You are on page 1of 570

ვერელი

ႧႭႰႠႻႤႤႡႨ

თბილისი. 2015
© თამარ თორაძე. თბილისი 2015
ზაფხული ისე გავიდა, რომ ჩემმა მშობლებმა ერთხელაც ვერ მოახერხეს
ჩემი მონახულება ბორჯომის ბანაკში, სადაც ყოველ ზაფხულს გვიშვებდნენ
მე და ჩემს რამდენიმე ძმას. იმ ზაფხულს რატომღაც მარტო მე მომიწია წასვ-
ლა. რომ ვერ მომინახულეს, ამას აღარ დავეძებდი, საერთოდ არ ჩამოვიდნენ
სახლში წასაყვანად. 6 წლის ვხდებოდი, რაც მახარებდა და იმედს მაძლევდა,
რომ ბანაკში აღარასოდეს გამამწესებდნენ უკვე დიდ გოგოს. ახლა კი, მშობ-
ლებისგან დავიწყებულს, აღარც კი ვიცოდი, რა მეფიქრა. მასწავლებელს, რო-
მელსაც მე ვებარე, სამი თუ ოთხი შვილი ჰყავდა. მეხუმრებოდა და მანუგე-
შებდა, მე გიშვილებო, რაც, ჩემდა გასაკვირად, სასიამოვნო მოსასმენი იყო.
– ეტყობა ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. მატარებელთან დაგვხვდებიან.
– რომ არ დაგვხვდნენ?
– ნუ ნერვიულობ, შეიძლება არ ახსოვთ ჩამოსვლის დღე. შენი მისამართი
თუ იცი?
– ვინმეს ოდესმე დავიწყებია შვილი?
შემომხედა... დაფიქრების შემდეგ კი მიპასუხა:
– კი (თვალები კი არას ამბობდნენ, რამაც გული კიდევ უფრო ძლიერ
ამიჩქარა)!
– არც აქ არიან, მისამართი მითხარი და წავიდეთ! ამდენი დედმამიშვილი
გყავს, კიდევ ყოჩაღ დედას!.. მითხარი, სად ცხოვრობ?
– იქნებ და აღარ უნდათ ამდენი შვილი (მიჭირდა გამეგო, როგორ დავა-
ვიწყდი)?
– რას ამბობ! რაც არ უნდა ბევრი შვილი ჰყავდეს ადამიანს, მშობლისთ-
ვის ყველა მათგანი ძალიან საყვარელია!
– ალბათ, ასეა, თანაც ექვსი ბიჭის შემდეგ მამასთვის ნანატრი გოგო ვარ.
ასე არ მიმატოვებდნენ!
– ჰოდა, მითხარი მისამართი! მალე მივალთ და გავიგებთ ყველაფრის მი-
ზეზს.
– იქნებ თქვენთან წამიყვანოთ? თვითონ მომძებნონ (ვცდილობდი არ
გავბრაზებულიყავი ჩემს საყვარელ ოჯახზე, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო)!
– თვითონ სანამ მოგვაგნებენ, მათ მოსაძებნად გაცილებით დიდი დრო
დაეხარჯებათ, ვიდრე ჩვენ.

5
– ხომ მითხარით, გიშვილებო, თუ იხუმრეთ? არავის უნდა ბევრი შვილი,
მე არ შეგაწუხებთ, პირიქით, მოგეხმარებით სახლის საქმეში...
– შეხედე შენ, როგორი წყენა სცოდნია?! – თქვა ეს და მეუღლეს გადახე-
და, – მივიდეთ შენთან სახლში, ისე ვერაფერს გადავწყვეტთ!
ძალიან მენატრებოდნენ ჩემი მშობლები, ძმები მაგრამ მაინტერესებდა,
როდის გავახსენდებოდი და რამდენად ძვირფასი ვიყავი მათთვის. ჩემთვის
იმ წუთას არანაირი მიზეზი არ არსებობდა მათ გასამართლებლად. მე მათ
დავავიწყდი! ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მტკენდა გულს.
– ვერაზე ვცხოვრობ, სასაფლაოსთან, – ჩავიჩურჩულე.
აი, მივუახლოვდით ჩვენს ეზოს. გულმა ყელთან გადმოინაცვლა და გამა-
ლებით დაიწყო ფეთქვა, არ ვიცი, სიხარულისგან თუ წყენისგან. კარს არავინ
გვიღებდა...
– თქვენ წადით სახლში, მე დაველოდები!
– არა, შვილო, ასე ვერ დაგტოვებ!
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, ზედა სართულიდან ჩამომავალმა მე-
ზობელმა გვითხრა:
– ქალაქში არ არიან, მგონი, რუსეთში წავიდნენ.
გაკვირვებულმა მასწავლებელმა აუხსნა სიტუაცია. მეზობელმაც დაბა-
ლი ხმით დაუბრუნა პასუხი:
– მგონი, რაღაც მოხდა და უცბად წავიდნენ. უფროსი ბიჭი ჯარში ჰყავთ.
– წერილს დავტოვებ. მისამართიც წერია, არ შეეშინდეთ, თამუნა ჩვენ-
თან იქნება.
მერე გადმომხედა:
– აი, ხომ ხედავ, საქმეზე მოუხდათ წასვლა. ახსოვხარ და ნერვიულობენ
კიდეც.
– საქმე!.. საქმეები!.. მძულს ეს სიტყვები!
მინდოდა ბავშვივით მეტირა ბოლო ხმაზე, გადმომენთხია ის, რაც მტკი-
ოდა, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევდა ის აზრი, რომ უკვე დიდი გოგო
ვარ, სახალხოდ ტირილი კი სირცხვილია.
ჩავსხედით ავტომობილში. ფიქრებითა და დარდით დამძიმებულმა ისე
ვიმგზავრე, რომ ვერც კი მივხვდი, როგორ აღმოვჩნდით, თუ სწორად მახ-
სოვს, თბილისის ზღვასთან, ჩემი მასწავლებლის ოჯახში...
უსაყვარლესი ხალხი იყო. ერთიმეორეზე თბილი, კეთილი.
ცდილობდნენ რამით გავეხარებინე, მე კი მეგონა აღარასოდეს გავიცინებდი...
მესამე დღეს ოთახში გახარებული შემოვარდა ოჯახის ნაბოლარა წევრი,
რომელიც უკვე „დობილს“ მეძახდა.
– შენები მოვიდნენ! მამაჩემს ელაპარაკებიან ეზოში! – აღფრთოვანებას
ვერ მალავდა.
– დამმალე! ისე, რომ ვერ მიპოვონ!
– რატომ იმალები? მე კი მეგონა მოწყენილს გაგახარებდი...

6
კარზე ზარმა უფრო ამაფორიაქა. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ არც
ერთის დანახვა არ მინდოდა. ჩემი დედობილი შემოვიდა ოთახში:
– წაყევი, შვილო, დედაშენი და შენი ძმა ყველაფერს აგიხსნიან. ისინიც
ნერვიულობენ...
– რა უნდა ამიხსნან?! არც თქვენ გჭირდებით!
– პატარა ხარ, გაიზრდები და სიცილით გაიხსენებ ყველაფერს!
– არასოდეს გამეცინება ამ ამბავზე! უცბად გამოვედი, ავიღე ჩემი ნივთე-
ბი. თვალი მოვკარი დედას და ჩემს ძმას, კახას (14-15 წლის იქნებოდა).
– მე მზად ვარ!
– ძალიან კარგი!.. მამა გველოდება ქვევით. თავი ჩავხარე, რომ არავისთ-
ვის შემეხედა... ლიფტში სიჩუმე დედამ დარღვია.
– არ უნდა მაკოცო, დედა?
– რატომ, რომ დაგავიწყდი?
დედას უნდოდა საუბრის გაგრძელება. კახამ რუსულად რაღაც უთხრა,
დედაც გაჩუმდა. ლიფტის კარი როცა გაიღო, მომეჩვენა, რომ მთელი ცხოვ-
რება ამ ვიწრო სივრცეში გავატარე, მღელვარებისგან ჰაერი არ მყოფნიდა.
გამოსულმა მამა დავინახე. ძალიან გამიხარდა. ლამის დამავიწყდა გაბრა-
ზება. დედის ხმამ გამომაფხიზლა:
– აი, ახალი მანქანა გამოვიყვანეთ! – დედა შერიგებას ცდილობდა. ჩემი
დუმილი კლავდა და უნდოდა ხმა ამომეღო, თუნდაც მეტირა, ოღონდ ხმა
ამომეღო (დედა 37 წლის იქნებოდა)...
– მიულოცე მამას ახალი მანქანა!
თავი გავიქნიე... უკან დავჯექი...
– ამ ხალხს დაემშვიდობე მაინც!
– საერთოდ არ იცნობ შენს შვილს! ვერ ვიტან დამშვიდობებას! და საერ-
თოდ, საერთოდ არ მესმის რატომ გამაჩინე?!
– წესიერად ელაპარაკე დედას (კახამ შემიღრინა)!
– ხო, არა? შენ რა გენაღვლება, სულ ამათთან ერთად ხარ! საერთოდ
თავი დამანებეთ!
– კარგი, მამა, დაწყნარდი! მოგიყვები რატომაც მოხდა ასე. შენ ჩემი ჭკვი-
ანი გოგო ხარ! ვიცი, გაგვიგებ (მამა მაშინ 44 წლის იყო)!
– არ მაინტერესებს! ახსნა არ აქვს მომხდარს!
– მართლა არ გაინტერესებს, მამა? იქნებ რა შეემთხვა ოჯახს.
– ამაზე ცუდი რაღა უნდა იყოს ჩემთვის?! არაფერი! არაფერი მაინტერე-
სებს!
მამამ გადაიხარხა. თან როგორი გულიანი სიცილი იცოდა! გააჩერა მან-
ქანა, გადმოვიდა, გვერდით მომიჯდა, კახას ანიშნა, საჭესთან დამჯდარიყო
(მართვის მოწმობა არ იყო საჭირო თორაძის შვილისთვის).
– რაც გინდა მოისურვე, ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ ეს ამბავი გვა-
პატიე!

7
– მართლა ყველაფერს?
– რასაც გინდა, შეუძლებელს შევძლებ!
– ჰმ, კარგი... სახლამდე მოვიფიქრებ, შენ კი კაცურ სიტყვას არ შეცვლი!
– დაიმახსოვრე, შვილო! მე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, კაცურ სიტყვას
თუ შეცვლის, დაივიწყე ის ადამიანი! ასეთი ადამიანი არასდროს იქნება კაცი!
თქმით კი ვთქვი, რომ არ მაინტერესებდა ჩემი ბანაკში დატოვების მიზე-
ზი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მღრღნიდა, რა უჭირდა ნეტავ იმ წუთას ჩემს
ოჯახს.
გზას ვუყურებდი. ფიქრებმა გამიტაცეს, დედა ჩემი გულის მესაიდუმ-
ლე იყო, მაგრამ არ ვიცი, რატომ ვიყავი სულ ნაწყენი მასზე. ვფიქრობდი,
რომ ამდენი შვილი არ უნდა გაეჩინა, რომ ვერ მაქცევდა საჭირო ყურადღე-
ბას, რადგან არასდროს ეცალა ჩემთვის. სახლის საქმეც გაცილებით მეტი
მებარა, ვიდრე ჩემს თანატოლებს... დედმამიშვილებში მეშვიდე ვარ, ექვს
უფროს ძმას გზა დავუთმე. მშობლები დედისერთები იყვნენ, ამიტომ სიხა-
რულით იღებდნენ ოჯახის ახალ წევრს ყოველ წელს თუ არა, ყოველ მეორე
წელს მაინც...
იყო დრო, როცა ზაფხულობით რომელიმე ძმასთან ერთად ვისვენებდი
ბორჯომის სანატორიუმში, რაც შედარებით მიმსუბუქებდა მარტოობას.
მიყვარდა ზაფხული და ამავე დროს მძულდა, რადგან ვიცოდი, ისევ გა-
მამწესებდნენ და სექტემბერში ყველა შეცვლილი დამხვდებოდა... არასოდეს
მყვარებია ჩემი ოჯახის გარეშე ყოფნა, ჰოდა, ყველაფერში დამნაშავე დედა
მეგონა. ყველა საბავშვო ბაღის გამგე დედას მეგობარი იყო, მათ კი ჩემს
მტრებად ვთვლიდი. მეგონა, თანამონაწილენი იყვნენ ჩემი ოჯახთან განშო-
რების...
დედა როცა მეკითხებოდა, რა მსურდა საჩუქრად, მხოლოდ პომადას
ვთხოვდი. და არა იმისთვის, რომ ტუჩებზე წამესვა, არამედ შიშველი კედლე-
ბი გამელამაზებინა ჩემი ოჯახის წევრების სახელებით, რის გამოც ხშირად
შენიშვნას ვიმსახურებდი. მე კი ვერაფერი მაჩერებდა, თანმიმდევრობით
ვწერდი და ვწერდი...
ზაზა (დაიბადა 1966 წ. 19 ივნისს);
ზურა (დაიბადა 1966 წ. 23 ივნისს);
კახა (დაიბადა 1970 წ. 29 ივლისს);
ლაშა (დაიბადა 1972 წ. 1 მარტს);
იმედო (დაიბადა 1974 წ. 27 აპრილს);
პაატა (დაიბადა 1976 წ. 27 აგვისტოს);
თამუნა (დავიბადე 1978 წ. 7 ოქტომბერს);
მაკა (გარდაიცვალა ჩვილი);
მაიკო (დაიბადა 1980 წ. 19 მაისს);
ნინო(დაიბადა 1981 წ. 9 ივნისს) ;
ეკა (დაიბადა 1986 წ. 9 სექტემბერს).

8
რა თქმა უნდა, სახელები ემატებოდა ნელ-ნელა თუ ჩქარ-ჩქარა. საბო-
ლოოდ, თერთმეტი დედმამიშვილი გამოვიდა.
– ამ სანატორიუმში მყოფ ბავშვებთან დროდადრო მშობლები ჩამოდიოდ-
ნენ, პიკნიკებს აწყობდნენ. მე კი ვიდექი ეზოს შემოსასვლელთან და გზას
თვალს არ ვაშორებდი... სულ ტყუილად ვიღლიდი თვალებს.
ასე გადიოდა ზაფხული შემოდგომის მოლოდინში. თბილისში დაბრუნე-
ბულებს მამა გვხვდებოდა მატარებლების სადგურზე, მე კი ოჯახზე გაბრა-
ზებული და გაბუტული დავდიოდი.
მამასთან ყოველი შეხვედრისას მეტირებოდა. ვერაფრით ვხსნიდი, რა
იყო მიზეზი. ახლა კი ვხვდები, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი.
იყო პერიოდები, როცა აღმოვჩენილვარ სადღეღამისო ბაღში, რომელიც
ჩემთვის უპატრონოთა თავშესაფართან ასოცირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემის მეგობრები იყვნენ იქ მომუშავე ძი-
ძებიც, განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდნენ, მე მაინც მძულდა იქა-
ურობა. შუადღისას რომ გვაძინებდნენ, ვერ ვიძინებდი. მომწონდა კედელზე
თამაში თითებით, ჩემს თავთან ლაპარაკი და ოცნება...
ცხოვრებისგან დამძიმებული და გაღიზიანებული ძიძები ყოველ გაფა-
ჩუნებაზე შემოცვივდებოდნენ და სცემდნენ ბავშვებს. მაშინ ძალიან დიდი
სურვილი მქონდა, მალე გავზრდილიყავი. ჩამოგვივლიდნენ ოცათხუთმეტი-
ვეს და გვაკვირდებოდნენ თვალებზე, ვახამხამებდით თუ არა...
ერთ-ერთ ჩამოვლაზე სულ ტყუილად მომხვდა. არ ვხმაურობდი, კედელს
ვაწვალებდი ლურსმნით, ნერწყვები მომდიოდა სველი გაჯის სუნზე, მეგონა
ვერასოდეს გავძღებოდი... ძიძას კი ნერვები ისეთ დღეში ჰქონდა, სულერთი
იყო ვის სცემდა, მანამდე სანამ გაიგებდა, თუ ვის გადაეყარა...
ვიტირე. ბევრი ვიტირე. სულ ზიზღით ვიტირე. მერე ძალა მოვიკრიბე, ავდექი,
ჩავიცვი, ჩავბარგდი და გავუვარდი ძიძებს ნამდვილი სკანდალის მოსაწყობად.
– ახლავე მოვითხოვ ჩემს მშობლებს დაუკავშირდეთ!
– რა სცენებს მართავ აქ! შეეთრიე ოთახში და დაიძინე! – მკაცრი, ზიზღ-
ნარევი ხმით მითხრა ძიძამ.
– სანამ შეურაცხყოფას მომაყენებ კიდევ, მინდა იცოდე, რომ ყველაფერს
მოვუყვები მამაჩემს! აუცილებლად დამიჯერებს! თქვენ ვინ მოგცათ ბავშ-
ვების ცემის უფლება? რას ითხოვთ?! თქვენსავით დასხდნენ და იჭორაონ?
არ აცადოთ ბავშვებს ბავშვურად ლოგინზე ხტომა! ხელი გეშლებათ ჭორა-
ობაში? სადისტებო!!! ახლავე გააგებინეთ ჩემს მშობლებს! მე დღეიდან აქ
დამრჩენი არ ვარ!
– ახლა ვერ ვიპოვით შენს მშობლებს!
– მე ვიპოვი! დედა გლდანის საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორია, იქ იქ-
ნება. მამა კი ვაჭრობის მინისტრის მოადგილეა. არც ერთის პოვნა არ გამი-
ჭირდება! უარესი დაგემართებათ, თუ მე აქედან გავიქცევი, მაგრამ თუ ჩემს
მშობლებს დღესვე აქ მომიყვანთ, არ ვეტყვი, როგორ იქცევით!

9
– აბა, რას ეტყვი, ან ჩვენ რა ვუთხრათ, ასე რამ გადარიაო?
– მე ვეტყვი, რომ ძალიან მეზიზღებით! თქვენი ატანა აღარ შემიძლია...
ხქ-ხხხქ-ხქ-ხქ-ხქ!!! –
საშინელი ხმები გამოვეცი, სახე სახესთან მივუტანე და ისეთ მოძრაობებს
ვაკეთებდი, თითქოს ვამპირმა გაიღვიძა ჩემში. უდავოდ შეეშინდათ ძიძებს...
– უმჯობესია დღესვე დავამთავროთ ურთიერთობა!!! – კატეგორიულად
განვაცხადე.
ხმა ვეღარ ამოიღეს, ჩვეულებრივ გიჟად ვიქეცი... ეს ტანჯვა იყო ჩემთ-
ვის და ამ ყველაფერს დედას ვაბრალებდი. ეს ნაირ-ნაირი ბაღები გლდანის
რაიონში მდებარეობდა, ჩემი საყვარელი სახლიდან ძალიან შორს, მაგრამ
დედაჩემის სამსახურთან ახლოს, თუმცა სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა არ
ჰქონდა, დედა მაინც ისეთ დროს მოდიოდა, როცა მე მეძინა და ტოვებდა
საკვებსა და საჭირო ნივთებს. იმ დღეს ჩემი კი გავიტანე, მაგრამ ბევრი სხვა
ცუდი დღეც მახსოვს...
მძულდა ბაღი. ყველა ღონეს ვხმარობდი, ოღონდ იქ არ წავსულიყავი,
მაგრამ შეუძლებელი იყო. დედა სულ მუშაობდა, არავინ იყო სახლში, რომ
დავრჩენილიყავი. ჩემთვის უაზრო თუ აზრიანი მიზეზების გამო ბავშვობის
აუტანელი წუთებიც გარევია ცხოვრებას! ბევრ ტკბილეულს, სათამაშოს მო-
მიყრიდნენ და ეგონათ ბედნიერი ვიქნებოდი. მე კი არაფერი მიხაროდა, მხო-
ლოდ მათთან ცხოვრებაზე ვოცნებობდი...
ერთ ღამეს ნაცნობმა სუნმა გამაღვიძა. დედის სუნამო!.. ვგიჟდებოდი იმ
სურნელზე. გულში რაღაცნაირად მივლიდა მოწყენილობა, სულ ვფიქრობ-
დი მიდიოდა და მტოვებდა. სახლშიც რომ ვცხოვრობდი, ვერ ვიტანდი მშობ-
ლების გარეშე ყოფნას. ვეხვეწებოდი მანქანაში მაინც ვიჯდები-მეთქი. მაგ-
რამ დიდხანს მანქანაშიც ვერ ვძლებდი, სუნზე გული მერეოდა. ჩემს თავზე
ვბრაზდებოდი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო! ბოლო მომენტამდე ვიკა-
ვებდი თავს, მერე კი გულის ფრიალი მეწყებოდა, თავისდაუნებურად ნერწ-
ყვი მადგებოდა და აი, როცა დავრწმუნდებოდი უძლურებაში, ჩუმად ვიტ-
ყოდი: “გული მერევა!“ გააჩერებდნენ იმ წამსვე მანქანას, დამიჭერდა დედა
შუბლს და იწყებდა ჯუჯღუნს:
– აი ხომ ხედავ, ხომ გითხარი, ვერ იტან ამ გრძელ გზას! სახლში უნდა
იყო ან ბაღში!
როგორც კი ამოვისუნთქავდი, პირველად ამას ვამბობდი: „მამამ დამიჭი-
როს შუბლი“ და ვტიროდი. მამა კი მამშვიდებდა:
– ჩემი ვაჟკაცი გოგო ხარ შენ, არა უშავს, მამა, ვის არ არევია გული...
კარგად ხარ შენ, მამა!
– ხო, მამ, რა მოხდა მერე? როცა დამეწყება, ასე გააჩერებ და მერე ისევ
წავალთ. კარგად ვარ, წავიდეთ!
დედა არ ჩერდებოდა. ვეცოდებოდი, ასე რომ ვწვალობდი, თუმცა მე მისი
საყვედური ძალიან მტკენდა გულს. ჩუმად ვიჯექი და მთელი არსებით ვე-

10
ვედრებოდი ღმერთს ამ საშინელი სენის მოშორებას, მაშინ კი ვეღარაფერი
დამაშორებდა ჩემს მშობლებს!
ხშირად დავდიოდით შორ გზებზე, მაგრამ ეს არ იყო თბილისი...
ჰოდა, იმ ღამეს ნაცნობმა სუნმა რომ გამაღვიძა, დედაჩემი საწოლზე
იჯდა და მიყურებდა...
– ჩემი ლამაზი! საყვარელი დედიკო (ხელები მოვხვიე)! ისევ აქ ვრჩები?
რომ არ გამღვიძებოდა, ისე გაიპარებოდი? – ვუთხარი ჩურჩულით.
ძალიან ლამაზი იყო. შავი მაღალყელიანი კაბა ეცვა და, ლამაზ ფერებში
დიდბურთულებიანი მძივი ეკეთა.
– არა, შვილო, არ გტოვებ, გელოდებოდი როდის გაიღვიძებდი (ნაზად მე-
ფერებოდა დედა)!
– ვაიმეეე, მართლა (სიხარულისგან გული აფეთქდა)? მამა სად არის?
– ჩაიცვი, მალე! შორს მივდივართ, ქუთაისში! თუ ცუდად გახდები, არ
გინდა წამოსვლა!
– მამა მანქანაში გველოდება. ზაზა გაიქცა, როგორც გავიგეთ, იქ უნდა
იყოს... რომ გაიგებს, ვეძებთ, უფრო კარგად დაიმალება, მაგრამ, რომ გა-
იგებს შენც ჩვენთან ერთად ხარ, მაშინ გამოჩნდება. მხოლოდ შენს თავს
იფიცებს. ხომ იცი, როგორ ძალიან უყვარხარ! ძალიან ენატრები... დიდი იმე-
დი გვაქვს, შენ გვიშველი!
– ჰმ! – არ შევიმჩნიე, მაგრამ სიხარულისგან სასწაულმა სითბომ ჩამიარა
სხეულში. გმირობის ჩასადენად მზად ვიყავი, თან ზაზასთვის. თავს ვინუ-
გეშებდი, რომ დიდი ხანია აღარ მიმგზავრია და აუცილებლად გავუძლებდი
მანქანას. ნინა ძიძას, რომელიც ძლივს ჩავაძინე, სანამ მეც დავიძინებდი, ეღ-
ვიძა და სიხარულით მიყურებდა... ლამის მის ხელში გავიზარდე. მან იცოდა,
როდის ვიყავი ბედნიერი და როდის – უბედური.
– ვაიმეე, ყური სტკიოდა ნინას, ცხელი მარილის მუთაქით ძლივს ჩავაძი-
ნე და აი, გავაღვიძეთ ახლა, – ვთქვი დადარდიანებულმა.
– ჩემზე არ იდარდო, შვილო, მე გამიარა, წადი, ძმა იპოვე!..
სანამ მე ვიცვამდი, დედას უყვებოდა, თუ როგორ ვუვლიდი, ყური რომ
სტკიოდა. დედაც უყვებოდა, მეც როგორ ხშირად მტკიოდა ყურები და რო-
გორი პატარა ექიმბაში ვარ...
ერთი ღამისთვის „ბევრი“ სიხარული მერგო.
– მზად ვარ!
– არაფერი გინდა წამოიღო? – მკითხა დედამ.
– მარტო ჩემი ჩიბურაშკა.
– კარგი, მაშინ წავედით!
ჩიბურაშკა რბილი სათამაშო იყო, რომელიც ზაზამ რუსეთიდან ერთ-ერთ
ახალ წელს ჩამომიტანა. თურმე ჩემსიმაღლეც უნახავს და მეორე ჩამოსვ-
ლაზე აუცილებლად ჩამოგიტანო, დამპირდა. მეც არ მავიწყდებოდა პირობა
და ველოდებოდი. ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, ზაზას საჩუქარი რომ იყო.

11
სიახლოვეს ვგრძნობდი და უფრო ძლიერად ვიხუტებდი. არავის არ ჰქონდა
უფლება შეხებოდა. არ მახსოვს, რატომ მქონდა ამოჩემებული ჩიბურაშკა,
თუმცა ჩიბურეკსაც ჩიბურაშკას ხათრით მივირთმევდი...
ძალიან ბედნიერი ვიყავი... სახლში შევიარეთ, ტანსაცმელი აიღეს ჩემთ-
ვის. რაღაცნაირად ვიგრძენი თავი დიდ და ცარიელ სახლში...
მამ, ბიჭები სად არიან? – ვიკითხე.
– ალბათ, დიდების ბაღში. გული მტკიოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ არც
ისინი იყვნენ ბედნიერები, ალბათ, ვცდებოდი, რადგან ისინი ბიჭები არიან და
ყველგან მოერგებოდნენ სიტუაციას, არსად დაიჩაგრებოდნენ ჩემი ვაჟკაცი
ძმები. ეგ ზუსტად ვიცოდი, მაგრამ მე ჩემებურად სულ მაინც მათზე ვდარ-
დობდი. ჩვენ მშობლები გვასწავლიდნენ ერთმანეთის უსაზღვრო სიყვარულს.
ბევრი არაფერი წამიღია სახლიდან. ჭამა არც ბავშვობაში მიყვარდა, მხო-
ლოდ ტკბილეულზე ვგიჟდებოდი, რომელიც მშობლებს ჩამოჰქონდათ მოს-
კოვიდან და ლენინგრადიდან. სხვაგან არასდროს შემხვედრია ასეთი გემრი-
ელი კანფეტები...
ეჰ, ბევრი ვიარეთ, ძალიან ბევრი, ვერც ვიძინებდი, ვერ ვუძლებდი მან-
ქანას, როგორი ბედნიერიც არ უნდა ვყოფილიყავი, გულისრევის შეგრძნება
მინგრევდა ყველაფერს...
ზაზა ვერ ვიპოვეთ, რამაც საშინლად გამაბრაზა. ისე ცუდად გამხადა
მანქანამ, რომ ნინა ძიძასთან დაბრუნებაზეც კი თანახმა ვიყავი.
ბავშვობიდან სამართლიანი და ხელგაშლილი ვიყავი. მოვითხოვე სახლში
ისევ გაგვევლო, რომ ყველა ჩემი სათამაშო წამომეღო, რადგან სახლში მარ-
ტო დარჩენილები მოიწყენდნენ. ბაღში კი ბევრ ბავშვს გავახარებდი.
ასეც მოხდა, ჩემი ნებით დავბრუნდი მოწყენილი...
– ზაზას როცა ნახავთ, აუცილებლად გადაეცით, რომ ძალიან ნაწყენი
ვარ და აღარ მეყვარება, მის გამო სახლში თუ ვერ ვიცხოვრებთ! მარტო
ზაზა გიყვართ თქვენ, ჩვენ კი ვიჩაგრებით! ჩვენს სახლში ვერ გვიცხოვრია,
იმიტომ რომ სულ ზაზას დასდევთ! რომ იცოდეთ, სხვა შვილებიც გყავთ!
უამრავი სურათიც მარტო ზაზასთან ერთად გაქვთ გადაღებული, რაღას
გვაჩენდით, ვერ გავიგე?! ეძებეთ და იყავით! ერთხელაც ავდგები და თავს
მოვიკლავ, დამთავრდება ჩემი ტანჯვაც! თქვენ კი გყავდეთ ზაზა, რომელიც
სულ გარბის, თქვენ კი სულ მისდევთ! – გამწარებული ვყვიროდი.
მტკივნეული პერიოდების დავიწყება ისევე შეუძლებელია, როგორც იმ
წუთების, როცა ყველაზე ბედნიერად გრძნობ თავს...
ყოველთვის ვგრძნობდი მამის პატივისცემას ჩემდამი, რაც მარწმუნებ-
და, თუ როგორ კარგად მესმოდა ცხოვრება ყველა ასაკში, თუ რა იყო სწორი
და არასწორი. მამა ამაყობდა ჩემით, რაც ყველაზე მთავარი იყო ჩემთვის,
რადგან მასზე მართალი და კარგი ადამიანი არ მეგულებოდა დედამიწაზე.
ვითხოვდი მუდამ იმას, რაც მეკუთვნოდა. პასუხად კი მესმოდა: “მართა-
ლია ეს ბავშვი!“

12
– ამ ერთხელაც, დედა, შენს თავს ვფიცავ, სულ მალე ერთად ვიცხოვ-
რებთ ჩვენს დიდ სახლში. ასაკი აქვს ცუდი ზაზას, ასეთ დროს ვერ მივატო-
ვებთ, – მეუბნებოდა დედა.
– მე თქვენთან მინდა! ეს არ არის ასაკი? აზრი არ აქვს თქვენთან ლაპა-
რაკს!
ხელი ჩავიქნიე და შევედი საბავშვო ბაღში, მსიამოვნებდა საჩუქრებით
გახარებული ბავშვების ყურება, მაგრამ არ მასვენებდა ფიქრი...
ჩემი პატარა დები: მაია, ნინო და ეკა მაყვალა ძიძასთან იზრდებოდნენ,
მეუღლეც ეხმარებოდა. ერთ დიდ ტკბილ ოჯახს ჰგავდა მათი ერთობა. მაკა
კი სოფელში ნათესავს ჰყავდა. იშვიათად მივყავდი მშობლებს, მაგრამ მაინც
მიყვარდნენ ჩემი დები, თუმცა მე მათ კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ მაინც
ვალდებული ვიყავი მყვარებოდნენ ისინი, რადგან ჩვენ ასე გვზრდიდნენ. ერ-
თმანეთისთვის თავიც უნდა გაგვეწირა (თუნდაც სამუდამო ბაღი რქმეოდა
ამ თავგანწირვას).
ზაზა უფროსი ძმაა, დაიბადა 1966 წელს. პირველი შვილი ჩემი მშობლე-
ბის, საკმაოდ ცელქი ბიჭი. მიკვირდა, არ მესმოდა, როცა მშობლები ეჩხუ-
ბებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ ყველაფერი ზაზას ბრალი იყო, არც დრო
მოგვცა დანარჩენებისთვის და არც კარგი მაგალითი მისცა ძმებსო. ზაზას
მთავარი და დიდი პრობლემა იყო აზარტული თამაშების სიყვარული. მე
დღეს ამას ეშმაკის მახეს ვეძახი, საიდანაც თავდახსნა საკმაოდ რთულია.
ლოცვა, ზიარება და ღმერთთან სიახლოვე კი უშველიდა, მაგრამ მე ხომ კო-
მუნისტებისდროინდელ ამბავს გიყვებით, 1983 წლიდან მოყოლებულს...
დედას მონაყოლიდან მახსოვს, თუ როგორ არევია გზა-კვალი 5 წლიდან
ზაზას. ქობულეთში დასასვენებლად იყვნენ. მეზობლისთვის ოქროს სამკა-
ულები მოუპარავს და გაყიდვას ცდილობდა. დედამ მიუსწრო ფაქტზე და
საშინლად სცემა ქამრით, რათა არ დავიწყებოდა არასოდეს იმ მწარე ქამრის
გემო, მაგრამ ამაოდ. რაც იზრდებოდა, დანაშაულებიც იზრდებოდა. გადაად-
გილებისთვის მანქანებს იპარავდა. მაგალითად, თბილისიდან ქუთაისში რომ
ჩასულიყო, ისე სწრაფად ფიქრობდა და აშავებდა, რომ ვერასოდეს იჭერდ-
ნენ. საშინლად ნიჭიერი იყო ცუდ რაღაცებში, და რა ექნა?! გზას არ იტო-
ვებდა წესიერი ცხოვრებისთვის, თამაშობდა ფულზე, აგებდა უფრო მეტს,
ვიდრე იგებდა. მერე ამ წაგებულ „თავნებს“ ჩაბარება ხომ უნდოდა?! ამიტომ
სულ გაქცეული იყო, სულ იმალებოდა და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ...
როგორც იქნა, ერთ-ერთი გაჭირვების დროს გადააწყვეტინეს, რომ ყვე-
ლა ვალსა და თავანს მამა გადაიხდიდა, ოღონდ სანაცვლოდ ზაზას ჯარში
უნდა ემსახურა...
ერთ ბაბუას მოვესწარი, დედის მამას, რომელსაც გიგლა პაპას ვეძახდით.
მე ბაბუის დაძახება მომწონდა, მას კი სწყინდა, გიორგი ქურხულს, კახელ
კაცს ბაბუას არ უწოდებენო. გიგლა პაპას მეუღლე ადრე გარდაეცვალა, თა-
მარა ბებო, რომელიც მე არ მახსოვს, თუმცა მისი სახელი დამარქვეს. დედამ

13
მითხრა, თითქოს შენ გელოდებოდა, ისე ვერ ტოვებდა სააქაოსო. შენი და-
ბადების მოწმობა რომ ნახა, არ გველაპარაკებოდა, სანამ შენ არ დაგიჭირა
ხელშიო. ვერაფრით ინელებდა თამარი რომ ეწერა შენს მოწმობაში და არა
თამარაო. ერთ ასოზე დავა ჩემდამი სიყვარულს ამტკიცებდა, რაც სასიამოვ-
ნო ღიმილს მგვრიდა... გიგლას არაფერი ეტყობოდა დარდის, ძველებურად
უვლიდა თავს და თავის საყვარელ, ძველ მოსკვიჩს, რომელიც ნაირ-ნაირი
გოგოებით იყო მუდამ გატენილი, რაზეც დედა სულ ასე ეჩხუბებოდა: ასაკ-
მაც ვერ გიშველა, ტყავის ქურთუკიც კი იგივე გაცვია, ეტყობა, კარგად
გაქვს დაცდილიო!
არც ზაზას და გიგლას მეგობრობა მოსწონდა დედას. სახლიდან გაქცე-
ული ზაზა პაპასთან აფარებდა თავს და ფულსაც ხშირად აძლევდა. მეც
ფულს მჩუქნიდა. დედა და მამა ამის გამო სულ უბრაზდებოდნენ გიგლას,
ფულს მართმევდნენ და უკან უბრუნებდნენ...
ზაზასაც შეუწყდა ყველანაირი დახმარება და მეტიც, მამა სასტიკად და-
ემუქრა, რომ მართლა უარს იტყოდა გათამამებულ, თავნება, მაგრამ, ამავე
დროს, ძალიან ნაკითხ შვილზე, რომელსაც ერთი და იგივე წიგნი რამდენიმე-
ჯერაც კი ჰქონდა წაკითხული. ასევე იზიდავდა პერიოდულად დეტექტივების
წერა. ასე მგონია, სხეულში რამდენიმე ადამიანი ჩასახლებულიყო. მამა ცდი-
ლობდა შეეცნო კარგად საკუთარი შვილი და სწორი ცხოვრების გზაზე და-
ეყენებინა, ესწავლებინა ღვთისნიერება, ადამიანობა, სიკეთე, თავგანწირვა...
– ომში მივდივარ, შეიძლება ვეღარ დავბრუნდე და შენ არ მაკოცებ?
თითქოს გულში დანა ჩამარტყა ვიღაცამ, ისე მეტკინა უცებ. მოძრავ კი-
ბეზე ავდიოდით, მგონი მეტრო იყო, რამდენიმე ბიჭთან ერთად იდგა, ამ სიტ-
ყვებს რომ მეუბნებოდა ზაზა.
– ამიყვანე ხელში! – ისეთი სახით ვთქვი, გული მოუკვდათ ზაზას და ბი-
ჭებს. ნუ ატყუებ, შეხედე რა სახე აქვსო, დამიწყეს ფერება, მაგრამ სწრაფად
მოვიშორე ყველა და ზაზას ხელებში აღმოვჩნდი, ძალიან ჩახუტებული...
– არ წახვიდე! – ყურში ჩავჩურჩულე, – გავიქცეთ ახლავე აქედან, მე მაქვს
ფული შეგროვებული და მოგცემ, კარგი? – ვეჩურჩულებოდი ძმას.
არ ვიშურებდი არაფერს, ოღონდ არ მოეკლათ. მანამდე კი მჯეროდა,
რომ ეს ყოველივე მის გამოსასწორებლად ხდებოდა...
გაეცინა ზაზას ჩემს შეთავაზებაზე, გაიმეორა ჩემი სიტყვები ბიჭებთან,
რასაც კიდევ მეტი სიცილი მოჰყვა. მაშინვე ჩამოვხტი ძმის ხელებიდან გა-
ბუტული.
– აღარ გაკოცნინებ! და აღარც გაკოცებ! შენ მე მომატყუე!
– ეს არ ითვლება, შენი კოცნა მინდოდა მიმეღო, – ჩემს კოცნას ისევ ცდი-
ლობდა ზაზა.
– ისედაც მიიღებდი, სანამ წახვიდოდი, ტყუილი ცუდია და შენ პირობა
დარღვიე!
– ეს ტყუილი ცუდი არ არის, მაცაცუნები (ასე მეძახდა მხოლოდ ზაზა)!

14
– ტყუილი ტყუილია! ვააა! თან შენ ბევრს იტყუები, ძალიან ბევრს, – ეს
უკვე ჩუმად ვთქვი, არ მინდოდა ვინმეს გაბრაზება გამომეწვია.
შევუერთდით მატარებელთან მამას, დედას, კახას და ვიღაცებს. გადაეხ-
ვივნენ ჯარისკაცები გამცილებლებს...
– მამა, ჩამოდით ხოლმე, პირობა არ დაგავიწყდეთ!
– ჰოდა, არც შენ დაგავიწყდეს პირობა! – გაუცინეს ერთმანეთს, თითქოს
ყველა ბედნიერი იყო... მე კი, ყველასგან განსხვავებით, მოწყენილი მოვაბო-
ტებდი.
– მართლა ომში გააცილეთ და ასეთი ბედნიერი სახეები გაქვთ? – ვცდი-
ლობდი ზაზას სიტყვები გადამემოწმებინა.
– არა, რა ომში, შვილო, იქ ავარჯიშებენ, რეჟიმს ასწავლიან, სროლას და
ათას საჭირო რაღაცას, პირიქით, იქ კაცდებიან!
– ჰმ! მართლა კოცნის გამო მომატყუა, – გავიფიქრე ხმამაღლა.
– ზაზას ძალიან უყვარხარ, ისე გაუხარდა შენი დაბადება. ჩვენდა გასაკ-
ვირად, გიცვლიდა ჩასვრილს და გბანდა, ასეთი რაღაც არც შენამდე გაუკე-
თებია და არც შენ მერე, – ღიმილით მითხრა დედამ.
– აუუუუ! მართლა?! რატომ აბანინებდი? – ლამის ტირილი დავიწყე, ისე
შემრცხვა.
– რა მოხდა, დედა, შენი უფროსი ძმაა...
– ეეე, მერე რა, რომ ძმაა, შენ მაშინაც არ გეცალა ჩემთვის ხო?!
– შვილო, შენ გავიწყდება მგონი, რომ მე შენ ამდენი ბიჭის შემდეგ გაგაჩინე!
– ისე უკვირდათ ლაშას, იმედას და პაატას შენი არსებობა, რომ ჩასაწვენ,
კალიასკაში“ არ გაჩერებდნენ, – ჩაგვერთო კახაც ამ დიალოგში.
– როგორ თუ არ მაჩერებდნენ, არ ვუყვარდი?
– პირიქით, ადამიანო! რა სულ უარყოფითს ფიქრობ?!
– იქნებ რთული ბავშვობა მქონდა და ამიტომ?! – ძალიან გავასერიოზუ-
ლე საუბარი.
– ჰა, ჰა, ჰა! ახლა ძალიან დიდი ხარ ხომ? მამა გენაცვალოს, ეს ბავშვი
იურისტობისთვის არის დაბადებული, გიორგევნა, ეს ნიჭი არ დავუკარგოთ
ბავშვს (მამა დედას გიორგევნათი მიმართავდა ხშირად)!
– მომიყევი, დეე, როგორ მაწვალებდნენ ბიჭები, მეც უნდა ვაწვალო, მი-
ვიდეთ სახლში!
– სანამ, „კალიასკაში“ ჩაგაწვენდი, მთხოვდნენ ხელში დაგვაჭერინეო.
მე მეშინოდა, პატარები იყვნენ, როგორც კი მარტო დაგტოვებდი ოთახში,
მაშინვე შენი ტირილი მესმოდა. „კალიასკა“ ბიჭებზე მაღალი იყო, ამოძვრე-
ბოდნენ და ცდილობდნენ ამოეყვანე. ხშირად მიპოვნიხარ ძირს დაგდებული,
მეშინოდა რამე არ მოგსვლოდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მათზე უკეთ
გაქვს თავში ყველაფერი.
– მერე რატომ გამაჩინე გოგოდ? მეც ბიჭი ვიქნებოდი, საერთოდ არ მინ-
და გოგოობა, – ბუზღუნს ვაგრძელებდი მე.

15
– ჰა, ჰა, ჰა!.. რა გინდა, მამა, მაინც ხომ ბიჭივით გზრდით, ექვსი ბიჭის
მერე გოგოს ველოდებოდი სულ, მაგრამ მაინც გამიკვირდა, მახარობელმა
გოგოაო, რომ დაიძახა, – სიცილით მეუბნებოდა მამა.
– თან გადარიე სამშობიარო. კარგად შეამოწმეთ, ბიჭი გავაკეთეო, – ხუმ-
რობაში აგვყვა დედაც.
ამას მოჰყვა სიცილი და მოგონებები...
სულ უკმაყოფილო ვიყავი, ბიჭად რომ არ გავჩნდი. მეგონა, ყურადღებას
უფრო მეტად მომაქცევდნენ, ბიჭებს ხომ მეტად დასდევდნენ, ამიტომ ვფიქ-
რობდი, რომ ისინი უფრო უყვარდათ, ვიდრე მე და ჩემი დები.
– კარგი იქნებოდა, პირველ ბიჭად მე გავჩენილიყავი. არა, მაშინ ზაზა
არ იქნებოდა, კახას ნაცვლად რომ ვყოფილიყავი, უკეთესი იქნებოდა, ეეჰ,
მერე კახა არ იქნებოდა და დედიკო ვერ გადაიტანდა ამ ამბავს, კახა უყვარს
ყველაზე ძალიან.
– რას ამბობ, შვილო?! კახა ბუნებით არის კარგი ბიჭი, გვერდით გვიდგას
ყოველთვის, თავის ასაკთან შედარებით დიდია, ჭკვიანი და დამჯერი, – გან-
მიმარტა დედამ.
კახამ შეიფერა, ოღონდ ჩუმად იჯდა, ფიქრებში წასული.
– მეც რომ გავიზრდები, ასეთი ვიქნები, მეც მინდა გვერდით დაგიდგეთ,
მაგრამ აბა, როგორ, როცა არსად არ გინდათ ჩემი წაყვანა! სულ ბაღი, სახ-
ლი ან ქუთაისი, ასეთია ჩემი ბედი. მაგათაც ნათესავები ჰქვიათ, ხელებში
გვიყურებენ, რას ჩავიტანთ. გოიმიც კი ვეგონე კუკლაიას მეზობელს, ჩემს
მაგარ კეტებში ბოტებს მიცვლიდა. ერთი მაქსიმეს და სოფიკოს ოჯახი მიყ-
ვარს, მარტო მანდ ვგრძნობ ნამდვილ სიყვარულს.
– ამიტომ გაეპარე კუკლაიას სოფიკოსთან?! – ღიმილით მითხრა მამამ.
– აუ, მამ, ძალიან ცუდი ხალხია. ყველანაირად გიყენებენ იცოდე და არ
გეწყინოს, რომ არ მიყვარს ეგენი.
– მე მჯერა შენი, მამა! შენ თავს სადაც კარგად გრძნობ, იქ წადი ხოლმე!
– არსად, მამ! მარტო თქვენთან ვარ კარგად... მოკლედ, პაატა გაჩნდა
შემთხვევით ჩემამდე... – ისევ არ მასვენებდა ეს აზრი...
მანქანაში კი სამივე ხარხარებდა.
ზაზა ჯარშიც ვერ ისვენებდა, თუ არ ასვენებდნენ, გაურკვეველი იყო.
წერდა და წერდა წერილებს...

ზაზას პირველი წერილი


(წერილებს გთავაზობთ უცვლელად. ავტორის სტილი ყველგან დაცულია)

მე კარგად ვარ, რიაზანამდე კარგად ვიარეთ. ჯერჯერობით „კარანტინ-


ში“ ვართ, ფორმა მოგვცეს, „სტინლიაშკებიც“ მოგვცეს. 6 ჩვენ ვართ, 6 აზერ-
ბაიჯანელია. ჩვენ 2- ში ჩავედით, ისინი ერთი დღით ადრე ჩამოსულან და

16
უკვე ჩხუბიც მოუსწრიათ. რომ გაიგეს ქართველები ჩამოვიდნენ 6 კაციო,
ყველა ჩვენ გვეცა. გაუხარდათ, რომ ერთ „ზვოდში“ მოვხვდით. უკვე 12-ნი
ვართ კავკასიელები, ვერავინ ვერაფერს გვიბედავს. სხვებს „სტარიკები“
„შისწიორკებივით“ ხმარობენ. ჩვენ ვერაფერს ვერ გვეუბნებიან.
იქ ქართველი ბიჭები დაგვხვდნენ, ნოემბერში ამთავრებენ სამსახურს,
გაუხარდათ ჩვენი ჩამოსვლა.
ჩვენ სპეციალურად გაგვჩხრიკეს, ქართველებს იარაღები უყვართ და თან
ხომ არ წამოუღიათო. მერე კრება ჩაგვიტარეს, მთელი „როტა“ გააფრთხი-
ლეს, ხომ იცით, რა ცხელი ხალხია და მოერიდეთო. დედის გინება ხომ იცით,
როგორ იციან, ყოველ სიტყვაზე დედას აგინებენ ერთმანეთს, ჩვენთან სულ
იღიმებიან, იცინიან. ჩვენთან უნდათ, რომ კარგად იყვნენ. ერთხელ ერთს
წამოსცდა, სიგარეტი მომიტანეო და ტაბურეტკები დავამტვრიეთ თავზე.

გკოცნით ყველას ზაზა

დედას, მამას, ძმებს და დებს


გამარჯობათ! გამოვედი „გაუბახტიდან“ 31-ში და ვწერ წერილს. დედიკო
და მამიკო, როგორც შემპირდით 15-ში ჩამოსვლას, იმედია, ახლა მაინც არ
მომატყუებთ. მედვედევმა მითხრა, 30-ში დაგირეკიათ. მე მეუბნება, თავი
გტკივაო? მეც ვუთხარი, მტკივა-მეთქი. დედა და მამა! რომ გითხრათ, „გა-
უბახტში“ როგორ ვცხოვრობდი, გაგიჟდებით. რომ ჩამოხვალთ, მერე მოგიყ-
ვებით. კიდევ რა გითხრათ, იმას ვფიქრობ. მარტო ეს 15 დღე როგორ გავ-
ძლო, მაგრამ გეუბნებით, ყველაფერს ვითმენ თქვენი გულისთვის. მე რომ
დამიჭირონ, თქვენ რა გეშველებათ?! ორივე სამსახურებს დაკარგავთ! არა-
და, აქ ისეთი კანონებია, რომ მეც მიკრავენ თავს ციხეში კარგა ხანს. ამ ოთხ
თვეში მაგარი გამოცდილება მივიღე.
სიგარეტს თავი გავანებე. გაძლევთ სიტყვას, 15-მდე თუ ჩამოხვალთ,
„ვაფშე“ აღარ მოვწევ. მოკლედ, გელოდებით 15-ში. თქვენც კარგად იცით,
რა არის ლოდინი. 15 რომ გათენდება და თქვენ აქ არ იყოთ, მაშინ ვიტყვი,
რომ ობოლი ვარ. ერთხელ ხომ მომატყუეთ! გთხოვთ მეორედ ნუღარ მომატ-
ყუებთ.
დამიკოცნეთ სუყველა. კახა აუცილებლად წამოიყვანეთ, თორემ ვგიჟდე-
ბი, ისე მომენატრა. სიზმარში სულ თქვენ გხედავთ. გუშინწინ პაატა ვნახე და
რომ გამეღვიძა, სულ გავგიჟდი და დილამდე არც დამეძინა. მოკლედ, რომ
ჩამოხვალთ, ყველაფერს მოგიყვებით. გელოდებით!
ზაზა თორაძე

რა თქმა უნდა, ჩავიდნენ მშობლები. კახაც წაიყვანეს. ზაზას დავიწყებია


პირობა. თუ რა შეთანხმებით წავიდა ჯარში და აი, მალევე „გაუბახტშიც“
ამოყო თავი...

17
გამარჯობათ, მშობლებო!
როგორ ხართ? ხომ კარგად იმგზავრეთ? თქვენი დეპეშა მივიღე. იმავე
დღეს მივედი ბაბულიასთან. „კოჟინკას“ შევინახავ მამაშენის ჩამოსვლამ-
დეო. „ხიჟნიკას“ ყველაფერი მოუტანია „ზონტიკის“ გარდა. „ზონტიკი“ ვერ
უნახია. მე აქ კარგად ვარ, თქვენი წასვლის მერე მე აქ ჩხუბი კი არა, შელა-
პარაკებაც არავისთან მომსვლია. აქ „სვიაზში“ კარგია. არაფერს ვაკეთებ იმ-
დენს. 12 საათამდე ყველა საქმეს ვამთავრებ. მერე ცოტას წავუძინებ. სადი-
ლის მერე შეიძლება რაცია მომიტანოს ვინმემ. უცებ გავაკეთებთ, 1 საათში
და 4-5 საათი თავისუფალი ვარ. ვახშმის მერე კინოს ვუყურებ და დავიძინებ.
ტელეფონი რომ გქონდეთ სახლში, ღამე დაგირეკავდით აქედან. „სვიაზია“
აქ, საღამოს მუსიკებს ვიჭერ რაციით. ასე რომ, კარგი ადგილია და შენარჩუ-
ნება უნდა. პოლკოვნიკის ცოლს დავურეკე, კარგად მელაპარაკა, მამაშენი
როდის ჩამოვაო. მე ვუთხარი სექტემბერში-მეთქი. როცა ჩამოვა, ერთმანე-
თი უნდა გავიცნოთო. ახლა თუ რამე დაბრკოლება ნახო, ეგრევე დამირეკეო.
კახას, ლაშას, იმედოს, პაატას, თამუნას, მაიას, ნინოს ჩემი ჯარისკაცური
სალამი. მაშ, კარგად იყავით!
ზაზა

შეხედე შენ! როგორ მოუხიბლავს სერგეევიჩს (მამას მიმართავდნენ


ასე) რიაზანი თავის პოლკოვნიკიან-ცოლიანად... მამას არასდროს უჭირდა
საუბარი, პატივისცემა... საკმარისზე მეტად განათლებული, ძალიან სიმპა-
თიური მამაკაცი მთელი ცხოვრება ცდილობდა ბიჭები კაცებად გაეზარდა,
განათლება მიეღოთ და, რაც მთავარია, სპორტულები უნდა ყოფილიყვნენ...
კარატე, ჭიდაობა და კედლებზე სიარული უნდა სცოდნოდათ, რაც მშვენივ-
რად გამოსდიოდათ ძმებს...

საყვარელ მშობლებს ზაზასგან!


გამარჯობათ! როგორ ხართ? ვფიქრობ, არაფერი გიჭირთ. მე აქ კარგად
ვარ. არაფერი მიჭირს. 21-ში დილას პირველი „პრიჟოკი“ გავაკეთე. მართლა
კარგი შეგრძნებაა. მოფრინავ 800 მეტრის სიმაღლიდან და დაბლა ლილიპუ-
ტები დარბიან. მოკლედ ვერ აღწერ, ისეთი სიამოვნებაა. წერილს ვწერ 23-ში,
ხვალ ისევ უნდა გადმოვხტე. ჩემი საქმე კარგად წავიდა. „ბანშიკი“ წავიდა
და იმის ადგილას მე დამაყენეს. ვთხოვე ვაჟაევს და იმან კიდე – მახოვს. მა-
ხოვმა უარი არ მითხრა და გამიშვა აბანოში. ჩემი საქმე რა არის? გრაფიკის
მიხედვით გავუშვა „უჩილიშჩის“ ყველა როტა, კურსანტების ჩათვლით. რო-
მელი როტაც იბანავებს, ტოვებს „ნარიადს“. ორი კაცი ალაგებს აბანოს და
აბარებენ „დეჟურნის“. „დეჟურნის“ თუ მოეწონა, მერე მე მანახებს. ვამოწმებ
ყველაფერს და თუ სუფთად არის, ხელს ვუწერ სპეციალურ ქაღალდზე, რომ
ამათ მართლა დაალაგეს. ამას უნდა მივაქციო ყურადღება. მე მეტი არაფერი
მევალება. დილიდან საღამომდე აბანოში ვარ. ბიჭებმა (ქართველებმა) პატა-

18
რა რადიო მომიტანეს. „კიპიწელნიკი“ გავაკეთეთ და ჩაის ვსვამთ. ისე რომ,
კარგად ვარ. კარგს იზამთ, თუ ჩამოხვალთ.
ზაზა

ზაზასგან მოდიოდა კარგი და თბილი წერილები, მაგრამ უფრო მეტად –


დამთრგუნველი და ამაფორიაქებელი...

გამარჯობათ, მშობლებო და და-ძმებო!


ჩემი საქმე კარგად არის, „სტროიკაზე“ ვმუშაობ, კედლები ამომყავს. „კა-
მენშიკი“ გავხდი. ასე რომ, რომ ჩამოვალ, სახლის აშენება შემეძლება. თქვე-
ნი გამოგზავნილი ფული მივიღე. პაპაჩემის ამბავიც გავიგე. ძალიან მეწყინა,
მახოვის წერილი რომ მიიღეთ, ნახევარი ტყუილია. „სამავოლკაში“ რომ დავ-
დივარ, ეგ მართალია. აქ რომ ეგრე იცხოვრო: მუშაობა-ძილი, მუშაობა-ძილი,
რობოტი გახდები. მოკლედ, ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად არის.
მახოვმა რომ მოგწერათ, ვიღაც ბიძაშვილად გაასაღაო, ზურა იყო. დარეკ-
ვაზე რომ მწერთ, დილიდან საღამომდე სამუშაოზე ვარ, ხან 9-მდე და ხან
10-მდე. თუ დარეკვა გინდათ, 10 საათიდან 11 საათამდე დარეკეთ. ფული
ჯერ მეყოფა. 19 ივნისს 19 წელი მისრულდება, მაშინ გამომიგზავნეთ ფული
და „პასილკა“. ზაზა

გამარჯობა, პაპა!
როგორ ხარ, კაცო! რაღაც დამივიწყე, წერილებს აღარ მწერ. ერთი წე-
რილი მომივიდა მარტო, „ატკრიტკაზე“ რომ იყო დაწერილი. ისე, ხომ ხარ
ჯანმრთელად? ხომ არაფერი არ გიჭირს? მე აქ კარგად ვარ. ნუ, მართალია,
არც მთლად კარგად, მაგრამ ჯარის კვალობაზე არა უშავს რა. კიდე რა გით-
ხრა?! გისურვებ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. ჩვენთან თუ გადიხარ,
ან ისინი თუ გამოდიან? მომწერე წერილი! მე აქ უკვე ორჯერ გადმოვხტი პა-
რაშუტიდან. კიდე რამდენჯერ გადმოვხტები, ღმერთმა იცის! პაპა, მე მეტი
არაფერი არ მაქვს დასაწერი. ერთსა გთხოვ მარტო, ფული გამომიგზავნე,
თორე მთლად უფულოდა ვარ, სიგარეტის ფული არა მაქვს. აქ ფილტრიან
სიგარეტს იშვიათად ვეწევი, უფრო ხშირად – „ასტრას“ ან „ბელმორს“. ისე
რომ, მაგათი ყიდვის თავიც არა მაქვს. მე ეხლა შენთან თავის შეცოდებას არ
დავიწყებ, შენ ყველაფერი ჩემზე უკეთ იცი. აბა, პაპა, გელოდები!

შენი შვილიშვილი ზაზა

ძვირფასო მშობლებო და და-ძმებო!


მე აქ კარგად ვარ ჯერჯერობით. ამბობენ, მერე გაგიჭირდებაო. შენ
ისეთი ხარ, ვერ აიტან „როტაში“ ყოფნას, ეხლა ერთად ხართ და ვერაფერს
გაკლებთ და იქ ერთი ან ორნი იქნებით და სამოცი-სამოცდაათი რუსი და

19
უკრაინელი, „სტარიკები“ რასაც გეტყვიან ან დაგავალებენ, შენ არ გააკე-
თებ და ყოველდღე ცემაში იქნებიო, მაგრამ ხომ იცი, არავის „შესტიორკა“
არ გავხდები. ასე რომ, წინ დიდი ბრძოლა მელის. ხომ იცით, თავს არა-
ვის არ დავაჩაგვრინებ. ჯარში „სტარიკი“ იგივე „დემბილი“ ის არის, ვინც
წელიწად-ნახევარი გაატარა. ისინი ჯარში ისე არიან, როგორც ციხეში
ქურდები. იმათ ოფიცერიც ვერაფერს ეუბნება. ისინიც ახალი მოსულე-
ბი რომ იყვნენ, „დემბილების“ „შესტიორკები“ იყვნენ, იმსახურეს 15 თვე
და ახლა ისინი „გულაობენ“. როცა უნდათ, სასადილოში წავლენ, როცა
უნდათ, ქალაქში. რასაც უნდათ, იმას აკეთებენ, სუფთა ბაირამობა აქვთ.
რამდენჯერ უთქვიათ „სტოლი“ აგვილაგეო სასადილოში, მაგრამ თქვენც
იცით, რომ „შესტიორკა“ არასდროს არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. ყო-
ველდღე ვჩხუბობ. უფროსები გაჟდებიან, რომ „დემბილები“ ვერაფერს მა-
კეთებინებენ. პოლიტიკაა ეგეთი, რომ დაგაბეჩაონ. სერჟანტები, სუყველა
კარგად მელაპარაკება, სხვებს უბრძანებენ. კიდე ვამბობ, ჯერჯერობით
კარგად ვარ, მერე ვნახოთ. უბრალოდ, მეშინია ვინმე არ მოვკლა. აქ სანამ
ჩამოვიდოდით, სომეხი ბიჭი ყოფილა, ვერ აუტანია „დემბილების“ ჩაგვრა
და კასტეტით ყბა მოტეხა ერთს, სამუდამოდ დააინვალიდა, დაიჭირეს და
6 წელი მისცეს. რუსები ემორჩილებიან, ეგეთი კანონიაო, მაგრამ მიმი-
ფურთხებია მაგათი კანონებისთვის. მოუწევთ ჩემი კანონების შესწავლა
და ათვისება. ხო იცით, არავის დავჩაგრავ, მაგრამ თუ ვინმე დამიპირებს,
აუცილებლად დავასწრებ. მამა, აუცილებლად ჩამოდი „პრისიაგაზე“!

ზაზა

მამა ჩავიდა, ისევ დაულაგა არეული სიტუაცია. ზაზა ყოველთვის „მარ-


თალი“ იყო და სხვები აიძულებდნენ ცუდად მოქცევას. მაგალითად, თავი
იმიტომ გაუტეხა ვიღაცას, რომ ის აპირებდა და ზაზამ დაასწრო. ამიტომ
ვერასდროს იგებდნენ დარწმუნებით, ზაზას ბრალი იყო, თუ მართლა თავს
იცავდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობდნენ მის „შესტიორკად“ ქცე-
ვას („ექვსიანი“ არ გავხდებიო). მშობლები კი არასოდეს მიატოვებენ შვილს,
თუნდაც ცუდი იყოს. უფრო მეტიც! ყველა მშობელი ცდილობს შვილის ცუდი
არ დაიჯეროს და სხვას გადააბრალოს დანაშაული. ამას კაცობრიობა სიყ-
ვარულს არქმევს, მე კი თავმოყვარეობას ვეძახი. საკუთარ თავზე შეყვარე-
ბულ მშობლებს უჭირთ საზოგადოდ აღიარება, თუ როგორ არ გაუმართლა
შვილმა, რაც არასწორ აღზრდად მიმაჩნია. იმ უაზრო კომუნისტურ წყობა-
საც თუ გავითვალისწინებთ, როცა ოჯახის ერთ წევრს დააპატიმრებდნენ,
მასთან ერთად მთელი ოჯახი იჩაგრებოდა. ვერც კარგ სამსახურს ეღირსე-
ბოდა რომელიმე მათგანი და ვერც ვერანაირ ჯილდოს, თუნდაც გმირი დედა
ყოფილიყო. არადა, ზაზას გარდა კიდევ ხომ გაუჩინა საქართველოს ქართ-
ველები?! აღარც მაგას ჰქონდა მნიშვნელობა!

20
დედას, მამას და ჩემს და-ძმებს!
გამარჯობათ! მე კარგად ვიმგზავრე, მე მგონი, ლეიტენანტი კარგი ბი-
ჭია. ჩვენ ვთხოვეთ და სოჩაში ჩამოვედით, 29-ში, პირველ საათზე და წავე-
დით 30-ში, 5 საათზე. მთელი დღე-ნახევარი სოჩაში გავატარეთ. მერე ჩვენი
ფულით ავიღეთ ბილეთები პირდაპირ რიაზანამდე. პლაცკარტი. მე მგონი,
ყველაფერი კარგად იქნება. ბიჭები კარგები არიან. სოჩაში კარგი დრო გავა-
ტარეთ, ლეინტენანტმა თავის სახლში მიგვიყვანა და ექვსივეს იქ გაგვათე-
ნებინა. ოჯახი კარგი ჰყავს: დედა, მამა, და, სიძე. ცოლი კარგი გოგოა. 1966
წელშია დაბადებული. ჩვენ 30-ში მთელი დღე გაგვიშვა ქალაქში. პლიაჟზეც
ვიყავით, სტერეო კინოც ვნახეთ, 29-ში „ნაჩნოი“ ბარში ვიყავით. ისე რომ,
არ მოიწყინოთ. მე აქ კარგად ვარ, ორშაბათს უკვე რიაზანში ვიქნებით. მე
მგონი, ყველაფერი კარგად იქნება. ყველას გკოცნით!
ზაზა. 30. 6. 1984წ.

ერთი თვე ვერ მოითმინა, მშობლები არ შეეწუხებინა. რაღაც საშინელი წე-


რილი მიიღეს ჯარიდან. ზაზას წერილს დაასწრეს. ახლა კი თვითონ იწერებოდა:

საყვარელო მშობლებო!
ყველაფერი კარგად არის. ნუ ნერვიულობთ. ჩხუბების მერე პროკურა-
ტურაში გვათრიეს, გენერალთანაც ვიყავი, მაგრამ უკვე არავინ არაფერს არ
მეუბნება და მეც წყნარად ვარ. ყველაფერი მიაფუჩეჩეს. ამაში ლეიტენანტი
კაჟაევიც დამეხმარა. მაგ წერილსაც არ გამოგიგზავნიდნენ, კაჟაევი აქ რომ
ყოფილიყო. მაგ დროს ეგ „კამანდიროვკაში“ იყო. მამაჩემი ნუ ნერვიულობს.
დედა შენი წერილი რომ მივიღე, სადილზე მივდიოდი, მაგრამ ერთი ნატეხი
პური არ მიჭამია წერილის წაკითხვის შემდეგ.
მამა, „პრისიაგა“ 5 აგვისტოს გვაქვს. ოთხში საღამოს მაინც უნდა ჩამოხ-
ვიდეთ, მაშინ წყდება ყველაფერი. აქ რამდენიმე ადგილი არის, კარგი და
ცუდი. თუ არ ჩამოხვედი, სადმე ტყეში შემტენიან, თუ ჩამოხვალ ალბათ აქ
დამტოვებენ, „უჩილიშჩაში“. ლეიტენანტმა თქვა, მამაშენი უნდა ჩამოვიდეს,
თუ გინდა, რომ აქ დარჩეო. ფული კაპიკი აღარ დამრჩა, ბიჭებსაც გამო-
ელიათ. ლეიტენანტი მეუბნება, ფული გაქვს თუ არაო. მე ვეუბნები, მაქვს-
მეთქი. მეუხერხულება გამორთმევა. რო მწერთ, ფულის გამოყენება შეიძ-
ლება თუ არაო, ფული ყველგან ფულობს. აქ ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენი „კა-
ზარმის“ პირდაპირ არი მაღაზია, რომელშიც არის სურსათი, გალანტერეა,
ტანსაცმელი, რანაირი გინდა, ჯინსებიც კი არი, „სუპერები“. „ვრანგლერი“
– 100 მანეთი. „სალამანდრებიც“ იყო ამ რამდენიმე დღის წინ 60 მანეთად.
„ბუდვარიც“ არი, „პერაშკები“, „სმეტანა“, რძე, მაწონი, „პეჩენია“, „სოკები“.
მოკლედ, ყველაფერია. ოფიცრების სასადილოა, იქ „ვაფშე“ ყველაფერია.
ჩვენს სასადილოში ქართველი ბიჭი მუშაობს, ნოემბერში მიდის უკვე, ის
ყველაფერს გვაძლევს, რამდენიც გვინდა. ასე რომ, აქ კარგია. ტყეში არა-

21
ფერი არ არის. მარტო სასადილოა ჯარისკაცების. მამა, აქ შენთვის მაგარი
„კამბინიზონი“ ვიშოვე თავისი ქუდით ზანგებისგან. ზანგებთან კარგად ვარ.
ისინიც ჩვენაირი ჩხუბისთავები არიან. ეს „კამბინიზონი“ ანგოლებისგან ვი-
შოვე. ისეთია, თბილისში არავის ეცმევა. სანადიროდ ან ცხენზე ჩაიცმევ. არ
დაგავიწყდეთ ხელით მოქსოვილი წინდების წამოღება. ფერს მნიშვნელობა
არა აქვს. ხო, ზანგებს საიდან ვიცნობ, იკითხავთ, ჩვენთან არი „უჩილიშჩაში“
სპეციალური შენობა მაგათთვის. მოკლედ, ეგენიც კურსანტები არიან. არ
ინერვიულოთ. კარგად იყავით და 4 აგვისტოს აუცილებლად ჩამოდით.

ზაზა. 30. 07. 84წ.

„ჩამოდი, ჩამოდი, ფული მჭირდება!“-აი, რატომ ვიყავით გაფანტულები


ხშირად. ზაზას არასდროს ახსოვდა კიდევ ბევრი შვილი რომ ჰყავდათ მის
გარდა მშობლებს, მერე რა, რომ წერილების თავში ყოველთვის გვახსენებდა!

გამარჯობა, მამუკა (ნათესავს სწერდა)!


რავა ხარ, მამუკ, რას შვრები? ჯარში ხომ არ მიდიხარ. არც ისე ძნე-
ლია, შენ რომ გგონია. მე აქ უკვე კარგად ვარ. აქ მამაჩემი იყო ჩამოსული.
მე პროკურატურაში მქონდა საქმე ჩხუბზე. მამაჩემმა ყველაფერი გააკეთა.
აქ პარაშუტით ვხტები. ხომ იცი, „ვაზდუშნი დესანტი“ რა არი! მთელი დღე
ვარჯიში, სირბილი, ათი კილომეტრი, ზურგზე ავტომატი, გაზის საწინაღმ-
დეგო, „ვეშმეშოკი“, შიგნით ექვსი აგური და კიდევ რაღაცები. ყველაფერი 54
კილოგრამია და ყოველ ორ დღეში ერთხელ მეორდება. ღამე შეგიძლია გა-
იპარო ქალაქში. აქვეა პარკი, სადაც სავსეა ქალები და „გულავია“ სასწაული.
მოკლედ, მე მოვრჩი, მომწერე წერილი! გელოდები.
ზაზა

და აი ისევ რაღაც მოხდა...

მამას ზაზასგან!
მამა, ამ წერილს გწერ 29-ში. მე დღეს მივყავარ კაჟაევს „გაუბახტში“, და
იქიდან „კამერა ზაკლუჩენიებში“ გადამიყვანენ, მე მეუბნებიან, მამაშენმაც
მიგატოვაო. დეპეშა რომ გამოგიგზავნე, ძალიან არ შეგეშინდეთ. დედაჩემმა
გახსნას ბაზარი და ეგრევე წამოდი, თორემ მე არაფერს არ მალაპარაკებენ
და არაფერს მეკითხებიან. თავი მტკივა, თავბრუ მეხვევა, „დაჟე“ გული ავი-
რიე, მაგრამ „სიმულიანტი“ ხარო, მეუბნებიან. მამა! თუ უკვე წამოსული არ
ხარ, 3-4-ში მაინც ჩამოდი, თორე მერე გინდ ჩამოდი და გინდ არა. ხომ იცი,
ეს რუსეთია, ამათი დედა ვატირე! საბუთები წამოიღე ჩემი ტვინის შერყევის,
თორე არა სჯერათ. მოკლეთ, გელოდები.
გკოცნით ზაზა თორაძე

22
გამარჯობათ!
დედიკო და მამიკო! დეპეშას დეპეშაზე ვაგზავნი. ეს უკვე მეორე წერი-
ლია. რა ვქნა, ძალიან ცუდად არის საქმე. მახოვმა მითხრა, მამაშენი რომ იყო,
მითხრა ხელს ვიღებ ზაზაზეო, „ვსიო“, მე უფროსი შვილი არა მყავსო. მაშინ
გამაგებინეთ, თუ მართლა ხელი აიღეთ და თქვენზე აღარ ვიფიქრებ. თქვენი
იმედი აღარ მექნება და აღარ ვინერვიულებ, დამშვიდებული წავალ ციხეში.
ოთხი დეპეშა გამოვაგზავნე და არც წერილი, არც დეპეშა არ არის თქვენგან.
მამაჩემმა 10-მდე ჩამოვალო, მაგრამ მომატყუა, უკვე ვნერვიულობ, რამე
ხომ არ მოხდა სახლში-მეთქი. მოკლედ, ღამე არა მძინავს, გათენებისას თუ
ჩამეძინება და „დივალნიც“ „პადიომს“ ყვირის. ყველა მტრულად მიყურებს.
მოკლედ, ყველაფერს ვითმენ და მაინც მიჭერენ, ალბათ, მალე ვეღარ მო-
ვითმენ და მოვკლავ ვინმეს! 17რიცხვში დილას პროკურორთან მივდივარ,
სტატიას დამადებს და ეგრევე ჩამაგდებენ კამერაში. მოკლედ, ყველაფერი
გითხარი. ახლა შენ იცი, მამიკო, რას იზამ! მგონი, თუ მართლა არ აიღე ჩემ-
ზე ხელი, უნდა ჩამოხვიდე ამ წერილის მერე მაინც, თუ არ ჩამოხვედი, ესე
იგი, მახოვს მართალი უთქვამს. თამუნას აკოცეთ მაგრად და უთხარით, რომ
მაგარი საჩუქრები მაქვს და რომ ვულოცავ დაბადების დღეს, აბა ნახვამდის!

გკოცნით ზაზა. 13. 10. 84წ.

რა თქმა უნდა, მამა ვერ შეძლებდა ამ წერილის წაკითხვის შემდეგ წყნარად


ძილს. დედა კი ბრაზობდა, გასდის და რატომ ეცდება, რომ შეიცვალოსო, მაგ-
რამ ძალიან კეთილი მამა ყველაფერს ადვილად პატიობდა ყველას. იმდენად
სჯეროდა ზაზას პირობების, რომ ეჭვები ღრნიდა, ვინმეს ხომ არ უნდა ჩვენი
გაფუჭება და ამ ბავშვით გვისრულებენო. პატარა ვიყავი, და ძალიან მიჭირდა
გაგება ამ ვითარების, მაგრამ ვხვდებოდი ოჯახს რაღაც უჭირდა. ეს საკმარისი
იყო ჩემთვის, რომ მენერვიულა. მახსოვდა მამის მონაყოლი, შემთხვევით გავი-
გე, ვიღაცას უყვებოდა, თუ როგორ დააპატიმრა ვერის სახლში დიდი თანამდე-
ბობის პირები, რომლებმაც მამას დიდი ქრთამით სახლში ამოაკითხეს. რაღაც
უკანონობაზე თვალის დახუჭვას სთხოვდნენ, რაზეც მამა ძალიან გაბრაზდა
და რამდენიმე დღე ჰყავდა ორი თუ სამი კაცი სახლში დაპატიმრებული, სანამ
რუსეთი არ ჩაერია... მამა ხშირად ამბობდა ამ სიტყვებს: მთელი ცხოვრებაა
გვდევნიან, ორმაგად ფრთხილად უნდა იყოთ, შვილებო! ერთხელაც ვკითხე, თუ
რატომ გვდევნიდნენ. დავუშავეთ ვინმეს რამე? მამამ კი ასე ამიხსნა:
– ორი წლის იყავი, ეს ბინა რომ მივიღეთ, ესე იგი, რვა შვილი მყავდით
უკვე, ხუთი ოთახი ძლივს გაიმეტეს ამ ჩათლახებმა.
– ვინ არიან ეს ჩათლახები? – ძალიან დაინტერესებული ვეკითხებოდი მამას.
– ვინ, მამა და, მთავრობა. მე ერს ვამრავლებ, ამათ კიდევ ჰაერის გაყიდ-
ვა რომ შეეძლოთ, მაგასაც გაყიდდნენ, მოკლედ, რომ გადმოვედით, მეზობ-
ლებმა ძალიან კარგად მიგვიღეს, ფულის შეგროვება დაიწყეს, რატომღაც

23
ჩათვალეს, რომ გვიჭირდა. მერე, როცა დაინახეს, კარგად გეცვათ და თან
ეს მეორე მხარეს ხუთი ოთახიც ძალით შემოვიერთეთ, საკმარისი აღმოჩნ-
და, შურით დაბრმავებულიყვნენ. მერე „პადვალი“ რომ დავიმტკიცე, ამაზე
ხომ საერთოდ გაგიჟდნენ, თქვენ მეხუთე სართულზე ცხოვრობთ და რატომ
გეკუთვნითო. გვიჩივლეს. მე ვეუბნებოდი, შვილო, მეზობლებს: გიხაროდეთ,
კარატეს დარბაზს ვაკეთებ, თქვენს შვილებსაც ხომ წაადგებათ-მეთქი. ეჰ,
მამა, ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები, მეტს გაიგებ, სამწუხაროდ!
– საშინელი მეზობლები გვყავს ნახევარზე მეტი, მაგრამ მაინც მიყვარს
ჩვენი ვერა, თუ ოდესმე დავთმობთ, მამ, „ვაფშე“ წავიდეთ ამერიკაში!
– ჰა, ჰა, ჰა. იქ შურიანები არ არიან?
– ფილმებში რასაც ვხედავ, არა!
– და ფილმების გჯერა? – ღიმილით მკითხა მამამ.
– ფანტასტიკის და „უჟასების“ არა!
– აჰა! არ სჯერა, აბა, რატომ მაღვიძებ ღამით ტუალეტში გამომყევიო?
ამ ბავშვს „უჟასები“ აღარ აყურებინოთ, მთელი ღამე არ დამაძინა, – ჩვენს
საუბარს გამოეხმაურა პაატა (მაშინ 8 წლის იყო).
– დამაყვედრე! დამაყვედრე! მე რომ შენს შეყვარებულებთან საჩუქრებს
მაზიდინებ, გაყვედრი? თან ჩემი დაგროვილი ფულებით!
– აი! დამაყვედრე, ჰა, ჰა, ჰა...
– ეს არ არის დაყვედრება, უბრალოდ, გაგახსენე, აუ, მე რომ ბიჭი ვიყო
და შენ – გოგო, ხელის გულზე გატარებდი.
– აჰა, „ჩაგხადა“, შვილო, გოგომ კაცურად? არ გრცხვენია, ეგ უნდა უთხ-
რა დას? ღამე არ დაგაძინა კი არადა, სულ სტარტზე უნდა იდგე შენი დისთ-
ვის, შენ კიდევ, მამა, არა ხარ მშიშარა და რისი გეშინია?!
– თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, შეკრულები ხართ, – გაგვებუტა პაატა.
– აუ, მამ, „უჟასის“ ცოტათი მართლა მეშინია. აი, ფილმის მერე სულ მა-
შინებენ, ხან საწოლის ქვემოდან ამოყოფს ხელს და ხან კედლის უკან საშიშ
„მასკებს“ მაჩვენებენ. მე კი არა, ზაზასაც ეშინია.
– მოდი აქ, პაატა! – დაუძახა მამამ.
– აუუუუ, არ ეჩხუბო რა! ვხუმრობთ!
მამა, ეს გოგოა. არ გეშინია, გული რომ გაუსკდეს? მერე ხომ თავი უნდა
მოიკლა, ორ შვილს მაკარგვინებ?!
– ეეეე, კაი რა, მამ, ახლაა გოგო?! კაცურად რომ იგინება და ფეხბურთს
გვეთამაშება, მაშინ გაახსენდეს, რომ გოგოა, თან ხომ იცი, სანდლებს იცვ-
ვამს ფეხბურთისთვის, – ახლა პაატამ გაუგრძელა მამას.
– სანდლებს რატომ, კეტები სულ დახიე?
– არა, რა დახია, სპეციალურად იცვამს, რომ ხედავს ვეღარ „გვიქაჩავს“,
სულ ფეხებში გვირტყამს, თან რა მწარეა ეს სანდლები, – თითქოს ახლაც
სტკივაო, ისეთი სახე მიიღო პაატამ.
– ჰა, ჰა, ჰა...ყოჩაღ, მამა!

24
– რა ყოჩაღ, შეხედე ლაშას და იმედოს ფეხებს, სულ ჩალურჯებულები ვართ!
– აუფ, როგორ აცოდებს თავს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომ ბურთი ჩა-
ვიგდო, განსჯა-დასჯა მსაჯის საქმეა, რომელიც არ გვყავს, ძმაო და, რა
ვქნათ?! – დამაჯერებელი სითამამით შევეპასუხე ძმას.
დედამ სამზარეულოდან დაიძახა:
– ცუდი დღე მაქვს დღეს, რაღაც არ წამოაძახეთ ბევრი რამ ერთმანეთს,
მეც ბევრი ვერაფერი შევიტყვე თქვენზე, უფრო ხომ არ დაძაბავდით სიტუ-
აციას (დედა ჩვენი ჩხუბის დროს ბევრ რამეს იგებდა ხოლმე)?
– მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ აღარ შეაშინებთ ბავშვს. შიშს იცი, შვილო,
რამდენი ცუდი რამ შეიძლება მოჰყვეს?! – მამა ისევ პაატას მიუბრუნდა.
– ვაჩვევთ, სერგეევიჩ, ვაჩვევთ, როგორც შენ სცემდი ერთხელ კახას და
ლაშას და ეუბნებოდი, გაჩვევთ, რომ აღარ გეტკინოთ, სხვამ თუ დაგარტ-
ყათო, აი, ეგრე ვართ ჩვენც რა...
– აბა, ახლა შენ „კოზლას“ თამაშს თავი დაანებე! ვავარჯიშებდი, კი არ
ვცემდი! მოგზავნილი ხარ, შვილო?
– ეეეე, კარგი რა, მამ, რა! რა შუაშია ეხლა ჩხუბი, ყველაფერი კარგად
არის, ეზოში გაგვიშვი რა!
– მე გიშვებთ, დედა თუ გაგიშვებთ?
– დეე, გვიშვებ ხო? – გავძახე დედას.
– შენ კი, პაატას არა.
– ეეეე, მაშინ მეც არ მივდივარ!
– კარგი გოგოა, უყვარს ძმები ძალიან, – მამამ მომიწონა საქციელი.
– მაინტერესებდა, რას იზამდა, – დედამ გამომცადა.
– წავედით ჩვენ!
– მალე მოდით!
ასე გადიოდა დღეები. ზაზას წერილები ისევ მოდიოდა და მოდიოდა...

ჯიგრებს სალამი!
(წერილებს გთავაზობთ უცვლელად)
გამარჯობათ, დედა, მამა და კახა! როგორ გიკითხოთ? იმედია, ხართ ლო-
მებივით! დედა და მამა! ეს წერილი ადრე გამოგიგზავნეთ. მე გითხარით, რომ
გამოვალ, მაშინ გამოგიგზავნით წერილს-მეთქი, მაგრამ ვერ მოვითმინე. მე
ისევ მედპუნქტში ვწევარ, ალბათ, 10-ში უკვე „როტაში“ ვიქნები. ასე რომ,
შეგიძლიათ დარეკოთ, დარეკვა თუ გინდათ. მამა, ახალი წლისთვის არ დაგა-
ვიწყდეს, სულ რო არ წამიყვანე, ახალ წელისთვის მაინც გამიკეთე. დეპეშის
მოსვლამდე 2 დღით ადრე ფული გამომიგზავნე. მე უკვე სულ ვფიქრობ, 20
რიცხვი მალე დადგეს. დეპეშის მოსვლამდე ფული აუცილებლად უნდა მოვი-
დეს. დარეკეთ, წერილს რომ მიიღებთ. ნახვამდის.

გკოცნით ზაზა თორაძე. 3. 12. 1984წ.

25
ზაზამ ისევ დააშავა რაღაც. ოჯახი სჯიდა დუმილით, ოღონდ ჩუმად უგ-
ვარებდნენ პრობლემებს.

გამარჯობათ, ჯიგრებო!
მე უკვე „როტაში“ ვარ. ყველაფერი რიგზეა. ახალი არაფერი არ არის,
ყველაფერი ძველებურადაა. თქვენ, იმედია, კარგადა ხართ. უკვე მეოთხე
წერილს გიგზავნით. დედა, შენ დამირეკე აუცილებლად! დეპეშა არ დაგავიწ-
ყდეთ! ბავშვები მომენატრა ძალიან, რომ დაღამდება მიხარია, ვფიქრობ, ორ
კვირაში დეპეშას მივიღებ და ყველაფერი რიგზე იქნება. კახა, შენ ჭკვიანად
მოიქეცი, დედას და მამას დაუჯერე. ნეტა მეც დამეჯერებინა, რა მინდოდა
ჯარში, მაგაზე ფიქრი უკვე ზედმეტია. ახლა მომიწევს ბოლომდე მსახური.
აბა, კარგად იყავით! იმედია, მალე გნახავთ.

სუყველას გკოცნით ზაზა თორაძე. 7. 12. 1984წ.

დედა, მამა და კახა!


გამარჯობა! როგორ ხართ? წერილების კორიანტელი გამოვაგზავნე და
თქვენგან პასუხი არ ჩანს. აგერ ერთი ქართველი მოვიდა, ლევანთან ერ-
თად მსახურობს და ამას ვატან წერილს, „კამანდიროვკაში“ გამოაგზავნეს
თბილისში. მე ისევ „კაპტიორკაში“ ვარ. არ დაგავიწყდეთ, ახალ წელს ერ-
თად უნდა ვიყოთ. კომისარიატში მიდი, მამა და მოელაპარაკე, ანდა ექიმის
მხრიდან მოაგვარე, მოგცემენ ცნობას ბეჭდით და წაიღე კომისარიატში,
იქიდან გამოაგზავნიან დეპეშას და მეორე დღესვე მიშვებენ. 10 დღე შვე-
ბულება, კიდევ გზისთვის მომცემენ 4 დღეს და 14 დღე სახლში ვიქნები.
მოკლედ, თქვენ უკეთ იცით, რა როგორ უნდა გააკეთოთ. ველი თქვენს
დეპეშას 20-დან 25-მდე. დედი, შენ დამირეკე აუცილებლად! აბა, კარგად
იყავით! გკოცნით.
ზაზა თორაძე. 10. 12. 1984წ.

დედას, მამას, კახას!


გამარჯობათ!
ამ წერილს ვწერ 17-ში, მე ძალიან ცუდად ვიყავი, მთელი ტანი დამიჩირქ-
და, მედპუნქტში ვითომ მომარჩინეს და გამომწერეს 5 რიცხვში. 13-ში წა-
ვედი ექიმთან. უკვე ძილი შეუძლებელი გახდა. ჩემთან არის მედპუნქტის
უფროსი მაიორი. იმან უკან გამომიშვა, შენ არაფერი გიჭირსო. რამდენიმე
საათის შემდეგ მივედი ისევ, ოღონდ იმ მაიორთან კი არა, ქირურგთან. ჩვენ-
თან ქირურგი სამხედრო არ არის. იმან მნახა და გამგზავნა „გოსპიტალში“.
„გოსპიტალში“ მნახეს და, აქამდე სად იყავიო, ეგრევე დამაწვინეს. ახლა არ
დაიჯერებ, სამ დღეში ტანზე თითქმის აღარაფერი მეტყობა. ექიმმა მითხრა,
ორშაბათამდე მაინც მეყოლებიო. მამა, ესე იგი, ორშაბათს, 24 დეკემბერს,

26
გამოვდივარ „გოსპიტალიდან“. 25-26 დეკემბერს დეპეშა და ფული უნდა მო-
ვიდეს აუცილებლად. ამ წერილს მიიღებ თუ არა, დამირეკეთ აუცილებლად!
თუ მიიღებთ 24-მდე, გოსპიტალში ვიქნები და, თუ მოგვიანებით – ესე იგი,
„უჩილიშჩაში“. აბა, კარგად იყავით!
გკოცნით ზაზა თორაძე . 17. 12. 84წ.

ახალი წელი
ჭერამდე ცოცხალი ნაძვის ხე, ძალიან დიდი და ძალიან ლამაზი. ოჯახის
ყველა წევრი დაფუსფუსებს, სუფრა იშლება, მამა გოზინაყს ჭრის, არავის
არაფერი არ ეზარება. ნაძვის ხის მორთვა კახას და დედას საქმეა. უამრავ
და ნაირ-ნაირ საჭმელს დედა და მამა ერთად ამზადებდნენ, სასწაულად გემ-
რიელს... ოჯახის ტრადიციული ტორტიც გვაქვს – მარწყვის კალათა! ამის
გარეშე დედა ვერ მოისვენებდა, ძალიან უყვარდა ცხობა და საჭმელების კე-
თება, უგემრიელესი ხელი ჰქონდა...
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ყველანი სახლში ვართ ზურას, მაკას, მაიასა
და ნინოს გარდა (ეკა ჯერ დაბადეული არ არის). სადღაც მაწუხებს, მინდა ყვე-
ლა ერთად ვიყოთ, მაგრამ, ფაქტობრივად, არც კი ვიცნობ ამ ადამიანებს, რომ
ძალიან განვიცადო მათი არყოფნა ჩვენთან. მამა, დედა, ზაზა, კახა, ლაშა,
იმედო და პაატა – მათგან რომელიმე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ძალიან ვი-
დარდებდი. მათ გარეშე არ არსებობდა ახალი წელი, ტრადიციულად სახლში
ერთად უნდა გვეზეიმა. ამდენი ხელი და ფეხი რომ ტრიალებს, ილეწება ხან
ჭიქა, ხან თეფში, რასაც ყვირილის ნაცვლად მოჰყვება სიტყვა-„გშჩასწიუ!“
– აბა, მანდარინს ისე თუ მესვრი, რომ დავიჭირო? – მიწვევს კახა.
– რო მოგართვა, არა?
კახა თვალს მიკრავს და მანიშნებს, მესროლეო. მეც ვესროლე. კახას
ნაცვლად ნაძვის ხეს მოვარტყი და დედას საყვარელი ერთ-ერთი სათამაშო
დაიმსხვრა.
– ოპა! დაგვერხა.
– რატომ, ძმაო, ამ შემთხვევაში„გშჩასწიუ ვერ ქაჩავს“?
დედას გაეცინა ამ სიტყვებზე და ყველა აჰყვა.
– რომელიმე სხვას რომ გვექნა, ქამრით წაგვიგდებდა, – აღნიშნა ლაშამ
(12 წლის იყო).
– მაშინვე შეშურდა რა! დახუჭე თვალები და გაიხსენე, მარტო დღეს რამ-
დენი საქმე გაგიკეთე, სახლი დავალაგე, საჭმელების კეთების დროს ჭურ-
ჭელს მე ვრეცხავდი, სუფრა ნახევარზე მეტი მე გავშალე; შეხედე, ყველა
ბუშტი მე გავბერე და დავკიდე, თეთრი მაიკები, როგორც მთხოვე, გაგირეც-
ხე, გაგიშრე და გაგიუთოვე, ახლა მაგარს ვიქეიფეფთ, მერე ყველანი გაიპა-
რებით და ვინ ალაგებს აქაურობას? გაიგე, ძმაო, შენ აქ „ვაფშე“ რა ხდება?
– მხიარულად ავკრიფე მე.

27
– აჰა, შენ მანდარინები და დაამსხვრიე ყველა სათამაშო, ისე შემარცხ-
ვინე, – ლაშაც ღადაობს.
– ძალიან ენამოსწრებულია, ჰა, ჰა, ჰა, – ტკბილად გაეცინა დედას.
– ჰოდა, კიდევ, სანამ ცოლს მოიყვან, მე უნდა მოგიარო. ასე რომ, დამა-
ფასეთ!
– ჰოდა, მამა, ამ პირველი ჭიქით შენ გაგიმარჯოს! მე დაგაფასებ მთელი
ცხოვრება, შენ უნდა დამიტირო და დამმარხო.
– საშინელება რომ არ თქვას, არ შეუძლია ამ კაცს, რა (არ მესიამოვნა ეს
სიტყვები)!
ძალიან კარგი არდადეგები იყო. ერთმანეთით ვტკბებოდით და ვხალი-
სობდით, მამას და ზაზას გაუთავებელ დავას თუ არ ჩავთვლით, რომ შემეძ-
ლოს ამ წუთების კინოფირივით უკან გადახვევა, სამუდამოდ შევაჩერებდი
იმ ლამაზ ახალ წელს!
სახლამდეც მივედით. რამდენ რამეზე მომისწრია ფიქრი, ხან რომ მაღი-
მებდა და ხანაც რომ მომაწყენდა... რა უნდა ყოფილიყო ჩემი ყველაზე დიდი
სურვილი, მამასთვის რომ მეთხოვა?!
– ვიცი, რაც მინდა რომ შემისრულო, – მოვიფიქრე ბედნიერმა.
– მზად ვარ, შვილო!
– აღარასოდეს არ გამიშვა არც ბაღში და არც ბანაკში.
ხელი გამომიწოდა, მეც დავკარი! კახამ ჩაიბუტბუტა: ხელი მოწერილია!
სიხარულისგან მხრები გავიფერთხე და ამაყად ავედი სახლში. ჩემს ცხოვრე-
ბაში ცვლილება მოხდა, აი ზაზა კი ისევ „იქ“ არის!

ისევ ზაზას წერილებს უნდა დავუბრუნედეთ

გამარჯობათ!
(წერილებს გთავაზობთ უცვლელად)
დედა, ამ წერილს შენ გწერ! აგერ, თითქმის ერთი თვეა, რაც შვებულები-
დან დავბრუნდი, დრო სწრაფად გარბის. თითქმის ნახევარი „სლუჟბა“ გავი-
და და ყოველ დღე ერთსა და იგივეს ვფიქრობ, მოვითავებ ამ ჯარს და სად
წავიდე?! სახლში მოვიდე და რა გავაკეთო?! შვებულებაში ვიყავი და იქ ვერ
შეიკავა მამაჩემმა თავი ათი დღე. ხომ იცი, მე და მამაჩემი რომ ვერ შევეწყო-
ბით ერთმანეთს! ჩამოვალ, ისევ დაიწყება ჩხუბი და დებოში... მე შვებულე-
ბაში აღარ ჩამოვალ, ჯარია და ჯარი იყოს, ყველა სახლზე ლაპარაკობს და
ფიქრობს. მეც ეგრე ვიყავი, სანამ შვებულებით ჩამოვიდოდი. ასე რომ, შენ
არ გეწყინოს, თუ წერილი არ მოვიწერე. მეტი რა დავწერო, რაც მაწუხებს,
ყველაფერი დავწერე. ბავშვები დამიკოცნე, ხომ იცით, როგორ მიყვარხართ
სუყველა, მაგრამ მე და მამაჩემი ერთად ვერ ვიცხოვრებთ. ალბათ, არ ვუყ-
ვარვარ, ჩემი არაფერი არ მოსწონს. რაღაცები რომ ჩამოვიტანე ჩამადნით,
ხომ გახსოვს... აქ არც ეგრე ადვილია მაგის შოვნა, ერთი არ მითხრა, ყოჩაღ,

28
შვილოო. პირიქით, ეჰ, რად გინდოდა, რომ ჩამოიტანეო. მე კიდე, 3 ათას კი-
ლომეტრზე ვათრიე. ეხ, ეგ არაფერია. მთავარია, თქვენ იყოთ კარგად. მე
არაფერი მიჭირს.
ზაზა თორაძე. 10. 02. 85წ.

დედამ კითხვა დაასრულა.


– რა არ მესმის, იცით? მე და ჩემს ძმებს ზაზას გამო თვეები სახლში ვერ
გვაცხოვრებდით, თუმცა ამდენს ჩვენ არ ვწუწუნებდით. უფრო მეტიც, მე
პირადად გულში იმხელა დარდს ვინახავდი, ვცდილობდი გამეგო ოჯახური
პრობლემები, რადგან ამით იმართლებდით თავს და ზაზას საერთოდ არავინ
არ აინტერესებს. „ჩამადანი“, „ჩამადანი“ (ასე ვეძახდი ჩემოდანს) დაგვაყვედ-
რა. ისიც თქვენი ფულით ნაყიდი! ერთს გეტყვით რა! მე თუ კიდევ სადმე
გამამწემსებთ, თავს მოვიკლავ! ან ისე გავქრები, ვეღარასოდეს მიპოვით! მე
გაგაფრთხილეთ! – ვთქვი გაბრაზებულმა.
– არა მამა, სად უნდა გაგიშვა?!.. ნეტა მე ვარ რამეში დამნაშავე, ჰა,
გიორგევნა?
– აუუუ, კაი რა, მამ, რა, ყველაზე მეტს ეგ აშავებს და მაგის გამო სხვა
დანარჩენი შვილები გავიწყდებათ! ზაზა მიყვარს, ჩემი ძმაა, მაგრამ მაგას
თავის თავზე მეტად არავინ უყვარს.
– და, მამა, შენ ჩვენ გიყვარვართ შენს თავზე მეტად?
– რა თქმა უნდა! აუ, მამ, მეშინია, სულ ზაზაზე რომ ხართ გადაყოლილე-
ბი. რაღაცნარი ძალა აქვს ამ ბიჭს, აშავებს, აშავებს და მერე აქეთ დაგაფიქ-
რებს, მე ხომ არ დავაშავეო; აი, როგორც წეღან შენ, მამ! – ვთქვი ძალიან
ნაღვლიანად.
– გიორგევნა, ეს ბავშვი ექვსი წლის არის, მართლა? თუ აგვერია ამდენ
შვილში თარიღები? – ხუმრობს მამა.
– ეჰ, სერგეევიჩ, ერთიმეორეზე ჭკვიანები არიან ჩვენი შვილები, მაგრამ
ზოგი ცუდი საქმისთვის იყენებს ჭკუას, ზოგი – კარგისთვის.
– არ ვიცი, მაგ ბიჭს რა ეშველება, იმდენი სისულელე ილაპარაკა, როგორ
არ უნდა მეჩხუბა?!
– მშობლები ვართ ზაურ! ეს ადვილი არ არის!..
ზაზას წერა არასოდეს შეუწყვეტია. დაპირებული მუქარა ქარს გაატანა...

გამარჯობათ!
(წერილებს გთავაზობთ უცვლელად)
მივიღე თქვენი წერილი. გავიგე, რომ ჩემი გამოგზავნილი წერილიდან ვე-
რაფერი გაიგეთ. აქ ყველანი ჩათლახები არიან! რუსი რუსია. ამათ ყველაფე-
რი რომ გაუკეთო და ერთი ვერ გაუკეთო, დანარჩენსაც წყალში ჩაგიყრიან.
მამა, „კამბატს“ არ გამოუგზავნო ცილინდრები, თორე მაგრად მეწყინება.

29
ჩემზე ნუ ნერვიულობთ, მე არსად დავიკარგები! ეხლა უკვე ჭკუა მაქვს
და არაფერს არ დავაშავებ ისეთს, რომ დამიჭირონ. „კაპტიორკიდან“ წამო-
ვედი, სულ მამადლიდნენ, „კაპტიორკაში“ არაფერს აკეთებ და გინახავთო.
ჩვენთან დაიწყეს მანქანების დახურული სადგომის მშენებლობა, ექვსი კაცი
ვართ ბრიგადაში. „პრარაბი“ პოდპოლკოვნიკი გვყავს. გენერალი მოდის ყო-
ველდღე. სექტემბერში უნდა ჩავაბაროთ ობიექტი. მე კმაყოფილი ვარ. ჩემი
უფროსი პოდპოლკოვნიკი ჯიგარი კაცია. ამ დამპლებისგან შორს ვარ, დი-
ლას მივდივართ და ღამე მოვდივართ. პარტიას მაინც გავაკეთებ, მაგაზე ნუ
ინერვიულებთ. მერე ჩამოდი, მამა, ივლისში ან აგვისტოში, როცა გეცლე-
ბა. მამა, აქ „პასილკის“ გამოგზავნას ჯობია ფული გამოაგზავნო. „პასილ-
კა“ 1საათში არ იქნება და ფულით კიდე, აქაც ვიყიდი ყველაფერს. ყველა
ჩაკოცნეთ. ყველას მოკითხვა. გილოცავთ 9 მაისს! იყავით ჯანმრთელად და
ბედნიერად!
გკოცნით ზაზა თორაძე. 1. 05. 85წ.

გამარჯობა პაპას!
პაპას სიცოცხლე! როგორ ხარ? წერილებს რომ არ მწერ, ვიცი, წერილე-
ბის წერა არ გიყვარს, მაგრამ ორი სტრიქონი მაინც დაწერე, რომ ცოცხალი
ხარ და კარგად ხარ. ჩემთვის ეგეც საკმარისია. ჩემი საქმე კარგადა არის.
„ბოქსის“ მშენებლობა დაიწყეს ჩვენთან მანქანებისთვის და მეც ბრიგადაში
ჩამწერეს, აგურებს ვაწყობ, ხელობას ვსწავლობ, ისეთი კედლები ამომყავს,
რომ მტერს შეშურდება. პაპა, შენთან ერთი თხოვნა მაქვს: აქ მაღაზიაში
მოიტანეს სპორტულები და ბოტასები, ორივე ერთად ღირს 76 მანეთი. მა-
ღაზიის გამყიდველს ვთხოვე ერთი ცალი შემინახოს. აქ მე დილა-საღამოს
დავრბივარ, ვვარჯიშობ და ძალიან მჭირდება. სახლში არ მივწერე ფული გა-
მომიგზავნეთ-მეთქი, იმიტომ, რომ არა ვარ დარწმუნებული, რომ გამომიგ-
ზავნიან. პაპა! სასწრაფოდ გამომიგზავნე 76 მანეთი! გამყიდველს ვუთხა-
რი, 10 დღე მოიცდის. ფოსტაში შეიძლება შეუკვეთო სასწრაფო, რამდენიმე
დღეში ჩამოდის. ვიცი, რომ არ დამაღალატებ. წერილიც მოიწერე აუცილებ-
ლად. აბა, კარგად იყავი, პაპა!
გკოცნი შენი შვილიშვილი ზაზა. 25. 05. 85წ.

გამარჯობათ!
არაფერი არ მაქვს დასაწერი, დედა, დამიკოცნე ყველა. კახა, შენ ჭკვი-
ანად მოიქეცი! დაუჯერე, რასაც გეტყვიან. მამა, შენ თუ ჩემზე ნაწყენი ხარ,
მაპატიე!
გკოცნით ზაზა თორაძე. 25. 05. 85 წ.

გამარჯობათ, მშობლებო და და-ძმებო!


დედა! პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ გოგოს შეძენა. როგორ ხართ?

30
ხომ ხართ ჯანმრთელად. სურათები გამომიგზავნეთ თქვენი და ბავშვების.
ფული მივიღე, ვალი მივეცი, ისე, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩემი საქმე რა
გითხრათ, ყველაფერი რიგზეა. რასოლოვი მედვედევის ადგილზე გადადის.
ჩერნეაევის ადგილზე კაი კაცია. ისე რომ, რასოლოვის ადგილზე თუ მოვიდა
ნორმალური კაცი, ყველაფერი რიგზე იქნება. მე რაღა დამრჩა, შვიდი თვე
და სახლში წამოვალ. დედა! მე გადავწყვიტე აქ დარჩენა, სამედიცინო ინსტი-
ტუნტში. ერთი წელი აქ ვისწავლი და მერე თბილისში გადმოვიტან საბუთებს.
ამბობენ, ქართველები 10 000-ად ეწყობიანო. დარეკეთ ხოლმე ხანდახან.

ყველას გკოცნით ზაზა. 21. 05. 85წ.

პაპას სიცოცხლე!
პაპა, გამარჯობა! მივიღე შენი წერილი, მეწყინა შენი ჯანმრთელობის ამ-
ბავი. ფულს რომ ვერ მიგზავნი, არაფერია, მთავარია, შენ იყო კარგად. ჩემი
ამბავი მიდის ნელ-ნელა. უკვე წელიწადზე ნაკლები დამრჩა მსახური. ისე
რომ, მალე ჩამოვალ და ყველაფერი მოგვარდება. გისურვებ ჯანმრთელობას
და დიდხანს სიცოცხლეს!
გკოცნი შენი შვილიშვილი ზაზა

აუტანელი და მოსაწყენი წერილები აღარ ილეოდა. ვერასდროს ვერავინ


იგებდა, რომელ სტრიქონში იყო სიმართძლე. სულ რაღაცას აშავებდა ზაზა,
ოჯახი კი გარბოდა რუსეთში. ასეთ დროს აღმოვჩნდებოდით ბანაკში ან ბაღ-
ში, მაგრამ ბოლოს მამამ კაცური პირობა მომცა და შეასრულა კიდეც. რაც
გინდა მოისურვე, ყველაფერს შეგისრულებო, ოღონდ ეს ამბავი გვაპატიეო.
მე მხოლოდ ერთადერთი სურვილი გამაჩნდა, სახლში მეცხოვრა ჩემებთან
ერთად. ამის შემდეგ, თუ სადმე მიწევდა გამგზავრება, ეს იყო მხოლოდ ქუ-
თაისი. ისიც, სოფიკოსთან ან მაქსიმესთან ჩავდიოდი, რაც მახარებდა...
ერთ დღეს ზაზა ჯარიდან დაიკარგა. ჩაერია რუსეთი, გადაქექეს ყველა-
ფერი, მაგრამ ვერ იპოვეს. დაახლოებით ერთ კვირაში სახლში გვეწვია. ჩვენ
ცოცხალ-მკვდრები დავხვდით. მამამ ლამის მოკლა ამ საქციელისთვის, ზაზა
კი საშინელებებს გვიყვებოდა, ოღონდ, დღემდე არავინ იცის, სიმართლე იყო
თუ არა. ვიღაცებმა მომიტაცეს და სადღაც ვყავდი დამწყვდეული, სულ ხე-
ლებით დავამსხვრიე კედელი, რომ რამე მძიმე ჩამეგდო ხელში. წყალი შე-
მოჰქონდათ მარტო და ზუსტად ამ დროს თავში ქვა ჩავარტყი და გამოვი-
ქეცი, თქვენ კიდევ უარეს დღეში მაგდებთო. ოღონდ მიზეზს ვერ ამბობდა,
არაფერს მეუბნებოდნენო, რაც დაუჯერებელს ხდიდა მის მონათხრობს.

31
ძალიან მიყვარდა მამასთან ძილი, თავს დაცულად ვგრძნობდი. ხშირად
გვერდით მეძინებოდა და დედას სხვა ოთახში უხდებოდა დაწოლა, ან, უკე-
თეს შემთხვევაში, მათ შუაში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. გამღვიძებია ღამე
და, რომ დავრწმუნებულვარ, მამასთან ვწევარ და გადაწვენის საფრთხე არ
მემუქრება, გაღიმებულს ისევ ტკბილად გამიგრძელებია ძილი. ერთხელ
დედის მკლავებში გამომაღვიძა ცუდმა სიზმარმა, ისე მეწყინა, მე თვითონ
შემრცხვა.
– რა იყო, დედა, ასე ძალიან არ გიყვარვარ?
– რას ამბობ, დე! უბრალოდ, ცუდი სიზმარი ვნახე და შემეშინდა, ხომ იცი,
რომ მამა შენზე ძლიერია.
– ჰმ, ისეთი ძლიერი ვარ, რომ შენ დაგიცვა. მამიკო წინა ოთახშია, ნუ-
რაფრის გეშინია, დაიძინე, დედა, მე შენ ძალიან მიყვარხარ, – უსაზღვრო
დედობრივი სიყვარული იყო ამ ხმაში.
– მეც, დე! – ჩავეხუტე და გავაგრძელე ძილი...
ისევ გამეღვიძა. ოთახში ბნელოდა. გვერდით არავინ მეწვა. მამას და დე-
დას საძინებლის წინა ოთახია, რომელსაც „ზალას“ ეძახდნენ, სადაც სავარძ-
ლები და ტელევიზორი იდგა, ასევე – სასადილო მაგიდა...
შუქი ენთო. ოთახის კარის ნაცვლად სქელი ფარდა ეკიდა, დაბლა ჩავიჩო-
ჩე, ფარდის ბოლოში ვცდილობდი გამეჭვრიტა, რომ დამენახა, რა ხდებოდა
ამ შუაღამისას და რას ვხედავ: ჩექმებიანი კაცები ავტომატებით... ძალიან
შემეშინდა, ვერც ხმას ვიღებ, ვერც ვინძრევი, ფეხებში ძალას ვერ ვგრძნობ,
უნდა გავიდე! უნდა გავიდე! – ვფიქრობ და ძალას ვიკრებ...
ზაზა ტახტზე იდგა ჩემს სიგრძე ხანჯლით და ყვიროდა: თავს დავიბრი-
დავ! არ მომეკაროთ!
ეს ჩექმებიანი კაცები ჯარის ხალხი იყო, ზაზას წასაყვანად ჩამოსული
რუსები.
– გამოდი! არ მიეკარო! – დამიყვირა დედამ.
მე ზაზასთან მივდიოდი, უნდა ჩავხუტებოდი, ძალიან შემეცოდა, კახაც
იქვე იდგა...
– დაწყნარდი, ბიჭო, რა გჭირს! წესია ეგეთი, იმიტო ჩამოვიდნენ, რომ გა-
იგონ, სად ხარ და რა გჭირს, საბუთებს მოაწერ ხელს და წავლენ, არავინ
ატანს შენ თავს, – ეუბნებოდა კახა.
– მართლა? – დედას ვკითხე ჩუმად.
– შედი, თამუნა, ოთახში!
მძულდა ეს სიტყვა, მაგრამ არ ვეპასუხებოდი. ვიცოდი დავავიწყდებოდი,
ვის ეცალა ჩემთვის?! კარგად ვიცნობდი დედას გაბრაზებას, როდის გულისხ-
მობდა მართლა შედის და როდის ამბობდა სასხვათაშორისოდ იმავე სიტყვას.
მამა იღიმებოდა, იცინოდა, ანეიტრალებდა სიტუაციას...
ამხელა კაცი ხარ, როგორ არ გრცხვენია, მთელი კორპუსის და რუსეთის
მასხარა გახდი, ან რას მიდიოდი იმ ჯარში, ან რას მოდიოდი?! გესწავლა და

32
გემუშავა, ვერანაირი პირობა ვერ შეასრულე, კაცი კი არა, მაიმუნი ხარ! –
ეუბნებოდა მამა.
ისეთი საწყალი სახით ვუყურებდი კედელზე ატუზული ამ ყველაფერს,
რომ ზაზასაც თვალში მოვხვდი.
– მოდი ჩემთან, ჩემი მაცაცუნები!
არც დავფიქრებულვარ, ისე გამიხარდა, იმ წამსვე გადავდგი ნაბიჯი წინ...
– არ მიხვიდე! – ყველამ ერთად დაიყვირა, მეც შემეშინდა და გავშეშდი
წამით, მერე ძალიან გავბრაზდი...
– რატომ?
– იმიტომ, რომ ახლა ეგ გიჟია!
– ხო, გიჟია! ეს ჩექმებიანი კაცები აქ რომ არიან წასაყვანად მოსულები,
ამიტომ გაგიჟდა! სად მიჰყავთ ჩემი ძმა? ვინ არიან ესენი?
– შენი საქმე არ არის! – მეუხეშა კახა.
– არც შენი საქმე არაა, მე ჩემს ძმასთან მივალ თუ არა!
– მივიდეს, შეეშვი ბავშვს...
რა თქმა უნდა, მამამ დამრთო ნება, თუმცა არც ველოდებოდი ნებართ-
ვას, ისედაც მივდიოდი. მამამ იცოდა, სად დაესხა ნავთი და სად – წყალი.
ჩავეხუტე ზაზას.
– არ გინდა, რომ წავიდე, ხო? – მკითხა ზაზამ.
– არა! ძალიან არ მინდა, მაგრამ მაინც არ წავლენ ესენი უშენოდ მგონი, ხო?
– ხო, არ წავლენ, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო, გახსოვ-
დეს! – ყურში ჩამჩურჩულა.
და უცებ, კახა, ჩემთვის უნამუსოდ, მიახტა ზაზას. ალბათ, იმის შეეშინდა,
რამის გაკეთებას ხომ არ მთხოვდა, რასაც შევასრულებდი, ან, უბრალოდ, დრო
იხელთა და განაიარაღა, ხანჯალი გამოგლიჯა. მამაც ეცა და ზაზა თოკით გაკო-
ჭეს. რუსები იდგნენ ცივი სახეებით, გაუნძრევლად. როგორც ჩანს, მამას ჰქონ-
და ნათქვამი, რომ თვითონ მიხედავდა ზაზას და, რა თქმა უნდა, სერგეევიჩს
პატივს სცემდნენ ყველანი, „ჩათლახების“ გარდა („ჩათლახებს“ ეშინოდათ).
დედამ გამომაგდო, ვეღარაფერი მოვახერხე, მხოლოდ ვყვიროდი: მე-
ზიზღებით! დამპლები ხართ! დედამ დამამშვიდა: დაიჭერენ, შვილო, უარესი
მოხდებოდა, აღარ დარჩა ბევრი, მალე მოიხდის ჯარს და სულ აქ გეყოლება,
ბავშვივით ახირება იცის, როგორც სკოლაში ან საბავშვო ბაღში...
ბაღის ხსენებაზე ცეცხლი მომეკიდა გულზე.
– ბაღი, ხო! სადაც მშობლებს შვილები ავიწყდებათ!
გავიქეცი კარისკენ, ყველაზე მეტად მაშინ მომინდა რუსული ენა მცოდ-
ნოდა, მაგრამ ქართულად არ დავაკელი გინება...
– გპირდები, ხმას არ გავცემ ამ უნამუსო კახას! სანამ შენ არ მეტყვი, ზაზ
(„დავმასტე“)!
ასე წაიყვანეს ჩემი ძმა და დამტოვეს გულნატკენი. ის ღამე ჩემთვის ჯო-
ჯოხეთი იყო. კახას დანახვა არ მინდოდა და ეს ბოღმა დიდხანს გამყვა...

33
დედა საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორი იყო, როგორც ზემოთ აღვნიშ-
ნე, რომელიც მამამ საკუთარი ხელით ააშენა და ძლივს დაიმტკიცა. როგორც
ამბობდა, „ჩათლახებს“ ყველაფერი ენანებოდათ და მუდამ რაღაც ცუდს უწ-
ყობდნენ. კახა, მართლაც, სულ გვერდით ედგა ოჯახს, სამსახურში მიჰყავდა
და მოჰყავდა დედა. ბაზრის მართვა არ იყო ადვილი, მამა თავის სამსახურში
დადიოდა და არ ეცალა...
კახა კი, მართლაც, კარგი შვილი იყო, ხშირ შემთხვევაში...
შვიდი წლის შევედი ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53-ე სკოლაში, რო-
მელშიც კახა, ლაშა, იმედო და პაატა დადიოდნენ. სკოლა მიყვარდა, რადგან
სახლში დავბრუნდებოდი ისევ, მაგრამ არ მიყვარდა სკოლის ფორმა, თითქ-
მის სულ შარვლით დავდიოდი, რის გამოც პრობლემები მექმნებოდა. თავს
ვიმართლებდი იმით, რომ სკოლის ფორმა არ მქონდა და არც შავი ქვედაბო-
ლო და რომ ძმების დაპატარავებულ შარვლებს ვიცვამდი, მიგზავნიდნენ და
მიგზავნიდნენ საშინელ ფორმებს სახლში სკოლიდან, მე ვიმიზეზებდი, რომ
დიდი მქონდა და გადასაკეთებლად წაიღეს...სანამ სკოლაში დაბარებული
მშობელი მოიცლიდა და მოვიდოდა, გადიოდა თვეები. მითუმეტეს, იცოდნენ
მშობლებმა დაბარების მიზეზი. ხშირად მაცდენინებდნენ სკოლას, რაც მე
არ მომწონდა, მინდოდა მშობლებივით განათლებული ვყოფილიყავი, გავმხ-
დარიყავი ძლიერი იურისტი ან ჟურნალისტი...
ზაზას ცხოვრება არ ლაგდებოდა, რაც ოჯახის ყველა წევრზე ცუდად
მოქმედებდა. ჩვენ მიმართ მშობლების ყურადღება ქრებოდა. დედას და მა-
მას სჯეროდათ ჩვენი, ამბობდნენ, ერთმანეთი გაზარდესო და ასეც იყო...
ზაზა ჯარიდან გამორბოდა, ოღონდ ოჯახში ვეღარ მოდიოდა, იცოდა, უკან
გააბრუნებდნენ...
გიგლა პაპა ამოიჩემა რატომღაც. ნავთლუღის სახლი, სადაც დედა და-
იბადა და გაიზარდა, სადაც იმ დროს მარტო გიგლაღა ცხოვრობდა, ზაზამ
სამჯერ გაუყიდა, სამ სხვადასხვა ადამიანს მიჰყიდა, რაც მერე გიგლას და
მშობლების სადავო თემა გახდა. გამწარებული ადამიანები თავისას ითხოვ-
დნენ, სახლი ერთი იყო, მყიდველი – სამი, სახლის მეპატრონე კი ერთი და
ისიც – არა ზაზა.
ეგ ამბავიც ჩააწყნარეს...
ზაზამ ეს არ აკმარა გიგლა პაპას და ისევ მიაკითხა ფულზე. გიგლამ
ძლივს უთხრა საყვარელ შვილიშვილს უარი. საყვარელმა შვილიშვილმა კი
არ დაინდო გიგლა პაპა და ფეხის თითები დაუხვრიტა გადაჭრილი თოფით
(„აბრეზით“). ასეთი სასტიკი ხდებოდა, როცა ფული სჭირდებოდა. არ იღებ-
და არანაირ ნარკოტიკს, ყველაფრის მიზეზი მხოლოდ აზარტული თამაშები
და სუსტი ნებისყოფის ბრალი იყო. არ გეგონოთ, ოჯახის წევრების გაწირ-
ვით კმაყოფილდებოდა. არა, ჯერ სხვებით იწყებდა და თუ „სხვის“ დრო აღარ
იყო და საფრთხე ემუქრებოდა წაგებული თავანის ჩაბარებას, ამ შემთხვევა-

34
ში ახლობლებს ესხმოდა თავს. გიგლას დახვრეტილი ფეხის თითების გარდა,
დაზარალდნენ გიგლას სახლის მყიდველები, და უამრავი ადამიანი, რომლე-
ბიც ზაზამ ერთ დღე-ღამეში დანიშნა საკოლმეურნეო ბაზარში სხვადასხვა
თანამდებობაზე ფულის სანაცვლოდ. 5000 მანეთი, 3000 მანეთი, 2000 მანე-
თი... – მთლიანი თანხა 75000 მანეთს შეადგენდა, რაც მოგვიანებით შეიტყ-
ვეს მშობლებმა და ოჯახი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. რო-
გორც მახსოვს, ზაზა მომხდარს უარყოფდა, მაგრამ მშობლების მონაყოლს
თუ გავიხსენებ, მამას ესეც მოწყობილი ეგონა და დედაჩემს არწმუნებდა:
გიორგევნა, ვიღაც აკეთებინებს ამ საშინელებებს, რომ გაგვაფუჭონ! თვი-
თონ ამდენს ვერ გაბედავდა. ზაზას ფულიც უყვარს და თან სულ სჭირდება...
ძალიან ადვილია ამ შემთხვევაში მისი მართვა, ან სხვამ მოიპარა დირექტო-
რის სეიფიდან ბეჭედი, იცოდნენ, არ მიხვიდოდი მაგ დღეს ბაზარში, დაჯდა
კაბინეტში შენ ნაცვლად და გაყიდა ადგილებიო.
დედა მივიდა ბაზარში და რას ხედავს? სამსახურიდან დათხოვილი თა-
ნამშრომლები სხვადასხვა თანამდებობაზე ბედნიერად მუშაობენ... რა თქმა
უნდა, თვითონ კაპიკი არ ჰქონია აღებული რომელიმე მათგანისგან, რატომ
არ გაბრაზდებოდა და რატომ არ გაყრიდა სულყველას ბაზრიდან?! ასეც
მოიქცა, რასაც მოჰყვა ჩივილი და გამოძიება. გიორგევნა ძველებურად ამუ-
შავებდა ბაზარს, თუმცა მართლა თუ ვითომ დაზარალებულები ხელკეტე-
ბით იდგნენ ბაზრის ჭიშკრის წინ და საშინლად ყაყანებდნენ. მეც შევესწარი
ერთ ფაქტს... დედა საკმაოდ ძლიერი ქალი იყო, ბევრს უძლებდა, რაც მე
ვიცი და მახსოვს... რამდენი რამ იქნება, რაც მე არ ვიცი, რა უნდა ემოქმედა
ან ეფიქრა მომხდარზე? დარწმუნებით ეთქვა, რომ ზაზას მაქინაციებია, თუ
ის ემტკიცებინა, ვიღაცამ გადაუხადა თანხა ჩემზე ნაწყენ ბაზრის ყოფილ
მუშაკებს და შანტაჟს მიწყობენო? ჩემი გადმოსახედიდან, არ უნდა ყოფი-
ლიყვნენ ის მუშაკები პატიოსანი ხალხი... თუ მართალს ამბობდნენ, ადგილ-
ში თანხა გადავიხადეთო, მაშინ რატომ დააბრალეს გიორგევნას და სერგე-
ევიჩს, თითქოსდა მოლაპარაკებების დროს ზაურ თორაძეც იმყოფებოდა და
სარგებლობდა თავისი თანამდებობითო და, თუკი ეს ხალხი მართალს ამბობ-
და, რატომღა ჰქონდა ოჯახს ზაზაზე ეჭვი? თუ მართლა ზაზას მაქინაცი-
ები იყო, რატომ მისცეს ვითომდა დაზარალებულებმა მათთვის უცხო პირს
თანხა და რატომ დირექტორი არ მოითხოვეს?!.. თითქმის დარწმუნებით შე-
მიძლია თავს უფლება მივცე და ვთქვა, რომ მათ დრო იხელთეს სათავისოდ,
რომელიც ბუმერანგივით მათვე დაუბრუნდათ უკან!
ჩემი მშობლების პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება და მაქვს ამის საფუძ-
ველი. ამბობენ, ასჯერ გაგებულს ერთხელ ნანახი სჯობიაო. მეც ასე ვცხოვ-
რობ... ღვთის შიშით ვცდილობ არავის ცხოვრება არ განვსაჯო, მაგრამ ვალ-
დებული ვარ სიმართლე დავწერო ან საერთოდ გავჩუმდე. ბევრი უსამართ-
ლობა დამიგროვეს გულში, იმდენი, რომ ბოლო ხმაზე მინდოდა მეყვირა და
გამეთავისუფლებინა საკუთარი თავი წარსულისგან, მაგრამ არც ამან მიშ-

35
ველა და, აი, გადავწყვიტე წიგნით დავცალო წარსული, რომელშიც მხოლოდ
სიმართლეა!
– სახლში უნდა დავაბრუნოთ! მთლად დაიღუპება ბავშვი, ვიღაც გააგო-
რებს, დაპატიმრებას აღარ დავეძებ! რა ვიმოქმედოთ გიორგევნა? – შეწუხე-
ბული სერგეევიჩი ეუბნებოდა დედას.
– ვეღარაფერს ვერ ვფიქრობ, სერგეევიჩ!
– თეთრი ბილეთი ავუღოთ და ვაღიაროთ გიჟად, აბა, რა გავაკეთოთ?!
გიორგევნა, დავიღუპეთ ჩვენც და სხვებიც! თქვი რამე, ხმა ამოიღე, ჩვენ თუ
არა, სხვა არასოდეს აპატიებს და უფრო გაბოროტდება, რაც უფრო ცუდებს
ჩაადენინებს, ხომ ხედავ ჯარმა რა უქნა?! ვაა, რა ვქნა?!
– დავიღალე ზაურ, მე არ ვაპატიებ და შენ, რაც გინდა, ის გააკეთე! მაგის
გამო დანარჩენი შვილებისთვის ვეღარ მიგვიხედავს, ბავშვებს რა მაგალითს
აძლევს, გაუშვი მოკლან, ჩვენც დავისვენებთ, სხვებიც და თვითონაც, ხომ
ხედავ, არ არის ამ ბიჭის საშველი!.. გაიზრდება!.. გაიზრდება!.. რით ვეღარ
გაიზარდა?! ხომ ვიცი, ადვილი არ არის, ღმერთი ყველას მიგვატოვებდა,
ასეთი ადვილი რომ იყოს ცოდვილი შვილის მიტოვება, მაგრამ სამაგალი-
თოდ თუ არ დავსაჯეთ, დანარჩენებიც იფიქრებენ, ყველაფერს გვაპატიებე-
ნო და რა გამოდის, ვიაროთ ამათ ჭკუაზე?! შენ თუ აპირებ, დანარჩენებსაც
ასე სდიო, მე თავს მოვიკლავ ბარემ, გამაფრთხილე!
– ეჰ! როგორ მეცოდებით სულყველა, ზაზა ძალიან დაკარგული ბიჭია,
თავის თავს ვეღარ პოულობს...
– ხო, შენ სულ ეგრე იცი, მოუძებნი მიზეზს, რომ აპატიო, ამიტომაც არის
ასეთი! იცის, მაინც დაეხმარები, მიიღებ! როდის ჰქონდა თავი ნაპოვნი, რომ
დაეკარგა?! უვარგისი ეგ! არც შინაური იცის, არც გარეული. ყველა ერთია
მაგისთვის! – ძალიან ბრაზობდა დედა.
– კარგი, ხო, ახლა, თუ მართლა ზაზამ გაგვწირა ასე, შენ გგონია მარტომ
შეძლო? კახა არ ეხმარებოდა? თუკი გაირკვა, დირექტორის ბეჭედი გამო-
იყენა ზაზამ, ესე იგი, შენი გაზრდილი კახა დაეხმარა გასაღების მოპოვება-
ში! ზაზა თუ მე გავათამამე, კახას შენ მიეცი ბევრის უფლება და გვავიწყ-
დება, რომ კახა ისევ პატარა ბიჭია. რა ჭკვიანიც არ უნდა იყოს, ყურადღება
არ უნდა მოვადუნოთ.
ჰა, დაეტაკა კახას, რადგან მე აღვზარდე. ეგრე იცი შენ! და საერთოდ,
დამანებეთ თავი ამ თორაძეებმა! მომინელეთ თქვენ მე!
ეს დიალოგი როცა მიდიოდა, ერთ ოთახში ვისხედით მე, მამა და დედა.
გულისყურით ვუსმენდი და განვიცდიდი, ყოველთვის მინდოდა ძალიან ახ-
ლოს ვყოფილიყავი ჩემს ოჯახთან, მცოდნოდა ყველაზე ყველაფერი, საკუ-
თარ თავში გამერკვია, ვინ ვინ იყო და თავს ვალდებულადაც ვთვლიდი, ისე
წარმემართა ჩემი ცხოვრება, როგორც საუკეთესო შვილს შეეფერებოდა.
მათ მიმართ მხოლოდ სიყვარული მამოძრავებდა. ჩემთვის ოჯახის სიყვარუ-
ლი ყოველთვის ყველაფერზე წინ იდგა და იდგება! მათზე მეტად მე არავის

36
ვყვარებივარ, მეც სიყვარულით ვპასუხობდი. სიყვარული კი მხოლოდ სიტყ-
ვებით არ გამოიხატება. სიყვარული ადამიანისა და სამყაროს მამოძრავებე-
ლი ძალაა, თუმცა ამის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის, ამიტომაც ვიქეცით
დედამიწის ლტოლვილებად ადამიანები!
თან დედა ქსოვის ახალ „უზორს“ (სახეს) მასწავლიდა, რაც ძალიან მომ-
წონდა, რაც დედასთან მაახლოებდა...
დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ძალიან! ისე ძალიან, რომ
ვერასოდეს წარმომედგინა სხვანაირად ნამდვილი ცოლ-ქმარი.
რამდენიმე ხნის შემდეგ მამას საუბარს მოვკარი ყური: ედუარდ შევარ-
დნაძეს კაბინეტში მაგიდაზე დაუდეს ზაურ და იზოლდა თორაძეების ყალ-
თაბანდობის საქმე. არ მახსოვს, რა თანამდებობა ჰქონდა შევარდნაძეს იმ
დროს. ედუარდ შევარდნაძეს კი თავი გვერდით გაუტრიალებია და უთქვამს,
ზაურ თორაძისნაირი პატიოსანი ქართველი არ მეგულებაო. სანამ შემოვტ-
რიალდები, ეს საქმე გამქრალი იყოსო.
ზაზა ერთ დღეს ჩვენთვის უცნობ ბიჭებთან ერთად გვესტუმრა. მშობლე-
ბი სამსახურში ეგულებოდა, მამამ შესვენებაზე სახლში შემოირბინა.
– შვილო, ვინ არიან ეს თავგადაპარსული ჩეფჩიკები? სახლი დაათირინე
არა?! რა გინდა, რომ წაიღოთ, თქვე „ფედარასტებო“ (ამ ორ სიტყვას მამა
სწორედ ამ ფორმით ხშირად იყენებდა)!!!
– აუ, რა ეჭვიანი ხარ, სერგეევიჩ! მომენატრეთ და მოვედი, გნახეთ!
– მერე, მარტო შენ ვერ მოხვედი?
– შენი მოსაწონი არავინ არის! არც მე მოგწონვარ და არც არავინ!
– შენ რომ მომწონდე, შე დედა მოტ... ო, მაშინ შენნაირი „ფედარასტი“
უნდა ვიყო მეც. მიყვარხარ, შვილი ხარ, არ ვიცი რა გიყო, თორე შენნაირებს,
მე ვიცი რაც ეკუთვნით...
მამის და შვილის შეხვედრა ჩხუბით იწყებოდა და ჩხუბითვე მთავრდებო-
და. ზაზა სახლიდან მიდიოდა, მაგრამ ვერ აკრძალავდნენ მშობლები ძმების
ურთიერთობას. რაც უფრო იზრდებოდნენ, მით უფრო ძლიერდებოდა ძმებ-
ში ძმაკაცობა...
დაიწყეს ძმებმა ქუჩური ცხოვრება. სერგეევიჩს ვერ წარმოედგინა, და-
ნარჩენ ძმებსაც თუ აიყოლებდა ზაზა... ან იქნებ, არც იყო მხოლოდ ზაზას
ბრალი, რაც ხდებოდა და ქვეყნის ბრალი იყო...
საქართველოში კატეგორიებად იყვნენ ადამიანები დაყოფილი. არსებობ-
და დაუწერელი კანონი, რომელსაც დაწერილ კანონზე მეტი ძალა ჰქონდა
საზოგადოებისთვის და რომლისაც ეშინოდათ. ქურდი კაცი ციხეებისთვის
და ქუჩის ცხოვრებისთვის თვით კომუნისტებმა (სტალინმა) შექმნეს ფარუ-
ლად. ქურდებმა კი შექმნეს დაუწერელი კანონი. ვერ იქნებოდა „კაი ბიჭი“ თუ
ქურდულ სამყაროს პატივს არ სცემდა. „კაი ბიჭობა“ ბევრს ნიშნავდა ქართ-
ველი კაცისთვის და, რა თქმა უნდა, ისე უნდა გაევლო „კაი ბიჭს“ ცხოვრე-
ბა, რომ მოეპოვებინა ეს სახელი. ასევე არსებობდნენ ჩვეულებრივი ბიჭები,

37
რომლებიც არაფერში ერეოდნენ, მაგრამ თუ ვინმესთან რამე შეეშლებოდათ
და ქურდი ჩაერეოდა, მაინც მოუწევდა გათვალისწინება და პატივისცემა
ქურდი კაცის სიტყვისა. ქურდები კი ყოველთვის მართლები უნდა ყოფილიყ-
ვნენ. ისინი ქურდის სახელის მიღებამდე ისეთ რთულ გზას გადიოდნენ, რომ
უფლება არ ჰქონდათ ვითარების არასწორად შეფასების და, თუ რამე შეეშ-
ლებოდა, სხვა ქურდები „შეაჩერებდნენ“ მის სახელს, თუნდაც არასწორი
ქურდი საფლავში წოლილიყო... რა თქმა უნდა, „ქურდული გაგება“ მიუღე-
ბელია მართლმადიდებლებისთვის, რადგან არ გვაქვს უფლება კერპად ვაქ-
ციოთ ვინმე ან რამე, მაგრამ ასევე ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა ასეთ
„გაგებას“, რომელსაც შემდეგ მივუბრუნდები...
დაიწყეს ძმებმა ქუჩის საქმეები. ერთი თუ იყო, ახლა ბევრნი გახდნენ. ამ-
დენი შვილის მართვა და კონტროლი მშობლებს გაუჭირდათ, ბუნებრივია...
ზაზამ ოჯახში ერთ-ერთი სტუმრობისას ისევ იჩხუბა მამასთან და მუქა-
რით გავარდა სახლიდან. მეორე დღეს სერგეევიჩი ჩვეულებისამებრ სამსა-
ხურში წავიდა, სახლში დაბრუნებისას საკუთარი ავტომობილი მოპარული
დახვდა. ოჯახს დაგვირეკა, რომ გაეგო ბიჭებისგან, თუ იცოდნენ რამე. კა-
ხამ, არაფერი ვიციო, მაგრამ მამა ეჭვის თვალით უყურებდა ბოლო დროს
ძმების სიახლოვეს. ლაშა, კახას მომდევნო ძმა, თავისთვის „აჯაზებდა“, ნაკ-
ლებად ერეოდა ოჯახურ ამბებში, გათქვეფილი იყო მთელ საქართველოში.
არავინ იცოდა, სად მიდიოდა და საიდან მოდიოდა. ჩვენდა უნებურად, ძა-
ლიან დამოუკიდებლად ვიზრდებოდით. ამასთანავე, მკაცრადაც გვზრდიდ-
ნენ მაშინ, როცა ჩვენთვის ეცალათ. იმედოს ბავშვობიდან ჩემზე არანაკლებ
უყვარდა მამა და ოჯახი. ასევე „ქურდულ გაგებასაც“ სცემდა პატივს. პაატა
ძალიან კარგად ხატავდა და უკრავდა ფორტეპიანოზე და იყო ჩვეულებრივი
გადარეული ბავშვი. სახლში თუ რამე ფუჭდებოდა, პაატას ეჩხუბებოდნენ.
მე ვიყავი „პატარა ბიჭი“, რომელიც საშინელი სიტყვებით იგინებოდა, როცა
ბრაზდებოდა და ასევე, ვიყავი „პატარა გოგო“, რომელიც დედას თუ გასა-
რეცხ ჭურჭელს დაახვედრებდა, ჩხუბი არ ასცდებოდა. დიდი სახლის პატარა
დიასახლისს მეძახდნენ, თავი კონკიად რომ არ მეგრძნო.
გადიოდა დღეები... ვერ პოულობდნენ მოპარულ მანქანას, მამას კი ჰყავ-
და რამდენიმე მანქანა, მაგრამ მომპარავის ბედი აღელვებდა...
„მენტებმა“ რამდენჯერაც დაინახეს მოპარული მანქანა, იმდენჯერ დაუს-
ხლტათ ხელიდან. ზაზა არაჩვეულებრივად მართავდა ავტომობილს, ეს ცნო-
ბილი ფაქტი იყო ოჯახისთვის, არც სისწრაფის ეშინოდა და არც იმის, თუ
ვის რა დაემართებოდა. იცოდა ერთი რამ, რომ არ უნდა ენერვიულა, რომ
არ დაბნეულიყო და აუცილებლად უნდა დაეხსნა თავი მოპასუხისგან (ასე
არიგებდა ძმებს).
– ძაან ცუდად მოვიქეცი, იმედ! მომატყუა ზაზამ. ზედმეტი მოსდის. „ვაფ-
შე“ სხვა შეთანხმება გვქონდა და რა გააკეთა ტიპმა?! – გაბრაზებული ეუბ-
ნებოდა კახა იმედოს (კახა 15-16 წლის).

38
– შენც დაუჯერე რა (იმედო – 11-12 წლის).
– რა მექნა, თავანი მაქვსო! ხომ არ მოვაკვლევინებ ძმას, ძმაო.
– რაღას თამაშობს მერე, დააქცია ოჯახი! ეგრე სად არი ძმაო, ეეე... ერთი
მამა გვყავს, ათი ხო არა, ეს კაციც ცოდოა რა! „იმენნა“ ყველაფერს პატიობს,
სულ მის გვერდით არი, „მოჯვამს“ სადღაც და მერე დახმარებას ითხოვს! –
ბრაზობდა იმედოც.
– ნეტა, ოდესმე თუ ულხინს?
– „კაროჩე“ რა, ამ ამბავს ცუდი სუნი უდის, რომ არ გაეცხადებინა სერ-
გეევიჩს მილიციაში, შეიძლება ზაზას ვინმე დაებრიდა და მერე სერგეევიჩს
დაიჭერდნენ. წერას ჰყავს ეგ ატანილი, სანამ არ ჩააყუდებენ, ვერ მოისვე-
ნებს!
– თეთრი ბილეთი აქვს იმედ, ბ7, დაგავიწყდა? მაგრად უხერხულად
ვგრძნობ თავს ოჯახთან, – კახას ნათქვამზე ორივეს ნერვიულად გაეცინა.
– კაი დროსია! თუმცა კარგია, ბოლომდე უნამუსო რომ არ ხარ!
დავიღალე მეც სიჩუმით, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არავისთან ვიმჩ-
ნევდი. ასევე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ ჩემი ოჯახის წინაშეც. ადვილი
იყო საუბრის მოსმენა ყველა ოთახში, რადგან არცერთ ოთახს კარი არ ჰქონ-
და; ორ ოთახს კედლის ავეჯი ყოფდა, ერთ ოთახში მე და პაატას გვეძინა,
მეორეში – კახას, ლაშას და იმედოს...
მე და დედას გვაწუხებდა ის გაურემონტებელი სახლი, რომელსაც ვალა-
გებდით და არ ლაგდებოდა, მაგრამ მამა არ არემონტებდა თავისი სახსრე-
ბით, თვლიდა, რომ ეს „ჩათლახების“ ვალდებულებაში შედიოდა და ელოდე-
ბოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ლოდინში წლები გადიოდა... მერე მამა
იწყებდა მშენებლობას, რაც მხოლოდ მიშენებებს ნიშნავდა. ეს კი მეზობლე-
ბის გაღიზიანებასა და „პუტვას“ იწვევდა...
– შენ რა, ყველაფერი გაიგე? – შეშინებულმა მკითხა კახამ.
– გავიგე არა, ვიცოდი! – თამამი პასუხი იყო ჩემგან.
ძალიან დაიძაბა, მაგრამ იმედომ უცებ დააწყნარა.
– ნუ გეშინია, არ იტყვის, „სტრელი“ როცა გვქონდა, ეს გვეხმარებოდა
სახლიდან გასვლაში. სერგეევიჩი არ გვიშვებდა ხოლმე ქუჩაში, რაღაცას
ხვდებოდა, ხო იცი, რა ტიპია (თან იცინოდნენ)! თამუნა ტირილს იწყებდა,
ეზოში მაინც გაგვიშვიო.
ისიც ვერ ეუბნებოდა უარს... „პადძელნიკია“ ჩვენი რა! გინდა ამისთვის
გითქვამს და გინდა გულში გიფიქრია, ერთი „პონტია“, – გამშიფრა იმედომ.
– ვაა, თქვენ რა მაგარი „სასტავი“ ხართ, ჰა, ჰა, ჰაჰ...
– ხო, მაგრამ ვნანობ ძალიან, რომ არაფერი ვთქვი, მაგრამ ახლა გპირდე-
ბით, რაც მამას შეეხება, აღარ გავჩუმდები, მერე „ჩამშვები“ არ დამიძახოთ!
– გავბრაზდი ძალიან.
– ჰმ, ეს ნახე, „გაბლატავებულა“...
კაი, შე ჩემა, ეს როდის იყო გოგო, სულ მაგას ვუტრაკებ, მაგრამ კიდია,

39
ბიჭად რომ არ დაიბადა, დღესაც განიცდის, თან გრძელი თმაც უნდა რომ
ჰქონდეს, მაგრამ ტილებს მოიტანს და გადაპარსავენ...
თან იცინოდნენ, რაც მაბრაზებდა და მაფიქრებდა, რომ ისევ „მეკაიფე-
ბოდნენ „, მე კი ვჩხუბობდი...
– საყვარელია.
– კიი, ძაან, როცა არ გვაგინებს, – სიცილით ეუბნებოდა იმედო.
– ეგეც იცის?
– იცის რომელია, ახალ სიტყვებს გვასწავლის!
– აუუუუ, მორჩით რა ჩემზე ლაპარაკს! – საშინლად გავბრაზდი.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა, მე ვუპასუხე:
– ალო.
– პაატ, იმედა სახლშია? ჯიხვი ვარ, იმედას ძმაკაცი.
– აუუ, რა პაატა, თამუნა ვარ!
– აუ, მაპატიე, თამუნ, ისეთი ბოხი ხმა გაქვს, პაატა მეგონე.
– ხმის გარჩევა არ იცი და მორჩა! მოდი, იმედ!
– ბიჭობა ხო გინდა და რაღას ნერვიულობ?! თუ სახელი პაატა არ მოგ-
წონს, თორნიკეს დაგიძახებთ, – გამეღადავა იმედა.
რაც მეტად ვბრაზდებოდი, მეტად იცინოდნენ. დედა მეუბნებოდა, საყ-
ვარელი ხარ, როცა ბრაზობ და ძმები ერთობიან ამ შემთხვევითო. მე კიდევ
ვფიქრობდი, რომ უბრალოდ მამშვიდებდა დედა...
ძმებს სპორტში ვეჯიბრებოდი, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მეც ძლი-
ერი ვარ. ისინი თუ ოცდაათ „ადჟიმანიას“ აკეთებდნენ, მე ორმოცდაათს ვაკე-
თებდი. კუს ტბაზე მამა ხშირად აწყობდა ოჯახურ შეჯიბრებებს – ერთ საათში
ვინ უფრო მეტ წრეს შემოირბენდა. საინტერესო პირობის გარეშე უაზრობად
მიაჩნდათ ბიჭებს, მამაც აგულიანებდა შვილებს, მოგებულს კარგი პრიზი
ხვდებოდა იმაში, რაშიც მე ჩემპიონი ვიყავი, ოღონდ უპრიზოდ. უბრალოდ,
შემაქებდა: ყოჩაღ!
საღამო იყო. სახლში ვიყავით მე, ლაშა, იმედო და პაატა. ძმებმა გადაწყვი-
ტეს ჩემით გართობა და ჩართეს ჩვეული „ღადაობა“, რომელიც საშინლად მაცო-
ფებდა: თამილა, თებროლე, თამთა!.. ვიწყებდი ლანძღვა-გინებას, ასე გრძელ-
დებოდა დიდხანს. ბოლოს კი ტირილისაგან დაღლილს, სადმე მიმეძინებოდა
ხოლმე. იმ საღამოს ძველ „ღადაობებზე“ რომ ვერ „ამაგდეს“, ახალი მოიგონეს.
– ვინ გიყვარს ყველაზე ძალიან, თამუ? – მკითხა ლაშამ (13-14წლისაა).
– შენ არა! – სწრაფადვე ვუპასუხე (7-8 წლისამ).
– რატო?
– არც შენ გიჟდები ჩემზე, არც იმედო და არც პაატა, თქვენ სულ მატირებთ!
– რა არის სიყვარული, აბა, თუ იცი? – ჩაგვერთო პაატა (9-10 წლის).
– ის, რომ საყვარელ ადამიანს გული არ ატკინო და თუ საჭიროა, კიდეც
უნდა მოკვდე მისთვის.
– ეკა გიყვარს ყველაზე მეტად?

40
– კი, მიყვარს.
– ეკას სიყვარულის დასამტკიცებლად გადახტები აივნიდან?
– ეეე, შენ ხო არ აფრენ! რას ეუბნები ბავშვს? – გაბრაზდა იმედა.
– დამაცადე რა! – გადაუჩურჩულა ლაშამ.
– კი, თუ ეკას რამე სარგებელს მოუტანს, გადავხტები და ისე რატომ
უნდა გადავხტე?!
– აი! არ გიყვარს და მიზეზს ეძებ. მიდი, დაამტკიცე! – მიწვევს ლაშა.
– გინდა, რომ მოვკვდე?! კარგი, მოვკვდები, თუ მაინც არავის გიყვარ-
ვართ. ავდექი, ჩავიცვი საყვარელი შარვალი, ჩემთან ერთად რომ იზრდებო-
და დაპატარავების ნაცვლად. მუხლები რომ დაეხა, დედამ ვაშლები მიმიკე-
რა. გავედი აივანზე, გადავყავი ერთი ფეხი და ვთქვი:
– მე სიყვარულისთვის ვკვდები დღეს და შენ რისთვის რჩები ცოცხალი,
თუ იცი, კარგია!
იმედო რომ არა, ლაშას ისე უყვარდა უაზრო სიბრძნეების „გაჭინთვა“, ბავ-
შვური, უაზრო გულის ტკენა ტრაგიკულად დამთავრდებოდა. იმ დღის შემდეგ
ლაშას მიმართ პატივისცემა დავკარგე. სიყვარულზე უარი არ მითქვამს, რა
თქმა უნდა, მაგრამ ბავშვობიდან „ვახარისხებდი“ ადამიანებს გონებაში. სუ-
ლერთი იყო, შინაურსაც და უცხოსაც... ლაშა ცანცარების რიგში ჩავსვი.
ამასობაში დაღამდა, დედა და კახა დაბრუნდნენ სახლში ალეწილი სახეებით.
– იმედ, დაჯექი და, თამუნა! მოდით, დავსხდეთ! – დედის სიტყვებზე მე
და იმედომ ვიკითხეთ, თუ სად იყო მამა.
– დამშვიდდით და თავი ხელში აიყვანეთ! მამა დააპატიმრეს, კახა გა-
მოიქცა!
– ნახე, რას ვგავარ, იმედ, მაგარი ჩხუბი ატყდა „საძაღლეთში“! „იმენნა“
შანტაჟი მოუწყვეს, რომ დაეპატიმრებინათ – ჩათლახებმა დარეკეს სახლში,
დავიჭირეთ მანქანის ქურდები და მობრძანდით, ორივე აქ არიანო. თქვენ არ
იყავით სახლში, იმედ, გავვარდით მაშინვე, სერგეევიჩმა მოითხოვა მანქანის
ქურდები ენახვებინათ. ამ დროს ზაზას ხმა შემოგვესმა. ყვიროდა, რომ მან-
ქანა მან იპოვა, უნდა ჩამჯდარიყო, წამოეყვანა და ამ დროს ესენი დაადგნენ
და აიყვანეს, ამ მართლა ყაჩაღებმა. ძაღლებმა მამას „აგდება“ გადაწყვიტეს
და „ღადაობა“ დაუწყეს. ამდენი ვეღარ მოითმინა და დაერია, მეც ჯიბეებში
ხელებს ხომ არ ჩავიწყობდი?! მაგათი დედები!.. რომ დავინახე, მთელი რაი-
ონი ბორკილებს ადებდა მამას, მეც თავს ხომ არ დავაჭერინებდი და გამოვი-
ქეცი, – სულმოუთქმელად ყვებოდა კახა.
– შენ გამოიქეცი და მამა ბოზებს შეატოვე?! – თავისი განუყრელი თანამ-
გზავრი „ლისიჩკა“ გახსნა, გონი აღარ ეკითხებოდა, მაგრამ დედას და კახას
შეშინებულმა სახეებმა სწრაფად გამოაფხიზლა იმედა.
– დამშვიდდი, იმედ! მე რას ვუშველიდი, იქ ხომ არ დავრჩებოდი?! მა-
გათ გადაწყვეტილი ჰქონდათ სერგეევიჩის დაპატიმრება ისედაც, გარედან
უფრო ვუშველით მე და დედა...

41
კახა და დედა გვატყუებდნენ, რომ იმ დღეს დარეკეს. მამა სამი დღე მილი-
ციაში დადიოდა და თანამშრომლები განგებ „ეკაიფებოდნენ“, რომ გამოეწვიათ!
სიტყვა შანტაჟიც ამას ნიშნავს. მამა მომთმენი იყო და ზუსტად იცოდა, რასაც
უპირებდნენ, მაგრამ ვეღარ მოითმინა და წაიფინა მთელი საძაღლეთი. ეს რომ
იმედას გაეგო, ბომბს შეაგდებდა და, სწორედ ამიტომ, დაგვიმალეს სიმართლე.
– ჩემთვის ხომ უნდა მოეტანა ამბავი, შვილო! ამას მე არ გამაგებინებდ-
ნენ დიდხანს, ახლა წავალთ, ყველაფერს გავარკვევ, ჩავრევ ქვეყანას! ვის
აქვს უფლება უდანაშაულო, მრავალშვლიანი მამა შვილების თვალწინ აბუ-
ჩად აიგდონ და მერე დაიჭირონ?! გეუბნებით, გვერჩიან! თქვენ კი არ ის-
ვენებთ! ზაზა გამოეთრევა ამ დღეებში... ვინც უნდოდათ, ის ჩაამწყვდიეს,
ზაზა რაღაში სჭირდებათ, ჰოდა, ყველამ დაიმახსოვრეთ! არ დავინახო ზაზა
თორაძე ვინმეს სიახლოვეს! სახლში მოსვლაზე ლაპარაკი ზედმეტია! – ძა-
ლიან მკაცრი იყო დედა ამ დროს.
– შენ და ზაზა წასაკუზები ხართ, რო იცოდე! – გაგიჟებული იყო იმედა.
თავიდან ბოლომდე საშინელი დღე იყო. მთელი საღამოს ნამტირალევმა
კიდევ ტირილი დავიწყე, ჩემი საყვარელი მამიკო დაიჭირეს...
– სულ შენი ბრალია, მთელი დღეა უაზროდ დაატირე ოჯახს, ახლა მიზე-
ზი მაინც გაქვს და იტირე! – მეჩხუბა ლაშა.
– აუ, რა „სირი“ ბიჭი ხარ! ასეთი იყავი და იქნები მთელი ცხოვრება!!! –
მთელ ხმაზე გავყვიროდი, დედაც ვერ მაწყნარებდა, საშინელი სიტყვები
ამომდიოდა პირიდან. თან დედას ვუყვებოდი, როგორ მაკვლევინებდა თავს
ცოტა ხნის წინ. გაგიჟდა დედა, ძალიან ეჩხუბა ლაშას.
დედა საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ რაც იზრდებოდნენ ბიჭები, მით
უფრო ძნელი ხდებოდა მათი მორევა.
ძლივს შეეგუენ ზაზას და კახას სიგარეტის მოწევას, ოღონდ მშობლების
თვალწინ ვერ ბედავდნენ. ლაშასაც, სანამ მიეჩვეოდნენ, ბევრჯერ მოხვედ-
რია მწარე ქამარი და იატაკის საწმენდი ჯოხი. სახლში შემოსულს საღეჭი
პირში თუ ედო, გამოაცლიდა და დაყნოსავდა. ლაშამ ჭკუა ისწავლა და სადმე
მიაწებებდა ჩუმად, მე ავაძრობდი და დედასთან მიმქონდა მაშინ, თუ გაბრა-
ზებული ვიყავი ლაშაზე, მერე კი კარგად ვერთობოდი...
მამის გარეშე საშინელმა მოწყენილობამ დაისადგურა ოჯახში, თუმცა
ვერც ვიჯერებდით რეალობას, როცა დედა სახლში არ იყო. ვეღარ ვიგებდი,
როდის იძინებდა... როცა ვხედავდი, სულ ტიროდა, პატარა გოგო-ბიჭივით
იყვნენ. სასაცილო იყო მამა, ეჭვიანობას როცა იწყებდა. ერთმანეთის გარე-
შე ვერ სუნთქავდნენ, საოცარი შეყვარებულები იყვნენ. მამა ოჯახის ყველა
წევრს გვაგინებდა, მაგრამ „გვეკიდა“, ვიცოდით, უბრალოდ, სერგეევიჩის
ჩვევა იყო. ალბათ, ერთ დღეს საერთოდ რომ არ შეეგინებინა, შევეკითხებო-
დით, ცუდად ხომ არ იყო...
ზაზა რამდენიმე დღეში გამოუშვეს, დაუმტკიცდა, რომ იპოვა მამის ავ-
ტომობილი და არ მოუპარავს. კახას კი სურათები გადავუღეთ ნაცემ ადგი-

42
ლებზე, რომლებიც სერგეევიჩის სასამართლოზე დაამტკიცებდა სიმართლეს
(არასრულწლოვანი ბავშვის ცემა?!). მამა გადაიყვანეს ციხეში, წინასწარ პა-
ტიმრობაში. დედა პირობას ასრულებდა და ზაზას სახლში არ უშვებდა, მაგ-
რამ კახა დედას უჩუმრად აგრძელებდა ზაზასთან მეგობრობას, ასე ვთქვათ,
„პადძელნიკობას“...
– დე, ახალი ამბავი მოგიტანე, ზაზამ ცოლი მოიყვანა, ძალიან კარგი
გოგო ჩანს, სამედიცინოზე სწავლობს, მამა მათემატიკოსი ჰყავს, წესიერი
ოჯახიდან არის, ძმა ჰყავს ერთი, მოკლედ, კამოელები არიან.
– რა!? ზაზამ ცოლი მოიყვანა და შენ ამ ყველაფერს მე მიყვები? მაგის
გამო სულ ახლახანს დაიჭირეს მამა და მაგ ნაძირალამ ცოლი მოიყვანა?! არ
მაინტერესებს, რაც უნდა, ის უქნია! – გაბრაზდა დედა
– კარგი, გიორგევნა, დამშვიდდი, იქნებ ამან მაინც უშველოს?! ამ გოგოს
გამო იარაღი მაშინვე გადააგდო, მანქანაში უთხრა მოტაცებული ხარ, ყველა
სურვილს შეგისრულებ, ოღონდ წივილ-კივილი არ გინდაო. მარიკამაც იარა-
ღის გადაგდება სთხოვა. ზაზა გადარეულმა ჩამოწია „ნახადუ“ ფანჯარა და
მოასროლინა მარიკას. დედა, ახლა შენ ამ გოგოს თუ არ მიიღებ ოჯახში და
მშობლებს არ დახვდები, რა გამოვა? იმ გოგომ რა დაგიშავა, იქნებ ეშველოს
რამე ზაზასაც, დაადინჯოს ცოლმა...
– რა უნდა უშველოს? მეორე ნახვაზე ცოლად მოიყვანა, მაგან არც სიყ-
ვარული იცის და არც ოჯახი, რა არის. ახლა სხვის შვილს გააუბედურებს,
ჩვენ ხომ მოგვინელა! ან ის გოგო საერთოდ ნორმალურია? უცნობს როგორ
გაჰყვა ცოლად.
წესით, ჩემი ახლადშეძენილი რძალი მოტაცებულად არც ითვლება. ზაზას
იარაღი ხელში სჭერია და თვითონ მოუსვრია დაძრული მანქანიდან.
ვუსმენდი და ვცდილობდი გამეგო, კარგი ხდებოდა ჩვენს თავს თუ ცუდი.
მშობლები როგორ ძალიანაც არ უნდა მყვარებოდა, მაინც ვფიქრობდი, რომ
რატომღაც აბუქებდნენ ცხოვრების წესებს, ამიტომ ძმების აზრსაც ვით-
ვალისწინებდი ხოლმე. მე ჩემი სამყარო მქონდა და მასში ჩაღრმავებული
განუწყვეტლივ ვფიქრობდი, ვმსჯელობდი და განვიხილავდი ყველასა და
ყველაფერს. ეს მხოლოდ გულში ხდებოდა, მერე კი უამრავ კითხვადქცეული
დედასაც ვღლიდი და სხვებსაც...
– არა, თქვენ სულ გაგიჟდით! ქმარი ციხეში მყავს, სასამართლო პროცესი არ
დაწყებულა და რა ხალისით უნდა შევხვდე უცხო ოჯახს, ან რა სუფრები ვშალო!..
– დედა, სირცხვილია გოგოს მხარესთან, ახლა თუ ხელი ვკარით, მერე
ჯიბრზე ჩაიდენს რამე უბედურებას. მამასაც გაუხარდება, თუ შეცვლის
ცოლი, ხო იცი არა? მუშაობას დაიწყებს, იქნება და, ჭკუა ისწავლა, დე! –
ახლა კახა ცდილობდა დაეთანხმებინა დედა.
– არასდროს მჯეროდა მაგ ბიჭის და არც ახლა მჯერა. არც იმის იმედი
მაქვს, რომ ოდესმე შეიცვლება. ვერც ზაურს ვკითხავ რჩევას! ეს რა დღე-
ში მაგდებს, გამისკდა გული! რას მერჩით?! კაცს გული მოუკვდება, ასეთი

43
მამის, ასე ფეხებზე დაკიდება შეიძლება? ყველაფერი გააკეთა ზაზასთვის,
გარეთ რომ გდებულიყო...
ტირის დედა, ძალიან ტირის საყვარელი, გული ჩამწყდა დედის ცრემ-
ლებზე, მივედი, ჩავეხუტე. ნეტა შემეძლოს დახმარება. ნეტა ისეთი ძლიერი
ვიყო, ყველას ვერეოდე, ზაზას და კახას მაგრად ვცემდი, ასე რომ ამიტირეს
დედიკო და მამაც სახლში აღარ მყავს! დედას ჩავჩურჩულე :
– გააკეთე ის, რაც შენ არ გატირებს, დე! – არასოდეს იდგა თავის აზრზე
მყარად და აი, მაინც დაითანხმეს ზაზას ოჯახში მიღებაზე. არ ვიცი, რა იყო
მიზეზი აზრების შეცვლის – მშობლური სიყვარული, თუ ტვინს რომ უღლიდ-
ნენ პირობებით...
ზაზას საქორწილო სუფრა ვიწრო წრეში გაიშალა: დედა შედიოდა ღიმი-
ლით და სამზარეულოში გამოდიოდა ტირილით. ვეხმარებოდი და ვიტანჯე-
ბოდი მისი ქვითინით. შემქონდა სუფრაზე ნაირ-ნაირები და შეძლებისდაგ-
ვარად „იაზვობებს“ არ ვაკლებდი. ლოცავდნენ ამ უაზროდ შეუღლებულ
წყვილს გაუთავებლად. მაცოფებდა სურვილებასრულებული ზაზას ბედნი-
ერი სახე დედის ტკივილისა და ცრემლების ხარჯზე. იმ დედისა, რომელსაც
მრავალი წლის მანძილზე უშენებია სიყვარული და აი, ახლა მისი საკუთარი
შვილი ზეიმობს თავისი ოჯახის შენებას და სხვისი ოჯახის ნგრევას. იმ ოჯა-
ხისა რომელმაც სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული აჩუქა...
მამას სასამართლო პროცესები დაიწყო. გაიგო ზაზას დაქორწინების ამ-
ბავი. ისევ და ისევ ყველაფერი აპატია შვილს და მარიკაც მიიღო შვილად.
მამა მშვენიერ ხასიათზე იყო სულ, არ იმჩნევდა ციხეს, გვამხნევებდა და გვა-
ცინებდა, ვარჯიშობდა და თითქმის ყველას ავარჯიშებდა ციხეში. თვითონ
როგორც იტყოდა, პიჟონ ახალგაზრდობას. სულით არ ეცემოდა. როგორც
ადრე იტყოდნენ, მთელი ციხე ფეხზე დააყენა. ვისაც ჩაგრავდნენ, იცავდა
და ორმაგად ავარჯიშებდა. არ ვიცი, როგორ შეეძლო ასეთი სიმშვიდისა და
კარგი ხასიათის შენარჩუნება, რომელსაც მთელ ოჯახს ვირუსივით გვდებ-
და. ალბათ, ჩვენდამი სიყვარულიც ეგ იყო. გამომიშვებენ, სადამდე შემინა-
ხავენ უდანაშაულოსო. სასამართლოს პირველი პროცესის დღეს ადვოკატი,
რომელიც სახელმწიფომ მიუჩინა, სულ სიცილ-სიცილით აირიდა და საკუთა-
რი თავის დამცველობა მოითხოვა. სასამართლო პროცესები მასხარაობას
უფრო ჰგავდა, ვიდრე სერიოზულ სხდომებს. მოწმეებსა და სერგეევიჩის
ამომწურავ შეკითხვებზე იცინოდა მთელი დარბაზი...
– როგორ გცემათ ამდენი შეიარაღებული თანამშრომელი მეტრ-ნახევარ-
მა კაცმა?
– მე არ მინდა ეს პიროვნება მაძლევდეს შეკითხვებს, – ღიზიანდებოდა
ბრალმდებელი დაზარალებული.
– აბა, თქვენ რა არ მოგწონთ, ნაკლებად აღელვებს ვინმეს, თქვენი ვალია
სიმართლე მოგვიყვეთ. ეს კაცი თავის თავს იცავს და ამის კანონიერი უფ-
ლებაც აქვს!

44
მოსამართლე ბრაზობდა, რადგან თითქმის ყველა პროცესი არასერი-
ოზულად მიდიოდა და განაჩენის გამოტანის დრო იწელებოდა...
– დამშვიდდით, ბატონო დაზარალებულო და მოყევით, როგორ მომიწყ-
ვეთ შანტაჟი და როგორ გვცემეთ მე და ჩემი ბიჭი. მე დამაპატიმრეთ, დამამ-
ცირეთ შვილების თვალწინ, მერე კი ისინი გაუშვით, „დუბლიონკის“ ქურთუ-
კიც კი შემომახიეთ, მერე კი შემომიგდეთ „ნასეტკა“, ქურთუკი რომ გაეხადა
ჩემთვის და კარგად იცოდით, რაც მოჰყვებოდა ამ ამბავს, მაგრამ თქვენ
ვერც კი იფიქრებდით, ამ ყველაფერს დიქტოფონზე რომ ვიწერდი, – საოც-
რად გამოსდიოდა მამას თავის დაცვა.
– რას იძახის ეს კაცი! დაგვერია ამდენ თანამშრომელს, გვცემა, მე თითი
მომატეხა, ერთს შუბლში თითი ისე ჩაარტყა, რომ გათიშა კაცი, ბორკილები
რომ დავადეთ, სულ თავით გვცემა...
– კი მაგრამ, თუკი ყველანი ასე დაგყარათ, მაშინ როგორღა მოახერხეთ
დაპატიმრება? ან მანამდე რატომ ვერ შეძელით (დამცველი)?
– სისულელეებს მეკითხება!
– უპასუხეთ! – ბრძანა მოსამართლემ.
– პეპელასავით დაფრინავდა.
ამას მოჰყვებოდა ხოლმე დარბაზის სიცილი. მე ძალიან ამაყი ვიჯექი და
ვოცნებობდი მამასნაირი ადვოკატი გავმხდარიყავი. ბედნიერება იყო, ასე-
თი მამა რომ მყავდა და როგორი უბედურება იმ კაცის შვილობა, რომელსაც
მთელი დარბაზი დასცინოდა.
შესვენებებზე შევდიოდით ოთახში, სადაც მამასთვის დედა სუფრას შლიდა.
თან მამასთან ურთიერთობასაც ვახერხებდით, თუმცა ბადრაგებიც იქვე იყვნენ.
– მამ, მოყევი „დუბლიონკას“ გხიდნენ? თუ რა მოხდა, წეღან პროცესზე
რომ თქვი? – დიდი ინტერესით ვეკითხებოდი მამიკო ადვოკატს.
– ხო, მართლა, რა მოხდა ზაურ? – პასუხს ელოდა დედაც.
– ვიღაც „პედარასტი“ მომიგზავნეს, რა კარგი „დუბლიონკა“ გაცვიაო.
კარგი პატრონიც ჰყავს-მეთქი. იმ უზრდელმა, იქნებ მე უფრო კარგი ვიყოო.
რატომ ვითომ, შენ ვინ ხარ–მეთქი. მე მაყურებელი ვარო. მეც ვკითხე, რას
უყურებ, ჩემს ყ.ს-მეთქი...
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, საღოლ, მამ, ჰა, ჰა, ჰა, ჩახსენი ძვლებში? – ყველამ
ერთხმად მივაყარეთ.

გადიოდა დღეები, თვეები, მამას სახლში დაბრუნება იწელებოდა, რასაც


ძალიან განვიცდიდი. დედა და კახა სახლიდან გადიოდნენ მთელი დღით.
ხან ისეთ დროს ბრუნდებოდნენ, რომ ვერც ვხედავდი, ვერც ხმას ვიგებდი.
აღარ მინდოდა ჩემი პრობლემებით დამეღალა. მარიკამ კი თავის თავზე
აიღო ქალობა, თუ კარგი რძლობა და გვივლიდა, როგორც შეეძლო. ინსტი-
ტუტიდან მოსული საჭმელებს გვიმზადებდა, ვცდილობდი დავხმარებოდი,
რაზეც ბრაზდებოდა, ხელს მიშლიო. მე კი ვგრძნობდი, რომ არ ვუყვარდი ამ

45
ადამიანს, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რატომ, ან რას ნიშნავდა პირველ დღეს
მოსული მარიკას დედის ნათქვამი, ყველა მული, მუნიაო, რაც დედაჩემმა
სიმდაბლეში ჩაუთვალა და მთხოვა, გულში არ ჩამედო. ზაზას ყველაზე ძა-
ლიან უყვარხარ, თუმცა რა იცის, მაგან სიყვარული, მაგრამ, როგორც იცის,
ისე უყვარხარ. ეტყობა, ეგოისტია ბუნებით მარიკაო... მომწონდა დედასთან
საუბარი და მისი მოსმენა...
მთელი დღე ბედნიერი წყვილი ოთახიდან არ გამოდიოდა, თავს უხერ-
ხულად ვგრძნობდი, სიცილ-კისკისი ისმოდა იმ ოთახიდან, რომელიც სულ
ცოტა ხნის წინ ჩემი მშობლების საძინებელი იყო. მე ხომ იქ ყველაზე ტკბი-
ლად ვიძინებდი ხოლმე...
არ მიხაროდა, სიმართლეს ვიტყვი, როგორც ყოველთვის, ეჭვს ბადებდა
ზაზას ასეთი ცვლილება. ის ხომ არასოდეს ფიქრობდა ჩვენზე. მაგრამ იქნებ
შეცვლაში კახამ ზაზას ოჯახის შეყვარება იგულისხმა, მაგრამ სულ დამე-
კარგა წარმოდგენა ჩემს უფროს ძმაზე.
ეზოში ყოფნა ძალიან მიყვარდა, ველოსიპედი, როლიკები, შვიდქვაობანა
და ყველაფერი, რაც ეზოში ხდებოდა, ზინას „ჟუვაჩკები“ და ოფიკას „სემიჩკა“.
ახლად შეუღლებულებს მარტო სურდათ სახლში ყოფნა, როცა მარიკა
ინსტიტუტში არ მიდიოდა, ამიტომ მეც მთელი დღე გარეთ ვიყავი, ასევე,
ლაშა, იმედო და პაატა, თუმცა ეს არ იყო ის ყოფნა, რომელიც მე მომწონდა,
რადგან იძულებით რამეს როცა ვაკეთებ, გემოც ეკარგება და სილამაზეც.
კარგი არაფერი მოუტანია ამ წყვილს ჩვენთან ცხოვრების დროს, არც
ჩემთვის და არც ოჯახისთვის. მე ამაყად რომ დავიარებოდი დედამიწაზე,
როგორც ოჯახის ბურჯი და ზოგადად ჭკვიანი ბავშვი, მარიკამ შეძლო და სა-
ხელი შემიცვალა. ის ყოველთვის უკმაყოფილო იყო ჩემით, ლაშა და იმედოც
აიყოლია და ცელქ და ჯიბიდან გავარდნილ არსებად გამომიყვანეს, რომელ-
საც მორჯულება სჭირდებოდა და ამას თურმე აქამდე ვერავინ ამჩნევდა და
აი, მარიკა ბრძენმა ფარული ომი გამომიცხადა. ამის შესახებ მარტო მე და
რძალმა ვიცოდით. სიამოვნებით აიღო თავის თავზე დაუკითხავად ჩემი „აღ-
ზრდა“. გამუდმებით ვცდილობდი, სადამდეც შემეძლო, თავი მომეწონებინა
მისთვის, როგორც ზაზას ცოლისთვის, მაგრამ ჩემი არაფერი მოსწონდა. ძა-
ლიან ცდილობდა მე და ძმებს შორის დაეძაბა სიტუაცია და მერე ხალისობდა
ამით, რაც მაფიქრებინებდა, თუ როგორ იღბლიანად შეხვდა ეს ორი სუპერ-
აფერისტი ერთმანეთს.
დედა გასული იყო მამას ციხის საქმეებზე. დედას სახლში ჰყავდა მოყვანილი
ძიძისგან ჩემი ნაბოლარა დაიკო, ეკა, რომელსაც ჩვენ ვუვლიდით სუყველა, მაგ-
რამ მე რატომღაც პერსონალურ ძიძად მაქციეს, რაც ბავშვობას კიდევ უფრო
მიკლავდა. სახლიდან ფეხს ვერ ვიცვლიდი, მარიკას თვალს ვერ ვაშორებდი, რაც
სასწაულად მაღიზიანებდა. იმ დროს მობილურები არ არსებობდა თბილისში, დე-
დასთან რომ დამერეკა და შველა მეთხოვა. მივხვდი, რომ ოჯახში მარტოს უნდა
მეომა და ჩემი ძველი პოსტი დამებრუნებინა... მე და ლაშამ ვიჩხუბეთ რაღაცაზე,

46
როგორც ხშირად და ჩვეულებრივად ხდებოდა და მეორე წამს გვავიწყდებოდა
ხოლმე, მაგრამ ქალის ენა გაერია. ქალისა, რომელსაც არც ერთი არ ვუყვარდით.
ლაშა შტერს კი ვერც წარმოედგინა, ქალები სანდოები რომ არ არიან. სხვათა შო-
რის, რძლები დამეხმარნენ გამეგო, თუ რა საშიშია ქალი...
ლაშასთან ჩხუბის გამო დამსაჯა რძალმა და ეზოში არ მიშვებდა. მე
უფრო ვბრაზდებოდი ძმაზე, მხარს რომ უბამდა რძალს. ჩვენი ბინა, რომე-
ლიც ოთხი ბინისგან შედგებოდა და გაერთიანებული იყო მე-5 სართულზე,
ორად იყო გაყოფილი. ხუთოთახიანში, რომელიც პირველად მიიღეს ჩემმა
მშობლებმა და რომელიც ნახევრად შერემონტებული იყო, იქ ვცხოვრობდით
ყველანი, ხოლო მეორე მხარეს გვქონდა ასევე ხუთი ოთახი, მხოლოდ კარ-
კასი, სადაც საკარფანჯრე ხის მასალა ინახებოდა, სამშენებლო და საოჯა-
ხო ათასი ნივთი თუ პროდუქტი. მძიმე რკინის კარი ეკიდა, რომელსაც ძალა
სჭირდებოდა გასაღებად, ძლიერი წიხლი უნდა მიმეცხო, ან მაგრად უნდა
დავჯახებოდი, რომ გამეღო. ესეც დიდი ვარჯიშის შემდეგ „დავამუღამე“.
მიყვარდა იმ ხუთოთახიანში (როგორც ვეძახდით) განმარტოება და ქსოვა
სამაჯურების, „აბადოკებისა“ და მილიონი უაზრობის ან საქმის კეთება. ბი-
ნას ყველა მხრიდან აივანი ჰქონდა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდი-
და ამ გარემოს ჩემთვის. მომწონდა ხედები და ასევე ვხედავდი მთელ ეზოს,
მაგრამ ამჯერად ის ჩემთვის შიშსა და საშინელებასთან ასოცირდებოდა.
გამომათრიეს ძალით მარიკამ და ლაშამ და ძლიერად მომიხურეს კარი, რო-
მელსაც შიგნიდან ვერასდროს ვაღებდი ბავშვობაში. ჩემი საყვარელი შტაბი,
იმ წუთას, მხოლოდ საშიშ სივრცეს წარმოადგენდა, საშინლად ვგრძნობდი
თავს, რომ ორმა საყვარელმა ადამიანმა (იმ დღემდე მაინც მიყვარდა რძალი)
ასე გამიმეტა 7-8 წლის ბავშვი. რა არ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ვერაფრით
გავაღე, თუმცა, როცა სახლში მარტო ვიყავი, მამშვიდებდა ასეთი რთულად
გასაღები კარი რომ გვიცავდა, მაგრამ ახლა კედლის განგრევა მინდოდა, ან
აივან-აივან ჩასვლა ეზოში და მთავარი კარიიდან შესვლა, რომ დამეხოცა ის
ორი ბოროტი არსება, მაგრამ ვერც ეგ გავბედე. ვაი და, ფეხი დამიცურდეს
და მოვკდე? მარიკასაც ეგ უნდა! იმდენად ნათლად გამოხატავდა ჩემდამი
სიძულვილს, რომ მართლა ვერ ვიხსენებდი, რა დავაშავე, ასე რომ ჩამამწყვ-
დიეს ამ „ბოზებმა“! დავიწყე ხმამაღლა ლაპარაკი. სიტყვით გამოვედი:
– ლაშა, შენ რამ გაგაგიჟა, ვიღაც ქალის გამო საკუთარ დას ტკენ გულს?!
ხო იცი, რომ მეშინია ჩაკეტილ კარში ყოფნა?! შე ქალაჩუნა, კარი გამიღე
(დუმილი მამწარებდა)!!!
– არ გცხვენია? კიდევ უფრო დიდხანს იქნები მანდ! – რძლის ზიზღნარე-
ვი ხმა გავიგონე.
– შენ საერთოდ ვინ მიგდიხარ! რა უფლება გაქვს, აღმზარდო! მე ძალიან
კარგი გაზრდილი ვარ! ჩემს სახლში მოგათრია ჩემმა ძმამ! როგორ არ იცის,
რა გველი ხარ! გაიგებს ოდესმე და ნახავ, როგორ დაგსჯის! გშურს, ყველას
მე რომ ვუყვარვარ! წაეთრიე ჩემი სახლიდან, „კრისა“!!!

47
– გოგო, ესმით მეზობლებს! – ჩაერია ლაშა, რომელიც იმ წუთას ისევე
მეზიზღებოდა, როგორც რძალი.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი! გაიგოს ყველამ რა „სირი“ ძმა მყავხარ! ახლა
სტადიონის მხარეს აივანზე გავალ და ვიყვირებ, როგორც მექცევით!
მართლა საშინელებებს ვყვიროდი. გავიხსენე, ზაზა როგორ აბრაზებდა
ლაშას და მეც იმავეს გავკიოდი გამეტებით: „ლაშა ლაფშა, ქალაჩუნა, ქალის
სიტყვებს აყოლილი ფუჩუ“...
ზოგი იცინოდა ეზოში, ზოგი მიყვიროდა, სახლში შედი, რას იძახიო. მე
კი ვერაფერი შემაჩერებდა – ან მე დავრჩებოდი ამ ოჯახში, ან რძალი... ან
ცოცხალი, ან მკვდარი – ეს ზუსტად ვიცოდი. არავის უკვირდა ჩემი გინე-
ბა. დედას არ სჯეროდა მხოლოდ, ამბობდა, თამუნასგან მე ცუდი სიტყვა არ
გამიგონიაო. მე კი არც ვაღიარებდი და არც უარვყოფდი, თვალს ვეფარე-
ბოდი, რომ არ ეკითხა რამე, მაგრამ ახლა სულერთი იყო, მზად ვიყავი ზაზა-
საც დავჯახებოდი, მთელ ოჯახსაც და მომეთხოვა მარიკას წასვლა ჩვენგან.
თან კახაც ხვდებოდა უკვე რძლის „კრისობას“ და ვიცი, მხარს დამიჭერდა.
რამდენ ხანს გაგრძელდა სიტყვიერი ომი, არ ვიცი. რომელიღაც მეზობელი
მოვიდა და უთხრა, რომ შევეშვი სახლში, რომ ბავშვი ვარ და არ შეიძლე-
ბა ასეთი ნერვიულობა, ფსიქიკაზე მოქმედებდა საშინლად და, რომ ეს საქ-
ციელი არ ეტეოდა აღზრდის არანაირ ჩარჩოებში და, რომ ეს სადიზმი იყო.
ლაშა თითქოს „გააღვიძეს“, კარი გამიღო და გამომიშვა. რძალი მოითხოვდა
ბოდიშს ჩემგან, რაზეც ვპასუხობდი, სამში ყველაზე გრძელი გინდა-მეთქი!
– რა, ბიჭო? ბოდიშებს აქეთ მომიხდით, თან, მალე! ჯერ მოვიდნენ დედა
და ზაზა! – ვერ ვწყნარდებოდი მე.
– უფ, ვნახოთ ერთი, რომ მოვუყვებით ყველაფერს, რას გიზამენ, – ერთ-
ხმად მიწვევდა ორივე.
– რაც არ უნდა დამნაშავე ვიყო, მაინც არ უნდა გაგემეტებინე ასე! ახლა მო-
გინდა ჩემი შეცვლა მარიკას „პონტში“?! აქამდე კარგი ვიყავი?! ჰოდა, გყავდეს
მარიკა და მე აღარ ვარსებობ შენთვის! შენ კიდევ აქ უფროსობა რომ მოგინდა
და დედმამიშვილებში „ჩორტს აგდებ“, ზიზღის მეტს ვერაფერს დაიმსახურებ
საბოლოოდ, რომ იცოდე! ჩვენ ასეთები ვართ, როგორებიც დაგხვდით და, თუ
არ მოგწონს, კი ნუ გვცვლი, „პროსტა“, ადექი და „გააჯვი“ ამ სახლიდან!
ლაშა დამნაშავესავით იჯდა. ეტყობა, კიდევ უფრო გამოაფხიზლა ჩემ-
მა სიტყვებმა, მაგრამ რძალს „გაჯმა“ რომ ვურჩიე, მეცა ორივე, ისევ კარის
უკან უნდა „გავეტანე“, მაგრამ ჩემს ბედზე დედა, კახა და ზაზა შემოვიდნენ
სახლში.
– კარგ დროს მოხვედით! – სახე გამიბრწყინდა მათ დანახვაზე.
– რა მოხდა, დედა? რას გავხარ? რა მოხდა? იქნებ ამიხსნას ვინმემ ოჯახ-
ში, რა ხდება და ვინ გაბედა თამუნას ასეთ დღეში ჩაგდება?
დედას მოვუყევი ყველაფერი და ისიც ვუთხარი, თუ მკვლელი არ გინდა
რომ გავხდე, „აახვევინე“ ამ დედაკაცს ჩვენი სახლიდან-მეთქი. დედა დამპირ-

48
და, რომ ვერავინ შემეხებოდა დღეიდან, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარი-
სი. დავემუქრე, პატივს თუ არ მცემთ ასეთ კარგს, გავხდები ისეთი, პატივი
რომ მცეთ-მეთქი. დედაჩემისა და მამაჩემისთვის ყოველთვის ჰქონდა ფასი
და მნიშვნელობა ჩემს სიტყვებს.
ზაზა და მარიკა ოთახში შეიკეტნენ. ზაზასთან საჩივრით მისვლას აზრი
არ ჰქონდა და არც ჭკვიანურ საქციელად ჩავთვალე. მე უკვე მოვიფიქრე,
როგორ მეძია შური რძალზე. „ისევ ჩემი და ზაზას სიყვარულით დავანგრევ
ბოროტს!“ – ფიქრი დამთავრებული არ მქონდა, რომ ზაზა ოთახიდან გამო-
ვიდა და მითხრა:
– მაცაცუნები, ჩაიცვი კინოში მიმყავხარ!
– თავზე „მიქნა“ და კინოში მიგყავს?! – გაცოფდა რძალი (19-20 წლის
იყო).
– ჰო, შენც მიმყავხარ, მერე რა იყო?!
– როგორ, არ სჯი და არაფერს ეუბნები?
– მორჩი ახლა რა, – ზაზამ დაუწყო კოცნა-თამაში. გავცოფდი, მაგრამ არ
ვიმჩნევ. დედაჩემი შემოვიდა ოთახში.
– შენ არ გაქვს უფლება თამუნა ოდესმე დასაჯო, გასაგებია, მარიკა?!
ჩემს თამუნაზე არ გაბედო ცუდის თქმა და საერთოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ
ეს ჩემი ოჯახია და, შესაბამისად, წესებიც ჩემი მაქვს! შენ კი უფლებას არ
გაძლევ, სადმე ჩაკეტო და შეეხო ჩემს შვილს, თორემ შენც და შენს ქმარსაც
მოგიწევთ აქაურობის დატოვება! გასაგებია? მოდი აქ, ლაშა! ასე რამ „გამო-
გასირა“, რომ პატარა დას ასეთ სტრესში აგდებ, ნაბიჭვარო შენ?! – დედამ ამ
ორი სიტყვით იცოდა ჩვენი ლანძღვა. ზაზამ წამში გაანეიტრალა სიტუაცია.
– აბა, წავედით კინოში, აღარ მოხდება არაფერი!
– პაატაც წავიყვანოთ, გთხოვ!
– წავიყვანოთ, ოღონდ ხელს ჩაკიდებ, რომ არ დაიკარგოს ისევ კინოში!
ჰა, ჰა, ჰა, ჰა... არ იცი? – მიუბრუნდა მარიკას, – კინოში ვართ მთელი ოჯახი
და შუა ფილმის ყურების დროს აინთო შუქი დარბაზში და აცხადებენ, და-
იკარგა ბავშვი და ვისია, მშობელი მოვიდესო. ხმას არავინ იღებდა და სერგე-
ევიჩმა თქვა, მომეცით, თუ არავის უნდა, მე წავიყვანო, სადაც ამდენი, იქაც
კიდევ ერთიო და... გამოჰყავთ პაატა...
ყველამ ვიცინეთ, მარიკას გარდა. მე ვხარხარებ, რაზეც ფარული მტერი
სკდება ბოღმით და ვერ იმჩნევს. კინოში წავედით ჩვენ ოთხნი. მარიკა რძალი
გაბუტული იყო მთელი საღამო. ზაზამ კი ჩურჩულით აუხსნა, თუ როგორი
კარგი ბავშვი და ადამიანი ვარ და სამართლიანი. სთხოვა, როგორმე მოეგ-
ვარებინა ქმრის საყვარელ დასთან ურთიერთობა, მაგრამ გვიანი იყო ზაზს
თხოვნა. მე უკვე მარიკას ფარული მტერი გავხდი, ის კი გაცნობის დღიდან
მერჩოდა...

49
ისე ვერ ჩავუვლი ბავშვობას, რომ არ მოვყვე ჩემს ცუდ თვისებებზეც. რა-
ტომღაც არასოდეს არავისთვის შემეძლო ფული მეთხოვა, ძალიან მრცხვე-
ნოდა და თხოვნას მერჩივნა, მშობლების ჯიბეში ხელი ჩამეყო და ისე ამეღო
წვრილი ფული. ვიცოდი, ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ ჩემთვის ეს თხოვნაზე
ბევრად ადვილი გასაკეთებელი იყო, თან ჩურჩულით ვამბობდი ჩემს საყვა-
რელ სიტყვებს: ღმერთმა იმდენი მოგცეთ, რომ ვერასდროს იგრძნოთ და-
ნაკლისი. მერე დავმალავდი სადმე და დაველოდებოდი იმ მომენტს, როცა ამ
ფულს ქუჩაში, სადარბაზოს კიბეზე ან სახლში შემთხვევით ძირს დაყრილს
„აღმოვაჩენდი“ და გაკვირვებული ვიტყოდი: „უი, ფული ვიპოვე“, ოღონდ ეს
ვინმეს აუცილებლად უნდა დაენახა...
ერთხელ ისეთი გაკვეთილი მივიღე, რომ გადავწყვიტე ეს ხერხი სახლში
აღარასოდეს გამომეყენებინა, რადგან ლაშა უფრო მოხერხებული აღმოჩნდა
და წამართვა, მე დავკარგე წეღანო. მეც ვერაფერი ვთქვი, ხომ ვიცოდი, იტ-
ყუებოდა, მაგრამ მეც ვიტყუებოდი. ქურდის ქურდი ცხონდა, მაგრამ მაინც
არ გაპატიებ-მეთქი, მივაძახე სიცილით. ლაშაც დამცინოდა გამარჯვებული.
ერთხელ მეზობელ ყირმელასთან ავედი გასართობად, ხუთი წუთის შესუ-
ლი ვიყავი, როცა ნათესავები ესტუმრნენ. ერთი ბავშვი თვეების იყო, ყირმე-
ლამ სოკოს ფორმის ხის ყულაბა ააჩხაკუნა, ამან ჩემი ყურადღება მიიქცია.
– ეს რა არის? – ვკითხე მე.
– ყულაბა.
– ყულაბა რას ნიშნავს?
– ხურდებს ვაგროვებ...
ამ დროს სახლის ტელეფონმა დარეკა და მე დამიძახეს.
– ახლავე ჩამოდი სახლში, ჭურჭელი დაგიტოვებია გასარეცხი, – მკაც-
რად მითხრა იმედამ.
– აუ, თხუთმეტი წუთია ამოვედი, როცა ჩამოვალ, გავრეცხავ! ან თქვენმა
რძალმა გარეცხოს! – გავბრაზდი მე.
– თამუნა, ჩამოდი ახლავე! დედა რომ მოვიდეს, გაბრაზდება, ხო იცი?!
გავმწარდი, დავახეთქე ყურმილი, მივხვდი, რომ არც ყირმელას ეცალა
ჩემთვის და არც ჩემი ძმა მომასვენებდა. იმ წამს ბევრმა სიგიჟემ გამიელვა,
გადავწყვიტე რამე ცუდი გამეკეთებინა, რომ ჩემთვისაც ეცათ პატივი. დე-
დის ყურადღება ბავშვობიდან მენატრებოდა, რაც ჩემგან განსხვავებით, ბი-
ჭებს ნამდვილად არ აკლდათ. ჰოდა, მეც მათნაირად შარები უნდა ამეკიდა,
რომ ყურადღების ღირსი გავმხდარიყავი და ვიფიქრე, რომ ახლა იყო ამის
დრო. გავიხედე, გამოვიხედე და გაბრაზებულმა ჩავიცურე ძალიან თხელი
ჟილეტის ჯიბეში სოკოს ყულაბა...
კიბეზე ჩავდიოდი, ნამუსი მღრღნიდა და ვფიქრობდი, დამებრუნებინა
თუ არა, მაგრამ ვგრძნობდი ყირმელასაც „ვეკიდე“ და დასაკარგიც არაფერი
მქონდა, თან ეს იყო კარგი შანსი, ყურადღება რომ მიმექცია. გაბრაზებულმა
შევაღე სახლის კარი.

50
– კარგი, რა სახე გაქვს, გარეცხე და ადი ისევ, – დამამშვიდა თითქოს
იმედამ.
– არ მჭირდება ასვლა! მოსამსახურეებს პატივს არსად არ სცემენ! – გავმ-
წარდი მე.
– რა მოხდა, კი მაგრამ, მე არ მითქვამს ყირმელასთვის, ჭურჭლის დასა-
რეცხად რომ დაგიძახე.
– ყველას „ვკიდივარ“! ჩემზე არ ფიქრობთ!
შევკარი ჯიბის „ზმეიკა“, გავიხადე ჟილეტი და დავაგდე ოთახში, თვალში
საცემ ადგილას და მივაძახე ლაშას იმედოსა და პაატას გასაგონად:
– არავინ მიეკაროს ჩემს ჟილეტს!
ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ ვთქვი, რომ მიჰკარებოდნენ. ზუსტად ეგ მინ-
დოდა, ენახათ რომ მოვიპარე. დავიწყე ჭურჭლის რეცხვა, თან ვფიქრობ: რა
მოხდება, ეს ხომ ჩემი პირველი სიგიჟეა, რომელსაც ყველა გაიგებს, ზოგთან
შევრცხვები, ზოგთან სახელს მოვიპოვებ, ოჯახში ყურადღებას მივიქცევ,
რაც მთავარია, თანაც კარგი თამუ ხო არ მოსწონდათ?! უფ, ასე თუ გავაგრ-
ძელებ, მარიკას გავაგდებინებ დედაჩემს სახლიდან...
– რატომ არ მივეკაროთ შენს ჟილეტს? – დაინტერესდა იმედა.
– იმიტომ რომ ბუა ზის ჯიბეში! ჩემია და არ მიეკაროთ! მგონი, გარკვევით
ვთქვი!
– უკვე ვნახე და მინდა ვიცოდე, ეს ყულაბა საიდან?
– ჯერ ერთი, შენი საქმე არ არის! მეორე, მაჩუქეს...
შემეშინდა? უკან ვიხევ? თუ ამას ველოდი? ისევ ნამუსს ვებრძვი.
– ასეთ რაღაცებს არ ჩუქნიან, გოგო, – თითქოს გაბრაზდა იმედა, – თან
რა დებილი ხარ, თავი „დაიწვი“.
პაატა კვდება სიცილით.
– სულ ნუ იტყოდი და არც ვნახავდით ჯიბეებს.
– ხო, იმიტომ, რომ არ მეშინია, მაჩუქა. აბა, ხო დავმალავდი, რომ მომე-
პარა, – ვიბრძვი ბოლომდე.
– ხო რა, მართლაც, დებილი ხო არ არის, ეთქვა რამე, – ლაშა სათავისოდ
ჩაერთო საქმეში. გატეხა ყულაბა და ფულის დათვლა დაიწყო. მოტყუება
უნდა ისევ ჩემი, რაზეც იმედო გაბრაზდა.
– ბიჭო, „რა პონტში“ გატეხე! შენ ხო არ „უბერავ“?! მოიპარა ეს ყულაბა
და უნდა დაბრუნდეს იმ ბავშვთან!
– რას ჰქვია, უნდა დაბრუნდეს?! ან შენ რას მიყოფ, ლაშა? ჩემსას რატომ
ტეხავ, ძმაო? – მეც ავყვირდი.
– ხო, მართალია, თუ აჩუქეს, შენ „ვაფშე“ რა შუაში ხარ?! მოიცადეთ, მო-
იცადეთ, კარგად დავფიქრდე! ახლა, ბიჭო, დაყარე ეგ ფული, რა! ლაშა ცდი-
ლობდა „მოეტეხა“ ფული. კარგი, თუ გაჩუქა, გავიგებთ ახლავე, – იმედომ
შემომხედა, აინტერესებდა ჩემი რეაქცია და თან ტელეფონი აიღო.
– დავრეკოთ! – მიიღეს გადაწყვეტილება.

51
დასაკარგი რა მაქვს, ჩემს თავს ვეუბნები, მაინც არ იყო დიდად კარ-
გი მეგობარი, სულ თაკოს ედაქალებოდა და ერთად როცა იყვნენ, მაგრად
მიშლიდნენ ნერვებს. გაიგებს მთელი უბანი. ნუ, დავკარგავ მეგობრებს,
რომლებიც სინამდვილეში სულაც არც ყოფილან მეგობრები. თაკოს ჩე-
ხოსლოვაკიიდან ბევრი სხვადასხვანაირი „ჟუვაჩკა“ ჩამოსდიოდა ხოლმე,
რომლებსაც მათვალიერებინებდა და არ მაძლევდა, რაც ძალიან მწყინდა.
ყირმელას კარებთან ვიდექი ერთხელ, ალუჩას ახრაშუნებდა გემრიელად,
ნერწყვი მომადგა და ვთხოვე, ერთი მოეცა. შევიდა, სახლიდან გამომიტანა
ერთი ცალი და თან დააყოლა, დედაშენი ბაზრის დირექტორია და მე მთხოვ
ალუჩასო. ისე მეწყინა, დღესაც კი მახსოვს. რატომ უსვამდნენ ყოველთვის
ხაზს ასე ჩემს ოჯახს?! თუ ვინმეს რამე უჭირდა, გვერდში ედგნენ ჩემები
ყოველთვის, არაფერი მითქვამს, მიყვარდა და არ მინდოდა დაკარგვა, მაგ-
რამ იმ წამს ამ ყველაფერს ვიხსენებდი გულში და ჩავთვალე, რომ სულერ-
თი იყო ყველაფერი.
– ნინო, შეგიძლია ჩამოხვიდე ორი წუთით ჩვენთან? – დარეკა იმედომ
ყირმელასთან.
წუთში გაჩნდა, თვალის დახამხამებაში, სადღაც ისიც კი გავიფიქრე, იქ-
ნებ თქვას, რომ მაჩუქა და მერე დავუბრუნებდი ფულს, თითქოს გაორებული
ვიყავი, რამაც დამღალა ძალიან. თან მეშინოდა... გამაგრდი! შენ ეს გინდო-
და! – ჩავძახე ჩემს თავს...
– იმედ, იქნებ მართლა აჩუქა, აბა, ასე უშიშრად როგორ იდგებოდა?! –
ჩაერია ლაშა.
– გაირკვევა!
და აი, მე და ყირმელა აღმოვჩნდით პირისპირ...
– ბოდიში, თუ მოგაცდინე, თამუნამ ყულაბა მოიტანა და ამბობს, რომ შენ
აჩუქე, ლაშამ გატეხა, რომ ენახა რამდენი იყო, მართლა აჩუქე? ან მშობლებ-
მა თუ იციან? – ჰკითხა იმედამ.
– არა, არ მიჩუქებია, – გაოგნებული იდგა ჩემი ვითომ დაქალი.
უხ! როგორ გამყიდა, – ვფიქრობდი გულში.
– როგორ არ მაჩუქე! – მეც მივაწექი.
– არა, თამუნა, არ მიჩუქებია.
– ხო, კარგი! მე მოვიპარე! დაიშალეთ ახლა! მაჩუქა და ეშინია, სახლში
გაიგებენ! – არ ვტყდები! აღიარება „ტეხავს“.
ძმებმა გააცილეს ბოდიშებით, მე კი მოვიპოვე ქურდის სახელი, მაგრამ
ახლა საკითხავია, ეგ თუ მინდოდა.
– ეეე, არ შეიძლება ასე, თამუ, შინაურს და მეგობარს არ უნდა მოპარო,
– მომიბრუნდა იმედა.
– არ არის ჩემი მეგობარი!
– კარგი, ნუ არის, მეზობელი ხომ არის! არც მეზობელს არ უნდა მოპა-
რო, პირიქით, სხვა უბნიდან ვინმე შენს უბანში რამეს თუ გააფუჭებს, შენი

52
სირცხვილია, ესე იგი, პატივს არ გცემენ და შენვე პარავ? – „გაეხსნა“ იმედას
ქურდული. დაუწერელ კანონებს მიკითხავს.
– კარგი, ბავშვურად მოუვიდა, შეეშვი, ნუ „ტისკავ“! – მიცავდა ლაშა.
– დედას მოუყვებით? – ვიკითხე მე.
– უნდა მოვუყვეთ, სხვისგან თუ გაიგო, უარესია.
– ხო, რაც გინდათ, ის ქენით! – ვთქვი ამაყად. ეგ მინდოდა ზუსტად.
მართლაც, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვფიქრობდი. ყულაბის
ამბავი გაიგო მთელმა უბანმა ყირმელასგან. არც მიცდია ახსნა ან თავის
მართლება ვინმესთან, დუმილი ვარჩიე... დედამ დამსაჯა. დასჯის ფორმა
ასეთი იყო: ნაგვის გადაყრა ერთი კვირა. რასაც ორი წუთის ნაცვლად, ოც
წუთს ვანდომებდი, ხან მეტსაც, ეზოში ვრჩებოდი... თუ რძალი სახლში იყო,
სიამოვნებით ახსენებდა ოჯახს დასჯის ამბავს... რას დავეძებდი, ქამრით
რომ არ მცემა, ეგეც საქმეა, მაგრამ მე ამისთვისაც მზად ვიყავი, ოღონდ
ჩემს ძმებს დავწეოდი, ასევე, რძალი უნდა გამეგდო სახლიდან.
თაკოს დედა, ჯული, მეგობრობდა დედაჩემთან. მეც მიწევდა მეგობ-
რობა თაკოსთან. ამ ამბის მერე ჯულიმ ეჭვის თვალით ყურება დამიწყო.
ეს არ იკმარა და დამკითხა, ვერცხლის კოვზები დავკარგე და შენ ხომ
არ გაგყვა სახლშიო. საშინლად გაბრაზებულმა დედას შევჩივლე, დედაც
გაბრაზდა და შენიშვნა მისცა, სად უნდა წაეღო კოვზები, ბავშვია, გა-
ყიდვით სად გაყიდდა, სახლში არც კოვზები გვაკლია და არც ჩანგლე-
ბიო... მართლაც, რომ არავისი არაფერი გვინდოდა, აქეთ ყველას თან
„ვყვებოდით“. ჩემი ფული ყოველთვის მქონდა გადანახული, იმდენი, რომ
მთელი უბნის ბავშვებისთვის ყულაბა რომ მომეპარა, მაინც ვერ მოვაგ-
როვებდი ამდენს.
მე და თაკო ბადმინტონს ვთამაშობდით ეზოში. შემთხვევით ასფალტს
მოარტყა ჩოგანი, გაუტყდა და კანკალი დაიწყო. ტიროდა, დედა მომკლავსო.
– კარგი, დამშვიდდი, ვიყიდოთ და არ ვუთხრათ, ან უთხარი რომ მე გა-
მიტყდა.
– მერე დამიშლის შენთან თამაშს, – ღნაოდა თაკო (10-11 წლის, ჩემზე
დიდი. ამ ასაკში 2 წლით სხვაობა თვალში საცემია).
– ვიყიდოთ ახალი მაშინ, ოღონდ ნუ ტირი, გთხოვ, – ძალიან შევწუხდი მე.
– მე სად მაქვს ამის ფული?!
– მე მაქვს, რა ღირს? ზაზა სულ მაძლევს ფულს, – მოვიტყუე, იშვიათად
მაძლევდა.
– ასე, თერთმეტი მანეთი ღირს, როგორც მახსოვს და სად ვიშოვოთ ამდე-
ნი ფული? – არ წყვეტს ღნავილს თაკო.
– შენ რისი მშოვნელი ხარ, ჩოგანი გატყდა და სკდები ტირილით, სახლ-
ში მომკლავენო, შენ ჩემზე რთული ბავშვობა გქონია, წამოდი გავიპაროთ,
მაღაზია ვიპოვოთ.
– ვინ მოგვყიდის ჩვენ? არავინ! უფროსი გვინდა ვინმე.

53
– შემიძლია ოჯახს ვუთხრა და გიყიდიან, რა პრობლემაა, ასეთ უაზრობაზე
მე არავინ მეჩხუბება, მოიფიქრე, რაც გინდა, მე ფულს ჩამოვიტან მანამდე.
ავედი სახლში, სამალავში მხოლოდ ათმანეთიანები მქონდა (თუმნიანე-
ბი). ოცი მანეთი ბევრია, რომ გამოვაჩინო. აუუ, მანეთი მაკლია! ისეთი დე-
ბილია, მანეთს ვერ იშოვის! ვააა, რა გავაკეთო? „შანსი“ არაა, კაპიკსაც ვერ
მოვიპარავ სახლიდან, ისედაც მაკონტროლებენ. თან დედა დამპირდა, ისე
მოვაწყობ, რომ მარიკა გადავა მალე ჩვენგანო. ამიტომ დედას გაბრაზება
ნამდვილად არ მაწყობდა. მოკლედ, ამ ფიქრებში ავირიე, თუმნიანი ავიღე
და ჩავიტანე.
– რა ვქნათ? მანეთი გვაკლია (მეტი არ მქონდა, მანეთით 10 ცალი „ჟუვაჩ-
კა“ მოდიოდა), ზაზა მოვა და ვთხოვ მანეთს – ვამშვიდებდი მე.
ის კი ისე დახარბდა თუმანს, გამომტაცა, მაკოცა და გაიქცა – მოვაგვა-
რებ, არ ინერვიულოო. ნეტა რაღას აგვარებდა, ორი მანეთი ღირებულა!..
მაგრად „მაჭამა“ თაკომ, მაგრამ მაინც მე გამოვედი ისევ ცუდი, მე ხომ თო-
რაძე ვარ. ჩემი ცუდი ასმაგად ჩანს და კარგიც ცუდად ეჩვენებათ...
სადარდელი გამიჩდა: ახლა ამ ამბავს ნეტა რა მოჰყვება? არადა, რა ად-
ვილი იყო მივსულიყავი სახლში და მეთქვა ჩემი პრობლემა, წავიდოდნენ და
თვითონ უყიდდნენ იმ ბადმინტონს. ბავშვი კი რაც არ უნდა დიდობდეს, ამ-
დენს ვერ ფიქრობს, ადვილია ეშმაკის მახეში გაბმა და პატარ-პატარა ცოდ-
ვების ტომარაში მოგროვება. რამდენიმე დღის შემდეგ ლიფტში ჯული შემხ-
ვდა და მეუბნება:
– თამუნა, ამას წინათ თაკომ მოიტანა ათმანეთიანი სახლში და მაინტერე-
სებს, რატომ მიეცი? ან შენ საიდან ამდენი ფული?
აუ, სად გავიჭედე?! გამოდის, თაკოს არ უთქვამს მიზეზი? აბა, ფული რა-
ტომ გამოაჩინა? უნდა ვთქვა თუ ჩუმად ვიყო? ოხ, თაკო, შენი! ეს რა დღეში
ჩამაგდე! მე და პაატას თამაშის დროს ანტიკვარი „ვაზები“ შემოგვმტვრევია,
მაგაზე არავის დავუხოცივართ და ეს ავადმყოფ შვილს სცემს ჯოხის გატეხ-
ვის გამო და მე ხო არ ვაცემინებ?! ისე, მე ვცემ მაგრად მაგას! ზოგი მშობელი
ვითომ მკაცრი იყო, არადა, სინამდვილეში – წუწურაქა იყო ამის მიზეზი. ჩვენ-
ზე ნაკლები შესაძლებლობა არ ჰქონდათ. თაკომ ადგილიც კი მანახა სახლში,
მამინაცვალი „პაჩკობით“ ფულს სად ინახავდა, მაგრამ არავისთვის მითქვამს...
ჩემი გაკუება ყველას ესმის! ისევ ფიქრებში ვარ, ეს ქალი თავისას იმეორებს...
– ზაზამ მომცა და, თუ ამას წინათ მოიტანა, რატომ იმ დღესვე არ იკით-
ხეთ?! – დავადექი პირზე თამამად.
– და... თაკოს რატომ მიეცი? – აუარა გვერდი დედამისმა კითხვას.
– თვითონ არ გითხრათ?
– არა!
– ეგრე იყო საჭირო! თქვენს შვილს ჰკითხეთ! – მე ხმას აღარ ვიღებდი!
ენის მიტანა და აღიარება „გრეხი“ იყო. ჩემდაუნებურად დაუწერელ კანონს
ვიცავდი.

54
– კარგი, მე მოვალ ახლა დედაშენთან და გავიგებ ყველაფერს. სახლშია
დედა?
– დედა კი, მაგრამ ზაზა არა და დედამ რა იცის.
– ათი მანეთი შენხელა ბავშვისთვის ძალიან ბევრია, ზაზასაც არ უნდა
მოეცა, წესით, ავალ სახლში, ავიღებ მაგ ფულს და ჩამოვალ თქვენთან. ჯუ-
ლია მე-8 სართულზე ცხოვრობდა.
– კი ბატონო, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ჩვენს ოჯახში თქვენი წესებით არ
ილაპარაკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიშების მოხდა მოგიწევთ! ისე,
მაინც გაგაფრთხილეთ!
გაჩერდა ლიფტი მე-6 სართულზე, როგორც ყოველთვის, ფეხით ჩავი-
არე ერთი სართული, მეხუთე სართულზე სახლში ლიფტიდან პირდაპირ შე-
ვიდოდი, მაგრამ არ ვხმარობდით ყოველდღიურად, რადგან რკინის კარით
ჰქონდათ მშობლებს ჩაკეტილი... ტვინი არ ისვენებს, ვიცი სულ მალე მთელი
ოჯახი ჩემ წინაღმდეგ იდგება. თაკოსაც ვერ დაველაპარაკები, რომ გავიგო
უთხრა თუ არა სიმართლე დედამისს, მე ჩამშვები ვერ გამოვალ, სულ რომ
მაგრად მცემონ, თუმცა არასდროს მცემდნენ. არ მეშინოდა იმის თქმის, რაც
სინამდვილეში მოხდა, მაგრამ თაკოს ეშინოდა, მე კი ის უნდა მეხსნა ოჯახუ-
რი ჩხუბებისგან. რა ტყუილად ვფიქრობდი სხვაზე ამდენს, რატომ გამზარ-
დეს ასე, დღემდე არ ვიცი!
სახლში რომ შევედი, ზაზა დავინახე. ეუფ, დავიღუპე! აეეე, მარიკაც
სახლში ბრძანდება, „დაგერხა“ თორა! აბა, შენ იცი, ქალიც შენ ხარ და კა-
ციც, უნდა გაუძლო! – ბავშვობიდან მამხნევებს საკუთარი თავი და შინაგანი
ძალა, ღმერთმა რომ მომცა!
– რა ჩაფიქრებული სახით ხარ, დედიკო? მოდი, მომეხმარე, რამდენი საქ-
მეა, – ხმა არ ამომიღია, დრო იწელებოდა ჯულიას ლოდინში.
– თამუნა, მოდი აქ, გისმენ! მოყევი ათ მანეთზე ყველაფერს, – დამიძახა
დედამ.
– ზაზამ მომცა, – სწრაფადვე ვუპასუხე მე.
– ზაზა, შენ მიეცი?
რატომღაც მჯეროდა, რომ ზაზა ხელს დამაფარებდა სახალხოდ და მერე
მომთხოვდა პასუხს, მაგრამ მოუსწრია და, აი, კაცი რომ მეგონა, ცოლს დამ-
სგავსებია.
– მე სად მაქვს, მაგას რომ მივცე?!
– შენ მომეცი, შემიგროვდა, როცა მაძლევდი.
– ნუ იტყუები, თუმნიანს ვერ შეაგროვებდი, თუ მერე გადაახურდავე? ან
რატომ მიეცი იმ ბავშვს? – პასუხს მთხოვდა ზაზა.
მორჩა. აქ ქვასავით დავდუმდი, რაზეც უარესად გადაირივნენ, დედა მი-
ლიციითაც კი დამემუქრა. ზაზამ იღრიალა, მერე მარიკამ ზაზა შეჯორა, თუ
როგორ ვფუჭდებოდი მე. საათები გადიოდა ჩემს დაკითხვაში, ჯული ფეხს
არ იცვლიდა, საქმე მიეცა. ზაზაზე კი მარიკას სიტყვებმა იმოქმედა.

55
მე, ფიზიკურად გაუტეხელს, სული დამენგრა. ყველა ჩემ წინააღმდეგაა...
მეჩხუბებიან, არც ვტირი, ვდგავარ გახევებული, მაგრამ ახლაც, გახსენების
დროს, გული მაშინდელივით მიცემს...
– ზაზა, არ ვიცი, რაც გინდა, ის გააკეთე! შენი სახელია ნახსენები! ხომ
ხედავ, რა მაგალითი მიეცი ბავშვს, როგორც გინდა, ისე აალაპარაკე!
დედამ მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა ზაზას. სული მიტირის, ბოღმა ყელში
ბურთივით მაქვს გაჩრილი და მახრჩობს. რატომ არ ვიღებ ხმას?! თაკომ გამწი-
რა, მე რატომ ვაფარებ ხელს?! იქნებ უპოვეს და არც მას უთქვამს სიმართლე?
ან რატომ არ ამბობს ჯული, თაკო რას მოყვა სახლში? არ ვიცი, რაღა ვიფიქრო.
დუმილი სჯობია ახლა, ამათაც მობეზრდებათ, დაიღლებიან და შემეშვებიან.
კარგი, ხო, კიდევ ერთი კვირა ვიჯდები სახლში და ნაგავსაც გადავყრი.
– მოდი აქ, თამუნა! – დამიძახა ზაზამ და პირისპირ დამსვა, ცოტა მოშო-
რებით. თან გართული იყო წიგნების დალაგებით.
– მოყევი!
– არაფერი მაქვს მოსაყოლი, – დავასრულე სიტყვა თუ არა, წიგნმა ჩამიქ-
როლა გვერდით.
წიგნი მესროლა! ეს რა იკადრა! ვერ ეღირსება ერთ სიტყვასაც ჩემგან!
ბევრმა წიგნმა ჩამიქროლა კიდევ... ზაზაც მარიკად იქცა ჩემთვის, ფიზი-
კურმა სიძლიერემაც მიმტყუნა. ვტირი, ოღონდ არ მინდა, მაგრამ ცრემლები
თავისით მომდის ღაპაღუპით და ზაზას თვალს თვალში ვუყრი, ზიზღს ვაფრ-
ქვევ და ვეკითხები უხმოდ, სად მოასწარი ასე გადაყვარება დის? ასე რატომ
მიმეტებ?
– მაინტერესებს, თამუნა, ფული საიდან, ან რატომ გაგაქვს სახლიდან?!
„გახევენ“?!
– არა! ვერავინ „ამახევს“! ეკუთვნოდა და მივეცი! რატომ, არ ვიტყვი! ეგ
„ჩაშვებაა“! ხომ მასწავლით, არ ჩაუშვა არავინო! ახლა კიდევ წიგნებს მესვ-
რი! მომკალი, თუ გინდა, მე არაფრის მეშინია! რით განსხვავდები „კაპეზეში“
მწამებლებისგან, რით?!
ეს სიტყვები დამამთავრებინა, ადგა და ღრიალი დაიწყო.
– რას მაკეთებინებთ, მე თქვენი დედები!.. გაეთრიე აქედან, სანამ არ გა-
მიქრიხარ! წადი და შენ შვილს ჰკითხე, შე ნაბოზარო, აქ სეირს რომ უყურებ
და ეგ თუმანი დადე აქ ახლავე! – ჯულის მივარდა ზაზა.
– ეს გინდოდა არა?! – შემიღრინა დედამ.
– არა! – შევუღრინე მეც, – ჯულის უნდოდა ის, რასაც მიკეთებდით!
სეირს აყურებინე შენც! ჩემი არ გჯერა და ვიღაცების გჯერა!
ზაზა ისე ყვიროდა და ისე გაგიჟდა, რომ ყველა იქ მყოფი მიხვდა, ხმა
აღარ უნდა ამოეღო არცერთს. ჯული წავიდა თავზე ლაფდასხმული, დედამ
კი ბოდიში მოუხადა და მე დამემუქრა, შენს ახალშეკერილ კაბას თაკოს მივ-
ცემო. მომწონდა დედას შეკერილი და მოქსოვილი ტანისამოსი. ვფიქრობდი,
რომ ასე სიყვარულს ვატარებდი, სხვას რომ არ ჰქონდა, იმ სიყვარულს...

56
ზაზა წავიდა სადღაც, მეც გავედი ჩემს ოთახში, პაატა შემოვიდა მეფერა,
მაწყნარა. ჩვენ ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს. ერთი სული მქონდა,
როდის მოვუყვებოდი.
აზრზე ხარ, პაატ? ეს რა „გამიჩალიჩა“ თაკომ. – მოუყევი ყველაფერს, რა
როგორ იყო.
– რა დებილი ხარ, რისთვის ჩააგდებინე თავი ასეთ დღეში! უნდა მოგე-
ყოლა!
– მე მეგონა, „გრეხია ჩაშვება“.
– ეს რა „ჩაშვებაა“? შენს ოჯახში უნდა მოყვე. თან ეს ჯული ამაყად იჯდა
აქ და თავისი შვილი მართალი გამოჰყავდა.
რა დებილი ბავშვი ხარო, სულ თავში ხელები ირტყა, მთხოვდა უფლება
მიმეცა, რომ სიმართლე მოეყოლა და აქეთ ეხდევინებინა ბოდიშები. დედამ
დაიჯერა ჩვენი და ჯული დაიბარა სახლში.
– რატომ დამალე ბადმინტონის შესახებ?! მე მომპარა ბავშვმა ფული,
რომ შენ არ გეჩხუბა შენი შვილისთვის... შენ ვინ გგონია თავი, აქ სეირებს
რომ მამართვინებ! გაგგლეჯთ შენ და შენს ნაბიჭვარ შვილს! არ გავიგო თა-
მუნაზე ცუდი თქვათ! – საშინლად გაბრაზდა დედა.
ჯულიმ ბოდიშები გვიხადა, ვითომ არ იცოდა, სინამდვილეში რაც მოხ-
და. არიან ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ სხვისი ცუდი, თუმცა ჩვენ,
კეთილებმა, მერე ესეც ვაპატიეთ, მაგრამ მე ვერ ავცდი დასჯას მომხდარის
ოჯახისთვის დამალვის გამო და თან დაკითხვას რომ შევადარე, მაგრამ ეგ
არ მაღელვებდა დიდად. მარიკას მოეწყინა რაღაც, სულ ცოტა ხნის წინ კარგ
ხასიათზე იყო...
რძალს არ სჯეროდა მულის... ან რა უნდოდა? სხვა საქმე არ ჰქონდა ნე-
ტავ? უიღბლო გამომძიებელივით დასდევდა ჩემს ნაკვალევს და ეძებდა და-
ტოვებულ „სამხილს“... არადა, მართლა კარგი ბავშვი და შვილი ვიყავი...
ტყუპი დები ცხოვრობდნენ ჩვენი კორპუსების წინ, „ბარაკებში“, წესი-
ერად არც ვიცნობდი. დედის ნაჩუქარი წითელი ტყავის პორტმანი მეჭირა,
თევზის ფორმა ჰქონდა, ძალიან მიყვარდა, პატარა და კომფორტული იყო
ყველა ჯიბისთვის. მკითხეს, საიდან მქონდა ასეთი უცხო და ლამაზი პორ-
ტმანი, მეც ვუპასუხე, რომ დედამ ჩამომიტანა სადღაციდან და მითხრა,
გაუფთხილდი, ძვირიანიაო. ნაჩუქარია, თორემ გაჩუქებდი-მეთქი. მეც გუ-
ლით ვუთხარი, ისე ძალიან მოეწონათ. მოგზავნილებივით გადამეკიდნენ, რა
ღირს მოგვყიდეო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. არ ვიცი, რას მერჩოდა
ცხოვრება, მაგრამ მეორე დღეს მოყვა ერთი ამბავი ამ პორტმანს, ვითომდა,
გასაყიდად გავიტანე სახლიდან.
– რატომ ყიდდი პორტმანს? – მეკითხება გამოჭერილივით რძალი.
– რას იგონებთ, არაფერს არ ვყიდი!
– აბა, გაბრალებენ?!
– ხო, მაბრალებენ!

57
– ყველა შენ როგორ გერჩის?! – გამომწვევად მითხრა მარიკამ.
– სანამ შენ ჩაგვისახლდებოდი, რა ბედნიერები ვიყავით, ყველას ერთმა-
ნეთის სჯეროდა. გული მიგრძნობს, მალე მოგიწევს წასვლა აქედან. თვალი
ჩავუკარი „იაზვურად“, როგორც თვითონ „მეიაზვა“ და დინჯად გავუღიმე.
კიტრი-პომიდვრის სალათს ჭრიდა.
– ხელს არ შეგიშლი, მზად რომ იქნება, დამიძახე! – დავუმთავრე მე.

გიგლა პაპა გარდაიცვალა. მანამდე მოასწრო ცოლის მოყვანა, ლიდა ბა-


ტიაშვილისა, რომელსაც გიორგევნა დასანახავად ვერ იტანდა და გიგლას
ეუბნებოდა, სახლის გამო „შემოგეტენაო“. ლიდა მაგარი „ბაევიკი“ ქალი იყო,
რომელსაც გიგლამდე ცხრა ქმარი ჰყოლია და ყველა – მოხუცი, ლიდაზე
ბევრად ადრე რომ გარდაცვლილიყვნენ და სახლები ცოლს რჩებოდა. თუ
სწორად მახსოვს, ოთხი შვილი ჰყავდა, ბიჭები, რომლებიც ხელს უწყობდნენ
დედას გათხოვებაში...
დედამ ზაზას შესთავაზა, რომ იქ ეცხოვრა ცოლთან ერთად. ბავშვობის
სახლსაც დაგვაკარგვინებს ის აფერისტი ლიდაო. მეც მიყვარდა ნავთლუ-
ღის სახლის ეზო, თუთის ხეები, იები და მოცხარი. სამივეზე შეყვარებული
ვიყავი, მაგრამ, რაც ზაზა და მარიკა გადავიდნენ, ერთხელ ვიყავი მხოლოდ.
იმედო და ლაშა ხშირად მიდიოდნენ, რაც არ მომწონდა... არ იყო კმაყოფი-
ლი მარიკა ნავთლუღში ცხოვრებით. დედას და ოჯახს ერთ საკითხშიც ვერ
დაუდგა გვერდით ბოლომდე და სახლი დათმო 1000 მანეთად, რომელიც
ლიდამ მისცა, მერე კი რაღაცებს იგონებდა. დედამ ვერის სახლში აღარ შე-
მოუშვა შვილი და რძალი, წადით და, სადაც გინდათ, იქ იცხოვრეთო. ასე
დაბინავდნენ მარიკას სახლში, მშობლებთან.
ზაზა და მარიკა იშვიათად მოდიოდნენ სერგეევიჩის სასამართლო პრო-
ცესებზე. მე კახა, ლაშა, იმედო, პაატა სულ იქ ვიყავით, სანამ ერთი დარტყმა
კიდევ არ მოგვაყენა ოჯახს ზაზამ.
სასამართლოდან დაბრუნებულები ჩვენი საქმით ვიყავით დაკავებულები,
ძირს დაცემის ხმა რომ გავიგე და კახას ყვირილი: წყალი! დროზე! წყალი!..
შევცვივდით ყველანი და რას ვხედავთ, დედა უგონოდ გდია იატაკზე,
კახა ასულიერებს...
– რა მოხდა?! – ყველამ ვიკითხეთ, უკვე გონზე მოსული დედა რომ დავინახეთ.
– უნამუსო ეგ! სასწრაფოდ უნდა ვნახოთ, სანამ დაყიდა ყველაფერი! –
კახას ეუბნება დედა, – ვიცოდი, არ უნდა შემომეშვა სახლში!
მშობლების საძინებლის ერთ კედელზე წიგნების თაროები იყო იატაკი-
დან ჭერამდე. თაროების უკან, კედელში, სერგეევიჩს ჩაცემენტებული ჰქო-
ნია განძი, რომელიც მშობლებს შთამომავლობით ეკუთვნოდათ, ოქრო და
ბრილიანტი. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ ექნებოდათ დედისერთა მშობ-
ლებს!.. უკვე ყველაფერი გვიან იყო, ზაზას მარიკას მეგობრებში კაპიკებად
დაუყიდია ყველაფერი... დაბრუნება არავის უნდოდა და იგონებდნენ მი-

58
ლიონ ტყუილს. მამას ძლივს უთხრეს მომხდარი. ზაზამ უარყო და მარიკამ,
რომელმაც ყველაფერი იცოდა, მამამთილს უტიფრად უთხრა, რომ თვითონ
შენი ცოლი და კახა მოიპარავდნენო. რა დონის „კრისა“ უნდა იყო ადამიანი,
პატიმარს ასეთი მძიმე დარტყმა მიაყენო ამ ბინძური ეჭვებით. სერგეევიჩ-
მა ზუსტად იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ რძალმა ხომ არ იცოდა, პატიმა-
რი მამამთილის გული რას გაუძლებდა. ზაზას კი ისე უყვარდა ცოლი, რომ
ვერაფერს ამჩნევდა, მეტიც, ქალმა სულ „გამოასირა“! დედა აღარ ელაპა-
რაკებოდა ზაზას და სახლშიც არ უშვებდა. გადახედა სხვა რაღაცებსაც და
აღმოაჩინა, რომ კიდევ ბევრი რამ ჰქონია მოპარული ზაზას. სახლში სულ
ვიღაც უნდა ვყოფილიყავით, რომ ისევ არ შემოპარულიყო და არ გავექურ-
დეთ. სახლის გასაღები აღარ არსებობდა, მაგრამ ეს კედლებზე მოსიარული
ძმები ყველაფერს ახერხებდნენ. არ არსებობდა კარი, რომელიც არ იღებოდა
მათთვის. სადაც ჩიტი ვერ შეფრინდებოდა და ჭიანჭველა ვერ გაიჭაჭანებდა,
ძმებისთვის იქ შესვლა არანაირი პრობლემა არ იყო...

არ მახსოვს წელიწადის რომელი დრო იდგა, ალბათ, შემოდგომა იწუ-


რებოდა, დედამ მაია, ნინო და ეკა სახლში მოიყვანა (ეკა ხან სახლში იყო,
ხან დებთან ერთად ძიძასთან) და გვითხრა, რომ ხვალ ჯუმბერ პატიაშვილს
ხვდებოდა ცეკას წინ. მამას სასამართლო პროცესები უაზროდ გადიოდა,
ვერაფერს ამტკიცებდნენ ვითომ დაზარალებულები. პატიაშვილი, ცეკას
მდივანი, თუ გადაწყვეტდა ჩვენს ბედს, მასზე მაღლა საქართველოში არავინ
იყო და, თუ ისიც ვერ დაგვეხმარებოდა სიმართლის დადგენაში, გიორგევნა
რუსეთში ედუარდ შევარდნაძეს შეხვდებოდა...
ვიდექით ცეკას წინ და ველოდებოდით სამთავრობო ავტომობილს. დედა
სულ რაღაც 39 წლის იყო და უკვე ათი შვილი ჰყავდა: მე – 8 წლის, ლაშა –
14-ის, პაატა – 10-ის, მაია – 4 წლის, ნინო – 3 წლის და ეკა – თვეების, იმედა
12 წლის, რომელიც ფიქრობდა, რომ ქურდად დაიბადა და მისი გამოჩენა თა-
ნამდებოდის პირებთან არაქურდული იყო. 16 წლის კახა ძალიან შორიდან
სურათებს გვიღებდა და ნერვიულობდა.
დაბრკოლებები შეგვხდა... რა თქმა უნდა, მილიციის თანამშრომლები
ცდილობდნენ ხელი შეეშალათ შიმშილობის მშვიდობიანი აქციისთვის, მაგ-
რამ დედა ვაჟკაცურად იდგა. ფეხს არ ვიცვლიდით, ბოლომდე ვიბრძოდით.
როგორც კი დავინახე შავი „გაზ-24“ თუ „31“ (მთელი ბავშვობა მერეოდა ერ-
თმანეთში „ვოლგის“ ეს მარკები), რომელშიც პატიაშვილი უნდა მჯდარიყო,
ჩემდაუნებურად გავიქეცი მანქანისკენ ყვირილით: გამოუშვით მამაჩემი ცი-
ხიდან! გეხვეწებით, გამოუშვით მამა! და ვტიროდი, იმდენად დამღალა ამ
ყველაფერმა. ის შტერი თანამშრომლები მეცნენ, ეგონათ, რამეს დავუშავებ-
დი, ან არ აწყობდათ პატიაშვილამდე მიეღწია დედას. როგორც იქნა, დაინ-
ტერესდა ამ ვითარებით ჯუმბერ პატიაშვილი და ბრძანა გიორგევნა შეეშვათ
მის კაბინეტში, რაც სიხარულზე მეტი იყო. ჩვენ, ბავშვები, ველოდებოდით

59
დედის დაბრუნებას გარეთ, ნინო კი ტიროდა, თავის ძიძასთან უნდოდა, თავი
ამატკია. ერთი დღეც არ ჩერდებოდა ჩვენთან ისტერიკების გარეშე. დედა
გამოვიდა გარეთ გაბრწყინებული სახით. ჩავსხედით მანქანაში. ვკვდები,
ისე მაინტერესებს, რა ხდება.
– ყოჩაღ, დედა, ყოჩაღ! შენ რომ არ მივარდნილიყავი პატიაშვილის მანქა-
ნას, ეს „ჩათლახები“ ისე „მოგვტეხავდნენ“, ვერც დაგვინახავდა, – ბედნიერი
ღიმილით მითხრა დედამ.
– და გაიგო, რომ ვეხვეწებოდი?
– კი, დედა, გაიგო და გადმოგცა, მამიკო ახალ წელს სახლში გეყოლებაო!
ჩემი ყვირილით დავაყრუე მანქანაში მსხდომები, სიხარულისგან გული
აფეთქდა. აღარ გვაცადეს ამბის მოსმენა ბავშვებმა, ისევ მაყვალა ძიძასთან
დავტოვეთ და გზაში მოვაყოლეთ დედას...
მან ერთ დღეს შეაჭრა მოსამართლესთან ოთახში, რაც არ შეიძლებოდა
კანონით. შეშინებული მოსამართლე დაიბნა:
– რა ხდება ქალბატონო?! ხომ იცით, რომ არ შეიძლება თქვენი აქ ყოფნა!
– გაოცებული ეკითხებოდა.
– ვიცი, ბატონო მოსამართლე, ოღონდ ის არ ვიცი, ვის მივმართო! არ
ვიცი, ამხელა ოჯახს როგორ მივხედო მარტო ქალმა?! აქ ვიარო, „პერედა-
ჩებზე“ რიგში ვიდგე, თუ შვილები ვზარდო?! ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე.
ეს ყველამ კარგად ვიცით და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
– ცრემლნარევი ხმით უთხრა დედამ.
– ქალბატონო, მე არაფერი შემიძლია, არც თქვენთან ლაპარაკი მინდა,
თქვენი ოჯახი ხშირად იყენებს ხმის ჩამწერ საშუალებებს, იქნებ ახლაც იწერთ?
– რას ბრძანებთ, ეგ ჩემს მეუღლეს ჰქონდა, არ ენდობოდა ნანეტაშვილს
და ჭავჭანიძეს... მე არასოდეს არაფერი ჩამიწერია, – ჯიბეები გადმოიტრი-
ალა დედამ არწმუნებდა მოსამართლეს, რომ არაფერი ჰქონდა. მე გაკვირვე-
ბული ვიჯექი და მოსამართლის საოცარ ჩვევას ვუყურებდი: ორივე ხელის
თითებს აერთებდა, მერე ერთ ხელს შლიდა და მეორე ხელი ისევ თითებშეკ-
რულს აჯახებდა გაშლილ ხელისგულს, განუწყვეტლივ...
– რა გავაკეთო, მირჩიეთ, ადამიანები არ ხართ? გადავიხდი ფულს, თუ ეგ
უნდათ. რამდენია საჭირო, მითხარით! ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ჩემი
მეუღლე სახლში დაბრუნდეს!
მოსამართლე მართლაც გულჩვილი აღმოჩდა, ან თითებით თამაშმა დააბ-
ნია, აღელდა, თითქოს დედა შეეცოდა, მივიდა ახლოს და ჩუმად უთხრა:
– რა ვქნა, ქალბატონო გიორგევნა, ზემოდან მოდის ეს ყველაფერი, მე არა-
ფერს მეკითხებიან, რასაც მეტყვიან, ის უნდა გავაკეთო, წინააღმდეგ შემთხ-
ვევაში, მეც მომიცილებენ, ზევით გყავთ მტერი. პროცესებზე ნათლად ჩანს,
რომ თქვენი მეუღლე არ უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ მე სახელი მაქვს მო-
სამართლის, ძალა კი არაფრის. მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ! – მოსამართლე
მართლა გულით განიცდიდა ეტყობა, სხვანაირად ამდენს ვერ გარისკავდა.

60
– სულ ეს მაინტერესებდა, რომ ჩემი მეუღლე მოსამართლისთვისაც უდა-
ნაშაულოა და ისევ ზემოდან არ გვასვენებენ! გმადლობთ ყველაფრისთვის!
კარგად ბრძანდებოდეთ! – დაემშვიდობა დედა.
აი, ეს ჩანაწერი მოისმინა ჯუმბერ პატიაშვილმა. დედას დიქტოფონი მარ-
თლაც ედო, ოღონდ არც ხელჩანთაში და არც ჯიბეებში...
პატიაშვილმა სთხოვა დედას, თავიდან დაეწყოთ ცხოვრება და დაევიწ-
ყებინათ წარსული, დაჰპირდა, ახალ წელს მეუღლე სახლში ეყოლებოდა. ასი
თუმანი აჩუქა დედას ახალი წლის სუფრისთვის... დედამ ჩანაწერი დაუტოვა,
რაც ნიშნავდა წარსულის დავიწყებას და არა ბრძოლას. უბედნიერესები დავ-
ბრუნდით სახლში...
ოჯახური სტიქია, ზაზა, კვლავ არ გვასვენებდა! მისი სახელის გაგონება
უკვე აღარავის გვინდოდა. დედა, ფაქტობრივად, სულ სახლში იყო. ვალა-
გებდით, ოჯახური სააქმეები არ გველეოდა, თუმცა ძალიან ბედნიერი და
ენერგიული ვიყავი. ამ ენერგიას დედის სიახლოვე მაძლევდა.
კარზე ბრახუნი გაისმა. ყველაფრის მერე არ შერცხვა და, ზაზა მოვიდა.
– როგორ ბედავ აქ მოსვლას იმის მერე, რაც ჩაიდინე! – გაბრაზდა დედა.
– იცი, რომ მარიკა ორსულადაა?! იცი, რომ ფული მჭირდება?! სახლი არა
მაქვს! – განერვიულებულმა უპასუხა ზაზამ.
– ყველაფერი გქონდა, შე უნამუსო! „დაახვიე“ ახლავე აქედან!
– სიმამრი სახლიდან მაგდებს, სად წავიდე?! გაყავით და მომეცით ჩემი
წილი სახლი!
– რა წილი, ბიჭო, შენ „ვაფშე გაგირეკია“! ჯერ ცოცხლები ვართ, ხომ არ
გავიწყდება?! როცა მოვკვდებით, მაშინაც ვერ ეღირსები ვერაფერს ჩვენ-
გან, შე ნაბიჭვარო, „აახვიე“ ახლავე აქედან!!! – გამწარდა დედა.
– არსადაც არ წავალ, აქ მოვიყვან ჩემს ცოლ-შვილს! – ხმას აუწია ზაზამაც.
– თქვენ ეგდეთ უკვე აქ და უნამუსოდ ერთად გამქურდეთ, მერე კი რე-
ალიზაციაშიც მოგეხმარა!
როგორ მინდოდა ძალა მქონოდა, რომ მაგრად მეცემა ზაზა. რაღა წილს
ითხოვდა, როცა მთელი სახლი გაზიდა უნამუსოდ. დაარიგა ახალმა ოჯახმა,
თორემ ზაზა ამაზე სიტყვის თქმასაც ვერ გაბედავდა. გაუგებარი იყო, საერ-
თოდ ადამიანობა თუ გააჩნდა?! ვფიქრობდი, ისევ მიყვარდა თუ არა, მაგრამ
ვგრძნობდი გულში ოდნავადაც აღარ მიყვარდა...
– კაცი ხარ, ბიჭო, შენ? ვინ დაგარიგა? ასე რამ „გამოგასირა“? – დედა
ძლივს ინარჩუნებდა სიმშვიდეს.
– უბნის ინსპექტორი მელოდება ეზოში, არ მაინტერესებს არაფერი! წილი
მეკუთვნის სახლიდან და მივიღებ!
აი, ეს აღარ უნდა ეთქვა ზაზას.
– რა, ბიჭო?! „გაბოზდი“, შე „ნაბოზარო“?! – გაგიჟდა იმედო და ვეებერთე-
ლა ხანჯალი ყელზე მიადო ზაზას. როდის გამოიტანა ის ბაბუაჩემის გასაწი-
რი ხანჯალი, ვერ გავიგეთ, რომელიც თითქმის მისი სიმაღლის იყო.

61
– ბიჭო, ხანჯალი ჩაწიე! შენი უფროსი ძმა ვარ, რას მიბედავ!
– დაგანაკუწებ აქვე, დედის თვალწინ! შე „ახვარო“, ახლავე დატოვებ აქა-
ურობას და დაიმახსოვრე, შენ ხარ ნაბოზარი! რა ინსპექტორი, ბიჭო, რაც
წაიღე ოჯახიდან, ის დააბრუნე ჯობია! სხვას ვერ ართმევ და ოჯახს დაერიე,
არა?! „დავაი“ ახლა აქედან, თუ გინდა მამობას მოესწრო, „გააჯვი“! – თან
აიძულებს უკან-უკან გადადგას ნაბიჯები ზაზამ. კახა, დედა და მე ვუყუ-
რებთ დაძაბულები. ორივე მაგარი გიჟია, არ გამოვრიცხავთ ტრაგედიას...
– კარი გაუღეთ! მალე-მეთქი! ბიჭო, არ გესმის, შენ? ახლავე! – ღრიალებ-
და იმედა.
– წადი, ძმაო, წადი! თუ სიცოცხლე გიყვარს! – ჩაერია კახა, – იმედ, დაწყ-
ნარდი.
– რას მაწყნარებ, ბიჭო, ახლა ვიწყებ ამის „ტყვნას“!
სხვა რა გზა ჰქონდა, წავიდა. უბნის ინსპექტორი კი მართლა ეზოში ელო-
დებოდა. – სირცხვილი და თავის მოჭრა! ფუ გული, მერევა! რა იკადრა ტიპ-
მა, მრცხვენია ჩემი ძმა როა! იმედა, მართლა ოჯახის იმედი... მამას ეგონა,
ბოლო ბიჭი იქნებოდა და იმედა დაარქვა...
მოვიდა მამას ციხიდან გამოსვლის ბედნიერი დღე. დედა უბედნიერესი
ვიხილე, როგორც იქნა ცხრა თვისა და ათი დღის შემდეგ. ყველა ღირსეულ
ქალს ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას... მამა ციხიდან უფრო დასვენებული და
ნავარჯიშები გამოვიდა, სიხარულით აცილებდნენ სერგეევიჩს; შენც დაის-
ვენებ და ჩვენც დაგვასვენებო. როგორ მახსოვს, მამა სახლში რომ მოვიდა,
რა ბედნიერება იყო!.. აბაზანა გაავსო თავისი ქაფით და ჩაწვა. არ ვაცდი-
დით, შევუცვივდებოდით და ვაყოლებდით ციხის ამბებს მონატრებულები.
სიმღერა ჰქონდა ამოჩემებული, რომლითაც ციხეს აღვიძებდა: „ლუბა ბრატ-
ცი... ლუბა, ლუბა, ბრატცი, ჟიზნ...“ – ჩვენც გაგვაგიჟა, სანამ გადაეჩვია.
– იზო! დარეკე ჩემს უფროს ბიჭთან, – ყვირის მამა აბაზანიდან.
– რა?! მომესმა, თუ სულ გააფრინე?
ყველაფერი სულერთი იყო მამასთვის, რაც შვილმა ჩაიდინა. ზაზასაც
უნდა ეზეიმა სიხარული ოჯახთან ერთად. ნამდვილად არავის გვინდოდა ზა-
ზას დანახვა.
– მე არ დავრეკავ! შენ დარეკე, თუ გინდა! – გაგიჟდა დედა, – ძალიან
მიქარავ, იცოდე!
იმედოც გაბრაზდა, კახაც, მაგრამ ამ შემთხვევაში სერგეევიჩის სიტყვა
გადამწყვეტი იყო. ჯერ იმიტომ, რომ იმ დღის გამოსულს ციხიდან ყველა
სურვილი უნდა ასრულებოდა და მეორე, რაც შვილებს ეხებოდა, ვერავინ
შეცვლიდა იმას, რომ სერგეევიჩი ყველაფერს პატიობდა მათ...
– ისიც ეყოფა მაგ საცოდავს, რომ ეტყვი, მამა გამოვიდა და გიბარებსო,
– თან იცინის, – სუნს დააყენებს, იფიქრებს ძვლებში დაშლის დრო მომივიდა
და ყველაფერზე პასუხისგებისო, შეიძლება უარიც თქვას და არ მოვიდეს.
ორაზროვნად დაიბარე, იზო! –

62
– ოხ, შენ რა ხარ, რა აზრი აქვს, მოვა და ხმასაც არ გასცემ მაგაზე, ხო ვიცი?
– კარგი ხო, შვილია, ოქროში ხომ არ გავცვლით ჩვენც რა?!..
– რა კაცია, ჰა! – იმედო ეუბნება კახას ღიმილით.
– მაგარი კაცია ძაან.
– ახლა იმ „ნაბოზრებს“ რა შეხვდება, როგორ შევხედო, ტო, თვალებში?!
დანახვა არ მინდა არცერთის! – ბრაზობდა იმედო.
– ხო, მესმის, ძმაო, მაგრამ ვერ ვაწყენინებთ დღეს სერგეევიჩს, იქნებ
თქვას რამე გულის მოსალბობი მაგ ჩემისამ, ჰა, იმედ! – კახაც დაბნეულია,
თუმცა სადღაც ყველა ველოდით ამ ამბავს.
– ძალიან მალე ეპატიება დანაშაული, რომელსაც არავის არ ვაპატიებ-
დით... და, რა გამოდის, ტო?!
– აბა, შერიგდნენ ესენი და თუ ისევ მოგინდება, გავიყვანოთ ხუთოთა-
ხიანში და მაგრად ვცემოთ, გინდა?
– ვნახოთ, როგორ იქნება, ცოლსაც წამოიყვანს „იასნია“! ის კიდე ორსუ-
ლადაა და აქ არ მოუვიდეს რამე. როგორ უნდა ვცე პატივი მაგ ხალხს, ეგ არ
ვიცი, ძმაო, რა... – ვერ მშვიდდებოდა იმედა.
აბსოლუტურად ვეთანხმებოდი იმედას, მეც მიჭირდა პატიება, მაგრამ
ხმას ვერ ვიღებდი...
– მისმინე, გიორგევნა, ხომ იცი, იმედო როგორი ბავშვია, კაცია ნამდვი-
ლი. ზაზას ამბავი მაგას ახლა გულში ცუდად უდევს. ძმები არიან, ბევრ რამე-
ზე მოგვიწევს თვალის დახუჭვა, შენ ხომ ჭკვიანი ქალი ხარ, რა დაგემართა?!
– ეჩურჩულებოდა მამა.
– ჭკვიანი რომ ვარ, ამიტომ გეუბნები, მოვარიდოთ ოჯახს და ბიჭებს,
წყნარად ვართ ახლა და მერე ან შემოაკვდებათ ძმებს, ან გააფუჭებს ამათაც,
დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და მე არ დამაბრალო!
– კარგი ახლა! ასე გარიყული ხომ არ გვეყოლება, ამხელა ოჯახი ჰყავს,
იქნება ეგეც გაიზარდოს, მამა ხდება...
– ჯიუტი კაცი ხარ, რაც გინდათ, ის ქენით!
– ზაზა, მამა გამოვიდა ციხიდან, შენი ნახვა უნდა, გამოდი ჩვენთან, – და-
ურეკა ლაშამ, როგორც ყველაზე ნეიტრალურმა ადამიანმა, ყველასთან რომ
იყო და თან – არავის მხარეს.
– ვაააა, მართლა? გაბრაზებულია ძაან? მარიკაც წამოვიყვანო? – შეშინ-
და ბიჭი.
– რამდენ კითხვას სვამ! თუ გინდა, მოდი! მამა გამოვიდა ციხიდან-მეთქი
და უნდა რომ მოხვიდე და „დალშე“ შენ იცი, როგორ და ვისთან ერთად! –
დაუსრულა ლაშამ.
– ოჰო, გაზრდილა თვალსა და ხელს შუა, – „წავეკაიფე“ ლაშას, თან გავი-
პარე, რამე რომ არ მომხვედროდა მოქნეული.
– ჰა, ჰა, ჰა... რა ენა აქვს, ვერ აჯობებ, მაგარი ჟურნალისტი დადგება, –
გამხიარულდა დედა.

63
– ოოო, კარგი რა, გიორგევნა, რა ჟურნალისტი, კარგი ადვოკატი უნდა
გახდე, მამა, შენ და სხვა არაფერი, – გადაწყვიტა მამამ.
– რა ადვოკატი, ტო! ან რა ჟურნალისტი! არავინაც არ გამოვა, იჯდება
სახლში და, როცა გათხოვდება, შვილებს გაზრდის! – კახამ და იმედომ ასე
გადაწყვიტეს.
– ეგღა მაკლია, ჩემს დას ვინმემ სხვანაირად შეხედოს, უნდა ავარიდოთ
ხალხს! – აგრძელებს კახა.
– ყველა შენნაირი ნუ გგონია, რა! მე ვაჟკაცი ვარ და თუ ვინმე ისე შემომ-
ხედავს, შემოვარტყამ, ეგ არ მეშლება! ჩემს თავს მე თვითონ დავიცავ, თქვენ
ნუ გეშინიათ! – ეს თემა მაცოფებდა ძალიან.
– ნუ „ბლატაობ“, გოგო, რა! – შემომესივნენ ძმები.
– თქვენ აწი ნახეთ თამუნას „ბლატაობა“, პატიაშვილს მამა გამოაშვებინა
ციხიდან! ჰა, ჰა, ჰა, ჰა... – „წამეიაზვა“ პაატა.
– ხო, მამა ენაცვალოს, ჩემი ვაჟკაცი გოგოა ეს! – მომეფერა მამიკო.
– დედას ორი დიპლომი აქვს, თუ მეტი არა და რა, ცუდი გოგოა? – ვკით-
ხულობ სრული სერიუზულობით.
– ხო, არ ვიცი ერთი! არა, ბიჭო, სახლში თუ იჯდება, ცუდს ვერ გააკეთებს,
რომ მოუნდეს, ხო? თქვენ ვინც გიცნობთ, არ უნდა შეუყვარდეს თქვენი და-
იკო, ნეტა თუ არის ვინმე, ვინც თქვენ არ გიცნობთ? ასე თუ გააგრძელებთ
ცხოვრებას და უარესად, უფრო მეტი გაგიცნობთ... დაგვრჩა გასათხოვარი
და ეგაა, ზაურ, – ბრაზობს დედა.
– არა, მამა, შენ მაგაზე არ იდარდო, ვინც შეგიყვარდება მე და შენ მოვი-
ტაცებთ! – შეჭმული ვყავდი მამას ამ სიტყვებით.
– კი, ბატონო, და, ჩვენ პირველ დღეს მაგრად ვცემთ შენს ქმარს, – არ
თმობენ ბიჭები.
– რატომ ვითომ? რამე ექნება უკვე დაშავებული? ვაიმე, რა გიჟები ხართ!
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა! არა, გემო ხომ უნდა იცოდეს, რომ არ დააშავოს, – თან
იცინიან.
მაგრამ ვიცი, არ ხუმრობენ. უკვე შემეცოდა ის, ვინც ჩემი ქმარი გახდე-
ბოდა. მაგრად „მეკიდა“ ეგ თემა, ვიყავი სიხარულით სავსე, მამა სახლში დაბ-
რუნდა... ჩემი მამიკო...
ოჰო, მობრძანდნენ შერცხვენილები, ისეთი სახეები აქვთ, არავის მოუნ-
დება მათ ადგილას ყოფნა.
მამამ ძალიან კარგად მიიღო შვილები, ასე ეძახდა რძალსაც. სერგეევიჩმა
მოითხოვა, თუ ბიჭი გაჩნდებოდა, ჯუმბერი უნდა დაერქმიათ პატიაშვილის
საპატივცემულოდ. რა თქმა უნდა, მარიკას და ზაზას არ მოეწონათ სახელი,
ან რა მოსაწონი იყო, მაგრამ მამას მადლიერების გამოხატვა სურდა ჯუმბერ
პატიაშვილის მიმართ.
– რა სიგიჟეა, მამ, პატიაშვილის შვილი არ დაარქმევს ჯუმბერს, რას ერ-
ჩით იმ ბავშვს, – ჩავჩურჩულე მე.

64
ასე გადაწყვიტა!
საღამომ მშვიდად ჩაიარა. ზაზას და მარიკას ჩვენთან დაბრუნებაზე ფიქ-
რიც ზედმეტი იყო, მადლობა ღმერთს!
სახლში რამდენიმე ფორტეპიანო გვქონდა. ერთზე დედა და მამა უკრავდნენ
და მღეროდნენ ხოლმე. მეც ძალიან მომწონდა და მინდოდა მცოდნოდა დაკვრა.
მივუჯდებოდი და ჩემთვის ვიგონებდი არარსებულ მუსიკა. მშობლებს შევეცო-
დე და შეგვიყვანეს მე და პაატა, დედას რომ ასწავლიდა ოდესღაც, იმ პედა-
გოგთან. უბედნიერესი ვიყავი. მუსიკის მასწავლებელი ეუბნებოდა ჩემზე დე-
დას, თამუნა ძალიან მონდომებულია და პაატა ზარმაცობსო. პაატა მოცარტს
უტოლდებოდა, ისე უკრავდა, მაგრამ გაკვეთილი გაკვეთილია, დაგვიბარეს
ერთად მშობლებმა შენიშვნისთვის, როდესაც დრო ვიხელთე და გამოვაცხადე:
– სერიოზული შეკითხვა მაქვს ოჯახში!
– აბა, გისმენთ! – ყურადღებით მისმენდნენ მშობლები.
– ადამიანს, რომელსაც ერევა „ჟუჟუნა წვიმა“ და „სულიკო“ ერთმანეთში,
დაკვრისა და სიმღერის დროს ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან, რა ჰქვია ასეთ
ადამიანს?! – ჩემი ძმები გადაბჟირდნენ სიცილით.
– უნიჭო ეგ! რაღას დადის მერე?!
– უნიჭო რა შუაშია? სმენა არა აქვს! – ვთქვი ხმამაღლა.
– რა თქმა უნდა, მამა, ყველა მუსიკალური სმენით არ იბადება.
– ჰოდა, ეგ უსმენო და უნიჭო ვარ მე!
ვერც კი წარმოიდგენდნენ ჩემზე რომ ვსაუბრობდი, რომ შესძლებოდათ,
ყველა სიტყვას უკან წაიღებდნენ. პაატა მიხვდა და გაუხარდა, მოაგვარებს
ისე, რომ აღარ ვივლით მუსიკაზეო.
– დამღალა ამ „სულიკომ“ და „ჟუჟუნა წვიმამ“, ნუნუ მასწავლებელიც
დავტანჯე და პაატაც ჩემი სმენით.
– რა შეგვისრულა! რა ჭკვიანურად, გველაპარაკა! რაღა გინდა უთხრა,
გიორგევნა ბავშვს? – იცინოდა მამა.
– რა და, მატარეთ კარატეზე!
– ეეე, რა კარატეზე, კაი რა! – ეს აზრი არ მოეწონა პაატას, იციოდა, მაგის
გარეშე არ გამიშვებდნენ.
– ხო, რა იყო? შენ რომ ვინმე რამეს გეტყვის, მე ვცემ და ახლა არ თქვა
ჩხუბი ვიციო?!
ატყდა სიცილი და გამოკითხვები, თუ ვინ რას უბედავდა პაატას. მეც
მოვყევი, ჩვენი მეზობელი ბიჭი როგორ მისდევდა პაატას დედის გინებით და
პაატა გარბოდა...
– ვინ, ბიჭო?! შენ რა, „ვაფშე გამოსირდი“?! – კახა და იმედო ჩაერთნენ
ამბავში.
– აუ, კარგით რა! ზურა იყო და მაგას მე ხელს ვერ დავარტყამდი.
– ზურა ჩვენი მეზობელი იყო, ძალიან კარგი ბიჭი, მაგრამ რაღაც შეემთხ-
ვა და თავის ტრავმა მიიღო.

65
– მერე, ბიჭო?!
– მერე არაფერი. ამ გადარეულმა დაინახა ხუთოთახიანის აივნიდან, პარ-
კეტი დაითრია და ჩამოვიდა, ორივეს გვაგინებდა, მანდ დამელოდეთო.
– და პაატას რატომ, მამა?
– დედის გინებას როგორ გაექცა? მაგარი საცემი იყო! – „გავბლატავდი“ მე.
– „პრავილნა“! – მომიწონა მამამ.
– მერე?!
– მერე ზურას ეს მისდევდა და ის გარბოდა, ბოდიში სანამ არ მომიხადა,
თავი არ დაანება იმ საწყალს, – აგრძელებდა პაატა.
– ყოჩაღ, მამა! ჩემი და ოჯახის იმედი ხარ შენ!
– გოგო, გიჟი თუ არა, კაცია მაინც და რომ მოგიბრუნდეს, მაგრად გცე-
მოს, სად მიდიხარ?! – მეკითხება კახა.
– ჩემზე გიჟის დედაც! მაგდენი ძალა მაქვს რომ მივდევ, გავბრდღვნა!
მაგრამ სწორი ჩხუბი მინდა ვიცოდე, მამ და შემიყვანე კარატეზე, გეხვეწები,
ჩემო კეთილო მამიკო! ესეც მოდელობა ხო არაა, ვააააა!..
მამა დაერია ყველას და შეგვიყვანა კარატეზე მე და პაატა, სადაც გოგო
მარტო მე ვიყავი. ერთი მოვიდა რამდენიმე გაკვეთილზე და მანაც შეწყვიტა
სიარული. პაატასთვის იქ მისვლა იყო ტანჯვა, გაცდენა კი-ჩემთვის... მამას
ისე მოვწონდი, ძიუდოზე მოუნდა ჩემი შეყვანა. მომერიდა უარის თქმა, მაგ-
რამ ძმებმა გადამარჩინეს: ამ თოჯინასავით ბავშვს რას ერჩი, ტანი დაუმა-
ხინჯდებაო და „იმენა“, გადავეღობებით მაგ თემასო. მამაც მიხვდა, მე არ
მინდოდა ძიუდო და ჭიდაობა, კარატე კი აუცილებელია ყველასთვის...
სერგეევიჩი და გიორგევნა კეთილები და ხელგაშლილები იყვნენ. მიუხე-
დავად იმისა, რომ სამსახურში აღდგენას ოთხი თვე დასჭირდა, მაინც არა-
ფერს გვაკლებდნენ. არც ზაზასთან და მის ახალ ოჯახთან შეშლიათ რაიმე,
არც რძალთან მოქცევა. როგორც წესი იყო, ოქროებში ჩასვეს. არ აკლებ-
დნენ საჩუქრებს, მაგრამ ზაზა სულ უკმაყოფილო იყო, მშობლების მთელი
ყურადღება მხოლოდ მისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული...
გაჩნდა ჯუმბერი. მარიკამ უცებ მოუფიქრა ზედმეტი სახელი, ჯარჯი. მამამ
კი უთხრა, მე აღარაფერში დაგეხმარებიო, მაგრამ მაინც ყველაფერში დაეხმარა,
ჯარჯის დაბადებას რაც ეხებოდა და იმაშიც, რაც არ ეხებოდა. იმდენად აღარ
მომწონდა ძმის საქციელი, რომ არც ვიმჩნევდი მის არსებობას, სანამ დედას არ
ჰკითხა, რა გავუკეთე ამ ბავშვს, ასე რომ აღარ ვუყვარვარო. მამამ უთხრა, ჩვენ
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ შეგიძულონ, მაგრამ შენ თვითონ არ ცდილობო...
ბოლოს მარტო დარჩები და იცოდე, არავის ენდომები ამათ გარდაო. რაღაცნა-
ირად იმოქმედა ჩემზე ამ დიალოგმა. ვეცადე ისევ მიმეღო ძმა გულში... ასე გავხ-
დით ხშირი სტუმრები ზაზასი, მარიკასი და ჯუმბერ-ჯარჯისი მარიკას მშობლე-
ბის ოჯახში. ზაზა სახლში გვხვდებოდა ძალიან კარგი მეუღლის ამპლუაში, როცა
გვაცილებდა მანქანამდე, ნაგავიც მოჰქონდა სანაგვეში გადასაყრელად, რაც
მამას არ მოსწონდა. ერთხელ ვეღარ მოითმინა და ნაწყენმა უთხრა:

66
– რა არი, „შეჩემა“! მერე გადაყარე ეგ ნაგავი, თვალს რომ მოვეფარები,
ამხელა ხალხს ნაგვით ხელში გვაცილებ, სულ ნუ გამოხვალ! სახლსაც შენ
ალაგებ?
– კაი, რა მოხდა მერე? ეს რა „გრეხია“? – გაკვირვებულმა იკითხა ზაზამ.
– შენთვის რა ყოფილა „გრეხი“, რომ ეს იყოს?! პატივისცემა გამოხატე და
ახლავე შებრუნდი სახლში შენი ნაგვით!
ასეთი ნაწყენები დაიშალნენ სახლებისკენ და სტუმრადაც აღარ მივსულ-
ვართ. მერე მივხვდი, რატომ იყო საწყენი: ეტყობა ის, რომ საკუთარი მამის
სახლიდან ოქრო გაჰქონდა ზაზას და სიმამრის სახლიდან – ნაგავი... დიდი
ხანი აღარ გაგრძელებულა ოჯახური იდილია. ზაზა მართლა ცდილობდა წე-
სიერ ცხოვრებას, აღარ თამაშობდა, გიჟ მამად იქცა, მაგრამ მარიკას აღარ
უყვარდა ზაზუნი, როგორც ეძახდა ხოლმე, თუმცა ამბობდა არც არასოდეს
მყვარებიაო.
მარიკას მამამ, ვახტანგ ზაალიშვილმა, სერგეევიჩს დაურეკა და ამცნო,
რომ მარიკა და ზაზა ერთმანეთს უნდა გაეყარნენო. ნეტა შეყრა ვის ჰკით-
ხა, რომ ახლა გაყრას გვეკითხებიანო, ბრაზობდა დედა. მაგრამ ჩაერივნენ
და შეარიგეს. ორ თვეში მაინც დაშორდნენ ერთმანეთს. არ მახსოვს, ჯარჯი
რამდენი წლის იყო. ალბათ, წლის არ იქნებოდა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ
მარიკას მეზობლები და მეგობრებიც ზაზას აქებდნენ, როგორი კარგი მეუღ-
ლე და მამა იყო. იფიქრა, ბრილიანტებით იქნებ ისევ მოვხიბლო მარიკაო
და დაიწყო სახლში კედლების მტვრევა, ეცოტავა წაღებული განძი და ბიჭი
ახალ საკბილოს ეძებდა აბაზანაში. გამოთხარა მთელი კედელი და მიაგნო
ცელოფნის ორ ფუთას. დაიწყო გახსნა ამ ათას რაღაცაში გახვეული ფუ-
თის. ხსნის და ხსნის, ცელოფანს ცელოფანი მოჰყვება, როგორც იქნა, ბოლო
ცელოფნამდეც მივიდა, სიხარულით თვალები უბრწყინავს, მაგრამ რაღაც
ფურცელი შერჩა ხელში. იმედი არ დაკარგა და გახსნა ეს ფურცელიც, რო-
მელზეც მამას ზაზასთვის დაუხატავს სამი თითის კომბინაცია: საჩვენებელ-
სა და შუა თითს შორის მოქცეული ცერი. ეს ძალიან სასაცილო „გაბანძება“
ერგო ზაზუს, რასაც წლების განმავლობაში ვახსენებდით და დავცინოდით.
მამას დიდი იუმორი ჰქონდა, დაუზარელი იყო და დასამახსოვრებელ რაღა-
ცებს იგონებდა.
ზაზა ვერ იჯერებდა ცოლის განაცხადს. თვითონ მთელი ცხოვრება მიუძ-
ღვნა და რას ჰქვია, არ ვუყვარვარ და გაშორებას მოითხოვსო. მივიდა მარი-
კასთან სალაპარაკოდ, იქნება და, შეეცვალოს აზრიო. არ ვიცი, რა ილაპა-
რაკეს ასეთი, რომ საყვარელი ცოლი „შემოეუთოვა“. ხო სასწაულად ჟღერს
ქალის დაუთოება, მაგრამ არც ეგ იყო გასაკვირი არანორმალური ზაზასგან
- ჩემი თუ არ იქნები, დაგამახინჯებ, სხვისიც რომ არ იყოო. კიბეზე ჩამოდი-
ოდა საქმის მოთავების შემდეგ და მეზობელი შეხვედრია, რომლისთვისაც
უთხოვია მარიკასთვის მიეხედა... გიჟი! სავარაუდოდ, უკვე ნანობდა ჩადე-
ნილს, ან ნანობდა კი?!.. რას გაიგებ მაგისას.

67
ჩვენს ოჯახში ყველა თვლიდა, რომ ეს იყო დიდი ტყუილი. ზაზას ხომ
მიუნჰაუზენობაც ეხერხებოდა. მშობლებმა ჩუმად გაიკითხეს მარიკას მეზობ-
ლებსა და მეგობრებში მომხდარის შესახებ. ყველა ამბობდა, გაზი აუფეთქ-
და სახლში და სახე დაეწვაო... ოჯახი ამან სულ დააბნია, თან არც უნდოდათ
ჩარევა ზაზას ცხოვრებაში და ამიტომ არც ერეოდნენ. კახა კი ისევ აგრძე-
ლებდა ზაზასთან შეხვედრებს ოჯახის მალულად. ერთ დღესაც მივიდა ზაზა
ჯარჯის სანახავად, ვახტანგი (სიმამრი) შეხვდა კარებთან, რომელმაც უთხრა,
სძინავს ბავშვს და ორ საათში მოდი, გაიღვიძებსო. ზაზამ და კახამ მიაკითხეს
ორ საათში, ვახტანგმა ოთახში რიგრიგობით შესვლა სთხოვა, რის საწინააღმ-
დეგოც არაფერი ჰქონდათ ძმებს. კახას რაღაც არ მოეწონა სახეები, რომელ-
თა გამომემეტყველება ზაზას მიმართ სიძულვილს კი არა, არამედ სხვა რამეს
უფრო გამოხატავდა და დაახლოებით ხვდებოდა კიდეც, რაც. ამიტომ პირვე-
ლი ის შევიდა ჯარჯის ოთახში და მერე – ზაზა, სადაც შესვლისთანავე თავს
დაესხნენ დამალული „მენტები“. ზაზას თავში ურტყამდნენ იარაღის კონდა-
ხებს, კახამ კი თავი დააღწია და გამოიქცა. არც არავინ გამოჰკიდებია, რადგან
მხოლოდ ზაზას აყვანა ჰქონდათ დაგეგმილი...
წარმოვიდგინე, რა საშინელი გრძნობაა, როცა ასე გწირავს საყვარელი
ადამიანი, რომელთანაც მზად ხარ მთელი ცხოვრება გაატარო, ყველაფერზე
წინ დააყენო. რომლის სიტყვასა და რჩევებს ისე ენდობი, რომ გავიწყდება
მშობლები, შენზე პატარა დედმამიშვილები. ჯერ გიცხადებს, რომ არ უყვარ-
ხარ და მერე „მენტებს“ აჭერინებს შენს თავს... რატომ გეგონა, რომ ისე დაგ-
ხვდებოდნენ, როგორც ჩვენ გხვდებოდით? თუ ისე გაპატიებდნენ, როგორც
ჩვენ გპატიობდით? რა გეგონა, ისე ეყვარებოდი, როგორც ჩვენ გვიყვარ-
ხარ? ეჰ, ზაზა, ზაზა! არასოდეს მესმოდა შენი, დღესაც არ მესმის, მაპატიე!
აი, ახლაც ისევ დაიწყება ახალი ოჯახური სერია, სასამართლო პროცესები,
ისევ სახლში ჯდომა ან სადმე გაშვება ჩვენი, ისევ ნერვიული სახეები, ისევ
დაწყვეტილი გულები... ისევ მე და ჩემი მტანჯველი ფიქრები...
– ასე მოუხდება მაგას! ხომ ვიძახდი, საშიში ჯადოქარი მოიყვანა ზაზამ
ცოლად-მეთქი. კახა კიდევ ამბობდა, „მულატკას“ ჰგავს, ლამაზიაო. აი, თქვე-
ნი „მულატკა“! – ვბრაზობდი მე.
– მე ვიძახდი, ეგ გოგო შემოგდებულია-მეთქი, მაგრამ ვინ მისმინა, – ამყ-
ვა მამაც დიალოგში.
– როგორ თქვა ზაზამ? მარიკა არ არის ეგეთი გაქექილიო? ჩემი სახლი
1000 მანეთად მიჰყიდეს ჩემს მტერს მაგ ნაბიჭვრებმა! ყოფილა „შენძრე-
ულის“ ერთი?! ან თუ არ უყვარდა ზაზა, რაღას მიჰყვებოდა ცოლად? შე-
ეშინდა საწყალს ზაზასი, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა!.. ზაურ, ხო ხვდები რა მსახიობთან
გვაქვს საქმე, ახია მაგ ბიჭზე! – ნერვიულად ჩაგვერთო დედა.
– ჰოდა, ახლა ერთ-ორ რამესაც ჩაუგდებენ და კაი „სროკს“ მოიხდის! იმ-
დენი მაგათი დედები... მე, ზაალიშვილებს ავუხდინო ოცნება! ჰა, ჰა, ჰა, ჰა...
– გადაიხარხარა მამამ საყვარლად, როგორც იცოდა ხოლმე.

68
– მოიცა, მოიცა! მგონი კარგად ვერ გავიგე! რა, შენ აპირებ გამოათრიო
ეგ ციხიდან, სერგეევიჩ?! – დაიძაბა დედა.
– მე რა, კიო კი არა ვარ, თქვე კეთილმოტ...ო!.. იჯდეს ცოტა ხანი, მოუხ-
დება, მარიკასაც უკეთ გადაიყვარებს იქ.
– ხოოო, რო გამოვა, თუ არ მოკლა, კარგია, – გვითხრა კახამ.
– ჰა, ჰა, ჰა... მოკლა არა, „ჩეფჩიკი“! აი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, გა-
მოვა და ისევ თავით შეუვარდება, სთხოვს შერიგებას, თუ, რა თქმა უნდა,
კახა, შენ თელიაზე არ ეტყვი...
– მე არ დავეხმარები, ზაურ, ყველაფრისგან რომ დაიხსნი ადამიანს,
ცხოვრებაც ადვილი ჰგონია, ხომ ხედავ! გეუბნებით სულყველას, ასე ცხოვ-
რება კარგს არაფერს მოგვიტანს არავის! იცოდეთ, ბიჭებო, გაფრთხილებთ,
ციხიდან დაიწყებს ფულის თხოვნას. არ გაბედოთ რომელიმემ დახმარება,
თორე მიყვებით თქვენც! გაგყრით სახლიდან! – გამწარდა დედა.
მთელი სულით და გულით მებრალებიან ჩემი მშობლები, მოსვენება არ
ეღირსათ. რა დაზრდის ამდენ შვილს, ამდენ ცხელსისხლიან ქართველ კაცს.
იმდენად მიეჩვივნენ ამ რიტმს, რომ ალბათ, წყნარი ცხოვრებით ვეღარც იც-
ხოვრებენ ვერადროს...
მომწონს ბევრნი რომ ვართ, მაგრამ მაინც ვერ ვიგებ, რა საჭიროა! სულ
ამას ვიძახდი. მშობლები ამბობდნენ, გაიზრდებით და ჩვენ რომ აღარ გეყო-
ლებით, ერთმანეთი გეყოლებათ და მიხვდებით, რამხელა ძალაა დედმამიშვი-
ლიო... მშობელი ყოველთვის სიკეთითაა სავსე, მშობლის რწმენა შვილისადმი
ყველაზე წმინდაა. ბოლო წუთებამდე არ სჯერა, რომ მისი ნაშიერი შეიძლება
ისეთივე ცუდი იყოს, როგორიც სხვა, ღვთის ბევრი შვილი. ამის დაჯერება
უჭირთ მშობლებს. იმდენად დიდია სურვილი კარგისა, რომ აღარ აკვირდე-
ბიან უცხო თვალით, თუ რა შექმნეს, რას აშენებენ, ან ვის და როგორი სულის-
კვეთებით ზრდიან. ცხოვრება ყოველთვის რთული იყო და არის, ვიზრდები
და იზრდება განცდა და გააზრება უსამართლობის, განუკითხაობის. ნეტავ,
როდის მოეღება ბოლო დედამიწაზე ბოროტების „მეთაურს“, რომელსაც მიჰყ-
ვებიან პატარა „პაიკები, ანუ პეშკები“... თან როგორ სჯერათ თავიანთი დიდო-
ბისა და ყოვლისშემძლეობისა! თუმცა კი, მართლაც ბევრს ახერხებენ პატარ-
პატარა ცოდვებით. ამ შემთხვევაში, ხარისხი და უხარისხო სულერთია, ცოდ-
ვებით სულის ჭურჭელს როგორ ვავსებთ, ეგაა მთავარი. ამბობენ, ღმერთმა
ყველა უცოდველი, წმინდა სულით გამოაგზავნა დედამიწაზე, მერე კი ცუდს
რომ აკეთებენ, ეშმაკუნების† ბრალიაო. თუმცა ეს ადამიანის სისუსტეა, რომ-
ლის დამარცხებაც შეუძლებელი არ არის. არაა აუცილებელი გეშინოდეს
ღმერთის. უნდა შეიცნო ისე, რომ გერიდებოდეს ცუდის კეთების, მაგრამ ხომ
არსებობს ადამიანი, რომელიც უბრალოდ ცდილობს ისე მოექცეს სხვებს, რო-
გორც მას უნდა რომ მოექცნენ, მაგრამ არა! ის უნდა აკეთონ სხვების მიმართ,
რაც მათ ძალიან ატკენთ... ბევრიც დაუფიქრებლად სჩადის დანაშაულს. რომ
ჰკითხო, არც აქვს პასუხი, თუ რატომ მოიქცა ასე. იმდენად სუსტია, უსუსუ-

69
რები არიან, სატანის მონებად ქცეულები ვერ ხვდებიან, რომ ერთ დღეს † ეს
უკეთური ძალაც მიატოვებს და დარჩებიან ცოდვებით დამძიმებულნი. მერე
იწყება სინანული, ტანჯვა, ტკივილი – ესეც ხომ ბოროტის მოვალეობაა, გა-
ანადგუროს კაცობრიობა, მისცეს დრო იტანჯოს სინანულში, არა იმიტომ,
რომ მოინანიოს მსხვერპლმა ცოდვები, არამედ უარეს ცოდვაში რომ ჩაიგდოს
თავი... მერე მიაკითხავს და დააჯერებს უხილავი ფიქრის ძალით, თუ როგორ
დაივიწყოს რაც ჩაიდინა, რადგან მოხდარს მაინც ვერაფერს უშველის. და აი,
მიდის იმ ფიქრამდე, რომ დაივიწყოს და აღარ იფიქროს ჩადენილ ცოდვასა თუ
ცოდვებზე, მაგრამ სინდისსაც ხომ აქვს ძალა, რომელიც არ ტოვებს ადამიანს.
ის ცალკე ებრძვის უნამუსობას. აქ კი მოძღვრის ჩარევაა საჭირო, თუ დედის
არ გჯერა, რომელიც ღმერთისგან ბოძებული მფარველი ანგელოზია შენი
ცხოვრების, მაშინ მოძღვრის მაინც უნდა დაიჯერო და თუ მარტო შენი თავის
გჯერა, დაღუპულია შენი სიცოცხლე! ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ჩემი შეფასება,
საკუთარი ხედვიდან გამომდინარე. ცხოვრებისეული გადმოსახედიდან, ყვე-
ლა ადამიანს თავისი შეფასება აქვს...

გადის დღეები. ზაზაზე ვერაფერს არკვევს ოჯახი. ოცი დღე „კაპეზეში“


ჰყავთ, რაც უკვე კანონის დარღვევაა. სამ დღეზე მეტს არ აჩერებენ კანო-
ნით. მამამ მიუშვა გამოძიება თავის ნებაზე, კარგად რომ დაეგროვებინა
მათი უკანონო ქმედებები და აი, მერე კი ძალიან გაბრაზდა, იმაზე მეტს რომ
„ტენიდნენ“ ზაზას, ვიდრე დაეშავებინა. ჩაიცვა თავისი კარგად მორგებული
შარვალ-კოსიტუმი და ამოძრავდა სიმართლის დასაცავად სერგეევიჩი, რა
თქმა უნდა, გიორგევნასთან ერთად... ოცი დღე არ ჰყავდათ ნანახი შვილი.
მშობლებს მოკლულიც კი ეგონათ ზაზა. გაირკვა, რომ ოქტომბრის რაი-
ონის „მენტებს“ კი არა, საბურთალოელებს აუყვანიათ კამოზე. გია თელია,
„ოურ“-ის (სამოქალაქო ტანსაცმლიანი პოლიციელები) ინსპექტორი, აქტი-
ური პირი ზაზას დაპატიმრებაში, ასევე მარიკას ძველი მეგობარი იყო, რაც
მამას უღრმავებდა ოჯახში „რძლის“ შემოგდების ვერსიას და მათ საყვარ-
ლობას. ესეც ხომ კანონის დარღვევაა, როცა სხვა რაიონის მილიცია აკა-
ვებს დამნაშავეს. „კაპეზეში“ წამების დროს მუხლს ქვევით დაუწვეს ფეხი
ისე, რომ ულპებოდა. ძალიან ჩახლართული ამბები იყო. ოცი დღის შემდეგ
გადაიყვანეს 45-ე კამერაში, რომელიც „ნასეტკების“ კამერა იყო. მაიორ
ცეცხლაძეს, ციხის უფროსს, ეუბნებოდა სერგეევიჩი, ჩემს შვილს 7ბ აქვს
და „ნასეტკების“ კამერაში რა უნდაო. კომენდატურას ჩააბარეს ზაზა 28-ე
განყოფილებაში. ჩამოიყვანეს პროფესორი ლენინგრადიდან და დაუმტკი-
ცეს მაშინ 7ბ. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ის, რომ ჯიბლაძეს არ ახსოვდა,
17-ში მილიციის უფროსმა გამოიძახა თუ არა ჯოჯუა! ვიღაც მაიორი რეზო,
რომელმაც მოატყუა გამომძიებელს, მილიციის უფროსი ვარო და მარიკას
უთხრა თურმე ზაზამ დაპირისპირების დროს, „კაპეზეში“ ფეხი დამწვეს და
შენ „გამიჩალიჩეო“. გამომძიებელი კი უარყოფდა, საერთოდ რომ იცოდა

70
დამწვრობის შესახებ! მარიკას გული წასვლია, გამომძიებელს კი არც ახსოვ-
და ეს ფაქტი. სერგეევიჩი ზაზას ადვოკატად დაუდგა და ამტკიცებდა, რომ
გამომძიებელი და მარიკა შეკრულები იყვნენ, თუმცა არც ეგ იყო გასაკვი-
რი. მამა სულ აფრთხილებდა ბიჭებს, ნუ ენდობით ქალებსო. ჩვენ ზუსტად
ვიცოდით, რომ ვერასდროს აჯობებდნენ მამას, რადგან უკანონობას თვით
კანონის დამცველები სჩადიოდნენ, რასაც კოზირად იყენებდა სერგეევიჩი
და თავში „ურახუნებდა“ მოწინააღმდეგეებს!
ზაზა დაიჭირეს თებერვალში, 1988 წელს (მაშ, ჯარჯი 1 წლის იქნებო-
და, დაიბადა 1987 წლის თებერვალში). ამავე წლის ზაფხულის დასაწყისში
ფეხი მოვიტეხე. მაია, ნინო და ეკა ჰყავდათ მოყვანილი სახლში მშობლებს,
რომლებიც მე მომაბარეს. მე კი, ცხრა წლის გადარეულმა, ვერ მოვითმინე
და კარუსელზე საშიში ილეთის გაკეთება მოვინდომე, რომელსაც 16 წლის
ბიჭი აკეთებდა. მივედი და ვთხოვე, ჩემთან ერთად ჩაეტარებინა იგივე ტრი-
უკი. ჰაერში ხელები გამეშვა და ძირს დამანარცხა ცხოვრებამ. ფეხზე ვეღარ
ვდგებოდი, როგორ არ ვცადე, მაგრამ მაინც ვერ ავდექი. მეზობელმა ბიჭმა
ხელში ამიყვანა. ამ დროს მამა მოსულიყო, სანამ სახლში ავიდოდა, ჩემი გან-
წირული ღრიალი გაეგონი და გიჟივით სცემია მეზობლის ბიჭს ხელში, რა-
ტომ გყავს აყვანილიო. მე კი შველას ვიხვეწებოდი და შემეშინდა არ ეჩხუბა,
რა დროს ეგ იყო... ვემუდარებოდი, მამიკო, ახლა გადამარჩინე და აღარასო-
დეს გთხოვ ეზოში გაშვებას-მეთქი. გაგიჟებულმა მამამ მიმიყვანა სავადმ-
ყოფოში, სადაც დამიდგინეს ბარძაყის მოტეხილობა. მამას ვეხვეწებოდი არ
მივეტოვებინე, როცა მარცხენა ფეხს მუხლის ქვევით მიბურღავდნენ, რათა
ფეხში რკინა გაეყარათ, რომელზეც მძიმე ღერძებს დამკიდებდნენ.
– როგორ მოგივიდა, მამა, ეს?! ვაჟკაცი გოგო ხარ, შენ, გაუძლებ! მღუ-
პავდი, მამა? თავი რომ დაგერტყა, ხომ მეც უნდა მომეკლა თავი, მამა!..
– მაპატიე, მამიკო, რა დროს მე ვიყავი, – ბღავილით ვეუბნებოდი მამას.
– შენ იყავი, მამა, კარგად! სულ ყველასთვის მიმიფურთხებია!
ერთი თვე გირებდაკიდებული ვიწექი სავადმყოფოში, სადაც თითქმის
უპატრონოდ ვეგდე. პალატაში სხვა ბავშვების მშობლები მაქცევდნენ ყუ-
რადღებას. ჩემები მოდიოდნენ, მოჰქონდათ საჭმელი და რაც მჭირდებოდა,
მაგრამ დრო არ ჰქონდათ მთელი დღეები საავადმყოფოში მსხდარიყვნენ.
ჩემ გარდა კიდევ რამდენი საქმე ჰქონდათ!.. უჩემოდ ხომ – უფრო მეტი.
კახა მოვიდა, თავი დამადო გულზე:
– როგორ შეგვაშინე, არ დამიმალო, შენ სთხოვე იმ ბიჭს ტრიუკის ჩატა-
რება, თუ თვითონ ითავხედა? – მკითხა კახამ.
– მე ვთხოვე, ოღონდ ჩვენებს არაფერი უთხრა, გთხოვ და არც იმ ბიჭს
არაფერი გაუკეთო ცუდი!
– გეცოდება და მატყუებ? შენი თავი არ გეცოდება ასეთ მდგომარეობაში?
– არა, ეკას გეფიცები, მართალს ვამბობ (ეს წესი იყო, ყოველთვის ოჯა-
ხის ნაბოლარას ვიფიცებდით)!

71
– აბა, მამა დაიფიცე!
– არასდროს გჯერა ჩემი, მამას გეფიცები, მე ვთხოვე იმ ბიჭს, მე!..
– შენი თუ არა, ვიღასი უნდა მჯეროდეს, მაგრამ ნუ ხარ ძალიან კეთილი,
ავადმყოფი საწოლშივე უნდა „მოიტყნას“! თუ დამნაშავეა, არ უნდა შეიცო-
დო, თორე მეტს გაბედავს!
– კაი რა, კახ, დედა მომიკვდეს, თუ გატყუებდე!
რომელიმე თუ შემომირბენდა ბიჭებიდან, დები კი ისევ ძიძასთან წაიყვანეს.
რამდენიმე მეზობელიც მოვიდა სანახავად და ოჯახის ახლობლები, მაგრამ არა-
ვინ მეჯდა მთელი დღე. ღამე რაღად გინდა ვინმე, მაინც უნდა გეძინოსო... სხვა
დედები არ ტოვებდნენ მარტო შვილებს, მე კი მარტო ვუძლებდი იმ საშინელ
ტკივილებს, ძილსაც რომ არ მაცლიდა. შუაღამისას ექიმი მოვითხოვე.
– გინდა, მშობლებს დავურეკოთ?
– არა, გვიანია, ცოდოები არიან, ისედაც რა დროს მე ვიყავი...
– აბა, რა ვქნათ?
– ექიმს დაუძახეთ, გთხოვთ!
შემოვიდა ექიმი.
– აბა, რით დავეხმარო პატარა გოგოს?
– ექიმო, ერთი კვირაა ვერ ვიძინებ ტკივილებისგან, თუ ჩამეძინა ფეხი
თავისით ხტუნავს და უარესი ტკივილით მაღვიძებს...
– რა მაგარი ბავშვი ხარ, ასე დალაგებულად დიდები ვერ მიხსნიან. მშობ-
ლები სად არიან? – თბილად მესაუბრებოდა ექიმი.
– მშობლებს ჩემ გარდა კიდევ ათი შვილი ჰყავთ...
– ააა, გასაგებია. ყოჩაღ! ახლა მე შენ ბარძაყის ქვეშ მძიმეს დაგიდებ და
მერე მარლით მივაბათ, რომ ვეღარ იხტუნაოს ფეხმა. იცის მოტეხვის დროს
ნერვმა ასე, თან შენ იშვიათი მოტეხილობა გაქვს, – ექიმი თან აკეთებს, რა-
ზეც მესაუბრება.
– მართლა, რა მაგარი ხართ, ექიმო!..
– ჰა, ჰა, ჰა... იგრძენი შვება?
– კი და, სად იყავით აქამდე? მეუბნებოდნენ პერიოდი აქვს თავისი და
გაგივლისო, ჰმ! ყველას ვეტყვი, რომ თქვენ ხართ ყველაზე მაგარი!
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა... სასწაული ბავშვია...
– გმადლობთ, რომ მიშველეთ და მაპატიეთ, რომ გაგაღვიძეთ, ექიმო!
– ნეტა შენნაირები მაღვიძებდნენ ხოლმე, როდის მოვლენ მშობლები? ძა-
ლიან მინდა გავიცნო.
– რატომ? რამე საშიში მჭირს?!
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა... არა, პირიქით, უნდა ვუთხრა, როგორ კარგს გზრდიან!
როგორ იმახსოვრებ ყველას სახელს?
– რას ჰქვია, როგორ?! ჩემი ოჯახის წევრები არიან და მაგათ სახელებს
რა დამავიწყებს!
– აბა, ჩამოთვალე თანმიმდევრობით!

72
– ზაზა, ზურა, კახა, ლაშა, იმედო, პაატა, თამუნა, მაკა, მაიკო, ნინო, ეკა;
თამუნა მე ვარ.
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ყოჩაღ! არ დატოვეთ სხვისთვის სახელები ხო? ჰა, ჰა, ჰა,
ყველა კარგი სახელი თქვენთვის დაურქმევიათ... ახლა უკეთ დაგეძინება.
– ძილი ნებისა, ექიმო! გმადლობთ ყველაფრისთვის!
კარგია, როცა კარგ ადამიანებს ვხვდებით და უკეთესია, თუ თავიანთი
საქმე კარგად იციან. ასე შემიმსუბუქა მორიგე ექიმმა ტკივილი და ძილი მა-
ჩუქა... ოცდაათი დღე ვიწექი საავადმყოფოში. ერთხელ მარტო იმედო მოვი-
და მთელი დღით, რომ გავერთე. მე ნაწყენი ვიყავი, ვერც გვერდს ვიცვლიდი
ზურგზე მწოლიარე, გადავიფარე საბანი სახეზე და საღამომდე არ გადამიხ-
დია პროტესტის ნიშნად. იმედოც რაღას იზამდა, წავიდა მოწყენილი. დედა
გამიბრაზდა, არ მოდიან, გწყინს, მოდიან, იბუტებიო. მანამდე უნდა მოსუ-
ლიყო და არა მერე, მე რომ წყენა გამოვხატე-მეთქი, – მეც ვუპასუხე.
ჩემს პალატაში ასევე იწვა ხუთი წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართული-
დან გადმოვარდნილიყო და კაფელების გადამზიდავ სატვირთოს დასცემო-
და. ფეხი მოტყდა და მთელი გვერდი დაებეჟა. მე კიდევ კარუსელიდან გად-
მოვარდნით მოვიტეხე ფეხი. მრცხვენოდა, ასე უცებ როგორ გადავტყდი,
მაგრამ ერთი გოგოს სიტუაცია მამხნევებდა, რომელიც დედის ქუსლებიანი
ფეხსაცმლით ირთობდა თურმე სახლში თავს, როცა ფეხი თუ კოჭი მოიტეხა.
სამწუხაროა, სახელები რომ არ მახსოვს, მით უმეტეს იმ გოგოსი, რადგან
დედამისი მაქცევდა დიდ ყურადღებას...
ისევ განცდითა და შინაგანი მღელვარებით ველოდები სახლში დაბრუ-
ნებას... ისევ კედელთან ვწევარ ბაღის მასწავლებლების გარეშე. არც ზაზას
ვამართლებდი, არც ჩემს მშობლებს და მიზეზი დამემატა, მარიკა უფრო მე-
ტად შემძულებოდა. ამან ისევ თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება... ეჰ, სულ
ტყუილად ეგონათ, რომ ზაზას ცოლი გამოასწორებდა. უარეს შარში გახვია
ოჯახი. ეს ფიქრები მღრღნიდა, ვოცნებობდი, როდის ავდგებოდი საწოლი-
დან, ისევ რომ მენახა ზაზა და მეთქვა, თუ როგორ ვძულდი მარიკას და რო-
გორ არ ვუმხელდი, რომ არ ენერვიულა. ახლა რაღა გამაჩერებს?! მეორედაც
რომ დაეუთოებინა, მაინც... მარიკას ბრალი შეიძლება არ იყო ყველაფერი,
მაგრამ მე იმას ვყვები, თუ რას განვიცდიდი, თუ როგორი ფაქიზია ოჯახზე
შეყვარებული ბავშვი. ამაზე კი არავინ ფიქრობდა. დიდებს ავიწყდებათ დარ-
დიანი ბავშვობა, მარტო უდარდელობა ახსოვთ დიდობაში ბავშვობის მოგო-
ნებებიდან და თვლიან, რომ პატარას ფიქრები შტერობაა. ფიქრებში წასული
წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორი კარგი მშობელი ვიქნებოდი, თუ ვიქნებო-
დი ოდესმე, რასაც მაკლებდნენ ჩემი მშობლები, იმას ყველაფერს მივცემდი
ჩემს შვილებს და სიბერეში არაფერს მოვაკლებდი ჩემს მშობლებს, რადგან
მე მჯეროდა, რომ მათზე ძალიან არავის ვეყვარებოდი მაინც არასდროს...
დადგა დღე საავადმყოფოდან გაწერის. ჩამდეს თაბაშირში, ამ სიტყვის
პირდაპირი მნიშვნელობით, ფეხის თითიდან წელის ჩათვლით, ერთი თვით...

73
ახალი ტანჯვა დაიწყო, ფეხი ისე მეფხანებოდა, ლამის მოვიგლიჯე თაბა-
შირიანად, მერე დიდი სუფრის კოვზით „დავამუღამე“, კაკუნით ვიჩერებდი
ქავილის სურვილს. სახლში კარგი იყო, მაგრამ საწოლზე მიჯაჭვულს ერთი
ოთახიდან მეორეში ვინმე თუ გადამიყვანდა... მკლავდა ეს შებოჭილობა და
უმოქმედობა. დამოუკიდებლობის შეზღუდვა... მამამ იფიქრა, გავახარებო
და გიტარის მასწავლებელი დამიქირავა. მიჭირდა ლოგინში ჯდომა, მაგრამ
მინდოდა მამა გამეხარებინა და ამესრულებინა მისი სურვილი, კახასთან,
ლაშასთან და პაატასთან ერთად მეც დამეკრა გიტარაზე. კახამ და ლაშამ
ოთარ რამიშვილთან ისწავლეს გიტარაზე დაკვრა, უფრო რამიშვილის სიყვა-
რულით, ვიდრე სურვილით, რაც გადასარევად გამოსდიოდათ. მე, უსმენოს,
მასწავლებელმა ხელი შემიწყო არსწავლაში. როგორც კი მამა ჰონორარს
გადაუხდიდა, იმის მერე იკარგებოდა. მეც გამოვაცხადე სახლში: თქვენს
ლოდინში თვალები დამეღალა და ახლა ვიღაც გიტარის მასწავლებლის ლო-
დინით ნუღარ დამტანჯავთ, მეცით პატივი-მეთქი, რაზეც ბევრი იცინეს...
იმდენად მიჩვეული ვიყავი სისუფთავეზე ზრუნვას თუ დალაგებას, რომ,
სადაც მაწვენდნენ, ცოცხს ვითხოვდი და ვგვიდი, საწოლიდან რასაც ვწვდე-
ბოდი, მერე ვთხოვდი რომელიმე ძმას და მოგროვებულ ნაგავს მომაშორებ-
დნენ. სისუფთავის გიჟს მეძახდნენ. მე რომ არა, ღორები ჩამოივლიდნენ-
მეთქი, ვაბრაზებდი, თუმცა მამა დაჭერილი რომ იყო, მე, ლაშა, იმედო და
პაატა დედას ვახარებდით და, „უბორკებს“ ვაკეთებდით სახლში, თავის მას-
ტიკის მოსმითა და ყველაფრით... გადავაადგილებდით ავეჯს, ჩავაბნელებ-
დით მთელ სახლს, ვითომ გვძინავს, მერე დედა და კახა რომ შემოვიდოდნენ,
იტყოდნენ, როგორ მოხდა არ დაგველოდა არცერთი და დაიძინესო. ჩვენ
ვიდექით შუქის სხვადასხვა ჩამრთველთან, ერთდროულად ვანთებდით და
ვყივორდით: სიურპრიზი!!! ეს იყო სიყვარული! ერთმანეთის გამხნევება! ერ-
თმანეთის გაზრდა! მოფრთხილება! ზრუნვა! ამის გარეშე წამი არ მინდოდა
სიცოცხლე!
ზაზა ციხიდან წერილებს რომ აგზავნიდა, დედა თავის საძინებელ ოთახ-
ში დებდა, სადაც მე ვიწექი.
– შეიძლება მეც წავიკითხო, დე? – ვკითხე დედას. მე უკვე ათი წლის ვი-
ყავი.
– წაიკითხე, შვილო, ოღონდ შენ იკითხე და რას დავეძებ!
– სკოლაში თუ ვერ ვიარე, რაც ვიცი, ისიც დამავიწყდება, მომიდგი, დე,
ეგ ყუთი გვერდით, რომ მივწვდე! უიიი, რამდენი ფურცელია, დროს გავიყ-
ვან, მაგარია! გმადლობ, დე! შეიძლება ზაზასთან წიგნი გაგატანო? ყდის შიგ-
ნით წერილი დავუწერე, ხომ შეიძლებოდა?
– რა ბედნიერებაა შენნაირი შვილის ყოლა, როგორი ყურადღებიანი და
კარგი გოგო გვყავხარ, გაუხარდება ზაზას ძალიან, – მაკოცა დედამ და თან
დააყოლა, – არასოდეს შეიცვალო, დე!

74
დედა, გამარჯობათ!
(წერილების ავტორის სტილი დაცულია)
დედა, ამ წერილს ვინც მოიტანს, ამან უფრო იცის, რა და რამდენი შეუძ-
ლია, რომ შემოიტანოს. უფრო სიგარეტი და ყავა (აუცილებლად „რასტვა-
რიმი“). იმ ფანჯარასთან, შენ რომ მითხარი, იქიდან შემოგაწვდიო, მე უკვე
მოველაპარაკე და იქ მოიტანე, რაც მინდა და ავიღებ. კვირას მოიტანე, დი-
ლის 12 საათამდე. შარვალი თუ შეაკერინეთ, ეგეც მოიტანეთ. იქვე შეეკით-
ხე, როდის უნდა მოიტანო და რა შეუძლია, რომ აიღოს. მე კარგად ვარ, არ
იდარდოთ. გამოსვლის ამბავზე იმ თვეში შეგატყობინებ ყველაფერს დაწვ-
რილებით, სიჩქარე არ არის საჭირო – მოკლედ, მე ხომ გითხარით და ისე
იქნება ყველაფერი, როგორც მოვილაპარაკეთ. თუ რამე დამჭირდება, სასწ-
რაფოდ შეგატყობინებთ ან იმ ფანჯრიდან, ან ამ კაცისგან.
მოკლედ, აბა, ესე იყავით მაგრად სუყველა. კვირას ველოდები ყველა-
ფერს, რაც მოგწერეთ. ამ კაცსაც რაც შეუძლია, გამოატანეთ. ფული ჯერ არ
მჭირდება, მაქვს, მერე შეგატყობინებთ. კამერიდან რაც გამოვედი, ჩემთვის
ეს იგივე „სვაბოდაა“ იმასთან შედარებით. სუფთა ჰაერზე ვარ და თავისუფ-
ლად. მოკლედ მაგრად ვარ, ნუ ინერვიულებთ. მალე გამოვალ. მამას მოკით-
ხვა და დამიკოცნეთ სუყველა.
კახა რომ იქ უნდა მისულიყო, რატომ არ მივიდა და არ ნახა. მოკლედ, ის
ფანჯარა ყველაზე კარგია და ყველაფერი იქიდან ჯობია. აბა, იყავით კარ-
გად! გკოცნით სულყველას თქვენი ზაზა.

ეს რა დაუჯერებელი წერილია, ნუთუ გამოსწორდა? ჰმ, თარიღების მი-


წერას ხომ ვერ იტანს ეს ბიჭი, მირთულებს გაგებას, როდინდელია... გადავი-
კითხე ყველა წერილი და ვიგრძენი, უფრო შემიყვარდა მშობლები...

გამარჯობათ!
მამა, მივიღე შენი გამოგზავნილი ყველაფერი. მამა, 18-ში მაქვს „სვიდა-
ნია“, „პერედაჩი“ მეკუთვნის, ნახევარი სასჯელი უკვე ვზივარ. შარვალი და
ჩუსტები მომიტანე აუცილებლად, მეტი რა მოგწერო, 18-ში გელოდებით,
გკოცნით სულყველას ზაზა

გამარჯობათ!
მამა, მივიღე შენი გამოგზავნილი ყველაფერი. მამა 18-ში მაქვს „სვიდა-
ნია“, „პერედაჩი“ მეკუთვნის. უკვე ნახევარი სასჯელის შემისრულდა. 18-ში
მომიტანე კარაქი, „პესოკი“, ყველი და პამიდორი, ეს რაც „პერედაჩაში“ შემო-
ვა. „კალბასი“ მომიტანეთ ისე და მაიას მიეცით, უკვე სამსახურში გამოვიდა.
18-ში მომიტანეთ შარვალი და ჩუსტები. შარვალი უკვე შეკერილი იქნება,
იმის მერე 40 დღე გავიდა. სხვა რა გითხრათ, 18-ში გელოდებით „სვიდანი-
აზე“ და ეს ყველაფერი მომიტანეთ. გკოცნით სულყველას ზაზა

75
დედა, გამარჯობა!
დედა, შენ რომ „სვიდანიაზე“ შემპირდი, ფულს მოგიტანო, რატომ არ მო-
მიტანე? რა გინდათ ჩემგან, აქ გინდათ რომ დამალპოთ, თუ სულ გინდათ
ცხოვრებაზე ხელი ამაღებინოთ და რაღაც სისულელე გამაკეთებინოთ?
აგერ 1 თვეში უნდა გამოვიდე და ხელს მიშლით! გაიგეთ, რომ არ მინდა
არავითარი გამართლება, არ მინდა! უაზრობაა, არავინ არ გამამართლებს,
გამართლება თუ შეიძლება წელიწად-ნახევარია ვზივარ და აქამდე გაკეთდე-
ბოდა. თქვენ გინდათ, რომ ვიჯდე და მე არ მინდა, მომბეზრდა. თუ დავავად-
მყოფდი, რაღად მინდა თავისუფლება. დედა, ძალიან გთხოვ, გამოატანე ამ
კაცს 500 (ხუთასი) მანეთი, 50 მანეთით პატივი ეცით. დედა, თუ ეხლაც არ
მიეცით ეს ფული, მაშინ ძალიან გთხოვთ, რომ ნუღარ მოხვალთ საერთოდ
და დაწერეთ, რომ თქვენი შვილი არ ვარ და უარს ამბობთ ჩემზე. მე სულ
გეუბნებოდით და არ დამიჯერეთ, ახლა მაინც გაიგეთ ჩემი, ერთხელ ცხოვ-
რებაში გააკეთეთ სწორი სვლა, სულ ბრმად ნუ მოდიხართ. დედა, მოკლედ,
550 (ხუთას ორმოცდაათი) მიეცით ამ კაცს და მელოდეთ სექტემბერში სახ-
ლში. თუ არადა, მე არც სახლი მაქვს და არც არავინ მყავს. იყავით კარგად.
ზაზა
ეს ჩემი ბოლო წერილია. ველოდები ფულს აუცილებლად, 550 მანეთს.

– რას აკეთებს ჩემი გოგო? – მომეფერა მამა.


– მამ! მომენატრე, სად ხარ, სულ რომ არ ხარ?
– ვმუშაობ, მამა, ზაზას ამბებზე დავრბივარ... შენ რას კითხულობ, მა?
– ზაზას წერილებს და ძაან ვბრაზდები, უმადური როა თქვენ მიმართ!
– გიჟია, მამა, ეგ, ნუ მიიტან გულთან სერიოზულად.
– მართლა განგებ არ გამოგყავს?
– შენ როგორ მოიქცეოდი?
– მეცოდება ხოლმე, მაგრამ ალბათ უარს ვიტყოდი ასეთ შვილზე. არ
უთხრა არავის, მე რომ გითხარი და ახლა არ დაიწყო ჩხუბი, გთხოვ, რაღაც
უნდა გითხრა! კახამ ვიდეოკასეტები მოიპარა სახლიდან, 30 ცალი და ცარი-
ელი ყუთები დაგიდო, რომ ვერ მიხვდე.
– დარწმუნებული ხარ, მამა? ისე შენ არ იტყოდი თუმცა.
– მამ, 300 მანეთის იქნებოდა? ეტყობა აიძულა კახაც.
– ვა, ღმერთო, რა გავაკეთო! – დარდით ამოიხვნეშა მამამ.
– არ მინდა ინერვიულო, შენ დიდხანს უნდა იცოცხლო, რომ მე გაგახარო,
დიდი რომ გავხდები.
– მარტო შენი იმედი მაქვს ამდენი შვილებიდან, მამ!
– მეც, სამწუხაროდ! ზაზას გარდა, ძმებიც კარგები არიან, მაგრამ ის
აიძულებს ცუდ საქმეებს...
– გმადლობ, მამა, ამათ რომ არ შეეკარი და გამიმხილე. არ უნდა გაიგონ,
შენ რომ თქვი, – მითხრა მამიკომ და თავზე მაკოცა.

76
კახას დაკითხვა მოუწყვეს, თუ შენ არაგიღია, სად გაქრა კასეტებიო. ბო-
ლოს აღიარა, ზაზას გამო რომ გააკეთა, რაზეც იმედომ ლამის თავის „ლი-
სიჩკა“ დანით აჭრა; ბიჭო, სახლიდან მოპარვა „ბოზურიაო“ და თუ გავიგებ
ვინმემ სახლიდან რამე წაიღო, ჩემი დედა... თუ ვაპატიოო... როგორც მერე
გაირკვა, სკოლაში ფულს კრებდა სკოლელებისგან და სულ ციხეში აგზავნი-
და ზაზასთან იმედო, მაგრამ ის ვერ გაძღა!

(წერილების ავტორის სტილი დაცულია)


მამა, 300 მანეთი აუცილებლად, საქმისთვის მჭირდება, „სვიდანიაზე“
გეტყვი, რისთვისაც. ნუ ნერვიულობ, წერილში ჩასაწერი არ არის. დატოვე
აუცილებლად. რომ გითხრა, რისთვის მინდა, შენ მომცემ, მაგრამ წერილში
ვერ გწერ. ზაზა თორაძე.

გამარჯობათ!
მითხრეს, ყოფილხართ და გითქვამთ, ისევ არ გადავიხდითო. ჩემთვის ყვე-
ლაფერი გასაგებია, მე თქვენი არაფერი არ მინდა, თქვენი „დურაკული“ პრინ-
ციპის გულისთვის უნდა ვიჯდე კიდევ 1 წელი, როცა 1 თვეში სახლში უნდა
ვყოფილიყავი. მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრად იყავით. მე ახლა მივხ-
ვდი, რატომ იწელებოდა ასე ჩემი სასამართლო, მე რომ მეუბნებოდნენ მამაშე-
ნი გიკეთებს, ამდენი ხანი რომ ზიხარო, არ მჯეროდა. ეხლა დავრწმუნდი რომ
მართალი ყოფილა, თქვენ ხართ ფანატიკოსები, გამართლების დედა მო... მე.
აქ ხალხი მე მიშვებს, და თქვენ არ გამოუშვათო! რაღაც 300 მანეთის გულისთ-
ვის. მე ეხლა ალბათ ზონაში გამიშვებენ ამის გულისთვის, მაგრამ არა უშავს.
სიკვდილით არ მოვკვდები, უბრალოდ, შარი არ მინდოდა, მაგრამ რას იზამ
თქვენი გადამკიდე. ეხლა ვწერ პრეზიდიუმისა და რესპუბლიკის პროკურორის
სახელზე განცხადებას, ვაღიარებ ჩემს დანაშაულს და ვთხოვ მაპატიონ, იქნებ
რაც ვიჯექი, მაკმარონ, თუ არადა, 1990 წლის 11 სექტემბერს ხომ გამოვალ?!..
დედა, შენ ყოჩაღ, მაგრად მაჭამე! გინების ღირსი ხართ სუყველა, მაგრამ
ბოლო წერილია და წერილში არ გაგინებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ცოცხა-
ლი გამოვედი, თქვენი მტერი ვარ. აქ არ დაგინახოთ მოსულები, მე მშობლები
არა მყავს. კახა, ლაშა, იმედა, პაატა და თამუნა! თქვენ გკოცნით მაგრად. მე
რაც არ უნდა მიჭირდეს, თქვენ არ შეგაწუხებთ, ისე რომ, როგორც იქნა, მო-
მიცილეთ და გაიხარეთ! ამას იმიტომ არ გწერთ, რომ თავი შეგაცოდოთ. არ
დაგავიწყდეთ, რომ გარეთ მინდოდა გამოსვლა დროზე. გარეთ ისევ ის ზაზა
იქნება და მტრების დედას მოტყნავს. თქვენ რაც გამიკეთეთ, ზაალიშვილე-
ბიც კი არ გამიკეთებდნენ. არაფრის ტრაკი არ გაქვთ და მეტენებით მაინც!
თუ ტრაკი გქონდათ, წელიწადნახევარში გაგემართლებინე, მაგრამ შენ გინდა
რომ ვიჯდე, კიდევ კარგი, ბევრი არ დამრჩენია. 1 წელიც მოვითმენ და მერე
ყველას დედას... ფულის ავადმყოფები იყავით და იქნებით მუდამ.
ზაზა თორაძე

77
ეს საშინლად ამაზრზენი წერილი რომ წავიკითხე, მამას დავურეკე სამსა-
ხურში და ვთხოვე მოსულიყო სახლში მალე. ძალიან იმოქმედა, მატირა ძმის
წერილმა და გამაბრაზა. მამას შეეშინდა და მალევე გაჩნდა სახლში, გადა-
ირია, ატირებული, წერილებით ხელში რომ დამინახა საწოლში.
– მამ, არ მითხრა, რომ ზაზასი გეშინია! იმ ლაპარაკის მერე, რომელიც
ჩავიწერეთ და რაც მაგან აკეთა, კიდევ თქვენ ხართ ფულის ავადმყოფები?!
რა გინდა, მამა, საკუთარი ძმა მოვკლა?
– რატომ, მამა, შენ რა დაგიშავა? – მშვიდად მიპასუხა მამამ.
– რას ჰქვია, რა დამიშავა?! თქვენი მტერი ჩემი მტერია! მოკითხვა გაიკე-
თოს უკან! „ნაბოზარი“ საქციელით არც ძმა მინდა და არც არავინ!
– მამა, განერვიულებულია, თორემ ვინ ჰყავს ჩვენ გარდა.
– მართლა უშლი გამოსვლაში ხელს?
– აბა, რა ვქნა, გამოვიდეს და მოკლას ადამიანი?
– ეს ორი, ერთნაირი წერილი რატომ დაწერა? თავში მართლა ვერ აქვს
ყველაფერი რიგზე, მამ, თუ რატომ? სულ თქვენ გამტყუნებთ.
– ხო, შვილო, აფრენს და რა ქნას...
– არა, ხო უნდა გაიწელოს მაგის იქ ყოფნა, მოუხდება, მაგრამ ბიჭებს
მართავს იქიდან. მგონი, ისევ თამაში დაიწყო, რაღაც „ოფშიაკის“ ფულებს
აგროვებს იმედო. მამ, მეშინია ძალიან, ყველა ძმა არ დავკარგო!
მამას გული გავუხეთქე, მაგრამ რა მექნა, სხვა არავის იმედი არ მქონდა
დედამიწაზე.
როგორც იქნა მომხსნეს „გიფსიც“, ერთი თვე ვერ გაივლისო, მე კი უკვე
თაბაშირიანი ფეხით ვცდილობდი სიარულს ოთახის ფანჯარამდე. მართლა,
ძალიან სუსტი და წვრილი მქონდა მარცხენა ფეხი. ვარჯიში დავიწყე, რომ
უფრო მალე დამეწყო სიარული. ერთ კვირაში ისე გამოვაჯანმრთელე მარ-
ტომ ჩემი თავი, რომ ერთი თვე აღარ დამჭირდა წვალება, ვკოჭლობდი, მაგ-
რამ მაინც გავაკვირვე გარშემო ყველა...

მამამ მიაკითხა პროფესორ-ფსიქიატრს, ვიღაც ოთარ მაჭავარიანს, რო-


მელიც მუშაობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, როგორც მივხვდი.
– ჰოდა, ბატონო ზაურ, მე რა შუაში ვარ?! – ეკითხებოდა მამას პროფე-
სორი.
– იმ შუაში, რომ მოუხსენით ეგ დაავადებები და გაასამართლონ, რო-
გორც ჯანმრთელი.
– არა, მაგას ჩვენ როგორ შევძლებთ?!
– აა, აი, ხედავთ რა უსამართლობაა? ჯანმრთელი არ არის ბიჭი და და-
კითხვაზე ისე ექცევიან, როგორც ჯანმრთელს და თან აწამებენ... მომავა-
ლი გაუფუჭეს ბიჭს, ვერც ისწავლის, ვერც იმუშავებს, რასაც მოინდომებენ,
დააბრალებენ. ეგრე არ არის რა, თქვენ როგორც გინდათ! რა უფლებით კით-
ხავენ არაჯანმრთელს დამცველის გარეშე?! – გაბრაზდა მამა.

78
– მე რა შუაში ვარ! – იმეორებს ერთსა და იმავეს პროფესორი.
– თქვენ უნდა თქვათ, რომ ჯანმრთელია ან არაჯანმრთელი ზაზა თორაძე!
– ჩვენ მაგას არავინ გვეკითხება, ბატონო ზაურ!
– აბა, ასე შუაში გაჩხერილი ადამიანი ვის გაუგია, თქვე კაი ადამიანებო!
ესე იგი, რასაც უნდათ, იმას უზამენ! – იმეორებდა გაგიჟებული მამა, – აუყ-
ვანიათ სხვა სართულზე „კაპეზეში“ და აწამებენ ბიჭს, თქვი, კამო სარქისოვი
რომ ააფეთქეო. მანქანაში „ბენზინკალონკაზე“ ორი კაცი რომ მოკლეს, ეგეც
დაიბრალეო; მაჯა მოსწყდა ვიღაცას, ვიდეო გადაუცვლია „გრანატაში“ და
აუფეთქდა; ერთი თხუთმეტი საქმე, მოკლედ, აიკიდეო. „პაჟიზნენი“ დეპატია
მისცეს ჯარში, ორი თვეც არ ჰქონდა დარჩენილი მსახურობა და დაკითხ-
ვაზე ასეთი ავადმყოფის წამება შეიძლება? – იმ კაცს ეკითხება, რომელიც
სამედიცინო დიაგნოზს უსვამდა პატიმრებს. ბატონი ოთარი დაბნეულია ამ
ამბით, არც კი იცის, რა თქვას:
– ბატონო ზაურ, ჩვენ გვეკითხებიან, დანაშაულის ჩადენის დროს შერაც-
ხადია თუ შეურაცხადი...
– ჰოდა, რა არის თქვენი პასუხი, ბატონო?
– ჩვენ ვპასუხობთ, რომ შეურაცხადი არაა, მაგრამ ფსიქოპათია. 7ბ-ს
გამო ჯარიდან გაათავისუფლეს, ხომ ასეა?
– ჰოდა ესე იგი, ჩემი შვილი ვერც ისწავლის, ვერც იმუშავებს და რამდენი
რამე მოხდება ჩვენს ქვეყანაში, იმდენი ჩემს შვილს დაბრალდება ფსიქოპა-
თობის გამო, არა? – საშინლად ბრაზობს მამა. სხვა გამომძიებელი, ვიღაც
დათო საბელაშვილი დაუნიშნა ზაზას პროკურორის მოადგილე ვოვამ. ჩუ-
ღურეთის რაიონში ახალი გადმოუყვანიათ და მოუნდა დალაგება დაუხურა-
ვი საქმეების. გადაწყვიტა ჩემს შვილს „შეტენოს“ რა ყველაფერი!
– დამშვიდდით, ბატონო ზაურ, მიხედეთ თქვენს შვილს, იარაღი და ნარ-
კოტიკი ამოიღეს საქმიდან, რაღა რჩება? ხულიგნობა, ეგეც არ ჩაუდენია და
რაღას ნერვიულობთ?
– სხვადასხვა აზრს მაწვდიან, თუ როგორ სჯობია და, მეც დავიბენი, მამა
ვარ, შვილს ხომ უნდა ვუშველო?!
– ჰოდა, მაგათ აწყობთ, სამკურნალოდ რომ გაუშვან წელიწად-ნახევარი ან
მეტი. პირველ ჩვენებაში ზაზას ეწერა, რომ არ ახსოვს ცოლი დააუთოვა თუ არა.
– ხო, ნუ ეგ ძალით დააწერინეს. კარგია, რომ არ დაიბრალა, ეტყობა, მა-
გის მეტი ვერაფერი დააწერინეს.
– ჰოდა, მეორე ჩვენებას „მიაწვეს“. მას ხომ არ დაუწვავს ცოლი, როგორც
ჩემთან თქვა, მეც მჯერა, რომ რაღაც ხდება და ერჩიან ამ ბიჭს. მიხედეთ შვილს!
მამა ვერ ჩერდება. ბატონი ოთარის კაბინეტს ტოვებს აღელვებული,
დაღლილი ამდენი გაუთავებელი თავგადასავლით.
– 116-ე მუხლით (ხულიგნობა) ბიჭი დაჭერილია, ფეხი დაუწვეს ძვლამდე.
თან „ნარუჩნიკებით“ გამოიყვანეს, ასეთი არაფერი გამიგია, – მამა ისევ შებ-
რუნდა პროფესორთან.

79
– წესით, 116-ე მუხლით „ნარუჩნიკები“ არ სჭირდება, პატიმრობაშიც არ
უნდა ჰყავდეთ.
– ასეთი გამოცდილი მთავარი ექიმი ხართ და როგორ ფიქრობთ, შეეძლო
ზაზას თავისი ხელით დაეწვა ფეხი „კაპეზეში“?
– კი, შეეძლო ფსიქოპათს და, რა თქმა უნდა, ეგეც შეურაცხადის საქ-
ციელია. შეიძლება დანა ჩაირტყას და დაიჩეხოს თავი, მაგრამ ჩვენ არ ვამ-
ბობთ, რომ მან დაიწვა ფეხი, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება და არც გვეკითხებიან
ამას, – მშვიდად პასუხობს პროფესორი.
– კაცურად, როგორც მამა მამას, რას მირჩევდით? რას მეტყოდით, რო-
გორ მოვიქცე, აღარ მინდა ეს ბრძოლა და ომი ამ მილიციასთან. ბიჭი ამბობს,
რომ არაფერი დაუშავებია, მაგრამ არც მისი მჯერა და არც სამართალდამ-
ცავების, ჩემ თვალწინ რომ სჩადიან უსამართლობებს, – ვერ წყნარდება მამა.
– აბა, მე რა გითხრათ?! თუ ჩაეთვლება შეურაცხადის ბრალდება, ჩაეთვ-
ლება და მკურნალობას დაუნიშნავენ „რეზბალნიცაში“ ერთიდან სამ წლამდე.
– ეს საშინელებაა მერე, მაშინ 113-ე მუხლით გადავა?
– არა, რა თქმა უნდა, სულიერი დაავადება სხვა არის.
– ნუ, ბატონო ოთარ, არ ვიცი, სულიერი ავადმყოფია თუ ფსიქოპათი... მე
ცოლმა რომ მითხრას, აღარ მიყვარხარო, არ ვიცი, რას ვიზამ! არ ვაცოცხ-
ლებ! არ მესმის რა, სამთვე-ნახევრის წინ რომ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს,
როგორ გაიგებთ შეურაცხადი იყო თუ არა, გადამრევთ მე თქვენ. ცოლი
ქმარს რომ ეტყვის, აღარ მიყვარხარო, თან ისე, რომ არაფერი დაუშავებია
საყვარელი ცოლისთვის, დასახვრეტია ის ცოლი! – ამას მამა წრფელი გუ-
ლით ამბობდა. მეც იმავეს მასწავლიდა დედაც და მამაც. სანამ გათხოვდები,
შვილო, კარგად დაფიქრდი, თორემ მერე გვიან იქნება, სულ რომ ნაძირალა
იყოს, მოგიწევს მასთან ყოფნა. ჩვენ აღარ მიგიღებთ გამოთხოვილსო.
– თქვენ რას იზამდით, ბატონო ზაურ? – მამას ეკითხება პროფესორი.
– მე დავხვრეტდი ჩემს ცოლს და ყველა ნორმალური კაცი ასე მოიქცეოდა!
– ესე იგი, თქვენ არ ხართ ნორმალური.
– როგორ არ ვარ, ბატონო ოთარ? ჰოდა, ჩემი შვილიც ნორმალურია!
მამას ღალატი სძულდა, ამიტომაც ზაზას მხარეს გადაიხარა.
– მე კი ვიცი, რა რატომ მოხდა! ყველა ვაჟკაცი კაცი უარესს იზამდა, მაგ-
რამ არ იკმარეს. ხომ უნდა გააფუჭონ ბიჭი, ვაჟკაცებს ვზრდით მე და ჩემი
მეუღლე, ნაძირალებს კი არა! სად არის სამართალი? გამოუცვალეს გამომ-
ძიებელი, რომელიც რქებს მოტეხავს ზაზას. ივარჯიშებენ ხელებს ცემა-ტყე-
პით და კაცმა თუ ცოლი დასაჯა, არ შეიძლება, არა?! მაგათთვის კი ყველა-
ფერი შეიძლება! ქალაქის მილიციის უფროსი რომან გვენცაძე, ჩიბურდანიძე
კი გამომძიებელი იყო. დაკითხვებს უკანონოდ აწარმოებდნენ კალანდაძე
და ლავრენტაშვილი, რომლებიც მკვლელები არიან, „უგალოვნი როზისკის“
„ოურები“ (სამძებროს სამოქალაქო ფორმიანი თანამშრომლები). ეჰ, თქვენ
რა შუაში ხართ! ისე გახედებთ, რა ხდება თქვენს ქვეყანაში, რომ იცოდეთ.

80
სწორედ ამის შიში აქვთ, ბევრი რომ ვიცი. დიდი მადლობა, ბატონო ოთარ!
თუ რამეში დაგჭირდით ოდესმე, მიგულეთ თქვენს გვერდით!
გარეთ გამოვიდნენ, მანქანაში ჩვენ ველოდებოდით – მე, იმედო, პაატა
და ისევ გააგრძელეს საუბარი.
– შეხედეთ, რა ლამაზი შვილები მყავს. ამათაც გაუფუჭებენ მომავალს
ძმის გამო, არც საზღვარგარეთ გაუშვებენ, არც კარგ სამსახურებში, – ნაღვ-
ლიანად თქვა მამამ.
სულ ყოველთვის ჩათრეული ვყავდი ოჯახურ ამბებს, ამიტომ იშვიათად
მრჩებოდა გაურკვეველი რომელიმე თემა, ძირფესვიანად ვიკვლევდი. სიყვა-
რული ხომ დამსახურებით არის, მეც მინდოდა მცოდნოდა ოჯახის თითოეული
წევრი. ეს საქმე ბავშვურ გართობებში ხელს არ მიშლიდა. ყველასა და ყველა-
ფერს თავისი ადგილი ჰქონდა ჩემს გულში, რომელშიც, პირობა დავდე, ჩემს
მშობლებს დიდ სიყვარულს ვაჩუქებდი. რაც მეტს ვიგებდი, სურვილი მიათკეც-
დებოდა, ყველაზე კარგი ვყოფილიყავი, რადგან ეს ვერავინ შეძლო მანამდე და
რატომღაც წინათგრძნობა მეუბნებოდა, რომ ვერც ვერავინ შეძლებდა...
გარაჟის აშენება იყო, სახლზე მიშენება თუ ბაზარში წასვლა, ყველგან ვეხ-
მარებოდი მამას. ის კი ძალიან ბევრ დარიგებას მაძლევდა, რაც მიკვირდა და
ვფიქრობდი, რომ ეს ჯერ ადრე იყო ჩემთვის. ყველა დარიგება მახსოვს დღესაც,
ამ პერიოდმა დამაახლოვა მამასთან. ის მარტო მშობელი არ იყო ჩემთვის, დიდ
მეგობრადაც მიმაჩნდა და იდეალურ მამაკაცად. დარწმუნებული ვიყავი, არავინ
იქნებოდა მსგავსი, მაგრამ მე მაინც მთელი ცხოვრება მას ვეძებდი მამაკაცებ-
ში... თუმცა შემდეგ წლებმა მაჩვენა, რომ ამაო იყო ეს ძებნა... ჩემი მშობლები
სამაგალითო ცოლ-ქმარი იყო, მაგრამ მე ვფიქრობდი, უკეთესი მშობელი ვიქნე-
ბოდი, რაც გულისხმობდა მეტ ყურადღებას და ნაკლებ პატიებას. არასოდეს და-
ვაშორებდი დედმამიშვილებს ერთმანეთს, სულ რომ ქუჩაში ეცხოვრათ. სადაც
ერთი, იქაც ყველა და, თუ რომელიმე ამდენ ცუდს დააშავებდა, რამდენსაც ზაზა
სჩადიოდა, გავრიყავდი ძალიან შორს, რადგან ერთი განგრენიანი თითი ყველა
თითს დააავადებდა და ჩირქი დაალპობდა მთელ სხეულს, მარტო თითებს კი არა.
ამ შემთხვევაში ოჯახი ვიგულისხმე. ზაზა მაგალითი იყო ყველა სხვა დანარჩე-
ნი ძმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არავის მოსწონდა მისი საქციელი. მაინც
აღიძვრებოდა მათში პატიების სურვილი. ძმები „ილეწებოდნენ“ ზრდის პროცეს-
ში. მამა, რომელიც არა მარტო ჩემთვის იყო ყოვლისშემძლე და მიმტევებელი,
არამედ მათთვისაც. მე არასოდეს გავაკეთებდი ამას, სულ ასე ვამბობდი, მაგ-
რამ ჩემი ძმის გარეშე ვერ წარმომედგინა ოჯახი სრულყოფილად ბედნიერი. ამა-
ვე დროს, ცოტა ხნით თუ არ ისმოდა მისი სახელი, გარშემო ყველაფერი უფრო
წყნარი, ლამაზი და სხვანაირად კარგი იყო, სულის სიმშვიდე სუფევდა. ალბათ, ეს
იმიტომ, რომ ზაზაში აღარ იყო ღმერთი. მან განდევნა თავისი სულიდან ყველანა-
ირი სიკეთე და იბრძოდა რისთვის? სიცარიელისთვის! ამხელა ტკბილი ოჯახიდან
მხოლოდ გაქცევის სურვილი ამოძრავებდა. დედა იტყოდა, საინტერესოა ასეთი
დაიბადა, თუ რატომ იყო ასეთი ცუდი მხოლოდ ზაზა.

81
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო... რატომ ვერ ახდა ეს სიტყ-
ვები შვილზე? მჭამდა ეს შეკითხვა. მშობლები როგორი კარგები არიან, თუ
ვინმეს ცუდი უთქვამს ან ამბობს, მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე არ იცის,
მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის, მამას როგორ უყვარდა ავადმყოფი შვილი,
თუ რამდენ უბედურებასა და ტანჯვას განიცდიდა მის გამო, თუნდაც რამ-
დენი ტყუილი უთქვამს შვილის საშველად. მე დარწმუნებული ვარ, ყველა
მშობელი სერგეევიჩისნაირად მოიქცეოდა და მოიქცევა. მე არ მაქვს უფლე-
ბა ვთქვა, ეს კარგია თუ ცუდი, რადგან არ ვიცი, რა არის უმჯობესი, იყო
მიმტევებელი, როგორც ამას ღმერთი გვასწავლის, თუ არამიმტევებელი,
მკაცრი, შვილებისა თუ ადამიანების მიმართ. მე არ ვარ დარწმუნებული, რა
არის სწორი. ვიცი მხოლოდ ერთი, მე როგორ მოვიქცეოდი ასეთ დროს. რა-
საც სხვას არ ვაპატიებ, არც შვილს ვაპატიებ! ის ერთი ღმერთია, რომელიც
ყველას ყველაფერს პატიობს, მე კი ერთ-ერთი, რომელსაც უყვარს ღმერთი.
განა უფალი არ განიცდის, როცა მე მტკივა, შენ ან სხვას?!.. არც ამით დავღ-
ლი ჩემს საყვარელ და ერთადერთ ღმერთს...
ჰოდა, რას ვამბობდი?! ოჯახის ამბებში ჩაღრმავებაზე ვწერდი ჩანაწერების
მოსმენა დავიწყე, მამა რომ აგროვებდა. ასე გადავაწყდი ვახტანგ ზაალიშვილისა
და ზაურ თორაძის დიალოგს. მამა მეორედ შეხვედრია ვახტანგს, მარიკას მამას.
ორივე საუბარი მოვისმინე და მე, 10 წლისამ, ბევრი ტყუილი დავიჭირე, როდესაც
ერთსა და იმავე შეკითხვებს უსვამდა ზაური, თუ როგორ გაიმეტა შვილიშვილის
მამა ციხისთვის და რატომ მოუწყო ის ყველაფერი. მან კი გადაასხვაფერა, შეცვა-
ლა ყველაფერი და მოიტყუა, რომ ზაზას ეძებდნენ და დახვდნენ ცოლის სახლში.
ზაზა რომ მივიდა, გააფრთხილა, არ შესულიყო მათთან, რადგან დაიჭერდნენ. ეს
ხომ აშკარა ტყუილი იყო და, ტყუილთან ერთად, დიდი სირცხვილი კაცისთვის.
სერგეევიჩმა კი ჰკითხა: კი მაგრამ, ვახტანგ, სხვა მიზეზი არ ჰქონიათ და საბურ-
თალოს „ოური“ თელია რატომ იყო თქვენთანო. ის კი ყველაფერს უარყოფდა.
ისიც ჰკითხა სერგეევიჩმა, ზაზა რამე ნარკოტიკით თუ კაიფობდა, თუ შეუმჩ-
ნევიათ, რაზეც თქვა, არასდროსო. არა იმიტომ, რომ მართალ კაცს თამაშობდა,
არამედ იმიტომ, რომ ვერც „შეტენიდნენ“ ნარკოტიკს სუფთასისხლიან კაცს...
იარაღი თუ ჰქონდა მართლაო, რაზეც პირველად თქვა, არ ვიციო, ახლა ამბობს,
ჰქონდაო. ზაზას ჯარჯი რომ ამოჰყავდა საწოლიდან, მარიკამ იყვირა, რომ და-
ინახაო. მოკლედ, შვილიშვილის მამა ვიღაც ნაძირალებს აცემინე შენს სახლში
და ახლა იარაღსაც „ტენიო“? გამწარებული იყო მამა. არ გრცხვენია, გამოიტანე
საჩივარიო, რაზეც ზაზას სიმამრმა სასტიკი უარი განაცხადა. მე გაგაფრთხილე-
თო, რაღაცებს ბუზღუნებდა. სერგეევიჩი ჰპირდებოდა, რომ მე დავაბამ ზაზას
სახლში, შვილიშვილს ვცეთ პატივიო. მოკლედ, ვერ დაითანხმა ვერაფრით და
ერთგულად დადიოდნენ სასამართლო პროცესებზე ზაალიშვილები... ამ დიალო-
გების შემდეგ გადავწყვიტე სასამართლოზე დასწრება, სადაც ზაზა მოვინახულე.
– ჩემი გოგო მოსულა, წერილმა გამახარა ძალიან, ვინმე ხომ არ გაბრაზებს?
– ზაზას გაუხარდა ჩემი ნახვა. მეც მივაყარე, ხო, ძმები მაბრაზებენ-მეთქი.

82
– ეგ იმიტომ, რომ საყვარელი ხარ, ტუჩს რომ წევ გაბუტულს. აღარ გააკე-
თო და ნახავ, თუ ვინმე გაგაბრაზებს... – ჩამეხუტა, მომეფერა, დამავიწყდა
გაბრაზება, აღარც ის ძველი ბოღმები გავახსენე, მისი ცოლის მიმართ რომ
დამიგროვდა გულში. გავინაბე კნუტივით, მე ხომ ჩემი ძმა ძალიან მიყვარს.
– გადაეცი ყველას, დავხოცავ, ვინც გაგაბრაზებს!
– არა, არა, ეგ ცუდია! მე მიყვარს ჩემი ძმები...
სასამართლო დარბაზში ავდიოდი კიბეზე კოჭლობით. ისიც მახსოვს, რა
მეცვა: შინდისფერი სანდლები, ვარდისფერი შორტები თავისივე ვარდის-
ფერნახატებიანი თეთრი მაისურით და ვარდისფერ-თეთრი კეპი მეხურა
თავზე. ძალიან მიხაროდა გარეთ სიარული, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძ-
ლებოდა... მაინც ბედნიერი ვიყავი, მზეს ვეფერებოდი...სიცოცხლე მიყვარ-
და... მოულოდნელად ვახტანგი შემეფეთა კიბეზე.
– როგორ ხარ, თამუნა? ფეხი როგორ გაქვს? – ისე მკითხა, ვითომ სულ
ჩემს ფეხს დარდობდა.
ხმაც არ გავეცი, ისე შევხედე 15 წამით თვალებში, რომ სიტყვები არ იყო
საჭირო; ისე მივახვედრე, შენნაირ „ბოზებს“ სალამსაც არ ვაძლევ-მეთქი!
მასაც არ მოვუკითხივარ გულით. პედაგოგიური ზრდილობა გამოიყენა. შე-
ვედი დარბაზში, ძალიან მინდოდა, მაინტერესებდა მარიკას სახე. რომ დავი-
ნახე, არაფერი ეტყობოდა, ოდნავ ჰქონდა ლოყა ვარდისფერი (წელიწადზე
მეტი იყო გასული მომხდარიდან). გულში გავიფიქრე : ეჰ, ზაზა, ღირდა კი
ამის გამო ამდენი ხანი მანდ ჯდომა?!..
ზაზა ეხვეწებოდა მამას, ახლავე გამიყვანე აქედანო, რაზეც მამას ეცი-
ნებოდა, კიო ვარ, „შეჩემა“, თუ ვინ გგონივარო. ფულით ყველაფერი კეთდე-
ბაო, ზაზამ. მამამ კი უპასუხა 70 000 მანეთი უნდა მაგ საქმეს და ღირხარ კი
ამდენიო? რასაც შენ სიმწარეს გვანახებ, წლებია, კაცად ვერ გაგზარდეო.
ზაზა გაუთავებლად დებდა პირობებს, ჩვენც გვინდოდა, მართლა შესძლე-
ბოდა გამოსწორება. თავს უფრო ვიტყუებდით, ვიდრე ვიჯერებდით, დედა
კი ხარხარებდა შვილის სიტყვებზე...
ორი გიჟი ადვოკატი, ზაურ თორაძე, ზაზას დამცველი და გულიკო გა-
ბაიძე, მარიკას დამცველი შეხვდა ერთმანეთს. პროცესების დროს აღფრ-
თოვანდა გაბაიძე თორაძით თუ თორაძეებით და აღარ სურდა მარიკა ზა-
ალიშვილის დაცვა. ასე დამეგობრდნენ მამა და გულიკო, რომელსაც მთელი
ცხოვრება აშაყირებდა, მიატოვე შენი კლიენტი იმიტომ, რომ იცოდი, ვერ
მომიგებდიო. გულიკო კი ამტკიცებდა, ამ უსამართლობას ვერ დავიცავდი
და, საერთოდ, დაზარალებულებს არ ვიცავო. ვიღაც ტატიანა ჟორჟოლიანმა
მთხოვა, თორემ ასეთ საქმეებს ხელს არ ვკიდებო...
ასე გადიოდა დრო. ხან სერგეევიჩი წელავდა ზაზას გამოყვანას ციხიდან,
ხან თვითონ ძალოვანი სტრუქტურები, რომლებსაც სასამართლო პროცე-
სებზე არ მოჰყავდათ პატიმარი და ამბობდნენ, არ წამოგვყვაო. მერე მო-
სამართლე აგზავნიდა თავის ხალხს, ბადრაგებს, რომ მოეყვანათ პატიმარი.

83
ზაზა ამბობდა, არავის მოუკითხავს და ჩემით ხომ ვერ მოვიდოდიო. ასეთი
ჩახლართული ცხოვრება იყო საქართველოში, რაც თავი მახსოვს. კანონის
დაცვას საზოგადოებისგან მოითხოვდნენ „ჩათლახები“ და თვითონ იმის ნაც-
ვლად, კანონებით ჩახუტებულებს დასძინებოდათ და გაღვიძებოდათ, პირ-
ველები თვითონ ივიწყებდნენ და ფეხებზე იკიდებდნენ... მათთვის კანონი
უკანონობა იყო...

არ მახსოვს რა თვე იყო, სკოლაში წავედი დილით. დასაწერი მოგვცეს


კლასში „შენი ბედნიერი დღე“. ვიცოდი, ზაზა სახლში გამოდიოდა ციხიდან ამ
დღეს, ფურცელს დავყურებდი და ვფიქრობდი, რა დამეწერა, სიმართლე, თუ
არაფერი. მეტს ვერაფერს ვიხსენებდი, გული მეკუმშებოდა სიხარულისგან.
ავიღე ჩემი ჩანთა და გავედი კლასიდან. მასწავლებელი გამომეკიდა დერე-
ფანში: თორაძე! სად მიდიხარ?!
მეც ვუპასუხე: „ჩემი ბედნიერი დღის აღსანიშნავად, მას!“ რა დროს სკო-
ლა იყო, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი, ისე ავირბინე ბარნოვის, გოგებაშ-
ვილისა და სევასტოპოლის ქუჩები, გული ყელში მიცემდა სიხარულისგან და
აი, ზაზაც დავინახე, „ადიდასის“ სპორტულებში. ჩავეხუტე უფროს ძმას.
– ძალიან გაგიხარდა სახლში რომ დავბრუნდი? – მკითხა ზაზამ ჩახუტებულს.
– ძალიან არა! უფრო ძალიან! აღარ წახვიდე რა არსად, ჩვენთან იცხოვრე
სულ!..
გაეცინათ ზაზას, მამას, დედას, კახას და იმედას. აი, იმედას ძმაკაცს შე-
შინებული სახე ჰქონდა, მეც ცივად დავამატე: ოჯახური ბედნიერების დროს
ამ „კრისას“ ნეტავი აქ რაღა უნდა-მეთქი და გავედი ოთახიდან. ეს „კრისა“
იმედოს ძმაკაცი იყო და არა მარტო იმედოსი, ძმები ძმასავით ექცეოდნენ,
გიორგი ჯმუხაძეს, ზედმეტსახელად „თავგასას“, რომელიც ხშირად იყო
ჩვენთან. ერთხელ სკოლაში დიდების „კავეენი“ თუ კონცერტი იყო, დარ-
ბაზში მაყურებლის ადგილი მეკავა, სანამ დაიწყებოდა ყურში ჩამესმა ბოხი,
ნაცნობი ხმა: იმედა თორაძე გთხოვს, დახევა უნდა „კურტკის“ და იცოდე,
არ მისცე, მე მომეცი, გაიგე, ბიჭო?! რამდენიმე რიგის დაშორებით ვიჯექი.
ეს რომ გავიგე, რა გამაჩერებდა. რა თქვი, ბიჭო „თავგას“?! – მეც შევუბღვი-
რე, მომვარდა, მათხოვარივით მეხვეწა, იმედას არ უთხრაო. მე კი დავპირდი,
რომ აუცილებლად ვეტყოდი. სცოდნოდა თავისი „კრისა“ ძმაკაცის ამბავი.
მართლაც, ვუთხარი იმედას, გავარკვევ რა მოხდა, მაგას „შიგ ხომ არა აქვ-
სო“. თავგასას რას ვაჯობებდი ლაპარაკში, მექალთანე აფერისტს, ძალიან
სიმპათიურ ახალგაზრდას... იმედას ვკითხე, თუ რატომ აპატია, მან კი მითხ-
რა, ისე გამოიყენა ჩემი სახელი, რაც ძმაკაცობაში „მოსულაო“. ეს ჩემთვის
გამართლებული საქციელი არ იყო და იმ „დაუწერელ კანონში თუ მოსულა“,
არ ვიცი... ძმებ თორაძეებთან ვის არ ენდომებოდა ძმაკაცობა, ყოველთვის
„კაი პონტში“ იყვნენ, ყველანაირი გაგებით. ოღონდ ეს ზაზაზე არ ვრცელდე-
ბოდა, ზაზასი ყველას ეშინოდა...

84
ზაზას რაც შეეხება, ამოიღეს საქმიდან „შეტენილი“ იარაღი, რომელიც სრო-
ლის ნაცვლად იფურთხებოდა. ამაზე სერგეევიჩმა შეკითხვა დასვა, თუ ასეთი
„უბიცაა“ და საშიში, რაღა გადასაგდებ იარაღს ჩაიდებდა, ამდენი როგორ ვერ
გათვალეთო. ნარკოტიკს არ იყენებდა და ესეც რთული „შესატენი“ გახდა, ალ-
კოჰოლსაც არ ეკარებოდა, ფეხბურთების საყურებლად მთელ ყუთ „სტაკანჩიკ“
ნაყინს ყიდულობდა. მოკლედ, გამართლებული გამოვიდა ზაზა ციხიდან...
იმ ფურცლებისა და კასეტების დიდ ყუთში მთელი თვე „ვიგულავე“. უამ-
რავი შეკითხვა დამებადა, როგორც კი დედას მარტო სამზარეულოში ჩავიგ-
დებდი, კითხვებით ვღლიდი:
– დე, არ არის დრო, დებიც მოვიყვანოთ სახლში? მეც გავიზარდე, მივხე-
დავ, შენც აღარ გიშვებს მამა, რომ იმუშაო, ცოდოები არიან ძიძასთან სულ,
– ვეუბნებოდი დედას.
– ხო, შვილო, თუ კიდევ რამე სურპრიზი არ მოაწყო შენმა ძმამ.
– დე, არ შეიძლება ასე, რაღას აჩენდი მაშინ? მაინც მე ვუვლი ყველას,
მაგათაც მივხედავ, მოიყვანე რა, დე, გთხოვ.
– რას ჰქვია, რაღას ვაჩენდი?! აბორტი დიდი ცოდვაა და ღმერთი რამდენ-
საც მოგცემს, შენც იმდენს გააჩენ, შვილო! გაიზრდები და ნახავ, რა ბედნი-
ერებაა, ამდენი რომ ხართ. ამ სიტყვებს ხშირად მიმეორებდა დედა.
– მე ორი ბიჭი და ორი გოგო მინდა! მორჩა, მეტს არ გავაჩენ.
– ხო, კარგი! ადრეა ამაზე ფიქრი, საჭმელების კეთება ისწავლე და დებს
მოგიყვან სახლში, გინდა?
დედას შეჭმული ვყავდი საჭმელების კეთების სწავლით და მეც მიხაროდა
სამზარეულოში ტრიალი.
– აუუუ, დეეე, შენ რაღა უნდა გააკეთო მერე? ეგეც თუ მე გავაკეთე, თან
შენ ყველაზე გემრიელ საჭმელებს აკეთებ და ვერ წაგართმევ მაგ საქმეს მე,
ჰა, ჰა, ჰა... – გავიცინე გულიანად.
დედა თან კატლეტებს წვავდა, ტაფიდან დიდ თეფშზე ალაგებდა, რომ
მოიხედავდა ახალი პარტიის ტაფიდან თეფშზე დასადებად, მხოლოდ სამი
ცალი ხვდებოდა ხოლმე, არადა, სულ რაღაც ხუთი წუთის წინ შეავსო შემწ-
ვარი კატლეტებით. ყოველ ჯერზე ისევ იგივე მეორდებოდა, სანამ არ დაიყ-
ვირებდა ერთს: დამაცადეთ შევწვა, ერთიანად დავსხდეთ და ვჭამოთო. ამ
დროს ლაშა იტყოდა, ერთი ავიღე მაპატიე, იმედოც იმავეს, პაატა, კახა, მე,
მამა და, რაღა რჩებოდა თეფშზე? – არაფერი... ადვილი ნამდვილად არ იყო
საჭმლის კეთება ამხელა ოჯახისთვის.
– მოკლედ, დე, დაელაპარაკე მამას და მოიყვანეთ მაია, ნინო და ეკა სახ-
ლში და მაკაც ჩამოვიყვანოთ, სირცხვილი არაა, დე? ჩემი და არის და არ
ვიცნობ, თან ისიც დიდია უკვე. არც ის გვიცნობს, სათქმელი ვეღარ დავამ-
თავრე, დედას თვალები ცრემლებით გაევსო.
– რა მოხდა, დე? რა გატირებს, დედიკო? ხელი ხომ არ დაიწვი? – თავი
გამიქნია არაო, – კარგი მაპატიე, სულ არ ამოვიღებ ხმას, დე, მაპატიე!

85
– არა დედა, შენ არ ხარ დამნაშავე, ადრე თუ გვიან ვიცოდი მკითხავდი
მაკაზე და მეც გეტყოდი სიმართლეს, დიდი გოგო ხარ უკვე და ვიცი სწორად
გაიგებ, საიდუმლოს შენახვაც იცი.
– მაკა არ არსებობს და იტყუებოდით? მაგრამ დაბადების მოწმობა
რომ ვნახე? ჰოდა, მარიამი უწერია დაბადების მოწმობაში და მაკას რატომ
ეძახით?არ დავაცადე მოყოლა, ისე მაინტერესებდა.
– არა, დედა, რაში მჭირდება ტყუილი, საკმარისზე მეტი შვილები მყავს.
მაკა შენ მერე გაჩნდა. მარიამი მარო ბებოს ერქვა და მეორე გოგოს დავარქ-
ვით. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. ისეთი ავადმყოფობა შეეყარა, ვერ უშველეს
და 8 თვის დაიღუპა, სისხლში პარაზიტები გაუჩნდა. ექიმებმა გვიან გაიგეს, ვერ
ინძრეოდა, მხოლოდ იღიმოდა. მოუნათლავი დედაჩემს დავასვენეთ გულზე, ის
მიხედავს! – ტიროდა დედა, მეც მეტირებოდა, მაგრამ არ მინდოდა ტირილი.
– მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ ვწუხვარ ძალიან, შენ რაც შეგემთხვა...
გპირდები, მაკას მაგივრობასაც მე გაგიწევ. ის კი ცაშია ღმერთთან არის, ან-
გელოზია და გვიფარავს. მე დავარქმევ მარიამს, თუ გოგო მეყოლა, მე ვიცი,
ის ყველგან დამიფარავს, შენ კი მაგით გაიძლიერე თავი და ნუ ტირი, დე,
გთხოვ! – ვცდილობდი დამემშვიდებინა დედა. არადა, სახელი მარიამი საერ-
თოდ არ მომწონდა.
– შენი იმედი კი გვაქვს მე და მამიკოს.
– არ გაგიცრუებთ, დე! ზურაც გარდაიცვალა? ეს უკვე ფრთხილად ვი-
კითხე...
– არა!
– აბა, მაშინ მითხარი, ვეღარ გავიგე, ზაზაა უფროსი, თუ ზურა?
– ტოლები არიან.
– მოიცა, რა, ტყუპები არიან? მამასაც ხომ ჰყავდა ტყუპი ძმები, რაღაც
დაავადებით რომ დაიღუპნენ?
– ხო, მამა არც იცნობდა, მხოლოდ თავისი დედისგან, მარო ბებოსგან,
იცოდა. უფროსები იყვნენ მამაზე.
– ვაიმე, ზაზას ტყუპისცალი ჰყავს, დე?თავისნაირი? – გავგიჟდი, თან გა-
მიხარდა და თან შემეშინდა.
– არა, დედა, მისმინე ახლა და ეცადე, სწორად გაიგო. მამაშენი ძალიან
სიმპათიური ბიჭი იყო, სპორტის ხაზით უწევდა ხან რუსეთში ყოფნა, ხან ლე-
ნინგრადში... მოკლედ, არ ვიცი ეს უფრო ლამაზად როგორ აგიხსნა და, გაძვ-
რა სხვა ქალთან. ასე გაჩნდნენ ზაზა და ზურა ერთ თვეში...
– ანუ ის მარტო მამას შვილია ხო? და შენ ეს ღალატი აპატიე, დე? – გა-
ოცებისგან შოკირებული ვარ.
– ეგ რა არის, სამი მყავდა უკვე: ზაზა, კახა და ლაშა. ავლაბრის სახლში
ვცხოვრობდით, მარო ბებო ავადმყოფობდა და ნემსებს ვუკეთებდი.
– ისე, რა მაგარი ხარ, ყველაფერი იცი, განათლებული ხარ, საამაყო დედა
მყავხარ! – შევაწყვეტინე და გავუგრძელე ქებით.

86
– მოკლედ, გავიგე რომ ვიღაც სომეხი გაუჩენია საყვარლად მამაშენს. აი,
ეგ უკვე ვეღარ ვაპატიე. ჩავბარგდი და წავედი დედასთან სახლში. მას კი
სამივე ბავშვი დავუტოვე.
– მოიცა, მოიცა, მე მეუბნები ნაძირალაც რომ აღმოჩნდეს სახლში არ მი-
გიღებთო და შენ მიგიღეს? იმას მოითხოვთ ადამიანები, რაც თქვენთვისაც
წარმოუდგენელია, გადამრევთ რა!
– ხო, მაგრამ მე სულ არ წავსულვარ და არც მიფიქრია დამეთმო ჩემი
ქმარი, უბრალოდ, ჭკუა ვასწავლე.
– ეგ როგორ? მერე აღარ გღალატობდა? რა ცუდია, ასეთი რომ იყო! –
რაღაც ძალიან არ მესიამოვნა.
– ყველა კაცშია ეგ თითქმის, ქალი ჭკვიანი უნდა იყოს და თუ მართლა
ნაძირალა არაა კაცი და გადასაგდები, მიხვდება, ვინ უყვარს და რა უყვარს.
ისტერიკებით საქმე არ კეთდება, შვილო! მე ვუთხარი, გაზარდეთ შვილები
შენ და იმ ქალმა-მეთქი და წავედი სახლში. ამასობაში დედას გაეხსნა საუბრის
მადა.
– ბიჭები დაუტოვე? ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა... საღოლ, დე, შენ რა, ძალიან ძლი-
ერი ქალი ხარ, ძალიან! მერე? – სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას.
– მერე მეხვეწა, ერთი შანსი მომეციო, ძალიან ვუყვარდი, ვიცოდი და მეც
ვაპატიე. იმის მერე დამეფიცება, გვერდით არ გაუხედავს, არც მე მიშორებ-
და გვერდიდან...
– მაგარია ძაან, შეხედე შენ, როგორი ცელქი ყოფილა სერგეევიჩი! დე,
ზურასთან გაქვს ურთიერთობა?
– მე რა მესაქმება ზურასთან, ზაზას, კახას და ლაშას კი. მამაც ნახუ-
ლობს, როცა იქით ვართ. მაინც არასასიამოვნოა სხვისგან...
– აუ, დე, გეხვეწები, არ იყო „სვეცკი“ რა!
– რას ნიშნავს, „სვეცკი“ არ ვიყო?
– რას და ვერ ვიტან და ვერ ვიგებ ყოფილი ცოლები ქმრის მეორე ცო-
ლებთან ან საყვარლებთან რომ მეგობრობენ და თან „სვეტობა“ ჰგონიათ! მე
ყველაფრის გაგება შემიძლია და ასეთ ათას იდიოტობას რომ ამბობენ, არ
მჯერა. რას ჰქვია ყველაფრის გაგება?!
– ეგ ბოზი ქალების სიტყვებია, შვილო, რომ მასაც გაუგოს ყველამ.
– მე ნანახი მყავს ზურა?
– კი, ოღონდ არ ვიცი, თუ გახსოვს. აქ რომ იყო მიშა მახვილაძესთან ერ-
თად, ქერათმიანი ბიჭი, მისი ძმაა.
– ძმა? ისიც მამაჩემის არის? სულ გავგიჟდები ახლა!
– არა, დედა, ის ქალი გათხოვდა...
– დე! რას მელაპარაკები „ვაფშე“ არ მესმის, რანაირად უშვებ სახლში?
– შვილო, იმ ბიჭმა რა დააშავა?!
– იმის დედამ ხომ დააშავა და მამამ! მე არ მაინტერესებს ეგ ზურა! შენ
არ გვასწავლიდი? ორ ადამიანს რომ უყვარდება ერთმანეთი, ნაყოფიც სიყ-

87
ვარულისგან ჩნდება მუცელშიო? გამაგებინე რა, მამას ის ქალიც უყვარდა?
– გავმწარდი მე და თავს ვეღარ ვიკავებდი.
– არა, შვილო, რას ამბობ! გაიზრდები და გაიგებ!
– მე ახლა როგორც მესმის, მერეც ეგრე გავიგებ რა! ღალატით გაჩენილი
თუ ჩასახული ზურა მე არ მიხსენოთ! მამასთან გავარკვევ ერთი რა!
დედამ დამიჭირა.
– როგორც დიდ გოგოს, ისე მოგიყევი. რომ მცოდნოდა, ვერ გაიგებდი,
ისევ რამეს მოგატყუებდი.
– შენ არ ამბობ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო? რას ცვლით ამ ტყუ-
ილით? დღეს ჩამარხავ, ხვალ ის ჩაგმარხავს! არ იმალება ტყუილი! შენ არ
მასწავლე? ორმა იცის, ღორმა იცისო? ვეღარ გავიგე ვერაფერი ცხოვრების!
– შენ ძალიან კარგად მსჯელობ, ვფიქრობ, შენ მართლა კარგი ადამიანი
ხარ და ასე გააგრძელე. უნაკლო და უშეცდომო კი არავინაა, ხარისხებია მან-
დაც. ზოგჯერ შეიძლება რაღაცის პატიება და ზოგჯერ არის რაღაც უპატი-
ებელი. მამას თუ რამეს ეტყვი, აღარაფერს მოგიყვები.
– შენი ქმარია და შენი გადასაწყვეტი – თქვენი ურთიერთობა. მე ზურას
არ ვერჩი, ჩემი პროტესტით დედამისს ვატკენ, რომელმაც ცოლიანი კაცის-
გან შვილი გააჩინა!
გამიფუჭდა ხასიათი, მამას მაინც ვერ გადავიყვარებდი. ქალი გავამტყუ-
ნე და რომ მენახა სადმე, მაგარ სილას გავაწნავდი სახეში...
მესმოდა ჩემს ძმებზე ხალხის ლაპარაკი: „პრისტუპნიკები“, „კაი ბიჭები“,
„ძველები“, „ქურდულის პატივისმცემლები“. ასევე მესმოდა ჩვენს სახლში ამო-
სული ვიღაცების საჩივრები მშობლებთან: ჩემს შვილს წაართვეს, ჩემს შვილს
სახლიდან გამოატანინეს, ვიღაცა დაჭრეს, ვიღაცა სცემეს, ვიღაცას ყური
მოაჭრეს. ასევე მესმოდა მადლიერი ხალხის ნათქვამიც: ჩემი შვილი გადაარ-
ჩინეს ნაძირალებისგან, ჩემი შვილი დაიცვეს, სახლიდან რაღაცები მომპარეს,
რომელიც თორაძეებმა დააბრუნებინეს, შენმა ძმამ დაგვაპურა, შენი ძმა დაგ-
ვეხმარა... ასევე მესმოდა; თორაძე კახამ ვიღაც გააუპატიურა... უკვე ჩემთვის
წარმოუდგენლად ძნელი გახდა ყველაფრის გარკვევა, მაგრამ ვიცოდი ზაზას
გარდა, არაკაცურს, არცერთი ძმა არ ჩაიდენდა. რაც შეეხება ცუდს, მაგის
მთქმელი არ გამოილევა. „გამოატანინა სახლიდან“ – ესეც არ იყო საშინელება
და ცუდი, რადგან ციხეებში მჯდომ ქურდებს „ობშიაკს“ უგროვებდნენ, რაც
წესი იყო. ჩემი ყურადღება კახას გახმაურებულ ამბავზე შეჩერდა, რომელ-
მაც ჩემზე ცუდად იმოქმედა. ეს დედას ყურამდეც მივიდა, ლამის შეარყია
გიორგევნა, ოჯახში გამუდმებით იყო ჩხუბი ძმების წესიერებაზე. რაც არ
უნდა გამეკეთებინა, თავისით მოდიოდა ფიქრები, თუ როგორ აუპატიურებდა
მანიაკურად კახა გოგოებს... მშობლებმა ოჯახური თათბირი მოაწყვეს იმის
გასაგებად, ეს ჭორი იყო თუ მართალი. ხალხი ბევრ რამეს აბუქებდა, სერგე-
ევიჩი და გიორგევნა არ ენდობოდნენ ადამიანებს, რომლებსაც შურიანებსა და
უსაქმურებს ეძახდნენ. ამიტომ კახასგან უნდა გაეგოთ სინამდვილე.

88
– რა ხდება, კახა, შენს ცხოვრებაში? მართალია, რომ გოგოებს ისვამ მან-
ქანაში და მერე აუპატიურებ? არის ეს მართალი, თუ არა? – დაკითხვა დაიწ-
ყო დედამ.
– საიდან მოიტანეთ ახლა ეს? – კახა კვდებოდა სიცილით.
– ჩვენ არ მოვიტანეთ! ხალხმა მოგვიტანა ამბავი, ამიტომაც ვსხედვართ
აქ, ყველანი ერთად, რომ გავიგოთ სიმართლე, – დედა საკმაოდ მკაცრი იყო.
– კარგით ახლა რა! ქალები რომ მიყვარს და არა კაცები, ეგ ახლა არ გა-
იგეთ, მგონი. ძალით კიდევ არავის არ „ვჟიმავ“ რა!
– მორჩი ხუმრობას და სიმართლე ილაპარაკე! თუ ავად ხარ, გიმკურნა-
ლებთ და, თუ მკურნალობას არ დაემქვემდებარები, დაგმარხავ ჩემი ხელით!
დები გეზრდება და ღმერთის გეშინოდეს! არ გაქვს უფლება სხვისი შვილი
გააუბედურო! – ერთხმად ეჩხუბებოდნენ დედა და მამა.
– ეეეეეე! ნუ აბუქებთ ახლა, გოგო რომ უცხო ბიჭს ან ბიჭებს მანქანა-
ში ჩაუჯდება, ნეტა რატომ უჯდება, ხომ ვერ მეტყვით? ჩემს დებს ვერავინ
ვერაფერს გაუბედავს! დავხოცავ ყველას! ხო, რაღაც ძალადობა ყოფილა,
მაგრამ ეგ სხვა ძალადობაა, დედა! გოგოს ხელი გაშვერილი რომ აქვს და მან-
ქანაში გიხტება, ესე იგი, უნდა იმ გოგოს და უარს ხომ ვერ ვეტყვი?! „ვაფშე“
რაზე „მებაზრებით“! მე ვიცი, როგორ ვიცხოვრო! – კახას ამ თემაზე ლაპარა-
კი ერიდებოდა მშობლებთან, თითქოს გაურბის საუბარს.
აქ კი დედა საშინლად გაბრაზდა, ისიც ხომ ქალია და...
– რატომ ჩემზე არ ამბობენ მაგას, შე ნაბიჭვარო! არის რაღაც სიმართლე
მაგაში! სიმპათიური ბიჭი ხარ, ენა შენ არ გერევა. რა იყო, ვერ „კერავ“ და
ქალზე ძალადობ? შე „ფედარასტო“?! არაკაცი ხარ? ციხეში მაგაზე ხო იცი
„ქურდულში კუზავენ“! ყველაფერი რომ დაივიწყო, მაგას ვერ გაექცევი! ან
თქვენ რას აკეთებთ მაგ დროს? – გამწარებული მამა ძმებს ეცა.
– არაა მართალი რა! ლამაზ გოგოს თუ დავინახავ ტაქსიში, გვერდით ვუ-
ჩერებ და ვთავაზობ გადმოჯდეს ჩემთან. ბევრი გადმოდის, ზოგიც არ გად-
მოდის და მე იმათ არ ვერჩი. ერთხელ ჩახტნენ გოგოები. ვკითხე, გოგოებო,
ხინკლები და არაყი გინდათ? იმათაც მითხრეს, გვინდაო. მოუნდათ გოგოებს
ხინკალი და დალევა და მერე „ჟიმაობა“. „პოსლეზე“ ხინკალი არ მოსულა?
– კახამ ხმას აუწია, – ბოზები არიან მაგათი! „მაძლევენ“ და მერე რას ტლი-
კინებენ, მე არ ვიცი!
– ღმერთის გეშინოდეს! დები გეზრდება, თავისი ნებით არ გაგიბოზდნენ,
ფრთხილად იყავი! ცოდვას ნუ დაიდებ! – ვერ წყნარდებოდა დედა.
მაგარი ჩხუბი ატყდა, ძმები ფეთქდებოდნენ სიტყვა დებზე. არ ვიცი, სი-
ამაყეს ეხებოდნენ და ამიტომ, თუ ძალიან უყვარდათ... ასე დამთავრდა ეს
თემა. მე არ ვიცი, რა იყო სიმართლე და რა ჭორი, რადგან მე თვითონ მივ-
სულვარ სახლში ხშირად გულამოვარდნილი. ხან რას ვიგებდი და ხან რას
მეზობელი ბავშვებისგან, ოჯახში რაც ესმოდათ და გარეთ გამოჰქონდათ.
ერთხელ ისიც კი მითხრეს, შენი მშობლები შვილებს ვეღარ ზრდიდნენ, ხო-

89
ცავდნენ და კიბეების ქვეშ მარხავდნენო. აბა, სად მიჰყავთ შვილები, რომ
აჩენენ და მერე აღარ ჩანანო. საშინელი ტრავმა იყო პატარა ადამიანისთ-
ვის ამ სიტყვების გაგონებაც კი. ენას ძვალი არასდროს ჰქონია, სიტყვას კი
შეუძლია სულიან-ხორციანად გატეხოს და გაანადგუროს ადამიანი, ძვლებში
დაამტვრიოს (როგორც ამას ჩემი მეგობარი, ბარბი იტყოდა). ისე მიცემია
მაგის მთქმელი, რომ ლამის ის დამიმარხავს კიბის ქვეშ. არ მიკმარია და ფან-
ჯარაში მდგომი იმის მშობლისთვისაც დამიწყია ეზოდან ცოცხალ-მკვდრის
გინება. მერე სახლში ატირებული მოვსულვარ და დედას ბევრი უცინია...
– დე, წავიდეთ რა საფლავზე ოდესმე! რატომ არასდროს მივდივართ
თქვენი მშობლების სასაფლაოზე? – მაკა შეგნებულად აღარ გავახსენე.
– აბა, როდის, შვილო? თან თბილისში არ არიან დაკრძალულები, ჩვენ კი
არასდროს გვცალია. არ მეღირსა წყნარი ცხოვრება.
– კარგი რა, დე, უნდა გამოვნახოთ დრო, გაუხარდებათ რომ დაგვინახა-
ვენ. აბა, კარგი იქნება, ჩვენი შვილები თქვენს სასაფლაოზე რომ არ მოვიყ-
ვანოთ 100 წლის მერე? – თან ესეც დავაყოლე.
– ხო, შვილო, მართალი ხარ, ჩემი კეთილი გოგო ხარ შენ!
ძალიან კმაყოფილი იყო დედა, რომ გავუგე ყველაფერში დიდივით, აღარც
შეკითხვებით დამიღლია, თუ რატომ მალავდნენ მაკას ამბავს, ან რატომ არ
ენდობოდნენ არავის. რაღა დამრჩა შესაკითხი. მე თვითონაც ვხვდებოდი
ადამიანების შურსა და სიბოროტეს... დედა მამას ყველაფერს უყვებოდა, იმა-
საც ეტყოდა, მაკასა და ზურას თემას რომ შევეხე და სიმართლე გავიგე. ისიც
იცოდნენ, არავის ვეტყოდი. ახლა კი სიმართლის დროა, მინდა ყველამ გაიგოს
ჩემი ოჯახის ნამდვილი ისტორია, რომელსაც მხოლოდ ჩემგან თუ შეიტყობთ.
მიშა მახვილაძეს, მამას ნათესავს, რომელიც ლენინგრადიდან წელიწადში
ერთხელ მაინც ჩამოდიოდა ჩვენთან, სახლში, ზურა ან ზურას ძმა აღარ ჩამოუყ-
ვანია... კარგად მოხუცებული მახვილაძე თმასა და წარბებს იღებავდა, ჭაღარა
რომ დაემალა და ასაკს ასე „იპარავდა“. აი, ყურთასმენას კი ვერაფერს შველიდა.
რატომღაც საცვალ-ფოხანში ჯიბეები ჰქონდა მიკერებული, სადაც პასპორტსა
და ფულს მალავდა, რაზეც მე და პაატა ძალიან ვხალისობდით ხოლმე. ჩუმად
დავყვებოდით სახლში და ვუჭვრიტინებდით... სამგზავრო ჩემოდანში ძალიან
გემრიელი კანფეტები ჰქონდა, რომლებსაც გვიზოგავდა. მე და პაატამ ვეღარ
მოვითმინეთ, სანამ ჩამორიგების დრო მოვიდოდა და დავეცით მიშას ჩემოდანს.
უნამუსოდ ისე შემოგვეჭამა, რომ კანფეტების პარკში ქაღალდების ჩაყრა მოგ-
ვიწია. ვიცინოდით: საწყალს ეგონება, მოატყუეს და ქაღალდები მიჰყიდეს... მე
და პაატა საუკეთესო ძმაკაცები ვიყავით, რამდენიც არ უნდა გვეჩხუბა, სადაც
ის იყო, მეც სულ იქ მინდოდა. ის ჩემზე ორი წლით იყო უფროსი და რატომღაც
ისე ვიზრდებოდით, სულ ჩემზე პატარა მეგონა...
11 წლის ვიყავი უკვე, 1989 წელს რუსმა ჯარმა, 9 აპრილს, უამრავი ადა-
მიანი ჩახოცა ნიჩბებით, რამაც მსოფლიო შეძრა და საქართველოს, როგორც
იქნა, დამოუკიდებლობა ეღირსა. საქართველოს პრეზიდენტად ზვიად გამსა-

90
ხურდია მოვიდა, რომელიც ასევე ვერაზე ცხოვრობდა და მშობლები იცნობ-
დნენ მშვენივრად, მაგრამ მამა ამბობდა, ძალიან სუსტია პრეზიდენტობისთ-
ვის და ეს „ჩათლახები“ გადაუვლიან. ეს მხოლოდ მოჩვენებითი დამოუკიდებ-
ლობაა საქართველოსი, მაინც რუსეთის ხელში ვართო.
ჩემი ოჯახი არასდროს ერეოდა პოლიტიკაში. მახსოვს, მიტინგებზე ათასი
საჭირო რამ მიჰქონდათ ქუჩაში მსხდომი ხალხისთვის დედას და კახას, რაზეც
მამა ამბობდა, ნუ ერევით, ეს ყველაფერი თამაშიაო. მალე გამსახურდიასაც
გადააგდებენ და ისევ რუსეთიდან გამოგვიგზავნიან კაცს და ეს კაცი, ჩემი აზ-
რით, ედუარდ შევარდნაძე იქნებაო. ამას ზაურ თორაძე 1989 წელს ამბობდა!

91
არ ვიცი, სად გაიგზავნა ეს განაცხადი. მე მხოლოდ შავად ნაწერს
წავაწყდი ჩემს საყვარელ ყუთში და ასევე იმ გაზეთს, რომელმაც ზურას
არსებობაზე კიდევ დამაფიქრა. დედის შეწუხებას აზრი აღარ ჰქონდა, ჩემით
უნდა გამომეძიებინა სიმართლე. რა არ ვეცადე და ბოლოს მეორე ვერსიას
გადავაწყდი, რომ თითქოს ზურა ჩემი მშობლების შვილია, რომელიც
ლენინგრადში, სხვა ოჯახში იზრდებოდა... თუ რატომ და რისთვის, ამას
დავტოვებ ხელშეუხებლად. მომავალში რა იქნება, ვნახოთ...

92
93
ზაზამ მეორე ცოლი მოიყვანა, ანი-ეკა ბიბილაშვილი, რომელიც ქუჩაში
გაიცნო. მანქანით სახლში მიიყვანა, ორთაჭალაში ცხოვრობდა. როგორც
ყვებოდნენ ოჯახის წევრები, ანიც „პაპუტნის“ ჩაუჯდა, რომლის მძღოლი ზაზა
აღმოჩნდა. სავარაუდოდ, გოგოს გაცნობის ეს ფორმა, ალბათ, მოდაში იყო.
ზაზამ მოატყუა ანი, ახლახანს ჩამოვედი რუსეთიდან, იქ ვსწავლობდი და
ახლა ოჯახის ბიზნესით ვარ დაკავებულიო. ამას ანი ყვებოდა და თან ვი-
ცინოდით ზაზას ტყუილებზე, თავი ძალიან კარგად დაიხასიათა, მხოლოდ
ერთი დიდი ნაკლი მაქვსო, უთქვამს. ანი შემცბარა, ნეტა, რა ნაკლი უნდა
ჰქონდეს ამ კარგ ბიჭსო, თუ, რა თქმა უნდა, ზაზას უხეშ გარეგნობას არ
ჩავთვლით, რომელიც გატეხილი ცხვირის ბრალი იყო. ერთი ნაკლი ის ჰქო-
ნია, ფრჩხილებს რომ იჭამს სისხლის დენამდე. ანიმ, ხელები კარგად დავმა-
ლე, ეს რომ მითხრა, არანაკლებ ვიჭამო. ანი აღარ მოუტაცია, ნებით გაჰყ-
ვა ცოლად. ამას ზაზას ცხოვრებაში წინსვლას თუ დავარქმევთ. ჩვენთან არ
უცხოვრიათ, ესე იგი, ჩემს ცხოვრებაშიც იყო რაღაც წინსვლა, მიუხედავად
იმისა, რომ მიყვარდა ანი, მაინც არ მინდოდა, ჩვენთან რომ ეცხოვრა...
წყნარი გოგო ჩანდა, ნორმალური მშობლები ჰყავდა, რომლებიც გაშორებუ-
ლები იყვნენ. ძმა ჰყავდა ბიბო და დაიკო – ლილი, საკმაოდ კარგი ურთიერთობა
ჰქონდა ყველას ერთმანეთთან. ზაზამ იქირავა ბინა. მანქანა მანამდე სერგე-
ევიჩმა მისცა, იქნებ ამან მაინც უშველოსო. არ ვიცი, რას საქმიანობდა ზაზა, ან
რითი ინახავდა ოჯახს, ბუნებრივია, ყველა დეტალი ვერ მემახსოვრება. მანამ-
დე, იმავე წელს, მოიყვანა კახამ ცოლი, ზუსტად იმავე ვითარებაში, ოღონდ ამას
მოტაცება დაარქვეს. ეს იყო შორენა ყარყარაშვილი, რომელიც ძალიან შემიყ-
ვარდა. ჰყავდა ორი და, მაია და ინგა, მამა – მახო და დედა – ნანა. მშობლები გა-
შორებულები იყვნენ, მაგრამ მახოს ჰყავდა საყვარელი ქალი, რომელიც ასევე
ოჯახის წევრი იყო მათი და ეს ჩვეულებრივად მიაჩნდათ ყარყარაშვილებს. ჩემს
ოჯახს კი უკვირდა ყოფილი ცოლი და საყვარელი ერთ სუფრაზე ერთმანეთს
კარგად რომ ექცეოდნენ... სინამდვილეში კი სძულდათ ერთმანეთი.
ჩვენთან დაიწყეს ცხოვრება შორენამ და კახამ, სანამ კარგად არ იჩხუბეს
მამამ და კახამ. მერე იქირავეს ბინა. იქ რამდენიმე თვე იცხოვრეს, მერე კი
ცოლი დედასთან გაუშვა და ხან ჩვენთან იყო კახა, ხან – შორენას სახლში.
კახას ცოლის მოყვანა ყველას გაუკვირდა, რადგან მას მოსწონდა მრა-
ვალფეროვნება, ზაზა კი, ვიცოდით, ერთგული ქმრის განსახიერება იყო.
კახას ცოლის მოყვანას წინ უძღოდა სატირულ-იუმორისტული შესავალი.
სახლში დაგვირეკეს, რომ კახამ მოიტაცა გოგო და წაიყვანა ზესტაფონშიო.
წინა დღეს პასპორტი მაჩვენა ლამაზი გოგოსი, რომელზეც ჩუმად მითხრა,
ჩემი ცოლია, მოგწონს? არავის უთხრაო.
ოჯახი მოუთმენლად ელოდა, თუ ვინ იყო რძალი. მანამდე რძლის ოჯახი
მოვიდა ჩვენთან, დედამ კარი რომ გააღო, კულტურული შოკი მიიღო, ყველა-
ზე „ბანძი“ სკოლელი ან კლასელი ყველას ჰყოლია და სწორედ ის აღმოჩნდა
კარში მდგომი კახას სიმამრი.

94
– შენ, მახო? შენ?.. შენ აქ რა გინდა? – გაოცებისგან ენა დაება დედას.
– იზო? შენმა შვილმა მოიყვანა ჩემი შვილი ცოლად? ეს რა კარგ ბედში
ჩავარდნილა! – სახე გაუბრწყინდა მახოს.
აი, ასეთი შეხვედრა ჰქონდათ. ყარყარაშვილები რომ წავიდნენ, გიორგევ-
ნას გულის წვეთებს ვასმევდით, მისი შვილი რა უნდა იყოსო.
– გადამრევენ ეს ბიჭები, ვერაზე გავზარდეთ და სად პოულობენ ამ გა-
რეუბნებში ქალებს. მახო ყარყარაშვილი ჩემი მძახალი თუ გახდებოდა, ამას
როგორ წარმოვიდგენდი...
დედა ნავთლუღელი იყო, როგორც ეს მანამდეც ვთქვი, მახო – მეტრომ-
შენის უბნიდან, ისნელი, ერთი სკოლა ჰქონიათ დამთავრებული, როგორც
მიხვდით... მახო ბედნიერი წავიდა, არც უჭყიპინია, 17 წლის გოგო მოსტაცა
19 წლის კახამ. მაინც ის ხდებოდა, რაც ბიჭებს სურდათ, მშობლების კი არა-
ვის ესმოდა. რაღას შეცვლიდნენ, ისევ „დასტოინად“ უნდა მიეღოთ რძალი
და ასეც მოიქცნენ. გიორგევნამ, ცუდად მაქვს დაცდილი ჩემი სამკაულე-
ბით რძლის შემკობაო და გავარდა, ახლები უყიდა. მეც მიყიდა, გული არ
დასწყდესო, ბეჭედი და საყურეები ალექსანდრიტის თვლებით. იმდენად არ
მაინტერესებდა ოქრო, რომ დედის ხათრით ვიკეთებდი, ხშირად კი ჯიბეში
მედო. ერთხელ აივნიდან მზესუმზირის ჩენჩოს გადავაყოლე, მერე კი კახას
მოვაძებნინე, დედას რომ არ სწყენოდა და შევინახე, არ დამკარგვოდა. მახომ
განაცხადი გააკეთა, რომ შორენამ არაფრის კეთება არ იცის და გიორგევნას
სთხოვა, ასწავლეო. ეჰ, რა ეღონათ იზოს და ზაურს?! ამხელა ოჯახი და კი-
დევ ახალი სული ოჯახში, თანაც გასაზრდელი!
გაიშალა ერთ დღეში უზარმაზარი სუფრა. ჩასვეს ოქროებში რძალი.
ატარეს საკომისიოებში და გამოფენებზე, სადაც ნაირ-ნაირი ტანსაცმელი
უყიდეს. მოკლედ, შორენა თოჯინასავით იყო სახლში, მთელი დღე იკეთებდა
მაკიაჟს და იცვლიდა ტანსაცმელს. ლამაზი კი იყო და ყველაფერიც უხდებო-
და, მაგრამ ეს ძალიან გამაღიზიანებელი გახდა დედამთილისთვის. გაუთავე-
ბელი სტუმრობა მახოსი და მთელი მისი ოჯახის. მახო საშინლად უტიფარი
და თავხედი იყო, სულ რაღაც უნდოდა, თვითონ კი თავის დოლის კვრით,
მსოფლიოს ისე მოივლიდა, ერთ კალამს არ მოიტანდა სუვენირად. გიორგევ-
ნამაც უთხრა: შე კაცო, სულ წაღებაზე ხარ და იმდენი უცხო ქვეყნიდან ერთი
რამე ჩვენც ჩამოგვიტანეო. შერცხვა მახოს და ბილიარდის ჯოხი აჩუქა სერ-
გეევიჩს, ზაზას კი შარვალ-კოსტიუმი.
კახა და შორენა გარეთ რომ გასვეს ჩემმა მშობლებმა, ძალიან განვიცა-
დე. ისე, რომ სამი დღე ვიტყუებოდი, მუცელი მტკივა-მეთქი და ვტიროდი,
კახას ვთხოვდი შორენასთან წავეყვანე ხოლმე, სადღაც ვბრაზობდი ჩემს
მშობლებზე, მაგრამ ვერავის დავაყენებდი მათზე წინ, ვერასდროს. დავიწ-
ყე თამაში შორენასთან, მიმქონდა ვითომ სხვადასხვა ამბავი, შენზე ასე
თქვეს-მეთქი, რათა გამეგო, მის სულში რა ხდებოდა, სხვანაირად გულს არ
გადამიშლიდა. კარგი არაფერი, საშინელებები ილაპარაკა ჩემებზე, რასაც

95
მე არ ვყვებოდი არავისთან, თუმცა ვერც გადავიყვარე შორენა. არ ვიცი,
კახას რომ ძალიან უყვარდა ამიტომ, თუ მე რომ შემიყვარდა ძალიან. ჩემი
მშობლები აღარც ახსენებდნენ მას, მაგრამ მე მაინც ვერ ვისვენებდი, ვერ
ვივიწყებდი ცუდს, როგორ გამილანძღა მშობლები და თამაშს ვაგრძელებ-
დი. ამიტომ მე ყარყარაშვილებს ვლანძღავდი და ვიყენებდი ოჯახის სახელს,
რადგან ისინი ვერაფერს იგებდნენ და ვერც პასუხს დაუბრუნებდნენ. ასე
ვიფხანდი გულს. თუმცა მაინც ვფიქრობდი, რომ შორენა წყენისა და გაბრა-
ზების გამო ლანძღავდა ჩემს ოჯახს, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია ჩვეულებ-
რივი ქალებისგან...
ეკლესიურ ცხოვრებაში გარკვეული საერთოდ არ ვიყავი. ღმერთი მწამდა,
მეშინოდა და ასევე სალოცავად დანთბული სანთლების სიძლიერის მჯეროდა:
კახასაც ოჯახში გამორჩეულად სწამდა ღმერთის, პირჯვარს ხშირად იწერდა
და სანთელიც ჰქონდა შენახული თავის ნივთებთან. ხატები არასოდეს მინა-
ხავს ჩვენს ოჯახში. ერთხელ კიბეზე დაგდებული წმინდა გიორგის ხატი ვიპო-
ვე, რომელიც გახარებულმა სახლში მივიტანე, თეთრი, მუყაოსავით სქელი ქა-
ღალდი იყო. დედასაც გაუხარდა, კარგ ნიშნად ჩათვალა, თანაც შეიძლებოდა
სახლში ხატი გქონოდა, უკვე „თავისუფალ“ ქვეყანაში ვცხოვრობდით...
ეზოდან ამოვედი, შორენა და ანი, ორსულები იმ ზაფხულს ჩვენთან იყვ-
ნენ რამდენიმე კვირით. დედამ მითხრა, ანის უთქვამს, არ შეიძლება სხვისი
ხატის ოჯახში შემოტანაო, ანის თავის სახლში ბევრი ხატი ჰქონდა კედელზე
და ამიტომ გარკვეული გვეგონა ამ საკითხში... ასე გადაწყვიტეს ჩემი წმინდა
გიორგის ხატის გარეთ გაბრძანება, რამაც საშინლად გამაბრაზა ანიზე.
– შევინახავ სადმე, ოთახში იყოს ისე, დე! არ გავაკრავ არსად, ნუ გამატა-
ნინებ გარეთ! – ვეხვეწებოდი დედას.
– არ შეიძლება ხატის წიგნში შენახვა, – მითხრა ცივად ანიმ.
არა რა, თავს არ მანებებენ ეს რძლები! რატომ თავის ცხოვრებას არ მი-
ხედავენ? ისე გავბრაზდი, კბილებით მინდოდა დამეგლიჯა, მაგრამ ორსულს
რას ვუზამდი?! ჩემს სართულზე, სანამ მექვსეზე ავიდოდი, კედელი იყო გა-
მოწეული და იქ დავაბრძანე ხატი ისე, რომ არ ჩამოვარდნილიყო. ვიცოდი,
დიდხანს ვერ იქნებოდა იქაც, მაგრამ სხვას ვერაფერს ვფიქრობდი, რადგან
მეშინოდა, სიმართლე რომ გითხრათ. არ ვიცოდი არც წესები და არც მოძღ-
ვარი მყავდა, რომ მეკითხა, მაგალითად, დედისთვის, რომელიც შვილისთ-
ვის ანგელოზია, ღმერთისგან გამოგზავნილი. მან, კომუნისტების გადამკი-
დემ არ იცოდა ეკლესიური წესები, საუბედუროდ. ასე დაკარგულს, კიბეზე
მდგარს, ვერ გამერკვია ღმერთის საჩუქარს ვეტრფოდი თუ ეშმაკის † მახეს.
სადამდეც გაძლო ხატმა ჩემ მიერ მიჩენილ ადგილას ყოფნა, დღე არ გავიდო-
და, არ მივსულიყავი, ვკოცნიდი, ვკოცნიდი და პატიებას ვთხოვდი, სახლში
რომ ვერ შემყავდა...
ანი და შორენა დროს როგორც კი იხელთებდნენ, ჩემს ოჯახზე ჭორაობა-
ში იშრობდნენ ენებს, რაც მე აღარ მაღელვებდა. ისინი ჩემთვის ჩვეულებრი-

96
ვი ჭორიკანა ქალები იყვნენ. არავის არ ვუმხელდი, რაც ვიცოდი. ვცდილობ-
დი ეზოში ვყოფილიყავი. ასე გამოდიოდა ჩემი საქმის მათზე გადაბარება,
ეს კი მულისგან რძლების მიმართ პატარა სასჯელი არ იყო. ერთ საღამოს
გიორგევნას ფიქრმა გაუელვა, გოგო ხომ არ გამიზარმაცდაო.
და აი, განწირული ხმით მეძახის აივნიდან, ახლავე ამოდი სახლშიო. ძა-
ლიან შემეშინდა, ვიფიქრე, რაღაც მოხდა-მეთქი და გიჟივით ავვარდი სახლში.
– შენ რა დღეში ხარ?! სულ ეზოში უნდა იყო?! ამ გოგოებმა რატომ უნდა
აუთოონ მთელი ოჯახის სარეცხი? ყველაფერს ესენი აკეთებენ, შენ კიდევ
ქუჩის ქალივით სულ გარეთ ხარ! – ძალიან გამიბრაზდა დედა.
– 11 წლის ბავშვმა ეზოში უნდა ითამაშოს და არა სახლში აუთოოს! მთელი
ცხოვრება საბავშვო „ბაღ-პრიუტში“ გამატარებინე! სახლში რაც ვცხოვრობ,
ერთი საჭმელს არ გიკეთებთ, თორემ მე გიხეხავთ და გირეცხავთ! დიდი ამ-
ბავი, ამათმა თუ გააკეთეს ორი კვირა რაღაც! ხო გინდოდა კარგი რძლები?!
ჰოდა, გყავს და მათი ვალიც ეგაა! რა გინდა, რისთვის მაჩენდი? მოახლედ
ხო? – ხმას ავუწიე, რაც შემეძლო.
მძულდა უსამართლობა და მძულს! დავიწყე ტირილი, დედა მიხვდა ზედ-
მეტი მოუვიდა, მამა გაბრაზდა დედაზე:
– აცადეთ ბავშვს ბავშვობა! ყოჩაღი რძლები გყვავს და დაასვენეთ ეს ბავ-
შვი, მიდი, მამა, წადი ეზოში!
ანის და შორენას სახეები გაეყინათ. დედა მიხვდა, მართლები რომ ვიყა-
ვით მე და მამა, მაგრამ მამას დაცვა არ მოეწონა. სულ ეგ იყო მათი ჩხუბის
მიზეზი, მე რომ შენიშვნას ვაძლევ შვილებს, შენ ნუ იცავო, თუმცა ორივეს
ავიწყდებოდა და ხან ერთი გვიცავდა, ხან მეორე...
რაღაცნაირი ბოღმიანი ბავშვი ვიყავი და ახლაც ვარ. შორენასა და ანისთ-
ვის მომინდა სამაგიეროს გადახდა, ასე რომ შეეკვრნენ ერთმანეთს და ენას
ვერ აჩერებდნენ, ან რა ჰქონდათ საჭორაო, გადაყოლილები იყვნენ დედამ-
თილი და მამამთილი და, თუ ქმრების უკმაყოფილოები იყვნენ, ეგ მშობლე-
ბის პრობლემაც იყო...
ანის დედამთილ-მამამთილმა დიდი დაბადების დღეც კი გადაუხადა. მა-
მას საყვარელი რძალი იყო ანი, ფიგურული სრიალის სპორტსმენი, რაც მა-
მას ხიბლავდა.
შორენა გველივით ეკითხებოდა:
– რა გაჩუქა იზომ?
– რაღა უნდა მაჩუქოს, ამხელა სუფრა გამიკეთეს, – ეუბნებოდა ანი.
– უფ, აქვს საშუალება და საჩუქარიც უნდა გაჩუქოს წესით, – მოშხამვას
აგრძელებდა შორენა.
გამოვედი ოთახიდან, გავერიდე, ჩემს ძმებს ვეცი ისევ პატივი. მე რომ ხმა
ამომეღო, კახა ზაზასგან განსხვავდებოდა. ძალიან სცემა ერთხელ შორენას
მანქანაში, როცა შორენამ უთხრა, ჩემი და მაია კი არაა ბოზი, შენი დები
არიან ბოზები, თუ კაიაო. ძალიან პატარები ვიყავით მაგ სტატუსისთვის,

97
ორჯერ ზედიზედ სარკეში რომ ჩამეხედა, იმ დღეს არც ეზოში გამიშვებდნენ
და არც სკოლაში. მკაცრები და გიჟები კი იყვნენ, მაგრამ არ მიკვირს. მათ
უკეთ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, ისინი ხომ ჩემზე ადრე გაერკვ-
ნენ და ჩაებნენ დედამიწაზე არსებულ ცხოვრების მკაცრ წესებში...
– მამა, ვის უყურებ? ფანჯარასთან მომაკითხა მამამ.
– თოვლს ვუყურებ, რა ლამაზად ბარდნის, ხო?
– მართლა თოვლს უყურებ, მამა?
– ხო, მამა, ხო! მართლა თოვლს ვუყურებ...
– არასოდეს დამიმალო, არასოდეს მომატყუო, მე არავის არ ვეტყვი, მამა!
შენ გეტყვი, როგორ მოიქცე, რომ არ შეცდე არჩევანში, – თბილად მითხრა
მამამ.
– ჯერ ძალიან ადრეა, მამ...
– ვიცი, მამა, მაგრამ იცოდე, არ დაგავიწყდეს, ღირსეული ბიჭი უნდა
გახდეს შენი ქმარი, შენნაირ პატიოსან გოგოებს ვეღარ ზრდიან დღეს და
რაც დრო გავა, უფრო გაირყვნება სამყარო... თავზე მაკოცა მამამ, თითქოს
სწყინდა რომ ვიზრდებოდი, – შენ ყოველთვის ჩემი პატარა გოგო იქნები.
მივუსხედით სუფრას. არ მახსოვს რამდენი წელი შეუსრულდა ანის, მაგ-
რამ დაუვიწყარი დაბადების დღე ნამდვილად ჰქონდა... სერგეევიჩმა ისევ
დაიწყო სპორტული შეჯიბრებების მოწყობა, გამარჯვებულს სურვილი
შეუსრულდებოდა, რომელზეც შეჯიბრებამდე შეთანხმდებოდნენ. ფული ან
ობლიგაციაც გადიოდა მოგების საჩუქარში. დაღალა მთელი სუფრა სერგე-
ევიჩმა, რასაც სიცილი და ხმაური ახლდა, და აი, ვიღაცამ წამოიძახა სუფ-
რიდან, რამე სხვაც მოიფიქრე სუსტებისთვის, თორემ მოგვიგეს „ადჟიმანია“
ბიჭებმაო. სერგეევიჩმა გადაიხარხარა საყვარლად, რომ იცოდა ისე და იმე-
დას გახედა, რომელსაც ჯიბეში ედო „ლისიჩკა“ და სპორტი სულაც არ აინტე-
რესებდა. ეს იყო მისი „ადჟიმანია“.
– კარგით! აბა, ახლა, ჯიბეში ვისაც უდევს „იმენნა კნოპკიანი“ დანა, მი-
იღებს საჩუქრად ათასმანეთიან ობლიგაციას...
– მე მიდევს! – ყველამ ხმას გავაყოლეთ თვალი. ანი?.. შენ? ჰა, ჰა, ჰა...
რატომ?.. – დავაყარეთ სიცილი.
– როგორ დავიბრალო, რომ ჩემია, უბრალოდ, დაემთხვა, იმედამ მომაწო-
და, მანქანით რომ ვიყავით გასულები, შენ გედოს, არ გაგვაჩერონ „მენტებ-
მაო“, – ანიმ ამოიღო დანა.
ყველანი ვიცინოდით. მამას ეგონა, არავის ედებოდა „კნოპკიანი“ დანა
სუფრასთან, ანუ „ლისიჩკა“, რომელიც სულ თავის ადგილას „იჯდა“ იმედას-
თან. ეგ არ ჩაითვლებოდა, თორემ იმედაც მოიგებდა ათასმანეთიან ობლიგა-
ციას. ის არ გამოართმევდა მამას, ეს ზუსტად ვიცი.
– იცოდე, შენია ეს ობლიგაცია და ზაზას არ მისცე!
მამას უხაროდა, სამართლიანად შეხვდა საჩუქარიო, ზაზას გაუხარდა და
მეტიც მოუნდა.

98
– სერგეევიჩ, ხომ გინდა სიგარეტს დავანებო თავი? მეც მაჩუქე ერთი ათასი-
ანი და აგისრულებ ამ ოცნებას! – სიცილის სეტყვა მოჰყვა ზაზას სითავხედეს.
– შე „ფედარასტო“ (მამას მეგობარი სიტყვა), შენთვის არის კარგი თუ
არ მოწევ, თორემ მე კი ვარ ტანკივით ჯანმრთელი, მაგრამ თუ ეს ათასი
მანეთი გაგაძლიერებს, აჰა და, კაცური სიტყვა შეასრულე, თორე ეს ფული
დაიხარჯება და კაცობას ვერსად იყიდი, შვილო! აჰა, შენ ორი ათასს გაჩუქებ
და აღარ მოწიო. სამი ათასი მანეთი მიგაქვს იცოდე! თუ გავიგე, ეწევი სიგა-
რეტს, ოთხი ათასს მოიტან უკან! გაწყობს?!
– კიიი, მაწყობს!
ამ დროს ზაზა და ანი უკვე ნაქირავებში ცხოვრობდნენ. მამამ გააოცა ანის
ოჯახი, ლამაზად დამთავრდა საღამო. კახამ „შემოაგდო“ სიგარეტის თავის და-
ნებების იდეა. აჰყვა ლაშაც, მაგრამ ვერ შევძლებთ და მერე მოგვიწევს ორმაგის
ჩამოტანაო. მამას არ სჯეროდა ზაზას პირობის, მაგრამ სჯეროდა ანისი, ამოწ-
მებდა ზაზას, ურეკავდა, მართლა არ ეწევიო? ანიც უყვებოდა სერგეევიჩსა და
გიორგევნას, თუ როგორ ცუდად გადაჰქონდა ზაზას უსიგარეტობა, სიცხეც კი
აქვს, ჩემები ამხნევებდნენ, კრიზისი აქვს და გადაუვლისო... მართლაც, გადაუ-
არა და აღარ ეწეოდა სიგარეტს ზაზა, რაც მამასთვის ბევრს ნიშნავდა. ეს ერთ-
ერთ თებერვალს მოხდა. ზაფხულიც მოვიდა, ძმები სამწვადაოდ ქალაქგარეთ
წავიდნენ, მე და პაატაც წაგვიყვანეს. რამდენიმე მანქანით ვიყავით, მე და პა-
ატა კახას მანქანაში ვისხედით. ზაზამ გვერდით მოგვიყენა და გვეუბნება:
– იცოდეთ, არ თქვათ სახლში!
– რა არ უნდა ვთქვათ? – გაგვიკვირდა ორივეს.
– არ იცი, რა?
– არა!
– კარგი, ეგ თქვენ გაარკვიეთ, – გვითხრა კახამ.
ინტერესი მაწუხებდა, თუ რა იყო ასეთი, რომ ოჯახს არ უნდა გაეგო...
– და, რა არ უნდა ვთქვა სახლში, ზაზ? – ვეკითხები ზაზას.
– სიგარეტს რომ ვეწევი! – მიპასუხა ცივად.
– აა, ეწევი? არც დამინახიხარ და არც დავინახავ. მე არაფერი არ ვიცო-
დი! გაიგეთ?!
თავი გავიქნიე, რა აზრი ჰქონდა ზაზასთან ლაპარაკს. რაც იყო, ის დარჩა!
არა, უკაცრავად, გაიზარდა და ტყუილებიც დახვეწა. კაცისგან, რომელსაც
დადებული პირობა ფეხებზე ჰკიდია, ყველაფერია მოსალოდნელი! ერთი,
რაც მიკვირდა, იმედას მეგობრობა იყო ზაზასთან. ის ხომ ვერ იტანდა ასეთ
კაცებს, მერე რაა, რომ ძმა არის, ძმებს ხომ შეეძლოთ ზაზაზე უარი ეთქვათ,
იქნება და, შველებოდა მის შეცვლას. არა, ალბათ არც ეგ უშველიდა... აი,
ანიც კარგი აფერისტი ყოფილა, როგორ ატყუებდა ჩემს მშობლებს...
გაჩნდა გიორგი, კახას ბიჭი, გიჟ მამას ეძახდნენ კახას. მანამდე სიზმარი
ნახა, უფრო გამოცხადება, ღვთისმშობელი უნახავს და უთქვამს, ბიჭი გაჩნ-
დება და გიორგი დაარქვიო. გიჟდებოდა თავის ბიჭზე.

99
რა თქმა უნდა, მალევე შერიგდნენ ოჯახები. კახა არც იყო გაბუტული, მა-
ლევე გაარკვიეს ურთიერთობები. მართლა შეუძლებელი იყო ამდენს ერთად
გვეცხოვრა. სრული ქაოსი ტრიალებდა. ცალკე შორენას უჭირდა მარტოს
გიორგის გაზრდა, ამიტომ ისნის „პადვალში“ ერჩივნა ყოფნა, სადაც დედამი-
სი და დები ეხმარებოდნენ ერთი ბავშვის გაზრდაში...
დიდი ხანი არ გაგრძელებულა მათი ერთად ყოფნა. ალბათ, შეუღლები-
დან ორი წელი, ყველაზე ბევრი. ეს შეუღლება სიტყვიერი იყო, თორემ ხელი
აღარც ზაზას მოუწერია მეორე ცოლთან და არც კახას – შორენასთან. კახა
საშინელი ეჭვიანი იყო და არ მოსწონდა შორენას დის, მაიას, თავისუფალი
ხასიათი, არ მოსწონდა თეატრალურში რომ სწავლობდა, რაც შორენას ძა-
ლიან უნდოდა და გადაწყვეტილიც ჰქონდა თეატრალურში ჩაბარება, მაგრამ
კახა არ უშვებდა. ასევე კარგად მღეროდნენ დები და არც ეს უნდოდა კახას,
შორენას სცენაზე რომ ემღერა. ვერავის გავაფიქრებინებ, ეს „გამაჟიმინაო“!
ამიტომ სულ ამ თემაზე ჩხუბობდნენ... ბევრი იჩხუბეს და გადაწყვიტეს და-
შორება, მაგრამ კახამ გააფრთხილა შორენა, მე კი მივდივარ, შენ კი ჩემი
შვილის დედად რჩები, რაც ნიშნავს რომ პატიოსნად გააგრძელებ ცხოვრე-
ბას, შორს არ მივდივარ იცოდე და არ დაგავიწყდეს, ვისი ცოლი იყავი და ვის
შვილს ზრდიო. საშიში იყო ის, რასაც თორაძეები იტყოდნენ, რადგან პირო-
ბის ან გაფრთხილების დარღვევა სიცოცხლეში არ შეეძლოთ: კაცი თავის
სიტყვით ფასდებაო, იტყოდნენ. რა, თქმა უნდა, ეს ზაზაზე არ ვრცელდება...
კახა გიორგის ნახვას არ წყვეტდა. ცოლიც უყვარდა, მაგრამ არ გამოსდი-
ოდათ ურთიერთობა. შორენაც თავიდან ჯიუტობდა ყველაფერზე. ერთხელ
ძალიან იჩხუბეს, ისე, რომ კახას „გადაეკეტა“ და „გაიფინა“ ცოლი და ცო-
ლისდა მაია. ამჯერად მიზეზი გიორგი იყო, კახას გაფრთხილებული ჰყავდა
ცოლი, რომ მის ბიჭს, გიორგის, თმას არავინ შეჭრიდა, კახა წაიყვანდა თავის
პარიკმახერ ხაჩიკასთან, რომელიც ყველა ჩემს ძმას ჭრიდა თმას. ძმებისთ-
ვის ეს პირველ ნაბიჯად ითვლებოდა შვილის დაკაცებაში. შორენამ კი ვერ
გაითვალისწინა კახას პრინციპი და ჯიბრზე აკორტნა თავის ხელით ბავშვს
თმა, რაზეც კახას საშინელი რეაქცია ჰქონდა...
რა ადვილია ცხოვრება, ადამიანები რომ არ ართულებდნენ!
ამ ამბის მერე ძალიან ერიდებოდნენ ერთმანეთთან შეხვედრას... ამასო-
ბაში გაიცნო კახამ სხვა გოგო, ნინიკო, საკმაოდ საყვარელი გარეგნობის და
საყვარელი მოსაუბრე, რომელთანაც დაიწყო სიარული და, ალბათ, გულიც
გადააყოლა.
თითქმის იგივე ხდებოდა ზაზას ცხოვრებაშიც. გიორგის დაბადების დღი-
დან, ზუსტად ერთ თვეში გაჩნდა თორნიკე, ანის პირველი შვილი და ზაზას
მეორე ბიჭი, რომელიც სასწაულად ჰგავდა იმედას. კახა ამბობდა, მეორე
„TT“ შეემატა ოჯახსო, რაც სახელისა და გვარის ინიციალებს ნიშნავდა. მე
გული დამწყდა, რადგან ბიჭი თუ მეყოლებოდა ოდესმე, თორნიკეს დარქმე-
ვას ვაპირებდი. ოჯახმა კი მითხრა, TT მაინც ვერ იქნება შენი შვილი, რადგან

100
მას მამის გვარი ექნებაო. მე ვამბობდი, რომ თუ ბიჭი მეყოლება, ჩემს გვარ-
ზე იქნება-მეთქი. ამით კიდევ უფრო ვამტკიცებდი ჩემი გვარის სიყვარულს.
გიორგი 15 აგვისტოს გაჩნდა, თორნიკე – 15 სექტემბერს, ერთ წელს და-
იბადა ორივე. ძმებს უხაროდათ შვილების ერთად გაზრდა. ჯარჯიც გააცნეს
და ერთად დაჰყავდათ სამივე ბიჭი სასეირნოდ. ჯარჯი, ჩვენთან სახლში რომ
მოჰყავდა ზაზას, ამბობდა, საბავშვო ბაღში ვიყავიო, ამდენ ბავშვებს რომ
გვხედავდა. პაატა ძალიან კარგად ართობდა პატარებს, უყვარდა მათთან
თამაში... ჯარჯის მამა სიგიჟემდე უყვარდა. როგორც ყვებოდნენ, საბავშვო
ბაღში გამუდმებით მამას ელოდებოდა, მოვა და წამიყვანსო...
ანი და ზაზაც ხშირად ჩხუბობდნენ ისე, რომ ხელითაც ეხებოდნენ ერთმა-
ნეთს. მერე კი პატიებას სთხოვდა ანის, თავისი ფსიქოპათობისა და 7ბ-ს ბრა-
ლი იყო თუ ანისი, არ ვიცი. რაღაც პერიოდი დაშორდნენ კიდეც ერთმანეთს.
რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები არ იყვნენ კმაყოფილები, უნდოდათ წესიერად
ეცხოვრათ ბიჭებს ცოლ-შვილთან ერთად. ესენი კი დიდ დროს ქუჩაში ატა-
რებდნენ, ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არც სწავლა აინტერესებდათ.
სერგეევიჩს ინსტიტუტის გამოცდების ჩასაბარებლად შვილების ძმაკაცები
მიჰყავდა... სხვა გზას არ უტოვებდნენ:
– როდემდე აპირებთ, შვილო, ასე ცოლების დაგროვებას ან ქუჩა-ქუჩა ხე-
ტიალს, ან რა გიჭირთ სამაგისო? ან რას მოგყავდათ, ან რას უშვებდით. ბავშ-
ვებს რაღას ერჩით, ან იმ გოგოებს, თქვენი შიშით მომავალი რომ არა აქვთ!..
– ეეე, გიორგევნა, ან ცოლის მოყვანა როდის გკითხეთ, ახლა გაყრა რო
გკითხოთ? სერგეევიჩმა სახლში არ შემოგიშვებთ, თითო შვილმა ცხრა შვი-
ლიშვილი უნდა გააკეთოთო და რომელი ქალი იქნება შენნაირი დედა, ამდენი
შვილი რომ გაგვიჩინოს?! – ხუმრობდა ზაზა.
რომ არ გაგვცინებოდა, გასაკვირი იქნებოდა, სიცილ-ხარხარში გადაჰ-
ქონდათ ყველა სერიოზული საუბარი ბიჭებს, მშობლებსაც რა ექნათ?! ან
რომელი შვილი უჯერებს მშობელს, იშვიათად ხდება ეგ სიკეთე...
ზაზამ იყიდა „ფორდის“ მარკის წითელი მანქანა, კახას შავი „09“ მოსწონ-
და ბავშვობიდან და არ იცვლიდა გემოვნებას. ახალი შეიძინა, ძველი კი იმე-
დას აჩუქა, რომელმაც ტარება არ იცოდა (ასეთი ერთადერთი იყო ოჯახში)
და არც სწავლობდა, ერჩივნა სხვა დაესვა საჭესთან. ლაშას კი რაღაც „ჟიგუ-
ლი“ ერგო, რომელიც მალევე გაანადგურა და დარჩა ისევ უმანქანოდ, ამის
გამო ტვინი შეუჭამა ოჯახს...
სერგეევიჩს საქმე გამოუჩნდა, ლენინგრადში წავიდა, არ მახსოვს რამდენი
ხნით. ძალიან ნერვიულობდა, ეხვეწებოდა ბიჭებს ჩემს ჩამოსვლამდე ჭკვიანად
იყავით, გაბარებთ ჩემს ცოლსა და შვილებსო. დღეებს ვითვლიდი, როდის დაბ-
რუნდებოდა მამა, მაგრამ მერე სათვალავი ამერია, იმდენი რაღაც მოხდა ამ
თითქმის ერთ თვეში. დედამ დრო იხელთა, იფიქრა გავარემონტებინებ მუშებს
სახლში რამეს და მერე იჩხუბოს და იყოს, რომ ჩამოვა ზაურიო. აბაზანით დაიწ-
ყო, რომელიც ნახევრად დაუსრულებელი გვქონდა... ბიჭებმა მალე დაივიწყეს

101
მამის თხოვნა და აი, მანქანა მიჰყიდეს გადამყიდველებს, მერე კი წაართვეს.
გადამყიდველები გამოეკიდნენ ბიჭებს, რასაც „მენტების“ ხმაური და ორი ძმის
დაპატიმრება მოჰყვა. დედამ არ იცოდა დაჭერის მიზეზი. მილიციაში მივი-
და გასარკვევად, კიბეზე მილიციის უფროსი შეეფეთა შემთხვევით, დედამაც
ჰკითხა მშვიდად, თუ რა იყო დაპატიმრების მიზეზი, მან კი თავხედურად უპა-
სუხა, ნაბიჭვრები არიან შენი შვილები და იმიტომ დავიჭირეო. იმდენად შეცბა
ასეთ პასუხზე დედა, რომ ახტა და სახეში სილა გააწნა. არ გასწავლეს ქალთან
ლაპარაკი, შე ნაბიჭვაროო. მოკლედ, ეს თემა გახდა თბილისის თემა, თუ რა მა-
გარი ვაჟკაცი დედა ჰყავდათ თორაძეებს – სრული შოკი იყო. „ნაბოზრებსა“ და
შურიანებს კი გაუორმაგდათ სიძულვილი გიორგევნას მიმართ, რა თქმა უნდა.
დედას მაინც მოუწია ბიჭების ქრთამით გამოყვანა. მათ გაუხარდათ, მამა აქ
რომ ყოფილიყო, იომებდა უფასოდ გამოყვანაზე, ამას კი წლები დასჭრიდებო-
დაო. ძმებმა რა იცოდნენ, მამა ამით ჭკუას რომ ასწავლიდა...
დედამ ბიჭები ლენინგრადში გაყარა, მამასთან ერთად დაბრუნდითო,
დრო არ იხელთონ „ჩათლახებმა“ და რამე არ „შეგტენონო“... მამას კი მაგრად
გახარებია, ბიჭებმა რომ ჩააკითხეს. ბევრი კანფეტითა და საჩუქრებით დაბ-
რუნდნენ ერთად... გაბრაზება გადავლილი ჰქონდა, როცა ერთ-ერთ აბაზა-
ნაში შევიდა და დაინახა, „კაფელშიკები“ კაფელის გაკვრას ასრულებდნენ...
გადაირია! გაყარა ხელოსნები, იგინა ბევრი, მთავრობის ვალია ეს და შენ რა-
ტომ ითავე უჩემოდო. თან ამტვრევდა ერთ კედელზე კაფელს. თურმე, არც
დედამ იცოდა და კედელში რაღაცები ჰქონია ჩაბეტონებული მამას, რაც ად-
გილზე დახვდა და მაშინვე შეუცვალა მდებარეობა, რადგან არასდროს ტო-
ვებდა იქ, სადაც ვინმეს თვალი მოხვდებოდა. ჩვენ კი ბევრი ვიცინეთ დედის
ტყუილ წვალებაზე და მამის ჩხუბზე თავისი სამალავიანად.
– არა რა! მარტო არა ხართ დასატოვებლები, „საძაღლეთი“ გამოკვებეთ,
რემონტები მომიწყვეთ, ფულს უაზროდ ანიავებთ...
და აი, ისევ მამა სახლში, ისევ კედლების ზანზარი, მეზობლების შეწუხება
სახლიდან გინების ფრქვევით... და მე ბედნიერი!
ზაზა და ანი შერიგდნენ. გადაწყდა, რომ მიდიან სოჭში (მაშინ ყველა
სოჩას ამბობდა რუსულის გავლენით) დასასვენებლად ზაზა, ანი, კახა და
გოდერძა (ზაზას ციხის „ბრატი“). ამ „სასტავში“ მეც ამოვყავი თავი და ვარ
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი. ანიმ ეს რომ გაიგო, თავის ძმისშვილის წა-
მოყვანაც მოუნდა. ისიც თამუნაა, ოღონდ ჩემზე პატარა. ამაზე იკამათეს.
ზაზამ უთხრა, მე იქ ბავშვების მოსავლელად კი არ მივდივარო. მე ნამდვი-
ლად არ მჭირდებოდა მოვლა, აქეთ მივხედავდი სულყველას ერთად... პირ-
ველად წავედი ასე შორს ჩემს ძმებთან ერთად, რაც ძალიან მახარებდა. მარ-
თალია, ძალიან დამღლელი იყო „07 ჟიგულით“ ამხელა გზის გავლა, მაგრამ
გული აღარ ამრევია, რაც მთავარია...
შეთანხმება ასეთი იყო: კახა და გოდერძა, „მექალთანეები“ ცალკე „იგუ-
ლავებდნენ“, ჩვენ – ცალკე. სოჭიდან თვითმფრინავით დავბრუნდებოდით.

102
ძალიან კარგ დროს ვატარებდით სამივე, ზაზა შუადღეს წიგნებსაც კი გვი-
კითხავდა მე და ანის. ძალიან მომწონდა ხმამაღლა წაკითხულის მოსმენა,
ზაზამ მიმაჩვია. ბედნიერებას ვეფერებოდი, ყველაფერი დალაგდა, ზაზა
შეიცვალა, ანიც ბედნიერს ჰგავდა, ბავშვებივით თამაშობდნენ ხან დახუჭო-
ბანას, ხან დაჭერობანას და ვინ უფრო დიდხანს გაუძლებდა შეღუტუნებას...
ძალიან საყვარელ ცოლ-ქმარს ჰგავდნენ. ჩემი ძმის ბედნიერება მე უფრო
მაბედნიერებდა, მაგრამ ანიმ დამიმსხვრია თვალწინ სიყვარულის სამყარო,
რომელიც მხოლოდ ნდობით შენდება, სიყვარული ცაში ღმერთთან რომ
ააქთ ანგელოზებს დასალოცად... ზაზა გავიდა სასტუმროს ნომრიდან რაღა-
ცის მოსატანად:
– შენ გგონია, შენი ძმა მიყვარს? მეშინია, ვერ ვშორდები, მითხრა მოგკ-
ლავ, თუ გამშორდებიო.
არ ვიცი, ანიმ ასე რატომ „გამზარდა“ წამში და დამანახა ტყუილებსა და
შიშში გახვეული სიყვარული... ან როგორ შეეძლო ბედნიერების თამაში? მის
თვალებში მე ხომ სიხარულს ვხედავდი? თვალებიც იტყუებიან? რა არის მა-
შინ, რაც არ იტყუება?!
იმდენ ხანს ვიჯექი გაშეშებული ფიქრებში, პასუხიც არ მქონდა და აღარც
– შეკითხვა. მე ხომ ანის ტოლი არ ვიყავი, არც ანის მეგობარი, ეს ხომ ჩემი
ოჯახია...
– მე რატომ მეუბნები? მე რით გიშველო? – ძალიან დიდი დარდი იდო ამ
სიტყვებში, მაინც რომ გამოვიდა გარეთ, – ახლა ხომ ბედნიერი ხარ? მე ასე
დავინახე!
– არა, არ ვარ! არც არასოდეს ვიქნები, პირველი ცოლი დააუთოვა, მე
მომკლავს!
– ზაზას უყვარხარ! შეძლებს შენს გაბედნიერებას, – თავს ვიქნევ არას
ნიშნად, არ მომკლავს-მეთქი, თითქოს ვეუბნებოდი, – უნდა მოეფერო, ტკბი-
ლი სიტყვებით ყველაფერს გააკეთებინებ. არა! არა! არ შეიზიზღო! უყვარ-
ხარ ძალიან, – ვცდილობ ანისაც გავუგო, მაგრამ მე რატომ?!
– მეზიზღება! რომ ვუყურებ, ცუდად ვხდები, – იმეორებს, გულს მინად-
გურებს,
– რომ არ გეტყობა? პირიქით მეგონა, რომ ძალიან გიყვარდა...
– სხვა გზა არ მაქვს, დამახინჯებას მოთმენა ვარჩიე.
დუმილი ჩამოვარდა, ზაზაც მოვიდა. არც მიფიქრია ოდესმე მეთქვა ქა-
ლის ნაბოდვარი. ზაზასთვის ქალები იბრძოდნენ, მე რასაც ვხედავდი და ზა-
ზასთვისაც სულერთი გახდა ქალი. ვერც გავამტყუნებ, თვით დედაკაცებმა
შეილახეს საქციელით და ცხოვრების სტილით სახელი, მაგრამ მაინც არ მე-
ძინა მთელი ღამე...
ფიქრები მღრღნიდა: თორმეტი წლის ბავშვისგან შველას ითხოვს? რატომ
გაიმეტა ასე ჩემი გული? ფიქრებმა წამიღეს ძალიან შორს, გამახსენდა მონა-
ყოლი: ახალი შეუღლებულები იყვნენ ანი და ზაზა, ინსტიტუტში გაურა ცოლს

103
მანქანით ვიღაც გოგოსთან ერთად. გოგო გვერდით ჰყავდა, ამიტომ ანი უკან
დაჯდა. ზაზამაც გააცნო ერთმანეთს ანი და თამუნა თუ თეონა, მერე კი უთხ-
რა ანის, მაინტერესებდა ცოლისა და საყვარლის რეაქცია, ერთმანეთს რომ
ხვდებიანო. ამის გამო გაშორდნენ ერთხელ ერთმანეთს, მერე ისევ შერიგდ-
ნენ. ზაზასთვის სულერთი იყო, ვინ იქნებოდა მის გვერდით. ის მუდამ დიდ
სიყვარულს ეძებდა ოდესღაც და რომ ვერ იპოვა, ნდობაც დაკარგა ქალის მი-
მართ, მაინც არაჩვეულებრივი ქმარი იყო. ისიც გამახსენდა, შორენასა და ანის
ნალაპარაკები ერთმანეთში, თუ როგორ არ მოსწონდათ ქმრებთან ინტიმური
კავშირი და რომ ეს იყო ღალატის მიზეზი. ამის გახსენებამ მიშველა, მივხვ-
დი, სრულყოფილება აკლდა სიყვარულს. ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ
ვხვდებოდი, საჭირო იყო ეგ რაღაც, რადგან ქმრები სხვა ქალებში ეძებდნენ...
ამოიწურა ჩვენი დასვენება. წამოვედით თვითმფრინავით და აი, მეც პირ-
ველად ვარ ჰაერში. ზაზა მეუბნება, უნდა აფრინდეს, ხელები მაგრად მო-
უჭირე სკამის სახელურებსო, მეც ვაკეთებ, რასაც მირჩევს უფროსი ძმა. ის
კვდება სიცილით, მე ვეჯღანები, აღარ ვიბუტები სასაცილო ბავშვივით. სე-
რიოზულად ვზივარ.
ასე სიცილ-სიცილში მოვფრინავდით სახლისკენ. მინდოდა დამევიწყები-
ნა ანის ნაბოდვარი. თვითმფრინავი დაჯდომას რომ აპირებდა, მე რატომ-
ღაც სლოკინი ამიტყდა. ანი უცებ მეუბნება:
– რატომ მომპარე ჩანთიდან ფული?
გული გამისკდა, ქამარი შევიხსენი, ახლა ამას აქვე მაგრად ვცემ და ზა-
ზასაც დაავიწყებდა, ჩემს „ფსიხობას“ რომ დაინახავს-მეთქი და ანიმ უცებ
უშველა თავს:
– ვიხუმრე! ასეა ნათქვამი, უნდა შეაშინო, სლოკინი რომ შეწყდეს, – იცი-
ნის რძალი.
– შენ ხომ არ „უბერავ“! გაუშვი, ვასლოკინო! გული გამისკდა, ისეთს მტე-
ნიდი! შენ მგონი ჩემი გულის გახეთქვა გადაწყვიტე ამ „პაესტკაში“!
არ შემარგეს წესიერი დასვენება. მეც არ ვიყავი „მკიდია“ ბავშვი. უფრო
მეტიც, ემოციის პულსი სამმაგად ფეთქავს, როცა ჩემს ოჯახს ეხება საქმე!
ტაქსით მიმიყვანა ზაზამ სახლში, სადარბაზოში ლაშა შემხვდა. გადაგცვა-
ლეს, თუ სხვა ფერი ხარო. იქნებ მზემ შემიცვალა კანის ფერი, დაფიქრდი
მაგაზეც, ძმაო ლაშა და, თუ მაინც ვერ მიცნობ, გაიხსენე, დიდი ხალი სად
მაქვს და გაჩვენებ-მეთქი...მოდი, მოდი, მოდი, ჩაგეხუტო, როგორ მომნატ-
რებია ჩემი მურთხიო... სულ კი ვჩხუბობდით, მაგრამ ერთმანეთის გარეშე
დიდი ხანი ვერ ვძლებდით. ჩემი სახლში შესვლა და ოჯახის სიხარულის ყი-
ჟინა ერთი იყო, დაგვიბრუნდა ბურჯი და პატრონიო...
ზაზა ხშირად რჩებოდა ჩვენთან. სერგეევიჩი ცდილობდა გაეგო შვილის
მომავალი, რაც ჩხუბში გადადიოდა. მამა ახსენებდა ძველ „გრეხებს“. ეს მისი
განუყრელი ჩვევა იყო, რადგან არ ავიწყდებოდა ზაზას ჩადენილი შეცდომე-
ბი და აწმყოში მომხდარ ბევრ ცუდს წარსულს აბრალებდა.

104
– წარსულს რატომ მიხსენებ? ხომ შევიცვალე? – მწარდებოდა ზაზა.
– წარსული მომავალია, მომავალი კი – აწმყო. რით შეიცვალე? სწავლობ?
მუშაობ? ცოლებს არ იცვლი, თუ სახლიდან რომ ვეღარ იპარავ, ეგაა შეც-
ვლა? შენ შეუხედავი კახპასავით გამოგდის, არავინ რომ არ „ხმარობს“ და
თავისდაუნებურად ცოდვას ვერ სჩადის. რაღა დარჩა, რომ წაიღო?!
ასე იწყებდა მამა და არ მთავრდებოდა. დედაც იხსენებდა ზაზასგან მიყე-
ნებულ ყველა ტკივილს...
– მარიკას გამო გადაგვიარე, მერე იძახდი ჩემს შვილს ყველაფერს ვაპა-
ტიებო, ახლა ამბობ, რამდენ შვილსაც მინდა, იმდენს გავაკეთებო. შენ არც
მშობლის სიყვარული იცი და არც შვილის და არც არავისი, შენ ძმებსაც არ
აცდი წესიერი გზა აირჩიონ, შენს კვალს მისდევენ! ან რა ძალა გაქვს ასეთი
ეშმაკის †, ასე ბრმად რომ მოგყვებიან!
– ძალით არავის არ ვიყოლიებ, გამოვედი ციხიდან და აქეთ ძმები დამხვ-
დნენ „ავტორიტეტები“ და არა მარტო თბილისში, საქართველოს მასშტაბი-
თაც! მე დამაბრალეთ ხო, ყველაფერი...
აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. იტყოდა, რომ დააშავა, ასე იყო
საჭირო და მორჩა! დედამ და მამამ გადაწყვიტეს სამუდამოდ დაეტო-
ვებინათ ქვეყანა ოჯახთან ერთად და პიანისტ ლექსო თორაძისნაირად
ამერიკაში გავქცეულიყავით. საქართველოში ვითომ თავისუფლება იყო,
არადა, ისე აირია ქვეყანა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ბიჭები სას-
ტიკ უარზე იყვნენ, საკუთარი ქვეყნის მიტოვება არ უნდოდათ, რამაც
ახალი ოჯახური კონფლიქტი გამოიწვია. მშობლები დაჟინებით მოით-
ხოვდნენ შვილებთან ერთად წასვლას, მაგრამ ბიჭებმა ამერიკის თემა
„გაყინეს“...
ზაზა და ანი ორთაჭალაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ანის მამა
იყო მარტო, დედა ცალკე გადავიდა... მე ხშირად ვსტუმრობდი ანის და ვრჩე-
ბოდი დღეებიც, ვითომ თორნიკეს მოვლაში ვეხმარებოდი. მიყვარდა ანი და
მომწონდა იქ ყოფნა, ბიჭებიც სულ იქ იყვნენ...
გოდერძა და კახა რაღაც ვერ ისვენებდნენ, ვიღაცას ელოდებოდნენ, დაბ-
ლა ჩავიდნენ, ამოვიდნენ. იმედაც იქ იყო და ლაშაც. როგორც მივხვდი, ნარ-
კოტიკები მიიღეს, ისხდნენ და იქექებოდნენ მართლა მუნიანებივით. რა თქმა
უნდა, იცოდნენ, არავის ვეტყოდი, მაშინ ვნახე პირველად ადამიანი წამლის
ზემოქმედების ქვეშ, ანუ „კაიფში“. ისე შემარყია და შემაშინა იმ სახეებმა,
რომ ხშირად მახსენდებოდა ცუდად...
სახლში წასვლის დრო მოვიდა. გოდერძას მანქანაში ჩავსხედით მე, კახა,
ლაშა, იმედო და სახლისკენ დავიძარით. მოწყენილი ვიჯექი. იმედოს ხმაურ-
მა გამომაფხიზლა:
– ბიჭო, „მენტები“ არიან და ამდენი ბიჭები მანქანაში, თან, „შეჩემა“,
„კაიფში“ ხარ! რა არი ეს, კახა, რა?! ან ბავშვთან ასე როგორ შეიძლება?! –
ბრაზობდა იმედა.

105
– მიტყდება მეც, ხო, თამუსთან! არავის არ ეტყვის, – კახა ძლივს ალაგებ-
და სიტყვებს.
– თქმაზე არ ვბაზრობ, ძმაო! თამოსთან ერთად რომ დაგვიჭირონ, მოგთ-
ხოვ „იმენნა“! მაგარი „გამიტყდება“!.
– კაი რა, ნუ „მგრუზავ“, იმედ, გთხოვ!
– იარაღებით ხართ? თუ ხართ, მომეცით, მე ჩავიდებ, მე ვინ გამჩხრიკავს!
– ვთქვი ჩუმად.
– „ისპალნიწელია“ რა! – თავს იქნევდნენ და იცინოდნენ ბიჭები.
– მე რაზე ვლაპარაკობ და ამან „დურებიც“ მოითხოვა! ჰა, ჰა, ჰა, ჰა... –
გულიანად იცინოდა იმედა.
– და „ვაფშე“, გოდერძამ არ აგვლეწოს, გადმოდი, მე დავჯდები, მიგიყ-
ვანთ სახლში მშვიდობიანად! – გავთამამდი მე.
– არ გაუვარდეს, ჩაუკეტე!
– აუ, რა უნდა გამივარდეს, ნახევარ წუთში დაგიშლი და აგიწყობ, თუ
გინდა!
ამაყად ჩავიდე ნაგანი მარჯვნივ, შარვლის სათავეში და მარცხნივ ჩემი
საყვარელი „TT“. მანქანის მართვა, მართლაც, შემეძლო. კახა ჩემი მასწავლე-
ბელი იყო, ველოსიპედის, მოტოციკლეტისა და მანქანის მართვა მასწავლა.
მამამ კი თქვა, კახა ჩქარა დადის და ეგ არაა მანქანის მართვის ცოდნაო.
უკეთესად თვითონ მასწავლა მეორედ, მაგრამ მაინც შეეშინდათ ჩემი საჭეს-
თან დასმის, რადგან უფრო გაგვაჩერებდნენ...
კაცურად გამზარდეს, ისე რომ ბევრ კაცს კაცობასა და ვაჟკაცობაში
დღესაც ვაჯობებ...
– თამუ! თუ რამე მოხდა, იცოდე, ჩემია ორივე, – მეუბნება იმედა.
– ოოო, შენ კიდე მანდ ხარ? ნუ ფიქრობთ ცუდზე, თორემ იგრძნობენ...
თავისუფლად, „ბრატცი“, თუ რამეა, ვიპოვე და „ვსიო“!
ბევრი იცინეს. ხო, სასაცილო იყო ნამდვილად, 12 წლის ბავშვს კაცურად
მიჰყავდა სიტუაცია. მე კი გახარებული ვიჯექი და ამაყი, რომ ასეთი მაგარი
ბიჭების და ვარ და მეც ძმებში გავდივარ. ვერ ვუთხარი მშობლებს კახას
ამბავი. ვიცოდი, საშინელება იქნებოდა. კახა კი მაიმუნობდა და არასდროს
გახდებოდა ნარკომანი, რადგან ეს ოჯახში იმავე „ტრაკის მიმცემს“ გარყ-
ვნილებას, დაცემას, მიწასთან გასწორებას ნიშნავდა. წამლის მოყვარულ
ადამიანებს „თითზე ატრიალებდნენ“. როცა „ლომკაში“ იყვნენ ნარკომანები,
ერთ „ზახოდ“ წამალში ცოლებს ცვლიდნენ. ეს ყველაფერი კახამ ჩემზე უკეთ
იცოდა და მე მჯეროდა მისი სიძლიერისა და დიდი სიყვარულის ოჯახის მი-
მართ...
მე ამაყი ვარ! მე სიყვარული შემიძლია, მარადიული სიყვარულიც კი...
კი მიწიერი ვარ, მეც ჩვეულებრივი ცოდვებით დამძიმებული და ჩამოღლი-
ლი ეშმაკთან † ბრძოლაში, მაგრამ მაინც ამაყად დავაბიჯებ დედამიწაზე.
მე მართალი ადამიანი ვარ, ბოროტება არასოდეს ჩამიდენია! არ მიღალატია

106
არავისთვის და არაფრისთვის! პირობა არ დამირღვევია! არავისთვის წამირ-
თმევია სიყვარული! ეს საკმარისია იმისთვის, რომ იყო კარგი და არა საუკე-
თესო, თუმცა თამამად ვიტყვი, მშობლების საუკეთესო შვილი ვარ. ხო, მე
ამაყი ვარ, ვიყავი და ვიქნები! მე თორაძე ვარ! მართალია, ბაგრატიონი არ
ვარ, მაგრამ არაა საჭირო თავადიშვილობა. ჩვენ ყველანი ღვთის შვილები
ვართ! ყველაზე დიდი განძი კი ესაა ზუსტად! ჩვენ ღვთის შვილები ვართ და
ასე იქნება მარადიულად, ან საერთოდ არ ვიარსებებთ. თითოეული ჩვენგა-
ნის ვალია, ჩვენს გვარს, ჯიშს, ოჯახს, მშობლებს მოვუფრთხილდეთ! რო-
გორ წარვდგებით უფლის წინაშე! ჩვენ ხომ წარსულის სახეები ვართ აწმყო-
ში! მთელი ცხოვრება მხოლოდ ამაზე ვფიქრობ ყველაზე მეტს, თუ როგორი
ოჯახის სარკე ვარ, როგორც ამას ჩემი სკოლის დამრიგებელი იტყოდა, იამ-
ზე კლდიაშვილი, რომელთანაც ვერასდროს ვრიგდებოდი. ფორმის გარეშე
ჩემი დანახვა არ უნდოდა, მე კი ფორმა მძულდა, მაგრამ ეგ არაფერი! ერთ-
ხელ მკითხა:
– მამამ და დედამ თუ დაკეტეს ქარხანა?
– რა ქარხანა, იამზე მას? – გამიკვირდა, ნუთუ რამე არ ვიცი?..
– შვილების კეთების ქარხანა, – თან იცინოდა.
– სიყვარულით ვმრავლდებით, იამზე მას! ქარხნები და დაზგები სახლში
მოიკითხეთ! ამბობენ მაღალი შუბლი ვისაც აქვს, ჭკვიანიაო! ეს ქალი ჩვე-
ულებრივი დეგენერატია რა!
მზად ვიყავი სახაზავი გამომეტაცა და მიმეცხო ერთი ტუჩებში.
– რა თქვი, თორაძე?! – გაცეცხლდა დამრიგებელი, – მშობელი მოიყვანე!
– რომელი მას, მამა? ხომ არ მოგეწონათ, ერთხელ ლოყაზე რომ გაკო-
ცათ?
ძალიან ცუდი ვარ, როცა გონებაში ვწყვეტ, ეს უნდა გაიწიროს „ღადა-
ობაში“.
– აბა, უსმინეთ, ეს თავხედი რას ამბობს?! – გამწარდა იამზე.
– კარგით, არა უშავს, მას, მამა ყველას მოსწონს, მთავარია, დედამ არ
გაგიგოთ! – თან ვიცინი, ვხუმრობ, როგორც შემიძლია.
ერთხელ კლასში ჩამკეტა ერთმა კლასელმა. შემთხვევით მოეჩვენა, რომ
ათი თავი ჰქონდა ერთის მაგივრად. კარს რომ ვერ ვაღებდი, გამოვგლიჯე.
კარს იქით იამზე და მამა იდგნენ.
– აი, ბატონო ზაურ, ამას გეუბნებოდით, – გაპრანჭულად უთხრა იამზემ
მამას.
– რა მოხდა, მამა? – მკითხა მამამ, ასე ნგრევით გამოსული რომ დამინახა.
– ჩამკეტა ვიღაცამ და კარი შემომემტვრა, სხვა გზა არ მქონდა! ახლა
მოვძებნი და მაგრად ვცემ, ვინც ჩამკეტა! მამ, იცოდე, კაბით არ ვივლი სკო-
ლაში! – ჩუმად ვუთხარი და გავიქეცი, ათთავა უნდა მენახა...
– აბა, რა ქნას, ჩაკეტეს, ან ვინ ჩაკეტა? ესე იგი, მარტო ჩემი გოგო არ
გიჟობს აქ, – იღიმის ჩემი სიმპათიური მამა, მე კი ჩუმად ვუყურებ, ვითომ წა-

107
ვედი, – ნუ დავუშლით შარვლით სიარულს, ქალბატონო იამზე, ძმების შარ-
ვლებში გაიზარდა. არაა კომფორტულად კაბაში და რა გავაკეთოთ ახლა?
ცოდნა მივცეთ, თუ სულ შარვალზე ვედავოთ? გადაუვლის ეს ასაკი და
მოუნდება გოგოობა და კაბები. მეც წყნარად ვარ, შარვლით რომ დადის, –
გაიბრძოლა მამამ ჩემთვის.
– არ ვიცი... არ ვიცი, – დაიბნა იამზე.
– გმადლობთ, ქალბატონო იამზე, გაგებისთვის, – და თან ლოყაზე აკოცა.
გულიანად გამეცინა, სახე რომ აეპრანჭა დამრიგებელს. უხ, სერგეევიჩ,
რა ხარ! ერთად წავედით სახლში მე და მამა. ასე იცოდა, ხალხში მხარს აგ-
ვიბავდა, მაგრამ მარტოებს „გაგვტისკავდა“. ამჯერად ამაოდ ვდარდობდი,
მხიარულად ავედით სახლში და მთელი გზა ვხალისობდით...
– ძაან მაგარი მამა მყავხარ! ბედნიერი ვარ!
– ხო მამა, მაგრამ უნდა ისწავლო, მაგისთვის დადიხარ სკოლაში და არა
საჩხუბრად და სათამაშოთ, – მარიგებდა მამა.
– ხო, უნდა ვისწავლო! ერთი თვე გამიშვებთ სკოლაში და მთელი წელი
სახლიდან აღარ მიშვებთ, მეც არ მინდა, დებილი და გაუნათლებელი ვიყო!
ყველაფერში ჩამოვრჩი და ეს თქვენი ბრალია და არა ჩემი!
– ხო, კარგი, ვერც გიბრაზდები, სულ მართალი ხარ, თან, საიდან ხარ,
მამიკო, ასეთი კარგი?!
– შენ გგავარ! – მამას თბილად ეცინება, უხარია, მას რომ ვგავარ.
– მამა, რომ მოვკვდები, ძალიან ხმამაღლა უნდა მიტირო?
– აუუუ, დაიწყო! შენზე ადრე მე მოვკვდები, მამ! შენ დიდი ხანი უნდა
იცოცხლო.
– როცა იქნება, მამა!.. შენ ხარ ჩემი პირველი ქალიშვილი, შენ უნდა გა-
იწეწო თმა და ბოლო ხმაზე დამიტირო, – არ ჩერდება მამა.
– აუ, მამ! მძულს ეგ თემა და ნუ ეხები! თან მე მოკლე თმა მაქვს სულ
და მექნება, ალბათ... აუ, კაი რა, რა ხმით ტირილი, ვერ ვიტირებ მოთქმით
მაინც, ხო იცი, მამ! – არც ის მინდა, ჩემი იმედი რომ არ ჰქონდეს.
– პატრიცია კაასს კარგად ჰყვები და მღერით ბოლო ხმაზე, – თან იცი-
ნის, გამიხსენა... მიყვარდა სიმღერა, მაგრამ უსმენობის გამო ჩემს საყვარელ
მომღერალს ვყვებოდი.
გულიკო გაბაიძეს დავუბრუნდები, რომელიც ჩვენს ოჯახს ისე დაუახ-
ლოვდა, ყოველ დღე ჩვენთან იყო. მართალია, მამა ბოლომდე არც მას ენდო-
ბოდა, მაგრამ ეს ორი უაღრესად განათლებული პიროვნება სულ კამათობ-
და კანონებსა და მომავალ ცხოვრებაზე. აი, სახლში ესღა გვაკლდა-მეთქი,
ვეუბნებოდი დედას.
კახა უყვარდა გამორჩეულად, ამოიჩემა რატომღაც. შელოცილი ბატების
ბუმბულები მოიტანა და ყველა კედლის კუთხეში მიაკვრევინა კახას. მამას
არ მოეწონა ეს ამბავი, ეს რა ჯადოქრობააო. მერე ხუთოთახიანში გადიოდ-
ნენ და ლოცვებს კითხულობდნენ. არ ვიცი, ის ლოცვების წიგნი იყო, მართ-

108
ლა, თუ სხვა რამე, არასდროს შევხებივარ. ძველად ლოცვების წიგნები და
ახლანდელი განსხვავდება, ამიტომ მიჭირს დაკონკრეტება. ძალიან ცუდი
დრო იყო. ბევრმა არაფერი იცოდა ღმერთისკენ მიმავალი სწორი გზის. რა-
ღაც პატარა ფუთა გაუკეთა გულიკომ კახას და სთხოვა შარვლის ჯიბეში
მიიმაგრე, თილისმა არისო, რომელიც დაიფარავდა ცუდისგან. კახას გარდა,
არავინ დაიჯერა და მარტო ის ატარებდა. არ ვიცი, ეს შელოცილი ბუმბულე-
ბი იყო თუ 90-ე ფსალმუნი. ვერც განვსჯი დაბნეულ ხალხს, ვის რისი სწამდა
უცოდინრობისგან, თუმცა არცოდნაც ცოდვა ყოფილა, რადგან გვევალება
ვიცოდეთ... ერთი პერიოდი იეღოველიც მეგონა გაბაიძე, მაგრამ ერთხელ
მისი აგარაკიდან მოვდიოდით მე, მაია და ნინო. ეკლესია რომ დაინახა, გა-
აჩერებინა მძღოლს, შევედით შიგნით და ოჯახის უკითხავად მონათლა ნინო,
რაზეც მამა გაბრაზდა, მაგან რა უნდა დაანათლოსო. მეც ვამბობდი, ნინო
მაცივრის საყინულეში მახათებს აწყობს და ამბობს, ჯადოს ვაკეთებო და ეს
ორი კუდიანი დაგვაქცევს-მეთქი. დედა ისე განიცდიდა 8 წლის ნინოს ცუდ
თვისებებს, რომ ეგ კიდევ ცალკე თემაა. ნინიკოც გულიკოსგან გაიცნო კა-
ხამ, მერე ერთად მოჰყავდათ ჩვენს სახლში ვიღაც ნათელმხილველი ქალი
(კუდიანი†). ერთხელ თვალები დახუჭა და მითხრა, მეგობრებში არ გიმართ-
ლებს, ისე მიჭირს შენზე მკითხაობაო. რა თქმა უნდა, მე არ მიყვარს მკით-
ხავები და არც მჯერა მათი, თუმცა მქონდა ეგ ასაკიც, ცოდვის მორევი რომ
გიხმობს და მაცდურად გეძახის, მოდი, მოდი, გითხრა, როგორ იცხოვროო...
იმდენი სისულელე უთქვამთ, სიცილით მოვმკვდარვარ...
ამ მკითხავმა ამოიჩემა, წადით ქვეყნიდან, კუბოებს ვხედავო. მერე მი-
დიოდა ოჯახური განხილვა. ოჯახის ნაწილს სჯეროდა მკითხავის, ოჯახის
ნაწილს არ გვჯეროდა. მე კი ისევ გამოვიჩინე ორმაგი თამაშის ნიჭი:
– მე დაგარწმუნებთ მაგ ქალისა და ნინიკოს აფერისტობაში, – გამოვაც-
ხადე ხმამაღლა.
ყველას გაუკვირდა, ნინიკო მიყვარდა ძალიან, მაგრამ მატყუარები არ
იმსახურებდნენ ჩემგან სიყვარულს და არც ნინიკო, თუ ისიც ყველასნაირი
იყო. ჩემი ტყუილი მხოლოდ სიმართლის გასარკვევად ითქვა.
სახლში ორი ტელეფონის ხაზი გვქონდა, ერთი აპარატი სამზარეულოს-
თან იდო, მეორე – ჩემს ოთახში, ავიღე ყურმილი და დავრეკე ნინიკოსთან.
ჩურჩულით ვუყვებოდი, რასაც სამზარეულოში ლაპარაკობდნენ ჩემები მათ-
ზე, მერე კი ვუთხარი, დაერეკა კახასთან და ეთქვა, ვითომ მკითხავი ჰყავდა
ახლა სახლში და იმან იგრძნო და უთხრა თქვენზე ლაპარაკობენო. მართ-
ლაც, ასე მოხდა. კახა და დედაჩემი გადაირივნენ ამ ვითომ მკითხავზე, ეს რა
ძლიერი ვინმე ყოფილაო. მე გავედი და თავს ვიქნევ:
– რა ადვილია თქვენი მოტყუება, რა ბრიყვები ხართ. მთავარია, კუდიანე-
ბის არ გჯეროდეთ. მათ მილიონი ხერხი აქვთ ადამიანების დასაპყრობად.
– მოსასმენი თუ დაგვიყენეს არ ვიცი და ისე საიდან უნდა გაეგოთ? – მე-
კითხება კახა.

109
– ფაქტია, რაღაცებს „არტყამს“! – აჰყვა დედაც.
– კარგი რა, დედა, შენ რაღა დაგემართა? მე დავრეკე ნინიკოსთან.
კახა მეცა.
– რა, გოგო?!
– თქვენ გამო გავაკეთე ეს, რომ დაფიქრდეთ, რაც ხდება!
დედა მიმიხვდა რაც გავაკეთე და რატომ.
– მოიცადე, კახა! – აჩერებდა გაბრაზებულ კახას დედა.
– მინდოდა დარწმუნებულიყავით, რომ აფერისტები არიან ნინიკოც,
მკითხავიც და გაბაიძეც. ხო მოგატყუა, ძმაო? ხო შეგისრულა? ეგრე გატყუ-
ებენ სულ! პაკა! – ვთქვი გამარჯვებული ხმით და გავედი.
ჩემმა საქციელმა ოჯახი შოკში ჩააგდო. მამას რაღა გააჩერებდა, იურის-
ტი ხარ სულით და ხორცითო. კახას შერცხვა, ენატანია რომ ვეგონე მანამდე
და მომიბოდიშა. ნინიკოს კი არ უნდა გაეგო ეს ამბავი და გაეგრძელებინა
თამაში... მამამ აკრძალა მკითხავი სახლში. მანამდე თეფშიც დაატრიალეს
ოჯახში, სულები იძახეს, ღმერთო, შეუნდე! დედამ ძვირფასი მაჯის საათი
დაკარგა და აინტერესებდა, სად წავიდა, რატომღაც თეფშმა თავგასა დაწე-
რა. იმედა გაგიჟდა, თეფშის ტრიალი დამახოცინებს ყველას და საერთოდ ნუ
მეტყვით მაგეებსო. მამას არც თავგასა მოსწონდა, „კაიფი“ უყვარსო და თან
მაგარი მედროვე ბიჭიაო: ეგ არ არის ძმაკაცი, „ლუბოი“ დროს გაგყიდისო.
მართალი იყო მამა, როგორც ყოველთვის.
მჯეროდა მამის სიძლიერის; მჯეროდა მისი პატიოსნების; მჯეროდა მისი
სიჭკვიანის; მჯეროდა, მამა ყველა პრობლემას მოაგვარებდა. მეგონა, მამა
უკვდავი იყო, ვერავინ ვერასდროს მოერეოდა. აქედან გამომდინარე, მთელი
ოჯახი დაცული იქნებოდა.

ზაფხული იყო თბილისში, სწორად უნდა მახსოვდეს, 1991წელი. საქარ-


თველოს პრეზიდენტი გამსახურდია არ იმყოფებოდა ქვეყანაში, მაგრამ
იმყოფებოდნენ მინისტრები, „თეთრი არწივი“, მილიცია-პოლიცია და სხვა
„ჩათლახები“. რატომღაც გადაწყვიტეს თორაძეებზე თავდასხმა და მერე
დაპატიმრება. დრო უნდა ეხელთათ პრეზიდენტის დაბრუნებამდე, რადგან
უსამართლოდ მზადდებოდა მახე.
ეზოდან ვიღაცამ იმედოს დაუძახა. იმედას იმ ადამიანისგან დაძახება
გაუკვირდა.
– რა დღეში ხარ, ბიჭო! – მკაცრად გასძახა იმედამ.
– ჩამოდი, რა!
– ამოეთრიე, ბიჭო!
– ჩამოდი, ბიჭო, ჩამოდი!
– მანდ იყავი, შე „ყლეო“! – და გიჟივით გავარდა იმედა.
მამაჩემი უკან გაეკიდა.
– არ ჩახვიდე, მოწყობილია! ვერ გაბედავდა!

110
იმედა არასდროს ნერვიულობდა, სჯეროდა თავისი სიძლიერის. ყველა
სახლში ვიყავით, ლაშას გარდა. კახას იმედა განსაკუთრებით უყვარდა, თან
გაჰყვა იმედას.
– რა დღეში ხარ, შე ყლეო ბავშვო! – იმედა ასე „მიესალმა“ ნაცნობს, შე-
შინებული რომ იდგა იარაღით ხელში. მიუშვირა იმედას, ესროლა და გაიქცა.
მაშინვე ამოიღო კახამ „TT“ და დაუმიზნა გაქცეულს. კახას ნასროლი ტყვია
კი ჰაერში უკვალოდ არასდროს იკარგებოდა, „ნაბოზარი“ წაბარბაცდა... მე
სახლში ვარ, ფანჯარაზე გაკრული, შოკირებული. ზაზა აივნიდან ავტომატს
ყოფს და ყვირის: დედებს მოგიტყნავთ! ოჯახში პანიკაა. დედა ზაზას ეცა:
მეზობლები! ბავშვები! არ ისროლო! მამაჩემი ცალკე ყვირის: მოწყობილია,
გაჩერდით! მე ვყვირი: ესროლე, იმედა დაჭრეს! მძულდა „ნაბოზრები“ და
„ბოზები“(დღესაც მძულს)...
მამაჩემმა, არ ვიცი კარატეს რა ილეთი ჩაუტარა, მაგრამ ზაზა განაიარა-
ღა. ეს ყველაფერი ძალიან სწაფად ხდებოდა. ამ ამბის წამომწყები ბანდა ისე
გაიქცა, შეშინებულებს მანქანა ეზოში დარჩათ. ლაშა ჭანტურიებთან ყოფი-
ლა, გადარეული ამორბოდა სახლში:
– დროზე საავადმყოფოში! – ყვიროდა დედა.
– ნუ გეშინიათ, „სკვაზნოი“ აქვს მხარში, ნუ პანიკობთ! – გვამშვიდებდა
კახა.
– არ მოვკვდე, შეჩემა, მოწამლული ტყვია არ იყოს, მერე ვინ მოტყნავს
მაგათ, – თან იცინის იმედა.
– დაიჭრა ისიც, კოჭლობით გარბოდა, – ვუთხარი კახას.
– შენ რა იცი? – ყველამ ერთად მკითხა.
– პიანინოზე დავდექი, რომ დამენახა, თუ დაეწია შენი ტყვია და წაბარ-
ბაცდა. მანქანით ელოდებოდნენ იქვე, ჯიხურთან და წაიყვანეს...
მამამ და ლაშამ წაიყვანეს საავადმყოფოში იმედა. ჩვენ ყველანი სახლში
დავრჩით. ლაშას ბავშვობის ძმაკაცი, ბადრი ხვადაგიანი, იყო ჩვენთან. სერ-
გეევიჩი ჯიუტად უმტკიცებდა ბიჭებს, რომ ბადრი „ნასეტკა“ იყო, მაგრამ
ვერ გვაჯერებდა... უცებ კარებზე ბრახუნი ატყდა, მე გავედი.
– ვინ არის?!
– მილიცია, გააღეთ კარი!
– უფროსები არ არიან სახლში! დაელოდეთ გარეთ ან მერე მობრძანდით!
– დამთავრდა შენი ძმების „გულაობა“! – თავხედობს თანამშრომელი.
– ვერ გაიგეთ?! არ გავაღებ, სანამ უფროსები არ მოვლენ და ვერც გავა-
ღებ, გარედან ვარ ჩაკეტილი!
– გაგიგორეს ძმა ღორივით?! გააღე, თორემ შემოვანგრევთ! – კანონებზე
აღარ ვლაპარაკობ, ადამიანობაც არ გააჩნდა, კაცობაზე ხო ზედმეტია ლა-
პარაკი.
დედას და ბიჭებს ყველაფერი ესმოდათ. კარის გაღებაც მოუნდათ ზაზას
და კახას და იმ ღორის დასჯა, მე რომ მეტლიკინებოდა, მაგრამ დედა ფეხებში

111
ჩაუვარდა შვილებს, დავიღუპებით, გაჩერდითო. არ ვიცი, თავს როგორ ვიკა-
ვებდი, არ მეგინებინა ყველა, მაგრამ „ძაღლების“ გაღიზიანება „ქურდულში
არ ზის“. მეც ვინარჩუნებდი სიმშვიდეს, ნერვები სადამდეც მეყოფოდა...
– იცით, მე თქვენს ყველა სიტყვას დიქტოფონზე ვიწერ და არ მგონია,
ხვალ ისევ მაგ თანამდებობაზე დარჩეთ!
დედა ეხვეწება ბიჭებს, კარებს მოშორდნენ.
– ახლა აქ სროლები ატეხეს და სახლში აღარ არიან?! – ისევ აგრძელებს
ვიღაც „ღრმა“ თავხედი.
მამა რეკავს ტელეფონზე სახლში, მე ვეხვეწები რომ დროზე მოვიდეს და
ვუყვები, რაც ხდება. ის სასწაულად გაწონასწორებული და მშვიდია:
– კაი, მამა, რას ნერვიულობ, კარი არ გაუღო არავის, იმედა კარგად არის,
მოვალთ მალე!
უფრო გავძლიერდი, მთელ დედამიწაზე მამა ყველაზე მაგარი კაცია, რო-
მელსაც ვერავინ მოერევა. ბიჭებს თვალი ჩავუკარი: „ვსიო ბუძიტ ხარაშო,
ბრატცი!“ თან დავრბივარ, ხან კარებთან მივირბენ, ხან ფანჯრებთან, ხან
აივანთან, რომ გავიგო, რა ხდება გარეთ. ამ დროს აივანზე ამომძვრალან
„არწივის“ ბიჭები. ერთს რემბოს ეძახდნენ, გმირობის ჩადენა მოუნდა და
შარში გაყო თავი. პაატა მეძახის, ჩქარა მოდი, აივნის კარებზე „ჩალიჩობე-
ნო“. ეს კარიც რკინის იყო, რამდენიმეჯერ მოკეცილი გაზეთით იკეტებოდა.
გარედან შეუძლებელი იყო მისი გაღება, შიგნიდან წიხლით ვაღებდით. მივ-
ვარდი კარს, უცებ ცული ავიღე ხელში, ჩემი ძმები გაკვირვებულები მიყუ-
რებდნენ, თვითონაც მოიმარჯვეს რაღაცები:
– გაფრთხილებთ, არც კი სცადოთ კარის გაღება, თორემ ჩემს თავზე პა-
სუხს არ ვაგებ! ცულით ვარ და, ვინც პირველი იქნება, უთავოდ დარჩება!
– ისე ბიჭის ხმა მქონდა და შეიძლება პაატაც ვეგონე. ის „ჩათლახები“ მაინც
არ ჩერდებოდნენ.
– შენ ცულით ხარ, ჩვენ – ავტომატებით.
ცინიკოსი ნაძირლები.
მე ვაგრძელებ ლანძღვას, არც ისინი ჩერდებიან:
– ბალიში გამოგვიტანე და წამოვწვებით შენს აივანზე, აქ დავუცდით უფ-
როსებს, ჰა, ჰა, ჰა...
ზაზა, კახა და დედაჩემი ფრჩხილებს იჭამდნენ. როგორ უნდოდათ კარი
გააეღოთ და პასუხი გაეცათ ნაძირლებისთვის, ამის გადმოცემა გამიჭირდე-
ბა. ძლივს აკავებდა დედა ბიჭებს. მამა მოვა მალე, დაიცადეთო. დრო ისე
ნელა გადიოდა მამის მოლოდინში, მეც ვიძახდი, სად არის ეს კაცი ამდენ
ხანს-მეთქი. ამ დროს მამას მანქანაც შემოვიდა ეზოში, გადმოვიდნენ მანქა-
ნიდან ლაშა და იმედაც:
– რა ხდება, ხალხნო? – ქვემოდან მესმის მამას ხმა, – რაშია საქმე? ეს რამ-
დენი ყოფილხართ, კაცო (თან იცინის). მეც გავაღე ფანჯარა და დავიყვირე.
– ზაურ თორაძე მოვიდა, თქვენი დედები რო „მოტყნას“!

112
– რაო? რაო? – ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვითომ ვერ გაიგეს, კურდღ-
ლებად იქცნენ უცებ. მე კი ასმაგად გავძლიერდი...
– რა ხდება, არ მეტყვით? – იმეორებს შეკითხვას სიცილით, საყვარლად,
დინჯად და ლამაზად, როგორც იცის.
საკმაოდ სიმპათიურია, ცისფერთვალება, ლამაზი აღნაგობის, საშუალო
სიმაღლის, ვერცხლისფერი თმით, თეთრიც რომ შერევია, ჩემი სიმპათიური
მამიკო. შარვალ-კოსტიუმიც კოხტად აზის ტანზე. მისი არა მხოლოდ ჩახუ-
თულ თბილისს, არამედ მთელ საქართველოს რომ ეშინოდა.
– იცით, ბატონო ზაურ, თქვენს სახლში ვიღაცები არიან და ბავშვები
ჰყავთ მძევლად აყვანილი, უნდა გავჩხრიკოთ სახლი! – მიმართავს მამას თა-
ნამშრომელი.
– რას იგონებთ?! – გადავძახე მე.
– რას ლაპარაკობთ? მართლა? თუკი ასეა, აბა, რა! წამობრძანდით, აუცი-
ლებლად!
წამოვიდა მამა კორპუსის შესასვლელისკენ, თან „ნაბოზრების“ ჯგროც
მოჰყვება. ფეხით ამოიარეს ხუთი სართული. ყველა სართულზე შეიარაღე-
ბულები იდგნენ და კარებთანაც. სერგეევიჩი არ იმჩნევს და ამბობს:
– რა კარგია, ასე რომ გვიცავთ, ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ჩემი
შვილი დაუჭრიათ, მერე, როგორც ჩანს, სახლშიც შევიდნენ ის ნაძირლები,
არა?! რა კარგია, აქ რომ ხართ!
„დაასირა“ ჩათლახები, თან კიბეზე ამოდის. რა თქმა უნდა, იცის, რაც
ხდება და აბნევს მტერს. ისინიც გაკვირვებულები უყურებენ. ამასობაში მა-
მამ არ იცის, რა ბედი ეწიათ ლაშას და იმედას ქვევით. მაგრამ არც დაეძებდა
იმათ. მთავარი იყო, სახლში შემოეღწია როგორმე მარტოს. მე კი ფანჯრიდან
ვისვრი ახალ ნათურებს, ბუმბულივით რომ არის და ვიგინები:
– ჩემს ძმებს ხელი გაუშვით, თქვე „ნაბოზრებო“! – ვტირი და ვხედავ, რო-
გორ გამეტებით სცემენ ლაშას, რომელიც არ ჯდება მანქანაში და ძალით
ტენიან. „ნაბოზრების“ ყურადღებას იქცევს და იტანს ყველაფერს ოჯახის-
თვის! თან ყვირის: ხელი არ დაადოთ, დაჭრილია, თქვე „ბოზებო“! თქვენი
ოჯახები მოვტყან! რას გვერჩით, რატომ მიგყავართ! იმედომ გამოაცხადა:
არ შემეხოთ, ბიჭო! და – „დასტოინად“ ჩაჯდა მანქანაში.
მომავალი ქურდისთვის ხელის შეხება იმ დროში თანამშრომლებსაც არ
შეეძლოთ. იმედა მომავალი იყო, მაგრამ ამას მოგვიანებით უკეთ გადაწყვეტს.
ლაშამ თავის თავზე აიღო ყველა მუშტი, წიხლი და იარაღის კონდახები.
საწყალს სახე „მოაძვრეს ნაბოზრებმა“...
ამასობაში კარი გაიღო შიგნიდან, ზაური შემოფრინდა პეპელესავით და
კარი ჩაიკეტა ისე, რომ ყველა, ვინც გარეთ იდგა შეიარაღებული, ცხრა სარ-
თულზე განაწილებული, გაოგნებული დარჩა: მოგვატყუა, შევიდა, ჩვენ დაგ-
ვტოვა გარეთ! აბა შეგიყვანთო? ხო დავიჯერეთ! – ასე განიცდიდნენ მოტ-
ყუებულები.

113
ვიცოდი, რაღაცას მოიფიქრებდა ჩემი გენიოსი მამა და ასე გააცურებდა
ამდენ „ჩათლახს“. მანამდე ვბრაზობდი, ბიჭები რომ მიატოვა ეზოში, მაგრამ
ახლა ნათელი გახდა ჩემთვის მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სწრაფი
ტემპით ვითარდებოდა, წუთებში, წამებში და ერთდროულად. ზაზას და კა-
ხას ვეღარ ვხედავდი, ლაშას და იმედას თვალს არ ვაშორებდი, არც ხელებს
ვაჩერებდი, ყველაფერი ვისროლე სახლიდან, რაც კი შემეძლო და აი, ზაურ
სერგეევიჩიც სახლშია:
– რას აკეთებთ? ეს რა ამბები დაატრიალეთ?! – ძმებს მიუგდო სიტყვა მა-
მამ, – ხო, კარგით, ამის დრო არ არის ახლა, – თვითონვე პასუხობს თავის თავს.
ზაზა არ ისვენებს, ეპასუხება მამას.
– გვაპატიე, მამა, „სირები“ რომ არ ვართ!
– აუ, რა დროს ეგ არის, მოდი, მამ, რა, ეს „ნაბოზარი“ რას მეუბნება!
მე ისევ აივნის კართან ვდგავარ. მამას ესმის:
– მე ფირმა მანქანა მყავს, კარი გააღე და „გაკატავებ“, – აგრძელებს „ნა-
ბოზარი“ აივნიდან.
არა, არავის მოუნდებოდა მის ადგილას ყოფნა! მაშინვე გააღო აივნის
კარი სერგეევიჩმა.
– რა თქვი, ბიჭო?! ჩემს გოგოს გაასეირნებ? გასეირნებთ ჩემს ყლეზე!
დედა ბიჭებს უდგება წინ, რომ არ დახოცონ.
– არა, ბატონო ზაურ, არაფერი გვითქვამს თქვენი გოგოსთვის, – შეშინდ-
ნენ „ნაბოზრები“.
– ახლა გადაგყაროთ, თქვე „სუნიანო თესლებო“ აქედან? – გადაეკეტა
სერგეევიჩს. განსაკუთრებულად საყვარელ შვილს შეეხნენ. სულ ეშინოდა,
ვინმეს ჩემთვის არ ეტკენინებინა რამე, თმის ღერიც კი, არამცთუ გული...
– დამშვიდდით, ბატონო ზაურ, ჩავდივართ! – უცებ გაისმა საწყალი ხმები.
– ახლავე! გაინძერით! – მკაცრად ეუბნებოდა მამა.
– აქედან როგორ, ბატონო ზაურ?!
– ხო! აქედან! აბა, საიდან მოხვედი?! „დავაი“, დაიძარით ახლავე, თორე
ვიწყებ თქვენს გადაყრას!
მეხუთე სართულიდან ისევ მოუწიათ აივან-აივან ჩასვლა. მამა შემოვიდა
სახლში, აღარ დასჭირდა დარწმუნებულიყო, მართლა ჩადიოდნენ თუ არა. მე
გავედი და გინება დავიწყე, ჩემს ჩვეულ ამპლუაში აღმოვჩნდი... ზაზა და კახა
გამოვიდნენ აივანზე გინებით, გვარებს იძახდნენ კონკრეტულს, რომლებიც
არ მახსოვს, საშინელებები უთხრეს „ნაბოზრებს“. გაოგნებული ვუყურებდი
და მიხაროდა, ლაშას მცემელს რა დღეში აგდებდნენ სახალხოდ. მთელი თბი-
ლისი თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც იქ იყო. ერთმანეთს ურეკავდნენ: ბიჭო,
მაგარი ცოცხალი ფილმია ვერაზე, თორაძეებს მახეს უგებდნენ და „დედები
მოუტყნეს“ აქეთ თორაძეებმა, მოდი, ნახე, რა ხდებაო.
– შენს ცოლს „ჟიმავენ“ ახლა, ამ წუთას ჩემი ბიჭები! – უყვიროდნენ კახა
და ზაზა.

114
– შენი დედა! ზემოდან რომ „ბლატაობთ“, დაბლა ჩამოდით! – ქვევიდან
იძახდნენ „ნაბოზრები“.
– თუ გინდა მთაზე ავიდეთ მე და შენ და კაცურად ვიჩხუბოთ, გინდა, შე
„სირო“? მანამდე შენ ცოლსაც „ჩაუკანეცებენ როტში“!
ეს საშინელი სიტყვები რომ გაიგეს, მართლა ჩასხდნენ მანქანებში და წა-
ვიდნენ. ალბათ, ცოლების შესამოწმებლად, თორაძეებმა ხომ მკაცრი მუქარა
იციან...
– „დაგენძრათ“, თორაძეებო! დღეს ნახეთ, თქვენ რას გიზამთ, რომ წა-
გიყვანთ!
ვერ დავწერ იმდენ ხანს აგინეს ერთმანეთი და იმუქრეს (ვინც რა შეძლო,
მუქარაც შეუსრულეს). თუ თორაძეები კანონს არღვევდნენ, არა ნაკლებად
არღვევდნენ „მენტები“ და „არწივები“. დედამ ბიჭებს მკაცრად უთხრა, დაგ-
ვაცადეთ საქმეს მივხედოთ, არ არის სიგიჟეების დროო. დედას ჩემი ძმები
თვალებში როცა უყურებდნენ, ხედავდნენ რა დიდიც იყო, ამიტომ რიდი
ჰქონდათ. სცეს დედას პატივი და გაჩუმდნენ. ამასობაში რომელიღაცამ და-
იძახა, ისევ ამოდიანო. ეს ჩვენი ძალად „რემბო“. მესამე სართულზე გაჭე-
დილა. გიორგევნას ნერვები აღარ ეყო და ნავთი თუ ბენზინი გადაასხა. ის
თავხედი თავს იმართლებდა, ავტომატის „აბოიმა“ დამივარდა მესამე სარ-
თულზე, არ ქნათ ეგ, ქალბატონოო. მაინც რას ნიშნავს, ნამდვილი რემბო
რომ არ იყო, უცებ კურდღლად იქცა. გიორგევნას ასანთი ეჭირა ხელში გა-
საკვრელად. როგორ მიყვარს ვაჟკაცი ქალიც და კაციც, ბავშვიც და დიდიც,
ცხოველიც და ადამიანიც! რაც კარგია, ცოტაა, სამწუხაროდ. მამამ დაიყვი-
რა: საქმეს მივხედოთ! ბადრი ხვადაგიანს შესთავაზა, გაგაპარებ აქედან, აქ
არ არის შენი ყოფნა კარგიო, მაგრამ ბადრიმ ივაჟკაცა, რას ამბობთ, ზაური
ბიძია, სადაც თქვენ, იქაც მეო. მამა მაინც ეუბნებოდა, ჩვენ რა ბედი გვე-
წევა, არ ვიცი და, სანამ გვიანი არ არის, წადიო, მაგრამ მაინც არ წავიდა.
მერე მამამ ჩუმად მითხრა: ბადრი გვერდიდან არ მოიშორო და კარებთან
არ მიუშვა, თუ რამე არ მოგეწონა, მაშინვე დაარტყი, არ აცადოო. ჩემთვის
ყველაფერი გასაგები იყო, ბადრი მიყვარდა ძალიან, მაგრამ იმ წუთას მეც
არ ვენდობოდი.
– ბადრი, მე შენ მჭირდები, კარგია რომ დარჩი! მომეხმარე, ყველა აივა-
ნი ვაკონტროლოთ ერთად, რომ არავინ შემოგვეპაროს და გაზეთები დავ-
ყაროთ აივანებზე და ფანჯრების ქვეშ! – მეგობრულად გადავხედე და ისე
ვუთხარი ეს ყველაფერი.
– რატომ გაზეთები? – მკითხა დაბნეულმა.
– ოოო, სერგეევიჩის „ტეხნიკა-ნაუკა“! ჰა, ჰა, ჰა... ბრძანებაა გაცემული,
დროზე, ბავშვებო, გაზეთები მოფანტეთ ყველგან! სახლის არევა კი უყვართ,
იცოცხლე! – მე ვამხნევებ ყველას ჩემი სილაღით.
ძალიან ვნერვიულობდი იმედოზე, გაგებული მქონდა, როგორ აწამებდ-
ნენ ხალხს „ნაბოზრები“. მამასთან მივედი, მხოლოდ ის დამამშვიდებდა:

115
– რა ვქნათ, მამ? იმედას ჭრილობაზე მარილს დააყრიან? ლაშა ასე სცე-
მეს სახალხოდ, არ მოერიდათ და იქ მარტოებს რას უზამენ, მამ? წავალ თუ
გინდა, პატიაშვილს დავხვდები! – ამას მოჰყვა სიცილი...
– პატიაშვილს აღარაფერი შეუძლია უკვე, – მითხრა პაატამ.
– ოჰო, განათლებული! ჰა, ჰა, ჰა... ვიცი ხო, ვიხუმრე, – გავიცინე ისევ მე.
იმ დღეს მივხვდი, თუ რა დიდი იყო ჩვენი სახლი. ათ ოთახში როგორ ვა-
ხერხებდი ყველა ფანჯარაში და აივანზე ყოფნას, არ ვიცი, თან სულ გაღიმე-
ბული ვიდექი მტრის ჯიბრზე. ასევე დამნიშნეს პაატას და დების „კამანდი-
რად“. პაატას მიხედვა ადვილი იყო და პატარა დები ფეხებში მედებოდნენ,
მაგრამ ყოჩაღად რომ მდგარიყვნენ ფანჯრებთან, ვამხნევებდი, როგორც
შემეძლო. მე 12 წლის ვიყავი, მაია – 8 წლის, 7 წლის – ნინო და 5 წლის – ეკა.
დრო გადიოდა და რატომღაც დაბნელებამდე ყველაფერი უნდა დამთავ-
რებულიყო. დედა, მამა, ზაზა და კახა რაღაცაზე შეთანხმდნენ. გვერდით
სადარბაზოში სნაიპერი შეემატა, რამაც ცოტა არ იყოს შემაშინა, მაგრამ
მერე როგორც ყვებოდნენ, ქვევით მყოფი ჩვენი ოჯახის კეთილისმსურვე-
ლები, გაკვირვებულები ყოფილან „ნაბოზრები“, თუ რატომ არ გვეშინოდა
და რატომ ვიცინოდით. მუქარას არ წყვეტდნენ, მაგრამ ვინღა აქცევდა
ყურადღებას?! მამამ შეძრა რუსეთი და ამერიკასაც შეაწუხებდა, თუ სა-
ქართველო არ შეწყვეტდა უკანონო ქმედებებს. მოითხოვდა საქართველოს
პრეზიდენტის დასწრებას ჩვენი საქმის გასარკვევად. მოგროვდნენ თანამ-
დებობის პირები, რადგან ვერავინ შემოაღწევდა სახლში. ის გაზეთები,
რომლებიც მოვფანტეთ, ნავთით თუ ბენზინით გავჟღინთეთ, ასევე, ხუთო-
თახიანში ხის გამომშრალი მასალა ელაგა, გაჭირვებისთვის გადანახული
ბენზინი და ნავთი, მარაგის სახით რომ ინახებოდა მუდამ. ეს ჩვეულებრივი
მოვლენა იყო და არანაირი კანონის დარღვევა. არ ინანებდა სერგეევიჩი
დიქტოფონის კასეტებს, იწერდა და იწერდა თითოეულ თანამშრომელ-
თან დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩუმად. ერთმა ქალბატონმა შენიშნა კარის
ჭრილში წითელი წერტილი. არ ვიცი, რა თანამდებობა ეკავა. საკეტი ჩვენი
სახლის კარს არ ჰქონდა, რადგან მატარებლის ლიანდაგის ნაჭრით – „რელ-
სით“ იკეტებოდა. მთლიანი კარის ჩარჩო „სვარკით“ რომ მოეჭრათ, კარები
მაინც არ გაიღებოდა (სერგეევიჩის „ტეხნიკა-ნაუკა“). მძიმე ბარიკადებიც
მიემატა და საერთოდ, ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა, თუკი ვინმე დაიძვრე-
ბოდა სახლისკენ არასწორად, ჩვენი მხარე ცეცხლს მოუკიდებდა დანავთი-
ანებულ-დაბენზინიანებულ გაზეთებს და ხის მასალას, რომელიც წამებში
აგუგუნდებოდა. მხოლოდ მეექვსე კორპუსს კი არა, ნახევარ სევასტოპოლს
გადაწვავდა. რა თქმა უნდა, ჩვენც შევეწირებოდით, ამიტომაც მიდიოდა
მოლაპარაკება, თორემ მანამდე გადაგვივლიდნენ „ნაბოზრები“?! საქართ-
ველოს პროკურორი თუ მინისტრი მოიწვიეს, პრეზიდენტის საქმეებს ვინც
აგვარებდა, მის არყოფნაში, სახელად ბორისი! ჯოხებზე დახვეული ნაჭ-
რები დაამზადა კახამ, ბენზინით გაჟღენთილი და ისინი გვეჭირა ხელში

116
მშობლებს, ბიჭებს და მე, თავიანთი ასანთებით. ეს იყო ჩვენი თავდაცვის
იარაღი.
– თქვენ იწერთ ახლა ამ საუბრებს, ბატონო ზაურ? – ის ქალი აწიწინდა.
– არაფერს არ ვიწერ!
– აბა, ეს რა ანათებს წითლად?
– თითი გამეჭრა, ქალბატონო. ან რისი გეშინიათ, რომც ვიწერდე? თქვენ
ხომ მართლები ხართ! იმის დროც არ მაქვს, თითი შევიხვიო! – მშვიდად პა-
სუხობდა მამა, რომელიც არასოდეს იბნეოდა, მაოცებდა. როგორ მიხარია,
ასეთი მამის შვილი რომ ვარ. – მე მგონია ვაჟკაცებს ვზრდი! გამაგებინეთ,
თუ ნაძირალებს ვზრდი და მე თვითონ გადმოვაგდებ, ესეც რომ არ გაიზარ-
დოს ნაძირალა (სერგეევიჩმა ეკა დაიჭირა ფეხებით და აივნიდან გადაკიდა,
თან გააფრთხილა არ შეგეშინდესო).
– რას შვრები! ბავშვი არ გაგივარდეს! გიჟია, „სპასობნია“! – ქვევიდან ყვი-
როდნენ ეს ძალად კეთილი „ნაბოზრები“.
ჩვენ გვეცინებოდა ჩუმად. მამას ისეთი ძალა ჰქონდა ხელებში, ხუთ ეკას
დაიჭერდა. შენ თუ მაინც მომიკლავ შვილებს, აწი მე მოვკლავ, თუ არ ვვარ-
გივარ აღმზრდელ მამადო.
ქვევიდან ასევე გვეძახდნენ, სომხები ხართო. მამაც პასუხობდა „ნაბოზ-
რებს“:
– ნეტა ვიყო სომეხი, სომხეთში მოვითხოვდი თავშესაფარს, იქ უფრო
დაგვაფასებდნენ... რადგან ქართველები გავამრავლე, ამიტომ ვარ სომეხი,
შე უვიცო? ჰა, ჰა, ჰა! და შენ ქართველი ხარ? „სირები“ ესენი, კაცები მაინც
იყვნენ, – ისევ დასცინოდა იმ საცოდავებს სერგეევიჩი.
დრო გადიოდა. მამაჩემი და დედაჩემი მოითხოვდნენ უკანონოდ დაჭე-
რილი შვილების დაბრუნებას დაბნელებამდე, ასევე იმასაც, რომ დაეშალათ
უკანონოდ შექმნილი ალყა. ისინი კი უკანონოდ მოითხოვდნენ სახლის ჩხრე-
კას, რაც გაუგებარი იყო ჩვენთვის.
– თუ ჩემს სახლში მძევლად აგვიყვანეს, რატომღა მიგყავთ ცემით ჩემი
შვილები?.. – მამას ვერავინ სცემდა პასუხს დასმულ შეკითხვაზე.
– მოვიდა გაბაიძე, უსამართლო ქვეყნის მეორე რისხვა. კოდექსები ააფა-
რეს სახეში ქალაქის პროკურორ ბორიას. მოსალაპარაკებლად მხოლოდ ბო-
რია და გულიკო შემოვიდოდნენ იმის „შესამოწმებლად“, თუ როგორ ვართ
მძევლები. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ჩხრეკის უფლება საიდან
ექნებოდათ, ჩვენ არავისთან შევჭრილვართ... შემოვიდა ეს ორი ადამიანი,
ძლივს გააღეს მამაპაპურად ჩარაზული კარი, ძალიან ვიწროდ გაღებულ
კარში შემოაცურეს რიგ-რიგობით, სხვაც რომ არ შემოჰყოლოდათ ბორიას
და გულიკოს, თუმცა მცდელობა იყო, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ გარეთ
დარჩენილ „რემბოებსა“ და „შვარციკებს“.
– მობრძანდით, ბატონო ბორია, გვაპატიეთ ასეთი დახვედრისთვის, სხვა
გზა არ დაგვიტოვეთ!

117
– კარგი, ჩასწიეთ ეს ჯოხები, მე ხელცარიელი ვარ, მჯერა თქვენი, არც
მძევლები გყავთ და არც მძევლები ხართ, ჩხრეკასაც აზრი არა აქვს, ამ სახ-
ლში მე რომ დამმალოთ ვერ მიპოვიან, მეც ვერ ვიპოვი გზას, – ეუბნებოდა
მამას ბორია, რომელიც ქურთს ჰგავდა.
რომ შევხედე, გავიფიქრე, ეს ქურთია, რატომ არ ეძახიან ქურთს?
– შეგიძლიათ მომიყვეთ, საერთოდ, რა მოხდა დღეს? – იკითხა ბორიამ.
– იმედა ასეირნებდა ბავშვს ეზოში, ამ დროს მოვიდნენ მანქანით ვიღაცე-
ბი, ატყდა სროლა. არ ვიცით, ვინ ვის ესროდა, არც ჩემმა ბიჭებმა არ იციან,
შემთხევით იმედას მოხვდა ბრმა ტყვია. მანქანა გარეთ დააგდეს, ბატონო
და აწი პატრონი მოიძიეთ და დაკითხეთ! ჩვენ დაგვეტაკნენ, ამ დროს მეორე
ბიჭი, ლაშა, ტაქსიდან გადმოდიოდა, ჩასვა ძმა ტაქსიში და წაიყვანა საავადმ-
ყოფოში. მეც სამსახურიდან იქ გავიქეცი. თამუნამ დამირეკა, იმედა დაჭრე-
სო, ცოტა სანერვიულო ხომ არ არის ეს ყველაფერი, ბატონო ბორია! ვბრუნ-
დებით სახლში და თავს გვესხმით?! სად არის სამართალი, გამაგებინეთ?!
ჩემები თუ დასაჭერები არიან, ერთ შემთხვევაში დავუშვებ ამას, თუ სხვა
დამნაშავეებიც აგებენ პასუხს და არა მარტო ჩემი შვილები! ჩემი მეუღლე
გასული იყო პროდუქტის მოსატანად, ბავშვები მარტოები დატოვა და ეს ნა-
ძირალები კანონს რომ უნდა იცავდნენ, რა აკადრეს ბავშვს... გავიგებ აუცი-
ლებლად თითოეულის სახელს და „ვაკატავებ“ მაგათ, სადაც საჭიროა! თავ-
მოყვარე კაცის დას ამას რომ ეტყვი, მეორე დღეს ცოლებს თუ გაუბახებენ,
მაინც ჩემს შვილებს დაიჭერთ, არა? ვერ მოგართვით, ბატონო! ჩემი შვი-
ლები, გოგოებიც კი, ვაჟკაცები არიან. ცოცხლებს ასე ვერ „დააჩმორებთ“,
იცოდეთ! ბარემ ამოგვხოცეთ და დაგვასვენეთ, რა! როდემდე უნდა გვდევ-
ნიდნენ?! მაპატიეთ უხეშობისთვის, აღელვებული ვარ, მკაცრად მოვითხოვ
სახელსა და გვარს იმ პიროვნების...
– კი მაგრამ, რანაირად შემოვიდნენ სახლში თქვენი მეუღლე და ბიჭები?
რომ არავის დაუნახავს? – ბორია არ იშლიდა „ცელქ“ კითხვებს.
– კარგით, ახლა, ბატონო ბორია, – მამა ირონიულად იღიმებოდა, – ეგ თუ
გითხარით, სხვა დროს შანტაჟს რომ მოგვიწყობთ, ხომ ვეღარ შემოვიპარე-
ბით?!.. და თუ თქვენ არ მოგიწყვიათ, ვინც მოაწყო.
ძალიან კარგად იცოდა ყველამ, მახეს რომ გვიგებდნენ. მანქანა, რო-
მელიც დატოვეს, წამებში გაარკვია სერგეევიჩმა, თანამშრომლის რომ
იყო, მაგრამ ბორია შავტუხასთან როგორც ილაპარაკა, ასე იყო საჭირო.
თორაძეები „ბოზები“ და „ჩამშვებები“ არასდროს იყვნენ, ამიტომ სიმართ-
ლეს მამა ვერ მოყვებოდა. მეც მივედი ბორიასთან და ვუთხარი, იმ მილი-
ციელმა რომ მითხრა, შენი ძმები ღორებივით გააგორესო, თვითონ ჰგავს
ღორს, გადაეცით!.. ან როგორი მილიციაა, ასეთ ცუდ რაღაცებს ამბობს
კარგ ადამიანებზე-მეთქი, მეც ჩავაკვეხე სათქმელი, ღამე კარგად რომ
დამეძინა, მაგრამ გამაგდეს იქედან, ნუ ერევი უფროსებშიო. ალბათ, არ
უნდოდათ, ვინმე გადამემტერებინა. „ნაბოზრებმა“ ხომ არც ქალი იციან,

118
არც ბავშვი...ზუსტად ვიცოდი, როდის რა მეთქვა, არც არავის დარიგება
მჭირდებოდა, ეს ჩემში იყო, ინსტინქტი იმისა, რომ დამეცვა ოჯახი და
სიმართლე!
– ყველაფერი გასაგებია, ვეღარაფერს ვიტყვი, ჩაბრძანდით თქვენი რაი-
ონის პოლიციაში და დაწერეთ, რაც მოხდა, დანარჩენს გამოძიება მიხედავს,
თუ ვისგან მოხვდა ტყვია თქვენს შვილს.
შავტუხა ძალიან მოწყენილი იყო, ფეხი არ ჩაეტია.
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, რამდენი საქმე გიდევთ ასეთი, კიდევ რომ ითხოვთ?!
რისთვის? თაროების შესავსებად?! დააბრუნეთ ჩემი შვილები და მე ვიცი,
სად და როგორ მივხედო ამდენ უსამართლობას!
მამამ კი იცოდა, თავის ხალხს ისინი არ დაიჭერდნენ, მაგრამ იმის კი ძა-
ლიან ეშინოდა, დღეს გამარჯვებული შვილები, ხვალ როგორ მოსთხოვდნენ
პასუხს „ნაბოზრებს“...
ჩავიდა ქვევით მურთხი და მეც გავყევი დურბინდით, აივნიდან ვიყურე-
ბოდი. მთელ ცხოვრებად ღირდა იმის დანახვა, რაც მე დავინახე მტრების
სახეზე იმ ბედნიერ წამებში, როცა ბორიამ გამოაცხადა:
– დაიშალეთ და ბიჭები დააბრუნეთ ახლავე! ჯერ გაარკვიეთ, რა ხდება
და მერე სცემეთ ხალხს! არ გეგონოთ თორაძეები ასე შეგარჩენენ! რაც მოჰყ-
ვება ამ ამბავს, თქვენს თავს დააბრალეთ! – ჩვენც რომ გაგვეგო მისი ნათქ-
ვამი, ეს ბორიას ძალიანაც უნდოდა.
– აუუ, ისევ თავისი გაიტანეს! ფუ! ისევ მოიგეს! – ძალიან გულჩაწყვე-
ტილები სხდებოდნენ მანქანებში. მეც დავუმატე: დროზე! დროზე! პაატამ
გამაჩერა, არ გადაიფიქრონო.
დააბრუნეს სახლში ჩემი ლაშა და იმედა. იმდენი ვეფერე ორივეს, მეგო-
ნა „სროკი“ მოიხადეს. მოფანტული გაზეთები, რა თქმა უნდა, ჩემი ასაღები
გახდა. აღარავის ეცალა არეული სახლისთვის, მე კი ღამე ვერ დავიძინებდი,
სისუფთავის „წიკები“ მაწუხებდა. დღის 12 საათზე დაწყებული ამბავი ღამე,
10-ზე, დამთავრდა. იმედასთვის თითი არავის დაუკარებია, მილიციაშიც
იგივე ილაპარაკეს ბიჭებმა, რაც ბორიასთან მშობლებმა. ასე რომ, არავინ
დაუჭერიათ. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი დაღლილობისგან, მაგრამ ძალიან
ტკბილად დავიძინე გამარჯვებულმა.
მეორე თუ მესამე დღეს თავისი ფეხით მოვიდა „ბოზების“ გმირი იმედას-
თან და მუხლებზე დაეცა: „ბოზი“ ვარ! რაც გინდათ, მიქენითო. იმედამ აახს-
ნევინა, თუ რატომ „გაბოზდა“, რამ აიძულა. იმანაც აუხსნა, რომ „მენტებმა“
აიძულეს და ვერ გაუძლო ზეწოლას. იმედამ შამპანური გახსნა, ჭიქებში ჩა-
მოასხეს და აპატიეს ჩვენს სუსტ გმირს, რომელსაც არც მედალი ერგო ნა-
ბოზრებისგან და სახელიც შეირცხვინა. თან ტყვია მოხვდა ფეხში, ამბობდა,
მთელი ცხოვრება ვიკოჭლებ, ექიმმა მითხრაო. მამაჩემს მაინც შეეცოდა.
ვაფასებ ჩემი ძმების მიერ ასეთ პატიებას, მაგრამ არასოდეს შემეცოდება
ასეთი სუსტი ბიჭები! ადამიანმა უნდა იცხოვროს სიმართლით, თუნდაც იყოს

119
ჩვეულებრივი და ნუ იქნება იმედასნაირი ან „ჩარჩოში ჩადებულისნაირი“,
„რამკიანი“. რა აზრია აქვს არაკაცის სიცოცხლეს, ის ხომ მაინც მკვდარია...
ბადრი ხვადაგიანს რაც შეეხება, გმირი მეგობრის სტატუსი ერგო ჩემი
ძმებისგან. აი, მამასთვის კარგად მოხერხებულია ვირთხა.

ისე როგორ ჩაივლის ადამიანების ცხოვრება, რომ თავისი ნამოქმედარი,


ცუდი იქნება თუ კარგი, წინ არ დახვდეს. მამა დაიჭირეს ჭავჭანიძემ და ნანე-
ტაშვილმა (როცა დაიჭირეს, იმ ამბავს ვუბრუნდები). პირველ ქვეგანყოფი-
ლებაში ჰყავდათ, ორჯონიკიძის რაიონში. ჯიბლაძე იყო, რომელიც მამაჩე-
მის დაპატიმრებაში იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით ისიც დაადანაშა-
ულეს, რომ, როგორც კოლონიების უფროსს, დიდი რაოდენობით ნარკოტიკი
შეჰქონდა ციხეებში, მაგრამ დიდი ფულით დაიხსნა თავი და მამაჩემს, ზაურ
სერგეევიჩს, მადლობა გადაუხადა არგადამტერებისთვის, რაზეც სერგე-
ევიჩმა აუხსნა: შენ ხარ ბრმა იარაღი, შენ არ ხარ ჩემი მტერი, შენ გამოგი-
ყენეს! მან კი უპასუხა, ვაჟკაცი კაცი ყოფილხარ, ამდენს რომ ფიქრობ და
ინდობ ადამიანებსო. სერგეევიჩმა ცინიკურად გაიცინა და უთხრა, თუ რო-
გორი ადვილია სუფთა იყო და ვაჟკაცი, თუნდაც სიცოცოცხლის დათმობა
მოგიხდეს! მან კი ბოდიში მოუხადა სერგეევიჩს, თუმცა დაპატიმრების დრო-
საც მოუხადა ბოდიში და მაინც დააპატიმრა.
მამაჩემი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ თბილისში. მამა მეორე მსოფლიო
ომში დაეღუპა, დედასთან ერთად ცხოვრობდა ავლაბარში, მეტეხის №4-ში.
სერგეევიჩს არავინ ჰყავდა წინსვლაში დახმარებოდა, ხელი წაეკრა. თავისი
განათლებითა და შრომით მიაღწია ყველაფერს. სიყვარულით შექმნა ოჯა-
ხი, იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა, რომ სიყვარულის გამრავლებას არ
წყვეტდა. ზოგი კარგი გამოსდიოდა, ზოგი – ცუდი. ადამიანები, ჩვენ თვითონ
ვზრდით ჩვენს თავებს ისეთებს, როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ და ცხოვრე-
ბაც შესაბამისად მიგყვავს... ყველაფრის გათვლა რომ შეგვეძლოს, ღმერთები
ვიქნებოდით. ლოგიკურად და თეორიულად ყველამ ყველაფერი იმაზე მეტად
ვიცით, ვიდრე საჭიროა. მოცემულ სიტუაციაში ლოგიკაც და თეორიაც ჩვენ
გვემსგავსება, მართებული წესები გვავიწყდება, ამიტომ შეუვალი კრიტიკო-
სები და სასტიკები ვხდებით! ხალხი ჭრელია. თითოეული სხვის ნაკლს უკეთ
ხედავს, თავისას საგულდაგულოდ მალავს. ზოგი საკუთარ თავსაც კი არ უტ-
ყდება, შორს, ბევრი ხარახურის ქვეშ ტენის თავის უარყოფითს და სხვისაზე
უფრო მეტს ლაპარაკობს, თავისი რომ გადაავიწყდეს...
ოდესღაც, წლების წინ, სერგეევიჩი დაუნიშნავთ ქ. თბილისის ნარკო-
მანია-პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსად
ედუარდ ამბროსოვიჩის მითითებით. მალევე ხაბეიშვილსა და გაბუნიას უხ-
მიათ თავისთან სერგეევიჩი და უთქვამთ, რომ მის ადგილას სჭირდებოდათ
კავსაძე, რომელიც გადაიყვანეს ცეკას განყოფილების გამგედ, ამიტომ შენ
უნდა წახვიდე ვაჭრობის სამინისტროში, ვაჭრობის ორგანიზაციის სამმარ-

120
თველოს უფროსად, იქ სჭირდები შენს რესპუბლიკასო. ამას მამა ყვებოდა
და ამბობდა, მომიშორეს, რადგან ერთ კვირაში დიდი თანამდებობის კაცები
დავაპატიმრე და არც არავის გავახარებდიო...
ჯუმბერ პატიაშვილმა ყველა დანაპირები აასრულა: პატიმრობის შემდეგ
ავტომობილი 24-ც არგუნა, პარტიაშიც აღადგინეს, რა თქმა უნდა, დრო გა-
უწელეს ოთხი თვე მაინც ალოდინეს, როგორც ყველაფერს წელავდნენ ნო-
მენკლატურული კასტის ხელქვეითები, თორემ არ მგონია პატიაშვილს ან
შევარდნაძეს ნდომებოდა ცუდი პატიოსანი ზაურ თორაძისთვის. კომუნის-
ტების დროც მოვიტოვეთ უკან და აი, დადგა საქართველოს თავისუფლების
ხანა, როდესაც რუსის ჯარი აღარ იყო საჭირო, ჯარი თვითონ შექმნეს ქარ-
თველებმა. სულერთია, ვისი დახმარებით გაჩნდა სხვადასხვა შეიარაღებუ-
ლი დაჯგუფება: „თეთრი არწივი“, გვარდია, „მხედრიონი“ და ვინ მოთვლის,
კიდევ რამდენი დასახელების ჯგუფი არსებობდა, რომლებიც ქვეყანას უნდა
გამოსდგომოდა, მაგრამ მაინც ცხადდებოდა ხოლმე დროდადრო კომენდან-
ტის საათი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უბრალო მოქალაქე აღარ რჩებოდა.
ყველა იძულებული ხდებოდა შესულიყო რომელიმე სამხედრო გაერთიანება-
ში. ძმებმა თორაძეებმა სასტიკი უარი განაცხადეს, რადგან ეს, მათი აზრით,
ადამიანურ სიკეთესაც ეწინააღმდეგებოდა და „ქურდულ-კაიბიჭურ“ გაგე-
ბასაც. თორაძეები მდიდრებს ართმევდნენ და ღარიბებს ურიგებდნენ, სხვა
დანარჩენი დაჯგუფებების წევრები, მართლაც, რომ ცუდად იყენებდნენ სა-
ხელს. მათი ხალხს ეშინოდა ძალიან, ქურდული სამყაროსთვის ჩვეულებრივ
„ნაბოზრებად“ ითვლებოდნენ და, რაც მთავარია, ისე სწრაფად იქმნებოდა
ახალ-ახალი ოფიციალური დაჯგუფებები, რომ ხალხი ვერც ფიქრს ასწრებ-
და და ვერც ქმედებას, ზოგი მათ მსხვერპლად იქცეოდა და სიცოცხლეს ეთ-
ხოვებოდა, ზოგი მკვლელი ხდებოდა...

მყავდა ბევრი მეგობარი, ამხანაგი, ნაცნობი, რა თქმა უნდა, უბანშიც და


სკოლაშიც, მათ შორის ერთ-ერთი – გამორჩეული. ეს იყო ჩემი საუკეთესო
მეგობარი მაია მენთეშაშვილი. დიდ დროს ვატარებდით ერთად, ორი სარ-
თული გვაშორებდა ერთმანეთს. ზვიად გელოვანის ძმა, გიორგი, უყვარდა,
როგორც მახსოვს, სიყვარულის თემამ დაგვაახლოვა ძალიან. ბევრ გოგოს
ჩემი ძმები ან ძმების ძმაკაცები უყვარდათ, ამიტომ კიდევ უფრო სასურვე-
ლი სამეგობრო ვხდებოდი გოგოებისთვის. მე კი ბიჭებთან მიყვარდა ძმაკა-
ცობა. პაატას ძმაკაცები ჩემი ძმაკაცები იყვნენ, განსაკუთრებით, ჯაყელა,
სანჩო, ჯუნა, ხისთავები... ეზოში დიდი კაკლის ხე იდგა, რომლის ძირშიც
კაცები დომინოს თამაშობდნენ ან კარტს, ან სვამდნენ. მე, სანჩო და ჯაყელა
კი იმავე ხის ქვეშ ერთმანეთს საიდუმლოებს ვანდობდით, რაც არასდროს
წინ არ დაგვხვედრია არცერთს, პაატასთანაც კი.
სახლის ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა, ჩვეულებრივი დღე იყო, შემოდგო-
მა იქნებოდა.

121
– თამუნა მინდოდა.
– მე ვარ, რომელი ხარ? – ცოტა გამიკვირდა ბიჭის სასიამოვნო ხმა, თა-
ნაც უცნობის.
– შენი გაცნობა შეიძლება? – ამ სიტყვამ ხომ სულ შემაშინა და გავიფიქ-
რე, რომ ვიღაცას ნაღდად ათი თავი აქვს.
– კი, ოღონდ აქედან ვერ ვილაპარაკებ ახლა და... რა გქვია? – ვკითხე
ცოტა დაბნეულმა.
– ირაკლი, ლაპარაკი მინდა და როგორ დაგელაპარაკო?
– დაქალთან ვიქნები ათ წუთში და იქ დამირეკე 23-№-№...
მივეცი ნომერი, ძალიან გაუხარდა. იმ წამსვე დავურეკე მენთეშას და
გავაფრთხილე, ვიღაც ირაკლი დარეკავს, ნომერი მჭირდება! სასწრაფოდ
ჩართე ჩამწერი! მე ვერ გამოვალ ახლა სახლიდან და შენ უნდა იყოჩაღო,
ჯერ ჩვეულებრივად უპასუხე, რომ დარეკავს და უთხარი ხუთ წუთში გად-
მორეკოს ან ათში, ვითომ გზაში ვარ, რომ დავრწმუნდეთ უეჭველად მაგის
ხმასა და ტელეფონის ნომერში-მეთქი. მენთეშას ჩამწერი აპარატი ჰქონდა.
ტექნიკურად ძალიან დახვეწილი ჯერ არ არსებობდა და ამიტომ დარეკვისას
ხვდებოდი, ჩამწერი ვისაც ედგა სახლში...
– კარგი ჩავიწერ, ვინ არის ასეთი უშიშარი, მაინტერესებს. მენთეშაც
აზარტშია, ვიცი მოხერხებულია და საქმეს ხუთიანზე თუ ვერა, ოთხიანზე
მაინც გააკეთებს. მართლაც, დააფიქსირა ირაკლის ნომერი და აი, სახლში
ისევ რეკავენ...
– უხ, შენ ვინ ყოფილხარ! როგორ გამაცურე, არ გამწირო, არ უთხრა არა-
ვის, თან შენი თავი არ გეგონოს მარტო ჭკვიანი, მეც სხვისი ტელეფონით
დაგირეკე! – მითხრა და დამიკიდა ყურმილი. დავიბენი, თუ ვინ იყო და რა უნ-
დოდა საერთოდ, ნომერი ფურცლის ნაგლეჯზე მივაწერე და სახელის ნაცვ-
ლად კითხვის ნიშანი მივუწერე. ვცადე, დავრეკე ერთხელ, ქალმა მიპასუ-
ხა, ირაკლი არავინ ცხოვრობს აქო, ვინ გამოიყენა თქვენი ტელეფონი სულ
ახლა, წუთების წინ-მეთქი, რაზეც მიპასუხა მილიონი მეზობელი შემოდის და
აბა, მე რა ვიციო. მეც შევეშვი. სახლში ამას როგორ მოვყვებოდი, არასოდეს
მდომებია, ჩემ გამო ვინმე მოეკლათ. მე კიდევ მიყვარდა ჩახლართული ამბე-
ბის ძიება და ახალი საქმე გავხსენი ჩემს თაროზე. დრო გავა და გავარკვევ
უკეთ, ცოტა მიმივიწყოს ირაკლიმ...

1991 წელი იყო ისევ, 24 სექტემბერი, ეზოში „როლიკებით“ ვერთობოდი


სახლის წინ, როცა ორი მანქანით ჩემი ძმები შემოცვივდნენ და მიბრძანეს იმ
წამსვე სახლში ასვლა. არც მიფიქრია შეპასუხება, მორჩილად ავედი სახლში,
ინტერესი მკლავდა, თუ რა შეემთხვათ. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია,
შესვლისთანავე დაიწყეს ერთმანეთში ლაპარაკი, მშობლებიც გაერივნენ...
ზაზა, კახა, ლაშა, იმედა და ზვიად გელოვანი ორი მანქანით მიდიოდნენ სად-
ღაც, დედამ სთხოვა ბიჭებს ხელოსნები რუსთაველის მეტროსთან დაეტოვე-

122
ბინათ (რემონტი მიმდინარეობდა სახლში). გზად, კალანდაძეზე, უბნელებმა
სტვენით გააჩერეს ძმები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა არასდროს
ჰქონიათ და თან „ვზროსლებად“ ითვლებოდნენ.
– გავიგეთ, რომ ვიღაცას აწუხებთ!
– ვინ ვიღაცას?
– ნუ, ჩვენი ახლობლის ვიღაცას.
– ჩვენ არავის არ ვაწუხებთ და თუ ვაწუხებთ, ესე იგი, ეგრეა საჭირო!
წესიერად ამიხსენი, ძმაო, რა გინდა და თუ დასათმობია რამე ან ვინმე, უბნე-
ლები ვართ, „კაი ბიჭები“ ვართ ჩვენ, ძმაო და ყველაფერი ლამაზად და კარ-
გად უნდა გავაკეთოთ! – უპასუხა კახამ.
– ვინც არი რა და ჩვენ გამო ხომ არ გაანებებდით იმ ვიღაცას თავს?! იმის
დედაც... მარა მაინც!
– რა „ბაზარია“, ვერ ვიგებ! აბა გასაგებად ახსენით, ბიჭებო!
დაახლოებით ოცი ყოფილან, თუ მეტი არა, ეგრეთწოდებული მომავალი
„ბოროტები“, მალევე შეირქვეს ეს სახელიც, ისე ახსენებდნენ. „მუსტაფა“,
ნიკა დევდარიანი, ლერი სულაბერიძე, „გვაჯი“ და... – ეს სახელები დამამახ-
სოვრდა, რადგან მერეც მსმენია ხშირად. თორაძეები მიხვდნენ არავისზე
რომ არ იყო „ბაზარი“ და ეს ყველაფერი ერთმანეთთან დასაჯახებლად მო-
იგონეს იმათ, ვისაც ეს აწყობდა.
– ანუ რა უნდოდათ, კახა? – მამას უნდოდა, რომ დაეზუსტებინა.
– რა ვიცი, სერგეევიჩ, ალბათ, „უტყდებათ“, ვერაზე კაი სახელი გვაქვს.
ეგენი კიდე ახლა ცდილობენ სახელის მოხვეჭას, სულგუნსა და პამიდორზე
გაზრლდილები გამოეყარნენ ქუჩაში და იმას სწავლობენ, რაც ჩვენ დაბადე-
ბიდან თანდაყოლილი გვაქვს!
– ჰოდა, ახლა დროა, თქვენ დაივიწყოთ ქუჩა და საქმეს მიხედოთ! მამა
ხარ, კახა შენ და შენც, ზაზა!
– კარგი რა, მამა, რა! ერთხელ შეგიძლია გაგვიგო ჩვენც და არ გვაგინო?
მივდიოდით ჩვენთვის წყნარად, ვიღაც „სირი“ გვისტვენს!.. „ვაფშე“ რომ გა-
ვაჩერეთ მანქანა და იქვე არ გადავუარე, მანდ შევცდი! – კახა გაბრაზდა.
– არა, ძმაო, ეგრე არ არის სწორი, ჯერ უნდა მოუსმინო ადამიანს, მისცე
შანსი, გაიგოს, ვინ ხარ შენ და თუ „ნაბოზარია“ და აწყობს ომი შენთან, არც
მერეა გვიანი „გაჟიმვა“ – აგრძელებს იმედა.
– ვახ! თქვენმა „ქურდულმა“ და „შავმა გაგებამ“ ხომ გამათეთრა უკვე! –
გაბრაზდა მამა.
– მოკლედ, ვლაპარაკობთ და ლერი სულაბერიძე მოვიდა.
მანამდე გვაჯი ამბობს, თუ ჩვენ გამო არ დათმობთ ვიღაცის შეწუხებას,
უსიამოვნება მოხდებაო. ამ „ბაზარში“ ვიყავით, ლერიმ რაღაც უსიამოვნება
გავიგეო, შემოგვეჭრა, – ყვება კახა.
მეც ვუთხარი, დადექი გვერდით და მოისმინე, თუ გაინტერესებს-მეთქი.
იმან გამომიქანა და მწყვიტა. მე სანამ ამოვიღე იარაღი და დავუშინე, ლაშა

123
მანქანის საბარგულში რაღაცას ჩალიჩობდა, ეგრევე კანისტრა „ხია“ სახეში
ლერი სულაბერიძეს, კახამ „გვაჯის“ ესროლა და დაიჭრა. სროლა ავტეხეთ
და გაიქცნენ, სადარბაზოებში შეცვივდნენ, ყვებოდა გაკვირვებული იმედა.
– და აი, აქ ვართ ახლა, სერგეევიჩ, ან „ძაღლები“ მოვლენ ისევ, ან არ
ვიცი, ეგენი რა კატეგორიის ხალხია?.. გამოჩდება რა, აქამდე წყნარი ბიჭები
იყვნენ, „მამიკოს კაიშვილები“ (თან იცინიან). რამ „გააბლატავა“, ახლა გავი-
გებთ! – გააგრძელა ზაზამ.
– თან „კაიბიჭური“ არ ერია მაგათ საქციელში, – ვერ ინელებს იმედა.
– თქვენ რას აპირებთ? იმედია, თქვენ არ ჩააკითხავთ! ესეც ჩაწყობილ-
მოწყობილი ამბავია, შვილებო, მე თქვენ გეუბნებით, ცუდი დრო მოდის! ბევ-
რი მკვლელობა მოხდება, „შავებს“ და „ვითომ შავებს“ გაწმენდენ. კომუნის-
ტების შემოგდებულია ქურდების თემა და თან წაიღებენ. რატომ არ გჯერათ
ჩემი არასდროს! მეშინია, თქვენც არ მოჰყვეთ წმენდაში და მთელი ოჯახი,
– ანერვიულდა მამა.
– მამა! რა გინდა, ტო? დავიჩაგროთ?! რას ვაშავებთ? მდიდრებს ვართ-
მევთ, ღარიბებს ვაძლევთ! – ერთხმად უპასუხეს ბიჭებმა მამას.
– შენ რა, ღმერთი ხარ? რას ანაწილებ მდიდრისას? იმას თავისი აქვს და
შენ შენი ნაშრომი მიეცი გაჭირვებულს! თუ გგონია, მადლია და სიკეთეში
ჩაგეთვლება წართმეული?! – ჩაერია დედაც.
– ღმერთმა ადამიანებს დავალება მისცა დედამიწაზეც – უსამართლო სი-
ტუაციების შესწორება. არა მგონია, ცოდვა იყოს, – შეეპასუხა კახა.
– ჩვენთვის ჩვენს უბანში, ვერ გვისუნთქია? ჩვენთვის მოვდიოდით ჩვე-
ნივე უბანში და ვიღაც გვისტვენს, ჯერ როგორ არ გიკვირს, მამ, მაგაზე რომ
არ „წავკუზე“ იქვე? იმდენი იძახე, წყნარად იყავითო, რომ ვცდილობთ მარ-
თლა და ამიტომ ვეცადეთ არასწორ საქციელზე მაინც გველაპარაკა და აი,
ხომ ხედავ, ამას რაც მოჰყვა, – ბრაზობდა იმედა.
– „იმენნა“ გამოგვიწვიეს, – ჩაერია ლაშაც.
– ჰოდა, მაგის მეშინია! ეგენი არ არიან „შავები“, შვილო, ეგენი არიან მოგ-
ზავნილები. შენ „კაიბიჭურად“ მოიქცევი, ისინი ითამაშებენ „კაიბიჭობას“ და
პასუხის მომთხოვნიც არავინ ეყოლებათ.
– ვინ, ბიჭო! ქურდები არასწორ საქციელზე „მოტყნავენ“! – ხმას უწევს
იმედა.
– რა ვქნათ, მამა, „დავიჯვათ“?! ვინც გინდა ის იყვნენ, ჩვენ არაფერი შეგ-
ვშლია, თვითონ შეეშალათ და მიიღეს!.. თუ ბოდიშს არ მოიხდიან, უფრო მა-
გარს მიიღებენ, – გამწარებულია კახაც.
– მე არ გეუბნებით, რომ დაიჩაგროთ, კაცებად გაგზარდეთ და მე თქვენი
მჯერა. ერთი, რაც მინდა შეიგნოთ, ის არის, რომ ნუ გგონიათ ყველა თქვენა-
ირი ვაჟკაცი! ბევრი „ნაბოზარი“ ვიცი მე ქურდის ტყავში გახვეული!
– ეეეეე, რას იძახი! გაჩუმდი, მამ, რა!
– ეეე, არ უნდა მაგას! შენ კიდევ ბევრი არ იცი და, როცა გაიგებ, გვიანი

124
არ იყოს!.. ეს შენ არის რომ ცხოვრობ კრისტალივით. მე მინდა, რომ თქვენც
ისწავლოთ ცხოვრებაში თამაში და, სადაც საჭიროა, ქურდულიც დაივიწყოთ.
– აუ, როგორ ატრაკებ ახლა (იმედამ პირველად აკადრა მამას)! ნელ-ნელა
„გვაბოზებ“, „კაროჩე“!
სიცილში გადაიტანეს ბიჭებმა დაძაბული საუბარი. საერთოდ არ ესმო-
დათ, რას გულისხმობდა მამა. არც მე მესმოდა, მეგონა, რომ მამა იყო და
შიშმა შეიპყრო, რადგან ჩვენზე მეტი იცოდა, მეტი ჰქონდა ნაცხოვრები და
გადატანილი, მაგრამ, აბა, იმედას, ქურდებზე შეყვარებულს, რას გააგები-
ნებდა, ან დათა თუთაშხიაზე შეყვარებულს?! მას ქურდები ჰერკულესები
ჰგონია და სწორიც ეგაა მისთვის...
– მე ვატრაკებ არა!? შენ ერთხელ „გაგეჩითება“ ვითომ ქურდი, დაუჯე-
რებ და მე მაგის მეშინია. შენ ასე რომ გწამს კაცური სისუფთავის, ნახავ,
რომ ტალახში აღმოჩდები. კარგია, თუ რამე უბედურებას არ გადაეყრები და
მსუბუქად თუ ჩაივლის იმედგაცრუება. ვაითუ, ვეღარაფერი შეცვალო, ისე
ინანო და ისეთ დროს ინანო თან! – მამას არ ეზარებოდა შვილების დარიგება.
– აუუ, ამას არ ესმის არაფერი რა! წამოდით, იქით გავიდეთ, არ ღირს
ამასთან ლაპარაკი, სულ სხვის მხარესაა რა! – იმედას სწყინს მამის მხარდა-
ჭერას რომ ვერ გრძნობს.
მამამ მოსვენება დაკარგა, არავინ არ უჯერებს... საღამოც მოვიდა, ორი
ტიპი გვესტუმრა სახლში, ერთი ბერდია ქარცივაძე, რომელმაც გაახარა
თორაძეები, „ქურდად მოვინათლე“, ახლა ჩამოვედი რუსეთიდან, პაატა ჩლა-
იძემ მომნათლაო (ცნობილი ქურდი და პატივსაცემი პირი იმ წრეში). იმედა
კარგად იცნობდა ბერდიას, მრგვალ ბაღთან ცხოვრობდა. მასთან ნამყოფი
იყო. მეორე, ოთარ ხუციშვილი, რომელიც ჩემს ძმებზე საკმაოდ დიდი იყო
და კახასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა (ალბათ, ერთად „უკაიფიათ“, ჩემი
აზრით!). დაიჯერეს ამ ორი ნაცნობის, რომლებსაც აინტერესებდათ, თუ რა
მოხდა კალანდაძეზე, თან ვინ გაბედავდა იმ დროს ქურდობის დაბრალებას
ან ქურდად თავის წარდგენას?! ვინ გარისკავდა, თუ არა „ნაბოზარი“?! ასეთი
ხალხი სასტიკად ისჯებოდა ქურდებისგან.
ბერდიამ და ოთარამ მოისმინეს მომხდარი თორაძეებისგან, რამაც ორივე
შეაწუხა.
– უდავოდ მართლები ხართ, უბნელები ხართ, რატომ უნდა იყოს ცუდი
„ატნაშენია“. მე თქვენც გიცნობთ, „კაი ბიჭები“ ხართ და ისინიც. ეს ჩემი პირ-
ველი საქმეა და მე მოვაგვარებ, ხვალ შევხვდეთ უიარაღოდ, თქვენ თქვენსას
იტყვით, ისინი – თავისას, მისაღები მიიღებს და ამით დამთავრდება ყველა-
ფერი ჯიგრულად, მერე თქვენ გადაწყვიტეთ, იძმაკაცოთ თუ არა იმათთან!
მტრობა მაინც არ გექნებათ ერთმანეთში, ან რა გაქვთ გასაყოფი, თქვენც
„კაი ბიჭები“ ხართ და ისინიც, არ ვიცი რატომ შეეშალათ, რასაც გისმენთ
ერთი შეცდომა არაა დაშვებული თქვენგან და რატომ იყვნენ შარზე, ამის
ახსნა მოუწევთ, – „აწვებოდა“ „ქურდულს“ ბერდია.

125
– და შენ დგები „ატვეჩაიში“, რომ ისინიც უიარაღოდ მოვლენ? – ეჭვით
ჰკითხა იმედამ.
– იმედ, რას ეკითხები, კაცი „ქურდად მოინათლა“! – გაკვირვებული ეკით-
ხება ოთარა.
შენ კი მოინათლე ქურდად, მაგრამ მაგათ რისი სწამთ, ეგაა საკითხავი,
მაგათ საქციელში „კაი ბიჭობის“ ნაპერწკალიც არ ერია! – იმედა ისევ უბრუ-
ნებს შეკითხვას.
– ხო, მართალი ხარ, იმედ, „ბაზარი“ არაა, მაგრამ, რადგან მე ჩამრიეს,
მაგათაც იმის სწამთ, რისიც შენ, „ქურდულის“ და „კაიბიჭურის“. ისინიც
დარწმუნდნენ თქვენს ვაჟკაცობაში, იმათაც არ უნდათ თქვენთან ომი და
მთხოვეს შეგარიგოთ, თუ თქვენ რამე პრეტენზია გაქვთ? – ქურდი ბერდია
არწმუნებს ძმებს.
– თუ მისაღები მიიღება, მომხდარს ახსნიან, „აბეჟნიკები“ არ ვართ ჩვენ,
ძმებო! „კაი ბიჭები“ ვართ! – იმედამ თქვა და კახამ შამპანური გახსნა. ერთით
ოჯახის შესვეს, მეორით ბერდია დალოცეს და მესამით – „კაი ბიჭები“.
– მოკლედ, ხვალ ხიდთან შევხვდეთ დილის თერთმეტ საათზე. ჩემთან
სახლში ავიდოდით, მაგრამ ოჯახი მაინც წმინდა კერაა, „ქუჩური“ ქუჩაში
დავტოვოთ სჯობია, – გააგრძელა „ბაზარი“ ბერდიამ.
– ხო, რა თქმა უნდა, – დაეთანხმა კახა.
– ძმებო, თქვენი იმედი მაქვს, არ გადამახტეთ თავზე და უიარაღოდ მო-
დით! მე გაძლევთ პირობას, ისინიც უიარაღოდ მოვლენ. როგორ უნდა გადა-
მახტნენ, ეს არის გამორიცხული!
ბერდიამ სახლიდან გასვლის წინ კიდევ შეახსენა ძმებს და მთელი სიმ-
კაცრით არწმუნა... გააცილეს სტუმრები. საშინლად ამაყი ვარ, ეს რა მაგარი
ძმები მყავს, ეეე, რატომ ვარ გოგო რა?! როგორ მინდა, მეც შემეძლოს სიტყ-
ვის ჩაგდება. დასხდნენ ხვალინდელის და დღევანდელის გასარჩევად.
– ეს შეკითხვა უნდა ჩამაკვეხებინოთ: თუკი კაცს იარაღი უდევს და ეში-
ნია თავის ვერგაკონტროლების, ისიც „კაი ბიჭია“?.. თუ მაგის დედებს შევე-
ცილე ლობიოს ჭამაში?! მე, ასე ვიგინებოდი, რომ არ წამჩხუბებოდნენ.
– მაგათი დედები! რატომ გჯერათ ბერდიასი? ვინაა საერთოდ? თქვენი
გატყუება უნდათ, ძმების, უიარაღოდ, ერთად, თან ყველასი, არა?! ყველანი
რომ ჩაგხოცონ ერთად, არა!? მეც წამიყვანეთ, შორიახლოს გავჩერდები და,
თუ რამე მოხდა, მე იქ ვიქნები! – მამას ასეთი რაღაც არასდროს უთქვამს.
– აუუუ, რას იძახის, უსმინეთ რა! – გაგიჟდა იმედა.
– ხო ნუ, რაღაც აბსურდს ლაპარაკობს! – აჰყვა იმედას კახაც.
– ჩემი არ გჯერათ და ვიღაცა „ფედარასტის“ გჯერათ?!
– ქურდია, მამა, ქურდი! ხვალ რომ რამე მოხდეს, ზეგინდელი დღე აღარ
მოვა?! თუ მართლა გგონია, „დაგვბრიდავენ“?!
– აუუუ, ამ „დაბრედვას“ ისე ახსენებთ, გეგონებათ ცხრა სიცოცხლე გქონ-
დეთ კატებივით. ისე, კატებიც „ქურდები“ არიან? – გამოვედი სიტყვით მე.

126
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა... არა, რა „ქურდები“, – დამცინეს.
– ძმაო, ვირთხებს დასდევს და ძაღლებს გაურბის, მეტი რა ქნას?! – ავუხ-
სენი და მომაყარეს სიცილი.
– ეს ბავშვიც გამიგიჟეთ არა? – მამა და დედა ერთხმად ბრაზობენ.
– ნუ გეშინია, სერგეევიჩ, ქურდი მაინც ვერ გახდება, გოგოა, – დააწყნარა
ზაზამ.
– რატომ ვითომ? მე არ მინდა ქურდობა, მაგრამ რომ მომინდეს, გავხდე-
ბი! – განვაცხადე ამაყად.
– ქალები ვერ გახდებიან ქურდები! ქურდებს არ ტყნავენ! – უხეშობს
ზაზა.
– აუფ, კაცებს შეუძლიათ, იმიტომ რომ არ „ტყეპავენ“ ტაკოში? აბა, „ცის-
ფრები“ რას შვრებიან? ჭადრაკს ეთამაშებიან ერთმანეთს? – არ ვწყნარდები
მე.
– აი! ბავშვმა რა ჭკვიანური შეკითხვა დასვა, იქნებ დაფიქრდეთ, ეს „ქურ-
დულიც“ სათავისოდ ტრიალებს! ძალიან საეჭვოა უიარაღოდ მისვლა, ასე
რომ მოითხოვდა ბერდია, რამ გამოგაშტერათ! – გიჟს ჰგავს მამა, – ერთი
თხოვნა მაინც შემისრულეთ, ცხოვრებაში ერთხელ, მიგრძნობს ეს გული სა-
შინელებას და ნუ წახვალთ სულყველა!
– კაი, რა გინდა, მამ, გვითხარი?!
– ერთხელ დამიჯერეთ ცხოვრებაში, არ წააგებთ, წავიდნენ ზაზა და იმე-
და, კახა და ლაშა დარჩით სახლში! – სთხოვა მამამ.
– ეგ რა მოიგონე ახლა? ზვიადიც უნდა იყოს, ეგეც იყო გუშინ, კალანდა-
ძეზე ვინც ვიყავით! წესით, ყველანი უნდა დავესწროთ „ბაზარს“, – ახმაურდ-
ნენ იმედა და კახა.
– არა, მამა, თქვენ ძმები ხართ და შეგიძლიათ ერთმანეთზე აგოთ პასუხი,
ერთ ჰაერს ყლაპავთ, ხომ ასეა?
– კი, ასეა, მამა! რაღაც „პონტში“ მართალს ამბობს, ხომ არ დავუჯეროთ?!
– კახამ ძმებს გადახედა.
– ორი ძმა რომ მიხვალთ და იციან სამი ძმა სახლში გელოდებათ, ვერ
გაბედავენ თქვენს დახოცვას, შვილო, შეეშინდებათ სახლში დარჩენილების,
ხელცარიელები რომ მიხვიდეთ ყველანი, ვისიღა შეეშინდებათ, ჩემი? მე რა
ვიცი სახეები ყველასი, თორემ მე მივხედავდი მაგათ! გამარკვიეთ კარგად
ყველაში და რა გინდათ, მე მივხედავ სათითაოდ ან წამიყვანეთ „რაზბორკა-
ზე“, „ჩავხდი“ სათითაოდ! – ამას მოჰყვა სიცილი, ხმაური – სერგეევიჩი ქურ-
დულ „რაზბორკაზე“!..
– მოკლედ, მართალია, იმედ, ეს კაცი, „გვაჯიც“ მე დავჭერი, ჩემი მუღამი
ექნებათ. ლაშამ კანისტრით „მოაძრო“ სახე ლერი სულაბერიძეს, შენზე, ზა-
ზაზე და ზვიადაზე არ იქნებიან გაღიზიანებულები და „კაკრაზ“, „იბაზრებთ“,
გადაწყდა, მოკლედ! – გადაწყვიტა კახამ.
– აი, ნახავთ, არ ინანებთ! – კმაყოფილია მამაც.

127
მამას მთელი ღამე არ სძინებია. საშინლად ნერვიულობდა, არც დედა და-
აძინა და არც მე. იბორიალა მთელი ღამე და თავისთვის ლაპარაკობდა, არა-
ვინ რომ აღარ უსმედა. აი, მოვიდა დილაც, თერთმეტზე შეხვედრაა, ვერის
ხიდთან. 30 წუთით ადრე იმედამ ბერდიას დაურეკა.
– გაუმარჯოს, იმედა ვარ!
– გაუმარჯოს „კაი ბიჭებს“!
– ბერდო, კიდე გეკითხები, გუშინდელი „ბაზარი“ ძალაში თუ რჩება და
რამე თუ მოხდა...
– ხო, იმედ, რას მეუბნები, ძმაო (თავი შეურაცხყოფილად იგრძნო), შე-
ურაცხყოფას მაყენებ? რას ჰქვია „გადამახტნენ“? ხო დავხოცე სულ ყველა
მერე! იმედ, შენ არ გადამახტე და ამათ ჩემს თავზე ვიღებ.
– გასაგებია, ბერდო, თერთმეტზე დანიშნულ ადგილზე, დროებით!
ეტყობა, იმედასაც ეხამუშება ხელცარიელი მათთან შეხვედრა, მაგრამ
„ქურდული“ სიტყვაა და მორჩა! სასწაული კი ის იყო, „ლისიჩკაც“ რომ ამო-
იღო ჯიბიდან ცხოვრებაში პირველად და ოთახში დატოვა დანა, რომელიც
ბავშვობიდან თან დააქვს, დანა, რომელიც ნებისმიერი ზომისა და წონის
ადამიანს „დააგდებს“, რადგან დანაზე კარგად იმედა ჭამის დროს ჩანგალს
ვერ ხმარობს და ვერც კოვზს, რაზეც მამას სულ გული გაუსკდა. იცოდა
მამამ, გამწარებული იმედო დანით რამეს შეძლებდა, ახლა კი სულ შიშველი
ხელებით მატყუარა ნაძირალებს ხვდება!
– შვილო! თუ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც შენ გგონია, ხომ ვე-
რავინ გაიგებს, თუკი „ლიმონკას“ ჩაიდებ შარვალში? და თუ მახეა, კაცურ
სიტყვას თუ თავზე გადაახტნენ, ხომ ამოიღებ და „აწევ ჰაერში“ „ნაბოზ-
რებს“, ან შეაშინებ მაინც! მოდი, მამა, ჩაიდე „ლიმონკა“!
შოკირებული ვუყურებ მამას, იარაღებსა და დანებს უქრობდა ბიჭებს და
ახლა კი „ლიმონკას“ აწვდის! ღმერთო, არ გამწირო, გთხოვ!
– მამა, მე ჩემი სიტყვა კაცურად უნდა შევასრულო, გაუშვი, იყვნენ „ბო-
ზები“ და არაკაცები, ხვალინდელი დღე ხომ მოვა! – იმედა არ იშლის თავისას.
– ვახ! გასკდა გული! ეგ მანერვიულებს, ეს ხვალინდელი დღე მოვა?! სა-
საკლაოზე გაცილებთ! მამა ვარ ახლა მე?! ვიცი, „პროჭობა“ დაგეგმეს და წინ
ვერ გიდგებით!
– კაი რა, მამ, ჩვენ ხომ საომრად არ მივდივართ!
– არ ვიცი, ეგ უნდა მამშვიდებდეს, თუ მაშინებდეს?! ღმერთმა ქნას, კა-
ცურად ჩაიაროს ამ ყველაფერმა, თუმცა ზუსტად ვიცი, მახეა! ასე რამ და-
გაბრმავათ, ვერ ვხვდები!
– „ვსიო“, წასვლის დროა! წავედით, სერგეევიჩ, აი, ნახავ, ყველაფერი
კარგად იქნება... – თვალი ჩაუკრა მამას იმედამ და გავიდნენ.
ფანჯრიდანაც გავაცილეთ ძმები მე და მამამ. ჩასხდნენ ზაზას „ფორდში“
ზვიადი და იმედაც. ხიდთან მისულებს ბერდია შეეგება:
– ძმებო, ჩემს სახლში მივიდეთ, მარტო ვარ და სახლში ვილაპარაკოთ,

128
მაინც შინაურული „ბაზარი“ შედგება, შინაურები ვართ, გელოდებით სახლ-
თან, ხომ არაფერი წამოგიღიათ?!
– რას მეკითხები, ბერდო, მე ჩემს სიტყვას არასდროს ვახტები (იმედოს
ეწყინა)!
მივიდნენ ბერდიას სახლთან თორაძეები და გელოვანი, გააჩერეს მანქანა
და შევიდნენ მრგვალ ბაღთან მდებარე კორპუსში (ბერდიას კორპუსში).
ბერდიას სახლიდან, ზედა სართულიდან და ასევე სადარბაზოდან 30
სული, თუ მეტი არა, თავს ესხმის თორაძეებსა და გელოვანს, ავტომატის
კონდახებს ურტყამენ თავში, ტენიან მანქანაში და აჰყავთ წყნეთში, მუხლებ-
ზე ადებენ იარაღს ვაჟკაცებს და მოითხოვენ „ნაბოზრები“ ბოდიშს კალანდა-
ძეზე მომხდარის გამო.
– ბოდიში მოიხადე, თორე დაგაკოჭლე!
– კოჭლიც შენზე ვაჟკაცი ვიქნები! დამბრიდე, შე „ნაბოზარო“! ხვალ
მაინც „მოგტყნავ“ ამ საქციელისთვის! – გიჟად იქცა იმედა.
– მოკვდეს და დაკოჭლდეს! – თან ესვრიან მუხლებში ძმებს.
– მკვდარიც და ცოცხალიც შენზე ვაჟკაცი ვიქნები, შე „ბოზო“! – არ
წყნარდება იმედა.
გელოვანს ერთი ტყვია თავიდანვე მოხვდა ფეხში. პირველ გასროლაზე
იმედას გადაეფარა, თითოს 15 კაცი იჭერდა და დანარჩენი მოქმედებდა. იმე-
დას შეშინება გაუჭირდებოდათ, რომელიც არ ჩუმდებოდა: „ბოზებო“, დაგ-
ხოცავთ!
–„გაგაპიდარასტებთ“, ბიჭო! – „ნაბოზრები“ არ ჩერდებოდნენ.
– ყლეს ჩაგიდებ პირში, შე პიდარასტო მწოველო! – უშვერი სიტყვებით
იგინება იმედა და უკან არ იხევს.
– ჩემს ძმას თავი დაანებეთ! მოდით აქ და მე მიქენით, რაც გინდათ! – ვერ
აჩერებენ ზაზასაც.
ძმები ერთმანეთს შეძლებისდაგვარად იცავდნენ სიტყვიერად. იმედას
კაცურად სიკვდილის არ ეშინია, იმისთვის მოვიდა დედამიწაზე კაცად, რომ
კაცადვე მიბარდეს მიწას! – ეს იმედას სიტყვებია.
ყველაზე აქტიურები: ლერი სულაბერიძე, გიორგი რამიშვილი, ანუ ზარა-
ლა! ნიკა დევდარიანი და სხვა ბევრი „ნაბოზარი“ იყო იქ! მათ თავადვე უთხ-
რეს თორაძეებს, რომ მიზეზი არ ჰქონიათ წინა დღეს და რომ „აბეჟნიკები“
არიან.
– ის სად არის, ის „გვაჯი“ რომ დაჭრა შენმა ძმამ, კახა?
– გეშინოდეთ, „ბოზებო“, დღეიდან ცხოვრება! დედებს მოგიტყნავთ! -
იმედას ყველა შეგინებაზე მუხლში ტყვიას ესროდნენ.
ცარიელი მანქანა დაუცხრილეს, რაზეც ერთ-ერთს უთქვამს, ზარალი
ხარ, რა ტყვიებს აფუჭებო. მანქანიდან მაგნიტოფონი დინამიკებით, კასეტე-
ბი, ფული და სანთებელაც კი წაიღეს, მერე კი უთხრეს, ახლა დაიხოცეთ აქო
და წავიდნენ. არცერთი ეს ქმედება თუ საქციელი „ქურდულთან“ ახლოსაც არ

129
იყო. „ქურდები“ მათ საქციელზე სათითაოსთვის „გამოწერდნენ“ „წაკუზვას“
დღეში სამჯერ! თორაძეებისთვის ისედაც ცხადი იყო, ბოროტებს „ვლასტის“
ხელში ჩაგდება უნდოდათ, რაშიც „კაი ბიჭები“, თორაძეები, ხელს შეუშლიდ-
ნენ ცხოვრების იმ სტილში, რომელიც „ბოროტებმა“ აირჩიეს. თორაძეები
ვერ დაუშვებდნენ თავიანთ უბანში კი არა, თავიანთ ქვეყანაში ამდენ „ბოზს“
და მათ ეს კარგად დაინახეს. ამიტომაც შეეცადნენ ვაჟკაცებისთვის რქები
მოეტეხათ ან, უბრალოდ, ვიღაცის დავალებას ასრულებდნენ, მნიშვნელობა
აღარ აქვს... მომხდარს ახსნა არა აქვს, არც ერთი „გაგებით“, ეს უდავოა!
რატომ მეგობრობა არ არჩიეს ერთმანეთთან? იმიტომ, რომ იცოდნენ, თო-
რაძეები უკადრისს არ იკადრებდნენ, არანაირ დიდ „კუშზე“ არ გაყიდდნენ
კაცობასა და სიმართლეს! აქ უკვე ორი საპირისპირო მხარე ჩნდებოდა: „ბეს-
პრედელი“ „ბოროტები“, რომლებიც ვიღაცამ სათავისოდ შექმნა და „გააბ-
ლატავა“, ზურგი გაუმაგრა და თორაძეები – 5 ძმა, რომლებიც ვაჟკაცებად
დაიბადნენ და იზრდებოდნენ, რომელთა სისხლში, ხორცსა და სულში კაცო-
ბა მყარად ბუდობდა და არაკაცურს ვერასდროს გააკეთებდნენ. ეს იცოდა
ყველამ კარგად და ამიტომაც არ სცადეს სხვანაირად... ძმებს არდაჩოქების-
თვის ოთხ-ოთხი ტყვია არგუნეს ფეხებში. როგორღაც ზაზამ მოიკრიბა ძალა
და მიღოღდა მანქანამდე. გელოვანი მიეხმარა იმედას და ძლივს ჩასხდნენ
დაცხრილულ, გათიშულ „ფორდში“. ზაზა ყველანაირ მანქანას მოუძებნიდა
ისეთ რამეს, რომ დაეძრა. ასე დაგორდნენ დასახლებულ ადგილამდე, რომ
შველა ეთხოვათ ვინმესთვის. ვიღაც ღვთისნიერმა მიიყვანა ძმები საავადმ-
ყოფომდე. ოჯახში დაძაბულები ველოდებოდით ბიჭების დაბრუნებას, სახ-
ლის ტელეფონმა დარეკა, კახამ უპასუხა და დაკიდა სამ წამში, ფერი აღარ
ედო.
– ბიჭები საავადმყოფოში არიან! – ძლივს ამოთქვა კახამ.
მამა წაბორძიკდა, დედა უკან ამოუდგა, კახამ წინიდან დაიჭირა. მამას
ეგონა, რომ ბიჭები დახოცეს. ასეთი პირველად დავინახე ჩემი უსაყვარლესი
მამა! ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცი პირველად წაბარბაცდა...
– გული აქვს ცუდად! დროზე „კაპლები“! მამა, თავი ხელში აიყვანე! მამა,
მტრის ჯიბრზე!
– მაგათ მე „დავტყნავ“, გპირდები! როგორ არ დაგიჯერეთ! მადლობა,
მამა, რომ დაგვითანხმე დარჩენაზე, მართლა ყველას ამოგვჟლეტდნენ ასე
„ბოზურად“, ტო! – კახას სახე აქვს ალეწილი.
– ახლა მაინც დამიჯერეთ! როგორ ენდნენ ვიღაც „ფედარასტებს“ სიტყ-
ვაზე, ვგიჟდები, ასეთი ბრიყვები რატომ ხართ? – ძლივს ლაპარაკობდა მამა.
– კარგი, ნუღარ ნერვიულობ, დალიე ეს, ყველა გადარჩა, რაც მთავარია,
აწი დედებს ...!
– ეჰ, ვიცი მაინც გაჯობებენ, თქვენ კაცურად აზროვნებთ და მოქმედებთ,
ისინი კი – პრაქტიკულად. მე თუ გამომყვებით, გაიმარჯვებთ, თუ არადა,
ცუდი ამბები მოხდება! ძალიან ცუდი! ეს როგორ გაბედეს?! ვიცოდი და

130
მაინც მიკვირს, ეგენი არ არიან „პროსტა“ უბნის „აბეჟნიკები“, კახა, შვილო,
მაგათ დიდი ძალაუფლება მისცეს არეულობის შესაქმნელად! აქ პოლიტიკაა
ჩართული, შვილო, აქ აღარ არის ლაპარაკი „კაი“ და „ცუდ“ ბიჭებზე, – მამა
ცდილობდა აეხსნა და გაეგებინებინა ბიჭებისთვის.
წავიდნენ საავადმყოფოში. მე შევედი ბიჭების ოთახში, სამი საწოლი გა-
ვუმზადე. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, ძმები რომ არ დამიხოცეს. ყველა
თხოვნას ავუსრულებ, ოღონდ ერთი დღე არ მაცხოვრა მათ გარეშე, რო-
გორ ძალიან მინდოდა მეც გავყოლოდი საავადმყოფოში, მაგრამ დების ძი-
ძად მტოვებდნენ, რაც მაცოფებდა... იმ დღესვე მოიყვანა მამამ დაჭრილე-
ბი და სახლში მოითხოვა მკურნალობა, რადგან ეშინოდა, საავადმყოფოშიც
მიაკითხავენო. იმედას არ სჯეროდა, მართლა რაც გადახდა თავს, უჭირდა
უსამართლობის დაჯერება. ძმების სანახავად მოდიოდნენ ბიჭები, ძმაკა-
ცები, უბნელები, კლასელები. მესმოდა ყველას გაკვირვება, თუ როგორი
არასწორი საქციელი ჩაიდინეს „ბოროტებმა“, ასევე, ზვიადის დედა და ბიძა,
რომლებიც სთხოვდნენ ზვიადს სახლში დაბრუნებას, მაგრამ ის არ ტოვებდა
ჩვენს სახლს, რადგან არც მას უნდოდა ერთი დღეც კი ჩემი ძმების გარეშე
ცხოვრება და არც ჩემებს. სერგეევიჩს სთხოვდა, მიშვილე რა, სერგეევიჩ,
ასეთი ცუდი ვარ, რომ შვილად არ მიღებო? საყვარელი ზვიადი! სერგეევიჩი
პასუხობდა, ჩემებს ჯობიხარ, შვილო, მაგრამ როგორ წავართვა მშობლებს
შვილიო. რამდენიმე დღე იყო ჩვენთან, მერე კი ძალიან შეწუხდა მამა და შე-
ვიდა ბიჭების ოთახში სალაპარაკოდ:
– მესმის თქვენი ძმაკაცობა, მესმის „პადძელნიკობა“, მესმის ერთმანეთის
გატანა და სიყვარული, მივესალმები ქედმოხრით თქვენს ასეთ ძმაკაცობას,
მაგრამ, შვილო, ზვიად, ამათ სხვა ცხოვრება აირჩიეს, მე ამათი მშობელი
ვარ და მე არ მომწონს ეს ამბები! როგორ მოეწონება შენს მშობელს?! მეც
მშობელი ვარ და კარგად მესმის მათი, ვიზიარებ მათ ტკივილს!
– შენ იყავი ჩემი მშობელი, სერგეევიჩ რა, რა ვქნა, რომ მიყვარხართ ძა-
ლიან?! არ მინდა სახლში!
– მესმის ეგ ყველაფერი, აღარ ხართ პატარები, ხშირად უნდა გააკეთოთ
ის, რაც საჭიროა. ამათ სერიოზულ ომში გაწვევაზე მისცეს „დაბრო“ და არა-
ვინ იცის ამ ომში როდის მოადგებიან სახლს და როდის ამოგვხოცავენ... ნუ
გაგვიჩენ დედის სახით მაწყევარს, წადი, შვილო, ზვიად, სახლში! მეც მინდა
აქ იყო. ვაფასებ შენს ასეთ ძმობას, ცოტა ხანი ასე სჯობია, შენ შენს ოჯახში
იყავი, ესენი – თავიანთ ოჯახში. გადაიაროს ყველაფერმა და იქნებით ისევ
ერთად, თუ გადავრჩით, – თხოვნით ეუბნებოდა მამა.
– რას ამბობ! კაი რა! – ყველა ერთად აყვირდა, მანამდე რომ უსმენდნენ
გაყუჩებულები.
– მოვლენ დედაშენი და ბიძაშენი და მეუბნებიან, გაგაგდო სახლიდან.
როგორ გაგაგდო, აბა? წადი შენი ნებით სახლში, ნუ აჰყვები ამათ, არ მინდა
სხვისი შვილის სიცოცხლე გაიწიროს ჩემი შვილების გამო.

131
ეს იმდენად სერიოზული თემა იყო, რომ ვერ განვსჯი – იქით ოჯახი, აქეთ
ოჯახი. მამას არ უნდოდა ვინმეს დაღუპვა, ეს სიმართლე იყო! ზვიადი წაიყ-
ვანეს ჩვენგან. გული საშინლად დამწყდა, ლამის ჩემი ძმებივით მიყვარდა.
ვხედავდი, როგორ არ უნდოდა წასვლა თავის სახლში, თავის ორ ძმასთან და
მშობლებთან, სადაც სიცარიელესა და სიმარტოვეს გრძნობდა. თორაძეებს
უფრო მიიჩნევდა თავისებად, ვიდრე ორ გაურკვეველ ტიპს, მეტისმეტად
განსხვავებულებს.
– რატომ გაუშვი, სერგეევიჩ? – გამომცდელად ჰკითხა ზაზამ.
– სხვისი შვილია. ისე არ გაინტერესებთ, როგორ მოიქცევა მარტო? ვაჟ-
კაცი ხომ ყველგან ვაჟკაცია?
– კი, ეგრეა! ისე უნდა მოიქცეს მარტო, როგორც ჩვენთან ერთად მოიქ-
ცეოდა. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება ზვიადაში! ძმას რა ვუყოთ, რომ
შეეშინდა?! – იმედა იცინის.
ზაზა თურმე სთხოვდა „ბოროტებს“, თავი დაენებებინათ იმედასთვის.
თავს იმცირებდა, რაზეც ეჩხუბნენ ძმები, მეტ ვაჟკაცობას ელოდნენ ერთმა-
ნეთისგან! და აი, ისევ გაუხსენეს ყველაზე გიჟ ძმას. ის კი ამტკიცებდა, რომ
როცა საქმე შენს ძმას ეხება, იქ უძლური ხდები. იმედამ კი უთხრა, რომც
მომკლან, არ გაბედო თავი დაიმცირო „ნაბოზრებთანო“.
– ეჰ, თქვენ კიდევ არ იცით რამხელა გულები გაქვთ, ყველასგან იმავეს
რომ ელოდებით, ეგ დაგღუპავთ! კაცობას ელოდებით არაკაცებისგან! აბა,
კიდევ გახვალთ „ქურდის“ სიტყვაზე? კიდევ ენდობით ბრმად? – აგრძელებ-
და მამა.
– ბიჭო, რას ჰქვია „ქურდის“ სიტყვაზე?! ეგ ერთი „ნაბოზარი“ იყო, რომ
გაბედა ამხელა ტყუილი და მთელი „სასტავი“! კინოებიდან აქვთ აღებული
რაღაცები! „ქურდებიც“ დასჯიან მაგათ, რომც დაგვხოცონ ჩვენ, მაინც მოს-
თხოვენ მასეთ „ნაბოზრებს“ ქურდები პასუხს! მამა, შენ ვიღაცები ხომ არ
გგონივართ ჩვენ? კიდევ ვერ აფასებ შენს ვაჟკაცებს, – არ ჩერდებოდნენ
კახა და იმედა.
– ილუზიებში ცხოვრობთ! „ქურდების“ დედაც! რატომ გჯერათ მაგათი!
მამის არ გჯერა, რომელმაც მეტი იცის ცხოვრებაში! ვინ ჩემი ფეხებია „ქურ-
დი“, კარგს რომ ელოდები, „იბიომატ“?!
– აუ, გადი რა! ნერვებს ნუღარ გვიშლი! ისედაც შოკში ვართ (თან იცი-
ნიან)! ეს რა „ბოზურად“ მოგვექცნენ, ან როგორ დაგვტოვეს ცოცხლები, მა-
გათი ბოზი დედები ...!
– ჰოდა, მივხედავთ ჩვენ კაცურად, არა უშავს, იმედ!
– ეჰ, მე მართლა არ მჯერა ამ თქვენი ქურდულის და რაც გინდათ ის მიქე-
ნით, ძმაო, რა! არ უნდა დამეჯერებინა, იმედ, შენთვის, – სხვა განწყობაზეა
ზაზა.
– ხო, ვიცით, „შეჩემა“! შენ რისი გჯერა „ვაფშე“ რო? ოჯახს სწირავ, როცა
გინდა! შენი ცხოვრება არც არის „ქურდული“!

132
– „გავარტყი“ შენს „ქურდულს“, ძმაო რა! მე ვარ ჩემი თავის ქურდიც და
პროკურორიც. იმათ „სირზე“ ჰკიდიათ, შენ დღეს რაც გაღელვებს და მე რა-
ტომ დავიცვა მაგათი წესები. მე ჩემი წესები მაქვს! დაგვეჯერებინა, ძმაო,
აგერ კომუნისტი მამისთვის, ჩაგვედო „ლიმონკები“!.. ჩვენ კი არ ვიწვებო-
დით საწოლში ახლა ფეხებდამძიმებულები, იქით „მოვუტყნავდით დედებს“!
– კბილებს უჭერს სიმწრისგან, – დამიჯერეთ და საქართველოს დავიპყ-
რობთ, გინდათ? – ზაზა „სპასობნია“...
– „ზატო“ სუფთები არ ვიქნებოდით „კაცურში“, „შეჩემა“! ახლა ამაყი ვარ!
ოთხი ტყვია მერგო ფეხებში, თავშიც მირტყეს, „გაპიდარასტებითაც“ და-
მემუქრნენ, მაგრამ ვაჟკაცი ვარ და მაგისთვის დავისაჯე „ბოზებისგან“ და
„კურდღლებისგან“, არ გიხარიათ ძმებო? ნუ მაგიჟებთ! კაცი სიტყვით ფა-
სობს! რასაც იტყვის, უნდა შეასრულოს! – ვაჟკაცური სიტყვებით გამოდის
იმედა.
– ხო, მართალია, იმედა, ტო! რას „ბაზრობ“, ზაზა!
– მერე ვის ადარდებს, კაცურ სიტყვას შეასრულებ თუ არა? აღარაა,
ძმაო, ეგ დრო და გაიგე რა! ხომ ხედავ „ქურდობაც“ დაიბრალა, რომ დასჭირ-
და, გუშინ „კაი ბიჭი იყო“, დღეს „ბოზია“, მერე? ვინმე მივა, პირში ეტყვის?!
თუ მთქმელი აღარავინ დარჩება?! „ბოზებით“ გაივსო საქართველო! ძმაო, 17
წლის ხარ ჯერ, მე შენზე მეტი ვიცი, შენ გინდა დაალაგო ცხოვრება? „ნაღდ-
მა ქურდებმა“ ვერ დაალაგეს! „მკიდია“, რას ფიქრობ და რა გინდა! მე, ძმაო,
არ გაგიშვებ უიარაღოდ არანაირ „რაზბორკაზე“! – ზაზამ ჩემდა გასაკვირად
სიმართლე ილაპარაკა.
– არა, აწი ვის ვენდობი, მაგ „პონტში“, აღარც მინდა „გაიასნება“, მაგათი
„მიჭრა“ მინდა კაცურად! ისეც არა, როგორც თვითონ მოიქცნენ... მაინც ვერ
„გამაბოზებენ“, ძმაო! ვერა! სულ რომ „დამბრიდონ“, მაინც „კაი ბიჭი“ მოვკვ-
დები! – უკან არ იხევს იმედა და მტკიცედ გადაწყვეტილს „ცვეტში“ ამბობს.
– შვილო, უდიდესი ნიჭი გაქვს ნომრების დამახსოვრების – მანქანის ნო-
მერი გინდა, ტელეფონის... გაზეთის წაკითხვას მასწრებ. რამ გადაგრია ამ
ქურდობაზე?! გამოდი მაგარი გამომძიებელი!
ისე დასცინეს სერგეევიჩს, მე შემრცხვა. არადა, სიმართლეს ამბობდა,
რა შავი, რა წითელი და ჭრელი, მაგრამ რას გააგებინებს 17 წლის იმედას,
რომელსაც, რომ შეძლებოდა, წითელ სისხლს შავად შეიღებავდა. იმედა იყო
ოჯახის იმედი. მართლა, ისე არ დაიძინებდა, გაზი, შუქი, კარი, წყალი არ შე-
ემოწმებინა. უნდა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი წესრიგშია და მშვი-
დად ძილი შეიძლება. ძალიან მზრუნველი, კეთილი, მკაცრი – ერთ პატარა
ბიჭში, რამდენ კარგ თვისებას მოეყარა თავი! არ შეიძლებოდა, არ ყვარებო-
და ვინმეს. ძალიან უყვარდა ჩაი, მამასავით და ჩაისტებს ვეძახდით. დედას კი
ყველანაირი მურაბის კეთება უყვარდა, თან ბევრის. მამასთან ერთად ათა-
სობით ქილას ამზადებდა. ჰოდა, იყო „ჩაიპიწიე“ მურაბით. იმედა არასოდეს
გაიმზადებდა ჩაის, ყველასთვის რომ არ შეეთავაზებინა. თუ ეტყოდი, მინ-

133
დაო, უფრო გემრიელად სვამდა თვითონაც. ოღონდ ჭიქა ხელში არასოდეს
სჭერია, მაგიდაზე დადგმული ჭიქიდან უყვარდა დალევა, რაზეც მამა სულ
ეჩხუბებოდა, კუზი გაგიჩნდა, შვილო! ჩაი ჩაცუცქულად ან მოკუზულად ის-
მევა „ქურდულშიო“? – ასე „ეკაიფებოდა“, რომ ვერ გადააჩვია. იმედაც ბრა-
ზობდა და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ.
– იმედ! არ გინდა ჩაიზე დამპატიჟო? მე მურაბებს შემოვიტან ხუთოთა-
ხიანიდან, ჰმ? რას იტყვი? – შევთავაზე მე. მას ეცინებოდა, უხაროდა, რომ
შეეძლო რაღაც უმნიშვნელოთი გაეხარებინა ყველა.
– კი, ტო, მოდი გაგიმზადო ჩაი, თან მომიყევი ამბები.
– რა ამბები, იმედ? ეზოში მე აღარ გავდივარ, სკოლაში მე არ დავდივარ,
რაც შენ იცი, ეგეც არ ვიცი!
ვიცინოდით, მერე რაღაცებზე ვილაპარაკებდით. კარგი იყო ის, რომ სულ
სახლში იყვნენ თითქმის 24-25 სექტებრის შემდეგ, სანამ „აბაროტს“ არ იჩა-
ლიჩებდნენ „ბოზ მტრებთან“. როგორც თორაძეები ამბობდნენ, არ სურდათ
მოძრაობა ქუჩაში. მეორე დღეა, რაც ზვიადი თავის სახლში დაბრუნდა და
ურეკავს სახლის ტელეფონზე ბიჭებს:
– ვაა, ზვიად, როგორ ხარ?
– აუ, ცუდად! ეს რა „გამიჩალიჩა“ საკუთარმა „სირმა“ ძმამ, გიორგიმ! ეს
სად გამომიშვით, იმედ! რატო გამიმეტე ასე? ჩემმა ძმამ ლოგინში შემომიყ-
ვანა ჩვენი მტრები (მაშინ „ბოროტები“ არ ერქვათ ჯერ და არც არანაირი
სახელი არ ჰქონდათ), დამადგნენ ოთახში.
– მერე, რა უნდოდათ „ბოზებს“?
– თორაძეებთან რას ძმაკაცობო, ეგენი „ბოზები“ არიანო, გაპატიებთ
ჩვენთან დაჯახებასო, ოღონდ ის „ბერეტა“ გვაჩუქე, კალანდაძეზე რომ ამო-
იღეო.
– მერე, ბიჭო?! – მაგრად „აიჭრა“ იმედა.
– მერე, მეც ვუთხარი, თორაძეების „დურიაა“ ეგ და მე როგორ უნდა გა-
ჩუქოთ, მაგარი შეგეშალათ თორაძეებთან და არ გაპატიებენ, იცოდეთ-მეთ-
ქი, რა!
– შეურიგდი?!
– „ნუ“, არ შევურიგდი, მაგრამ არც გინება დამიწყია, ლოგინშივე ჩამკ-
ლავდნენ, არ იცი, რა „ბესპრედელები“ არიან?
– ბიჭო, მე კი ვიცი, ეგენი ვინც არიან, მაგრამ არ ჯობია, ვაჟკაცი ლოგინ-
ში ჩაგკლან, ვიდრე დედამიწაზე ყ...დ იარო?! აბა, ზვიად, მე და შენ რანაირად
ვიძმაკაცებთ? მარტო „იჯვამ“, ჩვენთან ერთად გაქვს დიდი გული? – იმედა
ტონს არ ცვლის, „დასტოინად“ უხსნის.
– აუ, იმედ, „იზვინი“ რა, მაგრად მიყვარხართ, ვერ ვარ თქვენნაირი „ვოლ-
კი“ და რა ვქნა?!
– სიკვდილის არ უნდა გეშინოდეს, როცა ეს კაცობას ეხება, ძალიან ად-
ვილია ამის კეთება, როცა შენშია და თუ არ არის, ვერც შეიძენ, ეს თანდაყო-

134
ლილი გრძნობაა, რომელიც არ ჩანს, შინაგანი ორგანოებივით დამალულია.
ის ყველა ნამდვილ კაცში იბადება და ცოცხლობს! სამწუხაროა, ზვიად, ვერც
კაცობას „გაუქაჩე“ და ვერც ჩვენს ძმაკაცობას!
– მაგრად მიყვარხართ, იმედ, იცოდეთ ეგ და შენ გვერდით ვარ ყოველთ-
ვის!
– უჩემოდაც ჩემ გვერდით უნდა იყო! კარგი, ზვიად, კარგად იყავი!
– კარგად, იმედ, მაპატიეთ!
მე არაფერი გამკვირვებია და არც ზვიადი გადამყვარებია, დღესაც მიყვარს
და ყოველთვის მეყვარება. არც იმედას გადაყვარებია და ჩვენი ოჯახის არცერთ
წევრს. ყველამ ის თქვა, რომ ვერ „გაუქაჩა“ და რა ქნას, მერე რა? ყველა ვერ
შეაკვდება კაცობას. სადღაც უკვირდა იმედას, მაგრამ ისიც იცოდა, მისნაირი
ყველა ძმაკაცი ვერ იქნებოდა. ზუსტად ეგ იყო თორაძეების სიძლიერე. ძმებს
უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ხასიათით,
ვაჟკაცობა კი ერთი ჰქონდათ, ერთნაირად ჩქეფდა სისხლი ყველაში, ერთნა-
ირად ხედავდნენ კაცურს. იმედოს გამორჩეული წარმოდგენა ჰქონდა ნამდვილ
ვაჟკაცზე. იმაზე მეტს მოითხოვდა მათგან, ვიდრე ეს მათ შეეძლოთ. ყველას
თავისი საზომი აქვს ცხოვრებაში. ყველა იმას მოითხოვს, რასაც თვითონ გააკე-
თებდა და უმეტეს შემთხვევაში, მეტსაც მოითხოვს სხვისგან. ამქვეყნად ისინი
პატიობენ შეცდომებს, ვისაც ბევრი აქვს დაშვებული.
ზოგისთვის დასაშვებია „გაბოზება“, თუნდაც შიში ან ღალატი. სულერთია,
ეს რა იქნება. მე კი ასე ვარ, იმას მოვითხოვ ადამიანებისგან, რასაც მე გავაკე-
თებ მათთვის: მე თუ შემიძლია მოვკვდე შენთვის, შენ რატომ ვერ შეძლებ იმა-
ვეს?! სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა?! ალბათ, არ უნდა მოითხოვო იმაზე
მეტი, რაც სხვას არ შეუძლია. სიყვარულით კი ყველა შეგიძლია გიყვარდეს,
თუ ეს მოიპოვა შენში – ის ოჯახის წევრი იქნება თუ მეგობარი, მშობელი თუ
შვილი. სერგეევიჩმა იცოდა, ეს რომ მოხდებოდა, მიეცა ხელჩასაჭიდი. იქნება
და, ახლა მაინც დაეთანხმებინა შვილები ამერიკაში წასვლაზე:
– აი, რაც გითხარით, ყველაფერი ისე მოხდა! ახლა მაინც დამიჯერებთ?
წამომყევით, დავტოვოთ ქვეყანა!
– ხო, აშკარაა, რაც თქვა, ყველაფერი ახდა. ნეტა, მართლა გრძნობ? ჭკვი-
ანი ხარ! იცი, რას რა მოჰყვება, თუ ენა გაქვს ეგეთი, რასაც ამბობ, რომ ხდე-
ბა? – გაოცებას ვერ მალავდა კახა.
– რას ეკითხები, „შეჩემა“! რაც ამას ნაცხოვრები და გამოვლილი აქვს ომე-
ბი სხვადასხვა კატეგორიასთან, „იასნია“. მაგარი ჭკვიანია, თან გრძნობს.
ოჰო, ყურებს არ ვუჯერებ, ეს ზაზაა?
– ისე, ერთხელ ჯიგრულად გაგვაცილე აბა, სერგეევიჩ, იქნებ კარგად
დავბრუნდეთ სახლში!
– რა, ბიჭო?! მოგატყუო? მიდით, მიდით, კარგს მიგრძნობს გული-მეთ-
ქი?! კახა და ლაშაც რომ წაგეყვანათ, ახლა აქ ხუთნი იწვებოდით ან შუა „ზა-
ლაში“.

135
– აუუუუუუ, ამოვიდა რა ყელში ეს თემა რა! მართლა რა გაატრაკეთ ამ
სიკვდილით საქმე! დამძიმდა გული რა! თუ ამოგვხოცავენ, ამოგვხოცონ!
რას გვალოდინებ სიკვდილს, მამ, რა!
ტირილი დავიწყე. წარმოდგენაც არ მინდოდა „ზალაში“ სულყველასი, ვე-
ღარ მოვითმინე, მეც ნერვები დაწყვეტაზე მქონდა უკვე. ეს ხომ ჩემი ოჯა-
ხია! ეს ადამიანები ჩემს თავზე მეტად მიყვარს! როგორ მინდა, მართლა წა-
ვიდეთ ამერიკაში სამუდამოდ! მძულს უკვე თბილისი თავისი ხარახურებით.
მარტო მე არ მომეშალა ნერვები მამაზე. ატყდა ისევ ჩხუბი: რას ითარსები,
კარგი თქვი რამე!
აზრი არ ჰქონდა ბიჭებთან დავას, მაგრამ მამა თავს ვერ იკავებდა, შვი-
ლებზე იყო საუბარი, ძალით ვერ წაიყვანდა ქვეყნიდან და ნებითაც ვერ
ითანხმებდა. საქართველოში ყოველ დღე უარესდებოდა სიტუაცია: პრე-
ზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოპოზიციამ (მანამდე ერთად რომ იყვნენ)
არ აცადა რამის შეცვლა ქვეყანაში. როგორ შეიძლება, კონსტანტინე გამ-
სახურდიას შვილს ქვეყნისთვის ცუდი სდომებოდა და გაუნათლებელ გელა
ლანჩავას, „ნაბოზარ“ ჯაბა იოსელიანს, ხისთავა კიტოვანს, სიგუასა და სხვა
მრავალს სდომებოდა კარგი ქვეყნისთვის?! ვინ იქნებოდა მომავალი პრეზი-
დენტი? უპატრონოდ მიგდებულ ქვეყანას თავისი შეიარაღებული ქართული
დაჯგუფებები ანადგურებდნენ კიდევ უფრო „ხარისხიანად“. ათასნაირი შე-
იარაღებული ძალები, ნარკომანები, „ხამები“ რომ იყვნენ ცხოვრების, ვისაც
კი ოდესმე „შნირი“ ეწოდა და თავის ადგილს მიეჩვია, ყველა დაწინაურდა
მხედრიონისა და გვარდიის „ქსივებით“, თვითონაც რომ არ იცოდნენ, რა
წოდება ჰქონდათ, ან რისთვის იბრძოდნენ. ჰოდა, აი, ახლა ისრულებდნენ
ბავშვობის ოცნებებს. თუ მანამდე სიგარეტის მიმტანები იყვნენ, ახლა იმათ
ეძებენ, ვისთანაც ფეხის წვერებზე მიჰქონდათ მისატანი, რომ შური იძიონ
წარსულისთვის. ახლა გაახსენდათ ვაჟკაცობა, სახელი, თავმოყვარეობა და
რას აკეთებენ? ხორცს ვინ დაეძებს, სულიც წაბილწეს არაკაცობით. ხელი-
სუფლებამ, რომელმაც თვითონ ძალით მოიპოვა უფლებები, ასეთებს დარ-
თო ნება აკეთონ ის, რაც სურთ, ოღონდ, როცა მათ დასჭირდებათ, ყველანი
იქ გაჩნდებიან და შეასრულებენ ბრძანებას. სამაგიეროდ, განუსაზღვრელია
ნარკოტიკი და მიცემული აქვთ უფლება: წაართვით, ვისაც რა გინდათ და
აკეთეთ, რაც გაგიხარდებათ! ეს კი მათ მოსწონდათ, სულ ვერ ხვდებოდნენ,
ისევ „შნირები“ რომ დარჩნენ, ადრე თუ „კაი ბიჭის“ „შნირი“ იყო, დღეს „ნა-
ბოზრების“ შნირია. როგორც საუნის „პუტანკა“ არ შეიცვლება, ისე არ შეიც-
ვლება სულით და ხორცით „შნირი“. „კაი ბიჭები“ და „ქურდები“ უფლებებს
არ აძლევდნენ მათ, რადგან ასეთები უფრო საშიშები არიან ისევ ხალხის-
თვის, თორემ „კაი ბიჭებსა“ და „ქურდებს“ ვერც „მოაკვნეტდნენ“! „კაი ბი-
ჭობაც“ ეგ იყო: ადამიანებზე ზრუნვა, მერე რაა, რომ ვიღაცას „ახევდნენ“?
სიკეთეს აკეთებდნენ იმ თანხებით. იყო დრო, როცა „ნაღდ ქურდს“ ნარკო-
ტიკის ხმარება არ შეეძლო, რადგან ის უკვე აურევდა სწორ წესებს, მაგრამ

136
99% ქურდებისა თვალს ხუჭავდა ამაზე, თუკი „ქურდს“ არ ეშლებოდა სხვა
რამე... საშიშები იყვნენ „შნირები“ ისევე, როგორც მშიერი, შეშინებული ვირ-
თხები და აი, მართლაც, გამოიყენა „შნირები“ დროებითმა ხელისუფლებამ.
ზუსტად ვიცი, იმ დროებით ხელისუფლებასაც ვიღაც დაეხმარა მოსვლაში.
რატომღაც სულ რუსეთისკენ გვიწევს ქართველებს ხელის გაშვერა, ოღონდ,
ვერ გამიგია, თუ მე არ მინდა, ვინ რას გამაკეთებინებს ძალით? სიცოცხლე
ხომ ჩემი საკუთრებაა? რად მინდა ის სიცოცხლე, თუ ვიღაცამ მკვლელობა
მიბრძანა ვინმესი?! რა თქმა უნდა, სტალინი გენიოსი და საშიში კაცი იყო,
„ქურდიც“ მან შექმნა. არც ედუარდ შევარდნაძე ჰგავს დორბლიან უნიჭოს!
ვერ ვიჯერებ მას თუ აწყობდა „ქურდების“ გაქრობა „ბოზების“ სანაცვლოდ.
მათ შორის ერთ-ერთი ჯაბა იოსელიანი იყო, „ძველი ბიჭი“ და „პრისტუპნიკი“.
ქურდადაც მონათლეს, მაგრამ ისევ შეუჩერეს „ქურდებმა“ სახელი და ყველა
„ნაბოზარი“ გაიწევრიანა. პირველად როგორ შეიარაღდა, ეგეც ცნობილია.
საკუთარი ავტომობილი გაყიდა და იარაღი იყიდა... მერე კი გახდა „მხედრი-
ონის“ ხელმძღვანელი. იმის თქმა მინდა, რომ ისეთმა ხალხმა ჩაიგდო ხელში
უფლებები, რომ ასმაგად საშიში გახდა ცხოვრება. ჯაბა, რადგან ყოფილი
„ძველი“ იყო ოდესღაც, უფრო მეტი ბიჭი მიიზიდა არმიაში. ასე გამრავლდ-
ნენ „მხედრიონელები“. „ჯაბას ბიჭობა“ ყველაზე მაგარი რამ ეგონათ. შექმ-
ნეს ისეთი სიტუაცია, რომ რომელიმე დაჯგუფების „ქსივა“ უნდა ჰქონოდათ,
თუ არადა, მოკვდებოდა ან ცხოვრებას გაუმწარებდნენ. ამიტომაც 99%-ს
ჰქონდა „მხედრიონის“ „ქსივა“. უმეტესობა ამას ბოროტად იყენებდა. ზოგს
მართლა იმისთვის ჰქონდა, რომ არ მოეკლათ ან არ წაერთმიათ რამე „მხედ-
რიონელებს“. რამდენიმე წლის წინ შევესწარი ასეთ სურათს: გაყინულ ზამ-
თარში გაუბედურებული ქალი რუსთაველზე იჯდა და რაღაცებს ყიდდა. მი-
ვიდა მასთან სიმპათიური ქართველი ბიჭი, დაახლოებით 26 წლის და უკით-
ხავად მზესუმზირა, ბანანი და რაღაც წვრილმანი აიღო.
საწყალმა ქალმა უთხრა:
– შვილო, რა მაქვს, რომ მართმევ!
– გაჩუმდი რა! მუთაქაში გექნება!
ქალს შეეშინდა, რაღას ეტყოდა უზნეო ახალგაზრდას. ალბათ, სახლშიც
ელოდებოდა ვიღაც, ვისთვისაც ღირდა ცხოვრება. მინდოდა იმ ბიჭის თვალ-
წინ გადამეხადა წართმეულის საფასური გაჭირვებული ქალბატონისთვის,
მინდოდა შემერცხვინა ის უნამუსო და მეკითხა, რა ოჯახში გაიზარდა, მაგ-
რამ შემეშინდა, ესეც არ წაერთმია ან უარესი არ ეკადრა. ეგენი ხომ გაბორო-
ტებულები იყვნენ, ხან – „კაიფში“, ხან – „ლომკაში“. აგრესიულები, ბოღმამ
ჩამქოლა...
მეც მყავდა ადამიანები, რომლებისთვისაც ღირდა სიცოცხლე. ვერ მოვე-
რეოდი ავტომატიან კაცს, რა თქმა უნდა.
– არ იდარდო, დეიდა! ღმერთი ყველას მოუვლის! ჩვენ გვეჩქარება, ხში-
რად ვერ ვითმენ, ისე მეჩქარება! ღმერთს გვაახლოებენ ეს „ბოროტები“!

137
ერთი ეგ გახსოვდეთ, იწამეთ ღმერთის, ის გვიშველის, აიღეთ ეს ფული, ჩათ-
ვალეთ, რომ დღეს იმ ბიჭს არ ჩამოუვლია თქვენთან! – ვუთხარი მე.
– ვაიმე, არა, შვილო, შენ რა შუაში ხარ! – შეწუხდა ქალი.
– გამომართვით და დამალეთ კარგად, ვინმემ არ წაგართვათ, ღმერთმა
გიშველოთ! დროებით, დეიდა!
– ღმერთმა დაგლოცოს, შვილო!
ატირებული დავტოვე საბრალო. გაქვავებულ გულს აჩუყების უფლება
მისცა. არც ტირილის უფლებას აძლევდნენ ხალხს, არც მე ვიყავი მშვიდად.
ღმერთის სიყვარული მაძლიერებდა, ვიცოდი ის ყველას დასჯიდა და დას-
ჯის, რადგან ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. არ არის ჩემი ჩარევა საჭირო, მე
მხოლოდ ღმერთს დავეხმარები და ჩემი ძმებივით დავაპურებ მშიერს, შევ-
მოსავ შიშველს, ავაყენებ წაქცეულს, მაგრამ, თუ გამილაწუნა, ვერ მივუშ-
ვერ მეორე ლოყას, ეს ღმერთმაც იცის. ის ყველაზე კარგად მიცნობს. ის ჩემი
საუკეთესო „მეგობარია“. მან მასწავლა, როცა მიჭირს, ხმამაღლა ვთქვა. მე
ყველა ტკივილს დავითმენ იესო ქრისტეს სიყვარულისთვის.
დროს გავუსწარი – 1991 წლიდან გადავხტი 1995 წელში, ისევ უკან დავბ-
რუნდეთ!..
ბიჭებმა (თორაძეებმა) შექმნეს ნახაზი, თუ როგორ ეძიათ შური თავიანთ
მტერზე. შეიარაღდნენ კბილებამდე. ასე „გაძეძგილები“ ვერ ივლიდნენ ქა-
ლაქში ან უბანში, რადგან „მენტებს“ შეეძლო მათი დაპატიმრება. ეჭვი ჰქონ-
დათ, „ბოროტები“ მენტებთან შეკრულები იყვნენ და აუცილებლად ფაქტე-
ბით აიყვანდნენ. ძმებმა „მხედრიონისა“ და გვარდიის „ქსივაზე“ უარი თქვეს.
ჩვენ ვერ ვუღალატებთ „კაი ბიჭობას“, მსოფლიომ რომ უღალატოსო. ამიტომ
ძალიან სანდო კაცი უნდა გამოეყენებინათ. მას უნდა ენახა, თუ სად აბირ-
ჟავებდნენ „ბოროტები“, იმ წუთას რომ დასცემოდნენ თავზე. უდანაშაულო
ადამიანებს არ ერჩოდნენ, ამიტომ სროლებიც ისე უნდა დაეგეგმათ, რომ
უდანაშაულო ადამიანებს არ მოხვედროდა შემთხვევით „ბოროტებისთვის“
ნასროლი ტყვია. კონკრეტული პირი კი დაახლოებით 20 იყო, რომლებიც
თორაძეებს ჰყავდათ მიზანში: მგელაძე, „მუსტაფა“, დევდარიანი ნიკა, ლერი
სულაბერიძე, „ზარალა“, ბერდია და სხვა დანარჩენი, ვინც უბრალოდ იდგა
და სეირს უყურებდა, ანუ „ბოროტების“ „შნირები“ იყვნენ. მათ არ ერჩოდნენ.
მხოლოდ, ვინც ფიზიკური მონაწილეობა და ვინც სათავეში ედგა „სასტავს“,
იმათ მტრობდნენ თორაძეები. ბიჭებმა სანდო პირი, ბადრი ხვადაგიანი, არ-
ჩიეს რატომღაც. მამა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. საერთოდ არ უნდოდა
ბიჭების ომი და ქვეყნიდან გასვლას გეგმავდა, მაგრამ რაღას გახდებოდა,
შვილებს ვერ აგებინებდა და სწორად მაინც წარემართათ დაგეგმილი შუ-
რისძიება, უკვე ამას ფიქრობდა.
ბადრი გადიოდა ტაქსით, ნახულობდა, სადაც „აბირჟავებდნენ“ „ბოროტე-
ბი“ და მალევე ბრუნდებოდა ინფორმაციით. თორაძეები მაშინვე გადიოდნენ
იმ ადგილას, მაგრამ აღარავინ ხვდებოდათ. ასე გრძელდებოდა თვეები. ზა-

138
ზას ყელში ამოუვიდა და ბიჭებს შესთავაზა, ოჯახებში შევუცვივდეთ! რას
ველაქუცებით, მაგათი დედებიცო, მაგრამ იმედამ და კახამ „მაგარი დააყა-
რეს“, ოჯახი რატომ ავაწიოკოთ, ჩვენ ადამიანებს ვიცავთ და ეგ „პროჭული
საქციელები“ შენშიც კი არ შეინახოო!
ახალი წელიც მოვიდა, 1992 წელი დადგა. მთელი ოჯახი ერთად შევხვ-
დით ჩვენს სახლში, მაგრამ მაინც არ ვიყავი ბედნიერი, ოჯახის თითოეულ
წევრს ერთი საფიქრალი გვქონდა, თუ როგორ დამთავრდებოდა ბიჭების ომი
და ამას ემატებოდა ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება. და აი, ვერ ნახეს
ძმებმა „ბოროტები“. ყველაზე ადვილი ოჯახებში შევარდნა იქნებოდა, მაგ-
რამ ვერაფრით დაუშვეს, თუ ოჯახს ერთი „ბოზი“ ჰყავს, რატომ უნდა ავა-
წიოკოთ უდანაშაულო წევრებიო. „ქურდულს აწვებოდნენ“ და ადამიანობას
(მე პირადად ასეთ „ქურდულ“ წესებს პატივს ვცემ, ბევრი დადებითი აქვს).
ახალი მომხდარი იყო თორაძეების გატყუება. მიხო ცინცაძე, „კანონიერი
ქურდი“, გვესტუმრა ოჯახში „კაი ბიჭ“ გია ბარამიძესთან ერთად, რომელიც
„ბოროტების“ რისხვა იყო, ძალიან ვაჟკაცი და მაგარი ადამიანი. იმდენი
მქონდა გაგებული გია ბარამიძეზე, რომ დიდი პატივი იყო მისი დანახვა ჩემ-
თვის. მას კარგა მოზრდილი ცელოფანი ეჭირა ხელში. ყველაზე პატარა მო-
იკითხა, მერე კი ეკას შოკოლადებით სავსე ცელოფანი მისცა. ეკა დარბოდა
მთელ სახლში და არავის უყოფდა, გია ბიძიამ მე მომიტანა მალტოო. როგორ
მინდოდა კარგად დამენახა, მაგრამ ოთახში, სადაც დასხდნენ, მე ვინ შემიშ-
ვებდა?! გამხდარი, საშუალო სიმაღლის, „საროჩკის“ საყელოში ჩატანებუ-
ლი ლამაზად მორგებული კაშნეთი, თხელი, სიმპათიური ბიჭ-კაცი იყო (ასე
ვუწოდებდი, საერთოდ, მაგ თაობას). ბარამიძემ და ცინცაძემ დაჭრილები
მოინახულეს, ერთმანეთს პირადად მგონი არც იცნობდნენ და იმ დღეს გაიც-
ნეს. მიხომ დაუდასტურა, ბერდია ქარცივაძე „ქურდად“ არ „მონათლულა“ და
დასასჯელები არიანო. ბარამიძე სათითაოდ „უპადიეზდებდა“ „ბოროტებსა“
და „ნაბოზრებს“ და მარტო ეომებოდა, უმეტეს შემთხვევაში, დანით (ასეთი
ლეგენდა დადიოდა), ამიტომაც ძალიან ეშინოდათ „ბოროტებს“ ბარამიძისა.
მიხო ცინცაძე „სპრავედლივ ქურდად“ იყო ცნობილი, თორაძეებს უთხრა, მე
როგორ შემიძლია არ ვიყო თქვენს მხარეს, ყველაფერში მართლები ხართ,
„ქურდებს“ თუ რამე პრეტენზია გაუჩნდებათ, მე დამიკავშირდნენო. ბარა-
მიძემ ვაჟკაცები ხართ და ეგენი ვაჟკაცებს ვერ იტანენ და სიმართლეს, მე
ეგ დიდი ხანია, ვიცი, აქამდე რომ მენახეთ, არ გაგიშვებდით მაგათ „ტრუ-
ხა ქურდულ“ შეხვედრაზეო, მაგრამ აბა, თქვენ რა იცოდით, ამას ადრე ფა-
რულად აკეთებდნენ, ახლა ძალიან „იავნად“, „ბოზურად“ იქცევიან, აღარც
მალავენო. იცინეს, იხუმრეს და წავიდნენ. გიას ეძებდნენ. დიდი რისკი იყო
ჩვენთან, თორაძეებთან მისი სტუმრობა, რაც ძმებმა აღნიშნეს და სერგე-
ევიჩმა თქვა, ახლა დავრწმუნდი, როგორი ავტორიტეტი გაქვთ, რომ ეს ორი
ადამიანი დღეს აქ მოვიდაო. კახას და იმედას თვალებში სიხარულს ვხედავ-
დი, დიდი პატივი იყო ამ ორი, მაგარი კაცის სტუმრობა, რომლებიც ვაჟკა-

139
ცობას ემსახურებოდნენ მრავალი წელი! როგორც მივხვდი, პაატა ჩლაიძესა
და მიხო ცინცაძეს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, რადგან ისიც ამოვი-
და თორაძეებთან სხვა თხოვნით. შერიგებას მოითხოვდა და იმეორებდა, მე
„მოვნათლე“ ბერდია „ქურდად“ და მას „გადაახტნენ“ ძმაკაცებიო. მართლები
ხართ, მაგრამ უნდა დათმოთო. „ქურდებს“ ერთად ვერ შეკრებდნენ ძმები,
რადგან მიხოს ქალაქში თავისუფლად სიარული არ შეეძლო, მასაც სდევ-
ნიდნენ. ძმებს კი ახსოვდათ მიხოსა და გიას სიტყვები. ეგენი ისეთი „ბოზე-
ბი“ არიან, გეტყვიან შევრიგდეთ, თუ თქვენ დათანხმდებით, გადაგკოცნიან
და, რომ მობრუნდები, ზურგში „ბოზურად“ გესვრიან, მეტის ტრაკი მაგათ
არა აქვთო. კარგად იცოდნენ ძმებმა ეს უკვე, მაგრამ „ქურდი“ სანამ სახე-
ლით არის, ვერ „გააფუჭებს“ „კაი ბიჭი“, „პრისტუპნიკი“. მხოლოდ ქურდების
„სხადნიაკზე“ წყდება მათი ბედი, ამიტომ ძმები „ქურდ“ ჩლაიძეს არასწორი
საქციელის გამო ვერ დაიტოვებდნენ სახლში და ვერც ხელს დააკარებდნენ.
„ქურდის“ შეხება პირდაპირ „ბოზობად“ ითვლებოდა. მიხო კიდევ გვესტუმრა
სხვა „ქურდთან“ ერთად, რომლის სახელის ხსენებისგან თავს შევიკავებ. მათ
არ მოეწონათ ჩლაიძის საქციელი, რაზეც თქვეს: რაღაც ეშლება „რამსები“
მაგას. შიში ხომ არ შეპარვია ასაკთან ერთადო, რუსეთში შედგება ქურდების
„სხადნიაკი“ მალე და ყველაფერს აეხდება ფარდაო. ძმებს სიამოვნებდათ
ქურდების „პადძერშკა“.
ამ პერიოდში ჩვენგან ცოტა მოშორებით, წინა კორპუსში (კაკლის ხეს-
თან) მაცხოვრებელი გერმანა მოკლეს, რომელიც ასევე „ბოროტების“ ძმა-
კაცი იყო და „კაი ბიჭთან“ შეშლია. მან კი პადიეზდში გამოასალმა სიცოცხ-
ლეს... პანაშვიდებზე ამოდიოდნენ „ბოროტები“. თითო კაცს გარშემო 5 გოგო
ეფარებოდა დაცვასავით, ისე ეშინოდათ თორაძეების. მათ იცოდნენ, გოგოს
არ ესროდნენ და აი, „ნაბოზრები“ ქალებს იყენებენ „ბრონი ჟილეტად“. მართ-
ლაც, ძალიან ადვილი იქნებოდა თორაძეებისთვის საკუთარ ეზოში გაენად-
გურებინათ მტერი, მაგრამ „ბოროტებს“ შეუთვალეს: ჩვენ ასეთ დროს არ
ვისვრით, მიცვალებულთან მისულებს არ დაგხოცავთ, ნუ გეშინიათო! დროს
არ ვიხელთებთ, ჩვენ ვაჟკაცები ვართო!
გავიდა ოთხთვე-ნახევარი შეჯახებიდან. ხვადაგიანი მიდიოდა და მო-
დიოდა... მამა სასტიკი წინააღმდეგი იყო. დრო გადიოდა, ეს ნაირ-ნაირი
ქურდების სტუმრობა არ სიამოვნებდა, მაგრამ რას გახდებოდა?! იმედო,
მართალია, გარეთ აღარ გადიოდა, თუმცა სახლიდან აგვარებდა ქუჩის საქ-
მეებს. 17 წლის იმედასი მიკვირდა, რა ცხოვრება ჰქონდა ასეთი გავლილი,
რომ გავლენიანი „ქურდები“ ურეკავდნენ და სთხოვდნენ დახმარებას, ჩემს
ახლობელს მანქანა მოპარეს ამა და ამ ადგილას, იქნებ დაგვეხმარო დაბრუ-
ნებაში... ჩემს ახლობელს ხელჩანთა მოპარეს... და სხვა მრავალი თხოვნით,
მოწიწებით უკავშირდებოდნენ ჩემს ძმას. ის კი ყველას ეხმარებოდა...
ჩლაიძე ოთხჯერ გვესტუმრა, ერთხელ სერგეევიჩსაც ელაპარაკა, შევარი-
გოთ, იქნებ დაიყოლიოო, რის წინააღმდეგიც სერგეევიჩი არ იყო, მშვიდობა

140
სწყუროდა, მაგრამ ბიჭებს ვეღარავინ აიყოლიებდა. ზაზა ხან ანისთან რჩე-
ბოდა, ხან – ჩვენთან, ერთ დღეს ამოვიდა ძმებთან სალაპარაკოდ, თორნიკე
ეკავა ხელში, 2 წლის. არც უფიქრია, ბავშვი ვინმესთვის გადაეწოდებინა, პი-
რიქით, იცოდა დაახლოებით, რაც მოჰყვებოდა მის შეთავაზებას, უფროსი
ძმის აზრის გამოხატვას, მაგრამ მაინც ეტყობა იფიქრა ბევრი და იგრძნო,
რაღაც ცუდი მოხდებოდა, ან და მამას დაუჯერა. ზაზას არ აინტერესებდა
სახელი, გვარი. არც ის, დღეს რა იქნებოდა. თუ დღეს ვერა, იყოს ხვალ, ზეგ,
წლების შემდეგ... ასეთი იყო ზაზა, ყველა ძმისგან განსხვავებული ქცევით,
ფიქრით, ცხოვრებით...
– „კაროჩე“ , ბევრი ვიფიქრე, ძმებო, ძალიან ცუდი სიტუაციაა ქვეყანაში,
მიხოს სიტყვა, რომ მართლები ვართ, ბევრს ნიშნავს და ყველა „ქურდისაც“,
მაგრამ აქტიურად და რეალურად არავინ არაფერს აკეთებს, რაღაც ხდება,
რაც ჩვენ კიდევ არ ვიცით, სერგეევიჩმა იცის და არც ვუსმენთ კაცს. ხომ
არ ჯობია, ცოტა ხანი გავქრეთ? ან ვითომ შევურიგდეთ და მერე დავცხოთ,
როგორც თვითონ იციან...
ამ წინადადების დამთავრება აცადეს, აი, მერე კი კახამ და იმედამ და-
ივიწყეს თორნიკე რომ ეკავა ხელში და ისე სცემეს, ისე, ავტომატის კონდა-
ხებით სახეში, თავში... მერე „გადაუტენეს“: მოკვდი, შე „ნაბოზაროო“! დედა
რომ არ ყოფილიყო იქვე, ალბათ, ესროდნენ არასწორი სიტყვების გამო. დე-
დამ ყვირილი დაიწყო, ძმებს შუაში ჩაუდგა, მამაც იმავეს აკეთებდა, თორნი-
კე ბოლო ხმაზე ტიროდა, დაბნეული ვუყურებდი სიტუაციას. დედამ ბავშვი
გამოართვა, როგორც იქნა, თორნიკეს ისტერიულმა ტირილმა გამოაფხიზ-
ლა კახა და იმედა:
– ახლა მოგინდა წყნარი ცხოვრება, არა?! წადი! აღარ დაგინახოთ აქ და
არ გაბედო სადმე თქვა, თორაძე ვარო! ჩვენი ძმა ვერ იქნება მშიშარა ან „ბო-
ზური“ „ხოდების“ მატარებელი! – უყვიროდნენ კახა და იმედა.
– ხედავ? რაც დათესე, ის მოიმკე! გვიან მოგინდა წყნარი ცხოვრება, შენ
დადინჯებისკენ მიდიხარ, ესენი კი ჯერ ვერა! შენ იყავი ამათი ცუდი მაგალი-
თი მთელი ცხოვრება და აი, შედეგიც! – დედამ დაუმატა ზაზას. ის კი ისეთი
ნაცემი იყო, ხმას ვერ იღებდა. მამამ ზაზა გაიყვანა სახლიდან, რომ შეწყვე-
ტილიყო ჩხუბი. რამდენიმე დღის მერე მოვიდა თავჩახრილი, რაც ნიშნავდა,
რომ ისევ ძმებს ედგა გვერდით. ზაზა 26 წლის იყო უკვე, ეზარებოდა, ვიდრე
ეშინოდა ომობანას თამაშის. შიშით კი მას არასდროს არ ეშინოდა არაფრის.
ჩვენი ოჯახის პრობლემაც ეგ იყო მთელი ცხოვრება. მამა ეჩხუბა ბიჭებს,
ბიჭებიც ჩხუბობენ მამასთან...
ჩლაიძე ვერ ისვენებდა, თუ არ ასვენებდნენ. ისევ მოვიდა ჩვენთან მეოთ-
ხედ ვიღაცებთან ერთად, ისევ სალაპარაკოდ, იქნებ დაეთანხმებინა ძმები
შერიგებაზე. მეოთხედ მოისმინა მომხდარი. დანარჩენები „ჩლაოსთან“ ერ-
თად მოსულები, ვიღაც „ნათალო“ და გურამი, პირველად ისმენდნენ მომხ-
დარს, რაზეც ამბობდნენ, მართლები ხართო, მაგრამ უნდა შერიგდეთო:

141
– თქვენ მართლები ხართ! ერთი მონაკვეთი არ არის მათი! მაგრამ უნდა
შერიგდეთ, რომ არ დახოცოთ ერთმანეთი, – პატიკო ჩაერია, – შეგახვედ-
რებთ! მისაღები მიიღება, გაულაწუნებ, ეტყვი რომ „შაკალი“ ხარ, მერე
თქვით ქუჩაში, რომ ჩლაიძეს ეცით პატივი, თორემ მაგათი დედაც მოვტყან
და „ვსიო“, რა საჭიროა ეს ომი, – ეუბნება ნათალო ძმებს.
– ჩვენ არ დავიჩაგრებით! ჩვენ მაგათ არ შევურიგდებით! – პასუხობენ
ძმები.
– ეგ არაა დაჩაგვრა, პატიება თუ შეგიძლია.
– პატიება შეგვიძლია, ვინც ახსნის შეშლილს, მაგათ „ბოზურს“ ახსნა არ
აქვს!
გასაკვირი პირადად ჩემთვის ის იყო, თუკი, როგორც „ჩლაო ქურდი“
ადასტურებდა, ბერდია „ქურდად“ მონათლა და ბერდიას მართლაც, „გა-
დაახტნენ“, რატომღა ითხოვდა ამხელა ავტორიტეტი „ქურდი“ შერიგებას?
მას „გადაახტნენ“, ესე იგი, „ბოზები“ არიან! აბა, „კაი ბიჭი“ ვერ „გადაახტება“
„ქურდულსა“ და „ქურდს“, თორემ შეიძლება იშვიათ შემთხვევაში ახსნას „გა-
დამხტომმა“, „ქურდს“ რატომ აკადრა და გაუბედა. მთავარია, დაუწერელი
წესები დაიცვას და კაცურად წარმართოს თითოეული ნაბიჯი, გაუგებარია
მაინც, რატომ მოითხოვს „ჩლაო“ შერიგებას? იმის ნაცვლად, „კაი ბიჭებს“
გვერდით დასდგომოდა და დაესაჯა „აბეჟნიკები“ „ქურდულად“...
– მე თქვენამდე იმათ ვიცნობდი, ორივე მხარე „კაი ბიჭები“ ხართ, რატომ
უნდა დაიღუპოთ, ან თქვენ ან ისინი?! – თავისას არ იშლის ჩლაო.
ერთსა და იმავეს იმეორებდნენ. მოსულებმა ნარკოტიკიც შესთავაზეს
ძმებს, რომლებმაც უპასუხეს, ჩვენ არ „ვკაიფობთ“! ჩლაიძემ თავი დამცირე-
ბულად იგრძნო, რამაც გააღიზიანა და „კაიფის სიპრიატნე“ დაუკარგა. ამით
„ქურდს“თორაძეებმა ფაქტობრივად აგრძნობინეს, რომ არასწორია და მას
ბრმად არ ენდობიან და არც იმდენ პატივს სცემენ, რომ უღირდეთ თავიანთი
კაცობის შელახვა. მიხო ცინცაძემ ის თქვა და ეს თქვა, არ იქნებოდა ლა-
მაზი კაცისგან. თორაძეებს სჯეროდათ, „კრისტალი ქურდები“ დასჯიდნენ
ყველას თავის დროზე და თორაძეების სიმართლე არასოდეს გაქრებოდა
უკვალოდ. ჩლაიძეს რუსეთში ქურდები დაუსვამდნენ იმავე შეკითხვას, რაც
ყველას აინტერესებდა „ქურდების“ „სხადნიაკზე“.
– ტყუილად ამოვედი მეორედ (თუმცა მეოთხეთ იყო), ამხელა ხალხი
მოვედით და ფეხებზე იკიდებთ ჩემს თხოვნას! ყელამდე შეიარაღებულები
ხართ თქვენც და ისინიც, კუბო რომ დაიდგმევა ოჯახში, იქ საქმეს აღარაფე-
რი ეშველება!
– დაიდგას! ჯობია დავიხოცოთ, ვიდრე დავიჩაგროთ! იქით აწვებოდა იმედა.
– „კაროჩე“, მე მითქვამს! ვისი მხარეც გაისვრის და მოკლავს, დედის „მუ-
ტელს მოვუტყნავ“! – „ჩლაო“ „ატდუში“ ამბობდა!
– ეეეე, ეგ რა არი ახლა?! ჩვენ გვაგინებ? – იმედა ისე აილეწა, ენა დაება, უნ-
დოდა რომ აეკუწა „ბესპრედელი“ ქურდი. კახა ამშვიდებდა, ნათალოც უხსნიდა.

142
– ქურდია, იმედ, ხომ არ გამტყუნებს? მაგრამ არც სისხლი უნდა, რომ
დაიღვაროს...
– შენ რატომ გაგინებ? ვინც „ტრუპს“ აიკიდებს, იმას მე გამოვუღებ
„ფარშს“! – „ჩლაო“ თავისას იმეორებდა.
– ქურდი კაცია, რას იტყვის ხალხი, ვერ მოაგვარაო? სირცხვილი არა? –
ნათალო ნავთობდა.
– არ მინდა ხელები დავიბანო! არ მინდა დაიჩაგროთ, არც თქვენ არც ისი-
ნი! – ისევ „ჩლაო“ ჩაერთო.
– შეიძლება ფეხში მოხვდეს და მოკვდეს. ჩვენ ერთი, რაც შეგვიძლია დავთ-
მოთ, არ მოვკლათ, „ნიჟე პოესა“ „დავუშვათ“(კახამ ეს მანამდეც უთხრა ქურდს)!
– არავინ არ უნდა, მოკვდეს! „ქურდი“ ამბობს და უნდა გაიგოთ! – ნათა-
ლომ ტვინი „მოტყნა“.
აქ უკვე ერთმანეთს აღარ აცდიდნენ ლაპარაკს. ჩლაიძე 17 წლის იმედას
ეჯიბრებოდა.
– შენ ჩემზე „ძერსკი“ ვერ ხარ, მე რომ ვიყავი შენხელა...
ეტყობა ნამდვილი მომავალი დაინახა იმედაში და არ მოსწონს, თუ გა-
დაურჩნენ „ქურდები“ საქართველოს გარდატეხის წლებს, იცის, იმედა „შე-
აჩერებს“, თუ მანამდე სხვამ არ „შეაჩერა“. იმედოს თავის ხელში აყვანამ
კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, თუ როგორი გაწონაწორებული და „დასტო-
ინი“ კაცია (ჩლაო სახლში რომ არ დაიტოვა).
– ძმაო, ეს კაცი ქურდია და რომ არ გამართლებდეთ, აქ არ იქნებოდა
ახლა. არ უნდა მკვლელობა მოხდეს. იმათაც იმავეს ეტყვის, მართლა „კაი
ბიჭები“ ხართ, არ უნდა ვინმეს სიკვდილი, იმედჯან, გაიგე რა!.. – ნათალო
არ ჩუმდებოდა.
როგორც იქნა, წავიდნენ. თორაძეებმა მიხოს გააგებინეს „ჩლაოს“ აზრი,
მან კიდევ გაიმეორა:
– არ იქცევა სწორად! თქვენ გააკეთეთ, რაც სწორია (ანუ „აბაროტი“) და
„დალშე“ მე მივხედავ, თუ „ფარშის გამოღება“ მოუნდა ვინმესი. არც უნდა
გთხოვდეთ შერიგებას! იმათგან უნდა მოითხოვდეს, რაც შეეშალათ! არაა
„ქურდი“ ბერდია და ამბობს ქურდიაო! მაგას „ვაფშე“ ნუ უსმენთ!
1991 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, ვინმე ბერდია ქარცივაძე, თბილი-
სელ-ვაკელი არ იყო „ქურდი“! მიხომ „დაღეჭა“, რომ გაეგოთ ბოლოს და ბო-
ლოს!
– „იავნად“ იმათკენ არის ჩლაიძე, არაა სასიამოვნო ფაქტი! – გააგებინა
იმედამ მიხოს.
– მაგას ხმამაღლა ვერ იტყვის, „ბოზებს“ ვამართლებო. იმათ ჩვენი სა-
ხელიც შელახეს „ქურდობის“ დაბრალებით. მე თვითონ გამკვირვებია „ჩლა-
ოსი“, – ეუბნებოდა მიხო იმედას.
უკვირდათ, რა დაემართა ამხელა ისტორიის კაცს, პატიკოს?! დღეს კი
მაქვს მაგის პასუხი, მაგრამ მაშინ? პოლიტიკაში ჩაერთო, სადაც სჭირდებო-

143
დათ, იყენებდნენ სახელს, წოდებას, მაგრამ სინამდვილეში აღარ იყო ის, რაც
უნდა ყოფილიყო.
– მამ, იმედას არ უთხრა, მომკლავს, რაღაც უნდა მოგცე! – მაგნიტოფო-
ნის კასეტას ვაწვდი.
– რა მოხდა?! რა არის ეს, მამა? – დაიბნა მამა.
– ჩუმად ჩავიწერე, მოვუსმინე მე უკვე და ნერვები მომეშალა, ვერ გაიგ-
დეს ჩლაიძე? აუ, იმედა მომკლავს, რას ჰქვია „ქურდის“ ლაპარაკი ჩაიწერეო,
აუ, არ უთხრა, მამ, რა?!
– შენ გენაცვალე! ჩემი გოგო ხარ შენ! არა, ჩემი მაგარი ბიჭი ხარ შენ!
ძალიან გაუხარდა მამას, მანამდე მაგის გამო იჩხუბეს, განა მამას არ
მოსვლია აზრად ჩაწერა, მაგრამ არ მისცეს საშუალება შვილებმა. მეც გა-
მიმართლა, ჩემი დიდი მაგნიტოფონი ბიჭების ოთახში იდო, ადრე იმედო-
სი იყო, მერე მე გადმომილოცა, როგორც ოჯახის „დიჯეის“. „ზბორნიკებს“
მიკვეთავდნენ, მეც მომწონდა, სიხარულით ვუმზადებდი. მე და მამამ ჩანა-
წერის მოსმენა დავიწყეთ, ბიჭებს ეხამუშათ მამის სიჩუმე და შემოგვაკით-
ხეს ოთახში:
– რას უსმენთ? ეეეე, მაინც ჩაიწერე? რა არი, სერგეევიჩ, „ჩეკისტი“ ხარ?
ჰა, ჰა, ჰა!..
– ვითომ არ ჩამიწერია, ჩემთვის ჩავწერე, რომ მოვუსმინო.
– ძაანაც კაი! მე ხომ არ ჩამიწერია და არც ვიცოდი! ფაქტი კი კარგია,
რომ გვაქვს! ჩლაიძეს „ქურდის“ სახელს ვერ გამოვაყენებინებ ცუდად! ეგ
უნდა „შეაჩერონ“, – იმედა გაბრაზებულია.
– ხო არა? ახლა დაგჭირდა? რატომ არ მიჯერებთ?! – ისევ დაიწყო მამამ.
– არა, იცი, რა მაინტერესებს? ნათალოს, თუ მეორეს რომ ეუბნები, სო-
ლოლაკში შევხვედრილვართო... ჩუმად რომ ეუბნები იმ კაცს, წამლის „ბარი-
გასთან“ შეხვდით ერთმანეთს ხო? – ვეკითხები მე.
– შენ, გოგო, რა დღეში ხარ?! – გამიბრაზდა კახა.
– უპასუხე ბავშვს! – ხმას აუწია მამამ.
– რა სასამართლო მომიწყვეთ აქ?!
– მე გეტყვი რატომაც გეკითხები! ის „ნაბოზარი“, ოთარა ხუციშვილი,
ბერდიას რომ ამოჰყვა, მაგასთან ერთად შენ „კაიფობდი“ ხო? და ვიღაც ნარ-
კომანებს ენდე, ხო? და ძმები მოსაკლავად გაუშვი, ხო?! და შენ სახლში დარ-
ჩი?! ეგ ბერდიაც ნარკომანია! – მამამ კახა დაიჭირა.
– ეს რა დღეშია! შენ „ვაფშე“ როგორ ერევი?!
– რა?! როგორ ვერევი? ჩემი ოჯახი ხართ! რას ჰქვია როგორ ვერევი?!
თქვენ რომ რამე გემართებათ, მე ვკვდები დარდით და თქვენ „გკიდიათ“, მე
რას ვგრძნობ! მთელი ცხოვრებაა გკიდივართ!
მე ავტირდი...
– 13 წლის ბავშვი თქვენზე სწორად აზროვნებს! – „მიპადდერშკა“ დედამ.
– გაგვიმართლა, იზო! ერთი მაინც გამოვიდა მაგარი!

144
– აუ, არ მინდა რა სიმაგრე და „მენდლები“! როგორც გინდათ, ისე მო-
იქეცით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ უთქვენოდ სიცოცხლე გამიჭირდება!
მამამ ამ სიტყვების მერე ყველა გაყარა ოთახიდან და ატირებულს მე მამ-
შვიდებდა:
– მე და შენ ვიცხოვროთ ამ სახლში, თუ ასე გააგრძელეს, გავყრი სულყ-
ველას, შენ არ იდარდო, მამა.
– რას გაყრი, მამ, რა, რას ამბობ! რად მინდა სიცოცხლე, რომელიმეს გა-
რეშე, თან ამხელა სახლში მე და შენ, რა საშინელებაა, – ვაგრძელებ ტირილს.
– მარტო რატომ, მამა, გაგათხოვებ, ბევრ შვილს გააჩენ, მე მოგივლით
შენ და შენს ოჯახს. ოღონდ, მამიკო, იცოდე, ვინმე რომ შეგიყვარდება, პირ-
ველმა მე უნდა გავიგო და ისიც შენგან.
– კი, მამა გაიგებ, ოღონდ ჯერ პატარა ვარ მასეთი რაღაცებისთვის, მამ,
წავიდეთ ამერიკაში, გთხოვ!
– რა ვქნა, შვილო, არ მომყვებიან, მარტო ხომ არ შევატოვებ აქ?!
– წავიდეთ, მამ და ესენიც წამოვლენ. აი, ნახავ, მთავარია, წავიდეთ, მე-
ზიზღება აქაურობა უკვე!
– არ ვიცი, მამა, როგორ დავიყოლიებთ ამათ, გადაწერე კასეტა? თუ ეს
ერთი გაქვს?
– ერთი მაქვს, შენ რომ მოგეცი.
– იმ მომენტს ამოვშლი, კალანდაძეზე ამათმა რომ ისროლეს და იმედა
რომ ამბობს, ვდგები ღამე, ავტომატს ვიღებ...
– ჰო რა ვიცი, შენ უკეთ იცი, გადაწერე და დამიბრუნე, შევინახავ ჩემს
სეიფში!
– შვილო, მისმინე, შენ ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ, შეიძლება ჩვენ რამე დაგვ-
მართონ, წამოდი, განახებ, სად ვინახავ დარჩენილ განძს, ფულს და იარაღს.
რამე რომ მოხდეს, მხოლოდ შენი იმედი მაქვს, გაუძელი, მამა, ვაჟკაცურად
ცხოვრებას.
– მამ, რას ამბობ, გული მისკდება (ღაპაღუპით ჩამომდის ცრემლები, მამა
მწმენდს).
– ჯობია, შვილო, ყველაფრისთვის მზად იყო, რომ შოკი არ მიიღო. რას
იზამ, არჩევანი არ დაგვიტოვეს ბიჭებმა... შეიძლება ვერ გაბედონ ჩვენი და-
ხოცვა და შეიძლება შიშმა გააბედვინოთ, ამდენ არაკაცობას ვერ პატიობენ
შენი ძმები. მე მამა ვარ და ყველაზე ვფიქრობ, თორემ განა მე იმავეს არ
გავაკეთებდი მაგათ ასაკში! შენს ძმებს ნუ მოიძულებ მარტო დარჩენილი,
პირიქით, იამაყე მათით!
– მე სულ ვამაყობ მათით, აი, ზაზათი არა! მაგრამ ძალიან მიყვარს!
– ხო, შვილო, ზაზას ტვინში უჭირს, თორემ შენ კი არასდროს დაგიშავებს
რამეს. მისმინე, მამა და კარგად დაიმახსოვრე, არ ენდო ბიჭების ლამაზ სიტ-
ყვებს, დაგიწყებენ, ჩემო ლამაზო, ჩემო სიცოცხლე, მენატრები, შენ მეტი
არავინ მინდა... არ დაეზარებათ, ყველა ხერხს იხმარენ, რომ მოგიპოვონ და

145
მერე წავლენ, შენ კი გული უნდა გეტკინოს. მე ყოველთვის შენთან ვიქნე-
ბი, რომც ვერ მხედავდე. შენ ძალიან სამართლიანი და კარგი ადამიანი ხარ!
ყველა შვილი საყვარელია მშობლისთვის, მაგრამ შენ, პლუს, დაიმსახურე
სიყვარული!
– კარგი რა, მამა, რა! ამივარდა თავში და ეგაა, ხო მოგისმინე? ახლა შენ
მომისმინე, მამიკო! მე არ მჭირდება განძი, მირჩევნია არ ვიცოდე, სად დევს,
ვინმემ რომ წაიღოს, ჩემში უნდა შეგეპაროს ეჭვი, მე კი არ მიღირს განძი
სამაგისოდ, არც არაფერი მოგივა შენ, მამ, ნუ გეშინია!
– ოხრად რატომ უნდა დარჩეს, მამა? მე შენი მჯერა, წამოდი, განახებ,
რომელ კედელშია.
– მამა, გაიგე, რომ არ მაინტერესებს, შენ თუ არ იქნები!
– რა ჯიუტი ხარ, შვილო!
– ყველა მასეთები ვართ, ეტყობა გენეტიკურია.
– ოჰ, რა ენა გაქვს! თუ რამე მოხდა, არ გამოამჟღავნო შენი სიჭკვიანე
ხალხში, დებილად მოაჩვენე თავი და წინსვლისთვის გამოიყენე ჭკუა, თუ
რამეს გააკეთებ ისეთს, რომ საშიში იყოს შენი მომავლისთვის, არავის გაან-
დო! არავის, დედამიწაზე! მიხედე დარჩენილებს, არავის უსმინო, შენ რასაც
ჩათვლი სწორად, ის გააკეთე! არავის შესტკივა გული, შენი ოჯახის წევრე-
ბის გარდა, დაარიგე ჭკუა პატარა დებს და მკაცრად დაუდექი, არ გაბოზდ-
ნენ! თუ საჭირო გახდა, დაცალცალკევდით, რომ ვერავინ მოგაგნოთ. სახლი
შენია კანონით, ვერავინ წაგართმევს, დაკეტე და წადი, უკან არ მოიხედო,
თავი მარტო არ იგრძნო! მე სულ შენთან ვიქნები, ეს გაიხსენე ხოლმე, იცო-
დე, მამა, შენ უნდა გადარჩე! წიგნს კიდევ წერ?
– კი.
– არ გინდა, ნუ წერ ნურაფერს, არ წაიშლება გონებიდან არაფერი და
მერე ამოკრებ! ფაქტების შენახვას ერიდე, საფრთხე არ შეგექმნას, ყველა
შეკითხვაზე თქვი, აბა, მე რა ვიცი?! ყველას დაანახე, რომ პატარა შტერი
ხარ.
– მამა, ეგრე ხო გადამიარეს, რას მასწავლი?!
– ეგრეა საჭირო, შვილო, დამიჯერე! თუ იტყვიან იარაღით დადისო, შენ
თოჯინები დაიჭირე ხელში, რომ ააბნიო მტერი! გეხვეწები, შვილო, არ აირიო
ცხოვრება, არ დაიკარგო შენს თავში! ჩვენ, შენი ოჯახი, მართლები ვართ,
მაგრამ რას ვიზამთ, აბა?!
– ნუ ფიქრობ ამდენ ცუდს! მე სასახელო შვილი ვიქნები მთელი ცხოვრე-
ბა, შენც – საყვარელი ბაბუა, როგორც ნატრობ. ბევრი წლის მერე, ყველა
შენს შვილს ეყოლება მეუღლე, შვილები და ახალ წელს დიდ „ზალაში“ ძა-
ლიან ბევრი თორაძე იხმაურებს, აუ, რამდენი ვიქნებით, ჰა, ჰა, ჰა, ჰა... – გა-
დავიტანე თემა სიხარულში.
– ხო, შვილო, ჩემი ოცნებაა ეგ! – თვალებში შუქი მოემატა, მაგრამ მალე-
ვე ჩაუქრა...

146
კომენდანტის საათი იყო დაწყებული. გარეთ უბრალო მოქალაქე რომ შე-
ენიშნათ, არც იკითხავდნენ გამოსვლის მიზეზს, ისე შეეძლოთ სროლა და სი-
ცოცხლის წართმევა ადამიანებისთვის. საღამოს შურის საძიებლად მისული
თორაძეები მგელაძეს საცხოვრებელ კორპუსთან ელოდებოდნენ ორი მანქა-
ნით. გვარდიის ფორმის გამო „ნამცეცა“ ჰყავდათ წაყვანილი, რომელიც ლა-
შას მეგობარი იყო და ბადრი ხვადაგიანის კიდევ უფრო ახლო ძმაკაცი. კო-
მენდანტის საათს თუ ქუჩაში შეხვდებოდნენ, თორაძეები რომ დაეცვა. „ნამ-
ცეცამ“ თვითონ შესთავაზა ძმებს გვერდით დგომა, რაზეც თავიდან უარი
უთხრეს, თუნდაც იმიტომ, რომ „პრისტუპნიკებთან“ ერთად გვარდიელის
მონაწილეობა – ეს უკვე ავტომატურად არ იქნებოდა სწორი „ქურდულში“ და
თან თორაძეებს კანონით არ ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება და გელა
მათ გვარდიელებისგან დაიცავდა. მხოლოდ ამ ერთი პირობით შეთანხმდნენ,
რომ „ნამცეცა“ სხვა რაიმე მონაწილეობას არ მიიღებდა და, რომ ეს მხოლოდ
თორაძეების გასაკეთებელი იყო! დრო გადიოდა და კომენდანტის საათი ახ-
ლოვდებოდა. ზაზა მანქანიდან გადმოვიდა, კახას მანქანასთან მივიდა, სა-
დაც კახა, ლაშა, იმედა და „ნამცეცა“ ისხდნენ.
– როგორ გადმოგვძახა ერთხელ აივნიდან სერგეევიჩმა ოცდახუთკაციან
ბირჟაზე გახსოვთ? – იხსენებდა ზაზა.
– თორაძეებო და თორაძეების ძმაკაცებო! კომენდანტის საათი ახლოვ-
დება და თუ არ დაიშლებით, დედები მოგეტყვნებათო! – გაიმეორა კახამ.
ყველა ერთად იცინოდა.
– ჰოდა, დავიშალეთ! არ ჩანს მგელაძე, – აგრძელებს ზაზა, თან საათს
დახედა მაჯაზე რომ ეკეთა, გულში დამიზნებულმა ტყვიამ, საათში გაიარა
და იდაყვის დაბლა მთლიანი მკლავი გაუგლიჯა. ბიჭები არ დაიბნნენ, გად-
მოხტნენ მანქანიდან, ცეცხლი გაუხსნეს, ოღონდ არავინ ჩანდა ეზოში, კორ-
პუსიდან ან კორპუსის „კრიშიდან“ მოდიოდა ტყვიების სეტყვა. ზაზა თავის
მანქანამდე მიბობღდა, ფეხშიც დაიჭრა მძიმედ. მის მანქანაში ორი კაცი იც-
დიდა, ზაზას ჩაჯდომა და მათი „მოწეწვა“ ადგილიდან ერთდროულად მოხდა.
ყველას ეგონა, ზაზა მოკვდებოდა, ისე მძიმედ იყო. არავინ არავის უცდიდა,
შეთანხმებულები იყვნენ ძმები, საკუთარი თავებისთვის მიეხედათ, ვიდრე
ერთმანეთისთვის, რომ უფრო არ დაბნეულიყვნენ. ასეც მოხდა, კახა ჩახტა
მანქანაში საჭესთან.
– ლაშ, მარტო შენ ხარ? – ჰკითხა კახამ.
– კახ, მარტო შენ ხარ? – ეს უკვე ლაშა იყო.
– გელა და იმედა? – ორივემ იკითხა, თან სროლა არ წყდება ზემოდან.
– წავედით! დრო არ იცდის! კაცები არიან, თავს უშველიან! მიმოიხედეს
იქვე, არც ცოცხლები დაუნახავთ იმედო და „ნამცეცა“ და არც მკვდრები.
– რას შვრები, „შეჩემა“?! – ლაშა უკანა სავარძლიდან წინ გადადიოდა
დაძრულ მანქანაში.
– ვახ! ჩემი! – ლაშას ტყვია მოხვდა ამ დროს.

147
– შენც საავადმყოფოში!.. – კახა მიქრის.
მამას ძალიან არ უნდოდა ლაშაც გარეულიყო იმ ამბებში. ისიც კი უთხრა
წასვლისას, შენ ისე არ ეშვები „ტრაკის თამაშს“ და სანამ არ დაგჭრიან ტრაკ-
ში, მანამ ვერ მოისვენებო და, აი, კიდეც აუხდათ მამის სიტყვები. ღმერთო,
რატომ ვერ იგებენ ეს ბიჭები, რომ გინდა გადაარჩინო და არ გეხმარებიან!
ლაშაც მძიმედ დაიჭრა, კუდუსუნის ძვალში მოხვდა ტყვია და იქვე ჩარჩა.
საავადმყოფოდან კახა რეკავს:
– მამა, ზაზა და ლაშა დაიჭრნენ, საავადმყოფოში ვართ, როგორ მოვიქ-
ცეთ?!
– გელა! იმედა! სად არიან?!
– მამა, დაწყნარდი, ყველანი გავიქეცით ცალ-ცალკე!
– დედას გამოვუშვებ საავადმყოფოში და ბიჭების ზარს დაველოდები,
როცა გეუბნებით, როგორ მოიქცეთ, არ მიჯერებთ!.. ახლა კაი დროსია!
საშინელი სულიერი სიმძიმეა ოჯახში, დაჭრილი და დაკარგული შვილე-
ბი, კომენდანტის საათი... და მთელ ქალაქში ფორმიანი მკვლელები დადიან,
რომლებიც ოჯახს ერჩიან! რა იღონონ მშობლებმა?! დედა გაიქცა საავადმ-
ყოფოში, რომელი კომენდანტის საათი შეაჩერებს დედას! არც იცის, მართლა
დაიჭრნენ თუ კახამ დამალა?! მამა სახლში უნდა დარჩეს და რამე იმოქმე-
დოს, პირველად გაუშვა დედა მარტო და თვითონ სახლში დარჩა.
დედა რეკავს უკვე საავადმყოფოდან:
– ზაურ, ამათ არა უშავთ, კახას ნაკაწრი არა აქვს, ზაზა და ლაშა არიან
დაჭრილები, მე აქ ვიქნები, შენ იქნებ ხვადაგიანს დაურეკო, გადმოვიდეს
ჩვენთან და მოიფიქრეთ, ბიჭები როგორ ნახოთ.
– კარგი, იზო! ათასი თვალი ჩართე! არ გაიმეორონ!
მამა ცოცხალ-მკვდარია, მაგრამ არ იმჩნევს, არ უნდა შეგვაშინოს მე და
პაატა. ღმერთს ვევედრები გულში, რომ გადაარჩინოს იმედა და გელა, ბად-
რიც მოვიდა, გიჟებს ჰგვანან, ტელეფონს ვუყურებთ ოთხივე. დარეკე! დარე-
კე! გთხოვ დარეკე! და... რეკავს!
– მამა მე ვარ, მე კარგად ვარ, ვერ მოვასწარი სახლში მოსვლა და თავი
უცხო ოჯახს შევაფარე.
ჩამოთვალე ყველა, როგორ არიან? მამა მიხვდა ტელეფონში, ვერ ილაპა-
რაკებდნენ.
– არსად არ წახვიდე, შვილო, გათენდება და მოვალ, წამოგიყვან, ყველა
კარგად არის, გელაც დაიკარგა და ეგეც გამოჩდება.
– ზაზა, მამა? ხო დაინახა ძმას რა დაემართა!
– საავადმყოფოშია, ნუ ნერვიულობ შენ ამათზე!
გაგვიხარდა და იმედი მოგვეცა, თუკი იმედა გადარჩა, „ნამცეცაც“ გა-
დარჩებოდა, თან გვარდიელს კომენდანტები არ ესროდნენ (თვითონ გვარ-
დიელები იყვნენ კომენდანტები) და ეგ გვამშვიდებდა. გამთენიისას იმედას
მიაკითხა მამამ და სახლში მოიყვანა.

148
გელა ისევ არ ჩანს და... მამა მივიდა ნაომარ ადგილას, მაგრამ ვერ იპოვა,
ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი. იმედას აყოლებდა მამა ყველაფერს, თუ
როგორ მოხდა მათი მანქანის გარეთ დარჩენა: სროლა რომ ატყდა ზემოდან,
ყველანი გადმოვხტით მანქანიდან და ჩვენც „დავუშვით“ ქვემოდან, უაზ-
როდ, მაგრამ მაინც! იმედას „კალაშნიკოვით“ არ შეუჩერებია ბრძოლა, ძმებს
ეხმარებოდა გაქცევაში. ზაზა ძირს დაჭრილი რომ დაინახა, სროლა-სროლით
სხვა მიმართულებით გაიქცა, რომ იქით წაჰყოლოდნენ ზემოდან დაშვებუ-
ლი ტყვიებით, მისი მიმართულებით ესროლათ. ასე დააბნია მტერი და ვინც
გადარჩა, იმედას დამსახურებაა. ძმებს როცა ვამბობ, გელაც იგულისხმება!
იმედამ მიმოიხედა, დარწმუნდა, ძმები წავიდნენ. არც ცოცხალი დაუნახავს
და არც მკვდარი, ამიტომ მშვიდად მიიმალა იქვე გამოქვაბულში:
– არ შეგეშინდა, რომ ეპოვე? – მოგიკვდეს მამა!
– არა, რისი მეშინოდა, მამ, ავტომატი წინ მეჭირა, პატარა რომ ვარ, ამან
მიშველა. იქ თუ კაცი იჯდებოდა, რას იფიქრებდნენ. კომენდანტები და სხვა
ბევრნი მოგროვდნენ, ჩექმებს ვხედავდი მარტო, ჩამივლიდნენ, ჩამომივ-
ლიდნენ... შევაკვდებოდი და ეგ იქნებოდა, კომენდანტებისთვის არ მინდოდა
თავის შეწირვა. თუ სიკვდილია, „ბოზების“ ხოცვაში მოვკვდე აწი! მაგის დე-
დაც ...! – ამბობს ჩემი ვაჟკაცი იმედა.
– თორაძეები უკვდავები ვართ, რით ვერ გაიგეს! მაინც დავტყნავთ „ნა-
ბოზრებს“ მკვდრებიც! გულით ამბობს კახა.
– ამ კახას რა ბედი აქვს (იცინის იმედა), არასდროს არ იჭრება ეს „ჩე-
მისა“, ლაშა სასწაულია, ჰა, ჰა, ჰა! რას დადიოდა მანქანაში? სერგეევიჩის
სიტყვები როგორ აუხდა? – იცინიან...
– მე დარწმუნებული ვარ, გელა ცოცხალია და მალე დაგვირეკავს. ტყვია
რომ მოხვედროდა, იქ მისული კომენდანტები უშველიდნენ, იტყოდა, რომ
შემთხვევით მოხვდა იქ, – იმედს არ კარგავს კახა.
– არ მინდა ცუდი ვთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დაჭრილიყო კი არადა,
დაუჭრელიც რომ ენახათ, მოკლავდნენ, რომ თქვენ დაგაბრალონ მერე, თან
გადაგვკიდონ ჩვეულებრივი ხალხიც... შვილებო, უნდა დაწყნარდეთ, ეს ომი
არ გამოგვადგება, არ მინდა, რომ რამე მოგივიდეთ, აღარაა ეს თქვენი „კაი
ბიჭობა“ მოდაში ძაან შეტოპეთ უკვე! მთელ ოჯახს ღუპავთ! ყველას ამოგვ-
ხოცავენ! რატომ არ გჯერათ ჩემი?! – ხმა უკანკალებდა მამას.
– აუ, ნუ ითარსები, რა! წადი, თავი დაგვანებე, სერგეევიჩ, რა! თვეებია
მაგაზე ლაპარაკობ, რით ვერ გაიგე, არ შევარჩენთ! თან როგორ ამატებენ
„ბოზური“ „ხოდებით“ „გრეხებს“. ისე ეშინოდათ, „კრიშიდან“ ისროდნენ, ახ-
ლოს რომ მოსულიყვნენ, ჩაგვხოცავდნენ.
– თან რამდენნი არიან ეგენი, „ბოზურად“ მოქმედებენ და მაინც ეშინიათ,
ეგენი კაცები არიან და ეს კაცობაა?!
– რა, რა კაცები! ცირკის „პუტანკები“ არ მოიქცევიან ასე, როგორც ეგენი
იქცევიან! – გამწარებული ლაპარაკობენ კახა და იმედა და თან ეცინებათ...

149
– შვილო, ვის ეომებით? მთელი ქვეყანა შეკრიბეს, ვინც არ „გაბოზდება“,
ხოცავენ! თქვენ „ვაფშე“ წარმოდგენა გაქვთ, ქვეყანაში რა ხდება დღეს?!
– ჯობია დავიბრიდოთ, მაგის დედაც, ვიდრე დაჩაგრულებმა ვიცოცხ-
ლოთ! – კაცურ მენტალობას არ ღალატობს იმედა.
– წავიდეთ ქვეყნიდან! პასპორტები... ყველაფერი მზად მაქვს, მე ვერ გიშ-
ველით, ისე აირევა ქვეყანა! რატომ არ გესმით შვილებო, რატომ?!
– ვერ წავალთ! არ გავექცევი მე ამათ! ჩემი ქვეყნიდან მე უნდა წავიდე
და ამათმა გაანადგურონ ქვეყანა და ხალხი და მე გავიქცე, თავს ვუშველო?!
კაცობა ჯიბეში ხომ არ ჩავიდო ბარებ? – თავგანწირვით ამბობს იმედა.
– ვის მოერევი? მთელ ქვეყანას? „ბოროტები“ „მხედრიონში“ შევიდ-
ნენ, მთელი „მხედრიონი“ გეომებათ! გვარდიას და კიდევ რას შექმნიან, ვინ
იცის?! შენნაირი ვაჟკაცები რომ იყვნენ სხვებიც, „მხედრიონში“ კი არ შევი-
დოდნენ! დავალებას მისცემენ ყველას და ერთად მოვლენ ჩვენს დასახოცად!
რატომ არ გესმით, ვერ მოვერევით ამდენ არაკაცს! დავალების შესრულება
მოუწევთ, გესმით?!
– ვერა, სერგეევიჩ, მაგრამ გპირდები, „ნაბოზრებს“ შევათხელებთ და
მერე წამოვალთ დიდ ამერიკაში, ცოტა ხნით მაინც, – ანუგეშა კახამ მამა.
– მერე აღარ იქნება!
– მამა, მორჩი ამდენ ჩხუბს, გთხოვ! ხომ იცი, რომ არ წამოვლენ და ვერც
მე ვივლი ქუჩასა და სკოლაში ასე შერცხვენილი! ვიღაცები მოერივნენ ჩემს
ძმებს?! – მივხდი, არ უნდა ამომეღო ხმა. მამა ძალიან გავაბრაზე. მომიბრუნ-
და და მეუბნება:
– შენ, პირადად შენ! ცინკის კუბოებს გაიტან სახლიდან! ჩვენ, ყველას,
კაცებს ამოგვხოცავენ და გოგოებს გადაგივლიან! შენ უფროსი და ხარ ამათი
და შენ ყველაზე მეტად გატკენენ, იცოდე!
მამამ საშინლად დამაჯერებლად მითხრა ეს სიტყვები. არასოდეს ქრება
მეხსიერებიდან, კახა და მამა ხელით შეეხნენ ერთმანეთს, ბავშვს რას ეუბ-
ნებიო. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ შემძლებოდა, ყველა სიტყვას
უკან წავიღებდი. ძლივს გავაშველეთ მე, დედამ და პაატამ კახა, იმედა და
მამა. საწყალი ჩემი მშობლები! რა არ გააკეთეს, როგორ არ ეხვეწნენ, როგორ
ჩხუბობდნენ, როგორ სჯიდნენ ჩემს ძმებს, მაგრამ ვერაფერს ხვდებოდნენ...
ბოლოს მაინც ერთნი უნდა ყოფილიყვნენ – ასეთი წესი იყო ჩვენს ოჯახში.
მამას ესმოდა შვილების ვაჟკაცობის, მაგრამ არ უღირდა მათი დაკარგვა.
თებერვალი იყო. ისევ 1992 წელი. საშინელი დღე გათენდა. ისეთ ხასიათ-
ზე გავიღვიძე, ორი საათის მიძინებულმა, რომ ღიმილს მილიონადაც არ
გავყიდდი. შუადღეს შევიტყვეთ უბედურება, გელა იპოვეს გარდაცვლილი,
ორმოში ჩავარდნილა დაჭრილი და ვეღარ ამოსულა, სისხლისგან დაცლილა,
როგორც გამომძიებელმა გვითხრა. ზედმეტსახელად „ნამცეცა“. სიცილი
ჰქონდა ძალიან საყვარელი, თითონაც კარგი ადამიანი იყო: კეთილი, პატი-
ოსანი. გვარდიაში შევიდა. თებერვლამდე, ბოლო დროს, ხშირად მოდიოდა

150
ჩვენთან. ძალით ვაცინებდით მე და პაატა, ისე მოგვწონდა, იმხელა სხე-
ულიდან ბავშვის კისკისი რომ ამოსდიოდა. ნუცუბიძეზე მოკლეს, სროლაში
მოყვა, ორმოში ჩავარდა და მთელი ღამე შველას ითხოვდა თურმე, მაგრამ
ვერავინ გაბედა, იქაურმა მაცხოვრებლებმა, სახლიდან გამოსვლა და შველა!
დარეკვას ნეტა რა ედგა წინ?! არც ეგ გააკეთეს. მეზობლებს სროლის მერე
გაუგიათ ხმა, შველას რომ ითხოვდა, მაგრამ შიშმა აჯობა სიმამაცეს და არ
უშველა არავინ დაჭრილს! ესეც გამომძიებელმა გვითხრა. სინამდვილეში რა
მოხდა, ნეტავ?! მთელი ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო. დედაჩემი თავს
იკლავდა, დღე და ღამე ტიროდა, ლაშა და ზაზა საავადმყოფოში იყვნენ ისევ.
ლაშას ოპერაცია სჭირდებოდა ტყვიის ამოსაღებად, გელას ამბავს უმალავ-
დნენ. გელას გაუბედურებული ოჯახი რეკავდა ჩვენს სახლში და გვწყევ-
ლიდნენ და ტიროდნენ, რატომ გამოიყენეთ გელა და მოკალითო. საშინლად
მძიმე და გაუსაძლისი იყო სამყარო, გულს გლეჯდა, ნაფლეთებად აქცევდა
და მაინც არ ვიხოცებოდით, რაც კიდევ უფრო მტკინვეული იყო, დაუსრუ-
ლებელი ტანჯვა გრძელდებოდა... სხვებიც რეკავდნენ საშინელი სიტყვებით:
კუბოებს გაიტანენ თქვენი სახლიდან! არავის დაგტოვებენ ცოცხალს და რა
ჩამოთვლის, რამდენი სიავე გვისურვეს. ერთმა ზარმა მიიქცია ოჯახის ყუ-
რადღება:
– გისმენთ! – ვუპასუხე მე.
– შენებს გადაეცი, ვისაც თქვენ ყველაზე მეტად ენდობით, ის ეხმარება
თქვენს მტრებს! თავს გაუფრთხილდით! ფრთხილად იყავით! – და გათიშა,
მეც მოვყევი იმ წამსვე სახლში.
– ვააა, ნომრების ჩამწერი როგორ არ იყო შეერთებული!
– მაინც არ ჩაიწერდა, ქუჩიდან დარეკეს, – ვუპასუხე კახას.
– შენ რა იცი?
– თავიდან რომ ავიღე ყურმილი, სანამ ხურდა ჩავარდება, სიჩუმეა და
მერე რაღაც ტკაპს ამბობს, ვიცი რა, რომ ვამბობ!
– „იმენნა“ გამომძიებელია, რა!
– რა შუაშია? პარალელს ვავლებ ცხოვრებაში რაღაცებთან, რაც ჭკვი-
ანურია და თქვენსავით არ ვაზროვნებ! არც კი ფიქრობთ წესიერად, ისე მოქ-
მედებთ ხოლმე! – თავდაჯერებული ტონი მოვიხდინე.
– ხო, კაი, ნუ „გაგვიბლატავდი“, – ერთხმად შემომიტიეს ბიჭებმა.
– აი, არასწორად გესმის ახლაც, იმის ნაცვლად, დაფიქრდეთ, წავყვეთ
მამას ამერიკაში!
– ვაა, ნეტა ვისზე გვითხრეს ეს სიტყვები? სახელები ახსენეს, ვისზეც
ეჭვი ჰქონდათ.
– მე ვფიქრობ, „შემოგდებული“ ზარი იყო, რომ ამაზე იფიქროთ და დაიბ-
ნეთ! – ვაგრძელებ მე.
– ჰო, მართალს ამბობს ეს ბავშვი! ხვადაგიანზე ხომ არ გვითხრეს ნეტა?!
– ჩაერთო მამა.

151
ვერსიას რა გამოლევდა, თუმცა ყველას არ ენდობოდნენ, მაგრამ მაინც...
როგორც მანამდე ვთქვი, ლაშას უმალავდნენ გელას სიკვდილს, დიდი
ოპერაცია ელოდებოდა წინ და მამამ ყველა გააფრთხილა, კრინტი არ დაეძ-
რათ, სანამ არ ჩაივლიდა ყველაფერი. „ნამცეცას“ მამა მივიდა ლაშასთან სა-
ავადმყოფოში, სერგეევიჩიც იქ იყო:
– ძალიან განვიცდით მთელი ოჯახი მომხდარს, არც კი ვიცი, რა სიტყვები
გამოვიყენო, ნუ ნახავთ ლაშას, ჯერ არ ვეუბნებით!.. – სერგეევიჩმა ეს თქვა
და ლაშაც გამოიყვანეს ექთნებმა, საოპერაციოში წასაყვანად და გელას მა-
მამ მიაძახა:
– ლაშა! ახლა რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო, გელა რომ აღარ არის ცოც-
ხალი... ლაშა დარწმუნებული იყო, ყველა გადარჩა, გადმოხტა, საკაცედან,
მამა აკავებდა.
– რატომ დამიმალეთ, რა ოპერაცია, რად მინდა სიცოცხლე, ძმაკაცი შეგ-
ვეწირა! – ღრიალებდა ლაშა.
– გელას ვეღარ ვუშველით! თქვენ რა გგონიათ? ძალით უნდოდათ ბიჭებს?
ახლა ხომ დამშვიდდით და მიბრძანდით აქედან! გელა ძმებზე არანაკლებად
უყვარდათ, მაგრამ ეგრეა! ახალგაზრდები ვერ ფიქრობენ და წირავენ ერთმა-
ნეთს, ჩემმა შვილმა ხომ არ მოკლა?! მართლა მოეგეთ გონს! იამაყეთ თქვენი
შვილით! კაცი იყო და ვაჟკაცობას შეეწირა! თუ არ უნდოდა, ძალით არავის
წაუყვანია! ასე უნდა გვიშროთ სისხლი რეკვებითა და მოვარდნებით? აგერ
ვარ მე, თქვენ წინაშე თავდახრილი და, თუ არ გყოფნით ეგ, მომკალით, თუ
დაგამშვიდებთ! – გამწარებული ყვიროდა სერგეევიჩი, ყელში ამოუვიდა...
ლაშას მიუბრუნდა, ათასი კაცი აკავებდა. მამამ ნარკოზი და გათიშვა
უბრძანა ექიმებს. ლაშას ჰპირდებოდა, რომ თვითონაც იომებდა შვილებთან
ერთად და გელას მკვლელს მიუწვენდა გვერდით გელას! ასე შეიყვანეს უკვე
გათიშული ლაშა საოპერაციოში.
გელა ლანჩავა იყო გვარდიის მეთაური (კომენდანტი), უფროსი, რომელიც
„ნამცეცას“ ნათესავი ყოფილა. ლაშასთან მივიდა საავადმყოფოში, დაჰპირდა
რომ ყველას გაუსწორდებოდა, ვინც გელას მკვლელობაში ერია, რისთვისაც
ინფორმაციას ითხოვდა „ბოროტებზე“. ლაშამ უთხრა, რომ ეს თორაძეების
საქმეა და მათ უნდა დასაჯონ ყველა. არ მოეშვა ლანჩავა: უფრო მოვერევით
ყველას ერთად, მითხარი, ვინ არიანო. ლაშამ შეხვედრა შესთავაზა ძმებთან
ერთად, აუხსნა, რომ ძმების გარეშე ვერანაირ ინფორმაციას ვერ გასცემდა.
მთელმა თბილისმა იცოდა თორაძეებისა და „ბოროტების“ დაჯახება, ლანჩა-
ვამ კი მოიტყუა, ვითომდა, არაფერი იცოდა, მაგრამ „გაბოზებაში“ ჩაეთვლე-
ბოდა ლაშას გვარდიის უფროსთან ენის მიტანა! როგორ არ ეცადნენ თორა-
ძეების „გაბოზებას“, მაგრამ ვერ ეღირსნენ, „ბოზი კურდღლები“!
გელას ოჯახი არ წყვეტდა ზარებს, ჩვენ კი არ ვბრაზდებოდით მათზე,
ჩუმად ვუსმენდით და ყველანი მოვთქვამდით. ღმერთს ვეხვეწებოდი, მალე
გასულიყო დიდი დრო და ეს ტკივილი შორს წაეღო. ვნატრობდი, დილით ისე

152
გამეღვიძა, დედაჩემის თვალზე არ მენახა ცრემლი, რომელიც მეორედ ვნა-
ხე: ერთხელ მაშინ, ზაზას ცოლეულს სუფრას რომ უშლიდა, მეორედ ახლა,
მაგრამ ეს არ ჰგავდა იმ ტირილს. ეს მოთქმა იყო... არა მარტო გელას სიყ-
ვარული ატირებდა, არამედ ფაქტი უნადგურებდა სულსა და გულს, სხვი-
სი შვილი დაკარგა თავისი შვილების გამო. თანახმა იყო, რომელიმე შვილი
გაეცვალა და თვითონ აღარ ჰყოლოდა, ოღონდ გელა გადარჩენილიყო.
იმაზე, თუ რა ელოდა ჩვენს ოჯახს, მარტო მამაღა ფიქრობდა. ბევრად
რთული ვითარება იქმნებოდა, ვიდრე მას ეგონა. თავს ებრძოდა. უცებ წა-
მოიძახებდა ხოლმე: როგორ უნდა გაბედონ, უდანაშაულო ადამიანები ასე
ამოგვჟლიტონ! ასევე ეუბნებოდა ბიჭებს: ედუარდ შევარდნაძე ჩამოდის,
როგორმე უნდა გადავრჩეთ მის ჩამოსვლამდე! ის აუცილებლად დაგვიცავს
და გვიშველის! შევარდნაძემ იცის, მე რა კაციც ვარ, თუ ამ „ჩათლახებმა“ და
„ბოზებმა“ მანამდე არ მოგვიცილეს, თან იციან დიდ ინფორმაციას ვფლობ
ყველაზე და ეგ უფრო საშიშია! არ აწყობთ, რა თქმა უნდა! მეორე კაცი გავ-
ხდები, რომ დავთანხმდე შევარდნაძეს. იცის, ჩემზე უკეთესს ვერავის და-
იყენებს გვერდით, ამის შიშიც აქვთ და უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ! წა-
მოდით, შევარდნაძის ჩამოსვლამდე მაინც, დალაგდება აქაურობაც და მერე
დავბრუნდეთო. მამას ხმა გავიგე, იმ ნომრიდან დარეკა, წესით რომ არ ისმი-
ნებოდა. მამას გასაიდუმლებული ჰქონდა ნომერი (სხვის გვარზე იყო აღებუ-
ლი). მესმოდა მამას საუბარი:
– „შავი სია“ ვნახე, ჯერ გია ბარამიძე ჰყავთ სიაში, მერე – ჩვენ! მე შვილე-
ბი არ მომყვებიან, რომ გავასწროთ აქაურობას და გიას გადაეცით პირადად
ჩემგან, გაქრეს! – მამამ დაკიდა ყურმილი.
– მამ, მართლა? „შავ სიაში“ ვართ? მერე, ასე წყნარად რას ვსხედვართ?!
– ვეკითხები მამას.
– არ სჯერათ და რა გავაკეთო?! მარტო ჩვენ ხო არ გავიქცევით?!
– მამ, გავიქცეთ რა! ესენიც წამოვლენ და, თუ არ წამოვლენ, იმათ ჩვენი
შიში მაინც ექნებათ და ვერ მოკლავენ ჩემს ძმებს!
– თავი ხელში აიყვანეთ სულყველამ! ამ თქვენი ნერვიულობით გვაბნევთ
ჩვენც! რას ანერვიულებ ამ ბავშვს?! არ ვართ „შავ სიაში“, თამუ, ნუ გეშინია, „დე-
დებს მოვუტყნავთ“ ყველას! – მამშვიდებს კახა და მე მჯერა მისი სიძლიერის!
– მამა, გიას ვიღაცას არ მოატყუებდა!
– ხომ, ვერ ეტყოდა, მარტო შენ ხარო? – კახა ცდილობს მომატყუოს.
– ჰო, ვერა! და თუ გია ჰყავთ, ჩვენც ვყავართ!
ჩემს ოთახში ისხდნენ კახა, იმედა, პაატა და ოჯახის ახლობელი ვახო,
რომელიც ხშირად დადიოდა ჩვენთან. იმასაც ამერიკაში უნდოდა წასვლა.
ინგლისურის წიგნები მოჰქონდა, მხოლოდ მამა სწავლობდა ინგლისურ სიტ-
ყვებს, არ ყრიდა ფარ-ხმალს, იქნებ დაეთანხმებინა შვილები, ენა კი კარგად
უნდოდა სცოდნოდა. ამ ქვეყანაში უფრო მეტად გაფუჭდება ისედაც გაფუ-
ჭებული ხალხი. იქნებ მიხვდნენ ბიჭებიც და დათმონ ქვეყანაო.

153
ძმებმა ჩემს ოთახში ჩემი დღიური იპოვეს, რომელშიც ტელეფონის ნომ-
რები მეწერა, დაბადების დღეები და, ვინ რას ფიქრობს ჩემზე, მეგობრებს
ვაწერინებდი, როგორც ამას მაშინ ყველა ბავშვი აკეთებდა. იმ დღიურში
ფურცლის ის ნაგლეჯი მედო, ვიღაც ირაკლის კითხვის ნიშანი რომ მივუწე-
რე. ვიღას ახსოვდა?!..
– თამუნა, მოდი აქ! – მეძახის კახა.
– რა ხდება? – ასე ვპასუხობდი სულ.
– ვისი ნომერია ეს?
პატარა ოთახია, დაკეტილ ფანჯარასთან ვდგავარ. ვერც წინ გავიქცევი
და ვერც უკან, რომ წავართვა. ისე რომ შევატოვო ნომერი, არ მაწყობს. კახა
წინ მიდგას ფურცლის ნაგლეჯით და მიმეორებს შეკითხვას. თავში ერთი
აზრი მიტრიალებს, როგორ მოვიპოვო და გავანადგურო. არ ვიცი, რატომ
მაღელვებს სხვისი ბედი ასე, ჩემი ბედის საფასურად და ძმებსაც ვატყუებ
ვიღაცის გადასარჩენად.
– მანახე, აბა, ვერ ვხედავ!
– რას ვერ ხედავ?! არ იცი, ვისი ნომერი დაწერე ამ ფურცელზე? ბიჭია,
გოგოა, ვინაა?!
– ჰოდა, ვერ ვხედავ! შემახედე (თან ხელს ვუწვდი, რომ მომცეს, თან ძა-
ლიან მეშინია, შიგნიდან ვიწვი, მგონია ცეცხლი მიკიდია)! თითქოს მაძლევს
იმ ნაგლეჯს და თან არ მაძლევს.
– მიეცი რა! შეხედოს, იქნებ არ ახსოვს მართლა, – მიშველა იმედამ. ფურ-
ცელი მომცა კახამ, თან დააყოლა.
– არ დახიო! – სიტყვები არ ჰქონდა დამთვრებული კახას, რომ ნომერი
ნაგლეჯებად ვაქციე. კახამ მაშინვე გამილაწუნა სახეში, ისე შემომარტყა,
სიმწრისგან ცხვირი, სახე და თვალები ამეწვა, აი, ახლა კი „ვსიო“, გავძლიერ-
დი, აღარ მეშინია, არ დავიბენი, მაშინვე პირში ჩავიტენე ნაგლეჯები. რა სის-
წრაფით გავაქრე, არ ვიცი. გალაწუნების ხმასა და ვახოს ყვირილზე: კახა,
რას შვრები, ბავშვია! მამა შემოვარდა, ოღონდ ვახო ჩემში ბავშვს ვეღარ ხე-
დავდა, ისე გავაკვირვე ცამეტი წლის ბავშვმა.
– ბიჭოოოო!.. „ფაქტი“ რა გააქრო! აი, ბავშვიიი! – იმეორებდა შოკირებუ-
ლი.
იმედაც კარგად მიცნობდა და პაატა ხომ საერთოდ. ჩემი საქციელი იმას
დააბრალეს, რომ მე კახას ჯიბრით გავაქრე, რადგან ვერ ვიტან ძალადობას
და რომ არ სჯეროდა ჩემი. იმედამ ასე ახსნა მომხდარი კახასთან. კახაც დაწ-
ყნარდა და მშვიდად დამკითხეს:
– კარგი, მაპატიე, შენი ძმა ვარ, შენ არ გატკინოს ვინმემ გული, ამის მე-
შინია, თორე შენს პატიოსნებაში მე ეჭვი არასდროს მეპარება. ისე, ხომ გით-
ხარი არ დახიო-მეთქი!
– მე უკვე გადახეული მქონდა, ეგ რომ თქვი!
– მართალს ამბობს! – „მიპადდერშკა“ იმედამ.

154
– ნერვები ყველას ცუდ დღეში გვაქვს! რადგან მე ვერ მოგერევი, ხელი
უნდა გამარტყა?! შენ გჯერა, რომ მომკლა, თუ არ მინდა, მათქმევინებ?! –
ვუტევდი კახას.
– მაგაში ეჭვი არ მეპარება, რომ არ იტყვი „ჯინაზე“. ბოდიშს გიხდი და
ახლა მაინც მითხარი! – არ იშლიდა თავისას კახა.
– წამოდი, მამა, ჩემთან, გაანებეთ ჩემს გოგოს თავი! მე მომიყვება ყველა-
ფერს, – მამამ გამიყვანა ოთახიდან და მაყოლებს:
– მენთეშას აშაყირებდა ვიღაც, ჩამწერში დააფიქსირა ნომერი და ჩვენთ-
ვის რაღაცებს ვიძიებდით, დაქალების ამბებს თქვენთან ხომ არ მოვყვები?
არ არის ლამაზი! რომ მცოდნოდა, ვინ იყო, სახელს ხომ მივაწერდი, – ვუხსნი
მამას.
– ჰმ! მერე თავიდანვე ვერ თქვი? რას მაცემინებ თავს! – კახა თურმე ჩუ-
მად გვისმენდა.
– ხო! რომელსაც არასოდეს დაგივიწყებ! ცუდო! მე არ ვარ შენი შვილი!
მამას არ დაურტყამს არასდროს ჩემთვის!
ვამჩნევდი, კახა როგორ წუხდა ჩადენილის გამო.
– შენი ძმა ვარ, ნუ გავიწყდება, აქაც რეკავდა ის ვიღაც?
– არა! ვთქვი მე უკვე!
– კარგი, შენს ოთახში არ შემოხვიდე, ჩვენ ახლა „შმონს“ მოგიწყობთ
ოთახში! თუ გინდა შენით გამოიტანე რამე, თუ კიდევ გვიმალავ, სულ რომ
რაღაცას წერ, ეს დღიური იყო თუ კიდევ სხვა?
– ეგ იყო!
გული გაჩერდა, ის დღიური თუ იპოვა, ძალიან მეწყინება... განა რამეს
ვმალავდი, მაგრამ მრცხვენოდა, ყველას ერთად წაეკითხა, მე რას ვგრძნობ-
დი! ან იქნებ, კარგიც იყო, წაეკითხათ...
– აქ შენი ნაწერი თითქმის არ არის, სულ სხვები გიწერენ და შენ რომ წერ,
ის სადაა? – გამომკითხა კახამ.
– წიგნის წერა დავიწყე და მამამ მითხრა, ნუ წერ ახლაო, დაიმახსოვრებ
და მერე დაწერო, მეც გავაუქმე, – ფაქტების ეშინია მამას.
ძმები აგრძელებენ ოთახის „შმონვას“.
– შვილო, გული ხელით მიჭირავს! გეხვეწები, თუ რამე გიდევს ისეთი
ოთახში მითხარი და ჩუმად გამოვიტან, ვინმე არ მოაკვლევინო ძმებს, – მეხ-
ვეწება მამა.
თუ იპოვეს იპოვეს, წინასწარ რა საჭიროა თავის გაცემა, თან არც ვიცი,
მატყუებს თუ მართალს ამბობს. მამა არ იყო მოძალადე, ხშირად დავუნახი-
ვარ, რომ ვწერ და არც ჩაუხედავს ძალით. ისე სულ აინტერესებდა ჩემზე
ყველაფერი, წყალს რომ ვსვამდი, მოვიდოდა და მეტყოდა: აბა, გამასინჯე
შენი ნასვამი წყალი, გავიგო შენი ფიქრებიო. გულში ვფიქრობ, ეს „მეგობრე-
ბის დღიური“ არ მოეწონათ და თუ „მთავარი დღიური“ იპოვეს, დროა გავემ-
ზადო, აუცილებლად მომიწევს საავადმყოფოში ზაზას და ლაშას გვერდით

155
მიწოლა-მეთქი. ისე მიკვირდა, ჩემთვის რომ ეცალათ ამ დღეს, თვითონაც
თქვეს ძმებმა: რაღაც ამ ბავშვს ვეღარ ვაქცევთ ყურადღებას, ვინმე არ ატ-
ყუებდეს, თუმცა სულ სახლშიაო, – ასე დაიმშვიდეს თავი.
ვერ იპოვეს ვეღარაფერი, მთხოვეს ის მეგობრობის დღიურიც დამეწვა, მა-
გარი „ქაჯობაა“ მაგის ქონაო. მეც დავწვი, ნინო მეხმარებოდა, ჩემი და, თან
მეკითხებოდა მოგზავნილივით, გადარჩი, ვერ იპოვეს რამეო? მეც უპასუხე,
რაღა უნდა ეპოვათ, არაფერს ვმალავ-მეთქი. რაც არავის არ უნდა სცოდნო-
და, დებთან არ ვამბობდით, რადგან პატარები იყვნენ და იმდენად ვერ შეიგრ-
ძნობდნენ ოჯახს. თან, მხოლოდ ბოლო ორი წელი იყო, რაც ჩვენთან ცხოვ-
რობდნენ, ამიტომ მაყვალა ძიძა და მისი ოჯახი უფრო უყვარდათ, ვიდრე ჩვენ.
ასე „ჩავფარცხეთ“ ეს საქმე მე და მენთეშამ და ვიღაცის სიცოცხლე გადა-
ვარჩინეთ. წარმოდგენაც არ მინდოდა, რამდენი ბიჭი მოხვდებოდა ცუდ სი-
ტუაციაში, არც ვიყავი განებივრებული „პაკლონიკებით“, სულ ორ ბიჭს ვუყ-
ვარდი იმ დროს – ერთი ბუდუკა იყო, ნინიკოს ძმა, რომელმაც არ იცოდა კა-
ხასა და ნინიკოს გრძნობები და მეორეს პატარა დათოს ეძახდნენ, რომელსაც
დიდი დათო ბიძა ჰყადა, თან „ძველი“, კუპატამ როგორც მითხრა. არცერთი
არ მომწონდა, მაგრამ თან ორივე მომწონდა. წესებს ვიცავდი მთელი ცხოვ-
რება, იმის კი არასოდეს მჯეროდა და არც ახლა მჯერა, გულს ვერ უბრძა-
ნებო. ვინც არ შეიძლებოდა, არც შემიყვარდებოდა, რადგან ვერ შევხედავდი
„სხვანაირად“. მე კი სწორი ცხოვრებით „ვკაიფობ“ და ყველაზე დიდ და ხანგძ-
ლივ „პრიხოდებში“ სწორედ ამით ვარ! ყველაზე მაგარი ნარკოტიკი ყოფილა!
ვიღაცისთვის არ არის რთული არასწორი ცხოვრებით ცხოვრება, „ბოზობა“,
„ჩათლახობა“, ღალატი! რაც უკვე სხვის ცხოვრებაში ჩარევაა და პიროვნების
სისუსტე. მე კი ძლიერი მამის ძლიერი გოგო ვარ, ზოგიერთ კაცებზე ვაჟკაცი
და ასეც მინდა სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრო, თუ გადავურჩით „ბოზებს“!
მამამ ოპერაცის შემდეგ ზაზა და ლაშა სახლში მოიყვანა. ეშინოდა, იქ არ
მიეკითხათ, ან რამე საწამლავი არ შეეშვათ ორგანიზმში. აღარავის ნდობა
აღარ შეიძლებოდა. ნარკოტიკში, იარაღსა და ფულში იცვლებოდა ქართვე-
ლი კაცისა და ქალის ნამუსი. მამა ამბობდა, ილია ჭავჭავაძე სულაც არ მის-
დევდა ქურდულ ცხოვრებას, ქვეყნისთვის ბრძენკაცი იყო და ქართველებმა
თვითონვე მოკლეს და ჩვენი რატომ შერცხვებათო...
სიზმარი ვნახე, ძალიან მოწყენილი გამოვედი ოთახიდან, შეშინებულიც...
– რა გჭირს, შვილო? – მკითხა დედამ, თვითონ გაუბედურებულმა, რომე-
ლიც არ წყვეტდა ტირილს.
– საშინელი სიზმარი არ იყო, დე, მაგრამ ცუდი იყო სიზმარში! შენც მეჩ-
ხუბე, – თან მეტირება, მოყოლა მიჭირს, – ოღონდ არ ვიცი, რატომ გავბრაზ-
დი ასე ყველის გამო!.. თან როგორ მძულს გუდის ყველი!
– რა ნახე, დედა, მომიყევი სიზმარი წესიერად! სიზმარში გეჩხუბე, სი-
ნამდვილეში ხომ არაფერი დაგიშავებია?! დამშვიდდი, დედა! – გული უფრო
ამიჩუყდა, ყველანი შემოგვიერთდნენ.

156
– მეც მაგარი „სტრანნი“ სიზმარი ვნახე! – გვითხრა კახამაც. დედას სიზმ-
რების სჯეროდა.
– მეც! – დაამატა დედამაც.
– მოკლედ, აქ შემოვედი და მაგიდაზე გუდის ყველის ორი დიდი თავი
იდო, ძალიან თეთრები. ერთი თავი დაჭრილი იყო, ორ, სამ, ოთხ, ხუთ ნა-
ჭერს მოვკარი თვალი. მეორე სულ დაუჭრელი იდო. მე რატომღაც დაუჭრელ
თავს მივადექი დასაჭრელად, შენ კი ჩხუბი დამიწყე: ეს დაუჭრელი გელას
მიაქვს! რატომ ჭრი! არ შეეხო! უკან გაიწიე! ტირილი დავიწყე, არ ვიცი, რა
მატირებდა ან რატომ დამენანა გელასთვის ყველი?.. აუ, დეე, ძაან ცუდად
ვარ! – ისევ ვტირი...
– კარგი, დამშვიდი, აი, ხომ ხედავ რა, დე! შენ რომ გხედავს, სულ ტირის,
ესეც განიცდის მერე... მოყევი როგორ დამთავრდა, – მაგრძელებინებს კახა.
– სიზმარშიც ტირილი დავიწყე: არა, არა არ წაიღოს გელამ, არ მინდა რომ
წაიღოს! რატომ უნდა წაიღოს?! თან სიზმარშიც ვბრაზობ, გელასთვის ყვე-
ლი რატომ მენანება, ტირილში გამომეღვიძა და აი, აქ ვარ. ნეტა რას ნიშნავს
ეს სიზმარი?
– კახა, შენ რა ნახე? საკურთხი უნდა გავუკეთოთ აუცილებლად! ეტყობა,
რაღაცას ითხოვს საწყალი, – დედა ტირის, თავს ვერ იკავებს.
– დედა, მართლა დამიმძიმდა გული! ვერ გიყურებ ასეთს! აღარ მინდა
სიცოცხლე! გავიდეთ ქუჩაში და ვიომოთ ერთად ყველამ! რა აზრი აქვს ასეთ
ტირილში სიცოცხლეს! – „გავჭედე“! ვეღარ ვზომავ, მამშვიდებენ...
– ჯამით ლობიო ეჭირა, ჭამდა, ვკითხე: გელა, როგორ ხარ? ეს რა დაგ-
ვემართა! გადარჩი, გელა? გენაცვალე შენ -მეთქი და გადავეხვიე. ხელით
გამწია, თითქოს მკრა და მეუბნება: შენ შეგიძლია გადარჩე! – თან ჭამს, – გა-
დარჩი, კახა! აუცილებლად გადარჩით შენ და იმედა, კახა! ისეთი გაბრაზებუ-
ლი ამბობდა და მბრძანებლური ტონი ჰქონდა, ვიფიქრე, ნაწყენი იყო ჩვენ-
ზე. თან ვფიქრობ სიზმარში, ხომ გადარჩა და რატომღაა გაბრაზებული?! ამ
საშინელ ბორგვაში გამომეღვიძა, „უეჭველი“, რაღაც უნდა, – ყვებოდა კახა
თავის სიზმარს.
– არ არის ეს კარგი სიზმრები, – გული დაუმძიმდა დედას.
სასწრაფოდ გაშალეს სუფრა, დაყარეს ხორაგი, ნაცნობი მღვდელი მოიყ-
ვანეს, პანაშვიდი გადაუხადეს გელას. მე ძალიან გაურკვეველი ვიყავი ამ
საკითხში. სავარაუდოდ, ჩემი მშობლებიც და ძმებიც. მოკლეხნიანი სუფრა
იყო, ქეიფი არ გაუმართავთ, თითქოს რაღაც კარგი გააკეთეს გელასთვის,
თითქოს გულიდან სიმძიმე მოგვეხსნა, ან იქნებ, უბრალოდ, თავს ვიმშვიდებ-
დით ამით, მაგრამ ეს მხოლოდ იმ საღამოს...
– ზაურ, ნეტა მიშა მახვილაძე როგორ არის? – ეკითხება დედა.
– რამ გაგახსენა ახლა? – ვკითხე მე.
– ცუდი სიზმარი ვნახე, ვითომ კვერცხი გაუტყდა, რაც სიზმარში გარ-
დაცვალებას ნიშნავს.

157
– აი, ახლა მახვილაძეზეც ნუ ვიდარდებთ, რა! „დენიკინის დროინდელია“
(ძლივს არ გავაცინე ჩემი საყვარელი დედიკო, პუტკუნა სახე კიდევ რომ შე-
სიებია ამდენი ტირილით).
– როგორ მინდა სულ სიცოცხლით სავსე იყო და მხიარული! – მეუბნება
დედა.
– ვიქნები, დე, ამ ცუდმა პერიოდმა ძალიან დამამძიმა, დე! მომავალ წელს
„დუბლიონკას“ მიყიდი?
– კი, დედა, პირობას გაძლევ! ამერიკაში გიყიდი თან!
– დე, ხო ყველანი ერთად წავალთ?
– კი დედა, კი, – ისევ აუწყლიანდა თვალები დედას...
ყველანი სახლში ვართ, ორი მარტი იყო. მამამ და ზაზამ ისევ იჩხუბეს:
ყველაფერში ისევ ზაზას ადანაშაულებდა მამა:
– შენ რომ ასეთი არ ყოფილიყავი, ამ დანარჩენ შვილებს სხვანაირად გავ-
ზრდიდით. შენს დევნაში გავატარეთ ცხოვრება და აი, შვილო, როცა მოგინ-
და წყნარად და ტკბილად ყოფნა, ახლა „მოგეტყვნება დედა“! შენ წაგვართვი
სიმშვიდე, ჩვენც პატარები ვიყავით, დედაშენი 16 წლის იყო რომ შევირთე,
მე – 23 წლის, სამი ფაკულტეტი დავამთავრე, ამდენი გაგაჩინეთ, რამდენი
უნდა თითო ბავშვს, შენც იცი?! დედაშენმაც სამი ფაკულტეტი დაამთავრა.
გიჟები კი არ ვიყავით! კარგ მომავალზე ვფიქრობდით, სპორტსმენებს და
კაცებს გზრდიდით, მაგრამ არაფერში გვიჯერებდი, შვილებსაც ვერ ვნახუ-
ლობდით შენს დევნაში. ეს დანარჩენები როგორ გაიზარდნენ, ვერ ვიგრძენი.
ჩვენ კი არ გაგვიზრდია, ერთმანეთი გაზარდეს. დაღუპე ეს ოჯახი შენ, იცო-
დე! ღმერთმა ქნას, გაპატიონ და ღმერთმაც გაპატიოს! – ძალიან ბრაზობდა
მამა.
– არა, რა! ამ კაცთან ჩემი ყოფნა არ შეიძლება! ორი უფროსი ერთ ოჯახში
ვერ იქნება!
ზაზა სულ ამას აბობს, აბა იმას ხომ არ იტყვის, ჩემნაირ არანორმალურ-
თან ნორმალური ვერ იქნებაო. დაიბარა თავისი მძღოლი, გამთენიისას უნდა
გაპარულიყო სახლიდან. თითქმის სადარბაზოში შემოეყენებინა, თან იმ
მძღოლს რამდენიმე მანქანა ჰყავდა, სხვადასხვა ფერის. დარწმუნებულები
ვიყავით, გვითვალთვალებდნენ, ტელეფონს უსმენდნენ, ყველა საუბარი „ნა-
მიოკებით“ მიდიოდა. მაგალითად: ბავშვი როგორ არის? სიცხე აქვს ისევ?
კარგი, მიეცი ანტიბიოტიკი ექვს საათში ერთხელ; ოთხზე უწევს დილით და
არ დაგავიწყდეს. კარგი, უფროსო, მივცემ! ეს ყველაფერი ნიშნავდა დილის
4-ზე მოსვლას. ისე წავიდა ზაზა ვერის სახლიდან ცოლის სახლში, ორთა-
ჭალაში, პრობლემა არ შექმნია. ვერასოდეს ისვენებდა ერთ ადგილას დიდი
ხანი. დედაჩემის გაკეთებული მალამოთი მკურნალობდა მკლავს და ფეხს,
რომელიც ძალიან ცუდ დღეში ჰქონდა. განგრენის საშიშროება არსებობდა
და, შესაძლოა, მოსაჭრელიც გახდომოდა. დედას სულ აღარ აინტერესებდა,
ვის რა ბედი ეწეოდა, ისიც კი თქვა, ნეტა რომელიმე მომკვდარიყავით გე-

158
ლას მაგივრად, სხვისი ოჯახის ამხელა ცოდვა დაიდეთო. ამას მოთქვამდა
გაუჩერებლად, მაგრამ გელას გამწარებულ ოჯახს ამას ვერ ავუხსნიდით.
არ წყვეტდნენ რეკვას... გეგონება, ამით გააცოცხლებდნენ! იმის ნაცვლად,
მკვლელზე ერთად ეფიქრათ გელას მამას და ნათესავებსაც, რომლებიც,
ალბათ, ეყოლებოდა, ისე დაანგრიეს მორალურად ჩვენი ოჯახი, რომ დაგ-
ვაბნიეს! დაჯიჯგნეს გულში გაჩენილი ისედაც ღრმა ჭრილობები და ალბათ
მერე დაისვენეს!
გამომძიებელი არ წყვეტდა სიარულს. ჩემი ძმები არ ყვებოდნენ სიმართ-
ლეს, რა თქმა უნდა, და ამბობდნენ, რომ არ იციან ვინ იყვნენ ისინი, რომ-
ლებმაც დაჭრეს. ალბათ, კომენდანტის საათის დროს კომენდანტები იყვნენ,
რადგან შეაგვიანდათ სტუმრად ყოფნა და, რომ გელაც მათთან ერთად იყო:
– ნუცუბიძის პლატოზე სროლა რომ ატყდა, ზემოდანაც იყო ნასროლი
და ქვემოდანაც, თქვენ არ გისვრიათ? – ეკითხებოდა ლაშას გამომძიებელი.
– არა, რა გვისვრია! ჩვენ სროლა არ ვიცით! იარაღიც არ მჭერია ხელში, –
გაკვირვებული პასუხობდა ლაშა.
– „მაუზერი“ იქნა ნაპოვნი, ძირს დაგდებული, თქვენი არ არის?
– ეგ რომელია? დათა თუთაშხიას რომ აქვს ფილმში? – გამომძიებელსაც
კი გაეცინა ლაშას „ნაგლობაზე“.
– რა გაცინებთ? ახლოდან არასდროს მინახავს და რა ვქნა? – „იაზვობს“
ლაშა, ეზიზღება დაკითხვა.
ყველას ყველაფერი სძულს, არავის დანახვა არ უნდათ, მაგრამ მაინც
ცდილობენ ერთმანეთი გაახალისონ და გააძლიერონ. მარტო იმაზე ფიქრო-
ბენ, როდის, სად და როგორ გაანადგურონ „ბოროტები“, რომლებიც უკვე
უთვალავნი არიან და უსამართლოები, ყველა გაგებით თუ „გაგებაში“!
მამა სთხოვდა შვილებს, რომელიმე შედით გვარდიაში ან „მხედრიონში“
და მოგვეშვებიანო.
– ხო, აბა, მეტი საქმე არ მაქვს, შავ ფონზე წითელი ლაქები დავიდოთ,
მაგათ ვერ დავემგვანებით! – გაბრაზდა იმედა.
– ლაშა, შენ შედი, მაინც არ ხარ „პრისტუპნიკი“, – ეუბნება მამა ლაშას.
– მე რა, „მაბოზებთ“? დაბალი ღობე მნახეთ?
– თუ მიგიღეს „ვაფშე“ გვარდიაშიც, მაუზერებს კარგავ, „შეჩემა“! – დას-
ცინა იმედამ.
– რანაირად დაგივარდა? – გაეღიმა მამას.
– რომ გადმოვხტი, ამომვარდა, „კალაშნიკოვს“ ვხმარობდი, ვიღას ახსოვ-
და „მაუზერი“, მამა! შენ არ იცი, იქ რა ხდებოდა, ღმერთმა გადაგვარჩინა.
ისე, რა „სირები“ არიან არა?! მიზანში ვყავდით და მაინც ვერ მოგვარტყეს,
ალბათ, ნახევარ მეტრში არტყამენ ეგენი მარტო, ჰა, ჰა, ჰა! – ყველამ გული-
ანად დასცინა მტერს.
– ღმერთი განიშნებთ! ამდენჯერ გადაგარჩინათ და მაინც როგორ არ მი-
ჯერებთ, – თავისას არ იშლიდა მამა.

159
ლაშას ექიმმა დარეკა. სახლში ამოდიოდნენ და გადახვევებს უკეთებდნენ
ზაზასა და ლაშას.
– აღარ არის მწოლიარე ლაშა და ჩამოიყვანეთ კლინიკაში. აქ გავუკეთებ
გადახვევას, ზაზას თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გადაუხვიოთ ჭრილობები!
– ეუბნება დედას ექიმი.
– კი, ბატონო!
– მეჩქარება და ნუ დამიგვიანებთ, პირველ საათზე იყავით აქ!
– უი, ლაშ, სულ დამავიწყდა, საჩუქარიც ვერ მოგიმზადე, მომავალ წელს
ამერიკაში გიყიდი რამე მაგარს, ახლა კი მოდი, ჩაგეხუტო, გილოცავ დაბა-
დების დღეს! – გადავეხვიე ლაშას.
– მადლობ ჩემო ყურადღებიანო, ისე, პირველში მქონდა, დღეს 3 მარტია.
ლაშა 20 წლის გახდა.
– სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ძმაო!
– მართალი ხარ, მომავალ წელს „პორშე“ შენზეა! – ლაშა „ღადაობს“.
– ზაურ, გვეჩქარება! ექიმს წასვლა უნდა და ჩვენ გველოდება, როდის
მივალთ! რა წესია ეს დაგვიანება, ყველგან მაგვიანებს ეს კაცი რა! – ბუზღუ-
ნებს დედა, გამომძიებლის გამო ისედაც დააგვიანეს.
– ჰო, არა უშავს, დავაგვიანოთ! ჩაი გამიმზადე, გიორგევნა, – არ ჩქარობს
მამა.
– რა ჩაი, ზაურ, წამოდი, რა!
– იქნებ ბოლოჯერ ვსამ ჩაის, დამაცადეთ რა, ვაააა!.. – მამა თან იცინის.
– აუ, ნუ იცი, რა მამ, ეგ ლაპარაკი! მე გაგიმზადებ ჩაის, – გულზე მხვდე-
ბოდა მამის ასეთი სიტყვები ყოველთვის.
ძალიან მოვიწყინე, ისედაც საშინელ ხასიათზე ვიძინებდი და ვიღვიძებ-
დი. დედას ტირილი და გლოვა ოჯახში, საშინლად მოქმედებდა 13 წლის გო-
გოზე, რომელიც ოჯახისთვის ცხოვრობდა, რომელსაც წამით არ უნდოდა
სიცოცხლე არა მხოლოდ მათ გარეშე, არამედ მათი სიხარულის გარეშეც კი
მოწყენილი იყო მთელი სამყარო.
– დე, დარჩი რა შენ? არ წაყვე მამას, წავლენ და მოვლენ უცებ, ლაშა
ხომ იქნება და მარტო არ წავა, მომეხმარე ამ სვიტრს ყელი მოვუქსოვოთ და
დავამთავრებ დღეს! – ეს იყო ჩემი მიზეზი, დედას წასვლა რომ გადაეფიქ-
რებინა.
– არა, დედა, ვერ დავრჩები, არ წავა მამაშენი უჩემოდ, ხო იცი?!
– მე ვთხოვ მამას, – ასე პირველად ავტყდი. სულ წამიყვანე მეკერა პირ-
ზე, ბოლო დროს კი მძულდა გარეთ გასვლა, სული ისე მქონდა მოწყენილი,
– მამ, დარჩეს რა დედიკო სახლში, გთხოვ რა!
– არა მამიკო, ჩემი ცოლის გარეშე სად წავალ, მომიტაცებს ვინმე ქალი
და მერე რა ვქნათ?! – ტკბილად იხუმრა მამამ.
ხშირად ცდილობდა მამა არ გადმოგვდებოდა დიდი ნერვიულობა, რად-
გან ვუყვარდით ძალიან და მხოლოდ კარგი უნდოდა შვილებისთვის, ხან კი

160
პირიქით, დაგვინგრევდა თვალწინ სამყაროს და ბავშვობას, რასაც თვითონ
უფრო განიცდიდა მერე, მაგრამ სიმართლეს ვერ იკავებდა. უნდოდა ჩვენთ-
ვის ზედმეტად რეალური ყოფილიყო სამყარო, რომ ცხოვრება მძიმე ტვირ-
თად არ ქცეულიყო.
– დე, მალე მოდი, იცოდე! – მაინც მივაძახე და დავიწყე სახლის საქმეების
კეთება. დებს უკვე ლოგინების დალაგებაში ვიშველიებდი. საქმეს რა გამო-
ლევს, დიდი დრო არ გასულა, რაც გავიდნენ სახლიდან მამა, დედა და ლაშა...
დაახლოებით ერთს საათში, ოცწუთიანი სროლები გავიგეთ სახლში ქუ-
ჩიდან მე, კახამ, იმედამ, პაატამ და გოგოებმა. კახა და იმედა ცდილობდნენ
ფანჯრებიდან გაეგოთ, თუ რა მოხდა ახლომახლო, თან ამბობდნენ, ნეტა ვინ
ჩახოცეს, ხანგძლივი ავტომატების ჯერი იყოო. დაუჯერებელი იყო ვინმეს-
თვის და ჩვენთვის, მითუმეტეს, რომ ეს შეიძლება ჩვენ გვიკავშირდებოდა.
ვერც კი დავუშვებდით, მშობლებს შეეხებოდნენ. ფანჯარაში ნახევრად გა-
დაყუდებული კახა არკვევდა ხუთოთახიანის მხრიდან, თუ რა მოხდა ქუჩაში,
რასაც ჩვენი თვალი ვერ სწვდებოდა. ძალიან ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქე,
მეზობლები მოდიოდნენ ქვევიდან ზევით, თუ გარბოდნენ. კახას შეკითხვაზე
პასუხობდნენ, არ ვიცითო. მოდიოდა და მოდიოდა ხალხის ნაკადი სასაფლა-
ოსა და ეკლესიის მხარეს, გზაზე, მაგრამ არავინ გვეუბნებოდა, რა ხდებოდა
იმ წამებში. ძალიან ავფორიაქდით, ფანჯრებთან მივრბოდი, ვცდილობდი გა-
მერკვია, რა მოხდა და აი, მოდის ერთი მეზობელი.
– ვის ესროლეს?! რა მოხდა დაბლა? – კითხულობს კახა.
– „07“ დაცხრილეს, თეთრი, ნომრით 11-11...
ამ სიტყვების გაგონებაზე კახა დავიჭირეთ ფანჯარაში მე და იმედამ,
რომელიც გადაწეული იყო და ლამის გადავარდა. ეს იყო შოკი! ეს იყო სა-
შინელება! ვერც ვიჯერებდით, წამებში ხდებოდა ყველაფერი. ცხოვრებაში
პირველად ვიგრძენი აუხსნელი სისუსტე მთელ სხეულში, სულში, ტვინში...
კახა იცვამს კეტებს, მე გავრბივარ ტელეფონს ვიღებ, ვრეკავ ზაზასთან, არ
ირეკება, მეზობელი შემოდის, ცდილობს დაამშვიდოს კახა და იმედა. „ზა-
ლის“ მილაგება დაიწყეს, მიცვალებულების ამოყვანაზე ლაპარაკობენ...
ვერც ერთი ვერ ვაზროვნებთ! არ გვჯერა, რომ მამას, დედას და ლაშას ეს-
როლეს! არ გვჯერა, სამივე მოგვიკლეს! ვმოძრაობთ სულყველა, რაღაცას
ვჩქარობთ, უაზროდ გავდივართ და გამოვდივართ... თავზე დაგვენგრა მთე-
ლი სამყარო და თითქოს მილაგებას ვცდილობთ...
– ნამდვილად იცით, რომ მოკლეს სამივე?! – კახა ტირის, მეზობელ ქალს
ეკითხება, რომელიც დასახმარებლად წამში ჩვენთან გაჩნდა.
– კი, კახა და თავი ხელში აიყვანე, ბავშვები ცოდოები არიან, – ამშვიდებს
მეზობელი.
– ჩავალ, იმედ, შენ აქ იყავი! ვნახავ, იქნებ მივუსწრო და გადავარჩინო
ჩვენები! – ეს განწირული სურვილი იყო მხოლოდ! – იქნებ გული უცემს ისევ
რომელიმეს?!

161
– მეც წამოვალ! – თქვა იმედამ. კახამ ჩემი ოთახის ფანჯრიდან გაიხედა,
წინა მხარეს რომ ვეძახდით. დანახულმა გადარია, გამოვარდა, ყვირის...
– ყველანი „ბასეინში“, ყველანი! დროზე!
ორ შეერთებულ აბაზანაში იყო „ბასეინი“, რომელშიც წყალი არ ესხა. იქ
ჩავიმალეთ სულყველა.
– რა მოხდა?! რა მოხდა?! – ყველანი ვეკითხებით კახას.
– „ბეტეერი“ მოაყენეს კორპუსს, იმედ, ამ „ნაბოზრებმა“! უკვე ჩვენც
გვესმის, რუპორით აცხადებენ:
– დაცალეთ კორპუსი! უნდა ავაფეთქოთ!
იმ ღვთისნიერმა მეზობელმა არ მიგვატოვა, რამდენიმე ბიჭი მეზობელიც
მოვიდა, გამოვედით „ბასეინიდან“. კახას და იმედას ეხვეწებიან კეთილი ადა-
მიანები:
– გაგაპარებთ, წამოდით! ბავშვებს არაფერს უზამენ.
– არა, ბავშვებს ვერ დავტოვებთ, ერთად უნდა ვიყოთ!
ერთად ვერ გავიპარებოდით...
– რა უნდათ ამ „ნაბოზრებს“?! ჩვენები ჩახოცეს და კიდევ ჩვენთან მო-
დიან?! – იმედა ვერ ხვდება და ვერცერთი, თუ რა ხდება, ვეღარ იგებენ, ვინ
გვებრძვის, „ბოროტები“, „მხედრიონი“, გვარდია, პოლიცია და სპეცრაზმი?!..
მე ვფიქრობ. რომ ბოლო წუთებიღა დაგვრჩენია სიცოცხლის... ზაზას ვუ-
რეკავ, იქნებ ის მაინც გადავარჩინო, მაგრამ იგივე! არ ირეკება, აღარც მინ-
და სიცოცხლე მამაჩემის გარეშე!
კახამ და იმედამ მანამდე გაიტანეს სახლიდან ჩანთებით იარაღები, „მენ-
ტები“ ეგონათ მოდიოდნენ, რაც მარტო მე და პაატამ დავინახეთ და იქვე და-
ვივიწყეთ დანახული. ჩემი უძლიერესი ძმა იმედა, პირველად ვხედავ, ტირის,
პირველად ჩამეხუტა...
– დავიღუპეთ, თამუ, დედა, მამა! ლაშა, მოგვიკლეს! აღარ გვეყოლებიან!
ეს იყო საშინელება! ეს იყო ტრაგედია! უბედურება! ამის დაჯერებაც კი
ძნელი იყო. იმედოს ასეთმა მოქმედებამ ბოლომდე დამარწმუნა სინამდვი-
ლეში, წამართვა იმედის ბოლო წვეთიც კი...
– სად მიგაქვთ?! რატომ მიგაქვთ?! ჩავიკეტოთ სახლში და ვიომოთ! –
ვეუბნები კახას.
– არა, ახლა ამას ვერ ვიზამთ!
იმედას ძალა მიეცა ჩემს სიტყვებზე, მაგრამ კახამ უარი თქვა:
– ბავშვებს რა ვუყოთ? ჩვენ რომ სროლა ავტეხოთ, ყველანი დავიხოცებით!
– მაინც დავიხოცებით! ჩვენების მკვლელებს მაინც გავიყოლებთ და მოვ-
კვდეთ ვაჟკაცურად! რაღა აზრი აქვს ჩვენს სიცოცხლეს! – ძალიან მინდა,
რომ ვიომოთ! „ნაბოზრების“ მკვლელი ვარ მეც იმ წუთას!
მთელი კორპუსი აირია, ვერაფრით დავითანხმე ძმები, იცლება კორპუსი,
ჩვენც დაბნეულები გამოვედით სახლიდან და კარიც არ დავკეტეთ. კახა და
იმედა კიბეზე ქვევით ჩავიდნენ, ჩვენც მივყვებით.

162
– სად მიდიხართ?! დაგხოცავენ! ზევით ადით! – გვეუბნება მეზობელი ჩუმად.
კიბეებზე შოკში ვდგავართ, ბატებივით მოდის ხალხის ნაკადი. პანიკაა,
გარბიან, არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდით მეშვიდე სართულზე. ყირმელას
დედა, ბავშვის „კალიასკით“ ხელში, გვეუბნება:
– ჩვენთან შემოდით! აქ დაიმალეთ (ისიც ძალიან შეშინებულია)! სად არის
ზაური?
– მოკლეს! – პასუხობს კახა და თან ტირის.
– იზო სადაა?
– მოკლეს!
ირინა დეიდა იკეცება, კახა იჭერს, რომ არ დაეცეს.
– ლაშა?
– ლაშაც...
წავიდა ირინა დეიდა ბავშვის „კალიასკით“. საშინლად დაბნეული იყო,
უყვარდა ჩემი ძმები. როცა რამე პრობლემა გვქონია და მშობლები სახლში
არ იყვნენ, მშობელივით გვერდით გვედგა. ახლა კი ისიც გაანადგურა მომხ-
დარმა, კახა ამშვიდებდა და ირინაც დაბლა ჩავიდა. მარტო ვართ ყირმელას
სახლში, კარებს ვერ ვკეტავთ! არ იკეტება შიგნიდან!
– იმედ, არ იკეტება კარი, რა ვქნათ? – დაიბნა კახა.
– ღია კარში ხომ არ დავიმალებით?!
“დედამოტყნული“ კარი ვერ დავკეტეთ! გამოვედით ისევ სადარბაზოში,
ყირმელას გვერდით გოგია და თამრიკო ცხოვრობენ, ორი პატარა შვილი
ჰყავთ, თამრიკო შეგვეჩეხა გამოსულებს:
– სად მიდიხართ?!
– არ ვიცით, – ვუპასუხეთ ერთხმად.
– ჩემთან შემოდით! დროზე!
თამრიკოსთან შევედით, ძალიან დაიბნნენ ძმები. კახამ ტელეფონი აიღო,
გაბაიძეს ურეკავს, ვიღაცებს ურეკავს, შველას ითხოვს. ალბათ, როგორც
ოჯახის მარჯვენა ხელს, აქვს რაღაც ნომრები. ჩუმად ლაპარაკობს, გაბა-
იძეს და ვიღაცებს ვერ უკავშირდება, ტირილის უფლებაც არ გვაქვს, ხმა არ
უნდა გაიგონ ჩვენი. იმედამ და კახამ „მაკაროვები“ დაიტოვეს, მაგრამ ის კე-
თილი მეზობელი ჩუმად მოვიდა თამრიკოსთან და ბიჭებს ისევ შესთავაზა:
– სანამ კიდევ არის გაპარვის შანსი, წამოდით, გეხვეწებით, გაგაპარებთ, ბავ-
შვები აქ იყვნენ, ამათ არ ერჩიან, პაატაც იყოს, პატარაა, არაფერს დაუშავებენ.
– ჩვენ რომ ვერ გვიპოვიან, ბავშვებს დაუშავებენ, რომ ჩვენ გაგვამწარონ
და გამოვჩნდეთ! მადლობა ყველაფრისთვის, ვერ მივატოვებთ ჩვენს პატარა
და-ძმას!
ეტყობა, კახას გაახსენდა მამის ყველა სიტყვა და შეეშინდა...
– იარაღები გიდევთ?
– კი, თითო-თითო დავიტოვეთ, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამოვიყენებთ
ბავშვებთან ერთად!

163
იმედამ და კახამ ილაპარაკეს ერთმანეთში და გადაწყვიტეს უიარაღოდ
ყოფნა. კეთილმა მეზობელმა წაიღო შესანახად, ვაფასებ ვაჟკაც ქალებს!
სახელს და გვარს მხოლოდ მისი უსაფრთხოებისთვის არ ვამბობ. მართლა,
როგორ უშიშრად გვედგა გვერდით, თან თვითონაც ორი ბიჭი ჰყავს – არც
„ძველები“ არიან და არც „ახლები“, კარგი ადამიანები არიან, უბრალო! რო-
გორ ცდილობენ, გადაარჩინონ ძმები, მაგრამ ვერ დავითანხმეთ ვერაფრით
გაპარვაზე! კახა ხატების კუთხესთან მიდის, დაჩოქილი ევედრება რაღაცას,
მერე ჩუმად ლაპარაკობენ საპირფარეშოში იმედა და კახა:
– ოჯახებში შევუვარდებით, ხო, კახა?! „დედებს მოვუტყნავთ“, ხო, კახა?!
არავის აღარ დავინდობთ, ხო, კახა?!
– ხო, იმედ, ხო! ოღონდ ახლა გადავრჩეთ! თან მარტო მე და შენ კი არა,
მთელ რუსეთს ჩავრევ!
– დარეკე რუსეთში?
– ჯერ არა!
– რაღას ელოდები? დარეკე და უთხარი გვარები! ჩვენ თუ დაგვხოცეს,
იცოდნენ ვინც არიან!
– კარგი, დავრეკოთ!
– ზემოდან ჩამოუთვალე! მგელაძის „დედა მოტყნან“ პირველი!
მართლაც დარეკა კახამ, ვიღაცას ელაპარაკა, გეგონება გულზე ლოდი
მოეშვა. მე და პაატა გაგვიყვანეს ცალკე, თამრიკოსაც არიდებენ ინფორმა-
ციის გაგებას, ყველასთვის ასე აჯობებს...
– მისმინეთ კარგად! თუ რამე მოგვივიდა ჩვენ, იარაღებზე გკითხავენ
თქვენ და თქვენ იტყვით, რომ არ იცით, მაგრამ იცოდეთ, თუ შეგეხნენ, არ
დამალოთ! „შევეცი“ იარაღებს, თუ გადავრჩით, კიდევ შევიძენთ! – გვეუბნე-
ბა კახა.
– აუ, კარები როგორ დავტოვეთ ღია?! იწვალებდნენ გაღებაზე, თან და-
ვაბნევდით მტრებს! სახლში ვეგონებოდით! – ვამბობ მე.
მთელი ცხოვრება მაგას განვიცდი და სიმზრებშიც ხშირად კარებს ვკე-
ტავ და ვერ ვკეტავ...
– მერე სახლს ააფეთქებდნენ, მეზობლებმა რა დააშავეს, სახლში ბევრი
რამეა, რაც გამოგვადგება. – გასაგებია ყველაფერი? – გვეკითხება კახა.
– კი, ჩვენ არაფერს გვიზამენ, სულ ტყუილად არ გაიპარეთ, – ვეუბნები
ჩემს ძმებს.
– რაც არ უნდა მოხდეს, ამაყი იყავი! პაატა, თამუნას დაუჯერე, შენ პა-
ატას დაუჯერე, მიხედეთ ერთმანეთს!
კბილებს ერთმანეთს ვაჭერ, თვალებზე ცხვირსახოცს ვიჭერ, სუნთქვას
ვაჩერებ, მინდა ბოლო ხმაზე ვიღრიალო! ხო, ვიცი უბედურები ვართ დღეს!
ძალიან უბედურები! იმედამ დაგვარიგა...
იმის აღიარება გვიჭირდა, რომ განწირულები იყვნენ თორაძეები, იმის
ფიქრი, რომ მამა არასოდეს ატარებდა იარაღს და არც არავის სვამდა მანქა-

164
ნაში იარაღით. ხელცარიელები ჩახოცეს და ამათ ვინ დაინდობს?! საშინელ
შიშს ვგრძნობდი, იმის შიშს არა, რომ სიცოცხლის დათმობა მენანებოდა...
ეს ადამიანების დაკარგვის შიში იყო, მათ გარეშე ცხოვრება არაფერი იქ-
ნებოდა! დრო გადიოდა ნელა და სწრაფად ღამდებოდა, საათს არ ვუყურებ-
დი, ვერც ფანჯრებს ვეკარებოდით. კეთილი მეზობელი გვაწვდიდა ინფორ-
მაციას ეზოსა და ჩვენს სახლში რა ხდებოდა. გაბაიძე ქვევით ყოფილა და
იბრძოდა ჩვენთვის, მაგრამ მასაც გადაუტენეს თურმე „მხედრიონელებმა“
ავტომატები, გვარდიამ და სპეცრაზმმა... დაემუქრნენ მოკვლით, თუ არ
გაჩუმდებოდა. მთელი თბილისი ფეხზე დგასო და თქვენ გიცავენო, მაგრამ
ვერავინ გშველითო. შუქი მიდიოდა და მოდიოდა. კორპუსში, ვისაც შუქი ან-
თებული დარჩენია, უშუქობის დროს ყველასთან შედიოდნენ და გვეძებდნენ.
ასევე ვიგებდით, თუ რა განუკითხაობა იყო ჩვენს სახლში, ორი სართულით
დაბლა – ჩხრეკდნენ ოთახებს, გაჰქონდათ ფული, ოქრო, ნივთები, ყველგან
შედიოდნენ სროლა-სროლით! ხუთოთახიანის კარს ვერ უბედავდნენ გა-
ღებას, რომელზეც ჩვენი ნატყვიარები იყო, და ამან კიდევ უფრო დააბნია
მტერი. ეს იყო კარი, რომელზეც ძმები სინჯავდნენ იარაღს და ამის მერე
ყიდულობდნენ. სწორედ იმ ნატყვიარმა კარმა შეაშინა, დიდი დროის მერე
შედიოდნენ და ყველაფერს ცხრილავდნენ. მატრასები ელაგა ძველი, ისინიც
კი დაცხრილეს. ძალიან ეშინოდათ მტრებს ვაჟკაცი თორაძეების! ცეცხლი
ეკიდებოდა მატრასებს და აივნიდან ყრიდნენ. ბოლოს ჩუმად მოსულმა მე-
ზობელმა თქვა, მგონი, დაიჯერეს თქვენი გაქცევა და გაიძახიან, როგორ
დაგვისხლტნენო, რამაც მათი მალე წასვლის იმედი მოგვცა, მაგრამ უფრო
კარგად გვეძებდნენ მკვლელები!
მეზობელი თამრიკო, რომელმაც ასე გარისკა, ორი პატარა შვილით იყო
სახლში. ერთი ალბათ 2 წლის იქნებოდა და მეორე – კიდევ უფრო პატარა
(ზუსტად არ მახსოვს). ეხვეწებოდა კახას და იმედას, საწოლი მაქვს იხსნე-
ბა და იმაში ჩაგმალავთო, რაზეც ძმებმა უარი თქვეს. მე წარმოდგენაც არ
მინდოდა, იმ საწოლში რომ ეპოვათ და მერე იქვე ჩაეცხრილათ, ეგ უფრო
საშინელება იქნებოდა. არ დათანხმდნენ ძმები. თუ ჩვენამდე მოვიდოდნენ
ნაბოზარი მკვლელები, არ შეგვატოვებდნენ მტერს მარტოს! კახას და იმე-
დას დარჩენის მთავარი მიზეზი ხომ ჩვენ ვიყავით, ბავშვები. მძულდა ჩემი
თავი! მძულდა, რომ ვარსებობდი!
– კახ, არავის აღარ დავინდობთ, ხო?! – ნერვიულად იმეორებს იმედა.
– არავის, იმედ, ახლა ეს ბავშვები გადავარჩინოთ, დავაბინაოთ სადმე და
ჩვენ მერე მივხედოთ „პაგალოვნად“ ყველას... პაატა ჩლაიძესაც, ეგეც გვატ-
ყუებდა, „იკაიფე“! – გამწარებული ეუბნება კახა.
უკვე ყველაფერს ცუდს ელოდებიან, მამის სიტყვები გაახსენდათ, რამაც
ჩვენ გამო შიში გაუღრმავათ: უდანაშაულო ქალი და კაცი მოკლეს, ბავშ-
ვებს რატომ დაინდობენ? კარებზე ბრახუნია, კეთილი მეზობლის კაკუნს არ
ჰგავს. ჩვენ ხმას არ ვიღებთ, ახლა ფანჯრიდან გვიკაკუნებენ:

165
– ავაფეთქებთ მთელ სახლს, კარი გაგვიღეთ! აზრი არა აქვს, „ლიმონ-
კებს“ შემოვყრით, აღებთ თუ არა?!
მკვლელები მოვიდნენ, აღარ იყო სერგეევიჩი, ვინმეს იმედი მქონოდა
შიშველი ხელებით მეზობლის სახლში... ამდენი ბავშვი, მეზობლის ორი ჩვი-
ლი და ჩვენი სამი. კახას და იმედას უნდა გადაეწყვიტათ ყველა ჩვენგანის
სიცოცხლე: ან ყველანი ერთად ჩავიხოცებოდით, ან ყველანი ერთად გადავ-
რჩებოდით. წარმოუდგენელი იყო, იმ პატარა ოთახში ვინმე გადარჩენილიყო
სროლისას...
– მოდი, დაიმალეთ თქვენ და ვითომ მარტო ჩვენ ვართ! – შევთავაზე
ძმებს, ისევ უარი თქვეს.
– ჩემი შვილები დაიჭირეთ ხელში, ბავშვებს არ ესვრიან, – ეუბნება თამ-
რიკო კახას და იმედას.
– ბავშვებით არასოდეს „გვისპეკულიანტია“! – ეწყინათ ძმებს.
„ზალაში“ ვიყავით სულყველა, ტახტი იდგა, რომელზეც ვისხედით ჩვენ,
ბავშვები. კახა და იმედა დადიოდნენ, ან ჩაცუცქულები უყურებდნენ ერთმა-
ნეთს. კარი უნდა გაგვეღო, სხვა გზა არ დავუტოვეთ ჩვენს თავს. ძმებს იმე-
დი ჰქონდათ, იქნებ დაგვიჭირონო. არ ეგონათ, უფრო სწორად, არ უნდოდათ
ჰგონებოდათ, რომ ამათაც დახოცავდნენ, მაგრამ მაინც გამაფრთხილეს:
– რაც არ უნდა მოხდეს, ძალა მოიკრიბე და დარჩენილებს მიხედე!
რატომ მერგო მე ამხელა ტვირთი?! რიღასთვის მინდა სიცოცხლე ყველას
გარეშე?!
კარის გაღების საშინელი მომენტი დადგა, დღევანდელი დღესავით მახ-
სოვს ეს საშინელი ღამე!
– პაატ! ბავშვების უკან დაჯექი! მაიკო, ნინო, ეკა! ისე დასხედით, პაატა
დამალოთ! – გავანაწილე ბავშვები. მეზობლის ბავშვები ცალკე დავსვი ერ-
თად, თორაძეები რომ არ ჰგონებოდათ. მე დარწმუნებული ველოდებოდი
სიკვდილს, სხვისი გვარი მაინც უნდა გადამერჩინა. იმათ მაინც დაინდობენ,
ვფიქრობდი, და აი, თამრიკო მეზობელმა კარი გააღო...
– აქ არიან თორაძეები? – თან შემოდიან.
– ჩაწიეთ ეს ავტომატები, ძალიან გთხოვთ, ბავშვები არიან აქ და ნუ აში-
ნებთ! – თამრიკოს ხმა მესმის.
– ვნახავთ და წავალთ, ნუ გეშინიათ! – ყველას გვესმის ეს სიტყვები.
შემოვიდნენ „ზალაში“ ოთხნი. მე მხოლოდ ორი დავინახე, ერთი წვერიანი,
მეორე – უწვერო.
– აქ ვართ, აქ, უიარაღოდ ვართ! – კახამ დაიძახა, თითქოს ღიმილით, –
ბიჭო, არ ისროლო! ცარიელები ვართ!
კახამ ხელით სცადა შეეჩერებინა მკვლელები. მოშვერილი ავტომატი
ზევით ააწევინა, ამ დროს ორივე მკვლელმა მიუშვა „კალაშნიკოვი“ და და-
აცალეს კახას და იმედას! ჩემი ხავილი, ღრიალი, ახლაც მესმის ყურებში...
ვცდილობდი ამ საშინელი ტყვიებისგან დამეცვა ჩემი პატარა დები და პაატა,

166
რომლებსაც ზევიდან ვეწექი და ვეფარებოდი და არც კახას ხმა მავიწყდება!
როგორ ყვიროდა, იმედას არ ესროლოთო და გადაეფარა ძმას...
საშინელი გამაყრუებელი ხმა ისმის, ოთხი ავტომატიდან ისვრიან და აი,
უკვე ვხედავ ძირს როგორ ეცემიან ძმები! დააცალეს ავტომატები! უკვე ძირს
ვხედავ დაცხრილულებს კახას და იმედას, არ ვიცი, რამდენ წუთს გრძელდებო-
და ეს საშინელება...წუთი იყო თუ საუკუნე?!. გაჩერდა ყველაფერი! ბუღი დგას
და საშინელი სუნი. ჩემი და კახას მკვლელის თვალები ერთმანეთს შეეჯახა იმ
დროს, როცა „მაკაროვი“ ამოიღო და ჩვენკენ გამოიშვირა. თვალით ჩამოგვი-
არა, ვინ ვიყავით. მარტო ბავშვები რომ დაგვინახა, ჩვენკენ მომართული „მაკა-
როვი“ დაბლა დაწია და კახას დააცალა შვიდი ტყვია („კანტროლკა“)... მკვდარი
თორაძეებისაც კი ეშინოდათ „ნაბოზრებს“! გაიქცნენ სროლა-სროლით მკვლე-
ლები, გეგონება, ვინმე მისდევდათ. ნეტავ, თუ ახსოვს იმ ერთს ჩემი თვალები,
მე რომ არასოდეს მავიწყდება მისი შეშინებული ფართო თვალები, სამკუთხედი
გამხდარი სახე... იმ ყინვაში თეთრი „მაიკითა“ და „ბრონი ჟილეტით“ იყო. რატომ
არ დაგვხოცეს ბავშვებიც?! კიდევ უარესი ცოდვა დაიდეს, ასეთი პატარები ამ-
ხელა მახინჯი, ღრმა იარით გულში დაგვტოვეს. მე და პაატა წამოვხტით. პაატა
იმედასთან დაეცა მუხლებზე, ეფერება, თვალებს ახუჭვინებს საყვარელ ძმას...
– თამ, მოკლეს, ქამარიც კი გადაეჭრა იმდენი ესროლეს და ტვინიც პარ-
კეტზე ასხია!.. – პაატა შოკშია.
შუაში, ამ პატარა ოთახში, ჩვენს ფეხებთან წვანან დაცხრილული ძმები.
მე გასვლა მინდა ოთახიდან, კარი მინდა ჩავკეტო. ვიცი, ისევ ამობრუნდე-
ბიან, თვლაში მიხვდებიან, ზაზა და პაატა დარჩათ. მე უკვე მხოლოდ პაატას
გადარჩენაზე ვფიქრობ! ჩემს საყვარელ კახასა და იმედას ვეღარ ვუშველი!
მათი დავალება უნდა შევასრულო! ყველა – პირნათლად! უნდა გადავაბიჯო
მიცვალებულ ძმებს, რომ შევძლო გასვლა ოთახიდან. ბავშვებს გადავხედე.
არცერთს არ მოხვედრია ტყვია, მაგრამ თამრიკოს შეშინებული პატარები
ტირიან ბოლო ხმაზე. გავედი როგორც იქნა. თამრიკო ძირს გდია შემოსასვ-
ლელში, მივხვდი, სულ მარტო დავრჩი.
– თამრიკო, ცოცხალი ხარ?!
– კი, ფეხში დავიჭერი...
– სასწაული რა! ჩვენ ოთახში არცერთს არ მოგვხვდა და შენ ანასხლეტმა
ტყვიამ დაგჭრა?! – დავხედე ჭრილობას.
კართან მივვარდი, ვკეტავ და არ იკეტება! ენა შეუვარდა, რომელიც
„კნოპკით“ უნდა გამოვარდეს, მაგრამ ეს „დედამოტყნულიც“ გაიჭედა!
– თამრიკო! როგორ ჩავკეტო კარი?! მოდი, მიშველე! ამობრუნდებიან!
კარი უნდა ჩავკეტოტთ!
თამრიკო შოკშია, ხმას არ მცემს და ვერც მეხმარება.
– კარებს ვერ ვკეტავ! მიშველეთ რომელიმემ!
არც უფიქრიათ ჩვენი გადარჩენა მკვლელებს, თუმცა თორაძეების ლიკ-
ვიდაციის შეკვეთის დროს, ბრძანება იყო, გოგოებს არ შეგვხებოდნენ, თო-

167
რაძე ბიჭს არცერთს არ უნდა ეცოცხლა. ერთი ნაბიჯიც არ გვაშორებდა და-
ხოცილ ძმებთან ცოცხლებს... ღმერთმა ანგელოზები გადაგვაფარა, ჩემ წინ
რაღაცები დაფრინავდნენ, რაც ჩვენ გვიცავდა. ახლა ღია კართან მდგარმა,
მე როგორმე კარი უნდა ჩავკეტო და აი, როგორც იქნა მოვახერხე. მოვტ-
რიალდი, დახმარება გავუწიო თამრიკოს და დარჩენილებს და კარებზე ისევ
ბრახუნია:
– კარებს არ აღებ, სანამ მე არ გეტყვი! ყველას ამოგვხოცავენ, შენც, რო-
გორც მოწმეს! – ვეუბნები თამრიკოს.
– აბა, რა გავაკეთოთ, მითხარი? „ლიმონკებს“ შემოყრიან?
– არაფერს აღარ შემოყრიან, ბევრი ხალხი უნდა მოგროვდეს კართან! ერ-
თმანეთის თვალწინ ჩვენ ვერ ამოგვხოცავენ, აქვთ კიდევ დარჩენილი კანო-
ნის შიში. მე გეტყვი, კარი როდის გააღო!
თამრიკო ისეთი შეშინებულია, ვეღარ ფიქრობს, რა ჯობია. ბავშვები და
პაატა გარდერობში დავმალე, პაატაც იმას აკეთებს, რასაც მე ვამბობ:
– იცოდეთ, თავს მაგრად ვიშტერებთ, ზაზა სადაა? საავადმყოფოში! რო-
მელში? არ ვიცით, მგონი „მიხაილოვის“. ეს ისე, რომ დავაბნიოთ მტერი, გეს-
მით?!
– კი, კი, – მპასუხობენ შეშინებული ბავშვები.
– თუ რამე მოგვივიდა მე და პაატას, სანდო ხალხს არ მოშორდეთ! ჭანტუ-
რიები ვაჟკაცი ოჯახია, დარწმუნებული ვარ, არ შეეშინდებათ თქვენი პატ-
რონობა, სანდოებიც არიან და მათ დაუჯერეთ! გესმით ყველაფერი? სხვას
არავის არ ენდოთ! და უთხარით, მე რომ დაგიბარეთ ეს! ვიცი, ყველა ვნერ-
ვიულობთ, მაგრამ რას ვიზამთ, მარტოები დავრჩით!
შოკირებულ, შეშინებულ ბავშვებს, მაინც ვარიგებ ჭკუას, პაატა ხმას არ
იღებს, თამრიკო კარებთან მომდგარ მკვლელებს ელაპარაკება:
– გააღეთ კარი!
– ვერ გავაღებ, მანამდეც არ უნდა გამეღო, უიარაღო ბიჭები ჩახოცეს!
– ჩვენ არ ვართ ისინი, ჩვენ თქვენს დასაცავად მოვედით!
– ლანჩავას ხმა! ეს „თესლიც“ აქ არის ხედავ? – ვთქვი მე.
– მაგას ხომ უნდოდა ლაშას შველა? – მიჩურჩულებს პაატა.
– მისმინე რა, პაატ, რაც იცი, ყველაფერი დაივიწყე დროებით. ისედაც
დედას „მოვუტყნავ“ მე ყველას! შენ არ ჩაიდო გულში დარდად, რომ მარტო
დავრჩით! ახლა კი ბავშვები ვართ და არაფერი არ ვიცით, „ვსიო“, ყველა-
ზე ნაღდია. გარდერობში დამალვა საშიშია მგონი, ჯობია ვჩანდეთ, თორემ
ისეთი შეშინებულები არიან, ბრმად ისვრიან ეს „ნაბოზრები“! – ვეუბნები პა-
ატას.
– ხო, მეც მაგას ვფიქრობდი ახლა!
– ჰოდა, გავიდეთ, „ჯიხვის“ ხმა მესმის, „ვსიო“, ესე იგი, მოგროვდა ყველა...
ყურებში მამას სიტყვები მესმის: შენ დარჩები, შვილო, მარტო და მე შენი
იმედი მაქვს! აი, დადგა ის საშინელი დროც, რომლისთვისაც ამდენი ხანი

168
მამზადებდა მამა. ხომ დამპირდა, დამიფარავს! მე მჯერა, მამა ჩემთან არის!
ეს კიდევ უფრო მაძლიერებს. არავის არ ენდო! – რა მწარეა ეს სიტყვები...
შიში მკლავს შინაგანი, მამას ყველა სიტყვა ასრულდა, რას იმოქმედებენ,
ზაზას რომ ვერ ნახავენ ჩვენთან? მართლა შეგვეხებიან დებს? ზაზა რომ
გაამწარონ და გამოჩდეს? – ამ ფიქრებმა დამღრღნა შიგნიდან. აი, ვდგავართ
შემოსასვლელში სიმაღლის მიხედვით, პატარები წინ, მერე მე და პაატა ჩემ
უკან, რომ დაგვინახონ კარგად და შიშმა არ გამოაკვრევინოს მტერს...
– გააღეთ კარი, მართლა, არაფერს გერჩით!
– ეგ სიტყვები თქვეს მანამდე და აი, მიწევს მიცვალებულები სახლში!
– ჰოდა, როდემდე აპირებთ ეგრე ყოფნას? ჩვენ დავსჯით მკვლელებს!
– უხ, ეს „ნაბოზარი“! ამის ხალხიც იყო და ნახე, რას ამბობს! ოღონდ ამ
სიტყვებს არ იმეორებთ! – მე ვამბობ ბავშვებთან, რომ, თუ რამე დაგვემარ-
თება, იცოდნენ, არ ენდონ!
– გავაღო? – თამრიკო მიყურებს, როგორი გადასაწყვეტია?!..
– გააღე! რაც იქნება, იყოს! – ვთქვი მე, – პაატ, გვერდიდან არ მომშორდე,
იცოდე! რაღა აზრი აქვს ჩვენს სიცოცხლეს, თუ დაგვხოცეს, დაგვხოცონ! –
ვაძლიერებ ბავშვებს, ვხედავ მე შემომყურებენ.
ჯიხვის (იმედას ძმაკაცი) ხმამ კი მანუგეშა, მაგრამ თორაძეებს მოერივნენ
და ვის დაინდობენ?! ყველა ფიქრი ერთად მოდის გონებას, მირევს, მაბნევს,
რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე? თავი დიდი და ჭკვიანი მეგონა რამდენიმე
ხნის წინ, ახლა კი ვდგავარ კართან... 22 წლის კახა მომიკლეს, 17 წლის იმედა
მომიკლეს, 15 წლის პაატას ვინ დაინდობს? მე 13 წლის, მაია 9 წლის, ნინო
8 წლის და ეკა 6 წლის... ლაშა 20 წლის, მამა 52 წლის, დედა 45 წლის მანქა-
ნაში ჩახოცეს! ზუსტად ვიცი, ხელცარიელები იყვნენ და ისინი არ დაინდეს.
ფაქტია ჩემთვის, დამკვეთის დავალებას ასრულებენ! როგორ გადავარჩინო,
ღმერთო, მანიშნე, ჩემი პატარები! განწირული ხმა გაჰკივის სულში, მახრ-
ჩობს ყელში! რატომ მე? ღმერთო?! რატომ ყოველთვის მე?! გაუბრალოვდა
ცხოვრება, რიღასთვის ვიბრძვი, სიცოცხლე რად მინდა?! იქნებ სჯობს, კარი
გავაღო და რამე სიგიჟე ჩავიდინო, ყველანი რომ ამოგვხოცონ? მომწონს ეს
აზრი! მე ტკივილი აღარ შემაწუხებს, ერთად ვიქნებით ყველანი, მაგრამ მე-
ორე ფიქრი ეჯახება პირველს – რა ეშველებათ, თუ გადარჩნენ, მაიას, ნინოს,
ეკას?! რა ეშველებათ ამათ? „პრიუტში“ გაიზრდებიან, უბედურები იქნებიან,
მამამ რა მითხრა?! კახამ და იმედამ რა გააკეთეს ჩვენ გამო, დაიხოცნენ
ჩვენთვის დღეს, ახლა და, მე ასე მივატოვო დები?! არა! არ იქნები სწორი!
– გააღე კარი, – თამრიკოს შევხედე. მანაც გააღო. ლანჩავა ისევ იმე-
ორებს, თუ როგორი კეთილია, საშველად მოვიდა, დარწმუნდნენ, რომ მხო-
ლოდ ბავშვები ვიყავით, „ჯიხვიც“ შემოჰყვა, „კუპატა“, ვიღაცეების ნაცნობ
სახეებს ვხედავ. „ჯიხვი“ ჩხუბობს, რატომ დახოცეთ უიარაღო ბიჭები! მე
ვთხოვ, რომ გაჩუმდეს, მასაც მოკლავენ, გვერდით ყირმელასთან გავყა-
ვართ. მე შევედი, კახას თვალები დავუხუჭე და ორივეს მოვეფერე, „ჯიხვიმ“

169
მითხრა, რომ მიხედავენ ცხედრებს. მეც გავედი გვერდით სახლში, პაატა
დავკარგე ხედვიდან და ვეძებ, წეღან ხელჩაჭიდებულები ვიყავით, ახლა სად
გაქრა პაატა? დები გვერდიდან არ მშორდებიან...
– სულ ეს ხართ? – „დედამოტყნულმა“ ლანჩავამ დაგვთვალა...
– თავი მტკივა ძალიან, კუპატ, წამალი დამალევინეთ! – კუპატა გვერდი-
დან არ მშორდება, წყალი დამალევინა წამლით...
– ზაზა სადაა? – მეკითხება ლანჩავა.
– საავადმყოფოში!
– რომელში?
– მე არ ვიცი საავადმყოფოების სახელები...
– ბავშვებმა რა იციან, თავი დაანებეთ, ისედაც ამხელა უბედურებას
შეესწრნენ, – მიშველა კეთილმა მეზობლებმა.
– ეჰ, შეიწირა „ზვიადისტობამ“ ბევრი ქართველი! – არ ჩერდება ლანჩავა.
– რას ამბობთ, რომ თორაძეები „ზვიადისტები“ იყვნენ და იმიტომ ჩახო-
ცეთ უიარაღოები?! – ვგრძნობ, ვეღარ ვუძლებ.
– იარაღი ჰქონდათ! – ლანჩავა მე მასწავლის, თან მცდის.
– აიღეთ ანაბეჭდები, არ ჰქონიათ ჩვენს ძმებს იარაღები! – ამბობს მაია.
შევხედე, თვალით, ვანიშნებ, გაჩუმდეს!
– ნახე შენ ბავშვები? – ლანჩავამ გადახედა ვიღაცას, სახე მომძვრალი
ჰქონდა იმ ვიღაც გვარდიელს, ნაცემი იყო, ვითომ კეთილის როლს თამაშობ-
და.
– რა დედამ შობა! რა მუტლიდან გამოძვრა! ვინ იყო, რომ, ბავშვებს თვალ-
წინ ძმები ჩაუცხრილეს! მაგათი დედები მოვტყან! თუ რამე იცით, მითხარით!
მე დავსჯი მაგათ!
ეს ვიღაც მაგარს მსახიობობს, ამ „სირს“ როგორ ჰგონია, დავიჯერებ?!
– ჩემი პატარა ძმა დავკარგე! არაფერი არ დაუშავოთ! არ მომიკლათ პა-
ატა! – მე ავყვირდი, თავს ვეღარ ვიკავებ.
პაატა ვიპოვე, მეზობლები იცავენ: ამ ბავშვს მაინც დაანებეთ თავი! წესი-
ერი მუსიკოსი, მხატვარი ბავშვია!
ტუალეტში შეუყვანია მკვლელს, მოკვლა სდომებია... თავზე დაადო
იარაღი, პაატა ვაჟკაცი იყო, უხმოდ ელოდებოდა, როდის მოკლავდნენ, არც
სთხოვდა, რომ არ მოეკლათ... სულერთი იყო მისთვის ყველაფერი. მხოლოდ
ერთმანეთი გვადარდებდა, თვითონ ჩვენ რა მოგვივიდოდა, აღარ გვაინტე-
რესებდა, ვალდებულები ვიყავით თავი არ მოგვეკლა და ვაჟკაცურად, გაუშ-
ვი, დავხოცილიყავით! მეორე შესულა:
– რას შვრები?! ბავშვს თავი დაანებე!
– უნდა „დავბრიდოთ“ ესეც!
– რას ჰქვია, უნდა „დაბრიდო“! ბავშვისგან რა გინდა?! ან აქ რა გვინდა?
ეს რა დავალებაზე გამოგვიშვეს? რატომ დახოცეს „კაი ბიჭები“?! – ჩაერია
გვარდიელი.

170
– ბიჭო, გაიზრდება, „დედას მოგვიტყნავს“!
– მერე ღირსები ვიქნებით! აქ რა გვინდა „ვაფშე“! ამ ბავშვს ვერ მოკლავ!
„ჩერეზ მოი ტრუპ“! მეც „დამბრიდეთ“ მაშინ!
პაატა გამოსულა ტუალეტიდან. პირადად იმას არ იცნობდა, ვინც უშვე-
ლა, მერე „კუპატას“ უთქვამს, ვინც ყოფილა და პაატამ უთხრა, ყველას დედა
მოვტყან და იმისასაც, ვინც მიშველა, ყველანი „ბოზები“ არიანო! იმავეს ვიტ-
ყვი მეც! „კუპატა“ არ ვიცი, 15 წლის პაატა კი ვაჟკაცურად უსმენდა მკვლე-
ლების ვაჭრობას!
– სად იყავი? არ მომშორდე გვერდიდან, გთხოვ! – გადავუჩურჩულე პა-
ატას.
– იარაღი სად აქვთ თქვენს ძმებს? – ლანჩავა აგრძელებს 13 და 15 წლის
ბავშვების დაკითხვას.
– ჩვენ არასოდეს გვინახავს იარაღები ძმების ხელში! - მინდა ვუთხრა,
დედაშენის „ნაწყლში“!
– ბავშვებმა რა იციან ამდენი! შეეშვით, ისედაც თავიანთი გასჭირვებიათ,
რომელ ერთს დასტირონ ამ საცოდავებმა, დედების დღეა დღეს! მაგისთვის
დააწესეთ, რომ ამდენი შვილის დედა მოგეკლათ? – ეუბნება მეზობელი.
გულში ვფიქრობ, მადლობა ღმერთს, ამ დღეს არ მოასწრო დედა და ისიც
მოკლეს!
მე ისევ სამზარეულოში ვარ. აღარ აქვს არაფერს ძალა და აზრი, სად ვიქ-
ნები, მეზობელთან, სახლში, თუ მიწის ქვეშ. უამრავი ადამიანი მოდის, ყვე-
ლა რაღაცას ამბობს, ყვება ქვევით მომხდარს და აი, ერთ-ერთი ნაძირალა,
რომელიც ჩვეულებრივი ნარკომანია და სულ ცოტა ხნის წინ უბნის „შნირს“
ეძახდნენ, დღეს „განგრეულ კაიფშია“, ფორმა აცვია, ავტომატი აქვს გადა-
კიდებული, შემოდის სამზარეულოში, ონკანს უშვებს, რომ წყალი დალიოს
და თან ამბობს:
– რა გატირებთ?! ვერ აღზარდეთ, ძმები?!
გულში ვფიქრობ, შენ ის არ ხარ, იმედამ აივნიდან ლაშას რომ გადასძახა,
მაგ „ყლის“ გვერდით როგორ დგახარ, ამოეთრიე სახლშიო და შენ ქვემოდან
ამოსძახე შეშინებულმა, დასაწყლებულმა: კაი რა, იმედ, რა გჭირს?! შენ ის
არ ხარ, გოგა ზამთარაძე? ჩვენი მეზობელი, რვასართულიანში რომ ცხოვ-
რობ, „ბოროტების“ წინწავარდნილი „შნირი“? როგორ მინდოდა არავინ მბა-
რებოდა, კბილებით დავგლეჯდი გველივით მოსისინეს! მაგრამ გავხედე და
ვუთხარი:
– ჩემს ძმებს აღზრდა არ სჭირდებოდათ პატარა დებისგან, გაიგე, ზამ-
თარაძე?! თუმცა მესმის, შენ დაისვენე იმედასგან! ახლა დიდი გული გაქვს!
– ვერ მოვითმინე მაინც და უპასუხოდ არ დავტოვე. იმედას რომელიღაცა
ძმაკაცი შემოვიდა და კუანა ზამთარაძე გავიდა.
ვფიქრობ, სად ვიპოვო ნუგეში! მადლობა, ღმერთო, მამაჩემი და დედა-
ჩემი ახლა არ უყურებენ ამ ყველაფერს ცოცხალი თვალით! საწყალი კახა

171
და იმედა, რა ცუდია, რომ მოასწრეს გაგება მშობლებისა და ძმის დახოც-
ვისა, აი, ლაშა ალბათ, უფრო ბედნიერია. ვერ მოესწრო ამ წუთს! არ იცის
რა ხდება ჩვენს თავს. სულ ვფიქრობ... ვფიქრობ... და ვეძებ რაღაც კარგს...
თავი რამით უნდა ვინუგეშო, ვახ, როგორ მძულს ეს ლანჩავა, ფიქრსაც რომ
არ მაცდის! გახარებულია „შედევრით“. მე კი ვაკვირდები, მახსოვს ლაშას
მონაყოლი, როგორ დაპირდა, გვერდით დაგიდგები და „ნამცეცას“ მკვლე-
ლებს ვუპასუხოთ სიკვდილითო. დღეს დგას გაუბედურებულ ბავშვებთან
და მეზობლებს ეუბნება, ამ „ზვიადისტობამ“ შეიწირა ხალხიო. ნეტა, ვინ და-
უჯერებს ამ საცოდავს, ვიღაცამ რომ გამოაგზავნა, გაავრცელოს არასწორი
ინფორმაცია, რომ სიმართლე დაჩრდილოს! არ ჩერდება ლანჩავა:
– არ გააჩერეს „ტეკზე“ და აქეთ სროლა დაიწყეს, „ზვიადისტები“ იყვნენ
და ჩვენ კანონებს არ ემორჩილებოდნენ.
– რა „ტეკი“? ვერის სასაფლაოზე „ტეკი“, „რეიდი“ და რაიმე მსგავსი ცხოვ-
რებაში არ ყოფილა! ამოხოცეთ ხალხი და აღარ იცით, რა მოიგონოთ (მე-
ზობელი ქალი ჩემ მაგივრად ვაჟკაცობს. მე კი ყურადღებით ვისმენ ყველა
სიტყვას, რომ დავრწმუნდე იმის სიმართლეში, მამამ რაც მითხრა)!
– როგორ ისროლეს შენმა ძმებმა მეზობლის სახლში!
– თამრიკო მეზობელმაც თქვა და აგერ ბავშვებმაც თქვეს უკვე, რომ კახა
და იმედა შეუიარაღებლები იყნენ! – ამბობს მეზობელი.
– აუ, დაწერეთ და ჩაწერეთ, რაც თქვენ გაგიხარდებათ! ოღონდ სახლ-
ში გამიშვით და დამაცადეთ ყოფნა ჩემს მიცვალებულებთან, რაღა გინდათ
ჩვენგან?! -ვთქვი დაღლილმა.
იმედას ძმაკაცებმა მოგვაკითხეს სახლში ჩასაყვანად მე და პაატას –
ჯიხვიმ, დუგლამ, გურულომ. კუპატა გვერდიდან არ მშორდებოდა და არც
გურულო (გიო ხომასურიძე). დები ჭანტურიამ წაიყვანა (ლაშას ძმაკაცმა).
ჩავდიოდი ორი სართულის კიბეს და აღარ ვიცოდი, გული სად მქონდა. ყვე-
ლაფერი მტკიოდა, შიგნიდან ვიფლითებოდი ისე მტკიოდა, მხოლოდ ღმერ-
თი გრძნობდა, რა უბედური ვიყავი! მთელ დედამიწაზე მეგონა მხოლოდ მე
მტკიოდა ასე საშინლად. არ ვიცოდი, როგორ უნდა შევსულიყავი სახლში,
რომლიდანაც დღეს მთელი ოჯახი გავედით და მარტო მე და პაატა ვბრუნ-
დებით!!!
ჩემი ყველა მოქმედება პაატას ამძიმებს, ფეხები მეკეცება. ყოველი წამი
მარწმუნებს მომხდარის რეალობაში და იმაში, რომ ეს არ არის ცუდი სიზმა-
რი. დები აღარ მაღელვებს, ვერ დამინახავენ გაუბედურებულს, აღარ უნდა
დამემალა ტირილი და გლოვა, მაგრამ მაინც მაჩუმებენ, რომ მტრებმა იფიქ-
რონ ბავშვი ხარ და ვერ ხვდები რეალობასო! მარაზმია! ვაძლიერებთ ერთ-
მანეთს მე და პაატა სიტყვებით, ჩახუტებით, მაგრამ თვალს ვერ ვუსწორებთ
ერთმანეთს, ორივე ვარიდებთ ერთმანეთს მზერას და როცა ერთმანეთს ეფე-
თებიან ჩვენი თვალები, თავისით ამბობენ, თუ როგორი უბედურები ვართ,
რომ აღარაფერი გვეშველება! შევედით სახლში. გადი-გამოდიან ფორმიანი

172
მკვლელები, ნარკომანები. მარტის დასაწყისში მაისურებით მოძრაობენ.
ზოგს ჩემების დანები უჩანს, ქამრებში „გათხრილი“, ვიღაცას მამაჩემის
ულამაზესი „აბრეზი“ დავუნახე, იმედამ რომ აჩუქა სუვენირად. გაუთხრია
ქამარში და არხეინად დადის, ეძებს, კიდევ რა წაიღოს. თავდაყირაა მთელი
სახლი, ანგრეული – ყველაფერი, მიმოფანტული. შესვლაც რომ ძნელია ოთა-
ხებში, ისეთი ამბავი ხდება. ყველაზე მეტად რაც მიჭირდა, ძმების ოთახში
შესვლა, ჯერ ლოგინებიც რომ არ იყო ალაგებული.
– ღმერთო (ჩავიკეცე ოთახში)!
– დამშვიდდი, თამ, თავი ხელში აიყვანე! ცოდოა პაატაც (გურულო)!
– კახას ბინის ფულიც წაუღიათ ამ უნამუსოებს (კუპატა)!
– ეჰ, ჩემი ძმები დახოცეს და რა წაიღეს, ვიღას ადარდებს (მე)!
– მისმინე, თამ, არ მინდა, რომ დაგინახონ როგორ ტირიხარ, თავი უნდა
შეიკავო, არ იფიქრონ, ძაან გამწარდი და თქვენც არ მოგიშორონ, თამ,
ფრთხილად უნდა ვიყოთ (ეს დუგლაა. მხოლოდ მათ ვენდობოდი და, მთლად
ბოლომდეც არა)!
– რა „ყლეობაა“, ტირილის უფლებაც არ მაქვს?! მომკლან ბარემ მეც! ძაან
რომ მეტკინობოდა, რა, არ იციან?! ადამიანები დახოცეს! როგორ არ ვიტი-
რო?!
– პაატა ცოდოა, შენ რო ასეთს გხედავს, ბიჭია და უფრო ნადგურდება.
კახა და იმედა თქვენს გადარჩენას შეეწირნენ და ვალდებული ხარ, იცოცხ-
ლო და მიხედო დარჩენილებს (დუგლა)!
– ხო, რა ექნათ სხვა? იმას ამბობდნენ და აკეთებდნენ, რაც ეგონათ, რომ
სჯობდა ჩვენთვის.
სურათებს ათვალიერებდნენ უბნელები. ჩემების სურათები რომ დავინა-
ხე, კიდევ უფრო ცუდად გავხდი. ვეხუტებოდი და მოვთქვამდი, ხმით ტირი-
ლის უფლებაც არა მაქვს! სადაა სამართალი?! ვიღაც მოდის, გამომძიებე-
ლია ლანჩავასთან ერთად და მეუბნება:
– გადახედე, რა აკლია სახლში და, თუ რამე აკლია, თქვი და თუ არ აკლია,
ხელი მოაწერე აქ!
როგორ თავხედობენ! როგორ უნდა მენახა, რა ეკლდა, როცა ჩემი ძეწკვი
და ჯვარიც კი წაიღეს, დედაჩემის ნაჩუქარი სამკაულებით. დარჩენილი ჭი-
რისუფლები და მიცვალებულებიც კი გაქურდეს! ობლად დატოვეს ბავშვები,
მაგრამ ეგენი აღარ მაღელვებს! ჯიხვიმ თუ რომელიღაცამ მამას „ბუმაჟნი-
კი“ მომცა, თან მითხრა, გულის ჯიბეში ედო და პირველი ტყვია გულში მოხვ-
და, იზოს დაადო თავი მხარზე და ისე მოკვდაო! ღმერთო, რა ცუდად ვარ!
ვკოცნე და ვეფერე მამას ცარიელ „ბუმაჟნიკს“!
– ხელს არაფერს არ ვაწერ!
– წესია ასეთი!
– არ მაინტერესებს თქვენი წესები! მთელი ოჯახი ამომიხოცეთ და კიდევ
ხელი მოვაწერო, რომ არაფერი წაგიღიათ?

173
– დაანებეთ ბავშვს თავი!
ჯიხვიმ ამარიდა ოფიციალური ნაძირალები. ჩვენს „პრიუტში“ წაყვანა-
ზეც ყოფილა საუბარი და ბიჭებმა უთხრეს, პატრონი ჰყავთ და მივხედავთ
ბავშვებს, გეყოფათ ამდენი უსამართლობაო და დაგვანებეს თავი. მით უმე-
ტეს ზაზა თორაძე, ცოცხალი დარჩათ, რაც ნიშნავდა, რომ არ ვიყავით სულ
მარტო მცირეწლოვნები და ვერ წაგვიყვანდნენ „პრიუტში“. ალბათ, ისიც
გაარკვიეს, სახლს ვერ წაგვართმევდნენ, მამამ ოფიციალურად ყველაფრის
მემკვიდრედ მე ჩამწერა, მაგრამ თავს არ მანებებენ ღორი ლანჩავა და ვი-
ღაც გამომძიებელი:
– წესია ასეთი, ხელი უნდა მოაწეროთ!
– სულ წესებით მოქმედებთ, რა! რაც ძვირფასი იყო, ჩემი ოჯახის სიცოც-
ხლე, „გაზიდეთ“ და, ოქრო მე არ მაინტერესებს და ფული! თავი დამანებეთ!!!
– ვამბობ მე.
მცდიდნენ, თუ რა უნდოდათ, რატომღა გვიშლიდნენ ნერვებს მე და პა-
ატას, არ ვიცი. დუმილი ოქროა! თითქოს ვიღაცამ ჩამძახა, მამა ხომ მოკ-
ლეს? იმის ხმა საიდან მომდის?! ღმერთო, იქნებ გადარჩა? – თავისით მოდის
ფიქრები, ჩემს გულში რომ ხმიანდება: მაინც ვერ დაიცავ აქ სიმართლეს და
ვერც მოერევი უსამართლობას! ჩემი ძმების მილიონიანი არსენალი: „მუხე-
ბი“, რაკეტები, იარაღები ვერ იპოვეს სახლში. არ იყო, ხო?! იმიტომ, რომ
თორაძეებს არ უნდოდათ გამოყენება, იმიტომ, რომ უამრავი უდანაშაულო
ადამიანის სისხლიც დაიღვრებოდა. მათ კი არ სძულდათ „ბოროტებივით“
ადამიანები, არც „მხედრიონელებივით“, არც გვარდიელებივით და არც
სპეცრაზმელებივით!.. მათ გაწირეს თავიანთი სიცოცხლე სხვა ადამიანების
სიყვარულისთვის, ვაჟკაცურად დაასრულეს სიცოცხლე და აი, ეს ნაძირა-
ლები მაინც არ ჩერდებიან, უარეს სჩადიან! ბიჭები არ მშორდებოდნენ გვერ-
დიდან.
მარტოები რომ დავრჩით, გურულო მაინც სულ კუდში დამდევდა, გავბ-
რაზდი და მივუტრიალდი;
– მოგზავნილი ხარ, თუ რას დამყვები? ტანსაცმელი მინდა გამოვიცვალო
და ვერ გაგერიდე! რა გინდა?!
– არაფერი, თამ, რა უნდა მინდოდეს?! მეშინია, თავი არ მოიკლა (და თით-
ქოს ტირის) მაგიტომ დაგყვები...
– თორაძეები თავს არ იკლავენ! მით უმეტეს, ჩვენ გამო არ გაიქცნენ
(ვტირი), მძულს ჩემი თავი! რატომ გადავრჩი!
– ვიცი, ძნელია, როგორ დაგამშვიდო, არც ვიცი, მაგრამ უნდა შეძლო!..
პაატა, დები – ყველა შენ შემოგყურებს, შენი იმედიღა აქვთ!
ზაზაზე ვფიქრობ. მეშინია, ვინმეს რამე ვკითხო, არც კი მინდა, გავახსე-
ნო ვინმეს. განა, რა დაავიწყებთ ზაზას არსებობას, მაგრამ მაინც მეშინია.
აღარც ტელეფონს ვეკარები, რადგან ვიცი, რომ ისმენენ. ჩემთვის მარტო
ვტირი. მამშივდებს იმ ადამიანების ყოფნა, მართლაც, გვერდში რომ გვიდგა-

174
ნან. იმ ღამეს სახლში დავრჩით, ჩვენი მიცვალებულები „მორგში“ წაიყვანეს,
ჩვენ სახლს ვალაგებდით. დალაგების დრო არ იყო, ყველაფერს ოთახებში
ვტენიდით, რომ პანაშვიდებისთვის ადგილი გაგვეთავისუფლებინა, რაც
ერთ დღეში ვერ მოხერხდა. ჯიხვიმ ჩუმად მკითხა, მარტო რო ჩამიგდო:
– იარაღები საიმედო ადგილზე დევს? თუ არ დევს, მითხარი და გადავმა-
ლავ!
– საიმედო ადგილი აღარ არსებობს, -ვუპასუხე, – ან ვიღას ადარდებს
იარაღები?!
ჩემი პასუხი ორაზროვანი იყო და ეგრეც უნდა ყოფილიყო. მიყვარს ჯიხ-
ვი, იმედას ძმაკაცი იყო, მაგრამ ვერც მას ვენდობი და ვეღარავის. ძალიან
ხშირად მიწევდა თამაში. მამაჩემი პირობას მისრულებს და სულ ჩემთან
ვგრძნობ, რაც ღმერთს მაახლოებს და მაყვარებს. რამეს როცა მეკითხებიან,
მამას „ვაცდი“, მიკარნახოს და მერე ვცემ პასუხს. რაც არ უნდა გიჟის ნათქ-
ვამად ჟღერდეს, სიმართლეს ვამბობ!
ვერაფერს ვერ ვპოულობ სახლში, არც ძალა მაქვს და არც ნერვები, მაგ-
რამ ჩემი მიცვალებულებისთვის ტანსაცმელი მაქვს მოსაძებნი. ჩემი ლამა-
ზები კარგად მინდა გამოიყურებოდნენ... საშინელება იქნება კუბოებში მათი
დანახვა ჩემთვის და პაატასთვის!!! რა ვქნა, უნდა ვიზრუნო და რაც ჩემი
გასაკეთებელია, სწორად გავაკეთო. დედას ვუპოვე ვერცხლით გაწყობილი
ბრჭყვიალა შავი კაბა, ლამაზი შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი, როგორც თვი-
თონ მოსწონდა და, რაც მოსწონდა, ღმერთმა მაპოვნინა, დარდად რომ არ
დამრჩეს. ამის გადმოცემა, არ ვიცი, მწერლებს თუ შეუძლიათ?! მინდა ის იგ-
რძნოს და განიცადოს მკითხველმა, რასაც მე ვგრძნობდი, რომ უკეთ გაიგოს
ჩემი ტკივილი! ამის გამოხატვა ჩემთვის შეუძლებელია!.. ვკიდებ ხელს რამეს
და ყველაფერი ჩემებს მახსენებს. ვიწყებ ისევ ტირილს, ვკვდები, ისე ცუდად
ვარ და მაინც ცოცხალი ვარ. არ მტოვებს ფიქრი: ღირს კი აწი სიცოცხლე?!
მაგრამ რაღაც მაკავებს. იმედას მოვუძებნე თავისი საყვარელი „ინსპექტო-
რები“. მიხაროდა, იმ არეულობაში ყველაფერი, რაც მათ მოსწონდათ, რომ
ვიპოვე დედასთვის, კახასთვის, ლაშასთვის, იმედასთვის, მაგრამ ვერ ვპო-
ულობ მამაჩემისთვის, სად გაქრა იმდენი შარვალ-კოსტიუმი?! რაღაცებს მი-
ვაგენი, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულს ვეძებ ჩემი საყვარელი მამიკოსთ-
ვის... უცებ გამახსენდა, როგორ მოსწონდა ზაზას ერთი შარვალ-კოსტიუმი
თავისი „საროჩკით“, რომელიც კახას სიმამრმა ჩამოუტანა საიდანღაც. ა ეს
ის შარვალ-კოსტიუმია. მამამ სთხოვა ერთხელ ზაზას, გაეცვალა რამეში,
მაგრამ ზაზამ ვერ გაიმეტა, მასაც მოსწონდა. მწარედ ჩამეცინა! მე გაჩუქებ,
მამიკო, ამ შარვალ-კოსტიუმს, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს! დავიწყე
ისევ ტირილი. გაიგეს გვერდით მყოფმა ბიჭებმა და მკითხეს, ვისას ვაცმევ-
დი მამას მიწისთვის.
– არ შეიძლება ცოცხალი ადამიანის ტანსაცმლის ჩაცმა მიცვალებულის-
თვის! – ვიღაცამ გამოთქვა თავისი აზრი. მე კარგად ვიცოდი, „ნასეტკა“ არ

175
გვშორდებოდა, თუმცა კონკრეტულ ადამიანს ხელს ვერ დავადებდი, მაგრამ
მე ამას ვგრძნობდი და ლოგიკასაც მივყავდი ამ აზრამდე. ვერც ბიჭებს (იმე-
დას ძმაკაცებს), ვერც პაატას ბოლომდე ვერ ვენდობოდი. განა ის ძალით
გააფუჭებდა რამეს, მაგრამ ვერ ველაპარაკებოდი მარტოს. არ მინდოდა ყუ-
რადღება მიმექცია ჩურჩულით, ამიტომ გამოუვალ სიტუაციებში წერილით
ვუკავშირდებოდი საკუთარ ძმას საკუთარ სახლში! მე რომ შევდიოდი ტუ-
ალეტში და გამოვდიოდი, პაატა შედიოდა. მან იცოდა, სადაც ვმალავდი წე-
რილს და „პასტა“-ფურცელს. არ მინდოდა, დედამიწაზე ვინმესთვის გამოეც-
ხადებინა ნდობა გულშიც კი, რომ რამე სისულელე არ ეთქვა გამწარებულ
ბიჭს. ჰოდა, აი, დრო ვიხელთე და წერილის გარეშე პაატას „ვუნამიოკებ“:
– მერე, ვინ თქვა, რომ ზაზა ცოცხალია?
– როგორ არა? არ იყო სახლში და არც არავის გაუგია, რომ მოკლეს (რო-
მელიღაცა ბიჭი)!
– ხო! მაგას ჩვენ ვინ გაგვაგებინებს?! მოკლეს უკვე და ვითომ ისევ ეძე-
ბენ! მოკლედ, მე ვწყვეტ, ვინ რას ჩაიცვამს! ვამბობ მე.
ამით იმის დამტკიცება მინდა, რომ მე არ ვიცი ზაზაზე არაფერი და პა-
ატამაც იგივე თამაში ითამაშოს.
მოვიდა მახო ყარყარაშვილი:
– ბავშვებს წავიყვან ჭანტურიებისგან და თქვენც ჩემთან იქნებით!
– არა, მახო! მე და პაატა აქ ვიქნებით! – ვპასუხობ.
– არა, ვერ იქნები აქ, მიცვალებულებს მოასვენებენ სახლში. დღე აქ იქნე-
ბი და ღამე ჩვენთან წამოხვალ! აქ საშიშია ღამე ყოფნა (მახო)!
– რაღაა საშიში? მე მიცვალებულების არ მეშინია! და თან, ცოტა ხანი
დამრჩა მათთან ერთად ყოფნის!
– მესმის, მაგრამ, რასაც ვამბობ, ისე გააკეთებ!
– რას მიწყვეტ, სად ვიქნები?! ჩემი ოჯახია! დიდი ხანი არ იქნებიან აქ!
ჩემს მკვდრებთან ყოფნას მიშლით?! მეზიზღებით ყველა!!!
ისევ დუგლა მომიგზავნეს. ეტყობა, ბავშვებთან მიდგომა იცოდა, თუ მე
მიყვარდა განსაკუთრებით იმედას ძმაკაცებიდან მუკუჩა და დუგლა?!
– ზაზას დაურეკია და მახოს თურმე ჩააბარა თქვენი თავი. რას იზამ, აბა?
დაუჯერე უფროსებს!
– არცერთის სიტყვა არაა დასაჯერებელი! ორი იდიოტი დაგვაქცევს
დარჩენილ გაუბედურებულებს!
ძალიან გავბრაზდი, მძულდა ისედაც ეს მედოლე „სირი“ მახო! ვიცი, არ
უყვარდათ ჩემი ოჯახი. დღეს რა შეიცვლებოდა? მკვდრებს შეიყვარებდა?
თუ ადამიანური იყო რაიმე მასში ან კაცური, რომ სწორად წარემართა ყვე-
ლაფერი მოცემულ სიტუაციაში?! მე ხომ ვიცი, ეს ნაძირალა ვინც არის?! და,
ზაზა მას აბარებს ჩემს თავს?! ისიც ხო დეგენერატია, ამხელა ოჯახი მკვდრე-
ბიან-ცოცხლებიანად ვის ჩააბარა?! თავისი ცხოვრება ვერ დაელაგებინა ამ
„სირს“ და ჩვენსას როგორ დაალაგებდა, თან უსიყვარულოდ?! მაგრამ რა

176
ვქნა?! ჯადოსნურმა სიტყვებმა იმოქმედა, ყურში რომ ჩამჩურჩულეს ბიჭებ-
მა (ზაზამ გადმოგცა, რომ წახვიდე მახოსთან, დანარჩენს იქ გაიგებ). ეს არ
იყო ზაზას შიში. სადღაც, გულის სიღრმეში, იმედის ნაპერწკალი ნათდებოდა
მის ხსენებაზე. მაინც მიყვარს ჩემი ზაზა, მეცოდება ყველაზე მეტად, მაგრამ
არასოდეს ვამართლებ მის ცხოვრებას, ოჯახისადმი მის დამოკიდებულებას.
წავედით მახოსთან მე და პაატაც. დებთან თავი უნდა შეგვეკავებინა ტი-
რილისა და გლოვისაგან. ბავშვებისთვის არ უნდა დაგვემახინჯებინა ბავშ-
ვობა. მაია, ნინო, ეკა უკვე იქ დაგვხვდნენ. შორენა, მაია, ნანა და კახას შვი-
ლი გიორგი პირველად ვნახე მომხდარის მერე. ჩავეხუტეთ ერთმანეთს და
ყველანი ვტიროდით ერთად. დილით მივდიოდით ვერაზე და ღამე მოვდი-
ოდით მეტრომშენში.
– არ ჯობია, პანაშვიდებზე ერთხელ მაინც წამოვიყვანოთ ბავშვები? ყვა-
ვილებს მიუტანენ მშობლებსა და ძმებს? – მკითხა შორენამ.
– არ მგონია, კარგი იყოს მათთვის. ისედაც ამხელა ტრავმა მიიღეს. ლაშა
და მშობლები დავამახსოვროთ მკვდრებად? საშინელი და მძიმე სანახავი იქ-
ნება მათთვის ხუთი კუბო ერთ ოთახში!
მე არ ვიყავი თანახმა. ბავშვებს ვკითხე მაინც, ჩემი აზრიც გავუზიარე.
მათაც წამოუსვლელობა ამჯობინეს. დებს შორის ეკამ ყველაზე მძიმედ გა-
დაიტანა მომხდარი. ძილში დგებოდა საწოლიდან, იდგა და ტიროდა განწი-
რული ხმით. ვეკითხებოდით, რა აწუხებდა და ვერ გვიხსნიდა პატარა... დედა
უნდოდა, ალბათ, ან შეშინებული იყო. არაფერს ამბობდა, მხოლოდ ტირო-
და, რაც კიდევ უფრო მანადგურებდა. მე და ეკა ზემოდან ვეწექით ბავშვებს,
როცა კახას და იმედას ხოცავდნენ. არ ვიცი, ისიც თუ უყურებდა, ან რა მნიშ-
ვნელობა აქვს, რას უყურებდა?! ბავშვი შოკში იყო! მაია და ნინოს არაფერი
ეტყობოდათ განსაკუთრებული, რაც მამშვიდებდა, ვერ იაზრებდნენ მომხ-
დარს...
ველოდები რაიმე ნიშანს ზაზასგან და აი, მოვიდა ზაზას ცოლი ანი. ბევრი
შოკოლადი მოიტანა. ვის სჭირდებოდა, ნეტა, ახლა შოკოლადები? ზაზამ გა-
მოატანა ბავშვებთან. მე და ანი ცალკე დავსხედით, ბევრი ვიტირეთ ერთად.
– მომიყევი ყველაფერი ზაზაზე (მე)!
– მაპატიე, რომ ვერ ამოვდივართ პანაშვიდებზე! არ მინდა ყურადღება
მივიქციო...
– ჰოდა, არც აქ უნდა მოდიოდეთ წესით, საშიშია ზაზასთვის! მომიყევი,
როგორ გაიგო ჩემმა უბედურმა ძმამ ყველაფერი, როგორ არის და, თუ წავი-
და ძალიან შორს დასამალად?!
სასწაულად გამზარდა მომხდარმა და დამასერიოზულა. ცანცარა ბავშ-
ვი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა სხვანაირად მოვითხოვ პასუხს უფ-
როსებისგან. ის დრო დადგა, რომლისთვისაც მამა მამზადებდა! ეს ის დრო
დადგა ჩემს ცხოვრებაში, ოჯახი რომ უნდა დამეცვა არა მხოლოდ მკვლელე-
ბისგან, არამედ სხვა ნაძირალებისგანაც! მატყუარებისგან! იმათგან, ვინც

177
ახლა ცოცხლად დარჩენილ თორაძეებზე აპირებდა „გადავლას“! ეს ის დრო
იყო, რომ უნდა დამევიწყებინა, 13 წლის ბავშვი რომ ვარ! ეს ის დრო მოვიდა,
ყველაზე ძლიერი და დიდი რომ უნდა ვყოფილიყავი და თანაც – ჭკვიანი!
ანიმ მოყოლა დაიწყო:
– ჩვენ ადრე გავიგეთ მომხდარი. ზაზას ვერ გავუბედეთ თქმა. ვუყურებ-
დი და ვიტანჯებოდი, ვერც ხმამაღლა ვტიროდი. ჩვენი სახლის ტელეფონი
გამორთული იყო, მერე ჩაირთო, საღამოს. მანამდეც ცდილობდა ზაზა, და-
ერეკა და მერეც, თქვენთან, სახლში. იმ დღის მოსული იყო და მაინც ვერ
ისვენებდა, ნანობდა, რომ წამოვიდა თქვენგან. როგორც იქნა, დაირეკა,
ვიღაცამ უპასუხა სახლის ტელეფონს. თავიდან გურულო ეგონა, იმედასა
და ლაშას ძმაკაცი, რომელი ხარო, ჰკითხა ზაზამ და იმ ვიღაცამაც კითხ-
ვა დაუბრუნა, შენ რომელი ხარო. ზაზა აილეწა, გაუკვირდა, ვინ უბედავდა
ასეთ პასუხს, უცხო ხმა და თან ნაცნობი?!.. ზაზა ვარ, ბიჭო! რომელი ხარ?
– მკაცრად ჰკითხა ზაზამ. იმ „ნაცნობმა უცნობმა“ ხმამ კი დინჯად უპასუ-
ხა: „ამოდი, ზაზა, სახლში, ამოდი“! და გაუთიშა. ზაზა გაგიჟდა. მოდიოდა
სახლში, მე დავაკავე და სხვა სახლში გადავმალეთ. ისე მოვიგონე მიზეზები
და ჩემს დასთან წავიყვანეთ. ზაზა არ ჩერდებოდა, ვერ გაეგო, ვინ უპასუ-
ხა ტელეფონზე და ცდილობდა ისევ დაერეკა, მაგრამ აღარავინ პასუხობდა.
ჩემი ძმა თქვენთან იყო ეზოში და ვერაფრით გეხმარებოდათ. გაბაიძეს, მი-
ლიციასაც გადაუტენეს თურმე გვარდიელებმა, „მხედრიონელებმა“ და სპეც-
რაზმელებმა ავტომატები, თქვენ არ ჩაერიოთ, ეს ჩვენი ოპერაციააო. ბიბოს
შეეშინდა, გვეგონა ყველანი დაგხოცეს და მარტო ზაზა დარჩათ, როგორი
სათქმელი იყო ზაზასთვის? – მიყვებოდა ანი.
– მეც ვრეკავდი თქვენთან და არ ირეკებოდა. უნდა მეთქვა, რომ ძალიან
შორს დაიმალოს! მეტი მაგას არაფერი ეკისრება ამ ეტაპზე. გადაეცი, თავს
მიხედოს, რომ მერე ჩვენ მოგვხედოს! ჯობია ზაზას შიში ჰქონდეთ მტრებს
და არ ჩანდეს, ვიდრე გამოჩნდეს თავისი უტვინო „ხოდებით“! გადაეცი აუცი-
ლებლად, გთხოვ! მერე, როგორ გაიგო ოჯახის ამბავი? – ისევ ზაზაზე ვე-
კითხები.
– ვერ იგებდა, რა ხდებოდა თქვენთან, ჩვენ მოვატყუეთ რომ რაღაც და-
კითხვები ტარდება გელას მკვლელობასთან (ნამცეცა) დაკავშირებით, რომ
უნდა დაიცადოს წყნარად და გაირკვევა. ტელევიზორთან იჯდა, დამოუკი-
დებლად სიარული უჭირდა, თორემ მაინც მოვიდოდა თქვენთან. ვფიქრობდი,
როგორ ვუთხრა ამხელა უბედურება-მეთქი და, აი, „მოამბეში“ აცხადებენ:
თორაძეების ბანდა იქნა ამოხოცილი! თან აჩვენებენ მანქანას და ზაურის
დაცხრილულს... მანქანაში ჩაცხრილულ მშობლებს ავტომატებიც მიუწყვეს
და „ლიმონკებიც“ დაყარეს უკან, მანქანაში. ლაშა მანქანიდან გადმომხტა-
რა და გარეთ ეგდო მოკლული. საწყალ იზოს სახე არ ჰქონდა (ანი ტირის).
პულსი შეუმოწმეს თურმე, ცოცხალი ყოფილა კიდევ და ამ მკვლელებმა ავ-
ტომატი გადაატარეს, სახეში ავტომატის კონდახი ჩაარტყეს... ეს ისე გავი-

178
გე. თვითმხილველები ყვებოდნენ. ქალი როგორ გაიმეტეს ასე სასტიკად?!
მკვლელები, ეგენი! ისე დაულაგეს მოკლულებს ავტომატები და „ლიმონკე-
ბი“, ბავშვი მიხვდება, რომ მიუწყვეს, – ამბობს ანი.
– არ ჰქონდათ იარაღები, სახლიდან რომ გადიოდნენ. ლაშამ თქვა, რამე
ხომ არ ჩავიდოთ, სერგეევიჩო. მამამ შეუბღვირა, ხო იცი, რა „კომუნისტი“
იყო და არავის სვამდა დანითაც კი მანქანაში, – ვყვები მე.
– ხოო, ვიცი, სამთავრობო „ტეკს“ არ დაემორჩილნენო და სროლა აუტე-
ხესო. იმათი მხრიდან ვითომ თქვენებისგან მოკლულია ვიღაც ორი შვილის
მამა გვარდიელი თუ „მხედრიონელი“, – აგრძელებს ანი.
– ხო, ვიცი, ვიღაც ისევ თვითონ მოკლეს ზურგიდან, რომ თორაძეებისთ-
ვის „შეეტენათ“! რა „ტეკი“! ცხოვრებაში „ტეკი“ სევასტოპოლზე არასდროს
ყოფილა სასაფლაოებში ჩამალულები ელოდებოდნენ. თან ჩასვლისას კი
არა, ამოსვლისას გაუხსნეს ცეცხლი. სიჩქარეს ვერ მოუმატებდა მამა. მანქა-
ნა აღმართზე პირველ-მეორე სიჩქარით ძლივს ადის და „კაკრაზ“, გათვალეს
ყველაფერი „ნაბოზრებმა“! უნდათ, რომ ხალხს შეაძულონ თორაძეები, ამხე-
ლა ტყუილი მოჩმახონ და ხალხს „შეასაღონ“!
– რაც გამოაცხადეს, ეს რომ ზაზამ გაიგო (ანი ტირის, მოყოლა უჭირს,
მეც წარმოვიდგინე რა დაემართებოდა, მეც ვტირი)...
– მერე? როგორ გამოხატა? რა გააკეთა? მომიყევი სიტყვასიტყვით!..
– საათებით გაასწრო მკვლელებს სახლიდან. აქ რომ ყოფილიყო ეგეც,
იქნებ მოგვეფიქრებინა ერთად რამე (ერთად ყოფნაში ერთად ომს ვგულისხ-
მობ).
– რა შეეძლო, თამ? ხელ-ფეხში დაჭრილს კრუნჩხვები დაეწყო. პირველად
ვნახე ზაზა ასეთი, ძირს დაეცა, თავს იატაკს ურტყამდა სიმწრისგან, ისტე-
რიკაში ჩავარდა... თქვენთან მოდიოდა, ეგონა, ყველანი ამოგხოცეს! რაღა
აზრი აქვს ჩემ სიცოცხლეს, მივალ და ვისაც მოვასწრებ, „დავბრიდავ“ და მეც
მომკლავენო. ჩვენ ვუთხარით, თქვენ რომ გადარჩით და ვალდებული იყო
გადარჩენილიყო და თქვენთვის მოეხედა. ვერ ვიტყვი, რომ დავაწყნარეთ.
ეგ ვეღარასოდეს დაწყნარდება, მაგრამ ასე შევაჩერეთ. ვეღარც ცოცხლებს
ვნახავ და ვეღარც მკვდრებსო, ძალიან ცუდად არის, თამ! – ტირის ანიც
(ნეტა, ახლა მაინც უყვარს ზაზა? – ვფიქრობ ჩემთვის).
მერე მიხვდა ზაზა, ლანჩავას უპასუხია სახლის ტელეფონზე...
– გადაეცი, ჭკვიანად იყოს! ხელსა და ფეხს მიხედოს. ვიცი, ერთ ადგილას
ვერასოდეს ასვენებს. ისიც ვიცი, თავისი თავი ყველაზე მეტად რომ უყვარს.
ჰოდა, ეს ყველაფერი გადაეცი, არ დაგავიწყდეს! აღარავინ დაგვრჩა ერთმა-
ნეთის მეტი! ამიტომ, მაგას ევალება ჭკვიანურად მოქცევა. რაც იქნება, ჩვენ
მივხედავთ აქაურობას, მაგან მიხედოს თავს! ვალდებულია! გადაეცი! ახლა
ის დრო დაუდგა, სიყვარული რომ უნდა დაგვიმტკიცოს!
– კარგი, ნუ ხარ ზაზაზე გაბრაზებული! – მეუბნება ანი.
– მე ყველაზე ვარ გაბრაზებული! ჰოდა, კიდე რამ გადააწყვეტინა, მა-

179
ხოს რომ ჩააბარა ჩვენი თავი?! არაა ეს კაცი კარგი კაცი! მოიფიქროს რამე
სხვა, მე დიდხანს არ გავჩერდები ამასთან! ზაზამ არც გაბედოს პანაშვიდზე
გამოჩენა და არც მახოს ენდოს, „ნასეტკებით“ არის სახლი სავსე, გესმის? სი-
სულელე არ მოიფიქროს, გადაეცი! ჩვენზე არ იდარდოს, რა! თვითონ დაიმა-
ლოს კარგად! მისი დიდი იმედი არ მაქვს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც მიყვარს
და მინდა გადარჩეს. იქნებ ამ ტრაგედიამ გაზარდოს, მკვდარ მამას მაინც
დაუჯეროს, ცოცხლის არ სჯეროდა, თან ეგ ყველას იცნობს რუსეთში, ლე-
ნინგრადში. რასაც ეგ მოახერხებს, მე ვერ მოვახერხებ... მაგის იმედი მაქვს
მაგ საკითხებში, თორემ აქ ჯერჯერობით ვერაფერს შეცვლის, – ვაბარებ
ზაზასთან ანის.
– ქალის ფორმით უნდა რომ მოვიდეს პანაშვიდზე, მაშინ, როცა ცოტა
ხალხია.
– არ გაბედოს! ბედნიერია, რომ ვერასდროს ნახავს იმას, რაც მე და პაატამ
ვნახეთ და ვხედავთ! ბავშვებიც არ ნახავენ კუბოებში ჩვენებს! ისიც ეყოფათ,
ცხოვრებაში რაც ნახეს! ქალის ფორმითაც კი ელოდებიან ზაზას. მოხუცს,
ბავშვს – ყველას აკვირდებიან, ეგ ვერ ხვდება, ხო, ვიღაც მაგარი მტერი რომ
გვყავს?! მთელი ქვეყანა მოუქსიეს თორაძეებს! მამა რასაც ამბობდა, ჩვენი
გაუპატიურების გარდა, ყველაფერი ასრულდა! – ვეუბნები ანის.
– არ შეგხებიან, ხო, საერთოდ?!
– არა, რა შემხებიან! მკვდრებისაც ეშინოდათ, ისე გარბოდნენ, რომ და-
ხოცეს!.. როგორ ფიქრობ, ცოცხლად დავიტოვებდი თავს, რამე მსგავსი რომ
ჩაედინათ?!
– ხო, ვიცი! ისე გკითხე!
– ვიცი, ჯიუტზე ჯიუტია და მაინც იმას გააკეთებს, რაც თვითონ უნდა,
მაგრამ ვერ დამალავს ჭრილობებს... მიხვდებიან, ეგ რომ მოვიდეს ყველა
„პონტში“! გადაეცი რა, მოკლედ, რაც გითხარი, შორს წავიდეს! რაც შეიძლე-
ბა შორს! კანონი გვებრძვის, კანონი! და არა მარტო „ბოროტები“! ასე რომ,
მიხვდება აეროპორტში რომ არ უნდა მივიდეს! იქაც მოკლავენ!
– კარგი, გადავცემ ყველაფერს! ახლა ყარყარაშვილებმა არ იფიქრონ, რა-
მეს ჩუმად ვლაპარაკობთ, ტუალეტში არ გინდა? – მეკითხება ანი.
ორი ტუალეტი იყო ეზოში, სახლში – არცერთი. ერთი ეზოს შემოსასვ-
ლელში იდგა, ხის ტუალეტი და მეორე – სახლთან ახლოს, აბაზანასთან ერ-
თად. შუქი არ იყო თითქმის არასდროს ქვეყანაში.
– კი, მინდა ტუალეტში! – ვუპასუხე ანის.
– მიდი ახლა! საეჭვოდ რომ არ ვიაროთ, წადი ჯერ შენ და მერე მე წავალ.
ისედაც ეჭვის თვალით მიყურებენ. არ მინდა იფიქრონ, ამათზე მეტი ვიცი,
ან არ ვენდობით, ხო ხვდები, – მიხსნის ანი.
– კი (მართლა პირში გვიყურებდნენ), არც არის მახო სანდო და არც გა-
ბედო თქმა, თუ იცი, ზაზა სად არის! ამასთან ის უნდა ითქვას, რაც მტრებმა
გვინდა რომ გაიგონ. მეზიზღება ეს კაცი! საშინლად ბოროტია!

180
– ხო, მაგრამ ახლა ეგრეა საჭირო!
– ნეტა რა იცით თქვენ, საჭირო რა არის ან რა სჯობია! ვინც იცოდა, იმას
არ უსმინეს! – ვამბობ გულჩაწყვეტილი.
გარეთ გავედი. მოვთქვამდი, როგორც კი ბავშვების თვალს მივეფარებო-
დი. მათ არ უნდა დაენახათ ჩემი ასეთი განცდა და არც პაატას, ერთმანეთს
ვუფრთხილდებოდით, სულ ეს იყო. ეზოში ბნელოდა, შევედი ტუალეტში,
პატარა ლამპა ენთო. კარი ჩავკეტე, ჩავიცუცქე კედელთან და ვტირი. ფურ-
ცელი შემოცურდა კარის ქვემოდან. ამას ველოდებოდი შინაგანად. მივხვ-
დი, ტუალეტში წასვლა განგებ შემომთავაზა ანიმ. ავიღე ოთხად დაკეცილი
ფურცელი, მივიტანე ლამპასთან ახლოს და წავიკითხე. სიტყვასიტყვით არ
მახსოვს, აზრი და შინაარსი კი ასეთი იყო:
თამუნა! ვიცი უბედურება დაგვატყდა თავს! შენი იმედი მაქვს, ჭკვიანად იყა-
ვი, მიხედე პაატას და გოგოებს, არ ილაპარაკო არაფერი არავისთან! ვიცი, ჭკვი-
ანი გოგო ხარ შენ. ვიცი, ძალიან გტკივა, რაც მოხდა. შურისძიება დაივიწყე ახლა!
მე მივხედავ ყველაფერს მერე. ჩვენებს ვეღარ გავაცოცხლებთ, ახლა ვინც დავრ-
ჩით, გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. მახოს დაუჯერე, ახლა ეგრეა საჭირო. მეც
ვიცი, „თესლი“ როა, მაგრამ ახლა ეგრეა საჭირო და დამიჯერე, გთხოვ! არც ვიცი,
რა გითხრა მეტი. ყველაზე უბედური ვარ, აღარც კი მინდა სიცოცხლე, მაგრამ
ვალდებული ვარ თქვენთვის ვიცოცხლო. გამაგრდი და არავის უთხრა წერილზე.
ვიცი, არ გესწავლება. კარგად დაწვი ეს წერილი და მანდვე ტუალეტში ჩარეცხე
კარგად. გამაგრდი! მიყვარხართ! გკოცნით სულყველას! ჩუმად მოეფერე ჩემ მა-
გივრად კახას, ლაშას, იმედას და დედა-მამას! გკოცნით ზაზა.
როგორც იცოდა, ბოლოს ხელი მოეწერა, რათა დავრწმუნებულიყავით
მისი წერილი რომ იყო ნამდვილად. ეჰ, როგორ მინდოდა ჩემი დღიურისთვის
სამახსოვროდ წერილი მქონოდა ზაზასგან, მაგრამ ვერ გავრისკავდი შენახ-
ვას, ზაზას რომც არ ეთქვა. ვაკოცე წერილს, შეიძლება ვეღარასოდეს მეხი-
ლა მსგავსი წერილი ძმისგან. დავწვი და გამოვედი. ანისთან მივედი და ისევ
ჩუმად ვეუბნები:
– რა შურისძიება, მაგას ვინ ვგონივარ?! მე ვის უნდა მოვერიო ან პაატა,
„გაურეკია“ მაგას ცოტა და არც მიკვირს.
– გამატან წერილს?
– არა! საშიშია. გადაეცი, ჩვენ მივხედავთ თავს. მე გადავწყვეტ, რა ჯობია
ჩვენთვის, მახო თუ ჯონდო! ისე, როგორც მამა გადაწყვეტდა! ანი, ცოტას
ვითმენ ახლა და თუ ასე გააგრძელებს, აღარც მაგის წერილებს წავიკითხავ!
უთხარი, რასაც ვამბობ! ამ მახოს ნუ აძლევს ოჯახის მთელ ძალაუფლებას!
ეს არის „ნაბოზარი“ კაცი, ჩვენი ოჯახის მტერი და „დედამოტყნული“!
– კარგი, დაწყნარდი, ისე მოიქეცი, როგორც გოგო მოიქცეოდა! ნუ მიიქ-
ცევ ყურადღებას, გთხოვ, თამუნა!
აუ, გულში ვფიქრობ, არ ვარ, ბიბილაშვილო, მაწონსა და „ბულკზე“ ან
გოგლიმოგლზე გაზრდილი! შენ მე რა უნდა მასწავლო?! მაგრამ ხმას აღარ

181
ვიღებ. ახლა შეუყვარდა ამას ზაზა და ჩემი ოჯახი? აფერისტი ესეც, მძულ-
და! ყველა მძულდა! რაც დადიოდა და არ დადიოდა, არავისი არ მჯეროდა!
თითოეული ნაცნობის, ახლობლისა თუ უცნობის ნალაპარაკები მახსენდე-
ბოდა, ვის როგორი აზრი ჰქონდა ჩემს ოჯახზე... აი, თითქოს რაღაც იმედი
მომეცა წერილის წაკითხვის შემდეგ, ოღონდ, დიდი ვერაფერი... ზაზა არ იყო
ოჯახის იმედი არასდროს, პირიქით, ცნობილი დამაქცეველი, თუმცა ეჭვი არ
მეპარება, რომ ძალიან იტანჯებოდა იმ დროს მარტოდ დარჩენილი.
მთელი დღე ვერის სახლში ვიყავით მე და პაატა ჩვენს მიცვალებულებ-
თან, რომლებიც უკვე სახლში მოასვენეს, სასახლეებით (მარცხნიდან): იმედა,
ლაშა, კახა, მამა და დედა. პატარა ადგილი რჩებოდა, ჩვეულებისამებრ, წრე
შემოერტყათ მიცვალებულებისათვის. ამავე დროს, ძალიან დამთრგუნველი
იყო ხალხისთვის ერთ ოთახში ამდენი კუბო. ბევრს სახეზე ეტყობოდა შეძ-
რწუნება. შეჩერებულან ოთახში შემოსულები, ზოგიც უკან გაბრუნებულა,
იმდენად შეშინებია ამ თავზარდამცემი სურათის. მე დედას სახე არ მქონდა
ნანახი. ბიჭებმა მითხრეს, რომ, თუ მინდოდა ისეთი დამმახსოვრებოდა, რო-
გორიც სიცოცხლეში იყო, დედას ნახვას არ მირჩევდნენ. პანაშვიდებზე სახე-
ზე არ ვხდიდით მხოლოდ დედას, დანარჩენებს კი! სახე შერჩენოდათ. იმედა
ისეთივე შუბლშეკრული იყო, როგორიც სიცოცხლეში, ლაშას გაკვირვებუ-
ლი სახე ჰქონდა. კახას საგრძნობლად შეცვლოდა სახის ფორმა, ცრემლიც
მოსდიოდა თვალებიდან, მამას, როგორც იცოდა სიმწრის დროს კბილების
მიჭერა და ცინიკური სიცილი, ზუსტად ისევ ჰქონდა სახე გაღიმებული და
ცრემლიც მოსდიოდა. დედა კი ვერ ვნახე... მერჩივნა, მგლოვიარე დამმახ-
სოვრებოდა, ბოლოს როგორიც იყო, ვიდრე დასახიჩრებული. არა უშავს,
საყვარელო დე! შენ ამაყად უნდა წოლილიყავი მაინც ასეთი მეუღლისა და
შვილების გვერდით! შენ შეძელი და ვაჟკაცები გაზარდე! მერე რა, რომ მოკ-
ლეს?! ყველანი მომაკვდავები ვართ მაინც, თქვენ კი გმირულად, ვაჟკაცუ-
რად დათმეთ სიცოცხლე და მე მჯერა, უკეთესი ადგილი დაიმსახურეთ! ნუ
გეშინია, დე! წვრილ-წვრილი ცოდვები ყველას გვაქვს. მთავარია, შენ დიდი
სიყვარული შეძელი, რომელსაც ამრავლებდი! – ჩუმად ვაქებდი დედას. ეს
სიტყვები ხმამაღლა რომ მეთქვა, მეც მათ მივუწვებოდი, რაზეც ვოცნებობ-
დი, მაგრამ უფლება არ მქონდა! სიკვდილის უფლებაც არ დამიტოვეს, ისე
დათმეს სიცოცხლე ჩემებმა!
ამ საშინელ სანახაობას და ჩადენილ სისასტიკეს არ სჯერდებოდა მტერი,
ღამე იწყებოდა რეკვა სახლის ტელეფონზე, მოითხოვდნენ ზაზას გამოჩენას,
თუ არადა, გადაყრიდნენ მიცვალებულებს ფანჯრიდან ან გადაწვავდნენ ყვე-
ლას, ვინც შიგნით იყო. მოითხოვდნენ იქ მყოფ ბიჭებს მიეტოვებინათ ჩვენი,
თორაძეების, ბინა... დუგლაძის დედას დაურეკია, სასწრაფოდ, ახლავე და-
ტოვეთ მანდაურობაო. ყველანი გაქცეულან და კუპატა დაუტოვებიათ სახლ-
ში მარტო, მიცვალებულებს სანთლები ენთოთ თავთან, როგორც წესი. კუ-
პატას ძალიან შეშინებია მარტოს, აივანზე გასულა, ვინმესთვის რომ ეთხოვა

182
გვერდში დგომა. ამ დროს სანთლის ცეცხლი ქარმა შავ ნაჭრებს მოუკიდა და
ალი ავარდა. სად ვიყავი?! რატომ მე არ ვიყავი ჩემს მიცვალებულებთან?!
კუპატას ყვირილი დაუწყია. იმ შუაღამისას ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის
მფარველი სულებივით ღმერთმა კახა ამაშუკელი და გოგიტა აფხაზავა გა-
აჩინა ეზოში, რომლებიც აცვივდნენ მიცვალებულებთან და ცეცხლი ჩააქ-
რეს. ძალიან მოფერებიან ბიჭებს, ძალიან ბევრი უტირიათ! ყველას უყვარდა
თორაძეები! ღმერთსაც უყვარდა თორაძეები, მაგიტომაც აარიდა დედამი-
წას. ისინი სხვანაირად არ დათმობდნენ ცხოვრებას და „ნაბოზრების“ ხოც-
ვაში ცოდვებს მოიგროვებდნენ. მათ კი მხოლოდ ღმერთი მოერევა! როცა
გავიგე, ასეთი ზარები შემოდიოდა, მოვითხოვე ჩემს სახლში ღამე დარჩენა.
ბიჭები ისევ დაბრუნდნენ. მახო მეუბნება, ღამე არ სძინავთ, ზაზასი ისე ეში-
ნიათ და შენ არ გამოგიყენონ ზაზას გამოჩენისთვისო.
– ეგ, როგორ? – ვკითხე მე.
– შენ როგორ გგონია, ზაზას რომ უთხრან, დას მოგიკლავ, გამოჩდიო, არ
გამოჩდება? – მითხრა მახომ.
– ზაზა ისე შორს წავიდა, რომ, რომც ამოგვხოცონ, ვეღარ გაიგებს ვერა-
ფერს!
მაგრამ მაინც ვერ გამქონდა ჩემი, მიმალავდნენ რაღაცებს, ალბათ უარე-
სად რომ არ მენერვიულა. ყველაფერს კადრულობდნენ მტრები, ზაზას ყუ-
რადღება რომ მიექციათ. ვინც ზაზას ამბებს მიაწვდიდა, ის იქნებოდა ყვე-
ლაზე დიდი მტერი, იმედი მქონდა, მაგდენს თვითონ ჩემი ძმაც მიხვდებოდა!
ბიჭებმა თავი დამნაშავედ იგრძნეს მიცვალებულების მიტოვებისთვის და
ამის მერე აღარ აჰყოლიან ზარებსა თუ კარებზე ბრახუნს და შეძახილებს.
მადლობა ღმერთს, ბიჭებს არაფერი დაუშავეს! მადლობა ღმერთს, სიკეთის
კეთების ძალა მისცა ბიჭებს!
დარბეულ-ანგრეულ სახლს რომ ვალაგებდი და ტანსაცმელს ვეძებდი, მა-
მას შექმნილ ნახაზს გადავაწყდი. ძმებს ჩამოაწერინა, რომ რამე იყოს, ვიცო-
დე კონკრეტული პირები დედის სახელით და ფეხის ზომითო. ხელში მეჭირა
ფურცელი, რომელიც კუპატამ ჩემზე უცბად ჩაიკითხა და მოგზავნილივით
მელოდა, რას ვიზამდი. ისევ მამის ხმა მომესმა: ახლავე გაანადგურე!.. მაგის
თვალწინ! მეც ნაფლეთებად ვაქციე და დავამატე: ღმერთს აქვს მათი სახე-
ლები, დედებიან ფეხის ზომიანად და მე მას ვაბარებ თითოეულ მკვლელს და
მოვითხოვ მისგან მათ დასჯას!
კუპატას ხმა არ ამოუღია. კასეტების ყუთსაც ერთად გადავაწყდით. მე კი ვი-
ცოდი, სად რა ინახებოდა, მაგრამ იმ არეულობაში რაღააცებს შეცვლია ადგილი.
– ეს რა კასეტებია (არავის ვენდობოდი, თორემ კუპატას არ ვერჩოდი,
პირიქით)? – იკითხა კუპატამ.
– უფ, არაფერი ისეთი, დედამ დამალა, რომ სისულელეებისთვის არ გაგ-
ვეფუჭებინა-მეთქი, ასე მოვიშორე კუპატა და გადავმალე კასეტები. მათ მე
ვერ დავთმობდი. ჩემი საყვარელი ადამიანების ხმები მაინც გადავარჩინე...

183
და აი, მოგვიყვანეს მე და პაატა ისევ ვერაზე. შორენა და მაიაც მოდიოდ-
ნენ პანაშვიდებზე. ნანა უფრო დებსა და გიორგის უვლიდა, ღამეებნათევს,
ძილი რა იყო, აღარ მახსოვდა. ტირილისგან დაღლილი, თუ სადმე წუთით
ჩავთვლემდი ეგ იყო.
ვიცი, მალე აღარც ჩემი მიცვალებულები მეყოლება სახლში, უფრო მო-
ვიწყენ! უფრო მწარედ ვიგრძნობ, რომ აღარ არიან ჩემთან! ის მამშვიდებს,
რომ ორმოცი დღე სულები მაინც სახლში იქნებიან. ამბობენ, მოკლულები
სამოთხეში ხვდებიანო, მართალია?! ყველას ამას ვეკითხებოდი, ჩემი მშობ-
ლები და ძმები კეთილები იყვნენ! ბევრი უდანაშაულო ადამიანი გადაურ-
ჩენიათ უსამართლო განაჩენისგან. ბევრ რაღაცას ვიგებდი პანაშვიდების
დროს კარგს, რასაც ხალხი ყვებოდა, რასაც მოსული ადამიანები ტიროდნენ
და იხსენებდნენ, როგორ ეხმარებოდნენ ჩემები ყველას.
– კახამ გაუპატიურებას გადამარჩინა (მეზობელი ბავშვი ყვება).
– რას ჰქვია გაუპატიურებას?
– გარაჟებში, ფეხბურთის სტადიონის ქვეშ, ვიღაც დიდი „ნაბოზრები“
მჩაგრავდნენ, ისე, რომ დამიჭირეს და „გაგაპიდარასტებთო“. ამ დროს კახა
გამოჩდა, ხმაურზე მოვიდა გასარკვევად. იმათ უთხრეს, შენ ნუ ერევიო. კა-
ხამ უთხრა, ჩემს ნათლულს ხელი გაუშვითო და პასუხი აგებინა საქციელზე.
მე მადლობა გადავუხადე. მკითხა, ბიჭო, მონათლული ხარო? არ ვიყავი, რას
ვეტყოდი?! წამოდი, ახლავე მოგნათლო, ქრისტიანი გახდები და მეც კაცუ-
რად გავაგრძელებ ცხოვრებას, ტყუილის გარეშეო.
– ვააა, ღმერთო! გმადლობ, ასეთი ძმების და რომ ვარ! მე არ ვიცოდი ეგ
ამბავი!
– ეეეჰ, რა გვეშველება ამდენ ხალხს? უბანში რამდენ გაჭირვებულს ინა-
ხავდნენ, ბევრს დასწყდა გული! კაი ბიჭები მიწაში ჩადეს და მკვლელები მი-
წაზე დადიან (ვიღაც ამბობდა)!
– ეგ არაფერი! ყველანი მოკვდავები ვართ! მთავარია, როგორ ვიცხოვ-
რებთ (მე)!
ბევრ რამეს ვიგებდი, ძალიან მსიამოვნებდა და მამშვიდებდა მათი განვ-
ლილი ცხოვრების ამბები. არ ვიცი, ჰერკულესობა უნდოდათ თუ დათა თუ-
თაშხიაობა, მაგრამ „მხედრიონელობა“ და „ბოროტობა“ რომ არ უნდოდათ,
ეგ ზუსტად ვიცი. ასე გადიოდა დღეები ვერის სახლში, იმ დროისათვის მხო-
ლოდ სამი დღე არ აჩერებდნენ მიცვალებულს სახლში. ხუთი დღე იყო თუ
მეტი, აღარ მახსოვს. აღარ მაინტერესებდა, რა რიცხვი იყო, ან რა თვე, ან
რომელი საათი. საღამოს რომ თქვეს, მანქანა მოვიდა და მეტრომშენში მივ-
დივართო, ჯიხვისთან მივედი და ყურში ჩავჩურჩულე:
– ღამით „მოტეხეთ“ ყველა, დღეს ან ხვალ! კუპატას არ ენდოთ მაინც და
არავის! სურათები გადაუღეთ მიცვალებულებს ჩუმად. ყველაფერი იმ ოთახ-
ში დევს, აპარატი, ფირი, შენი იმედი მაქვს!
– რად გინდა? შარში არ გაყო თავი!

184
– მე არ მინდა, გაბაიძის დავალებაა, ოღონდ არ გენდობათ და მე მითხრა,
ვისაც ენდობი, გააკეთებინეო. იმედა შენზე ამბობდა, მორწმუნეა და ვაჟკა-
ცი ბიჭიაო! აბა, შენ იცი! ჩვენ შორის დარჩეს! თუ ვერ შეძლებთ, მე დავრჩები
და გადავუღებ...
მოვატყუე ჯიხვის. ჰო, მინდოდა ჩემი მიცვალებულების სურათები! ამხე-
ლა ტრაგედიას უკვალოდ არ უნდა ჩაევლო! ამქვეყნად ყველას უნდა გაეგო
სიმართლე! დიახ, მე ვაგროვებდი ყველანაირ მასალას! ოღონდ ჩემი ძმები-
ვით არა! მამაჩემივით! მე დავპირდი მამას, მთელ ქვეყანას გავაცნობდი მის
ვაჟკაც ოჯახს! მე დავპირდი მამას, მისი სასახელო შვილი ვიქნებოდი! მე
დავპირდი მამას, არასოდეს „გავბოზდებოდი“! მე დავპირდი მამას არასოდეს
დავივიწყებდი და მუდამ მეყვარებოდა! მე დავპირდი მამას, ოჯახის თითო-
ეულ წევრს მივხედავდი საუკეთესოდ! მე დავპირდი მამას, არ გავბოროტდე-
ბოდი! მე ყველა პირობის ასასრულებლად ვიღვწოდი დღემდე!
ვერაზე მისულს ყოველდღე სიურპრიზი რომ არ დამხვედროდა, ისე არ
დაღამდებოდა. 3 მარტს ამოხოცეს ჩემები, 5 მარტს უკვე სახლში მოასვე-
ნეს. არ მახსოვს, 7 თუ 8 რიცხვი იყო, მგონი, დილით რომ მივედი სახლში,
ბიჭებმა ამბავი დამახვედრეს: შუაღამისას მენთეშა, მაია, ასულა ჩვენთან
ტირილით, მამას მიკლავდნენო. მე თავიდან ძალიან ავღელდი. ხმა არა-
ვისთვის გამიცია, ტუალეტში შევედი. მხოლოდ იქ შეიძლებოდა განმარ-
ტოება. მერე ფიქრებმა წამიღეს, მენთეშა ჩემი ბავშვობის დაქალი იყო,
როგორც მანამდე მოგახსენეთ. მამამისი, ზურა მენთეშაშვილი, ფულის
ერთ-ერთი „მჭრელი“ იყო, როგორც სხვა „დელეცები“. თავის „ლევად“
ნაშოვნ ფულებს, ძმები თორაძეების აზრით, არასწორად ფლანგავდა და
მიაკითხეს ფულის „ასახევად“: ბევრი ფული რომ გაქვს და წყნარად გძი-
ნავს, ეგრე სადაა, ძმაო? ხალხს უჭირს, საჭმელი არა აქვთ. მოგვეცი ჩვენ
და გავანაწილებთ ხალხისთვის, რამდენიც შეგიძლია სიკეთისთვის რომ
გაიღოო. უპრობლემოდ გამოიტანა 5000 მანეთი თუ დოლარი, არ ვიცი.
მე რომ გავიგე ეს ამბავი ბიჭების საუბრიდან, ძალიან განვიცადე და დე-
დასთან მივედი საჩივრით. დედაც გაბრაზდა. რომელ დედას მოეწონება
„სამართლიანად“ სხვისი ფულის გაყოფა, რომ დედაჩემს მოსწონებოდა?!
გაუბრაზდა ბიჭებს ძალიან და მოითხოვა თანხის უკან მიცემა მენთეშე-
ბისთვის. იმედამ და კახამ მკითხეს:
– მართლა ასეთი დაქალია შენი მენთეშა, რომ ასე გეწყინა და დედას ამ-
ბავი მიუტანე? ყირმელას რომ მოპარე ყულაბა?!
– ყირმელა ჩემი დაქალი არასდროს ყოფილა და არც იმიტომ მომიპარავს,
რომ ფული მინდოდა. ასე რომ მდომებოდა და მომეპარა, ვერც გაიგებდით
ვერასდროს! ყურადღების მისაქცევად მოვიქეცი მაშინ ეგრე და თან 7 წლის
ვიყავი თუ 8-ის. რას მიხსენებთ ძველ ამბებს? თქვენ არ მასწავლით? ში-
ნაურს არ უნდა მოპარო, არ უნდა წაართვა! ჩემი დაქალის მამაა!
– „ვსიო“, კარგი! საკმარისია! მენთეშას ფულს ვუბრუნებთ! – ამბობს იმედა.

185
– კარგი რა, ამას უსმენ? დღეს რა იცის ამან, დაქალი რა არის?! ან ეს მენ-
თეშა რა დაქალია?! დღეს არის, ხვალ არ იქნება. შენ ბევრი ბიჭის გარემოც-
ვაში ხარ და ბევრ გოგოს ენდომება დაქალობა, რო იცოდე! – ამბობს ზაზა.
– სულერთია რას იტყვით! ან დაუბრუნებთ ფულს, ან არადა, ხმას არ გაგ-
ცემთ არასდროს!
აღარ შემდავებიან, გადაწყვიტეს დაებრუნებინათ თანხა, რამაც ზურა
ძალიან გააკვირვა. ძმებმა უთხრეს, ჩვენი გოგოები დაქალობენ და ხელს
ნუ შევუშლითო. ამ ამბის მერე დამეგობრდნენ ზურასთან, რომელთანაც 3
მარტს ჩაიტანეს იარაღებით სავსე 6 ჩანთა, 1 დიდი დიპლომატის ჩემოდანი,
რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, ცოცხლებმა, პაატამ და მე, რომელიც
დავივიწყეთ და არავის, არავის არ გავუმხილეთ! ჩვენგან არ გასულა. არ
ვიცი, რა და როგორ მოხდა ზუსტად, მაგრამ მენთეშა მაია ასულა ღამე ჩემ-
თან ტირილითა და კანკალით. მამას უკლავდნენ თურმე, ისე სცემეს და, თუ
გადარჩება, არ ვიციო. „ადიალაში“ გადაახვიეს და კლავდნენო, მაგრამ შეიბ-
რალეს მკვლელებმა?! დაუჯერეს ზურას, რომ უბრალოდ მეზობელი იყო
თორაძეების და მეტი არაფერი?! და რატო ენდნენ თორაძეები მეზობელს
და ამხელა არსენალი ჩააბარეს?! აქ დიდ თანხაზეა ლაპარაკი, არა მარტო
სხვა რისკზე! არ გაუჩნდა მტერს ეს შეკითხვა?! რატომ არ მოკლეს ისიც? მე
გამიჩდა ეს შეკითხვები. არ მანაღვლებდა იარაღი, მაგრამ არც ის მინდოდა,
ჩემი ძმების ნივთები მკვლელებსა და „ნაბოზრებს“ შეხვედროდათ! ტუალე-
ტიდან გამოვედი, ვინ დამაცადა ფიქრი, კუდში დამდევდნენ „კეთილი“ ადამი-
ანები და „ნასეტკები“! პაატასთან მივედი, ყველანი ერთად დავსხედით, ვინც
ღამე მენთეშა ნახა.
– პაატ! არ დამიმალო, თქვი ვინმესთან? არ გეკითხები საჩხუბრად, არც
არის მაგის დრო, ძალიან მარტივი რამ არის გასარკვევი! თუ თქვი ვინმეს-
თან, აშკარად ის არის „ნასეტკა“ და უნდა ვიცოდე ვინაა. მხოლოდ ეს მაინ-
ტერესებს!
– არა, „ვაფშე“ არავისთან, ბიჭებთანაც არ მითქვამს. შენ არ გელაპარაკე-
ბოდი მაგ თემაზე, კედლებსაც რომ არ გაეგოთ, თამუ! მაგას ვეტყოდი ვინ-
მეს? – მიპასუხა პაატამ.
– არც მე მითქვამს.
– მერე? უნდა გეთქვა! ხო გკითხე, საიმედო ადგილზე თუ იყო? რამეს
მოვიფიქრებდით, – მითხრა ჯიხვიმ.
– ჰოდა, მერე შენ რომ რამე მოგსვლოდა?! კარგი! რაც იყო, ვეღარ შევც-
ვლით. აბა, ვიფიქროთ, რა მოხდა გუშინ ღამე! განა იმიტომ, რომ მე მინდა
ეგ ჩანთები უკან, არა! მე სხვა რაღაც მაინტერესებს! მეხუთე სართულიდან
მესამემდე ისე ჩადიხარ, არ ჩანს გარედან. კიბეებზე არავინ ყოფილა, რომ
დაენახა. მანამდე რომ სცოდნოდათ ეს ამბავი, გუშინ ღამე კი არა, იმ დღესვე
მიადგებოდნენ მენთეშებს და არა 5-6 დღის მერე, ხომ ლოგიკურია? – ყველა
დამეთანხმა, – ნახა ვინმემ ზურა ნაცემი?

186
– არა, ზურა თვალით არ მინახავს. მაია ამოვარდა კანკალით, ვერ ითამა-
შებდა ბავშვი ასე. გგონია, იტყუებიან (ჯიხვი და გურულო ამბობს)?
– ეე, ატირებული ბავშვი არაფერს მეუბნება. ჩემების გამო ტყუილისა
და თამაშის მონაწილე ვყოფილვარ! ორი ვერსია მაქვს: ერთი რომ ზურამ
დარეკა სადღაც და თქვა, რომ თორაძეების იარაღი აქვს და არ იცის, რა
უყოს, უშველონ და წაიღონ. „მშველელებმა“ მიაკითხეს და წაიღეს ყოველგ-
ვარი ცემა-ტყეპის გარეშე და ამას ჩვენ არ გვეტყვიან. ან მოსცხეს ერთი-
ორი, რადგან დიდი შანსია, გასაყიდად ან თავისთვის „მოეტეხა“ რამდენი-
მე. რომ გაეგოთ იარაღის ადგილსამყოფელი, შეაშინეს! სადაც მე ვიფიქრე
ეს ყველაფერი, ისინიც იფიქრებდნენ. მეორე ვერსიის კი ნაკლებად მჯერა,
თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, თვითონ დაეტოვებინა ყველაფერი. ვიღაცას
დაადგმევინა პატარა სპექტაკლი ოჯახისთვის, რომ ასე ამოსულიყო მაია და
თქვენ დაგეჯერებინათ. თქვენ მერე სხვებს ეტყოდით და ასე მიუტანდნენ
„ნასეტკები“ მტერს ამბავს! – გამოვთქვი ჩემი აზრი.
– მერე, თუ მართლა არ წაუღიათ მტრებს, ხო მივლენ და ეტყვიან, რას
იგონებ, სად წაიღეო?
– და მერე ვინაა მტერი? ის ერთია, რომელიც დავალებებს გასცემს, მაგ-
რამ ისეთი არეულობა აქვთ შიდა სამზარეულოში, რომ ვეღარ გაურკვევიათ,
ვინ რა დავალებას ასრულებს. ამ იარაღზეც იფიქრებენ, ვიღაცამ „შეიტყაპუ-
ნა“, ისევ თავისიანმა. მაგათ კიდევ „კიდიათ“, არ გამოეკიდებიან მაგ თემას.
მთავარია, რომ იარაღი თორაძეებს აღარ აქვთ. „კაროჩე რა“, არავის აღარ-
ავის არ ეშინია! ერთი, ვისიც ეშინიათ, ზაზასი და, ზურაზე (უცნობი ძმა) ხო
საერთოდ არაფერი იციან, ვინ არის და სად არის, თორემ, ალბათ, იმისიც
მაგრად შეეშინდებოდათ, – ავუხსენი იქ მყოფებს ვითარება.
– მაინც ვერ ვიგებ, ამხელა არსენალის „შეტყაპუნებას“ ზურა როგორ გა-
ბედავდა (ბიჭები)?!
ცინიკურად გამეცინა, მამასავით. მივხვდი, რომ გამოუცდელი ბიჭები იყ-
ვნენ, კარგი ბიჭები, მაგრამ აქ მარტო სერგეევიჩის ლოგიკა ხსნიდა ყველა
უგასაღებო კარს! ამათმა კი საერთოდ არ იცოდნენ, ცხოვრებაში რა დიდი
გარდატეხა ხდებოდა: „კაიბიჭური“ გადადიოდა „ცუდბიჭურში“, „ქურდული“
– „მაფიოზურში“. ვაჟკაცებს ხოცავდნენ ან იბირებდნენ თავიანთ მხარეს, ან
ძალით გადაჰყავდათ (ასეთ სისუსტეს ვინც გამოიჩენდა, არ ყოფილა ვაჟკა-
ცი!). მე უკვე ნათლად ვხედავდი რეალობას, ჩემი ურემი გადაბრუნდა, ჩემი
ოჯახი შეიწირა, გზაც გამოჩდა. ჩემში დარჩა ის, რაც იყო ჩანერგილი, თან
ღრმა ფესვი გაუკეთებია. მამა არასდროს მტოვებს, არ მტოვებს არც პაატა-
სა და დებისთვის სიცოცხლის გადარჩენის ინსტიქტი! თითქოს გადმობარე-
ბული ტვირთი მიმაქვს დანიშნულ ადგილამდე, რომელიც ოჯახმა უკითხა-
ვად ამკიდა და მე, 13 წლის პატარა გოგო, არ ვიმჩნევ, თუ როგორი მძიმეა
ეს ტვირთი და ვექაჩები მამაცად, რომ სწორ გზამდე მივიტანო სიყვარულით
მობარებული სიყვარული!

187
– მისმინეთ და მორჩით ამ დორბლიან ბავშვობას! ერთი „მხედრიონია“, მე-
ორე – გვარდია, მესამე – „მენტები“, მეოთხე – „ბოროტები“! ეს ყველა ერთი
კაცის შექმნილია! კარგი, სამის იყოს! ერთი ინტერესი აქვთ! დასახელებულმა
ყველა ამ დაჯგუფებამ ერთი მისია უნდა შეასრულოს! გაანადგურონ ყველა
და ყველაფერი! ჯილდოდ შეხვდებათ მეტი იარაღი, წამალი, ფული, ოქრო,
ბრილიანტი! მაგრამ მაინც ერთმანეთს ატყუებენ, არ სჯერათ ერთმანეთის.
გგონიათ, გუშინ აქ „ნასეტკა“ არავინ იყო და ვერ გაიგეს მენთეშას ამბავი?!
რომელია თქვენში „ნასეტკა“, არავინ იცის (გაეცინათ, აბა ხო არ აღიარებდა,
ვინც იყო!). მაპატიეთ უხეშობისთვის! მადლიერი ვარ ჩემს ოჯახს ასე რომ
უდგახართ გვერდში ასეთ საშინელ დღეებში, მაგრამ რა ვქნა, არავისი მჯე-
რა! ახლა გაკითხვაში იქნებიან, თუ ვინ წაიღო იარაღი. ყურადღებით იყავით,
თუ დაეცნენ მენთეშაშვილებს, მეოთხეზე ძმა ცხოვრობს ზურასი, ირაკლი,
და მაგასაც დაეცემიან. აუცილებლად უნდა გავიგო, ეგ თუ მოხდება! არ
გამიკვირდება, მენთეშამ თუ ეს სცენა დადგა! ერთი ახლობელი უნდა მაგ
საქმეს, ჩაუფარცხავს და ვერ გავიგებ! ერთი ლანჩავას ახლობელი და, მერე
არკვიონ ერთმანეთში, ვინ წაიღო თორაძეების არსენალი (მე)!
– ლოგიკურია! ჭკვიანია! ზაურას „კლასია“! „პროსტა“, ასე თუ გარისკა
ზურამ, საღოლ! ისე, ერთი-ორს რომ დაიტოვებდა, ყველა „პონტში“ „იასნია“
(გურულო)!
– გარისკა? ჰმ! კომუნისტების დროს ვინც ფულს „ჭრიდა“, ყველა რის-
კიანია! ქლესურად ჩადენილს ნაკლები რისკი აქვს! მოდით რა, დავივიწყოთ
ეს თემა, საწყენია, რომ ზურა „პროჭია“! მე კი შევიწყალე ოდესღაც და ჩემს
ოჯახს დავუპირისპირდი, მაგრამ არა უშავს, მენთეშა ჩემი დაქალია და ვალ-
დებული ვარ მის „ნაგავ“ ოჯახსაც ვცე პატივი. ღმერთი ყველას მიხედავს! ეგ
არსენალი კი ჩვენ აღარ გვჭირდება.
ასე დასრულდა ეს თემა. მე არც არასოდეს გამიხსენებია მენთეშასთ-
ვის, თუნდაც მოეყოლა, რა მოხდა იმ ღამეს. თვითონაც არასოდეს შეხებია
ჩემთან ამ საკითხს, ვაგრძელებდით დაქალობას. ჩემი ერთ-ერთი უახლოესი
ადამიანი იყო, რომელსაც ჩემს დღიურსაც ვანდობდი, ჩემს პირად ცხოვრე-
ბას ვუზიარებდი და, რაც მთავარია, ყველა პატივისცემით ექცეოდა, რადგან
ის ჩემი გამორჩეული დაქალი იყო! რაც შეეხება ზემოთ მოყოლილს, მართ-
ლაც, მიაკითხეს ირაკლი მენთეშაშვილს, ზურას ძმას, მეოთხე სართულზე.
რას იპოვიდნენ, რაც არ ჰქონდა, მაგრამ ამით ჩემი აზრი გამართლდა...

ქუთაისიდან ჩამოვიდნენ სერგეევიჩის ნათესავები, ალალი ბიძები, ბიძაშ-


ვილები. ისე შეეშინდათ თუ შეაშინეს, რომ მეორე დღეს გაიპარნენ თბილისი-
დან და გასვენებასაც არ დაესწრნენ. მახო ამბობდა, გაიპარნენ, შეეშინდათო.
ასე მიატოვეს სერგეევიჩი, მათზე გადაყოლილი რომ იყო მთელი ცხოვრება!
მიწამდეც ვერ მიაცილეს და თავი ალბათ მაინც კაცები ჰგონიათ! არ მესმის,
რა ფასი აქვს არაკაცურად სიცოცხლეს! მეზობელთან გაათენეს და დილით

188
კი გაპარულები დაგვხვდნენ. მოკლედ, იმერლებმა ვერ გაამართლეს! აი, კახე-
ლებმა, დედის შორეულმა ნათესავებმა, მართლაც რომ, გამაკვირვეს თავიან-
თი უშიშრობითა და ვაჟკაცობით! ბოლომდე გვერდში გვედგნენ! გასვენების
დღეც მოვიდა. მახომ თავი გაიგიჟა, არ წამოხვალთ პაატა და თამუნა გასვე-
ნებაში და არც ბიჭებიო (დებზე ლაპარაკიც ზედმეტია). მხოლოდ რამდენიმე
მეზობელიო და იგივე დედის ნათესავები... დაგეგმილია, რომ დაგვეცნენ გას-
ვენებაში, ზაზას ელოდებიან, ან არადა, რამე ძალიან ცუდს გააკეთებენ, რომ
ზაზა გამოჩდესო. ინფორმაციას მახო გია ყარყარაშვილისგან იგებდა და, აქე-
დან გამომდინარე, ყველას სჯეროდა. მე ბევრი ვიტირე! ვიგინე! ვილანძღე! რო
გავიგე, მუხათგვერდში მისაფლავებდნენ ოჯახს, სულ გავგიჟდი. მახომ მითხ-
რა, ზაზას დავალებას ვასრულებ. ის ვერის სასაფლაოზე ვერ მივა და მუხათგ-
ვერდში მივაო, მაგრამ ესეც მომატყუა ნაძირალამ! ვერელი ძმები ისე შორს
დამისაფლავა, მარტოს რომ ვერასოდეს მიმეგნო საფლავისთვის. სახლში ნა-
პოვნი ფული რომ შერჩენოდა. თორაძეების ფულს ზოგავდა მათხოვარი ნაძი-
რალა! რითი განსხვავდება „ბოროტებისგან“?! ისე დაასაფლავეს ჩემი ოჯახი,
თხუთმეტი-ოცი ადამიანი თუ იყო, რამდენიმე ვაჟკაცი მეზობელი და, რა თქმა
უნდა, „ნასეტკებიც“ იქნებოდნენ! ბიჭებსაც არ მისცა საშუალება, მიეცილე-
ბინათ თორაძეები ბოლომდე ღირსეულად. ყველაფერზე ამბობდა, ზაზას ასე
უნდაო. ნაძირალა! ამძიმებდა და აბნელებდა ისედაც ჩაბნელებულ ცხოვრებას
კიდევ უფრო მეტად! მახო ყარყარაშვილი ლანჩავაზე, კიტოვანზე, სიგუასა და
იოსელიანზე არანაკლებ სიძულვილს იმსახურებს! ესენი მკვლელები არიან და
მახო – მკვდრების გამქურდველი! იმათ რაც დარჩათ წასაღები, ამ „ნაბოზარს“
გააქვს სახლიდან! გაუბედურებულ ბავშვებს ყვლეფს და ჩაგრავს. უბრალოდ,
ვერ მოასწრო, დროზე აღმოჩნდა გარეთ გაძევებული! ზაზას სახელი რომ არ
გამოეყენებინა, კიდევ უფრო ადრე აღმოჩნდებოდა! თორაძეების საფლავიც
ვერაზე იქნებოდა, მაგრამ ასე მოხდა: ზაზას უტვინობის გამო ჩავცვივდით მა-
ხოს ხელში! არ უნდოდა ვერის სახლში გვეცხოვრა „ჯერჯერობით“. სულ ვჩხუ-
ბობდით მე და მახო. ორმოცი დღე სულები სახლში არიან, მე იქ ვარ საჭირო
და არა აქ-მეთქი. პაატას ვუჩიჩინებდი, ამყოლოდა. დებს ვინ ჩარევდა რამეში,
სულერთი იყო, სად იქნებოდნენ. პაატა ძალიან შეიცვალა, გიორგის (კახას
ბიჭს) ბავშვივით ეთამაშებოდა, ატირებდა თამაშის დროს. მახო თვლიდა, რომ
პაატა ძალიან ბავშვური იყო, რაც გულში მამშვიდებდა, მომწონდა ასე რომ
აღიქვამდნენ, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რამ შეცვალა ასე. კიდევ უფრო მაგი-
ჟებდა ის, რომ უფროს ძმას შეერყა ჯანმრთელობა. ველოდებოდი იმ დროს,
როცა გვიშველიდა და თავის ადგილს მოუძებნიდა ყველაფერს. მწამდა, რომ
ღმერთი ობლად დარჩენილ ბავშვებს არასოდეს მიატოვებდა. ეს ზუსტად
ვიცოდი. ზაზასგან წერილები უარესდებოდა, ვიფიქრებდი, გარეკა მაგანაც-
მეთქი, ოდესმე რომ სრულ ჭკუაზე ყოფილიყო ჩემი გიჟი ძმა. გაუთავებლად
მარიგებდა ჭკუას. მე კიდევ აქეთ ვარიგებდი და არ მისმენდა. მახო გადასცემ-
და საშინელებებს ჩემზე და იმასაც სჯეროდა.

189
– მე მომწერა ეს წერილი თუ მახოს? – ვეკითხები ანის.
– შენ, მახოს არ სწერს წერილებს.
– აბა, მაშინ მაგას „შიგ ხომ არა აქ“, ეეეეე!!!!!!!!! აზრზე მოდით, ბიჭო, ყვე-
ლა! „ვაფშე“ აღარ მომწეროს! წავიდეს, თავის თავს მიხედოს და ჩვენ დაგვი-
ვიწყოს! მახოს „დედას მე მოვტყნავ“ პირადად! ამას მაინც მოვერევი! ძალიან
მამწარებდა ზაზას „სირობები“!
– კარგი, დამშვიდდი, მალე შეცვლის ზაზა ყველაფერს (ანის თუ სჯერა,
კარგია)!
– რას შეცვლის (მე შემეშინდა)?..
– მალე გაიგებ (ანი ისევ შტერობს).
– ჯობია, შემითანხმდეთ! მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ზაზამ!
– მახომ ზაზას გადასცა, რომ შენ შურისძიებას აპირებ და ემზადები, –
მითხრა ანიმ.
– და, სჯერა, ხო? აზრზე არაა ცხოვრების, რა! გადაეცი! თავისი საქცი-
ელით მარწმუნებს (მე ვოცნებობდი, ანი არ გადასცემდა მახოს სიტყვებს)!
დასაფლავების მერე პირველად საფლავზე გაგვიყვანეს მე, პაატა, მაია,
ნინო, ეკა და ყარყარაშვილები. მამას მხარეს საფლავზე მუხლებით ვიჯექი
და მიწას ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ვტიროდი, აღარ ვიცოდი, რომელ ერთზე
მეტირა. მიწას ვკაწრავდი, ისეთ დღეში ვიყავი. მამას ვპირდებოდი, რომ ყვე-
ლა დანაბარებს შევუსრულებდი და კარგი შვილი ვიქნებოდი, ოღონდ სული
ჰქონოდა მშვიდად...
ყარყარაშვილების სახლში დაბრუნებული, განადგურებული ლოგინში ვი-
წექი მთელი დღე, ჩემების სურათებს ჩახუტებული. საბანი გადავიფარე თავ-
ზე, ბალიში მივიჭირე სახეზე და ცხოვრებისგან გამწარებული ვგლოვობდი
ჩემს თავს. უბედური ვიყავი ჩემების გარეშე. საღამოს მთვრალი მახო მოვი-
და, თვალებმოჭუტულმა თითი დამიქნია, დამინახა, სურათები ხელში რომ
მეჭირა. იმას ხომ ვერ მეტყოდა, რატომ ტირი შენს მიცვალებულებსო, რაც
საშინლად აღიზიანებდა ამ არაადამიანს!
– ოო, შენ ვინ ხარ (გველივით მისისინებდა მახო)!
– და ვინ ვარ („სიძერსკეს“ ვერ წამართმევდა)?!
– რას შეჰპირდი მამაშენს? მე გავიგე, რასაც ეუბნებოდი (მახო).
– რას შევპირდი? ხმა არ ამომიღია საერთოდ! კი, გულში შევპირდი! ჩემი
გამჭირვებია! არ გინდა, თავი დამანებო?! – წყნარად ვუთხარი.
– შურისძიებას შეჰპირდი! მე გავიგე (ამ სიტყვების, ისე შემეშინდა, გავი-
ხედ-გამოვიხედე)!
– რას იძახი, შე ნაბიჭვარო! მტერი ხარ ჩემი ოჯახის! მსგავსი არაფერი
მითქვამს! ან ვის უნდა მოვერიო მე?! შემომხედე, შე ავადმყოფო! ბავშვი ვარ
ცამეტი წლის (უკვე ზიზღს ვაფრქვევ)!
– ოოო, შენ ისეთი ბავშვი ხარ, როგორიც მე (ოხ, როგორი „თესლი“ სახით
ამბობდა მახო)!

190
მზად ვიყავი წამოვვარდნილიყავი საწოლიდან და მისი სახე, რომლითაც
მიყურებდა, კბილებით დამეგლიჯა. უხ, ზაზა! – ვფიქრობდი და იჯიჯგნებო-
და პატარა გული, რომელიც დააბერეს!
– ეგ სიტყვები არსად არ გაიმეორო, გაიგე?! მე ეგეთი რაღაც არც მიფიქ-
რია! შენ ჩემი მოშორება გინდა! ისედაც წავალ მალე შენგან! ზაზას და შენი
დაჟინებული თხოვნაა, თორემ ახლავე წავიდოდი!
– სად წახვიდოდი (მეგველება მახო)?
– სახლში!
– მარტო?
– არა, რატომ მარტო? ჩემს ძმასთან და დებთან ერთად!
– არ გეშინია, რომ მოვიდნენ და დაგხოცონ (ცინიკოსი)?
– ჩვენი დახოცვა უნდათ და შენი ეშინიათ არა?„ვაა, რა მაგარი „როჟა“
ხარ! ვინა ხარ, ეე? თუ იქ არ ვყავდი და ვერ მომკლავდნენ? იქნებ მოგზავნი-
ლი ხარ?! – უკან არ დავიხიე.
დანარჩენი ყარყარაშვილები ცდილობდნენ მახო გაეჩუმებინათ, მაგრამ
ვითომ ცოლსა და შვილებს მამის ეშინიათ, ის დროა მათ ცხოვრებაში, თან
აინტერესებთ, რით დამთავრდება ჩვენი შეჯახება. მეც მცდიან, რა თქმა
უნდა! აი, როგორი „კარგი“ და „სათნო“ ხალხის ხელში აღმოვჩნდი.
– შენ „აბაროტზეც“ იჩალიჩებ! მე ვიცი ეგ, შენ და მენთეშამ მოილაპა-
რაკეთ შენების არსენალზე. შენ გაქვს, ხო (მახო აგრძელებს „ნაბოზრობას“.
ასეთ შემთხვევებში ქურდები „ტყნავდნენ“ ასეთებს. კანონი? კანონის „ნა-
სეტკა“ იყო შემოგდებული ჩვენს ოჯახში. აი, საქართველოს კანონი)?
– რამდენ „სირობას“ იძახი, შე „ნაბოზარო“, სახეს მოგაძრობ! შენი დედა!..
გადამეკეტა ისე, რომ წამოვხტი ლოგინიდან და უკვე ვიცი, როგორ მივწ-
დე ლოყაში და როგორ მოვაჭამო. ბულდოგი ძაღლივით კბილები ერთმანეთს
შევახო და არასდროს გავუშვა. საწოლზე მდგომი აყლაყუდა მახოს პირდა-
პირ ვუმიზნებ... ისე შეეშინდა, გაიქცა. ეტყობა, ჩემმა გამწარებულმა თვა-
ლებმა მიახვედრა, რას ვუპირებდი. შუაში ჩადგა ყველა და ის აყლაყუდაც
გაიქცა სახლიდან. მაწყნარებენ, რომ მახო ჩემზე ფიქრობს და რომ ჩემთვის
კარგი უნდა და, რომ ეშინია, რამე არ დამემართოს.
– რომც იცოდეს ზუსტად, მაინც არ უნდა თქვას! იცის, მის სიტყვებს
რამხელა რაღაც შეიძლება მოჰყვეს! ბოროტი ეგ! მაგას უნდა, მეც მომკ-
ლან და დარჩეს მთელი მამაჩემის ქონება! ეგ მარტო მაგაზე ფიქრობს!
ზაზას ველოდები, რომ გავიგო მუხათგვერდში თვითონ გადაწყვიტა და-
ესაფლავებინა ჩემები? პირობას გაძლევთ, მართლა, ჩემი ხელით ავკუწავ
მამათქვენს!
– რას ამბობ! გულით მიგიღეთ, ჩვენს მეტი ვინ გყავთ (ეწყინა შორენას)?!
ბევრი საშინელება ვთქვი. დაიმსახურეს! კიდევ უფრო მეტს ვიტყოდი,
რომ არ ჩამძინებოდა ტირილში. ყოველი დღის მალე დაღამებას, გასვლას
ველოდებოდი. მახო მეორე დღეს მოვიდა, ბოდიში მომიხადა, ნასვამი ვიყავი,

191
მეც განვიცდი შენი ოჯახის ამბავს, მეც მიყვარდნენ შენებიო და ატირდა. რა
თქმა უნდა, არ დამიჯერებია, დუმილი ვარჩიე, ოქროს დუმილი.
ყოველდღე შემოგვივლიდა ხოლმე მახო თავის „პადვალში“ და ახალი ამ-
ბებით მაგიჟებდა:
– მეზობლებმა თქვეს, ვერის სახლში ფეხის ხმა ისმის, სულები დადიანო.
– მართლა?! ჰოდა, იქ უნდა ვიყოთ! წავიდეთ იქ! ვერაზე უნდა ვიყოთ!
ჩემების სულებთან უნდა ვიყო! – განწირული ვღრიალებდი. ვის ადარდებდა,
ბოღმით გამბერეს ამდენი უსამართლობით. აღარ მახსოვს, დასაფლავები-
დან მერამდენე დღე იყო გასული, მახო რეკავს ტელეფონზე: გავიგე, სასაფ-
ლაო დაუწვავთ, თუ მიცვალებულები ამოუთხრიათ საფლავიდანო. საშინე-
ლი პანიკა ატყდა. ბიჭებთან დავრეკე, გამეგო, რა მოხდა და მერე გაირკვა,
რომ ტყუილია. არა მგონია, მართლა მომხდარიყო და ჩემთვის დაემალათ,
რომ არ მენერვიულა. ეს პანიკა „შემოაგდეს“ ზაზას გამოჩენის მიზნით. მახო
რატომ იყო ცუდი ამბების მომტანი ფოსტალიონი, ეგ მაფიქრებდა. დავიბა-
რე ბიჭები და ველაპარაკები, ვერ ვაგებინებ, არ სჯერათ ჩემი. ვერც გაამტ-
ყუნებ, 13 წლის ვარ. მათ რა იციან ჩემ შესახებ? წესიერადაც არ მიცნობენ.
– მახო ადის ჩვენს სახლში, გაზიდა მთელი სახლი!
– რა იცი (თავგასა, დუგლა, გურულო, მუკუჩა, ჯიხვი – ეს ხუთი იყვნენ
ბიჭები, რომლებიც სულ ჩვენზე ზრუნავდნენ და ამათთან ერთად წყდებოდა
ჩემი ყველაფერი)?
– მოდის და მეუბნება, ის მოიპარეს, ეს მოიპარეს, მამაჩემს ბილიარდის
ჯოხი რო აჩუქა, აქ მოიტანა, სერგეევიჩს რაღად უნდა, ცოცხალი არ არისო.
მიცვალებულებს გაციებას არ აცდის, ეს „ნაბოზარი“ რას აკეთებს?! რა იცის
მაგან, სახლში რა იყო და რა აღარ არის? თვითონ იპარავს ეს „ახვარი“!
– კარგი, დამშვიდდი, ახლა შენ „გარეკილი“ გაქვს, ყველაში ეჭვი გეპარე-
ბა! რას წაიღებს იმდენს, „დაიკიდე“, რა (ბიჭები)!
– სულ „გამოყლევდით“, ხო?! სულები სახლში არიან 40 დღე, უყურებენ ამ
ყველაფერს და იტანჯებიან. მე რას ვაკეთებ? მე პირადად პრეტენზია მაქვს!
ჩემს სახლში მინდა!
არავინ მიიღო სერიოზულად ჩემი გადაწყვეტილება. სახლის გასაღები მა-
ხოს ჰქონდა, არ მაძლევდა.
ანი მოდიოდა ხოლმე ჩვენს სანახავად. მე ვეხვეწებოდი, რომ ზაზასთვის
ეთქვა და შეგვშვებოდა ეს კაცი, თორემ მკვლელი გავხდებოდი. ისიც მამშ-
ვიდებდა და მიყვებოდა, თუ რა საშინელებებს გადასცემდა მახო ზაზას ჩემზე
და, რომ ზაზა ძალიან ნერვიულობდა. ერთი-ორჯერ ტაქსით გავედით მე და
პაატა ღამე და ისევ დავბრუნდით, რამაც მახო გააგიჟა და მეკითხებოდა, სად
იყავიო. მე ვპასუხობდი, საქმეზე-მეთქი, რაც კიდევ უფრო აგიჟებდა და მე
მსიამოვნებდა. გადავწყვიტე, მახოსთვის სისხლი გამეთეთრებინა ნელ-ნელა.
ადამიანად არ ვაგდებდი, ვცდილობდი ისე გამემწარებინა, სახლიდან გამოვე-
ყარეთ, მაგრამ არა! ლუკმას არ დაკარგავდა მახო! აღარცერთი ყარყარაშვი-

192
ლის დანახვა აღარ მინდოდა. შორენა და მისი და ვითომ ჩემს მხარეს იყვნენ და
მამამისს ამტყუნებდნენ. თავი დიდ თეატრალურ დარბაზში მეგონა.
ერთ ღამეს ჩავაქრეთ შუქი, ვიწექით ერთ ოთახში მე, პაატა, დები, შო-
რენა და გიორგი. შუაღამეა. ძილს ვაპირებთ. სიჩუმე ბეტეერის თუ მძიმე
ტექნიკის ხმამ დაარღვია სახლის წინ. საწოლიდან არცერთი ავმდგარვართ,
ფანჯრიდანაც ვერ გავიხედებოდით, ვერც დავინახავდით გარეთ რამეს. სახ-
ლი ნახევრად მიწაში იყო, „პადვალიც“ ამიტომ ერქვა.
– ვაი! რა ხმაა?! ბეტეერია? – შორენას კანკალით ამოუვიდა ხმა, – მოვიდ-
ნენ? ვაიმე, რა ხდება?!
– კარგი, დაწყნარდი, რა ბეტეერი! რა მოვიდნენ (მეც შემეშინდა ძალიან,
მაგრამ პანიკა როდის შველის რამეს)?! მოდით, ბავშვებო, მამაო ჩვენო
ვთქვათ (ერთად ვთქვით მე და შორენამ ეს სიტყვები)!
– პირჯვარი არ გადაიწეროთ! – თქვა შორენამ მთელი გულით.
– რატომ? – ვკითხე გაკვირვებულმა.
– არ არის ეგ სწორი და იმიტომ. აბა, შენ იმ დანას ატარებდი?!.. შენი შვი-
ლი დანით რომ მოეკლათ, იმ დანას გულზე დაკიდებულს ატარებდი? იგივეა
ჯვრის ტარება და პირჯვრის გადაწერა... – შორენა ძალიან დარწმუნებული
გვიქადაგებდა.
– ნუ სულელობ რა, ჩვენ ქრისტიანები ვართ! შენ იეღოვას „ბაზრობ“ ახლა
(გადავიწერე პირჯვარი. სხვებმა – არ ვიცი. სიბნელე იყო)!
საშინელება იყო მთელი დღე იეღოვას ქადაგების მოსმენა, აღარც კი ვე-
დავებოდი.
საშიში წუთები გავიარეთ ჩაბნელებულ სარდაფში. გვგონია, რომ გარეთ
ბეტეერია. ახლა შემოვლენ, ახლა შემოვლენ! – იმაზე ფიქრში, რომ ყველას
ჩაგვცხრილავდნენ, არ ვიცი რა დრო გავიდა და რა მოხდა, მაგრამ წავიდნენ.
ჩვენც ამოვისუნთქეთ. არ ვიცი, რა შუაში იყო, შორენამ დაიწყო:
– გახსოვს, პაატ, ერთხელ რო „გაფსიხდა“ თამუნა და ტანზევე ღამის პე-
რანგი შემოიხია, შენთვის რომ არ დაერტყა. ისე, რანაირად შემოიხიე იმსის-
ქე ბამბაზიის პერანგი, დღემდე მიკვირს! – გახარებული იხსენებდა შორენა.
არ ვიცი, ასე რატომ გამაღიზიანა გახსენებულმა ამბავმა, სიცილიც რომ
დაიწყეს პაატამ და შორენამ...
– ეს ხო გიჟია, რო გაგიჟდება, უფრო – გიჟი! – შორენას დაწყებულს აგრ-
ძელებს პაატა.
– ეეე, რას იხსენებთ ახლა?! ამხელა ქალს ტვინი „ვაფშე“ არ გაქვს?! –
უფრო მაგრად უნდა ეცემე კახას! – ძალიან გავბრაზდი და ზიზღით დავუბ-
რუნე პასუხი.
– ეგ რა შუაშია ახლა?! შენ რეებს იხსენებ, მე გავიხუმრე რაღაც და შენ
მტკივნეული რაღაც გაიხსენე! – მოწყენილად თქვა შორენამ.
– შენ რა იცი, მე როგორ გამახსენდა შენი ხუმრობა (მე ყველა მეზიზღება,
თან ხომ ვიცი, ვინ არიან)?

193
ასე ვატკინეთ ერთმანეთს გულები და ისევ სიჩუმე გამეფდა სარდაფში.
დღე და ღამე ერთზე ვფიქროდი, როგორ უნდა მეცხოვრა ჩემი ოჯახის გარე-
შე. გულში გაჩენილი წყენა და ბრაზიც არ მასვენებდა, თუ როგორ წავიდნენ
ამქვეყნიდან უჩემოდ და დამტოვეს არაადამიანებში.
მოვიფიქრე! ისეთი რაღაც უნდა გავაკეთო, რომ ყარყარაშვილების თავ-
მოყვარეობას შევეხო მწარედ. დავრეკე კახას ნინიკოსთან:
– ისე მჭირდები, როგორც არასდროს! ხომ მეუბნებოდი, რომ ჩემი მეგო-
ბარი ხარ და სულერთი იყო, რა მოხდებოდა შენ და კახას შორის, ჩვენ მაინც
მეგობრებად დავრჩებოდით.
– ხო, ჩემო სიცოცხლე, აბა, რას ვიზამ, მითხარი, რა გავაკეთო შენთვის
(ნინიკოს ხმაში ძალა ვიგრძენი)?
– მე მოვალ შენთან, გამომიძახე ტაქსი და მომიყვანოს შენამდე, დანარ-
ჩენს მანდ გეტყვი! შევთანხმდით?!
მე და პაატა წავედით, მოვუყევი ყველაფერი ყარყარაშვილებზე, ზაზა არ
მიხსენებია, თითქოს არც მაქვს მიწერ-მოწერა.
– უნდა მიშველო, სახლში მინდა დავბრუნდეთ, არ მინდა საშინელმა კაც-
მა ის აკეთოს, რაც „გაუსწორდება“, – შევჩივლე ნინიკოს.
– მე მაგარს გავლანძღავდი მაგ კაცს! როგორ მოვიქცე, არ ვიცი! არ მინ-
და ჩემ გამო ქუჩაში დარჩეთ! მარტო მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ჩემ
თავზე, თამ, ხო იცი! – მითხრა დარდიანად ნინიკომ.
– არ მინდა არავის პასუხისმგებლობა! დამეხმარე, ისე გავასწოროთ მი-
წასთან ეს კაცი, უთავმოყვარეოს ტვინი ისე შევურყიოთ, სახლიდან უნდა ვა-
იძულო გაგვყაროს! არ დაგვთმობს ვიცი, მაგრამ გზა არ უნდა დავუტოვოთ
ნაბიჭვარს! – ძალიან ვთხოვდი ნინიკოს.
ზუსტად ვიცოდი, შორენას არ გაუხარდებოდა ამ ამბის გაგება. ნინიკო
ყარყარაშვილების სახლში მივარდა (გახსენებაზეც კი მეღიმება), მაგიდაზე
ხელი უბრახუნა შორენას ბიცოლას, „პადვლის“ თავზე სართულზე მცხოვრე-
ბი ნათესავები ყვირილზე რომ ჩამოვიდნენ. თქვენ რა უფლება გაქვთ, ბავშვს
საკუთარი სახლის გასაღები არ მისცეთ იმიტომ, რომ გაქურდოთო! თქვენ
უპატრონოები არ გეგონოთ გამწარებული ბავშვები, თორემ სასწაულს მო-
გიწყობთ, განანებთ გაჩენის დღესო! ცდილობდნენ შორენას მამიდა და ბი-
ცოლა, დაეწყნარებინათ ნინიკო, გაკვირვებულებიც იყვნენ. მხიბლავდა იმ
დროს მახოს სახის წარმოდგენა, როცა გაიგებდა ნინიკოს ამბავს და ჩემი
ნახაზის მიხედვით წავიდოდა ყველაფერი იმ მიზნისკენ, რომელიც დავისახე!
ძალიან გავამწარე ყარყარაშვილები. რატომღაც სახლში არ იყვნენ. მოსუ-
ლებმა, ნეტა, რატომ არ ვიყავითო, კი თქვეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ
გულში ამბობდნენ, კარგია, სახლში რომ არ დავხდითო. ნათესავებს არ ვე-
ხები, პირიქით, ისინი ჩემზე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. პაატა ძალიან
დაპატარავდა, ვეხვეწებოდი გვერდში დამდგომოდა. გიორგისთან თამაშში
გაჰყავდა დრო. ვინ იცის, მის გულში რა ხდებოდა. მე კი მეტი აღარავინ მე-

194
გულებოდა გულშემატკივარი. ვეხვეწებოდი ებრძოლა ჩემთან ერთად იმათ
გადასარჩენად, ვინც დავრჩით და რაც დაგვრჩა. ვფიქრობდი, ყველაფერს
თუ მახო წაიღებდა, ვიღას რაღად მოუნდებოდა ჩვენზე ვითომ მზრუნველო-
ბა. ქონებით არავის ვჭირდებით მახოს გარდა. ღმერთო, როგორ დავიღალე
ამდენი ფიქრით. მიშველე, გთხოვ! – სულ ღმერთს ვთხოვდი შველას.
– არავინაა ჩვენი პატრონი. ახლა ყველა „გვეტენება“, იმიტომ რომ არ
ვართ პატარა ქონების პატრონები და თან პატარები ვართ! მახოს რატომ
უნდა ჰქონოდა ჩვენი სახლის გასაღები?! ნინიკომაც დატოვა სიტყვა, თუ
ჩემს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, ცუდად დამთავრდება ყველაფერი!
– ვუხსნიდი პაატას.
– შენ გგონია, ნინიკოსი ეშინია მახოს?! – პაატას ხმაში წვეთი ნუგეში არ
იგრძნობოდა.
– შეიძლება კი! შეიძლება არა, სკანდალი კი არავის „ევასება“, ძმაო! ყვე-
ლაფერი მალე გამოჩდება! მე ჩემი თავის მჯერა!
მოგროვდნენ დამშეული ყარყარები სახლში და არკვევენ, თუ როგორ
გავბედე კახას „ყოფილი“ ნინიკო მომეყვანა მათთან და როგორ არ მაწუხებს
სინდისი?! ასეთი კეთილები არიან და მე მათ ვერ ვუფასებ. მეც ხომ ამიტომ
„ავაგდე“ სიტუაცია, ეს კითხვები რომ დაესვათ. მოიწვიეს ბიჭები. ჯიხვიმ
შემჭამა. არ მოსწონს ჩემი ქცევები. მთელი ცხოვრება ამას ამბობდა, გოგოს
შარვალი არ უნდა ეცვას, ცუდ სიტყვას არ უნდა ამბობდესო და, რა ჩამოთვ-
ლის კიდევ მის შეგონებებს... მე ხომ საერთოდ არ მომწონს არცერთის ქცევა
და, რაც მთავარია, არავის ვენდობი, ყველა მაგარი ლაჩარია ჩემს თვალში
და, თუ რატომ, ამას ჩემთვის დავიტოვებ!
– თუკი ბავშვს დაამშვიდებს, მიეცით სახლის გასაღები (ჯიხვი მიხვდა
როგორც იქნა)!
– მე მომაბარა ზაზამ ბავშვები და ეს რომ წავიდეს და რამე მოუვიდეს, რა
ვუთხრა ზაზას (მახო „ფედარასტობს“)?
– ორი გასაღებით იკეტება კარი. ერთი შენ გქონდეს, ერთი – თამუნას. თუ
მართლა არ პარავ სახლიდან რაღაცებს, რაში გადარდებს გასაღები (მადლო-
ბა ღმერთს, ჯიხვი მიხვდა!)?
– კარგი, მივცემ (მახოს ძალიან ეწყინა)!
– ამ წამსვე მინდა (მოვითხოვე მე)!
ყარყარაშვილებმა მაიკო (ყარყარაშვილი) შემომიგდეს, რომელიც ცდი-
ლობდა ჩემი ბავშვური გულის მოგებას. დაიწყო მამამისის ლანძღვა, ჩემი
მხარე დაიჭირა, აჰყვა შორენაც. მე, რა თქმა უნდა, სადღაც, გულის სიღრმე-
ში ვიჯერებ, რომ ესენი მაინც არიან ადამიანები. ვაგრძელებ ფიქრს, რომე-
ლიც არასოდეს შემიწყვეტია, რომელიც საკითხიდან საკითხზე გადადიოდა
სხვადასხვა ძალითა და ხარისხით. ფიქრი კიდევ უფრო მეტად გახდა ჩემი
„მეგობარი“, რომელიც ხან ძალიან გამოსადეგარი იყო და ხან ძალიან დამღ-
ლელი: თუკი არასოდეს ყვარებია შორენას კახა და არც ახლა უყვარს, ბოლო

195
დღეს რატომ?.. ან როგორ ეფერა გაყინულ კახას სახეზე?! როგორ კოცნი-
და?! როგორ ათბობდა გაყინულ კახას შორენას ცრემლები, სახეზე რომ ეცე-
მოდნენ? რა ძნელი იყო გამეგო და გამეცნო ადამიანები, უფრო ძნელი კი
– გულის კარნახისთვის ყურის გდება. რომელიც განუწყვეტლივ მანიშნებდა,
თუ რა საშიშები არიან. მე კი მიყვარდა ადამიანები და ამის დაჯერება არ
მინდოდა...
– ამ პატარა ლაწირაკის სიტყვებზე არ უნდა დავდიოდეთ! – მახო მთვრა-
ლი მოვიდა და სიტყვით გამოვიდა.
– ხოოო! რას იზამ! ჩათვალე, ზაურა გიდგას წინ და ამ პატარას, სანამ
ცოცხალია, ვერ გაქურდავ! ვერც წაართმევ! მოგიწევს გასვლა, ან წაგებით
გავარდნა! ეს ხომ ცოცხალი თამაშია?! – „ვენასტირნები“.
– ოხ, ეს ვინ არი! ამდენს ვრისკავ თქვენთვის! ეს კიდე რეებს ფიქრობს,
უმადური (მახო როლშია და „სცენაზე“ გამოდის)!
– კარგი, კარგი, თავი კაცად ნუ მოგაქვს! კაცი რომ ყოფილიყავი სამ
შვილს „პადვალში“ არ გაზრდიდი! მე რა უნდა გამიკეთო შენ კარგი (მე ტონს
არ ვცვლი)?!
– მორჩით ახლა, დაწყნარდით! – აყაყანდნენ დანარჩენი ყარყარები.
ერთი ეტაპი გადავლახე, ჩემი გავიტანე. ახლა მეორე ეტაპი მაქვს და-
საძლევი, ვერის სახლში უნდა გადავიდეთ როგორმე. მახო, როცა მარტო
ახერხებდა სახლში შესვლას, უკეთესად არჩევდა, რა წაეღო. ახლა საერთოდ
ვერაფერს ეხებოდა და რაღაში სჭირდებოდა მეტრომშენში ჩვენი ყოლა? რა
თქმა უნდა, ისიც შეეცდებოდა, ცოტა ხანში მაინც გადავსულიყავით. 50-მა-
ნეთიანების შეკვრა ვიპოვე და ეგეც მაგას მივეცი თავიდან. ვინ დათვლის,
რამდენი გაიტანა ჩვენგან?! ალბათ, იმდენი კი იქნება, რომ მთელი ცხოვრება
მის ჯიშს ცოდვად ედოს! ობლების ლუკმას რომ ჭამდა, რით განსხვავდება
იმ მკვლელებისგან ან დამკვეთისგან? ცეცხლსასროლი რომ არ უჭირავს და
რომ არ გვესვრის?! ცუდის კეთებაში ვინ ვის აჭარბებდა, ძნელი გასარკვევი
იყო. ერთი მეორის ჩადენილ საშინელებას უსწრებდა წინ. თითქოს ერთმა-
ნეთს ეჯიბრებოდნენ ცუდის კეთებაში. ვფიქრობდი და გულზე ვსკდებოდი.
ვისთვის მემტრო? ვინ იყო მტერი? ვისი მშინებოდა? ვინ დამესაჯა? ასე მძი-
მედ გადიოდა დღეები. გავიგე, მგელაძე მოკლეს რუსეთში „იაპონკებმა“ (ლე-
გენდა ასეთია: „იაპონჩიკა“ ქურდს ჰყავდა „იაპონკები“ და „ბოზებს“ მათით
იშორებდა). ზაზასკენ იშვერდნენ ხელს. კიდევ „რემკა“ მოკლეს. ამ საქმეს-
თან დაკავშირებითაც ზაზას ახსენებდნენ. არადა, ჩემებს რემკასთან ომი არ
ჰქონიათ. რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყოდნენ?! ფაქტი მაინც მხიბლავდა:
ჩემი ოჯახის მტრები, „ბოროტები“, თორაძეების ორმოცამდე სხვადასხვა
მიზეზით იხოცებოდნენ. ცუდ დღეში იყო ბერდია ქარცივაძე, მორფინისტი,
ვითომ „ქურდი“. ღვიძლი ეშლებოდა და „იბრიბებოდა“ საავადმყოფოში ძაღ-
ლივით! სულ არ მაინტერესებდა, ვინ როგორ კვდებოდა, მთავარი იყო, ერთ
მიწაზე არ გვევლო მე და „ბოზებს“, ჩემი ვაჟკაცები და ქვეყნის ვაჟკაცები კი

196
მიწაში ჩაეწვინათ! ყველაზე მეტად ის მახარებდა, ერთმანეთს რომ დაერივ-
ნენ „ბოროტები“ და სხვასთან შეჯახების დროს ზურგიდან ხოცავდნენ ერ-
თმანეთს. რატომ?! ყველას „ბოსობა“ უნდოდა, მილიონებს ეთამაშებოდნენ.
ვიღაცის შექმნილმა „ბოროტების“ ბანდამ, რაღაცეები ვერ გაიყო ცხოვრე-
ბაში. ნიკა დევდარიანის ოცნება ყოფილა, მგელაძის შემდეგ ეუფროსა „ბო-
როტებისთვის“ და ასე შემდეგ. არასოდეს ვლაპარაკობდი მათზე, არასოდეს
გამოვხატავდი აზრს, არასოდეს ვიმუქრებოდი...
სიზმარს ვხედავდი: ცეცხლთან ისხდნენ კახა, ლაშა, იმედა, ნამცეცა,
დედა და მამა. ძალიან გამიკვირდა, მწვადიანი შამფურებით ხელში ზვიადი
რომ დავინახე. გამიხარდა, შერიგდნენ ბიჭები და ძველებურად ვუთხარი:
ვა, ზვიად! ამ დროს რომელიღაცა დამ გამაღვიძა, ტელეფონზე გეძახიანო.
მეწყინა, სიზმარი რომ იყო და ჯაჯღანით ავდექი, ავედი ზედა სართულზე.
მახოს ტელეფონიც არ ღირსებია სახლში. არ მახსოვს, ვინ დამირეკა:
– თამუ, ზვიად გელოვანიც აღარ არის ცოცხალი.
– რატომ?! მერე?! – სიმწრით ვთქვი.
– ეზოში იპოვეს დაღუპული.
– მოკლეს, თუ რა მოხდა?!
ხო, წამალი გაუკეთეს და ისე... ვეღარ გადაარჩინეს, რომ იპოვეს.
დავდე ტელეფონის ყურმილი. ეზოში დავჯექი. საშინელმა შიშმა შემიპყ-
რო. სიცოცხლის მეშინოდა, სიკვდილის კი არა. ჩემი ზვიადიც მოკლეს. რო-
გორ მეგონა, დრო გავიდოდა და ისევ მოვიდოდა ხოლმე ჩვენთან, ჩემი ძმების
მაგივრად ზვიადს მოვეფერებოდი, ძალიან რომ მიყვარს. რატომ მოიშორეს
ნეტავ? ხომ დაშორდნენ თორაძეები? სერგეევიჩს ხო გადარჩენა უნდოდა
მისი? რა დაუნდობლები არიან, ღმერთო, გააქრეს სულ ყველა! შეაჩერე „კაი
ბიჭების“ ხოცვა!!!! სად ხარ?! რატომ უშვებ ამდენ ტკივილს! ჩემი წარსული
ცხოვრების კიდევ ერთი წევრი აღარ არის! არც მიფიქრია პანაშვიდზე წასვ-
ლა. სურვილი დიდი მქონდა, მაგრამ არ გამიშვებდნენ მაინც...
დიდი სურვილი მაქვს, რამე კარგი ამბავიც მოვყვე, მაგრამ არ გამომდის,
არ მთავრდება ცუდი! ზაზა დაბრუნდა თბილისში. ანის სახლში მივიდა ღამე,
დილით მიაკითხეს ბეტეერით. ძალა მოვიკრიბე, რომ მომესმინა, როგორ
მოკლა ბოლო იმედი! მოსპო იმედის ბოლო ნაპერწყალი! თავისი თავი რო-
გორ ჩაუგდო მკვლელებს, როგორი იაფფასიანი მოღალატე ყოფილა ოჯახი-
საც და საკუთარი თავისაც. თვალწინ ჩამირბინა ყველაფერმა, რაც კი მასზე
მახსოვდა. ბრძოლა ბოლომდეო! ეს იყო მაგის ბრძოლა?!
– ღამე ჩამოვიდა, ჩვენთან სახლში მოვიდა ისეთ ფორმაში, რომ ვერავის
უნდა ეცნო. დილით სახლიდან გამოვედით მე, მამაჩემი და ჩემი ძმა. თორნი-
კე უნდა წაგვეყვანა ბაღში და მერე შენთვის უნდა მომეკითხა, ვითომ ორმო-
ცისთვის შავი ფეხსაცმლის შესაკერად მიმყავდი. ზაზას შენი ნახვა უნდოდა,
ისე რომ ყარყარაშვილებსაც არ გაეგოთ. ქვევით რომ ჩავედით, ბეტეერით
დაგვხვდნენ, ნიღბებითა და სამხედრო ფორმით. ბიბოს უთხრეს, წამოდი,

197
კარი გააღეო. ბიბომ უთხრა, არავინ არის სახლში და რატომ გავაღოო. იმათ
უთხრეს, გააღე და ჩვენ ვნახავთ, არიან სახლში თუ არაო. გზა არ დაგვიტო-
ვეს. ბიბო აჰყვა ზევით და გააღო კარი. ზაზას ტელევიზორი ჰქონდა ჩარ-
თული. როგორც კი კარი გააღეს, აბა, არავინ არისო? ბიბოს ცემა დაუწყეს.
ზაზამ დაიძახა, მე აქ ვარ, მაგას თავი დაანებეთო. მერე ზაზას ეცნენ. ისე
ჩაიყვანეს ცემა-ცემით ექვსი სართული, არ მგონია, ცოცხალი დარჩენილიყო
ქუჩამდე. ბიბო თუ გადარჩება, არ ვიცით, ისე სცემეს, – ტირის ანი და ძლივს
მიყვება.
– რატომ ჩამოვიდა?! რატომ არ დაუშალეთ?! ხომ ვეხვეწე, შორს წასუ-
ლიყო?! არ ვიცი რა, ასე შტერულად რამ ჩამოიყვანა?! მაგის იმედიღა მქონ-
და და ეს იმედიც მომიკლა! რა გეგმა ჰქონდა, იცი მაინც? მიწისქვეშაც რომ
დასჭირვებოდა რამდენიმე წელი ცხოვრება, მაინც უნდა გადაერჩინა თავი.
ეს ის დროა, არასდროს რომ არ ყოფილა და არც არასდროს აღარ იქნება (მე
ანიზეც ვბრაზობდი).
– პატრიარქს განცხადებით მიმართა, უნდა შეგვეგზავნა. ზაზა დახმარე-
ბას სთხოვდა ილია მეორეს, რომ შეგშვებოდნენ მკვლელები და საშუალება
მოეცათ, დარჩენილებს წესიერად გეცხოვრათ. ზაზას ჰქონოდა თქვენთან
ცხოვრების საშუალება (ანი მაგიჟებს თავისი დებილი ლაპარაკით).
– და ზაზას სჯეროდა, რომ ამდენ ნაძირალასთან პატრიარქი უშველიდა?
ღმერთო ჩემო, ეგ რა სუსტი და დაბნეული ყოფილა სერგეევიჩის გარეშე!!!!
მე რატომღა უნდა ვენახე? მე „კუდი“ არ მექნებოდა? ცხოვრების აზრზე არ
არის! როგორ გამაკვირვა! – აღვშფოთდი.
– უნდა ენახე, რომ შენ დახმარებოდი. რაღაც ავეჯი უნდა გაგეყიდა და
ფული მიგეცა. რუსეთში დაჯგუფებაა ოფიციალური: გამომძიებელი, დამც-
ველები და ეგენი უნდა ჩამოეყვანა, რომ დაემტკიცებინა ოჯახის სიმართლე
და აღარ შეგხებოდნენ, – გამოდიოდა ანი ისევ ჩვეულებრივი დებილი „რეჩით“.
– ჩამოსვლის გარეშე ვერ მოხერხდებოდა ეგ? შევარდნაძე 7 მარტს ჩა-
მობრძანდა და ასე უთქვამს, ჩვენი ამბავი რომ გაუგია, ქალს რაღას ერჩო-
დითო. რა სიმართლეს დაამტკიცებს დღეს ზაზა, როცა მთელ ქვეყანას ხელი
აქვს გასვრილი?! ეტყობა, მამაჩემი და ეგ მაგიტომ ვერასდროს რიგდებოდ-
ნენ, რეალური ცხოვრების აზრზე არ არის! აქაურობას გაასწრო და ისევ აქ
დაბრუნდა! რა დებილია, ღმერთო (ვერ ვიჯერებდი)!
– მაქსიმესთან იმალებოდა, ქუთაისში. უფრო შორს ვერ წავიდოდა, თამ,
„კაიფი“ დაუწყია.
– ზაზა და „კაიფი“?! თავისი საყვარელი ნაგანით მაინც ვერ გაიყოლა რამ-
დენიმე მკვლელი? მაგასაც ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა უნდოდა, თუ რა-
ტომ არ ისროლა? ხო მარტო იყო სახლში?!
– სხვა ვერაფრით იყუჩებდა ტკივილებს. გაუბედურებული იყო, თამ!
არაა ადვილი გადასატანი, რაც შეგემთხვათ! არ ვიცი, ეტყობა, არ ედო იქვე
ნაგანი.

198
– ხო, ვიცი, მაგრამ ვალდებული იყო, ჩვენზე ეფიქრა და ყველაფერი
მოეთმინა და გადაეტანა, მაგრამ მაგან მაინც არ იფიქრა ჩვენზე! ღმერთ-
მა ხელი მოუმართოს და აპატიოს ყველაფერი! ცარიელ სახლს გაუფრთხილ-
და?! ხალხი მაინც გაიგებდა მაგის ვაჟკაცობას! როგორ არ გაიყოლა მკვლე-
ლები! ვის აჩუქა ადვილად სიცოცხლე (კბილებში ვცრი)?!
– მახომ გააგიჟა. ეგონა, შენ შურისძიებისთვის ემზადებოდი. აღარ უნ-
დოდა ომი, თამ! თქვენზე დარდობდა. მახომ, იარაღებს ყიდულობს, გადის
გარეთ და არავის არ ეუბნება, სად მიდისო, შენზე უთხრა და ზაზა სულ გა-
გიჟდა (როგორ მინდა ანი ვცემოოო! რას მიყვება?!).
– ვინ გადასცემდა მახოს „ნაბიჭვრობას“ მერე? შენ?! როგორ უყვებოდით
ამ „ახვრის“ ლაპარაკს?!
– მე ვერ დაუმალავდი. მე არ ვიცი, შენ რას აპირებ და რამე რო მომხდა-
რიყო, მე რა მექნა (ანის აწყობდა ზაზას გარეშე დარჩენა)?
– ჰოდა, იმიტომაც მიშველა, რა! არავის არ გაქვთ ტვინი თავში! სულ ესაა!
დავკარგე ბოლო იმედი, ჩაქრა ის ბჟუტავი შუქი, რომელიც არც კი ვიცი,
ანათებდა თუ არა, ან ოდესმე თუ გაანათებდა ჩვენს გზებს. ყოველთვის ვერ
ამართლებს ეს განათებაც. ცხოვრებაში ზოგჯერ დგება ისეთი წუთები, უკუ-
ნეთი სიბნელე სჯობს... თუმცა აღარ ვიცი, როდის რა არის უკეთესი. ერთს
მივხვდი! სიკეთეს ახსნა არა აქვს და არც თავის მართლება სჭირდება. ამქ-
ვეყნად რომც გადაგიარონ, ღმერთი მაინც არ მიგვატოვებს კეთილ ადამი-
ანებს და დაგვიფარავს!
იქნებ უკეთესიც იყოს, ზაზა თუ მართლა აღარ არის? ან იქნებ მოიგონეს,
რომ ზაზას მკვლელები მოეშვნენ? მილიონმა შეკითხვამ შემომირბინა. და-
მაბნია ცხოვრებამ. 13 წლის ბავშვს ისიც ეყოფა, რაც მოხდა მის თავს!
და აი, ისევ ფიქრი: რა ჯობია და როგორ მოვიქცე ამდენ მკვლელსა და დამ-
შეულ ღორებში! მომეცი, მამ, დაპირებული ძალა, გთხოვ! არ მინდა წავიქცე,
არ მინდა იმედები გაგიცრუო! ნუ გეშინია, მამ, მე მაინც ძალიან ვეცდები გა-
სახელო, შენ ამას იმსახურებ! დაგანახებ, მთელი ცხოვრება როგორ მეყვარე-
ბი! ერთი დღე არ ვიცოცხლებდი თავს, ეს სურვილები რომ არ მქონდეს... ასე
ვფიქრობდი და ველაპარაკებოდი მამას. არავისი არ მჯეროდა, მხოლოდ მის
ნაკარნახევს ველოდებოდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მამას რა გაუხარდე-
ბოდა. ან მეც უნდა მოვმკვდარიყავი სიყვარულისთვის, ან მეცოცხლა სიყვა-
რულისთვის! ძალიან ადვილი იყო, მარტო დარჩენილი გავრიდებოდი სიცოც-
ხლეს გმირად, რაც კარგი არ იქნებოდა. ისე გაივლიდა წლები, ვერავინ გა-
იგებდა სიმართლეს. მე კი მინდოდა და მინდა ამქვეყნად ყველას გავაცნო, თუ
რა მაგარი ოჯახი მყავდა და როგორ ებრძვიან დედამიწაზე კარგებს... იქნებ
ვინმესაც დაეხმაროს ეს მონათხრობი სულის შეცნობასა და გაძლიერებაში...
– მომიყევი, რაზე ლაპარაკობდა ზაზა რომ ნახე? – ვკითხე ანის.
– რომ გაიგო, სერგეევიჩს მისი შარვალ-კოსტიუმი ჩააცვი, ამბობდა, მე
მამაჩემის ჩამაცვას და იქ გავცვლითო (ორივე ავტირდით ანის სიტყვებზე).

199
– მეცოდება ძალიან! ყველაზე ცუდად დაასრულა სიცოცხლე, ღმერთმა
დაანახა, რომ ოჯახის გარეშე არაფერს წარმოადგენდა. იმედია, გულში მაინც
ნანობდა, ოჯახს ამდენი ტკივილი რომ მიაყენა. ცოდოა, მაგრამ ჩვენ უფრო
ცოდოები ვართ, პატრონის გარეშე დარჩენილები. მე ყველაზე უბედური ვარ!
ყველაზე მეტად მე მიყვარდა ჩემი ოჯახი, ყველას მე უნდა გავუძღვე წინ! მე,
მარტომ, უნდა გავზარდო ესენი! მე, მარტომ, უნდა ვიგერიო გარშემო მელები!
თან რამდენნი არიან! მაგალითად, ეს ყველაზე დიდი მელა მახო... მართლა
ზაზას სურვილი იყო მუხათგვერდში დასაფლავება (თან ვამოწმებ)?
– არ ვიცი, არც ზაზასთვის მიკითხავს. რას აპირებ საერთოდ (ანის უკვე
„ვკიდივართ“)?
– იმას, რაც ზაზამ ვერ შეძლო – ოჯახის წინამძღვრობას და საკუთარი
თავის დაცვას!
– უფროსი გჭირდებათ! შენ ცოდო ხარ. ბავშვებს როგორ გაზრდი, შენ
თვითონ ბავშვი ხარ! არ გადახვიდე ვერაზე, არ მოიშორო ესენი! მეც დაბნე-
ული ვარ. არ ვიცი, რა გირჩიო (ანი)!
– დღეიდან მე ვარ ჩემი ოჯახის უფროსი! იმას გავაკეთებ, რაც სერგე-
ევიჩს გაახარებს და სხვა დანარჩენს! – ვთქვი საკუთარ თავში დარწმუნე-
ბულმა.
ანიმ ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა. ვის რაში სჭირდება ზედმეტი
შარი!..ზაზაზე ფიქრი არ მასვენებდა. ეჰ, სამწუხაროდ, გვიან იხსნება სიზმ-
რები, მომხდარის მერე უფრო ვხვდები... გელამ ნახევარი ოჯახი თან წაიყვა-
ნა, ზუსტად ასე მოხდა მერეც. კახას და იმედას თავის გადარჩენა შეეძლოთ,
მაგრამ არ დაუჯერეს არც გელას და არც მეზობელს, არც მე დამიჯერეს...
ხუთნი წავიდნენ ერთ დღეს... დატოვეს ცხოვრება, ხუთნი კი დავრჩით. ზაზა
ჰაერში დარჩა, როგორც თვითონ ამბობდა, ერთ-ერთ წერილში, ცოცხლებში
მკვდრად ვწერივარ და მკვდრებში – ცოცხლადო.
გული მეწვის, ისე მეცოდება ჩემი ძმა - ყველაზე ცუდი ბედისა აღმოჩ-
ნდა, საფლავიც არ ერგო! ღმერთმა დაანახა, რომ ეგონა, არავინ უყვარდა
საკუთარ თავზე მეტად, ღმერთმა ტკივილით დაანახა, თურმე ყველა ვყვა-
რებივართ. როცა ვკარგავთ, ამას მაშინ ვხვდებით. ეს ბუნების დაუნდობელი
და სასტიკი კანონია, ჰაერში მოფრიალე და გულში მიძინებული, მერე რომ
იღვიძებს ჭირვეული ბავშვივით და არ გასვენებს არც დღე და არც ღამე!
რა უნდა, არ იცი, ვერ გაგებინებს, ლაპარაკიც არ შეუძლია, ცდილობ მი-
აძინო, ცდილობ გამოკვებო, მოანელებინო, რაღაც იღონო, რომ გააჩერო...
და აი, ცოტათი დაღლილს ტირილში ჩაეძინება, შენც დაგაძინებს, მერე ისევ
დაგეცემა თავზე განწირული ტირილით... ვერაფრით შველი, ხელში აგყავს,
დადიხარ ოთახებში, გარეთ, მაგრამ დროებით თუ მიიძინებს მტირალა ბავშ-
ვი. ასე გრძელდება, სანამ დრო არ გაზრდის, წლები არ გავა. ბავშვი კარ-
გია, სიცოცხლეს გმატებს, გავსებს და გავიწყებს იმ თეთრად გათენებულ
ღამეებსა თუ დამქანცველ დღეებს, მაგრამ აი, სიყვარულის სიკვდილი, მერე

200
რომ ხვდები, ვეღარასოდეს შეეხები, ვეღარც ეფერები, ვეღარც ბოდიშს
უხდი, ამდენი რომ ატკინე... წლები გადის, გული ბერდება, სახეზე ნაიარევის
კვალი ჩნდება და უძილო ღამეებისგან ჩაშავებული თვალები. ვიღაცამ, ქუ-
ჩაში იქნება თუ თავის სახლში, სულაც არ იცის, შენ რას უძლებდი! არ იცის,
როგორ გკლავდა სიცოცხლე ან სინანული, ვიღაც კი განგიკითხავს თბილ
ოთახში მჯდომი, რომელსაც ბავშვის ღრიალი არ გაუგონია არასდროს! რო-
მელმაც არ იცის, ტკივილი რა არის... ყველა განმკითხველს შეხვდება იგივე
თუ არა, სხვანაირად „ჭირვეული ბავშვი“! სიფრთხილეა საჭირო ამ საშინელ
გრძნობასთან, რომელიც არავის ინდობს. როგორც ცოდვილი ბოროტი დაიწ-
ყებს ხვეწნას ჯოჯოხეთში, რომ არ იცოდა, რა ელოდა და პატიებას შესთ-
ხოვს ღმერთს, ისე მოუვა ყველა განმკითხავს! უბედურება უბედურებს ჩვენი
გვეყოფა! სხვის სულში ხელის ფათური და „ლაგება“, ამას ასე გავაკეთებდი
და იმას ისე გავაკეთებდი, ძალიან საშიშია! და არც არის ადვილი!!!
მომხდარიდან მეორე დღესვე გადავედი ვერის სახლში ჩემს და-ძმასთან
ერთად. ყარყარაშვილებიც გადმოგვყვნენ კახას ბიჭიანად: მე კიდევ ერთი
შანსი მივეცი ყარყარაშვილებს, სიკეთე გაეკეთებინათ, თუ სურდათ და მო-
ეხედათ ჩვენთვის. მახო მოვარდა ისევ სახლში, სასაფლაო დაწვესო და ისევ
მივყავდით ვერის სახლიდან.
დავიღალე ლოდინით! მოვიდნენ და ჩვენც დაგვხოცონ! „გააჯვით“, ვისაც
გეშინიათ! მე სახლში ვრჩები! – გამოვთქვი ურყევი პირობა.
რა თქმა უნდა, არავინ წასულა. ალბათ, მახოს რამის გატანა უნდოდა სახ-
ლიდან და ცდილობდა დავებნიე, მაგრამ ვურჩიე ფუნიკულიორიდან დაშვე-
ბულიყო და მუხათგვერდს დასკდომოდა...
ჩემების ორმოცი ჯერ კიდევ არ იყო ჩავლილი, ზაზა რომ წაიყვანეს დაუნ-
დობლად. არ მახსოვს, რა რიცხვში მოხდა. აღარ მაინტერესებდა, რა დღე
იყო ან რომელი საათი, ისე გადიოდა დღეები. მიხაროდა სახლში სულებთან
ახლოს ყოფნა, და მათთან საუბარი. საქმე ბევრი იყო. უამრავი ნივთი იდო
ოჯახში: ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ახალი თუ ნახმარი. ყვე-
ლაფერი ყუთებში ინახებოდა. აქვე იყო გაუხსნელი ავეჯი. დედა ყველასთ-
ვის აგროვებდა მზითევს. არ ვიცი, რა ჩამოთვლის იმდენ რაღაცას. ბევრი
იყო სხვადასხვა რამ: პირსახოცები, საფარდეები, ყველანაირი წვრილმანი და
მსხვილმანი, სუნამოები, პარფიუმერია. ყველა შვილისთვის მოგროვებული
საჭირო უამრავი ნივთი... ხალიჩები, ძვირფასი ნოხები, ანტიკვარები, სერვი-
ზი... მართლა, რა ჩამოთვლის, იმდენი რამ გვქონდა, რომ ნაძირალებმა ვერ
წაიღეს ბოლომდე და ვერც – მახომ. ეს ყველაფერი არეული იყო. მე, ჩემი
დები, პაატა, მაია, შორენა და ნანა ვალაგებდით, როგორც შეგვეძლო. მახოც
ჩვენთან ცხოვრობდა. დილით მშვენიერ ხასიათზე იღვიძებდა, გეგონება,
ამ ოჯახში არანაირი ტრაგედია არ დატრიალებულიყოს. გეგმავდა, როგორ
გაარემონტებდა სახლს, ნახევარი რომ გიორგისი იქნებოდა, როგორც კახას
ბიჭისა და თორაძის, მეორე ნახევარი – თორნიკესი. ისიც ხომ თორაძეა და

201
ზაზას ბიჭია. აი, პაატა თორაძე ჰაერში დატოვა. ალბათ, ფიქრობდა, არც
პაატას უწერია დიდი დღეო. გავგიჟდი სიმწრისგან! როგორ ანაწილებდა მა-
მაჩემის ქონებას ეს „ნაბიჭვარი“?! ამას ხო არ ჰგონია, მეც მოვკვდი?! ბიჭები
დავიბარე. გადაწყვეტილი მქონდა, ყარყარაშვილებს უნდა დაეტოვებინათ
თორაძეების ტერიტორია!
ბიჭები მოვიდნენ: თავგასა, მუკუჩა, ჯიხვი, გურულო (გურულომ პაატა
მონათლა), დუგლა (გიორგი მონათლა, კახას ამგვანებდა. 2 წლის გიორგი-
საც ძალიან შეუყვარდა). ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ოჯახში უფროსები
არიან საჭირო, რომ ბიჭები ვერ მოგვივლიან ისე.
– მე ვარ უფროსი, მე მივხედავ ყველაფერს! ესენი რაში მჭირდება? ჩემი
მშობლების ნივთებს იღებენ, ყველაფერზე მეუბნებიან, შენებისგან სახსოვ-
რად მქონდეს, მინდაო. რასაც უნდათ, ისაკუთრებენ. საჭმელი რომ ვჭამოთ,
ჯერჯერობით ყველაფერი გვაქვს, დედამ მარაგი დაგვიტოვა, ესენი კიდევ
დედაჩემის „დუხებს“ ყიდიან, ფული გვჭირდებაო. მაინც ჩვენსას ჭამენ და
სხვას რას აკეთებენ ესენი აქ, მე ჯერ ვერ ვხვდები? თუ არ არის ასე?! გა-
მარკვიეთ, ამიხსენით, რომ გავიგო, თუ რამე არ მესმის! – მოვითხოვდი მე.
– ხო, მაგრამ საჭმელს მაინც გაგიკეთებენ.
– აწი ვიქირავებ ვინმეს, ვინც გაგვიკეთებს, უფრო იაფი დამიჯდება! ეს
ყველაფერი რომ გათავდება, მერე რას ვიზამთ, ხო უნდა ვიფიქროთ მაგაზეც
(ბიჭები იცინიან ჩემზე. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ დიდი გული მქონდა)?
ყველაფერი ჩემს თავზე მინდოდა ამეღო. საჭმლის კეთება რომ არ ვის-
წავლე, ვნანობდი, მაგრამ არა უშავს. კითხვა-კითხვით მაგასაც ვისწავლი!
ვინ იბადება უკვე ნასწავლი?!
– ბაზარში ვინ ივლის?
– მმ! რა პრობლემაა?! სულ დავყვებოდი მშობლებს, შევაჭრებაც შემიძ-
ლია და არჩევაც! ჯერ მიცვალებულები არ გაციებულან და ტიპი რეებს ამ-
ბობს და აკეთებს?! ხო, ის „მაკაროვები“ რო დარჩა, კახასი და იმედოსი, ერთი
გიორგისია, მეორე – თორნიკესიო, ეს ავადმყოფი, ეს! ამას, ბიჭო, თავი ვინ
ჰგონია? და რატომ ჰგონია, გითხრათ? თქვენ „გააბლატავეთ“! სათითაოდ
„გააჯვან“ ამ სახლიდან, ჩემი მოთხოვნაა! ვინც ჩემს სურვილებს არ დაემორ-
ჩილება, ჩათვალეთ, რო ზაურა ვარ (ეს სიტყვა ბომბი იყო. ვიღაცისთვის თუ
„მხედრიონის“ „ქსივა ქსივობდა“, მე ჩემი „ქსივა“ მქონდა – სერგეევიჩი იყო
„ქსივაც“ და „ბომბიც“!)!
– ბოლოა მახოს გაჭაჭანება! – ბიჭებიც ვერაფერში შემედავნენ, – თუ გინ-
დათ, ნურც თქვენ მოხვალთ ხოლმე, არც ეგაა პრობლემა, – ვალიც დავადე
და „კლიჩკაც“ „გავიჩალიჩე“ – ვალიკო. მახო კი იდგა კარებთან და მეკითხე-
ბოდა:
– კარგად დაფიქრდი, თამუნა თორაძე! ღუპავ მთელ ოჯახს! მე აქ ცოც-
ხალი აღარ დავბრუნდები, როცა დაგჭირდებათ უფროსი (მახო ამას ისეთი
ზიზღით ამბობდა, ვერ გადმოგცემთ)!

202
– აუფ, ცოცხალი ვერაფერში გამოგვადექი და მკვდარი ვის რაში სჭირ-
დები აქ! უნამუსო კაცი ხარ შენ, ყარყარაშვილო! ამ სიტყვებზე პასუხს ვა-
გებ, როცა გინდა! სადაც გინდა! ვისთანაც გინდა! აი, ახლა კი შეტრიალდი
და ისე „გააჯვი“, უკან რომ არ მოიხედო არასდროს! და რის წაღებაც მოას-
წარი, ღმერთმა არ შეგარგოს! მთელი ცხოვრება არ დაგავიწყოს ეს ოჯახი!
სადაც „დედა მოგეტყვნება“, იქ გაგახსენდეს, მკვდრებს როგორ ქურდავდი
და ობლებს! ვერელები მუხათგვერდში დამისაფლავე! არასოდეს გაპატიებ!
– ცინიკურად დავიწყე და ბოლოს თვალები გადავუბრიალე. მე შენ გეტყვი,
შემეშლებოდა!
გამწარებული და გაგიჟებული გავარდა მახო სახლიდან. ვერაფერს მეტ-
ყოდა, იცოდა, დავკლავდი იქვე ღორივით. სიმწრისგან კბილები მოვირყიე,
ისე ვაჭერდი ერთმანეთს, რო არ დამეგლიჯა, მერე კი გამარჯვებული მო-
ვედი ხასიათზე: ამაყი ვიყავი. ერთი მელაც დავამარცხე და კუდამოძუებუ-
ლი გავაგდე. აღარაფრის მეშინოდა. მეც „ძველი ბიჭი“, „პრისტუპნიკი“ ან
„ქურდი“ ხომ არ ვიყავი, უბრალოდ, ვცდილობდი ნაძირალებისგან დამეცვა
ოჯახი... დავიწყე ლაგება ამ ანგრეული სახლის, გადახარისხება. თითოეულ
ნივთს თავისი სახელი ერქმეოდა: გასაყიდი, გაჭირვებულებისთვის გასაცემი
და ჩვენთვის დასატოვებული; ეს სამი ფრაზა დღემდე ჩემი თანამგზავრია,
არცერთი არსებობს ერთმანეთის გარეშე.
ასე გადიოდა დღეები, თვეები. ანი დადიოდა ჩვენთან, საჭმელს გვიკე-
თებდა იშვიათად, სარეცხს მარეცხინებდა და, რაც შეეძლო, არ იზარებდა.
მეც ხშირი სტუმარი გავხდი ანისი. ჩვენთან თუ არ იყო შუქი და წყალი, ორ-
თაჭალაში იყო და იქ მიმქონდა უამრავი რამ. არ ილეოდა, „ბასეინი“ სავსე
იყო გასარეცხი სარეცხით, ვაკლებდი და მაინც ემატებოდა და ემატებოდა.
არავის არაფრის გაკეთება არ უნდოდა. მართლაც, მძიმე აღმოჩდა ტვირ-
თი, რომელიც მხრებზე ავიკიდე. საჭმელების კეთება დავიწყე, ხან საშინელი
გამოდიოდა, ხან არა უშავდა. დები პატარები იყვნენ, თუმცა მათ ასაკში მე
მთელ ოჯახს ვუვლიდი ლამის – ჭურჭელსაც ვრეცხავდი, სარეცხსაც და სახ-
ლსაც ვალაგებდი. ამათ კი არაფრის გაკეთება არ უნდოდათ. მერე მე ვბრა-
ზობდი, მინდოდა ჩემნაირი ყოჩაღები და კარგები გაზრდილიყვნენ. მე თუ
არა სხვა ვინ ასწავლიდა. აღარ ვიცოდი, სახლის საქმე მეკეთებინა, გარეთ
მომეგვარებინა პრობლემები, თუ ის მეკონტროლებინა, ხალხი როგორ გადი-
გამოდიოდა ჩვენს სახლში. ჩემს ცხოვრებაზე, სწავლაზე, გართობაზე, სიყ-
ვარულზე ან რამე მსგავსზე, რითაც გარდატეხის ასაკში ჩემი თანატოლების
ტვინი და გული იყო დაკავებული, საერთოდ არ ვფიქრობდი. ეს ყველაფერი
ჩემთვის არ არსებობდა. უცბად წამერთვა ბავშვობა! თავი 33 წლის მეგონა,
ან უფრო მეტის... ან იქნებ მაგხელა დავიბადე?! როგორც ამას რუსკა იტყო-
და, ჩემი ბავშვობის დაქალი: შენ არ გქონია ბავშვობა. შენ დაიბადე მოხუცი!
პაატა ჩაჯდა სახლში, გარეთ გახედვა არ უნდოდა. ჩვენთან, სახლში, მო-
დიოდნენ ბიჭები და გოგოები. სულ ვიღაც იყო, რათა ჩვენ თავი მარტო არ

203
გვეგრძნო, არ მოგვეწყინა და დეპრესიას არ „წაველეკეთ“. პაატა ხატავდა და
ხატავდა, უკრავდა პიანინოზე. ბანაობაც არ უნდოდა, ისე იყო ჩაკეტილი თა-
ვის თავში. ვუყურებდი და გული მეწვოდა, გარშემო ვერაფერს და ვერავის
ამჩნევდა. უკვე ვნერვიულობდი 16 წლის ძმაზე, არაფერი რომ არ აინტერე-
სებდა. არ მინდოდა, ასეთ ნიჭიერ ადამიანს სახლში ჯდომაში გაეტარები-
ნა დრო, მაგრამ არ უნდოდა სახლიდან გასვლა. ვფიქრობდი, რომ ფსიქიკა
შეერყა. მინდოდა ჩართულიყო ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში და
არ ყოფილიყო ასე გარიყულივით მარტო თავის ოთახში, რომელიც ბოლოს
ძმების ოთახი იყო.
შორენა და მაიაც ოჯახს მიჰყვნენ, რადგან არანაირად არ გამოვიდა ჩვენი
ერთად ცხოვრება. ისინიც იმაზე იყვნენ, რა წაეღოთ სახლიდან. მიუხედავად
იმისა, რომ ჩვენთან ცხოვრობდნენ, რასაც უნდოდათ, იმას ყიდდნენ, ჩუქ-
ნიდნენ, ვისაც რა მოუნდებოდა, თუმცა შორენამ და მაიამ მაინც დატოვეს
საურთიერთობო არე, რომელიც თავიდან საშიში არ იყო, მერე კი ცხოვრებამ
მოიტანა უფრო მეტი სიურპრიზები... შორენა ჩვენთან იშვიათად მოდიოდა
და მოჰყავდა თავისი თეატრალური ინსტიტუტის მეგობრები. აიხდინა ოცნე-
ბა, ჩააბარა თეატრალურში, დაიწყო სიმღერა დასთან ერთად თუ ცალკე. მე
არ ვიყავი წინააღმდეგი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ქმარი აღარ ჰყავდა.
არც მის სიყვარულს მივაყენებდი შეურაცხყოფას. მიყვებოდა თავისი თაყვა-
ნისმცემლების ამბებს და, რა თქმა უნდა, არ ვიყავი ჩემი ძმებივით „აზიატი“,
მაგრამ წინააღმდეგი ვიყავი სახელის გატეხვის, რაც პირდაპირ კახას შვილს
ავნებდა, თორემ ქვრივის გაბოზებას არ ვდარდობდი!
ერთ დღეს შორენას თეატრალურის მეგობარი დარჩენილა ჩვენთან, და
მეორე დღეს დებისგან გავიგე, პაატას ოთახში „პირველი ღამე“ მოუწყვიათ,
რაზეც ძალიან გავბრაზდი. ანისგან მოვედი, სარეცხი მოვიტანე დარეცხილ-
დაუთოებული.
– არ გცხვენია, პაატ? ბავშვებისგან უნდა ვიგებდე, რომ სახლში ბოზი
გყავდა?
– მერე რა არის მაგაში ცუდი? მე მეგონა შენ „გამიჩალიჩე“ სიურპრიზი,
იმდენს მეჩიჩინებოდი, გარეთ გადი, იცხოვრეო.
– ხო, ადამიანო, გარეთ გადი, განიავდი, იცხოვრე ჩვეულებრივად და დეპ-
რესიისგან არ ჩალპე სახლში! ისწავლე, შეიყვარე ვიღაც, ცოლი მოიყვანე,
გაიზარდე, ანუ ის არ მითქვამს, შენს პატარა დებს თავზე დაატყანი შორენას
დაქალი-მეთქი! ისე ვერ გააკეთე, ამათ რომ არ გაეგოთ? პატარა გოგოები
არიან, ხო უნდა დაფიქრდე! ოჯახი კიდევ წმინდა კერაა! დაგავიწყდა, აქ რომ
არ შეიძლება ყველაფრის კეთება? წაგეყვანა „საუნაში“, ბოზებს სახლში რა
უნდათ? – წყნარად ავუხსენი ძმას.
პაატას შერცხვა. დების ბრალიც იყო, შეიძლებოდა არ მიეყურადებინათ,
მით უმეტეს მოშორებით იყო ბიჭების ოთახი ყველა ოთახისგან, რომელიც
ახლა პაატას საყვარელი საცხოვრებელია. გაითვალისწინა ჩემი რჩევა და

204
სახლში პორნოგრაფიის სეანსი აღარ მოუწყვია, საუნაში გადაინაცვლა და
არა მარტო საუნაში... გახდა დახვეწილი „ბაბნიკი“. თვალსა და ხელს შუა აყ-
ვარებდა ქალებს თავს, სულერთი იყო ასაკი, თუმცა უფროსი გოგოები მე-
ტად ხიბლავდა. გარეგნობა ძალიან უწყობდა ხელს და დახვეწილი მანერები,
ხელზე ამბორით რომ იწყებოდა; ბეთჰოვენსა და მოცარტს თუ გაიხსენებდა,
ხომ საერთოდ ძირს ეყარნენ ფანჯრების წინ გოგოები. გრძელი პალტოთი
მოძრაობდა, რომელიც ძმების იყო და ისე უყვარდა, მისი სიდიდე და ზომა არ
აღელვებდა. სახლში ამოჩემებული პიჯაკი ეცვა, ისიც ძმების. დები სკოლა-
ში დადიოდნენ, 53-ედან გადავიყვანეთ სასულიერო სკოლაში, სადაც ჟორას
(ჩვენი შორეული ნათესავი დედის მხრიდან და ახლობელი) დაჰყავდა. დილა-
უთენია ისნიდან მოდიოდა, რომ მაია, ნინო და ეკა სკოლაში წაეყვანა. მე ისევ
53-ეში ვითვლებოდი. ძნელი გახდა ჩემთვის კალაპოტში ჩაჯდომა. ამდენი
წელი არაფერი მიკეთებია ნერვიულობისა და სახლის საქმის გარდა და გა-
მიზარმაცდა გონება. სწავლას რაც შეეხებოდა, ხშირად შემიპყრობდა დეპ-
რესია, მარტო დარჩენის მეშინოდა. ეს არ იყო ვინმეს შიში. ეს იყო ფიქრები,
რომლებიც მარტო რომ დამიგულებდნენ, მტანჯავდნენ, ამიტომ არასდროს
ვიტოვებდი თავს მარტო და სულ ადამიანების გარემოცვაში ვცდილობდი
ვყოფილიყავი. დრო ნელა გადიოდა, მჯეროდა, გავიზრდებოდი და ოდესმე
ისევ შევხვდებოდი ჩემს ოჯახს. მე კი მათთვის თვალებში შეხედვის არ უნდა
შემრცხვენოდა, ისე უნდა მეცხოვრა. ხან ვიაზრებდი რომ ვეღარასოდეს ვნა-
ხავდი ვერცერთს, ხან კი მეგონა, რომ რაღაც გაუგებრობაა და ეს ჩემს თავს
არ ხდებოდა. საშინლად უაზრო გახდა ცხოვრება...
გულიკო გაბაიძე ცდილობდა ყურადღება მოექცია ჩვენთვის. მე და ეკა
ქობულეთში წაგვიყვანა, თუ ბათუმი იყო, არ მახსოვს, ცოტას დაისვენე-
ბენ, გაერთობიანო. მიყვარდა ზღვა და მზე და დღიური, რომელიც ყველაზე
ახლო მეგობარი გახდა ჩემი.
– ვინ ხარ შენ, ახალი ფისო? – მეკითხება ვიღაც ბიჭი.
– ახალი ფისო რას ნიშნავს?! მე ვარ მე! ფისო და კატა არ ვიცი მე! – შე-
ვუბღვირე.
– ოოო, როგორი ბრაზიანია! – გაეღიმა ბიჭს.
ეს ვიღაც გაბაიძის რძლის ნათესავი კობა იყო, რომელიც ჩემმა ძმებმა ძა-
ლიან სცემეს ერთხელ. ვიღაცას უთხოვია, ნათესავს, ამყევი თორაძეებთანო.
კობაც ამოვიდა ვერაზე თორაძეებთან სალაპარაკოდ. ეს მერე გავიგე, როცა
ვიკითხე, ვინ იყო ეს ბიჭი. 23 წლის იქნებოდა დაახლოებით, ასე მახსოვს.
ქალები უყვარს, ფრთხილად იყავიო. ისე, არ გვგონია, შენი ძმების გამო გერ-
ჩოდესო, მაგრამ მაინც გამაფრთხილეს...
ისევ მოვიდა და დაიწყო: რამდენი ცალი შორტი გაქვს? ყოველ დღე სხვა-
დასხვა ფერის გაცვია, – იღიმის კობა.
– რას აკეთებ ასე გვიან ეზოში? რამე ხომ არ გაწუხებს? ეს რა არის? დღი-
ური? გინდა მეც ჩაგიწერ რამეს! კარგი, ჩუმად ვიქნები მეც ამ სკამზე, რად-

205
გან არ გინდა ლაპარაკი! – თავის დასმულ შეკითხვებს თვითონვე სცემდა
პასუხს. მე ხმა არ ამომიღია, დღიურში მისივე სიტყვებს ვწერდი, ის ვერც ხე-
დავდა. თავი ერთხელ ავწიე წარბთან ერთად შორტების ხსენებაზე, ძალიან
ბევრი რომ არ მოსვლოდა.
– რას გავხდები შენთან, წავალ, დავიძინებ, ოღონდ ასე გვიან მარტოს
ვერ დაგტოვებ ეზოში. არ გინდა, სახლში შეხვიდე? – აგძელებს კობა.
მიკვირდა ამ ადამიანის ასეთი მზრუნველობა. მივხვდი! რაც უფრო ჩუმად
ვიქნები, მით მეტს იტყვის და უფრო გავიგებ, რა უნდა...
– ძილი ნებისა! – ვუთხარი მე. მას გაუხარდა, გამიღიმა.
– ვა, ერთი სიტყვა მერგო, მე კობა მქვია, შენ?
– ძილი ნებისა, კობა! – ახლა მკაცრად ვუთხარი.
– გასაგებია. მაპატიე, ცუდად არ მიიღო. ძილი ნებისა, პატარა! – კობა
ცდილობს კარგად მოიქცეს...
ძალიან ბევრს ვწერდი. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შვება, თერაპია. არ მე-
შინოდა ღამის, არ მეშინოდა არავისი. სამყაროს ინტერესი დაეკარგა, დედა
მინდოდა, მჭირდებოდა, პატარა ვიყავი, დიდად ქცეული! ღამე შემიყვარდა
დღეზე მეტად. მეგონა, დღე ადამიანებს არ ესმოდათ ჩემი, არც დღეს ეცალა
ჩემთვის. ღამე, ყველა რომ დაიძინებდა, ღამე იცლიდა ჩემთვის, მეც შეყვა-
რებულივით ველოდებოდი მას.
– შენ ღამე გიყვარს, ღამესაც ეყვარები, გელოდება, როდის დაჯდები
ისევ ამ სკამზე და გაუმხელ შენს დარდებსა თუ სიხარულს. ბუნებას უყვარს
ადამიანები. დღესაც არ გამცემ ხმას? გინდა ხვალ ყველამ ერთად ვითამა-
შოთ კარტი? გიყვარს „ჯოკერი“? ან „დურაკა“? როგორ მინდა ვიცოდე, მე არ
მცემ ხმას, თუ ასეთი ხარ? – ერთ ღამეს ისევ მომაკითხა კობამ.
შევხედე თვალებში, რომ ამომეკითხა, გულის სიღრმეში ვინ იყო და რას
დავინახავდი მათში. ვეღარ მოვითმინე. ყოველ ღამე ნაცნობი ხმა მელაპარა-
კებოდა, მე ხმას არ ვცემდი. ის კი ბუნების სიყვარულსაც შეეხო...
– ვაიმე! შემომხედე! ეს რა ბედნიერებაა, შენ ძალიან კეთილი ხარ, გეტ-
ყობა, ისეთი გამოხედვა გაქვს! ეს მხოლოდ კეთილ ადამიანში დამინახავს და
არა ქალში! – კობა მკერავს?!
– მე გოგო ვარ! ქალი არა!
– კი, მართალი ხარ, მაგრამ ყველა გოგო, ბავშვიც კი ქალია, მომავალი
დედა. რამდენი წლის ხარ? რა გქვია? ისევ არ მცემ ხმას? დღეისათვის ვიკ-
მარო, ხო? არ მეყო, მაგრამ რა გაეწყობა?! ისე, გხედავ ხოლმე, დილაობით
როგორ ცურავ მწვანე „კუპალნიკით“ ზღვაში, – არ ჩუმდება კობა.
– მითვალთვალებ?! – გავბრაზდი მე
– არა, რას ამბობ! მაგრამ გიყურებ ყოველდღე, ვინმემ არ გაწყენინოს.
– მე გავცემ პასუხს! არაა საჭირო შენი თვალთვალი!
– ცუდად ნუ იგებ! მე ვიცი, შენ ყველაფერი რომ იცი. არ გეგონოს, შენს
ძმებს პატივს არ ვცემდე, პირიქით, შენი ძმები იყვნენ ნამდვილი „ძველები“

206
და „კაი ბიჭები“. ვაჟკაცი ძმები გყავდა, შემსრულებლები, მაგიტომ ვთვლი
თავს ვალდებულად! დღეს შენ აქ ხარ და ისინი აღარ არიან. ვიცი, როგორი
გაზრდილიც ხარ. წამით არ მიფიქრია ცუდად შენზე, მაგიტომ ვტრიალებ
შენ გარშემო და, თუ უფლებას მომცემ, სანამ აქ ხარ, გვერდიდან არ მოგ-
შორდები (კობამ ეს სიტყვები, ვფიქრობ, გულით თქვა)!
– რა საჭიროა (კი გამიხარდა, რაც მესმოდა მისგან, მაგრამ არ შევიმჩ-
ნიე)?
– შენ პატარა ხარ, არ იცი რამდენი ცუდი ვინმე დადის მიწაზე. ძმები
აღარ გყავს, ფრთხილად უნდა იყო!
ამ სიტყვებმა სითბო ჩამიღვარა გულში, იმდენჯერ ახსენა ჩემი ძმები
კარგად, რომ გული ამიფეთქა. გაქვავებულ სახეზე ცრემლებიც წამომივი-
და. როგორ მინდოდა თავის შეკავება, მაგრამ არ გამომდიოდა, ხმასაც ვერ
ვიღებდი, მხოლოდ ერთხელ შევხედე ისევ „უცნობ ნაცნობს“. არ ვიცი, რა
ამოიკითხა ამ ადამიანმა ცრემლებით სავსე თვალებში, პასუხად ეს რომ და-
მიბრუნა:
– ჩემში ეჭვი ნუ შეგეპარება! ალბათ, ფიქრობ, ვერაზე, გარაჟში, ლამის
მოგკლესო ჩემმა ძმებმა, ახლა კი...
– გეუბნები, კარგები იყვნენ. სიმართლეს გეტყვი, მე ღირსი ვიყავი ცემის,
მე არ ვიყავი სწორი. ნათესავს ვერ ვეტყოდი უარს, მან მთხოვა ჩარევა და გა-
ყოლა. ის კი არ იყო მართალი შენს ძმებთან და აი, ორივეს მოგვხვდა. დღეს
კი მე შენ გიხდი ბოდიშს ამ უხერხულობისთვის!
– შენ თუ სიმართლეს ამბობ, მართლა ვაჟკაცი ყოფილხარ! მადლობელი
ვარ, რომ შეგხვდი, ვიძმაკაცოთ?! – გავუღიმე მე.
– ძალიან ნაზი ხარ საძმაკაცოდ, მირჩევნია შენი დამცველი ვიყო, სადაც
შენ ეს დაგჭირდება! შეიძლება, თამამად ვიყო შენი მფარველი?
– კი, იყავი (გამეცინა)! რამდენი წლის ხარ?
– ოცდასამის.
– მიყვარს ეგ ციფრი, მე თოთხმეტი წლის ვარ.
ჩემი კახას ხელა! – გავიფიქრე. ყველა ასაკის ძმა მყავდა თითქმის. მე-
სიამოვნა ადამიანის ასეთი მსჯელობა, მიდგომა ადამიანებთან. თუნდაც ეს
არ ყოფილიყო სიმართლე... შეიძლება ამას პატარა გოგოსთვის აკეთებდა,
თუნდაც იმიტომ, რომ შეეცოდა ბავშვი, როგორც უბედურების შემსწრე
ადამიანი. ალბათ „მეფობდა“ მასში „კაიბიჭური“. ამ საუბრის მერე მართლა
სულ ყველგან დამყვებოდა, სადაც არ უნდა მესეირნა (მანამდე ჩუმად). რა
დროც არ უნდა ყოფილიყო, შორიახლოს სულ მუდამ იყო. გაბაიძის რძალი
დამცინოდა, გიყვარსო, რაც სისულელედ ჩავუთვალე საერთოდ არ მიცნობ-
და. ვეძებდი იმ სიყვარულს, რომელიც მაკლდა, მე კი ვერ ვსუნთქავდი ჩემი
ოჯახის გარეშე, ადამიანებში ვეძებდი სითბოს; იმ სითბოს, რომელიც მქონ-
და და არა იმას, რაც არასოდეს მქონია. მეწყინა, გავბრაზდი, შეყვარებული
რომ მიწოდა, მაგრამ ეგეც „დავიკიდე“. მთავარი იყო, ჩემები მხედავდნენ.

207
ამის სულ მჯეროდა და მჯერა, რაც მთავარი იყო ჩემთვის. მომწონდა ადამი-
ანებთან ურთიერთობა, ვეკონტაქტებოდი, მინდოდა დამენახვებინა ყველას-
თვის, რა კარგ ოჯახში გავიზარდე, ჩემნაირ გაზრდილ გოგოს რომ ვერსად
შეხვდებოდნენ, რომ მხოლოდ თორაძეებს შეეძლოთ ასე გაეზარდათ კარგი
გოგო, რომ ისინი ცუდები არ იყვნენ. არ მივცემდი უფლებას, ვინმეს ცუდი
ეთქვა ჩემზე. ძალიან ბოროტი უნდა ყოფილიყო და მატყუარა, მე საამისო
მისხალ მიზეზს არ ვაღირსებდი არავის! კობამ გამოგვაცილა მე და ეკა მატა-
რებლებამდე. ასე მეგონა, ისევ ძმას ვკარგავდი... მირეკავდა ხოლმე, მკით-
ხულობდა, როგორ ვიყავი. მეც ვფიქრობდი მასზე, ვიცოდი არეული ცხოვ-
რება ჰქონდა, ქუჩური. მინდოდა, კარგად ყოფილიყო, არასოდეს მდომებია
მისი დაკარგვა, მაგრამ იმ ზაფხულის შემდეგ აღარასოდეს მინახავს. ალბათ,
კარგია, ადამიანს ასეთი ხანმოკლე, მაგრამ ლამაზი ურთიერთობის შემდეგ
თუ აღარ შევხვდები, უკეთესად დამამახსოვრებს თავს თავისი სიკარგით.
დრო აახლოებს ადამიანებს, აცნობს ერთმანეთს თავიანთი კარგი და ცუდი
თვისებებით, მერე კი ინტერესს კარგავენ. ასე ვიყავი მეც – ან რამეს მი-
ფუჭებდა დაახლოება, ან ძალით ვაგდებდი ჩემი ცხოვრებიდან. რაღაცას
ვსწავლობდი თითოეულისგან, ზოგისგან – კარგს, ზოგისგან – ცუდს, ზოგიც
ისეთი „ცარიელი ფურცელი“ იყო, რომ გავმსკდარიყავი, ვერ წავიკითხავდი
და რა უნდა მესწავლა?! ეს ადამიანი კი მოვიდა, დამამშვიდა, მაგრძნობინა,
რომ არც ისეთი ცუდია ცხოვრება, არც ყველა ადამიანია ცუდი და, წავი-
და. მე ხომ ახალი თვალახელილივით დავიწყე არსებობა დედამიწაზე ჩემი
ოჯახის გარეშე, სხვა ფიქრებით, სხვა გეგმებით, ადამიანებისადმი ნდობადა-
კარგულმა, მათგან შეშინებულმა, ცხოვრების უცოდინარმა! მეგონა, ბევრი
ვიცოდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რა ცოდნაც მქონდა, მხოლოდ ძველ დროს
ეხებოდა, მე კი ახალი წესები უნდა მესწავლა, ცუდის და კარგის გარჩევა,
წარსულის არდავიწყება მომავლის იმედით, რომელიც არ ჩანდა და ძალით
ვეძებდი, რომ დამენახა...
ისევ ვერის სახლი, ისევ გადი-გამოდი აქვთ, ირევიან ნაცნობი და უცნობი
სახეები, ზოგი „კაიფში“ ამოდის, ვჩხუბობ გაუთავებლად: აქ ნუ მოდიხართ
„კაიფში“! სერგეევიჩს არ მოწონდა და იმას ვერ გააკეთებთ, რაც მას არ
მოწონდა! მქონდა ამ თემაზე ერთი ამბავი. პაატა სიგარეტსაც არ ეწეოდა,
იმედას არ მოსწონდა და პატივს სცემდა მის სურვილს. ჩემი და პაატას ურ-
თიერთობა იძაბებოდა. მას არ მოსწონდა, ორი წლით პატარა და რომ უფრო-
სობდა. დაავიწყდა, ერთმანეთი როგორ გავზარდეთ დაბადებიდან დღემდე,
უფროს-უმცროსი არ არსებობდა ჩვენ ორში, ორივეს სწორად უნდა გვეც-
ხოვრა – ჩვენი მთავარი პირობა ეგ იყო...
კატო, ლაშას მეგობარი, ჩემი ნათლია გახდა და ძალიან დავახლოვდით.
უცხო ენებში სწავლობდა. ასევე კატოს მეგობარი იყო მაკა, რომელსაც ლა-
შას შეყვარებული ერქვა. ისიც ჩემი ნათლია გახდა, რომელიც ჩვეულებრივი
გოგო აღმოჩნდა როგორც გოგოების უმეტესობა. მალევე დაივიწყა ლაშა და

208
დაიწყო სხვასთან სიარული. „დუხები“ ჰქონდა წაღებული გასაყიდად. გამ-
ქურდეს და ეგეც წაიღესო, გამომიცხადა. ეს რა იკადრა, მე მის ადგილას,
მართლა რომც გავექურდე, ისე მივცემდი ჩემი ჯიბიდან ფულს, ვერც გაიგებ-
და (ფულზე არა მაქვს საუბარი, ადამიანების თვისებებზე ვყვები). მატყუ-
არები არ მიყვარდა და ვცდილობდი, არ ეჭაჭანა ასეთ ხალხს ჩემ სიახლოვეს.
კატო ძალიან მიყვარდა. მამშვიდებდა, რომ ჩემი ოჯახი ღმერთმა შეიფარა.
ჩემი ძმები ვერ გაუძლებდნენ ამდენ უსამართლობას და კაცის მკვლელები
გახდებოდნენ. ეგ კი ცოდვაა. ღმერთმა ისინი ააცილა სულის სიმძიმეს, რაც
მე ყველაზე მეტად მახარებდა, კატო სასაცილო ამბებს მიყვებოდა ლაშაზე.
– ბოლოს საავადმყოფოში ვნახე ლაშა, მამაშენიც მანდ გავიცანი, როგო-
რი თავმდაბალი და საყვარელი ადამიანი იყო, საავადმყოფოს დარაჯს უფრო
თბილად ელაპარაკებოდა და ეპყრობოდა, ვიდრე ყოყოჩ პროფესორებს, ჩვე-
ულებისამებრ, თანამდებობის პირები არც კი ესალმებიან გაჭირვებულ საწ-
ყალ ხალხს (კატო მიყვებოდა).
– ხოო, მამა ძაან კეთილი იყო (მესიამოვნა).
– ჰა, ჰა, ჰა... – თავიდან შემოვიდა პალატაში და ლაშას ეუბნება, დედას
მოგიტყნავთ, რა დღეში ხართო. ლაშაც არ დაიბნა ხო, კარგი, მამა ხარ, შენი
ვალია, ახალი თქვი რამეო, – კატო მაცინებდე მოგონებებით.
ვიცინოდით, მომწონდა ყველა, ვინც ჩემს ოჯახს იცნობდა და დადებითს
ხედავდა მათში. კატო თავისუფალი აზროვნების ადამიანი იყო, საყვარელი
გარეგნობის, ლამაზიც. სახეს არასოდეს იღებავდა, ქუსლებზე არ დაკაკუ-
ნებდა, უფრო კეტებიანი გოგო ეთქმოდა, რამაც მომხიბლა და დამაახლოვა.
მომწონდა უბრალო, სადა, არაგაპრანჭული გოგოები, ფუფალებისგან და
ვულგარული „ნაშებისგან“ შორს რომ იდგნენ! ასე ვარჩევდი სამეგობროდ
კარგ გოგოებს, მაგრამ მაინც ვერ გათვლი ყველაფერს! კატოში კი გამიმართ-
ლა... ჩვენს სახლში თუ ვინმე ვინმეს „კერავდა“, მაგაზე ერთ ამბავს ვტეხდი.
სხვა წესები გვქონდა ჩვენ, სხვანაირად გავიზარდე. არავის ჰქონდა უფლება
ოჯახში შემოსული ქალისთვის „სხვანაირად“ შეეხედა. გარეთ რაც უნდათ ის
ექნათ, თუმცა გარეთ ამბებზეც ვჩხუბობდი. მხოლოდ გულწრფელ ურთიერ-
თობას ვუშვებდი. მაგალითად, ჩემს დაბადების დღეზე მუკუჩას და თათოს
შეუყვარდათ ერთმანეთი. თათო ჩემი მეგობარი იყო, რომლის გარეშეც სი-
ცოცხლე მიჭირდა, იყო ეგ დროც. მთელი ღამე ტელეფონზე ვათენებდით და
დილით ერთად დავრბოდით, დრო რომ არ დაგვეხარჯა უერთმანეთოდ. ხში-
რად ვრჩებოდი მე თათოსთან, ან ის ჩემთან. მენთეშასთანაც ახლოს ვიყავი. ის
კი თათოსაც დაუმეგობრდა, მაგრამ თათოსთან უფრო საინტერესო და ღრმა
ურთიერთობა მქონდა, რადგან თვითონ იყო ასეთი. მენთეშა კი მიუნჰაუზენი
მყავდა და მასთან ცხოვრებისეულ სიღრმეებზე ვერ ვსაუბრობდი. მე კი მომ-
წონდა ცხოვრების სიღრმეში შესვლა და დაკარგვა. მენთეშა მიყვარდა თავისი
ტყუილებით. ვფიქრობდი, რაც მთავარია, ბოროტი არაა და რა ვქნა იყოს შტე-
რი-მეთქი. ეს უკვე საკმარისი იყო ჩემი სიყვარულის მოსაპოვებლად...

209
ხშირად მემართებოდა ფილტვების ანთება. მამამ კი მასწავლა, რაც არ
უნდა მცმოდა, შიგნით „ბრეტელებიანი“ მაისური არასოდეს უნდა დამვიწ-
ყებოდა, რომელიც საცვალში უნდა ჩამეტანა, რომ ყოველ დაბერვაზე არ
გამციებოდა თირკმელები და ფილტვები, მაგრამ მე უნამუსომ სიგარეტის
მოწევა დავიწყე. დაგამშვიდებსო, მომატყუა ჩემზე უფროსმა მეგობარმა.
მე კი მამას ვუღალატე! მეგონა, როცა მენდომებოდა, მაშინ მოვწევდი და
როცა თავის დანებებას გადავწყვეტდი, იოლად შეველეოდი, მაგრამ შევც-
დი, მატრიალებს თავის ჭკუაზე! როგორ მინდა შემზიზღდეს, მაგრამ არ
მზიზღდება, უფრო მეტიც, უფრო მინდება! მივხვდი, რომ მახეში ვიყავი და
როგორმე უნდა მოვრეოდი. ხშირად მიმაჯაჭვებდა ლოგინს ფილტვების ან-
თება, მეც არ მძულდა წოლა, რადგან ყველაზე კარგი საშუალება იყო დეპ-
რესიის დროს, უშუქო და გაყინულ სახლში, სადაც უამრავი ახალგაზრდა
გადი-გამოდიოდა. მაინც სიცარიელეს ვგრძნობდი, მაკლდა ის, რაც მაკლია!
ვწერდი ზღაპრებს, ნოველებს, დღიურებს ვაჭრელებდი უაზრობებით – ასე
გადიოდა დრო. ვარსებობდით ოჯახის დანატოვრით. ფული აღარ გვქონდა,
მანქანები გავყიდეთ კახასი, მამასი, იმედასი. ასევე ჯიხვის მოჰქონდა ხოლ-
მე პროდუქტი, კახა ასათიანის მამა და ბიძა ძეხვეულის ბიზნესში იყვნენ და
არ გვაკლებდა „ახოტნიჩი კალბასებს“... შეიძლება უმადურობად ჟღერს, მაგ-
რამ არავისი არაფერი მინდოდა, ოღონდ „ბარდაკი“ ნუ იქნებოდა ოჯახში და
პაატას სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა! ვიღაცა თუ ყურადღების
მიღმა რჩებოდა და არავის აინტერესებდა, რას გააკეთებდა ან გააფუჭებდა,
პაატას გამადიდებელი შუშით უყურებდნენ. ამიტომ არ იყო სწორი თუნდაც
ის, მუკუჩა და ბესელა რომ დაიჭირეს წამალზე თუ „კაიფში“ სხვებთან ერ-
თად და პაატა თორაძეს რომ ჩაჰქონდა ქრთამი საძაღლეთში ბიჭების დასახ-
სნელად! დანანებით არასოდეს დამნანებია დახმარება, მაგრამ მოვითხოვდი
ჩვენზე ეფიქრათ, ჩვენზე დიდები იყვნენ. სანჩო, ჯაყელა და მეპურა პაატას
ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, მაგრამ იმათთან აღარ მეგობრობდა, მხოლოდ
დიდების გარემოცვაში იყო. მართლა არაფერს აშავებდა. ეგ მე კი ვიცი ზუს-
ტად და „ფერადად“, მაგრამ რა იციან „ბოროტებმა“ და სხვებმა, შიშით რომ
შეჰყურებენ შორიდან კიდევ ერთი თორაძის გაზრდას!
ერთ დღეს სკოლიდან ამოვდიოდი ფეხით სახლში, სასაფლაოებთან გუ-
რულო და ბესელა რაზმაძე შემხვდნენ. ბესელას ადრე არ ვიცნობდი, ნუ-
ცუბიძელი იყო და პანაშვიდებზე გამაცნეს როგორც „კაი ბიჭი“ და იმედას
ძმაკაცი. ჩაგვისახლდა, რასაც ჰქვია. მამაჩემის „ფოლცვაგენი“ „წაუგდიათ“
ტრაკქვეშ და დაქრიან წინ და უკან. გამიჩერეს, დავფიქრდი, ჩავმჯდარიყავი
თუ არა და, ჩავჯექი. ვიღაცას მიეჯახა გურულო. აშკარად მისი ბრალი იყო.
გადმოუხტნენ მანქანიდან იმ საცოდავს. იარაღი ამოიღო ბესელამ, რომ და-
ვინახე, გული გამისკდა. მანამდე არასოდეს მეშინოდა იარაღის, მაგრამ მივ-
ხვდი, რომ ეს არ იყო კარგი ჩვენი მომავლისთვის, რასაც იმ წუთას ბესელა
სჩადიოდა.

210
– რას შვრებით, ბიჭო, „შიგ ხო არა გაქვთ“?! ჩაიდე ეს იარაღი და გაანებე
ამ კაცს თავი! სირმა გურულომ ტარება არ იცის და რა „პონტში“ დაჯდა მა-
მაჩემის მანქანაზე! როგორ იქცევით?! ეს რა ამბავში ხართ!
სულ ჩხუბით დავაშორე ერთმანეთს შეჯახებულები. მუკუჩას დავურეკე.
მოვუყევი, როგორც უფრო სერიოზულს. ისიც ეუბნებოდა ბიჭებს წყნარად
ყოფილიყვნენ, მაგრამ ძნელი იყო. იმათაც უქროდათ ან მოგზავნილები იყვ-
ნენ! ერთხელ ისე ვიჩხუბეთ მე და პაატამ, რომ გათხოვებაც დავაპირე და
ვისაც ვუყვარდი, იმასთან ერთად გავიპარე, ჭკუას ვასწავლი მაგას-მეთქი.
თავს ვიღუპავდი მე, თოთხმეტი წლისა და ჩემთან ერთად ვღუპავდი თხუთ-
მეტი წლის გივიკოს. მალევე მიპოვეს. ერთი დღეც ვერ დავიმალეთ. ასე გა-
დავრჩით ორივე. რა ოჯახს შევქმნიდით ან სიყვარულის რა ვიცოდით ბავშ-
ვებმა?! მერე ვითომ დავინიშნეთ. ხალხი მილოცავდა, ნერვები მეშლებოდა,
ყველას ხომ ვერ აუხსნიდი მიზეზს?! მერე საავადმყოფოში ამოვყავი თავი,
ანგინა გამირთულდა და სიცხეს დაბლა ვერ მიგდებდნენ. გივიკო იქ რომ მა-
კითხავდა ხოლმე, ეს ფაქტი აღარ მომწონდა. ძალიან ვწუხდი იმის სიყვა-
რულზეც. ვიცოდი, ვერ ვპასუხობდი იმავე გრძნობით და იმედიც ტყუილად
ჰქონდა. მუკუჩას გავუმხილე ჩემი დარდი, იმას კი ძალიან გაუხარდა, მარ-
თალი რომ არ იყო ჩემი ნიშნობა. მუკუჩა მეუბნებოდა, იცოდე, ღირსეული
კაცი უნდა იყოს ამ ოჯახის სიძეო. მეც ვეთანხმებოდი, ნებართვაც ავიღე,
რომ არ იყო საშინელება მეთქვა სიმართლე. ასე დაიხურა ეს თემა და გივი-
კოც აღარასოდეს მინახავს. ხალხს მეტი რა უნდოდა! ალაპარაკდნენ, ზოგი
განათხოვარს მეძახდა, ზოგმაც სიმართლე იცოდა. მე კი ძალიან ბავშვი ვი-
ყავი იმ საკითხებში, ლოგინი და სექსი რომ ჰქვია და, რა თქმა უნდა, მსგავსი
არაფერი მომხდარა ჩვენ შორის (ეს ისე, რომ იცოდეთ!). პაატა კი შეიცვალა
ჩემ მიმართ, მიხვდა, რომ მის გამო ვიღუპებოდი, თან სახლში არ ვეყოლებო-
დი და ვერც მოვუვლიდი, მათ ასე დავემუქრე. ჩემ მიმართ შეცვლა ნიშნავდა
იმას, რომ ბალაგანი არ ყოფილიყო ოჯახში...
ერთ ღამეს რეკავს ტელეფონი, ყველას ველოდებოდი და ამ ირაკლის არა,
რომლის ხმაც მესამედ მესმოდა:
– გამარჯობა, თამუნა!
– გამარჯობა!
– მე ირაკლი ვარ, გახსოვს დაქალთან დამირეკეო, რომ მითხარი და ნო-
მერი გაიგე ჩემი.
– ააა, კი! რა დამავიწყებს შენს თავს! შენ გამო ისეთი სილა მერგო სახეში
კახასგან!
– ჩემ გამო რატომ? – გაკვირვებულმა მკითხა.
– იპოვეს შენი ნომერი ფურცელზე, შემეცოდე და შევჭამე, რასაც სილა
მოჰყვა.
– მე კიდევ ბოდიშის მოსახდელად ვრეკავ შენთან, შეიძლება ძალიან გაბ-
რაზდე, მაგრამ ვერ მოვისვენე არ მეთქვა შენთვის, თუ ვინ ვარ და რა ცუდად

211
მოვიქეცი. მადლობაც მინდა გადაგიხადო და მინდა გითხრა, რომ მართლა
ვაჟკაცი ძმები გყავდა და ეგეთები დედამიწაზე აღარ არსებობენ, სამწუხა-
როდ! სირცხვილიც არის, რასაც მოგიყვები... აღიარებაც ხომ ვაჟკაცობაა?
– რა თქმა უნდა! გისმენ, აბა!.. – საკმაოდ დავიბენი.
– ერთ ზაფხულს ბაზალეთზე გავიცანი შენი ძმა ლაშა. გოგოსთან იყო
ჩამოსული და უკან ბრუნდებოდა თბილისში რამდენიმე დღეში. შეყვარე-
ბულს ვტოვებ და მიხედეო, ჩამაბარა იმ გაგებით, რომ არავის ეწყენინებინა
ან რამე...
– ხო, მესმის ეს წესები, მერე?
– მერე შემიყვარდა ის გოგო, მასაც შევუყვარდი.
– შენ ის ირაკლი ხარ? მარიკა მოდებაძე რომ შეგიყვარდა (მე „დავიშოკე“.
რა შუაში ვარ!)?
– ხოო! რო გაიგო, ლაშამ მაგრად მცემა და ჭადრაკის სახლში „ნინიკო“
ბარი როა, თუ იცი, მეორე სართულის აივნიდან გადმომაგდო. დღესაც კოჭ-
ლი ვარ, თუმცა დავიმსახურე (ცოტა ხანი დუმილი ჩამოვარდა)!
– სწორად მოქცეულა ლაშა! ასეთი მკაცრი თუ იყო, არ ვიცოდი. ისე კი,
მერე მაგ მარიკა მოდებაძემ შენც „გადაგაგდო“ და სხვას გაჰყვა ცოლად, –
დაუმთავრე ისტორია.
– ხო, ყველაფერი გცოდნია!
– და მაინც, მე რატომ დამირეკე? არ შეგეშინდა, ლაშას რომ გაეგო? ხო
წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, თუ ისე ძალიან იყავი გამწარებული, რომ
თავი აღარ გიყვარდა??
– კი, ძალიან შემეშინდა, არ დაგიმალავ! ნომერი რომ გაიგე, მინდოდა გა-
მემწარებინა ლაშა, შენ იმიტომ დაგირეკე, მინდოდა შემხვედროდი და რამე
საშინელება მექნა. ვიცი, ვიცი, არასწორია, იმიტომ გირეკავ ახლაც, რომ მო-
ვინანიო შენთან. შენ რომ ჩემი ნომერი გაიგე, მე იმის მერე სახლში აღარ
მძინებია, სანამ არ გავიგე შენი ოჯახის ტრაგედია, რაზეც ძალიან ვწუხვარ!
მართლა მაგარი ვაჟკაცი ძმები გყავდა და არასწორად მოხდა ყველაფერი
(ირაკლის ხმაში ტყუილს ვერ ვგრძნობ)!
– შოკში ვარ. არ გიბრაზდები, კარგია, რომ მიხვდი! მე, მითუმეტეს, არა-
ფერ შუაში ვიყავი. ლაშა შენი ოჯახის წევრებს არ შეხებია, შენ კი მშიშარა
ხარ, ოჯახს შეეხე, სიყვარული წაართვი, რომელიც მოგაბარა! ყველა კაცი
გაბრაზებას თავისებურად გამოხატავდა, ხო ასეა? ხედავ, შენ რა ცუდი აზ-
რები გაგიჩნდა გაბრაზებულზე (არ ვიცი, რატომ ვცდილობ, ყველა კაცი
კაცი იყოს!)?
– ხო, ვიცი, საშინელებაა! გინდა, შევხვდეთ? თუ მაინც გეშინია?
დღე დავთქვით და დრო „აჭარასთან“ შესახვედრად. უკან არ დამიხევია,
არ ვიცი მართალს ამბობს თუ ტყუილს, მე მას გავუქარწყლებ ცუდ ფიქრებს.
იქნებ პაატას ცდიან? მე მარტო მივალ შტერი გოგოსავით. ვნახოთ, რა უნდა!
მე არ მეშინია, ანის მოვუყევი მომხდარი მაინც და ჩემს მეგობარს შევატოვე

212
სახლში. მე კი გამოვედი დანიშნულ ადგილას „აჭარასთან“. ველოდე, ველო-
დე, არავინ მოვიდა, მერე „აჭარიდან“ გამოსული შინდისფერი პალტოთი ბიჭი
კოჭლობით ჩაჯდა მანქანაში მძღოლის გვერდით და წავიდა.
– შინდისფერი გრძელი პალტო მეცმევა!
– დროებით!
ბოლო სიტყვები გავიხსენე და წამოვედი. ანის მივაკითხე ჩემ მეგობართან.
– არ მოვიდა ჩემამდე.
– როგორ ვნერვიულობდი! ნუ ხარ ასეთი გიჟი, გთხოვ, ფრთხილად იყავი!
– მითხრა აღელვებულმა ანიმ.
– არ მინდა, ვინმეს ეჭვი ჰქონდეს რამე. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. ნუ გე-
შინია, იმას შენზე მეტად ეშინია, ხო ნახე?! რა სამწუხაროა, ასეთი კაცები
მიწაზე დადიან და ჩემი ძმები მიწაში წვანან (სულ ეს მტკიოდა)!
არ ვიცი, რა იყო სიმართლე ვიღაც ირაკლის ნათქვამში. მე მხოლოდ სიკე-
თით მინდოდა მეპასუხა და ეჭვი გამექრო მასში თუ სხვაში. ჩემს სიტყვებს ის
მიხვდება, ვინც უნდა მიხვდეს, რა ეჭვების გაქრობას ვცდილობდი მტრებში.
ეს ერთი! მეორე, ლაშასგან დაკოჭლებული ადამიანისთვის თვალებში მინ-
დოდა შემეხედა და ფარულად მომეხადა ბოდიში მხოლოდ ლაშას სულისთ-
ვის. სისულელედ მივიჩნიე ლაშას „გაბრაზება“. ვისაც არ უნდოდა ჩემი ძმა,
სწრაფად „გაეჯვა“. რა პრობლემაა, არ მესმის!.. მაგრამ რას გაუგებ ამ „ძველ
ბიჭებს“?! ეტყობა, ის ვერ აიტანა კაცისგან, კაცური სიტყვა რომ ვერ შეინახა
ბოლომდე. ცხოვრება ეგაა ზუსტად – ვიღაც იტყვის, აი, ლაშა თორაძემ ეს
ჩაიდინაო, აი, კახამ ეს გააფუჭაო, იმედამ – ისო და დაუსრულებლად შეიძ-
ლება მიზეზი მოძებნო, თუ ვინ რა გააფუჭა. მანამდე რა მოხდა, ამას არავინ
აღარ კითხულობს. ისიც ავიწყდებათ, ქართველს სხვა სისხლი რომ უჩქეფს
ძარღვებში. ყოყოჩები, ამპარტავნები რომ არიან, მითუმეტეს – კაცები! აი,
ეს კი ავიწყდებათ! ავიწყდებათ იმის თქმა, რომ მკვლელები არ იყვნენ თო-
რაძეები! სიკეთეს არ სჭირდება ჩამოთვლა! სიკეთე ვალდებულია იარსებოს
და აკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა. ხალხს კი მარტო ის ახსოვს, კარგი რა
გაგიკეთა, მერე თუ რამე ძალიან გაგიფუჭა, ისეთი, რომ შენდაუნებურად
კარგი დაგავიწყა, ეგეც შენი ბრალია თურმე.
უცხო ენების ინსტიტუტი იყო ჩემი მეორე სკოლა. „შატალოზე“ იქ გავრ-
ბოდი. საშინლად შემძულდა სკოლა. მახსენებდა ჩემს ბედნიერ წლებს, რაც
კიდევ უფრო მიგლეჯდა გულს. გაივსო ჩემი მოგონებების სკივრი! ერთი რა-
ღაც მეორე ამბავს მახსენებდა... ეს კი ნერვებს მიშლიდა... კატო ამოვიჩემე,
შვილივით მას დავდევდი. ის კი უცხო ენებში სწავლობდა... იყო ისეთი პერი-
ოდები, ბავშვივით რომ მაბანავებდა თავის სახლში, უწყლო-უშუქო ხანაში.
ძალიან არეული ვიყავი... რომ ეკითხათ, რა „გაგებას აწვები“ ცხოვრებაშიო,
სიმართლეს ვერ ვიტყოდი. „ძველი გოგოც“ ვიყავი, ბავშვიც ვიყავი, მამას
კანონებს სულ ვიცავდი. სიგარეტის მოწევით დავარღვიე მხოლოდ ერთი კა-
ნონი! არა მარტო მე ვიცავდი წესებს, შეწუხებული მყავდა სტუდენტები, კა-

213
ტოს „პადრუგები“. მიმალავდნენ, თუ ვინმეს „პაპუტნიში“ ჩაუსხდებოდნენ;
თუ ვინმეს უცხო მანქანაში ვხედავდი, მატყუებდნენ, ნათესავია შორეულიო.
მძულდა „პაპუტნი პასაჟირები“. თავს განსაცდელში თვითონ იგდებდნენ და
მერე ბიჭებს აბრალებდნენ, როგორც ჩემს ძმებს! ჩემი დიდი სურვილი იყო
ყველაზე პატიოსანი და მაგარი „ტიპშა პადრუგები“ მყოლოდა, „ძერსკები“ და
„დასტოინები“, მტერს რომ თვალს დასთხრიდნენ და გულს რომ გაუჩერებდ-
ნენ. დავდიოდი და ვარჩევდი ცუდებიდან საუკეთესოს. ვინც არ დამიჯერა,
ცხვირიც წაიტეხა! სხვა სხვის ომში ბრძენია. ბრძენი რჩევები კი სანატრელია
და მისაღები, რაც ძნელია, ვიცი! ადამიანს როცა უყვარხარ, ის უფრო ბრძენია
შენს საქმეში. მეც თითქმის არავის ვუსმენდი, მამის ხმას ველოდებოდი მხო-
ლოდ და სანამ ჩემამდე ხმა მოაღწევდა, აჩქარებულს მეც დამიშვია შეცდომე-
ბი, მეც წამომიკრავს ფეხი, მაგრამ ისეთი დიდი ქვა არ შემხვედრია, გვერდის
ავლა გამჭირვებოდა. ცხოვრებისეულ სიძნელეებს, ბუნებრივია, რაც მეტს
დასძლევს ადამიანი, „დასტოინად“ და პატიოსნად იცხოვრებს, მით მეტად
დაფასდება, ღვთის წინაშე როცა წარსდგება და გარკვეული დროის მერე კა-
ცობრიობაც დააფასებს. მთლად ჩალით ვერ დაფარავს ბოროტი სამყაროს!
ყველაფერს ეშველება, თუ სხვას არ გაუკეთებ ბოროტებას, მომაკვდინებელ
ცოდვას არ ჩაიდენ, თუ სხვის სულს არ შევაწუხებთ, სიყვარულს არ გამოვგ-
ლეჯთ ხელიდან! სულერთია, რისთვის აკეთებ ამას: ნაგავში ჩასაგდებად თუ
მიწაში დასამარხად! ყველაფერს ეშველება დანარჩენს, თუ არ გავიხრწნებით!
პაატა წელიწადსა და რამდენიმე თვეში უცებ გაიზარდა; ისე, რომ ყვე-
ლაფერს ჯიბრზე მიკეთებდა, ყველაფერს მიშლიდა. მისთვის უნდა მეკითხა
ყოველი ნაბიჯი და ისე მეცხოვრა. ჩემთვის მიუღებელი იყო ძმის უფროსობა.
ძნელია, დედასავით ამაგი როცა გაქვს გაწეული და მერე გიბრძანებენ, შვი-
ლივით დაემორჩილო. არ ვიცი, ეს ასაკის ბრალი იყო თუ გარშემომყოფები
ცდილობდნენ ბოლომდე გავენადგურებინეთ, პაატას „მოზგავდნენ“ არასწო-
რად! ახალი საკამათო და სადავო გაგვიჩნდა მე და პაატას:
– მე ბიჭი ვარ! ვეწეოდი და ჩვენების დახოცვის მერე არ მომიწევია. იმათი
ხათრით თავი დავანებე, შენ კი დაიწყე! ეგაა შენი სიყვარული?! – მეჩხუბე-
ბოდა პაატა.
– ხო, ვიცი, საშინელებაა, მაგრამ არ ვეწევი, გავსინჯე (უნამუსოდ ვიმარ-
თლებდი თავს. არადა, სირცხვილით ვკვდებოდი შინაგანად)!
– ჰოდა, ახლა დაიფიცე! მოდი სურათებთან და თქვი, რომ აღარასოდეს მოწევ!
მამუკა ჭანტურიას დაურეკა პაატამ (არ იცის პატარამ, საყვარელმა ამ
დროს როგორ მოიქცეს! გააღვიძა ღამე ლაშას ძმაკაცი). ისიც იმავე რეაქ-
ციით „მტისკავს“. დამაყენეს სურათებთან და დამაფიცეს ძალით! მძულს სი-
გარეტი! მე მის გამო ფიცი დავარღვიე! მძულს მაგით რომ მომერია ეშმაკი†.
ნერვები მეშლება! რატომაა ასეთი გემრიელი სიგარეტი დამწყებისთვის?
რატომ ვერ ვერევი ამ პატარა რაღაცას? ასე რატომ მივეჯაჭვე? ეჰ, მამას
მაგრად ვუმტყუნე სიგარეტში... მამა იტყოდა, ქალი პირში სიგარეტს რომ

214
ჩაიდებს და საფერფლეს დაემგვანება, ის ყველაფერს იკადრებს, რაც ქალს
არ ეკადრებაო. მე არ ვიკადრებ ყველაფერს! აი, ნახავ, მამ! ვხვდები, უკან
ვარ ერთი ნაბიჯით. მეტი არ იყოს! ეს არაფერი! – თავს ვინუგეშებ. წამით
არ შემიწყვეტია ჩემებზე ფიქრი ან მათთან ლაპარაკი: თუ რამეს ვაშავებ-
დი, ვუყვებოდი, ვუხსნიდი, თუ რა იყო მიზეზი: მთელი ცხოვრება ასე იქნება,
დღესაც ასეა! ჩემები სულ ჩემთან არიან, მათთვის ვიცოცხლებ სიკვდილამ-
დე! დიდი იმედი მქონდა, ყველანი ერთად ვიცხოვრებდით დიდ ლამაზ სახლ-
ში, როგორც ვოცნებობდი საბავშვო ბაღში...
„სტრანნი“ სატელეფონო ზარები დროდადრო მაინც შემოდიოდა პირა-
დად ჩემთან. ყველაფერს ვერ მოვყვები, რა თქმა უნდა. რაღაცები ამოვარჩიე
მეხსიერებიდან და საჭიროდ ვთვლი, სხვამაც იცოდეს, თუ როგორ ადვილად
შეიძლება ადამიანს ცილი დასწამო, თუნდაც იმით, რომ რაღაც მოისმინო და
დაიჯერო. იქნებ ეს ამბავი დაეხმაროს ასეთ ხალხს! მე არ მჭირდება მტკიცე-
ბა ჩემი ოჯახის სიკარგის. ეს ჩემთვის საკმარისია, რომ ვიცი, ვინ ვინ იყო. მე,
უბრალოდ, ვყვები სიმართლეს და ვისაც როგორც უნდა, ისე განსჯის. არც
არავის დასაპატიმრებლად ვწერ ჩემს ცხოვრებას და არც დასარწმუნებლად.
მინდა სიმართლე ვთქვა. იქნებ ამით ვინმეს გადარჩენა შევძლო, ვინმეს და-
ფიქრება. იქნებ გონს მოეგოს, იქნებ მივიდეს აღსარებამდე, ცოდვები ხში-
რად ავიწყდებათ, ესეც ხომ ეშმაკის† ერთ-ერთი მოვალეობაა...
გოგო რეკავს, მე მკითხულობს:
– გამარჯობა, თამუნა, რაღაც მინდა გითხრა, თავი ვალდებულად ჩავთ-
ვალე, რომ გითხა (ვერაფრით ვიხსენებ სახელს, მგონი, ნინო)!
– გულისყურით გისმენთ (ძალიან დავინტერესდი).
– მე კახას შეყვარებული ვიყავი ცოლამდე, მერე კი შორენა მოიყვანა. მე
კახასგან შვილი მყავს, ბიჭი.
ენა ჩამივარდა, ლაპარაკი დამავიწყდა, ძალა ძლივს მოვიკრიბე, ისე გამი-
ხარდა ძმისგან კიდევ ერთი საჩუქარი.
– კარგი რა, რას მეუბნები?! და, ეს კახამ იცოდა? – ვკითხე გაოგნებულმა.
– კი, იცოდა. შორენასაც ვიცნობ, ბავშვებს ვაკის პარკში ვასეირნებდით
ერთად. კახა კარგი მამა იყო, მაგრამ გვარი არა აქვს თორაძის. რა ვიცი, ასე
მოხდა (დარდიანად მითხრა, რამაც ეჭვი გამიჩინა)...
– როგორ გაიცანი კახა? სად ცხოვრობ? მოვალ შენს სახლში და სიამოვ-
ნებით გაგიცნობთ შენ და კახას შვილს (უკან არცერთი წამით არ დამიხევია,
ძალიან მიყვარდა სამივე ჩემი ძმისშვილი და ვიცოდი, მასაც შევიყვარებდი)!
– ტელეფონით გავიცანით ერთმანეთი. პირველად კახას დათქმულ ადგილას
შევხვდით ფილარმონიასთან, მწვანე ქალთან (გაეცინა). ასე ეძახდა შენი ძმა.
მეც გამეცინა. მართლა ასე ვეძახდით ოჯახში ყველა, რაზეც მშობლები
დაგვცინოდნენ, ძეგლებს ფერებით არჩევენ, არც კი რცხვენიათო. თითქოს
სითბო ჩამეღვარა გულში ამ ადამიანის მიმართ – მე ხომ ყველა მიყვარდა,
ვინც ჩემს ოჯახს გამახსენებდა კარგად.

215
– მოდი, შევხვდეთ, ან შენთან მოვალ. იმას გავაკეთებ, რაც შენთვის უკე-
თესი იქნება, – სწრაფად ვუთხარი.
გოგოს გაუხარდა, შევთანხმდით ვაკის პარკში შეხვედრაზე. მთელი ღამე
არ მეძინა, დებსაც მოვუყევი. ვთხოვე ჯერ არაფერი ეთქვათ პაატასთვის,
რომ არ ენერვიულა. მეორე დღეს წავედი დიდი გოგოსავით, 14 წლის თუ 15-
ის. დილით უცხო ენებში შევიარე, გოგოების დახმარება მჭირდებოდა. სქე-
მა შემოვხაზე და განსახორციელებლად დავიძარით ვაკის პარკისკენ. ერთი
ძმაკაცი მყავდა, კატოსგან გავიცანი, დონსკის ვეძახდი. ისიც დავიბარე პარ-
კში, ბიჭიც რომ ყოფილიყო. მარტო მე მივედი ეგრეთწოდებული ჩემი ძმის-
შვილის დედასთან. დავსხედით სკამზე, ვაყოლებ რაღაცებს. დავრწმუნდი,
რომ შორენას იცნობს და კიდევ ვიღაცებს. „დაქოქილი“ მიყვება ზღაპრებს,
ოსტატურად მაჯერებს შეთხზულს, პროფესიონალთან მაქვს საქმე! და აი, ამ
დროს, ვითომ შემთხვევით, ხდება ის, რაც დავგეგმე:
– ვა, შორენა! აქ რა გინდა? – მე ვითომ ძალიან გამიკვირდა.
– გოგოებთან ერთად ვარ, უცხო ენებში ვიყავი და ისე გამოვისეირნეთ,
შენ აქ რა გინდა?! – ვითომ გამიბრაზდა შორენა.
გადავკოცნე სულყველა, ვითომც არ მინახავს დღეს არცერთი. რა იცის
ამ საწყალმა უნამუსო გოგომ თავისზე კარგ „პროფესიონალთან“ რომ აქვს
საქმე?! დონსკიც მოვიდა, ვითომ შემთხვევით. ერთად დავსხედით აქეთ-
იქით სკამებზე.
– შორენ, იცნობ ხომ ამ გოგოს? – ვეკითხები მე.
– რაღაც ვერ ვიხსენებ! – დაიბნა ვითომ ყურაშვილი ნინჩო, რომელიც შო-
რენას როლს ასრულებდა.
– კახას შვილის „დედამ“ გვერდზე გამიყვანა:
– ვაიმე, არ უთხრა, ვინ ვარ. კარგია, თუ ვერ მიცნო... მგონი, ვითომ ვერ
მიცნო, – შეშინებული მეუბნებოდა.
– და რა პრობლემაა? თუკი კახასთან ერთად ბავშვებს ასეირნებდით, თან
ეს ერთხელ არ ყოფილა, როგორც მომიყევი!.. მეც ვბრაზდები ახლა შორენაზე,
რას თამაშობს ნეტა?! აშკარად გიცნო, მიმალავს ეს უნამუსო, ასე გამოდის! არ
უნდა ვიცოდე, კახას სხვა შვილიც რომ ჰყავს! და ეს რას ნიშნავს, იცი?! შორენა
აქვე უნდა ჩავმარხო ამხელა ტყუილისთვის! ვის აქვს უფლება ეგ დამიმალოს?!
ნამდვილად ეს უნამუსო იყო კახასთან ერთად? იქნებ გატყუებდა და შორენა
არ იყო (მე ვითომ გავმწარდი შორენაზე და თავს ვიგიჟები ამის უნამუსობაზე)?
– არა, რას მატყუებდა, ეს იყო ნამდვილად, ვიცნობ მშვენივრად! ისე მიკ-
ვირს თვითონ რატომ მალავს. არ მინდა აქ წივილ-კივილი, გთხოვ, არაფერი
უთხრა (თან მაგარს „ჩორტაობს“)!
როგორ ვიკავებ, თავს ვერ გადმოგცემთ, ეს შავტუხა ქალი, გრძელი,
უშნო, უშნოდ ჩაცმული, ეშმაკს† რომ ჰგავს შავ გრძელ პალტოში და შავი
გრძელი თმით, მინდა თმით ვითრიო. არავინ იცის, ჩემს გულში ვებრძვი: აზ-
რზე მოდი, თორაძე! ჭკუით აჯობე ამ ვიგინდარა ვირთხას!

216
– კარგი, მოდი აქ! – მივიყვანე, სადაც გოგოები ისხდნენ და გველოდე-
ბოდნენ, – შორენა, კარგად შეხედე ამ გოგოს, არ იცნობ?!
– არა, თამუ, არ ვიცნობ და რა ვქნა? ხომ გამაცანი და აწი მეცოდინება!
– ამბობს ყურაშვილი.
– შორენ, შენ, ეს გოგო და კახა არ ასეირნებდით ბავშვებს აქ?! – ვერ
ვისვენებ.
რეებს ბოდავ! კახა და ვაკის პარკი?! – ყურაშვილი გაცოფდა.
მივუტრიალდი „ვირთხას“. ველოდები, რას იტყვის. ისეთი შავტუხა იყო,
სიწითლე არ ეტყობოდა სახეზე, მაგრამ რა ვუყოთ, თვალებს რომ ვერ მა-
ლავდა?! სიბოროტისგან ცეცხლებს ყრიდა კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა!
შეხედეთ, პალტოში როგორ ჩამალულა ეს ისედაც ჩამალული!
– როგორ, შორენა?! არ გახსოვარ? – „ვირთხა“ არ იხევს უკან.
– არა და შენ გახსოვს ხო, შე „ახვარო“?! ღირსი ხარ, გაგაშიშვლო და ისე
გაგიშვა! შეხედე ამ გოგოს, შე „ნაბოზარო“! შორენა ყარყარაშვილი კი არა,
ნინო ყურაშვილია, შე „ჩათლახო“ შენა! ამხელა უბედურება გადამხდა იცი და
მირეკავ, „მაბოლებ“! რისი ღირსი ხარ, შენ შეაფასე (ყველა გააოგნა „ვირთ-
ხის“ სითავხედემ და გვიყურებენ პირღიები)! რა გიღირდა თავის ასე „გაბან-
ძება“? რა ფული ღირს ამხელა ტყუილი? შენ რა შვილი უნდა გაზარდო?! ან
შენ რა შვილი ხარ ასეთი უსირცხვილო! ადექი ახლა და ისე წადი აქედან,
აღარც გაბედო ოდესმე მაგის გამეორება, რაც ჩემთან მოიგონე! – გამწარე-
ბული ვეუბნებოდი.
მართლა განადგურებული იდგა პატარა გოგოს წინაშე და დანარჩენები
მას უყურებდნენ, შერცხვენილს. ამ რამდენიმე წუთში როგორ დაბერდა, არ
ვიცი. მოტეხილი ადგა სკამიდან. სადღაც შემეცოდა კიდეც. გავიფიქრე, ასე
როგორ გაუჭირდა, რომ ამხელა ცოდვას სჩადის, ტყუილს ბედავს, მკვდრებს
იშველიებს. რა თქმა უნდა, ყველას გაუკვირდა ჩემი გამომძიებლური „ტრი-
უკების“. დამაყარეს შეკითხვები: როგორ მივხვდი? როგორ მოვიფიქრე? რო-
გორ დავგეგმე და ა. შ. გოგოებმა თქვეს, რომ აზრადაც არ მოუვიდოდათ,
რომ იტყუებოდა. იქიდან ჩემთან ავედით ვერაზე. ამ ამბავს მარტო ვერ მოვ-
ყვებოდი პაატასთან, დამალვა არც მიფიქრია. სახლში კარზე რომ დავრეკე,
პაატამ და ჭანტურიამ გამიღეს, ჩამეხუტნენ, ცოცხალი აღარ ვეგონე, შეში-
ნებულები მელოდებოდნენ. ნინომ ჩემი გაფრთხილება არ გაითვალისწინა,
როგორც ყოველთვის, და აი, დამხვდნენ გაგიჟებული.
– ეს რას აკეთებ, თამუ! არ გეშინია, ადამიანო?! ვინც დარეკავს, ყველას
უნდა შეხვდე?!კარგი რა! კარგი რა! გაგვაჭაღარავე! იქნებ ვინაა?! რატომ გა-
ყავხარ სახლიდან?! თან არ გვეუბნები! ხო უნდა იფიქრო მაგაზე (საყვარელი
ჭანტურია, მართლა მხოლოდ ეგ იყო ლაშას ნამდვილი ძმაკაცი)!
– ჭკუით ვერ მაჯობებს ვერავინ! კახას შვილი მართლა ჰყავდა თუ არა,
უნდა გამეგო და რა გამიტრაკეთ ამ შიშით! არ მეშინია, ჩემს თავზე პასუხს
ვაგებ! გენიოსი მოვკვდები! აი, ნახავთ! ჩემი გაყვანა ვინმეს რომ უნდოდეს,

217
არც არავისი შეეშინდებათ. მიწის ქვეშიდან ამომიღებენ, თუ ძაან დასჭირ-
დათ. მთელი ცხოვრება შიშით ვიცხოვრო?! არ მინდა, რა! ბარემ დამმარხეთ
(მე სულ ამას ვიძახდი)!
– კარგი, გასაგებია, ყველაფერი და გეთანხმები, მაგრამ ხომ უნდა მითხ-
რა, მეც რომ ვიცოდე... რო რამე მოხდეს, მზად ვიყო! – პაატა მიბრაზდება.
– გოგოებს მაგიტომ ვუთხარი და, თუ შემაგვიანდებოდა, გეტყოდნენ. რა
გინდა, არც მაცადეს დაგვიანება, ხო ხედავ, მანამდე რომ არ გენერვიულა,
არ გითხარი, არ გამიშვებდი, მე კიდევ მაინც წავიდოდი და რა გამოვიდოდა?
ამაზე უარესი! – ვუხსნდი პაატას.
– არა რა, ეს ვინაა „ვაფშე“?! არ ესმის არავისი (ჭანტურია ხელს ურტყამს
ხელს და თავს იქნევს, როგორც ყოველთვის, საყვარლად)!
– მე მესმის ის, რაც თქვენ და ბევრს არ ესმის! თქვენ ის გესმით, რაც მე
არ მესმის! მაგიტომ ვარ მე მე და შენ შენ (მე „ბლატაობას“ ვერ გადავეჩვიე)!
– კარგი ხო, რაც იყო იყო! ეს კარგი გოგოები ხშირად მოიყვანე ხოლმე...
პაატა აცელქდა, ჭანტურიამ სიცილი დაიწყო... შორენასაც მოვუყევი
მომხდარი. მართალია, მისი ოჯახი სახლიდან გავყარე, მაგრამ მაინც არ და-
მიკარგავს შორენა და გიორგი... ძალიან იხალისა ვაკის პარკის ამბავზე და
დამიდასტურა, მსგავსი არაფერი ყოფილაო.
ძალიან ძნელია, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ისევ „დავ-
პატარავებულიყავი“. ყოველდღე მემატებოდა ასაკი, ასე მეგონა. ვცდილობ-
დი დამეთმო რაღაცები ძმისთვის. კარგი, რა პრობლემა იყო საყვარელი
ძმისთვის მეკითხა: პაატა, შეიძლება თათოსთან წავიდე? ისიც მეტყოდა კის
ან არას. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მაინც მივდიოდი, ეს იყო პრობლემა და
სულ ვჩხუბობდით... სულ თუ არა, ხშირად მაინც.
ჯაყელა რუსეთში იყო რაღაც პერიოდი. მერე სანჩომ და ჯაყელამ პაატას
საქმეები ურჩიეს, ნაწყენები იყვნენ, რადგან დიდებთან მეტ დროს ატარებდა
ჩემი ძმა, რაც კეთილის მსურველს აღარავის მოსწონდა. მეზობლები რეკავ-
დნენ სახლის ტელეფონზე პრეტენზიებითა თუ რჩევებით, თუ როგორ საში-
შად ჩანდა გარედან ეს ამდენი ბიჭი ერთ სახლში და ისიც თორაძეების ბინაში
– სმა, „კაიფი“ და „გარჩევები“... რაც მთავარია, პაატა არაფერ შუაში იყო.
არც „კაიფობდა“, არც სვამდა და არც საქმეებს „არჩევდა“, მაგრამ ბიჭებს
ვერ „უტეხავდა“. მე რომ ვყრიდი სახლიდან ყველას, თავზე მახტებიო, კაცუ-
რად ვჩხუბობდით. თავი კარატეს დარბაზში გვეგონა, მორევით ვერცერთი
ვერეოდით... სკამების მტვრევის ხმაზე ვინმე თუ გაგვაშველებდა, ძალიან
მიყვარს პაატა! ისე ძალიან, რომ ყველა ღონეს ვხმარობდი, ოღონდ არასდ-
როს მეცხოვრა მის გარეშე! ერთ ჩვეულებრივ საღამოს დარეკა შორენამ:
– თამუ, ძაან ცუდი ამბავი მაქვს, სასტუმრო „მეტეხში“ ვიყავი და გავიგე შემ-
თხვევით, ვიღაც ტიპები ამბობდნენ, პატარა თორაძე გაიზარდა რაღაც და მა-
გასაც უნდა მივხედოთო, თორემ შეიძლება სერიოზული მტერი გახდეს და რაში
გვჭირდებაო. შეწყვიტოს მანდ რია-რია ან საერთოდ წავიდეს თბილისიდან!

218
– და ვინ იყვნენ, არ იცი? – ვკითხე შეშინებულმა.
– არა, არ ვიცი, მგონი, „ბოროტები“...
ძალიან გავბრაზდი ყველასა და ყველაფერზე. მანამდე პაატას და შორე-
ნას შელაპარაკება მოსვლიათ, მე სახლში არ ვყოფილვარ. პაატას ვეცი:
– აი! ხო, ხედავ?! გეუბნები და არ გჯერა! არ უნდათ ცუდი შენთვის ამ
ბიჭებს, მესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ გამოდის ცუდი! არაა ეგ სწორი,
ძმაო, გაიგე რა! რადგან უფროსი არ გვყავს, ბალაგანი უნდა გქონდეთ,
ხო?! „იასნია“, გარეთ ცივა. აქ არ ჯობია „ბირჟა“?! ამდენს რატომ ვერ
ხვდები?! მართლა აზრზე მოდი, გთხოვ, რა (როგორ ვეხვეწებოდი და ვეჩ-
ხუბებოდი)!
– კაი რა! რას ვაშავებ! კოლეჯში დავდივარ, მუსიკაზე დავდივარ, ინგლი-
სურზე დავდივარ! მეტი რა გავაკეთო?! კაბა ჩავიცვა (პაატაც ბრაზობს და
სიმართლეს ამბობს)?
– რასაც გეუბნები, ის გააკეთე! ნუ მოვა ამდენი ხალხი, დაგვანებონ ცოტა
ხანი თავი! იქნებ არ გახვიდე საერთოდ სახლიდან? მეშინია, პაატ! რატომ
გაგყავს გარაჟიდან „ფოლცვაგენი“? რატომ ხვდები თვალში მტრებს? ხო ხე-
დავ, ეშინიათ ისევ „ნაბოზრებს“ თორაძეების! ამ შოთას და ვიღაც „სირებს“
სვამ „რულთან“ მაინც და რად გინდა? იარე ფეხით ისევ კოლეჯში! მამაჩემი
სიგარეტზე თუ ბრაზობს, „ფოლცვაგენი“ ტრაკქვეშ რო ამოადებინე გურუ-
ლო „სირს“ და შოთას, მანამდე მიჩელას და, „დავაი, გულიაეტ ბანდა“, რა! არა
(მიჩელამ კოლეჯში დააწყებინა სიარული პაატას. მაგ სიკეთეს ვერ დავუ-
კარგავ, მაგრამ ყველაზე ვჩხუბობდი)?!
– ვინმე მოგწონს?! ყველა „სირია“, ხო (პაატაც ჩხუბობს)?!
– ხო, ყველა! ერთიმეორეზე უარესები!.. ვერ ხედავ, ხო? ჯერ სადა ხარ!
რაც დრო გადის, არც კაცები ჩამორჩნენ ბოზ ქალებს და აი, ცდილობენ „და-
ეწიონ“, წლებია! დღეს უკვე ძნელია კაცისა და ქალის გარჩევა! შეიგნე (არ
მეზარებოდა ძმის დარიგება)!
სერგეევიჩს „ფოლცვაგენი“ ისე მოუნდა, სანამ მოკლავდნენ, სამ მანქა-
ნაში გადაცვალა და ფულიც დაამატა. 24-ში, პატიაშვილი რომ დაჰპირდა და
მისცა, 31-ში, რომელიც მანამდე მისცა სახელმწიფომ და ბუქსირიან „მოსკ-
ვიჩში“ (ბუქსირზე ფანჯრებით), რამდენიმე ადამიანზე რომ იყო გათვლილი
და ერთ-ერთი სერგეევიჩს ერგებოდა სახელმწიფოსგან. როგორც ამბობდა,
„ფოლცვაგენის“ ყოფილი მფლობელი, ფული აღარ დამიმატაო და ჩვენ მოგ-
ვადგა სერგეევიჩზე განაწყენებული. ერთ დღეს მიჩელასთან ერთად იყო გა-
სული პაატა. იმ ვიღაცას გაუჩერებია მანქანით და, ან მანქანა დამიბრუნეთ,
ან ფულიო. თავხედი! იმ ჩამონათვალსაც უარყოფდა, რაც მამამ მისცა და
როგორ დამეჯერებინა, თანხაზე რასაც ამბობდა? მე ჩარევა არ დამჭირვე-
ბია, მომხდარი მოვისმინე, თუ როგორ იმუქრებოდა, ავაფეთქებ ამ მანქა-
ნასო. აუხსნეს, რომ ნინიას ბაღში არ კრეფდა ვაშლებს, რომ ასე არ ხდება
ცხოვრებაში... ის კი მოგვეშვა, მაგრამ მე პაატა მაღელვებდა. სულ წაეღოთ

219
ის მანქანა, არ ვჩიოდი! ვინც თორაძეებს ვერ მოერია ცხოვრებაში, წარსული-
დან მოათრევდნენ აწმყოში და ჩვენ გვთხოვდნენ პასუხს! ამხელა ოჯახი რომ
ჩახოცეს, ჩვენ არ უნდა მოგვეთხოვა პასუხი, დარჩენილებს! პაატამ სულ-
ყველა დაცხრილული მანქანა გააკეთებინა და გაყიდა, რომ გვეარსება და
ასევე „ეგულავათ“ მიჯაჭვულ ძმაკაცებს, რომლებსაც თურმე ჩვენი ოჯახის
„სიყვარული“ ამოძრავებდათ! გურულო, ბესელა, შოთა, მუკუჩა – ყველაზე
ახლოს ესენი იყვნენ პაატასთან. დუგლა და თავგასა ხშირად არ მოდიოდნენ,
ქვეყნიდანაც წავიდნენ სასწავლებლად...
– ეს ამბავი არ არის კარგი! ისე უნდა მოიქცე, რომ არ ჩანდე! „მეტეხის“
სამრეცხაოში რა საჭიროა რომ რეცხავ „ფოლცვაგენს“? სადაც „სამარიაჟოდ“
არეცხინებენ, აუცილებელი იყო, იქ გაგერეცხა შენც?
არაფერი არ ჭრიდა. მე ერთს ვამბობდი, ბიჭები – მეორეს.
ყველას გავაგებინე შემოსული ზარის ამბავი. ბევრს არ უნდოდა, დაეჯე-
რებინა. ზოგს ეგონა, მე ვიტყუებოდი.
– რა ვქნათ? – პაატა დაფიქრდა, – შორენამ წილი მოითხოვა სახლის,
იცი? იქნებ ეგ მიშორებს?
– ეგ ამბავი მე რატომ არ ვიცი? – ძალიან გამიკვირდა.
– არ იყავი სახლში. მე ვუთხარი, თუ საცხოვრებელი არა აქვს გიორგის,
აქ მოიყვანე-მეთქი. შორენა დამემუქრა, ამ სახლს ორი კარი ექნება, თუ არ
გაყიდიო, – პაატა წყნარად მიყვებოდა შორენას თავხედობას.
– მაგას „შიგ“ ხო არა აქ?! რით ვერ გაიგეს ეს სახლი ჩვენია მარტო! „ვაფ-
შეტა“, ჩემია, მაგრამ თუ ოდესმე გაიყოფა, მხოლოდ ჩვენ ხუთზე! დედები!
მამები! დედების და მამების საყვარლები ასევიათ ტონობით და კიდევ ჩვენს
ქონებას ეტირებიან! ღმერთო, როგორი მათხოვრები არიან! შენ ნუ გეშინია,
პაატ! მთავარია, შენ მე დამიჯერე (გავბრაზდი ძალიან)!
კახას და იმედას დარჩენილი „მაკაროვები“ სახლში მოატანინა ბიჭებს.
ასევე, „ნაგანი“ დათო გაგუას გამოართვა, ძმაკაცს. მე დანებს ვაგროვებდი
ბავშვობიდან და არც დიდობაში შემიწყვეტია. კოლექციიდან ჯუნას მოეწო-
ნა ერთი ძალიან და არ მომეშვა, სანამ „აბრეზში“ არ გავუცვალე. ლეიბის
ქვეშ მედო. რა იცი, რა ხდება... პაატას უნახავს და მთხოვა, ისიც მიმეცა.
– მე მოყვარული ვარ ამ ჯართის, თორემ წამით არ მიფიქრია, თავის დაც-
ვა თუ არის შესაძლებელი. შენ ახლა გჯერა, თუ ვინმეს შენი მოშორება უნდა,
რომ ამით თავს დაიცავ? თუ ორზე მეტი ხელი გაქვს და მიმალავ? ან ხომ
არ გგონია, ამ ბიჭებიდან რომელიმე დაგიდგება გვერდში? როგორ მაოცებ!
შენი ურემი ვერ გადაბრუნდა, ეტყობა, ყველასი რომ გადაბრუნდა! გაატო-
კე, ძმაო, ტვინი და გაახილე თვალები!!! ყველანი დაგვიხოცეს! შენი მოკვ-
ლა „გაუტყდებათ“?! „გაიზარდე“, რა! ასე რამ დაგიხშო გონება! ამიტომ უნდა
იმეგობრო ნორმალურ ხალხთან და არა ამ „დასირებულ“ მორფინისტებთან
და ექვსთვე-ნახევრიან გურულოსთან! რა უნდა გასწავლოს ამ „სირმა“? მუნი
აქვს დაუბანლობისგან და შენს დებს მერამდენედ გადასდო?! მამიდამისი მე

220
მირეკავს, უთხარი, იბანაოს და წვერი გაიპარსოსო, „ბლიად“! ეგეთ ხალხს
კაცებად როგორ თვლი, არ „გიტყდება“?! – ვჩხუბობდი.
– არა მგონია, ვინმეს ჩემი მოშორება უნდოდეს. კარგად გაარკვევენ და
მიხვდებიან, წესიერად ვცხოვრობ. ესენი კი იდოს მაინც, რას გიშლის (პაატა
თავისას არ იშლიდა)!
– მე არ მიშლის, იმათ უშლის! წავა „ბოზი“ ვინც არის და მიუტანს იმ ამ-
ბავს, რაც უნდა რომ მიიტანოს. აზრზე არა ხარ ცხოვრების და არც მე მის-
მენ! გამომყევი თუ გინდა, გადაგარჩენ! თუ არადა, ნერვები მე აღარ მივარგა,
„მოგტყვნიათ“ ტვინები! რატომ არ უშვებ, რომ ამათგან რომელიღაცა „ნა-
სეტკაა“ (ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვამტკიცებ, რასაც ვხედავ და ვგრძნობ)?!
– ყველას არ ვეუბნები და ვინც იცის, იმათში ეჭვი არ მეპარება! – დარწ-
მუნებით მითხრა პაატამ.
– ძალიან ცუდი! ყველაში უნდა გეპარებოდეს ეჭვი, დღეს ისეთი ცხოვ-
რებაა! მითუმეტეს მათში, ვინც „კაიფობს“. არ გახსოვს? როგორ ახასიათებ-
დნენ ნარკომანებს ჩვენები?! გაგახსენებ! ცოლს გაცვლიან ერთ „ზახოდში“
და დედას! შენ ვინ ხარ? არც არავინ! ეჰ, დაიღუპები, პაატა და ჩვენც დავი-
ღუპებით, მთელი ოჯახი! გული მტკივა, რისთვის გაწირეს კახამ და იმედამ
თავები? ჩვენთვის? ღმერთო ჩემო, რა დაუნახაობაა! იმისთვის დაიხოცნენ,
რომ ჩვენ ვყოფილიყავით კარგად! წყნარი ცხოვრების საშუალება მოგვცეს.
შენ კი, პირი გააღეთ, ვეშაპებო, უნდა ჩაგიხტეთო, რა! ასე გამოგდის (ტირი-
ლი დავიწყე)!
– ყველაფრის გაბუქება იცი შენ (აი, რას ფიქრობდა პაატა)!
აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მე მაინც არ ვჩერდებოდი. გურულოს ოზურ-
გეთელი ძმაკაცი შოთა, რომელიც სულ პაატასთან იყო ბოლო პერიოდში,
მამა ოზურგეთელი „შავი“ ჰყავდა თუ რაღაც მსგავსი, „გაიჩითა“ ჩემი ძმის
მძღოლად. მე აღარ ვჯდებოდი მამაჩემის „ფოლცვაგენში“ და არც დებს ვაძ-
ლევდი ნებას, ჩამსხდარიყვნენ. მოგვიანებით გავიგე, შოთას მამას მანქანები
ჩამოჰყავდა გერმანიიდან. პაატას კი „მარიაჟობის“ ხანა დასწყებია უდროო
დროს. ჩემთან შეუთანხმებლად ფული მიუცია შოთას მამისთვის, რომ ჩა-
მოეყვანა ორი თუ ერთი მანქანა, აღარ მახსოვს. რომ გავიგე, გავგიჟდი. რაც
მთავარია, გურულომ იცოდა და მიმალავდა. პაატამ დამამშვიდა, ბიზნესის
თვალსაზრით შევუკვეთე მანქანები, იაფად ვიყიდი გერმანიაში და ძვირად
გავყიდი თბილისშიო. ცოტა ფული დაგვრჩება და აღარ გავყიდით ყველა-
ფერს, თუ ამ საქმემ გაამართლაო. განა რამე იყო ამაში ან პაატას საქციელ-
ში არანორმალური, მაგრამ იმ შეშინებულ მკვლელებს ყველაფერი უარესად
ეჩვენებოდათ და არ მიკვირს, რადგან თორაძეებს მართლა არ ავიწყდებათ
არავისგან არც ცუდი და არც კარგი და ეს მათ ძალიან კარგად იცოდნენ.
ვაჟკაცობა და გამბედაობა ფეხის ადგმამდე ჰქონდათ შეთვისებული თო-
რაძეებს. მტერი აშკარად მშვენივრად იცნობდა ამ გვარს, მაგრამ ნეტა რას
აკეთებდა ამ დროს უკვე საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ედუარდ

221
ამბროსიევიჩ შევარდნაძე?! ბევრი ოჯახი ამოხოცა გვარდიამ, მხედრიონმა
და სპეცრაზმმა მრავალშვილიანი დედ-მამითურთ, რომ არცერთხელ დაინ-
ტერესებულა ობლად დარჩენილი ბავშვებით?! თუ შორიდან გვკითხულობდა
ისევ ჩვენს მტრებთან?! რატომ არასდროს დამიბარა თავის კაბინეტში? იქ-
ნებ რა მქონდა მისთვის მამისგან გადასაცემი? იქნებ მეტი სიმართლე გაეგო
ჩემგან? იქნებ ისე დახმარებოდა ეს ყველაფერი, რომ ქვეყანა უკეთ წარე-
მართა და გარშემო მყოფ „ნდობით აღჭურვილ“ ტიპებზე დაფიქრებულიყო?!
ადამიანობაზე აღარ ვსაუბრობ, რომელიც ვერ გამოიჩინა დახოცილებისა
თუ დარჩენილებისადმი!..
„ბოროტებს“ თვალში უბრალოდ მოხვედრილი პაატაც აღიზიანებდათ. პა-
ატა კი, მგონი, ჯიბრში ედგა. უნდოდა, თვალში კარგად მოხვედრა და მათი
დაბრმავება. სხვა არაფერი შეეძლო. მერე რა იქნებოდა, არ ვიცი. ვითომ
ცხოვრება წინ მიდიოდა საქართველოში. ისევ არსებობდა „მხედრიონი“, ისევ
ხდებოდა მკვლელობები, ადამიანების გატაცებები. განსხვავება ის იყო, რომ
ხმაურიანად აღარ ხოცავდნენ ადამიანებს. სახლში შევარდნებით თუ აღარ
ცხრილავდნენ, სამაგიეროდ, გაზით გუდავდნენ, ვითომდა, გაზი გაიპარა ან
ვითომ ავარიაში მოყვა ვიღაც და ა. შ.
ერთხელაც მაქსიმე გვესტუმრა ქუთაისიდან, ჩვენი ნათესავი, რომელიც
ასევე „პრისტუპნიკი“ იყო. რომ დავინახე, გული გამისკდა, მიუხედავად იმი-
სა, რომ ძალიან მიყვარდა და პატივს ვცემდი.
– არ შეიძლება! აქ რატომ მოხვედი? – გამარჯობის ნაცვლად ეს სიტყვები
წარმოვთქვი.
– როგორ გაზრდილხარ! როგორ თუ, რატომ მოვედი? მომენატრე! მაინ-
ტერესებს როგორ ხარ (მაქსიმე მიღიმის, როგორც ყოველთვის)?
– ახლა გაიგებენ და არ მინდა შიში გაუჩნდეთ რამის! პაატაზე ვნერვი-
ულობ ძაან! – შევჩივლე.
– ზაზა სადაა? როგორ არის? – ღიმილით მიგრძელებს მაქსიმე.
– ზაზა აღარ არის! – მეც ვუპასუხე.
– კაი რა, თამუ, მე რას მატყუებ, რო მომკლან და მაწამონ, ვიტყვი სადმე?
როგორ მიცნობ?!.. – მაქსიმეს ეწყინასავით.
– შენგან რომ წამოვიდა, ცოლის სახლში მისულა. მეორე დილით ეგრევე
მიადგნენ! როგორ გამოუშვი „ვაფშე“! რატომ არ დამალე სადმე კარგად (არ
ვეჩხუბებოდი, ისე, დარდიანად ვუთხარი)?!
– მატყუბ, თამუ (თვალები აუცრემლიანდა მაქსიმეს)?!
– არა, რას გატყუებ! ეჰ, ნეტა გატყუებდე (მეც ამიცრემლიანდა თვალები)!
– ვეხვეწე, არ წამოსულიყო. მატყუა რაღაცები. შენზე ნერვიულობდა,
„აბაროტს“ ჩალიჩობსო, – მიყვება მაქსიმე.
– მე მაგას ვინ ვეგონე? რა „აბაროტი“?! მე რა შემეძლო? გადამრევთ
თქვენ მე! იმიტომაც „გაიჩალიჩა“, ტვინი რო ეკლდა! (ოხ, როგორ ვბრაზდები
ამ თემაზე)!

222
– არა, არ მჯერა, რო ზაზა ხელში ჩაუხტა მტერს! აიღე ეს ფული! გქონ-
დეს! – მაქსიმე ფულის შეკვრას მაძლევს.
– არ მინდა, გმადლობ, გვაქვს ყველაფერი! შენს თავს გაუფრთხილდი,
საშიშია ჩვენთან მოსვლა შენთვისაც და ჩვენთვისაც! მიყვარხარ ძალიან!
მადლობელი ვარ შენი ყველაფრისთვის! არ გეწყინოს, ასე რომ დაგხვდი! –
თბილად ვუთხარი. მაქსიმე ძალიან მიყვარდა, ჩემი ბავშვობა იყო.
– როგორ გაზრდილხარ! – გაკვირვებული იმეორებდა მაქსიმე.
– ხო, გავიზრდებოდი, მთელი ცხოვრება პატარა ხო არ ვიქნები? – მეც
გავუცინე „დაშოკილ“ ნათესავს, როგორც ყოველთვის.
გავიდა სახლიდან განადგურებულ-დაბნეული. მარტო არ იყო მოსული და
არც ჩვენ ვიყავით მარტონი. მე კი ყოველთვის ვიცოდი, ოჯახში „ნასეტკა“
მუდამ რომ გვყვავდა. როცა თვითონ არ იმყოფებოდა, მოსასმენ აპარატს
მაინც ტოვებდა ჩართულს. მეც ვცდილობდი, ისე მეცხოვრა, ამერია გონება
მტრისთვის, დამებნია და ეფიქრა ის, რაც მე მინდოდა, რომ ეფიქრა.
მალევე წავიდა მაქსიმე, ფული კი მაინც დაეტოვებინა ბიჭებთან. რამ-
დენიმე ხანში მალევე გარდაიცვალა, „კაიფი“ უყვარდა, ამას ვერ უარვყოფ
და ზედმეტი დოზით დაიღუპა, როგორც გვაცნობეს. არ მგონია, მაქსიმეს
დოზები შეშლოდა, სავარაუდოდ, ეგეც მოიცილეს. მე და პაატას გვინდოდა
პატივი მიგვეგო გარდაცვლილი მაქსიმესთვის, მაგრამ ამაზე ოცნებაც არ
ღირდა. პაატასთვის არ იქნებოდა კარგი და არც ჩემთვის, მაქსიმე კი ამას
გაგვიგებდა.
პაატა თავზე დამეცა მძინარეს:
– სად არის?! რა უყავი?! სად შეინახე?!..
– რა, ადამიანო! – გაოგნებულმა ვკითხე.
– იარაღები! – შეშლილი სახით მეკითხებოდა პაატა.
– მე?! მე რაში მჭირდება იარაღები! არც ვიცი, სად გედო (მე სულ დავიბენი).
– შენ აიღე! სხვა ვინ აიღებდა? – პაატა არ ჩერდებოდა.
– რატო მე, „შეჩემა“, და რატო სხვამ არა! სულ გაგიჟდი, ხო?! კიდე ვინ
იცოდა, სად გედო (მე უკვე წამოვდექი ლოგინიდან)?
– მე, ბაცომ, შოთამ და ბესელამ, – ჩამოთვალა პაატამ.
– ჰოდა, მაგათში იკითხე, ძმაო, რა!!!!! ყველასი გჯერა ჩემ გარდა! – და-
ვიწყე ყვირილი.
– ბაცომ თქვა, რომ ეკამ დაინახა შენახვის დროს. ეკას რაში სჭირდება?!
შენ გითხრა და „მოტეხე“ ყველა! – დარწმუნებით ამბობს პაატა.
– რაში მჭირდება, პაატ, დაფიქრდი! სად უნდა წამეღო? ან რა უნდა მექ-
ნა? იქეთ ჩემი „აბრეზი“ მოგეცი!
– ხო, არ ვიცი, რამ „მოგიფრინა“! შენს აზრებს, ვინ შეძლებს, წაიკითხოს!
– პაატა ჩხუბს აგრძელებს.
– მე არ ამიღია მე და ვინც აიღო, ისაა ზუსტად ყველაზე დიდი „ნაბოზა-
რი“! ჯობია ეგ გავარკვიოთ, ვინ არის!!! – სიმართლეს ვამბობ.

223
– შენ აიღე იარაღები!!! შენ!!! და დამიმალე!!! – (პაატას ჩემი არ სჯერა).
ძალიან ვიჩხუბეთ, ხელით შევეხეთ ერთმანეთს. გამწარებული ვიყავი,
სიმართლეს ვერ ვაჯერებდი საკუთარ ძმას, ვის გამოც არ ავდექი იმ სავარ-
ძლიდან! ვის გამოც სიცოცხლე გავაგრძელე! სიცოცხლე, რომელიც ჩალის
ფასი გახდა! მხოლოდ იმისთვის ვიცოცხლე, დარჩენილებისთვის მიმეხედა!
ეს ადვილი არ ყოფილა და სიკვდილი მერჩივნა! და აი, ძმას, რომელსაც, დრო
იყო, გაგიჟებით ვუყვარდი, დღეს მტერი ვგონივარ, რაც მე მანადგურებს,
მკლავს და მიჩენს სურვილს, ყველანი ერთად დავიხოცოთ.
მე და ბაცო ვძმაკაცობდით, თუ სხვასთან ვიღიმოდი, მასთან ვტიროდი.
ისიც კი მქონდა მოყოლილი, თუ როგორი უბედური ვიყავი – ამით იმის თქმა
მინდა, თუ როგორ მჯეროდა ბაცოსი, წამით არ მინდოდა გაფიქრება და არც
ახლა მინდა, იყო თუ არა გარეული იარაღების მოპარვაში.
– ბაცო, როგორ უშვებ მაგას, რო ეკა აიღებდა?! – ვეკითხები.
– არა, თამუ, არ ვუშვებ, ჩვენ ვიცოდით მარტო და ეკამ დაინახა, რო ვინა-
ხავდით. უნდა მეთქვა ეს პაატასთვის, ამას ვერ დავმალავდი (ბაცოს ეშინია,
მასზე არ ვიფიქროთ)!
– დღეს დილით რატომღაც ბესელამ დატოვა აქაურობა. ხო შეიძლება,
იმას აეღო?! სამი თვეა აქ ცხოვრობს და რაღა დღეს წავიდა უთენია? – გა-
მახსენდა მე.
– როგორ, შენ ამბობ, რომ ბესელამ მოიპარა?! როგორ იკადრებდა მა-
გას?! – გაბრაზდა პაატა.
– ეს მაგიჟებს!! ბესელა არ იკადრებდა და მე ვიკადრებდი, არა?! მტერი
გგონივარ (კიდევ უფრო გავბრაზდი)!
– არა, არ მოიპარე, „პროსტა“ დამალე! რო გგონია, საფრთხეა ჩემთვის, –
დარწმუნებული მეუბნება პაატა.
– მაგ შემთხვევაში გეტყოდი, რომ დავმალე! რას მიზამდი, მომკლავდი?!
– დამიბრუნე იარაღები, თამუნა! – თავისას არ იშლის პაატა.
მერე ბესელას მიაკითხეს სახლში შოთამ და პაატამ. მან კი უარყო, მე
რატომ ავიღებდიო. ჩემი ეჭვი მხოლოდ ბესელაზე ჩერდებოდა. ჩვენი სახლის
კარი, როგორც მანამდე ავხსენი, ზუსტად ისევ ისე იკეტებოდა მატარებლის
ლიანდაგის გადანაჭერით. პაატა რომ წავიდა კოლეჯში, მე მეძინა. მალევე
ბესელამ გამაღვიძა, კარი ჩაკეტე, მივდივარო, რაზეც მე გავძახე, შენ თვი-
თონ გაიკეტე, ხომ იცი, როგორც-მეთქი. „რელსი“ უნდა აეწია, გარედან, შიგ-
ნით დაედო ამ ორივე კარზე და ნელ-ნელა გამოეხურა, „რელსი“ კარის შუაში
ჯდებოდა და კარი ირაზებოდა ისე, როგორც უნდა დაკეტილიყო, თუმცა ამას
ძალა სჭირდებოდა. ჩემი ძალა ჰყოფნიდა, ასევე – ბესელასიც, რომელიც,
როცა გადიოდა სახლიდან, ასე კეტავდა ხოლმე კარებს. დღეს რა მოხდა ნე-
ტავ? – ჩემი ფიქრები ისევ იქ იყო. ეს ადამიანი 2 ცალი „მაკაროვით“, 1 ცალი
„ნაგანით“ და 1 ცალი „აბრეზით“, რა თქმა უნდა, ბესელას დაამძიმებდა და
ხელს შეუშლიდა კარის დაკეტვაში. მაინც მომიწია ადგომა საწოლიდან, რად-

224
გან ბესელამ გამომძახა. მე გავედი! შენ ადექი და კარი დაკეტე, მე მეჩქარე-
ბაო. გასული ბესელა ვეღარ დავინახე. თებერვლის დასაწყისი იყო, როგორც
მახსოვს. აშკარად ამარიდა თავი, თუ მართლა რაღაც გამოუჩნდა უსაქმურ
ბიჭს, ასე რომ გავარდა?! სამი თვე ცხოვრობდა ჩვენთან. ბესელას ჯიხვივით
არასდროს მოუტანია ჩვენთან პური ან კარაქი. ასე რომ, ის სამი თვე პაატა
ინახავდა... ამას ხაზი უნდა გავუსვა და კიდევ იმას, რომ პაატამ რამდენიმე-
ჯერ დაიხსნა დაპატიმრებისგან ბესელა ქრთამით! ასე რომ, პლუს, პაატას
ვალი ჰქონდა, რომელსაც ვერასდროს დააბრუნებდა! და თუ რატომ ვუსვამ
ხაზს ამ მომენტს, მერე გაგახსენდებათ! პაატას არ სჯეროდა ამ ვერსიის,
არც – ბიჭებს. პაატამ და შოთამ გადაწყვიტეს დების შეშინება და წამება,
სათითაოდ უნდა ვათქმევინო ამათო. პირველი ეკა გაიგდო, სცემდა სასტი-
კად, მე ვიცი, ეკას როგორ ვაღიარებინოო. რა თქმა უნდა, არ ვჯმდარვარ და
სეირისთვის არ მიყურებია! ვცდილობდი პაატა ჩემი ხავილით გამეჩერებინა,
მაგრამ შოთა და გურულო, „ნაბიჭვარები“, მიჭერდნენ, პაატას რომ ვერ მივწ-
ვდომომდი და არც პაატას აჩერებდნენ! ეს ორი „თესლი“ უყურებდა, 8 წლის
ეკას როგორ სცემდა ძმა, თქვი, ვის უთხარი, სად იმალებოდა იარაღებიო. სა-
ცოდავ ეკას შველა სჭირდებოდა, მაგრამ უძლური აღმოვჩნდი! პაატა მეუბ-
ნებოდა, უშველე და აარიდე ცემას, გამოაჩინე იარაღებიო! რა გამოვაჩინო,
რაც არ მაქვს-მეთქი, ვიფიცებდი ყველას სულს, მაინც არ სჯეროდა! ეშმაკს†
ჰყავდა საწყალი შეპყრობილი! ამით რომ ვერაფერს გახდა, ახალი საშინელე-
ბა მოიფიქრა. სახლში ვერ შევძლებ ამათ გამოტეხვასო – ჯერ ეკა წაიყვანეს
მანქანით ვითომ ტყეში და გადმოაგდეს მანქანიდან, აქ დაგტოვებ, თუ არ
იტყვი, რომ თამუნას მიეცი იარაღებიო. როგორ იტყოდა, რაც არ ყოფილა?!
საწყალი ეკა და მაიკო კი დაძრულ მანქანას უკან მისდევდნენ. ნინო გადაურ-
ჩა ამ ამბავს საეჭვოდ! მე პანიკა არ შემიწყვეტია, ერთი ამბავი ავტეხე – პირ-
ველ რიგში, დავურეკე მუკუჩას. მოვიდა, გაბრაზდა და თან იცინოდა, რამაც
გამაგიჟა. ვაკის პარკში ჰყოლიათ, მართლა ტყეში კი არაო! ჩემმა დებმა არც
ვაკის პარკი იცოდნენ, ერთხელ ვიყავით შორენა, გიორგი, პაატა, მე, მაიკო,
ნინო, ეკა, თავგასა-ჯმუხაძე, დუგლაძე, კატო, გურულო და მეტი იქ არასდ-
როს ყოფილან. ღამე ხო საერთოდ ვერ იცნობდნენ ნაცნობ ადგილს, ანდა რა
მნიშვნელობა აქვს, სად იყო?! ძმის გაგიჟების ფაქტი მანადგურებდა და ეს
ორი „თესლი“ როგორ არ აჩერებდა! მეტიც, პაატას ეხმარებოდნენ! ბევრი
ვიტირე, ბევრი! ლოგინად ჩავვარდი.
უმართავი გახდა ოჯახში სიტუაცია, ჩემს დებსაც ვეღარ ვშველოდი. სა-
კუთარი ძმა, რომლის გამოც მოვკვდებოდი, ჩემს საყვარელ პატარა დებს
ასე სასტიკად მოექცა!.. პატარ-პატარა ასეთი რაღაცები მანამდეც ხდებოდა!
უსამართლოდ რომ მოითხოვდა, თქვენი უფროსი ვარ და პატივი მეცით, მე
ვარ თქვენი მთავრობაო, ამაზე ხარხარით ვპასუხობდი, ყვარყვარე, მოუჭი-
რე, თორემ „დაგენძრევა-მეთქი“! შემზიზღდა უფრო შოთა, ისე შემზიზღდა,
სიამოვნებით წამებით მოვკლავდი! ჩვენთან გადმოცხოვრდა. ჩემს დღიურში

225
მხოლოდ სიძულვილი იფრქვეოდა, ისიც კი დავწერე: თუ პაატა ასე გააგრ-
ძელებს, მოვკლავ და მეც თავს მოვიკლავ! რასაც მერე ვნანობდი ძალიან! არ
ვიცი, რა ცვლილებები მოხდა პაატას ტვინში, სხვა „მოზგავდა“ თუ თვითონ
გაგიჟდა?.. ამ საშინელი წამებების შემდეგ არ ველაპარაკებოდი არც მას,
არც შოთას და არც გურულოს. როცა მინდოდა, სადაც მინდოდა, მაშინ გავ-
დიოდი, ამით ვანახებდი, რომ არაფერს აღარ წარმოადგენდა ჩემთვის, რა-
საც ჩხუბი მოსდევდა ხოლმე. ორი „კარატისტის“ გამარჯვება ან დამარცხე-
ბა ძნელი იყო, ჩვენ ხომ საათობით „ვსპარინგობდით“ ბავშვობიდან კარატეს
დარბაზში თუ ჩვენს „ზალაში“ მამის თვალ წინ, როცა გვეტყოდა, მანახეთ,
აბა, შვილებო, რას სწავლობთ კარატეზეო? რომ ვერ ვერეოდით სუფთა ჩხუ-
ბით ერთმანეთს, ვივიწყებდით კულტურულ კარატეს და გადავდიოდით ქუ-
ჩურ ჩხუბზე. მამა გვიშლიდა ქუჩურ ჩხუბს და აი, ის აღარ არის ჩვენი მსაჯი
და... რას ვიყოფთ მე და ჩემი საყვარელი ძმა?! უფროსობას!!!!!!!!!!!!!!! მე არ
მიწევდა ჩემს დებთან დიდი ჩხუბი, პაატა კი სულ ეკინკლავებოდა და მერე
მე მეჩხუბებოდა, შენ რატომ გიჯერებენ და მე არაო. მე არ ვეჩხუბებოდი და
ვითომ ესმოდათ ჩემი, თუმცა მაინც მე მიწევდა ყველაფრის კეთება, მაგ-
რამ ასჯერ თქმას მერჩივნა მე გამეკეთებინა. აი, ნინო კი დიდი პრობლემა
იყო. პაატას ვუმალავდი, რომ არ მოეკლა. ნინო 5 წლიდან საკუთარ თავს
იკმაყოფილებდა და თავისუფლდებოდა მოზღვავებული ტემპერამენტისგან,
რაც პაატას ძმაკაცებზე ცუდად მოქმედებდა. მათაც ეშინოდათ პაატასთვის
თქმა და ჩემთან მოდიოდნენ ჩივილით. ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი აჩიკო
წერეთელი იყო, ძალიან კარგი ბავშვი, ბიჭი... რა ვუწოდო არ ვიცი, 17 წლის
იქნებოდა.
– თამუ, რა გავაკეთო, მითხარი? შენი და მირეკავს, თქვენთან რომ მოვ-
დივარ, კალთაში მიჯდება, მეუბნება მიყვარხარო და „იმენნა“ უნდა! მე კი
ვიშორებ და ვეუბნები, პაატას ძმაკაცი ვარ, თავი დამანებე-მეთქი, მაგრამ,
თამუ, მოკლავს პაატა მაგას! – წუხილით მითხრა წერეთელმა.
– ნებას გაძლევ, ეგ თუ კიდევ გაიმეორა, მაგრად სცემო! პაატა ამას დაგი-
ფასებს! რაც მთავარია, შენ კაი ბიჭი ხარ, ცუდად რო არ გამოიყენე ბავშვის
ავადმყოფობა! – ვუთხარი და თან გავგიჟდი.
– აუ, შენ რა მაგარი „როჟა“ ხარ! ეს ვინ არი, ტო! როგორ არცხვენს ოჯახს!
– გააგრძელა წერეთელმა.
– ავად არის, აჩი! ნურავის ეტყვი, გთხოვ, იქნებ გათხოვდეს და დაწყნარ-
დეს! მაპატიე უხერხულობისთვის (მე ძალიან მრცხვენოდა)!
ასეთი პრობლემები ბევრი და ხშირი იყო. ვნანობ, უნდა მეთქვა პაატასთ-
ვის, მხოლოდ ჩემს თავზე არ უნდა ამეღო, ან, უბრალოდ, მომეკლა საკუთა-
რი და, რომ ვერასდროს შევერცხვინეთ! რომ ვერასდროს გაეუბედურები-
ნა თავისი „ტემპერამენტით“ სხვა კარგი ადამიანები! რა თქმა უნდა, ნინოს
ავადმყოფობა მაიკოსთვის და ეკასთვის გაუგებარი იქნებოდა. ისინი ვერც
ხვდებოდნენ დის უდიდეს პრობლემას! მართალია, მე თვითონ შემიყვარდა

226
ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც ნორმები და წესები არ არსებობდა, მაგ-
რამ მართლა ისე მოხდა, ნამდვილი სიყვარულით ავივსე იმ ადამიანის მი-
მართ, რომელიც ძალიან ცდილობდა შემყვარებოდა და მოიპოვა კიდეც ჩემი
საპასუხო გრძნობა იქამდე, სანამ ამას იმსახურებდა. მერე კი ის სიყვარუ-
ლიც გაქრა მასთან ერთად. ჩვენი უბნელი იყო, ქვემო ვერაზე ცხოვრობდა
ვასკა მოდებაძე, რომელიც მე და პაატამ ერთად გავიცანით, ერთად დავ-
მეგობრდით. ფილტვების ანთებით ვიწექი ლოგინში, გუშინდელი საღამოსა-
ვით მახსოვს, ახალი წელი იყო, სასწრაფო გამოიძახეს, ისე ცუდად ვიყავი
მე უპატრონო! ბედი არ გინდა? მარიკა ზაალიშვილი გამომეცხადა, ზაზას
დაუთოებული ცოლი. „კულტურული შოკი“ დამემართა, რომ დავინახე, სულ
დამავიწყდა რამე მეკითხა, გაოგნებული ვუყურებდი.
– შენ აქ რას აკეთებ? – დაბნეულმა ვკითხე.
– სასწრაფოში ვმუშაობ, შემთხვევით ვარ აქ. აბა, გაემზადე, ანტიბიოტი-
კი უნდა გაგიკეთო! – მიღიმის მარიკა.
– არ არსებობს! არ გამიკეთებ არაფერს! – ვეუბნები მკაცრად.
– კაი ახლა! ასე ნუ ბავშვობ! აბა, გოგოებო, გაბრაზებთ უფროსი და? მწა-
რედ დავჩხვლიტო თუ არა? – იცინის მარიკა.
– არა, არ ატკინო! არ გვაბრაზებს! – წამოიყვირა სამივემ ერთად.
– არა, მარიკა, ვერ გამიკეთებ შენ მე ნემსს! ისე ვერ მიტანდი, „ცვეტში“
რამეს გამირევ, არ გენდობი, ნარძლევო! წადი აქედან! – სერიოზულად ვუთ-
ხარი.
– რას ამბობ, შენ თვალწინ გავხსნი ამპულას და შპრიცსაც, ფილტვების
ანთება გაქვს და რა, გინდა მოკვდე? – გასერიოზულდა მარიკა.
– კარგი, გახსენი ჩემ თვალწინ და წამაკითხე, რას ხსნი, მოაშორე ეგ ჩე-
მოდანი აქედან! – მე ნამდვილად მეშინოდა.
დამარჭო ნემსი და წავიდა. მართლაც, ისე გააკეთა, როგორც მოვისურვე.
სულ ეს იყო ჩვენი შეხვედრა. არც ჯარჯი მიხსენებია, არც მანამდე მინა-
ხავს მარიკა. ამ დროს ვასკა ჩვენთან პირველად იყო. ძალიან დავმეგობრ-
დით. პაატა მარტოს სადმე თუ არ მიშვებდა, ვასკასთან ერთად წასვლას არ
მიშლიდა. ჩემს დღიურებს კითხულობდა, მერე წერილებსაც ვწერდით ერთ-
მანეთს. ამას დებსაც ვუმალავდი, რადგან მივხდი, ნინო, ჩემი და, სულ მებ-
რძოდა ფარულად. მე და პაატას შორის დიდ „ჩორტებს“ აგდებდა, მაგრამ
ამას ვერ დავამტკიცებდი. მაშინ ვფიქრობდი, ბავშვური გულუბრყვილობით
მოსდიოდა და გადაუვლიდა. ხშირად ვაცდენდი სკოლას და მივდიოდი ვასკას
სახლში. მას ორი და ჰყავდა. ერთ-ერთი და, ნინო მოდებაძე, ძმებ თორაძეებ-
ზე „აფანატებდა“, როგორც სხვა ფანები და ამოიჩემა, პაატას ნათლია უნდა
გავხდეო. ნინო თან ყვებოდა ჩემს დას, დაჰყავდა თვალის ექიმთან და რაც
შეეძლო, როგორც შეეძლო გამოხატავდა სიყვარულს ჩვენ მიმართ. მე და
ვასკას უკვე ერთმანეთი გვიყვარდა ისე, რომ ამბობდა, 9 ცოლი რომ მოვიყ-
ვანო, მაინც შენ მეყვარებიო. პაატას კი ვერ უბედავდა თქმას. ვასკას ოჯა-

227
ხი მიხვდა, რაც ხდებოდა ჩემსა და ვასკას გულში. ნინო მოდებაძემ მითხრა,
რატომ აქამდე არ მითხარი, ხომ არ მოვნათლავდი პაატასო. მე კი ვუპასუხე
ეგ კაცის საქმეა და ვასკას უნდა მოეგვარებინა, მე კი არა-მეთქი. მერე კი,
როგორც ხდება ხოლმე – ორმა იცის, ღორმაც იცისო. გაიგეს ვიღაცებმაც.
ამის გამო ვასკას მღელვარება არ მომწონდა. მერე გაახსენდა კაცობა და
ძმაკაცობა... როცა იბრძოდა სიყვარულის მოსაპოვებლად, დაავიწყებია ვისი
და ვიყავი, ჩაერივნენ ცხაკოები და ვიღაცები. ვასკას უთხრეს, პაატამ რომ
გაგიგოს, „დაგბრიდავსო“. ვასკასაც შეეშინდა და ერთი გოგოს პირით შემო-
მითვალა დავშორდეთ, აღარ მიყვარხარო, რამაც გამანადგურა. ეს იყო ჩემი
პირველი სიყვარული, პირველი კოცნა. სხვა არაფერი ყოფილა ჩვენ შორის!
ჭიაკოკონობა იყო, ეზოში იყო ამოსული ჩვენთან, ვერ მოვითმინე და მივედი
ვასკასთან, თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი:
– მითხარი, რომ აღარ გიყვარვარ ახლავე (ეს დინჯი მოთხოვნა იყო და
არა „კაჩაობა“)! რა უნდა ეთქვა? თავი ჩახარა.
– ვერ გეტყვი, ეგ ხომ შენც იცი (თავჩახრილი მეუბნებოდა ვასკა)!
– არა, არ ვიცი! მითხარი, რომ აღარ გიყვარვარ (უკვე მკაცრი გავხდი)!
– ვერ გეტყვი! ვერა! იმიტომ, რომ მიყვარხარ (მეუბნებოდა და თან ტი-
როდა)!
ამ სიტყვებს ჩემთვის ძალა აღარ ჰქონდა. არც შეხვედრა მომიწყვია მის
დასაბრუნებლად. ყველას ყოველთვის ჩემს სათქმელს ვეუბნებოდი, ისე არ
წავიდოდი არავის ცხოვრებიდან.
– არ შეიძლება ჩვენი სიყვარული, მოძღვარსაც ვკითხე (ვასკამ თავი
იმართლა).
– ააა, ახლა არ შეიძლება, აქამდე შეიძლებოდა? თუ ახლა გაგახსენდა?!
შენ და პაატა არ იყავით ძმაკაცები. ერთდროულად დავმეგობრდით ჩვენ სამ-
ნი, შეგეძლო გეთქვა პაატასთვის სიმართლე, მანამდე სანამ მირონით დავნა-
თესავდებოდით და არც ეგ მგონია პრობლემა, რადგან იმედა ზაზას ცოლის
რძალმა მონათლა ოდესღაც, მაგრამ არც მაგას აქვს მნიშვნელობა დღეს! ფაქ-
ტია, მშიშარა ხარ! მე კიდევ მშიშარა კაცები არ მიყვარს. შენ ჩემი სიყვარული
დაკარგე! მე აღარ მიყვარხარ! შენ ისედაც შეგეშალა პაატასთან, თუ „შეშლაა“
ორი ადამიანის სიყვარული! ჩემი აზრით, რომ ვმალავდით, ეგ იყო დანაშაული
და არა სიყვარული (მე ძალიან მშვიდად ავუხსენი, რასაც ვგრძნობდი)!
– მე შენ სულ მეყვარები (ვასკა თავს „იბანძებს“)!
– გმადლობთ! ისე, ჯობია თავს მიხედო, ალბათ, იცი, ნარკოტიკების ხმა-
რება ცუდია (გამეღიმა)!
– კი, ვიცი, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიყუჩებ ტკივილს, სულ შენზე ვფიქ-
რობ, მენატრები (ვასკა ისევ თავს „იბანძებს“)!
– არ გვინდა ახლა ეგ „ბაზარი“! დავამთავროთ აქვე! ოღონდ, არ ვიცი, მე
ან პაატას როგორ შეხედავ თვალებში! ვითომ სიყვარულისთვის იტყუებო-
დი?! სინამდვილეში ჩვეულებრივი ლაჩარი ხარ, ცხოვრებამ ისედაც ამდენი

228
მატკინა და შენ დამიმატე, თითქმის მძულხარ! კარგად იყავი (ეს იყო ჩემი
გულიდან წამოსული ბოლო სიტყვები)!
ეს იყო და ეს, მაგ თემას აღარ დავბრუნებივარ, თუ შევხვდებოდით, მხო-
ლოდ გამარჯობას ვეუბნებოდით ერთმანეთს და ნახვამდის. ერთი-ორჯერ
სცადა დამლაპარაკებოდა, მაგრამ მე აღარ მიყვარდა. მეტიც, პატივსაც
აღარ ვცემდი. მე 14 წლის ვიყავი, ვასკა კი – 17-ის თუ 18-ის. მეტს ველი
კაცისგან! უსაზღვრო სიყვარული ვიცი. ვინ არის, სულერთია, იქამდე, სანამ
გამიცრუვდება იმედი, რადგან ისინი ჩვეულებრივები არიან და მე კი მეტს
ველი. იმაზე მეტს, ვიდრე ეს მათ შეუძლიათ. აი, აქ კი უკვე ვკარგავ სიყვა-
რულს. ქრება ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილა ის ადამიანი ჩემს ცხოვ-
რებაში, რაც მეხმარება ადვილად ხალხის დაუმსახურებელი ღალატი.
იარაღები რომ დაიკარგა სახლიდან, ისევ იმ დროს დავუბრუნდები. რამ-
დენიმე დღის გაბუტულები ვიყავით მე და პაატა, როცა გადაწყვიტა მოსუ-
ლიყო ჩემთან და ეთქვა:
– მოდი, თავიდან ვცადოთ ყველაფერი!
– რა ვცადოთ თავიდან? გულების გამრთელება? – ნაწყენმა ვუთხარი.
– თუნდაც! ვიცი, „გარეკილივით“ ვიქცეოდი, ვიცი, ბავშვებს ვატკინე... –
პაატა თავს იმართლებდა.
– კიდევ გგონია, რომ იარაღები მე მაქვს (მე არ მჯერა მისი და ამ კითხ-
ვით მივხვდები მის გულწრფელობას)?
– არ ვიცი, აღარ მინდა მაგაზე ფიქრი. გპირდები, რომ რია-რია აღარ იქ-
ნება სახლში, ვეცადოთ გავუგოთ ერთმანეთს, იარაღებს კი დრო გამოაჩენს,
თუ სად წავიდა (პაატას ხმაში ვერ ამოვიცანი, მართლა რა უნდოდა).
– არ გჭირდება ეგენი შენ! ოღონდ მე მართლა არ ვიცი, რა მოხდა! იარაღი
მე არ მაქვს, თუ შენ ჩემში ეჭვი შეგეპარება, ვერ დავალაგებთ, პაატ, ურ-
თიერთობას! – გულით ვუთხარი საყვარელ ძმას.
– ხო, ვიცი, ვცადოთ ორივემ!.. ვეცადოთ ძალიან და გამოვა! – პაატამაც
გულით მითხრა.
– გიყვარვარ (არ ვიცი, ეს შეკითხვა რატომ დამებადა)?
– რა თქმა უნდა! – დამაჯერებლად მიპასუხა პაატამ.
– სიყვარული არ იყო შენს ქცევაში. სიყვარული სადაც არის, იქ რწმენაც
არის. ჩვენ კი სიყვარულით გავჩნდით, სიყვარულით გადავრჩით იმ დღეს
იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახი ვასახელოთ და არ შევჭამოთ ერთმანეთი. კახამ
და იმედამ მაგისთვის არ გაწირეს თავები (ვახსენებ)?!
– ვიცი, ნუღარ „მგრუზავ“, გთხოვ!
პაატა ამას რომ ამბობდა, გურულო რატომღაც იქვე იყო და ისმენდა.
– ჩაეხუტეთ ახლა ერთმანეთს და „ვსიო“! – გამოვიდა სიტყვით გურულო
და ჩვენც ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
კი შევრიგდით, ოღონდ ეჭვის თვალით ვუყურებდი მაინც. ვერ მივხვდი,
ასე რამ მოაბრუნა, მართლა მიხვდა თავის შეცდომას? შეიძლება, რადგან

229
პაატა არ იყო ცუდი ადამიანი, პირიქით, ის ცუდი, რაც გააკეთა, თითქოს
არც იყო მისი. მე მას 15 წელი ვიცნობდი, თან თითქმის ტყუპებივით სულ
ერთად ვიყავით – ბაღში, სანატორიუმში... არ ვიცოდი, გარდატეხის ასაკი
რას ნიშნავდა. არც ახლა ვიცი ბევრი რამ ამის შესახებ, რადგან ყველა ასაკში
მოვითხოვ სწორად ცხოვრებას, ადამიანობას. ჩემი აზრით, თუ „გუბკა“ არ
არის და ადამიანია, რომელსაც ღმერთმა გული და ტვინი მისცა, ის ყოველ-
თვის ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ბავშვობაში ადამიანს თამაში ნაკლე-
ბად შეუძლია, თუ, რა თქმა უნდა, ნიჭიერ მსახიობზე არ გვაქვს საუბარი.
უფროსი მაინც ადვილად გაშიფრავს ბავშვს. დიდობაში კი იხვეწება ყველა.
რაც კარგი ჰქონდა პატარაობაში, უღრმავდება დიდობაში, იზრდება მასთან
ერთად. იგივე შემიძლია ვთქვა ცუდზე, ამიტომ ჩემთვის ბევრს ნიშნავს ადა-
მიანების ბავშვობა, რათა მივხვდე, ვინ არის სინამდვილეში. ბევრს კი ასე
არ მიაჩნია და ამბობს, გარდატეხის დროს ბევრი რამ იცვლება თითოეულ
ჩვენგანშიო. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს უფლება ჩვენი აზრის, რწმენისა
თუ ხედვისა, მაგიტომაც ვართ სხვადასხვანაირნი. 35 წელი ცოტა არაა ხალ-
ხზე ზოგადი წარმოდგენის ჩამოსაყალიბებლად. გამხმარ უნაყოფო ხეს, რო-
მელსაც მარტო მოჭრა და დაწვა უშველის, წყალი აღარ უნდა დავუსხათ. მას
წვიმამ და ბუნებამ თუ ვერ უშველა ვერაფერი, მე რაღას შევძლებ?! ღრმად
მჯერა, ვერაფერს!
შევრიგდით მე და პაატა, ყველაფერი მშვიდად მიედინებოდა. თათოსთან
ვიყავით სტუმრად, როცა „ფოლცვაგენი“ გატეხეს ეზოში, მძღოლის გვერ-
დითა ფანჯარა, მაგნიტოფონი და რაღაცები მოიპარეს. ვეხვეწე პაატას და
ბიჭებს, „დაიკიდეთ“! ახლა მაგაზე არ ატეხოთ ამბავი, შეიძლება ესეც გა-
მოცდაა, რეაქციას ელოდებიან-მეთქი, მაგრამ ამაოდ. გურულოს, შოთას და
ვიღაც „სირებს“ ეგონათ, ჩემზე მაგარი ტიპები იყვნენ და როგორც შეეძლოთ
„ბლატაობდნენ“ ისეთ დროს, პაატას დაღუპვას რომ ნიშნავდა, მაგრამ არ ეს-
მოდათ ჩემი ამ „დედამოტყნულებს“! ვერ ფიქრობდნენ, თუ არ ფიქრობდნენ,
როგორ ოჯახში გავიზარდე, რა გადაგვხვდა და რაზე ვსაუბრობ!
ძალიან ვიყავი მოწყენილი, ცხოვრებით დაღლილი.
– ანისთან წავალ მე, პაატ, სარეცხს წავიღებ და მოვალ ამ დღეებში. თქვენ
ჭკვიანად იყავით, გთხოვთ! იმედი მაქვს, პირობას შეასრულებ და ბალაგანი
არ იქნება, – ვთქვი მოწყენილმა.
– კარგი, წადი, „ვსიო“ ხო ვთქვით! – დამპირდა პაატა.
– ეს შოთა გააგდე რა, სახლიდან! – ვთხოვე.
– ვერ მიტან, ხო? – შოთამ მიპასუხა პაატას მაგივრად.
– არ „მევასები“! მაგარი აფერისტი ხარ და პაატას აგიჟებ, ან როგორ
უნდა „მევასებოდე“?! ბავშვებს რა გაუკეთე?! „რულთან“ შენ იჯექი! შეგეძ-
ლო გეთქვა პაატასთვის, შეგეჩერებინა! – ზიზღით ვუთხარი.
– კარგი, თამ, ნუ, რატომ იხსენებ? ეგ ხომ დავივიწყეთ? – ნამდვილად
გულნატკენმა მითხრა პაატამ.

230
– მე შენ გაპატიე, მაგრამ შოთას არა! გულის ტკენა ასე არ ქრება. წავე-
დი მე და რომ დავბრუნდები, ეს „სირი“ შოთა აღარ იყოს აქ! მიხედოს თავის
ცხოვრებას სადმე სხვაგან და არა ჩვენთან! – ეს ვთქვი და გავედი. პაატამ
გამომაცილა და თან მითხრა:
– მამამისს ფული რომ გავატანე, ხო გახსოვს? იყოს რა აქ, სანამ არ მო-
იტანს მანქანებს ან ფულს.
– ფულს რატო? „უეჭველი“, მაგარ ფასში გაყიდა მანქანა? „გაიმაზეთ“?
– თავს ვიქნევ, ტუჩებს ვპრუწავ, უკმაყოფილო ვარ, – არც ეგ ფული მაინტე-
რესებს, პაატ! შენც რომ რამე მოგივიდეს, სულ მარტო დავრჩები! – გულით
ვთქმი და მთელი დარდით ამოვაყოლე.
ჩავეხუტეთ ერთმანეთს და მე წავედი ანისთან. მეორე დღეს, მგონი სა-
ღამოვდებოდა, 20 თებერვალი იყო, დღეები და თვეები ისევ არ მინდოდა
მცოდნოდა. შეიძლება, რიცხვი მეშლება, მაგრამ თებერვლის შუა იყო. ანის-
თან კარზე ზარი დარეკეს, გავედი, ჯიხვი მოსულიყო, რამაც გამაკვირვა, შე-
მაშინა. მუკუჩა ელოდებოდა ეზოში მანქანით. მითხრა, ჩავსულიყავი, საქმე
ჰქონდათ. მეც ანის ვუთხარი, ბიჭები მოვიდნენ და არ ვიცი რა ხდება... თუ
აღარ ამოვედი, წავედი-მეთქი. ჩავსხედით მანქანაში, მეგონა, ჯიხვის უნდა
ეკითხა, იარაღები სად წავიდაო, ისევ ამ კითხვას ველოდებოდი.
– რა ხდება? – ვკითხე შეშინებულმა.
– ახლა თავი ხელში აიყვანე, თამუნა, დღეს პაატა წაიყვანეს, – წყნარად
მითხრა ჯიხვიმ.
ცოტა ხანი დავმუნჯდი, თავი ჩავწიე დაბლა, ალბათ, გულს ვეძებდი ფე-
ხებში.
– თავი ხელში აიყვანე, ნუ ტირი, ვინმე არ გვიყურებდეს! – ჯიხვი და მუ-
კუჩა ერთად მეუბნებოდნენ.
როგორ დავიღალე ამ „ვინმეს“ ყურებით! როგორ მძულს ყველაფერი! –
მეშინია ვიკითხო, როგორ მოხდა! როგორ მინდა ტყუილი იყოს, ხუმრობა ან
რამე მსგავსი!
– რა მოხდა, მომიყევით (თან არ მჯერა)!
– დილით კოლეჯში მიდიოდა პაატა, შოთას მიჰყავდა „ფოლცვაგენით“, –
ჯიხვიმ მოყოლა დაიწყო.
– კარგი, „ვსიო“, სახლში წავიდეთ, შოთა მომიყვეს! – რომ დაამთავრა, ეს
ვუპასუხე.
ჩუმად მივედით სახლამდე. შესვლა არ მინდოდა, კარი როგორც კი გა-
აღეს, ტუალეტში შევვარდი ტირილით და მუშტის რტყმა დავუწყე სიმწრის-
გან კაფელს. ჭანტურია იყო ჩვენთან. ბაცო აღარ ამოდიოდა და აღარც არა-
ვინ. გურულო, მუკუჩა, ჯიხვი, შოთა და ჩემი დები იყვნენ სახლში.
– მოკლედ, ჩუმად უნდა ვიყოთ. პაატა რომ წაიყვანეს, არავისთან არ
უნდა ვთქვათ, დაველოდოთ სახლში ზარს ან ვინმეს გამოჩენას, ალბათ, ზა-
ურას დოსიეები რომ აქვს შენახული ვიღაცებზე, ეშინიათ და შეიძლება მაგის

231
მოსაპოვებლად წაიყვანეს პაატა. აბა, სხვა მაგ ბავშვისგან რა უნდოდათ?
რაღაც უნდათ, ეტყობა, სახლიდან! – ასე ფიქრობს ჯიხვი და არ მატყუებს.
– თამუ, შენ იცი, სად ინახავდა ზაურა მაგეებს? – მეკითხება გურულო.
– არა, რა ვიცი! წარმოდგენა არ მაქვს, ან რაღაში უნდათ ეგ დოსიეები?
ზაურა აღარაა ცოცხალი და მაგას ვინღა წარადგენს სადმე? – მე თავი გამო-
ვიშტერე და არც გურულოს ეს „ნაბოზრული“ შეკითხვა მომეწონა!
– შოთა, მოეთრიე და მოყევი დეტალებში როგორ მოხდა! შენ ვერ წაგათ-
რიეს პაატას მაგივრად?! – ვთქვი გამწარებულმა.
– მივდიოდით მანქანით ახალ გზაზე. პაატა უკან იჯდა, წინ შუშა რომ არ
იყო და პარკი აქვს აფარებული, ამიტომ. კოლეჯში უნდა დამეტოვებინა, 12
საათი არ იყო. გაგვაჩერა კაკაოსფერმა ჟიგულმა, 06-მა. ოთხი ავტომატიანი
ტიპი გადმოვიდა. ჩვეულებრივი ტანსაცმელი ეცვათ... – ყვება შოთა.
– ანუ, ფორმები არ ეცვათ? – ყურადღებით ვუსმენდი და ჩავეკითხე.
– ხო, არა, არ ეცვათ და მანქანის საბუთები მოითხოვეს და თან გადმოსვ-
ლა გვიბრძანეს, მერე თავის მანქანაში ჩაგვსვეს უკან მე და პაატა და მოგ-
ვისხდნენ ორნი, ორიც წინ დაჯდა, – აგრძელებს შოთა მოყოლას.
– რა ნომრები ჰქონდა მანქანას? – შევეკითხე.
– აუ, ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ჩვეულებრივი ნომრები ჰქონდა, – ამ-
ბობს „სირი“ შოთა.
– ახლა ეგრე რას გაიგებ, მთავარია, „ქსივა“ ედოს და ფორმა და ნომრები
აღარაა საჭირო, – ჩაერთო გურულო.
– ხმას არ ვიღებდით. დაიძრა მანქანა და თან საჭესთან ვინც იჯდა, რაცია
ამოიღო: საქმე შესრულებულია, ორი გყვავს, – თქვა მძღოლმა. რაციიდან ხმა
გავიგე პასუხად: „პეშკა“ გაუშვი, „ფიგურა“ წამოიყვანეთ! პაატას და მე ქუდები
გვეფარა, ამ სიტყვებზე პაატამ ქუდი სახეზე ჩამოიფარა. გააჩერეს მანქანა და
მითხრეს, ისე გადადი და გაიქეცი, უკან არ მოიხედოო. მანქანის გასაღები და
საბუთები დაიტოვეს. ტირილით მოვრბოდი, რა მექნა, თამუ? – შოთა ტიროდა.
– პაატა ნერვიულობდა? ეშინოდა? თუ შენ უფრო გეშინოდა?! – მეც ვტი-
როდი, მინდოდა მოვმკვდარიყავი.
– არ ეტყობოდა არაფერი, თან ის ქუდი ჯერ თვალებზე ეფარა, მერე
მთელ სახეზე ჩამოიფხატა. გადმომცემის ხმა ორივეს გვესმოდა, – ტირილით
გააგრძელა შოთამ.
– რატომ არ თქვი რამე?! რატომ არ ჰკითხე, სად მიჰყავთ ბავშვი?! ეგაა
ძმაკაცობა, შე „სირო“?!!! რატომ არ „გააჯვი“ ჩვენი ცხოვრებიდან აქამდე?!
წავიდოდა მეტროთი, როგორც ადრე დადიოდა! რა გინდოდათ ჩვენს ცხოვ-
რებაში! რაზე ვიგინებოდი, ამდენს ხვდებით ახლა, თქვე „დედამოტყნულე-
ბო“?!!! როგორ მეზიზღები!!! – ყველას ვაგინებდი.
არ ვიცი, ამას რა ერქვა! მერამდენედ მოკვდა ეს ჩემი გული! ვტიროდი!
მტკიოდა! ფიქრი იმაზე, როგორ მოკლეს პაატა, მღრღნიდა! ეტკინა თუ უც-
ბად მოკლეს?! რატომ წამართვეს პაატა?!

232
– ახლა? ახლა რას იზამენ ისინი, ვინც სულ აქ ეყარნენ?! ეს გინდოდათ,
ხო?! ჰოდა, დაისვენეთ ახლა ყველამ! ისე, არ მჯერა ამ შოთასი. იქნებ იტყუ-
ება? იქნებ გაიპარა „ვაფშე“ აქედან პაატა? იცოდა, რაღაცას უპირებდნენ
(იმედი მომეცა. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ისე არ მინდა სიმართლე იყოს!).
– არა მგონია, მართლა ასე იყო და, თუ მეც მომატყუა, არ ვიცი! მე რატომ
განერვიულებდით? – შოთა თავისნაირი „სირი რეჩით“ გამოვიდა.
– ოხ! სულ ჩვენ ნერვიულობაზე ფიქრობ, რა! აფერისტო! არ ვიცი, რა
ვქნათ! ვიყოთ სახლში და დაველოდოთ, რა იქნება, – ვთქვი საშინლად დაბ-
ნეულმა.
ასე გავიდა რამდენიმე დღე და ღამე მოლოდინში. გურულოს ბიძა თუ
ვიღაც ჰყავდა მთავრობაში ან მთავრობასთან დაახლოებული პირი. ისე ამ-
ბობდა, ვერასდროს ვიგებდი, ვისგან მოჰქონდათ ასეთი ამბები. ახსენებდნენ
ხოლმე გურულოს ბიძას. თუ ჩავეკითხებოდი, ცდილობდნენ არ მცოდნოდა
დეტალები, თუ ვინ იყო ინფორმატორი!
– ასე ამბობენ, ნუ კითხულობთ, თორემ ყველას გაგაქრობთო. ესე იგი, არ
არის ტყუილი და პაატა მართლა მოიტაცეს. ის უფროსი გოგოც კარგად ისვ-
რისო და უნდათ მოაშორონო, – გურულო მოვიდა ახალი ამბებით.
– რატომ პირველს მე არ მომაშორებენ ეგ „ნაბოზრები“! მე ხო უფრო
მაგარი „როჟა“ ვარ! პაატაში გავუცვლი ჩემს თავს! ვეღარ ვუძლებ ამდენს!
ღმერთო, ნეტა მოკლეს უკვე?!!! ნეტა აწამეს?! თუ... როგორ მოკლეს ჩემი
ძმა?! მკვდარი მაინც მომცენ (გიჟი ვიყავი და უბედური)!!!
– კარგი, დამშვიდდი! იქნებ არც მოკლეს. წვალებით არ მოკლავენ, რა
დააშავა, არავინ გაუმწარებია ბავშვს (ბიჭები მამშვიდებენ, უმტკინვეულო
სიკვდილიც სანატრელი გამიხადეს!)! – ისე, „ბოროტებს“ ვკითხეთ და, ბავშ-
ვისთვის ხელი არ გვიხლიაო, – დააყოლა გურულომ.
– ყველაფერი თქვენი ბრალია! სულ ყველასი! – გამწარებულმა წამოვი-
ძახე.
– არა, თამუ, არაა ჩვენი ბრალი! ამას წინათ ლიფტში შევდიოდით მე და
პაატა, ვიღაც ტიპი „გაიჩითა“, მეზობელი თუ ვიღაც. პაატამ ყური აუწია,
იმას „გაუტყდა“, „ვზროსლი“ იყო თან. პაატამ, რა გაგიტყდა, ბიჭო! ბიჭის შე-
ძენას ასე ულოცავენ, არ იციო?! იმან ყურში წამოარტყა პაატას. ეს წამებში
ხდებოდა. როგორ, მეც ვერ დავინახე. უცბად ტიპს იარაღი ამოუღო, – ყვება
გურულო.
– რააა?!!! იარაღით დადიოდა?! – გავგიჟდი.
– არა, ის ტიპი განაიარაღა. წარმოიდგინე, რა „იშუსტრა“, რომ ტიპს
იარაღი ამოაცალა და შუბლზე მიადო წამებში!.. და ეუბნება, შემიძლია აქვე
„დაგბრიდო“, მაგრამ მე შენ გჩუქნი სიცოცხლეს, რადგან მკვლელი არ ვარო,
დაამთავრა მოყოლა გურულომ.
– ვაიმე, ეს რას მიყვებით! არა რა, აქ არ უნდა გვეცხოვრა, უნდა გავრი-
დებოდით თბილისს, მაგრამ როგორ და სად, არ ვიცი. „კუდს“ მაინც გამოგვა-

233
ყოლებდნენ. არასრულწლოვნები ვართ. არ ვიცი, სხვა რა უნდა მექნა. რასაც
ვამბობდი, არავის ესმოდა! და ახლა ვის დააკლდა?! მხოლოდ მე! ჩემი ძმა მე
დამაკლდა!!!
– ან ის, „ტო“! ვიღაც თამუნას რო დაუწყო ძებნა, ხო იცი, ეგ ამბავი? –
ისევ აგრძელებს გურულო.
– ხო, ვიცი, მაგაზე მაგარი „გავუჭედე“ და შეეშვა, თორე არ ვიცი, მანდ
კიდე რა მოხდებოდა, გურულო! შენ მაგრად უწყობდი ხელს ყველაფერ ცუდ-
ში! მოგზავნილი ხომ არ ხარ, ეე?! – სრული სერიოზულობით დამებადა ეს
შეკითხვა.
– რა მოხდა, რა? არ ვიცი ეგ ამბავი! – დაინტერესდა ჯიხვი და ხუმრობად
ჩამითვალეს სერიოზული შეკითხვა.
– ერთ თამუნას უყვარდა პაატა სკოლაში ადრე. „ნუ“, ეს ერთ-ერთი იყო,
თორემ პაატა ბევრს უყვარდა და ჩემი დარჩენილი ძმები... ჰოდა, შემჭამა
ამ გოგომ, შენი ძმის სურათი მომიტანეო. ჯერ ყველანი ცოცხლები იყვნენ,
არ გახსოვთ, იმედას და პაატას სურათი მივიტანე, ბავშვობისდროინდელი.
სკოლის წინ ვიდექი და მთელი სკოლის გოგოები მომეხვივნენ (თან ვიცინი,
ისე მიყვარს ეგ წლები, მკვდართან რო ვიჯდე, მაინც გამეღიმება)... ჰოდა რა,
ხდება აქო, ყველა დაინტერესდა და შერჩათ ზღვაზე გადაღებული სურათი
– იმედა შუბლშეკრული საცურაო კამერით იმალავს ერთ ადგილს. პაატას
კიდევ ძირს დაუვარდა თავისი საცურაო კამერა და ტირის, სურათი არ უნდა
შიშველს, – ვიცინით გახსენებაზე.
– აუ, შენ რა ცუდი გოგო ხარ! იმედა მოსაკლავად გიმეტებდა, სურათები
არ ევასებოდა, -ბიჭებმაც გაიხსენეს.
– ძაან „ღადაობა“ იყო, ეს სურათი რო ნახეს გოგოებმა. ამდენი დღე ამ სუ-
რათისთვის გვალოდინეო? დაღლილი ვიყავი, იმდენს მეხვეწებოდნენ იმედას
და პაატას სურათებს. მოკლედ, ამ თამუნას უყვარდა პაატა, პაატას – არა.
ახლა რომ გაიგო, ჯაბა იოსელიანის შვილის საყვარელი იყო, დამარეკინა თა-
მუნასთან სახლში. ოღონდ მე არ ვიცოდი ვისი საყვარელი იყო. დედამისმა
მითხრა, თამუნა აქ არ ცხოვრობს და ეგ ჩვენი შვილი აღარ არის, მაგან ჩვენ
თავი მოგვჭრა, ისე გვარცხვენსო. მეც გამიკვირდა და პაატას ვკითხე, რამ
გაგახსენა ახლა ეს ძველი სასიყვარულო ამბები-მეთქი. მერე მითხრა, რა-
ტომაც გაახსენდა. ჯაბა იოსელიანის ბიჭის გამწარება უნდოდა იმით, რომ
თამუნა „აეხია“ როგორც „ნაშა“. „მაგარი გავუჭედე“ მაგაზე პაატას. ცალკე
მაგაზე ვიხმალავეთ! მერე, როგორც ვიცი, მოეშვა მაგ თემას. გოგო „დაჟე“
იოსელიანის „BMW“-თი დარბოდა (ამ ამბის გახსენებაც მაბრაზებდა).
თავის ქნევა დაიწყეს ბიჭებმა. გურულოს მოჰქონდა ამბები, აქეზებდა
პაატას და მერე ამშვიდებდა თუ ნერვებს უშლიდა, ვერ ვიგებდი. ვერც ის
გამერკვია, ეს გურულო „სპასობნი“ იყო თუ არა, ასეთი „ნაბოზრობა“ ჩა-
ედინა? თან პაატას ნათლია იყო! ძალიან დაბნეული ვიყავი. კი გავიზარდე
უფრო, მაგრამ 15 წლის ბავშვი, როგორც არ უნდა გაიზარდოს, მაინც ბავშ-

234
ვია. მანამდე ყველა გიჟს მეძახდა, ახლა, საუბედუროდ, გამართლდა ჩემი
სიტყვები. მივიდა ხმა „საძაღლეთამდე“. ამოვიდნენ სახლში გასარკვევად, მე
არ გამაკარეს. რამდენიმეჯერ წასულან ბიჭები მიცვალებულის ამოსაცნო-
ბად, მაგრამ პაატა არცერთი ყოფილა, „ბოროტებთანაც“ მისულან, როგორც
ბიჭებმა თქვეს და „ბოროტებს“ უთქვამთ, ჩვენ ხელი არ გვიხლია ბავშვისთ-
ვისო. ვის დაეჯერება?! ვინ წაიყვანა პაატა? ისევ იმათ, ვისაც თორაძეების
სისხლის ეშინოდა მთელი ცხოვრება თუ არა, მრავალი წელი მაინც! მიწასაც
კი არ მიმაბარებინეს უდანაშაულო ჩემი საყვარელი ძმა! აი, უკვე მეორე ძმა,
რომელიც სად ვიტირო, არ ვიცი! გამოდის, მადლიერი უნდა ვიყო ქართვე-
ლების და საქართველოსი, მშობლები და სამი ძმა მიწას მაინც რომ მიმაბა-
რებინეს! რატომ? რამ გააბოროტათ ასე? პაატას ხომ არაფერი დაუშავებია?
17 წლის გახდა, არც ქუჩური ცხოვრებით უცხოვრია და არც „შავი“ ყოფი-
ლა, მაგრამ არა! შიში კლავდათ! გაიზრდება და შურს იძიებს, თორაძეაო! ამ
გვარზე კი ისე აკანკალებდათ, შვილებს დედებმა გვარი შეუცვალეს: ჯარჯი
ზაალიშვილი გახდა, თორნიკე – ბიბილაშვილი, გიორგის შორენამ არ შეუც-
ვალა გვარი: ან დაეზარა, ან არ ეცალა მაგისთვის, ან, უბრალოდ, „ეკიდა“, რა
მოხდებოდა, თორემ თორაძეების დიდი სიყვარული რომ არ ამოძრავებდა,
ეგ ზუსტად ვიცი. მკვლელებისგან კი რა იყო გასაკვირი? ერთ-ერთ აღდგო-
მას ვერაზე, პანტელეიმონის ტაძართან ვიდექი, როცა გავიგონე, ერთმანეთს
ულოცავდნენ „ბოროტები“ ასე:
– ქრისტე აღსდგა, ძმაო!
– „ვზაიმნა“, ძმაო!
ასეთ სულიერ სიბნელეზე მაქვს საუბარი. ამათ მკვლელობის გარდა, რა
უნდა ეკეთებინათ?! რა შეეძლოთ სხვა?! რა და – კაიფი!... გია ბარამიძეების
რძალი დაეტაკა ეკლესიასთან, რა გინდათ აქ, მკვლელებოო! მაგიტომ მიიქ-
ცია იქ მდგარმა მასამ ჩემი ყურადღება. მალევე წავიდნენ, არც იცოდნენ,
ქრისტეს აღდგომა რას ნიშნავდა. ბარამიძეების რძალი შავებში ჩაცმული
ნამდვილი ქვრივი იყო. როდესაც ჩვენთან ამოვიდა სახლში, ცელოფანის
პარკით ხელში, ოჯახის სულ პატარა წევრი იკითხა. ეკა წინ რომ დაუდგა, მას
უთხრა, პარკით ეს შოკოლადები გია ბიძიამ გამომატანა შენთანო... გულზე
მიკბინა რაღაცამ. ვიტირეთ ჩუმად მეც და ქვრივმაც, საკურთხი მოიტანა,
პატარა სუფრა გაშალა თვითონვე, სანთლები აანთო, ვილოცეთ მათთვის.
ძალიან გამახარა მაგ დღეს ქვრივმა, რომელიც სათნო სახის ქალი იყო და
ძალიან განსხვავდებოდა ჩემი ქვრივი რძლებისგან, ვულგარულად დახა-
ტულ-ჩაცმულებისგან, ხელი რომ აქვთ გაშვერილი ტრასაზე და ლამობენ
„პაპუტნის“ გაჰყვნენ. თავმოყვარეობა სად აქვთ მაგ დროს ქალებს, არ ვიცი!
კი არ დავმალავ, ძალიან შემშურდა! მეც მინდოდა, ასე ჰყვარებოდათ ჩემი
ძმები ცოლებს და ასეთი პატიოსნები დამენახა. რომელიმეს შავი სცმოდა და
თვალზე ცრემლი ჰქონოდა, მაგრამ არა! მათ მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ
თორაძეების რძლობა თუ ცოლობა, როცა ქუჩაში გაუჭირდებოდათ. სირცხ-

235
ვილი და თავის მოჭრა! ვიღაცას რომ ჩაუსხდებოდნენ მანქანაში და ის ვიღაც
შორენას ან მაიას გაუპატიურებას დააპირებდა, დები მაშინ იშველიებდნენ
ჩვენს გვარს! საშინლად მრცხვენია მათ ადგილას! საერთოდ არ გვილაპა-
რაკია მე და ბარამიძეების რძალს. ერთხელ, მანამდე კარებზე კაკუნი იყო.
ახლა კი ვიწვი სირცხვილით, მაგრამ მაშინ კარი ვერ გავაღე შიშისგან, არ
ვიცოდი თუ უნდა დამეჯერებინა შავებში ჩაცმული ქალბატონისთვის, რო-
მელიც ფანჯრიდან დავინახე უკვე სადარბაზოდან გასული. მანამდე რკინის
კარი გვაშორებდა, რომელიც მე არ გავაღე. ამას დღესაც განვიცდი (პაატას
დროს მოხდა ეს ამბავი)!
– ვინ არის? – ვიკითხე.
– შვილო, ხილი მოგიტანეთ, გია ბარამიძის დედა ვარ, იყოს, შვილო, კარს
ნუ გააღებ, აქვე დაგიტოვებთ (მე და პაატამ თვალებში შევხედეთ ერთმა-
ნეთს. მხრები აიჩეჩა, რაც ნიშნავდა, შენ გადაწყვიტეო. მე კი შემეშინდა, ბევ-
რი რამ ვიფიქრე და არ გავაღე)!
– გმადლობთ! მომიტევეთ, კარს რომ არ ვაღებ, თუ გვითვალთვალებენ
ასე ჯობია, ღმერთი შეგვახვედრებს ერთმანეთს! – გავძახე.
– რა თქმა უნდა, შვილო! – თან ტიროდა გიას დედა.
როგორ დამიმძიმდა სული, ჩამწყდა ყველაფერი, შიგნეულობა, დედა გა-
მახსენდა და გამიხარდა, რომ ის აღარ არსებობდა, რომ ვერ მოესწრო გიას
დედის ტკივილს, შვილის დაკარგვას!

თორნიკე ბარამიძეც გავიცანი, გიას ძმისშვილი. ძალიან ახლოს არასდ-


როს ვყოფილვართ, მაგრამ არც იყო საჭირო, ისე გვიყვარდა ერთმანეთი;
ისედაც ვგრძნობდით ერთმანეთს გაცნობის პირველივე დღიდან, როგორც
შეგვეფერებოდა ამ ორი ლეგენდარული გვარის წარმომადგენლებს.
თათოსთან გაიშალა დაბადების დღის დიდი სუფრა, თათოსი და გოგასი.
მე სუფრის ერთ ბოლოში ვიჯექი, მეორე ბოლოდან ხმა გავიგონე უცნობის,
ძალიან ნაცნობი და ახლობლური:
– თორაძე! სად ზიხარ, ჰა?!
ძალიან გამიკვირდა, გაღიმებულმა შევხედე უცნობ, ძალიან სიმპათიურ
ახალგაზრდას, თავს იქნევდა და ამბობდა:
– თორაძე და ბარამიძე ერთად უნდა ისხდნენ!
მრავლისმთქმელი იყო ეს სიტყვები ყველა იქ მყოფისთვის.
– ვაღიარებ! „ბაზარი“ არაა! – მეც გაღიმებულმა ვუთხარი.
ორივე ერთდროულად წამოვდექით და შუაში შევხვდით, მაგრად ჩავე-
ხუტეთ ერთმანეთს ორი ამაყი, კაი ბიჭის დანატოვრები! იმ დღიდან დავძ-
მაკაცდით, თუმცა დიდი ხანი ვერ შევძელით ერთმანეთისთვის მეტი სითბო
გვეჩუქებინა, აგვევსო გულები და გვეძმო მთელი ცხოვრება. თორნიკე ვაჟ-
კაცი ბიჭი იყო და სხვანაირად ვერც იქნებოდა. ჰოდა, ვიღაც „ახალი სტილის
მაცხოვრებელმა“ მოკლა თორნიკე ბარამიძეც პაატას გაუჩინარების შემდეგ.

236
ეს წესად იქცა თბილისში: „კაი ბიჭები“! მართლა, კაი ბიჭები (არც პიჟონებზე
მაქვს ლაპარაკი და არც იმათზე, ფულით რომ გახდნენ კაი ბიჭები), „იმენნა“
კაი ბიჭების დედამიწაზე გაჩერება არ უნდოდათ ამ მოდას აყოლილ „ფედა-
რასტებს“, სერგეევიჩი როგორც იტყოდა. ვერ უძლებდნენ იმის შიშს, რომ
ადრე თუ გვიან მათ მისრესდა ის კაი ბიჭი. ზოგს ეგეც არ ადარდებდა იმდე-
ნად, რამდენადაც ზიზღი არ ასვენებდა; იმის გაცნობიერება, რომ ის „სხვა“
მაგარი კაცია, მართალია. მათი ფიქრი ასე გრძელდებოდა: ის უფრო ეყვარე-
ბათ, ვიდრე მე; იმის კაი ბიჭობა ჩემს არაკაცობას კიდევ უფრო მეტად გამო-
აჩენს; მოდი, მოვკლავ, მოვიშორებ, რომ მარტო მე ვჩანდე ძლიერი; თან იმას
თუ მოვერევი, „ვაფშე“ მაგარი გამოვჩნდები! აი, ასეთი დახშული აზროვნება
ჰქონდათ უსულგულო ფულიან ნაძირლებს, რომლებიც ხოცავდნენ კაი ბი-
ჭებს... მათთვის სამართალი არ არსებობდა, მათ არ აპატიმრებდნენ და არც
პასუხს სთხოვდნენ, რადგან სჭირდებოდათ ასეთი ნაძირლები, მკვლელები.
მასეთებს ან მამა, ან ძმა ჰყავდათ ფულიანი ქვეყნის გარეთ, რომელიც ინა-
ხავდა „საძაღლეთს“ ძმის ხელშეუხებლობის საფასურად. ამ ვითომ ცივილურ
დროში „ქურდები“ გაწყვიტეს და „მაფიოზები“ შემოყარეს. „ვინც დაასწრებს!“
– ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. ასე დაარქვეს მოპარვას, წართმევას,
მოკვლას და სხვა უამრავ ბოროტებას. იმით განსხვავდებოდა ძველი დრო და
ახალი დრო, რომ ძველ დროში შიში მეტი იყო ცუდი საქციელის ჩადენისა, ვი-
ღაც მოგთხოვდა პასუხს უსამართლობაზე, უფრო მკაცრად, ვიდრე კანონი.
არც დიდი ფული უშველიდა კაცის ნამუსს და არც უთვალავი ტყვია-წამალი.
დღეს კი ყველაფერი ფულზე იცვლება. დედას უბახებენ თვითონ ქართველე-
ბი ქართველებსა და ქვეყანას!
ვიღას ახსოვდა თორაძეების გაფუჭებული?! ნატრობდნენ მეზობლები
თორაძეებს, ნატრობდნენ იმდროინდელ სიწყნარეს, უბანში შექმნილს. მერე
უფრო დააფასეს მშვიდი ძილი საკუთარ სახლებში. შეწუხებული უბანი ამ-
ბობდა: ვინ გაბედავდა ამდენ უსამართლობას, თორაძეები როცა ცოცხლები
იყვნენო?! კი იყვნენ „ნაბოზრებიც“ სამეზობლოსა თუ უბანში. მაგათ რა გა-
მოლევს! რაც კარგია, ცოტაა, სამწუხაროდ!
მეზობლები ერთ-ერთს ადებდნენ ხელს. ასე ყვებოდნენ: მკვლელები უკვე
მიდიოდნენ, რადგან ეგონათ, რომ გაიქეცით. უკვე მიმავლებს გზაში დაედევ-
ნა, შავი კარი რომ არის მეშვიდე სართულზე, იმ ბინაში იმალებიანო, მიაძახა
თურმე. არასდროს მივსულვარ საკითხავად, თუ რა დაუშავეს ასეთი, რატომ
გაიმეტა ჩემი ძმები?! ახალგაზრდა კაცს, საღ-სალამათს რამდენიმე წელში
(მალევე) გული გაუსკდა და მოკვდა, თუ, რა თქმა უნდა, მართალს ამბობდ-
ნენ ჩვენს ბონდოზე. ეტყობა, ვეღარ გაუძლო სინდისის ქენჯნას, ან ვეღარ
გაუძლო გულმა ამდენ მკვლელს დედამიწაზე. არადა, როგორც თქვეს, ხელი
შეუწყო, კარგი ბიჭები ჩაედოთ მიწაში და მათ ნაცვლად არაკაცებს ევლოთ
თავისუფლად. ალბათ, შერცხვა გულს და გასკდა! კარგია, როცა ჩემი ჩარევის
გარეშე ღმერთი სჯის დამნაშავეს (საბედისწერო სამი მარტი გამახსენდა)!

237
ველოდეთ! ველოდეთ ვინმეს გამოჩენას, ამბის გაგებას, რამის შეტყო-
ბას... იმედი გაქრა... პაატა თუ გაერიდა ქვეყანას, გურულო როგორღა იტ-
ყოდა, რაც გადმოგცეს: ყველას გაგაქრობთ, ნუ კითხულობთ პაატასო. მერე
კი მოვარდა გიჟივით და თქვა, სასწრაფოდ უნდა გადაიმალოო. პირველი,
რაც გავაკეთეთ, თათოსთან წავედით, მრგვალ ბაღთან ცხოვრობდა. არ იყო
კარგი აზრი ასე ახლოს მტრებთან ბუდის დადება, მაგრამ სხვა ვერაფერი
მოვიფიქრეთ. ნათესავები ჩვენ არ გვყავდა, ახლობლებთან დარეკვას ვერი-
დებოდი. ორი დღე თათოსთან გავჩერდით მე და ჩემი დები, მერე კი ისევ
სახლში მოგვიწია დაბრუნება, რადგან ოთხნი ვიყავით, არავისთვის იყო ად-
ვილი, შევეფარებინეთ. სერგეევიჩი ამბობდა, თორაძეების სტუმრობა არ
გეგონოთ ხუმრობაო. ანის დას, ლილის, დავურეკე. ანის ტელეფონს ალბათ
უსმენდნენ და მოვერიდე...
– ლილი, გამარჯობა, თამუნა ვარ, ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, სახლ-
ში ვერ გავჩერდებით, შეგიძლია ჩემი დები დაიტოვო რაღაც პერიოდი?
– რა თქმა უნდა, თამუნა! შენ წასასვლელი ყოველთვის გაქვს! ჩემი სახ-
ლის კარი შენთვის ღიაა! – მითხრა ლილიმ.
– გმადლობ, ლილი, მანდ ვართ ცოტა ხანში (გამიხარდა ძალიან)!
– გელოდები (ლილის ხმამ მანუგეშა)!
ძალიან გამიხარდა! გამიხარდა, ვიღაცა გამოჩნდა, ვისაც არ ეშინია ან,
თუ ეშინია, სძლევს შიშს და გვეპატიჟება. მივიყვანეთ ბავშვები და მოვუყევი
მომხდარი. მე კი ბიჭებმა მომაშორეს საქართველოს. მატარებლით გავემგ-
ზავრეთ მე, მუკუჩა, ბესელა და შოთა.
– ამას რა უნდა აქ? რატომ არსებობს ეს ტიპი ჩვენს ცხოვრებაში ისევ
(ვთქვი გაბრაზებულმა)?!
– უნდა „დავფერთხოთ“, მამამისს ფული აქვს თან მოსატანი, საჭიროა
ეგრე ახლოს რო გვყვავდეს (მუკუჩა „ტიპობს“, ამათი „დაფერთხილი“ არ
გაიშვას)!
მე და მუკუჩა მატარებლის ერთ კუპეში ვიყავით, ბესელა და შოთა – მე-
ორეში. არ ვიცი, სად მივდიოდით. მგონი, უკრაინაში. ძალიან ციოდა, დიდი
თოვლი მაფიქრებდა, რომ ციმბირში ვარ. დავბანაკდით ერთოთახიან ბინაში,
სადაც ტელევიზორიც არ იყო, ერთი დიდი საწოლი იდგა ოთახში, სამზარე-
ულოში – გასაშლელი სავარძელი. სახლიდან მხოლოდ თბილისში დასარეკად
გავდიოდით ფოსტაში. ბავშვებსა და თათოს ვურეკავდი მხოლოდ. გზის გახ-
სენება არ მინდოდა, თუ როგორ ჩავაღწიეთ... მატარებელში გამცილებელი
მოვიდა ჩვენს კუპეში. კაცი ცულით რომ დავინახე, გული გამისკდა, საშინე-
ლი ამბების მოყოლა დაიწყო:
– კარი კარგად ჩაკეტეთ, ოჯახი გააუბედურეს ამას წინათ, მამას ცოლ-
შვილი თვალწინ გაუუპატიურეს!..
ისე შემეშინდა, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, არც მუკუჩას... ცუ-
ლით ხელში გამცილებელი რას გვიშველიდა?!

238
– მუკუჩ, მოვიშოროთ რა, შოთა!
– დაგვაცადე რა, იქ გვჭირდება შოთა, თან ვიღაც „შავებს“ იცნობს მამა-
მისი და მოგვხედავენ ისინი!
– აუ, კარგი რა, მუკუჩ! ჯერ როგორ „დაფერთხავ“, მერე კიდევ, რა „შავე-
ბი“?! თქვენ რომ რამე შეგემთხვეთ, მე როგორ ვიცხოვრო უცხო ქვეყანაში?
ან როგორ დავბრუნდე უკან? გოგო ვარ, საუბედუროდ! ვინმემ რომ გამა-
უპატიუროს, „ცვეტში“ ვერ ვიცოცხლებ თავს (მთელი გულით ვდარდობდი)!
– რეებს ამბობ, გაგიჟდი (შევეცოდე მუკუჩას, ვუყვარდი. ამდენი უბედუ-
რება გამოვიარეთ ერთად, პირველ რიგში, იმედას და ვიყავი)?! თან ფული
აქვს მამამისს მოსატანი პაატასი. აქ ამოგვაღებინებს მაგ თანხას, თუ არადა,
მერე მოვითხოვთ სხვანაირად!
– იმედია, მაგ ფულის გამო არ გააქრეს პაატა (ისე ვიკითხე, სიტყვას მოჰ-
ყვა)?
– არა, რას ამბობ! კაპიკებია კაცის გასაქრობად (მუკუჩამ მიპასუხა)!
– კაი, მუკუჩ! ერთი შენ გენდობი, ხო იცი და ჯიხვის, თქვენგან მეტს აღ-
არავის!
ჩავედით იმ გამყინვარებაში. პირველ დღეს სასტუმროში მივედით. ბიჭე-
ბი თავს მევლებოდნენ. ნამდვილი ძმებისგან თითქმის ვერ ვარჩევდი მუკუ-
ჩასა და ბესელას. მეორე დღეს ცარიელ ბინაში გადავედით, ტელევიზორიც
რომ არ იყო. ოთხივე ვისხედით და არაფერს ვაკეთებდით, მე ვწერდი ისტე-
რიულად და, თუ ამას არ ჩავთვლით, ბიჭები „გერაინს იჩხირავდნენ“. ტვინი
დამეღალა იმაზე ფიქრით, თუ როდემდე უნდა მეცხოვრა ასე?! რა მელოდა
მომავალში? თუ დასრულდებოდა ოდესმე ცუდი?! პასუხს ვერავინ გამცემ-
და. მე კი სულ ველოდი...
– თამ, აღარ ვიცი რა ვაკეთო, „გამოვსირდი“! მათხოვე რა შენი დღიური,
მაინც ხომ არაფერს მიმალავ, ძმაკაცები ვართ, მიდი რა, გავერთობი (ბესე-
ლა მეუბნება)!
– გაერთობი? ჰმ, გაერთობი კი არა, გაიზრდები! – (საკუთარ თავში დარწ-
მუნებულმა ვთქვი, რაზეც სამივეს გაეცინა)! - „ბაზარი არაა“, ბესელ! არა-
ვის არაფერს ვუმალავ! ისე კი, თუ რამე გავაკეთე არასწორი, ჩემს სულს და
ღმერთს მაინც ვერ დავუმალავ, სხვა დანარჩენი უკვე სულერთია! – ვუთხა-
რი და მივეცი დღიური.
– მაგრად მიყვარს ვალიკო! – მუკუჩამ დაიძახა სამზარეულოდან.
ვალიკო ჩემი ერთ-ერთი „კლიჩკაა“, რომელიც თავგასამ (გიორგი ჯმუხა-
ძე „სირმა“) შემარქვა და მუკუჩამ აიტაცა. ვალს გვადებს სამ სიტყვაში ოთხ-
სო. არ მწყინდა, რა თქმა უნდა. ბესელამ კი გადაღეჭა ჩემი დღიური. მიბა-
რებს ოთახში და სთხოვს შოთას, მარტო დაგვტოვოს, მაწვდის დღიურს და
მაკითხებს იმ მონაკვეთს, რომელზეც მითითებს. მეც ვკითხულობ. შინაარსი
ასეთია: თუ როგორ მიყვარს მუკუჩა და ბესელა, ასე რომ მიდგანან დღესაც
და როგორ მედგნენ პანაშვიდებზე გვერდში; ტანსაცმლის აღებაც რომ ვერ

239
მოვასწარი სახლიდან და ნახევრად შიშველი შემმოსეს, რათა არ გავყინული-
ყავი... თუ როგორ ზრუნავენ ჩემზე, უჭმელ, პრეტენზიულ, ჯაჯღანა ბავშვ-
ზე, რომელიც ვარ 15 წლის, რომელსაც უყვარს ადამიანები და განსაკუთრე-
ბით – მუკუჩა იმედოს ძმაკაცებიდან...
– მერე? რატომ მაკითხებ ამას? ან რატომ ტირი (კაცის ტირილმა დამაბნია)?
ბესელას თვალები ცრემლით გაევსო. მიყურებს თვალებში, მერე კი მიშ-
ლის სხვა გვერდს და მთხოვს წავიკითხო, მეც წავიკითხე. პაატას იარაღები
ბესელამ მოპარა, მაგ ნაძირალაზე მაქვს ეჭვი! როგორ იკადრა! როგორ მოპა-
რა რამე იმედას ძმას! თუ კარგი უნდოდა, ისე წაერთმია პაატასთვის და ეთქვა,
რომ იარაღების ქონა კარგი არ არის (ძალიან ოდნავ, სულ ოდნავ შემრცხვა).
– ხო! ცუდია ასეთ რაღაცას რომ წაიკითხავ შენს თავზე, მაგრამ უფრო
ცუდია შენიანზე ამას რომ გაფიქრებინებს შექმნილი სიტუაცია! რა გატი-
რებს? კაცი ხარ (მე არ დავიბენი. პასუხის გაცემის არასდროს მეშინია)!
მიკვირს კაცის ცრემლი, თუ ძალიან სერიოზული მიზეზი არ აქვს. ვფიქ-
რობ, რომ იტყუება ასეთი კაცი, თუმცა ასე ვფიქრობდი და არ ვიყავი დარწ-
მუნებული ამ აზრის სისწორეში, ამიტომ არ მინდოდა გული მეტკენინებინა
ბესელასთვის. ყოველთვის მეშინია სხვისთვის გულისტკივილის მიყენებისა,
ამიტომაც ადამიანებს ისე ვექცევი, როგორც მე მინდა, რომ მომექცნენ. ეს
კი, დღემდე არ ვიცი, კარგია თუ ცუდი! პასუხს მეორე ცხოვრებაში გავიგებ,
ალბათ.
– კარგი რა, ბესელ, მაპატიე, რომ წაიკითხე. ეგ უკვე გაფიქრებულია და
დაწერილი და უკან ვეღარ წავიღებ. ცხოვრება გრძელდება და დრო გაგვა-
გებინებს, რა მოხდა სინამდვილეში. თუ ეგ სხვამ იკადრა, მოვალ და ბოდიშს
მოგიხდი! ახლა კი ეგ ეჭვი, აზრი, ნაწერი – ყველაფერი თავის ადგილას რჩე-
ბა (თამამად, მაგრამ, ამავე დროს, მორიდებით ვთქვი ჩემი სათქმელი)!
– დედამ დამირეკა, მამა იყო ცუდად. მოდი სახლშიო, მეხვეწა, დაემთხ-
ვა ეგრე... მე როგორ ვიზამდი მაგას? ვნერვიულობდი, კარიც მაგიტომ ვერ
ჩავკეტე (ბესელას ხმაში ვერ ვგრძნობ ვერაფერს)!
გინება დაიწყო: ვინც ეგ იარაღები წაიღო იმის დედა, მამა, ბებია, ბაბუა!..
„კაროჩე“ სულერთი იყო, რას იტყოდა. ისიც ვიფიქრე, ფულის „პონტში“ წა-
იღებდა, თუ ამან წაიღო. უკვე ვიცოდი, არც ბესელა იყო კაი ბიჭი. იარაღის
გაყიდვა „ბოზური“ საქციელი იყო! ანუ, ქუჩური გაგებით, „კაი ბიჭს“ ვგულის-
ხმობ, თორემ მეზობელს ავეჯის გადადგმაში თუ ეხმარება, ეგ რაში მაინ-
ტერესებს და არც იმედას სხვა დანარჩენი ძმაკაცები... არც ველოდი მეტს,
რადგან ვიცოდი „კაი ბიჭებს“ მიწაში აცილებდნენ. არც ეგ ცვლიდა ჩემს
სიყვარულს, მათ მიმართ რომ მქონდა; არც „შავები და ძველები“ მინდოდა.
უბრალოდ, სუფთა ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, არ შეიძლებოდა, ნეტავ?!
ასე გაიარა იმ დღემ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ცრემლიც
მალე შეაშრა ბესელას, თან არავის არაფერი უთხრა, არც მუკუჩას, არც შო-
თას. მერე მე მოვყევი ამ ამბავს მუკუჩასთან...

240
დიდი ხანი არ გაგვიტარებია იმ „ციმბირში“. ვიღაც კაცს შევხვდით რამ-
დენიმეჯერ, „კალბასას“ თუ ვიღაც ეგეთს, არ მახსოვს, საქმე უნდა შემო-
ეთავაზებინა, რაშიც „გაიმაზნენ“. ვერც შოთა „დაფერთხეს“ ისე, რომ რამე
ახალი ეთქვა პაატაზე. ალბათ, ადვილი მისახვედრია, ამ სამ ახალგაზრდას
რა უნდა ეკეთებინა ორი-სამი კვირა! უფრო დიდხანს არ ვყოფილვართ, მაგ-
რამ ამ დრომაც გამაცოფა, დამაკარგვინა მოთმინება.
– როდემდე უნდა ვიყოთ აქ? ბავშვებს მიხედვა სჭირდებათ! გახსოვთ,
მუნი რომ გადასდო გურულომ (გამოვუვარდი ბიჭებს დოინჯით, რასაც სი-
ცილი მოჰყვა)?
– ეგ ბინძური ეგა! ჰა, ჰა, ჰაჰ... მანქანის „ბარდაჩოკში“ მუნის წამალი ჩა-
ვუდეთ, რომ ნახონ გოგოებმა და აღარ მიეკარონ, იქნებ შერცხვეს და მერე
მაინც იბანაოს (იხსენებენ, იცინიან ბიჭები).
გვიყვარს გურულო. რა თქმა უნდა, ისიც ვიცით, დებილი როა, 7 თვეც ვერ
გაძლო დედის მუცელში. როდის ეძინა, არავინ იცოდა. დილის 6 საათზე იწ-
ყებდა მოძრაობას ქალაქში და ჩალიჩს, სულ თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი...
მუნი ამართლებდა თუ ადასტურებდა მის ნაადრევ მოვლენას დედამიწაზე...
– მოკლედ, ბიჭებო, მე მარტო წავალ თბილისში! ვეცდები, იქნებ ჩავაღ-
წიო, ბავშვებს მიხედვა სჭირდებათ! ლილი მარტო ცხოვრებასაა მიჩვეული,
გაუთხოვარი ქალია, არ ექნება ბავშვების ნერვები. მე არავინ მერჩის, ეგ
ჭორი იქნება ისევე, როგორც სხვა ჭორები (გამოვედი ჩაბარგებული)...
– არა! სად წახვალ მარტო! ხო არ გაგიჟდი! შენ გამო ვართ აქ (მუკუჩა და
ბესელა წამოხტნენ)!
– რა?! ჩემ გამო?! თქვენ მართლა „შიგ ხომ არა გაქვთ“?! რა ჩემ გამო,
ბიჭო?! რაც აქ ვართ, შპრიცები არ გაგიგდიათ ხელიდან! სულ კაიფში ხართ!
აი, რისთვის ხართ აქ, ძმაო! ორი კვირაა კაიფობთ. თქვენგან მარტო ის მეს-
მის, როგორ დარდობთ: „ლომკები“ არ ავიკიდოთ, ბიჭო! ფული გვითავდება,
რა ვქნათ?! თამო, ჭამე კარაქიანი და ნუტელიანი პური! სულ მე მეჩხუბებით
ამ ჭამაზე! რანაირად უნდა ვჭამო?! გული მიკვდება, ასეთებს რომ გხედავთ!
– შინაგანი „ტეტე გადავტენე“.
– კარგი, დამშვიდდი, აღარ ვიკაიფებთ! ჭამას კიდე სულ დაგაძალებ! არ
ჭამ და ეწევი ამ სიგარეტს (მუკუჩა „აბლატავდა“)!
– კაიფი ჯობია, ძმაო, რა! და „ვაფშე“, იმედა რომ გიყურებდეთ, მაგარს
დაგსჯიდათ! რას გავხართ (მე უკან არ ვიხევ)?!
– ხო, კარგი, მართალი ხარ (აი, მუკუჩა რატომ მიყვარდა! ყველაზე ადრე
ხვდებოდა, მართალი რომ ვიყავი, თუ თავგასა „ბოსი“ არ ჰყავდა გვერდზე)!
ასი პროცენტით მართალი ვიყავი! მე, გოგოს, უფრო მეტი მესმოდა ცხოვ-
რებისა, ვიდრე ამხელა ბიჭებს. მუკუჩამ სიტუაციის გასანეიტრალებლად თუ
მოენატრა, არ ვიცი, ჩემი ძმები გაიხსენა:
– თამუ გვხვდება ბარნოვზე, ფეხით „მოტასაობს“ სკოლიდან. მე და დუგ-
ლა ვართ, ტაქსით მოვდივართ. ნუ, „იასნია“ ვუჩერებთ, გვეუბნება იყოს,

241
ფეხით ავისეირნებ, მაგრამ ჩვენ მაინც ვისვამთ ტაქსში და აგვყავს სახლში,
სევასტოპოლზე.
– ტაქსისტი წუწუნებს, მახსოვს ეგ ამბავი, ალბათ, ფული არ გქონდათ
(მეც გავიხსენე).
– გავუჩერეთ იქვე, კორპუსთან და გადავიდა ტაქსიდან. უცბად, ბიჭო,
წამებში იმედა, კახა, ლაშა მორბიან, იარაღებს იღებენ ქამრიდან და ყვირიან:
არ წახვიდე! დაიცადე (მუკუჩა აგრძელებს)!
– აუუუ, როგორ შემეშინდა, მუკუჩ, არ იცი!.. მეთქი, არ დაუშინონ, ბიჭო,
ეხლა! ნეტა დაინახონ, ვინ მომიყვანა და თან ვიძახი, მუკუჩაა (შეშინებული ვარ)!
– ძმები გარეთ იქვე მდგარან ბიჭებთან ერთად, ჭანტურიას სახლის წინ
და რომ დაინახეს, თამუნა მანქანიდან გადმოდისო, გაგიჟდნენ, მოცვივდნენ.
თამო ყვირის, მუკუჩაა, არ ისროლოთ (მუკუჩა თან იცინის)!
– შენც შეგეშინდა, ფერი არ გედო. ჰა, ჰა, ჰაჰ! სანამ დაგინახეს, მე რომ
დავიყვირე, არ ისროლოთ! შენ და დუგლა გაფითრებულები გადმოხტით
ტაქსიდან: ჩვენ ვართ! ჩვენ! მაგარი ვიცინეთ (თან ვახსენებ)!
– ჰოდა, კახამ შენ გითხრა, ადი ახლა სახლშიო და ჩვენ მოგვიბრუნდა:
ვიფიქრეთ, ბავშვს ვინმე ხომ არ ატყუებს რამეს, გული გაგვისკდაო.
– მეც გავიგე, ეგ რომ გითხრა, წარმოვიდგინე „დაჟე“, უცხო ვინმე რომ
ყოფილიყო და არა თქვენ... უფ, შემეცოდა!
– შინაბერა დარჩებოდი (ბესელა და შოთა სიბრძნეს „იჭინთებიან“)!
– დავრჩენილიყავი! შენნაირ „სირებსაც“ არ შემოაყოფინებდნენ ცხვირს
ჩემს სახლში! მაგრად არ მევასები, შოთა, რა! და ბევრ ნაძირალას ამარი-
დებდნენ ცხოვრებაში! მე მხოლოდ მათ ვუყვარდი! მხოლოდ მათ უნდოდათ
ჩემთვის კარგი (ძალიან ამაყად ვთქვი და ზემოდან გადავხედე ბესელას და
შოთას. დაბანაც რომ არ უყვარდათ სუნიან მორფინისტებს)!..
– კარგი, „ვსიო“, დაწყნარდი ეხლა და ხვალ წავიდეთ თბილისში! კი მეში-
ნია, შენ გამო ისე (მუკუჩამ გაგვაჩერა)...
– მე არ მეშინია, ჩემგან არავის არაფერი არ უნდა, თან მე ვიცი, რასაც
ვიზამ.
– რას აპირებ? იმედია, რამე არანორმალურს არა (მუკუჩამ მკითხა)?!
– როდის ვიყავი არანორმალური?! ნეტა ჩემნაირები იყოთ, ბევრს მიაღ-
წევდით ცხოვრებაში! კაიფზე მეტს მაინც! პაატაც მაგას გადააყოლეთ! ის
კი არ კაიფობდა, მაგრამ ეგ ყველამ არ იცის! წამლის მოყვარული კი უფრო
საშიშია, ძალა ემატება, „ტიპდება“ (გავმწარდი გახსენებაზე)...
ძალიან გაბრაზებული ვიყავი! ძალიან! არ ვიცი ეს შეცდომაც რატომ მო-
უვიდათ, რატომ წავედით? ჩემ გამო თუ იყო, რატომ „დასტოინად“ არ შეინა-
ხეს თავები? თუ, კარგი მიზეზი მიეცათ ბიჭებს?!
კახა ასათიანს ჩავაკითხეთ სოჭში. იქიდან ჩამოვედით თბილისში. ლი-
ლისთან მივედი, დებს გაუხარდათ, ლილისაც გაუხარდა, დავსხედით სალა-
პარაკოდ:

242
– რაღაც უნდა მოვიფიქრო, ცოტა ხნით მაინც მონასტერში მინდა წასვ-
ლა, მომეხმარები, ლილი? როგორ მივაღწიო სწორ გზამდე? გია ბარამიძის
ძმა არის მღვდელი დიდუბის ეკლესიაში, როგორც ვიცი, შეგიძლია მიხვიდე
ჩემი სახელით? მე არ მინდა, ვაითუ, გვითვალთვალებენ...
– კი, აბა, რას ვიზამ! ხვალვე წავალ! ბავშვები იყვნენ ჯერ აქ! ისე, ქუთაის-
ში ხომ გყავთ ნათესავები? იქნებ ინამუსონ და ცოტა ხანი ჰყავდეთ, სანამ
შენც გადაწყვეტ, რა გინდა და როგორ (ლილიც ბჭობს).
– არ ვიცი, ლილი, მაგ ნათესავების არაფერი გამეგება, პანაშვიდ-გასვე-
ნების მერე გაიქცნენ, იმის მერე არც ვუკითხივართ.
– „ნუ“, ეგ შიშით მოხდა, იქნებ რამეში დაგეხმარონ (ლილი ოცნებობს)...
– არ ვიცი, მე ახლა უნდა წავიდე, თუ მიშველის მამა პეტრე და მერე იქვე მოვი-
ფიქრებ, რა გავაკეთო... იქნებ მონასტერში წავიყვანო დებიც, ჯერ მე მიმიღონ...
– კარგი, ხვალვე წავალ დიდუბის ეკლესიაში...
– გმადლობ, ლილი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა (მე არასდროს მა-
ვიწყდებოდა არც მადლობის გადახდა და არც სამაგიეროსი, არც კარგის და
არც ცუდის)!
არაფერი გამეგებოდა მონასტრის ცხოვრებისა, მიუხედავად ჩემი დიდი
სურვილისა და მონასტრებზე წერით დღიურების აჭრელებისა. ჩემი გზა
მხოლოდ იქ მიდის! – ასე ვფიქრობდი.
ბაცოს დავურეკე, ვეღარ მოვითმინე, მისამართი ვუთხარი და ვთხოვე,
სანჩო წამოეყვანა. ყველაზე ძალიან ეს ორი მიყვარდა, ყველაზე ადვილად
ვძმაკაცობდი. მეგონა, მათ ესმოდათ ყველაზე კარგად ჩემი, მეგონა კი არა,
ასეც იყო. ვთხოვე, არ ეთქვა სანჩოსთვის ჩემს სანახავად რომ მოჰყავდა...
კარზე ზარია, ბაცოს ბევრი არ უფიქრია, მალევე მოვიდა. ეს ის ადამი-
ანია, ცოტას რომ ლაპარაკობს და ისე რომ უნდა მიხვდე ქცევებით მის აზრ-
სა და განწყობას. კარები გავაღე და... სანჩო ჩაიკეცა, ნაბიჯებს ისე დგამდა
უკან-უკან, ლამის კიბეზე დაგორდა.
– შემოდით! მაგრად მომენატრეთ! თან როდის გნახავთ კიდევ, ვინ იცის,
არავის უთხრათ აქ რომ ვართ (მე გახარებული შევეგებე)!
– შოკში ვარ! (სანჩო) თან რა მითხრა, იცი? სიგარეტები იყიდა ბაცომ და
თავანი მაქვს, დიდუბეში წამომყევიო. კი გამიკვირდა, ბაცო და თავანი?! მაგ-
რამ შენ ნახვას ვერც ვიფიქრებდი (იცინის სანჩო).
– სიურპრიზი გვინდოდა (მეც ვიღრიჭები)!
დავსხედით, ბევრი ვისაუბრეთ უაზრობებზე, ჩვენთვის ეგეც კარგი იყო,
დამპირდნენ ჩემს წასვლამდე კიდევ მნახავდნენ. ლილიმ იცოდა, ცოტა მე-
გობარი მყავდა, ვისაც ვენდობოდი და არც იმაზე ნერვიულობდა მაინცდა-
მაინც, თუ ვინმე მომინახულებდა მის სახლში. დიდი ხნით არავინ ჩერდებო-
და მაინც. ბესელა აღარ ჩანდა ჩემს ცხოვრებაში, ჯიხვი და მუკუჩა მოდიოდ-
ნენ, საჭმელი მოჰქონდათ უამრავი. კარაქი დამამახსოვრდა სიდიდის გამო,
წონით იყიდებოდა... ლილი პატივს სცემდა ჩვენზე მზრუნველ ბიჭებს...

243
თორნიკე ბარამიძე ჯერ ცოცხალი იყო, მაგრამ არ მიფიქრია მისვლა ან
დარეკვა, რადგან არ მინდოდა მისთვის საფრთხე შემექმნა, ეკლესიაში კი
ბევრი ადამიანი შედის. მამა პეტრესგან მოვიდა ლილი. სულმოუთქმელად
ველოდი პასუხს.
– გამარჯობა მამაო, მე თორაძეების დამ გამომგზავნა თქვენთან, უფ-
როსმა, რომელიც 15 წლისაა და დახმარება სჭირდება თქვენი, ასე ვუთხარი
(მიყვებოდა ლილი).
– რამდენი ხანია მაგ ბავშვებზე ვფიქრობ, რა ბედი ეწიათ? როგორ არიან?
ღმერთმა თვითონ მოგიყვანათ ჩემამდე (მამა პეტრეს უთქვამს)!
– პატარა ძმაც გააქრეს, ამბობენ არცერთ თორაძეს არ გაახარებენ, ახლა
კი 15 წლის თამუნას ემუქრებიან, მიზანში ჰყავთ... მონასტერში უნდა წასვ-
ლა, დაგვეხმარებით, მამაო? თბილისში არ შეიძლება მისი გაჩერება (ლილი
სიტყვასიტყვით მიყვება).
– კი აუცილებლად, მე მივაბარებ დედებს, ვიცი სადაც გავუშვა, ნამდვილ
სამოთხეში! დაველაპარაკები ვისაც საჭიროა, მოველაპარაკები და თქვენ
დაბრუნდით, რომ გაგაგებინოთ, რა როგორ გააკეთოთ (კეთილ მამას უთქ-
ვამს).
ვინ მიმიღებდა იმწამსვე?! თან ისე უნდა მოეგვარებინა, არავის გაეგო,
სად ვიქნებოდი. რაღაც ერთ კვირაში მოვიდა წასვლის დღე. საშინლად მოწ-
ყენილი გული დარდით სკდებოდა, მიჭირდა დებთან განშორებაც. ღვთის
რწმენა კი მქონდა, მაგრამ მონასტერი არ ვიცოდი რა იყო, მხოლოდ წარმო-
მედგინა. მეშინოდა და თან არ მეშინოდა ახალი ვითარებისა, ახალი სამყა-
როსი... და როგორიც არ უნდა ყოფილიყო, თავს ძალიან მარტო ვგრძნობდი,
ძალიან მჭირდებოდა მშობლები! პაატას გაქრობა მანადგურებდა! მენატრე-
ბოდა! რაც ყველაზე მეტად მტკიოდა და კითხვა გულს მიღრღნიდა: როგორ
მოკლეს?! ატკინეს?! და არ დავმალავ, ძალიან მშურდა პაატასი და მინდოდა
მის ადგილას ვყოფილიყავი ან მასთან ერთად და, საერთოდ, მათთან ერ-
თად!!!!!! პაატა და მე ისე გავიზარდეთ, როგორც ადრე ვთქვი, ტყუპებივით.
შემიძლია ვთქვა, ძმებს შორის ყველაზე გამორჩეულად მიყვარდა, მაგრამ
ამას ვერასოდეს გამოვხატავდი, ალბათ, იმიტომ, რომ ტოლებივით ვიყავით!
არ ვიცი, მიჭირს იმ ტკივილის გადმოცემა, რომელსაც მთელი ცხოვრება
ვგრძნობ!

ლილიმ გამაცილა. სადღაც შევხვდით ულამაზეს მონაზონს, რომელიც


ჩემი დედობილი იქნებოდა. დედა თებრონია, ულამაზესი, სათნოებით სავსე
ახალგაზრდა დედა, რომელსაც გამუდმებიდ ფსკვნილი ეკავა ხელში და თით-
ქმის არასოდეს იღიმებოდა. ღამე, რა დროსაც არ უნდა გამღვიძებოდა, მუხ-
ლმოყრილი ლოცულობდა. არ მბეზრდებოდა იმ სილამაზის ყურება. მთელი
დღე ვაკვირდებოდი, როდის გაიღიმებდა. მაინტერესებდა ასეთი ლამაზი ადა-
მიანი რატომ იყო შავებში და რატომ აჩუქა ღმერთს აწმყო. რა თქმა უნდა,

244
მიკვირდა, ახალი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ყველაფერი მაინტერესებდა,
ბევრიც მიკვირდა, ბევრიც მომწონდა, ბევრი რამის შიშიც მქონდა. იმ სილამა-
ზეს, ღმერთთან დაახლოებულ ადამიანებს გაკვირვებული ვუყურებდი, ბევრ
შეკითხვას ვსვამდი, ვცდილობდი მეც მელოცა, მაგრამ მათსავით მე ვერ ვლო-
ცულობდი. რამდენიმე დღე ფერიცვალების დედათა მონასტერში, მცხეთაში
გავჩერდით. რამდენიმე დღეში მანქანას უნდა მოეკითხა და წავეყვანეთ მე და
დედა თებრონია ბოდბის დედათა მონასტერში, რომელსაც სამოთხეს ეძახდ-
ნენ. წმინდა ნინო ბოდბის მონასტერში განისვენებდა. ძალიან მაინტერესებ-
და. ისე, მცხეთაც მომეწონა, მაგრამ დედა თებრონიამ მითხრა, ბევრი ხალხი
მოდის თბილისიდან და შენი აქ ყოფნა არ არის კარგიო. არც მე მინდოდა მის
გარეშე დარჩენა. სვეტიცხოვლის ტაძარში შევდიოდი, თავსაფარი მეხურა და
გრძელი კაბა მეცვა, გაუჭირდებოდათ ჩემი ცნობა. ღმერთს ვეხვეწებოდი,
ჩემი მიცვალებულებისთვის კარგად მიეხედა. ზაზა და პაატა სადაც იყვნენ,
იქ მიეხედა ვევედრებოდი (ვერასდროს ვიჯერებ, რომ მართლა მოკლულები
არიან, ალბათ, იმიტომ, რომ არ მინახავს) და ჩემი დები კარგად მყოლოდა. მო-
ეცა ძალა სწორად ცხოვრება შემძლებოდა... ნაცნობი სახე დავინახე. ჯიხვის
რომელიღაცა ძმა იყო. მივედი, მივესალმე, ვიცოდი, საშიში არ იყო.
– ვააა, თამუ, აქ რა გინდა? მარტო ხარ?
– კი მარტო ვარ, დღეს მივდივართ აქედან სხვა მონასტერში. რამდენიმე
დღეა, აქ ვართ.
– აუ, ძაან მაგარია! მიხარია მონასტერში რომ გადაწყვიტე წასვლა! მამა
გაბრიელი ნახე? – გახარებულმა მითხრა.
– არა, ვინ არის? – მე ძალიან გავიკვირვე.
– აუუუ, რა არა! ახლავე მიდი! დაალოცვინე თავი, იქნებ პაატაზე გითხ-
რას რამე. მიდი, დროზე! დროზე! – თითქმის გაბრაზებულმა მითხრა.
– სად არის? როგორ მივიდე? მრცხვენია, ხო იცი? – დავიბენი.
– არა, რა გრცხვენია! მიდი, დროზე, გაიქეცი! ან აქამდე როგორ არ მიხვე-
დი, ასეთი წმინდა მამაოა! თან შენ აქ იყავი ეს დღეები. საცემი ხარ! დროზე!
– პირველად მესმის, არავის უთქვამს... – დარცხვენილმა ვთქვი.
მეც სახე მომეღუშა, რაღაც დიდი გამომრჩა. ახლა კი ის დროა, ძალა რომ
მჭირდება, საშინლად მებრძვის ეშმაკი† ყველა მხრიდან, საშინელ დეპრესი-
აში ვარ, არ ვიცი, რომელ ერთზე ვიდარდო: ჩემს ორი წლის წინ დაკარგულ
ოჯახზე, პაატაზე, ჩემს დებსა თუ ჩემს თავზე?! მეც ხომ პატარა ვარ, მოვწ-
ყდი ყველას და ყველაფერს, მენატრება ცივი სახლიც კი, ჩემი დები... არსად
დარეკვის უფლება არ მაქვს. მე ხომ ვიმალები...
გავიქეცი, საითაც ხელით მანიშნა ჯიხვის ძმამ. რამდენი ხალხია, დღეს ან
მოვა ჩემი რიგი, ან არა!..
– მიდი! მიდი! დროზე! – თან მიყვირის შორიდან.
ასე გამაგდო მამა გაბრიელამდე კეთილმა ადამიანმა. მეც ძალიან აფორი-
აქებული ჩავდექი რიგში. არც წესი ვიცი, როგორ მივიდე, რა ვუთხრა და არც

245
არაფერი. ვცდილობ შევხედო, ეს ამდენი ხალხი რას აკეთებს მასთან მისვ-
ლისას, ან რომ გამოდიან, რატომ ტირიან, ღმერთმა იცის! დაბნეული ვიდექი,
ჩემი ჯერი მოვიდა, ისე ვღელავდი, კარგად არ მახსოვს... პატარა, ძალიან
პატარა ოთახი იყო, თუ იმას ოთახი ერქვა. კელიას უწოდებდნენ დედები. არ
ვიცი, ეს რა იყო, სად იწვა ეს ბრწყინვალე მამა, მაგრამ შემეცოდა, შემეცოდა
ასეთ გაჭირვებაში რომ ცხოვრობდა. ნეტა რა ხდება აქ? მე ხომ არაფერი
გამეგებოდა წმინდანებზე. მამა გაბრიელი დღეს ყველამ იცის, 1994 წელს
კი, ალბათ, მარტო მე არ ვიქნებოდი დაბნეულ-გაუნათლებელი სასულიერო
სამყაროში. მივედი შეშინებული, ჩემ უკან კიდევ რიგი იდგა, ერთი ნაბიჯიც
არ იყო შუალედი მე და მომდევნო ადამიანს შორის. ძლივს ვთქვი:
– მამაო, დამლოცეთ (თავი დავხარე და თითქმის ვუჩურჩულე)!
– ღმერთმა დაგლოცოს, შვილო! – მანაც ჩუმად თქვა და უცბად შეცბა,
ტირილი დაიწყო, – ვაიმე, შვილო, ეს რამდენი უბედურება დაგატყდა თავს
(თითქოს ღელავდა ან მე ვღელავდი ისე, რომ მომეჩვენა, ყელში რაღაც გა-
მეჩხირა. ხმას ვერ ვიღებდი, თავისით მეტირებოდა). თვითონვე მიპასუხა:
დაბრუნდი ჩემთან! აუცილებლად მოდი! გეტყვი, როგორ მოიქცე (უკნიდან
ვიღაც მაწვება, ისედაც დამფრთხალს, ერთი სული მაქვს, ამ ბრბოს ავერი-
დო, თან მინდა თქვას ბოლომდე)! საშინელება გელის წინ! გამაგრდი! ეშმაკს†
მოერევი! – დაასრულა მამა გაბრიელმა.
– ვერ დავბრუნდები. დღეს მივდივარ სხვა მონასტერში, – ძალიან ჩუმად,
ძლივს ვთქვი, ან არც ვთქვი და მეგონა ვამბობდი, ისე დავიბენი. ეს ხალხიც
მაჩქარებდა უკნიდან, გეგონება, პურის რიგში იდგნენ და ეშინოდათ მათ წინ
არ გათავებულიყო პური! ან ეჩქარებოდათ, სახლში საჭმელი ჰქონდათ გასა-
კეთებელი! ლამის გადამიარეს! სული შემეკრა, ვტირი, ვტირი. ყელში რაღაც
ისე მიჭერს, უნდა დამახრჩოს. უნდა წავიდე, სხვისი რიგია, თან არ მინდა წავი-
დე!.. სხვა არჩევანი არ დამიტოვეს უკან მდგომებმა, იფიქრეს, ბავშვია, რა უნდა
აწუხებდესო. მათ რა იცოდნენ ბავშვის სხეულში მოხუცი ჩასახლებულიყო! მათ
უფრო სჭირდებოდათ მამა გაბრიელი, მეც დავუთმე რიგს გზა. ყველა გაკვირ-
ვებული მიყურებდა, როცა მამა გაბრიელმა მომაძახა: გაუძლებ! მე ვილოცებ!
დაუჯერებელია, სიტყვა არ მითქვამს. ვიცი მლანძღავთ, რამ დამაჩლუნგა ასე,
თუმცა არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას! მივვარდი გაფით-
რებული და ატირებული ჯიხვის ძმას. ამ დროს დედა თებრონე შემეფეთა ჩემზე
გაფითრებული სახით. აღარ ვიცოდი, ვის დავლაპარაკებოდი.
– შენ გეძებ, სად ხარ?! ვინ არის ეს ბიჭი?! გითხარი, მოერიდე ხალხს! –
მკაცრად მითხრა დედამ.
– დედაო, სანდოა ნუ გეშინია, მამა გაბრიელთან გამაგზავნა, რატომ არ
მიმიყვანე მანამდე? დამიბარა, მოდი ჩემთანო (სწრაფად მივაყარე აბდაუბ-
დად, თან მინდა, ჯიხვის ძმას მოვუყვე. იქვე დგას, მელოდება).
– არა, სად უნდა მიხვიდე, მანქანამ მოგვაკითხა, დროზე აიღე შენი ნივ-
თები, მივდივართ, დროზე!

246
– კარგი, დედაო! აუცილებლად მოდიო, – მოწყენილმა ჩავიბუტბუტე და
ჯიხვის ძმას ვეცი, სწრაფად მოვუყევი.
– კარგი იქნებოდა, გენახა, მაგრამ, რადგან ეგრეა, ღმერთი შეგახვედ-
რებს, თუ საჭიროდ ჩათვლის, – დამამშვიდა ჯიხვის ძმამ.
დიდი დრო არ მქონდა. დავემშვიდობე და გავიქეცი დედა თებრონესკენ,
მანქანაში მას მოვუყევი მომხდარი, დამამშვიდა და მასწავლა ფსკვნილის
მნიშვნელობა, უფალო შემიწყალეს თქმა და ღმერთთან სიახლოვე მირჩია.
ისეთი დინჯი და ლამაზი იყო, ყველაფერს ვუჯერებდი.
– ძალიან მაინტერესებს, დედაო, რატომ გახდი მონაზონი? არ მგონია,
უბრალოდ წყვეტდნენ ამას. რაღაც შეგემთხვა? არავის ვეტყვი (გაეღიმა
ჩემს შტერულ შეკითხვებზე)! რა მაგარია! როგორ გიხდება ღიმილი, ხშირად
გამიღიმე ხოლმე რა! – სიცილით ვთხოვე დედა თებრონეს.
ისე ვთხოვე, გაეცინა. ეტყობა, უცხო სამყაროდან მოსულს ვგავდი, თავს
არ ვანებებდი. შეკითხვებში მეძინებოდა. დედა თებრონე ღიმილით მპასუ-
ხობდა, ხმას არ იღებდა. ერთი, რაც მითხრა, ქმარი დამეღუპა და მინდა მის-
თვის ვიცხოვრო, მისი სულის გადასარჩენად, ჩემსასაც გადავარჩენ, ალბათ
მაგითო, რამაც უფრო შემაყვარა დედა თებრონია. მინდოდა, მეც შემძლებო-
და სულების გადარჩენა, მაგრამ მონოზვნობაზე არ მიფიქრია. ვიცოდი, ვერ
გავძლებდი, ერში უნდა მეცხოვრა. ვფიქრობდი, რომ ერში უფრო საჭირო
ვიყავი, ბევრი საქმე მქონდა წინ და ჩემი დები გზაზე დასაყენებელი იყვნენ.
ესეც ეშმაკის† ბრძოლა იყო, თორემ მაგაზე კარგ ადგილას სად ვიქნებო-
დი. ღმერთი ყველას გვაძლევს სწორი გზის მისამართს და არა მარტო მი-
სამართს, გზასაც გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ხშირად ვერ ვხვდებით, რადგან
რწმენა ან სურვილი არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ღმერთის სიყვარუ-
ლი ჩვენდამი, ამიტომაც გადავუხვევთ ხოლმე ჩვენს გზას. მომავლისთვის
ვინახავთ სწორ მისამართს, რომელიც გვავიწყდება და ცხოვრების ორომ-
ტრიალში დაკარგულები გულამოსკვნილი ტირილით ვნანობთ, რაც ალბათ
უკეთესია, ვიდრე ცოდვებში ჩაფლულების თავის მართლება ან საერთოდაც
იმის უგულებელყოფა, რაც ღმერთმა გვანიშნა. რამდენიმე ხანი ვფიქრობ-
დი მამა გაბრიელზე, მერე კი გადამავიწყა ეშმაკმა†, რაც დიდი ხნის შემდეგ
ისევ გამახსენდა. ეგეც ხომ მისი ვალია, სინანულით დაგიგლიჯოს გული,
გაგანადგუროს, სიმშვიდე დაგირღვიოს, თავი დამნაშავედ გაგრძნობინოს.
ჩვენ უნდა მივხვდეთ, ამასაც თავისი წესი და რიგი აქვს. გულით უნდა მოინა-
ნიო და ვეღარ დაგაბრუნებს იმ ტანჯვაში, სინანული რომ ჰქვია, თუ, რა თქმა
უნდა, მომაკვდინებელი ცოდვა არ არის, არ ღირს დაბრუნება და გახსენება!
ასე გავიდა წლები. გავიგე, რომ მამა გაბრიელმა მიიძინა, მერე ვინანე, მერე
ვიტირე, თავში ხელებიც ვიხეთქე, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, მე ის საშინე-
ლი გასავლელი გზა, რომლისგანაც მას უნდოდა დავეცავი, თავქუდმოგლე-
ჯილმა გავირბინე!
– ძალიან ლამაზია, მართლა, აქაურობა! – აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.

247
– კი, ძალიან! უფრო ლამაზი იქნება, ცოტა ხანში რომ აყვავდება ბუნება,
– დედა თებრონიას თვალები უბწყინავს ამ სიტყვების თქმის დროს.
– სალამი, დედაო, ჩამობრძანდით სამოთხეში? როგორ იმგზავრეთ? –
უცნობი მონაზონი შეგვეგება.
– ძალიან მენატრებოდა აქაურობა!
– ეს ვინ არის? ახალი მტრედი?
– დიახ, ეს ჩემი ახალი მტრედია, ჩემი შვილობილი. გაიცანით, თამარი
(დედა თებრონიამ გამაცნო ყველა).
დარცხვენილი ვიდექი, ამდენი მონაზონი კი არა, ერთი არ მყავდა მანამ-
დე ნანახი და იმ კვირას კულტურული შოკი მივიღე. ერთი ბერი ჰყავდათ,
როგორც წესი, დედათა მონასტერში, მამა ზენონი, დედების მოძღვარი და
აი, გავიცანი კიდევ მერამდენე სათნო ადამიანი. ვაიმეეეე, რა ლამაზია! გაკ-
ვირვებული ვუყურებდი... ნეტა, იესოა?! რა ბედნიერებაა, ამდენი ლამაზი,
სათნო სახის ერთად დანახვა! ზეცაში ავიხედე: მადლობა, ღმერთო! – ჩა-
ვიჩურჩულე. ტრაპეზზე ყველა გავიცანი, ვინც მონასტერში მოღვაწეობდა.
ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ერთ დიდ ოჯახს ჰგავდა
მათი ურთიერთობა. ფუტკრებივით სულ შრომასა და ლოცვაში იყვნენ. უზო-
მო სითბოს გასცემდნენ, მორჩილებიც ასევე. წმინდა ნინოს საფლავი ხომ
საერთოდ სასწაული იყო. მე შემეძლო შევხებოდი ასეთ სიწმინდეს, საქართ-
ველოში ქრისტიანობის მქადაგებლისა და გამავრცელებლის მართლმადიდე-
ბელი ეკლესიის წმინდანის, მოციქულთა სწორის განსასვენებელს. ხშირად
ვიჯექი მარტო ტაძარში. პატარა ეკლესია იყო. ველაპარაკებოდი წმინდანის
სულს, ვფიქრობდი და მიკვირდა, ამ სამყაროში სხვანაირები არიან სათუთი
გულით, მთელი სამყაროს დატევა რომ შეუძლიათ. აქ სხვანაირად უყვართ,
სხვანაირად ესმით ვაჟკაცობა და სხვანაირად განიცდიან ყველანაირ ტკი-
ვილს... აქ ლექსები თავისით იწერება. აქ სულის სიმშვიდეს ჰაერის პირვე-
ლივე ჩასუნთქვაზე იგრძნობ. აქ მზე არასოდეს გწვავს, არც გცივა და არც
გცხელა... სხვანაირი წონასწორობა, ჰარმონიაა ადამიანსა და სამყაროს
შორის. სხვანაირად გიმასპინძლებენ... შემხვედრი აუცილებლად მიგიპატი-
ჟებს, ლუკმას გაგიყოფს, რაც ექნება, გიწილადებს, გულითადად მიგიღებს,
ღვინოს მოგაწვდის და დაილოცება. აქ ყოველთვის მხარდამხარ იბრძოდნენ!
ერთი სხეულივით მოძრაობდნენ... აქ შენს ტკივილს სხვანაირად გაიზიარე-
ბენ. აქ სხვანაირი მოლხენა იციან... აქ სხვანაირები სახლობენ, თანდაყოლი-
ლი ინტელექტითა და ნიჭით სავსენი. აქ სიამაყეც სხვანაირი იციან, სხვანა-
ირად ესმით ბედნიერება... მე მთელ დროს ფიქრებში ჩაძირული ვატარებდი
ეზოში ან ტაძარში. თუ გამიმართლებდა და მამა ზენონი გარეთ გამოვიდოდა
თავისი კელიიდან, აუცილებლად შევეხვეწებოდი ესაუბრა ჩემთან. თავიდან
მერიდებოდა ხმის გაცემა, ისეთი ლამაზი და ნათელი იყო, მეშინოდა ჩემი
დამძიმებული, ჩაშავებული სამყაროთი არ დამეფრთხო.
– რას აკეთებ? – თბილად მკითხა ბერმა.

248
– ვწერ, მამაო, – მორიდებულად ვუპასუხე.
– დღიურია? შეხედე შენ, როგორი საინტერესო ბავშვი ყოფილა?! მე შენი
აღსარება უნდა ჩავიბარო. ასე რომ, თუ წამაკითხებ, არა უშავს! – მიღიმის
მამა ზენონი.
– წაიკითხეთ, მამაო! – მივაწოდე შერცხვენილმა. აუ, რამდენი ცუდი სიტ-
ყვა მიწერია, როგორ მრცხვენია. პირველივე ფურცელზე ჩემი დაწერილი
ლოცვა დაინახა, პირჯვარი გადაწერა და გაკვირვებულმა შემომხედა მეტი
სითბოთი და შინაურულად... რამდენიმე ფურცელი წაიკითხა. უაღრესად
განათლებული და დახვეწილი მანერებით თუ საუბრით დამატყვევა. თვალს
ვეღარ ვაშორებდი, როგორც ზეციურ ქმნილებას, ისე აღვიქვამდი... დახურა
დღიური. ჩემს სულთან მამას მოეწყინა, ცოტა იცინა და ასე გაიცნო ჩემი
ცხოვრება. პაატას სურათი მივუტანე, მოვუყევი მომხდარი. მამა ზენონიც
დაუზარებლად პაატას სულის დასაცავად ლოცულობდა... ავფორიაქდი, ად-
გილს ვეღარ ვპოულობდი, ვღელავდი, მიჭირდა იქ ყოფნა, სადაც მხოლოდ
სიყვარული სუფევდა. ჩემი დღიურითა და სურათების ალბომით ვიღვიძებდი
და ვიძინებდი, ვჯდებოდი ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ დამინახავდა და
გაუთავებლად მოვთქვამდი და ვეფერებოდი დარჩენილ ქაღალდებს, რომ-
ლებზეც ჩემი ძალიან ძვირფასი ადამიანები ჩანდნენ. მენატრებოდნენ! სა-
შინლად მენატრებოდნენ! თუ მოძღვარი გაიგებდა, არ ვჩანდი, დამიბარებდა
ეზოში და ბევრს მელაპარაკებოდა, მაცნობდა წესებს, რომელთა დაცვითა
და შესრულებით ღმერთთან დაახლოებას შევძლებდი. უამრავ შეკითხვას
ვსვამდი და პასუხებს ვისმენდი. მიხაროდა მათი ყურადღება და სითბო,
მიხაროდა თავისუფლება და ის, რომ არ მეშინოდა, ვინმე მომკლავდა. არც
სურათებით სიარულზე მეტყოდა ვინმე, დამალე, არ გაცოცხლებენო ან
მსგავს სიგიჟეს! ერში თუ ეშინოდათ გამწარებული ადამიანების მკვლელებს
და ეგონათ, კვლავ მკვლელობითვე მოაგვარებდნენ თავიანთ პრობლემებს,
სამოთხეში ეცოდებოდათ მკვლელებიცა და მოკლულებიც! მათთვის ერთ-
ნაირად ლოცულობდნენ.
გადავწყვიტე, რომ ვერ ვიჯდებოდი სამოთხეში, ჩავთვალე რომ მშიშარა
კურდღელივით მივატოვე ჩემი დები და სამოთხეს შევაფარე თავი. დამღრ-
ღნა ფიქრმა, თუ როგორ დავტოვე ერსა და ჯოჯოხეთში მობარებული დები,
რომლებზეც აღარაფერი მსმენოდა. ერთი ის ვიცოდი, ქუთაისში ნათესავებ-
მა დაირიგეს. მოვუყევი მამა ზენონს დებზე, ვთხოვე მიეღოთ ისინიც. დე-
დებს გაუხარდათ, ახალი მტრედები მოვლენო, გავიგე, რომ დედა თებრონია,
პატრიარქის კურთხევით, სხვა მონასტერში გადაჰყავდათ.
– დედა თებრონია, რატომ მიდიხართ (ისე მეწყინა, მეგონა, მეორედ ვკარ-
გავდი დედას)?
– კურთხევაა ასეთი, – მოწყენილმა მიპასუხა ღიმილით.
– აქაურობა რომ ძალიან გიყვართ?
– ჰოდა, არ მაქვს უფლება, რაიმე ან ვინმე ძალიან მიყვარდეს!

249
– ეგ როგორ? ღმერთი ხომ სიყვარულს გვთხოვს?!
– ზომიერ სიყვარულს კი, – სიცილით მითხრა დედამ.
– სიყვარულსაც ზომა თუ ჰქონდა, არ ვიცოდი... დედობილის გარეშე რომ
ვრჩები? – გამიკვირდა ძალიან.
– აქ ყველა დედაა. იმავე სიყვარულს იგრძნობ! შენ არ მოიწყინო, – ნაზად
მომეფერა სახეზე.
მოვიწყინე ძალიან, რა რთული ყოფილა მიჩვევა-გადაჩვევა, რა რთული
ყოფილა ზომიერება, რომელიც მე არ გამაჩნია! ან ძალიან მიყვარს, ან სარ-
თოდ არ მიყვარს... რამდენიმე მონასტერი მოვინახულე, მეუფეც გავიცანი
და მეუფეებიც, პატრიარქიც და უფრო შევიყვარე. ღმერთო ჩემო, რამდენი
სისულელე მსმენია პატრიარქზე ბავშვობაში, როგორი საშიში ყოფილა ადა-
მიანების ენა, როგორი სათნო და სულნათელი ყოფილა ილია მეორე და ეს
ჩახშულ-დაბნელებული მოსიარულე არსებები როგორ ბედავენ და არ ეში-
ნიათ ღმერთის „ბრჭყვიალების“, მე ეგ მაკვირვებდა! შემიყვარდა ყველა,
მაგრამ ეშმაკი† ძლიერი აღმოჩნდა ჩემზე და ისევ სიყვარულით მომერია,
ჩემი დების სიყვარულით! არ მასვენებს! მაფიქრებს მათზე! მე რა დიდ სიყ-
ვარულში ვარ და ნეტავ ისინი როგორ არიან?! მამა ზენონი თბილისში მიდის
3 დღით, გავიგე.
– მეც გამოგყვები, მამაო!
– არ ვიცი, ეს რამდენად კარგია შენთვის.
– არაფერი მოხდება, მამაო, ჩამოვალთ ისევ, ვერც ვერავინ გაიგებს...
– დაბრუნდები, რო?
– კარგი რა, მამაო, წამიყვანე... ცუდად ვარ აქ, ჩემი დები უნდა მოვიძიო
და ბევრი საქმე მაქვს, აქ ვერ ვიჯდები, მაგრამ არც ის ვიცი, თბილისში თუ
ვინმე დამეხმარება ჩემი გეგმების განხორციელებაში, თუ არადა, ისევ აქ
ვიქნები დებთან ერთად! – გულწრფელად ვუთხარი.
– არ ვიცი, სწორია თუ არა შენი წაყვანა, მაგრამ სამოთხეში ძალით და-
ტოვებაც არასწორია. კარგი, ვიღებ ჩემს თავზე, ოღონდ გადავწყვეტ ჭკვი-
ანურად და კარგად შენს მომავალს! ეგ ამბავი შენ გაბარია!
გამიხარდა! გავგიჟდი სიხარულისგან! მამას შეეძლო ჩემი დღიურიდან
გავეცანი და ასეც მოხდა. მე ის გამიხარდა, რომ მენდო მოძღვარი. ისე არ
შემომხედა, როგორც პატარა გზააბნეულ მეძავს ან დებილს! ამით სიამაყეს
მაზიარა მამა ზენონმა, ძალა შემმატა და საკუთარი თავის რწმენა განმიმ-
ტკიცა. 15 წლის გოგოს მომცა უფლება, თვითონ ამერჩია ცხოვრების გზა,
რამაც ძალიან გამახარა.
თბილისში ჩასულმა მუკუჩას დავურეკე, თათოსთან ვგეგმავდი მისვლას.
ლილისთან არც მიფიქრია დაკავშირება. წამოსვლამდე ძალიან ვიჩხუბეთ:
ბიჭები იყვნენ მოსულები, რაღაცაზე ვჩხუბობდი, არც იცოდა, რა ხდებო-
და, შემოვარდა შეშლილი სახით და გამარტყა სახეში, რაზეც გავგიჟდი და
მეც გავარტყი... ჩემზე 5-ჯერ დიდი წონით თუ სიგრძით ქალი მეცა. მე თავს

250
ვიცავდი, ვერ „გავიფინე“, როგორც მე მსურდა! ჯიხვი მოეხმარა, რასაც ვე-
რასდროს ვპატიობ, გამკოჭა! მე მქონდა უფლება ხმისთვის ამეწია და ეგ არ
იყო ლილის საქმე! განადგურებული ბავშვისგან მოითხოვდნენ იმას, რაც
თვითონ არ შეეძლოთ – სიმშვიდეს! მე შერცხვენილი დების წინ დამცირებად
მივიღე ლილის და ჯიხვის უსამართლო საქციელი. და ჩემი დები იქ რომც
არ ყოფილიყვნენ, გალაწუნებას არ ვაპატიებდი არავის, ოჯახის წევრების
გარდა, რომლებსაც ჩემი იმედი ჰქონდათ... თათოს დავურეკე ტირილით.
მოვუყევი, ვეხვეწე წავეყვანე თავისთან, რაზეც უარი მივიღე. მოგვიანებით
თათომ თავი იმით გაიმართლა, რომ საშიში იყო ჩემთვის იქ ყოფნა. ბიჭებ-
მა ასე უთხრეს, რომლებმაც ჩემი სახლიდან თათოს სახლში გადაიტანეს და
მოაწყვეს ბუდე! ზემოთ ნათქვამის გამო არ მივიდოდი ლილისთან, ვითომ
შევრიგდით და ვაპატიე ქაჯური მოქცევა. ზაზასთვისაც გაუქანებია ერთ-
ხელ საფერფლე და „მაგარი გაიფინა“ თურმე ჩემმა ძმამ. ეს ანისგან ვიცოდი.
მივხვდი, რომ ამ გაუთხოვარ ქალში იყო მოზღვავებული, დაუხარჯავი რა-
ღაც ენერგია და ამიხსნეს, რომ ასეთი „მოადამიანოებისგან“ არ მწყენოდა
რამე, მე კი რა დამავიწყებდა ლილის! ვიღაც კაცს შეხვდა, არ თქვა ვის, სანამ
მონასტერში წავიდოდი და მოვიდა ძველი-ახალი ამბებით:
– არ ვიცი, საიდან ჰქონდა იმ კაცს შენი დღიურიდან ფურცელი, – გაურკ-
ვევლად ყვებოდა ლილი... და ვინაა ეს კაცი? ან რატომ ნახე? ან რა ეწერა იმ
ფურცელზე? – გაკვირვებული ვეკითხებოდი.
– ვინ იყო, ვერ ვიტყვი მაგას, მთავრობის პირია. არ წამაკითხა, დამანახა.
საშიშია შენი აქ გაჩერება! დროზე უნდა დაიმალო! ამბობენ კარგად ისვრისო
და ეგეც მოსაშორებელიაო! – აღელვებული ყვებოდა ლილი.
ამას იმეორებდა ყველა და კარს მიკეტავდნენ ცხვირწინ. ეშინოდათ, ეტ-
ყობა, ან ეზარებოდათ თავის შეწუხება. ჯიხვის სახლში ამოვყავი თავი. გა-
დასარევი ოჯახი იყო, ღვთის მოშიში, მორწმუნე ადამიანები, მაგრამ მე არ
ვიყავი მათ ხასიათზე. სიგარეტის მოწევა მინდოდა, რაც გამორიცხული იყო
ამ ოჯახში მომეხერხებინა. გარეთაც არ მიშვებდნენ. ჯიხვიმ ეგ რომ გაიგოს,
თავის ხელით ჩამმარხავს მიწაში. ვურეკავ თათოს, ღამე იყო, მუკუჩაც იქ
იყო. ვტიროდი, დღეს წამიყვანეთ, ხვალ ისედაც მონასტერში ვბრუნდები-
მეთქი, მაგრამ მუკუჩა დამცინოდა, რომ ვტიროდი და არ ვაგინებდი. თათომ
გამოართვა ტელეფონი. ვუხსნი თათოს, თუ რა ცუდად ვარ: მიჭირს, თათ!
გაიგე?! მიშველე! მასხამენ ეს ონიანები ამ ნაკურთხ წყალს, გინდა თუ არა
ბრძოლები გაქვს ეშმაკისო†. აუ, ჩემი გამჭირვებია მშრალს და ახლა კიდევ
მასველებენ! ვააა, როგორ მინდოდა წამში ასაკი მომმატებოდა და ყველასთ-
ვის ყურები ამეწია! თავისით გროვდებოდა იმედას ყველა ძმაკაცის მიმართ
სიძულვილი. ღმერთო, რა საშინელი შეგრძნებაა – სიყვარულს ვაგროვებ-
დი ოდესღაც მათი სახელების ირგვლივ და ახლა სიძულვილს ვაგროვებ!
რატომ, ღმერთო?! რატომაა ასე?! ეშმაკი† ჰყავს! ეშმაკი!† – გაჰკიოდნენ.
მეშინოდა, პირველად ვხედავდი ასეთ სიგიჟეს! რა ეშმაკი†, ადამიანებო, ამ-

251
დენ რამეს ბავშვი კი არა, დიდები ვერ უძლებდნენ, მაგრამ მართლა ერთი
რამ არის გასაკვირი! ერთი ნორმალური ადამიანი როგორ არ მოიძებნა ჩემს
ნაცნობებში, რომ შესძლებოდა სწორად შევეფასებინე! სწორ გზაზე დავე-
ყენებინე! თვითონ სცოდნოდა, რა იყო სწორი და რა არასწორი! მე როგორ
მასწავლიდნენ თვითონ გაუნათლებლები?! მე, დაბრმავებულს, თვით ბრმე-
ბი ჭიტას მეუბნებოდნენ! მივხვდი, ყველას „ვეკიდე“! ყველანი ერთნი იყვნენ!
თავზე დამენგრა ცხოვრება! ცუდად ვარ! ცუდად! მაგრამ ეს არავის ესმოდა,
ვერავინ გრძნობდა, რას ვგრძნობდი მე! როგორ დავიკარგე ცხოვრებაში!
პაატას ვამტყუნებ, მარტო დამტოვა (რომ არ მიჯერებდა)! გათენდა მეორე
დღე, ძალა მოვიკრიბე! მკაცრი გავხდი, სხვა ძალებით გავიღვიძე. მთელი
ღამე ჩურჩხელებს ვჭამდი, რომლებიც ბალიშის ქვეშ მედო. ჯიხვის დედამ,
საყვარელმა ქალმა, მომცა, რომ ვტიროდი. ძალიან ბევრი ჩურჩხელა მომცა
და მაგით გამაჩუმეს ტირილისა თუ ღნავილისგან დაღლილი.
– მე არ მივდივარ მონასტერში! ეს არის ჩემი გადაწყვეტილება! მე ვრჩები
თბილისში, მე გადავწყვეტ სად და როგორ ვიქნები! მუკუჩასთან და გურუ-
ლოსთან საქმე მაქვს! ფული მჭირდება, სანამ რამეს გავყიდი! პაატამ შოთას
მამას რაც მისცა, იმას ვითხოვ უკან! ძალიან გაწელეს მაგ ვალის დაბრუ-
ნება, შოთა მე არ მაინტერესებს! გურულომ მოათრია ჩემს ოჯახში და ძმა
„გამომიყლევეს“! ახლა „მოჯვან“ ფული, საიდანაც უნდათ! მამა „გააჭინთოს“,
თორემ იარაღს ვიღებ და მაგათგან ვიწყებ ხოცვას! „მკიდია“ ყველა და ყვე-
ლაფერი დღეიდან! – დამაჯერებლად ვთქვი და მკაცრად.
– შენ რა დღეში ხარ?! – შეეცადა ჯიხვი „მივეჩმორებინე“.
– ეშმაკები† შემომესივნენ, უუუუ (დავეჯღანე)! არავის გაპატიებთ ჩემს
ამდენ ცრემლს! ვინ მოგცათ უფლება, ბედი გადამიწყვიტოთ?! რატომ შეუწ-
ყვეთ პაატას ხელი გაქრობაში?! დაეხმარეთ! და ახლა მეც გინდათ, დამღუ-
პოთ არა?! ვერ ეღირსებით ჩემს ჩაძირვას! აი, ნახავთ რა მაგარი „როჟა“ გა-
ვიზრდები! თქვენ კი დარჩებით მორფინისტი არარაობები (მორფინისტობა
ჯიხვის არ ეხებოდა)! – გამწარებული ვამბობდი.
– მე რა შუაში ვარ?! მე ვინ მისმენდა? – შეწუხდა ჯიხვი.
– ხო, „ნუ“ შენ მარტო ჩემს „გასატისკად“ ამოდიოდი – „რატომ ეწევი, შარ-
ვალი გოგოს არ უნდა ეცვას“... შენ ხო საერთოდ სვანი ხარ! – ასეთი ურ-
თიერთობა მქონდა ჯიხვისთან.
ბევრი რომ არ გავიხსენო და უარესად არ დავიღალო გული, შევეცდები
სწრაფად ჩავუარო იმ საშინელ პერიოდს... მივედი თათოსთან იმავე დღეს,
ძალიან ნაწყენი, მაგრამ ძალიან მიყვარდა, ვხვდებოდი, მისი ბრალი არ იყო,
თუ ვერ მიმიღო დასავით. მაინც თორაძე ვარ, მოსაკლავად მეძებენ! რა სი-
გიჟეა, დღესაც არ მჯერა, ალბათ ისევე, როგორც ვერავინ დაიჯერებს თა-
ვის თავზე ასეთ რაღაცას, ან, იქნებ მართლა ზედმეტი ვიყავი ყველასთვის...
ბიჭები ვნახე, თავგასა ჯმუხაძემ შემომთავაზა სახლის გასაღები მომეცი და
მე შეგიგროვებ იმ თანხას, რაც გჭირდება და მერე ჩამოდი მონასტრიდანო,

252
რაზეც მე ვუთხარი, ეგღა მაკლია, ზაურას ქონება შენ ჩაგაბარო-მეთქი. მან
კი მომაძახა:
– გადაგყევით ბიჭები, გვერდში გედექით, შენ მიცვალებულებთან ნათე-
სავებს ეშინოდათ გაჩერება და ჩვენ ვიყავით სულყველა, არ მოგცილები-
ვართ ერთი წუთითაცო.
– შე „სირო“! ამხელა თავი რისთვის გაქვს?! მე გადამყევი თუ ძმაკაცი გა-
აცილე?! იმედა შენს ადგილზე უფრო მეტს გააკეთებდა, შე „ახვარო“!
ისე გავმწარდი, გავიქაჩე, მინდოდა მიმესრისა. „სირისტიან ნარკუშას“ კა-
რატეს ჩემი ერთი ილეთი დაანგრევდა.
გაგვაშველეს ბიჭებმა. ისე მძულს დღესაც, მინდა ყველამ იცოდეს, რომ
იმედას ერთ-ერთი „ნაბოზარი“ ძმაკაცი იყო და ნუ „ბლატაობს“ იმედას სახე-
ლით, თორემ შეხვდება სადმე ჩემი მეგობარი და ყურებს აუწევს! სიკეთის
დაყვედრება და წამოძახება ჭირისუფლისთვის კაცობაა?! თან როგორი ძმა-
კაცის დას წამოაძახა! ვერანაირად ვერ გამაკვირვებდა წინ გადადგმული კა-
ცური ნაბიჯი ან ადამიანური!
მე ზუსტად ასე გავიზარდე. ჩვენ, თორაძეები, ერთმანეთისგან ასეთ
დამოკიდებულებას მოვითხოვდით! ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ
უფრო ვაჟკაცი იყო! ვინ უფრო სწორად იცხოვრებდა! ესენი კი რას მაყ-
ვედრიან?! რაზე „ბაზრობენ“?! „ბოროტები“ ფულს გვაძლევდნენ, ბავშვებს
დაეხმარეთო. ჯმუხაძემ, არ გამოვართვითო. ნუთუ დიდი შეგნება იყო სა-
ჭირო, რომ არც მოეყოლა ეგ ამბავი „პიტალოს“?! ან რა ფული შესთავაზეს
მათხოვრებმა, მანქანიდან მაგნიტოფონი და სანთებელაც კი წაიღეს, ჩემები
რომ დაჭრეს... შოკში ვარ! პაატა იმდენჯერ დაეხმარა და საფრთხეში ჩაიგ-
დო თავი იმედას ძმაკაცების სიყვარულის გამო, რო მე და პაატა ვხოცავდით
ერთმანეთს და ეს „ახვარი“ რაზე მელაპარაკება! რას მაყვედრის! კედლები
გაწითლდნენ სირცხვილისგან! თავგასასნაირ ნაძირალებს კი არაფერი ეშ-
ველებათ! მედროვე ტიპი, ვინც კარგად დაუკრავს, იმასთან იმღერებს და
იცეკვებს! მოკლედ, თავგასა – გიორგი ჯმუხაძე ძირ-ფესვიანად ამოვძირკვე
ჩემი ცხოვრებიდან. მას აღარაფრის უფლება ჰქონდა ჩემთან მიმართებით.
თათოს დედამ ყარყარაშვილებთან დარეკა, მაია შეხვდა ტელეფონთან,
ლალიმაც გაარკვია ვითარებაში. მაია გაბრაზდა, ბოლოს რატომ ვიგებთ
ჩვენ ასეთ ამბებსო. პაატას გაქრობაც მაშინ შეიტყვეს, წამიყვანეს თავის-
თან. მახო, ვიცოდი, აღარ მიდიოდა სახლში, შვილებთან. ვიცოდი, მას არ
შევხვდებოდი. ძალიან არ მინდოდა იმ სახლში მისვლა, იმდენი ცუდი მახ-
სოვდა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს ჯიხვიმ და მუკუჩამ! ან მონასტერში
უნდა ვყოფილიყავი, ან მონათესავო ვინმესთან. მე არ შემეძლო მეგობართან
გაქცევა და დამალვა... ბავშვობიდან „დასტოინი“ ადამიანი ვარ. მომწონდა ეს
თუ არ მომწონდა, მჯეროდა მაინც, რომ ჯიხვის და მუკუჩას ჩემთვის ცუდი
არ უნდოდათ და იმ დროს მათ უგზო-უკვლოდ არ გავექცეოდი... ჩემი გეგმა
შემოვხაზე, რომელსაც მარტო მე ვერანაირად განვახორციელებდი, უფრო-

253
სი იყო საჭირო, ვიზუალურად უფროსი, თორემ ტვინით ვერავინ მჯობნი-
და, ვისაც ვიცნობდი. ჯობნას არ დავეძებდი, გულახდილობას ვაგროვებდი
გულის კალათით, რომელიც თითქმის გამუდმებით ცარიელი იყო. ხან ისე
შევხედავდი, ხან ასე. როგორ მინდოდა დამენახა ჩემი გულის კალათა ნახევ-
რად სავსე, მაგრამ მისი ფსკერიც კი არ იყო დაფარული, რაც ცხოვრების
ხალისს მაკარგვინებდა და თან ცხოვრებასთან თუ კაცობრიობასთან ბრძო-
ლის იმუნიტეტს მიძლიერებდა! ყველაფრისგან დაღლილს მხოლოდ ღმერთი
მამხნევებდა!
– ისევ ჩვენთან დაგაბრუნა ცხოვრებამ, მიხვდი, რომ არავის ადარდებ
ჩვენ გარდა? – გამარჯვებული ტონით მითხრა მაია ყარყარაშვილმა.
– შენ გადარდებ? – ვკითხე.
– რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარხარ! – ერთხმად მითხრეს მაია და შორენამ.
– კარგი, მაშინ დამეხმარეთ! მე ვიცი ყველაფერი, რა როგორ გავაკეთო,
უბრალოდ, იმდენად არ მიწყობს ასაკი ხელს, რომ გვერდზე დგომისთვის
მჭირდებით!
– რა გეგმა გაქვს? – საქმიანი ტონით მკითხა ისევ მაიამ.
– ავეჯის ნაწილი უნდა გავყიდო, რომ ათი ათასი დოლარი მოვაგროვო,
საბურთალოზე ან სადმე, ვერიდან შორს, ვიყიდო ბინა, სადაც ვიცხოვრებთ
მე და ჩემი დები. დანარჩენს „დალშე“ მე მივხედავ, მე ვიცი სად და როგორ
გავყიდო... დამეხმარებით? მერე მე წავალ ჩემს გზაზე, – მეც საქმიანად ვუ-
პასუხე.
– შენ რომ დაგეხმაროთ, ჩვენი საქმე უნდა გადავდოთ, ადვილი არ იქნე-
ბა ბინის მოძებნა ან ავეჯის გაყიდვა, ყველაფერს დრო სჭირდება. შორენა
აპირებს იურმალის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მომზადებას,
მოსკოვში წასვლას, დაეხმარე გიორგის ხათრით! შორენა თუ წარმატებას
მიაღწევს, გიორგის წარმატებაც იქნება, ხო ასეა? – „მკერავს“ მაია.
– 15 წლის ვარ, ვფიქრობ, ასეთ პატარას სერიოზულად არავინ დამელა-
პარაკება, ან მოტყუებას დააპირებენ და რაღაც სისულელეები დაემატება...
რაღა უნდა მომატყუონ, ან ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს? ახლობლები
უფრო კარგად არ მატყუებენ?!
მინდოდა გაეგო, რო ვხვდები, როგორ მატყუებს, მაგრამ გაჭირვებული
დები მგლებივით არიან... რაღას გავხდები, მომიწევს შორენას „დასპონსო-
რება“... ესეც შევთანხმდით! რამაც უფრო „დამგრუზა“ მუკუჩასა და სხვა
დანარჩენზე.
– მოკლედ, მუკუჩ, მაგარი ტვირთი ვარ ყველასთვის, მე კი მეტს შევძლებ-
დი! მალე მაინც გავიზარდო, არავინ აღარ დამჭირდებით!
– რა ვქნა, თამუ? მე სად წაგიყვანო? ბიჭი ვარ, რანაირად გაცხოვრო ჩემ-
თან?
მუკუჩა შეწუხებული იყო, გამიკვირდა ეგ რომ მითხრა, ალბათ, ეშინო-
და მუკუჩასაც, თორემ ჩვენში გოგო-ბიჭი რა შუაში იყო?! ჩვენ ხომ ძმები

254
ვიყავით, მე ასე ვთვლიდი და თუ ნორჩი გოგო ვიყავი მუკუჩასთვის, მეტი
პასუხისმგებლობით უნდა გამფრთხილებოდა, როგორც „დაკარგულ“ ბავშვ-
გოგოს და არა როგორც დავალების შემსრულებელ „ბაევიკს“, გაგანია სრო-
ლაში რომ მიატოვებ, ვიცი „გაქაჩავო“! ეგრე სადაც უნდათ და როგორც უნ-
დათ, ისე ჭრიან და კერავენ! კაცის სიტყვებსაც გახუნებია ფერი და სულ
გაქალებულან! არცერთის დანახვა აღარ მინდოდა. გურულოსთან მომიწია
რამდენიმეჯერ მისვლა. მამიდამისი რომ არა, მაგ ფულს ვერც დამიბრუნებ-
დნენ. ის მაგარი „ბაევიკი“ ქალია. არ მახსოვს, რაღაც კაპიკები იყო. არც პა-
ატასგან ვიცოდი, რამდენი გაატანა, მაგრამ მჯეროდა, ბიჭები არ იკადრებ-
დნენ მოტყუებას... შორენასთან მიმიყვანეს. დუგლამ ეგრევე მთხოვა, 200
დოლარი მასესხეო, რაზეც უარი ვუთხარი, ხომ იცი, რომ კაიფისთვის არას-
დროს მოგცემ ფულს-მეთქი. არ ვწვრილმანდები, უბრალოდ, მინდა წარმოდ-
გენა შეექმნას მკითხველს, თუ როგორ გააფუჭეს ერთმანეთი ახალგაზრდებ-
მა, მხოლოდ „კაიფზე“ რომ ფიქრობდნენ, რომ აღარ არსებობდნენ ძმაკაცის
მკვლელები ან დედის საყვარელი. წამლისთვის ყველაფერს ივიწყებდნენ და
ყველანაირ კატეგორიასთან ერთად კადრულობდნენ „კაიფს“... „კაიფის“ კი
არავის ეშინოდა, პირიქით, წესიერებს ხოცავდნენ ან წამალზე „სვამდნენ“.
სერიოზული გნიასი ჰქონდათ საქართველოში ეშმაკებს!† ანარქია სუფევდა!
ყველა „რამსი“ არიეს! ვინღა დაალაგებდა?
ქუთაისში ნათესავებმა დახოცეს ერთმანეთი, მე გამაცილეს „საიქიოს“ და
დებს ინაწილებდნენ. ყველაზე პატარას, ეკას, ყველაზე მეტი ეკუთვნის ქო-
ნებაო, მერე ამ საწყალ ბავშვს ვერ იყოფდნენ. მაიკო და ნინო აღარავის უნ-
დოდა. მე შევუთვალე, ზაურას ქონებას მაგრად „ვაზივარ“ და „სამში გრძელს
გაგიჩითავთ“, სხვა ნურაფერზე გექნებათ პრეტენზია-მეთქი. რა თქმა უნდა,
იმ დღესვე გამოყარეს ჩემი დები თბილისში... შორენამ და მაიამ, ჩვენ ვერ
მივხედავთ შენს დებსო და სანამ სახლს იყიდი სადმე, ვინმეს ჩააბარეო. მე
ნათხოვი მქონდა მონასტრის დედებისთვის და ასეც ვუთხარი, რამაც ძალიან
გაახარა შორენა და ბავშვები მონასტერში წაიყვანა... მამა ზენონს კი ჩემზე
უთხრა, რისთვისაც დავრჩი თბილისში... ქუთაისელ ნათესავებს როცა ვახ-
სენებ, მაქსიმეს ოჯახს უარყოფითად მოსახსენიებელთა სიიდან ვრიცხავ და
უფრო მეტიც! მე მაქსიმეს დედა, მამა და დები მიყვარს და მათთან ერთად
სოფიკოც...
შორენა სულ დაკავებული იყო, დილით გადიოდა და საღამოს ბრუნდე-
ბოდა. თუ მე ვთხოვდი სადმე წავეყვანე, სანამ უკან მეტრომშენში არ დაბ-
რუნდებოდა, ვერც მე დავბრუნდებოდი... თათოსთან ვსტუმრობდი ხშირად
თავიდან. თათოზე ახლო ადამიანი აღარ მყავდა, კატო წავიდა გერმანიაში...
ურთიერთობა აღარ მქონდა. ხშირად ვხვდებოდი გურულოს, დუგლას, მუკუ-
ჩას, თავგასას... მათი დანახვაც კი მაღიზიანებდა. „გურულო“ რაღაცებს „მე-
ღადავებოდა“, მერე ბოდიშებს მიხდიდა... რაღაც აუტანელი და გაუგებარი
იყო ჩემთვის თათოსთან იგივე „სასტავი“, რომელმაც ჩემგან გადაინაცვლა.

255
შეკითხვაზე ვერ მპასუხობდნენ: ახლა თუ შორენასთან ვცხოვრობ, აღარაა
საშიში მრგვალ ბაღთან ჩემი სტუმრობა? თუ „ბოროტებმა“ იციან, თათოს-
თან სტუმრად რომ ვიყავი და ხელს არ დამაკარებდნენ და, თუ შემიფარებდა,
ეგ „გაუტყდებოდათ“, თუ რა? ახსენით, „სუჩკებო“! რა უნდა ახსნათ?! ჩავის-
ვარეთო?! მაგასაც ხომ კაცობა უნდა, „ბლიად“! ამდენ შეკითხვას, ამდენ ფიქ-
რსა და აზრს ტკივილი მოჰქონდა ჩემთვის. მე ისე არ წავიდოდი ადამიანის
ცხოვრებიდან, არ მეთქვა ჩემი აზრი. გადავწყვიტე თათოსთვის წერილი მი-
მეწერა, რადგან, როცა დაველაპარაკე, ვერ გამიგო და მოცემული ვითარები-
დან გამომდინარე, ვერ მიხვდა, რა იყო სწორი და რა – არასწორი. წერილში
მთელი ჩემი გულისნადები და გაბრაზება იდო, რომელსაც ულტიმატუმიც
ახლდა: ან მე, ან მაგ „სირების“ ჯგრო! მუკუჩაიანად! და გავატანე წერილი
რუსკა ცხვირავაშვილს, რომელიც ჩემთვის ახლადშეძენილი მეგობარი იყო
თავისი ოჯახიანად...
მეორე დღეს რუსთაველის თეატრთან შემხვდა თათო შემთხვევით. ერთ-
მანეთი რომ დავინახეთ, გავჩერდით და თვალებში შევხედეთ ერთმანეთს.
თათომ მხრები აიჩეჩა, მე კი დაველოდე, რა გადაწყვიტა. ღმერთმა შეგვახ-
ვედრა ერთმანეთს სულ შემთხვევით, ის კი მხრებს იჩეჩავს... რაც ნიშნავდა
რას? არ უნდა დამეყენებინა არჩევნის წინაშე! ამას ნიშნავდა?! თუ იმას, რომ
მუკუჩა ავირჩიე? ან რატომ არ მიხსნის, როგორც მე აუხსენი ჩემი ტკივი-
ლი? უსიტყვოდ ჩამიარა გვერდით. ჩემთვის გასაგები გახდა ის, რომ ჩემზე
წინ „სირების“ ჯგრო დააყენა. რა პრობლემაა?! ყველა ქოთანს თავისი თავ-
სახური აქვსო, ნათქვამია. არც ეგ იყო საშიში! რუსთაველზე ფეხით მარტო
მოდის თორაძე? რატომ ეგ შეკითხვები არ დაებადათ თათოს და ლალის?
ლალიც ხომ დედაა? ნუთუ დედური ვერაფერი გავუღვიძე მე, თბილმა ადა-
მიანმა? რაც იყო, იყო. ჩავთვალე, რომ მომიშორეს. მათ საქციელს სხვა ახსნა
არა აქვს! შიშით თავის გამართლება ყველაზე მდაბიური საქციელია! არა, არ
გატყდე! მაგრად იდექი! შენ შეძლებ ყველაფერს! შენ კარგად იქნები! მამამ
რა გითხრა?! არ გჯერა ჩემი?! ის სულ შენთან არის არ დაივიწყო არცერთი
სიტყვა! გახსოვდეს, რაც დაგარიგა: „ნუ მისცემ უფლებას გატკინონ, მამა,
თორემ შენი ტკივილი მე უფრო მეტკინება, ვიდრე შენ!“. ჩემი საყვარელი
მამა!.. არასდროს მტოვებდა! სულ მესმოდა მისი გამამხნევებელი სიტყვები
და მაძლიერებდა. მხოლოდ ის იყო ჩემი ნამდვილი წინამძღვარი!
დები მონასტერში იყვნენ უკვე. ეგ პრობლემა მოვაგვარეთ. დავიწყე
ავეჯის გაყიდვა, ფულს ვაგროვებდი ახალი ბინისთვის. შორენაც მეხმარე-
ბოდა, ოღონდ – ხარჯვაში. მასთან ეზოში ვიჯექი. ვფიქრობდი: 4 წლის წინ
თითქმის ამ დროს ამ ეზოში ვიჯექი. გარემო ბევრით არაფრით შეცვლილა,
გარდა იმისა, რომ საყვარელ ადამიანებს თვალსა და ხელს შუა ვკარგავდი
(ვგულისხმობ ცოცხლებსაც). ყველა თემას ეხებოდა ჩემი ფიქრები. თათოს
გულიდან ვერ ვიშორებდი, ბავშვურადაც ვბრაზდებოდი და დიდურადაც...
ჩემგან გაიცნო ბიჭები, მე მომისროლეს და მაგას რას უზამენ? მან კი ჩემზე

256
უარი თქვა, ისევ ტვინს ვიღრღნი და გულს, მიყვარს თათო! რატომ მომექცა
ასე? იქნებ მე არ ვიყავი ვინმესთვის კარგი? იქნებ მე მოვითხოვ იმას, რაც არ
მეკუთვნის? პასუხი რომ გამეცა ჩემს დასმულ შეკითხვებზე, კარგად უნდა
გადამეხედა წარსულისთვის. მე არ მინდა, იმ ადამიანებს ვგავდე, სადღაც,
მეხსიერების შორეულ კუნჭულში რომ მალავენ პრობლემებს ან არასწორად
განვლილ ცხოვრებას, ამიტომ ძირისძირობამდე გავიხსენე წარსული. ყვე-
ლაფერს ვერა და არ დავწერ, მაგრამ რასაც დავწერ და დამიწერია, ტყუილი
არ იქნება! მე ვაჟკაცი ვარ, რომელსაც ტყუილი არ სჭირდება! რა თქმა უნდა,
თუ კაცი მყავს მოკლული ან ამის შეკვეთაა მიცემული, ვერც მაგას დავწერ,
მაგრამ რასაც ვამბობ, სიმართლეს ვამბობ და, თუ გაინტერესებთ, გავაგრ-
ძელებ...
ერთ ღამეს გავიგე, რომ მუკუჩა დაჭრეს მძიმედ, თათოს დავურეკე და
გავაგებინე, რომ უნდა წავიდეთ საავადმყოფოში, რაც შეიძლება მალე. ჯერ
ახალი დაწყებული იყო მათი რომანი არავისთვის იყო სასიამოვნო იმის გა-
გება, რომ მძიმედ დაჭრილი მუკუჩა რეანიმაციაში იწვა. ჯერ კიდევ იმ დროს
ვიხსენებ, სანამ პაატას გააქრობდნენ.
– უნდა წავიდე საავადმყოფოში! შავ ხიზილალას წავუღებ, სისხლი და-
კარგა და მოუხდება...
– ახლა?! ამ დროს?! – არ მოეწონა პაატას.
– ჭავჭავაძეზე წევს, ფეხით ჩავირბენ, რა პრობლემაა? – ვუპასუხე.
– ახლა? ამ დროს? – ისევ მიმეორებს პაატა.
– ხო! დრო არ მაინტერესებს, როცა საქმე მუკუჩას ეხება! მე მინდა მის
გვერდით ვიყო (გავბრაზდი)!
– მესმის და არ გამტყუნებ, მაგრამ გათენდება და წახვალ, კომენდანტის
საათია, ხო არ გავიწყდება?! – სადღაც მართალს ამბობს პაატა.
– ხო, ისე, მართალი ხარ! წადი, შენ დაიძინე, დაისვენე, გვიანია! რომ გა-
თენდება, გავალ სახლიდან, – მეც დავეთანხმე.
– კარგი, თამუ, ფრთხილად იყავი! მერე მეც ვნახავ. დარეკე, გამაგებინე,
როგორ იქნება (და თავის ოთახში წავიდა პაატა)!
მოვატყუე ძმას, რომ არ ენერვიულა. არც ჩხუბი არ ღირდა. ისე კი, არ
გამიშვებდა შუაღამისას და მეც არ უნდა წავსულიყავი, ალბათ, მაგრამ მე
ხომ ლამაზი ბავშვური ცხოვრება არ მერგო და ამიტომ ვაჟკაცი კაცივით
მერჩივნა ცხოვრება, სხვანაირად არც გამომივიდოდა... ჩაცმული ჩავწექი
ლოგინში, პაატას ეჭვები რომ გამექრო და ვითომ დავიძინე. ამ დროს თათო-
მაც დარეკა. ლალი გაგიჟდა, ამ შუაღამისას სად მიდიხართ, გათენდება და
მერე წადითო.
– თამ, მე ვიბანავებ, ამასობაში დროც გავა, გათენდეს და მერე წავიდეთ!
– მითხრა თათომ.
– კარგი, მეც ვიბანავებ და რომ გამოვალ აბაზანიდან, მე თვითონ დაგი-
რეკავ, შენ არ დარეკო, სძინავს ყველას! – მეც ვუპასუხე.

257
მივხვდი, არც თათოსთან ღირდა შეთანხმება, თან ჩვენს ტელეფონს ის-
მენდნენ გამუდმებით, მტერიც მოვთენთე. ვიცოდი, სიგიჟე იყო ჩემი საქცი-
ელი... ყველაზე დიდი ყამა ავიღე კოლექციიდან, ხელში დავიჭირე, ზემოდან
ფაშფაშა პონჩო მოვიხურე, ცოტა დიდის შეხედულება რომ მოეცა ღამის
შუქსა თუ უკუნეთში და ჩუმად გავიპარე სახლიდან. ვიფიქრე, მიმერბინა
თათოს სახლამდე, მაგრამ მერე მამას სიტყვები გავიგონე: „ვინმე რომ მირ-
ბის, უფრო აქცევენ ყურადღებას. დინჯად და დაჯერებულად უნდა გაიარო,
რომ არავინ აიღოს ეჭვი. თან სირბილით არ უნდა დაიღალო თავი, თორემ,
თუ საჭირო გახდა და გამოგეკიდნენ, დაღლილს ადვილად დაგეწევიან“. მეც
ნელა და დინჯად ჩავიარე ყველა ქუჩა სევასტოპოლიდან მრგვალ ბაღამდე
ჩემს თავთან ლაპარაკში გართულმა: ისე, რო რამე იყოს, ხარ ამ ყამის დამრ-
ტყმელი? მკვლელი არ ვარ, არც სურვილი მაქვს ვიყო. ბოლო მომენტში თუ
გამოვიყენებ! შეიძლება ჩემს თავზეც გამომეყენებინა. ვერასოდეს ავიტან
დამცირებას, თუ ვინმე შემეხო არასწორად, რას არ დავარტყამ?! თუ ვერ
მოვერევი მტერს, თავს დავიჭრი! არა მგონია, დაჩეხილებს აუპატიურებდ-
ნენ! ეს იყო მიზეზი, რომლის გამოც ყამა წამოვიღე. ნაბიჯს არ ვდგამდი უაზ-
როდ. ძალიან ბევრს რომ ვფიქრობდი ადამიანებზე, ამის მიზეზი მხოლოდ
სიყვარული იყო, ადამიანების მიმართ სიყვარული, რომელიც ძალას მმატებ-
და, თუნდაც სიგიჟე ჩამედინა. ერთი გაფიქრება ვიფიქრე, თათოსთვის არ
გამევლო და მარტო წავსულიყავი, მაგრამ არ ჩავთვალე სწორად. თათოს-
თან არ იქნებოდა ლამაზი. ის ხო მუკუჩას ახალი შეყვარებული იყო. კარზე
ზარი დავრეკე. თათომ გამიღო, ლალიმ და თათომ რომ დამინახეს, გული
გაუსკდათ, თან გაუხარდათ, რომ მშვიდობით მივედი... ლალიც მივაძინეთ
და გავიპარეთ საავადმყოფოში, მივადექით მუკუჩას. ძალიან გაუხარდათ
და თან შეეშინდათ... რეანიმაციაში წოლა გაუგრძელდა. ისეთ უაზრობაზე
„გაიჩალიჩა“ საავადმყოფო, რომ სიტყვები არ მყოფნის და არ ვაპირებ მო-
ყოლას! ამასობაში „ბოროტებიდან“ ვიღაც-ვიღაცეები იხოცებოდნენ. ხავილი
და გლოვა მესმოდა იმავე საავადმყოფოში. მუკუჩა მეუბნებოდა, არ გახვი-
დე ჩემი ოთახიდანო, მე კი მთელი საავადმყოფო კარგად შევისწავლე... სი-
ამოვნებას ჩუმად ვზეიმობდი გულში, როგორ მანახებდა ღმერთი დახოცილ
„პროჭებს“ და მკვლელებს. პაატასთან არასდროს, არასდროს ვლაპარაკობ-
დი ამ თემაზე და არც ის შეხებია ამ თემას! საავადმყოფო შემიყვარდა ისე,
რომ იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. როგორ მინდოდა, ვინმესთვის გამე-
ზიარებინა სიხარული, თუ როგორ სჯიდა ღმერთი ჩემ თვალწინ ბოროტებს
და დედამიწა როგორ მსუბუქდებოდა. მეტი არაფერი. დავბრუნდეთ ისევ იმ
დროში, როდესაც შორენასთან ვცხოვრობდი.
შორენა 21-22 წლის იქნებოდა, დაგვიანებით ჩააბარა თეატრალურ ინ-
სტიტუტში კახას შიშით. მეც ხშირად ვესწრებოდი სპექტაკლებს, რეპეტი-
ციებს... გავიცანი იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე ვიცნობდი, თანაც ყველანაირი.
ძალიან კარგად ვიცოდი რატომაც მიმიღეს და კარი არ მიმიკეტეს, მაგათ-

258
ზე კარგად არავინ იცოდა, თუ რამხელა ქონების პატრონი დავრჩი. მე ამას
ყველგან ვმალავდი...
– შენ ერთი რაღაც უნდა შეძლო, ნდობა იქონიო ჩვენდამი! – „მკერავს“
მაია.
– ნდობა ადამიანმა უნდა მოიპოვოს! მახომ რაც იკადრა, ნდობას როგორ
მოიპოვებდით? – სიმართლე პირში ვუთხარი.
– ხო, „ნუ“, მახო მახოა, ის აღარაა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ გვიჭირს ფი-
ნანსურად, ცოტა დახმარება ჩვენც დაგვჭირდება. ხელი ხელს ბანს, ორივე
კი – პირს! – მეუბნება მაია (25 წლის იყო მაშინ, ალბათ, ან ცოტა მეტის).
– კარგი, ხო, ახლა, ჩემი და თქვენი რამ გაყო! – მეც „ვინაგლე“, მინდა
ბოლომდე გავიგო, რა უდევს გულში.
– მართლა ამბობ ამას? – სახე გაებადრა „მათხოვარს“.
– კი! – და გულში შევაგინე, თამაშს ავყევი.
ხელი გამომიწოდა, დაარტყიო, მეც დავარტყი! სხვა არჩევანი არ დამიტო-
ვა ცხოვრებამ, ყველამ უარი თქვა ჩემზე, ესენი კი თანახმა არიან... ოღონდ
ერთი პირობით, თუ კარგი „მეწველი ძროხა“ ვიქნები და რძე-ყველს არ მო-
ვაკლებ ყარყარაშვილებს, რომლებიც გიორგით (კახას შვილი) სპეკულანტო-
ბენ და ჩემი უბედურებით სარგებლობენ... მოკლედ, შორენა, მაია და ნანა
გახარებულები იყვნენ... გავედი ეზოში, მაგარი „როჟა“ იყო. რამდენს იტევდა
ის ეზო ჩემსას. დავჯექი და ისევ ღმერთთან გავაბი ლაპარაკი: რა გავაკეთო,
ღმერთო? მანიშნე, გთხოვ, ვიცი, ჩემი გამოყენება უნდათ, მე კი მარტო ვერ
ვიქნები მონასტერში. სახლს რა ბედი ელის, რომ მივატოვო? ხომ შეიძლება,
ერთ დღესაც კარგად გამქურდონ? ახლოს უნდა ვიყო ჩემს სახლთან... იქ-
ნებ მონასტერში დავბრუნდე, ჯობია, სანამ სრულწლოვანი გავხდები? აუ,
მერე კახეთში უნდა ისწავლონ ჩემმა დებმა? ეგ არ მომწონს, არა არ, გამოვა
ასე... ღმერთო, შენ განდობ ჩემს ბედს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც
ეცდებიან მომატყუონ! ჩემს უბედურებას ვინც ცუდად გამოიყენებს, ძალიან
დასაჯე, ღმერთო! მე უძლური ვარ დღეს! უსუსური! ამბობენ ობლებს არ ტო-
ვებ მარტოს. მე შენი შვილი ვარ! მე შენ მიყვარხარ! შენს ხელში ვარ! შენს
ხელშია ყველა ადამიანი! დამეხმარე, ღმერთო, ძალა მოვიკრიბო და სწორად
ვიცხოვრო! გპირდები, არ გავბოროტდები ადამიანებზე! გპირდები, სიკეთეს
დავარიგებ სანაცვლოდ!..
ყოველთვის მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს. იმედი, რომელიც თვით
ღმერთია!.. დიდი ხანი არც მეტრომშენში მომიწია ცხოვრებამ. შორენა და
მაია დილით გადიოდნენ, ღამე შემოდიოდნენ. მე გიორგის ძიძად ვიქეცი,
ბაღში მიმყავდა-მომყავდა და მთელ საღამოს ერთად ვატარებდით. გავერიე
მეტრომშენის ბავშვებში. იქაური „ძველი ბიჭის“ გულიც დავიპყარი, მხოლოდ
ბავშვურად! ქუჩაში ბევრ ბავშვს შორის ჯდომითა და შოკოლადების მორთ-
მევით რომ ირთობდა თავს, ისიც 15 წლის იქნებოდა. უბანი პატივს სცემდა,
მეც უბატონოდ ვერავინ მელაპარაკებოდა. დილით ეზოში გამოსულს ხან

259
მინდვრის ყვავილით და ხან ვარდით მეგებებოდა, ოღონდ ყოველთვის ერთი
ცალით. მეც გამიტაცა რომანტიკამ წამით. მომწონდა ვიღაც ჩემთვის რომ
ცდილობდა რაღაცის გაკეთებას, ყველასგან მიტოვებულისთვის... შორენას
სახლის გვერდით სახლში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, კარენი და
მარინა, თუ სწორად მახსოვს. მათთანაც დავმეგობრდი, ყავა-სიგარეტი არ
მაკლდა... ბავშვებთან ჩავდიოდით კახეთში, როგორც შეგვეძლო. ეს ჩემზე
არ იყო დამოკიდებული. მანქანით მე ვერ ვივლიდი, „პრავა“ არ მქონდა... მა-
მაჩემის „ფოლცვაგენი“ ჰაერში აღმოჩნდა, უსაბუთო... რომელიც შორენას
მეგობარმა იყიდა 5000 დოლარად. ვიწვალეთ საბუთებზე, მაგრამ გამოვიდა,
თავისივე ბანკში ჩამადებინა მთლიანი თანხა და პროცენტებს მიხდიდა. ამ
ფულის დანახვაც არ მაღირსა შორენამ, ისე ხარჯავდა 500 დოლარს თვეში
და თან მაყვედრიდა, ჩემმა მეგობარმა ჩაგიდო ბანკში, თორემ სულ დახარ-
ჯავდი მაგასაცო... არაფერი არ მინდოდა! მხოლოდ იმაში დამხმარებოდნენ,
ბინა რომ მეყიდა.
ზაფხული არ იყო ჯერ ცხელი. ყველაზე ბევრი, თვე თუ იყო გასული, რაც
მეტრომშენში ვცხოვრობდი. მაიამ მითხრა, ნუ იჩქარებ, ნერვები გაქვს ცუდ
დღეში, ჯერ დაიწყნარე და მერე შეუდექი საქმესო. მეც მაგ „დასვენების“
დროს მოწყენილი მოვდივარ მარინა-კარენისგან და შორენას ბიძაშვილის,
მამუკას, ხმა მესმის (ბიჭ-კაცაა, ასაკი არ ვიცი), მეზობელ კაცს ეუბნება:
– იქით, კუთხეში აჩერებინებენ მანქანას ხან ერთი და ხან მეორე (მაია და
შორენა), ჰგონიათ ვერავინ ხედავს, მოდიან აქ სხვადასხვა მანქანით! ბოზები
არიან, ვიცი, მაგრამ რა ვუყო? მეც მარცხვენენ (მეზობელს შესჩივის)!
– შენი დებილი დედა მოვტყან! შე „ახვარო“! მოდი, უნდა „მოგტყნა“!!! ვის-
ზე ჭორაობ, შე „ნაბოზარო“!
დავეტაკე, ხელით შევეხე, დანა გავუხსენი. მირბის, მივდევ გინებით...
სახლში შევარდა. დედამისი გამოვარდა, კივის წივის ყველა, მე ვიგინები:
– სად არი ეგ ნაბოზარი! ენა უნდა მოვაჭრა! გიორგის დედაზე რას ტლი-
კინებს! მაგას ენა რად უნდა?! სად დაიმალე, შე ქალაჩუნა! შენს „ჭორბიურო“
დედას შევეცი („გადამეკეტა“. ასეთ დროს უმართავი ვარ)!
– ვის აგინებ, შე ნაბიჭვარო! ნასვამია!!! დაულევია ამ ნაბიჭვარს! – მაბ-
რალებს დედამისი.
– უუუ, შე „ყლექალა“! ტყუილს „მიბაზრებ“, არა?! შენ რა შვილი უნდა გა-
გეზარდა, შე ნაბოზარო!
ახლა დედას შევდექი, მთელი ეზო ჩაერია, კარენმა გამიტანა ბოლოს, თო-
რემ „სროკზე“ მომიწევდა წასვლა ბოზების დაცვაში! ამ ამბის მერე აღარ მიშ-
ვებდნენ თავიანთ ტერიტორიაზე, ანუ შორენას „პადვალში“ ვერანაირად ვერ
შევიდოდი, შეპარვას კი ნამდვილად არ ვაკადრებდი საკუთარ თავს! შორე-
ნა და მაია მოვიდნენ საღამოს, გაიგეს მომხდარი. განა მე არ ვიცოდი, დები
კარგად რომ არ იქცეოდნენ?! განა მე არ ვიცი 50/50 -ზე, საფრთხეში რომ
იგდებენ თავს?! განა მე არ ვფიქრობ, ასეთი ქალები საკუთარ ნამუსს რომ

260
არ სცემენ პატივს? განა მე არ ვთვლი ამ ტიპის ქალებს სუსტად? სულით
სუსტი ქალის დამორჩილება განა გაუჭირდება კაცს? მერე ყველაფერს კა-
ცებს აბრალებენ! ამის მიუხედავად, მაინც არ ჰქონდა უფლება კაცს, ეჭორა-
ვა! დებს გაუხარდათ ჩემი დაცვა, მაგრამ ახლა რა ვქნათო... იმ ღამეს კარი-
ნა-მარინასთან გავატარე, მეორე დღეს შორენას იმავე მეგობარმა, მანქანა
ვინც იყიდა, თავისი ერთოთახიანი შესთავაზა, სანამ ბინას ვიყიდდი. ასე აღ-
მოვჩნდი კიდევ ახალ უბანში ფიროსმანის ქუჩაზე... ის არშემდგარი რომანიც
მეტრომშენში დამრჩა...
ეს უკვე კარგია, იქ რომ აღარ ვართ. ახლა კი, მგონი, მარტო შორენა და
გიორგი მეყოლება გამოსაკვები. მაია მიხედავს თავს, დიდი გოგოა. ღმერთმა
გზა გამიკვალა, ჭკუა თუ მეყო. ნებისყოფა და ძალა ხომ კარგია ჩემთვის...
ცხელი ზაფხულიც მოვიდა. ფიროსმანის ბინაში დილიდან გავდიოდით
და ღამე შემოვდიოდით დასაძინებლად. შორენა თავისთვის მოძრაობდა, მე
– ჩემთვის, ხანაც – ერთად. ფინანსების კონტროლი შორენამ დაიწყო - შენ
მხარჯველი ხარო, თავად კი არ იკლებდა „ბაბილონს“ და „ალბატროსს“, გეგო-
ნება, ბებია ვაკეში, ჭავჭავაძეზე, დაეღუპა „შოპინგის“ დროს, სხვაგან აღარ
„იზმანებოდა“. მე მიყიდდა ერთ რამეს, იმასაც თავის ზომას და თავისთვის 4
რაღაცას დასტაცებდა ხელს. მეც დახეული ჯინსის შარვალი მეცვა ან შორ-
ტი და შორენას დიდი „მაიკები“ ან „საროჩკა“...ღორი არასდროს ვყოფილვარ,
ვფიქრობდი, რომ არ იყო „ტრიაპკების“ დრო, მაგრამ მივუშვი, ველოდებოდი,
როდის მოილხენდა ჩემი მომვლელი, რომელსაც აქეთ მე ვუვლიდი...
თითქმის სულ ვერაზე ვიყავი ჩემი კორპუსის ახლო კორპუსში, დებთან,
რუსკასა და სალომესთან, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობდი... მაგრამ
ჩემმა საყვარელმა ძმამ, პაატამ და ჩემზე უფროსმა, გოგოების ინტერესმა
კიდევ უფრო რომ გაიტაცა, ისე, რომ ფანტაზიაც აღარ ჰყოფნიდა, სად, ვინ
და როდის...
ისევ ძველ დროში დავბრუნდეთ!
– თამ! თამ! – მეძახის ფანჯარასთან მდგომი პაატა.
– ხო! ხო! რა ხდება? – მეც გავიხედე.
– ნახე, ბიჭო, რა გოგოა! – ვერ ფარავს პაატა აღტაცებას.
– ვაიმე! კაი რა, პირველად ხედავ? ჩვენი მეზობელია, „შეჩემა“, დაბადე-
ბიდან, – დავცინე.
– დამანახეთ, ვისზე ამბობს? – ჩაერია სანჩო, – ხო, ბიჭო, მაგარი დები
არიან, პატარა „მევასება“ მე, სალომე, ეგ რუსკაა, დიდი...
– მოიცა, ეხლა „ატრაკებ“, სანჩი! – პაატა იცინის, – დამაცადე, გადავწყ-
ვიტო, რომელი მომწონს და მერე მოგწონდეს შენ.
ძალიან ბევრი ვიცინეთ უსაყვარლეს გზააბნეულ პაატაზე, რომელიც შემ-
დეგში „ფანჯრის მტრედი“ გახდა და ელოდებოდა, თუ როდის ჩამოივლიდა
კიდევ რუსკა „სემიჩკის“ საყიდლად ჩვენს ოფიკასთან... ისევ გიჟივით ყვირის
ჩემს სახელს:

261
– თამ! თამ! მოდი, მოდი დროზე!
– ხო, რა ხდება? კაი ბებერი უსაქმური კაცივით იცი უბნის ყველაფერი,
ხო? – მეც „ვღადაობ“.
– აუუ, თამ, ძაან მომწონს! – ისევ რუსკა დაინახა და აწუწუნდა. მე ხომ
მისი „სიყვარულების მომგვარებელი“ ვიყავი დაბადებიდან...
– მერე, მე რომ მეუბნები, რა ვქნა, ჩავიდე? ვუთხრა?
– აუუ თამ, დაუმეგობრდი, რა, გთხოვ (პაატა ძალიან საყვარელია როცა
მთხოვს)! არ დამიმეგობრებს, მთელი ბავშვობა მაგ „სასტავს“ ვამწარებდი,
„სემიჩკას“ არ ვაჭმევდი, ეს ჩემი უბანია, აქ არ დაგინახოთ-მეთქი. ჰა, ჰა, ჰა,
რა სიგიჟეა!.. ერთხელ ნაყინებით ვიომეთ. მამიკომ ფული გამატანა, ყველას-
თვის მომქონდა. ხო აზრზე ხარ, რამდენი ნაყინი მქონდა მე და იმათ – სამი
ცალი. ჰა, ჰა, ჰა! – სიცილით ვიხოცებით ჩემს მონაყოლზე.
– აუ, შენ ხო გიჟი ხარ, ჰა, ჰა, ჰა... აბა, მეც ვერ ამიტანს შენ გამო. აუ,
ტატას ძმას შუბლში რომ ესროლა ნაყინი ლაშამ გახსოვს? ჰა, ჰა, ჰა, ჰა! –
იგუდება პაატა.
– რა დამავიწყებს, ვიჩხუბე მაგაზე... ეგ რა ხუმრობაა?!.. – მეც ვიცინი.
– ვახ, თამ, რა ვქნა? და არ ხარ? მირჩიე, როგორ „დავითრიო“. ადრე რო-
გორ მეხმარებოდი და ახლა პირიქით, მიფრთხობ ქალებს.
– არ მიყვარს ეს „ბაბნიკი“ ბიჭები! ხო იცი, არა?! „დავაი“ ჩადი და გაიცანი,
მიდი! მიდი, რას დგახარ?! დროზე, სანამ წავიდა! მიდი, ახლავე ჩადი! – ვა-
ქეზებ.
– არა, მოიცა, ხვალ ჩავალ (დაიბნა საყვარელი), უკვე „დავამუღამე“, რო-
დის სცალია „სემიჩკისთვის“, ჰოდა, დავხვდები იქ და „შევუსრულებ“ (თვალს
მიკრავს, გეგონება რაღაც მაგარს ამბობს, თითიც მიაშველა, „სიბრძნისთ-
ვის“ ჟღერადობაც რომ მიეცა)!.. ჰმ, ჯიშს გავამაღლებ!
– „ატრაკებ“, ხო იცი? ჩვენები პატარები თუ იყვნენ რა? დაბლებს არასდ-
როს ეტყობათ ასაკი, შე „გოიმო“, ასეთი გოგოები კი ადრე ბერდებიან და
სუქდებიან, არ იცოდი, ხო? – გავანათლე ძმა.
– მმმ, ნახე შენ, რა სცოდნია! ჯერ ლამაზია და თუ ადრე დაბერდა, მერე
სხვას მოვიყვან... ან კეთილი ინებოს და შეინარჩუნოს სილამაზე!
გახსოვს? მამა და დედა ამბობდნენ, სანამ ცოლს მოიყვანთ ან გათხოვდე-
ბით, ჯერ დედა ნახეთ და მამა, ყველა შვილი თითქმის მშობელს ემსგავსება
ასაკშიო! ისე, კარგი მშობლები ჰყავთ, მაგრამ შენ სულ პატარა იქნები ტა-
ნით და გამხდარი... ანუ თუ ჯიშის გალამაზებაზე „მებაზრები“, ძმაო ყვარყ-
ვარე!.. – თან დავცინი.
– ჰა, ჰა, ჰაჰ... აუ, ნუ მეძახი ამ ყვარყვარეს! – ვითომ ბრაზდება პაატა.
– რატომ? აღარ ხარ ჩვენი მთავრობა? ჰა, ჰა, ჰაჰ! როცა გადადგები თა-
ნამდებობიდან, სახელსაც შეგიცვლი! – სულ ასე ვხუმრობდით მე და პაატა.
– ვახ, როგორ დამაფიქრე, თამ!
– „ნუ“, გაცნობას წინ არაფერი უდგას, როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ,

262
ძმაო, ხელები ამიწევია, ვინც გინდა, ის იყოს! ისე, მოდელი შვილები მოგდო-
მებია! ჯიშს არ ვუჩივით, რა ვიცი, ერთიმეორეზე კარგები გააჩინა დედამ.
ერთი მე გამოვედი უშნო (არასდროს მომწონდა ჩემი თავი).
– ოო, რა უშნო! ძაანაც კარგი ხარ! დებილი!.. – პაატა ამ სიტყვებზე სულ
მიბრაზდებოდა.
– უკეთესი მინდა ვიყო!
– რად გინდა? ბევრი „სირი“ რომ აგკიდებოდა და მე მედევნა, ხო?
– არა! ყოველთვის ვოცნებობდი, ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი, ახლა
უფრო ვოცნებობ მაგაზე...
– ნუ გამაგიჟე! რატო?! იმიტო, რომ ბევრ ბიჭს მოეწონო ხო?! მოგკლავ!
სულ გაგიჟდი და „განაგლდი“! – აფეთქდა პაატა.
– ჰეი! ჰეი! ჰეი! სად გააჭენე! მისმინე ჯერ, ყვარყვარე, შენვე რომ პასუ-
ხობ საკუთარ შეკითხვებს! ხო, მინდა ისეთი ლამაზი ვიყო, რომ დამინახავენ,
ჩერდებოდნენ და გაშტერებულები მიყურებდნენ. ორი მიზეზი მაქვს (ერთი
ყურში ვუთხარი), მეორე კი, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მოუპოვებელი რომ
ხარ! ყველაზე მაგარია!
– ვა, შენ რა მაგარი ხარ, ის პირველი კარგი იქნებოდა. მეორეც მაგარია,
პირველმა ცოტა შემაშინა.
– კი, საშიში იქნებოდა შენთვის, ჩემთვის კი (კბილები მივაჭირე ერთმა-
ნეთს, მუშტი შევკარი და კედელს დავარტყი სიმწრისგან, სისხლი მომაწვა
სახეზე)... ადვილი იქნებოდა სათითაოდ გაცნობა და დახოცვა! ოღონდ მო-
უპოვებელი ვიქნებოდი და ეგ დაგამშვიდებდა! – მე და პაატამ ვიცოდით, რა-
ზეც „ვბაზრობდით“! ცრემლი მოგვადგა ორივეს, – საშინლად მენატრებიან,
მაპატიე!..
– რა გაპატიო, გაგიჟდი? მეც მაგრად მენატრებიან, თამ! შენ დები მაინც
გყავს, მე ყველა ძმა დავკარგე... ძალიან ცუდად ვარ...
– რა სისულელეს ამბობ, იმათ ვინ შემიცვლის?! მე ვიყავი შენი ძმაც და
ისევ ვარ! იმათ კი ვეღარავინ შეცვლის (თითქოს სიყვარულში ვეცილებო-
დით ერთმანეთს, ისე გავბრაზდი და თან შემეცოდა)!
– ხო „სირობა“ ვთქვი, თამ?! აღარ მოწიო, რა, სიგარეტი, ეცი პატივი ჩვე-
ნებს! ისე მაგრად გაუძელი, მაგრად დგახარ, მეგონა, ყველანი ჩავიხოცებო-
დით ან შენ მაინც ადგებოდი ტახტიდან (ჩემდა გასაკვირად, შეეხო თემას).
– რატომ გეგონა? – გამიკვირდა.
– გახსოვს, ერთხელ მე და შენ ვიყავით სახლში, პატარები. ლაშა ისე მო-
ვიდა სახლში, შენ ვერ გაიგე, გადავწყვიტეთ შენი შეშინება.
– აუფ, სულ მაშინებდით, თქვენი... აუ, ვიცი რაზეც ამბობ, თავს რომ ვიკ-
ლავდი და შენც გაკვლევინებდი თავს! ჰა, ჰა, ჰა... – გამეცინა ჩემს თავზე.
– რას ვამბობ, აბა?
– მაცივრის თავიდან „სვარკის მასკა“ და ქვემოთ ჯარისკაცის ბათინკი რომ
დავინახე... ეგ ხო? აივანზე რომ გავიქეცით, მიშველე რომ არ ვიყვირე, ხო?

263
– არადა, რა დებილი ხარ, მოდი, აივნიდან გადავხტეთო, სიკვდილი ჯო-
ბია, ვიდრე გვაწამონო. აი, მაშინ მივხვდი, როგორ შეგაშინეთ. მეც ვინერვი-
ულე, ეგ რომ თქვი და ხელი მოგკიდე, არ გადამხტარიყავი.
– მერე ვითომ ლაშა მოვიდა და დაგვიცვა, ჰა, ჰა, ჰა... რატომ მატყუებ-
დით? ან საიდან მოგდიოდათ თავში ამდენი სიგიჟე?!
– მერე შენ მიხვდი, რომ ჩვენ მოგიწყვეთ და ღომის ამოსალესით მცემე,
გახსოვს? ჰა, ჰა, ჰაჰ. გავიქეცი... მომდევდი... აუ, რა სიტყვები გვეძახე, ჰა,
ჰა, ჰა (პაატას არასდროს სწყინდა ჩემი სიგიჟეები და სიცილით იხსენებდა
წარსულს. მაშინაც ასევე დამცინოდა, როცა ვბრაზდებოდი)!
– ჰა, ჰა, ჰა... მაგარი ბავშვობა გვქონდა... რა ბევრნი ვიყავით და ბედნი-
ერები (თან არ მინდა, „დავგრუზო“ და თან მომენატრნენ ძალიან)...
– ჰოდა, მაგის მეშინოდა, თავი არ მოგეკლა. სულ ასე იცოდი, გამოსავა-
ლი გეგონა სიკვდილი, რომ არ გტკენოდა (პაატამ ეს სიტყვები რომ მითხრა,
გული ჩამწყდა).
– არა! მარტო არასდროს დაგტოვებ! ჩემი გიჟი „მოცურებული“ ყვარყვა-
რე ძმა ხარ, ჰა, ჰა, ჰა (მხიარულებაში გადავიტანე, რომ არ გვეტირა)...
– უხ, შენი! ჰა, ჰა, ჰაჰ. აუ, ის გახსოვს? ჯაბას მამა, ომარი, ლამის გული
რომ გაუხეთქა ლაშამ? ჰა, ჰა, ჰა (პაატას მოენატრა ძმები)...
– რომელი ერთი? ჰა, ჰა, ჰაჰ... რატომ „კაიფობდა“ ხალხის შეშინებაზე ასე
ძაან? სულ სულებზე და რაღაც საშინელებებზე ყვებოდა ამბებს...
– დატანჯული გყავდი, მერე სულ ტუალეტთან „გიბირჟავებდი“.
– ხო, მახსოვს, მეც „ნაგლად“ პირობას ვდებდი, რომ აღარ შემეშინდებოდა,
აღარც შენ შეგაწუხებდი. განა გატყუებდი, მეგონა, შევძლებდი შიშის დაძლე-
ვას. დედაჩემი რა საყვარელი იყო! გახსოვს, როგორ მეუბნებოდა, მუჭში მიჭი-
რავს შენი შიში, გაიქეცი და მოდი, არსად გავუშვებ მაგ მაიმუნ შიშსო... ჰა, ჰა,
ჰა რა საყვარელი იყო, რას არ მოიფიქრებდა... – მეც გავიხსენე.
– ქაღალდის პარკები როა, ისინი გახვრიტა ლაშამ თვალებთან, წითელი
„კრასკები“ მიასხა და თავზე ჩამოიცვა, ტანზე თეთრი ზეწარი მოიხურა, იმა-
საც მივასხით „კრასკა“, ვითომ სისხლი იყო და ველოდით ჩვენებს. კახა მოვი-
და და გვეგონა, იმ შუაღამისას ლიფტშიც კახა შევიდა.
– აუ, მახსოვს, ჰა, ჰა, ჰაჰ... სტვენით ამოდის ომარი, კარი იღება და ლაშა
და ომარი ერთად ხავიან, ჰა, ჰა, ჰა, ჰა! ვერ გაიგო, ხომ ომარმა, ლაშა რო
იყო? ჰა, ჰა, ჰა, ჰაჰ!
– არა, რას ეტყოდა, ომარი ჩაიკეცა, ლაშა გამოიქცა, კახასთვის გაემზა-
და... ომარის შეშინება კი არ უნდოდა...
– ხო, მაგრამ ჩვენ რომც არ ვყოფილიყავით, მაინც ჩვენ ვეგონებოდით...
ჰა, ჰა, ჰა, ჰაჰ...
– „ცვეტში“! ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა...
– რაც ჩვენ ქაღალდის ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავები გვიშვია
ფანჯრებიდან, კარგია კიდევ, ბავშვობაში რომ არ გადაგვასახლეს.

264
– ხო, აბა! დიდობაში კი ნატრობენ ახლა თორაძეებს უბანში! ამათი ყვე-
ლას დედა (პაატასაც გაუგია)!..
– შენც გაიგე?
– ხო!
– მე მოგიკვდე, ვინმეს საქმეში თუ ჩაერიო! მე მოგიკვდე, ვინმეს თუ მიეხ-
მარო! ჩვენზე ვიფიქროთ, რა! კაცი არაა ჩვენი პატრონი, დამიჯერე, პაატ! ეს
იცოდე და გახსოვდეს, ჩვენ უნდა გავიზარდოთ ჩვენთვის მაგარი „როჟები“!
მტერი რო შურით „დავბრიდოთ“! ეგ იყოს ჩვენი იარაღი...
– გააჩნია ვის გაუჭირდება.
– ეეეე, თუ ყველას დედა?! ყველას დედა! რა! – გავბრაზდი.
– კაი, ყველას დედებს!..
ასე შეგვეძლო ბიჭების ოთახში ფანჯარასთან მიმსხდრებს საათობით გაგ-
ვეხსენებინა ბავშვობა, რომელიც ორივეს გვახარებდა და ამავე დროს გულს
გვიდარდიანებდა მარტოდ დარჩენილ პატარა ძმას-დას. ამას უმცროსი დები
ვერც კი იგებდნენ... არც ოჯახის წარსული იცოდნენ და არც ის, რომ ბიოლო-
გიური ძმები უნდა ჰყვარებოდათ. არ ვიცი, კარგი იყო ეს მათვის თუ ცუდი.
ამდენი ტკივილის მიუხედავად, მე ბედნიერი ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში რომ
არსებობდნენ ასეთი დაუვიწყარი ადამიანები. მათ სიყვარული მასწავლეს,
ადამიანის გატანა, სიმართლის გატანა, ღალატის გათელვა! მოღალატის დას-
ჯა, ვაჟკაცურად სიცოცხლის დათმობა, პატიება და სხვა ბევრი რამ...
მეორე საღამოს პაატა, მართლაც, ქვევით დახვდა რუსკას. გაიცნო და
იმის მერე სახლშიც აკითხავდა. რუსკას დაბადების დღეზე ყვავილების ულა-
მაზესი და უზარმაზარი თაიგულები გაუგზავნა, სამი ცალი, რუსკას დედას
და დასაც თავი ბედნიერად რომ ეგრძნოთ... როგორც მოგვიანებით რუსკას-
გან გავიგე, მზესუმზირის ყიდვაც საღამოობით პაატას დასანახად ხდებო-
და, რადგან მოსწონდა და აი, თურმე ორივეს ერთი გრძნობა ჰქონია. რუსკას
დედას ძალიან შეუყვარდა პაატა, ისე, რომ ნატრობდა, ნეტავ ჩემი შვილი
ყოფილიყოო. ლუდმილას ეგონა, ისეთივე პაატა იქნებოდა, მისი შვილი რომ
ყოფილიყო? დარწმუნებული ვარ, ვერა! პირობა დაადებინა სასიდედრომ,
რომ რუსკას არ მოიყვანდა ცოლად 18 წლამდე. რუსკა იმ დროს 14-15 წლის
იქნებოდა. ძალიან ადვილი იყო პაატას შეყვარება, უაღრესად ზდილობიანი,
დახვეწილი მანერებით, ძალიან სიმპათიური ბიჭი, ჭკვიანი და მკაცრი ცის-
ფერი თვალებით, ღია წაბლისფერი თმით, თავის ულამაზესი ფორმით, პი-
ანისტის ლამაზი თითებით... ვერაფერს დაუწუნებდით!
მეც ისევ ბრონქებისა და ფილტვების ანთებით ლოგინად ჩავვარდი. ასე
ისე ხშირად მემართებოდა, რომ ზღაპარიც კი დავწერე ფილტვების ანთება-
ზე. რუსკა და დედამისი გვესტუმრნენ, რათა ჩემთვის ძველი ოჯახური მე-
თოდით ემკურნალათ. მანამდე პაატამ სახლი დაათვალიერებინა.
– გარაჟიც აჩვენა? სამმანქანიანი? – ვხუმრობდი ბიჭებთან.
– რა ენა გაქვს, რა! – გურულო ხვდება, სად ვურტყამ...

265
– ექსკურსია ჩატარდა სიძესთან, მერე სახლში დათვლიან კარგად კვად-
რატებში და ეგაა... – ვაგრძელებ მე.
– კარგი, არ გაიგონ! – კვდება სიცილით გურულო.
ისე, ჩემი ძმა ვის არ ეყვარება, ძმაო! ჯერ რუსკას დაბადების დღეზე
500-დოლარიანი თაიგულები მიართვა... კიდევ კარგი, მამაც ქალი არ ჰყავთ,
თორემ 2000 დოლარში „გაიწეწებოდა“ 1500-ის მაგივრად. ვერაა ეგ ბავშვი!
კატაც ბიჭი ჰყავთ? ეტყობა, თორემ იმასაც მიართმევდა ერთ თაიგულს! – მე
თან ვბრაზობ ამ თემაზე.
– ჰა, ჰა, ჰა, ჰაჰ. აუ ეს ვინაა, „ბოღმის ბუკეტი“ ხარ! ჰა, ჰაჰ... დაგავიწყდა, ბევ-
რი შოკოლადიც მიართვა, „მარსი“, – გურულო გველობს, როგორც ყოველთვის.
– უხ შენი! რას მახსენებ!
ჩემი საყვარელი შოკოლადი იყო „მარსი“, რუსკასი – „ემენდემსი“. პაატას
კი ეგონა, თავის დას რაც უყვარდა, ყველა კარგ გოგოს ის უნდა ყვარებო-
და... ასევე ჩურჩხელა, საზამთროს მურაბა და თეთრი ბლის კომპოტი... ლა-
მის მოწინააღმდეგეს ვხედავდი მასში, ვინც ამ ჩამონათვალს ეხებოდა.
გავიცანი რუსკას დედა ლუდმილა, რუსკა და სალომე დეკოს ეძახდნენ.
მეც დეკოთი მივმართავდი, რაზეც ეცინებოდათ თავიდან, მერე მიეჩვიენ...
საკმაოდ მესაყვარლა დეკო, მიუხედავად იმისა, თუ რას მადებდა ზურგზე,
ყელზე, გულ-მკერდზე, სასწაული იყო... პამიდვრის ტომატი, კარაქი, მანი
ფაფა... უფ, სასწაული იყო... ჯერ ვიცინე, მერე ვიტირე, ამდენი საჭმელი
ჩემს სხეულზე რომ იზილებოდა. მაკანკალებდა სიცივისგან. საყვარელი
დეკო ჩამეხუტა. მეუბნებოდა, შენ გამოკეთდი და მე წავიღებ შენს გაციება-
სო. უდიდესი სითბო იყო ეს! უდიდესი ადამიანობა! როგორ შემეძლო არ მი-
მეღო ეს უაღრესად კეთილი დეკო და იგივე არ დამებრუნებინა მისთვის.
– არა, თქვენ არ გადაგედოთ... ისე წავიდეს, გაქრეს, ვთხოვოთ! – მეც
გულიდან ამომივიდა სიტყვები.
მე ქართულად ველაპარაკებოდი, ის კი – რუსულად. ოდესელი იყო, სანამ
ნოდიკოს გაჰყვებოდა ცოლად, რუსკას და სალომეს მამას. ძალიან საყვარ-
ლები იყვნენ ორივენი... რუსკა ჩემს დებთან გაერთო იმ დღეს. მეორე სა-
ღამოს ისევ გვესტუმრნენ, დეკომ იქით ოთახების ლაგება დაიწყო. მე რომ
ლოგინად ვვარდებოდი, საქმე გროვდებოდა. ენით აღუწერელ საღორეთს
ემსგავსებოდა. დები პატარები იყვნენ. თავს ამით იმართლებდნენ... რუსკა
კი ჩემთან იჯდა, ვცდილობდი, ლაპარაკი დამეწყო, ორივეს გვერიდებოდა,
ისევ მე დავიწყე, თან ძალიან მერიდებოდა, მაგრამ...
– პაატამ შენ გაჩუქა გული დღიური?
– ხოო, ძაან კარგი სუნი აქვს ფურცლებს, არც კი ვიცი, როგორ ჩავწერ
რამეს, მენანება, – რუსკა იპრანჭება.
– არ მოგიწევს ჩაწერა, ეგ ჩემს დაქალს გამოსძალა ჩემმა ძმამ... ძალიან
გამახარებ, თუ დამიბრუნებ, მე სხვა დღიურს გაჩუქებ მერე, ასევე ბოქლო-
მიანს! – მოვკვდი, მაგრამ ვთქვი.

266
– ვაიმეე, მართლა? როგორი კარგი მეგობარი ხარ, მე ვისურვებდი შენ-
ნაირ მეგობარს!
თან ცრემლები მოადგა თვალებზე. ვხვდებოდი, უხერხულ სიტუაციას
ვქმნი, რაც მეც არ მინდოდა, სხვა გზა არ მქონდა. თათოს უყვარდა ეგ დღი-
ური ძალიან, ისე, რომ არც წერდა შიგნით. პაატამ ისე მთხოვა, უარი ვერ
ვუთხარიო. მეც გავბრაზდი, ჩემს უკითხავად როგორ გაბედა-მეთქი. არ
ვიცი, ეს ეგოისტობა იყო ბავშვური თუ, უბრალოდ, მეგობრის დაცვა. მე მე-
გობარს ვიცავდი.
– ჩვენ ვიქნებით მეგობრები, მე გპირდები! გინდა, ჩემი ზღაპრები წაგა-
კითხო? – გულით ვუთხარი.
– კი ძალიან! წერ? ეგეთი არ მეგონე! – რუსკა გავაღიმე
– როგორი, ეგეთი? – მეც გავუღიმე.
– უფრო მკაცრი და რაღაცნაირი... „სწერვა“ მეგონე და არა მარტო მე,
მთელი უბანი ეგრე ფიქრობს შენზე და ეშინიათ, შენ კიდევ თურმე ზღაპრებს
წერ... – მეუბნება რუსკა.
– სიმკაცრე და სიყვარული ერთმანეთს ხელს არ უშლიან, ორივე შეიძლე-
ბა კეთილი იყოს, ასევე ზღაპრის გმირიც... წაიღე სახლში ჩემი ზღაპრები!
უკეთ გამიცნობ! საშინელი კალიგრაფია მაქვს, მერე სხვას ვაწერინებ, აჰა,
კარგ ნაწერს მოგცემ, ორიგინალს მე დავიტოვებ! – საწოლიდან გავუწოდე
რვეული.
– შეიძლება, მეც გადავიწერო? – აღფრთოვანდა რუსკა.
– კი, ბატონო, ოღონდ არ დაიბრალო, მე დავწერეო, ჰე, ჰე, ჰე (ვიხუმრე)...
ჰოდა, პაატას ნუ ეტყვი დღიურზე... ჩვენ მოვაგვაროთ... შენი გახარება ისე
ძალიან უნდოდა, მე დავავიწყდი, – ვთხოვე რუსკას.
– კარგი, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ! ცოტაა ეგეთი (რუსკა გულწრფე-
ლი იყო)!
– შეგიძლია თქვა, რომ შენი მეგობარიც ვარ. უკეთესად გავიცნობთ ერთ-
მანეთს და იმედი მაქვს, არ ვინანებთ...
ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მესამე დღეს უკვე დღიურით მოვიდა.
ისეთი აღფრთოვანებული იყო ჩემი ზღაპრებით, აღარც ახსოვდა დღიურთან
განშორება... მეც, გახარებულმა, თათოს მივეცი დღიური. ჩემი აზრით, დიდ
მეგობრობას ვამტკიცებდი ყოველ ნაბიჯზე... ხო, რა თქმა უნდა, ბავშვობა
იყო ეგ ყველაფერი და ჩვენც ბავშვები ვიყავით. 2014 წელს 15 წლის ბავშ-
ვები აღარ ფიქრობენ ჩვენსავით და აღარც ცხოვრობენ ჩვენსავით, სამწუ-
ხაროდ. ასე რომ, ჩემს მონაყოლში ბევრი რამ ახალი თაობისთვის გასაკვირი
იქნება... აი, ნამდვილი მეგობრობა რას ნიშნავდა: ძმასაც კი ვაწყენინე, მაგ-
რამ ამის ახსნაც შემეძლო და საერთოდ ახსნა თუ არ მოეძებნენოდა, აზრიც
არ ჰქონდა ცხოვრებას... პაატასთან ურთიერთობის დალაგებას ვცდილობ-
დი და სულ არ იყო მაგის დრო, ალბათ, ვიღაცისთვის. ჩემთვის კი არასწორ
ცხოვრებას დრო არა აქვს. ბავშვურ რაღაცებს თუ ვუღრმავდებოდი და ყო-

267
ველ ნაბიჯს პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, ეს გრძნობა დიდობაში ჩემ-
თან ერთად გაიზარდა და ამის გარეშე ცხოვრება არ მსურს!
თათოსთან მივიდა პაატა და დაინახა დღიური. ძალიან ეწყინა. ბოლოს
რომ შევრიგდით მე და პაატა, მაშინ მკითხა, თუ რატომ მოვიქეცი ასე. მეც
პასუხი იმავე შეკითხვით დავუბრუნე:
– იცი, გულებს ვაგროვებ ბავშვობიდან (მეგონა ჩემი თილისმა იყო). ჩემ-
თვის არ ვთხოვე და შენ რუსკასთვის „აახიე“ ჩემს დაქალს ისე, არც კი მკით-
ხე, რა აზრის ვიყავი... ისე მოვაგვარე ეს საქმე, არავის სწყენია შენ გარდა.
შენ კიდევ მიხვდი შეცდომას და არც შენ გეწყინება!.. – ავუხსენი ძმას.
– კარგი, მეც შემეშალა, მაგაზე აღარ ვიჩხუბოთ... – პაატამაც გამიგო.
ვეცადოთ, წარსული წყენები წყნარად დავივიწყოთ! ეს იმ ბოლო შერიგების
დროს მოხდა.
კახა ასათიანს „სოჩაში“ რომ ჩავაკითხეთ, სულ ვეძებდი მსგავს დღიურს.
კახას ნათესავ გოგოს მოვუყევი. საყვარელმა ახალი დღიური მომიტანა,
ბოქლომიანი. ფურცლებსაც იგივე სურნელი ჰქონდა, ოღონდ გულის ფორ-
მის არ იყო... გახარებულმა თათოს ჩავუტანე თბილისში... არც დამჭირდა
თხოვნა, თვითონაც მიმიხვდა, რა მინდოდა და თავისი გული დღიური მომცა,
რომელიც მერე ბაცოს და სანჩოს გავატანე რუსკასთან. მინდოდა, პაატას
საჩუქარი დამებრუნებინა... ყველაფერი ისე მინდოდა გამეკეთებინა ყოველ-
თვის, რომ არავის გული არ სტკენოდა... ბაცომ და სანჩომ და კიდევ სხვებ-
მა მითხრეს, რაც პაატა დაიკარგა, რუსკა ძალიან ცუდად არისო, ნემსებიც
არ შველის, იმდენს ტირის, თავის ტკივილებს ვერ იჩერებსო. მე არ მყავდა
რუსკა ნანახი, რაც ჩვენს სახლს დროებით გავერიდე. როგორ შემეძლო, არ
მყვარებოდა ადამიანი, რომელსაც ასე უყვარდა ჩემი პაატა. ჩემი დების სიყ-
ვარული შევძელი გამეგრძელებინა იმ სიტყვების მერე, მამუკა ჭანტურიამ
რომ მითხრა, ატირებული ტუალეტში რომ შევარდი, შენმა დებმა თქვეს,
რა ატირებს, დავისვენებთ... ნერვებს აღარ მოგვიშლისო. ძალიან გავბრაზ-
დი, მაგრამ მათ ბავშვობას დავაბრალე ნათქვამი და სიყვარული არ დამი-
კარგავს! კი, სიყვარულისთვის წერტილის დასმა ჩემთვის ძალიან მარტივი
და ადვილია, რადგან ამ გრძნობას მხოლოდ დამსახურებით თუ მოიპოვებ.
სამწუხაროდ, ჩვენიანების შეცდომებს ხშირად ვერ ვამჩნევთ, ყურადღების
მიღმა ვტოვებთ, თუმცა ეგეც დავძლიე... შინაურს და გარეულს ერთნაირად
განვსჯი! ახლა კი ისევ 1994 წელს დავუბრუნდები და განვაგრძობ მოყოლას.
რუსკასთან წავედი, როგორც კი გავიგე, რომ ცუდად იყო. დეკომ პატარა
ჩანთუკა მაჩუქა, რომელშიც სავარცხელი, ბინტი, კბილის ჯაგრისი და ასეთი
რაღაცები ეწყო. ვიცინოდით მე და რუსკა, ეტყობა, თმა მაქვს დასავარცხ-
ნი-მეთქი. უგემრიელესი ბუტერბროდები გაგვიმზადა დეკომ... ძალიან დიდი
სითბო და რაღაც სხვა დამოკიდებულება ვიგრძენი ამ ოჯახისგან. აღარასო-
დეს მინდოდა მათ გარეშე ყოფნა, ისე შემიყვარდა ოთხივე დეკო, ნოდიკო,
რუსკა და სალომე. ერთი, ვუპოს (კატა) შეყვარება ვერ შევძელი. ბევრი ვიცი-

268
ნეთ, ვილაპარაკეთ (ზოგს უკვირდა, რომ ვიცინოდი. თათა ხუნდაძემ, თათოს
დაქალმა, ისიც კი თქვა, რა აცინებს, ძმა დაკარგაო, მაგრამ არა უშავს! თათა
კი არა, ბევრი ვერ მიხვდება კიდევ ძალიან ბევრ რამეს. ხომ თქმულა, სხვა
სხვის ომში ბრძენია!). მე და რუსკას სიცილი ბევრ რამეს იტევდა, ჩვენ ბედ-
ნიერები ვიყავით ერთმანეთი რომ გვყავდა. ვერ ვიტყვი, რომ უფრო ადვილი
გახდა უპაატობა, მაგრამ ბევრი შეგვაძლებინა ერთად ყოფნამ... დეკოს მოვა-
ყოლე პაატას ბოლო შეხვედრები. უთქვამს, რომ მასაც ემუქრება საფრთხე.
ძალიან განიცდიდა თურმე, შეიძლება წასვლა მომიხდეს ქვეყნიდანო და თან
ცრემლები მოსდგომია თვალზე. ეტყობა, პაატაც ეძებდა დედას სხვების დე-
დებში... მერე ისიც მითხრა დეკომ, როგორი ნაწყენი ყოფილა პაატა დებზე,
როგორ ვაბრაზებდით და არ ვუჯერებდით! არ ვიცი, ამას რატომ აკეთებდა,
მათი სიყვარულის მოსაპოვნებლად, თუ?.. ბიჭებს დიდად არ სჭირდებათ დე-
დის სითბო მაგ ასაკში (17 წელი), რომ დეკოში ეძებნა დედა! მიზეზი ვერ ავხ-
სენი და ვერც მოვუწონე, რაც სახლში ხდება, გარეთ არ გაგვაქვს! ჩვენ ასე
გავიზარდეთ! დეკო იმასაც კი ფიქრობდა, ხომ არ გაიპარა თვითონ პაატა,
რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და თან ვერ ვუშვებდი. მე არ მყავდა არავინ,
ვინც შემიფარებდა და მას ვინ ჰყავდა, ასეთი სცენა დაედგა?! არც ის მგო-
ნია, შოთა იტყუებოდეს... ღმერთს ვთხოვდი, ცოცხალი ყოფილიყო! აუცი-
ლებლად მოუწევდა ახსნა... არასდროს ვაპატიებდი, ამდენი წელი მარტო
რომ დამტოვა! ისიც გავიგე, ნინო, ჩვენი დაიკო, ორი თამაშით ერთობოდა,
პაატასთან სხვას ამბობდა და დებთან – სხვას... ანუ რაღაც „ჩორტებს აგუ-
გუნებდა“ ეს სატანა†! მისი მეგობარი იყო და არის „ჩორწიკა“†. პაატასთვის
ისიც უთქვამს, შენი მოკვლა უნდათ დებსო (არ ვიცი, ვინ იგულისხმა). კუპა-
ტასგან გავიგე წლების მერე, სულ ახლახანს, როგორ სთხოვდა მაშინ ნინო
წნევის დასაგდებ წამალს, რომ საკუთარი ძმისთვის საჭმელში ჩაეყარა და
მოეკლა, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით შევიტყვე, ვერავის რომ ვეღარ
ვუშველიდი. ნინოს კი ოცნება აუხდა, პაატა ისედაც გააქრეს ჩვენი ცხოვრე-
ბიდან! პაატას ვაპატიე ნინოს სიტყვები რომ დაიჯერა და უცხო ოჯახს ჩვენი
შინაური პრობლემები რომ გაუზიარა. ისევ მიყვარს. შეუცდომელი არავი-
ნაა, მთავარია, მომაკვდინებელი დარტყმა არ მომაყენოს და ბოროტება არ
გამიკეთოს!..
რუსკას ხშირი სტუმარი გავხდი. ჩვენს მეგობრობას პაატას სიყვარულ-
მა ჩაუყარა საძირკველი, მერე კი ჩვენ ვაშენეთ და მოვიპოვეთ ერთმანეთის
ნდობა... ბევრი ადამიანი გავიცანი რუსკას და სალომეს გარემოცვიდან,
მაგრამ ყველასთან არ ვიყავი ახლოს... მე ხომ მეგობრებს საგულდაგულოდ
ვარჩევდი და აი, თამუნა ბუაძემ მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელსაც ბუკი
შევარქვი იმ დღესვე, ხელი გადავხვიე და, თუ ვინმემ გაწყენინა, ეგრევე მამ-
ცნე-მეთქი. ჰე, ჰეჰ... მეც ახალი სახელი მერგო, ბიჩოკა, რომელიც შორენას
მეგობარმა შემარქვა, ყველაფერში რომ გვეხმარებოდა იმ მეგობარმა, ლა-
დომ. მამა ზენონმა რომ მაზიარა მარხვის შემდეგ, გამაფრთხილა, ნუ მოწევ

269
სიგარეტს და ნუ შევარდები ღამის კლუბში საცეკვაოდ, შეინარჩუნე შენში
იესოო. მე კიდევ ის რამდენიმე დღე პირველად შევძელი მოთმენა, სიგარეტი
რომ არ მომეწია. ლადო ამბობდა, ეკლესიიდან გამოსული მამალ „ბიჩოკს“
იპოვის, ქუჩაში დაგდებულს და მაინც მოწევსო... აი, აქედან წამოვიდა ეს
„კლიჩკა“ და არა იქიდან, რომ იგონებენ, დაბალია, ბიჩოკებს ეწევა, სიგარეტს
ჰგავს და ა. შ. თბილისში „კლიჩკა“ ვის რატომ შეარქვეს, ისიც არ იციან, მაგ-
რამ ქართველი რის ქართველია, რომ დაზუსტებით არ ავრცელებდეს იმას,
რისიც სჯერა, მერე რა, რომ ზუსტად არ იცის!
ჩემი სახლის ყიდვა იწელებოდა. შორენას სულ რაღაც სჭირდებოდა, მოუნ-
და ბავშვობის ოცნების ასრულება ჩემი ოჯახის ხარჯზე. მეხვეწებოდა, გამეგო
მისთვის. მეც ვცდილობდი ძალიან... შორენა იმ დღიდან მიყვარდა, რაც ჩვენს
ოჯახში შემოვიდა. იმ წელს 11 წლის გავხდი. უკვე 16-17 წლის ვარ. ეს დიდი
დროა ბავშვისთვის, რომელსაც არც დედა ჰყავს, არც მამა და არც ის ძმა, რო-
მელსაც უყვარდა შორენა. კახას, სანამ მოკლავდნენ, ბინის ფული ჰქონდა ლე-
იბის ქვეშ, რომელიც წაიღეს გვარდიელებმა და ასევე ლანჩავას ნებართვით,
საშვით („ქსივით“) შედიოდნენ ჩვენს სახლში და გაჰქონდათ, რაც შეეძლოთ,
რასაც ჯიბეები და ხელები დაიტევდა! მოკლედ, კახას სურვილი იყო, შორენა
და გიორგი დაებრუნებინა, რომლებიც მუდამ უყვარდა, მათზე ფიქრი არასო-
დეს შეუწყვეტია. არ იყო დარწმუნებული, თუ შეძლებდა ჩანაფიქრის განხორ-
ციელებას, მაგრამ ის ძალიან შეეცდებოდა. როცა მშობლებმა ჰკითხეს, სანამ
ბინას იყიდი, მანამდე სცადე, თუ არ შეგირიგდა, მაინც ჩვენთან იცხოვრებ და
რაღად გინდა ტყუილად ბინაში ფული ყაროო (არ უნდოდათ მშობლებს, რომე-
ლიმეს მარტო ეცხოვრა). კახამ უპასუხა, როცა წვიმის მოსვლისთვის ლოცუ-
ლობ, ქოლგაც თან უნდა იქონიო, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი ლოცვის და მონ-
დომების გჯერაო. ამიტომ და იმიტომ მეც ბევრს ვპატიობდი შორენას და ბევრ
რამეზე თვალს ვხუჭავდი... ხო, მართლა, სახელი შორენა არ მოსწონდა თვითონ
შორენას და ვილი დაირქვა, ჩვენც მალე დაგვავიწყდა შორენა რომ ერქვა და
ვილის ვეძახდით! ამასობაში გაირკვა, რომ ფესტივალზე არ არის ასე: „ჩადი,
იმღერე!“ თურმე სიმღერები უნდა ჩაეწერა და გაეგზავნა მოსკოვში, რომ ვილი
დაეშვათ კონკურსზე, რაც ასევე დიდ თანხებს საჭიროებდა და, რა თქმა უნდა,
ამ ყველაფერში მე უნდა დავხმარებოდი. შეთანხმება ხომ ასეთი იყო, მაგრამ
კიდევ მომატყუეს ყარყარაშვილებმა და მეც მოვტყუვდი, სხვა გზა ვერ ვიპოვე!
ამერიკელებს აქვთ ნათქვამი: ფული ლაპარაკობსო! ჩემი სულ „კარგად იყავის“
ამბობდა! გადიოდა და აღარ შემოდიოდა, არც მე ვმუშაობდი და არც ჩემი დე-
დობილი ვილი. რომ გეკითხა, მინახავდა, მივლიდა და ა.შ.
მივხვდი, საწყალი სერგეევიჩისა და გიორგევნას ნაწვალები სადაც მიდი-
ოდა. მეც გადავწყვიტე სიკეთე მეკეთებინა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემები
ნათელში მყოლოდა... მამა იტყოდა, თქვე „ფედარასტებო“, პური მაინც მო-
იტანეთ ერთხელ ოჯახშიო. მართლა კაპიკი არ იყო ჩემი ძმების შემოტანი-
ლი. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს სერგეევიჩისა და გიორგევნას ქონება იყო!

270
ერთხელ ახსოვდა მამას დაბადების დღეზე მირთმეული საჩუქარი და ისიც
მხოლოდ ჩემგან 50 წლის იუბილეზე! მახსოვს „სვეცკი ბამბანერკა“ იყო, სკო-
ლაში ჩუმად ვიღაც რომ ყიდდა. იმდენად ძვირი იყო, კარგა ხანს ვაგროვებ-
დი ფულს და ჯიბიდან რომ ამოვიღე, ქალს გაუკვირდა, ასეთ ძვირფას ბან-
ბანერკას როგორ ყიდულობ, შვილო, სახლში იციანო? რაზეც მე ვუპასუხე,
სახლში ბევრი რამ არ იციან კიდევ ჩემზე-მეთქი, სიცილით, რა თქმა უნდა.
მერე კი გახარებულმა ვამცნე, დღეს ჩემი მამიკო 50 წლის გახდა, სიცოცხ-
ლის დათმობა რომ დამჭირდეს, ეს „ბამბანერკა“ ჩემი სახელით უნდა მიიღოს
მეთქი. ისე თანამიგრძნო ქალმა, კანონი ორმაგად დაარღვია და პატარა გო-
გოს მიჰყიდა ისედაც მალულად გასაყიდი „ბამბანერკა“. მეც ამაყი მოვედი
სახლში და სუფრაზე მივართვი მამას. მან კი იმდენად არ დაიჯერა, ჩემი ნა-
ყიდი რომ იყო, რომ ზედაც არ შეხედა. ამის გამო დედამ შენიშვნა მისცა... სა-
შინელი ბუტია ვიყავი. ისეთი, რომ დასალევ წყალში მარილსაც ჩავუყრიდი...
და აი, დღეს ვილი მამიკოს ამ ნაწვალებს ისე ანიავებს, გეგონება საყვარელი
რძალი იყო საყვარელი მამამთილისა, რომელსაც სიცოცხლეში გამუდმებით
ზურგს უკან ლანძღავდა, მაგრამ ეგ ვიღას ახსოვს?!
შორენა მაიმედებს, რომ გზაზე დადგება, სჯერა თავისი ნიჭის, რომლის
ხელშეწყობით გიორგიც კარგად იქნება. კი შემეძლო უარის თქმა, განა ვინმე
მაგისთვის მომკლავდა, თუმცა არც ეგ იყო გამორიცხული, ერთი წინადადე-
ბის თქმა კმაროდა: თორაძეების და გაიზარდა! რაღაცას აპირებს! და „ვსიო“,
მეც გამაქრობდნენ. რა მოხდებოდა მაგ შემთხვევაში? ჩემი დები, სახლი
ყველაფრიანად ვის დარჩებოდა? ვილის! მეც მილიონი აზრი მიტრიალებდა
თავში... სიმღერების ჩაწერა და გუგუნი არ ეყოთ ყარყარებს, მაია გათხოვდა
ხასანაზე, პატარა და ინგა მანამდე გათხოვდა და იმის გამზითვება არ მომიხ-
და. ახლა შორენა ტირის: მამამ (მახომ) ხო მიატოვა ოჯახი, დედა (ნანა) არ
მუშაობს. შორენამ, ხომ არ შევრცხვებიო, იტირა და ხასანას ოჯახს შეეჯიბ-
რა, რაც ნიშნავდა დის გამზითვებას საუკეთესო მაღაზიებში შეძენილით და
ასევე სიძის მოწესრიგებას შარვალ-კოსტიუმ-ფეხსაცმლიანად და ოქროთი!
ქორწილის სუფრაც გაიყო – ნახევარი გოგოს მხარემ იკისრა, ნახევარი – ბი-
ჭის მხარემ. ქორწილი 3 დღე გრძელდებოდა... ჩემი ბინის ყიდვის დრო ვერ
დადგა. რა თქმა უნდა, ეს გაუთვალისწინებელი ხარჯი იყო და გვერდზე უნდა
დავდგომოდი ყარყარებს!.. „ზატო“, მაიას სამდღიან ქორწილში გამორჩეულ
ადგილას ვიჯექი! მადლობა რომელიმესგან, რაღაც, არ მახსენდება! ეტყობა
ძალიან ვალში ვიყავი, რომ „შემიყვარეს“ და შემიფარეს! დებილი არასდროს
ვყოფილვარ, უძლური – ხშირად! ღმერთის რწმენას ვერ მაკარგვინებდნენ.
ვიცი უფალი არ გამწირავს! მთელმა სამყარომ რომ გადამიაროს, იმდენიც
არ დაიხარჯება, მშიერი დავრჩე. სახლში ყუთების რაოდენობით ვხვდები,
როდის, როდის ვიყვირო: „აახვიეთ ყველამ“!
მოსკოვში წავედით ფესტივალზე, დახლოებით ათი კაცი, თუ მეტი არა,
შორენას ხარჯით (ანუ ჩემი ფულით). ხასანა (მაია ყარყარაშვილის ქმარი)

271
პროდიუსერი იყო. იმ წელს სამი ქართველი მონაწილეობდა კონკურსში,
ერთი ზაზა წურწუმია იყო, მეორე – შორენა-ვილი და სახელი არ მახსოვს,
უსინათლო გოგო იყო, საყვარელი... მოკლედ, ხასანას კონკურსანტებმა ვერ
მოიგეს... რა დაჯდა მოსკოვში კარიერის შექმნის ეს მცდელობა, არ მახსოვს.
ის კი მახსოვს, ხასანა ისე „გაბლატავდა“ და ვილიც, ერთი-ორჯერ მომიწია
„მიკაჩავება“. რანაირად იქნებოდა წარმატებული ვილი, როგორ არ ფიქრობ-
და?! ღმერთი როგორ დაეხმარებოდა, როგორი ნიჭიერიც არ უნდა ყოფილი-
ყო?! ბევრი ცნობილი მომღერალი გავიცანი, ჯგუფი „სახე“, მაია დარსმელი-
ძე, ლელა წურწუმია და, რა ჩამოთვლის... მათთან ერთად დიდხანს ყოფნა
მიწევდა, რაც ჩემი ასაკისთვის სადღაც სახალისო იყო. დრო მალე გადიოდა,
მაგრამ იწელებოდა და ჩემი მიზანიც მიუღწეველი რჩებოდა.
ბადრი ხვადაგიანთან, რომელიც ლაშას ძმაკაცი იყო, ხშირად მიწევდა
ურთიერთობა. მისი ცოლი ნინო და მეც ვმეგობრობდით, მერე კი რაღაც
პრობლემები შეექმნა ბადრის, რაც მე არ გამიმხილა. გაშორდა ცოლს და
დეპრესიაში იყო... რუსკას და სალომეს კორპუსში ცხოვრობდა ბადრიც,
ამიტომ ისევ აღდგა ჩვენი ძველი ძმაკაცობა ლაშას პატივისცემით... ახალი
ნაყიდი ჰყავდა ავტომობილი ნივა – „ყველგან მივა“. ამოგვაკითხა რუსკას-
თან, სადმე გავიდეთო. მეც გამიხარდა, რუსკასაც ვთხოვე, ჩვენთან ერთად
წამოსულიყო და ჩვენი რბილი სათამაშოები, ძალიან რომ გვიყვარდა, ისინიც
გავიყოლეთ.
– სად წავიდეთ? – გვეკითხება ბადრი მანქანაში.
– აუ, ძალიან მომენატრა გიორგი, კახას ბიჭი, მოდი, რა, იქ წავიდეთ!
შორი კია მეტრომშენი, თუკი პრობლემა არ იქნება შენთვის?! – მე მორიდე-
ბულად ვთხოვე ბადრის.
– არა, რა პრობლემა!.. გზა იცი სახლამდე?
– კი, აეროპორტისკენ წადი!
– მეც ვიცი დაახლოებით სადაა. შესახვევი არ მახსოვს, უბრალოდ, – აგრ-
ძელებს ბადრი.
– ეგ მე ვიცი. წავედით!
თბილოდა. არ მახსოვს თვე და დღე, არც ციოდა, არც ცხელოდა, ბნელო-
და. რატომღაც გზას ასცდა ბადრი, მართლა აეროპორტის გზას დაადგა. შუა
ტრასაზე მანქანა გააჩერა.
– რა ხდება, ბადრი? – გაკვირვებულმა ვკითხე.
– მგონი, საბურავი გამისკდა.
– აუ, მართლა? რა უნდა ვქნათ? – ძალიან მეწყინა.
– თქვენ აქ უნდა დარჩეთ, ჩაკეტეთ კარები, ფანჯრები, მე კიდევ, იქნებ
ვინმემ გამოიაროს გავყვები და მოვიტან „პაკრიშკას“. ხომ არ გეშინიათ? –
ბადრი ისე ლაპარაკობს, ეჭვი რომ არ მეპარება.
– რაც აქ ვდგავართ, მანქანას არ გაუვლია, რომ არ გამოიაროს?! – შემე-
შინდა.

272
– კი, გამოივლის ვინმე!
– ისე საშიშია, მარტო გოგოები რომ დავრჩეთ... ბიჩოკასთან ერთად კი არ
მეშინია არსად, მაგრამ მაინც... – რუსკაც ჩაგვერთო.
– ხო, ბადრი, მართლა საშიშია ასე ჩვენი დატოვება ამ უკუნეთში, ხომ არ
ჯობია ჩვენც წამოვიდეთ?
– მერე მანქანა რომ მოიპარონ? არ გამიტეხონ, ასე შუა გზაში მიგდებუ-
ლი. აი, ვიღაც მოდის! – უცბად თქვა ბადრიმ.
ისე გააჩერა, ჩაჯდა და წავიდა, მანქანის წესიერად დანახვა ვერ მოვას-
წარი. თან ბნელოდა და იმ მანქანასაც დაწეული ჰქონდა „ფარების“ შუქი.
რუსკამ სიგარეტის კოლოფიდან ქაღალდი ამოაძრო და იმაზე დაიწყო მომხ-
დარის ჩაწერა, რადგან დღიურები არ გვქონდა თან. 1994 წელი იდგა. სა-
ქართველო ისევ დაულაგებელი იყო, მაგრამ აღარც ისეთი არეული, როგო-
რიც 1992 წელს. მე და რუსკა ვცდილობთ ერთმანეთი გავამხნეოთ, უდავოა,
ორივეს გვეშინია... ვიღაცამ გააჩერა მანქანა ჩვენთან ახლოს. ეს მეორე მან-
ქანა იყო, რაც „ნივა-ყველგან მივა“! გაფუჭდა... ერთს ბადრი გაჰყვა და ეს
მეორეც, დიდი იმედი მქონდა, ისევ ბადრის მოიყვანდა, მაგრამ ასე მალეც
არ ველოდი. ისე გააჩერეს ამათმაც მანქანა, ნომრები არც ახლა ჩანდა. ისე,
ჟიგულის მარკის იყო, „05“, „06“ ან „07“. ეს სამი მარკა მერევა ბავშვობიდან,
სამივე ერთია ჩემთვის.
– არაა ბადრი, ხომ არ ჩავიმალოთ მანქანაში? – მეუბნება რუსკა. ორივე
უკან ვსხედვართ.
– ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდით! შენ რაღას გერჩო-
დი?! – მეც ვღელავ, მაგრამ არ ვიმჩნევ, – ჩამალვას აზრი არა აქვს, ამათმა
იციან, მე რომ აქ ვზივარ, მაგიტომ მოვიდნენ. „ძალიან ბავშვები“ უნდა ვი-
ყოთ, რუსკა, იცოდე! არანაირი ბიჩოკა! აქ რაღაც ხდება!.. მე არ დამიცვა! თუ
რამეა, წადი შენს გზაზე! ჩემზე არ იდარდო! – მე თითქმის მჯერა, მომაკით-
ხეს! პაატას შემდეგი ვარ.
ფანჯარაზე გვიკაკუნებენ - ერთი მძღოლის მხარეს, მეორე მეორე მხრიდან.
– ვერ გაგიღებთ, რაღაც სჭირს მანქანას და მოვა ახლა პატრონი. დაელო-
დეთ! – გავძახეთ.
რუსკა ხელს ხელზე მიჭერს, ნერვიულობს. ამბობს, კიდევ კარგი, მარტო
არ ხარო. მე კი ვფიქრობ, ნეტავ აქ რატომაა რუსკა! კარგია, ერთი მხრივ,
მაგრამ თუ რამე მოხდა, რას ვერჩი სხვის ოჯახს?! მახსენდება, პაატა რომ
წაიყვანეს სულ ახლახანს, შოთა გამოუშვეს, ამასაც გაუშვებენ, აღარ ვიცი,
ვინ ვარ და როგორ ვუძლებ...
– გააღეთ კარი! ამ შუა გზაზე მარტო გოგოები ვინ დაგტოვათ? ჩვენ თა-
ნამშრომლები ვართ, ნუ გეშინიათ! – რაღაც საბუთს გვაჩვენებენ, ან რად
გვინდა საბუთი, ყველა „ქსივით“ დარბის, ის დროა!
– მგონი, კარგები არიან, ბიჩოკ!
– თამუნა! რა ბიჩოკ!

273
– ხო, ბოდიში, თამუნა!
– ჩემი გვარი არ ახსენო!
– არა.
არ გვეშვებიან და ვინ გვაცადა... თვითონვე გააღეს მანქანის კარი და
წინ ჩაგვისხდნენ. ძალიან უბედური ვარ, რუსკაზე ვნერვიულობ. ჩემი თავი
ჯანდაბას! გულში ვფიქრობ, მეც თუ წამიყვანეს, საწყალი ჩემი დები მარტო
რჩებიან. იქნებ მონასტერში მიხედონ... ეჰ, შორენა რას იზამს, დაღუპავს სა-
მივეს... მილიონმა ფიქრმა გამიელვა. ვცდილობ, აღელვება არ შევიმჩნიო.
– აბა, ბავშვებო, რა გვაქვს მანქანაში? – გვეკითხება ორი „თესლი“.
ჩვენ სათამაშოებს ვაჩვენებთ. რუსკა ნერვიულად წერს ქაღალდის იმ
ერთი ბეწო ნაგლეჯზე.
– ისე კარგია, თანამშრომლები რომ ხართ, აღარაა საშიში ჩვენი მარტო
ყოფნა!.. – ამბობს რუსკა. მე გულში ვუწონებ ნათქვამს.
– კი, ნამდვილად, ამ შუაღამისას არ არის ამ გზაზე დგომა კარგი, მაგრამ
ჩვენმა მეზობელმა გვთხოვა დარჩენა, მანქანას რამე არ მოსვლოდა. ჩვენ კი
გაგვიმართლა, თქვენ გამოჩნდით, არ წახვიდეთ რა, გვეშინია... დაელოდეთ
პატრონს... – მეც ვცდილობ მსახიობი ვიყო. ამ „ნივაში“ ხომ ყველა თამაშობს!
ამ თანამშრომლებმა დაიწყეს მანქანის „შმონი“ (ჩხრეკა) – წინა „სიდე-
ნიებს“ ათამაშებენ, ხელებს აფათურებენ, რაღაცას ეძებენ ან „პახოდუ“ დე-
ბენ, რაც, ნამდვილად, საშიში იყო. გვარები რომ გვკითხეს, რუსკამ „იშუსტ-
რა“ და თავისი გვარი თქვა, ისე „გამატარა“ როგორც თავისი და.
– ისე, არ არის სწორი, პატრონი აქ არ არის და მანქანას უჩხრიკავთ! –
„გაბლატავდა“ რუსკა.
– თანამშრომლები არიან, რუსკა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულე-
ბენ, არა უშავს!.. – თავს ვიდებილებ.
რაღაც აცანცარდნენ თანამშრომლები, ჩვენ ვნერვიულობთ, ხმამაღლა
ვამბობთ: სახლში რას იფიქრებენ?
– დეკო მოკვდება ნერვიულობით. კი, იცის, ამ მეზობელთან ერთად ვართ,
მაგრამ მაინც ეხლა ძებნას გამოაცხადებს ჩვენზე, – ერთმანეთს ვეუბნებით
მე და რუსკა.
გადაჩხრიკეს მანქანა, ოღონდ უკანა „სიდენიას“ არ ეხებიან. საჯდომქვეშ
დანა მიდევს გაშლილი, ისევ იმ შემთხვევისთვის, თუ შეხება დააპირეს, ვთხა-
რო! ვგეგმავ გონებაში, როგორ მოვერიო! მანქანიდან, რაც არ უნდა მოხდეს,
არ გადავდივართ. აქ კი პატარა ადგილია, მეც პატარა ვარ, ოთხნი ვართ,
ჩვენ უკან ვსხედვართ. ნებისმიერ შემთხვევაში მოვერევი დანით განვაიარა-
ღებ და მერე „დედასაც მოვუტყნავ“ და „გამომქაჩველსაც“! არ მინდა! ჩემი
წყნარი ცხოვრებით ვცდილობ, მომეშვან ეს „ბოზები“ და „ნაბოზრები“ ერთ-
ხელ და სამუდამოდ! მაგრამ თუ გზა არ დამიტოვეს, კახა და იმედასნაირად
მეც არ ვიფიქრებ არავისზე და შევეწირები! სიკვდილის „ვაფშე“ არ მეშინოდა
არასდროს! სხვა შიში იყო ეს! ძალიან სწრაფად ვფიქრობდი.

274
– მართლა, არაფერი გაქვთ? – იმეორებენ „თესლები“.
– რა უნდა გვქონდეს, უკაცრავად? სახლს ხომ არ წამოვიღებდით, ცოტა
ხნით გამოვედით სახლიდან! – ტონს ავუწიე.
– როგორ, თორაძე და უიარაღოდ („ნაბოზრები“)?! – დაღონებული ხმით
თქვა ერთ-ერთმა „ნაბოზარმა“!
ვერ ავხსნი, შიგნეულობა როგორ ჩამიმძიმდა. ერთი, რაც ვინატრე იმ ღა-
მეს, ვინც იყო ჩარეული თუ გარეული ამ ამბავში, ვისაც დაგეგმილი ჰქონ-
და და ვინც შეასრულა, მათ საყვარელ და ძვირფას ადამიანებს არ ააცილოს
ღმერთმა იგივე შეგრძნებები, რაც მე განმაცდევინეს! ამინ!
– გვარი არ მითქვამს ჩემი და რა იცით, თორაძე ვარ თუ კარაპეტიანი?!
თქვენ აქ ძალიან უსამართლოდ მოხვედით! თანამშრომლები ხართ თუ
მკვლელები?! – მე „ავკრიფე“, „ვსიო“! იმ შიშმა, თავიდან რომ მეწვია, გამაძ-
ლიერა. ეს თორაძისეულია, „ბოზებო“, რომ იცოდეთ! ღმერთი დაგსჯით, ახ-
ლავე თუ არ წახვალთ!
– წამო, წამო, რაღა გინდა! – უთხრა ერთმა „პიტალომ“ მეორე „პიტალოს“.
ამაზეც მოლაპარაკება აქვთ ერთმანეთში „ნაბოზრებს“! უხ, რა მაგრად
გიცნობთ! ერთი ვითომ ძალიან ცუდია, მეორე – უკეთესი. არადა, ერთმანეთის
ცოლებს „უწოვენ“!! ისეთი საშინელი კადრები ჰქონდათ თორაძეებს ბობოლა
„მენტებზე“!.. აი, რატომ ეშინოდათ თორაძეების! მე თვითონ დავინახე, ძმები
გვასალიები ვერის სასაფლაოზე თორაძეებმა როგორ „გატისკეს“ და ბევრი
ათასი დოლარიც „გააჭინთინეს“. როგორ? მოგიყვებით: ძმები გვასალიები „მენ-
ტები“ იყვნენ, ძალიან კარგად იყენებდნენ სათავისოდ თანამდებობას ეს ძმები
„ოპერები“. კახას და იმედას აცნობეს, რომ ძმები მაგრა არასწორად ჩაგრავდნენ
ჩვეულებრივ ხალხს და როგორ!.. „წაუტორმუზებდნენ“ მანქანას, რომ უკნიდან
ვიღაც საცოდავი შეჯახებოდა მანქანით. მერე ისე „ტისკავდნენ“ იმ დამჯახე-
ბელს, რამდენსაც ეტყოდნენ „ნაბოზარი“ ძმები გვასალიები, იმდენი მიჰქონდა
შეშინებულ ხალხს და ამას აკეთებდნენ ხშირად, „ეკიდათ“ სამყარო! გიჟმა და კე-
თილმა თორაძეებმა ეს რო გაიგეს, მიჰყვნენ და იმ „სირებმა“ თორაძებსაც იგივე
დაუპირეს. კახა გადმოვიდა, მაპატიეთ, ძმებოო, წამომყევით სევასტოპოლზე
ვცხოვრობ და ახლავე ჩაგითვლით 5000 დოლარსო. ძმები გვასალიები მაგარი
გახარებულები წამოჰყვნენ... ვერის სასაფლაოზე გადმოიყვანეს და მაგარი „გა-
პიზდეს“ „ნაბოზარი“ საქციელისთვის და უთხრეს თორაძეებმა, ერთი ძმა რჩება
სასაფლაოზე ჩვენთან ერთად! საღამომდე დროს გაძლევთ, „მოჯვამთ“ ფულს,
არადა, ორივეს დაგხოცავთო. რა თქმა უნდა, ბევრის, ძალიან ბევრის ამოტანა
მოუხდათ ძმებს. ეგ ამბავი მე კი არა, მთელმა თბილისმა გაიგო და გვასალიებს
ისე რცხვენოდათ, ამბობდნენ, ჭორია, რა სისულელეა, „ვაფშე“ შეხება არ გვქო-
ნია თორაძეებთანო. მამაჩემმა ეს რო გაიგო, ძალიან ინერვიულა, სხვების გამო
რატომ იმტერებთ „მენტებსო“, მაგრამ თორაძეებს არავისი ეშინოდათ, ხოლო
თვითონ თორაძეების, მკვდრებისაც ეშინიათ, „ბოზ კურდღლებს“! და ასე იქნე-
ბა მანამ, სანამ კაცობრიობა იარსებებს!

275
წავიდა ორი დამპალი „თესლის ნაყოფი“ და ბადრიც მოვიდა 5 წუთში, მო-
ვუყევით. გაგიჟდა.
– რატო არ დამელოდნენ, მაგათი! აუ, კასეტებიც მომპარეს! მაგათი! მან-
ქანა რატო გაჩხრიკეს? მაგათი! სახელი, გვარი ხომ არ უთქვამთ? ან „ქსივა“
რო განახეს, დაგამახსოვრდათ? სახეებზე თუ იცნობთ? – ჩხუბობს და კითხ-
ვებს გვაყრის ბადრი.
– რა აზრი აქვს? მართალს მაინც არ იტყოდნენ. ამ სიბნელეში შენ ძლივს
გხედავ, იმათ სახეებს კი არა. „გავიარეთ ეს თემა“ და წავედით სახლში, ბად-
რი! – ვამბობ იმას რაც სხვამ მინდა გაიგოს და ბადრის ეჭვის თვალით ვუ-
ყურებ.
– არც მანქანის ნომერი გახსოვთ? არც მანქანის მარკა? – აგრძელებს
ბადრი თავისას.
– არ მქონდა მაგის თავი, „მაგარი“ შეგვეშინდა, წავიდეთ რა! არ უნდა და-
გეტოვებინეთ აქ, სულ ესაა!
– ხო, მართალი ხარ, მაპატიეთ ბავშვებო!
– უკვე ძალიან გვიანია, გიორგის ვერ მივადგები, წავიდეთ სახლში!..
თან აღარ მინდა გიორგისთან მისვლა, თუ გვითვალთვალებენ ან ეს „ნა-
ბოზარი“ ბადრიც გარეულია, ჯობია გიორგის თავი დავანებო, თორაძეა, კა-
ხას შვილი...
– წადი ვერაზე, დროზე, რა, დეკოც ნერვიულობს. თან ტუალეტში მინდა!
არ ვარ დარწმუნებული ბადრის დანაშაულში და თან შინაგანი ხმა მეუბ-
ნება, ესეც ნაძირალაა! მაგრამ სულ ტირის ლაშაზე, რამდენიც ვნახავ. ბად-
რის ოჯახთან ახლოს ვარ. ასე როგორ გამიმეტებდა? დავიღალე ფიქრით!
დავიღალე უნდობლობით! „დავიკიდე“! სახლში მივედით რუსკასთან, ვიმს-
ჯელეთ.
– ბიჩოკ, შენ იმდენი გადაგხდა, აღარ გჯერა არავისი. ეგ კიდე ცუდია.
ბადრის ეგ რაში აწყობს?! ნუ ხარ ეჭვიანი! – მარწმუნებს რუსკა.
– ხო, შეიძლება... არ ვიცი, დრო ყველაფერს დაგვანახებს, ძალიან მძიმე
დღე გვქონდა. დავიძინოთ ახლა! – საშინლად დამძიმებულმა ვთქვი.
ძილი ნებისა, ბიჩოკ!
აღარ მინდოდა არავისთან კონტაქტი. გულში ჩემს ოჯახთან დავიწყე
ლაპარაკი: როგორ მიმატოვეთ, როგორ დამტოვეთ ამ საშინელ დედამიწაზე
სულ, სულ მარტო! ვინღა დამრჩა?! ჩემი დები! მე რომ მოვკვდე, ჩემი დები
ცოდოები არ იქნებიან? დღესვე მოვკვდებოდი სიამოვნებით! ნეტა ამათი
კორპუსიდან რომ გადავხტე, მოვკვდები? ვიღაც 5 წლის ბავშვი მე-9 სარ-
თულიდან გადმოვარდა და გადარჩა. რომ არ მოვკვდე და დავინვალიდდე?
ეგ ძალიან ცუდია. არ ვიცი, რა გავაკეთო. დამესიზმრეთ, მითხარით, როგორ
ვიცხოვრო! გეხვეწებით, მოიკრიბეთ ძალა! იღონეთ რამე! მითხარით რამე!
როგორც გინდათ, ისე! როგორც მიმატოვეთ, ისე მოიფიქრეთ! ნეტა ესმით
ახლა ჩემი? ნეტა სად არიან? ისე, ბოლოს კახამ თქვა, მადლობა ღმერთს,

276
კაცი არ გვყავს მოკლულიო. ჯოჯოხეთში არ იქნებიან! ძალიან კეთილები იყ-
ვნენ, უამრავ ხალხს ეხმარებოდნენ! „ლეგენდები“ იყვნენ! შენ მაგას არ დაუშ-
ვებ, ღმერთო, რომ ისინი ჯოჯოხეთში იყვნენ! შენ გადაარჩინე ისინი, რომ
კაცის მკვლელები არ გამხდარიყვნენ! უკვე ამდენი მეტკინა! ნუღარ ატკენ
ჩემს ოჯახს, გთხოვ ღმერთო! გავუძლებ, თუ იმათ შეუმსუბუქებ სულებს!
კიდევ გავუძლებ ბევრს მათი სულების დასაცავად! აღასრულე, ღმერთო,
რაც გინდა! ჩემს სულს და ხორცს დავთმობ მათთვის! ძალიან „დავიგრუზე“
ფიქრებით. მივხვდი, სალომეს, არ ეძინა.
– საკუშ, გძინავს? – ჩუმად ვკითხე.
– არა, ბიჩოკ, არც შენ?
– მე კი, სიზმრიდან გელაპარაკები! ჰააჰ, ჰა, ჰა (ხო, ეს ვიცოდი, ვერასდ-
როს მიხვდებოდა სხვა, მე რას ვგრძნობდი წამის წინ)...
– ჰა, ჰა, ჰა - სალომესაც გაეცინა.
– იცი საკუშ? ეშმაკს† დიდი ძალა აქვს, მაგიტომაც ხდება ბევრი ცუდი.
რუსკა, გძინავს? – არ ვიცი, რატომ მომინდა ამ თემაზე საუბარი.
– ხო, მაგას სძინავს უკვე (რუსკას და სალომეს შუაში ვწევარ)!
– ოოო, მე „ვაფშე“ არ მეშინია მაგ ეშმაკის† რა! – დარწმუნებით თქვა
სალომემ.
– ნუ ამბობ, არ შეიძლება! ნუ გადაიკიდებ! ღმერთს მიენდე, უფალი ადი-
დე ხშირად და ეცადე მისი ნებით იცხოვრო და არ უღალატო!
– რა კეთილი ხარ, ბიჩოკ! – თბილად მითხრა სალომემ.
– მინდა ვიყო კეთილი! ჩემს ოჯახს მიეხმარება ნათელში ყოფნისთვის.
ვეცდები, ძალიან კეთილი ვიყო, მაგით დავამარცხო ბოროტი! – გულით ვამ-
ბობ.
– აუ, „გააჯვას“ რა მაგ ეშმაკმა!† ვის ეშინია მაგის! ვაიმე, ბიჩოკ... შენც
იგრძენი? – წამოჯდა სალომე და მომეკრა ამ სიტყვების დროს.
– კი, საკუშ, მეც ვიგრძენი! უნდოდა, რომ გვეგრძნო, – მე მშვიდი ვარ.
– რა იგრძენი? ის, რაც მე? ორივე ფეხზე გეგონება ვუპომ გადამირბინა,
გადაგვირბინა (სალომე შეშინებულია)... ვაიმე, ბიჩოკ!
– ნუ გეშინია, მე აქ ვარ! მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... – სალო-
მეც ამყვა, პირჯვარი გადავსახე ყველაფერს, – სახელითა მამისათა, ძისათა
და წმინდისა სულისათა!
– იესო ქრისტე დაგვიცავს სადიდებლად უფლისა, ამინ! „ვსიო“, განვდევ-
ნეთ! ღმერთი არ მიგვატოვებს. მე ვგრძნობ, თავზე როგორ მეფერება, – სი-
ამოვნებით ვთქვი.
– მე ვერა, ბიჩოკ!
– არა უშავს, საკუშ, შენ დეკო მოგეფერება... ტკბილი ძილი!
ამ პერიოდში ლადოს მეგობარი ბარდო გავიცანი, რომელიც ძალიან, ძა-
ლიან მომეწონა და მალევე შემიყვარდა. მე 16 წლის ვიყავი, ის – 23 წლის და
როგორც პატარა დაიკოს, ისე მიყურებდა, ლაშა თორაძის დას და თორაძე-

277
ებისა, ზოგადად. ისევე, როგორც მისი რამდენიმე ძმაკაცი. მინდოდა, მეც
იმავენაირად მყვარებოდა, მაგრამ არ გამომდიოდა. მერე კი მივხვდი, უნდა
გვერდზე გადამედო სიყვარულის თემა და დამეტოვებინა ხელშეუხებლად ეს
აუხდენელი ოცნება. არ მინდოდა, რომ ყველასთვის გამემხილა, ბარდომ კი
გაიგო, ლადომ უთხრა, ბიჩოკას სხვა გრძნობები აქვს შენ მიმართო, თუ შენც
იმავეს არ გრძნობ, განსაკუთრებულ ყურადღებასაც ნუ მიაქცევ, რადგან
უფრო აყვარებ თავსო. ბარდო ძალიან კეთილი და ყურადღებიანი იყო ჩემ
მიმართ და ალბათ ხასიათი ჰქონდა ასეთი. იცოდა, რბილი სათამაშოები მიყ-
ვარდა და ხან სად მახვედრებდა, ხან – სად. ვფიქრობდი, დრო გავიდოდა და
მერე მეც შევძლებდი ძმასავით შემეხედა, ან შეიძლება ვერც ეგ მომეხერხე-
ბინა. ვფიქრობდი, ალბათ, ვეცოდები და იმიტომ არის ასეთი კეთილი ჩემ მი-
მართ-მეთქი. ეგ კი არ მომწონდა, თუმცა უნდა დამეფასებინა და ვაფასებდი,
რადგან ეგ გრძნობაც აღარ ჰქონდათ ქართველებს შემორჩენილი! საჭმელი
„გადააგდეს“ და ერთმანეთით „ძღებოდნენ“ ადამიანები! ბოლოს მარტო რუს-
კამ იცოდა ჩემი ოცნებები... სიყვარულის ამბავი, რომელსაც ჩემთვის დიდ-
ხანს ვატარებდი გულით. ვცდილობდი, ბარდო შემთხვევითაც არ მენახა, ვი-
ცოდი არ იყო ჩემი. მე არ ვარ „ძალით სიყვარულის“ მომხრე და არც ცალმხ-
რივი ტანჯვის... ვიცოდი გადამივლიდა და დინჯად მივყვებოდი ცხოვრებას...
საქმეს რა გამოლევდა და, საფიქრალს. ვიღაც კილა გავიცანი ამასობაში, 17
წლის. რეალურად ის შემიყვარდა, მაგრამ არც მანდ გამიმართლა, მალევე
გაიგეს კილას მშობლებმა ჩვენი ამბავი და დაგვაშორეს. ავტომობილზე ოც-
ნებობდა ბავშვი ძალიან, ჰოდა, აი, „პიპიაში“ გაცვალა სიყვარული. თვითონ
მომიყვა, მშობლები ეუბნებოდნენ, ეგ დები, თორაძეები, რომლებიც ცოცხ-
ლები დარჩნენ, გაბოზდნენო. ძალიან მეწყინა ასეთი იარლიყის დაუმსახუ-
რებლად მოწებება! და მეც ვუთხარი, „მოგიტყან“ ოჯახი! ბოზი კი არა, ბიჭო,
„ქურდი“ ვარ! ჩემი დები ჩემზე პატარები არიან და მონასტერში ცხოვრობენ,
უკვე წელიწადია, მგონი, მეტიც და, შენს მშობლებს ღმერთის არ ეშინიათ-
მეთქი? ესეც მეორე რეალური სიყვარული!.. ამჯერადაც მიმატოვეს. ამაყად
დავდიოდი, მე ვიცოდი და ჩემმა ოჯახმა, თუ როგორ ვინახავდი ნამუსს, ჩემს
ღირსებას! ბავშვობიდან ბიჭებთან უფრო ვძმაკაცობდი, ვიდრე გოგოებთან.
ახლა ვერ შევიცვლი გემოვნებას იმის გამო, რომ ხალხი ალაპარაკდა. ეგ კი-
ლაც და მისი ოჯახიც ღმერთს მივანდე. ერთი კარგი, რაც მოხდა, ზორო, კი-
ლას ძმაკაცი, ჩემი ძმაკაცი გახდა. ეს ის დროა, ეს ის ასაკია, მეგობრებს სუ-
ლიერ საზრდოს რომ ვეძახდი, თან გაიხსენეთ, დიდი ოჯახიდან მარტო დარ-
ჩენილი საუკეთესოს ვარჩევდი საშინელი ხალხისგან! მე ასე მინდოდა! ხან
მიმართლებდა, ხან მაინცდამაინც – არა, ისე არაადამიანურად იქცეოდნენ...
მე კიდევ ვებრძოდი თავს, არ მინდოდა ადამიანების სიყვარული დამეკარ-
გა, რადგან სიკეთისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი, რაც აუცილებლად უნდა
შეგძლებოდა, მოყვასის სიყვარული იყო! ძალიან ვცდილობდი, იმდენი სიკე-
თე მეკეთებინა, რამდენიც ცხოვრებამ, ადამიანებმა თუ განგებამ თვითონ

278
მე და დამაკლო! მშივრებს ვაპურებდი! შიშვლებს ვაცმევდი! რაც შემეძლო
და არ შემეძლო, მაინც ვაკეთებდი! რით? სახლიდან გაყიდული ნივთებით!
მენანებოდა? აღარ! რადგან ყველაფერი მეასეხარისხოვანი გახდა! მარტო
სიკეთის გაცემით ვტკბებოდი! არც ჩემს დებს ვაკლებდი რამეს! ვჩქარობ-
დი ჩამოყვანას მონასტრიდან და ერთად ცხოვრებას! რაღაც პერიოდი აღარ
ვჩქარობდი, შემეშინდა! ხალხის შემეშინდა! მონასტერში მცხოვრებ დებზე
წამოროშეს, ბოზები არიანო და ერში რას უზამდნენ?! წარმომედგინა! მი-
თუმეტეს ნინოს, რომელსაც მაგ სფეროში „ნიჭი ჰქონდა“! რაც კიდევ უფრო
მეტად მარწმუნებდა, რომ კარგი იყო მათთვის მონასტერი! ხანდახან ჩამომ-
ყავდა, ოღონდ სულ ვცდილობდი, ბევრი არ ენახათ, რათა სურვილი არ გას-
ჩენოდათ და მონასტერში ცხოვრება არ გასჭირვებოდათ! მხოლოდ მარტო
მათზე ვფიქრობდი! სკოლაში კი იქ, კახეთში, დადიოდნენ, სადაც ნინო უკვე
პრობლემებს ქმნიდა. სკოლის ბიჭებს დასდევდა და მერე მთელი მონასტერი
და დები ეძებდნენ. სუსტი იყო ბავშვობიდან, თუ როგორც ამბობენ, მსუბუ-
ქი ყოფაქცევის იყო. 5 წლის ნინოს კახამ სიგარეტი ხელზე დააწვა, ბოზური
თვალებით ნუ მიყურებო!
ფიქრი ბავშვობიდან მიყვარდა, არც მერე გადამყვარებია... ძალიან ბევრს
ვფიქრობდი, ისიც ვიცოდი, ვერავინ მირჩევდა ვერასდროს ვერაფერს, რად-
გან მე არავისი მჯეროდა, არავინ იცოდა ჩემზე უკეთ ჩემს ცხოვრებაში რა
ჯობდა. ვფიქრობდი, ადამიანები იმისთვის არიგებენ ვინმეს და ურჩევენ,
რომ ჭკვიანები გამოჩდნენ თვითონ. ცოტა იყო ჩემს ცხოვრებაში, სხვის საქ-
მეში ბრძენად რომ ვთვლიდი...
თამუნა, მეტსახელად მინი, შორენას და მაიას ბავშვობის მეგობარი დაახ-
ლოებით 27 წლის იყო, როდესაც გავიცანი. ყველას უკვირდა, მარტო რატომ
იყო, მეორე ნახევრის გარეშე. დასცინოდნენ, „დაგიჟანგდებაო“, იმდენად
პატიოსანი იყო. რამდენიმეჯერ დავრჩი მის სახლში. სადღაც გარეუბანში
ცხოვრობდა. კოსტიუმებს ვკერავდით მომღერლებ-მოცეკვავეებისთვის...
ამ პროცესში ვიღაცამ დაურეკა.
– ბიჩოკ, მომაკითხავენ და წავიდეთ რა, ჩემს მეგობართან, ხვალ შევკე-
როთ, არა უშავს! – მეუბნება მინი.
– მე სადმე დამტოვე, ან ტაქსით გამიშვი.
– არა, რატომ? ოჯახში რაღაც „ფართია“ და არ მინდა მარტო მისვლა... იქ
მხოლოდ ჩემს მეგობარს ვიცნობ.
– ხო, კარგი მაშინ, თუ გჭირდები, რაზეა „ბაზარი“, – ვუთხარი.
მივედით სადღაც, ჩემთვის უცხო უბანში. გარეუბანი იყო, ვერიდან ძა-
ლიან შორს. შევედით ოჯახში, ღამე იყო, ზაფხული. რა „ფართი“! 3 კაცი დაგ-
ვხვდა, მართლა, კაცები და არა ბიჭები! ღიპიანები...
– მინი, „ღადაობ“? აქ რა გვინდა? ვინ არიან ესენი? – გავბრაზდი.
– ბიჩოკ, ეს კაცი მიყვარს, ხელი შემიწყვე, გთხოვ!
– ვა, მინი შენ და, ვიღაც გიყვარს?! რატომ არ ვიცოდით?

279
– არავის არ უთხრა, გთხოვ, რა, მერე მოგიყვები ყველაფერს!
მე თან დავდივარ ოთახებში. ერთ კაცს უკვე დასძინებია, მეორე ღიპიანი
მახინჯი, მთვრალი მე გადამეკიდა. ეს მინი შეიკეტა ოთახში მესამე კაცთან
(შეყვარებულთან) ერთად. დავუძახე, რა თქმა უნდა.
– მინი, რა ხდება აქ?! ვინაა ეს კაცი? თავი დამანებოს! ეს ვისი სურათია
(ჩარჩოში ჩასმული ფოტოა. ქალი და ბავშვი ჩანან)? – ოჯახის უფროსს ვე-
კითხები, – ვისთან ვართ?
– ჩემი ცოლ-შვილი, – მინის შეყვარებული მპასუხობს.
გული გამიჩერდა, ისე შემრცხვა მინის მაგივრად. ამ კაცს ბავშვი ვეგონე.
რა იცოდა, ჩემთვის რას ნიშნავდა ოჯახის ღალატი. მინის ხომ საერთოდ ჩემ-
გან ცუდი ბედი ეწევა!
– რაა, მინი? შენ ხო არ აფრენ?! ცოლშვილიანი კაცი გიყვარს?! ახლა და-
სასვენებლად ჰყავს გაშვებული და შენ ამოგათრია! ფუ, შენი! წავედით აქე-
დან! ახლავე! მოგკლავ! – ვიცოფები.
– ვაიმე, ბიჩოკ, გეხვეწები, დამაცადე! შორდება ამ ცოლს, მერე მოგიყ-
ვები, ახლა დამაცადე, საქმეზე ვლაპარაკობთ! გათენდება და წავალთ! ასეთ
დროს მე ვერ მივალ სახლში! – მეხვეწება მინი.
– არ მაინტერესებს! ჩემთან დარჩი, ფიროსმანზე!
– ვერა! არ გაქვს გასაღები, იქ ვერ წავალთ...
ტელეფონი ავიღე, არ მუშაობს, მობილური და კარგი ცხოვრება არ იყო
მაშინ თბილისში, ან თუ იყო, მილიონში ერთს ჰქონდა, ალბათ. პეიჯერი
იყო ახალი შემოსული. ოპერატორთან უნდა დაგერეკა, გეთქვა რა გინ-
დოდა და ის პეიჯერზე აგზავნიდა. არც ეგ ჰქონდა ყველას. ძალიან ცუდ
სიტუაციაში აღმოვჩნდი. გარეთ რომ გავიდე, ამ უცხო უბანში, რას გადა-
ვეყრები შუაღამისას, ვინ იცის?! ვერავის ვურეკავ, მიშველოს... ეს ავადმ-
ყოფი მთვრალი დამდევს, მოვა, რაღაცას მეტყვის, გავალ იქით... შევედი
ცარიელ ოთახში, ჩავიკეტე. ჩემი დანა მუდამ თან რომ მაქვს, გავშალე,
თუ მაინც შემომივარდა, მომიწევს ღორივით აკუწვა! სხვა რა დამრჩენია!
ხვალ კი მინის ელის სერიოზული სილა სახეში! აუუუ, რა „დაენძრა“, არ
იცის! ვერც აჩუმებენ ამ პათოლოგს, თორემ ვისთანაც ვართ, იმას თუ
არ ჩავთლით, რომ ცოლს ღალატობს, ნორმალურად იქცევა, მანიაკს არ
ჰგავს. არა რა! ულამაზეს ცოლ-შვილს ღალატობდე და ისიც მინისთან?
ღმერთო ჩემო, ამ კაცებს რა სჭირთ?! ალბათ ერთი დიდი კომპლექსი,
ყველანაირი ქალის მოპოვება რომ უნდათ. ცალკე ეს ფიქრები მაწუხებს.
როგორც იქნა, გათენდა, წვეთი არ მძინებია. დღიური მქონდა თან „რუგ-
ზაკში“ და ვწერდი და ვწერდი, ხან ვკითხულობდი... როგორც კი განათდა,
გავედი ჩაკეტილი ოთახიდან. იმ საქონელს, ადამიანის ქერქი რომ აკრავ-
და, ჩასძინებოდა. გამოვათრიე მინი:
– შენ „მოგიტყნავ დედას“! წავიდეთ აქედან! – ძალიან უხეში ვარ ამ დროს.
– კარგი რა, ბიჩოკ, აგიხსნი ყველაფერს!

280
– რაღა უნდა ამიხსნა, შე ბოზანდარა შენა! ამას ახსნა აქვს?! ახლავე გა-
ვიდეთ აქედან! დროზე!
ის კაცი გამოვიდა, მოღალატე! რომ ვიცოდე სახელი და გვარი, ორივეს
სააშკარაოზე გამოვიყვანდი ახლავე, აქვე, მაგრამ არ ვიცი!
– მე წაგიყვანთ მანქანით! – მოღალატე გვეუბნება.
– არა, გმადლობთ! თქვენ უკვე გვეცით პატივი. მთელი ღამე შიშში გა-
ვატარე! თვალი არ მომიხუჭავს (ისე ვარ გამწარებული და უძილო, ყველას
დავხოცავ)!
– მაპატიე, ჩემი ძმაკაცი მთვრალი იყო, თორემ არაა ცუდი კაცი, გაიღვი-
ძებს და ბოდიშს მოგიხდის!
– ეგეთ ხალხს ბოდიში არ შველის!
როგორ მინდოდა, მძინარესთვის მიმეპატარავებინა „პონჩიკა“ ლოყები
ჩემი დანით, მაგრამ ამ საქონლის გამო როგორ დამედო ცოდვა?! ღმერთმა
დიდხანს აცოცხლოს სიმწარეში! სიბერეში რომ იჯვამდეს და არავინ უცვლი-
დეს! თვითონ ხელს ვერ ანძრევდეს და გონება არ აკლდეს! – ასე დავლოცე
ნაგავი, რომელიც დედამიწას აბინძურებს! გაიღვიძა. მოახსენეს, როგორც
იქცეოდა, ბოდიში მოიხადა, მე ზიზღით ვუყურებდი. ერთმა უთხრა:
– შეხედე, შე „კარგმოტყნულო“! პატარა ბავშვია! თვითონ თოჯინა თოჯი-
ნით ხელში, შე საქონელო! ამას როგორ ატკინე გული, არ გცხვენია?! – მი-
სულს უკვე დაძინებული რომელიც დამხვდა, ის ეუბნება.
– ეგ „მასკიროვკა“ აქვს! თოჯინით დადის, მაგრამ იარაღიც ექნება! –
უკვე მანქანით ვერის სასაფლაოსთან ვიყავით. ეს საქონელიც მანქანაშია და
„ჭინთავს“ სიბრძნეს.
– სასაფლაოსთან გააჩერეთ! შენ გადმოდი, აბა! – საშინლად გამწარებუ-
ლი ვეუბნები. ზედ სასაფლაოსთან ვართ.
– ვინ მე? – ეს საქონელი მეკითხება, სუნი გაუშვა.
– ხო, შენ! გადმოეთრიე, საქონელო! გადმოდი, გადმოდი, ხო მაგარი
„როჟა“ ხარ! შევიდეთ სასაფლაოზე! გადმოეთრიე, შე საქონელო! – „ჩავიხ-
ვიე“ სიმწრისგან.
– კარგი, ბიჩოკ, დაწყნარდი! – მინი ბედავს და მაწყნარებს.
– აი, ხო გითხარი, „ნი უჩი პაპუ, კაკ იბატ მამუ!“ – ეს საქონელი ამბობს.
კარი მიჭირავს და ვეუბნები:
– გადმოდი, გასწავლო როგორ „მოტყნა“! გეშინია?! „გადმოაჯვი“, შე „ნა-
ბოზარო“!
დანა გავშალე, უნდა ვატაკო და ისე „მოწეწა“ მანქანა მძღოლმა, იმას მარ-
თლა ვერ დავეწეოდი ფეხით. ჩემს უბანში ვიყავი, სასაფლაოები ჩემი „შტაბი“
იყო, იქაურობას კარგად ვიცნობდი. ვოცნებობდი, შემომყოლოდა. ისე გამამ-
წარა თავისი დევნით, სულ ქვით ჩავქოლავდი.
– აუ, რა გიჟი ხარ, ბიჩოკ! მთვრალი იყო, რა მოხდა, ბოდიშიც მოგიხადა...
– ხმის ამოღებას ბედავს მინი.

281
– რა, გოგო? შენ კიდევ არ იცი, რა გელის!
რუსკასთან ავედით, ვილი უნდა გამეგო სად იყო. გადავრეკ-გადმოვრეკე
და ფიროსმანზე წავედით მე და მინი. კი ცდილობს გამერიდოს და წავიდეს
ჩემგან, მაგრამ ვინ უშვებს დასჯის გარეშე! წიხლით შევედი შორენასთან ფი-
როსმანზე:
– შენ „ვაფშე“ ვინ გგონივარ, შე „ნაბიჭვარო“! რამდენის უფლებას აძლევ
შენს თავს! აქვე ჩაგჩეხავთ ორივეს, თქვე ბოზებო! – ეს უკვე ვილის ეხება.
დიდი ყამით ვდგევარ ორივეს წინ, ჩვეულებრივი გიჟი!
– რა ხდება, ბიჩოკ?! რა მოხდა, მინი?!
– რა მოხდა? ღამე სად ვარ, რატომ არ გაინტერესებს, თუ მართლა გიყ-
ვარვარ?! თუ მართლა გაღელვებ?! არა! შენ ჩემი ფულები გაღელვებს! აღარ
იცი, როგორ მომიშორო! მონა ხარ ფულის! შენს ნაბოზარა დაქალთან რომ
მტოვებ, ქალიშვილად რომ მაცნობ! ეს, ეს არის ბოზი! ცოლიან კაცთან გა-
ატარა მთელი ღამე! მე როგორ გავატარე?! დანით ხელში ჩაკეტილ ოთახში!
ვიღაც საქონელს ჩემი „გაჟიმვა“ რო უნდოდა! გაიგე, შე „ნაბოზარო“?! – ძა-
ლიან გამწარებული ვამბობდი.
– ცუდად ვარ!
ისევ გადმოაფრქვია ღაპაღუპით შორენამ ნიანგის ხელოვნური ცრემლე-
ბი. არ ვიცი და არც მაინტერესებს, მართლა წუხდა თუ „ტრაკი ეწვოდა“ ჩემს
„გაჭედვაზე“. ასეთი გამწარებული როდის ვუნახივარ, არ ახსოვს. მახოს რო
„გავუჭედე“, იმაზე მეტად გიჟი ახლა ვიყავი.
– ორივეს „დაგბრიდავდით“ აუცილებლად, მე რომ ვინმე შემხებოდა!
შორენა-ვილი წამოხტა, მინის გაარტყა სახეში და ყელში ხელი მოუჭირა:
– დაგახრჩობ, შე დამპალო! სად გყავდა ბავშვი, შე ბოზო! აღარ დაგინახო
არასდროს! არასდროს!
ასე გააგდო სახლიდან მინი. კარგია, მე ხელი არ გამისვრია, ბოზებმა თვი-
თონ გაარკვიეს ურთიერთობა. ტირის შორენა და ბოდიშს მიხდის. მეორე თუ
მესამე დღეს, არ მახსოვს, მალევე, მანქანა ჩერდება ჭიშკართან, მინის აგდე-
ბენ და მიდიან. შორენა გაგიჟდა, გავარდა გარეთ.
– ეგდოს, მაგის!.. სად მოგყავს?! გაათრიე აქედან! – გავბრაზდი.
– სად გავათრიო, არ მოკვდეს! (ვილის „შემოაქვს“ მინი, ლოგინზე „დებს“
და ულაწუნებს, ლამის მოკლას).
– აწი გარეთ მოკვდეს, რაღა სახლში კლავ?! – დავცინი.
ლადო და ზურა (ლადოს მეგობარი) მოვიდნენ. გაგიჟდნენ, რა ხდება აქო,
მეც მოვუყევი. ლადომ იცოდა მინის მიქარული. ზურა ისედაც ვერ იტანდა
მინის. იტყუება, არაფერი არ სჭირსო. მე ვამბობდი, გამოთვრა და მოვიდა,
თავს გვაცოდებს, ქვეყანამ არ გაიგოს ძუკნა ბოზი როა-მეთქი! მოკლედ, მი-
ნის არ გაუვიდა „შტუკა“. იტირა მერე, სცენები დადგა. გამწარებულ ბიჩოკას
ვეღარ შეუცვლიდა აზრს! ვილის ის არ განუცდია, რაც მე განვიცადე მინის
გამო, მაგრამ იცოდა, უკან მივაყოლებდი დაქალს. არც უფიქრია პატიება,

282
ისე კი ეცოდებოდა, თან უყვარდა ბავშვობის მეგობარი და თან იზიარებდნენ
ერთი ცხოვრებით ნაცხოვრებს – უცხო კაცების მანქანებში ჩაჯდომას, მათ-
თან სახლში დარჩენას და ა.შ. მე კი მაგას ვერასოდეს გავიგებდი და ვერც
იმ საშინელ ღამეს ვაპატიებდი! თუ ვერ შემეხო საქონელი, ჩემი დამსახუ-
რება იყო, თორემ მცდელობა უკვე დიდი დანაშაულია და 16 წლის ბავშვის
ფსიქიკაზე ზემოქმედებაც! ოდნავ სუსტი რომ ვყოფილიყავი, ფაქტობრივად,
მიმეტებდნენ ვიღაცის საჯიჯგნად ბოზები ან სამუდამო „სროკზე“ მიშვებდ-
ნენ! ღმერთმა ისევ გადამარჩინა... ჩემი ოჯახი როგორ ვანერვიულე!.. ისინი
ხომ სულ დამყვებიან, მამაჩემი მაინც! როგორ ენდომებოდა იმ პირუტყვის
გაგლეჯა, წარმომიდგენია. იმის მერე მინი აღარ მინახავს. ჩემთვის ეგ მახინ-
ჯი, ცოლიან კაცებთან მოსიარულე არსება „გარდაიცვალა“ და აი, დღეს გა-
ვიხსენე. ყველას ის მისცეს ღმერთმა, რაც ეკუთვნის და იქ ამყოფოს, სადაც
იმსახურებს! მომწონს, ღმერთს რომ ვანდობ ყველას ბედს!
საშინლად მომეწყინება ხოლმე, როცა მახსენდება, როგორ მიმატოვა ყვე-
ლამ. სიყვარული მაკლია, რომელიც ჰაერივით ძალიან მჭირდება. ღმერთი
ალბათ საკუთარი თავის სიყვარულს მასწავლის. უნდა შევძლო ჩემი თავის
შეყვარება, არადა, ადამიანების დახმარებაში გავატარე წლები და რა ძნელია
საკუთარ თავში შეცვალო ბევრი რამ. ერთი პერიოდი დავკარგე სიყვარულის
ხალისი, „მუღამი“, მაგრამ აი, ისევ გაიღვიძა ჩემში ამ გრძნობამ. სიმარტო-
ვისგან გაქცევის სურვილმა დაბადა ჩემში გრძნობა და არა იმან, რომ ვიღა-
ცამ დაიმსახურა ეს სიყვარული...
ვხდები ფანტაზიორი, წარმოსახვაში ვქმნი ჩემს იდეალ ადამიანს, რომელ-
საც მე მანამდე არ ვიცნობდი, ვეძებდი, ველოდებოდი და მიყვარდა... აღარ
მინდა ასეთ გაუგებრობაში აღმოვჩნდე, მინდა ღირსეულად დაიმსახუროს
ჩემი სიყვარული იმ ადამიანმა, რომელსაც გულს არ ვატკენ და არ მივატო-
ვებ. არც მე მომწონს მიმტოვებლის როლი! რა მოხდებოდა, დედამიწაზე არ
არსებობდეს ბოროტი ეშმაკი† და იყოს ყველაფერი მხოლოდ უფლის ხელში!
ალბათ, რომ აღარ უღალატოს ღმერთს ადამიანმა აღარასოდეს, ამისთვის
არჩევს საუკეთესოს, თუმცა რა ძნელია, იყო საუკეთესო. მე საუკეთესო არა,
მაგრამ კარგი მამაკაცი ვერ მიპოვია და ღმერთი უღალატო ადამიანს როგორ
არჩევს? ამიტომაც გადის ასე საუკუნეები... ალბათ, ამიტომაც „ბლატაობს“
ბოროტი ეშმაკი† დედამიწაზე. ერთმა სასულიერო პირმა მირჩია, იცხოვრე
იოლად, არ ჩაუღრმავდე, ბევრი არ იფიქროო. მასეც ვცადე ცხოვრება, მაგ-
რამ არფიქრსა და არჩაღრმავებას მოაქვს ის, რომ გატყუებენ... ალბათ, ეს
კარგია მომავლისთვის, მაგრამ მე აწმყოც კარგი მინდა იყოს!
მე და ვილის ფიროსმანიდან გადასვლა მოგვიხდა. ჯერ ვილის მეგობრებს
შევუერთდით რუსთაველზე, დიდი სახლი ჰქონდათ ნაქირავები და მალევე მოვ-
ძებნეთ ქირით კეკელიძეზე ბინა, სადაც მე და ვილიმ განვაგრძეთ ცხოვრება...
ერთ დღეს სახლში მოდის ვილი და მეუბნება, ლადოს რაღაც რეკლამების
ოფისებში დასარიგებლად ლამაზი გოგო სჭირდებაო. არც გვიფიქრია ბევრი,

283
რუსკა გაგვახსენდა, გამოვპრანჭეთ და გავუშვით. მძღოლი ვინ იქნებოდა?!
ბარდო! შემეშინდა? არა, რა თქმა უნდა! რუსკას ლაშა უყვარდა, თან იცოდა,
ჩემი ძველი გრძნობები... როგორ დავუშვებდი რუსკაზე ეჭვიანობას, მაგრამ
აი, ბარდოს მოეწონა რუსკა. ზუსტად ვიცოდით მისი გემოვნება. კი ვფიქ-
რობდი, შეიძლება მოეწონოს-მეთქი. არ მახსოვს, რამდენი დღე თუ კვირა
არიგებდნენ სარეკლამო ბუკლეტებს. რუსკა რაღაც ხშირად აღარ ჩანდა.
ადრე თუ ყოველდღე მირეკავდა, თუ ვერ ვნახულობდი, ახლა მერიდებოდა...
ლაშას დავურეკე, მინდოდა იმის აზრი გამეგო, რაიმე ცვლილებას თუ ამჩ-
ნევდა რუსკას. ლაშაც ნაწყენი აღმოჩნდა რუსკაზე, რამაც უფრო ჩამაფიქრა,
გულში სიმძიმე ვიგრძენი.
– რა ხდება, ვილი? რუსკას ბარდა შეუყვარდა? – ვკითხე.
– რუსკას არა მგონია, მაგრამ ბარდოს კი, თითქმის! – არც მომერიდა, ისე
მახარა.
– არაა ბარდო ისეთი, ადვილად იყვარებდეს ვინმეს! და „ვაფშე“, სულერ-
თი იქნება ბარდოსთვის, რუსკა იქნება თუ არა მის ცხოვრებაში! ეგ ის კა-
ტეგორიაა, „დაგინებული“ რომ აქვთ, ულამაზესი ცოლი სერვანდში გამოკე-
ტონ! იცის, ჩემი დაქალი რომ არის რუსკა?
– არადა, არ ეუბნება ლადო, ჩვენგან რომ იცნობს რუსკას.
– „ძეტსკი სად, მარმალად“! „გაგარტყით გაგებაში“! – ვთქვი გაბრაზე-
ბულმა.
ძალიან გავცეცხლდი. რუსკასთან მივდივარ, რომ გავიგო, რა ხდება... თუ
გამართლდა ჩემი ეჭვები, ვეღარ ვიმეგობრებ მოღალატე რუსკასთან.
– რატომ გაგიჟდი ასე, ბიჩოკ? შენ ხომ აღარ გიყვარს? – ვილი გამომყვა
ოთახში.
– ბიჭო, მიყვარს-არ მიყვარს „ლალიპაპია“ თუ ნაყინი, „ბლიად“, ან ჩიხით-
მა?! თქვენში „მოსულა“ ეს ყველაფერი! თქვენ ხართ სულით და ხორცით ბინ-
ძურები! მეზიზღებით სულყველა!
– კარგი, ბიჩოკ, დაწყნარდი, ლადოს დაველაპარაკები!
– არავისთან ლაპარაკი არაა საჭირო! ბარდო მე იმიტომ შემიყვარდა, რომ
დავინახე, მაგ ადამიანში რაღაც ისეთი, რაც სხვაში არ მიგრძვნია. ისე კი
არ მომწონებია, როგორც მოდელები უყვარდებათ, მხოლოდ გარეგნობით!
თქვენი დანაშაული, შენი და ლადოსი, ის არის, რომ არ უთხარით სიმართ-
ლე! არა მგონია, სხვანაირად შეეხედა რუსკასთვის! იცის, მე რომ მიყვარდა
და არ მატკენს! შანსი არ არის! აბა, რისი ძმაა?! რისთვის მეფიცა? დაილია
ქალები და გოგონები, რუსკა რო არ შეჰყვარებოდა?! არც უყვარს! – დარწ-
მუნებულმა ვთქვი.
– სად მიდიხარ, ბიჩოკ, ასეთი ანერვიულებული?!
– რუსკა უნდა ვნახო, იმისგან უნდა მოვისმინო, პასუხი. ქალების კი არ
მჯერა! ყველანი ბოზები ხართ! მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ, რუსკამ როგორ
იკადრა!

284
წავედი თითქმის გულგახეთქილი. შევედი. სალომემ გამიღო კარი, ისიც
გაბრაზდა რუსკაზე, მაგრამ გაიძახოდა, შანსი არ არის, რუსკას მაგრად უყ-
ვარხარ, მაგას არ იკადრებსო. საძინებელში შევედი და რას ვხედავ?! ჩემ სი-
მაღლე ძაღლი, რბილი სათამაშო! ვეღარ შევიკავე თავი. თავისით მოდიოდა
ცრემლები.
– ეს როდის აჩუქა რუსკას?
– რამდენიმე დღეა.
– საიდან? ბარდამ აჩუქა?
– ხო, შენ არ გითხრა?
– არა და „ვაფშე“ აღარ მეკონტაქტება.
– ვა, რა მაგრად ეშლება! სად მიდიხარ, ბიჩოკ?!
– რაღა აზრი აქვს! აქედან შორს!
– არა, დაიცადე! მე მოგიკვდე! შენ ხო „გაუიასნებლად“ არ მიდიხარ ადა-
მიანების ცხოვრებიდან, დაელოდე ჩემი ხათრით, ბიჩოკ! მე მოგიკვდე! არ
მჯერა, რუსკა მაგას არ იკადრებდა! აგვიხსნას მიეცი შანსი, შენ არ მასწავლე
ასე?! – ამ სიტყვებით კიბეებზე მომდევს სალომე.
კიბიდან დავბრუნდი, რადგან სიმართლეს მეუბნებოდა – რატომ უნდა შე-
მეცვალა ჩემი თავი, რატომ გამაბოროტა ასე ამ ამბავმა?! ავბრუნდი უკან...
ჩემი ოცნება იყო, რუსკას გულში ჩამეხედა და სიმართლე გამეგო. ეს ხომ ის
ადამიანია, ძალიან რომ შევიყვარე. ეს ხომ ის ადამიანია, მოწყენილი ახალ
წელს შემწვარი კარტოფილით რომ ხვდება და მე მისთვის პეროვსკაიას „ვხუ-
რავ“, იმდენი რაღაც მიმაქვს და უდიდეს „ფართის“ ვუწყობ სახლში, რომ გა-
ვახარო (გარეთ არ უშვებენ)... ეს ხომ ის ადამიანია, დები გარდერობს რომ
ვერ იყოფენ, ავეჯსა და ტანსაცმელს ჩემსას ვჩუქნი, რომ არ იჩხუბონ! ეს
ხომ ის ადამიანია, რომ ციოდა, ჩავაცვი, დახეული ფეხსაცმლით რომ დადი-
ოდა! მე ხომ მისი სული და გული შევიყვარე იმიტომ, რომ მგონია, სიყვარუ-
ლი იცის და არა ღალატი! და, რა გამოვიდა?! ფულში მცვლის! ბარდა მხრე-
ბამდე სწვდება რუსკას, არც მოსწონს! საჩუქრებით მოიხიბლა. მოხდა ის,
რაც ყველაზე მეტად მძულს! ფულში ნამუსის, ადამიანებისა და სიყვარულის
გაცვლა!
– გახსოვს, ვასკა მოდებაძე რომ ამოვიდა აქ, ბიბა და ვიღაცები... მერე
შენ რომ გითხრა ვასკამ, მომწონხარ და ერთად ვიმოძრაოთო. ისიც მახსოვს,
შენ რა უპასუხე, საკუშ! – გავახსენე სალომეს.
– მეც მახსოვს! იდიოტი ეგ! გავგიჟდი! მე ვუთხარი, ბიჩოკას დაქალი ვარ
და ვიცი, ერთმანეთი გიყვარდათ არც კი გრცხვენია, ეგ როგორ დაუშვი-მეთ-
ქი. იმის მერე აღარ მინახავს, – გაიხსენა სალომემაც.
– ხო, მაგას ჩვევა აქვს, „პროჭი“ იყოს! ეგ ხომ კაცი არც არასდროს ყოფი-
ლა! წამში გადამიყვარდა, ეგ თვისება რომ დავინახე მასში, მაგრამ ახლა შენ-
ზე ვსაუბრობ. რუსკამაც გაიკვირვა მაშინ და ახლა თვითონ რას აკეთებს?!
მერე რა, თუ ბარდას არ ვუყვარვარ...

285
კარი გაიღო. რუსკა მოვიდა. სასწრაფოდ თვალები მოვიწმინდე, არ მინ-
დოდა დავენახე ატირებული. თითქოს შერცხვენილი დადგა, მე კი ველოდე-
ბოდი ახსნას.
– გელოდები, როგორ ახსნი შენს „ხამობას“!
– არაა ეგრე, ბიჩოკ, როგორც შენ გგონია! ყველაფერს გეტყოდი, ეს ძაღ-
ლი კიდევ შენთვის უნდა მეჩუქებინა, იმიტომ არ გითხარი, რომ შენთვის მო-
მეტანა, – მატყუებს რუსკა.
– არა, რუსკა, არ უნდა აგეღო ეს საჩუქარი! და არც აქამდე არ უნდა მი-
გეყვანა, ბარდას რომ საჩუქრები ეკეთებინა შენთვის! შენ იცოდი, ბარდამ არ
იცოდა, ჩემი დაქალი რომ ხარ! ის ბიჭია და მოეწონე ლამაზი გოგო!
ვიცოდი, გადაეკიდა ბარდა რუსკას, საიდანღაც მაგრად მეცნობი და
საიდან, არ ვიციო. მე კი ვიცოდი, საიდანაც ეცნობოდა, მაგრამ აბა, ხმას
არავინ იღებდა ლადოს ხათრით. მაგიტომ მძულს ტყუილი! მაგით მხოლოდ
საკუთარ თავს კი არ ხვევ შარში, სხვასაც უნგრევ ცხოვრებას. ადამიანებს
აძულებ, რწმენას უკარგავ. საერთოდ არ ვარგა ტყუილი, თორემ ლადოს არ
ვლანძღავ. დღესაც მახსოვს მისგან ბევრი სიკეთე და არა მარტო სიკეთე...
მართლა, კარგი სამეგობრო ადამიანი იყო.
– მინდოდა, შური მეძია ბარდაზე! – ჩაიბურტყუნა რუსკამ.
– რა?! რას გულისხმობ? რამე დაგიშავა? – გამიკვირდა.
– კი! ბევრჯერ მინახიხარ სევდიანი მის გამო. მინდოდა შევყვარებოდი და
ტკენოდა მასაც... გაეგო, რა არის სიყვარული!
– რა?! რა უფლება გაქვს?! ამხელა რაღაც როგორ გადაწყვიტე უჩემოდ?!
რა შურისძიება, გოგო, „გარეკე“?! შენ „ვაფშე“ მაგიჟებ? ბიჭს არაფერი დაუშა-
ვებია ჩემთვის! რას ჰქვია, სტკენოდა?! მე მინდა, რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ
არა შენთან! მე ვერ ვუყურებ თქვენს ბედნიერებას! თან მენანება ბარდა შენთ-
ვის, შე უნამუსო! სიყვარული დამსახურებით არის! შენ როგორც თოჯინა, ისე
მოეწონე! ლამაზი ხარ, მის სტილსა და გემოვნებაში „ზიხარ“ გარეგნულად. მე
კი სხვანაირად შემომხედა, სხვანაირად გაუთბა გული ჩემ მიმართ, და მადლი-
ერიც ვარ! ეგ იმაზე ბევრად მეტია, შენ როგორც „დაევასე“! შენ კი ლაშა მოგ-
ბეზრდა? თუ შეატყვე, ლაშაზე მეტი ფული აქვს?! მიპასუხე! გამყიდველო! შენ
მატკინე მე, იმან კი არა! – როგორც გამაგიჟა, ისე გამოვხატავდი გაბრაზებას.
– არ მესმის, ბიჩოკ, როგორ არ გჯერა ჩემი? ან როგორ უნდა შეხედო
კილას თვალებში, დღეს ხომ ის გიყვარს?! და ახლა ბარდას ტირი?!
– შენ ხარ დეგენერატი! შენ ხარ სულმდაბალი! შენ ხარ ჩვეულებრივი
დედაკაცი! შენ ვერასდროს გაიგებ ვერაფერს, ისეთი კითხვები დასვი! ისე
მოიქეცი!.. და თავი ისე გაიმართლე! კარგად იყავი! – სხვა, აღარ ვიცოდი, რა
მეთქვა უნამუსო მეგობრისთვის.
– არ წახვიდე, ბიჩოკ! არაა ეგრე! გეფიცები, ბიჩოკ! – მომდევს რუსკა.
– შენ მე კარგი ადამიანების რწმენა დამაკარგვინე! აღარ ვიცი, ვისი მჯე-
როდეს!

286
– ბიჭის გამო როგორ მშორდები, ბიჩოკ?!
ვატყობდი, რაც მეტს ვუსმენდი, მეტად მძულდებოდა, იმდენად ცდილობ-
და დებილის როლი ეთამაშა. მისი შეკითხვები გულს მიხეთქავდა. გამოდი-
ოდა, რომ, რაზეც მანამდე ველაპარაკებოდი, არ ესმოდა ან ასე არიდებდა
თავს ჩემს სიმართლეს. ფეხის წვერებიდან თმის ღერებამდე ჭუჭყში იყო
ჩაფლული. სახლში მოვედი, შორენა-ვილი დამხვდა. მომაყოლა, რაც მოხდა.
ვერ გამიგო მაინც. შენი დაქალი ბედნიერი თუ იქნება, რატომ გწყინსო. რაზე
უნდა ველაპარაკო ასეთ ქალებს?! თავი დავანებე. ზორომ გამომიარა და
სადღაც წავედით... მიყვარს მანქანა, მუსიკა და ტრასა... შემეძლო და შემიძ-
ლია არასდროს შევიდე სახლში. დიდი ხანია, გული აღარ მერევა მანქანაში,
გავიზარდე.
– გადაგიარა? – სახლში მოსულს მკითხა ვილიმ. ხმა არ გავეცი, – რაღაც
მინდა მოგიყვე, დღეს ბარდა ლადოსთან მივიდა, მაგრად სწყენია, რომ უმა-
ლავდა...
– გაიგო ბარდამ, რუსკა ვინაა და როგორია? – გამიხარდა.
– კი, გაიგო და იცი, როგორ? მაგრად მეცნობიო, ხო სულ ეუბნებოდა
რუსკას, ჰოდა, სახლთან რომ მიუყვანია რუსკა, თავში ხელი შემოურტყამს,
შენ ბიჩოკას დაქალი არ ხარო? ახლა გამახსენდა, ბიჩოკას სურათების ალბო-
მიდან მეცნობი, არ გრცხვენია მერეო? როგორ არ მითხარით, ქალი დაილია
ან კაცი, მაგის დედაო... ამ ბავშვს ისედაც ამხელა ტკივილი აქვს გამოვლილი
და რაღა მე დავუმატო. გადადი ახლა მანქანიდან და წადი! შენ მეგობრობა
არ გცოდნია და არც სიყვარული გეცოდინებაო. ლადოსთან მივიდა და მოუყ-
ვა ბარდა, თან ლადოსაც უთხრა, არ უნდა დაგემალაო, – მიყვება გაკვირვე-
ბული ვილი.
– ბარდას ხელწერას ჰგავს! ბარდამ მაგით მომხიბლა, მართლა იცის მე-
გობრობა, ძმაკაცობა, მაგრამ შენ ახლა მამშვიდებ, მატყუებ! – მე მაინც გა-
დავამოწმე.
– არა! არ გატყუებ! რუსკამ არ გითხრა?
– არა, მაგას როგორ მეტყოდა, ეგ ხომ მისი სირცხვილია, იქნებ ლადო
გატყუებს, მე რომ არ მეტკინოს?!
– არა, ბიჩოკ, აი, ნახავ, ბარდა მაგას, „ვსიო“, „დაიკიდებს“! ბარდას და
ლადოს მართლა უყვარხარ და გიფრთხილდებიან, – ვფიქრობ, ვილი სიმართ-
ლეს მეუბნებოდა.
– და ვეცოდები...
– არაა ეგრე, კარგი ბიჭია. არ ეშლება. მაგიტომ არ დაადგი თვალი?
– „მკიდია“ შენი ბარდაც და რუსკაც! ისევ მისთვისაა კარგი, თუ მართლა
ეგრე იყო. კაცობა არ არის ადვილი და თუ მართლა კაცია, ტაში არ სჭირდე-
ბა ჩემგან! ისევ მას წაადგება კაცურად ნაცხოვრები! ამაყად ისევ თვითონ
ივლის და ღმერთი დალოცავს. მე ვინც გამამწარებს, მეხი დაეცემა ადრე თუ
გვიან! მე ყველას წინაშე მართალი ვარ! იმავეს ვითხოვ „ვაფშე“ ყველასგან,

287
უცხოა თუ ნაცნობი!!! კარგ საქციელს ახსნა არ სჭირდება! ცუდი იხსნება!
ღმერთმა ყველას სწორი ცხოვრების ძალა მოგვცეს! ხო, ისე, თუ რუსკა სე-
ვასტოპოლზეც აჰყავდა, ეთქვა რუსკას ბარდასთვის, დაქალი რომ ჰყავდა
ბიჩოკა და ლადოც ეხსენებინა... ვერც გაიგებდა, შენგან იყო რუსკა თუ ბა-
ბუაწვერასგან!
– ახლა ლადოც აღარ „გევასება“?
– ლადო მიყვარს, კარგი ადამიანია, უბრალოდ, გამორჩა, ბევრ საქმეს
აკეთებს ერთად და ვეღარ დაფიქრდა. შენ უნდა მიგეწოდებინა აზრი და
„ვაფშე“ სხვა გაეშვა მძღოლად.
– ეგრეც აპირებდა, ბარდამ დაინახა რუსკა და სთხოვა ლადოს, მე ვატა-
რებო, თორემ რა ტიპია, ხო იცი, სხვას არც წაიყვანდა თავისი მანქანით.
– ვიცი! მე კიდევ დღეს დილით აჩის ვეჩხუბე. ერთი მეგობარიც დავკარგე,
თან მაგარი მეგობარი რუსკას გამო! – განცდით ვთქვი.
– რა მოხდა? მართლა ძალიან კარგი ბიჭია, ვერ ხარ შენ რა, რატომ ეჩ-
ხუბე?
– ხო იცი, რუსკა რომ უყვარს, ჰოდა, დამირეკა დილით, ეგ არაა შენი და-
ქალი, მაგარი ცუდი გოგოაო. როგორ ბედავ, მაგას რომ ამბობ-მეთქი. არადა,
მართალს ამბობდა, უეჭველად, ჩემზე ადრე იმან გაიგო ბარდაზე. „კაროჩეო“!
დაშორდი, მაგის დედა მოვტყანო. ეს ვეღარ მოვითმინე და ვაგინე. რუსკას
გამო მაგინებ, თამოო? ისეთი ხმით მითხრა, გული ჩამწყდა, მაგრამ არასწო-
რია, ბიჭმა გოგოს ასეთ სიტუაციაში არ უნდა აგინოს. ამ შემთხვევაში ქალზე
წინ კაცს ვერ დავაყენებ. კაცი ქალისგან დიდად უნდა განსხვავდებოდეს და
მათ უფრო მეტი მოეთხოვებათ!
– ხო, გამიკვირდა, რუსკას მხარე რომ დაიჭირე, თან „მაგარი“ გაბრაზე-
ბული იყავი უკვე... თან ბიჭების უფრო გჯერა, ვიდრე გოგოების... მართლა
შეცდომით ხარ გოგოდ დაბადებული, ჰა, ჰა, ჰა!..
– ქალი სულელია, კაცმა მეტი იცის, სულ ესაა. თუმცა არიან გოგოები,
კაცს „ჩახდიან“ და წკეპლას ურტყამენ ტრაკზე! მაგალითად, ჩემნაირი გოგო.
მოკლედ, აჩიმ, ან მე, ან რუსკაო. მე ვუთხარი, ორივენიც-მეთქი. ეგრე არ
გამოვაო. არ ვიცი, რატომ ჰქონდა ასე „აკრეფილი“ რუსკაზე. იმედი მაქვს
გადაუვლის, თუმცა დაიგინა და არა მგონია, „შეიწეროს“, თორემ უჩემობა
როდია ადვილი. ვიცი, სიტყვას ყოველთვის ასრულებს. დრო გვანახებს, რა
იქნება. საწყენია, რაც ხდება! თან ძალიან ცუდად ვარ.
ტირილი დავიწყე: რატომ ვკარგავ ყოველთვის იმ ხალხს, რომელიც მიყ-
ვარს! ვილი კი მაწყნარებდა. ლადომ დამირეკა, ამიხსნა ყველაფერი... ჩემგან
არ გეწყინოს, ბიჩოკ, ხომ იცი, ცუდს არასოდეს გისურვებ, ბარდაც მაგრა
კაცურად მოიქცაო. მეც მესიამოვნა. რამდენიმე დღის მერე რუსკა მირეკავ-
და, ლაშამაც დამირეკა, გავიგე, თითქოს დაშორდით და, რატომო... რუსკას
შეყვარებულს ხომ არ მოვუყვებოდი ყველაფერს და მეც ვუთხარი, არ დავ-
შორდით, არ მცალია-მეთქი. რუსკამ ის საშინელი მახინჯი სათამაშო ძაღლი

288
მომიტანა. არ მახსოვს, რა ბედი ეწია, იმდენი მქონდა ჩემი... რომ შემყვარე-
ბოდა, დამამახსოვრდებოდა. მე რასაც გულით არ მჩუქნიდნენ, არ მიყვარდა
ის ნივთები. თუ სადმე რამეზე ხელი წამცდენია, ისიც სხვისთვის მდომებია!
ასე რომ, სულერთი იყო...
ვერაზე სახლში ვიყავი ასული, რაღაცებს ვალაგებდი. რუსკამ დამიძახა
ეზოდან:
– ჩამოდი რა, მინდა დაგელაპარაკო!
– არ მცალია, რუსკა! – არც ამოვიპატიჟე.
– ბარდამ დამირეკა, ჩემთან ლაპარაკი უნდოდა, ჩამოდი დაბლაო, მე
უარი ვუთხარი, თან უკვე ორჯერ, – აგრძელებს რუსკა.
– არ მაინტერესებს, რუსკა! ჩასულიყავი, იქნებ რა უნდოდა?!
– რა ენდომებოდა, მოვწონვარ! – რა „ნაგლია“, გული უნდა გამიხეთქოს,
როგორი ბოროტია!
– ძაან ბოროტი ხარ, ბარდა კი კაცია, რომელმაც აქეთ მიგაგდო და
ახლა იგონებ რაღაცებს. ცუდია, შენზე მეტად იმისი რომ მჯერა. მეგონა,
შენ უფრო გიცნობდი! წავედი, არ მცალია! – ვთქვი და შევედი სახლში. არ
ვიცი, ასე სახალხოდ მეხუთე სართულიდან რატომ მაძახებინა. არ ვყვირო-
დი, მაგრამ მაინც... რუსკა დავკარგე, მერე კი ტირილით დამირეკა, ძალიან
მიყვარხარ და მაკლიხარო... ბევრი ვიტირეთ ორივემ. მაპატიე, შეძელიო.
მეც ვაპატიე, ძალიან მიყვარდა. ბარდასთან არც მანამდე მქონდა ხშირი ურ-
თიერთობა და მაგ ამბის მერე ხო საერთოდ არც მიფიქრია მომეკითხა და
არც თვითონ შემომხმიანებია. კი ამბობდა, ვინმე რომ შეგიყვარდება, მითხა-
რი, უნდა გავიცნო ეგრევე, რომ არაფერი შეეშალოს და კარგად მოგიაროსო.
ძალიან საყვარელი ადამიანია. ვნანობ, როგორც მეგობარი რომ არ შევი-
ნარჩუნე, მაგრამ ცხოვრებაც ეგაა, ხშირად მოდიან ადამიანები რაღაც რომ
გვასწავლონ, ჩვენც ვასწავლოთ, ღმერთი გვცდის. ასე რომ, აღარ ვეტირები
არავის. კარგია, რომ იყო, კარგია, რომ ეს ურთიერთობა კარგად დამთავრ-
და, ცხოვრება კი გრძელდება, უამრავი თავგადასავლით აღსავსე...
ვილის თავი ისე ეჭირა, გარშემო უცნობებს ეგონათ, ის მპატრონობდა.
მას უნდა ეყიდა ბინა ჩემთვის და ა.შ. მეც არ მინდოდა, ხალხს სცოდნოდა
ყველაფერი. ვცდილობდი, წინ არ ვმდგარიყავი, რომ თვალში არავის მოვხ-
ვედროდი ცუდად... ვილის ისე გაუჯდა საზოგადოდ ტყუილი, რომ თვითო-
ნაც დაიჯერა და მე მიმტკიცებდა, მე რომ არა, რა გეშველებოდაო... ჩემსას
ჭამდა, ჩემსას იცვამდა, ჩემით წერდა სიმღერებს, ჩემით დადიოდა ფესტივა-
ლებზე და რამდენი რამ ჩამოვთვალე მანამდეც! სიკეთეს ახსნა არ სჭირდება,
ამას ხშირად ვამბობ! არც თვლა შეიძლება მისი, მაგრამ ეს წიგნი ზუსტად
მაგიტომ იწერება, თითზე კოჟრი ჩნდება, გულში მიძინებული საშინელებები
იღვიძებს, რომ სიმართლე ამოვიდეს ჩემი მართალი სულიდან და... რასაც
ამდენი წელი ვმალავდი, ვინახავდი თუ ვაკონსერვებდი, ტკივილს ტკივილი
ემატებოდა, სიხარულს – სიხარული, ეს მინდა ყველამ გაიგოს. იმიტომ არა,

289
რომ ცნობილი ადამიანი გავხდე ან მწერალი, ან ჯილდო მჭირდება, არა! მე
ისედაც ამაყად დავიარები დედამიწაზე, წარმატებული ადამიანიც ვარ! გარ-
კვეული თვალსაზრისით – ბედნიერიც! ჩემს ჩახოცილ ოჯახს თუ ოდესმე
შევხვდები და მინდა მჯეროდეს, შევხვდები, თვალებში სიხარულით შევხე-
დავ, რომ ყველაფერი შევძელი, რისი იმედიც ჰქონდათ. ყველაფერი გავაკე-
თე, იმაზე მეტიც, მათ რომ ეგონათ გავაკეთებდი. ისინი კი დანანებით თავს
დახრიან ჩემ წინაშე, უსამართლო დედამიწაზე სულ მარტო რომ დამტოვეს!
ამდენი უბედურება ვიგერიე და მაინც იმ გზაზე ვიარე, რომელზე სიარულიც
მათ მასწავლეს, სიმართლის გზაზე! სიყვარულის! პატიოსნების, ქალს რომ
მშვენის! და ვაჟკაცურად ვაგრძელებ იმ დღიდან, რაც ვარსებობ, მათთან
ერთად თუ მათ გარეშე. ზუსტად ესაა სიძლიერე კარს იქით თუ აქეთ, როცა
მარტო ხარ! რომ არ იცვლები, ვერანაირი გაჭირვება ვერ გერევა და ვერ
„გაბოზებს“, ყველა გაგებით! მე ამაყი ვარ, მაგრამ მინდა სხვაც იყოს ამა-
ყი. ვინც წაიკითხავს, იქნებ დააფიქროს ამ წიგნმა, იქნებ შეუცვალოს ცხოვ-
რება, აზროვნება... დღეს ხომ ბევრი გზააბნეული დაიარება დედამიწაზე.
იქნებ, ვინც ამ წიგნის პერსონაჟია, მიეცეს დაფიქრების საშუალება, იქნებ
გაახსენდეს, როგორ ატკინა ობლად დარჩენილ ბავშვს ან, პირიქით, გაახარა!
მეტიც, იქნებ ბევრი რამ მოინანიონ კიდეც... ღმერთთან მივიდნენ. მიყვარს
სიტყვები: „უფალმა შეგინდოთ“, რადგან უფალი მხოლოდ გულით მონანი-
ებულს აპატიებს. ნამდვილი სინანული კი საშინელი ტანჯვაა, შიგნეულობის
წვა იცის, სიგიჟემდე დარდი, გულის ტკივილი და უძილობა... თუ ეს ეტაპე-
ბი არ გაიარეს და მხოლოდ სიტყვიერად მოინანიებენ, ჩემი აზრით, უფალი
არასოდეს აპატიებს. კიდევ უარესი, რამდენს, ამ წიგნის მკითხველს, არც კი
სწამს ღმერთის, მაგიტომაც გადავწყვიტე მათი ნამდვილი სახელ-გვარები
და „კლიჩკები“ დამეწერა. ხალხში გარეულს, ზოგიერთს, თავი უმშვენიერეს
არსებად რომ მოაქვს, უბრალოდ, ფუნაა! სხვამაც იცოდეს! მე კი არ მეშინია
ცილისწამების, რადგან ვწერ იმას, რაც ნამდვილად მოხდა, არაფერს ვამა-
ტებ და მკითხველმა თვითონ განსაჯოს!
ერთ მშვენიერ დღეს მაია ყარყარაშვილს კონცერტი ჰქონდა ფილარმო-
ნიის დიდ დარბაზში. ვინ აცადა სიმღერა! მახოს მევალეებს ეკავათ დარბაზი
და მაიას გამოსვლისას დაუშინეს ბოსტნეული, პამიდვრები და კვერცხები...
შორენა ატირებული მიყვებოდა, უნამუსო მამამისმა რა გაუკეთა, ასე რო-
გორ გააბოროტა ხალხი, აბა, რა იციან, ურთიერთობა რომ არ გვაქვსო...
გულში გავიფიქრე: ხასანას მაინც როგორ გაჰყევი ცოლად, რომ ჰკითხე შენს
დას, გიპასუხა, საქმეს ასე სჭირდებოდაო! სამართლიანად ვცხოვრობ და მე
არ მინდობს არავინ. ეგ ჯერ სადაა და ან შენ თვითონ-მეთქი... მაგრამ ხმა-
მაღლა სიტყვაც არ მითქვამს. ძალიან აღარ მსიამოვნებდა ამ ქალის ასეთი
„ვიგოდნიკობა“.
17 წლის რომ გავხდი, არავის არაფერი ვუთხარი, წავედი მანქანების
ბაზრობაზე და „ჟიგული - 08“ ვიყიდე. მართვის მოწმობაც არ მქონდა. 2800

290
დოლარად ყიდდა ვიღაც ვაკელი ლუკა. არც შემიმოწმებია, მაინც ვერ გა-
ვიგებდი. არც ის შევიმჩნიე, პატარა რომ ვიყავი, ისე მოვირგე შავზე შავი,
„ვასმოი“. გავიფიქრე, კახას და იმედასას ჰგავს-მეთქი. მესიამოვნა. 200 დო-
ლარი დამაკლდა. შეხვედრის დრო დავთქვით მანქანის გასაფორმებლად.
მერე გავარკიე, რომ ვერ გავიფორმებდი მართვის მოწმობის გარეშე... ვინ
ვინ და, გამახსენდა ხვადაგიანი. „ნივა“ აღარ ჰყავდა. ვერის სახლი გაყიდეს,
მთაწმინდისკენ გადავიდნენ.
– მოკლედ, მანქანა ვიყიდე, ვერ ვიფორმებ, ოღონდ „ვაფშე“ არავინ არ
უნდა იცოდეს, რომ მანქანა ჩემია... ამ შორენამ „მაგარი გამწეწა“ და არც
ბინა არ მაყიდინა. დამეხმარე რა! შენ გეყოლება მანქანა, მაგრამ, როცა დამ-
ჭირდები, ჩემთან იქნები, გაწყობს, ძმაო? – შევთავაზე ბადრის.
– ხო, თამუ, რაზეა ლაპარაკი, ან რად გინდა ეგ შორენა რო გაწევს ზურგ-
ზე?! – გაუხარდა ხვადაგიანს.
– ეგ სხვა თემაა, მაგაზე ლაპარაკი მეზარება რა, ახლა... მოკლედ შორენა-
საც ვუმალავთ და „ვაფშე“ ყველას... ერთი შენ იცი, მე და ზორომ.
– შენ გვერდით ვარ... – მპასუხობს ხვადაგიანი.
ასე გახდა ბადრი ხვადაგიანი ჩემი მძღოლი და თბილისში კიდევ – „კაი
ბიჭი“. ჩემთან ერთად მოძრაობდა, ვიღაცისთვის თუ საშიში იყო, ვიღაცისთ-
ვის – „საბლატაო“, ვიღაცისთვის – აკრძალული. თბილისი ძალიან ჭრელია.
მიუხედავად თავისი სიპატარავისა და ხალხის სიმცირისა, მაინც ერთმა-
ნეთისგან განსხვავდებიან და ერთმანეთსაც ჰგვანან რაღაცით, ერთნაირი
რაღაცები მოსწონთ და მეტ-ნაკლებად ერთნაირი თვისებები აქვთ. ბადრი
„აბაზრებდა“, „მორკინალში“ (სავაჭრო ცენტრი) ადგილები მაქვს ნაყიდი და
გაქირავებული, ლაშას დას მივხედო, ჩემი ვალიაო. ამით ტაშს იმსახურებდა
და, რა თქმა უნდა, მეც ასე მერჩივნა. ვილის კი უკვირდა, ბადრი როცა აგვი-
ანებდა მოსვლას, რატო „ვტისკავდი“, რატომ ვავალდებულებდი. რა იცოდა,
ბადრისაც მე რომ ვაჭმევდი და მის გაჭირვებულ ბევრ ძმაკაცს.
ერთ დილას მე და შორენა მარტო ვიყავით სახლში, რაც იშვიათად ხდებო-
და, ვიღაც სულ იყო კეკელიძეზე. მეც დრო ვიხელთე სალაპარაკოდ:
– აღარ უნდა დამთავრდეს ეს შენი სიმღერების წერა? მართალია, თვეში
100 დოლარს ვიხდი ქირაში, მაგრამ მაინც არ მინდა ქირა, ფული იხარჯება
და სახლი დარჩება ცარიელი, ასე თუ გაგრძელდა. ან მოაბი თავი შენს პრობ-
ლემებს მალე, ან არადა, მე თვითონ მივხედავ ყველაფერს, უკვე 17 წლის
ვარ, აღარ ვარ პატარა!
– ხო, მართალია, სახლი გვჭირდება! – ამყვა ვილი.
– მოიცა, ვერ გავიგე? შენ რა, მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად აპირებ
ყოფნას? ჩვენ თავიდან შევთანხმდით, 3-ოთახიანს ვიყიდდი და ჩემს დებთან
ერთად ვიცხოვრებდი. მანამდე ამის საფასურად შენმა დაიკომ ხომ მითხრა,
დაეხმარე გიორგის დედასო! დაგეხმარე საკმარისზე მეტად!
– რას ამბობ, ბიჩოკ? – ცრემლები წამოუვიდა ვილის.

291
– ვააა, რა გატირებს, ადამიანო?! რუსთაველის თეატრში არ ხარ, ვილი!
სრული სერიოზულობით გელაპარაკები!
– როგორ არ ვიტირო, ჩემთან და გიორგისთან ერთად არ გინდა ცხოვრე-
ბა. საკუთარ ძმისშვილზე ამბობ უარს!
– რაა, გოგო?! შენ მართლა მორჩი ამ უაზრო სიტყვების სროლას!
გიორგის შენზე ხშირად მე ვნახულობ, შე უნამუსო! ახლა გაგახსენდა
გიორგი?! სპეკულანტო შენ! გავიწყდება, რო მე არ მომიყვანიხარ ცოლად
და არც ჩემი შვილი არ არის გიორგი?! რასაც გიკეთებთ, ტრაკზე უნდა
მკოცნიდეთ!.. ისიც, თუ გაკოცნინეთ! მძულს ასეთი ლაპარაკი! – დავიწყე
ყვირილი.
– რას ამბობ (უფრო აბღავლდა)! ჩემი შვილი არ მიყვარს?!
– მოკლედ, არ მაინტერესებს, ვინ გიყვარს და ვინ არა! სტუმრად მოხ-
ვალთ, გიორგი მიყვარს! მაგარი მამიდა ვყავარ და ყოველთვის მივხედავ, თუ
რა თქმა უნდა, თქვენ არ დაგემგვანათ და არ „გამოაყლევეთ“! რაც შეეხება
ერთად ცხოვრებას, ეგ არ მოხდება! კარგია ჯგუფი „სახე“, წურწუმია, დარს-
მელიძე და ყველა, ვინც შენგან გავიცანი, აქ რომ მოდიან, მაგრამ ეს იმიტომ,
რომ მე ვარ მარტო. ჩემი დები მონასტერში იმიტომ დავტოვე, რომ ჭრელ
ხალხში გათქვეფას ავარიდო.
– ვითომ რატომ? შენ თუ არ გაფუჭდი, ისინი გაფუჭდებიან?
– მე მე ვარ! გაუფუჭებელი! მე ვერაფერი შემცვლის, ისინი კი არ ვიცი,
ვინ არიან, არ ვიცნობ კარგად, მით უმეტეს, ნინოს! იცი მაგ ბავშვის პრობ-
ლემები, 5 წლიდან თავს „ირთობდა“ და სახლში კლავდნენ. ისე, მაგარი მო-
სასმენია, შენ ჩემი დების აღზრდა-გაზრდაზე უარი თქვი და შენი შვილისთ-
ვის როგორ იბრძვი?! თუ შენთვის იბრძვი, „ვაფშეტა“! ჩემი დებიც შვილები
არიან, ხომ არ დაგავიწყდა?! ჩემი შვილები არიან! მათ სხვა არავინ ჰყავთ!
– ყველაფერი გასაგებია, ისე ის 5000 დოლარი შეგენახა და მაგის პრო-
ცენტით ვცხოვრობდით, რაც ჩემი დამსახურებაა! იგეც ჩემი მეგობრის და-
ხამრებით მოხერხდა! – საშინლად თავხედობს ვილი.
– რა ცოდო ხარ! მეტი არაფერი გაქვს სათქმელი. 500 დოლარს ერთ შესვ-
ლაზე ხარჯავ ტანსაცმლის მაღაზიაში და რამდენი 500 დახარჯე, მოდი, დავ-
თვალოთ, რა! შენი „პაესტკები“ 2 კონკურსში! შენი სიმღერების ჩაწერა! შენი
ტაქსებით ნაჯლიგინები! შენი ოჯახის კვება გიორგიანად! მაიას ქორწილი!
მოდი! მოდი! სად მიდიხარ?! დავთვალოთ, რა! სალაპარაკოს არ დაგიტოვებ,
შე უნამუსო! – ვილი მიდის. არ უნდა ჩემი მოსმენა.
– არ მინდა არავის დათვლილი! დიდი მადლობა, რაც გაგვიკეთე! ჩავალა-
გებ და წავალ! – ტირის.
– როცა გინდა! მე არ გაგდებ ჯერჯერობით! მიუხედავად იმისა, რომ პირ-
ველი დღიდანვე მიყენებთ! გამოიყენე ჩემი ასაკი, რომ არაფერი შემეძლო!
მაგრამ ვიზრდები, ეგ დაგავიწყდა! ღმერთი მაგრად დაგსჯის! სიყვარულით
არც არასდროს ყოფილხარ ჩემთან! არასდროს!

292
– შენთან მხოლოდ მაშინ ვიცხოვრებ, ბევრი ფული რომ მექნება! იქნებ
მერე მაინც დაიჯერო, რომ მიყვარხარ და გულით გიკეთებ ყველაფერს!
– ხო, მაგრად გიყვარვარ! შენგან უარესს ველოდები, ისე, რომ იცოდე
ცხოვრებაში! „მუსიკა! წინსვლა! მომავალი! დამეხმარე!“ ამდენ რაღაცებს
რომ ყიდულობ და კვირაში ერთხელ ოქროს ბეჭდებს აკეთებინებ, ეგეც წინს-
ვლაა არა?! როცა ბიჩოკა გამაგდებს, როცა გაეღვიძება და აზრზე მოვა, თუ
გამიჭირდა, ამას მაინც გავყიდიო, არა?! უხ, შენ რა ხარ! ლადო კი ამბობს,
ცუდ წრეში მოხვდაო, მაგრამ იმანაც არ იცის, მამაშენის შვილი ვინ ხარ და
რა ხარ! შენი ცრემლების ჩემ გარდა ყველას სჯერა! ხო, დედაჩემმაც თქვა
შენზე, მაგას თეატრალურში უნდა ჩაბარება და როცა მოუნდება, მაშინ ტი-
რის და მაშინ იცინისო! ბრძენი ქალი იყო რა!
ვილი ისევ ჯღავის. ეტყობა, სიმართლის მოსმენა, მართლაც, ანგრევს!
– რა გინდა, მოვკვდე?! გეყოფა, გაჩერდი!
– სცადე! ერთხელ მეც ხომ ვცადე! შენი მახინჯი დაქალი ეკა რომ არა,
მთელი ქონება დაგრჩებოდა! შენც ეგ არ გინდოდა?! გულში ალბათ რა აგინე
ეკას! – გავახსენე.
– რას ამბობ, მაგის გამო არ გელაპარაკებოდი, დაგავიწყდა?!
– მანამდეც არ მელაპარაკებოდი! სად გეცალა ჩემთვის!
მართლა მომერია სისუსტე ერთ დღეს: არ ვიცი რამდენი, ძილის საკმაოდ
ბევრი წამალი დავლიე. ვიცოდი, გვიანობამდე ვილი არ მოვიდოდა და მეც
ტკბილ ძილში დავტოვებდი დედამიწას! ჯოჯოხეთი?! ღმერთი გამიგებდა,
ყველაზე კარგად მან იცის, როგორ ვიტანჯებოდი ცხოვრებით...
სანამ შორენასთან ეს საუბარი მექნებოდა, მანამდე ერთ დღეს ბოდბეში
ჩავედი. რამდენიმე დღით უნდა დავრჩენილიყავი. დედა ელისაბედი იყო ჩემი
ჩემი უსაყვარლესი დედა თებრონიას მერე. სული მითბებოდა მასთან საუბ-
რით. მას მოვუყევი შორენა-ვილის ამბები. გავუზიარე, თუ როგორ მიყვარდა
გაცნობის დღიდან, ის კი გამუდმებით როგორ მიყენებდა. დედა ელისაბედმა
მირჩია, დაელაპარაკე, თუ ვერ გაგიგო და მაინც არ მოგეწონა სიტუაცია,
თქვენ თქვენი გზით წადით და თუ სწორად იცხოვრებთ, ორივე ისევ შეხვ-
დებით ერთმანეთს და თუ სხვადასხვანაირად, ხომ თავისთავად ვეღარ შეხვ-
დები. ნუ გეშინია, უფალი არ მიგატოვებსო. იცოდა დედა ელისაბედმა, მო-
ნასტერში მე ვერ ვიცხოვრებდი, ესეც შემომთავაზა:
– ვიცი, საყვარელო, აქ ვერ ძლებ. ადამიანებთან ახლოს ყოფნა გიყვარს.
იყავი ერში! შორენა თუ ვერ გაგიგებს და მარტო დაგტოვებს, ღმერთი უკე-
თეს პატრონს გამოგიჩენს. მთავარია, შენ სწორად იცხოვრო!
– ხო, დედაო, ძალიან მაძლიერებს შენთან საუბარი, ძალიან მიყვარხარ,
ნეტა შენც არ გაგიშვან შორს, როგორც დედა თებრონე... ვინც ძალიან მიყ-
ვარს, ყოველთვის განშორება მიწევს, ან მტკენენ ისე, რომ ვრიყავ...
– შეუნდე ყველას, მაგრამ ბევრის უფლება არავის მისცე. ადამიანებს
სჩვევიათ ტყუილი, სუსტები არიან. ნუ მოიძულებ! სანამ თავს მოგაძულე-

293
ბენ, მანამდე გაერიდე (მეფერება, საყვარელი. ღიმილით მათბობს)! კარგი,
ნუ ტირი, თუმცა არც ეგაა ცუდი, თუ დაიცლები. იტირე, ჩემო საყვარელო,
შენ ძლიერი და ჭკვიანი გოგო ხარ, მე მჯერა შენი. დაალაგებ ყველაფერს!
ამდენი უბედურება შეგხვდა... მძიმე ჯვარი გერგო!
– დავიღალე, დედაო, დედა მინდა! ვეღარ ვუძლებ! ბავშვებს არ უთხრა,
ასე ცუდად რომ ვარ, არ მინდა მაგათაც დაემსხვრეთ ბავშვობა.
– არა, არ ვეტყვი, შენ რომ მითხარი, თორემ ისე კარგია, იცოდნენ, შენ
ერში ამათ გამო რამდენს იბრძვი ერის ხალხთან. ამათ ჰგონიათ, რომ შენ იქ
ძალიან კარგად ხარ და ესენი კი აქ შემოყარე.
– უნდათ ერში? ეგონოთ, არა უშავს! ამაზე კარგ ადგილას მე ვერ წავიყ-
ვან ჯერ. სახლში იმდენი ხალხი ირევა... თან, მე შენ გეტყვი, მომღერლები
თავისუფალი აზროვნების არ არიან?!.. მე ცხოვრება ვერ შემაცდენს! ისე გა-
ვიზარდე, ისევ მახსოვს მამის დარიგება. მათ კი არაფერი ახსოვთ, ალბათ.
ჩვენთან ერთად მათ თითქმის არც უცხოვრიათ!..
– ხო, მართალი ხარ, აქ ჯობია იყვნენ ჯერ... ნინოს მონასტერში ძლივს
ვიჭერთ, სულ შეყვარებულია, თან, სადღაც გაქრება ხოლმე. მერე ვეძებთ...
ისე მეშინია, არ შეცდეს, არ დაიღუპოს თავი. მე ერთს გეტყვი, მზად იყავი,
ნინომ შეიძლება ბევრ უსიამოვნებას გადაგყაროს. არ გაშინებ, მზად იყავი,
ძალიან სუსტია, მამებსაც კი მწველი მზერით უყურებს. სულ მაგას ვეჩხუბე-
ბი. ისე ჩაუხტება კალთაში მამებს, დღესასწაულებზე რომ ჩამოდიან, ლამის
ჩავკეტო ეს ბავშვი ერთ ოთახში.
– კარგი რა, დედაო, რატომ აქამდე არ მითხარი? ხვალ მეც გავუბრაზდე-
ბი მაგ ბავშვს! ეგ სულ გაგიჟდა? ღმერთო ჩემო, ძალა მომეცი (გული ასმა-
გად დამიმძიმდა)!
– კარგი, არ ინერვიულო, შენს საქმეზე იფიქრე და შენს თავს გაუფრთ-
ხილდი! ამათ ჩვენ ვყავართ, უანგარო ადამიანები. ყველას გვიყვარს ჩვენი
გოგოები! – ისეთი სახით ამბობდა ამას დედა ელისაბედი და ისეთი ტკბილი
ხმით, მინდოდა სამუდამოდ მასთან დარჩენა.
არ შემეძლო მონასტერში ცხოვრება, არ შემეძლო მუდამ თავდახურულს
მევლო, არ შემეძლო გამუდმებით მდუმარებასა და სიწყნარეში ყოფნა, არ
შემეძლო მუსიკისთვის არ მესმინა. იქ არ იყო ჩემი ადგილი. დღესაც ასე ვარ.
ერთ ადგილას მიჭირს ყოფნა – ასეთ დრის ძალიან ბევრს ვფიქრობ და სიგი-
ჟემდე მივდივარ. მუსიკის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ და ვერც ვე-
რასოდეს ვძლებდი. ყველა ხომ არ არის გაჩენილი მონასტრისთვის. დავდი-
ოდი, სულ დავდიოდი. სად დავდიოდი, ისიც არ ვიცი... თბილისში იხსნებოდა
ღამის კლუბები. შემეძლო მარტო შევსულიყავი და მთელი ღამე თვალებდა-
ხუჭულს მეცეკვა გათენებამდე. ერთხელ მითხრა პაატამ, შავები გაცვია და
მუსიკას უსმენო? ხო! ვუსმენ! სულ ვუსმენ და მოვუსმენ! მუსიკის გარეშე
ცხოვრებაც არ იარსებებდა. თუკი ეს დანაშაულია, იყოს! მე მაინც არ დავმა-
ლავ იმას, რაც ვარ.

294
– ხვალ მაინც დაველაპარაკები ბავშვებს, ისე არ წავალ. რა ვუყო ამ ნი-
ნოს, არ ვიცი, დედაო!
– ხო, საყვარელო! – ამას ისე ამბობდა, ვის არ ეყვარებოდა?!
– რა საყვარელი ხარ, მადლობა დედაო, მადლობა უფალს, შენ რომ არსე-
ბობ! ნეტავ, შორს არასოდეს წახვიდე!
– დაე, უფლის ნებით იყოს ყველაფერი, ჩემო ტკბილო!
– დედაო, თუ მე რამე მომივა, შეიძლება გთხოვო? არ მიატოვო ბავშვები
და არც ჩვენი სახლი და არც ქონება.
– არაფერი მოგივა, ჩვენ ბევრს ვლოცულობთ შენთვის. ღმერთის გჯერო-
დეს, ის ყველა ბოროტზე ძლიერია!
– ვიცი, დედაო! ხომ შეიძლება ღმერთმა მაპატიოს, ცოდვას თუ ჩავდი-
ვარ. არც კი მინდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ. ხო შეიძლება, თუნდაც შორენას
მოუნდეს ჩემი მოშორება? ერთი სიტყვაა საჭირო, ვითომ და მე შურისძიება
მინდა და იმ წამსვე გამაქრობენ, თუნდაც მამის გადანახული ჩანაწერების,
ფაქტების გამო... ხომ ხვდები, დედაო, რას ვამბობ (დედა ცოტათი დაიძაბა)?
– მაგაზე არ მიფიქრია, ნუ გადაიმტერებ ნურავის. ტკბილად აუხსენი, თუ
ვერ წავა წყნარად.
– ეჰ, არ იცი, წყნარად ლაპარაკი მასეთ ხალხთან როგორ მიჭირს, დედაო.
თუ წავა წყნარად და უკვალოდ, კარგი იქნება.
– დაისვენე, საყვარელო, აღარ იფიქრო ცუდზე, მე შენთვის კიდევ მეტს
ვილოცებ! ღმერთი ობლებს არ ტოვებს, თანაც კეთილსა და სიმართლის მა-
ტარებელს, როგორიც შენ ხარ, საყვარელო. ამიტომაც ბრძოლა მეტი შეგხ-
ვდება იმისგან, არ მინდა ვახსენო (ეშმაკს† გულისხმობდა). ჯვარი აქაურო-
ბას, მაგრამ გამიხსენე, გეხვეწები! არ შეწყვიტო უფლის სიყვარული!
ძალიან ემოციური იყო ეს საუბარი და ძალიან ღრმა, იმედის მომტანი და
სიყვარულის გამაძლიერებელი.
– არასდროს! უარესად რომ დამემსხვრეს თავზე ცხოვრება, მაინც ვერ
გადამაყვარებს უფალს ვერავინ და ვერაფერი! მე მას ვგრძნობ. ის ჩემთან
არის მუდამ. დედაო, შეიძლება მართლა დამენახა ანგელოზი?
– გამოცხადება გქონდა? დიდება უფალს!
– ჩემს ძმებს რომ ესროდნენ, წამით რამდენიმეჯერ დავინახე, ძალიან ახ-
ლოს ისროდნენ. ერთი ნაბიჯიც არ გვაშორებდა... თითქოს რაღაც ჩამოგვეფა-
რა, ვერც ვხსნი, რა იყო თუ ვინ იყო, ადამიანი არ იყო, თან მერე ჩემმა ძმამ და
მეზობელმა თქვეს, რომ 4 იყვნენო (მკვლელები). მე კიდევ მხოლოდ ორი დავი-
ნახე და უცბად მესამე – ბუნდოვნად. თითქოს ეს ორი ანგელოზი ეფარებოდა
წინ. მე თვალი არ მომიხუჭავს, მინდოდა დამენახა ყველაფერი, მინდოდა ბო-
ლომდე ჩემს ძმებთან ვყოფილიყავი ასე მაინც, თითქოს უფრო ვაძლიერებდი...
ცოტა ხანი ორივე გავჩუმდით. მდუმარებას ორი ადამიანის შეკავებული
ტირილის ხმა არღვევდა, მერე კი მოიკრიბა ძალა და თავი ბალიშზე დამადე-
ბინა.

295
– ღმერთს უყვარხარ! შეუძლებელია ასეთ მანძილზე სროლისას გადარ-
ჩენა, მით უმეტეს, ავტომატების ჯერში, სნაიპერებით ხომ არ მოკლეს! ანგე-
ლოზებიც იმიტომ დაგენახვნენ, რომ შენ გფარველობდნენ და გაძლიერებდ-
ნენ ისევე, როგორც შენ ცდილობდი შენი საყვარელი ძმების თანადგომასა
და გაძლიერებას და თვალს არ ხუჭავდი, თორემ ანგელოზები სულ დაგყ-
ვებიან და არ ჩნდებიან ასეა. ისინი სხვამაც დაინახა?
– არა, მხოლოდ მე და გიჟი არ ვეგონო-მეთქი, ყველას ვერ ვუყვები.
– რამხელა უბედურება ჩაიდინეს! რამხელა სასჯელი ელით საწყლებს,
არც იციან... ცოდოები არიან. ისიც ცოდოა, შენგან გამორჩენას ვინც ელის.
ეჰ, ღმერთმა შეუნდოს ყველას და გონს მოიყვანოს!
– ასე უბრალოდ შეუნდოს?!
– ამ სიტყვებში დიდი სიბრძნე დევს. იქამდე არ შეუნდობს ადამიანს ცოდ-
ვებს უზენაესი, სანამ არ დაწვავს. დაწვა კი მტკინვეულია. კაცს, თუ მიხვ-
და და გულით მოინანია ცოდვა, ღმერთი შეუნდობს. მონანიება კი ტანჯვის
გზით ხდება, მაგრამ თუ ადამიანმა მხოლოდ სიტყვით თქვა აღსარებაში, ვნა-
ნობო და მთელი გულით არ ნანობს, რა თქმა უნდა, არ მიეტევება...
– კარგი, დედაო, შენც არ დაგაძინე! ძალიან დამეხმარა შენი საუბარი.
ღმერთი გაგაძლიერებს ჩემი გაძლიერებისთვის, ძილი ნებისა, დედაო! არ
დაგავიწყდეს მაინც, რაც გთხოვე...
– არაფერი მოგივა! ჩემი ხომ გჯერა?
ორივემ გავიღიმეთ, მე დავიძინე. დედა ელისაბედი, ზუსტად ვიცი, დიდ-
ხანს ილოცებდა.
ძილის წამლები რომ დავლიე, ისევ იმ ამბავს დავუბრუნდები... ეკა მო-
ვიდა, შორენას მახინჯი დაქალი, ქორწილში მიდიოდა და ჩემი ფეხსაცმლის
თხოვება უნდოდა. არ მაცადა იმქვეყნად წასვლა... დედა ელისაბედის ლოც-
ვამაც არ გამიშვა. ეტყობა, ღმერთმა ასე ინება! ალბათ, კიდევ მქონდა ბევ-
რი საქმე გასაკეთებელი. ასე ლაჩარივით არ დამატოვებინა ბრძოლის ველი
საკუთარ მამულში საკუთარი ხალხის წინაშე! სხვა მტერი მე არც მყოლია და
არც მყავს!
ვილი წავიდა სახლიდან. ლადოს მისგან ვიცნობდი. ვეღარ გამიწევდა
დახმარებას. მანამდე პროცენტმაც დაიწია, 500 დოლარის მაგივრად, 250
დოლარი გახდა, რომლებიც არასდროს მჭერია ხელში! ამიტომ მე თვითონ
ვთხოვე ლადოს თანხის დაბრუნება. ამასობაში მე და ბადრი ვგეგმავდით
რუსთავში ღამის კლუბის გახსნას. მან რუსთავში გადასული თუ გათხოვილი
კლასელის ქმარი და მისი ძმაკაცები გამაცნო. ნორმალური ადამიანები შთა-
ბეჭდილება დატოვეს. რუსთავში იმიტომ გადავწყვიტე რაღაცის გაკეთება,
რომ თბილისში არ მინდოდა ვინმეს კონკურენტი გავმხდარიყავი და კიდევ
მტრები გამეჩინა...
არ მგონია, ჩემზე კარგ მუსიკას ვინმე უსმენდეს, თუ იმავეს არ უსმენს,
რასაც მე. რაღაცები გავყიდე და სახლს საქმე ვარჩიე, რომელიც მე მესი-

296
ამოვნებოდა და მეყვარებოდა... ჩავთვალე, რომ ჯერ ისევ მონასტერი სჯობ-
და დებისთვის... შენობა შევარჩიეთ. 10000 დოლარი უკვე მქონდა. 2800 დო-
ლარი ბადრის ვასესხე მანამდე. კარგი ფული იყო 1996 წლისთვის. კლუბის
გამართვას ყოფნით არ ეყოფოდა, მაგრამ კიდევ შევაშველებდი... ნგრევა
დაიწყეს ბიჭებმა, ბევრი რაღაც გაარკვიეს, გახარებულები ვიყავით სულყ-
ველა და ენერგიულები.
ამასობაში რუსკა და ლაშა გაიპარნენ. მე და სალომე „ჭკუაზე არ ვიყა-
ვით“. დეკოს ძლივს ვაწყნარებდით. დაახლოებით ვიცოდით, რომ აპირებდ-
ნენ, მაგრამ მე „მომტეხეს“. ბიჩოკა არ გაათხოვებსო და მართალიც თქვეს.
ისევე არ დავუშვებდი, როგორც 15 წლის სალომე არ გავატანე კვირტოს.
ჩემი უბანიდან, ჩემი მანქანიდან აპირებდა გატაცებას, „ნაგლი“... 16 წლის
რუსკასაც შევუშლიდი ხელს, როგორც ჩემი აზრით, საუკეთესო მეგობარი
მოიქცეოდა! გაპარულებს რაღას ვუზამდი?! თან ლაშას ოჯახმაც წააშველა
ხელი. კვირტოს ოჯახს კი არ უნდოდა სალომე და მეორედ რომ მოიტაცა,
თვითონ კვირტოს ოჯახმა არ მიიღო ლამაზი „პატარძალი“!
მოწყენილები და „დაგრუზულები“ წავედით მე და სალომე კლუბში, რო-
მელიც ახალი გახსნილი იყო ფილარმონიის პირველ სართულზე, ჰოლში.
ყველაზე დიდ კლუბად ითვლებოდა, მთელი უბანიც იქ იკრიბებოდა. აი, ნაც-
ნობი, მეგობარი ბიჭები, დანდალა და ბეჟანა, ბადრისგან რომ დავუმეგობრ-
დი. ისე, ქვედა ვერელები იყვნენ. ბართან ვიჯექი, ლუდს ველოდებოდი და
დანდალას ოხუნჯობებს ვუსმენდი. ვიღაც მოვიდა, სიგარეტი სთხოვა დან-
დალას. არც გამიხედავს უკან, ისე მივაწოდე კოლოფი.
– არა, არ მინდა შენი სიგარეტი, მე დანდალასი მინდა, – შემომესმა ხმა.
მეც უკან გავიხედე პასუხის გასაცემად:
– დანდალა მაინც მე მთხოვს, სადა აქვს მაგას სიგარეტი?! – დავცინე და
ჩემთვის სიმპათიურ საინტერესო ბიჭს შევეფეთე, რომელიც ბარდას
ჰგავდა რაღაცით.
– გაიცანი, თამუნა თორაძე, ჩვენი და! ეს ჩვენი ძმა გიორგი ცქიტიშვილია,
ცქიტო!
– სასიამოვნოა, მე საცეკვაოდ მივდივარ! – გამოვაცხადე.
ჩავედი ისევ საცეკვაო ადგილას. სალომეც ერთობოდა. საშინელ ხასიათ-
ზე ვიყავით ორივე, რუსკა გაგვითხოვდა. დაქალდება ახლა და სახლში გამო-
იკეტება... რუსკა კლუბებში არც არასდროს დადიოდა. არ უყვარდა ცეკვა
და ხმაურიანი მუსიკა. სადღაც უკვე დაქალებულიც იყო, მე და სალომე ასე
ვფიქრობდით. ერთხელ წავედით გასართობად და ისიც ძალით წავიყვანეთ,
იმიტომ რომ ცხრანი ვიყავით გოგოები და გვინდოდა ათნი ვყოფილიყავით.
ერთ ტაქსიში ვერ ვეტეოდით. მანქანები გვიჩერებდნენ, წვიმა მოდის ლამაზი
გოგოების, თუ ეს რა ხდებაო... ვინ გაბედავდა უცხოს მანქანაში ჩაჯდომას,
როცა მე იქ ვიყავი. ყველა ჩემი მეგობარი შეყვარებულს მხოლოდ ჩემთან
ერთად უშვებდა. „ბიჩოკა თუ მიდის, წადი“! – მესმოდა ხშირად. საწყენი ის

297
იყო, მაინც რომ მოიძებნებოდა ცუდის მთქმელი. მაგალითად, გიაკოს დედა,
კილას დედა... და ზოგადად დედები!.. მშობლები არ ჰყავს, რასაც უნდა,
აკეთებს, სულ ბიჭებთან ერთად არის... – სხვას რას იტყოდნენ?! არასოდეს
მითქვამს, არ მაინტერესებს საზოგადოება ჩემზე რას იტყვის-მეთქი, რადგან
მაინტერესებდა და მტკიოდა დაუმსახურებელი შეფასებები. მე ვიყავი ჩემი
ოჯახის სარკე. ეს კი ჩემთვის მთელი ცხოვრების არსი და აზრი იყო! კლუბში
ვიღაც გაიგებდა თორაძეების და აქ არისო და მოდიოდნენ და მიყვებოდნენ:
ლაშას ძმაკაცი ვიყავი, კახას ძმაკაცი ვიყავი... მაგარი ვაჟკაცი ძმები გყავ-
და... კი, სასიამოვნო იყო შეიძლება, ერთი მხრივ, მაგრამ მე არ მჭირდებოდა
არავის საქებარი სიტყვები. მე ყველაზე კარგად ვიცოდი ჩემი ძმების ფასი
და ვაჟკაცობა! ვბრაზობდი, ნუ მოსდებთ ყველას, ვინ ვარ, რას „მარიაჟობთ“,
ბიჭო, რომ მიცნობთ! მე იქ იმისთვის არ მივდიოდი, ხალხს დავნახვებოდი
და თუ მივდიოდი, სწორედაც რომ, არ მინდოდა სცოდნოდათ მე ვინ ვიყა-
ვი. მაგრამ, ისინი ვინ იყვნენ, ძალიანაც მაინტერესებდა! ერშიც მაგისთვის
არ დავრჩი? მაგრამ, აბა, თქვენ ჩემზე რა იცით? არც არაფერი! ბოლომდე
ვერც ვერასდროს გამიცნობთ! ერთი იცოდეთ! მე ყველანაირი „ბოზის“ რისხ-
ვა ვარ! აი, ბოლოს წყნარი მუსიკა „ჩაქოქა“ დიჯეიმ, როგორც ყოველთვის. მე
და ცქიტო რატომღაც ერთად აღმოვჩნდით და ვიცეკვეთ. მე რომანტიკოსი
ვარ, ცქიტო პირველივე დღიდან არ შემყვარებია, ტყუილს ვერ ვიტყვი, მაგ-
რამ რაღაც ვიგრძენი.
– იცი, ახლა მინდა ულამაზესი პრინცესას კაბა მეცვას ძველებური და
ამ ხალხის შუაგულში ვცეკვავდეთ, როგორც კინოში, მერე ტაში დაგვიკრან,
როგორც ლამაზ წყვილს, – „ტონკად“ „ვეკაიფები“ ცქიტოს.
– ხო, კარგი იქნებოდა! – დაბნეულმა მითხრა. მერე დანდალას და ბეჟანას
ჰკითხა, ნეტა რა იგულისხმაო. იმათმაც უპასუხეს, მაგარი „იდეინია“და მაგი-
სას ჩვენ ვერ ვიგებთ, შენ კი არაო.
ბადრის აღარ მოსწონდა ეს ახალი „სასტავი“ ჩემ გარშემო. მის „სასტავს“
ჩამოვშორდი. ზოგს რა ეშლებოდა და ზოგს რა ჩემთან. ერთი ძმაკაცი ჰყავ-
და, ყიფო, ძალიან მიყვარდა. ძალიან უჭირდათ მატერიალურად, ზამთარში
ზაფხულის ტანსაცმლით დადიოდა. მე კი შემრცხვა, უცხოებს ვაცმევ და ამა-
სობაში ჩემი მეგობარი გამყვინვია-მეთქი. გავვარდი, ვუყიდე შარვალი, ქურ-
თუკი, სვიტრი და ზამთრის ბათინკები. ყიფოს დედას ძალიან ვუყვარდი, რომ
გეკითხა, მაგრამ ბადრის დაურეკა თურმე აღელვებულმა, სასწრაფო საქმე
მაქვს შენთანო. ბადრი, რა ხდება თამუნასა და ჩემს შვილს შორის, ასეთ
საჩუქრებს მეგობრებს არ უკეთებენ! თამუნას ჩემი შვილი უყვარსო? ბად-
რის გაეცინა, არა, რას ამბობთ, თამუნას ეგეთი გული აქვს, ყველას აცმევს,
ვისაც სცივა, ყველას ეხმარება! ყიფო როგორც ძმა, ისე უყვარსო, აუხსნა.
გული მეტკინა! განა მე მართლა ძმასავით არ მიყვარდა? რატომ იფიქრეს
სხვანაირად? ან თუნდაც მყვარებოდა, რაც არ ყოფილა, რა მჭირდა მათი
დასაწუნი?! რით იყვნენ ჩემს ოჯახზე კარგები? მშობლები თუ არ მყავდა,

298
მერე რა? მამას მაინც არ მივუტოვებივარ ისე, რომ არ მცოდნოდა, ვინ იყო!
წლების მერე მე ვაპოვნინე ის მამაც და და-ძმა, რა!.. მოკლედ, რაც იყო, იყო!
ასეთი „ყლეობები“ ბევრი იყო – ვარდს რომ ვთესავდი და დიდი „ხუი“ ამოდი-
ოდა! ჩემს მეგობრობაში ვისაც ეჭვი ეპარება, ის აუცილებლად „პროჭია“! რა-
ტომღა გავაგრძელებდი მეგობრობას? უმწეო ქალი ქმარმა და თოთო შვილი
მამამ ისე მიატოვა, უკან არ მოუხედავს. 20 წელზე მეტი ხნის წინ წავიდა და
ნაშიერი იმ კაცისა, რომელმაც არ მიიხედა შვილისკენ, რა უნდა ყოფილიყო?!
კიდევ ჩემს ოჯახზე იტყვიან რამეს! „მოამბეს“ დაუჯერეს არა? თორაძეების
ბანდა განადგურებული იქნაო! ბევრმა მშობელმა დაიჯერა მაშინ მკვლელე-
ბის „მოამბისა“! მე მათ ცხოვრებას დროდადრო ვკითხულობდი ხოლმე, რათა
გამეგო, ღმერთმა როგორ დასაჯა! ისე მძულდა ასეთ დროს ადამიანები,
მსურდა მიმეტოვებინა, ღმერთისთვის მიმენდო. ის აუცილებლად აგებინებ-
და პასუხს მათ, ვისაც მე ვერ ან არ გადავუხდიდი სამაგიეროს. მე კი სიყვა-
რული მიყვარდა და არც ვწყვეტდი ადამიანების სიყვარულს, მიუხედავად
მათი უსამართლობისა!
ბადრიმ დაიბარა ბეჟანას „სასტავი“, სამზარეულოში დასხდნენ.
– მოკლედ ბიჭებო, თამუნა ჩემი დაიკოა, თქვენ ჩემი ძმები ხართ! თუ გინ-
დათ თამუსთან მეგობრობა, „ბაზარი“ არაა... მაგრამ არც კი გაბედოს ვინმემ
სხვანაირად შეხედოს, თუ გინდათ, რომ არ აწყენინოთ. მაგარი გული აქვს და
ხშირად ბიჭებს ეშლებათ მისი ამოცნობა, რაც მერე მის ძლიერ გაბრაზებას
იწვევს და წერტილს უსვამს ურთიერთობას. ჰოდა, ეგ რომ არ მოხდეს, ურ-
თიერთობა არ აგერიოთ, ამიტომ გაფრთხილებთ! მერე განიცდის მეგობრე-
ბის დაკარგვას! – ხვადაგიანი „ჭკუაზე არაა“.
– არა, ძმაო, რა „პონტში“ უნდა შევხედოთ სხვანაირად?! ჩვენი დაც არის
თამუნა. საღოლ, ბადრი, შენ რა მაგარი კაცი ყოფილხარ, ასე რომ უდგახარ
გვერდში ძმაკაცის დას! – მოუწონა ბეჟანამ.
– ხო, რა თქმა უნდა, ასე იქნება! სულ ახლახანს დავკარგეთ ძმაკაცი
ზორო, თამუ შეყვარებია. ეგრე არ შეიძლება, ბიჭებო, ეგ შეცდომაა! – სიბრ-
ძნეს აფრქვევს ბადრი თუ ტიპობს. მე ველოდები როდის მორჩება ეს „ბაზა-
რი“ თუ რაც არის, რომ ვუთხრა ბადრის, ცქიტო მომწონს და რას ამბობს, რა
ძმაკაცობა, რა თავის გამოდება!.. მე თვითონ მივხედავ მასეთ პრობლემებს-
მეთქი. ბეჟანაც არწმუნებს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, ცქიტო კი ჩუმად
არის.
– ბეჟან, რა „ბაზარია“? მე ცქიტო მეგობარივით არ მომწონს! – ბეჟანა
ცალკე გამოვიჭირე.
– ხო, ვიცი და ეგ არ არის სწორი!
– შენ ხო არ „უბერავ“?! მე ნუ მასწავლი რა არის სწორი და არასწორი,
ყველას ვიღაცისგან ვიცნობ... ყველა უბნელია და მერე?.. უფლება არ მაქვს,
ვინმე მომწონდეს? აფრენთ, ხო იცი! მე ხომ არ ვეტყვი ცქიტოს, რომ მომ-
წონს და ბადრის ლაპარაკის მერე ეცდება ამერიდოს...

299
– კაი, არ იფიქრო მაგაზე! მე ვეტყვი ისევ ცქიტოს და შენ ბადრისთან
გაარკვიე!..
მეც ბადრის ვუთხარი... კარგად არ შეხვდა ამ ამბავს. ბადრის მოსწონდა
მარტოხელა თამუ. უკეთესად იყენებდა მის ფულებს. სიყვარული და გათხო-
ვება კი დააშორებდა. დაახლოებით ხვდებოდა, სერიოზული ურთიერთობა
მოჰყვებოდა ჩემს სიყვარულს, რადგან უკვე 17 წლის ვიყავი და ისე არ ვივ-
ლიდი ბიჭთან, ხალხის სალაპარაკო გამხდარიყო. ეს ნიშნავდა, რომ ოჯახის
შექმნას ვფიქრობდი...
– ხო, მე არ „მევასება“ ეგ ტიპი! მელას თვალები აქვს, არ ვენდობი რატომ-
ღაც! – მეუბნება ბადრი.
– აუფ, კაი რა! ბეჟანაზე მელა მაინც არ იქნება. ეგ ბიჭი „აპასნია“, მე თუ
მკითხავ! – ვპასუხობ.
– შენ მაინც იმას გააკეთებ, რაც შენთვის „სწორი“ იქნება! შენთან ლაპა-
რაკს აზრი არა აქვს... – ხელი ჩაიქნია ბადრიმ.
ვილი წავიდა და, მას შემდეგ, რაც მარტო დავრჩი, ბიჭები რიგ-რიგობით
რჩებოდნენ, ყოველთვის ორ-ორნი. ვიღაც სულ უნდა ყოფილიყო ჩემთან, მარ-
ტო არ მიყვარდა დარჩენა... ცქიტოს მამამ უთხრა, ქვევით მე ხომ არ ვუდარა-
ჯო?! დედაშენი საჭმელს გაუკეთებს, წაიყვანე! პრინცესაა, თუ ვინ არის, ასე
რომ იცავთო. ამას სასაცილოდ ყვებოდა ცქიტო. მეც ვიცინოდი, დედამისმა
კი გაიხსენა ჩვენი ოჯახი, ტელევიზიით რომ აჩვენეს მრავალშვილიანი ქარ-
თული ოჯახი თბილისში. მაშინ იპოლიტე ხვიჩიას შვილი დაინტერესდა ჩვენით
და როგორც მეზობელს, უარი ვერ უთხრეს თორაძეებმა, თორემ ძმებს ნამდ-
ვილად არ უნდოდათ ტელევიზორში გამოჩენა და მეც სასტიკი წინააღმდეგი
ვიყავი, მაგრამ ვერ ავცდით... მეორე დღეს მთელი სკოლა, მასწავლებლები
ამაზე ლაპარაკობდნენ – ტელევიზიით ნანახ ლამაზ ქართულ ოჯახზე... ნერ-
ვებს მიშლიდა ყურადღების ცენტრში მოქცევა, თუნდაც ამ ფორმით. ჩვენც
ვიდეოკასეტაზე ჩავიწერეთ ეს სიუჟეტი, რომელიც გადმოსცეს ტელევიზიით.
ზაზას ცოლს, ანის, ჰქონდა ბოლოს სახლში. წამოსაღებად როცა ავედი ჩემი
ოჯახის ამოხოცვის შემდეგ, ანიმ და მამამისმა მითხრეს, რომ აივნიდან ვიღაც
შემოიპარა და ყველა კასეტა წაიღესო. საშინლად გავბრაზდი.
– არ გცხვენია, ანი? ერთი ეგ ვიდეო დამრჩა ჩემი ოჯახის და შენ ასე გედო
კასეტებში ზევიდან?! რატომ არ დამალე?! რა უსინდისობაა! შენი თავი არ
მოგწონდა და მატყუებ? იქნებ არ მიჩენ? შენ წაგშლი! – ვუთხარი.
– არა, რას ამბობ!.. ღამე გვეძინა, ვიღაც შემოიპარა. მადლობა ღმერთს,
არ გაგვეღვიძა, ხო გული გამისკდებოდა! ისიც დაგვხოცავდა ალბათ... გა-
დავრჩით! იმის მერე აივანს ვრაზავთ, დაუცველი და საშიში გახდა ამ მოშე-
ნებების გამო! – მეუბნება ანის მამა.
რაღას გავხდებოდი, იპოლიტე ხვიჩიას შვილს დავურეკე, იქნებ მას ჰქო-
ნოდა... მან კი მიპასუხა, 3 წელზე მეტს არქივში არ ინახავენ ხოლმე და თო-
რაძეების კადრებს არქივშიც არ გააჩერებდნენ, ყველაფერი გაანადგურეს,

300
ამხელა უკანონობა ჩაიდინეს და ვინ დატოვებს თქვენს ოჯახზე რამეს. რო-
გორ ვწუხვარ, ვერ გეხმარებიო. ბოლო იმედიც ასე გადამეწურა. ღმერთს
ვთხოვდი: თუ ვინმე ქურდმა შემთხვევით წაიღო, ნეტა ნახოს, რა არის და
დამიბრუნოს!.. მაგრამ არც ეგ მოხდა. ოცნება რომ დაგინგრიონ, რა დალევს
ასეთ ბოროტებს! იმ დღიდან ანის მიმართ სიძულვილი გამიჩდა. ისედაც მა-
ღიზიანებდა მისი ჩვევები, ბოლოს როგორც იქცეოდა. თორნიკე ხშირად დამ-
ყავდა სასეირნოდ, ყველაფერს ვყიდულობდი უთქმელად, რაც სჭირდებოდა!
ტელეფონზეც ვურეკავდი, რამე ხომ არ გინდა თოკო-თოკო-მეთქი? ასე ვე-
კითხებოდი. ანი ჩურჩულით აბნევდა ბავშვს და ისიც სისულელეებს მთხოვ-
და. ანის ვეუბნებოდი, ნუ ასწავლი, მოითხოვოს, ეს მიყიდე, ის მიყიდეო! შენ
მითხარი, თუ რამე სჭირდება ბავშვს. მე თუ ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა,
პასუხად ველოდები, რომ კანფეტს მთხოვს და არა ავეჯს ან უნიტაზს... არ
ვიცი, რატომ უჭირდათ ასე ადამიანებს მატერიალურად. დედებიც ჰყავდათ,
მამებიც და დედმამიშვილებიც! იმხელებიც იყვნენ, ემუშავათ! სამსახურები
რომ არ არის თავისუფალ დედამიწაზე არ მჯერა, თუ თბილისში არ არის
სამსახურები, საქართველოში კუთხეებია, სადაც მიწაზე იმუშავებდა გაჭირ-
ვებული კაცი და საჭმელი და ჭერი ექნებოდა! მაგრამ არა! როგორ ეკადრე-
ბა თბილისელს შრომა! მას ურჩევნია სხეული ერთ კაცს მიაქირავოს, სანამ
მეორე კლიენტს იშოვის! ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე ბიბილაშვი-
ლებთან (ანის ოჯახთან). თორნიკეს ნახვის სურვილიც დავკარგე, რადგან მე
ვერ ვიგებდი ბავშვის ბუნებას, ვერ გავიცანი, რადგან ის იმას ამბობდა, რა-
საც აზეპირებინებდნენ... არ ვიცი რატომააა ჩემში ეს თვისება, მაგრამ არის!
თითქმის ყველა ასაკის ადამიანისგან მოვითხოვ კეთილსინდისიერ დამოკი-
დებულებას და სწორ საქციელს! ბავშვმა რომ იცის, უნიტაზიდან „კაკაშკა“
არ უნდა ამოიღოს და ჭამოს, იმან უკვე ცხოვრებაში ბევრი რამის გარჩევა
იცის! მოკლედ, ამიტომ და იმიტომ გავანებე თავი! ყველაზე მტკივნეული
ჩემთვის ის იყო, რომ თორნიკე საშინლად ჰგავდა ფიზიკურად იმედას, რაც
მაგიჟებდა და კიდევ უფრო მაღიზიანებდა. ვერასოდეს შევძლებდი იმედას
გარეგნობის მიღმა ანის ბუნება დამენახა ან ვინმე სხვისი!
ბადრი ძალიან შეიცვალა. ხან მე მყავდა ჩემი მანქანა, ხან – ბადრის. ერთ-
ხელ გაგვაჩერეს საგზაო „მენტებმა“(პოლიციამ), მართვის მოწმობის გარეშე
რადგან ვმართავდი ავტომობილის ჩამორთმევა გადაწყვიტეს. მერე შანსი
მოგვცეს ერთი პირობით, მე უნდა მომეწერა ხელი მათ ნაჯღაბნ ფურცელზე,
რომ აღარასოდეს დავჯდებოდი საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე. სას-
ტიკი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ბადრიმ, მე ვეხვევი შარშიო და მოვაწერე.
მის სახელზე იყო ჩემი „08“, მეც დავუჯერე. ერთხელ გაგვაჩერეს კიდევ და
ბადრიმ რაღაცები „იმაქინაცია“ გადაუჯდა „მენტებს“, ელაპარაკა... „დაკე-
რა“, რა! ბიჭებიც იყვნენ, არ მახსოვს რომლები ჩვენთან ერთად. ბადრიმაც
თავი გამოიდო. „მენტების“ მანქანიდან ჩვენთან გადმომჯდარი მართვის
მოწმობას „გვიმარიაჟებდა“.

301
– ვა! ასეთი რა უთხარი? – ვკითხეთ ჩვენ.
– ჰმ, „დავკერე“! – „ბლატაობს“ ბადრი.
– „დაკერე“ თუ „ნასეტკა“ ხარ, შეჩემა! – დავცინეთ.
თუმცა რაღაცას უკვე ვეჭვობდი ბადრიზე... რუსთავის ამბავზე რაღაც
ლაპარაკი დაიწყო, რომ თითქოს მისმა იქაურმა მეგობრებმა ტყუილები
იკადრეს და რომ არ ღირს ეს საქმე, რაც მიკვირდა და ვეუბნებოდი:
– არ უნდათ და რა პრობლემაა! მომიტანე ჩემი თანხა, მე შევინახავ!.. რა-
ღაც არ მომწონხარ ამ ბოლო დროს! არც ჩემი გაბედნიერება გიხარია! რა
იყო ბადრი, ვერ გაძეხი? ახლა დროა, შენს თავს მიხედო. მე ბავშვებს ჩამო-
ვიყვან მონასტრიდან და ვერის სახლში ვიცხოვრებთ ბედნიერად, სრულწ-
ლოვანიც გავხდები. ქორწინებით მეტი უფლებები მომეცემა... ამდენი ფული
შეჭამე, რაც ერთად ვმოძრაობთ, არც ჭამა გაკლდა, არც სმა, არც ჩაცმა და
არც საზოგადოების პატივისცემა ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ უვლი
ძმაკაცის დას. არადა, აქეთ გივლი ლაშას ძმაკაცს, ხო არ დაგავიწყდა? არც
დაგავიწყდეს! – გავახსენე და დავუზუსტე.
– არა, თამუნა, რა დამავიწყდა! მადლობის მეტი რა მეთქმის! – არადა,
განიცდის.
– მოილიე შენი საქმეები, ერთი კვირით გათხოვებ მანქანას და მერე მო-
მიყვანე!..
შევთანხმდით დღეზე. არ მინდა ერთი კვირა, ზეგ დაგიბრუნებ, თუ მანამ-
დე არ წამართმევო. მეტი სიკეთე რა გამეკეთებინა, არ ვიცი!
ცქიტოც კეკელიძეზე ცხოვრობდა მშობლებთან და 2 ძმასთან ერთად.
ჩვეულებრივ ოჯახს ერთი ოთახი ჰქონდა და სამზარეულო. დედამის მაიას
იმდენად უხაროდა ვაკეში ცხოვრება, რომ ვერასაც ვაკეს ეძახდა. რა თქმა
უნდა, დედამისს მოეწონა აზრი, რომ მის შვილს დიდი სახლის პატრონი მოჰ-
ყავდა ცოლად. ბევრი ქონება დარჩენია, სახლშიც არ ჭამს თურმე, მხოლოდ
გარეთ მიირთმევს ჩემი რძალიო, ამას ამაყად ყვებოდა ნათესავებში, როცა
გაოცებით ეკითხებოდნენ, რა დროს გიორგის (ცქიტოს) ცოლიაო. მამა კი
(მე ბაბუს ვეძახი) ბოლო დღემდე წინააღმდეგი იყო, არაფერი მინდა სხვისი,
ოღონდ ასეთი პატარა ნუ მოიყვან ცოლსო. მერე კი ტიტები მომართვა ლა-
მაზი და მითხრა, მაპატიე, შვილო, განა გიწუნებდი, პატარები ხართ ძალიან,
მაგრამ აბა, არ იშლით თქვენსას!.. მამას ვერ შეგიცვლი, მაგრამ გპირდები,
შვილივით გაგიფრთხილდებიო. თავზე მაკოცა, მეამა, გული გამითბო. ძმა
ჰყავდა ბაბუს თამაზი, ისიც თბილი და საყვარელი, კეთილი ადამიანი იყო,
40 წლის, თუ სწორად მახსოვს, მანაც იმ დროს შეირთო ცოლი. საყვარელი
ისეთი ზრდილობიანი იყო, ქალბატონ თამუნას მეძახდა, რაზეც მე ვიცი-
ნოდი. იშვიათი იყო იმ დროისთვის ნორმალური ადამიანი, კაცი თუ ქალი.
ბევრი რომ არ ვწერო, შევიყვარე ცქიტოს ოჯახი ჩემი ოჯახივით, მაგრამ ეს
დედამთილი გულში მტენიდა სიმწარეს, ისეთი უტაქტო ქალი იყო (ნეტა, დე-
დაჩემს მგვანებოდა)! ერთხელ მისი დის დაბადების დღე იყო. ყველა ჩვენ

302
გვეფერებოდა, უკვირდათ, ასეთი პატარები რომ ვიყავით და დავქორწინ-
დით! მოკლედ, იყო ერთი ამბავი და ეს ჩემი ძვირფასი დედამთილი არც მე
მომერიდა, არც თავის შვილს და ხალხში ამბობს: ჩემი რძალი კარგი გოგოა,
მაგრამ ისეთი მაღლები ეძლეოდნენ ჩემს შვილს, ვეუბნებოდი, დაიცადე, რა
გეჩქარება-მეთქი. ნათესავებსაც კი შერცხვათ. მიუბრუნდნენ, შენ არ იყა-
ვი, გიხაროდა, კარგი გოგოაო? სიმაღლე რა შუაშიაო. ოხ, რა ჩამოთვლის,
რამდენი რამ მომითმენია, თმით რომ არ მეთრია! მაგრამ, ალბათ, ცქიტოს
დამსახურება იყო, ის უბრაზდებოდა თავის უტაქტო დედას და ამით მთავრ-
დებოდა უთანხმოება. ბაბუ მეუბნებოდა, ნოდიებს მე ვერ ვუძლებ და აბა,
შენ იციო. ჩემი დედამთილი, ანუ მისი ცოლი, მაია ნოდია იყო.
ცქიტო წავიყვანე მონასტერში, გავაცანი დებს, მამა ზენონიც გავარკვიე,
ჩემს ცხოვრებაში რა ხდებოდა. ის მალევე პატრიარქის კურთხევით თბილის-
ში გადავიდა. სამ თვეში ისე განვითარდა ჩვენი რომანი, რომ გადავწყვიტეთ
დაქორწინება. მამა ზენონს მივაკითხე, რათა კურთხევა ამეღო და ჯვარიც
მას დაეწერა ჩვენთვის, რამაც ცოტა არ იყოს შეაშფოთა, დაიბნა რაღაცნა-
ირად და ხმამაღლა ფიქრი დაიწყო:
– დარწმუნებულები ხართ, რომ მზად ხართ ასეთი სერიოზული ნაბიჯის-
თვის? ოჯახის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერ თქვენ რა იცით, რა
არის სიყვარული ან ცოლქმრობა?!
– კი, მზად ვართ! გვიყვარს ერთმანეთი, რაღას ველოდოთ?
– მშობლები თანახმა არიან, 17 წლის ბიჭმა ცოლი შეირთოს? თუმცა მეც
პატარამ გადავწყვიტე უფლის გზაზე სიარული... თქვენხელა ვიყავი მეც,
არც ძალიან პატარები ხართ!
– კი, სხვა რა გზა აქვთ?! ისე, კი თქვეს, პატარები ხართო.
– ძალიან საპასუხისმგებლო კურთხევას მთხოვთ, მეშინია!
– მამაო, უკვე ერთად ვცხოვრობთ და ჯვრისწერის გარეშე არ არის კარ-
გი, ცოლ-ქმარი გვერქვას და არც ისე ვაპირებ მყავდეს მამაკაცი, ეს არაა
ჩემი ცხოვრების სტილი და არც ჩემს ოჯახს გაუხარდება. სჯობს, ღმერთის-
გან დალოცვილები ვიყოთ! – მეც ამოვიღე ხმა.
– ისეთს მეტყვი... ვერაფერს ვხდები (თავს იქნევს და იღიმის)! მგონი, მე-
უფეს უნდა ვკითხოთ! ერთად ცხოვრების მაგივრად გეცადათ ცალ-ცალკე
გეცხოვრათ ჯერ რამდენიმე წელი მაინც. სულ სამი თვეა, რაც იცნობთ ერთ-
მანეთს. იქნებ არ ხართ ერთმანეთისთვის?
– მამაო, 17-18 წლის ასაკში გახდი ბერი, ესე იგი, არც ისე პატარა იყავი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად! – ვუთხარი მე.
– ხო, არ ვიცი, მაინც... გიორგი (ცქიტო), თამუნა მარტოა, დიდი ტრაგე-
დია გადახდა თავს. მისი მარტოობისთვის შეიძლება ყველაზე კარგი გამო-
სავალია ოჯახის შექმნა. თავისი ასაკისთვის მეტად მძიმე ტვირთის ტარე-
ბა უწევს ცხოვრების გზაზე... ამას ახლა სერიოზული მამაკაცი სჭირდება
გვერდით, მხარში რომ ამოუდგეს, დების გაზრდაში მოეხმაროს და კიდევ

303
უფრო მეტად არ ატკინოს გული მომავალში. რამდენიმე წელიწადში ასაკმა
რომ შეგიცვალოს გემოვნება, აზროვნება?.. რა ვიცი, მილიონი რაღაც არის!
დაფიქრდი, ხარ ამ ყველაფრისთვის მზად? დიდი პასუხისმგებლობაა ცოლქ-
მრობა და მითუმეტეს ასეთი გულნატკენი გოგოს წინაშე! – ძალიან სერი-
ოზული შეკითხვა დაუსვა ცქიტოს მამა ზენონმა.
– კი, მამაო, ჩემზე კარგად ვინ მიხედავს სიყვარულით! ერთი პრობლემა,
რაც მაქვს, სტუდენტი ვარ და არანაირი შემოსავალი არ გამაჩნია, – უპასუხა
ცქიტომ დამაჯერებლად.
– ხო, აი, ეგეც პრობლემაა! – თქვა მამა ზენონმა.
– ეგ მეც ვიცი და არ არის პრობლემა! ღმერთი არ მიგვატოვებს მაგის
გამო. სახლიდან რაღაცებს გავყიდით და საქმეს წამოვიწყებთ. ხვადაგიან-
საც მოსატანი აქვს 12800 დოლარი. კლუბს არა, მაგრამ სხვა რამეს მოვი-
ფიქრებთ (კლუბის წინააღმდეგი იყო მოძღვარი, ამიტომ მეც დავივიწყე ეგ
თემა)!
მამა ზენონმა დაგვლოცა. სხვა მამასთან გაგვგზავნა ჯვრის დასაწე-
რად. თვითონ არ შეეძლო, საპატრიარქოს ფინანსებს მართავდა, როგორც
მახსოვს... უაღრესად განათლებული გახლდათ ყველა სფეროში და სასურ-
ველი საურთიერთობოდ. ძალიან მინდოდა მას დაეწერა ჯვარი, მაგრამ არ
გამოვიდა. ამ დროისთვის მეც კოლეჯში ვსწავლობდი, სადაც დეკომ ძალით
ჩამაბარებინა. ფასიანი იურიდიული კოლეჯი იყო, სახელიც კი არ მახსოვს.
რაღაცის ატესტატი ხომ უნდა გქონდესო... მეცხრე კლასის მერე იშვიათად
დავდიოდი, ტვინი სწავლას გადაჩვეული იყო, მომზადებაც დავიწყე ისტო-
რიაში, ქართულში, მაგრამ არც მანდ მეყო ნერვები. არ ვსწავლობდი, ტვი-
ნი გამიზარმაცდა. კითხვა მიყვარდა, მაგრამ ეგეც მეზარებოდა, რუსკა თუ
დამიდებდა წინ წიგნს და დამაინტრიგებდა, რომ ძალიან საინტერესო იყო,
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში წავიკითხავდი სულმოუთქმელად ორ დღეში.
უკეთესი იყო, თვითონ თუ წამიკითხავდა ხმამაღლა და მეც მოვუსმენდი (ასე
მოსმენა ზაზამ შემაყვარა). რუსკას დამსახურებით ბევრი საინტერესო ამბა-
ვი მაქვს მოსმენილი და წაკითხული. კითხვაც მან შემაყვარა.
ძალიან კარგი საცოლე ვიყავი და, რა თქმა უნდა, მეუღლეც, სხვანაირად
ვერც შევძლებდი. ჩემი მშობლების მაგალითით ვცხოვრობდი! დედამთილს
ვთხოვე, ყველა იმ სადილისა და საუზმის გაკეთება ესწავლებინა ჩემთვის,
რომლებიც მის შვილს უყვარდა! არ მგონია, 17 წლის გოგოები დღეს ან მა-
შინ ასე ცხოვრობდნენ ან იქცეოდნენ, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა ეს ჩემი
დედამთილი! ლაშა და ნიკა, ცქიტოს ძმები, საყვარლები იყვნენ და მათთან
კარგი ურთიერთობა მქონდა.
ვემზადებით ჯვრისწერისთვის. პირველ ივნისს დავგეგმეთ, რადგან ცქი-
ტოს დაბადების დღე მოდიოდა, მანამდე მარხვამ მოუწია... დავიღალე იმაზე
ფიქრით, უნდა დასწრებოდნენ თუ არა დები ამ ყველაფერს, თუ სჯობდა,
ბარემ ვერაზე რომ გადავიდოდი, მონასტრიდან მერე წამომეყვანა. ეს ბიჭ-

304
ბუჭები, ცქიტოს „სასტავი“, დიდად არ მომწონდა. ვფიქრობდი: ჩემი დები
ანგელოზები არიან და სულაც არ მინდა ამათ ტვინი აურიონ, მაგრამ გაიგეს,
რომ ვთხოვდები და სწყინთ, რას ჰქვია, ქორწილში არ უნდა ვიყოთო?! რა
ქორწილი! დიდი არაფერი, ძალიან ვიწრო წრეში კეკელიძის სახლში ვაპირებ-
დით აღნიშვნას. შორენა შემირიგდა. არც გავბუტულვართ, მაგრამ მაინც...
მეუბნებოდა, რომ ჩემს ასეთ დღეს გიორგიც უნდა დაესწროს და დებიც. რო-
გორ არ მინდოდა! როგორ მინდოდა ამერიდებინა იმ „სირი“ ბიჭებისთვის და
ბინძური საზოგადოებისგან დამეცვა ისინი! სხვა მიზანი არ ჰქონია ჩემს ქმე-
დებას თუ გადაწყვეტილებას! არასდროს! არასდროს სხვას არ უნდა მოვუს-
მინო პირადად მე! არასდროს! არასდროს ამართლებს! ამ ფიქრებში დაღლი-
ლი დედა ელისაბედმა გამომაფხიზლა ტელეფონის ზარით და მონაყოლით:
– თამუნა, საყვარელო! ნინოს ვეღარ გავაჩერებთ მონასტერში, აუტან-
ლად იქცევა! არ ესმის არავისი. გუშინ სტუმრები იყვნენ, მამები ჩამოსული.
ლამის ხელით შევეხე ნინოს, ცოდვაში მაგდებს მეც და სხვებსაც, იქნებ შენ
დაგიჯეროს! შიში აქვს შენი!
ამ ამბავმა შემაშინა. არ ვიცი, რა ეშველება ამ ბავშვს! მონასტერში თუ
ვერ ცვლიდნენ, ლოცვებიც თუ არ შველოდა, მე როგორ შევცვლიდი? ამდენი
ბრძენი ადამიანის დარიგება არ ესმის ბავშვს და მაგ დროს მე მხოლოდ მათ-
რახი ვიცი, ვირებს და ცხენებს რომ არჯულებენ, სხვა რა დამრჩენია?! ჩემს
„ტემპერამენტიან“ დაიკოს უნდა ვუშველო როგორმე, რომ არ გაბოზდეს! ოხ,
ღმერთო! დედა ელისაბედიც უნდა გაუშვან სხვა მონასტერში, არ მახსოვს
სად, შორს და, სულ ცივაო... ცქიტოც ისმენდა ჩემს ყველა პრობლემას და
ერთად ვწყვეტდით, ერთად ვფიქრობდით, რაც მე მომწონდა. ჩვენ წავიყვანთ
და მივხედავთო, დედა ელისაბედი დაამშვიდა. ცქიტო არ იყო ცანცარა ბიჭი,
პირიქით, თავის ასაკთან შედარებით ჭკვიანი და მოხერხებული იყო, რამაც
მომაწონა და შემაყვარა. გონიერი და სამართლიანი ადამიანის შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა. ისეთისა, ბევრი ადამიანის მოწონებას რომ იმსახურებენ.
სადაც ნინო, იქაც მაიკო და ეკა უნდა ყოფილიყვნენ. სასტიკი წინააღმდე-
გი ვიყავი ერთად გაზრდილი დების დაცალკევების. ჩემი დღიურები სავსე
იყო იმაზე ფიქრით, თუ როგორ ვთხოვდი ღმერთს, ძალა მოეცა, ღირსეული
და კარგი გოგოების აღზრდაში დამხმარებოდა. თანახმა ვიყავი, წინაპრების
ცოდვები მეტვირთა, ოღონდ კი მათ არიდებოდა. ჩემი თავის სიძლიერის
მჯეროდა. ამტანი ვიყავი ბავშვობიდან, ისინი კი ხელშეუხებლები და და-
ცულები მინდოდა ყოფილიყვნენ ბინძური ქართველებისგან! ვეხვეწებოდი
ღმერთს, ლამაზი ცხოვრება ერგუნებინა, ჩემგან განსხვავებით და, მათ ეს
ყველაფერი უნდა ჰქონოდათ, რადგან მათ მე ვყავდი! მე კი არავინ! მართა-
ლია, ჩემი ძმები უფრო მიყვარდნენ, ვიდრე დები და ეს არ იყო ჩემი ბრა-
ლი. ძმების სიყვარული გააზრებული და მათ მიერ იყო მოპოვებული. დები
კი მერე შემიყვარდნენ, შემეცოდნენ და, რა თქმა უნდა, ამაგს როცა ვდებთ
ადამიანებში, ისინი უფრო გვიყვარდებიან. კი, ნაწყენიც ვიყავი, პაატას გაქ-

305
რობას რომ ზეიმობდნენ, მაგრამ ამას ვერავის ვეტყოდი და არც მათთვის
გამიხსენებია. ჩემი ოჯახის ამოხოცვამდე ვიცხოვრეთ 2 წელი ერთად და ერ-
თიც მანამდე, სანამ პაატას გაიტაცებდნენ. სულ 4 წელი ვიცნობდი მათ და
თურმე არც ვიცნობდი. შეუძლებელია, მატყუარა ადამიანებზე ვთქვა, რომ
ვიცნობდი. სულ რაღაცას მატყუებდნენ. ვერასდროს ვგრძნობდი იმ სიყვა-
რულს მათგან, რომელსაც მე გავცემდი, მაგრამ მათ ბავშვობას ვაბრალებ-
დი და მათდამი ჩემს სიმკაცრეს. მეც პირნათლად ვასრულებდი ჩემს მისიას,
ძმების დანაბარებს და მათ ვბაძავდი. დები კი, არ ვიცოდი რას გრძნობდნენ
ჩემ მიმართ ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრისადმი. არასოდეს გამიგია, რო-
მელიმეს ეთქვა მკვდარი ძმებიდან ერთზე მაინც ან დედ-მამაზე, მომენატ-
რაო. ცრემლი ხომ საერთოდ არასოდეს დამინახავს მათ თვალზე, ჩემების
მონატრებით მოგვრილი ცრემლი! ეს არ მწყინდა და არც მიკვირდა, რადგან
ასაკით ვამართლებდი (დიდი შეცდომაა!). იმ ასაკში იყვნენ, ყველაფერი რომ
არ ახსოვთ. ეს მე მახსოვს ყველაფერი, რაც დიდი სურვილის დამსახურებაა.
ჩემთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ ჩემი მშობლები! ჩემი ძმები! მათზე ბავშ-
ვობიდან ბევრს ვფიქრობდი, ვწერდი და ვყვებოდი, რათა არასოდეს დამვიწ-
ყებოდა ერთად ნაცხოვრები თუნდ ერთი წამი! არ დამვიწყებოდა, საიდან მო-
ვედი! წარსული აწმყოა. აწმყო კი – უკვე მომავალი! ვერასოდეს დავივიწყებ
ამ სამ წესს! კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ!
მე ცქიტო და ბეჟანა ტელევიზორს ვუყურებდით. სახლის ტელეფონზე
ქასრამ დამირეკა, ჩვენმა უბნელმა მეგობარმა. რუსკას კორპუსში ცხოვრობ-
და, ვძმაკაცობდი:
– ბიჩოკ, რაღაც „სტრანნი“ მოხდა წეღან, – მეუბნება ქასრა.
– რა მოხდა, აბა, ქასრა?
– რა და, ბადრი „გაიჩითა“ კორპუსთან თავისი მანქანით (ანუ ჩემით) ჩემს
ფანჯრებთან და მეძახის, ასანთი გადმომიგდეო. მეც გადავუგდე. ამ დროს
ვიღაც „მენტები“ მოვიდნენ, ჩასვეს მანქანაში, საჭესთან სხვა დაჯდა და
წაიყვანეს. ვერ გავიგე, დაიჭირეს, რა მოხდა?!.. მგონი შენთვის უნდა მეთქ-
ვა, მე ვერაფერს ვუშველიდი.
– რა?! რა ასანთი? ვახ, სუფთად მაინც გააკეთოს, რომ მოვტყუვდე! შენ
რა, წვრილმანის ჯიხური ხარ? მანქანასაც აქვს „ზაჟიგალკა“. ვააა, რა აფე-
რისტია! რაღაც „გააჩალიჩა“... კაი, ქასრა, გაიხარე, ძმაო!
ცქიტო სიცილით მოკვდა, ბეჟანა აღელდა, იქნებ მართლა მოხდა რამეო...
სახლში დავურეკე მის დას, მშობლებს... ორივე ოჯახს მოვუყევი მომხდა-
რი, ჩემი აზრიც ვუთხარი, ამას ვალის გამო აკეთებს, მე კი არ დავიჯერებ
მაგ სისულელეს და მოუწევს „მოჯმა“ მაგ ფულის-მეთქი! ვის რაში სჭირდე-
ბოდა ბადრი? გაიკითხეთ განყოფილებებში და გაიგეთ, თუკი მართლა და-
ჭერილია, მეც გამაგებინეთ სადაა. მაშინ დავიჯერებ, თუ ამას რომელიმე
განყოფილების უფროსი დამიდასტურებს-მეთქი. ოჯახი შეწუხდა... სახლში
ავადექი ბადრის, პირველად ვიყავი, რაც გადავიდა და ყველაფერში გავერ-

306
კვიე, როდესაც სიტუაცია ჩემი თვალით ვნახე! მოსკოვში რომ მივდიოდი
ვილისთან ერთად, ბადრი მომადგა სახლში. ოთხი ახალი აბაზანა გვქონდა
და მთხოვა, ერთი მომყიდეო. მე ვუთხარი, არ გრცხვენია? გაჩუქებ, მაგრამ
ახლა მივფრინავთ მალე და რომ ჩამოვალ, მერე იყოს-მეთქი. აუ, ახლა უნდა
დავამონტაჟებინო და თუ შეგიძლია, დამიტოვე გასაღები, რა პრობლემააო.
მეც რა დებილი ვარ! როგორ ვენდე, არ ვიცი და მივეცი გასაღები! მერე და-
ვურეკე, ახლავე რუსკას მიუტანე გასაღები-მეთქი. გულმა რაღაც მიგრძნო,
მამა მკარნახობდა! ამ „ნაგლს“ არ მოუპარავს ჩემი სახლიდან?! აბაზანა ხო
წაიღო, უნიტაზი, ონკანები, სამზარეულოში დასაგები ლინოლეუმი, უძვირ-
ფასესი ხალიჩა, რომელზეც დედაჩემი ამბობდა: როდის ვეღირსები ამის გაშ-
ლას სუფთა სახლში, მამაშენის უჩუმრად ვათრიე ლენინგრადიდანო! და ამ
„ნაბიჭვარმა“ ხვადაგიანმა რა იკადრა! როგორ არ შეეშინდა ღმერთის! თან
მჯეროდა ადამიანების და თან არა! ეს იყო ჩემი დიდი მინუსი! არ უნდა მივნ-
დობოდი! ადამიანების არ მჯერა! განვლილ ეჭვიანობას ვაბრალებდი, ცხოვ-
რებიდან გამომდინარე და ვცდილობდი ჩემში ეს განცდა ჩამექოლა! არადა,
მართალი ვყოფილვარ! და აი, ბადრის, რაც მოუსწრია, გამოუზიდავს. რა ჩა-
მოთვლის, რამდენი რამ წაუღია და, რაც არ ვიცი?! ისე გავცხელდი, ვეღარ
ვსუნთქავდი! მისი მშობლებიც კი მიხვდნენ, წყალი დამალევინეს. მე ხომ
ბადრი ძმასავით მიყვარდა!
– ვაიმე, შვილო, ჩვენ რა ვიცოდით, შენი ოჯახიდან თუ მოჰქონდა, ისე
გვაყვედრიდა ამ ყველაფერს, რომ ვეუბნებოდით, მშივრები ვიხოცებით შენი
მშობლები და ერთხელ პური მაინც მოგვიტანეო, ამბობდა, ამდენი გაგიკე-
თეთ და რა ვქნა, მეც არ მაქვს, ვალები ვიხადო, ამდენი რამე რომ გავაკეთე
ოჯახში თუ პური მოვიტანოო, – ტირილით მიყვებოდა ბადრის დედა.
– როგორ არ დამირეკეთ აქამდე? როგორ არ მომიყევით, ასე რომ იქცეოდა?
ერთხელ დამირეკა ბადრის დედამ და მეკითხება, შვილო, ვიცი ეკლესიაში
და მონასტრებში დადიხართ სულ და იქ არ ასწავლიან, მშობლებს ეცი პატი-
ვიო? რაზეც გავოგნდი და ვუპასუხე, ბადრი მე კარგი შვილი მეგონა, თავი
ისე ეჭირა, როგორც მე მომეწონებოდა-მეთქი.
– ეჰ, ნეტა ვინ უსმენს ან ეკლესიას, ან ღმერთს!
– როგორ მეგონა, მორწმუნე იყო ბადრი, ისე შემოვიდოდა ტაძარში, ყვე-
ლა ხატს მოწიწებით ემთხვეოდა, თვალები უცრემლიანდებოდა... ესე იგი,
ამ ყველაფერს იტყუებოდა?! ჰმ, უფრო საშიშ ტიპთან მქონია საქმე და არ
ვიცოდი! როგორ? ლაშაც ასე შეცდა?! თქვენი შვილისნაირი სად ივლის, სუ-
ლერთია. ეკლესიაში მე დამყვებოდა და მონასტრებში. ბადრი ჩვეულებრივი
ეშმაკის† მსახურია! – მეც არ მოვერიდე მშობელს და ვუთხარი.
დამ ყველაფერი გაიგო თავის ძმაზე, ნინო ხვადაგიანმა! თავიდან გაგიჟ-
და, მერე ძმას ამართლებდა, შენ იტყუები, მე ბადრიმ მითხრაო. მივხვდი,
ბადრი მშობლებს პატივს არ სცემდა. უფროსი დის ხათრით რას გააკეთებ-
და?! ისიც ჩვეულებრივი სულელი ან მატყუარა იყო. სიძეს კი ვინ მოუსმენ-

307
და, ჩოგბურთის ერთი ჩვეულებრივი ტრენერი იყო. მოკლედ, ვიჯექი სახლში
და ველოდებოდი ბადრის გამოჩენას. არ მახსოვს, რამდენი დღე არ ჩანდა...
კვირაზე მეტი არ იქნებოდა გასული. დარეკა და თავისი ძმაკაცის სახლში
დამიბარა, მარტო მოდიო. კახა ერქვა იმ ბიჭს, თუ სწორად მახსოვს. მას კი
აუცილებლად ემახსოვრება ჩემი სახელი! ვაკეში შეხვდით და მოგიყვანს, სა-
დაც ვარო (რამდენს ბედავდა ეს პიტალო!). ცქიტომ და მისმა ძმაკაცმა ხითა-
რამ ინერვიულეს, მაგრამ დავამშვიდე: „ვსიო ბუძიტ ხარაშო, ბრატცი!“ მივე-
დი დანიშნულ ადგილას, გადმოვედი ტაქსიდან და ეს კახა თუ ვიღაც „სირი“
მოვიდა შინდისფერი „ბეემვუკათი“ (BMW) და მეძახის:
– აქ ჩაჯექი, თამუ! – მეც ჩავჯექი.
– გერმანიაში იყო, არა?! ამ მანქანაში გაცვალა ნამუსი „ყვერმა“?! – ვე-
კითხები დარწმუნებული.
– არა, ეს ჩემი მანქანაა, თამუ! – უსირცხვილოდ მატყუებს.
– არ გეშინია, ამხელა ტყუილს რო ამბობ? თან „პროჭულს“! როგორ გგო-
ნია, მე თუ ასეთ ახლობელს, ლაშას დას, „მიპროჭა“, შენ დაგინდობს? ბიჭო,
ნუთუ ადამიანზე ძვირი ღირს, როგორი დიდი „კუშიც“ არ უნდა იყოს?! ნამუ-
სი შეუფასებელია და კაპიკებზე არ უნდა გაყიდო! კაპიკია მილიონიც, როცა
ნამუსს ყიდი!
თითქოს გაჩუმდა, დაფიქრდა, მაგრამ მაინც არ მოიშალა თავისი, ჩემიას
გაიძაჰოდა.
– კარგი, მოვა დრო, ყველაფერს აეხდება ფარდა და მე არ გაპატიებ! –
ვუთხარი ბოლოს.
მივედით ამ კახას სახლთან. თვითონ არ შემოვიდა, მარტო შევედი შიგ-
ნით. არაყიშვილზე ცხოვრობდა, თუ კარგად მახსოვს. ოჰო, ლუჩანო პავარო-
ტი აქვს ჩართული, ჟურნალების მაგიდაზე ატმის კომპოტი დაუდია. გავთიშე
პავაროტი და მივუჯექი ჟურნალების მაგიდას ბადრის პირისპირ.
– „დასტოინი“ სიტუაციით გინდა მომხიბლო? პავაროტი და კამპოტი ვერ
გიშველის ნაღდად!.. – წყნარად ვუთხარი.
– დაჯექი, ყველაფერს აგიხსნი! – ბადრი არ ღელავს საერთოდ.
– აბა, გისმენ! ამიხსნი, სხვა რა გზა გაქვს?! – მინდა იქვე მივსრისო „რიჟა“
ბადრი. მართლა „რიჟა“ თმა აქვს. არ ღირს ამის „მიბრედვა“, დიდხანს იცოცხ-
ლოს ტვირთით. ღმერთი მიუზღავს სამაგიეროს!
– გამიტაცეს! – სიტყვით გამოვიდა ბადრი.
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა! კაი რა, ნუ მაცინებ! სერიოზულად ილაპარაკე! – გადავბ-
ჟირდი.
– არ გაცინებ, ვიღაცებმა წამიყვანეს, რას აპირებთ შენ და თორაძეო, შურის-
ძიებასო? ჩამკეტეს სადღაც ეს დღეები, რო რამე მეთქვა, – აგრძელებს ბადრი.
– ვააა, მერე? მერე? ზაზა და პაატაც ხო არ ნახე? გერმანიაში დაგტოვეს
ბოლოს, მანქანა იყიდე თორაძის ფულითო?! – „ვეკაიფები“, რო არ „დავბრიდო“.
– კაი რა, რას ღადაობ?! რა მანქანა, ეგ კახასია!

308
– ვინ კახასი, ბიჭო! სახლში საჭმელი რო არა აქვს?! საღოლ! კარგი, სადაა
ჩემი მანქანა და ჩემი 12800 დოლარი?
– რა „პანიკები აწიე“, ხო გამოვჩნდებოდი, თუ არ მომკლავდნენ! რას მი-
უვარდი ჩემებს! გაგიჟებულები არიან, მოხუცები არიან და მაგდენი უნდა
გესმოდეს! – მიწვევს ბადრი.
– ბიჭო, მე უნდა მესმოდეს ეგ თუ შენ?! მოხუც მშობლებს რა პირობებს
უქმნი! შე მართლა „ახვარო“! მანქანა და ფული მომეცი და წავედი, სანამ
ცოდვა დამიდია აქ! – არ ვიცი, როგორ ვითმენ, თან ჩუმად ვიწერ.
– მანქანა გარეთ აყენია და წაიყვანე, ფულს ვერ მოგცემ! შენს დებს ვუნა-
ხავ, შენ ისედაც ბევრი დახარჯე ცუდად! – სისინებს გველი.
– აა, მე დავხარჯე, ცუდად?! ცუდად დახარჯვას რას ეძახი? შენ რომ გაჭ-
მევდი? თუ შენ ძმაკაცებს რო სციოდათ და თითო ხელი ტანსაცმელი ჩავაც-
ვი? თუ მარტო დარჩენილი შორენას გარდა, არავინ რო არ მიმიღო და ისიც
იმ პირობით, რომ მივხმარებოდი?! შენ ძალიან კარგად იცი, მე სად რა დავ-
ხარჯე, ხვადაგიანო! ლინოლეუმსაც, ხალიჩასაც, ონკანებს, უნიტაზებს და
კიდევ რა ჩამოთვლის, სახლში რომ წაიღე უკითხავად, მომპარე! მაგეებსაც
ჩემს დებს უნახავ, შე გველო?!
– არ წამიღია, შეიძლება შენსას ჰგავს (გველი)!
– ძალიან „ნაგლი“ მატყუარა ხარ! სახლში მე აღარ მაქვს! ესე იგი, ჰგავს
ხო? მისმინე, ახლა კარგად! ცხოვრებაში რაც მითქვამს, გამიკეთებია თუ
არა? ცხოვრებაში ჩემი ტყუილი გაგიგია იმის გარდა, შორენას რომ მოვატ-
ყუე მანქანაზე, ბადრიმ იყიდა-მეთქი?! ცხოვრებაში შემშლია შენთან? ან ვინ-
მესთან (გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებ, შინაგანად მკვლელი ვარ!)?
– არა (გველი)!
– აბა, რატო შემეშლება ჩემს დებთან?! აბა, რატო იქცევი არაკაცურად?!
რატო გამოიყენე ჩემი ნდობა „ბოზურად“?! რუსთავში ვიყავით მე და ცქიტო, ბი-
ჭები ვნახეთ. ისეთი რაღაცები გილაპარაკია ჩემზე, რო ტიპებს ჩემი მოტაცება
უნდოდათ!.. „მეტეხში“ ვჭამ მე?! ერთხელ ვჭამე სუპი და ისიც შეგშურდა?! შენ რა
იცი, მე მეტეხში სუპი რატო ვჭამე?! შენ რაც იცი, ისიც ბევრია! ერთხელ მე და
ცქიტო ვიყავით მეტეხის „ბასეინზე“! შენ გამოგართვი რამე?! შენ მოგპარე რამე?!
– არა, ეგ რა მოუგონიათ! თვითონ თქვეს მაგათმა უარი საქმეზე, რუს-
თავში ღამის კლუბი ვერ „გაქაჩავსო“, – იტყუება გველი.
– აა, და, იმიტომ დაანგრიეს შენობა და „ვალში გადავარდნენ“, ხო?! წამო-
დი, ახლავე ვნახოთ ყველა! როგორ ფიქრობ, ამდენი ხალხი გაამწარე და შე-
გარჩენენ?! როგორ ფიქრობ, ბიჭო, რო ასე ადვილად შეჭამე ჩემი ლუკმა?! შენ,
ესე იგი, საერთოდ არ მიცნობ ამდენი წლის ურთიერთობის მიუხედავად? ბად-
რი! ბოლოჯერ გეუბნები, ისიც იმიტომ, რომ ღმერთის მწამს და როგორც მის
ნაძირალა შვილს, დღეს გიბრალებ, თორემ შენს მოკვლას აქ არაფერი უნდა!
– თუ ასეთი მაგარი ხარ, შენი ოჯახის მკვლელები მოკალი (გველი! გველი!)!
– რა „თესლი“ ხარ, მაგას რო ამბობ! შენ ძალიან კარგად იცი ყველაფერი!

309
ამ სიტყვებს ძალიან ძვირად დაგისვამ! ზაურ სერგეევიჩ თორაძის მუქარით
დაგემუქრები და აუცილებლად შეგისრულებ! გახსოვს, როგორ იცოდა?! გა-
გახსენებ და თან გპირდები! ჩემი ძმების სულს ვფიცავარ! ხვალ მანქანის
გადაფორმების დროს 12800 დოლარს არ მოიტან და საკუთარ იდაყვებს
დაგაჭმევინებ! დაიმახსოვრე! ახლა კი უსმინე პავაროტის! მიირთვი მოწამ-
ლული კომპოტი და იფიქრე, გიღირს იდაყვების ჭამად „ტრაკის თამაში“?!
– ძალიან მკაცრად ვთქვი.
პავაროტი ისევ ჩავურთე, არ დავიზარე და დავტოვე იქაურობა მარტო
იმაზე ფიქრით, თუ როგორ მოვერიო ამ ნაძირალას! კეკელიძეზე ტაქსით მი-
ვედი, ცქიტომ გამიღო კარი და ისე ჩამეხუტა, ცოტა ხანი ყველას ცრემლი
მოადგა. დაუშვეს, რომ შეიძლება ვეღარ დავბრუნებულიყავი.
– მაგრად ვინერვიულეთ! სად ხარ ამდენ ხანს? არც ის ვიცოდით, სად
გვეძებნე. ცქიტო მოკვდა დარდით. მართლა რა ძალიან ყვარებიხარ, ტო! –
მეუბნება ხითარა.
– ყველაფერს მოგიყვებით, ცოტა ამოვისუნთქო. ჯერ არ ვიცი როგორ,
მაგრამ ბადრის ისეთი სიმწარე უნდა გავასინჯო, როგორიც მე მაგემა! ყვე-
ლაზე საშინელებაა ჩემთვის ტყუილი და ღალატია! მე ამას არ ვიმსახურებ
არავისგან! ყველას გულში ვისვამ და აი, ბოლოს ცუდის კეთების როგორი
„ხამები“ ხდებიან! – მთელი გულით ვამბობდი.
მოვყევი. ძალიან სასაცილო იყო ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ბადრის
მოტაცების ამბავი. ზოგს რა სასჯელი გამოჰქონდა ბადრისთვის, ზოგს რა.
ყველა მიხვდა, როგორი მსახიობი და აფერისტი იყო!
– მისმინეთ, ახლა რა! ეს „ძეტსკისადობა“ დაივიწყეთ! არ მჭირდება მე
ცხოვრების არევა... ბადრი არის მენტების „ნასეტკა“! ამაში ორი აზრი არ არ-
სებობს!.. ამდენს ვერ გაბედავდა! ახლა, სანამ ეგ ჩემზე „ჩორტებს“ ჩააგდებს,
წყნარად იყავით!..
– ჰოდა, სანამ ეგ მოხდება, ბადრი უნდა დაიბრიდოს! მაგან როგორ უნდა
გვაჯობოს – (აი, ქართველი კაცები როგორ წყვეტენ საქმეს!).
– არა!
– აბა, რა? აჭერინებ?
– მე არავის არ ვაჭერინებ. ვაიმე, რა ბავშვები ხართ! აი, დაფიქრდით!
ჩვენ რო დავჭრათ, ვცემოთ, დედა „მოვუხნათ“, რა მოხდება? დაგვიჭერენ! მე
„ვაფშე“ გამაცამტვერებენ, მუხათგვერდს სანატრელს გამიხდიან. აი, თორაძე
გაიზარდა! 17 წლის გავხდი, ძმაო, დამაცადეთ სიცოცხლე!.. ახლა ვიწყებ ახა-
ლი ოჯახით!.. ყველანი დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ! ბადრი თვითონ მოვა აქ
მუხლებზე ხოხვით! თუ დამანახებს, იდაყვებს როგორ იჭამს, მაშინ ვაპატიებ
მხოლოდ, ჰა, ჰა, ჰაჰ... – გადავიხარხარე, – მე ხომ ვერაფერი მერევა მაინც!
– ეე, ასე ადვილად გამოვა ამ ამბიდან? – განიცდიან ბიჭები.
– ადვილად? იდაყვი ჩაიდე, აბა, პირში, როგორი ძნელია!
– ვაა! ეე! ჰა, ჰა, ჰა! მართლა ვერ ვწვდები!

310
– ჰოდა, ვერც ბადრის ვაპატიებ! ჩემი ბოლო სიტყვაა!
იქ მჯდომ ვიღაც-ვიღაცებს ეგონათ ზაზაა ცოცხალი ან პაატა და მათით ვი-
ყავი მაგარი „როჟა“. სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. რეალურად კი სულ მარტო ვიყა-
ვი. ვფიქრობდი, ვის ვიცნობდი „მენტს“, რომ მეკითხა რჩევა, თუ როგორ მეჯობ-
ნა „ნასეტკისთვის“, რომ ჩემთვის არაფერი გაეფუჭებინა თავისი ენით, რაც ად-
ვილი იყო. სადაც არაფრის დამშავებელი პაატა მოიშორეს, მეც მომიშორებენ.
სიმართლის გარკვევა ვის მოუნდება! არადა, ტკბება ცხოვრება... დროს ტკივი-
ლი ცოტა შორს მიაქვს... ოჯახს ვქმნი, ტკბილად მინდა ვიცხოვრო, ჩემს დებთან
და ქმართან ერთად. შვილები მინდა გავაჩინო, რამდენსაც ღმერთი მომცემს და
რამდენსაც შევძლებ. რა დროს ბადრია?! ვერ ვაჩუქებ ამდენ ფულს! ბოღმა არ
დამაძინებს, როგორ იკადრა?! როგორ აკადრა ლაშას და მთელ ოჯახს! შორენას
ხუთჯერ მაგაზე მეტი ვაჭამე, მაგრამ ეს ძალიან თავხედია! რუსთაველებთან
ერთად შემიძლია გავანადგურო. ისინიც ეძებენ, მაგრამ არა!.. ეგ ცოტაა მაგის-
თვის, თან შარია, „სასტავი“ შეიკრაო, იტყვიან... პაატას გაკუების ეშინოდათ, მე
რას მიზამდნენ?! რამდენიმე კვირის შემდეგ ასეთი რამ ხდება:
– სად მიდიხარ? – ცქიტო გაკვირვებული მეკითხება.
– სამმართველოში! – თამამად ვპასუხობ.
– რა ხდება? – დაბნეული მეკითხება ცქიტო.
– შენი და შენი ძმაკაცების ამბავი რომ მოვაგვარეთ, იქ ერთი კაცი
იყო. მამაჩემს აქებდა. მივალ, მას ვთხოვ რჩევას... თან საერთო ნაცნობები
გყვავს... იმედია, მირჩევს, როგორ მოვერიო „ნასეტკას“. რუსო მორჩილაძის
ახლობელი რომ დაგეხმარა, მაგ კაცის ახლობელიც არის, არც ფული ჩაგვა-
ტანინეს... – გავახსენე მეუღლეს.
– ხო, რა „სირობა“ მოხდა, ნერვები მეშლება, რო მახსენდება, შენც რო-
გორ საფრთხეში ჩაგაგდე!.. – განიცდის ცქიტო.
– ჰოდა, ასე გავაკეთებ, ჯობია. სანამ ბადრი შიშის ნიადაგზე მეორე, უარეს
გველობას მოიფიქრებს, თავი უნდა გავუსრისო! – უშიშრად ვუპასუხე.
– კარგი, არ მანერვიულო, მალე მოდი!
– შენ აჭამე ბავშვებს საჭმელი (დებს), გთხოვ, მიხედე, მეც მოვალ!.. –
გასვლის წინ მივაძახე.
ერთხელ რაღაც შეჯახება მოუხდათ ვერელ ბავშვებს ერთმანეთში. ბეჟანამ
ავტომატი გაისროლა მეექვსე სკოლის უკან, პეტრიაშვილზე, ცქიტომ – „აბრე-
ზი“. ბეჟანა დაიჭირეს და მილიციელი სამმართველოდან მე მირეკავს სახლში,
ცქიტო სად არის, ავტომატი აქვს ჩამოსატანიო... გავგიჟდი, ასეთ „იავნი გა-
ბოზებას“ არ ველოდი არავისგან! იმ წამსვე დავტოვეთ სახლი და ცქიტოს დე-
იდას (მანანას) შევაფარეთ თავი. ცქიტოს ძმაკაცს შეანახვინეს ბეჟანას ავტო-
მატი და მაგიტომ რეკავდა ჩვენთან... ავიღე ეს ავტომატი ჩანთით და წავუღე
ბეჟანას დედას, გინდა მილიციას მიეცი და გინდა შენს საყვარლებს! ჩვენ ნუ
გვახსენებ-მეთქი. ცქიტოს დედას მაშინ შევუყვარდი, ინერვიულეს. განსაკუთ-
რებით, მანანამ, რომელიც ცოტა ხნის მერე ყველას ეუბნებოდა, მე ვაცხოვრე

311
ჩემთანო. რა საშინელებაა ასეთი დაუნახაობა! არ შემიძლია ეს სიმართლეც
არ ვთქვა, საათით ვერ ვძლებ უსუფთაო ადგილას. საწოლების ქვეშიდან ასი
წლის „ნასკებსა“ და ტრუსებს ვიღებდი ჭუჭყიანს. დავუკრიალე სახლი მე, სი-
სუფთავის „მანიაკმა“! ორი გოგო ჰყავს, რომლებიც სახლში ცხოვრობდნენ და
ჭურჭელსაც არ რეცხავდნენ, ისეთი ბინძურები იყვნენ! მისას მხოლოდ წყალს
ვსვამდით ონკანიდან. ჩემსას ჭამდა ამდენი ხალხი და სვამდა! არ ვიტყოდი
არასდროს, მაგრამ მინდა ადამიანები გამოვიყვანო სააშკარაოზე! ვერც იმას
ვიტყვი, ღმერთმა შეარგოს-მეთქი, რადგან მისი დისშვილის გამო მთელი ჩემი
ოჯახი საფრთხეში ჩავაგდე. იმ ავტომატით მე რომ ვინმეს გავეჩერებინე,
იოლი მისახვედრია, რაც მოხდებოდა! ერთადერთი, ვინც ეს დააფასა, ბაბუ
იყო (ჩემი მამამთილი). იმის მერე „თავიქალს“ მეძახდა. მართლა გულწრფე-
ლად შემიყვარა მამამთილმა, მე კი ყველა მიყვარდა, ვისაც ვუყვარდი!
მივედი სამმართველოში ვიღაც გოგიასთან. ერთხელ მყავდა ნანახი და
მეორედ ახლა ვხვდებოდი და ამის მერეც აღარასოდეს მინახავს. ძალიან
გაუკვირდა ჩემი დანახვა, საქმე დამთავრებული იყო.
– რა ხდება, თორაძე, ხო მშვიდობაა?
– არაა მშვიდობა, არ მასვენებენ ნაძირლები!.. რჩევა მჭირდება, მე არ
ვიცი, ცუდი როგორ არ გავუკეთო ადამიანს... როგორ უნდა ვიცხოვრო, იქ-
ნებ თქვენ მასწავლოთ სწორი გზა? მამაჩემის ასაკის ხართ ლამის და თან
მამას იცნობდით, მე კი არავინ მყავს! მე თვითონ თუ მივახრჩობ ადამიანს,
მერე აქ ისევ თქვენ უნდა მკითხოთ, თუ რატომ მოვკალი კაცი! ჰოდა, არავის
არც დაპატიმრება მინდა და არც კაცის კვლა, ჩემი ფულის „ამოღება“ მინდა.
ძალიან გამამწარა ამ ადამიანმა, 12800 დოლარი „ამახია“... – მოვუყევი, –
გეყოლებათ თქვენც ეგეთ თემებზე დაინტერესებული ბიჭები. ნახევარი მე
მომიტანონ, ნახევარი ღმერთმა შეარგოთ! მგონი, არაა პატარა თანხა! – შევ-
თავაზე, რითაც გოგია ძალიან გავაკვირვე.
– აქ დამელოდე! – გაკვირვებას ვერ ფარავდა...
ვზივარ მარტო კაბინეტში და ვფიქრობ, რა დრო დაგიდგათ, თორაძეების
გოგო წინადადებას გთავაზობთ! კარგია, კარგი! ყოჩაღ, თორაძე, მამას ჭკვი-
ანი გოგო ნელ-ნელა რომ „კუზავს“ დამნაშავეებს და სწრაფ-სწრაფად! ვე-
ფერები საკუთარ თავს მამის მაგივრად. აბა, „ქურდული“ აღარ არსებობს.
უჭკუოდ ხომ ვერ მოვიქცევი?! ჩემი ძმებივით ქურდებს ხომ ვერ გავაღმერ-
თებ? ხო მართალი ვარ, მამ? ვიცი, ამაყობ ჩემით! ჯერ სად ხარ! ლამაზ შვი-
ლიშვილებს გაგიჩენ!.. ჩვენს სახლში ისევ ხმაური იქნება! ისევ სიყვარული
იმეფებს! ბედნიერი ვარ, ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, გოგოებსაც უყვართ,
ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ ძალიან მაკლიხარ...
– მოკლედ, არავის რომ არ ეტყვი, ეგ ვიცი, თორაძე! ელეკოს, კეტეს და
მაგათ გადავაბარებ! – შემოვიდა ტექსტით გოგია.
– რა?! ელეკო „შავი“ არ არის? კეტე? „ქურდი“?! – ახლა გოგია მაკვირვებს.
– კარგი ახლა, თორაძე, აღარ არის ის დრო! – იცინის.

312
– ელეკო და ჯაბა ჩემს ძმებთან ძმაკაცობდნენ, უფრო – ლაშასთან, მერე
არ ვიცი, ვეღარ ვხედავდი... აუ, ბადრის ვერ იტანს. ცოცხლად შეჭამს! ძა-
ლიან კარგი! მაწყობს! – ვთქვი გახარებულმა.
– აი, ასე რა! გაიღიმე! – მიღიმის გოგია.
– ეე, კიდევ კარგ დღეში ვარ, ამდენმა უსამართლობამ დამღალა! რამდენს
ვებრძოლო, თან – სულ შინაურებს... – ეს სიტყვები რომ ვთქვი, სერგეევიჩი
მეგონა წამით ჩემი თავი.
– ხო, ვიცი, ასეა! შენ, მით უმეტეს, სერგეევიჩის შვილი ხარ, ჭკვიანი გოგო
ჩანხარ, ეგრე გააგრძელე და ნუ აჰყვები ბოროტ და ცუდ ხალხს! შენ იყავი
კარგი და გაიღიმე ხშირად, გიხდება!
მამაშვილური დარიგება მომცა, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და წა-
მოვედი სახლში გახარებული, ზარის მოლოდინში. როგორც კი მოიცლიდნენ
ბიჭები, დამირეკავდნენ... მეც გავაფრთხილე, ცქიტო ნახავდა. არ მინდოდა
მათთან შეხვედრა...
ჩემი ქორწილის დღეც მოვიდა, საშინლად ვღელავ, კაბის მაგივრად შარ-
ვალსა და პიჯაკს ვყიდულობ, თმა საშინლად მაქვს... საერთოდ, რას ვგავარ...
სულ ბავშვები ვტრიალებთ და ფეხებში ვედებით ერთმანეთს. უფროსი არა-
ვინ არის დეკოს გარდა. 30 სული თუ ვიქნებით. ვილი და მისი მეგობარი ნინო
ვიდეოგადამღებით და დეკო საჭმელების კეთებით არიან დაკავებული. ცქი-
ტოს დედამაც ხაჭაპურები დააცხო. არ გვინდოდა უფროსები პირველ დღეს,
მეორე დღისთვის დავგეგმეთ... ერთი სული მაქვს, ეს დღე გადაგორდეს.
არ მიხარია ქორწილი მამაჩემის გარეშე! და, არცერთის გარეშე! ბუკი გიჟს
ჰგავს, ისე არ უნდა ასე მალე ჩემი გათხოვება. რამ გაგაგიჟათ, ასე ადრიანად
რას დათხოვდითო, ბუზღუნებდა (მე და რუსკას გვგულისხმობდა). რუსკა
ჩემი მეჯვარეა, ცქიტოსი – ჭიკო. ყველგან ვაგვიანებთ. ყველა ცანცარებს.
ერთი ვილი ცდილობს, სიმშვიდე დაამყაროს... მაგრამ 17 წლისებმა და კიდევ
უფრო პატარებმა მოვიყარეთ თავი, სერიოზული ვერ ექნება წვეულება...
– შენს გვარზე რჩები თუ მეუღლის? – შორენა თვალებს მიბრიალებს,
შენსაზეო!
– ორივე შეიძლება (მინდა, დედაჩემივით ორი გვარი მქონდეს, თან ქმარს
პატივს ვცემ ამით)!
– კი, შეიძლება თორაძე-ცქიტიშვილი...
– მოწმეებო, მოაწერეთ ხელი!
ირგვლივ ვინც იდგა და არა ქორწინების წიგნაკთან ახლოს, ყველა ახარ-
ხარდა. ქალი შეწუხდა:
– მოაწერეთ ხელი! რა ბავშვობაა ეს ამდენი სიცილი!
– კი, ბატონო! – წერს რუსკა, – რუსუდან ცხვირავაშვილი.
– თქვენც, ბიჭის მხარემ მოაწერეთ აქ ხელი!
აქ ისევ სიცილი ატყდა, ვერც ქალმა გაუძლო. მერე მიხვდა, რაც აცინებდათ
– ლევან ჭუჭულაშვილი რომ დაწერა ჭიკომ... ასე გადავლახეთ ერთი ეტაპი.

313
ახლა ტაძარში მივედით. მღვდელი დაღალეს, წამდაუწუმ სიჩუმეს მოითხოვდა.
ძალიან პატარები ვიყავით... როგორც იქნა, გაჩუმდა ყველა, შხუილის ხმა შე-
მოგვესმა, რაღაც იწვოდა. ვაიმე! სალომემ შემთხვევით თმაზე ცეცხლი მომი-
კიდა... თმა მეწვოდა, არადა, ვთხოვე რამე არ ქნა, შორს დადექი ჩემგან-მეთქი.
სულ ასეთი მარცხიანი იყო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, საკუთარ ქორწილში თმა-
ზე ცეცხლს თუ წამიკიდებდა. ისე კი, ყოველი სუფრის ალაგების დროს, დიდო-
ბაშიც სულ ვფიქრობდი, ნეტა სალომე დღეს მაინც არ დამეჯახებოდეს-მეთქი.
არ მქონდა ფიქრი დამთავრებული და, ან ბაჟე მესხა ტანზე, ან ტყემალი.
– ეე, ხო ვიძახდი, მეჯვარე ეგ უნდა ყოფილიყო, მაგის უკან დაყენება იქ-
ნებოდა? გვერდით უნდა მედგეს, რომ სულ ვაკონტროლო! – ვეუბნები რუს-
კას და თან ვიხოცებით სიცილით.
მღვდელმა, როგორც იქნა, ძლივს ჩაამთავრა საბავშვო ჯვრისწერა და,
რასაც ჰქვია, დაიღალა. არც კი დაგვემშვიდობა, ისე გამოგვყარა ტაძრიდან.
სახლში ახალი მიმსხდრები ვიყავით სუფრასთან, ტელეფონზე რომ, დარე-
კეს. ელეკომ გამომაგზავნაო. ცქიტო ჩავუშვი დაბლა სალაპარაკოდ, რომე-
ლიც მალევე ამობრუნდა.
– რა მოხდა?
– ვიცი ეს ტიპი, ელეკოს და მაგათი „ბრატია“, შავი ნომრებით იყო. ბიჭებს
არ სცალიათ და მე გამომგზავნესო, 3 იყვნენ. მე მომაყოლეს, როგორც იყო,
მივხედავთ და დროდადრო გაგაგებინებთ ამბავს, ან თქვენც ნახავთ, რა მოხ-
დებაო და წავიდნენ, – მიყვება ცქიტო.
– ჰმ! ქორწილი მოულოცავთ! მადლობა ღმერთს! – ვთქვი ბედნიერმა.
– ხო, ასე გამოდის!.. ისე, ეს რა მოიფიქრე, მაგარი მყავხარ! – ცქიტოსაც
უხარია.
– მთავარია, დამაფასო სიცოცხლის ბოლომდე! მიყვარხარ! – მეც ღიმი-
ლით ვუთხარი.
– მეც!
გავერიეთ სტუმრებში. არავის არაფერს არ ვუყვებით; მე, ყოველ შემთ-
ხვევაში, მხოლოდ რუსკას ვუთხარი. ისიც ისევეა გამწარებული ბადრიზე,
ჩემი ამბის გამო, როგორც მე. რამდენიმე საათი გადის და კარებზე ზარია.
– ვა, ბადრი! აქ რა გინდა? ქორწილი უნდა მომილოცო? რა მომიტანე? –
„ვეიაზვები“.
საშინელი ფერი ადევს ამ საცოდავს. უკვე ნახეს ბიჭებმა?!.. გიჟს ჰგავს,
როგორ მოვუფიქრე... აზრადაც არ მოუვიდოდა, თან ვეღარც ვერავის ეტყ-
ვის ცუდს ჩემზე. „კაი ბიჭებმა“ იციან კეტესა და ელეკოს „სასტავი“, როგორც
თავისნაირებისა და არა „მენტების“ „ნასეტკებისა“ და „ქილერების“! ყველა
„პონტში“ მართალი ვარ. „მენტებმა“ ხომ იციან და იციან „პაგალოვნად“, ვინ
ვინ არის ძირფესვებიდან. ასევე, ბადრიმ იცის ზუსტად, ელეკოს „სასტავი“
რას წარმოადგენს. „ბოროტების“ ყურამდეც მივა, „იასნია“! გაუკვირდებათ,
თორაძემ სამმართველო და „ბოზები“ ჩართო საქმეში, თვითონ ვერ „გაუქა-

314
ჩაო“! მოდუნდებიან, საშიში აღარ ვიქნები მათთვის! ბადრიც მოკუნტულია!
სხვა რა დამრჩენია, თუ არა ღადაობა „სირებთან“?!
– შემოდი, შემოდი! მაპატიე, შენნაირ კაცს სუფრასთან ვერ მიგიპატიჟებ,
აქეთ, ჩემს საძინებელში, შევიდეთ! – ვეუბნები. ცქიტო კი შოკშია.
– თამუ, BMW მოგიყვანე! – გველი.
– ვაა, უკვე შენია? ეგ როგორ, ე? კახამ „გიგრევა“? – ვაგრძელებ.
– კარგი, ნუ „მეღადავები“, გთხოვ, რადიატორი აქვს გახეთქილი, – რაღა-
ცას ბლუყუნებს ბადრი.
– მერე, არა გცხვენია? გაფუჭებულ მანქანას მჩუქნი ქორწილში?! ძმა
ხარ, შეჩემა, თუ მტერი! რო არ „გეღადაო“, უნდა გაგაშიშვლო და გარეთ გა-
გაგდო, ეგ ხომ თორაძეებისებურია! მერე სალაპარაკოს გახდით, ისაო და
ესაო... მოდი, მე წყნარად, ჩემთვის ვიქნები და სადაც გითხრეს ბიჭებმა, იქ
მიიტანე ვალი, კარგი, ბადრიკო?! – როგორ მსიამოვნებს, ამას ვერ გადმოგ-
ცემთ!
დაეცა მუხლებზე და იდაყვები საწოლზე ჩამოდო. მე და ცქიტო ვუყუ-
რებდით და ვტკბებოდით. ცქიტოს ვთხოვე, „ვაფშე“ ხმა არ ამოეღო, ცუდად
ერთი სიტყვაც არ ეთქვა და ისიც ასრულებდა, ჩუმად იჯდა.
– თამუ, ეს რა მიქენი!.. ეს ვინ გადამკიდე, შენ კიდევ არ იცი, ეგენი ვინ
არიან!.. საშიში ხალხია, თამო! – ბადრი მზადაა, „ტრაკი მოგვცეს“...
– ვერ გავიგე, ბადრი? ჩემი ფული წაიღე! მანქანა ჩამოიყვანე გერმანი-
იდან! მატყუე! მაშინე, რომ მოგიტაცეს! მე არ შემეშინდა! იქ, რუსთავში, ბი-
ჭები აზარალე! ფულს ცუდად ხარჯავო, შენს დებს უნდა შევუნახოო! რამეს
ვიგონებ?!
– არა! – ამოიკნავლა ბადრიმ.
– ახლა მოდიხარ და მეუბნები, მანქანა ჩემიაო! ფული სად არის? ფაფუ?!
ადვილად იხარჯება არა, სხვისი ნაშრომი?! ჰმ! მეც ადვილად მეხარჯებოდა,
ოღონდ ჩემი!.. და, სიკეთეში! იყო ასე?
– იყო! – ამოიკნავლა ისევ.
– სად არის? აღარ გაქვს? სულ „შეჭამე“ (კი, ვიცი, რომ აღარ აქვს, მაგრამ
მინდა თქვას, რომ ჩემს დებს არ უნახავდა ნაბიჭვარი!)?
– ხო ხვდები, რაღატო მაჭერ მაზოლზე?.. შემიბრალე, შენ ხომ კეთილი
ხარ, მაპატიე და მომაშორე ეგ ხალხი! მომკლავენ! არ დამინდობენ! თამუ, ასე
რატო მწირავ! – ტირის გველი!
– სასწაული „ნაგლი“ ხარ! როგორ მითხარი? შენი ოჯახის მკვლელებს ვერ
კლავო? შენ არ ხარ ჩემი ოჯახის მკვლელი, შე „ნაბოზარო“?! „ნივა“ გაიხსენე!
გაიხსენე შენი მოწყობილი ყველა „ნაბოზრობა“! წადი ახლა კახასთან სახლში
და პავაროტის მოუსმინე! ვატყობ, ძალებს გმატებს და კომპოტიც მიირთვი!
გამეტება იცი, რა არის? ადამიანი რომ გიყვარს, სულში ჩაისვამ და ის „ახ-
ვარი“ სულს რომ „დაგიპორჭყნის“! ანუ იმას იზამს, რაც შენ გამიკეთე! ჩემს
თავმოყვარეობას შეეხე! „გოიმი“ ხარ! არარაობა ხარ! მარტო დარჩი! ძმები

315
აღარ გყავს! „გახევ“ და მივდივარ, არა?! გამოგიყენე! შენი ოჯახი?! მკიდია!
მოკვდნენ ეგენი უკვე! აღარ მეშინია! – შენი საქციელით ეს მითხარი, ბადრი
ხვადაგიანო, მაგას კი არასოდეს, არასოდეს გაპატიებ, იცოდე! რაც შეეხება
მოკვლას, ნუ გეშინია, არ მოგკლავენ, სანამ ფულს არ „მოჯვამ“! შეგიძლია
თავი „დაიბრიდო“! მეტ გამოსავალს მე ვერ ვხედავ! თან ჩემთან კი არა, სანამ
ცოცხლები არიან, ელეკოს „სასტავთან“ მიიტან! და, თუ ისინი აღარ იქნე-
ბიან, ჩემთან მოიტან! იცოდე, ყოველთვის მოვიფიქრებ, როგორ „წავკუზო“
შენნაირები! შენი დანახვა აღარ მინდა! – მკაცრად ვუთხარი.
– მაპატიე, თამუნა! შევცდი... – ტირის... ცქიტო უყურებს, შოკშია. ფიქ-
რობს, ასეთ დღეში რატომ ჩაიგდო კაცმა თავი.
– ლაშას ხათრით შეგიწყალო? „ვაფშე“ არ მეცოდები! მეტიც! მსიამოვ-
ნებს, ასეთს რომ გხედავ! გახსოვს, რა გითხარი? იდაყვებს დაიჭამ-მეთქი.
ჯერ სადა ხარ! დღეს ფერზე გატყობ, ისე გაგაფრთხილეს და, თუ ვერ შეუს-
რულებ ბიჭებს ნათქვამს, ოოოო, შენ ჩემზე უკეთ იცი რა გელის... ლაშა რომ
ყვებოდა, ელეკო რა „გიჟია“! სიზმრებზე რომ „შეაერთეს“, როგორ ხოცავს
ძილში ხალხს, ხო გახსოვს?!
– გეყოფა! გაჩერდი! ნუ მკლავ! რა გავაკეთო? ვერ ვწვდები იდაყვებს! –
ცდილობს ჩაიდოს. გველი!
– წადი, კარგად ივარჯიშე! ნეტა რა „კუშად“ გიღირთ ასე „გაფარჩაკება“?!
სულ რომ მილიარდები იყოს, თავმოყვარეობა როგორ უნდა „გამუტლო“, არ
მესმის რა, „ბლიად“! – ისევ გავასაზიზღრე.
– არ მპატიობ? იმათ უგდებ ჩემს თავს? – ტირის გველი.
– ჰოდა, ახლა ადექი და სწრაფად „გააჯვი“, ჩემი ოჯახიდან! რაც მალე
„მოუჯვამ“ ჩემს კუთვნილ ფულს ბიჭებს, მით მალე დამთავრდება შენი წა-
მება! ხო, რაც შეეხება სახლიდან მოპარულ ნივთებს, შენს მოხუც მშობლებს
ვჩუქნი, მაგიტომ არ მიმაქვს, რომ იცოდე და არც მაგის საფასურს ვითხოვ!
ჩემი მშობლებისგან შენს კეთილ მშობლებს ჰქონდეთ სახსოვრად. იმათ არ
წავართმევ, მართლა, კარგები არიან. შენ ჩემს მიცვალებულ მშობლებს მო-
პარე და მე შენს ცოცხალ მშობლებს ვჩუქნი! კიდევ ერთხელ გიმტკიცებ და
გასწავლი, როგორ იცხოვრო. მაგალითს გაძლევ, შე „ნაბოზარო კურდღე-
ლო“! დროზე „აახვიე“! გააცილე ეს გველი, ეჩქარება (მოვიქეცი ისე, მამაჩემ-
მა როგორც იცოდა, არასასურველ სტუმარს თუ დაინახავდა სახლში)!
გამოვედი ოთახიდან, რაც ნიშნავდა, რომ ცქიტოს მივაბარე მისი კარებამ-
დე გაცილება. უბედნიერესი ვიყავი, ჩემს ქორწილში მართლა ღმერთმა საჩუ-
ქარი გამიკეთა. ასეთ შემთხვევებს მხოლოდ ჩემს გონიერებას ვერ დავარქ-
მევ, რადგან არც აქამდე მივიდოდა საქმე, ჭკვიანი რომ ვყოფილიყავი, მაგრამ
ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ღმერთმა ძალიან შემიყვარა. მე ამას სულ
ვგრძნობდი და ჩემივე დაკვეთით მახდევინებდა „ნაბოზრებისთვის“ სამაგი-
ეროს! მე მადლიერი დავრჩი კეტესი, ელეკოსი და ვინც იყვნენ, მათით. გაგიკ-
ვირდებათ, ვლოცავდი კიდეც! ჩემი ძმები მიწაში ჩადეს, რომ არ შეეკვრნენ

316
არავის! ახლა უკეთ მივხვდი, რამ აიძულა დაეხოცათ ჩემი ძმები. იცოდნენ,
ვერანაირი შიში თორაძეებს ვერ შეცვლიდა. ახლა კი ვხვდები, ხშირად თამაში
სჯობს პირდაპირობას, მაგრამ ისინი კაცები იყვნენ, არაფრის რომ არ ეშინო-
დათ... კი იყო მომენტები, როცა ჩემში გენები მძაფრად ბობოქრობდნენ და
არანაირი თამაში არ მახსოვდა... მაგალითად, ერთხელ რუსკას ქმრის ოჯახ-
ში ვიყავი. ძალიან არ „დამევასა“ ტიპი, თან რაღაც თქვა თორაძეებზე, აღარ
მახსოვს დეტალები. ლაშას, რუსკას ქმრის ნდობით ფრიად აღჭურვილი „კაც-
ბიჭა“ იყო. მეც ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, წამოდი, გარეთ, „დედა უნდა
მოგიტყნა“! წამოდი, გამომყევი, ახლავე უნდა გაგაქრო, შე „ახვარო“-მეთქი!
„ჩაიჯვა“. მტერს არ ვუსურვებ ჩემს ასეთ გაბრაზებას! რუსკა მეხვეწა... და
სანამ თავი დავანებე, გააპარეს ამასობაში „სირი მატლი“, თორემ იქვე იყო ასა-
კუწი პურის დანით! რუსკას დედამთილს სწყენია; ლაშას და ჩვენი ხათრით არ
გასცა ხმა იმანო... პატივს გვცემსო (სახელი არ მახსოვს), რის გამოც კიდევ
უფრო ვინანე, რომ არ „მივაღებინე“ და ლაშას ვეცი პატივი! დიდი დრო არ
გასულა, იმ ტიპმა ლაშა ფულში „ააყირავა“ და მერე მე გამოვედი კარგი და ის
ცუდი, როგორც ხდება „გრუზინების“ ტვინში! რუსკამ კი გაახსენა მერე ჩემი
სიტყვები ყველას: ეგ იქნება, მაგრად რომ „უპროჭებს“ ლაშას! ეშინოდეს ყვე-
ლას, სანამ სხვაზე რამეს იტყვის!.. მე კი მომხდარის მოყოლას გავაგრძელებ...
ბევრს მოუწევს საკუთარ თავში ჩახედვა! კიდევ ბევრი დარჩა მოსაყოლი...
ჩემმა საყვარელმა დებმა მონასტრიდან ჩამოყვანის დღიდან ტყუილებით
დაიწყეს ურთიერთობა. არასოდეს მომსვლია აზრად მანამდე, ვინმეს დღი-
ური წამეკითხა და აი, მაიას თუ ნინოს დღიური რომ გადავიკითხე, სიცოცხ-
ლე აღარ მინდოდა. დაუწყიათ ჩუმი ურთიერთობა ბეჟანასთან, ჭიკოსთან და
ვიღაცებთან სიყვარულობანა გაუჩაღებიათ... საშინლად ვეჩხუბე სულ ყვე-
ლას და გავაფრთხილე, აქ აღარ დაგინახოთ-მეთქი! ჩემმა დებმა გამაკვირ-
ვეს. მონასტრიდან ჩამოსული ბავშვებისგან მეტს ველოდი, მაია პლაკატებზე
ხუჭავდა თვალებს, ცუდი რამე არ დავინახო ან ნახევრად შიშველიო, მაგრამ,
შეხედე შენ, როგორ ქალობენ!.. რა თქმა უნდა, ვერ მოვიწონებდი. ბეჟანა და
ეგ „სასტავი“ ჩვეულებრივი „ვიგოდნიკები“ იყვნენ, ზუსტად ვიცოდი.
დიდი ხანი აღარ გვიცხოვრია კეკელიძეზე ნაქირავებში. ვერის სახლი დავა-
ლაგეთ შეძლებისდაგვარად. რემონტი ისევ დაუმთავრებელი იყო. შეფუთული
ავეჯი ისევ ბევრი შემოგვრჩა, აქამდე გაყიდვას რომ გადაურჩა და ისევ რომ
ჰქონდა ფასი. მეც რა მექნა სხვა? ფულიან ბიჭს ვერ ავარჩევდი რუსკასავით
და სალომესავით... ვის მიმართაც ვიგრძენი, რომ ჩემი ქმარი უნდა ყოფილიყო,
იმას გავყევი. ადამიანი ავარჩიე და არა რამე... ვაგრძელებდით არსებობას ჩემი
მშობლების დანატოვარით. მე და ცქიტომ გადავწყვიტეთ სახლის გარემონტება,
ოღონდ საიდან, არ ვიცოდით. ერთი მიწის ნაკვეთი გვქონდა იქვე, მთებში, სადა-
ვო, მაგრამ ოფიციალურად ჩვენი, მამას რომ დაუმტკიცეს, როგორც მრავალშვი-
ლიანს. ვინღა წაგვართმევდა? თუმცა ვიღაცებს ჰქონდათ საძირკველი ჩაყრილი
უკანონოდ მანამდე, მერე კი მამას დაუმტკიცეს. იქვე ცხოვრობდა ის ოჯახიც,

317
რომლის წევრებიც ჯიუტად გაიძახოდნენ, მაინც ჩვენიაო. აქ ვინც გაბედავს
ცხოვრებას, არ გავახარებთო. მეც კარგად გავიკითხე, კანონიერად ვის ეკუთნო-
და, რაზეც მიპასუხეს, შენო. როგორ მე? მამას თუ მე? მამამ შენ დაგიმტკიცაო.
სასიხარულო იყო მამასგან ამხელა საჩუქარი! მე გაყიდვა ვარჩიე და სახლის ნა-
წილის გარემონტება, ნაწილი თანხით კი – ცქიტოსთვის სამსახურის „ყიდვა“, რაც
საქართველოში მოდაში იყო (იქ უკანონობა მეფობს მთელი ცხოვრება!).
პირველი სიხარული ვერის სახლში ის იყო, როცა გავიგე, ახალ არსებას ვა-
ტარებდი მუცლით. ძალიან მინდოდა ბიჭი ყოფილიყო, თუმცა გოგოც საყვარე-
ლი იქნებოდა, ვფიქრობდი. ხასიათი შემეცვალა, მაგრამ არასდროს გავზარმა-
ცებულვარ, ისევ მეხუთე სართულიდან პირველ სართულამდე ვგვიდი სადარბა-
ზოს. მეზობლების სალაპარაკოც გავხდი. ამჯერად მხოლოდ კარგს ამბობდნენ.
იმას, თუ რა კარგი ცოლ-ქმარი ვართ, როგორ ვუვლით ჩემს დებს და როგორ
მივდივართ წინ ეს პატარა თუ ახალგაზრდა წყვილი, რაც ძალიან მსიამოვნებ-
და. ცქიტოს და ჩემს დებს ხან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხან ცუდი. რა
თქმა უნდა, არ მოეწონა თავის ყოფილ ძმაკაცებს ჩუმად რომ „ერომანებოდ-
ნენ“ და ცქიტოს პატივს არ სცემდნენ, მაგრამ ეგეც დაივიწყა და მშვენივრად
დაალაგეს ურთიერთობა. აი, მე კი, რა თქმა უნდა, „ბუა“ ვიყავი! ან სხვანაირად
როგორ შეიძლებოდა? სულ მატყუებდნენ ჩემი დები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე,
რაც ძალიან მწყინდა და მტკიოდა, თან ვის გამო და რის გამო?! ჩუმად რომ
ერეკათ „სირი“ ბეჟანასთვის, ჭუჭულაშვილისთვის თუ მწაროებისთვის? მე ხომ
მათთვის უკეთესი მინდოდა! მე ხო მათთვის საუკეთესო მინდოდა! მაგრამ ჩემ-
ში მტრის დანახვა სურდათ... ხან მოვიდოდნენ დიდი ბოდიშებით, რომ ადრე
ვერ მიხვდნენ და ახლა ხვდებიან. მეც ვპატიობდი და თან ვყვებოდი, მერე ისევ
მოტყუებული აღმოვჩნდებოდი ხოლმე! მეც მათდამი ნდობადაკარგული გარე-
დან ვკეტავდი დებს და ტელეფონის „შნურიც“ მიმქონდა! კაცი, მეგობარი, ბიჭი
„ეკიდათ“! ოჯახში შემოსული არ იყო შარვლიანი, რომ ზედ ახტებოდნენ მაია ან
ნინო. ნინო – „ნაგლად“, მაია შორიდან უვლიდა. ისე კარგად გავიცანი ორივე,
რომ შემეშინდა! შემეშინდა, ჩემს ქმარსაც შარვალი რომ ეცვა! მაგრამ ჩემი ქმა-
რი არ იკადრებდა არასდროს ბავშვებისთვის ბილწად შეხედვას! მე ამის მჯერო-
და! ეკა სულ „დაიკარგა“, აღარ იცოდა, ვის მხარეს ყოფილიყო. ვგრძნობდი, მე
ვუყვარდი... იმდენად ვუყვარდი, რომ ვთხოვდებოდი, იტირა, ჩვენ მიგვატოვებ-
სო? მერე ვძულდი, რადგან ნინოს მაგრად ცემა ხშირად მიხდებოდა. ეკა შუაში
დგებოდა და ხან რომელ კედელს მივანარცხებდი, ხან რომელს. მაია ამ სამიდან
ყველაზე „ხიტრი“ იყო, არც მწვადს წვავდა და არც შამფურს. მერე ნინო და ეკა
შეიკეტებოდნენ ოთახში და მიდიოდა ჩემი წყევლა-კრულვა. მაია ჩემთან დარჩე-
ბოდა და მათ ამტყუნებდა, თუ, რა თქმა უნდა, ერთად არ ჰქონდათ რამე ჩადე-
ნილი მას და ნინოს. არა მგონია, ვინმე ნორმალურს მოსწონებოდა მათი საქცი-
ელი, რაც მანამდე მონასტრიდან ახალმა ჩამოსულებმა მოაწვყეს. სიძის ძმაკა-
ცები გაინაწილეს შეყვარებულებად, ჩუმად ლაპარაკი გამართეს ტელეფონით
და ჩვენი სახლში არყოფნის დროს მოიპარებოდნენ ბიჭები სტუმრად! დედები

318
რო „ავუწიე ჰაერში“ ცქიტოს „სასტავს“, ენები წაიგრძელეს, ცქიტოს ძმაკაცები
ჩამოაშორაო. ის კი არ თქვეს, „პროჭულად“ დავიპარებოდით თამუნას დებთა-
ნო! მაიას და ნინოს მიჰქონდათ მათთან ამბები, ოჯახში რაზეც ვსაუბრობდით
და რას ვფიქრობდით მათზე, რასაც ძმაკაცების მხრიდან ზიზღი და გარჩევები
მოჰყვა („გავარტყი“ ძმაკაცობაში!). შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, ბავშვო-
ბისთვის დამებრალებინა დების საქციელი, არ გამეყარა სახლიდან „პრიუტში“
და ისევ მყვარებოდნენ, მაგრამ არ მაძლევდნენ ამის საშუალება. ჩემი მშობლე-
ბის სიყვარული რომ არ მქონოდა, იმ პერიოდში მონასტერში კი არა, „პრიუტში“
ამოვაყოფინებდი თავს! მაგრამ არა! გავაგრძელე ცხოვრებასთან ბრძოლა! გზა-
ზე უნდა დავაყენო!.. ჩემი დები არიან!.. დამიფასდება, როცა გაიზრდებიან! ჩემს
ოჯახთან უნდა ვიყო მართალი! რამდენს პატიობდა მამა ზაზას! ნეტა რა სჯობს,
ღმერთო, მანიშნე! მამა, მიშველე! საკუთარი დები არ მაცდიან ბედნიერებას! ამ
ფიქრებში „გავიჭედე“! საერთოდ ავკრძალე მამრობითი სქესი სახლში. მხოლოდ
ძალიან შინაურები თუ გვესტუმრებოდნენ. ასეთი კი ხუთიოდე ადამიანი თუ იქ-
ნებოდა. საბურთალოს სკოლაში შევიყვანე დები, მანქანით მიგვყავდა და მოგვ-
ყავდა ერთად ან მარტო ცქიტოს... არავინ უფროსი არ არსებობდა, რომელიც
რამეში დაგვეხმარებოდა. მარტონი ვიყავით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელო-
ბით. ბადრი ხვადაგიანს მოატანინეს მალევე 10000 დოლარი, რომელსაც უსიტ-
ყვოდ ვიყოფდით აღებული თანხიდან. იმდენი მომდიოდა, როგორც შევთანხმ-
დით. ხვადაგიანი კი დროს არ იშურებდა, ხან ვინ მომიგზავნა, ხან ვინ ფულის
დასაბრუნებლად მიცემული დროის გახანგრძლივების თხოვნით, რომელიც ეს
მე აღარ მეხებოდა და რომც შემხებოდა, მისთვის უარესი იქნებოდა! ერთ წამს
არ ვაჩუქებდი და არც ვათხოვებდი. ძალიან მიკვირდა ჩემი მეგობრების გამ-
ბედაობა, უნამუსო სათხოვრით მოსვლა. მიკვირდა ადამიანების ასეთი მეტიჩ-
რული ჩარევა, რამაც მართლა ძალიან შემაწუხა. შვილის პრობლემების გამო
ბადრის დედ-მამა გარდაიცვალა. ნერვიულობას გადააყოლა საწყალი მშობლე-
ბი! თუმცა დარჩენილი ვალის ჩუქება არც მიფიქრია. დამირეკეს ერთ დღესაც
და მითხრეს, რომ ელეკოს ბიჭებს პრობლემები აქვთ და ამიტომ ვეღარ აიღებენ
დანარჩენ თანხას, რაზეც ცქიტომ თქვა, მე ავიღებო. ამ დროისთვის ბესელა
ისევ ჩაგვისახლდა, მუკუჩასთან აღსდგა ურთიერთობა, თათოსთანაც, გურუ-
ლოსთანაც. ჯიხვი იშვიათად გვსტუმრობდა.
თამრიკო მეზობელთან ხშირად ავდიოდი... თავიდან მიჭირდა იმ ოთახში
ჯდომა, სადაც ჩემი კახა და იმედა თვალწინ დამიხოცეს. მაინც მივეჩვიე,
ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა ის კუთხე, ის ნატყვიარი პარკეტი... ყოველ
დღე რომ არ მენახა, ისე არ დავიძინებდი. თამრიკო ის კატეგორიაა, ყველა-
ნაირი მეზობელი რომ შედის მასთან ყავის დასალევად, ტელეფონზე სალა-
პარაკოდ, ჭორების გასაგებად და გასავრცელებლად. ერთხელაც დილით
ავედი და გაოცებული დავრჩი. ამბობენ, არაფერი იმალებაო.
– თამრიკო, ვისია ეს „ვაზა“? ძალიან მეცნობა, მგონი, რომ მეც მაქვს ასე-
თი! საიდან? ვისია? – ვკითხე გაკვირვებულმა.

319
– მეზობელმა მომიტანა გასაყიდად, იქნებ ვინმეს მოეწონოს და იყიდოსო,
– ჩვეულებრივად მპასუხობს თამრიკო.
– ვინ მეზობელმა? ალბათ, ერთ დროსაა ნაყიდი! „ვაზებიც“ ფორმაა,
„ბლიად“! ეს ერთნაირი რაღაცები როგორ „ევასებათ“ ამ „გრუზინებს“! – მე-
ცინება.
– შენ არ ხარ „გრუზინი“? – გაეცინა თამრიკოს.
– ეეე, მე და გალაკტიონ ტაბიძე კი ვართ „გრუზინები“, მაგრამ ეგეთი
„გრუზინები“ იშვიათია, გენაცვალე!
სიცილში გავატარეთ ეს დღე. მეორე დღეს ისევ ავედი. ისევ მომხვდა
თვალში ის ჭრელი „ვაზა“.
– არა რა, თამრიკო, უნდა გამომიტყდე, რომელი მეზობლის არის ეს ვაზა,
სახლი გადავქექე და ჩემი ვერ ვიპოვე. შარში თუ არ გინდა თავით შეხტე,
გისმენ! – მკაცრად ვკითხე.
– კარგი, თამუნა, ყველაფერს გეტყვი, თუ პირობას მომცემ, არავის მოკ-
ლავ! – თამრიკო ანერვიულდა.
– არასდროს მდომებია, მკვლელი ვყოფილიყავი, თუ ვინმე ძალით არ ჩა-
მიხტა ხელში... მოყევი, თამრიკო!
– ნინო იყო ამოსული, შენი და, ამას წინათ, ძველი ამბავია, სანამ პაატას
გააქრობდნენ. ვიღაც შეყვარებულისთვის ჯვარი და „ცეპი“ უნდოდა გაეკე-
თებინებინა (თურმე ჩემნაირი ჯვარი) ვერცხლის თუ ოქროსი. მენთეშასთვის
უთხოვია, დამეხმარე თამუნას ჩუმად, თორემ მომკლავსო. სად ვიყიდო ან
გავაკეთებინო, არ ვიციო.
– მენთეშა! მენთეშა! მერე? მერე? – უკვე „მიტყდება“ მოსმენა.
მე და მენთეშა აღარ ვდაქალობდით, ზედაპირული ურთიერთობა აღ-
ვადგინეთ, ვერის სახლში რომ გადავედით, რადგან ჩვენი გზები დიდი ხნის
წინ გაიყო. მკაცრი მამიკო ჩემთან მეგობრობას უშლიდა! უფს! და ამ დროს
შვილი ჩვეულებრივი „პუტანკა“ გაუხდა, სხეულით ვაჭრობდა. ეს ჩემს თავ-
მოყვარეობაზე მოქმედებდა, მთრგუნავდა. შემეცოდა, რა თქმა უნდა... მიყ-
ვარდა ჩემი ბავშვობა თავისი ადამიანებითა და ხარახურებით... მე რას შევ-
ცვლიდი, თუ ზოგი კვდებოდა, ზოგი ბავშვურ სახეს კარგავდა... ამიტომაც
გამარჯობა-ნახვამდითი შემოიფარგლებოდა ადრინდელი უდიდესი მეგობ-
რობა, დაქალობა, რაც გინდათ, ის დაარქვით!
– მენთეშას უთქვამს, მე გაყიდინებ 100 დოლარადო. ნინოს უთქვამს,
საიდან დავხატო მაგდენი ფულიო. მენთეშას, ეგ რა პრობლემაა, მე ვიყიდი
შენგან რაღაცებს და ფულიც გექნებაო, ამოურჩევია სახლიდან ნივთები და
აი ეს „ვაზა“ ერთ-ერთი მათგანია. არც ფული მიუცია და არც ჯვარი „ცეპით“.
პაატა გააქრეს მაგ პერიოდში და თქვენც გაუჩინარდით. რომ დაბრუნდით,
იმის მერე მენთეშას დედასაც ეუბნება და მენთეშასაც, 100 დოლარი მომე-
ცით, თორემ თამუნას ვეტყვიო. ეს ვაზა მოიტანა, რომ გავუყიდო და ნინოს
მივცე ფული, – მიყვება თამრიკო.

320
– რა წაუღია სახლიდან? ახსოვს მაინც ნინოს? ღმერთო, რატომ?! რა-
ტომ?! ჩემი დაიკო და ჩემი ბავშვობის დაქალი! ორივე მინდა გავგლიჯო,
თამრიკო! არა, სამივე!.. დედამისიც! მინდა ერთმანეთზე დავაწყო სამივე
და მათრახით ვცემო! როგორ გამქურდეს?! რა ნაღები დაჯგუფებაა! გულის
ჯიბიდან ამომხტარი გველები რომ გამიზრდია და არ მცოდნია (გული და-
მეჩეხა)! ან რანაირად მოახერხეს? მე სად ვიყავი? აუუუ, ხო, ერთხელ ანის-
გან მოვედი, სარეცხი მოვიტანე და მენთეშა ალაგებდა რაღაცებს ნინოსთან
ერთად. „დაჟე“ შევაქე, როგორ მეხმარები მეთქი! ესე იგი, მაიამ და ეკამაც
იციან ეგ ამბავი? მე ყველაფერს ბოლოს ვიგებ, რა! გეგონება მათი და არ ვარ
მეც. უკვე მერამდენედ მატკინეს გული! საერთოდ ვერ აფასებენ, რამხელა
ტვირთი წამოვიკიდე! სულ არ ვარ ვალდებული და ჩემი მშობლების გამო
ვაკეთებ ამ ყველაფერს! რატომ ცდილობენ, თავი შემაძულონ? მირჩიე რამე,
ჩემზე უფროსი ხო ხარ?! – ვთქვი გულნატკენმა.
– კარგი, დამშვიდდი, 9 თუ 10 წლის იყო ნინო და დანარჩენიც... ამ დედა-
შვილს მეტი მოეთხოვება! – მამშვიდებს თამრიკო.
– რა უნდა გავაკეთო ახლა? ჩავუვარდე მენთეშებს და გავგლიჯო დედა-
შვილი თუ დავჩეხო?! არა, ეს კარგს არფერს მოიტანს, ისე უნდა გავამწარო
ეგენი! კიდევ უფრო უკან ისე უნდა დავხიო ცხოვრებაში, რომ წინ ვეღარასო-
დეს წავიდნენ! – „გავჭედე“.
– კარგი, ნუ ნერვიულობ, რატომ იკიდებ მუცელზე ხელს? ფერი არ მომ-
წონს შენი! ორსულად ხარ და არ ღირს ძველ რაღაცებზე ასე ნერვიულობა!
– აღელდა თამრიკო.
– გაიგეთ რა, ხალხნო! ძველი არ არსებობს! წარსულია ჩემთვის აწმყო
და აწმყო – უკვე მომავალი! ასე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და შენ და კი-
დევ სხვებს უნდათ, რომ დაშალონ ეს წესები, არ გამოვა, ძმაო, ეგრე ცხოვ-
რება! არა! წარსული თუ დავივიწყეთ, აწმყოში როგორ უნდა ვიცხოვროთ?
როგორ უნდა ვიაროთ? რატომ სიარული არ გვავიწყდება, თუ წარსულს
ვივიწყებთ, ანდა სახელი და გვარი? მოკლედ, ამას ბევრი ვერ გაიგებს და
არა უშავს! მთავარია, მე არ დამავიწყდეს არასდროს! მენთეშას ტელეფონი
აქვს გათიშული გადაუხდელობის გამო, სახლის ტელეფონი ვერ ჩაურთავთ
ისე უჭირთ. ჯერ სად არიან, ეგენი. უნდა დავაქციო! ღმერთი მომცემს მა-
გის შანსს! მე ვიცი, აქ დაეთრევა ყოველდღე მაგის გამო, ხო? გუშინ თქვა...
ჰოდა, მე ახლა ჩავალ სახლში, ნინოს დაველაპარაკები, იქნებ გაიხსენოს რა
გაზიდა... მენთეშა თუ მოვიდა, არაფერს ამბობ და ეგრევე მაგებინებ ჩუ-
მად. ისე მივხედავ მაგას, შენ რომ არ ჩაგაგდო უხერხულ მდგომარეობაში,
თამრიკო!
– არა, მე რა უნდა ჩამაგდო! უნამუსოები ეგენი, როგორ იკადრეს! დედა-
მისი არაა თბილისში...
– ხო! ყველაფერს მოიტანს! რაც არის დარჩენილი. რაც არა აქვს, რას
მოიტანს?!.. მირეკავ, მოკლედ! „დალშე“ მე მივხედავ ყველას დედებს!

321
ასე წამოვედი თამრიკოსგან. როგორც არ უნდა არ შემემჩნია, დამანგრია
ამ ამბავმა! ნახევრად დაშლილი ჩავედი სახლში, მუცელში რაღაც მიჭერდა.
გეგონება, ბავშვმაც გაიგო ეს უსამართლობა და ნანობს, რომ ჩაისახა...
– ყოჩაღ, ნინო! დაო! ესე იგი, ის 100 დოლარი რომ მოეცათ მენთეშებს,
დღესაც ვერ გავიგებდი როგორ გაზიდეთ სახლი, ხო?! „მოჯვამთ“ რიგ-რიგო-
ბით დები და მერე მე ვწმინდო თქვენი „მოჯმული“ არა?! აღიარე, რო „გაგიტყ-
და“ „გადაგდებულის“ როლში ყოფნა და ახლა შველა რომ გჭირდება, მე გამა-
გებინე, ხო?! შენ გამო, შენი შეცდომების გამო ორსულმა ვიომო ვიღაც „პრას-
ტიტუტკებთან“?! ჩემს დასთან ერთად როგორ გამქურდე, შე ბოზო! მიზეზი
მინდა ვიცოდე! რამე გაკლდა და არ გაძლევდი?! რამ გაიძულა ამხელა უნამუ-
სობა ჩაგედინა, მითხარი, რა?! – ძალიან მშვიდად, მაგრამ ნაწყენმა ვუთხარი.
– ხო, ვთხოვე თამრიკოს, არ უნდა გეჩხუბა! – მეუბნება „ნაგლი“ ნინო.
– და ეს ჩხუბია?! გასაგლეჯი ხარ და არც გამოვხატო, რა გააკეთე?! მა-
გარი „ნაგლი“ ხარ! იცოდე, ნინო, თუ გინდა, რომ ერთად ვიცხოვროთ, შეიყ-
ვარე თორაძეების ოჯახი თავისი ყველაფრით! ყველაფერი იცი, რა არის?!
არასოდეს გაბედო შეარცხვინო გვარი! ეს სამივე დას გეხებათ! დედა და მამა
როგორ გაგლეჯდნენ ახლა, ხო წარმოგიდგენია და ძმები! გასაგებია სამი-
ვესთვის?! – ასეთ კითხვას როცა ვსვამდი, უნდა გამეგო, „კი“, თორემ მაგრად
ვცემდი სამივეს! – რაღაც არ მესმის, რომ გაიგეთ!
– ხო, გავიგეთ! ყრუები არა ვართ!
– ამდენ ტლიკინს მოკლე პასუხი მირჩევნია! შემდეგისთვის გაითვალის-
წინეთ! ახლა კი დაძაბე გონება და გაიხსენე ყველაფერი, რაც გაატანე!
– ნუ, ბევრი არაფერი, მაგრამ არ მახსოვს! – „კრისა“ ბავშვი!
– ხოოოოოო, ეგ კარგი პასუხია მენთეშასთვის და არა ჩემთვის! რას ვით-
ხოვ, ხომ უნდა ვიცოდე, ადამიანო?! ნუ „მაყლევებთ“! გაიხსენე, რაში ჩადო,
რა წაიღო, ნივთების რაოდენობა, დაახლოებით მაინც... „ვაზები“, ჭურჭელი,
თუ რამე სხვაც! გააზიდვინე და თქმაც არ გინდა?! – ტონს ავუწიე.
„დუხები“, პირსახოცები და რაღაცები... – „კრისა“ ნინო უსირცხვილოდ
ამბობს.
– „დუხები“? ერთი ცალი „დუხი“მაშინ 100 დოლარი ღირდა და რატომ გა-
ატანე ამდენი რამე? მაგარი „გოიმიც“ ხარ, „პახოდუ“! ის ვაზა ანტიკვარია,
იცი? იცი, „ვაფშე“ რა ღირს?! ჯერ მარტო ეგ, რაც ვნახე!.. ღმერთო, რა გვეშ-
ველება ნეტავ!!!!! – ამ სიტყვებში მთელი ჩემი ცხოვრების დარდი იდო!
ძალიან ვიყავი გულნატკენი, გიორგი-ცქიტო მამშვიდებდა. რა ენაღვლე-
ბოდა?! მისი არც არაფერი დაკარგულა და არც თავისიანები წირავენ ასე!
ზოგჯერ, როცა საქმე ოჯახს ეხებოდა, სრულიად მარტო ვრჩებოდი, არც
დები მედგნენ გვერდში და არც მეუღლე. მას რა შეეძლო?! თვითონ ჩემზე
სუსტი აღმოჩდა. დეიდამისი, ლალი ნოდია, ასე ამბობდა, შენ დიდი სახლი
გაქვს, ჩვენი გიო კი სიმპათიურიაო. არაფრის გამო შეეძლოთ ასეთი „სტრან-
ნი“ ტექსტებით გამოსულიყვნენ... ეტყობა შინაგანი სიდუხჭირის კომპლექსი

322
ჰქონდათ... ვცდილობდი, ასე ამეხსნა უტაქტო სიტყვები, რათა არ შემძულე-
ბოდა საყვარელი მეუღლის ოჯახი და ნათესავები...
თამრიკომ, როგორც შევთანხმდით, დამირეკა, მენთეშა მოვიდაო. იმ
წამსვე გავჩნდი, მენთეშა უკვე ტელეფონზე ლაპარაკობდა... მეც მივუჯექი
გვერდით სავარძელზე და ვანიშნე საყურე მოეხსნა. გამიხარდა, როცა მის
ყურს იმავე ბრილიანტების „ბახჩა“ამშვენებდა, რომელსაც ჩვენი ბავშვობი-
დან მოყოლებული ატარებდა. ბაბუამ ბებიას რომ აჩუქა და ბებიამ – შვილს,
იმან – ცოლს, ცოლმა – შვილს და ასე გადაეცემოდა გვარს... ცოტა შეყოყ-
მანდა. ალბათ, არ ახსოვდა, როდის გახსნა ბოლოს საყურის საკეტი. მეც
გავწმინდე კარგად სპირტით და გავიკეთე ყურზე საშინლად მძიმე საყურე.
ბიბილო ჩამომექაჩა დაბლა... მივუბრუნდი და ვეუბნები:
– დაკიდე ახლავე ეგ ტელეფონი! ალბათ, ხვდები, დღეს რაც ხდება!
– ვერა! რა ხდება! – მენთეშა აკანკალდა.
– შემომხედე თვალებში და მითხარი, რომ მქურდავდი, რას გრძნობდი? –
თან თვალებში ვუყურებდი.
– არ ვიცი... – აბლუყუნდა, – მაპატიე, პატარა ვიყავი (თავი ჩახრილი აქვს)!
– არც ისე პატარა! ტუალეტიდან მძღნერს აღარ ჭამდი მაგ ასაკში, თუ
კი?! – მკაცრი ვარ ძალიან.
– არა, რას ამბობ?!
– რატომ არ ჭამდი? იცოდი, რომ ცუდი იყო?! დაქალს რომ ქურდავ, რო-
მელსაც შენსავით დედ-მამა არ უდგას გვერდში და წინ ბევრი წელი აქვს მარ-
ტოს გასავლელი ამხელა ოჯახით, რას გრძნობდი მაგ დროს, რომ მქურდავ-
დი, მომიყევი, რა! მაინტერესებს, რა! მიპასუხე! იქნებ სიამოვნებას გგვრის?!
რა შემშლია შენთან?! ასე რამ გაგაბოროტა?! „წაკლა“ დედაშენიც პატარა
იყო?! რა ჯიშის ხართ?! ვინ ხართ „ვაფშე“?! – „ავკრიფე“.
– არ ვიცი, რა ვთქვა, დიდი დანაშაული ჩავიდინე! – თავაუწევლად ამბობს.
– ვიცი! ჰოდა, ხვალამდე გაძლევ დროს! აბსოლუტურად ყველაფერი
დააბრუნე! რაც იხმარე, იმის ფულად საზღაურს გადაიხდი! სია მაქვს სახლ-
ში, რაც წაიღე! ჯობია, აღარ შეგეშალოს! გაიგე (დუმილი ჩამოვარდა)?! რა-
ღაც ვერ გავიგე ხმა! ხომ გაიგე, რაც ვთქვი! – მოვითხოვ პასუხს.
– გავიგე! – საწყლად თქვა მენთეშამ.
ძალიან ახლოს მივუტანე სახე სახესთან. მზად ვიყავი ჩამეკბიჩა ჟირა-
ფის სიგრძე მენთეშა! შემეჭამა და მომენელებინა უნიტაზში! მეც არ ვიცი,
როგორ ვიზრდებოდი ნელ-ნელა... როგორ იზრდებოდა ჩემში ფეთქებადი ხა-
სიათი, როგორ ვძლევდი ჩემს სურვილებს და არ ვუშვებდი თავის ნებაზე...
ასე გადამირჩა მენთეშა იმ საღამოს ჩაკბეჩას. მეორე დღეს თამრიკოსგან
მირეკავს:
– აქ ამოვიტანე ყველაფერი, მომერიდა შენთან სახლში მოტანა.
– კარგია, თუ კიდევ რამის გერიდება! უკეთესი იქნებოდა, წაღება მოგრი-
დებოდა! ახლავე ამოვალ!

323
ეს რას ხედავს ჩემი თვალები! არა, რა! ხო ვამბობ, ასჯერ გაგებულს ერთ-
ხელ დანახული მირჩევნია! ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას! არც მეტი და
არც ნაკლები, ჩემების საფლავს ვფიცავარ, 5 დიდი ტომარა დგას. თან ყვე-
ლაფერი ჩემი ტომრებით წაუღია თავხედს!
– რანაირად მოახერხე ამდენი რაღაცის 100 დოლარად ყიდვა, ეეე?! რა გა-
გიმართლათ დედა-შვილს! ზურამაც იცის, ასეთი შემტანები რომ ჰყავს სახლ-
ში?! იამაყებდა, ტო! და ის 100 დოლარიც არ გადაიხადეთ! რა „ნაგლი“ დედა-
შვილი ხართ, ეეეე. – ისეთ შოკში ვარ, რომ არ ვიცი, „ვიღადაო“, თუ ვცემო.
– ნინომ მთხოვა, მე არ ვიცოდი ფასები. ხო, ცუდად მოვიქეცი! დედაჩემმა
მერე გაიგო. ნუღარ მაწამებ ასე! დავამთავროთ ეს თემა! – მენთეშა ისევ
თავჩახრილია.
– ვა, შენ რა მაგარი ხარ! ამდენი რაღაც მომპარე, უცბად გინდა დავამ-
თავრო?! რა სამწუხაროა, ადამიანების ცნობა რომ ვერ ვისწავლე! მე ახლა ამ
ყველაფერს გადავხედავ, სიას შევადარებ და რაც ვერ მოიტანე, დაგიანგარი-
შებ, რისი გადახდაც აუცილებლად მოგიწევთ!
– მე აღარაფრის გადახდა არ მომიწევს! – ბედავს მენთეშა.
– გახსოვს, მენთეშ?! ძალით რომ ჩამომიყვანეს პანაშვიდებიდან ბიჭებმა
შენთან, საჭმელი აჭამეთ ძალით, გული წაუვაო! შენ და დედაშენმა რომ და-
მაპურეთ! გახსოვს?! ერთხელ იყო ეგ მხოლოდ და უნდა გახსოვდეს!..
– კი, მახსოვს!
– მაგ დღეს 200 დოლარი მოგეცით შესანახად. დედაშენმა, აქ იდებაო, და-
მანახა, კედელზე რაღაც გეკიდათ და იმაში ჩადო. გახსოვდეს, აქ იდებაო. გახ-
სოვს, ხო, ეგეც რომ მითხრა?! მერე კი იარაღებთან ერთად წაიღეს ეგეცო. აი,
ეგ ფულიც მინდა დამიბრუნოთ და გული მიგრძნობს, სუნამოებსაც შეისხავდით
„ტრაკში“. აქ არ იქნება. მაგეების საფასურიც მინდა რა! – დაუნდობელი ვარ.
– რას ამბობ? საყურე დამიბრუნე, ზურა მომკლავს! – მენთეშამ ხმას
აუწია.
– ააა, ზურასი გეშინია და ჩემი არა? იმაზე ადრე აქ რომ მოგკლა, არ გე-
შინია? აეთრიე ფეხზე, „წამოეთესლე“, ზურასთან გავარკვიოთ „ვაფშე“ ყვე-
ლაფერი, რადგან ასეთი საშიშია ზურა! უნდა ვკითხო სად იშოვა ან ასეთი
„ნაბოზარი“ ცოლი, ან შვილი! აეთრიე, შე „ახვარო“, დროზე, სანამ მიმიხრჩ-
ვიხარ აქ! – თან მკლავში ხელი მოვკიდე.
თამრიკო ჩაეკვეხა შუაში, ეშინია თავის სახლში მეორე მკვლელობის!
სამართალს რომ „შევეცი“ დღე და ღამე! ჩემი ძმები, უდანაშაულოები, იმის
გამო, რომ არ „გაბოზდნენ“ და ქვეყნის ნაძირალებს გვერდში არ დაუდგ-
ნენ, ჩახოცეს თამრიკოს სახლში და არავის არავინ დაუჭერია! მე თუ ერთ
ნაძირალა „პუტანკას“ მივახრჩობდი, დამიჭერდნენ და თან მომხდარს ჩემს
გვარს დააბრალებდა იმდროინდელი ხელისუფლება! ტრაკში რო ჰქონდათ
კანონები ამოსმული და როგორ ხასიათზე გაიღვიძებდნენ, იმაზე რომ იყო
ადამიანების სიცოცხლე დამოკიდებული, მაგას არა უშავს, არა?!

324
– სჯობს არ ჩაერიო, თამრიკო! უსამართლოდ ორი ძმა ჩამიხოცეს ამ
ოთახში და იმას გაუძელი! თუ სამართლიანად მივახრჩვე ერთი„ნაბოზარი“,
მაგასაც გაუძლებ!
– დედაჩემი არაა აქ! ჩამოვა და მერე გავარკვიოთ დანარჩენი. მე რაც
მქონდა, მოვიტანე (ტირილი დაიწყო მენთეშამ)! მამაჩემმა არაფერი არ იცის
და, თუ ოჯახს დაანგრევ, ამით რა მოგემატება?
– რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ! შენ „ვაფშე“ ბედავ და ხმას იღებ?! იცო-
დე, მენთეშ! ერთი სიტყვა აღარ გავიგო შენგან არასდროს! გაიგე? აღარასოდეს!
– გავიგე, მაგრამ ეგ საყურეები ყველაფერზე ძვირფასია, შენს დებზე და
200 დოლარზეც... შეუფასებელია! – მენთეშა ტირილით ტლიკინებს.
– ვა, მართლა? შენი ნამუსი რა ღირს? წესით, ის უნდა ყოფილიყო შე-
უფასებელი, შენ კი კაპიკად გაყიდე! ცხოვრება კიდევ მაგრად დაგსჯის!
სიყვარულს ხო ვერ ეღირსე და ხელიდან ხელში გადადიხარ, აღარც სახელი
შეგრჩა და აღარც სილამაზე!.. ისე ნუ იზამ, სახალხოდ მათრახით გცემო და
ყველას გავაგებინო, ვინ ხარ! მოკლედ, აქ ვაჩერებ ამ თემას და დედაშენი
რო „ჩამოეთესლება“, იმასთან გავაგრძელებ! ხმა არ გავიგო შენი! გისურვებ
ცხოვრების გაგრძელებას, როგორც იმსახურებ, მენთეშ!
დავტოვე „ჩასვრილი“ მენთეშა და ნელ-ნელა ჩავიტანე 5 „მეშოკი“. თამრი-
კოც მომეხმარა. სახლში ამდენი რაღაც რომ შევიტანე, ერთი იმას ვფიქრობ-
დი, რა სირცხვილია, ცქიტომ რა უნდა იფიქროს ჩემს დებზე-მეთქი.
ვაზები, ჩაის სერვისი, სხვადასხვა ზომის თერმოსები, რა ჩამოთვლის, რა
ეწყო იმ ხუთ უდიდეს ტომარაში! რამდენი რამე იყო და რამდენი კიდევ არ
მოიტანა, ვინ იცის!.. სახლიდან რაღაცების კარგვა და გაქრობა რომ დაიწყო,
„დამავოი“(უჩინარი არსება, სული) გვყავს-მეთქი, ვფიქრობდი. იმ ადგილი-
დან ან ჩემს რომელიმე დას უნდა მოეპარა ან „დამავოის“...
ჩამოვიდა ირინა. ოდესელი იყო მგონი, სადაც ოდესღაც დაიბადა... თამ-
რიკო მირეკავს, ამოდი, ირინას უნდა ნახვაო.
– აქ ჩამოვიდეს!
– არ ჩამოვა და შენ ამოდი!
– კარგი, ამოვალ!
ავედი და დამეტაკა. ლოთი იყო, „იასნია“. ისე როგორ იქნება რუსის ბოზი!
დამეტაკა ეს მთვრალი ქალი:
– სადაა ჩემი „საკურეები“?!
– იქ, სადაც ჩემი რაღაცები! იქ სადაც ჩემი ფული!
– აა, იარაღებიც ხომ არ დაგიბრუნოთ?!
– კი! დამიბრუნეთ! ყველაფერი დამიბრუნეთ!.. და მიიღებ საყურეს!
ლაპარაკი წყნარად აღარ შეიძლებოდა, რადგან ეს მთვრალი ქალი არყის
სუნად რომ ყარს, დამეტაკა, უნდა გამგლიჯოს. მე კიდევ ორსულად ვარ...
არ გამოვიდა სხვანაირად, მწვანე „კერასინკა“ თავს ითბობდა მარტო. არ
გაჩერდა, სანამ ანთებულ „კერასინკაზე“ არ დავსვი და მუშტი არ ვურტყი

325
გამეტებით თავში... არ გაჩერდა და რა მემოქმედა? ვეცემე? მეტი საქმე არ
მქონდა, რა! სანამ შიშმა არ შეიპყრო, მანამდე ვერ გაჩერდა! სანამ არ დაინა-
ხა გამწარებული ადამიანის პასუხი უნამუსობაზე, აქეთ მიტევდა, „ბლიად“!
აქეთ ითხოვდა! რა ხდება ამ ქვეყანაში?! „ბოროტებმა“ გაზარდეს ყველა, თუ
ესენიც „ბოროტებში“ არიან ჩაწერილები ან „მხედრიონში“... თუ გვარდიაში?!
თუ რა ხდება ამ საქართველოში?! გამაგებინეთ!!!
– ამხელა ქალი ხარ! მაიძულე, ხელით შეგხებოდი! გაგვქურდე ობოლი
შვილისტოლა ბავშვები და თან საკუთარი შვილი, პატარა გოგო, ქურდობის
მონაწილე გახადე! შენი საკუთარი შვილი და სხვისიც! შენ ქალი ხარ?! შენ
დედობის ღირსი ხარ?! წამოეთრიე ახლვე შენს ქმართან გავარკვიოთ ყველა-
ფერი! წამოეთრიე! – თან ვექაჩები, რომ წამოეთრეს.
– კარგი, თამუნა, დაწყნარდი, ორსულად ხარ, არ შეიძლება, ამდენი ნერვი-
ულობა!.. წადი სახლში, ხო ხედავ, დაწვი! მალე მოკლავ!.. არაა ეს წამომსვლელი
ზურასთან. მე დაველაპარაკები, იქნებ მოიტანოს... ეტყობა, საყურეები ძვირ-
ფასია და იმიტო გაგიჟდა ასე... – ჩუმად მითხრა თამრიკომ, ეგ მეც ვიცოდი.
– ეს რისი მომტანია! ლარიან არაყს სვამს, „ცვეტში“! მათხოვრები არიან,
სახლის გარეშე რჩებიან, იმდენი ცოდვა ადევთ!
საერთოდ არ მსიამოვნებდა სიურპრიზები, მაგრამ ლოყას ვერ მივუშვერ-
დი ვერავის. არ იყო ადვილი ბავშვობის დაქალის დედის ცემა თუ „კერასინ-
კაზე“ დაწვა! ეს ყველაფერი ცუდი იყო, რაც გულს მტკენდა და ტირილით
ვიმშვიდებდი თავს. ძალიან ნაწყენი ვიყავი ჩემს დებზე! ეგეც ვაპატიე მე
იდიოტმა! როგორ არ გავყარე სახლიდან სამივე!
– რა გატირებს? ხო ისე დამთავრდა, როგორც შენ გინდოდა? – ჩემი და
მაია მეკითხება.
– არა, მაია, ისე არ დამთავრდა, როგორც მე მინდოდა! კარგი იქნებოდა,
არ მომხდარიყო! მე თითოეული ადამიანის ასე დაკარგვას განვიცდი! თითო-
ეულის ღალატს განვიცდი! მტკივა, გაიგეთ! თქვენ ამ ტკივილს ვერ გაიგებთ!
ძალიან მიკვირს, მონასტერში 2 წელი იცხოვრეთ და ცხოვრების სიღრმე ვერ
დაინახეთ! ვერ შეიგრძენით! ძალიან ვწუხვარ, ვერცერთში ვერ ვხედავ იმას,
რისი დანახვაც მსურს! მწყურია! მშია! მინდა! ვერა! ვერა! და რა დამამშვი-
დებს! – თან ვტიროდი, ამ სიტყვებს რომ ვამბობდი.
– ჩემი ბრალია ყველაფერი, მაპატიე, ახლა კიდევ ამდენ დარდს და უსი-
ამოვნებას გადაგკიდე! – ნინო „კრისა“ მამშვიდებს.
– კარგია, თუ აღარ გადამკიდებ და საერთოდ, ეს ტყუილი მოიშალე და
იყავი კარგი გოგო! უფრო კარგია ცხოვრება სიმართლით, ვიდრე ტყუილით!
– ვეხვეწებოდი დას!
– კარგი! აუცილებლად გპირდები! აი, ნახავ, რა კარგი ვიქნები! – ისიც
მპირდებოდა.
– მარტო ჩვენი სიკარგით თუ დავანახებთ ხალხს ჩვენს ოჯახს! არ დაგავიწყ-
დეთ არასდროს, ჩვენმა ძმებმა ჩვენი სიცოცხლისთვის თავიანთი როგორ დათ-

326
მეს! და საერთოდ, რატომ დათმეს სიცოცხლე და რატომ დადგნენ ამ არჩევანის
წინაშე, ხვდებით, ალბათ, ხო? სახელის გამო! სახელის გატეხვას თავის გატეხვა
სჯობსო, ხომ იცით?! არავის! არავის! არასდროს არ ვაპატიებ ოჯახის სახელის
შელახვას! ერთი ეს გახსოვდეთ! – მტკიცედ და დარწმუნებით ვთქვი.
მთელი ცხოვრება ამას ვამბობდი და ვიტყვი! იმდენად ძვირფასი იყო ჩემთ-
ვის ჩემი ოჯახი და მისი ერთგულება ჩვენი სიცოცხლის ბოლო წამამდე! ეს ვალი
იყო ჩემი და თითოეული ჩვენგანის! მიყვარდა ჩემი დები - ესეც ვალი იყო ჩემი!
მაგრამ დაკარგულ ოჯახზე მეტად ვერავის შევიყვარებდი და ვინც მათ სულებს
წაბილწავდა, არასდროს ვაპატიებდი! რაღას გახდებოდნენ მენთეშები?!.. თავი
დამანებეს, ბრილიანტები არასდროს მყვარებია შესანახად, გავყიდე და ოჯახი
რამდენიმე თვის საკვებით უზრუნველვყავი. რაც ვერ დავიბრუნე, ღმერთს მი-
ვანდე. ის უკეთ მოსთხოვდა ქურდბაცაცებს ობლებისგან წაღებულს, ვიდრე მე!
და აი, გამოჩნდა მიწის მყიდველი, თერთმეტი ათას დოლარს მაძლევდა. მეტად
არ იყიდებოდა სადავო და თავის სატკივარი ნაკვეთი!.. თამრიკომ დამირეკა,
ზურა მენთეშაშვილს უნდა შენთან ლაპარაკი, მაგათ უნდათ მიწის ყიდვაო. მეც
შევხვდი ზურას. რატომ პირდაპირ მე არ მომმართა, არ ვიცი. თამაშობდა, თუ
მართლა არ იცოდა, სახლში ვინ ჰყავდა?! თავი ისე ეჭირა, როგორც საქმიან გა-
ჭირვებულ კაცს, სახლის გარეშე რომ რჩება და ბოლო იმედი მე რომ ვარ.
– რამ გადაგაწყვეტინა, ზურა, მაგ მიწის ყიდვა?
ეს ჩვენი პირველი საუბარი იყო იმდენი წლის განმავლობაში. გამარჯო-
ბა-ნახვამდითი შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა, არც თორაძეების
არსენალზე მიკითხავს, რა ბედი ეწია...
– რა ვქნა, თამუნა, ძალიან გაგვიჭირდა, სახლი გავყიდე და ვალები გა-
დავიხადე. რაც დამრჩა, მინდა ამ მიწაზე ავაშენო პატარა სახლი, ვერას არ
მინდა გავცდე...
– სახლის აშენება, არ მგონია, იაფი იყოს. მე რემონტისთვის მინდა ეგ
ფული და არ ვიცი, თუ მეყოფა. ისე არ ქნა, სულ ჩავარდე. იოლი საქმე არ
არის სახლის დადგმა (მაინც შემეცოდა? არ ვიცი!)!
– ხო, ვიცი, მაგრამ მარტო მასალაში დავხარჯავ. ისეთი ძმაკაცები მყავს,
რომლებიც მომეხმარებიან და კაპიკები დამიჯდება...
– ოო, გაგმართლებია! კარგ ძმაკაცს ვერაფერი გადაწონის! აი, მე კი ძა-
ლიან არ გამიმართლა არც ძმაკაცებში და არც დაქალებში. ზოგი გაბოზდა,
ზოგმა გამქურდა...
– ეჰ, ცუდ ხალხს რა გამოლევს დედამიწაზე, რა დათვლის მაგათ! – ზუ-
რასგან ამდენი სიტყვა პირველად მესმოდა.
– ჩემი აზრით, ოჯახის წევრებიდან იწყება ათვლა! თუ შიგნიდან არ გაწ-
მენდ და არ გამაგრდები, გარედან ადვილად გერევიან! ციხეც შიგნიდან
ტყდება... – ნეტა თუ ხვდება, რაზე მივანიშნებ?!
– კი, მართალი ხარ, ციხე შიგნიდან ტყდებაო ამბობენ (ეს კაცი ან „ყლეა“,
ან თავს „იყლევებს“!).

327
– კარგი, რადგან გინდა ეს მიწა და შენსას არ იშლი, ცამეტი ათასად მოგ-
ცემ! – ვთავაზობ.
– გამომყვები, თამუნა? გზაში არ მიმატოვებ?
– რას გულისხმობ?
– აი, სადავო რომ არის და იქაური მეზობლები ჭყიპინებენ... გადამაფორ-
მებინებ და ყველაფერს მომაგვარებინებ?! მეშინია, ცოტა არ იყოს, გამწარე-
ბულები არიან. კანონით კი შენია, მაგრამ დავა მომიწევს მაინც, ხო?
– არ ვიცი, რა მოგიწევს, ზურა! კანონით ჩემია და შენ იყიდი, „დალშე“ რისი
გეშინია? კაცი ხარ, ტო?! მიხედავ, არა?! ვერა?! – ვცდილობ, თავმოყვარეობაზე
ვიმოქმედო, თითქოს ნამუსზე ვაგდებ. მერე იწვალოს თავის ცოლთან ერთად.
– ხო! დედას ვუტირებ მაგათ! – „აბლატავდა“ ზურა.
– ჰოდა, „ვსიო“! მაგარ „ბაითს“ ჩადგამ, მამაჩემს ცხენი უნდოდა ეზოში...
შენც გიყვარს ხო ცხენები?
– აუუ, მაგრად! ფანი ვარ(ჰმ, გაგაფანებ, მოიცა)!
– ჰოდა, შენი დრო მოსულა! ადგილი კია დიდი და აჭენავე, თან ბიჭიც
გეზრდება, სუფთა ჰაერზე გაზრდი (გვიან ეყოლათ ბიჭი)!
– შენ დამიდგები გვერდში? სადავო როა (ბიჭო, რა მშიშარაა!)?
– ხო, ზურა, დაგიდგები გვერდში, აქ არა ვარ? სად მივდივარ... ერთად
ვცემოთ მოდავე ბანდა, თუ რამეა! – თან გავუცინე.
გახარებული ახალი იმედებით გავუშვი ზურა სახლში. მართლაც, იყიდა.
მეც გავყევი ერთ დღეს, სანამ იყიდდა, სადაც „საჭირო“ იყო. კანონი ეუბნება,
შენია ეს მიწა, იქ მოდავეებს რაც გინდა უქენი, ჩვენ არ გვეხებაო. ამას კი
მართლა დაუჯერებია, მეც მოგეხმარები ცემაში-მეთქი... ჩემი იმდენი მყავ-
და საცემი... და მე მელოდებოდა! სახლის აშენებას ვინ ჩივის, სიახლოვეს
რომ მიდის, მეზობლები ქვებს ესვრიან, ცხენების ფანი ზურა კი „ბულკი“ აღ-
მოჩნდა. მე სადღა მეცალა ზურასთვის, გაქანებული რემონტი მქონდა სახლ-
ში. ამასობაში გავიდა თვეები და ზურა გულამოსკვნილი შემეფეთა:
– თამუნა, რატომ მიმატოვე? რატომ არ პასუხობ ჩემს ზარებს? სახლში
არ არისო, სულ ასე მპასუხობენ მეუბნებიან. როცა სადმე გხვდები, მეუბ-
ნები, მერე გნახავ, ახლა არ მცალიაო... აშკარად, მიმატოვე შუა გზაში... რა
ხდება, თამუნა?! – ძალიან ნაწყენი იყო, შეშინებული და გაუბედურებული.
– მართლა გინდა იცოდე, რა ხდება? კარგი! თამუნა არ მოგწონდათ
ოჯახს, ახლა რა შეიცვლებოდა? რომ გამოგყოლოდი, კარგი გოგო ვიქნებო-
დი?! შენს შვილს მთელი ცხოვრება ჩემთან მეგობრობას უშლიდი, რატომ,
ზურა? დღეს შენი შვილი ჩვეულებრივი „პუტანკაა“, მე კიდევ დედა ვარ, რო-
მელმაც ოჯახი შექმნა, რომელიც მხოლოდ პატიოსნებას უქადაგებს ყველას!
რა მჭირდა შენი დასაწუნი? მიპასუხე, რა?! – ვეუბნები.
– რა სისულელეა, თამუნა! მე არასდროს ვუშლიდი...
– და კიდევ! შენმა შვილმა და ცოლმა გამქურდეს, იცი ეგ ამბავი?
– არა, თამუნა, რას მეუბნები?! – ფერი აღარ ადევს ზურას.

328
– ჰოდა, მიდი სახლში და ჰკითხე, როგორ გამქურდეს, როგორ დავიბრუნე
მერე ნახევარზე მეტი წაღებულიდან და რატომ გაყიდინე თორაძეების მიწა!
ისე არ მინდა გაიხაროს შენმა ოჯახმა, როგორც ჩემმა ოჯახმა ვერ გაიხარა
მაგ მიწაზე! ახლა კი მეტი დროის დათმობის სურვილი არ მაქვს, საკმაოდ ვიმ-
სახიობე აქამდეც! დანარჩენი, რაც მე ვერ გეცი პატივი და ვერ ამოგჯიჯგ-
ნეთ უკეთ მთელი ოჯახი, ღმერთმა შეგივსოთ, რაც ცუდი დაგაკელით! ძალიან
მიყვარდა შენი შვილი! მაგრამ, აბა, რა იცით, გველებო, თქვენ სიყვარულის!
ისე იყავი, როგორც შეგეფერება, რა (და ზურგი მივუშვირე, გზა გავაგრძელე)!
კაცი მართლა შოკში ჩავარდა, მაგრამ არ ვიცი, ეს შოკი იმის იყო, რომ
არაფერი იცოდა, თუ იმისი, ამდენი წინადადება ჩემგან პირველად რომ გა-
იგო და თან ამოდენა ბოღმით სავსე სამაგიერო... თან ვისგან ისმენდა ამ ყვე-
ლაფერს?! ადამიანისგან, რომელიც მისი შვილის ტოლია, რომელიც ზურას
ოჯახის გამო თავის ოჯახს გამოესარჩლა, დაიცვა, მოითხოვა პატივისცემა
და ნასესხების („ახეულის“) დაბრუნება, რომელსაც ჩემი სახელი დაერქვა და
არც არავის დაუმალავს! ეგეც გავახსენე... აბსოლუტურად მართალი ვიყა-
ვი მენთეშების ოჯახის წინაშე და ბევრი სხვა ოჯახის წინაშე! ასაკით ჩემზე
უფროსები ვერ ცხოვრობდნენ ასე სუფთად, მე რომ ვიცხოვრე ბავშვმა, რაც
ამაყს მხდიდა და ძლიერს. ხშირად დამიძინია ტირილით გულამოგდებულს,
ფიქრები რომ მამშვიდებდნენ: შენ არაფერი დაგიშავებია, მათ იდარდონ,
ცოდვებით სულს რომ იმძიმებენ! შენ მშვიდად დაიძინე! ღმერთს უყვარხარ!
სახლის რემონტი მივიყვანეთ რაღაც ეტაპამდე... ვერ დავასრულეთ ცქიტოს
მოყვანილი ხელოსნებით. მომწონდა ყოველთვის, ოჯახში კაცი როცა კაცობ-
და, ქალი ქალობდა! მართალია, შემომტანი არცერთი ვიყავით, მაგრამ გაფრთ-
ხილება ვისწავლე იმის, რაც მქონდა. ბევრი აღარაფერი იყო დარჩენილი. ვინც
ჩუმად ვერ წაიღო, ისე, ჩემი ნებით ვუწყობდი სახლებს... დაქალების აგარაკებს
თუ არააგარაკებს ვავსებდი! ეს უაზრო სიკეთე არ მქონდა მოშლილი კიდევ... ისე
შორენა-ვილისთვის რომ დამეჯერებინა, არც ეს ვერის სახლი შემრჩებოდა. დაწ-
ყევლილი ბინაა და ვინ იყიდისო... მე ვეუბნებოდი, არც გავყიდი! რაღა დარჩა ჩემი
ოჯახიდან, ერთი სახლი-მეთქი, მაგრამ ერთხელ ვიღაცამ შემომთავაზა, მთლიან
სახლს ოცი ათას დოლარად ვიყიდიო, რამაც შორენა-ვილი ძალიან გაახარა. მე
კი ძალიან მეწყინა, სახლის გარეშეც რომ უნდოდა დავეტოვებინე. უარი ვთქვი!
ჩემი „08“ ავტომობილი ძალიან მოიფლახვა. ისე დაძველდა, რომ დღე და
ღამე პროფილაქტიკაში ვისხედით მე და ცქიტო-გიო. არ მომწონდა „07“ მარკის
„ჟიგული“, მაგრამ ახალი ყველაფერი კარგიაო და მეც ის ვიყიდე რემონტიდან
დარჩენილი თანხით, ძველი კი გავყიდეთ. ულამაზესი იყო ჩემი მშობლების საც-
ხოვრებელი სახლი... ვიჯექი და ვტკბებოდი, რაც მათ უნდოდათ, ის გავაკეთე.
დედა ხშირად რომ ნატრობდა და არასდროს ამის დრო რომ არ იყო. თან, სახელ-
მწიფოს დაპირებულის ლოდინში წლები გარბოდა. მე კი ის არ ვიცოდი, მეორე
დღეს რა მეჭამა და მაინც რემონტი გავაკეთე... ძალიან შორს ყურება არასდ-
როს მყვარებია, რადგან არ ვიცოდი, სად და როგორ ვიქნებოდი...

329
კახას ბიჭი გიორგი ხშირად მოდიოდა ჩვენთან. 51-ე სკოლაში გადმოიყ-
ვანა ვილიმ. პარასკევი, შაბათი, კვირა ჩვენთან იყო. ჩემი შვილი მარიშკაც
(მარიამი) გაჩნდა. გიორგის ძალიან უყვარდა მარიშკა. კაცობდა, რომ გაიზრ-
დება, მე უნდა მივხედოო, რაც ჩემთვის სასიამოვნო იყო.
თამრიკო მეზობელი მესტუმრა. როგორც იქნა, დამიმარტოხელა:
– შენთან საქმე მაქვს, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო. ამხელა ქალი ლაწი-
რაკმა შოკში ჩამაგდო და შეურაცხყოფა მომაყენა!..
– რა მოხდა, თამრიკო?
– შენი და, ნინო, მომივარდა!
– რას ჰქვია, მოგივარდა? რატომ? – გაოგნებული ვეკითხები.
– შენს ქმარზე და ჩემზე ეჭვიანობს (ამ დროს, თამრიკოს დანახვაზე ფეხ-
ზე მდგარი კაცი შეიძლება დავარდეს)!.. შენ რომ კოლეჯში წახვედი, ბოლო
გამოცდები რომ გქონდა... შენ რატომ რჩები მარიშკასთან, გიორგის გინდა
ლოგინში ჩაუხტეო. საშინელებები მაკადრა. ან რა დაინახა ჩემში ასეთი, შვი-
ლებს ვფიცავარ, თუ რამე მსგავსი ფიქრე მქონდეს! – მიხსნის თამრიკო.
– ხო, რა სისულელეა! არც მიფიქრია მსგავსი რამ შენზე! – შოკი მივიღე.
– მართლა? მე მეგონა, შენს სათქმელს ნინო მეუბნებოდა.
– არა, თამრიკო, რას ამბობ! მე საკმარისი სიგრძის ენა მაქვს. სხვების
დახმარება არ მჭირდება! ეგ ავადმყოფი, ეგ! რა უფლებით? ან რა „პონტში“
ეჭვიანობს ჩემს ქმარზე? რას არჩევს ჩემი ქმრის ამბებს?! მოვკლავ მაგ „ნა-
ბიჭვარს“! – უდიდესი დარტყმა იყო ეს ჩემთვის!
– არ ვიცი, თამუნა! ფაქტია, საეჭვოა, მაპატიე ამას რომ ვამბობ, მაგრამ
ფრთხილად უნდა იყო! იქნებ სხვა ურთიერთობა აქვთ ნინოს და გიოს? –
თამრიკომ შეშინებულმა მითხრა.
– რას ამბობ, თამრიკო?! გიორგი მაგას არ იკადრებს, ისე ეს გველი კი
დასდევს ცუდად... მიფიქრია მაგაზე! ყველა კაცი უყვარს და უნდა... იგივე
ხომ არ სჭირს ჩემს ქმარზეც? რა საშინელებაა! ღმერთო, დაგვიფარე!
ისე ცუდად გავხდი, სიცოცხლე აღარ მინდოდა. მე და ნინოს გაუთავებელი
ჩხუბი გვქონდა. ჩემდა გასაკვირად, ამ ბოროტმა ნინომ ეკა გადაიბირა, რომელ-
საც ჩემს ოთახში ვაძინებდი... მაიკოს და ნინოს ეჩხუბებოდა, სულ ბიჭებზე ნუ
ლაპარაკობთო. მეც ვარიდებდი პატარა დას, რომ არ ესმინა და არ აეღო მათგან
ცუდი. მარტო დაძინების კი ეშინოდა, მაგრამ აი, დადგა დღე, როცა ჩემზე უარს
ამბობს, მიძულებს და ნინოს მხარეს დგება. ყველანი სახლში ვიყავით: ცქიტო,
მე, მაია, ნინო, ეკა და პატარა მარიშკა, როცა მოვყევი ნინოს ეჭვიანობის ამბავი
და მოვითხოვე პასუხი. გიორგიმ სიცილი დაიწყო, სულ გარეკა შენმა დამო.
– ამიხსენი, რა, ჩემს ქმარზე შენ რატომ ეჭვიანობ? – ვეკითხები მკაცრად
ნინოს.
– შენ გამო! შენ ვერ ხედავ რაღაცებს და მე ვხედავ! – მპასუხობს ვირთხა.
– რას ხედავ, გოგო, შენ?! შემომხედე რა! თამრიკოზე როგორ უნდა
ვიეჭვიანო?! აზრი მიჩნდება ასეთი, რომ შენ თვითონ გაქვს რაღაც პრობ-

330
ლემები! რას დასდევ ამ ჩემს ქმარს?! ხო არ გიყვარს, შემთხვევით, ჰა?!
ავადმყოფო შენ! ყველა კაცზე კი არ უნდა გინდებოდეს! შე უნამუსო, მოგკ-
ლავ! – გავიფინე ფეხის ტილოსავით, ეკა გადაეფარა. ეკაც მივაკარი რომე-
ლიღაცა კედელს შპალერივით. ჯობდა, არ ჩარეულიყო ან სამართლიანად
მაინც მოქცეულიყო.
– რას მკადრებ! „ვაფშე“ წავალ სახლიდან! ამხელა ცოდვას ჩადიხარ და
მაგას ფიქრობ ჩემზე!! – ასე გავარდა ოთახიდან ტირილით ვირთხა.
თავს საშინლად ვგრძნობდი, ვისხედით მე და მაია და ვფიქრობდით, რა
ხდებოდა ჩვენი ოჯახის თავს... ცქიტო-გიორგიმაც დაუყვირა ნინოს, არ და-
ვინახო ჩემს ცხოვრებაში ჩაერიოო! გარეთ გავედით მე და ქმარი სალაპარა-
კოდ. არ მინდოდა სახლში საუბარი.
– რა ხდება, გიორგი? შენ ვერ გრძნობ, რომ რაღაც სჭირს ნინოს?! შენ
რომ გადიხარ სახლიდან, ისიც გადის! შენ რომ მოდიხარ, ისიც მოდის! რამე
ხდება თქვენ შორის?! – წყნარად ვეკითხები.
– რას ამბობ, თამუ! ღმერთო ჩემო! როგორ ვერ ხედავ ჩემს სიყვარულს
შენდამი! – ცქიტო დარდობს.
– ვერა, ვერ ვხედავ!
– ეგ იმიტომ, რომ სულ ბავშვთან ხარ! მითხარი, რა გავაკეთო, რომ გჯე-
როდეს ჩემი სიყვარულის? შევეწირო „ბოროტებს“?! ლანჩავას „დავბრიდავ“
და წავალ „სროკზე“, იქნებ მერე დაიჯერო!!! ეგ შენი და ავადმყოფია და ამი-
ტომ მე უნდა გავუძლო თქვენს ისტერიკებს?! – ტირის ცქიტო.
– ეგ მეც ვიცი და შენც მაგიტომ გაგაფრთხილე, რომ გცოდნოდა და
ფრთხილად მოჰკიდებოდი ურთიერთობას! არ დავინახო დღეიდან ერთმა-
ნეთს გამარჯობა უთხრათ! აუცილებლად მალე დავიშლებით! იმედი მაქვს,
არ იკადრებ ისეთ რამეს, რომ მოსაკლავი გამიხდეთ!
– კი, ბატონო, საერთოდ არ მინდა მაგასთან ლაპარაკი! – ტირის ცქიტო,
ეს როგორ იფიქრეო!..
– ჰოდა, შევთანხმდით! – სახლში ავედით.
– გაიგე, ნინო, შენც?! საერთოდ გაწყვეტთ შენ და ჩემი ქმარი ურთიერ-
თობას! არ იცნობთ ერთმანეთს! ეს რა უბედურება ხდება, რა არის!
ძნელია იმის გადმოცემა, თუ როგორ იმოქმედა ახალმა ეჭვებმა და დარდმა!
ჩაიარა იმ დღემ. დილით კი აღმოჩნდა, ნინო სახლიდან წასულიყო და გარედან
ჩავეკეტეთ. თამრიკოს გადავუგდე გასაღები და კარი გაგვიღო... მე და ცქიტომ
ვინერვიულეთ. ვეძებე და ვიპოვე კლასელის სახლში. საუბედუროდ, დავაბრუნე
ოჯახში! უნდოდა თავი დამნაშავედ მეგრძნო, რადგან ნინომ გაქცევა ასე ახსნა,
ამხელა შეურაცხყოფა მომაყენეთ და ამ სახლში რაღა მინდოდაო.
ჩემი დები ცქიტოსთან ისე იყვნენ, როგორც ძმასთან. ეს ასეც უნდა ყო-
ფილიყო, ამიტომ არასოდეს დავკვირვებივარ, ვინ ვის გვერდით იჯდა თუ
იწვა და ტელევიზორს უყურებდნენ, საუბრობდნენ თუ ყველა თავისი საქმით
იყო დაკავებული. სახლში ჯდომა და საქმეები ზომიერად ვიცოდი. მეგობ-

331
რებისთვის დრო ყოველთვის მქონდა. მიყვარდა მათთან ყოფნა. ცქიტო კი
რატომღაც სახლის ბიჭად იქცა. მიკვირდა და მწყინდა, როცა ვთხოვდი, გა-
მომყოლოდა. თითქოს კარგი ქმრის როლს თამაშობდა, ცოლს რომ უდავოდ
ენდობოდა და ყველგან უშვებდა, მერე კი სახლში დაბრუნებულს ეჭვიანო-
ბის სცენებს მიმართავდა ისეთ ვიღაცებზე, სიცილით რომ ვკვდებოდი და
ვფიქრობდი, ისე ვუყვარვარ, სულ გაგიჟდა-მეთქი...
ნინომ ვერ მოისვენა. ცქიტოს დები სკოლაში მიჰყავდა. სალომე შეხვედ-
რიათ გარაჟთან, მეც ჩამიყვანეთ ქვევითამდეო, უთხოვია და როგორც უფ-
როსი, წინ ჩამჯდარა მანქანაში. ამის გამო ნინოს ლამის გაუპუტავს სალომე,
წინ რას უჯდები გიოს (ცქიტოს), შენ გიყვარს და გინდა ლოგინში ჩაუგორ-
დეო. სალომე გაგიჟებული მოვიდა...
– არ იშლის თავისას! რა ხდება, სალ, ჩემს თავს? რა აზრის ხარ? – გაოგ-
ნებული ვეკითხებოდი სალომეს მონაყოლის მოსმენის შემდეგ.
– აუ, ბიჩოკ, არ ვიცი, გიორგის რომ უყვარხარ, ვიცი და ნინო რომ ავადაა,
ეგეც ფაქტია. რა ვთქვა, არ ვიცი! კაცს არ შეშურდება შენი, ისეთი ცხოვრება
გერგო! - შოკირებულია სალომე.
– ხო, არავინ არ იცით, მეც არ ვიცი!.. რომ ვამბობ, ნინოს გიორგი უყვარს
და ავად არის, მრცხვენია! მაგრამ სხვას ვერაფერს ვფიქრობ... ვკვდები,
სალ, ისე ცუდად ვარ! რა გავაკეთო? – ვიტირე დაქალთან.
ბევრ საშინელებას აკეთებდა ნინო... რასაც ვუშლიდი, საწინააღმდეგოდ
იქცეოდა! ერთ საღამოს თავგასა, გიორგი ჯმუხაძე, ამომადგა საქმის გასარ-
ჩევად მუკუჩასა და ჯიხვისთან ერთად. ვის რა საქმე უნდა ურჩიოს თავგასამ?!
გურულოს ნათესავი დააორსულა და ბავშვსაც არ აქცევდა ყურადღებას.
– შენ ამდენი წელია არ გიკითხავს აქამდე როგორ მოვედით და ახლა ვინ
ხარ, რომ ბედავ და ამოდიხარ! – თვალებს ვუბრიალებ.
– შენ შენს დებს „აჩმორებ“! ცუდად ექცევი! – ჯმუხაძე თავგასიებული
„მებლატავება“.
– შენ საიდან ამხელა უფლებები?! მოდი, წაიყვანე და უკეთესად შენ გა-
ზარდე, შე „ახვარო“! – ვეუბნები ზიზღით.
– წესიერად მელაპარაკე! ეს სახლი არაა მარტო შენი! – თავგასიებული
უკან არ იხევს.
– მარტო ჩემია, შენ წარმოიდგინე! აახვიე ახლა აქედან და შენს „გრეხებს“
მიხედე! მე ცამდე მართალი ვარ, ყველა გაგებით! როგორ ბედავ, „ვაფშე“,
ჩემს ოჯახში პრეტენზიებით ამოსვლას?! ამდენი წლის მერე! თან ჩვენ რო-
გორც დავშორდით, იმის შემდეგ! თქვენ ისინი არ ხართ, ერთ დროს ზურგი
რომ მაქციეთ?! „ნაბიჭვარო“ შენ!
ამ დროს დები ამბობენ, კარგად გვექცევაო. დაიბნენ ისინიც.
– როგორ მელაპარაკები?! ეგ თორაძისეული რქები ვერ მოგტეხა ჯერ
ცხოვრებამ?! (რას ბედავს თავგასიებული)?!
– შე „ნაბოზარო“! როგორ ბედავ! – აქ უკვე „გავჭედე“.

332
მარიშკა ვიღაცას შევაჩეჩე ხელში და ავდექი, რომ უნდა დავამტვრიო
ძვლებში ეს მორფინისტი „ფედარასტი“! ცქიტომ გაუქანა თავგასას და „ხია
სიფათში“! დამასწრო... ოჰო, გაზრდილა კაცად! – გავიფიქრე და მესიამოვნა.
თავგასა გარეთ გაათრიეს. თვითონაც არ უწვალია დარჩენაზე... მე ბოლომ-
დე გავყევი და სახეში ვაფურთხებდი აქლემივით, დედის და ნათესავების გი-
ნებაზე აღარ ვლაპარაკობ. ის თვითონ კიოდა კიბეზე, ბიჭო, ქვევით გელო-
დებიო, ცქიტოს მისამართით. მერე დაბლა ჩავიდა სამივე. ჯიხვი ამობრუნდა,
უნდა შერიგდეთო. მე ვამბობდი, „ყლეფანდურა“ ხალხს ვივიწყებ და მაგას
როგორ უნდა შევურიგდე, მაგ არაკაცს-მეთქი. დები გაიძახოდნენ, არაფერი
არ ხდება და რას ამოხვედითო. მერე მივხვდი, ეს ამბავი ნინოს „ნაჩორტალი“
იყო. თავგასას მიზეზი მიეცა, ისე ვძულდი. მუკუჩა, ჯიხვი და ისინი, სუყვე-
ლა რატომღაც თავგასას „ბოსობას“ აღიარებდნენ და მას ემორჩილებოდნენ.
– თავგასას გაუხარდა, კაცი რომ გიდგას გვერდით! – ჯიხვი გამოვიდა
სიტყვით.
– ოჰ, კაი კაცო! ძაანაც არ გაუხარდა, მაგრამ რას ვიზამთ! იცის, რო გავბ-
რდღვნი მაგ საცოდავს! „ვაფშე“ როგორ ბედავს, ტო, თორაძეების რქებს ცუ-
დად რო ახსენებს ეგ „თესლი“! ეგ არასდროს არ იყო იმედას ნამდვილი ძმა-
კაცი! ეგ ყოველთვის „პროჭი“ იყო და რა შეცვლის! – მე ჩემს ამპლუაში ვარ.
– კარგი, დაწყნარდი! არასდროს მომწონდა შენი აზროვნება! – ნერვებს
მიშლის ჯიხვი.
– აი დარდი, რა! შენ რა მოგწონს და რა არ მოგწონს, ეგ არ არის მთავარი!
ჩემი ოჯახია მთავარი და ღმერთი! – მეც შევუბღვირე.
– შენი და ნინო ასე ამბობს, რო ეჭვიანობ შენს ქმარზე და ნინოზე და ამის
გამო სცემ. მაგაზეა გაგიჟებული თავგასა!.. – ჯიხვი და მუკუჩა გვეუბნებიან
მე და ცქიტოს.
– აა და, თქვენ რა იცით, ოჯახში რა ხდება?! მე ამ თემაზე არ მინდოდა
სხვა ხალხთან ლაპარაკი, რადგან სირცხვილია! და, თვითონ გამოიტანა გა-
რეთ ეს ამბავი?! – გაგიჟებული ვარ!
მეც მოვყევი, როგორ ეჭვიანობს ნინო ყველაზე და ეს ნორმალური არ არის
და რომ მეც ჩამისახა ეჭვი, მაგრამ ეს ოჯახური პრობლემაა და მე არ მსურდა
ამ ამბის მათთან ერთად რკვევა... ან რაში დამეხმარებოდნენ?! თუ მოვკლავ-
დი ნინოს, დამარხავდნენ და მერე დააყვედრებდნენ მაიას და ეკას, როგორც
მე დამაყვედრა თავგასიებულმა! და თუ მკაცრი ვარ, ამის გამო ვერავინ მეტყ-
ვის, ცუდად ზრდიო! ჩემი ძმები დღე და ღამე ცემით მოკლავდნენ, ასე რომ
მოქცეულიყვნენ-მეთქი! ყველასთვის მისაღები და გასაგები აღმოჩნდა ჩემი
ნათქვამი. ცქიტო-გიორგიმ კი სიმპათია დაიმსახურა ყველას თვალში...
ბადრი ხვადაგიანს დარჩენილი თანხა მოსატანი აქვს, 2800 დოლარი (ზუს-
ტად თანხა აღარ მახსოვს), რომლის მოტანაც ძალიან არ უნდოდა. ისე ძალიან,
რომ რესტორან „ბერიკონში“ მუკუჩას, ბესელას და ცქიტოს „ბოროტების“ წევ-
რები დაახვედრა და ამტკიცებდა, რომ ეს თანხა მე მას ვაჩუქე და რატომღა

333
უნდა დაებრუნებინა?!.. საწყალ მუკუჩას ისე შეშინებია „ბოროტების“, რომ ცქი-
ტოს უჯიკა, გავქრეთ აქედან სჯობსო... ცქიტომ იცოდა, არასდროს ვაპატიებ-
დი იმ მომენტში ჩასვრას! ხშირად მშიშრებს შიში აკეთებინებს კარგს ან ცუდს.
გაიხსენა ჩემი დარიგებები, ძალა მოიკრიბა და თქვა სათქმელი (ღმერთმა იცის,
როგორ ვაჟკაცს ვაწრთობდი ამ ადამიანში და რამდენს ვასწავლიდი, კაცურად
როგორ ეცხოვრა): – თამუნას არ უჩუქებია ეგ თანხა. დიდი ტყუილი თქვი, წახ-
ვედი, მანქანა ჩამოიყვანე, ფული შეუჭამე და ახლაც არ გინდა ბოლომდე დაფა-
რო! არანაირი გამართლება არ მოეძებნება შენს საქციელს! გაუბედურებულ,
დაობლებულ ბავშვს ატყუებდი და მის ნდობას ცუდად იყენებდი! შენი ძმაკაცის
დას უკეთებდი ამას! ასეთ შემთხვევებში უცხოებს ეხმარებიან, შენ კიდევ გინ-
და, ასეთი ოჯახის ლუკმა შეჭამო. „ტეხავს“! მოსატანი გაქვს! – ასეთი ტექსტით
გამოვიდა ცქიტო. ბესელაც შეეშველა თურმე ლაპარაკში.
ამ სიტყვების მერე ვეღარავინ ამოიღო ხმა. ფაქტი ჯიუტი იყო. თან არც
ისეთ თანხაზე იყო საუბარი, რომ „ბოროტებს“ თორაძეების სისხლი ისევ ეღ-
ვარათ! თვითონ უკვე მილიონებიან საქმეებში იყვნენ ჩაფლულები. პიკასოსა
და ფიროსმანზე „დაბლა“ საქმე არ ჰქონდათ. ბადრი კი, თავიდან ბოლომდე
„გაიშიფრა“. გასაგები გახდა, ვინ იყო ჩემი ძმების დროსაც – „ბოროტების“ „ნა-
სეტკა“! „მენტების“„ნასეტკა“და ჩვეულებრივი „ნაბოზარი“, რა! როგორ არ და-
ვუჯერეთ სერგეევიჩს! ვერანაირად რომ ვერ იჩუქა თანხა, ყველა გზა სცადა.
ისეთი გველია ტიპი, სად მივიდა?!.. მამა ზენონთან და მომიგზავნა საკუთარი
მოძღვარი! რა ეშმაკია† ტიპი! მაგრამ მე როგორღა მომატყუებდა. ეგ ვინ არის!!
– არა აქვს ადამიანს ფული და უნდა დააცადო! – მეუბნება მოძღვარი.
– როდემდე დავაცადო, მამაო? ან როგორ იჯერებ მაგისას? ბრძენი მგო-
ნიხარ! ეგ არ არის კარგი ადამიანი! იცი, რა გააკეთა? რა ამბები დაატრიალა?!
– ასეთი სულიერი შვილი მე დღეს არ მყავს! ცოდვები კი ყველას მოსდის!
– მამა ზენონის სიტყვები მანადგურებს.
– არ არის ეგ მართალი! თავს ეკლესიას აფარებს! ეგ მაგის ხრიკია! ქუჩაში
აღარ გაესვლება! მთელი თბილისი მომდურებული ჰყავს თავისი აფიორე-
ბით! ძალიან მწყინს, ასე რომ გჯერა ეშმაკის† და ჩემი არა! მამაო, მე მეტს
ველოდი თქვენგან!
ისე მეწყინა მამა ზენონის სიტყვები, ისე, რომ აღარ დავდიოდი ეკლესი-
აში. მე მეგონა, ადამიანებს უნდა ცნობდნენ კარგად და ხედავდნენ მათ ში-
ნაგან სამყაროს! ბადრი ხვადაგიანი კი ის კატეგორიაა, თავს რომ იმარხავს
მიწაში სირაქლემასავით... წლები გავიდა, მოძღვარს არ ვნახულობდი, თუმცა
მიზეზი არ მქონდა ნათქვამი. ისე დავდიოდი ეკლესიაში, ვინახავდი მარხვებს.
მარიშკა რომ გავაჩინე, სამშობიაროშიც მოიყვანა ცქიტო-გიორგიმ. მიყვარდა
ძალიან ჩემი პირველი მოძღვარი... დალოცა მარიშკა. ასე მეგონა, ვეღარაფე-
რი მოერეოდა, მერე მონათლა. ჩვენი შეხვედრები ისე ხდებოდა, რომ ბადრი
არ უნდა დამენახა, იცოდა, თორემ ჩემს საქციელზე პასუხს ვერ მომთხოვდა
ვერც სულიერი მამა... ის ვალიც ტანჯვით ნელ-ნელა დაფარა (2800 დოლარი).

334
როგორც მანამდე ვთქვი, კახას ბიჭი, გიორგი, ხშირი სტუმარი იყო, სანამ
ერთი ამბავი მოხდებოდა: ერთხელ ცქიტოს ელაპარაკებოდა, ეგონა, მე იქ
არ ვიყავი... ჩემს ოთახში ვისვენებდი. მეორეზე ვიყავი ორსულად. მეგობრე-
ბი მირჩევდნენ აბორტს, სამწუხაროდ. მე კი ვერასდროს მოვკლავდი ჩემში
შემთხვევით ჩასახულ არსებას. იმ დღიდანვე შევიყვარე ჩემი მეორე შვილი,
რომელიც ღმერთმა მაჩუქა. მე და ჩემი დების ურთიერთობა საშინლად იძა-
ბებოდა და რთულდებოდა, არაფერი არ ესმოდათ ჩემი... მთელი არსებით
ვცდილობდი რამის შეცვლას! დიდ ენერგიას ვხარჯავდი, რომ თავი არ მოეჭ-
რათ შტერი გოგოებივით, მაგრამ იმდენ სისულელეს აკეთებდნენ, რა ჩამოთ-
ვლის! აღარც მაქვს სურვილი, მათზე კიდევ დავხარჯო დიდი დრო...
ჰოდა, ვისვენებდი ოთახში ჩემთვის, ცქიტოსა და გიორგი თორაძის ლაპა-
რაკი რომ გავიგონე. როგორ მომინდა, კახას შვილი არ ყოფილიყო, ან კახას
სულს თუ ესმოდა, ვერ გაეგო მისი შვილი, რას კადრულობდა:
– ყველაფერი გამიყიდა პაატამ. არ იყო ეგ კარგი ბიძა. მამაჩემის მანქა-
ნები ჩემი იყო, წესით!..
– რას ამბობ, გიო? რა ექნა? ხო უნდა ეჭამათ? შენ კიდევ პატარა ხარ და
იყავი... ეგ მანქანები რაღას ივარგებდა და ივარგებს, სანამ შენ გაიზრდები?
ნუ ამბობ ეგეთ რაღაცებს ბიძაზე. არ შეიძლება! – დაარიგა ცქიტომ.
მესიამოვნა, რომ დაარიგა. ვფიქრობდი, გავსულიყავი, მაგრამ შემეცოდა.
ზუსტად ვიცოდი, ჩემი თვალები არასდროს დაავიწყდებოდა! მე და პაატა
ბოლოს ვხოცავდით ერთმანეთს, მაგრამ მასზე ვინც ცუდის თქმას გაბედავს,
მტერი ვარ სიცოცლის ბოლომდე! ისიც ვიცოდი, გიორგი დედამისის ნალაპა-
რაკებს იმეორებდა, მაგრამ რაღაც ჩამწყდა გულში!.. კახას ბიჭისგან კაცო-
ბას ველოდი (ზაზას შვილი ხო არ იყო!)! მინდოდა მყვარებოდა გიორგი თო-
რაძე, მაგრამ თავისდა უნებურად, გაქრა ის სიყვარული, რომელიც მქონდა.
ჩემს პაატას ჭორავდა ქალივით. მე კი კაცს ვეძებდი მასში... იმდენად კაცობ-
და რაღაც სიტუაციებში, რომ მანცვიფრებდა. არადა, რადიკალურად განსხ-
ვავებული, უარყოფითი ფიქრები ჰქონია. ერთხელ ნინოს და მაიკოს ვეჩხუ-
ბებოდი ბიჭების გამო. ნინომ მარიშკა წაიყვანა ვითომ ეზოში და ამ დროს
ვიღაც ჩვენი ეკლესიიდან რეკავს, ნინო ვგონივარ და მეუბნება, ის ბიჭი აქ
გელოდებაო... ორმაგად გავბრაზდი, ბიჭს ხვდება ლაწირაკი და თან ჩემს
შვილთან ერთად-მეთქი?! ამაზე გიო თორაძემ თქვა, დაღლილმა და გაბრა-
ზებულმა, დედაც ბოზი და მამიდებიცო! 7-8 წლის ბავშვისგან ასეთი გამოსვ-
ლა ჩემთვის კაცური იყო, მაგრამ პაატაზე ცუდის თქმა მაინც ვერ ვაპატიე.
რამდენიმე თვის მერე ისეთი რამ დააყოლა, რამაც სამუდამოდ დაგვაშორა:
დარეკა მაისთან და ნინოსთან, მე ვერ გამიბედა პირადად თქმა და შემომით-
ვალა, მეც მეკუთვნის წილი და მომეცით მამაჩემის მიწა რომ გაყიდეთ, ან
სახლი გაყიდეთ და მანდედან გამისტუმრეთო. როგორ დავლაპარაკებოდი
მაგ „ნაბიჭვარს“?! მეც გადავეცი, დედაშენმა იმდენი ჭამა, იმაზე მეტიც კი,
რაც საერთოდ უცხოვრია მამაშენს ამქვეყნად, არამც თუ უშოვია-მეთქი. მა-

335
გარი ქალოია ბიჭია ეგ და აღარ გაბედოს ჩემ სახლში მოსვლა-მეთქი. იმის
მერე ვინ გაბედავდა, დამნახვებოდა! შორენას კი თავი ქუდში ჰქონდა და
ისიც „მოიძრო“! სულ მოგდებული ჰყავდა შვილი. ისე გადიოდა კვირები, არ
ახსენდებოდა, რომ საერთოდ ჰყავდა...
არც ის უნდა დამავიწყდეს, მაია ყარყარაშვილს რომ ვუთხარი, სოფოა
ერთი, მაგათი „პადრუგა“, მასთან შევხვდით შემთხვევით. მაგარი ნაწყენი
იყო, ქორწილში მე როგორ არ დამპატიჟეო; ჩემს ქორწილში საუკეთესო ად-
გილას იჯექი, თან 3 დღე, მე კიდევ არ მიმიწვიეო! მეც გავახსენე, დაგავიწყ-
და, იმ ქორწილში ჩემი დიდი წვლილი იდო! გაგამზითვე და რა არ გავაკეთე-
მეთქი. იმის მერე აღარ მინახავს.
ნინოს მიმართ ეჭვი გამიღრმავდა. გიორგი არ დასდევდა, რომ მეეჭვიანა.
ისე მიმტკიცებდა თავის სიყვარულს ხან ტირილით, ხან ჩხუბით, ხან იქამდე
მივყავდი, რომ შემრცხვენოდა, ეს რა ვაკადრე ქმარს-მეთქი. ნინო მძულსო,
სულ ამას გაიძახოდა. იმასაც უარყოფდა, ნინოს რომ უყვარდა, შენ გამწა-
რებს, ჯიბრით აკეთებსო... მეც ბოლოს თვალებში ჩავხედე, მუცელზე ხელი
დავიდე და ვუთხარი:
– სიმართლე მითხარი! თუ მატყუებ, ეს ბავშვი არ გაჩნდეს ცოცხალი!
– სულ „გარეკე“?! ამის თქმაც კი არ შეიძლება?! – იყვირა გიორგიმ.
– არც შენი შვილი მინდა თუ სიბინძურეს ჩადიხარ და რამე ხდება შენსა
და ჩემს დას შორის! არც შენი შვილები მინდა და არც შენ! თქვი ახლავე! და-
იფიცე! თორემ არც შენი მჯერა! – მკაცრად მოვითხოვდი პასუხს.
– ეს ბავშვი არ გაჩნდეს ცოცხალი, მე და ნინოს შორის თუ რამეა! როგორ
გეპარება ჩემს სიყვარულში ეჭვი?! ვგიჟდები ამაზე! გადამაყოლე შენს დებს!
– მე გადაგაყოლე?! რამდენი სახლიდან გაიქცევა, მაბრუნებინებ! რატომ?!
რატომ არ მაცდი, მე გადავწყვიტო ჩემი დების ბედი?! რომ ნახე, რა ავადმ-
ყოფიც არის ნინო, რატომ არ მეუბნები რომ დაგდევს?! რატომ არ მეუბნები,
რომ სწორად არ იქცევა?! რატომ ჩვენ ჩვენთვის არ ვიცხოვრებთ?! წავიდნენ
აქედან საერთოდ!
– მერე სახლის წილს მოგთხოვენ... ეგ ჩემი საქმე არ არის! შენს დებს შენ
თვითონ მიხედე!
– ააა, ახლა ხო?! ჰოდა, აღარ ჩაერიო და არ დაგინახო, მაგასთან ერთად
ტელევიზორს უყურებდე ან ერთ ოთახში ისხდეთ! წილს რაც შეეხება, თუ მენ-
დომება, მივცემ! სახლი ჩემია და როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ისე გავაკეთებ
ყველაფერს! ამ სახლს არ გავყიდი! აქ იცხოვრებს ის, ვინც ღირსია და ვინც არა,
„ნახუი“, ქუჩაში! ნინო როგორ გაბედავს ამდენს, თუ შენ არ მისცემ ამის საბაბს?!
– ავადმყოფის გაბედულებას მე ნუ დამაბრალებ, ძალიან გთხოვ! – თქვა
და გავარდა...
ძალიან მიყვარდა ქმარი, ჩემი შვილების მამა! ვერასოდეს ვგრძნობდი, რომ
არ ვუყვარდი, მაგრამ ჩემდაუნებურად, ნინოს გამომწვევი ქცევა ისე მაგიჟებ-
და, რომ აღარ ვიცოდი, რა მექნა. გიორგის დედა გერმანიაში უშვებდა ბავშ-

336
ვებს თუ დიდებს სასწავლო პროგრამით, ბავშვს რომ უვლიან სწავლის მერე
ოჯახში. მაიას და ნინოს მონაცემები გავაგზავნინე, რადგან ენისა და სწავლის
კარგი საშუალება იყო. რატომღაც ნინოს მოუვიდა მიწვევა და მაიას არა. ზაფ-
ხულში უნდა გამგზავრებულიყო... გამიხარდა, ვიფიქრე, რაღაცას შეუცვლი-
და ცხოვრებაში. ამასობაში გაიზრდებოდა და ჭკუაც მოემატებოდა.
ძნელად გადავიტანე მეორე ორსულობა. მშობიარობის წინა ღამით, რო-
გორც მარიშკაზე, არ მივუტოვებივარ მამას... არც ახლა დავვიწყებივარ,
სიზმარში მოვიდა თავისი სავსე კალათით, ხილი და ნამცხვრები მომიტანა.
ეს სიზმარი უკვე მამცნობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
– მარიშკა ვერ გავაჩინე ბუნებრივი მშობიარობით... ეს კი უნდა გავაჩინო,
ექიმო!
– საკეისრო კვეთით გაჩნდა? – ექიმი გაგუა მეკითხება.
– დიახ, ვიწრო მენჯი მქონდა, იმედი მაქვს გავიზარდე...
– მერე, ეგ არ არის კარგი აზრი. თანაც, ორი წელიც არ აცადე და ისევ
დაორსულდი. საშიშია ეს შენთვისაც და ბავშვისთვისაც, – აგრძელებს ექიმი.
– მე არ მეშინია! მინდა შევიგრძნო, როგორ ვხდები დედა და არ მომწონს
მეორე დღეს რომ მიწევს ნახვა, აჰა, შენი შვილიაო! რა უბედურებაა ეს? მინ-
და ბუნებრივად გავაჩინო! – ჯიუტად მოვითხოვ.
– ეს შენზეა დამოკიდებული... ისე, ყოჩაღ! ასეთი პატარა გოგო და ასეთი
უშიშარი! – გაგუა გაკვირვებული მიყურებს.
– 18 წლის ვიყავი, გომელაურმა გადაწყვიტა კვეთა და მანვე გამკვეთა...
კი მეშინია, მაგრამ სურვილი შიშზე დიდია!
– კარგი, გავაჩინოთ! მე შენკენ ვარ! – გამიცინა ექიმმა.
– გმადლობთ, ექიმო! – ძალიან გამიხარდა.
ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ ბევრ საკეისროიანს შეუცვალა ექიმმა
აზრი. სამშობიაროში რომ შევდიოდი, რიგი დგებოდა ჩემ გასაცნობად. შენ
გამო ჩვენც ბუნებრივად გვამშობიარებს. ის თუ აჩენს, თქვენც გააჩენთო.
ეს რა გაგვიკეთეო. ზოგი გაბრაზებული იყო, ზოგი – შეშინებული, ზოგიც
– გაცინებული. ძალიან ვიწვალე, ორი დღე, მაგრამ დაგვიფასდა მე და ექიმ
გაგუას. გაღიმებული ვუყურებდი ქეთას და ველაპარაკებოდი:
– ჰმ! ხო მაინც გაგაჩინე! ხედავ, როგორი ძლიერი დედა გყავს? შენც ძლი-
ერი ხარ, რომ ამყევი და არ ჩარჩი სადმე!.. რა საყვარელი ხარ!.. პატარა მა-
რიშკა ხარ, თუ მეჩვენება? ყველას გაიცნობ მალე, შენ დაიკოს, მამიკოს...
გაღიმებული ვტკბებოდი, ისე მომწონდა შეფუთული ჩემი შვილი. ახლა
მივხვდი, რამხელა ბედნიერებაა შვილის გაჩენა. 21 წლის ვარ.
– აბა, როგორ ხარ?! – შემომაკითხა გაგუამ.
– ბედნიერი, რატომ მეძინა ამდენ ხანს?
– მშობიარობის მერე წამალი გაგიკეთეთ, შენნაირი შემთხვევა პირველია,
ამიტომ მუცლის შიდა ნაკერები შიგნიდან უნდა შეგვემოწმებინა, ხომ არ
გაიხსნა... ყოჩაღ! მაგარი გოგო ხარ! – მიცინის გაგუა.

337
– როგორი მაგარი, ექიმო, მამა რომ იამაყებს ჩემით? ეგეთი მაგარი, თუ
„ისერა“ მაგარი?
– მამა არ გყავს?
– არა – თავი გავიქნიე.
– კარგი გოგო ხარ, აუცილებლად ამაყობს მამა... ვაჟკაცი გოგო ჰყავს!
დღეს იშვიათად გაიგებ, შვილი მშობლისთვის ცხოვრობდეს.
როგორ მინდოდა ჩემი მშობლები და ძმები გამეხარებინა, როგორ მინ-
დოდა, ისინიც ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ!.. ჩემი ბედნიერების გაზიარებას
მხოლოდ ისინი შეძლებდნენ, მე ეს ვიცოდი და მკლავდა უიმათობა, მაგრამ
ამავე დროს მაიმედებდა ის, რომ ვმრავლდებოდი და სიცოცხლე ღირდა ჩემი
პატარა ლამაზი გოგოებისთვის!
ერთი სული მქონდა, სახლში მივსულიყავი. ახალ-ახალი ეჭვები მღრღნიდა:
ნინო და გიორგი... დავბრუნდი სახლში ახალი ადამიანით. მარიშკას ძალიან
შეუყვარდა, უხაროდა. ძალიან კეთილი და საყვარელი იყო ისედაც და თავისი
დისთვის ხომ ასმაგად საყვარელი. მეც მარტო იმას ვასწავლიდი, როგორ მოევ-
ლო და ყვარებოდა პატარა და მშობლებზე მეტადაც. უკვირდა 3 წლის მარიშკას,
რატომ უნდა ყვარებოდა დედაზე მეტად ქეთა, როცა მე ვუშლიდი ყველანაირ
ურთიერთობას ნინოსთან. ბავშვს მსგავსი შინაარსის კითხვაზე დაბნეულმა
ვუპასუხე, რომ გაიზრდებოდა და მაგის პასუხს მერე გაიგებდა. ახლა პატარაა
შენი ტვინი და გული, მოდი, ნუ გადავღლით დიდების პრობლემებით-მეთქი. მას
შემდეგ აღარაფერი უკითხავს. მაიამ კი სასწაული ამბები დამახვედრა ოჯახში:
– თამუნა, სანამ სხვისგან გაგიგია, მინდა ჩემგან გაიგო სიმართლე, რა
სცენები დადგა ნინომ შენ რომ სამშობიაროში იყავი!
– რა მოხდა?! არაფერი დამიმალო!
– როგორც შენ მითხარი, მარიშკას მივუწექი ღამე. ხომ მითხარი, არ
ინერვიულოს, პირველად რჩება ჩემ გარეშეო... გიორგი თავის მხარეს იწვა,
მარიშკა – შუაში. ნინო შემოვარდა ოთახში ტირილით, შენ და გიორგის შო-
რის რა ხდებაო, – მაია, ჩემი და, მიყვება.
– ნუ მაგიჟებ! აღარ შემიძლია! ეს ვინაა?! რა უნდა „ვაფშე“?! მივახრჩობ
ჩემი ხელით ამ ავადმყოფს!
– დაწყნარდი, ხო, ავადაა! მაგაში მეც დავრწმუნდი! გავედი ოთახიდან,
რას ამბობ-მეთქი. მარიშკა გაგიჟდა, ისე ტიროდა მთელი ღამე ნინო. გიორ-
გიმ მითხრა, გააკითხე ერთი, რა სჭირს მაგ საცოდავსო. ვითომ რაღაც წა-
მალს ეძებდა! – ყვება მაია.
– გიორგის რა რეაქცია ჰქონდა?!
– ეგ მითხრა მარტო, რომ გადი, გახედე მაგ ავადმყოფსო და გამომიშვა
ოთახიდან. ამ ავადმყოფმა მე მიმტკიცა, დავინახე, გიოს შენს ძუძუზე ედო
ხელიო. რა თქმა უნდა, იგონებს და თუ ასეთი რაღაც გითხრა, არ მინდა და-
იჯერო მაგ ავადმყოფის, თორემ არც განერვიულებდი და დაგიმალავდი...
– საშინელებას მიყვება და დაზე!

338
– რას ჰქვია არ მომიყვებოდი?! ყველაფერი უნდა ვიცოდე, რაც ჩემს თავს
ხდება! აღარ შემიძლია! საკუთარ დაზე ეჭვიანობა რა უბედურებაა! ნუთუ
ესღა აკლდა ჩემს ტანჯვას! – ძალიან ცუდად ვიყავი.
გიორგი ცქიტოსაც ვკითხე, რა მოხდა? იგივე მიამბო. ვერ ხსნიდა ნინოს
საქციელს, რაც მიკვირდა და მაეჭვებდა, მაგრამ თავი მაგრად ეჭირა! ამ-
ბობდა, რომ ავადმყოფია და რომ დაიღალა ამ დების პრობლემებით და თავი
დავანებოთ. აღარ ვიცოდი, ვისთვის რა რჩევა მეკითხა, საშინლად ბინძური
საფიქრალი გამიჩნდა და ამაში ვერავინ დამეხმარებოდა. რუსკა მეუბნებო-
და, გეჩვენებაო, ერთი დედის შვილები ხართ, აპატიეო! რამდენჯერ ვაპა-
ტიე?! ნინოს მხრიდან თავის უაზრო მართლება აღარ დასრულდა, არანაირ
ლოგიკას რომ არ ექვემდებარებოდა! „სირების“ რჩევები უარეს სიტუაციაში
მაგდებდა, არცერთი არ იყო გულიდან წამოსული! ერთადერთი გულწრფელი
ადამიანი, ბუკი იყო, რომელსაც ჩემი სჯეროდა და ის, უბრალოდ, შოკირებუ-
ლი იყო. არადა, რა ადვილი იქნებოდა, მე რომ სხვისი ცხოვრება ასე დამე-
ნახა, როგორც ჩემი მეგობრები ხედავდნენ ჩემს ცხოვრებას. აუცილებლად
მივხვდებოდი, რომ მხოლოდ ნინო კი არ არის ავად, ცქიტოც ავადმყოფია!
მაგრამ, როცა ქმარი გიყვარს და გაჯერებს, რომ ის სუფთაა შენ წინაშე და
შენც გინდა, ასე იყოს და იჯერებ! მით უმეტეს, ასეთი არაკაცობის ჩადენას
როგორ დავიჯერებდი?! მე და ცქიტო-გიორგის ამერიკაში გვინდოდა წასვ-
ლა... ქეთას გაჩენამ შეცვალა ყველაფერი. მინდოდა ჩემების სახლი მხოლოდ
ჩემი ყოფილიყო, მინდოდა მემუშავა იმდენი, რომ დები გამეშვა ცალკე თა-
ვიანთი წილებით, რომლებიც არ ეკუთვნოდათ! მაგრამ მაინც შევასრულებ
ჩემს ვალს, მამა მხოლოდ მე მენდო... ახლა შეიძლება მამაც ფიქრობს, რომ
არ არიან ღირსები, განსაკუთრებით, ნინო. პატარა ეკა იმ სატანამ† გადაიბი-
რა! მაგრამ რა ვუშველო? ყველა თავის ნავში ჯდება ბოლოს. ყველა თავის
გზას თვითონ ირჩევს და ისეთი ხდება, როგორიც უნდა რომ იყოს. არ ღირს
მეტი ჩარევა!.. მე ყველას ნამუსიანად მივცემ, რაც იქნება, წილი და მერე
ღმერთმა განსაჯოს! ყველა თავის გზაზე წავა... პატარა ქეთას რა ვუყო? მა-
რიშკას ბებია იტოვებს და ქეთა პატარაა, მეშინიაო... აირია გეგმები. ცხოვ-
რება ალაგებს, თავის ადგილს მიუჩენს ყველაფერსო და აი, მოინდომა გიორ-
გი-ცქიტომ მარტო წასვლა ამერიკაში. აღარც გასაყიდი იყო რამე დარჩენი-
ლი. მაია, ნინო და ეკა დაერივნენ მენთეშასგან დაბრუნებულ ანტიკვარებს
და დაყიდეს კაპიკებში, მერე ნარჩენებსაც მიადგნენ, თეფში არ დატოვეს
სახლში. მე მხოლოდ დედაჩემის საყვარელი „ლა პიეტა“ ავიღე, იესოს გარ-
დამოხსნა, რომელიც ზაზამ აჩუქა დედას, რაც ჩემთვის უძვირფასესი იყო
– პირველი და ბოლო საჩუქარი შვილისა დედისადმი. შვილისა, რომელიც
მხოლოდ წაღებაზე იყო და აი, ერთხელ გაახარა დედა ძვირფასი საჩუქრით.
მე კი ის ნივთები მიყვარდა, რომლებიც რაღაც კარგს მახსენებდა. შენ ბევრი
მოგივიდა ჭამა და ახლა ჩვენი დროაო. დაცალეს სახლი, გროშებში გაცვა-
ლეს რაშიც ხელი არ შემიშლია, იმდენად დაღლილი ვიყავი ცხოვრებით! აი,

339
ვიცხოვრე დებისთვის, მათ მომავალზე ფიქრსა თუ ზრუნვაში გავიდა წლები.
ჩემი წლები, რომლებიც დროზე ადრე გარბოდა. ჩემი ბავშვობა, რომელიც
ერთი გაუბედურებული მოხუცის ცხოვრებას დაემსგავსა და აი, დღეს ჩემი
საკუთარი დები ჩემი ქმრის გამო ხოცავენ ერთმანეთს! ისმის შეკითხვა: მე,
ცოლს, არ მიეჭვიანია ამის მეოთხედიც და ამ ჩემს დებს რა სჭირთ?! პასუხი
მათ მარტივი ჰქონდათ: შენ გიჟი ხარ, ჩვენ კი – ჭკვიანები! რაღას გავხდებო-
დი?! ქმრის მჯეროდა, რადგან ის ყველაზე ჩუმად იყო და ჩემი ეჭვები სასა-
ცილოდ არ ჰყოფნიდა. გაოცებული სახით მოვიდა ქმარი ერთ დღეს სახლში
და ქუჩაში გამიყვანა სალაპარაკოდ:
– დადგა სიმართლის დრო? უნდა მომიყვე, რა ხდება? – გამიხარდა.
– არ ვიცი, რა სიმართლეზე ლაპარაკობ! „ბარანა“ გახდა „მენტი“, ჰოდა,
მცხეთაში იჯდა, ჭამდა. ვიღაც თანამშრომელი „მენტი“ მისულა და უთქვამს
გახარებულს, თორაძეების დაიკო (ნინოზეა საუბარი) „გადავიფორმეო“.
– რას ნიშნავს, „გაფორმება-გადაფორმება“?! – ვერაფერს ვხვდები.
– ანუ „გაჟიმა“ და ასე „აბაზრებს“ ქალიშვილი იმიტომ არ ვარ, ყველა
„იობართან“ ასე იმართლებს თურმე თავს, ჩემი ძმები რომ დახოცეს, მკვლე-
ლებმა გაგვაუპატიურეს დებიო! მე უნდა ვიცოდე, ეს მართალია თუ არა?!
– მეკითხება ცქიტო „სირი“!
– ღმერთო, მიშველე! შენი პრობლემა ისაა, რომ ჯერ კიდევ ვერ გაგირკ-
ვევია, პირველად ქალიშვილი ვიყავი თუ არა! ისეთი „სირი“ ხარ, ეგ ვერ გა-
იგე, რომ ვიყავი! ფუ, მეზიზღებით ყველა!!! – გამაგიჟეს!
სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, ტირილი დავიწყე, თავს ვეღარ ვერე-
ოდი, იმდენად ამაზრზენი ტყუილი იყო აღვირახსნილი ქალისა, რომელიც
მთელ ოჯახს სცხებდა ჩირქს!
– ესე იგი, მკვდრებსაც გადაუარა, ხო, მაგ „ნაბოზარმა“! მიმიყვანე სახლ-
ში! ახლავე!
– დაწყნარდი! არ მინდოდა თქმა, ვიცოდი შენი რეაქციის ამბავი, არ მოკ-
ლა, დაელაპარაკე! – ცქიტო მაგიჟებს.
– ჯერ მეკითხები, მართალიაო? ახლა ამბობ, არ მინდოდა თქმაო! არას-
დროს არ გაბედო, რამე დამიმალო, იმიტომ რომ ცუდია და ვინერვიულებ!
შევთანხმდეთ ამაზე! – მკაცრად და კატეგორიულად ვუთხარი.
– არ მოკლა, დაელაპარაკე! – მეუბნება ცქიტო.
– როდემდე ველაპარაკო?! როდემდე?!
– ჰოდა, გაყიდე სახლი და გაუშვი თავის გზაზე ყველა! მეც მინდა ჩემი
ოჯახით ვისიამოვნო! მეზიზღება სახლში მოსვლა!
– სახლში მე ვარ და შენი შვილები! არა გაქვს უფლება გეზიზღებოდეს!
სიყვარული ბრძოლაა! სადაც დიდი სიყვარულია, იქ ეშმაკი† უფრო დაძრწის
და აი, ზუსტად ჩემი საკუთარი და აღმოჩნდა სატანის† მსახური!
– არ მაინტერესებს, ვინ ვინ აღმოჩდა. მე მივდივარ ამერიკაში და არ მინ-
და აქ მაგის ვიღაც კლიენტებმა იარონ სახლში!

340
– ვინ გაბედავს სახლში მოსვლას?! „დავბრიდავ“! გურულოს „მაკაროვი“
ისევ შენ გაქვს?
– კი, მე მაქვს!
– ჰოდა, ეგ დღეიდან ჩემია! გურულოს მე გავცემ პასუხს! თუ მოგთხოვა,
უთხარი, რომ მე წაგართვი და არ გაძლევ! – და ასეც მოხდა.
– არ მინდა არავის გამო შენ და ჩვენს შვილებს პრობლემები შეგექმნათ.
მე არ ვიქნები თქვენ გვერდით და იქ უნდა მოვკვდე ნერვიულობით! – მოით-
ხოვს ცქიტო.
– აქამდე რატომ არ ამბობდი ასე?
– შენი დები არიან და არ მქონდა უფლება, ახლა კი ძაან „გადაიჯვა“ თავ-
ზე მაგ შენმა დამ! ხო არ მოვკლავ?!
– „ვაფშე“ ყველა მეზიზღებით, სახლში მიმიყვანე, რა! წადი, „ვაფშე“, გამ-
შორდი! მიხედე შენს ცხოვრებას! მე ჩემსას მივხედავ! – არ ვხუმრობ.
– ეგ რა შუაშია?! მიყვარხარ და არ ვაპირებ გაშორებას!
ცქიტომ ტირილი დაიწყო. ოღონდ, რა ატირებდა, ვერ მივხვდი. ის, რომ
ასეთი უბედური ადამიანი ვიყავი, რომელსაც არც ერთი სიკეთე არ და-
ფასებია და ისიც მე მომტიროდა, თუ რამ დაღალა ასე, გაუგებარი იყო
ჩემთვის. არ მიკითხავს, აღარც მაინტერესებდა იმ წუთას. სახლში შევე-
დი. ნინო ოთახში ემზადებოდა, ძალიან ქალობდა. ახალი ტანსაცმლით
გამოტენა ოთახი. ვიღაც ტიპების სახელებს ამბობდა, იმან მიყიდა ამან
მიყიდაო. მეც გამწარებული შევუვარდი ოთახში. მაიაც მიხვდა, რაღაც
გავიგე.
– შე ავადმყოფო! როგორ გაგვაუპატიურეს ერთი გამახსენე, რა! მაკო,
შენ გახსოვს? კახა და იმედა რომ მოკლეს, ვინმემ ხელი დაგვაკარა?!
– არა, რა სისულელეა და ვინ რა თქვა, რო?! – მაია შოკშია.
– აი, შენმა ბოზმა დამ! ასეთ ხმებს ავრცელებს საბოზაოდ წათრეული!
ამ სახლში ცხოვრების არ გრცხვენია?! ვინ ხარ „ვაფშე“?! საიდან მოხვედი?!
როგორ ბედავ ამხელა უბედურების გამოყენებას საშენოდ, შე ბოზო?!
დავეტაკე. ცემა არ აკლდა ჩემგან! მოკვლა მინდოდა, მაგრამ შემაჩერეს!
შემაჩერა ჩემს შვილებზე ფიქრმა! ამ სატანის† გამო როგორ ჩავჯდე ციხეში
და როგორ გავწირო შვილები უდედობისთვის?!
– შენს თავს თუ არ სცემ პატივს, ოჯახს რაღას ერჩი?! ბოზობა თუ გინდა, და-
მალე „ვაფშე“ ვინ ხარ! რას გვიფუჭებ ყველას სახელს! – ეჩხუბებოდა ნინოს მაია.
– შენ წადი, რა!.. შენი ცხოვრება რომ არ გაქვს და მე დამდევ, რას ვაკე-
თებ! გიორგიმაც ეგ თქვა შენზე, მელასავით დაძვრები ოთახებში, რომ რამე
დაინახო! – ამბობს ვირთხა ნინო.
– შენ როგორ „გაბლატავებულხარ“?! ნუ დასდევ სხვის ქმრებს! გიორგი,
მოდი აქ! მართლა თქვი ეგეთი რაღაც მაიაზე?!
– აუ, თავი დამანებეთ, რა! გიჟები ხართ დები! – სახლიდან უნამუსოდ
გარბის ცქიტო.

341
– მართლა გამაუპატიურეს! – ვირთხა პირზე გვადგება, თან ცქიტომ რომ
გაიგოს, ხმამაღლა ყვირის.
– რა?! „ნაგლი“ და აფერისტი „წაკლა“ ქალი ხარ! ჭანტურიამ წაგიყვანა
თავის სახლში როგორც კი ყირმელებთან გაგვიყვანეს. მე და პაატა დავრჩით
მარტო იქ! შენ 8 წლის იყავი და მე – 13-ის! მე არ გამაუპატიურეს და შენ –
კი, ხო?! შე ავადმყოფო!!! როგორ არ გრცხვენია მკვდრების მაინც! იმისთვის
შემოგვწირეს თავი და არ გაიქცნენ, მსგავსი რამ რომ არ მომხდარიყო და შენ
ამხელა ტყუილს ამბობ! მკვდრებისაც კი ეშინოდათ, ვინ გაბედავდა მაგას,
გოგო! ღმერთი მკაცრად დაგსჯის, ნინო, იცოდე!!! – საშინელება მჭირდა.
მე და მაია სრულ შოკში ჩავცვივდით, ისეთში, რომ ერთმანეთს გაოგ-
ნებულები ვუყურებდით. ეკა არ იყო სახლში, როგორც მახსოვს, თუმცა არ
ჰქონდა მნიშვნელობა, ის უკვე ბრმად უჭერდა მხარს ნინოს ყველა საკითხში,
მაია კი რეალურად ხედავდა თავისი დის სიგიჟეებს და ყველანაირად მედგა
გვერდში, რაც ძალას მმატებდა.
ქეთა სამი თვის იყო, გიორგი რომ გავაცილეთ კანადაში. სანამ გავაცი-
ლებდი, წინა დღეს მთელი დღით გაქრა სახლიდან. ჩემი ახალი „07“ გავყი-
დეთ. გზისა და ვიზის ფული სჭირდებოდა ცქიტოს. სახლში მოსულს ვკითხე:
– სად იყავი? მიდიხარ დღეს და ჩვენთან უნდა გდომებოდა დროის გატა-
რება, სად იყავი უკეთეს ადგილას?
– შენების სასაფლაოზე და „ბარანა“ ვნახე! – მპასუხობს ცქიტო.
– ჩემების სასაფლაოზე? მე რატომ არ წამიყვანე? ნინოც არ იყო სახლში!
ერთად ხომ არ იყავით?!
– ახლა ნუ დაიწყე! – მიღრიალა, – იმიტომ, რომ მარტო მინდოდა! „ბარა-
ნას“ კი შენ და ბავშვები მიგაბარეთ... მოგხედავთ!
– არაა ეგ სწორი! ჩემთან უნდა ყოფილიყავი!
საშინელებას ვგრძნობდი გულში. მიდიოდა და არც ვიცოდი, რამდენი
ხნით და როგორ... უცხო ქვეყანაში იქნებოდა მარტო, მაგრამ ჩემი ოცნების
ქვეყანაში (კანადიდან ამერიკაში)!
– წყნარად მივდივარ. არც მანქანას გიტოვებ, არც მობილურს. ორი ბავშ-
ვით, იმედი მაქვს, არ გათხოვდები ჩემ ჩამოსვლამდე და, თუ გათხოვდები,
შენს ქმარს ვცემ, – იცინის ცქიტო.
– როგორი ეგოისტი ხარ... 2 წელი ყველაზე ბევრი და, თუ არ გამოჩნდე-
ბი, იცოდე, რომ გავთხოვდები! აბა, მთელი ცხოვრება ვერ დაგელოდები, ხო
იცი! რატომ სცემ? ისე, მორევაზეა! – მეც გავბრაზდი.
– ნუ გაქვს მწარე ენა! ვიცი, რომ გათხოვდები! იმიტო ვცემ, რომ ერთ-
ხელ მაინც ექნება დაყვირებული ჩემი შვილებისთვის (ცქიტო ამას იმიტომ
ამბობდა, რომ იცოდა, ამაყი ვიყავი და თუ წავიდოდა დიდი ხნით, უკეთესს
შევხვდებოდი)!
– ააა, აი რა გადარდებს! მე მეგონა, სიყვარულს თუ წაგართმევდა, მაგი-
ტომ... – მეც „წავეკაიფე“.

342
– ხო, რა თქმა უნდა, მაგიტომაც!
– კარგი ეგოისტი ხარ!
ეს მანქანა და ტელეფონი ჩემი იყო, რა თქმა უნდა. ცქიტოს „კალიცოც“
არ უყიდია ჩემთვის. მე ვუყიდე მასაც და ჩემს თავსაც. ბაბუმ (მამათილმა)
ჩემს დედამთილს ფული მისცა, არ შევრცხვეთ, არიქა, ერთი კარგი ბეჭედი
გაუკეთეო... აკეთებინებდა წლები და მერე რომ მეკეთა ის ბეჭედი, თითი
მიმწვანდებოდა. მივიტანე ოქრომჭედელთან, გადაადნე ეს ბეჭედი და რამე
სხვა გააკეთე-მეთქი. ვერცხლია, შვილო, შიგნით და ადნე და იყავი, ოქროში
ამოვლებულიო, დამცინა. არ იყო პრობლემა, „მეკიდა“ ეგეთი რაღაცები. გა-
მეცინა დედამთილის დანაზოგზე და ეგ იყო. ცქიტოს რატომ მოჰქონდა თავი
დიდ კაცად, ეგ ვერ გავიგე! ცოლის კმაყოფაზე იყო მთელი ცხოვრება! ფიქრ-
მა გამიელვა, მე რომ არა, არც აეროპორტში ასაფრენად იდგებოდი! ნეტა
ვინ ხარ რეალურად?! როგორ მაინტერესებს, ვისი ცოლი ვარ! ვის შვილებს
ვაჩენ და ვზრდი?! ნეტა სინამდვილეში რა გიდევს გულში! შენ მე არ გიყვარ-
ვარ! ეს ვიგრძენი ამ ბოლო ორ დღეში! ნინოსთან რა ხდება, ნეტა?! დღეს დი-
ლით ისიც გავიდა სახლიდან. როდის მოვა? ან რა მოხდება აწი? ეჰ, ოჯახიც
ვერ შევინარჩუნე!.. ესეც მიდის, დაბრუნდება? ვუყვარვარ? მე მიყვარს! თან
– ძალიან! რატომ? არ ვიცი! მან ვერ შეძლო ჩემი გაბედნიერება! უბედური
ვარ! არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც მიყვარს!.. საერთოდ, ვისი უნდა
მჯეროდეს, აღარც კი ვიცი! შავი სათვალე გავიკეთე და ცხარე ცრემლით
ვიტირე! ასე გავაცილე საყვარელი ქმარი. ხმა არ ამომიღია სახლამდე, არც
მარიშკას მინდოდა ენერვიულა, ძალიან უბედურები ვიყავით! თათო იყო ჩემ-
თან ერთად და არ მტოვებდა ის დღეები.
– ნინო არ დაბრუნებულა სახლში, ეჭვს როგორ ამართლებს ეს გოგო. ესე
იგი, ცქიტოს გამო იყო სახლში? თუ რა ვიფიქრო, დაო მაია?
– ვაიმე, არ ვიცი! ეგ არანორმალური!.. ახლა მალე გერმანიაში წავა და იქ-
ნებ ისწავლოს რამე ცხოვრებაში, თუ ეშველა და იქიდანაც არ გამოაგდეს...
ეგ მართლა ავადაა! – მაიაც ბრაზობს.
იმ დროს ეკა სახლში ცხოვრობდა. ხშირად მიდიოდა და მოდიოდა მონას-
ტერში დედა თეოდორასთან, რომელიც მასზე ძალიან ზრუნავდა! არც კი მე-
კითხებოდა ან მეუბნებოდა, სად მიდიოდა და მოდიოდა, ნინოსგან იღებდა
ნებართვას... მაიასთან ჩვეულებრივად იყო...
სახლის გაყიდვა გადავწყვიტე. ნინო გერმანიაში წავიდა. ცქიტო ხშირად
რეკავდა სასოწარკვეთილი, ტიროდა, რომ უსაზღვროდ ვენატრები და ახლა
მიხვდა, როგორ ძალიან ვყვარებივარ. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ
მთხოვდა, მიმეტოვებინა ყველაფერი და მასთან წავსულიყავი.
– შეუძლებელია, გიო (ცქიტო)! სახლი უნდა გავყიდო. სამოცი ათას დო-
ლარად შეფასდა ორივე ერთად. რამდენი მაკლერი მოვიყვანე, ყველამ ეს
ფასი თქვა. თითოს თხუთმეტი ათასი შეგვხვდება, ოცი კარკასი და ორმო-
ცი ეს გარემონტებული მხარე, თუ ცალ-ცალკე გაიყიდა. მეგონა, შეძლებდი

343
მანდ რამის გაკეთებას და ჩემი ბავშვობის სახლის ერთ მხარეს მაინც დავი-
ტოვებდი, მაგრამ შენ მანდ ისეთ დღეში ხარ, მე მთხოვ ჩამოვიდე. 10000-ზე
მეტადაც რომ გაიყიდოს, რა აზრი აქვს? მაინც არ გამოდის ბევრი, ოთხზე
რომ გაიყოფა... ლოდინს მირჩევნია, მალე მოვამთავრო ეს თემა და მერე
ვიფიქრებ მანდ წამოსვლაზე. ვეცდები, „კარკასი“ მე ვიყიდო. მოვიფიქრებ,
როგორ, – ვუხსნი ქმარს ტელეფონით.
– რა გჭირს? ვინმე გაიჩინე? რატომ არ გინდა ჩამოსვლა? – ცქიტო რა
ავადაა!
– რა სისულელეს ამბობ? რომ ბნელდება, მეზობელთან არ გავდივარ და
ბავშვების გარეშეც არ დავდივარ, შენ რომ არ გეწყინოს რამე ან ვინმეს სა-
ლაპარაკო არ გავხდე! შენ ნუ გეშინია, გიო, მე არ შეგარცხვენ არასდროს!
შენ არ შემარცხვინო ცხოვრებაში! ნეტა ჩემნაირი ცოლები შეხვედროდათ
ჩემს ძმებს! – მთელი გულით ვთქვი მოწყენილმა.
– ხო, ვიცი, მაპატიე! მაგარი „გარეკილი“ მაქვს, ისე მენატრებით შენ და
ბავშვები!.. – ცქიტო ყოველ დარეკვაზე ტიროდა.
თვეებიც კი არ იყო გასული, ისე სწრაფად შეიცვალა ცქიტო. დაჟინებით
მოითხოვდა ჩავსულიყავი. სახლის კლიენტები გამოჩნდნენ. ძალიან საყვა-
რელი ოჯახი იყო. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ ვინ იცხოვრებდა
ჩემს ყოფილ სასახლეში! დიახ, სასახლე იყო! აქ ბევრი სიხარული და ბევრი
სიგიჟე განმიცდია... ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, ჩემი ბავშვობა იყო, ჩემი
ოჯახი იყო, სადაც სიყვარულით გვამრავლებდნენ და აი, დადგა რეალური
მომენტი, როცა მე ის ჩემი ნებით უნდა დამეთმო, რომ ცამდე მართალი ვყო-
ფილიყავი ჩემი მშობლების, ძმების და ღმერთის წინაშე! ამ ხალხს მხოლოდ
გარემონტებული მხარე მოეწონა, რომელიც ორმოცი ათასი ღირდა. ერთი-
ანად მაინც გაჭირდებოდა გაყიდვა. მე ბევრი ვიფიქრე და ეს მოვიფიქრე:
– მაია, მისმინე, აბა, კარგად, ჩემს აზრს გაგიზიარებ! ერთად გადავწყ-
ვიტოთ, კარგი აზრია თუ არა. არაფერი არ მეწყინება და გავიგებ სწორად!
მოკლედ, 60 გამოდის ერთად. ახლა ეს კარკასი როდის გაიყიდება, არავინ
იცის ან, თუ ენდომება ვინმეს. როდემდე მოგვიწევს ლოდინი არავინ იცის...
თხუთმეტი ათასი დოლარი გვხვდება თითოს, ეკა არ არის 18 წლის და მაგას
ფულს ხელში ვერ მივცემ. ის ვირთხა შეუჭამს. ბინა აარჩიოს და ვუყუდი,
თუ დარჩება თხუთმეტიდან რამე, ფულად მივცემ. 18-ის რომ გახდება, რაც
უნდა, ის გააკეთოს, უნდა გაყიდოს ის ბინა, უნდა შეინარჩუნოს. ბუკიმაც ასე
მირჩია.
– ნინო გერმანიაში წავიდა, კაცო!
– ხო ჩამოვა! როგორც კი ფულის ამბავს გაიგებს, ან გამოაგდებენ, ან
თვითონ წამოვა, ხო იცი, არა?! უკვე ვიღაცისთვის უთქვამს, ქმარი ჯიგარია
და ცოლი „სწერვაო“, ვის ოჯახშიც მიიღეს. ეტყობა, ოჯახს ანგრევს იქაც, ეგ
სატანა† ეგა! – მე უკვე ძალიან მეზიზღება ნინო და როცა მის სახელს ვახსე-
ნებ, პირჯვარს ვიწერ...

344
– მაგისგან რა გიკვირს, მეც ვერ გამიგია, „ვაფშე“ ეგ ვინაა! – მაიაც იმა-
ვეს გრძნობს. ყოველ შემთხევაში, მე ასე მაჩვენებს.
– მოკლედ, თხუთმეტად საბურთალოზე ან სადმე 3-ოთახიანი მოგვივა.
შენ შენი სახლი გექნება, მე – ჩემი, მაგრამ ასეთ რაღაცას გთავაზობ, თუ
გაწყობს: მასესხო შენი წილი 15, ვიყიდი ჩვენს კარკასს, გავაკეთებ და აქ
ვიცხოვროთ ერთად, მერე შენ მოგცემ შენს წილს, ყველაზე ბევრი, 2 წელი-
წადში და რაც გინდა, ის გააკეთე! ვიცი, კანადაში გინდა წასვლა. სწავლა
საჭიროა! ჰაერში გამოკიდებული და გაუნათლებელი ვერ დარჩები ჩემსა-
ვით! მე მოგეხმარები ყველაფერში (18 წლის იყო ამ საუბრის დროს მაია)!
აქ ვიქნები თუ იქ, მე მოგამზადებ, მე ჩაგაბარებინებ. ამერიკაში თუ წავედი,
ბავშვებთანაც შენ იქნები... მოკლედ, მოიფიქრე და ისე მითხარი!.. თუ რამე
შემეცვალა ცუდად, რა მოხდება ყველაზე ცუდი? ის, რომ სახლს გავყიდით
გარემონტებულს და ოცდაათი ათასზე მეტს ამოვიღებთ მაინც! ჭკიანი გოგო
ვარ. არ ინანებ! – კარგად დავუღეჭე დას.
– კი, ბატონო, მე მაინც არავინ მყავს თქვენ გარდა და არც არსად მაქვს
წასასვლელი. არც სახლი მჭირდება ახლა. მირჩევნია შენთან ვიყო და შენ მო-
მიარო. შენი შვილები კი, იცი, როგორ ძალიან მიყვარს... – გაუხარდა მაიას.
– ვიცი და მაგიტომ გთავაზობ, თუ გინდა ვიყიდოთ სახლი შენთვისაც
ჩემთვისაც. ჩემთან იცხოვრე და შენი გააქირავე, ოღონდ ჩაცმასა და სისუ-
ლელეებში კი არ დახარჯო! აუცილებლად უნდა ისწავლო! პროფესია იქონიო
რამე! კარგად მოიფიქრე და მერე მითხარი! – მინდა რომ დაფიქრდეს.
– ხო, მაგრამ არ მინდა ამ თბილისში ცხოვრება. იქნებ დამეხმაროს ცქი-
ტო და კანადაში ან ამერიკაში წამიყვანოს! – მაია ამბობს და მე ვფიქრობ:
რატომ არ შეიძლება ამ ჩემს ქმარს შეეშვან?!
– ეგ ყველაფერი არ არის ადვილი. ხო ხედავთ, დღეგამოშვებით ტირი-
ლით რეკავს... არაფერი არ გამოსდის! ეგ როდის დალაგდება, ვინ იცის! თან
2 წელი თუ გაიწელა ჩვენი დაშორება, გავშორდები! მე არ მჯერა შორი სიყ-
ვარულობისა და ცოლქმრობისა. ასე რომ, ან წავალ, ან ჩამოვა, ან არცერთი!
შენ კი მაგის გამო „ჰაერში“ ვერ დაგტოვებ! – მშობელივით ვარიგებ და შვი-
ლივით მიყვარს ჩემი და მაია.
– გააკეთე, როგორც ფიქრობ, კარგი აზრია! – გახარებულია მაია.
ასე შევთანხმდით, გიორგისაც ვუთხარი, რის გამოც ისტერიკა დაემართა:
– სასტიკი წინააღმდეგი ვარ! კიდევ სადავო არ გახდეს რამე! აღარ მინდა მაგ
შენს დებთან რამე შეხება გქონდეს! მაიასაც არ ვენდობი! – ცქიტო მაკვირვებს.
– არაფერი შეხება არ მექნება. საერთოდ ჩემია ყველაფერი და მადლობა
თქვან, საერთოდ რომ ვუყოფ! შენ კიდევ ცხოვრებაში ერთ რამეში მაინც გა-
მიგე – მინდა ჩემების სახლის ნაგლეჯი მაინც მქონდეს! ესღა დამრჩა, გეს-
მის?! ვერაზე ცხოვრება მინდა! ვერელი ვარ! ვიყავი და ვიქნები! გინდა, და-
მიდექი გვერდში და თუ არ გინდა... მე მაინც ვიზამ! – ამ სიტყვების შემდეგ
დავუხეთქე ყურმილი.

345
ასე იშვიათად ვეუბნებოდი და თუ ვამბობდი, ცქიტომ იცოდა, რომ შევას-
რულებდი, რის ფასადაც არ უნდა დამჯდომოდა. ისე კი ძალიან მორჩილი
ცოლი ვიყავი, არავის ვიცნობდი ჩემს მსგავსს. რუსკა დამცინოდა, სახლში
ტელეფონი არა გაქვს, მობილურზე რომ დარეკავს, რა იცის, სად ხარ, მოატ-
ყუე, სახლში ვარო. მე კი ვბრაზობდი, სიყვარულში ტყუილი როგორ შეიძლე-
ბა! მაგით შენს თავს ატყუებ და არა იმას-მეთქი.
– კაი რა, ბიჩოკ! ორი სართულით ზევით ასვლა ღალატია?! ასე რამ გაგა-
გიჟა! – მეუბნება რუსკა.
– არა, რუსკა, ქმარი შორს მყავს, ნერვიულობს ყველაფერზე. სიყვარული
კი ის არის, არ დავუმატო სანერვიულო! წყნარად არის, სახლში რომ ვართ! –
ყველასთან ახსნა-განმარტება მიხდებოდა. ეს კი სიცილს იწვევდა...„გოიმად“
მთვლიდა ვიღაც. ეს არ მადარდებდა. მთავარი იყო, ჩემს ქმარს ჰქონოდა
გული მშვიდად.
საბუთების მოწესრიგებისა და რაღაცების მზადებაში ვიყავით. დებმაც
გაიგეს, რას ვაპირებდი. ცდას ერჩივნათ უცბად აეღოთ თანხა. ასე რომ, არ
უდავიათ. შეშურდათ, მაგრამ ფულს დახარბდნენ. ჩემს გეგმას, რომელიც ჩა-
ვიფიქრე და გავაკეთე, ისინი ვერასოდეს მოაბამდნენ თავს. რუსკას კორპუსში
3 თვით ვიქირავე ბინა, ვემზადებოდით გადასასვლელად ნაქირავებში, რომ
კარკასი გამერემონტებინა. ჩემდა გასაკვირად, რეკავს ნინოს ძიძა მაყვალა:
– რა უნდოდა, მაია? – ვეკითხები დას.
– ნინო, სანამ გერმანიაში წავიდოდა, აქ ცხოვრობდა, სახლში შემოსაშვე-
ბი არ ყოფილა, საზღვარგარეთ ილაპარაკა ასრაღაც ლარის და წავიდა, მე
საიდან გადავიხადოო?!.. – მიყვება მაია.
– რა?! სად საზღვარგარეთ? ვინ ჰყავს მაგას უცხოეთში რო?! მე წავალ
გადავიხდი, ძალიან მაინტერესებს, სად ილაპარაკა?! – გულმა რეჩხი მიყო.
ავფორიაქდი.
– არა, მე წავალ! – მაიასაც ეტყობოდა აღელვება.
– არა, მე მივდივარ, თან ახლავე!
ფეხებსა და ხელებში ძალა წამერთვა, რატომღაც ცქიტომ გამიელვა
გულში, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. როგორც ყოველთვის, მარიშკაც
გამომყვა... ბავშვების გარეშე გარეთ არ გავდიოდი, რომ ხალხს რამე ცუდად
არ ეთქვა (მთელი ცხოვრება ხალხისთვის ვიცხოვრე, ასე გამოდის!). გადა-
ვიხადე ნინოს ნალაპარაკები, ქვითარს დავხედე. ვერ მოვითმინე, ჯიბიდან
ფურცელი ამოვიღე, რომელსაც ჩემი ლეიბის ქვეშ ვმალავდი, არავის რომ
არ გაეგო ცქიტოს ნომერი. 10-ციფრიანი იყო და ვერ დავიზეპირე. გული ისე
ამიჩქარდა, შემაწუხა. თავისით მოდიოდა ცრემლები ღაპაღუპით.
– რა მოხდა, დედიკო? ლატო ტილიქალ? – მარიშკამ მკითხა.
– არაფერი, დედიკო, გამივლის... წავიდეთ სახლში!
არ მახსოვს, რას ვაკეთებდი, სიარული დამავიწყდა. ვიღაცამ ხელი მომ-
კიდა.

346
– გენაცვალე, რა გჭირს? ლამის მანქანა დაგეჯახა, ფრთხილად იარე, ბავ-
შვით ხარ! – ჩამესმა ვიღაცის ხმა.
– მგონი, ნასვამია, თუ რა სჭირს?! – ვიღაც ქალმა თქვა.
ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა. მივხვდი, ტაქსი მჭირდებოდა.
– ვერაზე, რჩეუ... რჩეულიშვილის ქუჩა... მალე, გთხოვთ! – ვერ ვლაპარა-
კობდი. ყელში რაღაც მიჭერდა.
– რა მოხდა, შვილო? უბედურება? ვაიმე... ვაიმე... ღმერთმა გიშველოთ...
ახლავე მიგიყვანთ!
საწყალი მძღოლი! მას ეგონა, ვიღაც მომიკვდა. არანაკლები შეგრძნება
იყო. ასეთი უბედური, პაატა რომ დაიკარგა, მაშინ ვიყავი, უსუსური და ცა-
რიელი. ორივე ვტირით. მარიშკაც ტირის, ჩემს ცრემლებს რომ ხედავს. არც
კი ვიცი, როგორ შევაჩერო... სახლში ამოვედით. მაია და ეკა იყვნენ, მაია გა-
გიჟდა. ეკაც ტიროდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ისევ ვუყვარდი, ან ადამიანურად
შევეცოდე. სხვა ჩემს ადგილას ყოფნას 10 წუთი ვერ შეძლებდა, ისეთი ქაოსი
ტრიალებდა ჩემს ტვინში, გულში, სულსა და სისხლში.
– საიდან უნდა ჰქონოდა ცქიტოს ნომერი? – ვეკითხები მაიას.
– არ ვიცი! ან რატომ დაურეკა?!
– ნახე, 42 წუთია ნალაპარაკები... 52 წუთი... მერე ნახე, ნახევარი წუთი,
კიდევ ნახევარი, ნახე რამდენია ნარეკი! ერთი წუთი, ოცი წამი... ღმერთო, ეს
რამდენი ურეკავს!.. ეტყობა, ის უკიდებდა ტელეფონს, ეს ისევ ურეკავდა! –
ვშიფრავდი ქვითარს.
– ხო, აშკარად ეგრეა! – მეთანხმება მაიაც.
რა უნდა მემოქმედა?! დავურეკე ცქიტოს და სულ დედა ვაგინე!
– ესე იგი, შენ მიეცი ნომერი! ესე იგი, მართლა უბედურება ხდება ჩვენს
თავს! სადაც გნახავ, იქ „დაგბრიდავ“, იცოდე! ამხელა სიბინძურეს არ გაპა-
ტიებ!
– დაწყნარდი, რას ამბობ! არ გეუბნებოდი, რომ რეკავდა. ვიცოდი, ინერ-
ვიულებდი... მოკლავდი მაგ ავადმყოფს! – მამშვიდებს ცქიტო.
– გერმანიაშია! ვერ მოვკლავ, მაგრამ, როცა იქნება, სიმართლეს იტყვის!
– ბავშვს ნუ ატირებ! რა გჭირს? ცოდოა მარიშკა... შენც დაწყნარდი,
თამუ, მე შენ მიყვარხარ და არ მაინტერესებს ეგ ავადმყოფი!
– მე ნუ ვატირებ?! ვაკონტროლო ემოციები?! შე, ავადმყოფო, შენა! ვერ
გვეღირსები!.. როგორ გაგიბედა ნინომ დარეკვა?! თუ არაფერი არ ხდება
თქვენ შორის? შენი ნომერი მარტო მე ვიცი, დედაშენმაც კი არ იცის! ან
რაზე ელაპარაკე ამდენი ხანი?! შენი „ნაბოზარი“ არაკაცი დედა მოვტყან! –
სიტყვა არ დავტოვე, ისეთები ვუთხარი.
ასე დავახეთქე ყურმილი. დამსხვრეული, განადგურებული ვიყავი... ად-
გილს ვერ ვპოულობდი.
– გერმანიაში დარეკე, ნინოს უნდა დაველაპარაკო!
– კარგი, დავრეკოთ, მაგრამ დამშვიდდი, ასე ნუ ნერვიულობ!

347
– ბუკი მოვიდა, კარი გააღე!
– ვაიმე, რა რა ხდება, თამუ? რა დღეში ხარ!
არც კი ვიცი, რა ვთქვა... დაწყნარდი და ისე გადაწყვიტე, მეზიზღება
ორივე! – ბუკი შოკშია.
– მეც! გავშორდი, „ვსიო“! „გააჯვას“! ეგ არაკაცი! ვინ ყოფილა?!
– კაი რა, იქნებ მართლა თავისი ინიციატივით ურეკავდა? – ბუკი ვერ
იჯერებს.
– ნომერი საიდან იცოდა? – ეს შეკითხვა არ მასვენებს.
– იქნებ ვინმე ცქიტოს ნათესავმა მისცა?.. დააცადე ახსნას ცქიტომ. ასე
წამში ნუ იცი აფეთქება, მაგრამ როგორ გინდა, არ აფეთქდე! – ბუკი გაგი-
ჟებულია.
ისეთი დაბნეულები ვიყავით სუყველა... სალომე მოვიდა. ლუდი დავ-
ლიეთ. ცდილობდნენ ჩემ გვერდით ყოფნას. რუსკა არ იყო თბილისში. ყველა
იმას მიმტკიცებდა, ბიჩოკ, ცქიტოს მაგრად უყვარხარო. კარგი, ეგ გავიგე!
მაშინ ნინომ საიდან „გაჩითა“ ნომერი?!
– მაგ ეშმაკმა† საიდან „გაჩითა“ ნომერი, არ ვიცით, მაგრამ ნუ იცი შენ
ნაადრევად განაჩენის გამოტანა! – მეუბნება სალომე.
– ნაადრევი რანაირად არის?! სულ მართალი ვარ! ეს საშინელი სიზმრები?
ნინოს და ცქიტოს როგორ ვუსწრებ სექსის დროს, ეს რაღა უბედურებაა?!
ვხაოდი. ეს არც გლოვა იყო და არც ტირილი. არ ვიცი, ეს რა იყო! სიცოც-
ხლე აღარ მინდოდა საერთოდ... დავრეკე ნინოსთან:
– ორი შეკითხვა მაქვს: საიდან გაქვს ჩემი ქმრის ნომერი და რატომ ურე-
კავდი?
– მანდ საერთო საცხოვრებელია და მე სხვას ვურეკავდი! – ბედავს ვირთ-
ხა და უტიფრად მპასუხობს.
– არ გინდა რა, ეს „სირი“ ლაპარაკი და დაივიწყე ტყუილები! გიორგის
ველაპარაკე და მითხრა, რო შენ ურეკავდი! საიდან გაქვს ეგ ნომერი? – მკაც-
რად ვეკითხები.
– ბექამ მომცა (ბექა ცქიტოს დეიდაშვილია და რუსეთში ცხოვრობს)!
– მერე, რა გინდოდა?!
– არაფერი ისეთი! ვთხოვე დამხმარებოდა ამერიკაში წასვლაში.
– როდიდან გახდი გიოს მეგობარი?! შენ ხომ აგიკრძალე საერთოდ ურ-
თიერთობა?! რატომ თავს არ დაანებებ ჩემს ქმარს?! ვინ ხარ, რა გინდა „ვაფ-
შე“?! წადი რა, შენი ცხოვრებით იცხოვრე, ჩემი რომ გინდა მიითვისო!
– შენი სულ მშურდა, ასეთი ძლიერი რომ იყავი! – ეს სატანა† ვირთხა
პირველადაა გულახდილი.
– და რა მაქვს შესაშური, შე ავადმყოფო! შენი და ვიყავი და შენც შეგეძლო
ძლიერი ყოფილიყავი და არა ბოზი და ბოროტი! ეშმაკს† აჩუქე შენი თავი! შე
ბოროტო ქალო! მითხარი, თუ რამე ხდება შენ და მას შორის და გვერდზე
გავდგები! გაჩუქებ! მითხარი სიმართლე! რა გინდა!

348
– გიორგის შენ უყვარხარ, თან ძალიან! მე არაფერი არ მინდა და არც არა-
ფერი ყოფილა ჩვენ შორის! არ მჭირდება ეგ შენი ქმარი და ნუ „გამიტრაკე“!
– გაფრთხილებ, ნინო, ან წადი საერთოდ ისე, რომ ვეღარ გავიგო შენი
სახელი, ანდა თქვი, რა გინდა!
ასე დამთავრდა უშედეგო საუბარი. დიდი ხანი არ გასულა, ნინო გამოაგ-
დეს გერმანიიდან. გიორგის არ ველაპარაკებოდი... ჩემი დაბადების დღე მო-
ვიდა, 7 ოქტომბერი. მაიასგან შეიტყო, ნაქირავები ბინა სად გვქონდა.
ვიღაც შემოდის. სტუმრებში ირევა დიდი ტორტით ხელში, მეორეს დიდი
თაიგული უჭირავს ხელში.
– ეს ამერიკიდან საყვარელ მეუღლეს!
– აუ, უყვარხარ! – ამ ნინოს სისულელეებს რას ჰყვები, „იმენნა“, გოგო
სატანააა†! – მეუბნებიან გოგოები.
ნინო და ეკა ჭავჭავაძეზე, ვაკეში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდ-
ნენ ნაქირავებში. დღე დაითქვა, როდის უნდა შევხვედროდით ნოტარიუსთან
და გადამეცა თანხა ნინოსთვის. მანამდე კი გავისაუბრეთ. ისე მძულდა, რომ
დანახვა კი არა, ვერ ავხსნი, რა მინდოდა! არ ვიცი, მშვიდი საუბარი როგორ
შევძელი.
აი, ვსხედვართ პირისპირ, წყნარად გეკითხები:
– მინდა თვალებში მიყურო და მითხრა სიმართლე: შენ და გიორგის შო-
რის რა ხდება? ნუ გეშინია, არ მოგკლავ, არც იმას... ორი შვილი მყავს და
არ ვაპირებ ციხეში წასვლას. მე და შენ ვერასოდეს ვიქნებით დები!.. შენ
იმდენი ცუდი გააკეთე, თავს ნებას არ მივცემ, მთელი ოჯახის სახელით
გაპატიო. არცერთი არ გაპატიებდა, მაგრამ არ მინდა მთელი ცხოვრება
ისეთ კაცთან გავატარო, რომლის მიმართაც სულ ეს შეკითხვა მექნება...
ძლიერი ვარ ახლა და მზად ვარ ყველანაირი საშინელება მოვისმინო. გის-
მენ, ნინო!
– მე ვარ დამნაშავე! მე შემიყვარდა გიორგი... შენ უყვარდი ყოველთვის!
რომ გაიგო, მე მიყვარდა, მარიშკას როგორ უნდა შეხედო თვალებშიო, ასე
მითხრა.
– გიორგიმ იცოდა, ესე იგი, რომ გიყვარდა (თან სიცილი ამიტყდა) და
არაფერი მომხდარა თქვენ შორის?
– არა! გაგიჟდი, თამუნა?!
– აა, „დაჟე“ მე გავგიჟდი?! ჰა, ჰა. ჩემს ქმარზე მეუბნები, რო შეგიყვარდა
და მე გავგიჟდი, ხო? ნაყინია?! კარგი, მაშინ, თუ ჩემი ქმარი შეგიყვარდა,
რატომ გაბოზდი? აბორტებს რატომ იკეთებდი ყოველ თვე? ვიღაც „მენტებ-
თან“ დაეთრეოდი! შენ სიყვარულით არ გყვარებია! აზრზე არა ხარ, სიყვარუ-
ლი რა არის! – ვცდილობ, ტონი არ შემეცვალოს, არ დაფრთხეს და სიმართ-
ლის თქმის არ შეეშინდეს.
– მე არ ვარ ბოზი. რამდენიმე კაცი თუ მყოლია, ეგ არ არის ბოზობა! –
თორაძეების და რას ბედავს!

349
– ვისაც ჰქონდა და ება, ყველა გიყვარდა. ფაქტია, ყველას წილი ტემ-
პერამენტი შენ გერგო და ტვინი და ნამუსი რატომ არ გადმოგყვა ნეტა?!
არასწორი ცხოვრება გხიბლავს, მოკლედ!.. დის ქმრის შეყვარება, „მენტებ-
თან“ „გადაფორმება“... ღამ-ღამობით გხედავდნენ მათთან ერთად... შენი
ძმების სულისაც არ გრცხვენია?! ვინც ადრე დასაჭერად დასდევდა ძმებს,
ახლა ამაყობენ, თორაძეების და „გავიფორმეთო“! დამალე მაინც, ვინ ხარ! არ
ვიცი, თავს როგორ ვთოკავ, რომ არ მოგისროლო აივნიდან! ეცადე, გამერი-
დო!.. არ მინდა ხშირად მეფეთებოდე და თვალში მხვდებოდე!
– მარიშკა მიყვარს ძალიან! მინდა, რო ვნახო ხოლმე! – დედა არ უყვარს
და მარიშკა უყვარს?! ვირთხა!
– არავითარ შემთხვევაში! დაივიწყე!
– კარგი, მაშინ რაღაცებს ვუყიდი და მაიას გამოვატან!
– დედამისს გადაუარე და მარიშკა რად გინდა? გიორგის შვილი როა?
გრძნობები გაქვს? რა სასწაულია ეს ცხოვრება! წადი ახლა, ნინო, აქედან!
ნოტარიუსთან შევხვდებით!.. ეცადე, შენზე აღარაფერი გავიგო!
– შეყვარებული მყავს, ძალიან მიყვარს, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად
მექნება და შენც წახვალ შენს ქმართან!
– გააცილე, მაია! – მკაცრად ვუპასუხე დებილურ ნათქვამზე.
მაია ისმენდა ყველაფერს. შოკში იყო, ნინომ გიორგისადმი სიყვარული
რომ აღიარა.
– ეს იყო ჩემთვის შოკი! როგორ მოითმინე? – მეკითხება მაია გაცილების
შემდეგ.
– მივეჩვიე, მივხვდი, რომ აღარც ცემა უშველიდა ამ გოგოს და აღარაფე-
რი. გჯერა, რაც ილაპარაკა?
– რა არის იცი, თამ? რამე რო ყოფილიყო მასა და გიოს შორის, ეს იტ-
ყოდა. მე „დაჟე“ ვნერვიულობდი, გიოსთვის არ მოეგონებინა რამე, რომ და-
ეშორებინეთ. რა ვიცი, ასე ძალიან რატომ შურდა შენი?! რა სულელია, ან რა
გაქვს შესაშური!.. – მაია დაბნეულია.
– არ ვიცი, ციდან მოწყვეტილი იღბლიანი ვარსკვლავი ნაღდად არ ვარ!
– ავად არის! ფაქტია, რო ავად არის! ის ბიჭი უყვარს ახლა. იმედია, კარ-
გად მოიქცევა (მაიას მაინც უყვარს ვირთხა. მისი ქმარი ხომ არ შეყვარე-
ბია?!)!
– აი, მაგაზეც მე მადარდე! აღარ ვიცი, ვიფიქრო წასვლაზე თუ არა?! მინ-
და გიორგი ისევ? სულ ამაზე უნდა ვიფიქრო...
ცქიტოსთან აღმიდგა ნელ-ნელა ურთიერთობა. ძალიან ცდილობდა
ოჯახის შენარჩუნებას. მე მოვუყევი ნინოსთან ნასაუბრები, რაზეც დამე-
თანხმა, რომ სიგიჟე იყო. შემეშინდა, შენ რომ გაგეგო, არ მოგეკლაო... მეც
ვუთხარი, მაშინ შენ უნდა მოგეკლა! მიცემია, მაგრამ არც ეგ შველოდაო.
მაინც ნაწყენი დავრჩი ცქიტოზე. ყოველთვის კითხვის ნიშანი ესვა ამ თე-
მას ჩემთვის...

350
რემონტი მიმდინარეობდა სახლში. ცქიტო ვერაფრით ვერ გვეხმარე-
ბოდა. თავის თავს ძლივს ინახავდა. სამსახური არ ჰქონდა ან 5 დოლარად
მუშაობდა და თავი ასე ძლივს გაჰქონდა. „ობშაგაში“ ცხოვრობდა. როგორც
ბევრს, ასევე ცქიტოს გაუცრუვდა ამერიკული ოცნება, მე კი მაინც ვოცნე-
ბობდი ამერიკაზე. ეს ხომ ჩემი აუხდენელი ნატვრა იყო. ნეტა, გაგვესწრო
მთელ ოჯახს ამერიკაში! ნეტა, ამერიკაში დავბადებულიყავით! ვაღიარებ,
არ მიყვარს საქართველო! არ მიყვარს ქართველები! მათ დაანგრიეს ჩემი
ცხოვრება! ქართველებმა დაწერეს ჩემი ბედი და არა ბედისწერამ! საერთოდ
არ მჯერა ბედისწერის... ზოგადად, ჩვენ ვწერთ ჩვენს ბედს, სხვები კი გვეხ-
მარებიან. ბრძენი კი იმით არის ბედნიერი, რომ იცის, როგორ გადაანაწილოს
ცუდი და კარგი, სუსტი და ძლიერი. მე კი ბრძენი არ ვყოფილვარ არასდროს.
მე იმ წესების მჯეროდა, რომლებისაც მესმოდა და მომწონდა – შენიანი,
„სხვისიანი“ და ა. შ.
შუაღამისას ცქიტოს ზარმა გამაღვიძა:
– რა ხდება, გიორგი? მშვიდობა გაქვს?
– მე კი, თამუ, თქვენ რა გჭირთ? რაღაც ნომრიდან მირეკავენ, ხმას არ
იღებენ, ჭიქების ჭახაჭუხი ისმის და „სტრანნი“ ხმები... ძველი სახლის ნომე-
რი იწერება, 4-ციფრიანი და ბოლო 2 აღარ ჩანს. მეც ძველ სახლში გადავრე-
კე და შევაშინე ის ხალხი ამ შუაღამისას.
– მე აქ ვარ და რაღა სხვებთან რეკავ მერე?! ნინო გირეკავს! მაგათი ნო-
მერი და ძველი სახლის ნომერი 2 ციფრით განსხვავდება ბოლოში. რა უნდა?
მოვკლა მაიცდამაინც?! ან შენ რა „შემეცი“ შენი მოუგვარებელი პრობლემე-
ბით?! ან შეცვალე ეგ ნომერი, ან „გადააჯვით“ ერთმანეთს!
– ავადმყოფია, შეეშვი, გეხვეწები! თამუ, ბავშვებს მიხედე და მაიას! ნუ
იშლი ნერვებს, მაგათაც ეგ უნდათ! – მამშვიდებს ცქიტო.
– ბიჭო, როგორ გიბედავს, რო გირეკავს?! ეგ არ მესმის, რა და იმედია,
ოდესღაც გავიგებ! გიორგი! ან შეძელი ჩემი გაბედნიერება, ან „აახვიე“! მი-
ვალ დღეს და დავალეწავ თითებს! დანარჩენს შენ მიხედე და რაც გინდა, ის
გააკეთე, რო აღარ გავიგო მაგ სატანის† სახელი!
– ეეე, არ უნდა მეთქვა, ხო?! – მეუბნება უნამუსო ცქიტო.
– ნაღდად აღარ გაპატიებ, კიდევ რამე რომ დამიმალო! ისე უნდა შეძლო,
კაცი ხარ, რომ მე არ შემაწუხოს გულმა შენ გამო! შეძლებ, ხომ კარგი, არა-
და, კარგად იყავი!
ცქიტოს მიმართ სიყვარული სიძულვილში გადამდიოდა, როცა ნინო ვირ-
თხის სახელს ვიგებდი და ცქიტოს ვადანაშაულებდი შინაგანად, აქამდე რომ
მიუშვა... კი მჯეროდა, რომ არ იკადრებდა რამე სიბინძურეს, მაგრამ რაღაც
რომ იყო ამ ორს შორის, ეს შეგრძნება მღრღნიდა! მაიამ გაიგო. გადაირია.
ქეთა რუსკას დავუტოვე. ხო, მანამდე ფოსტაში გავიარე, ქვითრები ავიღე.
ვიცოდი, უარყოფდა და მეც პირში ჩავტენიდი ქვითრებს. გული ისეთ დღეში
მქონდა, „ნოვოპასიტით“ გავსკდი! თავს ვეღარ ვცნობდი, ისე დამანგრია ამ

351
თემამ! ჩემი შვილები და მაია მამშვიდებდნენ. ღირდა მათთვის ცხოვრება!..
ყველას ჯიბრზე ვიცოცხლებ და წავალ აქედან ძალიან შორს, ყველა ტკივი-
ლი რომ გადამავიწყდეს!.. ნაცნობი სახლები და ქუჩებიც კი!
ნინომ წინა დღეს მაიას გამოატანა მარიშკასთვის უამრავი ძონძი, რომლე-
ბიც ეგრევე ეკლესიაში გავატანე... მაგისი არაფერი მინდოდა. მაიამაც უთხრა,
ეკლესიაში გამატანა და ნუღარ შეწუხდები, პირდაპირ ეკლესიას შეწირე, თუ სი-
კეთის გაკეთება მოგინდება, თამუნამ გადმოგცაო, ან როგორ უნდა უნდოდეს
შენი რამე თამუნას, ხო არ აფრენო... ვირთხა გაბრაზებულა, ჩემით აკეთებს სი-
კეთესო? ეგეც შეშურდა საწყალს! მე ხომ მაგას ვერასოდეს მოვიფიქრებდიო.
მარიშკა ბაღში დავტოვეთ და მაიას თავი მივაყვანინე ნინოსა და ეკას
სახლამდე. კარი გამიღეს. თათულიც (დღეს გაბრიჩიძის გვარს ატარებს)
იქ ჰყავდათ, თავიანთი ბოზი დაქალი. უდედოდ გაიზარდა, მამამ, ბებიამ და
ძმამ გაზარდეს. ერთხელ ძმა და ბებია ამოვიდნენ ჩემთან, თათული გვცემ-
სო. ჩემგან შველას ითხოვდნენ. მეც ავუხსენი, რომ არ მაინტერესებს ნინოსა
და მისი მეგობრების ცხოვრება-მეთქი შემეცოდნენ, მაგრამ დაღლილი ვიყა-
ვი ჩემი თუ სხვისი სამართლის რჩევით და „წაკლების“ ცემა-ტყეპით...
მივედი ძალიან ახლოს ნინოსთან და პირში ვტენი ამ ქვითარს:
– რატომ დარეკე?! ხო გითხარი, დაანებე თავი ჩემს ქმარს?! თითებს და-
გამტვრევ!
ისეთი სიმწრითა და გამეტებით ვასრულებდი, რასაც ვამბობდი, თუ ვას-
რულებდი და მერე ვამბობდი, რომ ეკა და თათული მიჭერდნენ... ცალკე იმ
მატლებს ვიგერიებდი. ეს უნამუსო უარყოფდა. მართლა მოვკლავდი, ბევრი
აღარ მაკლდა. მადლობა ღმერთს, გადამირჩა! მინდა დიდხანს იცოცხლოს,
ყველაზე დიდხანს, თავისი ცოდვები ზიდოს, რაც შეიძლება დიდხანს!
– ახლა გამოვიდა ხო, „კაი ბიჭი“?! ეგ არაკაცი! – გამომძახა ვირთხამ.
– აი, ახლა შენ რას იტყვი მასზე, უკვე სულერთია! თუ რამე გქონდა სათქ-
მელი, მე შენ გკითხე ადამიანურად!
დავტოვე მათი სამყოფელი მიმსხვრეული და ორივე აწიოკებული... დაახ-
ლოებით 30 ჭიქა იდგა მაგიდაზე. ეტყობა მთელი ღამე სვამდნენ ბოზები და
სხვებსაც ურევდნენ ცხოვრებას სხვისი ოჯახების დამანგრევლები!
– ძალიან მიკვირს, ეკა რატომ იტანს ამ ყველაფერს? – ვეკითხები მაიას
გზაში.
– ხო, არ ვიცი!.. სძულხართ შენც და გიორგიც.
– ასე რატომ შევძულდი?
– იმიტომ, რომ ნინომ შეაძულა და იმიტომ, რომ გიორგის ცოლი ხარ.
გიორგის აბრალებს დებს შორის ურთიერთობის არევას. ასე აჯერებს ნინო,
– მიხსნის მაია.
– ანუ, გიორგიმ შეაყვარა თავი ნინოს?
– ხო, ეკას ასე სჯერა, რომ გიორგი იდგა და დგას თქვენ შუა.
– ბოზი და რომ ჰყავს და ბოროტი, მაგას ვერ ხედავს, ხო? სხვაში ეძებს

352
დამნაშავეს! იყოს, როგორც არის! დედა თეოდორა ძალიან დიდ ყურადღე-
ბას აქცევს! როგორ არ უშლის ნინოსთან ცხოვრებას? როგორც არის რა!
მე მაგას მაინც ვეღარასოდეს ვენდობი. კარგია, შენ მაინც რომ ხედავ. ისე,
საინტერესოა, მართლა გიყვარვარ, მართლა სიმართლის მხარეს ხარ, თუ
გჭირდება ეს ყველაფერი ახლა და მაგიტომ?.. – ეს სიტყვები დიდი გულისტ-
კივილით ვთქვი, იმიტომ რომ მე ამას გულში ვფიქრობდი და მტკიოდა.
– ნუ ხარ შენ ეჭვიანი, ვერ გრძნობ, რომ მიყვარხარ?
– კარგი, მაშინ მოგიწევს რეალურად არჩევანის გაკეთება: შენ ვერ გექ-
ნება ურთიერთობა მათთანაც და ჩემთანაც! მე არ მსურს მათზე რამე ვი-
ცოდე ან იმათმა გაიგონ ჩემზე რამე. მოიფიქრე, აწონ-დაწონე და გადაწყ-
ვიტე! ხალხმაც უნდა გაიგოს, მე და შენ თუ ერთად ვართ, რომ იმათთან
არ გვაქვს ურთიერთობა... შენ იცი, რატომაც! მე ვერ ავიტან „პუტანკების“
სახლიდან გამოდიოდე და მერე ოჯახში შემოდიოდე. მათი ცხოვრება თუ
არ მოგწონს, არ მოგწონს და არც კონტაქტი გექნება, ხომ ასეა?! – წყნარად
ვკითხე დას.
– რაში მჭირდება მაგათთან ურთიერთობა? ჩემს ქმარს ნინოს არც გავაც-
ნობ. მაგან ყველა კაცი უნდა „გასინჯოს“!..
– ჰოდა, მითუმეტეს! იმედი მაქვს, არ მატყუებ! და ჩუმად არ შეხვდები
ხოლმე... ორმაგად დაგსჯი, მაია, იცოდე!
– კაი რა, რასაც შენ ეგენი გიკეთებენ. საშინელი ვიღაცეები არიან! იმედი
მაქვს, ეკას დედა თეოდორა მიხედავს.
– ხო, მეც დავურეკავ მაინც, იცოდეს ყველაფერი! ისე, მაგის იმედი
რომ არ ჰქონოდა ეკას, ჩემთან ვერ გაბედავდა ბევრ რაღაცას, მაგრამ
დედა თეოდორამ ხელი შეუწყო გატუტუცებაში! ბიჭო, ვერ ვიგებ რა!
თუ შვილები უნდათ და ვინმეს გაზრდა, რატომ მირბიან მონასტერში?!
ეგ არის რა! დიდი გაჭირვება იყო საქართველოში სასულიერო პირების
მხრივ და მიდი, ყველა ერთ დღეში ბერებად და მონაზვნებად აღკვეცეს!
ერთმა ახალგაზრდა ბერმა მითხრა ეგ, სხვათა შორის! თვითონაც არ იყო
კმაყოფილი, 19 წლის ბერად რომ აღკვეცეს. წლების შემდეგ ამბობდა,
რომ დამაბრუნა იმ დროში, არ ავირჩევდი ამ გზასო, მაგრამ აწი ვეღარ
გადავუხვევო. მოკლედ რა, ვისაც სად უნდა, იქ მიდის და მოდის. უფლის
ნება რა არის, თვითონაც არ იციან და ჩვენ გვიქადაგებენ! – საკმაოდ გაბ-
რაზებულმა ვთქვი!
– რომელმა ბერმა?
– რა მნიშვნელობა აქვს...
ყველაფრის მიუხედავად, შევხვდით ნოტარიუსთან. ნინომ დაწერა, რომ
მიიღო თავისი კუთვნილი თანხა და პრეტენზია არ ექნება მომავალში. ნოტა-
რიუსს კი უკვირდა, საერთოდ რა საჭირო იყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა,
სერგეევიჩს ყველა თუ არა, თითქმის ყველა იცნობდა. მიხვდა ქალბატონი და
ვეღარ მოითმინა:

353
– ეტყობა ძალიან გაგიჟდა ეს გოგო, ხო?! რა სირცხვილია, ზაურისა და
ბიჭების სახელს როგორ არცხვენს. ისე, მთელი სახლი შენს სახელზეა, არ-
ცაა რამის ღირსი! ზაურის შვილი ასე იქცეოდეს და შენ მაინც უყოფ წილს?!
– გამწარებული თავს იქნევდა მამას ნაცნობი.
– ღმერთისა და ჩემი ოჯახის წინაშე მინდა ვიყო მართალი! არანაირი თან-
ხა არ შეედრება ადამიანობას!.. ღმერთი მეტს მომცემს, თორემ მეც ვიცი,
ღირსები რომ არ არიან! მამა მხოლოდ მე მენდობოდა. მე გავაკეთებ, რაც
ჩემს ვალად მიმაჩნია, ესენი კი ხვალ ისევ მათხოვრები იქნებიან. წამში გააქ-
რობენ ამ ფულს და ქუჩაში დარჩებიან! – მეც ვუპასუხე.
– ზაურის გოგომ წერა არ იცი?! წესიერად დაწერე, რომ აიღე შენი წილი
და აღარ გაქვს პრეტენზია! – ზიზღით უთხრა ნოტარიუსმა ვირთხას.
ცხადად მაშინ მივხვდი, ხალხი რას ლაპარაკობდა ჩვენს ოჯახზე. თბი-
ლისში ხომ ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის. გული
ჩამწყდა, თუმცა მერე გამიხარდა. გამიხარდა ეს ქალბატონი ასე კარგად რომ
ცნობს ცუდსა და კარგს. ვერ მოვითმინე და წამოსვლისას ჩუმად ვუთხარი:
– გმადლობთ, ერთ ქვაბში რომ არ მოგვხარშეთ ყველანი! აუცილებლად
დავუმტკიცებ ყველას, რომ თორაძეები კარგები იყვნენ!
გამოვედი დამხრჩვალივით. ყელში რაღაც მიჭერდა. ეკამ გადაწყვიტა,
ჯულია მეზობლისგან (თაკოს დედა) 8-სართულიანში ერთოთახიანი ეყიდა,
„ხრუშჩოვკა“. ძველ კორპუსში ერთოთახიანი ათი ათას დოლარად ძალიან
ძვირი იყო.
– არ გრცხვენია, ჯული?! როგორ აბითურებ ბავშვს?! ხო იცი, რომ ძვი-
რად ყიდი?!
– მე ვყიდი, თამუნა და ნუ იყიდის! – თავხედურად მიპასუხა.
– ეგაა, დედას პატივს ვცემო?! უარი უთხარი, საერთოდ და სხვას მიყი-
დე! მაგრამ იცი, რომ ვერ გაყიდი მაგ ფასად და სიტუაციას საშენოდ იყენებ!
სულ ასეთი უნამუსო იყავი და ხარ! აღარ დაგინახო ჩემთან მოსული!
– დედაშენს ეგენი არ სცემენ პატივს! მაგ ფულსაც დახარჯავს და რა
მნიშვნელობა აქვს, რას იყიდის?! – ისე კი, ჯული მართალს ამბობდა.
– მე არ მივცემ ეკას თანხას, სანამ სახლს ვყიდულობ... პატარაა და არ ეს-
მის, რას სჩადის! უნამუსოები ხართ ადამიანები! მაოცებთ! „აახვიე“ აქედან!
„ბისტრა“! – მაინც გავაგდე უხეშად. ეკა არ მძულდა...
ასე „მივაბრძანე“ და იმის მერე აღარც მივსალმებივარ! „გველებს“ მე არ
ვესალმები. გამარჯობა ღვთისაა, „გველებისა“ და „კრისების“ კი არა! მაყიდი-
ნა ეკამ ბინა. 5000 დარჩა და ისიც მივეცი. ხელწერილი ნოტარიულად მასაც
დავადებინე და გავაფორმე, როგორც წესია. ეკამ ნინოსთან ერთად დაიწყო
ცხოვრება. მაია ნინოს, სანამ დახარჯავდა, 5000 დოლარს ესესხა. რემონტის
ფული კი გვქონდა, მაგრამ საჭმლის თანხითაც კი ვერ გვეხმარებოდა ცქი-
ტო. ცოტა დაგვეხარჯა (მე არა, მაია „გაიზმანა“!). ცქიტო ავარიაში მოყვა
და დაზღვევიდან ფულად ანაზღაურებას ელოდებოდა. მეც მაგის იმედით

354
დავთანხმდი ამხელა სესხზე და ისიც ვთქვი, შეენახება მაგ უბედურს-მეთქი.
მაინც წამში დახარჯავს, გინდა 15 000 იყოს და გინდა – 10-მეთქი!
ცქიტოს ძმა ლაშა და მე ვძმაკაცობდით. იმას უფრო აინტერესებდა ჩემი
ძმების წარსული, ვიდრე ცქიტოს და სულ რაღაცებს მაყოლებდა. ხშირად
ლაშას მეგობრებშიც გავერეოდი. ცქიტოს სახლში ერჩივნა დარჩენა. და აი,
ერთ დღესაც მირეკავს ამერიკიდან და აბსოლუტურად უმიზეზოდ ისტერი-
კებს მიმართავს:
– არ დავინახო ლაშა ამოსული შენთან!
– „ვაფშე“ გარეკე ხო?! რამ „გაგარეკინა“ ასე! საკუთარ ძმაზე რეებს ამ-
ბობ?! რა დაგიშავა?!
– ვეჭვიანობ თქვენზე! არ მომწონს, ხშირად რომ მოდის...
– მერე შენი ძმაა! უნდა გიხაროდეს, ყურადღებას გვაქცევს!
– თამუნა, გინდა რომ ცუდად ვიყო? არ ამოვიდეს და „ვსიო“!
– სამწუხაროა! ან როგორ უნდა ვუთხრა ეგ?
– ჩემი სიყვარულით გააკეთე, დანარჩენს მე მივხედავ!
– დედაშენმა რა უნდა იფიქროს? ძმებში მე რამე შუღლს ვაგდებ, თუ რა-
ტომ „გარეკე“ ასე?
– დედაჩემმა თავის დას, ლალის, თვითონ უთხრა, ვეჭვიანობო.
– რა ავადმყოფები ხართ! ნეტა საერთოდ რატომ გაგიცანით!
ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მისიც მინდოდა გამეგო, რომ შორს არის და
უჭირს, თორემ ასე როგორ „გარეკავდა“... ჩამოვა ან ჩავალ და დალაგდება ეს
ყველაფერიც. ლაშა „ვაფშე“ რა შუაშია, საწყალი! როგორ ეტკინება გული ჩემ-
განაც, თავისი ძმისგანაც და დედამისისგანაც. რა საბაბი მივეცით ამ ავადმ-
ყოფებს! ნეტა, რა ელანდებათ! საგიჟეთია რა! ეს რა ბედში ჩავვარდი, „ბლიად“,
რა?! რა მინდოდა, რას ვთხოვდებოდი?! გამეცნო ჯერ წესიერად! ეჰ, რაღას ვუშ-
ველი! არ ვიცი, რა!.. აღარაფერი არ ვიცი! სრული ქაოსი ტრიალებს... ჩემი მე-
გობრებიც კი დაიბნნენ. არავის პასუხი არ ჰქონდა, ვერავინ ხსნიდა მომხდარს.
– ბიჩოკ, ერთი ვიცი რა, ადამიანები იტყუებიან რაღაცებს, რომ ყურად-
ღება მიიქციონ. შენ არ გაქვს ეგ პრობლემა. შენ, პირიქით, რაღაცები უნდა
დამალო. ყოველი დღე სიურპრიზებით გაქვს სავსე. მართლა გიჟური ცხოვ-
რება გაქვს და არა მხოლოდ ერთი ადამიანის. ამდენს როგორ უძლებ? რამე-
ზე რომ ვნერვიულობ ხოლმე, შენ მახსენდები და მავიწყდება ჩემი დარდები!
– უხ, შენი, რუსკა, რა! ეგ ენა დაკეცე ხოლმე ცოტა ხნით და „ზმეიკიან“
ჯიბეში შეინახე! მაგრად დამამშვიდე! – რუსკა ასე მამშვიდებდა ხოლმე.
მე და დედამთილმა მაგრად ვიჩხუბეთ. ქალი სერიალებში იყო ჩაფლული.
მე და ლაშას ურთიერთობა ბლანკოს ქვრივსა და მის მაზლს შეადარა. ჯერ
თვითონ გაგიჟდა და მერე შვილიც გააგიჟა. სერიალის გმირებიც გავხდით,
რაც ჩემთვის სასაცილო იყო სატირალი რომ არ ყოფილიყო.
მოვრჩი რემონტს. გადავედით ძველ და გაახლებულ ბინაში, მერე შევედი
არხეინად ამერიკის საკონსულოში, საიდანაც უარით გამომაცილეს... დავდი-

355
ოდი ქუჩა-ქუჩა და ყველა ნაცნობს ვეკითხებოდი, რამე გზა თუ იცოდნენ ამე-
რიკამდე ჩასაღწევად ესწავლებინათ ჩემთვის, რამაც კიდევ მეტ თავგადა-
სავლებს გადამყარა: ხან როგორი აფერისტი მხვდებოდა და ხან როგორი...
ამ ძებნაში გავიდა წელიწადი, გიორგი კი აღარ ითმენდა. მე ჩამოვალ, შენ
თუ ვერ ჩამოდიხარო, რაზეც კატეგორიულ უარს ვეუბნებოდი. მე საქართ-
ველოში არ ვიცხოვრებ! მძულს აქაურობა თავისი ხალხით და თუ ჩამოხვალ,
მე მაინც, როცა იქნება, წავალ-მეთქი!
ნინო არ გვასვენებდა, ეკაც „პადძელნკად“ ჰყავდა. წამდაუწუმ თავის
ფულს სთხოვდა მაიას. მანაც ნახევარი მისცა... სამ დღეში ისევ მოადგა. საერ-
თოდ არ მივცემდი, მე რომ გამომერთმია, იმდენ ამაზრზენ რაღაცას ვიგებდი
მასზე, მაგრამ არ მინდოდა მაიას გადაჰკიდებოდა. ერთხელ ამომადგნენ თა-
თული გაბრიჩიძე, ეკა, ნინო და ვიღაც ბიჭები რეზინის „დუბინკით“. ისე დავე-
რიე, ბიჭები პირველები გარბოდნენ. ეკამ პარკით ნაგავი შემომიყარა სახლში
და მერე ამაყად დადიოდა. ნინო კი ორსულად ყოფილა... ვისგან? არ იცოდა.
ერთად რომ ვცხოვრობდით, გამთენიისას მოდიოდა სახლში და ამბობდა,
აბორტი გავიკეთეო. როგორ არ გრცხვენია, ხმამაღლა მაინც როგორ ამბობ
16 წლის გოგო მაგას-მეთქი! ეჰ, რომელი ერთი ჩამოვთვალო?! აღარც მინდა
გავიხსენო და არც არასდროს გავიხსენებდი ამ ამბებს, მაგრამ ცხოვრებამ მი-
მიყვანა აქამდე... იქნებ და ვიღაცას ვუშველო, ადამიანად ცხოვრება გააგრძე-
ლოს „ბოროტებისა“ და „ბოზების“ მორევში აღარ უნდოდეს ჯახირი და სწორი
გზა აირჩიოს... და, თუ ვინ მინდა გადავარჩინო, ამასაც გაიგებთ!
ორსულ ქალებს გული უჩუყდებათო, ამბობენ. გავიხედე ფანჯრიდან
და რას ვხედავ: ნინოსთან ერთად მოდის რომა, ბოდბის მონასტერთან რომ
ცხოვრობდა. საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო. თავის თავზე დიდი ტვირთი
აუღია რომას და ორსული ნინო ცოლად მოუყვანია. ძალიან გამიხარდა,
თქვენ წარმოიდგინეთ! ვიფიქრე, ახლა მაინც ვეღარ შეგვარცხვენს თავისი
ცხოვრებით და თვითონაც ეშველება, ოჯახს გაუფრთხილდება-მეთქი. რო-
მას ბავშვობიდან უყვარდა ნინო, მაგრამ ვინ გაცადა სიხარული?! რომას
შერცხვა ნინოს ქმრის ტიტული და „მოხია“ თავის სიღნაღში უკან. ეს ის რო-
მაა, ნინო მონასტრიდან ბოლოს მაგის გამო გამოაგდო დედა თეოდორამ.
გაიგო, რომ იპარებოდნენ. მე დამირეკა, წაიყვანე ახლავე ეს ბავშვი! მე არ
მინდა ვინმეს გაუბედურებაში ხელი შევუწყოო.
ძველ დროს დავუბრუნდები: მარიშკა 9 თვის იყო, საავადმყოფოში ვიწე-
ქით. ლეიშმანიოზი დაემართა, სისხლში პარაზიტები გაუჩნდა. ექიმები მეუბ-
ნებოდნენ, სისხლის გათეთრებაა, ლეიკოზიაო და რას არ იგონებდნენ! დარწ-
მუნებულები არ იყვნენ, ბავშვს რა სჭირდა! მე კი ყველა დიაგნოზზე სისხლი
მითეთრდებოდა... რა სასწაულია ცხოვრება! მეც მარიამი მეყოლა დედაჩე-
მივით და იმ მარიამსაც (მაკას) 8 თვის ასაკში დამართნია ლეიშმანიოზი. მის
გამოვლენას დრო სჭირდება, რომ გაიგო და შეიძლება გვიანიც იყოს... ადრე
ალბათ ვერ არჩენდნენ ან დაგვიანებული იყო.

356
ჩემი დები მონასტერში გავუშვი, რადგან სახლში არ ვიყავი და თან ზაფ-
ხული იყო. დედა თეოდორამ რომ დამირეკა, დავფიქრდი, იქნებ და სჯობდეს
გათხოვდეს რომაზე? ძალიან არის ატეხილი-მეთქი, მაგრამ 15 წლის იყო და
ვერ გავიმეტე. შემეშინდა. დედა თეოდორას აზრი უფრო სწორად ჩავთვალე,
ვიდრე ჩემი! გიორგიმაც მირჩია, დაიღუპება, პატარაა! გზა და კვალი უფრო
აერევაო! მეც დავუჯერე ორივეს! როგორც ყოველთვის, გავიზიარე ყველას
აზრი და წამოვათრიე სახლში! რაც მე მეხებოდა, ჯიუტი ვიყავი ყოველთვის.
სხვის მომავალ ცხოვრებაზე ყველას კარგად გამოვკითხავდი, თუ რა სჯობდა
და გავაკეთებდი იმას, რომელი რჩევაც გადაწონიდა! შეცდომაა! ვაღიარებ! შენ-
ზე უკეთესად ვერავინ გადაწყვეტს, რადგან არასდროს არ იცი, ვინ რა გულით
გირჩევს, ან ის სხვა როგორ ხედავს ცხოვრებას. ადამიანებს ერთი ასეთი თვი-
სება აქვთ, დაგარიგონ, განა სწორი გზა გიჩვენონ. ისე, რომ თვითონ გამოჩდნენ
დიდსულოვნები. არადა, ერთი დღე რომ ამყოფო შენს ადგილას, სულ სხვანა-
ირად მოიქცეოდნენ. მე არ გამოვირჩეოდი ადამიანებისგან, მაგრამ გამორჩე-
ული ოჯახის შვილი ვიყავი, რომელსაც ჩვეულებრივობა აკლდა. იქ ყველაფე-
რი სხვანაირი იყო, სუფთა და პატივსაცემი. რაც წლები გადიოდა, მით უფრო
ვხვდებოდი, რამხელა სიყვარულისა და სისუფთავის მატარებელი გავხდი, რაც
განსხვავებულს მხდიდა! სულით, ხორცით, გულით და მთელი არსებით დავა-
ტარებდი ამ სიყვარულს, რომელიც მათგან ვისწავლე! ვინც სიდამპლე არ მომა-
კარა და მიცავდა ავი ხალხისა და ცხოვრებისგან. ეს მამაჩემი იყო! ეს დედაჩემი
იყო! ესენი ჩემი ძმები იყვნენ! ზაზა ცუდი იყო! ძალიან ცუდი, მაგრამ მე მქონდა
არჩევანის უფლება, მყვარებოდა ცუდიც და კარგიც და მეცხოვრა სწორად! ეს
არ არის ადვილი, თუმცა შეუძლებელი არაფერი ყოფილა!
დავუბრუნდები და გავაგრძელებ რასაც მანამდე ვყვებოდი.
როგორც იქნა, ცქიტომ გამოაგზავნა თანხა და მაიამ სულ გაუსტუმრა
ნინოს ვალი. ასე შემოენახათ საჭმლის ფული. ეკას კი, ეს მერე გავიგე დედა
თეოდორასგან, როგორც კი 18 წლის გახდა, ნინომ გააყიდინა ბინა... რაც
მთავარია, იტალია ნახა ეკამ! რაღად უნდოდა სახლი?!!! იმის მერე ნაქირა-
ვებში ცხოვრობენ. ნინომ სხეულით ვაჭრობა დაიწყო. „სოჩიკი“ აღარ უწერ-
და და საჭმელი ხომ უნდა ეჭამა? პატიოსნად მშიერი სიკვდილი არ არჩია.
ოდესღაც პატარა ლამაზი ბავშვი ისე დამახინჯდა თავისი უწესო ცხოვრე-
ბით, თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ვნახე. შემეცოდა რომელიმე? არა! მე ის
ადამიანი ვარ, გულს ვინც ატკენს, აღარასდროს არ ეცოდება ის ხალხი. იმა-
ზე მეტს ვეღარაფერს გააკეთებდნენ, რაც მთლიან ოჯახს, ჯიშს, გვარსა და
თავიანთ თავს დაუშავეს! ზუსტად ვიცოდი, სწორად ვეღარასოდეს წარმარ-
თავდნენ თავიანთ ცხოვრებას. ჩემი აზრით, დაბადებიდანვე დაჰყვება ადა-
მიანს ხასიათი, რომელსაც ვერანაირი გაზრდა-აღზრდა ვერ შეცვლის. ცუდი
თვისებების მატარებელი ყოველთვის შეეცდება მნგრეველი იყოს, ვიდრე
მშენებელი! ასეთი იყო ნინო! საშიში არაფერია, რადგან ასეთი არსებები
მხოლოდ სუსტებს ერევიან... ძლიერი ადამიანების კი თვითონ მათ ეშინიათ.

357
358
359
გადიოდა დრო ცქიტოს მონატრებასა და ქვეყნიდან მალე გაღწევის
სურვილში. მიჭირდა შვილების დატოვება. ვიცოდი, ეს დროებითი იქნებოდა
და მალე ისევ გავერთიანდებოდით დიდ ამერიკაში. მეორე ზაფხული
მოვიდა.

ქობულეთში წავედით მე, ჩემი შვილები და მაია. საყვარელი ცოლ-ქმარი


გავიცანით, მარიშკას ტოლი ბიჭი ჰყავდათ. თინათინი და რატი ლაშხები (ამ
წყვილის სახელებს ვცვლი). როგორც „გრუზინებს“ სჩვევიათ, უცბად დავ-
მეგობრდით. მეც გადავუშალე გული, ვინ ვიყავი. გვარმა ყურადღება რომ
მიიქცია, მაშინ მითხრა რატიმ, შენი ცხოვრების წიგნი უნდა დაიწეროს აუცი-
ლებლადო!
– მთელი ბავშვობა ვწერდი დღიურებს... რომ გავთხოვდი, ახალი ცხოვ-
რება უნდა დავიწყო-მეთქი და მერვე სართულის ბუნკერში ჩავყარე. ხელი
როგორც კი გავუშვი, მაშინვე ვინანე, მაგრამ უკან ვეღარ დავაბრუნებდი.
8 სართული ჩაირბინა ჩემმა ცხოვრებამ და ნაგვის დიდ ბუნკერში მიიმალა
სხვა ნაგავთან ერთად.
– ჰოდა, მენაგვემ იპოვა და დაწერა წიგნი, მაგარია! – მეუბნება რატი.
– წიგნი აუცილებლად დაიწერება, როდის და როგორ, მაგას დრო მო-
იტანს...
ასე მეგონა, მთელი ცხოვრება ვიცნობდი თინათინს და რატის, იმდენად
განსხვავდებოდნენ სხვა ადამიანებისგან...რაც ყველაზე მეტად მხიბლავდა,
ჰარმონია სუფევდა, ცოლქმრული და ოჯახური. იშვიათად მომწონდნენ ასე
ადამიანები, რაც არ იყო ჩემი ბრალი. ვერც კი მალავენ წყვილები ხშირად,
თუ როგორი უბედურები არიან ერთად: ან ქმარი ღალატობს, ან სცემს, ან
აგინებს, ან ნარკომანია, ან ლოთია... სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი ამბავი
გახდა საქართველოში ვიღაცებისთვის, რაც არასდროს მესმოდა და ვერც
ვერასოდეს მივიღებ. სხვა ცივილურ ქვეყნებში არავინ დაგანახებს, ოჯახის
შიგნით რა ხდება, რაც დასაფასებელია! ამიტომ განსაკუთრებულად გავუღე
გულისა და ოჯახის კარი უმშვენიერეს წყვილს. ზუსტად იმავენაირად, რო-
გორც მათ გამიღეს ყველა კარი!
ერთ დღეს შეშინებულმა რატი ლაშხს დავურეკე:
– სასწრაფოდ მნახე, რატი, საქმე მაქვს!..
– ხო მშვიდობაა?
– არ ვიცი! არა მგონია...
რატი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო, სამხედრო
მოსამსახურეების უფლებებს იცავდა. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, მეც
მიშველიდა. მალევე გაჩნდა ჩემთან.
– მოკლედ, რატი! რურუა ჟორიკა დაუპატიმრებიათ ამერიკაში ყალბი სა-
ბუთებით... სამმართველოდან იყვნენ, უნდათ, რომ რურუას ხელი დავადო,

360
როგორც ჩემი ოჯახის მკვლელობაში მონაწილეს... ხო ხვდები, რაზეა საუბა-
რი?!..
– ამ საქმეში ვერაფერს გირჩევ, ეგ მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, ბიჩოკ!
– ვიცი და მე დროზე უნდა გავასწრო! აქაურობას უნდა გავერიდო, რატი!
– და შენ რა უთხარი?
– არც არაფერი! 13 წლის ვიყავი და არაფერი არ მახსოვს-მეთქი. ჩვენ
გვახსოვსო. ჰოდა, დაიჭირეთ, ვინც გინდათ, თუ გახსოვთ, ჩემთან რაღას
მოდიხარ-მეთქი. დაზარალებული ხარ და შენ უნდა დაადო ხელიო. სიცილი
ამიტყდა...
– მართლა არ ვიცი, რა გავაკეთოთ, არ მომწონს ეს სიტუაცია! რასაც შენ
მეტყვი, იმას გავაკეთებთ!
– რატ! მე თუ აქედან მალე არ „ავახვიე“, ვისაც ვისი მოშორება მოუნდე-
ბა, მე მომაკითხავს. ამით დარჩენილ მკვლელებს მოწმის შიში გაუჩნდებათ...
არ ვარ მზად სიცოცხლის მისატოვებლად... ძალიან პატარა შვილები მყავს,
ამათ ვინ მიხედავს, მე რომ არ ვიყო? ახლა „ვაფშე“ არ მაინტერესებს მე რუ-
რუები და ვიღაც „პეშკები“! მთავარი მკვლელი მაინც ზევით ზის თბილად სა-
ვარძელში და როგორც უნდა, ატრიალებს საქმეებს. რეალურად სიმართლის
ხანა რომ იყოს, ვიბრძოლებდი, მაგრამ არაა ეგ დრო დღეს საქართველოში
და არც იქნება არასდროს! მე კი სიმართლე გითხრა, არავის დაპატიმრება
არ მინდა. ღმერთმა ჩემი ოჯახი ნათელში მიმყოფოს! დანარჩენი მე დიდი
ხნის წინ მივანდე ღმერთს! იმაზე კარგად ვერც „სროკზე“ დასჯიან და ვერც
„სვაბოდაზე“! ასე რომ, იყოს ღვთის ხელში! ცოტაა ციხე მაგათთვის ან სიკვ-
დილი!..
– აბსოლუტურად შენი გადასაწყვეტია. ქვეყანაში ხალხი დაცული რომ
არაა და ისევ ნაძირლები სხედან ზევით, ეგ უდავოდ ეგრეა! – რატიც დამე-
თანხმა.

სამმართველოდან ორჯერ იყვნენ ჩემს სახლში. რადგან არაფერი ვიცო-


დი (ასე ვარჩიე), მითხრეს, ისევ დავბრუნდებით უკვე უწყებითო და თუ არ
გამოგვყვები შინაგან საქმეთა სამინისტროში, ძალით წაგიყვანთო, რამაც
პანიკაში ჩამაგდო. არასოდეს არ იყო ეს ჩემთვის სასიამოვნო, არც ნებით
წასვლა და არც ძალით. ვერაფერს შევცვლიდი. მართლაც, მესამედ მოსუ-
ლებმა უწყება ამაფარეს, მოდიხარ თუ ძალით წაგიყვანოთო?! მეც გავყევი...
შემიყვანეს დიდ ოთახში, სადაც ის სახეები მელოდებოდნენ, რომლებიც მა-
ნამდე მხოლოდ ტელევიზორში თუ მენახა.

361
– გამარჯობათ! ბევრი დრო არ მაქვს, რით შემიძლია დავეხმარო
ქვეყანას?! – ცინიკურად შევედი.
– გამარჯობა, თამუნა (ყველაზე ახალგაზრდა ნაცნობი სახით)! მე ვარ
ანის მეზობელი, შენი რძლის და ბიბოს მეგობარი – ბიბო ხომ გახსოვს (ბიბო
ანის ძმაა, ეს კი, გამოდის – მათი მეზობელი)?
– კი, მახსოვს და თქვენც მეცნობით!
– ჰოდა, არ შეგეშინდეს არაფრის. ის დრო მოვიდა, სიმართლე რომ უნდა
თქვა!
მაპატიეთ, მაგრამ ისევ გამეცინა! ოღონდ შემრცხვა და ხელით შუბლი
მოვისრისე.
– კარგია, სიმართლის დრო თუ მოვიდა თქვენთვის... აი, ჩემთვის კი ყო-
ველი თქვენი სტუმრობა თუ ჩემი დაპატიჟება თქვენთან საფრთხეში აგდებს
ჩემი და ჩემი შვილების მომავალს! ხვდებით ამას?! – მკაცრ და დინჯ ტონს
ვინარჩუნებ.
– არავითარი საფრთხე! თქვი, რომ რურუა იყო! ხო იცი, რომ იყო?! ხო
იცი, რომ შენი ძმების მკვლელია! შენ თქვი და ჩვენ „გავსროკავთ“ სამუდა-
მოდ! საფრთხეც არ დაგემუქრება! – აგრძელებს ნაცნობი სახე თავხედობას.

362
– თქვენი საქციელი ჩვეულებრივი თავხედობაა! ხუთი წლის ბავშვი დას-
ვამდა იმავე კითხვას, რომელსაც ახლა მე გეკითხებით: იყო თუ არა თორა-
აძების მკვლელი რურუა?!
ძალიან გავბრაზდი იმაზე, რომ თავიანთ საქმეს იკეთებდნენ ჩემი სიცოც-
ხლის რისკის ფასად... რურუა „ბოროტების“ ძმაკაცი იყო, ეგ გასაგებია და,
„მხედრიონელიც“! ეგეც გასაგებია! ვინ მისცა რურუას დავალება? გვარდია
და სპეცრაზმი რატომ იღებდა მონაწილეობას, თუ „ბოროტების“ დახოცილე-
ბი იყვნენ თორაძეები? ან როგორ შეძლებდნენ „ბოროტები“ სასაფლაოსთან
ჩაეხოცათ მრავალშვილიანი მშობლები შვილთან ერთად?! ანდა, მერე რა-
ტომ გამოაცხადეს „მოამბით“, თორაძეების ბანდა ლიკვიდირებულ იქნაო?!
მერე რატომ გამოვიდა კიტოვანი ტელევიზიით და რატომ გასცა დასმულ
შეკითხვაზე პასუხი, რომ თითქოს თორაძეებმა არ გააჩერეს მანქანა ლეგა-
ლურ „ტეკზე“ და აქეთ ცეცხლი გაუხსნეს თორაძეებმა? თან სპეცრაზმელი
თუ გვარდიელი, ორი შვილის მამა, მოკლესო, რატომ ამბობდა ლანჩავა? ვინ
შექმნა „ბოროტები“? რა მოხდა რეალურად? ვინ იყო ის ერთი მტერი ზაურ
თორაძისა? ეს ყველაფერი ედუარდ შევარდნაძემ ყველაზე კარგად იცოდა!
და ახლა, რურუას იშორებს ჩემი დახმარებით?! რას იფიქრებენ „ბოროტე-
ბის“ სხვა წევრები? ვინც ზემოდან ჩამძახებს, ჰგონია, მეც იმავეს ამოვძახებ!
ანუ, საშიში ფიგურა მომიტოვეს, რომ ისევ მათ დავეხმარო?! პოლიტიკიდან
შორს ვიყავი, მაგრამ მაინც ადვილი მისახვედრი იყო, დაბალი დონის გამო-
ძიებასა და ბინძურ თამაშთან მქონდა საქმე! რასაკვირველია, დამნაშავეა,
ვინც დანაშაულს სჩადის, მაგრამ ორმაგად დამნაშავეა ის, ვინც დამნაშა-
ვეებს ახარისხებს იმის მიხედვით, თვითონ მას ვინ მეტი დაუშავა და არა
იმის მიხედვით, კაცობრიობის ან კანონის წინაშე რა ბრალი მიუძღვის! იმ
კაბინეტში ნათელი გახდა ჩემთვის, რურუების მოშორება მოუნდა ედუარდ
შევარდნაძეს! დაავიწყდა თამარ თორაძე ზაურის ასული და იზოს დასმული
რომ ვარ და არც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, დროს რომ მოიხელთებს
სხვის გასაწირად და ამით ხარობს! არც იმათ შორის ვარ, ღმერთს რომ გუ-
ლით რაღაცას მიაბარებს და მერე ისევ „წაართმევს“, მე უკეთესად დავსჯიო!
მე რომ ეგ მდომებოდა, შევარდნაძის გარეშეც მივხედავდი საქმეს... ღვთის
ნება რომ ყოფილიყო ჩემი ხელით ვინმეს დასჯა, ამას ყოველთვის ვიგრძ-
ნობდი და ხელს გავანძრევდი...
ჩემი ოჯახი უსაშველოდ სათუთი, ტკბილი და დიდი რომ არის ჩემთვის,
ახლა ამათ ავაგდებინებ სათამაშოდ, რა! მეტი საქმე არა მაქვს! მითუმეტეს
ჩემთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი დიდ-პატა-
რა თანამშრომლიანად კრიმინალების ყველაზე დიდ ბუდეს წარმოადგენდა
და იქ კანონზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. ან ჩემი ოჯახი ვის ახსოვდა რე-
ალურად?!.. სახლში რომ ვერ გვიპოვეს, მეზობლები ააწიოკეს და უიარაღო
ძმები, 22 წლის კახა და 17 წლის იმედა თვალწინ დამიხოცეს, ჩაცმულობის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამი სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების

363
ბიჭებმა – გვარდიამ, სპეცრაზმმა და მხედრიონმა! და ახლა ეს ვიღაცა პოლ-
კოვნიკი დ. კეკუა და ვიღაც გენერალი მაიძულებენ რას?!.. „აბისნიწე, პაჟა-
ლუსტა, ამბროსოვიჩ, ა, პოჩემუ ტოლკო რურუა“?!
– ალბათ, გახსოვთ, თქვენი ძმები „ქუჩური ცხოვრებით“ ცხოვრობდნენ?!
– მეუბნება გენერალი, თან რა სახით!
– და ამიტომ ამოსახოცები იყვნენ?! და, ამიტომ ამოხოცეთ?! ამიტომ ამ-
დენი წელია აღარ იძიებთ საქმეს და, არ ეძებთ დამნაშავეებს არა?! კარგი
საქმე უქნია რურუას, ბატონო, დაუხოცავს „ქუჩის ბიჭები“! რატომ აპატიმ-
რებთ?! და საერთოდ, რა მაიმუნობაა აქ ჩემი მოყვანა?! ჩემს ძმებზე უარე-
სები დადიან ქუჩაში და მთავრობაშიც „გულაობენ“! არ არსებობს სამარ-
თალი! კანონი! დაპატიმრება! გამოძიება და განაჩენი! ჩემი ოჯახი არ იყო
ამოსახოცი! და აი, დღეიდან თუ გაბედავთ და ვინმე შემაწუხებთ, მივმართავ
თქვენს ზემო ორგანოებს, რომ მაიძულებთ ისეთ კაცს დავადო ხელი და თან
ვთქვა, რომ დავინახე, რომელსაც არც კი ვიცნობ! დანამდვილებით რურუამ
მოკლა?! მე არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება! როგორ დავადო ხელი ასეთ
კაცს?! ღმერთის არ მეშინია?! და მოკლედ, თქვენ მაინც მაიძულებთ!.. ჩემს
ოჯახზე ცუდის თქმა არც კი გაბედოთ! სამართალს თუ ვერ იცავთ, „კაი ბი-
ჭებზე“ ცუდს მაინც როგორ ამბობთ! ღმერთისთვის მიმინდვიხართ! ის გაგ-
ცემთ პასუხს! – ვთქვი გამწარებულმა.
ბევრი მომივიდა... არ უნდა გავეცანი კარგად „ბოზებს“!.. გაშტერებულე-
ბი მიყურებდნენ. ტელევიზორში ნანახი კაცი ჩემს ზიზღს იმსახურებდა, რო-
მელიც ჩემს ოჯახს შეეხო, როგორც დამნაშავეს! ჩემი გალანძღვის შემდეგ
„გამოსირებული“ მიყურებდა (ეს ვინ გამოგვრჩა და დაგვრჩაო). კარი წიხ-
ლით გავაღე და ისე მოვიჯახუნე, სჯობდა ტყვია მესროლა. იმ წამსვე შევი-
ხედე, სახეები რომ დამენახა და დავამატე:
– სახელი არ გამიფუჭოთ! გვერდით აღარ გამეკაროთ! – ერთმანეთს
გაოგნებულები უყურებდნენ...
ეს იმის ნიშნად, რომ მათ პატივს არავინ სცემდა და მათ გვერდზე მე
არასდროს დავდგებოდი! მოგვიანებით, პოლკოვნიკი კეკუა ასევე ერთ-ერთი
ცნობილი თბილისური მკვლელობის საქმის გაყალბებისთვის დააკავეს და
ციხეში, საეჭვო ვითარებაში „ჩამოიხრჩო თავი“...
ვინც მიმიყვანა იმ საშინელ შენობაში, იმანვე წამომიყვანა სახლში. მანქა-
ნაში „მკერავდა“, ფარ-ხმალს არ ყრიდა, რომელიც არც კი „მოუმარჯვებია“
(ეტყობა, პრიზს დაჰპირდა აბროსოვიჩი)!
– ისე, გახსოვს შენ, თქვენ კორპუსთან „ბეტეერი“ რომ მოაყენეს, დაცა-
ლეთ კორპუსი, უნდა ავაფეთქოთო?
– ეგეთი დღეები არ იშლება მეხსიერებიდან!..
– ჰოდა, დღეს ჩვენ ვართ ეგეთი ძლიერები! ვის კორპუსთანაც გვინდა, იქ
მივაყენებთ „ბეტეერს“! არ გინდა, შენი ძმების მტრებს მივადგეთ?
– წარმატებებისთვის მიგიღწევიათ! – დავცინე.

364
– ხო! შენ შეგიძლია არ გეშინოდეს, ჩვენ დაგიცავთ!.. შენ ოღონდ დაგვეხ-
მარე, მკვლელები დავიჭიროთ!
– ზუსტად ეგ სიტყვები თქვა გელა ლანჩავამ, ჯერ ლაშას დაჰპირდა,
ჩემს ძმას, – გვერდით დაგიდგებითო. მერე კი ჩვენ, ბავშვებს, გვითხრა,
შემდეგ კიდევ ბევრი სისულელე გააკეთა და ილაპარაკა... ვინ იყო ბიბი-
ლაური? ვითომდა ჩემმა მშობლებმა მოკლეს! ვისი კაცი იყო ბიბილაური?
„ბოროტების“ არ იყო?! რომელიც თვითონ მოკლეს ლანჩავამ და იმდროინ-
დელმა ხელისუფლებამ! ვინ იყო იმდროინდელი ხელისუფლება? შევარდ-
ნაძე რომ ჩამოვიდა 4 დღის შემდეგ, მის ხელში გადავიდა ყველაფერი... მას
ჰქონდა დრო, მრავალი წელი, თუ სიმართლის დადგენა უნდოდა. როგორ
დავიჯერო, ვისაც იცნობდა, ყველამ ცუდი თქვა თორაძეებზე და ისიც
დარწმუნდა ამაში! თბილისში ხომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის!.. იგი-
ვე ხდება დღეს! მოქმედი პირები გადანაცვლდნენ, თორემ არაფერი შეცვ-
ლილა! ჩემთვის ყველა მონაწილეა ამ სისხლიან ისტორიაში – გუშინდელი
ხელისუფლება და დღევანდელი! უსამართლობის ზეიმის დროს სიმართლის
ძებნა და მტკიცება წყლის ნაყვაა! მე კი ორი ლამაზი გოგოს დედა ვარ, რო-
მელიც თავისი შვილებისთვის ცხოვრობს. წარსულს კი ღმერთი მიხედავს.
ჯერ არავისთვის დაუკარგავს არც კარგი და არც ცუდი! მე ვერ გავხდები
მონაწილე ამ თამაშისა და არც ხელებს დაგაბანინებთ! წყნარი ცხოვრება
მირჩევნია ამ უაზრო ომიანობას. აი, რატომ არ ღირს ჩემი ჩარევა! – გზას
ვუყურებდი მანქანის უკანა ფანჯრიდან და მშვიდად ვსაუბრობდი.
– ნუ გეშინია, შენ არაფერი გემუქრება!
– თქვენ უკვე შემიქმენით საფრთხე! ყველას შიში ჩაუნერგეთ ჩემი, რო-
გორც მოწმისა. მათ კი არ იციან, მე როდის რას ვიტყვი ან ვამბობ... აი, ხო
ხედავთ, არც ახლა გიფიქრიათ ჩემზე და ჩემს ოჯახზე, მაგიტომ ხართ ყვე-
ლანი ერთნი!
მგონი მართლა დავაფიქრე ცხოვრებაზე კაცი. პაუზის შემდეგ მაინც იგი-
ვე მითხრა, ოღონდ ხმაზე ეტყობოდა, თვითონვე არ სჯეროდა თავისი სიტყ-
ვების:
– ან ვინ გაიგებს, შენ თუ არ ეტყვი ვინმეს?!.. ჩვენი ვალია ამის საიდუმ-
ლოდ შენახვა!..
კიდევ გამეცინა, თავი გავიქნიე. არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ ბევრი
მასწავლა ცხოვრებამ, მაგრამ არც დებილის როლი გამომდიოდა. არც მო-
მიხდებოდა...
– როგორ ფიქრობთ, თქვენ თუ გყავთ „ნასეტკები“, აგენტები ქუჩაში გაყ-
რილი და იგებთ ყველაფურს, იმათ არ ჰყავთ თქვენთან შემოგდებული „ნა-
სეტკები“?
– ჰმ (თავს აკანტურებს), საკმაოდ ჭკვიანი ხარ! ალბათ, შენ უკეთ იცი, დღეს
რა სჯობია!.. გქონდეს ჩემი ტელეფონის ნომერი მაინც, თუ რამეა, დამირეკე!
– გმადლობთ! არაფერი იქნება, თუ აღარ შემაწუხებთ! კარგად იყავით!

365
ნაწყენები დარჩნენ. მეგონა თავს დამანებებდნენ. მეც, ვისაც მინდოდა,
ყველას ვუყვებოდი, რაც მოხდა და რაც ვილაპარაკე. არ მინდოდა, თუნდაც
იმ „ნაგლებს“ სათავისოდ ეტრიალებინათ ჩემი სიტყვები. მე კი არაფერი და-
მიწერია. რომც ჩაეწერათ ჩემი საუბარი, კარგი იქნებოდა ყველასთვის. რა
თქმა უნდა, შიში დამეუფლა. უფრო ძლიერ მომინდა ჩემი ქვეყნიდან გაგ-
ცევა, რომელმაც არ გამახარა ცხოვრების არცერთ ეტაპზე და აი, მაინც არ
ისვენებენ, არც მე მასვენებენ... ისევ მოვიდნენ პროკურატურიდან.
– რატომ თავს არ დამანებებთ?! ეს კანონის დარღვევაა! საკუთარ სახლ-
ში მეშვიდედ სტუმრობა, 4-ჯერ ერთი და იგივე: შინაგან საქმეთა სამინისტ-
რო, მერე სამმართველო და პროკურატურა! დავაშავე რამე?! მე მეძებთ, თუ
რას დამდევთ?! რატომ მირევთ ცხოვრებას?! ქმარი აქ არ მყავს... ქალი ვარ,
მაკითხავთ აქ რიგ-რიგობით... მეზობლებმა რა უნდა იფიქრონ? ხალხმა რა
უნდა თქვას? რა არის ეს ნაირნაირი კაცების სტუმრობა?! გეკითხებით?! რო-
დემდე?!!! მიბრძანდით ახლავე! – ხმას საკმაოდ ავუწიე.
– დამშვიდდი! არ გინდა შენი ძმების მკვლელი დაისაჯოს?! ჩვენ შენკენ
ვართ, შენ კიდევ – იმათკენ?! – მეუბნებიან „მენტები“.
– ეეე! შეურაცხყოფებს არ ვიყოთ!! მინდა, რომ ყველა დაისაჯოს! პატარა,
დიდი!.. ყველა მონაწილე! მაგრამ ღმერთის ხელით მინდა და არა შენი ხელით!
გაიგე?! ჩემს ძმებს გეფიცები, აქ რომ კიდე ვინმე დაგინახოთ, ჩემს თავზე პა-
სუხს არ ვაგებ! ძალიან ცუდი რაღაც მოხდება! გინდა სიმართლე გითხრა?
– მაგისთვის ვართ აქ!
– არა, მაგისთვის არ ხართ! ის გინდათ გაიგოთ, რაც თქვენ გჭირდებათ!
მე კი ეგრე არ ვცხოვრობ, მაგიტომ ვარ მე დიასახლისი და შენ – „მენტი“! ძა-
ლიან კარგად ვიცი, რურუას მოშორება რატომ გინდათ, ძველი ბოღმა გაქვთ!
კაბინეტებს წიხლით გიღებდათ მთელ სამმართველოს... თათბირს გიტარებ-
დათ, როგორ მოქცეულიყავით! „გადაგიარათ“ ყველას და მაგის აღიარება
„გიტყდებათ“! შემომხედე, რა! შენი წონა ნანახი მაქვს და, როგორ იფიქრე,
რომ შენ მე სიტყვებით „ამაგდებ“?! – უკვე „გავჭედე“.
– ხო შერჩათ?! შენ გამო შერჩათ!
მეცინებოდა, მართლა ისეთი სასაცილო იყო ეს თანამშრომელი, „ბოზო-
ბას“ რომ ემსახურება წლებია და „ძველი ბიჭივით“ რომ ლაპარაკობს.
– არავის არაფერი არ შერჩება, „ბრატცი“! ახლა კი კარგად იყავით! მარ-
თლა აღარ მცალია აქ მოსვლით იმაზე მეტს ვერ წაიღებთ, რასაც გატანთ!
ის კი, ვინც დღეს მართლა გამწარებულია რურუებზე, მათთვის გუშინ უნდა
მიეხედა, რომ დღეს პრობლემები არ ჰქონოდა. ის „ამხელა კაცი“ ვერ ერევა
და მე გინდათ რო მაომოთ? ჰა, ჰა ჰა, რა ჭკვიანები ხართ! სიტყვა-სიტყვით
გადაეცი სათავეში მოქცეულ გაბრაზებულ „ბაბუს“, ათი შვილის დედა რომ
მოკლეს, რატომ მაშინ არ გამოიძია, რა მოხდა?! ჩემი ოჯახის დანაშაულებე-
ბი იოტისოდენიც არ არის იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. გადაეცი
აუცილებლად! – გაღიმებულმა კარი გავაღე.

366
– არ მჯერა, რომ უარს ამბობ დასჯაზე!.. მე გეუბნები, რურუა ჩემი თვა-
ლით დავინახე, მაგ დღეს აქ იყო! ბეტეერში იჯდა!
– გცოდნია და დააპატიმრე მერე!
– ჩემი ცოდნა არ არის საკმარისი! შენ ხარ დაზარალებული!
– მე არ დამინახავს და ამხელა ცოდვას ვერ დავიდებ და ვერ მოვიგონებ,
რაც არ დამინახავს! კარგად იყავით! – ღია კარში მე გავედი. „მენტებს“ არ
სურდათ ჩემი სახლის დატოვება, მაგრამ მარტოებს რაღა უნდა ეკეთები-
ნათ?! მათაც დატოვეს იქაურობა.
რატი ისევ ვნახე...
– რატ! ამერიკა რომც არ გამოვიდეს, აქედან უნდა წავიდე სადმე. ამათი
ნერვები აღარ მაქვს, თან არც ვიცი, რა იქნება, მეშინია, რა! პოლიტიკური
თავშესაფარია სასაწრაფოდ საჭირო! გული არ მიგრძნობს კარგს, მოხმარე-
ბა მჭირდება!.. განცხადება შემატანინე პროკურატურაში! მარტოს მეშინია
მისვლა, წამომყვები?
– კი, ბიჩოკ, აბა რას ვიზამ!
– შენზეც ვნერვიულობ, ვინმემ არ ამოგიჩემოს ჩემ გამო!
– ნუ ნერვიულობ, ბიჩოკ, მე ისედაც სიმართლისთვის ვიბრძვი. ეს არის
ჩემი საქმე, ნუ გავიწყდება!
– ვიცი, ვიცი... მადლობა ღმერთს. შენნაირი კარგი ადამიანებიც რომ არ-
სებობენ!
ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურატურაში შევიტა-
ნეთ განცხადება, რომელშიც იყო შემდეგი შეკითხვები:

განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, 1992 წელს საქმე აღიძრა ჩემი მშობლებისა


და 3 ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით. გთხოვთ მაცნობოთ შემდეგი
ინფორმაცია: 1) მომხდარი ფაქტის შინაარსი, ანუ რა ვითარებაში იყვნენ
მოკლული ზემოთ ჩამოთვლილი პირები; 2) დამნახავთა შორის იყვნენ თუ
არა იმდროინდელი სამართალდამცავი ან ძალოვანი სტრუქტურების წარ-
მომადგენლები, ასევე, სახელმწიფო მოხელეები; 3) როგორ მიმდინარეობ-
და გამოძიება; 4) რა იყო საქმის დროებითი შეჩერების მიზეზი; 5) ვინ იქნა
დაკითხული ამ საქმეზე; 6) რა ინფორმაციას ვფლობთ 1992 წელს მეოთხე
ძმის, ზაზას და 1994 წელს მე -5 ძმის, პაატას, გატაცებასა და გაუჩინარე-
ბასთან დაკავშირებით; 7) იმდენად, რამდენადაც თამარ თორაძე და მისი
დები მომსწრენი იყვნენ აღნიშნული დანაშაულებისა, ფიქრობთ თუ არა,
რომ მათ საფრთხე ემუქრებათ, რადგან თამარმა არ დაასახელა დამნაშა-
ვეთა გვარები; 8) სავარაუდოდ, როდის დამთავრდება აღნიშნული საქმე.

პატივისცემით თამარ თორაძე 8/11/2001

367
პასუხად კი ეს მივიღე:

ქ, თბილისი, რჩეულიშვილის ქ. კორპ. 6, ბ. №47

თქვენი 2001 წლის 8 ნოემბრის განცხადება განვიხილეთ.


გაცნობებთ, რომ 1992 წლის 4 მარტს, ქ. თბილისის მთაწმინდის
რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის №0692809
საქმე კ. ბიბილაურის, ი. თორაძისა და სხვათა მკვლელობის ფაქტზე.
დანაშაული ისჯება საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1961 წლის 1
მარტის რედაქცია).
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1992 წლის 3 მარტს, ქ.
თბილისის რჩეულიშვილის ქუჩაზე, ჯერჯერობით დაუდგენელ შეიარაღე-
ბულ ფორმირებასთან შეტაკებისას ლაშა, ზაური, იმედა, კახა და იზოლდა
თორაძეების მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რასაც, თავის მხრივ,
საფუძვლად დაედო იმავე დღეს რჩეულიშვილის ქუჩაზე შეიარაღებული
ფორმირება, „მხედრიონის“ წევრის, კ. ბიბილაურის მკვლელობის, გამო
ანგარიშსწორება.
სისხლის სამართლის №0692809 საქმეზე 2001 წლის 18 ივნისს იქნა
გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შე-
ჩერების შესახებ, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირის
დადგენამდე.
რაც შეეხება თქვენს განცხადებაში დასმულ კითხვებს, რომლებიც შე-
ეხება უშუალოდ გამოძიების დეტალებს, გაცნობებთ, რომ საქართველოს
სსსკ-ის 274-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიების მონაცემე-
ბის წინასწარ გამჟღავნება დაუშვებელია.

მთაწმინდა-კრწანისის
რაიონული პროკურატურის გამომძიებელი
მ. ნიკოლაძე

არაფრისმთქმელი პასუხი მივიღე. მხოლოდ „მხედრიონს“ სურთ შეახო-


ცონ სისხლიანი ხელები! კახა, 22 წლის და იმედა, 17 წლის, მეზობლის სახლ-
ში უიარაღოები ჩაცხრილეს და ამაზე არაფერს ამბობენ!
რატიმ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის უფროსთან შემიყვა-
ნა. მოვუყევი ჩემი გაჭირვება. მან კი მითხრა, კანონის მიხედვით, აქ მყოფს
დახმარებას ვერ გაგიწევთ, როგორმე ამერიკამდე ჩააღწიე, რომ გიშველო-
ნო... დარიგებები მივიღე.
როგორც იქნა, ვიღაცას მივაგენი, ვინც მექსიკაში გამიშვებდა. პასპორ-
ტი მივეცი და სულმოუთქმელად ველოდი პასუხს. დრო გაიწელა და აი,

368
შობის მარხვა მოახლოვდა... ძალიან ვიყავი გაბრაზებული ცხოვრებაზე!
ამდენ უსამართლობას, ვთვლიდი, არ ვიმსახურებდი. დღესაც ასე ვფიქ-
რობ! შეიძლება ვინმე მოვატყუოთ, მაგრამ საკუთარ თავთან დარჩენილებ-
მა მაინც ვიცით, ვის წინაშე რა დაგვიშავებია... ეს შეკითხვები მიღრღნიდა
ტვინსა და გულს:
– მე ამას არ ვიმსახურებ! აღარასოდეს ვიმარხულებ! რა აზრი აქვს?
კარგს ვაკეთებ, მაინც ცუდად მიბრუნდება, რისთვის ვილოცო? რისთვის ვი-
მარხულო? ტანჯვაში ვატარებ ცხოვრებას!
ტკივილით გაბერილმა გოგოებს გავუზიარე ეს ჩემი აზრები, ეშმაკმა†
რომ გამიტაცა თავისი ცუდი ფიქრებით...
– რას ამბობ, ბიჩოკ? არ გრცხვენია? ჩვენ პირჯვრის გადაწერა არ ვიცო-
დით, შენ მარხვებს რომ ინახავდი!.. ეშმაკსაც† ეს უნდა! შენ ხარ ჩემთვის
სიძლიერის მაგალითი, ნუ დამიმსხვრევ იმედებს! უნდა იმარხულო, ბიჩოკ!
– მეუბნებოდა რუსკა.
მეგობარიც ასეთი უნდა. მართლა გამიღვიძა მიყუჩებულ-მიძინებული ნა-
მუსი. ჩემს თავზეც კი გავბრაზდი: ეს რამ მაფიქრებინა!
ჩემი პასპორტი იანვარში მზად იყო. ვინც წაიღო, სანდო ქალი აღმოჩნდა.
დამირეკა და მითხრა, რომ გავმზადებულიყავი, მალე წავიდოდი. მთელი იან-
ვარი ეკლებზე ვიჯექი... ისევ იგვიანებდა პასუხი და აი, იანვრის ბოლოსკენ
დამიბარეს პასპორტის ასაღებად.
– ძალიან ვნერვიულობდი. არც კი ვიცოდი, რა მეთქვა, ან როგორ მეთქვა.
შენი პასპორტი დაიკარგა, არ მკითხო, როგორ და რანაირად, მეც არ ვიცი,
ახლა იპოვეს... დაუჯერებელი რამ მოხდა, ვერც კი ავხსნი!.. – შეშინებული
მიყვებოდა, ვინც ვიზის აღებაში მეხმარებოდა.
– ჰმ, მართლა? – მე ავხსნი.
– როგორ?
– ღმერთს ასე უნდოდა!
პასპორტი თავის დროზე რომ მოსულიყო, მე ზიარების გარეშე მომიწევ-
და ჩემი ქვეყნის დატოვება. ეს კი ჩემი სულისთვის არ იქნებოდა კარგი. მძიმე
ავადმყოფს წამალი სჭირდება. ჩემი სული კი ძალიან ავად იყო, დაჯიჯგნი-
ლი უცნობი ადამიანებისა და ოჯახის წევრებისგან... ღმერთმა ჩემი უაზრო
გამოსვლის მიუხედავად, მაინც შემიწყალა. ისევ მადლობა უფალს ყველაფ-
რისთვის!
– ახალი ამბავი მაქვს, გოგოებო! მექსიკაში მივდივარ 4 თებერვალს, იქი-
დან ამერიკაში გადავიპარები!
– არ მჯერა! პასპორტი მანახე!
– არ გჯერა, ხო?
– არა! იმდენი ხანია მიდიხარ, მგონი, თავი დაირწმუნე, რომ მართლა მი-
დიხარ. როცა გეკითხებით, რომ ვერ წახვიდე, რას იზამო, ამბობ, მაინც წავა-
ლო, – აგრძელებს რუსკა თავის სიბრძნეებს.

369
– უნდა გჯეროდეს, რასაც აკეთებ, რომ ნამდვილად გინდა და მართლა
გააკეთებ! უნდა იწამო შენი სიმართლის, რომ ისიც დარწმუნდეს შენში და
აგიხდინოს დაჟინებული სურვილი. მე კი მართლა მივდივარ, აი, პასპორტიც!
– აუ, ბიჩოკ, მართლა გვტოვებ? მეგონა, ვერასოდეს წახვიდოდი... თავს
მაგით ვიწყნარებდი.
რუსკას თვალებში იშვიათად დაინახავდა ადამიანი ამხელა სიყვარულს.
ის იშვიათად გამოხატავდა გრძნობას. ოჯახს სანამ დავკარგავდი, მეც ვმა-
ლავდი ადამიანების მიმართ სიყვარულს, ხმამაღლა არ გამოვხატავდი. მერე
კი ვიფიქრე, აუცილებელია სიყვარულის გამოხატვა, რათა არ ვინანო, რო-
გორც ახლა ვნანობ, რატომ ხშირად არ ვეუბნებოდი ჩემებს, როგორ ძალიან
მიყვარდნენ. დედა ელისაბედმა მასწავლა ადამიანებისთვის ფიქრებით სიყ-
ვარულის გადაცემა, რაც არ უნდა შორს იყვნენ ისინი.

– სიყვარული არასოდეს იკარგება, საყვარელო! იფიქრე იმაზე, ვინც გე-


ნატრება. გონებასა და გულში ელაპარაკე, აუცილებლად გაიგებენ და შენც
იგრძნობ ამას!
– წერა? წერილებს ვუწერ ჩემებს, როცა ძალიან მენატრებიან, დღესას-
წაულებსაც სულ ვულოცავ წერილებით, დაბადების დღეებს... ნეტა, იგებენ,
დედაო? მე ვგრძნობ, რომ იგებენ! მე მინდა, რომ ასე იყოს, დედაო! მინდა
მათ გულებს ვახარებდე... ნეტა სწორია ეს გრძნობა? იქნებ უნდა გავუშვა,
თავი დავანებო წარსულს?
– ყველანაირი მოქმედება, რომელიც სიყვარულს გამოხატავს, კეთილი
მოქმედება, რა თქმა უნდა, სწორია, თამარ საყვარელო! რა თქმა უნდა, იგე-
ბენ!..
არ ვიცი, ეს ჩემს სანუგეშოდ ითქვა, თუ მართლა ასეა... მე კი წერა არასდ-
როს შემიწყვეტია.

დავუბრუნდეთ ჩემს გამგზავრებას.


– არც ბილეთის ფული მაქვს და არც არაფრის. მექსიკის ვიზა 8500 დო-
ლარი დაჯდა. იქიდან გადასვლა 2200 დოლარი ჯდება, ბილეთია ასაღები და
სხვა კიდევ მილიონი რაღაც. მოკლედ, ფულს ვაგროვებ, თუ ვინმეს რამე შე-
გიძლიათ, მასესხეთ!
ეს იმდენად უაზრო თხოვნა-შეკითხვა იყო, რომ ჯობდა არ დამესვა ჩემი
გოგოებისთვის. თავიანთი შემოსავალი არ ჰქონდათ და რაც ჰქონდათ, ერ-
ჩივნათ „ტრიაპკებში“ დაეხარჯათ, ვიდრე გაურკვეველი დროით გაეცათ...
მოკლედ, ვერავინ დამეხმარა. დამწუხრებული სახეები მივიღე პასუხად.
– არაა პრობლემა, სახლს დავაგირავებ!
– ძალიან მეშინია, არ დაკარგო! ერთი ეს ბინა დაგრჩა, ბიჩოკ! – ბუკი,
სალომე და რუსკა მეუბნებიან.

370
– დავიღალე ამ თქვენი უაზრო შიშით. ბინის დედაც! ეტყობა, არ გესმით,
რომ ვამბობ?! აქაურობას უნდა გავასწრო! მე თვითონ მივხედავ ყველაფერს,
თქვენ არ იდარდოთ!
მართლაც, მალევე გამოჩნდა მსურველი. ერთი წლით იგირავეს 5500 დო-
ლარად, რაც ძალიან მჭირდებოდა.
ძალიან რთული აღმოჩნდა ცარიელ სახლში მარტო გაჩერება. რა საში-
ნელებაა, როცა გძულს აქაურობა; როცა იცი, უნდა წახვიდე! ამავე დროს,
გიყვარს და არ გინდა წასვლა... ნეტავ ოდესმე თუ დავბრუნდები? ნეტავ,
რა მელის წინ? ჩემს შვილებს ვტოვებ... საშინელებაა!.. კარგი, დამშვიდდი!
წაიყვან მალე და იცხოვრებ მშვიდად წესიერ ქვეყანაში, სადაც ქართველს,
თუ არ გინდა, არ შეხვდები; სადაც უსამართლოდ ვერავინ გაგწირავს, სა-
დაც თავისუფალია თუნდაც შენი სიტყვა. შეგიძლია, როცა გინდა იცინო
ან იტირო; სადაც მეზობლები ერთმანეთზე არ ჭორაობენ; სადაც ერთმანე-
თის ცხოვრებით არ ცხოვრობენ; სადაც შურისთვის არ სცალიათ, შრომაში
გაურბით წლები; სადაც შეგიძლია იყო ის, მართლა ვინც ხარ; სადაც და-
გიფასებენ კარგს... ამ ფიქრებში ცარიელი სახლის სამზარეულოში ვიჯე-
ქი და აი, ბუკის სიტყვები გამახსენდა, რომელიც თბილისზე შეყვარებული
ამტკიცებდა, ბიჩოკ, ყველა ქვეყანაში მაინც ემიგრანტი ხარ, რაც არ უნდა
ზემოთ და ზემოთ ახვიდე, მაინც მათზე ქვემოთ ხარ, არასდროს გცემენ
პატივსო...
ნეტა მართლა ასეა? ან რატომ უნდა მცენ პატივი? არც ცუდს გამიკეთე-
ბენ ქართველებივით, თუ კარგს არ გაიმეტებენ. ჩემი ბედი ისედაც გადაწყ-
ვეტილი იყო, მე ვტოვებდი თბილისს გამთენიისას, მაგრამ მაინც მინდოდა
დარწმუნებით გამეგო, რა მინდოდა – ჩემს ქალაქში სიკვდილი თუ სხვის
ქალაქში სიცოცხლე. განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინა... გამახ-
სენდა ყველაფერი. გული კიდევ უფრო დამისევდიანდა... არა! უნდა წავიდე!
თან სიხარულით! ამ ქვეყანაში ვერ გავიხარე, თუ გადავრჩი, მოგონენები არ
გამახარებენ და არც მოგონებების მომგონებლები... ნაცნობი სახეები... ნაც-
ნობი ქუჩები... ამ ფიქრებმა წამომაყენა სკამიდან, ამ ფიქრებმა ყველაზე წინ
დააყენა ქვეყნიდან იმ წამსვე გაქცევის სურვილი.

ზვიად გელოვანის საფლავზე ხშირად დავდიოდი იქვე, ვერის სასაფლა-


ოზე. მუხადგვერდში ჩემების საფლავებს მარტო ვერასდროს ვაგნებდი, ამი-
ტომ ზვიადთან გავრბოდი გახარებული ან ატირებული. ვუყვებოდი იმას,
რასაც ვერავის მოვუყვებოდი, ველაპარაკებოდი ისე, როგორც ცოცხალს.
ვთხოვდი, რომ გადაეცა ჩემებისთვის. ვუხსნიდი, როგორ მიყვარდნენ და
მაკლდნენ. ვჩიოდი, რატომ დამტოვეს ამ საშინელ დედამიწაზე მარტო...
პირველად რომ გავიგე, გოგო მეყოლებოდა, ზვიადს „მოვუყევი“, მეორეზეც
ასე მოვიქეცი. ჩემსას ყველაფერს პირველი ის იგებდა... აი, ასეთი „მეგობ-
რობა“ გვქონდა მე და ზვიად გელოვანს! მაშინ ალყა რომ შემოარტყეს ჩვენს

371
სახლს... (იმედა რომ დაჭრეს), ზვიადი ქვევით, ეზოში, იჯდა. თვალებით იმ-
დენი ვილაპარაკეთ, საღამოს ბიჭებს ეუბნებოდა, თამუნა თვალებით მომიყ-
ვა, რაც მოხდაო... იმის მერე დავძმაკაცდით კიდევ უფრო. ახლაც სასაფლა-
ოზე მივედი გამოსამშვიდობებლად: გახსოვს, ზვიად? იმედამ რომ მკითხა,
ბოტასები გირჩევნია გიყიდო თუ მაგარი ფეხსაცმელიო? მე ბოტასი ვარჩიე.
კახამ დამცინა, „ტუფლი“ ბავშვი ხარ, ბოტასს ფეხსაცმელი არ სჯობიაო? შენ
გაგეცინა შენებურად და კახას უთხარი, ბავშვს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სარ-
ბენიო. მართლაც, სარბენი ისევ ბევრი მაქვს...
მართალია, პასუხს არ მცემდა, მაგრამ ვიცოდი, „ესმოდა“... გულში სითბო
და სიყვარული იღვრებოდა...
მაიას, მარიშკასა და ქეთას ბებია-ბაბუას სახლის თავზე ვუქირავე ბინა.
ბავშვები მაიას, ბებიას და ძიძას დავუტოვე. 2 წლის ქეთას, მძინარეს ვეფე-
რე და გამოვემშვიდობე... საშინელი შეგრძნება მღრნიდა. მარიშკა დიდი და
ჭკვიანი გოგო იყო, 5 წლის ხდებოდა. ცდილობდა გაეგო, დედა წავა მამას-
თან და მალე ჩვენც წაგვიყვანენ. ამით იმაგრებდა დარდიან გულს. ცქიტოს
ძმა ლაშა და მე ჩემმა დედამთილმა ისე შეგვარიგა, გეგონება ნაჩხუბრები
ვიყავით. როგორი ცანცარებიც იყვნენ, საქციელიც ისეთივე ჰქონდათ... ძა-
ლიან სასაცილო სიტუაცია იყო...
ბუკიმ და მისმა ქმარმა, სალომემ, თინათინმა, რატიმ, მაიამ და მარიშკამ
გამაცილეს. შუაღამე იყო, მეტი არავინ მახსენდება, ისე ვღელავდი... მე და
მარიშკას გვეშინოდა ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის. ორივემ ვიცო-
დით, ვერ გავუძლებდით. დიდი ტკივილით დავტოვე ორივე შვილი... ამ გან-
ცდას სიტყვით, ვერ გამოხატავს ვერავინ, თვითონ თუ არ შეიგრძენით! არ
მგონია, დედის შვილებისადმი სიყვარულის ასახსნელი სიტყვები არსებობ-
დეს! დავემშვიდობე ყველას და ვუთხარი, რომ უკან ვერ მოვიხედავდი და არ
სწყენოდათ... არ მინდოდა მარიშკას დაენახა, რაც ჩემს თავს ხდებოდა... რაც
ჩემს გულში ტრიალებდა... ყველა მომენატრებოდა, ზუსტად ვიცოდი. უკვე
მენატრებოდნენ... ამ სამ ადამიანთან მიჭირდა განშორება ყველაზე მეტად
და მტკინვეული იყო... მაიასთან, მარიშკასა და ქეთასთან. მაინც მივტრიალ-
დი, მარიშკას სახე მინდოდა დამენახა... ჩემი ბავშვობა გამახსენდა: როგორ
მამაცად ეჭირა თავი და შინაგანად როგორი განადგურებული იყო! მე მი-
სით ვამაყობდი! ორივეს ტირილი გვინდოდა და ერთმანეთს ვატყუებდით! ეს
დიდი სიყვარული იყო!

აფრინდა ცაში ჩემი თვითმფრინავი, რომელშიც ყველაზე უბედური ჩემი


თავი მეგონა. მტკიოდა და ეს ტკივილი მატირებდა... რატომ ხდება ასე? რა-
ტომ მიწევს განშორება საყვარელ ადამიანებთან? რატომ მენატრება მუდამ?
რატომ მტკივა სულ? რატომ მე და პაატა არ გავიპარეთ აქამდე?! როგო-
რი ბედნიერი ვიქნებოდი, გვერდით რომ მყოლოდა! ამაზე პასუხი მხოლოდ
ღმერთს აქვს!

372
373
374
საკმაოდ ვიწვალე. მოსკოვში ჩავფრინდი, იქიდან მატარებლით ლენინგ-
რადში ჩავედი. ლენინგრადიდან მექსიკაში ჩავაღწიე... ბევრი რაღაც მოხდა:
ვიღაცებს შევხვდი, საზღვარზე გადმომყვანებს. ვიღაცებმა ფულში მომატ-
ყუეს. გავიჭედე მექსიკაში... დრო გაიწელა... ერთი, რაც მადარდებდა, ჩემი
შვილებისა და მაიას ნახვის სურვილი იყო! ვიცოდი, ცქიტოს მალე ვნახავდი
და აი, იმათ კი, ნეტავ, როდის?!.. ერთი, რაც ძლიერს მხდიდა, საქართველო-
დან ძალიან შორს რომ ვიყავი, ეს იყო. ვერც ვერავინ მომაგნებდა. მე თვი-
თონ არ ვიცოდი ჩემი თავი სად მეპოვა... ყველა ჯიბეში ინგლისურად ნაწერი
ფურცლები მედო, რომლებითაც შველას ვითხოვდი, თუკი საზღვარზე დამა-
პატიმრებდნენ.
ორი საზღვარი იყო გადასაკვეთი: ერთგან უდაბნო და წყალი უნდა გა-
მევლო, მეორეგან– მანქანით სასაზღვრო გამშვები პუნქტი. უდაბნოში ერთ
ღამეს 5 საათი ვირბინე და მაინც ვერ გადავიპარე, მეორე მცდელობისას 8
საათი ვირბინე. უდაბნოში ჩემსიმაღლე და კიდევ უფრო მაღალი კაქტუსები
იყო... წყალიც გადავლახე... მერე ვიღაცის ბუდეში დამაბინავეს. იქ მანქანით
„მენტი“ მოვიდა, რომელმაც „ბოსსთანნ“ მიმიყვანა. იქიდან მეორე მანქანით
„ტეკი“ უნდა გამევლო. იმ ქალმა დამარიგა, მძღოლს წინ ჩაუჯექი, ცოლი
უკან ჩაუჯდება და გამშვებ პუნქტში ისე მოიქეცი, როგორც თავხედი ამე-
რიკელი „თინეიჯერი“ მოიქცეოდაო. მეც ფეხი ფეხზე კაცურად გადავიდე,
გაზეთი გავშალე და კითხვა დავიწყე. კევი მედო პირში, ვიღეჭებოდი, ვბე-
რავდი და ვატკლაცუნებდი. ოფიცერმა რომ გაგვაჩერა, ვინ ხარო, მკითხა.
ღლაჭუნით ვუპასუხე: „ამ უს სითიზენ“!

375
ეჭვიც არ შეპარვია თავხედ „თინეიჯერში“, გაგვატარა! მერე რომელიღაცა
ქალაქში ჩამომაგდეს და, აბა, შენ იციო... მეც ავტობუსს დავაჯექი და ნიუ-
იორკამდე 5 დღეში ჩავაღწიე. ავტობუსით მგზავრობის დროს ვსუნთქავდი
თავისუფლებას. უბედნიერესი ვიყავი! ოცნება ამიხდა!
მანჰეტენზე ცქიტო დამხვდა, ავტობუსების გაჩერებასთან. გიას მანქა-
ნით წავედით ბრუკლინში. ბედნიერი ვიყავი, მხოლოდ ჩემს ოცნებას არ და-
ვარქმევდი ამას... ჩემი საყვარელი მამის სურვილიც რომ შევძელი ამეხდინა,
ეგ მახარებდა ყველაზე მეტად! მახარებდა ჩემს ქმართან ერთად ყოფნა...
თუმცა კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი მრავალი წლის წინ მომხდარიყო,
ყველანი ერთად ვყოფილიყავით ამ ულამაზეს ქვეყანაში, სადაც ადამიანებს
უფრთხილდებიან. კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ მე საყოველთაო
კეთილსინდისიერებაზე მაქვს საუბარი. რაც მთავარია, კანონი კანონობს და
არაფრის მეშინია!
მიჭირდა ბავშვების გარეშე... მათი ხმის გაგონებისას ტირილს ვიწყებდი.
იმავეს განიცდიდნენ ისინიც... ერთი ეგ იყო საშინელება, მაგრამ მომავლის
დიდი იმედი ძალას მმატებდა... ჩემთვის დიდ და ახალ ქვეყანაში ახალ ცხოვ-
რებას ვიწყებდი. სასწაული შეგრძნებები მქონდა. პირველ დილას ყავა გა-
ვიმზადე, დავჯექი სამზარეულოში, სიგარეტს მოვუკიდე და გავიღიმე ბედ-
ნიერმა...
ცქიტომ იქირავა ოთახი, საერთო საცხოვრებელში აღარ ცხოვრობდა.
წვალობდა. ადვილი არ იყო უსაბუთოდ მუშაობა, ამიტომ ორივეს გვიწევდა
ჯახირი. მეც 2 კვირა თუ ვიჯექი სახლში, ხან სად ვმუშაობდი და ხან სად
კაპიკებად... ადამიანებს აკეთილშობილებს შრომა, რომელიც მე არასდროს
მაკლდა. ღმერთი რასაც გაძლევს, უნდა მიიღო ისე, როგორც საჭიროა...
ბავშვების მომვლელად ამოვყავი თავი (მე ხომ სულ ვიღაცას უნდა ვუვ-
ლიდე!). 6 დღე ვმუშაობდი კვირაში, ჯამაგირი კი ძალიან მცირე იყო. 5
ბავშვს ვუვლიდი, 3-სართულიან სახლს ვალაგებდი ყოველ დღე. უცხო ოჯახ-
ში პირველი დღე რომ დაღამდა, გამთენიამდე ტირილში გავატარე, შუქიც
ვერ ჩავაქრე. ჩემი ოთახი მანქანის გარაჟში მოეწყოთ, „პისატი“ ებრაელების
ოჯახი იყო. ზოგადად, საშინლად ძუნწები არიან და ქრისტიანები მონებად
უყვართ! რაღაცები მკბენდნენ. მერე აღმოვაჩინე ჩემი სისხლით გასიებული
ბაღლინჯოები. ეს ამბავი მხოლოდ ლელამ (ჩემი თბილისელი მეზობელი იყო,
რომელსაც ამერიკაში შევხვდი) იცოდა და მეუბნებოდა, წამოდი რა, თამუ,
მაგ სამსახურიდანო! არა, ლელ, ვერ წამოვალ ასე, თან სხვას ვეძებ და რომ
ვნახავ, წამოვალ! გეხვეწები, გიოს არ უთხრა-მეთქი, ცქიტოზე ვთხოვდი ლე-
ლას. არ იცისო?! მეც ვფიქრობდი, მანდ როგორ გიშვებდა! რატომ არ ეუბნე-
ბიო. მეც ვუპასუხე: გვიჭირს ახლა, ქირა, მაიას ვალი, სხვა ვალებიც, ბავშვე-
ბი... დიდი ხარჯი გვაქვს. უკან დამხია ძალიან მექსიკაში ჩარჩენამ... ხო იცი,
რამდენი პრობლემაა. რომ ვუთხრა, უნდა ინერვიულოს. ჩემი უმუშევრობა
არ გამოვა-მეთქი...

376
ლელამაც გამიგო. როცა წამოვედი იმ სამსახურიდან, მერე მოვუყევი ცქი-
ტოს, რა დღეშიც ვიყავი. ერთ თვეზე მეტი არ მიმუშავია. ღმერთმა სხვა სამსა-
ხური გამომიჩინა იმავე ხელფასით, ულამაზეს სახლში, იტალიელების ოჯახში
და მხოლოდ სახლი უნდა დამელაგებინა. მანდაც ერთი თვე გავჩერდი. ისევ
გამომიჩინა ღმერთმა სხვა ოჯახი, სადაც 3 კვირის დაწყებული მქონდა მუ-
შაობა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და 2 პატარა ბიჭი იყო. მიჭირდა ბავშვების
ყურება და მოვლა, სულ ჩემებზე ვფიქრობდი, მაგრამ ესენი ბიჭები იყვნენ და
ისე ცუდად აღარ მოქმედებდა ჩემზე. ერთ დილით ჩვეულებისამებრ მშობლე-
ბი წავიდნენ სამსახურებში, უფროსი პირველ კლასში იყო. სკოლაში წავიდა,
დედა აფორიაქებული მეჩვენა დილით. ისევ დაბრუნდა სახლში და მერე ისევ
წავიდა. მე და პატარა, 2 წლის ბიჭი მეორე სართულზე ვიყავით. მე საწოლებს
ვალაგებდი ის კი ურევდა, მემალებოდა. საყვარელი თამაშის ხასიათზე იყო.
რაღაც არაბუნებრივი ხმები შემომესმა. პირველ სართულზე ცხოვრობდა მეც-
ხვარის ჯიშის 11 წლის ვალერი, ძაღლი, რომელიც გვიცავდა... ნეტა რა ხმაა?
გავიფიქრე და ჩავირბინე სამზარეულოში. ერთი კარი უკანა ეზოში გადიოდა.
ვხედავ, რომ შავ კვამლშია ყველაფერი. ვალერი ყეფს... დავიბენი... ვერ მივ-
ხვდი, რა უნდა მეღონა. ამასობაში ის უკანა კარი გასკდა, დაიმსხვრა და ეს
შავი კვამლი სახლში შემოვიდა... კიბესთან, რიმელიც ჩამოვირბინე, ქუჩაში
გასასვლელი კარი იყო, გავაღე და ვიყვირე: „ჰელფ! ჰელფ“! გამოდი გარეთ!
– დამიყვირეს მეზობელებმა. მე შევვარდი ისევ სახლში. ორი რაღაცის დრო
მაქვს: ან დაბლა ჩავირბინო და ჩემი „რუგზაკი“ ავიღო და გავიქცე, ან ზემოთ
ავირბინო, ბავშვი ვიპოვო, რომელიც დამემალა, ავიყვანო და გავიქცეთ! ოო,
ღმერთო როგორ მინდოდა ამეღო „რუგზაკი“, რომელშიც ჩემი ოჯახის ალბო-
მი მედო! ოქროსა და ტანსაცმელს რას დავეძებდი, უფრო ძვირფასი ოჯახის
ალბომი იყო, რომელსაც ვეღარასოდეს დავიბრუნებდი! არ ვიქნებოდი მართა-
ლი, ცეცხლისთვის მიმეცა 2 წლის ბავშვის სიცოცხლე და არ გადამერჩინა! ზე-
მოთ ავვარდი, ვიპოვე პატარა, ხელში ავიყვანე ჩამოვირბინე კიბეები, ილეწება
ყველაფერი ჩემ გარშემო... შავ კვამლში იმალება ყველაფერი... თან ვნერვი-
ულობ, მთელი სხეული მიკანკალებს... აქაც მომაგნეს, ღმერთო?! რა ხდება
ჩემს თავს! ქუჩის კარი გამოვაღე. არ ვიცი, ეს რა იყო! მკრა რაღაც უკნიდან,
გადამაგდო ქუჩაში. ბავშვით ხელში მუხლებზე დამაგდო, კიდევ კარგი, ძალა
მომცა ღმერთმა, ბავშვი მაგრად დამეჭირა. მეზობლები ახლოს ვერ მოდიოდ-
ნენ, ყვიროდნენ: გამოიქეცით! გამოიქეცით! უკვე შუა გზაზე ვეგდე. ძლივს
წამოვდექი და მეზობლებმა ბავშვიც გამომართვეს. შოკში ჩავვარდი. ვინ რას
მეკითხებოდა, არ მესმოდა! ვალერის ვტიროდი! ვერ გადავარჩინე! ყველაზე
ძალიან მაგ ოჯახში ვალერი მიყვარდა და ვმეგობრობდი, მე კი ცეცხლს მივე-
ცი უფლება, ამოეწვა! საშინლად ვტიროდი! ვტიროდი ჩემი ოჯახის მეორედ
დაკარგვას (სურათებს)! ხალხი მოგროვდა... მომცვივდნენ, შემიყვანეს მეზო-
ბელთან სახლში. მშობლები, სახანძრო, პოლიცია – ყველა იქ გაჩნდა. რიგ-რი-
გობით მოდიოდნენ და მადლობას მიხდიდნენ ბავშვის გადარჩენისთვის, მე კი

377
მაინც ვალერის და სურათებს ვტიროდი... მეზობელები ყვებოდნენ, თუ როგო-
რი მაგარი ვარ. თითქმის გარეთ გამოსული ცეცხლში უკან შევბრუნდი, რათა
ბავშვი გადამერჩინა და არავინ იცოდა, თუ მოვახერხებდი უკან გამოსვლას.
ამის გაგონებაზე მშობლები მუხლებზე დაეცნენ და მადლობა მიხადეს. მე კი
ბოდიშს ვიხდიდი, 11 წელი ზრდიდნენ მეცხვარე ნაგაზს და მე ვერ გადავარჩი-
ნე! ისინი მამშვიდებდნენ, ძაღლი იყო, ბებერი, არა უშავსო, რაც კიდევ მეტად
მტკიოდა!
ბავშვების ბებიის სახლში გადავედით, ბრუკლინში. ბეისმენტში“ (სარ-
დაფში) მომათავსეს. ულამაზესი სახლი იყო თავის „ბეისმენტით“. ვალერის
მაგივრად პუდელი მოუყვანეს ბავშვებს, იმათაც დაავიწყდათ ძველი ბებერი
მეგობარი და ახალი მეგობრით გაერთნენ! გაიხარეს ძალიან. მე და პატარა
აშკარად სტრესის ქვეშ აღმოვჩნდით. მე ჩუმად, ის კი ძილშიც ტიროდა.
დამწვარი ნივთები მოიტანეს სახლში, თუკი რამ გადარჩა. სახლი 15 წუთ-
ში დაიწვა! აღარ არსებობდა!
– თამარ, ჩვენ გიყიდით, რაც დაგეწვა! – მეუბნებოდა ოჯახი.
– ჩემი ოჯახის ალბომს ვერ მიყიდით! არ მინდა არაფერი ისედაც ყველა-
ფერი დაკარგეთ. ძალიან მეცოდებით! – კეთილმა ეს ვუპასუხე!
აბა, მე რა ვიცოდი სახლის დაზღვევისა და სხვა რამეების შესახებ...
მეორე-მესამე ღამე იქნებოდა, იმ ნამწვავების სუნმა გამაგიჟა. ასე მეგო-
ნა, ისევ იწვოდა სახლი. დღისით ცქიტომ მომაკითხა, ტანსაცმალი მომიტა-
ნა. ბავშვების მამა შეხვდა კარში:
– შემოდით სახლში! თქვენმა ცოლმა ჩვენი ოჯახი გადაარჩინა! შვილი გა-
დამირჩინა!
გიორგიმ შეიფერა. არ შემოსულა.
ღამე შეტევა დამეწყო, ისტერიკა დამემართა – გაუჩერებლად ვტიროდი,
რაც იშვიათად მემართება ხოლმე! ვუხსნი ბავშვების დედას, რომ სუნზე მე-
მართება ისტერიკა და, ან სხვა ოთახში დამაწვინოს, ან ეს დამწვარი ნივთე-
ბი მომაშოროს! მგონი, რომ გაგება არ უნდოდა! იტალიელი მილიარდელი
იურისტების „ღორი“ ოჯახი იყო!
– მოდი, თამარ, დაგასვენებთ! – მთავაზობს ბავშვებს დედა.
– რას ნიშნავს, დამასვენებთ?! ფული მჭირდება და თქვენთან მუშაობა
ამიტომ დავიწყე და არა იმ მიზნით, რომ გმირობა ჩამედინა! უბრალოდ, იმ
ოთახში ნუ დამაძინებთ! – უფრო ადამიანურად როგორ ამეხსნა?!
– მე ტაქსს გამოგიძახებ! წადი სახლში, დაისვენე!.. გადაგიხდით დასვე-
ნებისასაც. რამდენიმე დღეში კარგად იქნები და დაბრუნდები, ისედაც დიდი
სიკეთე გაგვიკეთე!
– ეე, რა სიკეთე! ვალერი ვერ გადავარჩინე (ეს ჩემი ტკივილი იყო)!
ჩამეხუტნენ, მილიონი მადლობა და ნუგეში „მაჭამეს“. მეც წამოვედი ტაქ-
სით სახლში ცქიტოსთან. ავედი ნამტირალევი. გაუკვირდა ჩემი დანახვა, ღი-
მილი შეეყინა სახეზე.

378
– რა მოხდა? – მკითხა და მეც მოვუყევი.
– აუ, რა დროს ეგ იყო, რა! ხო იცი, ფული გვჭირდება! – ცქიტომ ასე გა-
მოხატა წყენა.
– ნუ „შემეცი“ მაგ შენი ფულით, რა! „ვაფშე“ არ გესმის, რას ვგრძნობ! რას
განვიცდი! – გავგიჟდი.
– რა იყო, შენ დაგეწვა ეგ სახლი? – ასე მიშლიდა ცქიტო ნერვებს.
– აუუ, „კაროჩე“, რა! დამნაშავეები არ განიცდიან ხოლმე!!! არა!!! ჯერ
ის, რომ ძაღლი ვერ გადავარჩინე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა მათ
შორის, ვისაც კი ამერიკაში ვიცნობ! მეორე, რომ შიში ვჭამე და ნერვიულ
სისტემაზე იმოქმედა!!! მოკლედ, შენ ვერ გაიგებ, თუ აქამდე ვერ გაიგე! შენ
მხოლოდ ფული გაინტერესებს მთელი ცხოვრეებაა! მაგისთვის გინდოდა ასე
ძალიან ჩემი ჩამოსვლა, ხო?! – „გავუჭედე“.
– აბა, რას იძახი!
– ხო არ იტყვი, მასეაო! საქციელზე გეტყობა!
– დაკარგავ მაგ სამსახურს! ხო ხედავ, რა ძნელია შოვნა.
– მე რომ დავმწვარიყავი იმ დღეს, სამსახურის დაკარგვაზე იდარდებდი
და შემომტანზე, ხო?! იმ ნამწვავებში ძილს ქუჩაში მირჩევნია ძილი! რაღა-
ცას „ჩათლახობს“ ბავშვების დედა, გამოჩდება, რა აქვს დაგეგმილი. შენ შენს
საქმეებს მიხედე რა!.. მე მივხედავ ჩემსას! – და „გავეროჟე“.
ძალიან მეტკინა იმის გამო, რაც ვიგრძენი და გავიფიქრე ცქიტოზე. არ
იყო ახალი ჩემთვის. ისე უყვარდა ფული და ისე „უჭერდა“, ერთ ცენტსაც
ვერ გააგდებინებდი! ფული ადამიანებზე მეტად უყვარდა. გასაგებია, ერთ
საწყალ ოჯახში გაიზარდა, ამიტომ გასაგები იყო ჩემთვის მისი სიხარბე და
სიძუნწე. დედა ისეთი წუწკი ჰყავს, ორსული ბაზრის წინ მატირა! გარგარი
იყიდა. ნერწყვი მომდიოდა, ისე მინდოდა და ფული არ მქონდა, მეც რომ გარ-
გარი მეყიდა. მურაბა უნდა გავაკეთო, ხელი არ დაადოთო. იმას რაღა მაჭ-
მევდა ან იმის მურაბას! მეც ორსულმა ტირილი დავიწყე ჩემთვის. ბევრი იყო,
სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევა, ამიტომაც ვერასოდეს დაიმსახურა ჩემი
სიყვარული მაგ ქალმა ვერანაირად! მიკვირდა, კარგი შვილები როგორ ჰყავს
ამ ქალს-მეთქი. ნათქვამია, ფუთი მარილი უნდა ჭამო მასთან ერთად, რომ
გაიგო, ადამიანი ვინ არისო. ვერც ფუთ მარილს შეჭამს ვერავინ და ვერც
იმას გაიგებს, ვინ როგორი ადამიანია!
ლელა ჩემი მეზობელი იყო ვერაზე. ძალიან თბილი და კარგი ურთიერთო-
ბა გვქონდა და აი, ამერიკაშიც რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა, იმ დღიდან
კიდევ უფრო დავახლოვდით. შემიძლია ვთქვა, მან შემაძლებინა მარტოობის
დაძლევა ამერიკაში, სიცარიელე შემივსო მეგობრებისგან მოწყვეტილს. მეც,
რა თქმა უნდა, იმავეს ვცდილობდი. ლელასა და გიას ოჯახი ჩემი ოჯახი გახ-
და. სიყვარულს არ ვზოგავდი.
სამსახურში ვრეკავდი, როდის დავბრუნდე-მეთქი, პასუხს კი აგვიანებდ-
ნენ. მეც ავდექი და მივედი. ბებიამ გამიღო კარი.

379
– თამ, ჯერჯერობით არ გვჭირდები, აი, ეს შენი ნამუშევარი თანხა (ზუს-
ტად ნამუშევარი და არა დაპირებული!)!
– კარგი!
ნაწყენი წამოვედი. ერთ ქალს ვთხოვე დაერეკა, გაერკვია, თუ რა ხდებო-
და. მე არ ვიცოდი კარგად ინგლისური, რომ მერკვია რამე. მან კი მითხრა:
– დავრეკე და წივილ-კივილი დაიწყო იმ ბავშვების დედამ. როგორც ჩანს,
იმ ძველ მომვლელს აწყობს ბრუკლინში რომ გადმოვიდნენ და ის აიყვანეს
ისევ დღის საათებში.
– და მე ასე გამომიშვეს?! ასე უნამუსოდ?! რაც დამეწვა, იმის ფული არც გა-
მოვართვი და მაგათმა დასვენებისაც არ გადამიხადეს, თან თვითონ „დამასვენეს“.
– ხო, წესით, უნდა გადაეხადათ, როცა თავიანთი ნებით გიშვებენ. 2 კვი-
რის მაინც უნდა გადაგიხადონ. რა ღორები არიან, შვილი გადაურჩინე! ადრე
რომ დამარეკინე, ძალიან კარგად მელაპარაკა და გაღმერთებდა. ახლა ძა-
ლიან თავხედურად მიპასუხა. გამიკვირდა, გავახსენე წინა საუბარიც, ღმერ-
თის არ გეშინია-მეთქი? ესეც კი ვკითხე.
– უხ! რაც დამეწვა იმის თანხა მაინც ამინაზღაურონ!
– ქვითრები მოიტანოსო და როცა დაზღვევა გადაგვიხდის, მივცემთო.
– აუ, რა ქვითრები! ერთი მაგათიც რა! ჩემი „რუგზაკი“ ამეღო და ჩემი ჩემო-
დანი, ჯობდა რა! მაგრამ ეგ როგორ მექნა?! ჩემების სურათები დავთმე, მაგათი
შვილი გადავარჩინე და როგორ მიფასებენ, მაგათი!.. ეჰ, ამ სქმეს აღარაფერი
ეშველება. ღმერთს მადლობა, გადავრჩი! ღმერთმა მიხედოს მაგ ოჯახს!
– ისე შეგიძლია ადვოკატი აიყვანო, ხალხი ოცნებობს მასეთ შემთხვევებ-
ზე, დიდ ფულს გამოკრავ ხელს. ღირსები არიან, ეგ გაუკეთო!..
ვიცი, ეგ უკვე ბევრმა მირჩია, მაგრამ არ ვიზამ მაგას. ამხელა სახლი დაიწ-
ვა, ამდენი ხნის ნაგროვი ნივთები... მაგას დაზღვევა ვერ აუნაზღაურებს. მე კი
ღმერთი არ შემარგებს ეგეთ ფულს, ჩემი შვილებისხელა ბავშვები არიან. კარგი,
რაც მე დამაკლეს, ღმერთმა ჩემს ოჯახს მიუმატოს ის სიკეთე, რაც მე გავაკეთე!
– ბევრი შენსავით არ მოიქცეოდა, თამუნა (ვერ ხარო, პირდაპირ არ მკადრა)!
– მიყვარს ისე მოქცევა, ბევრი რომ ვერ იქცევა! – ამ სიტყვებით დავამ-
თავრე ეს თემა.
ასე დავრჩი ისევ უმუშევარი. ბევრი ოჯახის გამოცვლისა და ძებნის შემ-
დეგ სამსახურმა გამიძლო და გავუძელი 1 წელი ორ ბავშვთან – 5 წლის და 2
წლის გოგონებთან, ზუსტად მარიშკას და ქეთასხელებთან. პატარა ძალიან
საყვარელი იყო, უფროსზე იმავეს ვერ ვიტყვი. არანორმალურად იქცეოდა,
თუმცა ვუძლებდი. ყოველ ღამე ჩემს საძინებელ ოთახში შესული მარიშკას
და ქეთას სურათს ვეფერებოდი... ვტიროდი, ძალიან მიჭირდა! არ ვიცი, რო-
გორ გავუძელი! სხვა გზა არ იყო, ალბათ... ჩემი უფროსი ბრძენი მეგობრის
სიტყვებიც ხშირად მახსენდებოდა, ეკა ნერგაძის: დრო ყველაფერს ალაგებს
თავის ადგილას. მთავარი სწორედ დროის გაძლება იყო. ყველა დროს გავუ-
ძელი. ვიცოდი, ამასაც გავუძლებდი.

380
შეიძლება ითქვას, „საკაიფოდ“ გაგვიჭირდა ფინანსურად... ბევრი უნდა
მემუშავა, პარალელურად საბუთები უნდა გამეკეთებინა, რომლებიც ოფიცი-
ალურად დიდ თანხებს მოითხოვდა. ცქიტოს ჩემზე დაბალი ხელფასი ჰქონდა,
მაგრამ ჩემგან განსხვავებით, სახლში იძინებდა თავის ლოგინში, რომლის ქი-
რასაც მე ვიხდიდი. ბანკის ანგარიში საერთო გვქონდა და ფინანსებს ცქიტო
განაგებდა, როგორც ყველა ქართულ ოჯახში! ჩეკებსაც თვითონ წერდა. ყვე-
ლანაირად ცდილობდა, არ მესწავლა მასზე მეტი და რატომ, ამ ყველაფერს
მოგვიანებით მივხვდი. თითქოს სულ რაღაცის ეშინოდა, რაც სხვადასხვა ეჭვს
მიჩენდა: სად მიაქვს? რატომ მიაქვს? რატომ არასდროს ფული არ გვაქვს?
მაგრამ ძალიან მერიდებოდა მეკითხა ქმრისთვის. ჩემს ოჯახში მშობლე-
ბი არასოდეს ლაპარაკობდნენ ფულზე. მეც მიმაჩნდა, რომ წესი ასეთი იყო.
ალბათ, მიდის ფული, ხარჯია ყველაფერი... ძალიან განსხვავდებოდა ჩვენი
ურთიერთობა თბილისსა და ამერიკაში. ისე არასოდეს შემხვდებოდა ცქიტო,
ერთი ცალი ყვავილი არ სჭეროდა ხელში. ისე არ გამოვიდოდა ახალი სუნამო,
პირველს მე არ მქონოდა. გვქონდა რაღაცები საერთო და რაღაცები ძალიან
განსხვავებული. მე ვფიქრობდი, ჩვენი ხასიათები აბალანსებდა ჩვენს ცხოვ-
რებას, საერთო ჯამში, არაჩვეულებრივი ცოლ-ქმარი ვიყავით გარეგნულა-
დაც და შინაგანადაც და ეს უფრო ჩემი ხასიათის დამსახურება იყო, ვიდრე
ჯაჯღანა ცქიტოსი.
ერთ ჩვეულებრივ დღეს დავრეკე რუსკასთან:
– ვაიმე, ბიჩოკ, რა ამბავი უნდა მოგიყვე, გელოდებოდი, როდის დამირე-
კავდი. ზიხარ? დაჯექი რა, ძალიან „ისეთია“...
რუსკა მეტისმეტად ემოციური იყო, თუ რამე უხაროდა. ჩემთან ამას ბავ-
შვივით გამოხატავდა ფილმის ყურების დროსაც.
– კაი, მოყევი, დავიტანჯე! – მეც გამეცინა.
ჯარჯის, შენს ძმისშვილს, უყვარს თეოს დაქალი (რუსკას ქმრის ნათესა-
ვია თეო)!
– ზაზას ბიჭს (ჯარჯის ხსენებაზე გული შემეკუმშა)?
– ხო, ზაზას ბიჭს! ჰოდა, თეოს ემეგობრება ჯარჯი. ამას წინათ თურ-
მე ულაპარაკიათ ტელეფონით კაი ხანს. ჯარჯის უთქვამს, მე თორაძე ვარ
სინამდვილეში და ზაალიშვილი დედაჩემის გვარიაო. ყველა დამიხოცეს და
არავინ დამრჩა მამის მხრიდანო. მამიდები დამრჩენია და ისინიც გაბოზდ-
ნენო, – მიყვება რუსკა.
– მაგას „შიგ“ ხო არა აქ?! – გულზე მეცა ნათქვამი და შევიგინე.
– დამაცადე, ბიჩოკ! თეოსაც ეგ უკითხავს, ჰა, ჰაჰ... ბიჩოკაა, ბიჭო, მა-
მიდაშენიო?! ბოზი კი არა, „ქურდია“! დაგაჭრის ყურებს, ეგ რო გაგიგოსო!
– რუსკა ამას მთელი სერიოზულობითა და სიამაყით მიყვება.
– ყოჩაღ! რაღაც ვღელავ, რუსკა!.. მერე?
– ვიცი! შენ კი არა, მე ვღელავ! მოკლედ, ძალიან უნდა შენთან ლაპარაკი.
ნომერს ითხოვს, მივცეთ?

381
– არა, მე დავურეკავ, ნომერი მე მომეცი! „ვაფშე“, თეოს დავურეკავ, კარ-
გად მოვაყოლებ. გავიგებ, ვინაა „ვაფშე“, რა კაცია!
– გოგო, თეომ თქვა, მაგარს „ძველბიჭობსო“. ფრთხილად იყავი რა, ბი-
ჩოკ!.. თან მიხარია, რომ სურვილი გაჩნდა და თან მეშინია...
– გახსოვს? რუსთაველზე რომ შეგვხვდნენ ჯარჯი და დედამისი? რა გა-
დავიტანე მაშინ! ძალას ვერ ვგრძნობდი ფეხებში. ნაბიჯი როგორ უნდა გა-
დამედგა, აღარ მახსოვდა, – გავახსენე რუსკას...
16 წლის ვიყავი. მე და რუსკა ფეხით მივსეირნობდით. გაღიმებული მარი-
კა და ჯარჯი მოდიან ჩვენკენ. 9 წლის იქნებოდა ჯარჯი უკვე.
– გამარჯობა, მარიკა! როგორ ხარ?
– უი, თამუნა, კარგად! შენ?
– ნაყინს ხომ არ მიირთმევთ, გოგოებო? – შემოგვთავაზა ჯარჯიმ.
– არა, გმადლობთ! – მე და რუსკამ დაბნეულად ვუთხარით.
ჯარჯი წავიდა ნაყინის საყიდლად. ძალიან კაცურად ეჭირა თავი ამ პა-
ტარა ბიჭს. თითქოს იერით ჰგავდა მამას, მაგრამ უფრო დედის მხარეს იყო,
თუმცა ჯარჯის სახელის ხსენებაზეც კი, გული მიჩქარდებოდა. ის ხომ ჩემი
ძმისშვილი იყო. ძმისა, რომელიც მე აღარ მყავდა და მენატრებოდა და აი,
ახლა მისი ყოფილი ცოლის ხელშია, მექნება ურთიერთობა ბავშვთან თუ არა.
– ახლაც არ არის დრო, ურთიერთობა მქონდეს ჩემს ძმისშვილთან? რო-
დემდე უნდა მალოთ?
– არა, თამუნა, ძლივს გადაიტანა უმამობა. ზაზას ელოდებოდა დღე და
ღამე. ახლა მამაჩემს ეძახის მამას და არ მინდა ავურიო გზა-კვალი ისევ! –
მპასუხობს მარიკა.
– თუ, პირიქით, მამის მოგონებასაც უკლავ ბავშვს! ის ხომ მამა იყო, შენ
კი ართმევ! ან იმ მკვდარს რაღას ერჩი?! შენი საქმის შენ იცი! – გავბრაზდი.
– მე კი ასე მირჩევნია. ჰოდა, კიდევ მინდა შენზე მხოლოდ კარგი მესმო-
დეს (რძალი მარიკა რა დღეშია?!)!
– უფ, უფ, მაგრად გაღელვებს! ცუდის მთქმელი არ დაილევა, თუმცა სა-
ამაყო შვილი ვარ! – ეს სიტყვები დავამთავრე და ჯარჯიც შემოგვიერთდა.
– იცანი ეს გოგო, ჯარჯი? – ეკითხება მარიკა.
– კი, თამუნა! – ჯარჯის მორცხვად ეცინება.
– მერე ვინაა ეს თამუნა შენი? იცნობ? – მარიკა დაიბნა.
– მმმ... ეგ აღარ ვიცი! – გაეცინა ჯარჯის.
– კაი, თავი დაანებე ბავშვს, კარგად იყავით (ჩამწყდა შიგნეულობა! და
გავაგრძელე გზა)!
რუსკა დაბნეული იდგა. გავარკვიე, რაც ხდებოდა. ისიც შოკში ჩავარდა.
მოწყენილმა გაზეთები ვიყიდე გზაზე. რუსკასთან ავედით.
– რა გადაეკიდე ამ გაზეთებს, რა მოგწონს შიგნით? – რუსკა ჯაჯღანებს
ჩემს სიჩუმეზე.
– რა ვიცი, ვერთობი! რაღაც ტესტებია, აი, ჟურნალებში, გაზეთებში –

382
ახალი ამბები... საშინელ ხასიათზე ვარ, რუს! ახლა რამეზე თუ არ გადავერ-
თე, გავსკდები დარდით!
– ხო, აი, მაგ გაზეთში აუცილებლად ნახავ რამეს, რაა...
– დამცინი არა?! ჰმ, გინდა დაგიმტკიცო, რომ გაზეთითაც შეიძლება მაგ-
რად გაერთო? მოიცა, ახლა უცბად „პონტში გაგჩითავთ“, თან სამუდამოდ
რომ დაგამახსოვრდებათ! – მე უკვე მეცინება.
– ვაიმე ვაიმე, შენს პატრონს! სულ „გაგირეკია“ და არ იცი! – კვდება „ღა-
დაობით“ რუსკა.
– აი, სალომეც მოვიდა, ტატანაც აქაა, „ვსიო“, ვსე ვზბორე! ამყვებით?
– ამას უყურე, უკვე აზრები გაუჩნდა რაღაც!.. – რუსკა დამცინის.
– მე მჯერა ბიჩოკასი, მოიფიქრებს რამე მაგარს! – ტატანაც იცინის.
– მომაწოდე ტელეფონი, ოღონდ მომყვებით! რა გინდათ მაგარ „პონტ-
ში გაგჩითავთ“, პირობას გაძლევთ! დღეს იმდენს ვიცინებთ, თუ გადავრჩით,
კარგია, ოღონდ, რუსკა, დღეს შენ გათხოვებ!
მოკლედ, ატყდა იქ სიცილი... მეც არ ვიცი, გამოვა ეს „ღადაობა“, არ გა-
მოვა... რაღაცას გამოვიყვან, მჯერა. დავრეკე:
– ალო, გამარჯობათ, მე გაზეთი „შანსი“ მიჭირავს ახლა ხელში და რატომ-
ღაც ყველაზე მეტად გულმა თქვენი ნომერი ამაკრეფინა! მართალია, რომ
ქალს ეძებთ საცოლედ? იპოვეთ უკვე, თუ ისევ ძებნაში ხართ (პაუზა... ცოტა
შეშფოთდა განმცხადებელი. მე ვიგუდები, არ მინდა გამეცინოს)?
– არა, იცით, ჯერ ვერ ვიპოვეთ და თქვენ ეძებთ მეუღლეს? – მპასუხობს
დაბნეული ქალბატონი.
– კი, საქმროს ვეძებ: თქვენ ვისთვის გაქვთ ეს განცხადება, მის მაგივრად
რომ მესაუბრებით?
– ჩემს ძმაზეა საუბარი და მაგიტომ მივეცი თავს უფლება!..
– მშვენიერი! გნებავთ, შევხვდეთ სადმე თქვენ, ძმა და მე და ჩემი მეგობ-
რები? – გაბედულად ვთავაზობ.
– გადასარევი აზრია, ოპერასთან შევხვდეთ!
– „კაკრაზ“, მეც ვერელი ვარ!.. ერთ საათში ოპერის წინ გაზეთ „შანსით“
ხელში ყველაზე ლამაზს ვისაც დაინახავთ, ის მე ვიქნები! – ისე მეცინებოდა,
არ ვიცი, როგორ დავასრულე ეს სიტყვები.
– კეთილი და, ერთი რამ მითხარით, რატომ ეძებთ საქმროს გაზეთით?
– ოო, რატომაც თქვენ! ცხოვრება გაჭირდა, სადღაა წესიერი მამაკაცე-
ბი!.. ეს მეთოდი კი ცივილურად მიმაჩნია დღევანდელ დროს! – მეც არ დავი-
ბენი და ვუპასუხე.
– შევთანხმდით. გელოდებით ოპერის წინ ერთ საათში!
გავსკდით უკვე სიცილით, რუსკამ ბალიშიდან თავი ვერ ამოიღო და ძირს
ხოხავდა იმ ბალიშიანად.
– კაი, ბიჩოკ, არ თქვა, რო მართლა ვხვდებით...
– კი, რუსკა და თან შენ ხარ ყველაზე მაღალი და ლამაზი!.. ჰოდა, შენ

383
ხარ ის, ქმარს რომ ეძებს... ეს თავიდან იქნება ასე და მერე ვიტყვით, რომ მე
დავრეკე და „ვიღადავეთ“. ოღონდ ამას მე ვიტყვი! ამყევით და გავერთობით!
– ვიგუდები სიცილით.
– რა გიჟი ხარ, ბიჩოკ? რამე რომ მოხდეს? – ტატანას ცოტა ეშინია.
– ამის გამო არავინ მოგვკლავს... არც დაგვაპატიმრებენ, ვინ რა უნდა
გვიქნას?! წავედით! დანარჩენს იქ გვაჩვენებს სიტუაცია!.. დროს ვკარგავთ,
წავედით, რა!.. – მე უკვე აზარტში შევედი.
– ხო, რა წავედით!.. მე არ მეშინია „ვაფშე“ ბიჩოკასთან ერთად არაფრის!
– ამბობს სალომე.
– დღისით, მზისით, რა არის საშიში, „ვღადაობთ“, რა... მე ვუთხარი ჩემი
სახელი, ანუ შენ, რუსკა, გქვია თამუნა, მე – რუსკა, ტატანას – სალომე, სა-
ლომეს – ტატანა, – ყველას შევუცვალე სახელები.
– რად გვინდა ყველას შეცვლა? – ახმაურდნენ გოგოები.
– ასე ჯობია...
ვიგუდებით სიცილით, ცუდად ვართ სიგიჟისგან... თან გვეშინია, სადღაც
ვნერვიულობთ კიდეც... ადრენალინს გამოვყოფთ ოთხივე... მარიკა და ჯარ-
ჯი ვიღას ახსოვს!
მივედით ოპერასთან. სიმპათიური ქალბატონი, დაახლოებით 40-45 წლის
და თეთრთმიანი მამაკაცი დგანან გაზეთით ხელში.
– გამარჯობათ (თან ვცდილობთ არ გაგვეცინოს)! აი, ჩვენც! – დავიწყე.
– ვაიმე, რა ლამაზები ხართ!.. პატარები, რატომ ეძებთ ასე ქმარს? – ქალ-
ბატონი აღფრთოვანდა ჩვენით. გოგოებმა მე შემომხედეს.
– აჰა, არ მოგეწონათ ჩემი მეგობარი და ირიდებთ, ხო? სასიძოს გვიმა-
ლავთ!.. – „გავნაგლდი“ საყვარლად.
ვცდილობთ, ერთმანეთს არ შევხედოთ, ძალიან გვეცინება ერთმანეთზე
გაზეთ „შანსით“ მისულებს.
– კარგით, მაშინ, აქ ვცხოვრობთ ჩვენ, ოპერის უკან. ისიც სახლშია, ვინც
საცოლეს ეძებს, ნამდვილად ვერ დაგიწუნებთ!.. თუ წამოხვალთ ჩვენთან,
დიდად გაგვახარებთ! – გვთავაზობს ქალბატონი.
გადავხედეთ ერთმანეთს.
– ბიჩოკ, რა ვქნათ?
– ჩემი აზრით, ესენიც „ღადაობენ“. აშკარად „ელიტას“ შევეჩეხეთ. მე არ
მეშინია, თან ქალია და კარგადაც გავერთობით!.. „ღადაობა“ მოჰყვება და
კაი „პონტი“... თუ დავიწყეთ, დავიწყეთ! – ვამბობ.
– წავიდეთ, ბარემ აქ ვართ! – ამას უკვე რუსკა ამბობს.
– სამახსოვრო დღეა! დამიჯერეთ! ჰე, ჰე, ჰე! – მჯერა.
– კარგი, წამოვალთ!
– სასიამოვნოა!
გავყევით უკან ძველ მაღალჭერიან ბინაში. გრძელი, გრძელი დერეფანი
გავიარეთ. ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს. შეგვეშინდა.

384
– შუქი რატომ არ გაქვთ? ან სად მივდივართ ასეთ სიბნელეში? – დასვა
რუსკამ შეკითხვა.
– ხო არ გეშინიათ?
– არა, არა, რისი?!.. – ერთად წამოვიძახეთ. შეგვრცხვა შიშის.
– სამზარეულოში მივდივართ, რომელიც შორს არის.
– აშკარად დიდი სახლია. ლაბირინთს ჰგავს, – სიჩუმე არ მომწონს.
– აი, შემობრძანდით!..
ვაიმე! ეს იყო, არ ვიცი, რა სირცხვილი!.. „ღადაობა“... ყველაფერი, ერთ-
მანეთში არეული. ერთი ქალბატონიც დაგვხვდა თუ ორი, არ მახსოვს და 3
მამაკაცი თუ 4. 16 წლის ლაწირაკები ვართ. მე ვარ გოგოებში ყველაზე უფ-
როსი. დიდი განსხვავებაა დღევანდელ ქართველ ბავშვებსა და ჩემი დროის
ბავშვებს შორის. ეს ხუმრობაც მისაღები იყო, უბოროტო.
– აბა, რომელი გნებავთ იყოს ის, ვისაც ასე ეძებთ?! – გვიღიმის მშვენიერი
ქალბატონი. კაცები სხედან სუფრასთან, იგუდებიან სიცილით. ყველაზე ახალ-
გაზრდა მარჯვენა ხელს ლოყით დაეყრდნო, ქორწინების ბეჭედი დაგვანახა.
– და თქვენ „შანსით“ დაოჯახდით? – ვეკითხები.
ამას მოჰყვა სიცილი.
– კარგი, ბავშვებო, მოდით ახლა სუფრას მოუსხედით და მოყევით, ჩვენც
მოგიყვებით!..
მოვუყევით, ჩვენი იქ მისვლის მიზეზი ხუმრობა რომ იყო.
– საინტერესო ბავშვები ხართ, მაგრამ ძალიან საშიშია ასე მოქცევა.
თქვენი დედიკოები ინერვიულებენ, ეს რომ გაიგონ.
გვაქეს, გვადიდეს. გვაცინეს, გვაჭამეს, ფორტეპიანოზე დაგვიკრეს...
ცოცხლად გვიმღერეს. გაირკვა რომ რეჟისორების ოჯახში ვიმყოფებოდით
სტუმრად. ისე მოეწონათ ჩვენი ამბავი, ფილმის გადაღებაზეც დაფიქრდნენ,
ტელეფონები გამოგვართვეს. გაგვართეს ძალიან კარგად მშობლების ტოლ-
მა ადამიანებმა. იმ თეთრთმიან კაცს მეგობრებმა „გაუჩალიჩეს“გაზეთ „შანს-
ში“ განცხადება და და-ძმამ მერე გაიგო. არც ისინი ეძებდნენ საცოლეს და
არც ჩვენ – საქმროს. ტაქსში ჩაგვსხეს. სახლამდე ამოგვიყვანეს და წავიდნენ
თავიანთ გზაზე.
– შეიძლება, რუსკა, გაზეთით გართობა? – გადავხედე ამაყად.
– რას წარმოვიდგენდი, ასეთ დღეს თუ მომიწყობდი, ბიჩოკ! ჰა, ჰა, ჰა...
აწი მე გიყიდი გაზეთებს!
ვიცინეთ ბევრი. სასიამოვნო 5-6 საათი გავატარეთ. მშვენიერ დღედ იქცა
სევდიანი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემზეა დამო-
კიდებული, თუ როგორ ვიქნები. საყვარელმა ადამიანებმა შეიძლება გული
გატკინონ, მაგრამ უცნობებმა ძალიან გაცინონ. თუ სიხარული თავად არ
მოვა, მე მივალ მასთან, რა პრობლემაა!.. ის ხომ ყველგან არის. მთავარია,
ჩვენ რა გვინდა. გზაში შემხვედრ უსიამოვნებას თუ ვერ ავიცილებ, გზა იქ
ხომ არ მთავრდება? სიკეთე და სიხარულიც იმავე გზაზეა. რუსკას გაზეთით

385
გართობა ვერ წარმოუდგენია. ასე ვერ წარმოუდგენია ბევრს ბევრი რამ.
კარგია, რომ ვსწავლობთ.
ტკივილი და სიხარული ძმები არიან, ეს სიტყვა პირველად დედასგან გა-
ვიგე, როცა მეზობელი რუსეთიდან ცინკის კუბოთი ჩამოასვენეს, ცხონებუ-
ლი. სხვა მეზობელს სუფრა ჰქონდა გაშლილი და მღეროდნენ. აივანზე ვიდე-
ქით მე და დედა სიბნელეში...
– რა საშინელებაა, დე! ერთი ოჯახი ტირის, მეორე მღერის.
– ხო, შვილო, ჭირი და ლხინი ძმები არიან, რას იზამ!.. ვიღაც მიდის, ვი-
ღაც მოდის, აბა, რომ არავინ გარდაიცვალოს, დედამიწა ვერ დაიტევს ამდენ
ცოცხალს. მთავარია, ნაადრევი არ იყოს! – მიხსნის დედა.
– საშინელ ხასიათზე ვარ. არ მიყვარს სიკვდილის ამბის გაგება.
– არავის უყვარს, შვილო, მაგის გაგება!
– მე მინდა, რომ ოჯახიდან ყველაზე, ყველაზე პირველი გარდავიცვალო!
– ბავშვობიდან ჩემი ნატვრა გავუზიარე დედას.
– ჯვარი გწერია! რას ამბობ! – გაბრაზდა დედა.
– ვერ გავუძლებ ვერცერთის გარდაცვალებას! – ვთქვი და დედა ჩამეხუტა.
– კარგი რა, დედიკო, რა დროს მაგაზე ფიქრია. ყველაფერი კარგად იქნე-
ბა, ნუ გეშინია! ადამიანი რასაც ვერ გაუძლებს, ღმერთი იმაზე მეტ განსაც-
დელს არ მოუვლენს, ეგეც სიმართლეა! – დედამ გამაკვირვა.
– ისე, ძალიან იშვიათად ახსენებთ ღმერთს შენ და მამა და როცა ახსე-
ნებთ, ძალიან მიხარია, რატომ?
– ჩვენ ისეთ დროს გავიზარდეთ, მივეჩვიეთ ღმერთის მალვას, – მიხსნის დედა.
– მე მ ი ყ ვ ა რ ს ღ მ ე რ თ ი!!! – ვიყვირე ეს სიტყვები.
– გაგიჟდი, შვილო? რა გაყვირებს? – გაეცინა, შეცბა და შერცხვა დედას,
– მეზობლები იფიქრებენ, გაგიჟდი...
– ოო, მაგათ უკვე ბავრჯერ იფიქრეს ეგ. ხან „დურაკაში“ ვაგებთ, ხან –
„ჯოკერში“... „ვირი ვარ და ვყვირივარ“! ლაშა და პაატაც ასე იქცევიან, მაგრამ
ეს სულ სხვა ყვირილია! დე, მე მინდა, რომ შენ გაიხსნა და თამამად გიყვარდეს
ღმერთი, ხმამაღლა! აუ, მოდი რა, დე, ერთად ვიყვიროთ! გეხვეწები, დე, შემის-
რულე, რა, გთხოვ! – თან ვიცინი, თან სწრაფად ვემათხოვრები დედას.
– კარგი რა, შვილო! – იცინის მორცხვად ეს ლომივით ქალი, – ხალხი
იფიქრებს, გავგიჟდი ეს ამხელა ქალი, რომ დავდგე და ვიყვირო...
– არა, დე, ნახე ორივე ვდგავართ, სიბნელეა, არ ჩანხარ. მე მიცნობენ ხმა-
ზე, შენ, ვერც წარმოგიდგენენ, რომ ყვირი. მე დავფარავ შენს ხმას, იმიტომ
რომ ნაცნობი ხმაა ამათთვის, შენ კი დაიცლები უარყოფითისგან. თან, დიდი
სიკეთე და ძალაა ღმერთის სიყვარული! მიდი, დე, რაა! აი, ნახავ, ოჯახში რა
კარგად წავა ყველაფერი!.. სამამდე ვითვლი: ორი, სამი!.. ღ მ ე რ თ ო! მ ი ყ ვ
ა რ ხ ა რ! მ ე მ ი ყ ვ ა რ ს ღ მ ე რ თ ი!
ძალინ ბევრი ვიცინეთ. სახლში შემოვედით აივნიდან, ეტყობა, რომ მარ-
თლა ჰქონდა დედას ღვთის შიში და სიყვარული, თორემ ჩვენთვის რომ გა-

386
ეგონებინა აივნიდან, სახლში ამოდითო, მაგის დაძახებაც კი არ უყვარდა.
თვლიდა, რომ აივნებიდან გაძახილ-გადმოძახილი ერთ-ერთი პროვინციული
ქმედება იყო, რომელიც სოფელში დაიშვებოდა მხოლოდ და არა თბილისში
და თანაც, ვერაზე!
– დე, ვიცი რომ გწყინს, დეს რომ გეძახი, მაგრამ არ არის ეს „დე“ დედიკო-
ზე ნაკლები სიტყვა, რაა! მიყვარხარ, დე! – როგორ გავახარე დედა, ამას მის
თვალებში ვხედავდი.
მართლა არ ვიცი, ასეთი შვილი რატომ ვიყავი. ვფიქრობდი, ჩემი ძმები
„დე, მიყვარხარს“ არასდროს იტყოდნენ, განა იმიტომ, რომ არ უყვარდათ!
მეც მეგონა, გოგო იმისთვის დავიბადე ოჯახში, რასაც ჩემი ძმები ვერ გააკე-
თებდნენ, მე უნდა გამეკეთებინა! სიყვარული და სითბოც მშობლებისთვის
მე უნდა მიმეცა უფრო მეტი, ვიდრე ამას ძმები მოახერხებდნენ...

ჯარჯის დავურეკე, ვერ მოვითმინე. ძალიან თბილად შემხვდა. თავიდან


მიჭირდა საუბარი, თუმცა მერე თავისით აეწყო. დიდი ხანი არ გვილაპარა-
კია. მოგვიანებით კი მარიკასთან დავრეკე:
– გამარჯობა, მარიკა, თამუნა ვარ, თორაძე!
– გამარჯობა, თამუნა (პაუზა. დაიბნა ძალიან)!
– დედა ხარ, მეც დედა ვარ, ამიტომ თავს უფლებას ვერ მივცემ ჩუმად
მქონდეს ურთიერთობა შენს შვილთან. ბავშვს სურვილი აქვს. თვითონ მომ-
ძებნა. შენთან ხომ ვერ იტყვის, რას გრძნობს, ან როგორ უნდა, რომ ჰყავდეს
მამის მხრიდან ვინმე. შენი გადასაწყვეტია, დედა ხარ, გული რასაც გეტყვის,
ის გააკეთე! მე მიყვარს, ზაზას ბიჭია. მომეცი უფლება, გამოვხატო სიყვარუ-
ლი, ძმებისა და ჯარჯის მონატრება!
– ხო, შენ რა დააშავე, შენმა ძმამ თუ დამიშავა?! ისე, რას საქმიანობ
ახლა? როგორ ცხოვრობ? სად ხარ? დები სად არიან? – მარიკა ძალიან დაინ-
ტერესდა.
– დები?.. მაია ჩემს შვილებთან ერთად არის თბილისში. ნინოს და ეკას
რაღაც მიზეზების გამო არ ველაპარაკები. მე ამერიკაში ვარ ცოტა ხანია. რა
ვიცი, კარგად ვარ ღმერთის წყალობით. ქმარი და ორი გოგო მყავს. ჯარჯი
როგორი ბიჭია? მომიყევი!..
– ჯარჯი სწავლობს, კარგი ბიჭია, სხვათაშორის (ანუ კარგი ბიჭი და არა
„კაი ბიჭი“)! მეც ვიყავი ამერიკაში და დავბრუნდი თბილისში ჯარჯის გამო.
არ მინდოდა არეოდა ცხოვრება უჩემოდ.
– იმედია, გადარეულ მამამისს არ ჰგავს ცუდი თვისებებით! – თან გავიცინე.
– არა, არ ჰგავს, უფრო წესიერი და დამჯერია! – მარიკამ ეს დამაჯერებ-
ლად თქვა.
– ყოჩაღ! ძალიან კარგი!..
– გინდა, დაგალაპარაკო?
– კი, დაუძახე!

387
ჯარჯიც მოვიდა ტელეფონთან. შოკში ჩავარდა, ჩემი ხმა რომ გაიგონა.
მარიკასთვის დამალვას აპირებდა.
– აბა, რა გეგონა, ჯარჯი? დედაა, ძმაო, შენი! პატივი უნდა სცე, მე კი
მიხარია, რომ მოინდომე... მაგრამ მაინც მარიკას გადასაწყვეტი იყო ჩვენი
ურთიერთობა.
– ვა, რა მაგარი ხარ! – გაკვირვებულმა მითხრა.
– ისე, ტყუილები ხო არ გიყვარს?
– არა, ნუ, ხანდახან. გააჩნია...
– ოო, ეგ ცუდია! მოდი, აქედანვე შევთანხმდეთ, ჯარჯი, არ მატყუებ არა-
ფერს და ვძმაკაცობთ, „მოსულა“?
– „მოსულა“!
– იცოდე, ტყუილი ლაჩრობაა. მძულს მატყუარა ხალხი, ოღონდ მართ-
ლა! ამას ყველა ამბობს, თვით მატყუარებიც. მე კი, რასაც ვამბობ, იმავეს
ვგულისხმობ და ვასრულებ. ვხვდები, ახლა ვერ მელაპარაკები სახლიდან,
გერიდება. მობილური გაქვს?
– ახლა არა, მაგრამ მექნება!
– რა ტელეფონი მოგწონს?
– „ნოკია“!
– ვისაც არა აქვს „ნოკია“, ძალიან „აძინოკია“, ბეჰეე!.. ხარ „აძინოკი“? –
ორივე ვიცინით, – კაი, გკოცნი, ჯარჯი! დროებით!..
– დროებით!
ასე დავამთავრეთ საუბარი. მერე რუსკას დავურეკე. თეოსთან დაურე-
კავს ჯარჯის, ძალიან აფორიაქებული ვარ და ისე მინდა ნახვა, „ვიბრიდე-
ბიო“. ეს რა მაგარი მამიდა მყოლიაო. მეც გამიხარდა დადებითი შეფასება.
მრცხვენოდა მაინც ჩემი დების გამო. მართალია, როგორც ვიგებდი, ეკას არ
დაუწყია სხეულით ვაჭრობა. ისევ დედა თეოდორა აქცევდა ყურადღებას,
მაგრამ ნინომ სახლი მაინც გააყიდინა. აღებულ თანხას რაც მოუვიდოდა,
უკვე მისახვედრია... სახლი გაყიდა და იტალია ნახა, რაც მთავარია! რაც
მორჩა, ერთად დახარჯეს და ასე დარჩნენ ქუჩაში. იქირავეს ბინა საბურთა-
ლოზე. ჯარჯის ძმაკაცებს უთქვამთ, წამო „ნაშებშიო“. მერე კი გარკვეულა,
ეს „ნაშები“ ჯარჯის მამიდები ყოფილან! მე მათგან ძალიან შორს ვიყავი ყვე-
ლანაირად. ცხადი იყო, რატომაც არ გამოგვდიოდა ურთიერთობა, მაგრამ ეს
ყველამ არ იცოდა, ეტყობა...
ჯარჯიმ როგორც მთხოვა, ზეგ დამირეკეო, დავურეკე. ცოტა ვილაპარა-
კეთ. ძალიან მინდა შენი შვილების და მაის გაცნობაო. მეც მოვუწონე სურ-
ვილი, ოღონდ ჯერ ჩვენ გავიცნოთ კარგად ერთმანეთი და მერე იმათაც გა-
გაცნობ-მეთქი, ასე შევთანხმდით. ცქიტოს მოვუყევი. გახარებული და ამავე
დროს შეშინებული ვიყავი. ბედნიერება ჩამივლ-ამივლიდა სისხლში, თავში,
გულში. მეგონა, რომელიღაც ძმა დამიბრუნდა. მიჭირს იმ გრძნობის, იმ სი-
ხარულის გადმოცემა, რომელიც ჩემს გულში ტრიალებდა. ღმერთს ვეკით-

388
ხებოდი, ამ ბედნიერების მეშინოდეს თუ მიხაროდეს? იმდენად მაკლდა ბავშ-
ვობის მერე ბედნიერება, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, არ მიმატოვებდა.
ამიტომ არც ძებნა შემიწყვეტია მისი და არც მოლოდინი!
ცქიტომ უარი თქვა, ჯარჯის ბავშვები და მაია რომ გაეცნო. არ ვიცი,
რატომ შეეშინდა. მაინც გასაგები იყო ის, რომ ჯარჯის არ ვიცნობდით და
თან საშიში ზაზას შვილი იყო, რომელიც შინაურსა და გარეულს ვერასდროს
ასხვავებდა... განა რას დაუშავებდა ჩემს შვილებს, მაგრამ მაინც დროის გა-
წელვა ვარჩიე და მისი უკეთ გაცნობა. რა კარგი იქნება, თორნიკეც თუ მოინ-
დომებს ოდესმე ჩვენთან ურთიერთობას!.. მინდა, რომ კარგად იყვნენ ჩემი
ძმისშვილები, რაც მთავარია, კაცებად გაიზარდონ!
ამ წიგნის წერის დროს სულ შემთხვევით გადავაწყდი ჩემს ერთ დღიურს,
არ ვიცი როგორ გადაურჩა ცეცხლს. ეტყობა, დამემალა იმისთვის, რომ დღეს
გადმომეწერა ისეთი რაღაცები, რასაც ასე კარგად ვერ გავიხსენებდი...

31 მარტი
(წერილი)
ძალიან მომენატრეთ, სულ თქვენზე ვფიქრობ. მარტო ვგრძნობ თავს.
გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს მარტოს. ცქიტო მყავს, მაია მყავს,
მეგობრები, მაგრამ ვერავინ დამეხმარება ამ შემთხვევაში, ამიტომ ძალიან
გთხოვთ, მოიკრიბეთ სუყველამ ძალები და მაგრძნობინეთ, როგორ მოვიქ-
ცე! მთავარია, რომ ჯარჯის უნდა ჩვენთან სიახლოვე. მე მზად ვარ გვერდში
დავუდგე, თუ მისგან ღალატი და ტყუილი არ იქნება. მეც მინდა გვერდში
მყავდეს ჩვენი ბიჭი და ეს სიხარული თქვენთან ერთად გავიზიარო. საშინ-
ლად დამიმძიმდა გული, მომეწყინა. მენატრებით საშინლად! ცქიტო მეუბ-
ნება, ღმერთს უყვარხარ და არ გტოვებს მარტოსო... მთელი ბავშვობა იმის
შიში მქონდა, საყვარელი ადამიანები არ დამეკარგა. არ ვიცი, ეს შინაგანი
წინათგრძნობა იყო თუ რა, მაგრამ იყო!
მამ, შენ ალბათ ძალიან წუხხარ, ამდენი უსამართლობა რომ გადამხდა
თავს შენივე შვილებისგან. არა უშავს, შენ არ იდარდო!.. რაც არის, ეს არის!
ყველა თავის გზას თვითონ ირჩევს. შენც ვერ მოასწარი, წესიერად გაგეზარ-
და ეს გოგოები! კარგია, მაია მაინც რომ არ გააფუჭა დრომ. კარგი იქნებოდა,
დაენახათ ჩვენი ოჯახის სიძლიერე, სილამაზე, სიყვარული, სივაჟკაცე. იქნე-
ბა და, წესიერი ცხოვრება ერჩიათ, მაგრამ რას ვიზამთ!.. მე შემიძლია მხო-
ლოდ ჩემი პირობა ვასრულო სიცოცხლის ბოლომდე! გპირდები, მამ! კარგი
შვილი ვიქნები ბოლო ამოსუნთქვამდე! ძალიან მწყდება გული, რომ დამტო-
ვეთ მარტო, მაგრამ მაინც თქვენს ცხოვრებაში ვარ ჩაფლული, ძალიან მიყ-
ვარხართ! თქვენი წარსულით ვარსებობ... ზაზ! გიხარია, ხო? გინდა, ყველა-
ფერი კარგად დამთავრდეს ჯარჯისთან. ვიცი, გეშინია, არ შეგარცხვინოს
ჩემთან ან მე არ შეგარცხვინო. ბოდიშს გიხდი, თუ ეჭვი მაქვს შენი შვილის
მიმართ. ცხოვრებამ მიმიყვანა აქამდე და, რა თქმა უნდა, შენ! მარიკაც შენ-

389
ზე არანაკლებია. ეჰ, რაც დრო გადის, უფრო მაკლიხართ. სიცარიელე საშინ-
ლად მაწუხებს... ჩემზე არ იფიქრეთ! მეტიც, ყველაფერი მე დამაკისრეთ!..
კარგით!.. კარგით!.. არ გიბრაზდებით, ისე ვწუწუნებ!
ღმერთო, გაანათე ჩემი ოჯახი და ყველას მიუტევე ცოდვა! მეტსაც გა-
ვუძლებ მათთვის! მე ვიქნები ყველაზე კარგი, არა იმიტომ, რომ თავი მიყ-
ვარს! არა! არა! მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყოს ნათელში! მიყვარ-
ხარ, ღმერთო! ნუ გამიწირავ ოჯახს, გევედრები! მიყვარს ძალიან!

რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები ისევ თავდაყირა დგას. მე ხომ არ შემიძლია


იოლად შევხედო რამეს, მით უმეტეს, რაც საყვარელ ადამიანებს ეხება. სიფ-
რთხილე და დაფიქრება მმართებს, თან ისიც მახსოვს, თუკი პაატას, მე და
თორაძეების გვარს ერჩიან, შეიძლება ჯარჯისაც შეეხონ... ამიტომ ასმაგი
სიფრთხილეა საჭირო. ისე, ჯარჯიმ ჩემი ოჯახის წარსული ჭორის დონეზე
იცის. ასე უთქვამს, ბებიაჩემს კაცი ჰყავს მოკლულიო. ალბათ, რასაც მა-
შინ ამბობდა ხალხი, რაც მკვლელებმა და „ნაბოზრებმა“ ავრცელეს ტყუილი
ვერსიები, იმას იმეორებდა. მე თურმე ვერის სასაფლაოზე მეძინა ავტომა-
ტებითა და ბევრი ტყვიით და ვერავინ მიჭერდა, ვერც მკლავდნენ... რემბო
გამომიყვანეს! რას არ იტყვის კაცის ენა! ეს იმავე ხალხის მოგონილია, რო-
მელმაც მოკლულ დედაჩემს, მამაჩემსა და ლაშას ავტომატები და „ლიმონკე-
ბი“ დაულაგა, ვითომდა, თან ჰქონოდათ!
ვმუშაობდი დღე და ღამე. დატვირთული იყო ყოველი ჩემი წუთი, მაგრამ
მაინც სულ ვფიქრობდი, ვდარდობდი. არ ვიყავი მიჩვეული სიმარტოვეს. ჩემ
გარშემო ყოველთვის უამრავი ადამიანი იყო. უცხო სამყაროში ეს სიმარტო-
ვე მღრღნიდა.

დღიური – 12 აგვისტო
(თვეები, წლები და დღეები დღიურებში არ არის თანმიმდევრობით, რად-
გან ამას მნიშვნელობა არა აქვს. მათ შემორჩათ ის რეალობა, რომელშიც
ვცხოვრობდი, თუ რასაც ვფიქრობდი, როგორი ცხოვრება მქონდა, და მკით-
ხველმა სწორად მინდა ყველაფერი გაიგოს!)
ღმერთო, როგორ მენატრებიან ჩემი შვილები! გული მაქვს დამძიმებული.
როდის ვნახავ? როგორ მაკლია მათი სიახლოვე. მინდა არ ვიფიქრო ამაზე,
მაგრამ არ გამომდის, ცუდად ვარ მარიშკას და ქეთას გარეშე! საშინლად მე-
ნატრებიან! აქ კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ მაინც ცუდად ვარ! სულ ასე
უნდა ვიყო, ნეტავ? ბავშვებსაც როგორ ვაკლივარ!.. კი, ბევრ საჩუქარს ვუგ-
ზავნი, მაგრამ რა?! იმ დღეს უხარიათ და მეც თავს ვირთობ. ამ საბუთებს კი-
დევ რამდენი დრო სჭირდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს! ჩემს შვილებთან
ერთად რომ ვიყო, მაგასაც დრო უნდა?! ასეთი არაფერი გამიგია! სულ ვიღაც
უნდა მენატრებოდეს! სულ უნდა მაკლდეს! ოხ, ღმერთო, მაპატიე წუწუნი!
კარგად მიმყოფე ჩემი შვილები, გევედრები! გმადლობ ყველაფრისთვის!

390
დარდი და წუწუნი ჩემი განუყრელი მეგობრები იყვნენ მუდამ. ვცდილობდი
სხვებისთვის ნაკლებად დამენახვებინა, მერე კი მაინც ვბრაზობდი ჩემს ხასიათ-
ზე, რადგან მადლიერებას მასწავლიდნენ ღვთის მსახურები. მე კი მათი მჯერა.
ამიტომ მაფიქრებდა ყველაფერი უფრო ღრმად, რაც ხშირად დამღლელი ხდე-
ბოდა და ხან კარგი შედეგით მთავრდებოდა, ხან უშედეგოდ. არ ვიცი, ჩემი თავი
ბოლომდე ჯერჯერობით ვერ გავიცანი, ალბათ, გავიცნობ... ცხოვრება წინაა.

დღიური – 1 ოქტომბრი
დაგღალე, ჩემო მეგობარო, სულ მოწყენილმა შენც მოგაწყინე, ვიცი!
კარგია, ლაპარაკი რომ არ შეგიძლია, ან ხელის შემორტყმა, ან განკითხვა
ჩემი. დღეს უაზროდ ვგრძნობ თავს, ძალიან მენატრებიან ბავშვები. დღეს
რომ ველაპარაკე, მაცინეს ცოტა. ქეთას ვავიწყდები, მგონი. მაიას და ლაშას
უკითხავთ, თამუნა ვინ არისო. ქეთას უთქვამს, აი, ის არის, ამერიკიდან სა-
ჩუქრებს რომ გვიგზავნისო. რა საყვარელია, რა ქნას, დედიკო ავიწყდება...
მე ვეუბნები: ქეთა, ძალიან მიყვარხარ და შეენც? მე ძალიან მიყვარხარ და
კამფეტებს არ მიგზავნიო. მერე დაუხოცავთ ერთმანეთი მარიშკას და ქე-
თას. ბარბის ჩუსტები წაართვა მარიშკას, მიუბრუნდა და ეუბნება თურმე,
თუ გინდა, გათხოვებო. „ნაგლი“ ბავშვია... მაცინეს კარგად. ღმერთო! შენი
იმედი მაქვს! მართლა არ დავავიწყდე ქეთას!.. მარიშკა დარდობს, ვატყობ
და ვენატრები. ქეთას – აღარ ვიცი. როგორ მინდა, ჩემთან მყავდნენ. აღარ
შემიძლია ასე ცხოვრება. ისინიც ცოდოები არიან მშობლების გარეშე. იმედი
მაქვს, ამდენი ტანჯვის მერე კარგს მარგუნებ!
ბუკიზე ვნერვიულობ. როგორ მინდა, კარგად მყავდეს. დაეხმარე, ღმერთო,
გთხოვ, ჩემს საყვარელ ადამიანებს! მე კიდევ დავიცდი... ძალა მომეცი იმდენი,
რომ გავუძლო ამ დროსაც... მადლობა, ღმერთო, ჩემს წუწუნს რომ უსმენ!

დღიური – 16 ოქტომბრი
(წერილი)
დღეს შენი დაბადების დღეა. ძალიან მომენატრე! ათი წელია, არ მინახი-
ხარ! საშინელება ყოფილა უშენოდ ცხოვრება. მენატრება დაგიძახო, დე! იცი,
როგორ მაკლიხარ? თბილისში რო ვცხოვრობდი, უფრო ახლოს მეგონა მყავ-
დი, ახლა ვწერ და ვფიქრობ, ვერასოდეს წაიკითხავ. იქ რომ გწერდი, დარწ-
მუნებული ვიყავი, კითხულობდი. მე მაინც იმას გეტყვი, რასაც სულითა და
გულით განვიცდი. ბევრ რამეს ვერ ვიგებდი ბავშვობაში თქვენსას. ახლა კი,
რომ მახსენდება ყველაფერი, ძალიან კარგად მესმის შენი და მამასი. როგორ
მენატრება! ნეტავ, ერთად თუ ხართ? მჯერა, კი! თქვენ ვერაფერი დაგაშო-
რებთ! გახსოვს? ერთხელ გკითხე, რატომ არ დავდივართ თქვენი მშობლების
სასაფლაოზე-მეთქი. შენ მიპასუხე, შორია, შვილო, სად გვაქვს დრო, როდის
წავიდეთო. მე კი ისევ გკითხე, კარგი იქნება, ჩვენც რომ ვერ მოვიდეთ და
ხეები ამოვიდეს საფლავზე-მეთქი? შენ ძალიან გეწყინა, მაგრამ მაინც და-

391
მეთანხმე... ახლა ეგ სიტყვები ჩემთვის უფრო მწარეა, ვიდრე შენთვის იყო!
წლები გადის, ვერ მოვდივარ, მაგრამ ძალიან მიყვარხარ! მივხვდი, შენც რომ
გიყვარდა მშობლები! მაპატიე გული რომ გატკინე!
იცი რა, დე! ღმერთმა რომ მითხრას, დედას დაგიბრუნებ მხოლოდო, უარს
ვეტყოდი, ისე მიყვარხარ, რომ ამ სამყაროსთვის მენანები! რომ ამბობენ,
ქალი მაინც როგორ მოკლესო, მე ვპასუხობ, კიდევ კარგი, ამ ყველაფერს
ცოცხალი არ შეესწრო-მეთქი. ხშირად არ მჯერა, რომ რეალობაა ეს ყველა-
ფერი. მგონია, ერთ დღესაც ისევ ერთად ვიქნებით! დიდი იმედი მაქვს, ერთ-
ხელ მაინც შევხვდებით!.. მე ეს ძალიან მინდა!

დღიური – 3 მარტი
დღეს 11 წელი შესრულდა, რაც ფიზიკურად ერთად აღარ ვართ. საშინლად
დაგვაშორეს ერთმანეთს... წლები გადის და მაინც არ მშორდება სიახლოვის
განცდა, თითქოსდა გუშინ მოხდა ყველაფერი. დავიწყების არანაირი ბუნდოვა-
ნი ნისლი არ ჩამოფარებია ამ საშინელ წარსულს, აწმყოც როა და მომავალიც!
იმდენად დამძიმებული მაქვს გული, წერაც მიჭირს! მძულს 3 მარტი! მძულს
ქართველები! მოკლეს საქართველოში სივაჟკაცე! სიმართლე! „ბოზების პარა-
დია“ და „ნაბოზრების“! ეჰ, თქვენ კი გაასწარით! მართლა ვერ გაუძლებდით ამ-
დენ სიბინძურეს! მადლობა ღმერთს, მეც აქეთ გამოვიქეცი, მაგრამ ვაი რომ,
ფიზიკურად ერთად ვერ ვართ მაინც! არასოდეს მიგატოვებთ!.. მიყვარხართ!

გადიოდა დრო განუწყვეტელ შრომასა და ჯაფაში... დღე და ღამე ჩემი


შვილების, დის და მეგობრების მონატრებაში. ჩემს სიყვარულს შეძლების-
დაგვარად გამოვხატავდი ყველას მიმართ. ვინც მიყვარდა, არავის ვტოვებ-
დი უყურადღებოდ. ვერც სიშორე შემიცვლიდა ხასიათს და ვერც ჰაერი ამ
უზარმაზარი ქვეყნისა, სადაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს. არჩევანი კი
შენზეა, რომელ გზას აირჩევ... ყველაფერს ფული სჭირდებოდა და სჭირდება,
რომელიც მე უნდა მეშოვა. ეს კი ძალიან ძნელი იყო... ამაზე უარესი პრობ-
ლემები გავიარე ჩემს საზიზღარ ქვეყანაში და ამას როგორ ვერ გავუძლებ
იმ საყვარელ, საოცნებო ქვეყანაში, ამერიკა რომ ჰქვია! დროსა და ენერგიას
არ ვიშურებდი, დღე და ღამე ვმუშაობდი. შაბათ-კვირას, დღისით საჩუქრებს
ვამზადებდი ყველასთვის, მერე კი, თავს უფლებას ვაძლევდი, ღამის კლუბ-
ში შევსულიყავი და მთელი ღამე გაუჩერებლად მეცეკვა კარგ მუსიკაზე, რაც
ძალიან მიყვარს. უარყოფითი ენერგია მიაქვს ჩემგან. მოცეკვავე არ ვარ, რა
თქმა უნდა, და არც სხვებისთვის ვცეკვავ! ერთი, მაგაში ვგავდით მე და ცქი-
ტო ერთმანეთს, სხვა არაფერში... არ მქონდა მაგ დროს კომპიუტერი და არც
არავის ჰქონდა, თბილისში ვისაც ვიცნობდი. მხოლოდ ტელეფონით და წერი-
ლებით ვუხსნიდით ერთმანეთს სიყვარულს მე და ჩემი მეგობრები. ჩემს თავ-
ზე მხოლოდ მე რომ არ ვილაპარაკო, მეგობრების წერილებს წაგაკითხებთ...
რუსკას „დაგრუზული“ წერილი მივწერე. მან ეს მომწერა:

392
393
394
395
396
397
398
399
400
401
402
403
ჯარჯიმ მაია და ბავშვები გაიცნო. ბებიის თავზე ნაქირავები ბინა
რატომღაც უცბად გაიყიდა... მაიას და ბავშვებს მოუწიათ ბუკის ქმრის
(გელა გოგიშვილი) სახლში გადასვლა დროებით, სანამ სხვა ბინას
ვნახავდით. გელას ქეთა ძალიან უყვარდა, ბუკი კი ქეთას ნათლიაა. მე
მინდოდა ძიძაც ჰყოლოდათ ბავშვებს და ბებიასთანაც ახლოს ეცხოვრათ.
მხოლოდ მაიას ნდობა მაინც მიჭირდა, მაგრამ ის აღარავის იკარებდა.
საშინლად მიშლის ნერვებს ეს ბებიაო, ძიძაში ფულის ყრას რა აზრი აქვს, აწი
მე დამიმატე ეგ თანხა, თუ არ მენდობი, რომ კარგად ვუვლი შენს შვილებს,
ეგ შეურაცხყოფააო! მეც გავუგე. არ იყო ადვილი ნოდიას (ბავშვების ბებიის)
გაძლება. არც ცქიტოს სწყენია. ვაჟაზე მაქირავებინა ბინა, თურმე რაღაც
საშინელი და გადასახადშიც მატყუებდა. მერე მალევე დავფარე გირაო და
მაია ბავშვებით ვერის სახლში დავაბრუნე. ერთ დღეს თინათინმა დამირეკა:
– მე, რატი და დუჩი (მათი შვილი) ჩვენს მეგობრებთან ერთად მწვანე კონ-
ცხზე მივდივართ, გამოგვატანე მაია და ბავშვები!
– ძალიან მეშინია უჩემოდ ბავშვები ზღვაზე, თინათინ, თან დაბდურაა
მაია, ხო იცი. თბილისში იყვნენ, ჯობია!
მაინც დამითანხმა თინათინმა. არ მინდოდა გაშვება, რაღაცის მეშინოდა. არ
ვიცი, კონკრეტულად რის... ხან ზღვა მოვიმიზეზე და ხან ისიც, რომ ყოველ დღე
დიდი ხნით ვერ ვილაპარაკებდით ტელეფონზე. მოკლედ, მაინც გავუშვი... მშვე-
ნივრად დაისვენეს, როგორც მომიყვნენ. მაიამაც მეგობრები შეიძინა. ისე არ
ჰყავდა თავისი მეგობრები, არ ვიცი, რატომ. ჩემი გოგოები არასოდეს აწყენდ-
ნენ, ხშირად მიდიოდნენ ბავშვებთან შვილებით. არც პატარები იწყენდნენ, არც
დიდები და ყველა იმას მეუბნებოდა, თუ რა კარგად უვლის მაია ბავშვებს! მეც
გული თითქოსდა მშვიდად უნდა მქონოდა, წესით, მაგრამ მაინც არ მჯეროდა
მაიასი ბოლომდე. სანამ ამერიკაში წამოვიდოდი, თვითონაც უნდოდა კანადაში
ან ამერიკაში ეცხოვრა. მერე გადაიფიქრა და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა
სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება... ხატვა ძალიან კარგად გამოსდიოდა. მე ყვე-
ლანაირად ვუწყობდი ხელს. პირობა არც ერთი წამით არ დამირღვევია, რაც,
კარგად მოგეხსენებათ, საკმაო თანხა ჯდება. ფასიან განყოფილებაზე ჩააბარა.
უფასოს ვერ „გაუქაჩა“, ასე მითხრა. მე არაფერს ვამოწმებდი. რასაც მეუბნე-
ბოდა, მჯეროდა. ან თუ არ მჯეროდა, მაინც ჩემს თავს ვაბრალებდი, როგორც
ეჭვიანს! წელიწადში 5000 ლარი თუ დოლარი, აღარ მახსოვს, ღირსო. მეც ერთი
წლის გადასახადი გავუგზავნე ყველანაირი გადამოწმების გარეშე.
თითქოს კარგად მიდიოდა ცხოვრება. მალე საბუთების საკითხიც მოგვარდე-
ბოდა და ბავშვებიც ჩამოვიდოდნენ. მაია კი დარჩებოდა ჩემს სახლში, ისწავლიდა,
ვალს დავუბრუნებდი, თავისთვის ბინა რომ ეყიდა და გაექირავებინა... ყველაფერ-
ში ხელს შევუწყობდი დას! ამისთვისაც მზად ვიყავი, ჩემი შვილებისგან არ ვანსხ-
ვავებდი. მეტიც, უფრო მეტს ვუკეთებდი, ვიდრე ჩემს პატარა შვილებს სჭირდებო-
დათ! ასევე ჩემს საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი. თუ რამეზე გავუბრაზდებოდი,
წამში ტირილს იწყებდა, მერე მე განვიცდიდი და ასმაგად ვახარებდი!

404
დღიური – 10 დეკემბრი
დღეს იმდენად ცუდად ვიყავი დილიდან, ვჯღაოდი. ღამეს აღარ ველოდე-
ბი! მერე მარიშკაც ვატირე. საერთოდ აღარ მელაპარაკება წესიერად. გუშინ-
წინ მამამისს არ ელაპარაკა. მეც გავუბრაზდი. მამიკო გაბრაზებული რომ
არის, ეგეც ვუთხარი და თვითონაც ჯღავილი მორთო. არ ვიცი, რა მჭირს,
ვეგოისტობ? მინდა, რომ უზომოდ და უსაზღვროდ ვუყვარდეთ? კი! მეში-
ნია, არ დავავიწყდეთ, მაგრამ რანაირად უნდა დავავიწყდე? დღეში 5-ჯერ
მაინც ველაპარაკები! ქეთას აღარ ვახსოვარ, მარიშკასაც ვავიწყდები. იქნებ
ხალხით ერთობა? იქნებ მარტო როცაა, იწყენს და მაშინ მაინც ვენატრები?
როგორ მინდა ვიცოდე, რა სჭირს ამ ბავშვს!.. ადრე ყველაფერს მიყვებოდა,
თავისი ბაღის ამბებს. ახლა სულ გაქცევაზეა! „კი, არა“ – ასე მელაპარაკე-
ბა! გული მიკვდება, რატომ შეიცვალა!? გეგონება ვიღაც თავზე ადგას და
ეუბნება: „დროზე დაკიდე ყურმილი“! ვააა, იქნებ რამე აწუხებს? მაიას უნდა
მოვაყოლო, რა ხდება. ისე, კარგი ხასიათის ბავშვია, ახლაც ახსოვს ჩემი ნას-
წავლი, როგორ დაალაგოს თავისი საწოლი. მოწესრიგებული და სუფთა გო-
გოა. 6 წლის ბავშვისთვის ძალიან ბევრს ცდილობს... უფ, ღმერთო, როგორ
დავიღალე! შემახვედრე მალე ჩემს შვილებს, გთხოვ!

დღიური – 17 დეკემბრი
ხვალ მარიშკას ბოლო ზეიმი აქვს ბაღში. მე კიდევ იქ არ ვარ! ჩემი პატა-
რა და ლამაზი გოგო!.. ვინ გაამზადებს ჩემსავით ზეიმისთვის? მთელი ენერ-
გიით ვემზადებოდით ხოლმე. ყველაზე ლამაზი უნდა ყოფილიყო ჩემი შვი-
ლი! როგორ არ მიყვარდა ზეიმები, ვერასდროს რომ ვერ იცლიდნენ ჩემები!..
მეც ვერ ვესწრები ახლა! გოგოებს ვთხოვე, ოპერიდან ყველაზე ლამაზი კაბა
უქირაონ. რუსკა შემპირდა, ძალიან ლამაზი იქნებაო. ლუკაც ხომ მარიშკას
ჯგუფშია. ჰოდა, ერთად მიხედავს, მჯერა!.. რა ცოდო ყოფილა აქ ცქიტო,
მარტო ბავშვების გარეშე! ახლა უფრო ვხვდები, რამდენი რამ გამოტოვა
– მათი პატარაობის საყვარელი მომენტები, ტკბილი და განუმეორებელი...
ბავშვები ხომ აღარასოდეს იქნებიან ისევ. ეჰ, ცხოვრებაა ნეტა დაუნდობელი
თუ ჩვენ?!

ჯარჯის რაც შეეხება, ძალიან დავახლოვდით. იმაზე მეტ ყურადღებას


ვაქცევ, ვიდრე ჩემს შვილებს, თუმცა არავის არაფერს ვაკლებ მაინც... ხში-
რად ვეკითხებოდი ჩემს თავს, თუ ვინ არის ეს ადამიანი და „ვაფშე“ რა უნდა!
ყოველ ნაბიჯზე აგრძელებდა ტყუილებს, ძალიან რომ მძულს. მეც დროს მი-
ვანდე, გამეგო სინამდვილე, ტყუილი ხომ დიდი ხანი ვერ იმალება და ვერც
ქურდი იპარავს ისე, კვალი რომ არ დატოვოს! დრო კი კარგი დიასახლისივით
ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს!

405
დღიური – 3 იანვარი
მთელი ღამე ცუდად ვიყავი, მთელი დღის უსიამოვნო განწყობა ღამეც არ
მასვენებდა. მარიშკა მყავს ცუდად, მუცელი სტკიებია წუხელ, მთელი ღამე.
დღეს ექიმთან წაიყვანეს, ნაწლავების ანთება აქვს. 6 წლის ბავშვს რატომ
უნდა ჰქონდეს ეს პრობლემა? ვერ იგებენ, რატომ დაემართა... წამლები გა-
მოუწერეს. ხვალ ისევ შეამოწმებენ ანალიზებს... საშინლად ცუდად ვარ, მე
არ ვარ მასთან! ამაზე მეტი საშინელება რაღაა! მაიაზე გავბრაზდი, ვეჩხუბე
ბავშვებს წესიერად არ კვებავ და სად მიგაქვს თვეში 800 დოლარს გიგზავნი!
მთელი დღე გძინავს! ღამე რას აკეთებ-მეთქი! რას იზამდა, აბა, გამოიცა-
ნი? ტირილი დაიწყო! „ცვეტში“, „კნოპკაზე“ აქვს ეს ტირილი და ყველაფერ-
ზე რას ქვითინებს, ვერ გავიგე! რაღაც ხდება ჩემს თავს და ჯერ არ ვიცი!
აუცილებლად გავარკვევ! ეჭვი გულს მიღრღნის... მაია რაღაცას მატყუებს,
ნეტა რას? ორ რამეს ვფიქრობ. ჯობია არ გამართლდეს! ძალიან მინდა ჩემს
შვილებთან ვიყო. ის მაგიჟებს, რომ არავინ არის ისეთი, ვინც მართლა მი-
ხედავს! ბებიას ახლა მოუნდა თავისი ქმრის სიყვარული! ელოდება, როდის
მოიცლის ბაბუ. მარტო არ მიდის ბავშვებთან! გეგონება, თავისი შვილიშვი-
ლები არ იყვნენ და მე მომყვნენ მზითევში! ბავშვებთან დარჩენაზე ხომ ლა-
პარაკიც ზედმეტია! ძიძაც მოისროლეს. ბებია არ მიდის, სალომე კი ამბობს,
რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მაგისიც, არ ვიცი, მჯეროდეს თუ არა!
რაღაც ამ ბოლო დროს ყველა შეიცვალა! „გამოყლევების“ სტადიაში არიან
აშკარად! რა ეტაკათ ამ 2 წელში?! ისიც ჯერ რომ არ გასულა!? რაც არ უნდა
იყოს, ღმერთო, გთხოვ ჩემი შვილები დაიფარე! გთხოვ, ძალიან გთხოვ! ეგენი
არაფერ შუაში არიან და ნუ ატკენ, გეხვეწები! არ მიატოვო არცერთი წამით!
ნუ დამიმსხვრევ ამ ჩემს პატარა ოჯახს, ტკივილებით აშენებულს! მოვკვდე-
ბი, რომელიმეს რამე რომ მოუვიდეს! მარტო შენი იმედი მაქვს, ღმერთო! მა-
პატიე, მაია რომ ვატირე! მაპატიე, ჩემი ეჭვები თუ უსაფუძლოა! დავიკარგე!
ვეღარ ვუძლებ ამ ტკივილს! მიშველე, ღმერთო!

დღიური – 7 იანვრი
(წერილი)
გილოცავ შობას! იყო დრო, ღმერთის ხან გწამდა, ხან არა, მაგრამ ახლა
ზუსტად ვიცი, რომ გწამს... ძალიან, ძალიან მომენატრე! მაკლიხარ საშინ-
ლად! ყოველთვის მქონდა შენი იმედი!.. ძალიან ძლიერი იყავი, მამ! ჩემთვის
ყოველთვის ასეთი ხარ და იქნები! ჩემი ცხოვრების იდეალი იყავი! შენს ბავ-
შვობაშიც იყო დღიური, ალბათ, რომელში ჩაწერილ კითხვებსაც პასუხობდი
და იქ იქნებოდა ერთი ასეთი შეკითხვა: ვინ არის შენი იდეალი? მე ამ კითხვას
ასე ვპასუხობდი: მამა! მაგრამ ეს შენთვის არასდროს მითქვამს სიცოცხლეში.
წარმომიდგენია, ეს როგორ გაგახარებდა და მე დაგაკელი! ერთად რომ ვუყუ-
რებდით ტელევიზორს, სკამზე ფეხებს შემოვაწყობდით. მეუბნებოდი, რა ლა-

406
მაზი ფეხის თითები გაქვს, მამიკო, ჩემსას გიგავსო? დედაც იქვე ფუსფუსებ-
და. გავხედავდი, ესმოდა თუ არა და, ჩუმად გეუბნებოდი, რაც კარგი მაქვს,
შენგან მაქვს-მეთქი, მაგრამ ერთხელ დედას რომ არ სწყენოდა, რა ვიცი, რა
ვიცი-მეთქი და შენ გეწყინა. აღარ გიყვარვარ ისე ძალიან, რომ ჩემსას მიამგვა-
ნო? მერე დედა გამოხტა, რა, შენ უფრო უნდა უყვარდე, ვიდრე მეო? ჰა, ჰა, ჰა,
ჰა... რა საყვარლები იყავით, ღმერთო ჩემო! როგორ მინდა თქვენთან! შენზე
ჭკვიანი არ არსებობს სამყაროში, მამ! მე არავის ვიცნობ შენნაირს. სულ მინ-
დოდა თქვენნაირი ოჯახი მქონოდა. თქვენნაირი კი ვერც მე ვიქნები და ვერც
ოჯახი მექნება, მაგრამ ვიცი, მაინც ამაყობ ჩემით. უთქვენოდ ღირსეული
ადამიანი გავიზარდე მაინც, თუმცა ეს არ არის ჩემი დამსახურება მხოლოდ,
ფესვების დამსახურებაა! შენი – განსაკუთრებით! ყველაფერი შენ მასწავლე,
ცურვაც კი! როგორ მომისროლე, გახსოვს, კუს ტბაზე ნავიდან, ან მოკვდი, ან
გადარჩი, შვილო! იბრძოლე სიცოცხლისთვის! ხელი გაანძრიე! ფეხებიც! – ასე
მიყვიროდი. შენი ხმა ახლაც მესმის! მე კი გადავრჩი და ცურვაც ვისწავლე.
გეკითხებოდი, რომ ვერ მეშველა ჩემი თავისთვის, მიშველიდი-მეთქი? შენ კი
გაგეცინა, საყვარლად რომ იცოდი და მითხარი, არასოდეს, მამა! არასოდეს!
არავის იმედი არ გქონდეს! მხოლოდ შენი თავის გჯეროდესო! შენ რომ თვა-
ლი დაგჭირდეს, მე ამოვიღებ ჩემსას და შენ მოგცემ! გული რომ დაგჭირდეს,
იმასაც დავთმობ შენთვის, მაგრამ შენ ნურც მე დამელოდები, შენით ეცადე
ყველაფერს, მამიო. როგორ მიყვარხარ ახლა უფრო, რომ მახსენდება შენი ამ-
ხელა სიყვარული!.. მახსოვს, ბოლოს მითხარი, რა არის, მამი, რატომ აღარ
მეფერები, ხომ არ გაიზარდეო. 13 წლის ხარ, მომავალ წელს 14-ის გახდები,
მერე 15-ის... ისე ითვლიდი ამ წლებს, თითქოს დროის გაჩერება გინდოდა! სი-
ამოვნებით გავაჩერებდით მე და შენ დროს! არასოდეს მომწყინდებოდა შენი
პატარა გოგოს როლში ყოფნა! არასოდეს მომწყინდებოდა თქვენთან ერთად!
იცოდე, რომ თქვენთვის ვცხოვრობ!
იმ დღეს ამოვიწერე შენთვის ციტატა „სამოსელი პირველიდან“... იქაც მა-
მა-შვილის სიყვარულზეა საუბარი. კიდევ ბევრ რამეზე, მაგრამ მე შვილისა
და მამის სიყვარულმა მიმიზიდა. მეგონა, მწერალმა ჩემი ფიქრი და გულის-
ნადები წაიკითხა, მერე კი დაწერა ის, რასაც მე შენ გიძღვნი!
ახალი წელი!
ლამაზი ჭიქით ხელში ისევ მარტო იდგა მგზავრი, მამის ხელი გაახსენდა,
მხარზე მძიმედ მოალერსე...
ჭერს ახედა. ვიღაც უყურებდა! მუდამ დასცქეროდა ვიღაც, ვისაც უყ-
ვარდა... ამ სიბნელეში მარტოკა მდგარი ვიღაცას უყვარდა! მაგრამ ისეთი
იდუმალი იყო ეს სიყვარული, რომ სიყვარულზე მეტად შიში ახლდა, ეს მაინც
შიში იყო – უცნაური და ახლობლური, მფარველისადმი შიში...
მე ვარ შენი მგზავრი, უსასრულო მგზავრი, რომელიც არასოდეს დაუბ-
რუნდება თავის ქვეყანას, სადაც უსამართლოდ ართმევენ შვილებს მშობ-
ლებს, მშობლებს – შვილებს და ა. შ. !..

407
დიდი შვება იყო ყოველი წერილი. თითქოს რაღაც იცვლებოდა. შეიძლება
ცუდით დაწყებულიყო, გულს რომ მიხეთქავდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი
კარგად სრულდებოდა. მე ტყუილში ტკბილად ცხოვრებას, მწარედ ცხოვრე-
ბა მირჩევნია, ოღონდ კი სიმართლე მეფობდეს!

დღიური – 27 იანვრი
ცხოვრების მეშინია! მარიშკაზე ვდარდობ ძალიან, რაღაცას ჩამოარტყა
კბილები, ცოტა მოერყაო. მარიშკა არ არის ცელქი ბავშვი. რაღაცას მატ-
ყუებენ! ნეტა რას? მაია ხო არ სცემს ბავშვებს? გული მისკდება, სანამ არ
გავიგებ, როგორ იქნება ან რა ხდება ჩემს თავს? ასე რატომ ვფიქრობ? გული
რაღაცას მიგრძნობს და რატომ?! ეს ცუდი სიზმარი რაღა იყო? თითქოს აივ-
ნიდან გადავარდა მარიშკა და მაიამ არ დაიჭირა! ტყუილია ეს სიზმრები!
რაღას მესიზმრება, მე რომ მაწვალოს?.. თუ, რამეს მეუბნება? პაატა ისევ
დამესიზმრა, ბოლოს როგორც დადიოდა, ბიჭების პალტოში... ისე ჩამიარა,
დინჯად, როგორც იცოდა, ნელი ნაბიჯებით. არასდროს მელაპარაკება სიზ-
მარში, არც ახლა გამცა ხმა. რაღაც ჩემს დამპალ დებთან დაკავშირებით
უნდა ხდებოდეს... რაღაცა ნიშანი მომცა ისევ პაატამ, მაგრამ გაიგე ახლა,
რა! აუ, გთხოვთ რა, მოიკრიბეთ ძალები და მოდით სიზმარში ჩემთან! მითხა-
რით, რა ხდება ჩემს თავს! ადგილს ვერ ვპოულობ! რაღაც ხდება ან მოხდა...
მე ამას ვგრძნობ ისე, როგორც ყოველთვის! როგორ დავიჯერო, რომ მაიაც
მატყუებს. მე კი მისთვის დღე და ღამე ვლოცულობ! ვეფერები, შვილივით
ვუვლი! მეტი რა გავაკეთო?! რაც მშობლებმა ჩემთვის ვერ შეძლეს, მე მისთ-
ვის შევძელი! ნუთუ მიყენებს და მატყუებს? ნეტავ იმათთან ხომ არა აქვს
ურთიერთობა? ღმერთო, მითხარი, რა ხდება, იყოს ცუდი! ოღონდ ვიცოდე!
გავგიჟდი ასე! ნუ აძლევ უფლებას ეშმაკს† ასე გამანადგუროს!
გაგიჟებული ვიყავი, ადგილს ვერ ვპოულობდი. ამას სამსახურშიც ხედავ-
დნენ, ისე ხედავდნენ, რომ გამომიშვეს. ისევ უმუშევრობა, ისევ ძებნა... მა-
ლევე მიშველა ღმერთმა, ბებიასთან დავიწყე მუშაობა. იქ ბევრად უკეთესი
იყო, ვიდრე ბავშვებთან, თან როგორ ბავშვებთან?! რამე თუ არ მოსწონდათ,
მესროდნენ დაუფიქრებლად. მე კი ვიცილებდი. უფროს ბავშვს ვაშლის წვე-
ნი უყვარდა, არც თბილი და არც ცივი. ეს მხოლოდ მან იცოდა, როგორი
უყვარდა. ხშირად ტემპერატურა არ იყო მისთვის მოსაწონი და სანაცვლოდ
მოქნეული ბოთლი უნდა ამეცილებინა. მერე წიხლებით შემდგებოდა. დედა
თუ შემოუსწრებდა, წყნარი ხმით ეუბნებოდა: რატომ იქცევი ასე, „თაფლო“?
დედა, საყვარელო, ნუ იქცევი ასე!.. ამას ისეთი ტონით ეუბნებოდა 5 წლის
ბავშვს, მშობლის ცემა მინდებოდა. მეც ვეღარ მოვითმინე ამდენი ცუდი ამ-
ბით „დაგრუზულმა“ და ქართულად დავიწყე გინება... ამის შემდეგ დავიწყეთ
მე და 84 წლის კუნძმა ერთად ცხოვრება (ანუ ბებიამ).

408
დღიური – 22 აპრილი
დღეს არა მიშავს. შიმშილს კუჭი შეეჩვია... აი, გულის ტკივილს კი ვერ
მიეჩვია! კუნძთან ჭამის პრობლემაა. ჯერ ხმას ვერ ვიღებ, არ მინდა პრე-
ტენზიული ვეგონო. ჯერ ამათი ფსიქოლოგია წესიერად არც ვიცი. რას
არ ამბობენ. მე კი ისევ დანახული მირჩევნია გაგებულს, მალე მივხვდები
ამასაც.
ჯარჯისთან მინდოდა ლაპარაკი ძალიან. მობილურზე ვერ დავრეკე.
სახლში დავრეკე, მარიკამ მიპასუხა. როგორ ხარ-მეთქი, კარგად, შენო? რა
ვიცი, როგორ ვიქნები, ჯერ ვერ დავლაგდი-მეთქი. აქ არ იყავი? არ იცი,
როგორ ჭირს, სანამ მიეჩვევი, ფეხზე დადგები... თან ასე შორს ჩემი შვი-
ლებისგან, როგორ ვარ, აბა, მეც აღარ ვიცი-მეთქი. მან კი მომაყარა: მანდ
ძალიან კარგი იყო! ფულს შოულობ, პრობლემებს იგვარებ, აქ რომ ვარ, რა?
მომბეზრდა აქაური პრობლემები! აგერ ბინა მინდა ვიყიდო და მევალეებს
ვერ ვიჭერ. 4 წელია ჩემი ვალი აქვთ და არ მიბრუნებენ. ჯარჯი კი უბინაოდ
არის სხვის გამო. ახლა მანდ ახლობლებს ვთხოვე, იქნებ დამეხმარონო...
მომხვდა გულზე, ჯარჯი რომ მიხსენა. თითქოს საჩემოდ გამოყარა პირი-
დან სიტყვები. მეც ვკითხე, ჯარჯის რად უნდა სახლი ამ წუთას, 16 წლის
არის-მეთქი. მანაც მიპასუხა: ახლა ხო, მაგრამ 2 წლის მერე ხომ მოუნდება
თავისთვის ცხოვრება, მანდ როგორც არის, ჩვენც ეგრე უნდა შევაჩვიოთ!
სასწაული თუ გინდა, რა! ძალიან გავბრაზდი. ჩემი დაქალი მარიკა არასდ-
როს ყოფილა. ეს გულის გადაშლას არ ჰგავდა, რა თქმა უნდა. მეც ვუპა-
სუხე: აქ სკოლას რომ ამთავრებენ, კოლეჯში მიდიან და თან მუშაობენ...
მანდაურობა და აქაურობა ძალიან განსხვავდება და ტყუილად ნუ ეცდები!
ხო, ისე, მეც ახლახანს გამოვისყიდე ჩემი ბინა გირაოდან-მეთქი. ამით ის
ვუთხარი, რომ არც მე ვარ მილიონერი და თავი დამანებონ, რა! ეს უკვე
აღარ მოეწონა და უხეშად მითხრა, აი, ჯარჯი მოვიდა და ელაპარაკეო. არც
კი დამემშვიდობა იმედგაცრუებული. მეც მოვიკითხე ჯარჯი წუთით და და-
ვემშვიდობე. აღარ მქონდა საუბრის გაგრძელების სურვილი. ტელეფონის
გათიშვის შემდეგ თავისით ამოვიდა სიტყვები პირიდან: ფუ, ბანძი დედა-
კაცი! უკვე სახლზე „მეჩალიჩება“! მე რისი საშუალებაც მაქვს, ვუკეთებ,
ვალდებულიც არ ვარ, „ვაფშე“! ზაზას სიყვარულით ვაკეთებ! აუ, სად „გა-
ჩითეს“ ეს საშინელი ქალები ამ ჩემმა ძმებმა, რა! არ მგონია, ამდენ ტანსაც-
მელს ვინმე უგზავნიდეს ძმისშვილს. ჯიბეში სულ უდევს ფული. 4 „ნოკია“
დაკარგა უკვე, თითო 600 დოლარი რომ ღირს... რა ხდება? ვინ არიან? ან
მე რა მინდა?! მათი მე არაფერი ამიღია! ამ ჩემსას რატომ ინდომებენ?!..
აქამდე არ ვუნდოდი მარიკას. ალბათ, ამერიკამ მოხიბლა და იფიქრა, ჯან-
დაბას, ჰქონდეთ ურთიერთობაო? ხო, რა, ეგრე გამოდის! ჩემში დარჩენილ
ქონებას ხედავს ყველა! სასწაული, რა! ადამიანები რატომ ცდილობენ ჩემი
ზიზღი დაიმსახურონ, არ ვიცი! ძალიან ცუდად მოუბრუნდება ეს ყველა-
ფერი მარიკა დედას! მე სწორი ცხოვრებით ვცხოვრობ და იოტისოდენა

409
შეცდომას არ მპატიობს ცხოვრება და ამათ რა ჰგონიათ, ბიჭო, ღმერთი
ვერ ხედავს? რა დღეში არიან? ეჰ, უშველე, ღმერთო, ყველას და მეც ნუ
დამივიწყებ!
აღარ ვრეკავდი ჯარჯისთან. სურვილი გამიქრა. მაიას მოვუყევი, ისიც
გაბრაზდა. იმავე აზრის იყო მარიკაზე... იმავე დღეს მოგვიანებით ჯარ-
ჯის დაურეკავს მაიასთან, რა ცოდოა თამო, ალბათ, ბავშვების გარეშე
როგორ უჭირს. რომ დარეკავს, რამე კარგი უთხარი ჩემგან, გაახარე,
კოცნები გაუგზავნე და მოკითხვებიო. მეც ძალიან გამიხარდა. წამში მოვ-
ლბი! მე ხომ ის ძალიან მიყვარდა არა იმიტომ, რომ მან ეს დაიმსახურა,
არამედ იმიტომ, რომ ის ჩემი ძმის ნაწილი იყო, რომელსაც საფლავიც კი
არ არგუნა ცხოვრებამ, ისე მკაცრად დასაჯა! მაინც არ დავურეკე. 6 დღის
მერე კიდევ დაურეკა მაიას და სთხოვა ეთქვა ჩემთვის, მასთან დამერე-
კა. მაიამ უთხრა, შენზე რაღაც ნაწყენია და არ ვიცი, თუ დაგირეკავსო.
ჯარჯიმ ჰკითხა, რატომაა ნაწყენი, მობილური რომ არ მქონდაო? მაიამ,
შენ თვითონ გაარკვიე, მე არ ვიციო. ისე, ნახულობდა ბავშვებს, შეუყვარ-
დათ ერთმანეთი. მაია რაღაც ცივიაო, ჯარჯი ამბობდა და, სხვანაირიო,
თითქოს არც ძმა იცის და არც ძმისშვილიო. თითქოს რაღაცას მალავს,
თითქოს არ „ვევასები“ და მეც ვცდილობ, ხშირად არ ავიდე მასთანო. ამ
სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა. მასზე ძვირფასი ვინ ადიოდა, რომ ჯარ-
ჯის მიმართ სიცივე გამოიჩინა? ან როგორ გაბედა ზაზას შვილთან მსგავ-
სი სიცივე? მაგრამ რა ქნას! არ უყვარდა ზაზა. არც იცნობდა წესიერად
ძმას... მოკლედ, დამირეკოს, მინდა გავარკვიო, რა ეწყინა, თან აუცილებ-
ლადო, შემომითვალა ჯარჯიმ. მე ისევ არ დავურეკე, ნომერს ვკრეფდი
და შუა გზაში ვთიშავდი... იმედგაცრუებას სულ არ გამოჩენილიყო ჩემს
ცხოვრებაში, ეგ სჯობდა-მეთქი, ვფიქრობდი და ვცდილობდი ავრიდებო-
დი... აი, გავიდა რამდენიმე დღე. ისევ არ ვურეკავ ჯარჯის, არც თვითონ
იწუხებს თავს, მაიასთანაც არ რეკავს... ძალიან მომენატრა, თავს ძალას
ვატან, არ დავრეკო, მაგრამ შიშმა შემიპყრო, ნაპოვნი განძი არ დამეკარ-
გა! იქნება და მარიკას ენა იყო მხოლოდ და მან არაფერი იცოდა. მე ასე
როგორ დავსაჯო და, ჩემი თავი არ ვაღირსო? ისიც ხომ ცოდოა? მიპოვა
და დამკარგოს, ნეტავ რა არის სწორი და უკეთესი, ღმერთო? არ მინდა,
ისევ მეტკინოს გული! ეგ რომ „ჩათლახი“ გამოდგეს, მე ხომ ვერ გაუძლებ
ამდენ უნამუსობას?! ავიღე ტელეფონი და დავრეკე მობილურზე. ისევ გა-
მორთული აქვს! ესეც დაალომბარდა? რას უშვება ამ ტელეფონებს? მე-
რამდენედ ვუყიდე! რა უნდა ამ ბავშვს? მოგზავნილია ნეტა?! ვისგან? რა
ვიცი! დავაცდი ცოტას კიდევ, არ გადავუსვამ ხაზს ასე უცბად. გამოჩნ-
დება, რა უნდა და რა ხდება! როგორ მიხაროდა, როგორ შემევსო გულ-
ში რაღაც ადგილი! ეჰ, ღმერთო, რას მერჩოდი, რატომ ამაფორიაქე?! ხო,
ვიცი, ეს ბედნიერება არ არსებობს ჩემთვის. როგორ მეშინოდა იმ ბედნი-
ერი დღის! სულ მეშინია ბედნიერების და თან მაინც ვეძებ!

410
დღიური – 12 მაისი
ისეთი მოწყენილი ვარ, ბადალი არ მყავს. დღეს ჯარჯის და მარიკას ვე-
ლაპარაკე. რომ დავრეკე, ჯარჯიმ აიღო ყურმილი, არ ესმოდა თუ ვითომ არ
ესმოდა, არ ვიცი... მეორედ რომ დავრეკე, მარიკამ აიღო ყურმილი და მალა-
პარაკა ჯარჯი. მეც ვკითხე, რატომ აქვს სულ გათიშული მობილური. რომ
მითხრა, აღარც ის ტელეფონი არ მაქვსო, გავგიჟდი! მომიყვა სისულელეს:
საღამოს გარეთ ვიყავი, „ნივა“ გაჩერდა, ჩაგვსვეს მანქანაში და წამართვესო.
რაღაც არ დავიჯერე. რას „მეკაიფები“, სიმართლე მოყევი, თუ გინდა, რომ
მოგისმინო-მეთქი. ამ დროს მარიკამ გამოსტაცა ყურმილი და მეუბნება: ჩემი
ნაჩუქარი ტელეფონიც „ზალოგში“ ჩადო, ახლა შენი წაართვეს, თან მერამ-
დენედ უკვე! აღარ სწავლობს, საშინლად იქცევაო. იქიდან ჯარჯი ჩხუბობ-
და... გაიგე ახლა, რა ხდება სინამდვილეში! არ მინდა მამამისის გზას დაად-
გესო. რა თქმა უნდა, არც მე მინდოდა. ჯვარი გვწერია-მეთქი! მისცა ისევ
ჯარჯის ყურმილი. მარტო დარჩა სახლში. ყველანაირად ვეცადე გამეგო
მისი და ფრთხილად მივდგომოდი. ძვირფასია ჩემთვის, არ მინდა დავკარგო.
მეც ვუთხარი: ჯარჯი ძმაო! ფეხებზე მკიდია, ყველაფერს გაგიგებ, ოღონდ
სიმართლე მითხარი, იქნებ ვინმესთან პრობლემები გაქვს. შორს ვარ, მაგრამ
ერთი ზარი მინდა და მოგიგვარებ... ვინმე გჩაგრავს, ძმაო? თუ, რა „პონტ-
ში გახევენ“?.. ამაზე კი აილეწა, თავმოყვარეობას შევეხე. ასეც მინდოდა და
მეუბნება: ყველაზე „კაი ბიჭად“ ვითვლები და მაგას როგორ ფიქრობო. მეც
ვუთხარი, ოო, რომ ითვლებოდე, ძმაო, ასე ხომ არ ვიფიქრებდი-მეთქი?! ბევ-
რი ვისაუბრეთ, ვერაფერი ვათქმევინე, თამაშით აღარ ვთამაშობო. ყველა-
ფერზე მეთანხმებოდა, მე კი მგონია, იმიტომ, რომ გული არ მტკენოდა თუ
არ დავეფრთხე. შემპირდა, ვისწავლიო... ახლოს მაინც ვიყო, აქედან რა გავი-
გო, თუკი მართლა აქვს რიდი და სიყვარული ჩემ მიმართ. მარიკას დახმარე-
ბით იქნებ რამე ვიღონოთ... მე ვეუბნები, დღეს კაი ტიპია ის, ვინც ცარიელი
თავით არ მოძრაობს დედამიწაზე და თავისი შრომით აქვს ყველაფერი და
არა თამაშით ან ტყუილებით-მეთქი. თვითონ მეუბნება, ქუჩიდან შემოდის
ბევრი რამეო. მოდი და ელაპარაკე ამას! არ მომატყუო არასდროს არაფერი!
სჯობს მეწყინოს, გაგებუტო, ჯობია გაგინო! ოღონდ არ მომატყუო არასდ-
როს, ჯარჯი, გთხოვ! შემპირდა მერამდენედ! ვნახოთ, სადამდე გავუძლებ ან
მე ან ის...

დღიური – 19 ივნისი
(წერილი)
დღეს შენი დაბადების დღეა. ჭიქით ხელში მინდა დაგლოცო, ჩემო ძმაო
ზაზა, სადაც ხარ და გეტყვი: იცი, როგორ მაკლიხარ? ყველაზე დიდი ტკივი-
ლი შენ გადაიტანე ცხოვრებაში, ბოლოს მარტო დარჩი!.. ამბობდი, ვეღარც
ცოცხლებს ვნახავ და ვეღარც მკვდრებსო, მე რაღად მინდა ასეთი სიცოც-

411
ხლეო... ჩემი პასუხიც უნდა გახსოვდეს: ჩვენ გვჭირდები, შენი იმედიღა
გვაქვს-მეთქი. იმის საშუალებაც არ გვქონდა, იმ საშინელ დღეს მაგრად
ჩავხუტებოდით ერთმანეთს და ერთად გვეტირა ხმამაღლა! მეც შენი დამე-
მართა! ვეღარც ცოცხალი გნახე და ვეღარც მკვდარი! გპირდები, ჯარჯის
გადავყვები იქამდე, სადამდეც მე ჩავთვლი სწორად, ვიცი, არ გეწყინება!..
ისიც იცი, სერგეევიჩს ვერ შევედრები. არ გეწყინოს, ძმაო ზაზ! მიყვარხარ,
მიყვარს შენი შვილიც, მაგრამ მაგარი მატყუარა ჩანს. არ ვიცი, რა გამოვა...
მე ძალიან ვეცდები. ღმერთმა ნათელი მოგცეს, სადაც ხარ!
ისე შემიტყუა ოჯახთან დადებულმა პირობამ, ჯარჯის დევნაში მაიას
მიმართ მომიდუნდა ყურადღება... როგორ მინდა ყველა იმ ადამიანის საყრ-
დენი და ფარი ვიყო, ვინც მიყვარს! კედელი, რომელსაც ისევ თვითონ მიეყრ-
დნობიან და ის არასოდეს დაინგრევა, მაგრამ ხანდახან მეც მეშინია, ამ კე-
დელს ისე ურტყამენ წიხლებს, დანგრევას ლამობენ! გეგონება, მათი კედელი
არ იყოს. მეშინია არ დაენგრეთ ისევ მათ და აი, ზუსტად ეს მადარდებს! შიში
კი მძულს! მძულს ტყუილი! ეს არავის ანაღვლებს, მე რა მძულს და რა მიყ-
ვარს. ყველაზე საშინელება კი ის არის, ჩემში დიდი სიყვარული რომ დევს,
რაც ხელს მიშლის ცხოვრებაში, ვერ ვიცვლები! რა გამოდის?! სუსტი ვარ?
ვინც მიყვარს, ისინი მასუსტებენ, ისინი მებრძვიან მუდამ ან ცხოვრებაში
დისკომფორტს მიქმნიან! ღმერთო, გამაძლიერე, გთხოვ!

ყველას დავურეკე, გოგოებს, რიგ-რიგობით: რაღაცას მატყუებთ ან მიმა-


ლავთ ვგრძნობ! ან კარგად არ აქცევთ ყურადღებას ჩემს შვილებს და მაიას,
მარიშკა აღარ მელაპარაკება წესიერად, ქეთამ ერთი-ორჯერ თქვა, მაია სულ
გვიყვირისო. რატომ შეიცვალა ასე? ან იქნებ იყო ასეთი? რა გამომეპარა ნე-
ტავ? ცქიტოსაც გავუზიარე. ის კი ამბობდა, დედაჩემს არ იკარებს შენი და
და რა ვქნა მეო. რას ჰქვია, არ იკარებს?! დაიტოვოს ხოლმე ბავშვები!.. მგო-
ნია, რომ რაღაც სტრესულ სიტუაციაში არიან. არ ვიცი!.. იქნებ ალაპარაკდ-
ნენ, მაისთან რომ არ იქნებიან. ისიც დამეთანხმა, კარგი აზრიაო. ჟორა ჩემი
შორეული ნათესავია. ადრეც მიხსენებია. ვძმაკაცობდით მთელი ცხოვრება.
მერე ცოლი მოიყვანა თიკი (თიკო) და იმასთანაც ვმეგობრობდი. თიკის და-
ვურეკე, რას ფიქრობდა მაიაზე, მინდოდა გამეგო. მაიასთან მეგობრობდა
ეგეც.
თიკი, ხო იცი, ყველას ვერ ვენდობი. რაღაც ხდება ჩემს თავს, ვალდებუ-
ლი ხარ დამეხმარო! რუსკა და სალომე სულ მატყუებენ, სულ ხელს აფარებენ
მაიას, სანამ ბოლომდე არ გამოჩნდება, ცდილობენ ეჭვებიც გამიქარწყლონ.
მოკლედ, ერთი შენი მჯერა, რა! ბუკის რა სჭირს, არ ვიცი. მაგასაც ვერ ვუ-
კავშირდები... ერთი შენღა მრჩები!
– რა ვიცი, თამუ, არ მინდა შენი და შენი დის შუაში გაჩხერა! – მიპასუხა
თიკიმ.

412
– რას ჰქვია არ გინდა?! სიმართლის მხარეს უნდა იყო! თან აქ მცირეწ-
ლოვან ბავშვებზე მაქვს საუბარი, რომლებიც, ჩემი აზრით, ცუდად არიან და
რაღაცას მიმალავენ. თიკ, დედა ვარ და ვგრძნობ! მოკლედ, ასე გეტყვი და,
თუ მართალი ვარ დამეთანხმე, ან თუ ზუსტად არ იცი, შენი აზრი გამიზიარე!
იცოდე, თუ შეეცდები მომატყუო, ძალიან დაგსჯი! – მკაცრად და თან ადა-
მიანურად ავუხსენი.
თიკი დასავით შევიყვარე გაცნობის დღიდან, აბსოლუტურად ყველა-
ფერს ვუყვებოდი. რაც გამაჩნდა და რაც არ გამაჩნდა მას ვუთმობდი. ბუკი
თბილისში არ იყო, ლონდონში წასულა სასწავლებლად, თორემ არც ის დამი-
მალავდა, რაც ბავშვებს შეეხებოდა.
– რუსკამ და სალომემ, ჩვენ აღარ გვიკარებს მაია, სულ თინათინის მე-
გობრებში ტრიალებს და ჯგუფელისო. ვიღაც მარი ჰყოლია. მე კიდევ სულ
ვიღაცის ქმარზე მელაპარაკება აჟიტირებული. არადა, ნანა ცოლია ამ ვი-
ღაც ლაშასი და თინათინი მათთან მეგობრობს. ნანას და და ძმაც ადიან
ჩვენთან ხშირად. რა ხდება, თიკი? შენ რას ფიქრობ? ფულს არანორმალუ-
რად ხარჯავს! თვეში 800 დოლარი არ არის ცოტა! არ ყოფნის თან! თიკი,
ლაშა ხო არ შეუყვარდა მაიას? ისე ლაპარაკობს სულ იმ ტიპზე, რაღაც
არ მომწონს, არ ჰგავს მეგობრობას! თან გამოუცდელი ბავშვია... ეგ ლაშა
შეუყვარდა „ცვეტში“, რა!? ნუთუ თავის იდიოტ დას დაემგვანა? სახელიც
მძულს მისი!
– არ ვიცი, თამუ, ისე ძალიან დამეგობრდნენ ეგენი ყველანი და აღარავის
არ იკარებს მაია. მეც მელაპარაკება მაგ ლაშაზე სულ, მაგრამ ცოლი ჰყავს
და იმ გოგოსთანაც მეგობრობს. ისე, ამას წინათ ფული ასესხა ლაშას მაიამ.
შეიძლება მაგიტომ არა აქვს ფული არასოდეს, – გამეხსნა თიკი.
– რას ჰქვია, ესესხა?! მაგას „შიგ“ ხო არა აქ?! ვინაა ეგ ლაშა „ვაფშე“? მო-
ვაძრობ იმ ფართო სახეს! „კაროჩე“ რა! ხვალ ბავშვები შენთან უნდა მოიყვა-
ნო ერთი დღით ისე, რომ მაია არ წამოჰყვეს. უთხარი, დაისვენოს ერთი დღე.
იცოდე, არ „დაიწვა“! დანარჩენი მე ვიცი! – საშინლად გავბრაზდი.
თიკის გავუთიშე და მაშინვე თინათინსა და რატის დავურეკე ძალიან გაბ-
რაზებულმა:
– თინათინ, რა ხდება?! ეს შენი და რატის მეგობრები რა დღეში არიან?!
ხო არ უნდათ ყურები დავაჭრა?!
– რატომ, თამუ, რა მოხდა? მაია ჩვენზე ძალიან იმათთან მეგობრობს.
ჩემი კარის მეზობელია ნანა და ისე მოდის და მიდის, არც შემოდის ჩემთან.
არ ვიცი, რა ხდება? – მიპასუხა თინათინმა.
– ჰოდა, ახლა შენ ნანასთან შედი და გაარკვიე, თუ იცის, მაის ფულს რომ
ესესხა ლაშა და მაიამ რომ მისცა. აი, ნანამ ეგ თუ არ იცის, „ცვეტში“ ოჯახი
ენგრევა! რატი დამალაპარაკე!
– რა სისულელეა, თამუ, მაია არ არის ეგეთი და არც ლაშა! – თინათინი
ჩემზე კეთილი ყოფილა, რომ არ სურს ცუდი იფიქროს...

413
– კაი, კაცო! თუ ცოლის ჩუმად მაია ფულებს აძლევს ლაშას და არც მე
მეუბნება?.. ესე იგი, არ არის კარგი ქმარი და არც მაიაა კარგი მეგობარი!
ერთხელ ვასესხე ლაშას, რუსკას ქმარს, ჩუმად ფული და ისიც ვიცოდი, რუს-
კას სიურპრიზს უკეთებდა, მანქანას ყიდულობდა და ფული დააკლდა! ეგ
სხვა „ბაზარია“! ამიხსნან, რატომ ასაიდუმლოებენ და თუ გასაგები იქნება,
ძმაო, გავიგებ (ვერ უარვყოფ, სწორი ცხოვრება მესმის)!
– ხო, თამუნა, მართალი ხარ, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რამე ხდებოდეს. კია
მაგარი ზარმაცი მაია, ნაგავს არ ყრის, ჭურჭელს არ რეცხავს, ბავშვებს წე-
სიერად არ აჭმევს საჭმელს, მაგრამ ეგეთიც რომ იყოს, არა მგონია! – შეწუ-
ხებული ამბობდა თინათინი.
– შენ რაში გაწყობს ხელის დაფარება? აქამდე რატომ არ მითხარი ეგ ყვე-
ლაფერი? ეგეთ გარეწართან ჩემი შვილები როგორ უნდა იყვნენ?! მოკლედ,
რატი დამალაპარაკე!
– ხო, ბიჩოკ! ვინ გაგაბრაზა?
– ახლა კარგად მისმინე, რატი!.. მაგრად მიყვარხარ, ხო იცი! მაგრამ ნაღ-
დად არ გაპატიებ შენი ძმაკაცების ჩემი ოჯახის მიმართ უპატივცემულობას!
ვინ ჩემი „სირია“ ლაშა? არ დავინახო ჩემს ოჯახში ასული! და„ვაფშე“, მიხე-
დოს თავის ცოლ-შვილს! მაიას ფულს რომ სთხოვს, რა, მუშაობს? თუ სა-
იდან უნდა მისცეს?! მაგას „შიგ“ ხო არა აქ?! ჩემსას ჭამს? ამოვადენ ყელში!
დავაჭრი ყურებს, ბიჭო, ყველას! გაიგეთ?! – ასე „გავუჭედე“ რატის და მერე
გავიგე, ძმაკაცები არ ყოფილან.
– გასაგებია, ბიჩოკ, იქ ვერავინ ვეღარ ავა!.. არც ფულის ამბავი არ ვიცი.
ჩემთვის არ უთქვამთ არაფერი, მაპატიე, ბიჩოკ, ჩემი მეგობრების გამო ნერ-
ვების შლა! – რატიმ ღირსეულად მიპასუხა „გაფრენილს“.
– კარგად იყავით! – ნაწყენმა გავთიშე ტელეფონი.
რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვიყავი. ჩემი მეგობრის ოჯახს მე აუცილებ-
ლად დავიცავდი. ამიტომ იმავეს მოვითხოვდი და ველოდებოდი ყველა ჩემი
მეგობრისგან!
თინათინმა გაარკვია: ნანა გაგიჟდა, არ იცოდა ვალების ამბავი. მერე ისიც
გავიგე, ძვირფას სუნამოებს როგორ ჩუქნიდა მაია ლაშას. ლაშამდე რატის
იცნობდა, რატომ იმას არ ჩუქნიდა? თანაც რა ჰქონდა თავისი, რომ სხვებს
აძლევდა? ანუ ჩემს შვილებს აკლებდა ვიღაც „სირი“ კაცის გამო! თიკიმ მარ-
თლაც მოიყვანა მარიშკა და ქეთა თავისთან, მეც საგულდაგულოდ გამოვ-
კითხე მარიშკა და აი, ამ დროს უკვე მეგონა, ინფარქტით დავასრულებდი
სიცოცხლეს!!! ახლაც რომ ვწერ, გული კვნესის! სახე მიხურს, ისე განვიცდი!
მინდა მოგონებები „მოკვდეს“!!!
– მარიშკა, დედიკო, ერთი რამე დაიმახსოვრე, ისე, ყოველი შემთხვევის-
თვის, არასოდეს დაგავიწყდეს, მე არ უნდა დამიმალო არაფერი! დედაშენი
ვარ, რომელსაც ყველაზე ძალიან უყვარხარ, რომელიც შენთვის და ქეთასთ-
ვის ყველაფერს გააკეთებს! მე ვიცი, რომ მაია აშავებს რაღააცებს და შენ არ

414
მეუბნები!.. არ შეგეშინდეს, მითხარი, წამში მოვაგვარებ ყველა პრობლემას!
– მთელი არსებით ვუთხარი შვილს.
– მართლა არ ეტყვი მაიას? – ტირილით მითხრა საყვარელმა.
– არა, დე, რას ვეტყვი! მაგასთან აღარ იქნებით. ვერც თვითონ გეტყვის
რამეს! – ვამხნევებ, რომ გამიმხილოს, რა ხდება მის თავს.
– მაშინებს, დე! როცა შენ რეკავ, ასე მეუბნება, არაფერი არ მოუყვე, თო-
რემ მაგრად გცემო. ქეთას რომ აბანავებს, თავში ურტყამს. არ მომწონს ძა-
ლიან! ღამე 9-ზე გვაწვენს, მერე შემოდის, გვამოწმებს, თუ გვღვიძავს, გვიყ-
ვირის, ახლავე თვალები დახუჭეთ და დაიძინეთო. იმ დღეს წყალი მინდოდა,
გავედი და ერთი ამბავი ატეხა. ლაშა და მისი ძმაკაცები ჰყავდა და ვიღაც
გოგოები, ლუდს სვამდნენ და ყოველ დღე ლუდის ბოთლები მხვდება სამზა-
რეულოში! – ტირილით მიყვება მარიშკა! მე კი მოვკვდი! მოვკვდი!
– ყოველ ღამე ხდება ეს?
ძლივს ვიკავებდი თავს, მინდოდა ჩავსულიყავი და მაგრად მეცემა სუყ-
ველა! „გამეპიზდა“ იმენნა შვილების თვალწინ ასეთი ქცევისთვის! ყველა
მძულდა! არავის დანახვა არ მინდოდა! არც ბებიასი, რომელსაც „ეკიდა“ ბავ-
შვები! უარი თქვა საკუთარ შვილიშვილებზე! გოგოებს, რომლებსაც ჩემებს
ვეძახდი, გამოდის, არცერთს ვყვარებივარ! გამოდის, არავინ ზრუნავდა ჩემს
სიმშვიდეზე! გამოდის, მათ მხოლოდ გართობა და ჭორაობა ჰგონიათ მეგობ-
რობა! რატომ მოვითხოვ?! მათგან მხოლოდ კარგს ვიმსახურებ! გადაყოლი-
ლი ვიყავი იმ დღემდე ყველაზე და ეს მათ წერილებშიც ჩანს!
– კი, ყოველ ღამე ასე ხდება. როცა არავინ მინახავს ღამე და დამიძინია,
დილით „პივის“ ბოთლებით ყოფილა გამოტენილი სახლი, – აგრძელებს მა-
რიშკა მოყოლას.
– შენც გცემს მაია? – მოვკვდი, ეს შეკითხვა რომ დავსვი.
– ერთხელ... – მარიშკა ტირის.
– უხ! მაგის!.. რატომ ხარ, დედა, ჩუმად ამდენი ხანი?! რისთვის გასწავ-
ლი, სიმართლეს უნდა შეეწირო! შენს დას კი ვიღაც სცემს და ამას დუმილით
ხვდები?! არ გრცხვენია, მარიშკა?! ეგაა შენი თავისუფლება? მე ხომ შენ მო-
გეცი უფლება, ყოველთვის გამოხატო შენი აზრი!
– მეგონა, ვერაფერს შევცვლიდი და სანამ წაგვიყვანდი შენთან, უნდა მო-
მეთმინა... თან თავზე მედგა, რომ რეკავდი! – ისევ ტირის მარიშკა.
– მაგიტომ არ გველაპარაკებოდი, ხო?
– ხო, მაპატიე, დე! არ გაბრაზდე ჩემზე, გეხვეწები!
– კარგი, ჩემო საყვარელო, შენ არ ინერვიულო! მაია „აახვევს“ ჩვენი სახ-
ლიდან. მანამდე ბებიათქვენთან იქნებით! ვინ არის ეს მარი? მაიას ახალი მე-
გობარი (მარი მაიას ჯგუფელი იყო, რომელსაც თითქმის არავინ იცნობდა)?
მინდა გავარკვიო, ვინ არის!..
– მაიას ჯგუფელია, ჩვენთან არის ხშირად, მაიაზე კარგად ის გვექცევა, დე!
– რჩება ხოლმე მანდ? ჩემს გოგოებს ვის ჰყავს ნანახი?

415
– არავის და რომ მოდის ვინმე, ოთახში იმალება.
– რომელ ოთახში?
– სადაც სძინავს, როცა რჩება.
– ნინო და ეკა გახსოვს ფიზიკურად?
– არა.
– თიკი დამალაპარაკე წამით, აბა!
– თიკი, აჩვენე, აბა, სურათი ნინოსი და ეკასი (აჩვენა და მარი აღმოჩდა
ჩემი და ეკა)! ნინოზე თქვა, მინახავს, მაგრამ არ რჩებაო.
– მაია ეუბნებოდა ნინოს, აქ არ მოხვიდეო. ის ურეკავდა და სულ რაღა-
ცას სთხოვდა – ფულს, სარეცხის ფხვნილს, ტუალეტის ქაღალდს... – მარიშ-
კას „გაეხსნა“ და არაკრაკდა!
– კი მაგრამ, შვილო, ასე როგორ დაგავიწყდა ორივე ფიზიკურად, რომ
ვერ იცანი, თუ მიმალავდი შიშით? არ გეჩხუბები, მითხარი! მაგრამ, თუ
ოდესმე ეგეთ რამეს დამიმალავ, აღარ ვიქნები შენი დედა! ერთი ესეც გახ-
სოვდეს კიდევ! არ დაივიწყო! – მკაცრად ვუთხარი.
– არ მახსოვს ფიზიკურად როგორები იყვნენ! – მარიშკა მაჯერებს. ქეთამ
გამოსტაცა ყურმილი:
– დებილია ეგ მაიკო! ცულ მცემს და მსძის (სჯის) და ვიგაცები მოკავს,
აგალ მინდა მე მაიკოსთან, დე! ალ წავალ იქ (ძალიან საყვარელი იყო ქეთა)!
დაიწყო ტირილი... ძალიან ცუდად გავხდი! ძალიან! იმან, რომ ჩემს შვი-
ლებს სტკიოდათ და მე ეს არ ვიცოდი, გამაგიჟა! თან ვისგან სტკივათ? ჩემი
დისგან? რატომ?! მე ხომ ის მიყვარდა?! და მაინც მომატყუა! მკლავდა ამდენი
უსამართლობა! თანაც ვისგან? საკუთარი დედმამიშვილებისგან რომლებიც
მე მიყვარდა, რომლებსაც მე ვზრდიდი, ვზრუნავდი. ისინი კი რიგ-რიგობით
მატყუებდნენ! მაიამაც გამწირა! ცქიტოს დავურეკე. ბავშვები სახლში აღარ
დაბრუნდებოდნენ. სასწრაფოდ მაიასთვის ვალი უნდა მიმეცა და გამეგდო
სახლიდან. დავურეკე გოგოებსაც. ყველამ თავი ტყემლის ხეზე შეისვა და
ბლის კურკებს მაფურთხებდნენ! ეს ორი განსაკუთრებით: რუსკა და სალო-
მე... მერე ერთად მივიდნენ მაიასთან სალაპარაკოდ და გასარკვევად, თუ რა-
ტომ მოიქცა ასე უნამუსოდ. რაღას არკვევდნენ დები ცხვირავაშვილები, არ
ვიცი! მერე კი მომიყვნენ რაც ილაპარაკეს. მანამდე მოეყოლათ უნამუსოებს!
– აზრი არა აქვს, ბიჩოკ, მაიასთან ლაპარაკს! წყალი ვნაყეთ დღეს... მე
მართლა არაფერი ვიცოდი, სულ გვარიდებდა თავს, ეგ რომ მცოდნოდა, ნი-
ნოს და ეკას ინახავს შენით, რა გამაჩუმებდა?! – ჩემი აზრით, რუსკა მატ-
ყუებდა.
– ძალიან ცუდი, რომ არ იცოდი! – მეც „გავატარე“. რაღა აზრი ჰქონდა!
მთავარია, გავიგე, ვინ არიან ჩემი, „ნაღები მეგობრები“! არ ვიცი, იცოდა თუ
არ იცოდა, მერე გავიგე თინათინისგან, ვაჟაზე, ნაქირავებშიც უნახავს ნინო.
იბანავა და ეგრევე წავიდაო. მაია კი მიმტკიცებდა, სირცხვილით ვის ვეტყვი,
დები რომ მყავს, ესენი ვის გავაცნოო... მისი ვიღას სჯეროდა ან რაღა აზრი

416
ჰქონდა, ვინ რა იცოდა?! ფაქტია, ბევრმა იცოდა და მალავდა. ნეტავ, ასე
მალავდნენ დასამალ ამბებს! სხვებთან ჭორაობით „გასკდნენ“, დარწმუნებუ-
ლი ვარ! რომ დავაკვირიდი, საზოგადოდ ასეა: პირში არავის უნდა გითხრას,
საფლავი როგორ მზადდება შენთვის! რომ ჰკითხო, მოყვასი უნდა გიყვარ-
დეს! ვინ მიყვარდეს, ღმერთო?! ეგენი მოყვასები კი არა ბოროტები არიან,
სუყველა! მეორე დღესვე, რაც გვქონდა თანხა, დავამატეთ, ვისესხეთ... არ
მახსოვს, სწავლის თანხა თუ გამოვაკელი... დანარჩენი თანხის გადაცემა ნო-
ტარიულად მოხდა და ხელი მოაწერა, რომ მიიღო თავისი კუთვნილი (არც კი
ეკუთვნოდა) წილი და „გააჯვა“! ისეთი ბედნიერები იყვნენ მარიშკა და ქეთა,
მეც გული გამიბრწყინდა... მაია ისევე დამავიწყდა, როგორც ნინო და ეკა.
ღმერთმა ერთი დიდი ნიჭი დამაყოლა დაბადებისთანავე: როგორც არ უნდა
მიყვარდეს ადამიანი, თუ მატკენს, ცოტა ხანი მტკივა და მერე აღარ მიყვარს.
ეს კი ტკივილზე მეტი იყო, რაც მე მათ დამიშავეს. მე ვიბრძვი სუფთა ოჯახი
მქონოდეს! მაიას ვშველი, მის სახელს ვიცავ ამით და ის მალულად „იბან-
ძებს“ თავს და მეც „მაბანძებს“. ამით რა გამოდის?! მომატყუა, ვითომ უარი
თქვა თავის დებზე, რომლებიც ოჯახს ბილწავდნენ. ან ეკა რატომ ცხოვრობ-
და ჩემს სახლში? მან ხომ უარი თქვა ჩემზე?! სულ რომ ვკვდებოდე, სულ
რომ თავზე მათოვდეს, ჩემი სიამაყე არ მომცემს იმის უფლებას, რომელიმეს
სახლში ვიცხოვრო! ვისზე ვსაუბრობ?! რა თავმოყვარეობა შეაწუხებდათ, ან
„პუტანკებს“ მეობა და ზნეობა სად გააჩნიათ?! ეკა კი თავის „პრაშმანდოვკა“
დას გაეკიდა ოდესღაც! რაღა უნდა ჩემს სახლში?!
– დამთავრდა ყველაფერი! აი, ხომ ხედავ, რა ადვილია, როცა დედას ეტ-
ყვი, რა ხდება შენს თავს! მერეც გეყოფა პრობლემები, როცა გაიზრდები.
ახლა კი მე მინდა ვაგვარო თქვენი პრობლემები, კარგი, დე? აღარ დამიმალო
არაფერი! – ვთხოვე ჩემს შვილებს! ჩემს საკუთარ შვილებს!!!
– არა, დე, არაფერს დაგიმალავ! მსოფლიოში ყველაზე მაგარი დედა
გვყავს მე და ქეთას!
– რა ბედნიერებაა, მაიასთან აღარ ვართ! – ქეთაც ჩაერია.
– მე შემიძლია მთელი დღე გისმინოთ, მაგრამ არ არის კარგი ამაზე ლა-
პარაკი. თქვენც ღიზიანდებით, მეც! მოდი, დავივიწყოდ ეგ სამი გველი და
გავაგრძელოთ მშვიდი ცხოვრება, ბებო მოგივლით. მალე ჩვენთან იქნებით!
– ასე ვამშვიდებდი შვილებს.
მარიშკა და ქეთა რაღაცებს იხსენებდნენ მტკივნეულს, რომლებიც მეც
მაგიჟებდა და მათაც. ისიც მითხრეს, როგორ ურეკავდა მაიას ვიღაც სულ
ფულზე და ეს ვიღაც ნინო იყო. ბებიამ იცნო ხმაზე. ესე იგი, ჩემი თბილისი-
დან წამოსვლის შემდეგ ნინოს და ეკას არჩენდა მაია თორაძე!
– ძალიან მაგალია, ლო ეგ წუწკი ცვენთან აგალ ალის! კალგია ლო კვე-
ლაფელი უკან დალცა! – ქეთამ ეს სიტყვები ძალიან ტკბილად თქვა. გულში
დანა ჩამარტყა მაიამ თითქოს. ამ პატარას როგორ სცემდა! კი ვუთხარი, ამ
ბავშვებით გიდგას სული პირში და შენ ხელით ეხებოდი, შე დამპალო-მეთქი!

417
პატარებიც კი სათავისოდ გამოიყენა! მე მივხედავ, ამათ გარეშე ცხოვრება
არ შემიძლიაო, აფერისტი! აი, რისთვის სჭირდებოდა თურმე! რაც შეეხება
თინათინის მეგობარ ნანას, ქმარი უნამუსოდ აართვა მაიამ. ეს ამბავი, რა
თქმა უნდა, ნანამაც გაიგო... ვიღაც გოგა, ლაშას ძმაკაცი, ნინოსთან დადი-
ოდა. მოკლედ ისეთ ამბებს ვიგებდი, ეგრეთწოდებულ ჩემს დებზე, რომ მათ
მაგივრად მე მრცხვენოდა! ნინო კაცებისგან მოითხოვდა, არ მიეტოვებინათ
და ოჯახებს უწიოკებდა, მეგობრების ცოლებზე ეჭვიანობდა და სასწაულ,
ავადმყოფურ საქციელს სჩადიოდა...
მაიამ ვერ მოისვენა და ქეთას ბაღში მიაკითხა თოჯინებით. ქეთას ისე არ
ესიამოვნა მაიას დანახვა, მასწავლებელს შეშინებულმა უთხრა, არ გამიშვა
მაგასთანო, მერე კი ბებია რომ მივიდა, მასწავლებელი უყვებოდა მომხდარს,
თუ როგორ აცახცახდა ქეთა ნერვიულად! ღამე სიცხე მისცა ქეთას. მაიას
დავურეკე და ვაგინე! გავიგებ ჩემს შვილებს მიეკარები, ჩამოვალ, ჩემი ხე-
ლით დაგმარხავ-მეთქი! როგორც ყოველთვის, მაშინაც იტირა! მიყვარსო.
ვიღას სჯეროდა მისი ტირილის! სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რომელიმე
წაბილწული შეხებოდა ჩემს შვილებს კარგად თუ ავად! ქეთას ისიც ვკითხე:
– დედიკო, თუ მოგწონს ეგ თოჯინა, შეგიძლია არ გადააგდო!
– მძულს წუწკის კველაფელი (ასე ეძახდნენ), თოლე თოძინა ლამაძია,
ცულ მინდოდა ეცეთი!
– ჰოდა, რაც გძულს, გადააგდე, დედიკო, მაგაზე უკეთესს თოჯინებს გა-
მოგიგზავნი და გაქვს კიდევ ძალიან ბევრი. დღესვე გიყიდი ეგეთ თოჯინას!
გადააგდე, ვინმეს გაუხარდება!.. მართლა წავედი და ძალიან მაგარი თო-
ჯინები ვუყიდე ორივეს. ისეთი, ბავშვს რომ ჰგავს და ფასიც რომ ბავშვის
ადევს!..
– ცენ კველაძე მაგალი დედიკო ქალ (ქეთას ხმაზე „ვეცემოდი“)!
– ხო, დე, შენ მართლა ყველაზე მაგარი დედიკო ხარ! არის რამე, რომ ვერ
აგვარებ?! – ამაყად მკითხა მარიშკამ.
ეს სიტყვები ჩემი სიძლიერე იყო. მე მინდოდა ყველაზე მაგარი დედა ვყო-
ფილიყავი ყოველთვის. რაც მაკლდა და არ მაკლდა, მათ არასოდეს არ უნდა
დაჰკლებოდათ! ნამდვილი პრინცესებვით ვზრდიდი ორივეს!
ბავშვების ბებია გერმანულის პედაგოგი იყო. ვთხოვეთ, შეემცირებინა
საათები, ან საერთოდ დაენებებინა თავი ყველაფრისთვის. ჩვენ შევინახავ-
დით მის მთელ ოჯახს, ოღონდ არაფერი მოჰკლებოდათ ბავშვებს, მაგრამ
მაინც ვერ შეელია თავის სპეციალობას. ხელს ვუწყობდი ყველაფერში და
ვინახავდი მთელ ოჯახს! თითქოს ყველაფერი დალაგდა, ბავშვები უკეთ
გრძნობდნენ თავს ბებიასთან და ბიძებთან, არავინ აღარ სცემდა. სიმშვიდემ
დაისადგურა, მაგრამ როდის გასვენებენ უხილავი თუ ხილული მაჯლაჯუ-
ნები!
გულში სხვა დარდი ჩამისახლდა, რომელიც ჩემი ბუკი იყო. არ ჩანდა, სახ-
ლში ვურეკავდი, არ მაძლევდნენ ინგლისის ნომერს, ძველზე ვერ ვრეკავდი.

418
თვითონ რეკავსო, მეუბნებოდნენ. იმეილზე არ მცემდა პასუხს. რუსკას ვუ-
რეკავდი, გამეგო რა ხდებოდა. ისიც ამბობდა, რომ ბუკი არ ჩანდა. სალომეს
ვეკითხებოდი, ისიც იმავეს მპასუხობდა. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.
რაღაც ხდებოდა, გული მიგრძნობდა. ვიცოდი, მალე დაბრუნდებოდა ინგლი-
სიდან და აუცილებლად მოუწევდა ახსნა, თუ რატომ მანერვიულებდა ასე!
აი, მართლაც, ჩავიდა ბუკი თბილისში და ისევ ისე წავიდა ინგლისში. ვერ
დავიჭირე ვერსად. საშინელი სიზმარი ვნახე... წამოვხტი, რუსკას ვურეკავ:
– სულ გაგიჟდა ეგ?! რატომ „დამიკიდა“ ასე? შენთან ჩანს?
– არა, ბიჩოკ, არ ვიცი, რა სჭირს! – მპასუხობს რუსკა.
ბიჭო, რას ჰქვია არ იცით?! არ არის ბუკი ეგეთი, ესე იგი, რაღაც უჭირს!
თუ ეგრე არ არის, რა გამოდის? „სიბერეში“ შეიცვალა?! – გაბრაზებული ვარ.
ყველაფერზე არ ვიცი მესმოდა. დარდით გავიტენე, სულ მასზე ვფიქრობ-
დი. ჩამეძინა ფიქრებში. ისევ „სტრანნი“ სიზმარი დამესიზმრა, ისევ წამოვხ-
ტი და ისევ რუსკას დავურეკე:
– რუსკა!
– სალომე ვარ, ბიჩოკ!
– ძალიან კარგი! იქნებ შენ მითხრა, რა ხდება? ბუკი ჩამოსული რომ იყო,
გნახა?
– არა!
– რას ჰქვია არა! ჩვენზე ახლობელი ვინ ჰყავს?! ასე რატომ „დაგვიკიდა“,
სალ? გული მტკივა! რაღაც უჭირს!
– არ ვიცი, ბიჩოკ, მაგრად შეიცვალა!
– სალ, ძალიან „სირი“ სიზმარი ვნახე: ვითომ ბუკის „კალიცოს“ ისინჯავ-
დი, მე კი გაბრაზებული ვიჯექი და გიყურებდი, – უცბად დამარტყა თავში
სიზმარმა და სიტყვებიც თავისით ამოვიდა პირიდან, – შენ და გელას შორის
რამე ხდება? შეკითხვა რომ დავამთავრე, მერე მივხვდი, შეურაცხყოფას ვა-
ყენებდი. შემეშინდა, ღირსი ვარ მაგინოს-მეთქი, მაგრამ ჩემი ფიქრებისგან
განსხვავებული პასუხი მივიღე:
– ხო, ბიჩოკ, მე და გელას ერთმანეთი გვიყვარს! – გამიბედა სალომემ!
– რა? თქვი, რომ ხუმრობ! თქვი, შე „ნაბოზარო“! როგორ გაბედე! მოგიკვ-
დი, ბუკი! როგორ უჭირს ჩემს ბუკის ახლა და მე მასთან არ ვარ! შენ?! ეს
როგორ გააკეთე?! შენ ხარ ნინო! მაია! და, ბოზი!
– ბიჩოკ, დაწყნარდი! დამნაშავე ვარ, ვიცი მაგრამ ასე მოხდა.
– რას ჰქვია ასე?! შე „წაკლა“, კაცი დაილია?! შე უჯიშო! შენ შენ სიძესაც
შეუგორდებოდი ლოგინში! ეტყობა ლაშა კაცია და არ იკადრა! თქვენი „ჯიში
მოვტყან“ თქვენი! შენი ბავშვობის მეგობარს გულის ლუკმა როგორ წაართ-
ვი?! ხელი ჩაუყავი გული ამოაგლიჯე! შენ რაღა უნდა გელაპარაკო! მე შენი
მტერი ვარ დღეიდან, იცოდე! ამას მიმალავდით, არა?! ბუკი შეიცვალა, არა?
შე „თესლო“! გელას „ბოზი დედა მოვტყან“! ასე როგორ გამიმწარეთ ბუკი,
თქვე „ნაბოზრებო“! ეგ არაკაცი რომ იყო, დიდი ხანია ვიძახდი! ეგ ტარაკა-

419
ნა მახინჯი! – ვამბობდი დამსახურებულად საშინელ სიტყვებს და კიდევ არ
მყოფნიდა.
– რატომ არის გელა ცუდი?! შენი შვილები და მაია რომ შეიფარა, როცა
გიჭირდა (რას ბედავს სალომე ცხვირავაშვილი, წაკლა!)?
– რა, გოგო? გელამ შეიფარა?! ბუკიმ შეიფარა ჩემი შვილები და არა გე-
ლამ! ალბათ, მაიასაც „ჟიმავდა“ ეგ არაკაცი! სადაც შენთან არ შერცხვა! და
„ვაფშე“, ნუ ბედავ შეპასუხებას, შე „ნაბიჭვარო“! ახლა გაგაჩენინებს ბევრ
შვილს და თვითონ გააგრძელებს „გულაობას“! ვერ იქნები ვერასდროს ბედ-
ნიერი! მთელი ცხოვრება ერთმანეთის მიმართ ეჭვიანობაში ამოგხდებათ
სული! გისურვებ ქალურ უბედურებას! რაც ჩემს ბუკის უსურვე და გაუკეთე,
იმავეს გისურვებ! კაკი? ლაშა? ამ ხალხზეც არ იფიქრე, ბუკიზე არ იფიქრე,
მარტო ფულზე იფიქრე, არა?! ახლა არ თქვა, გელას შავმა ტრაკმა მომხიბ-
ლაო, რა! ეგ გვაჯი მუტლამდე რო გწვდება! თუ ხასიათებმა მოგხიბლა, ცოლს
რო ცვლის დაქალებზე?! „ნაბოზარი“ ხარ! მეზიზღები, სალომე ცხვირავაშვი-
ლო! რა სამწუხაროა, საერთოდ რომ გიცნობდი და მიყვარდი! მაგას გასწავ-
ლიდი?! დებს მხოლოდ იმას გასწავლიდით, ღალატი რა ცუდია! შენ მარტო
ბუკის კი არ წაართვი ქმარი! დაშალე ამდენი წლის ნაშენები მეგობრობა და
საკუთარ სულში ჩაიფურთხე! ახლა კი, „იდი ნა ხუი“! ასე დავკიდე ყურმილი.
ტირილი ამივარდა. ბუკის სახლში დავრეკე: დალი დეიდა, ყველაფერი ვიცი,
რატომ მიმალავდით? მაგას მოვუკვდი მე! ასეთ დროს მე არ უნდა მცოდნო-
და? რატომ მიმალავდით?
ცოტა ხანს გამესაუბრა დალი დეიდა და მალევე თეკლეს გადასცა ყურ-
მილი, ბუკის დას. ბევრი ვიტირე. ბუკის ჰგონებია, მეც ვიცოდი. აღარავის
დანახვა არ უნდოდა.
როგორ შეეპარა ჩემში ეჭვი? ძალიან მეწყინა. ხომ იცის, რომ უსამართ-
ლობას არასოდეს გავიზიარებ! რატომ არ მითხრა?.. ისიც კი გაბედა სალომე
„წაკლამ“, ხო დავასვენე, მოვაცილე ქმარიო.
მომცა ბუკის ნომერი. ეგრევე დავურეკე და ტელეფონით იმდენი სიყვა-
რული გავუგზავნე... „ჩავეხუტე“... ძალიან ბევრი ვეფერე და მერე მივაყოლე:
– როგორ დაუშვი, რომ მე რამე ვიცოდი! მე რომ იქ ვყოფილიყავი, მივხ-
დებოდი, რა თქმა უნდა, გელასაც შევანჯღრევდი და სალომესაც, მაგრამ რა
აზრი აქვს? თუ ასეთი „ნაბოზრები“ არიან, ხო უნდა გაგვეგო ადრე თუ გვიან!
გელა კი შენთვის არასდროს მომწონდა, მაგრამ სალომესგან ამას მაინც არ
ველოდი!
– ბიჩოკ, მაგრად უჭირდა სალომეს ფინანსურად, კაკი აღარ უყვარდა, იცი,
რატომაც... შემეცოდა, ვიფიქრე დავეხმარებოდი, თავისი ფული ჰქონოდა.
დედა და პატარა შვილი უნდა შეენახა (კაკისგან ჰყავდა უკვე ერთი ლია). გე-
ლას მე ვეხვეწე, ემუშავებინა ოფისში რამედ მაინც. გელამ, არ მჭირდება ახლა
არავინო. მე ვუთხარი, არ მაინტერესებს, ჩემს დაქალს უჭირს და სადმე „ჩა-
ტენე“ ან ისე დასვი ოფისში და უხადე ხელფასი, როგორც ლამაზ თანამშრო-

420
მელს-მეთქი. აი, ასე დაიწყო ყველაფერი. მე და გელას აგვერია ურთიერთობა.
ვიფიქრე, გავერკვეოდით, დავმშვიდდებოდით. წავედი ინგლისში კვალიფი-
კაციის ასამაღლებლად. ამასობაში მითხრეს, სალომე არ მოგვწონს, რაღაც
გელას „ტრაკს ცუდად უთამაშებსო“. არ მივაქციე ყურადღება... ამასობაში გე-
ლაც შეიცვალა. რუსკას დავურეკე, გელას ვინმე ჰყავს-მეთქი და ტელეფონი
გამითიშა. თბილისში რომ ჩავედი, ვნახე რუსკაც. წინააღმდეგი ვიყავიო, მაგ-
რამ ვერაფერს ვაგებინებდი ჩემს დას, გელამ ისე „დაკერაო“... – მიყვება ბუკი.
– მოკლედ, ერთმანეთი „დაკერეს“! ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი არასდ-
როს არ არის დამნაშავე, ორივეს ბრალია! ახლა იმისიანები ამას დააბრალე-
ბენ, ამისიანები – იმას, როგორც ხდება ხოლმე, რა!.. არადა, ორივეს დედას
„შევეცი“, მე პირადად! – ეს ჩემი ურყევი პასუხია!
– ხო! ისიც ვკითხე რუსკას, ბიჩოკამ თუ იცის და რას ამბობს-მეთქი. არ
იცისო, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე, შენც თუ დაგიმალეს.
– მეც?! ჰმ! „კაკრაზ“, მე მიმალავენ „გრეხებს“! რა, ვერ დაიჯერე? ეგ რომ
მე მცოდნოდა, აქამდე ჩუმად ვიქნებოდი? მაგათი დედები!.. როგორ მწყინს,
ჩემიც აღარ გჯეროდა! – ვთქვი ნაწყენმა.
– შენ, ბიჩოკ, იმეგობრე ვისთანაც გინდა, მე არ მეწყინება!
– ჰმ! გმადლობ, ბუკი (გამეცინა)! ვინც ცუდს აკეთებს, თანაც ასეთს,
სახლში შემოვუშვებ ან გულში?!.. ან გვერდზე გავიკარებ ეგეთ ბოზებს?! რა
გჭირს შენ, ეე? ისედაც მაგარი ნაწყენი ვარ, იმ „წაკლების“ ქვაბში მომაყო-
ლე. გეგონება არ მიცნობდე! „გავკარი“ ყველა ბოროტს ცხვირავაშვილების
თამადობით, რა! – „გავუჭედე“ ბუკის.
– მაპატიე რა, ბიჩოკ, აღარ ვიცოდი ვისთვის დამეჯერებინა.
– იმედია, ახლა გჯერა ჩემი! თბილისში ერთად ჩავიდეთ, არ მინდა უჩე-
მოდ იყო თავიდან მაინც. იცოდე, რომ მე შენი ვარ! არ გაბედო, ჩემში ეჭვი
შეგეპაროს ოდესმე! მე ვარ შეუვალი სიმართლე!
– ხო, ბიჩოკ, ვიცი!.. არ ვიცი, რა დამემართა!
– ერთი, მაგ სალომეს რა ელის, კიდევ არ იცის! გელას არ უყვარს არა-
ვინ. აი, ნახავ, რა მწარე ცხოვრება ელოდებათ! საუკუნე ერთად რომ იყვნენ,
მაინც უბედურები იქნებიან, ვერ გაშორდებიან ერთმანეთს! ეს საშინელება
ხომ სიყვარულის გამო ჩაიდინეს ვითომ! ხალხი რას იტყვის, რომ დაშორდ-
ნენ? აბა, რას იზამს? ლაშას რას ეტყვის გელა? ცოლისდასა და ძმაკაცის
ცოლზე? ისე, კბილი გავუსინჯეო? შენ რომ არც იყო, ისედაც „გრეხებში“
არიან ჩაფლული. „იასნია“, „ვსიო“, უნდა, არ უნდა, მოიყვანს, ვიცი! „დაიკი-
დე“ ორივე, აი, ნახავ, ღმერთი რამხელა ბედნიერებას გაჩუქებს! მაგათმა
იდარდონ, შენ რომ დაგაახლოვეს ღმერთთან და თვითონ ეშმაკებს† „ჩაუბ-
რატდნენ“! გაუშვი ზიდონ დიდი ტომრით შენი დარდები! – სიმართლეს ვეუბ-
ნებოდი და არა იმიტომ, რომ დამემშვიდებინა.
– რა ბედნიერებაა შენთან ლაპარაკი!.. როგორ მიყვარხარ, ბიჩოკ (მიყ-
ვარს ბუკის სიყვარული)!

421
– მე შენდამი სიყვარული მაძლიერებს, არ იდარდო იმათზე არასდროს!
ვინც შენზე არ ფიქრობს, სწრაფად „გააჯვან“, რა! ღმერთი კი ასმაგად გაგა-
ხარებს, მე სულ შენთან ვარ, იცოდე!.. მომწერე ხოლმე, დამირეკე, „სკაიპით“
ვილაპარაკოთ. მეღირსა კომპიუტერი. ბედნიერი ქალი ხარ, რომ გელასგან
შვილი არ დაგრჩა. გაიხსენებ ამ სიტყვებს მალე და გაგიხარდება, რომ მას-
თან სულიერი არავინ და არაფერი გაკავშირებს (მე ეს ბედნიერებად მიმაჩ-
ნია, სხვისი არ ვიცი)!
მაიას ამბები გაიგო ყველაფერი. შოკში ვიყავით. ირგვლივ საგიჟეთად
იქცა გარემო, თუ რამ გააცოფა თბილისელი გოგოები ასე და რატომ გახდ-
ნენ „სტრადაწელები“, ვერ გაგვეგო. ყოველ დღე ერთად ვიყავით მე და ბუკი
ვირტუალური სამყაროს დახმარებით... რუსკას დავურეკე იმ დღესვე, მაგ-
რად გამოვლანძღე დამალვისთვის, მაგრად ვიჩხუბე სალომეზე. რუსკა წუხ-
და მომხდარს.
– დეკომ რა თქვა ამ ამბავზე (ძალიან მაინტერესებდა)?
– მერე რა, თუ ბუკის და გელას არ გაუმართლათ, სალომეს და კაკისაცო,
იქნებ გელას და სალომეს გაუმართლოსო, „ნაგლად“ მიპასუხა რუსკამ.
– უი, მაგის პატრონს! „მოგიტყანთ“, რუსკა, ჯიში, რა! სხვა სიტყვები არ
მოდის, რა! თუ შენ და ლაშას არ გამოგივათ და გელას და სალომეს, ქმრები
გაცვალეთ? იქნებ გამოგივიდეთ?! „ზნაჩიტ“, მოსულა არა?! ფუ, რა ბინძური
„ხორცები“ ხართ! – აი, აქ კი, „ვაფშე“ „გავრეკე“! ბოლო ხმაზე ვყვიროდი!
– აი, მაგიტომ არ გითხარი, ბიჩოკ, ამდენი რომ არ გელაპარაკა და გელან-
ძღე! – რუსკა „მიჯმულია“, მაგრამ მაინც „ტიპობს“.
– შე უნამუსო! ჩვენს ბუკის დაემართა ეს! ხვდები?! ჩვენსას! ჩვენსას!
რაზე უნდა გელაპარაკო, შენც ეგეთი ხარ! კარგად იყავი, რა! არა, ისე იყა-
ვით, როგორც შეგეფერებათ! „ტყვნაში“!
იმის მერე აღარ დამირეკავს რუსკასთან. რამდენიმე თვის მერე ჩავედი
თბილისში. სახლიდან დავურეკე და ვუთხარი, გადმოდი, გადმოდი, სახლში
ვარ-მეთქი. კივილი დაიწყო სიხარულისგან და ტირილი, გადმოვიდა... მიყვარ-
და რუსკა ძალიან, მასაც ვუყვარდი, ოღონდ მასში იყო ღალატის სიმპტომები.
მე ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც ვაპატიე დაშვებული შეცდომები, თუმცა ვეღა-
რასოდეს აღსდგა ის, რაც იყო! გაბზარულს გატეხილი სჯობსო, ნათქვამია,
რადგან არ ვიცით, როდის შემოგვატყდება გაბზარული... იქნებ ქაფქაფა ჩაის
სმის დროს გატყდეს და დაგვმდუღროს ცხელმა ჩაიმ? გაბზარულის შენახვას
გადაგდება სჯობს, ვეღარასოდეს გამთელდება მაინც! მივუტევოთ? კარგი,
მივუტევოთ გულში, თუ ეს შეგვიძლია! დანარჩენი კი ღმერთს ვაცადოთ... ნუ
გავუსწრებთ ნურც სიკეთისთვის და ნურც დასასჯელად. მე კი ვერავის ვერ
ვაპატიებ ამხელა დანაშაულს და, თუ მეც ჩავიდენ, ნურც მე მაპატიებენ! მე კი-
დევ ვიმეორებ და ბევრჯერ გავიმეორებ! მე ღმერთი არ ვარ! მე ადამიანი ვარ!
ჯარჯიმ ცოდვები ჩამაბარა. ტყუილი იყო თუ მართალი, ეს მხოლოდ მან
იცის. მე კი „თავნები“ ჩავუბარე. ცქიტოს არ ვეუბნებოდი მსგავს ამბებს, რა-

422
ღაცნაირად ნდობა დავკარგე მის მიმართ და პატივისცემა. რატომ? მაიას
გამო! დავუშვი, რომ მათ შორის რაღაც ხდებოდა, ნინოზე ხომ საერთოდ!..
მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, თუ ცქიტო შაჰ აბასობაზე ოცნებობდა!
ერთ სახლში ცოლი და საყვარლები – ცოლისდები! რომელიმე მაინც მჯობ-
დეს, რომ ვიფიქრო, ხელი წასცდა!!! მაგრამ მერე ისიც გამახსენდა, ქართვე-
ლი კაცები ვირებთანაც რომ „ჟიმაობენ“. ცხოვრებას დიდ ზღვასავით ვუყუ-
რებ, ხან რომ ღელავს, ხანაც მშვიდია. ყველაფერი ნაპირზე გამოაქვს ადრე
თუ გვიან. მეც არსად არ მეჩქარება, დაველოდები დროს! დროს, რომელიც
არასდროს ინახავს დამალულ საიდუმლოს!
ჯარჯი დამპირდა, არასოდეს მომატყუებდა, მეც დავიჯერე. ძალიან უნ-
დოდა მანქანა. მეც გავახარე, რაშიც პაატას ბავშვობის ძმაკაცი დამეხმარა,
მეპურა... სახლთან მიუყვანეს ზუსტად 18 თებერვალს, თავის დაბადების
დღეზე, 18 წლის რომ გახდა. დიდი ხანი ვერ მოასწრო სიხარული. მალევე გა-
დასაგდები გახდა მანქანა (არ მახსოვს ფასი და მარკა). ცოტა ხანში ისევ ვუ-
ყიდე სხვა მანქანა. მალევე ისიც დალეწა. არ იცოდა ტარება და რა ექნა! ჯარ-
ჯი ერთი მატყუარა ბიჭია, ბაქია და „უტრაკო“. ამას მეც ვხვდებოდი და სხვე-
ბიც. კაცმა ოჯახის პატივისცემა თუ არ იცის, ის ვაჟკაცი არ არის ჩემთვის,
მით უმეტეს, თუ მამას ეძებდა ამდენი წელი და ენატრებოდა, ელოდებოდა!
მამის მაგივრობას ვერავინ გაუწევდა, მაგრამ მე მამამისზე მეტი შევძელი,
რომელიც მამის და ვიყავი და უფრო მეტი დაფასება მეკუთვნოდა მისგან! ეს
მეც ვიცოდი, მაგრამ იმდენად მარტო დავრჩი, დედმამიშვილებს ვგულისხ-
მობ, რომ ერთი ეგღა მყავდა თორაძე. ამიტომ მაგრად ჩავჭიდე ხელი, არ
მინდოდა ოდესმე გამეშვა! მაინც გამუდმებით მატყუებდა. მის „თავნებს“ თუ
არა, სხვების „თავნებს“ ვაბარებდი, ოღონდ არავისთვის არაფერი წაერთმია
და ცუდი არ გაეკეთებინა. მან კი „ვაფშე“ გარეკა, დღე და ღამე ტელეფონზე
ვიყავი შეერთებული, სულ მას ვეძებდი. ხან რა შარს გადაეყრებოდა ხოლ-
მე და ხან რას. ჩემზე სასწაულებს უყვებოდა ხალხს, ვითომდა, კაზინოების
მფლობელი ვიყავი, ცქიტო – ლიმუზინების. ჩემს ოჯახზე ისეთებს ყვებოდა-
ააა!!!.. კარგია, თუ არ უჯერებდნენ! მას ეგონა, კარგს ყვებოდა. ერთს გავიხ-
სენებ: ვითომდა, სერგეევიჩმა მოწამლული საჭმელი მისცა მეზობლებს და
ასე დახოცა ცუდები! ჰა, ჰა, ჰა, ჰა... მეცინება, უსაზღვრო ფანტაზია აქვს და
მაგარი „აპასნია“! ისეთ ბავშვურ ტყუილებს ამბობდა, დიდი იმედი მქონდა,
გადაუვლიდა (როგორც საწყალ მამაჩემს ეგონა ზაზაზე!). ამასობაში მარიკა
გაგიჟდა. გადაწყვიტა, რომ მე მიჯერებს ჯარჯი და მას არა, არადა, არც მე
მიჯერებდა. უბრალოდ, მე მეტი ფული მქონდა მარიკაზე და ეს „ხამი“ ბავშვი
მეტენებოდა. მე გამუდმებით ტელეფონით დავდევდი, ჯარჯის ყველა ნაც-
ნობის ნომერი ვიცოდი. რომ დავითვალე, 2 წელში ოცდახუთი ათასი დოლა-
რის მქონდა ნალაპარაკევი თბილისში! ამ დროს მარიკა „ჭედავს“! რატომ?
რისთვის? თურმე მე „ქილერს“ ვზრდი. მინდა, რომ გამოვწვრვთნა კარგად
და მერე მივუქსიო ვიღაცებს... სასაცილო იყო! ჯარჯის ძმაკაცებსაც რომ

423
ეცინებოდათ, ისეთი. მათ ხომ იცოდნენ, ჯარჯის როგორ დავდევდი. მარიკა
კი მაკრატლით დარბოდა სახლში და იძახდა, ყველაფერს დაგიჭრი მამიდაშე-
ნის გამოგზავნილსო. ძალიან მწყინდა, რა თქმა უნდა! ვერასოდეს დავანახე
კარგი ამ ქალს! სხვას რას ველოდი! ჯარჯის მოუყვა, ზაზამ ცოლად რომ
მომიყვანა, არ მინდოდა დარჩენა, როგორც ქალი ქალთან მივედი იზოსთან
(დედაჩემი) და ვთხოვე დახმარება, არ მიყვარს თქვენი შვილი და როგორმე
გამიშვით აქედან!. მან კი იარაღი დამადო შუბლზე და ასე მითხრა, ჩვენს
ოჯახში შემოსული ქალი ვეღარ წავაო. ისე გავბრაზდი, ისე, რომ ეგ იყო პიკი,
ბოლო წერტილი! ჩემს ოჯახს ცუდად შეეხო! თან, დედაჩემს! რა თქმა უნდა,
მოვინდომე მასთან ლაპარაკი.
– არ გრცხვენია ამხელა ქალს?! შენ ხო არ გავიწყდება, მეც იქ რომ ვი-
ყავი! თუ ძალიან პატარა გეგონე?! გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ
ტიროდა დედაჩემი და მაინც სუფრას შლიდა! შენ კი სულ ხარხარებდი! კარ-
გი მატყუარა ყოფილხარ შენც! ან რანაირად მოგიტაცა ზაზამ?! იარაღი გე-
ჭირა ხელში და გადაგდების მაგივრად, გეთქვა, შე „ახვარო“, სახლში დამაბ-
რუნეო! „თუ ალა ხალ ეგეთი“ („წავეკაიფე“)?! ზაზა რომ დააჭერინე, მაშინ
როგორი იყავი?! „კაროჩე“ რა, რაც გინდა, ჩემზე ის იტლიკინე, მაგრამ დე-
დაჩემს როცა, ახსენებ, პირი გამოირეცხე ჯერ! ოჯახს შეეწირა ქალი! შენ კი
ქუჩის ქალი იყავი! იზო კი არა, ბიჭო! ქალბატონი იზოლდა გიორგევნა! გაიგე
(სახე „ავაძრე“ ნარძლევს)?!
– შენ პატარა იყავი! – ამოიკვნესა, რაღა ეთქმოდა.
– იმხელა ვიყავი, რომ მახსოვს ყველაფერი! ისიც მახსოვს, ზაზას როგორ
უყვარდი და შენ რატომ აღარ გიყვარდა! ასე რომ, წყნარად იყავი, საკუთარ
შვილს ნუ მოაკვლევინებ თავს! „ჩათლახი“ ეს! არ გინდოდა მეგობრობა, ნუ
გინდოდა! ჩემი ოჯახი ცუდად არ ახსენო, ისევ შენთვის სჯობს!
ეს იყო და ეს, დავამთავრე ურთიერთობა მაგ ქალთან! რა თქმა უნდა,
ხმა ვერ ამოიღო. მე ისეთი დეტალები მახსოვდა, შეეშინდა... ვერც მომატ-
ყუებდა. ისიც კი მახსოვს, გაბრაზებული შევედი, სუფრაზე რაღაც შევიტა-
ნე. სადღეგრძელოს ამბობდა მარიკას ძმა გია! გაგიმარჯოთ! აბა, კარგად
იყავითო. მე დავამატე, აბა, ნახვამდის-მეთქი! მათ სიცილი დაიწყეს, მე კი
მართლა „მალე წადით“ ვიგულისხმე. ოჯახს ვერ გადავახტი თავზე, თორემ
დედის ცრემლებს ვერ ვპატიობდი ვერც ზაზას! ყველაფრის მიუხედავად,
მის „ბანძ“ შვილს ვუვლი როგორც შემიძლია, 2 წელია! ეს კი დგას და ჩემს
ოჯახს ლანძღავს, რომლის დამსახურებაცაა მისი „ბანძი“ შვილი რომ მიყ-
ვარს! რომ არა ჩემი ოჯახი, არც ზაზას ხათრით არ ვცემდი ჯარჯის პატივს,
მაგრამ აბა, სად ესმით მაგდენი! ამის მერე, როცა ვრეკავდი, მარიკა თუ პა-
სუხობდა, ვთიშავდი, იმდენად არ მინდოდა მასთან კონტაქტი. ჯარჯის კი
სულ ყოველთვის ლომბარდში ჰქონდა ტელეფონი, რამდენიც არ უნდა მეყი-
და! კარგი ნერვები მქონია, ამდენს გავუძელი, თუმცა არავინ მაძლიერებდა!
წარსულს ვადარებდი ახლანდელს: ზაზა მამას ეუბნებოდა, რაც მინდოდა,

424
არ მაძლევდი და იმიტომ გავხდი ცუდიო... ალბათ, სადღაც გულის სიღრმეში
მჯეროდა, რომ შეეძლოთ უკეთესი აღეზარდათ. ალბათ ამიტომ ვატარებდი
ცდებს ახლა ჩემი ნერვების ფასად! თუმცა მოცემული მასალისგან აშკარად
ვერ გამოვძერწე ვერც კაცი, ვერც ქალი! იმიტო რომ ჩემი ოჯახით ვცოცხ-
ლობდი, განუწყვეტლივ მათზე ვფიქრობდი. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ის
თუ მოხდებოდა ასე და ა. შ. ეგ იყო მიზეზი! სიყვარული იყო მიზეზი! სხვა
ახსნა არა აქვს ჩემს საქციელს! რომელსაც ირგვლივ დარჩენილი „ნაბიჭვ-
რები“ ცუდად იყენებდნენ. ამ შემთხვევაში, ჯარჯიც! მე კი მაინც არ ვწყვეტ-
დი ურთიერთობას, ვაგრძელებდი სიყვარულს! ძალიან კეთილი ვარ, ისეთი
კეთილი, რომ თავს უფლებას ვაძლევ, ეს ხმამაღლა ვთქვა! იქამდე ვუთმენ
ადამიანებს, სადამდეც გულს შეუძლია მათი სიყვარული!
ერთ-ერთ დასვენებაზე სამსახურში მომაკითხა ცქიტომ. ჩემი ოჯახის
სურათები უნდა დაებეჭდა. ფირი იმდენად ძველი იყო, არავინ იცოდა, თუ
ივარგებდა.
– რა ხდება? სურათები არ არის მზად? – ვეკითხები ქმარს.
– იმ კაცმა თქვა, ისეთი ძველია „პლიონკა“, არც კი ვიცი, თუ გამოვა სუ-
რათებიო. მე ძალიან ვთხოვე, რომ გამოიყვანოს, ვუთხარი რომ მნიშვნელო-
ვანია...
– ეგ ხო უკვე ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია! უნდა გამოვიდეს!
– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა, ოდესმე ეგ სურათები ნახო? ისევ
გაიხსენო ის საშინელი პერიოდი? – მეკითხება ცქიტო.
– არც არასოდეს დამვიწყებია! გული კი მიჩქარდება ფიქრის დროს. არ
დაგიმალავ და, მეშინია... დედაჩემის სახე არც მინახავს. ხალხი ამბობდა,
სახე აღარ ჰქონდაო. „კანტროლკა“ რომ დაახალეს, ცოცხალი ყოფილა და
ავტომატი გადაატარესო. ზოგმა, სახეში ავტომატი ურტყესო! რას ერჩოდ-
ნენ?! სახე რატომ დაუმახინჯეს ნეტავ მაგ ბოროტებმა! მეზიზღება ყველა!
– დარდით ვთქვი.
– ჰოდა, მაგის მეშინია, ვიცი, როგორც განიცდი!
– ვალდებული ვარ, ვნახო! მაშინაც უნდა მენახა და მოვფერებოდი დედას
სახეზე! დავუჯერე მეც სხვებს, დედა ლამაზი მახსოვდეს-მეთქი! ხო, გამისკ-
დეს გული! ვიტირო! მოვკვდე! მაინც უნდა ვნახო! ჩემი ოცნებაა ეგ სურათე-
ბი ვნახო და მოვეფერო ისევ, როგორც არ უნდა გამოიყურებოდნენ!
– ჰოდა, აჰა! თუ ოცნებაა, ნახე! – მაწვდის სურათების კონვერტს ცქიტო.
ხელის კანკალით გამოვართვი, ამოვიღე ფოტოების მთლიანი დასტა. ვფიქ-
რობ, ნეტავ, რომელი შემხვდება პირველი?.. ყველა ერთად! კედლის სურათით
დაიწყო. ნელ-ნელა გულზე მარწუხივით მიჭერს... ვეღარ ვუძლებ... მივიხუტე
სურათები, ჩავაქრე შუქი მანქანაში. თავისით მოდიოდა ცრემლები... ყელში
გაჩხირული ბოღმა მახრჩობდა. ამ დროს სიტყვით გამოვიდა ცქიტო:
– მე ბედნიერება შემოვიტანე თქვენს ოჯახში!
– რას გულისხმობ (ან რა დროს თავის ქებაა? – ვფიქრობ)?!

425
– არ ვიცი, უბრალოდ, ასე მგონია.
– სხვა არ შემოიტანდა? შენ შემოიტანე? თუ რის თქმა გინდა, არ მესმის,
ამიხსენი! – გავბრაზდი.
– ასეთი ტრაგიკული ოჯახი იყო, ხალხი რას არ ლაპარაკობდა, იმასაც კი
ამბობდნენ, დედაშენმა იმიტომ გააჩინა ამდენი შვილი, სახელმწიფოს ფული
შეჭამა და რომ არ დაეპატიმრებინათო (რას ბედავს ეს ღორი!).
– იცი, რას გეტყვი შენ?! „ტრაკის თამაშს“ თავი დაანებე, თორემ გაგა-
ტან შენს ბედნიერებას თუ სიხარულს უკან! რა დროს მაგაზე ლაპარაკი იყო
ახლა?! არასდროს არ იცი, როგორ მოიქცე! და რაც არ იცი, მკითხე და მო-
გიყვები, მაგ სახელმწიფო ფულის შეჭმას როცა აბრალებდნენ, 1985 წელი
იყო! ეკაზე იყო ორსულად და გააჩინა! 1986 წელს, მაგის მერე შვილი არ გა-
უჩენია! ან ციხეში რა, არ აჩენინებდნენ, „რეზბალნიცაზე“?! ბაზრის დირექ-
ტორი რომ იყო, იქ მოხდა რაღაც! სურვილი არ მაქვს შენთან ლაპარაკის!
გზას უყურე და ატარე გირჩევნია! არასოდეს იცი, რა დროს რა მითხრა! მგო-
ნი, მოგზავნილი უფრო ხარ ჩემს გასამწარებლად! ჩემს ოჯახში შემოსვლაზე
კი „კაი ბიჭი“ არავინ იტყოდა უარს! უბრალოდ, შენამდე ვერ შევხვდი კაცს!
შენ კი აქეთ მე „გაგქაჩე“ ცხოვრებაში! არ დაგავიწყდეს! როცა ვინმეს ეცნო-
ბი, თორაძეების სიძე ვარო, ეუბნები! რატომ „ბლატაობ“, თუ „საბლატაო“ არ
არის?! დღეს რომ აქ ხარ, საბუთები რომ გაქვს და ამ მანქანაშიც რომ ვსხედ-
ვართ, ესეც ჩემი ნაყიდია! ხო არ გავიწყდება, გიორგი, რაღაცები?! – ძალიან
ვიყავი გაბრაზებული.
– კაი, ხო, ბოდიში! სხვანაირად უნდა მეთქვა და სხვანაირად გამომივი-
და... მაპატიე! – წუხს ცქიტო.
– ჰოდა, კიდევ მე როგორი ვარ, ახსენი! – მოვითხოვე.
– ძალიან კეთილი, ვაჟკაცი, კარგი ადამიანი, კარგი დედა, კარგი ცოლი,
კარგი მეგობარი... – ჩამოთვალა ცქიტომ.
– მერე? ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა! და შენშიც, თუკი რამე კარგია,
მე გასწავლე! კაცური ჩხუბიც კი მე გასწავლე! თავის დაცვა (იცოდა, რასაც
ვგულისხმობდი! მთელი ცხოვრება კაცობას ვასწავლიდი, დღეს კიდევ რას
ბედავს ეს თავხედი!)! ძალიან „უადგილო“ ხარ!
– კარგი, მაპატიე, თამუ!.. რაღაც არ გამომივიდა... სხვა რამე ვიგულისხ-
მე!.. – თავს იმართლებდა.
მუსიკას ავუწიე და გავაგრძელე ფიქრი: 1992 წელი 3 მარტი გამახსენ-
და... ძალიან ბევრი ვიტირე... ლელას გავუარეთ, გია არ წამოვიდა. ჩვენ კი
სახლში არ გვინდოდა, სტუმრად წავედით... მე და ლელა ჩვენთვის ვისხედით
სამზარეულოში და ვყვებოდი ჩემს ტკივილს. ცქიტო ბიჭებთან ერთად იქით
ოთახში იყნოსავდა „გერაინს“ კოკაინით. ნარკომანი არასდროს ყოფილა, ისე
ერთობოდა და მეც არ ვუბურღავდი ტვინს... ან რა აზრი ჰქონდა?! მე 24 სა-
ათი ვმუშაობდი ყოველ დღე და მაინც ვერ გავიგებდი, რას აკეთებდა. მოკ-
ლედ, დავბრუნდით სახლში დილის 6 საათზე. მაგარი „დაგრუზული“ ვიყავი

426
ცხოვრებაზეც და ცქიტოზეც. გადავბრუნდი, რომ დამეძინა, ცქიტოც დაწვა.
მარტო არ ვცხოვრობდით. ოთახი გვქონდა ნაქირავები ცოლ-ქმართან, რომ-
ლებიც გვერდით ოთახში ბინადრობდნენ. ლელა და გია კარის მეზობლები
იყვნენ. ვერაფრით ვერ ვიძინებდი, საშინლად მძიმე საღამო და ღამე მქონდა.
ასე მეგონა, დღეს ჩაცხრილეს ჩემი ოჯახი! ამ დროს ცქიტომ ამოიხრუტუნა
და სუნთქვა შეწყვიტა, მე კედლისკენ ვიყავი გადაბრუნებული, თან მასზე
ნაწყენი. ხელი მივკარი, გიო-მეთქი! რეაქცია არ ჰქონდა! გიო! გიო! – ხმას მო-
ვუმატე. წამოვჯექი საწოლში. გვერდზე ჭიქა დავინახე, წყლით სავსე, ავიღე
და შევასხი წყალი. ისე აისხლიტა, გეგონება, ქვას შევასხი, თან გალურჯდა
გიო! გიო! დროზე, სასწრაფოში დარეკეთ! მოკვდა! მალე!.. მიშველეთ!.. გიო!..
– საშინელება იყო! ჩემს ყვირილზე გიამ დააბრახუნა. მიხვდა, რაც ხდებოდა.
მე ვერ ვინრეოდი, მხოლოდ ვღრიალებდი! მერე მივხვდი, დაბნევა არ ღირდა.
კარი გავაღე.
– დარეკილია, დაწყნარდი! – მითხრა გიამ.
– გია, მიშველე! გია ყური, გაუჭერი! გია, ენა დაუჭირე! მოკვდა, გია, ეს რა
ქნა?! – განწირული ვყვიროდი.
– ეს რა ქენი, გიო! ეს რა ჩაიდინე, შე დებილო (გიაც ტიროდა, თან ენას
უჭერდა)!
– გია, ენა გიჭირავს? მე ვერ მივეკარები, არ შემიძლია! მოვკვდები მეც,
ეგ რომ არ გააცოცხლონ! – მე ვერ ვეკარებოდი მკვდარ ცქიტოს და ამიტომ
გიას ვთხოვდი, როგორმე ეშველა.
გვერდზე ოთახიდან გამოცვივდნენ. ისინიც რეკავენ, მე ვტირი, კედელს
თავს ვურტყამ.
სასწრაფო მოვიდა. ოთახიდან გამოგვყარეს. 45 წუთი მკვდარი იყო. ნემ-
სი გაუკეთეს და გააცოცხლეს. რა მაგარი ქვეყანაა! მკვდრებს აცოცხლებენ!
წაიყვანეს უკვე გაცოცხლებული საავადმყოფოში. წავყევით სასწრაფოს.
– თამუ, როგორ გყვარებია ქმარი! აი, ამ „მაიკის“ ფერი იყავი (ანუ თეთ-
რი)! – „ფლეთმეითი“ მეუბნება.
– კი, მიყვარს! – მეც ვპასუხობ.
გამოიყვანეს ცქვიტო მდგომარეობიდან. ნარკოტიკით ასეთი რამ მანამ-
დეც მოსვლია, „გაპარულა“ თურმე, ერთხელ უკვე „მომკვდარა“.
– ადამიანო, რატომ იკლავ თავს? ხო ხედავ, რომ დოზაც არ იცი. ეს რა
გადამატანინე! – ვეუბნები.
– მთელი ცხოვრება თამუს უნდა უნთო სანთლები, რომ გადაგარჩინა! სი-
ცოცხლე გაჩუქა დღეს ამან შენ! – ლელაც გაბრაზებული ეუბნებოდა.
რაღაცნაირად დაიბოღმა ამ სიტყვებზე ცქიტო, დამაეჭვა. მადლობაც არ
მითხრა, მეც ვეღარ მოვითმინე და ჩუმად ვუთხარი:
– ლამის არ გაგიყოლეს, შე სიკეთის შემომტანო?! სიცოცხლე კი მე გა-
ჩუქე დღეს! სიკეთე მე შემომაქვს, რაც გიცნობთ, თქვენს ოჯახში! დღეიდან
კი, ოდესმე თუ „იკაიფებ“, სიკვდილს თუ გადაურჩები, ჩემთან „რაზვოდს“

427
ვერ გადაურჩები! ახლავე მინდა პასუხი! „იკაიფებ“ კიდევ?! – მკაცრი ტონით
ვუთხარი.
– მართლა რაღაც „სტრანნი“ მოხდა. სურათებმა იმოქმედა ჩემზეც, – მპა-
სუხობს ცქიტო.
– მოიცა! მოიცა! სურათები რო არა, დღეს არ „იკაიფებდი“ ნოდარასთან
ერთად?!
– კი, „ვიკაიფებდი“!
– ჰოდა, ნუ „ნაგლობ“ შენ აქ და ნუ „გაბლატავდი“, რა! და საერთოდ, თუ
ჩემზე კაი ტიპი ხარ და ფიქრობ, როგორც დედაშენი ამბობდა, კარგები ეძ-
ლეოდნენო, მიბრძანდი, ბატონო, არასდროს არავინ გიჭერს (ამაყი ვარ ყვე-
ლა სიტუაციაში)!
– წამში შეგიძლია ზიზღი დამანახო, არადა, ვიცი, გიყვარვარ! მაგ დროს
მართლა გძულვარ? – შეშინებული მეკითხება ცქიტო.
– არ ვიცი, მაგრამ ჩემს ოჯახზე რამეს ცუდად თუ ფიქრობ, მაშინ აუცი-
ლებლად მძულხარ! ჩემზე კარგ გოგოს თუ სადმე ნახავ, გამაცანი რა, აუცი-
ლებლად! გულით დაგლოცავთ! მართლა, მართლა, მაგრამ არ მგონია, ჩემნა-
ირი მშობლები ჰყავდეს ვინმეს და ისე იყოს გაზრდილი ვინმე, როგორც მე
გამზარდეს! – მთელი არსებით ვთქვი.
– ასე „გკიდივარ“?
– არ „მკიდიხარ“, მიყვარხარ, მაგრამ იმიტომ, რომ შენ გიყვარვარ! თუ შენ
არ გეყვარები, ვერც მე მეყვარები. არ მწამს ეს „სტრადაწელობა“ და ცალმ-
ხრივი „სირობობანასი“, ვაა!.. ერთ-ორ თვეში დამავიწყდები! – არ ვატყუებ.
– დაუნდობელი ხარ, მაგარი! – ეწყინა ცქიტოს.
– აუ, ერთი რამ გაიგე, რა! მთელი ოჯახი მიწაში ჩავდე! ვინღა უნდა წა-
ვიდეს მათზე ძვირფასი ჩემი ცხოვრებიდან, რომ ვერ გავუძლო? თან თავისი
ნებით თუ ვინმე წავა, არ „გავკარი“ განდაგანა?! – გავიცინე. სიმართლეს ვამ-
ბობდი და გავედი გარეთ.
– რა „როჟაა“, ეე? მაგარი „სტრანნი“ ტიპია. ვერ იტანს, სხვას როცა აქე-
ბენ, მარტო თვითონ უნდა რო იყოს მაგარი ტიპი. არადა, შენ გადაარჩინე! არ
მესმის, რა! – ლელა შოკშია.
– ძალიან მძიმეა! არ ამბობს ყველაფერს, მაგრამ მგონი მძიმე ბავშვობა
ჰქონდა, რაღაც კომპლექსები აქვს, კი, ნამდვილად!.. „დავიკიდეთ“, რა! მთა-
ვარია, არ მოკვდა! – დავამშვიდე ლელა.
– კი ეტყობა, მაგარი მძიმე როა.
– გიას თუ ეტყვის მადლობას, 40 წუთი მაგისი ენა ეჭირა, რომ არ გადაეყ-
ლაპა! იმედია, მადლობას ეტყვის! – აზრი ისევ ლელას გავუზიარე.
– არ ვიცი, ყველას ზემოდან გვიყურებს, – ლელა წყენით გამოხატავს თა-
ვის აზრს.
– გაჩერდი ახლა, თორემ ვინანებ, რომ გადავარჩინე! – გავიცინე.
ვცდილობ ვიხუმრო და არ ჩავუღრმავდე. მეც ნაწყენი ვარ. სისხლი გაუწ-

428
მინდეს ცქიტოს და საღამოს გამოუშვეს სახლში. ამერიკაში არავინ აპატიმ-
რებს ასეთ დროს ადამიანს. საქართველოში კი იხოცებიან ახალგაზრდები
იმის გამო, რომ ვერ დარეკავს ვერავინ სასწრაფოში, იმიტომ რომ მაშინვე
დააპატიმრებენ, სანამ „გააცოცხლებენ“! ეს ერთი და, მეორე! სანამ სასწრა-
ფო მოვიდოდა საშველად, გასვენების დღე უფრო მალე მოდიოდა! ასე ააშე-
ნეს რუსების „დახმარებით“ ქართველებმა ქვეყანა!
გადავწყვიტეთ, ბინა „მოგვეხსნა“ ორსაძინებლიანი, ერთში მე და ცქიტოს
გვეცხოვრა, მეორეში – ლელას და გიას. მშვენივრად მოვეწყვეთ ოთხივე ერთად.
სასამართლო გავიარე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვდი. მოსამართ-
ლე და პროკურორი გაოგნებულები მისმენდნენ ჩვენების მიცემის დროს...
შესვენება მოითხოვა, ისე იმოქმედა ადამიანზე. რუსი ადვოკატი ნატაშა შოკ-
ში ჩავარდა. მილიონი წელია ადვოკატი ვარ და პროცესზე ხმა რომ არ ამო-
მეღოს, ეს პირველად მოხდაო... ქართველი ბიჭი იყო თარჯიმანი, რომელმაც
ასევე მითხრა, 10 წელია ამ საქმეში ვარ და ასეთი ჩვენება ჯერ არ მომის-
მენია, შოკში ვარ კაციო! შესვენების შემდეგ მოსამართლემ მკითხა, ბოლო
სურვილს რას ვისურვებდი იმ დღეს. მეც ვუპასუხე, რაც ყველაზე მეტად
მჭირდებოდა – ღმერთის წყალობას! მე მეტი არაფერი არ მჭირდებოდა! მან
კი წარმატებები მისურვა ცხოვრებაში და გაიზიარა ჩემი უბედურება. იმედი
მაქვს, ამერიკა უკეთესად მოგექცევა და ბედნიერებას მოგიტანსო. მადლო-
ბაც გადამიხადა, სხვა ადამიანებისთვის გზა გახსენი დღეს შენ და იმდენი
რამ გაგვაგებინე, უფრო ღრმად და ყურადღებით მოვექცევით სხვა დაზა-
რალებულებსო. მადლობა მოსამართლეს! პროკურორს! ამერიკას! პირველ
რიგში, ღმერთს!
– არ მესმის, ასე რატომ ხარ გადაყოლილი ჯარჯიზე, ჰყავს მაგ ბავშვს
დედა და მამობილიც! შენ კიდევ ამ სიშორეზე წამოსული, შენს შვილებს მოწ-
ყვეტილი თავს ევლები... მაგით ჩვენს შვილებს აკლებ... – მეუბნება ცქიტო.
– ღმერთო ჩემო! რა ღორი ხარ! მამა არ ჰყავს იმ ბავშვს! ჩემი ძმისშვილია!
ძალიან ადვილი გასაგებია, მე რომ არ ვიყო, ჩემს შვილებს ზაზა უკეთ მიხე-
დავდა (ვითომ? რა ვიცი, მაინც!), ვიდრე მე ვპატრონობ მის შვილს. შენსას
არაფერს ვაძლევ, ჩემს ნაშრომს მე მივხედავ! – გაბრაზებულმა ვთქვი.
– აჰა, უკვე დაიწყე „ჩემი-შენი“, ხო?
– ასე გულზე რატომ მოგხვდა? ხო, ჩემი და შენი! და საერთოდ სად მიდის
ეს ჩემი ნაშრომი? ყოველი კვირის ბოლოს მოდიხარ კუნძთან და ხელფასი მი-
გაქვს ჩემი! მაგიტომაც აძლევ შენს თავს ამდენის უფლებას! საკუთარ ძმისშ-
ვილზე „მიტრაკებ“, კინოში რომ მივდივარ გოგოებთან ერთად, როგორც კი
სამსახურიდან დროს ვიხელთებ, „მიტრაკებ“, მკითხეო! რომ გეუბნები, მივ-
დივარ, არ არის საკმარისი?! თუ შეიძლება, გიორგი, წავალ? რა, მამაჩემი
ხარ?! თუ პრინცესასავით მაცხოვრე და ვერ დაგიფასე?! რაც გიცნობ, ჩემს
კმაყოფაზე ხარ შენც და მთელი შენი ოჯახიც! მარიკა არ მეყოფა, ეჭვის ბუ-
კეტი, ახლა შენ! ღორები და ეგოისტები ხართ! შენი დედაც მოვტყან, თუ არ

429
გესმის, რა! – შევაგინე და ტელეფონი გავუთიშე, გამწარებულმა თიკის და-
ვურეკე (ჟორას ცოლს), მოვუყევი:
– მაგარი გაბრაზებული ვარ, როგორ ბედავს ხმის ამოღებას ჯარჯიზე?
ჩემი ძმისშვილია, ძმისა, რომელიც არ მყავს! როგორ არ ესმის ტიპს ამდენი?
მამა არ ჰყავს, დედა უკეთებს ყველაფერს წლებია, მე კიდევ 2 წელია, რაც
ვეხმარები... არ ვიცი, რა სჭირთ ადამიანებს, რატომ არიან ღორებივით!
– აბსოლუტურად მართალი ხარ! შენი ნებაა, როგორ მოიქცევი!.. მაგას
თავში აუვარდა, ბევრი რამ რომ აპატიე! – მითხრა თიკიმ.
– რა ვაპატიე?
– აი, ის რა!..
– რა ის, თიკი? რა ვაპატიე? – გული ამიჩქარდა, თითქოს სულ ველოდი,
სიმართლეს გავიგებდი, რომელიც მომკლავდა.
მაიამ მითხრა რაღაც, მეგონა, შენც იცოდი... – დაბნეული მეუბნება თიკი.
– არ ვიცი და მომიყევი სიტყვასიტყვით, რაც არ უნდა ცუდი იყოს, არა-
ფერი არ დამიმალო!
– ვაიმე, იქნებ არ უნდა მეთქვა? ისედაც შენი და შენი დის ამბავში მე
გავეჩხირე!..
– ახლა მორჩი „ტრაკის თამაშს“! ეგ რა მეგობრობაა, ყველასთან კარგად
იყო და არ თქვა სიმართლე? არ არის ეგ სწორი! მოყევი! – მკაცრად მოვით-
ხოვე.
– მაიამ თქვა, შევუსწარი ერთხელ, ნინო და გიორგი „თომარობდნენო“, –
თიკიმ ძლივს თქვა ეს სიტყვები.
არ ვიცი, ეს რა იყო, ენით აღუწერელი რამ დამემართა! ქმარსა და დამპალ
დაზე ამის გაგება?! ეს იყო უბედურება! ეს იყო გულის გაფლეთა! წამით მეგო-
ნა, ვერ გავუძლებდი. მეც არ ვიცი, როგორ მოვიკრიბე ძალა და გავაგრძელე
საუბარი, თუმცა ბევრი არაფერი იყო სათქმელი. მინდოდა წავსულიყავი, ცქი-
ტოსთვის თვალებში შემეხედა და შემეფურთხებინა! არა, მაგას აზრი არა აქვს!
ფუ, როგორ შემეზიზღა! „ვაფშე“ არ დავურეკავ! არც ვნახავ! ისე „გააჯვას“
ჩემი ცხოვრებიდან!.. თვითონ დარეკავს, შეეშინდება, საბუთები ჩამოერთმევა
იცის, ჩემთან გაყრისას, ავტომატურად! ეგ ისეთი „ქლესა“ ყოფილა! ვიქნები
აქ, კუნძთან და რომ გამოჩნდება, ვეტყვი, რომ ყველაფერი ვიცი! მერე რაღას
იტყვის! და რომ, უბრალოდ, მძულს! რისი ღირსია ეგ?! საშინელების! ისე იქნებ
არ არის მართალი და მაიამ ბოლომდე იგველა? მაგათ ხომ არ მოსწონთ ჩემი
ბედნიერება?! არ ვიცი, შოკში ვარ! ამ ფიქრებში გავიდა სამი დღე. მინდებოდა
საშინელების გაკეთება, მაგრამ ისე მძულდა ცქიტო, საერთოდ დავკარგე რა-
მის გარკვევის სურვილი! რა ვქნა? ვერც ვერავის ვეტყვი... ჩემში დავიტოვო
და ასე მარტო მოვკვდე? ეს რა უბედურებაა! არა რა, ეჭვი რომ გაქვს რამის,
„ზნაჩიტ“, ეგრეა, რა და, „შეეცი“! ავიღე პასტა, ფურცელი, 4 თაბახის ფურცე-
ლი... ვწერე, კონვერტში ჩავდე, მარკებიც დავაკარი და დავდე დილისთვის,
რომ გამეგზავნა. ისე მძულდა, ხმის გაგებაც არ მინდოდა მაგისი (ცქიტოსი).

430
წერილში ყველა ჩემი ეჭვიანი დღე იყო აღწერილი, თუ როგორ მაჯერებდა,
რომ მეჩვენება და არაფერი ხდებოდა მათ შორის, თუ როგორ ტიროდა და ა. შ.
ისე, რა ცოდოა ამხელა „გრეხის“ პატრონი! როგორც კაცს, მაგას წესიერად ვინ
შეხედავს, ნეტა?! ვაა, რა საშინელებაა მისგან 2 შვილი! ნეტა ისინი როგორები
იქნებიან? ამის გაკეთებას დიდი „ნაბოზარი“ სულისა და ხორცის პატრონი თუ
შეძლებს, ჰმ! შაჰ აბასობა მოუნდა რა! ოთხი გოგო ოჯახში!.. მერე რა, რომ
ცოლისდები არიან, მერე რა, რომ კაცობაზე წინ სასქესო ორგანო დააყენა?!..
ან იქნებ უყვარდა ნინო, აღარაფერი მაინტერესებს, ჩემი სათქმელი ვუთხარი
წერილში. ვერ მეღირსება ვერასდროს!
ვერც ვერავისთან ვერ ვყვები ამ ამბავს. საშინლად ვგრძნობ თავს, ში-
ნაგანად განადგურებული ვარ. როგორ ვიძინებ... ვიღვიძებ, არ ვიცი, ან რა
ძალა მომცა ღმერთმა მოთმინებისა? ადრე რომ გამეგო, ხომ ვერ მოვით-
მენდი და ორივეს „დავბრიდავდი“! როგორც იქნა, ჩამეძინა მეოთხე დღეს.
შუაღამისას კუნძის სახლის ტელეფონი რეკავს, გული გამისკდა. არ მიყვარს
შუაღამის ზარები!
– ჰელოო!
– მე ვარ! – ღორი ცქიტო მეუბნება.
– მერე, სახლის ტელეფონზე რას რეკავ, თან ამ დროს! რა გინდა?! – ვპა-
სუხობ.
– მანქანას მოგიყვან დღეს შენსას, არც გნახავ. გასაღებს შიგნით დავტო-
ვებ, მე დღეს სახლიდან მივდივარ!
– ძალიან კარგი! მე აქამდე წავიდოდი შენს ადგილას, თუმცა შენს ადგი-
ლას ცხოვრებაში არ მოვხვდებოდი და არ მოვხვდები!
– დედა მაგინე ოთხი დღის წინ და ახლა აქეთ „მაწვები“?! -„გაბლატავდა“
ღორი.
– გაგინე?! რო არ „გბრიდავ“, შე „თესლო“, არ გიკვირს?! ბიჭო, შენ ხომ
მაინც იცი! კაი, მე არ ვიცი, ვთქვათ, და გაგივიდა ამხელა ტყუილი! ამდენს
მაინც როგორ ტლიკინებ, შე „ნაბიჭვარო“?! დას მიტყნავდი წლები! მერე არ-
ხეინად გვერდზე მიწვებოდი და იძინებდი! შენ საერთოდ რაზე უნდა გელა-
პარაკო, ან როგორ არ გეშინია ღმერთის, ამხელა ცოდვა დაიდე! ან შვილზე
არ გიფიქრია, ან რა დაგიშავე, ისედაც გაუბედურებულს ამხელა უბედურება
დამიმატე! შენ კაცი ხარ საერთოდ?!
– რას ამბობ! რა დას გიტყნავდი, შენ ხომ არ გაგიჟდი! – თავხედი ღორი
„ატაკაზე“ გადმოდის.
– კარგი! კარგი! იმის „ტრაკიც არა გაქვს“, ბოდიში მოიხადო და აღიარო!
თან როგორი ცოლი ვიყავი შენი! არ მინდა შენთან ლაპარაკი, დავამთავრეთ
ყველაფერი, კარგად იყავი!
– არ წახვიდე, გთხოვ!.. მოვალ შენთან, მანდ ვილაპარაკოთ! – ტირის.
– არა! მე და შენ აღარ გვაქვს სალაპარაკო!
– გვაქვს! მინდა ყველაფერი მოგიყვე... ახლავე მოვდივარ!

431
– ჩემთან მოსვლას ეკლესიაში წახვიდე, სჯობია და იქ მოინანიო! ბავშ-
ვებს არ შეხვდეთ უბედურება შენ გამო, თორემ მართლა ვერ გადამირჩები!
– ვთქვი და დავკიდე ყურმილი.
არ ვიცი, როგორ ვარ... მარტოსული დიდ ამერიკაში, მეგობრები კი მყავს,
მაგრამ რა? ყველაზე დიდი და ახლო მეგობარი, მეგონა ცქიტო იყო, 9 წელი!
მატყუებდა მთელი ეს წლები?! ნეტა როდის დაიწყო? მე რომ პირველად ვიეჭ-
ვიანე? მარიშკაზე 9 თვის ორსული ვიყავი. არა რა, ნათქვამია, ავადმყოფი
საწოლშივე უნდა „მოიტყნასო“! აი, მაშინვე უნდა მივმხდარიყავი და ორივე
გამეგდო სახლიდან! მაგრამ როგორ დამეჯერებინა, ასეთი გველი რომ იყო?!
ნახე, რა მაგრად თამაშობდნენ: ეს ხომ დიდი ცოდვაა ჩვენზე ეჭვიანობა? –
ამით „გამადურაკეს“?! ფიქრებმა სულ „გამარეკინეს“. მეზიზღებოდა ყველა,
აღარ მჯეროდა არავისი. ეს „სირიც“ მოვიდა, ცქიტო. მუხლებზე დაეხეთქა,
ბღავის, მოთქვამს. აბა, ახლა ეს კაცია?! შეიძლება ასეთების სიყვარული?
ჩემს თავს ვეკითხები! ფუ, ვისი ცოლი ვიყავი! სირცხვილი შენ! ოჯახში ვინ
შეიყვანე!
– მაპატიე, თამუ! მე შენი სიყვარული წამით არ შემიწყვეტია!.. სატანაა†
შენი და! ვიცი, არა აქვს გამართლება, მაგრამ მაინც უნდა მაპატიო!.. თავს
მოვიკლავ, „გავიჩხირავ“ („სირი“!)!
– ხოოო, ისე ადვილად „იპარები კაიფში“, მაგრამ მე არ მინდა შენი სიკვ-
დილი. დიდი ხანი უნდა ატარო შენ ეგ ტვირთი! რა გეგონა, ვერასოდეს გავი-
გებდი?! რამ გაიძულა ასეთი „პროჭი“ იყო?! ან როდის დაიწყო ეს ყველაფე-
რი, ან როდის დამთავრდა?!
– არა აქვს მაგას მნიშვნელობა! მეზიზღება ნინო და სულ მეზიზღებოდა!
– ზიზღით „ჟიმავდი“? რა სექსუალურია ზიზღით „ჟიმაობა“! როგორ მეუბ-
ნებოდი?! მაგას არ გააკეთებინო საჭმელი, მეზიზღება მაგის ხელებიო?! შე
მსახიობო, შენა!
არ ვიცი, საერთოდ, რატომ ველაპარაკებოდი, ან რატომ ვუსმენდი! მეცო-
დებოდა? თუ გამწარება მინდოდა ბოლომდე? ალბათ, ორივე!
– კარგი ქმარი ვარ, თამუ! სულ ვცდილობ, ეგ წარსული გამოვასწორო...
ჩათვალე, რომ ამერიკაში სხვა კაცი გაიცანი და მეორედ გათხოვდი! ჩათ-
ვალე, რომ მე ის არ ვყოფილვარ!.. მთელი ჩემი ცხოვრება შენ მოგიძღვენი,
„რულეტკაზე“ შემოვდე მთელი ჩემი გრძნობები!.. თუ შენ ხელს მკრავ, ვერა-
სოდეს გავიხარებ!
– მე ის მიკვირს აქამდე როგორ ხარობდი, ან როგორ მითხარი, შენს
ოჯახში სიკეთე შემოვიტანეო?! თორაძეების სიძეობა „კაი ბიჭისთვის“ საამა-
ყოა და შენ, ვიღაც „სირმა“ ეგ როგორ მითხარი?! ამხელა სიბოროტე გქონდა
ჩადენილი! რითი განსხვავდები იმ „ნაბოზარი“ „ბოროტებისგან“ ან სხვა „ნა-
ბოზრებისგან“, ოჯახი რომ ამომიხოცეს?! შენ ჩემი შექმნილი და ჩემი დანარ-
ჩენი ოჯახი გაანადგურე! შენ ჩემი საყვარელი მშობლების საძინებელში, სა-
დაც სიყვარულით გვაჩენდნენ, ჩემს საკუთარ დასთან „ჟიმაობდი“! ფუ, არც

432
ვიცი, რა გითხრა! წადი, მოინანიე ეგ ცოდვა! ბავშვებზე არ გადავიდეს! ერთ-
მანეთს ქმრები არ „დაუჟიმონ“! წადი! წადი! აღარ მინდა შენთან ლაპარაკი!
– როგორც მეგობარს, ისე მომისმინე, ყველაფერს მოგიყვები, გთხოვ, მო-
მისმინე (სირი! კიდევ რომ აქვს სათქმელი!)!
– კარგი, გისმენ! შვილებს ვცემ პატივს! მარტო მაგიტომ გისმენ!
– რამდენჯერ შენ გძინებია, მე გიყურებდი და ვტიროდი, როგორი კარგი
ცოლია და მე რას ვუკეთებ!.. გიყურებდი და ღმერთს ვთხოვდი, ძალა მოეცა.
პირობას ვდებდი, რომ აღარასოდეს გავეკარებოდი ნინოს, მაგრამ ის მიწ-
ვევდა. სანამ მანქანას გარაჟიდან გამოვიყვანდი, შიშვლდებოდა და მანქანა-
ში მიხტებოდა. ნამდვილი სატანა† იყო! რაღაც აღარ მაქცევ ყურადღებასო.
სულ დამდევდა!.. – ტიროდა „სირი“.
– ნუ ხარ „ნაგლი“ ბიჭი! ერთი „გეხია სიფათში“! თუ შენც არ გინდოდა,
გეთქვა, მსგავსს თუ გაბედავ, შენს დას ვეტყვი-თქო! მაგრამ არა! ერთად
დაიწყეთ ეგ ყველაფერი! ახლა შენ გინდა თქვა, რომ ნინომ შეგაცდინა?! ერ-
თმანეთი შეაცდინეთ! მე ორივეს „გეკიდეთ“!
– ნინო შენი და არასდროს ყოფილა, ყოველთვის სძულდი და სულ შურდა
შენი! – „სირი“ სიმართლეს ამბობს.
– ოჰ! კაი კაცო! შენ ხომ იყავი ქმარი, რომელსაც გიყვარდი! ვაიმეე,
ერთი საათით ადგებოდეს მამაჩემი მიწიდან, რა! დედას მოგიტყნავდა! ეს
ერთი! „ცვეტში“, მოგაჭრიდა! ეს მეორე! და ნინოს ცოლად მოგაყვანინებდა!
ვერასდროს ვერ „გაჟიმავდი“ და ბედნიერად იცხოვრებდით ორი ვირთხა
ერთად გალიაში! მაგის მეტი არაფერი გეკუთვნის შენ, გიორგი ცქიტიშ-
ვილო თეიმურაზის ძევ! კეკელიძეზე კი არა, შენ სადმე ღრმა ჯუნგლებში
უნდა გეცხოვრა, სისხლს სადაც ურევენ ერთმანეთში! შენ რა კაცი უნდა
იყო ცხოვრებაში! ან როგორღა გჯერა, რო გენდობი ოდესმე (ჩემი სიმართ-
ლე ანგრევდა ეშმაკს†)!
– მაპატიე!.. – ტირის, სკდება „სირი“. ღმერთმა გაპატიოს! წადი, მოინანიე!
ბავშვების გამო ვდარდობ, თორემ შენ „ვაფშე“ რისი ღირსი ხარ!
არ ვიცი, რატომ მოვაყოლე დეტალები, ძალიან ბევრი, რაც მეგონა, მარ-
თალი აღმოჩნდა – ნომერიც თვითონ მისცა, ნინომ ამერიკაში რომ დაურეკა...
თან იშორებდა, მარიშკას და ქეთას თვალებში როგორ შევხედოთო. თურმე
შორენა-ვილიმაც იცოდა ეს ამბავი! ნინოს ასწავლიდა, თავი როგორ დაეცვა,
სიძისგან რომ არ დაორსულებულიყო! სალოცავი კუთხე მქონდა სახლში, მე
რომ შევდიოდი სალოცავად, იცოდნენ, რა დრო მჭირდებოდა. სატანის† ეს
ორი მსახური, ქალ-ვაჟი, დროს მოიხელთებდა და „ქერაობდა“ ან თათარიახ-
ნად „ჟიმაობდნენ“, რაც თვითონ მითხრა ცქიტომ! მე კიდევ ამ დროს ღმერთს
მშვიდობას ვთხოვდი და ყველას კარგად ყოფნას!
– როგორ ბედავდი? ღმერთის არ გეშინოდა?! მე ვლოცულობდი, ადამიანო,
და შენ მეშვიდე ოთახში საშინელებას სჩადიოდი?! ღმერთის არ გეშინია?!
– იმ წუთას ვერ ვფიქრობდი. მერე ვდარდობდი.

433
– ვაა, ასე ძაან გინდოდა?! გამშორებოდი, რაღას იყავი ჩემთან?!
– შენ ჯერ მარიშკათი ერთობოდი, მერე – ქეთათი, ჩემთვის არ გეცალა...
წესიერად ურთიერთობა არ გვქონდა ლოგინში. არ ვიმართლებ თავს მაგით,
ისე გიყვები!.. თავიდან ვიფიქრე ჩემს ყოფილ ძმაკაცებს მისცემს და ჯობია
მე დავაკმაყოფილო, ვიდრე მთელმა თბილისმა გაიგოს-მეთქი. ვიცი სისულე-
ლეა და ეს არ არის გამართლება! ალბათ, მეც ბავშვი ვიყავი (სირი! როგორ
ამოსდის პირიდან ეს სიტყვები!)!
– რამდენი წინადადება თქვი და არცერთში კაცური არ ურევია, ის 14
წლის იყო, შენ – 18 წლის! რამდენი ხანი გრძელდებოდა?..
– რამდენი ხანიც ერთ სახლში ვცხოვრობდით (სირი!).
– 3 წელი და 6 თვე, თუ იქიდან ავთვლი, მარიშკაზე 9 თვის ორსული რომ
ვიყავი. და, რამდენჯერ გქონდათ? – არ ვიცი, რატომღა ვეკითხები.
– რა მნიშვნელობა აქვს (სირი)?!
– რო გეკითხები, ესე იგი, აქვს, ერთხელ თუ თხუთმეტჯერ?
– არ ვიცი (სირი)!
– უთვალავჯერ, ესე იგი!.. შენი პირველი ქალი მე ვიყავი, მერე – ჩემი და
მიემატა და... რა „ბანძი“ ხარ, ხვდები? როგორ უნდა გცე პატივი? იცი, მეცო-
დები ძალიან! ეს ვინმემ რომ გაიგოს, სასტიკად დაისჯები! სახლში არავინ
აღარ შეგიშვებს, იცი?! მე რომ შვილი მყოლოდა და მოგეყვანე ცოლად, შენ
იმისკენაც გაიწევდი, ნინოს ხასიათი რომ ჰქონოდა, ხო „იასნია“!..
– არა, რას ამბობ! ნინოსნაირები იშვიათია და რაღა ეგ სატანა† გაჩნდა
თქვენს ოჯახში (სირი! სირი!)!
– შენ სატანის† მსახური ხარ, ბიჭო! და ჩუ! შენ კაცი ხარ! მეტი მოგეთხო-
ვება! ის ბოზია სულით და ხორცით და შენ უნდა გეკაცა! ახლა რო კიდე თავს
იმართლებ, ვგიჟდები! ცუდად გამიმეტე, რა! ჰმ, შენს ძალებს აღემატება! ის
ხო ბოზია, ყველას უწვება! ძმას დაუწვება, რო შეეძლოს! მოტყუებით მაინც!
პარიკს გაიკეთებს, ვითომ სხვა არის, ოღონდ კაცის სასქესო ორგანო არ „გა-
მაზოს“! „აზაბოჩენი“ ავადმყოფია! დიდი ხანია ეს ვიცი და ეგ ქალი მკვდარია
ჩემთვის! აი, შენ კი მაგარი ადამიანი მეგონე. მიკვირს, მამაშენის შვილი ეგე-
თი ცუდი როგორ გამოხვედი?! უპატიოსნესი მორიდებული კაცია! ეტყობა,
ნოდიების მხარეს გადაგქაჩა გენეტიკამ! თუმცა რას გაიგებს! შენც ყველას
კარგი კაცი ჰგონიხარ! ასეთი საშინელების ჩამდენი თუ იყავი, რას ვიფიქ-
რებდი და მერე, ვითომც არაფერი, ისე აგრძელებ ცხოვრებას!
– საუკეთესო ქმარი ვიქნები, თამუ, მაპატიე ეს ერთი ცოდვა! გპირდები!
ის, რაც იყო, შეცდომა იყო (სირი!)!
– რამდენჯერ გამღვიძებია ტირილით, მერე შენ გეჩხუბებოდი. რატომ
ვხედავდი ამ სიზმრებს, თითქოსდა წაგასწრებდით საძინებელში...
– ვგიჟდებოდი! თავი მინდოდა მომეკლა (ღორი!)!
– მერე, მოგეკლა! მაგრამ ვერ გავიგებდი სიმართლეს! აი, რატომ არ მოკ-
ვდი აქამდე! სიცოცხლე გაჩუქე! რომ მცოდნოდა, მაინც გაჩუქებდი! შენ ძა-

434
ლიან დიდხანს უნდა იცოცხლო! ატარო შენი ტვირთი! – მე საკმაოდ გაწონას-
წორებული ვამბობდი ამ სიტყვებს.
– გეზიზღები? – კიდევაც რომ მეკითხება ღორი!
– არ ვიცი! თან მეცოდები! წინ დიდი უბედურება გელის, მომაკვდინებე-
ლი ცოდვა ჩაიდინე! კაცობაზე ხო შენთან ლაპარაკიც ზედმეტია, წადი ეკლე-
სიაში! წადი!
ასე გავუშვი ეკლესიაში. რუსულში დავდიოდით... პირველად მივიდა
აღსარებაზე. მომაკვდინებელი ცოდვაა ეგ, შვილო, – მოძღვარმა უთხრა,
– ამდენი წლის მერე რამ მოგიყვანა აქო. „სირმაც“ უთხრა, ცოლმა გამომგ-
ზავნაო. მდიდარი სული ჰქონია შენს ცოლს, ეკლესიაში გამოგიშვა და არა
სასაფლაოზე! მისი გადასაწყვეტია ამის პატიება და შენთან ცხოვრებას შეძ-
ლებს თუ არაო. მეც მიმიწვია, ლაპარაკი მსურსო. დავდიოდით იმ ტაძარში,
მაგრამ იქ აღსარება არასდროს მითქვამს. მეც წავედი, მოძღვარი ვნახე.
– რას ფიქრობ? შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მართლა ნანობს და განიც-
დის და უყვარხარ შენს ქმარს.
– მძულს, მამაო, რო ვუყურებ, „ატვრაშენია“ მაქვს, როგორც ადამიანი,
თითქოს სადღაც მეცოდება კიდეც, მაგრამ მაინც ვერც ვენდობი, ძალიან
მელა და უნამუსო ადამიანია! როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება? ნუთუ
ამას უშვებთ... – გაკვირვებულმა ვკითხე სულიერ მამას.
– დიდსულოვნებაა ამხელა რაღაცის პატიება, თუმცა ღმერთისგან ნება
დართული გაქვს, არ აპატიო, ცოდვაშიც არ ჩაგეთვლება, მაგრამ გახსოვ-
დეს, ოჯახის საძირკველი ქალია. ახლა ახალგაზრდა ხარ და ლამაზი, რომ
მოხუცდები, დაჭკნება ყველაფერი. გვერდში ისეთი თანამგზავრი გჭირდება,
რომელსაც ეყვარები დამჭკნარიც, – მარიგებს მამა.
– კი მაგრამ, მამაო, ლამაზს რა მიქნა და დამჭკნარს რას მიზამს? ალბათ,
იმის თქმა გნებავთ, ის რომ დაჭკნება და ვეღარაფერს შეძლებს, ერთგულად
იქცევა, არა? ჰმ!.. – მოძღვრისადმი გაოცებას ვერ ვმალავ.
– არა, მაგის თქმა არ მინდოდა, ნანობს ძალიან! ისე ძალიან, რომ ცხოვ-
რებაში არ გიღალატებს... ისე, რომ მთელი ცხოვრება ხელის გულზე გატა-
რებს... დამიჯერე, შენ მაგ მტკინვეული ამბით სამუდამოდ მოიპოვე შენი
ქმარი!.. – აგრძელებს მოძღვარი.
– ეჰ, მამაო, მამაო! რატომ გგონიათ, რომ ასე კარგად იცნობთ? ხვალ
სხვა რამე დაიპყრობს, ან ასეთი საშინელი წარსულით როგორ ვიცხოვრო?
არა, არ გამოვა!.. თქვენ ნურაფერს ეტყვით, მე გადავწყვეტ, რა და როგორ
იქნება.
ასე დამთავრდა მოძღვართან საუბარი. „სირი“ კი თავს არ მანებებდა,
მოდიოდა კუნძთან, მეხვეწებოდა, მეპატიებინა. ყველაზე საშინელება კი ის
იყო, უკვე მზად ვიყავით თბილისში ჩასასვლელად ერევნის გავლით. ისიც,
მალულად უნდა შევპარულიყავით თბილისში, ჩემს მტრებსა თუ მკვლელებს
არ უნდა გაეგოთ. ამერიკაც არ გამიშვებდა, რადგან საშიში იყო ჩემთვის

435
თბილისი. მე კი ბავშვებისა და ჯარჯის ნახვა ისე მინდოდა, ვკვდებოდი. შვი-
ლები სამი წელი ნანახი არ მყავდა! ჩემი ბუკიც მაგ დროს ჩადიოდა თბილის-
ში. აუცილებლად მინდოდა მასთან ყოფნა, გვერდში უნდა ვდგომოდი! ჩემი
ვალი იყო! გელა სალომეზე ქორწინდებოდა. ესეც ტრაგედია იყო. ეშმაკე-
ბის† პარადი! ისევ ფიქრებმა გამიტყუეს... როგორ მოვიქცე? ფაქტია, აღარ
მიყვარს „სირი“. ყოველივეს გაგების შემდეგ როგორ შემეძლო მყვარებოდა.
სიყვარული ხომ დამსახურებითაა, ეს ხომ ადამიანზეა საუბარი და არა ჩურჩ-
ხელაზე, რომელიც სულ მიყვარს, რაც არ უნდა მძაღე ნიგვზიანი ან თხილი-
ანი შემხვდეს. რა გავაკეთო ახლა? რომ შემესწრო, ორივეს „დავბრიდავდი“,
ვიცი! ამდენი წლის მერე აღარც მახსოვს ნინო, რატომ ავიკიდო ცოდვა ან
„სროკი“ ამ ორი ავადმყოფის გამო! დაშორებულები ისედაც ვართ, მე კუნძ-
თან ვცხოვრობ და ვმუშაობ ნიუ ჯერსიში, „სირი“ – ბრუკლინში. თბილისში კი
ერთად წავალთ, ბავშვებს არ გავუმწარებ ბავშვობას. მოვითმენ ცოტა ხნით,
ან რა არის მოსათმენი? აღარც მძულს, აღარც მიყვარს. აი, ცქიტო „სირს“ კი
ძალიან ვუყვარვარ! ასე ძალიან არასდროს ვყვარებივარ. ჰოდა, თავისით და-
იტანჯება... ჯარჯიმ არ უნდა გაიგოს. იქ ახლა საქმეების რჩევები და „ტრუ-
პობანა“ არ მინდა, ნამდვილად! მოკლედ, უნდა შევძლო, მშვიდი ქალის ქურქ-
ში გავეხვიო და ისევ ასე შევუსრულო, რაც ეკუთვნის... ვფიქრობ: წარსულ
„გრეხებს“ ასე ადვილად ხომ ვერ შეარჩენ? ვერა! რის გაკეთება მოგწონს
ყველაზე მეტად, ადამიანს როცა შორდები? იმის, რომ ოდესღაც მიხვდეს,
რა დაკარგა და მწარედ ინანოს... ბოლოს ცქიტო „სირმა“ თბილისში დაჩაჩა-
ნაკებული მნახა, განადგურებული! დაზე რომ ნერვიულობს ქალი, ჩემი ქმა-
რი ხომ არ უყვარსო. ახლა კი ლამაზს, მშვიდსა და მხიარულს მნახავს. მაგ-
რად უნდა ვანანო ღალატი! ოღონდ გახსოვდეს, ქალურად და არა კაცურად!
ქალშიც არის ვაჟკაცი, მაგრამ „სირებთან“ ვაჟკაცობა არ ღირს, ეს ხომ უკვე
ვიცი... ეს გველი ისე შემოძვრა ჩემს ოჯახში ბინძური აზრებით, როგორც
ბერდია ქარცივაძემ გაიტყუა „ბოზურად“ თორაძეები. ხო იხვეწება, მაპა-
ტიეო! ჰოდა, ვნახოთ, რამდენს გაუძლებს და როგორ მაპატიებს! რა თქმა
უნდა, ღალატი არ მიფიქრია. არც არავინ მაინტერესებდა იმ დღემდე. ქმარი
მიყვარდა და ასე ორ დღეში არც მომინდებოდა სხვისი შეყვარება. უფრო
მეტიც, კაცის დანახვა არ მინდოდა! ტელევიზორში თუ გოგო და ბიჭი ოდნავ
ეხებოდნენ ერთმანეთს, ცუდად ვხდებოდი. მომენტალურად ცქიტო და ნინო
მიდგებოდნენ თვალწინ... მეზიზღებოდა სექსი! მეზიზღებოდა ადამიანები...
ვიღასთვის უნდა დამეჯერებინა?! ტელევიზორს ვინ ჩივის, საერთოდ შევ-
წყვიტე ყურება... არც კაცს გავცემდი ხმას, მაგრამ მთელი უბედურება ის
იყო, რომ ლოცვაც შემაძულეს! ღმერთო, მაპატიე! ეს კი უფრო მაზიზღებდა
ცქიტოსა და ნინოს – ხელში დავიჭერდი თუ არა ლოცვანს, ვერის სახლი მახ-
სენდებოდა... მახსენდებოდა, როგორ ვლოცულობდი... მეშვიდე ოთახში კი
ისინი მღალატობდნენ! თვეები დამჭირდა, ლოცვას დავბრუნებოდი. როგორ
მინდოდა ჩემი ოჯახის ერთი წევრი მაინც მყოლოდა გვერდში. ერთი ჯარჯი

436
მეგულებოდა და ისიც ვერ გამეგო, ვისი იყო. არც ის ვიცოდი, როგორ „გადა-
ამუშავებდა“ ჩემს დარდს. ვერავის ვერაფერს ვუყვებოდი. ის მტანჯველი პე-
რიოდი უნდა გამევლო. თითქოს „მეკიდა“ – აღარც მძულდა, აღარც მიყვარ-
და ცქიტო, მაგრამ რომ ვხედავდი, მახსენდებოდა, როგორ მიმსხვერპლეს...
ცქიტოს ძმას, ლაშას, დავურეკე:
– აზრზე ხარ, ლაშ, ეს რა გააკეთა? გახსოვს, სიზმრებს რომ გიყვებოდი?
– კი და, მე ვხვდებოდი. ვუთხარი რამდენიმეჯერ, შენ, ბიჭო, აზრზე მო-
დი-მეთქი, მაგრამ უარყოფდა. ეგ რომ ხვდებოდეს, რა დააშავა, თამუ, თავს
მოიკლავდა! საშინელება აქვს ჩადენილი! – განიცდიდა ლაშა.
– ახლა ვხდები, რატომ იეჭვიანა ჩვენზე, თავისნაირები ვეგონეთ.
– ძმაა ჩემი, მეცოდება ძალიან. არ ვიცი, რა გითხრა! შენი დიდსულოვ-
ნებით მოთმინების ქალღმერთი ხარ! შენ ხარ სამაგალითო მდედრი! შენს
ყველა გადაწყვეტილებას მე პირადად პატივს ვცემ. აი, მაგან როგორ უნდა
იცხოვროს, არ ვიცი! ნუ „გაუბაზრებ“, ერთი მაგას გთხოვ! ისიც ეყოფა, რაც
სჭირს, არ მეგონა მაინც, ასეთი სულელი თუ იყო. ახლა კი ნანობს, მაგრამ
ბოლომდე მაინც ვერ ხვდება, რა დააშავა. მე მაგის ადგილას თვალებშიც ვერ
შეგხედავდი და ვერც პატიებას გთხოვდი!..
– ისე მითხრა, თუ გამაგდებ შენი ცხოვრებიდან, შორს წავალ, ყველას-
თან გავწყვეტ ურთიერთობას და შორიდან დაგეხმარებით შენ და ბავშვებსო.
საწყალი და უსუსური „გაიჩითა“, მაგიტომ კიდევ უფრო მიჭირს, დავუჯერო
რამე! იცი? მე გავიქცეოდი მისი ცხოვრებიდან, ეგეთი საშინელება რომ ჩამე-
დინა. მართლა ისე ვიცხოვრებდი ქმრისა და შვილებისთვის, რომ მათ თვალს
აღარასოდეს გავუსწორებდი. მთელი ცხოვრება მხოლოდ მათთვის ვიცოცხ-
ლებდი. ყველაფერს გავუკეთებდი! სხვების მონად ვიქცეოდი, რომ ეს ცოდვა
ჩამომერეცხა როგორმე! სინანულიც ხომ ეგ არის, ლაშ?
– ხო, თამუ, შენ გესმის ეგ ნამდვილი სინანული რა არის, მაგიტომ ვამ-
ბობ. მაგან კიდევ არ იცის, რა ჩაიდინა. მაგიტომ გთხოვ, ხელი არ ჰკრა... – არ
უნდა მთხოვდეს, მაგრამ მაინც ძმას იცოდებს.
მე და ლაშა ისევ ვმეგობრობდით, უფრო ღრმა თემებზე შეგვეძლო გვე-
საუბრა და განგვეხილა ბევრი ისეთი საკითხი, რომლებზე საუბარიც ცქი-
ტოსთან შეუძლებელი იყო... როცა ვურეკავდი, სულ რაღაცას ვაკეთებდი
სამზარეულოში. ის კი სულ ასე მპასუხობდა: ხმაზე გიცანი, რძალო, რა ნაც-
ნობი ხმებია? ქვაბების... იუმორიც კარგი ჰქონდა, თუმცა თავისი „იობებიც“
არ აკლდა თავში საწყალს...
და აი, წავედით ერევანში, სადაც ბაბუ დაგვხვდა. წაგვიყვანა თბილის-
ში, საბაჟოებზე (საზღვარზე) სულ არ იყო პრობლემა, დოლარები მიგეცა
და ტანკს გადაგატანინებდნენ! 2 კაცის გადაპარვა რა პრობლემა იყო?! ასე
აღმოვჩნდით ვერაზე. ჯაყელა შემხვდა ეზოში პირველი, ისიც შემთხვევით.
სახლში ავედით. ოთახში თამაშობდნენ ჯარჯი, მარიშკა და ქეთა. რომ შევე-
დი, ოთხივე ვკიოდით სიხარულისგან, ვიდეოს გვიღებდა ლაშა, მერე კი ვიღა-

437
ცას წაეშალა შემთხვევით! უბედნიერესი ვიყავი, მიუხედავად იმისა, იმხელა
დარდს ვატარებდი, ამ სამმა ადამიანმა ჩემი სული და და გული სიხარულით
აავსო. დავტკბი სამივეთი... აღარ ვიცოდი, რომელ ერთს მოვფერებოდი.
ცქიტო „ვაფშე“ ვის ახსოვდა ან ნინო, თუმცა ცქიტოც იქ იყო. მე ჩემთვის ვი-
ყავი, ის კი ბრაზდებოდა და მოითხოვდა, ისევ ისეთი თბილი, ყურადღებიანი
და მოსიყვარულე ცოლი ვყოფილიყავი, რაც აბსურდი იყო! თბილისში ჩვენს
ერთად წასვლას ორი ფუნქცია ჰქონდა, ბავშვებს არ გაეგოთ რამე. ისედაც
მშობლების გარეშე იზრდებოდნენ! მეორე კი ის იყო, რომ ჩაიშლებოდა თბი-
ლისში წასვლა და გადაიდებოდა. მე კი ვეღარ ვუძლებდი უმარიშკობას და
უქეთაობას! ისე კი აღარაფერი გვაკავშირებდა მე და „გოჭს“ (ასე ვეძახდი),
ქორწინების ფურცლის გარდა. კი, მართალია, ძალიან კეთილი ადამიანი ვარ,
შემბრალებელიც, მაგრამ ამავე დროს, დაუნდობელი და სასტიკი ვხდები იმ
ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემს გრძნობებს ბოროტად იყენებენ... იგი-
ვე ბედი დავუწერე ღორებს! სულ ჯარჯისთან ერთად მინდოდა ყოფნა. ბავშ-
ვებს სწყინდათ, თუ აგიჟებდნენ მამა და ბებია, აი, ჩამოვიდა და სულ ჯარ-
ჯი და ჯარჯიო... ხო, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი, რაც ჩემს
ყოფილ ქალაქში ხდებოდა. ამას კი მარიშკასთან და ქეთასთან ერთად ვერ
გავაკეთებდი. 5 კვირა ჩხუბსა და სიცილში გავატარე. ხმა გავავრცელე, რომ
სამუდამოდ დავბრუნდი თბილისში და რომ აღარ მივდივარ უკან, რადგან
ბევრმა გაიგო მაინც ჩემი ჩასვლა, მე კი მაინც შიში მქონდა, საფუძვლიანი,
არავის ეჩქარა ჩემი გაქრობა! ერთ დილას ბუკიმ დამირეკა:
– ბიჩოკ, შემხვდი ვერის ყავის სახლში! დღეს გელას და სალომეს ქორწი-
ლია, ჩვენც აღვნიშნოთ! – ბუკი „ღადაობს“, ქორწილი მართლაც არის...
– ახლა არ თქვა, რომ განიცდი! მაგან არ იცის კიდევ, ვის გამო თქვა მეგობ-
რებზე უარი. იმ დღეს რუსკასთან ავედი და იქ იყო სალომეც. გოგოები იყვნენ,
ბევრნი, მაგრამ მათგან ნახევარზე მეტი ხმას არ სცემდა და ლანძღავდნენ...
სახლში აღარავინ უშვებს... – მეც ვუყვები ბუკის უკვე ყავის სახლში.
– ბიჩოკ, სალომემ და გელამ სხვებიც წამართვეს! რუსკასთან ვეღარ ვი-
მეგობრებ და მაგათთან, ვერავისთან. დაშალა ამ ორმა უნამუსომ ამდენი
წლის მეგობრობა! ამას განვიცდი, თორემ ეგენი რა სანერვიულოები არიან!
– ბუკი სიმარათლეს ამბობს.
– მაგას ვერასოდეს წარმოვიდგენდი სალომესგან. მეც მტკივა და მწყინს.
მეც ასევე ვარ! როგორ უნდა ვიმეგობრო რომელიმესთან?! ან ეს გასიებული
თამუნა მეჯვარედ როგორ მიჰყვება ან ის ხატია? ან რა მეგობრები არიან?!
არ უთხრეს სალომეს, „შიგ ხო არ გაქვსო“?! მოკლედ, „დავიკიდოთ“ რა,
გთხოვ! – ვერც ვუყვები ბუკის, რა დღეში ვარ.
არ მინდა ჩემი ამბებით დავამძიმო ჯერ... როდის დამთავრდება ეს ყველა-
ფერი, როდის წავა თავის ფეხით გამწარებული ღორი (ამის შემდეგ სახელით
არც მიმიმართავს ცქიტოსთვის) ჩემი ცხოვრებიდან... ვიცი, ჩემზე ემოცი-
ურია და ვერ გაუძლებს ამ ამბავს ბუკი. შეიძლება მივარდეს ღორს და გამო-

438
ლანძღოს... მე კი ეგ არ მაწყობს. ამიტომ დავმალე ეს ამბავი ჩემს საუკეთესო
მეგობართანაც... არა, სალომეს ვეღარაფერი გადაარჩენს! ერთხელ ნამუსს
რომ გაყიდი, იმას აღარაფერი ეშველება, უკან ვეღარ იყიდი იმავე ნამუსს!
რაც არ უნდა სანერვიულო იყოს თემა, მე და ბუკი „ღადაობაში“ ვამთავრებთ
ყველას. სხვანაირად არ შეგვიძლია. არ მსურს ბოლომდე გავაშიშვლო სალო-
მე და გელა, ამიტომ და იმიტომ თქვენც ვერ გაცინებთ, მკითხველებო!
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა! აუტანელი ხარ, ბიჩოკ!.. ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა...
– შენი საქმის შენ იცი, რასაც გადაწყვეტ შერიგების გარდა, იმას ვცემ
პატივს! შემიძლია თვალი დავხუჭო, ხელი ჩაგკიდო და გამოგყვე, სადაც გინ-
და! ზუსტად ვიცი, არასოდეს გადამჩეხავ! აი, რა არის მთავარი ჩემთვის! შენ
ჩემი ერთგული და კეთილი გოგო ხარ, კარგი შვილი ხარ! კარგი და! მეგობა-
რი! ასე რომ, იმათმა იდარდონ! შენ კი ღმერთს მადლობა შესწირე, შვილი არ
გყავს გელასგან! ამ სიტყვებს წლების მერე გაიხსენებ. მიხვდები, რა ბედნი-
ერებაა, „ნაგავი“ კაცისგან პატარა „ნაგვუკა“ რომ არ გყავს...
ვიცინეთ, ხასიათზეც მოვიყვანე... გელას სიყვარული შეუძლებელი იყო
ბუკისთვის. იმასაც ისევე შესძულდა თავისი მოღალატე ქმარი, 6 წელი რომ
ჰყავდა შეყვარებულობიდან იმ დღემდე, როგორც მე – ღორი... არ ვიცი, ეს
დამთხვევა რას ნიშნავს მე და ბუკის ცხოვრებაში. გულში ვფიქრობდი, ასეთ
კარგ გოგოებს ასეთი ცუდი ბედი რატომ გვერგო! მეც 9 წელი, შენც (ანუ
ამობრუნებული 9, ანუ 6)... მაგრამ, აბა, ხმას ვერ ვიღებდი. ბუკის ვანუგე-
შებ, მე კი თვითონ რა დღეში ვარ!.. თუმცა ბედნიერებას ვერ დავანგრევი-
ნებდი ვერავის. ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე, მით უმეტეს როლები შეიც-
ვალა. ისე იტანჯებოდა „გოჭი-ღორი“, რომ ვისზე არ ეჭვიანობდა! მაგალი-
თად, ჯარჯიზე და კედლებზეც კი! ღმერთმა იმაზე მეტი ტანჯვა გამოატარა
5 კვირაში, რაც მე წლების მანძილზე გამოვიარე. რა თქმა უნდა, რთული
ასატანია შენი საყვარელი ცოლი ისე გექცეოდეს, როგორც ნაცნობს და თან
შენი დიდი „გრეხი“ იცოდეს. მიკვირს, ან რა „ნაგლი“ იყო, თან რა საცოდავი,
იმ დღესვე რომ არ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან! ალბათ, იმიტომ რომ, დატან-
ჯულიყო. მეცოდებოდა? აღარ! პატარა, მცირედ ახსნასაც ვერ ვპოულობდი,
რომ ოდნავ მაინც შემბრალებოდა.
– კარგი, დავიშალოთ, თორემ ბავშვებმა და ჯარჯიმ „აგვაფეთქეს“. სახ-
ლიდან ისე გამოვედი, არავისთვის არაფერი მითქვამს. მუდამ გქონდეს ჩემი
იმედი, როცა და სადაც არ უნდა დაგჭირდე, იქ გავჩნდები! ძალიან მიყვარ-
ხარ და უფრო მიყვარხარ! ყველას დავშორდები, ვინც იმათ გაამართლებს!
მე შენს მხარეს ვარ, იცოდე! დასაკარგები გაუშვი, დაიკარგონ ჯობია, ვიდრე
წლების მერე გაგვყიდონ!
– ვიცი, ბიჩოკ, მიყვარხარ!
– ღმერთმა შეგვახვედროს ღირსეულ კაცებს, რომლებიც ხელში აგვიყვა-
ნენ და ისე გვატარებენ!.. ჩვენ ამას ვიმსახურებთ! – დარწმუნებული ვარ და
ისე ვამბობ.

439
– შენ რა?.. რა ხდება, ბიჩოკ? არ ხარ ბედნიერი ცქიტოსთან? – დაიბნა
ბუკი.
– „დაიკიდე“, ეგეც მალე „აახვევს“. ახლა მაგაზე არ გვინდა! – მხიარულ
ტალღაზე გადავიტანე თემა.
ჩავეხუტეთ ერთმანეთს და დავიშალეთ. აი, სახლში მისულს კი ყველა
„აბუნტებული“ დამხვდა, თუ როგორ გავბედე გასვლა სახლიდან... დამღალეს
„იმენნა“, რა! ჯარჯიმაც, ბავშვებმაც და ღორმაც! სუნთქვის საშუალებას არ
მაძლევდნენ, მე კი ნახევარ თბილისზე მეტი მეგობარი მყავდა... ჯარჯის მე-
სამედ ვუყიდე მანქანა, რომელსაც მე ვიყენებდი და შემდეგ მას დავუტოვე...
საკმარისად ვშრომობდი, რომ შემძლებოდა ადამიანებს დავხმარებოდი. ვი-
ცოდი, ჩემ გარშემო ვის უჭირდა საჭმელი და ოჯახებად ვინახავდი მათაც.
ესეც ღორის ჩუმად ხდებოდა. მოძღვარმა მითხრა, ასეთი ტყუილი ცოდვა
არ არისო. იქამდე ვეხმარებოდი, სადამდეც მეგონა, საჭმლის ყიდვის საშუ-
ალება არ ჰქონდათ. ჩაცმასაც არავის ვაკლებდი, მაგრამ ისე გატუტუცდნენ,
მანქანას ვყიდულობთ და ფული დაგვიმატეო, მითხრეს. მერე კი მივხვდი,
არავის უჭირდა და უბრალოდ, თავს მაცოდებდნენ. მეც თავი დავანებე დედა
ტერეზობას. სიკეთეს ახსნა არა აქვს ჩემთვის! ბევრჯერ ვიტყვი ამას! თუმცა
ადამიანებმა გაღებული სიკეთეც კი მანანებინეს, ისეთი ღორები ყოფილან!
ჩემს გაგზავნილ საჩუქრებს ფასები რომ არ ეკრა, მაგაზე ალაპარაკდნენ...
სულ დამიკარგეს წარმოდგენა. ერთი ფურცლის ნაგლეჯი ყოფილა გადამწ-
ყვეტი! არ შემიძლია უკომენტაროდ დავტოვო ეს თემა – ღორი ადამიანების
სითავხედე! და, რა თქმა უნდა, მათ მე დამკარგეს, რაც დიდი დანაკლისია
ისევ მათთვის! სულის სიღარიბეა! უბრალოდ, ცოდოა, ვისაც არ შეუძლია
ნამდვილი, „ჯიგრული“ მეგობრობა, რომელიც ანგარებას გამორიცხავს! მე
კი თითქოს მილიონერი ვარ! თუმცა ბანკის ანგარიშზე არასდროს მიდევს
თანხა და არც მუთაქებში ვაკერებ! ხო, რა ვქნა, უნდა ვაღიარო, საუკეთესო
მეგობრობა ვიცი! მე ადამიანი ვარ! როგორც წესი, ყველა უნდა იყოს, მაგრამ
ვერ არიან და არ არიან, საუბედუროდ!
ასე გავიდა 5 კვირა. ბავშვების საბუთები არ იყო მზად, თან რომ წამეყ-
ვანა. ეს კი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო, მათი მეორედ დატოვება. უსაყ-
ვარლესი სამი ადამიანის, რომლების გარეშეც სიცოცხლე უაზრო ხდებოდა.
თან ეს ღორიც გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. რაც დარჩა – მხოლოდ ნეგატიური.
„შეთ“! გამოდის, რომ სულ მარტო დავრჩი დიდ ქვეყანაში! ისე გავიფიქრე,
თბილისში რომ ჩავრჩე ან უკან არ შემიშვან ამერიკაში?! აბსურდი იყო, ვი-
ცოდი ეს შიში, მაგრამ მაინც მზარავდა. გულს ისე მიჩქარებდა, ჩემზე ჩქა-
რა ის გარბოდა უკან... ამერიკა ჩემი სახლი გახდა, სადაც მე სითბოთი და
სიყვარულით მხვდებოდნენ, თუნდაც მხოლოდ ქუჩები! საქართველო კი ის
ქვეყანა იყო, სადაც ავტომატებით მელოდებოდნენ ან გამოშვერილი ხელე-
ბითა და გამოწეული ჯიბეებით. ზოგს დედა ჰყავდა საოპერაციო (ვითომ),
ზოგს – მამა. იმ 5 კვირაში უარესები დავინახე, ვიდრე 3 წლის წინ დავტოვე.

440
ერთადერთი, რაც მიჭირდა, ჯარჯისთან, მარიშკასთან და ქეთასთან გან-
შორება!.. ლოდინიც დამღლელი იყო, თორემ ზუსტად ვიცოდი, ისევ ერთად
ვიქნებოდით მალე, თან ჩემს საყვარელ ქვეყანაში და არა თბილისში! ხო,
ლამის დამავიწყდა, ჩემი საყვარელი მუკუჩა შემხვდა ვაკეში შემთხვევით,
თითქოს გაუხარდა დანახვა. მერე კი დავურეკე, ამოდი-მეთქი, რაზეც უარი
მითხრა, რაღაც მიზეზები მოიგონა. მეც ავდექი და ვაგინე, ასე გამოვხატე
წყენა. ძალიან მინდოდა თვალებში ჩამეხედა და მეკითხა: „შეჩემა“, იმედას
ძმაკაცი იყავი! იცი, და გაუბოზდა, ნინო! შენ კიდევ სახლში უშვებ და ერთად
„აჩილავებთ“? ერთად აბოლებთ „პლანს“?! იმედა „დაგბრიდავდა“! ბარემ ხომ
არ „ჟიმავ“?! მაგრამ არ დამაცადა. მაგის შეეშინდა ზუსტად და მაგიტომაც
გაიპარა... შეიძლება ვიღაცისთვის გამოსულობას ნიშნავს „რამსების“ არევა,
ჩემთვის კი – „ქათმობას“! თათოსგან ეცოდინებოდა ნინოს სიძის შეყვარე-
ბის ამბავი. ამანაც არ იმოქმედა კაცობაზე? როგორც ჩანს, არა! თათოს კი
წლები ვეცოდებოდი ნინოს გამო. ეგეც მოატყუა, გაგვაუპატიურესო... თა-
თოს ეგონა, ვუმალავდი. ისიც ვერ ბედავდა ეკითხა. ასე როგორ აჯერებს ეს
მახინჯი გოგო ყველას ტყუილებს, ეგ მიკვირს! ალბათ, თავისნაირ სუსტებს
„უსრულებს“, თორემ მე რატომ ვერ მაჯერებს?! ან რატომ არავინ ჰკითხა,
შვილო, რამდენი წლის იყავიო? 8 წლის ბავშვს ქართველებში, არც კი მსმე-
ნია, აუპატიურებდნენ! ალბათ, ადამიანებს ცუდის უფრო სჯერათ, ვიდრე
კარგის. აი, სად ვჩერდებით!
ჯარჯიმ და მე გადავწყვიტეთ, თორნიკე გვენახა. ჯარჯი მეგობრობდა
ბიბოს შვილთან, თამუნასთან. იმისგან გავიგეთ ყველას ტელეფონის ნომ-
რები და ჯერ ლილისთან დავრეკე, რადგან ჯიშში „პარადი“ მას მიჰყავდა.
ოჯახის ყველა წევრის ბედს ლილი წყვეტდა. არ მეგონა, იმის მერე, რაც მე
და მას შორის მოხდა, საერთოდ, დამლაპარაკებოდა.
– რა თქმა უნდა, მე არ ვარ წინააღმდეგი. მეც მამიდა ვარ და მესმის ეგ
გრძნობა! – ლილიმ ეს სიტყვები თქვა და ამის შემდეგ თორნიკე დამალაპა-
რაკა.
– გამარჯობათ! – ოფიციალური იყო თორნიკე.
– თორნიკე, შენი ნახვა გვინდა მე და შენს ძმას, ჯარჯის!
– მე არ მინდა თქვენი ნახვა! – საშინელი სიცივე წამოვიდა მისგან.
– რატომ ასე უხეშად? რა დაგიშავეთ? – ვკითხე, ჯარჯიც მისმენდა.
– აქამდე სად იყავით? ახლა მე არ მინდა!
– რომ შევხვდებით, მერე გეტყვით, თუ სად ვიყავით! – ვუპასუხე.
– არ მინდა და „ვსიო“! კარგად იყავით! – და გადააწოდა ლილის ტელეფონი.
ლილიმ ასე ახსნა თორნიკეს საქციელი:
– ძალიან ბავშვია, რამეს რომ არ ვუყიდი, ერთი კვირა მებუტება.
– ყოჩაღ თქვენ! კარგად გისწავლებიათ თავისი გვარის სიყვარული! ახლა
მივხვდი, საერთოდ რატომაც მელაპარაკები! – მინდა ვაგინო, მაგრამ თავს
ვიკავებ და ვთიშავ ტელეფონს.

441
გული გვეტკინა მე და ჯარჯის. რაღას გავხდებოდით! მე ჩავთვალე, რომ
მაინც იმედას ჰგავდა, ოჯახს უჭერდა მხარს და რაც დედამ უთხრა, იმის
სჯეროდა და ის იყო ძვირფასი მისთვის, რაც მისასალმებელია და საამაყო
ჩემთვისაც. მერე რა, თუ მამის მხრიდან არავინ სჭირდებოდა. ეს მისი ნება
იყო და მე პატივს ვცემ მის ნებას! შეეძლო ვითომ სიყვარულის თამაში და
ამით ჩემი კარგად გამოყენება... მაგრამ მან ის გააკეთა, რაც მის გულს გა-
ახარებდა ანგარების გარეშე. მე ძალიან არ მინდოდა ანისთან დარეკვა, ჯარ-
ჯი დაელაპარაკა:
– გამარჯობა, ანი, მე ჯარჯი ვარ!
– მე ეგეთს არავის ვიცნობ! აღარ დარეკოთ აქ!
ისევ დარეკა ჯარჯიმ:
– მე მხოლოდ ჩემების კასეტები მინდა, მეტი არაფერი!
– აღარ დარეკოთ აქ! მე არაფერი არ მაქვს!
აზრი აღარ ჰქონდა რამის გაკეთებას. მე და ლილის რაც შეეხება, ერთ
დღეს გამახსენდა ჩვენი ჩხუბი, როგორ დამამცირა ბიჭებისა და დების თვალ-
წინ – ამხელა გოგოს გამილაწუნა. მარიშკა თვეების იყო, გადავწყვიტე მენახა.
ჯერ ანისთან მივედი. თორნიკე სახლში არ დამხვდა, ლილისთან არისო. მერე
დედაჩემის საკერავი მანქანა მოვიკითხე, რომელიც მე ვათხოვე და მევე მჭირ-
დებოდა. ბოლოს და ბოლოს, დედაჩემის ნაქონი იყო და უფრო მიყვარდა, ვიდ-
რე მჭირდებოდა. დედა მას ხშირად ეხებოდა. ეგეც ლილისთან არისო.
– თორნიკეს გვარი შეუცვალეთ, არა?!
– ხო, მაგრამ მამობა არ წაგვირთმევია! – ცინიკურად მეუბნება ანი.
– ეგ რას ნიშნავს? გვარი შეუცვალე და „დალშე მკიდიხარ“?!
და წამოვედი ლილისთან. თორნიკე იქნებოდა 6 წლის უკვე. ნინოც თან
წავიყვანე განგებ... ანიმ მიაძახა, ნინო, შენ რაღა დაგემართაო. ლილისთა-
ნაც მივედით. თორნიკე გამოვიდა. ჩავეხუტე და ამ დროს ლილიმ დაიწყო
„ქალობა“!
– აქ რა გინდა?! ახლავე მოშორდი აქედან!
– რას ჰქვია მოვშორდე?! თორნიკეს ნახვასაც მიშლი?!
– ხო, გიშლი! როცა გაიზრდება, თვითონ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს
და ახლა გიშლი!
– გამოიტანე ჩემი ყველაფერი ახლავე და წავალთ!
– რა ყველაფერი?! არაფერი არ მაქვს!
– საკერავი მანქანით დაიწყე ახლავე!
ნინო გავაფრთხილე, თუ „ბლატაობა“ დაიწყო, შენ კარებს მიაწვები სახ-
ლში შესასვლელს, რომ თორნიკემ არ დაინახოს, როგორ ვცემ დეიდამისს
შემოსასვლელში-მეთქი და, აი, ამის დროც დადგა! მეც ნინოს ვუყვირე:
– ნინო, საქმე!
– თორნიკეს საჭმელი არ ჰქონდა და გავყიდე შენი საკერავი მანქანა! აი,
ასე, დიახაც! – ლილი მიწვევს გველურად.

442
– აუ, შენ „მოგიტყნავ“!..
მივაყუდე კედელზე და ისე ვცემე, ისე ვცემე, ცხოვრებაში რომ არავის
უცემია! მეხვეწებოდა, გეყოფაო! იმხელა სიამოვნებას ვიღებდი, რომ ვერ
გადმოგცემთ! მერე გავუშვი ხელი და ვეკითხები:
– გამოიტან ყველაფერს, თუ გავაგრძელო, შე „ნაბოზარო“?
– გამოვიტან, რაც მაქვს... დამანებე თავი! სიკეთის მეტი რა გაგიკეთეთ
(ტირის)! ნინო, შენ რაღა დაგემართა? – ამასაც ველოდი.
– თქვენ ყველა რამ „გამოგაყლევათ“, ეგ მინდა ვიცოდე, თქვე არაადამი-
ანებო!!! – ვუყვირე
და ისევ ვურტყამდი. „ბოქსიორის“ „გრუშა“ მეგონა. როგორ არ მეცემა?
ნინოსთან დაკავშირებით ხო გასაგები გახდა ყველაფერი! ჩემი ძველი ეჭვე-
ბი გამიმყარდა! „ჩორტაობდა“. ლილისთან ცხოვრების დროს ფული დაკარგა
ჩანთიდან ლილიმ და ჩვენ გვაბრალებდა. მე ნამდვილად არ მომიპარავს და
დებისა არ ვიცი... ისინიც უარყოფდნენ. ყველაფერი ლილის მოგონილი მე-
გონა, რომ იმ დღეს ეჩხუბა და მოვეშორებინეთ... არ ვიცი, რას დაარქმევთ,
თორაძისეულია თუ ზოგადად ადამიანური შურისძიება! მაგრამ ხო, ასეთი
ვარ, რას ვიზამთ?! ზოგს შეუძლია ლოყის მიშვერა, ზოგს ტრაკის! მე კი ნუ
მაწყენინებენ და არც მე ვაწყენინებ. ძალიან მარტივია ცხოვრება, „ნაბოზრე-
ბი“ რომ არ ართულებდნენ არასწორი ქცევებით!
ღორმა ერთ საღამოს თავის მშობლებს აღსარება ჩააბარა. თბილისში
რომ ვიყავით, მოუყვა თუ როგორ „მოკლა“ ნარკოტიკმა და მე რომ არ ვყო-
ფილიყავი, ახლა მშობლების წინ ვერ იდგებოდა. ისიც უთხრა, ნინოსთან
როგორ მღალატობდა. დედამთილი მადლობებს მიხდიდა, შვილი გადამირჩი-
ნე, ყოველ დღე შენთვის ვილოცებო, რაც ძალიან მალე გადაავიწყდა. ჩემზე
ცუდი დედამიწაზე აღარავინ დადიოდა მისთვის ამ ყველაფრის მიუხედავად!
ღალატი კარგი არ მოგსვლია, მაგრამ ეგ ნინოს ბრალი იქნებოდაო. ბაბუ ტი-
როდა, ეს რა ჩაგიდენიაო. თავში ხელებს იცემდა, როგორ შევხედო თვალებ-
ში „თავი ქალსო“ (როგორც მეძახდა). მეც მესმოდა მათი გლოვა... ღორი კი
დაიცალა მშობლებთან...
ერთ საღამოს ჯარჯი შევაცილე თავის საძინებელში და გამოსვლისას
მაგრად ჩავეხუტე. სულ ვეფერებოდი, ლამის შემომეჭამა, იმდენს ვეფერე-
ბოდი, რაც ზაზას ვერ მოვეფერე! ეს „სირი“ ღორი მეკითხება, რას აკეთებ-
დიო. ღმერთო, როგორ შევიბრალე და არ ვუთხარი ჯარჯის, არ ვიცი! იეჭ-
ვიანა ავადმყოფმა! სხვა რა შეეძლო?! მეც ჯარჯის მივუწექი და მის ოთახში
დამეძინა ტირილში... ყველასთვის გაუგებარ ტირილში!
– კარი გააღეთ, ვიღაც მოვიდა! ვაა, თინათინი და რატი, ლაშხები მოსუ-
ლან, შემოდით! – მე ვიცინი, გამიხარდა.
– შემოვიდეთ, არა?! ისე ჩამოხვედი, არც დაგვირეკე, არც გვნახე, ისე
წახვიდოდი? – რატიც მიცინის მოჭუტული თვალით.
– ალბათ! – ვიცინი, – შემოდით რა!..

443
სამზარეულოში დავსხედით. ჯარჯი და ღორი ცოტა დაიძაბნენ, ალბათ,
რომ არ იცნობდნენ ერთმანეთს, ამიტომ.
– აბა, ბიჩოკ, რატომ არ უნდა გენახეთ? მომიყევი! როგორც კი გავიგე აქ
იყავი, ეგრევე მოვედი! – რატი მეკითხება.
– ხო იცი, არ მიყვარს ტყუილები! გეტყვი, რა პრობლემაა! ჩემს „ნაბოზარ“
დებთან გაქვთ ურთიერთობა, მგონი და ვისაც იმათთან მეგობრობა უნდა,
ჩემი მეგობარი ვერ იქნება, ხო იცით? თუ არ იცით, იცოდეთ! – მეც გამოვედი
სიტყვით, თან მეცინება, რადგან ლაშხები არ ჰგვანან იმათ მეგობრებს...
– ბიჩოკ, ხუმრობ ახლა? – რატი და თინათინი დამცინიან.
– რა. მეგობრობა. რას ამბობ! – თინათინი იგუდება სიცილით.
– ეკა, შენი პატარა და გადმოხტა მე-4 სართულიდან თუ მე-5-დან, შემეცო-
და, რომ გავიგე. სულ ეს იყო! რა საქმე მაქვს მაგათთან? – უკვე ბრაზობს რატი.
– რატომ გადმოხტა? ცოცხალია? – გამეცინა.
– კი, ცოცხალია! ნინო ფულს არ აძლევდა, ეკამაც გადავხტებიო და გადა-
ვარდა თუ გადახტა, არ ვიცი.
– უიი, უარესად „გაურეკიათ“ საწყლებს (მე მეცინება უარესად)! ისე, შენი
ძმაკაცები რომ დაურიგებიათ საყვარლებად, ვიფიქრე, შენც მეგობრობდი.
– რას ამბობ ბიჩოკ, ჩემ ძმაკაცებს არ ასვენებენ! ეგ ჩემი საქმე არ არის,
ბიჩოკ, ვინ ვისთან ივლის და დაწვება! მთავარია, შენ ხარ ჩემი ძმაკაცი! შეგე-
შალა, ბიჩოკ, ჩვენ უნდა გენახეთ! – რატი მართალს ამბობს.
– ხო არ წავსულვარ ჯერ არსად, იქნება და მენახეთ!.. – ტონი მაქვს, მეტ-
ყობა, როგორ არ მიყვარს, რომ შემეშალა.
ვიცინეთ. ძალიან გამიხარდა მათი მოსვლა ჩემთან, კიდევ ერთხელ და-
მარწმუნეს, რომ პატივს მცემენ და არ ვკიდივარ და „დაჟე“ ორივეს ძალინ
ვუყვარვარ! ჩემთვის სიმდიდრეა თითოეული ადამიანის უანგარო სიყვარუ-
ლი. თან მეც რომ ძალიან მიყვარს ორივე...
რუსკა მოვიდა ჩემთან.
– რა სახე ჩამოგტირის, შემოდი! – კართან შევხვდი.
– ლაშამ არ გამიშვა ქორწილში.
– ვის ქორწილში? – გაკვირვებულმა ვკითხე.
– სალომესი! ასე თქვა, ეშმაკების† ზეიმზე ვერ წახვალო. „ვაფშე“ ვერ გა-
მიგო!.. – რუსკა ბედავს ამ სიტყვების ჩემთან თქმას!
– რა უნდა გაგიგოს? კაცი ყოფილა ლაშა! მაგ ეშმაკების† „პარადზე“ რა
გული მიგიწევდა?! მაინც არ მესმის! ისე არ მესმის, შენი ბავშვობის დაქალს
ქმარი ააცალა მაგ „ნაბიჭვარმა“, მაგან! გეგონება კაცი დაილია და სულ რომ
გაწყდნენ კაცები, მაინც არ მესმის, შენი ქმარი როგორ უნდა შემიყვარდეს?!
ისიც არ მესმის, როგორ უნდა გეზეიმა იქ? შენ უკვე იყავი გელას და ბუკის
ქორწილში, არა?!
– მორჩი რა, ბიჩოკ! არც მე ვიყავი მომხრე, მაგრამ ჩემი დაა და რა ვქნა! –
რუსკა თავს ასე იმართლებს!

444
– ო, ცუდია! მე ასეთი და არ მენდომებოდა! მაიაზე რომ გავიგე, ჩემთვის
უცნობ გოგოს ქმარი წაართვა და ვიღაცას – მამა, იმ დღიდან მისი დანახვა
არ მინდა!
– შენ შენ ხარ! დამანებე თავი, ბიჩოკ!
– არ ახსენო შენი და და დაგანებებ! თან დრო მჭირდება, ბავშვობის და-
ქალის საქციელი მოვინელო! სალანძღავია და რას იზამ! მოგიწევს მიღება!
აი, ნახავ, ვერ ეღირსება შენი და ქალურ ბედნიერებას ორი მიზეზის გამო!..
– რა მიზეზის?
– პირველი! ორივეს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ღალატი! მეორე ის,
რომ სიყვარულის აზრზე არ არიან და დედა „მოეტყვნებათ“!
დაიძაბა ურთიერთობა ჩემსა და რუსკას შორისაც. დავშორდით ერთმა-
ნეთს. მიუხედავად იმისა, რომ ტყუოდა, მაინც კბილებით იცავდა სალომეს,
რაც მაჯერებდა იმაში, რომ ბუკი არ უყვარდა რუსკას ნამდვილად და მე რო-
გორ შემიყვარებდა? მეც ხომ ისეთივე მეგობარი ვიყავი, როგორიც ბუკი? ის
თუ მისთვის ვერ გამოდგა, ჩემთვის რატომ გამოდგებოდა?!..
თვითმფრინავი აფრინდა.
– რატომ ჩავედით თბილისში ერთად? რომ გაგემწარებინე, ხო? – მეკით-
ხება ღორი.
– არ მშორდები და რა გიყო?!
– უშენოდ მოვკვდები! რა აზრი აქვს წასვლას, ბარემ შენ მომკალი (ღორი)!
– მე მკვლელი არ ვარ! რა ადვილად გინდა ცოდვები გადმომაბარო, მეტი
საქმე არა მაქვს! დამტკბარიყავი და დაგეტკბო შვილები! რა გაწუხებდა
მაინც?
– დამცინი? საერთოდ არ მაქცევდი ყურადღებას, აღარც ლოგინი გვაქვს...
– მერე გენახა, ნინო და უარს არ გეტყოდა! არ შემიძლია შენთან რაიმე
მქონდეს, როგორ უნდა მოგეფერო? მითხარი, აბა, ნინო როგორ გეფერებო-
და, ისე გინდა თუ სხვანაირად („იაზვა“ ვარ, კი!)?!
– უხ, რა „იაზვა“ ხარ (ღორი)!
– ოო, შენ მოსმენა გიჭირს!.. ჩემგან კი გაგებას ითხოვ და პატიებას. მე
გაპატიე! შენ შენს თავს ვერ პატიობ. იცი, რატომ? ავტორიტეტს ჩივი, ჩემ-
თან რაც დაკარგე! თორემ იმას, რაც ჩაიდინე, სინამდვილეში არ ნანობ! რომ
ნანობდე, „პროსტა, გააჯვამდი“!
იმ დონის გველი არსება იყო, იმდენს მიჩიჩინებდა, კიდევ უფრო მტკივნე-
ულად მახსენებდა ჩადენილს. მეც სიმწრისგან ხავილს ვიწყებდი. ეს არ იყო
ტირილი! მერე მივხვდი, როგორც კი ხავილ-ჯღავილს დავიწყებდი, იმ წამსვე
სახე უმშვიდდებოდა.
– იცი, ნამდვილი ეშმაკია† შენში! ძალიან საშიში და გველაძუა ხარ!
მშვიდდები, როცა მე ცუდად ვარ! ძალიან უბედური მომავალი გელოდება!
– ზიზღით ვუთხარი.
– რა სისულელეებს ფიქრობ (ღორი)!

445
– ჩემნაირ ადამიანებს ანთებული სანთელივით უფრთხილდებიან, შენ კი
ჩამაქრე და ცდილობ ჩამადნო! ვერ ეღირსები! ხმა აღარ გამცე! ჩუ-მეთქი,
ბიჭო! – ასე რომ ვეტყოდი, მერე იგებდა მხოლოდ.
სული მაქვს განადგურებული! ჯერ შვილებთან და ჯარჯისთან განშორე-
ბა ვერ მომინელებია და ახლა ეს მიმატებს... ხელი ჯიბეში ჩავიყავი, ცრემ-
ლების მოსაწმენდი მოვიძიე და აი, ეს ფურცელი შემრჩა, გულში ჩავიკარი.
მეც აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი, ან რისთვის ვიყავი!

ჩავფრინდით ამერიკაში. გზა დიდი იყო. ლელამ ბუშტები და ტორტი და-


მახვედრა. ძალიან გამახარა. მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე იყო. მესა-
მე დღეს კი სამსახურში წავედი. სასაცილო ქეთა მეუბნებოდა, შენ იქ კუნძი
გყავს და გიყვარსო...
ღორი მირეკავდა. ხან ვპასუხობდი, ხან არა. სურვილი საერთოდ არ მქონ-
და, თუმცა მომწონდა, რომ იტანჯებოდა, არ დავმალავ.
– რატომ არ მპასუხობდი? – მეკითხება ღორი.
– კინოში ვიყავი.
– მერე, რას დადიხარ, რო არ მეკითხები, ისე?!

446
– რა, ბიჭო?! რატომ უნდა გკითხო? მამა ხარ ჩემი თუ დედა? – პირველად
ვეუბნები მსგავს სიტყვებს.
– ქმარი! – ოჰო, მკაცრია ღორი!
– ნუ ხარ მერე! მე გაგათავისუფლე მაგ პოსტიდან! როცა გეკითხებოდი,
ხო დააფასე?! ან ვინ ხარ „ვაფშე“, „დავაი“, რა! – საშინლად აგდებულად ვექ-
ცეოდი.
– ქმარი ვარ ჯერ ისევ შენი, ხო არ გავიწყდება!
– რომელი ქმარი? ოქროს სასახლეში რომ შემიყვანა და არაფერი მომაკ-
ლო?! ის ქმარი, რომელიც ამერიკაში ჩამოდი, უშენოდ ვერ ვძლებო და ყველა
კუთხე-კუნჭული რომ მახეხინა! ფულის გამო ტრაკს რომ აძლევს, ის ქმარი
ხარ?! ცოლი იმიტომ რომ მოჰყავს ამ გოგოს დიდი სახლი აქვს!.. აა, ეტყობა
დანჯღრეულმა „08“-მ მოგხიბლა? რომელი ქმარი ხარ, მითხარი, რა? აა, დას
რომ „მიჟიმავდა“? მმმ! ხედავ შენ! – მიწასათან ვასწორებდი.
– საშინელებებს მეუბნები!!! „დამბრიდე“ ბარემ! თუ მაპატიე, მაპატიე! თუ
არადა, მითხარი (ღორი)!
– გაპატიე, ვერ ხედავ? და არ „გბრიდავ“! ნუ ოცნებობ მაგაზე! წინ დიდი
ჭინჭრიანი გზა გაქვს გასავლელი...
– უარესს მიშვრები, ჩემი გამწარება გინდა (ღორი, მართლა, აგონიაში
იყო თუ რატომ არ მიდიოდა, თავს რატომ არ მანებებდა?!)!
– ტვინს „ჟიმავ“ ახლა! წავედი, კარგად!
საერთოდ აღარ გავდიოდი სახლში, შეუსვენებლად ვმუშაობდი.
ჯარჯიმ დალეწა ის მანქანაც. 9 თვეში მესამე მანქანა იყო. მერე მივხვ-
დი, ტარების აზრზე არ იყო ტიპი და დავანებე თავი, აღარ ვუსმენდი ხვეწ-
ნა-მუდარასა თუ „ნამიოკებს“. მაგაში ვერ დაემგვანა გიჟ მამამისს, თუმცა
რაში დაემგვანა, რო? ტყუილი თითქმის ყველამ იცის. ზაზაზე აფერისტების
მეტს, ვის შევხვედრივარ ამ წლების განმავლობაში!.. ზაზა რომ იტყუებოდა,
ისეთ საქმეებს „ჭრიდა“ და იმხელა „მაყუთს „ეთამაშებოდა“, ნამდვილად ვერ
დავუკარგავ და ვერც მოვიტყუები, ჯარჯი რამით ჰგავს-მეთქი. ფრჩხილე-
ბის ჭამაში დამგვანებია და უნამუსობაში!
უთავმოყვარეო არსება არ წავიდა სახლიდან. ისევ რეკავდა, ტვინს ღლი-
და... ვერ ეგუებოდა იმას, რომ წასასვლელია...
– საქმე მაქვს შენთან! – მირეკავს და მეუბნება ღორი.
– გისმენ!
– მანდვე მომყავს კლიენტი (ყვითელი ტაქსის მძღოლი იყო) და შემოგივ-
ლი!
– ვერ შემომივლი! სამსახურია ეს და არა კაცების მისაღები!
– მართლა საქმე მაქვს!
– მითხარი მერე, გისმენ!
– მოდი, გავყიდოთ შენი მანქანა და „ლინკოლნს“ გამოვიყვან. ამ ფულს
ჩავდებ წინა შესატანში!.. ვიმუშავებ, უკეთესი ხელფასი მექნება და მერე

447
აღარ იტყვი, სულ ჩემზე დაბალი ხელფასი როგორ უნდა გქონდესო. რა, „ღა-
დაობაა“? ჩემს მანქანას ყიდი, რომელსაც სულ შენ ხმარობ და შენს სახელზეა,
ახლა „ლიმოს“ გამოიყვან და მე რა? მოგაკითხო ხოლმე? ხელფასი წაგართვა,
როგორც ამას შენ აკეთებდი?! მოკლედ, აიწყვე ცხოვრება ჩემით ადრეც და
ეხლაც! ჩემი ოჯახის კმაყოფაზე ვიყავით 1992 წლიდან 2002 წლამდე! შენ და
შენმა ოჯახმა ტყუილი სუპის გარდა, ვერაფერი შემოიტანეთ ჩემს ოჯახში!
გჩუქნი მაგ მანქანას, ოღონდ „გააჯვი“ ჩემგან! შენ გგონია, ფულშია ბედნი-
ერება? მეცოდებიან ჩემი შვილები, შენნაირი მამა რომ მოვუძებნე (მართლა
შემებრალნენ შვილები)!
– ისევ ბავშვებისთვის არ მინდა ეს წესიერი ხელფასი? ხო, რა ვქნა, ვერ
დავდექი ფეხზე, მაგრამ დავდგები! – ღორის ტრაფარეტული სიტყვები მეს-
მის.
– რაღა ვერ დადექი?! საბუთებიც გაგიკეთე! ცხოვრება მოიწყვე ჩემით!
შაჰ აბასივით გიცხოვრია! კიდევ ფეხზე ვერ დადექი? ფუ, რა! რომ მეზიზ-
ღებოდე, იმასაც არ იმსახურებ! რაც გინდა, ის გააკეთე! მე ნულიდან მიწევს
ისედაც ცხოვრების დაწყება შენ გადამკიდეს!
– ჩემი ბრალია, ხო? 12000 დოლარი 5 კვირაში დახარჯე!
– ჰმ, როგორ გიყვარს ამ ჩემი ფულის თვლა, რა! ჯერ სადა ხარ! მილი-
ონებს დავხარჯავ!
რა თქმა უნდა, მანქანის შესახებ ტყუილად მკითხა. ყველაფერს ისე აკე-
თებდა, როგორც თვითონ სურდა. მეც არ ვებრძოდი, ჩემი ნაშოვნი ფული
ჩემთვის მეასეხარისხოვანი იყო. თან მინდოდა ისეთივე ხასიათი და მეობა
შემერჩინა საკუთარი თავისთვის, როგორიც ვიყავი და ღორის გამო არ შევც-
ლილიყავი. ის კი დროს კიდევ უკეთ იხელთებდა ხოლმე და ყველაფერს სათა-
ვისოდ იწყობდა. კრედიტ ისტორიაც კი არ მქონდა. ჩემი ფულით მოიპოვა და
გაიკეთა თვითონ კრედიტ ისტორია, როგორც ჩემი გვარით სახელს იხვეჭ-
და, თორაძეების სიძე ვარო! იმას აღარ ამბობდა, თორაძეების დამაქცეველი
რომ იყო და უდიდესი ვირთხა!
– ახალი წელი მოვიდა! არც ახლა გამოხვალ სახლში? – მირეკავს ღორი.
– არა, ნინისთან შევხვდები!
– ბესელაა ჩამოსული, არ გინდა ნახო?
– ხო, რა ვიცი... ვნახავ ოდესმე (მაგრად „მეკიდა“ ბესელას ნახვა)!
– შენთან ლაპარაკი უნდა. მექსიკიდან გადმოიპარა. არ გაგიხარდა?
– რავი, „მკიდია“!
ბესელა ერთი პერიოდი ისევ ჩვენთან ცხოვრობდა ვერის სახლში. „გაპან-
კდა“. ყურებში „ბულავკებგაყრილი“ მოძრაობდა. რაღაც სხვანაირი იყო, ბო-
ლოს რომ ვნახე. ცოლს გაშორდა ისევ. დადიოდა გიტარით და ა. შ. ყველამ
კარი რომ დაუკეტა, ჩვენთან მოვიდა. მერე კი იძახდა, ბადრისგან დარჩენი-
ლი თანხა მე ავაღებინე შენს ქმარსო, ანუ დამაფასეთო! 5 თვე კარგს ჭამდე,
კარგს სვამდე, თავზე არ გაწვიმდეს, მანქანით მიგაბრძანებდნენ და მოგაბრ-

448
ძანებდნენ, მგონი, უნდა გახსოვდეს! „ბომჟ“ ბესელას დაავიწყდა!.. დიდი ამ-
ბავი, თუ ერთი სიტყვა მანაც შეაწია. ეგეც დავივიწყეთ და ისიც, მაგის ცოლი
რასაც მომიყვა, თუ როგორ იპარავდა მისი სახლიდან ოქროებს და ქრებოდა
დიდი ხნით და მერე უარყოფდა, თავისი მოპარული რომ იყო... ეს ამდენი
ზაზა საიდან „გაიჩითა“, არ ვიცი. ამ ყველაფერმა ის ეჭვი უფრო გამიღრმავა,
მაგრამ ეგეც დავივიწყე...
– დავურეკავ! იმედია, გაიზარდა და დაჭკვიანდა! – ბოლოს მაინც ასე ვი-
ფიქრე ბესელაზე და ვთქვი.
ღორს ძალიან ეშინოდა, დარწმუნებული ვარ, ბესელასთვის არ მეთქვა
მისი „გმირობის“ ამბავი. თან ხედავდა, ჩუმად ვიყავი (ჯერჯერობით). დამად-
გნენ, რა თქმა უნდა... მე მაინც ნინისთან წავედი და ღორი და ბესელაც წა-
მოვიდნენ. ბესელა გაზრდილი მომეჩვენა, თუმცა ყოველთვის იცოდა ისეთი
საუბარი, ხალხს დააჯერებდა, თუ როგორ კარგად აზროვნებს. ვისხედით,
ვსაუბრობდით, თან შავ ღვინოს გეახლებოდით. მე წრუპვა-წრუპვაში კარ-
გად გამოვთვერი. სულ დედა ვიგინე უმისამართოდ. ბესელა გაკვირვებული
მიყურებდა. ასე იყო თუ ისე, მაინც კარგად მიცნობდა.
– რაღაც ხდება შეს თავს და მიმალავ! – მეუბნება ბესელა.
– ჯანდაბა და ოხრობა ხდება ჩემს თავს!
– რა სჭირს ამას? – მიუბრუნდა ბესელა ღორს.
– არაფერი, დათვრა! – ღორი ამბობს თან შიში იპყრობს.
– რა გინდა, ადამიანო, რას იგონებ? რაც გინდოდა, ყველაფერს ისრუ-
ლებ, ნორმალურად ცხოვრობ! შვილებს ჩამოიყვან და ტკბილად იცხოვრებ
მაგარ ქვეყანაში! – ამბობს ბესელა.
– ეე, ბესელ, ბესელ! ტკბილად ვიცხოვრებ მე მხოლოდ მუხათგვერდში!
ვკვდები, ისე მენატრებიან და ისე მწყურიან... ამ ცხოვრების დედას... რომ
ისინი საფლავში არიან და „ნაბოზრები“ აქ! – „რეჩით“ გამოვდივარ მთვრალი.
ღორს შევხედე! უხ, რას იწურება! აელეწა სახე შიშისგან...
– ეგ ხო! მართალი ხარ და არც მიკვირს, მაგრამ რაღაც ხდება შენს თავს
და იმედი მაქვს, მეტყვი ოდესმე, დებილი ხომ არ გგონივარ? სახე გაქვს „მო-
ხეული“, ან რაზე იტირე, არ მეტყვი? – აგრძელებს ბესელა.
– კაი, ბესელ, დაანებე თავი!.. ნასვამია და ენატრება თავისები... „დაგრუ-
ზულია“, შეეშვი (დაიძაბა ღორი)!
– მანამდეც ნამტირალევი იყო. იმედია, აკონტროლებ სიტუაციას და ერე-
ვი პრობლემებს, გიორგი! ბოლოს ასეთი არ იყო თამუნა, რომ ვნახე. აშკარად
რაღაც აწუხებს! – (ბესელამ მკაცრად გადახედა ღორს.
– ხო, მივხედავ... ყველაფერი რიგზეა (ღორი)!
– და, ამ „ნაბიჭვარმა“ გურულომ რო „გადამაგდო“, იცი? „ნაბოზარი“ ეგ!
ფულში „გადამაგდო“!
– კაი რა, „ატრაკებ“! მართლა, ტო?! „ვაფშე გამოყლევდა“ ხო, ეგ? – ბესე-
ლა მეკითხება.

449
– მაგრად! სულ ეგეთი არ იყო?
– ხო, შენ ეგ თქვი!.. მოყევი, რა მოხდა (ბესელა)!
– ჯარჯის წამოყვანა მინდოდა აქ. მეც გავუზიარე მაგ „ფედარასტს“ და
მეუბნება, ირაკლი ალასანია ხო გახსოვსო. ხო, მახსოვს რა, ერთხელ მყავს
ნანახი-მეთქი. ჩვენთან ამოვიდნენ ეგ და გურულო ბავშვობაში... – დავიწყე
მოყოლა.
– კაი, მართლა არ გახსოვს? იმედასთან ძმაკაცობდა ეგეც! – გაუკვირდა
ბესელას.
– ახლა, როგორც შენ მახსოვხარ და სხვა დანარჩენები, ეგრე არ ვიცნობდი
ალასანიას. მოკლედ, ეგო ამერიკაში საქართველოს საკონსულოშია გაჩითუ-
ლი და მაგას შეუძლია დაგეხმაროს. დაველაპარაკები და გაგაგებინებო. ოჰ,
გაგახაროს ღმერთმა-მეთქი. მეორე დღეს მირეკავს, 2500 დოლარია საჭიროო
და ჯარჯი ამერიკაშიაო. „ბაზარი“ არ არის, გურულო, თუ შენ მაგას მოახერ-
ხებ, ზემოდან 5000 დოლარს გაჩუქებ-მეთქი. არ გრცხვენიაო? ერთი რაც მინ-
და გთხოვო, ბავშვი მყავს სულ ავად და ექიმმა ბაკურიანი გამოუწერა, მაგრამ
ფული არ მაქვს და 500 დოლარი მასესხეო. რაზეა ლაპარაკი, გაჩუქებ-მეთქი
და ვაჩუქე. ალასანიამ არ უნდა გაიგოს, ფული რომ მთხოვა, შენც რომ იცი
ეს ამბავი, მაგრად „გაუტყდებაო“. მე მივცემ და ვეტყვი, შენ ვითომ არ იციო.
რა მნიშვნელობა აქვს, გურულო, მაგ „ბაზრებს“ ჩემთვის, მთავარია, ბავშვი აქ
მყავდეს-მეთქი. თამუ, მე არ მაქვს საშუალება, თორემ ზაზას შვილსა და ბიჭე-
ბის ძმისშვილს ჩემგან ეკუთვნის დახმარებაო. ეგეც დიდი დახმარებაა, რასაც
მიკეთებ, ოღონდ ოდესმე ვინმესთან დაკავშირებით მანამდე თუ გითხოვია-
მეთქი... ოჰ, კი კაცოო! ვისაც მინდა, იმას ვუშვებო. მეც მახსოვდა, ძმაკაცები
იყვნენ და რატომ არ დავიჯერებდი? ასე „მაყირავა“...
– აუ, ეგ რა მაგრად „გამოყლეებულა“! მეც დაველაპარაკები. ისე მეც
აღარ ვარ ყველასთან კარგად. თავგასას „დავეჯახე მაგრად“. ერთი, მუკუჩას
ვკითხულობ ხოლმე, რა... – მეუბნება ბესელა.
– კაი, არ გვინდა მაგაზე. ვნახოთ, აბა, იქნებ დააბრუნოს ეგ თანხა! ეთქვა
„მაგ ჩემისას“ და ისე მივცემდი, რას მატყუებს? ახლა ეს „ახეულის შერჩენა“
მეც არ მომწონს! ალასანიას უნდა ვუთხრა როგორმე, როგორ უფუჭებს სა-
ხელს გურულო. ამ ახლო მომავალში საქმე მაქვს საკონსულოში და ნომერს
დავუტოვებ, დამირეკოს! – ვთქვი მე.
– აუ, გაგიჟდება, იმედას დას ეგ რომ გაგიბედა!.. კაი ტიპია, ისე, ირაკ-
ლი... – ამბობს ბესელა.
– ხო? აბა, შენ რატომ მოგიწია მექსიკით გადმოპარვა, თუ კაი ტიპია? თუ
შენ არ ხარ კაი ტიპი, ჰა? – მართლაც, რომ გაკვირვებულმა ვიკითხე.
– აუ, ახლა მე ამომიჩემა? უნდა მაგინო? – ბესელამ გადაიტანა თემა სხვა
საკითხზე. ეს კი ხუმრობაში გაატარეს.
ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ მქონდა შერჩენილი სიყვარული ბე-
სელას მიმართ, თუმცა ძველებურად ვეღარ ვენდობოდი. ძალიან მინდოდა,

450
იმედას ყველა ძმაკაცის შეცდომა ასაკისთვის დამებრალებინა, თუმცა მე
ეგენი ისეთ დროს გავიცანი, სისხლი რომ დუღს, როცა არაფრის არ გეშინია.
17-18 წლის ასაკში ძნელია დამალო, ვინ ხარ. იმის თქმა მინდოდა, სივაჟ-
კაცეს ვერ დამალავს კაცი ვერცერთ ასაკში და კაცობას, მაგრამ მაინც...
მიმიყვანეს კუნძთან ღორმა და ბესელამ, თვითონ კი გააგრძელეს გზა ბრუკ-
ლინისკენ...
კომპიუტერით ბუკის ველაპარაკებოდი, როცა კუნძის ხროტინი გავიგე,
ბოლო დღეები ჰქონდა საწყალს. შევედი დასახედად. დაამთქნარა და მშვი-
დად დატოვა წუთისოფელი. ნინის დავურეკე. მსუბუქად რომ ვთქვათ, არ
იყო სასიამოვნო შეგრძნება შუაღამისას მიცვალებულთან ერთად მარტო
ყოფნა. ვისაც უნდა დაებინავებინა კუნძის ცხედარი, იქაც დავრეკე.
– შეგეშინდა, რომ მოკვდა? – მეკითხება ნინი.
– არა, უფრო შემშურდა! – გულწრფელად ვპასუხობ.
– კაი რა! რას ამბობ!
– ვხუმრობ (მოვატყუე)!
– ძალიან არ მომწონხარ ამ ბოლო დროს, რაღაც განადგურებულს ჰგავ-
ხარ! – ნინი თავს არ მანებებს.
იმ ღამეს ნინისთან წავედი. პირველად მოვუყევი ვიღაცას ჩემი ტკივი-
ლი... კუნძის სახლიდან წამოსაღები ჩემი ნივთები, ყველაფერი გავამზადე
მეორე დღეს. როგორ არ მინდოდა ბრუკლინში ჩასვლა და ღორთან ერთ ჭერ-
ქვეშ ყოფნა...
– სამსახურის პოვნა გამიჭირდება აქედან, თორემ საერთოდ არ მაქვს იქ
წასვლის სურვილი. ნამუსი ხომ სულ დაკარგა. წავიდეს რა, დამანებოს თავი
(ვწუხდი)!
– კარგად მესმის შენი, საშინელებაა!.. არადა, როგორ არ ეტყობა მსგავსს
რომ ჩაიდენდა. მეგონა, ძალიან უყვარდი. ყველაზე კარგი ქმარი შენ გყავდა.
ასე მეგონა, და არა მარტო მე, ყველას ასე ჰგონია! – ნინი მართალს ამბობდა.
ღორი მოვიდა შუაღამისას ჩემ წასაყვანად სახლში. მუშაობდა მთელი
დღე. დილის 4 საათზე მიდიოდა სამსახურში და ღამე საშინლად „დაგრუზუ-
ლი“ შედიოდა ოთახში დასაძინებლად. მე კი სამზარეულოში ვიჯექი და ვა-
თენებდი ჯარჯისთან და ბავშვებთან ლაპარაკში. ეტყობა, ვეღარ მოითმინა
ღორმა ჩემი მეტისმეტი უყურადღებობა და მირეკავს მობილურზე მეორე
დღეს:
– რას შვრებით?
– ვსვამთ მე, გია და ლელა.
– რა იყო, მე ვერ დამელოდეთ? უჩემოდ ცხოვრობ, რასაც გინდა, აკეთებ
და როცა გინდა! – ღორის პრეტენზიების მოსმენა მაკვირვებდა.
გავედი ჩემს ოთახში, შავი ღვინო თავში მიკაკუნებდა. მოწამლა ტვინი და
უმართავი ვიყავი...მაგ დროს სჯობს გამასწროს ყველამ, ვინც არ მომწონს.
ეს კი პირდაპირ ხახაში ჩამიხტა.

451
– კარგად მისმინე ახლა, რა და, დაიმახსოვრე! ვიცხოვრებ, როგორც
მინდა! არასოდეს გავბოზდები და იმიტომ არა, რომ შენ გცემ პატივს! არა!
ჩემს თავს ვცემ პატივს და ჩემს ოჯახს! არ მიყვარხარ, არავინ არ ხარ „ვაფ-
შე“ ჩემი! ასე რომ, აღარც კი გაბედო რამე მითხრა! „აახვიე“, ბიჭო, ვინმე
გიჭერს?! მე ჩემს წილ ბედნიერებას ვეძებ. დიდი იმედი მაქვს, ღმერთი მა-
პოვნინებს. აი, შენი ცოლი რომ ვიყავი, მაგრად მრცხვენია! შენი დედაც
(გადამეკეტა)!..
ვაგინე ბევრი და გავუთიშე, გამოვედი გავაგრძელე გართობა. ერთი კვი-
რა ვიყავი უმუშევარი. მალევე გამომიჩნდა სამსახური. ჩავბარგდი გავემ-
ზადე, ისევ მოხუცის მომვლელად წავედი. სხვა სახლს, ლოგინს, პაციენტს,
ყველაფერს მიჩვევა და მორგება სჭირდება... ღორს უნდა წავეყვანე, სხვა
ქალაქში იყო სამსახური.
– მოკლედ, მარტო მძღოლად მიყენებ! – ღორი უკმაყოფილოა.
– როგორც მახსოვს, ჩემი „შევროლე“! გაყიდე და „ლინკოლნი“ იყიდე, არა?
აქედან გამომდინარე, შემიძლია მოგთხოვო! შენ რა, მძღოლობაც არ მოგ-
წონს? რა ძნელი ყოფილა ცხოვრება, არა? ვიღაც რომ გამცირებს, გტკენს!
შენს ძმას მაინც არ „გიჟიმავ“! – არ ვინდობდი.
– ვერც „გაჟიმავ“ და ვერც „გაჟიმავდი“! – „განაგლდა“ ღორი.
– რატომ?
– ის არ იკადრებდა! – ამაყად მპასუხობს ღორი.
– შენ რატომ იკადრე?! ან იცოდი, შენ რომ იკადრებდი?! რა იცი, ის რას
იკადრებდა? აი, ჩემი ძმები რომ იყვნენ ცოცხლები, მართლა მოგაჭრიდნენ
მაგ შენ „კუტუს“!
– არ მოხდებოდა ეს (ღორი)!
– აა, მარტო დამიგულე? იმათი შეგეშინდებოდა!
– არ ვიცხოვრებდით ერთად და არც არაფერი მოხდებოდა, შენც ხომ იცი!
– ბედავს ღორი.
– ბიჭო, კაცი უნდა იყო ყოველ წამს! „პუტანკა“ ქალივით თავს რომ იმარ-
თლებ, აღიარე, რომ „სირი“ ხარ და წადი, რა! რა არის, გიორგი? რაღაც ფორ-
მაში არ ხარ, რაშია საქმე? – ისევე ვეკითხები, როგორც თვითონ მეუბნებო-
და ხოლმე, ნინოზე როცა ვეჭვიანობდი.
ამ დროს ბავშვებმა დარეკეს, უნდა დამერეკა... არ ვიმჩნევ არაფერს, რაც
ხდება ჩვენს თავს. ამ ავადმყოფმა გამომართვა მობილური და სლუკუნით
ეუბნება მარიშკას:
– რა ვქნა, მამიკო? ყველაფერი ვცადე, მაგრამ მაინც მშორდება დედიკო!
ისე გავმწარდი, ეს რომ გააკეთა, ტორპედოს წიხლები ვურტყი. გამოვგ-
ლიჯე ტელეფონი, კარგ ხმაზე ხუმრობა დავიწყე, არანაირად არ მინდოდა
ჩვენი პრობლემები ბავშვებზე გადასულიყო. 8 წლის მარიშკა და 6 წლის ქეთა
რა შუაში იყვნენ საერთოდ! მაგრამ, არა! ამას განგებ აკეთებს ეგოისტი! ჯერ
მიღალატა ასე მწარედ და მერე გაყრა უკვირდა ავადმყოფს?!

452
– ჩემი კარგი გოგოები ვინ არიან? ჩემი ძლიერები!.. დედიკუნები! ხო იცი,
რომ შენ არ უნდა იდარდო უფროსების გამო! მამიკო რაღაცებს ბოდავს
ახლა და არც მიაქციო ყურადღება. ჩვენ გვიყვარხართ, რაც მთავარია!
– მე მჯერა შენი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, დედიკო! – დიდი-
ვით მპასუხობს მარიშკა.
– ჩემი ჭკვიანი და საამაყო შვილი ხარ შენ, მალე ჩამოგიყვანთ და ერთად
ყველაფერი უფრო მაგარი იქნება. კაი, დედუკები?
– კაი, დედიკო! – გამიცინა მარიშკამაც.
ხასიათზე მოვიდა, მაგრამ არ აცდიდნენ ბავშვს ბავშვობას. ბებიამისი
უმატებდა სანერვიულოს, მე მლაძღავდა და მამტყუნებდა, კაცი ხომ არ
მოკლა ჩემმა შვილმა, რომ არ პატიობსო! სასწაული თუ გინდა, ხალხს უნდა
უსმინო! მივედით ჩემს სამსახურამდე, ღორმა ვერ მოითმინა და კიდევ გამო-
ხატა ღორობა:
– მაგრად მერიდება, მაგრამ ფული „ვაფშე“ არ მაქვს, შეგიძლია, 100 დო-
ლარი მომცე?
– ტაქსი ხარ, მოკლედ! გინდა დრო იხელთო და ბოლო კაპიკებიც გამომ-
ძიძგნო რა! ასეთი ღორი საიდან ხარ?! გაუმაძღარი! აიღე, აჰა, შენს „პუტან-
კა“ დედას „შევეცი“! – ჩავილაპარაკე და გადმოვედი.
– ასეც ვიცოდი, სალაპარაკოს გახდიდი, მართლა არ მაქვს და რა ვქნა
(ღორი)?
– როდის გქონდა? ან როდის გექნება იმდენი, რომ გაძღე! თუმცა მაინც
უბედური იქნები მილიონერიც! კარგად იყავი!
– გეზიზღები? – გაუბედურებული ხმითა და სახით მეკითხება.
– მთელი გზა იცი, რას ვფიქრობდი? – მეც მზად ვარ, ბოლომდე გადავუ-
არო.
– რას?
– ნეტა ჩემი საყვარელი ადამიანი მეჯდეს ახლა გვერდით ამ ღორი ეშმა-
კი† არსების მაგივრად. ხელს ჩავკიდებდი და ტკბილად მივიდოდი სამსახურ-
ში კარგი მუსიკის თანხლებით. ვცდილობდი დამევიწყებინა გვერდით შენ
რომ იჯექი მთელი გზა! ახლა შენ თვითონ გადაწყვიტე, რაც ცხოვრებაში
გამიკეთე, სხვას შენთვის რომ გაეკეთებინა, რისი ღირსი იქნებოდა?! – მი-
ვუჯახუნე კარები.
წავედი ჩემს გზაზე... ორი დღე არ იყო გასული, ღორის დეიდა მირეკავს,
ლალი ნოდია, რომელიც ჩვენამდე ამერიკაში ცხოვრობდა და, რომელიც არა-
ფერში დაგვხმარებია არასდროს! მირეკავს პრეტენზიებით:
– მე ვისურვებდი, შენზე მხოლოდ კარგი გამეგო! – მარიკას სიტყვებს
ჰგავს, – ჯარჯი და გიორგი შენს ცხოვრებაში ერთად ვერ იქნებიან! – ლალი
ბედავს ამ სიტყვების თქმას.
– რაღაც ვერ გავიგე?! აბა, უკეთესად ამიხსენი! ჯარჯი ჩემი ძმისშვილია!
ეგეც არ დაგავიწყდეთ, თქვე ავადმყოფებო! – ძალიან გავბრაზდი.

453
– ჰოდა, გყავდეს ჯარჯი! გიორგი კი გშორდება! – რამხელა ზიზღით მით-
ხრა, ვერ გადმოგცემთ.
– აა, ჯარჯის გამო მშორდება? ჰა, ჰა, ჰაჰ... თუ დასთან რომ მღალატობ-
და და რომ არ ვპატიობ, იმის გამო?! საერთოდ, როგორ აძლევ თავს უფლე-
ბას, შე ავადმყოფო ქალო!
– გიორგის ვინც შეეხება, თვალებს დავთხრი! – მთელი ზიზღით ამბობს
ისევ ლალი.
– არ მოაკვნიტო, რა! – დავცინე.
დავუკიდე ყურმილი და ღორს გადავურეკე „ნანატრი გინებით“.
– შენ რა დღეში ხარ?! დეიდაშენს ვინ მისცა მაგდენის უფლება, ჯარჯი
ახსენოს „ვაფშე“?! შენ „გაბლატავდი“, ხო?! ჯარჯის რომ არ მოვუყევი შენი
კაცობის ამბავი! კარგი, აწი ყველას გავაგებინებ, შენ ვინ ხარ და ვნახოთ,
დეიდაშენს როგორ არ შერცხვება შენნაირების დაცვა!
იმდენი ვაგინე, იმდენი, რომ მთელი ცხოვრება ეყოფა!.. ამხელა რაღაც
ჰქონდა ჩადენილი და კიდევ რომ მიმატებდნენ თავიანთი საშინელებებით.
ეს იყო საგიჟეთი.
მამა ალექსანდრე ნიუ-იორკში მოღვაწეობს. ისიც ჩაერია ჩვენს ამბავში.
არაფერს ვითხოვდი, მხოლოდ ბავშვებისთვის დაენებებინათ თავი. მარიშკა
სულ გაღიზიანებული იყო, ტიროდა და დარდობდა. ბავშვებს ჩაუკლეს ბავ-
შვობა, რაც მაცოფებდა! ღორი კი სთხოვდა მამა ალექსანდრეს, როგორმე
შევერიგებინეთ!
– ეგაა, ბიჭო, მამად მაინც ვივარგებო?! რას ერჩი ბავშვებს?! რატომ ეუბ-
ნება საშინელებებს დედაშენი?! რა გინდა, დაგხოცოთ?! – გამწარებული ვეჩ-
ხუბებოდი.
– დედაჩემი ღმერთის მორწმუნეა, ცუდს არაფერს იზამს (ღორი)!
– მორწმუნე არა, კვატია! პედაგოგია ამხელა ქალი და ისიც არ იცის,
როგორ მოიქცეს ბავშვებთან! უთხარი, ტლიკინს თავი დაანებოს, თორემ მე
ვეტყვი, თქვე „ნაბოზრებო“ (ძალიან ცუდად ვიყავი)!
იმ ქალს არაფერი ესმოდა, თან არასდროს! საკუთარი მაზლის პანაშვიდზე
მკვდარს ლანძღავდა სტუმრებთან! არადა, კაცი იყო ენით აუწერელი, სიკე-
თით სავსე! ძალიან მიყვარდა... ორმოციც ჩემს სახლში გავუკეთე, ვერაზე, იმ-
დენად მინდოდა, პატივი მეცა მისი სულისთვის. თამაზი, ქალბატონ თამუნას
რომ მეძახდა, გარდაიცვალა. საწყალს ორმოცის გარეშე ტოვებდნენ! ახლობ-
ლები მირეკავდნენ, არ შეიძლება სხვისი ორმოცი შენს სახლში, არ არის კარგი
შენი ოჯახისთვისო. მე კი სულ არ ვუსმენდი და არც მოვუსმენ ეგეთებს! მუ-
ხათგვერდში ჩემების სასაფლაოსთან ახლოს დავკრძალეთ საყვარელი თამა-
ზი. ბაბუ ხშირად დადის ძმის საფლავზე. ჩემების საფლავსაც უპატრონოდ არ
ტოვებს და უვლის, რისი მადლიერიც ვიყავი და ვარ! დავურეკე ბაბუს. ყველა-
ზე ნორმალური ოჯახში ეგ მეგულებოდა. ვთხოვე, დალაპარაკებოდა ყველას.
ხომ იცოდა ყველაფერი. თავში ხელებს იშენდა, ეს რა გააკეთა ჩემმა შვილმაო.

454
ჩემთვის თვალებში შეხედვის რცხვენოდა. რა მისი ბრალი იყო. კაცობას ას-
წავლიდა. რომელ მამას უნდა არაკაცი შვილი! მერე მაგაზე ატყდა ერთი ამ-
ბავი! მარიშკამ მითხრა, ბაბუს ისეთი ამბავი დააწიეს, ისიც კი უთხრეს, რამე
ხომ არ გაქვთ შენ და თამუნას ერთმანეთშიო და ეგ რაღას ნიშნავსო. ბავშვი
საგონებელში ჩააგდეს! ღმერთო ჩემო, ეს რა ჯიშის ხალხია! ძმაზე იეჭვიანა,
მამაზეც. ნათელი იყო, რატომაც იტანჯებოდა ბნელი ფიქრებით! რატომაც
უშვებდნენ მსგავს სიბილწეს დედამისი და ლალი. თვითონ იყვნენ ეგეთები და
ყველა თავისნაირი ეგონათ, მაგრამ, რა ვუშველო ამ ჩემს შვილებს? მე ვერ
ჩავალ, იქ ვერ ვიცხოვრებ, ფიზიკურად არ მაქვს უფლება. თან მეშინია, მე
რომ რამე დამიშავდეს, თბილისში სულ დაიღუპებიან მათ ხელში ეს ბავშვე-
ბი... ვერც მომყავს ჯერ. ველოდები ოჯახის შეერთების პასუხს. გადავწყვიტე,
ვინმე ჩემიანთან ეცხოვრათ ბავშვებს. ფინანსურად მე ვიყავი ისედაც ყველა-
ფერი, ღორის ოჯახს ვინახავდი ჩემს შვილებთან ერთად და ვის შევინახავდი,
მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ბავშვების სიმშვიდე იყო. მარიშკა გამუდ-
მებით ტიროდა უმიზეზოდ, ხან მიმალავდა... ხან დარეკავდა ტირილით:
– დედიკო, ცოცხალი ხარ?
– რა მომკლავს, შვილო?
– რა ვიცი, დედიკო, მანქანა არ დაგეჯახოს გადასასვლელზე, ფრთხილად
იარე! საერთოდ, ფრთხილად იყავი, გეხვეწები, დედიკო! – მარიშკა ტიროდა.
– ნუ გეშინია, მარიშკა, დიდი ხანი ვიცოცხლებ! შენ ნუ განიცდი უაზრო-
ბებს, გთხოვ!.. – ვამშვიდებდი მე თვითონ დასამშვიდებელი.
არ ვიცი, მწყევლიდა ბებიამისი და მაგიტომ განიცდიდა ასე, თუ რატომ
ეგონა, რომ მოვკვდებოდი?! ამაზე მე უარესად ვღელავდი. ერთ დღესაც ვერ
მოვითმინე, როცა მარიშკა სკაიპით მიყვებოდა:
– იცი, გავიგე რაღაცები და მინდა ვიცოდე, მართალია თუ არა!
– რა გაიგე, დედუკი?
– სიმართლეს მეტყვი? ეს თუ მართალია, მე ჩემს ცხოვრებაში ვერასოდეს
ვაპატიებ გიორგის (მამიკოს აღარ ეძახდა ჩემთან)!
– რა გაიგე და საიდან? და, რაც არ უნდა გაგეგო, მამაშენია მაინც! ეგ შენ
არ გეხება, დედუკი!
– რას ჰქვია, არ მეხება?! ბებო ეუბნებოდა მანანას (მეორე დას), კაცი ხომ
არ მოუკლავს, რომ არ პატიობს. იმ ნინო ბოზის ბრალია ყველაფერი, ძალით
გააკეთებინაო, – მიყვება მარიშკა.
– რაღაც სისულელეებს ისმენ, მარიშკა, რა! საერთოდ არ იცოდი შენ მოს-
მენა, „დაიკიდე“ ყველა და ყველაფერი. შენი მისიაა მხოლოდ მაგრად ისწავ-
ლო! „მომავლის სკოლა“ საუკეთესო სკოლაა. იცოდე, ძალიან მაგარი გოგო
უნდა ჩამოხვიდე!.. ინგლისურს მიაქციე ყურადღება განსაკუთრებით! – ვა-
რიგებ შვილს.
– კარგი, დედა, მაგრამ როდემდე ვუსმინო ამ ქალს? – ბრაზობს მარიშკა.
– არ უსმინო, „გაატარე“, რა!

455
– ჩემი დღიური წაუკითხავს. მე ჩემს კლასელზე ვწერდი, გიორგი მეზიზღე-
ბა-მეთქი, მაგან კიდევ ჩხუბი დამიწყო, მამაზე ამბობო (მეც მატყუებს მარიშკა).
– მამა რომ უნდა გიყვარდეს, ორი აზრი არ არსებობს, გაიზრდები და
მერე გადაწყვეტ, ვისთან როგორ იყო. ახლა კი ეცადე, მანდ ხარ და მაგ პატა-
რა გულს ნუ დაიმძიმებ, ჩემო ლამაზო და ჭკვიანო შვილო! კარგი, დედუკი?
მე ვეცდები დაველაპარაკო ბებიაშენს. იცოდე, არ იტირო რა, დე, გთხოვ,
პირიქით, მე მინდა, სულ გახარებული იყო! – ვამშვიდებ და გული მეფლი-
თება, ბოღმა მახრჩობს. მინდა ენები დავაჭრა ყველას, პირდაპირი გაგებით,
მაგრამ ბავშვთან როგორ შევიმჩნევ ამას!
– შენ რატომ არ ხარ გახარებული? მე სხვანაირი დედიკო რატომ მყავს?
– მე გახარებული ვარ თქვენით, მომავალშიც უფრო გამახარებთ ხო, დე?
– ხო, დე, აბა რა! და გიორგიმ რომ გატირა, იმ დღეს, მე ეგ გავიგე! გეგონა
გათიშე სკაიპი, ტელეფონს რომ უპასუხე და მე მესმოდა, შენ ეუბნებოდი,
ისეთი გველი ხარ, ჩუმად მითხრი საფლავს. პირდაპირ გააკეთე ყველაფერი,
თუ მაგარი ხარ. ტყუილი და მატყუარები ლაჩრები არიანო. რანაირად გინდა,
მე მიყვარდეს ეგეთი მამა, რომელიც ჩემს დედიკოს ტყუილად ატირებს... –
აღელვებული მიყვება მარიშკა.
– ეგ, რომ გაიზრდები, მერე გადაწყვიტე! ახლა უნდა გიყვარდეს, რო-
გორც გინდა, დედიკო, რა! არ მომწონს ეს მოსმენები რომ ისწავლე, არ გამი-
თიშავს? შემეშალა? შენ გათიშე! არასოდეს მომისმინო, გთხოვ და არც სხვას
მოუსმინო, კარგი? – ტონს ავუწიე.
– კარგი, გპირდები! როგორი კეთილი ხარ (გაკვირვებას ვერ ფარავს მა-
რიშკა)!
– ზომიერი სიკეთე სჯობია იცოდე, დედუკი! ქეთას მოუარე კარგად, დე,
კაი? მაგასაც არ გადასდონ რამე ცუდი, პატარაა ძალიან, სხვანაირად გა-
ნიცდის...
მე და მარიშკა უახლოესი მეგობრები ვიყავით. თითქმის არაფერს ვატ-
ყუებდი, უფრო სწორად, არაფერს ვატყუებდი. ტყუილი მართლაც რომ ლაჩ-
რებს სჭირდებათ, მაგრამ იყო რაღაცები, რაც მის ასაკში არ უნდა სცოდნო-
და და არ ვუმხელდი, სულ სამი რაღაც მქონდა დამალული, ისიც დროებით,
მერე კი მოვუყევი. ქეთა პატარა იყო, მის ასაკს როგორც შეეფერებოდა, მა-
რიშკა კი უფრო დიდი – თავის ასაკთან შედარებით. ეს, ალბათ, იმან გამოიწ-
ვია, ოჯახურ პრობლემებს რომ შეესწრო. იმას, რაც ჩემს ოჯახში ხდებოდა
დებს შორის. სადაც მე და ღორი ვისხედით, იმ ოთახში შემოვიდოდა ხოლმე
ნინო და დაგვიჯდებოდა. მე ვეუბნებოდი, ადექი და გადი აქედან! ამხელა
სახლში რაღა ჩვენ გვიჯდები-მეთქი. მპასუხობდა, სადაც მინდა, იქ ვიჯდე-
ბიო და ღორს უყურებდა. ეს „სირიც“ არ გადიოდა. თუ საძინებელში ვიყავით
მე და ღორი, გვერდზე ოთახში დაჯდებოდა და ხველებით მოკვდებოდა, რაც
მერე აღსარებაში ჩამაბარა ვაჟბატონმა, თუ როგორ ეძახდა ნინო-ვირთხა
ხველებით, გამოდი ოთახიდანო! ძალიან მინდა შემეძლოს იმის ახსნა, რა

456
ტკივილს ვგრძნობდი იმ დროს და მერე წლებიც ამ ორი არაადამიანის გამო.
საშინლად მინდა შეიგრძნონ ეს, პირველ რიგში, ჩემმა შვილებმა, მაგრამ არ
შემიძლია ამის გადმოცემა! საშინელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში: ბრძო-
ლა ოჯახის წევრებთან, რომლებსაც არ უყვარხარ და უნდათ წაგართვან
ცხოვრება შვილებიანად, ქმარს ვინ დაეძებს! რატომ შემიძულეს ასე? იმი-
ტომ, რომ ეშმაკებს† ღმერთზე შეყვარებული ადამიანები არ მოსწონთ. სულ
ეს იყო მიზეზი (ეკა „დაიკარგა“, დაიბნა, როგორც პატარა). მე სხვა ახსნა ვერ
მოვუძებნე გაბოროტებულ დებს! ძალიან მიჭირს ამ წიგნის წერაც, ამიტომ
აღარ ჩავუღრმავდები იმ წაბილწულ დღეებს, თვეებსა და წლებს ეჭვები რომ
მიღრღნიდა გულს და ვერაფერს ვამტკიცებდი. ერთხელ აღსარებისთვის
ვემზადებოდი, ნინო ვირთხამ მითხრა, არ დაგავიწყდეს აღსარებაში დაზე და
ქმარზე რომ ეჭვიანობ, უდიდესი ცოდვაა და ჩააბარეო!
ასეთ რაღაცებს ვერასოდეს ვიჯერებდი ბოლომდე. ამ ასაკში ადამიანს
ამხელა ტყუილი და თამაში როგორ შეეძლო! სულ ნუ ამოიღებდა ხმას, მაგ-
რამ არა! იბრძოდნენ, მე გიჟი გამოვეყვანე ორივეს! როგორ დავიჯერო, რომ
ღმერთი ამ ორ ადამიანს განსაკუთრებით არ დასჯის ჩემი ამხელა ტკივილე-
ბისთვის! როგორ დავიჯერო, მაიას და ეკას არ დაანახებს უფალი ჩემს ამაგს!
ობლად დარჩენილმა 13 წლის ბავშვმა რაც აკეთა მათთვის, იმედია, ამაოდ
არ ჩაივლის! მათ კი ზურგი მაქციეს და ნინოს ამოუდგნენ მხარში! ვერა, ვერ
დავიჯერებ ჩემს ღმერთზე მაგას! უფრო მეტიც, მე ვითხოვ უფლისგან სუყ-
ველას დასჯას. ვთხოვ, ოჯახის წევრები და სხვებიც სამაგალითოდ დასა-
ჯოს! ვიღაცისთვის ეს თხოვნა შეიძლება მიუღებელია, მე კი ვაძლევ თავს
უფლებას შევთხოვო, რადგან მე მისთვის ვიცხოვრე, ვცხოვრობ და ვიც-
ხოვრებ! მე ყველაფერს ისე გავუძელი, როგორც ეს შეეფერება ნამდვილ
ადამიანს, რომელსაც სიყვარული უყვარს! რომელსაც ღმერთი უყვარს! რო-
მელსაც სიბოროტე არასოდეს ჩამიდენია! ცოდვილი კი ვარ, რა თქმა უნდა!
მიწიერი ვარ! ერში ვცხოვრობ – ხან შევაგინებ, ხან შემოვარტყამ! ხან თვალი
გამექცევა! ისიც კმარა ღმერთთან სიახლოვისთვის, ბოზი არ ვარ! მკვლე-
ლი არ ვარ! არც რეციდივისტი და არც შურიანი! სხვას ლუკმას არ ვართმევ,
არც სიყვარულს, არც შვილებს!!! არც მშობლებს და არც დედმამიშვილობას!
მე ადამიანი ვარ, მართალი ადამიანი! პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვასა
თუ საქციელზე! მე მამას გოგო ვარ! მამასი, რომელმაც ვაჟკაცის სისხლი
გაუნაწილა ყველა შვილს, მაგრამ ყველამ არ გაუმართლა. მე კი ის ძალიან
მიყვარს! მარტო იმისთვის ვიქნები კარგი, რომ მე ის მიყვარს! სიყვარულს კი
დამტკიცება უნდა! მხოლოდ გაცვეთილი სიტყვები არ არის ეს სიყვარული.
მე ჩემი დახოცილი ოჯახი მიყვარს! მე მათ სულს არასოდეს წავბილწავდი,
მე ვერასოდეს დავუდგები გვერდში მოღალატეებს, ეს მოღალატე ჩემია თუ
სხვისი! ჩემი მეობა არ მომცემს ამის უფლებას! და აი, ამიტომ მებრძვიან
მთელი ცხოვრება! სიკეთეს ებრძვიან მთელი ცხოვრება! სიყვარულსა და სი-
მართლეს!.. ეს წესად იქცა, საუკუნეებია!

457
ისევ ატირეს მარიშკა... ისევ არ ანებებენ თავს... აივსო და გადაივსო ჩემი მოთ-
მინების ფიალა! დავურეკე ბებიას, რადგან ბაბუამ ვერაფერი შეცვალა ოჯახში.
– რა ხდება, ადამიანო, მეტყვი? შენმა შვილმა რაც ჩაიდინა, იმის მერე
ხმას როგორ იღებ საერთოდ?! შენ აპატიებდი შენს ქმარს? თემოს აპატიებ-
დი?! მიპასუხე რა?! შენს რომელიმე დასთან 3 წელი და 6 თვე „ეჟიმავა“ და
არაერთხელ თან! – ვცდილობ ამეხსნა ყოფილი დედამთილისთვის.
– ჩემი დები მაგას არ იკადრებდნენ და რომ ეკადრათ, რა თქმა უნდა, არა!
მაგრამ გიორგი კარგი ქმარია. შენმა დამ შეაცდინა! – ბებიას არც კი რცხვე-
ნოდა ამ სიტყვების.
– ადამიანო! ჩემი ნება ხომ არის, ვაპატიებ თუ არა? არ მინდა ეს შეცდე-
ნილი ქმარი და ამიტომ ჩემს შვილებს უნდა უშალო ნერვები?!
– მარიშკას გიორგი აღარ უყვარს და ეგ არის სწორი (ბებია)?!
– აუ, დააცადე, რა, მამა-შვილს! თვითონ გაარკვევენ ურთიერთობას! შენ
მიხედე შენს საქმეს და ჩემს ლანძღვას შეეშვი ბავშვებთან!
– მე შენთან არ მსურს საუბარი საერთოდ...
– ჰოდა, „ყლექალა“ ხარ! რაზე გელაპარაკო! მე შენს „პირში შევეცი“! „მო-
გიტყან“ აღზრდა! შენ გაზრდილია ასეთი „სირი“! – „გადამეკეტა“ და რაც კი
შეეფერებოდა ამხელა ქალს, ყველაფერი ვაღირსე.
სწრაფად მივაგინე სართულებად, რომ მომესწრო. მე სხვანაირად ვერ
გამოვხატავ გაბრაზებას. ემოციური ადამიანი ვარ, უსამართლობას რომ
ეწირება ხოლმე! რა თქმა უნდა, პირველად გაიგო დედამთილმა ჩემი ასეთი
გინება და ტელეფონი გაუვარდა. ისევ დავურეკე:
– მომისმინე, შე „ნაბოზარო“! ჩამოვალ, დაგხოცავთ! შენს შვილს აქ „მი-
გიბრიდავ“! ჩემს შვილს ნერვები არ მოუშალო, შე მყრალო ქალო!
ისევ გამითიშა, მაგრამ შეეშინდა, მის შვილს რომ შევეხე. ჩემი შვილები
მაგისები არ იყვნენ, გეგონება! გინებით დავურეკე ღორს, მერე ჯარჯის მო-
ვუყევი ყველაფერი. ცალკე ის გავაგიჟე, მაგრამ რა მექნა?! ვეღარ ვუძლებ-
დი მარტო. ჯარჯისი ასე თუ ისე მაინც ეშინოდათ. იცოდა ღორმა, იმდენს
არ მოუთმენდა, რასაც მე ვითმენდი. ჯარჯიმ ეგრევე დაურეკა ღორს... არ
უპასუხა, მესიჯი დაუტოვა: ბიჭო, შენ რაც გააკეთე, მაგის გამო დაგაიმპო-
ტენტებ, მაგაში დარწმუნებული იყავი! და თორაძეების „გადავლა“ როგორ
უნდა, განახებ! ახლა ავალ შენთან და დედაშენით დავიწყებ თქვენს „ჟიმვას“!
მართლა ავიდა... ვეხვეწე:
– მართლა არ შეეხო ბებიას, უბრალოდ, უთხარი, ბავშვებს წავიყვან, თუ
კიდევ გავიგებ, რამეს უშავებთ-თქო და შეაშინე, რა! თორემ „გადაიჯვეს“ თავ-
ზე! მე მოგიკვდე, არ შეეხო ქალს, ჯარჯი! არ გაპატიებ არასდროს, იცოდე!
– აუ, „იმენნა“, რა! ამდენს ბედავენ და არ შეეხოო! – ჯარჯი მეჩხუბება.
– კაი, „შეჩემა“, ამათ დონეზე ხომ არ დავალთ?! ამხელა ქალმა რომ მაგი-
ნებინა, ეგ მრცხვენია და მართლა ხომ არ „გადაკუზავ“, ვაა! თუ არ გაჩერდა,
ჩამოვალ და თავს გადავპარსავ. ეგეც ეყოფა მაგას!

458
მართლა ავიდა ჯარჯი. ჩაუვარდა ფეხებში ბაბუ, ეხვეწა... რომ დატოვა
იქაურობა, მარიშკას ლაშამ დაუწყო ჩხუბი, ეს რა გააკეთე, ოჯახში ისედაც
არეულობაა, ამწვავებ სიტუაციასო. ახლა ლაშასთან მაქვს სადავო... რამდე-
ნიმე დღის წინ მე ვიყავი მართალი ლაშასთვის. მეც დავურეკე:
– რა არის ეს?! რა დღეში ხართ? ბავშვებს ნუ ეხებით-მეთქი, არ გითხარით?!
რა გინდა, ბიჭო, მაინცდამაინც ცოდვაში გინდათ ჩამაგდოთ?! დაგხოცოთ, თუ
რა გიყოთ! დამაცადეთ ცოტა ხანი! მოვა საბუთები და წავიყვან მაგ ბავშვებს!
რას ტლიკინებს ეგ ქალი, რა უნდა?! რით ვერ გაარჩიეთ მტყუან-მართალი! არ
მინდა და არ ვპატიობ! „მკიდია“, ვისი ბრალია! ძალით ქალი კაცს ვერ „ჟიმავს“!
ორივეს ბრალია და მორჩა, რა, ეს თემა! – ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
– შენ დედაჩემს როგორ აგინე! მაგარი სულელი ქალი ყოფილხარ! – მეუბ-
ნება ლაშა.
– აუ, ახლა შენ „მოგიტყნავ დედას“, ბიჭო!
გამითიშა ლაშამ, რამდენი დავრეკე, გამითიშა. მერე ჯარჯის დავურეკე.
რამეში მეც ხომ უნდა დამიდგეს გვერდში, „ბლიად“!
– მიდი ერთი, ჯარჯი, „ასცხე“ კაცურად მაგ „სირს“, რა!
– „ბაზარი“ არაა! – ჯარჯის „დაჟე“ გაუხარდა.
ჯუნა კვანტრიშვილი ჩემი და პაატას ბავშვობის მეგობარი იყო და ქეთას
ნათლია. სულ ჯარჯისთან ერთად იყო იმ პერიოდში. ერთად ააკითხეს, ბე-
ბიამ გააღო კარი:
– ლაშა ინგლისურს მეცადინეობს, არ სცალია თქვენთვის!
ჯუნა შეუვარდა მაინც სახლში, აივნიდან აგდებდა ლაშას. ჯარჯი აივნის
ქვემოთ ელოდებოდა, რომ დაეჭირა და მაგრად ეცემა... მერე ძალიან შეეცო-
დათ მოღრიალე ბებია და მოკუნტული ლაშა. გააფრთხილა ჯუნამ, თამუნას
ბავშვებს ვინც ცუდად დაელაპარაკება, ყურებს დავაჭრიო. ჯარჯი ქვემო-
დან არიგებდა ჭკუას, რაც საწყალი ლაშასთვის საკმარისი იყო... სახლში არ
უნდა დამერეკა, მარიშკას მობილურზე ვრეკავდი. იმ დღესვე მომადგა ღორი
სამსახურში:
– გამოდი, თორემ მე შემოვალ!
მეც გავედი. გაშლილი დანა ჩავიდე, უკვე გადაწყვეტილი მქონდა იქვე აჩეხა.
– რა ჩემი „სირი“ გინდა?! კიდევ ბედავ და მოდიხარ?! – ვეკითხები.
– ეს რას აკეთებთ (ღორი „მიჩმორებულ ვიდზეა“)?!
– აა, ჩვენ?! შენ ვერ გააჩუმე შენი „ყლე“ ოჯახი და არც მე გამეჩუმებინა?
ბიჭო, ჩემზე რაც გინდათ, ის თქვით! ოღონდ ბავშვებს ნუ აგიჟებთ, თორემ
დედებს „მოგიტყნავთ“! ბოლოჯერ გაფრთხილებ (ახლოს მივუტენე სახე სა-
ხესთან. ღორის თვალებში ჩემი სახით გიჟი დავინახე, საკუთარ საქციელზე
პასუხს რომ არ აგებს!)!
– თამუნა! იცოდე, გავყიდი მანქანას („ლიმოს“), ჩავალ და შევეწირები
ჯარჯის! ერთი ეგღა დაგრჩა, ეგეც მოგიკლა (თავისი სიტყვების თვითონ არ
სჯეროდა ღორს)?!

459
გადავიხარხარე. მართლა, ვერ დავფარე ირონია.
– „შეჩემა“, მოკვლა რომ შეგძლებოდა ვინმესი, შენ მაგივრად მე კი არ
ვიჩხუბებდი! როგორ იყო? ბეჟანამ მანქანის სახურავს ხელი რო ჩაარტყა,
მე რო მეკითხებოდი, ახლა რა ვქნაო?! მე გითხარი, „დაზადნე“ და დაეჯახე
ამ „ნაბოზარს“, თორემ შენ „მოგიტყნავ“!..კაცი რომ არ იყავი, მაშინ მივხვდი,
მაგრამ რა მექნა, ქმარი იყავი უკვე ჩემი და მე – 9 თვის ორსული, შე „სირო“!
განა მაშინ არ ვიცოდი, რა „სირიც“ იყავი! შენს საჩხუბარს მე ვჩხუბობდი
მთელი ცხოვრება, შე „სირო“! შენს გასაკეთებელს მე ვაკეთებდი! და მაინც
პატივისცემით გექცეოდი, „სირად“ რომ არ გეგრძნო თავი! ბეჟანა რომ ამო-
ვიდა სევასტოპოლზე შენს „გასაპიზდად“, მე გკარნახობდი, არ აცადო ლა-
პარაკი, ეგრევე „ხიე“-მეთქი! კანკალებდი, ისეთი იდექი, შე „სირო“! შენ ვინ
უნდა მოკლა! თუ ეს იგივე „პონტია“, რო მარწმუნებდი, ლანჩავას „დავბრი-
დავ“, ჩემი შენდამი სიყვარული რო დაიჯეროო?!
– რატომ მიხსენებ ამ ყველაფერს?! რატომ იყავი ჩემი ცოლი, თუ ასეთი
„სირი“ ვიყავი (ღორი)?!
– იმიტომ, რომ დედამ მითხრა, სანამ გათხოვდები, კარგად დაფიქრდი,
თუ არადა, მერე მოგიწევს დარჩენა და მის გვერდით ყოფნაო! მერე რა, რომ
აღარ მყავს მშობლები! მე მათ სიტყვებს მთელი ცხოვრება მივდევდი და მა-
გიტომ არ დავანგრიე ოჯახი, სანამ ჩემი და არ დამატყანი თავზე! ამხელა
„გრეხი“ გაქვს სულსა და ხორცში. იმის მაგივრად, თავი დახარო და „დაიჯვა“,
„ბლატაობ“! ახლა აქედან „აითესე“ და აღარ გამოჩნდე, თორე „დაგენძრევა“
პირადად ჩემგან! შენ შეგიძლია მხოლოდ „კრისული“ საქციელი! წადი, მო-
იფიქრე, კიდე რით მოგვიღო ბოლო! „დავაი“, „ნახუი“ აქედან!
გადმოვედი მანქანიდან. ისევ შევყავი თავი:
– კანონით მანქანიდან შენ უნდა გსვამდე გარეთ, მაგრამ არ ვაკეთებ!
გაძლევ შანსს კარგი მამა იყო! ღმერთს მადლობა უთხარი ყველაფრისთვის!
სწრაფად „გააჯვი“ ახლა! ისე, რომ აღარასოდეს დაგინახო!
არ ღირდა მისი დაჩეხვა და ცხოვრების არევა. მივუჯახუნე კარი და დავ-
ტოვე იქაურობა. მერე მესმოდა მარიშკასგან, ორჯერ დალეწა „ლინკოლნი“,
თან თავისი ბრალი ყოფილა, რამაც დაზღვევის გაძვირება გამოიწვია და რო-
გორც მძღოლს, თვითონაც პრობლემები მოემატა. თავზე დაემხო ცხოვრე-
ბა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა. სწავლა მოუნდა ბიჭს! გამოიყენა ჩემი სა-
ბუთები და სწავლა დაიწყო... ადრე თუ მიზეზი არ ჰქონდა და დოლარსაც კი
არ უგზავნიდა ბავშვებს, ახლა მიზეზი მიეცა. ოღონდ ჩუმად გდებულიყვნენ,
ბავშვებისთვის ნერვები არ აეშალათ და რას დავეძებდი, ჩემს შვილებსაც
ვინახავდი თავიათი სკოლებით, დაბადების დღეების გადახდითა და ყველაფ-
რით და ბებიის ოჯახსაც მე ვარჩენდი. ჩემი ვერის სახლიდან კეკელიძეზე
გადავიდნენ, რადგან ჯარჯი მიდიოდა როცა უნდოდა ბავშვებთან, თორემ
მე არც მიფიქრია ჩემი შვილების გაყრა ერთოთახიანში კეკელიძეზე. ბავშ-
ვებსაც ვერის სახლში ერჩივნათ, მაგრამ ასე გადაწყვიტეს... ღორმა იფიქრა,

460
იფიქრა, კიდევ რით გავამწაროო და ტელეფონი გამომირთო და ინტერნეტი.
განა რამეზე გული მწყდება? არ შემიძლია ადამიანის ასეთი სულმდაბლობა
დავმალო. ჩემი აღებული იყო ორივეს ტელეფონი ნომრებით. კრედიტ ისტო-
რიას ხომ მხოლოდ თვითონ იწყობდა, ამიტომ 1000 დოლარი დეპოზიტი და-
ტოვა (მე გამომართვა), ეგეც ჯიბეში ჩაიდო და გაქრა. ბოლო კაპიკებიც კი
წაიღო. ჩემს შვილებთან რომ ვერ მეკონტაქტა, ყველა წყარო გამითიშა. ეს
იმ კაცუნაზეა საუბარი, მუხლებზე დამდგარი პატიებას რომ ითხოვდა! ეს ის
კაცუნაა, რომ ამბობდა, წავალ, გავქრები და შორიდან მოგხედავთო... იმის
მერე კი მრავალი წელი გავიდა და მაინც არაფერი გაუკეთებია კარგი თავისი
შვილებისთვის! მცირედიც კი!
მამა ალექსანდრემ როგორც მირჩია, სულ ბავშვებისთვის ვლოცულობდი.
ისევ შემიყვარდა ლოცვა. აღარ ვფიქრობდი იმაზე, რაც ვერაზე ხდებოდა.
9 თვე ვიმუშავე იმ სამსახურში. საყვარელი მოხუცი გარდაიცვალა (ვისაც
ვუვლიდი). მეტყოდა ხოლმე: გადი გარეთ, რას მიზიხარ სახლში, ქმარს გა-
შორებული ხარ, კარგი გოგო ხარ! სახლში არავინ მოგაკითხავს. კარგი ბიჭი
კი ამასობაში სხვა კარგ გოგოს შეხვდებაო. მეც მეცინებოდა და ვამბობდი,
დიახაც, სახლში უნდა მომაკითხოს. არა და ვერ შეხვდება უფრო კარგ გო-
გოს-მეთქი. წიგნების კითხვა უყვარდა, 92 წლის იყო, მერე მიყვებოდა წაკით-
ხულს. ღმერთი არასდროს მტოვებდა, მაინც მახვედრებდა კარგ ადამიანებს,
რაც მე მახარებდა და ვერ ვწყვეტდი მათ სიყვარულს. ერთ დღეს ვისვენებდი
და წაქცეულა. მხარი მოიტეხა საყვარელმა. საავადმყოფოში რომ მივაკით-
ხე, სიცილით ვუთხარი, მარტო არ ხარ დასატოვებელი-მეთქი. მან კი მოწყე-
ნილმა მითხრა, აღარ დამტოვო, მალე ისედაც მე დაგტოვებ სამუდამოდო.
ამ სიტყვებზე მეც მოვიწყინე. არ იყო თბილი ქალი, არასდროს გამოხატავ-
და სითბოს ვინმეს მიმართ. მე კი უკვე ვგრძნობდი მის სიყვარულს ჩემდამი.
თავს ძალა დაატანა და მითხრა, ზემოდან განიშნებ, თუ რა ხდება იქო! ორი-
ვეს გაგვეცინა. ჩვენი სადავო თემა იყო. მე ქრისტიანი, ის კი ებრაელი – სულ
ამაზე ვკამათობდით. ბოლო შეთანხმებაც ეგ იყო, რომელიც პირველი წავი-
დოდა, დარჩენილს ანიშნებდა რამეს გზიდან... დამიფასა მისმა შვილმა შრო-
მა და სიყვარული. დასაფლავების დღეს 1 თვის ხელფასი მაჩუქა, უმშვენი-
ერესი დახასიათებაც მომცა. ამით იმის თქმა მსურს, რომ არსებობენ კარგი
ადამიანებიც, რაც ყველაფერ ცუდთან ერთად ნუგეშია და იმედი. იმედი კი
ღმერთია, რომელიც არასდროს ტოვებს თავისზე შეყვარებულებს! ვიღაცამ
წამართვა, ვიღაცამ მომპარა, ვიღაცამ კი მაჩუქა, ვიღაც ჩუმად დამეხმარა
და ასე შემდეგ. სასიამოვნოა და ძალის მომცემი სიკეთის ყოველგვარი გა-
მოვლინება, რომ არ გავბოროტდეთ, ან არ ვიფიქროთ, ღმერთს არ ვუყვარ-
ვართ და უფლებას აძლევს დედამიწაზე სხვა მოსიარულეებს, გადაგვთელონ!
იმ 9 თვის განმავლობაში, რაც ვიმუშავე, ისევ უკაპიკოდ ვიყავი. საჩუქარიც
ვალებში წავიდა, ვერ ავცდები ამ თემას! ცუდია, რომ ამდენი უარყოფითი ამ-
ბის მოყოლა მიხდება, მაგრამ აბა, რა გავაკეთო, თუკი გადავწყვიტე წიგნის

461
დაწერა და სიმართლის გამხელა. ბოლომდე უნდა დავიცალო, რათა უკეთე-
სად შევძლო ახლიდან დაწყებული ცხოვრების გაგრძელება. მკითხველი კი
ყოველთვის დაინტერესებულია სხვისი ცხოვრებითა და ამბებით...
ჯარჯიმ და მისმა მეგობარმა (ვიღაც გიგიმ) დამირეკეს სკაიპით. ეს ბიჭი,
რატომღაც ჩავთვალე, რომ ჭკვიანი იყო. დავუჯერე. მინდოდა ჯარჯი ამ-
დენი გიჟობების მერე მაინც დამდგარიყო სწორ გზაზე. ვცდილობდი ისეთი
საქმით დამეკავებინა, რომელიც მას ეყვარებოდა. აღარ თამაშობდა. „თავნე-
ბის“, ბარების ხანა დავასრულეთ. შემპირდა, თუ ღამის კლუბს გავუხსნიდი,
ყველაზე კარგი ბიჭი გახდებოდა. მეც მინდოდა და დავიჯერე! რის გაკეთება
შემეძლო ამერიკიდან თბილისში? არაფრის, გარდა დაფინანსებისა! პლეხა-
ნოვზე ყოფილი „ანდერ გრაუნდი“ განაახლეს და „ამოქოქეს“... გახსნაზე ბუკი
გავუშვი, ვისაც ვენდობოდი, რომ შეემოწმებინა, რაში ვდებდი ფულს. კლუბ-
მა რამდენიმე თვე იმუშავა. შემოსავალს ვინ დაეძებდა, საკუთარ თავსაც ვერ
ინახავდა ჯარჯის კლუბი, სამაგიეროდ, ჯარჯის და მის ძმაკაცებს „აგულა-
ვებდა“. დაახლოებით, 30000 დოლარს მიუკაკუნა გასავალმა. მივხვდი, „სი-
რენა“ მქონდა ჩასართავი. დავურეკე ჯარჯის ჩუმად ერთ-ერთ ძმაკაცს, რომ
გამეგო, რა ხდებოდა. მან კი მითხრა, ჩვენს „საგულაოდ“ გაგიხსნია კლუბი,
დროზე თუ არ დაკეტავ, საშინელება მოხდება შიგნითო. „აუწყვეტია მარიაჟ“
ჯარჯის, ბარში დასალევებს თვითონ სვამდნენ. აღარ დავწვრილმანდები და
მოკლედ ჩავურბენ ამ თემას, იმდენი საშინელება გავიგე. ზაზას პოვნის სურ-
ვილი გამიჩნდა და კითხვის დასმის: „ასეთი უვარგისი როგორ „გააკეთა“?!
ზუსტად შენნაირი, ძმაო“?! მე და მარიკას ცუდი ურთიერთობა არ გამოსწო-
რებულა. მე მაინც დავურეკე, რათა მისგან მაინც გამეგო რაღაც...
– მარიკა, გამარჯობა! ვიცი არ გიხარია ჩემთან საუბარი, მაგრამ მომის-
მინე და მიპასუხე, რა იცი ჯარჯის შესახებ! კლუბიც გავუხსენი და კაცად
მაინც ვერ იქცა შენი და ზაზას შვილი. სხვას რას ველოდი?!
– ვერა, ვერ იქცა და ვერც იქცევა! „გააბლატავე“, შენი ბრალია! სწავლა
შენ გამო შეწყვიტა... – აწიწინდა მარიკა.
– რა ჩემ გამო?! ასაკის გამო მიატოვა და შენი არასწორი საქციელის
გამო. შურიანი, ეგოისტი, შტერი დედაკაცივით მაკრატლით რომ დასდევდი,
დაგიჭრი ყველაფერსო! იმის მაგივრად, გვერდში დამდგომოდი, შენი შვილი
და ჩემი ძმისშვილი სწორ გზაზე დამეყენებინა, ეგოისტურ ჯიბრსა და სისუ-
ლელეებში გაიყვანე დრო! – შევუტიე! არ შემიძლია ეს ქალივით ტიტინი და
რა ვქნა!
– მოკლედ, მაგ კლუბის გამო ვალებში გადავვარდი მეც. ბარის ვალი აქვს,
სასმელების... – მილიონი რაღაც ჩამოთვალა მარიკამ.
– შენ რა შუაში ხარ, არ მესმის? – გამიკვირდა ძალიან.
– არ გითხრა ჯარჯიმ? – მარიკა დაიბნა.
– მე ვიცი, რომ არაფერში არ ეხმარები, გზის ფულსაც არ აძლევ... – გა-
ვახსენე.

462
– რას ჰქვია, არ ვერეოდი! ისე „გაუბერა“ ჯარჯიმ, გარდერობში დავიწ-
ყე მუშაობა, რომ მენახა, რა ხალხი შემოდიოდა... ჯარჯიმ რა იცის, კლუბის
მართვა! – მარიკა „ტიპობს“.
– ჯარჯიმ რომ არ იცის, გასაგებია, მაგრამ იქ იყვნენ მამუკა, კვარა, გიგი
და ვიღაცები, ვინც იცის ეგ საქმე. ჯარჯის კი უნდა ეკონტროლებინა! ისეთი
„ბანძია“, გამზადებული საქმის უფროსობაც ვერ შეძლო! მე ვხურავ კლუბს!
შენ რას ფიქრობ?
– შენი ბინა უნდა დაგირავდეს და თანხა მოხმარდეს კლუბს! მე მყავს
კლიენტი. 20000 დოლარად იგირავებს. „ამოიქოქება“ მაგ თანხით და შემო-
სავალსაც მოიტანს (მარიკა ჭკვიანი)!
– რა სასაცილო შემოთავაზებაა? ჯარჯის გასართობად 30000 დოლარი
გავარდა. ფული აქ ხეზე კი არ იკრიფება! ვშრომობ მე, ძმაო და სულაც არ
ვარ ვალდებული, „გამოყლევებულების“ ჭკუაზე ვიფიქრო! არაფერი გამოვა
მანდ, კლუბი დახურეთ! მე გავდივარ საქმიდან! – მკაცრად ვთქვი და წერტი-
ლიც დავუსვი.
– რა გამოვიდოდა?! კოტიკო (ჯარჯის ძმაკაცი) დაჭრა კლუბში! შენ უყი-
დე იარაღი, ხო?! ძმაკაცებს დაერია! სულ „გარეკა“ ამ კლუბის უფროსობით
და ახლა ტოვებ შუა გზაში?!
– ბიჭო, შემჭამეს, კლუბში იარაღი უნდა იდოსო და მე რა გავაკეთო?!
იმდენ ფულს ვუგზავნი, „ბეტეერი“ მოუვა და რა, ვერ იყიდდა ერთ იარაღს?!
ჰოდა, მით უმეტეს, თუ ასე იქცევა, როგორც გავხსენი, ისე დავხურავ! თუ
ამდენი ცუდი მოიტანა, რატომღა გინდა, ბინა დამიგირავო? მერე მაგ თანხას
ვინ დააბრუნებს? მე? ვა, რა ჭკვიანები ხართ! გავიგე, ჩემს სახლში ორჯერ
იყვნენ „მენტები“, აქ რა ხდებაო და გაჩხრიკეს სახლი. ესე იგი, ცუდად იქცე-
ვა, ყურადღებას იქცევს! მოკლედ, მე მაგას ვუთხარი, გქონდეს ჩემი სახლი,
სანამ მე არ მჭირდება, მოიყვანე ცოლი, გამრავლდი და საქმეს მიხედე! მეტი
რა მექნა? ეგ „სირია“, ვერ შეირგო, ჩემი ბრალი არ არის! – ვერ ვფარავდი
გაოგნებას.
– არაა სწორი! ახლა შუა გზაში გვტოვებ?! – „მაწვება“ მარიკა.
– როდის ჩაგკიდე ხელი, ბოლომდე მიგიყვან-მეთქი?! შენ ძალიან ბევრი
გეშლება ახლა და საერთოდ, მთელი ცხოვრება! კარგად იყავი! – ვთქვი და
გავთიშე.
ჯარჯის დავურეკე იმ წამსვე:
– ჩაალაგე, შე „ნაბოზარო ბავშვო“ და „დაახვიე“!
– რა დაგიშავე, თამუ? რას მერჩი? – გასაწყლდა ჯარჯი.
– კიდევ მე რას გერჩი? გეხვეწები, რაც გიცნობ, კაცურად გვერდში დამ-
დგომოდი ისევ შენთვის, შე „ყლეო“! რით ვერ დაკაცდი! ჩემნაირ ადამიანს,
შენ ბიჭო, როგორ ატყუებ! შენნაირი „სირები“ უნდა ცოცხლობდნენ?! ეგაა
სამართალი?! შენ დაიბადე ბიჭად და მე – გოგოდ?! „დაახვიე“, რაც შეიძლება
სწრაფად! გურულოსგან ფულიც ვერ დაიბრუნე, ჩემთან გაქვს დიდი გული!

463
ჩემი სიყვარული გამოიყენე ფულის მოსახვეტად?! არასოდეს გაპატიებ! სახ-
ლიც როგორ გამიქირავე ჩემს ჩუმად?! „ფართები“ მოაწყობინე ვიღაც „ნა-
ბიჭვრებს“! – ახალ გაგებულ ამბებს ვახსენებ, რომლებმაც გამაგიჟა.
– ღმერთი არ გაპატიებს! ხელი არ მკრა! რატომ მკრავ ხელს?! – იხვეწება
„ნაგლი“ ჯარჯი.
– აა, მე არ მაპატიებს? სად არის „ლა პიეტა“, ზაზამ დედაჩემს რომ აჩუ-
ქა?! ხო გთხოვე, შემინახე-მეთქი?! იცოდი, როგორი ძვირფასი იყო ჩემთვის!
– არ ვიცი, ეტყობა ვიღაცამ მოიპარა! – მატყუებს ჯარჯი.
– მოიპარა, არა? მერე, რას უშვებდი მასეთ ხალხს ჩემს სახლში?! „სირი“
ხარ, რა! „გახევენ“ ან ყიდი! სულ იტყუები, მპარავ! „იმენნა“, არაკაცი ხარ, რა!
ან იმ ბავშვს რას ერჩოდი? უყვარდი, გეხმარებოდა... ქალს როგორ სცემ კა-
ცივით, შე ავადმყოფო! „კაიფიც“ დაიწყე, ხო?! „ტრაკიც მიეცი“, ბარემ! რაღა
დარჩა! – ზიზღს ვაფრქვევდი.
– კლუბს მოვახმარე ეგ ფულიც! – ჯარჯი ისევ იტყუება... და საერთოდ,
ოთხ სიტყვაში ხუთს იტყუება ტიპი.
– აზრი არა აქვს შენთან ლაპარაკს! იცოდე, ჯარჯი, ისე მძულხარ, რომ
მოკვდე, არ ვიტირებ! ვიტყვი, ერთით ნაკლები „ნაბოზარი“ დადის! მომატ-
ყუე! ძალიან „ჩაიჯვი“! არ გაპატიებ, იცოდე!
მართლაც რომ, თავი მომაძულა! ხო, ზუსტად, ჩემი ძმისშვილი რომ იყო
და ამდენი მატყუა, არ მიკვირდა. ზაზას და მარიკას შვილი იყო, მაგრამ
მწყინდა. ასაკიც ხელს უწყობდა ცუდის კეთებაში, როგორც ამბობენ ხოლ-
მე. კარგი ვერ გამოიყენა. მე კი მოვიკრიბე ძალა და რამდენიმე სამსახურ-
ში დავიწყე მუშაობა, ვალები რომ მომეშორებინა. ცალკე ჩემი შვილები და
მათი ჯიში „მწეწავდნენ“. ჯარჯის ერთი ძმაკაცი მაგებინებდა ყველაფერს,
თუ როგორ დაიწყო ჩემს გასამწარებლად ნარკოტიკების მიღება, თუ როგორ
ამბობდა, უხ, სად არის მამიდაჩემი, რა კარგი დრო იყო, ჯიბეში ფული სულ
მედო, ახლა კი მათხოვარი ვარო. ჩემზე არ სწყდებოდა გული, რაც მტკივნე-
ული და საწყენი იყო ჩემთვის! შინაურმა არ გატკინოს, თორემ გარეულს ვინ
ჩივის-მეთქი, სულ ამას ვამბობდი! მალევე დააპატიმრეს ჯარჯი. მირეკავდ-
ნენ მისი ძმაკაცები, დაეხმარე გამოიყვანეო, რაზეც მე ვპასუხობდი:
– ეგ ყველაზე კარგი მოხდა, მე თუ მკითხავთ! გარეთ მაგას მოკლავენ.
სჯობს შიგნით იყოს, ჭკუასაც ისწავლის! და, რა დააშავა? თუმცა, რა მნიშვ-
ნელობა აქვს!
– „კაიფი“, შენ რომ გაემწარებინე, იმიტომ დაიწყო. ინანებს, ხელი რომ
მკრაო, თან იცის, როგორ გძულს მორფინისტები! – მიყვება ჯარჯის ძმაკა-
ცი.
– ჰოდა, მით უმეტეს, კაცი სხვისი ჯიბრით თავს რომ ავნებს, „პიტალოა“!
არ მაინტერესებს ეგ ადამიანი! მე დავამთავრე მაგის მამიდობა!
– ცოდოა, ცხოვრებამ სასტიკად სცემა და დასაჯა. დაელაპარაკე, რომ
გირეკავს!.. ძალიან განიცდის...

464
ციხიდან მირეკავდა, არ ვპასუხობდი. მერე შემეცოდა და დაველაპარაკე.
5-6 თვის შემდეგ გავეცი ხმა და ისიც, თავს ძალა დავატანე! როგორ ძალი-
ანაც მიყვარდა, ისე ძალიან გააქრო სიყვარული ჩემში. დოლარს აღარ ვაძ-
ლევდი, თუ გიყვარვართ მამაშენის ოჯახი, ანგარების გარეშე დამიმტკიცე!
გვქონდეს ურთიერთობა, მაგრამ კაპიკი არ მთხოვო-მეთქი, ამაზე შევთანხ-
მდით... ვიგებდი, მარიკა და მამობილი ცდილობდნენ, გამოეყვანათ, მაგრამ
არაფერი გამოსდიოდათ. ვალები გავისტუმრე ამასობაში, წელი იქნებოდა,
მეტიც, გასული... ჩემდა უნებურად, ავკრიფე მარიკას ნომერი:
– გამარჯობა, მარიკა, რით შემიძლია დაგეხმარო, მოკლედ მითხარი!
– დააბრუნე უკან წლები! კლუბი რომ გაუხსენი, იარაღი და ფული მიეცი
და „გააბლატავე“ ჩემი შვილი! დააბრუნე ის დრო უკან, პირველად რომ დაგრ-
თე ურთიერთობის ნება! – მარიკა „აბლატავებულია“, თან პატიმრის გამწა-
რებული დედაა.
– ოჰ! კაი კაცო (მეცინება)! ნეტა დრო უკან ბრუნდებოდეს! ყველაზე
მეტად მე დავზარალდი მაგ დროში! ჰა, როგორია პატიმრის დედობა?! შენ
„იავნად“ ჩააყუდე სხვისი შვილი ციხეში! გახსოვს? დიდი ამბავი! კაცია და
გაუძლოს ციხეს! ისე, მე თუ მკითხავ, სჯობს იჯდეს და იქ გაიზარდოს, იქნებ
დაჭკვიანდეს! – მთელი გულით ვთქვი, რასაც ვფიქრობდი.
– 11 წელი მიუსაჯეს და 110000 ლარს ჯარიმას ითხოვენ... დაუნდობლად
სცემა ვიღაცას, ამას დაამატეს ყაჩაღობის მცდელობა, კაზინოში და უკანო-
ნოდ იარაღის ტარება... მხოლოდ იარაღია მართალი, დანარჩენს „ტენიან“ და
რატომ უნდა იჯდეს ტყუილად? ვისთან ერთადაც დაიჭირეს, იმას 3 წელი
მისცეს და ამას – 11! ხო ხვდები, არა?! შენი გვარის გამო ხდება ეს ყველაფე-
რი! რატომ გადაიყვანე ისევ მამამისის გვარზე? ვიღაცას არ „აწყობს“ ჯარ-
ჯი! მე ეს ისეთმა ხალხმა მითხრა, რომ ასეა! – ბოდავს მარიკა.
– ახლა რა „ბაზარს“ უშვებ, იცი? ზაზამ კი არ დააუთავა მარიკა, არამედ
გაზი აუფეთქდა სახლშიო. სერგეევიჩი როგორც იცავდა შვილს, ისე იცავ
შენც! გაიგეთ რა, ხალხნო! დამნაშავეა! ჩაიდინა დანაშაული და უნდა აგოს
პასუხი! ხო, რა მოხდა მერე? გაუძლოს ციხეს, თუ არ უნდოდა იქ მოხვედრა,
ეცხოვრა სხვანაირად!
– მოკლედ, მე ვერ ჩავსვამ შვილს 11 წლით... 10000 დოლარს ითხოვენ და
შეიძლება ვერც ამით ვუშველო. ამ დღეებში გავარკვევ კარგად და გაგაგე-
ბინებ, მოგწერ იმეილზე. ტელეფონი საშიშია მაინც, თუ გენდომება, დაგვეხ-
მარე!
– ზაზას ხომ ჩასვამდი 11 წელი სიამოვნებით?! ჯარჯიმ შეყვარებული
კლუბში როგორ სცემა, იცი?! ხო ხედავ, როგორ ბრუნავს ცხოვრება! ძალიან
ვარ ჯარჯიზე გაბრაზებული! შენზე ხო აღარ ვსაუბრობ, მაგრამ მაინც და-
გეხმარები, თუ მოვისურვე, როგორც მშობელი მშობელს! ჯარჯის კი არ ეტყ-
ვი! მე მაგ ადამიანთან დავამთავრე ურთიერთობა! კარგად იყავით!
გავუთიშე ტელეფონი და დავურეკე თიკის:

465
– მარიკასთან დარეკე ახლავე და უთხარი ეს სიტყვები: 10 ცალი კაბაა
ჩამოსული ამერიკიდან, ახლავე წაიღეთ თუ გნებავთ, თუ არადა, მე ვერ შე-
ვინახავ მაღაზიაში და ვერც გავყიდი ამ კაბებს! თვითონ მიხვდება, რაზეა
საუბარი. რას გეტყვის, მერე მითხარი!
მალევე გამაგებინა თიკიმ პასუხი:
– ასე მითხრა, ჯერ ვერ წავიღებო.
– „ოკეი“! ვერა და ვერა! არ მინდა, თანხა სახლში გედოს, გამოუშვი უკან.
დაიტოვე შენთვის ერთი-ორი კაპიკი, რამე იყიდე! დანარჩენი გამოუშვი (10
კაბა 10000 დოლარს ნიშნავდა)!
ასე ვიცოდი, ერთს თუ გამიკეთებდნენ ან დამეხმარებოდნენ, აუცილებ-
ლად დავუფასებდი სამმაგად! არ ვიცი, ამას რატომ ვერ ხედავდა ვერასდ-
როს თითქმის ვერავინ?! მაგასაც არა უშავს! „გავიარეთ“!..
ხასიათით რამდენადაც მომთმენი ვარ, გაწონასწორებული და მშვიდი,
ასევე ვარ გაუწონასწორებული და მღელვარე! რაღაც ერთი კვირა ფიქრები
მღრღნიდა: „დავეხმარო, არ დავეხმარო“. მანამდე კი დაუფიქრებლად, გულს
რაც სურდა, იმას ვაკეთებდი. მერე კი მივხვდი, პირობა არასდროს დამირღ-
ვევია და აი, ჯარჯის გამო უნდა დამერღვია (არასდროს ვაპატიებ). არ ღირს
ჩარევა, ჯარჯი მაინც ვერ შეიცვლება... ასე გადავწყვიტე, „ნახუიზე“ გამეშვა
ყველა... ასე მწერდა მარიკა: თამუნააააააააააა! ეს ბევრი „ააა“, ეტყობა, რომ
მომწვდომოდა, თუ რას ნიშნავს, არ ვიცი! მე აღარ მიპასუხია... როცა კარგ
ხასიათზე ვიყავი, მაშინ აეღო ის ფული... ჯარჯის ძმაკაცებიც მირეკავდნენ
ციხიდან. დამღალეს. ხან რას იგონებდნენ, ხან რას. ხან მართლაც უჭირდათ.
ეს ის დრო იყო, ყველას რომ აპატიმრებდნენ საქართველოში... მეც მეცოდე-
ბოდნენ. მერე გავბრაზდი, სულ სხვებისთვის მიწევდა შრომა. მობილურებს
რომ დაერივნენ ციხეებში, მეც დავისვენე, ვეღარავინ მაცოდებდა თავს.
ჯარჯი იშვითად რეკავდა, შაბათობით, გამთენიისას. ხშირად სურვილი არ
მქონდა საუბრის და არ ვპასუხობდი, ძალიან მარტო როცა ვგრძნობდი თავს
და ამას ოჯახის წევრების გარდა, ვერავის გავუზიარებდი, მაშინ ვპასუხობ-
დი და ისე ველაპარაკებოდი, როგორც რომელიმე ჩემს ძმას დაველაპარაკე-
ბოდი... ჯარჯი იმათ ვერასოდეს გაუტოლდებოდა ვერაფრით, ეგ ვიცოდი.
ალბათ, სისხლი გვაკავშირებდა. ჯარჯის რა უნდოდა და რას გრძნობდა, არ
ვიცი, ნამდვილად! მხოლოდ სიტყვებით ამტკიცებდა თორაძეების სიყვა-
რულს! მხოლოდ სიტყვებით! მატერიალურად არ ვეხმარებოდი. სულ სამჯერ
თუ გავუგზავნე ორი კაპიკი. თან „ნაგლად“ როცა მთხოვდა, აუცილებლად
უარს იღებდა... ვეუბნებოდი, მე შენ იმდენი გაგიკეთე, მთელი ცხოვრება გე-
ყოფა! შენ კი არ იმსახურებ ჩემგან რამეს! თუ გინდა, ისე გიყვარდე, ფულის
გარეშე-მეთქი, რაზეც იბუტებოდა. ფულის გარეშე არ იყო საინტერესო ჩემი
სიყვარული, როგორც ჩანს, ჯარჯისთვის. წლები გაქრებოდა, დაიკარგებო-
და, მერე ისევ სცდიდა ბედს... თან დიდი ხნის შემდეგ პირველივე დარეკვა-
ზე ფულს ხომ არ მთხოვდა?! მიაყოლებდა რამდენიმე შაბათს ზარებს, მერე

466
ისევ დააპირებდა ფულის გამოძალვას, რაზეც მუდამ უარს იღებდა და ისევ
რამდენიმე ხნით გაქრებოდა. დრო იყო, დღე ვერ ვძლებდი, მისი ხმა რომ არ
გამეგონა, მაგრამ ჩემს ოჯახს, ჩემს სახლს, ჩემს გვარს, ჩემს შრომას ვერ
სცა პატივი! მეც დიდი სიყვარული გამიქრა მის მიმართ. შუალედის დაცვა
თითქმის არ ვიცი, სამწუხაროდ, ან ძალიან მიყვარს ადამიანი, ან ძალიან
„მკიდია“...
მარიშკას და ქეთას საბუთები მალევე გამზადდა. გასაუბრება გაირეს რუ-
სეთში. ქვეყნის დატოვება შეეძლოთ 6 თვის განმავლობაში. ყველანაირად
მოვემზადე მათ დასახვედრად. ოცნება ამიხდა. ჩემს შვილებთან ერთად ვიც-
ხოვრებ ტკბილად და ბედნიერად! დიდი ხანი არ გაგრძელებულა ჩემი სიხა-
რული. მარიშკამ და ქეთამ უარი მითხრეს ამერიკაში წამოსვლაზე:
– დედიკო, ჩვენ აქ კარგად ვართ!.. ესენი ნერვებს აღარ მიშლიან, ძალიან
მომწონს ჩემი სკოლა და მეგობრები. იქნებ ეს წელიც ვიყოთ თბილისში და
მერე წაგვიყვანე! – მითხრა მარიშკამ.
– როგორ, დე? ამდენი ხანია ამ დღეს ველოდები და შენ უარს ამბობ წა-
მოსვლაზე? 6 თვეში გაუვა ვიზას ვადა და მერე ისევ დრო დასჭირდება. თა-
ვიდან მოგიწევს შესვლა საკონსულოში, რუსეთში აღარ... თბილისშიც გაიხს-
ნა იგივე საკონსულო. ისევ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიროთ, ყველაფე-
რი თავიდან, ხარჯებია... არ დავკარგოთ საბუთები, დე, მაგაზეც ხომ უნდა
ვიფიქროთ? – ძალიან განვიცადე.
– გეხვეწები რა, დე! არ მინდა მანდ ახლა წამოსვლა და გააკეთე რამე!
გული მისკდებოდა ამას რომ ამბობდა, მაგრამ რა მემოქმედა? არასდროს
მდომებია რამე დამეძალებინა, ეგეც ჩემი შეცდომაა!
– არ ვიცი, კონსულს წერილს მივწერ, ვკითხავ, რა როგორ შეიძლება და
მერე გადავწყვეტ! რა ვიცი, მარიშკა, ღირს ამდენ პრობლემად მანდ ყოფნა?
არ გინდა დედასთან (როგორ არ მივუდექი!)?
– კი, მინდა დედასთან, მაგრამ მანდ არა, აქ მინდა!.. შენ ჩამოდი და აქ
ვიცხოვროთ!
– სისულელეებს ამბობ, ჩემი არავის გესმით! არასდროს! გაიგე და შეიგ-
ნე! მე მანდ არასდროს ვიცხოვრებ! – ეს ვთქვი და ქეთამ გამოართვა ყურმი-
ლი და ბოლოც მომიღო:
– დედიკო, სენ მანდ მალტო ქალ, აქ კიდე ბევლი ნაცნობი, მეგობალია და
ვიქნებით აქ, ლა?
– სადაც გინდათ, იქ იყავით! გამაგებინეთ, როცა მოგინდებათ ჩემთან წა-
მოსვლა! – და დავკიდე ყურმილი.
ძალიან მეწყინა. აზრი არ ჰქონდა რამის თქმას, უკვე კარგად იყვნენ და-
მუშავებულები, თავსაც კარგად გრძნობდნენ. დედა ვიღას ახსოვდა! თუ უნ-
დოდათ ჩამოსულიყვნენ! ყველაზე ბევრი, 6 თვე იყო გასული ჩემი საქართ-
ველოდან მეორედ წამოსვლის შემდეგ და უარი მითხრეს შვილებმა. მეც თავი
დავანებე.

467
დავურეკე ჩემს მეგობარს, რომელიც ტექნიკით ვაჭრობდა. „შავ ბაზარზე“
„ქეშით“ ყიდულობდა იაფად და აბარებდა სხვებთან მათთვის ხელსაყრელ ფა-
სად. მეც ვთხოვე ჩემი მანქანითა და ფულით საქმეში შესვლა, რაზეც დამთანხ-
მდა. ასე დავურთე ბებიებთან მუშაობას სხვა საქმიანობაც, რათა მეშოვა მეტი
ფული. ღორი რომ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და ნულზე დამტოვა, ჩემს თავს
შევპირდი: „არ იდარდო, 5 წელში გეყოლება შენი საყვარელი მანქანა, გექნება
საკუთარი სახლი და საკუთარი ბიზნესი“! ადამიანი კი პირობით ფასდება ჩემ-
თან, რასაც იტყვის, აუცილებლად უნდა შეძლოს! არავინ გვაძალებს პირობის
დადებას... უკეთესად დავხვდები ბავშვებს, თუკი ოდესმე მოუნდებათ ჩამოსვ-
ლა! ამ ფიქრებით მივიწევდი წინ და წინ, საკუთარი თავით ნასიამოვნები.
ახალი გამოყვანილი მყავს ჩემი ოცნების მანქანა „ინფინიტი“ და მივქრი-
ვარ ვესტ ვირჯინიის გავლით. მიყვარს კარგი მუსიკა და სისწრაფე. ამ „სიყ-
ვარულში“ უკნიდან ამინთო პოლიციელმა ფერადი შუქები, მეც გავაჩერე.
– 2 მილია მოგდევ! სად გეჩქარებათ ასე? 65-ია დასაშვები სიჩქარე, შენ კი
დაგიფიქსირე 105, მეტითაც მიდიოდი (პოლიცია)!
– მაპატიეთ, უფროსო, თავს ვერ ვიკავებ, ისე მესაჭიროება ტუალეტი,
მაგიტომ ვჩქარობდი, შეამჩნევდით, მანიშნებელ შუქებს ვიყენებდი!
– მესმის, მაგრამ მაინც დამნაშავე ხართ და უნდა დაგაპატიმროთ! –
მეუბნება პოლიციელი.
– რას ამბობთ, რა დაპატიმრება! სასწრაფო საქმეზე მივდივარ იქნებ
მალე მომცეთ „ტიკეტი“ და გამიშვათ!
– კარგი, არ დაგაპატიმრებ, მაგრამ სასამართლოზე გამოცხადდები და
მოსამართლე გადაწყვეტს!..
– ისევ აქ უნდა ჩამოვიდე? რას ამბობთ (მე ნიუ-იორკში ვცხოვრობდი,
მანქანით 6 საათი სჭირდებოდა ვესტ ვირჯინიამდე, დაახლოებით)?
– დიახ, აქ!..
მომაწოდა ფურცელი. რაღას გავხდებოდი! დავურეკე ადვოკატ მეგო-
ბარს, მითხრა, მიდი სასამართლოზე, არავინ დაგაპატიმრებსო... მეც ჩავედი
სასამართლოს დღეს ვესტ ვირჯინიაში.
– თორაძე თამარ აქ ბრძანდება? – აცხადებს მოსამართლე.
– დიახ! აქ ვარ!
– დიდად გაფასებთ ამხელა გზაზე თავად რომ ჩამობრძანდით და დამც-
ველი არ გამოგვიგზავნეთ! რატომ მიდიოდით ამ სისწრაფით?
– საჭირო ოთახში მეჩქარებოდა, ბატონო მოსამართლე!
– მართალია, ოფიცერო? – მოსამართლემ ოფიცერს გადახედა.
– არ გამიგია მიზეზი, რადგან გზაზე ხმაური იყო. შეიძლება, მართალია,
ეს კი მინდა აღვნიშნო, სანიშნე ნათურებს საჭიროებისამებრ იყენებდა, რაც
იმას ნიშნავს, რომ ფხიზლად მართავდა და სხვა მძღოლებზე ფიქრობდა.
ისიც, დღეს რომ აქ მობრძანდა, ესეც დასაფასებელია (ოფიცერი აშკარად
კეთილია. და თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს)!

468
– მაშინ, დავაკისროთ ჯარიმა 460 დოლარი და ვაპატიოთ! – ამბობს მო-
სამართლე.
– რას ამბობთ, ბატონო მოსამართლე! რა მაგალითს მივცემთ სხვებს?
ჩემი სურვილია, 1 კვირა ციხე! – ამბობს მსუქანი ქალი პროკურორი. მას მე,
გაპრანჭული, ყელზე „კასინკით“, გამხდარი, არ მოვეწონე.
– როგორ? თქვით, რომ ფილმს იღებთ და ეს არ არის სინამდვილე (თან
მეცინება. ეს რა ხდება ჩემს თავს)!
მე ძალიან გაკვირვებული ვარ: რა ერთი კვირა? პირველად მესმის, სიჩქა-
რის გამო ერთი კვირა ციხეში?!.. უხ, ეს პროკურორი, მსუქანი და უშნო ქალი!
შეშურდა გამხდარი და პატარა გოგოსი და უნდა ჩამაყუდოს!
– არავითარი ერთი კვირა! ადვოკატს ვითხოვ! რა დავაშავე ასეთი, რომ
მაპატიმრებთ?! – მე ჩემი უფლებების დაცვა მოვითხოვე.
– არა! მართლაც, ბევრია 1 კვირა, თან მართვის მოწმობა სუფთა აქვს. 12
საათი ციხე და მორჩა!
ასე დასცხო ჩაქუჩი მოსამართლემ. ბადრაგი მოვიდა და ბორკილები და-
მადო. მე შოკში ვარ, თან მეცინება. შემაგდეს ქალების ციხეში. იქაური ლურ-
ჯი ფორმა ჩამაცვეს თავისი კეტებით. დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე
მომისაჯეს, ჩვეულებრივი ქალების ციხეში ყოფნა. ბავშვობაში მინატრია ქა-
ლების ციხეში ერთი დღით მოხვედრა, მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდ-
ნენ იქ. ასევე ჩემი თავის გამოცდა მსურდა, მაგრამ ეს ბავშვობაში იყო. აი,
ახლა კი ნამდვილად არ მინდოდა ციხე! რამდენი გოგო იჯდა უაზრობისთვის.
ერთი მეგობარი შევიძინე 12 საათში, 7 თვე იყო უკვე იჯდა და კიდევ 7 ჰქონ-
და დარჩენილი.
– რაზე დაგაპატიმრეს? – ვეკითხები.
– შეყვარებულს შევუსწარი სხვასთან და ვცემე. იმან პოლიციაში დარეკა.
2 გოგო მყავს პირველი ქმრისგან, იმას ჰყავს ახლა ჩემი შვილები, – მიყვება
პატიმარი.
– გინდა, რომ გავალ, რამეს წავუღებ. დამაბარე, რაც გინდა, ვუყიდი და
მივუტან შენი სახელით! – საშინლად შემეცოდა.
– დიდი მადლობა! ყველაფერს მამა უკეთებს.
– აი, ახლა რომ გახვალ აქედან, მართლა საცემია ეგ შენი „ნაბიჭვარი“
შეყვარებული! რამ გაცემინა ქალის გამო? უკეთესად დაამახსოვრდები თუ
რა?
– მართალი ხარ, აფექტში მოხდა, „გადამეკეტა“ (ამ დროს წერილი შემო-
აწოდეს, ტირილით გასკდა საწყალი გოგო)!
– ნუ ტირი! ციხე ისედაც აუშნოებს ადამიანს! გაიცინე, ლამაზი გოგო
ხარ, ღმერთს მადლობა! 7 თვე დაგრჩა და არა 7 წელი. ისე, რაღაც მკაცრი
შტატია. ჩვენთან არ ხდება ასე ნიუ-იორკში. საზოგადოებრივ სასარგებლო
საქმეზე გაგამწესებენ ერთი კვირა. ცემის გამო 14 თვე „სროკი“, რამ გადა-
რიათ (მე ვანუგეშე და მიხარია, ღორი რომ არ შემომაკვდა)?!

469
– წაგიკითხო, რა მატირებს?
საშინლად ემოციური წერილი იყო უფროსი გოგოსგან, 8 წლის რომ ჰყავ-
და... ისე გავბრაზდი! ისე შემეცოდა! ვეღარ მოვითმინე და ჩუმად ვუთხარი:
– მომეცი მაგ ტიპის მისამართი, ძალიან მაგრად მინდა ვცემო, ბოროტი
ეგ! შვილებს დედა წაართვა!
როგორ იბადებიან ასეთი კაცები, ჩემამდე არ დადის! აღარაფერი მიკ-
ვირდა, მაგრამ მაინც მაბრაზებდა. მოვიდა 12 საათი, ჩამაცვეს ჩემი ტან-
საცმალი, იმდენი რამე მეკეთა ხელზე, ეს გარეთ აისხი, გეთაყვაო, რომ და-
მიბრუნეს, ასე მითხრეს. რამდენადაც „ძერსკი“ ვარ, იმდენადვე „გოგოშკა“
ვარ, პრანჭიკელა და ცელქი. გზა დამილოცეს და გამომაცილეს. მეც მხრები
გავიფერთხე და უფრო „ძერსკი“ გამოვედი 12-საათიანი „სროკის“ მერე... არა
რა! კაცის გამო ცრემლი არ ღირს, არც მესმის, რას მისდევენ ამ წასულებს.
მოფერებით ვერ უჭირავთ კაცები და ცემით დაჭერილი რა უნდა იყოს?!..
მაინც შემეცოდა ის გოგო. არ იმსახურებდა ამხელა „სროკს“. კანონი კანო-
ნია! ჩემი ცხოვრება ყოველთვის საინტერესო იყო, ერთი ადამიანის ცხოვრე-
ბით არასოდეს მიცხოვრია.

15 აპრილს დაწერილი წერილი


დღეს სიყვარულის დღეა. მამ, იცი როგორ მომენატრეთ? შენ რომ მყავ-
დე, ასეთ დღეში არ ვიქნებოდი. მამ, გახსოვს, რომ მეუბნებოდი? შენ და შენს
ქმარს აქ ვაცხოვრებ და ბევრი შვილი გეყოლებათო, მაგრამ რა გავაკეთე,
მამ! როგორ გიმტყუნე და ვერ გამოვდექი ისეთი, როგორიც შენ გინდოდა
ვყოფილიყავი! შენს საკუთარ საძინებელში, სადაც ამ სიტყვებს ამბობდი,
ვინ შემოვიყვანე? რატომ არ დამიშალე?! რა გავაკეთო, მამ, რა? რატომ სიზ-
მარში არ მეჩხუბე? რატომ არ მცემ ხმას, მამ? სულ მიმატოვე! სიზმარში
მაინც მოდი, რა მოხდება? მოდი, მამ, რა და მითხარი რამე, გთხოვ, რატომ
გამწირა ასე ღმერთმა? ნეტა, ბრაზობ ჩემზე? როგორი უბედური ვარ, შენი
ხმა რომ არ მესმის! მაპატიე, მამ, „არასწორ“ ადამიანს რომ გავყევი ცოლად!
მეტი ყურადღება და დაფიქრება მმართებდა, ვიცი! აწი შენ დაგელოდები!
შენ შემახვედრე ჩემთვის სასურველ ადამიანს! გააკეთე, მამ, რამე, გთხოვ!
დავიტანჯე მარტოობაში! როგორ ვოცნებობდი თქვენთან ერთად ცხოვრე-
ბაზე და ეს ჩემი შვილები მე საერთოდ არ მგვანან, მამ! მაპატიე, რომ გეწუ-
წუნები და სული დაგიმძიმე! მე შენ ძალიან მიყვარხარ!
მოვიარე მთელი ამერიკა ჩემი საქმიანობით, „შავ ბაზარზე“ ვაჭრობით.
ამასობაში გადავწყვიტე ვერის ბინის გაყიდვა, რადგან საბოლოოდ გადამიყ-
ვარდა. აღარც სახლი მინდოდა, აღარც თბილისი! სულ რომ არასდროს ჩამო-
სულიყვნენ ჩემი შვილები, მე მაინც არ დავბრუნდებოდი იქ. თუ ის საშინელი
წლები არ გამახსენდებოდა, აღარც კი ვიგონებდი, სად გავიზარდე, იმდენად
მომხიბლა თავისუფლების ჰაერმა... ისევ ბრუკლინში ვცხოვრობდი ლელას-
თან და გიასთან ერთად, მაგრამ ხშირად არც ვიყავი სახლში. ჩემი ოთახის გა-

470
ქირავება გადავწყვიტე. ბესელამ მთხოვა, მე მომაქირავეო, მეც შევუშვი. არ
ჰქონდა სამსახური, მე კი ფულს ვუგზავნიდი, საჭმელი რომ ეჭამა. მივხვდი,
ეგეც ჩემი სათრევი იქნებოდა („გერაინზე“ კი არ დაჯდა, ჯორივით დაწვა)!
ვუთხარი, წადი შენს გზაზე და ვალი დაფარე-მეთქი, მაგრამ მაგანაც „გადა-
მაგდო“ და ამბობდა, იმდენი გავუკეთე, რა ვალიო! მაგის მერე აღარ მინა-
ხავს. ღმერთმა იცის, არაფერი გაუკეთებია! აქეთ მე და პაატა გადავყევით!
ასე შეიტყაპუნა ჩემი ფულები ბესელა რაზმაძემ და იმედას ძმაკაცი ვარო,
„მარიაჟობს“!..
ახლა კარგ ამბებსაც მოგიყვებით, თუ როგორ გავიცანი ჩემი გულის
„ტარტალიოტი“.
ერთი ჩვენი მეგობარი მოვიდა, ლევანჩი. ქვემოდან დამიძახა, მეც ვთხო-
ვე, გავეყვანე იქვე, რუსულ მაღაზიაში, „სიროკი“ და ბალი მეყიდა. პარკინგი
აუტანელია ბრუკლინში. ჩავჯექი მანქანაში:
– გაიცანი, ტეტე, ეს ლევანია, ჩემი ძმაკაცი!
– „ზნაჩიტ“, ლევკი! სახელების შეცვლა მიყვარს, ამიტომ ლევანი, ანუ
ლევკი, ჰე, ჰე, მაგარია!
ასე გავიცანი ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, რომელ-
მაც მანახა, რას ნიშნავს, მართლა როცა უყვარხარ. პირველი ვიყავი ლევკის
ცხოვრებაში, ვინც ასე ძალიან შეიყვარა. მე კი გული მწყდებოდა, რატომ ის
არ იყო პირველი ჩემს ცხოვრებაში, რატომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას
ვერ შევხვდით ერთმანეთს ოდესღაც. ლევკი ძალიან ღრმა ადამიანია, ლევკი
კაცია! მადლობა ღმერთს, რომ შემახვედრა. მთელი ცხოვრება ვნატრობდი,
უფალს გაემეტებინა ჩემთვის სიხარული. ადამიანი, რომელიც თავიდან ბო-
ლომდე შემიცნობდა. ადამიანი, რომელიც ჩემი სიმძიმით თუ პრობლემებით
მიმიღებდა. გულში ჩამიკრავდა, ხელს ჩამჭიდებდა და არასოდეს გამიშვებ-
და. მე კი არასოდეს შევწყვეტდი მასთან სიყვარულში შეჯიბრებას! პატარა
გოგო გავხდი, რაღაც რომ უხარია, სულ რაღაც კარგს რომ ელოდება. სიტყვა
ქმარი მძულს! ასე რომ, ჩემგან მას ვეღარასოდეს გაიგებთ. ჩვენ ერთმანეთის
საყვარელი ადამიანები ვართ. ხშირად ერთმანეთს გვამსგავსებენ კიდეც...
რა თქმა უნდა, ტელეფონით ან სკაიპით სიყვარულის ამ ახალ ამბავს ჩემს
შვილებს ვერ გავუზიარებდი, ამიტომ მათ ჩამოსვლამდე არ ვაპირებდი გამჟ-
ღავნებას. მე და ლევკიმ ერთად დავიწყეთ მუშაობა, რაც ულამაზესს ხდიდა
ცხოვრებას და მალევე ერთი ჭერი გვქონდა, რაც კიდევ უფრო ალამაზებდა
ჩემს კერას სახლსა თუ გულში. ხშირადაც ვჩხუბობდით, ვშორდებოდით 1 სა-
ათით, მერე ისევ ვრიგდებოდით. ეს ბუნებრივი იყო ჩვენი ხასიათების მსგავ-
სებისა და დიდი სიყვარულის გამო. ლევკი ძალიან ყურადღებიანია, ზუსტად
ისეთი კაცია, ადამიანი რომ უნდა იყოს! რაც მთავარია, მე არასოდეს მიეჭვი-
ანია. ყოველთვის ვიცოდი, როგორ ძლიერ ვუყვარვარ. ლევკი ჩემთვის ისე-
თივე განსაკუთრებული და ძვირფასია, როგორიც ვიღაცისთვის უნიკალური
ორიგინალი ნახატი, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდებიან, ამიტომ

471
ჩემთვის „შევინახავ“, როგორც მარტო ჩემს (რა ვიცი, მაინც, ჩემს დებს არ
მოვანდომო. უვარგისი ვერ გაიყვეს და ვარგისიანზე დორბლებს ხომ არ
ვადენინებ!)! თუმცა გრძნობები იცვლება და ხვალ რა იქნება, არავინ იცის.
გრძნობების ცვლილება დანაშაული არ არის! დანაშაული ტყუილია და ღა-
ლატი! ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ყველა საღად მოაზროვნემ უნდა იცოდეს,
რომ გრძნობები ცვალებადია და ისტერიკების გარეშე გავიზიაროთ პარტ-
ნიორის, ქმრისა თუ ცოლის შეცვლილი გრძნობები და გავაგრძელოთ ცხოვ-
რება!
იყო დრო „ოდნოკლასნიკების“ საიტზე ვიყავი დარეგისტრირებული. ჩემ-
ზე ძალიან „შეყვარებული“ დაიკო მესტუმრა, ნინო, „კლასნიკების“ გვერდზე
და ყველა სურათი ხუთიანით შემიფასა, მომიწონა. ისე არ მესიამოვნა მი-
ვიწყებული დის გახსენება, რომ დავინახე, ისეთი განცდა მქონდა, გეგონე-
ბა ეშმაკმა† სცადა სიხარული დაენგრია და წარსულის ნაგავი შემომიყარა,
როგორც ერთხელ ეკამ. დუმილი ზოგჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და
ამაღელვებელია, ვიდრე ყოვლად კეთილშობილური და მეტყველი ენამჭევ-
რობა, და ბევრ შემთხვევაში მაღალ გონიერებაზე მეტყველებს, როგორც
ამას ადისონი ამბობს, მაგრამ მე მაინც მივწერე: „ნუ შეწუხდები ჩემი და-
ნახვით, არც შენი 5 მინდა! ისედაც ვიცი, კარგ „ვიდზე“ ვარ! აი, შენ კი რას
გავხარ! არ გავთხოვილვარ, მეორე ქმარი რომ გაგასინჯო! ასე რომ, „დავაი“
აქედან!“ მან კი მომწერა: „მეც განვიცდი, რაც მოხდა, მარტო ჩემი ბრალი
არ იყო, შენი ქმარი არის უვარგისი! ისე არც შენ მოგვექეცი კარგად! ჩვენი
ქონება გაანიავე, ჩვენ კი მონასტერში დაგვყარე! ჩვენ ეგეც გაპატიეთ!“ მერე
მე მივწერე: „მონასტერზე კარგი ადგილი არ არსებობს! შენი არ ვიცი და,
ჩემი კი დავანიავე სხვებისთვის! მადლობა თქვი, რაც მიიღე! რაც მოგეცით
მაგასაც ვერ გაუფრთხილდით და აი, შენ რაც გააკეთე, ახსნა არა აქვს!“ –
გვარიანად ვაგინე და დავბლოკე. როგორ დავიღალე ამ უსახელო ქონების
ხსენებით. იმასაც კი ამბობდნენ, მაია რომ გავაგდე სახლიდან, განარკომან-
და და გაგიჟდა ჩვენი დაო. ქმარსაც იმიტომ გაშორდა, წამალი ვერ გაიყვე-
სო, რაც სასაცილო იყო ჩემთვის ძალიან. არც მწყენია, იმათგან აღარაფერი
მწყინდა, თამთასგან კი! ჩემი მეგობრისგან, რომელმაც სკაიპში შემოწმება
დამიწყო! ნუთუ კარგად არ მიცნობდა, რომ მეგობარი ბოზების ნალაპარაკე-
ვის გამო ჩემში ეჭვი არ შეპარვოდა? აი, რა მეწყინა! მე ჩემს მეგობრებს ყო-
ველთვის ვიცავ უსამართლობებისგან. როცა ისინი ჩემ გვერდით არ არიან,
მაშინ ასმაგად ვიცავ, ამოღებული ხმალი ვარ, ძალიან საშიში მტრისთვის!
იმის მერე აღარაფერი გამიგია ახალი დებზე, იმდენად მინდოდა სამუდამოდ
დამევიწყებინა იმ ყველა ცუდ ამბავთან ერთად, რომლებიც გამომატარეს!
ვერავინ გაბედავდა ჩემთან მათ ხსენებას! ასე გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან
დები! ტკივილიც გაქრა და იმაზე ფიქრიც, თუ როგორ მითხრა ღორმა, რომ,
როგორც ქალი, არ ვიყავი კარგი. კი არ არის ეს გამართლება, შენს დასთან
რომ „ვჟიმაობდი“, მაგრამ მაინცო! მგონია, რომ მას უნდა ესწავლებინა პატა-

472
რა გამოუცდელი გოგოსთვის... მან რა იცოდა ცოლქმრობის, ჩემთვის ესწავ-
ლებინა. ამიტომაც გაკვეთილები გაიარა ცოლისდასთან! გული მერევა, „იაზ-
ვობაც“ არ ღირს, ზიზღიც მენანება მათთვის... ჩემი მტრები ჩემი მასწავლებ-
ლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა
და ნაკლს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი
და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს არ დამანახებდა მათთანვე ბრძოლა!
მარიშკას და ქეთას მოუნდათ ჩამოსვლა ამერიკაში, როგორც იქნა! ალი-
ლუია! სასწრაფოდ გავამზადე თავიდან საბუთები. საკონსულო თბილისში
გადმოიტანეს (ის, რაც ჩვენს „კეისს“ ეხებოდა). რუსეთთან ომიანობის გამო,
ქართველებს რომ ყრიდნენ რუსეთიდან, ეს ის დრო იყო. მალევე გამზადდა
საბუთები, კონსულსაც მივწერე ადრეც და მერეც... ყველანაირად მიწყობდა
ხელს ეს უცნობი ადამიანი. მარიშკა მირეკავს ტირილით:
– მამიკო წინააღმდეგია, მანდ რომ ჩამოვიდეთ!
– რას ჰქვია, წინააღმდეგია?! მაგას ვინ ეკითხება? ჩემთან მოდიხართ!
– ასე თქვა, არ მინდა დედასთან რომ იყოთ, მანდ მირჩევნიაო.
– მაგას რა ურჩევნია, „მახატია“! მე არ მაქვს მაგის ნომერი (ისე გაქრა,
ნომერსაც არ ამხელდა წლები)! გადაეცი დამირეკოს და თუ არ დარეკავს,
უთხარი, 1 ცენტს ვერ მიიღებთ! გაუტკბა, ოჯახს რომ ვუნახავ, არა?! შენც
დაეხმარე მაგრად! გაწელე აქ ჩამოსვლა! ადრეც მაგათმა გადაგაფიქრებინეს
ხო („მაგარი ავკრიფე“)?
– არა, მე მინდოდა დარჩენა, მართლა! კი მითხრეს ადრე და მაშინ მეც
მინდოდა! – მარიშკა აბლუყუნდა.
– ახლა მისმინე, შვილო, ეგრე არ არის ცხოვრება! ხან ის გინდა, ხან ეს.
როცა გაიზრდები, მერე შენით გადაწყვიტე, რა გინდა. ახლა თუ არ ჩამოხ-
ვალთ, „ვაფშე“ უარს ვიტყვი თქვენზე, გაიგე?! და მართლა ვეღარასოდეს
მნახავთ! თქვენ გარდა, ვინმე მყავს მე? მოდი აზრზე, შვილო, რა! დამიდექი
გვერდში! ჩემთან მინდა იყოთ! ეს ერთი! მეორე ის, რომ უკეთესი მომავალი
გექნებათ! მოკლედ, როგორც ვატყობ, გატრიალებენ თავიანთ ჭკუაზე! მე კი
ნერვები მართლა არ მაქვს „ნოტებზე სიმღერის“! ან მოდიხართ, ან არადა,
კარგად იყავით!!!
არ ვიტყუებოდი! მართლაც, ამოვიდა ყელში ეს ცქიტიშვილები! ღორი
უარზე იყო. აი, ფულს რომ შევეხე, რაღას იზამდა, ოჯახის შენახვას ყველა-
ფერი ერჩივნა. ასე მოაწერა ხელი თანხმობას. აზროვნება უდიდესი ღირ-
სებაა და სიბრძნე ისაა, რომ ჭეშმარიტებას არ უღალატო... აუცილებლად
მიჰყვე საყოველთაოს, მაგრამ ღორმა აბა, რა იცის! „რელსებიდან“ გადმო-
სულმა სულ უკუღმა იარა! გაშორებიდან მალევე შევიტანე ოფიციალურად
გაყრაზე განცხადება ჩვენი საერთო „პარალეგალის“ დახმარებით. დაახლო-
ებით 6-თვიანი პროცესი იყო, იწელებოდა, იწელებოდა... ორი წელი გავიდა
თითქმის და არაფერი ჩანდა ახალი... ადვოკატთან მივედი, მოჩიჩქნა კომ-
პიუტერით ჩემი „კეისი“, მაგრამ ვერსად ნახა. დაურეკა თავისთვის უცნობ

473
„პარალეგალს“ და მკაცრად ჰკითხა, თუ რას სჩადიოდა. იმასაც შეეშინდა,
როგორც ჩანს და დამალული საბუთები გამოაჩინა, ვითომ შეეშალა და იმავე
შენობაში სხვა სართულზე შეიტანა განცხადება გაყრაზე, რომელიც უპასუ-
ხოდ რჩებოდა და აი, 2 წელი არ განხილულა. ნათელი გახდა, რუსი პარალე-
გალი რატომ აიძულა დახმარებოდა – ამერიკის მოქალაქე ვერ გახდებოდა
ღორი, თავის დროზე გაყრა რომ გაფორმებულიყო. ისეთი ღორია, ვერც ამე-
რიკას შეელია და ვერც შვილებისთვის იმეტებდა რამე დახმარებას ამხელა
ქვეყნიდან. ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე გამოამჟღავნა, თუ როგორი ზე-
დაპირული და ბილწი კაცუნა იყო. პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან
სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება „უკურნებელია“ და გადამდები სენივით
უნდა გვჭრიდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში, როგორც ამას ნოდარ
დუმბაძე ამბოდა! მე კი დავრწმუნდი, თუ გინდა სინამდვილეში დაინახო პი-
როვნების რეალური სახე, უნდა დაშორდე. ის აუცილებლად გადაგაყვარებს
თავს თავისივე ნამდვილი სახის გამოჩენით. იმდენად დაბოღმილები იყვ-
ნენ ჩემზე და ჩემს წინსვლაზე, რომ არ უნელდებოდათ შური, უფრო მეტიც,
სწყინდათ, რომ არ დავეცი, რომ ვცდილობდი ლამაზად მეცხოვრა. შვილე-
ბიც დაიმგვანა ღორმა რაღაც მომენტში... უმთავრესი ის არის, რომ გულზე
არაფერი მიიკარო, რასაც მიიკარებ, მიიღებ. მის შენარჩუნებასაც ეცდები.
შენარჩუნება კი არაფრის არ შეიძლება, – ეს სიტყვები ბავშვობიდან არ მა-
ვიწყდება („სამი მეგობარი“ – ერიხ მარია რემარკი).
სადაც სიყვარული არ არის, იქ არც მეგობრობაა, არც ოჯახი, არც საზო-
გადოება და არც სახელმწიფო. მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა და მე მჯერა, მე
და ბუკის ეგ არ გვემუქრებოდა. ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი. შევთანხ-
მდით. პარიზში შევხვედროდით, იტალია და ჰოლანდიაც მოგვენახულებინა
ერთად. ძირეული სიბრძნე ისაა, რომ მხოლოდ სიმარტოვის უფსკრულიდან
შეგიძლია მიაწვდინო ხმა სხვას და თუ დააკვირდებით მისტიკოსთა ტექს-
ტებს, წმინდა მამების ტექსტებს, ყველგან ამოიკითხავთ ამ აზრს: თუ ჩა-
ვარდი სიმარტოვის უფსკრულში, იქიდან მისწვდები სხვას, ვინც შენსავით
ასეთივე სიმარტოვის უფსკრულში აღმოჩნდა. ერთი სიღრმე მეორე სიღრმეს
ეხმარება.
არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, თუ იმას არ გავიხსენებ, ბუკი დილის
9 საათზე მზად იყო მუზეუმისთვის, მე კი ვტიროდი, დამაძინე, რა დროს მუ-
ზეუმია-მეთქი. ბუკი მეტყოდა, ბარში და ღამის კლუბში თუ გინდა წამოგ-
ყვე, ადექი, ახლავე წამოდი მუზეუმშიო. მერე ღამის კლუბებში დამდევდა,
ცეკვასაც არ მაცდიდა და არც ბიჭების შეთვალიერებას, დაღლილი ხარ,
სახლში წამოდიო. ეს ნამდვილი კომედია იყო. ბოლოს ერთი კვირა მარტო
დავრჩი „დედა“ ბუკის გარეშე ჰოლანდიაში, რომ შემეგრძნო ყველაფერი თა-
ვისი სიგიჟეებით. მარიშკამ და ქეთამ რომ გაიგეს ჩვენი გასეირნების ამბავი,
გაგიჟდნენ. ეს თვისება, ნამდვილად არ ჰქონდათ ჩემგან. ეს იყო ეგოიზმი,
რომელიც მამისგან გადაეცათ. ისე განიცადეს, ისე, რომ გამაკვირვეს. ასეთ

474
მსგავსებას როცა ვხედავდი, წამში მინდოდა ჩამეკლა მათში ეს უმსგავსობა.
არ მიყვარს ეგოისტი და ღორი ხალხი. ვერც ჩემს შვილებს ავიტანდი მათ-
ნაირს. მთელ დედამიწაზე ყველაზე კარგები მინდოდა ყოფილიყვნენ (რო-
გორც ყველა კარგ დედას)!
ბილეთები ავიღე, გავამზადე ყველაფერი, 18 თუ 20 აგვისტოს მოფრინავ-
დნენ. ველოდები ჩემს საყვარელ შვილებს, ვიცი, ვეღარაფერი დაგვაშორებს
ამ დიდებულ ქვეყანაში! ლელა და გია სხვა ბინაში გადავიდნენ. ლევკიმ სა-
გულდაგულოდ გაარემონტა ნაქირავები ბინა. ბავშვებს თავიდან ბოლომდე
მოუწყო ოთახი. ჩამოფრენის წინა დღეს დაეწყო ნერვიულობა, თითქოს ერთ-
მანეთს ვშორდებოდით. აი, ჩამოსვლის დღეს კი მითხრა:
– მაპატიე, თამ, ძალიან მიყვარხარ, ხო იცი, მაგრამ ვერ შევხვდები შენს
შვილებს ჯერ... მეშინია, მერიდება! ჯერ შენ მოგეჩვიონ, 7 წელია ერთად არ
გიცხოვრიათ!.. მე ზედმეტი ვიქნები ამ ეტაპზე. გარეთ შევხვდეთ ხოლმე ერ-
თმანეთს! მერე სიტუაცია დაგვანახებს, – ძლივს ამბობდა ლევკი.
– შენ რა, საყვარლობას მთავაზობ? თანაც მალულად? მე არ ვაპირებ შენს
დამალვას, უბრალოდ, ეს ტელეფონით ვერ მოხერხდებოდა! დედა ვარ და იდარ-
დებდნენ, სიყვარულს სხვას ვუყოფ... არ გიცნობენ, გაგიცნობენ და შეგიყვა-
რებენ! შენი შეყვარება არ არის ძნელი! – ვცდილობდი დამემშვიდებინა ლევკი.
– არა, თამ, მაპატიე... ძალიან ვნერვიულობ, არ შემიძლია!..
ასე მეგონა, მოვკვდებოდი. ლევკის გარეშე ერთი საათი ვერ ვძლებდი! რა
მექნა, როგორ მემოქმედა? ხომ არ გავეკიდებოდი, თავისი გადაწყვეტილე-
ბა იყო. მეც უნდა მიმეღო! ალბათ, მართალს ამბობდა. მიჭირდა მის გარეშე
ცხოვრება, ვიცოდი, ვერც ის იცხოვრებდა უჩემოდ, მაგრამ მაინც ის დრო
მკლავდა. ზუსტად ბავშვების ჩამოფრენის დღეს, 30 წუთით ადრე, მითხრა
ეს. აღარ ვიცოდი, რა მიხაროდა და რა მწყინდა, ერთმანეთში აირია ეს ორი
გრძნობა. ველოდებოდი აეროპორტში. წესით, სიხარულისგან ცაში უნდა
მეფრინა, მაგრამ არ გამომდიოდა. თითქოს შუაზე გამჭრეს, ერთი ნაწილი
ბავშვებს ეკუთვნოდა, მეორე კი – ლევკის. ჩემს თავს შევუძახე:
„დაიწყე? რადგან დაიწყე, ბოლოში უნდა გახვიდე!
თოკი ცხრაჯერ რომ ჩაგიწყდეს, მეათედ უნდა ახვიდე!
ჩანაცრდი? – უნდა აალდე!
არ იცნობ? – უნდა გაიცნო!
ჭირია? – უნდა გამაგრდე!
გტკივა და, უნდა გაუძლო!
დაეცი? – უნდა წამოდგე!
დამარცხდი? – უნდა იბრძოლო!
გაჭირდა? – უნდა გამოდგე!
მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო!“
ჩამოვიდნენ ჩემი ლამაზები. მარიშკა 12 წლის გახდა იმ ზაფხულს, ქეთა
კი – 9 წლის მარტში. ისე მოხდა, შემთხვევით ერთად იმგზავრეს ლევკის

475
ძმამ, დედამ და ბავშვებმა. საღამოს ყველაფერი მოვუყევი მარიშკასა და ქე-
თას ლევკის შესახებ. ისიც მოვიდა, გაიცნო ორივე. ისევ წავიდა. ასე აკეთებ-
და რამდენიმე დღე, მე კი გავბრაზდი და ავუკრძალე მოსვლა და დავშორდით
ერთმანეთს. საშინლად მქონდა გული ნატკენი. ჯარჯიმ დამირეკა, გაიგო
ბავშვების ჩამოსვლის ამბავი, მე კი ტირილი დავიწყე ჯარჯის ხმაზე. გარეთ
გავედი. ლევკიმ მიმატოვა-მეთქი, შევჩივლე (ასე ვთვლიდი). მე და ლევკის
საერთო მეგობარი სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა, იქ კი წმინდა იოანე შან-
ხაი ჰყავთ დაბრძანებული ტაძარში. როცა ვერ მივდიოდი, მიშას ვატანდი
წერილებს, სურვილებს ვუწერდი, რომლებსაც მერე წვავენ. მიშამ მითხრა,
როცა შევჩივლე:
– ორი წელია ერთად ვართ. არ იცოდა, ორი შვილი რომ მყავდა? ახლა რამ
გადარია და შეაშინა?!
– არ ვიცი, თამო!.. წერილი გამეხა შემთხვევით ლევკისი და წამეკითხა
ერთხელ. წერილში კი წმინდა შანხაის სთხოვდა, არასოდეს დამაშორო თამო-
სო. რა თქმა უნდა, უყვარხარ ძალიან შენ ლევკის, ეს ყველამ ვიცით! დააცა-
დე და გაერკვევა, რა უნდა! – მამშვიდებდა მიშა.
მეც მესიამოვნა, ოღონდ ეს ლევკისთვის არასოდეს მითქვამს. რუსული
მართლმადიდებლური ეკლესია ახლოს მქონდა. სულში ისე მომეწყინა, ისე
დამიმძიმდა გული, რომ საშველს ვერსად ვხედავდი, მიუხედავად იმდენი საქ-
მისა. სახლს ვეძებდი ნიუ-იორკის გვერდზე, ქალაქ ნიუ-ჯერსიში, ბავშვების
საბუთები სკოლისთვის მზადდებოდა... ეს ყველაფერი მხოლოდ მე უნდა გამე-
კეთებინა, კაცი არ იყო დამხმარე... ვცდილობდი, ლევკიზე არ მეფიქრა, ვცდი-
ლობდი, დამევიწყებინა. ძალიან არ მომწონდა მიტოვებულის როლში ყოფნა,
მტკივნეული ყოფილა!.. ხშირად მერჩივნა მიტოვებულის როლი, ვიდრე მიმ-
ტოვებლის. არანაკლებად მტკენია, როცა მიმიტოვებია ადამიანები, რომლებ-
საც ვუყვარდი და მე ვერ მიპასუხია იმავეთი ან შემცვლია გრძნობები...
თავისუფალ დროს ეკლესიაში ყოფნა მინდოდა. ბევრს ვლოცულობდი
გზააბნეულებზე. გავიდა რამდენიმე ხანი, ალბათ, თვე. მეტი, არა მგონია.
ყველაზე ნაწყენი ტაძარში ვინუგეშებდი თავს. მხოლოდ ღმერთს ვიკარებდი.
ლევკი მწერდა მესიჯებს, შენი ნახვა მინდაო, მე კი ხმას არ ვცემდი. მიუხედა-
ვად დიდი სიყვარულისა, მაინც ვერ ვპატიობდი მიტოვებას იმ დროს, როცა
ყველაზე მეტად მჭირდებოდა (სულ მჭირდებოდა!). ან რაღა უნდა ეთქვა...
ერთ-ერთ მესიჯზე, ვეღარ გავუძელი და, ვუპასუხე.
– თამ, ძალიან ცუდად ვარ, უნდა გნახო, საქმე მაქვს! – ასე შემიტყუა.
– ეკლესიაში მოდი, სხვაგან არ შეგხვდები! – მეც მივწერე მესიჯი.
– რატომ გეშინია? რამეს დაგიშავებ, გგონია?
– რაღა უნდა დამიშავო! უბრალოდ, დაცულად ვგრძნობ თავს! თან ახლა
იქ ვიქნები მალე და თუ გინდა, მოდი! მე შენი საყვარელი არ ვარ, ან ვიღაც
„პუტანკა“, ქუჩა-ქუჩა გდიო... თუ საქმე გაქვს, მოდი და, თუ არა, ნუღარ მახ-
სენებ თავს!

476
მოვიდა, რა თქმა უნდა!.. არავინ იყო ტაძარში ჩვენ გარდა. იქ კი უნამუ-
სოზე უნამუსო თუ იტყვის ტყუილს იმდენი ხატის გარემოცვაში.
– მომენატრე ძალიან, „ვიბრიდები“ უშენოდ! – მეჩურჩულება ლევკი.
– მე უკვე „დამბრიდე“! არა უშავს, ახლა რაღა გინდა! – მეც გადავუჩურ-
ჩულე.
– ერთი კვირაა, ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ვტირი და ხელში აყვანი-
ლი დამყავხარ...
– სიზმარია, არა უშავს, გადაგივლის, მიმეჩვიე! – საშინლად ცივად ვთქვი,
არადა, გული ჩამითბა.
– რას ჰქვია, მიგეჩვიე?! მიყვარხარ, „შეჩემა“! არავინ მყვარებია და ვერც
შევიყვარებ!
– რატომ? ნახე უშვილო, რაღას მიშლი ნერვებს, წადი რა! ხო წახვედი?!
– სახლში სულ ვჩხუბობ, აუტანელი გავხდი!.. შემირიგდი, თამ, უშენოდ
„ყლეობაა“ ცხოვრება!
– ვერ წარმომედგინე ასეთი ლაჩარი!.. ჩემი შვილების როგორ შეგეშინდა?
თან მათ მიგიღეს. ეწყინათ, ამდენი ხანი რომ არ იცოდნენ შენ შესახებ, სულ
ეს იყო. მათ ჩემი ბედნიერება უხარიათ!
– იცი, თამ, პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში. დედამ მითხრა, მეშინია,
გული არ გეტკინოს, შვილები ჩამოუვიდა... ქმარს რომ შეურიგდეს, გული
გეტკინება, ვიცი, როგორც გიყვარსო, – ლევკის ჰგონია, კარგს მიყვება.
– ახლა გგონია, კარგი რამე თქვი, ხო? რატომ ის არ გითხრა: შვილო,
სხვის შვილს ნუ გააუბედურებ! დარწმუნებული ხარ, რომ არასოდეს მიატო-
ვებ ასეთ ნატანჯ ადამიანსო?! ყველა თავის შვილზე ფიქრობს! აი, რა ხართ
ადამიანები! თუ დრო მომეცი, გავრკვეულიყავი, ყოფილი ქმარი მინდა თუ
არა? არ გცნობივარ და რანაირად გიყვარვარ? მძულხართ ყველანი! – ძა-
ლიან გავბრაზდი.
დიდხანს ლოცვის შემდეგ თუ ნაყოფი ვერ დაინახე, ნუ იტყვი, რომ ვე-
რაფერი მოიპოვე, რადგან თვით ლოცვაში მყოფობა უკვე მონაპოვარია და
რა არის ამაზე დიდი მადლი, ვიდრე მიელტვოდე უფალსა და განუწყვეტელ
კავშირში იყო მასთან (წმ. იოანე სინელი კიბისაღმწერელი). ეს სიტყვები თუ
გახსოვს, არსად დაიკარგები! ცხოვრებას კი მხოლოდ ცხოვრება გვასწავ-
ლის. ასე წამოვედი. ლევკი აღარ გაჩერებულა, ყოველ დღე იბრძოდა ჩემ და-
საბრუნებლად. ქეთა დაიმეგობრა, მე არ ვიკარებდი. საჩუქრები მოჰქონდათ
ერთად. მე ვყრიდი, არ ვიყიდები-მეთქი. ერთხელ „გაჭედა“. სახლში რომ არ
ვუშვებდი და მეზობლებიც გააგიჟა.
– ახლა არ გერიდება ბავშვების? აგვაწიოკე აქ! – გავუვარდი ლევკის გა-
რეთ.
– არა! არა! არავისი არ მერიდება! შემირიგდი! არ შემიძლია უშენოდ! მა-
რიშკას და ქეთას ჩემზე მეტად უნდათ ჩვენი შერიგება... – ლევკი ბავშვივით
ყვიროდა ამ სიტყვებს.

477
მეც შევურიგდი მალევე. მართლაც ძნელი აღმოჩნდა, ამდენი წლის უნახა-
ვი შვილებისა და ლევკისთვის ისე უნდა გამენაწილებინა სიყვარული, არავის
სწყენოდა. ესეც მოვახერხე. ერთი წელი იარეს ბრუკლინის სკოლაში, მარიშკა
„ძაან გოგო“ ჩამოვიდა, საერთოდ არ მგავდა სკოლის ასაკში, არც ქეთა. ამიტომ
სკოლაში მე ვუგვარებდი ურთიერთობას თავხედ ბავშვებთან. ღორი, ბავშვე-
ბის მამა, ჩავიდა თბილისში, სანამ ბავშვები გამოფრინდებოდნენ ამერიკაში და
დასასვენებლად ზღვაზე წაიყვანა. ისე უშლიდნენ ნერვებს მარიშკას ბებია და
მამა, რომ ყოველ დღე ტიროდა. ტელეფონის დამტენიც კი დაუმალეს, რა სულ
დედას ელაპარაკებიო! ამას თავი დავანებოთ! იმის მაგივრად, ერთად ემგზავ-
რათ მამა-შვილებს, ერთი დღით ადრე გამოფრინდა ბავშვებზე. რატომ ჩავიდა
თბილისში? იმიტომ, რომ დედა შეეძულებინებინა როგორმე, მაგრამ იმ ჯერზე
არ გამოუვიდა! ამერიკაში ჩამოსულ ბავშვებს უკვირდათ, თუ რატომ არ ნახუ-
ლობდა მათ მამა, რა დააშავეს, რომ არ უყვარს შვილები... არ მინდოდა მათ
შვილებს ოდესმე რამე მოჰკლებოდათ განეცადათ. დავივიწყე ჩემი თავი ისევ
და დავურეკე ბაბუს, რადგან ღორი ტელეფონის ნომერსაც არ ამხელდა.
– გამაგებინეთ, ამ ბავშვებმა რა დააშავეს? რატომ არ ნახულობს მამა?
თუ ფული არა აქვს, მე ჩავუდებ კონვერტში და გავატან ბავშვებს, ისე, რომ
ვერ მიხვდნენ. რას ჰგავს ეს?! რა ხდება?!
ბაბუმ განიცადა. ტირილიც კი დაიწყო თავისი უნამუსო შვილის მაგივ-
რად. მართლა მიკვირს, ასეთ კაცს რატომ არ დაემგვანა შვილი და რატომ
დაემგვანა დედას! კარგი, შევწყვეტ სხვისი შვილების ლანძღვას... ასე გა-
ვუღვიძე მამას ნამუსი შვილების მიმართ, მართალია, მხოლოდ მცირედი და
ისეც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. მოაკითხა, წაიყვანა, ვიღაცასთან ერთად
მოვიდა. სულ ეშინოდა... სულ ეგონა, რამით დავსჯიდი... მალავდა სახლის
მისამართს, ტელეფონს... გველივით დაძვრებოდა... მე ვუკეთებ ყველაფერს
ბავშვებს და რამეში მაინც ამეცადინე, მე აღარ მაქვს ამდენი დრო-მეთქი.
ჰოდა, აი, დაიწყო, ვითომ ამეცადინებდა... ერთხელაც მოვიდა, რაც იშვი-
ათად ხდებოდა, მე საქმეზე მივდიოდი. ქუჩაში შემხვდა, მეც გამარჯობა
ვუთხარი ბავშვების გამო და წავედი. მამას აძაგებდნენ მარიშკა და ქეთა მუ-
დამ, მაგრამ მაინც უხაროდათ მშვიდობიანი ურთიერთობა, თან ჩემი შვილე-
ბის თვალებში ვკითხულობდი, მამა რომ უყვარდათ. მეც ვცდილობდი სიმშ-
ვიდე მიმეცა შვილებისთვის. ღორის დანახვას მერჩივნა ბრმა ვყოფილიყავი,
იმდენად არასასიამოვნო იყო ჩემთვის და უარყოფითი მუხტის მატარებელი!
მეორე დილით დამირეკა, საშინელი ხმა ჰქონდა:
– თამუ, ძალიან ცუდად ვარ!
– რატომ? ან მე რა შუაში ვარ? – დავიბენი. მე ხომ ის მძულდა!
– რომ დაგინახე, გუშინ ძალიან მომენატრე! – ამას ისე ხმამაღლა ამბობ-
და, მეც აწეული მქონდა ხმა, რომ მარიშკასაც ესმოდა.
– ახლა ეგრე გგონია! რაღა დროს მონატრებაა, დიდი ხნის წინ დამთავრ-
და ყველაფერი, – გინებას წყნარად თქმა ვარჩიე.

478
– ხოო? შენ გგონია გადამივლის? – ღორი ნუგეშს ეძებს ჩემს პასუხში.
– გადაგივლის! უნდა დაივიწყო! მე მარტო არა ვარ, ეგ იცი! და საერთოდ,
რა ლაპარაკია, სისულელეა, ამოიგდე თავიდან! – ხმას ავუწიე.
ასე დავამთავრეთ საუბარი. მარიშკას მამის ხსენებაც არ უნდოდა. ისეთი
აგრესია გაუჩნდა, თავს ძალას ატანდა და ისე ნახულობდა, თუ ჩემთან თა-
მაშობდა, არ ვიცი. გავიდა რამდენიმე დღე. დილით ისევ მირეკავს ღორი და
ლევკიც სახლშია, ესმის ყველაფერი.
– ძალიან ცუდად ვარ, თამუ, გუშინ ლამის მოვკვდი, ბევრი დავლიე. წამა-
ლი მჭირდება, გეტყვი, რა ჰქვია და მომიტან? – არ ვიცი, ასე რამ გაააგიჟა
ღორი.
– რას ჰქვია, მოგიტან? მეგობრები არ გყავს? გაწყდა ყველა? თუ როდი-
დან ვარ შენი მაშველი? ადამიანო, გაიგე, მარტო არ ვარ (თან ლევკის ხელით
ვწევ, ტელეფონს მართმევს)!
– ვიცი, მაგრამ აუხსენი, შენ ხომ ადამიანი ხარ! შენ ხომ სხვანაირი ხარ!
– არ იშლის ღორი.
– აა, რადგან სხვანაირი ვარ, ყოფილ ქმართან წამლით მივიდე? აზრზე მოდი,
ბიჭო! – ლევკი მთხოვს ტელეფონი გადავაწოდო, ან მან წაუღოს წამალი.
– შემეშვი! თუ არავინ გყავს და კვდები, შენს შვილს გამოვატან. ლევკი
მოიყვანს და მარიშკა ამოგიტანს წამალს! გინდა (ამან დააბნია)?! არ არის
ლამაზი, მე რომ მოგიტანო და არც სურვილი მაქვს! – ძალიან არ მინდა ლევ-
კი გავაღიზიანო და თან მინდა ღორს ვაგინო.
– ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და საერთო შვილების მშობლები! – ბედავს
ღორი.
– მეგობრები არა, „კვატი“! დავამთავრეთ ლაპარაკი! ჩვენ არ ვართ მე-
გობრები!
მაოცებდა ამ არსების სითავხედე თუ საცოდაობა. ეტყობა, ნინომ მიაჩ-
ვია, თავისნაირი უთავმოყვარეო გახადა, თუ ასე ერთმანეთს როგორ დაემ-
სგავსნენ, არ ვიცი?! რატომ ჩემამდე არ შეხვდნენ ერთმანეთს, იქნება და,
ბედნიერად ეცხოვრათ... ლევკის ოცნება იყო, ღორი მაგრად ეცემა, მაგრამ
ბავშვების ეშინოდა, არ შემიძულონ, მაინც მამააო.
– ისე, მართლა, როგორი მოწყალე ხარ, რომ არ აგინებ და უფრთხილ-
დები! ადამიანივით ექცევი არაადამიანს! ბავშვებს უფრთხილდები, მესმის!..
ოდესღაც უნდა დაგიფასონ, ასეთი კარგი დედა ხარ, მეგობარი და კარგი
ადამიანი. მამამისის ნახვა თვითონ არ უნდა უნდოდეთ, ისე. მე ასეთი მამა
არ მენდომებოდა... – ლევკი სიმართლეს მეუბნებოდა.
ლევკის შეეძლო ჩემი თვისებების დანახვა, რაც ადვილს ხდიდა ერთმა-
ნეთის გაგებას, თუმცა როგორც ყველა მამაკაცშია ბავშვი, ასევეა ლევკიში,
რაც საყვარელს ხდის მას... მე ეს მომწონს.
ღორმა მალევე დაკარგა შვილების მეცადინეობის ხალისი. რამდენიმე-
ჯერ სცადა კიდევ შერიგება, თუ არ ვიცი, რას ფიქრობდა, მიუხედავად იმი-

479
სა, რომ იცოდა მარტო არ ვიყავი. უარისა და გაბრაზების მერე აღარც ბავშ-
ვები მიჰყავდა. ისევ გაუჩინარდა. ფინანსური დახმარება არც უფიქრია, ისე
გავიდა წლები.
ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე საკუთარ თავს და შვილებს ულამაზესი
სახლი ვაჩუქე. გადავედით ნიუ ჯერსიში, სადაც საუკეთესო სკოლები იყო,
სადაც ჩემი შვილები თავს კარგად იგრძნობდნენ. თბილისის ხსენება საერ-
თოდ არ უნდოდათ! ძალიან, ძალიან ბედნიერები ვიყავით ულამაზეს სახლ-
ში. ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა – დიდი და ლამაზი სახლი მქონდა. ვინც
მიყვარს, შემიძლია თავისუფლად მოვიპატიჟო რამდენი ხნითაც გაგვიხარ-
დება, ამისთვის შევიძინე. ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარი არ მიმუშავია,
სახლის ფულს ვჭამდით და შეგროვილ დანაზოგს. არც ეგ უფიქრია ღორს,
თუ როგორ ვინახავდი შვილებს. გაყრაც გვეღირსა ოფიციალურად. ალი-
მენტი დააკისრეს, კაპიკები, რადგან შემოსავალს მალავდა ან არ ჰქონდა,
მაგრამ მე უარი ვთქვი. მე უნდა მიმეტანა მოთხოვნა, სადაც საჭირო იყო,
ისინი კი არგადახდის შემთხვევაში ოფიციალურად ვალად დაადებდნენ თა-
ვისი ჯარიმებით, ხოლო გაყრის მიზეზიც რომ გაეგოთ, შვილებსაც არ გა-
აკარებდნენ, როგორც აღვირახსნილ ადამიანს, რომელიც ბავშვებისთვის
საშიშია, როგორც გარყვნილი! მაგრამ არ გავიმეტე, ღმერთს არ წავართვი
მას მინდობილი ცოდვილი! მივუშვებ, დაამატოს თავის ცოდვებს სხვებიც.
კაცობის სკოლა მას არ გაუვლია, რომ მოვთხოვოთ, რა ისწავლა. ასე იოლად
ვაცხოვრე ღორიც. მარიშკა მეუბნებოდა, უნდა დააკისრო ჯარიმის გადახ-
და, ასე რომ „ვკიდივართო“. მე კი ვაჩუმებდი, მამის ძაგებას რომ იწყებდა.
ერთხელ თავისით ამომივიდა პირიდან სიტყვები: მე ხომ ამდენს გიკეთებთ,
დაბადებიდან მე ვარ დედაც და მამაც! ვინ იცის, რამდენ ხანს იქნება ასე!
შეიძლება 18 წლის რომ გახდები, რამე იაფი ჯართი მანქანა გიყიდოს, ერთი-
ორჯერ სადმე გაგიყვანოს, სადაც მე არ გაგიშვებ და მორჩა, სულ წყალში
ჩამიყრით ყველაფერს, მას გაატანთ ამდენ შრომას. ის გამოვა ჩემზე „ჯიგა-
რი“ და უკეთესი მშობელი-მეთქი. ამაზე მარიშკა გაგიჟდა, შეურაცხყოფად
მიიღო, საერთოდ არ იცნობ შენს შვილსო. რომ ვიცნობ მაგათ ჯიშს, იმიტო-
მაც დავუშვი! ხშირად იმასაც ამბობდნენ, თუ როგორ მივატოვე 7 წელი...
მერე კი, ძალიან რომ დამღალეს, გავახსენე, უარი როგორ მითხრეს წამოს-
ვლაზე. იმის მერე გაჩუმდნენ. ღორმა სახლის დანახვაზე სულ აიღო ხელი
ბავშვების იშვიათად წაყვანაზეც. ერთი პერიოდი გამიჭირდა ფინანასურად,
სახლი, ახალი „ინფინიტი“, ახალი ბიზნესიც დავიწყე (მანქანების ტრანსპორ-
ტირება). თავიდან სულ გასავალი იყო, ბუნებრივია... ასე მითხრა ღორმა,
შენ მილიონერი ხარ. რატომ აქვთ ბავშვებს აიფონები, მე არ მაქვსო. ჩვენი
საუბარი გინებით მთავრდებოდა, სხვანაირად ვერასოდეს ვკონტაქტობდი
მასთან. მარიშკა ასევე ბებიამისს არ კითხულობდა საერთოდ, ის კი წერდა
სასიყვარულო მესიჯებს. ვუბრაზდებოდი, ვუხსნიდი, ამაგი აქვს, მამაშენის
დედაა, ისეთი რა დაგიშავა, რომ ვერ პატიობ!.. დაელაპარაკე, ცოდოა, უყ-

480
ვარხარ-მეთქი, მაგრამ არა და არაო. დედაჩემს ვინც ლანძღავდა დღე და
ღამე და ცხოვრებას მიმწარებდა, როგორ უნდა მქონდეს სურვილი მასთან
ლაპარაკისო. გამოგიტყდებით, მომწონდა ჩემდამი ასეთი დიდი სიყვარული.
მეგონა, მთელი ცხოვრება ასე იქნებოდა, რაც ბუნებრივია და იმ სიყვარულს
ვერაფერი ანგრევს, დედაშვილობა რომ ჰქვია! მეგონა, ჩემ გამო დათვსაც
კი დასთხრიდა თვალებს, არამც თუ კურდღლებს! ქეთა „ვანკა-სტანკა“ იყო
ყოველთვის. ჩემს ბავშვობაში სათამაშო გვქონდა ასეთი: მოგრძო ყუთში
იდო „ვანკა-სტანკა“, საითაც გადასწევდი, იქით გადახტებოდა თავისით. არც
იქით იყო, არც აქეთ ადამიანის ხელში. ქეთა ხან იქით იყო, ხან – აქეთ. მე
არ ვულანძღავდი არავის, მაგრამ როგორც კი რაღაცების დაშლა დავუწყე,
ისე მომიძულა ზუსტად, როგორც ჩემმა დებმა. მიკვირდა, არ მეგონა, შვილს
თუ შეეძლო, ნივთების გამო დედა აღარ ჰყვარებოდა. ვინ უყვარდა, როდის
და რატომ, ეს მხოლოდ მან იცოდა. ძალიან განსხვავდებოდნენ დები ერთ-
მანეთისგან. ვცდილობდი გამეცნო ჩემი შვილები უკეთ, სკაიპითა და ტელე-
ფონით როდესაც ეკონტაქტები, ადამიანები არ არიან ისეთები, როგორებიც
სინამდვილეში. ეს უდავოა ჩემთვის. დიდი სურვილი მქონდა, გამეღრმავები-
ნა მათი სულიერი სამყარო, რათა ზედაპირულად არ ეცხოვრათ. მინდოდა
შეეცნოთ, რისთვის მოევლინნენ დედამიწას... სცოდნოდათ, რომ ღორები-
ვით არ უნდა ეცხოვრათ. ყველაფერი ჰქონდათ, რასაც მოისურვებდნენ, გა-
ჭირვება არ გამოუვლიათ. ის ყველაზე დიდი გაჭირვება, წლების მანძილზე
უმშობლებოდ ყოფნა, როგორც ჩანს, ვერ იგრძნეს, რაც მუდამ ეჭვს მიჩენდა
და მაშინებდა. კარგ მშობელს კარგი შვილი მხოლოდ თავისთვის კი არ უნდა,
რომ ჰყავდეს. ღირსეული ადამიანი უნდა იყოს და არა მხოლოდ დედისთვის!
ეს არ უნდა დაგვავიწყდეს! და მე არასოდეს დამვიწყებია! 12-13 წლის ბავშვი
თმის დასავარცხნად სალონში რომ გთხოვს წაიყვანო, შეიძლება წაიყვანო,
მაგრამ სახლიდან ორ ნაბიჯზე რომ არის და დაგირეკავს, სკოლის ზურგ-
ჩანთა მძიმეაო, როგორ არ უნდა უთხრა კარგმა მშობელმა, რომ ცხოვრება
უფრო მძიმეა და შენ თუ ზურგჩანთის მოტანა გიჭირს, დარჩი სადაც ხარ,
რაღა აზრი აქვს ცხოვრებას ან მასთან ბრძოლას! მამაჩემის შვილი შვილე-
ბისთვის მხოლოდ კარგს გაიმეტებს! ეკლესიში დავდიოდით ხშირად. ჩვენი
მოძღვარი გვყავდა, რომელიც გვიყვარდა. რა ღონე არ იხმარა ღმერთმა ჩემი
შვილების სიკეთისთვის, სასწაულებს ახდენდა, ალბათ, ბავშვების მიზიდვა
სურდა. მე ხომ უკვე დიდი ხანია, ისედაც მასზე ვიყავი შეყვარებული. აღარც
სასწაულებს ვითხოვდი, ოღონდ მშვიდობა მოეცა ჩემთვის... ქართულ ეკლე-
სიაშიც დავდიოდით, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო იყო ტაძარში გაუთავებ-
ლად ლაპარაკი. არ მინდოდა მომესმინა, მაგრამ თავისით მასმენინებდნენ,
მერე ერთმანეთს აკვირდებოდნენ, ვის რა ეცვა... მერე ჭორაობდნენ ერთ-
მანეთზე... და საერთოდ, რატომ დადიან ტაძარში ქართველები? ერთმანეთი
რომ ნახონ და „მაგრად ჩაჭორავდნენ“! არ მიმიზიდა არცერთმა ქართულმა
ტაძარმა, სამწუხაროდ! ერთ დღეს ვიდექი რუსულ ტაძარში და ღმერთს ვე-

481
ლაპარაკებოდი გულში (სანამ მოძღვარი მეყოლებოდა): ღმერთო, აღსარება
რამდენი ხანია აღარ ჩამიბარებია, არც ზიარება მიმიღია, ნეტავ სად წავიდე,
არსად გული არ იხსნება, მამა ალექსანდრესთან კი ვაბარებდი აღსარებებს,
მაგრამ მე ცოტა ძლიერი მოძღვარი მჭირდება! აბა, ღორს უთხრა, რამ გათქ-
მევინა ცოლისთვის, დასთან გღალატობდიო, გეუარა და ჩემთან აღსარებაში
გეთქვაო! მოძღვარზე ბევრია დამოკიდებული! სასუფევლამდე სწორი გზით
უნდა გვატაროს, მისი ვალია! მე კი მამა ალექსანდრეს ქადაგებამ ვერასდ-
როს მომხიბლა... მანიშნე, ღმერთო, ვინ მიმიყვანს სასუფევლამდე? შენთან
სწორ გზას ვინ მომასწავლის? ამ ფიქრებში ვიყავი, მხარზე ხელი დამადო
ვიღაცამ. თავი ავწიე.
– წამოდი, წამოდი! აღსარება ჩამაბარე (მამა პავლე მიღიმის, დიდება
უფალს!)!
ეს იყო ღვთის ნება, მე იმ დღეს მივხვდი, რას ნიშნავდა ღვთის ნებით სი-
არული. სასწაული იყო, რადგან რამდენიმეჯერ დამინახავს მამა პავლე. ასე
რომ მიმიწვია, ეს ხომ ღმერთის ნება იყო! იმ დღის შემდეგ ჩემი მოძღვარი
გახდა მამა პავლე, ასევე, მარიშკასი და ქეთასი.
მამა პავლე რუსია, როგორც მიხვდით, ამიტომ ვიდექი ტაძარში სხვა შა-
ბათს და ვალაგებდი გულში, როგორ მეთქვა, სახლს თუ მიკურთხებდა და
როდის. ამ დროს აღსარებაჩაბარებული მარიშკა მომიდგა გვერდით და ჩუ-
მად მეუბნება:
– მამა პავლემ გადმოგცა, ტელეფონის ნომერი დატოვე და როცა შევძ-
ლებ დაგირეკავ, რომ სახლი გიკურთხოო.
– სასწაული! დიდება უფალს! ახლა ვფიქრობდი, როგორ მეთქვა! – მეც
გადავუჩურჩულე მარიშკას.
– მამა პავლეს არ სჭირდება რამის თქმა, შენ გაიფიქრე და მან უკვე იცის
(მარიშკა დაარწმუნა სულიერმა მამამ სიძლიერეში)!
მარიშკას ღმერთის რწმენა და სიყვარული გაუჯდა და განუმტკიცდა. მა-
ნამდე არცერთს წარმოდგენა არ ჰქონდა ეკლესიურ ცხოვრებაზე. მე როცა
ვატარებდი თბილისში ეკლესიაში, პატარები იყვნენ ძალიან აი, მორწმუნე
ბებიამ კი ჩემი ლანძღვის გარდა, ვერაფერი ასწავლა შვილიშვილებს! მახა-
რებდა მარიშკას ეკლესიურობა. მე მჯერა, მხოლოდ ღმერთი გადაარჩენს
სიყვარულს და ადამიანებს! ქეთა კი პირიქით, ყველაფერ კარგს დაშორდა
და ტყუილები ისწავლა თუ „ამოქოქა“, არ ვიცი... ეს კი მე და ქეთას შორის
დიდ გაუგებრობასა და ჩხუბს იწვევდა. ყველა ღონე ვიხმარე, მეგობრული,
მკაცრი... არაფერი ჭრიდა, ბებია რომ უშვებდა ჩემთან, ასე უთქვამს, მიხა-
რია, ისეთი ხარ, დედაშენს კარგად გაამწარებო. მახსენდებოდა ეს სიტყვე-
ბიც და მიკვირდა, ღმერთი რატომ არაფერს აკეთებდა. ვეღარ ვგრძნობდი
ქეთას სიყვარულს ჩემდამი, ალბათ, ძალიან ბავშვი იყო? ვინც რამეს აჩუ-
ქებდა, ცოტა ხანი ის უყვარდა, მერე აღარც ის. ჩემთვის უაზრო ადამიანის
შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც თავისთვისაც „ვანკა-სტანკა“ იყო,

482
ამოუცნობი... მარიშკაც ბრაზობდა და არიგებდა დას, დედაშენს თუ არ ეცი
პატივი, სხვა ამას არ გააკეთებსო... სასწაულებს ეუბნებოდა, ვეღარ ვიგებ-
დი, მარიშკა იყო დედაჩემი, რომელიც მეხმარებოდა ქეთას აღზრდაში, თუ –
პატარა გოგო და ისიც ჩემი შვილი. მარიშკა, როგორც ჩემი ნაწილი, როგორც
ადამიანი, როგორც მეგობარი, ყველანაირად მავსებდა. მეტი არც მითხოვია.
მე და ლევკი ისევ დავშორდით. დაშორების მიზეზს ჩემთვის შევინახავ
(ღალატი არ ყოფილა). როგორც მანამდე ვთქვი, ჩემი ბიზნესი წამოვიწყე –
მანქანების გადატანა სხვადასხვა ქალაქსა და შტატში ამერიკის შიგნით...
„თრაქ-თრაილერის“ მძღოლად ქართველი დავასაქმე რომელიც, გაუთავებ-
ლად იტყუებოდა. მერე გავაგდე, სხვა ავიყვანე, ის კიდევ უარესი აღმოჩნ-
და (ნოდარ ზაქაიძე). ისიც გავაგდე. 2 წელიც ვერ ვამუშავე ბიზნესი... მაშინ
დავრწმუნდი, თუ როგორი საშიშები არიან ქართველები, თავიანთი შურითა
და ტყუილით მკვდარს გააგიჟებენ, არამც თუ ცოცხალს! ასე აღმოვჩნდით
დიდ ამერიკაში მე და ზაქაიძე სასამართლო პროცესზე, რომელზეც რუს
თარჯიმანს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ქართველების პროცესზე ნოდარის
თარჯიმნობა. ჩემი „თრაქი“ დაამტვრია და გაიქცა, მერე ხელფასს ითხოვდა
და დეპოზიტს, რომელიც ვერ მიიღო. მოსამართლემ, კანონით შენც უნდა გე-
ჩივლა და ჩეკი არ უნდა გაგეყინაო, ესეც კანონის დარღვევააო, მე კი თორა-
ძე ვარ, რომელიც ვერ ჩივის ვერსად და ვერასდროს! ღმერთი თან დამყვება,
ჩივილზე ძლიერი და მოსამართლეზე სამართლიანი! ნოდარი ითხოვდა 8652
დოლარს და კიდევ რაღაც სხვა თანხასაც. მოსამართლემ 3000 ჩამოაჭრა და
დამაკისრა 5652 დოლარი, რომელიც მიიღო. მე კი დავხურე ჩემი კომპანია,
მივხვდი, რომ მე თვითონ უნდა გავმხდარიყავი მძღოლი, ისე არაფერი ეშ-
ველებოდა ჩემს წამოწყებულ ბიზნესს და, რაც მთავარია, ქართველები არ
უნდა გამეკარებინა. იმ წელს გაცემულ თანხაზე მძღოლებისთვის დავაწესე
ტაქსა, ბუღალტერმა რომ დაინახა ნოდარ ზაქაიძის სახელი და გვარი თქვა:
– საწყალი, კიდევ ეს უნდოდა?!
– რას გულისხმობთ? – ვკითხე.
– თავისი ბიზნესი გახსნა, შენნაირი, ახალი „თრაქ-თრაილერი“ გამოიყვა-
ნა, კომპანიას შვილის სახელი დაარქვა „გიო“. კარგად დატვირთული ისეთ
ტრასაზე შევიდა, რომ არ შეიძლებოდა... 12000 დოლარი ჯარიმა დააკისრეს
და მართვის მოწმობაც გაუფუჭეს. ალბათ, შენც რაღაც დაგიშავა, ხო?
– მეც და ჩემს კომპანიასაც, რომელსაც „თმქ“ ერქვა – ჩემი და ჩემი შვი-
ლების ინიციალები. როგორ კარგად დაუსჯია ღმერთს! გამიხარდა, რაღა
დაგიმალოთ! მეტის ღირსია! – მართლაც, რომ გახარებულმა ვთქვი!
აი, ასე! არავის შერჩენია ჩადენილი უკეთურება და ახლა რა შეიცვლებო-
და? ღმერთი უარს არ იტყვის კაცობრიობაზე. აუცილებლად მოიძებნებიან
ყოველთვის დედამიწაზე ადამიანები, რომლებსაც იგი სჭირდებათ და მის
გარეშე ცხოვრება უაზრობაა! ეს სამყარო ზოგჯერ მოწყალე და მოსიყვარუ-
ლეა შემოქმედის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მწყობრი წესრი-

483
გი ხშირად ირღვევა, მტრული ძალთა ქაოსია, გასრესას და განადგურებას
რომ უქადის კაცს. სამყარო, სადაც ადამიანი ესოდენ უმწეოა და მიუსაფარი,
სადაც პატიოსნებისა და უანგარობის ერთადერთი ჯილდოა უმადურობა,
სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული, სადაც სამართლიანო-
ბას, სიბრძნეს, ფეხქვეშ თელავს ძალმომრეობა, უმეცრება და უკეთურება.
სასტიკად ცდება ის, ვისაც სწამს დედამიწაზე სამართლიანობის! ცხოვრება
ძალიან საინტერესოა. ის მართლა უნდა შეიგრძნო და შეიყვარო. ისიც გპასუ-
ხობს და სიურპრიზებს გიწყობს. ადამიანი თვითკმაყოფილი არ უნდა იყოს.
ცუდი რაც მოაქვს ცხოვრებას, ისიც ჭკუის სასწავლებელია. ძალიან მაგარია,
„ფაზლია“ ცხოვრება. კარგია, როცა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ წუთისოფე-
ლი ცვალებადია. დღეს ცუდია, მაგრამ ხვალისთვის ეს დღევანდელი ცუდი,
არ ვიცით, იქნებ კარგის საწინდარია (დღეს შეიძლება ვიღაც მომიკლან, მაგ-
რამ ეს მისი სულის ხსნად იქცეს, გადარჩეს, რადგან ცოცხლად დარჩენილს,
ვაითუ თვითონ მოეკლა ვინმე). მთავარია, რომ არ იბნევი და ისევ მიჰყვები
ცხოვრების გიჟურ რიტმს! ცხოვრებაც გიჟდება შენზე, რომ ხვდება, გიყვარს
და იბრძვი მისთვის, ისიც გეხმარება! ძალიან მაგარია! უნდა ჩაუღრმავდე!
აბა, ერთი ნოტიც რომ აკლდეს, მუსიკა არ დაიწერებოდა.
ახალ სახლში გადასულებმა ქართველები გავიცანით, თურმე იქაც ყოფი-
ლან, ჩემდა საუბედუროდ! მარიშკას და ქეთას არასოდეს სდომებიათ თბი-
ლისში დაბრუნება იქამდე, სანამ ვიღაც ნია სიხარულიძე არ დაიმეგობრეს.
ის ბავშვი ჩვეულებრივი „დეპრესიონერა“ იყო, რომელმაც თავისი ადგილი
ვერ იპოვა და სხვებსაც გონებას ურევდა. ასე დაიწყო მარიშკას თბილისის
მონატრება. ქეთას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, ისე მოსწონდა ამერიკა. აი,
ამდენ კარგ თვისებასთან ერთად ერთი ცუდიც აღმოვუჩინე მარიშკას, ღრუ-
ბელივით ისრუტავდა სხვა ადამიანის აზრს. რატომღაც ემგვანებოდა მეგო-
ბარს, რაც ძალიან არ მომწონდა. ამას თვითონ ვერ ხვდებოდა, ალბათ, რად-
გან ქეთას ასწავლიდა, კარგი თვისებები შენგან უნდა ისწავლოს მეგობარმა
და არა შენ მათგან ცუდიო. არ ვიცი, შეიძლება თავის თავში ვერ პოულობდა
სრულყოფილებას და უნდოდა სხვისგან აეღო, რაც არ ჰქონდა. ეს ძალიან
არ მომწონდა და მაშინებდა, ვფიქრობდი, რომ ერთმა ცუდმა თვისებამ შეიძ-
ლება ყველა კარგ თვისებას აჯობოს. ყოველ ზაფხულს დაიწყო თბილისის
სტუმრობა, აღდგომასა და სხვა დღესასწაულებზე. რა თქმა უნდა, დედა ახა-
რებდა ბილეთებით. არასოდეს შემშინებია მისი სადმე გაშვება. ყოველთვის
მჯეროდა, არასოდეს მომატყუებდა და კარგ მეგობრებს აარჩევდა, თავისი
კარგი თვისებებიდან გამომდინარე. მართლა ყველაფერს მომიყვა თბილისი-
დან დაბრუნებული. მეც დედაშვილურად დავარიგე და მეგობრულად, ის კი
გაუთავებლად ტიროდა, თბილისი მენატრებაო. გასაგები გახდა, რომ ვიღაც
შეუყვარდა. ეს მე არ დამიშლია და ჩვეულებრივად მივიღე, მაგრამ არ ვარ
ისეთი დედა, რომელიც დაუშვებს, 14-15 წლის ბავშვი სხვა ოთახში შეიკე-
ტოს შეყვარებულთან ერთად... და, რა თქმა უნდა, ვერც იმას ვეტყვი ბავშვს,

484
სიგარეტი სახლში მოწიე, ოღონდ ქუჩა-ქუჩა არ იხეტიალო და „პადიეზდ-პა-
დიეზდო“. სადაც დავინახავ, იქ დავაწვავ იმ სიგარეტს ჩემს შვილს! მიუხე-
დავად ჩემი მკაცრი ხასიათისა, მაინც მეგობრულად ვიყავი მარიშკასთან და
ქეთასთან. ჩემი მეგობრები ამბობენ, მანდ შეცდი. უფრო მშობელი უნდა ყო-
ფილიყავი, ვიდრე მეგობარიო. მე კი მეგონა, მშობლობა და მეგობრობა გა-
წონასწორებული მქონდა... „ფეისბუქზე“ რუსკა მოთქვამდა, მენატრებითო.
მეც გავბრაზდი და მივწერე: ადამიანო, რა გატირებს?! კოჯრის ბირჟის გარ-
და, ვერაფერი ანახე შენს ნათლულს ულამაზეს საქართველოში და რაღას
მისტირით ერთმანეთს, ვერ გამიგია-მეთქი... ამის გამო რუსკა ნაწყენი დარ-
ჩა. მერე კი ერთ დღეს შევრიგდით ისევ, მაგრამ ის ურთიერთობა აღარასო-
დეს ყოფილა ჩვენ შორის, რაც ოდესღაც იყო. თან რუსკა მარიშკას ნათლიაა.
როცა შვილებს ეხება საქმე, ჩემთვის სულერთია, ვინ დარჩება ნაწყენი და
ვინ არა. მარიშკას ტანსაცმელს ვულაგებდი და თან ვამბობდი: მე აქ ამდენს
ვწვალობ, ყველანი ერთად რომ ვიყოთ და კარგად, შენ კი იქაურობას მისტი-
რი! მიბრძანდი, ბატონო, არავინ გიჭერს, თუ შენს ოჯახში ვერ პოულობ ბედ-
ნიერებას! ამ სიტყვებმა შეაშინა ან გამოაფხიზლა, დაივიწყა დეპრესია და
ყოველდღე ღნავილი, ალბათ, იმის იმედად, რომ ზაფხული ისევ დადგებოდა.
ქეთას კი ძალით ვუშვებდი თბილისში, რადგან სძულდა იქაურობა. უბრა-
ლოდ, ამერიკა უყვარდა და სხვა არაფერი. ჩემი სურვილი იყო, სულ ერთად
ყოფილიყვნენ დები – მარიშკა და ქეთა, სადაც არ უნდა წასულიყვნენ. გარ-
თობა და მოგზაურობა არ აკლდათ, მაგრამ თბილისში სხვა გართობააო, ასე
ხსნიდა მარიშკა! ბევრი იგლოვა ჩემმა შვილმა თბილისზე. ოჯახი თანდათან
თავზე მენგრეოდა: მე და ლევკი დავშორდით, ბიზნესი ჩამიწვა, ქეთა ისე გა-
გიჟდა, ვერ ვცნობდი, სკოლაში ცუდი ვინც იყო, იმათთან მეგობრობდა, არ
სწავლობდა, არ ჭამდა, მხოლოდ ჩაცმასა და მაკიაჟზე ფიქრობდა. მე ყოველ
დღე ვუყრიდი ქუჩიდან მოტანილ პომადას, ტონს, თვალების ფანქარს...მერე
გინებაზე გადავიდა, ოღონდ ამას მეგობრების წრეში აკეთებდა, მეც შემთ-
ხვევით ქუჩიდან მოტანილ აიპოდში მესიჯები წავიკითხე: ჩემი „ბოზი“ დედა
ყველაფერს მიყრის და არსად არ მიშვებს! დაახლოებით ხომ წარმოგიდგე-
ნიათ, რა რეაქცია მექნებოდა! მანამდე დავპირდი, თუ კიდევ მომატყუებდა
რამეს, თავს გადავპარსავდი! ქეთამ კი ვერ გაითვალისწინა, დედამისი რა-
საც იტყვის, რომ აკეთებს და აი, ისევ მოიტანა ქუჩიდან აიპოდი მალულად
და მეგობრებთან საკუთარ დედას აძაგებდა. მეც თავის საპარსი არ მქონდა
და მაკრატლით ავკორტნე. მეზიზღები! აღარაფერს ყიდულობ ჩემთვის და
აღარ მინდა ასეთი დედაო, ბოლო ხმაზე ყვიროდა. ეს მამამისის ბრალიც იყო!
მე რასაც ვუშლიდი, ის ნებას რთავდა. ბავშვსაც მეტი რა უნდა! დავურეკე
ღორს და ვუთხარი, ან წაიყვან შენს შვილს, ან არადა, შემომაკვდება-მეთქი.
ასე წაიყვანა ქეთა მამამისმა, თბილისშიც ერთად მიდიოდნენ 2 კვირაში...
მივხვდი, რომ ვეღარ „ვქაჩავდი“. ვცდილობდი მშვიდად და ლამაზად გა-
დამერჩინა ამდენი ხნის ნაშენები ის ყველაფერი, რასაც დიდი დრო და ენერ-

485
გია შევალიე. შეიძლება ვიღაცისთვის ცრურწმენაა, ჩემთვის კი არა თუნდაც
ის, რომ არ ხარ მადლიერი და ასე გლოვობ არასაგლოვს. მარიშკას მხოლოდ
ერთადერთი სურვილი ჰქონდა, მალე წასულიყო თბილისში. ჩვენი ისევ დიდი
ხნით დაშორება კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ გამიჭირდე-
ბოდა და ვეღარ შევძლებდი ლამაზ დიდ სახლში გვეცხოვრა, სადაც, მე ვინც
მიყვარს, კარი ყველასთვის ღია იყო! მე კი დათარსვა დავარქვი მარიშკას
„გლოვას“, ტვინსაც რომ მირევდა და მკარგავდა უსასრულო პრობლემებში!
და აი, მართლაც, მიმიყვანა ცხოვრებამ იმ ზღვრამდე, რომ სახლი უნდა და-
მეკარგა. მეც ვარჩიე გამეყიდა ან გამექირავებინა, დრო კი არ იცდიდა. დიდ
გადასახადებს გადახდა უნდოდა. არც გაყიდვა იყო ადვილი და არც გაქირა-
ვება. გავიგე, ქართულ ტაძარში მამა პეტრესთან მოაბრძანეს ღვთისმშობ-
ლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ყველა გაჭირვების დროს მეხმარე-
ბოდა და მეხმარება... ნამდვილად სასწაული იყო ერთ დღეში სახლის გაქი-
რავება და ყველაფრის შენარჩუნება, ამას მე ვერასოდეს შევძლებდი ჩემით.
ღმერთმა არ წამართვა! იცოდა, დიდი სიყვარულით ავაშენე ყველაფერი და
ვერც ეშმაკი† მოერია კედლებსა და ნივთებს. ის მხოლოდ ადამიანებს ერევა,
თორემ ღმერთი არავის არაფერს ართმევს თავისი თავის გარდა, რაც ყველა-
ზე დიდი დანაკარგია და სიკვდილს ნიშნავს! შრომა მეზარება, როგორც ყვე-
ლას, მაგრამ მიჩვეული ვარ. ისევ უნდა მემუშავა დღე და ღამე, რადგან დიდი
ვალი დამედო, ნახევარი მილიონი „ქეში“ ჩემთვის დიდძალი ფულია და მილი-
ონი პრობლემა. ძალიან ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა, რაც ძნელი იყო.
ამ დროს ბავშვებს ხომ არ ესმით დიდების პრობლემები! თუმცა დიდებივით
ძუძუებ გადმოყრილები დადიან და დიდებივით იქცევიან! ბავშვებმა ბავშ-
ვობა დაკარგეს! შენ თუ კარგი მშობელი ხარ და კარგად ზრდი, მაგრამ სხვა
მშობლის გაზრდილ შვილს თავი ისე მოაქვს, შენს გაზრდილს რომ მოსწონს
და შენ უარგყოფს, როგორც კარგ მშობელს, რა უნდა ქნა?! რა თქმა უნდა,
თუ დაუშლი, არ მოწიო, არ დალიო, არ „იზასაო“, ვიღაცას არ ჩაუწვე და ასე
შემდეგ, შენ უკვე „გოიმი“ მშობელი ხარ და შვილები „სვეტებისკენ“ მიისწ-
რაფვიან, რომლებსაც ნორმალური, საღად მოაზროვნე ადამიანები ასეთ
ზერელე და ზედაპირულ მიწიერებს არც კი ესალმებიან! ბავშვებს კი რას
გაუგებთ, როდესაც ხშირად დიდებს არ ესმით ცხოვრების აზრი და არსი!
სახლი გავაქირავე. მარიშკა და ქეთა ზაფხულში თბილისში წავიდნენ.
ერთ-ერთ ზაფხულს დამირეკა მარიშკამ ატირებულმა, ლაშა, ღორის ძმა,
გარდაიცვალა. მიზეზი მოტოციკლეტი იყო. ბებიამ და მარიშკამ ასე თუ
ისე დაალაგეს ურთიერთობა. ჯარჯი გამოვიდა ციხიდან ერთ ახალ წელს, 6
წელი მოიხადა. მთავრობა რომ შეიცვალა, ოცნებები აუხდათ საქართველო-
ში. სააკაშვილი წავიდა. მანამდე შევარდნაძე „მიაბრძანეს“ და სააკაშვილის
შემდეგ „ოცნება“ მოვიდა. პრეზიდენტის გვარს აზრი აღარ აქვს, რადგან მას
არავინ იცნობს მაინც. მე რამდენიმე სამსახურს მოვეკიდე, სადაც მიღამდე-
ბოდა, იქ მითენდებოდა. ჩემი საქმიანობა მოვლა იყო. ბავშვობიდან ვიღაცას

486
ვუვლი! ჯერ იყო და ჩემს დიდ ოჯახს ვუვლიდი, მერე – მის ნარჩენებს და ბო-
ლოს – ჩემს შექმნილს. ამასობაში გარშემო მყოფებსაც და სხვა სამსახურე-
ბებსაც მოხუცების მოვლა ვარჩიე. ალფონს კარირის სიტყვებს კიდევ უფრო
ჩავუღრმავდი: ისწავლე, მოხუცი როგორ უნდა გახდე და ერიდე, არ დაემს-
გავსო ხილს, დრო ჯერ ისევ დაუმწიფებელს რომ ალპობს.
მარიშკას ისე ძალიან უყვარდა ჯარჯი, ციხეში ორჯერ ნახა. ჯარჯისაც
ორივე ძალიან უყვარდა. მიხაროდა და თან სულერთი იყო. ბევრჯერ გამე-
ორებული შეცდომა, აღარ არის შეცდომა. ამიტომაც არ მჯეროდა ჯარჯი-
სი... ჩვეულებრივად ვიყავით. არც გადამეტებული ყურადღება გამომიჩენია
და არც სიყვარული. მივხვდი, სხვა ადამიანებში არ უნდა მეძებნა ჩემი ძმე-
ბი... მივხვდი, რომ ისინი წავიდნენ და ვეღარასოდეს დაბრუნდებოდნენ...
მივხვდი, რომ მათ ძებნაში უფრო მეტ ტკივილს ვიღებდი და იმედგაცრუებუ-
ლი ვრჩებოდი.
მე და ქეთა შევრიგდით. ძლივს მაპატია თმების აკორტნა. თბილისი
მოუხდა, რატომ? ვერ მოხვდა, ვერ ჩაჯდა „სასტავში“, რაც მახარებდა. მა-
რიშკას მეგობრები არ მოსწონდა და ამერიკას მოსტიროდა, მაგრამ იცოდა
მოუწევდა ერთი წელი თბილისში ყოფნა (გაჭირვების გამო ასე გადავწყვიტე,
მარიშკას დიდი სურვილისა და ქეთას გაგიჟების მიუხედავად, თბილისი თუ
გვიშველიდა! არადა, ამ ერთმა წელმა დამღუპა!).
მინდა დავიწყო მოყოლა და არ ვიცი, საიდან ან როგორ! გულს დარდი
დაემატა! რით ვერ აივსო ნეტავ?! ან გადმოვიდეს, ან გაჩერდეს, ან დაცა-
რიელდეს საერთოდ... დედამიწას, ცას და კიდევ სხვას გაუგზავნე სიყვარუ-
ლიო. ვუგზავნი და არ სჭირდება, არ იღებს ჩემგან აღარაფერს. მტკივა ის,
რაც უნდა მტკიოდეს... მტანჯავს ის, რაც უნდა მტანჯავდეს... ადრე ვიცოდი
მაინც, უშენობა მტკიოდა, ახლა აღარც ეგ ვიცი, შენთან ყოფნაც მტკინვე-
ული მეჩვენება... ღმერთო, მე ვიცი, არ დამტოვებ! მე მჯერა შენი, შენ გჯერა
ჩემი! ტანჯვებში ჩაფლული ვეღარც კი გთხოვ შველას!
ქეთა, როგორც მანამდე ვთქვი, სახლიდან იშვიათად გადიოდა, თბილი-
სის „პონტში“ ვერ ჩაჯდა, ამიტომ ხშირად ვლაპარაკობდით სკაიპით. მარიშ-
კა სულ გარეთ იყო. აღარ სწავლობდა, აურია ძალიან და ვეცადე, ქეთასგან
გამეგო, თუ რა ხდებოდა მარიშკას თავს. ქეთამ რომ მითხრა, სიგარეტს
ეწევაო, მეგონა მომკლეს! ხო, ჩემთვის ეს დიდი ამბავია! მოკლედ, მარიშკა,
მისი ურწმუნო მეგობარი ნატალი და ნატალის დედა ერთად ეწევიანო. ამა-
ზე ხომ სულ გავგიჟდი! მოვიხმე მარიშკა სკაიპში, კარგად გავუბრაზდი და
დავსაჯე, ეს უკვე მესამე ტყუილი იყო მისგან. ერთი, რომ თავი გადაიპარსა
და მე არ მკითხა, მეორე, რომ ტატუ გაიკეთა და მე არ მკითხა და მესამე,
სიგარეტის მოწევა წინა წელს დაუწყია კოჯრის ბირჟაზე! აი, თურმე რატომ
აღარ სწავლობს! მის დამრიგებელს იმდენჯერ ვესაუბრე ტელეფონით, გოიმ
დედად ითვლები დღევანდელ თბილისშიო. კაცმა რომ მითხრა მარიშკას ამ-
ბები (ცუდად არ უთქვამს), საერთოდ დავიკარგე, აღარ ვიცოდი რა გამე-

487
კეთებინა. მირჩიეს ფასიან სკოლაში გადამეყვანა. ამას დრო სჭირდებოდა,
მეც დავსაჯე მარიშკა, სანამ ახალ სკოლაში გადავუტანდი საბუთებს, ასევე
ვეხვეწებოდი ღორ საქონელს, ჩამოიყვანე ბავშვები, მე გიქირავებთ ბინას და
იყავით ეს წელი ერთად. მომავალი წლიდან მე მივხედავ ბავშვებს და ახლაც
ფინანსურად მე გავაკეთებ ყველაფერს, ან თუ გინდა, შენ გვიქირავე და შეგ-
ვინახე, მე გავზრდი გოგოებს-მეთქი... ვითომ დამეთანხმა, მერე შეცვალა.
მოკლედ, კარგი შანსი ჩაუვარდა, ნახევრად გაზრდილი ბავშვების მოპოვება
მოინდომა და ჩემ საწინააღმდეგოდ დაიწყო მოქმედება. მაგალითად, მე თუ
არ ვუშვებდი 15 წლის გოგოს კლუბში, მამა უშვებდა, მერე ორივესთან ვჩხუ-
ბობდი. მარიშკა ჯარჯის შესჩივლებდა, მერე ჯარჯიმაც „გაუჭედა“, ისეთი
სურათები ნახა მარიშკასი, მიუვარდა, მოგკლავ, როგორ იქცევიო. მარიშკამ
ჯარჯი მოიძულა. მე ღორსაც ვუგზავნიდი მარიშკას სასწაულ სურათებს და
ვითომ ისიც უბრაზდებოდა. 2013 წლის პირველ მარტს სახლიდან „პაბეგი
აწია“ მარიშკამ. ჯარჯი, პატრული და ვინ არ ეძებდა. ცხოველი კი არ ვარ,
სახლში გამომაწყვდიოთო, ქეთასთვის დაუბარებია. მოკლედ, დაბადების
დღეზე იყო წასასვლელი და გაბედა! ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, რად-
გან მარიშკა ჩემი მზერით ხვდებოდა ბავშვობიდან, თქმა არ სჭირდებოდა,
რა არ მომწონდა და მას ჩემი თვალები მხოლოდ კი არ უყვარდა, ეშინოდა
კიდეც. მე ამის მჯეროდა. ახლა კი რა გაბედა?! რა აკადრა საკუთარ თავს
და მერე მე! მოკლედ, ჯარჯიმ არ სცემა საცემი მარიშკა, მაგრამ მარიშკამ
მაინც მოიძულა... ნატას დედას დავურეკე (ჩემთვის უცნობს). ისე თავხედუ-
რად მელაპარაკა, გინების მეტი ვერაფერი გავიმეტე. მარიშკას ავუკრძალე
მეგობრობა ნატალისთან, მაგრამ ბავშვი უმართავი გახდა! სულერთი იყო,
რას ვეტყოდი, მაინც საწინააღმდეგოს აკეთებდა. მეორე დღეს გამოჩნდა,
რუსკასთან მივიდა... რუსკასგან მოვითხოვდი იმას, რასაც მე მისთვის და
მისი შვილებისთვის გავაკეთებდი, მით უმეტეს, რომ მარიშკაზე ასე თუ ისე
გავლენას ახდენდა... მანამდე რუსკას ნათესავ ქეთი მწარიაშვილს მივწერე.
მის შვილთან, ნუცასთან, მეგობრობდა მარიშკა. მე სასტიკი წინააღმდეგი
ვიყავი. ბავშვი, რომელიც სკოლაში არყის ბოთლით დადის, ჩემს შვილთან
არ უნდა მეგობრობდეს, მე ამას მოვითხოვ! მეც მივწერე, „შეჩემა“, შენ მანდ
ხარ და ერთი შვილი ვერ გაგიზრდია?! ხომ ხედავ, რომ გადაჯიშდა თაობე-
ბი-მეთქი. იმან აქეთ მე დამიწყო ლანძღვა, შენი შვილი ლოთია, ამერიკიდან
ჩამოიტანა „თავისუფლება“ და ცუდი ქცევები, მე ვუშლი მარიშკასთან მე-
გობრობასო (ტყუილი). ჰოდა, ძალიან კარგი, თუ უშლი! ერთი აზრი გვქონია
და სადავოც არაფერია-მეთქი. მან კი, არ ვიცი, რა იგულისხმა, შენ რამ „გა-
გაბლატავაო“. მეც სიმართლე მივწერე, დაბადების დღიდან „ბლატნოი“ ვარ
და აწი მიცვალებულის სუნი თუ ამივა, თორემ მე რაღა შემცვლის-მეთქი.
იმ თავხედმა ეს არ იკმარა და ჩემს ოჯახს შეეხო, რა ოჯახიდან ხარ შენ და
რა ოჯახიდან – მე, ხომ არ გავიწყდებაო. აი, აქ უკვე თავი ვეღარ შევიკა-
ვე და გინებით დავუმთავრე. ისე ვერ ჩავუვლი ქეთი მწარიაშვილის ოჯახსა

488
და ჯიშს, ეს ამბავი რომ არ მოვყვე! რუსკას მამამთილი და ქეთის მამა ძმე-
ბი არიან (შოთა მწარიაშვილი ქეთის მამაა), ყოფილი „მენტები“, ისნელები.
გვერდიგვერდ სახლებში ცხოვრობდნენ. რუსკას ძველი თაყვანისმცემელი
გადაეკიდა, ვიღაც მიშკა. ლაშას რომ არ გაეგო, რუსკამ თავის დედამთილ
მარინას უთხრა და რჩევაც ჰკითხა. დაახლოებით 1999-2000 წელი იყო, თუ
სწორად მახსოვს. მარინას შოთასთვის უთქვამს, შოთას კი ის ბავშვი უნახავს
და დალაპარაკებია. მიშკას უთქვამს რუსკასთვის, რომ თავს მაინც არ დაანე-
ბებდა, რადგან იცოდა, ლაშა ცუდად ექცეოდა რუსკას და რომ ის იბრძოდა
მის გადასარჩენად (საყვარელი მიშკა). შემდეგ რაც მოხდა, რუსკას ბრალი
იყო, ენას რომ ვერ აჩერებს! თუ არ მოგწონს, წადი, რაღას ლაპარაკობ! არა,
ეშინოდა, ტყუილ სუპსა და კარაქიან პურზე ვერ გავზრდი შვილებსო. ვგიჟ-
დებოდი, ჭამის გამო რომ ითმენდა, რასაც ყვებოდა. მოკლედ, მარინამ შო-
თას ამცნო, მიშკას რომ არაფრის ეშინია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მიშ-
კას სული! მატარებლების ლიანდაგზე იპოვეს საწყალი ბიჭი მკვდარი! რუსკა
დარდობდა, ადამიანს სიცოცხლე ჩემ გამო თუ წაართვესო... და რით მოაქვს
თავი ქეთი მწარიაშვილს? თორაძეები ყურებს დააჭრიდნენ მაგ შემთხვევა-
ში აბნეულ შეყვარებულ ბავშვს და მატარებლის ქვეშ არ ჩააგდებდნენ! რით
სჯობს „ბოზი“ ქეთის ოჯახი ჩემს ოჯახს?! არ შევეხებოდი არავის, მაგრამ
დღეს ვეხები ყველას! არ შეიძლება, წლები ადამიანს ეუბნებოდე, რა მაგარი
„როჟა“ ხარ! რა მაგრად აზროვნებ! ნეტა შენნაირი იყოს მთელი თბილისიო!
და, მერე, გაბრაზებულზე, პირიდან საპირისპირო სიტყვები ამოუშვა!.. საკუ-
თარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას და ვერ ხვდებიან...მე კი ქეთი მწარიაშვი-
ლი არასდროს მიქია! რუსკამ მეორე დღეს ისეთი სურათი დადო მარიშკასი,
რომ საერთოდ გადამრია! ბავშვზე ამბობენ, ლოთიაო და ჯეკ დენიელის მა-
ისურს აცმევს და ფესბუქზე დებს?! რუსკაც გარდატეხის ასაკშია! არ ვიცი,
რას ფიქრობდა სინამდვილეში და გულის სიღრმეში რუსკა. მე ბოლო წერილი
მივწერე და დავბლოკე: არ შემიძლია ისე წავიდე შენი ცხოვრებიდან, არ გით-
ხრა, თუ როგორ ძალიან მძულხარ. მინდა დაიმახსოვრო 2013 წლის მარტი.
შენ რომ ჩემი ოჯახის კეთილისმსურველი ყოფილიყავი ოდესმე, დღეს მე
შენ მიმართ ასეთი განწყობით არ ვიქნებოდი. ისე ხარ შენ სიკეთის მომტა-
ნი ჩემთვის, როგორც ბუკისთვის – შენი და სალომე! მესმის შენი გაბორო-
ტება ჩემდამი, მთელი ცხოვრებაა შენი ქმარი შეურაცხყოფებს გაყენებს და
ვერ გაშორებიხარ, იმიტომ რომ მარტოობის გეშინია, მე კი მარტო ვებრძვი
ცხოვრებას და სულ ეგ გიკვირდა... აღარ დავწრილმანდები! აბა, შენ იცი!
პასუხი ჩემ მერე შენ მოგეთხოვება შენს ნათლულზე! კარგად იყავი, რუსკა!..
კითხვა გამიჩნდა, ლაშას რუსკა რომ უყვარდა, მარინას რძლად რომ ძა-
ლიან უნდოდა, პაატამ რომ გაიგო, ლაშამ ამოაცილა სახლში რუსკა, მაშინ
ილაპარაკეს და გასაგები გახდა ლაშასთვის პაატას და რუსკას სიყვარული,
მაგრამ მერე რა მოხდა? იქნება და მარინამ ეგეც შოთას მიაბარა? როგორც
გავიგე, ხშირად იყო მეტეხის სასტუმროში ლაშა და იქნებ მან მიაწვდინა „ბო-

489
როტებს“ ხმა, რომ პაატა „ბლატაობს“? იქნებ შოთა მწარიაშვილმა იხელთა
არეულ საქართველოში დრო და პაატა „მოტეხა“ ცხოვრებიდან?! მოკლედ,
ადამიანი ერთხელ რომ იკადრებს და მძღნერისკენ ხელი გაექცევა, მეორე-
დაც გაექცევა! სიყვარულის გამო ერთს თუ მოკლავდნენ, სხვისი გასტუმრე-
ბა რატომ გაუჭირდებოდათ?! მერე გავიგე, ლაშა მწარიაშვილი მაგრად უცე-
მია ვატო ყიფიანს და ისიც ვიცოდი, მანადე ვატო პაატასთან რომ ამოვიდა
და იარაღსაც კი ჩუქნიდა, „კაი ბიჭების“ ძმა ხარ და მე შენ გვერდით ვარო!
იქნებ ვატომ რამე იცოდა მწარიაშვილების ოჯახზე? როგორ დავიჯერო,
ასეთი „ფუცანა“ ხალხის ხელით იყო გამქრალი პაატა?! მაგრამ რა უნდა ვინ-
მეს გაქრობას, მითუმეტეს, თუ იცი, პასუხს არავინ მოგთხოვს და მეტიც, ვი-
ღაცას საქმეს წინ წაუგდებ! თან იმ დროში, როცა ადამიანის სიცოცხლეს კა-
პიკებად ყიდდნენ! რუსკას კი არაფერი უმოქმედია თავის გასამართლებლად
და დარწმუნებული ვარ, სიხარულით ზეიმობს ჩემს ტკივილს. კი ამბობდა
მთელი ბავშვობა და დიდობა, კეთილი შურიანი ვარო. მაგალითად, ერთხელ
ლაშამ დამირეკა, მისმა ქმარმა, აუ, კაი რა, ბიჩოკ, ვეღარ ვწვდები ამდენს,
რატომ იყიდე მანქანაო. გამეცინა, გამიკვირდა, მე თუ ვყიდულობ, შენ რას
ვერ სწვდები-მეთქი? მან კი მიპასუხა, რაც შენ გაქვს, შენს დაქალსაც მაშინ-
ვე უნდება და მე რა დავაშავეო... არ ვიცოდი, რუსკასაც თუ ჩემი ცხოვრება
სურდა! რა მაქვს ნეტა შესაშური? ალბათ, ერთი რამ? ამდენს რომ ვუძლებ
და ვერ წამაქციეს! მე მარტოხელა ვარ! თვითონ ჯარი დასტრიალებთ თავზე
„ტიპებს“ და მონები არიან მაინც...
ჯარჯის მოუნდა გვარის შეკრება და ხან გიორგის მისწერა და ხან – თორ-
ნიკეს. მერე მე მიყვებოდა და აზრს მეკითხებოდა... ვუპასუხე, მე აღარავის
არ ვაგროვებ და არ მაინტერესებს ჩემი ძმისშვილები. ვიცი, ჩემს ძმებს მაინც
ვეღარასოდეს ვიპოვი სხვა ადამიანებში-მეთქი!
ჯარჯისა და გიორგის პირველმა საუბარმა ეს აზრი განმიმტკიცა.
– გიო, რავა ხარ? (ჯარჯი)
– „საკაიფოდ“! შენ? (გიორგი)
– მაგრად, იცი ვინ ვარ?
– კი, გაგებული მაქვს, რომ ბიძაშვილები ვართ, თუმცა აქამდე რატომ არ
ვიცნობდით ერთმანეთს, ეგ არ ვიცი!
– ოოო, ეგ რთული თემაააა! მე დიდი სურვილი მქონდა, მარა პატარა იყა-
ვი შენ და გაზრდას ველოდებოდი. მერე დამიჭირეს, 6 წელი ვიჯექი. ახლა
გამოვედი და გიპოვე!
– ხო, ეგ ვიცი! მე მოსკოვში ვიყავი მერე, დედაშენს ვესაუბრე ერთხელ
ტელეფონზე. მახსოვს, რაღაც პრობლემა იყო. ანი – იყო ასეთი გოგო და იმის
„პონტში“ რაღაც მოხდა, რა!
– ეგეც მახსოვს თითქოს, მოგვარდა ხო, როგორც ვიცი!
– კი, მაშინ 16 წლის ვიყავი და მაგ „პონტში“, თორემ ახლა მაგ გოგოსთან
შეხება არ მაქვს, ბავშვობის თემაა.

490
– ხო, გამიგია, რო ძაან ხულიგანი იყავი. აბა, კახას შვილი სხვანაირი
ვერც წარმომიდგენია!
– ახლა სხვანაირად ვცხოვრობ ძალიან!
– ახლა რას შვრები?
– სანოს სტუდიაში ვმუშაობ და რაღაცებს „ვჩალიჩობ“ ზოგადად. შენ რას
„ჩალიჩობ“?
– მე ახლა გამოვედი და ვეჩვევი ჯერ!
– ამნისტია შეგეხო?
– ხოო, ოთხი წელი წინ მქონდა კიდევ. შენ, ვიცი, რომ აბაშიძესთან იყავი
არჩევნების დროს.
– მე „საქართველოსთან“ ვიყავი არჩევნებზე. იცნობ ზურას?
– არა, არ ვიცნობ, მარა კაი კაცი ჩანს! სკაიპი გაქვს?
– კი, „პროსტა“ საერთოდ არ შევდივარ. შენ სად ცხოვრობ?
– პლეხანოვზე. უნდა გავიცნოთ მე და შენ ერთმანეთი.
– შეგეხმიანები აუცილებლად და გავიცნოთ. ზაზას შვილს კახას შვილი
რომ არ იცნობს, სირცხვილია!
– აბა რააა, ეგრე რა! ძლივს ვნახე ნორმალური თორაძე, რომელსაც თავი-
სი წარმომავლობა ეამაყება ჩემსავით, ბიჭებზე მაქვს ლაპარაკი. შენ ისანში
ცხოვრობ ხო?
– ყველას ეამაყება! მე კაი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. ერთადერთი,
თამუნასთან არ მაქვს შეხება!
– არადა, თამუნაა ნაღდი თორაძე, რო იცოდე, რომელმაც არ შეარცხვინა
გვარი მათი სიკვდილის მერე. გაგაცნობ!
– მერე ვისაუბროთ ამ თემაზე და გავიცნობ აუცილებლად თავიდან. კარ-
გა ხანია არ მქონია შეხება. შენი ნომერი მომწერე და დაგირეკავ ამ დღეებში
და სადმე „ჩავჯდეთ ჯიგრულად“!
– ბაზარი არაა 5... შენი?
– 5... საქმეებს რომ მოვაგვარებ, შევხმიანდეთ!
– „ბაზარი“ არაა! გელოდები, იცოდე!
– გაიხარე!
– შენ გაიხარე, რო ასეთი შემართებით ხარ!
– სხვანაირად არ შეიძლება!
– კარგი ხარ!
წავიკითხე და არაფერი შემცვლია, აღარც ამ თორაძისებური რაღაცების
მჯერა! ისინი, ძმები, „ლეგენდები“ იყვნენ და ეს დარჩენილი თორაძეები მიც-
ვალებულებს სახელს კი არ შემატებენ, არამედ იმასაც დაავიწყებენ ხალხს,
რაც დატოვეს! და ნეტავ, საერთოდ არ „ბლატაობდნენ“ გვარით, ეგ აჯობებ-
და ჩემი ოჯახისთვის! მაგრამ ჯარჯის უფლება აქვს ბიძაშვილი და ძმა ჰყავ-
დეს... გიორგიმ ნახა ჯარჯი და რომ გაიგო ნინოს ამბავი, მოინდომა ჩემთან
საუბარი. მეც წერილი გავამზადე და „ფეისბუქის“ გვერდზე გავუგზავნე.

491
13 ივლისი, 2013 წელი
გამარჯობა გიორგი! მოდი, გულახდილი ვიქნები შენთანაც, როგორც
ყველასთან. არ ვიცი საერთოდ მაქვს თუ არა სურვილი შენი ახლიდან
გაცნობის, თუმცა კარგი იქნებოდა, მართლაც, პირველად ახლა გამე-
ცანი და არა წარსულში, თუმცა ისევ კახას ვცემ პატივს და ვდგამ ამ
ნაბიჯს – გწერ წერილს და სხვა არაფერი. არ მინდა ჩემგან შენთვის რა-
იმე გაუგებარი დარჩეს და სხვების ნალაპარაკებიდან იგებდე რაღაცებს,
თუმცა მეორე საკითხია, რამდენად დაიჯერებ ჩემსას, მაგრამ ამას არ
ვაკეთებ შენთვის, კახასთვის ვაკეთებ ისევ და ისევ. ძალიან მიყვარდი!
დიდი ამაგი მაქვს-მეთქი, არ გეტყვი, მაგრამ ჩემ თვალწინ დაიბადე და
გაიზარდე, აღარ მახსოვს, რომელ წლამდე. სკოლაში დადიოდი 51-ეში,
როცა ჩვენ გავწყვიტეთ ურთიერთობა, დაახლოებით 2000 წელი იყო.
„დალშე“, შენ გამოთვალე... „პროჭი“ არც შვილი მჭირდება!!! ჩემს შვი-
ლებზე არანაკლებ მიყვარდნენ ჩემი დები, მაგრამ ვინც კაცობისა და
ქალობის ჩარჩოებს სცდება, „შევეცი გაგებაში“ და ცხოვრებაში!!! ჩემ-
გან შორს! ჰოდა, გიო, იყავი მაიკოსთან, ნინოსთან და ეკასთან! მე მათ
ოდესღაც მიმატოვეს, წრე შეკრეს და გადამიარეს. გადავლაა, როდესაც
სიყვარულზე ტყუილებით გპასუხობენ. მე მტერი ისე ვერ მომერევა, რო-
გორც შინაური და ჩემიანი, მაგრამ ერთი ვიცი, რა!.. ჩემთვის ყველაზე
საყვარელი ადამიანები ვინც იყვნენ, იმათ მიწაში ჩადებას შევეგუე და
ჩემი ხელით შევეხე ამ მიწას. ცოცხალ „თესლებს“ აღარ გავეტირები! თუ
ასე ძალიან უნდათ ჩემს შვილებსაც, შეეკრან მაგ ეშმაკებს† და მათთან
ერთად იხარშონ ქვაბში. შენც საყვარელი იყავი ჩემთვის, დედაშენიც!
მოკლედ, „პროჭების პარადზე“ აფრიალეთ ყველამ ენები რა და მე „ვაფ-
შე“ ნუღარ გამახსენებთ ნურაფერს! ღმერთმა ყველა ადამიანს წვეთი
სიბრძნე და ჭკუა მაინც მისცა სუფთა სულთან ერთად, ჰოდა, გამოიყე-
ნეთ რა, „ბლიად“! ერთს გირჩევ, იცხოვრე კაცურად, კაცი თუ ხარ! მამა-
შენი ცოცხალი რომ იყოს, ეგენი მასეთები ვერ იქნებოდნენ! შენ კიდევ
რას აკეთებ?! კარგი, არ იცოდი, ჩემთან რა მოხდა?! ის ხომ მაინც იცო-
დი, ნინო „პუტანკა“ როა და მაიკო? ბიჭო, არ მითხრა, რო არ იცოდი! და
თუ არ იცოდი, სირცხვილი შენი! გძინებია „ვაფშე“! თბილისში ცხოვრობ
თუ ხაშმში? თუმცა ხაშმშიც იგებენ თბილისის ამბებს და ზესტაფონშიც.
„იტოგში“, რა, მე და შენ ვერასდროს ვერ გავუგებთ ერთმანეთს! არ ვაგ-
როვებ თორაძეებს! შენ, ძმაო, აქამდე თეთრი და შავი ვერ გაგირკვევია!
მგონი, 23 წლის ხარ და აწი რაღას გაარჩევ ფერებს! ძალიან ვწუხვარ,
რომ არ გაუმართლათ თორაძეებს ვიღაც-ვიღაცებში, მაგრამ არა უშავს!
მარტო მე ვეყოფი მაგათ სასახელოდ! დაეშვას ყველა ძალად თორაძე
ფუნიკულიორიდან მუხათგვერდამდე და მე დავხვდები იქ! კარგად იყა-
ვი, გიორგი! აღარც კი შემახსენო თავი! ღმერთმა გაგიღვიძოს ის მიძინე-
ბული სიბრძნე, დაბადების დროს ცოტა რომ გიბოძა...

492
ჯარჯისაც წავაკითხე უკვე გაშვებული წერილი. შეწუხდა, ასე რატომ
გაუშვი „ნახვამდიზეო“. წარბი ავწიე და ისიც მიხვდა, რა ვიგულისხმე, თვი-
თონვე მიპასუხა თავის შეკითხვაზე, შენც დაიღალე, რა, ყველათი და ყვე-
ლაფრითო. გიორგი თორაძემ მომწერა წერილზე „ოკ“! დამაკმაყოფილა და
მესიამოვნა, რომ დაეზარა რამის მტკიცება და მსახიობობა.
ხო, ეს უბედურებაც დამატყდა თავს. ივნისის თვეში მოხდა, იმავე
2013 წელს. ქეთა ეშმაკობდა, იმას მიყვებოდა მარიშკაზე, რაც თვითონ
აწყობდა. ცდილობდა, ისე გავებრაზებინე, რომ ამერიკაში ყურებით წა-
მომეყვანა მარიშკა და მაშინ ქეთასაც განაღდებული ჰქონდა წამოსვლა.
ვემზადებოდი, ფლორიდაში მივდიოდი საქმეზე და გზაზე უნდა დავმდ-
გარიყავი, რომ ჩამესწრო მეორე სამუშაო დღისთვის. ამ დროს ღორი მი-
მესიჯებს. თან თინათინიც მწერს და ღორთან მესიჯაობის დროს ვიგებ
ახალ ამბავს!
– ჰაი, თამუნა, მე თბილისში ვარ და მაინტერესებს ბავშვების ჩამოყვანა-
ზე რა აზრის ხარ (ღორი)?
– როდის აქეთ მეკითხები აზრს?! გააგიჟე ეგ ბავშვები და ახლა შენ მიხე-
დე! მაინც არაფერი გიკეთებია ამდენი წელი, ჰოდა, აბა, შენ იცი, როგორ გაზ-
რდი, ასწავლი, ჩააცმევ, აჭმევ და ადამიანებად აქცევ! „გუდ ლაიკ“, ღორო !
– მადლობა ღმერთს, რომ მომწერე! მეგონა, რამე ხო არ მოგივიდა, რო
არ გამოჩდი! მე და ბავშვები, უბრალოდ, ვნერვიულობდით, თანხმობას გა-
მომიგზავნი (ღორი )?
– ახლა არ მცალია და რო მოვიცლი, გავაკეთებ და გამოვაგზავნი. თვეები
გავიდა და არ ნერვიულობდნენ, ახლა რამ აანერვიულათ? თქვენც ეგ არ გინ-
დათ, რომ რამე მომივიდეს?!
– ყველაფერს გეფიცები, მართლა ვნერვიულობდით! აბა, სხვა რა უნდა
იყოს, დაუფიქრდი (ეს ღორი რომ ვინმეს დაფიქრებას უქადაგებს!)!
ამ დროს ვიგებ საშინელებას!
თინათინმა მომწერა „ფეისბუქზე“:
– მაიკო ჰყავს ქეთას მეგობრებში „ფეისბუქზე“ და ჩემი სურათები მოიწო-
ნა, ძალიან გავბრაზდი!
– ვაიმეეე! – საშინელი რეაქცია მქონდა, რომ წავიკითხე. თან მანქანას
ვატარებდი.
– როგორ გაბედა! – ისევ მწერდა თინათინი.
– არ გამაგიჟო, სკაიპში შემოვალ, სახლში ვიქნები მალე!.. ახლა ძალიან
ცუდად ვარ ! ეს რა მითხარი! – საშინელება დამემართა, ენით აუხსნელი! მეხი
დამეცა!
– არ იცოდი, მეგობრებში რომ ჰყავს? – თინათინი გაკვირვებულია.
– მაგის ცოდნა და ჩემი გაუბედურება ერთია! – მეც ვპასუხობ, თან ვჩქა-
რობ, სახლამდე მივაღწიო.

493
– მაიკოს ემეგობროს, რა, გადაეცი, ვინც ვითომ ინერვიულა! დაუმეგობ-
რდა, ხო, ჩემს მტრებს! ფუუუ, მეზიზღება! ახლა გავიგე ეს ამბავი, ამ წუთას!
თანხმობას გავაკეთებ და საერთოდ არ შემეხოთ! მეზიზღებით სულყველა!
მოიყვანე ბარემ ნინო ვირთხა ცოლად ან მაიკო და იცხოვრეთ ტკბილად! „შე-
გეცით“, რა! – გაგიჟებული ვარ, ვტირი, ვიგინები... მინდა დავხოცო ყველა-
აა!..
– ეგ რა შუაშია (ღორის ტყემალზე ჯდომა მაგიჟებს!)?
– უკვე ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერი შენ გააკეთე! მაგრამ მარიშკას და
ქეთას არასდროს ვაპატიებ იმათთან მეგობრობას! ტკბილად იყავით ერთად
სულ ყველა! ნუღარ მწერ, მაღიზიანებ! როცა გავაკეთებ საბუთებს, მე თვი-
თონ მოგწერ, რომ გამოვაგზავნი! ახლა „გააჯვით“ ჩემი ცხოვრებიდან სულყ-
ველამ!
– თუ ეგ შვებას მოგგვრის, ყველაფერი მე დამაბრალე, მაგრამ მე არაფერ
შუაში ვარ საერთოდ! – განაგრძობს წერას ღორი. ეს სიტყვებიც ჩემია და
უკან მიბრუნებს, ეს მტყუანი ლაჩარი!
– ხო, ეგეთი გველი იყავი ყოველთვის, ჩუმჩუმელა და მთელი ცხოვრება
მარტო სიბოროტეს მიკეთებდი და არც ახლა შეცვლილხარ!
– მასე არ არის! მართალს გეუბნები! მე საერთოდ არ მიხსენებია შენი
დები ბავშვებთან!
– არ მაინტერესებს! „გააჯვით“!
– პასპორტების ნომრები გაქვს? მოგწერ ყველაფერს ხვალ, აქ გვიანია
ახლა და გეტყვი, სადაც უნდა მიხვიდე!
– შენ რა იცი, მე სად უნდა მივიდე და სად არა, „გააჯვით-მეთქი“! ნინოს-
თან და იმ ორთან იმეგობრონ და მე მაგათი დედა ვიქნები ამის შემდეგ?! შენ
მაგის გჯერა?! ამდენი წელი მატყუეთ, ჩემს დებს რიგ-რიგობით ეწექი და
გგონია, ახლა ამას ვაპატიებ ჩემს გაჩენილ შვილებს?! არც დაიჯერო ეგ! არ
ვაკეთებ თანხმობას და „ვსიო“! იყვნენ მანდ! ჩემგან შორს!!! – „გავჭედე“ და
არ ვხუმრობდი.
– აა, „ოკ“! თავს მიხედე! აბა, შენ იცი!
– ისეთ ცხოვრებას გისურვებთ სუყველას, როგორიც შეგეფერებათ!
კარგი იქნება, მარიშკასაც რცხვენოდეს და ქეთასაც! იმათ როგორ დაუმე-
გობრდნენ, თვალებს და ყურებს არ ვუჯერებ! შენ კიდევ, ცინიკოსო „ყლეო“!
თავს შენ მიხედე! შენ ყოფილხარ ყველაზე ბოროტი დედამიწაზე და შენი
შვილებიც შენ დაგემგვანნენ! აბა, შენ იცი! ნინოზე და მაიკოზე უკეთესს ვერ
ეღირსო! ჩემს ყოფილ დებს ხო მიეხმარე გაბოზებაში და ახლა ჩემს ყოფილ
შვილებს ეხმარები! „ვაფშე“, ვინ ხარ შენ?! როგორ დადიხარ დედამიწაზე, შე
„ნაბოზარო“, შენა!
– ყველას თავისი ცხოვრება აქვს!
– ხოო!.. შენ „ნაბოზარის“ ცხოვრება აირჩიე, ვიცი! შენი ცხოვრება გქო-
ნოდა, ჩემსას რაღას აუბედურებდი, შე სატანა† შენა! ვერასოდეს იქნები გა-

494
ხარებული, ამდენი სიმწარე რომ მანახე, გველო! ახლა გიხარია, მაგრამ ვნა-
ხოთ, მერე როგორ გაგიხარდება, შე მარტოსულო! „მოგიტყან“ აღზრდა და
ცხოვრების სტილი! გველო! – მეტი რა მეთქვა?! ან რა მემოქმედა?! საშინელ
დღეში ვიყავი!
ისე იმოქმედა, ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი, მეგონა, მაგრამ ღმერთ-
მა არცერთი წამით არ მიმატოვა. მიუხედავად ჩემი ბილწსიტყვაობისა და
იმისა, რომ საქციელი წამიხდა, იმ წუთას რომელიმე რომ დამენახა, ვერ გა-
ვექცეოდი იმას, რასაც წლებია, გავურბივარ – მკვლელობას! რატომ უნდათ
გამხადონ მკვლელი?! რატომ ამოწმებენ ჩემ ნერვებს ასე?! რატომ თავს არ
დამანებებს სულყველა?! იმიტომ, რომ კეთილი ვარ და უნდათ გამაბორო-
ტონ! „ბოროტები“ და სიტყვა ბოროტიც ისე მძულს, რომ ვერ მეღირსებიან
მაგ სახელით!
საშინელებები მივწერე მარიშკას მანამდეც და მერეც: როგორც გაგაჩინე,
ისე გაგაქრობ, გონს თუ არ მოეგები! კიდევ გავაჩენ შვიდს და ისე მოგისვრით
სანაგვეზე, როგორც თქვენ მომისროლეთ-მეთქი. მოკლედ, რა საშინელებე-
ბის თქმაც შემეძლო, თუ არ შემეძლო, ყველაფერი ვუთხარი. მარიშკამაც გა-
იხარა და ყველაფერი მე დამაბრალა, აი, შენ რომ ასე თქვი და ისე თქვიო...
მეგონა, ცხოვრება დამთავრდა და აღარაფერს აზრი არ ჰქონდა... ხან ერთ
კედელს ვასკდებოდი და ხან – მეორეს. თან საქმეზე მივდიოდი ფლორიდაში
და თან მოძღვარი მინდოდა მენახა. ისე ცუდად ვიყავი, სულიერ მამასთან
გავიქეცი ტირილით. მამშვიდებდა, ახალი ცხოვრება დაიწყეო. მე ვეკითხე-
ბოდი, რატომ არ მიცავს ღმერთი ამდენი უბედურებისგან-მეთქი. მან მითხ-
რა, გიცავს! შენ ჯანმრთელი, გონიერი, კეთილი და კარგი ადამიანი ხარ, განა
ეგ ღვთის წყალობა არ არისო? მერე, კარგი თუ ვარ, ასე უნდა შემჭამონ,
რომ აღარ ვიყო-მეთქი. გაეღიმა, ეშმაკი† გებრძვის, ვერ მოგიგდო კარგად
კლანჭებში და ჯიბრში გიდგას. ღმერთი არ მიგატოვებს, ოღონდ შენ დამ-
შვიდდიო. როგორ, მამაო?! ამდენს ბედავენ! მინდა ჩავიდე და ავტომატით
ყველა გადავცხრილო! პირჯვარი გადამსახა, ეგ უნდა იმასაცო. არა უშავს,
გაგივლის, შენ ძლიერი ხარ, ღმერთს სჯერა შენი და იმედს ნუ გაუცრუებ! სი-
ცოცხლის ბოლომდე ასეთი იყავი და აი, ნახავ, როგორ დაგიფასდებაო. მეც
ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მოძღვარმა რომ მითხრა, გამიხარდა, ცრემ-
ლი კი არ შემშრობია. ვიტანჯებოდი, მაგრამ საკუთარი თავი უფრო მეტად
დავაფასე და შევიყვარე. რა სასწაული შეგრძნებაა – მინდოდა ჩავხუტებო-
დი საკუთარ თავს და ისე მეგლოვა! მარიშკას და ქეთას ერთნაირი მესიჯები
მივწერე „ფეისბუქზე“ საქციელდაკარგულმა:
„მოკლედ, დაიმეგობრეთ ჩემი მტრები, ხო? ყოჩაღ! ყველაფრისთვის გა-
ქებთ, ძალიან დამგვანებიხართ უნამუსო მამათქვენს და ჩემს ყოფილ დებს,
რადგან ამართლებთ მათ საქციელს! მე შენთან და ქეთასთან აღარაფერი
მესაქმება, ოფიციალურად საბუთებს ძალიან მალე გავაკეთებ, რომ აღარ
იყოთ ჩემი შვილები არც ამ ფურცლებით! ისე ხომ აღარც ხართ! ყოჩაღ! ძა-

495
ლიან მაგარი გოგო ხარ! ცხოვრებაში როგორ იქნები ბედნიერი ნეტავ, ამხე-
ლა სიბოროტე გამიკეთე და თან არა ერთი! და აი, ბოლოს ეს უკვე მეტისმეტი
მოგივიდა, მარიშკა, მეტისმეტი! ძალიან მტკიოდა, მართლა, თავიდანვე და
აი, დღეს შენ ჩემი გული ძალიან ღრმა ჭრილობებით დაჩეხე! წარმატებებს
გისურვებ და ვწუხვარ, რომ გაგაჩინეთ! ძალიან ვნანობ, არასოდეს დავიჯე-
რებდი, ასე თუ გამიმეტებდით შენ და ქეთა... შენ მე დამაჯერე, რომ აღარ-
აფერი არსებობს – არც ადამიანობა, არც სიყვარული და არც დედაშვილობა,
ღმერთმა შეგინდოთ!
– ღმერთს მივანდოთ ყველაფერი და ჩვენი თავების განსჯაც მათ შორის,
ნახვამდის! – მარიშკამ ასეთი მესიჯი მომწერა და ამით ბოლო მომიღო, მომკ-
ლა.
– შენ ღმერთს კიდევ როგორ ახსენებ, ეგ მიკვირს! როგორ არ შეგრცხ-
ვა მაგათთან მეგობრობის! როგორ არ შეგრცხვა ჩემ წინაშე ასეთი რაღაცის
გაფიქრებისაც კი... თქვენ მე ცოცხლად დამმარხეთ!
ეს მოხდა 2013 წლის 23 ივნისს. ქეთამ მიპასუხა. „ყოჩაღ“! – მეტი არაფე-
რი. მანამდე ჯარჯის ცოლმა მისწერა მარიშკას და მერე მანახა მიმოწერის
ტექსტები. ჯარჯის უყვარდა მარიშკა და მართლა კარგი უნდოდა მისთვის.
ამას ვერ უარვყოფ, რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო ჯარჯიზეც.
– როგორ ხარ, მარუსია? იმედია, ჩემზე მაინც არ ხარ ნაწყენი! – სწერდა
მარი, ჯარჯის ცოლი.
– ვერანაირად ვერ ვიქნები შენზე ნაწყენი, ერთხელ მყავხარ ნანახი!
– ძაან საყვარელი და ლამაზი ბავშვი ხარ! მე გიხდი ბოდიშს ჯარჯის მუ-
ქარების გამო! შენ არ იცნობ, პატარა იყავი, რო დაიჭირეს. ეს ასეთია, უცებ
ფეთქდება, თორემ გული მართლა არა აქვს ბოროტი. კი არ ვამართლებ, ისე
გეუბნები, რომ გულში არ ჩაგრჩეს ცუდად!
– ძაან დიდი მადლობა, მარა მე მგონია, რო ეს ჩემთან დაკონტაქტებაც
ერთობლივი პროექტია. ვერ გენდობი და ვერც ვერავინ დამარწმუნებს, რო
ჯარჯის ჩემთვის კარგი უნდა! გყავთ შვილი და ის გაზარდოს ისეთი, როგო-
რიც თვითონ უნდა! მე უკვე გავიზარდე. ჯარჯი ვერ შემცვლის. ცუდი არ
ვარ, ანუ შესაცვლელიც არაფერი არ მჭირს! ჯარჯის დასარიგებელი, თან
„ბიტის“ დახმარებით, არაფერი არ მჭირს! – უპასუხა მარიშკა ლაწირაკმა.
– მეც არასოდეს ჩავრეულვარ ჯარჯის და თამუნას საქმეში და მითუმე-
ტეს, ეგრეთ წოდებულ პროექტებში არ ჩავებმები, მეტი დარდი არა მაქვს!
ამით შენ მე რატომღაც შეურაცხყოფას მაყენებ! იცი, „ვაფშე“, რატომ მოგ-
წერე? იგივე მაქვს მე გავლილი. მეც ვიყავი შენი ასაკის და ზუსტად ვიცი,
რო არც ცუდს აკეთებ და არც არავის მუქარა და ჭკუის სწავლება არ გჭირ-
დება და ნუ იქნები ჩემ მიმართ ასე განწყობილი! კიდევ ერთხელ გიმეორებ,
მე არ ვარ მაგ სტილის ადამიანი, ვინმეს პროექტებში გავერიო (მარიც კარგი
აფერისტია. მე თვალს ვადევნებ და შოკში ვარ, ამდენი აფერისტი საიდან,
„ბლიად“!)!

496
– შენ ხო ხვდები, რატომაც ვარ მე აგრესიულად განწყობილი შენ მი-
მართ? იმ მარტივი მიზეზის გამო, რო ჯარჯის ცოლი ხარ. შეიძლება, მაგაზე
ბევრად კარგი ადამიანიც ხარ და თუ ვცდები, მაშინ არ ვიცი!
რა სულელი გოგოა. ჯარჯის ცოლი შეიძულა, რომელიც დაემუქრა ისევ
იმიტომ, რომ უყვარს და ნინოს, რომელიც ჩემს ქმარს „ჟიმავდა“ და მეზიზ-
ღება, ასევე, მაია და ეკაც მეზიზღებიან, როგორ დაუმეგობრდა და რატომ
ვერ იყენებს იმავე მარტივ ახსნას, რომ დედის მტერთან არ უნდა ჰქონდეს
ურთიერთობა? მარიშკამ ხომ იცის, რასაც სჩადის! მაგრამ იმდენად მოსწონს
იმათი ბოზური ცხოვრება, რომ დაავიწყდა წესები, კანონები და სიყვარული!
რეებს წერს, გიჟს ვგავარ!
– უბრალოდ მოგიკითხე! აღარ მოგიკითხავ შენ თუ ამდენი რაღაც უნდა
დააკავშირო ჩემს ერთ მოკითხვასთან. და ეგ იცოდე, მე მე ვარ, ჯარჯი ჯარ-
ჯია. ცოლი და ქმარი არ ნიშნავს „ერთ ჩამოსხმას“ (მარის მიწერილს ვკითხუ-
ლობ და კიდევ უფრო ვგიჟდები, ამ ბავშვშიც რამხელა მატყუარა ბუდობს!
მგონი, 20 წლის არის)!
– ცოლი და ქმარი „ერთი ჩამოსხმა“ არ არის, მაგრამ დროთა განმავლო-
ბაში „ერთი ჩამოსხმა“ ხდება მაინც. მადლობა მოკითხვისთვის, კარგად ვარ
(მარიშკა კარგად „გაუბლატავებიათ“ ბოზ დეიდებს)!
– ბევრ რაღაცებში ცდები! კარგი, აბა, შენ იცი! კარგად, მარიშ!
სასწაული! რომ წავიკითხე, გამიკვირდა, როგორი „გაძერსკებული“ და
გათავხედებულია მარიშკა. ხედავ, როგორ ესმის ცხოვრება? თუ ჯარჯი არ
უნდა, „იასნია“, არც მისი ცოლი უნდა უნდოდეს და არც შვილი, მაგრამ რა-
ტომ იმას არ ფიქრობს, მე რატომ არ მინდა, ჩემს ბოზ დებთან ურთიერთობა
ჰქონდეს? მაგასაც ხომ უდავოა, ხვდება და ზუსტად იცის, დანაშაულს სჩა-
დის თუნდაც ჩემ წინაშე! ის რომ „დავიკიდოთ“, ხალხი რას იტყვის, მაიკოს-
თან, ნინოსთან და ეკასთან რომ იქნება, „ერთი ჩამოსხმები“ არ იქნებიან?! მე
დედა ვარ და მაინც ვიბრძოლე ჩემი შვილების დასაბრუნებლად და აი, ასე
გაგრძელდა მოვლენები. ჯარჯის ცოლის მიმართ კი უარყოფითი განწყობა
ჩამიბუდდა გულში, როგორც მატყუარა, საშიში გოგოს მიმართ...

დღიური – ივნისი
დარდით მაქვს გული სავსე, თუმცა არასოდეს ყოფილა ცარიელი, მაგ-
რამ სიხარულით სავსეც იყო. ასეთი მომენტებიც მქონია... საშინელებაა,
საკუთარი შვილებიც რომ მიგატოვებენ. მთელი ცხოვრება თითოეულის ჩა-
სახვამდეც კი მეგონა, კარგი დედა ვიყავი. რაც 13 წლიდან დამაკლდა დე-
დაჩემისგან, ის ყველაფერი მინდოდა ჩემი შვილებისთვის მიმეცა, მაგრამ
თურმე სულერთია, კარგი იქნები თუ ცუდი, ადამიანებს არავინ უყვართ.
მათ სჭირდებათ ერთმანეთი. რა სამწუხაროა, როცა ამას აღმოაჩენ. 34
წლის ვარ და ვხვდები, რომ არაფერი მცოდნია ცხოვრებაში. არადა, მეგონა
რაღაც ვიცოდი... 4 თვეა და 15 დღე მარიშკამ გული ჩამიჩეხა. იმის შემდეგ

497
აღარც გვილაპარაკია. ძალიან მინდა, ღმერთო, რომ შეუნდო ორივეს! ასე-
ვე, ძალიან მინდა, იგრძნონ ეს ჩემი ტკივილი და არ გაუჯდეთ ამხელა სი-
ბოროტე სულში. მტკივა ყველაფერი. ადგილს ვერასდროს ვპოულობდი დე-
დამიწაზე. ჩემი ცხოვრება ვიღაცებმა ბავშვობიდან დალეწეს. მერე ჩემმა
მეორე ნახევარმა და დებმა მიჰყვეს ამ საქმეს ხელი და ახლა ჩემმა შვილებ-
მა, რომლებიც მე ვატარე 9 თვე მუცლით. შვილებმა, რომლებიც შეკითხვას
რომ მისვამდნენ თუნდაც უმნიშვნელოს და რომ შემეძლო უაზრო პასუხი
გამეცა, არ ვპასუხობდი, ვფიქრობდი, რა უფრო კარგი იყო. ესწავლათ სიღ-
რმეში შესვლა და ის, რომ სცოდნოდათ ესა თუ ის საკითხი საფუძვლიანად,
თუ ზედაპიურულად, მსუბუქად ევლოთ დედამიწაზე, მაგრამ არც ამან გა-
ალამაზა ჩემი ცხოვრება. მამა ხომ არაადამიანი ჰყავთ და აი, მაინც შეძლო
თავისი სიბოროტე გადაედო მარიშკასა და ქეთასთვის, თუმცა არც ჩემს
გენშია მთლად უმწიკვლოდ საქმე! რატომ არ მიშველი, ღმერთო? რატომ
მარგუნე ამხელა განცდები თუ ტანჯვა? ნუთუ ასეთი მძიმეა ჩემი მოქმე-
დებები დედამიწისთვის? ნუთუ ასეთივე მძიმე ვარ შენთვის, როგორც ეს
გული ჩემთვის? დავიღალე! მომაცილე ეს ბრძოლები, ღმერთო, თორემ
მართლა დავწერ ჩემს ცხოვრებას და დავამრთავრებ სიცოცხლეს, როგორც
შორენა-ვილიმ მიწინასწარმეტყველა: გექნება ლამაზი სახლი, გეყოლება
ქმარი, შვილები. საინტერესო ადამიანი იქნები, მომხიბვლელი, ძლიერი,
ფულიც გექნება, მაგრამ ვერ იპოვი შენს ადგილს, იმდენად გაურბის შენი
სურვილები, შენი აზრები, სიღრმე ცხოვრებისეულ ყოფას, რომ ვერ გაუძ-
ლებ უაზრო დედამიწას. ჩაიკეტები შენს საწერ მაგიდასთან, დაამთავრებ
წიგნის წერას და იმ ოთახშივე მოიკლავ თავს (ოღონდ, რით ვიკლავ თავს,
ეგ აღარ მახსოვს)! იმის მერე ამ სიტყვებს რომ ვიხსენებ, კაკუნი მესმის
საბეჭდი მანქანის, რომელიც ძველ დროში იყო და რომელიც მე სასამართ-
ლო პროცესებზე მაქვს ნანახი. განა მართლა მკითხავი იყო შორენა-ვილი
რძალი? არა, უბრალოდ, თვითონ ვერ იყო ჯანმრთელი. მეუღლე ჩემი ძმა
კახა მკაცრად ექცეოდა, რომელიც გაშორების შემდეგაც არ აძლევდა იმის
გაკეთების უფლებას, რაც თვითონ შორენა-ვილის სურდა. ჰოდა, ყოფილი
ქმრის სიკვდილის მერე ბავშვივით ისრულებდა ოცნებებს, რაც, სამწუხა-
როდ, საქართველოში ასე ხდება: თავისუფლება აუცილებლად გადასდით
კახპობაში. ყველაფერთან ერთად იეღოველობამ კიდევ უფრო დაარწმუნა
თავის ჯადოქრულ ძალებში...
ჯარჯიმ მომწერა: თამ, თორნიკეს ველაპარაკე და რა ვიცი, შენ თვითონ
შეაფასე და რომ მოვალ სახლში, განვიხილოთ!.. მეც წავიკითხე ძმების ნა-
საუბრები. ფრიად საინტერესოა პატარა თორაძეების ძმობა, „ვაფშე“ რომ არ
ჰგავს დიდი თორაძეებისას არაფრით...
– „ზდაროვა“, თოკო, მიცანი (ჯარჯი)?
– ვერა, რომელი ხარ (თორნიკე)?
– ბიჭო, ჯარჯი თორაძე, ძმა რომ გყავს, იცი???

498
– კი და, ურთიერთობა რო არ მინდა, ეჭვი მაქვს რომ შენც იცი! ყოველი
შემთხვევისთვის, თუ არ იცოდი, ამის შემდეგ გეცოდინება!
– არ გინდა, რო ვნახოთ ერთმანეთი ერთხელ მაინც???
– არანაირი სურვილი არ მაქვს!
– და რატომ, შეგიძლია ამიხსნა???
– რავი, ჩემი აზრით, საერთო არ გვაქვს და იმიტომ...ზაზას თუ არ ჩავთ-
ვლით, რა თქმა უნდა, რომელიც შენი არ ვიცი და, მე საერთოდ არ მახსოვს.
პლუს, არ მინდა ისეთი რაღაცების გაგება, რაც არ მაინტერესებს. მე შევქ-
მენი მამის იდეალი, რომელსაც ამდენი წელი ვინახავ საკუთარ თავში და არ
მინდა ამის შეცვლა! ამასთან ერთად, არ მინდა, რო ვინმემ რამე აზრი მომახ-
ვიოს თავს! როგორც არ უნდა ეცადოს, არ გამოუვა, მაგრამ მაინც, კაცია და
გუნება! იმედია, არ მიწყენ და გაგებით მოეკიდები ჩემს ნათქვამს!
– გახსოვს, ბიჭო, ჩემი ძმა ხარ სისხლით და მინდა გნახო! – არ იშლის
ჯარჯი.
– მეც ბევრი რამე მინდა, მაგრამ...
– გთხოვ, ერთხელ ვნახოთ ერთმანეთი! იქნებ ვიძმოთ, ტო!
– რამდენი წლის ხარ? – ეკითხება თორნიკე.
– 26-ის.
– რამდენი წელია, რომ იცი, ძმა გყავს?
– რაც თავი მახსოვს, ვიცი.
– რამდენი ხანია, ცდილობ ჩემთან შეხვედრას?
– მისმინე, სულ ვცდილობდი და გელაპარაკე 2005-ში, მარა ისეთი პასუ-
ხები მითხარი, რო ჩავთვალე, ბავშვია, გაიზრდება და შეეცვლება დამოკიდე-
ბულება-მეთქი. ამის მერე ვიჯექი და ახლა გამოვედი და სულ შენი ნომრის
გაგება მინდოდა, მარა ვერ ვნახე ვერავინ, რო გიცნობდეს და ვერ გავიგე.
ახლა გიპოვე და ძალიან გამიხარდა, ჩემს უკვე გაზრდილ ძმას ვნახავ-მეთქი.
– მოდი, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რის მერეც ვიფიქრებ, კაი?! არავითა-
რი ლაპარაკი ზაზაზე!
– კაი, „მოსულა“! – ეთანხმება ჯარჯი.
– და კიდევ ერთი რამე!
– რა?
– არ ვიცი, რა იცი ჩემზე, ან რა გითხრეს, ან როგორ გაგაგებინეს, მაგრამ
არც იმდენად „სირი“ ვარ, რომ ქუჩა არ ვიცოდე არც იმდენად „შავი“ ვარ,
რო... იმედია, არ მიწყენ, ციხეში ვყოფილიყავი! „ჩისტად“ ვილაპარაკოთ, რო-
გორც 2 ძმას შეეფერება! „მოსულა“?
– ჰოდა, „კაკრაზ“, არაფერი არ ვიცი შენზე, იმიტო მინდა რო გნახო და
გაგიცნო! „მოსულა“! 5... ჩემი ნომერია და შენიც მომწერე!
– ჯარჯი, მოდი, მეც მოგცემ ნომერს! დამირეკე, არ მაქვს პრობლემა, უბ-
რალოდ, რაც გთხოვე, იმედია გაითვალისწინებ!
– „ბაზარი“ არაა!

499
– „ხარაშო“! 5... ჩემი ნომერია და იმედია, არ იქნება ის, რასაც მე ვფიქრობ...
– ანუ?
– არ იქნება ჩვენ შორის ლაპარაკი ვიღაცების „დაბრედვაზე“ და ა. შ.
მქონდეს შენი იმედი ამასთან დაკავშირებით?
– კაი, ბიჭო, რას იძახი?
– „ხარაშო“!
– ხვალ დაგირეკავ და გნახავ! როდის გცალია?
– რამე შენი სურათი არ გიდევს, რო ვნახო, რამდენად ვგავართ ერთმა-
ნეთს? მაგაზე მე თვითონ შეგეხმიანები, თუ არ მიწყენ! გრაფიკი ცოტა არე-
ული მაქვს, კონფერენციები და სამსახური! პლუს უნივერსიტეტი... ცოტა
მურტლად მაქვს მაგ „პონტში“ საქმე!
– „ბაზარი“ არაა!
– გააქ რამე სურათი შენი?
– მონიშნულებში ნახე, სულ მე ვარ!
– იმიტო რო, მე რამდენიმე სურათი მაქვს ზაზასი და მაინტერესებს!
– „ქავერზე“ მე და ჩემი შვილის სურათი დევს.
– ვნახავ, გააქვს ზაზას სურათი ნანახი?
– კი, ტო, როგორ არა!
– იცი, რო ახლა „ცვეტში“ დავიძაბე!
– შენ რომელი სურათი გაქვს? რამ დაგძაბა???
– ერთ წუთში მოგწერ, შეყვარებულს ველაპარაკები. მე მაქვს ზაზას ყალ-
ბი მართვის მოწმობა და პასპორტი ბებიაჩემთან დატოვებული, ძველი და ის
მაქვს მარტო, სხვა არაფერი, ზაზასიც და ზაურისიც იგივე, სულ სხვა სახე-
ლითა და გვარით!
– მე მქონდა, მარა „სროკზე“ რო წავედი, დამეკარგა, მარა ვიშოვი და გა-
ნახებ, თუ მოგინდება! ისე, რაზე დაიძაბე?
– რა ვიცი! ვიფიქრე მაგაზეც. ნომერი მომწერე ერთხელაც!
– მე კიდე გამიხარდა. სულ მინდოდა მენახე ან დაგლაპარაკებოდი!
– როგორ გავხარ, ერთი ერთში, ოღონდ გამხდარია!
– 5... ხო, ვგავარ, კიიიი!.. შენ სხვა ძმების სურათები არ გაქ ნანახი?
– რააა ააა? ჩვენ კიდე ძმა გყვავს? თუ ბიძაშვილზე ამბობ?
– ბიძებზე!
– არა, სხვების არ მაქ!
– რა უბანში ცხოვრობ? ორთაჭალაში?
– ახლა დიდუბეში!
– ხოოო!..
– ისე, იქ გავიზარდე, სადაც ოდითგანვე თორაძეების კერა იყო, ვერაზე!
– თორნიკე ამბობს.
– მაგარიააა და რა „პონტში“? იქ ცხოვრობდი თუ სკოლაში დადიოდი, 51-
ეში? – ეკითხება ჯარჯი.

500
– ბებიაჩემს ჰქონდა იქ სახლი. ჰქონდა რა, ახლაც აქვს და იქ გავიზარდე.
51-ეში დავდიოდი. ეგ, წესით, იცი!
– ხო, ეგ ვიცი!
– მამიდა ვნახე, რომელიღაცა, სახელი არ მახსოვს.
– მერე რაო?
– არაფერი, რამდენიმე წუთით ვნახე.
– ხოოო...
– მაშინ პატარა ვიყავი.
– მე თამუნას ვიცნობ.
– დამრიგებელს მივყავდით სადღაც, თამუნასთან მე თვითონ ვარჩიე კონ-
ტაქტის გაწყვეტა გარკვეული მიზეზების გამო, რაც მე მახსოვს. მოდი, ახლა
წავალ, მეგობარს უნდა დაველაპარაკო და „კანტაკტ ბუდეტ“! დროებით!
– კაი აბა, დროებით!.. დამირეკე! – დაემშვიდობა ჯარჯი.
– არ მიწყინო და მაინტერესებს, მაშა ბიბილაშვილი ვინ არის? როგორც
ვხვდები, მეუღლე უნდა იყოს, მარა მაინც ვიკითხე, თავს ვიზღვევ!
– კი, კი, მეუღლეა.
– ხო, ცოტა „სტრანნია“.
– რატო?
– ეტყობა, გვარს არ დაკვირვებიხარ!
– კი, როგორ არა?!
– ჰოდა, მაგიტომ, ხო არ იცი, შემთხვევით, ნიკორწმინდიდან ხო არაა?
რაჭიდან ანუ?!
– არა, ახალციხიდან!..
– ეგ უფრო „სტრანნია“!
– თოკ, შენს ბიძაშვილს ვიცნობდი ადრე!
– ძაან პატარა გვარია და იმიტო გეუბნები! თაკოს თუ გიგის?
– თამუნიას!
– იცნობდი, რა გაგებით? პირადად?
– ხო, ერთი-ორჯერ ვნახე, ტატა ზარანდიასგან გავიცანი, ოღონდ ადრე!
– ეგრე ახლოს არ ვიცი თაკოს მეგობრები!
– რატო?
– სხვადასხვა „პაკალენიაა“!
– ხო, „ბაზარი“ არაა!
– ისე, რაღაც მინდა გკითხო!
– აბა?..
– „მხედრიონისა“ და მაგეთების პერიოდში დედაჩემმა მითხრა, მაგიტომ არ
ხარ მამის გვარზეო და როგორ გარისკე, შენ რომ დაგტოვეს თორაძის გვარზე?
– მეც დედის გვარზე ვიყავი. 18 წლისამ მე თვითონ გადმოვიკეთე, იმიტო
რო მეამაყება ჩემი ოჯახი! ისე, დედა არ მაძლევდა უფლებას! – პასუხობს
ჯარჯი.

501
– ანუ, ანალოგიური სიტუაცია იყო... – აზუსტებს თორნიკე.
– მარა 18 წლამდე არ შემეძლო უფლების გარეშე და მერე ეგრევე გადა-
ვიკეთე, უფლება აღარ მჭირდებოდა. (ჯ)
– ვიჯექიო, რო მითხარი, რაზე დაგიჭირეს, თუ საიდუმლო არაა?
– ყაჩაღობა „შემტენეს“, იარაღით დამიჭირეს.
– ნუ, ეგეთები არ ეშლებათ, თუ უნდათ, 80 წლისას „გააფუჭებენ“!
– აბა, რააა!
– 86 -იანი ხარ, ხო? „ფბ“-ზე როგორც ვნახე!
– 87-იანი.
– აა, იქ ეწერა 86. ეტყობა, შეცდომაა.
– ვიცი, ეგრეა.
– 18 თებერვალი სწორია?
– კიიი!
– მაშინ, გილოცავ დაგვიანებით!
– მადლობა, გენაცვალე, გაიხარე!
– ახლა ცოტა ნასვამი ვარ და სულელური კითხვები არ მიწყინო!
– არა, ტო! ბიჭო, ცოტა ისე მელაპარაკე, ძმა ვარ, უცხო კი არა!
– ... აბა, როგორ ვთქვათ, არ გიცნობ პირადად და რანაირად გამოდის
უცხო არ ვარო?
– მერე რა, „ზატო“ სისხლი ყივის!
– ვერ ვიტან მაგ გამოთქმას!
– არადა, ეგრეა!
– ეგრე მთელი თბილისი ვიღაცის ნათესავია „პაბალშომუ“, შენი მეუღლის
არ იყოს! გვარი ისეთი აქვს, შორეული ნათესავი მაინც ეყოლება რაჭველი,
იმიტო რო, ეს გვარი მოდის რაჭის ეპისკოპოსისგან – ბიბილა გურკელელი
იყო და იმის შთამომავლები არიან ბიბილაშვილები, იმიტომ გკითხე, დამაინ-
ტერესა! – უხსნის თორნიკე.
– დუშეთიდან მოდის, ეგრე ვიცი მე. ეგ ეპისკოპოსიც დუშეთიდან იყო.
– ეგრე ძირიანად არ ვიცი, რაჭის ეპისკოპოსი იყო, ეგ ვიცი!
– კი, კი! მთიულები არიან ბიბილაშვილები.
– ბიძაჩემი სულ იძახდა, უნდა გადავიდე გურკელელის გვარზეო და იქი-
დან ვიცი მე ეგ. შენ ხო არ იცი, ზაზას რომელიმე ძმას შვილი ჰყავს ან ჰყავ-
და?
– კი, ტო, კახას ჰყავს გიორგი თორაძე.
– კახა ყველაზე უფროსია, ხო? დედაჩემს არ ვეკითხები, არ მინდა ვა-
ნერვიულო ან გავახსენო ის ცუდი დრო („მხედრიონი“ და უბედურება) და ეს
ზუსტად არ ვიცი.
– ზაზა იყო უფროსი, მერე კახა, ლაშა, იმედა და პაატა.
– ეგ ვიცი, ზაზა რო ყველაზე დიდი იყო, ზაზას მერე ვიგულისხმე...
– ზაზას მერე კი კახა იყო.

502
– რამდენისაა გიორგი?
– შენხელაა ზუსტად, ერთ პერიოდში გაჩნდით!
– 1 თვით დიდია ჩემზე, „ფბ“-ზე ვნახე.
– ხოოო, თოკ, შენ ჩემზე რამე იცი?
– არაფერი.
– პლეხანოვზე ვარ, აქ ვცხოვრობ.
– პლეხანოვზე რა ადგილას?
– კამოზე, მიხაილოვის საავადმყოფო რომ იყო, მაგის უკან!
– ვიცი, სადაცაა. იყოო, რატოოო? საავადმყოფოს რა უყვეს?
– დიღომში გადავიდა.
– მანდ საავადმყოფო აღარაა?
– არა, დაიკეტა.
– 1-2 თვეა არ ვყოფილვარ მაგ საავადმყოფოს უკან. ისე, იცოცხლე, შა-
ბათ-კვირას თითქმის სულ მაქეთ ვარ ხოლმე!
– უკან, სად?
– „მირზაანია“ მანდ.
– ააააა!
– კაი ხინკალი იციან ლუდთან ერთად.
– კი, დღეს გეახელი!
– მეგობრები, ძმაკაცები სულ მანდ მივდივართ!
– კაია, ისე, როგორ არ დაინტერესდი ჩემით??? როგორ გითმენდა
გული???
– რავი, არ გეწყინოს და ვცდილობდი, არ გამომეხატა ინტერესი იმ გაგე-
ბით, რო... ვისთვის უნდა მეკითხა, თუ არა დედაჩემისთვის და არ მინდოდა
გამენერვიულებინა და გამეხსენებინა ის დრო. ხო ხვდები?!
– კაი, ეგ არაფერი! ყველაფერი გამოსწორებადია!
– თავმიმდევრულად შესაძლებელია, ნამდვილად!
– მაგრად გამიხარდა, რო გიპოვე! ძაან დიდი ხანია, გეძებდი, მართლა!
– გვარის გაგება იყო მთავარი, თორე პოვნით ძაან მარტივია უკვე ყველას
პოვნა „ფბ“-ზე.
– დედაშენის ნათესავი იჯდა ჩემთან, ავთო ჟვანია, ზუგდიდელი და მაგას
ვაძებნინე ნომერი, მარა მაგის ძმამ რო გაიგო, ჩემთვის უნდოდა, არ მისცა.
– ჟვანია არის დედაჩემის ბიცოლა.
– ჰოდა, ავთო ალბათ მაგის ვიღაცა იყო. თორაძემ მკითხა თქვენზეო რო
გაიგო, ჩემი ძმაა-მეთქი, მაშინ დავავალე ნომრის გაგება, მარა ვერ გამიგო.
– არაა გამორიცხული, არ მოეცათ.
– ხოოო, ეგრე მიპასუხა, შენზე რო ვუთხარი, არ მომცესო. როგორაა ანი?
რას შვრება?
– თუ დედაჩემს გულისხმობ, კარგად! მუშაობს.
– კაია.

503
– მე რო დედაშენის სახელი არ ვიცი?!
– მარიკა.
– იმედია, ყველაფერი კარგადაა!
– კი, კი!
– თქვენკენაც, პატარა რა ხნისაა?
– 6 თვის.
– როდის გამოხვედი?
– ელისაბედი ჰქვია... 2 თვეა.
– რამდენი ხანი იჯექი?
– 6 წელი.
– მოიცა, იარაღზე ამდენი რა უბედურებაა, კაცო! სულ გაგიჟებულან, რა!
ცოტა ცუდი კითხვა გამომდის, მარა მაინტერესებს...
– იარაღზე დამიჭირეს, დაჭრა „ამიგდეს“ და ყაჩაღობა „შემტენეს“ „პახო-
დუ“!
– დაჭრა რეალური იყო?
– კიიი!..
– 2007 წელში?
– ხოოო!..
– ვინმეს დაჭრა, მე რო მკითხო, ცოტა „ნიტოა“ რა! თან პატარა ბიჭის თე-
მაც „ქაჩავს“, მარა 20 წლის არც ისეთი პატარაა, მე რო მკითხო, რავი, იმედია
არ გეწყინება!
– არა! გააჩნია სიტუაციას.
– ხო, მარა, რაც არ უნდა იყოს, იარაღს რო ესვრი, „შჩიტაი“ წირავ, კაცს,
ტო! (თ)
– ხანდახან გასაწირია!
– ხიე, წააქციე, ურტყი... სროლა და დანა არასდროს მიზიდავდა, რაც არ
უნდა გასაკვირი იყოს!
– კი მიკვირს, მაინც თორაძე ხარ!
– კი მიტარებია დანა სკოლაში, მაგრამ გაგიკვირდება და დაჭრილი არა-
ვინ მყავს. აჰა, ნაჩხუბარი, იცოცხლე, მარა მუშტის იქით არასდროს არ მივ-
დიოდი!
– აბა, მე კიდე ჩხუბი არ ვიცი!
– ლაპარაკი გეცოდინება, „ზატო“! ეგეც ბევრს ნიშნავს.
– ეგ კი, იცოცხლე!
– ცოტა ჭკუის დარიგებასავით გამომდის!..
– კაია, შენი პირდაპირი მოვალეობაა!
– თუ, პირიქით! მე ვარ უფროსი თუ შენ?
– მერე რა, ისეთ ასაკში ვართ, რო „მოსულა“.
– ნუ, „მამენტ“, 3 წელი არაფერიც არ არის!
– ეგრეა კი!

504
– სურათებს ვუყურებდი და 26-ზე ბევრად დიდი შეხედულება გაქვს!
– რა ვქნა, ყველა მაგას მეუბნება.
– რამე მიდრეკილება ხო არ გქონდა ასაკთან ერთად? მომიყევი შენზე
რამე!
– რა გაინტერესებს, მკითხე და, კი ბატონო! წამალს თუ გულისხმობ, არა!
– კი, ეგ ვიგულისხმე!
– როგორ ცხოვრობ? რას აკეთებ?
– ვსწავლობ მე-5 კურსზე ვარ (4-კურსიანი უნივერსიტეტიდან!!!). 2 საგა-
ნი მაქვს დარჩენილი და ვამთავრებ ახლა.
– ააააა!
– ვმუშაობ პროგრამისტად, მყავს შეყვარებული, 2 წელი ხდება 1 თვეში.
2 თვეში, შემეშალა! რავი, შენ როგორც ამბობ, სისხლის ყივილიო, მანქანას
ვმართავ ფანტასტიკურად (ზაზასი არ იყოს)... რავი, ვსვამ და ვერთობი მე-
გობრებთან...
– ვააა! გცოდნიააააა!..
– ვერ ვიტან კლუბებსა და ზედმეტად ხმამაღალ ადგილებს!
– მაგ ასაკიდან მეც გამოვედი.
– გამოვედი რა, არ შევსულვარ. თავიდანვე ჩამოვყალიბდი, რო არ მომ-
წონდა და იშვიათად თუ წავალთ მეგობრები ცოტა ხნით. მაქსიმალურად
წყნარი რაც შეიძლება იპოვო, იქ მივდივართ. შენ, სავარაუდოდ, შვილზე ხარ
ხო გადართული?
– კი და, საერთოდ, ოჯახზე, სკაიპი გაქ?
– გვერდზე გადადე, ხო, ყველაფერი ძველი. კი, როგორ არა, 21-ე საუკუ-
ნეა.
– მითხარი და გიპოვი!
– თორნიკე... მარტივი და კონკრეტული.
– ნამდვილად შენ დაგამატე?
– კი. ყველგან „რეალის“ ლოგო როა, როგორ ეგუები ბავარიის „ბალეშჩი-
კი“. ძაან ნასვამი ვარ, არ ღირს წარმოდგენის დაკარგვა.
– არა, ბიჭო, დამენახე, ტო, ნასვამი ვინ არ ყოფილა!
მესიჯი დამხვდა, ჯარჯისა და თორნიკეს დიალოგი მივიღე. ჯარჯის მოწ-
ყენილი ტონი: რავი, წაიკითხე და მერე „ვიბაზროთ“. გკოცნი.
– ჯარჯი, აქ ხარ? ვაა, ჩაგირთო მერე სკაიპი?
პასუხი არ გამცა, აღარ იყო ხაზზე. მერე განვიხილეთ ძმების საუბარი და
სიყვარული! სამწუხაროა, ადამიანები ეგოისტები რომ არიან, ალბათ, ამქ-
ვეყნიურ ცხოვრებაში მომგებიანია. სამწუხაროა, ძმის სიყვარულს როცა არ
ასწავლიან, მაგრამ ეგ თემა მე დიდი ხნის წინ განვიხილე და გადავამუშავე.
პასუხი მანამდეც ვთქვი და ყოველთვის გავიმეორებ, მე ჩემს ძმებს ვერც
ჯარჯი დამიბრუნებს, ვერც თორნიკე და ვერც გიორგი. არც ახალ თავგადა-
სავლებს ვეძებ და არც ახალ ხარჯებს! ძველი ნაცნობები როგორ დავივიწყო,

505
იმას ვფიქრობ და ახალი რატომღა მენდომება (ამავე დროს, მიყვარს უცნობი
ადამიანების გაცნობა, მაგრამ ახლების!)?! ცუდია, რომ ახსოვს, ლილი რო-
გორ ვცემე, მაგრამ თუ მოუნდება, წიგნს წაიკითხავს და რისი სურვილიც
ექნება, იმას დაიჯერებს. მე მიყვარს თორნიკე სწორედ იმიტომ, თავისი
დედა რომ უყვარს და მისი რომ სჯერა. როგორც შევამჩნიე, „ვიგოდნიკსაც“
არ უნდა ჰგავდეს (არ იტყოდა ამერიკელ მამიდაზე უარს). ვაფასებ, რასაც
გრძნობს, ან უნდა, რომ გრძნობდეს! იმ დევიზს ბოლომდე მისდევს, რომელ-
შიც დედის დიდი სიყვარული და პატივისცემა დავინახე. მგონია, რომ საკმა-
რისია ადამიანს მშობლის სჯეროდეს, თუნდაც ის მშობელი არ იყოს მართა-
ლი. ღმერთი აუცილებლად შეცდომებსაც აპატიებს ასეთ შემთხვევაში. აი,
ჯარჯის გამოჩენას რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში, ამას ვერ მივხვდი
ჯერ... გვარის გადაკეთებას რაც შეეხება, არავითარ შემთხვევაში გვარზე
უარის თქმა არ შეიძლება! უბრალოდ, დიდი ცოდვაა, ჩემს ახირებად ნუ ჩათ-
ვლით! ყველაფერი მათი საქმეა. შეიძლება მე უნდა ვიბრძოლო, უნდა მებრ-
ძოლა, მაგრამ არ ვაპირებ, დავიღალე!.. არავის არ ვეძებ, არავის არ ვაგრო-
ვებ. უფრო მეტიც, ყველას დავშორდი, ნათესავი და „სისხლი“ რასაც ჰქვია...
რაც შეეხება ანი ბიბილაშვილსა და ლილის, ღმერთის მაგრად ეშინოდეთ! მე
მათთან ცამდე მართალი ვარ, ისინი კი – ძალიან მტყუანი...
სალი აღაფიშვილი, 25 ივნისი („ფეისბუქზე“ წერილები მხვდება, მეც ვიწ-
ყებ წაკითხვას).
– მინდა, რომ, პირველ რიგში, ჩემმა მონაცემებმა არ გაგაღიზიანოს და
მინდა, რომ მომისმინო, ძალიან გთხოვ! გულით მინდა, რომ ცხოვრებაში ერ-
თხელ მაინც მომისმინო! ნინო ვარ, ძნელია ჩემთვის შენთვის რამის მოწერა,
მაგრამ მინდოდა, გულით მინდა, რომ რასაც ვფიქრობ, გითხრა! გულახდი-
ლობა გადაგვარჩენს მე შენ და საერთოდ ყველას, ვინც ჩვენ ირგვლივ ტრი-
ალებს. ჩვენს ოჯახში ბევრი რამ მოხდა და ამით თითოეული ჩვენგანი დავ-
ზარალდით და არცერთ ჩვენგანს არ გვღირსებია ბედნიერება რატომღაც.
ამაში ჩვენც დიდი წვლილი მიგვიძღვის ყველას. თამუნა, იცოდე, რომ ჩვენ
– მე, მაიკოს და ეკას, ძალიან გვიყვარხარ! გული გვწყდება, რომ ასე შორს
ხარ ჩვენგან. შენ, არ ვიცი, გიყვარვართ თუ არა, მით უმეტეს მე, მაგრამ
მინდა, რომ ჩემს სიტყვებზე ცოტათი მაინც დაფიქრდე და გულთან ახლოს
მიიტანო! მე ვიცი, რომ ცუდი, ძალიან ცუდი გოგო ვარ შენთვის, მაგრამ მე
მიყვარხარ და არ მინდა, რომ თუნდაც შენს გულში მაინც არ მაპატიო ის,
რაც ძალიან გატკინე და რითაც ძალიან დაგიშავე. ამაზე, თუ მოინდომებ,
ოდესღაც ვილაპარაკებთ, ალბათ, ისე არ წავალთ ამ ქვეყნიდან. იცოდე, რომ
შენ შეიძლება არ გვაღიარებ შენს ოჯახად, მაგრამ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!
შენ ჩვენი და ხარ! მე მინდა, ძალიან მინდა, რომ ეს ყინული გავადნოთ ჩვენ
შორის! დამიჯერე, არ ვარ ცუდი და ბოროტი ადამიანი, არც ღვარძლიანი და
არც ადამიანების გაწირვა არ შემიძლია. ვიცი, რომ ძალიან შემეშალა, მაგ-
რამ მე ამისთვის დღემდე ბევრი სიმწარე ვიწვნიე. დამიჯერე, თუ ფეხი სადმე

506
დამცდენია, მე ვიცი, ეს რისგან იყო. მე მინდა, ძალიან მინდა, რომ შენ ეს
მაპატიო ოდესმე მაინც! არ ვიცი, იქნებ მეტიც მინდა, რომ მოგწერო, მაგრამ
არ გამომდის! – მწერდა ნინო თორაძე ვირთხა!
– ახლა კარგად მომისმინე, ნინო! მე შენ დიდი ხანი გისმენდი და გიჯერებდი.
რაც იყო, იმას ვეღარ შევცვლით. შენ იმის მერეც კი ჩემზე საშინელებებს ლა-
პარაკობდი: მე მაბრალებდი, ვითომდა, სახლიდან გაგყარეთ და არაფერი მოგე-
ცით, ეგეც გაიხსენე! შენ არც კი იცი, მე რა ცუდად ვიყავი ეჭვებისგან თუ მერე
გიორგის აღიარებისგან. სულ იმას ვფიქრობდი, 40 წლის გავხდე და დამავიწყ-
დეს-მეთქი. ეგ ასაკი ბევრი მეგონა. 2 წელი დამჭირდა გონზე მოსასვლელად
და სხვა მამაკაცთან ურთიერთობის დასაწყებად, ხო, წლები დამჭირდა. შენ მე
მძიმე დაღი დამასვი. მე შენ მოგიტევე, გიორგისაც, მაგრამ ძალიან გთხოვ, თუ
მართლა ნანობ მაგ ყველაფერს, ჩემს შვილებს შეეშვი! ან როგორ უყურებ თვა-
ლებში? ეგენი ახლა პატარები არიან და ვერ ხვდებიან, მაგრამ გაიზრდებიან
და მაინც ვერ გაპატიებენ, თუ, რა თქმა უნდა, მიხვდებიან ოდესმე, რომ მე ვარ
დედა და მე უნდა ვუყვარდე და შენსავით არ უნდა მოიქცნენ, დედა რომ არ გიყ-
ვარდა და მაყვალა ძიძას მისტიროდი, რომელიც ფულს იღებდა შენს მოვლაში!
სიმართლეს გეტყვი, ნინო! მე შენი არ მჯერა და არც არასოდეს დაგიჯერებ,
რადგან მშვიდად გადაწყვიტეთ მოგეწერათ რიგ-რიგობით. მე შენი წერილი წა-
ვიკითხე შემთხვევით პირველად და დანარჩენსაც გავცემ პასუხს. თუ გინდა,
რომ ღმერთმა გაპატიოს და არა მარტო მე, შეეშვი ჩემს შვილებს. ისენი ჩემი
სისხლი და ხორცი არიან. მე ვატარე 9 თვე მუცლით და მე ჩავდე მათში მთელი
ჩემი ცხოვრება! გაიხსენე, გთხოვ, რა!.. როგორ შეგიძლია მარიშკა გიყვარდეს,
როცა მისი დედა 9 თვის ორსული იყო, რომელსაც შენი და ერქვა უღალატე,
დედაჩვენისა და მამაჩვენის საძინებელი, სადაც ამდენი შვილი სიყვარულით
შექმნეს, წაბილწე! მე გაპატიე, კიდევ ვიმეორებ, მაგრამ გულის ტკენას არაფე-
რი ეშველება, ვერც ნდობას და ვერც შენს სახელს. ძალიან გთხოვ, შენს თავში
გამოასწორო შენივე შეცდომები და ნუ ცდილობ ახლა ჩვენ ამოგვეფარო! შენ
ვერასოდეს იქნები ჩემი და! ვერც ჩვენს ოჯახად გაღიარებ! აღარ მომწერო!
ბავშვები მამამისს თუ არ გამოჰყვებიან, მე ჩამოვდივარ, რომ იცოდე და არა
მგონია, გინდოდეს ის, რაც მანდ მოხდება. კარგად იყავი!
დავბლოკე, რა თქმა უნდა. არც მანამდე მქონია სურვილი და არც არას-
დროს მექნება სურვილი მასთან რაიმე სახის ურთიერთობისა! კი, მართლა
ვაპატიე გულში ოდესღაც ორივეს დანაშაული, მაგრამ დღეს მე ღმერთს
ვთხოვ, სამაგალითოდ დასაჯოს ნინო და გიორგი კი არა მხოლოდ, მაიკო და
ეკაც! ჩემი შვილები რანაირად უნდათ? ან მე მათ როგორ ვუყვარვარ?! ეს
ხომ აბსურდია! ისე, კი უნდა ვუყვარდე, დიდი ამაგი მაქვს და არც არაფერი
დამიშავებია რომელიმესთვის! გასაკვირი ისაა, რომ არ ვუყვარვარ! ეს ჩემი
შვილებიც იმისთვის უნდათ, რომ ამოეფარონ. არადა, ხალხმა ხო იცის, ვინ
არის ნინო თორაძე და რატომ უნდათ მარიშკას და ქეთას სახელიც შეურაცხ-
ყონ?! მარტივია ჩემი პასუხი! ის სატანის† მიმდევარია, სხეულით მოვაჭრე

507
ბოროტი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრებაა ცდილობს „დამანგრიოს“, მაგ-
რამ ის დაავიწყდა, შვილებით კი არა, ვერავის დახმარებით, ვერაფრით მომე-
რევა! ოხ, ღმერთო, რისთვის გაწირეს თავები კახამ და იმედამ! ეს მაგიჟებს!
თორაძეების დები ბოზები როგორ უნდა იყვნენ! აი, როგორ გაგრძელდა მოვ-
ლენები, მაიკომაც მომწერა და კიდევ ბევრი რამ მოხდა.
22 ივნისს მაიას მოწერილიც ნინოს მოწერილთან ერთად ვნახე იმავე
დღეს:
– თამუნა, როგორ ხარ? ალბათ, გაგიკვირდება ჩემი გამოჩენა, მაგრამ
საჭიროდ ჩავთვალე გცოდნოდა, რო ცოტა ხნის წინ ბავშვები შემხვდნენ შემ-
თხვევით ქუჩაში და იმის მერე რაღაც ურთიერთობა გვაქვს. ხო იცი, რომ
ძალიან მიყვარდნენ ყოველთვის ქეთა და მარიშკა. შენც მიყვარხარ! არ ვიცი,
რამდენად გჯერა ამის და თუ სურვილი გექნება, ნებისმიერ დროს შეგიძლია
ჩემთან ურთიერთობა, – მწერდა მაია გველაძუა.
– მაიკო, ახლა შენც მომისმინე! ნინოს მივწერე უკვე... მარიშკა და ქეთა
რომ ძალიან გიყვარდა, ვიცი! ისე ძალიან, რომ არაფერი იღონე, რომ იცოდი
შენი დების (ჩემი და ნინოსი) სულში რა ხდებოდა და კიდევ, ისე ძალიან გიყ-
ვარს, რომ ქეთას ბოლოს სცემდი და მარიშკას ედექი ტელეფონთან, რომ ჩემ-
თვის არაფერი მოეყოლა. ისე შეაძულე თავი, რომ აღარც კი ხატავდა. მაიკოს
რაც მახსენებს, მძულსო, ამბობდა. ქეთაც ამას იმეორებდა. რაც მთავარია, წა-
ვიდა ჩვენგანო, უხაროდათ. რაღაცას გეძახდნენ, არ მახსოვს, მაძუნგალას თუ
რაღაც სიტყვას ხმარობდნენ, რაც მათთვის ძალიან ცუდს ნიშნავდა. ძალიან
ბევრი შეცდომა დაუშვი შენ ჩემთან და არა მარტო ჩემთან, თინათინთან! სხვა
ოჯახები გააუბედურე შენი სუსტი ხასიათით! მე კიდევ, გამომიყენე, როგორც
შეგეძლო და როგორ ფიქრობ, ახლა მენდომება, შენ ჩემს შვილებთან რომ
გქონდეს ურთიერთობა? გაიგეთ, რა, რომ მე მაგ ბავშვებით ვცოცხლობდი და
თქვენ ეგ იცით! ყველაფერი ხომ წამართვით, რასაც სიხარული, სიყვარული
ჰქვია და რატომ არ დამანებებთ თავს?! რატომ არ შემეშვებით საერთოდ?!
ჩემი შვილები არიან ეგენი, პირველ რიგში, რატომ გავიწყდებათ?! ჩემი ყველა
დღიური იმ სურვილით მთავრდებოდა, რომ შენ, ნინოს და ეკას აგრიდებო-
დათ ის ცოდვები, რომლებიც კი ოჯახიდან მოდიოდა და მე დავტანჯულიყა-
ვი, ოღონდ თქვენ ყოფილიყავით კარგად, მაგრამ რა გააკეთეთ?! მაგას ვე-
რასოდეს მიხვდებით, თქვენ რა გააკეთეთ ჩემ წინაშე და აი, მართლა ღმერ-
თმა მიგახვედროთ და მოგანანიებინოთ გულით! ნინოსაც მივწერე და შენც
გეუბნები, მამამისს თუ არ გამოჰყვებიან, მე ჩამოვალ და წამოვიყვან! თქვენ
კიდევ ნამუსი იქონიეთ და ნუღა მახსენებთ იმ ტკივილებს! ვიცი, რომ გიხა-
რია, ცუდად რომ ვარ, მაგრამ არ ვმალავ! ძალიან ცუდად ვარ იმის გამო, რომ
ჩემი შვილები ასე შეიცვალნენ და ამაში თქვენ, ისევ თქვენ გირევიათ ხელი!
არც შენ შეცვლილხარ და არც ნინო! აღარ მინდა დაწვრილმანება! ბოლოჯერ
გთხოვთ, გაფრთხილებთ და, რაც გინდათ, ის დაარქვით! მართლა ისე ნუ და-
მამთავრებინებთ ყველაფერს, რომ მარიშკამ და ქეთამ მთელი ცხოვრება ინა-

508
ნონ. გაიზრდებიან, მიხვდებიან და თვითონვე მოგთხოვენ პასუხს ყველაფერ-
ზე! მე არ მჯერა არც შენი და არც ნინოსი. შენ იმდენჯერ მოგვატყუე მე და
სხვებიც, რომ აზრიც აღარ აქვს რამეს. უბრალოდ, გავერიდოთ ერთმანეთს
და ვიცხოვროთ ჩვენთვის (ძალიან მინდოდა მეგინებინა ვირთხაც და გველა-
ძუაც, მაგრამ ისევ მარიშკასა და ქეთას გამო მშვიდი წერილი გადავწყვიტე)!
– თამუნა, კარგად ვიცი, რომ ცოლიანი კაცის სიყვარული არ შეიძლე-
ბოდა და ვერც წარმომედგინა ვერასდროს, თუ ეს მე დამემართებოდა, მაგ-
რამ სიყვარული ასეთი უმართავი გრძნობაა, მით უმეტეს, როცა ორმხრივია.
მე და ლაშამ ახლახანს დავამთავრეთ ეს ურთიერთობა. 10 წელი, მე მგონი,
ბევრს ამბობს ამ სიყვარულზე? ცემა ჩემი სტილი არ იყო და ვერ ვიტან საერ-
თოდ ძალადობას, მითუმეტეს, ბავშვებთან. მე, შენ და ბუკიმ ერთად გავიგეთ
სატელეფონო საუბრების შესახებ და მანამდე მე არაფერი არ ვიცოდი. ეგ სა-
იდან მოგაქვს, რომ მე რამე ვიცოდი და გატყუებ? მე არ დამინგრევია ნანას
ოჯახი. ნანა წამლის გამო დაშორდა და 1 წლის მერე გაიგო ჩვენი ამბავი. ასე
რომ, მე არ დამინგრევია მისი ოჯახი. რამდენიმე წლის მერე რომ შერიგდ-
ნენ, მე წავედი იტალიაში და ლაშა თავისი სურვილით ჩამოვიდა იქ. როცა
გიყვარს, ძნელია გააგდო ადამიანი. არა მგონია, სიყვარული შენთვის უცხო
იყოს! მეც ვიცი, რომ შეცდომაა ცოლიანის სიყვარული, მაგრამ ეს ბევრს
ემართება, როცა გრძნობა ორმხრივია, თავს ვერავინ არიდებს. მარიშკა და
ქეთა მე არ მიცემია არასდროს. მე შენგან არაფერი არ მინდა! ვიცი, არ გჯე-
რა, მაგრამ მართლა მიყვარხარ! შენ საერთოდ გიკვირს, როცა იგებ, ვინმეს
უყვარხარ! ასეთი უპატიებელი შენთან რა დავაშავე?! ნინოს ამბები გვიან გა-
ვიგე! მე ეკას ვნახულობდი და მაგის გამო გამასამართლე?! ყველა ხედავდა,
შენი მეგობრებიც, ბავშვებს როგორ ვუვლიდი და შენ და მაკის (ბავშვების
ბებია) ვერ დაგანახეთ, მაგრამ ეგ მაკის ბრალია. რაღაცებს იგონებდა და
აჭარბებდა, – ისევ გველაძუამ მომწერა.
– მაიკო, თანმიმდევრობით გიპასუხებ ყველა შენს ტყუილზე! არსებობს
რაღაცები, რაც ძალიან ლამაზია, კარგია ან ძვირფასი, მაგრამ არ არის აუცი-
ლებელი ეწეროს, „აკრძალულია“ ან „საშიშია“. შენ ღმერთმა ტვინი მაგისთვის
მოგცა, რომ იცოდე, რა შეიძლება და რა არა! სხვისი ოჯახის დანგრევა ძალიან
ცუდია. რაც შეეხება, შენი თქმით, 10 წელს: ეგ როგორ? შვილი ხომ ეყოლათ
მაგათ ამ 10 წლის განმავლობაში, ესე იგი, აქაც ტყუილია! დაუბრუნდა ლაშა
თავის ცოლს და შენ არ მიეცი მოსვენება ისევ და ისევ. ნინო გოგას სახლში
უვარდებოდა და ცოლიან კაცს აწიოკებდა... ფაქტია, დები ავად ხართ!.. მე შენ
ყველაფერი მოგეცი, რაც მე არ მქონდა და გაიხსენე, აქეთ რომ წამოვედი, თვე-
ში 800 დოლარს გიგზავნიდი, რაც ძალიან ბევრი იყო. გაცმევდი და გასწავლი-
დი, მეტი რა უნდა მექნა, რომ შენთვის კარგი და ვყოფილიყავი?! შენც ძალიან
კარგად იცი, როგორ ვწვალობდი აქ! სად არ ვმუშაობდი, ბაღლინჯოებიც კი
მკბენდნენ. გირეკავდი და ყველაფერს თუ არა, რაღაცებს მაინც გიყვებოდი
ჩემზე. იმის მაგივრად, თუ სიყვარული გქონდა ჩემ მიმართ, უფრო გაგღრმა-

509
ვებოდა, შენ ამ ყველაფერს, რასაც მე გიკეთებდი, ნინოს უნაწილებდი. ეკა
„ვაფშე“ ცალკე თემაა და მე ამას შენთან არ შევეხები! შენ ჩემი მეგობარი არას-
დროს ყოფილხარ სინამდვილეში. რაც თქვენ გეხებათ, ყველაფერი ცინიზმია,
ჭუჭყიანი, უგულო და წაბილწული. ოღონდ, რამ გაგაბოროტათ ასე, არ ვიცი!
ხო, მიკვირს, როცა ვინმეს ვუყვარვარ და ამით თქვენ „დამაჯილდოვეთ“! უახ-
ლესი ადამიანები ასე რომ გიღალატებენ, ძნელია, გჯეროდეს სხვისი!.. და, რა
თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრ ადამიანს ვხვდებით და ტყუილს ვიღებთ. ჰოდა,
აი მეც აღარ მჯერა ბევრის სიყვარულის. ახლა საკუთარ შვილებს მიგიჟებთ!
მაგათ სიყვარულსაც ვეღარ ვგრძნობ ჩემდამი. როგორ ფიქრობ, ეს არ არის
თქვენ მიერ დასმული დაღი? ნანასთან შეგეშალა, მეგობრობდი!.. ჩემთან შე-
გეშალა! ახლა კიდევ რატომ გეშლება, თუ მართლა ნანობ?! მოკლედ, გიორგი
ცქიტიშვილი გაჩუქეთ დიდი ხანია და ახლა მაგით დაკმაყოფილდით! როგორ
არ გეშინია ღმერთის?! ოდესღაც ხომ ყველანი წავალთ იმქვეყნად და სიბნე-
ლის მაინც არ გეშინია? შენ მაინც ხო გახსოვს, მარიშკას და ქეთას როგორ
ექცეოდი?! რაც არ უნდა თქვა, შენ ხომ მაინც იცი გულში!.. მე ყველაფერი
გავიგე, მაიკო! იმდენი, რომ გული გამხეთქვოდა. ასე რატომ მოგიძულე და
მოგიგლიჯე გულიდან? დედისთვის ცუდი შეგრძნებაა, იმ ყველაფერს რომ გა-
იგებს, რაც მე გავიგე შენზე, თუ როგორ ექცეოდი პატარა, 3 წლის ქეთას და
ასევე მარიშკას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დამჯერი და ჭკვიანი ბავშვი
იყო. მოკლედ, აღარ მინდა ეს ამდენი წერილის წერა. ძალიან ვწუხვარ, ოდეს-
ღაც გონება რომ აგერია... თუ ეგეთი იყავი და ვერ გამოსწორდი?! მე შევეცა-
დე შენთვის ყველაფერი მომეცა, ჩემი შვილებივით გივლიდი!.. წადით თქვენს
გზაზე და დაანებეთ ჩემს შვილებს თავი!!! – ვწერდი და ვიცოდი, ბოზებს ვერ
გავუღვიძებდი ნამუსს.
ჩემი დის სითავხედეს საზღვარი არ ჰქონია, ერთი ეგ შემიძლია დავინახო!
როგორი ჩუმჩუმელაც იყო, ისეთივე დარჩენილა და მეტიც, წინ წასულა სი-
თავხედეში: „...და, თუ სურვილი გექნება, ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემთან
ურთიერთობა!..“ რა დავუშავე, რომ არ უნდოდეთ ჩემთან ურთიერთობა? მე
დამიშავეს და არ მინდა მათთან მქონდეს კავშირი, მაგრამ ჩემს შვილებს გო-
ნებაზე ბინდი გადაეფარათ! მეც მივწერე პასუხი და ვთხოვე, თუ ნანობენ ჩემ
წინაშე დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც დანაშაული იყო და არა შეცდომა.
იმით გამოესწორებინათ ეს ყველაფერი, რომ ჩემი შვილებისთვის თავი და-
ენებებინათ და მეც თავს ნუ შემახსენებდნენ, მაგრამ არც ერთი ჩემი მოთ-
ხოვნა არ გაითვალისწინეს! არც ის, ახსოვდა, როგორ ექცეოდა ბავშვებს.
რა არ ვეცადე, გონზე მომეყვანა ჩემი შვილები, მაგრამ ამაოდ! საგულდაგუ-
ლოდ დაუხშეს გონება დასახვრეტებმა!
სამი დღის მერე მივწერე მარიშკას წერილი. ძალიან მინდოდა მთელი
ცხოვრება მყვარებოდა და კარგი ადამიანი დარჩენილიყო. მერე კი ვინანე,
ასე თავი როგორ დავიმცირე-მეთქი. მერე რა, რომ შვილია! მეც შვილი ვარ!
და ყველანი შვილები ვართ...

510
– მარიშკა ცუდად ვარ, დედა, ძალიან. სიგიჟემდე მიყვარხარ! ჩემი ცხოვ-
რება დამთავრდა იმის მერე, რაც შენ არ გელაპარაკები. მე არ გამიხარია
არც ერთი დღე! ნატალის სურათებს რომ დებდი, ვერ ვეგუებოდი იმას, რომ
ჩემზე მეტად ვინმე გიყვარდა. ხო, ბავშვივით ავყევი მეც შენს სისულელეებს,
მაგრამ ხომ უნდა მიმხვდარიყავი, ცუდად ვიყავი და აქედან, შორიდან დანა-
ხული კიდევ უფრო მძაფრად აღსაქმელია, ეგ ხომ იცი! მე შენ ყველაფერ-
ში გიგებდი, მაგრამ ისიც იცოდი, რა მეწყინებოდა ძალიან და ასე მაინც არ
უნდა გაგეკეთებინა! „მკიდია“ ეგ ყველაფერი, ნუღარ შეხვალ მაგ უწმინდუ-
რობის სიღრმეში, გთხოვ, დედა, მართლა თუ გიყვარვარ, ცოტათი მაინც! ნუ
მომკლავ, ჩამოდი, გთხოვ, ჩამოყევი მამაშენს! მე ჩამოვალ, თუ არ ჩამოყვები
და ფაქტებად დაგიდებ ყველაფერს მაგ ჩემს ვითომ დებზე! როგორ გჯერა
მაგათი, დე, როგორ? ნუ მაგიჟებ, რა!.. დავიწყებული ტკივილები გამიღვი-
ძე, მინდა მჯეროდეს, რომ ძალით არ გიქნია, მაგრამ შენ არ იცი, ახლა რას
ვგრძნობ! როგორ მინდა 5 წუთით მაინც იგრძნო ეს ყველაფერი. შენ რომ
სახლიდან გაიქეცი, ნუთუ მართლა გეგონა, რომ მე ახალი ცხოვრებისთვის
ვემზადებოდი?! ხო არ გჯერა მაგ სიგიჟის მართლა, გულში დაფიქრდი! იმის
მერე ამერია ცხოვრება, სამსახურებს ვიცვლიდი, CDL (მაღალი კლასის მარ-
თვის მოწმობა) გამოცდა ჩავაბარე, გახსოვს, როგორ ვოცნებობდი? ახლა
სკოლაში დავდივარ ტარებაზე და ხვალ გამოცდა უნდა მქონდეს, ფლორი-
დაში ვარ. სულ მარტო წამოვედი მანქანით, გარეთაც არ გავდივარ, სულ
ვმეცადინეობ. ვერიკო ვნახე ერთხელ და არც მცალია, „დაჟე“, მასთან რომ
ვიყო, მაგრამ მითხრა, დარჩი აქ და სამსახურს მე გაშოვნინებო. ჩამოდით
და აქეთ გადმოვიდეთ! მე აქეთ ვაპირებ ცხოვრებას. ყველაფერი დაგვილაგ-
დება, ეგ შენც ხო იცი! მაიკოს კიდევ ნუ უჯერებ, გთხოვ! მაგან მე დამადე-
ბილა და შენ რას გიზამს?! მე არასდროს არ მექნება მათთან ურთიერთობა,
შენ ხომ კარგად იცი. არ მინდა, წლები გავიდეს და გული დაგწყდეს, დღეს
რასაც მიკეთებ! გამოფხიზლდი, დე, გთხოვ! შენ თუ თავს უკეთესად იგრძ-
ნობ, მე ჩამოვალ და ისე წამოდი! მე ვნახავ ყველას, ვისთანაც შეგარცხვინე
(მარიშკა ამბობდა, შემარცხვინე, აგინე ყველა ჩემს მეგობარსო. საგინებელს
ვაგინე, მაგრამ მაგასაც ვთმობდი) და ავუხსნი, თუ რატომ გავგიჟდი! რუსკა,
ქეთი, ნუცა – რა ვიცი, ვისთანაც გინდა, დე, მივიდეთ! ნუ იტყვი უარს ჩემზე,
ძალიან მიყვარხარ! მაიკოს ახლახანს მოუწერია ეგ მესიჯი და გატყუებდა,
ადრე მივწერეო. 2 თვის წინ კი არა, 4 დღის წინ მომწერა, უკვე გაგებული
რომ მქონდა ყველაფერი. მე არაფრის მტკიცება არ მინდა! ვიცი, რომ ცამდე
მართალი ვარ მათ წინაშე. ეგ შენც იცოდი და ახლა, უბრალოდ, ტვინი აგე-
რია. ისიც მესმის, ახლა ასაკი გაქვს ასეთი (არადა, არ მესმის!) და დავივიწ-
ყებ ყველაფერს, ოღონდ შენ ჩაგეხუტო.
26 ივნისი იყო. არ გამცა პასუხი. ისევ მივწერე:
– როგორ არ გეცოდები, დე! ნუთუ ასეთი ცუდი ვარ, რომ ასე მიმეტებ, 22
საათის გზაზე ისე ვიარე, არ დამიძინია. რომ დამინახო, მიხვდები, რა ცუდად

511
ვარ, აღარ ვვარგივარ! დამიბრუნდი, გთხოვ, თუ გინდა, რომ არ მოვკვდე!
ინანებ, რომ გაიზრდები შენ გამო ჩემს სიკვდილს! ეგენი დიდები არიან, თა-
ვიანთი გზა ნაპოვნი აქვთ. შენ ძალიან კარგი მონაცემები გაქვს, რომ კარ-
გი იყო და არა მათნაირი გზააბნეული. მათ თავიანთი ნიჭი ცუდ რაღაცებ-
ში გაფლანგეს და შენ ნუ აჰყვები, დე, მაგათ! ძალიან გთხოვ, არავის ხელი
არ დააკარებინო მანდ, სტუმრები ვინც მოდიან (ხო არ ვეტყვი ჩემი დების
კლიენტებს?!)! საერთოდ, როგორ ხარ მათთან, ვკვდები! გამიხსენე, გთხოვ,
გაიხსენე ჩემი მონაყოლი, გაიხსენე, რა მემართებოდა როცა რამეს მაყოლებ-
დი. წლები დამჭირდა გონზე მოსასვლელად და საკუთარი შვილით გამახსე-
ნეს ტკივილი. აბა, დაფიქრდი, დე, გთხოვ და მითხარი, ჩამოვიდე თუ წამოყ-
ვები მაგას (ღორს)! თუ არ იქნები მათთან, მე და შენ საუკეთესო მეგობრები
ვიქნებით ისევ, გპირდები, დე! მეშინია შენს ფეისბუქზე შემოსვლა, ისეთი
სურათები გიდევს! ახლაც არ შემოვალ შენს კედელზე (პირველად ვეხვეწე
ადამიანს! ხო, რა ვქნა, ამაყი ვარ და თავმოყვარე!).
ასე უთქვამს, გამიხარდა ეს მესიჯი რომ მივიღე, მაგრამ ახლა არ მცა-
ლია, ამერიკიდან მეგობარი ჩამომივიდა და როცა მოვიცლი, მერე მივწერ
პასუხსო. არ ვიცი, როგორ შეძლო მისმა სულმა, არ ეტირა დედის ნატკენი
გულის გამო და მაშინვე არ შემხმიანებოდა?!.. ოხ, ღმერთო, ნეტავ არასდ-
როს დაეწერა ეს მესიჯი!
– დედა! დავიწყოთ იქიდან, რო იმდენად არ მოველოდი შენგან ისეთ ტექ-
სტებს, როგორებიც არის: „როგორც გაგაჩინე, ისე გაგაქრობ“, რომ „გავ-
ნაშდი, გავნარკომანდი, იმიტომ რომ სიგარეტის მოწევა მაგ ყველაფერს არ
ნიშნავს და თან არ მოველოდი იმ ტექსტს, რომ ძაან გიყვარვარ და ყველას
ყველაფერს აუხსნი. ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ბოლო შენი მოწერილი არ არის
მართალი. ყოველთვის მეყოლება ისეთი მეგობარი, რომელზეც შენ სულ იეჭ-
ვიანებ და ვერ დავუშვებ, რომ ყველას დამაშორო, როგორც ნიას, ნატასა
და ნუცას. მე ჯერ იმის თქმა მინდა, არ ვიცი, შენ შეამჩნიე თუ არა, მარა
მეგობრებს ვიღებ ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრებს (ღმერთო, არც
იცის, ოჯახი რას ნიშნავს და, მეგობრებს როგორ აარჩევს?! ეს ვინ გამიჩე-
ნია!). რაც შეეხება ჯარჯის და ჩემი სახლიდან გაქცევას, მე იმიტომ კი არ
გავქცეულვარ, რომ ვინმეზე უარი ვთქვი ან იმიტომ, რომ ნატა შენზე მეტად
მიყვარდა, იმიტომ გავიქეცი, რომ ჩემს თავისუფლებას შეეხეთ (ლაწირაკი
რას წერს! როგორ მოვითმინე, რომ არ გავგლიჯე შუაზე!)! მე და ნატა უკვე
ერთი თვეა დავშორდით (მატყუებს, ვიცი!), მარა მე შენთვის ეგ არ მითქ-
ვამს და არც მომიწერია. მაიკოსთან ერთი თვეა ან უფრო ნაკლები (ამასაც
მატყუებს. წინა წლის ზამთარის სურათი ვნახე), რაც ურთიერთობა მაქვს
და ერთი კვირის წინ ჩემ თვალწინ მოგწერა ტექსტი და შენ გერევა რაღაც,
იმიტომ რომ მე ჩემი თვალით მაქვს წაკითხული, შენი და მაიკოს მიმოწერა
და ამიტომ მაგაზე ლაპარაკი არ გინდა, იმიტომ რომ ფაქტები ვიცი. მე რაც
მათთან ურთიერთობა დავიწყე, სამწუხაროდ, ვერ აღვიქვამ იმ ტკივილს,

512
რომელიც შენ იგრძენი და არ ვიცი, შეიძლება ხალხი იცვლება და მაგიტომ.
როცა იქ მივდივარ, არავინ „ისეთი“ სტუმარი არ მხვდება. არიან დაქალები
და მათი შვილები და, როცა რამე არ მომწონს, ვდგები და მივდივარ, ანუ
შემრჩა ის თვითშეგნება და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქეთას არ
ჩავაგდებ ცუდ მდგომარეობაში. არ მჯერა, რომ მე და შენ ძველებურ ურ-
თიერთობას შევძლებთ (თან იცის, რას სჩადის! ნეტავ, არ იცოდეს!), რადგან,
ელემენტარული პრობლემა როცა იქმნება ხოლმე ჩვენს ურთიერთობაში, შენ
ყოველთვის ასეთ რაღაცებს გაიხსენებ, იმას, რაზეც ნაწყენი ხარ! არადა, მე
უნდა ვიყო ნაწყენი (ღმერთო, რა თავხედია!)!.. ამერიკაში მამაჩემს ახლა ვერ
წამოვყვები, იმიტომ რომ გამოცდები მაქვს. შენ ისიც იცი, როგორ მეზიზღე-
ბა მანდაურობა და, თუ რამე შანსი იქნება აქ დარჩენის, ყველანაირად ვეც-
დები, რომ მეთორმეტე კლასამდე აქ ვიყო. ჩვენ თუ შევრიგდებით, მინდა,
რომ იცოდე, ჯარჯი ორგანულად მძულს და ყველაზე ცუდი რაც გამიკეთეთ,
არის ის, რომ ადამიანის სიძულვილი აქამდე არ შემეძლო და დღეს შემიძლია.
მინდა, რომ გამოცდები ჩააბარო, ვალების პრობლემა მოაგვარო და ყველაზე
კარგი გამოსავალი ჩვენი ოჯახისთვის არის ის, რომ ჩამოხვიდე და ყველა
ერთად – მე, შენ, ქეთა, სამივე და, ჯარჯი და პატარა გიორგი (ანუ კახას
შვილი) და მამაჩემიც თუ იქნება, არ ვიცი – დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
ვგრძნობ მე ამ ხალხისგან სიყვარულს და არ მინდა, რომ დავკარგო, მაგრამ
ისიც მინდა, შენ იგრძნო ჩემგან ისეთი სიყვარული, რომ მე არ დამკარგო. მი-
უხედავად იმისა, რომ 4 თვეა არანაირი კონტაქტი არ მაქვს შენთან, მხოლოდ
ცუდი მახსენდება. შენზე გადაბრუნებულ სიტყვას არავის არ ვპატიობ! არ
გავბოზებულვარ, არ გავლოთებულვარ! ისევ ისეთი ვარ, უბრალოდ, ვეწევი
(სიგარეტს და მეტს არაფერს)!
მარიშკამ ამ მესიჯში დამანახა ყველაფერი. მაგრძნობინა ის სიყვარული,
რომელიც ჩემდამი ჰქონდა იმ წუთას! სიცარიელე გადმომცა, ტკივილი და-
მიმატა და ერთი ნაბიჯი იქით გადადგა, საითკენაც არ უნდა გადაედგა, ვერ
უნდა გაებედა, არ უნდა ეკადრებინა! ვიფიქრე, ტელეფონით ან სკაიპით დავ-
ლაპარაკებოდი, მაგრამ ნერვები არ მიშვებდა, არ მინდოდა მეჩხუბა, ამას
ვერ გავაკონტროლებდი. არც ეს ამდენი ხვეწნა-მუდარა მინდოდა, მაგრამ
ღმერთის შემეშინდა: პატარა გოგოს ხელს თუ ვკრავდი, იმ დროს, როცა ეშ-
მაკმა† შეიპყრო, როგორ დამსჯიდა? და აი, კიდევ მივწერე:
– კარგი, მარიშკა, ეგ ყველაფერი ძალიან რომ გავმწარდი, მერე მოგწერე!
შენ მე მატყუებდი და ამას ვერ შევეგუე. ახლა გავიგე ყველაფერი. მესმის
შენი, ის, რომ ასაკს მოაქვს ეს ტყუილებიც. მე შენი საუკეთესო მეგობარი
ვიყავი და ძალიან მიკვირს, როცა სხვას აყენებ ჩემზე წინ. დედა შვილის ან-
გელოზია, წესით, ეგეც აღარ იცი, ალბათ. ნია სიხარულიძე მე არ დაგაშორე,
დე! გაიხსენე, რა მოხდა, ნარკომანი მამა დაიცვა, მტყუანი და მე მომაყენა
ლაწირაკმა შეურაცხყოფა. შენ კი წუხხარ, რომ დაშორდი! არ არის პრობლე-
ბა! აღადგენ ურთიერთობას ყველასთან. რუსკა ჩემი დაქალი იყო, როგორც

513
მახსოვს, პირველ რიგში, და მგონი, რომ ქეთი მწარიაშვილთან და რუსკას-
თან მქონდა იმის უფლება, რაც გავაკეთე. რაც შეეხება მაიკოს, მოწერილი
აქვს შაბათს, ხვალ გახდება ერთი კვირა და იმ დღეს, მე რომ მოგწერე, 4
დღე ვახსენე!.. დაღლილი ვარ და თუ ორი დღე ამერია, მაპატიე! შენი სურა-
თებიდან გამომდინარე და კომენტარებიდან – სექსი, დები და ა. შ., რა თქმა
უნდა, მიხვდებოდი, როგორ გავბრაზდებოდი და რას გეტყოდი! შენ იცი ჩემი
ხასიათი, იცი, რომ ნერვები არ მივარგა, რაშიც, ვინც დღეს ძალიან გიყვარს,
დიდი წვლილი მიუძღვით! „ჩემს დებს“ ვგულისხმობ. მეგობრები კი ისე უნდა
მიიღო, როგორც მეგობრები და არა ოჯახის წევრები. თუ ჩემი არ გჯერა,
მონაზვნებს და მოძღვარს ჰკითხე. გავიგე მონასტერში გინდა წასვლა. რო-
გორ აპირებ მომავალში ცხოვრებას, დაფიქრდი, გთხოვ, აქ ძლივს იდექი
ლოცვებზე და იქ რანაირად გაუძლებ? თავშესაფარი არ არის მონასტერი,
დედა! მოწოდებით უნდა იყო და არც სიგარეტს მოგაწევინებენ იქ! რატომ
ვერ ხვდები, რომ ძალიან მიყვარხართ შენ და ქეთა და მაგიტომ ვხრი კიდევ
თავს ამდენი ტყუილის მერეც და ისევ გეხვეწები, რომ ჩამოხვიდე. შენ რო-
გორ შეიძლება გახსოვდეს მაიკოს ამბები ან ნინოსი, როცა პატარა იყავი და
რომ გახსოვდეს, ასე ხომ არ მომექცეოდი?! მოკლედ, დე, კარგად მისმინე,
რა, გთხოვ, მე მანდ ვერ ჩამოვალ და მაქვს ამის მიზეზი. მეშინია მოგწერო,
რადგან არ ვიცი, ისინიც თუ კითხულობენ (ჩემს დებს ვგულისხმობდი. ეს
სიტყვა, დები, მძულს!). მოკლედ, ვიღაცას უნდა ჩემი მანდ ჩამოტყუება. შენ
ძალიან პატარა ყოფილხარ და ვერ გაიგებ ახლა ამ ყველაფერს. ერთ რამე-
ზე დაფიქრდი, გთხოვ, გეხვეწები მთელი გულით! დაჩოქილი ვლოცულობ,
რომ დაფიქრდე ამ სიტყვებზე, რასაც ახლა გწერ! დაფიქრდი, აბა, ადამიანის,
რომელიც სხეულით ვაჭრობს, რომ საჭმელი ჭამოს, ჩაიცვას, იცხოვროს, იმ
ადამიანს ფულის გულისთვის რისი გაკეთება შეუძლია? დაფიქრდი, გთხოვ,
მათგან რა არის მოსალოდნელი? ზუსტად ვიცი, როგორ „ვუყვარვარ“! არ
ვიცი, შენ როგორ გჯერა მათი, მაგრამ როცა ასეა, რას გავხდები?! მე ჩემი
სიმართლის მტკიცება არსად არ მჭირდება! სიმართლეს ახსნა არა აქვს და
არც სიკეთეს. შენ რატომღაც დაგავიწყდა, როგორი ვარ და ვინ ვარ და, თუ
ფიქრობ, რომ არ დაგავიწყდი და სწორად მიგაჩნია ის, რასაც ამ პერიოდში
მიკეთებ, მაშინ შენ თვითონ გადაწყვიტე, რა გინდა და როგორ გინდა! ისიც
გაითვალისწინე, პასპორტის ვადა რომ გაგივა, შენ აქაური მოქალაქე აღარ
ხარ! ისიც გაიხსენე, რომ შენ მოქალაქის სერთიფიკატი არ გაქვს და, რომ
ჩემით მოგცეს ეგ პასპორტი! მე არ მოგცემ ჩემსას, ვერ გახდები მოქალაქე.
მოკლედ, შენ თუ ძალიან მოგხიბლა მაიკოს და ნინოს „ტუსოვკებმა“, იყავი
მოხიბლული!.. თუ ოდესმე გადაწყვეტ, რომ დამიბრუნდე ისე, რომ ეგ ადამი-
ანები არ გამახსენო, მე შენ მიყვარხარ და ყოველთვის მიგიღებ, ოღონდ მა-
პატიე, მათთან ერთად ვერასოდეს, ვერც შენ და ვერც ქეთას! მათ მე ძალიან,
ძალიან მატკინეს, და მაგათი მონანიება მე არ მჭირდება, დამინგრიეს მთელი
ცხოვრება, ტყუილსა და ტკივილში მაცხოვრეს წლები. ნინო ასეთ საშინე-

514
ლებებს აკეთებდა და მე რომ მხედავდა, ბურტყუნებდა, გველიო. როგორ
შეგიძლია ასეთ ადამიანთან იყო?! აქ რომ წამოვედი, სამივე „მიბაზრებდა“,
რომ ნარკომანია, ქონება წაგვართვა და გაიქცაო. როგორ არ გჯერა ჩემი,
დე? ორი საათი ამ წერილს ვწერ, ვკვდები, მარიშკა! ეს რა დაგემართა, დეეე?
ვინ არიან ეგ ადამიანები, მე რომ ასე მიღალატე! ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ
გრძნობ, როგორ ვარ! მტკივა ძალიან, ასეთი წერილი რომ მომწერე, მაგრამ
შენ როგორც გადაწყვეტ, ისე იყოს! მე შენ სრულ თავისუფლებას გაძლევ,
ოღონდ შეინახე ეს წერილი და წლების მერე მე არ მომთხოვო პასუხი, თუ
არასწორად წარიმართა შენი ცხოვრება. ნატა არ იყო შენი კარგი მეგობარი
და არც არასოდეს იქნება. არცერთი არ იყო შენი ნამდვილი მეგობარი და
შენ ეს კარგად იცი. ნია „ვიგოდნიკი“ არისო, ამბობდი. მოკლედ, ყველაფერზე
აზრი შეგცვლია. როგორ წარმოვიდგენდი ოდესმე, ჩემი შვილი მე არ დამიდ-
გებოდა გვერდში?! თან შენ ჩემი იმედი იყავი! შენ ჩემში დაანგრიე ყველა-
ფერი! ახლა კითხულობენ ისინიც და უხარიათ, თუმცა შეიძლება ცრემლიც
გადმოაგდონ, ისეთი მატყუარები არიან. ღმერთი აუცილებლად მიგახვედ-
რებს, რამხელა ტკივილს მაყენებ, ძალიან „გაგიტყდება“ ასე რომ მომექეცი,
თუმცა მე მაგასაც გპატიობ, ტკივილს კი რას უშველი!.. შენ მამაშენი მოიძუ-
ლე და ეგენი არა. არეული გაქვს გონება და როგორ მინდა გაგინათდეს, და-
გილაგდეს ისევ. არ დაგავიწყდეს, დედა, რომ არავინ გცემს პატივს სინამდ-
ვილეში დედის მიტოვებისთვის! იფიქრებენ შენი მეგობრები, დედას როგორ
მოექცა და ჩვენ რას გვიზამსო. შენ კარგად იცი, სხვებზე როგორ ვფიქრობ-
დით ხოლმე, გაიხსენე ყველაფერი, ეცადე იფიქრო მარტომ და არა მაგათ-
თან ერთად (დეიდებს ვგულისხმობ)! წადი, მღვდელი ნახე ვინმე, ვისკენაც
გული და სული გაგიწევს და დაელაპარაკე, გამოძვერი ამ საშინელებიდან,
გთხოვ! ღმერთი იყოს შენი მფარველი და სწორი გზის მაჩვენებელი! მე შენ
გელოდები აქ და დანარჩენი შენ გადაწყვიტე! მიყვარხარ ძალიან, ძალიან,
ისე ძალიან, რომ მტკივა ყველაფერი (მოვკვდი ამის წერით)!
მარიშკამ არ მიპასუხა ამ წერილზე. გული ისე მტკიოდა, რომ ვიგებდი
რაღაცებს, სიკვდილი მინდოდა. ლელაც კი ელაპარაკა. ის იყო ცოცხალი
შემსწრე მე და ღორის ბოლო ამბების და გადასარევად იცოდა, რა როგორ
მოხდა... იმისიც არ დაიჯერა. დედაჩემი თავის დებს კი არ ზრდიდა, სიმწა-
რეში ამყოფებდაო. როგორ არ ეშინია, თან იცის, რომ ტყუილს ამბობს. რა-
ტომ? იმიტომ, რომ თბილისში დარჩეს და ხელი ვერავინ შეუშალოს. იცის,
დედა რით გაამწაროს, რომ მოიშოროს გზიდან, იცის, ყველაფერი იცის და
ორმაგ ცოდვას სჩადის. ტყუილებით ცდილობს ხალხიც დააჯეროს. იმის მა-
გივრად, იამაყოს, რა მაგარი დედა ჰყავს, ბოზ დეიდებს იმეგობრებს, თავზე
„იჯვამს“ და თან მეც სახელს მიფუჭებს! სახელს, რომელიც დაბადებიდან
ჩემმა მშობლებმა მომცეს! სახელს, რომელსაც მთელი ცხოვრება ისე ვუფრ-
თხილდები, როგორც ჩემს მშობელს! როგორ ბედავს?! ჩემს ოჯახსაც შეეხო!
დავხრი თავს მხოლოდ ერთ შემთხვევაში! ვაპატიებდი მხოლოდ ერთ შემთ-

515
ხვევაში! თუ მხოლოდ მე შემეხებოდა ეს ტკივილები, მაგრამ ვინც ჩემი მიც-
ვალებულების შეურაცხყოფას გაბედავს, ვერასოდეს ვაპატიებ! ვერასოდეს!
აი, ასეთმა გაბრაზებულმა დედა თეოდორას დავურეკე (ბოდბის მონასტრის
წინამძღვარს):
– გამარჯობა, დედა თეოდორა, თამუნა ვარ, თორაძე!
– გამარჯობა, თამუნა, როგორ ხარ?
– ძალიან ცუდად! რატომ თავს არ დაანებებენ ჩემს შვილებს? რა უნდათ
ჩემი შვილებისგან? ხო, ბევრი სიმწარე ახსოვთ ჩემგან?! რატომღა ვუნდივარ
მე ან ჩემი შვილები?!
– არ მორჩებით ერთმანეთის ლანძღვას?! შერიგდით და დაამთავრეთ ეს
გაუგებრობა! – არ ველოდი მისგან ამ პასუხს.
– არ მაქვს უფლება, არ მინდოდეს ჩემი ბოზი დები?! არ მაქვს უფლება,
დედამ გადავწყვიტო, რა არის უკეთესი ჩემი შვილებისთვის?! რატომ ერე-
ვით ჩემს ცხოვრებაში? არ გაბედოთ მონასტერში მიღება ჩემი შვილების!
არ მინდა თქვენ იყოთ მათი ზურგი, როგორც ეს ოდესღაც ეკას მიმართ გა-
აკეთეთ და მე ის დავკარგე, იმიტომ რომ თქვენი იმედი ჰქონდა! – საკმაოდ
ხმამაღლა მომივიდა!
– შენ მე თხოვნით მირეკავ თუ „საბლატაოდ“?! შენი დები ფიქრობენ, რომ
ქონება არასწორად გაყავი! – ძირს არ აგდებს ტონს დედა თეოდორა.
– ხო, არასწორად გავყავი! რაც არ ეკუთვნოდათ, მივეცი და მაგიტომ იგო-
რავა ჩემს ქმართან?! და, მაგიტომ მაქციეს ზურგი მაიამ და ეკამ?! გამაგე-
ბინეთ რა?! და თუ ასეთი ცუდი ვიყავი, რატომ თავს არ დამანებებთ მეც და
ჩემს შვილებსაც?! ხო ვუყიდე ეკას ბინა? ფულიც ხო მივეცი? რატომ თქვა
ჩემზე უარი და ნინოს რატომ დაუდგა გვერდში?! ეს ლაპარაკი ცუდ შედეგამ-
დე მიმიყვანს! ნერვებს ვეღარ ვთოკავ! გინდა „ბლატაობაში“ ჩამითვალეთ და
რაშიც გინდათ! მე თქვენ გაფრთხილებთ, მიხედეთ სათითაოდ ყველამ თქვენს
ცხოვრებას! – ვთქვი და გავუთიშე ტელეფონი, რომ ცუდი სიტყვები არ ამომ-
ყროდა პირიდან! იმდენად გამაღიზიანა დედა თეოდორამ, რომელიც მთელი
ცხოვრება მეუბნებოდა, ბავშვობა არ გერგო, როგორ მეცოდებიო! მან არც კი
იცის ჩემი განვლილი არცერთი დღე! მან არ იცის, მე როგორ შევინახე ოჯახის
ქონება და რომ 7 წელი ვიარსებეთ სახლის გაყიდვის გარეშეც ჩემების ამო-
ხოცვიდან! რას მოითხოვენ?! რა უნდათ?! ზრდასრული ადამიანები კოტრდე-
ბიან და მე, პატარა გოგომ, ამდენი შევძელი ისე, რომ ჩემი დებივით სხეულით
არ მივაჭრია! უფრო მეტიც, ბარში, კლუბში და სადაც გინდათ, კაცი რო მო-
დის, სასმელს მთავაზობს, რომ უნდა მიყიდოს, აქეთ ვყიდულობ მისთვის და
ვეუბნები, შეირგე ჩემი ნაყიდი დასალევი და აღარ შემაწუხო! ხო, ასეთი ვარ!
ხო, ასეთი შვილები მინდა მყავდნენ! ხო, მე მინდა მგავდნენ! ნუთუ ეს დანაშა-
ულია?! დავურეკე მარიშკას... ოხ, რა საშინლად მელაპარაკა, როგორ მომიღო
ბოლო! არც შერცხვა! წამითაც არ შერცხვა! ტიროდა უაზროდ. იქიდან ღორი
მამამისის ხმა მესმოდა, რა უნდა, რა ნერვებს გიშლისო! ღორსაც დაველაპარა-

516
კე, ნერვებს კი არ ვუშლი, ბავშვი გზას ასცდა და წამოიყვანე ახლავე ან არადა,
კარგად იყავით და მე თავი დამანებეთ-მეთქი... და აი, გამითიშა მარიშკამ და
ამის შემდეგ, ბოლოს, ეს წერილი მივწერე (29 ივნისი, 2013 წელი): – მარიშკა,
რაც გითხარი, ჩემთვის უცვლელად რჩება. ან ჩამოხვალ დროზე, ან არადა, ვე-
ღარასოდეს დამიკავშირდები! ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ცალმხრივი სიყვა-
რულის მომხრე არასდროს ვყოფილვარ. გადაწყვიტე ახლა, რა გინდა! რა თქმა
უნდა, ვიმეორებ: სადაც გასაბრაზებელი ან დასაშლელი იქნება, დედა ვარ და
სრული უფლება მაქვს, რადგან ჩემზე კარგი შენთვის არავის უნდა! კიდევ ის,
რომ ჩემს მტრებთან მეგობრობდე, ამაზრზენია. გაპატიებ ყველაფერს და და-
ვივიწყებ, თუ უარესს არ დაამატებ და ჩამოხვალ და, რა თქმა უნდა, დედა
თუ გენდომება, გადაწყვეტ, დედის მტრებთან არ გქონდეს ურთიერთობა! თუ
იმაზე მეტ სიყვარულს გრძნობ მაიკოს, ნინოსა და ეკას მიმართ, ვიდრე ჩემდა-
მი, რა თქმა უნდა, სიყვარულით უნდა იცხოვრო და მაშინ მათთან დარჩი! მე
მივხვდები ამ ყველაფერს, თუ ეგრევე არ ჩამოხვალ გამოცდების მერე! ესაა
ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება. მე ვერ მოგცემ იმის უფლებას, რომ ჩემს
გრძნობებზე ითამაშო და მე ცუდად ვიყო შენი საქციელის გამო. შენ თუ ჩემზე
უარს იტყვი, ანუ არ გააკეთებ იმას, რასაც მე გეუბნები, ვიფიქრებ, რომ შენ მე
არ გიყვარვარ და აღარც გჭირდები. დანარჩენი შენ იცი! ისე კი ერთს გეტყვი,
ძალიან მიკვირს, რაც შენი საქმე არ არის, რატომ ერევი და, საერთოდ, რატომ
იმას არ გააკეთებ, რაც შენს ასაკს შეეფერება, უნდა ისწავლო და შენხელებ-
თან გაერთო, დიდებთან „ჩაჯდომა“ რა შენი საქმეა?!. მოკლედ, ჭკუა თუ გქონ-
და ოდესმე, ახლაც მოუხმე და მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას, თუ არადა,
დაღუპვაში სხვანაირად მე ხელს ვერ შეგიშლი. ახლა გამოჩდება, მართლა, რა
გინდა და ვინ გინდა. მე არ გახვევ ჩემს თავს ძალით, რაც არ გინდა, ღმერთმა
ნუ მოგცეს! მიყვარხარ და მეყვარები, მაგრამ ყოველთვის უკან ვერ მიგიღებ!
ასე რომ, დაფიქრდი კარგად, ღირს თუ არა ჩემი დაკარგვა. ღმერთმა გადაწყ-
ვეტილების სიყვარულითა და გონივრულად მიღების ძალა მოგცეს!
პასუხი აღარ მიმიღია. დავბლოკე „ფეისბუქზე“, მაგრამ რომ სდომებოდა,
ვინმეთი მომწერდა... მერე ბუკიმაც მისწერა და ნახა მარიშკა და ქეთა, მაგ-
რამ ამაოდ. მათ არ უნდოდათ რამის გაგება. ნინომ მოინანიაო, გაიძახოდნენ
და რა მოხდა, რომ აპატიოს, დებიღა დარჩნენ და მინდა შევარიგოო. ბუკი უხ-
სნიდა, რომ დედა ღვთისა არ ვარ და რომ ყველაფრის პატიება არ შემიძლია,
როგორც ყველაფრის „ჭამა“ არ შემიძლია, „სუჩკი“!
– მართლა გული მომიკალი! რამდენჯერ აგიხსენი და რა ჩაიდინე?!.. ყვე-
ლაზე უპატიებელი საქციელი!.. – ბუკი მარიშკას ეუბნებოდა.
– ხო არ აბუქებ? მაიკოსთან ურთიერთობა არ არის გულის მოსაკვლელი!
– უსირცხვილოდ პასუხობს მარიშკა.
– შენ ძალიან კარგად იცი, ამის მერე თამუნას რაც დაემართებოდა და
დედას რომ ასე შეიზიზღებ და გაწირავ, ეგ უკვე ბოროტებაა! დედის მოძულე
ადამიანს არა მგონია, რომ საერთოდ სიყვარული შეეძლოს. მაიკო, ეკა და

517
ნინო ჩემთვის ყველა ნინოა, შესაბამისად, ყველა ნინოს საქციელი გაუმართ-
ლებელია. ნინოს საქციელი კი მისნაირი ქალებისთვისაც კი მიუღებელი და
ამაზრზენია. მე შენთან „გარჩევები“ არ მჭირდება! სამწუხაროდ, ვერაფერი
ვერ დაგანახე და ვერ გაგაგებინე. გახდები შენც დედა და მიხვდები ყველა-
ფერს, მაგრამ, სამწუხაროდ, რამის შეცვლა დაგვიანებული იქნება. გთხოვ,
არ მიპასუხო არაფერი! ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ უკვე და თურმე ტყუ-
ილად!.. იმედია, შენს გზას იპოვი ცხოვრებაში და მალე მიხვდები, რამხელა
უბედურება დაატეხე საკუთარ დედას და შენი დაც გახვიე შენი გავლენის
გამო ამ უბედურებაში! – მისწერა ბუკიმ. ძნელია სიტყვების მონახვა, როცა
ჭეშმარიტად გაქვს რაიმე სათქმელი...
– ერთი იცოდე, რომ შენზე და ჯარჯიზე და კიდევ ერთად აღებულ 20
კაცზე მეტად მიყვარს მე თამუნა. მეტი არაფრის ახსნას არ დავიწყებ! ჩემი
შეცდომა ის არის, რომ თავმოყვარეობა მაქვს და არ ვურიგდები, თორემ
სულ რომ კარგი ურთიერთობა გვქონოდა, მაიკოსთან მაინც მექნებოდა კონ-
ტაქტი და ვეტყოდი კიდეც. მეტი არაფრის ახსნა არ მინდა! როგორც გინდა,
ისე იფიქრეთ! დაე, ვიყო ცუდი თქვენს თვალში! – პასუხობს მარიშკა.
– სიყვარული მარტო სიტყვები არ არის, ბევრად მეტია და, პირველ
რიგში, ადამიანის მოფრთხილებასა და პატივისცემას გულისხმობს და არა
ცოცხლად მოკვდინებას. მაიკოსთან და დანარჩენებთან ურთიერთობას, შენ
ჩემზე კარგად იცი, რომ თამუნა არც არასდროს შეხვდებოდა გაგებით, სუ-
ლაც ფანტასტიკური ურთიერთობა რომ გქონოდათ. საერთოდ, დედასთან
მიმართებით რა თავმოყვარეობაზე მელაპარაკები! დაფიქრდი, რას აკეთებ!
დაფიქრდი, საკუთარ დედას რა გაუკეთე! გამოფხიზლდი და დაინახე, რამხე-
ლა ტკივილი მიაყენე იმ ადამიანს შენი ვითომ თავმოყვარეობის გამო! – ბუკი
არანაკლებად განიცდიდა მომხდარს.
მაიკოც ნახა, როგორც მანამდე ვთქვი. ის კი უხსნიდა, თუ როგორ ვუყ-
ვარვართ. ბუკიმ უთხრა, თუ გიყვარდა, არც მას და არც ბავშვებს არ მოექ-
ცეოდი, როგორც მოექეციო. გაანებე თამუნას შვილებს თავი! ხომ იცი, რომ
ის უარს იტყვის თავის შვილებზე თქვენ გამო და ბავშვები დაიღუპებიან.
მაიკომ უპასუხა, მე მხოლოდ სიყვარული და სითბო შემიძლია მივცე მარიშ-
კას და ქეთას, მეტი არაფერიო. ცუდ სახელს და ჩვევებსაც რომ მისცემს,
მაგაზე მე არ უნდა ვიდარდო. მოკლედ იყო თუ ვრცლად, სიკეთემ ვერ გა-
იმარჯვა ამ შემთხვევაში, მაგრამ ღმერთმა არ მიმატოვა და სასწაულებით
მაგრძნობინა, რომ განუყრელად ჩემთან იყო. მეორე დილით ჩემთვის უცნობ
ეკლესიას ვეწვიე. ჩემმა მოძღვარმა მომცა მისამართი. მეც ატირებული მი-
ვედი, ყველა ხატს ვემთხვიე და ღვთისმშობლის ხატთან დავდექი. კედელზე
მარცხნივ წმინდა სოფიას ხატია, რომელსაც ლუბოვ, ვერა, ნადეჟდა ჰქვია
და წმინდა სოფიას ხელი უდევს ვერაზე (ანუ რწმენაზე), რომელსაც მირო-
ნი სდის. დიდება უფალს! მან გამაძლიერა, მივედი ხელით შევეხე, ძლივს
ვწდებოდი, მაგრამ საკმარისი აღმოჩდა ჩემთვის, ასეთ სიწმინდეს ვეხებოდი!

518
მერე ჯვარი მოვიხსენი და მოახლოებულ სტიქაროსანს რუსულად ვკითხე,
მეჩვენება თუ მირონი სდის-მეთქი? მას გაეღიმა, ჯვარი მიადო მირონს და
გაღიმებული კითხვის ნიშანივით მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა, ვინ ხარ
ასეთი, რომ ღმერთმა შენთვის მირონი დაადინაო. მერე მამას ჯვარს ვემთხ-
ვიე, მასაც გაეგო მირონის გადმოდინების ამბავი. თბილი სახით მიყურებდა,
თითქოს მისი თვალები მპირდებოდა, მე შენთვის ვილოცებო და აი, სახელიც
მკითხა. ჩემს მოძღვარს რომ მოვუყევი, ისე გაუხარდა, გული დასწყდა, რომ
არ ვუთხარი მაიამელ მამას, ვისი სულიერი შვილი ვიყავი. დიახ, მე ვამაყობ,
ისეთი მამის და ისეთი სულიერი მამის შვილი ვარ! რაც არ უნდა დამიშავონ
ადამიანებმა, მაინც ვერ გადამაყვარებენ სიყვარულს! მე და ღმერთს ისე
გვიყვარს ერთმანეთი, რომ ვერავინ შეძლებს შუაში ჩადგომას. ტყუილად ნუ
დაიღლებით, ხორცის ნაჭრებო! ტაძრიდან გამოსულს აღარაფერი მტკიოდა.
ალბათ, საჭირო იყო ღმერთს თავზე ხელი გადაესვა და ნუგეში ჩამღვროდა
სულში. ხშირად დამჭირვებია მამის ან დედის ხელი, ღმერთი კი ამ დროს არ
წირავს მშობელზე შეყვარებულ ადამიანებს. ღმერთი არ ტოვებს მარტოს კე-
თილ და სუფთა ადამიანებს, ჰოდა, რაღაა საშიში?! მეც ხელები შემოვხვიე
ჩემს სხეულს და გულში მაგრად ჩავიხუტე ღმერთის სიყვარული.
ღორმა დამირეკა პრეტენზიებით:
– აკეთებ თანხმობას? გეკითხები, თუ არადა, მე ვიცი, როგორც მოვიქცე!
– მარიშკა მოდის? ამ წლის ივლისში (2013)? – ვეკითხები.
– მარიშკა – არა და ქეთა – კი! – მეუბნება ღორი.
– არ ვაკეთებ თანხმობას! აღარ გაბედო, ჩემი ნომერი აკრიფო! „გააჯვი“
ძაან სწრაფად! – ვეუბნები, რადგან გადავწყვიტე, თუ მარიშკა არ მოდის,
ქეთაც არ უნდა წამოვიდეს და, საერთოდ, უარს ვამბობ შვილებზე!!!
– მაგით რას მოიგებ? შვილებს კარგავ! ქეთა მაინც წამოიყვანე?! „დაკე-
რე“, უთხარი, რომ ბევრი ტანსაცმელი უყიდე, რომ ლამაზი ოთახი მოუწყვე...
– ავადმყოფი ღორი ჭკუას მარიგებს.
– არა, რა ავადმყოფი ხარ! შვილი „დავკერო“?! მოვქრთამო?! ღმერთო,
სად ვიპოვე ეს ავადმყოფები!
და, რა თქმა უნდა, ვაგინე, ყველაფერი მისი ბრალია... ჩვენი ლაპარაკი
სხვანაირად ვერ მთავრდება ვერასდროს!
ქეთას წერილი მივწერე
– მოკლედ, ძალიან გამსახიობებულია მარიშკა. შენ გადაგასწრო, ქეთა!
მამაშენი თანახმა იყო ჩამოყვანაზე, მერე ეტყობა მარიშკამ და დანარჩენებ-
მა დაითანხმეს. მოკლედ, კარგად გამოგდით მეგობრობა ცქიტიშვილებს ერ-
თმანეთში. ჰოდა, მე არ ვარ საჭირო თქვენს ცხოვრებაში! თუ ოდესმე მიხვ-
დით, რომ დედამ, რომელმაც თქვენ შემოგწირათ თავისი ახალგაზრდობა,
მოსამსახურედ მუშაობაში ჩაკლა წლები და ახლა მართლა შეძლებთ გულით,
გონებითა და სულით ამიხსნით და დამაჯერებთ თქვენი გაგიჟების მიზეზს,
ამ შემთხვევაში გელოდებით! არადა, მე არ ვაპირებ იმ ადამიანებისთვის გავ-

519
ნადგურდე, რომლებსაც ჩემგან მარტო სურვილების ასრულება უნდათ და
მე რა მინდა, ის ფეხებზე ჰკიდიათ. აქ შენ მამწარებდი, მანდ მარიშკა მამ-
წარებს. მე 13 წლის ვიყავი, უდედოდ რომ დავრჩი, მაგრამ მაინც არ დამი-
კარგავს მშობლების სიყვარული. აი, თქვენ კი ამდენი ხართ! დარწმუნებული
ვარ, უკეთესად გაართმევთ თავს უჩემოდ! ჯარჯისაც ვთხოვ, თავი დაგა-
ნებოთ! მამაშენმა ცვალოს აზრები და იყოს! მოკლედ, ღმერთის წყალობას
გისურვებთ და იმედია, მარიშკას ისე მიხედავთ, რომ არ გადაჰყვეს. ძალიან
მიყვარხართ, მაგრამ მაპატიეთ, რომ არ მესმის ცალმხრივი სიყვარულის!..
ისე, ძალიან ჰგავს მარიშკა მამამისს... უფრო გაუგებენ ერთმანეთს, ვიმე-
დოვნებ!.. გული ჩამგლიჯეთ რიგრიგობით სამივემ. აღარ მიკვირს აღარაფე-
რი. ღმერთს ვთხოვ, ძალა მომცეს, მშვიდად გადავიტანო ეს ყველაფერი!
სხვა რა დამრჩენია! – წაიკითხა ქეთამ წერილი და არაფერი მიპასუხა. ესეც
ივნისში იყო.

დღიური – 7 მაისი, 2013 წ.


როგორ მინდა, ერთხელ მაინც მოვიდე და გითხრა, თუ როგორი ბედნიერი
ვარ, მაგრამ არასოდეს არ გამომდის. თითქოს წარმატებული ადამიანი ვარ...
ახლა ვზივარ სასტუმროს ეზოში მარტო და ვფიქრობ, თუ რატომ ვტირი მთე-
ლი ცხოვრება! მარიშკას ველაპარაკე, ვემუდარე, ვუხსენი, თუ როგორი სა-
შინელებაა ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ არ აინტერესებს, იმდენად უნდა
თბილისში ცხოვრება. იმაზეც თანახმაა, ჩემს მტრებს ეკონტაქტოს. იმათ
მისცეს სითბო და მიიღოს მათი მოჩვენებითი სიყვარული. ღმერთო, რატომ?
რატომ უშვებ, რომ ასე და ამდენჯერ მეტკინოს? რატომ მიეცი ეშმაკს† ჩემი
თავი საგლეჯ–საჯიჯგნად? მე ხომ არ ვარ ბოროტი, მე ხომ არასოდეს ვიტყ-
ვი შენზე უარს, რაც არ უნდა შემემთხვეს! ეს შენ იცი და აღარ არის დრო,
ექსპერიმენტები დამთავრდეს?! დამატკბე, გევედრები, დამიბრუნე ჩემი შვი-
ლები, დავიღალე ამდენი ტკივილით! მე ვიცი, შენ შეგიძლია ყველაფერი, შენ
ყველაზე ძლიერი ხარ და შენ მართავ დედამიწას! შეუნდე ჩემს შვილებს, არ
ატკინო! მტკივა, საშინლად მტკივა, გთხოვ, მე მტკიოდეს, ოღონდ მათ არა,
ოღონდ ამას მიახვედრე ტკივილის გარეშე, გთხოვ! რა დღეში ვარ! მტკივა,
საშინლად მტკივა! მინდა გთხოვო, შეგეხვეწო, რომ წამიყვანო შენთან მალე,
ხო! საშინლად მტკივა, მარტო ვარ, დამეხმარე, გთხოვ, ღმერთო! მიყვარხარ,
ღმერთო!!! რაც არ უნდა მოხდეს, მიყვარხარ!

დღიური – 23 ივლისი, 2013 წ.


დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა. 16 წლის წინ გავაჩინე. ამ დროს,
ვერც გავაჩინე. ძალიან პატარა ვიყავი სიმაღლითა და სიგანით, რაც მანამ-
დეც გითხარით, ამიტომ მუცელი გამიჭრა გომელაურმა და პრინცესასავით
ამოაბრძანა მარიშკა. მეორე დღეს ძლივს ვნახე. დანახვა არ მინდოდა, ისე
გამიჭირდა ნარკოზიდან გამოსვლა და ისე მტკიოდა ჭრილობა; მეგონა, აღ-

520
არასოდეს გამივლიდა. მანამდე, უფრო საშინელება იყო ტკივილები რომ და-
მეწყო, ვნატრობდი 9 თვით უკან დაბრუნებულიყო ყველაფერი, ოღონდ ის
ტკივილები არ განმეცადა. ვიდექი საჭირო ოთახის ფანჯარასთან და ვფიქ-
რობდი, თავი მომეკლა, თუ ტკივილს მოვეკალი. ამ ფიქრების დროს ექიმმა
დაიყვირა: გაამზადეთ საკეისროდ! ის საშინელი ექთან-სანიტრები ისე მექ-
ცეოდნენ, უფრო მტკიოდა. ვიღაც კარგი მამიკოს შვილს კი თავზე ევლებოდ-
ნენ, მასაჟებს უკეთებდნენ, უღიმოდნენ და ეფერებოდნენ. გული მწყდებო-
და, სად იყვნენ ჩემი კარგი მამა და დედა. საცოდავი ღორი, რომელიც ზუს-
ტად ჩემი ასაკის იყო, მოუხერხებელი იდიოტი და დედამისი თავისი იდიოტი
ოჯახის წევრებით გარეთ იცდიდნენ... ნიკა, ჩემი ყოფილი მაზლი დაიღალა
ეზოში ლოდინით და სახლში წაიყვანეს. სულ არ აღელვებდა დედამთილს,
პატარა გოგო გადარჩებოდა თუ მოკვდებოდა მის შვილიშვილთან ერთად.
აჭარხლებული უსუსური მამა ბიჭის მოლოდინში იდგა ქვევით ეზოში ჩემი
ბავშვობის მეგობრებთან, ჯაყელასა და სანჩოსთან, ერთად. ვის რა შეეძლო
გაეკეთებინა? არავის არაფერი!.. ყველა სუსტი და ჩვეულებრივი ადამიანი
მედგა, გვერდითაც არა, ეზოში. ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რომ წინა ღა-
მეს მამა ვნახე სიზმარში ნაცნობი კალათით მოსული ჩვენს სახლში, ბევრი
ტკბილეული და ხილი მომიტანა... ნამცხვრები... და მალევე გაქრა. იშვიათად
მესიზმრება. ორივე მშობიარობის წინ ერთნაირად „მოვიდა“ (ეს გაგიმხილეთ
მანამდეც). გვერდით რომ მყოლოდა, ხომ არაფერი გამიჭირდებოდა სული-
ერად, თორემ ტკივილს ვინ გაგიქრობს! შემიმსუბუქებდა მდგომარეობას,
თავისთავად... იმ დღიდან, რაც მარიშკა დავინახე, მიხაროდა, ძალიან ლამა-
ზი იყო. დიდხანს მოუწია მუცელში ჯდომა, ამიტომ ფრჩხილებიც კი გაზრ-
დილი ჰქონდა. გრძელი, საკმაოდ გრძელი შავი თმით დაიბადა. რამდენიმე
თვის ბავშვს უფრო ჰგავდა, ვიდრე ერთი დღისას. ვუყურებდი და ვტკბე-
ბოდი. ექიმმა მუცელი რომ გაჭრა, შემთხვევით წარბიც გაეჭრა და „შრამი“
დარჩა. პირველად რომ დავინახე, გავბრაზდი ძალიან, მერე გამეცინა. მეც
მაქვს ბავშვობის „შრამი“ წარბზე. პიანინოზე ავძვერი და გადმოვვარდი ბრო-
ლის „ვაზასთან“ ერთად. ზაზა იყო სახლში. გამაქანა საავადმყოფოში. ნაკე-
რები დამადეს. „შრამით“ დაემგვანა დედას საყვარელი გოგო! ეგრევე მომ-
ბაძე, ხო? გაღიმებული ველაპარაკებოდი, ისე მომწონდა, ისე, თვალს ვერ
ვაშორებდი. ასე შევხვდით მე და მარიშკა ერთმანეთს 16 წლის წინ. წყნარი
და საყვარელი გასაზრდელი იყო, თოჯინასავით „იდო“, სადაც დავაწვენდი.
ქუჩაში რომ გამყავდა, ადამიანი არ ჩაუვლიდა ისე, არ ეთქვა, ვაიმე, რამ-
სიგრძე თმა აქვს, რა ლამაზია! დედას მეტი რა უნდოდა! გული მიბრწყინდე-
ბოდა. უსაშველოდ მენატრება ის პატარა მარიშკა, უჩემოდ რომ ვერ ჭამდა,
ვერ იცვამდა... როგორ მენატრება, ღმერთო!.. ყველა ჩემი ტკივილი გააქ-
რო, აღარ მახსოვდა არავინ და არაფერი, ისე ვერთობოდი მისი ყურებითა
და მოვლით. ყველაფერი მომწონდა ტირილის გარდა, ვდარდობდი, როდის
გაიზრდება, გავიგო, რა უნდა-მეთქი. ძალიან მინდოდა, ჩემს მშობლებს ენა-

521
ხათ, თუ რა ლამაზი გოგო გავაჩინე. მეცხრე თვეში ვიცოდი უკვე, გოგო რომ
იყო. მანამდე იჯდა და ვერ ხედავდნენ, ვინ იყო. როგორ წარმოვიდგენდი, თუ
16 წლის რომ გახდებოდა, დაბადების დღეს არ მივულოცავდი!.. წამართვა
სიხარული, წამართვა სიამაყე, მხოლოდ დარდი, სიცარიელე და მარტოობა
დამიტოვა! უამრავი ცრემლი... ასე როგორ თქვა ჩემზე უარი? ასე როგორ
მიმატოვა? იცის, მისნაირად არავინ მყვარებია! ჩემი პირველი სიხარული!
ჩემი პირველი, ფიზიკურ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი! მასში ჩავდე ყვე-
ლაფერი კარგი, ასე მეგონა... მინდოდა, თავისი დისთვის სამაგალითო დად
გამეზარდა, მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, თუ რა კარგი ადამი-
ანის გაჩენა–გაზრდა–აღზრდა შემეძლო, მაგრამ დამიმსხვრია ყველაფერი.
ჩამისახლა ზიზღი, საზარელი ზიზღი!.. არ ვიცი, ოდესმე იმის ძალა თუ მეყო-
ფა, რომ ვაპატიო. მეშინია!.. მეშინია იმის, რომ ოდესმე მასზე რამე გავიგო.
ბოლო 5 თვეა, კარგი აღარაფერი მსმენია. საშინლად მტკივა! ვიცი, არასწორ
ცხოვრებას გააგრძელებს! ვიცი, „გადააშენებს“ თავის დასაც... ეგეც მტკივა!
ნეტავ, ვცდებოდე! რა საშიშია ცხოვრება! არ ვიცი, ვის როგორ მოერევა, რო-
გორ შეცვლის... რაც დრო გადის, ვრწმუნდები ამ სიტყვების უტყუარობაში.
გადაშენდება ყველაფერი, სადაც არ არის სიყვარული და ღმერთის რწმენა!
ვერ უღალატებს ასე შვილი დედას, თუ არის რწმენა და სიყვარული! გადა-
მიარეს, გადამთელეს, წამოვდექი და აი, ვისაც სიცოცხლე ვაჩუქე ღვთის ნე-
ბით და სიარული ვასწავლე, ხელი გამიშვეს! არა, არ გამიშვეს, ხელი მკრეს!
აღარ მჭირდები, მე ვიცი გზა, თუ როგორ მივიდე „იქამდეო“! სად მიდის? არ
იცის, რომ იჩეხება! დარდით მევსება გული, ვეხვეწე! ვეჩოქე! დამიბრუნდი!
არ იცი გზა! მე შენ მიყვარხარ! ნუ მტოვებ, შვილო! მაგრამ არც კი იდარდა...
რა მიპასუხა: შენ მიმატოვე 4 თვე, სითბო წამართვი! ჰოდა, სხვამ მომცა ის
სითბოო ერთ თვეში?! მე აღარ მჭირდები! შენ ვეღარ გამიგებ! ოო, ღმერთო,
ეს რა მითხრა?! როგორ მატკინა!.. როგორ დამინგრია 16 წლის სიყვარული!
გამთელა, გადამიარა ისე, რომ საერთოდ არ შერცხვა! ძალიან ცუდად ვარ!
ვეღარც ვწერ! ვეღარც ვჭამ! ვეღარ ვიძინებ! ვეღარ ვლაპარაკობ! მხოლოდ
ვიგინები! ვილანძღები! ვიფურთხები! ვიცი, უნდა წამოვდგე და გავაგრძე-
ლო ცხოვრება! არა უშავს! ბევრჯერ მატკინეს. ამასაც გავუძლებ! ღმერთი
შემაძლებინებს! მან მომცა შვილები და მანვე წამართვას! ღმერთზე ძლიერი
არავინაა და თუ დაუშვებს, ისინი სხვას გაატანოს, მან უკეთ იცის, ვისი ად-
გილი სადაა. მარიშკას წასვლით ქეთაც წავიდა. ის ხომ მასზეა შეყვარებული,
ვერც გავამტყუნებ! ვერც გავბრაზდები! თვით მე ვასწალე დის სიყვარული!
უყვარდეს ყველაზე მეტად! დედაზე მეტად! და ნურასოდეს მიატოვებს! გი-
ლოცავ 16 წელს და 16 წლიდან უჩემობას!
ვინც მე პატივს არ მცემს და ჩემს გულს არ გაუფრთხილდება, თავის თავს
ავნებს, იმიტომ რომ თავის გაწირვამდე ვიცი სიყვარული და იმავეს ვითხოვ.
ცალმხრივი არაფერი მომწონს, „ვზაიმნი“ უნდა იყოს, „ბრატცი“! ვერ უნდა
„გრუზავდეს“ ჩემს შვილებს ვერავინ. მე მათ ისეთი სიყვარული მივეცი, ვერ

522
უნდა მაჯობოს სხვამ... მამაჩემმა ბევრი შეცდომა დაუშვა შვილის სიყვარუ-
ლის გამო და მე იმავეს არ გავიმეორებ! ეშმაკს† დიდი ძალა აქვს და ის ქალი
ეშმაკია† (ვირთხა). ის არის, ვინც თავის ჭკუაზე ატრიალებს ჩემს საწინააღმ-
დეგოდ ყველა სუსტს! მაგრამ მე რომ გავაფრთხილე, საშიშია, არ გაეკაროთ-
მეთქი, უნდა დაეჯერებინათ ჩემთვის! დედა დაკარგეს და კარგი მეგობარი!
მე კი იმდენი დავკარგე ცხოვრებაში, აღარც მიკვირს! აღარც ტკივილი ვიცი
ხანგრძლივი! ესეც გაივლის, ისიც გაივლის და მხოლოდ სიყვარული შეგვრ-
ჩება, რომლითაც ღვთის წინაშე წარვსდგებით და აი, მაშინ ეშინოდეს ყველა
ბოროტს! შეიძლება უნდათ დაბრუნება, შეიძლება მოუნდეთ... მაგრამ მე რა
მინდა, საკითხავი ეგ არის! ვერავის ვაპატიებ ღალატს! თუ გინდა, რომ შეიც-
ნო ადამიანის გონება, უბრალოდ, ყური დაუგდე მას, ამბობს გოეთე. მეც და-
ვუგდე ყური ჩემს შვილს და მივხვდი, თავს ზევით ძალა არა აქვს, ის იმდენად
სუსტი აღმოჩნდა! არავინ ხელი არ შეუშალა! მკაცრი, ულმობელი, ჭკვიანი
მეგობარი არ მოგასვენებს, სანამ შეცდომას არ გამოასწორებ! მას კი მეგობ-
რებიც არ ჰყოლია და რას ამბობს, არ უკვირდება! ნეტავ მიქარული მქონდეს
რაიმე-მეთქი, ვერ ვინატრებ! მე არ მიყვარს შეცდომებით ცხოვრება, მაგრამ
რომ იყოს რაიმე ბავშვური შეცდომა, თავს დავხრიდი, მაგრამ ცამდე მარ-
თალი ვარ! სუფთა ვარ ჩემი დებისა და ყველას წინაშე! ხო, მაქვს ცოდვები,
მაგრამ ადამიანებთან მე არაფერი შემშლია! თვითონ ეშლებათ! ოქროს წე-
სით ვცხოვრობ! რა არის ოქროს წესი? ის, რასაც იესო ასწავლიდა: „როგორც
თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე
7:12). ჩემთვის კი საუკეთესო მინდა. მე თვითონ ოჯახს მოკლებული გავი-
ზარდე, შვილებს რას დავაკლებდი! ლოგიკურია – არაფერს! მშვიდად ვერ
ვუყურებ, ნამუსს უნამუსობა როგორ სჯობნის! ადამიანს კოჭებში ეტყო-
ბა, ვინაა. ბავშვი თუ ასეთ ბოროტებაზე მოაწერს ხელს და იკადრებს, რომ
დედაზე წინ მისი მტრები დააყენოს, ის ბავშვი, ჩემი აზრით, დიახ, დასახვ-
რეტია! მერე რა, რომ ჩემია! ჩვენ, ყველანი, ღმერთის შვილები ვართ! აღარ
განვიცდი, ბავშვობიდან ვცდილობ რეალურობაში ვიცხოვრო და თან ოცნე-
ბა მიყვარდეს. რეალობა კი ისაა, რომ ყველაფერი დროებითია. მოკვდავები
ვართ მაინც, როგორც არ უნდა ჩავეჭიდოთ სიცოცხლეს! აქაური ცხოვრება
ისე უნდა გავილამაზოთ, იქაური რომ არ დავიმახინჯოთ! უკვე დიდი გოგო
ვარ!.. დებილია ის, ვინც ცხოვრებისგან ვერაფერს სწავლობს. მე კი ბავშვო-
ბიდან ვსწავლობ და ვეძიები, თუ აქვს სიღრმეს დასასრული. აქამდე მოვედი
წელში გამართული და უკან მოხედვის არ შემშინებია. 13 წლის დავრჩი მშობ-
ლების გარეშე. ამას ხშირად ვიმეორებ, მეც შემეძლო გაბოზება! პატრონი არ
მყავდა, მაგრამ ის ძველი პატრონი მახსოვდა და ჩემი მეობა არ გამიშვებდა
ცუდ გზაზე! ვინც თავის თავს პატივს არ სცემს, უბედურია! როგორ შევძ-
ლებდი ოჯახზე წინ რამე ან ვინმე დამეყენებინა? თუ ოჯახს არ სცემ პატივს,
მეგობარს როგორ დააფასებ ან უცნობს?! თუ სიყვარული სახლში ვერ ის-
წავლე, ქუჩაში როგორ ისწავლი?! ან რას ასწავლი სხვას, როცა თვითონ შენ

523
არ იცი? საშინელება არცოდნის გავრცელებაა! ძალიან საშიშია ხალხი. თვი-
თონ ცუდს ფიქრობენ და შენგან კარგს მოითხოვენ. ქართველს გათქვეფა
უყვარს. საქმე არა აქვთ, სხვა რა ქნან?! კომუნისტების დროს ყველა: ქალი,
კაცი, ბავშვი, მოხუცი თავისი საქმითა თუ ოჯახით იყო დაკავებული. მაგ-
რამ ვაკუუმში ცხოვრობდნენ, ხოლო სივრცე სადაც არ არის, შიგნით ხურს
ყველაფერი. ამიტომაც გახდნენ ჭორიკნები. თან სიმცირემ შეუწყო ხელი. მე
ასე ვფიქრობ, თორემ პროფესორის წოდება მართლაც არ მიმიღია, არც ფსი-
ქოლოგის და არც ანგელოზის... არც ძალიან ნაკითხი ვარ და არც მწერალი!
ნაფიქრი მაქვს და უფრო ცხოვრებისეული გამოცდილება მალაპარაკებს.
ხშირად გადაჩეხვამდე მივუყვანივარ ფიქრებს. მიფიქრია, ყველა უვარგისი
როგორ არის? იქნებ მე ვარ ცუდი, მაგრამ არ ვარ და როგორ დავიბრალო?!
არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია! პირიქით, წაქცეული ამიყენებია (დედა
თუ შეუგინებია, იქით წამიქცევია!) და მშიერი დამიპურებია. არავისთვის
არაფერი წამირთმევია, თუ არ მეკუთვნოდა და არც არავინ წამირთმევია,
რომც მკუთვნებოდა. მოძალადე არა, მაგრამ მომთხოვნი ვარ! ყველა გან-
საცდელი ღმერთის მადლია, თუკი გავუძლებთ ღირსეულად! მე დღეს ის
ადამიანი ვარ, ზურგი რომ აქცია კაცობრიობას და არ ვიცი, ეს რამდენად
სწორია: წინ რომ მიდიხარ და უკან არ იხედები, წაქცეულს რომ შეხვდები,
თუ წელი არ გეტკინა, რომ ააყენებ! ჩემმა შვილებმა რა გააკეთეს?!.. მეტმა
ვერაფერმა შემცვალა, ვფიქრობ, აზრი არა აქვს, ვინმეს გაეკიდო! ძლიერი
თუ იქნები და ჩქარი ნაბიჯით ჩაუვლი ყველას, თვითონ წამოგყვებიან, რომ
დაგეწიონ და გაგასწრონ ჯიბრზე. ააყენებ წაქცეულს და გეტყვის, რას მა-
ყენებდი, შეჩემა, მეც ავდგებოდიო, ან იტყვის, აბა, რა უნდა გექნაო! თით-
ქოსდა, ეკუთვნოდა. მე კი წელს ვიღლიდი მათ წამოყენებაში! ჰოდა, უნდათ
ადგნენ, უნდათ დაწვნენ! მე ისეთი ქალები ვიცი, შვილები კი არა, თავიანთ-
ნაირი ქალებიც რომ არ სცემენ პატივს და შვილებს მაინც უყვართ ისინი!
მათთვის დედის სიტყვა კანონია! მაგალითად, ნინო თორაძეს, თავისი შვილი
(ჩემი ბიოლოგიური დისშვილი. გული მერევა ყველაზე!) და ჩემი შვილებიც
პატივს სცემენ. მან კი ისიც არ იცის, ვისგან ჰყავს შვილი, რომელი კაცის-
გან!.. რომელი „პუტანკობის“ დროს დაორსულდა! მათრახქვეშ უნდა გყავდეს
ყველა, ისე არ უნდა იქნიო! პირის გაღებას რომ დააპირებს, გადააწნა, გემო
იცოდეს... ფიქრი კარგია, წინასწარ განზრახული დანაშაულია ცუდი თორემ,
ფიქრი უსასრულოა! და მაინც, რაც კარგია, ცოტაა. მე ამაში დავრწმუნდი.
ცხოვრება საინტერესოა. რომ დავფიქრებულვარ, დიდი სუფრისთვის საჭ-
მელს როცა ვაკეთებ, ისიც კი ვერასდროს გამოდის ისეთი გემრიელი, როგო-
რიც პატარა სუფრისთვის.
არ მთავრდება ჩემ გარშემო სისულელეები. ჯარჯი და მისი ცოლი მარი
დავასვენე ეგვიპტეში, საჩუქრებიც გავუგზავნე პატარა ელისაბედ თორა-
ძეს. ჯარჯი კი მთხოვს მისი მამობილი დავბლოკო „ფეისბუქზე“, მისი ძმა და
ვიღაცები... მარიკამ არ გაიგოს, ურთიერთობა რომ გვაქვს. აი, ეგღა მაკლია,

524
ვინმესთან ფარული ურთიერთობა მქონდეს და თან, ვის ვუმალო? დედას?
მე მაგას როგორ ვიკადრებ?! და აი, ამ საკითხზე დავეჯახეთ მე და ჯარჯი და
რატომღაც მარიმ (ჯარჯის ცოლმა) მისცა თავს უფლება ჩარეულიყო ჩვენს
ურთიერთობაში. 18 ივნისი 2013 წელი:
– კარგი იქნება, ჩვენს ურთიერთობაში სხვა თუ არ ჩაიხედება, ვინც არ
უნდა იყოს! ნამდვილად არ ვარ დასამალი ადამიანი, ეს მოსწონს დედაშენს
თუ არა! მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, მაგრამ იცოდე, მე მარიკასგან ფარუ-
ლად შენთან ურთიერთობა ვერ მექნება! მე შენთან მაქვს პრეტენზია და არა
შენს ცოლთან! მარის ვერ მოვთხოვ, მარიკას უთხრას თუ არ უთახრას, ჩემ-
თან ურთიერთობა რომ აქვს! უნდა გაუფრთხილდე, გული რომ არ ეტკინოს!
რომ მდომებოდა, მაგას მივწერდი და არა შენ, შენ ხარ კაცი და შენ უნდა
დაალაგო ოჯახური ურთიერთობები! დედას თავისი ადგილი აქვს, მამას –
თავისი, მამიდას – კიდევ თავისი და ცოლს „ვაფშე“ თავისი! გაიგე, „ბლიად“,
რა (მერამდენედ ვარიგებ ჭკუას ამ „ჩამოსხმას!“)!
– თამუნა, მარი ვარ, რა ხდება (ჯარჯის ვემესიჯებოდი და უცბად ჯარჯი
დგება თუ აგდებენ, სულერთია, და აი, მარი მწერს ჯარჯის მესინჯერიდან)?
– თამუნა! აქ მომწერე, რა ხდება? ახლა შემთხვევით წავიკითხე, ჯარ-
ჯის რომ წერდი. რამე პრეტენზია გაქვს ჩემთან? პირადად მე რომ მითხრა,
არ ჯობია, რომ გავარკვიოთ? – მარი უკვე თავის მესინჯერის ფანჯრიდან
მწერს.
– რა „ძველი ბიჭივით“ შემომივარდი! თამუნა არა, თამარი! მე შენთან
„ვაფშე“ არ მაქვს არანაირი პრეტენზია. ჩემს ძმიშვილთან მაქვს საქმე და
შენ არც უნდა გაგეგო წესით! მე არ მიყვარს, ვინმე რომ მმალავს! მე არ ვარ
დასამალი ადამიანი და სულ ესაა ჩემი უკმაყოფილების მიზეზი, გაიგე?! ასე
რომ, ნუ დამიწყებ საქმეების რჩევას! მე შენზე არ ვარ ნაწყენი და ვისზეც
ვარ, იმას ვუთხარი! რამე კიდევ გაინტერესებს, მარი? შენ თუ ხარ ნაწყენი,
მითხარი და აგიხსნი უკეთესად, თუ არ დაგაკმაყოფილა ამ ახსნამ. ისე, კარ-
გი იქნება, ჩემსა და ჯარჯის წერილებს თუ არავინ წაიკითხავ, მაგრამ თუ
ძალიან გინდა, წაიკითხე, „ბაზარი“ არაა. უსამართლობაა ჩემთვის ის, რაც
ხდება. მე კარგის მეტი, მაგის დედას „შევეცი“, არაფერი მიკეთებია და, თუ
ვინმეს არ „ვევასები“, თავისი პრობლემაა, მაგრამ მე აქ ვიღაცები ვბლოკო
იმიტომ, რო მარიკამ არ გაიგოს, ან მე შენთან სიყვარულით ვიყო და სურათ-
ზე ვერაფერი მიგიწერო, იმიტომ რომ მარიკამ არ ნახოს!.. ხალხნო, პირველ
კლასში არ მიკეთებია ეგეთები, „ბლიად“, რა! გაიგე ახლა ჩემი წყენის მიზე-
ზი? არის მისაღები თქვენთვის თუ არა, რომ ვიცოდე (უკვე ძალიან დამღა-
ლეს)!
– „ოკ“! მისმინე! მარიკამ გამზარდა, მარიკა მედგა ყოველთვის გვერდში,
მარიკა მიყვარს, დედაზე მეტად თუ არა, არც ნაკლებად! მარიკას არასოდეს
არ ვაწყენინებ, თუნდაც ეს მისი ახირება იყოს. ასე უნდა და ასე იქნება, მარა
მე შენთან ურთიერთობა მქონდა, თან კარგი, ისე, რომ არ სწყენოდა ჩემს

525
გამზრდელ მარიკა ზაალიშვილს და შენ, არ ვიცი, რატომ, მარა ვერ გაიგე,
არჩევნის წინაშე მაყენებ! არ ვიცი, მაშინ მე მარიკას ვერასდროს ვატკენ
გულს! მე არც შენთვის მიტკენინებია გული, მარა შენ, ვხვდები, მოითხოვ,
რო მე გამოვაცხადო: იცი, მარიკა, მე თამუნასთან ვდაქალობ! და, რა შეიცვ-
ლება ამით?! მარიკას ვაწყენინებ, მეტი არაფერი, ხო?! „ოკ“! თამუ, რატომ-
ღაც არ გესმის ის, რომ მარიკა მირჩევნია მე ბევრს (მეტიჩარა მარი ქალობს)!
– შენ არასწორად იქცევი შენს გამზრდელთან და მე მაგას ვერ მივიღებ. არ
არის სწორი ჩუმი ურთიერთობა და თუ იმ ადამიანს, თუნდაც უსამართლოდ,
არ სიამოვნებს და შენ მაგდენი გესმის, არც ჩუმად არ უნდა უღალატო! მე ასე
ვცხოვრობ და ვერ მივიღებ შენს ფარულ ურთიერთობას. ჩემთვის მატყუარა
ადამიანი ლაჩარია და არ მოგცემ უფლებას, მარიკა მოატყუო! სულ ესაა,
შევთანხმდით ადვილად! გამარჯობა-ნახვამდის შეგვიძლია გვქონდეს, თუ,
რა თქმა უნდა, ჯარჯისთან მექნება ურთიერთობა, თუ არადა, მე აღარაფერი
მაქვს დასაკარგი. ყველა დავკარგე და ბარემ მიჰყევით! ჯარჯი დაკარგული
მყავდა და რა პრობლემაა! შემიძლია მარტომ გავაგრძელო ცხოვრება ისე,
როგორც აქამდე! ძალიან ცუდად ჩანს ეს ყოველივე ჩემს თვალში! გადახედე,
რა მომწერე და გრცხვენოდეს, მარი, რომ მარიკას აქამდე ატყუებდი! კიდევ
გაქვს რამე სათქმელი? შენ მეც მომატყუებ მომავალში და ჯარჯიც მომატ-
ყუებს! არ მჯერა თქვენი! გამზრდელს ატყუებ, „ბლიად“, და მე რას მიზამთ?!
„დალშე“ არაფერი არ დავტოვოთ, მითხარი და აქვე დავამთავროთ ეს თემა.
ჰოდა, კიდევ, მხოლოდ „კლიზმა“ ერგება ყველა „პროჭს“ და მე ეგეთ ხალხს
პატივს ვერ ვცემ (ვცდილობ არ ვაგინო ამ არამკითხე მოამბეს, მიტყიპე და
მიაგდეს. ეს ჩემი და პაატას საყვარელი გამონათქვამია, რომელსაც ამ დროს
ერთად ვიტყოდით მეტიჩარაზე)!
– კი, ერთი რაღაც მინდა გითხრა, როცა ყველასთან პრობლემა გაქვს,
უნდა დაფიქრდე, იქნებ შენშია პრობლემა?! „ოკ“, წავედი! მე იმიტომ გეკონ-
ტაქტებოდი, რომ კარგი ადამიანი ხარ და მინდოდა შენთან ისე მემეგობრა,
რომ არავის სტკენოდა გული. სულ ეს იყო! თუ ასე არ გინდა, სხვა არაფერი
შემიძლია! – მარი ვერ ჩუმდება.
– ჩემში არ არის პრობლემა, ჩემნაირი ადამიანები თითქმის არ არსებო-
ბენ. მე ვარ ის, ვინც არ იტყუება და არ ეშინია არაფრის! წადი, არავინ გი-
ჭერს! მე რომ კარგი ადამიანი ვარ, ეს მეც ვიცი! გმადლობთ! თქვენ იყავით
კარგები და სუფთები! ურთიერთობა ადამიანებთან მარტო ღიმილი არაა
და „მიყვარხარ“, ამ სიტყვის თქმა. გულწრფელობაა მთავარი და არა ტყუ-
ილი! თუ ერთმანეთთან ფარისევლური ურთიერთობა გაქვთ ყველას, ეგ არ
ნიშნავს იმას, რომ კარგები ხართ! მე არ მოგიწონებთ არასდროს მაგას! თუ
დაამთავრე, წავალ, თუ არადა, მოგისმენ კიდევ. მე არ გავურბივარ არანაირ
თემას და არანაირ საკითხს. ცამდე მართალი ვარ! არც შენ მომიტყუებიხარ,
არც ჯარჯი და არც მარიკა, – მეც ვუპასუხე მოწერილს.
– „ოკ“! მე დავამთავრე (მარიმ დაამთავრა)!

526
– „ოკ“! მეც!.. კარგად იყავი, მარი, და ღმერთმა ძალა მოგცეს, შეცდომები
არ დაუშვა! არავინ წამოგვყვება, როცა გარდავიცვლებით, როცა სულგაშიშ-
ვლებული ღმერთის წინაშე წარვსდგებით. ამას ვასწავლი მთელი ცხოვრებაა
ჯარჯისაც და ჩემს შვილებსაც: ტყუილის გარეშე იცხოვრეთ!!!! კარგად იყა-
ვი!
საოცრებაა, ასე „ნაგლად“ გეუბნებოდნენ, ჩუმად გამოგიყენებო. ასე
აქამდე არავის უთქვამს ჩემთვის... კაი „შებერტყილი“ ცოლუკა უპოვია ჯარ-
ჯის, რამაც გამახარა. ყველა ერთნაირი ადამიანი უნდა ხვდებოდეს ერთმა-
ნეთს, ესაა ჩემი ოცნება. მე რომ შემეძლოს ბედის წერა, აუცილებლად შე-
ვახვედრებდი... მარისთან თავი მოვთოკე და ისევ ჯარჯის „დავახურე“, ჯერ
ტელეფონით:
– რა ჭკვიანები ხართ? გამომიყენოთ გინდათ, თორემ საყვარელ ადამი-
ანებს არ მალავენ უჯრებში! ჩემი აიფონი რომ უჭირავს შენს ცოლს, საჩუქ-
რები რომ დაგაყარეთ და ურთიერთობა რომ აგერიათ, რომ დაგასვენეთ და
„გაგულავეთ“, არაფერია, არა?! უჯრიდანაც „მოსულა“!
– დედაჩემმა იცის, ჩემთან რომ გაქვს ურთიერთობა და მარიშკასაც რომ
დავდევდი, ეგეც იცის... რა დაგემართა, „დაიკიდო“, არ შეგიძლია? – მეუბნე-
ბა ჯარჯი.
– რა „დავიკიდო“?! შენი ცოლი მესიჯებს რომ კითხულობს და რომ წყვეტს
შენ მაგივრად, მარიკას აწყენინებ თუ არა, ეგ? თუ რომელი მომენტი „დავი-
კიდო“? რომ „გამოყლევდი“ სულ?! რა იყო, „შეჩემა“, რას „გიწოვს“ ამისთანას!
კაცი იყავი და შენს მაგივრად ქალს ნუ გადააწყვეტინებ, შე ძალად თორაძე!
– გაცოფებული ვარ ამდენ „ნაბოზრებში“.
– შენ მე „დამიკიდე“ ციხეში და რატო გაქ ახლა პრეტენზიები? – რას ბე-
დავს ჯარჯი!
– აა, შენ დაგავიწყდა წარსული?! გული მერევა შენზე! წადი, დობილს მი-
ხედე! ერთი დედა გყოლიათ, რა „ღადაობაა“, დაიკო მოიყვანე, „შეჩემა“, ცო-
ლად?! რას არ გაიგებ! დაგავიწყდა, როგორ დამწიე უკან და მაინც გაპატიე?
დაგავიწყდა, ყველა სურვილს რომ გისრულებდი, რადგან ზაზას შვილი იყა-
ვი?! თავში აგივარდა, გეტყობა, შენ ჩემი შემობრუნება! საკუთარი ოჯახის
საფლავი არ იცი! არ იცი, როგორ მიაგნო! დგახარ და მათი სახელით „ბლა-
ტაობ“! იცხოვრე კაცურად, გირჩევნია! იმათ სახელს გამოსაყენებლად კი ნუ
ხმარობ და არცხვენ! ახლა გატრიალდი და სწრაფად „აახვიე“!
და, ისე ვაგინე, აქ რომ ვერ დავწერ. თვითონ ამბობდა, იცი, უკან ვერ შე-
მოგაგინებ და გაჩერდიო. ეგღა მაკლია, ჯარჯიმ მაგინოს! თუმცა გინებაზე
უარესები არ აკეთა? ჰოდა დაამთავრა კიდევაც საშინლად! მე ჯარჯის ამას
ვერასოდეს ვაპატიებ და საერთოდ სიტყვა პატიება-არპატიება ნიშნავს იმას,
რომ ადამიანთან არ მექნება ურთიერთობა. ისიც მინდა აქვე გაგაგებინოთ,
როცა ვხმარობ სიტყვა მეგობარს, ეს პირდაპირი მნიშვნელობით იგულისხ-
მება და არ ნიშნავს საყვარელს („ბოი ფრენდს“). თუ საყვარელზეა საუბარი,

527
მეგობარ ბიჭს მაინც არ გამოვიყენებ და გამოვიყენებ სიტყვა საყვარელს! მე
ეს მინდა ძალიან, რომ გაიგოთ(თბილისში ყველაფერი სხვანაირთად ესმით!)!
როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქალი, ის ყოველთვის ეძებს თავისზე
ძლიერ მამაკაცს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მან შეზღუდოს მისი თავისუფლე-
ბა, არამედ იმიტომ, რომ მისცეს უფლება, იყოს სუსტი და ამავე დროს ორ-
მაგად ძლიერი... მე და ლევკი შევრიგდით. მართალია, როცა ვშორდებოდით,
მეგობრობას მაინც არ ვწყვეტდით. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი
აღმოჩდა, რომელიც დაშორების მერე საშინელებებს კი არ სჩადიოდა, არა-
მედ შორიდან მივლიდა (მპატრონობდა) ისე, რომ მე დიდი ხნის მერე ვიგებ-
დი, ვინც დამეხმარა გასაჭირში. ეს გასაჭირი კი ბევრნაირი ყოფილა. ერთ-
ხელ ერთმა მოხუცმა რუსმა მოძღვარმა მკითხა, რამდენი მეგობარი გყავსო.
მე ვუპასუხე, უფ, ბევრი-მეთქი. მან მითხრა, როცა ერთს აღმოაჩენ იმ ბევრ-
ში, ნამდვილ მეგობარს, მოდი და მითხარიო. მე ვისურვებდი, ის ერთი ერთ-
გული მეგობარი ლევკი იყოს სამარადისოდ!..
ოცნებაც ამიხდა, გამოცდები ჩავაბარე, მეორე მართვის მოწმობაც ავი-
ღე (მართალია, 1 კვირის მაგივრად, 2 კვირა ვიარე სკოლაში, მაგრამ რას
დავეძებ! ოცნება ამიხდა! ), რომელიც უფლებას მაძლევს „თრაქ–ტრაილე-
რი“ ვმართო, რომელიც ჩემს ყოფილ ბიზნესს დამიბრუნებს, მძღოლი აღარ
დამჭირდება და აღარც მომვლელად მომიწევს მუშაობა და ასევე ლევკის
თანამშრომელი გავხდები, მაგრამ წიგნი მაქვს დასაწერი, რომელსაც ახლა
კითხულობთ. ამას მხოლოდ სახლში ჯდომით თუ შევძლებდი, ამიტომ არ
მივატოვე ძველი პროფესია, რომელიც უფრო მეტ დროს მომაპოვებინებდა
წიგნისთვის...

დღიური – 9 აგვისტო 2013 წ.


დღეს უკვე 9 აგვისტოა, დრო გარბის და თან მიზოზინებს. სად ეჩქა-
რება ან სად არ ეჩქარება, რას გაიგებ!.. ძალიან მინდა ვიცოდე, ახლა რას
ფიქრობენ ჩემი შვილები, რას ფიქრობს მარიშკა ან ქეთა, ნეტავ? როგორ
ვარ, საერთოდ არ აინტერესებს, როგორც ჩანს! და, რატომ ამბობენ დედა-
შვილის სიყვარული პირველიაო, ნეტავ? ვინც მოყვარე არ შეიყვარა, ის სი-
ძულვილმა მოკლა (ორშაბათი – დო – დედის სიყვარული, ეს არის პირველი
სიყვარული, დასაწყისი სიყვარულის შეცნობისა. ორშაბათს მძიმე დღედაც
მოიხსენიებენ, რადგან ცხოვრების გზის დასაწყისია. დოს ლათინური C (სი)
ასოთი აღნიშნავენ, რაც სიცოცხლის დასაწყისს ნიშნავს). გულის სიღრმეში,
ეშმაკების† გარეშე, ნეტავ, რას ფიქრობს? ნუთუ არცერთი წუთით არ რჩება
თავის თავთან მარტო! ნუთუ სულ გაქრა სიყვარული შვილისა დედისადმი?!
ის უხილავი, ძლიერი გრძნობა სად წავიდა? ვინ მოერია? ნუთუ არ გაიზრდე-
ბა და არ მიხვდება, როგორ გამიმეტა, როგორ მატკინა! ქეთა შტერია, ქეთას
არასდროს გააჩნდა თავისი მეობა. ღმერთო, რატომ გამხადე ამხელა ცოდ-
ვის მშობელი? რატომ გამხადე ცოდვის შვილი? რატომ არ დამიხსნი ბოლომ-

528
დე ამ საშინელი გრძნობებისგან? ხო, ვაღიარებ! არ მინდა მარიშკა! არ მინდა
ქეთა! არ მინდა არავინ! წარსული ტკივილები!.. კარგი იქნებოდა, არასდროს
შევხვედროდი მამამისს, კარგი იქნებოდა, არ გამეჩინა შვილები ნაძირალა
მამისგან! ვერაფერი გაიმეტა ჩემთვის კარგი! ღალატი, ტკივილი და აი, ახლა
თავისი პატარა ნაყოფებიც დაიმგვანა! ღალატი ყვარებიათ და უსამართ-
ლობა! შემაძლებინე, ღმერთო, დამავიწყე ეს ადამიანები, გეხვეწები მთელი
არსებით! შენც ხომ დაივიწყე შენი მოღალატე გამოუსწორებელი შვილები?
მომეცი უფლება, მეც დავივიწყო ისინი! ძალიან დამღალა ამ გაუთავებელმა
ფიქრებმა და ტკივილმა. მომეხმარე, ღმერთო! თუ არასოდეს გამოსწორდე-
ბიან! და იცი ეს შენ, რომ არ გამოსწორდება ღალატი არასდროს! ვერ ვა-
პატიებ! ვეღარ ვენდობი! მეამაყებოდნენ, მეგონა, ყველასგან დამიცავდნენ
ჩემი შვილები თავიანთი სიკარგით! მეგონა, ჩემ გამო იტირებდნენ! მეგონა,
ჩემ გამო იდარდებდნენ! მეგონა, ჩემთვის მოყენებულ ჭრილობებს არავის
აპატიებდნენ! მეგონა!.. მეგონა!.. უბრალოდ მეგონა!!! სიყვარულს ეფიცე-
ბიან იმ ადამიანებს, რომლებმაც სასტიკად გამიმეტეს! ღმერთო, მაღირსებ
ერთგულებას? მოფრთხილებას? რატომ ვერ იმეტებ ჩემთვის კარგ ადამი-
ანებს?! დავკარგე ინტერესი ყველაფრის, მეზარება ცხოვრებაც, მეზარება
გაღვიძება, მეზარება ფიქრიც, რომელიც არ მასვენებს! მომეცი ძალა, დავი-
ვიწყო ყველა! დაჩოქილი გეხვეწები, ღმერთო!
დიდება უფალს! ის არის!.. იყო!.. და იქნება!.. ამინ!
ერთხელაც იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა არ ვჭირდებოდი და, უბრა-
ლოდ, შემიყვარა ზუსტად ისეთი გადარეული, როგორიც ვიყავი. არ ვიცი,
რატომ გამახსენდა ეს პატარა ამბავი, ცოტათი მომაწყინა და ამავე დროს
გამაძლიერა. არ იყო ადვილი გადასატანი 16 წლის ბავშვისთვის, მაგრამ
როგორც ყველა ტკივილმა, ამანაც გაიარა. ფიროსმანზე ვცხოვრობდი, რო-
დესაც შეშლილ თვალებს შევეჯახე, ძალიან ცისფერს, რომლებიც ხან ცი-
ნიკურად იცინოდნენ და ხან მართლაც მხიარულად ანათებდნენ. საოცრად
ჰგავდა მამაჩემის თვალებს ის თვალები, რომლებიც ძალიან შემიყვარდა,
მენატრებოდა, ოღონდ ის თვალები დამენახა ისევ და არ დამეკარგა. მე ძა-
ლიან მხიარული ვიყავი, მიუხედავად ამდენი ტკივილისა და უბედურებისა,
მერეც კი ვერ წამართვეს ასეთი ხასიათი... ის უფრო „დამანგრევდა“, ვინმეს
რომ შევცოდებოდი. არ მინდოდა ჩემკენ თითი გამოეშვირათ და ეთქვათ:
„უბედურს მშობლები და ძმები ერთ დღეს ჩაუხოცეს თვალწინ!“ ეს ფრაზა
ნგრევას იწვევდა იმ სილამაზისა, რომელსაც ჩემში ვინახავდი. ველოდე-
ბოდი, როდის მოვიდოდა (ერთ ეზოში ვცხოვრობდით), როდის გავიგებდი
გიაკოს ხმას, რომ მენახა. თვითონაც მოიჩქაროდა ჩემ სანახავად, მაგრამ
რა მეწოდებინა ამ ჩემი გრძნობისთვის ვერ გამერკვია, გაურკვეველი იყო,
რადგან მე ამ ადამიანის თვალებს ვამგვანებდი მამაჩემისას. ჩემზე 7 წლით
უფროსი იყო, როგორც მახსოვს. ისიც რბილი სათამაშოებით მანებივრებდა.
მე, ვისაც დახეული ჯინსები ჯერ არ გამეხადა, თეატრში მეპატიჟებოდა და

529
მოითხოვდა სათანადოდ ჩამეცვა. ძალიან ვინერვიულე... არც კი ვიცოდი,
რა ჩამეცვა, ან იმ გაპუწული თმისთვის რა მეშველა... მოკლედ, შორენა-ვი-
ლიმ გამომპრანჭა, პატარა ქუსლებზეც შემაყენა (დღესაც მძულს ქუსლიანი
ფეხსაცმელი). ვნატრობდი, ნეტა მიწისძვრა მოხდეს და ვერ წავიდე-მეთქი.
შარვალი, კაბას რომ ჰგავდა და „საროჩკას“ კიდევ ვუძლებდი და აი, ქუს-
ლებმა გადამრია... შევეფეთეთ ერთმანეთს მე და გიაკო ფიროსმანის ჩიხ-
ში. დაღონებულმა ვუთხარი, რომ მზად ვარ, მან კი მიპასუხა, რომ დღეს არ
მივდივართ... ისე ვიყვირე სიხარულისგან, გაეღიმა და მითხრა, ჩვენ არასდ-
როს წავალთ თეატრში, წადი, გამოიცვალეო. მე ვამტკიცებდი ჯიუტად, რომ
როგორც მამაკაცი, არ მიყვარდა გიაკო, ტვინს ვუჭამდი, რომ ძალიან ჰგავს
მამაჩემს. ერთხელაც გაბრაზდა და მითხრა, რომ ის არავის მამგვანებს თა-
ვისიანებს შორის და რომ ვუყვარვარ მეგობარზე მეტად... მე კი ბარდაზე
ვიყავი იმ დროს შეყვარებული. იმდენი ქნა გიაკომ, თავი შემაყვარა, ძალიან
ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მომწონდა, დიდი რომ იყო ჩემზე და მივლიდა
პატარას. ყველაზე მეტად რაც მომწონდა მასში, ის იყო, რომ ბავშვივით მექ-
ცეოდა. ბევრს არასდროს ვლაპარაკობდით. მალევე საშინელ ადგილას გადა-
ვედით მე და შორენა-ვილი დროებით, სადაც იმდენი ადამიანი ცხოვრობდა
ნაქირავებში თეატრალურ ინსტიტუტთან, რომ თავი მეღლებოდა. თამთა
ჩემი ერთ-ერთი მეგობარია, ფიროსმანზე შეძენილი და ხშირად მასთან გავრ-
ბოდი (გიაკოსთან გაქცევა მერიდებოდა). თან შემიყვარდა იქაურობა თავისი
თამთათი, გიაკოთი და ა. შ. ვერ გამერკვია რა მოხდა, რამ დაამსხვრია, რამ
გათელა, რამ წაბილწა, რა შეეხო ასეთ სუფთა და ლამაზ გრძნობას?! ერთ-
ხელაც გიაკო მოდის ჩემთან და მიხსნის, რომ საზღვარგარეთ მიდის სამუ-
შაოდ და, რომ არ იცის, როდის დაბრუნდება და, რომ უნდა დავშორდეთ!
იმ საღამოს მოვკვდი, არასოდეს მჯეროდა, რომ აღარ ვუყვარდი. მივხვდი,
რომ რაღაც სხვა ხდებოდა, გრძნობების შეცვლაზე ბინძური და უსამართ-
ლო! იშვიათად ვურეკავდით ერთმანეთს მოსაკითხად, ფიროსმანზეც მივ-
დიოდი, მაგრამ არა მასთან. ვცდილობდი დამევიწყებინა ეს ადამიანი, ასე
უსამართლოდ რომ მომექცა. გრძნობა მაინც შეცვლოდა?! ვიტყოდი, ასეც
ხდება, რა მოხდა ხალხნი ვართ-მეთქი. მაგრამ მე მის თვალებში მხოლოდ
ჩემს თავს ვხედავდი... ვხედავდი, თუ როგორ მომტიროდნენ... მერე კეკე-
ლიძეზე რომ გადავედით მე და შორენა-ვილი, გიაკომ დაიწყო სმა და ჩემთან
მოსვლები ხან ვინმესთან ერთად, ხან მარტო. დაჯდებოდა ნასვამი, ხმას არ
იღებდა. ვეკითხებოდი, გამარჯობა, გიაკო, რატომ მოხვედი? ის კი ითიშე-
ბოდა ან მიყურებდა და ხმას არ იღებდა. ვერც ლაპარაკს ვასწრებდი, რომ
მეკითხა, რატომ არ წავიდა საზღვრებს იქით და ვერც ვერანაირ თემაზე ვერ
ვსაუბრობდით. ხშირად ჩემს კართან იჯდა ძირს და ეძინა ან ტიროდა ნასვა-
მი. ვეკითხებოდი ადამიანურად, რით შემეძლო მეშველა მისთვის, მაგრამ ის
არასდროს ხმას არ მცემდა. მე ალბათ პატარა ვიყავი, რომ გამეგო რა სჭირ-
და. დიდები კი მეუბნებოდნენ, გალოთდა, შეეშვიო. ახლა კი ვფიქრობ, რომ

530
ისევ ვუყვარდი და ვერ მთმობდა. იმ დროსაც მიფიქრია იგივე და შინაგან
ხმას უთქვამს: აფრენ? თუკი უყვარხარ, რატომ წავიდა? თუ წავიდა, რატომ
მოდის? და, თუ მოდის, რატომ სძინავს ჩემს კარებთან მთვრალს? ალბათ,
მისამართი ერევა? ცოტათი კი არა, საკმაოდ შემაწუხებელი გმხდარა იმ
დროისთვის ეს სცენები. მერე მინანია. რომ გავიზარდე, მიფიქრია ამაზე, თუ
რატომ ვიყავი ისეთი პატარა და შტერი, რომ არ ვაცდიდი გამოფხიზლებას
და მერე ლაპარაკს იმაზე, თუ რა ხდებოდა მის თავს. იქნებ, როგორ უჭირდა,
მაგრამ იმდენად სძულდა შორენა-ვილის (არ ვამტყუნებ) გიაკო, რომ ყველა-
ფერს აკეთებდა იმისთვის, დროზე წაეყვანა ვინმეს ჩვენგან, რომ ვერ დავ-
ლაპარაკებოდი; უარი თქვა მაგ ადამიანმა შენზე და რაღას მოდის აქო. მეც
ვბრაზდებოდი და ვფიქრობდი, რომ არ იცოდა, რა უნდოდა... ერთ წელში
მეც გავთხოვდი. თამთას დაბადების დღეზე მივედით მე და ღორი, სადაც
გიაკოც მოვიდა. ვიცოდი, იყო ამის საშიშროება, მაგრამ არ მადარდებდა,
აღარ მყავდა დიდი ხანი ნანახი და მჯეროდა, რომ საერთოდ გადავავიწყდი.
თან, სანამ გავთხოვდებოდი, დაშორების მიზეზიც გავიგე, რაც საშინლად
მეწყინა და ღმერთს დასჯა ვთხოვე გიაკოს მშობლების! იმას უფრო გავიგებ-
დი და ვაპატიებდი, რომ ეთქვა, გრძნობები შემეცვალაო, ვიდრე სხვისგან
გამეგო, რომ გიაკოს მშობლებმა უარი თქვეს ჩემზე! ამან კიდევ შეარყია ისე-
დაც შერყეული ბავშვობა! ან რა მქონდა ვინმესთვის დაშავებული, რომ ასე
„დამბრაკეს“! ნუთუ ის, რომ მშობლები არ მყავს? 16 წლის ვიყავი და ძალიან
კარგად იცოდა გიაკომ, ჩემნაირ გაზრდილს ვერსად შეხვდებოდა! ფიქრები
მჭამდა: იმის მაგივრად, ჩემზე დიდი იყო და მოეხედა, მელიებს მიუგდო ჩემი
თავი და თვითონაც გაუბედურდა და მეც მომცა გაუბედურების საშუალება
(ვგულისხმობ, რაც ღორმა გამიკეთა. ღორს ხო არ შევხვდებოდი)! ვიცი, იმას
მაინც არასდროს იკადრებდა გიაკო, რაც ღორმა იკადრა. თუმცა, არ ვიცი,
ვინ რას იკადრებდა, ან იკადრებს. ისე, დავკარგე ადამიანების მიმართ რწმე-
ნა და ნდობა... რა კარგი იქნებოდა, ადამიანებს შეეძლოთ თავიანთ თავზე
იმ ყველაფრის წარმოდგენა, რის გამოც სხვას გარიყავენ ხოლმე თავიანთი
გულებიდან თუ ცხოვრებიდან. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მარტო დარ-
ჩენილ ბავშვზე უარი თქვა და იგივე გააკეთებინო შვილს, რომელსაც ის უყ-
ვარს. ან გიაკოს რატომ არ გაახსენდა, თვითონ რომ იბრძოდა და მოიპოვა
სიყვარული. მანამდე ეკითხა მშობლებისთვის, თუ შეიძლებოდა ამ სიყვარუ-
ლის მიღება და მერე ეცადა ჩემი გულის დაპყრობა. ეჰ, ღმერთმა შეუნდოს,
ვინც გულით მიხვდება და მოინანიებს დაშვებულ საშინელებებს.
აივანზე იდგნენ თამთა, გიაკო და ღორი.
– ეს მანქანა შენია? – გიაკო ეკითხება ღორს.
– ხო, – ღორიც პასუხობს. ხომ არ ეტყვის, ჩემი როა.
– მმმ, კარგი მანქანა გყავს, კარგი „კურტკა“ გაცვია და საინტერესო თვა-
ლები გაქვს, გასაგებია! – გიაკომ ცინიკურად ჩამოუთვალა.
ღორი ვერ მიხვდა, ეს რას ნიშნავდა. ან რა ხდებოდა... მეც გამოვედი

531
აივანზე და გავანეიტრალე სიტუაცია. სახლში შევედით, სუფრას მივუსხე-
დით. ღორი გავაფრთხილე ჩუმად, რომ ეს გიაკო ჯანმრთელი არაა და ყუ-
რადღებას ნუ მიაქცევდა. დაიწყეს ჭამა.
– პირს აწკლაპუნებ! – გიაკო ღორს ეუბნება.
რა ვუყო ახლა ამას? – ღორი ხმამაღლა სვამს ამ შეკითხვას და მე მიყუ-
რებს.
– არაფერი! წავედით აქედან! შენ კიდევ, გიაკო, არასდროს ყოფილხარ
ნორმალური და ეგეთივე დარჩი! – ძალიან წყნარად ვთქვი და ავდექი
სუფრიდან. სხვა ამდენ უბედურებას დამატეხდა ღორის ადგილას?! ცუდია,
რომ ვერაფერს ვცვლით! თავიდან თუ დაიწყებ, თორემ არაფერი იცვლება,
როგორც არავინ... ამ ამბის მერე აღარ მინახავს გიაკო შემთხვევითაც
კი და არც მიძებნია. ძალიან ერთგული მეუღლე ვიყავი 9 წელი, არავინ
მდომებია. მე არ ვარ ღმერთი და ვერ ვაპატიებ ყველას ყველაფერს!
ადამიანებმა უკან დასახევი გზა უნდა მოიტოვონ, მაგრამ ეს ბევრმა
არ იცის, სამწუხაროდ. ამბობენ, ადამიანებს იმისთვის ვხვდებით, რომ
საფლავში კი არ ჩავიყოლოთ, არამედ რამე ვისწავლოთ და ვასწავლოთ.
მე რა ვისწავლე ამდენ უსამართლოსთან შეხვედრით? დავრწმუნდი,
რომ რისხვა ვარ ყველანაირი უსამართლობის! გავიდა წლები... სხვა
რაღაცებიც გავიგე საწყენი და გულდასაწყვეტი. სამწუხარო ის არის,
რომ გადის დრო და გარწმუნებს, თუ როგორ არასწორად მოგექცნენ,
არასწორად შეგაფასეს და აი, შედეგი!.. სულისთვის თუ მოიხდი ბოდიშს,
ისევ თავად შენი სულისთვის, თორემ იმ ადამიანს, რომელსაც გულს
თვალწინ გაუჭყლეტ და დაუჩეხ, იმას რაღა გაამთელებს, რაღა ეშველება,
იმ კაცს, ოდესღაც ნორჩი ბიჭი რომ იყო?! დედამ რომ ჩასჩურჩულა ყურში:
„არა, შვილო, ეს გოგო შენი ბედი არაა, შვილო! მაგის დრო არ არის, არ
ხარ, შვილო, შენ მზად სიყვარულისთვის! შენ უკეთესს იმსახურებ! ეგ
თორაძეა, ეგ ცუდია, ეგ საშიშია!“ და აი, გადის რამდენიმე წელი, არც ისე
ბევრი... დედა მოიხედება უკან, ჩაიხედება გულში და ხედავს, იმ ბიჭმა რა
ცხოვრება გაიარა, რა ცხოვრება გაატარებინა დედასაც, რომელმაც ყურში
ჩასჩურჩულა ოდესღაც, რომ ის უკეთესის ღირსი იყო. მე მჯერა, ცუდი
არავისთვის უნდა არც სხვის დედას, მაგრამ ეს ასე ხდება ხოლმე, როცა
თავიანთი შვილებისთვის მეტი და მეტი უნდათ, უკეთესი და უკეთესი.
რას იფიქრებდა შვილში დარწმუნებული დედა, თუ მისი ნაშიერი გზას
ასცდებოდა, თუ ქუჩა-ქუჩა თავის საყვარელ შვილს ძებნას დაუწყებდა,
თუ გათიშულ მთვრალს რომელიმე ქუჩის კუთხეში იპოვიდა, ანდა,
სახლში უცნობი ტაქსისტები მიუყვანდნენ... ან იმას როგორ იფიქრებდა,
რომ ციხეში ამოაყოფინებდნენ თავს! დედას უნდა, სულ დამჯერი და
ნორჩი შვილი ჰყავდეს... ეჰ, ცუდია! დედამ შვილი ჩემთვის ვერ გაიმეტა.
უბედურებისთვის გაიმეტა?! არა, არც მაგისთვის გაუმეტებია თავისი
საყვარელი ბიჭი. ვერ მოერია, ცხოვრებამ წალეკა, ვერ დაამარცხა

532
ალკოჰოლი, ვერ დაამარცხა ნარკოტიკი, ვერ აღუდგა წინ შეიარაღებულ
ძალას, რომელიც უწყვეტს ადამიანებს, იყვნენ თავისუფლები თუ
გისოსებს მიღმა. დედა ქალია, დედა სათნოა, დედა საყვარელია, დედა
ყველას უყვარს თითქმის. დედა ქალს მოერია! სიყვრულს მოერია!
სიყვარულზე უარი ათქმევინა! ჩემთვის დაენანა თავისი ლამაზი, ჭკვიანი,
კარგი შვილი... იმ დროს თვლიდა, რომ სწორად იქცეოდა თავისი შვილის
მომავლისთვის, მაგრამ დაავიწყდა, სხვის დედას როგორ გადაუწყვიტეს
შეიარაღებულებმა ბედი და გაანადგურეს! სიცოცხლე წაართვეს! და
აი, ეს უდედო ბავშვი მარტო დგას დედამიწაზე და ისმენს, თუ როგორ
ახარისხებენ სხვისი დედები მის მარტოდ დარჩენილ ცხოვრებას! დედა
კი ერთი ჰყავს ყველას! ღვთისმშობელი მარიამი! ეს ავიწყდებათ... და 13
წლიდან ჩემი მშობელი ჩემი ღმერთია! პირადად გიაკოს დედას დღეს მე
ვპატიობ გუშინდელს!

10 აგვისტო, 2013 წელი


– მეუფე ზენონ, რამდენი რაღაც მინდა მოგწეროთ და როგორ მინდა შე-
მეძლოს ისევ ისე დაჯდომა და ლაპარაკი თქვენთან, როგორც ბავშვობაში
ბოდბეში მიყვარდა, მაგრამ მაინც გავიქეცი მონასტრიდან „ვამპიროზებში“,
თუ რა დავარქვა იმდროინდელ ან ამდროინდელ საგიჟეთს, არ ვიცი. ან იქნებ
მე ვარ გიჟი, ვინ იცის?! თამუნა ვარ თორაძე! მჯერა, რომ მიცნობთ. მე არა-
სოდეს დამვიწყებიხართ... დამლოცეთ, მეუფე!
– გაიხარე, როგორ ხარ? შენ თამუნა ხარ (მთავარეპისკოპოსი ზენონ
იარაჯული)?
– კი, თამუნა ვარ. გმადლობ, მეუფე, ღმერთის წყალობით, არა მიშავს,
თქვენ როგორ ხართ? ძალიან გამიხარდა და თან ძალიან ვღელავ (საშინლად
ვღელავდი)!
– სად ხარ? სად ცხოვრობ (ზენონი)?
– იმდენი რაღაც მინდა მოგიყვეთ, რომ მცოდნოდა მანდ იყავით, აუცი-
ლებლად გინახულებდით შარშან... ამერიკაში ვცხოვრობ (ინგლისში მეგონა
მეუფე).
– მე ახლა თბილისში ვარ ჩამოსული ცოტა ხნით (ზენონი).
– იყო ისეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში, რომ წერილი მომიწერია
თქვენთვის, რომელიც მერე აღარ გამიგზავნია არსად და ჩემს დღიურში ინა-
ხებოდა. მაინც დამხმარებია ძალიან, თითქოს იგებდით და ლოცულობდით
ჩემთვის. რა იყო ეს სასწაული ძალა, არ ვიცი! – მიხარია ძალიან, იმას რომ
ვეუბნები მამა ზენონს, რაც არასდროს მითქვამს მისთვის.
– მარტო ცხოვრობ მანდ?
მეც მოვუყევი ყველაფერს ...
– ვა, რა სამწუხაროა! ძალიან დამწყდა გული მაგ ინფორმაციებზე, ძა-
ლიან!

533
– არ ვიცი, ვინც მიყვარდა, ყველა რატომ მომექცა ასე?! აქ მყავს ძალიან
კარგი მოძღვარი. მაპატიეთ, რომ არასდროს მითხოვია კურთხევა! მამა პავ-
ლეა ჩემი მოძღვარი.
– კარგია, იქნებ მოგაქციოს ყურადღება და დაგეხმაროს სულიერად!
– რუსია, ძალიან ჭკვიანი და კარგი. მადლობა ღმერთს, აღარ ვარ ცუდად.
კი იცის ყველაფერი და ყურადღებას მაქცევს, მაგრამ ჩემი განსაცდელია და
ალბათ მე უნდა შევძლო გავუმკლავდე ყველაფერს!
– რა თქმა უნდა, უნდა მოიკრიბო ძალა და ცხოვრება თავიდან დაიწყო!
– მე ულტიმატუმი წავუყენე ორივეს, ან ჩამოხვალთ 1 ივლისს ჩემთან ან
არადა, მე აღარ ვარ თქვენი დედა-მეთქი და არ ჩამოვიდნენ, რა თქმა უნდა!
16 წელი არაფერი, არაფერი გაუკეთებია გიორგის და აი, სადაც ჩაერია,
გააფუჭა ყველაფერი. ძალიან მტკივა ის, რომ ჩემმა შვილებმა ყველაფერი
იციან და არ დაიჭირეს ჩემი მხარე. ერთი ეგ მტკივა და ეგეც გამივლის. ისე,
წიგნს ვწერ ჩემს ცხოვრებასა და ჩემს ოჯახზე. დღიურებში სისულელეების
წერამ უკვალოდ არ ჩაიარა, გახსოვთ, რომ დამცინოდით? მონასტერში მარ-
ტო ქათმები და დედები არიან-მეთქი, დღიურში რომ მეწერა?
– მახსოვს, მაგათთან ჯობდა ყოფნა!
– კი ჯობდა, ალბათ, იქ დარჩენა... ასე იმიტომ დავისაჯე, ღმერთს ეწყინა.
გავექეცი... არც არაფერი წავიდა სწორად იმის მერე. ვითომ მეგონა, გათხო-
ვება გადაგვარჩენდა ყველას, არადა, უარესი მოხდა!
– არა უშავს, დაწყნარდი და თავიდან დაიწყე!
– აუცილებლად! თბილისში როდემდე ხართ?
– ერთი თვე.
– რა ცუდია! არ მიყვარს მანდაურობა ძალიან, არასდროს მიჩნდება ჩა-
მოსვლის სურვილი. თქვენ როგორ ხართ ? ინგლისში მოგწონთ ყოფნა? აქეთ
ხომ არ აპირებთ სტუმრობას?
– ამერიკაში არა, ჯერჯერობით, თამუნა!
– ვეცდები მე ჩამოვიდე თქვენკენ... თქვენთან ახლა გამთენიაა.
– ახლა თბილისში ვარ. აქ თენდება, ხო!
– კარგი, მეუფე, აღარ შეგაწუხებთ! გამიხარდა ძალიან თქვენთან საუბა-
რი, უკეთესი იქნებოდა, როგორც ვისხედით ხოლმე, ისე ვისხდეთ. დამლო-
ცეთ, მეუფე, და წავალ, მოგასვენებთ!
– გაიხარე, თამუნა, ღმერთმა კეთილად გამყოფოს!
– გმადლობ, მეუფეო!
– გაიხარე! არ ინერვიულო! დროებითია მწუხარებაც.
– კი, ეგრეა. ღმერთმა მიმაჩვია მწუხარებასაც და მწუხარების გადალახ-
ვასაც. დიდება უფლს! დროებით, მეუფე!
– დროებით!
არ შეიძლება, 13 წლის მერე შემთხვევით შევხვედროდი ჩემს პირველ
მოძღვარს „ფეისბუქზე“, ეს ღვთის ნება იყო, რომლითაც უფლება და კურ-

534
თხევა მომეცა განვლილ ცხოვრებაში მყოფი ადამიანები დამევიწყებინა და
ახლიდან დამეწყო ცხოვრება. მე ვარ ადამიანი, რომელსაც, ძალიან ეშინია
ღმერთის და მისი განრისხების. მან იცის ჩემი მოუსვენარი ხასიათი. იცის,
არ ვეპუები ცხოვრებას და ამიტომ საყვარელი ღმერთი მუდამ მეხმარება
სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და მე უნდა ვიყო დარწმუნებული, პირ-
ველ რიგში, რომ ღმერთს არ განარისხებს ჩემი ქმედება. ასევე, მან თან და-
მაყოლა ერთი გამორჩეული ნიჭი დაბადებიდან, მჯეროდეს მისი სიძლიერის
და არ მიყვარდეს ის, ვინც მატკენს...

დღიური – 28 აგვისტო, 2013 წ.


დღეს ღვთისმშობლის მიძინებაა. მარიამობას ვულოცავ ყველა
ქრისტიანს და ვუსურვებ სწორი ცხოვრების ძალას! მათ შორის, ჩემს თავს.
მარიშკას ვერ ვულოცავ, საკუთარ შვილს!.. სამწუხაროა თუ არა, არ ვიცი,
მაგრამ სურვილიც არ მაქვს, საერთოდ აღარ მიყვარს დღევანდელი ჩემი
შვილები. მენატრება მათი პატარაობა, დედა რომ უყვარდათ ყველაზე
მეტად. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ნინოს მორიგ კაცს მარიშკა და ქეთა
თუ მიუტანდნენ კართან დაბადების დღის ტორტს... ვიდეო ვნახე წეღან. არ
ვიცი, ასე რატომ დაეხშო გონება ამ ბავშვს! როგორ აკეთებს ამ ყველაფერს,
არ რცხვენია მაინც?! როგორი „დასტოინი“ მეგონა და ეს რას სჩადის?
ნეტავ, თუ მოვა დრო, რომ ინანებს მარიშკა? ღმერთო, შეუნდე და მათ
შორის მეც შემინდე! არ ვიცი, რა არის სწორი და არასწორი, როცა საქმე
შვილებს ეხება... როგორ მინდა ბიჭი შვილი, რომელიც გულით მომაყრის
მიწას, როცა მოვკვდები, რომელიც გულით წაიკითხავს ფსალმუნებს
ჩემთვის, რომელიც დამეხმარება, ჯოჯოხეთში არ მოვხვდე, რომელიც
სიყვარულით იფიქრებს ჩემზე და სიყვარულით შემომხედავს!.. მიყვარხარ,
ღმერთო! რაც არ უნდა მოხდეს! მე მარტო არ ვარ. შენ მყავხარ, ვისაც,
ვიცი, მართლა გიყვარვარ, კარგი გინდა ჩემთვის! ნუ მისცემ უფლებას
ბოროტებს ხელში ჩამიგდონ, გევედრები, ღმერთო!

დღიური – 24 სექტემბერი, 2013 წ.


დღეს დილით სიზმარში სიზმარი ვნახე. ეს იშვიათად მემართება,
უფრო იმ დროს, რაღაც საშინელებას რომ მიმზადებს ცხოვრება და
მეც არ ვიცი, ჯერ რას „მეუბნება“. ცხარე ცრემლით ვტიროდი და რომ
მეღვიძებოდა, ისევ სიზმარში ვიყავი, ორი სიზმრიდან გამოსვლას
ვლამობდი. საშინელება იყო: სამსახურში ჩემთან მოვიდნენ მარიშკა და
ქეთა, არეული ვიყავი და ვეკითხებოდი: „აქ რა გინდათ?! მამათქვენი სად
არის?!“ თან ტელეფონს ვეძებდი. ვიპოვე და ვერ ვრეკავდი (სიზმრებში
როგორც იცის), რომ მეთქვა: „წაიყვანე ესენი! აქ რა უნდათ!!!“ დანახვაც
კი მზარავდა საკუთარი შვილების, რომლებმაც მიღალატეს. მარიშკას
ვეკითხებოდი ტირილით, თუ რატომ გამიმეტა ასე. ის კი ჩუმად იდგა,

535
ხმას არ იღებდა არც ქეთა. მარიშკას ჩავეხუტე: „რატომ ვერ გრძნობ,
რომ არავის ეყვარები ჩემსავით?!“ ვტიროდი, ძალიან ვტიროდი, მაგრამ
მოღალატე შვილს არაფერი შველოდა. საჭირო ოთახში აღმოვჩნდი პირის
დასაბანად და იქ კი ურჩხული ეშმაკი† (ნინო-ვირთხა) შემეფეთა, სახეში
ხელი მოვუჭირე (როგორც ვიცოდი) და ვეკითხები ზიზღით: „შე მახინჯო,
აქ რა გინდა!“ და, გამომეღვიძა, ვტიროდი. დამიმძიმა გული ამ სიზმარმა,
მაგრამ გამახარა რეალობამ! ეს მხოლოდ სიზმარია! შენ მათ არასდროს
შეხვდები! ჩავეხუტე ჩემს თავს ისევ და დავმშვიდდი. აღმოვაჩინე, 34 წლის
ასაკში საკუთარი თავი როგორ შემყვარებია, ადრე ასე არ იყო. იმდენი
უბედურება შემხვდა, რომ თავი შემაყვარა. ადამიანების სიყვარულით
ვერ მივედი ვერც სულიერ და ვერც ფიზიკურ სიმშვიდემდე. რა გამოლევს
ვიგინდარებს!.. ჩემმა სიკეთემ ბევრი გააფუჭა, ეს დავინახე ცხოვრებაში...
მეც ჩვეულებრივი ცოდვილი მოკვდავი ადამიანი ვარ, რომელსაც
კეთილი განზრახვები ჰქონდა, აქვს და საამაყო შვილია! მაპატიეთ, თუ
ვერ ვიბრალებ ბოროტებით შეპყრობილ ხორცის ნაჭრებს, სულები რომ
ჩაუკლავთ დიდ „ბაზარში“!
ღმერთო, მე შენ სულ მიყვარხარ!

დღიური – 7 ოქტომბერი, 2013 წ.


იყო დრო, როცა ადამიანებს 100 პროცენტით ვუთმობდი ყურადღებას,
სითბოს, ჩემს ყოველ წამს. ვშრომობდი სხვებისთვის, უარს არანაირ
დახმარებაზე არ ვამბობდი. ვეხმარებოდი ყველას: ჩემს მეგობრებს,
ნაცნობებს, ქუჩაში გაჭირვებულებს, ნათესავებს, დედმამიშვილებს,
მშობლებსა თუ შვილებს, მაგრამ ამაოდ. ამბობენ, სიკეთე, მადლი ქვაზე
დადე და გაიარეო. თუ გზად შემომხვდა ის ქვა და ჩანთაშიც მიდევს ის
სიკეთე, „ბაზარი“ არაა! არავის დავაყვედრებ! ოოო, ჩემს წლებს რომ
გადავხედე, გაქცეულან სიკეთეში. მათ კი, ვინც ეს სიკეთე მიიღო, ქვები
დამიშინეს ზუსტად იმ ხიდან, მე რომ ასვლა ვასწავლე. ჰოდა, აი, ჩემი
დაბადების დღეა, 35 წლის გავხდი. დანარჩენი მოგიყევით! ვისაც უანგაროდ
ვუყვარვარ, ჩემსას გაიგებს. ვისაც ეგონა ვუყვარდი, ზუსტად იმათ, ზემოთ
ჩამონათვალში ვინც იგულისხმება, თურმე ვჭირდებოდი მხოლოდ და არ
„იცოდნენ“, სიყვარულში აერიათ! ჰოდა, ღმერთო, მაპატიე! 10 პროცენტსაც
ვეღარ გავცემ!

დრო გადიოდა წიგნის წერაში და მოგონობებით გამოწვეულ ტანჯვაში...


გულის სიღრმეში ველოდებოდი შვილების გონზე მოსვლას, მაგრამ
მხოლოდ გულის სიღრმეში. ჩემს დაბადების დღეზე უცხო სახელ–
გვარის „ფეისბუქიდან“ გამოგზავნილი მესიჯი დამხვდა. მარიშკა და
ქეთა მწერდნენ. წერილი მე 9 ოქტომბერს ვნახე (მე მათი „ფეისბუქები“
დავბლოკე, ტელეფონის ნომერიც გამოვიცვალე, რომ ვეღარასოდეს

536
დამკავშირებოდნენ, მისამართიც შევიცვალე). ჩემი უფროსი ბრძენი
მეგობარისგან (ეკა ნერგაძე) მაქვს გაგებული, რომ ჭრილობა თითით კი
არ უნდა აწვალო, არამედ აღარ უნდა შეეხო, რომ გაგიაროს... ვიფიქრე,
იქვე დამებლოკა პასუხის გარეშე, მაგრამ მაინც წავიკითხე და ვუპასუხე.
მათ არ შეასრულეს არცერთი ჩემი პირობა, პირიქით, უღრმავდებოდათ
ურთიერთობა ჩემს „ყ.“ დებთან და სიყვარულს „ფეისბუქებზე“
აფრქვევდნენ ერთმანეთის მიმართ. ხო, თვალს ვადევნებდი, რათა ჩემით
დავრწმუნებულიყავი.
7 ოქტომბერი
„გილოცავ, არ ვაპირებ იმ ყველაფრის გამეორებას, რაც მილიონჯერ
უკვე გითხარი! უბრალოდ, გილოცავ, იმიტომ რომ მადლიერი ვარ იმისა,
რომ ახლა ცოცხალი ვარ და სხვა ბევრი რამის. ჩემი ცხოვრებით რომ
დაინტერესებულიყავი და არა უაზრო ტყუილებით, დარწმუნებული ვარ,
გაგიხარდებოდა კიდეც. არ მიპასუხო, არ მინდა ამ ყველაფრის თავიდან
განხილვა. მარიშკა“ (მარიშკამ იმ საშინელი მესიჯების მერე ეს გაიმეტა
საყვარელი დედისთვის, 5 თვის შემდეგ).
„გილოცავ, დედა, დაბადების დღეს! გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს!
მინდა იყო ბედნიერი შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად! ყოველთვის
ძალიან მაგრად მეყვარები, რომ იცოდე“ (ქეთა მწერს, რაც ვერ დავიჯერე)!

„შეუძლებელია გიყვარდეთ მე და ნინო ერთად! უკეთესი იქნება, თუ


თავს არ გამახსენებთ, რადგან უფრო მტკივა თქვენ მიერ მოყენებული
ჭრილობები... საქციელით ჩანს, ვის ვინ უყვარს! ღმერთმა აგიხილოთ
თვალები, გაგინათოთ სული და გონება“ (მე მივწერე და ასევე დავუკოპირე
მარიშკასა და ქეთას თავიანთი ბოლო სიტყვები)!
„მარიშკა! ღმერთს მივანდოთ ყველას ყველაფერი და მათ შორის, ჩვენი
თავების განსჯაც! ნახვამდის!“
„ქეთა! ყოჩაღ!“
აი, ასე მიიღეს ჩემი ახსნილი ტკივილი და ტირილი, აქამდე მიწერილი!
არ დასჯერდნენ ჩემს პასუხს და კიდევ ბედავენ ცინიზმს!
„ჯიგარი ხარ, დედა! და, შენ „გაგინათდა“, ხო („სმაილებით“ დამცინის)?
შეგიძლია ჩემი და მარიშკას სახელები დაივიწყო საერთოდ და ეს არავის
არ დააბრალო, იმიტომ რომ მართლა შენ გამო მოხდა ყველაფერი! ძალიან
სასაცილო ხარ, დაბლოკილი რომ გყავართ! უბრალოდ, დაბადების დღის
მოლოცვა მინდოდა და შენ კიდევ რა მომწერე! აი, მართლა, ყოჩაღ შენ, რა“
(ქეთა მწერს, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ქეთაა)!
რის სურვილი გამიჩნდებოდა? მხოლოდ ერთს ვფიქრობდი?! ნეტა, ახლა
წინ მედგეს ორივე, მაგარს ავცხებდი! – ერთი ეს ვინატრე, სხვა რა მენატრა
ასეთ დაუჯერებელ სითავხედეზე?! არა, შეიძლება ქეთა მართალა ვერ
ხვდება (ძალიან პატარა ტვინი აქვს), მაგრამ მარიშკამ იცის, რასაც სჩადის

537
და მზადაა, და დაღუპოს! თვითონ ხომ უდედოდ დაიტოვა თავი და აი, არ
სურს ქეთას გარეშე ვაკუუმში ტანჯვა!
ხმა გაავრცელეს, რომ თითქოს ქეთა ამერიკაში ჩამოიყვანა მამამ
სექტემბერში, მაგრამ როგორ? მე თანხმობა არ მიმიცია და რას დაატარებს
წინ და უკან ის მამა, რომელიც ბავშვების დედასთან გაყრილია? იქნება
და, იტაცებს? როგორ კვეთენ საზღვრებს? სიყალბე ხომ მისი მოგონილია
და არც მანდ გასჭირვებია რამე!..მაგრამ მე ვერ დავიჯერე მაინც,
ხელმოსაჭიდიც ვერ ვიპოვე ვერაფერი... პირიქით, ახალ-ახალ სურათებს
ვხედავდი, დეიდებთან ერთად გადაღებულს...
წიგნის წერაში კიდევ უფრო ბევრი რამ გავიგე, გავიხსენე, მოვიძიე,
რამაც კიდევ უფრო დამაახლოვა ჩემს მშობლებთან, ჩემს ძმებთან და
ვრწმუნდებოდი, თუ როგორ არ უყვართ ქართველებს კარგი ადამიანები!
ჯაყელას მივწერე, ამბის გახსენება მინდოდა:
– რაღაცას ვერ ვიხსენებ, ჯაყელ, იქნებ შენ გამახსენო? ვინ იყო, მაშინ
„ბასეინში“ რომ აყვინთავა პაატა? რემბო იყო „თეთრი არწივიდან“, მერე
ბიჭებმა რომ დასაჯეს?
– მგონი, რემბო! სხვა „ბაზარი“ იყო. „ბასეინზე“ ერთად ვიყავით. მე
და პაატამ დავცხეთ. იმან პაატას ყური აუწია და მაგაზე დასცხეს მერე
ბიჭებმა (თორაძეებმა), – გაიხსენა ჯაყელამ.
– წესიერად მომიყვე, არ შეგიძლია? გაიხსენე!
– „ლაგუნაზე“ პატარა „ბასეინებია“. ყველაზე ღრმა სადაც არის, იმის
უკან, მანდ ცხელი წყალი იყო ხოლმე. მე, პაატა და ბიჭები ჩავდიოდით. მაშინ
მე, მეპურა და პაატა ჩავედით. ჩამოხტა ის „მენტი“ საქონელი. ბუყბუყებდა...
მაგრა დაგვძაბა, მერე პაატას დაუწყო ჩაყვინთავება. ჩვენ „გავუტრაკეთ“
როგორც შეგვეძლო, მაგრამ პაატას მაინც აყვინთავებდა. ძაან რო „მოტყნა
ტვინი“, პაატამ უთხრა, ჩემებს ვეტყვი და „დედას მოგიტყნავენო“. მაგაზე სულ
გადაირია. მაგარი პანიკა „გაიჩითა“, მთელი დაცვა მოვარდა და ტონა ხალხი...
მაგარი გაწევ-გამოწევა იყო. ჩვენ სამივეს გაგვლეჯდა, იმხელა მუტრუკი
იყო! „პროსტა“, „დუხით დაიზმენდა“. წარმოიდგინე, სამმა ლაწირაკმა ისეთი
დავცხეთ, გაუკვირდა. მაგარი გამწარებულები ვიყავით! პაატა იმაზე სულ
გაგიჟდა, ყური რომ აუწია. თან იმედას დარიგებული ვყავდით, ყურის აწევა
ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არისო. მერე ამოვცვივდით „სევასტოპოლზე“.
– ხო, აი, ეგ მახსოვს, ატირებულები რომ ამოცვივდით და, ვინ იყო, ის
„ნაბოზარი“ რომ გადაეკიდა, რადგან თორაძე იყო, ეგ აღარ მახსოვს! მაგის
ოჯახი „მოვტყან“ და „გამომქაჩველი“ ბებიაქალი! – მივაყოლე.
– პაატა ღრიალით ავიდა სახლში. მერე მეც მკითხეს ბიჭებმა
(თორაძეებმა), რამეს ხომ არ აზვიადებს პაატა, თავისით რა „პონტში“
დაგიწყოთ „ბასეინში“ ჩაყვინთავება, რაღაცას იუზრდელებდითო. მეც
მოვუყევი, რა როგორ იყო. მერე როგორც ვიცი, ნახეს ბიჭებმა და ყურები
დაახიეს (ჯაყელა)!

538
– რა მაგარი კაცი იყო იმედა! „იკაიფე“, მაინც „გააიასნა“ შენთან, პაატას
ხომ არ ჰქონდა შეცდომა დაშვებული... „მენტთანაც“ კი არ უნდოდა, კაცური
რამე შეშლოდა! იმის მაგივრად, ჰყვარებოდათ ასეთი მაგარი კაცები,
ქვეყანაში „მენტებისა“ და „პროჭებისთვის“ მოეჭირათ ხელი, პირიქით არ
ასვენებდნენ! რამდენი წლისები იყავით?
– 13-14 წლისები ვიქნებოდით. ხო, „მენტი“ იყო, ვიცი (ჯაყელამ
დაამთავრა)!
ასეთი მაგარი ტიპების და რომ გაბოზდება, მართლა დიდი „გრეხია“, რა!
და თან ყველა რაიონის „მენტს“ რომ „მისცა“, ნეტა ძმები არ ახსენდებოდა?!
და ახლა ჩემი შვილებს მაგ ბოზებთან რა უნდათ???!!! რააა?!!!! აი, ასე
ვმწარდები მათზე და კიდევ უფრო მეტად! ამიტომ ჯობია, არასოდეს
შევხვდეთ ერთმანეთს მე და მარიშკა, რომელმაც „ჩამარხული მოჯმულები“
ამოთხარა და ააქოთა ჩემი აშენებული სიყვარული და სიმყუდროვე! აი,
გადის დრო და ერთ დღეს ისევ უცნობი ადამიანის „ფეისბუქიდან“ მესიჯი
მომდის:
– დე, ქეთა ვარ! იმიტომ გწერ, რომ მომენატრე! სულ ვფიქრობ ხოლმე,
როგორ ცუდად მოგექეცი! მათემატიკაზე ვარ და ჩემი მასწავლებლის
„ფეისბუქიდან“ გწერ... როგორ ხარ? ყველაფერი მაინტერესებს. გამაგებინე,
როგორ დაგიკავშირდე! გკოცნი და გელოდები (ქეთა 9 თებერვალი, 2013
წელი)!
ცრემლი მომადგა, გული ამიჩქარდა, მაგრამ დაბლოკვის სურვილი
მქონდა... ჩავხურე და მეორე დღისთვის გადავდე. ფიქრებს მივეცი თავი:
იქნებ მართლა მიხვდა ქეთა? მართლა მიხვდა?! თუ გინდა, მოიტყუე თავი
და სცადე დალაპარაკება! უცბად მიხვდები, რა უნდა. შემოგდებული რომ
იყოს ეს „პონტიც“? შვილია მაინც, ვერ გაგიმეტებს გასაწირად! ისინი შენი
დები იყვნენ, რომლებსაც არ უყვარდი! ესენი შვილები არიან, შენს გულში
მეორე გული ცემდა... დედა ხარ! ოოო, მერა რა?! ზაზაც შვილი იყო, იცოდა
და ისე იმეტებდა ოჯახს ცუდისთვის, როგორც არავინ! ხშირად ამბობდა
მამა, რომ ზაზას რაღაც გაუკეთეს ისეთი, რაც ამოძრავებს ოჯახის
დასაღუპადო. რა იყო ისეთი, ოჯახის სიყვარულზე ძლიერი?! შევამოწმე
იმის ვინაობა, ვისი „ფეიბუქიდანაც“ მომწერა და დავრწმუნდი, მართლაც,
ამერიკაში იყო. ესე იგი, ქეთა აქაა? აბა, ახალი წლის სურათები – მარიშკა
და დეიდები ქეთასთან ერთად?!.. იმედია, ყველა ამერიკაში არ არის!
ეგრევე ვტოვებ ჩემს საყვარელ ამერიკას! მათთან ერთად დიდ ქვეყანაშიც
არ მინდა! მიწასაც ვეღარ გავუყოფ და ვერც ჰაერს, ისე არ მსიამოვნებენ!!!
მერე ნომერი ვთხოვე ქეთას მასწავლებელს და დავურეკე (ქალთან საუბარი
საინტერესოდ ჩავთვალე):
– გამარჯობათ, ირინა, შეიძლება თქვენი ნომერი მომწეროთ და
დაგირეკოთ? მე ქეთას დედა ვარ...
– დამირეკეთ, რას ამბობთ, ოღონდ ამ ბავშვმა გაიხაროს!

539
მაინტერესებდა რამდენად იყო წერილი ქეთასი და რამდენად სხვისი.
მასწავლებელმა მითხრა, რომ ბავშვი განიცდის, მარიშკა თბილისშია,
თვითონ მამასთან ცხოვრობს და რომ ქეთას დედა სჭირდება, ენატრება
და უყვარს... დავურეკე ქეთას, გამოვართვი მისამართი და მივაკითხე
რამდენიმე დღის მერე ღამე. გამოვიდა, მანქანაში ჩამიჯდა. ტელეფონი
დამიჯდა და მამაჩემს უნდა გავაგებინო, რომ შენთან ვარ და შევალ
სახლშიო. მამამისს რომ მისწერა (ნომერი შეუცვლია), დედაჩემმა
მომაკითხა სახლთან, დაველაპარაკები და მოვალო, ღორმა ეგრევე
გადმორეკა შეშინებული ხმით, ვინ მოგაკითხაო? ქეთამ დასცინა მამამისს,
ახლა ამაზე იმდენს იფიქრებს, თავს დაიღლის და მეც დამღლისო... მე
და ქეთას საუბარი დიქტოფონზე ჩავიწერე ქეთას უჩუმრად, წერით რომ
არ მომეყოლა და ემოციებს თავიდან არ ავეღელვებინე, თავს უფლება
მივეცი, ჩვენი საუბარი „სიდით“ მომეწოდებინა მკითხველისთვის ისევე,
როგორც სხვა ჩანაწერები. მოკლედ რომ ვთქვა, ქეთა შეცვლილსა და
დედას მოწყურებულს მივამგვანე, მაგრამ როცა ჩავეხუტე მანქანიდან
გადასვლის დროს, სითბო ვერ ვიგრძენი და მაშინ მივხვდი, მე მას
მხოლოდ ვჭირდებოდი და არა მარტო ქეთას, მის დეიდებსაც. ჩემზე
რასაც ამბობდნენ, ბევრი სიგიჟე მოვისმინე, მაგრამ არც ღირს ამაზე
ნერვიულობა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, მარიშკას და ქეთას არ
სჯერათ იმათი, მაგრამ მარიშკას დღეს ასე აწყობს და ასე იქცევა.
ცუდია, დასაც რომ ურევს გზას. ქეთას მარიშკა ძალიან უყვარს! აი,
მარიშკას კი მამამისივით მხოლოდ თავისი თავი ანაღვლებს! ამას
მივხვდი დანამდვილებით!
ღორი უარყოფს ნინოსთან გაჩაღებულ საყვარლობას. ასევე, ეუბნება
შვილებს, რომ მე ისე ძალიან ვცემდი დებს, რომ მას ეცოდებოდა ისინი.
ნინო ამბობს, რომ თამუნა მიშლიდა ბიჭებთან ურთიერთობას და სახლში
მკეტავდა. კაცი, ვინც დავინახე, მამათქვენი იყო და ისიც შემიყვარდაო.
მერე ეტყობა, მთელი თბილისის კაცები რომ დაინახა და სიღნაღისა, ისინიც
შეუყვარდა და გადაწყვიტა „ხეირიანი“ სიყვარული გასცეს და მიიღოს,
რასაც სხეულით ვაჭრობა ჰქვია!
დედა, იცი როგორ უჭირთ? „პადვალში“ ცხოვრობენ, კლიენტებიც
აღარ ჰყავს, რაც მთავრობა შეიცვალა! – ჩემი შვილი ნინოზე მიყვება.
იცის თან, რაც არის და ვინც არის, მაგრამ რა ქნას, მოზღვავებული
ტემპერამენტი აქვსო, 13 წლის ჩემი შვილი მეუბნება! ოხ, ღმერთო, როგორ
გაბინძურდა დედამიწა! რატომ არ მოვა დასასრული?! ქეთასგან სახლში
დაბრუნებულს მინდოდა დასკვნა გამომეტანა, მაგრამ გამიჭირდა. კახას
სიტყვები გამახსენდა, ვაჟკაცი მტრები რომ გყავს, ვაჟკაცურად ელოდები
თავდასხმას და, აი, ბოზი მტრები რომ გყავს, „ბოზურს“ ელოდეო! ეგრეა
ჩემი საქმეც!.. ქეთა პატარაა, ქეთას ადვილად მართავენ ცუდები და ახლა
მისით უნდათ მომერიონ ან შველას ითხოვენ. როგორ თუ შველას? მე არ

540
შევარქვი ვირთხები?! მე არ ვუსურვე უჰაერობა და „პადვალში“ ამოხრჩობა?!
ღმერთმა მისმინა და დასაჯა, ქრონიკული მუნითაც კი დააჯილდოვა და მე
რატომ ვუშველი? ნანობსო, ქეთამ, შენ რომ ოჯახი დაგინგრიაო! როგორ
ნანობს? სხვის ოჯახებს ანგრევს! ან რა უნდა ისწავლონ მაგათგან ჩემმა
შვილებმა? ქეთას ვერ გაუძლეს, ეზედმეტათ! პატარაა ჯერ და მამას
გამოაყოლეს... ყველაზე მტკინვეული, რაც მითხრა ქეთამ, ჩემს „ყ.“ დებს
უთქვამთ, პაატაც ისე სძულდა, იმასთანაც სულ ჩხუბობდა და ერთხელ
დანა ესროლაო (დანა არა, მაკრატელი კარგად არ ხსომებიათ!). კუპატას
დავურეკე, აზრზე ხარ, რას ამბობენ ჩემზე-მეთქი? მერე, მე რატომ არ
მკითხავენ შენი შვილები, მე ხომ მაინც მახსოვს, პაატას საჭმელში წნევის
წამალს რო უყრიდა ნინო, მოვკლავ და დავისვნებთ, აღარავინ არაფერს
დაგვიშლისო! მე რომ „გავუჭედე“, მკვლელი ხარ, საკუთარ ძმას როგორ
კლავ-მეთქი!
ეჰ, კუპატას კი არა, მე არ მისმენენ! მე ის მეტკინა, თუ პაატასაც უთხრა
მსგავსი ამ კახპამ და პაატამ თუ დაიჯერა, როგორ ეტკინებოდა ჩემგან
ჩემს საყვარელ ძმას! შესაძლებელია მაგიტომ აღარ სჯეროდა პაატას
ჩემი ბოლო პერიოდში და როგორ გავამტყუნო?! საკუთარ დას, ნინოს,
არც პაატა იცნობდა წესიერად... ოჯაში როცა მშობლები არიან, მაშინ
უჭირთ ოჯახის მართვა. პრობლემების გარეშე არ არსებობს ცხოვრება
და ოჯახიც ვერ იარსებებს ამის გარეშე, მაგრამ ობლად და უპატრონოდ
დარჩენილების მართვა კიდევ უფრო უმართავი გახდა, რაც, რა თქმა უნდა,
უსამართლოდ ჩადენილი ბევრი დანაშაულის ბრალი იყო!.. იმდროინდელი
ხელისუფებისა და მერე მათივე შექმნილი ბოროტების, სპეცრაზმის,
გვარდიისა და „მხედრიონის“! საინტერესოა, ვინ არის ის სამი პიროვნება,
რომლებიც გასცემდნენ ასეთ დავალებებს!.. ლოგიკურია, მაღალი პოსტები
ეკავათ და დიდ ფულს ატრიალებდნენ, რადგან ამ სამხედრო ფორმირებებს
ამოძრავებდნენ...
მე და ქეთა ისე დავშორდით ერთმანეთს, რომ მხოლოდ ერთი რამ გავიგე
მისგან, ოჯახი ენატრება, ჩემი შენიშვნაც კი ენატრება... მეც ვუთხარი,
ძნელია ჩემთვის, გრძნობები გამოვრთო-ჩავრთო! დაიმსახურე ჩემი ნდობა
და როგორც მომკალი ცუდი საქციელით, ისევე გამაცოცხლე კარგი
საქციელით-მეთქი. მეორე დღეს დავურეკე, მოვიკითხე. რაღაც სხვანაირი
იყო! მარიშკასთან ულაპარაკია, მას გაუგია ჩემი და ქეთას შეხვედრის ამბავი
(ქეთა თავისებურად მოუყვებოდა). მერე, რა გითხრა მარიშკამ-მეთქი.
არაფერიო, მაგრამ მარიშკას ნალაპარაკებს იმეორებდა, ჯარჯის როგორ
გააბედინე, მარიშკას რომ დაემუქრაო? მე რატომ მიშლიდი რაღაცებს,
ერთად რომ ვცხოვრობდითო და იმდენი სისულელე მკითხა, მივხვდი,
კარგად „დაემუშავებინათ“. ისიც კი მოიტანა მიზეზად, შენს დებს იმიტომ
შევხვდით, რომ გაგვეგო, სინამდვილეში ვინაა დედაჩვენიო. ვისგან უნდა
გაგეგოთ, ჩემი მტრებისგან-მეთქი? შენი ნათესავები არიან და სხვისგან

541
ვისგან გაგვეგოო. ქეთა, როცა მართლა მიხვდები, რამხელა ტკივილი
მომაყენე და გულით ინანებ, დამირეკე! მე შენ დაგელოდები და ბოდიში
მომიხადე, ახლა კი კარგად იყავი-მეთქი. ასე დავამთავრე ურთიერთობა
შეხვედრიდან მეორე დღეს ტელეფონით. შეიძლება ვიღაცამ თქვას,
ბავშვები არიან, არ ესმით და შველა სჭირდებათო. შეიძლება მართალია,
უფრო მკაცრი უნდა ვიყო და თმის თრევით უნდა ჩამომყავდეს ორივე
ჩემთან, მაგრამ მე თვითონ დაჭრილი არ უნდა ვიყო, სხვისი გადარჩენა
რომ შევძლო! მათ კი ჩემი განადგურება დააპირეს! პირდაპირ მარიშკამ და
ქეთამ არა, რა თქმა უნდა! მათ ხილული და უხილავი ეშმაკები† იპყრობენ
ჩემს გასანადგურებლად! ოხ, ღმერთო! რა ძნელია, იყო მშობელი და რა
ძნელი იქნებოდა ჩემი მშობლებისთვის ცხოვრება! როგორ არ ვიცოდი!
როგორ არ ვუხდიდი ყოველ დღე მადლობას, ამდენს რომ აკეთებდნენ
ჩვენთვის! ამდენს რომ გვიძლებდნენ სათითაოდ და პატიების უნარიც რომ
შესწევდათ! მე ხმამაღლა ვამბობ! ზაურ თორაძე და იზოლდა თორაძე–
ქურხული გმირები იყვნენ!!!!!!!!
გამწარებულმა ტელეფონით მესიჯები ღორს მივაყარე:
– კაცი რომ არასოდეს იყავი, ეგ მეც ვიცი, ჩემთან რომ აღიარე
დეტალურად როგორ მღალატობდი ნინოსთან! შენს შვილებთან უარყოფ
და იმას ეუბნები, რომ მე ჩემს დებს ისე ვცემდი, გეცოდებოდნენ. რომ
არ გრცხვენია, ეგ მეც ვიცი, მაგრამ ღმერთის როგორ არ გეშინია?! მე
ღმერთს გადავეცი თქვენი თავი დასასჯელად! ღმერთმა ისე დაგსაჯოს,
როგორც იმსახურებ! გველურად და „კრისულად“ ხომ გამანადგურე, ეგ არ
გეყო და ახლა შვილებს სიმართლე რომ უთხრა, მაგის შნოც არ გაქვს და
კიდევ ატყუებ რაღაცებს! მოუყევი ქეთას, რატომ ვცემდი ნინოს! რატომ
უმალავ? მოუყევი შენს შვილებს! კარგი, არა უშავს! მე მოვუყვები მთელ
საქართველოს და კიდევ ბევრ ქვეყანას!
– ვინ ხარ?
– ვინ გაამწარე ცხოვრებაში ყველაზე მეტად! ვინ შეძლებს, ღმერთს
სთხოვდეს შენს დასჯას ბოლომდე და განადგურებას, ის ვარ!
– რა გინდა?
– აღიარო შენს შვილებთან! ეს შენი ბოლო აღსარებაა, თუ გინდა, რომ
ღმერთმა შეგინდოს ოდესმე და არ დაიწვა ჯოჯოხეთში!
– მე მაგ თემაზე დავამთავრე შენთან ლაპარაკი!
– არა, ვერ დაამთავრე! შენ გასაგრძელებელი და დასამთავრებელი
დაგრჩა! შენ აწეწე ჩვენი ოჯახი და ახლა შვილებიც არიე! დაალაგე,
ვალდებული ხარ!
– არაფერი არ მქონია არავისთან!
– ხო, ვიცი, ახალი ვერსია გაქვს უარყოფის! რაც ჩემთან აღიარე, აღიარე
ბავშვებთანაც! ბოლოჯერ გაფრთხილებ! მე დავამთავრე!
– არ დავიწვები ჯოჯოხეთში, არაფერი არ იქნება!

542
– ეკლესიაში აღსარება ვერ დაგიცავს იმისგან, რა ცოდვასაც ამატებ! მე
ვთხოვ ღმერთს, მკაცრად დაგსაჯოს და ვნახოთ, რა იქნება!
– არაფერი არ იქნება, ღმერთი მეხმარება!
– კარგი, ნუღა მწერ! ხო იცი, რომ შენ, სატანა†, ღმერთს ვერ მოერევი
და ვერც მე მომერევით! ჩემი სათქმელი გითხარი და ახლა „აახვიე“!
– შენი გაფრთხილება არაფერს ნიშნავს!
– ღმერთის წინაშე ვალი მოვიხადე! შენ ძალიან დიდი ნაძირალა ხარ,
ეგ ვიცი! საკუთარი შვილები დაგსჯიან შენ, აი, ნახავ! დაიმახსოვრე ჩემი
სიტყვები! არ გაპატიებენ, დედა რომ დააკარგვინე და თავიანთ სიცანცარეს
შენ დაგაბრალებენ!

როგორ ამოუდგამს ენა? დიდი ხანია, შვილები „მოიპოვა“?! დავბლოკე,


რომ აღარ მოეწერა. ადამიანები არ იცვლებიან, ადამიანები ხვეწენ იმას,
რაც აქვთ კარგი ან ცუდი. ცხოვრება გრძელდება, დედას კი ვერავინ
შეგვიცვლის... ქეთას მივწერე ბოლო მესიჯი, თავის დასთან ერთად რომ
წაეკითხა, როცა კითხვა დაებადებათ, დედამ რატომ მიგვატოვა? პასუხი
არ გაუცია და იმის მერეც აღარ მილაპარაკია.
„ქეთა! ძალიან მინდა, კარგად გაიგო, რასაც ახლა გწერ და, თუ ჩვენ
ურთიერთობა გვექნება, არასდროს, არასდროს აღარ დაუბრუნდე ამის
განხილვას. შენ უნდა გადაწყვიტო მარტო ერთი რამ, გინდა თუ არა დედა
გყავდეს გვერდით და ამ ეტაპზე დაამთავრო მტყუან-მართალის გარკვევა!
მე გპირდები, რომ, როცა გაიზრდები, მაშინ აგიხსნი დაწვრილებით, რა
მოხდა, მანამდე არ ვაპირებ! გიმეორებ, რომ 100 შვილიც რო მყავდეს,
არცერთს არ ვაპატიებ მაგ ადამიანთან ურთიერთობას და ეს მიიღე
როგორც ფაქტი და მოთხოვნა, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს!
მე, ყველა გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, გაძლევ შანსს და ჩემს
თავსაც ასევე, რომ გყავდე გვერდით! ახლა შენზეა, გამოიყენებ თუ არა ამ
შანსს! კარგად, დაფიქრდი დედის როლზე ადამიანის ცხოვრებაში და თუ
გადაწყვეტ, რომ დედა გინდა, მაშინ ჩემი მოთხოვნაც უპირობოდ მიიღე!
მე ვიცი, ძალიან პატარა ხარ იმისთვის, რომ ის საშინელი ისტორია გაიგო,
რომელიც მე გადავიტანე მაგათ გამო, მაგრამ დიდი ხარ იმისთვის, რომ
გადაწყვიტო დედა გინდა თუ არა!

ვერ დამაჯერებ, სატანა†, ვერა, რომ ჩემი ბრალია რამე! სამწუხაროა,


ჩემი შვილების გატაცებაში ხელი რომ ვერავინ შეგიშალა და არც თვითონ
სცადეს შენგან თავის დაღწევა! ვერც ის მოხერხდა, რომ ჩემთვის ტკენა
ვერ შეგძლებოდა, მაგრამ არა უშავს, ღმერთთან ახლოს მიდის ის ადამიანი,
რომელსაც ასე ტკენ! მადლობელი ვარ შენი, ღმერთს ასე რომ დამაახლოვე!
მე მაინც კეთილი ადამიანი ვიქნები! თუკი ყველას გააუბედურებ, ამით
რას მოიგებ?! დაგრჩება ბევრი დამპალი ხორცი, სულები რომ დატოვებენ.

543
ასეთები კი რაში გჭირდება ან რაში გჭირდებოდა?! შენ ვერ გაიხარე
სამოთხეში და არც სხვებმა გინდა გაიხარონ! რატომ არ წახვალ? რატომ
თავს არ დაგვანებებ? ღმერთი მოწყალეა, ამდენს უძლებს... იქნებ სთხოვო,
შენც შეგინდოს? სცადე სიკეთე! იქნებ უკეთესია?! ამდენ ძალას რატომ
ხარჯავ სისასტიკეში! ღმერთმა ყველა ნორმალური გაგვაჩინა, შენ კი
ამახინჯებ ადამიანის სხეულებსა და სულებს! არ ვიცი, ღმერთი რას უცდის,
რატომ არ დგება დღე შენი გაქრობის?! შეიძლება ბევრი ცოდვა ჩამიდენია,
მაგრამ მე ღმერთის ვარ! ღმერთის შვილი ერთდროულად ძლიერი და
სუსტი! მაინც მას ვებარები და არა შენ! ეს ისე, რომ იცოდე!!! ღმერთო,
ძალიან მტკივა, მაგრამ აპატიე, გთხოვ, ჩემს შვილებს! მაპატიე მეც, თუ
რამეს ვერ ვიხსენებ ან ვერ ვთვლი ცოდვად! ძალიან არ მინდა დაიღუპონ! ნუ
მიატოვებ, შენ ყველაფერი შეგიძლია, ღმერთო! სულს დავლევ ტკივილში,
ისე მიყვარხარ, ისე გგრძნობ და ისეთი მადლიერი ვარ შენი, უფალო! იოანე
კრონშტადტელს ვგრძნობ ჩემთან ახლოს... როგორ მაძლიერებთ! ძალიან
მიყვარს თქვენთან ყოფნა! არ მიმატოვოთ, გთხოვთ!.. არ დაუტოვოთ
ჩემი თავი არავის! ვერაფერი შევცვალე, ვერაფრით გავაგებინე შვილებს,
რას მოვითხოვდი და რატომ... წმინდა იობის ცხოვრებას თუ გავიხსენებ,
სატანამ† უთხრა ღმერთს, წმინდა იობს იმიტომ უყვარხარ, ბედნიერი რომ
არის. აბა, წაართვი ცოლ-შვილი და გააუბედურე, თუ ეყვარები ისევო...
ღმერთმაც წაართვა ცოლ-შვილი... მაგრამ მას უფრო მეტად შეუყვარდა
ღმერთი, იმიტომ რომ იცოდა, განსაცდელი რას ნიშნავდა... მეც რა
უფლება მაქვს, დეპრესიაში დიდი ხნით ჩავარდნის!.. ყველა ადამიანი თავის
ცხოვრებას თვითონ ირჩევს, თავის ჩარჩოს კრავს, რომლის ზომა-წონას
თვითონ არჩევს... მეც ვაგრძელებ ჩემი ჩარჩოთი სიარულს დედამიწაზე და
ვისაც ვერ დავიტევ ჩემ გვერდით, ვერ დავიტევ ჩემს სამყაროში!

და აი წიგნის დასასრული !
რატომ გადავწყვიტე, ადამიანებისთვის და არაადამიანებისთვის
მომეყოლა ჩემი და არა მარტო ჩემი განვლილი ცხოვრების ამბავი.
ყოველთვის მინდოდა თორაძეების ოჯახის ნამდვილი სახე წარმომედგინა.
დროდადრო მიქრებოდა ამის სურვილი, რადგან არ ვთვლიდი საჭიროდ,
რამედ ჩამეგდო მასა, რომელმაც არაფერი იცის ცხოვრებაში და ისე
გაქრება ამქვეყნიდან, ვერც მოასწრებს სწავლას. პირველი ის არის, რომ
არ უნდა განიკითხო სხვა, სხვისი შვილი, სხვისი დედა, სხვისი და, ძმა და
ა. შ. და აი, დადგა დრო, როცა მე დავკარგე შვილები, მათ ჩემზე უარი
თქვეს. ამან კი უფრო გამიძლიერა სურვილი, ფურცლებზე გადმომეცა ის,
რასაც მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, ვხედავდი და ვაკეთებდი. იქნება და,
გადაარჩინოს ამ ყველაფერმა ჩემი შვილები და არა იმიტომ, რო მე ისინი
სხვის შვილებზე მეტად მიყვარს, არამედ იმიტომ, რო ღმერთის წინაშე
ვიყო მართალი. ყველაზე მეტად კი ღმერთი მიყვარს და მისგან ყველანაირ

544
განსაცდელს ვიღებ ისე, როგორც სხვა ვერ მიიღებდა იმიტომ, რომ ეს ჩემია
და მჯერა, ღმერთმა უკეთ იცის ყველაფერი! სხვა არაფერი ვიცი. ასევე,
მინდა გავითავისუფლო სული, გული და ტვინი ძველი ტკივილებისგან
და დავიწყო ახალი ცხოვრება. ასევე, ახალი განსაცდელებისთვის მინდა
ვიყო მზად და გავძლიერდე, რადგან ისინი მუდამ თავს დაგვტრიალებს.
ნაგროვები დარდები ადამიანს ამძიმებს, ამიტომ უნდა შევიმსუბუქოთ
სული ძველი რაღაცებისგან, რომ მან შეძლოს მორევა ახალი შემოტევისა,
შეძლოს მტკიცედ დახვედრა... ამას შემაძლებინებს ძალა სიმართლის,
ძალა პატიოსნებისა და სიკეთის. სიყვარული ორნაირი ყოფილა,
ამშენებელი და დამანგრეველი. მე ვუსურვებ ყველა ადამიანს, ეშმაკები†
ნუ შეგიყვარდებათ! ღმერთის მოყვარე ადამიანები შეიყვარეთ და
თვით გიყვარდეთ ღმერთი ყველაზე მეტად და ყველაფერზე მეტად!

– თამარ თორაძე, დავიბადე 1978 წლის 7 ოქტომბერს. ერთ დღეს


დავკარგე მშობლები, დავრჩი 13 წლის, მარტო.
– რას ნიშნავს შენთვის სიმარტოვე?
– განმარტოებას ღმერთთან და მიცვალებულებთან...
– როგორი გინდა ახსოვდე ადამიანებს?
– ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ!
– და, როგორი ხარ?
– სიყვარული ვარ! იმდენად დიდია ეს სიყვარული, რომ ჩემს სიჭკვიანეს
ჯიბეში იდებს ხოლმე! ასევე, ვარ კეთილი, მკაცრი, მხიარული, მოწყენილი,
სამართლიანი და „კაი ტიპი“!
– რას შეცვლიდი საკუთარ თავში?
– ფიცხ ხასიათს, ან იქნებ მანიაკურად სიკეთის კეთებას?! არ ვიცი, ალ-
ბათ, არაფერს!
– რა გიღვიძებს სიცოცხლის სურვილს?
– კარგი რომანი! ჰა, ჰა, ჰა... სადაც არ უნდა წავიდე, სიყვარულს ვერ დავ-
ცილდები, იმდენად მიყვარს სიყვარული. სხვაც ბევრი რამ: კარგი ამინდი,
კარგი მუსიკა, მეგობრები, გართობა, ცეკვა, თამაში... მცირედიც მახარებს...
– რის მიღწევა გსურს?
– შემეძლოს, როცა მინდა, სადაც მინდა, ვისთან ერთადაც მინდა, იქ გავ-
ჩნდე და გავაკეთო ის, რაც მინდა! მე ამას მივაღწევ აუცილებლად ამქვეყ-
ნიურ ცხოვრებაში!
– რა არის შენი არარეალური ოცნება?
– პირველ რიგში, ჩემი საყვარელი ოჯახის დაბრუნება! მეორე – დედამი-
წაზე ადამიანები ისეთები გახდნენ, მათი ნდობა შეიძლებოდეს, რაც მოიტან-
და მხოლოდ სიმშვიდეს, სიყვარულსა და თავისუფლებას! მიუხედავად იმისა,
რომ ბევრჯერ მატკინეს, ადამიანები მაინც მიყვარს!

545
– ადრე ადამიანების დაკარგვის შიში გქონდა, გაქვს იგივე შიში? ან
საერთოდ, რამის შიში ?
– როგორ ვთქვა, აღარაფრის მეშინია-მეთქი. ამის თქმაც კი თითქოს უკვე
სახიფათოა, მაგრამ არაფრის მეშინია, რადგან ჩემი თავის მჯერა!
– რას გულისხმობ? ყოვლისშემძლე ხარ, თუ, უბრალოდ, სულერთია,
რა იქნება?
– ყოვლისშემძლე მხოლოდ ღმერთია! მე კი მისი ერთ-ერთი საყვარელი
შვილი ვარ! რაღაა საშიში? ეს იმას ეშინოდეს, ვისაც ეჭვი ეპარება ღმერთის
არსებობაში! დასაკარგი კი აღარავინ მყავს! აი, ხომ ხედავთ, ამას ვამბობ,
რადგან ჩემი თავის მჯერა! იფიქირეთ, თავს ვიქებ და იმ წამსვე წყენა თუ გა-
ღიზიანება დაგეტყოთ, ალბათ... მე კი ვიგულისხმე, რომ ღვთისადმი გრძნო-
ბები არ შემეცვლება!

546
საბუთები
და
დოკუმენტები
4Love.Ge

You might also like