებულ ბრტყელ ქვებზე ხმიადებს აცხობდნენ,
სპილენძის დიდ ქვაბში თხის ხორცი იხარშებოდა, თიხის ქოთნებში რძე დუღდა. მამაკაცები,
საქმიანობის სახიდან გამომდინარე როგორც ჩავთვალე - „იმგადები“ **, - ხორბალს ფქვავდნენ, თხებს
და ციკნებს უვლიდნენ, ხის დამსხვრეულ ტოტებს და პალმის ხმელ ფოთლებს აგროვებდნენ, იარაღს
წმენდდნენ და ბავშვებს თვალყურს ადევნებდნენ.

გაპარვით ჩრდილოეთის მხრიდან უნდა გავპარულიყავი, სოფელს სამივე მხრიდან მაღალი ქარაფი
ერტყმოდა, რომელიც სამხრეთის ქარებისაგან კარგად იცავდა ამ ადგილს. გამოდიოდა, რომ მთელი
სოფელი უნდა გამევლო. ცხადია ვინმე ამას აუცილებლად შეამჩნევდა. თვალით ჯადარს ვეძებდი.
როგორც იქნა ჩემგან მარჯვნივ აღმოსავლეთისკენ დავინახე, წინ ხის ორი როფი ედგა, ერთი წყლით
სავსე, მეორეში კი ქერი ეყარა. ცხენს, ჩემგან განსხვავებით - არაფერი აკლდა. მისი გაწმენდა და
დაბანაც მოესწროთ. შავი ბრილიანტივით ბზინავდა და ძუა-ფაფარი წმინდად ქონდა
დავარცხნილი. თვალში მომხვდა რომ ცხენი დაბმული არ იყო. ამან ძალიან გამახარა.

პირადად მე, დარაჯი მოჩენილი არ მყავდა, მაგრამ "იკლანები" თვალყურს მადევნებდნენ. პალმას

133
ავხედე, მისი სწორი და მწვანე ფოთლების ცქერა სიმშვიდეს მაფენდა. ეს სიმწვანე, რომელიც ჩემს
გარშემო სუნთქავდა, სულაც არ მპირდებოდა იმ უბედურებას რაც ამენოკალიას მუქარა მიქადდა.
ვფიქრობდი რომ ის რამოდენიმე დღე, სანამ მაშველი საჰარადან დაბრუნდებოდა, მოხუცის და
ადრარის გადმოსაბირებლად უნდა გამომეყენებინა. მანამდე კი ჩემი მორჩილებით "იკლანების" და
ამენოკალიას ყურადღება უნდა მომედუნებინა.

დაღლილობისგან თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ მაინც მოვათვალიერე არემარე და პალმა, რომელიც


თავზე მადგა. თვალით მამბას ვეძებდი, მწვანე ასპიტს, რომელიც ხეებზე ბინადრობდა და მისი
ნაკბენი ადამიანს ნახევარ საათში კლავდა. ის შეიძლებოდა რძის სუნს მოეზიდა, ამიტომ რძის
ცარიელ ჭიქას ფეხი ვკარი და შორს გადავაგდე. არც მორიელები ჩანდნენ ახლო მახლო და არც
ობობები. რახუნზე იკლანებმა მოიხედეს, გადავარდნილ ჭიქას თვალი გააყოლეს, - მაგრამ არაფერი
შეიმჩნიეს.

პალმის ძირთან დავჯექი, ხეს მივეყრდენი და თვალის მოტყუება ვცადე.

სიზმარი მესიზმრა. თითქოს ალ კაბირი სოფელში მოვიდა, ჰილალეს მხედრები ამალად


მოსდევდნენ. ბედუინი მშვენიერი ცხენზე იჯდა. მთელი სოფელი ზეიმით გამოეგება. თავს
უხრიდნენ, უღიმოდნენ, ეფერებოდნენ. ბედუინმა ბავშვებს სათამაშოები და ტკბილეული
დაურიგა. მოხუცებს წამლები, მამაკაცებს ტყვია - წამალი და ბოლოს ჰილალესკენ მიბრუნდა,
დაუჩოქა და საჩუქარი მიართვა, თეთრი ფერის ულამაზესი არაბული ბედაური. ჰილალემ მარჯვენა
მხარზე აკოცა ბედუინს და ფეხზე წამოაყენა. ალ კაბირმა ქალს ხელი მოხვია და მოლზე გაშლილ
სუფრას მასთან ერთად მიუჯდა. დედოფალი თავად მასპინძლობდა. საჭმელს და ხილს აწვდიდა, ხის
ჭიქაში რძეს უსხამდა. ტუარეგების ენაზე ლაპარაკობდნენ. მე არაფერი მესმოდა. ჰილალე
იღიმებოდა, ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ალ კაბირს თვალებში შეჩერებოდა. ბედუინიც უღიმოდა
საპასუხოდ და რაღაცას ძალიან თბილად ეუბნებოდა თვისი რბილი ხმით. ჯადარი პატრონს უკან
ედგა და ჩუმი ერთგულებით უცდიდა მის ბრძანებას. სადაცაა ვახშამი უნდა დაესრულებინათ, რომ
მათთან სამი მამაკაცი მივიდა და რაღაც უთხრეს ამენოკალიას. ჰილალემ დაიკივლა. სოფელი ფეხზე
ადგა, ყველა მის გარშემო შეგროვდა. ჰილალემ რაღაც უბრძანა სოფელს, მამაკაცები გაიფანტენ და
სოფელს ალყა დაარტყეს, ქალებმა კაცებთან ერთად აისხეს იარაღი და მათ გვერდით დადგნენ.

ბურანიდან მოულოდნელად ატეხილმა ხალხის ჩოჩქოლმა გამომაფხიზლა. კარგად


შებინდებულიყო. ჰილალე ანთებული ჩირაღდნით გუბურასთან იდგა. მამაკაცები იარაღს
სინჯავდნენ. სიბნელეში რაიმეს გარკვევით დანახვა შეუძლებელი იყო და სმენად ვიქცი. ცოტა
ხანში აქლემების ფრუტუნი და არეული ფეხის ხმა შემომესმა.

- ნუთუ უკვე დაბრუნდნენ, ასე მალე ? - გამიელვა გონებაში, რატომღაც ალღო ცუდს მეუბნებოდა. -
ნუთუ ალ კაბირი მკვდარია და მოასვენებენ. ნუთუ აქ დასრულდა ჩემი თავგადასავალი... - მაგრამ
ჯადარი არ განძრეულა, არც დაუჭიხვინია, მშვიდად იდგა. ესე იგი, ეს ბედუინი და მის საძებნელად
გაგზავნილი ხალხი არ იყო.

ჰილალეს ბრძანებაზე ტუარეგებმა სოფლის გარშემო კოცონები დაანთეს. ალყა ცეცხლისფრად


აგიზგიზდა. სავარაუდო შეტაკების ადგილი დღესავით განათდა. მხოლოდ მე ვიდექი ბნელში.

ვარაუდში არ შევმცდარვარ. ცეცხლის შუქზე ოთხი მხედარი გამოჩნდა. მეხუთე აქლემზე მხოლოდ
ბარგი ეკიდა.

წინ მილოში მოდიოდა. უკან არაბები მოსდევდნენ.

134
ეს ჩემი მდევარი იყო.

სოფელში ჩემი მტერი შემოდიოდა...

ბედუინი (თავი XVII ლოდის ჩრდილი )

"შენ შეგიძლია,
სულ უბრალოდ მაჩუქო
ფრთები
და ჩემი მზერის
წაკითხვის გწამდეს.
მე შეიძლება ვერ ავცდე
ქვიშას,
შენ, მაინც შეძლო -
აფრენა ცამდე."

წამიკითხავს
სადღაც...

მხედრები ნელა უახლოვდებოდნენ სოფელს და გარემოს დაკვირვებით


ათვალიერებდნენ. მათ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა ძარღვებში
სისხლი. ბედისწერის ავი ფურცელი მაინცდამაინც ტუარეგების მომთაბარე სოფელში წამომეწია,
ხეზე ძაღლივით მიბმულს, ხელებშეკრულს, ამენოკალიას პირად ტყვეს და არაადამიანური
სასჯელის მომლოდინეს.
ჰილალეს და მილოშის შეხვედრა რა უბედურების მომტანიც იყო, - კარგად მესმოდა, ორი
ძლიერი მტრის გაერთიანება - ნამდვილად დამღუპველი იქნებოდა. მილოშის გასაკეთებელს
ჰილალე თუ გააკეთებდა, ექიმის მიზანი მიღწეული იქნებოდა თანაც ხელსუფთად. იმ წუთში
ვნატრობდი რომ ჰაერში მირაჟივით გავმდნარიყავი და ნისლივით შევრეოდი ღამეს, ისე არ
მინდოდა ჩემი წამება და დამცირება, მტრისთვის გასართობ სანახაობად ქცეულიყო.

უკან მოტოვებული ყველა განსაცდელი ერთბაშად გაუფერულდა. ჩემი უმწეობით


გამოწვეული თავზარი ლოდივით დამძიმდა და კისერზე დამეკიდა. ახლა ალ კაბირის გამოჩენაზე,
მის საქციელზე და გადაწყვეტილებაზე თითქმის ყველაფერი იყო დამოკიდებული. სადღაც ღრმა
სოროში შეძვრომა და დამალვა მინდოდა ზუსტად ისე, როგორც ცხოველი ემალება უცნობ საფრთხეს.
ჩემს უკან, ორი გაშლილი მკლავის მანძილზე ადამიანის სიმაღლის ბრტყელზედაპირიანი ლოდი
ეგდო. კისერზე შებმულმა თოკმა რამდენადაც საშუალება მომცა, იმ მანძილით მოვცილდი პალმას,
უკან დავიწიე და ლოდის ძირში გვერდულად ჩავჯექი. დღის ცხელი მზით გადახურებული ქვა -
ჯერ კიდევ თბილი იყო, სხეულით მივეხუტე და ყურადღებით დავაკვირდი სოფლის
შემოსასვლელს.

მდევრებს აქლემები დაეჩოქებინათ და ქვეითდებოდნენ. მათ მოძრაობაში სიფრთხილე და


მოწიწება ირძნობოდა. მილოში ეგვიპტეში დიდი ხანს ცხოვრობდა. მისი მონაყოლიდან უკვე
ვიცოდი, რომ წითელი ჯვრის მისიაში მუშაობდა. ალჟირის საჰარაში ცხადია, არაერთხელ

135
შეხვდებოდა მომთაბარე ტუარეგებს და ბედუინებს და მათი ათასწლოვანი ჩვეულებების
შესახებ ბევრი წვრილმანი იცოდა. ამიტომ არ გამკვირვებია, მისი სიმშვიდით გაჟღენთილი
მოძრაობა და კეთილმოსურნე გამომეტყველება.

პოლონელი ექიმი წარმოსადეგი და საკმაოდ მიმზიდველი კაცი იყო. მისი ნათელი ღიმილი
და ლურჯ თვალებში ჩამდგარი სხივი, წამით მთელ სადარდელს გადაგყრიდა გულიდან. ვერც
მშიშარას დაუძახებდი მაინცდამაინც. მის სიტყვა-პასუხში ყოველთვის იგრძნობოდა საკმაო
„გულწრფელობა“ და დამაჯერებლობა საიმისოდ, რომ ადვილად გერწმუნა მისი. როგორც
ექიმს ხომ ისედაც ადვილად ენდობოდნენ.

მიუხედავად იმისა რომ ადამიანების მიმართ უნდობლობის უკმარისობას არ ვუჩიოდი,


გამახსენდა რა სწრაფად დამარწმუნა დელტაპლანით მეფრინა და საკუთარ თავზე ხელახლა
გავბრაზდი. მაგრამ მისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა რომ დელტაპლანის გასწორებაც
შევძელი, ცაში აფრენაც და ქარაფიდან გადმოშვებულმა იქვე არ მოვიტეხე კისერი. ბრაზმა უცბად
გამომარკვია სასოწარკვეთილებიდან. მიუხედავად იმისა რომ სიბნელეში ვიჯექი და კოცონების
სინათლით დაბრმავებული მდევარი ვერ დამინახავდა, გადავწვიტე პალმასთან აღარ
დავბრუნებულიყავი, მთვარის ამოსვლას ლოდთან დავლოდებოდი და ღამეც აქვე, მის განიერ და
ფართო ჩრდილში გამეტარებინა.

ჰილალე ანთებული ჩირაღდნით ხელში გუბურასთან იდგა. მისკენ ტუარეგების თანხლებით


მხოლოდ მოწიწების ნიშნად თავდახრილი მილოში დაიძრა. დანარჩენები, იმგადებით
გარშემორტმულნი - აქლემებთან დარჩნენ. მილოში ათიოდე ნაბიჯზე შეჩერდა, მოწიწებით დაუხარა
თავი ამენოკალიას და ტუარეგების საყვარელი სალმით მიესალმა:
- მეტულემ, მეტულემ...
- ასელამ ალეიჰქუმ - გაისმა პასუხი.
მილოშმა ხელები ერთმანეთზე გადააჭდო და არაბულად თქვა:
-ბოდიშს გიხდით, გვიან მოვედით, აგაფორიაქეთ, სამტროდ არ მოვსულვართ. ჩვენ ფარაფრას
ოაზისისკენ მივდივართ. წყალი გამოგველია. გთხოვთ მოგვეცით წყალი, სოფლიდან მოშორებით
დავბანაკდებით და ღამეს იქ გავათენებთ. სოფელს არ შევაწუხებთ, დაბრუნდით და მშვიდად
დაიძინეთ თქვენს „ჰხაიმებში“. ჰილალემ დაკვირვებით შეათვალიერა მილოში და ხელით ნებართვის
მაგვარი რამ ანიშნა. მილოშმა თავი ასწია, სახეში მიაჩერდა და ისე გაიყინა, თითქოს მის წინაშე
მედუზა გორგონა იდგა. ის ქალის გასაოცარი სილამაზით იყო გაოგნებული. უდაბნოში ამდენი ხნის
სიარულის შემდეგ, ტუარეგების მომთაბარე სოფელში ასეთ მზეთუნახავთან შეხვედრას ნამდვილად
არ ელოდა და ახლა განცვიფრებული შესცქეროდა ულამაზეს ქალს, მედიდურად აძლევდა
ნებას წყლის მარაგი აეღო და სოფლის გარეთ დაბანაკებულიყო.

ჰილალეს ყურადღებაც არ მიუქცევია მილოშის გამომეტყველებისთვის, უცერემონიოდ აქცია


ზურგი, უკან მდგომ იმგადს მიუბრუნდა და რაღაც უთხრა. იკლანებმა ტყავის სამიოდე გუდა
გუბურის წყლით შეავსეს, იმგადებს დაელოდნენ და მათთან ერთად აქლემებისკენ
დაიძრნენ. მილოშის ხალხი სოფლიდან მოშორებით შლიდა ბანაკს. მათ გარშემო ოთხმა იმგადმა
მოიყარა თავი. არაბები კოცონს შემოუსხდნენ. ტუარეგები მათ გარშემო, ასე ოციოდე ნაბიჯის
დაშორებით ოთხივე მხარეს განაწილდნენ, ფეხმორთხმით დასხდნენ, ხელში თოფები მოიმარჯვეს
და ქანდაკებებივით გაირინდნენ. ინდიგოსფერი ლისამებით შებურული თავებიდან ცეცხლის შუქზე
მხოლოდ ნახშირივით შავი თვალები უკიაფებდათ. არაბებმა ცეცხლზე წყალი შემოდგეს და
ჩრდილოეთის ნიავმა ჩაის არომატთან ერთად ჩემსკენ მათი საუბრის ნაწყვეტები მოიტანა:

- ყარაული მოგვიჩინეს?
-სანამ აქ ვიქნებით არ მოგვშორდებიან. - თქვა მილოშმა.

136
-მთელ ღამე იჯდებიან?
-არავინაა უფრო მომთმენი და ამტანი ვიდრე ტუარეგი.
-რას გულისხმობ?
-მათ შეუძლიათ დღეები და ღამეები გაუნძრევლად გაატარონ ნადირობისას
ჩასაფრებულებმა. შეუძლიათ უდაბნოს ქვად იქცნენ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არ ჭამონ,
თვალიც არ დაახამხამონ, არაფერზე იფიქრონ, არ იაზროვნონ და თვით გულისცემაც კი შეინელონ,
რომ ენერგია უქმად არ დახარჯონ და სხეულში წყლის მარაგს გაუფრთხილდნენ.
- საშიში ხალხია.
- ნებისმიერი ქვეყნის არმიას დაამშვენებდა ტუარეგი სნაიპერი. მაგრამ ეს რასა ისეთი
თავისუფლებისმოყვარეა, რომ არასოდეს არაფრით შეიზღუდავენ თავს. მათთვის ეს უდაბნო და
სიჩუმე, უსაზღვრო თავისუფლებას და თვით სამოთხეს ნიშნავს, რომელსაც ქვეყნად არაფერზე
გაცვლიან.
- ჩვენ კინაღამ ამოვიხოცეთ ამ წყეულ უდაბნოში, ესენი სამოთხედ თვლიან...

ნიავმა მხარი იცვალა და გაგრძელებული საუბრიდან ამოსხლეტილი სიტყვები თან გაიყოლა.

ჩუმი ნაბიჯის ხმა მომესმა. ჩემსკენ მოხუცი მოდიოდა, ხელში ჭიქა და ხმიადი ეჭირა. წყალი ხელებში
მომაწოდა, პური ისევ მიწაზე დამიგდო გარემო დაკვირებით მოათვალიერა და გამეცალა. მხოლოდ
წყალი დავლიე, პურისთვის ხელი არ მიხლია. როგორც კი მოხუცი თვალს მიეფარა, ისევ არაბების
ბანაკს გავხედე. ერთი პირდაპირ მიწაზე შლიდა სახელდახელო სუფრას, აქლემები ცეცხლის
გარშემო წრეზე დაეჩოქებინათ და მათზე მიყრდნობილები მშვიდად საუბრობდნენ.

სოფლის გარშემო ანთებული კოცონები ნელ-ნელა მინელდა. ხალხი კარვებში გაიკრიფა. ფორიაქი
შეწყდა. სოფელი ნელ-ნელა მშვიდდებოდა. მხოლოდ აქა-იქ ისმოდა ბავშვების ტირილი და მათი
დასაშოშმინებელი მოალერსე ხმები.
მალე სიმშვიდემ და იდილიამ დაისადგურა.
ამ სოფელში ყველა მოვლილი და დაფასებული აღმოჩნდა , - ჩემს გარდა.

ჰილალე თავისი კარვის წინ გაჩერდა და სოფელი დაკვირვებით მოათვალიერა,


ჯერ ჩრდილოეთს დააცქერდა, შემდეგ სამხრეთისკენ შებრუნდა და ქარაფს გაუშტერა
თვალი. კარვის კალთა ასწია და თვალს მიეფარა.

ახალამოსულმა მთვარემ ლოდის განიერი ჩრდილი, ჩემს მოგრძო ჩრდილს გადააფრა


და სიბნელეს შევერიე.

გათენებას შიშით ველოდი. თუ არაბები შემამჩნევდნენ, ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა, მე თუ არა
ჯადარს ხომ ნამდვილად შენიშნავდნენ, ეს კი ჩვენს პირისპირ შეხვედრას გარდაუვალს ხდიდა. ამ
შეხვედრას კი რა მოჰყვებოდა, ერთმა ღმერთმა იცოდა. ამ საღამოს მომხდარ ამბავში რაღაც
მეხამუშა...როგორც კი დავფიქრდი, მაშინვე მივხვდი რომ ჰილალემ არაბული იცოდა. ყოველ
შემთხვევაში კარგად ესმოდა და თარჯიმანი ამჯერად არ დასჭირვებია.

გვარიანად აცივდა. მუხლები ნიკაპთან მივიტანე და ლოდის შემორჩენილ სითბოს მივეკედლე.


როგორმე ამაღამვე უნდა გავპარულიყავი. გადავწყვიტე გამთენიას დავლოდებოდი. წყალი უნდა
მომეპარა და ცხენიც წამეყვანა. მაგრამ ეს შეუჩნევლად როგორ უნდა გამეკეთებინა, ახლა მხოლოდ
ამაზე ვფიქრობდი. ვგრძნობდი, ეს თითქმის შეუძლებელი იყო. დამშვიდება მინდოდა, თვალები
დავხუჭე და ფიქრებით შინ, თბილისში გადავინაცვლე. ვიხსენებდი დედაჩემის სახეს და ხმას, ჩემი
პაწია ძმისშვილის ვარდისფერ და ფუნჩულა ხელებს, ჩემი რძლის მუდამ მხიარულ სიცილს. სახლის
სუნს და სიმყუდროვეს, მეგობრებს, ჩემს წიგნებს და უნივერსიტეტს.

137
მოულოდნელად ძლიერი ხელი ცხვირპირზე შემომეჭდო და სუნთქვა შემიკრა. გავიბრძოლე,
მაგრამ ჰაერზე უკეთესმა არომატმა წამში შეავსო ჩემი ფილტვები. ეს ჟასმინის, გვირილის, იასამნის
და ჟენშენის სურნელი იყო.

გულისკოვზთან ისევ აფეთქდა მოღადღადე ნაღვერდალი. თავბრუ დამესხა. მთელი ჩემი


დაძაბულობა დაიმსხვრა, ძვლებიც გაიყოლა და ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფას მკერდს
უღონოდ მივეყრდენი ზურგით. ვეღარ ველეოდი ხელს, რომელიც პირზე მქონდა შემოჭერილი და
ჩემი საყვარელი ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი, რომელიც ოციოდე დღის უკან,
ავადმყოფს და ძალაგამოცლილს წყალს მასმევდა და ახლაც სულზე მომისწრო. შეუმჩნევლად
ვეამბორე ხელისგულს. რომელიც ფაქიზად ამაცალეს სახდან. მაშინვე ურწმუნობის ტალღამ დამიარა
ცივად:

„- იქნებ მძინავს, იქნებ სიზმარია? მხოლოდ სიზმარში მოდის...“ - მაგრამ ყურთან ჩურჩული
გავიგონე.
- ლეტა ტაჰარაკი ნი’ლნა, ჩშშშ...
- ცოცხალი ხარ...
- დიდება ალლაჰს შენ რომ ხარ ცოცხალი.
- მაინც მიპოვე...- მისკენ მიბრუნება დავაპირე მაგრამ მხარზე მოხვეულმა მკლავმა ფრთხილად
შემაჩერა.
- არ გაინძრე. - ჩამესმა მისი თბილი დაბალი და ძალიან რბილი ხმა.
- ყველას სძინავს.
- იმოშაგებს არა...
- ვის?
- იმოშაგებს, ასე ეძახის თავის თავს ტუარეგის ხალხი. სამხრეთით, ქარაფზე ჰილალეს
ხალხია, დარჩეული მონადირეები, სოფელს ყარაულობენ.
- გვხედავენ?
- აქ ლოდი გვიფარავს, მაგრამ სოფელში ქვიშაზე ობობამაც რომ გაირბინოს, არ
გამოეპარებათ, მკვეთრი მოძრაობას კი აქაც შენიშნავენ. ვიცი გასაქცევად ემზადებოდი, მოგისწარი.
დიდი შეცდომაა იქნებოდა, ცოცხალი ვერ გააღწევდი.
- სხვა გზა არ მქონდა, უდაბნოდან პოლონელი მოვიდა, მთელი გზაა მოსაკლავად მომდევს და აქ
წამომეწია. შენ კი არ ჩანდი. თქვეს გავთოკეთო, წყალი და იარაღი წავართვით და უწყლოდ
მოკვდებაო... ამენოკალია და პოლონელი ერთად, სიკვდილია. უნდა მეცადა, იქნებ გამომსვლოდა
გაქცევა.
- ეს ადგილი ჩიხია, მთელი სოფელი უნდა გაიარო რომ ჩრდილოეთის
მხრიდან გახვიდე. იმოშაგები კი წარმოუდგენელი სიზუსტით ისვრიან... - ბედუინმა მეორე
ფეხითაც ჩაიმუხლა. თავი ოდნავ მივაბურნე, თვალის კუთხით დავინახე, მუქი ლურჯი
თითქმის შავი სამოსი ეცვა, იმავე ფერის ლისამით ქონდა პირი შებურული. ჩრდილზე ჩუმად და
შეუმჩნევლად მოპარულიყო. მართლაც ვერავინ შენიშნავდა კატის ნაბიჯის მქონეს. მხოლოდ
თვალები, მისი მწვანე თვალები ისროდნენ ციმციმა ნაპერწკლებს მთვარის შუქზე.

- უდაბნოში არაფერი გამიჭირდება. დიდი მორიელის გამოქვაბულამდე ცხენის კვალი ვერ ვიპოვე.
თუ ცოცხლები იყავით, ღვარცოფისგან გადასარჩენად ჯადარი იქ მიგიყვანდა. სიგარეტის კოლოფმა
მიმახვედრა რომ გადარჩით. მალე ნაცნობი იმოშაგები შემხვდნენ. ასეთი გრიგალის შემდეგ,
კლდეებზე ოქროს ძარღვები შიშვლდება და საძებნელად გამოსულიყვნენ. მეხარი*, წყალი
და სამოსი მომცეს. საღამოდან გამთენიამდე გზას ვადექი და ვერ დაგეწიეთ, ჯადარი ქარივით
სწრაფია. არწივის გამოქვაბულში ცხენის ნაკვალევი და . თავმოჭრილი გველი ვიპოვე. ვიფიქრე
კობრამ დაგკბინა და წამებით მოკვდი. საფლავის დანახვაზე სული ამემღვრა. ვერ ვეგუებოდი

138
მარცხს. სუსტმა ქალმა, ჩემი გადარჩენა შეძლო, მე კი ვერ შევძელი სამშვიდობოს
გამეყვანა. მდევრისადმი პატივისცემა გამიჩნდა, მხოლოდ მათ შეეძლოთ შენი დამარხვა. მაგრამ
მალევე შევნიშნე კლდეზე ნახშირით მიწერილი სამი სიტყვა. წარწერა ისეთ ადგილზე იყო,
მდევარი აუცილებლად შენიშნავდა და წაშლიდა. ესე იგი საფლავი შენი არ იყო. ცოცხალი იყავი და
იმ გზას ადექი, რაც მე დაგიხატე და ფეხსაცმელში დაგიტოვე.
- გავიარე. პოლონელი. გელოდები...
- გამეხარდა, თან მიკვრიდა შენი ამტანობა. ჰარმატანის შემდეგ კვალის ძებნას აზრი არ ჰქონდა
მიწისქვეშა მდინარემდე აღარ შემისვენია. მივხვდი წყლის ხმამ მიგიტყუა და დახეთქილ მიწაზე
გაიარე. ასეთ სატყუარას გამოცდილი იმოშაგებიც ვერ უძლებენ. უდაბნოს ხალხი შენზე ოთხჯერ
ნაკლებ წყალს სვამს. უწყლობა ადამიანს ჭკუიდან შლის და საღი გონება შენარჩუნება
შეუძლებელია. ვნახე რომ წყლის ძებნაში ქვიშის ჭაობმა ჩაგითრია, ჯადარის იმედი მქონდა რომ
ამოგიყვანდა. აღვირის კვალიც ვნახე.
- ვერ მომწვდა და მაშველის მოსაყვანად გაიქცა.
- ახლა გასაგებია აქ როგორ მოხვდი. შენი ფეხსაცმლის კვალმა მითხრა რომ ფეხით იარე.
აღვირის კვალი უწყვეტად გრძელდებოდა. მოხეტიალე ქვიშას თავი კი დააღწიე, მაგრამ
ჯადარი შენთან აღარ იყო. მოკლული აფთარიც ვნახე, მუცელში გაზელის ძვალი ჰქონდა გაჩრილი.
ნაცეცხლარზეც, ბრძოლის და შენი ფეხსაცმლის კვალი ჩანდა. ვიცოდი ჯადარი აქამდე მოვიდოდა,
მაგრამ შენ, არსად იყავი, არც ცოცხალი, არც მკვდარი...
- აფთარი შემთხვევით მოვკალი, შიშმა მომცა ძალა.
- ამდენი არასოდეს მილაპარაკია...თან ქალთან, უნდა მცოდნოდა რომ უდაბნომ არ შეგშალა.
- იმიტომ მელაპარაკები, მამოწმებ ხომ არ გავიჟდი?
- მამშალაჰ, ამდენი განსაცდელის შემდეგ ცოცხალიც ხარ და საღი გონებაც შეგრჩენია.
დაუჯერებელია რომ გადატანილმა ვერ გაგტეხა. საჰარა ნამდვილი მახრჩობელაა, შენ კი მოერიე და
უთანასწორო ომში აჯობე. ამაზე ძნელი ტიქდაბრას დიდი უდაბნოს გადავლა თუ იქნება. დიდი
ალლაჰის სასწაულია, რომ ამტანობის და შეუპოვრობის დიდი გამოცდა ჩააბარე სიცოცხლეს.
- როდის მოხვედი?
- წუხანდლიდან გითვალთვალებ. ჯერ ჯადარი დავინახე. მერე შენ შეგნიშნე, არც მდევრის
მოსვლა გამომპარვია და არც ამენოკალიას საქციელი...
- ოჰ ალ კაბირ, შენ ჰილალეს უყვარხარ, ძალიან!
- შენ ნი’ლნა ?
მოულოდნელი შეკითხვა ისე მომხვდა, თითქოს ტყვია მესროლეს, ენა ჩამივარდა და უცბად
დავმუნჯდი, დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა, ან მეთქვა საერთოდ რამე თუ არა... მთელი ამ ხნის
მანძილზე მეორედ ლაპარაკობდა ბედუინი. პირველად მაშინ, როცა მთხოვდა მენდეო. აქამდე
სულში და გონებაში მისი დაბალი, რბილი და თბილი ხმა მუსიკასავით მეღვრებოდა და ზედ
ყურთან მესმოდა. ზურგზე მისი მკერდის სითბოს ვგრძნობდი, მხარზე მისი ხელი მედო. გამახსენდა
როგორ არიდებდა თავს ჩემთან შეხებას როცა ჯადარზე ერთად ვიჯექით. ცდილობდა არ შეეხედა
თუ ჩადრი არ მეხურა. მხოლოდ ხელით მანიშნებდა სათქმელს. ახლა კი ეს მანძილი როგორღაც
თავისით გამქრალიყო, ბედუინი თავისი წესისა და ადათის მიუხედავად, უცხოტომელ ქალთან,
რომლის არც ვინაობა იცოდა და არც წარსული, ისე ახლოს დაჩოქილიყო, მისი სუნთქვა
ჩემს საფეთქელზე იფანტებოდა...ვიგრძენი რომ სამყაროს გამოვეყავით, ჩვენ ერთად და ცალკე
ვიყავით, ხოლო სხვა ყველაფერი დანარჩენი, - თავისი კოსმოსით, თავისი ყოფიერება-ცნობიერებით -
სრულიად ცალკე. თითქოს ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისი იყო ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ
ისეთი შფოთვა შემომიჩნდა, თითქოს მოულოდნელი საფრთხის წინაშე მოუმზადებელი აღმოვჩნდი.

- შენ ჩემი წყალი და იმედი ხარ... შენ და ჯადარი რომ არა... ვერ
გავუძლებდი წყურვილის, შიმშილს, ამ უდაბნოს. - როგორღაც თავისით წამომცდა უხმო
ჩურჩული.

139
პასუხად ვარდის ფურცელივით ნაზი შეხება ვიგრძენი საფეთქელზე, თითქოს სიცხეს
მიზომავდნენ...

- სამჯერ მეგონა რომ მოკვდი, ნი’ლნა. თავს ისე ვგრძნობდი, - როგორც ყურანი მუჰამედის
გარეშე... როგორც შენი „ახალი აღთქმა“ - ქრისტეს გარეშე. როგორც მდინარე წყლის გარეშე და
როგორც გული სისხლის გარეშე. რაკი გიპოვე, ვფიცავ დიდი ალლაჰის წმინდა ხსენებას, მწარედ
ინანებს ყველა, ვინც შენი თმის ღერის შერხევას გაბედავს. მალე ინათებს. უნდა წავიდე. ორ
დღეში ამენოკალიას ხალხთან ერთად დავბრუნდები. თუ აქ უნდა შეიკრას ჩემი და ჩემი მტრის
სიკვდილ-სიცოცხლის კვანძი, მოხდეს რაც მოსახდენია... ამაღამ საფრთხე არ გელის, პოლონელმა არ
იცის რომ აქ ხარ. ჰილალე ძალიან ვერაგია და ჩემს მოსვლამდე მაინც, მისგან აუცილებლად
დაგმალავს. ამიტომ შეეცადე დაიძინო ან დამშვიდდე.
- ახლავე გავიქცეთ!
- აქედან ორი ადამიანი შეუმჩნევლად ვერ გავა. ნამდვილად მოგკლავენ. სხვა გზა უნდა
მოვძებნო.
- ხვალ რატომ არ მოხვალ?
- ხვალ ჩემი აქ მოსვლა არ შეიძლება, იქნებ მდევარმაც გზა გააგრძელოს და მშვიდად დავტოვოთ
აქაურობას.
- რატომ არ შეიძლება?
- შენ შემპირდი რომ უნდა მენდო... აი ეს დანა გამომართვი, შორ მანძილზე სროლისთვის
ზედგამოჭრილია. სხვა იარაღი ჯერ არ მაქვს. მშვიდად იყავი, ჩუმად იჯექი, რასაც მოგცემენ
ჭამე, დაისვენე და ძალა მოიკრიბე. აქედან უნდა გავაღწიოთ და ეს არ იქნება ადვილი, წინაც
გრძელი გზა გვიდევს, თეთრი უდაბნო უნდა გადავლახოთ, უკვე ზაფხული დადგა და ხამასინს
უნდა გავასწროთ...არაფერი მოიმოქმედო. მშვიდად, მაგრამ ფხიზლად იყავი და თვალში ზედმეტად
არავის მოხვდე.

თვალი გავახილე. ბედუინმა თავი დახარა, მარჯვენა ხელი ჯერ მკერდზე მიიდო, მერე პირზე და
შუბლზე, შავი მოსასხამი მჭიდროდ შემოიხვია და გატეხილ ღამეს უჩუმრად შეერია...

ბედუინი (ნაწილი XVIII ლურჯი მოჩვენება)

ატლასის მთებში ჩაკარგულ ტაფილალტის ულამაზეს ოაზისში ერთ


დღეს,
თეთრი აქლემით მივიდა ორი მშვენიერი ქალი, თინ-ჰინანი და მისი
მოახლე
თაკამატი... მათ დასაბამი მისცეს ტუარეგთა მოდგმას. თინ-ჰინანი,
რომელიც
მისი ღირსებების გამო დედოფალი გახდა, მასთან მისულ უამრავ
თაყვანისმცემელს საკუთარი ხელით
კლავდა.

ლეგენდა

140
ტუარეგის სახის
დანახვა სიკვდილია.

საჰარაში მოარული ხმა

ღამის სიცივემ იმძლავრა. მხარზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი ბედუინის ხელისგან შერჩენილ
სითბოს. ისტერიული შიში აღარ მთანგავდა, მაგრამ ძილი სიახლოვესაც არ გამკარებია. ქვას
ზურგით მივეყრდენი და თავი მუხლებზე შემოხვეულ ხელებზე ჩამოვდე.

სამხრეთის ქარაფისკენ - სრული სიჩუმე იდგა. სოფლის შემოსასვლელში ორი კოცონი ნელი
ცეცხლით იწვოდა. გარშემო აქლემები ისევ წრეზე ჩაჩოქილიყვნენ, მათზე ზურგით მიყრდნობილ
არაბებს ფეხები ქვიშაზე გაეშალათ და ეძინათ. მხოლოდ მილოში იწვა ცეცხლის პირას საძილე
ტომარაზე, ჩანდა აქამდე ვერ შეჩვეოდა უდაბნოს ღამის სიცივეს და ქვიშაზე ძილს. მათ გარშემო
მხარზე მიყუდებული თოფებით ისევ ქანდაკებასავით გაუნძრევლად იჯდა ოთხი ტუარეგი.

ჩუმი, მოჩოჩიალე ნაბიჯის ხმა მაშინ გავიგონე, როცა მოხუცი ლამის თავზე წამომადგა. აქთ-
იქით იცქირებოდა და თვალს არ აშორებდა სამხრეთისკენ გაწოლილ ქარაფს. მოხუცმა ჰილალეს
კარავი იფარა, მოდარაჯე ტუარგების მზერა აირიდა, ჩემთან ფრთხილად მოჩოჩდა და გვერდით
მომიჯდა. ქალმა ხელში ხმიადი პური ხორცის მოხარშულ ნაჭერთან ერთად ჩამიდო და სოფელს
მდუმარედ დააცქერდა. ჩუმად ვჭამდი გულით მოწოდებულ ალალ ლუკმას. ღეჭვა მეხამუშა და
ყბები ამტკივდა, მაგრამ ხორცის გემო მეამა და პურთან ერთად მთლიანად შევჭამე.

მოხუცმა ნელა დაიწყო ქანაობა, მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ. მივხვდი რომ
უდროოდ დაკარგულ შვილს გლოვობდა. მისი წუხილი, მიუსაფარი და საჰარასავით უკიდეგანო, -
მარტოხელა მგელივით ყმუოდა მის სულში. ტუარეგი თავისი ტომის დაუწერელ კანონს არღვევდა
და უცხო ადამიანს დაუფარავად უჩვენებდა თავის დარდსა და საშინელ სევდას. მთვარის შუქზე
დავინახე როგორ ჩამოუგროდა ცრემლი დანაოჭებულ სახეზე და მოხუცს ხელი ჩავკიდე. მან
გაუხეშებული ხელისგული თავზე გადამისვა და ჩუმად თქვა:
- მე სილი ვარ.
- ალფ შუკრ ანნა* სილი. - ჩავიჩურჩულე.
- შარშან ამ დროს მოკვდა მალა. მინდა მისი სიკვდილით დასრულდეს ეს საშინელი წესი. მინდა
ალ-კაბირი მოვიდეს და წაგიყვანოს. მინდა იმოჰაგებმა ნახონ როგორ აგირჩევს ალ კაბირი სწორედ
შენ და არა მას. ოოო, რა დიდი სირცხვილი იქნება მისთვის.
- ოჰ ანნა სილი, ეს არაბები დაგვესხნენ თავს საჰარაში. ნუთუ ამენოკალია ვერ მიხვდა რომ ეს ის
ხალხია.
- ნამდვილი გველია, ჭრელი, ლამაზი, ჭკვიანი, ვერაგი და შხამიანი.
- უნდა გავიქცე ანნა სილი. დამეხმარე, გემუდარები. ჯადარი და ცოტა წყალი დამჭირდება,
ფარაფირაჰში უნდა მივასწრო ამ არაბებს.
- იმოჰაგების ტყვიას ვერ გაექცევი.
- იქნებ მამაკაცივით ჩავიცვა, ლისამი მოვიხვიო...
- იმგადებს ვერ მოატყუებ. ისინი უსიტყვოდ შეასრულებენ „თინ-ჰინანის" ბრძანებას. შენს
ღმერთზე აქ ამბობენ მას მკვდარიც კი გაუცოცხლებიაო... ეს მართალია?
- მართალია ანნა სილი, ეს წმინდა წიგნში, ბიბლიაში წერია.

141
- მაშინ თხოვე მას აგარიდოს ავი ბედი.

მოხუცი ჩემს პასუხს არ დალოდებია, პალმების და ჩემი ლოდის დავიწროვებული ჩრდილი


იფარა და გამეცალა.
გულდამძიმებული მივაჩერდი აციალებულ ალიონს. ჩემთვის ისევ მორიგი მძიმე დღე
იწყებოდა, მაგრამ საფეთქელზე გადანაცვლებული ვარდისფურცლისხელა იმედი ჩემს
სიმშვიდეს მომთმენი ტუარეგივით დარაჯობდა.

„მაინც დამეწივნენ, რომ დამინახონ, ან ჯადარი შენიშნონ? ჰილალეს ძალიან უნდა ჩემი თავიდან
მოცილება, თუ გაიგო რომ ბედუინი ცოცხალია, მილოშს გაატანს ჩემს თავს. ალ კაბირთანაც თავს
გაიმართლებს ფარაფრაში ევროპელს გავაყოლეო. უფრო ხელსაყრელი შემთხვევა არც ექნება.“-
ვფიქრობდი და აღმოსავლეთით აციალებულ ნათელს თვალმოუშორებლად შევქეროდი.

მზე ამოიწვერა. კარვები მორიდებული ქალიშვილებივით ნელა


იკეცავდნენ კალთებს. ლამაზად მორთული ხალხი გარეთ გამოდიოდა. ღვივდებოდა სოფლის
დიდი კერა. მამაკაცებმა დაკლული თხები კერიასთან დააწყეს და გატყავებას შეუდგნენ. ქალებმა
ხილი გამოალაგეს, ნაწნავებად ასხმული ბანანის და ფინიკის ჩირები წყალში გაავლეს და მზეზე
გაკიდეს გასაშრობად. გოგონები სუფრებს ბერტყავდნენ საერთო კერიასთან მიწაზე გაშლილ
ფარდაგებზე შლიდნენ. პატარები ტბასთან თამაშობდნენ და თხის ტყავის ბურთებს თავგამეტებით
დასდევდნენ.

ღიმილით და შეფარვით ათვალიერებდნენ ვაჟებს ახალგაზრდა ქალები. ქალების სამოსი ისე


მიაგავდა ჩვენებურ ხევსურულ კაბას მოქარგული გულისპირებით, ორნამენტით, ფერთა
შეხამებით, ჩაქარგულ-ჩაგვირისტებული საშუბლეებით, რომ სიამოვნებით ვუცქერდი და
რეალობას მხოლოდ გარემო და მათი უცნაური ენა მახსენებდა. მიმზიდველ სახეებს გრძელი, და
ხშირი შავი თმა უმშვენებდათ, ზოგიერთს თავზე ლამაზად შემოეხვია მძივებით და ვერცხლის
პატარა მონეტებით გაწყობილი თავშალი. კაცებს სანაგებოდ მოხვეული ლისამებიდან მხოლოდ
თვალები უჩანდათ.

კარვიდან ჰილალე გამობრძანდა. ისედაც მზეთუნახავს ოქროცურვილი ლურჯი სამოსი ემოსა


და მიწაზე ჩამობრძანებული მზესავით ციალებდა. მის გამოჩენაზე მხიარული შეძახილები გაისმა.
ტუარეგები ახალი დღის მობრძანებას ულოცავდნენ ამონეკალიას. ხალხი ერთად შეჯგუფდა. რაღაც
რიტუალის მოლოდინში ჰილალეს შეაცქერდა.

წინ შესანიშნავი აღნაგობის ახალგაზრდა ვაჟი გამოვიდა. იმგადებმა ერთი მკლავის სიგანის და
ოციოდე მკლავის სიგრძის ბამბის მსუბუქად ნაქსოვი ლურჯი ნაჭერი ჰაერში ააფრიალეს, ვაჟმა
ცალი ფეხით ჩაიმუხლა და თავი დახარა. იმგადებმა ლისამით ისე შეუბურეს თავი რომ ცოტა
ხანში მას მხოლოდ თვალები უჩანდა. თოფი, მოკლე არაბული ხანჯალი, ვაზნებიანი ქამარი
მიართვეს და ახალგაზრდა აქლემი საბელით გადასცეს. ჰილალემ მკერდზე გაწელილი ჯვარი
დაკიდა. ბიჭმა მეორე ფეხითაც ჩაიმუხლა, ამენოკალიას ფეხის წვერს შეეხო, მკერდზე
ხელმიდებულმა რაღაც ჩაიჩურჩულა და მოწიწებით წამოდგა, თოფიარაღი აისხა, აქლემი
იკლანს ჩააბარა და იმგადებში შეერია.

სილიმ წყალი, თხის რძე და ხმიადი მიწაზე დამილაგა.


- სალამ ანნა სილი, რა ხდება სოფელში?
- იმგადებს ახალი მეომარი შეემატა, დღეს ის თვრამეტი წლის გახდა. ამენოკალიამ თაგელმუსტი**,
თოფი, ხანჯალი, ტყვიები და დრომადერი*** აჩუქა. ხალხი ზეიმობს. დღეიდან მან სახე აღარ უნდა
გამოაჩინოს. თუ ვინმე მის სახეს დაინახავს - უნდა მოკლას, თუ არადა თავი უნდა მოიკლას. ოჯახის

142
წევრებმაც კი აღარ უნდა დაინახონ მისი სახე, დღე და ღამე ლისამი უნდა ეხვიოს. მხოლოდ ჭამის
დროს შეუძლია ნიკაპამდე ჩამოუშვას. მას შეუძლია არ ისწავლოს წერა-კითხვა, მაგრამ მისი ოჯახის
ქალებს უნდა ასწავლოს. დრომადერი იქნება მისი მეგობარი უდაბნოს გზებზე. მან ფიცი დადო რომ
დაიცავს ჩვენს ხალხს, უსიტყვოდ შეასრულებს ამენოკალიას სიტყვას და დაემორჩილება იმ ქალის
სურვილს, ვინც მას აირჩევს ღამის გასატარებლად. დღეს „ახჰალ“-ში გაერევა, ეს ახალგაზრდა
იმოჰაგების დღესასწაულია, იმათი ვისაც ჯერ ოჯახი არ ყავს.

„შენ უნდა მენდო“ - ჩამესმა გონებაში ალ კაბირის ხმა. ახლა ნათელი იყო რატომ თქვა
წუხელ, ხვალ ჩემი მოსვლა აქ არ შეიძლებაო. შეგნებულად აარიდა თავი სოფელში გამოჩენას, დღეს
„ახჰალ“, ტუარეგების თავისუფალი სიყვარულის დღესასწაული იყო და ქალები ირჩევენ მამაკაცებს
საჰარაში სიყვარულის დიდი ღამის გასატარებლად.
- ანნა სილი, გაქცევაში დამეხმარე...- მოხუცი დაფიქრებით დამაცქერდა, მაგრამ უპასუხოდ
გამეცალა.

ჰილალემ რამოდენიმე მამაკაცი სოფლის შემოსასვლელში გაგზავნა. მოდარაჯე იმოჰაგები


შეიცვალნენ, ნაწილმა გზა გააგრძელა. არაბების "საპატიო ყარაული" სოფელს შემოუერთდა, ცოტა
ხანში კიდევ გამოჩნდა მამაკაცების ჯგუფი, ალბათ ქარაფზე შეიცვალა ყარაული. არაბები ცეცხლს
უტრიალებდნენ, საჭმელს ამზადებდნენ, როგორ ჩანდა წასვლას არ ჩქარობდნენ. მილოში ზურგით
იჯდა, ისე იყო დახრილი, თითქოს რაღაცას წერდა.

სოფელი სანადიმოდ დასხდა. ხალხი ხუმრობდა, იცინოდა, სანოვაგეს და ხილს


შეექცეოდა. ურკავდნენ ერთსიმიან ინტრუმენტზე, ცეკვავდნენ თავიანთ გამოგონებულ ცეკვებს-
თავიანთივე გამოგონებულ სიმღერებზე, ყვებოდნენ ამბებს,- ალბათ წინაპრების საგმირო საქმეებზე,
ტუარეგების პირველ დიდ ამენოკალიაზე თინ-ჰინანზე**** და მის თეთრ აქლემზე. ქალები
ერთმანეთს უჩვენებდნენ მორთულობას, მძივებს, ნაქარგებს, ხელსაქმით თავს იწონებდნენ.
ნელ-ნელა შებინდდა. ჰაერში ნაირნაირი ხილის და ბალახისგან დაყენებული ჩაის არომატი
დატრიალდა.
ჰილალე ფეხზე წამოდგა და ჩრდილოეთს დააკვირდა. უკმაყოფილოდ გასცქეროდა სოფლის
შემოსასვლელს. ამენოკალიას ლამაზ სახეზე ბრაზი ელავდა. ალ კაბირი არ ჩანდა, უდაბნოში
გაგზავნილი ხალხი არ დაბრუნდა, არაბებიც წასვლას არ აპირებდნენ. ქალი უკმაყოფილოდ
მოტრიალდა, ხალხს ანიშნა რომ დროსტარება გაეგრძელებინათ, თავის ჰხაიმში შევიდა და კარვის
კალთა შესასვლელს ჩამოაფარა.

ახალგაზრდები სოფლის ზეიმს ცალკე გამოეყვნენ, ცეცხლი გააჩაღეს და გარშემო


შემოუსხდნენ.
„ახჰალ“ იწყებოდა. გოგონები ვაჟებს ირჩევდნენ და თავის რჩეულებს ხელისგულზე თითით რაღაცას
ახატავდნენ, ვაჟები ყურადღებით დასცქროდნენ ხელისგულს, დახატული ნიშნების მიხედვით
ქალების სურვილების ამოცნობას ცდილობდნენ. ახალგაზრდები მალე დაწყვილდნენ და სოფლის
გარშემო უდაბნოში გაიფანტნენ. ერთმა წყვილმა მეც ჩამიქროლა და პალმის კორომებს შეაფარა
თავი. ღამეს ახალი ხმები მიემატა, სიცილის, კისკისის, ალერსის, ჩურჩულის და ყრუ ამოკვნესის
ხმები.

არაბები გაფაციცებული ისმენდნენ გარშემო გამეფებული სიყვარულის ჰანგებს და თავებს


აქეთ-იქეთ უკმაყოფილოდ აქანავებდნენ. ყურანის წესით მაცხოვრებელი ტუარეგებისთვის მართლა
უცნაური იყო ამ ტრადიციის შემონახვა. ოჯახის შექმნამდე ქალიც და მამაკაციც, თავისუფალი
სქესობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და პარტნიორს ხშირად იცვლიდა - ერთი
გამონაკლისით, ქალები ირჩევდნენ მამაკაცებს, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ კი ეს
უფლება არცერთ ტუარეგს აღარ ქონდა.

143
ბედუინებისთვის და არაბებისთვის კი პირიქით, ქალის წარსული და ქალწულობა ყველაზე
მნიშვნელოვანი იყო. ისინი ქორწინებამდე დიდხანს იკვლევდნენ საცოლის წარსულს და მცირე
ჭორის შემთხვევაშიც კი ქალი შერცხვენილად ცხადდებოდა. ჭორი კი შეიძლებოდა გამოეწვია იმას,
რომ საკუთარ ეზოში გავლისას თმა გამოუჩნდა და ნიკაბით კარგად არ ქონდა დაფარული.
მაგრამ ვაი მას, თუ ქორწინების ღამეს ქალწული არ აღმოჩნდებოდა ან ქმარს უღალატებდა... კაცს
უფლება ქონდა თავი მოეკვეთა ცოლისთვის ან ქვებით ჩაექოლა.

მიუხედავად იმისა რომ ეგვიპტე, ალჟირი და ლიბია ცივილიზაციის ყველა ნიუანსს


ეზიარა, წესი რომელმაც თვით "ათასერთი ღამე" შექმნა, - იმ დროიდან მოყოლებული დღემდე
ცოცხლობდა არაბულ სამყაროში, განსაკუთრებით კი ბედუინებში. არაბი მამაკაცი, იმისათვის რომ
ცოლის სიყვარული და ერთგულება შეენარჩუნებინა, ძალიან უფრთხილდებოდა ოჯახს. მთელი
დღე მუხლჩაუხრელად შრომობდა, შინ ყოველდღე საჩუქრით ბრუნდებოდა. სახლში
კი ქალები განაგებდნენ ყველაფერს, სიმდიდრეს, ფულს და ძვირფასეულობას, მათ ჰქონდათ
ხელთ ყველა კარის და სამალავის გასაღები და ოჯახის ბურჯებად ითვლებოდნენ. მათი ნებართვის
გარეშე სახლის არემარეზე ფრინველიც ვერ გადაიფრენდა. მამაკაცს მეორე და მესამე ცოლის
მოყვანა მხოლოდ პირველი ცოლის ნებართვით შეეძლო. სამაგიეროდ ტუარეგები მხოლოდ
ერთხელ ქორწინდებოდნენ და ცოლქმარი სიკვდილამდე ერთმანეთის ერთგული რჩებოდა.

საჰარაში მომთაბარე ორი ხალხი, ერთი რელიგიის მიუხედავად - სრულიად


სხვადასხვანაირი, წინააღმდეგობრივი ადათით და ტრადიციებით ცხოვრობდა. თუ მათი გზები
გადაიკვეთებოდა, ერთმანეთს წყალს და სანოვაგეს უზიარებდნენ, გულუხვად მასპინძლობდნენ,
გასაჭირში ერთმანეთს შველოდნენ, მაგრამ ერთმანეთის ტრადიციებში არ ერეოდნენ და არც
შერეულად ქორწინდებოდნენ.

გამჭირვალე ცაზე ღამე მხართეძოზე წამოწოლილიყო. ვეებერთელა ნამგალა მთვარე


კაშკაშებდა. თეთრად მბრწყინავი ვარსკვლავები ტბის წყალში ისე სუფთად ციალებდნენ, რომ
დარწმუნებით შეგეძლო ამ კარიბჭის გავლით პირდაპირ ცაში შეგებიჯებინა. „ჰხაიმები“,
ჯადოსნური ქოხმახებივით მიეხატნენ ღამის ცას. მთვარის შუქით განათებული პალმის კორომი ისე
ლივლივებდა, როგორც ზურმუხტი ბაჯაღლო ოქროში. ლისამებით პირშებურული ტუარეგები
ლურჯი აჩრდილებივით უხმაუროდ დასრიალებდნენ არაბული ზღაპრიდან გადმოსული
იფრითებივით. მთვარე ისე გადაიხარა, თითქოს სიყვარულში ჩაძირული წყვილების
სათვალთვალოდ ემზადებოდა. ყველა მხრიდან გარკვევით ისმოდა ყრუ ამოძახილი, ჩუმი სიცილი
და ჩურჩული.

ლოდის მხრიდან ჩემსკენ წამოსული ჩრდილი უცნაურად სწრაფად დაგრძელდა. ჩუმი შრიალი
მომესმა. ალბათ მე რომ ჩამიქროლა, ის წყვილი ბრუნდებოდა. ველოდი როგორ გაისრიალებდა მათი
ლანდები შორიახლო, მაგრამ ჩრდილი პირდაპირ ლოდისკენ წამოვიდა და ჩემს წინ ლურჯ
მოჩვენებად აისვეტა.

თავდასხმა მოულოდნელი და მძაფრი იყო.


მოჩვენებამ პირზე ხელი ამაფარა და ისე სწრაფად გამაკრა მიწას, რომ წამოკივლებაც ვერ
მოვასწარი. ცალი ხელით, - თოკით შეკრული ხელები თავს უკან გადამიწია, ტანზე სხეულის მთელი
სიმძიმით დამაწვა და მეორე ხელით ჩემი მოგუდვა დაიწყო. გათოკილი ხელებით
მოძრაობა გამიჭირდა, რაც ძალა და ღონე მქონდა ვიბრძოდი რომ ჰაერის ჩასუნთქვა მომეხერხებინა,
მაგრამ ის ღონივრად მაწვებოდა ხელით ცხვირპირზე და ჰაერს მიხშობდა. უმწეოდ ვაფართხალებდი
ფეხებს, როგორმე რომ დაძვრომოდი. ამ სხმარტალში შემთხვევით, მარჯვენა ფეხით ლოდს
მივწვდი. ქვის ღონე მოვიხმარე, მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე, ძლიერად მივარტყი ფეხი ლოდს და

144
მოულოდნელი ბიძგით გვერდზე ისე სწრაფად გადმოვბრუნდი, რომ მოჩვენებამ წამით ხელი მიშვა.
ჰაერის შესუნთქვა მოვასწარი, სახეში ვეცი და მის თავსაბურავს ხელებით ძლიერად ჩავეჭიდე, მან
ისევ მოინდომა მიწაზე გავეკარი და შევებორკე მაგრამ მისი ლისამი ისეთი ძალით მოვიზიდე რომ
ნაჭერი გაიფხრიწა... მე მოჩვენების სახე დავინახე. ის ახალგაზრდა ვაჟი იყო, დღეს იმოჰაგების
რიტუალით კაცობაში რომ შეაბიჯა.

ნახშირივით შავი, ბრაზით აკიაფებული თვალები არნახულ რისხვას აფრქვევდნენ... ეს არ


იყო სიყვარულის ღამით აღგზნებული მოძალადის მზერა, ეს მკვლელის თვალები იყო.
გაოგნებულმა იმით, რომ სახე გავუშიშვლე, პირზე ხელი გაშმაგებით მოისვა, წამოფრინდა და
თავგამეტებით მეცა, მაგრამ მე დავიმუხლე და ხელში ჩემს კისერზე შებმული თოკი შერჩა. ისე
ძლიერად მოქაჩა, რომ წამით თვალთ დამიბნელდა და დავიხროტინე, მაგრამ მოვასწარი და ჩემს
ფეხსაცმელს მივწვდი. ამოტაცებული ბასრი დანა გამეტებით მოვიქნიე და ვიგრძენი ლითონი
როგორ შესრიალდა უცნაურად მკვრივ სირბილეში. ის შეკრთა და ამოიკვნესა. ცხელი სითხე
გამდნარი სანთელივით ბლანტად გადმომეღვარა ხელებზე. ამ შეგრძნებამ ნადირივით ისე გამახელა,
რომ ზედიზედ, შეუჩერებლად ვიქნევდი დანას...
მოჩვენებამ თავდასხმა შეწყვიტა, ხელები მუცელზე მიიჭირა, ლოდს მიეყრდნო და რაღაც
ჩაიჩურჩულა. თავდასხმის გამეორებას ველოდი და დანას ხელს არ ვუშვებდი, მაგრამ ლურჯი
ლანდი შებრუნდა და ისევე უხმაუროდ გადნა ჰაერში, როგორც გამოჩნდა.

ძლიერი აღგზნებისაგან მთლიანად აკანკალებულმა პალმასთან ჩავიმუხლე. სრულიად


გაქვავებულს და შეგრძნებადაკარგულს მხოლოდ ის მიკვრიდა, რომ ჩემს ხელებზე შერჩენილი მუქი
ფერის ბლანტი და თბილი სითხე ადამიანის სისხლი იყო. უფრო გამაოგნებელი კი ის იყო, რომ
მომხდარის გამო შიშს და სინანულს კი არ ვგრძნობდი, არამედ მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი,
ადამიანის სისხლის მიმართ გაჩენილ აუხსნელ ზიზღს.

ეჭვიც არ შემპარვია, რომ მკვლელი ჰილალემ მოაგზვნა. მართლაც ვერაგული გეგმა იყო. ასეთ
ღამეში ვინ მიაქცევდა ყურადღებას მიწაზე მოკოტრიალე მამაკაცის და ქალის სხეულს ან
დაკივლებას. გონებიდან არ ამომდიოდა ახალგაზრდა იმოჰაგის შეძრწუნებული და ბრაზით
მოღრეცილი სახე. მან ხომ ამენოკალიას უმტყუნა, პირველივე ბრძანება ვერ შეასრულა, უცხო
ქალმა ლისამი მოგლიჯა, სახე გამოუჩინა და დანით დაჭრა. თანაც ეს მისი "კურთხევის" დღეს და
"ახჰალ"-ზე მოხდა... ახლა მას ორი გზა ქონდა ან მე უნდა მოვეკალი ან თავი უნდა მოეკლა. თუ
ცოცხალი გადარჩებოდა და ამაღამდელი ამბავი სოფელში გამჟღავნდებოდა, მთელი ტომი
ამიმხედრდებოდა.

ეს კი იმაზე საშიში იყო, რასაც მთელი თვე გავურბოდი, ტუარეგებისთვის ჩემი მოკვლა ცხოვრების
მიზნად იქცეოდა და მათ ვერაფერი შეაჩერებდა ტყვიის გარდა. ჩემს ქვეყანამდე გასავლელი
უშველებელი მანძილიც კი. მაგრამ ჰილალეს ბრძანების შეუსრულებლობა სიკვდილზე მეტი იყო.
მიუხედავად იმისა რომ ჩემი მდგომარეობა გამოუვალი გახდა, ჩემი ახალი მტერი შემეცოდა,
სრულიად ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასე უაზროდ ეწირებოდა დრომოჭმულ ადათს და ქალის
ვერაგობას. არ ვიცოდი გადარჩა თუ არა, მაგრამ ვიგრძენი რომ მისი სიკვდილი არ მინდოდა. ამან
ოდნავ დამამშვიდა... ადამიანურობა მიბრუნდებოდა. თავს ისე ველურად აღარ ვგრძნობდი როგორც
რამოდენიმე წუთის წინ. სისხლით მოსვრილი ხელები ფინიკის პალმაზე მოგლეჯილი თმებით
გავიწმინდე და დანას ეჭვიანად დავაცქერდი. არაფრით მეგონა რომ თეთრად მბზინავი ფოლადის ეს
პატარა ნაჭერი - ადამიანის მომრევ ასეთ დიდ ძალას ფლობდა, ძველებურად ბასრი და ცივი იყო,
ოდნავადაც არ ემჩნეოდა წუთის წინ მომხდარი.

მივხვდი რომ ჰილალემ მაჯობა. თუ მკვლელი მომერეოდა ამას მხოლოდ ტუარეგის მსუბუქად
დასჯა მოჰყვებოდა, მის ახალგაზრდობას დაბრალდებოდა "ახჰალ"-ის ღამეს თავშეუკავებელი ჟინი

145
და ჩემი "შემთხვევით" გაგუდვა... თვრამეტი წლის იმგადიც ამიტომ აირჩია. ხოლო რაც მოხდა,
ეს ალ კაბირს აღარ მისცემდა საშუალებას - აქედან წავეყვანე. მე ხომ სამაგალითოდ დამსჯიდნენ
იმოჰაგის მოკვლისთვის. ახლა ჩემს საფეთქელზე სითბოდ შემორჩენილი პაწია იმედიც ქრებოდა.

ამენოკალიას გეგმამ გაამართლა, მე დაგებულ მახეში გავები.

უცნაურმა გარინდებამ შემიპყრო. გახელილი თვალებით, ყველაფერს აღვიქვავდი, მაგრამ


განძრევა არ შემეძლო. თითქოს სხეული მივატოვე, სამყაროს გამოვეყავი და ახლა მასში დრო უჩემოდ
მიედინებოდა. მე მხოლოდ შორი დამკვირვებელივით გარედან ვუცქერდი. მძაფრი შეგრძნება
დამეუფლა, რომ ჩვენი ჩვეული სამყარო, ჩვენი ცხოვრება, საქციელი და სიკვდილი, ერთი დიდი
დაკვირვების საგანი იყო მისთვის, ვისაც ვერავინ ხედავდა, მაგრამ ყველას თავისებურად სწამდა.
...
ალიონი თავზე როდის დამადგა, - არ გამიგია.
უდაბნოს მტვრიან ღრუბელში გახვეული მზე უცნაური ხმაურით ამოდიოდა. მიწა ისე გუგუნებდა,
თითქოს ველური ცხენების რემა ახლოვდებოდა. ადრიანი დილის მიუხედავად ხმაურზე
ხალხი კარვებიდან გამოიშალა.

აქლემები ჭენებით მოქროდნენ. უკან მტვრის ვეებერთელა ბუქი მოჰყვებოდათ.


მხედრებს თავი და სახე შებურული ქონდათ. მათი სამოსი მტვერსა და ქვიშას დაეფარა. ყველას
ლისამი ეხვია, მხოლოდ ერთ მათგანს ეხურა თავზე ოკალით დამაგრებული არაბული ქუფია.

მხედრებმა ქარივით ჩაუქროლეს პალმის კორომთან დაბანაკებულ არაბებს და სოფელში


შემოვიდნენ. მიგებებულმა იკლანებმა წყალი მიართვეს, მხედრები აქლემებს იოკებდნენ და წყალს
ტყავის გუდებიდან სვამდნენ. მხოლოდ ქუფიით თავდახურული მხედარი ჩამოქვეითდა, ხალხს
თავდახრით და მოწიწებით მიესალმა, მიწოდებული წყალი მოსვა და იმგადების თანხლებით
ამენოკალიას კარვისკენ წამოვიდა. უანგარიშოდ ვადევნებდი თვალს როგორ ენაცვლებოდნენ
ერთმანეთს მოცეკვავესავით მოზომილი, ზუსტი და მოქნილი ნაბიჯები. თავი ავწიე.

ოაზისივით მოლივლივე ზურმუხტის თვალები მშვიდად მიცქერდნენ.

ცხენის გაბმულმა ჭიხვინმა ცისკრის ზარებივით ჩამორეკა.

ჯადარი პატრონს ესალმებოდა.

ბედუინი (ნაწილი XIX სტუმარი)

"ხანჯრისკე ხელი მიუდის,


ჩუმად სინჯავდა დანასა,
მაგრამ სტუმარი სხვის სახლში
ვერ გაჰშლის ხათაბალასა."

ვაჟა-ფშაველა

ხმაურზე და ხალისიან შეძახილებზე კარვის კალთა აიშალა და ჰილალემ მზესავით


გამოანათა.
ბედუინი მოჭიმული მშვილდივით მოიდრიკა, ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და თავი დახარა.

146
მან მარჯვენა ხელი, ჯერ მკერდზე მერე პირზე და შუბლზე დიდი მოწიწებით მიიდო, შემდეგ
უბისკენ წაიღო, რაღაც თეთრში შეხვეული ამოიღო და ხელში გაშალა.
ამომავალმა მზის სხივებმა თეთრ აბრეშუმზე გაშლილ ქვებში სისხლისფრად გაიელვა და ციმციმა
ანარეკლი ჰილალეს სახეს მიეფინა. კაშკაშა წითელი ლალების დიდი და გამჭირვალე
კრისტალები მზის სხივებზე ლიცლიცით ციალებდნენ და თეთრ ქსოვილზე
ცოცხლებივით სუნთქავდნენ.

- ასალამ ალეიჰქუმ ამენოკალია.ჭეშმარიტად ბრწყინავს შენი სილამაზე მზესავით მანათობელი. -


გაისმა ბედუინის დაბალი და ალერსიანი ხმა.
- მეტულემ ალ კაბირ, მეტულემ! შენი თვალები ლამაზად ხედავენ სამყაროს ! - ჩაიწკრიალეს
ვერცხლის ზარებმა.
- ეს ძვირფასი ქვები ჰამადში ვიპოვე და მაშინვე ვიფიქრე რომ უმშვენიერესი ულამაზესს
ეკუთვნის. მათი სახელია იაჰხუუკ*, ისინი ალმასზე ძვირფასია. ეს ქვები ხუთჯერ უფრო დიდია და
სუფთა ვიდრე ბრიტანეთის დედოფლის გვირგვინის თვლები. ინებე ჩემგან საჩუქრად. -
შემპარავად თქვა ბედუინმა.
- ოჰ, ალ კაბირ, ყოველთვის ახერხებ გამაკვირვო და გამახარო. ისეთივე მაცოცხლებელი ხარ
როგორც წვიმა.
- მიხარია რომ ბედნიერს გხედავ ამენოკალია. - წელში გაიმართა ალ კაბირი და მასპინძელს
პირისპირ შეაჩერდა.
- ისევ მზის ქარივით ძლიერი ხარ, აქამდე მკვდარი მეგონე.
- მკვდარი?!
- ჯადარი მოვიდა უნაგირზე შენი ტანსაცმლით და საგზლით. ვიფიქრე რომ რაღაც მოხდა და
კაცი გავგზავნე მოსაძებნად, მაგრამ შენს ნაცვლად უდაბნოში ვიღაც ქალი იპოვა, საშინელი
შესახედი, ჭუჭყიანი და სისხლით მოსვრილი. ვიფიქრე რომ ქალმა ოქროს და ფირუზების გამო
მოგკლა და შენი ცხენით გაიქცა, ჯადარმა კი გადმოაგდო და უდაბნოში მიატოვა.
- ნილნა აქ არის ?- ისეთი გაკვირვება ჩაისხა ხმაში ბედუინმა რომ ეჭვი შემეპარა პირველად ხომ
არ ვხედავდი.
- ასე ეძახის თავის თავს.
- გულმოწყალე და სამართლიანი ხარ საჰარას მზეო, ამიტომ უყვარხარ შენს ხალხს. შენნაირი
დიდი მეგობარი ნამდვილად დიადი ალლაჰის წყალობაა.
- სანამ კარავს დაგიდგამენ, ჩემს ჰხაიმში დაბრძანდი, წყალი და ხილი მიირთვი, ამასობაში
საუზმე მომზადდება და გიმასპინძლებ როგორც შეჰფერის იმოჰაგების დიდ მეგობარს.
- სიამოვნებით ამენოკალია, მაგრამ მანამდე ნება მომეცი ჯადარი ვნახო.
- როგორც ინებებ ალ კაბირ, როგორც ისურვებ...

მთელი საუბრის მანძილზე ჰილალე დაკვირვებით აცქერდებოდა ბედუინს, ცდილობდა


გამოეცნო რა იმალებოდა ამ თავაზიანობის და მოწიწების უკან, მაგრამ ალ კაბირი დაუძაბავად
და მშვიდად იდგა.
მხრებში გაშლილ ბედუინს ქვიშისფერი აბრეშუმის შარვალი ეცვა და იგივე ფერის ჰალაბეა
მუხლამდე სწვდებოდა. სხეულზე აბრეშუმის მაღალი ქამარი მოეხვია. მსუბუქი ხალათი ხაზს
უსვამდა მისი სხეულის უნაკლო აგებულებას. წელში გამართულს მარჯვენა ხელი მკერდზე
ედო, თავი ამაყად აეწია და სახეზე სიმშვიდე ეფინა. მუხლში ოდნავ მოხრილი მარჯვენა ფეხი წინ
ქონდა წამოდგმული, რაც პატივისცემას უფრო გამოხატავდა ვიდრე მოკრძალებას. ფეხზე ისევ
აქლემის ტყავის ქალამნები ემოსა, მშვენიერ თავზე ქვიშისფერი აბრეშუმის იჰრამი მწვანე რკალით
ქონდა დამაგრებული. იჰრამის კალთები გაშლილ მხრებზე ქონდა დაფენილი და სახე მთლიანად
უჩანდა. თხელი, მოვარდისფრო ტუჩები, ვიწრო ყბები და სწორ ცხვირი სიმეტრიულ კონტრასტს
ქმნიდნენ გაშლილ შუბლთან და მუქ წარბებთან. პალმის ფოთლებივით სწორი, მარაოსავით
გაშლილი წამწამები მწვანე თვალებში შეფარულად გამკრთალ რისხვას ფარავდნენ.

147
მის სახეზე გარკვევით იკითხებოდა, რომ - ის არასოდეს გადავიდოდა პატივისცემისა და
მოწიწების ზღვარს და არც არავის მისცემდა ნებას რომ ეს ზღვარი გადმოელახა.
ორივეს მზერაში უსიტყვო გაფრთხილება იკითხებოდა. სრულყოფილი ქალი და მამაკაცი
ერთმანეთს შესცქეროდა.

ჰილალეს ლამაზი სახე ქალური სინაზით ბრწყინავდა, მისი სხეული ჰარმონიულად შეკრულ
მუსიკას მოჰგავდა, მხოლოდ შეხებას ელოდა რომ ჰანგებად დაღვრილიყო. გარინდული
ანტილოპასავით მთლიანად დაჭიმული იდგა, თითქოს მოულოდნელად უნდა მოწყვეტოდა მიწას
და ცაში გაფრენილიყო. მისი მთელი არსება გამოხატავდა თავშეუკავებელ მისწრაფებას - ნებისმიერ
ფასად მიეღო რაც სურდა. ბედუინის კი პირიქით, - საკუთარი სურვილები,
ღირებულებების მიხედვით მოექცია კალაპოტში.

ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს უსიტყვო ომი, ქარაფის მხრიდან ადრარი რომ არ
გამოჩენილიყო. აღვირით ჯადარი მოჰყავდა. კუდაპრეხდილმა და ნესტოებდაბერილმა ბედაურმა
პატრონის დანახვაზე დაიფრუტუნა, ლაგამს არ შეეპუა, ტუარეგს თავი წაართვა, მკვეთრად
უგანა, უკანა ფეხებზე შედგა, ჰაერში აიწია და მძლავრად დაიჭიხვინა. წინა ფეხებზე დაეშვა მიწა
დატორა და მხარზე თავი ჩამოადო პატრონს.

ჯადარი პატრონს ყნოსავდა, ჩუმად ხვიხვინებდა, მხარზე თავს უსვამდა და ცხვირს ხელებში
ჩრიდა. ალ კაბირი უხმოდ ეფერებოდა, შუბლზე ხელს უსვამდა, მის ყველა კუნთს აკვირდებოდა და
რაღაცას ეჩურჩულებოდა. ცხენი აცეკვდა, ფეხები ერთმანეთს რიტმულად მოუნაცვლა, წრეებზე
დატრიალდა და წინა ფეხებზე ჩაიჩოქა. ბედუინი დაიხარა, კისერზე მოეფერა. ქოჩორი აუწეწა და
ვარსკვლავიან შუბლზე აკოცა.

გაგონილი მქონდა, რომ ბედუინების ოჯახში, - მამის შემდეგ, მთავარი ადგილი ცხენს ეკავა.
ახლა ვიგრძენი, მართლა რა განუზომელი მსხვერპლი გაიღო ალ კაბირმა, დაუნანებლად როცა
გაწირა ჯადარი გავარვარებულ უდაბნოში დღე და ღამე სასიარულოდ - ჩემისთანა გამოუცდელი
მხედრით. ბედუინი დარწმუნდა, რომ ჯადარს საჰარაში გადატანილი ცხელი დღეების, ცივი
ღამეების, უწყლობის და შიმშილის მიუხედავად არაფერი უჭირდა და სიხარულით
გაიცინა. ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ ნათელ სახეზე მოჭუტული თვალები
სიხარულით აუციმციმდა, ონავრული და ოდნავ ბიჭური გამომეტყველებით სიყვარულით
შეაცქერდა ერთგულ მეგობარს.

ჰილალეს ალ კაბირის საჩუქარი ხელში შერჩენოდა, სისხლისფერი ლალების მოციმციმე


ანარეკლი ისევ სახეზე ეფინა და აშკარა შურით შეჩერებოდა უსაზღვროდ გახარებულ არაბულ
რაშს, რომელსაც პატრონი მორკალულ კისერზე ეფერებოდა.

ყველა გახალისდა, ხალხს უხაროდა რომ უდაბნოდან ყველა უკლებლივ დაბრუნდა, მათი დიდი
მეგობარიც გამოჩნდა და ბედნიერი ცხოვრება მშვიდ კალაპოტს უბრუნდებოდა.
ალ კაბირი ჰილალეს მიუბრუნდა და თავდახრით მადლობა ანიშნა ცხენის
პატრონობისათვის. ქალის სახეზე ბედნიერი ღიმილი ვარდივით გაიშალა, ბედუინი მოთამაშე
ცხენთან დატოვა და ხალხისკენ მიბრუნდა.

-ტყვე სად არის ? - იკითხა ალ კაბირმა.


-სამსხვერპლოსთან, ჰხაიმის უკან.- უპასუხა ადრარმა.

ალ კაბირი ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა, სალმად თავი დახარა და მითხრა:

148
- დასრულდა შენი წვალება ნილნა! დღესვე წავალთ აქედან, ახლავე გაგათავისუფლებენ და
წყალს მოგიტანენ!
მე თავი გავაქნიე და ჩავიჩურჩულე:
- ღამე იმოჰაგი დამესხა თავს! მგუდავდა... ლისამი შემოვახიე, სახე გამოვუჩინე და დანით
დავჭერი… ახლა აღარაფერი მეშველება! არ მინდოდა გენახა როგორ მომკლავენ... მაგრამ გთხოვ,
კიდევ ერთხელ გაისარჯე ჩემთვის, ქრისტიანულად დამასაფლავე და ჩემებს საელჩოში
გააგებინე... ჩემს ქვეყანას ჟეორჟია ქვია, არაბულად გორგისტანს ეძახიან... - ჩემი ხმა სადღაც ძალიან
შორიდან მესმოდა, თითქოს ჩემგან შორს მყოფი მეორე "მე" ამბობდა ამ სიტყვებს. ცდილობდი რომ
ჩემთან დამებრუნებინა ჩემივე თავი, მაგრამ არ გამომდიოდა. მე და "მე" ერთად აღარ ვიყავით.

ბედუინს სახე შეეცვალა. მისი თვალების ნაცვლად,ორი მწვანე შუშის ნატეხი გაციებული
მზერით მომჩერებოდა.მან ხელში შერჩენილი დანა ფრთხილად გამომართვა და წაიჩურჩულა:
- მაშალაჰ სიკვდილს გადარჩი! თუნდაც იმოჰაგის სიცოცხლის სანაცვლოდ! მაგრამ ეს ძალიან
ცუდი ამბავია!.. ვნანობ...
- გუშინაც რომ გამოჩენილიყავი ეს არაფერს შეცვლიდა, რამე მაინც მოხდებოდა! მას ჩემი მოკვლა
უნდა!
- სოფელი უნდა მოვიმხროთ ან მარტო უნდა გაიქცე. ცხენი ახლოს იქნება. პალმის კორომით
უნდა გახვიდე. დასავლეთით, სამი საათის სავალზე ორი აქლემი იცდის. ზედ საგზალი და წყალია.
როგორც კი იქამდე მიხვალ, ჯადარი გაუშვი და გზა აქლემებით გააგრძელე. დღე და ღამე
შეუჩერებლად იარე. ათ დღეში თეთრ სოკოსთან უნდა მიხვიდე. იჩქარე, ჰამსინს უნდა გაასწრო,
მერე ორმოცდაათი დღე შეუძლებელი იქნება საჰარადან გაღწევა. გფარავდეს შენი ღმერთი
და ალლაჰი იყოს ჩემი შემწე, რადგან მეტად მძიმე დღე გვიდგას. ნიშანს ელოდე... -
ბედუინმა დანა ქამარში დამალა და ცხენს რაღაც ანიშნა. ჯადარი დაიძრა და სოფლის განაპირას
ქანდაკებასავით გაიყინა.

პალმის კორომიდან წამოსულმა ტირილის ხმამ ხალისიანად აფუსფუსებულ სოფელს თავზარი


დასცა.
ახალგაზრდებს მხრებით, ლურჯ ლისამში გახვეული უსიცოცხლო სხეული მოჰქონდათ.

ჰილალეს კარავთან სასწრაფოდ შეგროვილი ხალხი ორად გაიყო. მილოში და მისი მხლებელი
არაბებიც იქვე ახლოს შეჯგუფებულიყვნენ.
-ალ დარ, ოჰი ალ დაააარ! - კივილით გამოვარდა ხალხიდან ქალი, ფეხდაფეხ მამაკაცი
გამოეკიდა. ქალი უსიცოცხლო სხეულს ზედ გადაემხო... მამაკაცმა ხელები თავში წაიშინა და
უმწეოდ ჩაიმუხლა.

ხალხი ავისმომასწავებლად დადუმდა.

ჰილალე მობრუნდა. ცოცხალი რომ დამინახა, - ჯერ გაკვირვებული დამაცქერდა, შემდეგ


გაავებამ თვალებში ბოროტ ნაპერწკლად გაუელვა და სახეზე ისეთი ბრაზი შემოენთო რომ მისმა
თვალებმა ელვასავით გაიბრკიალეს.

- საჰარა ძალიან, ძალიან დიდია ნილნა ! მაგრამ ხომ ხედავ მაინც გიპოვე და ისევ ჩემს ხელში
ხარ! - ნიშნისმოგებით დამაცქერდა მილოში.
- ეს კაცი შენმა ტყვემ დაჭრა ამენოკალია! ეგ ქალი მკვლელია ! წუხელ არ მეძინა, ან რა
დამაძინებდა ასეთ ღამეს. გარემოს ვაკვირდებოდი და ჩემი ყურადღება ლითონის ციალმა
მიიქცია, დავინახე როგორ ალაპლაპდა დანის პირი, ალბათ ახჰალის ღამეს გადაცმულს უნდოდა
გაპარვა და იმგადს სამოსის გამო დაესხა თავს! რაკი იმოჰაგი თავისი ფეხით გაეცალა იმ
ადგილს, ჩავთვალე რომ ვერაფერი დააკლო, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი! - ყველას გასაგონად,

149
ხმამაღლა თქვა პოლონელმა და ჰილალეს მიუბრუნდა:
- მე ექიმი ვარ, ნება მომეცით გავსინჯო, იქნებ დახმარება შევძლო! - მილოშმა მუხლებზე
ჩაიჩოქა დაჭრილის გასასინჯად.
- შეგიძლია გადაარჩინო ის? - დააცქერდა მილოშს ჰილალე.
- ძნელი იქნება... - თავაუღებლად თქვა მილოშმა.
- დღეიდან ჩემი სტუმარი ხარ, დარჩი მხლებლებთან ერთად, ჩემს იმგადს მოუარე! იმოჰაგები
სტუმარს უკმაყოფილოს არ უშვებენ! - თქვა ჰილალემ და უკან დაიწია.
- უიმედოა, მაგრამ შევეცდები!- მილოშმა აქლემიდან ჩამოხსნილი ჩანთის შიგთავსი
პირდაპირ მიწაზე გადმოყარა. იარაღები იქვე მდგარ მოხუც სილის მიაჩეჩა და უთხრა:
- მდუღარე წყალში ჩაყარეთ, დამეხმარეთ...

ჰაერში სპირტის და ქლოროფორმის სუნი დატრიალდა. სილიმ და ადრარმა დაჭრილს სამოსი


გახადეს და მუხლზე დაჩოქილი ქირურგის გამოცდილი ხელები სწრაფად
ამუშავდნენ. სილი ჩუმად და გულმოდგინედ ეხმარებოდა. ავადმყოფმა მოულოდნელად
ამოიხროტინა. ექიმი მაჯას ეცა და გულზე დაადო ყური, ოფლი მაჯით მოიწმინდა შუბლიდან და
ოპერაციას დაუბრუნდა. სიჩუმეს მხოლოდ ლითონის წკრიალიღა არღვევდა.

გარინდული ხალხი ფეხმოუცვლელად იდგა.


- რაც შემეძლო გავაკეთე. ჩარდახი აქვე მოუმზადეთ, შუბლზე ცივი ტილო მუდმივად ედოს,
მაღალი სიცხე აქვს.- როგორც იქნა ფეხზე წამოდგა მილოში და ჰილალესკენ მიბრუნდა.
სილიმ ადრარი იხმო და ჩარდახის ხელდახელ გამართვა დაიწყეს. სილიმ მხრებქვეშ ხელი
ამოუდო დაჭრილს, თავქვეშ დახვეული ლისამი ამოუდო, შუბლზე ცივი ტილო დააფინა, ხელი
გამოაცალა ავადმყოფს და შეკრთა. მისი ხელს სისხლის წვრილი ზოლი ემჩენოდა. ამის დანახვაზე,
ადრარმა ოდნავ აწია დაჭრილის სხეული და მის ზურგს დააცქერდა. სილიმ მას უსიტყვოდ
მიუთითა მარცხენა ბეჭზე და ექიმის გაშლილ იარაღებზე. ადრარმა მდუმარედ დაუქნია თავი,
დაფიქრდა და ბედუინს რაღაც ანიშნა. ალ კაბირმა თანხმობა - ხელის შერხევით დაუდასტურა. მის
ნიშანზე სილიმ, ექიმის იარაღებიდან წვრილი, ბასრი ქირურგიული დანა აიღო და კაბის ნაოჭში
დამალა.

ჰილალე მილოშს მიუახლოვდა.


- იცი ეს ქალი ვინ არის? - კითხა ჰილალემ მილოშს.
- რა თქმა უნდა, ვიცი! სწორედ მის ძებნაში გამოვიარე მთელი ჰამადი და აქამდე
მოვედი. ოცდაათ დღეზე მეტი იქნება რაც ვეძებ. ევროპელია, ეგვიპტეში სტუმრად ჩამოვიდა და
საჰარაში დაიკარგა.
- მადლობელი ვარ რომ მოუარე ჩემს იმაგდს. წაიყვანე ეს ქალი! ამითი სტუმარი ბედნიერი და
კმაყოფილი იქნება?
- ჩემი მიზანი შესრულდება. - გაიცინა მილოშმა.
- ეს არ მოხდება! - ხმალივით გაკვეთა ჰაერი ალ კაბირის ხმამ.
- რაც ამდენი ხანი ვერ შეძელი, იმოჰაგების ხელით გინდა გააკეთო?! რომელი გონიერი
დაიჯერებს, რომ გათოკილმა, ძაღლივით დაბმულმა, წყურვილით და შიმშილით
დაუძლურებულმა გოგომ, - ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე ვაჟკაცი დანით სასიკვდილოდ
დაჭრა?! - შუბლშეკრულ ბედუინს მარჯვენა ხელი ხანჯლის ტარზე ედო და მკაცრად
მისჩერებოდა პოლონელს.

ბედუინის ხმის გაგონებაზე მილოში შეკრთა, მხრებში აიწურა და ადგილზე დალურსმულივით


გაშეშდა.
ისედაც თავზარდაცემული ხალხი უარესის მოლოდინში გაირინდა.

150
ჰილალე გააფთრებული მიუტრიალდა ალ კაბირს, სახეზე უსაზღვრო შეურაცხყოფა ეხატა:
- როგორ ბედავ?!
- ეს კაცი თუ შენი სტუმარია.- მაშინ აქ არაფერი მესაქმება. ქალს წავიყვან და ახლავე წავალთ,
როგორც დარწმუნდი ცოცხალი ვარ და მისი დატყვევების მიზეზი აღარ გაქვს! - ბედუინი მკაცრად
შესცქეროდა ჰილალეს.
- შენ თავისუფალი ხარ, მაგრამ ქალს ვერ წაიყვან! ჩემი იმგადი მოკლა! მას მხოლოდ ეს კაცი
წაიყვანს! თუ უარს იტყვის - ჩვენ დავსჯით!
- შენი სტუმარი ურჩხულია! იბლისის მოციქული... ცოცხალი ადამიანების გულ-ღვიძლით
მოვაჭრე და უღირსი კაცი! საჰარაში ქვიშის მარცვალს უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე უღირსი კაცის
სიტყვას!
- თუნდაც სისხლის ზღვა ემართოს!...დღეს ჩემი სტუმარია და ხელს ვერავინ ახლებს!
- მას ჩემი ღირსება და სიცოცხლეც მართებს ! - ფოლადი ჩაისხა ხმაში ბედუინმა.
- ის ჩვენი ადათის მფარველობის ქვეშაა და ვერავინ შეეხება!
- მან ამხელა გზა ამ ქალის მოსაკლავად გამოიარა! - რისხვას აღარ მალავდა ალ კაბირი.
- შენ რისთვის გამოიარე ?! - გაისმა ჰილალეს არანაკლებ მრისხანე კითხვა.
- ამ ქალის გადასარჩენად, - ამ კაცის ხელით სიკვდილისგან !
- რით დაიმსახურა ?
- მისი ხელით სიკვდილს გადამარჩინა!

მოქუფრული ჰილალე ბედუინს დააცქერდა. სოფელში დუმილი დამძიმდა. პირგამეხებული


ჰილალე დუმდა. შიშით ფერდაკარგული არაბები შეშინებული შესცქეროდნენ ხან ბედუინის და
ხან იარღშემართული ტუარეგების მკაცრად მომზირალ თვალებს.

დაძაბულობისგან ყველა კუნთი მეწვოდა, კრიჭა ისე მქონდა შეკრული, რომ ყბები
მტკიოდა. ჰილალეს ვერაგობას საზღვარი არ მართლაც არ ჰქონდა. იმოჰაგების სტუმარ-
მასპინძლობის ხელშეუვალი და უძველესი ადათი ძლიერი იარაღი იყო. სტუმრის
შეურაცხმყოფელს ტუარეგები დაუღალავად სდევნიდნენ სანამ არ მოკლავდნენ და მათთვის
მანძილს, მიტოვებულ ოჯახს, საჰარას აუტანელ ჰავას და უწყლობას - არავითარი მნიშვნელობა აღარ
ქონდა. ახლა კი იმოჰაგების სტუმარს კი შეურაცხყოფა მიაყენეს, თანაც იმოჰაგების დიდი ხნის
მეგობარმა ალ კაბირმა, რომელმაც კარგად იცოდა ტუარეგების უძველესი ადათი და საკუთარი
საქციელის განაჩენი.
იმაგდებმა იარაღი იმარჯვეს და ალ კაბირსა და ამენოკალიას შორის ჩადგნენ.

ხალხს მოხუცი კაცი გამოეყო და ჰილალეს თავი დაუკრა:

- ამ საქმეს მშვიდი განსჯა და სიბრძნე ჭირდება ამენოკალია. აქ უცხო ხალხია და არაბულად


ვილაპარაკებ. ალ კაბირი ჩვენი დიდი ხნის მეგობარია. მისი სახელი ცნობილია მთელ საჰარაში. მას
პატივს სცემს იმოჰაგების ყველა ტომი, ბედუინები და ბერბერები. ის მოსმენას და ყურადღებას
იმსახურებს. ამ კაცს კი არავინ იცნობს, მაგრამ რაკი სტუმრად მიიღე, უნდა დავიცვათ სტუმარი -
როგორც ადათი გვასწავლის. მაგრამ სოფელში ახჰალის ღამეს იმგადი მოკლეს. აქ უცხო არავინ
ყოფილა ამ ექიმის, მისი მხლებელი არაბების და ტყვე ქალის გარდა. რაკი სტუმარი ტყვეს აქამდე
მოჰყვა, საამისო მიზეზიც ექნება. საჰარას გამოვლა ძალიან ძნელი საქმეა და როგორც ჩანს მისი
მიზანი ამად ნამდვილად ღირდა.

- პატიოსანო ინესლემენ*, ჭეშმარიტებას მხოლოდ თქვენი სიბრძნე გაუხსნის გზას. ჩემსა და


სტუმარს შორის ძველი მტრობაა, მაგრამ ტყვე ამ საქმეში არ ურევია. ქალმა
უდაბნოში დაჭრილი მიპოვა, ჩემთან ცხენმა მოიყვანა. თვითონ წყურვილით
დაუძლურებულმა, წყალი მე დამალევინა და სიკვდილისგან მიხსნა! ის მხოლოდ იმას

151
ცდილობს, ცოცხალი გადარჩეს და თავის ქვეყანაში დაბრუნდეს. მე, მისი სიცოცხლე მმართებს
და ვალდებული ვარ კაიროში მის ნათესავებთან დავაბრუნო. - მოწიწებით დაუკრა თავი ბედუინმა
მოხუცს.

- ალ კაბირ, შვილო, ჩვენ შენი გვჯერა, მაგრამ ეს ამბავი არ უნდა დარჩეს საჰარას ქვიშით
დაფარული. ჩვენი ტომი თხუთმეტჯერ ასი წელია საჰარაში ცხოვრობს, ბევრი რამ გვინახავს და
გადაგვიტანია, ახლაც გვეყოფა სიბრძნე და გამოცდილება რომ სიმართლემ მზეს შეხედოს!

- ინესლემენ, სიკვდილი ზურგის პატარა ჭრილობიდან დაიბადა. ის მარცხენა ბეჭთან ზუსტად


იმ ადგილას არის, სადაც გულია. ვიღაცამ ზუსტად იცოდა სად უნდა დაერტყა დანა! ეს დანა
ვიწროპირიანი და ძალიან ბასრია, რომ მისი ჭრილობა გველის ნაკბენივითაა. ექიმის იარაღებს რომ
ვალაგებდი სწორედ ასეთი დანა დავინახე. მუცლის ჭრილობები სხვანაირია, ზურგის ჭრილობა კი
მამბას ნაკბენს ჰგავს და შეუმჩნეველია. ალ დარი მამბა-დანით მოკლეს! სოფელში ასეთი დანა
მხოლოდ ამ ექიმს აქვს. - მშვიდად თქვა მოხუცმა სილიმ.

- რამე დაინახე სილი?! - ეჭვიანად მოუბრუნდა სილის მოხუცი.

- არ მეძინა, მაგრამ სამსხვერპლო ქვასთან რა მოხდა - არ დამინახავს. ჩემი ჰხაიმის წინ ვიჯექი
და ამენოკალიას კარავი მეფარებოდა, მაგრამ შევნიშნე როგორ შევიდა იმგადი პალმების კორომში
იმ მხარეს საითაც არაბებს ეძინათ. ეგ უცხოელი ექიმი ჯერ თავის ბარგში ეძებდა რაღაცას, იპოვა და
ჯიბეში ჩაიდო, მერე ყარაულს ანიშნა რომ გავლა უნდოდა. ყარაულმა ნება დართო და ისიც პალმებს
შეერია. უკან მალევე მობრუნდა და ისევ დაჩოქილ აქლემთან დაწვა. ის ალბათ ზურგიდან
შეუმჩნევლად მიეპარა დაჭრილ ალ დარს და ბეჭთან დასცა დანა.

დაჭრილი მოულოდნელად ხმამაღლა აკვნესდა. ინესელმენმა მასთან ჩაიჩოქა და რაღაც


ჩურჩულით კითხა, ისიც კარგა ხანს პასუხობდა მოხუცს, მაგრამ მე მხოლოდ ორი სიტყვა
გავიგე "ამენოკალია, ...მამბა." შემდეგ აკანკალდა, ღრმად ამოისუნთქა და თავი გვერდზე
გადაუვარდა. ინესელმენმა ღიად დარჩენილი თვალები მდუმარედ დაუხუჭა.

დაჩოქილმა ქალმა სახეში ხელები წაიშინა და ხმამაღლა ატირდა.

-მას თქვენთვის არაფრის თქმა აღარ შეუძლია, მაგრამ მე რაც მითხრა საკმარისია და ყველაფერი
ნათელია, ალლაჰმა მიიბაროს მისი სული. დედამისი დაამშვიდეთ და ყველამ თავი შეიყაროს ! -
ხმამაღლა დაიძახა მოხუცმა ინესლემენმა.

- ამ ტომის კეთილშობილებმა, იმგადებმა, იკლანებმა და ინდენმენებმა, შეფარებულმა არაბებმა


და ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე! ალ დარმა მითხრა, რომ პალმასთან მჯდომარეს მარცხენა
ბეჭზე მამბამ უკბინა ! მაგრამ ეს არ იყო ასპიტის კბილები. ალ დარს მიეპარნენ და ზურგიდან დანა
გულში ჩაასეს! ეს ვიწროპირიანი და ბასრი დანაა, რომელსაც ექიმები ოპერაციის გასაკეთებლად
იყენებენ!

- ვინ დაჭრა ალ დარი?! - გაისმა უკმაყოფილო შეძახილი.


- იმგადს ამენოკალიამ დაავალა ახჰალის ღამეს ტყვე თოკით დაეხრჩო! ქალმა თავი დაიცვა
და ალ დარი დანით მოიგერია, მაგრამ ეს ჭრილობები სასიკვდილო არ იყო, უფრო მძიმედ
დაჭრილებიც მოგვირჩენია ჩვენს ტომში!
- გაუსინჯეთ ზურგი ალ დარს, ის ამ დანით მოკლეს! ეს ამ ექიმის დანაა! ის არის მკვლელი ! -
დაიყვირა მოხუცმა სილიმ, დანიანი ხელი მაღლა აწია და ჰილალესკენ გაიშვირა.
- მე მაბრალებთ ამ იმოჰაგის სიკვდილს?! მე ხომ მის გადარჩენას ვცდილობდი! რატომ უნდა

152
მომეკლა?!
- იმიტომ რომ მკვლელობა ნილნასთვის დაგებრალებინა! ამ თვალუწვდენელ უდაბნოში
სოფელმა შეგიფარა, წყალი გაგიყო, ღამის გასათევი მოგცა, შენ კი თანატომელი მოუკალი! შენი
ბოროტების დასაფარავად ერთი თვეა ამ ქალის მოკვლას ცდილობ! ახლა გინდოდა ტუარეგების
ხელით გაგეწირა, ექიმმა - ურცხვად დამალე რომ იმგადი გულში იყო დაჭრილი და ვითომ მის
გადარჩენასაც ეცადე! ხალხის ნდობა გჭირდებოდა, მაგრამ ტუარეგები ადვილად არ ტყუვდებიან,
არაფერი გამოგივიდა პოლონელო! - ზიზღით მიაჩერდა ალ კაბირი მილოშს.

- მე არ დამივალებია ქალის დახრჩობა ! თუ მენდომებოდა ვინ დამიშლიდა მის მოკვლას?! -


დაიყვირა ჰილალემ.
- ადათი და წესი დაგიშლიდა ამენოკალია, ტუარეგები ქალებს არ კლავენ ! შენი იმგადი
მკვლელად აქციე და უსამართლოდ მოექეცი ტყვეს! თავი იმართლე, თორემ ამიერიდან ვეღარ
გენდობით! - მძიმე ხმით უპასუხა ინესლემენმა.
ეჭვით შეპყრობილი ხალხი ისევ დუმდა...

- სიმართლე მხოლოდ ალ დარმა იცის! რომ შეეძლოს იტყოდა რომ ის, ამ ქალმა მოკლა! -
ჩაილაპარაკა შეშინებულმა ჰილალემ.
- შეუძლია, როგორ არ შეუძლია! ახალვე, სულ რამოდენიმე წუთი და თავად იტყვის
ყველაფერს! ამენოკალია მართალია,ამ უცხოელმა ქალმა მოკლა! მე თავად დავინახე როგორ მოიქნია
რამოდენიმეჯერ დანა! მე არაფერ შუაში ვარ!- წამოიყვირა არანაკლებ შეშინებულმა მილოშმა და
მტრულად მომზირალ ხალხს დააცქერდა. მიმოიხედა, მაგრამ არაბები განზე
გამდგარიყვნენ. პოლონელმა სწრაფად დაიჩოქა, უბიდან რაღაც დახვეული ამოიღო, ხელით
გაასწორა და დააცქერდა.

ისე ვუცქერდი მომხდარს, თითქოს არაფერი მეხებოდა. მხოლოდ იმ ადგილს მივჩერებოდი,


სადაც დაჭრილი იწვა. მის მკერდზე უხილავმა და ნელმა ნიავმა გადაიარა, გულმკერდიდან ნისლის
პაწია, ოდნავ მანათობელი ფთილა ამოვიდა და მის თავთან დაეკიდა.

დაჩოქილმა პოლონელმა რწევა დაიწყო და ხმადაბლა, ჩუმად და გაუგებრად აჩურჩულდა.


ჩურჩულიდან ხორხისმიერი მკვეთრი ბგერების ჟღერადობა გამოიკვეთა. ჟღერადობამ ნელნელა
თანდათან იმატა...
ის ძველ ეგვიპტურ ენაზე ლაპარაკობდა. ხელში მთლიანად გაყვითლებული ნაპირებშემოცრეცილი
პაპირუსი ეჭირა და საკრალურ სიტყვებს ზედიზედ მკაფიოდ, გაბმულად და მიყოლებით
კითხულობდა.

ჟღერადობა უფრო გაძლიერდა. ბგერები ერთმანეთში არივნენ და ისე აიზილნენ, თითქოს


ადამიანი კი არ ლაპარაკობდა, არამედ უხილავი სიმი ირხეოდა და ათასობით საოცარ
ბგერას ერთდროული ხმიერებით გამოსცემდა. ჰაერმა ცოცხალივით დაიწყო რხევა, თითოეულ
ახალ ბგერაზე უფრო და უფრო იკუმშებოდა და ტყვიასავით მძიმდებოდა.
სუნთქვა თითქმის შეუძლებელი გახდა.

გვამის გარშემო ჰაერი ხელშესახებად დამკვრივდა, ელიფსზე გაიწელა, სხეულს


გადაეკრა და ცისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა მოცისფრო ნათებას. ფთილამ ნელნელა დაბლა
დაწევა დაიწყო და ისევ გულმკერდზე დაეშვა. ბგერები უფრო ახმიანდნენ და უცნაური სიხშირე
შეიძინეს. აუტანელმა ტკივილმა ტვინში ელვასავით დამიარა, ყურებიდან თბილი, ბლანტი
სითხე წანწკარით ჩამომეღვარა ყელზე. ხალხიც, ზოგი ყურებზე იჭერდა ხელს, ზოგი მიწაზე თავზე
ხელებშემოჭდობილი დამხობილიყო. ყურებიდან ყველას სისხლი სდიოდა.

153
მილოშმა მუშტი მოიქნია და გულზე მძლავრად დაარტყა დაჭრილს. ფთილა მიცვალებულის
მკერდში გაქრა. პოლონელი ხორხისმიერი ბგერებით ლაპარაკს აგრძელებდა, ჰაერის უცნაური
რხევა ისევ გრძელდებოდა, მაგრამ ბეგრები ნელნელა მშვიდდებოდნენ. ჰაერი, სიმკვრივით შეძენილ
სხეულს კარგავდა და ცოცხალივით ლიცლიცებდა. მილოშმა ჯერ ხმას დაუწია, შემდეგ ჩურჩულზე
გადავიდა და ბოლოს ლაპარაკი საერთოდ შეწყვიტა. არეული ბგერები დამუნჯდნენ, მაგრამ
გარემო ისე უცნაურად გაქვავდა, თითქოს მთლიანად მოკვდა.

გვამმა თვალი გაახილა და უცნაურად აყვირდა. ის წყვეტილად, ყვირილ-ყვირილით ისროდა


ჩემთვის სრულიად გაუგებარ ფრაზებს, რომლებიც ძალიან ჰგავდა მილოშის წაკითხულ სიტყვებს.
შემდეგ თავის ენაზე ალაპარკდა. ქალების სახეებზე ნელნელა შეძრწუნება და შიში იხატებოდა,
მამაკაცების თვალებიდან რისხვა იღვრებოდა. მისი ყვირილიდან მე მხოლოდ ისევ ის ორი სიტყვა
გავიგე " ამენოკალია... მამბა"... გვამი დადუმდა თვალები დახუჭა და გაქვავდა. მოცისფრო ნათებამ
ისევ იელვა მისი მკერდიდან და ციურ გზას დაადგა.

გვამთან ჩაჩოქილი კაცი წამოხტა, იქვე მდგომ ტუარეგს ეცა, თოფი ხელიდან გამოგლიჯა
და ჰილალეს დაუმიზნებლად ესროლა. თოფმა მეხივით იჭექა და ამენოკალიას მხრიდან სისხლმა
იფეთქა. ალ კაბირმა გულშეღონებულ ქალს ხელი შეაშველა და მიწაზე ფრთხილად დაწვინა.

ტუარეგები გონს მოეგნენ, მკვლელს თოფი ხელიდან გამოგლიჯეს, მიწაზე დააგდეს და


კონდახებით დაუწყეს ცემა. დაჭრილის დედა წამოფრინდა და ვეფხვივით ეცა იმ თანასოფლელს,
დასისხლიანებულ თავში რომ უმიზნებდა იარაღს მიწაზე წაქცეულ კაცს, თოფი ხელიდან
გამოგლიჯა და კონდახი პირდაპირ სახეში ახალა. ტუარეგი მიწაზე გაიშხლართა, მაგრამ წამში
ფეხზე წამოხტა და ქალი თმებით აითრია. მობრუნებულმა ალ კაბირმა გაშლილი ხელი პირდაპირ
ყბაში დაარტყა ტუარეგს, მსხვერპლი ხელიდან გამოგლიჯა, იქვე მდგომ ქალებს ხელში
შეატოვა, დავარდნილი თოფი აიტაცა და პირდაპირ იმ ჯგუფის თავზე გაისროლა, ფეხით რომ
თელავდნენ სისხლიან ქვიშაში აზელილ სხეულს. გაგიჟებული ქალი თანასოფლელებს ხელიდან
გაუსხლტა და მოღერებული ხანჯლით პირდაპირ ჰილალესკენ გაექანა მაგრამ ადრარმა ხელი სტაცა
და დანა დააგდებინა. ქალი უმწეოდ დავარდა მუხლებზე და აქვითინდა.

სოფელში საშინელი არეულობა დაიწყო.

ჩემი გონებაში მხოლოდ ერთი აზრიღა ტრიალებდა:


- მკვლელი არ ვარ, მე არ მომიკლავს!.. - ჩემი გონებამ რეალობაში დაიწყო დაბრუნება. იმ უცნაური
გარინდებიდან სწრაფად გამოვდიოდი. ლოდის ქვეშ დამალული დანა გამახსენდა, ძლივს გამოვაძრე,
თოკები გადავჭერი და რაც ძალი და ღონე მქონდა პალმის კორომისკენ გავიქეცი. ამდენი ხნის
ნაშიმშილარს, უძილოს და წუხანდელი უბედურებით გათანგულს, - ძლივს მეყო სული რომ
პალმებამდე მიმეღწია. ქარაფიდან სროლა მოისმა, მაგრამ ტყვიები ამცდა და პალმების თმიან
ტანებში ჩაიჭედა. ხეებს ვეფარებოდი და ხალხის აზელილ ბრბოში თვალით ამაოდ ვეძებდი
ბედუინს. წამით რაღაცამ თვალისმომჭრელად მკვეთრად გაიბრწყინა. უნებლიედ მივაჩერდი
მბრწყინავ წერტილს. მილოშს ხელში თავისი ვერცხლისფერი მაყუჩიანი პისტოლეტი ეჭირა
და მიზანში ვიღაცის ამოღებას ცდილობდა. მის მოძრაობას მზერა გავაყოლე და დავინახე როგორ
ცდილობდა ბედუინი სისხლიან-ქვიშიანი უფრომო მორგვის გადარეული ბრბოსთვის
გამოგლეჯას.

დანას ანგარიშმიუცემლად ვტაცე ხელი.


„შორ მანძილზე სროლისათვის ზედგამოჭრილია!“ - გამახსენდა ბედუნის სიტყვები.

- რომ ვერ მოვარტყა მოკლავს, ნამდვილად მოკლავს! მაგრამ მე ხომ დანა არასოდეს მისვრია?! უნდა

154
მოვარტყა, უნდა დავჭრა მაინც... მაგრამ როგორ?! - უმწეოდ დავაცქერდი ჩემს ხელისგულზე
მოლაპლაპე რკინის ნაჭერს.
იმისი შიში რომ ამას ვერ მოვახერხებდი ზაფრიანი ელვასავით მივლიდა.

- არა, ეს არ უნდა დავუშვა! თორემ ორივეს მოგვკლავენ!


დანა ხელში მოვსინჯე, წარმოვიდგინე გასროლილი დანის დაახლოებითი ტრაექტორია,
ჩავიჩოქე და მანძილი თვალით გავზომე...

- დანამ ათიოდე მეტრი უნდა იფრინოს... არანაკლებ ათგრადუსიანი კუთხით უნდა დაეშვას. ესე
იგი, მას მაქსიმალური ენერგია უნდა მივანიჭო და ორმოცდახუთგრადუსიანი კუთხით უნდა
ვისროლო... როგორ, როგორ მოვახერხო?!...

- ეს ხომ მეშვიდე კლასის ფიზიკაა! ნიუტონის კანონები! - - კინეტიკური ენერგია და მბრუნავი


მყარი სხეულის დინამიკა! ეინშტეინის ფორმულა, როგორ იყო ? ჰო... მასის წარმოებულის
ნახევარი - სიჩქარის კვადრატზე! ნახევარი იმიტომ რომ ძალის ქმედება ტოლია
უკუძალის... ენერგია რომელსაც დანას გადავცემ - მიზანთან შეხებისას განახევრდება. გამოდის, -
დანას გასროლისას მინიჭებული სიჩქარის შესანარჩუნებლად, - ორმაგი სიჩქარე უნდა
შევძინო...ერთი ჩემს მიერ მინიჭებული, მეორე კი ბრუნვის ცენტრისკენული... გაფრენილმა
დანამ საკუთარი სიმძიმის ცენტრის გარშემო ორი ბრუნი მაინც უნდა გააკეთოს სანამ მიზნამდე
მივა. ორივე სიჩქარის ვექტორის ერთმანეთზე დამთხვევა და დანის წარმოსახვითი ღერძი - მიზნის
პერპენდიკულარული იქნება, - ეს უკვე მაქსიმალური კინეტიკური ენერგიაა! - ჩემი გონება ელვის
სისწრაფით ამუშავდა.დანა სამასი გრამი იქნება, ჩემი წონა კი ახლა ათი კილოთი ნაკლები!
დანის სიმძიმის ცენტრი უნდა ვიპოვო, მძიმე ნაწილით წინ უნდა ვისროლო! იმპულსს უკან
გადადგმული მარჯვენა ფეხის ბიძგი მომცემს. მეტი აჩქარებისთვის ნახევარბრუნი უნდა მოვხაზო
სხეულით. ანუ თითქმის ისეთივე მოძრაობა უნდა გავაკეთო, ბეისბოლის ბურთს რომ ისვრიან,
ოღონდ მაჯა არ უნდა შევარხიო რომ დანამ სწორი მიმართულება შეინარჩუნოს!

- უნდა გამომივიდეს, პირველივე ცდაზე უნდა გამომივიდეს! თუ არა და მოკლავს! მონადირეები


?! ახალნაყარი პალმები უნდა ვიფარო და მიზანში ვერ ამომიღებენ!

მილოშმა მხარი იცვალა, პისტოლეტი მარცხენა ხელში მოიქცია და მკლავი გაშალა მისკენ
ზურგშექცეული ბედუინის მიზანში ამოსაღებად. დაყოვნებაზე აღარც მიფიქირია, მილოშს თვალს
არ ვაცილებდი, დანის სიმძიმის ცენტრი სწრაფად ვიპოვე, საჩვენებელი თითი ბასრი პირის მხარეზე
გრძივად დავადე და ბოლო ორი თითით მსუბუქად დავიკავე, მაჯა გავამაგრე, მარჯვენა ფეხით
უკან გავაბიჯე, ხელი თავს უკან გადავწიე, ფეხით მიწას ვუბიძგე, ნახევარბრუნზე მკლავი
მოწყვეტით მოვიქნიე და როგორც კი დანა პოლონელს გაუსწორდა - ხელი გავშალე...

დანა გაფრინდა, ჰაერში ორი სრული ბრუნი გააკეთა და მარცხენა მხარში ტარამდე ჩაესო
მილოშს. პოლონელმა ტკივილისგან დაიყვირა, ხელიდან პისტოლეტი გაუვარდა და მეორე ხელი
მხარზე იტაცა. ცხენს ზურგზე მოვექეცი და ფაფარში ჩავეჭიდე.

ბედუინმა წამით პოლონელს გახედა, ბრბოსგან გამოგლეჯილი დასისხლიანებული


სხეული, დაჭრილის მახლობლად დააწვინა, მადლობა და გაქცევა ერთად მანიშნა და ცხენს უხმო.

თავგამეტებით გაქანებულ რაშს შეშინებულმა ხალხმა ინსტიქტურად უგანა და გზა მისცა. ცხენი
ალ კაბირსა და ტუარეგებს შორის ყალყზე შედგა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უბელო
ცხენზე თავი ვერ შევიმაგრე და მთელი სიმძიმით დავასკდი მიწას.
ბედუინი უკანა ფეხებზე შემდგარ ცხენს ზურგიდან მოექცა, ორიოდე ნახტომით ზედ აიფრინა

155
და შეუძახა. წამში ჯადარის ფლოქვები პირდაპირ ცხვირწინ დავინახე და ვიგრძენი ვიღაცამ როგორ
ამიტაცა მიწიდან.

ქარაფიდან გაბმული სროლა გაისმა და ტყვიებმა ცხენის ფლოქვებით ამტვერილი ქვიშა ჩვენს
გარშემო მოქექეს...

ცხენი გრიგალივით გაფრინდა ჩრდილოეთისკენ. მისი ჭენებით აყრილი მტვერი სვეტებად აიშალა
და მთლიანად დაგვფარა.

- არ გაუშვათ, ცოცხლები დაიჭირეთ! - ძალიან შორიდან მომესმა ჰილალეს ხმა.

სოფლის გასასვლელში ტუარეგებმა ალყა შეკვრა დაიწყეს, ჯადარმა სისწრაფეს უმატა, მოალყე
იმოჰაგებმა ხალხს უხმეს. ორი კაცი გადმოხტა, გაქანებულ ბედაურს არ შეეპუენ და წინ გადადგომა
სცადეს. ცხენმა ორივე შეუჩერებლად გადათქერა, თვალი შევასწარი რომ მესამემ თოფი იმარჯვა და
ცხენის მიზანში ამოსაღებად ჩაიჩოქა. ალ კაბირმა ხელი მიშვა და მხოლოდ ის დავინახე როგორ
დაესო არაბული ხანჯალი მომხდურს მკლავზე. ცხენმა ხმამაღლა დაიჭიხვინა და მოგებებულ
ხალხს თავზე ერთი ნახტომით გადაევლო.

ცხენის წინ გადადგომა ვეღარავინ გაბედა. ალყა გაირღვა და გზა გაიხსნა.

ტუარეგებმა გამოდევნება გადაწყვიტეს და აქლემებისკენ გაქანდნენ.


კუდაპრეხილი ჯადარი საოცარი სისწრაფით მიქროდა. სროლის ხმა კვალდაკვალ
მოგვდევდა, მაგრამ ცხენი თითქოს ერთი ნაბიჯით უსწრებდა ტყვიას, ცოტაც და ტყვიაც კი ვეღარ
დაგვეწეოდა...

მოულოდნელად არემარე ისე მძლავრად შეაზანზარდა, რომ სამხრეთის ქარაფი მთლიანად


ჩამოიქცა და საშინელი ხმაურით დაენარცხა მიწას. მტვერი, ბუქის კვამლი და ხმაური ვეებერთელა
ტალღად დაიძრა და თავის გზაზე ყველაფერი წალეკა. მიწა ზედიზედ რამოდენიმეჯერ იძრა
და გრიალით გასკდა. წამში, ჩვენს მარცხნივ ეებერთელა სიღრმის ხრამმა დააღო უშველებელი
ხახა. მთელი სოფელი და ჩვენ ხრამის მარჯვნივ აღმოვჩნდით. მარცხნივ მხოლოდ პალმის
კორომიღა დარჩა. გუგუნი უფრო და უფრო მატულობდა და სწრაფად გვიახლოვდებოდა.

ალ კაბირმა ცხენი მოაბრუნა და დიდ წრეზე ჯირითით მიუშვა. მივხვდი რომ ხრამზე
გადახტომისთვის ემზადებოდა და თვალები დავხუჭე. ჯადარმა სისწრაფეს უმატა.

- ხელი მომეცი და მაგრად ჩამეჭიდე, სწრაფად ! - ყურში ჩამძახა ბედუინმა და მაჯაზე მარწუხივით
შემომეჭდო ღონიერი ხელი. მეც ორივე ხელით მთელი ძალით მოვეჭიდე მის მაჯას.
ბედუინმა ცხენის კისერს მომგლიჯა და ჰაერში მთელი ძალით გამიქნია. მაჯას ჩაჭიდებულმა
ჰაერში სხეულით მთელი წრე მოვხაზე და ის იყო მის თვალებს დავუბრუნდი, რომ ხელი მიშვა, მისი
მაჯა ხელებიდან გამისხლტა და ყოველგვარი საყრდენის გარეშე ჰაერში აღმოვჩნდი, თვალი ვკიდე
როგორ უბიძგა ჯადარმა უკანა ფეხებით ხრამის კიდეს და როგორ აიწია ჰაერში... ჩემს ქვეშ საზარელ
უფსკრულს ვკიდე თვალი, მას ფსკერი არ უჩანდა... უკან შეშინებული ტუარეგების ყვირილი
მესმოდა, თვალდახუჭული ვგრძნობდი როგორ მივაპობდი ჰაერს, ვარდნა დავიწყე თუ
არა კივილი აღმომხდა და გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი რომ ჰაერში ამოვბრუნდი, მიწას
დავენარცხე, რამოდენიმეჯერ გადავგორდი და აბზინდას ბუჩქებში გავიხლართე.

- ნილნა, ნილნა! - ჩამესმა ბედუინის ხმა. თვალი გავახილე.


- ხრამში მაგდებდი ?!

156
- გაბუტვის დრო არ არის !... - ალ კაბირმა წელზე ხელი მომხვია და ცხენზე შემაგდო.

ტირილი მომინდა, ამ ორ დღეში თავსდატეხილი უბედურება მინდოდა გულიანად გამომეტირებინა.


ჩუმად ვყლაპავდი ცრემლებს. ბედუინს რა თქმა უნდა ესმოდა ჩემი სლუკუნი, მაგრამ უკან
ერთხელაც არ მოუხედავს. ის ისევ ძველი ალ კაბირი იყო. ჩუმი, მკაცრი, უთქმელი, მეფესავით
ზვიადი და დიდებული. იმ წუთას დავიჯერე, რომ ლოდის ჩრდილში გაგონილი, - მხოლოდ
სიზმარი იყო და სინამდვილეში არც მომხდარა.

არსაიდან მოვარდნილი ქარი თავაწყვეტილად ათარეშდა. ცაზე წამში მოიყარეს თავი ტყვიისფერმა
ღრუბლებმა და ღამესავით ჩამობნელდა. თეთრი ელვა ქვიშასთან ახლოს გაიკლაკნა და წამით
დამაბრმავა, ისე მძლავრად იჭექა, თითქოს დიდმა ანუბისმა თავისი კვერთხი ახალა მიწას. თავსხმა
წვიმამ ღონივრად დაუშინა და უკან მოტოვებული ნაპრალი ისე უშნოდ აბოლდა, თითქოს
ჯოჯოხეთის მთელი ცეცხლი ერთბაშად ჩააქრეს. წვიმდა და მტვრის სვეტები მაინც ცას
სწვდებოდა...

ბედუინმა ცხენი პალმის კორომისკენ მიაბრუნა.


- უკან ვბრუნდებით ? აქედან არ მივდივართ? - ვიკითხე შეშინებულმა.
- იქ წყლის მცირე მარაგი დავტოვე, დაგვჭირდება!

ბედუინმა სწრფად იპოვა თავისი აბგა. ორიოდე მუჭა მწიფე, წვნიანი, ცერისხელა შავი ფინიკი
აბგაში ჩაყარა. მეც ხარბად შევაჩერდი პალმის კენწეროზე მწიფე ფინიკებს. ქარი ისე ხრიდა პალმებს
რომ ხელითაც ადვილად შევწვდებოდი, მაგრამ სიბნელეშიც კი შევნიშნე როგორ მოსრიალებდა
პალმიდან მამბა. ალ კაბირს ასპიტზე ვანიშნე. მან კი ხელით მიწისკენ მანიშნა. უამრავი მცურავი
და მცოცავი მოფენოდა ქვიშას, ყველას ჩრდილოეთისკენ ჰქონდა გეზი. ბედუინმა აბგა ჯადარს
კისერზე ჩამოკიდა, სახეზე იჰრამი მოიხვია და ცხენზე შესაჯდომად მოემზადა. მე ჯადარის კისერს
მივეკარი და ფაფარზე მოვეჭიდე.

მოულოდნელად დაწყებული წვიმა მოულოდნელადვე შეწყდა. გუგუნმა იმატა. სამხრეთის ქარი


გაძლიერდა. წყლის წვეთებით გაჯერებულ, ჰაერში თვალუწვდენელ სიმაღლეზე ავარდნილ მტვრის
სვეტს მზე მთლიანად დაეფარა. სოფელში საშინელი ქაოსი გამეფდა. წივილ-კივილს ბავშვების
ტირილი ერთვოდა. ხალხის ნაწილი კარვებს შლიდა, ზოგი აქლემებზე სხდებოდა, ნაწილს თხის
ჯოგი უკვე ჩრდილოეთისკენ გაერეკა. არაბები აქლემებზე ამხედრებულიყვნენ.
მხარდასისხლიანებული ჰილალე მილოშთან ერთად იდგა და მოკლე ბრძანებებს იძლეოდა.
მხოლოდ ერთი ადამიანს არ ეჩქარებოდა არსად. მოხუც სილის სახეზე ბედნიერი ღიმილი ეფინა და
შორეთს ნათელი მზერით გასცქეროდა.

ბედუინმა ცხენი შემოაბრუნა და ნაბიჯით დაძრა. ის ყურადღებით აკვირდებოდა მიწას. ცხენი


ფრთხილად მოძრაობდა, ცდილობდა მცურავისთვის ფეხი არ დაედგა, მაგრამ გველები ყურადღებას
არ გვაქცევდნენ, სწრაფად მისრიალებდნენ და ამ ადგილის დატოვებას ჩქარობდნენ.

როგორც კი პალმის კორომიდან გავედით, ალ კაბირმა ცხენი გააჩერა და რაღაცას ყური მიუგდო.
ქარი ზურგში გვიბერავდა. რატომღაც გარდაუვალი უბედურების მოლოდინმა შემიპყრო. უკან
მოვიხედე, ბედუინს თვალები მოეჭუტა და უსასრულობას ისე შესცქეროდა, თითქოს რაღაცას
უსმენდა. რატომღაც ადამიანად ვეღარ აღვიქვი და ძალიან, ძალიან შევშინდი.

- ალ კაბირ ! - ჩემმა სიტყვებმა ის „საიდანღაც“ დააბრუნა, თვალი გამისწორა და თქვა:


- საჩქაროდ უნდა გავეცალოთ აქაურობას! - მან სასწრაფოდ გაიძრო ხალათი და შუაზე გახია.
- თავს და სახეს შეგიხვევ, მეორე ნახევარი სხეულზე მოგახვევ მზემ რომ არ დაგწვას..

157
ბედუინმა ყურადღებით შეამოწმა ჩემი ბურნუსის კვანძი, დარწმუნდა რომ ქარი თავიდან ვერ
მომგლეჯდა და ცხენი დაძრა. ერთხელ კიდევ მოვიხედე სოფლისკენ და რატომღაც სოდომი და
გომორა გამახსენდა ...

ცხენი თანაბრი ჭენებით დაუღალავად მიქროდა. თითქოს ისიც გრძნოდა რომ რაღაცისთვის თავი
უნდა გაერიდებინა.
ცოტა ხანში უკვე საჰარაში ვიყავით, ერთ საათში მიწისქვეშა მდინარის ფონი მსუბუქი ნახტომით
უკან მოვიტოვეთ.
ალ კაბირმა ცხენი დასავლეთისკენ შეაბრუნა და აღვირი მიუშვა. უკვე სამშვიდობოს გასულებს
ტუარეგების შიში ჯერჯერობით მაინც, - აღარ უნდა გვქონოდა. მათ ახლა ჩვენთვის არ ეცალათ,
მაგრამ მოუსვენრობა შემომენთო. ვერ ვხვდებოდი რატომ მქონდა რაღაც საშინელის მოლოდინი, რას
უსმენდა ბედუინი ასე ყურადღებით ან რატომ ვერ აღვიქვი ადამიანად, - როცა მომეჩვენა რომ
„სადღაც“ იყო.

ისევ ამეკვიატა აზრი რომ ეს კაცი, ჩემი გონებისთვის სრულიად მიუწვდომელი იდუმალებით
იყო სავსე.

ქარი ჯერ კიდევ მძლავრად უბერავდა, მაგრამ ქვიშის მტვერი მზის სინათლეს ვეღარ
ფარავდა. უდაბნოსფერი ყვითლით დაფერილი ქვიშის დიუნები ისევ უცვლელად, უწყვეტ
მარადიულ ჯაჭვად მისდევდნენ ჰორიზონტს.

უკან მოვიხედე. მინდოდა ბედუინისთვის შემეხედა და დავრწმუნებულიყავი რომ ნამდვილად


ადამიანი იყო.

სითბოთი სავსე მწვანე თვალები მშვიდად მიცქერდნენ.

ჩვენს ისევ ერთად ვადექით გზას, ისევ უკან გვქონდა მოტოვებული ხიფათი და ისევ ვიბრძოდით
გადარჩენისთვის.

მე ისევ მქონდა წყალი და იმედი... და კიდევ რაღაც, ცოტა უფრო მეტი.

ბედუინი (ნაწილი XX გაცნობა)

ჩემი ტკივილის ყველა ქვა-


ღორღი,

ჩემმა მკლავებმა უნდა აზიდოს...

სოსო ნადირაძე

არაბული რაში ლაღი ნავარდით დაუღალავად მიჰქროდა და მსუბუქად კეცავდა უკან გაქცეულ
ქვიშის ხალიჩას. ცხენის კისერს მიწოლილი უანგარიშოდ ვადევნებდი თვალს საუცხოო არაბული
ზღაპარივით მოლივლივე "უსიცოცხლოდ მბრწყინავ იდეალურ სილამაზეს" * უნაკლოდ
შესრულებული პეიზაჟივით რომ ეკიდა ჩემი ცნობიერების შორეულ კედელზე. მარჯვენა მხარი და

158
ფეხი საშინლად მტეხდა, მკლავი არ მემორჩილებოდა, თითქოს ზედ მქონდა შემხმარი. ფეხის ოდნავი
შერხევა ტკივილისგან მაყრუებდა. ჯადარის ღონიერ კისერს მარცხენა მხრით ვიყავი მიწოლილი და
ისე ვადევნებდი თვალს ცხენის ფლოქვებით აყრილ მბზინავ ქვიშას...

საკუთარ თავში ისე ვიყავი ჩაღრმავებული თითქოს ღრმა ჭის ფსკერზე თავდაყირა ვეკიდე.
ვცდილობდი გამომეცნო, ერთსა და იმავე პიროვნული განსჯის ფარგლებში, ის ორი
მოქმედება რაც მე ჩავიდინე - ნორმალური მოვლენა იყო - თუ არა? ჩემი ქცევების მიზეზსა და
შედეგს შორის კავშირი - ლოგიკური იყო - თუ არა?

ერთის მხრივ, ტუარეგის დაჭრით თავზარდაცემულს და სისხლით ხელებშეღებილს - კინაღამ


ხელიდან გამომეცალა საკუთარი თავი. ცოტა ხნის შემდეგ კი, სრულიად გამიზნულად და ცივი
გონებით ვანგარიშობდი როგორ მესროლა შორ მანძილზე დანა ისე, რომ პოლონელი მომეკლა.

ერთში მსხვერპლი ვიყავი, მეორეში - თავდამსხმელი. ხომ ფაქტი იყო რომ ორივე ქმედება მე
ჩავიდინე და შედეგებიც ჩემი გამოწვეული იყო... ტუარეგის მოგერიებისას - ჩემს სიცოცხლეს
ვიცავდი, პოლონელზე თავდასხმისას - სხვის სიცოცხლეს. მიმაჩნდა რომ ორივე ნამდვილად
გამამართლებელი გარემოება იყო, მაგრამ მე რომ არ მშველოდა ჩემში გაბატონებული ბურუსის
გასაფანტად? ნუთუ შევძელი ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება? ნუთუ მაინც გადავაბიჯე
ადამიანურობის ზღვარს?

მილოში როგორც მტერი - ყოველწამიერად ყალიბდებოდა ჩემს გონებაში. სამაგიეროდ


ახალგაზრდა ტუარეგი - მტრად ვერა და ვერ აღვიქვი. ერთის მხრივ - ცივსისხლიანი მკვლელი და
მეორეს მხრივ ადამიანი, რომელიც მისი ხელით დაღვრილმა სისხლმა მთლიანად შეძრა... - ნუთუ ეს
ორივე მე ვიყავი?! ტუარეგის თავდასხმისას მხოლოდ ინსტიქტით ვმოქმედებდი, ახლაც ზაფრას
მცემდა ის ჟინი რომლითაც დანას ვიქნევდი. სამაგიეროდ მილოშზე თავდასხმისას, ჩემს აზრებზე
და მოქმედებაზე სრული კონტროლი მქონდა.
ახლა ნამდვილად ვიცოდი, რაც იყო თავის ფლობა და მართვა და, ისიც სინამდვილეში რასაც
ნიშნავდა კაცობრიობისთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვა - "თავისუფლება."

რაც მეტს ვფიქრობდი, უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ფიქრის და განსჯის დროის


გარეშე, გადაწყვეტილების მყისიერ მიღებას - ადამიანის საკუთარი თავიდან "ამოგდება" შეეძლო
- თუ გადაწყვეტილების სისწორეში ერთადერთობაში ვერ დარწმუნდებოდა.

ფიქრი არასოდეს მეზარებოდა. ყოველთვის ვაკვირდებოდი საკუთარ აზრებს და


საქციელს. ვცდილობდი - არასოდეს ჩამედინა რამე ისეთი, რაც ვინმესთვის ზიანის მომტანი
იქნებოდა. საჰარაში მოხვედრამდე, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ კარგად ვიცნობდი საკუთარ
თავს, მაგრამ ამ ერთმა თვემ სრულიად სხვაგვარად დამანახა ჩემი ხასიათი და ცნობიერება. საჰარაში
ტურისტად მოხვედრილ გოგოსა და „ჩემს“ შორის მხოლოდ დიდი სხვაობა კი აღარ იყო, ახლა
მე უკვე საშიში ადამიანი ვიყავი და სრულიად გამიზნულად შემეძლო მოქმედება თუნდაც მტრის,
მაგრამ მაინც ადამიანის მოსაკლავად.

ფიქრიდან ალ კაბირმა გამომარკვია, მარცხნივ გახედვას მანიშნებდა.


– „ნეტავ ადამიანი თუ ყავს მოკლული...“ - გამკრა გონებაში და მის ნიშანს თვალი გავაყოლე.

ჩვენგან მარცხნივ, კარგა მოშორებით, ორ დაჩოქილ აქლემს გრძელი კისრები ერთმანეთზე


გადაეჭდოთ და ისე შერწყმოდნენ ქვიშას, რომ თავიდან ლოდის ნატეხები მეგონა. ცხოველებს
მივუახლოვდით თუ არა, ბედუნი ჩამოქვეითდა, აქლემებს დაუყვავა, ხურჯინები გასინჯა
და მოუბრუნებლად მითხრა:

159
- აქედან დრომადერებით** ვივლით. წყალი და საკვები არ ჭირდებათ. რაც გვაქვს სამივეს
გვეყოფა. შენი დრომადერის აღვირს ჩემს უნაგირს გამოვაბამ. ქარავნად ვივლით, მხოლოდ თავი
უნდა შეიმაგრო აქლემზე.
- იქნებ ისევ ცხენით ვიარო...
- ცხენს მეტი წყალი დასჭირდება, აღარ გვეყოფა!...
- ოჰ წყალი!.. ჩემს ქვეყანაში იმდენი და ისეთი გემრიელი წყალია... იმდენი მდინარე და რუ
მოედინება, იმდენი ჩანჩქერი და წყაროა... სახლში მინდა...

ალ კაბირი მკვეთრად მობრუნდა და დამაკვირდა. რამოდენიმე ხანს უძრავად, გარინდული იდგა


და თვალმოუცილებლად მიცქერდა. ისე მიყურებდა, თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინა და ამან
ძალიან გააკვირვა. თვალებში უცნაურმა, ჩემთვის აქამდე შეუმჩნეველმა ციალმა გაურბინა და
მდუმარედ შებრუნდა. აქლემებზე უნაგირები გაასწორა და აღვირ-ლაგამი გაუსინჯა.

- იქნებ დავისვენოთ, დაცემისას მხარი და ფეხი მეტკინა... - მოლოდინით შევაცქერდი ბედუინს.


- იმოჰაგები სანამ გონს მოვლენ, რაც შეიძლება მეტი მანძილი უნდა გავიაროთ, დრო არ არის!
- დაგვედევნებიან ?
ალ კაბირმა არ მიპასუხა. აქლემის ლაგამზე შებმული გრძელი თოკი მეორის უნაგირზე კარგად
დაამაგრა. წყალი და საკვები ამოალაგა, ორად გაყო, ერთი "ჩემს " აქლემს აჰკიდა, მეორე - თავისას.
- შენს სახლში წყალი არის?
კითხვას მოქმედება მოჰყვა. ბედუინმა თხის ტყავის ტიკჭორას თავი მოხსნა და მომაწოდა. წყალი
იყო. ანგარიშმიუცემლად გამოვართვი და კითხვა შევაბრუნე:

- რატომ არაფერს მიყვები შენზე? ვინ ხარ, სად ცხოვრობ, რას საქმიანობ, რითი სუნთქავ...
ბედუინი დუმდა, ყველა კვანძს ამოწმებდა და გრძელი გზისთვის ემზადებოდა.
- ჰილალეზე არაფერს მეტყვი?
ამ კითხვამ ნამდვილი ჯადოსავით იმოქმედა. ალ კაბირი ჯერ გაშეშდა, მერე ჩემსკენ წარბშეკრული
მობრუნდა და თვალი გამისწორა. სრულიად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ პირდაპირ თვალებში
მიცქერდა.
- შენს პირად საქმეში ჩარევა არ მინდოდა... შენს გამო უნდა ჩემი მოკვლა, ამიტომ გკითხე... -
ბოდიშის ტონი გავურიე ნათქვამს, მაგრამ თვალი არც მე ამირიდებია.
მის მზერაში ბრაზის ნაპერწკალმა იელვა.
- შენ ხომ თვითონ მოინდომე ჩემი შველა, ახლა ორი სიტყვის თქმაც აღარ გინდა... რატომ გაყავი
წყალი და საგზალი, ისევ მარტომ უნდა ვიარო? ხმას არ მცემ? მებუტები?.. კაცის მოკვლა რომ
შემიძლია იმიტომ?

ბედუინი გაკვირვებული დამაცქერდა, თავიდან ფეხამდე მზერით გამზომა, ტიკჭორა ფრთხილად


გამომართვა, საცობი მჭიდროდ დააგმანა და ხურჯინში ჩემს დანასთან ერთად ჩადო.
- ალ კაბირ, იქ სოფელში, ლოდის ჩრდილში, მართლა შენ მელაპარკებოდი?
- დროა! - ალ კაბირმა და ცხენთან ცალი ფეხით დაიჩოქა მისი მუხლის გავლით ცხენიდან რომ
ჩამოვსულიყავი. თავიც ჩვეულად დახარა და ნიკაპი მკერდზე მიიბჯინა რომ ჩემი ნახევრადშიშველი
ფეხებისკენ მზერა არ გაქცეოდა.

ყელში მოგუდვა ვიგრძენი. ძლივს გადავყლაპე გულზე დამდგარი ვეებერთელა ბურთი. მარცხენა
ხელით უნაგირს მოვეჭიდე, მის მუხლს ავერიდე და ცხენიდან პირდაპირ მიწაზე ჩამოვხტი მაგრამ
მარჯვენა ფეხმა მიმტყუნა და ტკივილისგან მოღრეცილმა ჩუმად ჩავიჩოქე. საშინლად დასივებული
კოჭი აუტანლად მტეხდა.
ალ კაბირი შუბლშეკრული დამაცქერდა:
- უნდა ვნახო მოტეხილი ხომ არ არის! ნება მომეცი! - მე უხმოდ დავუქნიე თავი და ცალი ხელით

160
დიდი გაჭირვებით
გავიხადე ფეხსაცმელი.
- რომც იყოს, აქ რას ვიზამთ...
- რაც გვაქვს იმას გამოვიყენებთ! - ბედუინმა კოჭი და ტერფი ფრთხილად გამისინჯა. აუტანელმა
ტკივილმა მთელი ნერვები დაიარა და ტვინში გამეჩხირა. სიმწრის ცრემლებმა სახეზე ჩამირბინეს,
გულისკოვზთან შეერთდნენ და გაცივდნენ.
- მაშალაჰ! მოტეხილი არაა, მხოლოდ ძლიერი ნაღრძობია. - ჩუმად თქვა ალ კაბირმა, ჩემს
ფეხსაცმელს წინა მხარე ჩაუკეცა, გადაკეცილი ყელი მთლიანად გაშალა და მარკუთხა არტაშნად
აქცია. აბრეშუმის ქამარი სწრაფად მოიხსნა, შუაზე გახია, ფეხის გულიდან კოჭამდე "არტაშანი"
დამიმაგრა და ქამრით რვიანისებური ნახვევის დადება დაიწყო. ცოტა ხანში ფეხი ისე მაგრად
მქონდა შეკრული თითქოს თაბაშირში მედო.

ბედუინმა ქვიშიდან რაღაც აიღო და დააცქერდა.


მის თეთრ პერანგს უდაბნოს ცხელი ნიავი ოდნავ არხევდა. ხალათისა და ქამრის გარეშე მისი
სხეულის იდეალური მოხაზულობა აბრეშუმის პერანგში უფრო ნათლად ჩანდა. მაღალი ყელ-
კისერი, ღონიერი და განიერი მხარ-ბეჭი, დაკუნთული მკლავები, წვრილი წელი, ვიწრო
თეძო, ჩამოქნილი ფეხები და მაღალი წვივები, სხეულის და
კიდურების იდეალური პროპორციულობა... უნებლიედ ვიფიქრე, რომ ცოცხალ ადამიანს კი არა,
უდაბნოს უძრავ ფონზე იდეალურად დაწერილ ფრესკას ვუყურებდი.

ალ კაბირი თავდახრილი იდგა და ხელისგულს დასცქეროდა. თვალს ვადევნებდი თავსაბურავით


შეხვეულ სახეზე მერცხლის ფრთასავით მოხაზულ, მუქი ფერის ოდნავ შეკრულ წარბებს და
პალმის ფოთლებივით სწორ, მარაოსავით გაშლილ გრძელ წამწამებს და ვფიქრობდი, რომ თვით
უნაკლო გარეგნობაც კი, - თვალების და ცოცხალი მზერის გარეშე თითქმის არაფერს ნიშნავდა.
თითქოს ჩემი ფიქრი გაიგონა, - თავი ასწია და შემომხედა. მწვანე, წყლიანმა და დიდმა
თვალებმა ღიმილით გაიციალეს და ჩემი მონატრებული სახლის წინ მოშრიალე ვერხვის მწვანე
სიგრილე მომიტანეს.

ალ კაბირის გაშლილ ხელისგულზე ჩემი ოქროს კენჭები ბრწყინავდნენ.


- ჰამადში ვიპოვე.
- ცნობა გცოდნია,იშვიათი ნიჭია,. - ცალი ფეხით ჩაიმუხლა და კენჭები მომაწოდა. ჩემი განძი
მარცხენა ხელით ნელა მოვათავსე ფეხსაცმელში.
- ნილნა, მხარი უნდა მაჩვენო...უნდა შეგეხო!
- შეხებისთვის ყოველთვის ნებართვას ითხოვ?
- ყურანში წერია, როცა ადამიანს ეხები - მის სულს ეხები.
- მართლა? ამაზე არ მიფიქრია, თუმცა მეც არავის ვეხები, მაგრამ უნებლიედ გამომდის.
- დრო ნუ გაგყავს... მხარი მაჩვენე!
- მეტკინება, ფეხის ტკივილმა ლამის დამაბრმავა!
- ამოვარდნილია, ლავიწის ძვალი ამოჩრილია. ხელი უმოძრაოდ გკიდია.
- მეტკინება...
- უნდა აიტანო! ვგვიანდებით!
- არა არა, ძალა არ მეყოფა, ვერ გავუძლებ...

ბედუნი ჯიუტად მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა. მისი მზერის ატანა ძალიან გამიჭირდა.
ვგრძნობდი რომ ეს სწორედ ის მზერა იყო, რომელიც ყველაფერზე ისე დამიყოლიებდა, - ვერასოდეს
ვერაფერზე ვიტყოდი უარს.
ამ ახალმა აზრმა გამაოცა და დამაფიქრა.

161
- ნილნა! -მომესმა თბილი დაბალი და მოალერსე ხმა, თითქმის ისეთივე, როგორიც ლოდის
ჩრდილში.
- უნდა გავიხადო? - ვიკითხე ჩუმად და გამახსენდა რომ ჩემი სამოსი ისედაც ორიოდე ძონძისგან
შედგებოდა.
- არა, მხარს გავსინჯავ, უნდა ჩავსვა...
- გამოგივა? ტკივილს რომ ვერ გავუძლო?
- ელ-კასრში ექიმებთან მივალთ, მაგრამ იქამდე უნდა მივაღწიოთ.
- ელ-კასრი რა არის?!
- ფარაფირაჰის ოაზისის დედაქალაქია.
- დედაქალაქი? ოაზისს დედაქალაქი აქვს???

მოულოდნელმა სიხარულმა გამაოგნა. რა დროს მხარი იყო, როცა შუა საჰარაში, ცივილიზებულ
ქალაქი იყო რაციით, ტელეფონით, პოლიციით... ალ კაბირმა დრო იხელთა, უსწრაფესი
მოძრაობით ჩემი მკლავი იდაყვში მოხარა, მხრის სიმაღლეზე გაასწორა, იდაყვზე ხელისგული
ამომდო და მკლავი თავს უკან ძლიერად გადამიწია. სახსარმა დაიხრჭიალა,
გაიტკაცუნა და ბუდეში ჩაჯდა.

საზარელი ტკივილი მთელ სხეულში ჯერ მდუღარე ლავასავით გაიშალა, შემდეგ ერთბაშად
დაყრუვდა და მაჯლაჯუნა კერპივით გაქვავდა. ჯოჯოხეთურად მხურვალე ტალღამ ელვის
სისწრაფით ჩამიტაცა უნაპირო და უფსკერო მდუღარე ბნელ გვირაბში რომელიც ლითონის
გამდნარ, წითლად მოვარვარე მჩქეფარე მდინარეს პირთამდე აევსო. ნაკადმა სწრაფად ჩამიხვია და
სადღაც თავბრუდამხვევი სისწრაფით გამაქანა. ჩემს გონებაში ნათლად დატრიალდა ლოდთან
მომხდარი ამბავი, როგორ ვიქნევდი დანას და როგორ მეღვრებოდა ხელებზე ადამიანის სისხლი...
წამში ხელახლა გაიფრინა წუხანდელმა ღამემ და ჩემს ადუღებულ აზროვნებაში დღევანდელი
დილაც გამოირიყა. ახლა ვხედავდი როგორ ცივად და გააზრებულად ვითვლიდი დანის სროლის
კუთხეს, მასზე ზემოქმედების ძალას და მოძრაობის ტრაექტორიას ზუსტი
გასროლით ადამიანი რომ მომეკლა. დავინახე კიდევაც მფრინავი დანა, რომელიც ორჯერ
ამობრუნდა ჰაერში და მძლავრად მიაღწია მიზანს...

წითლად მოვარვარე, მდუღარე მდინარესთან შეწინააღმდეგება მინდოდა, მაგრამ სხეული აღარ


მქონდა, შევეცადე დამენახა რა მქონდა სხეულის ნაცვლად მაგრამ თვალებიც აღარ მქონდა. არ
ვიცოდი რაღა დარჩა ჩემგან, მაგრამ ვგრძნობდი რომ ხან პირაღმა მივექანებოდი, ხან
პირდაღამა. უამრავი გვირაბი გადავლახე, ბოლოს, მდინარემ გამოქვაბულში შემაქანა და ისეთ
ადგილას გამრიყა რომელიც მუდმივი მიწისძვრისგან შეუჩერებლად ზანზარებდა და ქანაობდა.

უცბად ვიგრძენი, ბნელი და მხურვალე გვირაბები ჩემი ძარღვები იყო, გამდნარი ლითონის
წითელად მოვარვარე მდინარე - ჩემი მჩქეფარე სისხლი, ხოლო ეს უცნაური, მუდამ მფეთქავი და
მოძრავი ადგილი - ჩემი გული. სისხლის მდინარემ - საკუთარ გულში მიმიყვანა. თვალები და
სხეული აღარ გამაჩნდა, მხოლოდ გრძნობებიღა მქონდა და გულის ბაგაბუგს, ძლიერ რყევას,
ზრიალს და ზანზარს ვგრძნობდი. მინდოდა რაიმეს მოვჭიდებოდი და თავი შემემაგრებინა, მაგრამ
ვერ ვახერხებდი. გული საკუთარ კედლებზე მანარცხებდა, მჭეჭყავდა, მზელდა, მსრესდა, სისხლით
მრეცხავდა და ისევ ხელახლა მახეთქებდა აქეთ-იქით. ვიგრძენი რომ ვცოტავდებოდი, ვდნებოდი და
ვქრებოდი. მოულოდნელად ჩემი სახელი ვიგრძენი, ჩემი გული მეძახდა, მან ჩემი სახელი იცოდა...

- ნილნა! ნილნა! გონს მოდი!


ჩემი სახელს ახლა მკვეთრად და ახლოდან ვგრძნობდი. საკუთარი თავის აღქმას ვიწყებდი.
წამოვლილი სიგრილე მეამა და თვალი გავახილე. ჩემი ახალხილული თვალები ჯერ ოქროს მზეს
შეერივნენ, მერე ნელ-ნელა ხედვა ისწავლეს. მზერა ხასხასა მწვანე ფერით ამევსო და გამხმარ

162
ტუჩებთან წყლის წვეთები ვიგრძენი.

ჩემს გვერდით უძრავად ჩაჩოქილ კაცს ჩემი ხელი მაგრად ეჭირა და რაღაცას სრულიად უცხო ენაზე
მეუბნებოდა. თავზე ჩარდახი მადგა. ოფლისგან მთლად სველი, გასაწური ვიყავი. ჩამუხლულ
აქლემზე ზურგით მიწოლილს, მხარი მაგრად მქონდა გაკრული, მკლავი კისერზე მეკიდა
და შუბლზე სველი ტილო მეფინა.
- ნილნა! ათი დღე, მხოლოდ ათი დღე გაძელი და შენს ოჯახს დაუბრუნდები! - შუბლზე ხელის
შეხება ვიგრძენი, მერე წყლის წვეთები პირთან.
- მე ჩემი გულიდან დავიბადე!
- შენი გულიდან დაიბადე?
- მოვკვდი და ხელახლა დავიბადე. ღმერთის ნებით!
- ეგ რას ნიშნავს?
- „მაშალაჰ“.
- მაშალაჰ რომ დაბრუნდი! უნდა გადარჩე, უნდა იცოცხლო და ძალიან ბედნიერი უნდა
იყო... ამისთვის ვეომებით საჰარას, მდევარს, ტუარეგებს... ახლა როცა მიზანი ახლოა არ წახვიდე
იქ, საიდანაც შენს დაბურნებას ვერავინ შეძლებს!
- გულმა საკუთარ სისხლში მაბანავა... დავიღალე...
- დაისვენე, რაკი გონს მოხვედი, ჯობია ახლავე მოღონიერდე. საჭმელიც უნდა შეჭამო, ჩაიც უნდა
დალიო...

ალ კაბირი ცდილობდა თავისი ხელით დაელევინებინა სისხლივით წითელი კარკადეს ჩაი, ხის
კოვზით ეჭმია ფაფა, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ წყლის დალევა შევძელი. სისხლისფერ კარკადეზე
გულზიდება მეწყებოდა. ჯადარი ძველებურად თავს მადგა და აბრეშუმის ფაფრით მზეს
მიჩრდილავდა. მეც ძველებურად ვცდილობდი ძალის მოკრებას, გამთლიანებას, მაგრამ ახლა უფრო
მეტად მიჭირდა და კიდევ ...ალ კაბირი ისე მახლობლად აღარ მეჩვენებოდა. ჩვენს შორის
უხილავი, კარნაკის ტაძრის გალავანივით შეუმუსრავი, მაღალი და სქელი კედელი თავისით
აღმართულიყო. ის ახლა ჩემთვის მხოლოდ უნაკლო გარეგნობის უცხო კაცი იყო რომელსაც
უბედური შემთხვევის გამო გადავეყარე და თავის ადამიანურ ვალს იხდიდა როგორც ვინმე
კეთილშობილი, უცხო ქალაქში დაკარგულს გზას რომ მიასწავლის და სახლამდე მიაცილებს.

საჰარაში შუადღის მწვავე და მხუთავი სიცხე იდგა. მზე შუბისტარზე ეკიდა. ჩრდილები
გამქრალიყვნენ.
ბედუინმა პერანგი გაიხადა, ცხენს თავზე და ზურგზე გადააფარა და ჩემთან ჩაიმუხლა.
- როგორ ხარ...
- მხარს და ფეხს ვეღარ ვგრძნობ, თითქოს აღარ მაქვს.
- შენ სხვა რამ გაწუხებს. შენს თავში ჩაიკეტე. სისხლიანი ხელებიდან დანა ისე გამოგართვი, არც
გიგრძვნია. შენ სამყაროს ვეღარ ხედავ! მე ვეღარ მხედავ!
- შენზე ისედაც არაფერი ვიცი...
- რა გინდა რომ იცოდე.
- ახლა ალბათ აღარაფერი.
- როგორც გსურს. ოღონდ მე, შენი სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად შენი სულის გადარჩენა
მინდა! ძალა მოიკრიბე და თავს მოერიე, გამოარღვიე ეგ კედელი და გარეთ გამოდი! შენი
წყალობით იმ სამუდამო სირცხვილს გადავრჩი, უღირსი მტრის ხელით სიკვდილი რომ ჰქვია! არც
მკვლელად გთვლი! - ალ კაბირმა ჩემი მარცხენა ხელი პირზე და შუბლზე მოწიწებით მიიდო და
თავი დახარა.

ვუყურებდი ამ უცხო კაცს, რომლიც ჩემს წინ, საჰარას მცხუნვარე ქვიშაზე ბრიჯაოსგან
ჩამოსხმული ქანდაკებსავით ფეხმორთხმული იჯდა, ბურნუსი მხრებზე ეფინა, სახე გამოეჩინა და

163
თვალებში მიცქერდა. მისი მეტყველი თვალები სითბოს, ნდობას, პატივისცემას და თანადგომას
გამოხატავდნენ. მზერით უფრო მეტს ამბობდა, მარგამ ჩემს გულამდე ვეღარ აღწევდა მისი ნათქვამი.
- ძალიან დაიღალე და ძალა გელევა, მაგრამ გაგივლის. შენი სამშობლო და ოჯახი იქნება შენი
წამალი. დაისვენე, არ შეგაწუხებ.- ბედუინი ადგა, აქლემს შემოუარა და თვალს მიეფარა...

ძილის მეშინოდა. თავი ვაიძულე რომ არაფერზე მეფიქრა. მდუღარებაგამოვლილს ჩარდახის


მაცოცხლებელი სიგრილე მყოფნიდა. გვერდით წყალი მედგა. უდაბნოში მხოლოდ სიცხის ჩუმი
ზიმზიმი ისმოდა. უცბად მარტო ყოფნის შემეშინდა, წამოვიწიე რომ ალ კაბირი თვალით მომეძებნა.
მეორე აქლემთან ჩაჩოქილიყო და აღმოსავლეთისკენ პირშებრუნებული ჩუმად ლოცულობდა. მხარი
და ფეხი ძლიერად მტკიოდა და მაინც სიმშვიდე დამეუფლა.

თვალდახუჭული ახლა გარედან ვგრძნობდი გულის გუგუნს და მოძრაობას... თითქოს ვიღაცამ


უხმოდ დამიძახა... თვალი გავახილე. ბედუინი ჩემს წინ ფეხმორთხული იჯდა დაფიქრებული
მიყურებდა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ არ ჩქარობდა. დუმდა და ფიქრობდა. მე ისევ
მივლულე თვალი.

- ნილნა! - ჩამესმა თბილი და ალერსიანი ხმა, მაგრამ თვალი არ გამიხელია.


- ჩვენ ერთმანეთის მხოლოდ სახელები ვიცით. წყალი და საგზალი იმიტომ გავყავი რომ
მგზავრობისას უნდა წავიხემსოთ... კაცის მოსაკლავად ზღვარგადასული რისხვაც კმარა,
მაგრამ ზოგიერთს გამბედაობა არ ყოფნის, ზოგს კეთილშობილება, რომ თავი და ოჯახი
მტრისგან რომ დაიცვას...ზოგს სულიერი ძალა აკლია, ზოგსაც - სიყვარული... ასეთი
ადამიანებისთვის, შენს რელიგიას საინტერესო გამოსავალი აქვს - მტრის შენდობა და პატიება. ეს
ადამიანებს საკუთარ თავთან ამართლებს. რაკი მათი უმეტესობა სუსტია და მშიშარა -
ქრისტიანული რელიგიის ეს დოქტრინა მათთვის ნამდვილი გამოსავალია და
მის მთავარ ღირებულებად მიმაჩნია. "თუ ვერ ერევი, - მაშინ აპატიე... ოღონდ უძლურებასა და
მრისხანებაში ერთდროულად ნუ დარჩები..." - საოცარია! მაგრამ ამ დოქტრინას უფრო
ძლიერი მეორე მხარე აქვს: ძალაუფლების მქონე, განრისხებული ადამიანის მიერ - მტრის
მოსპობისგან თავის შეკავება უფრო ძნელია, - ვიდრე უუნაროს მიერ მკვლელობის გაბედვა. თქვენი
რელიგის ეს მხარე კიდევ უფრო ძლიერია, რადგან არა მხოლოდ მტრის პატიებას ქადაგებს, არამედ
მის შეყვარებასაც.

მთავარი ის მოტივია რაც კაცის მოკვლას გაიძულებს. შენ გაქვს იმისი უნარი რომ უსამართლობას
და ძალმომრეობას წინააღმდეგობა გაუწიო, თავის გამეტებაც შეგიძლია სხვის გადასარჩენად. ეს
სიკეთეა...სიკეთე თავისუფლებაზე მაღალი ღირებულებაა... დიახ, მეც მომიკლავს კაცი საჰარაში,
დამიჭრია კიდევაც... შენი მესმის და თუ ახლა საკუთარი თავიდან ვერ გამოაღწევ, სამუდამოდ იქ
ჩარჩები...

ჰილალე... უღმერთოდ ლამაზია, საჰარას ნამდვილი დედოფალია. ტუარეგის


პირობაზე განათლებულიც. ის თავისი ტომის ამენოკალიაა და ქვეშევრდომების პატივისცემის
შესანარჩუნებლად ზრუნავს. ტომის ყველა წევრის კეთილდღეობაზეც პასუხს აგებს. ეს საჰარაში
დიდი მისიაა, მაგრამ ჰილალე ვერაგია და ეშმაკი. ეს თვისებები ჩემში ზიზღს იწვევს. მისი წეს-
ჩვეულებებით ვერასდროს ვიცხოვრებ, ვერც ის იცხოვრებს ჩემი ადათით. ვიცი მისი განწყობა და
ყველა სიტყვას ვზომავ რომ ზღვარს ვერ გადმოაბიჯოს. ტუარეგები ყველაფერს ხედავენ და
აფასებენ. მიხვდებოდი "აჰხალის" ღამეს ჩემი სოფელში გამოჩენა რა პრობლემას შექმნიდა.

იმ ღამით, ლოდთან რომ გიპოვე, მინდოდა მაშინვე გამეპარებინე, მაგრამ ტუარეგების ტომი
დაგვედევნებოდა. მათ უდაბნოში ვერასდროს ვერავინ აჯობებს, წაშლილი კვალის წაკითხვაც კი
შეუძლიათ. ნამდვილად მოგკლავდნენ, მე კი არ დაგთმობდი და თავს შევაკლავდი. მხოლოდ

164
ორიოდე დღე თუ გავატანდით ცოცხლები. რაც მოხდა, - ვვარაუდობდი. დანის დატოვებით თავად
გიბიძგე რომ გამოგეყენებინა. ვეჭვობდი, პოლონელი ან მისი რომელიმე კაცი დაგესხმოდა თავს,
მაგრამ მაშალაჰ! ამენოკალიას ვერაგულ გეგმას არ ველოდი. მაინც მეგონა რომ უფრო მაღლა იდგა იმ
სიბინძურეზე - რაც დაატრიალაა... დილით რომ დაგინახე, მივხვდი რომ შევცდი. იმ ღამემ ისეთი
სულიერი ჭრილობა დაგიტოვა, - ნაღრძობი ფეხივით ადვილად არ მორჩება.

მე ამ უდაბნოთი ვსუნთქავ, აქაურობის შვილი ვარ და აქ გავიზარდე. თუმცა ვინ არიან ჩემი
ნამდვილი მშობლები კარგა ხანს არ ვიცოდი. ოთხიოდე წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა ეგვიპტისა და
ლიბიის საზღვართან, გილფი ალ კაბირის გამოქვაბულში მიპოვა და შვილივით გამზარდა. მისი
ნაამბობიდან ვიცი, რომ ალ კაბირთან ახლოს ბანაკი მდგარა, თავს ტუარეგები დასხმიან,
გაუძარცვავთ და ხალხი დაუხოცავთ. დღემდე ბუნდოვნად მახსოვს ცისფერთვალება შავთმიანი
ქალი რომელიც გულში მიკრავდა და მეუბნებოდა რომ დამალობანას ვთამაშობდით და დიდ ხანს
თუ ვერ მიპოვიდა - კარგი ბიჭი ვიქნებოდი. ორი დღე და ღამე გამიტარებია იმ გამოქვაბულში. იმ
დღეებში მამაჩემს ქარავანი მიუდიოდა ეგვიპტიდან ტიდიკელტისკენ და კლდოვანი გილფის
გადავლისას ბავშვის ტირილი გაუგონია. ასე მოვხვდი ალჟირის საჰარაში. მამამ სახელადაც ალ
კაბირი დამარქვა, იმ ადგილის სახელი, - სადაც მიპოვა. ასე რომ მე, ჩემი ბედნიერი ოჯახი მაქვს.
დედა, მამა და უმცროსი დაიკო, რომელიც ჩემს მშობლებს გვიან შეეძინათ, ჩემს მხარზე გაიზარდა და
ძალიან მიყვარს.

მამის წყალობით, მაშალაჰ, გაჭირვება არ გვიგრძვნია. ჩემს განათლებაზეც იზრუნა, გეოლოგიას


ვსწავლობდი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. პროფესიამ ხელი შემიწყო რომ ამ უდაბნოში
წიაღისეულით მდიდარი ახალი ადგილები მეპოვა. წყლით ღარიბი საჰარა - ძალიან მდიდარია
ნავთობით, ძვირფასი ქვებით და ლითონებით. ჩემი საბადოები მაქვს ალჟირის და ლიბიის საჰარაში,
ერთი ნავთობის, ერთი კირქვის, ერთი ვერცხლის და ერთიც ფირუზის პატარა საბადო, რომელიც
გამორჩეულად მეჩემება.
- შეგნიშნე რომ ღამით რაღაცას წერ...
- საჰარას გეოლოგიური ქანების აგებულების სქემები და ანალიზია. მეცნიერული მოსაზრებები
საჰარას წარმოშობაზე. იმ ადგილების კარტოგრაფიული ჩანახატები და კოორდინატებია, სადაც
შესაძლებელია საბადოები აღმოჩნდეს. ისეთი არაფერია რომ შენთვის ინტერესის საგანი იყოს. დიდი
ხანია ვემზადები ექსპედიციისთვის ემი-კუსის მთაზე. ეს ყველაზე მაღალი ადგილია საჰარაში.
წელს მავრითანიაში ვაპირებდი წასვლას გეოლოგიურ ექსპედიციაში ველზე სამუშაოდ, კაიროს
ოქროს ფაბრიკაში ძვირფასი ქვები ჩავიტანე და იქედან ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ
გავიგე პოლონელი ხალხის მოსატაცებლად ემზადებოდა და მერე შენ შეგხვდი. პოლონელთან ჩემი
მტრობა ძველი ამბავია, ჩემი ოჯახის ღირსებას ეხება და ამაზე ლაპარკი არ მსურს.

- შენი ოჯახი ახლაც ალჟირის საჰარაში ცხოვრობს?


- მამაჩემის სახლი ტიდიკელტის განაპირას, ქალაქიდან მოშორებითაა. ტიდიკელტი კირქვის
ორსართულიანი სახლებით გაშენებული უდაბნოს მტვრიანი ქალაქია, ხელოვნური პატარა
ოაზისით და ბევრი ფინიკის პალმით. ქალაქში რამდენიმე არტეზიული ჭაც მოვაწყვე, წყალი ყველას
არ ჰყოფნის მაგრამ ხალხი კმაყოფილია. ჩემი სახლის ქვეშ მიწისქვეშა მდინარე მიედინება და
ჩვენი ჭა მუდამ სავსეა. მდიდარი კაცი მქვია და შემიძლია სახლში მშვიდად ვიჯდე. ჩვენი ადათით
უკვე ცოლშვილიც უნდა მყავდეს, მაგრამ არ მიჩქარია. მამასაც არ დაუძალებია. მინდოდა ღრმა და
ძლიერი გრძნობა მქონოდა იმ ქალის მიმართ, ვისთანაც ერთ ბალიშზე დავბერდებოდი და ვიცდიდი
როდის მაჩუქებდა ალლაჰი ამ წყალობას. ჩემს ყველა სამალავში მისთვის ჩვენებური სამოსის ერთი
ხელი მქონდა შენახული, იმ ქალთან ერთად მინდოდა საჰარაში ის ადგილები მომევლო, რომელიც
ძალიან მიყვარს, მისთვის საჰარას მკაცრი სილამაზე მეჩვენებინა და ჩემსავით რომ შეეყვარებინა
აქაურობა, მაგრამ დღეს შენ მიმახვედრე, რომ ჩემი სამყარო სხვებისთვის
მიუღებელია. გაშლილი, უნაპირო სივრცე, სიმშვიდეს, სიჩუმე და ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის

165
ცა, რასაც საჰარა ყოველდღე მჩუქნის - ჩემი სახლი და სამშობლოა, საიდანაც შენ ასე გეჩქარება
გაქცევა.

- ესე იგი შენი რჩეულისთვის გადანახული სამოსი მე ჩამაცვი?... რად გინდა ქალი უცხო მხრის,
დასნეულდება, მოკვდება...- ჩავიჩურჩულე თვალებდახუჭულმა.
- საინტერესო ნათქვამია. სამოსი კი იმიტომ მოგეცი, რომ გჭირდებოდა, მეტი არაფერი... -
დაფიქრებულად თქვა ალ კაბირმა და დადუმდა. ცოტა ხანს აღარაფერი უთქვამს, შემდეგ ნელა თუ
როგორც მომეჩვენა, უფრო ფრთხილად გააგრძელა საუბარი:
- მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე და „გორგისტანზე“ მიამბო. მაინტერესებს რატომ ჰქვია შენს
სამშობლოს „მგლების ქვეყანა“. წინ გრძელი გზაა, დროც საკმარისია მოსაყოლად. ახლა კი უნდა
წავიდეთ. აქ ვეღარ გავჩერდებით.

ალ კაბირმა მხარზე და ფეხზე არტაშანი შემიმოწმა, თავზე ბურნუსი გამისწორა, მაგრამ ამჯერად
შეხებაზე ნებართვა არ უთხოვია. მისი საქციელი მეუცნაურა, თვალი გავახილე და სახეში შევაჩერდი.
მან მხოლოდ თავი დახარა, მანიშნა რომ საუბარი და მკურნალობა დასრულდა და აქლემზე
ამხედრების დრო დადგა. ბედუინმა, უცხო ადგილას ჩამოვარდნილი ფრთამოტეხილი ჩიტივით,
ძალიან ფრთხილად ამიყვანა ხელში და აქლემზე შემსვა.

როგორ არ გავდა ჯადარის გაშლილ ზურგს აქლემის კუზზე უშნოდ წამოჩხირული ვიწრო
უნაგირი... როგორც იქნა მოვეწყე და კეხს ცალი ხელით ჩავეჭიდე. ალ კაბირი ცხოველის მოკეცილ
მუხლს ფეხის წვერით შეეხო... აქლემმა ადგომა დაიწყო... მოულოდნელმა რყევამ ისეთი ძალით
გადამაქანა ჯერ უკან და მერე წინ, რომ მოულოდნელობისაგან შევკივლე. ბედუინმა მეორე აქლემი
შეძახილით წამოაყენა და დაძრა. ორიოდე ნაბიჯის შემდეგ აქლემებს შორის გაბმული, ჩვენი
დამაკავშირებელი თოკი დაიჭიმა და ჩემი აქლემიც ამოძრავდა.

ჯადარი პატრონს გვერდით ამოუდგა და ჩვენი პატარა, ხუთსულიანი ქარავანი ნაჩქარევად


დაადგა თეთრი უდაბნოსკენ მიმავალ უსასრულო გზას.

ბედუინი (ნაწილი XXI მგელი და ლომი)

"ერიდე თავსა მგლისასა! "

სპარსული გამოთქმა

დღემ პირი იქცია და შებინდებამ მწიფე შინდისფერი დაიდო.


ქარავანი ჩამავალი მზისკენ მიიწევდა და ქვიშის ოკეანეში წითლად დაფერილ ბილიკს მიუყვებოდა.

საჰარაში მზე ცოცხალივით კვდებოდა. მთელი დღე გულს სისხლით იმისთვის ივსებდა, რომ
ყოველ საღამოს თავდაუზოგავად და ბოლო წვეთამდე საჰარაში გადმოეღვარა. ჩამავალი მზე,
ცაზე წითელ ნაკაწრებს ტოვებდა, ღრუბლების თავმომწონე სიქათქათეს ალისფერ ცაში ავლებდა,
გარემოს სამგლოვიარო მეწამულ სისხლისფერში ახვევდა და ისე დაადგებოდა ხოლმე თავდაღმა
სავალს დასავლეთისკენ. მისი სიკვდილის წინ, ყოველი საღამო - ღრმა იდუმალებით, არამიწიერი
მისტიურობით, ხელთუქმნელი ღვთაებრივი სილამაზით და საოცარი სიწმინდით ივსებოდა, ნაზად
ლივლივებდა და ყოველ შესუნთქვაზე კამკამებდა და მეც, მეწამული სამყაროს
მოლივლივე სიწმინდის ნაწილი ვხდებოდი.

166
მთელ დედამიწაზე მზე უბრალოდ "ჩადიოდა".
მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე.

ბედუნი ისე მიისწრაფვოდა მზისკენ, თითქოს იქ, მის ნამდვილ სამყაროში გამავალი კარი
ეგულებოდა. ისევ გამიმძაფრდა შეგრძნება რომ ეს უცნაურად მიმზიდველი კაცი, ადამიანი არ იყო
და რაღაც უცანური განგების ნებით ჩამოსულიყო დედამიწაზე. რატომღაც დავიჯერე, რომ
ახლა უკან დასაბრუნებელ გზას ადგა და მოუსვენრობამ შემიპყრო.
თითქოს ჩემი შფოთვა იგრძნო, ჯადარი პატრონს ჩამორჩა, ჩემთან მობრუნდა და დაიფრუტუნა.
თითქოს მამშვიდებდა იმით რომ ეს მხოლოდ „საჰარას ხიბლი“ იყო და სხვა არაფერი.
- „ალ სახრა საჰარა, ალ სახრა საჰარა.“- რამოდენიმეჯერ გავიმეორე გუნებაში, თვალები დავხუჭე
და აქლემის მოძრაობას მივუგდე ყური. დრომადერი თანაბარი და დაუღალავი ნაბიჯით, ტაატით
მიირწეოდა ქვიშის ზღვაში. მისი ტარება მართლაც არ მჭირდებოდა, ჩემი აქლემი, წინმავალს
კვალში მიყვებოდა და თოკი ჩამორჩენის საშუალებას არ აძლევდა. ნელნელა ვეჩვეოდი აქლემზე
ჯდომას.
წუთით წარმოვიდგინე, რომ არავინ მომდევდა, არაფერი მომხდარა და არავითარი განსაცდელი
არ მელოდა, რომ მზის ჩასვლის ჟამს, ოქროს დიუნებს შორის აქლემით მოსეირნე, საჰარას
დროებითი სტუმარი ვიყავი, ჩემი ოცნება სრულდებოდა და ტალღებშეჩერებულ ოქროს ოკეანეში
ვცურავდი. ბედნიერების ღრმა განცდა დამეუფლა და ნანატრმა სიმშვიდემ იმატა...
ჯადარმა ჩემი ცვლილება ისევ იგრძნო, კმაყოფილებით დაიფრუტუნა, ნაბიჯს უმატა და პატრონს
დაუბრუნდა.

განახევრებული მზე სისხლისფრად ენთო.


საიდანაღაც ჩემს გონებაში მუსიკის ჰანგები შემოიჭრნენ, ნელნელა გაძლიერდნენ და მთელი გარემო
მოიცვეს.
მე მომაკვდავი მზის ულამაზესი ჰიმნი მესმოდა...

ქარავანი ჩქარობდა. დაბნელებამდე დიდი მანძილის უკან მოტოვებას ლამობდა და მზის


ნაკვალევს დაუღალავად მიუყვებოდა. წინ მოუსვენარი ჯადარი მიდიოდა, უკან ბედუინი
მისდევდა, მერე მე მივყვებოდი ჩემი აქლემით.
მზემ დასავლეთის გზა ამოლია და სამარეში ჩაესვენა. უდაბნოში მრუმე შეღამება ჩამოწვა.

ბინდმა ფიქრის კარიბჭე დაუბრკოლებლად შეხსნა, მანაც ფრთა გაშალა და ჩუმად მოშრიალდა.
ბედუინის ნაამბობზე დავფიქრდი. დღემდე მხოლოდ აუცილებელი ორიოდ სიტყვას იმეტებდა
ჩემთვის. მეტწილად ხელით მანიშნებდა სათქმელს. თვალს მარიდებდა, სახეში არ მიყურებდა.
ჩემზე უხმოდ ზრუნავდა და ყოველი ქცევით პატივისცემას გამოხატავდა. ვხვდებოდი რომ ლოდის
ჩრდილში ნათქვამი იმ მოულოდნელი სიხარულის ბრალი იყო ცოცხალი რომ მიპოვა. ახლა კი
საკუთარ თავს ვერ პატიობდა მაშინ გამოჩენილ სისუსტეს. ვცდილობდი გამომეცნო,
სინამდვილეში რა მიზანი ჰქონდა მის ნაამბობს და განდობილ ოცნებებს, - სოფელში მომხდარზე
ისევ რომ არ მეფიქრა, თუ ის აწუხებდა - „მას რომ ვეღარ ვხედავდი“.
ვიგრძენი რომ ისიც ამ წუთში იგივეზე ფიქრობდა და შეშინებულმა, რომ ჩემს აზრებს
წაიკითხავდა, - ფიქრი შევწყვიტე.

აცივდა.
ვარსკვლავები აქა-იქ ჭიატებდნენ, მაგრამ მთვარის ამოსვლამდე ჯერ კიდევ იყო დრო. ბედუინმა
აქლემები დააჩოქა. ხურჯინიდან ამოღებული ფარდაგი ქვიშაზე გაშალა და უნაგირიდან ფრთხილად
გადმომსვა. მოძრაობაზე მძაფრმა ტკივილმა შემახსენა თავი. დაჩოქილ აქლემს ზურგით
მივეყრდენი. თხის ბეწვის ბედუინური მოსასხამი ნატკენ მხართან ჩავიკეცე და მყუდრო სითბოში

167
გავეხვიე.

ალ კაბირმა ხანჯალი იმარჯვა და ქვიშაში ორმო ამოიღო. შიგ ნახშირი ჩაალაგა, გააღვივა,
სპილენძის თასი დაადგა და ზედ წყალი შემოდგა. ქვიშაში გაჭრილ „ღუმელს“ ზემოდან თასი ეხურა
და ალი არ ჩანდა.

საჰარში ჩამოწოლილი ბინდი არაფერს დაურღვევია.


ჩუმად ვსვამდი პიტნის და ლიმონის სურნელოვან ნაყენს, ლითონის ტოლჩაზე ხელებს ვითბობდი
და ვუსმენდი როგორ ხალისიანად ახრამუნებდა ჯადარი ანაბსიის ვარსკვლავა ფოთლებს.

- მთვარის ამოსვლამდე შეგიძლია დაიძინო. - მომესმა თბილი, ალერსიანი დაბალი ხმა.


- მერე მდევარი?
- მე ფხიზლად ვიქნები. ახლა არ გაძალებ, მაგრამ ხვალ რამე უნდა ჭამო. - მშვიდად თქვა ალ
კაბირმა.
- ალ კაბირ... დიდი მადლობა, ყველაფრისთვის... - ბედუინი მობრუნდა და დამაცქერდა, ბინდის
მიუხედავად თვალებში გამკრთალი ნაპერწკალი მაინც შევნიშნე. მან თავი დახარა, მარჯვენა ხელი
ჯერ გულზე მიიდო, შემდეგ პირზე და შუბლზე, ფეხზე წამოდგა და ცხენს მოეფერა.
- ალ კაბირ, რას ნიშნავს ეგ ნიშანი?!
- რომ შენს მიმართ ჩემი გული სუფთაა, სიტყვები რომელიც ჩემი პირიდან ამოდის და გეუბნები
- სიმართლე, ხოლო აზრები რაც შენს მიმართ მაქვს - წმინდა. ეს პატივისცემა და მოწიწებაა.
- საოცარი ნიშანი ყოფილა...ლამაზი...
- ესე იგი შენს ქვეყანას გორგისტანი ქვია. სპარსულ ენციკლოპედიაში წერია რომ ძველი
გადმოცემით შენი ხალხი, - ომებში მგელივით სასტიკი, მამაცი, ამტანი და გონიერი
ყოფილა... კაიროში ერთ მოედანზე მუჰამედ ლაზ-ოღლის ძეგლი დგას. როცა ვნახე, - მისი
ვინაობით დავინტერესდი. თურმე ეგვიპტის დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავად
იბრძოდა და მადლიერმა ხალხმა ძეგლი აუგო. მისი ამბის ძიებაში უფრო საინტერესო ცნობებს
გადავაწყდი ეგვიპტის სულთნის, ალი ბეი ალ კაბირის შესახებ, რომელიც დიდი რეფორმატორის
სახელით შევიდა ისტორიაში, ოსმანთა უძლეველ იმპერიას ეგვიპტე წაგლიჯა, გააერთიანა,
შემოუერთა ხიჯაზი, მექა და მედინა, აიღო დამასკი და ეგვიპტის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა
გამოაცხადა. მათი სამშობლო გორგისტანი იყო, ხომ ასეა?
- ასეა...
- შენი ხალხის ყველაზე მთავარ ზღაპარზე რამე მიამბე.- ბედუინი შორიახლოს ფეხმორთხმული
დაჯდა, ბურნუსი სახიდან მოიშორა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და მოსასმენად მოემზადა.

მისმა ნათქვამმა დამაბნია, მეგონა სულ სხვა რამეს მკითხავდა, მან კი რატომღაც ზღაპარი აირჩია...
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ სათქმელი შევარჩიე, არაბული სიტყვების მთელი მარაგი მოვიკრიბე და
ნელნელა ავლაპარაკდი:

- ჩემს ხალხს პატარა, მაგრამ ყველაზე ლამაზი მიწა-წყალი ერგო სამშობლოდ. მის დასაცავად
უხსოვარი დროიდან გამუდმებით ომობდა, დამპყრობელს იგერიებდა, მონობას და ძალმომრეობას
ვერ ეგუებოდა, ჯანყდებოდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. რიცხვით მცირე ჩემს ხალხს, ხშირი
ომების გამო არ ეცალა ისეთი გრძელი და ლამაზი ზღაპრის შესაქმნელად, როგორიც არაბული
"ათასერთი ღამეა"... მაგრამ ჩვენში ძველთაგანვე არსებობს ერთი თქმულება, რომელიც ძალიან
მიყვარს...

ეს ამბავი ადამიანის და ქალღმერთის ვაჟზე, გმირთაგმირ ამირანზეა, რომელიც თვით ღმერთმა


მონათლა. ღვთაებრივი წარმოშობას ნიშნად, მას დაბადებიდანვე შუბლზე მზე და მთვარე
უნათებდა. მზე - ნიშნავს ოქროს, ანუ ლომს, ხოლო მთვარე - ვერცხლს, ანუ მგელს. ერთ ადამიანში,

168
ამირანში, მოცემულია ოქროს და ვერცხლის სინთეზი - რაც სრულყოფილებას და ძლიერებას
ნიშნავს ისევე, როგორც ეგვიპტური ღმერთი ჰორია ერთდროულად სრულყოფილების და
ძლიერება, რადგან მისი მარჯვენა თვალი მზეს განასახიერებს, ხოლო მარცხენა მთვარეს. * თვალი
მზისა და მთვარის სიმბოლოა.

- რა დაემართა ამ გმირს იმ ზღაპარში?


- მან მზე გადაარჩინა და კაცობრიობას დღის ნათელი და სითბო დაუბრუნა. მრავალი გმირობის
ჩადენის შემდეგ, ღმერთთან შებრძოლება გადაწყვიტა, ამისთვის ღმერთმა დასაჯა და მაღალი მთის
გამოქვაბულში, - კლდეზე ჯაჭვით მიაბა. თქმულების მიხედვით, მის ღვიძლს მუდმივად არწივი
ძიძგნის, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკვით ადნობს და გაწყვეტას ცდილობს. მაგრამ ყოველ
წელიწადს, როცა ჯაჭვი გაწყვეტის პირზეა, ღმერთის მიჩენილი მჭედლები ერთ
დღეს, ერთდროულად დაჰკრავენ ხოლმე უროს სამჭედლო ქვას და ჯაჭვი მაგიურად
მთელდება. თქმულების მიხედვით, შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის
დანახვა შეიძლება...

- უცნაურია...
- ბავშვობაში, სწორედ ამ თქმულებიდან გავიგე პირველად არაბების შესახებ. გმირი
ამირანი საცოლეს, ცის და ღრუბლების მეუფის ქალიშვილს ზეციდან იტაცებს, ქალი ეუბნება
რომ მამის ციური მხედრები, არაბები, თავიანთ უსწრაფეს ცხენებზე შესხდებიან, მალე დაგეწევიან
და ცხარე ომს გაგიჩაღებენო.

- ესე იგი სწრაფ ბედაურებზე ამხედრებული არაბები და ომი - ქალის გამო ხომ ? მას აქეთ ბევრი
არაფერი შეცვლილა... - გულიანად გაიღიმა ალ კაბირმა,
- კიდევ რას მეტყვი არაბებზე ?
-ჩემს ქვეყანაში არაბები ოთხას წელიწადს ბატონობდნენ, მაგრამ ვერც ხალხი გატეხეს და ვერც
ქრისტიანობაზე ათქმევინეს უარი. ჩემი პატარა, ძალიან ლამაზი და ამაყი ქვეყანა, უხსოვარი
დროიდან არსებობს და მუდმივად იბრძვის გადარჩენისთვის. მისალმებად ჩვენში - გამარჯვებას
უსურვებენ ერთმანეთს, ხოლო გამოსალმებად - მშვიდობას.

- მეომარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხი - ღმერთთან მებრძოლი გმირით, რომელიც


ღმერთმა დასაჯა და მაინც არ კვდება. შვიდ წელიწადში ერთხელ, იმის დანახვაც შეიძლება
რომ დღემდე ცოცხალია... მართლაც ღვთიური სასჯელია... ნამდვილად საკვირველი ზღაპარია
და თანაც, დღემდე გრძელდება... - ბედუინი ჯერ დაფიქრდა, შემდეგ კი მოულოდნელად მკითხა:

- რა ქვია იმ მთას, სადაც ღმერთმა თქვენი გმირი ჯაჭვით მიაბა?


შეკითხვამ გამაკვირვა, ყველაფერს ველოდი ამ კითხვის გარდა...
- ჩემს ქვეყანას ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთაგრეხილი აკრავს, მისგან უამრავი მდინარე
მოედინება და მთების გულიდან ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ჩემი ხალხი უძველესი დროიდან
მდინარეებში ცხვრის ტყავით ოქროს აგროვებს, ოქრომოსილი ცხვრის ტყავი ჩემი ქვეყნის
სიმბოლოა. კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, დღემდე მისტიური იდუმალებით მოცული ხვამლის
მაღალი კლდოვანი მთაა, თქმულების მიხედვით გმირი ამირანი ამ მთის გამოქვაბულშია
მიჯაჭვული.

- ამ გმირის ამბავი თქვენი ხალხის ცხოვრებაში როგორ აისახა?


ისევ გამაოცა მისმა შეკითხვამ, აზრის ზუსტმა მიმართულებამ...ნათქვამის
სიმოკლემ. კითხვასავით ღირსეული პასუხისთვის ისევ დავფიქრდი...

- ჩემს ქვეყანას ათასხუთასი წლის წინ ერთი მეფე, თქვენებურად ამირა ჰყოლია. დიდი მეომარი

169
ყოფილა, ისევე როგორც თქვენი სალადინი...სამშობლოში მტერი არ გაუჭაჭანებია, ხმლით ხელში
დაულაშქრავს სპარსეთი და ინდოეთი. თურმე მის საბრძოლო ქუდს მგლის თავის და ლომის
გამოსახულება ამშვენებდა. როცა ბრძოლაში მის მუზარადს ხედავდნენ, სპარსელები ბრძოლის
ველიდან გარბოდნენ და ყვიროდნენ "დუ რაზ გორგარსლან"!... ამ მეფის დაარსებულია თბილისი,
ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ.

- "დუ რაზ გორგარსლან", - ერიდეთ თავსა მგლისასა... ამირას რა ბედი ეწია?


- ღალატით მოკლეს. ვიღაც გველისთვალება კაცმა მოწამლული ისრით იღლიაში დაჭრა, ამ
ადგილს ჯაჭვის პერანგი ვერ ფარავდა...მეფემ ისარი ვერ ამოიღო, მაგრამ ბრძოლის ველი არ
მიატოვა... მთელი დღე იბრძოდა, ღამით უფალს მიებარა და უკვდავებაში შეაბიჯა.

ჩემს ნათქვამს კითხვა აღარ მოჰყოლია. ალ კაბირი დუმდა და ფიქრობდა, ჩემი მზერის
გავლით ჩემი ნაამბობის წარმოდგენას ცდილობდა და თვალმოუცილებლად მიცქერდა.
- ახლა ბევრი რამ გასაგებია... დაისვენე ნი'ლნა და მშვიდად იყავი....- თქვა ცოტა ხნის შემდეგ,
ფეხზე ადგა, ცხენს მოეფერა და ფიქრისგან გამორკვეულივით მითხრა:
- ისე არაფერი კურნავს უცხოობაში ადამიანის სულს, - როგორც სამშობლოზე საუბარი!-
ბედუინმა სახეზე ბურნუსი აიფარა, ჯადარი აიყოლია და ღამეს შეერია.

ჩემმა ნაამბობმა ჩემზეც იმოქმედა. ქვეყნის დასალიერიდან სულ სხვაგვარად მეტკინა ჩემი
ქვეყნის ზღაპარი და გმირი მეფის ამბავი. კარგა ხანს ვებრძოდი ძილს, დაძინებისაც მეშინოდა,
სიზმრისაც და გაღვიძებისაც.
უდაბნოში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მხედველობა დავძაბე და როგორც იქნა შორიახლოს ბედუინის
სილუეტი შევნიშნე. ჩემსკენ ზურგშექცეულად, ფეხმორთხმით გაუნძრევლად იჯდა და
აღმოსავლეთს შესცქეროდა. საჰარას უსმენდა. მას ის მცირედი ჩქამიც კი ესმოდა, რაც ჩემთვის
მიუწვდომელი იყო. ჯადარის სიახლოვეს მხოლოდ სხეულით ვგრძნობდი. სიბნელეში ისე
გამდნარიყო რომ შემჩნევა შეუძლებელი იყო.

კუნაპეტი ღამე ჩამოწვა. თვალი გავახილე - სიბნელემ ამომივსო მზერა, დავხუჭე და სიბნელეში
ვიძირებოდი. სულ ერთი იყო თვალგახელილი ვიქნებოდი თუ თვალდახუჭული, მაინც
სიბნელით ვიყავი სავსე. იმდენჯერ დავხუჭე და გავახილე თვალი რომ უკვე
ვეღარ ვხვდებოდი გახელილი მქონდა თუ არა და ვერც კი გავიგე როგორ წამიღო ძილმა.

მესიზმრა, თითქოს მე და ბედუინს ჯადარი ცაზე მიგვაქროლებდა. საშინელი ქარაშოტი და


დელგმა ტრიალებდა, მეხი ზეცას ელვის დატეხილი ისრებით გულღვიძლს უგლეჯდა... ზურგს უკან
ჰილალე მოგვკიოდა. არაბულ ბედაურებზე ამხედრებული ტუარეგები ფეხდაფეხ მოგვდევდნენ.
ჯადარს მარჯვენა მხარეს ლომი ამოსდგომოდა, მარცხნივ - მგელი. ცხოველები ბედუინის ბრძანებას
უხმოდ ემორჩილებოდნენ, მის ნიშანს ელოდნენ და სისხლიანი ბრძოლის მოლოდინში ავად
იღრინებოდნენ. მათი წვეტიანი თეთრი ეშვები მთვარესავით ელავდნენ. ბედუინს ბრინჯაოს
მუზარადი ეხურა, რომელზეც ოქროს მზე და ვერცხლის მთვარე კაშკაშებდა...მიწიდან ხმა
შემომესმა, უამრავი ბედუინი ერთად შეყრილიყო, მიწაზე მუხლი მოერთხათ და მაღლა
ხელაპყრობილები მზისა და მთვარის სადიდებელს აღავლენდნენ. მათი მოგუგუნე ლოცვა ბნელით
მოცულ მიწას და ზეცას აზანზარებდა "გაც და გაიმ! გაც და გაიმ!" -ჭექდა და გრგვინავდა მათი
შეძახილი. გრიალში ზათქი პირდაპირ ჩემს ყურთან გავიგონე და გამეღვიძა.

შეშინებული წამოვჯექი და უდაბნოს გავხედე. გარშემო დამაშვიდებელი სიჩუმე და თეთრი


ნათელი იდგა. ახალამოსული მთვარე ქათქათებდა. მისი შუქით ისე იყო
ყველაფერი გაჩირაღდნებული რომ ქვიშის უმცირეს მარცვალსაც კარგად ვარჩევდი. აღარც
სპილენძის თასი ჩანდა და აღარც ნაღვერდლიანი ორმო.

170
ალ კაბირი ჩემსკენ ზურგით იდგა და პერანგს იცვლიდა. მარცხენა ბეჭზე იმ ნაიარევს შევასწარი
თვალი, ჩემმა ამოღებულმა ტყვიამ რომ დაუტოვა, მაგრამ მარჯვენაზე რაღაც ისეთი შევნიშნე, რაც
ძალიან მეცნაურა და კარგად დავაკვირდი...

წინათგრძნობამ თავიდან ფეხებამდე ალესილი ხმალივით ისე გამიარა, თითქოს შუაზე გამჭრა
და სხეულში შემოჭრილმა საზარელმა სიცივემ გამაქვავა. არც თვალს არ ვუჯერებდი, არც
იმას, რომ საშინელი სიზმარი დასრულდა და ახლა ცხადში ვუცქერდი სიზმარში ნანახს.
ალ კაბირის მარჯვენა ბეჭზე, ნახტომისთვის მომზადებული მძვინვარე ლომის
გამოსახულება წრედ იყო შეკრული, წრიდან კი ხახადაღებული მგლის დაღრენილი თავი
მიმზერდა...

თვალი დავხუჭე. გონების მოკრება მინდოდა. მთელი სხეულით ვგრძნობდი რომ


სიზმარი, ნამდვილად რაღაც დაუმცდარს მოასწავებდა. კოშმარიდან ვერაფრით გამოვდიოდი,
ტუარეგების საბრძოლო ყიჟინა, ლომის ღრიალი და მგლის ღრენა, დელგმის გრუხუნი, გრიალი და
ლოცვის ხმა ერთმანეთში არეულიყო და ერთდროულად მესმოდა. ჩემს გონებაში ყველაფერი აირია
აზრიალდა და წაღმა-უკუღმა დატრიალდა. თავბრუ დასხმული ერთიანად შევიკუმშე, მუხლები
შუბლთან მივიტანე, ზედ ხელი შემოვიხვიე და თვალები მაგრად დავხუჭე.

ჯადარი თავზე დამადგა და აფრუტუნდა. ბედაური მართლაც უტყუარად გრძნობდა ჩემი


ხასიათის ცვლილებას. შეშინებულმა გაჭირვებით გავახილე თვალი. გასამგზავრებლად ყველაფერი
მზად იყო. ალ კაბირის აქლემი ფეხზე იდგა. მხოლოდ ჩემი აქლემი იყო დაჩოქილი და მელოდა...

ქარავანი სწრაფად, გაშლილი ნაბიჯით დაიძრა და მთვარის ბილიკს დაადგა.

მე ისევ სიზმარსა და ცხადს შორის ვიყავი. ჩემს გონებაში უცბად ყველაფერი შებრუნდა და ისევ
სიზმრად იქცა. მესიზმრებოდა, რომ მე ახლა, თბილისში, ჩემს სახლში მეძინა და ყველაფერს, თვით
ამ წუთსაც კი სიზმარში ვხედავდი. ეს მთვარე, ვარსკვლავები, ეს უდაბნო, აქლემები, არაბული
ბედაური და მისი პატრონი - მხოლოდ სიზმარი იყო... მგელი, ლომი და ჩემი დაუღალავი მდევარი
კი - სიზმრის სიზმარი. გაღვიძება მინდოდა, მაგრამ მეშინოდა რომ უდაბნოში გამეღვიძებოდა,
კიდევ იყო ერთი მიზეზი, - ქვეცნობიერად ვგრძნობდი რომ მხოლოდ ამ სიზმარში იყო ის, რაც
ცხადში ჩემთან აღარასოდეს დაბრუნდებოდა.

გათენებამდე უტყვად, უბრად და შეუჩერებლად ვიარეთ.


მზის ამოსვლას ჩვენი ქარვანი ზურგშექცეული შეხვდა. თითქოს მზეს გავებუტეთ, სახეს არცერთი არ
ვუჩვენებდით და ჩვენს გზას ვადექით. გარშემო ყველაფერი ბრწყინავდა. ოქროს დიუნები - კისერზე
დაკიდებული პაწია ჩრდილებით ძველებურად იღიმებოდნენ, ულურჯეს ცას ღრუბლის თეთრი
ფთილები ისე მოსდებოდა, თითქოს ქათქათა მარგალიტები ბღუჯად ჰქონდა მიყრილი.

მზემ ამოწია თუ არა, მირაჟი ალიცლიცდა. მიწამ და ცამ ადგილი ინაცვლეს. ჩვენი ქარავანი
თავდაღმა დაეკიდა და ზეცად ქცეულ მიწაზე მიაბიჯებდა. ქვიშის დიუნები ოქროს ღრუბლებად
ეგებოდნენ აქლემებს ფეხქვეშ. მიწად ქცეული ცა უნაპიროდ გაშლილიყო და ცისფრად კამკამებდა.
ვუცქერდი ამოყირავებულად მიმავალ საკუთარ თავს და ჩემს აქლემს, რომელიც
კისერწაგრძელებული და თავაწეული, ერთმანეთს უნაცვლებდა მაღალ და წვრილ ფეხებს. ცოტა
ხანში მირაჟები აიშალნენ და საჰარას ჯერ თხელი ნისლის ნაზი საბურველი მოედო, მერე კი ცისკენ
აიკრიფა და ცისარტყელად გადაიჭიმა.

გაგონილი მქონდა, რომ ცისარტყელას ქვეშ გავლა ბედნიერების მომტანი იყო. მას მერე, სულ
ვცდილობდი დამეჭირა ცისარტყელა და მის ქვეშ გამევლო, მაგრამ არასოდეს გამომდიოდა. ახლა კი

171
ჩვენ, ისე უბრალოდ გავიარეთ მის ქვეშ, თითქოს წლობით არ მედევნოს ამ აუხდენელი
ოცნებისთვის.

ცაზე მართლაც უცნაური რამ ხდებოდა. მზესთან ერთად მთვარეც ჩანდა, მათ შორის კი
ცისარტყელას ქამარი გიზგიზებდა. გუმანი მეუბნებოდა რომ მირაჟი, ეს მთვარიან-მზიანი ცა და
წუხელ ნანახი, - რაღაც უხილავ კავშირში იყო ჩემს სიზმართან.
უფრო და უფრო ვშფოთავდი, მოსვენება თანდათან მეკარგებოდა, ხან ბედუინის მარჯვენა ბეჭს
მივჩერებოდი მონუსხულივით, ხან უკან ვიყურებოდი - დარწმუნებული იმაში, რომ სადაცაა
არაბულებზე ამხედრებული ტუარეგები გამოჩნდებოდნენ.

აქლემებს შორის მანძილიც და გაბმული თოკიც გრძელი მეჩვენა, ჩემს აქლემს გავუთამამდი,
ქუსლებით ფერდებზე შევეხე და ბედუინს დავეწიე. ალ კაბირმა მოიხედა და გამბედაობა თავის
დაქნევით მომიწონა, მანიშნა ცხვირპირი დამეფარა და აქლემს ქუსლი ჰკრა. ჩემი დრომადერი ისე
უცბად გაჭენდა, - შეშინებაც ვერ მოვასწარი, მაგრამ ცოტა ხანში ცხოველის მოძრაობას ავყევი და
რწევა - ცურვად იქცა.

მე და ალ კაბირი მხარდამხარ სწრაფად ვკეცავდით გზას. ჯადარი ხალისობდა, ცმუკავდა, თამაშ -


თამაშით ჩვენს წინ მიგელავდა და თავის თვალუწვდენელ სტიქიაში თავისუფლად
დანავარდობდა.

ვიგრძენი რომ უდაბნოს უკვე მივჩვევოდი და საჰარას უხსოვარი დროის ბინადარივით, ახლა მეც,
აქლემით მივქროდი ოქროს დიუნებზე უშორესი ჰორიზონტების დასაჭერად.

ბედუინი (ნაწილი XXII ფენეკი)

" შენ ხარ მაღალი, ჩუმი და...


სხვისი.
და მე მეშლები მშობლიურ
ცაში.
ჩემს ნაფეხურებს, მე კარგად
ვიცი,
ქვიშაში ცხელი სამუმი
წაშლის.
მე დამეღალა თვალები ცქერით
და დავიღალე, - რად არ
იცვლები...
რატომ ხარ ასე თეთრი და
ცხელი,
უფრო კეთილიც - ხომ
შეიძლები? "

ტარიელ ჭანტურია

172
ცხელი შუადღე შუბისტარზე შემოჯდა და სულისშემხუთავად დაცხა. მზე ზენიტზე იწევდა. ჩვენი
თავწაკვეთილი ჩრდილები მოკლდებოდნენ, მაჯლაჯუნებივით მორბოდნენ და ფეხებში
გვებლანდებოდნენ.

ალ კაბირმა ჩრდილოეთს დაკვირვებით გახედა და ქარავანი შეაჩერა. კარგა ხანს გარინდული


იდგა და ჰაერს ყნოსავდა. აქლემის დაჩოქება მანიშნა და თვითონაც სწრაფად
ჩამოქვეითდა. ჭენებით დაღლილ აქლემებს დასვენება მართლაც ჭირდებოდათ. მეც ძლივს
ვიმაგრებდი თავს უნაგირზე. რაც ტუარეგებს თავი დავაღწიეთ, ალ კაბირს ერთი წუთითაც არ
უძინია, თუმცა მის მოძრაობაში დაღლის ნიშანწყალიც არ იყო. მხოლოდ თვალებზე ემჩნეოდა
უძილობის და ჩუმი ნერვიულობის კვალი. მისი ნათელი მზერიდან ახლა ბინდთან შერეული
სიჯიუტე მკაცრად ჟონავდა. შეკრული შუბლი უგუნებობაზე მეტყველებდა. წუხანდელი ცხად-
სიზმარით დაზაფრულს, არც მე მქონდა საუბრის სურვილი.

მხოლოდ ჯადარი იყო ანცობის ხასიათზე. არც დაღლა არ ეტყობოდა და არც უხასიათობა.
იმედიანად იდგა და პატრონს კისერმოღერებული შესცქეროდა. ქალის თმასავით ნაზი
და მუხლამდე ჩამოშლილი ფაფარი ქვიშის მტვრით ჰქონდა დაფარული. რაკი იგრძნო რომ
ვჩერდებოდით სხეული ფრთხილად შეიბერტყა და პატრონს ფრუტუნით მიუახლოვდა. ალ
კაბირმაც ანაბსიები მისცა და შუბლზე მოეფერა.

დიდი წვალებით, მაგრამ თვითონ, ბეუდინის დაუხმარებლად დავაჩოქე ჩემი აქლემი. ჯანმრთელ
ფეხს დავეყრდენი და უნაგირიდან გადმოვძვერი.

აუტანლად მცხელოდა, შეხვეული ფეხი და მხარი საშინლად მექავებოდა. მარილიანი ოფლით


დახეთქილი ტუჩები აუტანლად მწიწკინდა. საშინლად მინდოდა სახვევების შემეხსნა და ალ
კაბირისკენ გავაპარე თვალი. აქლემების მოვლით გართულ ბედუინს ჩემსკენ არც მოუხედავს. ნელა
შევიხსენი სახვევი. შესიება დამცხრალიყო, ფეხი „თავისთავს“ დამსგავსებოდა,
მაგრამ სისხლჩქაცევებისგან კოჭთან საშინლად იყო ჩაშავებული. ტკივილით აღარ მტკიოდა მაგრამ
მასზე დაყრდნობას ვერ ვბედავდი. ჯანსაღი სხეული ველურ ბუნებაში გადარჩენის მთავარი შანსი
იყო, მე კი ფეხიც დაზიანებული მქონდა და მხარიც. რამე რომ მომხდარიყო და უდაბნოში მარტო
დავრჩენილიყავი, ამ მდგომარეობაში ორ დღესაც ვერ გავატანდი ცოცხალი. ჩემმა უმწეობამ
გამაბრაზა, ჩაშავებულ სახსარს თვალი ავარიდე და ცას შევაჩერდი.

თეთრი და ცხელი ციდან ავისმომასწავებელი სიჩუმე მოედინებოდა. ჩრდილოეთიდან ყვითელი


ღრუბელი მოიწევდა. მიწა და ჰაერი სიყვითლით იყო გაჟღენთილი. თითქოს ბუნება ავადმყოფობდა
და ყვითელ ცხელებას ნელნელა ეძლეოდა. აქა იქა მოდებული, გადამხმარი ბუწკვეტა ბუწკნარი
უსიამოდ ეგებებოდა უდაბნოს ცხელ ნიავს. ჰაერი ნელნელა ყვითლდებოდა. ახლა ცაც თეთრ-
ყვითელი იყო და უდაბნოც, ჰორიზონტის გამყოფი ხაზი გაქრა. ზღვარი წაიშალა. ცა და
დედამიწა ერთმანეთს შეერწყა და ერთ სხეულად იქცა. გარემო ისე გაყვითლდა, თითქოს ვან გოგის
პალიტრიდან „მისი ყვითელი“ იღვრებოდა და ყველაფერს ღებავდა.

ბედუინმა აქლემებს უნაგირები მოხსნა და მიუშვა. ისინიც ტაატით მიადგნენ გადამხმარი


ბალახის ღეროებს და უგემურად დაუწყეს წიწკნა.

ალ კაბირმა აქლემზე აკიდებული ბარგიდან თექის დახვეული ფარდაგები ამოალაგა, მხარზე


თოკები გადაიკიდა, ქვიშის ოკეანეში კუნძულივით შემაღლებული ადგილი ამოარჩია, მოკლე-
ტარიანი ბარი აიღო, ხელში მსუბუქად შეატრიალა და ორმოების ამოღება დაიწყო. ჩემდა
გასაოცრად, დიდი ჩარდახის მოწყობას აპირებდა. ტარს ბოლო მოხსნა, წვეტიანი ხიშტი გაუშიშვლა,
ერთიმეორის მიყოლებით ორმოებში ჩაასო და წრეზე მოატარა და ჩარდახის აწყობას შეუდგა.

173
ქვიშაში ჩარჭობილი ბარი ისე ჰგავდა ბავშვის სათამაშოს, ვერც კი მიხვდებოდი რომ ნამდვილი
იყო. მისმა დანახვამ ისტორიის გაკვეთილი გამახსენა. ირმა სურგულაძე, ჩვენი საამაყო და
თბილისში ცნობილი ისტორიის მასწავლებელი იმ დღეს იულიუს კეისარზე გვიამბობდა. იმ დღეს
პირველად გავიგე, რომ დიდ კეისარს სწორედ ამ პატარა რკინის ნაჭერმა მოუტანა
მხედართმთავრული დიდება. მისი მითითებით ეს იარაღი სანგრების მოსაწყობად,
ალყაშემორტყმული ციხესიმაგრეების საძირკვლებში გვირაბების გასათხრელად, ბრძოლის ველზე
ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების ხელდახელ მოსანგრევად და შესანიღბად
გამოიყენებოდა. საველე პირობებში მოხერხებული და გამძლე ჭურჭელი იყო საკვების
გასაცხელებლად და ხორცის შესაწვავად, ხოლო ხელჩართულ ბრძოლაში - ისეთი მრისხანე ცივი
იარაღი, რომ მისი ერთი მოქნევით კაცის შუაზე გაპობა შეიძლებოდა. ეს ნივთი, ომებში ცოცხალი
ძალის შენარჩუნების საშუალებად იქცა და სერიოზული კვალი დატოვა სამხედრო ხელოვნებაში.
დრო თანდათან ხვეწდა. ხან ლითონი იცვლებოდა, ხან ტარის სიგრძე, ახალ-ახალი ფუნქცია
ემატებოდა, მისი დაკეცვაც შესაძლებელი გახდა, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული, სამარადჟამოდ
დამკვიდრდა სამხედრო შეიარაღების მსოფლიო არსენალში.

"უწყინარ" იარაღს თვალი ავარიდე და ალ კაბირს გავხედე. ისევ მომტაცა თვალი იდეალურად
გათვლილმა თითოეულმა მოქმედებამ, არცერთი ზედმეტი ნაბიჯი, არანაირი დაბნეულობა,
ძველებურად ზუსტი და მოზომილი მოძრაობა.

- „მშვენიერი მოცეკვავე იქნებოდა, იდეალური“, - გავიფიქრე და გაკვირვებული მივაჩერდი.

ბედუინი ჩარდახის გამართვას ჩქარობდა. კარგად მოთელილი თხელი, შავი თექის რგოლები
ერთმანეთის მიყოლებით მიწაზე მიგორავდნენ და სწრაფად შლიდნენ კალთებს. ცოტა ხანში ჩემს
თვალწინ ალუმინის მსუბუქ და მტკიცე საყრდენებზე თოკებით დაჭიმული ბედუინური შავი
კარავი გაჩნდა და ალ კაბირმა „ჭერს“ შუასაყრდენი შეუდგა. კარავს სამხრეთის კალთა თავისუფლად
ეკიდა, ჩრილოეთისკენ კი „ჭერი“ პირდაპირ მიწაზე ჩამოდიოდა და სამაგრებზე მაგრად იყო
მიბმული.

ალ კაბირს არ ეამა მოხსნილი სახვევი, ჩემს ჩაშავებულ ფეხს დააცქერდა და კარვისკენ უსიტყვოდ
მანიშნა. გაღვივებულ ნაღვერდლებზე ჩემს მიერ „შერისხული“ ბარი პირაღმა, ტაფასავით დადო და
ზედ თეთრი სითხით სავსე ლითონის ტოლჩა შემოდგა.

კარავი ტიხრით ორად იყო გაყოფილი. თექა ისე მჭირდოდ იყო მოთელილი, რომ სინათლე არ
ატანდა. "არწივის" გამოქვაბულის შემდეგ „ჭერქვეშ“ აღარ ვყოფილვარ და სიმყუდროვის და
დაცულობის შეგრძნებამ სიმშვიდე მომგვარა.

- ნილნა, ამინდი ფუჭდება. მგზავრობა შეუძლებელი გახდება. ჩრდილოეთიდან ყვითელი ქარი


წამოვა და ქვიშიან წვიმას მოიტანს. გარეთ ნუ გამოხვალ. კარავი წყალს არ ატარებს, ვერც ქარი
შემოატანს, არც ქვიშის ნაყარი შეგაწუხებს. მოსასხამი მოიხვიე და სხეულის თანაბარ
ტემპერატურას შეინარჩუნებ. შესასვლელს თექა ჩამოაფარე და საყრდენზე თოკით დაამაგრე აი ასე.-
მიჩვენა როგორც უნდა დამემაგრებინა თოკი.
- მდევარი?
- ქვიშიანი ქარი ყველაფერს წალეკავს. ტუარეგებს ყვითელი წვიმის ეშინიათ და ამ დროს დიდ
რიტუალს აწყობენ.
- მაშინ... იქნებ დაიძინო. დიდი ხანია არ გიძინია .... ახლა მე ვიფხიზლებ.
- კარვიდან თუ არ გახვალ, დავიძინებ. საჰარაში წვიმა ძალიან საშიშია. ღვარცოფი რომ მოვარდეს,
შეიძლება შველა ვერ მოვასწრო და ორივე დავიღუპებით.

174
- არ გავალ, გპირდები.
- ხანდახან ხელებით მიწას მოუსმინე.
- ეგ როგორ?
- ქარის ხმაურში სხვა ხმას ვერ გაიგონებ. ამიტომ ხელისგულები მიწას დაადე. ასიოდე ნაბიჯის
მანძილზე თუ ვინმე მოგვიახლოვდება ვიბრაციას იგრძნობ და გამაღვიძე. ცხელი რძე უნდა
დალიო, სიცხით და ქარ-წვიმით გამოწვეულ ტემპერატურის რყევას აგატანინებს.
- რძე... საიდან?
- აქლემის რძეა, ძალიან მარგებელია. სხეულში წყალს და სითბოს ინარჩუნებს, ბევრ დაავადებას
კურნავს, უამრავ ფერმენტს შეიცავს, იმუნიტეტს აძლიერებს და კიბოსაც არჩენს თუ ყოველდღე
გარკვეული დოზით მიიღებს ავადმყოფი.
- არც შენ მიირთმევდი ნაირ-ნაირს ყოველდღე.
- მე მიჩვეული ვარ აქაურ ჰავას და საკვებს. შენთვის მძიმეა საჰარას კლიმატი. აქამდე ცოცხალი
რომ ხარ საკვირველია. ახლა ქარი ამოვარდება და მზად უნდა დავხვდეთ. დასიცხული ხარ, ქარ-
წვიმა შვებას მოგგვრის, მაგრამ მოსასხამი არ მოიხსნა. არ გაცივდე და ავად არ გახდე და ფეხიც ისევ
უნდა შეიხვიო. როგორც კი ქარი ჩადგება, ისევ გზას დავადგებით.
თავის დაქნევით უსიტყვოდ დავეთანხმე.

ალ კაბირმა "თავის ნახევარში" ჯერ ბარგი შეიტანა, მერე აქლემები შეიყვანა, ჯადარს ჩემს
მხარეს, „ტიხართან“ მიუჩინა ადგილი და თექის „კარი“ სამაგრებზე დაამაგრა. ჯადარის ფრუტუნზე
მივხვდი, რომ თვითონ ცხოველებს შორის მოთავსდა და აქლემს ზურგით მიეყრდნო.

რძეს მკვეთრი გემო ჰქონდა და მოყვითალო ფერი დაჰკრავდა. მეჯავრებოდა რძე. სულ იძულების
წესით მასმევდნენ და ახლაც ძალისძალად ვსვამდი. მაინც ვერ მივიყვანე ბოლომდე. გვარიანი წილი
ჩავტოვე და ლითონის ჭიქა კარვის კუთხეში მივწიე.

ქარმა წამოუბერა და მხუთავი სიცხე ისე უცბად გამომაცალა სხეულიდან რომ ერთბაშად შემცივდა.
კარვის კალთა მაგრად დავაბი, მოსასხამში გავეხვიე, წვიმის მოლოდინში, ჯადართან ახლოს,
ტიხართან გვერდულად მივწექი და გაშლილი ხელისგული მიწას დავადე.

ჩრდილოეთის ქარი ნელნელა ძლიერდებოდა, ღმუილს უმატებდა და უდაბნოდან ახვეტილ ქვიშას


დაუნდობლად გვაყრიდა. კარვის კალთა ჩრდილოეთიდან ისე გამაგრდა, თითქოს ქვიშა კი
არა, ტონა ბეტონი მოაყარეს გარედან. ქარი გაუჩერებლად გრიალებდა. ღმუილში, -
ყმუილი, გამყინავი კივილი და სტვენა გაურია. წამით მეგონა, ჯოჯოხეთის კარი გაიღო
და განწირულმა ხმებმა ერთბაშად ამოხეთქეს. ასეთ ხმაურში ძილი ნამდვილად წარმოუდგენელი
იყო, მაგრამ ბედუინი არ შემომხმიანებია, არც ჯადარი შერხეულა. აქლემებიც უცნაურად
გარინდულიყვნენ. კარვის მეორე ნახევარში ისეთი დუმილი იყო ჩამოწოლილი, თითქოს სულიერი
არ ჭაჭანებდა.
ქარის წივილ-კივილს და გრიალს „ჭერზე“ წვიმის მძიმე და მსხვილი წვეთების დაცემის ხმა
შეუერთდა. უდაბნოში წვიმა წამოვიდა და ისე აშხაპუნდა, რომ კოკისპირული ნამდვილად აღარ
ეთქმოდა. ცოტა ხნის წინ სიცხით გათანგულს და შეწუხებულს, ახლა ყოველ ამოსუნთქვაზე თბილი
ანაორთქლი ამომდიოდა პირიდან. რძეს ხელი წავავლე. ცხელი აღარ იყო, მაგრამ სითბო გვარიანად
ქონდა შერჩენილი და ორიოდე ყლუპი კიდევ მოვსვი.

მოულოდნელად „ჩემი კარი“ რაღაცამ თუ ვიღაცამ გარედან ჩამოკაწრა. ფხაჭუნი არა და არ


ჩერდებოდა და წკმუტუნიც მოჰყვა. დაჭიმული თოკი ოდნავ მოვუშვი თუ არა, კარავში მთლად
სველი, ქვიშაში ამოგანგლული კატისხელა უცნაური ცხოველი შემოძვრა და თან ორი პაწია,
გალუმპული თეთრი კნუტიც მოიყოლა.

175
ცხოველი ჩემს დანახვას არ ელოდა და შეკრთა, ამოიწკუტუნა და ისევ გარეთ გასვლა დააპირა
მაგრამ წვიმამ ისე მძლავრად დაუშვა, რომ გადაიფიქრა და ჭოჭმანით ისევ ჩემსკენ მობრუნდა. კარგა
ხანს შეშინებული მაკვირდებოდა. რაკი არ ვინძრეოდი და თავს არ ვესხმოდი, იქვე ჩაიცუცქა და
კუნტებს უხმო... მაგრამ ისინი უკვე ჩემს რძიან ჭიქას მისდგომოდნენ. ცხოველს შვილების დაცვის
ინსტიქტმა უბიძგა, ნელნელა დაიძრა და ჩემსა და კნუტებს შორის ჩადგა. პატარები ლამის რძიან
ჭიქაში ცვიოდნენ, გემრიელად ისლუპებოდნენ, ცხვირპირი რძით მოეთხვარათ და ჩემგან
განსხვავებით სულაც არ იწუნებდნენ მის უცნაურ გემოს.

ცხოველი ხან შვილებს შესცქეროდა ხან მე. კატაზე მომცრო ტანისა იყო, ვეებერთელა ყურები
ჰქონდა, ზურგზე ოდნავ ჟღალი ფერი დაჰკრავდა, მუცელი და ფეხები ქათქათა თეთრი ბეწვით
ქონდა დაფარული, თათები ქვემოდანაც ბეწვით შემოსილი. თავის მოყვანილობა, წაწვეტებული
ცხვირი და ფუმფულა კუდი მელიას ამსგავსებდა, მაგრამ მელა ნამდვილად არ იყო. იდგა და ძალიან
ჭკვიანი თვალებით მიცქერდა. მისმა მზერამ, ჩემი სიამის ფისო გამახსენა, რომელიც ახლა ალბათ
დედაჩემზე იყო მიკედლებული. მიყვარდა ჭკვიანი ფისო, გაშლილ წიგნში ცხვირს რომ ჩამიყოფდა
და ჩემთან ერთად აზრიანად ჩააჩერდებოდა ხოლმე სტრიქონებს, ხან ტელევიზორზე
შემოჯდებოდა, გრძელ კუდს ეკრანზე ჩამოკიდებდა და აქეთ-იქეთ აქანავებდა, - აქაოდა ჩემზე
უკეთესი ამ ყუთში ვინ უნდა დაინახოთო...მოგონებამ გული გამითბო.

კნუტებს მთლიანად დაეშროთ ჭიქაში ჩარჩენილი რძე და გატიკნულები დედას


მისდგომოდნენ. ცხოველმა მადლიერი კმაყოფილებით და გონიერი მზერით შემომხედა და ჩემგან
რაც შეიძლება მოშორებით, კედელთან კატასავით მიწვა, წინა თათები გაშალა, ზედ თავი ჩამოდო,
ვეებერთელა ყურები ჩამოუშვა, თვალები მოჭუტა და გაირინდა. პაწიები წკმუტუნ-კრუტუნით
მიეკრნენ, მიეხუტნენ, ზურგზე წამოგორდნენ, თათები და ყურები განზე გადაყარეს და დაძინეს.

ცხოველის სიახლოვემ და კუნტების არხეინობამ დამამშვიდა. ამ პაწია სულიერებს სულ არ


ადარდებდათ რა ხდებოდა გარეთ. მათ შემხედვარეს, აღარც მე მაშფოთებდა ქარის ჯოჯოხეთური
ორკესტრი და ყვითელი წვიმის კოკისპირული შხაპუნი. სტიქია თავის ნებაზე ბობოქრობდა,
მაგრამ ჩვენს „სახლში“ ვერ აღწევდა. გარეთ დატრიალებულ გრიგალს და ღმუილს, -კარავი
სიჩუმის ყრუ კედლით ებრძოდა და შიგნით არ უშვებდა. აქლემების და ცხენის სხეულის სითბოს,
ჩვენიც დაემატა და კარავში მყუდროებამ დაისადგურა. გუშინდელი სიზმარიც ისე საშიში აღარ
მეჩვენა... ჩემი დიდყურა სტუმარი ფხიზელ თვლემას მისცემოდა, ნელნელა შრებოდა და ლამაზი
ბეწვი თვალდათვალ უფუვდებოდა.

თვალი დავხუჭე და საჰარას მივუგდე ყური. ბუნება გმინავდა, ღმუოდა, კიოდა და ტიროდა.
ადრე არასოდეს მიგრძვნია ქარის, წვიმის და ჭექა-ქუხილის ნამდვილი ძალა. თბილ კაფეს
შეფარებულ მეგობრებს, სახლებში შეყუჟულებს ან ბიბლიოთეკას შეკედლებულებს სულაც აღარ
გვაინტრესებდა რას გვეუბნებოდა ცაზე მოძალებული ღრუბელი, ქუჩებში ავად მოთარეშე ქარი
და ასფალტზე მოცეკვავე აბეზარი წვიმა. მხოლოდ თოვა მოგვწონდა, ფანტელების
რომანტიულობა გვხიბლავდა და ფიფქებში მოხეტიალე შეყვარებულებს ღიმილით ვადევნებდით
თვალს.

ქალაქის ფუსფუსსა და ქაოსში, - მზე მხოლოდ მზე იყო, რომელსაც უნდა ენათებინა. ქარი -
მხოლოდ ქარი და წვიმაც - მხოლოდ წვიმა. დღის ფუსფუსისგან ქალაქს ღამე
ათავისუფლებდა, მთვარესაც კი მაშინ ჰქონდა რომანტიული ხიბლი, თუ ცაზე ავიხედავდი და ეს
რომანტიკაც მხოლოდ დაძინებამდე გრძელდებოდა. მეორე დილიდან კი ამინდის პროგნოზივით
ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

მაგრამ ახლა, ყოფით წვრილმანებს მოშორებული და ზეცას შეტოვებულ საჰარაში უმწეოდ

176
გამოკიდებული, სულ სხვაგვარად ვგრძნობდი ქარს და წვიმას, აუტანელ სიცხეს და სიცივეს, მზეს,
მთვარეს... აქ ყველაფერი "მთავარი" გამხდარიყო, ცოცხლობდა, სხეულიანი და სულიანი -
სუნთქავდა, მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა და ჩემგან მთელ ყურადღებას და უსიტყვო
მორჩილებას მოითხოვდა.

კარვის მეორე ნახევარში ისევ სიმშვიდე იდგა. ალ კაბირს ეძინა. მხოლოდ ჯადარი თუ
მოინაცვლებდა ხანდახან ფეხს. საჰარაში მომქანცველი მგზავრობისგან დაოსებული ქარავანი
ისვენებდა და თვლემდა. ჩემი ანგარიშით უკვე მოსაღამოვებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქარი ისევ
ღრიალით დათარეშობდა, წვიმაც გადაუღებლად ჩქეფდა და „სახურავზე“ ნაკადებად იღვრებოდა.
ქარის ხმაურით შევწუხდი და დავიღალე, ჯანსაღი მკლავი თავქვეშ ამოვიდე თვალი მივლულე,
მაგრამ მკლავზე რაღაც ფაფუკი რბილად მომედო და გამომაფხიზლა.

კნუტებს სუნსული აეტეხათ და დარბოდნენ. მთლად აიკლეს "ჩემი ნახევარი“, ერთმანეთს


ეთამაშებოდნენ, ეჭიდავებოდნენ და მალაყებს გადადიოდნენ. აღარ მერიდებოდნენ. ჩემზეც
გადაირბინეს რამოდენიმეჯერ, საფრად მიყენებდნენ და ერთმანეთს ემალებოდნენ, მერე უცბად
გადმოხტებოდნენ და ერთმანეთს აშინებდნენ. ძლიერმა სურვილმა მომიარა, ხელი მეტაცა და
გემრიელად მოვფერებოდი, მაგრამ პაწია ველური მტაცებლები ადვილად არ
დამმორჩილდებოდნენ, შეშინდებოდნენ, დამკბენდნენ ან დამკაწრავდნენ და ალ კაბირს ახალ
თავსატეხს გავუჩენდი. ამიტომ ისევ გაუნძრევლად ვიწექი და მზერით ვეფერებოდი საშინლად
გაცელქებულ კნუტებს, რომლებსაც პაწია ფუმფულა კუდები პალმასავით გაეშალათ,
დაუსრულებლად ანცობდნენ, ვეებერთელა ყურებს ძლივს დაათრევდნენ და ღილივით შავ თვალებს
გულწრფელად აჭყეტდნენ...

დედა კატამ თავი წამოწია და ყურები დაცქვიტა. მისმა მოძრაობაზე ხელისგულები მიწას დავადე,
მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი. სამაგიეროდ ცხოველი ადგა მთლად დაიჭიმა და ყურები დაძაბა. ისე
სასაცილოდ გამოიყურებოდა პაწია თავზე ამოზრდილი, პარაშუტივით ვეებერთელა ყურებით რომ
გულიანად გამეცინა. მაგრამ მას ყურადღება არ მოუქცევია აღმოსავლეთისკენ შებრუნებული
უძრავად იდგა. რამოდენიმე წამი ასე დაჭიმულმა და გარინდულმა გაატარა. ისევ შევეხე მიწას
ხელისგულებით, მაგრამ ისევ ვერაფერი „გავიგონე“.

კნუტებმა ცელქობას თავი ანებეს და დედას მიეყუჟნენ. კატა ფეხზე ადგა და აწრიალდა. „კარს“ ეცა
და მოფხოჭნა. დაჭიმული თოკი ოდნავ მოვუშვი თუ არა, გარეთ გაძვრა და შვილებს
უხმო. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა, უკან ისე მოიხედა თითქოს დაბრუნება თუ გამომშვიდობება
უნდოდა, ცოტა ხანს მიცქირა, მაგრამ შემდეგ კნუტები აიყოლია და დასავლეთისკენ წაცუნცულდა.
შემეცოდნენ ქარს შერჩენილი ჩემი დიდყურა სტუმრები, მაგრამ ვიცოდი რომ აღარ
მობრუნდებოდნენ. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ საფრთხე იგრძნეს და აქაურობას იმიტომ
გაეცალნენ.

გარეთ გავიხედე. კარავი მთლიანად დაეფარა ქვიშას და უდაბნოსგან აღარაფრით გამოირჩეოდა.


წვიმას გადაეღო. დაღამებულიყო. ღრუბლიანი და უმთვარო ღამე იდგა. კატის გაქცევამ დამაფიქრა
და ალ კაბირის გაღვიძება გადავწყვიტე.

პირველ დაძახებაზევე აიშალა კარვის ტიხარი. ალ კაბირი, ბედუინის შავ მოსასხამში იყო
გახვეული, თავი და სახე შავი ბურნუსით ჰქონდა შებურული.
- რა მოხდა?
- მგონი ვიღაც გვიახლოვდება.
ალ კაბირმა ხელი დაადო მიწას და ცოტა ხანს გაუნძრევლად გაჩერდა.
- არაფერი ისმის. ხომ არ მოგეჩვენა?

177
- იცი, სტუმარი მყავდა...
ბედუინი მკვეთრად გასწორდა წელში და გაკვირვებული დამაცქერდა.

- კატა იყო. ჰო, კატა, ძალიან დიდი ყურები ჰქონდა და შავი თვალები. მთლად გალუმპული ორი
პაწია შვილით კარავში შემოძვრა. კნუტებს შიოდათ, ციოდათ, ჩემი რძე დალიეს, გაშრნენ და
ითამაშეს. თითქმის მთელი დღე ჩემთან გაატარეს, ნახევარი საათის წინ კი კატამ ყურები დაცქვიტა
და აღმოსავლეთისკენ შებრუნდა, აწრიალდა და კნუტებიანად წავიდა. ალბათ საფრთხე იგრძნო...
ამიტომ გაგაღვიძე.
- შენთან ფენეკი იყო თავისი ლეკვებით?
- ფენეკი?
- უდაბნოს მელაა. ძალიან ფრთხილი და გონიერია. აგრესიული მტაცებელია, მით უმეტეს თუ
ლეკვებიც ჰყავს. ალბათ ქარიშხალმა და წვიმამ გზაში მოუსწრო, სორომდე ვერ მიაღწია და თავი
შეგაფარა. ადამიანებს არ უფრთხის, მაგრამ ახლოს არ მიდის და არც საათობით რჩება მათთან.
- ფენეკი... რა უცნაური ცხოველია.
- უცნაური? რატომ ?! შენ ხომ მას ბავშვობიდან იცნობ, ფენეკი "პატარა უფლისწულის"
მოშინაურებული მელიაა.
- დე სენტ - ეკზიუპერი? მფრინავი, გაფუჭებული თვითმფრინავით საჰარაში რომ დაეშვა და
ვარდის მოყვარულ ვარსკვლავ-ბიჭუნას გადაეყარა... ის მელია, პატარა უფლისწულის მეგობარი, -
ფენეკი იყო ?
- და თვითონ გთხოვა - მომიშინაურეო ხომ? ფენეკი კეთილ ადამიანს სწრაფად გრძნობს, თან მისი
ლეკვები გამოგიკვებავს... შენი მარტო დატოვება არ შეიძლება ნილნა, მაშინვე რაღაც უნდა
გადაგხდეს თავს. - ძალიან თბილად გაიღიმა ალ კაბირმა.

- საოცარია... - გაოგნებული ვიდექი და ზღაპრიდან ცოცხლად მოსულ ჩემს დიდყურა სტუმარზე


ვფიქრობდი.
- ფენეკი ასეთ ამინდში მყუდრო თავშესაფარს არ მიატოვებდა. კარგია რომ გამაღვიძე. ახლავე
უნდა წახვიდე. წყალი წაიღე და აქაურობას გაეცალე. დასავლეთისკენ იარე და თუ მშვიდობაა მალე
დაგეწევი. - ალ კაბირმა ჯადარს ზურგზე თექა გადააფარა, ერთი ხურჯინი გადაკიდა, შიგ წყალი და
თბილი საბანი ჩადო, თავი დახარა და ცხენზე შესაჯდომად ჩვეულად მუხლი მომაშველა. აღვირი
მოვიმარჯვე და ცხენზე გავსწორდი.
- წადი ნილნა, ნუღარ ჩერდები, გაიქეცი! - ალ კაბირმა ცხენს გაშლილი ხელით უბიძგა გავაზე.

ჯადარმა ამოიფრთქვინა, ლაგამი მოხრა და საჰარას ქარები მუხლში ჩაიდგა. უკან მოვიხედე,
ბედუინი უძრავად იდგა და ჩვენ გვიცქერდა. იმ წუთში, რაღაცით ძალიან ჰგავდა საჰარაში
ჩარჩენილ საოცარ მფრინავს, რომელიც ბავშვობაში, პატარა უფლისწულის და მისი მოშინაურებული
მელია - ფენეკის ამბავს მიამბობდა.

ცხენი ჩრდილოეთიდან მოწოლილ ქარს არ ეპუებოდა და ჭენებით მიქროდა. უკან ვიხედებოდი,


მაგრამ კარავს და ბედუინს ვეღარ ვხედავდი. ცხენის გაოფლიანება არ მინდოდა, ამიტომ იორღაზე
გადავიყვანე. გზად შემოყრილი მაღალი დიუნა ამოვარჩიე. სამხრეთიდან შემოვუარე ზედ
ფრთხილად დავიწყეთ ასვლა. ქარისგან ქვიშის მთა გვიცავდა და ზემოთ სწრაფად მივიწევდით.
მწვერვალთან ახლოს დავიბანაკეთ. ქარი ძვლებში ისე მივლიდა, თითქოს გამჭვირვალე ვიყავი,
მთლად მაკანკალებდა. მოსასხამზე საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე, მუხლებზე ჩავიჩოქე, ცხენს
მკერდზე მივეხუტე და აღმოსავლეთს მივაჩერდი. ცივ, ქარიან და ბნელ, უმთვარო ღამეში ამაოდ
ვცდილობდი რამის გარჩევას.

- „იქნებ დილამდე ქარი ჩადგეს და რამე დავინახო. თუ მდევარი დაგვეწია აქედან უფრო ჩქარა
შევამჩნევ.“ - გავიფიქრე, ცხენის ზურგზე გაფენილი თექის კვანძები შევამოწმე. „არ შეცივდება!“ -

178
დავრწმუნდი და ჯადარის მკერდს მივეხუტე. სიცივე ძვალ-რბილში მივლიდა. სახსრებში ყინული
გაჯდა, მხარი და ფეხი აუტანლად მტეხდა. მთლად გალურჯებული და გახევებული შევხვდი
განთიადს. ქარი არა და არ ჩერდებოდა, ისევ გრიალებდა და ყვითელ ღრუბლებს
სამხრეთისკენ ერეკებოდა.

მზის ამოსვლას მოუთმენლად ველოდი. მაცოცხლებელი სითბო ჰაერზე მეტად მჭირდებოდა.


როგორც იქნა აღმოსავლეთისკენ ინათა და მზემ ამოიწია. მეგონა გავთბებოდი, მაგრამ უფრო
ძლიერად შემამცივნა. კბილს კბილზე ვაცემინებდი, გონება მებინდებოდა. ფიქრი აღარ შემეძლო.
ცხელება ვიგრძენი და ოფლმა დამასხა, თავბრუ დამესხა და ცხენის ფეხებთან მივწექი. პირი
აუტანლად მქონდა გამშრალი, დახეთქილი ტუჩები მეწვოდა, საშინლად მწყუროდა, მაგრამ წყლის
დალევის თავი არ მქონდა.
მთლად გადაყვითლებული ჰორიზონტის ბოლოში დიდი წერტილივით დასმული მზე, -
თვალებში ჩამრჩა. ყვითელმა ღრუბელმა ამიტაცა და სადღაც რწევით გამაქანა.
...
- ნილნა, გონს მოდი, შემომხედე! - ვიღაცის ხელი შუბლზე მედო.
თვალი გავახილე და გონებაარეული შევაჩერდი ჩემზე დახრილ ადამიანს.
- ძლივს გიპოვე, ჯადარმა მომიყვანა შენამდე... მაღალი სიცხე გაქვს.

პასუხის და მოძრაობის თავი არ მქონდა. მთელი სხეულით მაკანკალებდა. ბურანში ვადევნებდი


თვალს როგორ შლიდა ქვიშაზე ქეჩას შავებში ჩაცმული კაცი, როგორ აღვივებდა ნაღვერდალს და
როგორ თუხთუხებდა რძე გახურებულ სპილენძის ლანგარზე. ვიღაცამ ხელში ამიყვანა, ქეჩაზე
მიმაწვინა და საბანი გადამაფარა. ლოცვის ხმა მესმოდა. ვიღაც, ყურანის სურას გაბმით კითხულობდა
და საიმედო ხელი ნელნელა მასმევდა ცხელ და ტკბილ აქლემის რძეს.

თვალის გახელა როცა შევძელი უკვე ღამე იყო. ქარი ჩამდგარიყო. თბილად მეხურა, სიცივის
მაგივრად ცხელება მივლიდა და ყველა სახსარი მტეხდა. ფეხი ისევ მჭიდროდ მქონდა შეხვეული.
ჩემი გადახურებული ტვინი მახინჯად აღიქვამდა ფიქრებს, წითლად მოღადღადე ნაღვედლებს,
აქლემებს, ჯადარიც კი როგორღაც გაწელილი მეჩვენებოდა და ყველაფერს მრუდე სარკეში
ვხედავდი.

ალ კაბირი კერიის მეორე მხარეს, დაჩოქილ აქლემზე მიყრდნობილი იჯდა. მუხლზე იდაყვი
შემოედო და წარბშეკრული დაძაბულად ფიქრობდა. ჯადარი პატრონთან იდგა. აქლემებს გრძელი
კისრები მაღლა აეზიდათ და რიტმულად იცოხნებოდნენ. ჩვენი ბარგიც იქვე, მიწაზე ელაგა.

მოულოდნელად ბედუინი ფეხზე წამოდგა ბოხჩაში რაღაც მოქექა, ამოიღო და ხელში


გაშალა, დახედა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი. ღრმად ამოისუნთქა და ჩუმად ჩაილაპარაკა:
- მხოლოდ ალლაჰმა უწყის როგორ იმოქმედებს. შვიდიოდე დღეში ფარაფრაში ვიქნებით, იქნებ
არცაა საჭირო?! მაგრამ სხვა გამოსავალიც არ არის!

ცოტა ხანში მობრუნდა, შუბლზე ტილო გამომიცვალა, მაჯა გამისინჯა. საბანი ამომიკეცა და ჩემს
გვერდით დაჯდა:
- როგორ ხარ ნილნა...
- გავცივდი, მაღალი სიცხე მაქვს, ისევ უმწეო ვარ, ისევ სათრევი!
- არა უშავს. ამაღამ აქ გავათევთ, მეც აქვე, შენს გვერდით ვიქნები. მალე კრიზისი დაგეწყება და
ოფლი ავადმყოფობას გამოდევნის. გამთენიას კარგად იქნები, აღარც თავისტკივილი შეგაწუხებს.
სიცხისგან თვალები მეხუჭებოდა. პასუხი აღარ გამიცია. უხმოდ დავლიე ცხელი რძე.

მთელი ღამე ბორგვაში და ბოდვაში გავატარე, ხან ლომი მელანდებოდა, ხან მგელი, ხან ფენეკი და

179
ხან ტუარეგები, წამოდგომას და გაქცევას ვცდილობდი, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა და ისევ მიწაზე
ვეცემოდი. ხანდახან შუბლზე სველ ტილოს ვგრძნობდი, ტუჩებთან ლიმონის სიმჟავეს და კიდევ იმას
რომ ვიღაც საწოლზე ჩემს დამაგრებას ცდილობდა.
- შენს ენაზე ლაპარაკობ? არ მესმის, არაბულად მითხარი! ძალა მოიკრიბე, გონს მოდი! -
წუხდა ჩემთვის კარგად ნაცნობი და თანაც უცნობი ხმა და კიდევ, ვგრძნობდი რომ საიმედო და
მტკიცე თითებს, - ჩემი მაჯა ისე მაგრად ეჭირა, რომ თვით სიკვდილიც კი ვერ გამოგლეჯდა
ხელიდან.

დილის მზე ოფლისგან და სიცხისგან დამწვარ ქუთუთოებზე დამეფინა. თვალი გავახილე თუ


არა, პირთან წყლის სისველე ვიგრძენი.
- მაშალაჰ ნილნა, მგონი გადარჩი! იმაზე ცუდად იყავი ვიდრე მაშინ, პირველად რომ გნახე.
მთელი ღამე სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბეწვის ხიდზე დადიოდი, ვიღაცას ეძახდი, ალბათ
შველას ითხოვდი ... ლამაზი ყოფილა შენი ენა, მუსიკასავით ალერსიანი...
- ვინ დაგვეწია წუხელ?
- ანტილოპების რემამ გადაიარა, სამხრეთიდან მოვიდნენ, ქარ-წვიმისგან თავის დაღწევას
ცდილობდნენ, ისეთი სისწრაფით მოქროდნენ რომ კარავი ვერ შენიშნეს და ზედ გადაირბინეს.
- მადლობა ღმერთს... - ვცადე წამოვმჯდარიყავი, მაგრამ გვერდზე გადავქანდი და ისევ საბანზე
მივწექი.

ჩუმად ვისაუზმე აქლემის რძეში მოხარშული სიმინდის ფაფით. პიტნიანი ჩაიც ბოლომდე დავლიე.
თითქოს უნდა მოვღონიერებულიყავი, თავიც უკეთ უნდა მეგრძნო, მაგრამ პირიქით მოხდა. თავბრუ
დამესხა, ყველაფერი დატრიალდა, მიწა ამობრუნდა და ჰორიზონტისკენ დაიძრა. მზე, ყვითელი
ლაქასავით ელიფსზე გაიწელა და ატივტივდა.

- მაპატიე...! - ექოდ მომესმა დაგუდული სიტყვა, გახურებულ შუბლზე ტუჩები შემეხო. რაღაც
დავილუღლუღე, მაგრამ აზრს და ბგერებს თავი ვერ მოვუყარე, მხოლოდ ის ვიგრძენი რომ რძით
სავსე ჭურჭელში, ცხიმიან ლაქად გატყაპნილ ყვითელ მზეზე გულაღმა ვიყავი გაწოლილი...

...
გონს რომ მოვედი, გარშემო სრული სიბნელე და სიჩუმე იყო გამეფებული. საბანში ყელამდე
ვიყავი გახვეული, თავი მთლიანად მქონდა შეხვეული და თექის ფარდაგზე ვიწექი. საშინელი
სიმარტოვის გრძნობა დამეუფლა. თითქოს ჩემთვის ცნობილი სამყარო აღარ არსებობდა და მე, ისეთ
უსასრულო სიბნელეში ვიყავი ჩაკარგული, სადაც აღარც კოსმოსი არსებობდა და აღარც
გალაქტიკები. რამოდენიმეჯერ ბედუინს დავუძახე. არავინ გამეპასუხა.
მარცხენა ხელი საბნისგან გავითავისუფლე, სახიდან საბურავი მოვიშორე და ხელი სიბნელეში
მოვატარე. ჩემს ზემოთ თავისუფალი სივრცე იყო, საბანი მოვიცილე და ფეხზე ავდექი. ჭერად თექა
მეხურა, მაგრამ ისე იყო გაქვავებული რომ ძვრაც ვერ ვუყავი. ხელის ცეცებით მოვსინჯე მიწა ფეხქვეშ
და ხელში ტყავის გუდა მომყვა. წყალი იყო. ერთი ყლუპი მოვსვი და ისევ დავიწყე ყველაფრის
ხელით მოსინჯვა.

თავი საშინლად მტკიოდა, პირი ისე მქონდა გამშრალი, რომ მსოფლიოს ყველა მდინარე ერთად -
ვერ დამილბობდა გამხმარ ყელს, თავბრუ მესხმოდა, თვალით ვერაფერს ვხედავდი და გულზიდებას
ყელში ძლივს ვაჩერებდი. ერთადერთი რაც უხვად მქონდა ეს ჰაერი იყო, სრულიად თავისუფლად
ვსუნთქავდი. სივრცეში ხელის ცეცებისას კედლებს წავაწყდი. ჩემს სამყოფელს კედლები ჰქოდა,
გაქვავებული ქვიშის კედლები. ისიც აღმოვაჩინე რომ ჩემი სივრცე მართკუთხა იყო. ჩემზე ორი
მტკაველით მაღალი და ორი გაშლილი მკლავის სიგანე. ვერაფრით ვხვდებოდი სად
ვიყავი ან, როგორ აღმოვჩნდი აქ. გამახსენდა რომ ავად ვიყავი და მაღალი სიცხე მქონდა, რომ
ბედუინი ხან რძეს მასმევდა, ხან ლიმონის ჩაის და ბოდიშს მიხდიდა...

180
კიდევ ერთხელ მოვატარე ხელი გარშემო და ნელნელა გონებაში ჩამეხატა ჩემი ადგილსამყოფელი.

უცებ რაღაცას მივხვდი და თან ვერ მივხვდი, უფრო სწორად არ მჯეროდა... ვერ ვიჯერებდი, ან
რომელი ჭკვათამყოფელი დაიჯერებდა...

- ეს ხომ საფლავია! საფლავში ვარ, ეს ჩემი საფლავია! დამარხული ვარ! ბედუინმა დამმარხა?!.. ესე
იგი მკვდარი ვარ?!.. იქნებ ავადმყოფმა და სიცხიანმა გონება დავკარგე, - მკვდარი ვეგონე და
დამმარხა... ახლა რა მეშველება, აქედან როგორ უნდა გავაღწიო, ცალი ხელით რა უნდა ვქნა! თუ
მკვდარი ვეგონე, წყალი რატომ ჩამატანა? მკვდარს, თანაც საჰარაში, წყალი რად უნდა... ესე იგი
ცოცხალი დამმარხა?! იცოდა რომ ცოცხალი ვიყავი და მაინც დამმარხა!.. დარწმუნდა რომ
ოაზისამდე მაინც ვეღარ მივატანდი, აღარც თავი გაიწვალა, აღარც მე გამაწვალა და დამმარხა... ახლა
რაკი „მე აღარ ვარ“ მისი ცხოვრებაც დალაგდება, ტუარეგები ისევ დაუმეგობრდებიან, ჰილალეს
გულსაც მოიგებს და პოლონელსაც ცუდი სიზმარივით მოიშორებს თავიდან!

მხოლოდ მე, მე წავაგე... მე ვარ ცოცხლად დამარხული! მე ვარ ცოცხალი მკვდარი! როგორ ვენდე,
როგორ...ეს რა სისულელე მომივიდა! ოჰ, ეს ქალის ჭკუა! რაში ჭირდებოდა
ჩემნაირი ტვირთი! ზედმეტი ბარგი და თავისტკივილი. ეს ხომ საჰარაა, ყველაზე დიდი უდაბნო,
ყველაზე სიკვდილიანი ადგილი. აქ ხომ ყველაფერს უსარგებლოს და ზედმეტ ტვირთად ქცეულს
თავიდან იცილებენ, მხოლოდ ყველაზე საჭიროს და აუცილებელს იტოვებენ...

რატომ დამმარხა! დაენებებინა თავი და წასულიყო თავის გზაზე! მოვკვდებოდი თუ მოვრჩებოდი,


აფთარი დამძიძგნიდა თუ სვავი - რა მისი საქმე იყო... ახლა საკუთარ საფლავში უნდა მოვკვდე?! ვის
გაუგია საკუთარ საფლავში სიკვდილი...

ღმერთო! ან ის შეიშალა ან მე შევიშალე ან, ახლა ვიშლები ჭკუიდან ან უკვე მკვდარი ვარ და ეს ჯერ
კიდევ არ ვიცი!.. გაოგნებულმა მუხლებზე დავიჩოქე.

საზარელმა შიშმა და უმწეობამ, სიცოცხლისთვის ამდენი ბრძოლის შემდეგ, -ასე უბრალოდ მოსულმა
აღსასრულმა, საოცარ სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. ბედუინის საქციელით გამოწვეულმა
წარმოუდგენელმა წყენამ, - სული შუაზე გამიფარტა. ვერ ვიჯერებდი, რომ ცოცხლად დამმარხა
კაცმა, რომელმაც ნახევარი საჰარა იმისთვის გამომატარა რომ გადავერჩინე ?! ისტერია დამეწყო,
მტკივანი ხელი დამავიწყდა, ფრჩხილებით ვფხაჭნიდი კედლებს. ვეჯაჯგურებოდი „ჭერს“. ვკიოდი,
ვტიროდი და აქეთ იქით ამაოდ ვაწყდებოდი საფლავის კედლებს.

მალე დავიღალე, მოვეშვი, ემოციებისგან დაცლილი და გაქვავებული მოვიკუნტე და ჩემი საფლავის


კუთხეში დავჯექი. დროის შეგრძნება გამიასკეცდა, ვგრძნობდი რომ პირდაპირ ჩემს სხეულში
მიედინებოდა. რამოდენიმე საათი გავიდა. შემცივდა. როგორც ჩანდა ზემოთ ღამე დადგა.
საბანში გავეხვიე. შერჩენილი სითბოს დაგროვება მინდოდა. არ მინდოდა სიკვდილი მისი ჩვეული
გზით, სიცივით შემოსულიყო სხეულში. წყლის გამოზოგვა მხოლოდ ტუჩების დასველებით
გადავწყვიტე. ჩემი ნივთებიდან მხოლოდ ფეხსაცმელებიღა შემომრჩენოდა. ჩემი დანა ვინატრე, სულ
მცირე იმედი მაინც მექნებოდა რომ აქედან გავაღწევდი. ახლა ისიც არ მქონდა. სანამ ჰაერი
მეყოფოდა, უნდა მებრძოლა, აქედან თავი უნდა დამეღწია... მაგრამ როგორ?!- ამაზე წარმოდგენა
ნამდვილად არ მქონდა...

უცებ ერთი უცნაური კითხვა გამიჩნდა და სულ პაწია იმედი სადღაც, გულის უკან მიიკუჭა... რატომ
იყო ჩემი საფლავი მიწით ამოუვსებელი, რატომ ჰქონდა ჩემს "სარკოფაგს" ჭერი?! იქნებ ბედუინს
საფლავის მიწით ამოვსების დრო არ ჰქონდა, ჩქარობდა თუ დაეზარა? იქნებ აქ, ადამიანის

181
დამარხვის ასეთი წესი არსებობდა, რაზეც მე არაფერი ვიცოდი?.. ან რატომ ჩქარობდა ?! იქნებ რამე
სხვა მოხდა? იქნებ უნდა მობრუნდეს და აქედან უნდა ამომიყვანოს? - შეუჩერებლად მიტრიალებდა
გონებაში. "ნილნა უნდა მენდო, ბრმად უნდა მენდო, გზაში ბევრი უცნაური გადაწყვეტილების
მიღება მომიწევს, არ დაფრთხე, არ გაიქცე თორემ ორივე დავიღუპებით!" - გამიელვა გონებაში მისმა
ხმამ. იქნებ მართლაც რაიმე ჩაიფიქრა?...

ჩემი ანგარიშით კიდევ ექვსიოდე საათი გავიდა... მაგრამ არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. არავინ
არ მოდიოდა ჩემს გადასარჩენად. სასოწარკვეთამ იმატა. იმედი, სახლში დაბრუნებაზე ჩემი
ოცნებასავით - ნელნელა ქრებოდა. მაინც ველოდი, რომ მოვიდოდა და აქედან ამომიყვანდა. კიდევ
ერთი იმდენი დრო გავიდა, მაგრამ არავინ მოსულა. თანდათან ვრწმუნდებოდი რომ
მიმატოვა, სულში დაბადებული ტკივილი ნელ ნელა ძლიერდებოდა და ისე ღრმად მესობოდა რომ
განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. მოუნელებელი ის იყო, რომ სწორედ მისი ხელით ვიყავი
ცოცხლად დამარხული. ადამიანმა, საკუთარ თავზე მეტად რომ ვენდობოდი, - ლამის უკვე
სამშვიდობოს გასული, მაგრამ ავადმყოფი და უმწეო, - თავიდან მომიცილა, შუა საჰარაში ცოცხლად
დამმარხა და დედამიწიდან უკვალოდ გამაქრო!

მოულოდნელად ჩემს საფლავში რაღაც ამოძრავდა...


- " ალბათ ვირთხაა, ეგღა მინდა, რომ ცოცხლად გამომხრას...მაგრამ საიდან შემოძვრა?!" -
ფეხსაცმელი გავიხადე და ვირთხის მოსაგერიებლად მოვემზადე, მაგრამ შიშველ ფეხზე, ძალიან
ფაფუკი და თბილი ფუმფულა კუდი მომედო.
ეს ვირთხა არ იყო. ცოტა ხანში კიდევ ერთი კუდი ვიგრძენი ხელზე...
ნაცნობი წკუმტუნი მომესმა და ფუმფულა კუდმა ჩემს საბანზე ამობობღება გადაწყვიტა... ძალიან
ფრთხილად გავწიე მისკენ ხელი და პირველი რაც მომყვა, ეს იყო დიდი, ვეებერთელა ყურები. ცოტაც
და ფუმფულაკუდიანმა დიდყურამ, - ხელისგული ამილოკა.
-„ფენეკი - ის პატარა ლეკვია გუშინ რომ მესტუმრა. მიცნო... ალბათ აქვე სოროა და სუნით მიპოვა,
დედაც აქ იქნება."

სულ ახლოს "კედელთან" გამაფრთხილებელი ღრენანარევი წკმუტუნი გაისმა.


- „დედა ფენეკი“, აქვე, გვერდით ყოფილა. თუ სოროს გამოვთხრი, არც ჰაერი მომაკლდება და
სინათლეც შემოაღწევს. ახლა მშვიდად უნდა ვიყო. არ უნდა გავაბრაზო და შევაშინო...ამასობაში
იქნებ რამე მოვიფიქრო...“

ლეკვები წკმუტუნით გაქრნენ. მელა ჰაერს ყნოსავდა. რაკი ღრენა შეწყვიტა, მივხვდი რომ მანაც
„მიცნო“. ხელისცეცებით დავიწყე იმ ხვრელის ძებნა, საიდანაც მელა შემოძვრა. მალე მივაგენი
ხელისგულისოდენა ხვრელს, თურმე ეს იყო ჩემი მთავარი საჰაერო, აქედან შემოდიოდა
ჰაერი. როგორც ჩანდა „ზემოთ“ გათენებულიყო და ფენეკი სოროს დაუბრუნდა. ღამეს უნდა
დავლოდებოდი, მელა სანადიროდ რომ წავიდოდა, როგორმე ხვრელის გადიდება უნდა მეცადა.

თითქოს უნდა გამხარებოდა საჰაერო რომ ვიპოვე, მბჟუტავი იმედი რომ გამიჩნდა და დიდი
წვალების შემდეგ იქნებ აქედან კიდევაც გამეღწია, მაგრამ წყენისა და სასოწარკვეთისგან
ძალაგამოცლილს სიხარულის თავი არ მქონდა. არც ჩემი გეგმა იყო ადვილად შესასრულებელი.
ფენეკის "სახლის ნგრევას" რომ დავიწყებდი, პატრონი შეიძლებოდა თავს დამსხმოდა...

უსიამო გრძნობამ მიკბინა გულზე.


ველური მტაცებელი, თავსხმა წვიმასა და ქარში რომ შევიფარე, - სიკეთით თავისებურად მიხდიდა
სამაგიეროს. ახლა მე ვიყავი მასთან შეფარებული, მისი დაუპატიჟებელი სტუმარი და თავს არ
მესხმოდა. მისი სორო - ჩემი გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო, როგორც გუშინ ჩემი კარავი - მისი
პატარა ოჯახისთვის. ეს პაწია ცხოველი, თავისი საქციელით იმდენად მაღლა იდგა იმ ადამიანებზე,

182
ვისაც საჰარაში გადავეყარე, რომ მსხვილი ცრემლი უხმოდ გადავყლაპე.

მე, ისევ მარტო და ისევ ჩემი თავის ამარა ვიყავი.


ისევ ისე ვიწყებდი, როგორც საჰარაში ჩემი დაკარგვის პირველ დღეს.
ოღონდ მაშინ, ჩემთვის საფლავის გათხრაზე ვფიქრობდი. ახლა კი, საფლავიდან თავის დაღწევა
უნდა მეცადა.

როგორც მაშინ, ახლაც მხოლოდ ორი რამ მქონდა... წყალი და იმედი.

ბედუინი (ნაწილი XXIII სიზმარივით ცხადი)

მე შეზრდილი ვარ უდაბნოს ვარვარს


და ცხელი ქარის გესლიან ხარხარს,
შენ ვისაც ელი, - მე იქნებ არ ვარ...
მე ვისაც ვეძებ, - შენ იქნებ არ ხარ...

მერე ღმერთებთან ვაბეზღებ


ღმერთებს
და ფუჭი ლოცვა ხმება ბაგეზე.
და ამბობს ქრისტე - მოთმენა
გმართებს...
მაგრამ ალლაჰი ხმლისკენ მაქეზებს.

ტარიელ ჭანტურია.

საფლავში სიჩუმე ჩამოწვა.


სამარის კუთხეში თვალდახუჭული ვიჯექი და ღამეს ველოდი. დროის საზომი ჩემთვის ახლა ფენეკი
იყო. ღამის მტაცებელი, დღის აუტანელ სიცხეს სოროში ემალებოდა და მშვიდად
ეძინა. დაღამებამდე როგორც ჩანდა ჯერ დიდი დრო იყო. ჩემს გონებაში უამრავი ფიქრი
ერთდროულად ირეოდა. აზრების დალაგება არც მიცდია, ფიქრების უნაპირო მდინარე თავის
ჭკუაზე აღმა დაღმა მიმაქანავებდა.

- "უნდა გავაღწიო აქედან, უნდა გადავრჩე! სამზეოზე უნდა გავიდე! როგორ ბნელა, ეს სიბნელე,
საკუთარ თავში მაბრუნებს და ციბრუტივით მატრიალებს! როგორმე თავს უნდა მოვერიო! ლოდინი
და ფიქრი უნდა შევწყვიტო, რობოტად უნდა ვიქცე, უგრძნობ, კონკრეტული მიზნისკენ მოძრავ
მანქანად! სხვანაირად აქედან ვერ გავაღწევ! ბედუინი უნდა დავივიწყო, - თორემ ან გული
გამისკდება ან თავი!..."

ფიქრიდან წკმუტუნმა გამომარკვია, ფენეკის ლეკვი ჩემს მუხლზე ამოცოცებას ჯიუტად


ცდილობდა. ხელში ავიყვანე პაწია მასპინძელი და გულზე მივიხუტე. ლეკვმა თავი კისერთან
ჩამომადო და გემრიელად მოიკალათა. ჩემს მხარზე მასავით პაწია და თბილმა სიმშვიდემ
დაისადგურა. მისი წყალობა იყო, გამოღვიძებულს შიშით გული რომ არ გამისკდა. ფენეკი, საზარელ
და ბნელ საფლავში - ჩემი ერთადერთი კავშირი იყო სიცოცხლესთან, ზედა სამყაროსთან, მზესთან,
მომავალთან და იმედთან. ცხოველის სითბომ და ნდობამ დამამშვიდა. პატარა და უმწეო სხეულის

183
ფეთქვას ვუსმენდი და „დაღამებას“ ველოდი.

ჩემი სხეული, სული და გონება ერთმანეთს ერთმანეთს აუჯანყდნენ. სულს ჩემი უბედურების
დაჯერება არ უნდოდა. გონება მეუბნებოდა, რომ გამწირეს, უსარგებლო ნივთივით გადამაგდეს და
მიწაში ჩამფლეს. სულის და გონების გარეშე დარჩენილი სხეული კი, უმოძრაო და გაქვავებული,
სწორედ იქ იდო, სადაც უნდა ყოფილიყო - საფლავში.

ამ ფორიაქში ვერ შევნიშნე რა დრო გავიდა.


ლეკვი უჩუმრად წასულიყო. ყელთან გაჩენილ სიგრილეზე მივხვდი რომ ისევ მარტო დავრჩი.
როგორც ჩანდა, ზემოთ დაღამებულიყო და ოჯახი სანადიროდ გაიკრიფა. სასოწარკვეთილებას და
უიმედობას მთელი შემორჩენილი ძალით ვებრძოდი. ძლივს მოვიკრიფე ნებისყოფა, ფეხსაცმელი
მოვიმარჯვე და ძირით სოროს კედელის მონგრევა დავიწყე. მთელი ღამე, შეუჩერებლად ვიღებდი
გაქვავებულ ქვიშას. არ ვიცოდი რა დრო გავიდა ან ზემოთ გათენდა თუ არა. გონება-გამორთული
მექანიკურად ვმოძრაობდი. როგორც კი ფხაჭუნი მომესმა, მაშინვე გავჩერდი, ნაყარი მიწა კუთხეში
მივწიე, წყალი მოვსვი და დღის გადასაგორებლად მოვემზადე.

ის „დღე“, მე და ლეკვმა ისევ ერთად გავატარეთ, მას ისევ ჩემს მხარზე ეძინა, მე კი ზურგით
საფლავის კედელს მიყრდნობილი გაუნძრევლად ვიჯექი და ჩაძინებას ვცდილობდი.
ჩემი ძილი უსიზმრო, უფიქრო და ბნელი იყო.
საკუთარ საფლავში პირველად და მართლა „მკვდარივით მეძინა“.

როგორც კი ფენეკები გაიკრიფნენ, ისევ თხრას შევუდექი. მეჩვენებოდა რომ მიწას


ბევრს ვეზიდებოდი, ხვრელი კი მხოლოდ ცოტათი თუ გაფართოვდა. უკვე მესამე ღამეს ვატარებდი
სამარეში და ჩემი სურვილის მიუხედავად მაინც ვაგრძელებდი ლოდინს. ჩემი ეჭვი გამართლდა.
არავინ მომაკითხა. ზემოდან საშველი არ იყო.

საკუთარ გონებას ვებრძოდი, რომ არ მეფიქრა. ხანდახან კიდევაც გამომდიოდა, მაგრამ


რატომღაც მაინც მოტივტივდებოდა ხოლმე გონებაში ალ კაბირის სახე, მზერა, თვალები,
მგელლომიანი მხარი...
- „ნილნა, ჟამილლ.. ტეს მი ალ კაბირ !“ - ისე ახლოდან გავიგონე მისი ხმა რომ შევკრთი...

- "ჯანდაბა! რა უბედურებაა... რატომ მელანდება! საკმარისია, უკვე ვისწავლე მოტყუებით,


იმედგაცურებით, ღალატით, უმადურობით და შეურაცხყოფით გამოწვეული სიმწრის ფასი.
დაუნდობელი წუთისოფელი ისე ვის აცოცხლებს, თუ ერთხელ ისეთი ბოროტება მაინც არ
შეამთხვევია, საკუთარ ხორცს კბილით რომ აგლეჯინებს კაცს. ბოროტების მორევა -
მოკვდავისთვის წარმოუდგენელია. უბედურება ხომ მარტო არ მოდის და თუ რამდენიმე ერთად
დაგატყდა თავს, სიკვდილს განატრებინებს, მაგრამ ცოცხლად დამარხვას, ცოცხლად დამარხვას
განატრებინებს?! სრული სიმართლე დაუწერია ედგარ პოს და ეს სიმართლე მე დამატყდა თავს...

"- ალ კაბირ, ცოცხალი როგორ დამმარხე! ეს რა ჩაიდინე! ამას არც პოლონელი გააკეთებდა, არც
ჰილალე... თუ გადავრჩი, თუ აქედან გავაღწიე, ათასი ალლაჰიც ვერ გიშველის ! პასუხს გაგებინებ ამ
ბოროტებისთვის! ცოცხლად დაგმარხავ!.. "

გულში ნელ-ნელ ბრაზი გამოიკვანძა. გულისკოვზთან გაქვავებულმა სიმწარემ - ძალა მოიცა.


ბრაზი გაიბერა, გადიდდა და გასივდა, ბოღმით დამძიმდა, სისხლში და ტვინში გაჯდა,
ცეცხლივით წამეკიდა, ერთიანად ჩამითრია, აღელდა, გაცოფდა და ისეთი ძალით ამომასკდა
ყელში რომ კინაღამ გულისფიცარი გამოანგრია. ჩემი თავი დამეკარგა, მდუღარე ლავად ქცეულს -
კიდურები ტყვიასავით დამიძიმდა, ტირილის და კივილის ნაცვლად, სიმწრისგან უხმო ღმუილი

184
აღმომხდა. ისევ გამიელვა აზრმა, რომ მე, ნამდვილად შემეძლო ადამიანის მოკვლა და რატომღაც
ახლა ეს ძალიან გამიხარდა! სამაგიეროს გადახდა მინდოდა! მოტყუებული ნდობის საფასური
მინდოდა! შურისძიება მინდოდა!..

...და ბრაზმა წარმოუდგენელი ძალა მომცა.

წიხლი ძლიერად ჩავაზილე ნაპრალს. ყრუ ბაგუნი მომესმა, ისეთი, როგორსაც კედლის უკან
სიცარიელის ექო გამოსცემს. სასწრაფოდ ვეცი ხვრელს და ხელით დავეჯაჯგურე, ვეებერთელა
ნატეხი გადმოვარდა და ხრიალით დაიშალა. ხვრელი გვარიანად გაფართოვდა. უსაზღვროდ
გამეხარდა, ერთ ასეთი ნატეხს კიდევ თუ მოვანგრევდი უჰაერობით გაგუდვა აღარ დამემუქრებოდა.
მელია პაწაწკინტელა იყო, მაგრამ იმედი მქონდა, მიწის ზედაპირისკენ მიმავლი სოროს ხვრელი
უფრო ფართო იქნებოდა, თუ არა და დიდი ჯაფა დამადგებოდა.

წყალი მოვსინჯე. ჯერ თითქმის სავსე იყო ტყავის გუდურა, წყალზე შეიძლებოდა ჯერ არ
მედარდა.
იმედი მოძლიერდა. მოპირდაპირე კედელს ზურგით მივეყრდენი და ისევ მივარტყი ფეხი კედელს,
ისევ მოზრდილი ნატეხი მოვიპოვე. სასწრაფოდ მივწიე კუთხეში ნაყარი მიწა და ხვრელის
გაფართოვება დავიწყე. ფენეკის სოროს მივადექი. მზრუნველ ცხოველს, სორო აქლემის და თხის
ბეწვით მოეფინა, ალაგ-ალაგ ხელში ფრინველის ბუმბულიც მომყვა... რამოდენიმე საათი
შეუჩერებლად ვხეხავდი ფეხსაცმლის ძირით ხვრელის ნაპირებს, საყრდენ-მონგრეული ქვიშა
ადვილად დამემორჩილა. საფლავის ორი კუთხე თითქმის „ჭერამდე“ გაივსო ნაყარი მიწით და
ფენეკის " ბუდეც" თან მიჰყვა.

ფხაჭუნზე მივხვდი რომ მასპინძელი დაბრუნდა. დედა ფენეკმა ცვლილება მაშინვე შენიშნა. მესმოდა
როგორ დატრიალდა „ყოფილ სოროში“ წრეზე, ცოტა იყოყმანა, მაგრამ მერე ჩემსკენ ლეკვებიანად
გადმოძვრა და საბანზე მოიკალათა... ველურმა მტაცებელმა სოროს მონგრევა მაპატია და „ჩემს
ჭერქვეშ“ დაიდო ბინა.

ფენეკები რომ არ შემეწუხებინა, ნაპრალთან ახლოს მოვიკუნტე, თავი გამონგრეულ ხვრელთან


მივდევი. დაღამებამდე უნდა მომეცადა. ჩუმად და გაუნძრევლად ვიწექი. შევეცადე დამეძინა,
მაგრამ გონება დამშვიდებას არც აპირებდა. რამოდენიმე საათი მტანჯველ ძილღვიძილში გავატარე.

ქუთუთოებში წვეტიანი ნემსებივით ნელა შემესო ტკივილი. თვალები ისე ამეწვა რომ ხელი
ავიფარე. რაღაც, - უჩვეულოდ მძაფრად მესობოდა და მისგან საშველი არ იყო.
თვალებში მოყვითალო სითეთრე გამეჭედა.

ეს ამომავალი მზის სხივი იყო. სოროში შეუმჩნევლად შემომძვრალიყო და გადარჩენას მილოცავდა.


ნათელს გადაჩვეული თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით მდიოდა, ოღონდ ეს ტკივილის ცრემლი
იყო თუ სიხარულის ერთმა ღმერთმა იცოდა. როგორც იქნა, გარემოს აღქმა დავიწყე და პირველი რაც
თვალში მომხვდა - ბევრი მზეები იყო. უფრო სწორად ბევრი გვირაბი - რომელიც მზეებით
თავდებოდა. მიწის ზედაპირისკენ გვირაბების მთელი ქსელი მიდიოდა. მოუხელთებელ და ეშმაკ
ფენეკს უამრავი ხვრელი გაეყვანა თავის სორომდე. ერთგან ჩამძვრალს ასიოდე ნაბჯის დაშორებით
სულ სხვა და სხვა ადგილას შეეძლო თავი ამოეყო და კვალი აერია.

გაკვირვებულმა ორმოცამდე გვირაბი დათვალე. ყველაზე ნაკლები სიგრძის და ორი ისეთი


მომიჯნავე გვირაბი ამოვარჩიე რომლებსაც ვიწრო ტიხარი ჰყოფდა. მის მონგრევას ორი ან სამი ღამე
დაჭირდებოდა. სიხარულით და ჰაერით თავბრუდახვეულმა ღრმად ამოვისუნთქე. ლეკვმა
სასწრაფოდ მოძებნა ჩემი მხარი და ყელზე ვეებერთელა ყურებით მომეხუტა. ცრემლი შეუჩერებლად

185
მდიოდა, ქვიშით ამოვსებულ თვალებს რეცხავდა და ყელზე ნაკადულად მეღვრებოდა. ფენეკის
ლეკვი ჩუმად წკმუტუნებდა და კისერთან გამოკვანძულ ცრემლებს ფრთხილად უსინჯავდა გემოს.

დაღამებისთანავე ჩანაფიქრის განხორციელებას შევუდექი. წინ ადვილად


მივდიოდი. გამკვრივებული, მაგრამ ნათხარი ქვიშა ადვილად მემორჩილებოდა. გაუჩერებლად
ვხეხავდი ფეხსაცმლის ძირით, მუშტით ვანგრევდი ტიხრის გამკვრივებულ ნაწილს, მერე ნაყარს
ვპოტნიდი, ფეხსაცმელებში ვყრიდი, ხოხვით უკან ვბრუნდებოდი და საფლავში ვტკეპნიდი.

მეხუთე ღამე - ძალიან ძნელი გამოდგა. ძალიან გამიჭირდა. ფრჩხილები დამატყდა,


ხელისგულები დამისკდა, მუხლები გადამიტყავდა და სისხლმა დაიწყო ჟონვა, მაგრამ ჩემი შეჩერება
აღარაფერს შეეძლო. მთელი ღამე შეუსვენებლად ვაფართოვებდი გასასვლელს. გადავწყვიტე ნაყარი
მიწა ჩემს ქვემოთ ჩამეხვეტა და სამარეში აღარ მივბრუნებულიყავი. წყლის გუდა ავითრიე და
მანძილი თვალით გავზომე. მიწის ზედაპირამდე სულ ორმოციოდე გაშლილი მკლავის სიგრძე
მანძილიღა მრჩებოდა. მაგრამ სხვა შიშიც გამიჩნდა. ჩემი პაწია მასპინძელი, სისხლის სუნს თუ
იკრავდა, - თავდასხმა გარდაუვალი იქნებოდა. რამე უნდა მომეფიქრებინა, უფრო სწრაფად
რომ წავსულიყავი წინ.

- " წყალი! წყლით თუ დავასველებ, უფრო სწრაფად მოვანგრევ! სად ვიყავი აქამდე! ამ ბნელმა
საფლავმა გონებაც დამიბნელა!" - საწრაფოდ მოვაგროვე პეშვში წყალი და კედელს მივასხი.
თითეულ წვეთს ვუფრთხილდებოდი. არცერთი წვეთი არ უნდა დამეკარგა. ცოტა ხნის შემდეგ
ფეხსაცმლის ქუსლი მივარტყი დასველებულ ადგილს, ისე უცბად ჩამოიშალა, რომ სიხარულისგან
კინაღამ გული წამივიდა. გათენებამდე ალბათ სამიოდე საათიღა რჩებოდა. წყლით დანამული
ტიხარი ქვიშის კოშკივით იშლებოდა. სწრაფად ვანაწილებდი ნაშალს, ვიწრო ადგილებს
ფეხსაცმლით ვხეხავდი და ზემოთ შეუჩერებლად მივიწევდი...
ფრჩხილები და თითები მთლად დამეგლიჯა. ხელისგულებიდან და დაჟეჟილი
მუხლებიდან ქვიშაში არეული სისხლი მდიოდა, საშინლად მეწვოდა იარები, მაგრამ ყურადღებას არ
ვაქცევდი.

მეექვსე დილას, გამთენიას როგორც იქნა მიწის ზედაპირზე ამოვაღწიე. ნელ-ნელა ტაატით
ავდექი ფეხზე, წელში გავიმართე, ჰაერი ღრმად და მთელი ფილტვებით ხმაურიანად შევისუნთქე.
საფლავის სუნი და ბლანტი ჰაერი ფილტვებიდან მთელი ძალით გამოვდევნე. იმის შეგნებით,
რომ კიდევ ერთხელ გადავრჩი, აღმოსავლეთისკენ ფერნაცვალ სივრცეს ისე მივაჩერდი თითქოს
პირველად დავინახე მიწა, ზეცა, განთიადი და ამომავალი მზე.

მე, საჰარაში ხუთი დღის წინ ცოცხლად დამარხული, ახლა დედამიწაზე ვიდექი, სასწაულს
მთელი სხეულით ვგრძნობდი და „მკვდრეთით აღმდგარი“ მზის ამოსვლას ველოდი. ძლივს
ვიჯერებდი რომ საფლავს გავექეცი.საჰარას უსასრულო სივრცეც კი აღარ მაშინებდა. რა მოსატანი
იყო მისი საზარელი სიცხე და ძვლების გამყინავი სიცივე - ცოცხლად დამარხულის ზაფრასთან და
შიშთან.

მზე ამოიწვერა და ჰაერი უცბად გათბა. წყალი აღარ დამიშურებია. მხრიდან სახვევი მოვიხსენი.
ნაჭერი დავასველე და სისხლიანი ხელები და მუხლები გავიწმინდე. პირი დავიბანე და მზეს სახე
მივუშვირე. ნაღრძობი ფეხი აღარ მაწუხებდა. სახსარს მხოლოდ აქა-იქ შემორჩენოდა სიყვითლე.
ფეხს თავისუფლად ვადგამდი. მისი ნდობა უკვე შეიძლებოდა.

რატომღაც ისე ძლიერ მომინდა ჩემი საფლავის ნახვა რომ უკან მივბრუნდი. ჩემს სამარეზე
ლოდი იდო.
- „ქვა დაუდია, ადგილი მოუნიშნავს. აი რატომ ვერაფერი ვუქენი ჭერს. თურმე ეს ლოდი ედო

186
ზემოდან...“ - უფრო ახლოს მივედი რომ კარგად მენახა ჩემი საფლავის ქვა. რატომღაც ყველაფრის
დახსომება მინდოდა. ყველა დეტალს რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეეძინა
ჩემთვის. საფლავს გარშემო შემოვუარე და ლოდს დავაკვირდი.

დანახულმა თავზარი დამცა... საფლავზე, ლოდის ნაცვლად ჩემი აქლემის უფეხებო ლეში
ეგდო და ცას ღია თვალებით მისჩერებოდა. ცხოველს ოთხივე ფეხი ხერხემლამდე ჰქონდა
აგლეჯილი. გულღვიძლი გამოგლეჯილი. ლოდს დამსგავსებული მისი უფეხებო, ერთკუზიანი
სხეული საფლავზე მსხვერპლად შეწირულივით ეგდო. საშინელი სანახაობით შეშინებულმა უკან
დავიხიე და აქლემის ღია თვალებს შევაჩერდი. მის ცაში გაჩერებულ მზერას მონუსხულივით
ვუყურებდი და თვალს ვეღარ ვაცილებდი.

პირი საშინლად გამიშრა, ხელები ამიკანკალდა. წყალი მოვსვი, მაგრამ გუდა ხელიდან
გამისხლტა. მექანიკურად მის დასაჭერად დავიჩოქე და მიწას დავხედე. ახლა მიწაზე დანახულმა
დამცა თავზარი. ქვიშამ ენა ამოიდგა და უარესი ამბის მოყოლა დაიწყო. იქაურობა უამრავი
ნაკვალევით იყო გადათქერილი. ადამიანის, აქლემის და რაღაც უცნაური ცხოველის უამრავი
კვალი ემჩნეოდა ქვიშას. ორ თუ სამ ადგილას, ქვიშა სისხლითაც იყო გაჟღენთილი. რაღაც
უბედურება დატრიალებულიყო, რაღაც თავდასხმა თუ შეტაკება. მოშორებით თხის ტყავის მოგრძო
გუდურა ეგდო. სწორედ ისეთი ტუარეგები რომ იყენებდნენ წლის შესანახად. გუდურა წყლით იყო
სავსე. სიჩქარეში ვიღაცას დარჩენოდა. ნაბანაკარი ადგილის ძებნა დავიწყე. ჩემი საფლავიდან
ორასიოდე ნაბიჯზე კერია ვიპოვე, ზედ შემორჩენილი ნახშირი ცივი იყო. როგორც ჩანდა
რამოდენიმე დღე ახლომახლო არავინ ყოფილა. აღარ ვიცოდი რაღა მეფიქრა ან როგორ ამეხსნა
ნანახი.

ათასგვარ ნაკვალევში ჯადარის კვალის გამორჩევა დავიწყე. მინდოდა გამომეცნო საით


გაიქცა. როგორც ჩანდა ცხენს მისდევდნენ, მისი ნაკვალევი სრულიად სხვა, ჩემი
ვარაუდით აქლემის ნაკვალევით იყო გადაფარული. მაგრამ ვერაფრით ვხსნიდი ადამიანის
შიშველი ფეხების უამრავ ნატერფალს, რომელიც მთელ არემარეს
მოსდებოდა. კვალმა გაშლილ ადგილამდე მიმიყვანა და ფლატესთან შეწყდა. ჯადარი ფლატედან
გადამხტარიყო. მდევარს, როგორც ჩანდა ადგილზე ეტრიალა და უკან მობრუნებულიყო. ეჭვიც არ
შემპარვია რომ ჯადარს ვერავინ დაეწეოდა, მაგრამ ახლომახლო ისეთი ვერაფერი ვიპოვე უფრო
მეტი რომ გამეგო. გამახსენდა რომ ჰილალეს მხლებლებს თოფებიც ჰქონდათ და არც ტყვიაწამალი
აკლდათ. ისევ მოვბრუნდი ცარიელი ვაზნა ან ტყვია რომ მეპოვა, მაგრამ ვერაფერი ვნახე. რატომღაც
დარწმუნებული ვიყავი რომ თოფის გასროლის ხმას საფლავშიც გავიგონებდი, მაგრამ არაფერი
გამიგონია.
-„ სიმართლე დამიმალა. ანტილოპების რემა არ ყოფილა, მდევარი დაგვეწია ან რაღაც სხვა მოხდა.“

ბედუინის კვალი არსად ჩანდა. საშინელი დარდი შემომაწვა. ამდენი ბრაზის მიუხედავად,
სამაგიეროს გადახდას რომ ვეღარ შევძლებდი - ის მადარდებდა თუ სიკვდილისთვის არ მემეტებოდა
- ვერ ვხვდებოდი. უცნაური ტკივილი მკერდზე ისე დამაწვა, ლამის გამსრისა. რამოდენიმეჯერ
ღრმად ჩავისუნთქე, დამშვიდებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. უცებ გაქცევა
მომინდა. ამ ადგილის შემეშინდა და დაუძლეველი სურვილი დამეუფლა იქაურობას სასწრაფოდ
გავცლოდი.

ჩემი ავლა-დიდება მოვათვალიერე. თან თბილი ბედუინური მოსასხამი, კერიაზე ამოკრეფილი


ნახშირის ხუთიოდე ნატეხი, ორი გუდა წყალი და ჩემი მხსნელი ფეხსაცმელებიღა მქონდა. დედის
ნაჩუქარი „ტიმბერლენდები“ ჩემი ერთადერთი კავშირიღა იყო ჩემს ოჯახთან. ფეხსაცმელებს
თხრისა და ხეხვისგან ძირები თითქმის გალეოდა. მტვერი და ჭუჭყი მოვაშორე, ერთმანეთზე
გადავაბი და კისერზე ჩამოვიკიდე.

187
მარტოობის აღარ მეშინოდა. იმაზე დიდი მარტოობა, - რაც ცოცხლად დამარხულმა
გადავიტანე, - ჩემთვის აღარ არსებობდა. აღარც დღის აუტანელი სიცხე და ღამის სიცივე
მადარდებდა. მახსოვდა რომ ფარაფრამდე შვიდი დღის სავალი იყო დარჩენილი და როგორმე
იქამდე უნდა მიმეღწია. მაგრამ ფეხით იქამდე მისვლას თხუთმეტი დღე მაინც დასჭირდებოდა.

- „იქნებ მეორე აქლემი გადარჩა და სადმე უპატრონოდ დაეხეტება. ბარხანის წვერზე უნდა ავიდე
და იქნებ რამე დავინახო.“ - ჩრდილოეთიდან მოვუარე ქვიშის მთას, წყალი ქვემოთ, დიუნებს
შორის ჩაჭრილი ვიწრო ხეობაში დავაბინავე, ასვლა მინდოდა, მაგრამ უძილობით დაუძლურებულს
ძალა არ მეყო. წყლის გუდასთან მივცოცდი და ზედ თავი მივდე. უცბად ვინატრე რომ ეს
ყველაფერი მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო და თვალს რომ გავახელდი, ღია ცა და ქვიშიანი საჰარა კი
არა, ჩემი სახლის ჭერი და ჩემს ფანჯარაზე ლურჯად აყვავებული აფრიკული იები დამენახა...

თვალი რომ გავახილე ცაზე მთვარე კამკამებდა. მის ნათელს გარემო გაეცისკროვნებინა.
მოსარკულ ცაზე სწრაფად მოვძებნე პატარა დათვის თანავარსკვლავედი და პოლარული
ვარსკვლავი. ჰორიზონტის მხარეები ქვიშაზე მოვხაზე და ხეობიდან გამოსულმა გეზი
დასავლეთისკენ ავიღე, მაგრამ ორასიოდე ნაბიჯზე ისევ ფლატემ მომიჭრა გზა.

ეს ადგილი კონცხივით იყო შეჭრილი უდაბურ სიცარიელეში. ქვემოთ დაბლობი მოჩანდა.


მხოლოდ სამხრეთისკენ მიუყვებოდა დაღრენილ ფლატეს ერთი პატარა საცალფეხო ბილიკი.
ბილიკმა მალე გაშლილ ადგილზე გამიყვანა, ის იყო ფლატესკენ ზურგით უნდა შევბრუნებულიყავი,
რომ ქვიშიან დაბლობზე წითელი ნაღვერდლების ლაპლაპმა თვალი მომტაცა.

ქვემოთ ბანაკი იყო გაშლილი. ნაღვერდლების ალი წრიული ლახმაჯების გარშემო ისე
ლიცლიცებდა, თითქოს ხუთი „დაბნელებული მზე“ მიწაზე ჩამობრძანებულიყო და მხოლოდ
ცეცხლის გვირგვინებით ამჟღავნებდნენ თავის კოსმიურ წარმომავლობას.
თითოეული წრის გარშემო ადამიანების ჯგუფი ისხდა, ოც კაცამდე
იქნებოდნენ. დაცალკევებულმა ჯგუფებმა და იმან, რომ მათ შორის ქალები ვერ შევნიშნე,
მაფიქრებინა რომ ისინი უფრო მდევრები ან ყაჩაღები იყვნენ და დილით სხვადასხვა მხარეს
აპირებდნენ დაფანტვას.

ფლატეს წვეტიანი ცხვირი დაბლა გაშლილ ველს ზემოდან სახურავივით ჰქონდა


წაფარებული, მეც მის ცხვირზე გავწექი და არემარე ხელისგულზე გადამეშალა. სიშორის გამო
ადამიანების საუბრის ხმები არ მესმოდა, მაგრამ უღრუბლო ცაზე დანთებული მთვარის ქათქათა
ნათელის წყალობით ყველა მათგანს ვხედავდი და მოძრაობასაც კარგად ვარჩევდი.

ბანაკი ნაგვიანევად ვახშმობდა.


მობანაკეებს სახეები მთლიანად უჩანდათ,ესე იგი ტუარეგები არ იყვნენ. მათი აქლემები ჩემგან
კარგა შორს, ქვიშრობის ბოლოს იყვნენ ჩაჩოქილები და ზედ ბარგი ეკიდათ. ჩანდა ბანაკი
ნაუცბათევი იყო და დიდხანს დარჩენას არ აპირებდა. აზრი გამიჩნდა - როგორმე აქლემი მომეპარა.
ფარაფრამდე დარჩენილი გზის ფეხით გავლა აღარ მომიწევდა. დრომადერს წყალი და საჭმელი არ
ჭირდებოდა, გამძლეობაში - უდაბნოში ვერავინ აჯობებდა. ამისთვის კი ბანაკის დაძინებას უნდა
დავლოდებოდი.

ნელ-ნელა ჯერ ერთი კოცონი მინავლდა, შემდეგ მეორე, კარგა ხნის შემდეგ მესამე და მეოთხე.
მხოლოდ მეხუთე, ჩემსკენ ყველაზე ახლო მდგომი ბანაკი ფხიზლობდა. ბოლოს მათაც მოირგეს
სასთუმალი. უკვე დრო იყო ფლატედან ქვემოთ ჩასასვლელი მეპოვა და აქლემებისკენ გამეკვლია
გზა. თვალით გავზომე ფერდობის მანძილი. ათასამდე ნაბიჯი მაინც უნდა გამევლო რომ

188
დაბლობამდე ჩამეღწია, იქედან კი ერთი იმდენი - რომ აქლემებამდე მივსულიყავი. ჩემი შავი
მოსასხამი შეუმჩნეველს გამხდიდა და არც სურვილის ასრულება მეჩვენა მაინც და მაინც ძნელი.
მთავარი იყო ღამის ყარაული შემემჩნია და მისთვის შორიდან მომევლო.
მოსასხამში კარგად გავეხვიე, წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ბანაკში უცნაურად მორიალე
ჩრდილს მოვკარი თვალი და გაუნძრევლად გავირინდე.

ვიღაც უხმოდ, თითქმის ნელი ფრენით მოძრაობდა. ჯერ ერთ ბანაკს დაუარა თავს და გაქრა.
ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა და მეორე ბანაკთან შეჩერდა. თითქოს რაღაცას დააკვირდა თუ დაელოდა.
მერე მძინარეებთან მივიდა, ყველა მათგანთან ცალკ-ცალკე დაიხარა და ჩუმად გაერიდა. კარგა ხანი
გავიდა სანამ მესამე ბანაკთან გამოჩნდებოდა. ისევ გაისრიალა ქვიშაზე შავმა ჩრდილმა და ისევ
წრეზე შემოევლო მძინარე ადამიანებს. მის მოძრაობას ვაკვირდებოდი, მაგრამ რა მიზანი ჰქონდა ვერ
ვხვდებოდი. როგორც იქნა ჩრდილი მეოთხე ბანაკს მიუახლოვდა და ახლა იქ გაირინდა. თავზე
წაადგა მძინარეებს და ფრთხილად დაიწყო მათი შემოვლა, წრე დაასრულა და ფლატეს ჩრდილს
შეერია.

მოსასხამი თავზე გადავიფარე და ფლატეს პირას გავწექი.


- „ეტყობა მხოლოდ მე არ ვაპირებდი ქურდობას. ვიღაც თავისივე ხალხს ქურდავს ამ შუაღამისას.“
- გავიფიქრე და მეხუთე ბანაკს დავაკვირდი. მის გამოჩენას მოთმინებით ველოდი.

მალე ჩრდილი ისევ გამოჩნდა და ბოლო ბანაკს ლანდივით წაადგა თავს. ახლა მას უკეთ
ვხედავდი. ჯერ ერთ მძინარესთან დაიხარა, მერე მეორესთან. რამოდენიმე წუთში ყველა მათგანი
მოიარა. რომ მობრუნდა, მის ხელში მთვარის შუქზე რაღაცამ ვერცხლისფრად გაილევა. ეს
ლითონის ცივი ფერი იყო. არაბულ ხანჯალზე დაცემული მთვარის შუქის ანარეკლი. წამში თოფის
ლულამაც დაიკრა მთვარის სხივი. ჩრდილმა თავი ასწია, რატომღაც მეგონა რომ ჩემსკენ მოიხედა
და შევცბი, მაგრამ არ გავნძრეულვარ. მცირე მოძრაობაც კი შესამჩნევს გამხდიდა. ამიტომ ადგილზე
გავქვავდი. ჩრდილი ცოტა ხანს იდგა. თითქოს კარგად მაკვირდებოდა, მაგრამ მერე შებრუნდა და
ისევ "ნელი ფრენით" გაეცალა იქაურობას.

- „იქნებ ბედუინია... მაგრამ ის სულ სხვანაირად მოძრაობს, სიარულის ნაცვლად თითქმის


ცეკვავს... მაგრამ ეს... ეს საერთოდ არ დადის...უბრალოდ ფრინავს! მგონი ისევ რაღაც უბედურებაში
გავეხვიე. ფერდობზე ჩასვლა რომ დამეწყო მაშინვე შემნიშნავდა, მოფრინდებოდა და კისერს
მომიგრეხდა. ალბათ ახლა საიდანმე მაკვირდება. როგორც კი გავინძრევი, მიხვდება რომ
ვუთვალთვალებ და მომკლავს.“

ფლატეს პირზე გაწოლილი გარემოს ვაკვირდებოდი. მთვარე გადაიხარა და ჩრდილები


მიიყოლა. დაბლობიდან ისევ აციალდა ცივი ლითონისფერი, მე თოფის ლულა მიცქერდა. ჩრდილი
თოფს მიმიზნებდა.
- "ვერ გაისვრის, სროლის ხმაზე ყველა გაიღვიძებს." - გავიფიქრე, მაგრამ ჩემს ვარაუდში ეჭვი
გვარიანად მეპარებოდა და თოფის ლულას თვალს არ ვაცილებდი. მოულოდნელად ყურთან
წკმუტუნი გავიგონე. თავს დედა ფენეკი წამდგომოდა. გავცეცდი.

- "ამას რომ ესროლოს და რამე დაუშაოს..."


მელიამ ყურები ცქვიტა და ღამეს გახედა. თოფის ლულას მივჩერებოდი და გასროლას ველოდი.
ფენეკი ჩემსავით დაბლობს გაჰყურებდა. მისი თვალები წითელ ნაკვერჩხლებად აინთო. უცბად
ისეთი საშიში მომეჩვენა ეს პაწია ცხოველი, რომ სიცივემ გულში მძაფრად გამიქროლა. ჩემი გული
ისე ხმაურობდა, მეშინოდა აჩრდილს მისი ბაგაბუგი არ გაეგონა. მელა ჩემზე კარგად ხედავდა
საფრთხეს, მაგრამ ფლატეს ნაპირისკენ უფრო წამოიწია, ჩემს წინ დადგა და ჩამომეფარა.
ყურდაცქვეტილი ფეხმოუცვლელად იდგა, დაბლობს გადაჰყურებდა, ბალანაშლილი ყრუდ

189
იღრინებოდა და უკან დახევას არ აპირებდა. თოფის ლულა მოწყვეტით დაეშვა ძირს. მოლანდებამ
სროლა გადაიფიქრა. შვებით ამოვისუნთქე.
ფენეკმა ჩუმად დაწკმუტუნა, ნელა შებრუნდა და სიბნელეს შეერია. კიდევ ერთხელ მიხსნა
მელიამ. აჩრდილის ყურადღება მიიქცია და ტყვია ამარიდა...

აქლემის მოპარვაზე აღარც მიფიქრია. განძრევას ვეღარ ვბედავდი და ჩუმად ვიწექი.

ახლო ბანაკში ვიღაც ფეხზე ადგა და წყლის გუდას მიეტანა, მაგრამ გაბრაზებულმა შორის
მოისროლა. ალბათ ცარიელი დახვდა. გვერდზე მწოლს ხელი კრა. მეორეც წამოჯდა, წელზე იტაცა
ხელი და ხმამაღლა აყვირდა. მის ყვირილზე რამოდენიმე კაცი წამოიშალა და რაღაცას ამაოდ
დაუწყეს ძებნა. ბანაკმა სწრაფად გაიღვიძა. აქეთ იქეთ დარბოდნენ ხელებს იქნევდნენ, ყვიროდნენ
და ილანძღებოდნენ. აქლემებს ეცნენ. ყვირილმა იმატა. აღარც აქლემებზე აკიდებული ბარგი ჩანდა
სადმე. ვიღაცის ხმამაღლ დაძახილზე ყველა ტყავის გუდებს მივარდა. ამაოდ ბერტყავდნენ,
აპირქვავებდნენ მაგრამ არცერთ გუდაში წყალი აღარ იყო. ბანაკი აიჭრა და აირია, ნაწილი
აქლემებზე სხდებოდა, ნაწილი რაღაცას უშედეგოდ ეძებდა. ნაწილი უწყლო გუდებს სინჯავდა.
მხოლოდ ახლა მივხვდი რაც მოხდა.
მფრინავმა ჩრდილმა - მთელი ბანაკი უიარაღოდ და უწყლოდ დატოვა.

მოულოდნელმა თოფის გასროლამ ჰაერი შუაზე გაგლიჯა და ფლატეს მხრიდან მძლავრ ექოდ
დაიგრგვინა.
ყველა გაშეშდა. ბანაკი ერთბაშად ჩემსკენ შემობრუნდა და ფლატეს ძირს მიაჩერდა.
ზუსტად ჩემს ქვემოთ, ცხენზე ამხედრებულ, მთლიანად შავით მოსილ ცხვირპირახვეულ ლანდს
ხელში მომარჯვებული თოფი ეჭირა.

შაოსანმა ჩემთვის სრულიად უცნობ ენაზე რაღაც მჭაზე ხმით დაიყვირა.


ბანაკი ერთ წამს დადუმდა. მაგრამ მათ ერთი კაცი გამოეყო და სხვებს რაღაც ნიშანი მისცა. მის
დაძახილზე აქლემებზე ამხედრებული ათიოდე კაცი დაწინაურდა და მხედრისკენ ჭენებით დაიძრა.
დანარჩენებიც აქლემებს მისცვივდნენ.

მხედარმა ცხენს შეუძახა, სწრაფად მოწყდა ადგილიდან და მომხდურისკენ გაჭენდა, ლანდმა


უცნაური მოძრაობა გააკეთა და გაჭენებულ ცხენზე ფეხზე შედგა. პირველივე მოახლოვებულ
მომხდურს სახეში თოფის კონდახი ახალა, მკერდში წვდა, უნაგირიდან გადმოათრია, ჰაერში
შეატრიალა, მიწაზე მოწყვეტით დაახეთქა და უმხედროდ დარჩენილი აქლემის უნაგირზე გადახტა.
ცხენი მიწაზე გართხმულს ფეხით შედგა. გაჭენებული აქლემები მოწყვეტით შეჩერდნენ და
ერთმანეთში აირივნენ. შაოსანი ლანდი მეორე მხედარს მიწვდა, მკერდში მუხლი ჰკრა და ყირამალა
გადააგდო. ცხენმა პირდაპირ თავში ისე ჩააზილა წიხლი მიწაზე დაცემულს, რომ ძვლების
ღრჭიალი და ტკაცანიც კი გავიგონე. შაოსანი ახლა მეორე აქლემის ზურგზე გადაფრინდა, თოფი
ორივე ხელში იმარჯვა, მესამე მოტანებულს - ნიკაპქვეშ ამოსდო და ჰაერში აწია. თოფმა კონდახთან
გადატყდა და ჭახანი გაიღო. ლანდმა თოფს ხელი უშვა და ჰაერში აწეული - მიწას მთელი სიმძიმით
დაასკდა. ცხენმაც არ დააყოვნა და წიხლი ჩააზილა. ყველაფერი აზრიალდა. მხედრები ცდილობდნენ
შავი ლანდი თავის ცხენიანად ალყაში მოექციათ და ერთად დასხმოდნენ თავს, მაგრამ ამაოდ.

შაოსანი უდაბნოს ცხელი ქარივით თავაწყვეტილი დაქროდა. აქლემებზე, უნაგირებზე,


მომხდურების თავებზე, მუხლებზე, ბეჭებზე, ზურგებზე, მხრებზე დაფრინავდა და მიწას ფეხს არ
აკარებდა. ერთი მხედრიდან მეორეზე პირდაპირ ჰაერში გადადიოდა და მუხლით, მუშტით და
წიხლით ყველას უმოწყალოდ უსწორდებოდა. მისი სისწრაფით გაოგნებული მხედრები
წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებდნენ. მხოლოდ შეძახილის ხმა ისმოდა რასაც მათ
მკერდებზე და ზურგებზე ძლიერი დარტყმის და მიწაზე ბრაგვანის ყრუ ხმა ახშობდა.

190
დამფრთხალი აქლემები ღმუილით დარბოდნენ, აქეთ იქეთ აწყდებოდნენ და ისედაც
თავგზაარეულ ადამიანებს თქერავდნენ. ცხენი პატრონს კვალზე მიყვებოდა, გვერდიდან არ
შორდებოდა, აქლემებზე ამხედრებულ მტრებს გზას უღობავდა, ალყის შეკვრის საშუალებას არ
აძლევდა, ყალყზე დგებოდა, წინა ფეხებით იგერიებდა და შაოსანთან ახლოს არ უშვებდა,
გადმოვარდნილებს ფეხებით უმოწყალოდ თელავდა და გამაყრუებლად, გაბმულად ჭიხვინებდა.

კვნესა, ყვირილი და ლანძღვა ერთმანეთში აირია. თავპირდასისხლიანებული მობანაკეები


აუწერელი შიშით შესცქეროდნენ მთვარის შუქზე ჰაერში მოფრიალე შაოსანს მათ
თავებზე ჯოჯოხეთის ანგელოზივით რომ დაფრინავდა და სულების ამორთმევით ემუქრებოდა.
ცოტა ხანში აქლემებზე აღარავინ იყო.

ეს ღამეული, უცნაური მფრინავი შეტაკება ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც


დაიწყო.
ოთხიოდე გადარჩენილი მიწაზე პირქვე გაწვა და თავზე ხელები შემოიწყო. შაოსანი ლანდი ცხენს
დაუბრუნდა და მიწაზე გაწოლილებს დააცქერდა.

დანებებულები ხელებს ცისკენ იშვერდნენ და შეწყალებას ითხოვდნენ. მხედარმა რაღაც უთხრა


და ხელით მიმართულება უჩვენა. ორი კაცი წამოხტა და აქლემებს ეცა. შაოსანი ადგილიდან არ
იძვროდა და რაღაცას ისე მშვიდად ელოდა, თითქოს წუთის უკან მომხდარი მას სულაც არ
ეხებოდა. ცოტა ხანში, წასულები უკან მობრუნდნენ და ორი აქლემი მოიყოლეს. ერთს ტყავის
წყლიანი გუდები ჰქონდა აკიდებული, მეორე კი ბარგით იყო დახუნძლული.
მხედარმა მიწაზე გართხმულ ადამიანებს თვალი მოავლო. ზოგი წამომჯდარიყო და გაბრუებული
აქეთ-იქეთ იყურებოდა, ზოგი ტკივილისგან იმანჭებოდა და ყვიროდა. ზოგი გასისხლიანებულ
თავპირს ისინჯავდა, ზოგი ბრაზით იჭამდა მუშტებს.

ამასობაში ღამე მიილია და ნათელმა იმატა, თუმცა მზის ამოსვლამდე ჯერ ადრე იყო.
გადარჩენილებმა დაჭრილებს და ნაცემებს მიაკითხეს, წყალს ასმევდნენ, ჭრილობებს
უსინჯავდნენ და მუჯლუგუნებზე მჯიღებით პასუხობდნენ.

მხედარი ნელა მობრუნდა, ჩემსკენ წამოვიდა და ფლატეს მოუახლოვდა.


ახლა ცხენიც კარგად ჩანდა და კაციც.
ყელმოღერებული შავი არაბული ბედაური ამაყად მოაბიჯებდა. გრძელი ფაფარი მუხლამდე
სცემდა, შუბლზე თეთრი ვარსკვლავი აჩნდა, ფეხებით აბეზარ ქვიშას მოარღვევდა და გარშემო
ნისლივით ფანტავდა.
მხედარმა სახეზე ხელი მოისვა, საბურავი მოიხსნა და ცას ახედა. მზერა ისე შეცვლოდა რომ
ძლივს ვიცანი. ბედუინის გამომეტყველება ადამიანისას არ ჰგავდა, მისი სახიდან შემზარავი და
ბნელი სიცარიელე მოედინებოდა. ორიოდე წამით შეჩერდა და ბანაკს გახედა,
შემდეგ ფლატეს დააკვირდა და ცხენი ფერდობისკენ შემოაბრუნა.

ბედუინი (ნაწილი XXIV ეშმაკის ძაღლები)

„ზღვის ტალღასავით გადმოღვარა კაიროზე ამ კაცმა თავისი ფასდაუდებელი


სიმდიდრე.
მთელ სულთანათში არ მოიძებნება არც ერთი სასახლის კარის არც ერთი მსახური ან
მოხელე,

191
რომელსაც მისგან საჩუქრად ოქროს ზოდი არ ერგო. რა საოცრად დიდებული, რა
საოცრად
ღირსეული და რა საოცრად თავმდაბალია."

თარიჰ ალ-ფათთაშის ქრონიკა

ცხენი ბექობს მოეფარა თუ არა, ფლატედან უკან დავიწიე, წამოვხტი და რაც ძალა და ღონე
შემრჩენოდა გავიქეცი. საშინელი გრძნობა დამეუფლა იმის გაფიქრებაზე, რომ ალ კაბირს უნდა
შევხვედროდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მის დანახვაზე თავს ვერ შევიკავებდი და პირდაპირ
ყელში ვეცემოდი გამოსაღადრად. მხოლოდ ცხელი ტყვია თუ შემაკავებდა. ხელის ერთი გაქნევითაც
მომკლავდა, მაგრამ არც ეს მაშინებდა, -მისი ხელით უკვე მოკლულიც ვიყავი და დამარხულიც.
ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებდი სანამ ჩემსას არ მივაღწევდი ან ზედ არ შევაკვდებოდი.
შურისძიება ვერაგულად, მისი ნდობის მოტყუებით ადვილად შემეძლო, მაგრამ იმდენად
უკადრებლად სამარცხვინო მეჩვენა, რომ გაფიქრებამაც კი შემზარა.

გონებას სხვა ფიქრი მიხვრეტდა.


მინდოდა მისთვის სახეში ის ბრაზი შემესხა, რაც ამ ექვსი დღე-ღამის მანძილზე ჩემს სულში
დაგროვდა. დაუძლეველი სურვილი მკლავდა - ჩემივე საფლავში ცოცხლად დამემარხა, იგივე ზაფრა
რომ გადაეტანა - რაც მე, იგივენაირად გაწამებულიყო - როგორც მე, ისევე ეგლიჯა შიშველი ხელებით
გაქვავებული ქვიშა - როგორც მე, იმ უსასრულო სიცარიელეში, საფლავის კარიდან რომ იწყება, ისევე
დაკარგულიყო - როგორც მე. მასაც ჩემსავით ემკითხავა ცოცხალი იყო თუ მკვდარი და მაინც
უპირატესობა ექნებოდა - ეცოდინებოდა რატომ იყო ცოცხლად დამარხული... ისეთმა
წარმოუდგენელმა სურვილმა წამომიარა, მგელივით კბილით გამეგლიჯა მისი ყელი - რომ სისხლის
გემოც კი ვიგრძენი. ერთიანად ცახცახმა ამიტანა და ცალ მუხლზე ჩავიჩოქე. შევეცადე გონება
მომეკრიბა და დავმშვიდებულიყავი.

- აი ახლა, ნამდვილად წერას ვყავარ ატანილი. ჯობია გონებას მოვუხმო...რა დროს შურისძიება
და დროის კარგვაა... გზას უნდა დავადგე და ფარაფრამდე მივაღწიო. საჭმელი არ მაქვს, მაგრამ
სამაგიეროდ წყალი მაქვს, ბევრი წყალი. კაიროში დაბრუნება - აი შურისძიება ყველა მტერზე ერთად.
ბედუინისთვის უკვე მკვდარი ვარ. იქნებ არ მომძებნოს და არ დამედევნოს. ერთ ორ ლოცვას
წაიკითხავს საფლავზე, აქლემის ლეშის ნაცვლად ლოდს დადებს და ტუარეგებთან დაბრუნდება.
იტყვის რომ მოვკვდი და დამმარხა. ამენოკალია სიხარულით დაუჯერებს, მილოში ნამდვილად არ
დაუჯერებს. პოლონელს გვამი ჭირდება და საფლავის გათხრას მოინდომებს, მაგრამ ჰილალე აღარ
მიეხმარება. მისი მიზანი მხოლოდ ალ კაბირია. ისევ მე და პოლონელი შევრჩებით ერთმანეთს. სანამ
აქამდე მოვლენ, რაღაც დროს მოვიგებ, მაგრამ აქლემი მჭირდება. იქნებ წუხანდელი შეტაკების
შემდეგ რომელიმე დამფრთხალი დრომადერი სადმე დაეხეტება და შევეჩეხო. აი მაშინ, ნამდვილად
ძაღლი აღარ დაჰყეფს ჩემს ბედს. ჰოი, რა ახლოს ვარ მიზანთან, ფარაფრასთან, პოლიციასთან...

ფიქრმა დამამშვიდა. მივხვდი რომ შურიძიებასა და გზის გაგრძელებას შორის, - სწორი არჩევანი
მეორე იყო. ბრაზი დიდ ენერგიას მაძლევდა, მაგრამ სამაგიეროდ შურისძიების სურვილი მფატრავდა
და მფიტავდა. მაგრამ სხვა გრძნობაც დამეუფლა, ეს თავისუფლების საოცარი შეგრძნება იყო
სიკვდილისგან და საფლავიდან განთავისუფლების შვებით მოსული თავისუფლება. ბედუინზეც
აღარ ვიყავი დამოკიდებული, მისი უსიტყვო მითითებებისთვის ანგარიში აღარ უნდა გამეწია, მუდამ
თვალით არ უნდა მეძებნა იყო თუ არა ახლომახლო. ჩუმი შიშით აღარ უნდა წამეკითხა მისი მზერა, -
შეკრულ წარბებს შორის რომ ჟონავდა და სიმკაცრედ რომ იღვრებოდა. მხოლოდ ჯადარი
მენატრებოდა... გონიერი და ულამაზესი არსება, გულწრფელი თავდადებით რომ ცდილობდა ჩემს
გადარჩენას ყველა შემოყრილი განსაცდელისგან.

192
როგორც იქნა აზრები დავალაგე. თავს ძლივს მოვერიე. ჩემი შელანძღული მოსასხამი თავზე
ბურნუსად შევიკარი, წყლის გუდები მხარზე გადავიკიდე, ფლატეს შემოვუარე და თავქვე დავეშვი.
მზის ამოსვლისთვის კარგა მანძილით დავშორდი საფლავს. სიარულის რიტმი სუთქვას შევუწყე,
მზეს ზურგი ვაქციე, სავალი მოვნიშნე და გზას დავადექი. მზე უკვე კარგად იყო ამოსული, როცა
ორიენტირს მივაღწიე და დასასვენებლად ჩავიმუხლე.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ლუკმაც არ მქონდა გაღეჭილი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, თავს
კარგად ვგრძნობდი. შიმშილით ტანჯვის შეგრძნება არ მქონდა. ჩემს „ყოფილ დიეტებზე“
დავფიქრდი და მივხვდი, რომ ყოველგვარ დიეტაზე უკეთესი სრული შიმშილი იყო. სისუსტე და
თავბრუ არ მაწუხებდა, სუფთა ჰაერით მომარაგებული ფილტვები თავისუფლად სუნთქავდნენ.
გონება დაწმენდილი მქონდა, აზრი - ნათელი. შიში და ცუდი განწყობა ყოველწამს უკან იხევდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საჰარას ყოვლად აუტანელი სამოცგრადუსიანი სიცხე
თითქმის ასატანიც კი გამხდარიყო. იძულებითი შიმშილი ჩემი ორგანიზმისთვის საშიში კი არა, -
სასარგებლო აღმოჩნდა. ავადმყოფობა უკვალოდ გამქრალიყო, თითქოს ჩემს ნაცვლად - საფლავში ის
დარჩა. ფეხსაც თავისუფლად ვადგამდი. მხოლოდ მარჯვენა მხარი მტეხდა. წყალი იმდენი მქონდა
რომ ფარაფრამდე ნამდვილად მეყოფოდა, გავბედე და ქვიშით სავსე თმის, დაკაწრული მუხლების,
დაშაშრული, დაგლეჯილი ხელების და ჩასისხლიანებული, დამტვრეული ფრჩხილების დასაბანად
გავიმეტე. მხრიდან მოხსნილი სახვევი წყლით დავასველე, სხეული გავიწმინდე და საფლავის
მიწისგან და მტვრისგან განთავისუფლებული ხელახლა დავიბადე.

ამასობაში შუადღის გამთანგავი მზე აღმოსავლური შემპარავობით, - ფერებაფერებით წამომადგა


თავს. ჰაერი სიმხურვალისგან აიტალღა. გახურებული ქვიშიდან ადენილმა ალმურმა სიმკვრივე
შეიძინა და მთელ ახლო ჰორიზონტზე მრუდე, დაკლაკნილ, უსასრულო გრძელ სარკედ იქცა და
ქვიშის ოქროს კვარცხლბეკებს "მიეყრდნო." მზემ ადგილი ოდნავ იცვალა თუ არა თითქოს ალმასით
ერთბაშად დაჭრესო, ვიწრო მაღალ ნაწილებად დაიშალა და გარშემო სარკეების "ტყემ"
ცისარტყელის ფერებად დაიწყო ლივლივი. მიწისპირზე უამრავი მზე ერთად აინთო. მირაჟმა,
ლურჯი ცა სარკეებით დაიჭირა და მიწაზე ფიანდაზად ჩამოფინა. გარშემო ყველაფერი იისფრად,
ცისფრად, ლურჯად, ნარინჯისფრად და მზისფრად აელვარდა. ისევ მომტაცა თვალი საჰარას
ულმობელმა სილამაზემ. ათასობით მზე ჩემს წინ ლიცლიცებდა და მე, ჩემი უბრალო, ადამიანური
თვალებით მანამ ვუმზერდი, - სანამ მირაჟი არ ჩაქრა.

გუნება გამომიკეთდა. შუადღის სიცხეში მცურავის და მცოცავების შიში არ მქონდა. ამიტომ


ბარხანის ჩრდილოეთ კალთაზე მივწექი და ცას შევაცქერდი. დასვენებისთვის მთელი ოთხი საათი
მქონდა. ფიქრს ძილი ვამჯობინე, მოსასხამში გავეხვიე და წყლის გუდაზე თავი მივდე. თვალი
მივლულე თუ არა, გონებაში მაშინვე ბედუინის სიცარიელით და სიბნელით სავსე მზერა
ამოტივტივდა. ის მზერა, ფლატედან ბოლოს რომ დავინახე. რას უნდა გამოეწვია ასეთი საშინელი
გამომეტყველება - ვერ ვხვდებოდი. გონებაში მის სახეს ვაკვირდებოდი, ყველა დეტალს ვიხსენებდი,
იმ "რაღაც უჩვეულოს" ვეძებდი... და ისეთ რამეს მივაგენი, რომ წამიერმა აღმოჩენამ ფეხზე
წამომახტუნა...

მას თვალები არ ჰქონდა... არ ჰქონდა თუ უჩანდა?! მთელი სხეულით ვიგრძენი რომ მისი ღია
ქუთუთოებს მიღმა არაფერი არ იყო, საერთოდ არაფერი... და სწორედ ამ არაფრისგან მოედინებოდა
ის თავზარდამცემი უსასრულობა და სიცარიელე - ასე რომ შემზარა. ამ აღმოჩენამ ისე მაგრად
შემაშინა, რომ უნებურად თავის დამშვიდება დავიწყე.

"- ღამე იყო, კარგად ვერ დავინახე, სიბნელეში ვერ გავარჩიე !" - მაგრამ ალღოც რომ მკარნახობდა
რაღაც საშიშს და უჩვევს?! მისი სხეულის და ნაკვთების იდეალური მოხაზულობა იმდენად
არაბუნებრივი და გამაოგნებელი იყო, რომ მუდმივად მაოცებდა. არასოდეს მენახა ასეთი

193
აბსოლუტური პროპორციულობა, ზუსტი სიმეტრიულობა და რაც მთავარი იყო, - სხეულის ფლობის
ასეთი საოცარი უნარი.

ეს კაცი არც ერთ ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებდა. ამ უდაბნოში, ეს ნამდვილად იყო სწორი და
მიზანშეწონილი საქციელი. ორგანიზმში წყლის და ენერგიის გაფრთხილება, - ისედაც ჩვევად ჰქონდა
საჰარას ყველა ბინადარს. მაგრამ ბედუინის მოძრაობა ისეთი მოქნილი და ზუსტი იყო, თითქოს
გამოთვლილი ჰქონდა, რა ძალით უნდა დაეტვირთა სხეული - საჭირო ძალის მისაღებად რითაც
უმოკლეს დროში მიაღწევდა შედეგს. ბევრი სპორტული მიღწევა საკუთარი თვალით მქონდა ნანახი.
რამდენიმე ოლიმპიურ ჩემპიონს პირადად იცნობდა ჩემი ოჯახი, მაგრამ ვერცერთი მათგანი,
ახლოსაც კი ვერ მივიდოდა ამ ადამიანთან.
ადამიანთან ?! იყო კი ადამიანი?! რამდენჯერ მომეჩვენა... რომ ... არ იყო...იქნებ არც მომეჩვენა?!..

ბევრჯერ გამიჩნდა ეს ეჭვი, მაგრამ მერე ისევ გამიქრა. ის დღე გამახსენდა, დაჭრილს მხრიდან
ტყვია რომ ამოვუღე. ნამდვილი სისხლი ნამდვილად სდიოდა მხრიდან. მაღალი სიცხისგან ლამის
იწვოდა. ძალიან მძიმედ იყო. ტყვია სულ ორი თითის დადებაზე ასცდენოდა გულს და ბეჭთან
ჰქონდა მოხვედრილი...მართლაც სასწაულით იყო გადარჩენილი სიკვდილს. თითქოს დიდხანს უნდა
ყოფილიყო ცუდად... მაგრამ არაბუნებრივად სწრაფად გამოკეთდა... გამოკეთდა რომელია, მეც კი
მივლიდა მთელი ექვსი დღე... ან ეს წუხანდელი "ფრენა"?!

ჩვენი მოცეკვავეების მაცქერალი მართლა ვიყავი "ფრენას" შეჩვეული... ლამაზები,


მოსხლეტილები, ამაყები - მართლაც ისე დაფრიალებდნენ სცენაზე, რომ ყველა გაოგნებული
რჩებოდა. მაგრამ ის რაც წუხელ ვნახე, ყოველგვარ ნანახს თუ წაკითხულს ათასჯერ მაინც
აღემატებოდა... მისი ელვისებური რეაქცია მტრის მოქმედებაზე, მოწინააღმდეგის მოგერიებიდან
მოულოდნელ - თავდასხმაში რომ გადადიოდა, გარემოს სრული და წამიერი აღქმა, მტრის სავარუდო
მოძრაობის მყისიერი გათვლა, მოქმედების უტყუარი სიზუსტე და წარმოუდგენელი სისწრაფე - ასე
თვალსაჩინოდ არასოდეს მენახა.

თვალდახუჭულმა ისევ ნათლად დავინახე, აქლემზე ფეხით შემდგარმა და თითქმის


ალყაშემორტყმულმა, როგორ უბიძგა ფეხებით გაქანებულ დრომადერს, ნახტომის მსგავსი მოძრაობა
გააკეთა და აქლემის ზურგიდან მომხდურების თავებს ზემოთ აფრინდა, ჰაერში ჰორიზონტალურად
გაწოლილმა, როგორ მოხაზა სხეულით საკუთარი მკერდის გარშემო სრული წრე და ზედიზედ სამი
კაცი ისე სწრაფად მოიცილა წიხლით თავიდან, მხოლოდ მიწაზე დაცემისას მოახერხეს წამოიყვირება.
თვითონ კი, ისე დაეშვა გაჭენებული აქლემის კუზზე, - თითქოს მიწაზე დააბიჯა ფეხი...

კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი რა მომეჩვენა ყველაზე უცნაურად წუხანდელ შეტაკებაში...
მას ჰაერში სხეულის შეკავება შეეძლო, არამარტო შეკავება, წონასწორობის შენარჩუნებაც ისე
ძალდაუტანებლად და ჩვეულებრივად გამოუვიდა, როგორც მე დავდიოდი დანდობილად მიწაზე. აი
რა იყო მართლაც გამაოგნებელი. თითქოს ბედუინზე იმ წამებში დედამიწის მიზიდულობის ძალა
საერთოდ არ მოქმედებდა...

" - იქნებ იმიტომ ატარებს საჰარაში ამდენ დროს, რომ სწორედ ადამიანებს არიდებს თავს... იქნებ
არც არის ადამიანი და არ უნდა რომ ვინმემ ეს შენიშნოს... თუ ადამიანი არ არის, - აბა ვინ არის?.. მისი
ამბავი, - რაც მომიყვა, ლამის "საპნის ოპერაა". ამას მხოლოდ ტუარეგები ან ბერბერები თუ
დაიჯერებენ... მაშ ვინ ხარ შენ ალ კაბირ? იდეალური ადამიანი თუ შენი ალლაჰის ანგელოზი? ეს
სახელი, ნამდვილად შენი სახელია?.. ან ჰილალე რატომაა შენზე ასე ჩაფრენილი, თქვენი
ურთიერთობა ხომ გაცილებით მეტია იმაზე, რაც მიამბე...აბა ჩემი მოკვლის სურვილი რატომ აქვს?!
მის ადგილას სხვა,- სტუმრად მიმიღებდა, აქლემს მომცემდა და მეგზურსაც გამაყოლებდა. ყველაზე
ცუდ შემთხვევაში - თავიდან მომიცილებდა და ოაზისიდან ჩქარა გამისტუმრებდა... რას მალავ ალ
კაბირ ?! ან რატომ ?! " - ისევ წამომაწვა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა.
194
ფიქრებმა ისე ამრია, დასვენება და ძილი აღარ მინდოდა. ჩემი ოქროს კენჭები მოვსინჯე,
ფეხსაცმელები მოვირგე, ისევ ავიკიდე წყლიანი გუდები და მდუღარება სიცხის მიუხედავად
უჩრდილო გზას დავადექი. ყოველ მეასე ნაბიჯზე რამდენიმე წუთით ვისვენებდი, ნახევარ ყლუპ
წყალს ვიმეტებდი და უსასრულოდ მივდიოდი... მივდიოდი...მივდიოდი... როგორც იქნა მივაგენი
უდაბნოში სწორად სიარულის საიდუმლოს. გულისცემის, სუნთქვის და სიარულის რიტმი
ერთმანეთს უნდა დამთხვეოდა. "მოკლედ" სუნთქვა ფილტვებს გადახურებისგან იცავდა, გული
უკეთ მუშაობდა, პატარა ნაბიჯები ნაკლებად მღლიდა. მეორე ორიენტირსაც მივაღწიე და საკუთარი
"გამარჯვებით" კმაყოფილი დასასვენებლად მოვეწყე. საღამოვდებოდა და უკვე სიფრთხილე
მმართებდა. ყველა თავმკერდიანი და ფეხსახსხრიანი, მცურავი და მცოცავი გამოღვიძებას იწყებდა
და აქაურობას ცოტა ხანში ქვიშასავით მოედებოდნენ.

" - ახლა ყურადღებით უნდა ვიყო და ფეხქვეშ ვიყურო. უკანაც უნდა ვიყურო, წინაც უნდა
ვიყურო, მდევარი არ უნდა გამომეპაროს, ბედუინი თუ დამედევნა, უნდა დავემალო...არც დანა მაქვს,
არც ცეცხლი, აფთარსაც უნდა ვერიდო, ასი თვალი და ასი ყური მჭირდება, თუმცა ჩემი ფენეკის ერთ
წყვილი ყურიც მეყოფოდა..." - გარშემო ყველაფერი მოვათვალიერე. ადრე, ბედუინის გვერდით
უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ახლა უფრო თავისუფლად ვსუნთქავდი და ეს
თავისუფლება აღარ მემეტებოდა. ვგრძნობდი რომ ალ კაბირს ჩემზე ძალიან დიდი, უზარმაზარი
ზეგავლენა ჰქონდა, თუმცა მისი მოპოვება თითქოს არც კი უცდია.

სანამ კარგად არ ჩამოღამდა შეუჩერებლად მივაბიჯებდი. ჩემთვის დღე-ღამის ყველაზე


რთული ნაწილი დადგა. სრული სიბნელე მერტყმოდა გარს. ყველა შეგრძნება ათასჯერ გამიმძაფრდა.
ალ კაბირის წყალობით ამ დროს, მთვარის ამოსვლამდე - ავად თუ კარგად - მეძინა, მაგრამ
ყოველთვის სიზმარს ვხედავდი და უფრო დამფრთხალი ვიღვიძებდი. ახლა, მის გარეშე მხოლოდ
დღე თუ შემეძლო ძილი, წარმოუდგენელ სიცხეში, როცა ყველაფერი მოძრავი ჩერდებოდა,
იმალებოდა და ქვავდებოდა. ღამით უნდა მეფხიზლა. მთვარის ამოსვლამდე თითქმის უძრავად
უნდა გავჩერებულიყავი, შემთხვევით მცურავისთვის ან მორიელისთვის რომ არ დამედგა ფეხი.
ფრთხილად დავიმუხლე, ჩემი მოსასხამი მიწაზე გავშალე და დავაკვირდი, მის ქვეშ რამე ხომ არ
მოძრაობდა. ის არაბიც გამახსენდა გველმა რომ დაკბინა. კარგა ხნის შემდეგ დავრწმუნდი რომ
მოსასხამის ქვეშ არაფერი იყო. ძლივს გავბედე დაჯდომა და მიწას ხელისგულით დავეყრდენი.

სრული სიბნელით გარემოცული უდაბნოს ხმებს ვუსმენდი და მთვარის ამოსვლას ველოდი.


გამახსენდა, რა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმ პატარა ფოტომ, ბავშვობაში მამამ რომ
მაჩვენა. მას მერე წარმოვიდგენდი ხოლმე რომ მთვარეზე ვიყავი და ღამის ცაზე დედამიწის
ამოსვლას ისე ვუყურებდი, - როგორც მთვარის ამოსვლას. თვალდახუჭულმა ძველებურად
წარმოვიდგინე, - როგორ ამოდიოდა ვარსკვლავებით მოჭედილ ღამის ცაზე, ცისფრად და
ნისლისფრად ანთებული ვეებერთელა ბურთი.

„ -ეს დედამიწაა მამი, მთვარიდან ასე ჩანს. შეხედე როგორი ლამაზია ჩვენი ცისფერი სახლი. ეს
მთვარის ზედაპირია... ჩვენ კი ახლა აი აქ ვართ“ - თითი დაადო მამამ მოცისფრო ბურთის ნახევარს.
„- ამერიკელმა კოსმონავტებმა მთვარიდან გადაიღეს. ეს ჩვენი საიდუმლო იყოს კარგი?“ - დიდის
ამბით დავუქნიე თავი მამას. მას შემდეგ მთვარის ნაცვლად ცისფრად ანთებულ დედამიწას
ვხედავდი. ერთხელ დედაჩემმა შეიცხადა კიდეც "ეს ბავშვი დამთვარული ხომ არ არისო," მაგრამ
მამამ ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და დედას უთხრა:
"- ბავშვია, "მთვარობანას" თამაშობს, ყველაფერი აინტერესებს, გაიზრდება და ბებოსავით
ასტროფიზიკოსი გამოვაო."

ჩემმა ხელისგულმა მიწაზე "დამაბრუნა." მეორე ხელიც დავადე მიწას. ხელებმა მიწიდან
წამოსული ვიბრაცია მამცნეს, მაგრამ ყველაფერი ძალიან გვიანი იყო. კუნაპეტ სიბნელეში
195
რიბირაბოდ დავინახე როგორ მოქროდნენ ჩემსკენ უცნაური და უზარმაზარი ცხოველები. მათი
ბრჭყალები ქვიშას საზარლად კაწრავდნენ. ერთმანეთში არეული ღრენა და წკმუტუნი სწრაფად
მოახლოვდებოდა. ცხოველები ზედ მომაწყდნენ, მაგრამ ნადავლისათვის ერთმანეთს წაეკიდნენ.
ერთმანეთს გამეტებით კბენდნენ, მიწაზე გორაობდნენ, ყეფდნენ და იღრინებოდნენ. ბოლოს ერთმა
ალბათ მეთაურმა იძალა, მთელი სიმძიმით დამეჯახა და მიწაზე გამაკრა. მხრებზე წინა თათებით
შემადგა, კბილებდაკრეჭილი ხახა ზედ სახესთან მომიტანა და საშინლად, გაბმით დაიღრინა.

„-აფთრები?!“- ზაფრანაცემი ველოდი როდის მომაგლეჯდა თავს ჩემს თვალწინ დაღებული


ვეებერთელა ხახა.
ხორხისმიერი შეძახილი მომწვდა და ჩირაღდნის ნათებამაც იელვა. თავზე ძაღლები მადგნენ,
ოღონდ, სიმაღლით თითქმის წელამდე წვდებოდნენ ადამიანს, მაღალი, წვრილი ფეხები და გრძელი,
თასმასავით კუდები ჰქონდათ, წაწვეტებული თავი, წვრილი წელი და დაცქვეტილი ყურები.
მონადირე ძაღლები იყვნენ, მწევრები. მიწაზე რაღაც მძიმე დავარდა რასაც წკუტუნი და ჩუმი ღრენა
მოჰყვა. ადამიანის გაწყრალი ხმა გავიგონე, მას მეორე ხმა გაეპასუხა, შემდეგ მესამე...თავზე
შავკანიანი ძალიან გამხდარი მამაკაცი დამადგა. მხოლოდ თეძოსსაკრავის ამარა იყო, ხელში დიდი
კეტი ეჭირა და წელზე ბასრი დანა ეკიდა. წინ წამოდგა, სახეზე ჩირაღდანი მომაშუქა და ისეთი
ბედნიერი შეძახილი აღმოხდა რომ სხვებიც მაშინვე მომცვივდნენ. ათნი იყვნენ, მონადირეებს
ჰგავდნენ. ყველა კეტით და ბასრი დანით იყო შეიარაღებული. სახეზე ხელებს მისვამდნენ, თმას
მისინჯავდნენ, ერთმანეთს გაკვირვებული და გახარებული ეყაყანებოდნენ. ერთი ხელზე მეცა და
ენით გალოკა, მერე კი თითი რამდენიმეჯერ გამისვა და გახარებულმა რაღაც დაიყვირა.

სასწრაფოდ გამთოკეს და დარაჯად ძაღლები მომიყენეს. ის თოკი იყო, რომლითაც ბედუინმა


ერთმანეთზე აქლემები ქარავნისთვის რომ გადააბა. ახლა ამ თოკით - ნანადირევის ფეხები
ერთმანეთზე იყო გადაბმული. ეს ჩემი აქლემის, ჩემი საწყალი დრომადერის აგლეჯილი ფეხები იყო.
ათასი წელიც რომ გასულიყო, მაინც ვიცნობდი. ტუარეგების სოფლიდან გამოქცევის შემდეგ, მის
ყოველ ნაბიჯს ისე ვაკვირდებოდი, რომ გონებაში სამუდამოდ მქონდა ჩაჭედილი. გახარებული
მონადირეები მუდმივად ახსენებდნენ ორ სიტყვას, „ტიშიტი“ და „ნმადი“, იცინოდნენ ქათქათა
კბილებს აჩენდნენ და თვალები მხიარულად უბრწყინავდათ.

ძაღლი აყეფდა. კაცები წამოხტნენ, დანები და კეტები მოიმარჯვეს, ჩირაღდანი მიაგდეს და


სიბნელეში გაიფანტნენ.

ცხენის ფლოქვების რიტმული თქარუნი თანდათან მკაფიოდ მესმოდა. მოახლოებულმა მხედარმა


ცხენიდან მიწაზე რაღაც ფრთხილად დაუშვა და ხმამაღლა დაიძახა. მის ძახილზე, სიბნელიდან
ნელნელა, ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდენ ნირწამხდარი მონადირეები.

მხედარი სწრაფად ჩამოქვეითდა და სახიდან ბურნუსი მოიშორა. ველურებმა დანები და კეტები


მიწაზე დაყარეს. ერთბაშად მუხლებზე დაეცნენ და „მანსაააა“ შესაძახეს ზეცას და ხელები ცაში
აღაპყრეს. ნაცნობი ხმა - უცხო ენაზე ალაპარაკდა. ველურები ისეთი მოწიწებით და მოკრძალებით
შესცქეროდნენ მხედარს, როგორც მორწმუნე წმინდა ხატებს ზიარების შემდეგ. მის ნიშანზე ორი კაცი
წამოდგა, ერთმა მიწაზე დაგდებული კაცი ფეხზე წამოაყენა და თოკები შეხსნა. ტყვეს კისერზე დიდი
ამულეტი ეკიდა, რომელიც მთლიანად ფარავდა მის გულმკერდს. მანაც სხვებთან ერთად მოიყარა
მუხლი, გულზე ხელი მიიდო და თავი დახარა. მეორე მონადირემ მე შემხსნა თოკები, თავისიანებთან
მიირბინა და ისევ მუხლებზე დაეცა.

მხედარი ჩემსკენ მობრუნდა, თვალი ირიბად შემავლო და რაღაც უთხრა მონადირეებს. შავ
მოსასხამში გახვეულ ალ კაბირს ჩირაღდნის შუქზე მხოლოდ თვალები უჩანდა. თავდახრილი
მშვიდად და უსიტყვოდ მელოდა.

196
ამულეტიანი ფეხზე წამოდგა, ბედუინს შეაჩერდა და მოწიწებით მაგრამ ხანგრძლივად
ალაპარაკდა. ბედუინი მშვიდად უსმენდა. ტყვე სწრაფად ისროდა სიტყვებს, სახეზე ხელს ისვამდა
და მთვარისკენ იშვერდა. შემდეგ პეშვები შეაერთა, ისე აწია და დაწია ხელები, თითქოს რაღაცას
წონიდა. მისი ნათქვამიდან მხოლოდ ის სამი ნაცნობი სიტყვა გავიგე - „მანსა“, „ტიშიტ“ და ნმადი“.
ალ კაბირმა უბიდან ქისა ამოიღო და ამულეტიანს მისცა. მან მიწოდებული ფრთხილად გახსნა თუ
არა მთვარის შუქზე ცისარტყელასავით აციმციმდნენ ბრილიანტები. კაცი მაშინვე ფეხებში ჩაუვარდა
„ოვესტრე მანსაა მუსსა“ მოწიწებით მიმართა და მადლობის ნიშნად მიწაზე დაემხო.

ალ კაბირმა ცხენისკენ მანიშნა. ჯადარმა წინა ფეხებზე დაიმუხლა, წყლიანი გუდა სწრაფად
ავიტაცე, ცხენს ჩუმად მოვექეცი ზურგზე და კისერზე მივეკარი. ბედუინი სწრაფად მოევლო ცხენს.
ჯადარი ნელა დაიძრა. ალ კაბირმა ცხენი ჩრდილოეთისკენ შეაბრუნა და აღვირი მიუშვა.
ამულეტიანი კაცის სიტყვებზე ვფიქრობდი, თითქოს მეცნო ერთი-ორი სიტყვა მეცნო, მინდოდა
გამეხსენებინა სად და როდის გავიგე. ეგვიპტეში ჩამოსვლიდან მეორე დღე ჩემს გონებაში თავისით
ამოტივტივდა. იმ დღეს ბიძაჩემთან ერთად კაიროში ფეხით გავისეირნე. დიდი სფინქსის ტაძრიდან
დასიცხულები დავბრუნდით და ნილოსის პირას, აყვავებული ლოტოსის პატარა ბაღში
დასასვენებლად ჩამოვსხდით...

"- ვისაც არ უნახავს კაირო, - მას არ უნახავს არაფერი!" - მართალი ყოფილა. - ვთქვი
შთაბეჭდილებებით გაკვირვებულმა.
- მაგრამ ერთმა ამბავმა თვით კაიროც კი გააკვირვა. - მიპასუხა ბიძაჩემმა.
- ასეთი რა მოხდა?
ბიძაჩემმა გაიღიმა, წყალი მომაწოდა და მოყოლა დაიწყო:
- იმ დროს, როცა საქართველოში გიორგი მეხუთე "ბრწყინვალე" მეფობდა და თბილისის
ზარაფხანაში ქართული ფული, - "გიორგაული თეთრი" იჭრებოდა, აქ აფრიკაში, დღევანდელი
გვინეის, მალის, სენეგალის, ნიგერის და მავრითანიის ტერიტორიაზე გადაჭიმულ მალის იმპერიას -
დიდი აყვავების ხანა ედგა. არაბ ისტორიკოსებს, ალ უმარს, აბუ-საიდ უტმანს, ად დუკკაის და იბნ
ხალდუნს - აღწერილი აქვთ ერთი გასაოცარი მოგზაურობა მალიდან მექაში - ჰაჯის შესასრულებლად.
შავი ქვეყნის, მალის მმართველმა მსახურებით, მხლებლებით და ასობით აქლემით მთელი საჰარა
გამოიარა და იმ დღიდან რაც კაიროში შემოაბიჯა, მთელ მსოფლიოში შავი აფრიკის ოქროს
სიმბოლოდ იქცა.

კაიროს მაცხოვრებლები, არც მანამდე და არც მას შემდეგ, ასეთი სანახაობას არ შესწრებიან.
ქრისტეს აქეთ 1347 წელს, საჰარადან ოც რიგად მოწყობილი ხუთასი შავკანიანი მონა კაიროში
შემოვიდა. დიდებული ამალა ველური ბრწყინვალებით ელვარებდა. თითეულ მონას
ოცკილოგრამიანი ბაჯაღლო ოქროს საცერემონიო კვერთხი ეჭირა. ქალაქი გაშტერდა. მონების
მწკრივის უკან, ბრწყინვალე საომარ ცხენზე ამხედრებული, იჰრამით მორთული მხედარი მეფური
დიდებულებით მოაბიჯებდა. დიდი აფრიკელი მბრძანებელი - მუსა პირველი, მალის იმპერიის
უზენაესი მმართველი, ანუ მანსა, ოჯახთან ერთად - პილიგრიმად შემოვიდა კაიროში, რათა მისი
გავლით მექაში ჩაბრძანებულიყო. მას ოთხმოციათასამდე ბრწყინვალედ მოსილი მსახური
მოსდევდა. მაღრიბელი ბერბერები, ლისამებით სახედაფარული აქლემების, თხებს და ცხვრის
მწყემსები, მსახურები, თანამგზავრები, მზარეულები, პირისფარეშნი, მეგზურნი და მახარობლები,
რომლებიც გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდნენ.

ამ საოცარი სანახაობის მთავარი განძი გზის ხარჯებისთვის წამოღებული მანსა მუსას ოქროს
ხაზინა იყო. ამალას უკან ტონობით ბაჯაღლო ოქროს ზოდებით დატვირთული ასობით აქლემი
მოჰყვებოდა, რომელსაც შავკანიანი მეომრები იცავდნენ და თითოეულს ხელში ბაჯაღლო ოქროს
შუბი ეჭირა. გაოცებული კაირო სწრაფად მოეგო გონს. იმ დღეებში ქალაქმა დიდი ქონება მოიხვეჭა.
მანსა მუსა სუფთა ოქროთი უხვად იხდიდა ყველა უბრალო წვრილმანისთვის. არაბი

197
ისტორიკოსების ცნობით, მაშინ მხოლოდ მევახშეებმა იზარალეს. კაიროს ცნობილი ოქროს ბაზარი
საერთოდ დაიხურა და მთელი მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში ვალი და ვახში აღარვის
დასჭირვებია.

მაგრამ ყველაზე მეტად კაირო თავად მაინც მანსა მუსამ გააკვირვა. შავი მალიდან, ქალაქი
შავქარვისფერ მმართველს, უდაბნოდან მოსულ, პირველყოფილ უხეშ დესპოტს ელოდა, მაგრამ მანსა
მუსა თეთრკანიანი აღმოჩნდა, მხოლოდ ოდნავ დაჰკრავდა სპილოსძვლისფერი. თანაც ის,
ეგვიპტელებზე უფრო თავდადებული მაჰმადიანი და მუჰამედის სწავლების ღრმად მორწმუნე
მიმდევარი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა დიდი მანსა შორს იყო არაბული მოწიწებისა და
თავაზიანობისგან, ძლივს დაარწმუნეს რომ აუცილებელი იყო პატივი მიეგო კაიროს სულთნისთვის,
რომელიც ფრიად გაოცებული დარჩა ეგზოტიკური მმართველის ფასდაუდებელი საჩუქრებით,
თავმდაბლობით, ღირსებით და დიდებულებით.

ამ ამბის შემდეგ, ხმელთაშუა ზღვის ყველა ქვეყანამ და მთელმა ევროპამ გაიგო ამ საოცარი
კაცის შესახებ, მას „ოქროს პილიგრიმი“ შეარქვეს და ამ სახელით დარჩა ისტორიაში. ყველაზე
ძვირფასი საჩუქარი ვეროპელი მეფეებისთვის მალის იმპერიის რუქა იყო, რომელზეც ოქროს
გვირგვინით შემკული მანსა მუსა ტახტზე მჯდომარეა დახატული, ხელში ოქროს ზოდი და ოქროს
კვერთხი უჭირავს. დღემდე ის ყველა ეპოქის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება.

მუსა პირველი - კეიტას დინასტიას მიეკუთვნებოდა და ამ დინასტიის დამაარსებლის სუნდიატა


კეიტას, იგივე მარი დიატა პირველის ძმისშვილი იყო. მანსას სიკვდილის შემდეგ, მისი ვაჟიშვილი -
მანგანი გამეფდა, მაგრამ სულ ოთხიოდე წლით, გარდაიცვალების შემდეგ მანგანს მცირეწლოვანი
ვაჟი დარჩა და ტახტი მუსას ძმამ, - სულეიმანმა იგდო ხელთ. რა ბედი ეწია მუსას შვილიშვილს, -
არავინ იცის. ამბობენ, რომ დიდი მანსას შთამომავლობამ დღემდე მოაღწია და კეიტას დინასტიის
ერთი წევრი დღემდე ცოცხალია, მაგრამ ვინ არის, - არავინ იცის და არც თვითონ ააშკარავებს თავს.
იმასაც ამბობენ რომ ეს დინასტია დიდ კოსმიურ სიბრძნეს ფლობდა, რომელიც სუნდიატა კეიტას
დევნილობაში ზეციდან მიეცა და მხოლოდ ვაჟიშვილებს გადაეცემოდათ მემკვიდრეობით.

- ლამაზი ლეგენდაა. არაბებს უყვართ ზღაპრები.


- არაბებს უყვართ პოეზია და ზღაპრები, მაგრამ რაც გიამბე, ისტორიული სინამდვილეა. -
გააგრძელა ბიძაჩემმა, - სამოციან წლებში მალის პირველი პრეზიდენტი რვა წლის მანძილზე, -
გვარად კეიტა იყო, მაგრამ გადატრიალების შემდეგ დააპატიმრეს და ოცი წლის შემდეგ გაურკვეველ
ვითარებაში პატიმრობაში გარდაიცვალა. შემდეგ მისი რეაბილიტაცია მოხდა და მშობლიურ ქალაქში
ძეგლიც დაუდგეს. ის ძალიან მაგონებს სუნდიატა კეიტას, მანაც ისევე შეძლო ხალხის გაერთიანება
და ქვეყნის სათავეში მოსვლა, როგორც საუკუნეების წინ მისმა დიდმა წინაპარმა... "

მოგონებიდან ჯადარის მოულოდნელმა გაჩერებამ გამომარკვია. ბედუინი ჩამოხტა, ცხენი


დააჩოქა, ჩემს ჩამოქვეითებას დაელოდა და უსიტყვოდ გამეცალა, ცოტა ხანში ბარგაკიდებული ორი
აქლემით მობრუნდა, მიწაში გათხრილ ორმოში ნახშირი გააღვივა, ზედ ლახმაჯი დააფარა და პიტნის
ჩაი აადუღა. უსიტყვოდ აიღო ლითონის ტოლჩა, ჩაი შეაგრილა და ჭიქა წინ დამიდგა. შემდეგ
საუზმეს მიუბრუნდა, თხელ და ხელისგულისხელა ლავაშში ხორცის ნაჭერი გაახვია, ლუკმებად
დატეხა და წინ დამილაგა.

ჩუმად ვიჯექი და არაფერს ვეკარებოდი.


ბედუინიც დუმდა და ხმას არ იღებდა.
- ვინ იყვნენ ის ნახევრად შიშველი ადამიანები?! - ვიკითხე ჩუმად.
- ეშმაკის ძაღლები.
- ვინ?
- "ეშმაკის ძაღლები" საჰარაში ტიშიტის ზეგანზე მოსახლე აფრიკული ტომია.
198
- ეს რა სახელია.
- ლეგენდის მიხედვით, ისინი ავმა სულმა დასაჯა და დასაგლეჯად თავისი ძაღლები დაადევნა,
მაგრამ ადამიანებმა შეძლეს ეშმაკის ძაღლებთან დამეგობრება და უდაბნოში მათთან ერთად
განაგრძეს ცხოვრება. მათი სიმდიდრე - ეგ ძაღლები და ხელკეტებია. საჰარაში ყველაზე მარდი და
კარგი მონადირეები არიან.

- ტიშიტის ზეგანი ძალიან შორსაა. თუ არ ვცდები მავრითანიასთან...აქამდე როგორ მოვიდნენ?..


- მათი ტომი სამასამდე ადამიანსღა ითვლის. კლიმატის ცვლილების გამო ტიშიტიზე ცხოვრება
შეუძლებელი გახდა. ამიტომ ახალი საცხოვრებლის ძებნაში ექვსი თვე იარეს და ეგვიპტეში
ჩამოვიდნენ, მაგრამ დახლას ოაზისმა არ მიიღო. ჩადიში უნდათ გადასვლა - ტუბუს ტომთან ახლოს,
ტიბესტის ზეგანზე. ხალხი ბელადს და მონადირეებს დახლასთან ელოდება.

- ტუბუ ვიღაა?!..
- "კლდის კაცი.“ ასე ითარგმნება მათი სახელი. ხალხმრავალი ტომია. ტიბესტის კლდოვან
ზეგანზე სახლობენ, ემი-კუსის მთის ძირას. იმდენად მაღალი ადგილია, რომ ზედ ქვიშაც კი ვერ
ჩერდება ქარების გამო. "ეშმაკის ძაღლებს" იქ აქლემების და თხების გარეშე არ მიიღებდნენ. ამიტომ
ჰილალემ ისარგებლა, ბელადი მძევლად აიყვანა და ნმადის მამაკაცებს შენზე ნადირობა დაავალა.
სანაცვლოდ კი თხებს, აქლემებს და ბელადის განთავისუფლებას დაპირდა და "ეშმაკის ძაღლები"
ჩვენი მდევრები გახადა. ნაწვიმარზე ძაღლების ნაკვალევი რომ შევნიშნე მივხვდი რომ მოგვდევდნენ.

- საფლავის გარშემოც მათი კვალი იყო?.. მე მეძებდნენ....მერე?


- ბელადი მე გავათავისუფლე და ნმადებს დავუბრუნე, ძვირფასი ქვებიც მივეცი რომ დახლაში
აქლემები, თხები, ცხვარი და ყველაფერი საჭირო იყიდონ. ამით შენ გადარჩი, მე საშიში მდევარი
ჩამოვიშორე, ნმადის ტომიც გადარჩება და ახალ ადგილას დასახლდება.
- ჰილალეს ტყვე მოტაცე?
- ადრარი დამეხმარა.
- მანსა მუსას რატომ გეძახდა ნმადების ბელადი?!

ალ კაბირი დადუმდა...
- რატომ ახსენებდა ამ სახელს ბელადი?!.. შენ დიდი მანსა მუსას პირდაპირი შთამომავალი და
"ლომების მბრძანებლის", სუნდიატა კეიტას, - დინასტიის წევრი ხარ, მალის იმპერიის პრინცი... შენი
საგვარეულო ნიშანი ლომი და მგელია, "სუნდიატას ეპოსის" მიხედვით, ხომ ასეა?

- ეგ იმპერია აღარ არსებობს! აღარც დინასტია არსებობს. გვარის წევრებიც აქა-იქა შემორჩნენ...
- რა გქვია?
- ალ კაბირ ანვარ იბნ აბუბექრ ალიშერ ად დინ კეიტა.
- ალ კაბირ ალიშერ ად დინ კეიტა, მალის იმპერიის დინასტიის უფლისწულო! შენ, - ჩემი
გადარჩენა აკვიატებულ იდეად გექცა! დაგავიწყდა რომ ადამიანი ვარ, გრძნობებით, სულით,
სიცოცხლის სურვილით და მომავლის იმედით. მე შენ არ გენდობი!

ალ კაბირი დაკვირვებით დამაცქერდა...


- შენ, პრინციპი და ჟინი გამოძრავებს რომ პოლონელს არაფერი დაუთმო და ხელმოცარული
დატოვო, - ბოღმისგან გული რომ გაუსკდეს! ტუარეგებიც მაგიტომ გადაიკიდე მტრად! ახლა
ცდილობ ამენოკალია და პოლონელი ერთად დასვა მშრალზე და თავისი არ გაატანინო, - რაკი
გაბედეს და შენს წინააღმდეგ გაერთიანდნენ! სათამაშოდ მაქციე - "აბა წამართვის" დიდ თამაშში.
პოლონელს, არაბებს და ამენოკალიას გინდა აჩვენო, - რომ შენ ხარ საჰარას ნამდვილი მეფე ! შენ ხომ
ღირსების შელახვას არავის აპატიებ! მით უმეტეს პოლონელს. აი ამენოკალია კი ყველაფერს
იკადრებს - ოღონდ დაგამციროს და მუხლზე დაგაყენოს!

199
მთელ შენს "ამ სიკეთეში" - მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ! შენთვის ნივთი ვარ, რომელიც შეიძლება
მიწაში ჩაფლა და როცა გინდა მაშინ ამოთხარო! თავიდან მართლა მეგონა რომ ჩემი გადარჩენა
გინდოდა, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ! შენ პოლონელთან ანგარიშსწორება გინდა! რაკი ის
მოსაკლავად მეძებს, - მეც შენი თამაშის საგანი გავხდი. ამ დევნის ამბავს ტუარეგები მთელ საჰარას
მოსდებენ და თუ ეს თამაში წააგე, ვიღა იქნები შენ, ალ კაბირ ალიშერ ად დინ კეიტა?!..

იცი? რა შეიძლება განიცადოს ცოცხლად დამარხულმა ადამიანმა?! რა შეიძლება დაემართოს შავბნელ


საფლავში რომ აღმოაჩენს საკუთარ თავს! როცა მიხვდება, იმან რომ გაიმეტა ვისაც ენდობოდა! შიში
ერთია, წარმოუდგენელი წყენა -მეორე, საზარელი სასოწარკვეთილება - მესამე!.. ახლა ეს სამივე
გააერთიანე და წარმოიდგინე რომ ბნელ საფლავში ცოცხლად ხარ დამარხული...

შენს პატივმოყვარეობას მსხვერპლად შემწირე... ცოცხლად დამმარხე... მომკალი!... ახლა


ბრილიანტებით გამომისყიდე "ეშმაკის ძაღლებისგან" და გგონია რომ ბოროტება არ ჩაგიდენია?
ფიქრობ რომ ადამიანის გადასარჩენად მისი ცოცხლად დამარხვა გამართლებულია?.. ასე
პოლონელიც არ მოიქცეოდა! ჯერ მომკლავდა და მერე დამმარხავდა!.. დესპოტი და უსულგულო ხარ!
საერთოდ ადამიანი ხარ?! იქნებ არც ხარ!

ალ კაბირი სიტყვაშეუბრუნებლად და ყურადღებით მისმენდა, დუმდა და ნაღვერდალს


დასქეროდა. სიჩუმემ გამაღიზიანა. ხმადაბლა ვლაპარაკობდი, მაგრამ ჩემს ხმაში და სიტყვებში
იმხელა ბრაზი კიოდა, რომ მე თავად დამაყრუა. ყველა კუნთი დამეჭიმა, ერთი სიტყვა მისი მხრიდან
და, ვგრძნობდი რომ ვეღარაფერი შემაკავებდა. მაგრამ დუმილი გრძელდებოდა.

- პასუხის ღირსად არ მთვლი? - მთელი ამ ხნის შეკავებულმა ბრაზმა ერთიანად გამოხეთქა.

ალ კაბირმა თვალი გამისწორა, მისი მზერიდან ისევ ის, წუხანდელი, უთვალებო, ბნელი და ცივი
სიცარიელე მოედინებოდა, თითქოს სული არ ჰქონდა, თითქოს ნაქანდაკარი სხეულის შიგნით
არაფერი არ იყო, მხოლოდ სიბნელე და სიცარიელე. საფლავის ნესტიანი სიგრილეც კი ხელახლა
ვიგრძენი. თვალმოუცილებად, უემოციოდ მიცქერდა. იმასაც ვერ მივხვდი, - საერთოდ აპირებდა თუ
არა პასუხის გაცემას. სახეზე ჯერ ირონიამ გადაურბინა, შემდეგ ისევ ნაღვერდალს დააცქერდა და
მისმა მზერამ ნელნელა ისევ თვალებში გადაინაცვლა...

- პოლონელს შემადარე?!
- აბა აქ, ვის შეიძლება შეგადარო ? "ეშმაკის ძაღლებს?"
- შენს ევროპულ ფილოსოფიას საჰარაში გროშის ფასიც არ აქვს! იმ ბრილიანტებივით- "ეშმაკის
ძაღლებს" რომ მივეცი!
- მასხრად მიგდებ?!.. - გაოგნებული შევაცქერდი სახეში.

მის თვალებში ბრაზის ნაპერწკალმა გამაფრთხილებლად გაიკრიალა, ვიგრძენი რომ სადაცაა მეხი
გამოტეხავდა.
ხელით ცხენი იხმო. ჯადარი მაშინვე გვერდში ამომიდგა და ჩაიჩოქა.

- ცხენზე! - მომესმა მოკლე და მკაცრი ბრძანება.


- არ წამოვალ! არ გენდობი!..
ალ კაბირმა ქამრიდან ჩემი დანა ამოიღო და მოწყვეტით მოიქნია. დანა ზედ ჩემს ფეხებთან დაესო.
- თუ გადარჩენა და სახლში დაბრუნება გინდა, ცხენზე შეჯექი, თუ პოლონელი გირჩევნია, მაშინ
ორი დღე აქ მოუცადე! ყველაფერს საჭიროს დაგიტოვებ, იარაღსაც მოგცემ და კარავსაც დაგიდგამ!
- არაფერი მინდა, მხოლოდ აქლემი და წყალი მომეცი! - დანა ფეხსაცმლის ყელში ჩავიდე.
ბედუინი თვალმოუცილებლად მომაჩერდა.
- წასვლას აპირებ?!
200
- დიახ!
- მარტო?!
- მარტო!
- მართლა გგონია რომ მარტოს გაგიშვებ?!
- გამიშვებ?! ნებართვა უნდა გთხოვო ?!
ჩემს ზურგსუკან ჩქამი გაკრთა და ინსტიქტმა მიმაბრუნა. აქლემი შეუჩნევლად წამომდგომოდა
თავზე. ის იყო უნდა მოვბრუნებულიყავი, რომ აბრეშუმის ქამარი ფეხებზე მარყუჟად შემომეჭდო და
მომცელა, მაგრამ ძლიერი მკლავი წელზე ისე სწრაფად მომეხვია, რომ მიწაზე დაცემა ვერ მოვასწარი.
ბედუინმა ზურგს უკან ხელები გამიკრა, ჯადარის ზურგზე ხურჯინივით გადამკიდა, ცხენი
წამოაყენა და აქლემებისკენ მიბრუნდა.

ბედუინი (ნაწილი XXV მიწას ჩახუტებულნი)

ქარებს ნესტოებში ლომების სუნი სცემთ,


ზოგჯერ ლომისფერი გადაჰკრავს ქვიშასაც.
მზეს ლომის სახე აქვს და ნებას თუ მისცემ,
მზის ბეჭდით თვალებსაც სულ
ამოგიშანთავს.

თანანა ბოლქვაძე

ბნელი წყენა, ბრაზით გადაყლაპულ ცრემლებში გაეხვია და ჩემს სულში ისე მოთავსდა თითქოს
მისი კუთვნილი სიცარიელე შეავსო. ალ კაბირმა აქლემების მომზადება დაასრულა, ცხენიდან
გადმომიყვანა და დაჩოქილ აქლემზე გვერდულად შემსვა. თვითონ იქვე, მარცხენა ფეხით დაიმუხლა
და დაჩოქილ აქლემს მკლავით დაეყრდნო.

რამდენიმე წამი მიწას დასცქროდა. დუმდა და ფიქრობდა. მერე ჯერ ჩემს შეკოჭილ ფეხებს დაცქერდა
თავდახრილი, შემდეგ ზურგსუკან გაკრულ ხელებს. სახიდან საბურავი მოიშორა, თითები ნიკაპთან
ამომდო, თავი ამიწია და თვალებში ჩამაცქერდა. მის წამწამებს ისე ახლოს ვხედავდი, სათითაოდ
დათვლა შემეძლო.

მისმა მშფოთვარე მზერამ სწრაფად მოირბინა ჩემი სახე. რაღაცას ეძებდა, მაგრამ ბრაზის და
წყენის მეტი ვერაფერი იპოვა. თმაზე შეხება ვიგრძენი და მისმა თითებმა ნელა, მოწიწებით დაიწყეს
ჩემი თმის ხვეულების დათვლა. ჩემი არტერია მის მაჯისცემს გულდაგულ ზომავდა და ყოველ
ბიძგს ითვლიდა.

-"აი ახლა, შეუძლია წამში მომტეხოს კისერი!" - ისე გამიელვა აზრმა, რომ მისთვის თვალი არ
მომიცილებია.

ბედუინმა ჩემი ფიქრი დაიჭირა, ტუჩის კუთხეზე ჩრდილმა ირონიად ჩაურბინა და მის თვალებში
არეკლილმა მთვარემ მწვანედ გაიკრიალა. თითებმა ფრთხილი სრიალით, კრიალოსანივით
სათითაოდ ჩამომარცვლეს ჩემი თმის ტალღები, პატრონის მკერდს დაუბრუნდნენ და
სანთლებივით გაირინდნენ.

- ნუ მაიძულებ აქლემის უნაგირზე გათოკილი მიგაბა ნილნა! ეს ჩემს ღირსებას შეურაცხყოფს!

201
- ჩემი ღირსება დაგავიწყდა!
ალ კაბირმა მზერის მოუცილებლად უარის ნიშნად ნელა გააქნია თავი.
- ჩემი მიზანი შენი დავცა და გადარჩენაა! - ალ კაბირმა თავი მოწიწებით დახარა და
მისი დაბალი, ალერსიანი ხმა ჰაერში ჩუმ მელოდიად გაიშალა.
- შენი ღირსების და შენი ომის ნაწილად მაქციე! ეს არ მინდა. ამიტომ არ გენდობი!
- მარტო თუ წახვალ, ნამდვილი ომი გარდაუვალი იქნება!!! - გაიელვა გამკაცრებულმა მზერამ.
- რა?!..რა ომი!..
- პოლონელი უღირსი, ყველაფრის მკადრებელი კაცია! მაგრამ ვაფასებ როგორც მტერს.
ის გონიერია და გამბედავი! მაგ შაითანს, თავისი საზარელი საქმეების დამალვა და კაიროში გმირად
დაბრუნება უნდა! ამისთვის შენ ჭირდები, ოღონდ მკვდარი! არ დავუშვებ რომ ხელში ჩაუვარდე! არ
დავუშვებ რომ მწვალებელი და მუხანათი მკვლელი გმირად იქცეს! მან ეს იცის! მისი მთავარი
სამიზნე მე ვარ. თუ მე მომიშორებს, ტუარეგები ადვილად მოგწვდებიან და მიზანს
მიაღწევს! მაგრამ თუ არ გაუმართლებს და პირველს შენ ჩაგიგდებს ხელში, კარგად იცის, რომ
საჰარადან ცოცხალს არ გავუშვებ! ბედუინებს და ყველა მომთაბარე ტომს ტუარეგების წინააღმდეგ
ავამხედრებ და ნამდვილი ომი დაიწყება. ამაში ხელისუფლება აუცილებლად ჩაერევა, ჯარს
გამოგზავნის და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. ეს გინდა?!

მისმა გამჭოლმა, ბასრმა მზერამ ჩემი თვალები გაიარა და კეფას მიატანა.


გაოგნებული მივაჩერდი... აქამდე აზრადაც არ მომსვლია რომ ოდესმე, სადმე, ჩემს გამო ომი
შეიძლებოდა დაწყებულიყო...

- ვერც მარტო წახვალ და ვერც გამექცევი! მაგისთვის, ჩემი მოკვლა მოგიწევს! ასე გათოკილს და
აქლემზე დაბმულს გატარებდი, მაგრამ ჩემი ტყვე არ ხარ! არც ასეთ მოქცევას იმსახურებ! უნდა
გენდობოდე! უნდა მჯეროდეს, რომ ისედაც მძიმე, თითქმის გამოუვალ ვითარებას აღარ
გაამწვავებ. სხვაგვარად მშვიდად ვერ ვიმოქმედებ, შეცდომას დავუშვებ და მოგკლავენ!.. ამ
შეცდომისთვის - შენი სიცოცხლით გადაიხდი! შენს მოკვლას კი, არც პოლონელს შევარჩენ და არც
ტუარეგებს! ადრეც გთხოვე და არ მენდე, მაგრამ შენმა გონიერებამ დიდი სამსახური გამიწია. ახლა
ვითარება მთლიანად შეცვლილია და ის დრო დადგა, როცა მე უნდა გენდო! ბრმად უნდა
გენდო! გეკითხები ნილნა... გენდო?!..

მწვანედ დანთებულმა მთვარის ანარეკლებმა ველური მტაცებლის ბრწყინვით გაიელვეს და


მთვარეს დაუბრუნდნენ.

"-...ნამდვილი ომი დაიწყება...ჩემი მოკვლა მოგიწევს... მოგკლავენ... ბრმად უნდა გენდო!...


გენდო?"- ერთბაშად დაიგრიალეს ჩემს გონებაში ლოდებად ქცეულმა სიტყვებმა.

მის ნათქვამს ისეთი ძალა მოჰყვა თან, წამითაც არ დავეჭვებულვარ, რომ


ნამდვილად შეეძლო სრულიად გაუგონარი რამ დაეტრიალებინა. ეს კაცი, კი არ მთხოვდა, არამედ
მაიძულებდა სიმწარე და ბრაზი დამევიწყებინა და თავს მოვრეოდი...

ისეთი მძლავრი იყო ჩემს გონებაში ამ იძულების და ჩემში გამეფებული რისხვის ჯახი, რომ
მძიმე ზარს პირდაპირ ჩემს თავში შემოჰკრეს, მძლავრი გუგუნი კეფას შიგნიდან მიეხალა, ლოდის
ნატეხებივით მძიმე, ბასრი სიტყვები ჩემს გონებაში საშინელი ზრიალით დატრიალდნენ, ყველა
კუთხე კუნჭული გრიგალივით მოიარეს და შუბლის ძარღვს დაეჯახნენ. მძაფრი ტკივილი ყურებში
გუგუნით გაიშალა, სმენა დამიხშო, სასულე ჩაფხრიწა, სუნთქვა შემიკრა, გულს ეძგერა, ერთბაშად
უბიძგა, საგულედან ამოაგდო და ისე მოახალა გულისფიცარს, რომ სისხლის ცხელმა ტალღამ ლამის
არტერია გაგლიჯა და თვალებში მდუღარე სიბნელედ შემესხა...

202
ყველა ლოდი, ყელში ერთბაშად ბოღმად გამეჩხირა და გამგუდა... უკვე ვიხრჩობოდი. ვიგრძენი რომ
ეს ბოღმა ჩემი ბედისწერის ის ზღვარი იყო, რომელსაც აქამდე გავურბოდი და თუ ახლა ვერ
მოვერეოდი ან ამ წამს მომკლავდა ან მთელი სიცოცხლე დამღრღნიდა. მთელი შემორჩენილი
ძალღონე მოვიკრიბე და ჰაერი ძლივს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩავისუნთქე, სიმწრის ცრემლი ღაპაღუპით
წამსკდა, ცრემლის მდინარემ ყელში ჩაწოლილი ლოდების ჯებირი გადმოანგრია და მზისგან
დამწვარ სახეზე, დახეთქულ ტუჩებზე, ყელზე და მკერდზე ჩამომეღვარა. უხმოდ ვტიროდი, ჩემს
თვალებში გაჩენილ ცრემლის წვეთებში მწვანე მთვარეები იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და
წამწამებზე მეკიდებოდნენ და მლაშე კალაპოტით თავდაღმა მიექანებოდნენ.

ცალ მუხლზე დაჩოქილი ალ კაბირი ქანდაკებასავით უძრავად იდგა და თვალს არ მაცილებდა.


პასუხს ელოდა.

- დიახ... - ძლივს ამოვიჩურჩულე და მაშინვე ვიგრძენი, როგორ იკლო ჩემს გონებაში ზარის
გუგუნმა. ჩემმა თვალებმა ჯერ ცაზე მილეული მთვარე დაინახეს, რომელსაც ძველებური სითეთრე
დაბრუნებოდა. შემდეგ მწვანედ მოკრიალე მთვარეები, რომლებიც
პალმის გრძელი, სწორი ფოთლებით შემოჯარულ ლივლივა ოაზისებად ქცეულიყვნენ და ალერსით
მიცქერდნენ.

ღრმად ჩავისუნთქე. გული საგულეს უბრუნდებოდა, დამშვიდებულ სუნთქვას ჩემს


სულში მაცოცხლებელი ძალა შემოჰქონდა და ნელ-ნელა ანათებდა - საფლავიდან ბოღმად
გამოყოლილ სიბნელეს.

თოკივით შემოჭერილი აბრეშუმის ქამარი მოეშვა. საფლავის თხრისგან დაგლეჯილი და


დაშაშრული ჩემი ხელები ალ კაბირმა ხელებში მოიმწყვდია და იარებს დახედა. ჯერ ტუჩებით
შეეხო ოდნავ, შემდეგ შუბლით, მოწიწების ნიშნად თავი დამიკრა და ფეხზე წამოდგა.
ცრემლებს ხელებით ვიმშრალებდი და ისევ ვტიროდი, მაგრამ ეს უკვე შვების ცრემლი იყო,
საზარელი ბრაზისგან და მძიმე ბოღმისგან განთავისუფლებით მოგვრილი საოცარი შვების
ცრემლი. მინდოდა ეს შვება სრულად მეგრძნო, ეს ბედნიერი წამი, სულ ცოტა ხნით მაინც
გაგრძელებულიყო, მაგრამ ალ კაბირი სწრაფად მიტრიალდა აღმოსავლეთისკენ და სიბნელეს
მიაჩერდა...

ჰაერში კატის ჩუმი და ნაზი კნავილი გაბმულად გაიკლაკნა. ბედუინმა ცხენს ხელით უხმო,
ხანჯალი იმარჯვა და მანიშნა აქლემს მოვფარებოდი. კნავილი უფრო ახლოს გამეორდა და თან
უცნაური ხრინწი გაირია. ჯადარი მაშინვე გვერდში ამოუდგა პატრონს. ალ კაბირმა პირზე ხელი
მიიფარა და ხმას იგივენაირად გაეპასუხა.

ცოტა ხანში, მთვარის შუქზე , აქლემზე ამხედრებული, ლურჯად შემოსილი კაცი გამოჩნდა, ალ
კაბირს შორიდან სალამი ანიშნა, გარშემო მიმოიხედა და ჩვენსკენ სწრაფად წამოვიდა.

- სელამ ალეიქუმ ალ კაბირ!


- ადრარ...
- ვიცი, მელოდი. გეძებდი.... ქალის კვალი მალე ვიპოვე. გამოუცდელია, კვალი ბევრგან
დატოვა. როგორც იქნა ჯადარის კვალსაც მივაგენი, ჯერ სამხრეთისკენ წამიყვანა შემდეგ
დასავლეთით შემაბრუნა... ცალკ-ცალკე გივლიათ. იპოვნე ქალი?- მარდად ჩამოხტა აქლემიდან
ტუარეგი.
- სელამ ადრარ. ნმადებმა იპოვეს, ძაღლების ყეფას მივყევი და მივასწარი...
- საშიში მდევრები არიან ეშმაკის ძაღლები. მეც კი გამიჭირდა შენი კვალის პოვნა, ნახევარი დღე
გავლიე ძებნაში. - ვიგრძენი როგორ გაიღიმა ადრარმა.

203
- მდევრების მოგერიებაში დრო რომ არ დამეკარგა, ვერ მიპოვიდი.- უპასუხა ალ კაბირმა და
ხელით მანიშნა საშიში არაფერიაო.
შერჩენილი ცრემლი ხელით მოვიწმინდე, აქლემს შემოვუარე და ტუარეგს თავდახრილი მივესალმე:
- მეტულემ ადრარ...- ისე ჩუმად ვთქვი, რომ მეც კი ვერ გავიგონე ჩემი ხმა.
- სელამ, ნი'ილლნა! - თავდახრით მომესალმა ადრარი და ალ კაბირს მიუბრუნდა.
- ალ კაბირ, შენს კვალზე დასადგომად გამომგზავნეს..
- ჰილალემ?
- ჰო, ამენოკალიამ.
- აქაა?
- ისიც აქაა, პოლონელიც და არაბებიც აქ არიან!
- ესე იგი მაინც გამოჰყვნენ იმგადები...
- ტუარეგებს არ უნდათ გაწყენინონ, მაგრამ ამენოკალიას ნებას ვერ გადავლენ. მხოლოდ ქალი
ჭირდებათ. შენ არაფერს გერჩიან!
- წასაყვანას აპირებ?!
- არა...
- აბა რატომ მოხვედი?!
- საქმე მაქვს.
- გისმენ.
- ჩვენები ძალიან ახლოს არიან... დილით უკვე აქ იქნებიან.
- მერე?
- მინდა გაგაფრთხილო. დრო აღარ გაქვს. ახლა ოთხი ჯგუფი გეძებს. ყველა ჩვენი იმგადები
არიან, გამოცდილი მონადირეები. უდაბნოში მათ ვერ აჯობებ, თანაც ქალთან ერთად. ერთადერთი
გამოსავალი გაქვს, გაცევა. ჩვენებს უნდა გაექცე.
- ოთხი ჯგუფი... ამენოკალიამ ჯერ ეშმაკის ძაღლები მომისია, მერე მომთაბარე ყაჩაღების ხუთი
ბანდა დამადევნა, მათი იარაღი მე მაქვს, წყალი და საკვები იმდენი დავუტოვე, - ფარაფრამდე არ
ეყოფათ და ვერ გამომეკიდებიან. მათ მოშორებაში ხუთი დღე-ღამე დავკარგე. ახლა შენ თავს იმიტომ
წამადექი რომ გამაფრთხილო რამდენად საშიში მდევარი მიდგას კვალში?!.. - აქამდე შეფარულმა
უნდობლობამ უკვე ბედუინის ხმაში მკაცრად გაიჟღერა.

ტუარეგმა უნდობლობა არ დაიმჩნია და მშვიდად უპასუხა:

- ერთი გზა ვიცი, რომელსაც ტუარგები არ ეკარებიან, „შაითნის დერეფანი“ ქვია. აქედან
ჩრდილოეთით, ერთი დღის სავალზე ქვიშიანი უდაბნო თავდება და კლდოვანი იწყება. როგორც კი
ჰამადში შეხვალ, მზის ჩასვლამდე პირდაპირ უნდა იარო და მერე შებრუნდე
დასავლეთისკენ. მაღალ კლდეებს დაინახავ, მათ შორის დერეფანია, კედლები ისეთი მაღალი აქვს,
რომ - ცა ძლივს მოჩანს. გზა ვიწროა და ქვიანი. მხოლოდ ორი ან სამი აქლემი გაეტევა ერთად. ალაგ
ალაგ ფართოვდება და ვიწროვდება. თუ იმ დერეფანს გაივლი, სამ დღეს მოიგებ და პირდაპირ
ფარაფირაჰის თეთრ უდაბნოსთან გახვალ. ოაზისში ჩრდილოეთიდან უნდა შეხვიდე, სამხრეთიდან
და აღმოსავლეთიდან გზის მოჭრას ტუარეგები დაგასწრებენ, ამიტომ ქვიშიანი უდაბნოთი სიარულს
აზრი არ აქვს, ქვიშაზე კვალიც ადვილი მოსაძებნია.

- ეგ ადგილი ვიცი, მაგრამ დერეფანი არ გამივლია, გარედან სახიფათო არაფერი შემინიშნავს. -


უპასუხა ალ კაბირმა.
- ალბათ დღისით იყავი იქ, ახლა კი იქ გავლა ღამით მოგიწევს და ესეც დაგჭირდება.
ადრარმა რაღაც შეხვეული აქლემიდან გადმოიღო და მიწაზე დადო.
- ეს რა არის?
- "შაითნის დერეფანში" გამოგადგება. „ეშმაკის ძაღლების“ დაკლული აქლემის ხორცია.
ჩვენებური სამალავი გაგიჭრია ფლატეზე, ზედ ეგდო აქლემის ლეში. ტყავიც აქაა, ისიც

204
გამოგადგება.
- რა არის იმ „შაითნის დერეფანში“ ასეთი, ეგ რომ მჭირდება?..
- "ღანაყ ალ არდ"... ბევრზე ბევრი.
- ...იქნებ ღირს დრო დავკარგო და ღამის ნაცვლად დღისით გავიარო „შაითნის დერეფანი“.
- არ გამოვა. გზა ძალიან გრძელია, მის გავლას ერთი დღე არ ეყოფა, გამთენიას შესულმა
ჭენებითაც რომ იარო, დაღამებამდე მხოლოდ ნახევრის გავლას თუ მოასწრებ, დანარჩენი
ღამით გექნება გასავლელი. შენთვისაც კი ალ კაბირ, ეს ძალიან ძნელი გამოცდა იქნება, მაგრამ
ნამდვილად შეძლებ, აი ქალი კი...

ალ კაბირი დუმდა და ფიქრობდა.

- ზუსტად მითხარი მდევარი სადაა ახლა. - უნდობლობა ისევ მელოდიურმა ხმას ამოეფარა.
- პირველი ჯგუფი თქვენს წინ, ორი დღის სავალზეა და ფარაფრას აღმოსავლეთით ჩაგიკეტავს
გზას. დღე და ღამე შეუჩერებლად მიდიან. ფლატეს გვერდი აუარეს, ამიტომ აგცდნენ და ვერ
შეგნიშნეს. მეორე ჯგუფიც თქვენს წინაა, აქედან ერთი დღის სავალზეა და საფარს ამზადებს, თუ აქ
ვერ მოგიხელთებენ, - ფარაფრასკენ წავლენ და სამხრეთიდან ჩაკეტავენ მისასვლელს. ერთი ჯგუფი
დახლას ოაზისისკენ მიდის. თუ ორ დღეში თქვენს კვალს ვერ იპოვიან, - ფარაფრას და დახლას
ოაზისების დამაკავშირებელ გზაზე გავლენ, ფარაფრას დასავლეთიდან მიადგებიან და იქ
ჩაგისაფრდებიან. ბოლო ჯგუფში მე ვარ, პოლონელი, არაბები, ხუთი იმგადი და ჰილალე. ისინი
ახლა აქედან აღმოსავლეთით, თქვენს უკან ერთი დღის სავალზე არიან. თუ კვალზე ვერ
დაგადგებიან, - ჩრდილოეთიდან მოგიჭრიან გზას.

- კარგად დაუგეგმავთ ალყა... პოლონელმა „შაითნის დერფნის“ შესახებ იცის?


- არა, მაგრამ ამენოკალიამ იცის. ადრე უამბეს მოხუცმა იმგადებმა. მამამისი, ჩვენი
ამენოკალი სწორედ „შაითნის დერეფანში“ დაიღუპა.
- გამიგია რომ ტუბუს და ტუარეგებს შორის მაგ ადგილებში დიდი შეტაკება მომხდარა. ტუბუს
წართმეული ოაზისების გამო, დღემდე თქვენი დაუძინებელი მტერია და შემთხვევას არ უშვებენ
ხელიდან ტუარეგებზე ჯავრი რომ არ იყარონ.

- გამძლეობაში ჩვენ მხოლოდ ტუბუს ტომი გვჯობია. მაგ შეტაკებამდე ჩვენებმა წყალი მოპარეს
და ეგონათ ასე ჩამოიცილეს. მაგრამ ტუბუს მეომრებმა შეუძლებელი შეძლეს, დღე და ღამე უწყლოდ
იარეს, დღეში მხოლოდ ერთი ცალ ფინიკს ჭამდნენ და ისე მოულოდნელად წაადგნენ თავს
ამენოკალს და მის ხალხს, რომ „შაითნის დერეფანში“ ძლივს შეასწრეს ჩვენებმა. იქედან მხოლოდ
ორი იმგადი გამოვიდა ცოცხალი, დანარჩენები „შაითნის დერეფანში“ დაიღუპნენ. მას შემდეგ იქ
არცერთ ტუარეგს ფეხი აღარ დაუდგამს.

- ესე იგი პოლონელს ტუარეგები „შაითნის დერეფანში“ არ შეჰყვებიან?


- არც მე და არც იმგადები იქ არ შევალთ. არც ჰილალე შევა. არაბებიც შეშინდებიან. პოლონელი
მშიშარა არ არის, მაგრამ არ მგონია მარტო შევიდეს. შემოვლით გზაზე წავლენ და რამდენიმე დღეს
მაინც დაკარგავენ. ამიტომ „შაითნის დერეფანი“ შენ უნდა გაიარო და მდევარს ფარაფრაში
ჩრდილოეთიდან შეასწრო.
- ჰილალე სხვა მომთაბარე ყაჩაღებსაც დაიქირავებდა, თუ მე მომყვებოდი კვალზე, ეს არ
გეცოდინება. არ მგონია ჭკვიანური იყოს "შაითნის დერეფნით სიარული თუ ყაჩაღები მაინც
მომიჭირან გზას. ქალის სიცოცხლე ასეთ რისკად არ ღირს.
- სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, თუ ჩვენები დაგეწევიან, ამას კარგი არაფერი მოჰყვება, ქალს
ნამდვილად მოკლავენ.

ალ კაბირმა მზერა ადრარს გაუსწორა და მდუმარედ დააკვირდა. ადრარიც თვალმოუშორებლად

205
შესცქეროდა ბედუინს.

- ადრარ, რატომ მირჩევ ასე დაჟინებით იმ დერეფნით სიარულს. ჩემზე კარგად გცოდინია რა
ხდება იქ. ეს ორმაგი ხაფანგია.
- ალ კაბირ, შენ საერთოდ აღარ ფიქრობ საჰარაზე. მთავარი საფრთხე მდევარი კი არა, დროა და
დრო უნდა მოიგო. ქვიშის ქარიშხლამდე დღეებიღა დარჩა და უნდა გაასწრო. ამის საშუალებას
მხოლოდ "შაითნის დერეფანი" მოგცემს და გზას შეიმოკლებ. თუ ღია უდაბნოში ხამასინმა
მოგისწროთ, ქალი ქვიშის ქარიშხალს ვერ გაუძლებს და ხელში ჩაგაკვდება.

ადრარი შებრუნდა, აქლემიდან კიდევ ერთი ბოღჩა გადმოიღო და ალ კაბირს მიაწოდა.

- ამ ბოხჩაში ჩვენებური ტანსაცმელია, ლურჯი ხალათი და ლისამი. იქნებ გამოგადგეს. ესეც


ჯადარის უნაგირია, ყველაფერი აქაა რაც ცხენზე იყო როცა ჩვენთან მოვიდა. ესეც შენი საველე
ზურგჩანთა, ნახე რა გამოგადგება. ამ ზამთარში რომ მიაბარე დედა სილის, შეგინახა და ახლა
გამოგიგზავნა...

- აი ეს ნამდვილად დამჭირდება, მადლობელი ვარ...


- აქამდე ისე მოიტანა მეც ვერ შევამჩნიე. ღამით ამენოკალიას კარავში მალავდა, დილით
ჩარდახის ჯვალოში ახვევდა და აქლემზე კიდებდა. ყველაფერი აქაა, შენი ტანსაცმელიც და
იარაღიც.
- მოხუცი სილი აქაა? სოფლის ხალხს არ გაჰყვა?
- ამენოკალიამ მძევლად წამოიყვანა. ორი იკლანი დარაჯობს და თვალს არ აცილებენ...
- მძევლად?.. ეგეც იკადრა... ჰილალემ ნმადების ბელადის გაქცევა როდის შენიშნა?
- როცა მე მაგზავნიდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა. ჩემზე ეჭვს ვერ აიღებს... კიდევ რაღაც მაქვს
სათქმელი.
- გისმენ...
- როცა ბანაკად ვდგებით, პოლონელი ბანაკის განაპირას ჩერდება. ერთხელ მითხრა, რომ შენთან
მტრობა კი არა მეგობრობა დომებია, მაგრამ სხვაგვარად დატრიალებულა ბედისწერა. ორი ღამის წინ,
მთვარის ამოსვლამდე მე ვიყავი ღამის გუშაგი, ყველას ეძინა. პოლონელი ძილში თავის ენაზე
ლაპარაკობდა. ყველაფერი ვერ გავიგე, მაგრამ რაც გავიგე არ მოგეწონება.
- რა გაიგე?
- სულ ერთი და იგივეს იმეორებდა ... - ადრარმა ყურთან რაღაც უჩურჩულა ალ კაბირს,
- იცოდა რომ მნახავდი და შუამავლობა გთხოვა?! თუ... ისიც აქვეა და მიმალავ!!!
- მგონი ნანობდა...

- ადრარ, კაცს თუ ცუდის გაკეთება არ უნდა - არც გააკეთებს, თუ დიდმა შიშმა არ


გააკეთებინა. მის ვერაგობას არ აჰყვე. გზაში ყოველთვის მის უკან იარე, მუდამ მხედველობის არეში
გყავდეს, წამით არ მოაცილო თვალი. ან, იქნებ ჯობდეს აღარც მიბრუნდე და ჩემთან წამოხვიდე,
ახლა ძალიან მჭირდები! თუ გაგიგეს რომ მეხმარები, ცოცხალს მაინც არ დაგტოვებენ.

- წამოვიდოდი. ტომშიც დიდი ხანია არაფერი მაკავებს, მაგრამ დედა სილის ვერ მივატოვებ.
- ტომში თქვენი დარჩენა აღარ შეიძლება. დრო იხელთე და სილისთან ერთად ლიბიაში გადადი,
მამაჩემი ახლა საბადოზე იქნება. ჩვენი სახლის კარი თქვენთვის ღიაა.
- მეცოდინება.
- თქვენი ხალხი სად წავიდა?
- სოფელი აიყარა, ბევრი რამ დაკარგა ხალხმა, რწმენაც...
- ერთგულებიც შერჩენია ამენოკალიას, რაკი აქამდე მოჰყვნენ.
- ტუარეგი დედამიწის მეორე მხარესაც წავა ამენოკალიას ბრძანების შესასრულებლად. ათასი

206
წელია ასეა და ასე იქნება.
- დრომოჭმულია თქვენი ადათები ადრარ, თუ არ შეცვლით თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთს
დაემსაგვსება.
- მე ისედაც ჯოჯოხეთში ვცხოვრობ ალ კაბირ... უნდა წავიდე, ალლაჰი იყოს შენი მფარველი ამ
ძნელ გზაზე.
- ინშალაჰ ადრარ!..ალლაჰმა ინებოს ფარაფირაჰში ჩვენი მშვიდობიანი შეხვედრა.

საუბრის დასრულებისთანავე ტუარეგი აქლემზე ამხედრდა და ღამეში ლურჯი ნისლივით


გაქრა.

ბედუინმა მოტანილი ბარგი აქლემს აკიდა, ცხენი სწრაფად შეკაზმა და ქარავანი ძველებური
მწკრივით დაიძრა.

მთვარე ხელმარცხნივ მოვიტოვეთ.


ჩვენი ჩრდილები მთვარის ვერცხლით მოვარაყებულ ქვიშაზე გაიფინენ და ჩვენთან ერთად
დაადგნენ გზას. ქარავანი სწრაფად და დაუღალავად მიაბიჯებდა. აცივდა. მხარმა თავი შემახსენა და
ტკივილმა მრუდედ ჩამსერა. ალ კაბირმა ხელით აჩქარება მანიშნა და აქლემს ქუსლი ჰკრა. ჩემი
დრომადერი უგემურად, მაგრამ სწრაფად აჰყვა წინმავალს, კისერი წაიგრძელა და კვალზე მიჰყვა.

ტუარეგის ნათქვამ ჩემთვის სრულიად გაუგებარ სიტყვებზე ვფიქრობდი.

"ღანაყ ალ არდ"... - სათითაოდ ვმარცვლავდი გონებაში. რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ... „მოეფერე“...
არა, უფრო „ჩაეხუტე“ უნდა იყოს. „მოეფერე მიწას“ თუ „ჩაეხუტე მიწას?“... იქნებ „მიწას
ჩახუტებული“ ან „მიწაზე გაწოლილი“... „მიწაზე ჩასახუტებლად გაწოლილი“ თუ, „მიწაზე
გართხმული“... „მიწაზე ჩასახუტებლად გართხმული“... "მიწას მოსაფერებლად
ჩახვეული"... გველებზე ამბობდა? მიწაზე გართხმულიო... ამას ხომ გავიგებდი. „ელ კუბრა“, - ასე
ამბობენ უფრო... გველი არ არის, აბა რა არის? თანაც ბევრზე ბევრიო... უამრავი გველიო?..- ის
გველებიანი ადგილი გამახსენდა ცხენმა თავზე ფრენით რომ გადაუარა და გულში ზიზღმა და შიშმა
ცივად გამკრა.

„ -კიდევ რა თქვა? შენთვისაც ძნელი იქნება იმ ადგილის გავლაო, შენ შეძლებო, მაგრამ ქალი ვერ
შეძლებსო“... უნდა შევძლო... თუ მეცოდინება რა მელის, - შევძლებ!. რომ ვკითხო? ისევ
გაურკვევლობაში დამტოვებს და ახლაც არაფერს ამიხსნის... არც გამიკვირდება რომ არ ამიხსნას.
როცა პირისპირ ხედავ საფრთხეს - იმასაც ხედავ, როგორ გადაირჩინო თავი. მაგრამ რას უნდა
გავექცე და რა არის "ეს საშიში" რომ არ ვიცი? რა შეიძლება იყოს ეს „მიწაზე ჩახუტება“ ან „მიწის
მოფერება“ თანაც ისეთი, რომ ტუარეგებმა ამენოკალი ვერ დაიცვეს და ყველა დაიღუპა.

როგორც ჩანს სწორედ იმ „შაითნის დერეფანში“ გადაწყვიტა გავლა. ბრმად რატომ დაიჯერა
ტუარეგის? ეს „შაითნის დერეფანი“, - იქნებ სწორედ ის ხაფანგია სადაც ორივე თაგვებივით უნდა
გავებათ და ვეღარ გამოვაღწიოთ. ჰილალეს დაგებული ხაფანგია? ადრარი მოაგზავნა? იცოდა რომ
ნამდვილად გვიპოვიდა და იმიტომ? ვის ეხმარება ტუარეგი, ამენოკალიას, პოლონელს თუ ალ
კაბირს?... როგორ მენატრებიან ჩემები, როგორ მინდა ჩემს საქართველოში, ჩემს თბილისში, ჩემს
სახლში, ჩემს სიმყუდროვეში, სადაც არც „ეშმაკის ძაღლები“ არიან, არც „კლდის კაცები“, არც
ტუარეგები, არც პოლონელი, არც ამენოკალია...“

ამასობაში შუაღამის მთვარე დასავლეთის მწვერვალს გვირგვინად დაადგა.


ქვიშიანი უდაბნოდან კლდოვან ჰამადში გადავაბიჯეთ და შეუჩერებლად გავაგრძელეთ გზა.
ქვიანი ნიადაგი, ძნელად სასიარულოდ გაგვეგო ფეხქვეშ. ხან ლოდის ნატეხები ამოჩრილად

207
გვიღობავდნენ გზას, ხან წვრილად დამსხვრეულად ამოგვედებოდნენ ნაბიჯქვეშ, ხანაც გაშლილ
კენჭებად იბნეოდნენ აქლემის ფეხქვეშ... გადავჩვეოდი ლოდის ნატეხებით მოფენილ ქვიან გზაზე
სიარულს. საერთოდაც ვამჩნევდი ჩემს „სწრაფ მიჩვევა-გადაჩვევებს“ ყველაფრის მიმართ... თუ
ყველას მიმართ?...

ისევ გავხედე ქანდაკივით ამოყვანილ სხეულს, წვრილ წელს, განიერ მხრებს, სწორ და მაღალ
ფეხებს. უზანგებზე შემდგარი გზას აკვირდებოდა. უკან არ იხედებოდა, ხანდახან მარჯვნივ
გახედავდა მიწაზე ერთმანეთზე გადაბმულ ჩრდილებს, ჩემს წაგრძელებულ ჩრდილზე
მზერას წამით შეაჩერებდა, შემდეგ ისევ უშნოდ შემოფეთებული ლოდებით მოფენილ უგზო გზას
აკვირდებოდა.

დაღლილობამ იმატა. მშიერს, დაღლილს და ნამტირალევს თვალები მეხუჭებოდა. აქლემზე


ძილი ჩემთვის სახიფათო იყო, ჩამოვარდნილს, ლოდებიდან ვერაფერი ამკრეფდა. ძილის
მოსატყუებლად ცას შევაჩერდი. მილიარდობით ვარსკვლავს მოეყარა თავი საჰარას გამჭირვალე
ცაზე, კოსმოსი მთელი სხეულით ვიგრძენი. მოდარაჯე ვარსკვლავები თვალჩაუქრობლად
ციალებდნენ. ისინიც, ისევე სამარადჟამონი იყვნენ, როგორც ჩემს წინ გაბნეული ლოდები. ცის
ვეებერთელა, უსაშველოდ დიდი და ოვალური სარკე მთლიანად თავად იყო უფსკერო და
უსასრულო უდაბნო, სადაც ყველა ქვის ნატეხი - ცაზე ვარსკვლავად დანთებულიყო და ფეხქვეშ
უდაბნოგაშლილს - თავზეც უდაბნო მეხურა.

„ ან მეჩვენება ან, სიზმარია... ან ღამითაც ჩნდებიან მირაჟები..“ - გაფიქრებაც ძლივს მოვასწარი


რომ ძილი მომერია, მაგრამ მოწყვეტით შეჩერებულმა აქლემმა გამომაფხიზლა. ალ კაბირი გვერდით
ამომდგომოდა.

- ეს დაღეჭე. ძილს დაგიფრთხობს. ძალას შეგმატებს. "არაბიკას" ფოთლებია, ოღონდ არ


გადაყლაპო. წვენი გამოწუწნე და წყალი დააყოლე. სწრაფად გამოგაფხიზლებს.

ყავის ხის გამომშრალ ფოთლებს ყავის ნაზი სურნელი ასდიოდა. ნელა დავიწყე ღეჭვა, ყავის
მონატრებული გემო გამახსენდა, ოღონდ ფოთლები - უფრო არომატული, ნაკლებად მწარე და
ოდნავ მწველი იყო, - ვიდრე ყავის მარცვლები. კევივით ვღეჭავდი ფოთლებს და წყალს
ვაყოლებდი. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც გამოვცოცხლდი, ძალაც მომეცა, მზერაც ნათელი გამიხდა
და ძილმაც უკან დაიხია. უნაგირზე გავსწორდი და ცხენს გავხედე. ჯადარი ბედუინის გვერდით
იორღით მიდიოდა. ისე ლამაზად და გრაციოზულად მოძრაობდა, თითქოს ლოდების
ნამსხვრევებზე კი არა - პოდიუმზე მიაბიჯებდა.

- „პრანჭია“ - გავიფიქრე და გამეღიმა. ჯადარმა ისე ჩაიფრუტუნა, თითქოს ფიქრს მიმიხვდა...


ცხენის „პასუხზე“ გულიანად გამეცინა. ჩემი სიცილი ლოდებმა აირეკლეს და ხელისგულზე
ჩამოტანილ ვარსკვლავებს მოწკრიალე ნამსხვრევებად შეაყარეს.

გზა უსაშველოდ გაგრძელდა. მთვარე თითქოს ადგილიდან არ იძვროდა, დასავლეთს ისევ


მწვერვალზე ადგა და დროის მოგებაში გვეხმარებოდა - დიდხანს რომ არ გათენებულიყო და დიდი
გზის გავლა მოგვესწრო. დაკვირვებით ვუყურებდი წინმავალი აქლემის ნაბიჯებს. ისე ზუსტად და
სწრაფად არჩევდა ლოდების ამდენ ნამსხვრევში სად დაედგა ფეხი, რომ გულით მიკვრიდა. ეს
გონიერი და უცნაური მოყვანილობის ცხოველი სწორედ ამ უდაბნოსთვის შეექმნა ღმერთს. ჩემი
აქლემის ნაბიჯებსაც დავაკვირდი, ისიც ისე დანდობილად აბიჯებდა თავის ვეება და ბრტყელ
ტერფებს, თითქოს ლოდებზე კი არა ქვიშაზე მიდიოდა.

მთვარემ მხარი იცვალა და ჩვენმა ქარავანმაც ოდნავ მარცხნივ გადაუხვია.

208
უდაბნში ღამეული ხმები ისმოდა. ღამის მონადირეების და მათი მსხვერპლის ხმები. სიცივე მთელ
სხეულში გამიჯდა, თითქოს სისხლი გამიცივდა, ჩემი დაძონძილი მოსასახამი ვეღარ მშველოდა.
კბილს კბილზე ვაცემინებდი და ერთიანად ვძაგძაგებდი. წინმავალი აქლემი შეჩერდა, ალ კაბირმა
ცხვრის მატყლის კარგად მოთელილი თბილი მოსასხამი უხმოდ მომაწოდა და ბედუინი ქალების
ნახელავმა მაშინვე მყუდროდ მაგრძნობინა თავი.

თითქოს საჰარას ღამის მისტიურობა მეწვია, ისეთი უცნაური ხედვა დამეწყო რომ თავი
გაორებულად ვიგრძენი.
პირველი „მე“, - კედელზე მიხატულ ვეებერთელა პანოს - შორიდან შეჩერებოდა. პანოზე საჰარას
თვალუწვდენელ, მთვარით განათებულ, შუაღამის ცივ უდაბნოში, აქლემებზე ამხედრებული,
ჩემსკენ ზურგშექცეული ორი ადამიანი არაბულ ცხენთან ერთად მიაბიჯებდა. მათ სილუეტებს
ანარეკლად მოსდებოდა მთვარის ვერცხლი.

მეორე „მე“ - პირველისკენ ზურგშექცეული და ერთკუზიან აქლემზე ამხედრებული, - უცხო


მამაკაცთან ერთად უკანმოუხედავად მიიწევდა წინ ღამეულ საჰარაში და თანდათან შორდებოდა
პირველს...

როგორც იქნა რიჟრაჟმა მოაწია, გზა უკეთ გამოჩნდა და ბედუინმაც სისწრაფეს უმატა. თითქმის
ჭენებით მივდიოდით. ალ კაბირი, დრო და დრო აღმოსავლეთისკენ იყურებოდა. ტუარეგთან
შეხვედრის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია. უკმაყოფილო და დაფიქრებული მზერა ჰქონდა. ვხვდებოდი
რომ გეგმას აწყობდა და ზუსტად ამ წუთში ამ გეგმაში ჩემს „ადგილზე“ ფიქრობდა.

მზემ ამოსვლა დაიწყო და აღმოსავლეთი ვარდისფრად შეფერადდა. რამოდენიმე წუთით


გავჩერდით, ბედუინმა ბანანის ფოთლებში შეხვეული ხაჭო და კარკადეს წვენი მომაწოდა. ამდენი
ხნის მშიერს, ისე მეგემრიელა რბილი და ცხიმიანი მოყვითალო ხაჭო, არც გამიგია ხელში როგორ
შემომათავდა. პირდაპირ აქლემებზე ვისაუზმეთ. ჯადარი ანაბსიებს ახრამუნებდა და თან
პატრონს ფეხზე თავით ეფერებოდა. ბედუინმა ცხენს წყალი დაალევინა და ქოჩორი
გაუჩეჩა. ბანანის ფოთლების გადასაგდებად ხელი მოვიქნიე, მაგრამ ალ კაბირმა ხელი მტაცა, თავი
უკმაყოფილოდ გადააქნია, ფოთლები გამომართვა, აბგაში ჩაკეცა და გზის გაგრძელება მანიშნა.

"-კვალს არ ტოვებს.." - ტუარეგის ნათქვამი გამახსენდა, ჩემზე რომ თქვა, "გამოუცდელია და ბევრი
კვალი დატოვაო."

მზე ცაში გამოეკიდა და ჩამოცხა. შეუჩერებლად მივდიოდით, ხან ჭენებით, ხან თოხარიკით,
ხანაც ნაბიჯით, როგორც ამას მიწაზე დაფენილი ლოდები და ქვები გვკარნახობდნენ. მთელი
ყურადღება გზას მიჰქონდა, მის გარდა ვეღარფერს ვხედავდი. შუადღის მოსვლაც მხოლოდ
ჩრდილების გაქრობამ გვაუწყა.

ალ კაბირმა დასასვენებელი ადგილი ვეებერთელა ლოდის ჩრდილოეთის მხრიდან შეარჩია და


ჩემი აქლემი დააჩოქა. დაღლილს უნაგრიდან გადმოსვლის თავიც არ მქონდა. ბედუინმა სწრაფად
გაშალა მიწაზე აქლემის ტყავი, პატარა ჩარდახი მოაწყო და მისკენ მანიშნა.

- მზე გადაიხრება და გაგაღვიძებ... - თავი ჩუმად დავიქნიე, დიდი ხვეწნა არც მჭირდებოდა,
ისედაც ნახევრად მეძინა და თავი მკლავზე მივდე.

თვალი რომ გავახილე თავზე ჯადარი მადგა და ფრთხილად


მყნოსავდა. შორიახლო, გახურებულ ლახმაჯზე ხაჭო, პური, კარკადეს ჩაი და ჩემი შესქელებული
რძე ცხელდებოდა. ალ კაბირს მთელი ბარგი მიწაზე გაეშალა, ყველაფერს სათითაოდ სინჯავდა და

209
ათვალიერებდა.

რაღაც ნივთები გათხრილ ორმოში ჩამარხა და ზედ ლოდი გადააგორა, ნაწილი ისევ შეკრა.
ხორცის ნაჭრები ხანჯლით დაკეპა და ლახმაჯთან დაალაგა. აქლემის ტყავები წყლით დანამა და
ხანჯლით გაფხიკა, ნაფხეკიც ორმოში ჩამარხა და ტყავები მზეზე გაშალა. ხელში შოლტი აიღო,
კარგად დაათვალიერა და გვერდზე გადადო. ზოლებად დაჭრილ აქლემის ტყავზე - სამი თუ
ოთხი მკლავის სიგრძე გადაზომა და ახალი შოლტის დაწვნა დაიწყო. სწრაფად მოამთავრა, ხის
ტარიც დაუგო, ფეხზე ადგა და მოსინჯა. შოლტმა ტყლაშუნა სხივილით გაკვეთა ჰაერი.
მოწონებული ნაკეთები გვერდზე გადადო. ახლა ჯადარის „ ფეხსახვევების“ გამოჭრა დაიწყო
ხანჯლით და ისიც სწრაფად მოამთავრა. აქლემის ტყავებს თვალი მოავლო ხელით გასინჯა. რომლის
სიმაგრეც მოიწონა, გვერდზე გადმოალაგა, დანარჩენი კი გუდაში გამოკრა და ჩემსკენ მობრუნდა.

საჭმელი ბანანის ფოთლებზე გადმოალაგა და უხმოდ მანიშნა ახლოს მივსულიყავი.


კარკადეს ჩუმად სვამდა და მშვიდად ელოდა „სადილის“ დასრულებას. როგორც კი დავამთავრე,
ჩემს პირისპირ ფეხმორთხმული დაჯდა, სახიდან საბურავი მოიცილა და მშვიდად მითხრა:

- ვიცი, გაბრაზებული და ნაწყენი ხარ, მაშინ ჩემი გეგმა რომ არ გაგიმხილე და ცოცხლად
დამარხული აღმოჩნდი. ახლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ უნდა იცოდე რომ უკან დასახევი გზა არ
გვაქვს. რაც გველის, უნდა გადავლახოთ. თუ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, ზეგ დილით უკვე
ფარაფრაში ვიქნებით და შენს ოჯახთან დაკავშირებას შეძლებ.

- რა გველის?!
- ხვალ გამთენიას, კლდოვან დერეფანს მივადგებით, ის დერეფანი უნდა გავიაროთ და მეორე
მხარეს გავიდეთ. ეს სამი დღის გზას დაგვიზოგავს. დერეფანში ხიფათი გველოდება. მომზადებული
უნდა შევხვდეთ. შენი გავარჯიშება მომიწევს. შოლტის ხმარება და თავაწყვეტილ ცხენზე თავის
შემაგრება უნდა ისწავლო. მხოლოდ ეს არის შენი გადარჩენის შანსი.
- აქლემით აღარ ვივლი?
- მხოლოდ „შაითნის დერეფნამდე.“ მერე მთელ გზას ცხენით გაივლი.
- შენ?
- მე უკან ფეხდაფეხ აქლემით მოგყვები. ცხენს მიჩვეული ხარ, ისიც მოჩვეულია, თან მისი
გონიერების და სისწრაფის იმედი მაქვს. აქლემს ასე ვერ ვენდობი. ცუდია რომ მხარი გტკივა და
მარჯვენა ხელით მათრახს ვერ იხმარ.
- ცაცია ვარ, „გულის ხელით“ ვცხოვრობ, მარცხენა ხელით არაფერი გამიჭირდება.
- ცაცია? არ შემიმჩნევია.
- ბევრი რამ არ შეგიმჩნევია, საერთოდაც მგონია რომ „გამოგრჩი“.
- რა გამომრჩა?

- მაგალითად ის, რომ პირისპირ დანახული საფრთხე და პირდაპირ ნათქვამი სიტყვა მირჩევნია.
მიჯობს გონებით მოვემზადო განსაცდელისთვის, ვიდრე ცარიელმა შიშმა თავის ნებაზე
მაქანაოს. რატომ დაუჯერე ადრარს, რომ მაინცდამაინც "შაითნის დერეფანი" უნდა გავიაროთ?

- ბრმად არ მჯერა. ის იმგადია. ამენოკალიას ქვეშევრდომი და მისი რჩეული, მაგრამ რამოდენიმე


ადგილას კვალი მეც შევნიშნე, უკვე ვიცოდი რომ ორი ჯგუფი უკვე ჩვენზე წინ იყო წასული.
ნმადების ბელადმაც მითხრა რომ დახლასკენ ჯგუფი წავიდა. მეც ვნახე დახლასკენ მიმავალი
კვალი.

- როდის გადაგვასწრეს?
- ტუარეგები ძალიან ამტანი ხალხია. წარმოუდგენლად ამტანი, ეს უდაბნო მათი სამშობლოა. ისინი

210
საზარელ სიცხეშიც არ შეჩერდებიან, მხოლოდ ბინდიდან მთვარის ამოსვლამდე ისვენებენ და ისევ
აგრძელებენ გზას. სანამ მე მდევრის ჩამოშორებას და შენ - სამალავიდან ამოსვლას ცდილობდი, -
ხუთი დღე -ღამე გავიდა და დრო დავკარგეთ, მათ კი ეს დრო მოიგეს. თუმცა არც შაითნის დერეფნის
გავლაა მდევრისგან თავის დაღწევის გზა. ჰილალემ შეიძლება ფარაფრას შესასვლელთან ყაჩაღების
ბანდა დაგვახვედროს ან თავისი ჯგუფი დღე და ღამე შეუსვენებლად ატაროს და მაინც დაგვეწიონ.
- მაშინ, იქნებ არც ღირს იმ დერეფანში შესვლა, იქნებ... იქ...ტუარეგების დევნაზე უარესი რამ
გველოდება.
- მაინც ღირს. ქვიშის ქარიშხალი ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დაიწყება. სანამ ქარიშხალი
ამოვარდება კაიროში დაბრუნება უნდა მოასწრო. თორემ მთელო ორმოცდაათი დღე საჰარაში
ჩარჩენა მოგიწევს... ჩემთან ერთად...

- რა არის იმ „შაითნის დერეფანში,“ რას ნიშნავს ეს ბევრჯერ „მოეფერე მიწას“ თუ ბევრჯერ


„ჩაეხუტე მიწას“?! - ისე ვთქვი თითქოს ბოლო სიტყვები არც გამიგონია.
- ეგ დერეფანი საჰარას ველური კატის, საშიში მხეცის, უდაბნოს ფოცხვერის თავშესაფარია.
თქვენებურად კარაკალი ჰქვია, არაბულად "ღანაყ ალ არდ", ანუ "მიწას ჩახუტებული." მიწაზე
მთლიანად გაწოლილმა იცის ჩასაფრდება და უჩინარი ხდება და შეუმჩნევლად ესხმის თავს
მსხვერპლს. - ისე ჩვეულებრივად მიპასუხა, თითქოს არც მას უთქვამს "ის ბოლო სიტყვები."

- ესე იგი იქ უამრავი უდაბნოს ფოცხვერია, სანადიროდ ღამე გამოდიან და შეიძლება


დაგვგლიჯონ?
- თუ გონივრულად და ერთად ვიმოქმედებთ, შეიძლება უვნებლებმა გავაღწიოთ მეორე მხარეს.
- შეიძლება?! იარაღი არ გვაქვს?

- გვაქვს, მაგრამ მისი გამოყენება სისულელეა. დამიზნებას დრო ჭირდება. ერთს თუ მოკლავ,
ამასობაში სხვები ერთდროულად დაგვესხმიან თავს. უთავბოლო სროლისას ტყვიას ლოდები და
კლდეები აისხლიტავს და ჩვენ შეიძლება დაგვაზიანოს ან ცხენი და აქლემები. ეს კი იგივე
სიკვდილია. კარაკალები მხოლოდ მათრახით უნდა მოვიგერიოთ, ნახტომის საშუალება არ უნდა
მივცეთ. ცხენიც ეცდება მოგერიებას, მე ზურგიდან დაგიცავ. შენ მხოლოდ ორი ამოცანა გაქვს:
ერთი,- რაც არ უნდა მოიმოქმედოს ჯადარმა, ცხენზე უნდა დარჩე და მეორე, - ცხენის მკერდს და
კისერს ფოცხვერი არ მიაკარო. დანარჩენი ჯადარმა იცის, მთლიანად ენდე და
სამშვიდობოს გაგიყვანს. ახლა კი სანამ ქვიშიან უდაბნოში ვართ, ჯობია ვარჯიში დავიწყოთ.
ცხენიდან რამდენჯერმე მაინც გადმოვარდები და ქვიშაზე არაფერს მოიწევ. ჰამადში რამეს
დაიზიანებ და ვითარება გართულდება. თუ გადმოვარდები, მაშინვე უნდა წამოხტე და ცხენს
ზურგზე მოექცე.

ალ კაბირი ჯერ შოლტის ხმარებას მასწავლიდა. ხელის იმ მოძრაობას მიჩვენებდა, რომელიც


შოლტის მოძრაობის სასურველ ტრაექტორიას იძლეოდა. მას ჯერ ჩემს თავზე უნდა შემოევლო
„რვიანი“ ან "წრე" , შემდეგ კი მიწის პირზე ჰაერში უნდა გასრიალებულიყო.
მეოცე მცდელობაზე ძლივს გამომივიდა მისი მოსაწონი მოძრაობა. მეორე ოცი - „დაჭერილი“
მოძრაობის დახსომებას დასჭირდა. მესამე ოციდან მხოლოდ ორი შეცდომის დაშვების უფლება
მომეცა, მეოთხე ოციდან მხოლოდ ერთის. მომდევნო ოცი კი იმას, - რომ ხელს მექანიკურად, ფიქრის
და ყურადღების გარეშე ემოძრავა და არცერთი შეცდომა აღარ დაეშვა.

მეორასე მოძრაობაზე უკვე შოლტის ხმარება სრულიად დაუბრკოლებლად შემეძლო,


მექნიკურად, მსუბუქად და ზუსტად. ალ კაბირის მითითებით, ხან ცხენის სიმაღლის ლოდზე
შემდგარი, თუ მიწაზე მდგომი - ყველა მის ნაჩვენებ მიზანს შოლტის წვერით ვამათრახებდი,
დაწუნებისას შუბლს იკრავდა, მოწონებისას მხოლოდ თავს მიქნევდა. სათადარიგო შოლტების
დამზადება გადაწყვიტა, რადგან შეიძლებოდა შოლტი ფოცხვერს დაეჭირა და გაწყვეტილიყო.

211
ვარჯიშს მთელი სამი საათი დასჭირდა. ალ კაბირმა მცირე შესვენება მომცა. ლოდზე
ჩამომომჯდარს, ყურებში შოლტის ზუზუნი, სივილი და ტკაცუნი გაბმულად მესმოდა. ჩემი გონება
ცდილობდა დაუმცდარად ჩაეჭედა ტვინში ჩემი ხელის მოძრაობა. თვალი მხოლოდ მიზნისკენ უნდა
მქონოდა, ხელს კი შოლტის წვერი მიზნამდე უნდა მიეტანა და მწარედ გაემათრახებინა.

შესვენების დამთავრება უსტიყვოდ მანიშნეს და ცხენით ვარჯიშის დრო დადგა. ყურადღებით


ვუსმენდი როგორ უნდა შემეკავებინა თავი, თუ ცხენი ყალყზე შედგებოდა ან პირიქით, უკანა
ფეხებით დაიწყებდა წიხლების სროლას ან წინა და უკანა ფეხებზე მორიგეობით ხტომას. მიხსნიდა
"ოქროს წესს" - ცხენის ჰაერში ნახტომისას, მისი თავისკენ წახრილი და უზანგებზე ფეხზე მდგარი
უნდა ვყოფილიყავი, სხეულის წონა ფეხის წვერებზე და მუხლებზე უნდა გადამეტანა და უნაგირზე
არასგზით არ უნდა დავშვებულიყავი, თორემ მიუხედავად ჩემი სიმსუბუქისა, ცხენი ხერხემალში
გადატყდებოდა.

„ეს ხომ ვრონსკის შეცდომაა...“ - გამახსენდა და ღრმად ჩავისუნთქე. საქვეყნოდ ცნობილი


დოღზე დაშვებული შეცდომა ვრონსკის - სახალხოდ თავის მოჭრად, საყვარელი ცხენის
სიცოცხლედ და მაღალ საზოგადოებაში დიდ სირცხვილად დაუჯდა. იგივე შეცდომა, მე და
ჯადარს კარაკალების კლანჭებით და ბასრი კბილებით მოტანილი სიკვდილით
გვემუქრებოდა. ოღონდ ის, წიგნში დაწერილი რომანის ეპიზოდი იყო, აქ კი... ველური
სინამდვილე.

ჯადარი გრძნობდა, რომ რაღაც დიდი უნდა მომხდარიყო, სადაც თვითონ უნდა ყოფილიყო
მთავარი გმირი. ცხენი ზუსტად ასრულებდა პატრონის მითითებებს, ხან გაჭენებული, - მოწყვეტით
ჩერდებოდა და უკანა ფეხებზე დგებოდა, ხან ტლინკებს ჰყრიდა, ხან წრეზე ტრიალებდა და
ხანაც წინა და უკანა ფეხებზე მორიგეობით ხტუნავდა. ძაღლივით უხაროდა ყურადღებას რომ
ვაქცევდით... მეც მიხაროდა რომ ცხენიდან მხოლოდ სამჯერ გადმოვვარდი, მეტჯერ კი აღარც კი
ჩამოვცურებულვარ, თითქმის ყველა რყევა ავიტანე და ბედუინის იმედები თითქმის
გავამართლე...

თუ ყალყზე შემდგარ ცხენზე უშიშრად და სწორად ვიჯექი, მის თვალებში ოდნავ გამკრთალი
სხივი ელავდა...თუ მიწაზე აღმოვჩნდებოდი, მდუმარედ და მკაცრად მანიშნებდა, რაც შეიძლება
სწრაფად მოვქცედი ცხენს ზურგზე. ხოლო როცა ცხენი უკანა ფეხებით იგერიებდა ალ კაბირის
ნასროლ დაგორგოლავებულ აქლემის ტყავებს, მაშინ მხოლოდ შეძახილი მესმოდა: „უფრო
ძლიერად ჯადარ, უფრო ძლიერად!“

ალ კაბირი დასვენების საშუალებას არ მაძლევდა... ცხენს უნაგირი მოხსნა და ყველაფრის


გამეორება ახლა უნაგირის გარეშე მაიძულა. მასწავლიდა მუხლების და ტერფების მეშვეობით
როგორ უნდა შემემაგრებინა ცხენზე თავი. მიხსნიდა რომ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ცხენის
ბეჭებზე გადამენაცვლა და კისერზე მივხუტებოდი მანამ, სანამ ისევ შევძლებდი გასწორებას. ბოლოს
ხელში შოლტი მომცა და გარშემო გაფანტილ ლოდებზე ათიოდე სამიზნე მომინიშნა. ცხენზე
მჯდომი,- ყველა სამიზნეს მივწვდი. ვარჯიში მანამდე არ დაასრულა, სანამ გაჭენებული ცხენიდან
ყველა ლოდი არ გავამათრახე ისე, რომ ჯადარს არცერთხელ არ შეხებია მათრახის წვერი.

მეც და ცხენიც ძლივსღა ვსუნთქავდით. ასეთი დაღლილი ჯადარი აქამდე არ მენახა. წყვეტილად
ქშენას მოუხშირა, ყურები გაუოფლიანდა, ფაფარი დაუსველდა, კისერზეც ოფლის წვეთები ჟონავდა,
მაგრამ ალ კაბირი შეუბრალებლად იძლეოდა გამეორების ნიშანს და ყურადღებას არაფერს არ
აქცევდა.

212
ბოლოს როგორც იქნა ვარჯიში დასრულდა. დაოსებული და ოფლიანი, პირდაპირ ქვიშაზე
მივწექი.
ალ კაბირმა ცხენი მანამდე ატარა წინ და უკან სანამ ოფლი არ შეაშრა და მე მომიბრუნდა:
- ცოტა დაისვენე და ჯადარს მოუარე. ფაფარი ზედ კისერზე ნაწნავად უნდა ჩამოუწნა და ბოლო
ნასკვით ისე დაუმაგრო, რომ უნაგირთან თავდებოდეს. ძუა ორად გაკეცე და მაგრად გამონასკვე.
კარაკალი ფაფარზე ან ძუაზე არ უნდა დაეკიდოს ცხენს.

- ალ კაბირ, იქ ღამე მოგვიწევს სიარული, მთვარის შუქი ვერც ჩამოაღწევს, გზის გასანათებლად
რაღაც დაგვჭირდება...
- შენ ცხენს მიხედე, მე კი მაგ საქმეს მივხედავ.

ცხენს თითებით დავვარცხნე ფაფარი და ძუა და ზუსტად ისე დავამაგრე ნასკვები როგორც ალ
კაბირმა ამიხსნა. თვითონ სანადირო თოფის ვაზნებიდან დენთს ყრიდა და ერთად აგროვებდა,
ტყავის პატარა ნაჭრებში რაღაცასთან ერთად ახვევდა და ტყავის გუნდებს ამზადებდა.

ჯადარი ჩუმად ფრუტუნებდა, მხარზე თავს მადებდა, ლამაზ ყურებს აქეთ იქით ატრიალებდა
და დრუნჩს ხელებში მჩრიდა. თავი წამართვა და ანცობა დაიწყო, ჯერ წინა ფეხს სალმად მიშვერდა,
მერე მუხლებზე დაიჩოქა, თავს მიქნევდა, ანაბსიებს მთხოვდა და თავგადაწეული ეშმაკურად
მიცქერდა... მის საქციელზე სიცილი ამიტყდა, ჩემი ხმა უდაბნოს ცხელმა ჰაერმა ლივლივით
დაატრიალა და უკან მომიბრუნა.

ალ კაბირი ჩვენსკენ მობრუნდა, ცხენის ცელქობას თვალი შეასწრო, გაეღიმა და გუდიდან


შაქარყინულის დიდი ნატეხი ამოიღო. შაქარი გაშლილი ხელისგულით მივაწოდე ცხენს.
ფრთხილად მოლოკა, ნუგბარი მოიწონა, გემრიელად შეახრამუნა და ახლა მადლობის ნიშნად
დაიწყო თავის ქნევა, ალ კაბირის თვალებში ონავრულმა სხივმა გაიბრწყინა და გულიანად გაიცინა.
მესმოდა მისი სიცილი, დაბალი და ლამაზი ხმა გაბმულ, სავსე მელოდიად იღვრებოდა და უხილავ
სითბოს აფრქვევდა...

საღამოსპირზე ყველაფერი მზად იყო. ალ კაბირმა აქლემის დაკეპილი ხორცი ნაკვერჩხლებზე


მოატარა, გუდაში ჩაალაგა და აქლემზე დაკიდა. ტყავებიდან ოციოდე მათრახიც მოემზადებინა,
შოლტის ტარების დამზადებას, ერთი დრომადერის უნაგირი მთლიანად შეეწირა. ვაზნებიდან
გადმოყრილი საფანტი ცეცხლზე გაადნო და მათრახის წვერები შიგ ჩააწყო. გაცივება დააცალა და
ზედმეტი ტყვია ხანჯლით დასერა ბასრი წამახული წვეტები დაამატა ბოლოებს.

ყველაფერი ისე ალაგდა, რომ ნაბანაკარის კვალი მთლიანად გაქრა.


- დანარჩენს დერეფნის შესასვლელთან მოვამზადებთ. ახლა კი წასვლის დროა! - მითხრა და
დაჩოქილი აქლემისკენ მანიშნა. თვითონ უბელო აქლემზე შეჯდა და ჩვენი ქარავანი
ჩრდილოეთისკენ დაიძრა.

კლდოვანმა უდაბნომ ლომისფერი დაიდო, მზის ჩასვლამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. სანამ
ალ კაბირი წაშლილ კვალს ამოწმებდა, - მზეს ავხედე. მნათობი თავზე მადგა, ლომისფრად ენთო,
მოპრიალე და ცხელი გვირგვინიც გარშემო ლომის ფაფარივით შემოდგომოდა. მისმა სინათლემ
თვალი მომჭრა, ხელით მოვიჩრდილე და ისე შევხედე. მზის დისკოში გამოკვეთილი
ცეცხლოვანი ლომის სახე, უდრტვინველი დიდებულებით გადმომცქეროდა.

213
ბედუინი (ნაწილი XXVI ჯაბალ შაითან)

"ტიალო დარიალაო,
კლდენი ხარ ცარიალაო..."

ბინდის ჩამოწოლამდე შეუჩერებლად ვიარეთ.


უცნაურად ჩქარა დაბნელდა. შავ კუნაპეტში ყველაფერი გაქრა. სიბნელის მიუხედავად, სვლა არ
შეგვინელებია. აქლემები ისე დაუმცდარად ადგნენ გზას, თითქოს ისევ მზე ჩახჩახებდა. მეწიანვე
აქლემი აღარ ჩანდა. ჩემს აქლემსაც ვეღარ ვხედავდი.

არაფერი ყოფილა არაბულ ღამეზე ბნელი. ეს უსასრულობის, უძირობის, გაურკვევლობის და


მისტიურობის ბნელი და საშიში ნაზავი, თუ ერთხელ გაგიჯდებოდა ძარღვებში, - თავს ვეღარასოდეს
დააღწევდი. ეს მხოლოდ ბნელი ღამე კი არა, თავდაუღწეველი მარტოობის სრული შეგრძნება იყო,
რომელიც უწონადობის და უსასრულობის უძირო ხახაში დაუნდობლად გადაგიშვებდა, უსასრულო
სამყაროს პირისპირ შეგატოვებდა და საკუთარ არარაობას სილასავით გაგაწნავდა სახეში.

თვალდაბნელებული მივჩერებოდი შედედებულ სივრცეს. რომ არა აქლემი, რომლის


სიარულსაც აყოლილი აქეთ იქით ვირწეოდი, ვერავინ დამარწმუნებდა რომ საერთოდ ვიძვროდი
ადგილიდან.

ტუარეგთან ალ კაბირის საუბრიდან ცხადი იყო, რომ მანაც არ იცოდა რა გველოდა. ღელვა არ
ემჩნეოდა, მაგრამ დაძაბული ფიქრი მისი მზერიდან მუდმივად ჟონავდა. ჩვეულებრივზე
გულჩათხრობილი და მუნჯი გახდა, მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია და აღარც უკან მოუხედავს.
დრომადერები ჩქარი, გაშლილი ნაბიჯით მიდიოდნენ. ჯადარს პატრონის ხასიათი გადაედო, აღარ
ცუღლუტობდა, ფეხის ხმაზე ვხვდებოდი რომ გვერდით მსუბუქი იორღით მოგვდევდა, ხან ალ
კაბირს ამოუდგებოდა გვერდში, ხან მე. ცხენი ცდილობდა მიმხვდარიყო რატომ არ ვიღებით ხმას,
რატომ დავკარგეთ ის ხალისი, ცოტა ხნის უკან რომ გვქონდა. ბოლოს გადაწყვიტა ბედუინთან
ერთად ევლო და პატრონს წამოეწია.

ჩემს თავთან დარჩენა ისედაც მინდოდა. საკუთარი თავის გამხნევება მჭირდებოდა. მინდოდა
გამბედაობა და სიმამაცე მომეკრიბა, ნებისმიერ განსაცდელს მშვიდად შევხვედროდი და მხოლოდ
გონებით მემოქმედა. შიშისთვის უფლება არ უნდა მიმეცა რომ გონებაზე გაბატონებულიყო და თავის
ჭკუაზე დაეტრიალებინა ყველაფერი.

მერამდენედ დავრწმუნდი რომ გრძნობებიდან ადამიანთან ყველაზე ახლოს მდგომი - შიში იყო.
როგორც კი ცხოვრებაში რაიმე იცვლებოდა, პირველი ტაცებდა ხელს, მაგრად ჩაეჭიდებდა და აღარ
უშვებდა. საჰარაში დაკარგვის შემდეგ - რამდენჯერ გადავეყარე შიშს... ყოველთვის სხვადასხვა
გზით, სახით და სახელით მოდიოდა. ხან დამიზნებულ ლულად, ხან მოხეტიალე ქვიშად, ხან
გველის უმოძრაო თვალებად, დახეთქილ მიწად, წყურვილად და შიმშილად. ხან აფთრის ყმუილით
მდია, ხან ყელში წაჭერილი ტუარეგის ხელებით მახრჩობდა, ხან სიზმრებით მთანგავდა, ხან
ამენოკალიას მუქარად ჩამესმოდა, ხან მცხუნვარე მზის გულზე მწვავდა და ღამის სიცივით
მყინავდა, მიწაში ცოცხლად დამარხულის სასოწარკვეთილმა თავზარმა ხომ სამარადჟამო დაღი
დამასვა... ახლა შიში დაუღალავი მდევრის სახით ხომ მომდევდა... წინაც მელოდა სრულიად ახალი
სახელით - "შაითნის დერეფანი." მაგრამ სულ სხვაგვარი იყო სიბნელის შიში...უსასრულო სივრცეს
მაძლევდა და თან ჩემივე კანის კედლებიან უსარკმელო საკანში მკეტავდა. დარაჯად ჩემივე გონებაში
ჩარჩენილ ფიქრებს მომიჩენდა და გაურკვევლობაში უცაბედი გადავარდნის უსასრულო მოლოდინი
მიხუთავდა სულს.

214
ჩემი დრომადერი გაჩერდა და დაჩოქება დაიწყო. ფრუტუნზე მივხვდი, რომ მეორე აქლემიც
იჩოქებდა. უნაგირის კეხს ჩავებღაუჭე. ფეხი სად უნდა დამედგა ვერ ვხედავდი და უნაგირიდან
გადმოსვლაზე არც მიფიქრია.

ბნელ ჰაერში ღამის პეპლებივით აფარფატებულმა სიტყვებმა ჩურჩულით გამიფრიალეს


ყურთან:
- დავისვენოთ. ნახშირს ვერ გავაღვივებ, ღველფის ალი შეიძლება შენიშნონ. აქლემებს შორის
თექას გავშლი. მეორე მხრიდან მე ვიქნები...- ხმაურზე მივხვდი, რომ ალ კაბირმა ხელში მოყოლილი
ქვები გვერდზე გადაყარა და მიწაზე თექა გაშალა.
უნაგირიდან გადმოსულმა თექაზე ჩავიმუხლე, მოსასხამში გვეხვიე და ჩუმად მივწექი. მსუბუქი
ნაბიჯის ხმამ გარშემო შემომიარა და შეწყდა. ასხლეტილი კენჭის ყრუ ხმაურმა მამცნო, რომ
ბედუინი მეორე მხრიდან ზურგით მიეყრდნო აქლემს.

გუნებადაბნელებულს უჟმური ფიქრები დამეხვივნენ. ერთი დღის მზადება საკმარისად არ


მეჩვენებოდა. დერეფანში ლოდებით და ქვებით მოფენილი ზიგზაგად დაგრეხილი გზა, ბევრ
ადგილას ალბათ ნაქარალი ქვიშით იქნებოდა ამოვსებული ან ჩამოხორხლილი ლოდებით
გადაკეტილი, ან და შეიძლებოდა ჩიხიც ყოფილიყო და მეორე მხარეს ვეღარც გამეღწია. არ მინდოდა
რამეზე მეფიქრა, მაგრამ ძილი სათოფეზეც არ მეკარებოდა. ვცდილობდი დამესვენა და არც ეს
გამომდიოდა. მარჯვენა მხარი ყრუ, ასატანი ტკივილით მწიწკნიდა. შაითნის
დერეფანში გამეფებულ სიბნელეზე და იმაზე დავფიქრდი, რომ იქ მხოლოდ ცხენის იმედად უნდა
ვყოფილიყავი. ვშიშობდი, რომ ჩემი შეცდომა ან ჯადარს შეიწირავდა ან ალ კაბირს ან... ყველას
ერთად მოგვსპობდა. ჩემი საკუთარი სიცოცხლე, რომლისთვისაც აქამდე თავგანწირულად
ვიბრძოდი, ახლა რატომღაც, ნაკლებად მაღელვებდა...

" ბევრზე ბევრი" ... - გამახსენდა ტუარეგის ნათქვამი და ისე სწრაფად წამოვჯექი, რომ ქვებმა ჩქამი
გაიღეს.
- კარაკალები ნამდვილად გადამფრენი ფრინველებით და მათი კვერცხებით იკვებებიან! მაგრამ
უწყლოდ ხომ ვერ გაძლებენ! რაკი ბევრნი არიან, ესე იგი იქ წყაროა ან გუბურა... წყალი გადამფრენ
ფრინველს იზიდავს! ისინიც იმიტომ არ შორდებიან იქაურობას! მათ იქ ყველაფერი აქვთ, წყალი,
საკვები...და მრავლდებიან..."

- არ გძინავს, ცუდია. - ლამის ყურთან გაგონილმა სიტყვებმა ისე შემაკრთო, თითქოს თვით
სიბნელემ ამოიდგა ენა.
- შაითნის დერეფანში ალბათ წყალია, კარაკალები ისე ვერ გაძლებდნენ. - მეც ჩურჩულით
გავეპასუხე სიბნელეს.
- ცხადია არის და კარგია თუ დაბრკოლებად არ გვექცევა... - აქლემის უნაგირმა ხრინწით
გაიჭრიალა. ალ კაბირი ალბათ ჩემსკენ მობრუნდა და უნაგირს დაეყრდნო. მხოლოდ წარმოდგენა
შემეძლო როგორ იჯდა ახლა...თავისი მოსხლეტილი, შეკრული, ავაზავით მოქნილი
სხეულით, მშვილდივით მორკალული წვრილი წელით, იდაყვით უნაგირზე დაყრდნობილი,
მოხრილ მუხლზე მაჯაჩამოდებული. სახეშებურული იმ მხარეს იცქირებოდა, საიდანაც საფრთხეს
ელოდა და ცდილობდა წკვარამი მზერით გაეხვრიტა.

- ასეთ სიბნელეში იქ როგორ ვივლით...


- ვივლით...- ჩურჩულის ფრთებით მოფრინდა იმედი.
- ამ კუნაპეტში რა უნდა დავინახოთ.
- ჯადარი და დრომადერები დაინახავენ.
- როგორ...
- ჩვენი მხედველობა ძალიან განხვავდება იმისგან, რასაც ჯადარი ხედავს. ცხენი ფერებსაც კი

215
ჩვენგან განსხვავებით, დაღმავალი კლებადობით აღიქვამს: ჯერ მწვანეს, მერე ყვითელს,
შემდეგ წითელს და ლურჯს. ამიტომ მისი ღამეული ხედვა უნაკლოა. ასეთ სრულ სიბნელეში ოდნავ
განსხვავებული ფერის საგანსაც კი კარგად არჩევს. უმცირესი დეტალიც არ გამორჩება. ახლო
მანძილზე კი უმნიშვნელო ჟესტი, მოძრაობა და სახის მიმიკაც კი არ დარჩება შეუმჩნეველი.
თვალების განლაგება საშუალებას აძლევს გარშემო სამას სამოც გრადუსზე ყველაფერი იდეალურად
დაინახოს. ცხენს წრიული ხედვის რადიუსი ოთხი ნაბიჯიდან ეწყება, ამაზე ახლოს უკვე თავის
მიაბრუნება ჭირდება. ჯადარს მხოლოდ ორი "მკვდარი" წერტილი აქვს რომლის დანახვაც საერთოდ
არ შეუძლია, - შუბლზე თეთრ ვარსკვლავთან და მის მოპირდაპირედ ყურებს უკან...

- მამშვიდებ...
-ეს სიმართლეა. ამიტომ დავდივარ უდაბნოში ცხენით... საჰარაში ახლა მაღალი გამავლობის
ჯიპებით ცდილობენ სიარულს, მაგრამ ცხენს ისეთი თვისებები აქვს, აქ საუკეთესო მანქანაც კი
ვერასდროს შეედრება. - ზურგს უკან ნაცნობი ფრუტუნი მომესმა, ჯადარი უჩინრად წამომდგომოდა
თავს.

- უცბად მოგაგნო, ერთი ქვაც არ გასხლეტია ფეხქვეშ... არაჩვეულებრივი ყნოსვა აქვს, ძაღლზე
უკეთესი. შენ, თვალახვეულიც კი ათას კაცში გამოგარჩევს... ისეთ კლდოვან და გაუვალ ადგილებში
გვივლია მე და ჯადარს, კაცი რომ ვერ წარმოიდგენს... სადაც მანქანა ვერაფერს
შეძლებს, ჯადარი ჭენებით გაივლის. ცხენებს ლავიწის ძვალი არ აქვთ, ამიტომ მხრების და წინა
ფეხების მოძრაობის ფართო ამპლიტუდა საშუალებას აძლევთ დიდი სივრცე მოიცვან. არც სიბნელეა
მათთვის დაბრკოლება, არც მანძილი და გზაზე შემოყრილი ლოდები. მანქანა ხელს შემიშლიდა.
სადმე უნდა დამეტოვებინა და მერე მივბრუნებულიყავი. ცხენი კი ყველგან უკან მომყვება,
მეხმარება, გონიერია, ერთგული და შეუძლია პატრონი სიცოცხლის ფასად გადაარჩინოს.

- ბუცეფალივით...
- კარგი მაგალითია, ჯადარის საკადრისი! მშვენიერი საომარი ცხენი ჰყოლია ალექსანდრე
დიდს. თავი გაწირა და პატრონი გადაარჩინა. იმ ადგილას, სადაც ბუცეფალის სიკვდილის შემდეგ
მაკედონელმა მისი ქანდაკება დადგა, ახლა ქალაქი ლაჰორია.
- პაკისტანში?
- დიახ, პაკისტანში.
- ბუცეფალი არაბული ბედაური იყო?
- წინაპარი ჰყოლია არაბული, ჩვენებურ ცხენებს "ბიძაშვილად" ეკუთვნოდა. წმინდა სისხლი არ
ქონია, მაგრამ როგორც ისტორია ამბობს, არაბულის საუკეთესო თვისებებით ყოფილა
დაჯილდოვებული. ბუცეფალის ყველაზე გამორჩეული თვისება - პატრონის გადარჩენის უნარი,
არაბულებს ჯიშად მოსდგამთ. ჯადარი კი თვით არაბულებშიც გამოირჩევა. მისი გული ექვსი
კილოგრამი და სამასი გრამია, ამიტომ დაუღალავია და ქარზე სწრაფი. თუ მხედარმა არ უმტყუვნა,
სასწაულის მოხდენა შეუძლია. შენ მხოლოდ უნდა მიეხმარო.
- როგორ?
- შეცდომა არ უნდა დაუშვა, ცხენზე გამოძინებული და დასვენებული უნდა შეჯდე.

- აქლემი? ისიც კარგად ხედავს სიბნელეში?


- გონიერი ქალიც კი, პირველ რიგში მაინც ქალია...- შედედებული უკუნი ღიმილმა გაათბო.
- დამცინი...
ალ კაბირმა ჩაიცინა, ჩემი გაბუტვა ვითომ ვერ შენიშნა და გააგრძელა:

- აქლემი მხოლოდ სისწრაფეში ჩამორჩება ცხენს, ისიც უმნიშვნელოდ. დანარჩენში ბევრად


აღემატება, მაგალითად ათასი მეტრის სიშორეზე ხედავს მოძრავ ადამიანს, ხუთი ათას მეტრზე
ავტომანქანას. წყალს და საძოვარს სამოცი ათასი მეტრის სიშორეზე გრძნობს, ცაზე საწვიმარ

216
ღრუბელს არჩევს და იქეთ მიდის სადაც უნდა იწვიმოს. გახურებულ ქვიშაზე და წვრილ ქვებზე
სიარულისას ფეხები საერთოდ არ ეწვის, დაჩოქილს კი არც მუხლები და მკერდი. არც შუადღის
ცხელი მზე არ აწუხებს, არც შუაღამის სიცივე. საერთოდ არ ოფლიანდება. სუნთქვისას გამოყოფილ
სითხეს, ცხვირის ნაკეცებში იგროვებს და იქიდან პირისკენ უშვებს. კუზი სახურავივით ახურავს და
მზისგან გადახურება არ ემუქრება. ხშირი წამწამების წყალობით, ქვიშის ქარიშხალშიც შეუჩერებლად
მოძრაობს და თვალები ქვიშით არ ევსება. ცხვირის ნაოჭები ისე აქვს მოწყობილი, რომ ქვიშიანი ქარი
ხორხს და ფილტვებს ვერ უზიანებს. უდაბნოს ხმელი, ეკლიანი მცენარეებით იკვებება, მშიერი
დიდხანს ძლებს, უწყლოდ ათი დღე-ღამე თავისუფლად შეუძლია ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ
საჰარაში წყალი არ არის, აქლემი კარგად ცურავს, ოღონდ ძალიან სასაცილოდ, - გვერდზე
დაწოლილი... ღამით დასვენება უყვარს მაგრამ ახლა, ფარაფრამდე ღამეც მოუწევთ სიარული.

- მე კი მათი შეურყეველი სიდინჯე და ბრძნული გამომეტყველება უფრო მომწონდა...


- მთვარე ამოვა თუ არა, გზას უნდა დავადგეთ. უნდა დაისვენო... დაიძინე... -
თბილად მომიალერსა დაბალმა ხმამ და ჩქამი მოიყოლა. რომელიღაც პატარა კენჭმა ადგილი
იცვალა. ალ კაბირი ფეხზე კატასავით მსუბუქად ადგა.

ისევ მივწექი. თვალდახუჭული ვუსმენდი ჩუმ, ლამაზი აღმოსავლური მუსიკასავით გაბმულ


არაბულ ლოცვას, რომელსაც სრულიად სხვა განზომილებაში მივყავდი. ჩემი სიმშვიდე წვეთობით
იზრდებოდა, მკაცრი გაკვეთილებით მოქანცულს და უსწორმასწორო გზაზე სიარულით
თავბურდახვეულს ისე ჩამეძინა, არ გამიგია.

თეთრმა ნათებამ ქუთუთოებში შემოაღწია თუ არა, მაშინვე გამეღვიძა.

ვეებერთელა მთვარე პირდაპირ ჩემს წინ, მიწაზე იდო. მისმა ქათქათა ნათელმა თვალი მომჭრა და
დამაბრმავა, დედამიწა ფეხქვეშ სიზმარივით გამომეცალა. მომეჩვენა რომ ჩემი ყველა
ძვალი მთვარის სითეთრეში უცეცხლოდ დნებოდა და მეც ცვილივით ვიღვენთებოდი.
შეშინებულმა მიწა მოვსინჯე. ხელში თექა და ქვები მომყვა, გახარებულმა თვალები მაგრად
დავხუჭე და შვებით ამოვისუნთქე:

- ზაფხულია, ეკვატორთან ახლოს ვარ, მთვარე ”პერიგეას* უახლოვდება, ამიტომაა ასეთი დიდი. -
ბებოს ასტროფიზიკის წიგნში ამოჩემებული ფოტო და მისი ნათქვამი გამახსენდა, ”პერიგეაზე, -
მთვარის სარკე თოთხმეტი პროცენტით უფრო დიდია და ოცდაათჯერ უფრო კაშკაშა, - ვიდრე
აპოგეაზეო”... წიგნში აღწერილს, ახლა თვალით ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ყოველღამ მთვარე
და როგორ უახლოვდებოდა დედამიწას. ისიც გამახსენდა, ბებომ რომ უთხრა დედას: ”მთვარის
პერიგეა იწყება, საქმეებს თავი დაანებე, ქმარშვილს ხელი მოჰკიდე და სადმე დაისვენეთო.” დედამ -
"ახლა იმდენი საქმე მაქვს, რა დროს ეგააო." ბებომ კი მკაცრად თქვა : ”როგორ ფიქრობ, მთელი
ქვეყნიერება გადარეულია ზამთარში და ზაფხულში რომ ისვენებს. ეგ პერიოდები მთვარის პერიგეას
ემთხვევა, ესაა არდადეგების და შვებულებების ნამდვილი მიზეზი და არა ზამთრის სიცივე და
ზაფხულის სიცხეო.”

მას შემდეგ, მე და ბებო, ყოველ წელიწადს ერთად ვითვლიდით მთვარის პერიგეის დღეებს და
მამას მოვახსენებდით ხოლმე. ის კი ღიმილით ამბობდა, ფიზიკოსის სიტყვა კანონიაო...დედა რომ
აწუწუნდებოდა, მშვიდად მოხვევდა მხარზე ხელს და ეტყოდა, "ჩემს სიდედრს მთელი ქვეყანა ჭკუას
ეკითხება და შვილმა როგორ არ უნდა დაუჯეროსო"... დედა უცბად მოლბებოდა
ხოლმე დასასვენებლად გამგზავრების სამზადისი იწყებოდა... მხოლოდ წლების
შემდეგ გავიგე, რატომ იჟინებდა ბებო დასვენებას. მთვარის პერიგეის დრო, სუციდებით, ნერვული
აშლილობებით და აფექტური მოქმედებების ყველაზე აქტიურ დროდ იყო ცნობილი
ასტროფიზიკოსებში და ფსიქიატრებში...

217
-” ჰო, ახლა, ისეთი არდადეგები მაქვს, რომ ალბათ ქვეყანა დამნატრის...” - აქეთობისას ჩემს
გასაცილებლად მოსული მეგობრები გამახსენდნენ, მაგრამ თვალებზე ღონივრად მოწოლილ
ცრემლებს ირონიამ სწრაფად გადაუკეტა გზა.

ბედუინი ლანდივით სწრაფად, უხმაუროდ და მსუბუქად მოძრაობდა. აქლემებს ბარგი აჰკიდა


და ცხენს წყალი დაალევინა. სწრაფად წამოვხტი ფეხზე. ჩემმა ჩრდილმა უხმაუროდ გაირბინა ჩემსა
და მას შორის მანძილი და მგელ-ლომიან მხარზე შეჩერდა. ალ კაბირი ჩემსკენ ისე
მობრუნდა, თითქოს ჩრდილის სიმძიმე იგრძნო.

- ნამდვილად კეფაზეც აქვს თვალები.-ისევ გამიელვა გონებაში.

მის მზერაში მთვარის სხივმა მწვანედ გაიბრკიალა, შუბლი შეკრა და მივხვდი რომ ისევ დაიჭირა
ჩემი ფიქრი. უსიტყვოდ მანიშნა რომ დრომადერზე ამხედრების დრო იყო და აქლემი წამოაყენა.
ლოდი მოვიშველიე, უნაგირზე ავძვერი და მოწოდებული აღვირი მოვიმარჯვე. ჩემმა სახელდახელო
საწოლმაც ჩემს აქლემზე დაიდო ბინა და ისევ დავადექით გზას.

ჯადარმა ამჯერად ჩემს გვერდით სიარული არჩია.


მთვარის სხივებს, ისე უჩვეულოდ მოეხაზა მისი იდეალური პროფილი, ეჭვიც არ გამჩენია, რომ
მითიური პეგასი მხოლოდ მისნაირი შეიძლებოდა ყოფილიყო, ლამაზი, გულადი, სხივიანი,
ერთგული, ძლიერი, იმედიანი და მფრინავი.

ის ლეგენდა მომაგონდა რომლითაც ჩემი თავგადასავალი დაიწყო საჰარაში... დიდმა ალლაჰმა,


სამხრეთის ცელქი და თბილი ქარი რომ დაიჭირა, არაბულ ბედაურად აქცია, სული ჩაბერა და
უთხრა, "გაჯილდოვებ დიადი ნიჭით - იფრინო ფრთების გარეშეო."

- ფრთებიც კი არ ჭირდება, ისედაც მიფრინავს, პატრონთან ერთად ხომ ღრუბელსაც ფეხქვეშ


გაიგებს...- ჩემს გულში, გონებაში და სულში, ერთბაშად გაჩნდა ჯადარისადმი უსაზღვრო,
წარმოუდგენლად ყოვლისმომცველი ნდობა. ამ გრძნობამ მთლიანად რწმენით ამავსო და ჩემში
დიდი ძალა დაიბადა. ძალიან მიყვარდა ეს საოცარი სულიერი. რამდენჯერ გადამარჩინა, რამხელა
გზა გამომატარა... მაგრამ ახლა რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, - არავის მიმართ არ მიგრძვნია.

თავზე გადმოწოლილ ბნელ კოსმოსს მშვიდად ავხედე, იმდენი ვარსკვლავი იყო მის სიღრმეში
იყო გაშლილი, რომ ნემსიც არ ჩავარდებოდა. ვუცქერდი ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს და
ოცნების დევნასავით საოცარ სილამაზეს ვხედავდი. აღარ მეშინოდა, რომ საკუთარი
თავი მოუბრუნებლად გამექცეოდა შავ გალაქტიკაში. აღარც საჰარას ცივი სიბნელე მაშინებდა, არც
ვებერთელა მთვარე, ქვრივის ჩაშავებული თვალებით რომ დამცქეროდა. აღარც ქვიანი და ბნელი
გზა მაწუხებდა. ვეღარც ამ უკიდეგანო უდაბნოს უსაზღვროება მიბნევდა თავგზას ადრინდელივით,-
მუდამ შიშიანი ღამეების მათევარს,- სოროში შეძვრომას რომ მანატრებინებდა ხოლმე.

ცივი და კრიალა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ახლა, ჩემი თავი სრულად მეკუთვნოდა და მხოლოდ
მე შემეძლო მისი მართვა.

ჯადარმა დაიფრუტუნა და ლამაზი თავი ფეხზე გამისვა. ქოჩორი გავუჩეჩე და შუბლზე მოვეფერე.
მე ხომ ისევ მისთვის უნდა მიმებარებინა თავი მძიმე განსაცდელში. მისი თვალებით უნდა
გამერღვია წყვდიადი, მისი ძალა უნდა გადმომესხა ძვლებში, მისი ძლიერი გულისცემა ჩემს
მკერდში უნდა მეგრძნო, მისი სიმამაცით უნდა გამევსო სული და ისე უნდა გამევლო
თვალუწვდენელი სიმაღლის კლდეებში ჩაკარგული ვიწრო ბილიკი, სადაც ყოველ ნაბიჯზე ველური

218
ფოცხვერის კლანჭი მელოდა.

კარგა ხანს შეუჩერებლად ვიარეთ. მთელი ამ ხნის მანძილზე ბეუდინმა მხოლოდ ორჯერ
მოიხედა, სახე ჩვეულებრივ ბურნუსით ჰქონდა შებურული, მაგრამ მთვარის შუქზე მაინც შევნიშნე
დაფიქრებული მზერა და შეკრული წარბები. ჩემი აქლემი მეწინავეს კვალში მისდევდა. გრძელი
კისერი მაღლა აეწია და ძლიერი ფეხებით ნაბიჯ-ნაბიჯ ზომავდა საჰარას ქვაღორღიან
გულმკერდს. მთელი გზა, გონებაში გაკვეთილებს ვიმეორებდი, ფიქრში ჩემს თავს შორიდან
ვუყურებდი და ვცდილობდი შეცდომა არ დამეშვა...

მოულოდნელად ალ კაბირმა გაჩერება მანიშნა. ფლატეს პირს მისდგომოდა. მის გვერდით


შევჩერდი, მაგრამ ჩემსკენ არ მოუხედავს. არც არაფერი უთქვამს, მაგრამ აქლემის დაძვრას არ
ჩქარობდა. ფლატედან გადავიხედე. მინდოდა დამენახა, რას უცქერდა ასე დაჟინებით ჩემი მეგზური.

ჩვენს ქვემოთ ფართო, ქვიანი დაბლობი იყო გაშლილი. ირგვლივ ყველაფერს მუქი ლურჯი,
მოყვითალო, შავი და მოცისფრო იდუმალი ნათება ეხვია, თითქოს ველზე მსუბუქად სუნთქავდა
გაჭირვალე ნისლი. ლოდებს მოყვითალო ფერი დასდებოდათ, თითქოს ქვები კი არა, მრავალჯერ
გამდნარი და გაქვავებული მინის ვებერთელა ნატეხები ეყარა მთელ დაბლობზე, მიწაც აღარ ჰგავდა
მიწას, ისიც გამდნარ-გაქვავებულ, მღვრიე მომწვანო-მოყვითალო მინის გაუმჭირვალე მასივად
ქცეულიყო.

ალ კაბირმა აღვირს ხელი უშვა და დასავლეთისკენ მანიშნა.


ძალიან შორს, ბნელი ჰორიზონტი ისე იყო მოჭრილ-მოკვეცილი, როგორც ქვეყნის ის
დასალიერი -ზღაპრებში რომ გამეგონა. ეს ადგილი ქვეყნიერების იმ კიდურს ჰგავდა, სადაც
ყველაფერი ნამდვილად თავდებოდა: მეც, ჩემი გზაც, მთელი კაცობრიობა და მთელი ეს
სამყარო. ახლა, სწორედ ის გზა იწყებოდა, რომელსაც იქამდე უნდა მივეყვანე. ერთბაშად და
მთელი შეგნებით მივხვდი, რა საოცარი ნიჭი იყო სიცოცხლე, სიხარული, ადამიანები, აზროვნების
უნარი, საერთოდ ყველაფერი... რაც ამ კიდურს აქეთ ხდებოდა.

დაბლობის ბოლოს, აღმოსავლეთის ჰორიზონტიდან ვეებერთელა კლდის მასივი იწყებოდა და


დასავლეთისკენ უსასრულოდ იყო გადაჭიმული. თვალუწვდნელი სიმაღლის
მთაგრეხილის უსწორმასწოროდ დაკბილულ, ცაში ატყორცნილი წვეტიან ღრჯოლებს მთვარე
ნაწილ ნაწილ დაჩეხათ და მისი მომაკვდავი სითეთრე უსიცოცხლოდ
ანათებდა ოკრობოკრო მწვერვალებს.

სწორედ ამ კლდოვანი მთაგრეხილით იყო გადაჭრილი მთელი ჰორიზონტი.


ალ კაბირი ისევ რაღაცას მანიშნებდა და ხელით ჩემთვის უხილავ კონტურს ხაზავდა.
მის ხელს თვალი გავაყოლე.

მთაგრეხილი, აღმოსავლეთის მხრიდან ზიგზაგოვანი ტეხილით იწყებოდა და ძალიან ჰგავდა


მუხლებში მოხრილ, წვეტიანი ჩლიქებით დაბოლოებულ ცხოველის ვეება ფეხებს რომლებიც
კოჭთან ნამდვილივით დაწვრილებულიყო და ჰაერში იყო გაშვერილი. ეს ფეხები, დასავლეთისკენ
ნახევრად მჯდომარე სხეულით გრძელდებოდა. მხრებზე ამოზრდილი ვეებერთელა, ნახევრად
გაშლილი ღამურასმაგვარი წყვილი ფრთა, ცაში თვალუწვდენელ სიმაღლეზე იყო ატყორცნილი.
ფრთების სამკუთხა წვეტებს ისეთ წარმოუდგენელ სიმაღლემდე მიეღწიათ, რომ მოკაუჭებული
ბოლოებით მთვარეს თვალების დათხრით ემუქრებოდნენ. წელის მიდამოში, ნახევარ რკალივით
მოხრილი ვეებერთელა სვეტი ამოჩრილიყო. მის შუბისწვერიან ბოლოს, ცის პერანგი გაეგლიჯა და
გრძელ კუდად ძლიერად მოქნეული, მთვარეს ზედ შუბლზე დასობოდა და ისე გაქვავებულიყო.

219
თეთრი სხივების ანარეკლზე ცოცხალივით ფეთქავდა შევარდნილი მუცელი და ვიწროდ
გამოჩრილი, კლდოვან-ძვლიანი წამოწვეტებული უშნო მკერდი. მთები ისე მიწყობოდნენ ზედიზედ
ერთმანეთს, რომ ნეკნების და ხორხის ლოდიანი ხრტილების დათვლა სათითაოდ
შეიძლებოდა. იდაყვში მოხრილ მკლავს ღონივრად ეჭირა კისერზე წამოცმული ვეებერთელა,
უსწორმასწორო, შუბლგაყოფილი თავი. ხახადაღებული დინგს სახე მთლიანად დაეღრიჯა.
მოელვარე, ერთმანეთში გაყრილი, ყვითლად დანთებული თვალების ნათება შუქჩრდილით ისე
იცვლებოდა, თითქოს ხამხამებდნენ და ფხიზლად დარაჯობდნენ მისკენ მიმავალ გზას. ღამის
დანისლულ, მოლურჯო სიბნელეში, ბუნდოვნად მოჩანდა მახინჯ თავზე გვირგვინად შემომდგარი
დაგრეხილი რქები, რომლებიც წვეტიანი ბოლოებით ისე იყო ცაში გაჩრილი, თითქოს მისი პატრონი
თავის წამოწევას და ფეხზე ადგომას აპირებდა.

აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, თვალუწვდენელ სიგრძეზე-სიმაღლეზე, მთელი თავისი


ძლევამოსილებით მხართეძოზე გაწოლილიყო ჯოჯოხეთიდან ამოსული სატანა.

- ჯაბალ შაითან!!!**... ღმერთო დაგვიფარე! - დაზაფრულმა უნებლიედ გადავიწერე


პირჯვარი. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი სურათი, მხოლოდ მთვარის შუქის და კლდოვანი ქედის
ჩრდილების რიალს შეეძლო გამოეწვია. რომ ეს ყვითლად დანთებული თვალები, მხოლოდ მთვარის
სხივით განათებული უცნობი მინერალის ანარეკლი იყო, ცაში ატყორცნილი ფრთები და კუდი კი
მხოლოდ ბუნების ნახელავი...

მთელ დედამიწაზე ყველაზე უკაცრიელ და საშიშ ადგილას, იქ, სადაც არასოდეს არავინ
დაუწყებდა ძებნას და იმ სახით, რომელსაც დღისით ვერავინ
დაინახავდა, თვით სატანას ხელთუქმნელი ძეგლი იდგა.

ეს კლდეში გაქვავებული, სამარადჟამოდ შეუმუსრავი ქანდაკი - ალბათ ერთადერთი იყო,


რომელიც ზუსტად ასახავდა ბნელი ძალების მეუფის სხეულს, სულს,
ძლიერებას და უკვდავებას. თითქოს ჯოჯოხეთში სამარადჟამო, მრავალსაუკუნოვანი შრომით
დაღლილს, მთელი დედამიწაზე ყველაზე უფრო შესაფერისი ადგილი შეერჩია და
დასასვენებლად წამოწოლილიყო.

მთელი სხეულით ვიგრძენი რომ ეს გარემო, იდუმალი, საშიში და დიდი მაგიური ძალით იყო
გაჟღენთილი. მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ მთელი არემარე მკვდარი იყო. თვით ჰაერიც კი,
უსიცოცხლოდ და სრულიად უმოძრაოდ გაშეშებულიყო. ამ ადგილის გარდა, თურმე მთელი
საჰარა, მე რომ უსიცოცხლო მეგონა, სინამდვილეში ცოცხლობდა, სუნთქავდა, მოძრაობდა.
რატომღაც ვირწმუნე, რომ კაცობრიობას, რომელმაც კოსმოსშიც კი შეაღწია, დედამიწაზე ყველაზე
დიდი უდაბნო - სრულიად შეუსწავლელი იმიტომ დარჩა, რომ სწორედ ეს ძეგლი იცავდა
აქაურობას...

"ჯაბალ მუსსა" , - მოსეს მთა - რომლის წვერზეც ღმერთმა ათი მცნება უსახსოვრა ადამიანებს,
ამავე ქვეყანაში სინაის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა და მთელი კაცობრიობისთვის იყო
ცნობილი. დასავლეთით კი, მის მოპირდაპირედ, ზუსტ დიაგონალზე, ნილოსის დასავლეთით,
საჰარას მიუვალ ადგილას, ცივილიზებული სამყაროსგან სრულიად ფარულად, ეშმაკის მთა -
"ჯაბალ შაითანი" აღმართულიყო და მის შესახებ მხოლოდ უდაბნოს მომთაბარე ტომებმა იცოდნენ.

იმდენად მოულოდნელი იყო დანახული, რომ გაოგნებამ შიშს დაასწრო. სრულად აღქმასაც ვერ
ვახერხებდი, რა იყო ჩემს წინ... უცბად დაწმუნებით გამიარა გონებაში, რომ არცერთი ლეგენდა, მითი
და ზღაპარი, გამოგონილი არ იყო და ყველა სინამდვილიდან დაიბადა. შიშმა შემბოჭა და გამთანგა.
საშინელი სურვილი შემომაწვა, უკანმოუხედავად გავქცეულიყავი ამ საშინელი ადგილიდან.

220
- გავბრუნდეთ, გავიქცეთ... - ისე ჩუმად ჩავიჩურჩულე, თითქოს ჩემს ხმას ქანდაკების გაცოცხლება
შეეძლო.

ალ კაბირი მეტოქეს თვალით ზომავდა. მშვიდად იდგა და ჰორიზონტს ყურადღებით


გასცქეროდა. შიშის, ღელვის ან გაკვირვების ნატამალიც არ ემჩნეოდა.
- დღისით ეს ჩვეულებრივი ჰამადის კლდეებია, საშიში არაფერია...- მშვიდად დამიბრუნა
პასუხი, გზის გაგრძელება მანიშნა და ფლატედან დაბლობისკენ პირველი დაეშვა. ჩემი აქლემიც
მიყვა და დაბლობზე ჩადგა ფეხი. დაფიქრებული ვადევნებდი თვალს ცხოველის ტლანქ ნაბიჯებს
და ვფიქრობდი, განგების ნება იყო თუ დამთხვევის, რატომღაც სწორედ ეგვიპტეში
იყო თავმოყრილი იდუმალი არტეფაქტების უმრავლესობა.

ეგვიპტეში დაიბადა, გაიზარდა და განდიდა მოსე, ჩვილი იესო აქ გამოაპარეს... წმინდა გიორგიც
აქ აწამეს... მსოფლიოში უდიდესი კარნაკის ტაძარი, რომელშიც გაზაფხულის და შემოდგომის
ბუნიობისას მართლაც დიდი სასწაული ხდებოდა...სამასი ათას კვადრატულ კილომეტრზე
გაშლილი, უშველებელი ქვებით აშენებული უსახურავო ტაძარი მთლიანად ნათდებოდა მზის
სხივებით ისე, რომ არცერთი ბნელი კუნჭული არ რჩებოდა... ჰელიოპოლისის ცნობილი ლეგენდა
ოქროსქუჩებიან ქალაქზე, ვერცხლით მოპირკეთებული შენობებით რომ იწონებდა თავს... გიზას
პირამიდები, რომელთა დანიშნულებაზე ათასგვარი ვერსია არსებობდა და ყველა სიმართლეს
ჰგავდა... დიდი სფინქსი, აღმოსავლეთიდან დარაჯივით რომ ედგა საჰარას ჭიშკარს, მისკენ
თვალმოუცილებლად იცქირებოდა და დღემდე ვერავინ ხვდებოდა რას წარმოადგენდა ეს
კაცისსახიანი და ლომისტორებიანი გიგანტი, ანდა რას ნიშნავდა მისი მზერის მიმართულება...
ისიდას და თოტის იდუმალი ტაძრები, რომლებიც მნახველისთვის დახურული იყო.

ბიძაჩემის აზრით, მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი მედიუმის, ედგარ კეისის


წინასწარმეტყველება, იმდენად საინტერესო იყო, რომ მისი შემოწმება მიზანშეწონილად მიაჩნდა.
კეისი ამბობდა, რომ სფინქსის მარჯვენა თათსა და ნილოსს შორის მდგარ პირამიდაში, -
დიდი ქრონიკის დარბაზი არსებობდა, რომელიც ჯერ არ იყო აღმოჩენილი. იმ დარბაზში ყველა
დოკუმენტი ინახებოდა წარსული ცივილიზაციის შესახებ. იქ ყველაფერი იყო, რაც გადაშენებული
ცივილიზაციის მაღალ განვითარებაზე მიუთითებდა: სახელმწიფო მოწყობის სისტემა, მაღალი
ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია, წამლები, ქირურგიული ინსტრუმენტები, ტაძრების
აღკაზმულობა, ცხრილები, გათვლები, ხელოვნების ნიმუშები, ჭდეები, ქსოვილები, მუსიკალური
ინსტრუმენტები, საგანძური და მათი იქ მიმტანთა ნაშთებიც კი. კეისის წინასწარმეტყველების
მიხედვით, დიდი სფინქსის მარცხენა თათის ქვეშ, სწორკუთხა კვარცხლბეკში ასევე დიდი
ინფორმაცია ინახებოდა... მაგრამ ისეთი წყევლა იცავდა, გახსნას ვერავინ გაბედავდა...

ცხენის ფლოქვებიდან გამკრთალმა ცეცხლოვანმა ნაპერწკლებმა ფიქრისგან გამომარკვია.


გასიპულ დაბლობზე ძლივს მივაბიჯებით. ჯადარი გვერდიდან აღარ მშორდებოდა. ნიადაგი
მთლად შეიცვალა და სიარული თითქმის შეუძლებელი გახდა. აქლემებს და ჯადარს მოხარშული
შუშის ნიადაგზე ფეხი უცურავდათ. ცოტა ხანში მეწინავე აქლემმა უცნაური ოჩნობა დაიწყო და
გაჩერდა. ალ კაბირი ჩამოქვეითდა და აქლემს წინ გაუძღვა, მაგრამ ახლა ჩემი აქლემი
გაჯიქდა. დრომადრები ჩუმად ღმუოდნენ და ხვნეშოდნენ, თავებს იქნევდნენ, უკან იწევდნენ და
წინ ნაბიჯის გადაგმაც აღარ უნდოდათ.

- რატომ ჭირვეულობენ, რა დაემართათ!


- ასეთ ნიადაგზე არ უვლიათ და ეშინიათ. შევისვენოთ. მიეჩვიონ.
- რა უცნაური ადგილია... თითქოს ქვეყნიერებას მდუღარებამ გადაუარა და ყველაფერი
დაადუღა...

221
- ასეც არის. ეს სილიციუმის ორჟანგია რკინის მინარევით, ძალიან მაღალ ტემპერატურას ქვიშა
გაუდნია და მინად უქცევია.
- სილიციუმის ორჟანგი?!
- ამ მინერალს, ლიბიის უდაბნოს მინას ეძახიან და ყველაზე სუფთა ბუნებრივი მინაა.
- სადღაც მინახავს...
- ფარაონ ტუტანჰამონის ყელსაბამზე დიდი ყვითელი ხოჭო ლიბიის უდაბნოს მინისაა.
- მართლაც, სწორედ იმ ყელსაბამზე ვნახე მუზეუმში... მაგრამ ფარაონი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
ათას სამასოცდაცამეტი წლიდან განაგებდა ეგვიპტეს. ესე იგი სამიათას სამასი წლის წინ უკვე
იცოდნენ ამ მინის შესახებ.
- ძველმა ეგვიპტელებმა ბევრი რამ იცოდნენ გაცილებით უფრო ადრეულ ხანაშიც...საჰარაში
რამოდენიმე ასეთი ადგილია. პირველი გილფი ალ კაბირის მიდამოებში აღმოვაჩინე.
- ბავშვობაში რომ დაიკარგე? რა არის ”გილფი ალ კაბირი” ...

- "გილფი" - ბარიერს ნიშნავს, "ალ კაბირი" - დიდებულს, დიდს. ”დიდი ბარიერი” - ჰამადის
კლდოვანი მასივია რომელიც მთლიანად გაქვავებულ მინაზე დგას ეგვიპტის, ლიბიის და სუდანის
საზღვარზე. იქვე ”დიდი კრატერია”, ანუ ”ალ ფუჰე ალ კაბირა,” რომელიც, ვფიქრობ კოსმოსიდან
წამოსული ბირთვული დარტყმის შედეგად გაჩნდა, ისეთივე ბირთვული დარტყმის, როგორიც
ტუნგუსიის დიდი აფეთქებაა, რომელმაც მოჰენჯო დარო იმსხვერპლა და ”საჰარას თვალი”
გააჩინა. ამ დარტყმისას უმაღლეს ტემპერატურაზე, ქვიშა და ნიადაგი მთლიანად გადნა და
მინად იქცა, ხოლო დარტყმის ტალღამ შვიდიათასამდე კვადრატული კილომეტრამდე ფართობზე
გააბნია ასეთი მინის ნამსხვრევები. დიდი კრატერის შემდეგ, - ეს ადგილი ვნახე, მერე სხვა
ადგილებიც ვიპოვე ლიბიასა და ალჟირში. როგორც ჩანს, დედამიწაზე ან დიდი
ელექტრომაგნიტური განმუხტვა მოხდა ან წინაისტორიული ბირთვული ომი...

- საჰარას თვალი, ტუნგუსიის დიდი აფეთქება, მოჰენჯო დარო, აღდგომის კუნძული, ტიტიკაკას
ღრმული... ესე იგი შენ ხარ ის "ფრიად სწავლული არაბი გეოლოგი, რომელიც უდაბნოში
ბედუინივით ცხოვრობს"... შენს შესახებ თვითმფრინავში გავიგე, ვიღაც გეოლოგი რიშატის
სტრუქტურაზე გვიყვებოდა და შენი ვერსიის შესამოწმებლად მიდიოდა ნუაკშოტის
ექსპედიციაში.
- მე გითხარი რომ გეოლოგი ვარ...
- მაგრამ არ გითქვამს რომ მეცნიერი ხარ, თანაც იმდენი რამ დამიმალე, რომ... მაშ შენ ახლა
მავრითანიაში, უადანში უნდა იყო, იმ ექსპედიციაში, - საჰარას თვალზე...
- დიახ, მაგრამ აქ ვარ და არ ვნანობ. - ალ კაბირმა ჯადარს ტყავის ”ჩექმები” ჩააცვა და
აქლემებისკენ მიბრუნდა. დრომადერები ჭირვეულობდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილნენ
ბრძანებას და ტაატით წამოდგნენ.

ახლა წინ ჩვენ მივდიოდით, ჯადარი და აქლემები უკან მოგვყვებოდნენ. მათი ნაბიჯი უფრო
გაბედული გახდა.
ალ კაბირი დაწინაურდა. სავალს არჩევდა. ყველა ნაბიჯზე ნიადაგს ამოწმებდა და მანიშნებდა
ზუსტად მის კვალზე მევლო. ისევ დავაფასე ჩემი ფეხსაცმელები, ფეხი არ მიცურავდა და მშვიდად
მივაბიჯებდი ნახევრად გამჭირვალე, მღვრიე მოყვითალო ფერის მოლიპულ გზაზე.

მთვარე დასავლეთს წაადგა თავზე და ღამურას ფრთების წვეტებს გაუსწორდა.


წინ ნელა მივიწევდით, დაბლობს ირიბად ვსერავდით და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე
ვუახლოვდებოდით კლდოვანი მთაგრეხილის წვეტიან, ორად გაყოფილი ჩლიქებს. მთელი ღამე
შეუჩერებლად მივდიოდით. მთა თვალდათვალ იზრდებოდა, მთვარე კი თვალდათვალ
ფერმკრთალდებოდა. რიჟრაჟის მოწევნასთან ერთად ნელა ნელა იცვლიდა ელფერს ჰამადის
კლდოვანი მასივი და ჩემთვის კარგად ნაცნობ ჩვეულებრივ კლდეებს ემსგავსებოდა.

222
ცისკრიდან განთიადი იბადებოდა, როცა ორიენტირს მივაღწიეთ, კლდის თაღიან შესასვლელში
შევაბიჯეთ და შევჩერდით. უკვე შაითნის დერეფანში ვიყავით.

სწრაფად თენდებოდა. მზის ამოსვლის ჟამი დგებოდა. დაკვირვებით ვათვალიერებდი


დერეფნის კლდოვან გვერდებს. გარედან ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურებოდა,
მაგრამ შიგნიდან დერეფნის გვერდები სწორად ამოყვანილ კედლებივით აჭიმულიყვნენ და მართ
კუთხეს ქმნიდნენ მიწასთან. თითქოს კლდეები ბასრი დანით კარაქივით იყო გაჭრილი და განზე
აქეთ-იქით გაწეული. კლდის წვერებზე შერჩენილი ლურჯი კაბის ნაგლეჯივით მოქანავე ცას ძლივს
ვუწვდინე თვალი.

- "დარიალის ხეობას მიაგავს, ოღონდ იქ თერგის ღრიალი აყურებს ყველაფერს, აქ


კი როგორი სიჩუმეა... მხოლოდ კლდეები, კლდეები, კლდეები, ასჯერ უფრო მაღალი ვიდრე
დარიალში..." - გავიფიქრე და ახლა მიწას დავაცქერდი. დერეფანში უდაბნოს ჩვეული ნიადაგი იყო.
ქვაღორღიანი და ალაგ ალაგ ქვიშიანი.

დაოსებული დავვარდი მიწაზე, დაღლილობისგან და დაძაბულობისგან განძრევის თავი აღარ


მქონდა. აქლემებმაც თავისით დაიჩოქეს, ერთმანეთზე კისრები გადააჭდეს და ამოიხვნეშეს, ჯადარი
კმაყოფილი აფრუტუნდა. ბედუინმა აქლემებს ბარგი ჩამოხსნა, მიწაზე მოეწყო, დრომადერს
ზურგით მიეყრდნო და კლდეს შეაჩერდა...

თვალი რომ გავახილე რაღაც ძალიან მეუცნაურა. ალ კაბირი მთლიანად


შეცვლილიყო...ბედუინური გალაბა, ხალათი, ბურნუსი და უკალი სადღაც გამქრალიყო. ახლა
გეოლოგის ხაკისფერი სამოსი ეცვა, ფეხზე მძიმე ფეხსაცმელი მოერგო ლურსმნის წვეტიანი
ძირებით, წელზე ქამარი ერტყა, ზედ თოკი და სამკბილა ღუზისმაგვარი ჩანგალი ეკიდა. თავზე
ხაკის ქუდი შებრუნებულად ეხურა და კეპი უკან ჰქონდა მოქცეული. ადრარის მოტანილი ჩანთიდან
მთელი ბარგი ამოელაგებინა, მიწაზე გაეშალა და ყურადღებით ათვალიერებდა.

ახლა სულ სხვანაირი იყო, სრულიად სხვანაირი... მთასვლელს ჰგავდა და ძალიანაც ადამიანური
იერი ჰქონდა. საოცრად უხდებოდა ხაკი მის მწვანე თვალებს, გეოლოგის უხეში სამოსი კიდევ უფრო
გამოკვეთილად აჩენდა იდეალურ სხეულს, სამაგიეროდ მის მოქნილობას მთლიანად ფარავდა და
უდიდესი ძალა იგრძნობოდა ყოველ ნაკვთში. ვიჯექი და ვფიქრობდი რომელ სამოსში უფრო
მიმზიდველი იყო ეს კაცი... ევროპულ კოსტუმში წარმოვიდგინე და დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი
ბრენდი დაუფიქრებლად გადაუხდიდა მილიონებს თუნდაც ერთ ფოტოში. იმასაც მივხვდი რა
ანიჭებდა ასეთ იდუმალებას... არაბული სამოსი, ბურნუსით შეხვეული სახე, მირაჟებად მოლივლივე
თვალები და... დუმილი.

ალ კაბირმა დახვეული თოკი მხარზე გადაიკიდა, სამკბილა ჩანგალი წელზე მოისინჯა, ხელში
წერაყინი მოიმარჯვა და კლდის ნაპრალზე შედგა ფეხი. ისევ გამაკვირვა ამ კაცის უნარმა. ისე
მშვიდად და სწრაფად მიიწევდა ზევით და ზევით, რომ თითქოს პიტალო კლდეზე კი არ იყო
დაკიდებული, არამედ უბრალო აღმართზე ედო გზა. ყოველ ”ნაბიჯზე” ლითონის მოკლე ძელებს
ასობდა კედელს, მაგრად აჭედებდა, ხელქვეშ საყრდენად და ფეხქვეშ საფეხურად იყენებდა. ისეთი
საოცარი სანახავი იყო მისი მოძრაობა, რომ ნებისმიერს მოსტაცებდა თვალს, ეს კლდეზე ცოცვა კი არ
იყო, - არამედ კლდეზე სიარული. მზის ამოსვლისას უკვე ”ეშმაკის ჩლიქზე” იდგა და გარშემო
ყველაფერს ათვალიერებდა... ჯერ დერეფანს დააცქერდა დაკვირვებით და დიდ ხანს, შემდეგ
აღმოსავლეთს მიაჩერდა... ბოლოს ჰაერში გაწვდილ ”ეშმაკის ფეხს” თოკი მარყუჟით გადააცვა,
დაწვრილებულ ”კოჭის სახსარს”კარგად დააკვირდა. ხელით მოსინჯა და თოკზე
დაკიდებული სწრაფად დაეშვა ქვემოთ.

223
- სხვა შემოსასვლელი ამ დერეფანს არ აქვს. ეს გზა უნდა ჩაიკეტოს. მდევარი ვერ უნდა
შემოგვყვეს. - მშვიდად თქვა და ეშმაკის კოჭს მიაჩერდა დაფიქრებული.- ბზარი აქვს. რომ
გადავტეხო და ჩამოვაგდო, შემოსასვლელს მთლიანად დაკეტავს. მაგრამ ამ სიჩუმეში კლდის
მონგრევის ხმა ძალიან შორს გავარდება და მდევარი გაიგებს... - ალ კაბირმა ფეხი ლოდის პირზე
შედგა იდაყვით დაეყრდნო, დაფიქრდა და მიწაზე გაშლილ ბარგს დააცქერდა. თვალით ეძებდა რა
შეიძლებოდა გამოეყენებინა ჩანაფიქრის ასასრულებლად. მეც ბარგს დავაცქერდი... ძალიან
გონივრულად იყო შერჩეული ყველაფერი. თითოეული ნივთს ერთდროულად რამოდენიმე
დანიშნულება ჰქონდა და იდეალურად მოხერხებული იყო მოსახმარად.

- ეს რა არის? - ხელში ავიღე ყავისფერი ბოთლი რომელშიც რაღაც სითხე ესხა და თავი მაგრად
ჰქონდა დაკუპრული...
- ძმრის ესენცია, წყლის დაზოგვის საშუალებაა, წყალს მომჟავო გემოს აძლევს და ძალიან ცოტაც
საკმარისია წყურვილის მოსაკლავად.
- ეს? - ახლა თეთრი ფხვნილით სავსე წიგნის ხელა პაკეტი ავიღე ხელში.
- საჭმელი სოდა...საველე პირობებში მოწამვლისგან დამცავი საშუალება.
- მაშინ ყველაფერი ადვილად მოხერხდება. - შევძახე გახარებულმა.
- რას აპირებ?
- ერთ ქიმიურ ცდას, რომელიც გზის გადაკეტვაში დაგვეხმარება. კლდის ბზარს სითხით
ამოვავსებთ, სითხე მაშინვე ყინულად იქცევა, გაფართოვდება და ბზარს მთლიანად
გახეთქავს. ჩლიქის წვერზე მობმულ თოკს, ჯადარი მეორე ბოლოთი მოპირდაპირე მხარეს
გაქაჩავს, კლდის ნატეხი პირდაპირ წვეტიანი ჩლიქით წამოვა ქვემოთ და მიწაში საკუთარი სიმძიმე
ისე ღრმად ჩაასობს, მისი დაძვრა შეუძლებელი იქნება.

- ყინული?
- ყინული, მაგრამ ცივი კი არა, ცხელი ყინული...ჩემი ჩაფხუტი მომეცი, სოდა, ძმრის ესენცია და
წყალი მინდა. შენ ბზარი ცოტათი მაინც უნდა ჩააღმავო ისე, რომ შიგნით სითხე შეაკავოს.
- ნატრიუმის აცეტატი?!.. ძალიან, ძალიან გონივრულია... ხმაურსაც თითქმის არ გამოიწვევს.
- სკოლაში ხშირად ვერთობოდი, მეგობრებს ვუჩვენებდი, ყინულს თვალდათვალ ვაკეთებდი,
თითოეული წვეთით სტალაგმიტებს ვაშენებდი და მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა...
- პროპორციები გახსოვს?
- ერთი ერთზე...
- ნახშირს გავაღვივებ და ბზარს გავაღრმავებ.

მოწოდებულ ჩაფხუტს წყალი გამოვავლე და სუფთად მოვამშრალე. ძმრის ესენცია წყალში


გავაზავე. ჩვეულებრივი სუფრის ძმარი მზად იყო. პაკეტიდან ჩაფხუტში იმდენი სოდა გადმოვყარე,
რასაც ძმარი გახსნიდა. ქიმიური რეაქცია დაიწყო. ჩაფუტიდან ძმრის სუნი ამოვარდა, ცოტა სოდა
ჩავამატე, ახლა სოდის სუნმა იძალა და ისევ დავამატე ძმარი, ჩაფხუტი შევანჯღრიე და რეაქციის
დასრულებას დაველოდე. როგორც კი ბუშტუკები გაქრა, ნაღვერდლებზე შემოვდგი და სულს
მანამდე ვუბერავდი, სანამ სითხის ზედაპირზე აპკი არ გადაიჭიმა. გაცხელება საკმარისი
იყო. ჩაფხუტი გადმოვდგი და შეგრილებას დაველოდე. ზედ სუფთად გადავაფარე ტილოს ნაჭერი
შიგნით რაიმე რომ ჩავარდნილიყო,სითხე - წამში დაკრისტალდებოდა.

ალ კაბირი უკვე კლდიდან დაბლა ეშვებოდა. იმ სიმაღლეზე გაჩერდა რომ ჩაფხუტი მიმეწვდინა.
ფრთხილად გამომართვა და ძალიან ნელა დაიწყო ასვლა. ახლა მხოლოდ ცალი ხელით ეჭიდებოდა
კლდეზე დასობილ საფეხურებს და წელზე შებმულ თოკს მხოლოდ დაზღვევის ფუნქციას
უნარჩუნებდა.

224
მზე კარგად იყო ამოწვერილი, როცა ალ კაბირი კლდეს წვერზე მოექცა და ხელით მანიშნა, რომ
მშვიდობიანად ააღწია. კლდის ბზარში სითხე ერთბაშად ჩააპირქვავა, ჩაფხუტი დაბლა ისროლა,
თოკს მოეჭიდა და სრიალით წამოვიდა ქვემოთ. ვხედავდი როგორ გამოიბერა ყინულები ბზარის
ნაპირებიდან, მთელი ”ჩლიქი” უცბად გადათეთრდა და ცხელი ყინული მოიგდო.
ალ კაბირმა თოკის ბოლო რვიანის ფორმის მარყუჟივით მოკეცა... ცხენს მკერდზე შემოარტყა და
ჯადარს გავაზე უბიძგა... ცხენი ადგილიდან მოწყდა...თოკი ლარივით გაიჭიმა... კლდემ გაიტკაცუნა
და ყინულზე გადაიხსნა...ნატეხი გადმოვარდა, წვეტიანი ბოლოთი საშინელი სისწრაფით
წამოვიდა ქვემოთ და მიწაში შუამდე ჩაესო... მიწა გასკდა და ობობას ქსელივით მოიდო ბზარები.

შემოსასვლელი მთლიანად ჩაიკეტა. ბზარში შემორჩენილი სითხე კლდის ნაპრალებზე


წვეთავდა, თვალდათვალ სტალაგმიტებს აშენებდა და აქა იქ შემორჩენილ ჭუჭრუტანებს მაგრად
გმანავდა. სიხარულისგან ლამის ავცეკვდი და ტაში შემოვკარი... ძალიან მიხაროდა რომ ჩვენმა
მცდელობამ გაამართლა მდევარს გზა გადაეკეტა და ეშმაკს კოჭი მოტეხა...

ალ კაბირი ისევ კლდეზე ეკიდა, ოღონდ ახლა ლითონის ჩაჭედებულ საფეხურებს აძრობდა,
აბგაში ილაგებდა და თავქვე სწრაფად მოიწევდა. მიწაზე ფეხი რომ ჩამოდგა, შევნიშნე რომ ქამარზე
დაკიდულ ჩანთაში ორიოდე მოვარდისფრო ფერის ლოდის ნატეხი ედო. ნატეხები ვეებერთელა
ლოდზე დაალაგა და გარემო მოათვალიერა.

ჩემს წინ ახლა იდუმალებით მოცული ბედუინის ნაცვლად თავის პროფესიით დაკავებული
გეოლოგი იდგა. იმდენად დიდი იყო სხვაობა წინანდელ და ახლანდელ ალკაბირს შორის, -
დაჯერებაც კი მიჭირდა რომ ერთი და იგივე ადამიანი იყო.
ამასობაში მან ბრტყელძირიანი ლოდი აქლემს თოკით მოათრევინა და ვარდისფერ
ნატეხებზე ბრტყელი პირით წამოაპირქვავა. აქლემი კარგა ხანს წრეზე ატარა. ლოდები შუაში
მოყოლილ კრისტალებს ხრაშუნით ფქვავდნენ. აქლემმა მშვიდად გადაათრია ლოდი და ალ კაბირმა
ფქვილად ქცეული ვარდისფერი ნატეხებიდან ხელით მტვერი მოაგროვა.

-ეს რა არის?
- ეს კლდები სილვიტის ძარღვებითაა სავსე. სუფთა კალიუმის ქლორიდია. მშვენიერი საბადო
ყოფილა ეს ეშმაკის მთა.
- რისთვის უნდა გამოიყენო?
- დენთისთვის კალიუმის გვარჯილა გვჭირდება. ადრარის ლისამს ლენტებად დავხევთ
დენთის ფაფაში გავავლებთ და ცეცხლგამტარ ზონრად ვაქცევთ. ლისამის სიგრძე ორმოცი მეტრია...
ცეცხლოვანი სერპანტინები კარგად გაანათებენ. კარაკალებს დენთის კვამლი და ცეცხლის სინათლე
ცოტა ხნით მაინც დააფრთხობთ, არც გოგირდის სუნი მოეწონებათ.

- ესე იგი სიბნელე დიდი საფრთხე არ ყოფილა...- წამოვიძახე გახარებულმა.


- თავდაპირველ მონაკვეთს ღამით გავივლით.
- რატომ?
- აქლემები წყნარად არიან, წყალს ვერ გრძნობენ, ესე იგი უახლოეს ასიოდე კილომეტრზე წყალი,
როგორც დაბრკოლება არ გვემუქრება. კლდის წვერიდან დავრწმუნდი რომ ორ მაგდენ მანძილზეც
არ უნდა იყოს წყალი. დანარჩენს ალბათ გავუმკლავდებით. გუდაში ნახშირი და ნაცარია. ნახშირი
სუფთად ამოალაგე, ნაცარი ბამბის ტომარაში გადმოყარე და წყალში ჩადე. ხელით მოწურე, რომ
ნაცარი წყალში გაიხსნას, ნაჯერი სუსპენზია უნდა მიიღო...

- მივხვდი! კალიუმის ნახშირჟანგი გვჭირდება, კალიუმის კარბონატი, ანუ პოტაში... ახლავე!

სწრაფად დავიწყე დავალების შესრულება. ნაცრიან ტომსიკას დაუსრულებლად ვალბობდი და

225
ვწურავდი სანამ წყალი ფაფად არ იქცა. ჩაფხუტი კარგად შევაჯანჯღარე, ფაფასავით სითხე
ატიპტიპდა. ნაცრით გაჯერებული ხსნარი მზად იყო. ჩაფუხტი ნაღვერდლებზე შემოვდგი, ალ
კაბირმა ხის კოვზი მომაშველა, დავიმუხლე და მორევა დავიწყე. გამახსენდა პეტრე პირველმა
პოტაშის დამზადებაზე სახელმწიფო მონოპოლია რომ გამოაცხადა. დენთი ხომ თავისთავად
ჭირდებოდა ზარბაზნებისთვის, მაგრამ პოტაში საუკეთესო სასუქიც იყო. ჰოდა გონიერმა მეფემ
კარგი შემოსავალი გაუჩინა ქვეყანას.

დევის დედასავით ვხარშავდი და ვურევდი ნაცრიან ფაფას სანამ არ ადუღდა, წყალი მთლიანად არ
აორთქლდა და ამოშრა.
ცოტა ხანში, ხელში პოტაშით თითქმის ერთი მესამედით სავსე ჩაფხუტი მეჭირა. ალ კაბირმა ჩემი
ნაშრომი შეამოწმა, პოტაში ხელში მოსრისა და მოწონების ნიშნად თავი დამიქნია, ზედ სილვინიტის
ორჯერ მეტი ფქვილი დააყარა, კარგად შეურია ერთმანეთში ზედ წყალი დაასხა და ისევ
ნაღვერდალზე შემოდგა, აადუღდა და შეაგრილა. ჩაფხუტის ძირზე ფენოვანმა კრისტალებმა
დაიწყეს დაბადება. უამრავი კრისტალი დაგროვდა. ალ კაბირმა ისევ გაიმეტა წყალი,
კრისტალები ამოალაგა და კარგად გარეცხა. დარჩენილი ხსნარი ისევ ცეცხლზე შემოდგა და იგივე
პროცესი რამდენჯერმე გაიმეორა. სუფთა კალიუმის გვარჯილა ლოდზე კრისტალებად
დახვავდა. კრისტალები და ნახშირი ცალკ ცალკე ქვით დანაყა და პაკეტიდან გოგირდიც
წამოყარა. რაღაც საწყაოსმაგვარი ფოლადისფერი ჭურჭელი აიღო, ფხვნილები აწონა, ერთმანეთში
გადაურია და საცდელად მცირე ნაწილი ნაკვერჩხალს დააყარა. ფხვნილმა იფეთქა და შავი კვამლი
და გოგირდის სუნი დაატრიალა.

--მზადაა! ნილნა, ლისამს ნახევარი ჩამოახიე, სამი თითის სიგანეზე მთელ სიგრძეზე ლენტებად
დახიე და სერპატნივით დაახვიე. ეს ფხვნილი ჩაფხუტში ჩაყარე, ზედ ცოტა წყალი დაასხი, ფაფად
აქციე, ოდნავ შეათზე და შიგნით ნაჭრები ჩაალაგე. როცა ფაფას კარგად მოიდებს, ამოიღე და მიწაზე
გაშალე ისე რომ კარგად გაშრეს.

ისევ სწრაფად და უხმოდ დავიწყე ახალი დავალების შესრულება. ალ კაბირმა კალიუმის


გვარჯილის ნაწილი ცალკე წამოყარა, კლდის ძირას დაიმუხლა, გუდიდან თითის სიგრძე ლითონის
რამდენიმე გულა ამოალგა და რაღაცის მზადება დაიწყო.

მზე უკვე შუბისტარზე იყო მოწეული, როცა ლენტების მიწაზე გაშლა დავასრულე.
ალ კაბირსაც მოემთავრებინა მზადება, კლდიდან თოკი ჩამოეხსნა, თოფს და პისტოლეტს
წმენდდა, ცეცხლზეც უკვე ჩაი დუღდა.

ჩუმად ვისადილეთ. კარკადეს ცხელი ჩაის მომჟავო გემო ძალიან მსიამოვნებდა. ოდნავ მშვიდად
ვგრძნობდი თავს, მიხაროდა, რომ რაღაცით მაინც მოვემზადეთ და ცარიელი ხელებით აღარ
ვხვდებოდით ახალ განსაცდელს. ალ კაბირმა წყლის მარაგი შეამოწმა, ცხენს ანაბსიები მისცა და
წყალი დაალევინა. მზის სიმხურვალემ ნაჭერი უცბად გააშრო, ახვეული სერპანტინები ალ კაბირმა
მშრალ ტომსიკაში ჩააწყო და თავისი აქლემის უნაგირზე წინა მხარეს დაკიდა. ლისამის ნარჩენით
გრძელი ჩარდახი მოამზადა და მის ქვეშ მოწყობა მანიშნა.

- მზად ვართ. შებინდდება თუ არა გზას უნდა დავადგეთ. ღამის უმთვარო მონაკვეთი ძალიან
სწრაფად და შეუჩერებლად უნდა გავიაროთ. ძალების მოკრებაა საჭირო. ახლა ძალიან დაცხება,
კარკადე ბოლომდე დალიე, მშვიდად იწექი და არ იმოძრაო. სხეულში წყალი უნდა შეინარჩუნო.
წასვლის წინ ეს უნდა ჩაიცვა, დაგიცავს, აქლემის ტყავისაა...ბურნუსით თავი უნდა შეიხვიო და სახე
აიხვიო.- უსახელო ტუნიკა და ბურნუსი მომაწოდა და ცხოველებისკენ მიბრუნდა.

ჩუმად მოვეწყე ჩარდახის ქვეშ. ალ კაბირმა ჯადარს და აქლემებს ჩვენს შორის მიუჩინა ბინა და

226
თვითონაც მიწვა.
გარშემო ისევ დუმილი გამეფდა. ცხენი ქანდაკებასავით გაქვავდა. აქლემებმა დაიჩოქეს და
ჩარდახის ქვეშ კარგად მოეწყვნენ. შუადღის მზემ კლდეები ისე გადაახურა რომ სიმხურვალემ ლამის
ძვლები გამილღო. ცოტახანს ვშფოთავდი, მაგრამ იმდენად მეშინოდა დაღლილობის და უძილობის
გამო შეცდომა არ დამეშვა, რომ თავს ძალა დავატანე და თვალი დავხუჭე.

ძილში ჩემი სახელი ჩამესმა და გამეღვიძა. კლდეებს უკვე წითელი ფერი დასდებოდათ.
ყველაფერი ალაგებული იყო, აქლემებიც ფეხზე იდგნენ. ჯადარი უცნაურად შემოსილიყო, კოჭებს და
მუხლებს აქლემის ტყავის ამოსაცმელები უფარავდა, მუცელზეც აქლემის ტყავი ჰქონდა ამოკრული.
უნაგირი ედგა და ლაგამს ხრავდა. მთელი ბარგი მხოლოდ ერთ აქლემს ეკიდა, სერპანტინებიანი აბგა,
წყლიანი გუდა და ტყავის მოზრდილი ჩანთა წინა მხარეს იყო მოთავსებული... ალ კაბირი
აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული დაჩოქილი ლოცულობდა, თითქმის ჩურჩულებდა, მაგრამ სიჩუმეს
ნათლად მოჰქონდა ჩემთან სიტყვები. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ლოცვაში ჩემი სახელი
ახსენა. არ მინდოდა მიხვედრილიყო რომ გავიგონე და ლოცვის დასრულებას გარინდული
ველოდი. როგორც კი ფეხზე ადგა მეც მაშინვე წამოვდექი, ტუნიკა ჩავიცვი, თავი და სახე ბურნუსით
შევიხვიე.

- შენთვის საჩუქარი მაქვს...ეს გამომართვი... - ალ კაბირი ჩემს წინ იდგა თვალებით იღიმებოდა.
- თაფლის სანთელი! საიდან, როგორ! - გამოწვდილ ხელს დავაცქერდი.
- სამი წელია ვინახავ... მერგერგესში*** მომცა ერთმა მოხუცმა, ხათრი ვერ გავუტეხე და
გამოვართვი. დღიურში ჩავდე და მას შემდეგ თან დამაქვს... ალბათ ამდენ ხანს შენ გელოდა ეს
სანთელი, შენი წერა ყოფილა...
- ჩემს ქვეყანაში მერგერგესის სახელზე სამას სამოცდახუთი სალოცავია, კაიროში კი მისი
ნახვა ვერ მოვასწარი.
- სამასსამოცდახუთი...მეომარ ხალხს მეომარი წმინდანისთვის დიდი პატივი მიუგია.

სანთელს თაფლის, ცვილის და მირონის სურნელი ასდიოდა. აღმოსავლეთისკენ კლდეზე


მივამაგრე, ავანთე და მუხლი მოვიყარე. დაუჯერებლად მეჩვენებოდა რომ მსოფლიოში ყველაზე
ძველ, წმინდა გიორგის კაიროს ტაძარში ამოყვანილი თაფლის სანთელი, - საჰარაში, შაითნის
დერეფანში მუსლიმანი კაცის ხელით დამეწია და ახლა ჩემს წინ ციმციმებდა ... ჩუმად
ვლოცულობდი, განსაცდელის ჟამს დახმარებას და გაძლიერებას ვითხოვდი, ოჯახს ვავედრებდი,
წმინდა გიორგის მოწიწებით შევთხოვდი რომ ალ კაბირი დაეცვა და არაფერი დაშავებოდა, ვთხოვდი
რომ შიშის დაძლევაში დამხმარებოდა და ყველას მშვიდობიანად გაგვეღწია მეორე მხარეს.

ქართულმა ლოცვამ და თაფლის სანთლის სურნელმა კიდევ უფრო მომანატრა ჩემები და სახლი.
ცრემლი თავისით მდიოდა და არ მეგულებოდა იმ წუთს არავინ, ვინც ჩემსავით დიდი და ღრმა
რწმენით შესთხოვდა მეომარ წმინდანს დახმარებას და გადარჩენას. სანთელი ბედნიერი წუთებივით
სწრაფად ილეოდა და ისე ციმციმებდა, თითქოს მეუბნებოდა "შეისმინაო," ბოლოს სულ ჩაქრა და
თაფლიანი მირონის სურნელი დაატრიალა. გარშემო ჩამოწოლილი ბინდი უფრო მძაფრად
ვიგრძენი.

- დროა! - მითხრა ალ კაბირმა, უნაგირზე წყლიანი გუდა დაკიდა, ხელში ათიოდე შოლტი და
ცხენის აღვირი მომაწოდა. თავზე უკვე ბურნუსი მოეხვია და მხოლოდ თვალებიღა უჩანდა.

- ალ კაბირ, სათქმელი მაქვს... წინ განსაცდელია, შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ახლა
ვხედავ და ვისთან ერთადაც ამხელა გზა გამოვიარე. ალბათ ღმერთს ვუყვარვარ შენი თავი რომ
გამომიგზავნა. მაპატიე, თუ რაიმე გაწყენინე... თუ კარაკალების კლანჭებში ჩავვარდი, გთხოვ,
ცოცხლად ნუ დააგლეჯინებ ჩემს თავს...მესროლე... და თუ შეძლებ, ჩემი გვამი აქ არ დატოვო და

227
ჩემებს მიაწვდინე ხმა. იცოდე, რომ ყველაფრისთვის დიდი, დიდი მადლობელი ვარ და იმ ქვეყნადაც
მადლობელი ვიქნები. ახლა იმიტომ გეუბნები რომ მერე, შეიძლება ვეღარ მოვახერხო...

ალ კაბირმა მარჯვენა ხელი ჯერ გულზე მიიდო, შემდეგ პირზე, შემდეგ შუბლზე და დასტურის
ნიშნად თავი დახარა. მისკენ ნაბიჯი გადავდგი და მკერდზე ნელა მივეხუტე თავით. ახლა კარგად
მესმოდა როგორ ძგერდა მის ძლიერ მკერდში ჩვეულებრივი, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანის
გული. თვითონ არც კი შერხეულა, ჩუმად და გაუნძრევლად იდგა. უსიტყვოდ მოვშორდი და ისე
რომ მისკენ აღარ მივბრუნებულვარ, აღვირი მოვიმარჯვე, ცხენს ზურგზე მოვექეცი და ხმამაღლა
შევუძახე.

ჯადარი ადგილიდან ქარივით მოწყდა.

ბედუინი (ნაწილი XXVII კარაკალები)

გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაირე კლდენი და ღრენი...

ტატო

ბედაური ქარივით მიქროდა და შედედებულ ჰაერს მკერდით მიარღვევდა.


მე და ჯადარი ერთსულად და ერთხორცად ვიქეცით, მისი ყოველი კუნთის მოძრაობას
საკუთარივით ვგრძნობდი. დიდ სიჩუმეში, მხოლოდ ჯადარის ფლოქვების რიტმული თქარუნი და
სუნთქვა ისმოდა. ბინდი სწრაფად იკრავდა პირს და კლდეების მწვერვალებიდან
ეშვებოდა... სავალი ჯერჯერობით ლარივით მიდიოდა. დრომადერებსაც იდუმალი საფრთხის
მოლოდინი გადადებოდათ და სწრაფად მოქროდნენ.

უნაგირზე გავსწორდი თუ არა, ცხენი ჰაერში აიწია, ლოდების გროვას მსუბუქად გადაევლო და
შეუფერხებლად გააგრძელა გზა. ზურგსუკან ჩუმი შეძახილი მომესმა, ფრუტუნზე და ფეხის ხმაზე
მივხვდი, აქლემებმა დაბრკოლებას შემოუარეს. კლდის წვერებს ავხედე. "ეშმაკის მუხლამდე" კარგა
მანძილი გვედო წინ. შუადღის სიცხით გადახურებული მდუღარე ჰაერი პირდაპირ სახეში მცემდა
და სახეზე ახვეული ბურნუსი ძალიან მშველოდა.

მორიალე ბინდში, წინ ხახადაღებული ვიწრო ნაპრალი გამოჩნდა, ცხენმა თავი დაღუნა
და გაქანდა. როგორც კი ნაპრალს მივუახლოვდით ჩაიხვიხვინა და უკანა ფეხებით მიწას მთელი
ძალით უბიძგა. გასროლილი ისარივით გადავიფრინეთ უფსკერო ჭა და მეორე მხარეს დავეშვით...
ჯადარმა მარცხნივ მკვეთრად მოუხვია და კლდის ნახეთქში ჩრდილივით შესრიალდა.

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და თავი ინსტიქტურად დავღუნე. დროულად გამომივიდა. გვირაბში


მივქროდით. ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი, რომ ჰაერის ნაკადმა ”გარეთ” გასვლა მამცნო. ცხენი ისე
მიექანებოდა, თითქოს უნდოდა ბინდისთვის გაესწრო. დაძაბული ვადევნებდი თვალს გზას და
ზურგსუკან დრომადერების ფეხის ხმას ველოდი...ცოტა ხანში აქლემების გაშლილი ტერფების
ტყაპუნი გავიგონე და შვებით ამოვისუნთქე, ნაპრალიც და გვირაბიც გამოევლოთ და გვეწეოდნენ.

228
- მაღლა!

ალ კაბირის შეძახილზე და თავი ავწიე. კლდის ვეებერთელა შვერილი ელვის სისწრაფით


მიახლოვდებოდა, თავის დახრა გვიანი იყო. ბეწვზე მოვასწარი ცხენზე გულაღმა გაწოლა, თორემ
კლდის ნაშვერი პირდაპირ შუბლის ძვალს ჩამინგრევდა. თავგადაღმა, უნაგირიდან
გადმოკიდებული ალ კაბირი დავინახე, მთლად გადმოწოლილიყო კლდისთვის თავი რომ
აერიდებინა. ის იყო წამოვიწიე და ცხენის თავისკენ დავიხარე, რომ ჯადარი ზედიზედ გადაახტა
აწვეტილ ლოდებს, მარჯვნივ შებრუნდა და გვერდზე გადაწვა. დიდ რკალზე ვუხვევდით... ძლივს
ვასწრებდი თვალი მედევნებინა ჩემსკენ გამოქცეულ კლდეების შვერილებისთვის, რომ არ
წამოვდებოდი და სხეული ზედ არ წამეხია.

ჩრდილოეთისკენ მივიწევდით, ახლა მანძილს ვკარგავდით, მაგრამ სხვა სავალი არ ჩანდა. ჩუმად
შევევედრე ღმერთს - წინ ჩიხი არ ყოფილიყო და კლდეს არ ჩაეკეტა გზა. თითქოს ჩემი ვედრება
ისმინა, - ცხენი მკვეთრად მობრუნდა მარცხნივ და საპირისპირო მხარეს გაჭენდა. ჩრდილოეთისკენ
გავლილ მანძილს ახლა სამხრეთით ვკეცავდით.

უკვე სრული სიბნელე წვებოდა... ცოტა ხანში კლდის შვერილს კი არა, საერთოდ ვეღარფერს
დავინახავდი... ჩემი ადამიანური მხედველობა თანდათან უძლურდებოდა, სამაგიეროდ
ჯადარის ძლიერდებოდა. უკან, კარგა მოშორებით დამაშვიდებელი ტყაპუნი მესმოდა და ძალას და
იმედს მაძლევდა.

ბედაურმა ჭენება მსუბუქი ნავარდით შეცვალა, აღმართს შეუდგა და უკან გადაიხარა. რაც
შემეძლო წინ გადავიწიე და საშუალება მივეცი გაწონასწორებულიყო, მანაც სხეული შეიფერთხა და
ნავარდს უმატა. აღმართი თანდათან სახიფათოდ ვიწროვდებოდა და კლდის წვერისკენ მიიწევდა.
მარჯვენა მხარეს კლდე თანდათან დაპატარავდა და ბილიკს შეუერთდა. კლდეზე დაკიდებული
ბილიკის მარჯვნივ აღარაფერი იყო, საერთოდ აღარაფერი. შიშმა ცივი თითები ყელში მარწუხივით
წამიჭირა, გვერდით გახედვას ვეღარ ვბედავდი, მხოლოდ მარცხენა მხარეს შემორჩენილ კლდის
პირს შევჩერებოდი, რომელიმე შვერილს უფსრულში რომ არ მოვესროლე. ცხენს კისერზე მივეკარი,
ჯადარმა იგრძნო რომ მივენდე და ქარივით აიწყვიტა, თავბრუდამხვევი სიმაღლისკენ ისე მიქროდა,
დახშულ ყურებში შხუილი დამეწყო. ძლივს გადავყლაპე გამომშრალ ხახაში მოგროვილი ნერწყვი და
დაგროვილ ჰაერს ყელისკენ რამდენჯერმე ვუბიძგე, როგორც იქნა სმენა გამეხსნა და შეძახილმაც არ
დააყოვნა:

- მარცხნივ!..
რაც მხედველობა შემრჩენოდა თვალები მარცხნივ დავაცეცე, მაგრამ ჩემს წინ აღარფერი იყო, აღარც
კლდე, აღარც ბილიკი და აღარც არაფერი... ცხენი კი მაინც ისე მიექანებოდა, თითქოს პირდაპირ
სიცარიელეში აპირებდა გადაშვებას. კბოდეს პირას ფლოქვებიდან გამსხლტარმა ნაპერწკლებმა
გაიბრკიალეს და ელვის სისწრაფით შევბრუნდით მარცხნივ.

ბილიკი მკვეთრი, ანკესივით მოსახვევით მარცხნივ გრძელდებოდა. გამხმარ ყელში ძლივს


გადავუშვი ხროტინით ერთი შესუნთქვა ჰაერი.... სანამ შეშინებას მოვასწრებდი, ჯადარი უკვე ორი
გაშლილი მკლავის სიგანის კლდოვანზე თავქვე მიქროდა. სადავე მთლად მივუშვი, ახლა ცხენს
თავად უნდა აერჩია სისწრაფე. არაფერს ვგრძნობდი, შეგრძნების უნარი აღარ გამაჩნდა. მხოლოდ
გულისკოვზთან მაწვებოდა გაურკვეველი სიმძიმე და სუნთქვას მიშლიდა... ბილიკი მთლად
ცეცხლოვან ნაპერწკლებად იქცა. ცხენი ისეთი თავგამეტებით მიქროდა, თითქოს ეს გზა ათასჯერ
ჰქონდა გავლილი... სიბნელეში ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ მიწა თანდათან
მიახლოვდებოდა. ჯადარს კისერზე მოვეხვიე ჩავჩურჩულე:

229
- არ მეშინია! არ მეშინია!... - თითქოს ამას ელოდა, ჯადარმა თავი დახარა და ისე გაქანდა, წამით
მეგონა ცხენს კი არა, ღამეს ვეკიდე კისერზე... კლდეზე ერთბაშად იელვეს ნაპერწკლებმა და მათ
სინათლეზე თვალი შევასწარი როგორ მოვწყდით ფლატეს... "ღმერთო გვიშველე" - გავიფიქრე
თვალებდახუჭულმა... ძლიერმა ბიძგმა და სახეში შემოყრილმა ქვიშამ მიწაზე
დამაბრუნა. უნაგირზე გადავინაცვლე და მოკეცილმა ჯადარის კისრამდე დავხარე თავი. ცხენს
სისწრაფე არ შეუნელებია. ახლა მთელი გულისყური ზურგსუკან მქონდა და აქლემების ფეხის ხმას
ველოდი. არაფერი ისმოდა... კარგა მანძილი გავიარეთ, მაგრამ უკან მხოლოდ სიჩუმე მომდევდა...

- ფლატე ვერ გადმოლახეს?! ალბათ გაჩერდნენ! იქნებ დაველოდო, მარტო მაინც ვერაფერს
გავხდები...- აღვირი მოვიმარჯვე და მოზიდვა დავაპირე რომ შორიდან ნაცნობი ფეხის ხმა მომესმა...
ჯადარი პატრონს ჩუმი ხვიხვინით შეეხმიანა. ჯერ ჩუმი სტვენა მომწვდა ყურზე, შემდეგ
შეძახილი...

- წინ ჯადარ! წინ! - პატრონის ხმის გაგონებაზე ბედაური ჰაერზე გაწვა...ფეხსაც აღარ აკარებდა
მიწას. ახლა გავიაზრე ალ კაბირის ნათქვამი, რაც არ უნდა მომხდარიყო ცხენზე უნდა
დავრჩენილიყავი... ისეთი სისწრაფით მივქროდი, ჰაერის ნაკადს უნაგირიდან ჩემი გადმოგდება
სულ ადვილად შეეძლო. ასეთი გაბმული ჭენებით არასოდეს მივლია და ვერც იმას წარმოვიდგენდი,
რომ ცხენს ასეთი სისწრაფის უნარი შეიძლებოდა ჰქონოდა.

ჰაერი საგრძნობლად შეგრილდა. გამჭოლმა ნიავმა წამოიარა. ესე იგი წინ ჩიხი არ იყო, თუ გზა არ
დავიწროვდებოდა, დაბრკოლებებს როგორმე გავუძლებდი. ზურგში მოხრილს თავი ცხენის
კისრამდე მქონდა დახრილი და თავს ზემოთ გადმოშვერილ კლდეებზე აღარ ვფიქრობდი. ახლა
მთლიანად ცხენის თვალებს ვენდობოდი. ჯადარი თვითონ ირჩევდა სავალს, მკერდამდე სიმაღლის
ლოდებს - არ ეპუებოდა და ნახტომით იტოვებდა უკან, უფრო მაღლებს გვერდიდან უვლიდა, ხან
ლარივით სწორად მიქროდა, ხან ზიგზაგზე და ხანაც რკალზე, მაგრამ რბოლა არ შეუნელებია.

ვუსმენდი მის სუნთქვას და ვგრძნობდი, რომ ეს კიდევ არ იყო ის სისწრაფე რითაც ქროლვა კი არა
ფრენა შეეძლო. ცხენი ფრთხილობდა, ჯერ კიდევ არ მენდობოდა. გონიერმა ცხოველმა კარგად
იცოდა რომ პატრონმა მოსაფრთხილებელი ტვირთი ანდო... თვალებით ცა მოვძებნე და აქა - იქა
აკიაფებული ვარსკვლავების მახლობლად ”ეშმაკის მუხლი” დავინახე. ვერ ვიჯერებდი, რომ ამხელა
გზა უკვე უკან მქონდა მოტოვებული.

მოულოდნელად ცხენმა ჭენებას უკლო, ჯერ მსუბუქ ნავარდზე გადავიდა, შემდეგ იორღა
მოუნაცვლა, მერე ალურზე დადგა, ცოტა ხანში სულ გაჩერდა, თავდახრილი გაირინდა და ღრმად
შეისუნთქა. მეც ღრმად შევისუნთქე და ”დაღლილი” ჰაერისგან გავთავისუფლდი. ჯადარი
უცნაურად გაირინდა და ჰაერის ყნოსვა განგრძო. მაშინვე ვიგრძენი გარინდების მიზეზი. უნაგირზე
დამაგრებული შოლტები ხელით მოვსინჯე და ორი ერთდროულად მოვიმარჯვე.

- "წყალი ხომ არ დავალევინო, ძალაც უნდა მოიკრიბოს, მეც მწყურია... ის რატომ არ ჩანს..."- ჩუმი
ფიქრი გამჭოლმა ნიავმა წამართვა, სამაგიეროდ სმენამ დამაწია ხშირი და ძლიერი სუნთქვა. მალე
დრომადერები გვერდში ამომიდგნენ და გაჩერდნენ. რაღაცამ ჩუმად გაიჩხაკუნა და პაწია ალი
გაკრთა... ალ კაბირი ჩემსკენ გადმოიხარა, წყალი მომაწოდა და ცხენს ოფლი მოუსინჯა.

- კარგად მიდიოდი, ამ ღამეს ნამდვილად გადავივლით...


- ცხენს არ დაალევინებ? - ჩუმად ვიკითხე.
- არა, გახურებულია...
- გეში იკრა...ახლოს ვართ...
- ვაცადოთ...მოემზადოს! - ალ კაბირმა ჩემი უნაგირის კეხზე რაღაც დაკიდა და მარჯვენა ხელზე

230
სამაჯური წამომაცვა.
- რა არის? - ბრტყელი ფირფიტა ხელში ლითონის სიცივით მომყვა ხელში.
- თოკის სამაჯურია. კვესით იკვრება. შიგნით ქირურგიული ნემსი, ძაფი, ანტიბიოტიკი, ლუპა,
კომპასი და გველის შხამის საწინააღმდეგო აბებია. მაგნიუმის ფირფიტა ფარავს. სამაჯური ადვილად
იშლება, ოცდაათმეტრიანი თოკია, ორას კილოგრამამდე სიმძიმეს უძლებს. ესენი კი დენთიანი
ნაჭრებია, ზედ კვესებია შებმული. შოლტის ტარს მოახვევ, მაგნიუმს კვესს დაუსვამ, ნაპერწკალს
დენთი აიტაცებს. შოლტის მოქნევაზე ცეცხლიანი ნაჭერი მთელ სიგრძეზე გაიშლება ჰაერში
და კარაკალებს დააფრთხობს. ეს ლისამი ქამრად მოიხვიე, გამოგადგება...

- მაშინებ...
- ვფრთხილობ. - თვალებმა ალი აირეკლეს.
- ფლატე როგორ გადმოიარე...
- შემოვუარე. ჯადარმა მოკლეზე მოჭრა!
- აქლემები ვერ გადმოხტნენ, არც ლოდებზე გადახტომა შეუძლიათ... ამიტომ მოდიხარ
უკან...ცხენი ორივეს სწრაფად ვერ გვატარებდა... - ყელში ამომჯდარმა გულმა ლამის მომგუდა.
- აქლემი ცხენს ვერ დაეწევა, მაგრამ ცხენი აქლემს ვერ გაექცევა.
- დიდი მანძილით ჩამომრჩები?..
- კარაკლების ხროვა უნდა გავყოთ, ახალი მსხვერპლის დანახვაზე ნაწილი ჩემსკენ დაიწყებს
დენას და შენზე მოწოლილი ხროვა განახევრდება. თუ ალყაში მოგაქცევენ, არ შეშინდე, ცეცხლით
მოგეხმარები, ცეცხლის ყველა მხეცს ეშინია! არ დაიბნე, იბრძოლე, კარაკალებს ნახტომის
საშუალება არ მისცე... მხეცი გრძნობს მსხვერპლის შიშს და ძალა ემატება...
- ძალიან ბევრნი იქნებიან...
- კარაკალი კარგი მონადირეა, მაგრამ დევნა არ შეუძლია. ხუთიოდე ნახტომზე თუ მოგყვებიან,
ამიტომ დევნა უნდა ვაიძულოთ, მთავარი სისწრაფეა და თითქმის ყველაფერი ჯადარზეა
დამოკიდებული, რაც არ უნდა მოხდეს, ცხენი არ შეაჩერო, ხშირად გაამხნევე! უკან არ მობრუნდე,
ჩემსკენ არ წამოხვიდე, თორემ ხროვა ერთი ორად გაიზრებდა და ალყაში ერთად თუ მოგვიქციეს, -
ვეღარ მოვერევით!

პასუხის ნაცვლად მხოლოდ თავი დავიქნიე. ალ კაბირი დაკვირვებით მიყურებდა, თითქოს


ამოწმებდა მიცემულ პირობას თუ გადავიდოდი. რამდენიმე წამს ერთმანეთს
თვალებში ვუცქერდით. თავი დამიკრა, თვალი სწრაფად ამარიდა და ალი ჩააქრო, მაგრამ მის
გაქცეულ მზერაში მაინც მოვასწარი დამენახა, როგორ ერთბაშად აინთო თვალისმომჭრელი
ფერებით მოლივლივე უსასრულო სამყარო. სანამ დანახულით შეცბუნებული ლისამს წელზე
ქამრად ვიხვევდი, პატრონი მოფრუტუნე ჯადარს ეჩურჩულებოდა. წამი თუ გასტანა ადამიანის და
ცხოველის საუბარმა და ბედუინი უნაგირიდან ახლა ჩემსკენ გადმოიხარა. შოლტები ზურგსუკან
ქამარში ისე ჩამიდო, რომ მარცხენა ხელით ადვილად მივწვდომოდი და ცხენს გავაზე უბიძგა.

ბედაურმა ფლოქვით მიწა მოთხარა და დაიძრა, ჯერ იორღა აკრიფა, შემდეგ ნავარდზე გადავიდა,
კარგა ხანს მსუბუქად და ლაღად მიქროდა, თითქოს აქლემების უკან ჩამოტოვება არ უნდოდა.
დრომადერებიც ცდილობდნენ ახლოს ყოფილიყვნენ და მათი ფეხის რიტმი ჩემს სმენას მთლიანად
ავსებდა.

სადღაც ზეცასთან შეჩერებული კლდის კენწეროდან, კატის გაბმულმა, ყურისწამღებმა


ჩხავილმა ხერხემალზე ცივი ჟრუანტელით ჩამირბინა. ექომ ჩხავილი მაშინვე
აიტაცა, გაათმაგებული ძალით კლდეებში დაატრიალა და ელდად დამატეხა. ჯადარმა მძლავრად
დაიჭიხვინა, დრომადერებიც ღმუილით გაეპასუხნენ.

კლდეების მთელ გაყოლებაზე ათასობით ვარსკვლავი ერთბაშად აინთო და უამრავმა

231
ცეცხლოვანმა თვალმა კლდეების კონტური ბრკიალით მოხაზა. არა, ეს არ იყო ” ბევრზე ბევრი...” -
ეს, ჩემსკენ, გუნდ- გუნდად დაძრული უამრავი კუდიანი ვარსკვლავი იყო, რომლებიც
კლდეების ჩაშავებულ გულმკერდზე ცეცხლოვან, მანათობელ ჩანჩქერებად მოექანებოდნენ.

- ჯადარ გაფრინდი! - ექომ ალ კაბირის შეძახილი მაშინვე აიტაცა და კლდეებმა მეხივით


იჭექეს. ბედაური ჭიხვინით გაეპასუხა, კლდეებმა ახლა ჭიხვინი აიტაცეს და ქუხილით ისე
შეახეთქეს ერთმანეთს, რომ სისხლი ზრიალით მეცა საფეთქლებში.

ბედაური მოვარდნილ გრიგალად იქცა, ღამე ფეხქვეშ გაიგო და ფრთები შეისხა... ჰაერის
ნაკადი ისე მძლავრად მეძგერა, თითქოს წყლის ძლიერი ტალღა დამეჯახა და თავზე გადამიარა.
წარმოუდგენელი სისწრაფით გაპობილი ჰაერის შხუილი, სივილი და სტვენა ექომ ერთბაშად
გადაუშვა ხახაში და ისეთი ძალით ამოაბრუნა, თითქოს მთელი უდაბნოს ქარებმა ერთბაშად
იღმუვლეს.

მთელი ძალღონე მოვიკრიბე რომ თავი ცხენის კეფასთან მიმეტანა, ასე ქარი სახეში ნაკლებად
მცემდა და თვალების გახელა ძლივს შევძელი. კლდეებს გავხედე... ზემოდან უსასრულოდ ცვიოდა
უამრავი მხტუნავი ვარსკვლავი და კლდეებზე დაშვებული ფოსფორის მდინარე ჩემსკენ იწყებდა
დენას. მეხუთე სტიქიად ქცეული ჯადარი კვალზე ქარიშხალს ტოვებდა და თავზე მეწყერივით
ჩამოქცეულ უამრავ ნაკვერჩხალს ყურადღებას არ აქცევდა.

კლდის კენწეროდან ისევ გაისმა ველური კატის გაბმული ხრიწნიანი ძახილი და ათასობით
მოძმის ხმა მოიყოლა.ექომ მათი ხმა მიიმატა და თავზარდამცემი ხმაური, ღრენა, ჩხავილი, კნავილი
და კივილი ზათქით ჩამოიქცა კლდეებზე.

ვგრძნობდი რომ ნამდვილი თავზარი იწყებოდა, ეს შიშის ახალი სახე და სახელი იყო... მთლიანად
შეკუმშული, დაძაბული ვადევნებდი თვალს ჩემსკენ დიდ ტალღებით სწრაფად
მომავალ ცეცხლოვან ნაკადს და ველოდი როდის გაიბრწყინებდნენ შორიახლო ველური
ფოცხვრების ფოსფორით მოკიაფე თვალები.

მდინარეს მცირე ჯგუფი გამოეყო და ჩვენსკენ გრძელი ნახტომებით დაიძრა.


მოქნეულმა შოლტმა ყურთან გამიბზუილა და მეწინავეს ზუსტად მაშინ მოხვდა როგორც კი
მოუზომავი ნახტომით კამარა შეკრა. მოულოდნელმა სიმწარემ ფოცხვერი ჰაერში ამოაბრუნა,
მიწაზე დაანარცხა და ისეთ ღრენა - კივილად ამოხეთქა, რომ წინმავალ ხროვაში შიშმა
იფეთქა... მაგრამ მთავარი ნაკადი არ შეჩერებულა. ჩემი შოლტი გაბმულად ზუზუნებდა და
თითოეულ მოქნევაზე რამდენიმე ვარსკვლავს აშეშებდა. ხელის მოძრაობას არც ვაკვირდებოდი.
ვცდილობდი, ჩვენსკენ მფრინავი არცერთი ვარსკვლავი არ გამომრჩენოდა და შოლტის წვერით
სწრაფად მივწვდენოდი.

ჯადარმა იგრძნო, რომ პირველი შეტაკება მოვიგეთ და მუხლში ათასი გრიგალის ძალა ჩაიდგა.
ისე მძლავრად მიაპობდა ჰაერს, თითქოს შავი გველეშაპივით პირდაღებულს ერთიანად
უნდა ჩაეყლაპა კივილით და ჩხავილით მოხეთქილი ცეცხლოვანი მდინარე.

დიდი ნაკადისგან მხოლოდ ათიოდე ნახტომიღა გვაშორებდა, ხელი დენთიან ნაჭერს


ვტაცე, შოლტის ტარს წვერზე შემოვახვიე და კვესიანი ბოლოთი სამაჯურს დავუსვი. ნაპერწკლებმა
იფეთქეს და დენთით გაჟღენთილ ნაჭერს წამში მოედო ალი. გრძელმა, ცეცხლოვანმა ენამ ჰაერში
იელვა, რგოლებად გაიშალა და ხროვის თავზე დაეშვა. არემარე ველურმა ღრენამ და წკმუტუნმა
გააყრუა, ნაკადი ერთბაშად დაფრთხა, წამით შეგუბდა და აირია. მაგრამ სწრაფად მოიცა გული
და ღრენით წამოიწია... შოლტებმა ჰაერში იშხუვლეს და ნახტომისთვის გამზადებულ მხეცებს

232
თავპირზე გადაუარეს.

ხროვა მაინც მოგვწვდა და ერთბაშად გვეცა, ჯადარმა უკანა ფეხებით მიწას ძლიერად
უბიძგა, ჰაერში აიწია და ატალღულ მხეცებს თავზე გადაევლო. ისევ ვიხელთე დენთიანი
ქამარი, ისევ იელვა ნაპერწკალმა ჩემს მაჯაზე და მთელი ძალით მოვიქნიე შოლტი, ცეცხლი ჰაერში
გრძლად გაიკლაკნა და შემოგებებული ხროვის თავზე წყევლასავით დაეშვა. ჯადარი ცეცხლის
კვალს მიყვა და ფლოქვებქვეშ დამსხვრეული ძვლების ხრჭიალი და ჭახუნი ექომ კლდეებზე აიტაცა.

შოლტი გაუჩერებლად ზუზუნებდა და ცეცხლის შუქზე, შავ კვამლშიც ვიხედავდი როგორ


მატულობდნენ ჩვენს ირგვლივ თავგახეთქილი და თვალებდათხრილი მხეცები. დაჭრილებს
დანარჩენები დაესივნენ და ტყავ-ხორცის ფლეთის და გლეჯვის ხმამ შემზარა.

წინ ახალი და ახალი ხროვა მოედინებოდა. ჯადარი წრეზე დატრიალდა და უკანა ფეხებით
დაიწყო მოგერიება. თავგამეტებით ვიბრძოდით მე და ცხენი. მე შოლტით ვიგერიებდი
ჯადარის კისერთან მოვარდნილ მტაცებლებს, ცხენი გაბედულად და მედგრად იბრძოდა, წრეზე
ბრუნავდა, ჭიხვინებდა და წიხლებს ერთმანეთს ელვის სისწრაფით უნაცვლებდა. მისი ძლიერი
დარტყმით გასროლილი მხეცები ჰაერში ბრუნავდნენ, კლდეებს ენარცხებოდნენ და ძირს
პანტაპუნტით ცვიოდნენ.

ძლივს მოვახერხე სერპანტინის დანთება და შოლტის მოქნევა. ღამე ცეცხლოვანმა ხმალმა გაჭრა,
დამფრთხალმა ხროვამ წითელ და მწველ ენას უგანა და ჩვენს წინ ზიგზაგიანი ბილიკი
გაიჭრა. ჯადარი ბილიკს მიყვა და ვიწრო ზოლზე უშიშრად გაქანდა. სადავე მთლიანად
მივუშვი, მარჯვენა ხელით შოლტის წვერს მოვახვიე დენთის ნაჭერი და მოციალე ლითონს კვესით
დავუსვი. ჰაერში ცეცხლოვანი გველეშაპი გასრიალდა და ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატრიალა...

შავმა კვამლმა იფეთქა, ტრუსის და გოგირდის სუნი მთელ არემარეს მოედო...მტაცებლები


დაფრთხნენ, ერთმანეთს ჩქერებად ახტებოდნენ, შეშინებულები დამწვარ ბალანს კბილებით
იგლეჯდნენ, ცეცხლმოდებულ თანამოძმეებს ფეხით თელავდნენ, ერთმანეთზე გადადიოდნენ და
ჩვენსკენ ღნავილ-კივილით მოიწევდნენ...

ბეჭზე სიმძიმე დამეცა და ბასრმა კლანჭებმა ფხრიწინით ჩახიეს ტყავი სამოსი. ჯადარმა უკანა
ფეხები ჰაერში აიქნია, ჩემს ზურგზე ჩაბღაუჭებულმა ფოცხვერმა მალაყი გადაიარა და ზედ ცხენის
წინ დაეცა. ჯადარმა მაშინვე ჩააზილა წვეტიანი ფლოქვი. თავის ქალა ჭახანით გასკდა და სისხლის
სუნით გახელებულმა თანამოძმეებმა ყურისწამღები ჩხავილით გაფხრიწეს მისი ლეში და მაშინვე
ნაფლეთებად აქციეს.

ზურგზენაკადულებად ჩამირბინა სისველემ. ჩემი თუ მოკლული ფოცხვრის სისხლის სუნზე მთელი


ხროვა აიყალყა და გრძელი ნახტომებით მოგვყვა, ჰაერში მორიგი ცეცხლის ქამარი გასრიალდა,
მხეცებმა ცეცხლის ბილიკს უგანეს და შავი კვამლით გაჭრილ ბილიკზე გავქანდით. უსაშველო
ღრიანცელში, ღრენაში, ჩხავილსა და კივილში მაინც გავიგონე როგორ
გაიტყაპუნა კლდეებზე რაღაცამ. ხროვამ ახალი სუნი იკრა. ერთბაშად დაიღრინა და ასობით თავი,
ერთ კისერზე დადგმულივით ჩემს უკან მიბურნდა.

- ”დამეწია...აქლემის ხორცი მიუყარა...მომყვება... ” - იძალა იმედმა. წინ გრიგალივით


მივექანებოდით, ჩემი შოლტი გამუდმებით წუოდა და მოგებებულ ხროვას თავზე მწარე ტკივილად
ატყდებოდა. გოგირდის, ტრუსის სუნით და შავი კვამლით ყველაფერი გაიჟღინთა და იქაურობა
ხილულ ჯოჯოხეთს დაემსგავსა.

233
ჩემს უკან დარჩენილმა კარაკალებმა ახალი საკბილოს დევნა ირჩიეს, მხოლოდ ხუთიოდე ნახტომით
მოგვდიეს და ჩამოგვრჩნენ. ღნავილი ღრენად იქცა და ხროვის უკან დარჩენილი ნაწილი სატყუარას
მიესია. მოულდნელად მოქნეული შოლტი ხელში გამიქვავდა. ცეცხლის შუქზე თვალი ძლივს
მოვკარი რომ ფოცხვერს შოლტის წვერი კბილებით ეჭირად და გამოგლეჯას ცდილობდა. ჯადარას
შევუძახე და შოლტი რაც ძალი და ღონე მქონდა ჩემსკენ მოვზიდე, მაგრამ მხეცებმა ტყავი
კბილებით გაკვინტეს და ხელში მხოლოდ ტარზე შერჩენილი ნაწყვეტებიღა აქანავდნენ. რამდენიმე
ჯგუფი ნახტომით დაგვესხა თავს. ცხენი ყალყზე შედგა და თავდასხმა წინა ფეხებით მოიგერია.
მარჯვნივ და მარცხნივ მათრახს ვუშენდი მოწოლილ ხროვას, მაგრამ ხელში ჯოხის ნატეხებიღა
მეჭირა. წიხლი ვუნაცვლე უნაგირზე დაკიდებულ მტაცებელს და დაღებულ ხახაში ხელში
შერჩენილი ჯოხი შევატოვე, ფოცხვერმა ამოიხავლა, ყირამალა გადავარდა,
რამდენიმე თავდამსხმელიც გაიყოლა და ზედ ცხენის წვეტიანი ფლოქვებიც მიჰყვა, მაგრამ
ახლა მარჯვენა ქუსლზე მეცა ბასრი კბილები და ლამის მიწაზე ჩამითრია, ხელით დავებღაუჭე
უნაგირს, ფეხსაცმლიდან დანა ამოვიტაცე და პირდაპირ შუბლში ჩავცხე ფოცხვერს, გახეთქილი
შუბლიდან სისხლმა და ტვინმა ერთად ამოასხა და როგორც იქნა ფეხი გავითავისუფლე, ჯადარმა
მოძალებულ ხროვას წიხლები დააყარა. თავბრუდახვეულმა ძლივს შევძელი უნაგირზე
გასწორება, ახალი შოლტები ვიმარჯვე და ბაგაბუგის ხმას შოლტის წუილი მიჰყვა.

როგორც იქნა, ძლივს ვიხელთე დენთიანი ქამარი, დაავანთე და ხელით ვისროლე. ხელი
დამეწვა, სამაგიეროდ ცეცხლის ენა პირდაპირ ხროვის ზურგზე გასრიალდა გრძლად დაინთო. შავ
კვამლს გოგირდის სუნი მოჰყვა, ზედ ტრუსის სუნი და ამაზრზენი ჩხავილი დაერთო. ხროვა
აირია, ცხენი ფოცხვრების ზურგებს და დაღრენილ თავებს გადაევლო და წინ გაქანდა. ახლა მისი
ფლოქვების თქარუნის ნაცვლად ძვლების მსხვრევის და ჩალეწილი თავების ჭახუნი მესმოდა.

ფოცხვრებმა ჩვენი წრეში მოქცევა გადაწყვიტა და ჩვენს გარშემო შორი ალყა შეიკრა. ალყა
თანდათან სქელდებოდა, სწრაფად ვიწროვდებოდა, ავად ჩხაოდა, კიოდა და იღრინებოდა... გარშემო
უამრავი ფოსფორი დაინთო... დენთიანი ნაჭრები ხელში ავიტაცე, შეუჩერებლად ვიქნევდი
შოლტებს, ვცდილობდი, ზურგსუკანაც არ ამეცდინა მომხდურისთვის, მაგრამ
უცბად ვიგრძენი რომ ეს განწირულის ბოლო გაბრძოლება იყო... ეს უკვე სიკვდილი იყო,
თვალდათვალ მოსული სიკვდილი... კარაკალები გუნდად და ისე სწრაფად გვეცნენ, დენთის
ანთება ვეღარ მოვასწარი. მხეცებმა უნაგირის ქამარი წამში გაგლიჯეს, უნაგირი გადაითრიეს, ტყავი
წამში გაფლითეს და ნაწილ-ნაწილ დაუწყეს გლეჯა.

ცხენი სწრაფად ბრუნავდა და წიხლებს ისროდა, გამეტებით იბრძოდა და ძლიერად ჭიხვინებდა...


ვცდილობდი მის კისერთან ფოცხვერი არ მიმეშვა, მაგრამ შიში ცხელ ტალღად მივლიდა და ძალას
მართმევდა... საშინელი ღმუილის, ღრენის, ჯღავილის და ჭყავილის ხმა საზარელმა კივილმა
გადაფარა... კივილი ექომ ამოაბურნა და თავზე ზრიალით ჩამომამსხვრია.

ხმა მეცნო..., არა, ეს არ იყო ველური კატების ხმა...ეს ადამიანის ხმა იყო... ადამიანის ხმა
მესმოდა...უცებ მივხვდი, რომ ეს, ჩემი ხმა იყო, თურმე ასე თავზარდამცემად მე ვკიოდი. ჩემი
კივილის გაგონებამ უცბად მომიყვანა გონს და დავინახე, რომ ცხენიც ადგილიდან აღარ
იძვროდა, მიწას წიხლებს უშენდა და უცნაურად ხროტინებდა...

- ცხენი მიუშვი! აღვირი მიუშვი!!! არ შეშინდე! თქვენთან ვარ, აქ ვარ!!! - ალ კაბირის შეძახილს
ცეცხლოვანი სინათლე მოჰყვა, მისმა ნასროლმა ცეცხლიანმა ქამრებმა ჩემს თავზე წრეები მოხაზეს,
მიწაზე დაშვებულმა ცეცხლოვანმა რკალებმა, მე და ჯადარი შუაში მოგვიქციეს და სულზე
მოგვისწრეს... აღვირს უმალ ვუშვი ხელი, შიშისგან თურმე ისე ძლიერად ვეზიდებოდი რომ ცხენი
ხრიალებდა, იგუდებოდა და მე ისე ვიყავი გონებადაბნელებული, ვერც კი ვამჩნევდი...

234
საშინელმა ღმუილმა კლდეები ერთბაშად შეძრა. ხრიალს, ღრენას და ჭყავილს, - მიწაზე მძიმე
სხეულის დაცემის ხმა მოჰყვა და ცხელი სისხლის სუნმა, - წამში გადაფარა შავი კვამლის და
გოგირდის ოხშივარი. ცხენმა ნესტოები დაბერა, სისხლიანი ჰაერი დაყნოსა და მისი ხმამაღალი
ჭიხვინი კლდეებს შეასკდა...

გარშემო დაგუბებულმა ხროვამ თავდასხმა შეწყვიტა, გვერდი გვიქცია, ჩვენს უკან გაიჭრა
და ისევ მდინარედ იქცა. ზედიზედ რამდენიმეჯერ იელვა და ალ კაბირის ნასროლმა დენთიანმა
ქამრებმა ისევ ცეცხლოვანი კამარა შეკრეს ჩვენს თავზე. ალყა მოირღვა, ჯადარმა თავისუფლება
იგრძნო, ღრმად ჩაისუნთქა, ხროვას არ შეეპუა და მხეცების თავებზე ლაწალუწით
გადაიქროლა. სისხლის სუნით გადარეული ხროვა ახლა გვერდს გვივლიდა და ჩვენს
უკან მიექანებოდა. მომესმა როგორ ფლეთდნენ და გლეჯდნენ ვიღაცას ფოცხვრები ცოცხლად,
როგორ ესხმოდნენ ერთმანეთს ჩხავილით თავს და ერთმანეთს ნადავლს ეცილებოდნენ.

მივხვდი რაც მოხდა, ერთი აქლემი ჩემს გადარჩენას შეეწირა... გონებაში ნათლად დავინახე
როგორ გამოუსვა ალ-კაბირმა დრომადერს დანა ყელში და როგორ იფეთქა გადახსნილი კისრიდან
სისხლმა...აი თურმე რატომ აჰკიდა ერთ აქლემს მთელი ბარგი, მეორე თავიდანვე განწირული იყო
ყელის გამოსაჭრელად, სატყუარად...კარაკალების ლუკმად.... ჩემს საფლავზე დაკლული აქლემი და
მისი ცას შეშტერებული ღია თვალები ისე ცხადად დავინახე, - დაზაფრულმა ძლივს
მოვიბრუნე ბოლო სული.

ჩემს შიშს და შეცდომას შეეწირა გონიერი ცხოველი... ჯადარი კინაღამ გავგუდე...მეც კინაღამ
დავიღუპე...ისევ შიშმა მაცდუნა, ისევ შიშმა დამაბრმავა და კინაღამ მაჯობა... სიმწრისგან და
ბრაზისგან მუშტზე ვიკბინე და ტკივილმა წარმოუდგენელი ძალა მომცა.

ჩემმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ, ხელმოცარულად დაიხია უკან...

- წინ ჯადარ წინ! - პატრონის ხმაზე ცხენმა ხმამაღლა დაიჭიხვინა და ჩვენსკენ გამოქანებულ
ხროვის ახალ ტალღას პირდაპირ თავზე გადააფრინდა.

ჯადარს ოფლის მდინარე სდიოდა. მის სრიალა ზურგზე ძლივს ვიკავებდი თავს. ცხენს ფაფარზე
მარჯვენა ხელით ჩავეჭიდე,, მის ბეჭებზე გადავინაცვლე მარცხეანში შოლტები ვიმარჯვე და აღვირი
სულ მივაგდე. პატრონის ხმაზე, პირზე ქაფმომდგარი არაბული ბედაურის გულში და ფილტვებში
წარმოუდგენელმა ძალამ იფეთქა. ჯადარი თავაწყვეტილი შევარდა აღმართზე, ნაპირს უკანა
ფეხებით უბიძგა და ფლატედან პირდაპირ ახლად მოვარდნილ ხროვაში გადაეშვა...

გამეტებით შევუტიეთ მღრინავ და ჩხავანა მდინარეს. შიში, რომელმაც წამის წინ კინაღამ
დაგვღუპა, სადღაც უკვალოდ გაქრა. თითქოს ძვალ-ხორცი დავკარგე, თითქოს ჩემმა სულმა და
გონებამ, ღამის კოსმოსიდან არაადამიანური ძალა მოიტაცა... ახლა ათასჯერ უკეთ ვხედავდი და
ათასჯერ უკეთ მესმოდა რაც გარშემო ხდებოდა. შოლტები თავისით ფრინავდნენ თუ
ვიღაც გაასმაგებული ძალით იქნევდა, შეუჩერებლად, ზუზუნ-სხივილით დაქროდნენ გავეშებული
კარაკალების თავებზე, კისრებზე, ზურგებზე, დაღრენილ ხახებზე და ჩვენსკენ
ნახტომის საშუალებას არავის აძლევდნენ. მთელი ძალით მოვიქნიე შოლტზე მოხვეული
ცეცხლოვანი ნაჭერი. ჰაერში გაფრენილ ცეცხლის ენას თვალი გავაყოლე და ცაზე თეთრი ნათება
დავინახე. შუაღამის მთვარე დასავლეთს წვერზე წამოდგომოდა. სრული შუაღამე იყო... ჯერ კიდევ
შუაღამე...

აღარც უნაგირი მქონდა და აღარც წყალი. ქამარი მოვისინჯე, მხოლოდ ხუთიოდე შოლტი და
რამდენიმე დენთიანი ლენტიღა მქონდა შემორჩენილი. დროის, სივრცის და მიწის შეგრძნება აღარ

235
მქონდა, მხოლოდ იმას ვუცქერდი რომელიმე მტაცებელი ცხენის კისერს არ მოკარებოდა.
გრძნეულივით წინასწარ ვგრძნობდი რომელი მხრიდან გველოდა თავდასხმა და ჩემი შოლტებიც
იქით მიფრინავდნენ. ჯადარი ოფლში გაიწურა, მაგრამ მძლავრად სუნთქავდა და ქარაშოტივით
მიქროდა გამხეცებული ხროვის ზურგზე...

- წინ ჯადარ წინ! გაფრინდი!!! - ვიყვირე რაც შემეძლო, შოლტის წვერებმა ზუსტად მეწინავეებს
დაუარეს თავპირზე და ცხვირპირი გაუგლიჯეს. ცხენმა დრო იხელთა, ჰაერში აიწია და ხროვის
ამობურცულ ზურგს ზემოდან გადაევლო. ეს ტალღაც უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ფოსფორის მდინარე
სამად გაიყო. შუა ნაკადი ჩვენსკენ მოქროდა, ორმა კი აქეთ იქით კლდეებზე ქვემოდან ზემოთ, აღმა
დაიწყო დინება. ფოცხვრებმა ჭკუა იხმარეს და კლდეებიდან გადაწყვიტეს მორიგი თავდასხმა,

ახლა ზემოდანაც დაგვემუქრა საფრთხე... ჰაერიდან მფრინავი ვარსკვლავების სეტყვა წამოვიდა.


შოლტები ჰაერში ცეცხლის ენებთან ერთად აცეკვდნენ, ჯადარმა სისწრაფეს უმატა და ზიგზაგზე
გაჭენდა, ჩემს ზურგს უკან დანარცხებული მხეცების ღრენამ და კივილმა ზეცა და მიწა შეძრა. ჰაერში
ერთბაშად სამი დენთიანი ქამარი გავისროლე, მათი გრძელი და დაგრაგნილი შავი კვამლის
დაგრაგნილი კუდები ცოცხლებივით აქანავდნენ და ზესკნელს და ქვესკნელს გადაუარეს. ზედიზედ
ვისროდი შოლტზე მოხვეულ ცეცხლოვან გველეშაპებს ამდენმა ცეცხლმა და კვამლმა, კლდეებზე
ასული ველური კატები გვარიანად დააფრთხო, ნახტომს ვეღარ ბედავდნენ და ბრაზიანმა ჩხავილმა
ყურთასმენა დამიხშო.

მოულოდნელად ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ერთბაშად დავყრუვდი, თითქოს ეს ღამე და


ეს წუთი ჩემი ცხოვრებიდან მყისიერად გაქრა და სხვა სამყაროში გადავინაცვლე. კლდეებს გავხედე,
ყველა ვარსკვლავი უძრავად გაშეშებულიყო...თითქოს რაღაცას ელოდნენ.

კლდის წვერიდან ძლიერმა, გაბმულმა მკივანა ჩხავილმა მთელი არემარე გააყრუა...


მთელი ხეობა გაირინდა და ყველა თვალი კლდის წვერს შეაჩერდა.
ზედ ეშმაკის კუდთან, მთვარის შუქზე, თითქმის თვალმიუწვდომელ სიმაღლეზე,- მარტოხელა
ფოცხვრის ძლივს შესამჩნევი სილუეტი დავლანდე...ეს ნამდვილად წინამძღოლი იყო, მთელი
ხროვის წინამძღოლი. სადაც იყო ეშმაკის კუდს გავუსწორდებოდით, ვიგრძენი რომ სწორედ მაშინ
ისკუპებდა მარტოხელა ფოცხვერი. უკვე ზუსტად ვიცოდი რომ მისი მიზანი გემრიელი ლუკმის
მონადირება კი არა, აბეზარი მტრის მოსპობა იყო, რომელმაც მეფური სიმშვიდე დაურღვია და მის
სამფლობელოში შემოჭრილი, ცეცხლით და შავი კვამლით უტევდა მის ქვეშევრდომებს.

ისიც კი ვიგრძენი რომ მხეცი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის იყო მზად...

დენთიანი ნაჭერი შოლტის წვერს მოვახვიე და კვესი სამაჯურს დავუსვი, ცეცხლმა იფეთქა. როგორც
კი ეშმაკის კუდს გავუსწორდი ფოცხვერმა ჰაერში კამარა შეკრა და ჩემსკენ ისკუპა. ჩვენს შორის
მანძილი იმდენად დიდი იყო, დარწმუნებული ვიყავი გავასწრებდი და მხეცი ხელმოცარული
დარჩებოდა მაგრამ შევცდი. ფოცხვერი ჰაერში სწრაფად მოფრინავდა და თვალდათვალ
მიახლოვდებოდა. მისი ნახტომი იმდენად ზუსტი იყო, რომ მთელი ძალით გაქანებული ცხენის
შეჩერებას ვერ მოვასწრებდი და კარაკალი ზედ თავზე დაგვტყდებოდა. უკვე მის წვეტიან ყურებზე
ამოზრდილ ფუნჯებს, გაშილი ბრჭყალებს დაღრენილ კბილებს და დანთებულ თვალებს
ვხედავდი. მე და ფოცხვერმა ერთმანეთს თვალი გავუსწორეთ.... ჯადარმა მიწას უკანა ფეხებით
უბიძა და ჰაერში აიწია, მოქნეული შოლტით გაფრენილი ცეცხლის ქამარი თავზე ჩამოეცვა
კარაკალს, მაგრამ ნადირი არ შეეპუა, ცეცხლის რგოლებში უვნებლად გამოიფრინა, ჩემსკენ დაეშვა,
თათი ძლიერად მოიქნია და მომწვდა, ცხენი გაბმული ჭიხვინით მიწისკენ დაქანდა და ჩემს
ზურგსუკან იარაღმა იჭექა, ექომ გასროლის ხმა კლდეებში დაატრიალა და ტყლაშუნით შეახეთქა
ზეცას... ფოცხვერი დარტყმის ძალამ ჰაერში ამოაბრუნა, სისხლის ღვარმა შადრევანივით იფეთქა და

236
ზედ სახეში შემესხა, თვალებში სხივ-ჩამრალმა მხეცმა თვალებში ჩამხედა, მარცხენა მხარზე
კლანჭიღა დამისვა და ზედ ჯადარის ფეხებთან მოადინა ზღართანი. ორივე ხელით მოვეხვიე ცხენის
კისერს, მაგრამ მიწაზე დაშვებისას ძლიერმა ბიძგმა მაინც კინაღამ მომისროლა. ჯადარი სისხლის
შადრევანს ზემოდან გადაევლო და წინ გაქანდა.

კარაკალები გაშეშდნენ.

ფოცხვრები თავდასხმას ვეღარ ბედავდნენ. ჩემს წინ აღარვინ იყო. უკან მივიხედე.
მთელი ხროვა მოკლული წინამძღოლის გარშემო ნელნელა გროვდებოდა.

პირი საშინლად გამიშრა, ყელი გამიხმა, გამხმარი ენა ქვასავით მედო პირში. ხროტინით
შევისუნთქე ჰაერი და ზევით ავიხედე, ეშმაკის კუდი უკან მქონდა მოტოვებული... მთვარე უკვე
კლდეს ეფარებოდა... აღარ მჯეროდა რომ ოდესმე გათენდებოდა, ეს საშინელი ღამე
დასრულდებოდა და დილა დადგებოდა და მზე ისევ ამოვიდოდა. ზურგი, მარცხენა მხარი და ფეხი
მეწვოდა, სისხლის წვრილი ნაკადული ზოლებად მდიოდა, მარჯვენა ქუსლი საშინლად მტეხდა.

ვერ ვიჯერებდი რომ წინ ახალი ხროვა არ მეგებებოდა, უკანაც აღარავინ მომდევდა. ცხენის კისერზე
მიხუტებული, გონების მოკრებას ვცდილობდი. ჯერ ისევ ფოცხვრის მწვანედ დანთებული
თვალებს, წვეტიან ყურები, თეთრად მოელვარე ეშვებს, ბასრი ბრჭყალებს ვხედავდი, თითქოს
მთვარით განათებული ციდან ისევ ჩემსკენ მოფრინავდა და ცივმა ოფლმა მდინარესავით გადამიარა.

ჯადარი ქარიშხალივით დაუღალავად მიქროდა დასავლეთისკენ. მთელი გულისყური უკან


მქონდა. ახლა, მთელი ხროვა, ერთად თავშეყრილი, ალ კაბირს დახვდებოდა წინ. ხელში
ერთადერთი დენთიანი ქამარიღა მეჭირა. ისიც უკვე ცხენის ოფლით იყო სველი, ალბათ აღარც
დაინთებოდა და შორს მოვისროლე.

- მე მესროლა თუ კარაკალს?!... - ქარივით გამიელვა უპასუხო კითხვამ...

სმენამ ახალი და კარგად ნაცნობი ხმაური მომაწვდინა. ეს ხმა კარგად მახსოვდა, ეშმაკის ძაღლებმა
რომ შემიპყრეს, მაშინაც იგივე ხმა მესმოდა... ეს ღრენა და ჩხავილი არ იყო, მიწაზე უამრავი
ბრჭყალი ფხაჭუნობდა. ხროვა მობრუნებულიყო და სწრაფად, ჩუმად და გამალებით მომდევდა. ეს
უკვე ომს ნიშნავდა. აქამდე მხოლოდ საკბილოს ეძებდნენ კარაკალები, მაგრამ ახლა, მტრის
წინააღმდეგ შურის საძიებლად მოქროდნენ.

ჯადარმა გამაფრთხილებლად ჩაიხვიხვინა. მხოლოდ ერთი შოლტიღა მქონდა


ქამარში, დანარჩენები ალბათ ფოცხვრის კლანჭმა ჩაითრია, აღარც დანა მქონდა და აღარც დენთიანი
ნაჭრები. მთელი შერჩენილი ძალღონე მოვიკრიბე და შოლტი მოვიმარჯვე. მთელი ყურადღება
ზურგსუკან მქონდა გადატანილი.თუ კარაკალები ალყაში მოგვიქცევდნენ, ერთი შოლტით და
უცეცხლოდ ნამდვილად ვერ გავაღწევდით. ახლა მხოლოდ ჯადარი იყო ჩემი მხსნელი. მის
გამძლეობაზე ეკიდა ყველაფერი, მხოლოდ მას შეეძლო ჩემი სამშვიდობოს გაყვანა ან...დაპირებულ
ტყვიას უნდა დავლოდებოდი.

მოწოლილი ღამე აქლემის მოულდნელმა ღმუილმა შუაზე გაგლიჯა, ცეცხლის ალმა იქაურობა
დღესავით ზედიზედ გაანათა, ძლიერმა აფეთქებამ ყველაფერი შეაზანზარა და ისე საშინლად
დაიგრუხუნა რომ კლდეებმა ჯახანი გაიღეს და მიწა გრიალით იძრა... შეშინებულმა ცისკენ ავიხედე
და ჩემი თვალებით დავინახე, ეშმაკმა როგორ მოიქნია კუდი, როგორ დაუარა ლაწალუწით კლდის
მწვერვალებს და ცაში ატყორცნილ ფრთას წამოედო. ფრთა გადატყდა, კლდეებზე ზათქით ჩამოიქცა
და მისი ნამსხვრევები თვალუწვდენელი სიმაღლიდან სეტყვასავით წამოვიდა. კიდევ ერთხელ

237
შეაზანზარა მიწა ძლიერმა აფეთქებამ, კლდეებმა ცოცხალივით დაიღრიალეს და მათი გაგლეჯილი
მკერდებიდან ვეებერთელა ნაშალი ერთბაშად მომსკდარი ჩანჩერივით დაიძრა. წუთის წინ, ცაში
ატყორცნილი "ეშმაკის კუდი" გრუხუნით გადატყდა და ხიდივით ჩაიჭედა კლდეებს შორის.
მღრინავი ხროვა ნაშალის გადმოლახვას ამაოდ ცდილობდა. მიწაზე გრუხუნით ჩამოწოლილმა
კლდემ ერთბაშად დაიგრიალა, მთლიანად ჩამოიქცა,მთელი ხევი გადაკეტა და ხროვა ქვეშ
მოიყოლა...

ჯადარმა ერთი ნახტომით გაასწრო ქვის ცვენას, არემარე ხორცის, მტვრის და სისხლის სუნით
გაიჟღინთა. ჰაერიდან მტვერში არეული სისხლის ჩქერები წამოვიდა და ტყავ-ხორცის თბილი
ნაგლეჯების სეტყვა მოიყოლა... გულყრა, გუდვა და გულზიდება ერთად დამეწყო. თავსხმა წვიმად
და სეტყვად წამოსულმა სისხლმა და ლეშის ნაფლეთებმა - თავბრუ დამასხა. თვალები სისხლით
ამევსო, ცრემლადაც სისხლი მდიოდა. სანამ გული წამივიდოდა ცისკენ ავიხედე...
კლდის სიმაღლიდან რაღაც დიდი ჩრდილი პირდაპირ ჩემსკენ მოექანებოდა, სწრაფად
გვიხლოვდებოდა და თავზე დატყდომას გვიპირებდა. ისიც კი ვიგრძენი როგორ შეიკუმშა ჰაერში
მოქნილი სხეული...პირზე ქაფმოდენილმა ბედაურმა ჩემსავით ბოლო ძალები მოიკრიბა, ყალყზე
შედგა და მოსაგერიებლად მოემზადა...

ლამის უკვე გულწასულმა შოლტი ჰაერში მოვიქნიე... მაგრამ რაღაც ძლიერმა ისე გამომტაცა
ხელიდან, რომ მეც ამითრია და ცხენის კისერი მკლავებიდან გამისრიალდა...

კლდის ბნელი მკერდი და დაკბილული მწვერვალი პირაღმა ამობრუნდა და მთვარე ქვეშ


მოიყოლა. მიწაზე დანარცხებული მთვარე შუაზე გადატყდა და გაორდა, მერე გამწვანდა, ფოცხვრის
თვალებად იქცა და ჩემსკენ გამოქანდა...

"ვერ მომისწრო"...- გამიელვა გონების მიღმა...


ახლა მხოლოდ იმასღა ველოდი, როდის დავეცემოდი მიწაზე და როდის მომწვდებოდა კარაკალის
კლანჭი...

ბედუინი (ნაწილი XXVIII ჭეშმარიტების სარკე)

"ეს არის მკვდართა წინგი, წიგნი ალ-კხემისა, რაც დავწერე სიკვდილის


შიშის ქვეშ იმაზე, რაც ვნახე იფრითების და სასტიკი ზეციური სულების
სამყაროში მოხეტიალე ვარსკვლავებს მიღმა. იცოდეთ, ვნახე ჯინების
ყველა სამყოფელი და უწმინდური ადგილები, სამარადჟამო წყურვილის
და
შიშის სამყარო, საითკენაც გზა მიდის დიდი სიცარიელის საიდუმლო
ჭიშკრიდან
რომელიც აღმართულია ადგილზე, სახელად ური, რომელიც არსებობს
თვით
ბაბილონის დასაწყისამდე."

ალ ჰაზრაჯი.*

238
ჩემი ვარდნა იმდენ ხანს გაგრძელდა, თითქოს კოსმოსიდან გადმოვეშვი და დედამიწას
უსასრულო მანძილი მაშორებდა. ცხენის გაბმული ჭიხვინი მახსენებდა რომ ჩემი სხეული
გარდაუვალი სიკვდილისკენ მიმაქროლებდა.

"ამდენ ხანს რატომ არ ვეცემი, მიწამ ადგილი თუ იცვალა..."- ბოდვა თუ ხილვა


დამეწყო... ჯადარმა ფრთები შეისხა, მძლავრად გაშალა, ტყლაშუნით აიქნია, ცაში ირაო
მოხაზა, ჩემი სხეული ზურგზე მოიქცია და ღამეულ ცაში გაფრინდა... მეგონა, მხეცების ბუნაგად
ქცეული შაითნის დერეფანი სადღაც ქვემოთ დარჩა, მაგრამ ფოცხვრების უთვალავი მოკიაფე
თვალი ცაზეც ვარსკვლავებად გაშლილიყო და ცეცხლოვანი მდინარე ზეციდან აპირებდა
ჩამოღვრას.

თავზარდამცემმა შიშმა, ყელში ხმალივით გამიარა და სისხლით ამოვსებულ თვალებზე შავი


ბინდი გადამეკრა... ჰაერში ფარფატით ვირწეოდი, თავი მიხურდა, ისე საშინლად მტკიოდა,
თითქოს გავარვარებული რკინის სალტე მქონდა ზედ შემოჭერილი. მთელი
სხეული მტეხდა. ყველა ძვალს ერთად და მონდომებით ვიღაც ნელნელა მიმტვრევდა. პირი ისე
მქონდა გამშრალი, სადაც იყო ქვიშასავით ჩამომეშლებოდა. დახეთილი და გამხმარი ტუჩები
საშინლად მეწვოდა. უცბად ისე უხმაუროდ ჩავეშვი წყალში რომ ტალღის ჩქამიც არ გამიგონია.

ერთბაშად შემაცივა და ამაკანკალა. ამღვრეულ გონებაში მოლივლივე ოაზისი ამოტივტივდა.


ფინიკის პალმების კენარი სხეულები პირდაპირ წყალში იყო ჩაშვებული. სწორი და გრძელი
ფოთლები ღამის ჩრდილებივით უხმოდ შრიალებდნენ, შუაგულში ის ტბა ლიცლიცებდა,
რომელშიც მე ვიწექი. ხილვა ისეთი ნამდვილი იყო, წყლის ჩუმი ტყლაშუნიც კი შემომესა და
სხეულზე პალმების თმების და უცნაურად შემოხვეული ფესვები ვიგრძენი. ტალღები სახეზე
მივლიდნენ და ზედ შემხმარ, სისხლის კოლტებს ნელ-ნელა მაცლიდნენ, მტვერში და სისხლში
ამოვლებულმა სხეულმა საკუთარი კანის შეგრძნება დაიწყო.

”-ახლა თვალი რომ გავახილო და ჩემი სახლი დავინახო” - ვინატრე და თვალი გავახილე.

წყლის ფარდის მიღმა, ზედ ჩემს სახესთან, ორი ვარსკვლავი ფოსფორის შუქით კრიალებდა. ეს
მიწაზე დანარცხებული და შუაზე გატეხილი მთვარის ნათება იყო. ჩემსკენ გამოქანებული
ფოცხვრის უძრავი თვალები სახეში ჩამცქეროდნენ.

შიშისაგან მთელი სხეულით შევიკუმშე. წყალმა ჩქამი გაიღო, ტალღები წრეზე გაშალა
და ფსკერისკენ ჩამითრია. თვალღია ვიძირებოდი და მონუსხულ მზერას ვერ ვაშორებდი ორ
მანათობელ წერტილს, უძირო ორმოსავით ნელა რომ ივსებოდნენ წყლით. ფსკერს სწრაფად
მივაღწიე. პალმის ფესვებმა და კენჭებმა სხეული დამიკაწრეს... მივხვდი რომ არაფერი
მეჩვენებოდა, ნამდვილად მიწაზე ვიყავი და ნამდვილად წყლის ტალღა მარწევდა.

"-ვიხრჩობი...საჰარაში წყალში დახრჩობას - ჯობია ფოცხვერმა დამგლიჯოს."- ფსკერს ფეხით


ვუბიძე, მინდოდა ზემოთ ამოვცურებულიყავი, მაგრამ ძალა არ მეყო. ტალღის მოძრაობამ ტაატით
ჩამძირა, ფსკერზე ჩამაცურა და მორკალულ ფესვებში გამახვია. თავის დასაღწევად გავიბრძოლე,
მაგრამ უფრო გავიხლართე, ფესვი ისე ძლიერად მომეჭიდა ფეხებზე, რომ ტკივილისგან
დავიკრუნჩხე, მაგრამ რაღაც ძლიერად მომეხვია, საშინელი ფესვებისგან გამათავისუფლა და ზემოთ
ამიტაცა...

239
- ნუ გეშინია... ყველაფერი დამთავრდა!
- მომისწარი... ცოცხლები ვართ... გადავრჩით...- დაუსრულებლად ვლუღლუღებდი და
ვცდილობდი ჩემი სიტყვები მევე დამეჯერებინა.

ღონიერმა მკლავმა ძლიერ მკერდს მაგრად მიმახუტა. ჩემკენ მფრინავ, გაუგებარ და მელოდიური
სიტყვებს მოგუგუნე გულისცემა ფარავდა.
- ჯადარი...
- აქვე იქნება, მოვძებნი, ოღონდ ჯერ ცეცხლს ავანთებ. გათბები, გაშრები, დაისვენებ და შიში
გაქრება. - როგორც იქნა ჩემამდე მოაღწია ნიავივით მოჩურჩულე სიტყვებმა და ღონიერმა ხელებმა
მიწაზე ფრთხილად დამიშვეს. რამდენიმე წუთში მაცოცხლებელი სითბო ჩემს გვერდით წითელ
კოცონად გიზგიზებდა და პალმის ხმელი ეშვები ხალისიანი ტკაცუნით ისროდნენ მოელვარე
ნაპერწკლებს.

ალ კაბირმა გარემოს თვალი მოავლო და მოკლე, ჩუმმა სტვენამ ჰაერში ქამანდივით


გაისრიალა.
პასუხად გაბმულმა ჭიხვინმა იჭექა და შუაზე გაპობილი კლდიდან შავი გრიგალი გამოვარდა,
ფლოქვების მძლავრი თქარუნი კლდეებმა მკერდზე ექოდ აიფარეს. ჯადარი პირდაპირ
ჯოჯოხეთიდან ამოსულს ჰგავდა, თვალები საცრისხელა გახდომოდა, მისი გულისცემა ლამის მიწას
აზანზარებდა. ცხენი მთლიანად ოფლში და სისხლში იყო ამოსვრილი. გაწებილი ფაფარი კისერზე
ჰქონდა მიკრული, ყბებზე და მკერდზე პირიდან გადმოსული ქაფი შეხმობოდა, ფერდები მთლად
შევარდნოდა, დაკბენილი ფეხებიდან სისხლი სდიოდა. სხეულზე, რამდენიმე ადგილას, ბასრი
ბრჭალებით გაგლეჯილი ტყავიდან შიშველი კუნთი უჩანდა, ფერდებზეც დასმული ბრჭალების
კვალი აჩნდა და ბეჭიდანაც სისხლი ჟონავდა.

გადარეული ცხენი ფლოქვებით მიწას ტორავდა და ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ჯერ მე


მომვარდა და ხმიანად, ფრუტუნით დამყნოსა, ღრმად ამოისუნთქა და პატრონისკენ
მიბრუნდა. ალ კაბირმა, სწრაფად შეავლო თვალი, ლაგამი მოხსნა, მოეფერა და შუბლზე აკოცა.
ცხენი წამით გაირინდა, გარშემო გამეფებულ სიჩუმეს მოუსმინა არ ენდო და ყალყზე შედგა, მაგრამ
ალ კაბირის ნიშანზე ისევ მიწაზე დაეშვა და ყურები ცქვიტა. კარგა ხანს ელაპარაკებოდა ალ კაბირი
მეგობარს, კისერზე და შუბლზე ეფერებოდა, ჯადარი უფრო და უფრო წყნარად ფრუტუნებდა და
ნელნელა მშვიდდებოდა.

გადატანილი უბედურებისგან დაჭიმული ძარღვები თანდათან მიდუნდებოდნენ. ცეცხლთან


გვერდულად ვიწექი. გაშტერებული შევჩერებოდი მოღადღადე კოცონს. მოცეკვავე ალმა მზერა
წამართვა და მთლიანად მიისაკუთრა. ბურანში ჩაძირულმა ძლივს შევნიშნე, როგორ
ათვალიერებდა ალ კაბირი ჩემს ჭრილობებს ზურგზე, მკლავზე, ბეჭზე, მარჯვენა ფეხსაც კარგა
ხანს დასცქეროდა დაფიქრებული. ახლაც მოუხედავად იგრძნო ჩემი მზერა და მშვიდად თქვა:

- რომ მცოდნოდა... ამ ჯოჯოხეთისთვის არ გაგწირავდი... ზურგზე ჭრილობები გაქვს, ფეხიც


დაზიანებულია, ძვლები მთელია, მყესიც, მაგრამ კუნთია გაგლეჯილი. ბედუინების
მალამო გართულებას აგაცილებს, ტკივილს დააყრუებს, ოღონდ ფეხით სიარულს ვერ
შეძლებ. ჯერ შენს ჭრილობებს მოვუაროთ, მერე ცხენს მივხედავ, ჯადარიც ცუდ დღეშია,
დაკბენილია... - მოალერსე ხმამ ღამის სიჩუმე ნიავივით შეარხია.

პეშვით მოწოდებული წყალი ძლივს მოვსვი, დახეთქილი ტუჩები საშინლად მტკიოდა და


მეწვოდა. ცოტა ხანში ზურგზე, მხარზე და მკლავზე მალამოთი გაჟღენთილი საფენები მედო, ფეხი
სუფთად მქონდა შეხვეული და ყველა ნაკაწრზე მალამო მესვა.

240
- კლდეები ასე რამ დაანგრია... ამდენი კარაკალი ასე ერთბაშად სად გაქრა... - ხმას აღარ ვენდე და
ჩავიჩურჩულე.
- ხროვამ პირი იბრუნა და დაგედევნა, სხვა გამოსავალი აღარ იყო, კლდე ავაფეთქე, თქვენს შორის
გზა უნდა გადამეკეტა.
- მე კი მეგონა გაბრაზებულმა შაითანმა კუდი მოიქნია, მიწა გააპო, ცა და მიწა შეძრა და
ჯოჯოხეთის კარი შეანგრია. მთვარე მიწაზე ჩამოვარდა გადატყდა, ფოცხვრის თვალებად იქცა
ჩემსკენ გამოქანდა და ზეციდან დამატყდა თავს...

- შაითნის გადატეხილ კუდზე თოკით დაკიდებული აფეთქების ტალღამ თქვენსკენ გამომაქანა,


კლდეების ჩამონგრევას გამოვასწარი, შენი მოქნეული შოლტი დავიჭირე და ძლივს წაგართვი
ხელახლა რომ არ მოგექნია.
- შენ იყავი...
ალ კაბირმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა...
- შენი დრომადერი სადაა... - სხვაგან შევაბრუნე სიტყვა.
ჩამონგრეული კლდეებისკენ უსიტყვოდ მანიშნა.

- მდევარი აფეთქების ხმას გაიგებდა... ეცოდინებათ სად ვართ. - ჯიუტად მივყევი შებრუნებულ
სიტყვას.
- თუ შაითანმა თავისი დამტვრეული ფრთები არ მისცა, ვერ დაგვეწევიან. ალლაჰის შემწეობით,
ხვალ საღამოს თეთრ უდაბნოში ვიქნებით, ზეგ საღამოს ფარაფრას ოაზისში. - ისევ დავინახე
როგორ გაიციალა მწვანე თვალებში ათასფრად მოელვარე სამყარომ და გულში უსიამო გრძნობამ
დამიარა, ახლა მე ავარიდე თვალი მის მზერას და ჩუმად ვთქვი:
- ინშალაჰ!..

ალ კაბირმა მკერდზე ხელი მიიდო, თავი მოწიწებით დამიკრა და ფეხზე ადგა.

გარშემო ჩუმი ნაბიჯის ხმა ისმოდა. ჩემი ლისამი და ტყავის ზედსაცმელი ცეცხლის პირას, ლოდზე
გადაფენილი შრებოდა. იქვე გეოლოგის ზურგჩანთა იდო. ჩემი ფეხსაცმელები ცეცხლს იყო
მიფიცხებული. გარშემო სიმყუდროვე და სიჩუმე ჩამოდგა. კლდეები თავის ადგილს
დაბრუნებოდნენ, ვეებერთელა მთვარე ისევ ძველებურად ეკიდა ცაზე, სპილოსძვლისფერი ნათელი
დასდიოდა, კლდის წვერი სახეს უფრავდა და ცალი თვალით მოწყენილი დასცქეროდა მოგიზგიზე
კოცონს.

გარემო მთლად შეცვლილიყო. კლდეებს გულ-მკრედი შენგრეოდათ და ყელი


გამოღადროდათ, ეშმაკს ფრთები მომტვრეოდა, ცაში ატყორცნილი კუდი ახლა კლდეებს შორის
ხიდივით იყო ჩაჭედილი. კლდის ნამსხვრევებს მთელი ხევი ლოდებით ამოევსოთ,
ვეებერთელა ჯებირი აღემართათ და დერეფანი მთლიანად გადაეკეტათ. ჯებირს იქეთ სიცოცხლის
ნიშანწყალიც აღარ იყო. ცოტა ხანში ვიგრძენი გამშრალი და ცეცხლით გამთბარი ლისამი როგორ
გადამეფარა მოკუნტულ სხეულზე და მისმა სითბომ სიმშვიდე მომიტანა.

ბედუინის მოძრაობას თვალყურს ვადევნებდი. პერანგი გაეხადა და მკერდზე, გულის მხარეს


გრძლად დამჩნეულ ჭრილობას უვლიდა. მალამო წაისვა, მჭიდროდ და სუფთად შეიხვია. შემდეგ
ჯადარს მიუბრუნდა, ჭრილობები ამოუსუფთავა, გაგლეჯილ ტყავზე ნაკერები დაადო, მალამოიანი
ნაჭერი დააფინა, დაკბენილი ფეხებიც მალამოთი გაჟღენთილი ბინტით მჭიდროდ
შეუხვია, ტბასთან მიიყვანა, კისერი და მკერდი ჩამობანა. ცეცხლთან მობრუნდა, ფეხი მოირთხა,
ბურნუსი მოიხადა და ზურგით ლოდს მიეყრდნო. მისი ქვიშით დაფარული და შავი კვამლით
გაბოლილი სამოსი, მთლად სისხლით იყო გაჟღენთილი და დამწვარი დენთის სუნი ასდიოდა.
ომიდან დაბრუნებულივით იჯდა, მზერა ნელ-ნელა მშვიდი უხდებოდა, ძველებური სიმკაცრის

241
ნაპერწკალი უბრუნდებოდა, ხან მე შემავლებდა თვალს, ხან ჯადარს... დაჭრილები, დაღლილები,
მტვერში, სისხლში და ქვიშაში ამოგანგლულები, დენთის კვამლით გაშავებულები, პატარა ოაზისში
გუბურის პირას მოგიზგიზე კოცონთან სამივე ისევ ერთად ვისვენებდით და ისევ ცოცხლები
ვიყავით...

გადატანილზე ფიქრი არ მინდოდა. ჩემს გონებაში ეს უცნაური ომი გამეფებულიყო. ჩემსკენ


ტალღებად მფრინავი უამრავი ფოცხვერი, მათი ვარსკვლავებივით ანთებული თვალები, ჰაერში
მფრინავი ცეცხლიანი ქამანდები თვალწინ მედგა და მოქნეული შოლტების დაუსრულებელი
წივილი ისევ ყურში მესმოდა... ხელებზე დავიხედე, საფლავის თხრისგან გადატყაულ, დაკოჟრილ
ხელისგულებს ახალი ბებერები მიმატებოდა, შოლტის ტარისგან დატოვებული ბებერები...

უცბად გამახსენდა რომ შაითნის დერეფანში დაღუპული ტუარეგების ძვალ-ჩონჩხი თვალში


არ მომხვედრია.

"- სიბნელეში, ცეცხლის შუქზე, კარაკალები აღლევებული ზღვის ტალღებად გადადიოდნენ


ერთმანეთზე, ხროვა ყველაფერს ფარავდა, ვერც დავინახავდი ან იქნებ უკვე გამოვიარე, მაგრამ თუ
წინ მელოდება, ესე იგი იქ ახალი განსაცდელია... " - შიშმა ისე უსიამოდ დამიარა, რომ
უცბად წამოვჯექი.

-მალე ეს გზა დასრულდება და აქედან წახვალ... - უცხოდ მომესმა ჩუმი სიტყვების ნაცნობი
სითბო. არ ვიცოდი უნდა მეპასუხა თუ არა რაიმე, მაგრამ ისე რომ ჩემს გონებას არც კი გაუაზრებია,
ჩემმა სულმა თავად ამოიდგა ენა და გულის ძალა მოიშველია. ჩემი ხმა შორიდან მესმოდა, თითქოს
მე ვლაპარაკობდი და ამავდროულად სხვა "მე" ვიყავი...

- იცი ალ კაბირ, როცა მილოშმა ჩემი მოკვლა დააპირა და მესროლა, დელტაპლანით


ვფრინავდი. პოლონელმა ფეხში დამჭრა. ტკივილისგან გათანგულმა, დელტაპლანი დასავლეთისკენ
შევაბრუნე და ქარის ნაკადმა უდაბნოში გამიტაცა. ასე გადავრჩი სიკვდილს, მაგრამ როცა ჰამადში
ჩამოვვარდი, ისეთი უმადური აღმოვჩნდი, სიკვდილს გადარჩენილმა - ისევ სიკვდილი ვინატრე.
ახლა მჯერა, რომ სწორედ იმ წამს შეიცვალა ჩემი ბედისწერა და ეს გზა სასჯელად
მომევლინა, კარგად რომ დამენახა, როგორი ძვირია სიცოცხლე... მაშინ ასეთი სულმოკლეობა რომ
არ გამომეჩინა, ამდენ უბედურებას ავცდებოდი.

- ძვირი სიცოცხლე... - ჩუმად ჩაილაპარაკა ალ კაბირმა და ცეცხლს მიაჩერდა.

ჩემი ხმა თანდათან მიახლოვდებოდა და ჩემს სხეულს უბრუნდებოდა:

- შეიძლება ღმერთი სიკვდილისთვის მამზადებს და ჩემი განწმენდა უნდა შვიდი თაობის


ცოდვებისაგან. მიუხედავად ჩემი უმადურობის და სულმოკლეობისა,
იმქვეყნიური ჯოჯოხეთისთვის ალბათ მაინც არ ვემეტები... სამაგიეროდ აქ, ამ უსასრულო
უდაბნოში, ყველაზე ძნელი გამოცდა მომიწყო, ჯერ კაცის სისხლში ხელი გამასვრევინა,
მერე ცოცხლად დამმარხა, სატანა და ამქვეყნიური ჯოჯოხეთი მაჩვენა და შაითნის დერეფანში
მატარა.

რაც დრო გადის, ჩემთვის უფრო დაუჯერებელია, რომ მე, სრულიად სხვა გარემოში დაბადებულმა
და გაზრდილმა, ცივილიზაციის კომფორტს მიჩვეულმა, საჰარაში იმდენი რამ გადავიტანე,
აქაურ მომთაბარესაც გაუჭირდებოდა. ფიზიკურად და სულიერად მოუმზადებელმა,
ცხოვრებისთვის უმწიფარმა, ხშირად ერთი ჭიქა წყლის და ცარიელი იმედის ამარა - აქამდე
ცოცხალმა მოვაღწიე. მე ახლა, ჩემს შებრუნებულ ბედისწერას ისევე ვებრძვი, როგორც ჩემი ქვეყნის

242
ზღაპარში კლდეზე მიჯაჭვული ამირანი, სულ რომ იტანჯება და დღემდე მაინც ცოცხალია...

ახლა მჯერა, რომ ამ ძნელ გზაზე ღმერთმა ჩემი მფარველობის მისია დაგაკისრა. შენი, მაჰმადიანი
მამაკაცის ხელით, მე მართლმადიდებელ ქრისტიანს, - მძიმე განსაცდელისას, შუა საჰარაში, თაფლის
წმინდა სანთელი გამომიგზავნა და მერგერგესის თეთრი რაშივით ძლიერ და ერთგულ ბედაურზე
შემსვა, შაითნის დერეფანი რომ გამეარა, უამრავ მხეცს გავქცეოდი და ნამდვილი ჯოჯოხეთი
გადამელახა. ახლა ნამდვილად ზუსტად ვიცი რომ სიკეთისთვის მხოლოდ სურვილია საკმარისი და
არა რომელიმე რელიგია ან მრწამსი, ისიც ვიცი, ბედნიერად რომ ვიგრძნო თავი, სულ სამი
რამ მჭირდება... სიცოცხლე... წყალი... და იმედი...

ალ კაბირი ცეცხლს თვალმოუცილებლად უცქერდა. უძრავად იჯდა. მისი ქანდაკივით


ამოყვანილი სხეული მხოლოდ სუნთქვით ამჟღავნებდა რომ ხორციელს ეკუთვნოდა. მთელი
ყურადღებით მისმენდა, ვგრძნობდი რომ ჩემი თითოეული სიტყვა ჯერ მის გულში აღწევდა და
შემდეგ გონებაში. გარინდული ელოდა როდის დავასრულებდი სათქმელს.

- არ ვიცი, არსებობს თუ არა ტკივილის გარეშე უკეთურებისგან სულის განწმენდის გზა, -


გავაგრძელე ხმამაღალი ფიქრი, - მაგრამ თუ არსებობს იმ გზას ავირჩევდი, რადგან სულმოკლე ვარ
და განსაცდელის მეშინია. საჰარაში მოხვედრის შემდეგ, სადღაც ქვეცნობიერში, მუდმივად ერთ
რამეზე ვფიქრობ და პასუხს ვერ ვპოულობ... მაინც რატომ უფრთხილდება სული ასე ძალიან იმ
სხეულს სადაც თავად არის ჩასახლებული... რატომ იბრძვის ასეთი ძალით მის გადასარჩენად. თავად
უკვდავს, რაში ჭირდება სხეული, რატომ აძლევს ადამიანს მის გადასარჩენად წარმოუდგენელი
წამების ატანის უნარს... სიცოცხლისთვის უთანასწორო ბრძოლაში ხანდახან თვითონაც ავადდება,
გონებაზეც კი უარს ამბობს, ოღონდ სხეული გადარჩეს... ნუთუ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება რომ
თავისი სახლის დათმობა არ უნდა... გაორებული ვარ, თითქოს საკუთარ თავს ვკარგავ... ახლაც კი
ჩემი ხმა ისე შორიდან მესმის, თითქოს სხეულიდან ვარ გასული... გადასატანი განსაცდელის,
მოსალოდნელი სულიერი ტანჯვის ატანის შიში მოსვენებას არ მაძლევს და შიგნიდან მძიძგნის...

ალ კაბირი ოდნავ შეირხა და ძალიან ნელა თქვა:


- მძიმეა შიში. წონასწორობას აკარგვინებს კაცს. შენთვის დაპირებული გასროლის შიში
განსაცდელად დამატყდა. ტყვია სულ ცხრა გრამია და კაცს კლავს, - ოღონდ ერთხელ. შიში კი ყოველ
წამს გკლავს და თან ცოცხალს გტოვებს რომ მომდევნო წამს ისევ მოგკლას... ამიტომ უკან
მოტოვებულ განსაცდელზე არ იფიქრო, უნდა დაივიწყო, არც მომავალ განსაცდელზე იფიქრო...თუ
ამას ვერ შეძლებ, ცხოვრება ისე გაგეპარება, როგორც ქვიშაში წყალი...

- არ გამომივა, სიკვდილის შემდეგაც მემახსოვრება.


- გონებას დიდი შესაძლებლობები აქვს, ძალა დაატანე, არ გაიხსენო, არც ხმამაღლა ახსენო,
გონებაში და გუნებაში, ორივეში უნდა წაშალო.
- შენ ეს შეგიძლია?...
- ჩვეულებრივ, ადამიანებს არ შეუძლიათ შიშისგან განთავისუფლება.
მხოლოდ "ჭეშმარიტების სარკის რაინდებს" და ”ალ აზიფ კიტაბის” მაგებს შეუძლიათ შიშს
სრულად დააღწიონ თავი.

- წარმოუდგენელია...ეს სადმე წერია? სადმე შეიძლება წავიკთხო თუ... სახლში დავბრუნდი....

- ”ალ აზიფ კიტაბ” ანუ ალ აზიფის წიგნს ”ნეკრონომიკონის” სახელით იცნობენ. ეს არაბული
წიგნია ოკულტიზმზე. ეს წიგნი სიკვდილის განზომილებაში ცოცხალი ადამიანის გასასვლელი კარის
გასაღებად ითვლება. მის ხელში ჩაგდებაზე უხსოვარი დროიდან ბევრი ხელისუფალი,
პოლიტიკოსი და ოკულტისტი ოცნებობს, მაგრამ წიგნი პატრონს თვითონ ირჩევს. მის მოსპობას

243
საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ, ის კი უვნებელი რჩებოდა და ხან სად გამოჩნდებოდა და ხან
სად. წიგნი ოთხმოცდათექვსმეტ ხელნაწერ ასლად არსებობს, მათგან მხოლოდ შვიდს აქვს
ნამდვილი ძალა, - გააღოს სხვა განზომილებაში გასასვლელი ჭიშკარი. ამ შვიდიდან სამი არაბულ
ენაზეა, ერთი ბერძნულია, ორი ლათინური და ერთიც ინგლისური. ნეკრონომიკონის მაგიური
სიმბოლოებისა და შელოცვების გამოყენებით ფიზიკური რეალობიდან გასვლა სიცოცხლის
დაუკარგავად შეიძლება. არაბული ტრადიციის მიხედვით უდაბნო "რუბ ალ ხალი" კაბალისტური
"დაათ"-ის ექვივალენტი და "დიდი სიცარიელის" საიდუმლო ჭიშკარია.

- ეგ უდაბნო არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთშია, მთლად ქვიშიანია, იქ საჰარაზე მკაცრი


კლიმატია. რას ამბობს ეგ კიტაბი, რაზეა დაწერილი...

- მასში წერია, რომ დიდ სიცარიელეში მუქარიბები შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში


შედიოდნენ. მანამდე აზრის გაქრობის, მისი სრული წაშლისთვის უნდა მიეღწიათ და ამისთვის
დიდხანს ემზადებოდნენ. იმ მისტიურ დიდ სიცარიელეში აღწევდნენ ან-ნიჰილიზაციას, ანუ
ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების შეჯახების შედეგად სხვა, თავდაპირველი ნაწილაკისგან
განსხვავებულ ნაწილაკად გარდაქმნას. ”ან-ნიჰილიზაცია-ფანა” უმაღლესი მიღწევაა სუფიურ და
მუქარიბულ მისტიციზმში.

ამ პროცესში, მაგი მატერიის ბორკილს იხსნის და სიცარიელეში ინთქმება. იდუმალი ტექნიკის


დახმარებით სიცარიელის იქით გადადის და ორივე რეალობის არსებებზე გაუგონარ ძალაუფლებას
იძენს. ჯინები, ანუ სულები რომლებიც დედამიწაზე ადამიანებზე ადრე არსებობდნენ, - ახლა სხვა
რეალობაში არიან გადასულები და ლატენტურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ნეკრონომიკონის
მცოდნეს, დედამიწის რეალობაში ჯინის შემოყვანა შეუძლია. წიგნის ავტორი ალ ჰაზრაჯი, იდუმალი
ცოდნის მფლობელი იყო და პირდაპირ ამყარებდა ურთიერთობას სხვა რეალობის უძლიერეს
არსებებთან. მან იმ უდაბნოში ათი წელი გაატარა. ეგვიპტეში სხვადასხვა ოკულტური
საიდუმლოებები შეისწავლა, დამასკოში დასახლდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა იოანე
დამასკელთან. ეგ კიტაბიც იქ დაწერა. ნეკრონომიკონის სახელწოდება არანაკლებ შვიდნაირად
იშიფრება და იკითხება. თანამედროვე მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ამ წიგნში რაც წერია ყველაფერი
ზღაპარი ნამდვილად არ არის და ანტიმატერიის არსებობაც უკვე აღიარებულია...

- არ მიკვირს...არისტოტელეს, პლატონის და პტოლემეს შრომებს ქრისტიანული ევროპა მხოლოდ


შუა საუკუნეებში გაეცნო და ისიც არაბული თარგმანებით. მერე ითარგმნა ლათინურად. გამიგია
რომ ტერმინი “ალგორითმი” არაბი მათემატიკოსის და ასტრონომის, ალ-ხორეზმის სახელიდან
მოდის... არაბებმა ასწავლეს ევროპას ჰიგიენა, დიეტა, აბანო და არყის გამოხდა...
მაგრამ ჭეშმარიტების სარკეზე არაფერი გამიგია, ეს რაიმე საიდუმლო ორდენია? - ფრთხილად
შევაბურნე კითხვა.

ალ კაბირი ცოტა ხანს დუმდა, ფიქრობდა გაეგრძელებინა თუ არა ეს უჩვეულო საუბარი, ბოლოს
მაინც გადაწყვიტა ეთქვა რასაც აპირებდა და ისე, რომ ჩემსკენ არ მოუხედავს გააგრძელა:

- ძველ ეგვიპტეში უმაღლესი სკოლა არსებობდა, რომელიც სულიერი განზომილების ახალი


საფეხურის საწყისად ითვლებოდა. სხვა ჩვეულებრივი სკოლებისგან განსხვავებით, იქ ობიექტურ
ფაქტებს ასწავლიდნენ, რაც რეალური სამყაროს რეალურ შემეცნებას გულისხმობს. ყველაზე
რთული კურსი საკუთარი სხეულის ბუნებრივი, მაგრამ უხილავი ფუნქციების ფლობის შესწავლას
ეძღვნებოდა. ეს ტექნიკა ამ არაადამიანურობიდან, რაც დღეს ვართ, ნამდვილ ადამიანად
გარდაქმნის საშუალებას იძლეოდა. ამ საიდუმლოს "ფსიქოლოგიური ოპტიკა" ** ჰქვია. ამ
ტექნოლოგიისთვის, ზოდიაქოს ნიშნების გავლენით დამზადებულ სპეციალურ სარკეებში,
მასში მომზირალი ადამიანის ცუდი მხარეები აისახებოდა. ასეთ სარკეს ”ანკხ ენ მაატ” ანუ

244
"ჭეშმარიტების სარკე" ერქვა. ამ სკოლაში სწავლამდე, მოსწავლე არასწორად ნაცხოვრები
წარსულისგან უნდა განთავისუფლებულიყო, სკოლაში მხოლოდ მაშინ იღებდნენ თუ იმ სარკეში
ვეღარფერს ხედავდა და განწმენდილი იყო. შემდეგ იწყებოდა ხანგრძლივი სწავლის პროცესი,
გონებრივი სულიერი და ფიზიკური სავარჯიშოები. სწავლის დასრულების შემდეგ სასწავლებელს
ნამდვილი ადამიანად ტოვებდა, რომელსაც სრულიად სხვა ღირებულებები, ცოდნა და დიდი
საქმეების შესასრულებელი მზაობა ჰქონდა ვიდრე სხვებს.

ტიბეტელი ბერები "საკუთარ თავთან დაბრუნების" ერთი საოცარ სულიერს პროცედურას


ფლობენ. ამ ტექნიკაში საკუთარ შემეცნებაზე გონების გადასართავად სარკეა გამოყენებული. ეს
პროცესი სრულ სიჩუმეში, თვალის დაუხამხამებლად, საკუთარი გამოსახულების სარკეში
ხანგრძლივ ცქერას გულისხმობს. სარკეში ცქერის დრო ნელ-ნელა იზრდება და კვირის
ბოლომდე შვიდ წუთამდე ადის. ადამიანი ხშირად სარკეში საკუთარი სახის ნაცვლად სხვა სახეებს
ხედავს, რომლებიც რიგრიგობით ერთმანეთს ენაცვლებიან. ეს ”სხვა სახეები” საკუთარი სახის
ვარიაციებია, ანუ ადამიანის გამოსახულებები წინა ცხოვრებებში. უძველესი ტიბეტური პრაქტიკა
გვაფრთხილებს, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია სარკიდან, წარსულ ცხოვრებაში ჩადენილი
ცოდვების გამოსახულებები გამოიხმოს და საკუთარი შიშის მსხვერპლი გახდეს.

- შენ ეს სკოლა გავლილი გაქვს, ხომ ასეა... ბიძაჩემმა მითხრა, რომ სუნდიატა კეიტას კოსმოსიდან
საკრალური ცოდნა ერგო, რომელიც დინასტიის წევრებს მამაკაცის ხაზით გადაეცემოდათ. ახლა
გასაგებია როგორ ახერხებდი ჰაერში ფრენას იმ ღამით, როცა იმ დაბლობზე მდევარი მოიგერიე.
ისიც მესმის რატომ ატარებ ეგვიპტეში და საჰარაში ამდენ დროს, ასეთი ცოდნის დაუფლებისთვის
უკეთეს ადგილს ვერც ინატრებ...

- ახლა შენზე ვლაპარაკობთ! - მოჭრით შემაწყვეტინა ალ კაბირმა.

მისი პასუხი იმდენად მოულოდნელი და მკაცრი იყო რომ გავშეშდი. ის ახლა უცნობი, უძრავი და
ცივი მზერით მიცქერდა. რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა. ყველა სიტყვას წონიდა, თუმცა
ვერ ვხვდებოდი საით უმიზნებდა. ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ ისევ ცეცხლს გაუსწორა თვალი და
გააგრძელა:

- შენ თქვი, რომ გორგისტანიდან ხარ და შენს ქვეყანას ჩრდილოეთიდან კავკასიის მთები
ესაზღვრება... კავკასიას არაბულ ენაში qaf (qaf-qasiah) ნიშნით აღნიშნავენ და მისი მთაგრეხილი
წმინდა მთებად ითვლება. ძველ დროში კავკასია აღქმული იყო, როგორც გეოგრაფიული და
მისტიური საზღვარი არა მარტო ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, არამედ დასავლეთსა და
აღმოსავლეთს შორის, ევროპას და აზიას ვგულისხმობ. კავკასია ის ადგილია, სადაც საშინელ
სამსჯავრომდე იაჯუჯ-მაჯუჯები, ბიბლიის მიხედვით გოგი და მაგოგი - შემოიჭრებიან
კაცობრიობის ამოსაჟლეტად. სწორედ ამ ადგილზე დაიწყება საკრალური მოვლენები. ეზოთერული
ნიშანი "qaf" ანუ კავკასია იდუმალ მეცნიერებაში გამოიყენება, როგორც საზღვარი, სადაც
ერთმანეთს ბოროტი და კეთილი ძალები შეეჯახებიან. ცნობილი სუფია იდრის შახი**, სიმბოლო
,,qaf''-ის შესახებ აცხადებდა, რომ მასონები და სუფიები მას ერთნაირი მნიშვნელობით იყენებენ
და ციფრ "33"-თანაა დაკავშირებული, ანუ ქრისტეს ასაკთან, სიკვდილთან და აღდგომასთან.
სუფიები კავკასიაში ელიან ქრისტეს მეორედ მოსვლას. შენი სამშობლო, დადებითი და უარყოფითი
ძალების შეჯახების მისტიური ადგილია. იქ დაბადებული ყველა ადამიანი განსაკუთრებული
ეზოთერული სულიერი ძალის მატარებელია.

ალ კაბირი ისე ნელა ლაპარკობდა თითქოს თითოეულ სიტყვას ჩემს გულს უმიზნებდა. თვალი
მშვიდად გამისწორა და თითქმის ჩამომარცვლით თქვა:

245
- ეს იმიტომ გითხარი, რომ ყოველთვის, როცა მეგონა სიცოცხლემ საკუთარ თავთან მარტო
დაგტოვა,** ხელახლა დგებოდი ფეხზე და თავიდან იწყებდი გადარჩენისთვის ბრძოლას. პირველად
ეს ბედნიერ შემთხვევას მივაწერე, მაგრამ როცა რამდენჯერმე გამეორდა, რაღაც მენიშნა.
დავფიქრდი საიდან გეძლეოდა ამხელა სულიერი ძალა, წარმოუდგენელი გამძლეობა. თავიდან
ვიფიქრე, სამშობლოში ქმარშვილი, ან საყვარელი მამაკაცი გელოდა და ძალას სიყვარული
გაძლევდა... მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ ასე არ არის.

- საიდან იცი...
- როცა სანთლის წინ ლოცულობდი, ოჯახის წევრებს ახსენებდი, მაგრამ ლოცვისას
გამომეტყველება არ შეგცვლია ... შვილის ხსენებაზე ქალი სხვა სხივით ნათდება...
- რას გულისხმობ...
- შეეცადე მშვიდად შეხვდე რასაც გეტყვი, დროა გითხრა...
- ... რა უნდა მითხრა...
- შენმა რომელიღაც წინაპარმა, უხსოვარ დროში, აქ ეგვიპტეში, ამ მიწაზე, ”ჭეშმარიტი
სარკის” სწავლება გაიარა. თაობების შემდეგ მისი სულიერი სიწმინდე და ემოციური ძლიერება
შენში აისახა. შენ ამ ძალის ნაწილი გაქვს, მაგრამ განუვითარებელი... ანუ მხოლოდ ის, - რაც
გენეტიკით გერგო. არც შენი სახელია შემთხვევითი, ძველი ეგვიპტური იეროგლიფებით ის ორმაგ
სიწმინდეს და პირდაპირობას ნიშნავს, მისი სიმბოლოებია მდინარე და გზა. შენს ნათქვამში
სიტყვების უკან საძებარი არაფერია, აზრი ყოველთვის ნათელია და სუფთა. შენ არასოდეს იეშმაკებ,
არ იმუხთლებ და ღირსიც რომ იყოს ვინმე, არ უღალატებ. შენი ნდობა ბოლომდე შეიძლება.
საფრთხესთან და ელდასთან პირველი შეჯახების გადატანის დიდი უნარი გაქვს, არ იბნევი და
ბრძოლას იწყებ. ეს თვისებები გენში გაქვს - ჭეშმარიტების სარკის სწავლების ძალით, მაგრამ
საფრთხის დაძლევის შემდეგ ძალიან გიჭირს, რადგან არ იცი როგორ მართო შენი ფსიქიკა. აქედან
წასვლა ახლა შენი ერთადერთი მიზანია, მაგრამ გავა დრო და ისევ დაბრუნდები... თან დიდი ხნით,
რადგან ის ძალა რაც მემკვიდრეობით მიიღე, ეგვიპტეში დაგაბრუნებს, მისი ყველაზე ძლიერი კერა
აქ არის. განგების ნებით, წმინდა სარკის ოსტატის მემკვიდრეები სიცოცხლეში
ერთხელ მაინც ჩამოდიან აქ. ქვეცნობერს მოჰყავს აქამდე, ოღონდ მიზეზს ვერ ხვდებიან
და გაურკვევლობაში მყოფები ტოვებენ აქაურობას. ეგვიპტეში ჩამოსვლა ალბათ შენი ყველაზე
დიდი სურვილი იყო, როგორც ჩემი ემი კუსიზე ასვლაა...

- მართალია..მართლა ასეა... მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობ... პირიქით, წარამარა კისერს ვიტეხ და


სულ შენი დახმარება მჭირდება... ნუთუ მართლა ფიქრობ რომ შენი მოსაზრება სწორია?..

- მცოდნე სწრაფად ხედავს სხვაში იგივე უნარებს რაც თავად ცოდნის ძალით შეიძინა. შენს
გადაწყვეტილებებში და მოქმედებაში ეს კარგად ჩანდა. გვიან, მაგრამ მეცნო შენი თვისებები. იმაშიც
დარწმუნებული ვარ, რომ ბიძაშენი სწორედ იმ დაკარგულ ცოდნას ეძებს ამ ქვეყანაში. მან რაღაც
ისეთი იცის, რაც შენ არ იცი. როცა შეხვდები გახსნილად შეეკითხე. რაკი თავად თვლი რომ შეიცვალე
და სხვა ადამიანი გახდი, ისიც იგრძნობს შენს ცვლილებას და თუ დარწმუნდება რომ პასუხის
მოსასმენად მზად ხარ - სიმართლეს გეტყვის. ერთი რამ იცოდე, მხოლოდ და მხოლოდ შენს ნებაზე
უნდა იყოს დამოკიდებული განავითარებ თუ არა ამ უნარს და არავის მისცე ნება გამოგიყენოს. სანამ
რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ, ჩვეულებრივად იცხოვრე და ნელნელა თავად მიხვდები რა უნდა
აკეთო...

- ქალებს ამ ცოდნის მიღება არ ეკრძალებათ?


- შენ კავკასიელი ხარ, მგლების ქვეყნიდან...
- ეგ სკოლა არსებობს?..
- ბიძაშენს ეცოდინება, თუ საჭიროდ ჩათვლის, თავად გეტყვის. ახლა დასვენება უნდა
მოვასწროთ, ჯერ კიდევ შაითნის სტუმრები ვართ. ალიონზე გზას უნდა დავადგეთ...

246
ალ კაბირმა საუბრის დასრულება მანიშნა, პალმის ხმელი ფოთლები და ეშვები კოცონს
დააყარა, ჯადარს უხმო, შუბლზე მოეფერა და ცეცხლთან ახლოს მიუჩინა ადგილი. იდაყვის
ქვეშ ზურგჩანთა ამოიდო, ლოდს მიეყრდნო და ქანდაკებასავით გაქვავდა.

ამ გაუგონარი ამბებით გაოგნებულს გარშემო ყველაფერი ილუზიად მეჩვენა.


ბუდა ხომ ისედაც ილუზიას ანუ "მაიას" უწოდებდა გარშემო არსებულ რეალობას. თვით გაუტამა
ბუდას დედასაც მაია ერქვა... ანუ ილუზია...

"- იქნებ რაც ჩემს თავს ხდება, ეს მონაყოლიც, ილუზიაა და სინამდვილეში არც ხდება... იქნებ
ყველაფერი სულაც მეჩვენება და ვბოდავ...თუ ცხოვრება, ყველაზე დიდი მისტიკა და ილუზიაა,
მაშინ სადაა რეალობა და სინამდვილე... "ჭეშმარიტების სარკეში" თუ "დიდი სიცარიელის ჭიშკარს"
მიღმა... ღმერთო მიშველე, შემიწყალე, აქედან ისე გამიყვანე, ჭკუიდან ნუ შემშლი და ილუზიად ნუ
მიქცევ ყველაფერს რაც მიყვარს და მენატრება..."

თავი მკლავზე მივდე და კოცონს დავაცქერდი. ცეცხლი კი ერთადერთი მწველი რეალობა,


ხალისიანად გიზგიზებდა, ნაპერწკლებს ისროდა და კლდოვანი ღამის სიცივეში უშურველად
აფრქვევდა წითელ სითბოს.

ბედუინი (ნაწილი XXIX სიცოცხლის გზა)

... И от века до века стремлюсь я в Звёздные дали -


Таков путь человека По Великой Спирали...

წამიკითხავს სადღაც...

თვალდახუჭული ალ კაბირი საკუთარ თავში ჩაღრმავდა და გაირინდა. დაღლილობისგან და


დაძაბულობისგან განთავისუფლებას ცდილობდა. გავლილი გზის, მუდმივი უძილობის და
გადატანილი მძიმე საათების კვალმა ერთბაშად იჩინა თავი. უდაბნოს ისედაც სასტიკ გარემოში
მოულოდნელი საფრთხეების დასაძლევად, მუდმივი სიფხიზლის შესანარჩუნებლად, დაუღალავი
მდევრისგან თავის გასარიდებლად დიდი სულიერი ძალა ჭირდებოდა. ამოჩემებული დუმილი, -
ფიზიკურ და სულიერ მზადყოფნას უნარჩუნებდა, სიტყვებისთვის ემოციას არ ხარჯავდა, თავს
მოდუნების უფლებას არ აძლევდა, აბსოლიტური ყურადღების კონცენტრირებისთვის ლაპარაკს
თავს არიდებდა. მუჰამადის ნათქვამი გამახსენდა, ალ კაბირს და მის ცხენს საჰარაში ტოლი არა
ჰყავთო რომ მითხრა. ახლა დაუმცადარად ვიცოდი რომ სიტყვებს აქ, მართლა დიდი ფასი ჰქონდა,
მაგრამ სიმართლე ათასჯერ მაღალი აღმოჩნდა. გადავწყვიტე დასვენების საშუალება მიმეცა.
ვცდილობდი არ შევრხეულიყავი, მისი ყურადღება რომ არ მიმექცია.

მარჯვენა ფეხი ყრუდ მტკიოდა. ცეცხლს შევყურებდი და ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი


მასპინძელი იქნებოდა თავის სახლში, ეს წარმოუდგენლად გამბედავი, საოცრად გონიერი და
მიმზიდველი კაცი. ალბათ კეთილშობილი, გულგახსნილი, თავშეკავებულად მხიარული და
სტუმრიანობით გახარებული...

საჰარაში სტუმარს მისი წონა ოქროს ფასი აქვს. ღმერთისა და კაცისგან მივიწყებულ ამ ადგილას,
ახალი ამბებს მხოლოდ სტუმრისგან თუ გაიგებ. განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა ბედუინებს
247
ახასიათებდათ. ისინი ისედაც გამორჩეულები იყვნენ არაბულენოვან მომთაბარეებს შორის, მათ ხომ
წინასწარმეტყველი მუჰამედი და დიდი "ალაჰ" მისცეს ისლამს, სხვა მომთაბარეებს ასწავლეს თხის
და აქლემის ბეწვისგან მოსასხამების ქსოვა, საჯის ლავაშის ცხობა, ნაირნაირი ჩაის რეცეპტი, მათი
აფთიაქი ხომ ნამდვილი პანაცეაა.

ბედუინები ჰორიზონტზე მგზავრს შენიშნავდნენ თუ არა, სამზადისს იწყებდნენ, ნაირ-ნაირ ჩაის


აყენებდნენ და სიხარულით ეგებებოდნენ სრულიად უცხო ადამიანს. ხელპირს დააბანინებდნენ,
სუფრასთან იწვევდნენ და ნამდვილ დღესასწაულს აწყობდნენ. სადილის შემდეგ ოჯახის უფროსი
სამფეხზე შემოდგმულ სინზე ჩილიმს ჩამოდგამდა და ამბების გამოკითხვას იწყებდა. ლერწმისტანა
ნარგილე ჩადრმოხვეული ქალივით იდუმალი არომატით ივსებოდა. ჰაერში ვარდის, ფორთოხლის
და პიტნის სურნელს აფრქვევდა. ტკბილი საუბარი ხან ყავის, ხანაც ჩაის თანხლებით გვიან ღამემდე
გრძელდებოდა. სტუმრის ფინჯანს დიასახლისი ადევნებდა თვალს, როგორც კი ფინჯანი
განახევრდებოდა, მაშინვე პირამდე უვსებდა. სანამ ცაზე მთვარე არ ამოცურდებოდა, ღამის ცივ
სიბნელეს ცხელი კოცონი ბზარავდა. შემდეგ კი სტუმრის მოსვენების ჟამი დგებოდა. ოჯახი
გამთენიას უჩუმრად დგებოდა ფეხზე და საქმეს მზის ამოსვლამდე ასწრებდა. გაღვიძებულ სტუმარს
სახელდახელო ლავაშით, ცხელი რძით და ყველით უმასპინძლდებოდნენ...

თაკარა შუადღით კი კარავში მთელი ოჯახი იკრიბებოდა და სტუმარი ამბების მოყოლას


აგრძელებდა. ივსებოდა და ივსებოდა სტუმრის განახევრებული ფინჯანი, უდაბნოს ნიავი ქვიშაზე
ფიანდაზად აფენდა ჭრელ-ჭრელ ამბებს. სამი დღე-ღამე გრძელდებოდა სტუმარ-მასპინძლობის
ადათი. ნელ ნელა მსუბუქდებოდა ამბების ხურჯინი, უფრო და უფრო იშვიათად ივსებოდა
განახევრებული ფინჯანი და როცა დიასახლისი ცხელ ჩაიდანს ცეცხლიდან ჩამოდგამდა, ეს
მასპინძლობის დასასრულს ნიშნავდა. საგზალი, წყლით სავსე ტყავის გუდურა და თბილი
ბედუინური მოსასხამი სტუმარს მოვლილ და მოსვენებულ აქლემზე ელოდა...

" - რა იქნებოდა მართლა შემთხვევითი სტუმარი ვყოფილიყავი მის კარავში და ამდენი უბედურება
არ გადაგვეტანა... რას უნდა ნიშნავდეს ეს საბედისწერო შეხვედრა, იღბლის ხაფანგია თუ ბედის
საჩუქარი..."

თავი ისე მტკიოდა, ფიქრი აღარ შემეძლო. გადატანილ საშინელებას თავისი გაჰქონდა და შფოთიან
ძილბურანში გავეხვიე. ხან რა მომიტანა კოშმარმა და ხან რა... ჯერ სახლი მესიზმრა, ისე იყო არეულ-
დარეული კედლებზე ძლივს ვიცანი. დედაჩემი ტიროდა, ჩემი ძმა კოპშეკრული იდგა ხატების წინ.
ჩემი მოკისკისე რძალიც უცნაურად მიჩუმებულიყო... სახლის ზმანება ქარით მოდენილმა ქვიშამ
გადაფარა და ისევ საჰარაში აღმოვჩნდი... თაკარა შუადღე იდგა, ჯადარი არ ჩანდა, მხოლოდ ალ
კაბირი იდგა შორიახლო. სადღაც წასასვლელად ემზადებოდა. ჩანდა, ჩემს წაყვანას არ აპირებდა.
მოფრიალე თეთრ გალაბაზე ქარი ქვიშას აყრიდა, სახე ბურნუსით ჰქონდა ახვეული... შიშნარევი
გაკვირვებით შევცქეროდი მის სამზადისს... წყალი მოსვა, ჭურჭელს თავი მაგრად დაახურა და
მახლობლად დადო. არც წყლის წაღებას არ აპირებდა. ჩემსკენ მშვიდად მოიხედა, თავი დახარა,
თითის წვერებით შეეხო ჯერ გულს,შემდეგ პირს და შუბლს. მემშვიდობებოდა. ხელი მკერდიდან
მოიშორა, თეთრ გალაბაზე მუშტისხელა სისხლიანი ლაქა დააჩნდა, მარჯვენა ხელიც სისხლიანი
ჰქონდა. მკერდიდან სისხლი სდიოდა, თეთრი სამოსი წითლად იღებებოდა, თვითონ კი ვერაფერს
ამჩნევდა...ვცდილობდი დამეძახა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა და მხოლოდ ხელს ვუქნევდი, ის კი
ვერაფერს ხვდებოდა და მიბრუნებას აპირებდა...

სიზმარმა ქვის სასთუმალიდან წამომაგდო ... მაშინვე მუხლებზე წამოვიჩოქე და მძინარე ალ


კაბირს თვალი შევავლე. ნაღვერდლების ლიცლიცი, ვეება ლოდზე ზურგით მიყრდნობილ,
თითქმის მომაკვდავ ადამიანს ანათებდა.

248
ელდა მეცა...კოცონს იქვე მოგროვილი პალმის ეშვები დავაყარე, ალმა იტკიცა და მოძლიერდა...
მუხლებზე წამოვიწიე და ყურადღებით დავაცქერდი. თითქმის არ სუნთქავდა. მკაცრად მოკუმული
ტუჩები გალურჯებოდა, ყელზე არტერიის ფეთქვას ვერ შევნიშნე, საფეთქელთან გაწოლილი პაწაწინა
მოცისფრო ძარღვი, ბრაზის დროს მეხივით რომ გაიკლაკნებოდა ხოლმე, ახლა ძაფივით
დაწვრილებოდა, თვალის უპეები ჩაწეოდა, გონდაკარგულივით იწვა...მენიშნა ჩემი სიზმარი...
შუბლზე ხელი მოვისვი, თავი საშინლად მიხურდა და ისე მტკიოდა, თითქოს უროს მირახუნებდნენ.
ყველა დარტყმასთან ერთად, სიკვდილი ნაბიჯ-ნაბიჯ მიახლოვდებოდა იმ ერთადერთი ადამიანის
წასაყვანად, ვინც სამყაროსთან სიცოცხლის ძაფით მაკავშირებდა... რაც მიხაროდა და მენატრებოდა,
მხოლოდ მისით გამხდარიყო ღირებული. ის იყო მთავარი კავშირი ჩემს წარსულთან, მომავალთან,
ოჯახთან, მონატრებასთან, საქართველოსთან და მთელ ჩემს სამყაროსთან.

როგორღაც მჯეროდა, რომ ყველა ადამიანი რამდენიმე თვით ან დღით ადრე მაინც, აუცილებლად
გრძნობდა სიკვდილის მოახლოვებას. ცოტა ხნით ადრე წარმოუდგენელი ენერგია ეძლეოდა
ამქვეყნიური მირჩენილი საქმეების მოსაგვარებლად. " წამოახედაო..." ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე... ალ
კაბირისთვის მსგავსი არაფერი შემინიშნავს, ალბათ იმიტომ, რომ მისი საქციელი ყოველთვის
მოწმობდა ნებისმიერ წამში სიკვდილისთვის მზადყოფნას. საჰარას მკაცრი ჰავა და გარემო,
ათასგვარი ბუნებრივი ხიფათით ისედაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყო ჩასაფრებული. ჩვენმა
შეხვედრამ ხომ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, ამდენი წლის მეგობრები - მტრებად უქცია და
დაუღალავი ტუარეგები ალბათ აღარასდროს მოასვენებდნენ. ისედაც საშინლად ვგრძნობდი თავს
ამის გამო, გადაუხდელი ვალი მედო მისი ჩუმი და უანგარო თავგანწირვის წინაშე... ახლა კი ეს
უტეხი, მოუდრეკელი ზეკაცი, რომლის მზერაში ხიწვიც კი რომ არასდროს შემინიშნავს, და
რომელმაც ღირსეული მოკრძალებით ჩემი თავის სიყვარული მასწავლა, - სრულიად ჩვეულებრივი
ადამიანივით ჩუმად მეცლებოდა ხელიდან...

თავზარმა ერთბაშად ზრიალით დამიარა ხერხემალში და ერთბაშად მივხვდი, რმ ყველას დაკარგვას


და სიკვდილს გადავიტანდი, როგორმე გადავხარშავდი, მაგრამ ამ სიკვდილს ვერასდროს. ეს
ერთადერთი იყო, რაც მართლა გამტეხავდა ან შემშლიდა...ამ ტვირთის ტარება გამსრესდა და
გამანადგურებდა. რაღაც უნდა მეღონა სანამ სიცოცხლე ისევ ფეთქავდა, სასწრაფოდ რაღაც უნდა
მეღონა...

ტბასთან მივფორთხდი, პეშვით წყალი ამოვიღე, მინდოდა სახეზე მესხურებინა, მაგრამ გზა ცხენმა
გადამიღობა. ჯადარს გვერდი ვუქციე და მუხლებით გავხოხდი ლოდისკენ, მაგრამ ისევ მომიჭრა გზა.
გაკვირვებულმა ვანიშნე გაწეულიყო, მაგრამ ნაბიჯიც არ მოიცვალა...

- ალ კაბირ, გონს მოდი...გთხოვ... არ მოკვდე! გემუდარები... შენს მესაფლავედ ნუ მაქცევ... ამას


ნუ მომისჯი... - შევჩერებოდი ლოდზე მიყრდნობილ ქანდაკებას და უცრემლოდ ვსლუკუნებდი.

წამით გონებაში გამიელვა რომ ალ კაბირი ახლა სულიერების რომელიღაც საფეხურზე უცნობ
ზეციურ რიტუალს ესწრებოდა ძალის მოსაკრებად. ამან ოდნავ დამამშვიდა, მაგრამ გადავწყვიტე
მისთვის თვალი არ მომეცილებინა. მუხლებზე ვიდექი და დაკვირვებით ვუცქერდი. ახლა არაფერი,
არცერთი წვრილმანი, არცერთი დეტალი, არცერთი ცვლილება არ უნდა გამომპარვოდა.

დრო ისე უსაშველოდ გაიწელა, თითქოს დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა და მთვარე ცაზე გაიყინა.
საათებად ქცეული წუთები ერთმანეთს მისდევდნენ. ალ კაბირის გამომეტყველება არა და არ
იცვლებოდა. სასოწარკვეთილი უხმოდ ვიცდიდი და ლოდზე მიყრდნობილ სხეულს
თვალმოუცილებლად შევცქეროდი.

კოცონი მთლად მინავლდა. სიცივემ დაისადგურა.

249
ლასლასით მივფორთხდი კერიამდე. ნაცარი გავქექე, მხოლოდ ერთი ნახევრად ჩამქრალი
ნაკვერჩხალი ვიპოვე, სული რამდენჯერმე შევუბერე... გაღვივდა, გახალისდა, გაიხარა და წითლად
გაიღიმა. პალმების ხმელი ფოთლები და ეშვები დავაყარე, ცეცხლის ალი ცეკვით ამოიჭრა, სითბო და
სინათლე მომაშველა. პალმის ხმელი ეშვები კიდევ ეყარა, მაგრამ დილამდე საკმარისი არ იქნებოდა.
ახლა უფრო მეტი სითბო მჭირდებოდა, ლოდის გარშემო რამდენიმე კოცონი სიცივისგან კარგად
დაგვიცავდა. გარემო მოვათვალიერე. ოდნავ მოშორებით რამდენიმე პალმა ეგდო. მთელი კორომი
ერთად წაქცეულიყო და ისე გამხმარიყო. შეშად ნამდვილად ივარგებდა, მაგრამ როგორმე ლოდამდე
უნდა მიმეთრია.

ცხენი ვიხმე, ჯადარი გვერდში ამომიდგა. კისერზე დავეკიდე, როგორც იქნა ფეხზე ავდექი და
ლისამი ავითრიე. ჭრილობები მტკიოდა, დაბუჟებული ფეხები ისე დამსიებოდა ფეხსაცმელის
ჩაცმაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, ღამის სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, გადატანილისგან არაქათი აღარ
მქონდა. ჩემი უძლურება ისე მაღიზიანებდა, სიმწრის ცრემლი ნიკაპქვეშ მეკვანძებოდა, იმის
წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ალ კაბირს ღამის სიცივისგან ვერ დავიცავდი.

როგორღაც გუბურის ნაპირს მივაღწიე. ლისამის ერთი ბოლო ჯადარს მკერდზე შევაბი, მეორე
პალმის მორს ჩავაბი და ცხენს ნიშანი მივეცი. გონიერმა ცხოველმა ზუსტად შეასრულა ჩემი
დავალება და ორივე მიგვათრია ლოდამდე. პალმის გრძელი მორი ბოლოთი კოცონზე დავაგდე და
ისევ გუბურასთან მოვბრუნდით. მეორე პალმა უფრო ადვილად მოვიხელთე... რამდენჯერმე
დაჭრილი ფეხი წამოვკარი ქვებს, ვეცემოდი, მუხლებს ვიჟეჟავდი, მაგრამ ცხენს ვეკიდებოდი და ისევ
ფეხზე ვდგებოდი. მესამე გზაზე ორი პალმა ერთად წავათრიეთ და ბოლო მორისთვის
მივბრუნდით...

ვჩქარობდი. ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო... პალმის მორების გასწორება და მწყობრად


დალაგება დიდ დროს წამართმევდა, ამიტომ როგორც მოვიხელთე, ზოგან ბოლოებში და ზოგან
შუაწელზე ჯვარედინად დავაგდე ერთმანეთზე და ყველგან კოცონიდან ატაცებული ნაკვერჩხლები
მივუყარე... პალმების თმებმა ტრუსის სუნი დაატრიალეს. ცოტა ხანში გარშემო კოცონები
აგიზგიზდნენ და პალმების წერწეტა სხეულები ალში გაახვიეს. სითბო ყველა მხრიდან შემოგვეხვია
და ცეცხლი ხორუმით აცეკვდა. ცხენს ვანიშნე შუგულში შესულიყო... ჯადარმა მორებს გადააბიჯა
და პატრონთან გაჩერდა.

ლოდთან ჩავიჩოქე და ალ კაბირს ფერდაკარგულ სახეზე დავაცქერდი. მისი სხეულიდან


მოახლოვებული სიკვდილივით მოედინებოდა სიგრილე. მარაოსავით დაფენილი წამწამები თვალის
ჩაწეულ უპეებს მთლიანად ფარავდნენ... შუბლზე ჩამოშლილ თმაში თეთრი ნასთი აბლაბუდასავით
გაბმულიყო. წარბთან დამჩნეული პატარა იარა მკვეთრად მოჩანდა. ღაწვზე პაწაწინა ხალი შავ
წერტილად ქეულიყო და უფრო და უფრო მუქდებოდა... ცხვირის ნესტოები სანთლისგან ჩამოქნილს
დამსგავსებოდნენ... მკერდზე, ზედ გულთან, სისხლის მუშტისხელა ლაქა მუქად აჩნდა... ჩანდა
ჭრილობა ძალიან ღრმა იყო, პირს არ იკრავდა და სისხლდენა არ ჩერდებოდა. არტერიის ფეთქვა
თითებით ძლივს ვიგრძენი. გული მომდიოდა რომ ისევ დამიმალე სიმართლე, ისევ არ მითხრა
მძიმედ რომ იყო დაჭრილი.

- სად ხარ, სად მიდიხარ ალ კაბირ... არ ვიცი შენი ალაჰის გზას ადგახარ თუ წინასწარმეტყველ
მუჰამედს სტუმრობ...მაგრამ სადაც არ უნდა იყო, მეც შენთან ვარ, შენს გვერდით!.. შენი ხელი მაგრად
მიჭირავს, არ გიშვებ... არ გაგიშვებ... ორივე მოიცდის! ჯერ შენი დრო არ დამდგარა ალ კაბირ... ჯერ
არ დამდგარა... მხოლოდ დაღლილი ხარ, ძალიან დაღლილი და დასასვენებლად წახვედი...ახლა
უკან უნდა დაბრუნდე, ჩემთან...უნდა დამიბრუნდე, თუ ძალა არ გყოფნის, ჩემი გულის ძალას
გაძლევ! უარს ნუ იტყვი... გთხოვ მიიღე და დამიბრუნდი! - ალ კაბირი ისევ უძრავად იწვა და სახეზე
ნელნელა ფითრდებოდა. დასივებული, დაჭრილი, დასერილი და დაჟეჟილი ფეხები აღარც მახსოვდა

250
და გამწარებული წამოვხტი, არ ვიცოდი რა მექნა, რა გამეკეთებინა... ერთი კი ვიცოდი, ახლა, აქ და ამ
წუთში, ნამდვილი სასწაული მჭირდებოდა...

გარემო მოვათვალიერე და გაოგნებული გავშეშდი. ლოდის გარშემო კაშკაშა ცეცხლით გიზგიზებდა


ერთდროულად ორი მაგიური ნიშანი, ანუბისის ვარსკვლავი* და ჰიგიას იდეოგრამა.*

ეს სიმბოლოები სამი ათასი წლის მანძილზე სიცოცხლის მცველად ითვლებოდნენ, ადამიანს


საფრთხისგან, ბოროტებისგან და ეშმაკეულისგან იცავდნენ. შუა საუკუნეების ევროპამ ეს ნიშანებიც
არაბული მანუსკრიპტებიდან გაიცნო, როგორც ინტელექტუალური სიძლიერის გნოსტიკური
ემბლემა.

ერთმა კოცონმა უცნაურად გაიტკაცუნა და მორმა მიწაზე გადმოვარდნა დააპირა. ცეცხლი ორად
გაიყო და მათ შორის ღამემ დააღო პირი... ფაუსტთან შემძვრალი ეშმაკი თავისით ამოცურდა
გონებაში. "ალბათ ადგილის ბრალია.." - გავიფიქრე თუ არა, მაშინვე აგრიპა* გამახსენდა და ისეთი
ნათელი აზრი მომივიდა, დაღლილობა სულ გადამავიწყა.

აგრიპას "ოკულტური ფილოსოფიის" მიხედვით, ანუბისის ვარსკვლავში ჩახატული ხელებგაშლილი


ადამიანის სხეულის ხუთივე დაბოლოება - ვარსკვლავის ხუთ ქიმს და ამავდროულად ხუთ მთავარ
ელემენტს შეესაბამებოდა: ქვედა ორი - მიწას და ცეცხლს, ზედა ორი -ჰაერს და წყალს, ხოლო თავი -
სულს.

ეს ნიშანი სიმბოლო აგრიპამ ოკულტური სულიერების მატერიალურ სახედ და ადამიანური


მიკროკოსმოსის სიმბოლოდ გამოაცხადა. " სულში" აგრიპა ადამიანის ნებისყოფის ძალას და იმ
ძლიერ პიროვნულ სურვილს გულისხმობდა, რომლითაც სტიქიების და სამყაროს პროცესების
მართვა იყო შესაძლებელი. ადამიანის თავზე მოქცეული ვარსკვლავის ქიმი საწყის წერტილად
ითვლებოდა. მისი წიგნი მაშინვე აიკრძალა. ვინ იცის, გავლენიანი მფარველი გამოუჩნდა ფაუსტის
ორეულს, თუ "სულის " მნიშნვნელობა ახსნა რელიგიამ სხვანაირად, მაგრამ აგრიპა კოცონზე დაწვას
გადარჩა.

სასწრაფოდ გავასწორე მორი და სხვა კოცონებსაც თვალი მოვავლე. არ მინდოდა ბნელი ძალის
შემოსაძვრომი ღრიჭო სადმე შემთხვევით გაჩენილიყო. ანუბისის ვარსკვლავი ცეცხლით კაშკაშებდა.
ალს თვალი გავუსწორე და აგრიპას სიმბოლოზე დავფიქრდი. ჩვენს გარშემო ყველაფერი იყო,
ხუთივე ელემენტი. ახლა გეგმა მჭირდებოდა, მოქმედების გეგმა...

სრულიად დაუფიქრებლად, თუ ქვეცნობიერის წყალობით, ჩემდაუნებურად, პალმის მორებით


ანუბისის ვარსკვლავი ჩემივე ხელებით მქონდა აწყობილი და ახლა, სამმაგი ოქროს კვეთის
შემცველი პენტაგრამა თვითონვე მიჩვენებდა როგორ უნდა მემოქმედა...

"-თუ ვარსკვლავის გულში ოქროს მართკუთხედს ჩავხაზავ, მისგან ოქროს სპირალის გამოყვანა
შეიძლება, ფიბონაჩის* მწკრივი მჭირდება, სპირალის საწყის წერტილში მე უნდა ვიყო. თუ საჰარა
ყველაზე მისტიური ადგილია დედამიწაზე, მაშინ ფიბონაჩის ოქროს სპირალმა უნდა იმოქმედოს,
კოსმოსიდან წამოსული სასიცოცხლო ენერგია, ჩემს მიკროკოსმოსთან დასაკავშირებლად - ოქროს
სპირალზე დაიწყებს დინებას და ჩემი გავლით ავადმყოფის სხეულში გადავა...
ოჰ,.. ახლა სხვა ეპოქაში რომ ვცხოვრობდე ნამდვილი ჯადოქარივით დამწვავდნენ კოცონზე."

ფიბონაჩის სპირალი ფურცელზე ათასჯერ მაინც მქონდა აგებული. "ღვთაებრივი პროპორცია," ანუ
"ოქროს კვეთის კანონი" ხელოვნების გაკვეთილებზე "ვიტრუვიელი ადამიანის" და "მონა ლიზას"
მიხედვით ვისწავლე. მაშინ გავიგე, რას ნიშნავდა კაცობრიობისთვის ფიბონაჩის საკრალური
გეომეტრია და ოქროს სპირალი... ეს სამყაროს აგებულების მთავარი საიდუმლო იყო, ანუ
251
"სიცოცხლის გზა." ატომის სტრუქტურა, დნმ-ის ჯაჭვი, ზღვის ტალღა, ნიჟარა, ფოთლების განლაგება
მცენარეებზე, თვით ქარაშოტი და გრიგალი... ტვინის ხვეულები, პლანეტების ორბიტები,
გალაქტიკები... ამ სამყაროში ყველაფერი მხოლოდ ფიბონაჩის ოქროს სპირალის მიხედვით
ვითარდებოდა...

სწრაფად ავიტაცე წვეტიანი ქვა. ანუბისის ვარსკვლავის შუაგულში დარჩენილი ხუთკუთხედი


თვალით გავზომე. "ოქროს კვეთის" კანონის მიხედვით, მანძილი ისე უნდა გამეყო ორ არატოლ
ნაწილად, რომ პატარა ნაწილის დიდთან შეფარდება, დიდის მთელთან შეფარდების ტოლი
ყოფილიყო.

ჯერ კვადრატი დავხაზე. ქვედა მონაკვეთზე პალმის ტოტით გადავზომე მანძილი და შიგ ოქროს
სამკუთხედი ჩავხატე. ცოტა ხანში ოქროს მართკუთხედიც მზად იყო. მოკლე მხარეზე, ლოდთან
ახლოს, სპირალის შემოხაზვა დავიწყე, წრეებისთვის რადიუსებს ფიბონაჩის მწკრივის რიცხვების
მიხედვით ვზომავდი და ვხაზავდი, შემდეგ ამ რადიუსებზე წრეებს ვხატავდი, ზედმეტ რკალებს
ვშლიდი და მხოლოდ საჭიროს ვტოვებდი... მალე სპირალიც მზად იყო. მის ცენტრში ზურგზე ისე
გავწექი, როგორც აგრიპას სიმბოლო მკარნახობდა. ალ კაბირს მაჯაზე ხელი მაგრად ჩავჭიდე, ცაზე
მბრწყინავ კაშკაშა ვარსკვლავს მივაჩერდი, მთელი შერჩენილი სულიერი ძალა მოვიკრიბე და
კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგია ვითხოვე... ფიქრი დასრულებული არ მქონდა, რომ სხეულში
ცხელმა ქარმა გამიარა, ხელისგულები სიმხურვალისგან სასტიკად ამეწვა და გულისფიცარი ისე
გამიხურდა, თითქოს კოცონის მოვარვარე ნაკვერჩხლებმა ჩემს მკერდზე გადმოინაცვლეს.

ალ კაბირის სხეულიდან წამოსული სიცივე ხელისგულში ხანჯლად შემესო და ცხელმა ქარმა ჩემი
სხეულიდან წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყო გადინება. გაჩერებული დრო ერთბაშად დაიძრა
და მთვარემ დარჩენილ ჰორიზონტი წამებში გაიქროლა... სხეულს და ხერხემალს - ვეღარ
ვგრძნობდი, რაღაც ძლიერ და უხილავ დინებას ტალღის წვერზე ვეჭირე. გონებიდან ყველაფერი
გამიფრინდა... მხოლოდ ის მახსოვდა რომ მაჯაზე ჩაჭიდებული ხელი არ უნდა გამეშვა. სხეულში
ციებ- ცხელება მივლიდა, თითქოს ქარში ვიყავი გახვეული და უხილავი ნაკადი ჩემი სხეულის
გავლით ტალღებად მიედინებოდა... რამდენ ხანს ვიყავი ასე, გააზრება არ შემეძლო.

ტალღების დინებამ ნელ ნელა კლება დაიწყო, მალე საგრძნობლად შესუსტდა და ბოლოს სულ
შეწყდა. უცბად ვიგრძენი ჩემი მძიმე სხეული მიწას ხერხემლით როგორ შეეხო. თავს ძალა დავატანე
და ლოდისკენ მივიხედე... ჯერ საფეთქელთან დაბურცული ცისფერი ძარღვი შევნიშნე, შემდეგ ჩემმა
თითებმა იგრძნეს ძლიერი მაჯისცემა. ავადმყოფს შუბლი ოფლით დაეცვარა. ყელზეც ოფლის
წვეთები აციმციმდნენ, მაგრამ მის მკერდზე გამოჟონილი სისხლის მუქი ლაქა უფრო
გადიდებულიყო... ალ კაბირის სახის გამომეტყველება თანდათან ისე იცვლებოდა, თითქოს
გამობრუნებამდე კიდევ ერთი ბრძოლის გადატანა უხდებოდა.

"-გამომივიდა... გამოვიდა...სრულიად წარმოუდგენელია... მე ეს შევძელი... ნუთუ ეს მართლა მე


შევძელი! ვინ იფიქრებდა რომ ოკულტიზმი ასეთი ძლიერი და სწრაფი იარაღი იქნებოდა..." - ადრე
არასდროს მომსვლია თავში რაიმე მსგავსი გამეკეთებინა... სპირიტისტებს ყოველთვის დავცინოდი,
გაგონებაც არ შემეძლო იმ მაგიური წიგნების, რაზედაც ჩემი კურსელები ჩუმჩუმად ჩურჩულებდნენ,
სიებს ადგენდნენ და დაუსრულებლად ეძებდნენ...

მაგრამ, ჩემი თავი სწრაფად დავიჭირე იმაში რომ ახლა, ძალიან მეშინოდა იმის, რაც მოვიმოქმედე... მე
ხომ საამისოად არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა. შეიძლებოდა სრულიად
საპირისპიროც მომხდარიყო. ძალიან დაბნეული და დამფრთხალი ვიყავი... ღმერთისთვის
მადლობის გადახდა მინდოდა, მაგრამ ძალიან მრცხვენოდა. რატომღაც მჯეროდა რომ მისი ნების
საწინააღმდეგო საქციელი ჩავიდინე და ძალიან ცუდად მოვიქეცი... მაგრამ მეორეს მხრივ ისეთი
ბედნიერი ვიყავი ჩემმა "მაგიამ" წარმოუდგენლად ზუსტად რომ იმოქმედა... დიდხანს ვფიქრობდი
252
იმაზე, რამდენად ძლიერი და ამავდროულად სუსტი იყო ადამიანი. ”არ ძალუძს მოკვდავს რაიმეს
ცოდნა..." - შუბლზე შიგნიდან მეხლებოდნენ ფაუსტის სიტყვები.

კლდიდან დაგორებული ქვის რახარუხმა ბურანისგან გამომარკვია... ქვამ სწრაფად ჩამოიქროლა


დამრეცი კალთა, რამდენიმე ბღუჯა კენჭი მოიყოლა და მიწაზე მოადინა ბრაგვანი. ხმა სამხრეთიდან
მოდიოდა...

ხელში ცეცხლიანი მუგუზალი მოვიმარჯვე... ნადირის შიში არ მქონდა, ლოდის გარშემო


კოცონები გიზგიზებდნენ და ცეცხლი კარგად გვიცავდა. ალ კაბირი მძიმედ, მაგრამ თანაბრად
სუნთქავდა. მისი მარტო დატოვება არ მინდოდა, ამიტომ გაუნძრევლად ველოდი რა გამოჩნდებოდა
სამხრეთიდან... კლდის ნაპრალიდან წამოსულმა ექომ უცნაური ხმა მოსდო არემარეს... ცოტა ხანში,
ცეცხლის მოპრიალე ენებმა წაგრძელებული კისერი, გრძელი ფეხები და ფილოსოფოსის ცხვირპირი
გაანათეს...ჩვენი აქლემი მოაბიჯებდა. უნაგირი ფერდზე მოქცეოდა და ბარგის გადარჩენილ ნაწილს
მიწაზე მოათრევდა. ჩემს დანახვაზე ნაბიჯს უმატა და თითქმის სირბილით გამოქანდა.

”- ესე იგი აქლემი ცხენს ვერ დაეწევა, მაგრამ ცხენი აქლემს ვერ გაექცევა...ეს ყველაფერი ილუზიაა
თუ მართლა სასწაულების ღამეა...”

მისკენ ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ფეხების ტკივილმა თავი შემახსენა, კოჭლობით ძლივს მივეგებე
გაწამებულ ცხოველს, კისერზე მივეხუტე, დაგლეჯილი და დაძონძილი გუდურები ჩამოვხსენი.
დიდი ჯაჯგურის შემდეგ უნაგირისგან და ლაგამისგან ძლივს გავათავისუფლე... საწყალს მკერდზე
გრძელი, პირდაღებული ჭრილობა აჩნდა, გამურულს და გაჭვარტლულს ჩვენსავით დენთის სუნი
ასდიოდა, ფეხები დაკბენილი ჰქონდა და ნასერი ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. ვეება ცხოველი
უკან პატარა ბაშვივით წამომყვა, მშვიდად გადმოაბიჯა ცეცხლიან მორებს, ჯადარის გვერდით
დაიჩოქა და კაცივით ღრმად ამოიხვნეშა.

ბარგის ნარჩენები მოვაგროვე, ქვებზე რაღაცამ გაიჩხარუნა და გაგლეჯილი გუდიდან ლითონის


ტოლჩა გადმოვარდა. მაშინვე წყლით ავავსე, ნაკვერჩხალზე დავდგი და უდაბურ გარემოს თვალი
მოვავლე, მისმა უხეშობამ და სისასტიკემ შემზარა. ცეცხლის ძალა ნელ ნელა იკლებდა, მაგრამ
გარშემო სითბო და სიმყურდოვე იდგა. ცხოველები, ჭრილობების მიუხედავად მშვიდად იყვნენ.
მათი სიმშვიდე მეც გადმომედო. ავადმყოფის მოვლა მინდოდა, მისი ჭრილობისთვის უნდა
მიმეხედა, მაგრამ ნერვიულობისგან ხელები ისე მიკანკალებდა - ვერ გავბედე. მის გვერდით,
ლოდთან დავჯექი, ქვას ზურგით მივეყრდენი და რიჟრაჟის ლოდინი დავიწყე. დაღლილს,
შიშგამოვლილს და ღამენათევს გული მიმდიოდა, ძალები მელეოდა და თვალები მეხუჭებოდა,
მაგრამ მთელი ძალით ვებრძოდი თავს და დღის სინათლეს მხსნელივით ველოდი.

ბედუინი (ნაწილი XXX მერიკარას სიბრძნე)

იყავ სიტყვის ხელოვანი რადგან სიტყვა მეფის იარაღია და ყველა იარაღზე ძლიერი.
ბრძენი მეფე სხვის ფარულ აზრებს ისევე კითხულობს როგორც პაპირუსზე დახატულ
ნიშნებს.
ეშმაკი კაცი ვერ ბედავს ბრძენი მეფის მოტყუებას. ხალხი არასოდეს ამხედრდება
ბრძენი მეფის
წინააღმდეგ, არ აღმოცენდება ღალატი და იდინებენ ჭეშმარიტებად წინაპართა
შეგონებანი.

253
მერიკარას სწავლება*

როგორც იქნა ცას რიჟრაჟი შეეპარა და ღამის იდუმალება ნისლივით გაიფანტა. პალმის მორები
უკვე ნელი ცეცხლით იწვოდნენ, ალაგ ალაგ ნახშირად ქცეულიყვნენ და წუხანდელი მოგიზგიზე
ვარსკვლავის ნაცვლად, მიწაზე უშნოდ ბოლავდნენ. ავადმყოფი წყვეტილად სუნთქავდა, სიცხით
იწვოდა. სველი ტილო დავაფინე შუბლზე და ტუჩები წყლით დავუსველე. მისი ჭრილობისთვის
უნდა მომევლო ხელები წუხანდელივით აღარ მიკანკალებდა და გაბედვა შეიძლებოდა. საველე
ჩანთაში მცირე აფთიაქი დამხვდა. რიჟრაჟის სინათლე არ მყოფნიდა და მორებს მივუბრუნდი. რაც
დანაცრებას გადაურჩა, ახლო კოცონს დავაყარე და წყლიანი ტოლჩა დავდგი. პერანგის ღილები
შევხსენი, მკერდი გავუშიშვლე და სისხლით გაჟღენთილი სახვევი მოვხსენი. მკერდის ძვლიდან
თითქმის მარცხენა მხრამდე ზუსტად გულსზევით, ნეკნებს შორის ღრმა ჭრილობას დაეღო პირი და
გულის ყოველ ფეთქვაზე სისხლის ახალი კოლტი ამოდიოდა. დანახულმა გვარიანად
დამაფრთხო. სხეული ქვიდან ჩამოვწიე. სისხლის ნაკადულმა ყელისკენ დაიწყო დენა.

ხელები სპირტით გავიწმინდე, ჭრილობა გარშემო გავასუფთავე, ბინტისგან სისხლის დასაშრობი


ტამპონები მოამზადე, ნემსზე ძაფი ავაგე და სუნთქვაშეკრულმა ფრთხილად და ღრმად
გავატარე ნემსი კუნთში. ამოჟონილი სისხლი დავაშრე, ძაფი გავკვანძე, შუბლზე ოფლი მაჯით
მოვიწმინდე და სული მოვითქვი. მეორე ნაკერი უფრო ადვილად გამომივიდა და გული მომეცა.
ყოველ კვანძზე ვაშრობდი სისხლს, ახალ ნაკერს ვადებდი და სულს ვიბრუნებდი. მეცხრე ნაკერზე
ჭრილობამ პირი შეკრა. სტერილური ბინტის ერთი პაკეტი პირდაპირ ჭრილობას დავაფარე და
დამწოლი ნახვევის დადება დავიწყე. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როგორც იქნა მოვახერხე და შვებით
ამოვისუნთქე. სისხლის ლაქა მხოლოდ სამი თითის დადებაზე გაიწელა და გაჩერდა. ეს თითქმის
გამარჯვება იყო. ახლა მხოლოდ ლოდინი იყო საჭირო, როდის მოვიდოდა გონს. როგორც იქნა
გამოვუტყდი თავს, მისი მზერის დანახვა სახლზე მეტად მენატრებოდა და გულში უსიამო
გრძნობამ გამკრა.

დიდი წვალებით გავხადე სისხლიანი პერანგი. მარჯვენა მკლავზე გველივით შემოხვეოდა ჩემი
შოლტის კვალი. აფეთქებით გაფანტულ ქვებს უამრავი ნაკაწრი და პატარა ჭრილობა
დაეტოვებინათ. სხეულზე მიმხმარი სისხლი, ჭვარტლი და მტვერი თბილი წყლით მოვბანე,
სპირტიანი ბამბით ყველა ნაკაწრი გავწმინდე, ლისამი გადავაფარე და ძლივს მოვიბრუნე
სული. სისხლის სუნს ნადირი რომ არ მოეზიდა პერანგის გარეცხვა გადავიფიქრე და სისხლიან
სახვევებთან ერთად ცეცხლში მოვისროლე.

ამასობაში ფეხი გვარიანად შემიშუპდა. ზურგის ჭრილობაც გაუჩერებლად მწიწკნდა. სახვევს ვერ
ვიმეტებდი, თუ რამე გართულდებოდა, ორივეს არ გვეყოფოდა. მხოლოდ ერთი თეთრი აბი დავლიე
და აქლემს მივუბრუნდი. საშინელი, გრძლად პირდაღებული მკრედის იარა თბილი წყლით მოვბანე
და დარჩენილი ძაფი მის დახურვას შევალიე. მეშინოდა რომ აქლემი ტკივილზე წიხლებით
მიპასუხებდა, მაგრამ ჩუმად იდგა და მშვიდად ელოდა როდის დავასრულებდი მოვლას. ჯადარი
მთელი ამ ხნის მანძილზე ყურადღებით მაკვირდებოდა. ჯერ ჰაერი დაყნოსა, მერე პატრონი და
გუბურისკენ მიბრუნდა. აქლემიც მიჰყვა. ცხოველები კარგა ხანს სვამდნენ წყალს. გული
რომ იჯერეს, ხმელ ეკლებს მიადგნენ საწიწკნად. გამახსენდა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე
ჯადარი წყალს არ მიკარებია. მხოლოდ ახლა მისცა თავს წყლის დალევის უფლება. ვფიქრობდი და
ვერაფრით ვხსნიდი მის წუხანდელ საქციელს, პატრონთან რომ არ მიშვებდა და ჩემგან იცავდა...

დილის მზე ამოიწვერა. ჩემი ანგარიშით რიჟრაჟიდან სამი საათი თუ იქნებოდა გასული... ღამით თუ

254
სიცივეს ვებრძოდი, ახლა პირიქით, სიცხეს უნდა შევჭიდებოდი. პალმის ხმელი ტოტებით
სახელდახელო ჩარდახი ავაწყე და ზემოდან ქეჩის ნაგლეჯები გადავაფარე. ბარგს მივუბრუნდი.
ორი ხელი სამოსი უვნებელი იყო. აქლემის ტყავის ფეხსაცმელიც გადარჩენილიყო, საკვები ვერაფერი
ვიპოვე, მხოლოდ ტილოში შეხვეული ყავის ხის რამდენიმე მშრალი ფოთოლი გადმოვარდა.
ერთი წყლის ჭურჭელიც აღმოვაჩინე, ტყავი მთელი იყო და საცობიც მაგრად ჰქონდა
დაგმანული. კარვის ქეჩა, რაც გულმოდგინედ გვიცავდა ქარსა და დელგმაში, დაფხრეწილი,
დაგლეჯილი და სრულიად უვარგისი გამხდარიყო, მაგრამ ქვეშაგებად გამოდგებოდა.

ცხელი დილა ჩამოწვა. ყოველი მოძრაობა საშინელ ტკივილს მაყენებდა, გაჭვარტლული სხეული
მწიწკნიდა, ოფლი ღვარად მდიოდა და გუბურას მხსნელივით შევჩერებოდი. ცხოველები უკვე
წყალში შესულიყვნენ, ფინიკის პალმების ჩრდილებს შეფარებოდნენ და მბრწყინავი გუბურიდან
მხოლოდ თავები უჩანდათ. მთელი გულით შემშურდა. წარმოვიდგინე როგორ შევიდოდი
გუბურაში და ყველა გადატანილ საშინელებასთან ერთად ჩამოვირეცხავდი მტვერს, ჭვარტლს,
მიმხმარ სისხლს და შვებით ამოვისუნთქავდი.

კაიროდან წამოსვლის შემდეგ, სულ ორჯერ გავიწმინდე სხეული სველი ტილოთი და ერთხელ
გავიმეტე წყალი დასაბანად. ახლა კი ჩემს წინ მთელი ტბა იდგა და ლივლივით მეძახდა... ავადმყოფს
დავხედე, სისხლის ლაქა ხმებოდა და ფერს იცვლიდა. შუბლზე ტილო შევუცვალე, ტუჩები
დავუსველე, გუბურას გავხედე და... სულმა წამძლია. კოჭლობით მივედი ტბასთან, სამოსი
ხელუკუღმა მოვისროლე და წყალში შევედი... ერთბაშად ყველაფერი დამავიწყდა. მხოლოდ წყალს
ვგრძნობდი. სხეულმა სუნთქვა დაიწყო და გონება გამინათდა. დავრწმუნდი რომ არცერთ ადამიანს,
ბოლომდე ნამდვილად არ ჰქონდა შეგნებული რას ნიშნავდა სინამდვილეში წყალი.

ჩემი ძონძები და ტყავის ზედატანი გავრეცხე და ნაპირზე გავფინე, სანამ მზე


გააშრობდა, მანამდე წყალში მინდოდა მენებივრა. თვალდახუჭულმა წარმოვიდგინე, თითქოს
ზღვაში ვიდექი და ნაპირზე, ჭრელაჭრულა ქოლგების ქვეშ ჩემები ისხდნენ. ძლივს შეველიე
გუბურას, თმა ისე სწრაფად გამიშრა - გული დამწყდა. ქვები უკვე ისე გახურებულიყვნენ, - შეხებაც
მწვავდა. ჩემი სამოსი ახალგაუთოვებულივით ხურდა. ისეთ დიდ სიცხეს უჩანდა პირი, აქამდე რომ
არ მიგრძვნია. სწრაფად გადავიცვი სამოსი და ჩარდახის ქვეშ შევძვერი, ავადმყოფს სველი ლისამი
გადავაფარე, მის ფეხებთან კატასავით დამრგვალებული მივწექი და თავქვეშ მკლავი ამოვიდე.

თვალი რომ გავახილე უკვე ბინდდებოდა.


ჩარდახიც ცარიელი იყო და გუბურაც. ალ კაბირი ჩემსკენ ზურგით იდგა და
პენტაგრამას ყურადღებით აკვირდებოდა. გალაბა ეცვა, ბურნუსი ეხვია და ფეხზეც აქლემის ტყავის
ფეხსაცმელი ემოსა. ახლა ზუსტად ისევე გამოყურებოდა როგორც ჩვენი შეხვედრის პირველ
დღეს, ძველებურად ამოუცნობი და მთლად იდუმალებით მოცული.

როგორც ყოველთვის, ჩემი იქვე ყოფნა უკანმოუხედავად იგრძნო:


- რამდენი ხანია აქ ვართ?
- მეორე დღე...იქნებ დღეს დავრჩეთ... სიზმარში ვნახე, დაჭრილი სადღაც აპირებდი წასვლას,
გულიდან სისხლი გდიოდა... შეშინებულს გამეღვიძა. რომ დაგხედე, უკვე ზღვართან იყავი. ვერ
გავუძლებდი შენს სიკვდილს! ვერ გავხდებოდი შენი მესაფლავე!.. მხოლოდ ის მინდოდა რომ
გეცოცხლა... ძალიან გამიჭირდა...

- ვხედავ...- პენტაგრამისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე მომიგდო ერთი სიტყვა. მის ხმაში
ბრაზი ჟონავდა, ჩემსკენ არც მობრუნებულა, ლაგამი მოიმარჯვა და ჯადარის შეკაზმა დაიწყო. მისმა
უხეშობამ გამაშეშა:

255
- ეს ხომ ჩვეულებრივი კოსმოსური ფიზიკაა, კოსმოლოგია, ენერგიის ტრანსპორტირება... მართლა
შუა საუკუნეების მაგია ხომ არ არის... არაბული ოკულტური არკანები მთლიანად ძველ ეგვიპტურ
კულტურას ეყრდნობა. ეგვიპტური "კიმია" არაბულად "ალქიმია" ოკულტურს, იდუმალს
ნიშნავს...დღეს ქიმიას სკოლაში ბავშვებს ასწავლიან...მეც... ასტროფიზიკოსების ოჯახში
გავიზარდე... - უნებურად წამოსული ცრემლები ჩემს ნიკაპთან დაწყვილდნენ და სველი
ნაბიჯებით ჩაირბინეს ყელი.

ალ კაბირი ჩემსკენ მკვეთრად მობრუნდა, ლაგამი და აღვირი მიწაზე მოისროლა, მკლავში ხელი
მაგრად წამავლო და ერთი მოძრაობით გვერდულად დამსვა დაჩოქილ აქლემზე. ბრაზისგან
სუნთქვა ეკვროდა, ძლივს იკავებდა თავს რომ არ დაეყვირა... მარცხენა ხელით აქლემს დაეყრდნო,
მარჯვენთი მუშტი ისე ძლიერად შეკრა, ხელი ერთიანად გაუთეთრდა. ცდილობდა ბრაზი მოეთოკა,
მაგრამ არ გამოსდიოდა...ბოლოს სახესთან საჩვენებელი თითი მომიტანა, მკაცრად დამიქნია
და ძლივს გამოცრა:

- ჭირვეულო, თავგასულო გოგო... ვფიცავ წმინდა მუჰამედის ხსენებას, კარგი გამათრახება არ


გაწყენდა!!!

მის თვალებში მეხმა იელვა და რისხვად დამატყდა ...

- ხომ არ შეიშალე ნილნა! კარაკალების შემდეგ შეიძლება ასეც იფიქროს კაცმა... იქნებ მართლა
შეიშალე?! ვერ ხვდები რა ჩაიდინე?! შენ ენერგიის მართვა არ შეგეძლო! არც პროცესის
მართვა შეგეძლო!.. ენერგია - მატერიის სხვადასხვა მოძრაობების ფორმების ზომაა, ეს ფორმები
ერთმანეთში იცვლებიან, მაგრამ თვითონ მატერია არ ისპობა!.. თუ ასტროფიზიკოსების ოჯახში
გაიზარდე, გეცოდინება, რომ სამყარო აჩქარებულად ფართოვდება, ამისი ახსნა მხოლოდ ბნელი
მატერიის, ბნელი ენერგიის არსებობის დაშვებითაა შესაძლებელი და არავინ იცის რა არის ეს!... არ
დაფიქრდი რა ძალის მატარებელი იყო ის ენერგია რამაც ეს სპირალი გამოიარა? ან სად
ჩაიკარგა, სად გაქრა, ვინ იცის, ვის, როდის და რა სახით დაატყდება თავს!.. რა თქმა უნდა
არა! იმედია ხვდები რას გადარჩი! ნამდვილი სასწაულია პლაზმად რომ არ გაქცია და სხვა
სამყაროში არ გაგტყორცნა...
ოოო ალლაჰ!!! აარიდე ამდენი ცოდნით გამოწვეული უბედურება ადამიანებს!..

ალ კაბირი მკვეთრად შებრუნდა და ზურგი მაქცია.

ლამის გულს შემოვასკდი, აქლემიდან ძლივს ჩამოვცოცდი და ისევ ჩარდახს შევაფარე


თავი. თავს ძალას ვატანდი, მინდოდა დავმშვიდებულიყავი მაგრამ ტირილი წამსკდა. ვტიროდი
ჩუმად და უხმოდ. ვტიროდი ყველა ხიფათს და უბედურებას, შიშიან დღეებს და ღამეებს, საჰარაში
გატარებულ ყველა წუთს და წამს, ჩვენს უცნაურ შეხვედრას, ჩემს საშინელ მდევარს, ამ საშინელ
ადგილს, შიშს რაც ბოლო ღამეებში გამოვიარე, წუხანდელ ზაფრას, როცა სიკვდილი ასე ახლოს
მოვიდა... ვიგრძენი რომ აღარ შემეძლო აქაურობის გაძლება, სიცოცხლისთვის ბრძოლა, დარჩენილი
გზის გავლა. აქამდე მოყოლილი ძალღონე, ჩემი რომ მეგონა, თურმე ის იყო, - ალ კაბირი... მისმა
ბრაზმა და ზურგშექცევამ ეს ძალა მთლად გამომაცალა... თითქოს გული ნაწილ-ნაწილ
მეხლიჩებოდა და ამ ნახლეჩებიდან სული მეპარებოდა. გულზე გარედან ვიჭერდი ხელს რომ
მკერდში დამემაგრებინა, საშინელი ტკივილი გამეჩერებინა, მაგრამ არ გამომდიოდა... როგორ
მინდოდა მობრუნებულიყო, თბილი და რბილი ხმით ეთქვა - ” ლე ტა ხაFუუ, ტანა ჰუნა....” მაგრამ
არა... ქვად და რკინად ქცეული სწრაფად მოძრაობდა. აქლემი შეკაზმა, ბარგი მოაგროვა, შეკრა
და უნაგირს მიაკიდა. ჯადარს ხელით უხმო, ლაგამი ამოსდო, აღვირი ხელში მოიკრიფა
და შეკაზმული აქლემი ჩემს წინ დააჩოქა.

256
ალ კაბირი ქანდაკებასავით იდგა, ზემოდან დამცქეროდა და უსიტყვოდ ელოდა როდის
ავდგებოდი ფეხზე. ბურნუსიდან მხოლოდ თვალები უჩანდა. წარბშეკრული პირდაპირ მიცქერდა
და ამჯერად მზერის არიდებას არ აპირებდა.

- როგორ გაბედე ასე გაგეწირა თავი!..როცა სულზე მეტად გიფრთხილდები! - ხმაში ჯერ კიდევ
მოყვებოდა ბრაზის ნაპერწკალი.
აქლემის უნაგირს დავებღაუჭე და ზედ შევჯექი, დრომადერი ტალღასავით აქანავდა და ფეხზე ადგა.
- მე უფრო... იმიტომ გავბედე... - მშვიდად დავუბრუნე პასუხი ისე რომ მზერა არც მე ამირიდებია.

ალ კაბირის თვალებში ისეთი ცეცხლი დაინთო, საჰარას მზესაც შეშურდებოდა მისი


სიმხურვალე, მაგრამ მაშინვე ყინული ჩაისხა მზერაში, თვალები მოჭუტა და წასვლა მანიშნა. ჩვენი
ოთხსულიანი ქარავანი სწრაფად დაიძრა. გუბურას შორიდან მოვუარეთ და გზას დავადექით. უკან
მოვიხედე. მიწაზე შავად მოხაზულ პენტაგრამას დავაცქერდი, შაითნის კლდეებს გავხედე. თვალი
შევავლე უსწორმასწორო მწვერვალებს სადაც ალბათ აღარასდროს იბატონებდნენ კარაკალები და
მეც... აღარასოდეს დავბრუნდებოდი... ყველაფერი ძალიან შორეულად მეჩვენა, იმდენად
შორეულად, თითქოს წუხანდელი ამბავი ვიღაცამ მიამბო და მე არ გადამხდენია...

მთელი საღამო, ღამე და დილა შეუჩერებლად ვიარეთ, უმთვარობაში წინ ბედაური მიგვიძღოდა.
ალ კაბირს მთელი გზის მანძილზე არცერთხელ არ მოუხედავს. არცერთი სიტყვა არ უთქვამს. მისი
დუმილი მთელი გზა მოქნეული მათრახივით მსერავდა. მზე თავზე წამოგვადგა. დერეფანი
თავდებოდა და ციცაბო დაღმართი გველოდა. უკვე შაითნის თავთან ვიყავით. ერთი სული მქონდა
როდის გავაღწევდით აქედან. ყოველ ნაბიჯს ვითვლიდი და ცამდე ატყორცნილ კლდეებს შორის
ღია ჰორიზონტის დანახვას ვცდილობდი. არემარემ ფერი იცვალა. გეზი სამხრეთ-დასავლეთით
გვეჭირა. ალ კაბირი წინ ცხენით მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი. ქვიან ნიადაგს ქვიშიანი ჭარბობდა
და უხმაუროდ ვმოძრაობდით. მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს ბოლო გასაჭირი იყო. რომ თეთრი
უდაბნოს სამხრეთით, ოაზისის დედაქალაქი მელოდა. იქიდან ბიძაჩემთან დავრეკავდი, იქნებ
საქართველოშიც მომეხერხებინა დარეკვა, მაგრამ ალბათ ჩემები უკვე კაიროში იყვნენ და მელოდნენ
ან, ამბავს ელოდნენ და... მე აღარ...

ჩემი დრომადერით არაბული ბედაურის კვალს მივყვებოდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი


ორიოდე დღეში როგორ ჩავეხუტებოდი ჩემებს, როგორ დავივიწყებდი საჰარას, სიცოცხლისთვის
დაუსრულებელ ბრძოლას, დავუბრუნდებოდი ჩემს სახლს, ოჯახს, მეგობრებს, ჩემს წიგნებს და ჩემს
სამყაროს. თავს პირობას ვაძლევდი რომ ახლა სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი და არცერთ წუთს
უქმად არ დავკარგავდი.

რიჟრაჟზე უდაბნომ კამკამა თეთრით დაიფერა უსასრულო კალთები. ქათქათა თეთრი ქვიშა
ჩემს ფეხქვეშ გაიშალა. ჩემს წინ უდაბნოს ცხელი ქარებით ცარცის და კირქვის კლდეებზე საოცარი
სინატიფით გამოკვეთილი უამრავი ქანდაკება აღიმართა. კვარცის მოციმციმე მინერალებმა
ცისარტყელას ფერები ჯერ გულში ჩაიხუტეს, შემდეგ გარშემო მოაფრქვიეს და მირაჟების ზღვამ
ლივლივი დაიწყო.

ფარაფრას თეთრი უდაბნო ნამდვილი ზეიმით გვეგებებოდა.


ბუნება ახალ ჯადოქრობას მიჩვენებდა. უხილავ მოლბერტზე ქათქათა ტილო გაეშალა და ზედ
თოვლისფრად მოქათქათე მარმაშებიანი მიწა მიეხატა. ზედ თეთრებში ჩაცმული კაცი
მიდიოდა, იდეალურად ზუსტი, მოქნილი ნაბიჯით ზომავდა გზას წაშლილი
ჰორიზონტისკენ და თავისი სინდისივით სუფთა ზეცას უბრუნდებოდა.

მცირე შესვენება ხელით მანიშნეს. ქარავნი გაჩერდა. ნახშირი გაღვივდა, მიწაზე ქეჩის ნაგლეჯი

257
გაიშალა და ტოლჩაში ყავის ბოლო ფოთოლი ჩავარდა. ალ კაბირმა ხელი მიწას
დაადო, ქანდაკებასავით გაქვავდა და დასავლეთს მიაჩერდა. ჯერ უდაბნოს უსმენდა გარინდული.
ბოლოს წელში გაიმართა, აბგიდან დაკეცილი აბრეშუმი ამოიღო და მომაწოდა. ქათქათა გალაბა
პირდაპირ ძონძებზე გადავიცვი, თეთრი ქვიშა მზეს მთლიანად ირეკლავდა და დამწვრობის
საფრთხე ასჯერ უფრო საშიში ხდებოდა.

მალე შევნიშნე რომ ახალი მიმართულებით მივდიოდით, ქარავანმა დასავლეთს მხარი უქცია და
სამხრეთისკენ შებრუნდა. გარშემო ყველაფერი ჩემს თეთრ სიზმარს ემსგავსებოდა და ნახატივით
ნელ-ნელა ცოცხლდებოდა. სანამ შუადღის მზე თავზე წამოგვადგებოდა ვეებერთლა ცარცის კლდეს
მივადექით, რომლისგანაც უდაბნოს ქარებს ვეებერთელა სოკო გამოექანდაკებინათ. მაშინვე ჩემი
ხელის რუქა გამახსენდა, დიდი სოკო რომ იყო დახატული. ეს ზუსტად ის ადგილი იყო. მისი
"ქუდის" ქვეშ მაცოცხლებელი ჩრდილი გაშლილიყო და მაცდურად გვიწვევდა. ჩამოვქვეითდით.
დუმილი ჩამოწვა და სიჩუმემ ფერი შეიძინა. დაძაბულობისგან ყველა ძარღვი დამეჭიმა და
მოუსვენრობა შემომენთო. გარემო ისე თეთრად დუმდა, როგორც თოვის წინ...რომ არა პაპანაქება
სიცხე, ალბათ ფანტელების ჩუმი წკრიალის მოლოდინში ცას შევაცქერდებოდი. მაგრამ წკრიალი
პირდაპირ ფეხქვეშ მომესმა.

- უკან! ფრთხილად! - ალ კაბირმა ხელი მტაცა და წამში მის ზურგსუკან აღმოვჩნდი. ზუსტად იმ
ადგილას, სადაც წამის წინ ვიდექი, ქვიშის ბორცვმა ამოიწია, მთასავით ამოიზარდა და დაბზარული
თავი კალთებზე ჩამოეშალა. შიშისგან შევკივლე. ჩვენს გარშემო ჯადოსნურად იზრდებოდნენ ქვიშის
ბორცვები და მიწიდან ბზრიალ-ტრიალით ამოდიოდნენ ინდიგოსფერი მოჩვენებები...სანამ თვალის
დახამხამება მოვასწარი, ტუარეგების ალყაში ვიყავით და ნახშირივით შავი თვალები გამჭოლად
გვიცქერდნენ.

- არ გაინძრე ალ კაბირ! ხელიც არ შეარხიო! შენი სიკვდილი არ გვინდა! - თქვა ყველაზე შორს
მდგომმა და ხელით ნიშანი მისცა სხვებს. ორი მათგანი მეცა, მიწაზე გამათრიეს ხელფეხი შემიკრეს
და სოკოს ძირთან მიმაგდეს. ჩემს ახლოს დასხდნენ, გადაჭრილი თოფები ხელში მოიმარჯვეს
და გაირინდნენ.

ალ კაბირმა თვალი მოავლო ალყას და მშვიდად თქვა:

- ამ ქალის უდანაშაულობა ყველას თვალწინ აღიარა თქვენმა სულიერმა მოძღვარმა. თქვენ კი


დიდი ალლაჰის ნების საპირისპიროდ მოსაკლავად მოსდევთ?
- ასეთია ამენოკალიას ნება.
- ალლაჰის ნებაზე მაღალი არაფერია. ამ ქალს, თქვენსავით მხოლოდ სახლში დაბრუნება უნდა,
თავის სამშობლოში, თავის ოჯახში... გაუშვით, წავიდეს, სამაგიეროდ თითოეული თქვენგანი ჩემგან
ათ კილოგრამ ოქროს მიიღებს. ქალაქად დასახლდებით, შვილებს განათლება
მისცემთ, ადამიანურად იცხოვრებთ. ხვალ საღამოს თითოეული თქვენგანი უმდიდრესი კაცი
გახდება.

ოქროს ხსენებაზე ტუარეგებს თვალები აენთოთ და ერთმანეთს ჩუმად გადახედეს.

- ჩემი ხალხის მოსყიდვას აპირებ ალ კაბირ! ერთგულებას ტუარეგი არაფერზე გაცვლის! - გაისმა
ზარივით სუფთა ხმა. თეთრ აქლემზე ამხედრებულმა ამენოკალიამ სოკოს ჩრდილში შემოაბიჯა და
მხლებლებს დაბანაკება ანიშნა. მილოში და არაბები სწრაფად დაქვეითდნენ და ჰილალეს აქლემი
დააჩოქეს. ტუარეგებმა სასწრაფოდ მოუმზადეს თავიანთ დედოფალს დასაბრძანებელი ადგილი და
წყალი მიართვეს.

258
- რაკი აქამდე ცოცხლებმა მოვაღწიეთ, ჩვენი ლაპარაკის დროც დადგა. - განაგრძო
ჩამოქვეითებულმა ჰილალემ და ტახტზე დაბრძანდა. გვერდით მილოში და არაბები ამოუდგნენ.
ადრარი არსად ჩანდა. ვერაფრით ვხვდებოდი როგორ დაგვეწია მდევარი. ტვინს მიხვრეტდა
გონებაში მოტრიალე ფიქრი იმაზე, რომ ადრარმა მოგვატყუა და კარაკალების ჯოჯოხეთი
შეგნებულად გამოგვატარა.

- ალ კაბირ, გაგიკვირდება, მაგრამ მიხარია ცოცხალს რომ გხედავ. წარმოუდგენელია შაითნის


დერეფანი უვნებელმა გამოიარე. - თქვა ჰილალემ და მე ირიბად გადმომხედა.
- შენი სილამაზისთვის ვერაფერი დაუკლია დამღლელ მგზავრობას ამენოკალია. - თქვა ალ
კაბირმა და მილოშს გაუსწორა მზერა. პოლონელი შეცბა და უნებურად ორიოდე ნაბიჯით უკან
დაიხია.
- ახლა ორივე ჩემი ტყვეები ხართ და თქვენი სიცოცხლე ჩემს ხელშია. - მედიდურად ჩაილაპარაკა
ჰილალემ და ალ კაბირს შეაცქერდა. მისი ბრაზი შარშანდელი თოვლივით გამქრალიყო და ალ
კაბირს ანთებული მზერით შესციცინებდა.
- შენს ხელში შენი სიცოცხლეც კი არ არის ამენოკალია. იმედია ჭრილობა აღარ გაწუხებს. - უპასუხა
ალ კაბირმა.
- გაბრაზებული და ნაწყენი ვარ, ჩვენს მეგობრობას ეს გადამთიელი ქალი ამჯობინე.
- ეს ქალი თუ ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნდება თავის ოჯახს, ჩვენი მეგობრობა
ძველებურად გაგრძელდება. დანარჩენს გაუგებრობას დავარქმევ და დავივიწყებ. - ალერსიანი,
თბილი და დაბალი ხმა მშვიდ მელოდიად გაიშალა თეთრად მოკამკამე ჰაერში.

ჰილალემ ირიბად გახედა მილოშს და ისევ ალ კაბირს მიუბრუნდა.

- მე შენთვის ბევრი რამის მოცემა შემიძლია ალ კაბირ და რასაც გეტყვი, სანამ


მიპასუხებდე დაფიქრდი.
- მე არასდროს მივაჭრია შენთან ამენოკალია. შენს ყველა გონივრულ სურვილს შევასრულებ
დიდი ალლაჰის ნებით, ეს ჩემთვის დიდი პატივია.

- ალ კაბირ, შენი ცივი თავაზიანობა მაიძულებს დავფიქრდე ღირს თუ არა რამის თქმა, მაგრამ
მაინც გეტყვი. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად მიხვდები რასაც გთავაზობ. მე შემიძლია
ერთ დაძახებაზე ორასიათასი შეიარაღებული ტუარეგი ფეხზე დავაყენო და შენ დაგიმორჩილო. ეს
უძლეველი არმიაა, რომელსაც დედამიწის ზურგზე ყველა სახელმწიფო ინატრებდა. თუ ჩემზე
დაქორწინდები, მთელი ტრანსსაჰარას სავაჭრო გზები და სასმელი წყლით სავსე ჭები შენს ხელში
იქნება, ჩვენი ტომის ამენოკალი გახდები. ისედაც უყვარხარ იმოჰაგებს და სახელიც შორს გაქვს
გავარდნილი. როგორც ამენოკალი დავეხმარები იმაში, რომ ჩემი ხალხი მალიში, ნიგერში და
მაროკოში ზაფხულობით საძოვრებზე შეუშვან. ქალაქებში არავინ შევა, საძოვრებისთვის კი ფულს
გადავიხდით. სხვა ტომების ამენოკალები გენდობიან და პატივს გცემენ, ამიტომ შენს გარშემო ყველა
ძალა გაერთიანდება. ხუთი მილიონი ტუარეგი როგორც ერთი, ისე დადგება ფეხზე და საკუთარი
სახელმწიფოს შექმნას შევძლებთ. გვეყოფა ამდენი ხეტიალი საჰარაში, ჩვენი ხალხი ნამდვილად
იმსახურებს საკუთარ მიწა-წყალს. საუკუნეა ამისთვის ვიბრძვით. ეს ჩვენი დიადი ოცნებაა. თუ
თანახმა იქნები და სათავეში ჩაგვიდგები, დიდი მიზანი გაგიჩნდება და ჩვენი მარდიული ნატვრა
ახდება, გვექნება საკუთარი წყალი და მიწა, ჩვენი სახელმწიფო და დაუმარცხებელი
თავისუფლება... ეს ევროპელი ქალიც ცოცხალი და უვნებელი დატოვებს საჰარას და თავის ოჯახში
დაბრუნდება.

ჰილალეს ნათქვამმა გამაოგნა. ყურს არ ვუჯერებდი, ჩემს წინ ულამაზესი, შეყვარებული და


ეჭვიანი ნახევრად ველური ქალი კი არა, სერიოზული პოლიტიკოსი იდგა და თავის დიდ მიზანს
უზიარებდა კაცს, რომელიც იდეალურად შეეფერებოდა მისი გეგმას.

259
ჰილალეს გათვლა ნამდვილად გენიალური იყო. ის, ახლაც რამდენიმე მიზნის მიღწევას
ცდილობდა. მალის იმპერიის პრინცისთვის ბევრად ადვილი იყო ტუარეგების მფარველობა. ვინ
ეტყოდა უარს ოქროს პილიგრიმის პირდაპირ მემკვიდრეს, საძოვრებზე შეფარებინათ ზაფხულის
საზარელი სიცხით წლობით შეწუხებული ტუარეგები. ხოლო თუ რომელიმე ქვეყანა
მათ მოქალაქეებადაც მიიღებდა, არჩევნების გზით სულ ადვილად შეეძლო ხელისუფლებაში
მოსვლა და არც ყოფილი იმპერიის აღდგენა იქნებოდა ძნელად მისაღწევი ამბავი... ხუთი მილიონი
რეალური მომხრე - მთელ მსოფლიოს ჩაჩრიდა პირში ბურთს.

თუ ტუარეგები აჯანყებას დაიწყებდნენ, ვინ დაუდგებოდა წინ მათ უძლეველ არმიას... ალ


კაბირი თუ თავის სახელმწიფოს ვერ აღადგენდა, ახალი სახელმწიფოს ერთპიროვნული ლიდერი
ნამდვილად გახდებოდა. მის დაძახებაზე არა მხოლოდ ტუარეგები, ბედუინები და ყველა
მომთაბარე ტომი ფეხზე დადგებოდა. ამისთვის მას ყველაფერი ჰქონდა, აბსოლიტურად
ყველაფერი: მემკვიდრეობა, სიმდიდრე, განათლება, გონიერება, ვაჟკაცობა, გამბედაობა, იდეალური
გარეგნობა, არაჩვეულებრივი ფიზიკური და სულიერი უნარები, საყოველთაო პატივისცემა, ხალხის
სიყვარული და ამ საქმისთვის ყველაზე საჭირო რელიგია - ისლამი... ჰილალე კი ნამდვილად
გახდებოდა პირველი და სრულიად უზადო ქალბატონი სახელოვანი მეუღლის გვერდით. ეს ქალი
ყველაფერს აიტანდა და გადაიტანდა თავისი დიდი მიზნისთვის, ტუარეგების დამოუკიდებელი
სახელმწიფოსთვის და ალ კაბირისთვის.

გაკვირვებული ვიყავი ამ საოცარი ქალის გონიერებით, პრაგმატული ჭკუით და პოლიტიკური


ალღოთი. ის არა მარტო ჩემს სიცოცხლეს და სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებას პირდებოდა ალ
კაბირს, არამედ მთელ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, წარმოუდგენელ ძალაუფლებას, რომელსაც
მტკიცე საფუძვლად წინამძღოლისადმი ხალხის სიყვარული დაედებოდა. მე შინ დავბრუნდებოდი,
ჰილალე თავიდან მშვიდობიანად და სამუდამოდ მომიცილებდა, ალ კაბირის გულსაც მოიგებდა,
ტუარეგებს საკუთარ მიწებს მისცემდა, თვითონ საყვარელ მამაკაცზე დაქორწინდებოდა და პირველი
ლედიც გახდებოდა...

უცბად არარაობად ვირძენი თავი. ჰილალეს ფეხთით ხელ-ფეხ შეკრული ვეგდე მიწაზე და
ამეონკალია, ახლა ისე მიყენებდა როგორც ჩვეულებრივი ვაჭრობის საგანს. იმ წუთში დედამიწის
ზურგზე არ მეგულებოდა არცერთი მამაკაცი, ვინც ჰილალეს წინადადებას არ დათანხმდებოდა
და აღარ ვიცოდი სად ჩავმძვრალიყავი.

მთელი ამ საუბრის მანძილზე ალ კაბირი არც კი შერხეულა, მშვიდად გასცქეროდა სივრცეს, თითქოს
რაღაცას უსმენდა და ვიღაცას ელოდა. ცოტა ხანი დუმდა და ფიქრობდა, შემდეგ ჰილალეს მშვიდად
გაუსწორა თვალი და უთხრა:

- ამენოკალია, მადლობელი ვარ ასეთი დიდი მიზნის შესასრულებლად რომ ამომირჩიე.


დარწმუნებულიც ხარ რომ მოვერევი ამ დიდ საქმეს. იმედია ნაფიქრი გაქვს იმაზე, რატომ
ჩაახშეს ტუარეგების სამივე აჯანყება. მითხარი რამდენმა მამაკაცმა იცის შენს ტომში წერა-
კითხვა? ისინი წერილით მისულ დავალებასაც კი ვერ გაიგებენ. ამ საქმისთვის შენს ხალხს და სხვა
ტომებსაც დიდი მომზადება ჭირდება. განათლება, სამხედრო საქმის და დისციპლინის სწავლა, მისი
დაცვა და შეგუება, ნორმალური აღჭურვილობა. მზადებას ათი-თხუთმეტი სრული წელიწადი
მოუნდება. ვინც ახლა ორმოცი წლისაა, ისინი ვეღარ გამოდგებიან. შენი ხალხი ორმოცდაათი წლის
უკვე მოხუცია და კვდება. ამიტომ ოცდახუთ წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ვინმე სათავეში უნდა
ჩაუდგეს, სკოლები უნდა შექმნას სადაც მათ სამხედრო ინსტრუქტორები გაზრდიან, თეორიულ და
საველე ცოდნას მისცემენ. ექიმები, სამხედრო ინჟინრები, მასწავლებლები და მშენებლები
გჭირდებათ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შენი ხალხი სერიოზულ ძალად მიიღოს

260
აფრიკამ. სხვაგვარად ეს მხოლოდ შეიარაღებული ბანდაა, რომელიც აქამდე იმიტომ გადარჩა, რომ
შუაგულ საჰარაში მომთაბარეობს, წვრილმანი თავდასხმებით, ყაჩაღობით, ტურისტების
მოტყუებით და მეცხოველეობით ირჩენს თავს.

თქვენთან დღემდე მატრიარქატია, მაგრამ მთავარი უფრო ისაა, რომ აქამდე ტომურ წყობილებას ვერ
გადაბიჯეთ და დღემდე ვერ ჩამოყალიბდით როგორც ერი, რომ თქვენი მიზნები და სურვილები
მსოფლიოს გააცნოთ. ყველა ტომი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს და ერთმანეთის არ
ესმით. მართალია ისლამს აღიარებთ, მაგრამ მისი წესებით არ ცხოვრობთ. ორი წლის წინ
შემოგთავაზე სკოლები გაგეხსნა და შენი ტომის ბავშვებისთვის განათლება მიგეცა. მასწავლებლების
მოყვანასაც დაგპირდი. ისიც გითხარი რომ ნიჭიერ და საუკეთესო ბავშვებს კაიროში, ალჟირში და
დუბაიში სასწავლებლად გავგზავნიდი და სწავლის ღირებულებასაც გადავუხდიდი. გაიხსენე შენი
პასუხი, ადათ წესებს ვერ დავივიწყებთ, მხოლოდ ქალებმა უნდა ისწავლონ წერა-კითხვა, მამაკაცებს
ეს არაფერში ჭირდებათო. ქალებისგან არმიას ვერ შექმნი ამენოკალია, გაუნათლებელი და
მოუმზადებელი მამაკაცებისგან მით უმეტეს. საველე პირობებს და სამხედრო საქმეს მამაკაცის ჭკუა
და ფიზიკური ძალა ჭირდება. საჰარას კლიმატიც სრულიად სხვაგვარ წვრთნას საჭიროებს. ასე რომ
შენს დიდ მიზნამდე ჯერ ხალხის განათლებაზე, სიცოცხლეზე და ერად ჩამოყალიბებაზე უნდა
იზრუნო. ტუარეგების ყველა ტომი უნდა გაერთიანდეს, ერთიანი დამწერლობა და ენა უნდა
ჰქონდეთ. ცივილიზებულ ერად უნდა იქცეთ, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს იმსახურებს,
მსოფლიოს ხალხებს ხმას მიაწვდენს და თავის ქვეყანას აგურ-აგურ ააშენებს. ამ სირთულეებს თუ
გადალახავთ, მაშინ ასეთ მაღალ მიზანზე ფიქრიც შეიძლება. ეს ხანგრძლივი და მძიმე გზაა, მაგრამ
ერთადერთი. შენს ტომში კი ამისთვის არცერთი წევრი მზად არ არის...

- ეს უარია ალ კაბირ?
- ეს დღევანდელი რეალობაა ამენოკალია, რომელიც უნდა შეიცვალოს. ეს ძალიან რთულია და
წლები ჭირდება. მზად ხარ ამ სირთულეების დასაძლევად?

ჰილალემ შუბლი შეკრა და ალ კაბირს მიაჩერდა. ტუარეგები გარინდული უსმენდნენ მათ


ცხოვრებაში ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საუბარს. მძიმე დუმილი ჩამოწვა და ჰაერი
საფრთხით გაიჟღინთა. თვალი შევასწარი როგორ შეირხა პოლონელი და წუთით გამეფებული
სიჩუმე ორმა გამაყურებელმა გასროლამ ერთდროულად შეარყია, რასაც ზედიზედ ორი საპასუხო
გასროლა მოჰყვა. ცარცის კლდეებმა იჭექეს, გუგუნი ექოდ აიტაცეს და თავზე
დგრიალით ჩამოგვამხეს. ყველაფერი წამში აირია. ჩემსკენ მობრუნებული მილოში ხელახლა
აპირებდა სროლას, მაგრამ წაბარბაცდა, ცალ ფეხზე ჩაიჩოქა და მხარზე იტაცა ხელი.

ალ კაბირმა ელვის სისწრაფით წაართვა იარაღი და სახეში წიხლი დაარტყა. პოლონელი მიწაზე
გაიშალა და ზემოდან ტყვიით თავგახვრეტილი არაბი დაასკდა. მობრუნებულმა ალ კაბირმა ჩემს
ყარაულს მოღერებული თოფი გამოგლიჯა, მკერდში წიხლი ჰკრა, მეორეს შუბლში ხეთქა თოფის
კონდახი და დანარჩენებს გრიგალივით დაატყდა თავს. მისი სისწრაფით გაოგნებული
ტუარეგები სანამ მოგერიებას მოასწრებდნენ, თოფის კონდახის, წიხლის, მუხლის და მუშტის
ძლიერი დარტმით დარეტიანებულები უკვე მიწაზე გორავდნენ. ყველაფერი ისე სწრაფად
დასრულდა, რომ ალ კაბირის ძლიერი დარტყმით მიწაზე გაშოტილი პოლონელი ზედ გადამხობილ
გვამთან ერთად, ჯერ კიდევ ზურგით მიხოხავდა გახურებულ ქვიშაზე. გასისხლიანებული
პოლონელი ლისამში გაიხლართა და გვამის ქვეშ ხაფანგში გაბმულივით აფართხალდა.

- არ გაინძრეთ! - მჭახე შეძახილთან ერთად ორი აქლემი ჭენებით მოგვაწყდა. ერთზე მამაკაცი
იჯდა და მის ხელში გადაჭრილი თოფი ბოლავდა. მეორეზე მოკუნტულად იჯდა მოხუცებული ანა
სილი და უძრავი, ნახშირივით შავი თვალებით მიცქერდა.

261
- ადრარ სწრაფად! - იარაღმომარჯვებული ალ კაბირი თვალს არ აცილებდა ავად გარინდულ
ტუარეგებს. ადრარი გაქანებული აქლემიდან ჩამოხტა, ტუარეგებს ეცა და ხელფეხი გაუკრა. შემდეგ
მილოში არაბები გაკოჭა. ერთმანეთისკენ ყველას ზურგები შეაქცევინა და ერთმანეთზე ისე
გადააბა, თუ სასწაული არ მოხდებოდა, ვერც თოკის შეხსნას შეძლებდნენ და ვერც სიარულს.

- ამენოკალია, შენს მეგობარ პოლონელს შენი გეგმა არ მოსწონს. მე კი მისი გეგმა არ


მომწონს. ვერ გაკადრებ გათოკილი, უწყლოდ მარტო დაგტოვო უდაბნოში მამაკაცებთან
ერთად! ჩვენთან წამოხვალ! - მოკლედ უთხრა ალ კაბირმა ბრაზისგან გაშეშებულ ქალს და ადრარს
ნიშანი მისცა. ადრარმა ჰილალეს ხელები ზურგს უკან თოკით შეუკრა, აქლემზე შესვა და უნაგირზე
მაგრად მიაბა. ყველა აქლემი ერთმანეთზე გადააბა, ზედ ტყვეების წყალი და იარაღი აჰკიდა და
ქარავანი მოამზადა.

ალ კაბირმა თოკები შემაჭრა და ცხენისკენ მიბრუნდა. წვალებით წამოვდეგი, მარცხენა მუხლს


ზემოთ ფეხი სასტიკად ამეწვა. ჩემი თეთრი გალაბა მთლად წითლად შეღებილიყო. პოლონელის
გასროლი ტყვია მეორე ფეხში მომხვედროდა და გამჭოლი ჭრილობა სისხლად
იცლებოდა. დრომადერამდე ნაბიჯის გადადგმა დავაპირე, მაგრამ წავიბორძიკე და მიწას
მოწყვეტით დავასკდებოდი, ღონიერ ხელს სულზე რომ არ მოესწრო.

- მჭიდროდ შეიხვიე, სწრაფად! - ალ კაბირმა ლისამის ნახევი მომაწოდა. ფეხის შესახვევად


გალაბა მუხლს ზემოთ უნდა ამეწია, ამიტომ ზურგით შებრუნდა ჩემი შიშველი
ფეხების ტუარეგების მზერისგან დასაფარავად. ჭრილობა რაც შეიძლებოდა
მჭიდროდ შევიხვიე. ალ კაბირმა ცხენზე გვერდულად შემსვა და თვითონაც ამხედრდა. მარჯვენა
მხარზე მიმიხუტა, აღვირი მოიმარჯვა და ადრარს გზის გაგრძელება ანიშნა. ის იყო ჰილალეს
ბრაზით მოღრეცილ სახეს შევასწარი თვალი, რომ ქარავანიც დაიძრა. სათავეში ადრარი ჩადგა, უკან
ჰილალეს აქლემი მიჰყვა, შემდეგ მოხუცი სილი, შემდეგ ნადავლიანი დრომადერების ქარავანი და
ბოლოს ჩვენ.

საღამოს პირზე რამდენიმე წუთით შევისვენეთ და მიწაზე ჩამომსვეს. გამთანგველი ტკივილის


ატანისგან ძალები მელეოდა. მაღალი სიცხისგან შუბლი მიხურდა, ყველა სახსარი მტეხდა და ყველა
ძვალი მტკიოდა. მხურვალება ტალღასავით მივლიდა სხეულში, ხან მამცივნებდა, ხან ცხელი ოფლი
მასხამდა. ადრარმა ჰილალეს წყალი დაალევინა, მოხუც სილის რატომღაც გვერდი აუარა, წყალი და
მოსასხამი მომაწოდა. ალ კაბირმა ჩემს წინ ერთი ფეხით დაიმუხლა, ორი თეთრი აბი ხელში ჩამიდო
და მოსასხამი მომახვია. ხელები ისე მიკანკალებდა, ძლივს მივიტანე პირთან წამლისთვის
მისაყოლებელი წყალი.

აბებმა სწრაფად იმოქმედეს, ტკივილი დაყრუვდა და დაბლაგვდა.

ფარაფრაში საღამო ფეხაკრეფით შემოიპარა. მზემ ჯერ გარემო გადააწითლა, მერე მწველი
სხივები გულში ჩაიუხტა და თეთრი დიუნების მიღმა ჩაიძირა. მიუხედავად მოქათქათე ქვიშისა და
კლდეებისა, უცნაურად მალე ჩამობნელდა, ალ კაბირი ცას დააკვირდა და თავი უკმაყოფილოდ
გაიქნია.

- ხვალ საღამოს ოაზისში უნდა ვიყოთ. სამ დღეში ქვიშის ქარიშხალი დაიწყება.
- შაითნის დერეფანი ტყუილად გამოვიარეთ. ხომ უნდა გაგვესწრო, ესენი კი წინ დაგვიხვდნენ და
გზა მოგვიჭრეს. ახლაც ვხედავ როგორ ამოდიოდნენ მიწიდან ლურჯი მოჩვენებები. მეგონა
შევიშალე...
- წარმოუდგენელი გამძლეობის ხალხია, დღე და ღამე ჭენებით იარეს, არ შეუსვენიათ.
- ესე იგი რაც ამენოკალიას უთხარი...

262
- დრო უნდა გამეყვანა. ადრარს ველოდი. მის გარეშე ჰილალეს მძევლად ვერ ავიყვანდი.
- ესე იგი ტუარეგების მეთაური არ გახდები, აჯანყებას არ მოაწყობ და ომს არ წამოიწყებ?..

ალ კაბირმა ისე გაიღიმა, მის სახეზე ახვეული ბურნუსის ქვეშაც კი დავინახე.

- ამ შეთავაზებას ყველა დათანხმდებოდა, ჩემს გარდა. ჰილალეს ბედუინი ვგონივარ. ამიტომ


გაუკვირდა ჩემი პასუხი. არც მინდა ჩემი ვინაობა გაიგოს. მისთვის ჯობია ბედუინად დავრჩე. ჩემი
წარმომავლობის კაცი ტუარეგების აჯანყებაში ვერ გაერევა. გამჟღავნდება რომ კეიტას დინასტიის
წევრი ვარ. ეს თითქმის მონარქიის აღდგენას ნიშნავს. ამას ამენოკალები არ დათანხმდებიან, არც
ჩემს გარევას დაუშვებენ ამ საქმეში. თანაც ეს მხოლოდ მათი საკეთებელია. არც ქორწინება გამოვა.
ჩემი გვარი მას არ მიიღებს და არც ჩვენს საერთო შვილს აღიარებს. ოჯახისგან მე სხვა რამეს
ველი. მეუღლეს ბრმად უნდა ვენდობოდე. მისი საქციელი და აზრი ჩემთვის დღესავით ნათელი და
საიმედო უნდა იყოს. სახლში უღალატო და ერთგული ადამიანები უნდა მეგულებოდნენ. მათთან
უნდა მიმეჩქარებოდეს. ეს ბევრი არ არის, მაგრამ ცოტასაც ვერ იტყვის კაცი... სულ ცოტაღა დაგვრჩა
ოაზისამდე აღარსად გავჩერდებით. ზეგ უკვე ოჯახთან ერთად კაიროში იქნები და საჰარაში შენი
თავგადასავალი დასრულდება. მხოლოდ მომავალზე იფიქრე და უსიამოვნო წარსული არასოდეს
გაიხსენო. - ალ კაბირმა საუბრის დასრულების ნიშნად თავი დამიკრა, ფეხზე ადგა და ცხენს წყლით
სავსე ტყავის გუდურა გაუწოდა. ჯადარმა გუდაში დრუნჩი ფრთხილად ჩაყო და დამსახურებული
წყალი ფრთხილად დალია.

თეთრად გადაპენტილი არემარე, საღამოს მიუხედავად უცნაურ ბინდიან სინათლეში


გახვეულიყო, ეს დაბნელებული ნათელი იყო. უფრო სწორად ისეთი, საქართველოში დილა-ბნელს
რომ ეძახიან. ვუყურებდი ამ უსაზღვრო სითეთრეს და ჩემდაუნებურად ენისგასატეხი ამეკვიატა...

”თეთრი თრითინა თეთრ თოვლზე თრთოდა... თეთრი... თოვლზე... თეთრი თოვლი..." - ვიგრძენი
რომ მაღალი სიცხისგან უკვე ვბოდავდი. თეთრი უდაბნო ცაზე ამობრუნდა და თეთრმა ქვიშამ
ზეციდან თოვლივით წვრილად დაიწყო ცრა. ფანტელებად ქცეული ქვიშის ნამცეცები ნამდვილი
ფიფქებივით წრეზე ტრიალებდნენ, ფარფატებდნენ და მიწისკენ მოფრინავდნენ. ოღონდ ჩემს შუბლს
გვერდს უვლიდნენ, არაბული ბედაურის მოფრიალე ფაფარზე ეშვებოდნენ და შიგ
იხლართებოდნენ.

შუბლზე ტუჩების შეხება ვიგრძენი. თითქოს სიცხეს მიზომავდნენ, როგორც ბავშობაში.

- ”ლე ტა ხაFუუ ნი’ილნა, ტანა ჰუნა...” - ჩამესმა ჩურჩულიდა იმ წუთში დაფიცება შემეძლო რომ
ნამდვილად ქართულად მესმოდა ის სიტყვები, გუშინ დილით ასე რომ მენატრებოდა...
”ნუ გეშინია ნილნა, შენთან ვარ...”

ბედუინი (ნაწილი XXXI თეთრი უდაბნოს მზე)

წარსულს მანამ ვერ გაექცევი, სანამ მასში კარგად არ


გაერკვევი.

არაბული ანდაზ

263
მაღალი სიცხისგან თვალები ძალაუნებურად მეხუჭებოდა, მოსასხამში თავფეხიანად
გახვეულს ერთიანად მაძაგძაგებდა. მხოლოდ ერთ ფერს ვხედავდი, ბროწეულის ძოწეულს. მიყვარდა
როცა დედა სახლში ბროწეულს მახვედრებდა, დამარცვლავდა, შაქარს მოაყრიდა და მეტყოდა, "შენ
და ბროწეულმა ერთად იცინეთო..." შევხაროდით ერთმანეთს მე და ბროწეული. ჩემი საყვარელი
ბროლის თასიდან, რომელსაც ბროწეულის სიწითლე, არომატი და სურნელი ერგებოდა ხოლმე
პატივად, მარცვალ-მარცვალ შევექცეოდი უსაყვარლეს ხილს და ჩემზე ბედნიერი არავინ
მეგულებოდა.... ბროწეულის ფერში ჩაძირული წყვეტილად ვსუნთქავდი, გონება გაცხოველებული
მუშაობდა.
გული ძველებურად ძლიერად იბრძოდა, მძლავრად გუგუნებდა და სულს და სხეულს ერთგულად
კვებავდა.
რწევა შეწყდა და მიწა ხერხემლით ვიგრძენი. შუბლზე სველი ტილო ცხონებად დამეფინა და
სახეზე ჩრდილი დამეცა.

- ბევრი დარჩა ოაზისამდე?!


- ერთი მთვარე და ერთი მზე.
- ისე დავიღალე, სხეულის ზიდვა აღარ შემიძლია.- ისე ჩუმად ჩავიჩურჩულე, მეგონა
ვერ გაიგონა.
- ალლაჰ... ძალა მიეცი გთხოვ! სულ რამდენიმე საათი გაძელი, მზე გადაიხრება და
აგრილდება... - ალ კაბირი წყალს გადაწვდა, საცობი მოხსნა.
- არ მინდოდა დავრდომილი დავბრუნებულიყავი საქართველოში!
- მხოლოდ დაჭრილი ხარ. წყალი მოსვი.- შუბლი დამისველა და ტყავის გუდა პირთან
მომიტანა.
მოწოდებულმა წყალმა სველი, ხორკლიანი ქუსლებით ჩაირბინა ჩემი ჩახრაკული ყელი. ჩრდილმა
ადგილი ინაცვლა და მეწინავე აქლემთან გაჩერდა. მამაკაცების საუბარი მომესმა.

- ადრარ, ვერ მოვიცდი, მარტომ უნდა იარო. ოაზისში ყანების ბოლოს ჩემი ხალხი დაგხვდება
და სახლამდე მოგიყვანს.
- რაც ადრე მიხვალთ აჯობებს.
- მოხუცი მთელი გზა უძრავად ზის დრომადერზე.
- დედა სილი ციდან გვიყურებს. წუხელღამ წავიდა თავის მალასთან...ამენოკალიას დროს
დაკარგვა არ უნდოდა, ძალიან ჩქარობდა. ჩამორჩენის ნება არ მომცა და დამარხვა ვერ
მოვასწარი. დრომადერი ზურგზე მკვდარს არ იჩერებდა, გზაში გაჭირვეულდა, ოჩნობდა და
დავაგვიანე. მაშალაჰ, სულზე მოგისწარი...
- ალლაჰ... რა მესმის! მივხვდი და ვერ დავიჯერე. გვაპატიოს მისმა ნათელმა სულმა.
ამენოკალიამ მთლად დაკარგა ადამიანობა.
- შენთვის ყველაფერზე წავა. სიფრთხილე გმართებს.
- ორი კვირაა არ გიძინია ადრარ, ადამიანს მხოლოდ თერთმეტი დღეღამე შეუძლია უძილოდ
გაძლოს. იქნებ გავჩერდეთ, მოხუცი მიწას მივაბაროთ, გამოიძინე და მერე გავაგრძელოთ გზა. ასეთი
საქმისთვის მოვიცდი...
- ორი დღე კიდევ გავძლებ, ქვიშის ქარიშხალს ოაზისში უნდა მივასწროთ. რაკი მაშინვე ვერ
დავმარხე, ადამიანების საცხოვრებელთან, სასაფლაოზე დავასაფლავებ. ტომში აღარ გავჩერდები და
არ მინდა საჰარაში ჩაიკარგოს მისი სამარე. მომხსენიებელი აღარავინ დარჩა, ხანდახან ვინმე
გამვლელი ალლაჰს შეავედრებს მის სულს.
- აგრე იყოს, ოღონდ ჰილალე არ გაგექცეს. ოაზისში უნდა მოიყვანო, თორემ ხელახლა შეკრებს
მდევარს. დაკრძალვისთვის ყველაფერი მზად დაგხვდება.
- ალლაჰმა დაგლოცოს.

264
- ოაზისთან ხაფანგი იქნება...
- ჩვენი ჯგუფი თეთრ კლდეებთან დარჩა. წინ წასულებმა შეიძლება ხალხი მოისყიდეს.
საჰარაში ყველა ყაჩაღობს, ფარაფრას ოაზისი კი კარგი ლუკმაა. ჩვენებურად გადაიცვი, ჩვენს ენაზე
ილაპარაკე. ეს იარაღი გამომართვი, წუთში ექვსასი გასროლა შეუძლია, ესეც მჭიდებია
ვაზნებით. თითოში ოცდაათი ვაზნა ეტევა. ნამდვილად გეყოფა თუ ჯარი არ დაგესხა თავს...
- მადლობა, მაგრამ...ჯადარს მაინც ყველა იცნობს... თუმცა...

ჩრდილმა ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და კიდევ ერთი ჩრდილი დაიმატა.

- ამენოკალია, შენი ბარგი მიმაქვს, ოაზისში დაგიბრუნებ!


- ბედუინო, ამას არ გაპატიებ! ტუარეგები სადაც მოგწვდებიან, ორივეს იქვე ჩაგაძაღლებენ.
- ცდები ამენოკალია! შენ ტომის წინამძღოლის მოვალეობა არ შეასრულე, განსაცდელში
ჩავარდნილი ხალხი მიატოვე და მე გამომეკიდე. ისინი ალბათ სხვა ტომებმა შეიფარეს. რაც მოხდა,
უკვე ყველა ტუარეგს ეცოდინება. მაგრამ თუ გაიგეს, ტომის წევრი დაუმარხავი დატოვე და ჩემს
დევნაში აქლემზე დაბმული ცოცხალივით ატარე, ყველა გაგრიყავს. სირცხვილი ცხოვრებაზე
გრძელია* და შენ, სიკვდილის შემდეგაც ყველა აუგად მოგიხსენიებს.
- ვერ ეღირსები ალ კაბირ! მანამდე გულს ცოცხლად გამოგჭამ!..
- ფრთხილად იარე ადრარ! შაითანი გახლავს!

მოკლე საუბარი შეწყდა. გაგონილმა შემძრა. ჩემი ანნა** სილი, გაკოჭილს და ძაღლივით კისრით
დაბმულს ჩუმად რომ მივლიდა სოფელში - მკვდარი იყო... თურმე რატომ არ აწვდიდა ადრარი
წყალს. გამახსენდა როგორ მეფერებოდნენ მოხუცის კოჟრიანი ხელები ლოდის ჩრდილში
მჯდომარეს, როგორ ქანაობდა მთელი სხეულით და როგორ არწევდა თავის უსაშველო
დარდს. როგორ იდგა წელში გამართული მაღლა აწეული დანიანი ხელით და როგორ გამოუცხადა
ხალხს, რომ ახალგაზრდა ტუარეგის სიკვდილში ბრალი არ მედო. გულით და უხმოდ ვტიროდი
კაფანდარა, ნიავივით მსუბუქ მოხუცს, სიკეთით სავსეს, ერთადერთი ქალიშვილის მხეცურმა
მკვლელობამ რომ ვერ გააბოროტა და ახლა, ცოდვის მოარულ ძეგლად ქცეული, ფეხდაფეხ
მისდევდა მისი ოჯახის ამომწყვეტს.

ალ კაბირმა ლისამით ხურჯინი შეკრა, შიგ სელის კალათა, გეოლოგის ზურგჩანთა, წყალი და
ადრარის მიწოდებული ნივთები ჩაალაგა. ცხენზე გარდიგარდმო გადაკიდა და ჯადარს წყალი
მიაწოდა. ჩვეულებრივზე ნელა მოძრაობდა ჩემთვის ტირილი რომ ედროვებინა. ჯადარი ჩუმად
სვამდა წყალს და თვალს არ მაცილებდა. ცდილობდა გამოეცნო რა მტკიოდა ასე მწარედ.

ჩემი ძალები სანდო ნამდვილად აღარ იყო, ალ კაბირმა ხელში ამიყვანა და ცხენზე გვერდულად
შემსვა, ამხედებულმა მარჯვენა მხარზე მიმიხუტა და და აღვირი მეორე ხელში მოიკრიბა. ჯადარს
ბიძგიც არ დასჭირვებია, ჩვენს ზურგს უკან ამტვერებული ქვიშა ცაში აისვეტა და ყველაფერი
დაფარა. ბედაურმა ქვიშის ღუბელი ფეხქვეშ გაიგო და უჰორიზონტო ცაზე შეფრინდა. უკან
ბოროტი ხარხარი დაგვედევნა და ჩემს დაბინდულ გონებაში სამარადჟამოდ ჩაიჭედა...

ცნობიერება ხან მიბრუნდებოდა, ხან უსასრულო სითეთრეს ერწყმოდა. მთვარის ნათელმა


ლამის დამაბრმავა. მკვდარ სითეთრეში ვეებერთელა ბურთი ცოცხალივით ფეთქავდა და მოხუცი
სილის დარდივით ირწეოდა. უსაშველო სივრცეს თვალუწვდენელი სიღრმე ჰქონდა, ზედ უხილავი
მხატვარი თავაწყვეტილად მქროლავ შავ არაბულ ბედაურს ფუნჯის ერთი მოსმით ხატავდა. მისი
გრძელი, მოფრიალე ფაფარი ყველაფერს ძარღვებად ედებოდა. ცხენი ფეხის ხმა ყურში, თავში
და გულში ერთდროულად ახმაურდა და უსაზღვრო სითეთრე ძოწისფერმა დაფარა.
ვიღაც ბროწეულის მარცვლებით სავსე ფიალას მაწვდიდა, ზედ შაქრის ნაცვლად თეთრ ქვიშას
აყრიდა და ბოროტად ხარხარებდა...

265
...დილის რიჟრაჟმა გონს მომიყვანა. ლისამით მოწყობილი მცირე ჩარდახი თავზე
მადგა. ტირილისგან, ტკივილისგან და მაღალი სიცხისგან დაოსებული ჰორიზონტს
მივაჩერდი. სული ყელში მომდგომოდა, გულთან ერთად ფეთქავდა და გასაქცევად გამზადებული
სიცოცხლე კბილით ეჭირა. ჰაერი გადავყლაპე. მეგონა, სულს სასულეში ჩავიტანდი, მაგრამ ვერ
მოვერიე. ისევ ბურთივით მაჯდა ყელში და მთელი ძალით მაწვებოდა. თითქოს რაღაცას მთხოვდა,
რაღაცას მაძალებდა... უნდოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მივხვედრილიყავი.

გახურებულ შუბლზე ხელის შეხება ვიგრძენი.


- სიცოცხლე აღარ შემიძლია. თავი აღარ მაქვს. სულს მივათრევ თუ სული მიმათრევს აღარ
ვიცი...- ჩავიჩურჩულე და მზეს მივაჩერდი.
- ნუ ილაპარაკებ ნილნა, ნუ ფიქრობ. ძალას გაუფრთხილდი.
- ეს ალბათ დასასრულია. ჩემი გზის დასასრული.

ჩემს თავთან დაჩოქილმა ალ კაბირმა მოულოდნელად გულზე ხელი იტაცა, გვერდზე


გადაქანდა და მიწაზე დაეცა. ტბასთან გაჩენილმა შიშმა გამქრალი ფრთები შეისხა და მთლიანად
გაშალა. მთელი სხეულით შევიკუმშე, თითქოს ხელი მკრეს, წყალი ავითრიე და მისკენ
გავხოხდი, წყალი სახეზე დავასხი. მკერდის ჭრილობა მოვუსინჯე. ისევ ჩემი ნახვევით ჰქონდა
შეკრული, სისხლი არ ჟონავდა, ასე უცბად რა უნდა დამართნოდა ვერაფრით
ვხვდებოდი. თავსაბურავი მოვხადე და შუბლზე ხელით სიცხე მოვუსინჯე. თავადაც სიცხით
ვიწვოდი და ჩემმა ხელისგულმა სიგრილე მაშინვე იგრძნო. დაძაბული დავცქეროდი, ტირილით ხმა
ჩახლეჩილი ჩურჩულით ვკიოდი...
- არა ალ კაბირ! არა! შემომხედე, ხმა გამეცი! გთხოვ!!!
წამწამებქვეშ ზურმუხტებმა გაიკრიალეს და მწვანე თვალებმა თეთრი უდაბნოს მზე ჩაიღვარეს.
- კარგად ვარ!
- ღმერთო ძლიერო! ეგღა მინდოდა... - მუშტები შევკარი, მინდოდა გარბაზებულს მისთვის
დამეშინა, მაგრამ მაჯაში მტაცა ხელი.
- ხედავ, შეგიძლია! ნუ მოძრაობ, ნუ ტირი, სხეულში წყალს უნდა გაუფრთხილდე, ენერგიას ნუ
ხარჯავ!
- არა, აღარ შემიძლია და იცი, მგონი მიხარია, ყველაფერი რომ სრულდება, მინდოდა
ფარაფრამდე მიმეღწია, მინდოდა მცოდნოდა რომ ეს უსასრულო გზა საჰარაში ცოცხალმა
გავიარე. მაგრამ ვეღარ, ვეღარ ვუძლებ...
- გასწავლი ეს როგორ უნდა მოახერხო, წმინდა სარკის მემკვიდრევ, ყურადღებით
მომისმინე, თუ შეძლებ და გამოგივა, ხელახლა დაიბადები. შენს სულს უნდა მოუსმინო
ნილნა, ღმერთმა სამი რამ მისცა ადამიანს, სული, სხეული და გონება, მათ შორის სული ყველაზე
ძლიერია, უსაზღვროდ ძლიერი, რადგან ზეცასთან პირდაპირი ურღვევი კავშირი აქვს. ახლა
თვალები დახუჭე, სმენა დაიხშე და თავში ჩაღრმავდი, გულისყური მოისმენს და გაგაგებინებს რა
სურს და რა ჭირდება, შეასრულე რასაც გთხოვს და... ნახავ რაც შეუძლია...

სახეში შევაჩერდი, ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს სრულიად შემთხვევით წამოსცდა დიდი
საიდუმლო. დაფიქრებით მიყურებდა უნდოდა დარწმუნებულიყო, ნამდვილად გავიგე თუ არა მისი
ნათქვამი, უფრო სწორად, ისე გავიგე თუ არა - როგორც უნდა გამეგო.

რაღაც ისეთმა ზარმა გამიარა, ჯერ სხეული რომ გრძნობს და გონებას დაასწრებს ხოლმე.
მივხვდი, რომ აქამდე, არასოდეს მომსვლია აზრად საკუთარი სულისთვის მომესმინა. ის ხომ
ისედაც ჩემი იყო - ჩემივე დასაბამიდან და ჩემი იქნებოდა ჩემივე დასასრულამდე... სულის წამალი
ჩემთვის ის უამრავი ლოცვა იყო, რასაც უხსოვარი დროიდან გვთავაზობდნენ საეკლესიო
მსახურებანი. ჩემს ოჯახში ყველაზე ხშირად ბებია, მამის დედა მახსოვდა ხატების წინ მუხლებზე

266
მდგარი. ვერც იმას ვიტყოდი რომ მეორე ბებია, ასტროფიზიკოსი, ურწმუნო ათეისტი იყო,
მაგრამ ღმერთთან, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, უმღვდლო და უეკლესიო... ერთხელ
მამამ ორივეს ხუმრობით კითხა: "რომელი ხართ უფრო ახლოს ღმერთთანო..." სიდედრმა მშვიდად
უპასუხა, "დედათქვენი სულიერად სიძევ, მე კი ფიზიკურადო..." მამაჩემმა გაიცინა ბებოს
მიუბრუნდა "დედაჩემო, შენ ჩემს სულზე იზრუნე, სიდედრი - ფიზიკურად მომხედავსო." რა
ვიცოდით მაშინ, ბებოს პირდაპირ თუ აუხდებოდა შვილის ხუმრობა. მამის სიკვდილის შემდეგ
ფეხზე მდგარი აღარც მინახავს, სულ მუხლზე დაჩოქილი ავედრებდა უფალს შვილის უდროოდ
წასულ სულს...

"სულს მოუსმინეო..." შეეძლო ეთქვა ილოცეო, თავადაც ხომ ლოცულობდა... და უცბად მთელი
სხეულით მივხვდი სინამდვილეში რა მითხრა...
სახეში შევხედე. მშვიდად მიმზერდა და თვალებში მიცქერდა, როგორც ყოველთვის ახლაც სწრაფად
დაიჭირა ჩემი ფიქრი, სახეზე ნათელმა გადაუარა, სასთუმალი მომიმარჯვა, შუბლი დამისველა,
ფეხზე ადგა და თვალს მოეფარა. ვგრძნობდი, რომ სდაღაც ახლოს იყო, მაგრამ ვეღარ ვხედავდი.

გულისყური მოვიკრიბე, თვალები დავხუჭე და საკუთარ სულში ჩაძირვა დავიწყე. ნელ-ნელა


ვღრმავდებოდი. მთელი გონებით და სხეულით ვიძირებოდი, ახლა ის უნდა გამხდარიყო მთავარი.
მას უნდა დაეკავებინა გონების და სხეულის ადგილი, მას უნდა ეკარნახა რა უნდა გვექნა, როგორ
უნდა მოვქცეულიყავით, ვგრძნობდი როგორ მიჭირდა დაღმასვლა, სიღრმეში ჩაღწევა...
დამძიმებულიყო... გამკვრივებულიყო... მწარე ეკალივით ისუსხებოდა... მუშტად შეკრულიყო და
შიგნიდან მცემდა... ეწვოდა, ტკიოდა, დარდობდა, დაწყნარება და სიმშვიდე უნდოდა, სითბოს,
სინათლეს ელოდა... მე, მე მელოდა ჩემი ერთგული ერთი მესამედი... ჩემგან ბოლომდე გამეტებული,
უყურადღებოდ მიგდებული... მიტოვებული. საკუთარი თავის შემრცხვა, გული მეტკინა აქამდე
თვითონ რომ ვერ მივხვდი მთავარს. არც მიფიქრია მასაც თუ უნდოდა მოვლა, მოფერება და
მოსვენება დანარჩენი ორი მესამედივით.

" -სულ რაღაცას გაიძულებდი და დაგღალე, გაგტანჯე და გაგაწვალე. ყურადღებას არ გაქცევდი,


მეგონა არაფერი გჭირდებოდა, ჩემი მსახური იყავი... თურმე ვცდებოდი, არ ვიცოდი, არ მისწავლია...
მადლობა არასოდეს მითქვამს, არ მომივლია, არ მიზრუნია. ახლა თავი გამახსენე და ძალას
მიჩვენებ. როგორი მთავარი ყოფილხარ თურმე... მეცოდინება რომ დიდი და ძლიერი ხარ... ჩემზე
ნათელი... ჩემზე ერთგული... შენ ხარ სიცოცხლე, ჩემგან დაუფასებელი და შეუყვარებელი. ჩემი
შეუგნებელი და დაუძლეველ მისწრაფება გადარჩენისთვის, შენი უხილავი ძალის წყალობა ყოფილა.
ყოველთვის გაგიფრთხილდები, უსაზღვროდ მეყვარები, ნამდვილი სიყვარულით, როგორც შენს
სიმაღლეს და სიდიადეს შეეფერება... ვიზრუნებ რომ სუფთა და ნათელი იყო, მოგივლი, რომ
არასდროს დამძიმდე და გაბოროტდე. აქამდე ხომ გვატარა მე და შენ ჩვენმა სხეულმა, როგორც მე
შემეძლო - ისე გვატარა. ახლა შენ უნდა იმარჯვო, შენ უნდა გვატარო... ისევ ერთად რომ ვიყოთ, ისევ
გადავრჩეთ... გთხოვ, დამშვიდდი, გაძლიერდი, დაგვეხმარე. შენი ძალა მოგვეცი,
გადმოგვისხი, თორემ...ერთმანეთს გავეყრებით... ცალკ-ცალკე დავიფანტებით. სხეული მიწას
დარჩება, შენ ცაში გაფრინდები, მე კი ვიქნები სადღაც შუაში გამოკიდებული თქვენს ძებნაში... ჩვენი
სამეულს კი სიკეთეების კეთება შეუძლია, სამართლიანობისთვის ბრძოლა შეუძლია და ნათელი
შეგემატება, შენი ნათელი მეც დამამშვიდებს და სხეული გაძლიერდება. არც კი ვიცი რამდენჯერ
გაწყენინე, რამდენჯერ გატკინე და გაგამწარე, ვერც კი ვგრძნობდი როგორ გაწვალებდი... შევცდი,
შევცდი...შენდობას გთხოვ, ორივე შენდობას გთხოვთ... გვაპატიე ... და ჩვენთან დარჩი..."

ყელთან ამომჯდარმა მუშტმა გაშლა დაიწყო. სიმძიმე ნელა ქრებოდა. უცნაურმა და უცნობმა
სიმკვრივემ ეკლები მოიშორა, შემსუბუქდა, გაიხსნა და სხეულში ლაღი მდინარესავით
დაიძრა. ყველა ძარღვს და უჯრედს მიაგნო, ჩემი სხეულის ფორმა მიიღო, ჩემს
ძვლებად, ხერხემლად და ხორცად იქცა, ყველგან გაჯდა და ძალად დაიწყო გადაქცევა. გონებაში

267
ფორიაქი მშვიდდებოდა... მინავლული გულისძგერა მომძლავრდა და ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა.
უღონობა, უძლობა და უსურვილობა თანდათან მტოვებდა, სხეულიდან ფეხაკრეფით
იპარებოდა. კარგა ხანს უძრავად ვიწექი და ჩემი სულის მოძრაობას ვუსმენდი, როგორ აკითხავდა,
ავსებდა ყველა კუნჭულს და ყველგან საოცარ ძალას ტოვებდა. უზომო მადლიერების გრძნობა
დამეუფლა. წამოუდგენელი ბედნიერება და სიმსუბუქე მეწვია. ეს ნამდვილად ის იყო, რასაც
ნეტარებას ეძახიან. უსაზღვრო ბედნიერების და მადლიერების ერთდროული შეგრძნება.
თურმე, უმაღლესი სიკეთის მიღწევა, საკუთარი სულის მოსმენით იყო შესაძლებელი მაშინაც
კი, როცა სხვა აღარაფრის იმედი აღარ არსებობდა.
წარმოუდგენელი იყო ყველა ის შეგრძნება, რაც ტალღად ვრცელდება არა მხოლოდ ჩემს სხეულში,
არამედ მის გარეთაც... როგორც სულს შეეფერებოდა, ისეთი სიმაღლით მაპატია და შემინდო...
სულის ძალით დაწმენდილ გონებაში რაღაც გაუაზრებელი აზრი მიტრიალებდა, კარგა ხანს
ვუსმენდი და ველოდი, როდის იქცეოდა სიტყვებად. ძალა და ენერგია თანდათან
მემატებოდა. ფილტვების ასავსებად სუფთა ჰაერს უფრო და უფრო ღრმად ვისუნთქავდი და
ველოდი. როგორც იქნა სიტყვებმა ბრწყინვა დაიწყეს ისეთი მახლობელი იყვნენ ეს სიტყვები, რომ
თითქოს ჩემში ჩემს დაბადებამდე არსებობდნენ: "თავით თვისით მზე ხარ... გაბრწყინებული მზე...
საკუთარი თავის მზე... აი თურმე როგორ იქმნება საგალობელი...თურმე როგორ..."

თვალი გავახილე. სამის ერთობა და ერთის სამობა ჩემთვის ისეთი ნათელი გახდა, როგორც
არასდროს. იმის შეგნებამ რომ გაგონება და გაგება, დანახვა და ხედვა სულ სხვადასხვა
ყოფილა, უცბად გამააზრებინა ჩემი სულიერი სიმწირე...

" -რა უმწიფარი ვყოფილვარ, რა უმწიფარი... რამდენი რამ გამომრჩენია, რამდენი შემშლია... თურმე
სულის თვალებით უნდა წაიკითხო სულის ძალით უნდა იგრძნო, მერე გონებით უნდა გაიაზრო რას
გრძნობ და ისე მიიტანო გულამდე. პირმა კი გულში გატარებული სიტყვა უნდა ამოთქვას... ასეთ
სიტყვას დიდი ძალა აქვს... მე კი სულ პირიქით ვიქცეოდი... რაც კი გონებას წაეკარებოდა, კარგი თუ
ცუდი, ყველაფერს სულს ვაძალებდი. ის კი იბრძოდა, მხოლოდ ის უნდოდა, რაც გაანათებდა,
შეამსუბუქებდა, მე კი ამორჩევასაც არ ვაცლიდი, ვაყრიდი და ვაყრიდი ყველაფერს. ისე ვშხამავდი,
როგორც სხეულს წამლავს ცუდი საკვები... ეს შინაგანი ჭიდილი სამივეს გვანადგურებდა. ღმერთო,
ეს რა სისულელეს ჩავდიოდი, თურმე სულ უკუღმა მიცხოვრია, სულ უკუღმა..."

ჩემს სუნთქვაზე ალ კაბირმა მაშინვე ჩემთან დაიმუხლა, მანიშნა რომ უნდა შემხებოდა და
შუბლზე ხელი დამადო.

- მაშალაჰ, სიცხემ დაგიკლო. ასე უცბად?.. ერთი საათის უკან იწვოდი... - გაკვირვებით
დამაცქერდა, მაგრამ მერე თითქოს რაღაცას მიხვდა, თვალებში ჯერ გაკვირვება ჩაუდგა, მერე ის
საოცარი ნათელი, მისი დიდი საიდუმლოს გამხელისას რომ შევნიშნე.
- ესე იგი შეძელი... წარმოუდგენელია! გამოგივიდა! ახლა ერთი საფეხურით მაღლა ხარ წმინდა
სარკის მემკვიდრევ... ეს წამალი დალიე, წყალი მოსვი, არ მიპასუხო, არ ილაპარაკო. თუ დაძინებას
შეძლებ, ნამდვილად დადგები ფეხზე. , გზას მხოლოდ მაშინ გავაგრძელებთ, როცა უკეთ
იქნები. საჰარა შენთვის უკვე წარსულია და დაივიწყე, მხოლოდ მომავალზე იფიქრე. ახლა
კი დაიძინე.- წყალი პირთან მომიტანა და მანიშნა ცოტა მომესვა.

წყალმა გონება დამიწმინდა. მზერა გამეხსნა, ბროწეულისფერი ნელ-ნელა ლღვებოდა და


ყველაფერს ბუნებრივი იერი უბრუნდებოდა. თვალები დავხუჭე და ძილმა ფრთხილად წამიღო
სითეთრეში. თვალი რომ გავახილე, მზე უკვე ამოწვერილიყო.

ალ კაბირი მოფრუტუნე ცხენთან იდგა და ხელში რაღაც ნივთი ეჭირა და ყურადღებით

268
აკვირდებოდა. ჩემი ახალი სულიერი მგდომარეობა ისე მეამა, რომ გადავწყვიტე ცოტა კიდევ
დამესვენა და მერე დამეძახა მისთვის. ამიტომ მეც შევეცადე გამომეცნო რა იყო ეს უცნაური ნივთი,
რომელიც აქამდე მის ხელში არ მენახა.

საჰარას ქვიშისფერი, მოქნილი, კოპწია, მოხერხებული, წიბოებზე სავარცხელივით დაკბილული


სხეული, მოკლე ლულით თავდებოდა. სწორედ ეს მოკლე და პატარა ლულა ამჟღავნებდა,
რომ ეს სათამაშოსავით ლამაზი ნივთი, საკმაოდ მძლავრი ცეცხლსასროლი იარაღი უნდა
ყოფილიყო. გამახსენდა ადრარმა რომ რაღაც მისცა და უთხრა წუთში ექვსას ტყვიას ისვრისო, ასეთ
სისწრაფეს მხოლოდ ავტომატი თუ გაართმევდა თავს. ისეთი მოქნილობის და სიმსუბუქის
შთაბეჭდილებას ტოვებდა, მეც ადვილად შევძლებდი მოხმარებას. ვერ ვხვდებოდი საიდან უნდა
მოხვედრილიყო ტუარეგის ხელში ასეთი უნიკალური იარაღი.

ალ კაბირმა ცალ მუხლზე დაიჩოქა. ყურადღებით სწავლობდა ყველა უმცირეს დეტალს. მჭიდი
მოხსნა და გვერდზე გადადო. შემდეგ ნელა დაშალა და ყველაფერი მწკრივზე დაალაგა. საკეტს და
სახლეტს მიუბრუნდა, მოსინჯა, ისიც გვერდზე გადადო. მჭიდებიდან ვაზნები ამოყარა, ხელით
გასინჯა და ყველა ვაზნა ცალკ-ცალკე დაათვალიერა. რაც საეჭვოდ მიიჩნია, ხურჯინში ჩაყარა,
დანარჩენი ისევ მჭიდებში ჩაალაგა და იარაღი ააწყო. სასხლეტს გამოკრა, მსუბუქმა ტკაცუნმა ამცნო
რომ ყველაფერი წესრიგში იყო. კონდახი მხარზე მიიდო, სამიზნეს გახედა, გასროლის სავარაუდო
ტრაექტორია თვალით გაზომა და აშკარად მოიწონა. კმაყოფილმა ერთი მჭიდი ბუდეში ჩასვა.
სათადარიგოები ქამარში ჩაიწყო, იარაღი აიღო და ფეხზე ადგა.

ვუცქერდი და ვფიქრობდი რომ მამაკაცისთვის ყველაზე კარგი სამკაული მართლაც იარაღი იყო,
კარგი იარაღი. მასთან ურთიერთობისას სულ სხვანაირები ხდებოდნენ, თვალები სხვანაირად
უბრწყინავდათ, საკუთარი თავის რწმენა ემატებოდათ.

მაგრამ ამ კაცს, არა მხოლოდ საოცრად უხდებოდა, არამედ მის სხეულს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი
შეემატა, რამაც წარმოუდგენელად მიწიერი, კაცური ხიბლით აავსო. მისი თვალებიდან ნათელი
იღვრებოდა. მოქნილი, შეკრული, ძლიერი და უზადო სხეული კიდევ უფრო უნაკლო ჩანდა
ქათქათა ქვიშის ფონზე. გვერდით ამაყად თავაწეული, ღირსებით სავსე, ფრთხილი და უშიშარი
შავი არაბული ბედაური ედგა. მათ ზურგს უკან კი ტაატით ამოდიოდა თეთრი უდაბნოს მზე. უკვე
ვიცოდი, რომ ზუსტად ასეთი დამრჩებოდა მეხსიერებაში, აი ასეთი, როგორიც ახლა
იდგა, ღამესავით შავ არაბულ ბედაურთან ერთად ამომავალი მზის სხივებზე მდგარი, ზეციური
მხედარივით უნაკლო, სრულიად მიწიერი კაცი.

მზე თეთრი ოკეანიდან ყვითელი ბურთივით ამოვარდა. სხივებმა ღრუბლის კონტურები


ოქროსფრად მოხაზეს და მიწას მისი ნატიფი ჩრდილი დააფინეს. ჩახჩახა ბურთი სწრაფად
მიგორავდა ზემოთ. მისი ბრდღვიალი ყოველ წუთს დამაბრმავებელი ხდებოდა. ალ კაბირმა მზეს
გახედა, თავსაბურავი მოიხსნა, გაშალა და ცხენს გადააფარა. ჯადარი ქანდაკებასავით უძრავად
გაჩერდა და თეთრი აბრეშუმის საბურველით მთლიანად დაფარული, დიდი ტრიუმფის
მომლოდინე ბრწყინვალე შედევრს დაემსგავსა.

ჩარდახი დაგრძელდა და ცხელ ქვიშაზე ქეჩა გაიშალა. ჩრდილებმა დამოკლება დაიწყეს. ალ


კაბირმა წყალი და გეოლოგის ჩანთა ჩვენს შორის ტიხრად ჩადო. ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით.
მხოლოდ სხეულით ვგრძნობდი როგორ იჯდა ჩანთაზე ზურგით მიწოლილი, მოხრილ მუხლზე
ჩამოდებული ხელით, მოჭუტული მზერით გასცქეროდა დასავლეთს და რაღაც გეგმას აწყობდა.
ვიცოდი რაც აწვალებდა. სისხლის დაღვრა არ უნდოდა. პოლონელსაც კი მოსაკლავად არ
იმეტებდა. ჰილალეს ჟინს აყოლილი ადამიანების სისხლში ხელის გასვრას ერიდებოდა. ბრაზობდა
ტუარეგების დრომოჭმულ ტრადიციებზე, სიბეცეზე, არასწორ არჩევანზე. გაუნძრევლად ვიწექი, არ

269
მინდოდა გაეგო რომ არ მეძინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ვუცქერდი. უცბად
გავიფიქრე, შეიძლებოდა ისიც ასევე მიცქერდა როცა ტბაში შიშველი ვბანაობდი. ეს აზრი ისეთი
დამაჯერებელი მეჩვენა, თავზარი დამეცა. ვცდილობდი გამეხსენებინა მართლა ეძინა თუ არა, როცა
მის ფეხებთან მივწექი, მაგრამ ამაოდ...

გარშემო თეთრი სიცხე მხურვალებად ჩამოწვა. მზე ზენიტზე დადგა და დედამიწა სარკედ იქცა.
თეთრი ქვიშის უთვალავი კრისტალი ცისარტყელას ფერებად აკაშკაშდა, თითოეულმა ნამცეცმა
გულში საკუთარი მზე ჩაიდგა და მთელი მიწა და ზეცა ერთად დაინთო. რომ არ
დავბრმავებულიყავი, თვალები მაგრად დავხუჭე და ზედ ლისამი ჩამოვიფარე. ახლა მხოლოდ ალ
კაბირის არათანაბარი სუნთქვა მესმოდა, რომელსაც ხანდახან ჯადარის მოკლე სუნთქვა ფარავდა.

მიწა წარმოუდგენლად ხურდა. ყველაფერს ალმური ასდიოდა, ოფლი გამოსვლასაც ვერ


ასწრებდა, მაშინვე შრებოდა და ჩემი სამოსი მარილით იფარებოდა. სხეული ცალკე სიცხისგან
მეწვოდა, ცალკე მარილისგან. განსაკუთრებით ზურგის ჭრილობა მთანგავდა, ფეხები შეხვეული
მქონდა და ნახვევი ასე თუ ისე მარილისგან მიცავდა. სანამ მზე არ გადაიხრებოდა, არ უნდა
მემოძრავა, მოკლედ უნდა მესუნთქა და სხეულში წყლის მარაგი უნდა
შემენარჩუნებინა. მიუხედავად იმისა რომ ასეთი მდგომარეობა ჩემთვის უცხო აღარ იყო, მაინც
საშინლად მიჭირდა. სულ სხვაგვარი იყო თეთრი უდაბნოს მზე, სულ სხვანაირი...
უფრო შეუბრალებელი, სასტიკი და უფრო ძლიერი. მისი ცეცხლისმფრქვეველი და
თვალისმომჭრელი სილამაზე ყველაფერს დაუნდობლად ხრუკავდა, წვავდა და ფერფლავდა...

- ნილნა...საღამოს დახმარება დამჭირდება. - თბილმა ხმამ ლამაზ მელოდიად ჩაისრიალა


გულისყური. ისე დაილაპარაკა, ნამდვილად იცოდა რომ აქამდე არ მეძინა და შევცბი. სიჩუმე აღარ
გამოდიოდა და ჩურჩულით ვკითხე:
- როგორ?
- ჰილალეს სამოსი უნდა ჩაიცვა და მისი სამკაულები გაიკეთო. ზედ ოაზისის შესასვლელთან
შეიძლება ტუარეგების საფარი დაგვხვდეს. ყველას ამენოკალია უნდა ეგონო...თავიც ისე უნდა
გეჭიროს, მისგან ვერ უნდა გაგარჩიონ. ამიტომ ოაზისში მთვარის შუქზე შევალთ. დღის სინათლეზე
ან ჩირადღნების შუქზე გიცნობენ. იქნებ ამ ხრიკმა გაჭრას და დიდ სისხლისღვრას ავცდეთ. მანამდე
საკმაო დროა, ენერგია გჭირდება, მართლა უნდა დაიძინო. ლისამი დაასველე, სახეზე აიფარე და
პირქვე დაწექი. ცხელი ჰაერი ყელს აღარ ჩაგხრაკავს, ფილტვებიც აღარ აგეწვება.

„...ვერაფერს, ვერაფერს ვერ გამოაპარებ..." - სახე სირცხვილისგან ამეწვა. პირქვე გაწოლილმა


თავქვეშ მკლავი ამოვიდე. სახეზე სველი ლისამის აფარებამ მართლა მიშველა. ხორხი აღარ
მეხრაკებოდა, უკეთესად ვსუნთქავდი, მაგრამ მისმა გეგმამ მოსვენება დამიკარგა. ვეჭვობდი, რომ
ჰილალეს სამოსი არ მომერგებოდა. მთელი ეს დრო ისედაც ნამდვილ ალქაჯს ვგავდი, ახლა კი
ახალი უხერხულობა მელოდა. ალ კაბირი აუცილებლად შემათვალიერებდა. არ მინდოდა ცუდი
შთაბეჭდილება დარჩენოდა. კოპწია სამოსი საერთოდ თუ ჩამეტეოდა, მთელი სხეული
გამოკვეთილად გამოჩნდებოდა და... საშინლად არ მომიხდებოდა. ჩემში გაველურებული
მომთაბარე კვდებოდა და ქალი იღვიძებდა. საშინლად მომინდა საკუთარ თავს გავქცეოდი და
თვალები დავხუჭე. გარინდულმა ვიგრძენი როგორ მეფერებოდა სული შიგნიდან, გულზე სალბუნად
დამეამა მისი ლიცლიცი და მსუბუქმა ძილმა წამწამებზე მოიკალათა...

როცა გამეღვიძა, მზე უკვე გვარიანად გადახრილიყო. წუხანდელთან შედარებით იმდენად


კარგად ვიყავი, რომ წამოვჯექი და წყალი დავლიე. ხელები და სხეული ისევ მემორჩილებოდა და
გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს. ალ კაბირს სამოსი გამოეცვალა, შავი გალაბა გადაეცვა, თავზეც
შავი საბურავი შავი უკალით დაემაგრებინა. ლისამის ნაგლეჯს წყლით ასველებდა და ჯადარს ქვიშის
მტვრისგან და ოფლისგან წმენდდა. ცხენი პატრონის მოფერებას ცდილობდა და თავს კმაყოფილი

270
იქნევდა. ჩემს მოძრაობაზე ალ კაბირმა ხელით მანიშნა რომ მომზადების დრო იყო და
მიბრუნებულმა ისევ გააგრძელა ჯადარის მოვლა.

სელის კალათაზე ხამად ნაქსოვი ტილო, ბინტი, ბედუინების მალამო და წყალი


დამხვდა. ჩარდახს მოვეფარე და მარილით გაჯერებული სამოსი გავიხადე. სველი ტილოთი სხეული
გავიწმინდე, პირი დავიბანე და თმა დავივარცხნე. ჯერ მარჯვენა ფეხზე შევიხსენი სახვევი. აბების
დამსახურებით ჭრილობა უკეთ გამოიყურებოდა. მალამო წავისვი და მჭიდროდ შევიხვიე. მარცხენა
ფეხის ჭრილობა ძალიან ცუდ დღეში იყო, სისხლი აღარ მდიოდა, მაგრამ შეშუპებულიყო და
მტკიოდა. ისიც მჭიდროდ გადავიხვიე და სელის კალათას მივუბრუნდი.

მოხუცი სილის მზრუნველ ხელს ფაქიზად ჩაელაგებინა ტილოში ცალკ-ცალკე


გახვეული სამოსი და სამკაულები.
ლალის, ალმასის, ლურჯი იაგუნდის, ფირუზის, მარჯნის და ძოწის საოცარი ფორმის და სილამაზის
ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ფეხზე მოსახვევი მძივები, ქამრები, ერთიმეორის მიყოლებით
გავშალე მიწაზე.

ფირუზის და მარჯნის სამკაულები თავისი განსაკუთრებული ფერებით ყველასგან გამოირჩეოდნენ.


მათ დანახვაზე უცბად გამახსენდა ჩემი პროფესია, ხელში ჯერ ფირუზები ავიღე და ყურადღებით
დავაკვირდი, მთლიანი ქვისგან არაჩვეულებრივი სიფაქიზით გამოჭრილ ბრტყელ რგოლებს
მსუბუქი ჰაეროვნება ამშვენებდა. ფირუზებს ტუარეგული, გაწელილი ჯვარი ეხატა, ორი აქლემიც
იყო ამოჭრილი, ზედ ამხედრებული ქალების გამოსახულებით. სადღაც შორ ჰორიზონტზე მთები და
კლდეები მოჩანდნენ. ტურაეგების ლეგენდის გმირები, თინ-ჰინანი და თაკამატი,
აქლემებით მიიჩქაროდნენ ატლასის მთებისკენ. მაგრამ ეს ტვიფრები, თუმცა შესანიშნავად იყო
ამოხაზული, ახლოსაც კი ვერ მივიდოდნენ მარჯნის სამკაულებთან.

მოვარდისფრო სამაჯურები განსაკუთრებული სინაზით და სინატიფით ანათებდნენ და მასზე


შესრულებული ბარელიეფური კამეა უნებურად იტაცებდა თვალს. გადავწყვიტე მარჯნის
სამკაულები ამერჩია და ფირუზი გვერდით გადავდე. ერთი სამაჯური ხელში ავიღე და
დავაკვირდი. ზედ ქალის სახის ნაწილი იყო ამოტვიფრული, იდეალურად მოხაზული მხრით,
ყელკისრით, ნიკაპით, მშვენიერი გაშლილი თმებით. ისეთი სიფაქიზით იყო სავსე. კისერთან
დაგრეხილი პაწია კულული თითქოს ჩემს სუნთქვზე ირხეოდა. ბარელიეფი დიდი მოთმინების,
ზუსტი ხელის და დახვეწილი ხელოვანის მაღალ გემოვნებაზე მეტყველებდა.

სამაჯურზე ამოტვიფრული სახის დანახვაზე გულმა რეჩხი მიყო. ვიეჭვე, რომ ეს სამკაულები ალ
კაბირის ნახელავი უნდა ყოფილიყო. მისი არაჩვეულებრივი საჩუქარი ჰილალესთვის. გამახსენდა
როგორი მოწიწებით მიართვა ლალები. წარმოვიდგინე როგორი სიყვარულით და მოთმინებით
მუშაობდა ქვაზე, როგორ აქანდაკებდა თითო პაწია დეტალს და შიგნით რაღაც მეტკინა. მარჯნის
სამკაული ცივად დავდე და ისევ ფირუზები ავიღე. მწარე ირონიამ წამში მოირბინა ჩემი გონება და
სასულეში გამეჩხირა. ახლა ჩემთვის სულერთი გახდა მომერგებოდა ან მომიხდებოდა თუ არა
ჰილალეს ტანსაცმელი. ჭყეტელა სამოსიდან ლაჟვარდისფერი ამოვარჩიე, ფირუზის სამკაულები
შევუხამე და მზადება დავიწყე.

ჯერ თმა ავიწიე და ცხენის კუდივით შევიკარი ყვითელი თასმებით. კოჭებზე წვრილი
ფირუზის მძივები დავიხვიე, საფეთქლებს უკან თმაზე ფირუზის სავარცხლები გავიკეთე,
ხელებზე სამაჯურები ავისხი. საყურეები დავიკიდე და სამოსს დაწვდი. ჯერ ქვედატანი
ჩავიცვი, შემდეგ ზედატანი და კისერთან თასმით შევიკარი. ტანსაცმელი ზუსტად მომადგა, ლურჯი
სანდლებიც ისე მომერგო, თითქოს ჩემს ფეხებზე ამოესხა ვიღაცის მოხერხებულ თითებს. მაგრამ ეს
აღარ მადარდებდა. ყელსაბამი ყელზე შევიბი, ლაჟვარდისფერი მოსასხამი ავიღე, ფეხზე წვალებით

271
ავდექი და წელში გავსწორდი...

- მზად ვარ...

ალ კაბირმა ჯადარს აღვირში წაავლო ხელი, ჩემსკენ მობრუნდა და გაკვირვებისგან მსუბუქად


წამოუსტვინა...
- დიდება ალლაჰს!!! რა საოცრებაა...წარმოუდგენელი გარდასახვაა... ბრწყინვალეა! თითქმის
უზადო... - როგორღაც სულ სხვანაირად გაიჟღერა მისმა ხმამ.
- თითქმის?!
- შენი მშვენება საჰარას მზესაც შეშურდება ამენოკალია! ოდნავ დაღლილი გახლავართ,
გაქცეული სიტყვისთვის ნუ დამსჯით... - გაიღიმა ალ კაბირმა, ხელი მკერდზე მიიდო, წელში
მოწიწებით მოიხარა და თავი დამიკრა.
- მეტულემ ალ კაბირ, მეტულემ! შენი თვალები ლამაზად ხედავენ სამყაროს ! - დაწვრილებული
ხმით გამოვაჯავრე ჰილალეს და საშინელი კმაყოფილება დამეუფლა....

ალ კაბირმა ჩემს ქალურ ხრიკზე გულიანად გაიცინა და ხავერდოვანი სირბილე მოიყოლა. ჩარდახს
შემოუარა და ჩემს წინ გაჩერდა, მოჭუტული მზერით თავიდან ფეხებამდე ამხედ-დამხედა და
ღიმილით მითხრა:

- ჰილალე რომ გხედავდეს შურით მოკვდებოდა...თუმცა..


- რა თუმცა?
შეხების ნებართვაზე თავის დაქნევით დავეთანხმე. ჩემს მაჯაზე ქვის სიმძიმით ჩამოწოლილ
სამაჯურს ფრთხილად შეეხო, ასწია და მკლავზე მკერდის სიმაღლეზე დამიმაგრა, შემდეგ მეორეს
მიწვდა და იგივე ადგილი მიუჩინა. უკან დაიხია, დამაკვირდა და შემდეგ მოწონების ნიშნად თავი
დააქნია.

- ახლა ყველაფერი წესრიგშია. ტუარეგების ისტორიაში ყველაზე ღირსეული და მშვენიერი


ამეოკალია იქნებოდი, კეთილი, გონიერი, საკუთარი ხალხის ნამდვილი პატრონი. ახლა კი
ჰილალედ უნდა იქცე და შენს კეთილ ბუნებას დროებით შეელიო. მთელი არსებით ამპარტავნება,
მედიდურობა უნდა გამოხატო და პასუხის ღირსად არავინ ჩააგდო. ამენოკალია თავს არავის
უტოლებს, ის დედოფალია, გახსოვდეს, მისთვის მხოლოდ მსახური და მონა არსებობს, მისთვის
ყველა უბრალო იკლანია...

- შენც ? - ორივე სამაჯური ნელა შევისწორე, მკლავებზე კარგად მოვირგე და მარჯნის


სამაჯურებისკენ გამექცა თვალი...
ალ კაბირმა არაფერი მიპასუხა, მაგრამ ჩემს ეჭვიან მზერას თვალი გააყოლა და ჩემს ფეხებთან
გაშლილ მარჯნის სამკაულებზე შეაჩერა.

უთქმელი სათქმელი ჩვენს შორის, ნათქვამივით გაიჭედა. უნებურად გავიშალე მხრებში, თავი
მაღლა ავწიე, მედიდურების და ამპარტავნების ნაცვლად, - სახეზე სიამაყე, იმედგაცრუება და
აქამდე უცნობი ტკივილი ერთად დამეხატა. ჩემი თავი პირველად დავინახე გარედან სხვა თვალით,
სხვა საზომით... ვიგრძენი, როგორ უცბად გავიზარდე რამდენიმე წუთში, მიწაზე გაშლილი
მარჯნის სამაჯურებიდან - ჩემს მკლავებზე აცმულ ფირუზის სამაჯურებამდე.

ალ კაბირს სახე შეეცვალა, ჩემს ფეხთით დაიჩოქა, მარჯნის სამაჯურები სწრაფად აიღო, ხელში
შეატრიალა, შეატყუპა და კარგად დააკვირდა.

მზერა გაუქვავდა და დაუცარიელდა, თითქოს ერთბაშად დაავიწყდა სად იყო ან რატომ... თვალები

272
შუშასავით გაუხდა და სიბნელემ დაიწყო ჟონვა. ჯადარმა პატრონის ცვლილება მაშინვე იგრძნო და
დაიფრუტუნა. ცხენის ხმაზე გამოერკვა, ყელსაბამს და საყურეებს დაწვდა. კარგად დაათვალიერა
თითოეული დეტალი, ჯერ სამაჯურებს ეამბორა მოწიწებით, შემდეგ ყელსაბამს და
საყურეებს, შუბლზე მიიდო, ისევ შეატყუპა სამაჯურები და ისევ დახედა.

მეორე სამაჯურზე, სახის მეორე, მთავარი ნაწილი იყო ამოკვეთილი. შეტყუპებული ბრტყელი
რგოლებიდან ახლა მთლიანი სახე მიმზერდა, უნაზესი, ძალიან ლამაზი, მშვიდი და
სათნო. ყვრიმალები, ღაწვები, წარბები, ცხვირის ნესტოები, ნუშის ფორმის თვალები, პატარა
ტუჩები, საფეთქლები და სახის ნატიფი ოვალი ისეთი საოცარი სიზუსტით იყო მოხაზული, თითქოს
მთლიანად გაცოცხლებულიყო და რაღაცის თქმას აპირებდა. არა, ეს არ იყო ცეცხლოვანი ვნებით
სავსე ტუარეგების დედოფალი, ეს შინაგანი ნათლით მოსილი, თითქმის ღვთაებრივი სახე იყო
და ალ კაბირი... თვალს ვერ აშორებდა.

ძლივს გავბედე შერხევა და ხმის ამოღება.

- ალ კაბირ, ვინ არის ეს ქალი...


- დედაჩემი...
- ვინ ??? - მოულოდნელმა პასუხმა და მისმა უცნაურმა ხმამ ისე დამაფრთხო, რომ უნებურად
უკან დავიხიე.
- სამაჯურებზე დედაჩემის სახეა. ყელსაბამზე დინასტიის ნიშნები... ბოლოს ამ სამკაულებით
მახსოვს, ეს მისი მარჯნებია...
- ესე იგი, ის მკვლელობა და ყაჩაღობა გილფი ალ კაბირის ძირას, შენ რომ მიამბე, ჰილალეს
მამამ ჩაიდინა და სამკაულები ნადავლად დაიტოვა...
- ასეა...
- ტომის უხუცესებს ეხსომებოდათ ეგ ამბავი, რატომ არ გითხრეს? ასეთ ამბებს, როგორც საგმირო
საქმეებს, ღამით კოცონებთან ჰყვებიან ტუარეგები.
- ან არ დავუნახივარ ან... წლების შემდეგ ვერ მიცნეს. მეც არავისთვის მითქვამს.
- აქამდე ეს სამკაულები ჰილალეზე არ გინახავს?
დაფიქრებულმა ალ კაბირმა უსიტყვოდა მანიშნა უარი.
- მაშ ცოდნია სინამდვილეში ვინ ხარ ალ კაბირ, ისიც იცის რა ჩაიდინა მამამისმა... შენს
დასანახად არ გაიკეთებდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ამ სამკაულებით აუცილებლად მოგაწონებდა
თავს. ეს მარჯნები ხელოვნების უნიკალური ნიმუშია, ალმასებსაც ჯობია და იაგუნდებსაც...
იდეალური, უზადო და იმდენად ჰაეროვანია, ქვის სიმძიმე არც კი ემჩნევა.
- ალლაჰ... რა უცნაური და საბედისწერო დამთხვევაა...
- ეს მხოლოდ კარგის ნიშანია, მხოლოდ კარგის... ამდენი წლის შემდეგ დედის სახე
დაგიბრუნდა, საგვარეულო სამკაულებმა ნამდვილი პატრონი იპოვეს, თავად მოგაგნეს...

ალ კაბირი აღმოსავლეთისკენ შებრუნდა და მეორე მუხლითაც ჩაიჩოქა.


- არ არს ღმერთი გარდა ალლაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი...- ლოცულობდა ღრმად,
მთელი გონებით, სულით და სხეულით...ლოცვის სიტყვებს წლობით დაგუბებული ტკივილი
წვეთობით ამოჰქონდათ მისი სულიდან.

მისი წუხილის მიმართ უდიდესი მოწიწება დამეუფლა. ხელი რომ არ შემეშალა, ჯადარს კისერზე
მოვეხვიე, მისი დახმარებით ათიოდე ნაბიჯი გადავდგი და შორიახლოს ქვიშაზე დავჯექი. მის
ლოცვას ჩემი ლოცვით ავყევი. კრიალოსანივით ვმარცვლავდი "მრწამსის" სიტყვებს, ერთიდან
მეორეზე მძივებივით გადავდიოდი სანამ ბოლო სიტყვამდე არ მივედი.
ლოცვა მასაც დაემთავრებინა, მაგრამ ისევ მუხლმოყრილი იდგა, დუმდა და მარჯნებს დასცქეროდა.
მინდოდა მედროვებინა მისთვის საკუთარ თავთან დაბურნება და საქმეს შევუდექი. ჩქამის გარეშე

273
მოვშალე ჩარდახი და ხურჯინად ვაქციე. სამოსი და დარჩენილი სამკაულები ისევ სელის კალათაში
ჩავაწყე, ჩემი გამონაცვალი სამოსიც შიგ ჩავაგდე. ყველაფერი ერთად დავაწყე და ქეჩაც ავახვიე.

ალ კაბირი ფეხზე ადგა და მობრუნდა. ძველებურად გამოიყურებოდა, ოღონოდ უფრო ძლიერი


მეჩვენა, შინაგანად სავსე და მშვიდი. პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, მისი ნაბიჯებში ისეთი
სიმსუბუქე იგრძნობოდა, თითქოს ყველა ტიტანის ტვირთი ერთბაშად ჩამოხსნეს მხრებიდან.
ამჯერად შეხების ნებართვა არ უთხოვია მხარზე ისე მომხვია მკლავი, მკერდზე
ფრთხილად მიმიხუტა და შუბლზე ტუჩებით შემეხო...
- მადლობელი ვარ ბედისწერის, შენთან რომ შემახვედრა... - მელოდიურ, დაბალ, ლამაზ ხმას
ისევ დაბურნებოდა სირბილე და ხიბლი. სამაჯურებს მოწიწებით გადაუსვა ხელი, ყელსაბამთან და
საყურეებთან ერთად ფაქიზად გაახვია ტილოში და უბეში ჩაიდო. ბარგი ხურჯინში ჩაალაგა და
ცხენზე გადაკიდა. სახე თავსაბურავით აიხვია, იარაღი მარჯვენა მხარზე მოიგდო და გარშემო
ყველაფერი ყურადღებით მოათვალიერა.

- წასვლის დროა. მოემზადე "ამენოკალია," მივდივართ. -ცხენზე შემსვა და თვითონაც


სწრაფად ამხედრდა.

ჰილალეს მოსასხამი მხრებზე მოვიხვიე და მკერდთან გავნასკვე. ჯადარი აცეკვდა, სიმძიმე მოსინჯა,
დასავლეთისკენ შებრუნდა, ქარივით მსუბუქად დაიძრა და მისი ულამაზესი, გრძელი ფაფარი შავ
ფრთებად გაიშალა. ჩემს მეგზურს წელზე მოვეხვიე და ჩემი უსასრულო გზის დასასრული დაიწყო.

ბედუინი (ნაწილი XXXII იპუ-ურის წინასწარმეტყველება)

”კაცს ვეღარ გაარჩევთ კაცუნასგან და არარაობისგან!..

წინაპრების წარმეტყველება ახდა. დედამიწა აივსო


ბანდებით,
დანაშაული ხდება ყველგან. დიდებს აღარ ძალუძთ
ხალხთან
დაძმობილება.... ვერც ერთი ხმა ვერ იქნება მართალი
არეულობისა და ალიაქოთის წლებში... ადამიანის გული
დაკავებულია მხოლოდ საკუთარი თავით. ქვეყანა
შემცირდება
მაგრამ ქურდების და უფროსების რაოდენობა დიდი იქნება.
დიდი იქნება გადასახადები.
ნათელი, სინათლე მოშორდება ადამიანს..."

იპუ-ურის მოთქმა გოდება*

გასაოცრად სწრაფად ბინდდებოდა, ბინდი სიბნელეში გადადიოდა. მიუხედავად თეთრი


სავალისა, მაინც კუნაპეტი ჩამოწვა. ჩემი მეგზური და ცხენი ამ სიშავეში ისე ჩაიკარგნენ, თითქოს
მარტო მე მივფრინავდი სიბნელეში და მიწას ფეხს არ ვაკარებდი. მთვარის ამოსვლამდე ჯერ კიდევ
დიდი დრო იყო. ასეთი ბნელი ღამის ფონზე, ალბათ ტუარეგებისთვისაც კი შეუმჩნეველი იქნებოდა
შორიდან შავი ცხენი და შავებში ჩაცმული მხედარი.
274
ალ კაბირი ჩქარობდა, უნდოდა რაც შეიძლება ახლოს მისულიყო ოაზისთან მთვარის
ამოსვლამდე. ცხენი ისე სწრაფად მიქროდა, თითქოს ჩემს ფიქრზე ჰქონდა აწყობილი ფეხი.
ვცდილობდი როგორმე ტკივილისთვის გამეძლო, მაგრამ ახალი ჭრილობა გამჭოლად მთანგავდა.
თავს ძალას ვატანდი რომ ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ გამეფებული სიბნელე მაინც საკუთარ
თავში მაბრუნებდა.

ვნატრობდი, ხიფათი არ შეგვხვედროდა და მშვიდობიანად შევსულიყავით ოაზისში.


ვცდილობდი რაიმე გამერჩია ჰორიზონტზე სინათლის წერტილის მსგავსი, რაც დამარწმუნებდა რომ
ცივილიზაციაში ვბრუნდებოდი. წარმოვიდგინე როგორ გავივლიდი განათებულ ქუჩას, როგორ
შევიდოდი განათებულ შენობაში და საქართველოს საელჩოში დავრეკავდი. უკვე მესმოდა როგორ
ირეკებოდა ზარი, ბიძაჩემის ხმაც კი მესმოდა: ,,ცოცხალი ხარ!!! სად ხარ!!!...“ და ძალიან მიხაროდა.
უკვე სახლის გზაზე შემდგარს საოცრად მინდოდა ეს სიხარული არაფერს დაებნელებინა. მჯეროდა
და თან არც, რომ უკვე ბოლო ნაბიჯებს ვდგამდი სახლისკენ მიმავალ გზაზე. ყველაფერმა დაკარგა
მნიშვნელობა გარდა იმისა, რომ ამდენი ხნის წვალების შემდეგ, ოცნებასავით მიზანი, რომელიც ასე
მეშორებოდა - უკვე ასე ახლოს იყო.

ისევ გავხედე ჰორიზონტს და ისევ ვერ დავინახე სინათლის წერტილი... ჯერ ისევ შორს ვიყავით.

ცხენი ღრმად, თანაბრად სუნთქავდა და გვარიანად შეგრილებულ ჰაერს შხულით მიაპობდა. თბილი
მოსასხამი კარგად მიცავდა, უცბად ძალიან მომინდა, ალ კაბირს არ შესცივნოდა და ზურგზე მთელი
სხეულით მივეკარი, მინდოდა ჩემი სითბო გადამეცა და სიცივისგან ისევე დამეცვა, როგორც ის
მიცავდა თავისი სხეულით ცხენის ქროლვით ატეხილი პირქარისგან...აქამდე წელში რკალივით
მოხრილი მხოლოდ ქამარზე ვეჭიდებოდი და თავს ვაყრდნობდი მის ზურგს, ვცდილობდი სხეულით
არ შევხებოდი. ახლა კი გავბედე და მთელი სხეულით მივეხუტე... ვიგრძენი როგორ დაუარა
ჟრუანტელმა, შეირხა და მაშინვე აღვირი მოზიდა. ჯადარი მოწყვეტით შეჩერდა და უკმაყოფილოდ
ჩაიფრუტუნა.

ალ კაბირი ნელა ჩავიდა ცხენიდან და ჯადარს წაჩოქება ანიშნა.


უხმოდ გადმოვძვერი. რაკი ფეხები არ მემორჩილებოდა, იქვე ქვიშაზე დავჯექი. ჩხაკუნის ხმაზე
ნახშირმა ნაპერწკალი გაყარა, ლოდებს შორის ჩაიმალა, წითლად ავარვარდა და ყველაფერს
კონტური მიახატა. ალ კაბირმა ზემოდანაც ლოდი გადააფარა ნაღვერდალს, ცხენს ლაგამში წაავლო
ხელი და ჩემგან მოშორებით აქეთ-იქეთ ატარა სანამ ოფლი მთლად არ შეაშრა. შემდეგ ჰაიჰარად
გაწმინდა ჯადარი და თეთრი მტვერი მოაშორა. ოთხივე ფეხზე ცალკ-ცალკე გაუსინჯა ნალები,
კისერზე მოეფერა და ანაბსიები პეშვით მიაწოდა. იდგა და თავდახრილი დასქეროდა როგორ
ახრამუნებდა მისი ხელით მიწოდებულ ლუკმას, შემორჩენილი წყალი ცხენს მთლიანად დაალევინა
და ტყავის გუდა ხურჯინში ჩაკეცა.

მომეჩვენა, რომ ჩვეულზე მეტი დრო მოანდომა ცხენის მოვლას, მაგრამ არ ჩქარობდა. გეოლოგის
ზურგჩანთას მიუბრუნდა და ამოალგა. რაღაც ნივთები გადახვია და სხვა მხარეს ჩადო. დანარჩენები
მეორე მხარეს მჭიდროდ ჩაალაგა. ხურჯინიდან ადრარის დატოვებული ფუთა ამოიღო და გაშალა.
ჯერ ლურჯი ხალათი მოიცვა გალაბაზე, ზედ იმავე ფერის ნაჭრის ფართე ქამარი მოიხვია. ხანჯალმა
და დანამ ქამარში დაიდეს ბინა, ზედ ავტომატის მჭიდები მიჰყვა. ბოლოს ლისამი გაშალა და თავზე
მოხვევა დაიწყო. ქვიშაზე მშვიდად ვიჯექი და მზადებას ვუცქერდი. ახლა ძალიან სწრაფად
მოძრაობდა, მაგრამ ტუარეგების ადათის მიხედვით, ორმოცი მკლავის სიგრძე ლისამის თავზე
მოხვევას მაინც კარგა დრო დასჭირდა. მალე ჩემს წინ ნამდვილი ლურჯი მოჩვენება იდგა და თავზე
მოხვეული საბურავიდან მხოლოდ თვალები უჩანდა. უცბად თეთრ სოკოსთან დატრიალებული
ამბავი დამიდგა თვალწინ და შიშისგან უკან დავიწიე.

275
ტუარეგად ქცეული, ინდიგოსფერ სამოსში გადაცმული ალ კაბირი, აღნაგობით და სიმაღლით
ადრარს მართლაც ისე დაემსგავსა, ჩემთვისაც კი ძნელი გასარჩევი იყო ღამის სიბნელეში... მაგრამ
ყველა სხვა დანარჩენით იმდენად განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა. ადრარის მოძრაობა და
ნაბიჯი, ძალიან უხეში, ბლაგვი და მძიმე იყო, ალ კაბირის კი ძალიან მოქნილი და ზუსტი.

წყალი მოსვა და გუდა გამომიწოდა, მანიშნა ბოლომდე დამელია. თვითონ პირი მექასკენ იბრუნა,
დაიჩოქა და თავდახრილი გაირინდა. უცებ მივხვდი რომ წყალი აღარ გვჭირდებოდა. თუ ტუარეგებს
ვერ გავუსხლტებოდით, რაღაში გვინდოდა, თუ ოაზისში შევაღწევდით იქ წყლის დარდი აღარ უნდა
გვქონოდა. ახლა უკვე მთელი სხეულით ვიგრძენი ჩემი გზის დასასრული... ფორიაქი შემომენთო,
წამის წინანდელი სიმშვიდე ქვიშამ წყალივით შეიწოვა და მისგან აღარაფერი დარჩა. ისიც ვიგრძენი
რომ თვითონაც ღელავდა, თუმცა ჩვეულ თავშეკავებას წამითაც არ უღალატია. ბოლოს სახეზე
ხელები მოისვა და ფეხზე ადგა, შემსუბუქებული ხურჯინი ცხენზე გადაკიდა და ჩემსკენ მობრუნდა:

- უკვე იცი რომ ტუარეგები ქვიშაში გათხრილ ორმოებში იმალებიან და ზემოდან ქვიშას იყრიან...
- ჰო... გუშინ რომ ვნახე, როგორ ამოდიოდნენ ბზრიალ-ტრიალით მიწიდან... ასე მეგონა მკვდრებმა
საფლავები გამოარღვიეს...

- ახლა აქლემებიანად იქნებიან ჩამარხული. როგორც კი ოაზისს მივუახლოვდებით, სამარხებიდან


პირდაპირ აქლემებზე ამხედრებულები დაიწყებენ ამოსვლას. შენთვის ეს თავზარდამცემი იქნება,
მაგრამ ჰილალესთვის ყოველდღიური, ჩვეულებრივი ამბავია. მეც ხშირად მოვქცეულვარ ასე
ანტილოპაზე ნადირობისას. ამიტომ შიში არ უნდა დაგეტყოს, თორემ მიხვდებიან რომ ამენოკალია არ
ხარ. - სიბნელეშიც კი ნათლად გაიკრიალეს მისმა თვალებმა.

- ესე იგი ვერ ავცდებით საფარს...


- მათ კარგად ვიცნობ. ნამდვილად გველოდებიან. ამენოკალიას ბოროტი ხარხარი მენიშნა.
მივხვდი რომ მისმა ხალხმა გადაგვასწრო და საფრთხე ნამდვილად გველის. ყველა დაბალი,
ქვიშიანი ბორცვი მათი სამალავი იქნება. როგორც კი მიწიდან ამოვლენ, მაშინვე ალყაში მოგვიქცევენ.
ეს ბოლო ხიფათია და ამასაც გადავლახავთ. მთავარია შენ გეჭიროს თავი ამენოკალიასავით!..
არაფერი უპასუხო. გახსოვდეს, ისინი ამენოკალიასთვის არაფერს წარმოადგენენ!..

- თუ მაინც მომიწია?
- მაშინ თამაჟეკზე* უნდა დაიყვირო "მუხლებზე უდაბნოს მონებო!" ყველა ტუარეგი
ჩამოქვეითდება და ამენოკალიას წინაშე მუხლს მოიყრის...
- ...მახსოვს როგორ ყვიროდა იქ, სოფელში... იქნებ ეს გამოსავალია...
- არა... ამ ბრძანებას მხოლოდ ტუარეგები დაემორჩილებიან, იქ უფრო მეტი დაქირავებული ყაჩაღი
იქნება. ისინი უფრო საშიშები არიან ვიდრე ტუარეგები. თუ ოაზისის დარბევის საშუალება არ
მიეცათ, შეიძლება ტუარეგებს დაესხმიან თავს. თუ მე მათი შეჩერება მომიწევს, რაც არ უნდა
მოხდეს, ცხენზე უნდა დარჩე და გზა გააგრძელო. როგორც კი გუავას** ბაღებს გაცდები, პალმის
კორომი შეგხვდება. მკვეთრად უნდა მოუხვიო მარჯვნივ, ჯადარმა გზა იცის და სახლამდე მიგიყვანს.

- ვის სახლამდე...
- ფარაფრაში ჩემს მამულს ”მაჰა” ჰქვია. იქ ჩემი ხალხია, ოჯახები ვინც მამულში შრომობენ.
ჯადარის დანახვაზე ყველა კარი გაიღება, მაშინვე მოგეგებებიან. თავდასხმა შეატყობინე და ხალხი
გამოგზავნე. მამულში არ გაჩერდე, ელ კასრში* წადი პოლიციის შენობა მოძებნე. საელჩოს უნდა
დაუკავშირდნენ. იქნებ მოხერხდეს და ვერტმფრენით გაგიშვან. როგორც კი ინათებს, საჰარა უნდა
დატოვო... კაიროდან წამოსულ ვერტმფრენს შეიძლება ქვიშის ქარიშხალმა მოუსწროს...

- ისევ საფრთხე, ისევ ხიფათი... აკი შენ არ გიმეტებდა...

276
- ვერ დავუშვებ რომ ოაზისი დაარბიონ და ხალხი გაწყვიტონ... ბევრი რამე შენზე და ჯადარის
სისწრაფეზეა დამოკიდებული. უნდა შეძლო! ეს ჩემი მთავარი დავალებაა! სინამდვილისთვის
თვალის გასწორება არ გიჭირს, ეს კი გამოსავლის პოვნაა.
- ჰილალეს მიზნები და სურვილი სწორედ ახლა გამოგვადგება, თუ მათ ამ მიზნებს გაუცხადებ,
ადვილად დაიჯერებენ და იქნებ გავაღწიოთ...
- მტრის იარაღით ბრძოლა ყველაზე გონივრულია... შენი ლოგიკა ყოველთვის საღია, აზრი
სხარტი. შენი მტრის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი... - მზერა გაუთბა, მის თვალებში
დანთებული მთვარე მზედ იქცა და ისევ დავინახე ათასფრად მოლივლივე სამყარო.
- აქამდე მტერი არც მყოლია. არც კი ვიცოდი რა შეეძლო მტერს. მეშინია...
- შაითნის დერეფნის შემდეგ ეს ხიფათი არაფერია...
- მძიმე ღამე გველის, ღმერთო შეგვეწიე! ხელი მოგვიმართე ! - პირჯვარი გადავიწერე.
- დიდი ალლაჰის წყალობით ყველაფერი გამოვა!
- უფალი შეგვეწიოს!!!
- ინშალაჰჰ!

ალ კაბირმა თვალებში მხოლოდ მთვარე ჩაიტოვა და საუბრის დასრულების ნიშნად თავი დამიკრა.
მოსხლეტილი სხეულით სწრაფად მოტრიალდა, მხარზე ჩანთა გადაიკიდა, ხელში იარაღი
მოიმარჯვა და ცხენს ყურში რაღაც უთხრა, ჯადარი ოთხივე ფეხით სოლივით დაერჭო ქვიშას და
პატრონს თავდახრილმა მოუსმინა. ყველაფერი მზად იყო.
ამხედრება მანიშნეს. ჯადარი ჩემთან მოვარდა და წინა ფეხებზე ჩაიჩოქა. მეუცნაურა ალ კაბირის
საქციელი. სანამ ფეხები მემორჩილებოდნენ უნაგირზე ასასვლელად მუხლს მაშველებდა, მერე
ცხენზე თავად მსვავდა, ახლა კი თვითონ უნდა შევმჯდარიყავი. ადვილად მივუხვდი... შეხებას თავი
აარიდა, არ უნდოდა რამეს, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს, მისი გული და გონება აემღვრია.
უხმოდ მოვეხვიე ჯადარს კისერზე და ზურგზე მოვექეცი. ტკივილმა ძვლებში დამიარა და
გულისკოვზთან გაიჭედა. არ დამიკვნესია, არც რამით გამიმჟღავნებია სიმწარე, ცრემლიც სადღაც,
გულს უკან შევაკავე და ცხენზე გავსწორდი.

თვითონაც სწრაფად ამხედრდა. შეთხელებული, მაგრამ მაინც მოზრდილი ზურგჩანთა ჩვენს შორის
ჩამოწვა და ხელებით მხოლოდ ქამარს ჩავეჭიდე. მისმა შემდეგმა მოქმედებამ კიდევ უფრო
გამაკვირვა, ჯადარს ფერდებში ქუსლი ჰკრა. მოულოდნელობისგან ცხენი ყალყზე შედგა, მაგრამ
პატრონმა დაჭიხვინება არ აცალა და ხმადაბლა შეუძახა. ჯადარი მიწას აღარ დაბრუნებია, პირდაპირ
ჰაერში ისკუპა და რკალი მოხაზა. უკან ასვეტილმა ქვიშის მტვერმა მისი მოძრაობა გაიმეორა და
ჰაერში გაიშალა. მკვეთრი ბიძგით დაუბრუნდა ცხენი მიწას. ჯადარი ახლა სულ სხვანაირად
მოძრაობდა, თითქოს ფრთები დაკეცა, მთელი სიმსუბუქე დაკარგა და სიმძიმე შეიძინა. აქამდე ისე
მიქროდა, ქვიშასაც კი არ ეხებოდა. ახლა კი მისი ფლოქვების მძლავრი თქარუნი უმოწყალოდ
უნგრევდა მიწას გულისფიცარს.

მთვარე უკვე თავზე წამოგვდგომოდა, როცა ჰორიზონტზე ნათელი წერტილები გამოჩნდა. უკვე
ოაზისს ვუახლოვდებოდით. ფარაფრა თითქოს თავისით მოიწევდა ჩვენსკენ. ალ კაბირმა იარაღი
იმარჯვა, აღვირი მარცხენა ხელში გადაიტანა და ცხენი მიუშვა. ჯადარი შავი გრიგალივით გაენთო
განათებული ჰორიზონტისკენ.

რამდენიმე ბორცვი ნახტომებით გადავიქროლეთ, როგორც კი შუა ადგილს მივაღწიეთ, ქვიშა


უცნაურად ამოძრავდა და ჩვენს გარშემო ყველა ბორცვი ერთბაშად გაცოცხლდა. მიწამ ჯერ
ერთბაშად დაიგუგუნა, მერე იძრა და უამრავი ბზარი აბლაბუდასავით მოიდო, ბზარები
ნაპრალებად იქცნენ და პირი დააღეს. მიწისქვეშეთიდან საზარელი ღმუილი და კივილი მოისმა.
თითქოს მეორედ მოსვლის ღამე დადგა, ყველა საფლავი ერთდროულად გადაიხსნა. უამრავი
სამარიდან საშინელი ზათქით და გრიალით ერთბაშად დაიძრნენ აქლემებზე ამხედრებული

277
გვამები. შემზარავი, ქვიშით თვალებამოვსებული სახეები, ცოცხლად ამოდიოდნენ სამარხებიდან
და ჩვენსკენ ისე მოიწევდნენ, თითქოს სამი ცოცხალი სულიერის გაგლეჯვა და გადასანსვლა
უნდოდათ. შიშისგან ერთბაშად დამაზრიალა, ძარღვებში სისხლი გამეყინა და ენა დამება... შმორის
და ობს სუნისგან თავბრუდასხმულმა ძლივს მოვიბრუნე სული. უკვე ალყაში ვიყავით...

ალ კაბირს ცხენი არ შეუჩერებია ზედ მიაგდო მეწინავეს და თამაჟეკზე დაიძახა:

- ამენოკალია დაჭრილია! გზა მომეცით!

გვამები ერთბაშად შეჩოჩქოლდნენ მაგრამ ფეხი არავის მოუცვლია. ჯადარი ყალყზე შედგა და
მძლავრად დაიჭიხვინა. მისმა ჭიხვინმა გონზე მომიყვანა და მოძალებული შიში გულზე დამდგარი
ლუკასავით გადავყლაპე.

- ეს ალ კაბირის ცხენია! პატრონი სად არის?!... - არაბულად გაეპასუხა მეწინავე.

- უკან ქარავანი მოდის, ზედ თქვენთვის ნადავლია, შეხვდით და მიეპატრონეთ. ალ კაბირი


ქარავანს მოჰყვება, ცხენით გამომიშვა, დაჭრილი ამენოკალია მის სახლში ჩქარა უნდა მივიყვანო. -
გაისმა პასუხი.

- მის სახლში? ამენოკალია და ალ კაბირი შერიგდნენ? - აშკარა უსიამოვნება გამოხატა მეწინავემ.


სხვებსაც ჩოჩქოლმა გადაუარა. არაბულმა ლაპარაკმა საბოლოოდ გამომარკვია და ალყას
დავაკვირდი. ალ კაბირი მართალი აღმოჩნდა, დაქირავებული ყაჩაღი უფრო მეტი იყო ვიდრე
ტუარეგი.

- როგორც კი ქვიშის ქარიშხალი გადაივლის, ალ კაბირი ყველას ნიკიაღზე* გეპატიჟებათ,


ამენოკალიაზე ქორწინდება, ჩვენი ამენოკალი გახდება და სხვა ტომებთან ერთად აზავადისთვის*
დავიწყებთ ბრძოლას, რათა ჩვენი მიწა, წყალი და ურყევი თავისუფლება მოვიპოვოთ! ეს გუშინ
გადაწყდა თეთრი სოკოს ქვეშ!

მოულოდნელი ამბავი მეხივით გავარდა, წამით სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა გაირინდა და მე


მომაჩერდა. - თავი ამაყად ავწიე და ცხენზე გავსწორდი...
- ამენოკალია ვინ დაჭრა! - მკვახედ იკითხა მეწინავემ.
- პოლონელმა ექიმმა, ალ დარის მკვლელმა! არაბებთან ერთად გათოკილი მოჰყავს ალ კაბირს,
ქარავანს მოჰყვებიან!

ალყა არ ინძრეოდა, გაქვავებული იდგა ჩვენს გარშემო. ავად მომზირალი ნახშირივით შავი,
ნაპერწკლიანი თვალები უძრავად შემოგვცქეროდნენ. რამდენიმემ იარაღი დაუშვა, მაგრამ
მეწინავეები ისევ იარაღშემართული იდგნენ და დაძვრას არ აპირებდნენ.

- რამდენ ხანს გელოდოთ! გზა!!!


- ის უცხოელი ქალი სად არის?!
- მკვდარია, აქლემზე დაბმული ოაზისში მოაქვთ.
- აი რატომ შერიგებულან... - გადაიხარხარა მეწინავემ, - ესე იგი დაიბრუნა ალ კაბირი თქვენმა
ამენოკალიამ. ქალი კი არა კაციჭამიაა, ნამდვილი კაციჭამია!
- ამენოკალიაზე რაებს ამბობ შე აქლემის კურტანო!.. ცოტა გადაგიხადა აქ ყოფნისთვის? - მკვახედ
გაეპასუხა ვიღაც მეწინავე არაბს და მძლავრად უბიძგა. ყველამ ერთბაშად შეაყენა ჩახმახი და
მომხვდურები წამში გაიყვნენ ორად. ერთ მხარეს ტუარეგები დადგნენ, მოპირდაპირედ - ყაჩაღები.
ოცდაათამდე იარაღმომარჯვებული მხედარი ერთმანეთს ავად შეჩერებოდა, მათ შორის კი ჩვენ
ვიდექით.
278
- კარგი ამბის მომტანი ხარ ადრარ! ალ კაბირი არ გვემეტებოდა, არც იმ გოგოს სისხლში
გვინდოდა ხელის გასვრა. ყველაფერი იმაზე უკეთესად დასრულდა ვიდრე ველოდით! რჩეული
ვაჟკაცი ჩვენი ამენოკალი იქნება, გვეშველება, ბავშვები ისწავლიან, აღარც ავადმყოფობა
მოგვცელავს, აღარც შიმშილი და წყურვილი. მკვლელიც შეგიპყრიათ, ჩვენი საქმე გაგიკეთებიათ...
მადლობის მეტი რა გვეთქმის... წადი და იარე. აღარ გვინდა ისევ შევრცხვეთ ალ კაბირთან. - თქვა
ტუარეგების მეთაურმა და რაზმიანად უკან დაიწია.

- ეს საქმე ასე ადვილად არ გამოვა...აქედან ხელცარიელები არ წავალთ, გასამრჯელო დაგვიმატე,


თორემ ოაზისის დარბევაზე თქვენი ამენოკალიას ნებართვა არ გვჭირდება! - დაიყვირა ყაჩაღების
მეთაურმა და მომხრეებს ხელი აუქნია. საბრძოლო ყიჟინას იარაღის ჟღარუნი მოჰყვა.

ალ კაბირმა უბიდან რაღაც ტყავში გამოკრული სწრაფად ამოიღო და ხელი მაღლა ასწია.

- ეს ალმასებია! ალ კაბირმა გამომატანა თქვენთან! ყოველ თქვენგანს ხუთი ცალი შეხვდება,


ორი ან სამი წელი ნამდვილად გეყოფათ ამისი ფული. ოაზისს თუ დაარბევთ, ბედუინებს
გადაიკიდებთ და არ გაგახარებენ, ქალების და ბავშვების ამოწყვეტას არ შეგარჩენენ, არც იმის
გარჩევას დაიწყებენ ვინ ტუარეგია და ვინ არა. აღარც ნიკიაღი შედგება! მტრობა და სისხლი
გამეფდება. ჯობია საჩუქარს დასჯერდეთ. ალმასებს მაშინ მიიღებთ, როცა ოაზისში შევალ! ორი კაცი
გამომყვეს, ერთი თქვენგან, მეორე თქვენგან, დანარჩენები აქ დარჩით და ქარავანს დაელოდეთ! -
სათითაოდ გაიშვირა ხელი ორივე ჯგუფისკენ და ცხენი ზედ მიაგდო მეწინავეებს.

ყაჩაღებმა ძალაუნებურად დაიხიეს უკან და ჯადარი ოაზისისკენ გაიჭრა. ორი აქლემი ფეხდაფეხ
მოგვყვა. ხალხის ჯგუფს კარგა მანძილზე ვიყავით გამოცილებული, როცა ჩემს ზურგს უკან იარაღმა
იჭექა და მიწაზე სხეულის დაცემის ყრუ ხმა მოიყოლა. მიუბრუნებლადაც მივხვდი რომ ყაჩაღმა
ტუარეგი მოკლა. გასროლის ხმაზე ბედაური ყალყზე შედგა და ჰარეშივე მობრუნდა. ალ კაბირის
ხელში იარაღმა იჭექა და პირდაპირ შუბლი შეუნგრია ყაჩაღს. გვამი უნაგირიდან გადმოეკიდა,
შეშინებულმა აქლემმა პირი იბრუნა და უდაბნოს მისცა თავი. ჯადარმა ძველებურად შეისხა ფრთები.
გაქცეულ აქლემს თვალი გავაყოლე, ზედ მოქანავე ყაჩაღის დაკრუნჩხული სხეული უგზოუკვლოდ
მიქროდა მთვარით განათებულ უდაბნოში.

- ღმერთო დაგვეხმარე, გვიშველე! - გავიფიქრე და თვალები მაგრად დავხუჭე.

მალე უცნაურმა სურნელმა ხელახლა დამახვია თავბრუ. მივხვდი, უკვე ოაზისში ვიყავით.
გადაფეთქილი ყანები სწრაფად ჩამოვიტოვეთ უკან და ხეხილის ბაღებისკენ შევბრუნდით. ჯადარმა
პირდაპირ გუავას ბაღში ისკუპ. ალ კაბირი სწრაფად ჩამოხტა, ვაზნებიანი ფუთა ამოღო და
შემსუბუქებული ჩანთა ხელში მომაწოდა. უსიტყვოდ მანიშნა ზურგზე მომეკიდებინა და გზა
გამეგრძელებინა. ჯადარს შუბლზე ხელი ჩამოუსვა და ერთი სიტყვა უთხრა „მაჰა“. ცხენმა
დაიფრუტუნა, სწრაფად შებრუნდა და გზაზე ისარივით გაფრინდა.

უცბად გონებაში გამიელვა რომ ალ კაბირს ვერასოდეს ვეღარ ვნახავდი და წარმოუდგენელი


წუხილი შემომენთო, ზურგსუკან გავიხედე, მინდოდა კიდევ ერთხელ მომეკრა თვალი მაგრამ
მოქანავე ტოტების გარდა ვერაფერი დავინახე. ჯადარის ჩუმმა ჭიხვინმა გზისკენ მიმაბრუნა. ახლა
მხოლოდ ალ კაბირის დავალება უნდა შემესრულებინა რაც შეიძლება სწრაფად.

შემსუბუქებული ცხენი ქარიშხლად იქცა. მივქროდი და ღამეს ვუსმენდი. ჯერ სიჩუმე იდგა,
იმედი მომეცა რომ შეტაკების და სროლის დაწყებამდე მამულში მივასწრებდი და ხალხის
გაფრთხილებას შევძლებდი. მაგრამ სადღაც შორს ჯერ ერთი ყრუ გასროლა გავიგონე, რომელსაც

279
მეორე და მესამე მოჰყვა, უფრო ახლოდან საპასუხო სროლა გაისმა. გული ისე მომეწურა, თითქოს
ვიღაცას მუშტში ეჭირა და მთელი ძალღონით უპირებდა გასრესვას.

- გაფრინდი ჯადარ! ჩქარა მეგობარო, ჩქარა! - თითქმის ტირილით შევკივლე მთვარეს.

ჯადარმა ამოიფრთქვინა და მთვარის სხივზე შეფრინდა. წარმოუდგენელი სისწრაფით გავიქროლე


ნათელდაფენილი ხორბლის, ქერის და ჭვავის ყანები, ბოსტნები და ბაღჩები. ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ ვაშლის, ფორთოხლის, ლიმონის, და სუდანის ვარდის საოცარი არომატები.
რაღაცამ გზა გადაგვიღობა. ეს ჭიშკარი იყო, ვეება, მძიმე ხის ჭიშკარი. ჯადარი ყალყზე შედგა,
მძლავრად დაიჭიხვინა და წინა ფეხებით ზედ მიაწყდა. საკეტმა დაიღრჭიალა, ანჯამებმა
დაიჟღრიალეს, ჭიშკარმა ფრთებივით მოიქნია ორივე კარი და გვიგანა. ცხენი გრიგალივით შევარდა
თვალუწვდენელი გალავნით შემოსაზღვრეულ ეზოში, ქვით მოკირწყლული გზა აჩრდილივით
გაიქროლა, სახლის ყალყზე შედგა და მთელი ძალით დაიჭიხვინა.

- ყაჩაღების თავდასხმა! ყაჩაღების თავდასხმა!!! - ვიკივლე რაც ძალი და ღონე მქონდა...

მის ხმაზე თუ ჩემს კივილზე ბანზე ყველა ჩირაღდანი ერთბაშად აინთო, სახლი მთლად განათდა
და ჩემს წინ მძიმე კარი გაიღო. ზღურბლზე მაღალი, ჯანმაგარი ჭარმაგი მამაკაცი გამოვიდა და ჩემს
შეშლილ სახეზე თავზარი დაინახა თუ არა ხმამაღლა დაიძახა:
- ყველა გამოდით! იარაღი აისხით!!! - მკაცრად გაიჟღერა ჩემსკენ მობრუნებული მასპინძლის
ბარიტონმა და მიწაზე დაშვებულ ჯადარს ლაგამში ხელი სტაცა. ცხენს კისერზე მოვეხვიე და მისი
ზურგიდან სწრაფად ჩამოვცურდი, ჩანთა თავისით მომძვრა მხრებიდან და მიწაზე დავარდა.

- ჯადარი?! ალ კაბირი რა იქნა... ცოცხალია?!


პასუხად ავტომატის ჯერი გაისმა.
- ცოცხალია, ყაჩაღებს იგერიებს, მარტოა, ცხენით გამომიშვა, მაშველს დაუძახეო! მიეშველეთ,
გემუდარებით...

კაცი კარისკენ მიტრიალდა და ხმამაღლა დაიძახა. წინკარიდან რამდენიმე ახალგაზრდა ვაჟი


სხარტად გამოვარდა. ყურადღებით მოისმინეს მოკლე დავალება და ღამეს სწრაფად შეერივნენ.

სახლის ფლიგელებიდან ხალხი გამოცვივდა. მამაკაცები გზადაგზა ისხამდნენ იარაღს


ბაღებისკენ გარბოდნენ.

- ყაჩაღები! ყაჩაღების თავდასხმა!!! - გზადაგზა გასძახოდნენ მძინარე სახლებს. დასახლება


სწრაფად იღვიძებდა, სინათლეები ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდნენ და ეზოები ხალხით
ივსებოდა. ვიღაცამ ცხენს აღვირში ხელი ჩაავლო და მიაბრუნა. ჯადარის კისერი მკლავებიდან
გამისხლტა. წაბარბაცებულმა დაცემისგან ძლივს შევიკავე თავი და მასპინძელს შევაჩერდი.

ძლიერი აღნაგობის ჭარმაგმა მამაკაცმა, ჯერ ქვიშის მტვერში თეთრად ამოგანგლულ და გაოფლილ
ჯადარს შეავლო თვალი და მერე მე დამაცქერდა. მისმა გამჭოლმა მზერამ ჩემი თვალები გაიარა და
კეფაზე მომწვდა. მეგონა რამეს მკითხავდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, არც შევუთვალიერებივარ,
მხოლოდ თვალებში მიცქერდა, რაღაცნაირად, ყურადღებით, დაკვირვებით, თითქოს ჩემს გონებაში
ყველაფერს ისედაც ნათლად კითხულობდა ყოველგვარი შეკითხვის გარეშე.

სახლის წინ მოწყვეტით გაჩერდა სამხედრო ავტომობილი და მასპინძელი მათკენ მიბრუნდა.


მიწაზე ისე ჩავიკეცე, თითქოს აქამდე მისი გამჭოლი მზერა მიჭერდა ფეხზე და ახლა საყრდენი
ერთბაშად გამომაცალეს.
-მიეშველეთ, გთხოვთ... მარტოა ... - ანგარიშმიუცემლად ვიმეორებდი ერთი და იგივეს.
280
მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა ფორმიანი კაცი და ჩვენსკენ წამოვიდა.
- ჰა'დრათიკ* ალიშერ, მადლობა ამბავი რომ შეგვატყობინე! სამხედრო ნაწილიდან ორი
შენაერთი უკვე იქაა. ყაჩაღები ფარაფრას ყველა შემოსასვლელთან არიან, ორი კვირის წინ მოძრაობა
შევნიშნეთ, მაგრამ ოაზისში არავინ შემოსულა შენი ოჯახის მეტი. ცხენი დავინახეთ, ჭენებით
მოდიოდა, თქვენს მამულში შემოვიდა და იმიტომ მოვედი. ხომ მშვიდობაა?
- ალ კაბირმა ცხენით მაცნე გამოუშვა და თავდასხმა შეგვატყობინა.
- აქ არის?
- თავდასხმას იგერიებს გუავას ბაღებთან...მარტო.
- ესე იგი ჩვენი მხრიდან მისი საპასუხო სროლა ისმის. არ იღელვოთ...
- ალ ბეკბააში*, შვილი, შვილი ცოცხალი მომიყვანე!!!
- რა თქმა უნდა ჰა'დრათიკ...ხალხი დაამშვიდე, ნუ შეშინდებიან, მაგრამ ბედუინები მაინც ფეხზე
დააყენე, პერიმეტრი დაიცვან! - უპასუხა სამხედრომ და მანქანისკენ მიბრუნდა. მასპინძელმა შვებით
ამოისუნთქა თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია და ხელით ანიშნა მამაკაცებს გალავანზე
განაწილებულიყვნენ.

უცებ ჩემი თავი გამახსენდა და გონება გამესხნა...


- ტელეფონი, პოლიცია... გთხოვთ, დამეხმარეთ! მიშველეთ, შემიფარეთ, მოსაკლავად
მომდევენ... - მასპინძელი ისევ ჩემსკენ მობრუნდა.
- გთხოვთ სამხედროსთან დალაპარაკების უფლება მომეცით...ძალიან გთხოვთ!- მასპინძელმა
ხელით უხმოდ მანიშნა ნებართვა.

სამხედრო პირი ჩემსკენ მობრუნდა და ყურადღებით დამაცქერდა.

- ალ ბეკბააში, მე კაიროდან ვარ! საჰარაში დავიკარგე და პოლიცია ალბათ თვეზე მეტია მეძებს,
ელ კასრის პოლიციას დაუკავშირდით, ჟეორჟიას საელჩოს შეატყობინონ რომ ცოცხალი ვარ და
აქედან წამიყვანონ ან იქნებ, თქვენ დამეხმაროთ და ვერტმფრენით გამგზავნოთ კაიროში...
დამეხმარეთ, მიშველეთ, ტუარეგები მოსაკლავად მომდევენ...

- როგორ?! ის დაკარგული გოგონა გორგისტანიდან, თქვენ ხართ? წარმოუდგენელია... ცოცხალი


ხართ!!! თქვენზე ძებნაა გამოცხადებული. რამდენი ხანია გეძებთ, მთელი გზა კაიროდან ბაჰარიამდე
რამდენჯერმე მოვიარეთ, კვალიც კი ვერ ვიპოვეთ... აქ თქვენს საძებნელად ვართ. თქვენი მოძებნა
გვთხოვეს და საველე სწავლებაზე გამოგვიგვიშვეს. მიხარია რომ გადარჩით, პოლიცია და ტელეფონი
საჭირო არ არის, ახლავე რაციით შევატყობინებ კაიროს... დაჭრილი ხართ?! სამხედრო ნაწილიდან
ექიმს გამოვიძახებ. მოგხედავენ, ახლა აღარაფერი გიჭირთ...- გახარებული სამხედრო მასპინძელს
მიუბრუნდა:

- ეს ქალი უცხოელი ელჩის ოჯახის წევრია. კარგა ხანია ვეძებთ როგორც უგზოუკვლოდ
დაკარგულს, გთხოვთ, მიიღეთ როგორც საპატიო სტუმარი და გაუფრთხილდით. სასწრაფოდ
წავიყვანთ აქედან, ოღონდ ჯერ თავდასხმას მოვიგერიებთ!
- მეც წამოვალ. ქალს ახლავე მიხედავენ როგორც საჭიროა...

ვიღაცამ წყალი მომაწოდა, ვიღაც მხარში შემიდგა და ფეხზე წამომაყენა, ვიღაცამ ხალათი მომახურა...

- ქალი სახლში შეიყვანეთ, კარი და დარაბები მაგრად ჩაკეტეთ! ფანჯრებთან ახლოს არ მიხვიდეთ!
- უთხრა მასპინძელმა კარში გამოცვენილ ქალებს და სამხედრო მანქანისკენ პოლკოვნკითან ერთად
გაიქცა.

281
ქალები აჩოჩქოლდნენ, წინ მაღალი ქალი გამოვიდა, მიწაზე დავარდნილი ჩანთა ფრთხილად აიღო,
გულზე მიიხუტა და დანარჩენებს მიუბრუნდა:

- სტუმარს მიხედეთ, აბანო გაახურეთ, სამოსი და საჭმელი მოუმზადეთ, ცხელი კარკადე


დაალევინეთ, ოთახში ცეცხლი დაანთეთ და ლოგინი გაუშალეთ...

სახლისკენ მიმავალს ზურგსუკან მესმოდა როგორ გადასცემდა პოლკოვნიკი კაიროს ჩემი პოვნის
ამბავს, როგორ ატყობინებდა ყაჩაღების თავდასხმის შესახებ და მოგერიების ნებართვას ითხოვდა,
როგორ დაიღმუვლა მანქანის ძრავმა და როგორ გაიჭრა მანქანა ეზოდან.

მთლად ძალაგამოცლილი, წინკარში კედელს მივეყრდენი, კედელ-კედელ რამდენიმე ნაბიჯი


გავიარე, იატაკზე დავეშვი და ავტირდი. თვალწინ ყველაფერმა ერთბაშად გამირბინა: ჩემს დაკარგვამ,
შიშიანმა დღეებმა და ღამეებმა, საჰარას მცხუნვარე მზემ, ჰამადის გადახურებულმა კლდეებმა,
მხურვალე და მწველმა ქვიშამ, ცივმა, სუსხიანმა ღამეებმა, წარმოუდგენელმა, მუდმივმა წყურვილმა,
შიმშილმა და დაუსრულებელმა თავზარმა. ვტიროდი ჩემს უცნაურ და მოულოდნელ შეხვედრას
წარმოუდგენელი თვისებების მქონე ადამიანთან, რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა და ჩემი
დაუჯერებელი თავგადასავალი თავისი სისხლის ფასად დააწერა მკერდზე უკიდეგანო საჰარას.
ვუმადლოდი გადარჩენილ სიცოცხლეს, ჩემების სიხარულს, ჩემს მომავალს, რომელიც მის გარეშე არ
იარსებებდა, ვტიროდი სულ სხვანაირად, ვიდრე ოდესმე მიტირია, მთელი სულით ვტიროდი
ყველა აქამდე ნატირალს...

ჩემს წინ ახალგაზრდა გოგონამ დაიჩოქა და ქვიშიან თმაზე ხელი გადამისვა. თავი ავწიე და
როგორც იქნა სადღაც ცრემლებს მიღმა მისი ნაზი სახე დავინახე. ნათელი, წარმოუდგენლად
ლამაზი, წყლით სავსე მწვანე თვალები მშვიდად შემომცქეროდნენ.
- მე რიფა მქვია... შენ? - ნიავით შერხეული ფოთლებივით ჩაიშრიალეს მისმა სიტყვებმა.
- ნილნა... - ვუპასუხე ჩურჩულით და მაშინვე გამახსენდა როგორ უყვებოდა პოლონელი არაბებს
ტიდიკელდიში დედა-შვილთან შეხვედრის ამბავს, არწივისთავიან კლდესთან. ისიც გამახსენდა
როგორ უთხრა წუთის წინ მასპინძელმა პოკოვნიკს
" შვილი ცოცხალი მომიყვანეო... " და ეჭვიც აღარ შემპარვია რომ ეს წერწეტა გოგონა, ულამაზესი,
ნატიფი ხელებით, ალ კაბირის უმცროსი და უნდა ყოფილიყო, ის მაღალი ქალი, ჩანთა რომ გულზე
მიიხუტა მისი გამზრდელი დედა, ხოლო მამაკაცი, რომელიც სახლის კართან მელაპარაკებოდა მისი
მამობილი.

უცბად გავიაზრე რომ მე, მის სახლში ვიყავი, მის ჭერქვეშ, მის მშობლებთან და დასთან. თითქოს
უნდა დავმშვიდებულიყავი, თავი უსაფრთხოდ უნდა მეგრძნო, მაგრამ პირიქით დამემართა, მთელი
სხეულით ამაცახცახა, ნერვებმა მთლად აიწყვიტეს თავი, კბილს კბილზე ვაცემინებდი, ხელები ისე
მიკანკალებდა, მოწოდებული ჭიქა ძლივს გამოვართვი ჩემს წინ დაჩოქილ გოგონას, მაგრამ პირამდე
ვერ მივიტანე და წყალი ხელებზე ჩამომეღვარა.

ქალიშვილს დედა მიეშველა და ფეხზე წამომაყენეს, ოთახში შემიყვანეს და ვეებერთელა ღია


მწვანე ხალიჩაზე გაშლილ ბალიშებზე დამსვეს თბილად მოღუღუნე ღუმელთან. დაბალ, სამფეხა
მაგიდაზე წყლიანი ჭურჭელი, გუავას წვენი და ხილით სავსე ლანგარი დადგეს... კრიჭაშეკრული
შევცქეროდი წყალს. მისი დალევა არ შემეძლო. მთელი ეს დრო წყალი მენატრებოდა, ახლა კი წინ
მედგა და ვერ ვეკარებოდი. თითქოს ყველაფერს გამოვეთიშე. უცნაური გარინდებამ მომიცვა და
ბურანში გამახვია. ჩემს მიღმა, თითქოს სხვა სამყაროდან ვხედავდი როგორ გაიშალა არაბულ
ტახტზე ლოგინი, აბრეშუმის ქათქათა თეთრეულმა თვალი ისე მომჭრა, მზერა ავარიდე. სიფრიფანა
რიფამ საწოლზე ახალი სამოსი გაშალა, ფერმკრთალი ვარდისფერი ულამაზესი კაბა, იმავე ფერის
მოქარგული ხიჯაბი და უნაზესი ვუალი, რომელიც სუნთქვაზე შორიდანაც კი ირხეოდა. შრიალით
ჩამიარა და ოთახის მეორე კარი შეაღო. კარიდან სითბო და წყლის ხმაური შემოიჭრა. ჩუმად შეიტანა
282
ვეებერთელა ბამბის პირსახოცი, სავარცხელი, სურნელოვანი საპნები და ღრუბელი. ჩემსკენ
შემობრუნდა, თავი დამიკრა, ოთახიდან გავიდა და კარი ფრთხილად გაიხურა.

ეზოში ჩოჩქოლი იზრდდებოდა. ქალები ყაჩაღებს წყევლიდნენ და ალლაჰს ევედრებოდნენ ქმარ-


შვილის მშვიდობით მობრუნებას. შორიდან გამუდმებული სროლა ისმოდა და ხალხის ბრაზი
მატულობდა. მე გაუნძრევლად ვიჯექი და მხოლოდ ალ კაბირის ხმის გაგონებას ველოდი. სროლის
ხმა ჯერ კიდევ ისმოდა, როცა ეზოში რამდენიმე მანქანა გუგუნით შემოვარდა. ქალების
სიხარულიანმა შეძახილებმა მიმახვედრა რომ ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა და კაცები
უკან ბურნდებოდნენ. სახლის კარი გაიღო და ეზოს ხმაური სახლში შემოიჭრა. წინკარიდან
მასპინძლის ხმა გავიგონე, ქალებს ეძახდა.

- შვილო, როგორც იქნა გამოჩნდი, ცოცხალი და უვნებელი დაგვიბრუნდი, როგორ ვღელავდით,


ტიდიკელტიში ვეღარ გავჩერდით და მამაშენმა ფარაფრაში ჩამოგვიყვანა. - გავიგონე დიასახლისის
ხმა.
- კარგად ვარ დედა, არ შეგეშინდეს, მიხარია დედა აქ რომ დამხვდით, არ გელოდით! ნუ ტირი
დედა, მამა რომ დავინახე, ჩემი მომრევი ვიღა იყო... რიფა, დაიკო, ჩემო ყვავილო... აქ მადლობა
ალლაჰს რომ ყველა ერთად შეგვყარა!.. - მესმოდა ალ კაბირის სიხარულით სავსე სიტყვები და
დაუნახავადაც ვხედავდი როგორ იხუტებდა გულში თავის ოჯახს. უცებ გავიფიქრე რა საშინელება
იქნებოდა, პირიქით რომ მომხდარიყო...

- აქ როგორ აღმოჩნდით მამა, მე საბადოზე მეგულებოდი! - ისევ გავიგონე თბილი, დაბალი ხმა.
- შვილო, მავრითანიიდან ამბავი მოვიდა, რომ საჰარას თვალზე გელოგიურ ექსპდიციაში არ
ჩასულხარ. ჩვენ იქ გვეგულებოდი. მივხვდით რაღაც სერიოზული მოხდა და ვეღარ მოვისვენეთ.
ქალები ყოველ ღამეს ტირილში ათენებდნენ, არც ის ვიცოდით სად გვეძებნე. ვინ იპოვის ცაში არწივს
თუ თვითონ არ მოისურვებს დასანახზე ფრენას. ეგვიპტეში ჩამოსვლა და აქ გაჩერება გადავწყვიტეთ.
ფარაფრაში ხშირად შემოდიან ბედუინები, მოგზაურები და ქარავნები, იქნებ ვინმეს ცოდნოდა შენი
ამბავი და რამე გაგვეგო.

- ალლაჰის წყალობით ისევ ერთად ვართ. სახლში შევიდეთ მამა, ახლა მთავარია სტუმარი
კაიროში, თავის ოჯახში დაბრუნდეს, მასაც ისევე ელიან როგორც მე მელოდით!
- შევიდეთ შვილო, ქალები რამეს მოგვიმზადებენ, ნაწილის მეთაურიც მოვა, პოლიციის უფროსიც,
მანამდე დაისვენე.
- არა მამა, სასაფლაოზე სამარხი უნდა გავჭრათ, ერთი მოხუცი ქალი გზაში გარდაიცვალა და უნდა
დავკრძალოთ. ადრარს აქლემით მოაქვს მისი გვამი. დავპირდი რომ ყველაფერს მზად
დავახვედრებდი და ადათის მიხედვით დავკრძალავდი. - სიტყვა შეაბრუნა ალ კაბირმა.
- ახლავე მივხედავ მაგ საქმეს შვილო, ახლავე...
- სტუმარი როგორ არის მამა?
- რიფამ ოთახი მოუმზადა, ქალების ნახევარშია, ცოტა მოისვენოს სანამ სამხედრო ნაწილიდან
ექიმი მოვა.
- არა მამა, არავინ მიაკარო, არავითარი ექიმი. დიდი საფრთხე ელის სანამ საჰარაშია...
- კარგი შვილო, კარგი!..

კარი მჭიდროდ მიიხურა. სროლა კანტი-კუნტადღა ისმოდა, გარეთ ჩოჩქოლი მინელდა. წვალებით
ავდექი ფეხზე და ფანჯარასთან მივედი. ეზოში ჩუმად და სწრაფად მოძრაობდნენ მამაკაცები,
დავინახე როგორ ავიდა გალავანზე რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი.

სააბაზანოში კედელ-კედელ შევედი. ცხელი წყლით სავსე აბაზანამ თვალი და გონება ერთად
მომტაცა. მაგრამ გადავწყვიტე მხოლოდ შხაპით მესარგებლა. დაუსრულებლად ვიხეხავდი სხეულს,
თითქოს მინდოდა, მტვერთან და ოფლთან ერთად, ყველა მოგონება, ნატირალი თუ უტირალი
283
ერთად ჩამომერეცხა. ვერ ველეოდი ცხელ წყალს. კარგა ხანს ვიდექი შხაპის ქვეშ. ნელა ვიმშრალებდი
თმას და სხეულს, ოთახში მობრუნებულმა სამოსი გადავიცვი, თმა დავივარცხნე და ტახტზე
ჩამოვჯექი. ცხელმა წყალმა მომთენთა, დამამშვიდა და რული მომერია.
...

კარის მიხურვის და ნაბიჯის ხმამ თვლემიდან გამომაფხიზლა. მასპინძლის ხმა გავიგონე, ვიღაც შინ
შეიპატიჟა. შემდგ ისევ გაიღო და დაიხურა კარი. განუწყვეტილვ მიდი-მოდიოდა ხალხი, სახლი
სამხედრო შტაბად გადაიქცა. ყველა ნაბიჯი ზედა სართულზე, ზედ ჩემი ოთახის თავზე დაგროვდა.
ალ კაბირის ხმაც მომესმა. სამხედროებს ყველა ყაჩაღი აეყვანათ, მაგრამ ამბობდნენ ვერცერთი
ტუარეგი ვერ შევიპყარითო... მესმოდა როგორ უამბო მოკლედ ალ კაბირმა, როგორ გადავეყარე
უდაბნოში და რაც მას შემდეგ მოხდა. აუხსნა, სად დატოვა გათოკილი პოლონელი, ისიც უთხრა რომ
დილით ადრარს ამენოკალია უნდა მოეყვანა, ამბობდა, რომ ტუარეგებისგან თავის დასაღწევად
სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა ეგვიპტე. იქნებ აქ დასრულდეს ყველაფერი და ტუარეგები
გორგისტანში აღარ გაეკიდონო...

რაციის ხმაურმა უცბად მიიპყრო ჩემი ყურადღება.

- კაიროდან ვერტმფერნი წამოსულა, პირდაპირი ხაზით მოფრინავს უდაბნოთი. თქვენი


კოორდინატები მივეცი, პირდაპირ თქვენს მამულში დაჯდება. მანამდე ირიჟრაჟებს კიდეც. ქალს
გავგზავნით, მაგრამ მე ახლა უფრო ის პოლონელი და ამეონკალია მაფიქრებს. ტუარეგები ნამდვილი
ქაჯები არიან, ჩრდილივით შეუმჩნევლად დადიან. ქალი გარეთ არ გაუშვათ, არც ფანჯარას
მიაკაროთ, მასთან მუდმივად ვიღაც იყოს. ახლა მისი მშვიდობიანი დაბრუნება კაიროში ჩვენი
მთავარი ამოცანაა. მერე მაგ პოლონელსაც მივხედავთ და მის დამქაშებსაც. საწვავის მარაგიც
დაგვჭირდება ვერტმფრენისთვის, გავალ, საქმეს მივხედავ! - ხმაზე ის სამხედრო ვიცანი ვინც ჩემი
პოვნა რაციით გადასცა. ნაბიჯების და კარის დახურვის ხმა გავიგონე. სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას
არავინ იღებდა. ბოლოს მასპინძელმა უხერხულად ჩაახველა და დუმილი დაარღვია.

- მადლიერი ვარ სტუმრის შვილო, ორჯერ გადაურჩენიხარ სიკვდილს, ალლაჰმა დალოცოს ისიც
და მისი ოჯახიც... ეს პოლონელი და ამენოკალია რა შაითნის წერად გვექცნენ...
არ მინდა რიფამ რამე შეიტყოს... ვინ არის ჩვენი სტუმარი, რომელი ქვეყნიდანა, რა ზნისაა?!
სიბნელეში ვერ გავარჩიე, თავიდან ამენოკალია მეგონა და არ მეამა.

- ევროპელია. ადრე მისი ქვეყანა რუსეთის ნაწილი იყო, ახლა ცალკე სახელმწიფოა.
- ალჟირში ამბობენ რომ რუსის ქალები, ტუარეგი ქალებივით ცხოვრობენ...
- ვიცი რაც უნდა მკითხო მამა და პირდაპირ გეტყვი, არ შევხებივარ... ღირსეულად იქცეოდა და
ჩემგანაც იგივე დაიმსახურა. რუსი არ არის, კავკასიელია, გორგისტანიდან. ორთოდოქსი ქრისტიანი,
მისი ქვეყანა შავი ზღვის პირასაა და თურქეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. აღმოსავლეთ ევროპად
ითვლება, მაგრამ ქორწინების გარეშე ქალის და მამაკაცის კავშირი მათთან მიუღებელია. ეგვიპტეში
მისი ქვეყნის საელჩოა და ქალი ელჩის ოჯახის წევრია. კეთილია, განათლებული, გონიერი და
შეუპოვარი, მიზნისთვის ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს
თავად იღებს. უცნაურია, მაგრამ მისი მოქმედება ყოველთვის ერთადერთი სწორი გამოსავლით იყო
ნაკარნახევი. ბედის ჯილდოა ასეთი ადამიანი. არ გიმუხთლებს, არ გიღალატებს, ბრმად ენდობა კაცი.
რომ გადავერჩინე, საჰარაში უკანასკნელი ყლუპი წყალი ჩემთვის ისე გაიმეტა, არ იცოდა მტერი
ვიყავი თუ მოყვარე, არც ის იცოდა რა ელოდა ჩემს ხელში ჩავარდნილს... თავადაც იცი, საჰარა
ყაჩაღებითაა სავსე.

- შენს თვალებში პირველად ვხედავ სევდას. არც ქალზე გამიგია შენგან ასეთი სიტყვები.
ჭეშმარიტი ნათქვამია, თუ მამაკაცს გაიცნობ, ერთ ადამიანს გაიცნობ, თუ ქალს გაიცნობ, მთელ ერს
შეიცნობ.* მაგრამ... ის სხვა ცივილიზაციაში გაიზარდა, სხვა გარემოში. უდაბნოში სრულიად
284
შემთხვევით მოხვედრილა. მოსაკლავადაც მოსდევდნენ, უგზო უკვლოდ დაკარგული,
დამფრთხალი და შეშინებული შენ გადაგაწყდა. საჰარაში დატრიალებულმა ამბავმა, ხიფათიანმა
გარემომ, ტუარეგების მტრობამ, სიკვდილის მუდმივმა საფრთხემ სხვანაირი სიმძაფრე შემატა
თქვენს ურთიერთობას. ეს კარგად მესმის შვილო. კარგი იქნება თუ გულს არ აჰყვები. ის ჯერ თავის
თავის სამშობლოში, თავის ოჯახში უნდა დაბრუნდეს, დამშვიდდეს, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და
გონს მოვიდეს. თუ რამე მოსახდენია, მაინც მოხდება.

- ამაზე ფიქრისთვის საჰარაში მთელი ორმოცი დღე მქონდა მამა. მართალი ხარ... გეთანხმები.
- ქალის გულისკენ მამაკაცმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. ეს მხოლოდ ადათი როდია, ეს
მამაკაცზე ალლაჰის მიერ დაკისრებული მოვალეობაა. ჩვენს ოჯახს შეუძლია სხვაგან დასახლდეს,
ალჟირში, კასაბლანკაში, ალექსანდრიაში ან სულაც ევროპაში. მაგრამ იცოდე, თუ ახალი გზის პოვნა
და მასზე სიარული გინდა, ძველი გზიდან უნდა გადაუხვიო და დაივიწყო... ასეთია არაბული
სიბრძნე. რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ცეცხლმა თუ დასაწვავი ვერაფერი ნახა, თავის თავს
ამოწვავსო* ნათქვამია.

- მას მხოლოდ აქედან გაქცევა და სამშობლოში დაბრუნება უნდა მამა. მისთვის ეს ყველაფერზე
მთავარია... ესაა მისი არჩევანი, სწორი არჩევანი. მე მხოლოდ მისი წარსული ვარ, ცუდი და
დასავიწყებლად გამეტებული წარსული. ამიტომ ვიკავებდი თავს, სიახლოვეს გავურბოდი. ასე რომ
არ მოვქცეულიყავი, ჩვენს შორის ისეთი ცეცხლიანი გრიგალი დატრიალდებოდა, საჰარას
გადაბუგავდა... და ვეღარასდროს შეველეოდი მამა, არსად აღარ გავუშვებდი და გაიქცეოდა... ამას რა
მოჰყვებოდა თავადაც იცი...

- ყველაფერს ეშველება შვილო, ბნელი დრო ხომ აღარ არის. ჩვენ მხოლოდ შენი ბედნიერების ცქერა
გვინდა, შენი ოჯახი, შენს გულს წინ არასოდეს გადაუდგება.
- როგორ ხართ მამა, რა ხდება საბადოებზე, სახლში, ალჟირში... - საუბარს მხარი უცვალა ალ
კაბირმა.
- საბადოებზე საქმე კარგად მიდის, მაგრამ გადასახადები გასამმაგდა. ერთ პატარა ქაღალდში დიდ
თანხას ითხოვენ. ტიდიკელტიში ხალხს მონებივით უყურებენ, ესენიც დუმან სანამ თავი გააქვთ,
მაგრამ ეს ავი დუმილია. ალჟირიდან ტიდიკელტიმდე მთელი უდაბნოა გამოსავლელი, ცენტრიდან
კონტროლი ვერ ხერხდება და უფროსები რასაც უნდათ იმას ჩადიან. ხალხსაც აზარალებენ და
ქვეყანასაც. ავი დრო დადგა.

- ყველგან შფოთი და არეულობაა. შუა ევროპაშიც კი ქვეყნები რამდენიმე სახელმწიფოდ


იხლიჩებიან, ხალხი მცირდება, უფროსების რაოდენობა მატულობს. გადასახადებიც ყველგან
იზრდება. მთელ მსოფლიოში ვეღარ ნახავს მშვიდ ადგილს კაცი. ტუარეგები აჯანყებას და მალიში
შეჭრას აპირებენ, მათი სახელმწიფო ჯერ არ შექმნილა და უკვე აზავადი ჰქვია. დიდი სისხლისღვრა
ატყდება, ამ საქმეში დიდი ქვეყნები გაერევიან სამხედრო ძალებს და დიდ შეიარაღებას გამოგზავნიან,
არ იქნება ადვილი მათთვის ეს ომი, მაგრამ ტუარეგები ცუდი წინასწარ განწირული არიან
დამარცხებისთვის... იქნებ ავსტრალიაში გადავიდეთ მამა ან სხვაგან სადმე, უფრო უსაფრთხო
ადგილას. ვიფიქროთ, რამე შევარჩიოთ და გადაწყვეტილება მთელმა ოჯახმა ერთად მივიღოთ...
- ესე იგი ახალ გზას ეძებ...კარგი შვილო. ასე იყოს...მოვიფიქროთ...

მიკვირდა, რომ სრულიად უემოციოდ ვუსმენდი ამ საუბარს. ჩემს ოჯახში და ჩემს სამშობლოში
დაბრუნება ჩემთვის ნამდვილად იყო მთავარი. დანარჩენი ყველაფერი სრულიად უმნიშვნელო და
იმდენად პატარად მეჩვენა, ფიქრიც აღარ მინდოდა... მე ხომ აქედან მივდიოდი, მოუბრუნებულად
მივდიოდი, ეს კი ყველაფრის დავიწყებაში და სიმშვიდის დაბრუნებაში დამეხმარებოდა. ახლა
ზუსტად ვიცოდი, რომ სხვა არაფერი მინდოდა. ჩემს თავს შევატყე რომ მასთან შეხვედრაც აღარ
მინდოდა, უკვე ჩემთვის უცხო გამხდარიყო, თუმცა ვერ ვხვდებოდი როდის და როგორ მოხდა ეს ან

285
რატომ... უფრო მეტიც, ვგრძნობდი რომ მე უკვე წასული ვიყავი, აქ აღარ ვიყავი და რაც ახლა
ხდებოდა საერთოდ აღარ მეხებოდა...

ცოტა ხანში კარი გაიღო და რამდენიმე ადამიანის ხმა გავიგონე. ერთი მასპინძელს მიესალმა,
პოლიციის უფროსად გაეცნო და როხროხა ხმით აუწყა, სამხედრო ნაწილიდან ექიმი გამომაყოლესო.
მოქნილმა ნაბიჯებმა კიბე სწრაფად ჩამოიარეს და წინკარში გაჩერდნენ.

- ექიმი საჭირო არ არის. ჩვენი ხალხი ახლავე სამხედრო ნაწილში დააბრუნებს. დედა, სტუმართან
შედი და გვერდიდან არ მოშორდე.
ჩემი ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნეს და კარი შემოიღო. ოთახში თეთრი თავსაბურავით
შემოსილი დიასახლისი შემოვიდა, ჩემი ხიჯაბი ჰაიჰარად მოვიხვიე თავზე და ფეხზე წამოდგომა
დავაპირე, მაგრამ მანიშნა დასვენება გამეგრძელებინა, ხალიჩაზე მოიკეცა და გაირინდა. მისმა ახლოს
ყოფნამ დამამშვიდა, ბალიშზე თავი მივდე და ძილღვიძილმა გამიტყუა.

ამ უცნაურ გარინდებაში რა დრო გავიდა არ გამიგია. შეძახილებმა აწმყოში დამაბრუნეს. ჩუმად


წამოვდექი ფეხზე და ფანჯრიდან გავიხედე. ეზოში აქლემების ქარავნი შემოსულიყო. ადრარი
თავდახრილი უსმენდა სამხედროებს. ჰილალე არსად ჩანდა. ქალებმა მოხუცი სილის გვამი
აქლემიდან ჩამოიღეს და გასაპატიოსნებლად წაასვენეს.

- ესე იგი სოკოსთან აღარავინ დაგხვდათ, ჰილალეც გაიქცა, ჰაი შაითან იმრაა...სავსეა საჰარა
ყაჩაღებით და ბანდებით, ყველგან დანაშაული ხდება. ნათელი, სინათლე მოშორდა ადამიანს... რაც
არის, არის ადრარ! არა უშავს, როგორმე მოვიხელთებთ ყველას. პოლონელი ახლა კი ნამდვილად
გამოჩნდება აქ. ალ ბეკბააში, დამნაშავე თავისი ფეხით მოგვაკითხავს და ქალის მოკვლას შეეცდება,
იცის რომ მისი საქმე დამთავრებულია და შურისძიების სურვილი კლავს! ტუარეგები უკვე ოაზისში
იქნებიან შემოსული. ნეტავ მშვიდობიანად გათენდეს...- ბრაზმა ამოხეთქა ალ კაბირის ხმაში.

ცას გავხედე, მიწურული მთვარე სხივნათელს სათითაოდ კრეფდა მიწიდან. მხარზე ხელი
შემახეს. დიასახლისმა უსიტყვოდ მანიშნა ფანჯარას მოვშორებოდი. ჩუმად დავემორჩილე და ოთახში
შემოვბრუნდი და გარინდული დავჯექი ხალიჩაზე. ახლა აღარაფერს ვუსმენდი, მხოლოდ
ვერტმფრენის ხმას და რიჟრაჟს ველოდი.
ჩემმა სმენამ ჯერ მოლაღურის ჩუმი სტვენა დაიჭირა, შემდეგ ტოროლას გალობა, რომელსაც თითქოს
ჩუმი გუგუნი ახშობდა. ტირილის ხმა მესმოდა, მოხუც სილის მიასვენებდნენ, გული შემეკუმშა, მისი
სული ჩუმად შევავედრე ღმერთს. მესმოდა როგორ გაიკრიფა ეზოდან ხალხი. ალბათ სასაფლაოსკენ
წავიდნენ.
წამები საუკუნედ იქცნენ და ერთმანეთს ისე ზანტად მისდევდნენ, ლამის მთელი დღე ჭირდებოდა
კედლის საათის ისარს ადგილის მოსანაცვლებლად. თითქოს დედამიწა გაჩერდა და აღარ ბრუნავდა,
დრო ფეხსაც არ იცვლიდა და მთლიანად გაქრა. ორნიღა ვიყავით, მე და ათასნაირი ჩუქურთმით
მოვარაყებული საათი, რომელსაც თვალმოუცილებლად შევცქეროდი.

ეზოდან ხმები მომესმა, ხალხი სასაფლაოდან მობრუნდა. მამაკაცებმა თავი ერთად შეიყარეს.
მესმოდა ადრარს როგორ უცხადებდნენ სამძიმარს. კარგა დრო გავიდა სანამ პანაშვიდი დასრულდა.
ერთბაშად გუგუნი მომესმა, მოძლიერდა, ჩემი გონება სმენა და სხეული ერთბაშად მოიცვა. ეს
ვერტმფრენის ხმა იყო. ფეხზე წამოვვარდი და კარისკენ ბორძიკით გავიწიე, ძლივს შევიკავე თავი
ქვის იატაკს რომ არ დავსკდომოდი. დიასახლისი წამოვარდა და მხარზე ხელი მომხვია, მაგრამ ვერ
შემაკავა. კარისკენ გავიწიე, ქალს ხელიდან გავუსხლტი და წინკარში გავვარდი. ვერტმფრენი უკვე
სახლის თავზე ტრიალებდა და დასაშვებ ადგილს ეძებდა. მისი ფრთებით ატეხილმა ქარიშხალმა
ეზოდან მტვერი ახვეტა და სადღაც გალავანს მიღმა შეაყარა ზეცას. წინკარიდან ეზოში გავვარდი და
პალმას მოვეჭიდე. რიჟრაჟი ძალას იკრებდა, მაგრამ ჯერ სახეებს ვერ ვარჩევდი. თავიდან ხიჯაბი
მოვიგლიჯე და ჰაერში ავიქნიე.
286
ვერტმფრენმა დაშვება დაიწყო და ყველაფერი ჩახჩახა სინათლემ მოიცვა. დღესავით განათდა
იქაურობა. ჩემს წინ ადამიანის ჩრდილმა გაიქროლა, თითქოს სახლის ბანზე ვიღაცამ გაირბინა, მაგრამ
ყურადღება არ მიმიქცევია. მხოლოდ ვერტმფრენს შევცქეროდი. სამხედროები ნიშანს აძლევდნენ
მფრინავს სად უნდა დაშვებულიყო. დამჯდარიც არ იყო, ღია კარიდან ვიღაც გადმოხტა და ჩემსკენ
გამოიქცა, თვალს არ ვუჯერებდი, ისე როგორც ბავშვობაში, ჩემსკენ ხელებგაშლილი მორბოდა ჩემი
ძმა. ფეხები საერთოდ დამავიწყდა და მისკენ ბორძიკით გავქანდი. ნაცნობმა მკლავებმა ჰაერში
ამიტაცეს და წრეზე დამატრიალეს.

- როგორც იქნა, როგორც იქნა! ცოცხალი ხარ, არაფრის შეგეშინდეს, მალე სახლში ვიქნებით! -
მაცოცხლებელ ნაკადულად ჩამომეღვარა მშობლიური ქართული. მისმა მზერამ შეკრებილი ხალხის
სახეები უცბად მოირბინა, მაშინვე ალ კაბირი გამოარჩია და უსიტყვოდ ანიშნა მადლობა, ალ კაბირმა
თავის დახრით უპასუხა და ვერტმფრენისკენ ანიშნა. ჩემმა ძმამ მკერდზე ამიხუტა და
ვერტმფრენისკენ გაიქცა. ძრავის გუგუნის მიუხედავად ქალის ყრუ შეკივლება გავიგონე. თვალი
მოვკარი როგორ იმარჯვა ალ კაბირმა იარაღი და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა. პოლიციელები სახლისკენ
გაიქცნენ. სახლის ბანზე ექიმის ხალათში გადაცმულ, ბურნუსით თავშეხვეულ კაცს, მკერდზე რიფა
აეხუტებინა და მისი იარაღის ლულა პირდაპირ თვალებში მიმზერდა.

- მიწაზე დაწექით! - იყვირა სამხედრომ. მიწაზე გავწექით , ძმა ზემოდან გადამეფარა. ავტომატის
ჯერმა ჰაერი გაგლიჯა და ვერტმფრენის წინ მიწა მოთხარა. რამდენიმე ტყვია ქვაფენილმა აისხლიტა
გალავნის კედელს შეასკდა. მფრინავმა სიმაღლე აკრიფა და ვერტმფრენი კაცის სიმაღლეზე
აქანავდა. ჩემი ძმა ფეხზე წამოვარდა და ვერტმფრენიდან გადმოწოლილ კაცის ხელებზე დამაწვინა.
ხელებმა ამიტაცეს თუ არა, ისევ გაისმა სროლის ხმა და მორიელის მარწუხებმა ბეჭიდან წელამდე
ჩამირბინეს. საპასუხო სროლას ქალის ცივი კივილი მოჰყვა, დავინახე როგორ გაუგლიჯა შუბლი
სახლის ბანზე ექიმს ალ კაბირის ტყვიამ, როგორ გადავარდა უკან თეთრებში ჩაცმული კაცი და
როგორ მოაწყდა კივილით აივნის რიკულებს თავზარდაცემული რიფა. ჩემი ძმის შეშლილი სახე
თვალებზე ამეფარა, გულღვიძლი ისე ამეწვა, თითქოს ვერტმფრენის ფრთები ჩემს სხეულში
ტრიალებდნენ და ნაწილ ნაწილ მგლეჯდნენ. ერთბაშად ჯოჯხეთური ცეცხლი შემომენთო და
ტკივილმა სიბნელეში მომისროლა.
...

ცხვირში წამლების მძაფრი სუნი მეცა და თვალი ნელ-ნელა გავახილე. თვალწინ მედდის
გამდნარი სახე ჩამომეფარა...

- გონს მოვიდა, ავადმყოფი გონს მოვიდა! კრიზისი დასრულდა! - უცხოდ მესმოდა არაბული
სიტყვები და ყურს საშინლად მჭირდა. ექიმები დამეხვივნენ თავს, ზოგი აპარატს აკვირდებოდა,
ზოგი, მაჯას და გულისცემას მისინჯავდა, ზოგი სიცხეს.

კარი ერთბაშად გაიღო და ჩემი ოჯახი თავზე წამომადგა. დედაჩემი, ჩემი ძმა, რძალი, პატარა
ძმისშვილი, რომელიც საოცრად შეცვლილიყო. წარბშეკრული ბიძაჩემიც კი ვერ მალავდა სიხარულს.
ვახოს თვალებში, როგორც ყოველთვის მზე იცინოდა და ბიძაჩემის ზურგს ამოფარებული რაღაცას
ონავრულად მანიშნებდა. შევცქეროდი მონატრებულ სახეებს და უკვე ზუსტად ვიცოდი რა იყო
ნამდვილი ბედნიერება.

- ნუ დაღლით, ვაცალოთ, მალე მომჯობინდება, ლაპარაკსაც შეძლებს, სიარულსაც და ყველაფერი


რიგზე იქნება. ხვალიდან თითო ადამიანს დავრთავ ნებას ნახევარი საათი გაატაროს ავადმყოფთან.-
თქვა ვიღაცამ და ჩემებს ოთახის დატოვება ანიშნა.
ვენაში ჩხვლეტა ვიგრძენი და ისევ ბურანში შევბრუნდი.

287
მეორე დღეს დედა მადგა თავს უხმოდ ვეფერებოდი ხელზე, ისიც ჩუმად იწმენდდა ცრემლებს და
შუბლზე ხელს მისვამდა. ვუცქერდი მის ახალგაზრდა, უნაოჭო სახეს, მთლად გათეთრებულ თმას,
რომელიც თბილისიდან ჩემი წამოსვლისას წაბლისფრად ბრწყინავდა და მხოლოდ საფეთქელთან
ემჩნეოდა მამაჩემის დატოვებული თეთრი კვალი. ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს, ისედაც
კარგად გვესმოდა ერთმანეთის, ყველაფერი, სულ ყველაფერი გვესმოდა.

მესამე დღეს ჩემი ძმა მოვიდა და სულ ეშმაკის ფეხი მეძახა, რა მოუსვენარიც ბავშვობაში იყავი
ახლაც ისეთი დარჩიო. კარგი ქვეყანაა ეგვიპტე, ვარდები ისეთი იაფია, ფიროსმანივით მილიონი
ვარდი შემიძლია მოგიტანო და სახლიც არ გავყიდოო. - სიცილით მეუბნებოდა. მისი მოტანილი
ვარდების ვეებერთელა თაიგული სისხლის გუბესავით ანათებდა გაქათქათებულ პალატას.
მომღიმარი მედდა მუდმივად თავზე მადგა, ათასგვარ აპარატს შესცქეროდა და ჩემზე შეერთებულ
უამრავ მილაკს მეთვალყურეობდა.
შემდეგი და ყველაზე ხანგრძლვი ვიზიტის უფლება ჩემმა რძალმა მოიპოვა. ათას რამეს
მიყვებოდა, მთელი თბილისის ჭორები ჩამომირაკრაკა, ყველა მეგობრის ამბავი მომიყვა და ბოლოს
მითხრა:

- გოგო, როგორაა ნეტავ ახლა შენი პრინცი?!


- ვინ პრინცი? - ძლივს ამოვიჩურჩულე, გული მომეწურა და შუბლი შემეკრა,
- შენმა ძმამ მითხრა ძალიან მაგარი კაციაო, სხვანაირიო, ნამდვილი ვაჟკაცი და პრინცივით
ღირსეულიო! ჰოდა მეც გავიმეორე. კარგი რა, რას მოიღუშე, რა ვთქვი ასეთი!

რაღაც აპარატმა წივილი ატეხა და მედდამ ლაპარაკი ამიკრძალა, ისევ ვიგრძენი ჩხვლეტა და ისევ
ბურანში შევბრუნდი.

ერთ კვირის შემდეგ ექიმმა მამცნო რომ კაიროს სამხედრო ჰოსპიტალში უკვე მეოცე დღე იყო რაც
ვიწექი. მარჯვენა თირკმელი აღარ მქონდა, ღვიძლზე, ფილტვზე, მარჯვენა მხარზე, ბეჭზე და ორივე
ფეხზე ოპერაცია მქონდა გაკეთებული, რამდენიმე ნეკნიც გატეხილი მქონდა... დამაიმედა რომ
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რომ ჩემს გამოფიტულ სხეულში ბალანსის აღდგენა სწრაფად
მიმდინარეობდა და გაკვირვებულიც კი იყო რა სწრაფად გამოვდიოდი მდგომარეობიდან.

თხუთმეტი დღის მერე წამოჯდომის უფლება მომცეს, მომდევნო ათი დღის შემდეგ ყველა სახვევი
და მილაკი მომხსნეს და სარკესთან ბორბლებიანი სავარძლით მიმაგორეს. სარკიდან სრულიად უცხო
ადამიანი მიყურებდა, ძალიან გამხდარი, საოცრად ნაღვლიანი დიდი შავი თვალებით, უსაშველოდ
სევდიანი გამომეტყველებით, მთლიანად ჩამქრალი, უსიცოცხლო მზერით. არა, ეს მე არ ვიყავი...
ვიღაც სხვა იყო... სრულიად სხვა... მაგრამ თმა, ჩემი თმა ძველებურად, წაბლისფერ ტალღებად
მქონდა ჩაშლილი მკერდზე და ძველებურად მძლავრად სუნთქავდა.

კიდევ სამი დღის შემდეგ ჭამის და ლაპარაკის უფლება მომცეს, დედას წამლების და სპეციალური
კვების რეჟიმის დიდი სია გადასცეს და უთხრეს, რომ ჩემი გამგზავრება ჯერ მიზანშეუწონელი იყო.
ურჩიეს რომ ერთი თვე მაინც, კაიროში გამეტარებინა, ექიმი ყოველდღე მნახავდა და გამგზავრების
ნებართვა მისგან უნდა მიგვეღო. საელჩოს დროშიანი მანქანით დავტოვეთ მთელმა ოჯახმა კაიროს
სამხედრო ჰოსპიტალი. მანქანა მეგაპოლისს შეერია, ნილოსის სანაპირო შხუილით გაიარა და
რომელიღაც ვილაში შესრიალდა.

- ჩემი სტუმრები იქნებით მთელი ოჯახი. ეს ჩემი სახლია. პატარაა, სულ სამი ოთახი,
სამზარეულო და აბაზანაა, მაგრამ ნილოსზე მშვენიერი ვერანდა გადის და ზაფუხლის სიცხე არ
შეგაწუხებთ. რაც მთავარია ქვიშის ქარიშხალმა გადაიარა და ცხოვრებამ აზრი შეიძინა... აი იქ,
გვერდით, დიდ ვილაში, ომარ შარიფი ცხოვრობს, ჩემი მეზობელია... აბა!.. როგორმე ვესტუმრებით
და გაგაცნობ! მე ჩემს ძმაკაცთან გადავალ და იქ ვიქნები, მაგრამ ყოველდღე შემოგირბენთ, თქვენ
288
საყიდლების სია დამახვედრეთ ხოლმე. - სიამაყით გამოგვიცხადა ვახომ, სახლში ბორბლებიანი
სავარძლით შემაგორა, ტელევიზორი ჩართო, ევროპულ არხებზე გადართო და კარში გაუჩინარდა.

ბედუინი (ნაწილი XXXIII პროლოგიანი ეპილოგი)

სანამ ცოცხალი ხარ, მიჰყევი გულს,


ნუ გინდა მეტი, ვიდრე მას სურს,
დღიურ წვრილმანებში ნუ ხარჯავ დროს,
ოჯახის შეინახე და სარჩოსთვის იზრუნე.
თუ მეტი მოგეცემა გულს მიჰყევი, ბედნიერს გაგხდის.
სიმდიდრე გულისთვის უსარგებლოა, მხოლოდ ამძიმებს
მას.

პტახოტეპის
სწავლება*

საათები ზანტად გადიოდნენ და დღეები ერთმანეთს ზლაზვნით მისდევდნენ. ჩვენი


ვერანდიდან ნილოსის მაცოცხლებელი ნიავი შემოდიოდა და აგვისტოს წარმოუდგენელ
ხვატს სიგრილის მანტიაში ახვევდა. რაკი ხამასინმა ჩაიარა, დილას ვერანდაზე ვეგებებოდი,
საღამოობით თვალმოუშორებლად შევცქეროდი გიზას პირამიდებს შორის ჩამავალ წითელ მზეს.
ფეხზე უკეთესად დავდიოდი და ვერანდაზე ვსეირნობდი. ექიმი ყოველდღე მოდიოდა, ჩემი
გამომჯობინებით კმაყოფილი, მაგრამ ჩემი განწყობით უკმაყოფილო მიდიოდა. როგორც კი ბიძაჩემი
ან ვახო გამოჩნდებოდნენ, მაშინვე თავს ვიმძინარებდი და მათ წასვლას ველოდი.
ერთ საღამოს როცა ვერანდიდან მზის ჩასვლას ვუცქერდი ტელეფონმა დარეკა:
- მისს, მე გამომძიებელი ვარ, თქვენთან ჩვენების ჩამოსართმევად ხვალ უნდა მოვიდე. აქამდე ეს
შეუძლებელი იყო თქვენი მდგომარეობის გამო.
- დიახ, გასაგებია... თუ შეიძლება მითხარით, ვინც მესროლა ის კაცი მკვდარია?
- დიახ მისს...
- ვინ იყო?
- ადგილობრივი მომთაბარე, ეროვნებით ტუარეგი...
- გთხოვთ ახლავე მოდით, ხომ შესაძლებელია?
- რა თქმა უნდა მისს. დროებით...

- დედა, ამ წუთიდან ვერანდაზე არავინ გამოვიდეს და სახლიდანაც არავინ გავიდეს! ბავშვი


ეზოშიც არ გაიყვანოთ! ჩემი მდევარი ცოცხალი ყოფილა, მე მკვდარი მეგონა... საელჩოში დარეკე.
დაცვა გააფრთხილე და ხოსნი მუბარაქი თავისი ფეხითაც რომ მოვიდეს კარი არ გაუღო!

გადაფითრებული დედაჩემი ტელეფონს ეცა. ვერანდის კარი მაგრად ჩავკეტე, ღამის ფარდები
ჩამოვაფარე, სამზარეულოში შევვარდი, ხელში ყველაზე ბასრი და წვეტიანი დანა მოვიმარჯვე.
შეშინებულ დედაჩემს ლამის თვალები გადმოუცვივდა. გარინდული ვიდექი და ყველა ხმაურს
ვაყურადებდი. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდნენ სახლში კაცები. როგორც იქნა ჭიკარზე
ზარის ხმა გაისმა. კარს უკან დავდექი და დედაჩემს ვანიშნე ეპასუხა...
- ჩვენ ვართ... - უპასუხა ბიძაჩემმა და სახლში ჩემს ძმასთან და ვახოსთან ერთად შემოვარდა.
- რა მოხდა?! - გაკვირვებული შეაჩერდა დედას ბიძაჩემი.

289
კითხვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ დაცვის ხალხმა უცბად მოირბინა მთელი
კარმიდამო. ვერანდის დარაბებზე მუქი ფარდები ჩამოაფარეს. ორი მათგანი ეზოში მოეწყო,
ორიც სხვენზე.
- პოლონელი ცოცხალია... გამომძიებელმა დარეკა და იმან მითხრა. მე მკვდარი მეგონა. ეგაა
ჩემი უბედურების მიზეზი. ახლა გამომძიებელი მოვა და ყველას აგიხსნით ყველაფერს.
- როდის დამთავრდება ეს უბედურება? - ატირდა დედაჩემი.
- სანამ აქედან არ წავალთ არ დამთავრდება დედა... და თუ აქ არ დამთავრდება, საქართველოშიც
გაგრძელდება. აქ უნდა დასრულდეს ყველაფერი!

კარზე ზარი დარეკეს. ფორმაში ჩაცმული კაცი შემოვიდა, ბიძაჩემს ხელი ჩამოართვა და
მეგობრულად გადაეხვია. თავი ეგვიპტის ტურისტული პოლიციის უფროსად გაგვაცნო და
გამომძიებელი წარმოგვიდგინა.

- გთხოვთ ყველა დაესწროთ ამ დაკითხვას და რაც მოხდა მინდა ერთხელ გიამბოთ. ამის
შემდეგ კითხვებს ნუღარ დამისვამთ. დედა, დასხედით, გთხოვთ...
გამომძიებელმა ფურცლები ამოალაგა, დიქტოფონი ჩართო, კალამი მოიმარჯვა და მითხრა:
- სისხლის სამართლის საქმე თქვენი დაკარგვის ფაქტზეა აღძრული, ამას ფარაფრას ოაზისში
თქვენი მკვლელობის მცდელობა დაემატა, ახლა თქვენს ჩვენებას ჩავიწერ. მხოლოდ ფაქტები
გვაინტერესებს, ყველაფერი რაც შეეხება თქვენს დაკარგვას, დაჭრას, დევნას, ნებისმიერი ხერხით
თქვენზე ძალადობას, ფიზიკურს ან ფსიქიკურს, მუქარას, ასევე წამებას, მაგალითად წყურვილით,
შიმშილით ან სხვა რაიმე ხერხით... მაგრამ ჯერ რამდენიმე ფორმალურ კითხვას დაგისვამთ თქვენი
პიროვნების დადგენის მიზნით.

- თუ შეიძლება მითხარით, პოლონელი ქირურგი ცოცხალია?


- ასეთი პირი ჩვენთვის ცნობილი არ არის, ქვიშის ქარიშხალი ახლახანს დასრულდა, ფარაფრაში
ხვალ ვაპირებ წასვლას და იმ ოჯახის წევრებს დავკითხავ ვინც შეგიფარათ, მოწმეებიც უნდა
მოვძებნო. დავიწყოთ მისს, ნუღარ ვაყოვნებთ. რა ენაზე მომცემთ ჩვენებას?
- ჩემს მშობლიურ ენაზე. თარჯიმანი ეს ახალგაზრდა იქნება, კაიროს უნივერსიტეტის არბული
ფილოლოგიის პროფესორია, ორივე ენა კარგად იცის.

გამომძიებელმა თავი დამიქნია და რამდენიმე ფორმალური კითხვის შემდეგ დაკითხვა დაიწყო.

ვლაპარაკობდი ნელა. ვახო თარგმნიდა. დიქტოფონი ნელა ბრუნავდა და ჩემს ჩვენებას იწერდა.
ვყვებოდი როგორ აღმოვჩნდი საფარი ტურზე ბიძაჩემის დაუკითხავად. როგორ
შევნიშნე დელტაპლანით ფრენისას ციდან ჰამადში დამალული სატვირთო მანქანები და
არაბები. როგორ მესროლა და დამჭრა ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პოლონელმა
ქირურგმა. როგორ აღმოვაჩინე ტურისტული მარშრუტის რუკის სიყალბე. როგორ მიპოვა არაბულმა
ცხენმა ჰამადში წყურვილით და შიმშილით გათანგული და როგორ მიმიყვანა დაჭრილ კაცთან,
რომელსაც პოლონელმა წინა ღამეს მოკვლის მიზნით ესროლა. როგორ იქცა ის დაჭრილი ჩემს
მეგზურად. რატომ გადავწყვიტეთ დასავლეთისკენ გვევლო. როგორ დამეწია დაქირავებული
მდევარი და რა მოვისმინე არწივისთვიანი კლდის გამოქვაბულში... ვყვებოდი როგორ მოკლეს
მეორე გამყოლი მუჰამადი და სად იყო მისი გვამი. რა ხდებოდა პოლონელი ქირურგის საკუთარ
კლინიკაში ნილოსის მარცხენა ნაპირზე. როგორ მოვხვდი ტუარეგების ბანაკში პატარა
ტბასთან, როგორ დამაბეს ძაღლივით ხეზე, როგორ მაძლევდნენ ხმელ პურს და წყალს მართლაც
ძაღლივით, როგორ მემუქრებოდა ამენოკალია „ელ ხიტან ელ ფარაონით.“ როგორ მომისწრო იქ
პოლონელმა დაქირავებულ მდევართან ერთად. ვყვებოდი ახჰალის ღამეს სოფელში დატრიალებულ
ამბავს, როგორ მგუდავდა ახალგაზრდა ტუარეგი და როგორ დავჭერი დანით. როგორ

290
მოკლა პოლონელმა ჩუმად და მიპარვით, მისი სიკვდილი მე რომ დამბრალებოდა და ტუარეგებს
სიკვდილით დავესაჯე. როგორ გამოვაღწიეთ იქედან მე და ჩემმა მეგზურმა, როგორ გვდევნიდნენ
მთელი გზა ამენოკალია, მისი დაქირავებული ყაჩაღები და ტუარეგები. არც ეშმაკის ძაღლების
ამბავი გამომრჩენია, არც ველზე დაბანაკებული ყაჩაღების, არც თეთრ სოკოსთან დატრიალებული
ამბავი და ჩემი ხელახალი დაჭრა, არც ოაზისის შესასვლელებში ჩასაფრებული ყაჩაღების ბანდა, ჩემს
მოკვლის მიზეზით ოაზისის დარბევა რომ უდოდათ. როგორ მივაღწიე ჩემი მეგზურის სახლამდე
და როგორ შემიფარეს. როგორ იგერიებდა ჩემი მეგზური ყაჩაღების თავდასხმას მარტო, სანამ
სამხედრო ნაწილი არ მიეშველა. როგორ გვესროლეს მე და ჩემს ძმას, რა მოხდა მასპინძლის სახლის
ბანზე და როგორ დამჭრეს ვერტმფრენში.

ჩემმა ნაამბობმა საშინელი რეაქცია გამოიწვია. ყველა ენაჩავარდნილი მომჩერებოდა. დუმილი


ჩამოწვა. მხოლოდ დიქტოფონის შრიალი ისმოდა. გამომძიებელი პირველი გამოერკვა და
დეტალების დასაზუსტებლად რამდენიმე კითხვა დამისვა. ყველა კითხვაზე ვუპასუხე და როცა
მეგონა დაკითხვა დასრულდა, მოულოდნელად მითხრა:

- თუ შეიძლება მისს, იმ კაცის სახელი მითხარით, უდაბნოში დაჭრილი რომ იპოვეთ და სიკვდილს
გადაარჩინეთ.
- ეს მან გადამარჩინა. მას რომ არ გადავყროდი, წყურვილისგან და ჭრილობისგან იმ დღეს
მოვკვდებოდი, როცა ის ვიპოვე.
- სახელი მითხარით მისს... აქამდე მისი სახელი არ გიხსენებიათ...

რაღაც დამბლისმაგვარი დამემართა, ენა ჩამივარდა და ვერაფრით მოვაბრუნე. ვახომ წყალი


მომაწოდა. ძალა მოვიკრიბე და ნელ ნელა გარკვევით ვთქვი:

- ალ კაბირ ანვარ იბნ აბუბექრ ალიშერ ად დინ კეიტა. პროფესიით გეოლოგია, სამეცნიერო
კვლევებსაც ეწევა, საჰარაში ბედუინივით ცხოვრობს... შეიძლება სხვა სახელი აქვს დოკუმენტებით,
მაგრამ ეს მისი ნათქვამიდან ვიცი. ფარაფრაში მისმა ოჯახმა შემიფარა. იქ მამული აქვთ.

- მას მიმართ რამე პრეტენზია ხომ არ გაქვთ? სწორად გამიგეთ, თქვენ ხომ უმწეო მდგომარეობაში
იყავით, ამით ხომ არ უსარგებლია?

- არა... რას ბრძანებით, ეგ რომ არ მეფიქრა, თითქმის არც მელაპარაკებოდა, მხოლოდ ხელით
მანიშნებდა რა უნდა გამეკეთებინა. თავი ყოველთვის შორს ეჭირა, შემთხვევით შეხებასაც კი
ერიდებოდა... როცა ძილის საშუალება მეძლეოდა, ჩემგან მოშორებით იჯდა და ფხიზლობდა,
უდაბნოს უსმენდა რომ მდევრის ფეხის ხმა არ გამოპარვოდა. ერთნაირად გვწყუროდა და გვშიოდა,
ერთნაირად ვიხრაკებოდით საჰარას ცეცხლოვანი მზის ქვეშ, ერთნაირად ვიყინებოდით სუსხიან
ღამეებში. ერთად გადავიტანეთ ყველა განსაცდელი. ორჯერ მძიმედ გავხდი ავად... წყალს
მასმევდა, ავადმყოფს და სიცხიანს, თვალუწვდენელ უდაბნოში, ღია ცისქვეშ შიშისგან გული რომ არ
გამხეთქოდა, ჩემი ხელი მაგრად ეჭირა. სულ ორჯერ თუ სამჯერ დამელაპარაკა, ისიც მორიგი
ხიფათის წინ გასამხნევებლად. ორჯერ შემეხო, როცა ფეხზე დაჩირქებული ჭრილობა შემიხვია,
მეორედ ამოვარდნილი კოჭის სახსარი და მხარი ჩამისვა, გზის გაგრძელება რომ შემძლებოდა. მისი
მადლობელი ვარ, უფრო სწორად უსაზღვროდ მადლიერი... გამიმართლა მას რომ გადავეყარე,
მხოლოდ მისი წყალობით გადავრჩი. მისი წარმოუდგენელი ამტანობის, გამბედაობის და
გონიერების დამსახურებაა რომ ახლა, ჩემს ოჯახთან ვარ და მათ სახეებს ვუყურებ, თუმცა
ამის იმედს ხშირად ვკარგავდი. ის რომ არ ყოფილიყო, საჰარაში უგზო უკვლოდ
ჩავიკარგებოდი. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით მადლობა გადაეცით. უთხარით რომ არასოდეს
დაგვავიწყდება მისი სიკეთე, თავშეკავება და ღირსეული საქციელი.

291
- გასაგებია მისს, დიდი მადლობა. ხვალ მივემგზავრები ფარაფრაში, თქვენს დანაბარებს გადავცემ.
შესაძლოა რაიმე დეტალების დასაზუსტებლად კიდევ გინახულოთ. ახლა დაისვენეთ, ღამე
მშვიდობის. - ფეხზე ადგა გამომძიებელი, ჩვენებაზე მე და ვახოს ხელი მოგვაწერინა და პოლიციის
უფროსთან ერთად სახლი სასწრაფოდ დატოვა.

- შვილო, გაიმეორე რა ქვია იმ კაცს ვინც გადაგარჩინა? - გაკვირებული ჩამეკითხა ბიძაჩემი.


- ალ კაბირ ანვარ იბნ აბუბექრ ალიშერ ად დინ კეიტა, ოქროს პილიგრიმის მემკვიდრე, მალის
ყოფილი იმპერიის მმართველის, მანსა მუსას პირდაპირი შთამომავალი, სუნდიატა კეიტას
დინასტიის წევრი, პრინცი ალ კაბირი...

ბიძაჩემი ტელეფონს ეცა და ვიღაცას აცნობა რომ ხვალ, გამომძიებელთან ერთად მიფრინავდა
ფარაფრაში, რომ ეს კერძო ხასიათის შეხვედრა იყო და პროტოკოლის დაცვა საჭირო არ იქნებოდა.

- სასწრაფოდ წადითო რომ მანიშნა, ეგ ის იყო? - იკითხა ჩემმა ძმამ.


თანხმობის ნიშნად ჩუმად დავუქნიე თავი.
- კარგი ადამიანი ყოფილა შვილო, ნათელი... ღმერთი შეეწიოს მას და მის ოჯახს... - ჩაილაპარაკა
დედაჩემმა. როგორღაც ზუსტად იგივენაირად თქვა როგორც ფარაფრაში ალ კაბირის მამამ და "დე
ჟავიუმ" მძიმედ შემომკრა გულზე.
- მართლა პრინცი ყოფილა... ქალი ვარო შენ უნდა თქვა... ესე იგი მთელი ეს დრო საჰარაში
პრინცთან ერთად გაატარე?- გადაიკისკისა ჩემმა რძალმა და ტაში შემოჰკრა, მაგრამ ჩემი ძმის ირიბმა
მზერამ მაშინვე დაუკარგა ხუმრობის ხალისი.
- ყველა დავიღალეთ. მოდით ოჯახურად ვივახშმოთ...- საუბარს მხარი უქცია ბიძაჩემმა.
- ბიძი, შენთან თხოვნა მაქვს, ტრადიციულ სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად მინდა
განსაკუთრებული საჩუქარი ჩემი სახელით წაიღო...
- მითხარი შვილო...
- ორი წიგნი, "თქმულება ამირანზე" და როდოსელის "არგონავტიკა." იქნებ ფრანგულ ენაზე
მოგეძევება.
- რა თქმა უნდა, ორივე მაქვს და აუცილებლად წავიღებ.
....

მეორე დღეს ტელევიზიით გადმოსცეს ინფორმაცია კერძო კლინიკაში მიმდინარე


ჯოჯოხეთური სამედიცინო ექსპერიმენტების შესახებ. გამოაცხადეს რომ ყველა ჯანმრთელი
ადამიანი განთავისუფლდა, სხვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაეყვანათ, რამდენიმე გვამი
აღმოეჩინათ, მორგის კედლები ადამიანის სისხლით მოხატული ძველეგვიპტური
იეროგლიფებით იყო სავსე და რაღაც საშინელი რიტუალები სრულდებოდა. იქვე უამრავი
მაგინტოფირი აღმოაჩინეს, რომელზე არაადამიანური, უცნაურ ხმები იყო ჩაწერილი. ათას რამეს
ჰყვებოდნენ იქ გამომწყვდეული ადამიანები, პოლიცია მიმწყდარი ჟურნალისტების ტალღას
კორდონით აკავებდა, გადაღებას და ინტერვიუს კრძალავდა. ბევრი უგზოუკვლოდ დაკარგული
ადამიანი იპოვეს, უმეტესი ნაწილი უცხოელები აღმოჩნდნენ. ის ჩინელი გოგონები დავინახე
ეკრანზე, საჰარაში ჩემთან ერთად რომ გაათიეს ღამე და სხვა ბაიკერებსაც მოვკარი თვალი, ყველა
ცოცხალი და ნატანჯი იყო, მაგრამ ძალიან გახარებულები. მიხაროდა რომ ამდენ ადამიანს
დავეხმარე, სიცოცხლე ვაჩუქე და თავისუფლება დავუბრუნე. ეკრანზე მომღიმარი პოლონელის
ფოტო ციმციმებდა და დიქტორი გვატყობინებდა, რომ კლინიკის პატრონი მთელ ქვეყანაში
იძებნებოდა...

ჩემები ცდილობდნენ როგორმე გავეხალისებინე, ათას ამბავს იგონებდნენ, ახალ ამბებს


მიყვებოდნენ, წიგნებს მიკითხავდნენ, საღამოობით ვერანდაზე ღიღინებდნენ. მე ყველაფერს
გულისგარეთ ვუსმენდი და მხოლოდ ორი სიტყვით ვიფარგლებოდი „ჰო-თი“ და “ არა-თი.“

292
გამომძიებლის სტუმრობის შემდეგ თითქოს ყველა სიტყვა დამავიწყდა და მხოლოდ ეს ორიღა
მახსოვდა.

ექიმი ყოველდღე მოდიოდა, ერთ დღეს ევროპულად გამოწყობილ, ძალიან სიმპათიური


ახალგაზრდას კაცს შემოუძღვა და ჩემსკენ ხელით ანიშნა.
- მისს, თქვენი მკურნალი ექიმი თვლის რომ ფისქოლოგის კონსულტაცია
გესაჭიროებათ. მინდა გაგესაუბროთ, შეიძლება? - სტუმარი ახლოს ჩამომიჯდა, ყურადღებით
შემათვალიერა და სუფთა ინგლისურით მკითხა:
- თქვენი ავადმყოფობის ისტორიას გავეცანი, თქვენი მიცემული ჩვენებაც ყურადღებით
შევისწავლე. ძნელი წარმოსადგენია რა გადაიტანეთ, მაგრამ თქვენი მსხვერპლი მთლიანად
გამართლებულია, გადარჩით და ოჯახში დაბრუნდით, ბევრი ადამიანი სიკვდილს
და დასახიჩრებას გადაურჩა, თავისუფლება დაიბრუნა. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა
სწრაფად უახლოვდება ნორმებს. მაგრამ თქვენი ოჯახი ძალიან განიცდის თქვენს დუმილს.
მკურნალმა ექიმმა მითხრა რომ მთელ დღეებს დუმილში ატარებთ...
- ვისვენებ, დაღლილი ვარ... მათ არ იციან როგორ დავიღალე გასულ თვეებში. უბრალოდ
სიჩუმე და მყუდროება მირჩევნია.
- ღამე არ გძინავთ, არც დღისით, ორგანიზმს საშუალება არ ეძლევა ნამდვილად
დაისვენოს. ზედიზედ ოთხი საათი მაინც უნდა გეძინოთ. როგორ ფიქრობთ გჭირდებათ ძილის
წამალი? იქნებ სიზმრის გეშინიათ?
- მგონი არა...
- დიდხანს ვსწავლობდი თქვენს ჩვენებას, რაღაც მოსაზრება მაქვს, ხომ არ მიწყენთ ჩემი აზრი
გითხრათ თქვენს მდგომარეობაზე?
- გისმენთ, ბრძანეთ...
- გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენების, მძიმე კლიმატურ პირობებში გადატანილი
ხიფათის, ოპერაციების და მისი ამჟამინდელი ჩაკეტილი მდგომარეობის მიხედვით, სამი
სხვადასხვა მიზეზი ერთდროულადაა სახეზე. პირველი დეპრესიაა, ასეთი მდგომარეობა
საშუალოდ ექვს თვემდე გრძელდება. ახლა თქვენი გონება და ორგანიზმი მცირედი ემოციისგანაც
თავს იცავს, მაგალითად სიზმრისგან, ამიტომ უარყოფს ძილს, თუმცა სიზმარი გამოღვიძებისას
შეიძლება არც გახსოვდეთ. მეორე მიზეზი ის არის, რომ გადატანილმა ფსიქო-ემოციურმა სტრესმა,
თქვენი ეგო, ანუ „მე“ მთლიანად შეცვალა და ახლა ცდილობთ ამ ცვლილებას შეეგუოთ,
თქვენთვის ყველა ღირებულება გადაფასდა. არ გაგიკვირდეთ თუ ძველ კავშირებზე, მეგობრებზე ან
გარემოზე უარს თუ იტყვით. ეს მოსალოდნელია, თქვენ წარსულის დავიწყებას ცდილობთ, ახალ
ცხოვრება გინდათ დაიწყოთ და ამისთვის შინაგანად ემზადებით. მესამე ფაქტორი ადამიანური
ფაქტორია, თითქოს ვიღაცის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობთ და ეს არ გასვენებთ...

- მგონი ასეა. რამეს მირჩევთ?


- პირველ რიგში ორგანიზმს ძილის საშუალება უნდა
მიეცეს, მედიკამენტებითაც წაგეხმარებით. ჩემი აზრით ყველაზე რთული მესამე
ვითარებაა. თქვენთვის ერთ ადამიანში, ერთ პერსონაში გაერთიანდა სამი აქსიოლოგიური
ტრიადა: სიკეთე, ღირებულება და იდეალი. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა, თანაც ეს წიგნებში კი არ
წაგიკითხავთ, არამედ უშუალოდ შეეჩეხეთ რეალურ ცხოვრებაში და რეალურ ადამიანში. ამისთვის
მზად არ იყავით, არც რაიმე წინასწარი განწყობა გქონიათ. ახლა გინდათ გაარკვიოთ, არის თუ არა ეს
პერსონა იდეალური და მართლაც „შესადარებელი ხატი“ სხვებთან მიმართებაში ან... ვისი ხვედრი
იქნება სინანულის გრძნობა შედარების შემთხვევაში, თავად "ხატის," თქვენი, თუ ყველა
დანარჩენის...

- ეს სიყვარულია ?
- ეს არ არის სიყვარული ჩვეულებრივი ადამიანური გაგებით... ეს ზეემოციური მდგომარეობაა,

293
მას ისეთი გულწრფელი ქცევა იწვევს, როდესაც ადამიანს უმზერენ მისი ფლობის სურვილის გარეშე,
მასზე ძალაუფლების ქონის სურვილის გარეშე, მისი ნიჭიერების ან მისი პიროვნული თვისებების
გამოყენების სურვილის გარეშე. ამ დროს იდეალური თანაზიარობის დიდი საიდუმლო
იწყება, აღქმა ძალიან ღრმად ხდება და ყოველგვარი სიტყვების და გრძნობების მიღმა დგას. ასეთ
ვითარებაში ორნი, პირისპირ კი არა, მხარდამხარ დგანან და ეს სრულიად სხვა რამეა. ** ასეთი
თანაზიარობა არასოდეს თავდება... თქვენ, ასე მოგექცნენ, როცა თქვენს კონკრეტულ ვითარებაში
სრულიად საპირისპირო იყო მოსალოდნელი. ახლა, თქვენ უნდა ჩამოიყალიბოთ რწმენა, რომ
სიკეთით, ამ უმაღლესი ღირებულებით სარგებლობის უფლება ყველას აქვს, რაც შეეხება სიკეთის
სამაგიეროს, მადლიერება ადეკვატური ღირებულებაა და მსხვერპლის გაღება საჭირო არ არის. ასეთ
ვითარებაში მსხვერპლი შეიძლება არ მიიღონ, უარეს შედეგს გამოიწვევს.

- მსხვერპლი... გამოდის, ჩემი ფიზიკური მდგომარეობა კარგია, ხოლო სულიერი - მძიმე?..


- არა, არა, ნურც ასე იტყვით, თქვენ უბრალოდ ღრმად მოფიქრალი ადამიანი
ხართ, გინდათ ყველაფერს ახსნა მოუძებნოთ, როგორც კი პასუხებს იპოვით, მდგომარეობა
სწრაფად გამოსწორდება. თანაც, უმაღლესი სიკეთისკენ პირველად თქვენ გადადგით ნაბიჯი,
არანაკლებ ზნეობრივ-მორალურ სიმაღლეზე აღმოჩნდით, თანაც ყველაფერი განსაკუთრებით
ექსტრემალურ ვითარებაში ხდებოდა, გარშემო სოციუმი არ იყო რომ თქვენზე ზემოქმედება
მოეხდინა, მხოლოდ საკუთარი სინდისის წინაშე იყავით პასუხისმგებელი.
- მის ადგილას პოლონელი რომ ყოფილიყო, იგივენაირად არ მოვიქცეოდი.
- ცხადია, რადგან მისი ზრახვა იცოდით, თქვენი მოკვლა უნდოდა. მაგრამ სხვა
ვითარებაში გასაჭირში არ მიატოვებდით, ასეა?
- ....ასეა...
- თქვენ გქონდათ არჩევანი, დაჭრილი მიგეტოვებინათ და ცხენით გაქცეულიყავით, მაგრამ
სხვაგვარად მოიქეცით. ასე რომ არავისი ვალი არ გაქვთ. და ეგ შეგრძნება თავიდან მოიშორთ. ცუდი
არ იქნებოდა თუ ფილოსოფიის შესახებ ლიტერატურას გადახედავდით. დუმილიც გამართლებული
იქნებოდა და პასუხების პოვნაშიც დაგეხმარებოდათ. ამ აბებსაც დაგიტოვებთ, ყოველ საღამოს
ძილის წინ თითო დალიეთ. კიდევ გინახულებთ, ვნახოთ როგორ გუნებაზე იქნებით. - მაგიდაზე
სამი ცალი პაწია თეთრი აბი დადო და ფეხზე ადგა.

ჩემმა ძმამ ექიმები მანქანამდე მიაცილა და ჰკითხა:

- რამე სერიოზულია ექიმო?


- კონტაქტში მალე შემოვა, თავიდან ეს მოჩვენებითი იქნება, თქვენ რომ არ
ინერვიულოთ, მაგრამ დუმილს ნამდვილად ჯობია. რაღაც უნებურად ჩადენილ საქციელზე
ნაღვლობს, თვლის რომ შეუფერებლად მოიქცა.
- სხვა არჩევანი გააკეთა, ვიდრე უნდოდა და ნანობს?
- არჩევანის წინაშე არც მდგარა, მაგრამ თვლის რომ ვიღაცას მოლოდინი გაუცრუა, ამას
გამართლებას ვერ უძებნის და წუხს.
ექიმები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

„ ვახოს უნდა ვთხოვო წიგნები, აუცილებლად ექნება, თუ არა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკა


აქ არ არის, წარმოუდგენელია რომ იქ რაიმე არ იყოს, უფრო სწორად რასაც ინატრებ ყველაფერია...“

ტელეფონის ზარმა მომაბრუნა, გამაფრთხილეს რომ საღამოს გამომძიებელი მოვიდოდა.


მისგან ბევრი ახალი ამბავი შევიტყვეთ... ჰილალე საკუთარ ტომს მოეკვეთა. დანარჩენი სამი ტომის
ამენოკალებსაც უარი ეთქვათ მისთვის თავშესაფარზე. უდაბნოში ეპოვნათ წყურვილით
დაოსებული და პოლიციას დაეკავებინა. პოლონელის კვალი არსად ჩანდა, ეჭვი ჰქონდათ რომ
ბაჰარიას ოაზისს აფარებდა თავს და ძებნას იქ აპირებდნენ. პოლონელის დაქირავებული არაბები

294
ცალკ-ცალკე აეკრიფათ უდაბნოში და მათაც ყველაფერი ეღიარებინათ. სამხედრო ნაწილის ექიმი
მოკლული ეპოვნათ, არაბული ხანჯლით ყელგამოჭრილი, მისი სამედიცინო ჩანთა კი ალ კაბირის
სახლის სახურავის ვერანდაზე. ექიმის სამოსში გადაცმული ტუარეგს ჩემს მოკვლას თურმე
პირდაპირ ალ კაბირის სახლში აპირებდა. გამომძიებელი ძალიან დაღლილი მაგრამ კმაყოფილი
ჩანდა, ყველა თვითმხილველი მოწმის ჩვენება ჰქონდა ხელთ, ჰილალეს ჩვენებაც კი. შევატყე რომ
აღფრთოვანებული იყო მისი საოცარი სილამაზით. თავშეკავებით ამბობდა რომ არ მცოდნოდა ვინ
იყო, ალბათ მოვიხიბლებოდიო. ალ კაბირის ოჯახი ფარაფრაში აღარ დახვედრია. მაგრამ მათთვის
ჩვენებები ელ კასრის პოლიციას ჩამოურთმევია და ჩემს ყალბ რუკასთან ერთად მისთვის
გადაუციათ, როგორც ადამიანების გატაცების ორგანიზებული დანაშაულის პირდაპირი
მტკიცებულება.

- ყველა სიახლის საქმის კურსში იქნებით. სანამ პოლონელს არ ავიყვანთ, დაცვა თქვენთან
იქნება. ეს თქვენია მისს, თქვენთან გამომატანეს... - გამომძიებელმა შეხვეული კოლოფი
გამომიწოდა. შიგნით ჩემი ფეხსაცმელები იდო. დავათვალიერე, ყუთიც გავსინჯე. არაფერი
წერილის მსგავსი. ვერც მინაწერი შევნიშნე სადმე...
- რაკი პირადად ვერ ვნახე, თქვენი მადლობა პოლიციის უფროსს "გადავეცი" მისს. თქვენი
ჩვენების ის ნაწილი, სადაც მადლობას იხდით, დიქტოფონიდან ცალკე გადავწერე მაგნიტურ ფირზე
და გადასცემენ. თავად მოისმენს პირდაპირ თქვენგან... - გაიღიმა გამომძიებელმა.
- ორიგინალურად მოქცეულხართ...
- მე ბედუინი ვარ მისს... ჩვენთვის სიტყვები ნამდვილი ოქროა. ბედუინები ყოველთვის უსმენენ
სიტყვებს და საუკეთესოებს სამარადჟამოდ იმახსოვრებენ. ღამით კოცონების შუქზე, ამ სიტყვებით
საჰარას ქვიშაზე ლექსებს ქსოვენ და სიმღერებს ქარგავენ. ოქროს სიტყვებს მოფრთხილება და
შენახვა უნდა. მათ ყველაზე კარგად იმ ადამიანის გული ინახავს, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის.
გამომძიებელი ისე წავიდა, არ გამიგია. მის ნათქვამი, ახმიანებული ექოს
უსასრულო გამოძახილივით კარგა ხანს მიტრიალებდა გონებაში.

ბიძაჩემი მეორე დილას გვეწვია, გულში მაგრად ჩამიხუტა, შუბლზე მაკოცა და მითხრა:
- მე ვამაყობ შენით შვილო! კარგი ადამიანი ხარ. მე კი აქამდე ის პაწია კიკინებიანი გოგო
მეგონე, მუხლებგადატყაული ყველზე გრძელი ზღაპრების მოყოლას ცრემლიანი თვალებით რომ
ითხოვდა. ვერც კი მივხვდი როდის გაიზარდე... როდის მოასწარი...
- რა ამბავი ჩამოგვიტანე?.. - შიშიანად შეეკითხა დედაჩემი და თვალებში შეაჩერდა.

- პირველ რიგში საჩუქარი ჩამოვიტანე, შენთან გამომატანეს, ვინმე ადრარმა გადმომცა... -


მითხრა ბიძაჩემმა, გულისჯიბიდან დაკეცილი მოვარდისფრო აბრეშუმი ამოიღო და ხელში
მომაწოდა. მაშინვე მეცნო. ვუალი იყო, კაბასთან ერთად ლოგინზე გაშლილი ვუალი, ჩემს
სუნთქვაზე შორიდან რომ ირხეოდა. აბრეშუმში არაჩვეულებრივი ფორმის საყურეები იყო
გახვეული, ზედ მწვანედ მოკრიალე, წვეთის ფორმის ზურმუხტებთან ერთად, საჰარში ნაპოვნი ჩემი
ოქროს კენჭები ქანაობდნენ.

- ჩაი დავლიოთ და ვისაუზმოთ... - ბიძაჩემმა ყველა სასტუმრო ოთახში გაიყვანა. საუზმე


გაიშალა და ჩაი ჩამორიგდა.
ბიძაჩემი ფარაფრაში სტუმრობის ამბავს ყვებოდა. მის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ახარებდა.
მასპინძლის სახლ-კარით, მამულით და გარემოთი გაკვრივებული იყო. აღტაცებული იყო სახლში
ნანახი არაჩვეულებრივი წიგნებით, უძველესი არაბული და სპარსული გამოცემებით, არაბული
ბედაურებით, გაკვირვებული იყო ჯადარით, რომელიც იდეალურ, გონიერ და სრულიად უნაკლო
ცხოველად მოიხსენია. ყვებოდა როგორი მოწიწებით და პატივისცემით მიიღეს მისი საჩუქრები და
დაპირდნენ რომ ოჯახის პატრონებს გადასცემდნენ.

295
- სამწუხაროდ მასპინძლის ოჯახი აღარ დამხვდა და პირადად მადლობის გადახდა ვერ
მოვახერხე. დავუბარე რომ კარგად ხარ, ოღონდ ცოტა მოწყენილი...სამაგიეროდ სამხედრო ნაწილის
უფროსი მოვინახულე და პოლიციის უფროსს შევხვდი, ძალიან დიდი მადლობა შემოგითვალეს.
სუვენირები და საქართველოს შესახებ დასურათებული წიგნები ვაჩუქე, ნიზარ ხალილის მიერ
არაბულად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსნით" გაკვირვებულები დარჩნენ... მოკლედ, როგორც კი
გამომძიებელი ჩვენთან საქმეს მორჩება, მინდა საელჩოს სახელით მიღება გავმართო. ძალიან კარგად
უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც გინდათ ისე მოიშორეთ დარდი და ნაღველი. ჩემი ოჯახის
გოგოებმა ვარსკვლავებივით უნდა იციმციმონ! იმდენი ხალხი ავაწრიალე ამ ამბის გამო... ყველა
ელჩი ყოველდღე მირეკავდა, პრეზიდენტის სამდივნო, თავდაცვის და შინაგან საქმეთა
სამინისტროები, პროკურატურა, ჯანდაცვის სამინისტრო, ტურისტული პოლიცია... დრო მოვიდა
მადლობა გადავუხადო ყველას დახმარებისთვის, ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისთვის. ამ თვის
ბოლოს ყველას მოვიწვევ, ოფიციალური წერილობითი მოწვევა საქართველოს საელჩოს სახელით
ფარაფრაშიც დავტოვე. ჩვენს გმირზე ბევრი კარგი სიტყვა მითხრეს. არ დაიწუნება თურმე, კარგი
ვაჟკაცი და ღირსეული ახალგაზრდა ყოფილა, გული კიდევ უკეთესი ჰქონია და ქცევა ხომ უდავოდ
უფლისწულის საკადრისი. პოლიციის უფროსმა მირჩია დროულად გაგიშვათ საქართველოში,
მენიშნა მისი ნათქვამი... სახიფათო ხალხია ტუარეგები... - თხრობა დაასრულა ბიძაჩემმა.

დავცქეროდი საყურეებს და ზუსტად ვიცოდი რასაც ნიშნავდა ეს წმინდა არაბულ-


ირიბული შემონათვალი. ოქროს საყურე ბედისწერისთვის მადლობას იუწყებოდა, წყვილი
ზურმუხტის დიდი წვეთები მისი თვალები იყო, რომლებიც მხოლოდ მე მეკუთვნოდნენ, ოქროს
კენჭები - ორი გული, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს, საყურის სიგრძე საჰარაში ერთად გავლილი
გრძელი გზა, თავად საყურე კი იმას რომ წყვილს, ისევე როგორც თვალებს, ერთმანეთთის დანახვა
მხოლოდ სარკის, ანუ სიზმრის მეშვეობით შეეძლოთ. მან ზუსტად იცოდა რომ აუცილებლად ვინმე
ჩავიდოდა მადლობის სათქმელად. ეს ადამიანურადაც სწორი ნაბიჯი იყო, ხოლო ელჩის მხრიდან
აუცილებელი და სავალდებულოც... ორმოცდაათი დღე მძვინვარებდა ქვიშის ქარიშხალი,
ორმოცდაათი დღე საკუთარი ხელით აკეთებდა ამ მშვენიერ სამკაულებს და ორმოცდაათი დღე
ფიქრობდა...

საყურეები ისევ აბრეშუმში შევახვიე და ტელევიზორს შევაცქერდი. ეკრანზე ვიღაც


ევროპელი მოდელი, დამშეული გამომეტყველებით და უგერგილო, ბლაგვი ნაბიჯით დადიოდა
პოდიუმზე. მაშინვე საჰარას მბრწყინავ ქვიშაზე მოსიარულე ზუსტად მოზომილი და მოქნილი
ნაბიჯები გამახსენდა. ტელევიზორი გამოვრთე, ვახოს მოტანილი წიგნები ავიღე და ოთახში
შევიკეტე, პლატონის „ნადიმი“ გადავშალე და შიგ მთელი თავით გადავეშვი.

მთელი დღეები და ღამეები, ვკითხულობდი. ვეცნობოდი ქრისტიანული და არაბული ფილოსოფიის


შედევრებს, ანტიკური ხანის ბერძნულ ფილოსოფიას, არისტოტელეს აზრებს, ავრელიუსის
ფიქრებს, გაუცხოების თეორიას ჰეგელის, ფოიერბახის, ფროიდის, ჰაიდეგერის და ტილიხის
მიხედვით, ბუდას ოთხ კეთილშობილური ჭეშმარიტებას და ტანჯვისგან
განთავისუფლების რვამაგ კეთილშობილურ გზას, ბერდიაევის ნაშრომებს მართლმადიდებლური
ჭეშმარიტების, თვითშემეცნების, ადამიანის დანიშნულების, სულის და რეალობის შესახებ.
მეცნიერულ ნარკვევებს და სტატიებს იბნ რუშდი – ავეროესის, იბნ ზურის, იბნ ხალდუნის, იბნ
ჰაზმის და იოანე დამასკელის შრომებზე. შემდეგ ქართული ფილოსოფიის სკოლას მივუბრუნდი
და მერაბ მამარდაშვილის სამეცნიერო წერილებმა მომაჯადოვა, ჩემს მაგიდაზე დიმიტრი უზნაძის
განწყობის ფსიქოლოგიაც გაჩნდა. ვნანობდი რომ აქამდე არ ჩავიხედე ამ სრულიად გენიალურ
მოძღვრებებში. ვკითხულობდი და ვგრძნობდი როგორ ლაგდებოდა ჩემს გონებაში გამეფებული
ქაოსი, ვპოულობდი პასუხს უამრავ კითხვაზე. თითქოს თავიდან დავიბადე და ჩემი ახალი ეგოს
განვითარება წარმოუდგენელი სისწრაფით მიმდინარეობდა.

296
ცოტა ხანში ღიმილი დამიბრუნდა, ჩემი მზერა გაცოცხლდა, სარკეში ჩახედვას მოვუხშირე,
სამოსის შერჩევაც დავიწყე, მსუბუქ მაკიაჟსაც მივუბრუნდი და ოფიციალური მიღების მზადებაშიც
თავიდან ბოლომდე ჩავერთე. ექიმები ყოველდღე მნახულობდნენ და ჩემი "გამობრუნებით"
კმაყოფილი მიდიოდნენ. მალე წამლების მიღება შემიწყვიტეს და ვიზიტებსაც უკლეს. ბოლოს
როგორც იქნა გამოგვიცხადეს რომ გამგზავრების ნებართვას გვაძლევდნენ. ერთი თვე ისე გაიპარა,
არ გამიგია. წასასვლელად ხალისიანად ვემზადებოდით, ყველაფერი ჩავაბარგეთ, შევკარით და
მოვამზადეთ, ჩვენი წამოსვლის დღედ სექტემბრის ხუთი რიცხვი დაითქვა, ავიაბილეთები
დაიჯავშნა. საელჩოს წვეულებამდე სამი დღეღა რჩებოდა.

საღამოს ბიძაჩემმა ამბავი მოიტანა, რომ ალ კაბირის დახმარებით, ტურისტულ პოლიციას


ეგვიპტის და ლიბიის საზღვარზე აეყვანა პოლონელი. თურმე აქამდე ტუარეგივით გადაცმული
ბაჰარიას არქეოლოგიურ გათხრებზე მუშად მუშაობდა და ხელსაყრელ მომენტს ეძებდა ლიბიაში
გადასასვლელად. ამოვისუნთქეთ, ვერანდის დარაბები გავაღე და ნილოსს დავაჩერდი, ჩემს
მტკვარზე ორჯერ განიერი და ღრმა მდინარე მძლავრად მიაქანებდა წყალუხვ ტალღებს. კაიროში
მშვენიერი საღამო იწურებოდა, უზარმაზარი ქალაქი ღამისთვის ემზადებოდა და ნელნელა
ინთებოდა.

დანარჩენი ორი დღე ყველა ბიძაჩემს ვეხმარებოდით წვეულების ორგანიზებაში. სასტუმრო


ჰილტონის დარბაზი სათანადო ელეგანტურობით მზადდებოდა,
ალაფურშეტებით, საშამპანურე, მაღალფეხიანი წელყარყარა მბრწყინავი ჭურჭლით,
პატარა მრგვალი მაგიდებით ელჩებისა და მათი მეუღლეებისათვის, გაშლილმა
სუფრებმა აღმოსავლური ფერადოვნებით, ნაირნაირი ტკბილეულით, ხილით, მსუბუქი ვახშმით,
შარბათით, გუავას წვენით და სისხლივით წითელი ცივი კარკადეთი დაიმშვენეს კალთები.
ყველასთვის მზად იყო ელჩის სამადლობელი წერილი, სამახსოვრო საჩუქარი
და სუვენირები. როგორც იქნა მზადება დამთავრდა და საზეიმო საღამოც დადგა.

დედაჩემი სალონიდან მბრწყინავი წაბლისფერი თმით, საოცრად ელეგანტური ვარცხნილობით


ჩვენს შორის ყველაზე ბოლო დაბრუნდა. ჩემს რძალს როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი
გემოვნებით შერჩეული ღია ყავისფერი, სერდოლიკით გაწყობილი კაბა ეცვა. დედამ საღამოს
გრძელი, შავი კაბა ჩაიცვა, თავისი საყვარელი ფირუზის მძივით დაამშვენა, საყურეებიც და ბეჭედიც
ფირუზის მოირგო. მეც გამოვიხურე ოთახის კარი და ყველა ჩემსკენ მობრუნდა.

მსუბუქად და ნახევრად სპორტულად მეცვა. თეთრი ვიწრო ქვედაბოლო გვერდითი ჭრილით


და ლაჟვარდისფერი ზედატანი, იგივე ფერის ელეგანტური ფეხსაცმელი საშუალო ქუსლზე. ძალიან
უპრეტენზიო ვარდისფერი მარგალიტის მძივი და საყურეები. თმა უბრალოდ აკეცილი და
მარგალიტიანი სარჭებით კეფაზე დამაგრებული, საფეთქლებთან სახეზე ჩამოშვებული ორი
მსუბუქი თმის ხვეულით. ქუთუთოზე ძალიან მსუბუქი ჩრდილით, სახის მსუბუქი მაკიაჟით და
ბაცი ვარდისფერი ტუჩის საცხით. დედაჩემმა შეიცხადა, ჩემმა რძალმა თავი გადაიქნია, მაგრამ
ბიძაჩემმა მოიწონა.

-მე მომწონს, ელეგანტურია, პროტოკოლს არ არღვევს და რაც მთავარია გამორჩეული


იქნება, ახალგაზრდობა და სილაღე ყველაზე კარგი სამკაულია. ოღონდ იცოდე, მთელი საღამო
ღიმილი და ცეკვა გაქვს მოსჯილი... წავიდეთ, სადაცაა სტუმრები დაიწყებენ მოსვლას.

დარბაზი ბრწყინავდა. საღამო მშვენივრად დაიწყო. მოპატიჟებული სტუმარები ღიმილით


შემოდიოდნენ და მათთვის გამოყოფილ მაგიდებთან სხდებოდნენ. ვახოს სახელოვანი მეზობლის
მობრძანებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ყველა სიხარულით შეხვდა მსოფლიო კინოს ლეგენდას.
ხალისმა და მხიარულებამ იმატა. ბიძაჩემმა ყველას სათითაოდ მოუხადა გულწრფელი მადლობა

297
მძიმე დღეებში გამოჩენილი ყურადღებისთვის, აუწყა რომ მათ მხარდაჭერას ამაოდ არ ჩაუვლია
და მე, როგორც საღამოს მთავარი გმირი სტუმრების წინაშე წარმადგინა. ყველა მილოცავდა
მშვიდობიან დაბრუნებას და გადარჩენას, გულწრფელად მიხაროდა, ბედნიერი ვიღიმებოდი.
მხოლოდ ერთი ცარიელი მაგიდა მხვდებოდა თვალში სადაც ხელუხლებლად იდო ბართი,
რომლზეც ჩახლართული არაბული ასოებით, უკუღმა ეწერა ჩემი ბედისწერის წაღმა შემატრიალებლი
ადამიანის სახელი.

ესტრადის პატარა სცენიდან ქართული სიმღერა ჩამოიღვარა და მთელი დარბაზი აავსო. ხალხი
დუმდა და მოხიბული უსმენდა ღვთიურ ჰანგებს, რომელიც ხან სცენიდან და ხან კინოეკრანიდან
იღვრებოდა, ერთმანეთს ცვლიდნენ ქართულ კინოშედევრებში შემორჩენილი ულამაზესი
ქართველი ქალების სახეები, ისმოდა გია ყანჩელის კინომუსიკის შედევრები, რევაზ ლაღიძის,
ვიქტორ დოლიძის და არჩილ კერესელიძის ქართული მელოდიები, ჯანო კახიძის და ჰამლეტ
გონაშვილის საოცარი ხმები. სცენაზე ცეცხლი დაინთო, ქართველი მოცეკვავეების ჰაერში ფრიალმა
და თითის წვერზე ბზრიალმა დარბაზი დაიპყრო და აიტაცა. ხალხი აღტაცებით უცვლიდა
ერთმანეთს აღფრთოვანებას. ეკრანზე ერთმანეთს ცვლიდა ქართული ხელოვნების ნიმუშები,
საქვეყნოდ ცნობილი ქართველი მხატვრების ტილოები, ოქროს ეროვნული საგანუძრის ფოტოები,
ქართული მინანქრის და ჭედური ხელოვნების არაჩვეულებრივი ნიმუშები. არგონავტების, მედეას
და ოქროს საწმისის მითის და ამირანის თქმულების ეპიზოდები. საღამო არაჩვეულებრივად
მიდოდა. ყველაფერი ვიდეოფირზე იწერებოდა და ყველა სტუმრისთვის ცალკ-ცალკე საჩუქრად
მზადდებოდა. ბიძაჩემი ბედნიერებისგან ელვარებდა, საქართველოს წარდგინება ბრწყინვალედ
მიმდინარეობდა.

დარბაზში სინათლე აინთო და ნილოსზე გამავალი ვერანდის კარი გაიღო. საცეკვაო მუსიკა
მდინარის ტალღებს აჰყვა და ვალსებად დაიღვარა, დარბაზში სიგრილე შემოიჭრა და სუფთა ჰაერი
მოიყოლა. ყველა დაწყვილდა და მუსიკის ტალღებს მსუბუქი ბზრიალით მიჰყვნენ, ჩემი ძმა და
რძალი, ბიძაჩემი და დედაჩემი ბედნიერად იღიმებოდნენ და საოცარი სიმსუბუქით ცეკვავდნენ...
მხოლოდ ორნი დავრჩით მაგიდებთან, მე და ვახოს სახელოვანი მეზობელი...

ომარ შარიფი წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა, საცეკვაოდ საოცარი ელეგანტურობით


გამიწვია... ფეხზე ავდექი და წამით წარმოვიდგინე რომ სასაცილო გოგონა ფანი რაისი კი არა მე
ვიყავი. ეს ილუზია იმდენად ძლიერი იყო, რომ მსახიობს გულიანად გაეღიმა და ძლიერმა ხელმა
სწრაფად გამიტაცა დარბაზისკენ. ვუყურებდი მოხუც მსახიობს, რომელსაც ძველებურად,
ახალგაზრდულად უბრწყინავდა შავი თვალები და თავისი საოცრად მახლობელი,
იდუმალი ღიმილით იღიმებოდა.

- მისს, საიდუმლოს შენახვა შეგიძლიათ? - ღიმილით ჩამეკითხა, ხელმკლავით ჩრდილიან


ვერანდაზე გამიყვანა და შამპანური მომაწოდა.
- საიდუმლოს? - ბრინჯივით დაბნეული შევაჩერდი.
- ახლავე გაგანდობთ მისს, ოღონდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს... - მსახიობი ჩრდილს შეერია. მე
მდინარისკენ მივბრუნდი და გაჩახჩახებულ კაიროს მივაჩერდი.

- აი როგორი ყოფილხარ სინამდვილეში ნილნა... ძალიან ლამაზი და სუსტი... - ზედ ყურთან


გავიგონე დაბალი, თბილი, მელოდიური ხმა. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა, უხერხულად
მოვბრუნდი და ჩემი შამპანურის ჭიქა უხმაუროდ ჩაეხვია ნილოსის ტალღებს.

წარმოუდგენლად მიმზიდველი და საოცარი ხიბლით სავსე ახალგაზრდა მამაკაცი მშვიდად


იღიმებოდა... მის თვალებში ერთდროულად იღვრებოდა დარბაზის ჩახჩახა სინათლე და ნილოსის
მწვანე ტალღის ანარეკლი. პალმასავით მაღალ, წერწეტა სხეულს, გაშლილ მხრებს და წვრილ წელს

298
იდეალურად ადგა შავი ფერის ზაფხულის კოსტიუმი, რომელიც მაღალი მოდის უკანასკნელ
სიტყვას პასუხობდა. მთელი სხეულიდან ძალა, მოქნილობა, თავისუფლება, სილაღე და დიდი
ენერგია მოედინებოდა. ქათქათა პერანგზე ზურმუხტის პაწია ღილები იწონებდნენ თავს,
სამაჯურებზე და ჰალსტუხის სამაგრზე ციცქნა ზურმუხტები მორცხვად ირეკლავდნენ დარბაზის
სინათლეს. მისი თვალები დარბაზის სხივით განათებულ ღამეში მუქ მწვანედ ისე ელვარებდნენ.
დახვეწილი ჰალსტუხის ნაკეცსაც კი ოდნავ გადაჰკრავდა მისი თვალების ფერი. სუფთად
წვერგაპარსულს, არაჩვეულებრივი სუნამოს არომატი ასდიოდა. ასეთი იდეალური და ჰარმონიული
აგებულება, საკუთარი სხეულის არაჩვეულებრივი ფლობის უნარი, ნებისყოფით სავსე სუფთა
მზერა და ნათელი სახე - ისეთი საოცრება იყო, სტივენ მეისელის მრავლისმნახველი
ფოტოკამერაც კი ნამდვილად გაიზიარებდა ჩემი შამპანურიანი ჭიქის ბედს. ევროპულ
სამოსს მთელი სიკაშკაშით გამოეტანა სააშკარაოზე მშვენიერი სხეულის, სრულიად
არაჩვეულებრივი აღნაგობის, ეგზოტიკური სახის სხივიანი მზერის და ნათელი
გამომეტყველების უზადო ჰარმონიულობა.

ვერ ვიჯერებდი... ჩემს წინ ალ კაბირი იდგა... ნამდვილად ის იყო...და სულ სხვანაირად
გამოიყურებოდა... მუხლი მომეკვეთა, მაგრამ წელზე მოხვეულმა ხელმა დროულად შემაკავა, წამში
მოავლო თვალი დარბაზს. ჩემი მკლავი მხარზე მოიხვია და ვალსის ტალღას გაჰყვა. მოქნილმა
ნაბიჯმა ამიყოლია, ჩვენი მოცეკვავე სხეულები ვერანდამ ერთ ჩრდილად აქცია და გულში
ჩაიხუტა.

- შენი გადარჩენა ქვიშის ქარიშხლის შემდეგ გავიგე. მანამდე მეუბნებოდნენ რომ უგონოდ
იყავი. დღეს, მთელი საღამოა ვუყურებ შენს მცინარ სახეს და საჰარაში შენი
თავგამეტებული ბრძოლა მახსენდებოდა.
მისმა სიტყვებმა უცბად მომიყვანა გონს. გამახსენდა რომ ფარაფრადან უკანმოუხედავად
გამოვიქეცი, არც მისი ოჯახისთვის და არც მისთვის ზედაც არ შემიხედავს, თვალწინ
დამიდგა როგორ გავუსხლტი დედამისს ხელიდან ისე, რომ მადლობის თქმა არც გამხსენებია.
საკუთარმა უმადურობამ გამაოგნა, მივხვდი რომ უნებლიედ მთლიანად
გავამართლე მისი სიტყვები, "გაიქცეოდაო..." ოჰ რა მადლობელი ვიყავი ბიძაჩემის, ფარაფრაში
რომ ჩავიდა და სირცხვილისგან მიხსნა...

- მადლობელი ვარ რომ მოხვედი. მაპატიე... დაუფიქრებლად მოვიქეცი. იქედან ისე გამოვიქეცი,
მადლობაც არ მითქვამს...
- შენი მადლობა პირადად შენგან მოვისმინე, პოლიციამ ჩანაწერი მომცა. გამახარა შენი ხმის
გაგონებამ, თითქოს ისევ ჩემს გვერდით იყავი.
- ჩემებს დავუძახებ... ისე გაეხარდებათ... ბიძაჩემი შენს მამულში მადლობის სათქმელად
ჩამოვიდა, აქ რომ გნახავს...
- ნილნა, ვისი ნახვაც მინდოდა ვნახე, რისი დანახვაც მინდოდა დავინახე...
- რა დაინახე...
- შენ ის ერთადერთი ხარ, ვისთანაც დარჩენილ ცხოვრებას გავატარებდი, ერთი ღირსებით
ვიცხოვრებდით, ერთი გულით, ერთი სულით. აქ რომ მოვდიოდი, მეგონა შენს თვალებში
სიყვარულს დავინახავდი, მაგრამ შიში დავინახე, შიშმა მოგცელა...
დარჩენა რომ გთხოვო, გეშინია რომ ჩემთან ვერ გაძლებ, ვერც ჩემი ცხოვრების
წესით იცხოვრებ, ვერც ჩემს წესჩვეულებებს შეეგუები, დაიტანჯები და უბედური იქნები... ამას მე
ვერ ავიტან, გაქცევით ვერ გამექცევი და თავად მომიწევს შენი გაშვება. ჩემი ღირსების
შელახვა ცალკე უბედურებად დაგატყდება თავს... გაგაწამებს და ცხოვრებას მოგიწამლავს. გეშინია
რომ ვერც უჩემოდ გაძლებ, ვერც ჩემთან ყოფნას შეძლებ. ეს გტანჯავს...მე კი
მინდა ისეთს გხედავდე, როგორც ამ საღამოს, ბედნიერების შუქით ანთებულს...
- ალ კაბირ, გთხოვ...გეყოფა... გთხოვ...

299
- როდის მიემგზავრები...
- სამ დღეში.
- ჩვენში ამბობენ, თუ მიდიხარ და უკან არავინ გეძახის, ესე იგი სწორ გზას
ადგახარო***... მოვედი რომ უკან გიხმო... მაგრამ... ნილნა, მინდა ჩემსკენ ისევე დაუფიქრებლად
მორბოდე, როგორც ჩემი სახლიდან გაიქეცი... არ მჯერა, რომ საჰარას შემდეგ, ამ შიშს ვერ მოერევი და
უჩემოდ ყოფნას აირჩევ. შენი ოცნება უკვე ასრულდა. ახლა ჩემი ოცნების ასრულების დროა!..
- ემი-კუსიზე წასვლას აპირებ?.. როდის მიემგზავრები?.. - თვალზე მომდგარი ცრემლი გულზე
დამადგა.
- მზადებას ხვალვე დავიწყებ. ამ ექსპედიციას ორი ან სამი წელი მაინც დასჭირდება. მთელი ეს
დრო შეგიძლია იფიქრო. თუ ჩემთან ყოფნას არჩევ, შენი შიშის გასაქრობად ბევრ რამეს შევცვლი.
ჩემს დაბრუნებას შეგატყობინებენ. შენს პასუხსაც მაშინ დაველოდები. თავს მოუარე...- ალ კაბირი
დაიხარა, საფეთქელზე ფრთხილად მაკოცა და მკერდზე მიმიხუტა. ვალსი თავდაღმართში დაეშვა.
ალ კაბირმა მელოდის ხვეულზე ბრუნზე შემატრიალა და ხელი გამიშვა. ვერანდაზე გაწოლილი
მოცეკვავე ჩრდილი ორად გაიყო...
- ესეც საიდუმლო მშვენიერო მისს...- ნაპერწკლიანად გაიღიმა ომარ შარიფმა. ჩრდილისკენ
მიბრუნება დავაპირე, კიდევ ერთხელ რომ მომეკრა მისთვის თვალი, მაგრამ მსახიობმა ხელმკლავი
ელეგანტურად შემომთავაზა და დარბაზში ღიმილით შემაცილა...

იმ ღამით ბიძაჩემს დაუფრავად ვკითხე, წმინდა სარკის ოსტატებზე და რა საერთო


შეიძლებოდა ჰოქონდათ ქართველებს ეგვიპტესთან.

- ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ყველაზე ცუდად იცის საკუთარი ქვეყნის და წარმომავლობის
ისტორია, ამას პავლე ინგოროყვა ამბობდა. ილია ჭავჭავაძის "ქვათა ღაღადიდან" ზეპირად მახსოვს
ერთი ნაწილი და გეტყვი... - მშვიდად მითხრა ბიძაჩემმა და გააგრძელა:

- „ ისტორიულ ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ეგვიპტელთა „მუშენი“, დაბადების „მოსოხნი“


ანუ „მოსხნი“, ახლანდელნი „მესხნი“, ჰეროდოტის „ტიბარენნი“, სტრაბონის „ტიბერნი“ და „კოლხნი“
შეადგენდნენ ქართველ ნათესაობის ერსა. რადგანაც ისიც ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ
ძველისძველად ამ ქართველ ნათესაობას სჭერია მთელი სივრცე ღალისის მდინარისგან მცირე
აზიაში - შავის ზღვის პირამდე და მთელი აღმოსავლეთი მხარე ამ ზღვისა, აგრეთვე იგი ადგილები,
რომელნიც მტკვარსა და არაქსს შუა მდებარეობენ, აშკარაა, რომ ვისაც ამ ადგილებში დაჩემება რამ
უნდა, ან ქართველის კუთვნილების გაუქმება, - მოუნდება დაამტკიცოს, რომ ზემო დასახელებულნი
ერნი ქართველთა ნათესაობისა არც იყვნენ და არც არიან. " - აი ამას წერს ილია.

მე კი დავიწყებ იმით, რომ იბერიელები მრავალრიცხოვანი რასა ყოფილა. ხმელთაშუაზღვის აუზში


და მცირე აზიაში ინდოეთის ჩრდილოეთამდე და ჩრდილო აფრიკის ტერიტორიაზე სახლობდენ.
ეზოთერიკოსები ძველი ცივილიზაციების საკრალურ ცოდნას იბერიულ ეზოთერიკად მოიხსენიებენ.
ამ ცოდნის ნაწილი კოლხეთში იყო შემორჩენილი. იბერიული რასა რელიგიურ ელიტას
წარმოადგენდა. განსაკუთრებული სკოლები ჰქონდათ რელიგიური ჩვეულებების და
მწიგნობრობისთვის. სემუელ ალფრედ მერსერმა, სემიტური ენებისა და გვიპტოლოგიის
პროფესორმა თარგმნა და გამოუშვა ,,პირამიდების ტექსტების'' ოთხტომეული ინგლისურ ენაზე. ის
წერს რომ „რა“ (ღვთაება) და მისი მიმდევრები შესაძლებელია ჩრდილოეთიდან კერძოდ
კავკასიიდან მივიდნენ ეგვიპტეშიო. ერთ სამეცნიერო ჟურნალში წერილი ვნახე, სადაც ეწერა,
რომ ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარულო ეტლების და მათთვის საჭირო ხის მასალის მიწოდება
კავკასიიდან ხდებოდა. სტატიის ვინმე შეფერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როგორც მზა ეტლების,
ისე ეტლისთვის საჭირო ხის მასალის მიმწოდებელი ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო და ეს ეტლი
ძველ ეგვიპტეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათასშვიდას წელში შეტანილად მიიჩნია.

300
საინტერესო ისაა, რომ ქართველ არქეოლოგს, ლევან მუსხელიშვილსაც იგივე აზრი გამოუთქვამს: „
სამარულო ეტლი ამიერკავკასიაში, რომელიც ეგვიპტეს ეტლის საშენებელ ხის მასალას აწვდიდა,
კარგად იყო ცნობილიო.“ იარაღმცოდნე პავლე ფონ ვინკლერი თვლის, რომ ნაწრთობი იარაღი შავი
ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ადგილებიდან მიჰქონდათ ეგვიპტეში. რამესიდების ეპოქის
რელიეფებზე მეომრებს კოლხური ტიპის ცულები უჭირავთ. ეს ცული ჯერ კიდევ ძველი
წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე საუკუნიდანაა ცნობილი, მისი უძველესი ნიმუში ქალაქ
ორდუსთანაა ნაპოვნი ხეთური "ცალფას" ქაშქთა განსახლების ადგილებში. შესაძლებელია ეს
მეომრები ხეთების ტყვე ქაშქები არიან და მათი ქართველურობა მგონი სადავოც აღარ არის.

ქართული ეგვიპტოლოგია არ არსებობს. ქართველ მეცნიერთა კვლევები ცოტაა. მოსე ჯანაშვილს


ჰქონია არაჩვეულებრივი გამოკვლევები და ხელნაწერი ძეგლებიც მოუგროვებია, მაგრამ მთელი ეს
მასალა, რომელსაც „ ქართველები და ქართული ენა“ დაარქვა, ხელნაწერთა ინსტიტუტში დევს და
დღემდე შესასწავლია. ის წერდა რომ ქალდეველთა მოდგმა დასახლებული იყო მთელ
შუამდინარეთში და მცირე აზიაში თვით ეგვიპტის საზღვრამდე. შარდან კოლხელი თავისი ჯარით
თვით რამზეს მეორე დიდს ეხმარებოდა. ჰიქსოსების ხანაში მთელი ეგვიპტე, სირია და
შუამდინარეთი, ხეთა-ქადის მოდგმის ერთი სახელმწიფო ყოფილა. ხეთას მეფე ხიტისარს
ხელშეკრულებაც კი გაუფორმებია რამზეს მეორე დიდთან. ამ ხელშეკრულების ტექსტიც მოსე
ჯანაშვილის მიერ მოგროვილ მასალაში ინახება. ჯანაშვილს შეუკრებია ხეთა-ქალდიის
დასახლებული ადგილების გეოგრაფიული სახელწოდებები და აღნიშნავს, რომ მათაც ჰქონიათ
ისეთი სახელწოდებები როგორიცაა „არმაზი,“ „ოპიზი,“ „ძამა,“ „გურია,“ „ეფრატი,“ კუნძულ
კვიპროსს თავიანთ ენაზე "იავნანად" მოიხსენიებდნენ.

ჯანაშვილს მოჰყავს ინგლისელი მეცნიერის, კლარკის სიტყვები, რომელიც წერდა,


რომ ქართველები დიდ არეალზე ცხოვრობდნენ, რომ ძველი ქართული ენა, - არიის, სემის და
ტიბეტის ენებად გაიყოო. ერი რომელიც ძველ ქართულ ენაზე ლაპარაკობდა, გაბატონებული
ყოფილა მთელ მაშინდელ ცნობილ მსოფლიოში და მათი დასახლების ძირითად კერად იბერია-
მოსეს ედემს მოიხსენიებს, მათ დაარსებულ სკოლებს კი ბაბილონსა და ასურეთში უთითებს.
ინგლისელი მეცნიერი აღნიშნავდა, რომ უძველესი ძეგლისწერების გამოსაკვლევად სწორედ ძველი
ქართულ წყაროების გამოყენება იყო მიზანშეწონილი. მოსე ჯანაშვილმა მთელი ეს მასალა შეკრიბა
ოთხ თავად დაყო და ძეგლისწერათა ენა ამოცნობილად გამოაცხადა. ეს მასალა ასზე მეტ ძეგლს
შეიცავს და მნიშვნელოვანი დანართები აქვს. ის თხოვდა ივანე ჯავახიშვილს, კორნელი კეკელიძეს,
აკაკი შანიძეს, უნივერსიტეტის სხვა მეცნიერებს და ქართველ ხალხს, დიდი გულისყური დაეთმოთ
ამ მასალებისთვის. ამის შესახებ რაც გითხარი, მოსე ჯანაშვილმა გამოქვეყნა წერილი ათას ცხრაას
ოცდაერთ წელს გაზეთ "კომუნისტის" მეოთხე ნომერში.* ამის შემდეგ, ძნელი აღარ უნდა იყოს იმის
წარმოდგენა, რომ ჩვენს წინაპრებს აქ ყოფნა და სწავლა არ გაუჭირდებოდათ. როცა საქართველოში
დავბრუნდები, პირველ რიგში მოსე ჯანაშვილის ნაშრომებს და მის შეკრებილ მასალას უნდა
ჩავუჯდე და შეიძლება ქართულ ეგვიპტოლოგიასაც დავუდო საფუძველი...

იმ ღამეს მე და ბიძაჩემმა დილამდე ვილაპარაკეთ, ბევრი სხვა ევროპელი მეცნიერის მოსაზრებაზე


მიამბობდა, უამრავ ფაქტზე მესაუბრა, რომელიც ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. სულ
სხვანაირად აღვიქვი ბიძაჩემი, როგორც მეცნიერი, გონიერი და ნიჭიერი ადამიანი, შესანიშნავი
დიპლომატი და მკვლევარი, რომელმაც დღეს, თავისი ქვეყანა სრულიად სხვა თვალით დაანახა
დიპლომატებს, არაბულ სამყაროს და მე...

...

გამგზავრების წინ ნოტარიუსი გვეწვია, რაკი სასამართლო სხდომისთვის მოცდა აღარ


მინდოდა, ადვოკატისთვის ჩემი ინტერესების, მორალური და ქონებრივი უფლებების

301
დასაცავად გრძელვადიანი რწმუნება გადავეცი და სახლი დავტოვეთ. აეროპორტში მისვლამდე
გიზას პირამიდები და სფინქსის ტაძარი მოვინახულეთ. შვეყურებდი ლომისთათებიან, საჰარას
მოდარაჯე გიგანტს და ვგრძნობდი რომ აღარც ისეთი ამოუცნობი იყო მისი შორეთში ჩაკარგული
მზერა...

სიხარულისგან სუნთქვაშეკრული ავედი თვითმფრინავში, ფრენის საათები არ მახსოვს, არც


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და სახლისკენ გამოვლილი გზა. როგორც კი
სახლს მივუახლოვდი, შვებით და ისე ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს მთელი სევდა რაც ეგვიპტეში
დამიგროვდა, ერთბაშად გავატანე თბილისურ ნიავს. ერთ კვირაში ყველა მეგობარი ჩამოვირბინე,
უნივერსიტეტში შევირბინე... ჩემს თავს სხვად, უცხოდ აღვიქვავდი და ახალი თვალით ვუცქერდი
გარემოს. ყველა საყვარელი ადგილი მოვინახულე, მიხაროდა რომ ისევ მეღირსა მშობლიურ მიწაზე
ფეხის დადგმა და ქართული ლაპარაკის მოსმენა. ვერ ველეოდი თბილისს, ქუთაისის სანახებს,
კავკასიონის თოვლიან ქედებს, მცხეთის წმინდა მიწას და სვეტიცხოვლის ზარებს, შემოდგომაზე
ყველა ნათესავი და ნაცნობიც კი მოვიარე ბათუმში, ფოთში, თელავში, გორში, რაჭაში, სვანეთში,
ხევსურეთში, ხევში, კახეთში, ახმეტაში... ყველას მოვეფერე და ჩავეხუტე.

ბიძაჩემს ექვს თვეში ელჩობის ვადა დაუმთავრდა და საქართველოში დაბრუნდა. როგორც იქნა
ერთად მოვიყარეთ თავი და დავწყნარდით. მაგრამ ცოტა ხანში ისეთი ამბები დატრიალდა, თითქოს
იპუ-ურის წინასწარმეტყველება საქართველოში ახდა. ხალხი შიმშილობდა, იყინებოდა, ბნელში
ისხდა, გაყინულ ხელებს ნავთქურაზე ითბობდა და ჩაის ასადუღებლად ნავთს იზოგავდა.
მალე საშინელი არეულობა და ქაოსი დაიწყო, პურის რიგები კილომეტრობით იჭიმებოდა, ქალაქებს
თვეობით არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია, წყალი, გაზი... აღარც ტელეფონი მუშაობდა, აღარც
ფოსტა, აღარც რკინიგზა, ავიამიმოსვლაც შეწყდა. თბილისში ტრანსპორტი მთლიანად გაქრა, სხვა
ქალაქებთან და სოფლებთან კავშირი გაწყდა. საწვავი აღარ არსებობდა, ქუჩაში ერთი მანქანაც აღარ
ჩანდა. ყველა საწარმო და ორგანიზაცია დაიხურა და ჯართად გაიყიდა, სახელწიფო თავზე
ჩამოგვენგრა. ქვეყანა ვაკუუმში მოექცა. ყველამ დავივიწყეთ საყვარელი პროფესია და რაზეც ხელი
მიგვიწვდებოდა იმას ვაკეთებდით. მე ვთარგმნიდი, დედა კერავდა, ჩემი ძმა იმპორტის აწყობას
ცდილობდა. თბილისი მთლად შეიშალა, გამოსვლები გამოსვლებზე ეწყობოდა, აღერღილი და
გაბრაზებული ხალხი ზღვასავით ღელავდა და გარშემო რისხვას აფრქვევდა. ორიათას სამი წელი
იწურებოდა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოცხადდა, რასაც საგანგებო მდგომარეობის
შემოღება მოჰყვა, ამან უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია და მთელ ქვეყანაში ქუდზე კაცი
გამოვიდა გარეთ. მძიმე ნოემბერი წელში გადატყდა და გიორგობას ძველი ხელისუფლება გადადგა,
საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა და საგანგებო მდგომარეობა შეწყვეტილად
გამოცხადდა.

ამასობაში ხუთ წელზე მეტი გავიდა... წარსულზე უფრო და უფრო იშვიათად ვფიქრობდი, უკვე
თვითონაც ვიჯერებდი რომ ის, რაც გიამბეთ, საერთოდ არ მომხდარა ან ბავშვობის ზღაპარი იყო,
რომელსაც დიდობაში აღარავინ გიკითხავს და თვითონაც ვეღარაფრით უბრუნდები. მძიმე
ცხოვრებამ გამოცდილება შემმატა, ოცნებებზე ხელი ამაღებინა, დანაკარგებს მიმაჩვია და შემაგუა...
უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ დრო არაფერს კურნავს და მხოლოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას
გვასწავლის****. ყველაფერი გულისკუნჭულში ღრმად ჩავმარხე, ზედ ლოდი მივაგორე და
ჩავკეტე. გული შესამჩნევად დამძიმდა, თვალებში სევდამ დაიბუდა. სახლშიც შეთქმულებამ შეკრა
პირი. ამ ამბავს აღარვინ იხსენებდა და ის თვეები ჩვენი ცხოვრებიდან საერთოდ ამოიშალა...

სამაგიეროდ თბილისში ელვის სისწრაფით შემოვარდა ინფორმაციული ტექნოლოგიები. იმ


დროს სამსახურის მხოლოდ ის შოულობდა ვინც კომპიუტერის გამოყენება და ინგლისური იცოდა...
გამიმართლა, სამუშაო სწრაფად ვიშოვე და ოჯახმა ამოისუნთქა, თვიდან თვემდე ძლივს გაგვქონდა
თავი, მაგრამ აღარ გვშიოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ არეულ ქვეყანაში აღარაფერი

302
დალაგებულა და უკეთესის მოლოდინში ამაოდ გადიოდა დრო.

ერთ დღეს საშინელი ფორიაქით გამეღვიძა, გვიანი შემოდგომის ადრიანი დილა იყო, დილის
ექვსი საათი ხდებოდა. გულმა ლამის მკერდი გამოანგრია, ყელში ამომაჯდა და სუნთქვა შემიკრა.
წამოვხტი, მაშინვე დედასთან დავრეკე და იქეთ გადავრიე, ამ დილაადრიან რა ხმა გაქვსო...
დავამშვიდე, ცუდი სიზმარი ვნახე და იმიტომ შეგეხმიანეთქო. გათენებამდე ადგილს ვერ
ვპოულობდი, აქეთ იქეთ ვაწყდებოდი, ჩაი დავადგი და დალევა დამავიწყდა, ყავა მოვადუღე და
გადმოვიდა, ტელევიზორი მეგონა ჩავრთე და რადიო ჩამირთავს, აბაზანაში ცხელი წყალი მოვუშვი
და მხოლოდ ცივი მომხვდა ხელებზე. ამასობაში დილის ცხრა საათი შესრულდა და ტელეფონმა
დარეკა...

.... ვახოს ხმა მესმოდა, მაგრამ რას ამბობდა- არა...


დარყუებულივით ვუსმენდი.... ადვოკატიო... ნოტარიუსიო... მოსამართლეო... უგზო-უკვლოდ
დაიკარგაო, ექსპედიციის ვერცერთმა წევრმა ვერ შეამჩნია, როგორ და როდის გაქრაო. ემი-კუსის
კრატერშიც ჩავიდნენ მოსაძებნადო, ხუთი წელი ეძებეს და სასამართლომ გარდაცვლილად
გამოაცხადო... გვამი ვერ იპოვესო, მხოლოდ ჩანთა და რაღაც ჩანაწერები იდო მის კარავშიო... ყველა
ეძებდაო, გეოლოგები, ნმადები და ტუბუს ხალხიო, მათაც კი ვერ იპოვეს მისი კვალიო... თითქოს
პირდაპირ ცაში აფრინდაო...თურმე ყველა ტიროდაო, კაცები ბავშვებივით ქვითინებდნენო. ანდერძი
დაუტოვებია, უკანასკნელი ნებაო და შენ ხარ მოხსენებულიო... ერთმანეთზე მიეხორხლა უცნაური
სიტყვები...

- სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე კაიროში. ახლავე წამოდი, ერთ საათში აეროპორტში


რეგისტრაცია იწყება. ახლა აუცილებელია შენი ჩამოსვლა. ბილეთები დაჯავშნულია. როგორმე
აეროპორტამდე მიდი. მე კაიროს აეროპორტში დაგელოდები. ნუღარ დამარეკინებ კარგი?.. - როგორც
იქნა დალაგებით გავიგე მისი ნათქვამი...

პასპორტი და ფული ჯიბეში ჩავიდე, მსუბუქი ხელჩანთში რა ჩავყარე ყურადღებაც არ


მიმიქცევია, ვარდისფერ ვუალში გახვეული საყურეები ჩავდე და როგორც მაშინ, ახლაც წერილი
დავტოვე... " ვახომ დარეკა. კაიროში წავედი..."

თვითმფრინავში ჩავჯექი თუ არა, უკვე საჰარაში ვიყავი. თითქოს იქიდან არც არასდროს
წამოვსულვარ და სამუდამოდ დავრჩი. მივხდი რომ ეს წლები, მხოლოდ ვარსებობდი
და სინამდვილეში არ მიცხოვრია. რომ ჩემი ცხოვრების მთელი ხიბლი და მთავარი საიდუმლო
ეგვიპტეში დარჩა. მთელი ეს დრო, გადაწყვეტილება არ მქონდა... და ახლა, ისე უცბად
მოვარდა, თითქოს ხსოვნაზე გადაფარებული ლოდი გულიდან ამოხეთქილმა მხურვალე ლავამ
მოისროლა. თვალწინ არწივისთავიანი კლდის გამოქვაბულში დანთებული გველის თვალები მედგა.
მაჯა ისე ამტკივდა, თითქოს ახლაც ზედ მქონდა შემოხვეული გველის მძიმე სხეული. გული ისე
მიხურდა, თითქოს ნაღვერდალი მედო მკერდში. სტამბულის აეროპორტში წყალი ვიყიდე.
გაუჩერებლად ვსვამდი, ამაოდ ვცდილობდი ყელში გაჩენილი ხანძარი როგორმე ჩამექრო. როგორც
იქნა სტამბული-კაიროს რეისზე ჩასხდომა გამოცხადდა. ვეღარც ფეხებს ვგრძნობდი, ვეღარც
ხელებს, ტრაპზე ნაბიჯი ამერია და სახელურს ჩავეჭიდე... სტიუარდესამ ჩანთა გამომართვა და ჩემს
სავარძლამდე მიმიყვანა. ცრემლი ღაპაღუპით დამსკდა, ვეღარ ვაკავებდი და უხმოდ
ვტიროდი. ვტიროდი უმისოდ გატარებულ დროს, ვტიროდი საშინელი მონატრებისგან, ვტიროდი
იმის გამო, რომ ნამდვილად ვიპოვე ჩემი ნახევარი და ვერც კი მივხვდი ისე დავკარგე.

მაშინ რომ დავრჩენილიყავი, ალბათ ემი-კუსიზე აღარ წავიდოდა, ხიფათი აერიდებოდა. აღარ
დაჭირდებოდა ჩემთვის დროის მოსაცემად შორეულ ექსპედიციაში წასვლა, არ გავუშვებდი. ახლა
მივხვდი რა თქვა მაშინ... „ჩემი ოცნების ასრულების დრო დადგაო...“ ჩვენი ერთად ყოფნა იყო მისი

303
ახალი ოცნება, იქნებ იმ ძველ ოცნებაზე ძვირფასიც... მე კი საით ვუბიძგე... იძულებული გავხადე
ეთქვა „ხვალიდან დავიწყებ ესპედიციისთვის მზადებასო“, სინამდვილეში სულ სხვა რამისთვის იყო
მოსული...

მთელი სალონი გაირინდა, ადამიანები დუმილით სცემდნენ პატივს ჩემს მწუხარებას, ყველა თავის
დარდს ჩაუღრმავდა და სალონში სიჩუმე გამეფდა. ვიხსენებდი როგორ გავიარე იგივე გზა წლების
წინ სრულიად წარმოუდგენელი ბედნიერების მოლოდინში, იმ განცდით რომ ჩემს საყვარელ
ქვეყანაში მივდიოდი. მართლაც ვიპოვე ნამდვილი ბედნიერება, მაგრამ ისე უცნაურად, რომ
ჩემში ვეებერთელა შიში დატოვა, იმდენად ყოვლისმომცველი შიში, რომ სიყვარულისთვის ადგილი
აღარ დარჩა. ეს ჩემი ბედ-იღბლის გამოცდა იყო, რომელიც მე ვერ ჩავაბარე. ახლა ღმერთმა იცოდა
რისთვის მივდიოდი იქ... ან იქნებ მისი უკანასკნელი ნების მოსასმენად...

ვახო გასასვლელში მელოდა. ჩამეხვია, გადამკოცნა მანქანაში ჩამსვა და ნოტარიუსთან მიმიყვანა.


ნოტარიუსმა პასპორტი გამომართვა და ჯერ ფოტოს დააკვირდა, შემდეგ მე, ისევ პასპორტს ჩააჩერდა
და ალაპარაკდა.

- იცით მისს, თქვენ დიდი ქონება გაქვთ. დრო მოვიდა რომ ამის შესახებ გაიგოთ. უგზოუკვლოდ
დაკარგული სასამართლომ გარდაცვლილად გამოაცხადა და მემკვიდრეების მოწვევის დროა.
როგორც ჩვენი იუსტიციის სამინისტრო იუწყება, ციურიხში „იუბიესეიჯი“ ბანკში თქვენს სახელზე
ხუთი წლის უკან დეპოზიტის ანგარიში გაიხსნა და ზედ უკვე ერთი მილიონი ბრიტანული ფუნტი
სტერლინგია, ახლა დეპოზიტს ვადა გასდის და აუცილებლად უნდა ჩაბრძანდეთ, ბანკში თქვენი
ხელმოწერაა საჭირო. ინებეთ ეს საქაღალდე, ეს თქვენი უძრავი ქონების საბუთებია, ყველა
დოკუმენტი ფრანგულად და ინგლისურადაა შედგენილი. იმედია რომელიმე ენა იცით. თქვენი
სახელით ყველა დოკუმენტზე თქვენს ადვოკატს აქვს ხელი მოწერილი. ყველაფერი კანონიერია და
ზუსტი. თქვენთვის კიდევ ორი დალუქული პაკეტია. შიგნით გარდაცვლილის ნივთები და პირადი
ჩანაწერებია, თქვენ დაგიტოვათ. ეს კი მისი ანდერძია, ანუ უკანასკნელი ნება... თუ შეიძლება ხელი
მომიწერეთ რომ ეს დოკუმენტები ნამდვილად გადმოგეცით... მორჩა... თავისუფალი ხართ...

გონს რომ მოვედი ვახოს სახლში სავარძელზე ვიყავი მისვენებული, თბილი მოსასხამი
მეხურა, რამდენი დღე და ღამე გავიდა არ მახსოვს. ქვასავით ვიდევი და არაფერი შემეძლო.
ქაღალდის პაკეტები მაგიდაზე ელაგა. ვახო ვერანდაზე იდგა და მდინარეს გაჰყურებდა.
„უკანასკნელი ნება“ გამახსენდა და ქვის ფეხები ავითრიე. ნილოსი ძველებურად
მოექანებოდა, ჩუმად ვუყურებდი ჩქარ და ცივ მდინარეს, რომელსაც ვინ იცის, რამდენი სიმწარე
ჰქონდა წარეცხილი საუკუნეების მანძილზე. ვახომ ფეხზე რომ დამინახა, მაშინვე ჩაი მომიტანა და
ხელში მომაწოდა.

- იცი, დაგინახეთ როგორ ცეკვავდით. არაჩვეულებრივი წყვილი იყავით, სრულყოფილი.


- ვახო გთხოვ... გეყოფა... თუ შეიძლება ანდერძი წამიკითხე...

ანდერძი უცნაურ ამბავს იუწყებოდა. ითხოვდა უარი არ მეთქვა ქონებაზე, სურდა დარწმუნებული
ყოფილიყო რომ მე და ჩემი ოჯახი ღირსეულად და და მშვიდად ვიცხოვრებდით, რაც მის სულს
სიმშვიდეს მოუტანდა. ასევე ამბობდა, რომ იმ განზომილებაში, სადაც ყველაფერი
მთავრდება, ყოველთვის შეიძლება დაიწყოს ახალი, თუ სურვილი ძლიერია, მთავარია ათვლის
წერტილის პოვნა...

დღიური გადავშალე. ჩანახატები იყო... ერთზე საჰარაში, დაჩოქილ აქლემზე მიყრდნობილს მეძინა,
მეორეზე -ცხენზე ვიჯექი, მესამეზე სადღაც სივრცის სიღრმეში აქლემით მივდიოდი
ზურგშექცეული. მესამეზე ცხენზე მჯდომი, ცეცხლიანი შოლტით ვიგერიებდი ველური ფოცხვრების

304
ალყას. მეოთხე ნახატის დანახვაზე სუნთქვა შემეკრა, პატარა ტბაში დედიშობილა ვიდექი
და ამომავალ მზეს ხელებგაშლილი შევცქეროდი...

- მისს... აქეთ... აქეთ... - ხმისკენ მივბრუნდი, გვერდით ვილაში, ვერანდაზე ღრმად


მოხუცებული ომარ შარიფი ხელს მიქნევდა და თავისკენ მიხმობდა. საშინლად ვგრძნობდი თავს,
მესიკვდილებოდა ყველაფერი, მაგრამ მოხუცს ხათრი ვერ გავუტეხე, ჩემი საიდუმლოს მოზიარეს
გულს ვერ ვატკენდი. შორიდან მივესალმე, თავსაფრით თმა დავმალე და ვახოს მკლავზე
დაყრდნობილი მის ვერანდას ვესტუმრე. მოკითხვის და მოწიწების გამოხატვის შემდეგ მოხუცმა
მითხრა:
- დაბრძანდით მისს, ახლავე წვენს მოგართმევენ...
- სერ, თქვენი შეწუხება უხერხულია. -უთხრა ვახომ.
მასპინძლის ნიშანზე მსახურმა შეფუთული კოლოფი გამოიტანა და მაგიდაზე დადო. ათასნაირი
წვენით სავსე ლანგარიც მოაყოლა და გაგვეცალა.
- ეს თქვენია. დიდი ხანია ვინახავ, იმედიც კი დავკარგე რომ ჩემს სიცოცხლეში
კიდევ გნახავდით.
- ოჰ, როგორ შეწუხებულხართ...
- არ შევწუხებულვარ, მხოლოდ მობარებულს ვინახავდი. გახსენით, გთხოვთ...

კოლოფი გავხსენი. შიგნით მთლიანი ლაზურიტის ქვისგან გამოთლილი, მუქი ლურჯი


ფერის ულამაზესი სამაჯური იდო, ქვაში ოქროს ძარღვები ამოდიოდა. ხელში ავიღე მშვენიერი
ნივთი და დავაკვირდი, შიგნიდან მთელ წრეზე წვრილი არაბული წარწერა იყო და ქვემოდან არშია
მიჰყვებოდა.
-აქ რაღაც წერია სერ...
-„ნამდვილ სიყვარულს არ აქვს ბედნიერი დასასრული, რადგან ნამდვილი სიყვარული
არასოდეს მთავრდება.“ - აი ეს წერია...
ვიგრძენი რომ გული მიმდიოდა, ღმერთს მადლობა შევწირე რომ სკამზე ვიჯექი.
- ძნელია გულის დანაკარგი მისს.
- ესე იგი იცით ...
- ის ვერ იპოვნეს. რატომ უნდა გვჯეროდეს რაღაც ქაღალდების?!.. ახლა თქვენზეა, რას
დაიჯერებთ. ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოთ. ათვლის წერტილი იპოვეთ და გულს მიჰყევით. მას
თქვენი გონიერების ჯეროდა. აი ეს კი ჩემგან გქონდეთ სახსოვრად... - „ექიმი ჟივაგოს“ კინოკადრის
ავტოგრაფიანი ფოტო მომაწოდა. სრულიად ახალგაზრდა ომარ შარიფი ფოტოზე ფიქრიანი მზერით
იყო აღბეჭდილი.

ვახომ პასპორტი გამომართვა, შენგენის ვიზის საკითხს მოვაგვარებო და საელჩოში


წავიდა. სახლში საშინელ ხასიათზე მოვბრუნდი და საწოლზე პირდაღმა დავემხე. ვგრძნობდი
როგორ ვკვდებოდი შიგნიდან. „შენს სულს მოუსმინე!“ თითქოს პირდაპირ ყურში ჩამძახა
ვიღაცამ. ანდერძის სიტყვები გამახსენდა... მოხუცმაც იგივე მითხრა... ჟივაგოს ფოტო.. „ეს რა არის,
გამოცანა მინიშნებებით?!“

გიჟივით წამოვხტი ფეხზე. სამაჯურს ვეცი და ყურადღებით დავათვალიერე. არაბული


წარწერის თავს და ბოლოს, ერთმანეთისგან პაწაწინა ნახატი ჰყოფდა, წყლიდან
ტყუპად ამოზრდილი პალმები. რაც უფრო მეტ ხანს ვფიქრობდი, უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს
ფარაფრას ოაზისს ნიშნავდა. ფარაფრას, სადაც ყველაფერი ჩემი გაქცევით დამთავრდა. „ სადაც
ყველაფერი მთავრდება, ყოველთვის შეიძლება დაიწყოს ახალი...“

„- სადაც მთავრდება... ახლის დაწყება... ათვლის წერტილი...“ - წარწერის ქვეშა არშიას


გავაყოლე თვალი, აქლემების მწკრივი წარწერის დასასრულიდან იწყებოდა და უკუღმა მიჰყვებოდა.

305
„- ათვლის წერტილი. ადგილის ათვლის წერტილი?..აქლემების მწკრივი წრეზე, ნაწერი წრეზე,
სამაჯური - წრეა. რას უნდა ნიშნავდეს ამდენი წრე?.. თვითონ გეოლოგია. გეო-დედამიწა და წრეები.
ოჰ,... ეს პარალელია! პარალელი, ესე იგი განედი როგორც ათვლის წერტილი ?..
ეკვატორი... ნულოვანი პარალელია... გრინვიჩი- ნულოვანი მერიდიანი...როგორ ეწერა ანდერძში?
„იმ განზომილებაში, სადაც ყველაფერი მთავრდება ყოველთვის შეიძლება დაიწყოს
ახალი...“ გამოდის, ის პარალელი უნდა მოვძებნო, რომელიც ფარაფრაზე გადის! რუქა, რუქა
მჭირდება...

კედლის რუქას ვეცი და ფარაფრაზე გამავალი პარალელის ძებნა დავიწყე. ჩრდილოეთ


ნახევარსფეროს ოცდამეშვიდე პარალელი იყო, განედის ხაზს მთელ დედამიწაზე გავყევი: ეგვიპტე,
საუდის არაბეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ჩინეთი, წყნარი ოკეანე, მექსიკა, ამერიკის
შეერთებული შტატები, ატლანტიკა, ესპანეთი, მაროკო, ალჟირი, ლიბია... სადაა, სად ეს ადგილის
ათვლის წერტილი... სამაჯური ავიღე და ისევ დავაცქერდი...

"- აქლემები მარჯვნიდან მარცხნივ მიდიან, ეს ხომ არაბულია, ესე იგი უკუღმა უნდა წავიკითხო!..
რა თქმა უნდა უკუღმა! ესე იგი ფარაფრას პარალელიდან მარცხნივ უნდა ვეძებო, მაგრამ სად
ვეძებო?... კაიროში ვარ, ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს... პირამიდები? არა... დიდი სფინქსი? - ალბათ
უფრო...ეს კოსმოგონიური დროის ათვლის წერტილად ითვლება... დროის ათვლის წერტილი
დედამიწაზე?.. ღმერთო, ესე იგი დროის ნულოვანი სარტყელი?.. მგონი ეს უნდა იყოს!..
ოცდამეშვიდე პარალელი და დედამიწის დროის ნულოვანი სარტყელი, მთავარი ორიენტირებია!" -
ახლა უკუღმა გამოვყევი რუკას..."- ლიბია, ალჟირი...აქ ტუარეგები არიან, თანაც ესენი დროის
ნულოვან ზონაში არ შედიან, - ესე იგი აქ არა! შემდეგი რაც დროის ნულოვან სარტყელშია მაროკოა,
დასავლეთ საჰარა,- აქაც ისინი არიან...ესე იგი არც აქ!.. შემდეგი... კანარის არქიპელაგი, კუნძული
მადეირა და პორტუგალია... ესენი ნამდვილად არიან დროის ნულოვან სარტყელში, მაგრამ სად
ესენი და სად გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანი!...ამათზე გრინვიჩი არ გადის..."

რუქას იმედგაცურებით მივაჩერდი. ტირილი მინდოდა. იმედის ნაპერწკალმა ჩაქრობა დაიწყო...


ნოტარიუსის საბუთებს მივუბრუნდი და ყველა პაკეტი გიჟივით გავხსენი. უძრავი ქონების
დოკუმენტს ხელი წამოვავლე და გადავშალე: „სამარადჟამო საკუთრებაში გადაეცა კუნძულ ელ-
ჰიერროზე ორი აკრი სახნავ-სათესი მიწა, იმ პირობით რომ იგი ყოველთვის გამოყენებული იქნება
მოსავლის მოსაყვანად. ზედ განთავსებულია სააგარაკე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე
შენობები..., ასევე გადაეცა კუნძულ ტენერიფეზე, ქალაქ სანტა კრუს დე ტენერიფეში საოჯახო
სასტუმრო. უძრავი ქონების იდენტიფიკაცია შემდეგია.... “

გაშტერებული ჩავჩერებოდი საბუთს და ვფიქრობდი, რა საერთო უნდა ჰქონოდა კანარის


არქიპელაგთან გრინვიჩის მერიდიანს... კიდევ შევამოწმე, ფარაფრას ოცდამეშვიდე პარალელი
კუნძულ ელ-ჰიერროზე გადიოდა, კუნძული დროის ნულოვან სარტყელში მდებარეობდა. ვახოს
წიგნებიდან ენციკლოპედია გადმოვიღე და ნულოვანი მერიდიანის განმარტება მოვძებნე. ისეთი
რამე ეწერა, თვალთ დამიბნელდა და წიგნი ხელიდან გამივარდა. როგორც იქნა სული მოვითქვი და
ასო-ასო წავიკითხე:

"გრინვიჩის მერიდიანი ნულოვანად მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაადგინეს. მანამდე


რამდენიმე ნულოვანი მერიდიანი არსებობდა, რუსეთის იმპერიისთვის პულკოვოს მერიდიანი,
ინგლისელებისთვის გრინვიჩი, უნგრელებისთვის ბრატისლავას, ფრანგებისთვის პარიზის
მერიდიანი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეროს ნულოვანი მერიდიანი იყო. პირველად
კლავდიუს პტოლემეუსმა დაადგინა ქრისტეს აქეთ ასორმოცდაათ წელს, ფეროს კუნძული კანარის
არქიპელაგის ყველაზე განაპირა, ატლანტის ოკეანეში ჩაკარგული კუნძულია და ქვეყნიერების

306
დასასრულად ითვლებოდა, ამიტომ აირჩიეს ნულოვან საწყისად. კუნძული ამჟამად იწოდება
როგორც ელ-ჰიერრო, ანუ იერრო... "

" - ატლანტის ოკეანეში ჩაკარგული პატარა კუნძული... ფეროს ნულოვანი მერიდიანის და


ფარაფრას ოაზისის პარალელის კვეთა, დედამიწის დროის ნულოვანი სარტყელი! ახალი ცხოვრების
ათვლის წერტილი. პატარა სამყარო ქვეყნიერების დასასრულში... აი სად ხარ ალ კაბირ! მართლაც
გარდაცვლილის სულივით, ნულოვან დროში და ქვეყნის დასალიერში!..მოგაგენი!.. გიპოვე!!!"

თვალმოუცილებლად ვუცქერდი რუქაზე პაწია წერტილს, ვფიქრობდი ადამიანზე, რომელმაც


მისთვის ძვირფასი ბევრი რამ დათმო, გარემო, სამყარო, ქვეყანა, ახლა ამ პატარა კუნძულზე ნულოვან
დროში მელოდა და ისევ არჩევანის უფლებას მიტოვებდა.

მაგიდას ხელი მოუსვი და ყველა საბუთი ჩანთაში ჩავყარე, სამაჯურიც ზედ მივაყოლე და
სახლიდან გამოვვარდი.
- სად მიდიხარ? - გამომეკიდა ვახო.
- აეროპორტში.
აეროპორტის შესასვლელთან ვახომ გულში ჩამიკრა, პასპორტი და ბილეთი მომაწოდა და
დამემშვიდობა.
დიქტორი ინგლისურად ალაპარკდა:
-იწყება რეგისტრაცია კაირო-მადრიდის რეისზე, მგზავრებს ვთხოვთ გამოცხადდეთ
პირველ გასასვლელთან. ასევე იწყება რეგისტრაცია კაირო-სტამბულის რეისზე, მგზავრებს ვთხოვთ
გამოცხადდნენ მეორე გასასვლელთან...
მეორე გასასვლელთან რეგისტრაციის რიგში ჩავდექი, პასპორტი და ბილეთი ჯიბეში
ჩავიდე... ნელა მივყვებოდი რიგს, რეგისტრაციის მაგიდას მივაღწიე, პასპორტი და ბილეთი ჯიბიდან
ამოვიღე, ექიმ ჟივაგოს ფოტო ამოყვა და ძირს დავარდა. გვერდითი რიგიდან ახალგაზრდა ვაჟი
დაიხარა და ფოტო აიღო.
- რა საოცარი მზერაა... თითქოს მოულოდნელად და თავისი ნებით დაკარგა დიდი
სიყვარული... ინებეთ...
ფოტო მექანიკურად გამოვართვი, რეგისტრაციის რიგიდან გამოვვარდი და სალაროებისკენ
გავიქეცი...
- თუ შეიძლება, მადრიდის ბილეთი მომეცით, იქიდან ელ-ჰიერროს ბილეთი დამიჯავშნეთ.
- ერთი გზა?
- დიახ. ერთი გზა...
- გზაში ცხრა საათი დაგჭირდებათ, მადრიდში ხუთ საათნახევარში ჩახვალთ, ბარახასის
აერპორტიდან ტენერიფეზე გადაფრინდებით, იქედან იერროზე ვალვერდეს აეროპორტში...
მადრიდიდან ყველა ბილეთი დაჯავშნულია. - დამიბრუნა მოლარემ პასპორტი.
ბარახასის აეროპორტში ტენერიფეს ბილეთი ავიღე და თვითმფრინავში ავედი,
დაღლილობისგან და ნერვიულობისგან კისერი მომწყდა და ძილქუშმა ჩამიხვია. დაშვების ბიძგმა
და შასის ხმაურმა გამომაღვიძა. ავიმოლარემ სწრაფად გამომიწერა იერროს ბილეთი
და გასასვლელისკენ მანიშნა:
- ახლავე გაიქეცით, ამინდი ფუჭდება და თვითმფრინავი ერთი საათით ადრე მიფრინავს. სამი
დღე რეისი აღარ იქნება.

პატარა თვითმფრინავში რვა მგზავრი ვიყავით. ყველა ერთმანეთს იცნობდა და მეგობრულად


ლაპარაკობდნენ. მხოლოდ მე ვიჯექი განმარტოებით. ტურისტს არ ვგავდი და ჩემსკენ ხშირად
აპარებდნენ თვალს. თვითმფრინავი ღამის თერთმეტ საათზე დაფრინდა. გვიანი ღამე იყო. რვავე
მგზავრი სწრაფად გაიფანტა და აეროპორტში მარტო დავრჩი. ქალაქი ვალვერდე აეროპორტიდან
ცხრა კილომეტრით იყო დაშორებული. შევატყე რომ დილამდე არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა.

307
იქვე გადავწყვიტე ღამის გათენება და სკამზე ჩამოვჯექი. პოლიციელი მომიახლოვდა, ამათვალიერა,
ჩემი მსუბუქი ჩანთა საეჭვოდ ეჩვენა და პასპორტი მომთხოვა. ფეხზე წამოვდექი, მივესალმე და
პასპორტი მივაწოდე. პოლიციელმა ინგლისურად მკითხა:

- ვისთან ჩამოხვედით სენიორიტა?


- არავისთან სენიორ, სახლში ჩამოვედი.
- ვერ გავიგე სენიორიტა?
ჩანთიდან საბუთი ამოვიღე და ხელში მივაწოდე. პოლიცელმა საბუთი წაიკითხა და გაიღიმა.
- მოულოდნელად გადაგიწყვეტიათ მგზავრობა. ვინმე გელოდებთ აეროპორტში?
- მგონი არა...
- აქ ყოველ რეისს ხვდება ერთი კაცი ვალვერდედან. ვიღაცას ელის, დღეს თვითმფრინავი ადრე
ჩამოფრინდა და ჯერ არ მოსულა. თქვენ ხომ არ გელიან?
- არ ვიცი სენიორ... მგონი არა.
- ამინდიც გაფუჭდა და წვიმს, თუ თანახმა ხართ სახლამდე მიგიყვანთ, ჩემი მორიგეობა
მთავრდება. ეს პატარა კუნძულია და ყველა ერთმანეთს იცნობს, საშიში არაფერია, ჩემი მეუღლე აქ
მოლარედ მუშაობს და ისიც ამთავრებს ცვლას, ერთად წავალთ, სახლამდე მიგაცილებთ, მეზობლურ
სამსახურს გაგიწევთ... საიდან ჩამოხვედით?
- კაიროდან სენიორ...
- მთელი ათი საათი გიმგზავრიათ, დაღლილი ხართ, მაგრამ ნახევარ საათში უკვე შინ იქნებით.

გზაში პოლიციელი მიამბობდა რომ აქ მუდმივად გაზაფხული და ზაფხულია, რომ საკუთხა იერროს
ყველა ნაპირის სიგრძე ოცდახუთი კილომეტრია და სულ ათი ათასი კაცი ცხოვრობს. ყველა
ერთმანეთს იცნობს და სახლის კარს არავინ კეტავს... რომ აქაურობა ნამდვილი სამოთხეა, სიმშვიდეა
და სიჩუმე... რომ აქ არავინ ბერდება, რადგან რაც არ უნდა უცნაური იყოს, დრო თითქოს არ
გადის... როგორც იქნა მანქანა ჭიშკართან გაჩერდა. ცოლქმარს მადლობა გადავუხადე
და დავემშვიდობე. ღია კარში შევაბიჯე და მივხურე. ჭიშკარმა ამოკვნესით დაიჭრიალა.
ქვაფენილზე ორასიოდე ნაბიჯი გავიარე. ჩემ წინ ჯერ სახურავი გამოჩნდა, შემდეგ კედლები და
ფანჯრები... ყოველ ნაბიჯზე ჩემს წინ სოკოსავით იზრდებოდა კოპწია სახლი. ზედა ტერასას
მივადექი. რამდენიმე საფეხურიანი ქვის კიბე ავიარე და კარზე დავაკაკუნე. არავინ მიპასუხა. კარის
სახელური გადავაბრუნე და ვუბიძე. კარი უხმაუროდ გაიღო. ხელით ჩამრთველი მოვძებნე და
შუქი ავანთე.

არავინ იყო. სახლში სულიერი არ ჭაჭანებდა. გული ჩამწყდა. ყველა კარი შევაღე. არსად არ ჩანდა
ადამიანის კვალი. სამსართულიანი ტერასული სახლი მთლიანად აღმოსავლურად იყო მოწყობილი,
ხალიჩებით, რბილი სავარძლებით, დაბალი ტახტებით და სკამებით. ვეებერთელა მისაღები ოთახი
ოკეანეზე მინის ვიტრაჟებით გადადიოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეს ადამიანის კი
არა, მთვარის და ოკეანის სახლი იყო და ისინი ცხოვრობდნენ. გაქვავებული ვიდექი და ზუსტად იმ
კლდეს ვგავდი, ოკეანეს მკერდზე პიტალოდ რომ ებჯინებოდა და ახლა ზედ დავცქეროდი.

წვიმა შეწყდა, ნიავმა წამოუბერა და ჭიშკარმა გაიჭრიალა.

ქვაფენილმა მკერდზე მოზომილი, მოქნილი ნაბიჯები მოირგო და ნახევარი გზა


გამოატარა, ნაბიჯი შეწყდა, თითქოს რაღაც მოულოდნელმა შეაჩერა ... შემდეგ თითქმის სირბილით
დაიძრა... დარჩენილი გზა წამში ამოლია და კიბე ამოირბინა. დაუფიქრებლად გავიქეცი
კარისკენ, სახელურს მივწვდი, გამოვაღე და ელდისგან მუხლი მომეკვეთა... წელზე მოხვეულმა
მკლავმა შემაკავა, ჰაერში ამიტაცა ნაცნობ მკერდს მიმახუტა...

........

308
ახლა, როცა ამ ამბის დასასრულს ვწერ, ოჯახი ვახშმისთვის ემზადება. ქალები
სამზარეულოში ტრიალებენ, დედა ჭადებს და ხაჭაპურებს აცხობს, ჩემი დედამთილი ხორციან
შაკშუკას და კუსკუსს ამზადებს, რიფა დესერტებს დასტრიალებს. დღეს ჩემი და ალ კაბირის
ქორწინების მეოთხე წლისთავია, სამი წლის წინ ულამაზეს კუნძულ ტენერიფეზე ვიქორწინეთ, ალ
კაბირმა ნიკიაღ-ის ჩატარებაზე უარი თქვა, მე კი ჯვრისწერაზე. მხოლოდ ხელი მოვაწერეთ ოკეანეზე
გადაკიდებულ ქორწინების სახლში და ოჯახის წევრებთან ერთად ვიწრო წრეში აღვნიშნეთ ჩვენი
ბედის გაერთიანება. მეზობლები გვსტუმრობენ, პოლიციელი მეუღლითურთ, აი ისინი, პირველად
რომ მომიყვანეს სახლში და ადგილობრივი გუანჩი ცოლქმარი, რომლებიც საქმეებში გვეხმარებიან.
ჩემი სამი წლის ტყუპი ბიჭუნები იატაკზე გაშლილ ხალიჩაზე თამაშობენ და ჩემი ძმისშვილი მათ
ონავრობაზე სიცილით იგუდება. ბიძაჩემი და ჩემი მამამთილი ვერანდაზე ყავას მიირთმევენ და
დინჯად საუბრობენ. ალ კაბირი და და ადრარი მიწის დამუშავების ახალ მეთოდებზე და
საცხენოსნო ტურიზმზე ლაპარაკობენ, რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული ჩვენი არაბული
ბედაურების წყალობით. ვგრძნობ რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი საუბრისა, ალ
კაბირს გულისყური ბავშვებისკენ აქვს, ერთმანეთს რამე რომ არ მოსწიონ. ბიჭუნები წვეთი
წყალივით გვანან მამას და ერთმანეთს... ხანდახან მეც კი ვერ ვარჩევ, მაგრამ მამას არასოდეს ერევა
ერთმანეთში.

ოჯახი ვახშმად სხდება. ვუყურებ სუფრის წევრებს რომლებიც სხვადასხვა ერის შვილები და
სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები არიან. ორთოდოქსი ქრისტიანები, კათოლიკები
და მუსლიმანები, ესპანელები, გუანჩები, ქართველები, არაბები და ტუარეგი მშვიდად და
გემრიელად ვახშმობენ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემას და სითბოს გამოხატავენ. ჩემს
რძალს თავისი განთქმული ხინკალი შემოაქვს და გუანჩებს სურნელი იზიდავთ. ჩემი ძმა ხინკლის
ჭამას ასწავლის, მაგრამ ისინი გაცივებას არ აცლიან, პირს ითუთქავენ და ყველა სიცილით
კვდება. რიფა მალიმალ აპარებს თვალს ადრარისკენ და მასაც ფერიფური ეცვლება...მე ჩუმად
ვიღიმები და ორივე წითლდება... ალ კაბირი ვითომ ვერ ამჩნევს მათ ფერნაცვალ სახეებს, ჩემს ძმას
ცივი კარკადეს წვენს უსხამს და სიცილით ეუბნება რომ კარკადეს წვენი და საფერავი ძალიან გვანან
ერთმანეთს ფერით. ჩემი ძმა ღიმილით პასუხობს, რომ კარკადე ადამიანების სასმელია, საფერავი კი
ღმერთების და ქართული პეწით უსხამს ჭიქებში სუფრის წევრებს ჩვენებურ საფერავს. მე მხოლოდ
მაწონი მეკუთვნის, რადგან ათიოდე დღეში პატარა გოგონას ველი... ჩემი ძმა ფეხზე დგება
და ოჯახის დალოცვას იწყებს.
სუფრა ოთხ ენაზე იტაცებს სადღეგრძელოს, ქართულად, ესპანურად, არაბულად და ფრანგულად.

ვახშამი დასასრულისკენ მიდის. ადრარი ბრაზობს, მას და ჩემს მულს გრძნობებს რომ მივუხვდი და
ჩემთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს. მეუბნება რომ ამას წინათ
კუნძულზე ტურისტებად ჩამოსული რუსი გოგონები ალ
კაბირს დაუსრულებლად ეპრანჭებოდნენ, მაგრამ მის ნათქვამზე ჩემს მაგივრად რიფა ბრაზდება და
ძმიშვილები დასაძინებლად მიჰყავს. მე ალ კაბირს შევყურებ, ის მშვიდად მიჩვენებს საქორწინო
ბეჭედს, რომელსაც არასოდეს იხსნის ხელიდან, მეუბნება რომ მისი დავალებით, გიდი ყველას
უცხადებს რომ არაბული ბედაურების პატრონს ქართველი ცოლი ჰყავს რაც ნამდვილი მაგიასავით
მოქმედებს რუსებზე. ჩემი მამამთილი შუბლს იკრავს, ბიძაჩემი გულიანად იცინის და ხმამაღლა
ამბობს, ერთხელაც კარგად აუხსნის ახალ ნათესავებს რა არის ამის ნამდვილი მიზეზი. ჩემი
ძმა ესპანურ გიტარას იღებს და ოკეანეს ქართული მრავალხმიანი ჰანგი ეფინება. ჩემი მამამთილი
ამბობს, რომ ჩვენი სიმღერაც კი ლოცვას ჰგავს. სტუმრები ნელ-ნელა იშლებიან, დედამთილი სუფრის
ალაგებას არ მანებებს, ჩემი რძალი და რიფა სამზარეულში რაღაცაზე გულიანად იცინიან. ოჯახი
დასასვენებლად ემზადება. ცოტა ხანში ორი ლოცვა მესმის, ჩემი დედამთილის და
დედაჩემის, ორივე ჩემს მშვიდობით მორჩენას ავედრებს ზეცას, ერთი - არაბულად ალლაჰს, მეორე -
ქართულად დედა ღვთისმშობელს...

309
ალ კაბირი ადრართან ერთად მამულის შემოსავლელად გადის და ცოტა ხანში ჯადარის ხალისიანი
ჭიხვინი მესმის. სამივე ოჯახი ერთად ვართ. ჩემი ძმა ხშირად მიდის ტენერიფეზე სასტუმროს
დასახედად. ბიძაჩემი თბილისურ ზამთარს ყოველთვის და აუცილებლად ჩვენთან
ატარებს, საქართველოში სამეცნიერო კვლევებითაა დაკავებული და მხოლოდ ზამთრობით
იცლის. ჩემები საქართველოში წელიწადში ერთხელ, დიდი მარხვის წინ მიდიან, აღდგომას იქ
ხვდებიან, მამის ხსოვნას პატივს მიაგებენ და ბრუნდებიან. რამადანის დროს კი ტენერიფეზე, ჩვენს
სასტუმროში გადადიან, თვლიან რომ ალ კაბირი, მისი მშობლები და რიფა, მშვიდად და
თავისუფლად უნდა გრძნობდნენ თავს წმინდა დღეებში.

ვუყურებ როგორ დასცქერის მამა მძინარე ბიჭუნებს. მის სახეზე შფოთვას ვკითხულობ. ექიმებმა
მხოლოდ ორი მშობიარობის უფლება მომცეს და ნერვიულობს. ყოველ წამს ყურადღებით
მაკვირდება მართლა კარგად თუ ვარ... ვამშვიდებ რომ ტყუპები ერთ მშობიარობად ითვლება და
საშიში არაფერია. ვეხუმრები, რომ რაკი სხვა ცოლების ყოლის უფლებას არასდროს მივცემ, უნდა
შეეგუოს რომ შვილებს კიდევ გავაჩენ... ალ კაბირი გულიანად იცინის, ამბობს, რომ ამაზე ყველაზე
ცუდ სიზმარშიც არასდროს იფიქრებს, რადგან კარგად იცის კოლხი მედეას ამბავი... უფრო მთავარი
საკითხი ხომ უკვე მოაგვარა, კუნძულიდან და საკუთარი სახლიდან ვერ გავიქცევი, ხოლო ვისთანაც
უნდა გავიქცე, ისინიც ჩვენს გვერდით არიან, - ერთი ტერასით მაღლა....

ცოტა ხანში სახლში მხოლოდ მთვარის შუქი შემოდის და ყრუდ ისმის ოკეანის ტალღების ხმა. მე
ყველაზე საიმედო სასთუმალზე, მის მკლავზე ვდებ თავს, შუბლზე პეპლის ფრთასავით მეხება
ფრთხილი კოცნა და მშვიდი ძილისთვის ვემზადები. ხვალ ახალი დილა გათენდება, გუშინდელზე
თბილი და ნათელი. აქ ხომ შემოდგომა და ზამთარი არ იცის, აქ სულ გაზაფხული და ზაფხულია...

ამ ამბავს, ასე დაწვრილებით, ჩემი ქართული ოჯახი თქვენზე გვიან და პირველად წაიკითხავს. მათ
არც კი იცინ რომ მეოთხე წელია ნელნელა ვწერ. ასე რომ ვინც პირველივე სიტყვებიდან მომყვებით,
გაცილებით მეტი იცით.

ეს ამბავი კი ალბათ იმითი უნდა დამეწყო, რითიც ვამთავრებ... ბედნიერების პოვნა ნიშნავს, იპოვო
ათვლის წერტილი და მიჰყვე გულს...

კუნძული იერრო.
პროვინცია სანტა-კრუს-დე-ტენერიფე,
კანარის კუნძულები.

2015 წელი.

(დასასრული)

310

You might also like