You are on page 1of 129

ლახტის პრინციპი

კახა სულუაშვილი

სოლჟენიციმის, გალიცინის, თუნდაც ვიცინის


ქვეყანაში დახტის კვიცივით შავი ბოღმა თეთრი სიცივის.
ჯერ პირჯვარს იწერს, მერე გესვრის, მერე გიცინის
და კოცნაც მოდის...
რარიგ შვენის რუხ მგელს კრავობა!..
ჩასვრილი ლოთის შეთითხნილი არარაობა,
მოვა და გიხსნის, თუ რას ნიშნავს ძმობის რაობა!
მაგრამ სხვა მხარეს იმზირება ჩემი თაობა...
ხსნასაც იქ ელის, ერთგულებას იქ ეფიცება,
ცხრა მთაზღვას იქით მოვლინებულთ კეთილ ბიძებად,
ფერად წიგნებად, მათ, ვინც უსულოდ ღმერთის ძებნას
თვლიან მიგნებად...
სულ ასე იყო, ჰოდა ადათს ვერ მივაფურთხებთ:
მტერთაგან მოყვასს შევარჩევთ და მამად ვაკურთხებთ,
ენას მოვიჭრით, იმას დავსვამთ თავში სუფრისა,
კაცობრიობის ხსნად ჩავუთვლით ხარშვას კუპრისას,
და თანაც ვიტყვით, რომ ნებაა თურმე უფლისა,
პირთან დაიწევს უსარგებლო ძარღვი შუბლისა...
და იბერიაც..
გასუქდება, ნუ გვეფიქრება!!!
დავკარგავთ ცას და ხვედრი მიწაც აგვეფიცრება...
კოკისპირულად წვიმდა ბათუმში... თბილისის მატარებლის გასვლას ალბათ
ათიოდე წუთი აკლდა, როცა ტაქსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა და
რკინიგზის სადგურისაკენ გაიქცა. ვაგონი საერთაშორისო აღმოჩნდა. „აღმოჩნდა“,
რადგან ბილეთი მისი ნაყიდი არიყო. გაეღიმა... კუპეში ორივე ადგილი
თავისუფალი დახვდა. ერთი კი მოავლო იქაურობას თვალი და დერეფანში
გამოვიდა. ფანჯრის გაღება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეორედ
მოსინჯა, მთელი ძალით დაქაჩა...

–რათ ამტვრევ შვილო, ხედამ დაკეტილია, არა? თუ მოწევას აპირებ, გამოდი


აქეთ და მოსწიე. ეხლა შენ მეტყვი, რაღა მე მოვიდე, შენ მოდი და გამიღეო. ეხლა
მე რო ეგ გავაღო, ვაგონი წყლით გაიმსება. ეხლა იმ წყალში ვიღაცა ფეხსა
სტყაპამს და მე შამიკურთხამს. ეხლა შენა თქვი, ვტყუი? არა, ვტყუი? – მსჯელობა
მოათავა ჩია ტანის გამცილებელმა და მრავალნატანჯი კაცის იერი მიიღო.

–არა, ბატონო, მართალი ბრძანდებით. – ღიმილი ვერ შეიკავა ახალგაზრდამ და


შემოსასვლელისაკენ გასწია.

–მარიკა, ვაიმე, შენ გაცივდები... – მოისმა ქვევიდან.

–არ გავცივდები... კარგად იყავი! – უპასუხა თავიდან ბოლომდე გაწუწულმა


ქალიშვილმა და ვაგონის კიბე აათავა თუ არა, მატარებელიც დაიძრა.

საწინააღმდეგო მხარეებისკენ მიმავალი გოგონა და ვაჟი გამცილებლის


კუპესთან შეხვდნენ ერთმანეთს... ვაჟმა გოგონას შეხედა და გაეღიმა. გოგონა
მიხვდა ვაჟის ღიმილის მიზეზს და თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც
ღიმილითვე უპასუხა და გზა განაგრძო. ვაჟს სურდა მისთვის თვალი
გაეყოლებინა, მაგრამ რატომღაც უხერხულად ჩათვალა და ბოლოში გავიდა.

დიდხანს იდგა. არ უყვარდა თეთრეულის მიღების პროცესი და სპეციალურად


იგვიანებდა. ბოლოს გამოვიდა. თავისი თეთრეული აიღო და კუპეს მიაშურა.
ახლაღა გაახსენდა, რომ შესაძლებელი იყო ის „გაწუწული გოგონა“ მის კუპეში
ყოფილიყო და ამ აზრმა უკეთეს გუნებაზე დააყენა.

კარი დაკეტილი დახვდა. ნამდვილად აქ არისო, გაიფიქრა და ფრთხილად


დააკაკუნა. კარი გაიღო... არ შემცდარა:
–შეიძლება? – იკითხა რაც შეეძლო თავაზიანად.

–ეს თქვენი კუპეა? – შიშნარევი უნდობლობით იკითხა ლამაზმა და


მოხდენილმა ქალიშვილმა.

–როგორც ჩანს, მარტო ჩემი არ ყოფილა... შემომიშვებთ?

–მობრძანდით! – ოდნავ გასაგონად თქვა გოგონამ და უკმაყოფილო სახით


საწოლზე დაჯდა. ეს ვაჟს არ გამოპარვია და იგრძნო, მდგომარეობა დაძაბული და
უხერხული შეიქნა. შევიდა და ინსტიქტურად კარიც მოხურა.

–კარს ნუ მიხურავთ... თუ შეიძლება – მერეღა დააყოლა ქალიშვილმა.

–თუ გნებავთ, ფანჯარასაც გავაღებ! – გახუმრება სცადა ვაჟმა და კარი ისევ


გააღო.

ქალიშვილს ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა. იგი ფანჯარაში იცქირებოდა, თუმცა


გარეთ არაფერი ჩანდა. რამოდენიმე წუთის განმავლობაში სიჩუმე არცერთს არ
დაურღვევია. მერე გოგონა ერთბაშად ადგა და გარეთ გამოვიდა. დაახლოებით 20
წუთი გავიდა... გოგონა არ დაბრუნებულა. ვაჟმა დერეფანში გამოიხედა. „ის“
კარიდან სამიოთხი მეტრის დაშორებით, ფანჯარასთან იდგა ჩაფიქრებული...

–იცით, – მიუახლოვდა ვაჟი. – მე მესმის თქვენი... თუ გნებავთ გადაუცვალეთ


ვინმეს ადგილი...

–თქვენ თანახმა ხართ? გმადლობთ! – უკმეხად უპასუხა ქალიშვილმა.

–არა, მე მინდოდა მეთქვა, რომ მე თვითონ გადავუცვლი ვინმეს...

–ეს უკვე თქვენი საქმეა.

–რატომ ბრაზობთ? მე მგონი, თქვენთვის არაფერი მიკადრებია. შებრძანდით


კუპეში და მოისვენეთ. მე სამტრედიაში ჩავდივარ, მანამდე კი აქ გავჩერდები...
მართლა გადავუცვლიდი ვინმეს ადგილს, მაგრამ კაცის ჭაჭანება არ ისმის, ალბათ
ყველას სძინავს.

გოგონას არაფერი უთქვამს, მაგრამ ვაჟი მიხვდა, რომ მისმა სიტყვებმა


დადებითად იმოქმედეს და ქალიშვილის სახიდან დაძაბულობაც გაქრა.
–შებრძანდით, უკვე გვიანია... – გაუმეორა ვაჟმა.

–მერე თქვენ? – გული მოულბა გოგონას.

–მე არა მიშავს, ორ საათში ჩავალ კიდეც...

–მეუხერხულება, მაგრამ როგორც ვხედავ, სხვა გზა არც არის. ძალიან დიდი
მადლობა. – მთელის მონდომებით გაიღიმა ქალიშვილმა, კუპეში შევიდა და კარი
დაკეტა.

მას ძალიან ესიამოვნა და გაუკვირდა ვაჟის ამგვარი საქციელი, მაგრამ უფრო


მეტად საკვირველი მისთვის ის აღმოჩნდა, დილას ვაჟი ისევ იმ ადგილზე რომ
დახვდა... ამ დროს მატარებელი გორს უკვე გასცდენოდა.

***

ეზოში, მრგვალ მაგიდაზე, ბლომად ლუდის ბოთლები ეწყო. გარშემო ბიჭები


ისხდნენ...

–სხვათა შორის, გლობუსას ხელი ჩემს მტერს მოხვდეს... – თქვა ერთმა და


ბოთლი მოიყუდა.

–თუ ძმა ხარ, გლობუსა არ იყო, მირიანამ ერთი დარტყმით ზედ გავაზე რომ
დასვა?! – უპასუხა მეორემ.

–ბიჭო, მე გლობუსას ადამიანებს ვადარებ და ტარზანზე, მაუგლიზე, მირიანა


მეფარიშვილზე და ტყის სხვა ბინადრებზე არ მაქვს საუბარი. – ბიჭებმა
გადაიხარხარეს.

–აი ამაზეა ნათქვამი, ძაღლი ახსენე და თუმანი გაამზადეო. აი, მირიანიც


მოვიდა... – თქვა ერთერთმა და მართლაც მათ წინ ტაქსი გაჩერდა, ახალგაზრდა
კაცი გადმოვიდა და ბიჭებისაკენ გაემართა.

–ჩვენი სალამი სპორტის ოსტატებს! – თქვა ერთ მა.

–გაუმარჯოს „სპირტის ოსტატებს“. – უპასუხა ახალმოსულმა და ლუდის


ბოთლი გახსნა.
–რა ქენი მირიან, მოიგე?

–ვერა... მოკლედ უპასუხა ვაჟმა და ლუდი მოსვა.

–რა ვერა?

–წააგე?

–მართლა, თუ შაყირობ? – ერთად იკითხა რამოდენიმე ხმამ.

–რას ვშაყირობ... ფინალამდე ადვილად მივედი. ფინალში გორკელთან წავაგე,


ერთი ქულით... ხვალ გაზეთში იქნება და ნახეთ...

–აუჰ!

–შენ მიდი, ლუდი სვი და მერე ვეღარავინ მოგერევა...

–ესე იგი, საფრანგეთში ვეღარ წახვალ, არა?

–ეგრე გამოდის!.. – ლუდის ცარიელი ბოთლი მაგიდაზე დადგა ახალგაზრდა


კაცმა, რომელსაც მირიანს ეძახდნენ და უხმოდ დაიძრა სადარბაზოსაკენ.

–აუჰ, რა გუნებაზე იქნება?! – სინანულით გადააქნია თავი ერთმა.

–რა ჭირი ეტაკა, ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრზე, თავი ხელში როგორ ვერ
აიყვანა... – უპასუხა მეორემ.

–არა და, ეჭვიც არ მეპარება, რომ მსაჯის ბრალიც ბევრი იქნება. მირიანას არავინ
ჰყავს მაგ ამბავში და მარტო საკუთარი თავის იმედით შორს ვერ წახვალ.

–მეტი რა შორს გინდა პრინციპში, ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილს


ეხუმრებით?..

–პრინციპში, ეგეც სწორია...

–ჰოდა, მოდი იმ მსაჯს გაუმარჯოს, მირიანას წაგებაში რომ მიეხმარება. – თქვა


ისევ პირველმა და ნახევარი ბოთლი გამოსცალა.
***

ოთახში ორნი ისხდნენ, დედა და ქალიშვილი... ბნელოდა. დღე იყო, მაგრამ


სქელი ფარდები შუქს თითქმის არ ატარებდნენ. დედა მაგიდასთან იჯდა სკამზე,
ქალიშვილი შორიახლოს მდგარ სავარძელში.

–სახელი და გვარი მაინც ვერ ჰკითხე, შვილო?

–რაში მაინტერესებდა?!

–მე კი პირიქით მგონია, ნახევარი საათია ჩამოხვედი და იმ ბიჭის გარდა არავინ


გიხსენებია...

–მოდი და ნუ ახსენებ!.. უცნობი კაცი შენი გულისთვის ფეხზე ათენებს და


ხსენების ღირსიც აღარ არის?! არც სახელი უკითხავს... ხომ არ გაგაცილოთო და
არამეთქი. ცივად გამშორდა. რიგიანად მადლობაც ვერ ვუთხარი და ალბათ
კიდევაც ეწყინა...

–ღმერთმა გაუმრავლოს და გაუხაროს დედამისს! შვილს თუ გაზრდი, ასეთი


უნდა იყოს!.. შეხედული თუ იყო შვილო?

–მაგას რა მნიშვნელობა აქვს?!

–ისე...

–რა ვიცი, ალბათ!..

მერე სიჩუმე აღარც ერთს აღარ დაურღვევია...

მერე ისევ მოიტანეს ფიქრებმა ბათუმი, წვიმა, მატარებელი... ხომ დააპირა,


სამჯერ თუ ოთხჯერ დააპირა მარიკა მეტრეველმა, ვინაობა გამოეკითხა მთელი
ღამის უძილო, მაგრამ მაინც სათნოდ მომღიმარი ვაჟისთვის; დააპირა, ვერ კი
გაბედა. აი, სწორედ ამიტომ დაბრუნდა თავიდან ყველაფერი, ალბათ უკვე
მეათედ... სად, რა დროს შეიძლებოდა ეკითხა, ისე უბრალოდ: „რა გქვიათ?“
არადა, რა უჭირდა...

მერე ისევ მოიტანეს ფიქრებმა ბათუმი, წვიმა, მატარებელი...


***

მირიანმა ტელევიზიის მთავარი კორპუსის კიბეები აირბინა და შიდა


ტელეფონთან მივიდა. ნომერი აკრიფა.

–გისმენთ! – მოესმა ქალის ხმა.

–გამარჯობათ. ჯაბა ჩოხელი მინდოდა, თუ შეი ძლება...

–ჯაბა ათთხუთმეტ წუთში იქნება, სადილობს. ხომ არ გადავცე რაიმე?

–გადაეცით, რომ მირიანი ელოდება შემოსასვლელ თან... გმადლობთ!

–კარგი, ბატონო!

მირიანმა უკანვე ჩამოირბინა კიბეები და იქვე გრძელ სკამზე ჩამოჯდა. თითქმის


ნახევარი საათი გავიდა. უამრავი ხალხი შედიოდა და გამოდიოდა შენობაში. ის
კი, ვისაც მირიანი ელოდა, არ ჩანდა. გადაწყვიტა, ხელახლა დაერეკა და
კიბეებისაკენ გაემართა, მაგრამ უმალ შედგა:

–რას ჭამ ამისთანას, ბიჭო?..

–მე რას ვჭამ, ლამის აქეთ შემჭამონ. არაფერი ჩემი გაკეთებული ამათ არ
მოსწონთ. – კიბეზე დაეშვა მაღალი, გამხდარი ვაჟი. – დიდი ხანია მელოდები?

–საკმაოდ!.. მოდი დავსხდეთ, თუ გცალია!

–დავსხდეთ.

–რა ვქნა? – დაიწყო მირიანმა მას შემდეგ, რაც ჯაბა ჩამოჯდა და სიგარეტს
მოუკიდა.

–ეს კაცი გადამრევს... ბიჭო, სახელი შენ არ იცი, გვარი და ბინა. ეგ კიდევ
არაფერი, რა ეცვა და რა ფერის თმა ჰქონდა, ისიც არ გახსოვს... მე რომ მეკითხები
რა ვქნაო, შენ მე მკითხავი გგონივარ, თუ კუდიანი?! წადი, დადექი რუსთაველის
გამზირზე და როცა იქნება გამოივლის... თუმცა შენი ამბავი რომ ვიცი, ვერც მაშინ
ჰკითხავ რამეს, მოგერიდება... ამ დონის ბლუ თუ იყავი, ნაღდად არ მეგონა!

–მე მლანძღე და მაგინემეთქი, ის კი არ მით ქვამს... – თავი ჩაღუნა მირიანმა თუ


არ გინდა დამეხმარო, თქვი და წავალ.

–კარგი, დაგეხმარები! შევალ ეხლა საინფორმაციო განყოფილებაში, შევეხვეწები


და საღამოს „მოამბეში“ გამოვაცხადებინებ, რომ ძიუდოს ახალი ჩემპიონი, მირიან
მეფარიშვილი, ეძებს გაწუწულ გოგონას, თუ ვინმე შეხვდეთ და იცოდეთ მისი
ადგილსამყოფელი, შეგვატყობინეთ შემდეგი ტელეფონებით...

მირიანმა აღარ აცალა მეგობარს წინადადების დამთავრება, წამოდგა და


ზოოპარკის მხარეს გასწია.

აპრილი თავდებოდა. ცხელოდა თბილისში... ნელა მიაბიჯებდა


ნერვებმოშლილი მირიანი და გული ყელში ებჯინებოდა. ძალიან ნაწყენი იყო
ჯაბაზე. ცოტა ხანიც რომ ესმინა, ალბათ, გაულახავი ვერ გადა ურჩებოდა
ბავშვობის მეგობარი. საღამოს კი, ალბათ, ბოდიშის მოსახდელად მოვა
მირიანთან, თანაც რაიმე ახალი, საინტერესო, მაგრამ ამავე დროს, არაფრის
მომცემი წინადადებით... მეგობრის გულს ალბათ, ისევ თავისკენ მოიბრუნებს და
წავა.

***

მთელი ღამე ძილღვიძილში გაატარა მარიკა მეტრეველმა. რაღაც


სიზმარი,გაუთავებელი, უსაშველოდ გრძელი და ერთფეროვანი სიზმარი,
ნაწყვეტნაწყვეტ, სერიებად ნახა მთელი ღამის განმავლობაში. რამოდენიმეჯერ
გამოეღვიძა... გამაღიზიანებელი ის იყო, რომ ის, რასაც ძილში ხედავდა, თითქოს
უკვე ნანახი ჰქონდა ოდესღაც, ვერ კი იხსენებდა, სად და როდის... აი ის გზა, ის
სამსართულიანი უშნო სახლი... თუ კუთხის ფანჯარა წითელი აგურით იქნა
ამოშენებული, ეჭვგარეშეა, რომ სადღაც უნახავს და იქიდან ახსოვს. ა, ბატონო,
წითელი აგურით ამოშენებული ფანჯარაც... „ღმერთო, სად მინახავს, საიდან
მახსოვს“ . აი, კვლავ გაეღვიძა. ღმერთმა იცის, მერამდენედ. გაეცინა... ყოველი
გაღვიძებისას, იმ ვაჟის სახე ჩნდებოდა ყველაზე და ყველაფერზე ადრე. მთელი
ღამე, სიზმრიანცხადიანად, ტელევიზიის ერთი დღის პროგრამასავით გადაება
ერთმანეთს. გამთენიისას ჩაეძინა, მაგრამ სულ მცირე ხანში მაღვიძარას ზარის
ხმა გაისმა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ კიდევ ერთი დღე დამდგარიყო,
კიდევ ერთი სტუდენტური დღე...

***

მეტროს მატარებლის ნახევრადდაკეტილ კარებში ძლივს შემოასწრო


ახალგაზრდა ვაჟმა და მარიკას გვერდ ში ამოუდგა. მერე დიდი გაჭირვებით
გაზეთი მოუხერხებლად გაშალა და კითხვას შეუდგა. მერე სიამოვნებით გაეღიმა.

„ნეტა რას იღიმება იდიოტივით. ეტყობა უყვარს, როცა ყურადღებას აქცევენ. ან


ამ ჭედვაში გაზეთის კითხვის დროა? მე მგონი, არც კითხულობს“ . – გაიფიქრა
მარიკამ,თავისდაუნებურად გაზეთს დახედა და... და მოხდა სასწაული: ეს ის
ვაჟი იყო, სწორედ ის, ეჭვგარეშეა...

–იცით, თუ შეიძლება, ერთი წუთით მათხოვეთ გაზეთი. – მიმართა ვაჟს.

სტატია ფოტოზე ბევრად პატარა იყო. სულ რამოდენიმე წინადადებისაგან


შედგებოდა. მაგრამ იქ ეწერა მთავარი, ყველაზე მთავარი: მირიან მეფარიშვილი.
ახლაღა შეამჩნია, ვაჟი დაჟინებით და ოდნავ ირონიუ ლად უყურებდა.

„არა, ეს ნამდვილად იდიოტია“. – გაიფიქრა მარიკამ და შემობრუნება დააპირა,


მაგრამ ვერ მოახერხა და ბედს დანებდა. გაზეთი ისე დაუბრუნა, არც შეუხედავს!

მარიკა „რუსთაველზე“ ამოვიდა და გაჩერებისაკენ დაიძრა.

–გოგონა! – მოესმა უკნიდან. შეჩერდა.

ეს ის ვაჟი იყო, გაზეთი რომ სთხოვა.

–გამარჯობათ. მე ტელევიზიის მუსიკალური ფილმების რედაქციიდან


გახლავართ, აგერ ბატონო. – ვაჟმა მოწმობა აჩვენა, – ვიღებთ ფილმს სიყვარულზე
და ისე მჭირდება თქვენი დახმარება, როგორც თევზს წყალი! – ელვის
სისწრაფით წარმოსთქვა ყოველივე ვაჟმა. – ჰო, მართლა, ჯაბა ვარ, ჩოხელი!

–ძალიან სასიამოვნო, მაგრამ მე რითი უნდა დაგეხმაროთ? – სახე გაეხსნა


მარიკას.
–თქვენ მარტო მე და ხელოვნებას კი არა, შეგიძლიათ დიდი როლი ითამაშოთ
ქართული სპორტის განვითარების საქმეშიც. ნუ გეცინებათ. თუ ვტყუოდე, აღარ
მეღირსოს თქვენი ხილვა.

–მაინც, რა გზით შემიძლია ყოველივე ამის გაკე თება? მითხარით, თორემ მე


ლექციაზე ვერ დავიგვიანებ.

–კი, ბატონო! გეტყვით... თქვენგან მოვითხოვ მხოლოდ და მხოლოდ პასუხს ერთ


ელემენტარულ კითხვაზე. მხოლოდ გულწრფელ პასუხს. თანახმა ხართ?

–ასე იყოს. მხოლოდ ჩქარა, მე ამდენი დრო არ მაქვს.

–მითხარით, როგორი ამინდი იყო გუშინწინ, ღამით, ბათუმში?

–წვიმდა! – ჩურჩულით წარმოთქვა გაკვირვებულ მა მარიკამ...

***

–არ მჯერა ჯაბა, არ მჯერა! – მაგიდის გარშემო ბოლთას სცემდა მირიანი –


დედას გაფიცებ... გაფიცებ კი არა, თუ შენებურად შაყირობ, თავს მოგაძრობ
იცოდე... – მერე ერთბაშად შედგა. – გადავირევი... – მაგიდაზე ჩამოჯდა მირიანი
– ერთხელაც თქვი. კიდევ თქვი. აბა, როგორ იყო, რა გითხრა?

–რა მითხრა და მირიანს უთხარი, შაბათს, თორმეტ საათზე ქორწინების


სასახლეში ველოდები. ჯანი გავარდეს, ბარემ ხელიც მოვაწეროთო.

–კარგი, რა, მართლა გეკითხები!..

–ბიჭო, მერამდენედ მოგიყვე? ვკითხე, ბათუმში როგორი ამინდი იყომეთქი;


წვიმდაოთქვა და გაშტერდა... მე ვუთხარი, მირიანიც ეგრე გაშტერდა აგერ უკვე
სამი დღეა–მეთქი... ჯაბამ ღრმა ნაფაზი დაარტყა და შეგნებულად შეყოვნდა.

–მერე?

–მერე, თქვენ საიდან იცით, ბათუმში რომ გუშინწინ წვიმდაო. მე ვუთხარი, ამან
მითხრა მეთქი და შენი პორტრეტი ვაჩვენე. იმას გაეცინა, მეც გავიცინე. მერე
უნივერსიტეტამდე მივაცილე და ეზოში ნოდარ ლობჟანიძეს მიესალმა... მისი
ჯგუფელი ყოფილა... ყველა მონაცემები ნოდარმა ჩამომიწერა იმ ფურცელზე, შენ
რომ 30-ჯერ წაიკითხე და ეჭვი არ მეპარება, მე რომ წავალ, 30-ჯერ კიდევ
წაიკითხავ.

–ვაჰ, შენ განაცვალე, ჯაბა. არ ვიცი, რითი გადაგიხადო. ვაჰ, ძმა ხარ, ძმა... – მერე
მირიანმა ჯაბა სავარძლიდან წამოახტუნა და გადაეხვია.

–ნელა, ნადირო. „ორი ნეკნიღა დამრჩა მთელი“, იმათაც ნუ დამიმტვრევ!

***

სპორტული დარბაზი, სადაც მირიან მეფარიშვილი და მისი თანაგუნდელები


ვარჯიშობდნენ, რემონტში იყო და ახლა მის მაგივრობას იქვე ახლოს მდებარე
საშუალო სკოლის ფიზკულტურის დარბაზი სწევდა. სწორედ ამიტომ, აგერ უკვე
მესამე თვეა, დარბაზის ფანჯრებთან უამრავი უბნელი, თუ იმავე სკოლის მოსწავ
ლე ბიჭი გროვდებოდა და დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს
სახელგანთქმული მოჭიდავეების ვარჯიშს. მწვრთნელს, წარსულში გამოჩენილ
მოჭიდავეს, ჯემალ ზაალიშვილს, თავიდან არ სიამოვნებდა უამრავი
დაუპატიჟებელი მაყურებელი და ბევრჯერ სცადა კიდეც მათი თავიდან
მოშორება, მაგრამ ბავშვების ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ არაფერი
გამოუვიდა. ესეც არ იყოს, „ბოლოს და ბოლოს, რას მიშლიანო“, იფიქრა და ბედს
დაემორჩილა.

ეგ კი არა, ბიჭებს თავიანთი ყოჩებიც ჰყავდათ. სა ნაძლეოებს დებდნენ,


გულშემატკივრობდნენ, განიცდიდნენ. თითქმის ყველა ილეთის სახელი და
შესრულებაც კი იცოდნენ. როდესაც ერთის რჩეული, მეორეს რჩეულთან დამარ
ცხდებოდა, იწყებოდა უსაშველო გარჩევა ორთაბრძოლისა.

რაკი ყოჩები ვახსენეთ, უნდა ითქვას, რომ რამაზ ღუდუშაურს და გოჩა ონიანს
ყველაზე მეტი მომხრე ჰყავდა... ორივე მძიმეწონოსანი გახლდათ, ორივე მაღალი
და მხარბეჭიანი. ორივე გულღია და უბნელი ბიჭების დიდი მეგობარი იყო.

ძიუდოისტებს შორის იყო ახალგაზრდა კაცი, რომელზეც სანაძლეოს არავინ


დებდა. იგი არავის ყოჩად არ ითქმოდა და როცა ჭიდაობდა, საეჭვო არაფერი იყო.
ყველამ კარგად იცოდა, რომ მირიან მეფარიშვილის მომრევი იქ არავინ იყო.
ბიჭებსაც იგი ყველაზე ძალიან უყვარდათ და არა მარტო იმიტომ, რომ მირიანი
ბეჭდაუდებლად ითვლებოდა, აქ სხვა იყო უფრო მთავარი მირიანი თითოეულ
მათგანს სახელებით იცნობდა და ბიჭებიც მას მეგობრად თვლიდნენ.
ვარჯიშიდან გამოსულ მეფარიშვილს წიწილებივით შემოესეოდნენ ხოლმე
პატარა მეგობრები. იქვე ხის გრძელ სკამზე ჩამოსვამდნენ, თვითონ გარშემო
შემოუსხდებოდნენ და სულ სხვა სამყაროში მიაქროლებდნენ.

აქ ყველა თემაზე საუბრობდნენ, კამათობდნენ და უფროს მეგობარს უბნის ახალ


ამბებს უყვებოდნენ. მირიანიც თავისას იტყოდა ხოლმე, ხან ავს და გასაჭირს,
ხანაც კარგს და სასიხარულოს. ბიჭებიც სრულიად იზიარებდნენ მის ბედსა და
უბედობას. ხშირად ჭკუასაც არიგებდნენ და საყვედურობდნენ კიდეც. ეს მაშინ
ხდებოდა, როცა მეფარიშვილი ვარჯიშზე აგვიანებდა ან უღიმღამოდ, უგულოდ
ვარჯიშობდა.

–ეე, ეგრე შორს ვერ გავფრინდებით ძმაო, – უთხრა ერთხელ „ბარნაბამ“, ანუ კობა
ბარნაბიშვილმა. – ცოტა ადრე ხომ არ დაიჯერე ჩემპიონობა?!

მირიანი კი ასეთ დროს უხმოდ, კეთილად იღიმებოდა და „დატუქსვას“ მანამდე


უსმენდა, სანამ ბიჭებს არ მოსწყინდებოდათ.

მეგობრობა სკოლასთან და მარტო ლაპარაკით არ მთავრდებოდა. მაგალითად,


როდესაც ოც წელს გადაცი ლებულმა ერთმა გაღმელმა ხულიგანმა ნოდარ
ნემსაძეს ქამარი წაართვა, ბიჭებმა მირიანს უთხრეს და სწორადაც მოიქცნენ. თქმა
უჭირდათ, თორემ როცა „ბარნაბამ“ სათქმელი თქვა, ყველამ ამოისუნთქა,
ვითომ ქამარი უკვე წელზე ჰკეთებოდა ცამეტი წლის ნოდარს. ის ხულიგანი
მირიანმა იმ საღამოსვე ნახა. თან მხოლოდ „დაზარალებული“ ნოდარი წაიყვანა.
როცა ნოდარმა აჩვენა, აი ის არისო, მირიანი მივიდა. სულ ორიოდე წუთი
ისაუბრეს. ხულიგანმა შარვლიდან თავისივე ხელით, ყოველგვარი შეპასუხების
გარეშე, ხელოვნური ღიმილით შეიხსნა ქამარი და მირიანს მიაწოდა. უნდა
გენახათ, იმ წუთში, ნოდარის თვალები ბედნიერებისა და სიამაყისაგან როგორ
აკიაფდნენ...

–ქამარს რომ გამოართმევდა, ეგ ყველამ ვიცოდით... – უკმაყოფილო იყო დემნა


მაჩაიძე, – ვერ მოადო ღრანჭში ერთიორი?!

–რას ამბობ ბიჭო, მირიანი იმ არაკაცზე ხელს როგორ გაისვრიდა. – უპასუხა


„ბარნაბამ“ და ყველა დაეთანხმა.

***

იმ დღესაც ბიჭები, ჩვეულებისამებრ, სპორტული დარბაზის ვეებერთელა


ფანჯრებთან მოგროვილიყვნენ. უცებ სკოლის ეზოში „მოსკვიჩი“ შემოვიდა და
კიბეებთან შეჩერდა.

–ბარნაბ! – დაიძახა ვიღაცამ ავტომობილის ღია კარიდან.

ბიჭებმა მოიხედეს. ბარნაბამ მანქანაში მირიანის უახლოესი მეგობარი, ჯაბა


ჩოხელი იცნო და მისკენგაემართა.

–ჯაბას გაუმარჯოს! რაზე შეწუხებულხარ? მოხდა რამე? – ხელი გაუწოდა


ჩოხელს ბარნაბამ.

–აქ არის?

–კი, მაგრამ არ ვარჯიშობს. ერთი თხუთმეტი წუთი „გაისარჯა“ და იმის მერე


სკამზე ზის... მაგრად შეეტყო ჩემპიონობა და მე მგონი, ასე წინ ვერ წავა. რას
იტყვი? – სულმოუთქმელად ჩაარაკრაკა „ბარნაბამ“ და სპორტში დაბერებული
კაცის იერი მიიღო.

–გეთანხმები... – ღიმილი ძლივს მოთოკა ჯაბამ – თუ ძმა ხარ, აუცილებელი


საქმე მაქვს და დაუძახე ერთი. მე თვითონ დავუძახებდი, მაგრამ ჯემალას უკვე
მოვაბეზრე თავი და აღარ მინდა ზედმეტად ვეჩვენო.

–ვეცდები... მხოლოდ, თუ კარი დაკეტილი აქვთ, მე იქ დამკაკუნებელი არ ვარ.


ძმაო...

–კარგი, ნახე. თუ დაკეტილია, სხვა გზა არ არის, კიდევ ერთხელ შევაწუხებ


ზაალიშვილს.

ბარნაბამ კიბეებზე აირბინა და ვესტიბიულის კარს უკან გაუჩინარდა. ჯაბას


დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, მირიანი უმალ გამოვიდა. ბარნაბამ, ჯაბას
მადლობის ნიშნად აწეულ ხელს, ანალოგიურად უპასუხა და ბიჭებთან
დაბრუნდა.

–რა გინდა? – ცივად ჰკითხა მირიანმა მეგობარს, მანქანის უკანა კარი გამოაღო
და ჩაჯდა.

–შე კაი კაცო, ან გამარჯობა არ იცი, ან გაღიმება არ შეგიძლია?

–ვისი მანქანაა?

–მეზობლის... რა მოგივიდა, რა ხასიათზე ხარ?

–ძალიან კარგ ხასიათზე ვარ! შენ ის მითხარი, რატომ გამომიყვანე.

–შე მუტრუკო, – თავი ვეღარ შეიკავა ჯაბამ. – ისე მებუზღუნები, გეგონება,


ჩემთვის ვწვალობ ამდენს! შენნაირი უმადური კაცის მნახველი არა ვარ.
გაგონილა კაცო, მე ამ ყრუმუნჯი შეყვარებულისთვის წაღმაუკუღმა დავრბივარ...

–მე ეგ შენთვის არ მითხოვია! – შეაწყვეტინა მირიანმა.

–რა შუაშია, გითხოვია თუ არ გითხოვია? ვხედავ, რომ კაცს აღარ გავხარ და


მინდა რამენაირად დაგეხმარო... შენ კი ხელისშეწყობის მაგივრად, ხასიათს
მიფუჭებ...

–ჰო, კარგი... მითხარი, ეხლა რა გინდა?

–კიდევ მე რა მინდა?

–რას გადამეკიდე, ჯაბა. ხომ იცი, რომ ახლა მე შენ გისმენ. – ვერაფერი უკეთესის
თქმა ვერ მოახერხა მირიანმა. – თქვი რა, შე კაი კაცო!

–ეგრე, რა! მოკლედ, ეხლა შენ წადი, გამოიცვალე და გამოდი. დანარჩენს გზაში
გეტყვი...

–კაცო, ჯერ მითხარი...

–არავითარი „ჯერ“! ჩაიცვი და ცოტა ჩქარა, გვაგვიანდება. მიდი, მიდი! – ხელი


უბიძგა ჩოხელმა მეგობარს.
მირიანი მიხვდა, ვეღარაფერს გააწყობდა და ბუზღუ ნით, მაგრამ მაინც
დაემორჩილა „ჯიუტ“ კეთილისმსურ ველს.

ხუთი წუთის შემდეგ ძველი, „ფერადი“ მოსკვიჩი ჩახჩახით დაეშვა დაღმართზე.

–არ ვიცი, კიდევ რა მოიფიქრე, – დაიწყო მირიანმა. – მაგრამ გული მიგრძნობს,


მაშინდელივით უნდა შემარცხვინო... არ მოვწონვარ იმ გოგოს ჯაბა და ვიცი, ამ
საქმიდან არაფერი გამოვა.

–ჯერ ერთი, შენ მოგწონს და ეს ბევრს ნიშნავს. მეორე, შენ საიდან დაასკვენი,
რომ ის შენს მიმართ გულგრილია? მესამე, მე შეგარცხვინე?

–აბა რა იყო, რომ მითხარი: მიდი დაელაპარაკე და მერე მე ვიციო? – გაახსენა


ერთი კვირის ამბავი მირიანმა.

–ბიჭო, მე გითხარი მიდი და დაელაპარაკე-მეთქი და არა სისულელე


იყრანტალე-მეთქი!

–რა ვთქვი სისულელე? – გაუკვირდა მეფარიშვილს.

–ახლავე აგიხსნი. მითხარი, როცა მიხვედი, პირველად რა უთხარი?

–მივესალმე.

–დედას რომ არ შეაგინებდი ვიცი. მერე რა უთხარი?

–გვიან გიმთავრდებათ ლექციები და თუ ნებას დამრთავთ, გაგაცილებთ ხოლმე-


-მეთქი.

ჯაბამ გაიცინა.

–რა გაცინებს, ბიჭო?

–რა და ამხელა კამეჩს ზაქის ტვინი რომ გაქვს...

–ეხლა წესიერად ილაპარაკე, თორემ მიგასრისე მაგ საჭეზე! – აენთო


მეფარიშვილი.

–ჩემთან კი გაქვს დიდი გული...


–რატომ მაქვს კამეჩის ტვინი?

–მე კამეჩის არ მითქვამს!

–აბა, რისი თქვი?

–ზაქის! – მოკლედ უპასუხა ჯაბამ და გაბრაზებუ ლი კაცის იერი მიიღო.

მირიანი ისევ გაბრაზდა, მაგრამ თავი შეიკავა, როგორც ყველა კრიტიკულ


მომენტში. მას ჩოხელი კარგად იცნობდა და იცოდა, მეფარიშვილი ახლა ხმას არ
ამოიღებდა. საჭირო იყო ხუთიოდე წუთი და მირიანი, ეს ერთი შეხედვით
ფლეგმატური, მაგრამ სინამდვილეში ფიცხი და ცნობისმოყვარე კაცი, ისევ
ამოიდგამდა ენას. რა გასაკვირია, ასეც მოხდა:

–ვებუტოთ ახლა ერთმანეთს?

–ჩემი შენ გითხარიო... – მოკლედ უპასუხა ჯაბამ.

–მითხარი ახლა!

–რა?

–რა და, რა არ მოგეწონა ჩემს ნათქვამში?

–მირიან, კი არ უნდა გეწყინოს ბიჭო... აბა დაუკვირდი, რომელი ნორმალური


კაცი ეტყვის გოგოს „თუ შეიძლება გაგაცილებთ ხოლმეო!“ მე გამიგია ქალიშვილს
ჰკითხო: თუ შეიძლება გაგაცილებ? და არა „გაგაცილებ ხოლმე“. რას ნიშნავს
„ხოლმე?“ რად უნდა ამას მრავლობითი რიცხვი?! ბარემ გეთქვა, პირად დაცვაში
ამიყვანე და ხელფასი დამინიშნე–თქო...

მირიანმა ისევ მოთოკა თავი.

–ახლა მეორე, რომ ეუბნები, ლექციები გვიან გიმთავრდებაო, ყველაზე გვიან


დღის სამ საათზე მთავრდება მაგათი ლექციები! როგორ ფიქრობ, ძალიან
გვიანია? მაინტერესებს, რა გიპასუხა. მას მერე სათოფეზე არ გამკარებიხარ.

–რა უნდა ეპასუხა.

–ჰო, რა გითხრა?
–არაფერიც არ უთქვამს, გულიანად გაიცინა.

–აბა რას იზამდა?

–რა ვუთხარი მე სასაცილო?

–სასაცილო ნამდვილად არაფერი.

–ჰოდა, მაგიტომ გეუბნები, დამცინა-მეთქი. მეც გავ ბრაზდი... გავბრაზდი კი


არა, კაცი რომ ყოფილიყო...

–ვიცი „კისრულს“ გაუკეთებდი, ან „შებოჭავდი“ ... მერე?

–რა მერე. ბოდიშს გიხდით, ყველაფერი გასაგებია-მეთქი, ვუთხარი და


წამოვედი... უცებ შეწყვიტა სიცილი...

ამასობაში მანქანა მირიანის სახლის ეზოში შევიდა და სადარბაზოსთან


გაჩერდა.

–ადი ახლა, ჩაიცვი! ის საკუბოვე რუხი კოსტუმი არ გინდა, რამე სხვა ნახე...

–სხვა რა ვნახო? – მირიანის გარდერობი მართლაც არ გამოირჩეოდა


მრავალფეროვნებით.

–თეთრი პერანგი და... – ჩიხში აღმოჩნდა ჯაბა. მერე მირიანს შეხედა. – ისე მაგ
შარვალსაც არაუშავს, ხომ იცი შენ. მხოლოდ გაიხადე და სველ ტილოში
გააუთოვე. შენ თვითონ, ბებიაშენს არ მისცე, თორემ მაშინდელივით
დიაგონალზე გაუკეთებს ნაკეცებს. მესამზე მოვალ...

–მოიცა, მოიცა. აღარ იტყვი, სად მიმათრევ?

–ძალიან გაინტერესებს?

–რას ქვია, მაინტერესებს? შენ მე ჩემოდანი ხომ არა გგონივარ?!

–კარგი, ჰო, გეტყვი. – გაეცინა ჩოხელს. – დღეს ლობჟანიძის დაბადების დღეა.


გადახდას არ აპირებდა, მაგრამ... მოკლედ, იხდის და შენი მზეთუნახავიც იქ
იქნება. ხოლო როგორ უნდა მოიქცე, ინსტრუქტაჟს გზაში ჩაგიტარებ! წადი ახლა,
ჰე...
თუმცა არაფერი შეიტყო, მაგრამ მირიანის გულში კიდევ ერთი იმედის
ნაპერწკალი აკიაფდა. მეხუთედ რომ გადაატრიალა ჯაბამ საქოქში გასაღე ბი,
ძველმა მანქანამ ზარბაზანივით დაიქუხა, ხმის ჩამხშობი ააკანკალა და
ფართხალით დაიძრა.

***

შედარებით ადრე დაბრუნდა შინ მარიკა მეტრეველი იმ დღეს. პირველი საათი


თუ იქნებოდა. საუკეთესო გუნებაზე იყო ქალიშვილი. თავად არ იცოდა, რატომ...
შეიძლება იმიტომ, რომ ნათელი, მზის სხივებით გაჩახჩახებული დღე იდგა.
ხოლო ამინდი მარიკას განწყობილებაზე ძლიერად მოქმედებდა. შეიძლება
იმიტომაც, რომ რამაზ კაკაურიძეს, მარიკას ჯგუფელს, ფილოსოფიის ლექციაზე
„იუმორის ჭურვი“ აუფეთქდა და ერთი საათის განმავლობაში აუდიტორიაში
ხარხარი არ შეწყვეტილა... ერთი მიზეზიც იყო... ნოდარ ლობჟანიძის დაბადების
დღის აღსანიშნავად ქალაქგარეთ აპირებდა გასვლას! ერთი იყო საკვირველი:
ნოდარ ლობჟანიძე მისი ჯგუფელი იყო, მარიკა მას კარგად იცნობდა და
ორიგინალურობით არასოდეს გამოუჩენია თავი ამ „საშუალოდ ხმაურიან კაცს“.
დღეს დილას არაფერს არ აპირებდა. მერე უცებ მოვარდა და მთელი ჯგუფი
ქალაქგარეთ დაპატიჟა, მშვენიერ საღამოს გაჩუქებთო, გაიძახოდა. მწვადი,
შამპანური და რაც მთავარია, სიურპრიზები გელითო. არავინ გამომაკლდეს,
თორემ სამუდამოდ დავემდურებიო

„თუმცაღა, რა არის აქ საკვირველიო“, – ფიქრობდა მარიკა და ღია გარდერობში


იქექებოდა. – „კაცს დაბადების დღე აქვს, უხარია. ამ დღეს მეგობრებთან ყოფნა
სურს, მის პატარა ბინაში კი ეს არ მოხერხდება. ჰოდა, გადაწყვიტა ბუნების
წიაღში გასვლა. ყველაფერი ზედმიწევნით ჩვეულებრივი და ლოგიკურია... კაცია
და გუნება. როცა საშუალება და სურვილი აქვს, მაშინ იხდის ეს კაცი დაბადების
დღეს. ისე კი, რა ჩემი საქმეა, ან კიდევ მეტი საფიქრალი და ტვინის საჭყლეტი არა
მაქვსო?!“ – ასე დაამთავრა მარიკამ გამომწვევ მიზეზებზე ფიქრი და გაცილებით
სერიოზულ საქმეს, ტანისამოსის შერჩევას მიეცა მთლიანად. ბევრი ფიქრისა და
განსჯის შემდეგ, არჩევანი ჯინსის შარვალსა და ქურთუკზე შეაჩერა. შავი
სპორტული ფეხსაცმელები და შავი სვიტერიც იპოვა და ჩაიცვა. მერე დიდხანს
იდგა სარკის წინ და როდესაც კმაყოფილების გრძნობამ ყველა ეჭვი დაამარცხა,
დედასაც ეჩვენა, რომელსაც საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მარიკაც
საბოლოოდ დამშვიდდა.

დრო კიდევ საკმაოდ დარჩა და რა ეკეთებინა არ იცოდა. საწერი მაგიდიდან


წიგნი აიღო, საწოლზე მოკალათდა და კითხვას შეუდგა. აგერ უკვე სამი კვირაა,
ამ წიგნს კითხულობს და დამთავრებას კი ვერ იქნა და ვერ დააყენა საშველი...
უცებ, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ, ჯაბა ჩოხელის სახემ გაუელვა თვალწინ.
გაახსენდა, რომ უნივერსიტეტთან ნახა დილას. ჩოხელს მარიკა არ შეუმჩნევია,
ვიღაცას ელაპარაკებოდა, ენერგიულად რაღაცას უმტკიცებდა... ვიღაცას კი არა...
უცებ მარიკა წიგნიანად ფეხზე წამოდგა. ვიღაცას კი არა, ნოდარ ლობჟანიძეს
ელაპარაკებოდა...

მარიკას სახეზე ღიმილი გაჩნდა: „ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დღეს მირიანს
ვიხილავთ? კარგა ხანია არ გამოჩენილა... ეჭვგარეშეა, ჯაბას ხელი ურევია ამ
საქმეში. რა თქმა უნდა, მან დაიყოლია ლობჟანიძე დაბადების დღე აღენიშნა.
დაიყოლია კი არა, რამდენადაც ჯაბას ვიცნობ „აიძულა“. ფიქრობდა ქალიშვილი.

უცებ გამოერკვა, წიგნს დახედა და იქვე საწოლზე დააგდო. მისაღებ ოთახში


გავიდა, საათს შეხედა, ჯერ ორი არ იყო. მეგობრებს სამზე უნდა შეხვედროდა
„დიდუბის“ მეტროსთან. ჯერ კიდევ ადრე იყო, მაგრამ სახლში ვეღარ გაჩერდა.
პატარა ჩანთას ხელი წამოავლო, დედას გასძახა, წავედიო და ისე, რომ პასუხს არც
დალოდებია, კარი გაიხურა.

კიბე ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა. დედამ ფანჯრიდან რაღაც გასძახა, პასუხად


მარიკამ ხელი დაუქნია და ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს. მერე გაახსენდა,
ისედაც ადრე მივდივარ და სად გავრბივარ, რა მეჩქარებაო, მაგრამ შინაგანი
რიტმი და რატომღაც მოზღვავებული ენერგია ნაბიჯის შენელების საშუალებას
არ აძლევდა. მიდიოდა ქუჩაში და ვერავის ხედავდა. აზრებით, მომავალი
შეხვედრის გარშემო ტრიალებდა. ისედაც ხომ გახარებული იყო იმით, რომ იმ
დღეს მეგობრებთან ერთად არაყოველდღიურ სიტუაციაში გაატარებდა. მაგრამ...
მაგრამ ერთი ადამიანის გახსენებამ, უფრო სწორად, ერთ ადამიანთან შეხვედრის
შესაძლებლობამ, მეცხრეკლასელ ონავარ გოგონად აქცია. არადა, რატომ მოხდა
ასე?! მას უყვარს მირიანი? რასაკვირველია, არა. თუნდაც იმიტომ, რომ წესიერად
არც კი იცნობს. ეს კაცი საინტერესოა მისთვის? დავუ შვათ კი, მაგრამ რითი?
მისგან ერთად შეკრებილი ათი სიტყვა არ გაუგონია და რაღა თქმა უნდა, არც მის
გარემომცველ სამყაროს არ იცნობს! მაშ, რა საერთო აქვს მარიკას
მეფარიშვილთან? ვერაფრით ვერ აეხსნა ყოველივე ზემოთ ნათქვამი, ანუ მის
მიერვე ნაფიქრალი. თუმცა, სიმართლე ითქვას, არც უცდია ზუსტი პასუხის
პოვნა, რადგან ახლა ამას არავითარი

მნიშვნელობა არა ჰქონდა. კიდევ ერთ რამეზე „დაიჭირა“ მარიკამ თავისი თავი:
აი, უკვე მერამდენედ, მირიანის გახსენებაზე, აუცილებლად ჯაბა ჩოხელის ერთი
შეხედვით სერიოზული სახე და ეშმაკურად მოციმციმე თვალებიც ჩნდებოდა
ხოლმე თვალთა წინ. ისევე, როგორც წეღან მოხდა, ჯაბას გახსენებაზე
მეფარიშვილი გაახსენდა. თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო... მოკლედ, ამ
ყმაწვილებს ყოველთვის დუეტში წარმოიდგენდა ხოლმე მარიკა, თუმცა ერთად
არასოდეს უნახავს...

კიდევ ერთ რამეს მიხვდა ახლა იგი: მირიანი და ჯაბა ერთად წარმოადგენდნენ
მარიკას იმ უსახელო და გაურკვეველ ინტერესს, რის შესახვედრადაც ახლა იგი
მიისწრაფოდა.

***

თითქოსდა, ერთთავად უამრავი საქმით დაკავებულ ჯაბა ჩოხელს, კაცს,


რომელსაც დროის უკმარისობის გამო უამრავი რამის გადადება უხდებოდა
მეორე დღისათვის, თითქმის ყოველი დღის განმავლობაში გამოუჩნდებოდა
ხოლმე ერთი, ან ორი, ან სამი ისეთი საათი, როდესაც არ იცოდა, რა ეკეთებინა.
ასეთი საათები ჯაბას ცხოვრებაში წინასწარი დაგეგმვით როდი არსებობდნენ.
არც რომელიმე ამოჩემებული, ერთი და იგივე დრო გააჩნდათ ამგვარ საათებს.
ჯაბამ არ იცოდა, რა ეკეთებინა, ხან დილით, ხან შუადღისას, ხან საღამოს და ასე
განსაჯეთ, ღამითაც კი. დიახ, სიცოცხლით სავსემ, უაღრესად ემოციურმა,
ერთთავად მოძრავმა, დროის უკმარისობით „გატანჯულმა“ ჯაბამ ხშირად არ
იცოდა, რა ეკეთებინა და როგორ გაეტარებინა რამოდენიმე საათი დღის
განმავლობაში. მირიან მეფარიშვილის ენაზე, ამას ასე ერქვა: „ჯაბამ არ იცოდა,
რითი გაერთო თავი, ანუ ვისი სიცოცხლე გაემწარებინა და რომელი მეგობრის ან
ნაცნობის სისხლი გაეშრო!“

ასე თუ ისე, ჯაბას ცხოვრებაში ასეთი რამ მართლა არსებობდა და თავად


ჩოხელი არასოდეს ცდილობდა გამომწვევი მიზეზების პოვნას და აღმოფხვრას,
ერთი უბრალო მიზეზის გამო: იგი ისევე, როგორც სხვა ყველა დანარჩენ
შემთხვევაში, ამ დროსაც მშვენივრად გრძნობდა თავს. მეგობრები უმალ
ამჩნევდნენ ჯაბას, თუ როდის „ეწყებოდა“ ზემოხსენებული და ეს არ იყო ძნელი
საქმე, რადგან ჯაბა ჩოხელი ამ დროს რადიკალურად იცვლებოდა: ხდებოდა
ფლეგმატური, წყნარი, უაღრესად მორიდებული და, რაც ყველაზე მთავარია, ამ
დროს მას ფილოსოფოსობის საღერღელი აეშლებოდა ხოლმე.

„ბოროტი ენები“ ამბობდნენ, – „თუ ასეთ დროს ჯაბამ ცოტა დალია კიდეც, მაშინ
პატივმოყვარეობის ჭიაც გაახსენებს ხოლმე თავსო და მაღალ პროფესიულ
დონეზე, ჩუმად და საინტერესოდ ჰყვება ათასგვარ ტყუილსო.“

იგივე „ ბოროტი ენები “ (ჯაბას აზრით, მირიან მეფარიშვილი) იმასაც


ამბობდნენ, თითქოს ასეთ დროს ჯაბას თვითონვე სჯერა თავისი ტყუილების,
რომელთა უმრავლესობაც საკუთარ თავზე აქვს შეთხზული და კმაყოფილების
მორევში იძირებაო. და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველამ იცის, ჯაბა
ტყუილს ჰყვება და სინამდვილედ ასაღებს, მსმენელი ყოველთვის ბევრი ჰყავს.
ამის გარანტი ჯაბას დიდი ფანტაზია და თხრობის საინტერესო მანერა იყო.
ამასთან დაკავშირებით, მირიანისა და ჯაბას სამეგობროში მრავალი ანეგდოტად
ქცეული ამბავიც არსებობს. მაგალითად, ასეთი: ერთხელ ჯაბამ მეგობრების
ფართო წრეს, თავიდან ბოლომდე უამბო ფილმი, რომელიც, როგორც ჯაბამ თქვა,
ამას წინათ ენახა და ვერაფრით ვერ გაეხსენებინა, სად. ფილმი იმდენად
საინტერესო იყო, იმდენად, რომ იქ მყოფთ სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.
ყველანი მოუთმენელნი, სულწასულნი გახდნენ, ჯაბას სულის მოთქმის
საშუალებას არ აძლევდნენ. ხოლო, როცა ჩოხელმა თხრობა დაამთავრა,
რამდენიმე კაცისაგან შეიქმნა ჯგუფი, რომელთა მიზანი იყო, მთელი ქალაქის
ვიდეოთეკები გადაეტრიალებინათ და რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ეშოვნათ
ის კასეტა, რომელზეც ზემოხსენებული ფილმი იქნებოდა. ასე აძებნინა ჩოხელმა
მეგობრებს ფილმი, რომლის სიუჟეტიც იქვე, მეგობრების გარემოცვაში დაიბადა
და ჯაბას თხრობის დასრულებასთან ერთად მოკვდა.

არარსებული ფილმების გარდა, ჯაბა არარსებული ავტორების არარსებული


მძაფრსიუჟეტიანი თუ სასიყვარულო რომანების მოყოლის უბადლო ოსტატიც
იყო. იგი ასევე კარგად იცნობდა არარსებული ხალხების ისტორიას,
არქიტექტურას და უცნაურ წესჩვეულებებს. ამბობენ, არც ის უცხოური
ჟურნელები არსებობს, რომელთა რედაქტორებს და შიგ მოთავსებულ წერილთა
ავტორებს სიგიჟემდე უყვართ რატომღაც ქართველი ხალხი...

ამბობენ, ზოგს ისიც ეეჭვება, ამ ორი წლის წინათ თურქულ არქივებში დაცული
მასალა რომ უნახავს შემთხვევით ჯაბას, სტამბულში ყოფნისას. გიორგი
სააკაძეზე ეწერა თურმე, იქ ზუსტად ეს სიტყვები: „ისტორიული დოკუმენტების
ურთიერთშეფარდებით, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ
დასაბამიდან დღემდე, კაცობრიობას არ ჰყოლია ფიზიკურად უფრო ძლიერი
ადამიანი, ვიდრე გიორგი სააკაძე...“

რა დასამალია და, ამგვარი ამბების არსებობაში ეჭვი ეპარებათ კი არა, იციან,


რომ არ არსებობს... რაღა თქმა უნდა, ჯაბამაც ძალიან კარგადიცის ეს... და მაინც
ჰყვება... და მას აღელვებულნი, უდიდესი გულისყურით უსმენენ... დიახ,
გულისყურით. მეოცნებე, მგრძნობიარე, მოაზროვნე და ვეებერთელა სულიერი
სამყაროს მქონე ქართველ კაცს გაუაზრებლად როდი შეუქმნია ეს მშვენიერი
განსაზღვრება – „გულისყურით“.

ჯაბა კი სულ ახალ ისტორიებს თხზავდა ქართველი ტურისტების უცხოეთში


მოგზაურობებზე, ქართველთა ძლევამოსილებაზე და მათ ბრწყინვალე
გამარჯვებებზე შაჰისა თუ სულთანის ჯარებზე, უნდილაძეებზე... ქართული ენის
უპირატესობებზე...

ერთხელ, გენერალ მაზნიაშვილზე მოყვა ვრცელ ამბავს. სოფელი სასირეთი


ახსენა, გენერლის სამშობლო... იქვე თეძამი ჩამოუდის სოფელსო – თქვა,
შეყოვნდა დაგააგრძელა, თეძმის ხეობაშივე, ოღონდ უფრო მაღლა, წმინდა
ესტატეს ეკლესიაში განისვენებსო პაატა სააკაძე... მერე დაწვრილებით
„გაიმეორა“ პაატას დიალოგი მის მომავალ ჯალათთან...

ყოველივე ეს სინამდვილეში ხდებოდა... მირიან მეფარიშვილი შემდეგნაირად


აყალიბებდა ყოველივე ზემოხსენებულს: „აი, წარმოიდგინეთ, ჯაბა უზის, რაღა
თქმა უნდა, ნათხოვარი მანქანის საჭეს და მიაქროლებს თავაწყვეტით. უცებ
გაახსენდება ფილმი, რომელიც მხოლოდ მისთვის გადაიღეს და რაღა თქმა უნდა,
დედამიწის ზურგზე მის გარდა არავის უნახავს. გაახსენდება და მისი ნათხოვარი
ავტომობილი სვლას საგრძნობლად იკლებს, სადაც არ უნდა იყოს, დოლიძის
ქუჩისაკენ აიღებს გეზს და ტაატით შესრიალდება კესარელების ჩიხში... აბა,
ჩოხელი მოვიდაო, გაიგებს ნუციკო კესარელი და გამოენთება შესახვედრად,
აღტაცებული... ნუციკოს აღტაცება რომ შეცხადებას უფრო ჰგავს, ეს ცნობილია.
ჰოდა, ნუციკოს კივილზე ეზოში გამომზიურდება მისი რაზმიც: რამოდენიმე
ნიჭიერი პოეტი, რომელთაც „ჯიბრში“ უდგანან და ლექსებს არ უბეჭდავენ;
რამოდენიმე ნიჭიერი კომპოზიტორი, რომელთაც სმენა არა აქვთ, მაგრამ
მომავალი მათ ხელშია; რამოდენიმე ნიჭიერი მოქანდაკე, რომელთაც იდეები
აქვთ, მაგრამ მასალა არა აქვთ მათ განსახორციელებლად და კიდევ... ბადროს
მტყორცნელი პარმენა, რომლის იქ ყოფნაც ყველას უკვირს, თვითონ პარმენას
გარდა და არავის არ ახსოვს, პირველად ვინ მოიყვანა იქ.

ჯაბასაც რა უნდა, ნუციკოს არაოფიციალური სალონი ღმერთს მისთვის


შეუქმნია. ჯდება ლეღვის ძირში, პარმენას მიერ გამოტანილ სავარძელში და
იწყებს ფილმით, აგრძელებს ინგლისური ჟურნალის ციტირებით და ამთავრეს
სააკაძით! „ნიჭიერი“ პოეტები, მოქანდაკეები, კომპოზიტორები სვამენ ყავას,
ოხრავენ და ჯაბას გარდა, ვერაფერს ვერ ხედავენ!“

***

და აი, წეღანაც, როდესაც ჯაბამ მირიანი შინ მიიყვანა და დაუბარა სამისთვის


გამოგივლიო, გეზი დოლიძის ქუჩისაკენ აიღო. მალე კესარელების სახლსაც
მიადგა. ხმოვანი საყვირის ღილაკს სამჯერ დააჭირა ხელი, რის შემდეგაც
ალაყაფის კარები გაიხსნა და მანქანა კესარელების ეზოში გრუხუნით შევიდა.
პარმენამ კარები მიხურა და ჩარაზა.

–ჯაბა? – დაბალ აივანზე ნუციკო გამოჩნდა. – რა კარგია, რომ მოხვედი...

ჩოხელი მანქანიდან ზანტად გადმოვიდა, იქვე მდგარ პარმენას ხელი


ოფიციალურად ჩამოართვა, მერე აივანზე გადმომდგარ ნუციკოს
„ნახევარძალით“ გაუღიმა და მანქანის კარი მიაჯახუნა, მაგრამ არ ჩაიკეტა...
მიაჯახუნა მეორედ, და ისევ ამაოდ... იქვე მდგომ ბადროსმტყორცნელ პარმენას
გულმა ვე ღარ მოუთმინა, ეცა კარს და ისეთი ძალით „ხლიწა“, რომ ჯაბამ
ინსტიქტურად ხელები სახესთან მიიტანა. კარი დაიხურა...

ჩოხელმა იქაურობა ხაზგაუსმელად მოათვალიერა და ცოტა არ იყოს, გაკვირვება


გამოეხატა სერიოზული გამომეტყველების სახეზე: ნუციკოსა და პარმენას გარდა,
არავინ ჩანდა...

–რა გიჭირავს? – ისე, ზრდილობის გულისთვის ჰკითხა, ხალხის სიმცირის გამო


ხასიათგაფუჭებულმა ჯაბამ და იქვე აივანზე, სკამზე ჩამოჯდა.

–რა მიჭირავს და... აბა თუ მიხვდები? – სახე გაებადრა ნუციკო კესარელს და


ფურცელი, რომელსაც ზურგს უკან მალავდა, ჯაბას „უნებლიედ“ დაანახა და
შემდეგ „უკეთ“ დამალა.

–შენ თვითონ თუ მიხვდები, რა მიჭირავს?

–ცული! – უპასუხა ჯაბამ და თვალი აარიდა.

–არა.

–მაშინ, ჰოკეის ჯოხი!

–არა...

–ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომი?

–არა!

–მაშინ ცოცხი... დასველებული!

–კარგი, რა ჯაბა, რა დაგემართა...

–ჰო, კარგი. ხომ ხედავ, ვერ ვხვდები და შენ თვითონ მითხარი.

–გეტყვი... ოღონდ... პირობა მომეცი, რომ ობიექტურად შეაფასებ და დათვურ


სამსახურს არ გამიწევ!
–რა უნდა შევაფასო? – უცებ გამოერკვა ჯაბა.

–აი, ეს! – ნუციკომ ფურცელი დაანახა.

–რა არის?

–ახალი ნოველის დაწერას ვაპირებ, მაგრამ ჯერ მხოლოდ დასაწყისი მაქვს


მოფიქრებული.

–ძველი? ამას წინათ რომ წერდი?

–ჩიხში მოვექეცი, გული გამიტყდა და შევწყვიტე...

–აბა, მაჩვენე ერთი... – ხელი გაუწოდა ჯაბამ.

–ჯერ პირობა მომეცი, რომ ობიექტურად შეაფასებ!

–პირობას გაძლევ! – თქვა ჯაბამ და რაკიღა თავს ხასიათის გამოსწორება შეატყო,


კმაყოფილების გრძნობა და ეუფლა...

–ძალიან კარგი. მე თვითონ წაგიკითხავ. – თქვა ნუციკომ და ფურცელი


გადაშალა... მაგრამ შეყოვნდა...

–ჰე, მიდი ახლა, დავილიე კაცი... – შეაგულიანა ჩოხელმა.

–არა, ისეთი კი არაფერია...

–თქვი... ხომ იცი, მაინტერესებს?!

–კარგი, მომისმინე: „აგარაკი... გოგონა როიალს უზის და აჟღერებს მელოდიას


საყვარელი ფილმიდან „შერბურული ქოლგები“ ... იმ დღეს წყნეთშიც წვიმდა...“
როგორია? – ხმადა ბლა ჰკითხა ნუციკომ „ჩაფიქრებულ“ ჯაბას და პასუხის
მოლოდინში გაინაბა.

–ძალიან კარგია, – თავი ასწია ჩოხელმა, – ძალიან კარგია. რომ შეაბრუნო, უფრო
პოეტური გამოვა.

–როგორ უნდა შევაბრუნო? – გულწრფელად გაუკვირდა ნუციკოს.

–აი, ასე: „აგარაკი... გოგონა როიალს უზის და აჟღერებს საყვარელ მელოდიას


ფილმიდან „მაია წყნეთელი“ ... იმ დღეს შერბურშიც წვიმდა“ ...

***

–„თბილისის დროით თხუთმეტი საათია“, – გამოაცხადა დერეფანში კედელზე


ირიბად ჩამოკიდებულმა რადიომ და იმ წამსვე კარზე დააკაკუნეს. მირიანმა
საპარსი თაროზე დადო და სახეგასაპნული კარის გასაღებად გაეშურა.

–ახლა იპარსავ წვერს? – გაბრაზდა ჯაბა. – მე ხომ გითხარი, სამზე მოვალმეთქი.

–კაცო, შენ გუდამაყრელი ხარ თუ გერმანელი?.. ზუსტად სამზე რომ დამადექი,


ერთი ხუთი წუთი ვერ დამაცადე?! – ღიმილით უპასუხა მირიანმა. – უცებ ჩამო
ვიპარსავ და წავედით!

–მიდი, ჰო მიდი! – ხელი უბიძგა ჩოხელმა და თავად ოთახში შეაბიჯა.

ფანჯრის სახელურზე გატკიცინებული შარვალპერანგი ეკიდა. ჯაბამ ხელი


შეავლო, შეათვალიერა და კმაყოფილი დარჩა.

რამოდენიმე წუთში ბიჭები უკვე მანქანაში ისხდნენ და გზას ადგნენ. ჯაბა


საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა. მირიანს კი ერ თი სული ჰქონდა, როდის
ამოიღებდა ხმას ჩოხელი და როდის ეტყოდა დაწვრილებით ყოველივეს... მაგრამ
ჯაბა დუმდა...

–რაღაცა ცუდი წინათგრძნობა მაქვს ჯაბა... – თქვა მოთმინებადალეულმა


მეფარიშვილმა.

–მაინც?..

–მაინც... რა ვიცი, მარა... მოკლედ, არ მეუბნება გული კარგს... ცუდი ტონია იცი,
ჯაბა, გოგომ იცის, რომ მე იქ იმის გულისათვის მივალ...

–მერე, რა?

–მერე ის, რომ გარიგების მიზნით, ერთ სუფრასთან ვითომ შემთხვევით


მოხვედრილ ქალვაჟს ვემსგავსებით მე და ის... არადა, ამაზე უფრო ამაზრზენი
არაფერი არსებობს. ერთმაც იცის რა ხდება და მეორემაც... ისინი კი სხედან და
„საუკეთესო“ თვისებებს ამჟღავნებენ: იმ ღირსებებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ
და რომლის დემონსტრირებაც „პანტომიმის“ მეშვეობით შეუძლებელია,
ნათესავები და მშობლები საუბრობენ... ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი
ტრაბახია, ანუ ტრაბახის ერთერთი ფორმა, როდესაც ადამიანს მისსავე
თანდასწრებით აქებენ, ის კი მორჩილად უსმენს და მისი სიჩუმე იმას ნიშნავს,
რომ იგი მთხრობელს ეთანხმება... და უცებ რო დაფიქრდე კაცი, იცი რას ნიშნავს
ეს?.. ეს ნიშნავს, რომ ერთად შეუყრიათ ორი საცოდავი არსება, რომლებსაც
აწითლებულ სახეებზე აწერიათ: ერთს – გათხოვება მინდა, ხოლო მეორეს
ცოლის თხოვნა მინდა... – მირიანმა სათქმელი თქვა და ჯაბას თვალი აარიდა...

–მირიან! – ხმაში შაქარი და ჰაეროვნება შეეპარა ჯაბას. მეფარიშვილმა არ


უპასუხა. – მირიან! – კიდევ უფრო თბილად წარმოსთქვა ჩოხელმა.

–რა!

–რა და ფილოსოფიას მოუკვდა პატრონი... მორალის დედა ვატირე და


პესიმიზმის კუბო ვნახე... რაც შენ ეხლა სისულელეები თქვი, დღემდე გაგონილი
ყველა რომ შევკრიბო, მაგის ნახევარი არ გამოვა... მე მეტს არაფერს გეტყვი! შენც
ნუ მეტყვი ნურაფერს, უმჯობესია დაწყნარდი და იმ კარგ გოგოზე იფიქრე,
დანარჩენი კი მიანდე უფალს და მონასა მისსა ჯაბასა!

***

მწვანე ფერის მიკროავტობუსი დამრეცი მდელოს შუ ა გულში იდგა... წინა,


მარცხენა კარი ღია იყო და იქვე, საბურავთან დაფენილ გაზეთზე ჩამომჯდარ
მძღოლს მზის გაშმაგებული მოძალებისაგან იცავდა. მძღოლი ახალგაზრდა კაცი
გახლდათ. ასე, 36-38 წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა,
მრავალნაცადი, მრავლისმხილველი კაცის გამომეტყველება ჰქონდა. იჯდა
თავისთვის თავისივე მანქანის ჩრდილში, შესცქეროდა პატარა ბავშვებად ქცეულ
სტუდენტებს, რაც ბუნების სიმშვენიერეს და არასტანდარტულ სიტუაციაში
ერთად ყოფნის სიხარულს გამოეწვია, შესცქეროდა და ეჭვგა რეშეა, „ვაი, თქვენს
პატრონსო“ , ხშირად იმეორებდა გუნებაში.
დიახ,როგორც თავადაც მიხვდებოდით, მიკროავტობუსით მარიკა მეტრეველი
და მისი ჯგუფი მოსულიყვნენ ზემოხსენებულ ადგილას. იქვე, ჩვენს მიერ
აღწერილი მდელოს ბოლოში, თხილის ხეების პწკარს უკან, პატარა მორებისაგან
შეკრული შენობა იდგა. უფრო სწორად, მიწაში ჩასმულ ოთხ მორზე, ასევე
მორებისაგან შეკრული ოთახი იდგა, რომელიც ოღროჩოღროდ გადაეხურათ
წითელი კრამიტით. ამ შენობასთან, შორიახლოს, ორ ადგილზე დაენთოთ
ცეცხლი და რამოდენიმე კაცი საქმიანობდა.

–გაიწიე იქით, თუ ძმა ხარ, ფეხებში ნუ მებლანდები. – უთხრა


ხელებდაკაპიწებულმა მარიკამ ერთერთ ყმა წვილს...

–მე მოგხმარებოდით მინდოდა და...

–შენი მოხმარება ის იქნება, ხელს რომ არ შეგვიშლი! – უპასუხა მეორე


ქალიშვილმა, რომელიც მარიკასთან ერთად ცეცხლის ალზე ქათმებს „რუჯავდა“.

–ესე იგი, არ გჭირდებით?! – იკითხა ყმაწვილმა და წასასვლელად მოემზადა.

–ეგ კითხვა მამაშენს დაუსვი, რამაზ! რა იცი, იქნება ბედმა გაგიღიმოს და


დადებითი პასუხი მიიღო. თუ მასაც არ ჭირდები, მაშინ გამირკვიე, თუ ძმა ხარ,
რამ აიძულა, შენს შექმნაში მონაწილეობა მიეღო და შენი ქვეყანაზე მოვლინებით
დაექვეითებინა ადამიანების რეიტინგი სამყაროს სხვა ბინადართა შორის. –
განაცხადა ზემოხსენებული ნაგებობის პატარა კიბეზე ჩამომჯდარმა ზორბა ყმა
წვილმა და სიგარეტს მოუკიდა.

–ხალხო! – გოგონებს გადახედა ამ სიტყვების ადრესატმა, რამაზ კაკაურიძემ.


ერთი ამ გარეული კამეჩის და სპილოს ნაჯვარის მოშინაურებულ ვარიანტს
შეხედეთ, რა ზედმიწევნით დალაგებულად ილაპარაკა... ყოველი ამის გაგონების
შემდეგ, უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ მას წერაკითხვაც ეცოდინება, რაც
თავისთავად ეჭვის ქვეშ აყენებს საყოველთაო მოსაზრებას მისი
ერთუჯრედიანობის შესახებ.

მარიკამ და გოგონებმა გადაიხარხარეს, რაც თავის მხრივ, არ მოეწონა ზორბას,


სახეზე წამოენთო და ფეხზე წა მოდგა:

–რამაზაუბედურო, გვერდები ხომ არ გექავება, ჰა!


–არსებობს ასეთი წიგნი, – გააგრძელა კაკაურიძემ. – უბრალოდ და გასაგებად
„მონადირე“ ჰქვია, სადაც ავტორი ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ
გარეულ, მტაცებელ ცხოველებს შორის ყველაზე მეტად ხუთ მხეცთან
შეხვედრისა უნდა ეშინოდეს ადამიანს. ამ ხუთეულში მეორე ადგილზეა
გარეული კამეჩი, მეხუთეზე სპილო, ხოლო პირველზე – ავაზა. პატარა
ლოგიკური მსჯელობაა საჭირო იმის დასადგენად, თუ რომელი უფრო ჭარბობს
ახლა, ჩემო დათო, შენში, კამეჩი თუ სპილო და იმის მიხედვით უნდა
ვიმოქმედოთ, რადგან თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, რაღა თქმა უნდა,
სხვა და სხვა ხერხები არსებობს როგორც კამეჩთან, ასევე სპილოსთან
მიმართებაში.

ზორბა, ანუ დათო შარაბიძე, ადგილს მოწყდა და რამაზისკენ გაქანდა.


კაკაურიძე ხელიდან დაუსხლტა და მიკროავტობუსისკენ გაიქცა. შარაბიძე
დაედევნა. წამოეწია კიდეც, მაგრამ რამაზი წელში მოიხარა და ისევ გაუსხლტა
ხელიდან. დათო ისევ დაედევნა.

–ასე უნდა დაუსხლტე კამეჩს მინდვრის პირობებში. – დაიძახა კაკაურიძემ და


ტყისკენ გაიქცა, შარაბიძეც შეჰყვა და ტოტების ლაწალუწის ხმაც მოისმა...

–ხორთუმი გაწიე, შე მუტრუკო... ვაიმე, მიშველეთ, ხელი მომტყდა, ნადირო...


მიშველეთ! – მოისმა ტყიდან შეპყრობილი კაკაურიძის ხმა და გოგონებმა
ხმამაღლა გაიცინეს

–გამიშვი ხელი. ქამარს ხელი გაუშვი, თორემ გაგხეთქავ ცემით! – იჭაჭებოდა


რამაზი...

დათო შარაბიძე ტყიდან გამოვიდა და მშვიდად გაემართა ცეცხლთან


მოგროვებული ჯგუფელებისაკენ.

–რამაზი სად არის? – ღიმილით ჰკითხა მოახლოებულ შარაბიძეს მარიკამ.

–არ ვიცი! რა, არ მოსულა? – გამარჯვებული კაცის გამომეტყველება აღებეჭდა


სახეზე დათოს და ამ დროს ტყიდან რამაზის ხმაც მოისმა:

–ჩამომხსენით ვინმემ, დამეჭრა ხელები! – და უცებ ისეთი ხარხარი ატყდა,


იქაურობა გააყრუა.
–ჩამომხსენით, თორემ შემომაკვდება ეგ პირუტყვი! – გაისმა ხელმეორედ და
ორი ბიჭი სირბილით გაეშურა იქით, საიდანაც ხმა მოისმოდა. მათ სხვებიც
გაჰყვნენ და ყველანი ტყეში შევიდნენ, სადაც შემდეგი სურათი დახვდათ:
თავისივე ქამრით ზურგსუკან ხელებგაკოჭილი კაკაურიძე ჯინსის ქურთუკის
ქეჩოთი ხეზე, გადაჭრილ ტოტ ზე ეკიდა და ხვანცალებდა. იმაზე, რაც მარიკას და
მის ჯგუფელებს იმ წუთში იქ დაემართათ, სიცილს ვერ დაარქმევდა კაცი: ზოგი
კიოდა, ზოგს ამის თავიც აღარ ჰქონდა, სუნთქვა შეკვროდა და ჰაერის ჩაყლაპვას
ლამობდა, ზოგი ხარხარისაგან ტიროდა, ვიღაცა კი მუხლებზე დაჩოქილი მიწას
ხელებს ურტყავდა. თავს ვერავინ ფლობდა, რაღა თქმა უნდა, კაკაურიძე ისევ
ხეზე ეკიდა, ბრაზისაგან უარესად ხვანცალებდა და რაღაცას ყვიროდა, მაგრამ
მისი ხმა არავის ესმოდა. რამოდენიმემ მისი ჩამოხსნაც დააპირა, მაგრამ შეხედა
თუ არა, ისევ პანიკურმა სიცილმა დარია ხელი და განზრახულივერ აღასრულა.

არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კიდევ ასე, საიდანღაც მირიან


მეფარიშვილი რომ არ გამომ ძვრალიყო და რამაზ კაკაურიძეს მხსნელად არ
მოვლენოდა. უცხო კაცის დანახვამ ხალხი ჯერ მცირედ, შემდეგ კი სრულიად
დააშოშმინა და მათი სიცილისაგან გაჭარხლებულ სახეებს, უეცრად ორი
უცნობის ხილვით გამოწვეულმა ცნობისმოყვარეობამ თავისი კვალი დაატყო.

მირიანმა კაკაურიძეს ხელებიც გაუხსნა და ჯაბას გადახედა, ვერაფერი


გაეგო...ჯაბა ოდნავშესამჩნევად იღიმებოდა და თან იქ მყოფთ აკვირდებოდა...
რამაზ კაკაურიზე იქვე ჩამოჯდა ხის ძირში და თავი ჩამოკიდა. უცებ
სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. იქაურობა უხერხულობამ მოიცვა... წესით,
ყველაზე უხერხულად, გაურკვეველ სიტუაციაში უეცრად მოხვედრილ მირიანსა
და ჯაბას უნდა ეგრ ძნოთ თავი, მაგრამ რატომღაც პირიქით მოხდა... უფრო
მეტიც, მირიანი გრძნობდა, რომ შექმნილ უხერხულობას ჩოხელი თუ
განმუხტავდა მხოლოდ, რადგან ამ საქმეში მეფარიშვილის აზრით მის
საუკეთესო მეგობარს ტოლი არ ჰყავდა... მაგრამ ჯაბა არ ჩქარობდა. უფ რო
სწორად, იქ დატრიალებული ნაკლებად სასიამოვნო ისტორიის მონაწილედ არ
თვლიდა თავს... გარდა ამისა, არც იცოდა რა მოხდა და როგორც წესი, ირგვლივ
მყოფთა რეპლიკების მოლოდინში ნაკლებად აქტიურად ათვალიერებდა
საზოგადოებას.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, მარიკა მეტრეველი თითქმის დარწმუნებული იყო
იმაში, რომ დღეს მირიანსა და ჯაბას იხილავდა და მზად იყო მათი ნახვით
გამოწვეული „გაკვირვება“ გამოეხატა. გარდა ამისა, ლობჟანიძესაც სურდა
ჯგუფელებისათვის კლასელები გაეცნო, მაგრამ ყოველივე ამას ხელს უშლიდა
ერთი გარემოება: საკმაოდ თავმოყვარე და ემოციური რამაზ კაკაურიძე იქვე
თავჩაქინდრული იჯდა და უდავოა, თუ არ ტიროდა, ბევრიც არაფერი უკლდა...

არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა სა ყოველთაო


„უხერხულობა“, უეცრად საიდანღაც დათო შა რაბიძე რომ არ გამოჩენილიყო. იგი
უხმოდ მივიდა რამაზთან, მუხლებზე დაეშვა, მხარზე ხელები დაადო და თქვა:

–კაი, ბიჭო, რა მოხდა, რა გეწყინა?

კაკაურიძე არ განძრეულა...

შარაბიძე კიდევ უფრო მოიხარა, წამით შეაცქერდა, მერე უეცრად წამოდგა,


გასწორდა და სადღაც გაიქცა.

–დათო!

–დათო, სად გარბიხარ!

–ვაიმე, გაყევით ვინმე! – თითქმის ერთდროულად წამოიყვირეს გოგოებმა.

კაკაურიძემ თავი წამოწია... სანამ ვინმე აზრზე მოვიდოდა, შარაბიძე


ორლულიანი თოფით ხელში იქვე მოვარდა, თოფი ფეხზე შეაყენა, გულზე მიიდო
და ზუსტად ასეთი განცხადება დაიბღავლა:

–სანამ სამამდე დავთვლი, წამოხტი და გადამეხვიე, თორემ დედას ვფიცავარ,


ორივე სასხლეტს დავუშვებ, რამაზ!.. ერთი... ორი...

და სანამ შარაბიძე სამამდე დათვლიდა, შეშინებული კაკაურიძე კი არ წამოდგა,


კი არ წამოხტა, კი არ წამოფრინდა, არამედ, უფრო მართებული იქნებოდა თუ
ვიტყოდით, რომ ვიღაცის უხილავმა და მეტად ძლიერმა ხელმა ის ხის ძირიდან
პირდაპირ შარაბიძის კისერს ესროლა და ზედ მიადუღა.

მერე ვიღაცამ დათოს ხელიდან თოფი გამოსტაცა და უცებ ისეთი ღრიანცელი


ატყდა, რომ იქვე შორიახლოს ხესთან ატუზული, გაოგნებული კაცის სახეს თუ
თვალს შეავლებდით, მყისვე მიხვდებოდით, თუ რაოდენ მრავალფეროვანი და
რაც მთავარია, რთული პროფესიაა მძღოლობა.

***

მერე კი, როგორც ყოველთვის, ყველაფერი კალაპოტ ში ჩადგა. ემოციად ქცეული


ადამიანების გულში გაჩენილმა ნათელმა მათ სახეებზე გადაინაცვლა. ნოდარ
ლობჟანიძემ კლასელები ჯგუფელებს გააცნო, მარიკა მეტრეველმა კი
ოსტატურად „გაიკვირვა“ ჯაბას და მირიანის ხილვა და სუფრაც პირდაპირ
ხასხასა ბალახით გადალესილ მინდორზე გაიშალა

ბიჭებმა ორი გრძელი მორი მოათრიეს და გრძლად გაშლილი სუფრის ორივე


მხარეს დააწყვეს. თავში და ბოლოში კი თითო დიდი ქვა გაჩნდა და შესაბამისად
ზედ იუბილარი და დათო შარაბიძე მოთავსდნენ. უმალ მორებიც შეივსო. შემდეგ
ლობჟანიძემ ჭიქა შეავსო, წამოდგა, სუფრის ხელმძღვანელად შარაბიძე
„აკურთხა“ და დაიწყო... დაიწყო ის, რაც, ქართველებივით არავის შვენის და
არავინ იცის – ლხინი!

რაღა თქმა უნდა, ჯაბა და მირიანი ერთმანეთის მეზობლად ისხდნენ, ხოლო


მარიკა მათ პირდაპირ „აღმოჩნდა“.

შარაბიძე წამოდგა, ღმერთი ახსენა, დალია და დაჯდა. მერე ხალხს გადახედა,


ჭიქაში წვეთი არავინ დატოვოსო თქვა და „კვება“ იწყო.

–მირიან დალიე! – გადაუჩურჩულა ჯაბამ.

–რა აუცილებელია...

–რასაც გეუბნები, გააკეთე! – მტკიცედ თქვა ჯაბამ და ქათმის ბარკალს


„დაუკავშირდა“.

მირიანმა ერთი ამოიოხრა და ჯაბას მითითება შეასრულა. სუფრა ახმაურდა.


შარაბიძემ ყანწი გაავსო და ყურთასმენა ითხოვა. ითხოვა და მიიღო კიდეც. მერე
სასმისი აღმართა, იუბილარი სტანდარტულად აქო, დალოცა და დიდი ყანწი
საყლაპავში გადაახედა. მერე ისევ გაავსო და მირიანს მიაწოდა. მირიანმა ჯაბას
გადახედა. ჯაბამ ეს „ვერ“ შეამჩნია და მეფარიშვილი მიხვდა, რაც უნდა ექნა...

ცარიელი ყანწი მირიანმა ისევ თამადას დაუბრუნა. დათომ ისევ გაავსო და


ახალი პატრონი მოუძებნა.

ქართული სუფრის კარგი მცოდნეები დამეთანხმებიან, რომ არსებობს სიტუაცია,


როცა მაგიდა ორ-ორ, სამ-სამ შეამხანაგებულ, ერთმანეთში მოსაუბრე ნაწილებად
იყოფა ხოლმე, მაგრამ არავის მოქმედება თუ რეპლიკა არ რჩება
დაუფიქსირებელი... იმაშიც დამეთანხმებიან ზემოხსენებული პროფესიონალები,
რომ ხანდახან ყველა წინაპირობა არსებობს ნამდვილი ლხინის გასაჩაღებლად,
მაგრამ რატომღაც ლხინი არ გამოდის და როცა ყველაზე ოპტიმისტი სუფრის
წევრიც კი ხელს ჩაიქნევს, სწორედ მაშინ იფეთქებს მთელი ძალით. სწორედ ასე
მოხდა ახლაც, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. როგორც ვხედავთ,
ჯერჯერობით ლხინი არ გამოდის და სწორედ ამაზე ფიქრობს ახლა თამადაც. იგი
წამით იქაურობას გამოეთიშა და ზემოხსენებული კრიზისიდან გამოსავალი
გზებისა და გამომწვევი მიზეზების ძებნას შეუდგა.

კაცმა რომ თქვას, რა იყო აქ საგანგაშო. ეს წუთია სუფრას მიუსხდნენ და


პირდაპირ ყირაზე ხომ არ დადგებოდა ხალხი. პატარა მოცდა უნდოდა და
ყველაფერი რიგზე იქნებოდა! მაგრამ არა, არა და არა! შარაბიძე გამოცდილი
ლხინისუფალი გახლდათ და კარგად უწყოდა, რომ როცა რაღაცა
ხელისშემშლელი პირობა არ არსებობს და ყველაფერი რიგზეა, თავიდანვე
იგრძნობა სიკეთე... არადა მისი, როგორც თამადის რეპუტაცია ილახებოდა,
საჭირო იყო სასწრაფო და გადამწყვეტი ზომების მიღება!

იფიქრა შარაბიძემ, იფიქრა და... რასაკვირველია, რა თქმა უნდა, მიზეზი არის და


აი, რაში მდგომარეობს იგი: მისი და რამაზ კაკაურიძის შერიგების, იმ
გულისამაჩუყებელი მოვლენის შემდეგ, საყოველთაო სიყვარულის და
თანასწორუფლებიანობის მავნე სენმა დარია ხელი ყველას. დაიკარგა დიდ--
პატარა-მცირე-მეტის შეგრძნება, გათანასწორდა წლების მანძილზე ნაგროვები
ესოდენ განსხვავებული წონები, დაიკარგა შიშ-რიდის ლაზათი და
უპირატესობის არგამოყენების ან რაინდული პატიების სილამაზე... ხოლო ასეთ
მდგომარეობაში ვერცერთი საზოგადოება ვერ რეგულირდება და მხოლოდ
ფიზიკურად არსებობს. უკეთ რომ ვთქვათ, მართავს ბუნება და არა ადამიანის
ნათელი გონება. ესე იგი, არის ყოფა და არ არის ის, რისთვისაც გვიხარია ყოფა.

და დათო შარაბიძე მიხვდა, რომ აუცილებელი იყო ნახევარი საათის წინ


დარღვეული წონასწორობის აღდგე ნა... მაგრამ როგორ? აი, რაშია საქმე!
აუცილებელია, მოხდეს რაღაც ისეთი... რისკთან უშუალო კავშირში მყოფი,
ცეცხლთან თამაშს რომ ეძახიან, რათა მოდუნებულ, მოშვებულ, უფრო სწორად,
ნებაზე მიშვებულ საზოგადოებას მიეცეს საშუალება გაიხსენოს, ვინ ვინ არის!

და უცებ დათოს სახე გაუნათდა. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა და ახლაღა


გაახსენდა შარაბიძეს, რომ სუფრას ორი უცნობი უჯდა. ერთი გაყურსული იჯდა
და მეორეს მიშტერებოდა, ხოლო მეორეს ხელში ქათმის დიდი ბარკალი ეჭირა,
მის თეფშზე კი უკვე გასუფთავებული ასეთი ვე ბარკლის ძვალი იდო. ის ჭამდა,
ჭამდა გულმოდგინედ და იმდენად არ აინტერესებდა ქათმის ბარკლის გარდა
არაფერი, გეგონებოდათ, ჭამას მორჩება თუ არა, ადგება და არც არავის
დაემშვიდობება, ისე წავაო... შარაბიძეს სიამოვნებისმომგვრელი ჟღარუნით დაუა
რა სხეულში ღვინომ, გაეღიმა და ჩაახველა:

–უკაცრავად კი ვარ, მაგრამ... – მიმართა უეცრად ჯაბას.

ამ უკანასკნელს თავი არ აუწევია.

–მეგობარო, თქვენი სახელი! – ისევ შეეხმიანა შარაბიძე ჩოხელს.

–ჩემი? – თავი აწია ადრესატმა.

–დიახ!

–ჯაბა მქვია! – და ისევ მთელი არსებით ბარკალს დაუბრუნდა, უფრო სწორედ


ძვალს ბოლო რბილი „აართვა“ და თეფშზე მოათავსა.

–ჯაბა, თუ იცი შენ, რამდენი ბარკალი აქვს ქათამს? – ყველასათვის


მოულოდნელადწარმოთქვა შარაბიძემ, ხელები გადაიჯვარედინა და ისე
მიაცქერდა ჩოხელს, როგორც პროფესორი გამოცდაზე მოსულ სტუდენტს.

თუ გახსოვთ, ზემოთ ვახსენე სიტუაცია, როცა ყველა თავისთვის, თანაც


საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობს, მაგრამ რატომღაც ყველას ყველაფერი ესმის. აი,
ამის ნათელი დადასტურებაც: შარაბიძის მიერ ნათქვამი სიტყვები ყველამ
გაიგონა და სუფრა გაიყინა.

ჯაბამ გაიღიმა. არ აჩქარდა, ლუკმა გადაყლაპა, ხელსახოცით ტუჩები


მოიწმინდა და:

–უკაცრავად, მე ზუსტად ვერ გავიგე რა მკითხეთ და თუ არ შეწუხდებით,


გამიმეორეთ?

–მე გკითხე, თუ იციმეთქი, რამდენი ბარკალი აქვს ქათამს? – გაიმეორა დათომ


და უტიფრად გაიღიმა.

–გააჩნია, რამდენ ქათამს?! – ღიმილითვე უპასუხა ჯაბამ.

–ერთ ქათამს, ჩემო ჯაბა, ერთქათამს! – განუმარტა შარაბიძემ.

–აჰ, ერთ ქათამს? ზუსტად იმდენი, რამდენი ვაზნაც ჩადის ორლულიან


სანადირო თოფში... ერთია მხოლოდ: სუფრაზე მოტანილ, ხელუხლებელ ქათამს
ყოველთვის აქვს ბარკლები, აი სასროლად გამზადებულ, გულთან მიბჯენილ
თოფში კი შეიძლება არ იყოს ვაზნები... უფრო სწორად, ვაზნები შეიძლება
გამოყენებული აღმოჩნდეს, ცარიელი, რაც დამერწმუნებით, ერთი და იგივეს
ნიშნავს!

გაყინული სუფრა გაქვავდა... შარაბიძე გაშრა, სახეზე წამოენთო:

–მაგით რისი თქმა გინდა?

–არაფრის. – მშვიდად უპასუხა ჩოხელმა. – თქვენ კითხვა დამისვით, მე კი ჩემი


პასუხი უფრო სრულყოფილი და დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, განვავრცე და
შევეცადე მისთვის ფილოსოფიური სარჩული დამედო... სხვა საკითხია,
რამდენად მოვახერხე...

შარაბიძე სულ გაცეცხლდა, მაგრამ თავის ხელში აყვანა მაინც მოახერხა და


ნაძალადევი ღიმილით გააგრ ძელა:

–ნამდვილად მოახერხე და იმდენად მომეწონა ეგ შენი ღრმა ანალიზის მქონე


პასუხი, რომ თუ ნებას მომცემ, კიდევ ერთ კითხვას მოგცემ?
–ოჰ, რასაკვირველია, ბრძანეთ! – გაუღიმა ჯაბამაც და თვალებში შესციცინა.

–მე ვიცი, რომ შენ ყანწი არ დაგილევია და ჭიქაც სავსე გაქვს! რატომ?

–იცით, – უფრო გათავაზიანდა ჯაბა. – მე ღვინოს არ ვეტანები!

–რატომ, ვითომ, ფეხბურთელი ხარ?

–არა გვერდითი მსაჯი! – უპასუხა ჯაბამ და ირგვლივ თავშეკავებული სიცილი


გაისმა.

–შენ რა ხუმარა ყოფილხარ, კაცო! – ვერაფრით მარცხს ვერ შეეგუა შარაბიძე – არ


დახოცე ხალხი სიცილით?! ალბათ, შენი მეგობარიც კარგად ხუმრობს, არა?

–ჩემი მეგობარი კარგად ჭიდაობს!

–მართლა? – ფეხზე წამოდგა შარაბიძე. – აი, მე კი, ჭიდაობა არ მეხერხება.


ამიტომ, ახლა რომ წავიდე და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცარიელ თოფში ორი
ვაზნა ჩავდო, შემდეგ კი აქვე დავბრუნდე, ხომ არ გეწყინებათ შენ და შენს
მეგობარს?

–თუ ისევ საკუთარ გულზე მიიდებ და სამამდე დათვლი, არ გვეწყინება! –


დიალოგში მირიანი ჩაერთო. ისიც ფეხზე წამოდგა. დაძაბულობამ კულმინაციურ
წერტილს მიაღწია...

ამას ყველა მიხვდა და უცებ ჯაბაც ფეხზე წამოდგა:

–დაწყნარდით ბიჭებო, მე გთხოვთ! დათო, მე მომწონს შენი უშუალობა, შენი


ადამიანებთან კონტაქტში სწრაფად შესვლის უნარი, ის, რომ სულ რამდენიმე
წუთია ერთმანეთი გავიცანით და შენ კი უკვე ისე მელაპარაკები, თითქოს
ადამიანის ასაკის სიმცირით გამოწვეული სიშიშვლისდროინდელი მეგობრები
ვიყოთ. ესეც არ იყოს, ჭიდაობა არც მე მეხერხება და ხომ არ ჯობდა, ამ
ხალხისათვის ანგარიში გაგვეწია, ეს მშვენიერი სუფრა არ ჩაგვეშხამებინა
მათთვის და მხოლოდ მე და შენ, მცირე ხნით ბუნების წიაღში გაგვესეირნა? რაღა
თქმა უნდა თოფების, ცულებისა და არბალეტების გარეშე?

–დიდი სიამოვნებით, გენაცვალე! – უპასუხა დათომ, შეტრიალდა და ტყისკენ


წავიდა.

–ბიჭებო, გეხვეწებით, არ გინდათ რა. – აღმოხდა მარიკას და ამდენი ხნის


განმავლობაში გასუსული, სმენადქცეული ხალხი ერთიანად წამოიშალა და
მინდორზე მიმავალ შარაბიძეს აედევნა. ჯაბასთან მხოლოდ ორნი დარჩნენ
ნოდარ ლობჟანიძე და მარიკა.

–ჯაბა არ გინდათ რა, გთხოვთ!

–რატომ გგონიათ მარიკა, რომ მინდა? უბრალოდ იმას, რაც მოსალოდნელი იყო,
მერწმუნეთ ასე ჯობია. თანაც პირობას გაძლევთ, ყველანაირად შევეცდები
უსიამოვნება არ მოხდეს. – თქვა ჯაბამ და დათოსკენ გაეშურა, საიდანაც
იმედგაცრუებული ჯგუფელები უკან ბრუნდებოდნენ. როგორც თავადაც
მიხვდებოდით, შარაბიძემ მათ თხოვნას ყური არ ათხოვა და მუქარანარევი
თხოვნით უკანვე გამოისტუმრა.

–ჯაბა! – დაუძახა მირიანმა.

ჯაბა შედგა:

–დაწყნარდი მირო! ნუ გეშინია...

–მე არაფრის არ მეშინია. უბრალოდ, რასაც გეტყვი, კარგად ჩაიბეჭდე თავში.


შეეცადე, ძალიან შეეცადე, ჩხუბი არ მოგივიდეს, თორემ შენ იცი ჩემი ამბავი,
მაგის თავს ვერავინ გამომგლიჯავს ხელიდან და როგორც სხვამ ჩამოკიდა ხეზე,
ისევე ჩამოვკიდებ, ოღონდ უფრო მაღლა და თანაც კურტკით კი არა... – თავი
ვეღარ შეიკავა მირიანმა. – თქვენთან ბოდიში, მარიკა. გაიგე, ჯაბა?

–არის! დაწყნარდი. – გაიღიმა ჯაბამ და სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა უკვე ტყის


პირთან მდგარი, ორმოცდაათიოდე მეტრით მოშორებული შარაბიძისაკენ... უმალ
მიუახლოვდა და ორივენი ტყეში, ხეებსუკან გაუჩინარდნენ.

დაინახა თუ არა ლობჟანიძემ ბიჭები ტყეში შევიდნენო, მიკროავტობუსისკენ


გაიქცა.

–სად გარბიხარ! – უკან გაედევნა ნოდარს ამ ხნის განმავლობაში მაგიდასთან


ხმის ამოუღებლად მჯდომი მძღოლი, რომელმაც ეჭვგარეშეა იფიქრა, მანქანის
წაყვანას აპირებსო და დღეს აქ წამოსვლისთვის თავის თავს გამეტებით
ლანძღავდა. მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. ლობჟანიძე მანქანაში შევიდა,
თოფი აიღო და უკან გამოიქცა. მძღოლმა შვებითამოისუნთქა.

–მაჩვენე ერთი აქ, ეგ თოფი! – უთხრა მირიანმა ლობჟანიძეს და თოფის


გამოსართმევად დაიძრა. ნოდარმა თოფი უყოყმანოდ გადასცა და მირიანის წინ
გაქვავდა.

მეფარიშვილმა თოფი გადახსნა. ჯაბა მართალი აღმოჩნდა, თოფში გასროლილი


ვაზნები ეწყო. მირიანს გაეღიმა და თოფი იმასვე დაუბრუნა, ვისაც გამოართვა.
გაეღიმა მარიკასაც, რომელიც მირიანის მოქმედებას თვალს ადევნებდა და
მიხვდა ვაჟის გაცინების მიზეზს. დანარჩენებს ეს არ შეუმჩნევიათ, რადგან
მარიკასა და მირიანის გარდა, სუფრასთან არავინ დარჩენილა. ისინი ყველანი
მინდვრის შუაგულში ნერვიულად დაბორიალობდნენ და ტყეში შესული ბიჭების
დაბრუნებას, ან იქიდანვე ავისმაუწყებელი ხმების გაგონებას ელოდნენ და მზად
იყვნენ, გასაშველებლად გაქცეულიყვნენ.

ნოდარ ლობჟანიძემ თოფი შენობის უკან გადამალა და მირიანთან და


მარიკასთან მობრუნება დააპირა, მაგრამ ერთიერთზე დარჩენილი წყვილისათვის
ხელის შეშლას მოერიდა და მინდვრის სიღრმეში მყოფი ჯგუფელებისაკენ
გაეშურა.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მირიანი და მარიკა მარტონი დარჩნენ. სხვა


დროს, მეფარიშვილი ალბათ მეტად უსუსურად იგრძნობდა თავს, დაიძაბებოდა
და დაკომპლექსდებოდა, როგორც ყოველთვის, მარიკასთან ურთიერთობისას.
მაგრამ ახლა ასე არ მოხდა. ახლა სულ სხვა იყო, რადგან ახლა მასში ამპარტავანი
დათო შარაბიძის დასჯის სურვილს, ყველა დანარჩენი სურვილი მოეკლა და
ყველა გრძნობა მიესუსტებინა მისთვის თავდადებული მეგობრის სიყვარულის
გრძნობას. და თუ მირიანს რამე აკავებდა, ეს საკუთარი ღირსების შეგრძნება და
ჯაბას თავმოყვარეობის შელახვის შიში იყო. უახლოესი მეგობრის
შესაძლებლობებში ეჭვის შეტანაში არ ჩამეთვალოსო, ფიქრობდა და მოთმინებით
ელოდა წუთს, როცა მისი მოქმედება შესაძლებელი გახდებოდა. ასე გავიდა
ხუთიოდე წუთი. მირიანს კრინტი არ დაუძრავს... გრძნობდა, უხერხული იყო
მისი სიჩუმე, მაგრამ მისი გონება მთლიანად ჯაბაზე ფიქრით იყო დაკავებული...
–როგორ ფიქრობ მირიან, მოხდება რამე? – მირიანთან გამოლაპარაკების
სურვილი გაუჩნდა მომხდარით აშკარად შეწუხებულ მარიკას და მეფარიშვილს
არც ის გაკვირვებია, მარიკამ შენობით რომ მიმართა, რადგან ჩვენს მიერ
ზემოთაღწერილმა ამბავმა, უეცრად რაღაცნაირად დააახლოვა ისინი და მარიკას
მიერ შენობით მიმართვა, რაღა თქმა უნდა, ბუნებრივი იყო...

–მე ვერ გეტყვი მარიკა, მოხდება თუ არა რამე. მაგრამ თუ მოხდა, მტკიცედ
მჯერა და თქვენც გარწმუნებთ, რომ ჯაბას მიზეზით არ მოხდება. – ასევე
ბუნებრივი იყო მირიანის „თქვენობით“ გაცემული პასუხი...

–არადა, – გააგრძელა მარიკამ. – რა კარგად მიდიოდა ყველაფერი დილიდანვე...

–მართალია. ჩვენ დღეს აქ არ უნდა მოვსულიყავით. ამის არავითარი


აუცილებლობა არ იყო.

–მე ეგ არ მიგულისხმია, მირიან... პირიქით, თქვენც რომ აქ იყავით, სწორედ


იმიტომ ვთქვი, ყველაფერი კარგად მიდიოდამეთქი.

–ვითომ? – გაეღიმა მირიანს და მარიკას თვალი თვალში გაუყარა.

–რას ჰქვია „ვითომ?!“ . მე მგონი, ჩემი სიტყვების სიმართლეში დაეჭვების საბაბი


არ მომიცია... ვითომ ეწყინა მარიკას. – და როდესაც ვთქვი, ყველაფერი კარგად
მიდიოდა, რომ თქვენც აქ იყავითმეთქი, სულაც არ ვგულისხმობდი იმას, რამაც
შენში ეჭვი დაბადა. – განაცხადა მარიკამ და მეფარიშვილის მობოდიშებას
დაელოდა, მაგრამ ვაჟი დუმდა. ეს კი გოგონას არ მოეწონა და ამჯერად უკვე
თითქმის სერიოზულად გააგრძელა:

–დიახ, მე არ მითქვამს, შენი აქ დანახვა გამეხარდა და ამ „ბედნიერებამ“


შემიქმნა იმის ილუზია, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდამეთქი. – დაამთავრა
მარიკამ და ისე დადგა, მირიანისათვის მთლად ზურგი არ შეუქცევია, მაგრამ
ბევრიც აღარაფერი უკლდა.

–თქვენ უდავოდ ნიჭიერი ქალიშვილი ხართ. მარიკა! – წარმოთქვა


მოულოდნელად მირიანმა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.

–ვერ გავიგე?! – საუბრის ასეთ გაგრძელებას ნამდვილად არ ელოდა გოგონა. –


საიდან დაასკვენით?

–მხოლოდ ნიჭიერ, ისიც, ზედმეტად ნიჭიერ ადამიანს შეუძლია გულუბრყვილო


კაცის ალალად ნათქვამი, არაფერზე მეტყველი ერთი სიტყვა, მხედველობაში
მაქვს ჩემს მიერ პასუხის გაცემის აუცილებლობის გარეშე დასმული კითხვა
„ვითომ?“, ფილოსოფიური მსჯელობისა და განხილვის საგნად აქციოს. მისი
წარმოშობის მიზეზის დასადგენად გონებაში ელვისებურად დაუშვას
რამოდენიმე ვერსია, შემდეგ ამ ვერსიათაგან აირჩიოს ერთი, სიმართლიდან
ყველაზე უფრო შორს მდგომი და ამდენად, ყველაზე უფრო ძნელად
დასამტკიცებელი და დაამტკიცოს კიდეც. ესე იგი, მიზანს მიაღწიოს. თუ
გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყოველივე ეს მიზნად ისახავდა ერთი მეტად
არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვედრილი კაცის მდგომარეობის შემსუბუქებას,
ანუ მისი შეურაცხყოფაზე და შურისძიებაზე მოფიქრებული გონების
ფილოსოფიისა და განსჯა–განხილვის სფეროსათვის დაქვემდებარების
ინსპირირებას, ადვილად მიხვდებით, რომ გარდა იმისა, რომ თქვენ უაღრესად
ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით, რაც, ჩემის აზრით, შესა ნიშნავად დავამტკიცე,
თქვენ ხართ უაღრესად კეთილშობილიც და ეწევით მართლმადიდებელი
ქრისტიანისათვის შესაფერის ცხოვრებას.

არა მგონია მოიძებნოს ქვეყნად ადამიანი, რომელიც ზუსტად შეძლებდა მარიკა


მეტრეველის სახის გამომეტყველების გადმოცემას. მარიკა ცხვირსქვემოთ
გაკვირვებული იყო, მას პირი ჰქონდა ღია, ცხვირსზემოთ შეშინებული გახლდათ,
ამაზე მისი წარბები და შუბლზე სახელდახელო ნაოჭები მეტყველებდა. ცხვირით
იცინოდა, რადგან ნესტოები რიტმულად ებერებოდა და ეფუშებოდა, ხოლო
თვალებით თვალებს არ უჯერებდა, რომ მისი ცხვირს ქვე ვით გაკვირვების,
ცხვირსზევით შეშინების და ცხვირით სიცილის მიზეზი მის წინ მდგომი
გოლიათი იყო. რამოდენიმე ხანს ასე უყურებდნენ ერთმანეთს და ორივე მიხვდა,
რომ იქ რაღაც მოხდა... თუმცაღა, კერძოდ რა, ანუ რა ერქვა ზუსტად იმ რაღაცას,
ვერცერთი ვერ იტყოდა.

–ემანდ ფინთი არაფერი მოხდეს, – მოესმათ უცებ საიდანღაც გამომძვრალი


მძღოლის ხმა – ხათაბალას არაფერს გადაეყარონ, კაცო!

ქალვაჟი უცებ გამოერკვა... ჩია ტანის, თმახუჭუჭა კაცი იქვე ქვაზე ჩამოჯდა და
მიწას ჩააშტერდა.

–ამდენი ხანი ტყის მცველები არ ჩერდებიან ტყეში... – დუდღუნებდა იგი. – რა


აქვთ ამდენი სალაპარაკო... კიდევ შარი მინდა, ახლა მე?! არა, ახია ჩემზე, ახი.
დილას გამოველი, დავქოქე, წამოველი... ასე, ორასი მეტრი გავიარე, ჟიგულმა
გამისწრო, ხელით რაღაცას მანიშნებს. გავაჩერე, ჩამოველი. ვხედამ უკანა
„პაკრეშკა“ დაეშვა. დავბერე, წამოველი... ნახევარი კილომეტრიც არ გამევლო,
ახლა მეორე „პაკრეშკა“ გასკდა... ისევ ჩამოველი „ზაპასკა“ დავაყენე, მაინც
წამოველი... ვირო, სადღა მიდიხარ. ხედამ, ღმერთი არ გიშვებს, არა?! ერთხელ
გაგაფრთხილა, ორჯერ გაგაფრთხილა... ეხლა კიდევ რა ქნას. რა, შენს გარდა სხვა
საქმე აღარაფერი აბარია?.. ღირსი ვარ რა, ნაღდად ღირსი ვარ!

და უცებ მირიანი, რომელიც მძღოლის დანახვისთანავე მკვეთრად შეიცვალა და


ერთ ადგილს ჩაშტერებული, გულისყურით უსმენდა მოწუწუნე კაცს, სხარტად
შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა იმ ადგილისაკენ, საიდანაც ბიჭები
ტყეში შევიდნენ.

–მოდიან, გამოჩნდნენ! – გაისმა სწორედ ამ დროს საიდანღაც და ტყიდან რამაზ


კაკაურიძე გამოვარდა...

მირიანი შედგა. წამიც და ბიჭები მინდორში გამოვიდნენ. ისინი ისეთი


მხიარულები დასახეგაბადრულები ჩანდნენ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და
ტყეში სოკოს საკრეფად შესულიყვნენ.

თანაჯგუფელებს, რა თქმა უნდა, ეს არ გამოპარვიათ და გაკვირვებულები,


მაგრამ აშკარად კმაყოფილები, აუჩქარებლად გამოემართნენ სუფრისაკენ.
მობრუნდა მირიანიც და მარიკამ აშკარად შეამჩნია, რომ ვაჟის სახიდან ერთიანად
გამქრალიყო დაძაბულობა. უფრო მეტიც, მეფარიშვილი ტუჩებზე მომდგარი
ღიმილის დაფარვას ცდილობდა. არც ამ ღიმილის მიზეზი გამოჰპარვია გოგონას.
მირიანი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არ არსებობდა კრიტიკული სიტუაცია,
საიდანაც ჩოხელი გამოსავალს ვერ მონახავდა. ეს ღიმილიც კმაყოფილების,
კარგი მეგობრით გაამაყებული კაცის ღიმილი იყო და მეფარიშვილი მის
დამალვას ცდილობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ უცხო თვალს სხვანაირად არ
აღექვა. მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა ახლა მირიანს, ხალხი სუფრას
უახლოვდებოდა და იგი ფიქრობდა, თუ როგორ მოხერხდებოდა ყოველივე
მომხდარის შემდეგ, ასე პირდაპირ, უტიფრად სუფრასთან ჩამოჯდომა და
ლხინის გაგრძელება. მართალია, არავინ ჰკითხავდა ბიჭებს, იქ ტყეში რაზე
ლაპარაკობდით, ან რომელმა დაუთმეთო, მაგრამ უხერხულობა ამის გარეშეც,
თავისთავად არსებობდა. ყველაზე არასასურველ მდგომარეობაში, რაღა თქმა
უნდა, დათო შარაბიძე უნდა ყოფილიყო. მის კისერზე იყო ყოველივე და
გაფუჭებულის გამოსწორებაც, რაღა თქმა უნდა, მასვე უნდა ეკისრა. მაგრამ
როგორ შეძლებდა ამას? აი, ეს აწუხებდა მირიანს.

–აქ დატრიალებული ამბების შემდეგ, თითქმის შეუძლებელია აქ ლხინის


გაგრძელება, – ეს მარიკას ხმა იყო და მირიანს წამით მოეჩვენა, ჩემს ფიქრებს
უსმენდაო. – მაგრამ მე ვიცნობ კაცს, რომელიც ამას მოახერხებს. მას ჯაბა ჰქვია. –
დაამთავრა მარიკამ.

მერე ქალვაჟმა ერთმანეთს შეხედეს და თავშეკავებული სიცილი გაისმა.

–ყველანი თქვენთქვენ ადგილზე დასხედით, თუ ღმერთი გწამთ და კრინტი


არავინ დაძრას! – განაცხადა ნოდარ ლობჟანიძემ მას შემდეგ, როცა ჯაბასა და
დათოს გარდა ყველანი სუფრას მოადგნენ და თვითონაც თავის ქვაზე დაენარცხა.
რაღა თქმა უნდა თხოვნა, რომლის აუცილებლობა თითქმის არ იყო, მყისვე
შესრულდა.

ოციოდე ნაბიჯში ჩოხელი და შარაბიძეც მოაბიჯებდნენ და როცა მირიანმა


ჯაბას შეხედა, მიხვდა, რომ ჯაბამ უკვე იცოდა, რა უნდა ეთქვა, რითი უნდა
დაეწყო და რითი გაეგრძელებინა. მაგრამ უცებ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა:

მოადგნენ თუ არაბიჭები სუფრას, ხუჭუჭა მძღოლი ფეხზე წამოვარდა:

–თქვენ, ორი ჯეელი, – მიმართა ჯაბას და შარაბიძეს ეხლა სანამ კიდე რამეს
მიქარამდეთ, კარქა მომისმინეთ...

–მე? – გაოცებისაგან პირი დააღო ჯაბამ.

–ჰო, ჰო, შენა და შენცა, „გარდერობ“. უკანასკნელი სიტყვა, რაღა თქმა უნდა,
შარაბიძის მისამართით იყო და დათო ჯერ გაქვავდა, მერე უცებ გაეღიმა.
–რას მიღიმი, შკოლის მეგობარივით?! რა, ძალიან კაი ხასიათზე ხარ, არა?! იფ,
იფ, იფ, რა კარქიკარქი რამეები გააკეთეთ ბიჭო. „საღოლ“, „მალადეც“ , აჰა ტაში! –
და მძღოლმა ტაში შემოჰკრა, მაგრამ, თურმე ეს მხოლოდ შესავალი იყო:

–მამისმინეთ. – დოინჯი შემოიყარა მძღოლმა. – თქვენ ვერხვისქუჩელ


„ხათრიჯანას“ იცნობთ?

–დიახ! – ავტომატურად უპასუხა გაკვირვებისაგან სახედაგრძელებულმა


შარაბიძემ.

–ჰო და რო „დიახ“, იცი მაგას „ხათრიჯანას“ რათ ეძახიან?

–არა ბატონო! – ჩაერთო ჯაბა.

–„არა ბატონო“. – გამოაჯავრა მძღოლმა. – იმიტომ ეძახიან, რო არავის ხათრი


მაგას არა აქ ჩემ გარდა. ჩემი კიდე, ცოლის ძმაა.

–მაშინ ეგრე არ უნდა ერქვას, თუ მარტო თქვენი ხათრი აქვს. – სერიოზულად


განაცხადა ჯაბამ.

–მა როგორ უნდა ერქვას! – სახე დაპრაწა მძღოლმა.

–ჯერ თქვენი სახელი მიბოძეთ!

–თუნდაც რეზო, წავა?!

–ნამდვილად!

–ჰა, აბა თქვი ერთი, როგორ უნდა ერქვას. წაგიყვანო ერთი, მოგანათლინო!

–ესე იგი, – დაიწყო ჩოხელმა – იმ კაცს არავის ხათრი არა აქვს და ამიტომ,
შებრუნებით ეძახიან ხათრიჯანას, არა?

–საღოლ, მაარტყი!

–მაგრამ მას არავის ხათრი არა აქვს თქვენს გარ და, ხომ ასეა? ჰოდა, თქვენს
ცოლის ძმას უნდა ერქვას „რეზოს გარდა ხათრიჯანა“, ან პირიქით, „ხათრიჯანა
რეზოს გარდა“. არის ასეთი ვარიანტიც: „ხათრიჯანა მინუს რეზო“ და პირიქით!

მძღოლმა ენრგიულად, ხელების ქნევით წამოიწყო პასუხი. ეჭვგარეშეა, კარგს


არაფერს ამბობდა, მაგრამ ჩოხელის სიტყვების შემდეგ ისეთი ხარხარი ატყდა,
ხუჭუჭას ხმა აღარავის ესმოდა. შარაბიძე სიცილისაგან წელში მოიხარა და
გაშლილი ხელები თეძოებზე წაიშინა. მარიკამ და სხვა გოგონებმაც იმდენი
ცრემლები გადმოყარეს, უცებ შემოსწრებული კაცი ვერ გაარჩევდა, ტიროდნენ
თუ იცინოდნენ. ყველაზე უფრო თავშეკავებულად მირიანი გამოიყურებოდა,
მაგრამ ეს მეფარიშვილის მაქსიმუმი იყო, მეტი მას არ შეეძლო.

მძღოლი სულ გადაირია, გაცოფდა, სახე ცეცხლზე დადგმულ და დავიწყებულ


ტაფის ძირს დაემგვანა და მაინც არ ჩერდებოდა, რაღაცას ამტკიცებდა, რამაც
სულ გადარია სულყველა და იქაურობა გაქცეული, განსაკუთრებით საშიში და
ემოციური გიჟების თავშესაყარს უფრო დაემსგავსა, ვიდრე დაბადების დღის
აღსანიშნავად შეკრე ბილი სტუდენტების ჯგუფს.

ის იყო ღონემიხდილი გოგობიჭები ცოტა ჩაწყნარდნენ, მათ ყურამდე მთელი ამ


ხნის განმავლობაში გაუჩერებლად მომყვირალი მძღოლის უკვე ჩახლეჩილი ხმაც
მოისმა:

–ანდაზაც არ არის მაგაზე? „შვილსაო, ყოველდღეო, ყოველ პურის ჭამამდე და


პურის ჭამის შემდეგაო, შიგ გვერდებში დაგა და დაგაო და მოყვარედ
გამოგადგებაო“ ...

და ხელახალი ძალით იხუვლა არაადამიანურმა ხარხარმა. თითქმის ყველა ძირს


ეყარა, შარაბიძე პირქვე ემხო და ყურებში თითი შეერჭო...

წუთიც და მანქანის ძრავის გუგუნი გაისმა...

–ეე, ეე, სად მიდიხარ? – ყველაზე ადრე გონს ნოდარ ლობჟანიძე მოეგო და უკვე
დაძრულ მიკროავტობუსს ძუნძულით დაედევნა, მაგრამ ამაოდ. მანქანამ
მინდორი გადასერა და გაუჩინარდა...

–ნახე, რა ქნა? მიგვატოვა ამ ტყეში და წავიდა. – თქვა უკვე ფეხზე წამომდგარმა


დათო შარაბიძემ და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. მერე ისევ სუფრისაკენ
შემობრუნდა, ხალხს გადახედა. უკვე აღარავინ იცინოდა, მაგრამ მათი სახეების
გამომეტყველების მიხედვით, ვერც იმას იტყოდა კაცი, ნამეტანი შეაწუხათ
მძღოლის გაქცევამო.
–ეგ არაფერი, გოგონებს მე წავიყვან, ბიჭები კი... მცხეთამდე ნახევარი საათის
სავალი თუ იქნება... იქიდან კი მატარებელი და მისი ჯანი... – განაცხადა ჯაბამ და
ოფიციალურად დაუბრუნდა სუფრას.

–რა თქმა უნდა, წაუსვლელი არ დავრჩებით. პირიქით, უკეთესიც არის ჰაერზე


ფეხით გავლა. მაგრამ ისე, ყოველი შემთხვევისათვის, მინდა ვიცოდე, ვინ
გამოძებნა „რეზოს გარდა ხათრიჯანას“ სიძე? – კითხვის თვალი გადაავლო
დათომ თანაჯგუფელებს და გაიღიმა.

–მე! ეს მე მოგანიჭეთ დღეს ამდენი სიამოვნება! – განაცხადა რამაზ კაკაურიძემ.

–ჰოდა, იმ დიდ ქვაბს და ტურტლიან ჩანთას შენ ატარებ... და ეს იქნება შენს


მიერ მონიჭებული მეორე სიამოვნება! – უპასუხა შარაბიძემ.

–კეთილი, თანახმა ვარ, – გაეცინა რამაზს. – მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ,


ბატონო დავით, ხომ არ მოვიდა დრო, რომ ჭიქები შევავსოთ, ზე აღვმართოთ,
ერთმანეთს თვალებში შევხედოთ და სიყვარულში გამო ვუტყდეთ?!

სწორედ ამ დროს, მარიკამ ინსტიქტურად მირიანს შეხედა... მირიანმა გოგონას


მზერა დაიჭირა და გაეცინა...

–რა გაცინებს? – უნებლიე, თავშეკავებული ღიმილი მოეფინა მარიკასაც.

–არაფერი.

–მაინც, მაინც! – ჩააცივდა ქალიშვილი.

–მართლა არაფერი, ისე...

–გთხოვ, მითხარი!..

–რამაზმა მშვენიერი რამ შემოგვთავაზა და მემომე წონა, რომ თქვენ მას


დაუჯერეთ!..

მარიკას არაფერი უთქვამს, თავი ოდნავ დახარა და დადუმდა.

–ხომ არ გეწყინათ, მარიკა? მე ვიხუმრე. – აღელდა მეფარიშვილი...

–არა, არ მწყენია... ან, რა იყო აქ საწყენი?! მე უბრალოდ ვცდილობ პასუხი გავცე


ერთ კითხვას. ეს პასუხი, არ დაგიმალავ და ძალიან მჭირდება. მინდა გავერკვე:
შენ უბრალოდ კარგ ტონზე ყურმოკრული, მაგრამ სულსწრაფი კაცი ხარ თუ,
ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ესოდენ მცირე რაოდენობით შემორჩენილ
იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც თავს ვალდებულად თვლი
ან, მანამდე ელაპარაკონ ადამიანებს თქვენობით, სანამ ისინი სასურველი
ადამიანებიდან აუცილებელ ადამიანებად არ იქცევიან და მათ ყოველდღიურ
ცხოვრებაში არ შემოვლენ...

–მოითმინეთ, მარიკა! მეორე გასაგებია. მეორე ვარიანტს ვგულისხმობ. აი


პირველი კი... „კარგ ტონზე ყურმოკრული“ რა შუაშია?

–იმ შუაშია, რომ ყველა ნებისმიერი, ვისაც ცოტა მაინც სმენია ელემენტარულ
ზრდილობაზე, ნახევრად უცნობ ადამიანს თავიდან „თქვენობით“ მიმართავს,
შემდეგ გადადის „შენზ “. ეს უკვე მაშინ, როცა ამისათვის სიტუაცია მომწიფდება.
შენ ჯერ კიდევ „თქვენობით“ მომმართავ, თვლი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორსა
ვართ იმ არცთუ ბევრისმთქმელი სიახლოვისაგან, როცა ადამიანები ერთმანეთს
„შენობით“ მიმართავენ... და რადგან, ამის მიუხედავად, უკვე სიყვარულზე
მელაპარა კები, არა აქვს მნიშვნელობა, ქარაგმებით თუ პირდაპირ ამიტომ
სულსწრაფი... ეს, რა თქმა უნდა შენი კითხვის პასუხი იყო, ანუ მე შენ აგიხსენი,
რას ვგულისხმობდი კარგ ტონზე ყურმოკრულ სულსწრაფში... და შევეცადე
თხრობის შენებური სტილი და მეცვა! გასაგებია?

–სრულიად!

–მერე, რას იტყვი?

–ვიტყვი იმას, რომ თქვენ, მარიკა, „გამოძიება“ არასწორი გზით წაიყვანეთ უკვე
მაშინ, როცა დაუშვით და მსჯელობის საგნად აქციეთ მხოლოდ ორი ვარიანტი.
უნდა გეფიქრათ, რომ არსებობს მესამეც!

–კერძოდ?

–კერძოდ, არსებობენ და ჩემი აზრით, უმრავლესობასაც წარმოადგენენ ისეთი


კაცები, რომლებიც მანამდე არ მიმართავენ მანდილოსნებს „შენობით“, სანამ ამ
უკანასკნელთაგან არ მოისმენენ ასეთი სურვილის დაბადების მაუწყებელ
მინიშნებას, ან კონკრეტულ წინადადებას. თუმცა, მე ვთვლი, რომ სიტუაცია
მართლაც რომ მომწიფდა... მხედველობაში მაქვს ურთიერთმიმართვის
მხოლობითი რიცხვი, რაზეც თუნდაც ის მეტყველებს, რომ აგერ უკვე რა ხანია
თქვენ ამას მიხვდით და „შენობით“ მომმართავთ და ბოლოს, თქვენ ახსენეთ
გრძნობა, რომელზეც თურმე მე ვცდილობ თქვენი ყურადღება გავამახვილო
ქარაგმების საშუალებით... ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არა ვარ დარ
წმუნებული, რომ იმას, რაც თქვენ ქარაგმებად მონათლეთ, მართლაც ქარაგმა
ერქვას! უბრალოდ, მე თავი ავარიდე ისეთ გაცვეთილ შაბლონურ, მაგრამ
ულამაზესი სიტყვის თქმას, როგორიცაა „მიყვარხარ“ და აქვე დავსძენ, რომ თუ
ამის აუცილებლობა არსებობს, მე მზად ვარ უახლოეს მომავალში გამოვიყენო ეს
სიტყვა. უბრალოდ, მშრალი და უსუსური რომ არ გეჩვენოთ, მე მას თქვენს
სახელს დავურთავ. ხოლო როდესაც ვთქვი, ამ სიტყვას უახლოეს მომავალში
გამოვიყენებ-მეთქი, ვიგულისხმე დაუყონებლივ, თუ თქვენ მზად ხართ,
მომისმინოთ! რას იტყვით, მარიკა?

–კი, მაგრამ აქ, ამდენ ხალხში? – გაიცინა ქალიშვილმა.

–აბა, დააკვირდით ამ ხალხს და მიხვდებით, რომ შეუძლებელია ვინმემ რამე


გაიგონოს, რადგან ისინი ახლა მართლა „ქეიფობენ“ ... – და მირიანი მართალი
იყო.

დათოს ყანწი და ჯაბას კვიმატი ენა ყურადღების ცენტრში მოქცეულიყვნენ,


სუფრა ერთ მუშტად შეკრულიყო და მარიკა და მისი თანამოსაუბრე
კუნძულივით იყვნენ გამოყოფილი მათგან.რაღა თქმა უნდა, ყველა აშკარად
ხედავდა, რომ ქალვაჟი ერთმანეთში საუბრობდა. ვერც იმას ვიტყვით, კი
ხედავდნენ, მაგრამ ყველას ეგონა, რომ ამინდზე, ან მოსავალზე ლაპარაკობენო.
მაგრამ რაზეც არ უნდა ესაუბრათ მათ, ეს ჩვეულებრივი და ნორმალური
მოვლენა იყო. ასე ხდებოდა ყველგან და ყოველთვის და, რაღა თქმა უნდა,
მირიანი მართალი იყო, როცა ჩათვალა, მთავარია მათი ხმა არ გაეგონათ, თორემ
დანარჩენი, უხერხული აქ არაფერი იყო. მათი ხმა კი ნამდვილად არავის ესმოდა
და ამის გარანტი იყო ჯაბა ჩოხელი, რომელიც შეგნებულად მოსვენებას არ
აძლევდა საზოგადოებას. იგი ხომ ასეთების უბადლო ოსტატი გახლდათ.

ერთი რამ კინაღამ გამოგვრჩა: როცა მძღოლის გაქცევის შემდეგ, ხალხმა


სუფრასთან ჩამოჯდომა დაიწყო, ჯაბამ მირიანის გვერდით, ანუ იქ სადაც უწინ
თვითონ იჯდა, მორზე საკუთარი ცხვირსახოცი დააფინა და მარიკას სთხოვა იქ
დამჯდარიყო,

რადგან მას თავად გოგონას ადგილი „სჭირდებოდა“. ეს სურვილი კი იმით


ახსნა, რომ რაც შეიძლებოდა ახლოს უნდოდა თამადასთან ყოფილიყო. მარიკას
წინააღმდეგობა „არ გაუწევია“.

–ისინი „ქეიფობენ“ და რომ ეს მართლა ასეა, გადახედეთ მათ კმაყოფილ სახეებს


და დარწმუნდებით. – გააგრძელა მირიანმა. – ისინი ახლა ჩოხელის ჰიპნოზის
ქვეშ არიან. ეს კი, მერწმუნეთ, ნებისმიერ ალკოლოიდზე ძლიერმოქმედია!

–ამაში თანდათან ვრწმუნდები! – უპასუხა მარიკამ. – თუმცაღა, მგონი ჩვენ


საუბრის თემას გადავუხვიეთ.

–გეთანხმებით...

–შენ, მირიან, მგონი რაღაცა მნიშვნელოვანის თქმას აპირებდი და თქმა რომ არ


გაგიჭირდეს, – ეშმაკუ რად გაიღიმა მარიკამ. – მე მინდა, თუ შენ წინააღმდეგი არ
იქნები, რა თქმა უნდა... მე მინდა „შენობით“ მომმართო!

–კარგია, მაგრამ მერე არავინ თქვას, კაცს „შენობით“ მომართვის უფლება მივეცი
და ისე გამითამამდა, რომ არც აცია, არც აცხელა და...

–აბა, აბა, შეიძლება ეგეც კი თქვან! – გაეცინა მარიკას.

–და მაინც, – გააგრძელა მეფარიშვილმა. – მე ამას არ შევუშინდები.

და სწორედ ამ დროს მინდორში გრიხინით შემოვარდა მიკროავტობუსი.


მირიანს წამოწყებული წინადადება აღარ დაუმთავრებია, მაგრამ მარიკა ამას
მაინც ვერ გაიგებდა, რადგან მოულოდნელობისაგან წამით ხმაჩავარდნილმა
ხალხმა ერთხმად იხუვლა.

რეზო მანქანიდან ჯერ წესიერად ჩამოსული არ იყო, რომ შარაბიძე ეტაკა და


ხელში აიტაცა.

–რეზოს გაუმარჯოს! – იყვირა მან. – არ ვარგა! რეზოს გაუმარჯოს! – იყვირა


მეორედ. მთელი ძალით დასჭექეს ქალიანკაციანად.

მერე ბიჭები მისცვივდნენ და რეზორეზოს ძახილით, ჰაერში სროლა დაიწყეს.

–ჰა, აბა, დაგიჟდით, დაცოფდით თქვენებურად. ვაჰ, რა ძალა მედგა კაცო, სადა
ვბრუნდებოდი?! – გაიძახოდა ვითომ ნაწყენი რეზო და ხელებს ასავსავებდა.

***

როცა მეორე დღეს მირიანმა სპორტდარბაზის კარი შეაღო, ოცამდე კიმონოში


გამოწყობილი სპორტსმენი ორ გრძელ ძელსკამზე გამწკრივებულიყო და
საწვრთნელ ორთაბრძოლას ადევნებდა თვალს.

–ბატონო ჯემალ, დამნაშავე ვარ, – გაიღიმა მეფარიშვილმა, – დამაგვიანდა...


ყველაფერს მოგიყვებით!..

–ზღაპრები ბებოს, მირიანს 70 აზიდვა... – ისე წარმოთქვა მწვრთნელმა, ვაჟისკენ


არც გაუხედავს.

მირიანს გაეღიმა და გასახდელში შევიდა. ორი წუ თიც არ გასულა, რომ


კიმონოში გამოწყობილი გამოვიდა და „სასჯელის მოხდას“ შეუდგა. ჯერ
„მისჯილიდან“ ნახევარიც არ ჰქონდა შესრულებული, რომ მწვრთნელმა
შესვენება გამოაცხადა და მირიანს თავისთან უხმო. თვითონ პატარა მერხთან
სკამზე ჩამოჯდა და მისკენ დინჯი ნაბიჯით მიმავალ სპორტსმენს დაელოდა.

–მოხდა რამე? – იკითხა მირიანმა, როცა მწვრთნელის ჩაფიქრებულ სახეს შეხედა


და მერხის წინ იატაკზე მოიკეცა.

–გუშინ, დაგილევია... თვალები გაქვს ჩაწითლებული!

–ეგ არაფერი... რომელი ყოველდღე მე ვსვამ. თქვენ ის მითხარით, რა მოხდა?


სახე ჩამოგტირით!

–შენი საფრანგეთში გამგზავრება სათუო გახდა.

–როგორ? – დაიბნა მირიანი.


–როგორ და ისეთი სისულელე მოიგონეს, ჩემს სიცოცხლეში არ მსმენია... –
სიგარეტს მოუკიდა მწვრთნელმა.

–რა სისულელე?

–რა და, მარტის ბოლოს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მძიმე


წონაში ყაჭეიშვილმა გაიმარჯვა, „ქარიშხა ლადან“!..

–მერე?

–მერე აქედან ვიღაცამ „იჩალიჩა“ და კულკოვი „დააჯერეს“, რომ მართალია


მეფარიშვილი კავშირის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ყაჭეიშვილი ახლა უკეთეს
ფორმაშია და ევროპის ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ის უფრო
გამოგადგებაო.

–კი მაგრამ, როგორ? ეს, ეს ხომ აშკარა დარღვევაა? – გაუკვირდა მეფარიშვილს. –


მარტო კულკოვი, ხომ არ არის, კავშირის ფედერაცია არ დაუშვებს.

–კავშირის ფედერაციამ რა თქმა უნდა, თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა და


ჩვენებს დაავალა, საკითხი ობიექტურად გადაეწყვიტათ. ანუ, თქვენს შორის
ძლიერი გამოევლინა. ამათაც კამათით თავი არ აიტკივეს და მაისის ათამდე
დავადგენთო, აცნობეს... თოთხმეტში ერთე-რთი თქვენთაგანი მოსკოვში უნდა
გაფრინდეს, ნაკრები მომზადებას რვა დღით ადრე დაიწყებს. ასე რომ, დილას
მანჯგალაძემ დამირეკა და ორთაბრძოლის დღის დადგენის შესახებ მელაპარაკა...
მე ვუთხარი, საღამოს დარეკე, მირიანის გარეშე ვერაფერს გადავწყვიტავმეთქი.
მერე იცი, რა მითხრა? – მწვრთნელმა სიგარეტი საფერფლეს დააჭყლიტა და
მირიანს ნაღვლიანად გაუღიმა.

–მოიცა, თქვენ რა განაღვლებთ? თუ ორთაბრძოლამ უნდა გამოარკვიოს


ნაკრებში ვინ წავა, სადარდებელს ვერაფერს ვხედავ. ყაჭეიშვილს სამჯერ შევხვდი
და სამჯერვე მოვუგე...

–აშკარად გაუკვირდა მირიანს. – კიდევ შევხვდები და იგივე განმეორდება


ალბათ, თუ მართლა ამ ოთხ თვეში არ დააბერტყა ღმერთმა ჭკუა და ჯანი.

–აქ რაღაც სხვა ამბავია, მირო! კულკოვს მაყუთი აქვს აღებული, თორემ
თვითონაც კარგად იცის, ყაჭეიშვილზე ძლიერი რომ ხარ! ეს ერთი. გარდა მაგისა,
კულკოვის გარდა კავშირის ფედერაციაშიც იგივეა გაკეთებული... სხვანაირად
ასეთ რამეზე ხელს არც იქ მოაწერდა ვინმე.

–მერე რა?

–მაცადე. მერე ის, რომ ასეთ საქმეებს ასტრონომიული თანხები სჭირდება, ისე
არ გვარდება. ამ ყაჭეიშვილის ხალხსაც ძალიან დიდი ფული აქვს დახარჯული...
ხოლო, როცა კაცი ამხელა თანხას იხდის, იმას გარანტია სჭირდება, რომ საქმე
გამოვა! თუ ისინი იმაზე დათანხმდნენ, რომ გამარჯვებული ორთაბრძოლამ
დაადგინოს, მაშინ გიჟები ყოფილან, რადგან მათ ყველამ კარგად იციან, რომ
ყაჭეიშვილი შენ ვერ გაჯობებს, ან უკიდურეს შემთხვევაში, ამის ძალიან მცირე
შესაძლებლობა არსებობს! 50/50ზეც რომ იყოს შანსები, მაინც სისულელეა, კაცმა,
სულ მცირე, ვოლგის ფული დახარჯო და ან ჰო, ან არას დაყაბულდე! გესმის, რას
გეუბნები?

–მესმის, მესმის! თქვენ ამბობთ, გარანტია ჭირდებაო...

–სწორედ, სწორედ!

–ჰოდა, თუ არ ვცდები, ამ გარანტიას მათ ჩემს გარდა ვერავინ მისცემს!

–აი, ეგ მაფიქრებს მეც, რადგან სხვა გზა, უბრალოდ არ არსებობს... უნდათ არ


უნდათ, ორთაბრძოლა მაინც შედგება...

–ბატონო ჯემალ, თქვენ მანჯგალაძის ტელეფონი გეცოდინებათ!

–მერე?

–მერე, დაურეკავთ ამ საღამოს და... – მირიანმა მწვრთნელს თვალი ჩაუკრა და


გაუღიმა.

–მერე?

–ბატონო ჯემალ, 48 წლის კაცი ბრძანდებით და, როგორც მე ვიცი, ჯერ მანქანა
არა გყოლიათ. მე რას მიყურებთ, ცხოვრება წინ არის! დაურეკეთ და უთხარით, ეგ
საქმე ორი ვოლგა ღირს-თქო, ერთი თუ მოსკოვში დატოვეთ, ერთი მე და
მირიანსაც გვინდათქო... მერე გავყიდოთ და თითოთითო, რაც მოგვივა
ვიყიდოთ! როგორია?

–ეჰ! შენ გეხუმრება და მე კი დილის აქეთია, თავი მისკდება! სხვათა შორის, შენ
სიმართლისაგან შორს ხარ... მაგათ ჩემი დარეკვა არ დაჭირდებათ, თვითონ
მოვლენ შენთან... და ის მაღელვებს, შენი პასუხის შემდეგ...

–და ჩემი პასუხის შემდეგ? თქვენ გგონიათ, „უარის“ მიღებისთანავე ავტომატის


ჯერს მომიშვებენ? გაიცინა მირიანმა.

–აუცილებელი არ არის, გესროლონ ან დანა გაგიყარონ! მოკლედ, ამ დღეებში


სიფრთხილე გმართებს... საღამოს დამირეკავს და რა ვუთხრა, როდის დავნიშნო
ორთაბრძოლა?

–როცა გინდათ!

–კარგი, მაშინ... უი, მართლა, სულ დამავიწყდა, წეღან არ დამამთავრებინე.


დილას მანჯგალაძემ, იცი რა მითხრა? ზეგ კასპში ქართული ჭიდაობის ზეიმს
აწყობენ ჩვენი იქაური კოლეგები. საქართველოს ყველა რაიონს და ქალაქს
დაუგზავნეს მოსაწვევებიო...

–მერე, ჩვენ რა შუაში ვართ?

–რა შუაში ხარ და შემომთავაზა, სანამ ორთაბრძოლა იქნებოდეს, მოდი ჯერ იქ


შევახვედროთ ბიჭები ერთმანეთს და შეიძლება ორთაბრძოლა აღარც დავნიშნოთ,
რადგან ერთერთის დიდი უპირატესობის შემთხვე ვაში, იქ გაირკვევა
ყველაფერიო.

–სისულელეა! თქვა ჩაფიქრებულმა მირიანმა.

–რატომ?

–მე ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა ზაფხული ჩემს სოფელში მაქვს


გატარებული, კასპის რაიონში, იქ ყველას ვიცნობ, ვინც ჭიდაობს და ყველანი
ჩემი მეგობრები არიან...

–რა შუაშია მეგობრობა? გალახე-მეთქი, ხომ არ გე უბნები?


–რა, ბატონო ჯემალ, მე ისედაც ფართო ასპარეზი მაქვს და ჯილდოც ბევრი
მომცა ღმერთმა. რატომ უნდა გამოვგლიჯო ხელიდან ჩემს ბიჭებს თავისი წილი
სიხარული და ის ჭედილა, რომელიც უსათუოდ გათამაშდება?!

–მოიცა კაცო, შენ სადაური კასპელი ხარ? – უცებ დაფიქრდა მწვრთნელი.

–დედაჩემის მამა იყო იქაური. რამდენჯერ მითქვამს თქვენთვის, ჩემი მეორე


მწვრთნელი ხართმეთქი. პირველს იმას ვეძახდი. ჭიდაობა იმან მასწავლა...
მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მასზე ძალიან არავინ მიყვარდა...

–ისე, სიმართლე გითხრა, – მხარი აუბა მწვრთნელმა მირიანს. არც მე


დავფეთებულვარ მაინცდამაინც კასპის ვარიანტზე...

–ჰოდა, ძალიან კარგი!

–კარგი და, ადე ზეზე! გეყოფა პაპებზე და წინაპრებზე ლაპარაკი. ეგ გუშინ,


სუფრაზე უნდა გეთქვა და მორჩენილიყავი... მიდი ეხლა და ეგ სპირტი ოფლად
აქციე.

–ჯემალ ზაალიშვილის აღზრდილი, თუნდაც სავსე ქვევრში ჰქონდეს ღამე


გათეული, მაინც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დაამარცხებს! – საზეიმოდ
განაცხადა მომღიმარმა მირიანმა და „სპირტის ოფლად ქცევას“ შეუდგა!

–აღდგომა და ხვალეო! – გაიცინა ჭაღარა მწვრთნელმა და დარბაზის


შუაგულისკენ დაიძრა.

***

მირიანის მსგავსად, იმ დღეს ჯაბამაც დააგვიანა სამსახურში. დააგვიანა


თითქმის ერთი საათით და მიახლოებით წარმოდგენილი ჰქონდა, თუ რას
ეტყოდნენ და რა უნდა ეპასუხა.

ოთახი, რომელიც ჩოხელსა და მის ოთხ თანამშრომელს ეკუთვნოდა, მესამე


სართულზე იყო მოთავსებული და მისი ფანჯრები ზოოპარკს გადაჰყურებდა...
ალბათ ამიტომაც იყო, რომ განყოფილების უფროსი, სამოც წელს მიტანებული
ქალბატონი ნორა, ან უბრალოდ, ნორა დეიდა, ჯაბასა და მის სამ ახალგაზრდა
თანამშრომელ ქალს ლანძღვისას უპირატესად ცხოველებს ადარებდა.
განსხვავება ვაჟსა და ქალებს შორის იმაში იყო, რომ ქალებს მუდამ ერთი და
იგივე ცხოველს ადარებდა დეიდა ნორა, ყოველ შემთხვევაში ერთი თვის
განმავლობაში მაინც. რაც შეეხება ჯაბას, „მის მსგავს“ ცხოველთა რიცხვი
იმდენად დიდი იყო, რომ თბილისის ზოოპარკში ორ ფეხზე დამდგარიც
ვერდაეტეოდნენ.

ქალბატონი ნორა, ცოტა არ იყოს და ზედმეტად ფიცხი გახლდათ. მეტად მკაცრი


და წესრიგის მოყვარული, სასწაულად ენერგიული და რაც მთავარია,
გაუთხოვარი. მაგრამ ნორა დეიდას ყველა ზემოთქმულთან ერთად, ძალიან
დიდი, თბილი და კეთილი გული ჰქონდა... იგი თავის ახალგაზრდა
თანამშრომლებზე ისე იყო გადაფარებული, როგორც კრუხი წიწილებზე. არ
არსებობდა არც ერთი მცირე თუ დიდი პრობლემა, რომელიც ნორა დეიდას
ყურამდე მიაღწევდა, მის გარეშე მოგვარებულიყო. იგი ოთხივეზე საკუთარი
ოჯახის წევრივით ზრუნავდა, მათთან ერთად გულწრფელად უხაროდა და
განიცდიდა. ერთი კი იყო, მასა და „ბავშვებს“ შორის, როგორც იგი ხანდახან მათ
ეძახდა, გარკვეული ზღვარი არსებობდა და ამ ზღვარის გადალახვის უფლებას
ქალბატონი ნორა არავის აძლევდა.

ჯაბამ ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და შევიდა. მერე კარი ისევ უხმაუროდ,
მონდომებით დახურა, მოტრიალდა და თავი ჩაქინდრა.

–აწიე თავი, ნორა წავიდა! – მოესმა ახალგაზრდა ქალის სიცილნარევი ხმა.

–სად წავიდა? – უცებ გამოერკვა ჯაბა.

–დისშვილი ჩამოუვიდა. ხარკოვში რომ სწავლობ და! სოფიკო-სოფიკოს რომ


გაიძახოდა ერთთავად, აი ის. უნივერსიტეტი დაუმთავრებია თუ ამთავრებსო,
ვერ გავიგე... დაურეკა დილაადრიანად და ნორიკოც ფეთიანივით გავარდა... –
უპასუხა მეორემ.

–მაგრამ შენთვის წერილის დატოვება მაინც მოასწრო, ჩემო ჯაბა და რაღა თქმა
უნდა, დალუქულ კონვერტში მოათავსა. გააგრძელა მესამემ და უჯრიდან
კონვერტი ამოაცურა.
–გმადლობთ ჩემო ციცინო! – ჯაბამ საშუალო ტანის სრულ ქალიშვილს
კონვერტი გამოართვა და თა ვისი მაგიდისაკენ გაემართა. – ხათო, შენი გაჯი
ვიშოვე...

–ვაიმე, რა ოქროს ბიჭი ხარ ჯაბა, რომ იცოდე! რამდენად? – გულით გაიხარა
ცისფერთვალება ქერა ქალმა.

–უფასოდ! – უპასუხა ჯაბამ და კონვერტი გახსნა.

–უფასოდ არ მინდა! – მოერიდა ხათუნას.

–აგაშენა ღმერთმა, მეზობელზეც ვიყავი შეპირებული და იმას მივცემ, შენ კი


დამელოდე, ფასიანიც გამოჩნდება.

–გაგიჟდი?

–მაშინ პრანჭვას თავი დაანებე და ხვალ საღამოს სახლში ერთი კაცი


დამახვედრე, მარტო ვერ ამოვზიდავ! აბა ვნახოთ, რას გვწერს ნორილო...

–ჯაბა, ხმამაღლა, რა, ჩვენც გვაინტერესებს?!

–შორენა, შენ რამდენი წლის ხარ?

–ოცდაორის. და ეს შენც ძალიან კარგად იცი!

–მერე, ჯერ ბავშვი ხარ და სამიჯნურო წერილების კითხვა შენთვის შეიძლება?


თქვენც გაინტერესებთ, ქალებო?

–კი, კი, რა თქმა უნდა. წაიკითხე!

–კი, ბატონო! მაშ მისმინეთ: „ყვითელო გველო, შე თავგასაჭეჭყო, გაეთრიე


ლარისასთან და ჰკითხე, რომელ საათზე ხარ წასაშავებელი „პიონერთა
სასახლეში“. მოიცა პიონერთა სასახლეში რა მინდა? „როცა გეტყვის, იმ დროს
მიშავბნელდი. არ დააგვიანო, თორემ არ დაგელოდებიან და კიდეც გაგიხეთქავ
მაგ თავს და გადმოგასხმევინებ იმ სპირტს, ტვინის მაგივრად რომ გისხია შიგ...
წესიერი ბავშვები შემირჩიე, შენსავით პარაზიტები და წურბელები არ
შემოგაჩეჩონ! დანარჩენს ლარისა გეტყვის! ჩემი სოფო ჩამოვიდა! საღამოს ვახშამს
ვაკეთებ. გამორეკე ეგ სამი ცხვარი და 7 საათისათვის აქ დაერჭეთ! შენ შამპანური
წამოიღე და აქ რომ მოხვალ, ფულს მერე მოგცემ! თუ არ გაქვს ისესხე, მეტი შენ
მაინც არაფერში ვარგიხარ! ”

–აბა, საღამოს გვიქეიფია! – წამოიძახა შორენამ, თვალშისაცემი გარეგნობის,


ოდნავ ვულგარულად ჩაცმულმა ქალმა.

–მე არ მცალია! – განაცხადა ჯაბამ მტკიცედ.

–კარგი რა, ჯაბა!

–ხომ არ გადაირიე, ჩოხელო!..

–ხვალ ნორიკო დაგახრჩობს და რასაც შეგპირდა, აგისრულებს. – რიგრიგობით


ალაპარაკდა სამივე ქალი.

–ესეც არ იყოს, ცუდად ვარ, არ შემიძლია!

–ჯაბა, ძალიან გთხოვ... – შეეხვეწა ციცინო.

–მაშინ, ერთი თხოვნა უნდა შემისრულოთ... ეშმაკურად ჩაიცინა ჩოხელმა და


თვალები მოჭუტა.

–ასეც ვიცოდი, რაღაც ჭირდება და გვახვეწნინებს. – გოგონებს გადახედა


ხათუნამ. –თქვი, ბატონო, ბრძანე. როდის იყო, ჩვენ შენ უარს გკადრებდით.

–დილას რომ გავიღვიძე, მაშინვე მივხვდი, რომ კარგად ვერ ვიყავი. ჯერ პულსი
გავისინჯე, არ მომეწონა! მერე წნევა... არც ის მომეწონა.

–სანამ იმას იტყოდეს, შარდის ანალიზი ავიღე და ისეთი ცუდი გამოდგა,


ექიმებს ძლივს დავუსხლტი ხელიდანო, გადით ერთერთი ლარისასთან,
ჰკითხეთ რა დაუბარა ნორიკომ და პიონერთა სასახლისაკენ ჰერიჰერი... –
ზუსტად მიუხვდა ჯაბას ხათუნა. – მე დღეს ოთახიდან ფეხს ვერ გავადგამ...

–გაჯი რომ გიშოვნე, ის კარგი იყო არა?! თანაც უფასოდ!

–გაჯი შენ და, სიკვდილი! თანახმა ვარ კენჭი ვყაროთ!

–სიკვდილი? სიკვდილიც შეიძლება, მხოლოდ ორი კათხა ლუდის შემდეგ... –


თქვა ჯაბამ და ფეხზე წამოდგა. – თქვენს თავს გეფიცებით, გადაუდებელი საქმე
მაქვს, თორემ პიონერთა სასახლეში არბენას რა უნდა?.. შვიდს რომ ათი
დააკლდება, ნორიკოს გაჩერებასთან გელოდებით ერთი ყუთი შამპანურით! – და
ჯაბა კარსიქით გაუჩინარდა.

ხუთი წუთის შემდეგ იგი უკვე დოლიძის ქუჩაზე აღმოჩნდა და კესარელების


ჭიშკარს უმალ მიადგა. ჩოხელს ეზოში შემდეგი სურათი დახვდა: თუთის ხის
ქვეშ, ბამბუკის სავარძელში ორი გოგონა და ორი ვაჟი მოკალათებულიყო.
გაცხარებით რაღაცაზე კამათობდნენ. გულზე ხელებგადაჯვარე დინებული
პარმენა კი ფეხზე იდგა და ბეჭით ხეს ეყრდნობოდა. ნუციკო არსად ჩანდა, მაგრამ
ეჭვგარეშეა, სამზარეულოში გახლდათ და ყავას ადუღებდა. ამაზე მეტყველებდა
კიდეც ის ერთი სავარძელი, რომელიც პარმენას წინ ცარიელი იდგა და ეს
უკანასკნელი ფეხის წვერით ისე აქანავებდა, რომ გადაბრუნებას ბევრი აღარ
აკლდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტუმრები კამათობდნენ და თანაც ისე აქტიურად,


რომ თავზე წამომდგარი ჯაბა მერეღა შეამჩნიეს, რაც „გადარეული“ სავარძელი
პარმენამ ორივე ხელით გააჩერა და ჩოხელს უხმოდ მიაშტერდა.

–ოჰ, ჯაბა მოსულა! – წამოიძახა ვაჟმა, რომელსაც მოგრეხილი ცხვირის ორივე


ნესტო სახის მარჯვენა ნახევარზე ჰქონდა განლაგებული.

–გამარჯობათ! – მიესალმა ჩოხელი ახალგაზრდებს – როგორა ხარ, ხვიჩა? –


მიმართა ოთხი „მოსავარძლიდან“ ერთ-ერთ ნაცნობს და ნუციკოს ცარიელ
სავარძელში ჩაეშვა.

–არა მიშავს... შენ? რას შვები? ისევ ტელეში ხარ?

–ჰო! – მოკლედ მიუგო ჯაბამ. – პარმენ, ნუციკოს ლუდი ხო არა აქვს მაცივარში?

პარმენას ხმა არ ამოუღია, ძუნძულით გაიქცა სახლისაკენ.

–ჰო მართლა, ჯაბა, ესენი ჩემი მეგობრები არიან, გაიცანი.

–ძალიან სასიამოვნო! ჯაბა! – თქვა ჩოხელმა და სამივეს თვალი მოავლო.

–ირინა!
–მანჩო!

–არჯევან განდიდელი! – რიხიანად წარმოთქვა საშუალო ტანის ჩასკვნილმა,


თმახუჭუჭა ვაჟმა. ქალიშვილებისაგან განსხვავებით, ფეხზე წამოვარდა და ისე
დაუკრა თავი, რომ წესით, ნიკაპით გულის ფიცარი უნდა ჩაელეწა.

„აი, ეს გიჟიღა აკლდა აქაურობას“. – გაიფიქრა ჯაბამ და, რომ არ გასცინებოდა,


ისევ ძველ ნაცნობს მიუბრუნდა:

–ხვიჩა, ნუციკო არ ჩანს...

–აქ ვარ ჯაბულია. – მოისმა სამზარეულოდან და წამში ნუციკოც გამოჩნდა.


ყავის ფინჯნებით დატვირთული სინი მარცხენა ხელში გადაიტანა, მარჯვენათი
კარი გამოიხურა და სტუმრებისაკენ გამოემართა. ხვიჩა გაიქცა, სამზარეულოდან
სკამი გამოიტანა და თავისი სავარძელი მასპინძელს დაუთმო. ნუციკო მოვიდა.
ყავა ჩამოარიგა, თავისი ფინჯანი ჯაბას გულწრფელად შესთავაზა და რაკი ამ
უკანასკნელმა ცივი უარი განუცხადა, თავადვე შეექცა.

პარმენა კი არა და არ დაბრუნდა...

–ნუციკო, პარმენა სად არის?

–არ ვიცი, აქ არ იდგა? – ნუციკომ თითი ხისკენ გაიშვირა.

–აქ კი ადგა, მაგრამ შენთან გამოვაგზავნე და არ მოსულა?

–არა!

–აბა, სად ჯანდაბაში წავიდა! – თავისთვის ჩაილაპარაკა ჯაბამ და სწორედ ამ


დროს ჭიშკრის კარი გაიღო და პარმენამ, ლუდის ბოთლებით სავსე ყუთით
ხელში, ეზოში შემოაბიჯა.

–ოჰ, პარმენ, შენ აგაშენა ღმერთმა! – ტაში შემოჰკრა ჯაბამ. – ნუციკო, შე ეშმაკო...
მიღიარებია და ვაღიარებ, რომ სიურპრიზების კეთებაში კესარელს ამ ქალაქში
ვერავინ შეედრება.

ნუციკოს სიამოვნების შუქმა გაუნათა სახე.

პარმენამ ყუთი ჯაბას ფეხებთან დადგა და ხურდა ნუციკოს წინ, მაგიდაზე


დააწყო.

–არა, მაინც როგორ გაიპარე პარმენ, რომ თვალი ვერავინ მოგკრა, კაცო. რა ხარ,
მოკლედ, რა ხარ. ცეცხლი ხარ, ცეცხლი! – ენად გაიკრიფა ჩოხელი და პირველ
ბოთლს დასწვდა.

–ღობეზე გადავხტი. – უპასუხა პარმენამ და თავისი პირვანდელი ადგილი


დაიკავა.

სხვა დროს ალბათ, ჯაბა ასეთი პასუხის მოსმენისას, სიცილს ვერ შეიკავებდა,
მაგრამ წინა დღის ნაბახუსევს პარმენას პასუხისთვის ყურიც არ უთხოვებია.
ბოთლით ბოთლი გახსნა და მოიყუდა. ნახევარზე მეტი დალია, ბოთლი
გვერდით დადგა და საზოგადოებას სულ სხვა თვალით გადახედა.

–მიირთვით ლუდი. მშვენიერია, თანაც ცივია. – შესთავაზა ახალგაზრდას,


რომელიც არჯევან განდიდელად გაეცნო.

–მე ლუდს არ ვსვამ! – მტკიცედ უპასუხა ვაჟმა და ყავა მოსვა.

–ნება თქვენია.

–და არც თქვენ გირჩევთ. – გააგრძელა არჯევანმა სერიოზულად.

–ვაჰ! ვითომ რათაო? – ჯაბამ დარჩენილი დალია, ცარიელი ბოთლი ყუთში


ჩადგა და ახალი გახსნა.

–იმიტომ, რომ იგი უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.

ამ დროს ჯაბას უკვე მეორე ბოთლი ჰქონდა მოყუდებული და განდიდელის


სიტყვების გაგონებაზე, ლუდი სასულეში გადასცდა და ისეთი ხველა აუტყდა,
არავის ეგონა თუ გადარჩებოდა, მაგრამ მოულოდნელად ნუციკოს ნიშანზე
პარმენამ ზურგში ისეთი ჩააფარა, რომ ხველებასთან ერთად, კინაღამ არსებობაც
შეწყვიტა.

–უკაცრავად, ბატონო არჯევან, მაგრამ თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რასაც


ამბობთ? – ჰკითხა ჩოხელმა, როცა ცოტა სული მოითქვა.

–მე ცნობილი სექსოლოგის, აკაკი კუნჭულაძის ვაჟი გახლავართ! – მედიდურად


წარმოთქვა არჯევანმა და ყელი მოიღერა.

„არა, ეს ნამდვილად გიჟია!“ – ისევ გაიფიქრა ჯაბამ.

–კუნჭულაძის?

–დიახ!

–კი, მაგრამ, მამათქვენი თუ კუნჭულაძეა, თქვენ განდიდელი როგორ ხართ?


ბოდიშს ვიხდი, იქნებ არც უნ და მეკითხა...

–განდიდელი ჩემი ფსევდონიმია და იგი ჩემი მშობლიური სოფლიდან


განდიდიდან მოდის.

–გმადლობთ, გასაგებია... ხვიჩა, დალიე ლუდი, – მიუბრუნდა ჩოხელი


ცხვირმრუდე ვაჟს. – ნუ იქნები ეგოისტი და მარტო მე ნუ გამიშვებ აქედან
პოტენცია დაქვე ითებულს.

–ჯაბა, შენ ხომ იცი, რომ მე არც ერთ ალკოლოიდს არ ვღებულობ. მე არ ვიტყვი,
რომ პოეტი ვარ, მაგრამ მე ლექსებს ვწერ... ხოლო ალკოჰოლი, არ ვიცი რამდენად
აქვეითებს პოტენციას, გონებას კი ნამდვილად ფიტავს! – დაამთავრა ხვიჩამ,
ცხვირსახოცი მარჯვენა ლოყასთან მიიტანა და ცხვირი მოიხოცა.

–გასაგებია! – თქვა ჯაბამ, ახალი ბოთლი გახსნა და ქალიშვილებს გადახედა.


ერთი იმათგანი მანჩო, ხელნაწერს კითხულობდა და აშკარად ეტყობოდა „იქ არ
იყო“. ხოლო ირინა, რომელიც თავისი შესანიშნავი გარეგნობის წყალობით ჯაბას
შემოსვლისთანავე თვალში მოხვდა, ყველანაირად ცდილობდა არ გასცინებოდა,
მაგრამ აშკარად ვერ ახერხებდა. რაღა თქმა უნდა, ჯაბას ეს არ გამოპარვია.

„მგონი, ერთი ნორმალური მაინც აღმოვაჩინე ამ საგიჟეთშიო“ . – გაიფიქრა


ჩოხელმა და რაკი თანდათან ლუდმაც თავისი თქვა, ლაზღანდარობის
საღერღელი აეშალა:

–იცით, ირინა, – დაიწყო ჯაბამ. – წუხანდელი ნაბახუსევი გახლავართ და


მხოლოდ ახლა გამოვიხედე თვალებში... და ამდენად მომიტევეთ, რომ თქვენ ასე
გვიან გთავაზობთ თქვენი მეგობრების მიერ უარყოფილ ამ კეთილშობილურ და
უბედურ სითხეს! თუ თქვენ ლუდს მიირთმევთ, მე ვთხოვ ნუციკოს, მისი
სანაქებო შავი კათხები შემოგვაშველოს...

–ნუ შეწუხდებით, ჯაბა! ლუდს არც მე ვაღმერთებ, მაგრამ არა იმიტომ,


პოტენციის დაქვეითების, ან გონების გამოფიტვის შიში მაქვს... უბრალოდ, არ
მიყვარს. ეტყობა გემო ვერ გავუგე, რასაც ვერ ვიტყვი შამპანურზე, ან კარგ
ღვინოზე. რაღა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში...

–ირინა, იცი, არ მეგონა, თუ ჩემს მიერ გულწრფელად მიცემულ სასარგებლო


რჩევას ამხელა რეზონანსი ექნებოდა... და რომ იგი უფრო მეტ სიამოვნებას
მოგანიჭებდა, მხედველობაში მაქვს შენი ღიმილი და გაბადრული სახე, ვიდრე
ჩემი ოთხი ახალი ლექსი, რომელიც ამ ყმაწვილის მოსვლამდე წაგიკითხე! –
წარმოთქვა განდიდელმა.

„ესეც პოეტი ყოფილა!“ – გაიფიქრა ჯაბამ და ის იყო ქალიშვილის


მხარდასაჭერად წინადადება შეადგინა, რომ უცებ კესარელების ჭიშკარს მანქანა
მოადგა და დაასიგნალა. მერე მძღოლი გადმოვიდა და კარი გააღო:

–მალხაზი! – დაიყვირა ღია კარში სამოც წელს მიტანებულმა ჭაღარა მამაკაცმა.

–მამა მოვიდა! – თქვა არჯევანმა და კარისაკენ გაეშურა.

–ვისი მამა მოვიდა? – იკითხა გაკვირვებულმა ჯაბამ.

–ვინც შესახვედრად წავიდა, მისი. – უპასუხა ირინამ.

–კი მაგრამ... – წამოიწყო ჩოხელმა, მაგრამ გაჩუმება არჩია.

–არჯევან, მივდივართ? – გასძახა ნუციკომ.

–ჩაიცვი ნუციკო, მივდივართ! – უპასუხა არჯევანმა და ავტომობილის


გასაღებით ხელში უკან დაბრუნდა.

–ჯაბულია, ჩვენ ტაბახმელაში მივდივართ. წამოდი რა შენც, თუ შეგიძლია. –


სთხოვა კესარელმა.

ჯაბამ უეცრად ირინას შეხედა. გოგონამ გაუღიმა და თვალი აარიდა.

„მარტო იმისთვის წავალ, რომ გავიგო, რა საერთო აქვს ამ გადასარევ გოგოს ამ


გადარეულებთან“. – თქვა გულში ჩოხელმა და ხმამაღლა კი დასძინა:
–ტაბახმელაში რა ხდება?

–ტაბახმელაში ჩემი აგარაკია! – პირველად ამოიღო ხმა მანჩომ და ხელნაწერის


დასტა არჯევანს გაუწოდა. – წამობრძანდით, ჯაბა. თუ გსურთ, რაღა თქმა უნდა.

–ბოდიშს ვიხდი, ალბათ, დღესვე დაბრუნდებით არა?

–რა თქმა უნდა! – უპასუხა განდიდელმა. – მანქანა საღამოს ექვსისთვის მამას


სჭირდება.

–აგაშენა ღმერთმა, მეც სწორედ ამ დროს მაწყობს დაბრუნება.

–პარმენჩო, – მიმართა ნუციკომ ბადროსმტყორცნელს. – შენ ხომ არ დარჩები?


იცი, ყველანი ვერ ჩავეტევით... – და ისე, რომ პარმენას პასუხს არ დალოდებია,
ტანისამოსის გამოსაცვლელად გასწია.

ვერ ვიტყვი, პარმენას ძალიან ეწყინა ტაბახმელაში წაუსვლელობა... იგი უცებ


თუთის ხის ტოტზე შეხტა, ხელებით ოცჯერ აიზიდა და ჩამოხტა... მერე
აუღელვებლად ჩაესვენა ნუციკოს სავარძელში, ყუთიდან ლუდის ბოთლი
ამოაძვრინა, საცობი ცერი თითის მიჭერით მოაძრო და „პოტენციის დაქვეითებას“
მიჰყო ხელი.

ოციოდე წუთის შემდეგ თეთრი ჟიგული სოლოლაკის აღმართს აუყვა.

–ბატონო არჯევან, თუ არ შეწუხდებით, გასტრონომთან შეაჩერეთ. – თხოვა


ჯაბამ მძღოლს. სულ ერთი წუთით შეგაყოვნებთ.

–თუ პროდუქტის ყიდვას აპირებთ, ნუ შევჩერდებით. ყველაფერი, რაც საჭიროა,


საბარგულში ჩააწყო მამამ.

–და მაინც, თუ შეიძლება?!

არჯევანმა თხოვნა გაითვალისწინა.

ჯაბა მანქანიდან მკვირცხლად გადმოხტა, გასტრონომში შეირბინა და ერთი


ყუთი შამპანურით უკან დაბრუნდა.

–რას სჩადით? – გადაირია არჯევანი.


–არა, თქვენ ვერ მიმიხვდით, უბრალოდ უკან დაბრუნებისას ეს „ოპერაცია“
მაინც ჩასატარებელი მქონდა და ჩამოსვლის შემდეგ რომ აღარ ვიწვალო, ბარემ
მანქანაში იყოს. თქვენ ნუციკოს დაბრუნებისას ალბათ, ქუჩაში არ დატოვებთ.
ჰოდა, მეც გმირთა მოედანზე ჩამოვალ ჩემი ყუთიანად.

განდიდელმა ბოლომდე ვერ დაიჯერა ჯაბას ნათქვამი, მაგრამ კამათს აზრი


აღარ ჰქონდა და საბარგული ახადა. ჩოხელმა თავისი ტვირთი საიმედოდ
დააბინავა, საბარგული დახურა და არჯევანს მადლობა შესწირა.

მანქანა გზას დაადგა. ფუნიკულიორის გადასახვევთან ხვიჩამ პუშკინის


თბილისისადმი მიძღვნილი ლექსი, რატომღაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
მანჩომ ეს ვერ მოითმინა და ხვიჩას ესენინი „გაულანძღა“. აბა, ესენინის ლანძღვა
ეგრე არ უნდაო და ისე, რომ არჯევანის ჩარევამაც ვერაფერი უშველა, ხვიჩამ
ცვეტაევას ხსოვნას „ნავთი გადაასხა“ და ეჭვგარეშეა „ასანთსაც გაჰკრავდა“, რომ
აგარაკის ალაყაფის კარს არ მიდგომოდნენ.

–კარგით, კმარა. – განაცხადა მანჩომ. – არჯევან, აი გასაღები. ჭიშკარი გააღე.

არჯევანმა გასაღები გამოართვა.

მანქანიდან ყველანი გადმოვიდნენ.

ჯაბამ იქაურობა მოათვალიერა. მერე უეცრად ირინას გადახედა. ქალიშვილი


ჰორიზონტს გასცქეროდა. გრძელ, სითეთრემდე ქერა, ფაფუკ თმას ნიავი
უშლიდა, მარჯვენა მხარეს, ყელზე ახვევდა; მოკლე, მაგრამ განიერ შავ კაბას
უფრიალებდა და ლამაზ, გრძელ ფეხებს უშიშვლებდა. უღვთოდ ლამაზი იყო...

ჯაბაც იდგა და დაურიდებლად შესცქეროდა.

არჯევანმა ამასობაში მანქანა ეზოში შეიყვანა. შევიდნენხვიჩა და მანჩოც.

–ჯაბა, შემოდით! მტკიცედ წარმოსთქვა არჯევანმა, როცა ქალიშვილზე


მიშტერებულ ვაჟს მოჰკრა თვალი

ჩოხელი არ განძრეულა. ირინა კი უცებ გამოერკვა, მოტრილდა და ჯაბას


დაჟინებულმზერას წააწყდა. გაეღიმა:
–რატომ მიყურებ ასე?

–მშვენიერი პანორამა იშლება, ხომ მართალია? – უპასუხა ჩოხელმა.

–უდავოდ! ძალიან ლამაზია აქაურობა!..

–ჰოდა, მეც აქაურობას ვათვალიერებდი და უეცრად, აქაურობაზე გაცილებით


დიდი სილამაზე მომხვდა თვალში... განა აკრძალულია სილამაზის ცქერა ჩვენს
ქვეყანაში?

ირინამ გაიცინა, აღარაფერი უთქვამს და ეზოსაკენ წავიდა.

–თქვენის ნებართვით, ერთ ბოთლ შამპანურს გავხსნი. განაცხადა ჯაბამ მას


შემდეგ, რაც პატარა, მაგრამ სასიამოვნო ბაღში სახელდახელოდ გაიშალა მაგიდა
და ზედ ძეხვი, პური, ნამცხვარი, შოკოლადი და „პეპსიკოლას“ ბოთლები გაჩნდა.

–ესეც ვიცოდი! – თავისთვის ჩაიბურდღუნა არჯევანმა და „პეპსი“ ჭიქაში


დაისხა.

–სიმბოლურად, ბატონო არჯევან, სიმბოლურად! თქვა ჯაბამ და მანქანისკენ


წავიდა.

–დალიოს არჯევან, შენ რას გიშლის?! – ჩაერია მანჩო.

–მე? მე რას უნდა მიშლიდეს? უშლის საერთო საქმეს! ჩვენ აქ, მე მგონი, ღრეობის
მოსაწყობად არ წამოვსულვართ?!

ჯაბას ეს დიალოგი არ გაუგონია, მაგრამ როცა ბოთლით ხელში მაგიდასთან


მობრუნდა, იგრძნო, რომ მისი საქციელით ზოგიერთი უკმაყოფილო იყო.

–რა გჭირთ, ხალხო? რას დაღონებულხართ? მხოლოდ თქვენ არ იდარდოთ და


მარტო ახლა კი არა, სულ აღარ დავლევ! – განაცხადა ჩოხელმა და ბოთლი უკანვე
წაიღო.

–ჯაბა, სად მიდიხართ? ფეხზე წამოდგა მანჩო.

–არსად, ბოთლს უკანვე ჩავდებ და დავბრუნდები. – ხმაში წყენა გაურია


ჩოხელმა.
–რატომ? მაგალითად, მე შამპანური მინდა დავლიო – ეს ერთი. და მეორეც,
მასპინძელი აქ მე ვარ...

–მეც დავლევ! – განაცხადა ირინამ და ჯაბას თვალი თვალში გაუყარა.

არჯევანს აღარაფერი უთქვამს. დემონსტრაციულად ჩაკბიჩა „შუ“ და ზედ


„პეპსიც“ მიაყოლა.

ჯაბას გაეღიმა. შამპანურს უხმოდ მოაძრო საცობი და მაგიდას მიუჯდა.

–აგერ ჩემი ჭიქა! – „პეპსიკოლათი“ სავსე ჭიქა გაანთავისუფლა მანჩომ და ჯაბას


გაუწოდა.

ჩოხელმა ჯერ მას დაუსხა, მერე ირინას.

–არჯევან, თქვენ?..

–არ მინდა და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით! – რიხიანად წარმოთქვა


განდიდელმა და თავი საპირისპირო მხარეს მიაბრუნა.

ჯაბამ თავი ვეღარ შეიკავა. თუმცა იმდენი მაინც მოახერხა, რომ სათქმელი რაც
შეიძლება რბილი გამოსულიყო.

–ბატონო არჯევან, თქვენ, ჩემი აზრით, პოეტისა და საზოგადო მოღვაწისთვის


შეუფერებლად იქცევით... მოთმინებასაც აქვს საზღვარი... ცოტაც და მე შეიძლება
აღარაფრად მივიჩნიო თქვენი ლიტერატურული მიღწევები და შეურაცხყოფაზე
ანალოგიურად გიპასუხოთ.

–იცით რა, ჯაბა. მე როგორც ვატყობ, ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის და ჩემის


აზრით, ვერც ვერასოდეს გავუგებთ... ამიტომ ჩათვალეთ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ
ვიცნობთ! წარმოიდგინეთ, რომ მე აქ არ ვარ! – ყოჩაღად, რიხიანად წარმოთქვა
განდიდელმა.

–რა ბედი მაქვს, ამისთანა? – მხრები აიჩეჩა ჯაბამ. – როგორ არ ვეცადე,


სასურველი სტუმარი ვყოფილიყავი, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ შევძელი!
ვფიქრობ და ვერ გამიგია, რა არ მოეწონა ამ კაცს ჩემში?! რატომ აღიზიანებს ჩემი
ცხოვრების სტილი?! ნუთუ ის არის მთავარი მიზეზი, რომ მას ლექსები უყვარს,
მე კი შამპანური?!

–ნუციკო, უთხარი შენს მეგობარს, რომ ჩემზე ლაპარაკს თავი დაანებოს, თორემ
მისი თქმისა არ იყოს, მოთმინებასაც აქვს საზღვარი!

–ვაიმე ბიჭებო, რა გჭირთ? კარგით რა?! – ალალად შეწუხდა ნუციკო.

–მოიცა, მოიცა, ამას რაღა ჭირს მოსათმენი? და თუ ვერ მოითმინა, ნეტავ რას
იზამს? – ამჯერად მართლა გაბრაზდა ჩოხელი. – რას იზამ ბიჭო, შენ
გელაპარაკები!

–ვერ გამიგია, ხმას რატომ არავინ იღებს? – გოგონებს მიმართა არჯევანმა. –


რატომ აძლევთ ასეთი ტონით ლაპარაკის უფლებას? მე ამას არ მოველოდი...
ხოლო ვისაც აინტერესებს, რას ვიზამ, ახლავე განახებთ... დაამთავრა არჯევანმა,
წამოდგა, სწრაფი ნაბიჯებით მანქანასთან მივიდა, დაქოქა და ჭიშკარს მიაყენა...

–აბა ამას ასხია, აი! – ფეხზე წამოვარდა ჩოხელი და სანამ მანქანიდან


გადმოსული არჯევანი ალაყაფის კარებს აღებდა, მანქანიდან გასაღები გამოაძრო,
ჯიბეში ჩაიდო და მაგიდას ისეთი სახით მოუბრუნდა, თითქოს არაფერი
მომხდარიყოს.

ყველანი პირდაფჩენილები შესცქეროდნენ ამ სცენას.

–ბოდიშს ვიხდი მეგობრებო, შეიძლება ცუდად ვიქცევი, მაგრამ თბილისში


ფეხით დაბრუნების არავითარი სურვილი არა მაქვს! – განაცხადა მომხდარით
გულწრფელად შეწუხებულმა ჯაბამ.

–მომეცი გასაღები! – თავზე დაადგა არჯევანი.

–ყველაზე მეტად, იცით რა მიკვირს, ირინა? რატომ არქმევენ კაცს თავისებურს,


ან უცნაურს, როცა იგი აშკარად გიჟია და თანაც მამალი გიჟი.

–გიჟის ხმა მესმის. მომეცი გასაღები!

–კი მაგრამ, რა ხდება აქ, სადამდე ვუყუროთ ამ კინკლაობას? – ფეხზე წამოდგა


მანჩო. – სად გარბიხარ არჯევან? რას ნიშნავს შენი საქციელი? შენ აქ ფქვილის
ტომრები ამოიტანე, თუ ხალხი ამოიყვანე? დავუშვათ, ჯაბამ მართლა
შეურაცხგყო, დანარჩენებს რას ერჩი?

–იმას ვერჩი, რომ თავხედს წინ არ აღუდექით! მომეცი გასაღები!

–ერთადერთი, რომელ დათმობაზეც თქვენი ხათ რით შემიძლია წავიდე, ის


არის, რომ ამ იდიოტს არ გავლახავ! – მიმართა ჯაბამ მანჩოს.

–იდიოტი თავი გაბია! მომეცი გასაღები! – ჯიუტად აგრძელებდა განდიდელი.

–მე მინდოდა მეთქვა, რომ აქ არ გავლახავ! – უდარდელად გააგრძელა ჯაბამ.

–ვინ ვის გალახავს, ვნახავთ! მომეცი გასაღები!

–არ მოგცემ!

–მომეცი-მეთქი!

–არ მოგცემ-მეთქი!

–მომეცი, შე ცხოველო!

–არ მოგცემ, შე მხეცო!

უცებ ირინას სიცილი წასკდა. მანჩოც ძლივს იკავებ და თავს.

–რამდენ უფლებას აძლევ შენ თავს! – ფეხზე წამოიჭრა ამ ხნის განმავლობაში


გაყურსული ხვიჩა – მიეცი გასაღები ეხლავე! მეც მოვდივარ, არჯევან!

–კაი, კაცო! გაფიცებ სუნთქვის ორგანოს!

ირინამ ხვიჩას სასწაულად მოღრეცილ ცხვირს შეხედა და ხარხარი აუტყდა.


ხვიჩა გაფითრდა. მერე მაგიდაზე მდგარ შამპანურის ბოთლს გახედა ცერად.
ჯაბას ეს არ გამოპარვია:

–აბა, აბა, შამპანურს თავი დაანებე, ჯერ თითქმის სავსეა. თუ მაინცადამაინც,


„პეპსი“ ჩამარტყი...

–არჯევან, მოდი ჩემთან! – მანქანისკენ წავიდა ხვიჩა.

არჯევანი უკან გაჰყვა. შორიახლოს დადგნენ და ჩურჩულს მოჰყვნენ.


–მანჩო, ირინა, ნუ მიწყენთ, ძალიან გთხოვთ! ჩაგაშხამეთ ყველაფერი, მაგრამ რა
ვქნა, ეგეთი ბედი მაქვს! დედას ვფიცავარ, ამგვარი რამ გეგმაში ნამდვილად არ
მქონია!

–ვიცი, ჯაბა, მჯერა... მაგრამ ჩვენში დარჩეს და ცოტა ცინიკოსი კი ბრძანდებით!


საწყენად არ გეუბნებით! – ღიმილით წარმოთქვა მასპინძელმა.

ჯაბამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ უეცრად ხვიჩა და არჯევანი წამოადგნენ


თავზე.

–მომეცი გასაღები!

–აუჰ, ამდენი ითათბირეს, მეგონა რაღაცა საინ ტერესო მოიფიქრესმეთქი და


სულ წყალში არ ჩამიყარა მთელი იმედები?!

–მანჩო, – მიმართა განდიდელმა მასპინძელს, – უთხარი, მომცეს გასაღები და


თქვენ წაგიყვანთ... ამას ჩემს მანქანაში არ ჩავსვამ!

–ჯაბა, მიეცით გასაღები, წავიდნენ... ავტობუსები საკმაოდ ხშირად დადიან!


სთხოვა მანჩომ.

–დალიონ თითო ჭიქა შამპანური ორივემ და მივცემ! – თვალი ჩაუკრა ჯაბამ


ირინას.

–ჩამოყარე სადენები ხვიჩა, პირდაპირზე შევაერთოთ! – მიუბრუნდა


განდიდელი მეგობარს. ამას კი რაც მოუვა, თავის თავს დააბრალოს!

ხვიჩა მანქანაში ჩაჯდა და საქმეს შეუდგა.

–რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო! – ჩემზეა ნათქვამი. – ნახე რა


მომივიდეს! – ირინას მიმართა ჯაბამ. – გაგვიმარჯოს, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე! –
ჭიქა აწია ჩოხელმა და ქალიშვილებს მისაჭახუნებლად გაუწოდა.

ჭიქებმა გაიწკარუნეს. ჩოხელმა ჭიქა გამოცალა, ქალიშვილებმა რამდენიმე


ყლუპი მოსვეს. ისევ შეავსო ჯაბამ. მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

უცებ მანქანის ძრავის ხმა გაისმა.

–შეხედე, რა უცებ დაქოქა. ხვიჩა, შენ მანქანებს ხომ არ იპარავდი, სანამ


ლექსების–წერას დაიწყებდი. არა, ეს ნამდვილად მოპარული მანქანით არის
მოსული პოეზიაში.

–ვის წაუყენებენ მაგ ბრალდებას, ამას თბილისში ნახავ! წავედით არჯევან! –


განაცხადა ხვიჩამ და მძღოლის გვერდზე მდებარე სავარძელზე მოთავსდა.

–ისე, რა სულსწრაფები ყოფილხართ. ის იყო გასაღები უნდა მომეცა, რომ


დაქოქე კიდეც... აჰა, აიღე. – ჩოხელმა გასაღები გაუწოდა.

–არ გამოართვა, არჯევან! – გამოსძახა ხვიჩამ.

–აღარ მინდა! – თქვა არჯევანმა დამცინავი ღიმილით და მანქანისაკენ წავიდა.

ჯაბა უცებ ფეხზე წამოვარდა, გაიქცა, ალაყაფის კარი მიხურა, ზედ


ჩამოკიდებული ბოქლომი გაუყარა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. გოგონებმა
სიცილი ატეხეს.

–მომეცი გასაღები! – გადმოხტა არჯევანი.

–ო, დაიწყო ისევ! – თქვა ჯაბამ და მაგიდას მიუჯდა.

–არ მაძლევ?

–გაძლევ, მხოლოდ ორივეს!

–არ მინდა ორივე...

–მაშინ, არცერთს არ მოგცემ!

–ნუ გამაგიჟე! – იბღავლა არჯევანმა. – თორემ რაღაცას ჩაგარტყამ!

–ისე ჩაგარტყამ, ცხრა თაობა ელამი და დორბლიანი გეყოლოს! გინდა გასაღები?


ორივე აიღე! არ გინდა? იდექი მანდ ჯორივით!

–კარგი, მომეცი ორივე! – გატყდა განდიდელი.

–ჯერ სადენები როგორც იყო, ისე გააკეთე!

–რა გინდა, კაცო, ვინა ხარ შენ! ჩემი მანქანაა, მინდა სადენებით დავქოქავ, მინდა
გასაღებით, მინდა „რუჩკით“.
–აი, აი, შეგირცხვეს ნამუსი, ლიტერატორი კაცი ხარ და „რუჩკითო“ გაიძახი...
აბა, რა გულით უნდა წავი კითხო მე შენი ლექსები... აჰა, წაიღე! – ჯაბამ
გასაღებები მაგიდაზე დააწყო.

არჯევანმა ფიცხად დასტაცა ორივეს ხელი, გაიქცა, კარები ისევ გააღო, ბოქლომი
ძირს დააგდო, მანქანაში ჩახტა და ის იყო უნდა დაეძრა, რომ ჯაბა მანქანის წინ
აღიმართა:

–შამპანური!

–არ დავლევ, არა! გაიწიე თორემ გაგსრისავ!

–დალევ კი არა, ჩემი შამპანურის ყუთი ამოიღე საბარგულიდან, შე თავფქვილა!


შენზე გასაფუჭებელი სასმელი სად არის!

განდიდელი სწრაფად გადმოვიდა, საბარგული გახსნა, ყუთი მიწაზე დადგა,


ისევ დახურა და მანქანაში ჩახტა.

–შენ თუ ეს შეგრჩეს, თავი მომაჭერი! – გამოსძახა ღია ფანჯრიდან განდიდელმა


და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

–რად მინდა ეგ ხის თავი? შენ მე დურგალი ხომ არ გგონივარ?.. – სიტყვა


გააყოლა ჩოხელმა, მაგრამ არჯევანს ეს არ გაუგონია!

–უცნაური კაცი ყოფილა! – განაცხადა ირინამ.

–ირინა, ხომ გითხარით წეღან, გიჟებს უცნაურებს ნუ დაუძახებთმეთქი! მაგას


თავისი გზა აქვს. მე ის მაწუხებს, უტრანსპორტოდ რომ დაგტოვეთ.

–ჩვენ რა გვიჭირს, თქვენ იკითხეთ. მთელი ყუთი შამპანიური რომ გაქვთ


სათრევი! მთავარ გზამდე არც ისე ახლოა.

–ჰო, აბა, სწორედ ამის თრევით მოვიკლავ თავს... რასაც დავლევთ, დავლევთ.
რასაც არა და, აქვე დავტოვოთ... არჯევანი და ხვიჩა როცა გესტუმრებიან, ჩემი
სადღეგრძელო დაალევინე ვახტანგურად!

უეცრად ნუციკომ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უხმოდ იჯდა და


შეცბუნებული შესცქეროდა ბიჭების კინკლაობას, სახეზე ხელები აიფარა და
მონოტონური ტირილი გააბა.

–ნუციკო, შენ რაღა დაგემართა? – ფეხზე წამოდგა მანჩო და კესარელს სახიდან


ხელები ჩამოაღებინა.

–რა გატირებს, ნუციკო? – ჰკითხა ჯაბამაც.

–პარმენჩო! – სლუკუნსლუკუნით, წყვეტილად ამოიკნავლა ნუციკომ.

–რა, პარმენჩო? – გაუკვირდა ჩოხელს.

–ეწყინა, რომ არ წამოვიყვანე!

–არა მგონია. არაფერი შემიტყვია.

–კი, კი, – ტიროდა ნუციკო. – ეწყინა და გაბრაზდა. როცა რაიმე წყინს, ძირს
გაერთხმება ხოლმე და ხელებზე აზიდვებს აკეთებს ოცჯერ! ახლა კი, რომ არ
მივხვედრილიყავი, რომ ეწყინა, იმის ნაცვლად, ძირს გართხმულიყო, ხის ტოტზე
ჩამოეკიდა და ისე აიზიდა... ხომ არ გახსოვთ, რამდენჯერ აიზიდა?

–ზუსტად არ მახსოვს. – უპასუხა ჯაბამ, რომელსაც სული კბილით ეჭირა, რომ


არ გასცინებოდა სადღაც ეგრე, ოცის ფარგლებში!

***

მარიკა მეტრეველმა სირბილით აირბინა კიბეები და კარი შეაღო.

–დედა, მოვედი! – ჩანთა იქვე სარკესთან დადო და თავისი ოთახისკენ გაემართა,


მაგრამ მისაღებიდან მამაკაცის ხმა შემოესმა და იქითკენ გასწია.

–ვაი, ეს ვინ მოსულა?! – სავარძელში გადაწოლილი შუახნის კაცი არ განძრეულა.

–როგორა ხარ, რობერტინო?

–არა მიშავს, თავად? – მოკლედ, ცივად უპასუხა კაცმა.

–მე? მე გადასარევად! რა გჭირს, რა მკაცრი ხარ?

–სულაც არა, მოგეჩვენა!


–თუ ასეა, მოგიბოდიშებთ და წავალ! – ამჯერად დედას მიმართა ქალიშვილმა.

–სად წახვალ? – იკითხა ისევ კაცმა.

–ბიძია რობერტ, მოხდა რამე? – ისევ არ მოეწონა მარიკას დედის ძმის სახის
გამომეტყველება.

–ლალი, მე წავედი და ჩემი თხოვნა გადაეცი შენს ქალიშვილს... – ფეხზე


წამოდგა რობერტი. დას გამჭოლად შეხედა და ოთახიდან გავიდა. წამიც და,
კარის გაჯახუნების ხმაც მოისმა.

–რა დაემართა, დედა? – ბიძის სავარძელში მოთავსდა მარიკა.

–მირიანზე გამომკითხა...

–რა იცის მაგან მირიანის არსებობა? – წინ წამოიზიდა ქალიშვილი.

–გუშინ დაუნახიხართ ერთად... მკითხა ვინ არისო... რა მექნა, დამემალა?

–სად დავუნახივარ?

–ოპერასთან!

–მერე, რა იცოდი შენ, მირიანი რომ იყო?

–რობერტმა ზუსტად ისე ამიწერა, როგორც შენ!

–მერე, რა მინდაო?

–რას დადის შუაღამისასო?

–შუა ღამეა ათი საათი? ეგეც არ იყოს, მე ოცი წლის ვხდები სულ ცოტა ხანში...
მაგის დაუკითხავად ფეხი ვეღარ გადავდგა?

–ნუ ლაპარაკობ მასე! ხომ იცი როგორ უყვარხარ? გარდა ამისა, შენ კარგად იცი,
როგორი დავალებულნი ვართ რობერტისაგან...

–ვიცი, ბატონო და მადლიერიცვარ!.. მაგრამ როცა მოვა, ჰკითხე ერთი, მაგის


დაუკითხავად სუნთქვა მაინც თუ შეიძლება დროგამოშვებით?! – აღელდა მარიკა.
– რა თხოვნა გადაეციო, რას გეუბნებოდა?
–ნუ ბრაზობ მარიკა! შვილივით გიყურებს და არ უნდა რამე შეცდომა
მოგივიდეს...

–რა შეცდომაზეა ლაპარაკი, დედა! მე შენ ვეღარ გცნობ. რა გითხრა მაგისთანა,


ასე ერთიანად რომ შეგიცვალა აზრი?

–მე არაფერი არ შემცვლია. უბრალოდ, კაცია რობერტი და ალბათ უკეთ იცის-


თქო, ვიფიქრე... – გატყდა ლალი.

–რა უნდა იცოდეს, ვერ გავიგე. ის ხომ მირიანს საერთოდ არ იცნობს. როგორ
შეიძლება მოეწონოს, ან არ მოეწონოს? გარეგნობას უწუნებდეს, ეჭვი მეპარება. და
ასეც რომ იყოს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მგონია ჰქონდეს!.. მითხარი,
რა უნდა, რა თხოვნა გადაეციო?

–ნუ გეწყინება შვილო... შენი ბედი გვაწუხებს და ამიტომ ვშიშობთ...

–მითხარი, რაც გთხოვე!

–რა გითხრა?! გამომკითხა ყველაფერი. რაც ვიცოდი ვუთხარი...

–რა იცოდი? რა უთხარი?

–უყვარსო? მკითხა...

–მერე?

–მე მგონია, უყვარსმეთქი...

–მერე!

–მერე, ოჯახის ამბები გამომკითხა. მამა არ ჰყავს, დედა მასწავლებელია,


თვითონ კარგი სპორტსმენიამეთქი!

–აჰა, ყველაფერი გასაგებია... იმიტომ იყო, დანა პირს რომ არ უხსნიდა! აბა
გეთქვა, მამა სამშენებლო სამმართველოს უფროსია, დედა საავადმყოფოს
მთავარი ექიმი, ერთი ბიძა მილიციის უფროსი, ხოლო მეორე ღვინის ქარხნის
დირექტორითქო. ნახავდი, როგორი კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩებოდა...

–მაგას ნუ იტყვი, შვილო. ბიძაშენს ფული არ აკლია, არც თანამდებობა და


სახელი აქვს ვინმეზე ნაკლები. შენ ის არაფერს გაგიჭირვებს, ვისაც არ უნდა
გაჰყვე! შენს მეტი ვინ ჰყავს... უბრალოდ თვალში არ მოუვიდა, ეტყობა...

–რა სჭირს მირიანს რობერტის და ჩემი დასაწუნი?.. იგი ხომ არ იცნობს მას... არც
შენ იცნობ და ამაშია საქმე, თორემ ის არავისზე ნაკლები არ არის არც
განათლებით, არც გონებით, არც ფიზიკურად, არც აღზრდით და
კეთილშობილებით... გარდა ამისა, ის უნიჭიერესი სპორტსმენია და ყველაფერს
რასაც წარმოადგენს და რაც გააჩნია ისე მიაღწია, რომ ხელის წამკვრელი არავინ
ჰყოლია.

–დედიკო, შენ ჩემთვის არ გითქვამს, რომ ასე სერიოზულად უყურებდი მაგ


ბიჭთან ურთიერთობას...

–რა უნდა მეთქვა, დედა. განა მე შენთვის რაიმე დამიმალავს! არ იცოდი, რომ
ყოველდღე ვხვდებოდი მირიანს და თუ ოდესმე შემაგვიანდებოდა, მხოლოდ და
მხოლოდ მისი მიზეზით? რა არის აქ გაუგებარი და მოუ ლოდნელი? როგორ
შეიძლება სერიოზულობას მოკლებული იყოს ურთიერთობა იმ ვაჟთან,
რომელთან ერთადაც მთელი ქალაქი მხედავს ყოველ ცისმარე დღეს. დავდივარ
თეატრში, კინოში...

–კი მაგრამ, ჯერ ერთი თვეც არ გასულა, რაც გაიცანი!

–მერე და ვინ გითხრა, ხვალვე ცოლად მივყვებიო... ჩვენს შეხვედრებს პირველ


რიგში იმით ვამართლებ, რომ აუცილებელია ბოლომდე დავრწმუნდე ჩემი
არჩევანის სისწორეში! არჩევანის და არა გადაწყვეტილების... მე მირიანი მომწონს
დედა... ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება ის არ იყოს, რასაც
სიყვარული ჰქვია. ამას დრო მაჩვენებს...

–კარგი, კარგი, დაწყნარდი!..

–მითხარი ბოლოს და ბოლოს, რა გითხრა?

–ჩემი მძღოლი ატარებსო უნივერსიტეტში. წაიყვანს, დაელოდება და მოიყვანსო!


– უხერხულად თქვა ლალიმ.

–რაო? – თვალები გაუდიდდა მარიკას. – ეს რას ნიშნავს? ამიხსენი...


–არ ვიცი, არა... მე ჩემი მანქანით ვივლიო! სადაც წავა და წამოვა, მხოლოდ ჩემი
მძღოლი წაიყვანსო... და კიდევ გითხრას, სად შეიძლება იმ ბიჭის ნახვა და
საღამოს დავრეკავო!

–მირიანისგან რაღა უნდა... ნუ გადამრიე დედა!.. რა უნდა უთხრას, რომ ნახოს?..

–მე ის გადმოგეცი, რაც მითხრა...

–დედა, არ გეწყინოს და, ძალიან ზედმეტი მოსდის! მე ამას არ დავუშვებ...


ბოლოს და ბოლოს, სათამაშო ხომ არა ვარ! – ფეხზე წამოდგა მარიკა. –
ბორკილებიც ხომ არ დაუტოვებია?

–არ გინდა, შვილო, ეგ ლაპარაკი... ხომ იცი, მან ჩვენზე უკეთ იცის! ნახოს
მირიანი, შენ ამით რა გიშავდება, იქნებ მოეწონოს კიდეც!

–იცი, რას გეტყვი? გადაეცი, რომ ძალიან გული მწყდება, მაგრამ ამ „თხოვნას“
ვერ შევასრულებ! თან თხოვე, მეორედ აღარ გაიმეოროს, თორემ შეიძლება ისეთი
რამე წამომცდეს, ძალიან არ ესიამოვნოს!

–მარიკა, რას ამბობ?

–რაც გესმის, დედა! შენ ხომ მონად გაქცია?! ახლა, იგივეს, მეც მიპირებს! მე ამას
არ შევეგუები... გარდა ამისა, უთხარი, რომ არ გაბედოს მირიანის ნახვა, თორემ
ძვირად დავუსვამ!

–მარიკა, გონს მოდი!

მარიკას აღარაფერი უთქვამს. ფეხზე წამოდგა, თავის ოთახში გავიდა და


ტანისამოსი გამოიცვალა.

–მე წავედი, მირიანი მელოდება! – განაცხადა მშრალად და კარი გამოაღო.

–მოიცა, მარიკა, რას შვები. მათქმევინე ერთი სიტყვა!

–გისმენ! – შეჩერდა ღია კარში ქალიშვილი.

–რობერტი აქედან ტაქსით წავიდოდა. სამსახურის მანქანას მძღოლთან ერთად


აქ დატოვებდა, მოიცადე გავიხედო!
–გაიხედე, მე არ მაინტერესებს! თუ მარტო მაგის სათქმელად შემაჩერე, უნდა
წავიდე!

–მაცადე, დედიკო. ახლა ჩაჯექი მის მანქანაში და ისე წადი, რა მოხდება...


საღამოს ერთად ველაპარაკოთ, ავუხსნათ. იქნებ...

–არავითარი „იქნებ“! წავედი! – და მარიკა კიბეზე დაეშვა.

ეზოში შავი „ვოლგა“ იდგა. მარიკამ გვერდი აუარა და ქუჩას გაუყვა.

–მარიკა! – მოესმა უკნიდან. მოტრიალდა. „ვოლგიდან“ მძღოლი გადმოვიდა,


ვეებერთელა ღიპიანი, 30-32 წლის ულვაშა მამაკაცი.

–გისმენთ!

–დაბრძანდით... რობერტ გიორგევიჩმა მითხრა...

–გადაეცით რობერტ გიორგევიჩს, რომ მე მისი დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ


ფეხით

სიარულს ვამჯობინებ. და მარიკამ გზა განაგრძო.

–მარიკა, გთხოვთ...

–შევწყვიტოთ ამაზე საუბარი! – განაცხადა ქალიშვილმა მტკიცედ და ნაბიჯს


უმატა, ქუჩა გაიარა, შუქნიშანთან ჩაუხვია და ავტობუსის გაჩერებასთან შეჩერდა.

***

–გეყოფა მირიან! საკმარისია. მოდი ჩემთან! – თავისთან უხმო ოფლში გაწურულ


მეფარიშვილს მწვრთნელმა და თვითონ პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა. მერე
გაეღიმა და თვალით მოაცილა მისკენ მომავალი სპორტსმენი.

–კარგია, კარგი!..

–რა არის, კარგი? – მაგიდასთან, იატაკზე დაეშვა მირიანი.

–კარგ ფორმაში ხარ ახლა შენ და კარგი ამბავიც უნდა გითხრა.


–ამბავი კი არა, დღეს უკვე თორმეტი მაისია...

–მერე? – ეშმაკურად გაიღიმა ჯემალმა.

–მერე ის, რომ თოთხმეტში ნაკრები მომზადებას იწყებს და, ბოლოს და ბოლოს,
როდის უნდა გაირკვეს მე მივდივარ, თუ ყაჭეიშვილი? ოცი დღეა სიქას მაძრობთ
დამ ორთაბრძოლის დღე კი ვერა და ვერ დაადგინეთ.

–რომელი საათია დათო? – გასძახა მწვრთნელმა ვარჯიშში გართულ ერთერთ


მოჭიდავეს.

ეს უკანასკნელი გასახდელში შევიდა.

–ექვსის ოცი წუთია! – გამოსძახა იქიდანვე.

–ათი წუთიც და!.. – გაუღიმა მწვრთნელმა აღზრდილს.

–რა, „და“? – გაუკვირდა მირიანს.

–ათ წუთში მანჯგალაძე და ყაჭეიშვილი აქ იქნებიან... თან ფედერაციის ხალხი


მოჰყვებათ, თავის მსაჯებიანად.

ამის გაგონებაზე მირიანი ფეხზე წამოვარდა:

–რას ამბობთ, ძია ჯემალ? დღეს ორჯერ მავარჯიშეთ, თანაც სამ-სამი საათი და
ეხლა მეუბნებით არაქათგამოცლილს, ყაჭეიშვილი მოვაო?

–ნუ გეშინია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთში შენ წახვალ.

–ნუ გადამრიეთ, ძია ჯემალ. ბავშვობიდან რომ არ გიცნობდეთ, ვიფიქრებდი,


გამყიდა-მეთქი...

–კარგი ბიჭო, ნუ სულელობ! მე შენი მჯერა. შენ ევროპის ჩემპიონი


დაბრუნდები...

–დამცინით? – ტვინში სისხლი აუვარდა მეფარიშვილს. – თქვენ ამას


შეგნებულად აკეთებთ, ეჭვგარეშეა. სხვა რა ვიფიქრო, არ ვიცი...

სწორედ ამ დროს დარბაზის კარები გაიღო და ჩია ტანის მელოტ, ხანშიშესულ


კაცს ლოყებღაჟღაჟა მძიმეწონოსანი შემოჰყვა.
მირიანმა მათში უცებ ამოიცნო გელა ყაჭეიშვილი და მისი მწვრთნელი.
მეფარიშვილი ხან იმათ უყურებდა, ხან მწვრთნელს გადმოხედავდა:

„ნუთუ გამყიდა“, – გაიფიქრა ვაჟმა. – „ნუთუ ფული აიღო და სწორედ ამიტომ


მავარჯიშა დღეს ამდენი, მთელი დატვირთვით... ყოველგვარი ძალა და ენერგია
დამახარჯვინა, რომ ორთაბრძოლა წავაგო... შეუძლებელია! ჯემალი ამას არ
იზამდა... რა თქმა უნდა, არ იზამ და... მაშ რა ხდება?“

–გამარჯობა, მირიან! – მიესალმა ყაჭეიშვილი.

–გაგიმარჯოს...

–როგორა ხარ? ბატონმა ჯემალმა გუშინ მითხრა, საუკეთესო ფორმაშიაო!

–გუშინ გითხრა?

–ჰო, რა იყო? რა გაგიკვირდა... გუშინ ოსეფიჩის დაბადების დღეზე ერთად


ვსვამდით.

–რას სვამდით? – სულ დაიბნა მეფარიშვილი.

–რა გჭირს შენა, კაცო. რა უნდა დაგველია, ღვინოსა ვსვამდით...

–გამარჯობა, მირიან! – მიესალმა მანჯგალაძეც.

–იცოცხლეთ, ოსეფიჩ! – უპასუხა გაკვირვებისაგან თვალებგადი დე ბულმა ვაჟმა,


რომელსაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა! თუ გელამ იცოდა, რომ მირიანთან
ორთაბრძოლა ელოდა, ღვინო რამ დაალევინა... არა, აქ რაღაც ხდებაო, გაიფიქრა
და სწორედ ამ დროს ჯემალ ზაალიშვილის ხარხარიც მოესმა ზურგს უკან. მას
ყაჭეიშვილი და მანჯგალაძეც აყვნენ და ისეთი ხორხოცი ატყდა, ლამის ჭერი
ჩამოიქცა. მირიანი უცებ ყველაფერს მიხვდა და ერთიანად გაწითლდა. რაღათქმა
უნდა, არავითარი პრეტენდენტი, ნაკრების რიგებში საფრანგეთში გამგზავრების
მოცილე, მირიან მეფარიშვილს არ ჰყოლია. ეს ყველაფერი ჯემალ ზაალიშვილის
ხრიკები იყო და იმასაც მიხვდა მეფარიშვილი, თუ რაში დასჭირდა მწვრთნელს
ამის მოფიქრება... მირიანმა ხომ ბოლო დროს ცოტა მოუკლო ვარჯიშს. იწყო
დაგვიანება და ხანდახან დროზე ადრე წვრთნის შეწყვეტა! ჯემალსაც შეეშინდა,
ჩემი მთავარი იმედი ფორმიდან არ ამოვარდესო და საპასუხისმგებლო
ჩემპიონატზე არ შევრცხვეთო... ჰოდა, ადგა და იძულებული გახდა ერთიანად
აღედგინა, თუკი რამ ბოლო დროს დაკარგა. რაღა თქმა უნდა ასეა!

–არ გეწყინოს, მირიან! – სათქმელს თავს ვერ აბამდა სიცილისაგან


აჭარხლებული გელა. ბატონმა ჯემალმა მთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარი.
იმიტომ იყო, იმ დღეს სტადიონზე, ისე მკვახედ რომ გიპასუხე და რომ
გაგცილდი.

–ეწყინება და, ცივი წყალი დალიოს!.. – სული მოითქვა ზაალიშვილმა. – რაც


მთავარია, მიზანს მივაღწიეთ. ასეთ ფორმაში ეს, არასოდეს ყოფილა. არა, ნეტა
ერთი გენახათ, რა გულიანად ვარჯიშობდა...

–აბა შენ იცი, შვილო! – ბეჭზე ქვევიდან ხელი აარტყა მანჯგალაძემ. – უნდა
გვასახელო!

–ვეცდები! – უპასუხა მირიანმა და ღიმილით მოათვალიერა სამივე. ისევ


ხარხარი ატყდა.

***

მარიკა ავტობუსიდან „ზემელზე“ ჩამოვიდა და კინოს სახლის შესასვლელთან


შედგა. მირიანი შვიდზე უნდა მოსულიყო: ოცი წუთით ადრე მოუვიდა მოსვლა...

„რა ვქნა, როგორ მოვიქცე...“ – ფიქრობდა მარიკა. – „რობერტი თავის


გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ შეცვლის და აუცილებლად ნახავს
მირიანს... რას ეტყვის, ღმერთმა იცის! ღმერთო ჩემო, რა უხერხულია...
წარმომიდგენია, როგორ განცვიფრდება მირიანი, როცა რობერტი ჩემთან
შეხვედრას აუკრძალავს... მირიანი არ დათანხმდება. ბიძაჩემს ეს სულ
გააცეცხლებს და სამუდამოდ შეიძულებს, ყველა ღონეს იხმარს, რომ იგი
ჩამომაცილოს... რა შეუძლია მეფარიშვილს?! რა უნდა დაუპირისპიროს ამ
ყოვლისშემძლე, გავლენიან ადამიანს?! რა თქმა უნდა, არაფერი... მე მიყვარს
მირიანი! ვაი! ეს რა ვთქვი?! რა ვთქვი და სრული ჭეშმარიტება... მე იგი დიდი
ხანია მიყვარს, მაგრამ ახლა როცა მასთან განშორების საშიშროება აღმოვაჩინე,
ჩემთვის ყველაფერი უფრო ნათელი გახდა... საშიშროება, სამუდამო განშორების
საშიშროება! რაღა თქმა უნდა, ასე სერიოზულად ეს საკითხი არ დგას, თუნდაც
იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩემი თავის ბატონპატრონი მე თავად ვარ...
მაგრამ რობერტს აშკარად ძალუძს, ძალიან ბევრი არასასიამოვნო წუთები
გვაჩუქოს... ასეა, თუ ისე, მირიანს ყველაფერი უნდა ვუამბო. ჯობია იცოდეს, რომ
რობერტს მისი ნახვა უნდა და, ადრე თუ გვიან, ნახავს კიდეც. თუმცა, იქნებ
ჯობდეს, ჯერ საფრანგეთიდან დაბრუნდეს და მერე ვუამბო ყველაფერი? რაღა
თქმა უნდა, ასე ჯობია. მას ხომ სულ მცირედიც კი გულთან მიაქვს... იქ კი
მხოლოდ თავის საქმეზე უნდა იფიქროს და არა ჩემს გამო წარმოქმნილ
პრობლემებზე... ოჰ, ნეტავ ჩემპიონი გახდეს! ვნახოთ ერთი, მერე რას იტყვის
რობერტი! თუმცა იმისთვის სულ ერთია, გინდა ევროპის ჩემპიონი იყავი და
გინდა მზის სისტემის, თუ ფული არ გაქვს, ესე იგი უნიჭო და უვარგისი ხარ,
ხოლო სპორტი და ხელოვნება მისთვის, გართობის საზღვრებს არ სცილდება.
იმდღევანდელის არ იყოს, თავის ბავშვობის მეგობარს რომ უთხრა „გაივსო
ქვეყანა შენისთანა პატიოსანი კაცებით, რომელთაც ღმერთმა ნიჭი და
თავმოყვარეობა არ დააყოლა და როცა ნახეს, ამ ქვეყნად ვერაფერი შექმნეს და
არაფერი გამოუვიდათ, ვერავის წაგლიჯეს, ვერავის მოატყუეს, ვერავის
მოერივნენ, ადგნენ და თავიანთ თავებს „პატიოსანი“ კაცები უწოდეს. სხვა რა
დარჩენოდათ, რაიმეთი ხომ უნდა გაემართლებინათ თავიანთი უნიათობა. აი,
შენისთანა „პატიოსან“ კაცებს, მე ყველა ჯურის დამნაშავე მირჩევნია, რადგან ის
მართალია, ცხოვრებასთან ხშირად მარცხდება, მაგრამ განუწყვეტლივ იბრძვის
და ფარხმალს არასოდეს ყრის. რაც ცხოვრებამ ასწავლა და როგორც ესმის, ისე
იბრძვის“ .

ის კაცი კუდამოძუებული წავიდა... მეორე მეგობარმა, რომელიც ამ ამბავს


ესწრებოდა, უსაყვედურა, ასე ძალიან არ უნდა მიდგომოდიო! „კარგი რა, თუ ძმა
ხარ. კიდევაც ნაკლები ვუთხარი და ეგეც იმიტომ, რომ ბავშვობა ერთად
გავატარეთ“. უპასუხა ბიძაჩემმა. „მაგას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ცოლს იმ
თხუთმეტი წლის წინ მოდიდან გადასული და „ცოტა“ საყელოდამწვარი
პალტოთი ატარებდა? ეგეთი ქალის გვერდზეროგორ გავივლი... ქალაქელი კაცი
ხარ, მიწა არ გისკდება ფეხქვეშ, ქუჩაში ნაცნობები რომ გხვდებიან? იმ დღეს
ვკითხე, ანზორას სიდედრის გასვენებაში რატომ არ მოხვედიმეთქი? ხან რა თქვა,
ხან რა მოიგონა. ბოლოს გამოტყდა, ჩემ გოგოს ბანკეტი აქვს ამ დღეებში და ხუთი
თუმანი ძლივს მოვაგროვე, რომ მიმეცა და იქ რომ წამოვსულიყავი, რა უნდა
შემეწიაო? გაისად მაგის ტყუპები ამთავრებენ სკოლას და აი მაშინ, შეიძლება
საკუთარი სიდედრის გასვენებაში აღარ წავიდეს, ორჯერ ხუთი თუმანი პატარა
ფული ხომ არ გგონია... ჯერ ერთი, თუ იცი, რომ რჩენის თავი არა გაქვს, ამ სამ
ბავშვს რაღას აკეთებ? თუ მაინც აკეთებ და, რა გებანკეტება? იქ გასვენებაში არ
მოვიდა და მიზეზად ბანკეტიო, გაიძახის!არადა, ანზორა გადაყოლილი იყო
მაგაზე. თავის დროზე, ახალგაზრდობაში, გადაბმული ძმები იყვნენ...“

–მარიკა! – მოესმა უეცრად ფიქრებში გართულ ქალიშვილს.

–მოხვედი მირიან?

–მოდი ერთი აქეთ! – ხელი გადახვია მირიანმა და პროსპექ ტი საკენ წაიყვანა.

–რა გჭირს, სად მიგყავარ?

–იცნობ იმ კაცს, კუთხეში გაზეთს რომ კითხულობს?

–არა, – იცრუა მარიკამ. „ის კაცი“ რობერტის ზორბა მძღოლი გახლდათ,


რომელსაც როგორც ჩანს, მარიკას „ჯაშუშობა“ ჰქონდა დავალებული. ხოლო
მარიკამ იცრუა იმიტომ, რომ არ უნდოდა ვაჟისათვის გამგზავრების წინ
ზედმეტი საფიქრალი გაეჩინა.

–კარგად დააკვირდი. ესე იგი, არ იცნობ?

–არა, არ ვიცნობ. რა ხდება?

–ერთი, ათი წუთია ვუყურებ და თვალი არ მოუცილებია შენთვის! ხან ძეგლის


მხარეს გადავიდა და იქიდან გიცქირა, ხან პროსპექტი გადაჭრა და სურსათის
მაღაზიიდან, ახლა აქეთ გადმოინაცვლა...

–კი მაგრამ, შენ თუ ათი წუთის მოსული ხარ, ჩემამდე ვერ მოაღწიე?

–მაცადე, მგონი მიდის! მეგობარო! – გასძახა მეფარიშვილმა და მძღოლისაკენ


წავიდა.

–მირიან რას შვები? – აედევნა მარიკა.

–მე? – შეჩერდა მძღოლი.


–დიახ, დიახ, თქვენ. დამელოდეთ ერთი წუთით! – მძღოლი შედგა.

–მირიან, ვიცნობ... – წამოიძახა უცებ ქალიშვილმა.

–იცნობ? – შედგა მირიანი. – მერედა, რატომ მიმალავ? რა ხდება, მარიკა?

–გაუშვი და ყველაფერს აგიხსნი!

–ეხლა უკვე აღარ გამოვა! მაპატიე, მაგრამ როცა გკითხე, მაშინვე სიმართლე რომ
გეთქვა, აღარ შევაჩერებდი... – თქვა ვაჟმა და ჯიქურ გასწია მძღოლისაკენ.

–დამელოდე მარიკა! – უკანმოუხედავად გამოსძახა ვაჟმა და მძღოლთან მივიდა.

–რაშია საქმე? – დაასწრო ულვაშამ.

–ვინ ბრძანდებით თქვენ?

–მარიკამ არ გითხრათ, ვინცა ვარ?

–არ უთქვამს... ჯერჯერობით!

–„ზნაჩიტ“ , საჭირო არ არის! – და მძღოლმა წასვლა დააპირა, მაგრამ მირიანმა


ხელით შეაჩერა:

–მარიკას რატომ უთვალთვალებდი?

–ხელი გამიშვი რა, თუ გიყვარვარ!

–მიყვარხარ? ჰო სულ ელეთმელეთი მომდის! რას უთვალთვალებდი-მეთქი?

–მირიან, გაუშვი, გეხვეწები! – მოიჭრა მარიკაც.

ვაჟმა მძღოლს ხელი გაუშვა. ამ უკანასკნელმა ქალ-ვაჟი უკმაყოფილოდ


შეათვალიერა და სწრაფი ნაბიჯებით ზევით, მთაწმინდისაკენ წავიდა.

–რას ნიშნავს ყოველივე ეს, მარიკა? – ხმაში წყენა გაურია ვაჟმა.

–ეს იმას ნიშნავს, რომ შენთვის თურმე სულერთი ყოფილა, გინდა მე მითხოვია,
გინდ ძაღლს უყეფია... როცა მე ვიცრუე, არ ვიცნობ-მეთქი, მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ, რომ შენზე ვზრუნავდი...
–ვინ იყო, აღარ იტყვი?

–ბიძაჩემის მძღოლია!

–მერე, რას გითვალთვალებს?

–წამოდი. ნუ იბუტები და გზაში ყველაფერს გიამბობ.

ქალ-ვაჟი რუსთაველის პროსპექტს გაუყვა და სანამ ბოლოში გავიდნენ, მარიკამ


იმაზე მეტის თქმაც კი მოასწრო, ვიდრე მირიანის საფრანგეთიდან დაბრუნების
შემდეგ აპირებდა. მათ შორის ბიძამისის ხასიათი და მსოფლმხედველობაც
შეძლებისდაგვარად ზუსტად ჩამოუყალიბა და როცა სათქმელი დაამთავრა,
მირიანის რეაქციას დაელოდა.

–რთული კაცი ყოფილა! – წამოიწყო მცირე დუმილის შემდეგ მეფარიშვილმა.

–ეგ უშენოდაც კარგად ვიცი!

–გარდა მაგისა, ერთობ საინტერესო წარმოდგენა ჰქონია პატიოსნებაზე. –


ჩაიცინა ვაჟმა. – რაღაც რომ გითხრა, არ გეწყინება?

–გააჩნია, რას მეტყვი! – უპასუხა მარიკამ.

–მოგახსენებ ჩემს სუბიექტურ აზრს ბიძაშენის შესახებ.

–თქვი, რადგან სუბიექტურია...

–როგორ ჯობია, რბილად, თუ ისე, როგორც რობერტი იმსახურებს? – კვლავ


გაიღიმა მირიანმა და მარიკას ხელი ჩაჰკიდა.

–რბილად! – უპასუხა ქალიშვილმა.

–ამას წინათ კარგი ადამიანების სია დამესიზმრა, ბიძაშენის სახელი არ


შემხვედრია!

მარიკამ გაიცინა.

–აბა ახლა ისე, როგორც რობერტი იმსახურებს!

–იქნებ, არ არის საჭირო?!


–საჭიროა!

–არა, არა, არ გამოვა. მე ხომ შენი თანდასწრებით არასოდეს ვიგინები...

–შენ რა, შეგინებას უპირებდი?

–აზრადაც არ მომსვლია!

–დიახ, უპირებდი...

–და შენ ეს გჯერა?

–შენი გინება არ გავიგო! ხომ იცი, როგორ მეზიზღებიან ადამიანები, რომლებიც


ქალების თანდასწრებით იგინებიან! ხომ არ შეიგინები ჩემი თანდასწრებით?

–არასოდეს!

–აბა, დაიფიცე...

–კეთილებს გეფიცები!

–ნუ მაიმუნობ, წესიერად დაიფიცე!

–წესიერად გეფიცები!

–ვის?

–შენ თავს!

–ეგ ვითომ, რატომაო?

–იმიტომ, რომ პატიოსანი ადამიანები იმას იფიცებენ, ვინც ყველაზე მეტად


უყვართ.

მარიკა გაჩუმდა.

–რა მოგივიდა? – შეჩერდა მირიანი.

–არაფერი. უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ ერთ პატიოსან ადამიანს ყველაზე


ძალიან ვყვარებივარ... და, რო გორც ჩანს, მე ეს მესიამოვნა... მიდიხარ ზეგ?

–კი მივდივარ!
–ჯერ მოსკოვში, მერე პარიზში?

–დიახ ბატონო!

–მალე ჩამოხვალ?

–თუ გინდა, სულ არ წავალ!

–მინდა... მაგრამ არ შეიძლება!

–რატომ არ შეიძლება?

–იმიტომ, რომ მე მინდა შენ ევროპის ჩემპიონი გახდე... და მერე რობერტი ნახო.

–თუ საცემად მაგზავნი, კავშირის ჩემპიონიც მოვერევი...

–შენ რა გენაღვლება, კარგ ხასიათზე ხარ... მე კი, სანამ შენ ჩამოხვალ, მათ რჩევა-
-დარიგებებს და შენს ლანძღვას უნდა ვუსმინო!

–ჰო, კარგი. ბუზისგან სპილოს ნუ შექმნი! ბიძაშენი ერთი ჩვეულებრივი


ახირებული, ცხოვრებისაგან გათამამებული კაცია და მეტი არაფერი... ჩემზე
კიდევ, რაც უნდა ის ილაპარაკოს... ოღონდ კი არ დაუჯერო...

–კარგი ბატონო, ვეცდები არ დავუჯერო!

–აი, ასე არ ჯობია? ნამეტანი ჭკვიანი გოგო ხარ და ქეც ეიწყობ ცხოვრებას.

***

ახალი შებინდებული იყო, მირიანმა მარიკა სახლამდე რომ მიაცილა და უკან


გამობრუნდა. გაჩერების მიმართულებით გაუყვა გზას. ის იყო, პატარა სკვერს
მიუახლოვდა, რომ მის წინ შავი ვოლგა გაჩერდა და მისთვის უკვე ნაცნობმა
მძღოლმა მარჯვენა უკანა კარი გამოაღო. მირიანი შედგა. მანქანიდან რობერტი
გადმოვიდა:

–ყმაწვილო, ერთი წუთით შეიცადე!

მეფარიშვილი ისედაც იდგა:


–რაშია საქმე?

–შენ ხარ მირიანი? – ახლოს მივიდა რობერტი.

–მე გახლავართ!

–მე ჯერჯერობით შენთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან პირველად


გხვდები... ხოლო რასაც ეხლა გეტყვი, კარგად უნდა გაიგო და დაიჯერო...

–თუ არ ვცდები, მე თქვენ არ გიცნობთ. რა თქმა უნდა. კი ვხვდები, ვინც


ბრძანდებით, მაგრამ არა მგონია, ეს გაძლევდეთ მაგ ტონით ლაპარაკის უფლებას.

–ნოდარ! – მიმართა მძღოლს რობერტმა. – ეს კაცი თავხედიც ყოფილა.

–არ გითხარით, გიორგევიჩ?! – დაეთანხმა მძღოლი. – შუა ქუჩაში, მკლავში ხელი


წამავლო...

მირიანმა ნოდარს შეხედა და გაეღიმა.

–არა მგონია, სასაცილოდ გქონდეს საქმე! – სამიოდე ნაბიჯი სკვერისაკენ


გადადგა რობერტმა... შენ მე არ მიცნობ... როცა გამიცნობ, შეიძლება გვიანი
იყოს. შეიძლება ყურები უკვე დაჭრილი გქონდეს!

–რატომ? – ვითომ გულუბრყვილოდ იკითხა მირიანმა, რომელიც გრძნობდა რომ


თავის ფლობა უკვე უჭირდა.

–რატომაო? – გაცხარდა ნოდარი – შენ „ვაფშე“, წარმოდგენა თუ გაქვს, ვინ არის


რობერტ გიორგევიჩი.

–ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ ყურების კოლექციონერი იქნება... ისე,


სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები ეს პროფესიაა თუ ჰობი!

–ბიჭიკო, შე ლაწირაკო... მეფარიშვილზე გაიწია რობერტმა, მაგრამ მძღოლი


გადაეფარა.

–გაფრთხილებ, ეს ბოლო შეურაცხყოფაა, რომელსაც ვყლაპავ. ესეც ჩემზე კარგად


იცი, ვისი ხათრითაც...

–ვის აფრთხილებ, შე ნაბიჭვარო... – და ახლა მთელი ძალით გაიქაჩა რობერტი. –


ხელი გამიშვი ნოდარ, თორემ შენც დაგბრიდავ...

–კარგი, რა გიორგევიჩ, შენი ჭირიმე. შენ მაგაზე ხელი როგორ უნდა გაისვარო?!
მა, მე აქ რას ვაკეთებ? დაჯე, რა მანქანაში. – ემუდარებოდა მძღოლი და შებოჭილ
რობერტს მანქანისაკენ მიათრევდა.

–ხელი გამიშვი, უნდა გავფატრო, ამის ნაბიჭვარი ჯიში...

და უცებ, მირიანი, რომელიც თავს უკანასკნელი ძალით ებრძოდა, ადგილს


მოსხლტა „გადაკვანძულ“ მძღოლ-უფროსს ეძგერა და გაშალა. მძღოლმა მოასწრო
და ყბაში მუშტი უთავაზა, მაგრამ უხერხულად გამოუვიდა...

სამაგიეროდ, მირიანმა მიუშვა თავი ხერხზე. ზურგს უკან, ისე რომ არ


შეტრიალებულა, რობერტს წიხლი ჰკრა და ასფალტზე დააგორა. იმავდროულად,
ნოდარსაც აძგერა შუბლში მუშტი და მანქანის საბარგულზე გადაასვენა. მძღოლი
ისევ ფეხზე დადგა. მირიანმა ისევ შუბლში თხლიშა მთელი ძალით და ზორბა
უგონოდ გაიშალა თავისივე მანქანის საბურავთან.

რობერტმა, რომელმაც ყველაფერი დაინახა, მანქანას შემოურბინა, მძღოლის


კარი გააღო და რაღაცას დაუწყო ძებნა, მაგრამ მირიანი დაეწია, მოქაჩა,
მკლავებში მოიმწყვდია და სასურველი ქალიშვილივით გულში ჩაიხუტა. ისე,
რომ რობერტს განძრევის საშუალებაც არ ჰქონდა.

–„ტრუპი“ ხარ, მარიკას ვფიცავარ! – ქშენით წარმოთქვა რობერტმა.

–ნუ მაშინებ, მარიკას გაფიცებ, რადგან მაინც არ მეშინია, მარიკას გეფიცები! –


უპასუხა მირიანმა დამცინავი ღიმილით.

–თან დამცინი? – სულ გადაირია შებოჭილი რობერტი და თავის


განთავისუფლება სცადა, მაგრამ მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და ამ
მხრივ ბედს დამორჩილდა. – დამცინი არა, შე ნაბიჭვარო?

–კი არ დაგცინი, მასხარად გიგდებ და „ნაბიჭვარი“ აღარ დამიძახო, თორემ


გაგსრისავ! – უპასუხა მირიანმა და ხელები ისე მოუჭირა სხეულზე, რომ
რობერტს ბღავილი აღმოხდა. – გასაგებია?

რობერტი დუმდა.
–გასაგებია? – გაუმეორა კითხვა მირიანმა და უფრო მაგრად მოუჭირა.

რობერტმა უფრო ხმამაღლა იბღავლა.

–გასაგებია? – და სანამ მესამედ მოუჭერდა:

–გასაგებია! – დაასწრო რობერტმა.

რამოდენიმე წამი ასე იდგნენ გაჩუმებულნი.

–გამიშვებ თუ არა, ბოლოს და ბოლოს?! – ხმა ამოიღო რობერტმა.

–რა გამაკეთებინე, ხედავ?

–გამიშვიმეთქი, არ გესმის?

–რას ეძებდი მანქანაში?

–არაფერს აღარ მოვძებნი, გამიშვი!

მირიანმა ხელები გაუშვა. რობერტმა ტანისამოსი გაისწორა. მერე ძირს გაშოტილ


მძღოლს გადახედა... ბოლოს მზერა გულზე ხელებ გადაჯვარედინებულ
მირიანზე გააჩერა...

–დღეიდან შენ ჩემი ნომერი პირველი მტერი ხარ... – წყნარად, აუღელვებლად


ლაპარაკობდა რობერტი. – ორმოცდაოთხი წლის კაცი ვარ და ასეთი რამე
ჩემთვის არასოდეს უკადრებიათ...

–არც ჩემთვის!

–ეგ მე არ მაინტერესებს... დღეს ყველაფერი ესევე დამთავრდება. ხვალ მე შენი


მოძებნის მეტი საქმე აღარ მექნება და მინდა, რომ შენც იცოდე...

–მე რა მოძებნა მინდა? კლარჯეთის 104ში ვცხოვრობ. სახელი კი იცი და გვარად


მეფარიშვილი ვარ.

–ხვალიდან ეგ სახელი და გვარი აღარაფერში დაგჭირდება... – დაამთავრა


სათქმელი რობერტმა და ფეხით დაუყვა ქუჩას.

მირიანმა აღარაფერი უპასუხა. იდგა ისევე ხელებგადაჯვარედინებული და


მიმავალ რობერტს გასცქეროდა. რობერტი თვალს მიეფარა.

მირიანი ასფალტზე გაწოლილ მძღოლისკენ დაიხარა. გრძნობაზე მოყვანის


მიზნით, რამოდენიმე მსუბუქი სილა შემოჰკრა. არაფერი გამოუვიდა. სკვერის
ბოლოს პატარა გასტრონომისკენ წავიდა, ცივ „ბორჯომს“ ვიყიდი და ვასხურებო,
იფიქრა. უკან რომ მობრუნდა, აღარც მძღოლი დახვდა და აღარც მანქანა.

***

შუაღამისას ტელეფონმა დარეკა.

–გისმენთ! – ყურმილს საწოლიდანვე გადასწვდა მირიანი.

–მირიან! – გაისმა ყურმილში ქალიშვილის ხმა.

–გისმენ, მარიკა!

–მირიან რა ქენი, ეგ...

–მარიკა მომისმინე... – საწოლზე წამოჯდა და სალაპარაკოდ მოემზადა


მეფარიშვილი, მაგრამ მარიკამ ყურმილი დაკიდა.

მირიანმა ათჯერ მაინც დარეკა ქალიშვილთან, მაგრამ ამაოდ. მარიკას ყურმილი


გადაედო.

ჯერ დილის რვა საათიც არ იყო, რომ ჯაბა ჩოხელი მირიანის საძინებელში
ბოლთას სცემდა. მირიანი ისევ საწოლში იწვა და მიბნედილი, უსიცოცხლო
თვალებით ჭერს შეჰყურებდა.

–ნუ დარდობ, მირო. უსაშველო არაფერია! – ამბობდა ჯაბა. – სანამ შენ


საფრანგეთიდან ჩამოხვალ, მე ყველაფერს მოვაგვარებ... აგერ ნახავ, თუ
ყველაფერი ისე არ დამთავრდეს, შენ რომ გაგიხარდება.

–მე არსად არ მივდივარ. – ჩუმად წარმოთქვა მეფარიშვილმა.

–ნუ სულელობ, თუ ძმა ხარ. რას ქვია, არ მიდიხარ... ისე წახვალ, როგორც
დაგიბარებია!
–ასეთი განწყობით, პირველივე ორთაბრძოლაში წავაგებ! უარესად შევრცხვები.

–უარესად? ეგ რასთან შედარებით? როდის შერცხვი რო? შენ თუ გუშინდელ


ამბავს შერცხვენას ეძახი, ვერ დაგეთანხმები... ყველაფერი, რაც შენ ჩაიდინე,
გაიძულეს! შენს ადგილზე ასევე მოიქცეოდა ყველა ნორმალური კაცი... ეგ
არაფერია!

მცირე ხნით სიჩუმემ დაისადგურა. ჯაბა ფიქრობდა. ფიქრობდა მირიანიც.

–მოდი მარიკას დავურეკავ და დაველაპარაკები. ჰა, რას იტყვი? – თქვა


მოულოდნელად ჩოხელმა.

–მერე, რას ეტყვი?

–მაგას თანდათან მოვიფიქრებ! – და ჯაბამ ყურმილი აიღო.

–აზრი არა აქვს!

–მაცადე! – მოკლედ მოუჭრა ჯაბამ და ნომერი აკრიფა.

–ჯერ ადრეა, ჯაბა, ეძინება.

–არ ეძინება. თუ სხვამ აიღო დავკიდებ... აიღო. მარიკა გამარჯობა, ჯაბა ვარ!

–გაგიმარჯოს ჯაბა, გისმენ! – უპასუხა მარიკამ.

–ბოდიშს გიხდი ასე ადრიანად რომ გაწუხებ... მირიანი ხვალ მიფრინავს...

–გაფრინდეს მერე!

–მარიკა, ძალიან გთხოვ. იქნებ გამონახო, ერთი თხუთმეტი წუთი და შეხვდე


სადმე...

–აზრი არა აქვს ჯაბა! ტყუილად შეიწუხებ თავს! ვიცი, ახლა მაგასათან ხარ
სახლში, ან ეგ არის შენთან... და გადაეცი, თუ თავისთვის სიკეთე უნდა, დღეს
სახლიდან ნუ გამოვა... უფრო მეტიც, აეროპორტამდეც გააცილეთ! ჩემს ნახვას კი
ნუღარ ეცდება...

–რატომ?
–ჯერ ერთი იმიტომ რომ მე ასე მსურს. მეორეც, მისთვისაც ასე სჯობია! მე ჩემს
გადაწყვეტილებას არ შევცვლი და ძალიან გთხოვ, ნუღარ დამირეკავთ! კარგად
იყავი, ჯაბა!

–მოიცა, მარიკა! არ დაკიდო, გთხოვ!

–რა არის კიდევ?!

–არ დაკიდო. ერთისიტყვა მათქმევინე!

–აკი გითხარი, აზრი არა აქვს-მეთქი!

–როგორ არა აქვს. იცი თუ არა მარიკა, რომ მირიანი აიძულეს გაეკეთებინა ის,
რაც გააკეთა...

–ჩემთვის ახლა მაგას მნიშვნელობა არა აქვს! თუ აინტერესებს, რატომ, მიეცი


ყურმილი და თვითონ მაგას ვეტყვი...

–აჰა, გამომართვი! – ყურმილი მიაჩეჩა ჯაბამ მირიანს.

–მარიკა! – წარმოთქვა მეფარიშვილმა.

–მომისმინე! – გააწყვეტინა ქალიშვილმა. – შენ რომ ჩემი ნამცეცისოდენა


პატივისცემა გქონოდა, ხელების ქნევას არ დაიწყებდი... მე, შენს ადგილზე,
ცემით რომ მოვეკალი, ხელს არ გავანძრევდი... შენ არაფრად ჩათვალე, რომ ის
კაცი ჩემი ბიძაა, დედის ძმა, ჩემი მფარველი და თუ შეეშალა მხოლოდ და
მხოლოდ ჩემი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა,
რობერტი ფიცხია, უხეშიც და შეიძლება ზომაზე მეტადაც, მაგრამ როდესაც ის
შენ გაყენებდა შეურაცხყოფას, ის ჩემზე ფიქრობდა, ხოლო როცა შენ გალახე
ისინი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი. იცი, რა მაწუხებდა წუხანდელი
რამის განმავლობაში? გამახსენდა თუ როგორ დამარბენინებდა რობერტი
კისერზე შესმულს. როგორ მივყავდი წვიმიან ამინდში სკოლაში ხელში
აყვანილი. როგორ მითევდა ღამეებს, როცა დიდი სიცხისგან საწოლში
ვბორგავდი. რა თქმა უნდა, შენ არ იცოდი, რომ ის კაცი ჩემთვის ესოდენ
ძვირფასი იყო, მაგრამ ამის თქმა საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან მეგონა, რომ
როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი, შენ არასოდეს იკადრებდი იმას, რაც გუშინ
იკადრე. და ბოლოს! ყველაფერი რაც გუშინ მოხდა, რობერტს არ უთქვამს.
მძღოლმა გვიამბო. შენ ის გრძნობადაკარგული გეგონა... ის კი შენს წასვლას
ელოდებოდა და რობერტის საძებნელად წავიდა, მაგრამ ამაოდ. იგი იმ წუთიდან
აღარ გამოჩენილა. არც სახლშია, არც მეგობრებთან. რაღა თქმა უნდა, არც აქ
მოსულა. ამით ყველაფერი ვთქვი. გთხოვ, ნუღარასოდეს დამირეკავ... ეს გაბუტვა
არ არის... დედას ვფიცავარ, საბოლოო გადაწყვეტილებაა და ნუ მაიძულებ, ისეთი
რამ გითხრა რაც უფრო მეტად გატკენს გულს... მშვიდობით, გისურვებ
ჩემპიონობას! მე ეს გამეხარდება! – დაამთავრა მარიკამ და ყურმილი დაკიდა.

ყურმილში კარგა ხანს ისმოდა წყვეტილი ზუმერი, მაგრამ მირიანი ყურმილს


მაინც არ იშორებდა.

–შენ რა, ტირიხარ? – ერთ ნახტომში საწოლთან გაჩნდა აქამდე გასუსული ჯაბა,
როცა მირიანის თვალებს მოჭარბებული სისველე შეატყო. – არ გადამრიო ეხლა,
ძმობას გაფიცებ. არ ვიცი, რა გითხრა, მაგრამ ერთი კი ვიცი, როცა ქალს უყვარს,
მისთვის არ არსებობს არც პრინციპი და არც მორალი... მარიკას შენ უყვარხარ
მირიან... დამიჯერე, სულ ერთი საათი მაფიქრე და ყველაფერს მოვაგვარებ. შენ
რა, დღეს გამიცანი?

–არა, ჯაბულია, ამჯერად ტყუილად შეიწუხებ თავს...

–შენ ყოველთვის მასე გაიძახი, პირიქით კი ხდება. შენ რას გიშლი, მე ვიფიქრებ
და თუ არ მოგეწონება ჩემი გეგმა, დაწუნებას რა უნდა.

მირიანს ხმა აღარ ამოუღია. საწოლზე გადაესვენა.

–მე წავედი. ფეხი არსად გაადგა. ორ საათში აქა ვარ! გაიგე?

–ჰო, გავიგე!

–ეგეთი სიფათით ნუ მპასუხობ, გაიღიმე!

–კარგი, ჯაბა. შემეშვი!

–გაიღიმე-მეთქი!

–ჰო, კარგი, კარგი! – და მირიანმა, რომელსაც დანა პირს არ უხსნიდა, მეგობარს


ნაძალადევად გაუღიმა.

ჯაბა ამითაც დაკმაყოფილდა, კიდევ ერთხელ გააფრთხილა, ჩემს მოსვლამდე


ფეხი არსად გაადგაო და წავიდა.

ჩოხელი ორი საათის შემდეგ არ მოსულა, მან დარეკა და მირიანს სთხოვა, კიდევ
ორი საათი დალოდებოდა. უთხრა ისიც, ყველაფერი კარგად არის და ნურაფერზე
დარდობო და მირიანის კითხვისაგან რომ თავი დაეხსნა, ყურმილი დაკიდა.

ჯაბამ ვერც ამჯერად შეასრულა სიტყვა. მართალია, ბოლოს და ბოლოს მოვიდა,


მაგრამ ერთისაათით დაიგვიანა:

–ჰა, რას ჩამოგტირის ცხვირპირი? – ბეჭზე ხელი შემოჰრა ჩოხელმა მირიანს და


მისაღებში, სავარძელში „ჩავარდა“ . მირიანიც მის პირდაპირ მოთავსდა.

–მირიან, ახლა ისეთს გეტყვი, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეს, მაგრამ


ბოლომდე უნდა მომისმინო... ჩემს სიმართლეში და იმაში, რომ ჩემი გეგმა
გაიმარჯვებს, ვფიცავარ მაღლა ღმერთს და და დაბლა დედამიწას, ეჭვი არ
მეპარება! აქედან გამომდინარე, თუ საჭიროებამ მოითხოვა, შენ ვალდებული ხარ,
ბრმად მომენდო და გააკეთო ის, რასაც მე გეტყვი ისე, რომ არაფერი მკითხო.
გარდა ამისა, რაც არ უნდა მოხდეს, ხელი არ უნდა შემიშალო, ჩემი წამოწყებული
საქმე ბოლომდე უნდა მიმაყვანინო!

–რას აპირებ, აღარ იტყვი? რა გეგმებზე ლაპარაკობ?

–ყველა კრიტიკული სიტუაციიდან, მირო, აუცილებლად არსებობს გამოსავალი.


უბრალოდ, საჭიროა იმ ერთადერთი გზის მოძებნა, რომელსაც ხსნის გზა ჰქვია.
როდესაც ადამიანები რაიმე საწადელს ვერ აღწევენ, მიზეზი ის კი არ არის, რომ
იგი მიუღწეველია, არამედ ის, რომ ისინი ვერ პოულობენ იმ ერთადერთ სწორ
გზას, რომელზეც მე წეღან მქონდა საუბარი. ეს გზა, ხანდახან, ძალიან ძნელი
აღმოსაჩენია, რადგან იმდენად უბრალოა, რომ სერიოზულად არავინ თვლის.
ადამიანის ხასიათში ზის ეს. აუცილებლად ტვინი უნდა იჭყლიტოს, რაღაც
სისულელე მოიფიქროს და პრივილეგია ამ სისულელეს უნდა მიანიჭოს. რა თქმა
უნდა, ის უბრალო გზა, არც თუ იშვიათად, რისკთან არის დაკავშირებული.
მაგრამ იმდენად ლოგიკურად ეწყობა ხოლმე ყველაფერი, რომ სიზუსტისა და
ზომიერების დაცვის შემთხვევაში, გამარჯვება გარდუვალია. ასეა ჩვენს
შემთხვევაშიც!

–რას აპირებ, ჯაბა? მე უკვე ვხვდები, ისეთი რამე გაქვს მოფიქრებული,


კაცობრიობის პრაქტიკას რომ არ ახსოვს და თეორიულადაც მხოლოდ შენ რომ
თვლი შესაძლებლად... მაგრამ მე მინდა, შენი თავგანწირვის სანაცვლოდ
გაგახარო: რაც არ უნდა გქონდეს მოფიქრებული, როგორი სისულელეც არ უნდა
იყოს ეს, მე ყველაფერზე თანახმა ვარ და ბრმად მოგყვები!

–ვახ, შენ გენაცვალე! – მირიანს გადაეხვია ჩოხელი, რომელიც ვერასოდეს


წარმოიდგენდა, რომ მეფარიშვილის პირიდან ასეთი სიტყვების ამოსვლა
შესაძლებელი იყო. – ეხლავე ყველაფერს გეტყვი. სალაპარაკოდ მოემზადა ჯაბა.

–გისმენ! – უფრო თავისუფლად მოეწყო მირიანი.

–იმ ხალხს, ვისაც ოდესმე გადაუდგამს ისეთივე ნაბიჯი, როგორის გადადგმაც


შენ გელის, ყოველთვის დასცინოდი და აბუჩად იგდებდი... მოკლედ, იმისთანა
რამის გაკეთება მოგიწევს, რასაც მუდამ ზიზღით უყურებდი.

–კი მაგრამ, რა არის მაგისთანა!.. ენგურჰესი უნდა ავაფეთქო? ან იქნებ,


რკინიგზის რელსების აყრას მავალებ ხაშურიდან ზესტა ფონამდე?..

–მარიკა უნდა მოვიტაცოთ და თანაც დღესვე. – თქვა მოულოდნელად ჯაბამ.

–შენ გაგიჟდი? – წინ წამოიწია მეფარიშვილი. – შენ კარგად იცი, რომ მე მაგას არ
გავაკეთებ!

–სხვა გზა არ არის! მე ვიცი, ახლა იტყვი, რომ შენ ასე არასოდეს დაეცემი. რომ
შენ ძალას არავის დაატან! ერთი მითხარი, ბავშვობაში ლახტი გითამაშია?

–დავუშვათ მითამაშია, მერე?

–მერე ის, რომ ცხოვრების პრინციპი, მომენტებში, ძალიან წააგავს ლახტის


პრინციპს: თუ გინდა სასურველი ქამარი მოიპოვო, ან წელში უნდა მოიხარო, ან
მუხლი უნდა მოიდრიკო, ან მიწაზე უნდა გაგორდე... სამივე ხერხს ერთი რამე
აერთიანებს, უნდა დადაბლდე. ქამარს ხომ უნდა მიწვდე, მირიან?..
–რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება? – შეაჩერა მეფარიშვილმა. –პირდაპირ
მითხარი, ნუ გამაბრუებ.

–კარგი, ბატონო, გეტყვი. მე ამდენი ხანი წასული რომ ვიყავი, კი არ


ვსეირნობდი. მარიკას ბიძა დავადგინე, ვინც არის!

–ვინ არის?

–რობერტ რაზმაძე, ახალგაზრდობაში ორჯერ ნასამართლევი. ორჯერვე


ადამიანების მძიმედ დაჭრისთვის. ორივე ნასამართლეობა მოხსნილი აქვს. მას და
მის ოჯახს, ყოვეთვის დიდი ფული ჰქონდათდა სწორედ ამით მოახერხა,
ბოროტმოქმედიდან საკონსერვო ქარხნის დირექტორად ქცეულიყო. ქალაქში
პატივს სცემენ. გავლენიანი კაცია და ქურდებთან დაახლოებული პირი...

–მაინც ვერ გავიგე საითკენ მიგყავს ლაპარაკი?

–იქით, რომ დღეს დილით რობერტმა „არაგვში“ ესეთი რამ განუცხადა „ბრექას“,
ის ბიჭი ჩათვალე რომ მკვდარიაო! „ბრექამ“ უპასუხა, თუ მარიკას უყვარს,
თითსაც ვერ დაადებ. შენი თუ დისშვილია, ჩემი ნათლულია და ოცი წლის ასაკში
მაგის გულის დაქვრივების უფლებას არავის მივცემო. „ბერექა“ კანონიერი
ქურდია, რობერტის მეგობარი. მისი სიტყვა რობერტისთვის კანონია.

–ეგ ყველაფერი რისთვის მომიყევი?

–იმისთვის მოგიყევი, რომ შენ ბიძამისს, ასე თუ ისე, შეურაცხყოფა მიაყენე! შენ,
მართალია, მაგისი კი არა, ერთი ვაგონი მაგისთანების არ გეშინია, მაგრამ რაც არ
უნდა იყოს, იგი მარიკა ბიძაა და თქვენი მტრობა იმ გოგოს გულს მოუკლავს.
თქვენი შერიგებაა საჭირო... ხოლო ამას „ბერექას“ ნეტი ვერავინ მოახერხებს. ეს
უკანასკნელი კი მაზეგ დილით რუსეთში მიფრინავს და წლის ბოლომდე იქიდან
ჩამოსვლას არ აპირებს... სწორედ ამიტომ უნდა მოვიტაცოთ მარიკა დღესვე!
როდესაც რობერტი მარიკას გაქრობის ამბავს გაიგებს, „ბერექა“ აუცილებლად მის
გვერდით უნდა იყოს... დამიჯერე მირიან, მარიკა შეიძლება სხვა გზითაც გახდეს
შენი ცოლი, მაგრამ რობერტის ვერასოდეს შემოირიგებ! დღესვე უნდა
მოვიტაცოთ. მე ყვეაფერი მზად მაქვს!.. – დაამთავრა ჯაბამ.

–დავუშვათ, თანახმა ვარ! როგორ აპირებ მარიკას მოტაცებას? ის ხომ სათოფეზე


არ მიგვიკარებს?

–ეგ, შენ არ მიგიკარებს! მე რა შუაში ვარ?! გარდა ამისა, მე შენგან მოვითხოვ


მხოლოდ ერთ რამეს, დამხვდე იქ, სადაც გეტყვი და რიცა მარიკასთან ერთად
მანქანით მოგადგები, ჩვენს „ეკიპაჟს“ შემოუერთდე. ანუ, უკანა კარი გამოაღო და
შენს მომავალ მეუღლეს გვერდით მიუჯდე. ხოლო როგორ აღმოჩნდება მარიკა
ჩვენს მანქანაში, ეს უკვე ჩემი პრობლემაა! თანახმა ხარ? – დაამთავრა ჯაბამ.

მირიანი ჩაფიქრდა.

–თანახმა ხარ? – გაუმეორა მეგობარმა.

–არ ვიცი პირდაპირ. შენ მე ან საბოლოოდ დამღუპავ, ან ამაშენებ!

–თანახმა ხარმეთქი? მენდობი, თუ არა?

–მოსახდენი მოხდეს! თანახმა ვარ!

–კაცი ხარ, კაცური! – ჯაბამ გაშლილი ხელი გაუწოდა. მირიანმა თავისი ტორი
დაჰკრა. – ერთი კიდევ. რაც გზაში მოხდება, არაფერი არ გაიკვირვო და არაფერი
მკითხო მანამ, სანამ შენ და მარიკას არ დაგაბინავებთ... რაც არ უნდა მოხდეს!
გაიგე! თუ ამაზე არ დამეთანხმები, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება! ამაზეც
თანახმა ხარ?

–ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ გთხოვ, ყველაფერი კარგად აწონდაწონე და


ისე იმოქმედე!

–დარდი ნუ გაქვს, ყველაფერი წვრილმანებში მაქვს გათვლილი. ადექი ახლა,


ჩაიცვი. დაბლა დათო შარაბიძე გველოდება, თავისი მანქანით...

–შარაბიძე? ვინ შარაბიძე?

–დათო-მეთქი კაცო. არ გახსოვს დათო, მარიკას ჯგუფელი. ლობჟანიძის


დაბადების დღეზე კინაღამ რომ დავეტაკეთ!..

–ნუ გადამრიე! მაგას აქ რა უნდა?

–მე შენთვის არ მითქვამს? მე და დათო იმის შემდეგ, რამდენიმეჯერ შევხვდით


ერთმანეთს და დავმეგობრდით... რობერტის შესახებ მაგან გამიგო ყველაფერი.
მერე მეც ვუამბე, რასაც ვაპირებდი და არაფრით არ შემეშვა, მეც თქვენ გვერდზე
უნდა ვიყოო! ძალიან მომეხმარა. რაც დავავალე, ყველაფერი „ხუთიანზე“
შემისრულა, ეგ რომ არა, ასე უცებ რას მოვასწრებდი.

–შენ მე გამასულელებ...

–ეგ კიდევ რა არის? „რემბოც“ გავრიე საქმეში!

–„რემბო“ ვინღაა, თუ ძმა ხარ?

–ჩვენი კლასელი და მარიკას ჯგუფელი, – ბატონი ნოდარ ლობჟანიძე!

–რემბოს რითი ჰგავს, ბიჭო. ჩხირივითაა. ნიავმა რომ დაუბეროს შეარხევს.

–აუცილებელია, ფიზიკურად ჰგავდეს? „რემბოსავით“ ერთთავად დაღლილი და


ცხოვრებისაგან გატანჯული სიფათით რომ დადის, იმიტომ შევარქვი. თუმცა ამას
რა მნიშვნელობა აქვს. გინდა „რემბო“ იყოს და გინდა „მაკენა“. რაც მთავარია,
მარიკას სახლიდან ეგ გამოიყვანს!

–როგორ?

–ხომ გითხარი, შენი საქმე არ არისმეთქი! ჩაიცვი და ჩადი, დათო გელოდება!


„ზაჰესთან“ გაგიყვანს და ჩემს მოსვლამდე რომ არ მოიწყინო, თვითონაც შენთან
დარჩება! მეტი არაფერი მკითხო! რაც საჭიროა, დათო გეტყვის მანქანაში!..

***

მარიკა მაგიდასთან იჯდა და თავი მკლავებში ჰქონ და ჩარგული. ოთახში


რობერტი და „ბრექაც“ ისხდნენ. იქვე იდგა რობერტის მძღოლი და ორი, მისავით
ზორბა და „მოსული“ ახლგაზრდა ვაჟი.

–ყველაფერი გასაგებია! – თქვა „ბრექამ“. – მარიკა, შვილო, მე შენი სიტყვები არ


მჭირდება, ისედაც ყვე ლაფერი გასაგებია... კეთილშობილი გოგო ხარ, კარგი
შვილი ხარ და იმიტომ ამბობ, მისკენ აღარ გავიხედავო, თორემ სინამდვილეში
შენს გულში რაც ტრიალებს, კარგად ვხვდები... შენს თხოვნას უთუოდ
შევასრულებთ. იმ ბიჭს ბეწვი არ გავარდება... ამას მე გპირდები!დიდიდიდი
მსუბუქად გაიტყიპოს და ეგეც, იქიდან რომ დაბრუნდება, მერე! ამასაც არ
ვიზამდი, მაგრამ რობოზე ხელის ამწევს, მთლად „სუხოიზე“ ვერ გამოვაძვრენ!

სწორედ ამ დროს, ტელეფონის ზარის წკრიალი გაისმა.

–გისმენთ! – ყურმილი რობერტმა აიღო.

–უკაცრავად, მარიკა მინდოდა! – გაისმა ვაჟის ხმა.

–ვინ კითხულობს?

–მე მისი ჯგუფელი ვარ, ნოდარ ლობჟანიძე!

–ნოდარ ლობჟანიძე ვინ არის? – ყურმილს ხელი დააფარა რობერტმა.

–ჩემი ჯგუფელია... – თავი წამოსწია მარიკამ.

–აჰა! – ყურმილი მიაწოდა ბიძამ.

–გისმენ, ნოდარ!

–მარიკა, ბოდიშს გიხდი, მაგრამ რა ვქნა, ცუდი ამბავი უნდა გითხრა!

–რა მოხდა ნოდარ? – გაფითრდა ქალიშვილი.

–არ შეშინდე, მარიკა, ძალიან გთხოვ...

–რა მოხდა, ნოდარ. თქვი დროზე. დამელია სული!

–მარიკა, მირიანი...

–რა, მირიანი, ნოდარ? – შეაწყვეტინა განწირული ხმით მარიკამ. – დავიღუპე?

–არა, ნუ გეშინია, ჯერ ცოცხალია... ისე კი, მძიმედ არის დაჭრილი...


საავადმყოფოშია... ვკვდებიო, იძახის და მარიკას ნახვა მინდა, იქნებ
მომისწროსო!

–ვაიმე დედა, მიშველეთ... – იკივლა ქალიშვილმა, ყურმილი გააგდო და


მაგიდაზე დაემხო.
–რა მოხდა, შვილო? – ეტაკა რობერტი, რომელსაც სახეზე მკვდრის ფერი
დასდებოდა.

–მირიანი კვდება! – ამოიბღავლა მარიკამ. მერე უცებ ფეხზე წამოვარდა და


ისევ–ყურმილს დასწვდა:

–რომელ საავადმყოფოშია, ნოდარ? მოვდივარ!

–მე-8-ში მარიკა! მე სამ წუთში შენ სადარბაზოსთან ვიქნები.

–ჩქარა, ნოდარ, ჩქარა! – ყურმილი დააგდო ქალიშვილმა და თავის ოთახში


გავარდა მოთქმით.

–ვახ, რა ბედი მაქვს, ამის დედა ვატირე! – ხელი ხელს შემოჰკრა რობერტმა. – რა
მოუვიდა, ნეტა? ახლა ეს ბავშვი ყველაფერს მე დამაბრალებს.

–აბა, მაშ ვისი ბრალია? რო გაეჩხირე მურმანის ეკალივით! ხედავ, როგორ


ყვარებიათ ერთმანეთი?

–რა ვქნა, მეც გავყვე? – იკითხა დაბნეულმა რობერტმა.

–სად უნდა გაჰყვე? კაცი კვდება და სიკვდილის წინ, შენ ჩემმა მტერმა გიყუროს!
– უპასუხა „ბრექამ“.

–ჰო, ეგ სწორია. ჩემი დანახვა არ ესიამოვნება. ნოდარ, მარიკას მარტო ვერ


გავუშვებ, შენ წაყევი! ლალი მაინც იყოს სახლში, ჰა!

ამ დროს მარიკა სირბილით გამოვარდა დერეფანში, კარი გააღო და კიბეზე


დაეშვა.

–წადი ნოდარ, დაეწიე! დროზე!

მარიკა ეზოში გავარდა. ლობჟანიძე არ ჩანდა. ჩამოირბინა მძღოლმაც და


მანქანის კარი გახსნა:

–დაბრძანდით მარიკა!

მარიკამ ყურადღება არ მიაქცია.

რამოდენიმე წამიც და ეზოში ტაქსი შემოვარდა. წინა კარი გაიღო და ლობჟანიძე


გადმოვიდა.

–ყმაწვილო! – მოისმა ფანჯრიდან რობერტის ხმა.

ლობჟანიძემ მაღლა აიხედა.

–ტაქსი გაუშვით. ჩემი მძღოლი წაგიყვანთ და და გე ლოდებათ კიდეც... მარიკა


მარტო არ დატოვოთ...

–გმადლობთ, ტაქსით მირჩევნია, ნუ შეწუხდებით! – ფერი ეცვალა ლობჟანიძეს.

–რასაც გეუბნებიან, გაიგე! – ბრძანების კილოთი ჩამოსძახა რობერტმა.


ლობჟანიძე მიხვდა, კიდევ ერთხელ რომ მიენიჭებინა უპირატესობა
ტაქსისათვის, შეიძლებოდა ყველაფერი გამჟღავნებულიყო. ამიტომ, არ დაიბნა,
ჯიბიდან სამმანეთიანი ამოიღო და „ტაქსის მძღოლს“ მიაწოდა. მძღოლმა პირი
დააღო, თვალები დააჭყიტა, თუმცა ფული მაინც გამოართვა და მანქანა
ისარივით გავარდა.

ათიოდე წუთში მე-8 საავადმყოფოს ალაყაფს მიადგნენ. კარებთან ჩოხელი იდგა


და რადგან შავი „ვოლგით“ მარიკას მოყვანას არ ელოდა, თვალებს აქეთიქით
აცეცებდა.

–რა ხდება, ჯაბა? ცოცხალია? – მანქანიდან გადმოხტა ლობჟანიძე.

ნოდარის დანახვაზე ჯაბამ უცებ გადახარშა, რაშიც იყო საქმე და ისე შემოიკრა
ყბებში სილები, თვალებიდან ნაპერწკლები გადმოსცვივდა:

–ვიღუპებით, ნოდარ! – აბღავლდა ჩოხელი.

–ვაიმე, დედა! – მანქანაშივე აღმუვლდა მარიკა.

–მოხვედი მარიკა? როგორ გელოდა რომ იცოდე. – მიატირა ჩოხელმა.

–რას ჰქვია, მელოდა! – წამოიკივლა გოგონამ. – მოკვდა?

–არა, არა. ექიმებმა ერთი, ოთხი დღე კიდევ იცოცხლებსო და მირიანმა გვთხოვა,
ჩემს სოფელში ამიყვანეთ, იქ მინდა სული დავლიოო. მე დამტოვა. მარიკა
ჩამომიყვანე, ერთხელ ვნახავ და მერე სულ დალოცვილი ატაროს ღმერთმაო! –
ისევ აბღავლდა ჩოხელი,და იქვე შორიახლოს გაჩერებულმა, მარიკასთვის
უცნობმა, „მირიანის მეგობრებმაც“ ისეთი ქვითინი ატეხეს, რომ მარიკას გული
წაუვიდა და სავარძელზე გადაესვენა.

–ე ბიჭო, წყალი! – იბღავლა ჯაბამ.

–რას შვები, ბიჭო! ეს გოგოც არ მოგვიკვდეს ჩვენ აქ... – მარიკასთან მოირბინა


ლობჟანიძემ. მერე საიდანღაც ვიღაცა „გამოძვრა“, გულწასულს რაღაცა აყნოსა და
გონზე მოიყვანა.

–მარიკა, შემომხედეთ! – ოფლში ცურავდა რობერტის მძღოლი. – როგორა ხართ?

–ჩქარა, კასპში! – ეს იყო პირველი, რაც გონს მოსულმა მარიკამ თქვა.

ჯაბა მარცხნიდან მიუჯდა მარიკას, ლობჟანიძე მარჯვნიდან და მანქანა


ისევფიცხლად გავარდა.

მარიკა აღარ ტიროდა. თავისთვის, ჩუმად ჩურჩულებდა. მისი ხმა არავის


ესმოდა, მაგრამ აშკარა იყო, ლოცულობდა.

როგორც კი მანქანამ ზაჰესი გაიარა და დანიშნულ ადგილს გაუსწორდა,


ლობჟანიძემ მძღოლს ხელი მხარზე დაადო:

–გააჩერე, ცუდადა ვარ, გული მერევა.

მანქანა შედგა.

–ლობჟანიძემ კარი გააღო და გადავიდა. მანქანაში არავინ განძრეულა. მარიკა


ჩაწითლებული თვალებით წინ, გზას გაჰყურებდა. ფიქრებით მირიანთან იყო და
ლობჟანიძეს პირიდან ღვიძლიც რომ გადმოვარდნოდა, უეჭველია, რეაქცია არ
ექნებოდა. მძღოლიც გასუსული უჯდა საჭეს და თავი ჩაექინდრა. მარტო ჯაბას
გულს გაჰქონდა ბაგა-ბუგი. თუმცა არც ის იძვროდა. მოხურული კარი ისევ
გაიღო და მარიკას გვერდით ადგილი ისევ დაიკავეს.

–ვაიმე! – წამოიყვირა მძღოლმა, რომელმაც უეცრად მირიანის სახეს მოჰკრა


თვალი...

–დაქოქე და დაძარი, თუ სიცოცხლე გინდა! – გაისმა ჯაბას ცივი ხმა.

–მირიან? შენ... – და მარიკამ მეტის თქმა ვეღარ მოახერხა. – ისევ გული


წაუვიდა.

–მარიკა! რა გჭირს მარიკა? – რამდენიმეჯერ შეანჯღრია მეფარიშვილმა


ქალიშვილი.

მარიკას ამჯერად უფრო მალე დაუბრუნდა გრძნობა. თვალები გაახილა,


იქაურობა თავის გაუნძრევლად, დინჯად მოათვალიერა. ყველაფერი ზუსტად
აღიდგინა, ყველაფერს მიხვდა...

–მარიკა, მომიტევე, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვქონ და... – ჩუმად წარმოთქვა
ჯაბამ. – შენ მოტაცებუ ლი ხარ...

–გადაეთრიეთ მანქანიდან! – ცივად გამოსცრა კბილებს შუა ქალიშვილმა.

–შენ, ე, ძმაკაც! დაქოქე მანქანა და დაძარი, თუ თავისთვის სიკეთე გინდა! –


გასძახა ჯაბამ მძღოლს.

–გადაეთრიეთ-მეთქი მანქანიდან, სანამ ქვეყანას შევყრიდე! – გაიმეორა მარიკამ.

ჯაბამ მირიანს გახედა. ამ უკანასკნელს ყბა უკანკალებდა და კაცის ფერი აღარ


ედო... ჩოხელი უცებ გადმოხტა მანქანიდან, შიგ დარჩენილებს შეხედა, ხომ
არავინ მიყურებსო და როცა დარწმუნდა, ვერავინ ხედავდა, ზურგს უკან
შეუმჩნევლად ხელი აიქნია. მერე მანქანას შემოუარა. წინ მძღოლის გვერდით
აუღელვებლად დაჯდა:

–დაქოქე-მეთქი, ცოდვა არ ჩამადენინო!

–სანამ მანქანიდან არ გადახვალთ და მაგ გოგონას მარტო არ დატოვებთ, გინდა


მომკლათ, მანქანა არ დაიძვრება! – განაცხადა მძღოლმა და მარიკას ისე
გადახედა, რომ ამ უკანასკნელის ადგილზე, მომღერალი ქალების უმრავლესობა
აუცილებლად შემოსძახებდა:

„ჩემი გმირი გიწოდე,

ხელი გამოგიწოდე

გაიმარჯვებ იცოდე...“

მაგრამ მარიკამ სულ სხვა რამ თქვა:


–გადაეთრიეთ-მეთქი, ბოლოჯერ ვამბობ!

და სწორედ ამ დროს შავი, ეტლიანი მოტოციკლი დრიხინით ჩაუდგა ვოლგას


წინ. საჭეს სახელმწიფო ავტოინსპექციის სერჟანტი მართავდა. ეტლში
ლეიტენანტი იჯდა.

–რა ხდება, რატომ დგახართ? გაგიფუჭდათ რამე? – მძღოლისკენ დაიხარა


სერჟანტი.

–იცით, – დაიწყო უცებ მარიკამ. – მე არა მაქვს ამ მანქანით მგზავრობის


გაგრძელების სურვილი, ესენი კი მარწმუნებენ რომ ვცდები. თუ შეიძლება,
აუხსენით ამ ორ ახალგაზრდას, რომ ვცდები, თუ არ ვცდები, ეს მხოლოდ ჩემი
საქმეა.

–რაო? ამხანაგო ლეიტენანტო, აქ მგონი, მოტაცების სუნი ტრიალებს. – გასძახა


სერჟანტმა კოლეგას და უცებ ჯაბა მანქანიდან გადმოხტა, ჯიბეში ხელი ჩაიყო,
დანა ამოაძვრინა, სერჟანტს ეტაკა და სამჯერ მთელი ძალით მუცელში აძგერა.
სერჟანტმა სამივეჯერ საშინლად დაიბღავლა, მერე დაიკლაკნა და ძირს გაიშოტა.
ამასობაში ჯაბა ეტლიდან ის-ის იყო გადმოსულ ლეიტენანტს მიუხტა და იმასაც
სამჯერ ჩასცა დანა გულის არეში. ლეიტენანტი უფრო მაგარი გამოდგა: ბღავილის
მაგივრად, სამივეჯერ მსუბუქად წამოიკვნესა, მერე ჯაბას მკერდზე ხელებით
ჩამოეკონწიალა და მუხლებზე დადგა.

–წაიქეცი დროზე, მართლა არავინ მოვიდეს, შე უპატრონო! – ჩასჩურჩულა


ჩოხელმა „ლეიტენანტს“.

„ლეიტენანტი“ წაიქცა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ხდებოდა ამ


დროს მანქანაში: მოულოდნელობისაგან სამივეს ქვედა ყბები მკერდებზე ეწყოთ,
თვალები ახალი

ჩამომხრჩვალებივით დაეჭყიტათ და არც ერთი არ სუნთქავდა. მარიკას


მირიანის ხელები ჩაებღუჯა და ისე უჭერდა, რომ ქალიშვილის ფრჩხილების
ნახევარი თუ არა მეოთხედი მაინც, მეფარიშვილის ხორცში დამალულიყო.

–დაქოქე, წავედით! – დინჯად, აუღელვებლად თქვა ჯაბამ მას შემდეგ, რაც კარი
მიიხურა და სისხლიანი დანა მძღოლს შარვალზე შეაწმინდა.
მანქანა არ დაძრულა, ის გაფრინდა.

ნატახტრამდე ხმა არავის ამოუღია

–ეს რა ჰქენი, ჯაბა? – პირველად მარიკამ ამოიკნავლა.

–ვქენი ის, რაც მაიძულეთ... რაც საჭირო იყო იმისათვის, რომ შენ და მირიანი
ერთად მეხილეთ.

–ამას ეხლა დავახრჩობ! – თქვა უცებ მირიანმა და თვალებში ნაპერწკლები


აუციმციმდა.

მირიანის ხმის გაგონებაზე, ჯაბა დარწმუნდა, რომ მისი მეგობარი ვერაფერს


მიმხვდარიყო და შესაძლოა მართლაც ყელში დასტაკებოდა.

–გააჩერე მანქანა! – უბრძანა ჩოხელმა მძღოლს.

მანქანა უმალ ადგილს დაეყინა.

–მირიან, ჩამოდი ცოტა ხანს, რაღაც მინდა გითხრა... – მარიკასთვის


შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა მეგობარს ჩოხელმა.

მეფარიშვილი უცებ ვერ მიხვდა, თუ რას ნიშნავდა ეს თვალის ჩაკვრა, მაგრამ


რამოდენიმე წამმაც გაიარა და ისეთი ხარხარი ატეხა, მძღოლმა ტირილი დაიწყო.
მირიანი გაგიჟდაო, იფიქრა. ამდენი ემოციებით გადამწვარ მარიკას თავი უკან
გადაეგდო და არაფერზე აღარ ფიქრობდა... ჯაბა მიხვდა, მირიანის გარეთ
გადმოყვანა საჭირო აღარ იყო და მძღოლს მანქანის დაძვრა უბრძანა. მირიანი
ჟინვალამდე იცინოდა, მძღოლი ფასანაურამდე კანკალებდა, მარიკა
გუდამაყრამდე დუმდა.

***

სახლს პირველი სართული ქვიტკირისა ჰქონდა, მეორე ხის... ოთახი


ვეებერთელა იყო, დაბალჭერიანი. თლილი ქვის შიშველ კედლებზე რამოდენიმე
ძველებური, მთისთვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთი
მიემაგრებინათ... აგიზგიზებული ბუხრის თავზე ფარხმალი ეკიდა...
ცეცხლის წინ სამნი ისხდნენ: გასაშლელ ხის სავარძელში მარიკა, ჯორკოებზე
ჯაბა და მირიანი. ხმას არავინ იღებდა. ხის მასიური კარი ჭრიალით გაიღო. ოთახ
ში შუახნის, გამხდარი, მელოტი, ჭაღარაწვერიანი სანდომიანი კაცი შემოვიდა.
უკან მძღოლი შემოჰყვა.

–რა გადაწყვიტეთ, ჯაბა? როგორ მოვიქცე?

–მე და ნოდარი მივდივართ, – ვაჟის ნაცვლად მარიკამ უპასუხა. –


კომედიანტები დარჩებიან... სპექტაკლი ტრიუმფით დასრულდა. იმედია, აქ
ბანკეტი გაიმართება!

–მაიტა გასაღები! – მიმართა მძღოლმა ჯაბას, რომელსაც უკვე აღარაფრის


ეშინოდა, მაგრამ მის სახეს ჯერ კიდევ აჩნდა რამოდენიმე საათის წინ განცდილის
კვალი.

–მიეცი! – ჩუმად, მაგრამ მტკიცედ მიმართა მირიანმა ჩოხელს.

ჯაბას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჯიბიდან გასაღების აცმა ამოიღო და ნოდარს


გადაუგდო.

–დავქოქო? – ამჯერად მარიკას მიმართა მძღოლმა.

ქალიშვილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. მძღოლი


გარეთ გავიდა.

–ნუ წახვალ... მარიკა! – ძლივს ამოღერღა მირიანმა.

–გაფიცებ... მართლა? – ვაჟს მოუბრუნდა ქალიშვილი. – შენ მართლა გინდა


დავრჩე?.. და ამას მიმალავდი? რა მორცხვი ხარ ბიჭო და რატომ? ისე, გეგმა თუ
გაქვს ჩემი დარჩენის შემთხვევაში? თუ გაქვს, უთუოდ ჯაბას შედგენილი იქნება
და როგორც წესი, შენ ჯერ მის შესახებ არაფერი გეცოდინება! ხომ ასეა? ისე კი,
მიახლოებით ვიცი, ამ გეგმის ყველა პუნქტი... მათ შორის ყველაზე საინტერესოა
ორი, პირველი და განსაკუთრებით კი, ბოლო... გითხრა მირიან, რომელია
პირველი და რომელი ბოლო? თვალებში გეტყობა, რომ გაინტერესებს. ამიტომ
გეტყვი: პირველი პუნქტი ითვალისწინებს სუფრას, სადაც მასპინძელი
ითამადებს და კოლორიტულ, გუდამაყრულ კილოზე მე და შენ, როგორც
მეუღლეებს, დაგვლოცავს... მაგრამ უფრო საინტერესოა ბოლო პუნქტი, სადაც
შენი საუკეთესო მეგობარი, შენი მრჩეველი და, ალბათ უფრო მართებული იქნება,
შენი მბრძანებელი, მეორე სართულზე ავა და ჩვენთვის, ჩემთვის და შენთვის
მირიან, ფაფუკ, ფუმფულა ლოგინს გაშლის. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება მას
შემდეგ, რაც მე შეგნებულად სუფრასთან ხელოვნურ მთქნარებას მოვყვები და
დროდადრო ბეჭებზე თავს ჩამოგადებ...

–არ გაუშვა მირიან, დედას გაფიცებ! – უეცრად ფეხზე წამოვარდა


ბრაზმორეული ჯაბა.

–არ გავუშვებ! – ყველასათვის მოულოდნელად წარმოთქვა შეურაცხყოფისაგან


სახეზე ალმოდებულმა მეფარიშვილმა და მარიკასკენ დაიძრა.

–არ მომეკარო მირიან! – ერთბაშად მოტყდა მარიკა, რომელმაც ვაჟის თვალებში


ნამდვილი ცეცხლი დაინახა. ასეთი რამ მირიანს ძალზედ იშვიათად
ემართებოდა. პირველად მარიკამ ნოდარ ლობჟანიძის დაბადების დღეზე
შეამჩნია, როცა შარაბიძემ შეურაცხყო იგი... მაგრამ, მაშინდელი ამ წუთისასთან
რას მოვიდოდა? მაშინ ნაპერწკლები ციმციმებდნენ, ახლა კი ცეცხლი
გიზგიზებდა.

–მირიან! – უკან იხევდა ქალიშვილი. – რას სჩადიხარ, მირიან?

მაგრამ მეფარიშვილი, რომლის სახეც ენითაუწერელ ზიზღს გამოხატავდა,


მტკიცე ნაბიჯებით წინ მიიწევდა. წამიც და მარიკა კედელს მიადგა... გაქცევა და
ოთახში სირბილი არ უცდია. შიშისაგან შებოჭილ გონებას ეს აზრი არც
დაბადებია.

–ხელი არ მახლო...

ამ დროს მირიანს ქალიშვილის ორივე მაჯა ხელთ ეპყრა, თვალებში მოსისხლე


მტერივით ჩასცქეროდა. მარიკამ მის მზერას ვეღარ გაუძლო და თავი გვერდზე
მიაბრუნა...

დანარჩენები ამ სცენას, უხერხულ მდგომარეობაში გაყინულნი,


დამუნჯებულები შესცქეროდნენ.
–შემომხედე! – გამოსცრა მეფარიშვილმა.

–გამიშვი, მირიან,გემუდარები! – ცრემლები ერთბაშად წამო სცვივდა მარიკას და


ნიკაპი აუკანკალდა.

–შემომხედე-მეთქი! – კიდევ უფრო მტკიცედ თქვა მეფარიშვილმა.

მარიკამ თავი მოაბრუნა, თუმცა თვალებში არ შეუ ხედავს.

–საკმარისია! – დასჭექა უეცრად მასპინძელმა და მირიანისკენ დინჯი ნაბიჯით


დაიძრა. – საზიზღრობაა, რასაც შენ აკეთებ, მირიან... საზიზღრობაა ყოველივე,
რაც მე თქვენი ამ ჭერქვეშ შემოსვლის შემდეგ ვიხილე და გავიგონე!.. – ის ოთახის
შუაში შეჩერდა და მზერა პატარა ფანჯარას მიაპყრო.

–ამ ტონით ვლაპარაკობ არა იმიტომ, რომ მე მასპინძელი ვარ, არამედ იმიტომ,
რომ ყოველ თქვენთაგანს ასაკით ორჯერ მაინც აღვემატები... მირიან მე გთხოვ
გაუშვა ხელი მარიკას!

მირიანმა ქალიშვილს ხელი გაუშვა, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა. არც


მარიკა განძრეულა.

–ჯაბა! – განაგრძო მასპინძელმა. – ყველაზე დიდი საზიზღრობა ისაა, რაც შენ


დღეს ჩაიდინე, რაზეც მირიანი დაითანხმე... თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდები
ხართ და სწორედ ამან შეგიშალათ ხელი, წინასწარ განგეჭვრიტათ, რა შედეგი
შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ამ თქვენს, ერთი შეხედვით გულუბრყვილო
ხუმრობას... ჯერ ერთი რაში დაგჭირდა ჯაბა იმ „ინსპექტორების“ „ჟლეტვის“
სცენის გათამაშება... იცი თუ არა შენ, რომ მარიკა ქალია, თანაც ერთობ
ახალგაზრდა და როდესაც შენ სისხლიანი დანით მანქანაში დაბრუნდი, ხოლო
შენი მეგობარი „ინსპექტორები“ მიწაზე ეყარნენ და იკლაკნებოდნენ, ამ გოგონას
ისეთი სტრესი შეიძლებოდა მიეღო, რომ მის ცხოვრებას დაღად დამჩნეოდა? რა
თქმა უნდა, შენ ამაზე არც გიფიქრია... უნდა გეფიქრა! მაგრამ არანაკლებ
მნიშვნელოვანია ისიც, რაც შენ არა დაუფიქრებლად, არამედ გამოუცდელობით,
უცოდინარობით დაუშვი: წეღან, როცა შენი მეგობარი შეურაცხყოფისაგან
გონებადაბინდული მოქმედებდა, თვითონაც არ იცოდა, რა გაგრძელება უნდა
მოჰყოლოდა მის საქციელს... იმაზე კი არ დაფიქრებულა, თუ რატომ გაუჩნდა
მარიკას თქვენი ასე მწარედ დაცინვის და გალაზღანდარების სურვილი... საქმე
იმაშია, რომ მარიკა თქვენზე კიდევ უფრო ახალგაზრდაა, უფრო მეტად
გამოუცდელი და გარდა ამისა, ისაა მთავარი, რომ იგი ქალია... თანაც მშვენიერი
და თავმოყვარე. სწორედ ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილმა მომენტებმა შეუშალეს
მას ხელი, თქვენი უბოროტო ლაზღანდარობა ხუმრობად აღექვა. მას რომ
დაწყნარების, დამშვიდების საშუალება მისცემოდა, ეჭვგარეშეა, თქვენს საქციელს
შეურაცხყოფად არ მიიღებდა, რადგან ორივეს კარგად გიცნობთ და იცის თქვენი
ჭეშმარიტი მიზანიც... მაგრამ სიტუაციაში, როგორშიც წეღან მარიკა იმყოფებოდა,
ადამიანს გული მართავს და არა გონება. გული კი მას თქვენ, ნებით თუ
უნებლიედ, ატკინეთ. წეღან, როდესაც ვთქვი, რომ საზიზღრობა იყო ყოველივე,
რაც თქვენ ამ ჭერქვეშ შემოსვლის შემდეგ მოვისმინე და დავინახემეთქი, არ
ვხუმრობდი... უბრალოდ, ერთი მინდა დავძინო: სიტყვა „თქვენ“-ში, არ
იგულისხმებოდა მარიკა... – მასპინძელმა სიტყვა შეწყვიტა და ბიჭებს გადახედა.

მირიანი მონუსხულივით იდგა ერთ ად გილს მიყინული. ჯაბას თავი


ჩაექინდარა, იატაკს დაშტერებოდა... მარიკა კედელს მიყრდნობოდა და ორატორს
თვალს არ აცილებდა. მძღოლი თვალებს აცეცებდა, რიგრიგობით ათვალიერებდა
ყველას.

პაუზა გაიწელა.

მასპინძელი კარისაკენ წავიდა, გამოაღო:

–ისეთი რამ, მომაკვდინებელ ცოდვად რომ ჩაითვალოს, თქვენ არცერთს არ


ჩაგიდენიათ... ადამიანები პიროვნებად ჩამოყალიბების დღიდან
გარდაცვალებამდე, იმდენ საზიზღრობას სჩადიან, კაცობრიობას, რომ ნამუსი
ჰქონდეს, მხოლოდ ბავშვები უნდა უსწორებდნენ ერთმანეთს თვალებს...

–ახლა მე წავალ და ხვალ საღამომდე აღარ დავბრუნდები, მაგრამ ვიდრე


გამოგემშვიდობებოდეთ, მინდა ერთი რჩევა მოგცეთ: ყველა სიტყვა, თავისი
მნიშვნელობითურთ, ადამიანის მოგონილია, გარდა ერთისა, რომელიც ღმერთს
ეკუთვნის „სიყვარული“. მირიან, თუ დარწმუნებული ხარ, რომ შენს მაგ
ქალისადმი გრძნობას უფლის მიერ შერჩეული სახელი ჰქვია, მოიქეცი ისე,
როგორც უფალი გვასწავლის!
***

ჯაბამ პატარა ხევი გაიარა და დამრეც ფერდობზე შედგა. მთვარიანი ღამე იყო...
მიდამო მოათვალიერა.

–იდუკა! – დაიყვირა მთელი ძალით.

–აქეთ! – იყო მოკლე პასუხი შორიახლოდან.

ჩოხელი ხმის მიმართულებით წავიდა. კარის ჭრიალის ხმა მოისმა. პატარა


ფიცრულიდან სინათლე გამოიჭრა. ჯაბამ ნაბიჯს უმატა. ღია კარში მასპინძელი
იდგა:

–შემოდი!

ჩოხელი შევიდა და იდუკამ კარი მიხურა. ფიცრულში ლამპა ენთო. ორი ხის
ნარი და ერთი ტაბლა იდგა. ჯაბა ნარზე ჩამოჯდა. იდუკა ხის კედელს მიეყრდნო:

–წავიდნენ?

–ჰო!

–ერთად?

–არა. მირიანი ფეხით წავიდა...

–ფეხით სადამდე ივლის?

–დიდ გზამდე ჩავაცილე... არ გაჩერდა, ძალა აღარც მე დავატანე. მაინც არ


დარჩებოდა! ვიცი მაგის ხასიათი... მალეგათენდება კიდეც...

–ჩემი წამოსვლის შემდეგ რა უთხრეს ერთმანეთს?

–არც არაფერი! მირიანი გარეთ გავიდა. გავყევი და ვუთხარი, გაუშვი-მეთქი.


თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია... მერე მე მარიკას ბოდიში მოვუხადე. მათ
მირიანს დინჯად გაუარეს გვერდით, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

–თქვენც მიდიოდით თუ არა, არც უკითხავთ, ალბათ?! არ გკითხავდნენ, რა თქმა


უნდა...
–არა, თქმით არაფერი უთქვამს. მაგრამ ჩვენ რომ წასვლის სურვილი
გამოგვეთქვა, არა მგონია, მარიკას წინააღმდეგობა გაეწია.

–თქვენი მათთან ერთად წასვლა არ ივარგებდა!

–არც გვიფიქრია.

მცირე ხანს სიჩუმემ დაისადგურა.

იდუკა ჯაბას მოპირდაპირე ნარზე ჩამოჯდა.

–ძალიან ცუდად მოვიქეცი, არა იდუკა? გამოსწორდება ვითომ რამე? – ჩუმად


წამოიწყო ჯაბამ.

–არ ვიცი, არ ვიცი! ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული არაფერი


ჩაგიდენია, მაგრამ ყველაფერი ისე დატრიალდა, რომ იმ გოგოს შეიძლება ამაზე
უფრო უსიამოვნო წუთები არ ჰქონია. იმგვარი ქალები, როგორიც მარიკა ჩანს,
ასეთ რამეს მხოლოდ ყველაზე ძვირფას ადამიანს პატიობენ. ისეთ ადამიანს,
რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შეუძლიათ. ეხლა ყველაფერი იმაზეა დამო კი
დებული, არის თუ არა მარიკასთვის ასეთი ადამიანი შენი მეგობარი.

–დარწმუნებული ვარ, რომ არის! – უცებ გამოცოცხლდა ჯაბა.

–მაშინ, ყველაფერი გამოსწორდება. ოღონდ, ამას დრო სჭირდება. გარდა ამისა,


აუცილებელია შეირჩეს საუკეთესო ფორმა და მომენტი.

–ფორმა და მომენტი?

–ჰო, ურთიერთობის განახლების ფორმა და პირველი კონტაქტისათვის


ხელსაყრელი მომენტი! ამაზე სერიოზული ფიქრი გმართებთ, რადგან არსებობს
ხელახალი კრახის განმეორების საფრთხე.

–არადა, როგორ მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა...

–შეიძლებოდა ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო, რომ მირიანს ბიძამისი არ


ჰყოლოდა გალახული.

–ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ მისი მოტაცების აუცილებლობაც აღარ იქნებოდა.


–მოქმედების გეგმის შედგენისას, შედეგის წინას წარ რეალურად განჭვრეტის
უნარი წლებთან და გამო ცდილებასთან ერთად მოდის. თუმცაღა შეიძლება ისე
დაბერდეს ადამიანი, ეს უნარი არ ჰქონდეს. როდესაც შენ ამ მეტად საინტერესო
გეგმას ადგენდი, უნდა გეფიქრა იმაზე, რომ მარტო მდიდარი ფანტაზია არ არის
საკმარისი სერიოზული წამოწყებისათვის. შენ ამბობ: მოვიტაცეთ იმიტომ, რომ
მირიანმა მარიკას ოჯახის წევრი გაულახაო... ჯერ ერთი, თუ მოტაცების გარდა
სხვა გზა ვერ იპოვეთ, აუცილებელი იყო, მცირე ხნით მაინც მოგეცადათ. ეს
ერთი. და მეორეც, მოგეტაცათ ყოველგვარი მასკარადების გარეშე.

–რატომ?

–იმიტომ, რომ თქვენს საქციელს ექნებოდა ლოგიკა, გასაგები მარიკასათვის:


მოხდა გაუგებრობა, რომელმაც მირიანი და მარიკა დააშორა. ვაჟი მიხვდა, რომ
ქალს შეურაცხყოფა მიაყენა და ორისამი თვე ძლიერ განიცდიდა. მაგრამ
უიმისოდ ვეღარ გაძლო, თავს ვეღარ მოერია და მოიტაცა, რადგან ჩათვალა, რომ
ყველა სხვა გზა მისთვის დაკეტილი იყო.

–შენ კარგად ლაპარაკობ და მეტი არაფერი! აბა ჩვენ რა გავაკეთეთ?

–თქვენ? თქვენ ყველაფერი პირიქით გააკეთეთ! დავიწყებ აქედან: თქვენ არ


ჩათვალეთ, რომ მარიკას შეურაცხყოფა მიაყენეთ. აქედან გამომდინარე, არც
განიცადეთ და არც დროის გასვლას დაელოდეთ. და ბოლოს, არც მოიტაცეთ!
თქვენ მას საშინელებათა სპექტაკლი აჩვენეთ, შეაშინეთ და ისე გაუშვით!
მოტაცებული ქალის იმ გზით დადუმება და დამორ ჩილება, რომელიც თქვენ
აირჩიეთ, ყოვლად გაუმართლე ბელია!

–რატომ? – თავისდაუნებურად წამოიძახა ჯაბამ.

–რას ჰქვია, რატომ? რაში მდგომარეობს მოტაცე ბისარსი? რისთვის იტაცებენ


ქალს? ალბათ იმისთვის, რომ მასთან სარეცელი გაიყონ, არა?! და თუ ასეა, მაშინ
დაფიქრდი, დათანხმდება ქალი, ოჯახი შექმნას იმ კაცთან, რომელმაც სულ
რამოდენიმე საათის წინ ორი უდანა შაულო კაცი ყელგამოღადრული დაყარა?

–მართალი ხარ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, მოტაცება საწოლით


დამთავრდეს.
–უწინ, ჯაბა, სხვანაირად ესმოდათ მოტაცების მომენტი: იტაცებდნენ და
ცოცხალი თავით აღარავის დაუთმობდნენ. რა თქმა უნდა, ეს ძალადობა იყო,
მაგრამ ამით საკუთარ სიცოცხლეს იგდებდა კაცი საფრთხეში, ხშირად
ეწირებოდა კიდეც და ამ რისკს თავისებური, ლამაზი ელემენტებიც შემოჰქონდა
ამ საქმეში... დღეს სულ სხვანაირად ხდება: კაცი იტაცებს ქალს, ახლოს არ ეკარება
იმის შიშით, რომ გაუპატიურებისათვის პასუხისგებაში არ მისცენ და უყენებს
ასეთ ულ ტიმატუმს: გინდა გახდი ჩემი ცოლი, გინდა ნუ გახდები, სახელი მაინც
გატეხილი გაქვს და წადი და ამტკიცე,ჩემთან რომ არ წოლილხარო. ესეც
ძალადობაა! მაგრამ ზემოთქმული თუ ვაჟკაცურ ელემენტებს შეიცავდა, ეს
წმინდა წყლის სულმდაბლობაა... მე რომ ქალი ვიყო, ასეთ კაცს, სულ რომ
გაუთხოვარი დავრჩე, ცოლად არ გავ ყვები. ასეთ ადამიანთან ცხოვრებას
მეძავობაც კი ჯობია. მე, მაგალითად, ბინძურ ქალთან მეჯლისზე ცეკვას,
მირჩევნია ტალახში ვიდგე, მაგრამ ყროლის სუნი არ მაწუხებდეს.

***

მირიანი შინ თერთმეტი საათისათვის დაბრუნდა. აბა ზანაში შევიდა, ცივი


წყალი გადაივლო და ის იყო ოთახის კარი შეაღო, რომ ტელეფონის ხმაც გაისმა.

–გისმენთ!

–სად ხარ ბიჭო, მეორე დღეა გირეკავ! არ გითხრა ბებიაშენმა? ეს მწვრთნელის,


ჯემალის ხმა იყო.

–კი, მითხრა!

–მერე, რატომ არ გადმომირეკე?

–ამ წუთს მოვედი...

–რა ხმა გაქვს, რა გჭირს? ავად ხომ არ ხარ?

–არა! უბრალოდ დაღლილი ვარ.

–სად იყავი? რამ დაგღალა? სად დაბორიალობ? არ იცი, სამ საათში


თვითმფრინავი რომ მიფრინავს?

–ვიცი!

–რომელი საათია, ის თუ იცი?

–თორმეტი დაიწყო!

–პირველზე აეროპორტის შესასვლელთან იყავი, არ დაიგვიანო! არა, შენ ნაღდად


რაღაცა გჭირს!

–პირველზე იქ ვიქნები!

–ჰო, კარგი. მოწესრიგდი და წამოდი. დანარჩენს იქ გეტყვი! აბა ჰე! – ჯემალმა


ყურმილი დაკიდა.

ოთახში მოხუცი ქალი შემოვიდა.

–მირიან, სად იყავი ბებო წუხელის?

–საქმე მქონდა, დარეკვა ვერ მოვახერხე! დედაჩემი სად არის?

–დილას ჯაბასთან წავიდა, რომ არ მოხვედი. ამბის გასაგებად წავიდა. იქნება


ჯაბამ იცოდესო...

–ჯაბაც ჩემთან ერთად იყო!..

–ჰო? იმიტომაც დაიგვიანა. ალბათ, შენს სხვა ამხანაგებსაც მიაკითხა.

–ი მაგრამ, რას დადის აქეთიქით?! პატარა ბავშვი ვარ და სახლს ვერ


მოვაგნებდი, თუ სხვა დროს არ დამიგვიანია?!

–სხვა დროს რა შუაშია, ბებო? ხომ არ დაგა ვიწყ და, დღეს მოსკოვში რომ
მიფრინავ?!

–ჰო კარგი, კარგი! – პერანგი შემოიცვა მირიანმა. – საჭმელი თუ გვაქვს რამე?

–ვის ჰქონდა კერძის კეთების ნერვები, შვილო. მთელი ღამე თვალი არ


მოგვიხუჭავს დარდისაგან!

–მე რამდენადაც ვიცი, კერძებს ღამით არ აკეთებენ...


–კვერცხს შეგიწვავ. როგორ შეგიწვა?

–როგორ და შამფურზე! მაყალი ჯანიაშვილებს გამოართვი!..

–კიდევ შენ ბრაზობ, მირიან?! რა ხასიათზე ხარ, ბებო, რა დაგემართა? მე შენ


ასეთი არ მინახიხარ! რა მოხდა?

–კარგი რა, ბებო, შემეშვი შენი ჭირიმე... კვერცხი შემიწვი, მეჩქარება!

მოხუცმა მხრები აიჩეჩა და სამზარეულოს მიაშურა.

ორიოდე წუთში დედაც დაბრუნდა.

–მოვიდა? – ჰკითხა შემოსვლისთანავე მოხუცს, რომელმაც კარი გაუღო.

–კი, მოვიდა! თავის ოთახშია.

ორმოცდახუთიოდე წლის მაღალმა, ხმელხმელმა ქალმა მირიანის ოთახის კარი


შეაღო:

–სად იყავი, მირიან?

–ასფალტს ვაგებდი პეროვსკაიას ქუჩაზე! – ნერვიულად წარმოთქვა ვაჟმა. – და


რადგან დღისით იქ მანქანები დადიან, ღამით მომიხდა მუშაობა!

–რას ნიშნავს შენი პასუხი, რა ტონია ეგ, შვილო? მე შენ ვერ გცნობ! – ეწყინა
დედას.

–ვაჰ, თქვენ მე მაკვირვებთ! ვერც ბებიაჩემმა ვერ მიცნო... რა ხდება, ნეტავ, გუშინ
კარნავალზე არ ვყოფილ ვარ, რომ ნიღბის მოცლა დამვიწყებოდა.

–მირიან, რა მოხდა?

–არაფერიც არ მოხდა. უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვარ და თუ რამე გაწყენინეთ,


ბოდიშს გიხდით!.. – თქვა მეფარიშვილმა და ოთახიდან ფიცხად გავიდა.

დედაც უკან გამოჰყვა. ორივენი სამზარეულოში შევიდნენ. მირიანი მაგიდას


მიუჯდა. რამდენიმე წამიც და ბებიამ ერბოკვერცხიანი ტაფა წინ დაუდგა.
ქალებმა ერთხანს უცქირეს მირიანს. მერე დედამ ბებიას ანიშნა და დერეფანში
გაიხმო:
–რა მოუვიდა? – ჰკითხა დედამ.

–არაფერი არ ვიცი! ვკითხე და აქეთ შემომიტია... რაღაცაშია საქმე! ჩემი აზრით,


ქალის ხელი ურევია მის ასე გაბოროტებაში...

სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა.

ყურმილი დედამ აიღო:

–მირიან, მოდი!

–ვინ არის?

–არ ვიცი.

მირიანი ტელეფონთან მივიდა.

–გისმენთ!

–მირიან, ნოდარი ვარ!

–ვინ ნოდარი? – ხმა ვერ იცნო მეფარიშვილმა.

–აი, გუშინ რო ერთად ვიყავით... რობერტის მძღოლი ვარ.

–გისმენ, ნოდარ! – გულისცემა აუჩქარდა მირიანს.

–იცი, რა. ცუდი კი არაფერი იფიქრო, ის უნდათ, შენი ნახვა...

–ვის?

–რობერტს!

–პირველ საათზე აეროპორტის შესასვლელთან ვიქნები. იქ თუ მოვლენ, თორემ


სხვაგან შეხვედრის დრო არა მაქვს, მოსკოვში მივფრინავ!

–კი ბატონო, გადავცემ!

მირიანმა ყურმილი დაკიდა.

ვიდრე ნოდარი მირიანთან დარეკავდა, მარიკას სახლის წინ მანქანაში სამნი


ისხდნენ და წინა დღის მომხდარი ამბის გარშემო გაცხარებით კამათობდნენ.
მარიკა თავის ოთახში შეკეტილიყო და მოსვლის წუთიდან იგი აღარავის
დანახვებია.

–ჰო და... – უკვე მესამედ ყვებოდა ნოდარი – იმ კაცმა რო თავისი „რეჩი“


დაარტყა, იმ მუტრუკმაც თავი დაგვანება...

–შენი ბრალია, „ბრექა“! შენი ბრალია, რო არ გამიშვი, თორემ ეს ამბავი არ


მოხდებოდა! მუხლებზე ხელები დაირტყა რობერტმა და სიგარეტს მოუკიდა.

–მე თავი დამანებე, თუ ძმა ხარ! რა არის ჩემი ბრალი? ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, რასაც შენ მაგ ნაბიჭვარს უპირებდი, შენთვისვე იყო ცუდი...
„გაისროკებოდი“ და მორჩა... მე შენზე უფრო ვფიქრობდი და ეხლაც იგივეს
გეუბნები: „დაბრედვაზე“ არც იფიქრო! არც არის საჭირო! ისე გავუმწარებ
სიცოცხლეს, სიკვდილი სანატრელი გაუხდეს... დღესვე, დღესვე გავუშვებ ბიჭებს
და მუხლებზე დავაყენებ...

–ეგ ისე უნდა გაკეთდეს, რომ მარიკამ არ იცოდეს!

–ვინც გინდა იმან იცოდეს, ეხლა ყველაფერი ფეხებზე მკიდია! ნოდარ, იმ


მეორეს რა ჰქვია?

–ჯაბა! მაგის ბრალია ყველაფერი! მაგის მოფიქრებული იყო, რაც მოხდა. ის


მირიანა მაგისთანების მომფიქრებელი არ არის... ხო გეუბნებით, არც იცოდა, რა
ხდებოდა.

–მაგასაც მოვუვლი! მორჩა, მე მეტი საქმე ამ დღე ებში აღარაფერი მაქვს...

–მე შენ ჭკუას აღარ დაგარიგებ, – შეაწყვეტინა „ბრექამ“. – მაგრამ მაინც გირჩევ,
რასაც გააკეთებ, ცოტა აზრი დააყოლე!

–ნოდარ, გადი და მირიანს დაურეკე, უთხარი შენი ნახვა უნდათქო. აი,


ტელეფონი! – პერანგის ჯიბიდან პატა რა ფურცელი ამოიღო. – დილას ლალის
გამოვართვი. – მიმართა „ბრექას“ არ მაძლევდა. არ ვიციო... სანამ არ გავაფრინე,
„ვერ გაიხსენა“.

ნოდარმა ფურცელი გამოართვა:


–საიდან დავრეკო?

–საიდან და, მარიკას ოთახიდან! საიდან უნდა დარეკო, შე სახედარო. ავტომატი


ნახე, ან მაღაზიაში შედი... ყველაფერი მე უნდა მკითხო?

როგორც ზემოთ ვთქვით, ნოდარმა დარეკა და მირიანს შეხვედრის ადგილზეც


შეუთანხმდა. როცა უკან, მანქანასთან დაბრუნდა, რობერტი სადარბაზოს
შესასვლელთან ნერვიულად სცემდა ბოლთას:

–რაო, დარეკე?

–ჰო, დავრეკე. მოსკოვში მივდივარო...

–მაგას წავიყვან, სადაც საჭიროა! არა მცალიაო?

–პირველ საათზე აეროპორტის შესასვლელთან ვიქნებიო.

–ძალიან კარგი! ახლა წადი, „კამეჩა“ მომიძებნე სასწრაფოდ. გუჯა და ბრეგვაძე


გამოიყოლოს და აქ მოდით! რო მოხვალ, მანქანა მოფარებულში გააჩერე და
მარტო შენ ამოდი...

–რო ვერ ვიპოვო?

–უნდა იპოვო! მიწა უნდა გახეთქო და უნდა იპოვო. სხვა რა ჩემი ფეხები
გავალია!

–ვეცდები რობერტ გიორგევიჩ, მარა...

–რა მარა? „კამეჩა“ სულ სახლში გდია. თუ მაინცდამაინც ეხლა არ დაგხვდეს,


უბანში იქნება სადმე, გაი კითხე და გეტყვიან, სხვაგან ის არსად არ დადის!

–კი, ბატონო!

–აბა ჰე, შეუბერე! წამო „ბრექა“, სახლში ავიდეთ.

„ ბრექა“ დინჯად გადმოვიდა მანქანიდან და სადარბაზოსაკენ გაემართა.


***

პირველის ნახევარი იყო, როცა შავი ვოლგა აეროპორტის მოედანზე შევიდა.


მანქანაში ოთხნი ისხდნენ.

–„კამეჩ!“ – მიმართა ნოდარმა ზორბა, ერთიანად კუნთებში ჩამჯდარ,


თვალებამღვრეულ ახალგაზრდას. – მე ძაან ახლო არ მოვალ, შორიდან
დაგანახებ!

„კამეჩამ“ თავი დაუკრა.

–აბა, ჩამოდით, მანქანა დავკეტო. შორიახლოს დადექით. მე აქაურობას


შევათვალიერებ და როგორც კი გამოჩნდება, გაჩვენებთ.

–ეგე ის არი, აი! ადრე მოსულა! – წამოიყვირა უცებ მძღოლმა და მანქანისკენ


მობრუნდა. კარი ისევ გამოაღო და შიგ ჩახტა.

–რომელი? – ჰკითხა კამეჩამ.

–დაჯე, დაჯე, არ დამინახოს! მოუარე, დაჯე და გეტყვი, რა! აი, ზოლიანი


პერანგიანის გვერდზე, მაღალი რომ დგას, დიდი ჩანთა რომ უჭირავს, თვალებს
რომ აცეცებს აქეთ-იქით. აი... – და მძღოლმა უცებ თავი დაღუნა. – დამინახა!

–აქეთ რო იყურება, ეგა? ლურჯპერანგიანი?

–ჰო!

–წავედით ბიჭებო! – განაცხადა „კამეჩამ“ და მირიანისკენ დაიძრა.

მირიანმა მისკენ მომავალი სამი ახალგაზრდა შენიშნა... ჩანთა ძირს დადო და


მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.

–მირიანა შენა ხარ? – ჰკითხა „კამეჩამ“, რომელიც პირველი მიადგა


მეფარიშვილს.

–არა! – მოკლედ უპასუხა მირიანმა.

–ვაჰ, მა რომელი მაჩვენა იმ დაბდურამ? – მიუბრუნდა ამხანაგს „კამეჩა“ , მაგრამ


პასუხი ვერ მიიღო. მერე მეორეს გადახედა, იმანაც მხრები აიჩეჩა.
–არა, ტუტუცია რა, ნაღდი ტუტუცი! – წადი გუჯა, დაუძახე. აქ მოვიდეს და
წესიერად გვაჩვენოს, რომელია... არ გაგვასწროს, თორემ რობერტა გაგიჟდება...

გუჯად წოდებული ზორბა, სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. „კამეჩა“ მირიანის


მახლობლად, კარის მეორე მხარეს გავიდა და გამვლელ გამომვლელს დაუწყო
თვალიერება. რამოდენიმე წამში გუჯამ თითქმის ძალით მოიყვანა ნოდარი.

–რომელია, ბიჭო, მირიანა? აკი, ეს არიო. – მეფარიშვილზე მიანიშნა თავით.

–ეგ არის! – ცოტა არ იყოს, შემცბარმა დაუდას ტურა მძღოლმა.

–გაიგე, წეღან რა გკითხე, მირიანა შენა ხარმეთქი? – მიმართა მეფარიშვილს


„კამეჩამ“ და წელზე დოინჯი შემოიყარა.

–შენ თუ გაიგე, რა გიპასუხე? არა ვარმეთქი!

„კამეჩა“ დაიბნა:

–ამოიღე, ბიჭო ხმა. ეგ არის, თუ არა? აი ესა, ეხლა რო მელაპარაკება? – ხელით


შეანჯღრია „კამეჩამ“ ნოდარი.

ნოდარმა დასტურის ნიშნად ისევ თავი დაუქნია.

–შენა, მოიხედე აქეთ. თუ მირიანა ხარ, რათ იძახი არა ვარო?

–მე უკვე გითხარი, მირიანა არა ვარმეთქი! – ღიმილით უპასუხა მეფარიშვილმა.

–მა ვინა ხარ?

–მირიანი!

–შენა, ცოტა ხო არ უშტვენ? ემ წუთში არა თქვი, არა ვარო?!

–მე გითხარი, მირიანა არა ვარმეთქი! – სიცილს ძლივს იკავებდა ვაჟი.

–მა ვინა ხარ?

–მირიანი!

–ესა მგონი, გვაშაყირებს... – სულ დაიბნა „კამე ჩა“, რომელიც ვერა და ვერ
მიხვდა, თუ რას ამბობდა მეფარიშვილი.
–რას ვერ ხდები „კამეჩ“, – ხმა ამოიღო გუჯამ, – ეგ ამბობს მირიანა კი არა, მირია-
ნი ვარო! – ბოლო მარცვლები დანარჩენებისაგან გამოჰყო მან. – გვაშაყირებს, აბა
რას შვება.

–მოკლედ, მირიანი ხარ, მირიანა თუ მირიანო, მე ეგ არ მაინტერესებს. – ისევ


დოინჯი შემოიყარა „კამეჩამ“ – შენთან საქმე გვაქვს...

–ვხვდები... გისმენთ! – დინჯად მიუგო მეფარიშვილმა.

–აქ ვერ მოგვისმენ, აგერ იქ, პარკში უნდა გამოგვყვე!

–არ მცალია, ეს ერთი. მეორეც, მე სხვის ჭკუაზე არ დავდივარ... მესამეც, პარკში


ყოფნა რომ მდომოდა, აეროპორტში რა მინდოდა, ვაკეში წავიდოდი...

–წამო, მაშინ ტუალეტში შემომყევი.

–რა ჩემი შემოყოლა გინდა, უკვე დიდი ბიჭი ხარ!

–შემომყვები, თუ არა? – ბრაზისაგან ყბა აუთამაშდა „კამეჩას“.

–დიდი გინდა თუ პატარა? – მზრუნველი მამასავით დაეკითხა მირიანი.

–ეხლა მომისმინე. ჩვენ წავედით და შენც შემოდი, თუ თავისთვის სიკეთე


გინდა!

–კაი, კაცო! მოდი, დავრჩები. შენ შედი, გადაწყვიტე დიდი გინდა თუ პატარა და
თუ ქაღალდი დაგჭირდეს, გამომძახე და პასპორტს შემოგაწვდი...

–წამო, თორე აქვე გცემ, იცოდე!

–რა დაგიშავე, შე კაი კაცო? – „ცხვრად“ იქცა მირიანი.

–წამო ტუალეტში და გეტყვი! – ისევ თავისაზე იდგა თვალებამღვრეული


„კამეჩა“.

–როგორც ვატყობ, ტუალეტს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში.


საფიქრებელია, რომ შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წუთებიც მანდ
გაქვს გატარებული და თუ არ გინდა, უკანასკნელი წუთებიც მანდ გაატარო, წადი
ეხლა აქედან შე დებილო და ეს ორი ერთუჯრედიანიც თან გაიყოლე! – თავი
ვეღარ შეიკავა მირიანმა და „კამეჩას“ საყელოში სწვდა. ამ უკანასკნელს სახეზე
ოფლმა დაასხა, გალურჯდა, სახე მოებრიცა:

–შენი დედა... – აღმოხდა „კამეჩას“, მაგრამ მირიანმა გინების დამთავრება აღარ


აცალა: ორივე ხელი თავზე შემოაჭდო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მისი
ცხვირი შუბლზე იხალა.

აშკარად გაისმა ცხვირის ძვლის ჭახანის ხმა და სწორედ ამ დროს მირიანის


მარცხენა ხელს გუჯას მიერ მოქნეული რკინის პატარა კეტი მოხვდა და ხელი
გადაუმტვრია. მეფარიშვილმა ტკივილისაგან დაიღმუვლა, თუმცა ამ ტკივილმა
იგი უფრო გაამხეცა და სანამ გუჯა მეორედ იხმარდა კეტს, მირიანმა
არაადამიანური ძალით მოქნეული მუშტი მარჯვენა ყბაში უთავაზა და ძირს
დააგდო.

სწორედ ამ დროს „კამეჩას“ და გუჯას მესამე ამხანაგმა ზემოთნახსენები რკინის


კეტის ტყუპისცალი მეფარიშვილს შუბლზე გადაჰკრა და სირბილით გაშორდა
იქაურობას.

მირიანი შებარბაცდა და შუშის კედელს მიეყუდა. უეცრად იქაურობა


დატრიალდა... მერე ნელნელა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და მირიანმა
გაარჩია ნოდარის სილუეტი, რომელიც ძუნძულით მიემართებოდა შავი
ვოლგისაკენ. მარცხენა თვალი შუბლიდან წამოსული სისხლით გაევსო და
წასიერად ვეღარ ხედავდა. მოტეხილ ხელზე ძარღვები ხტოდნენ. ტკივილი
აუტანელი იყო:

–ნოდარ! – დაიღრიალა მთელი ძალით.

–ჰო!

–არ წახვიდე, მეც მოვდივარ! – თქვა და არეული ნაბიჯით წავიდა მისკენ. მერე
ნაბიჯი გაუმყარდა.

შედგა. უკან მოიხედა: გუჯა ისევ ძირს ეგდო გაუნძრევლად. „კამეჩა“ კი


ქვაფენილზე იჯდა, საფეთქლებთან აქეთიქიდან ხელები მიეფარებინა, ოდნავ
გახელილი თვალებიდან მეფარიშვილისკენ იცქირებოდა და ღმუოდა.
–დაქოქე! – მანქანისკენ გზა გააგრძელა მირიანმა.

ნოდარი მანქანასთან მივიდა, გახსნა, გვერდის კარის ჩამკეტი ღილაკიც


ამოაგდო და ძრავი ჩართო. ამ დროს მირიანიც მოადგა კარს. მძღოლი გადაიხარა,
კარი გაუღო.

–მარიკასთან! რაც შეიძლება ჩქარა და შენი ხმა არ გავიგო. – თქვა ვაჟმა მას
შემდეგ, რაც სავარძელში მოთავსდა და მთელი, მარჯვენა ხელით კარი მოხურა.

მანქანა ფიცხად დაიძრა. სწორედ ამ დროს ხუთიოდე მილიციელი „კამეჩას“


თავს წაადგა... მოტეხილი ხელი განძრევისაგან უფრო ეტკინა და ამოიკვნესა.
სისხლი უკვე აღარ მოსდიოდა, მაგრამ სახე და პერანგი ერთიანად წითელი
ჰქონდა. კიბე სვენებ-სვენებით აიარა. კარს მიადგა. ზარის ღილაკს ხელი მიაჭირა:

–რა გინდა? – ისე უდარდელად ჰკითხა რ ბერტმა, თითქოს სისხლში


გათხვრილი, შუბლგაჩეხილი მეფარიშვილის ნაცვლად კარებთან მათხოვარი
მდგარიყოს.

–მე შენთან საქმე არა მაქვს! მარიკას დაუძახე, ან შემომიშვი. ვკითხავ რაღაცას და
წავალ.

–წადი აქედან და აქ მოსული აღარ დაგინახო, თორემ რაც დღეს მოგივიდა,


მოგონილი იქნება! კარის დაკეტვა დააპირა რობერტმა, მაგრამ მირიანმა ფეხი
ჩაუდგა. მერე მარჯვენა ხელით მოაწვა და ისევ გააღო. დამხვდური წინ
გადაეღობა. მირიანმა ხელი ჰკრა და რობერტი უკუსვლით შევარ და მისაღებ
ოთახში. მეფარიშვილი სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა გრძელ დერეფანს და
საძინებელი ოთახის კარი შეაღო.

–ღმერთო ჩემო! – აღმოხდა საწოლზე ჩამომჯდარ მარიკას გასისხლიანებული


მირიანის დანახვაზე და სახეზე ხელები აიფარა.

–მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს მარიკა! – გაბზარული, ჩუმი ხმით


წარმოთქვა მირიანმა, ეს, შენი სურვილით გაკეთდა?

მარიკამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და აქვითინდა. მეფარიშვილს


აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად გაურბინა სახეზე წამიერმა
ნათელმა და სწრაფი ნაბიჯით უკანვე გამობრუნდა.

–არ გაინძრე! – დერეფნის ბოლოში პისტოლეტმომარჯვებული რობერტი


გადაეღობა.

–ეგ პისტოლეტი დამალე, თორემ აქ შეიძლება წუთიწუთზე მილიცია გაჩნდეს. –


თქვა დინჯად მირიანმა, რობერტს ისევ ხელი ჰკრა და ამჯერად სამზარეულოში
შეაგდო.

***

საღამოს რვა საათისათვის მირიანის ბინაში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. ვინ


აღარ იყო: ჯემალ ზაალიშვილი, თავისი თხუთმეტამდე ძიუდოისტით, მირიანის
უბნელები, სკოლის და ინსტიტუტის მეგობრები და, რაღა თქმა უნდა,
მეფარიშვილის ჭაბუკი გულშემატკივრები, ბარნაბა და მისი ბიჭები.

თავგაბინტული მირიანი თავის ოთახში საწოლზე იწვა და თაბაშირში ჩასმული,


მოტეხილი ხელი მკერდზე ედო. „შემოსეულთა“ კითხვებს ინერტულად, მოკლედ
პასუხობდა.

–ვახ, ჩემი ბედი რა ვთქვი. – რომელიღაც აღზრდილს ეუბნებოდა ჯემალი. ათი


წუთით ადრე რომ მივსულიყავი, ეს ამბავი ხომ არ მოხდებოდა... არადა, რაღაცა
ძალა მეწეოდა... გული მეუბნებოდა, ცოტა ადრე გადი სახლიდანო!

–ბატონო ჯემალ, არ არსებობს, რომ არ იცოდეს, ვინ იყვნენ! იქნებ გითხრათ,


მერე კიდევ ჩაეძიეთ...

–არა, შვილო, აზრი არა აქვს! ვიცი მაგის ხასიათი... მე კი არა, მამამისი რომ
გაცოცხლდეს, იმას არ ეტყვის!

–როგორ, კაცს ხელი მოტეხეს, ტვინის შერყევა აჰკიდეს და პასუხი არ უნდა


მოეთხოვოთ?

–უნდა მოეთხოვოთ და მოეთხოვებათ კიდეც, მაგრამ რაღაცა სხვა წყარო უნდა


ვნახოთ!
–ბატონი ჯემალი სწორია, მირიანისგან ვერაფერს გავიგებთ! – ჩაერია მეორე
სპორტსმენი.

ტელეფონმა დარეკა.

–გისმენთ! ყურმილი მეზობელმა კაცმა აიღი. – კი, სახლშია. შეუძლოდ


გახლავთ... – თქვა მან და სანამ იტყოდა, კერძოდ რა სჭირდა მეფარიშვილს,
ყურმილში წყვეტილი ზარი გაისმა.

თხუთმეტიოდე წუთში, როცა ჯაბა ჩოხელმა კიბეები სირბილით ამოირბინა,


მეფარიშვილების სტუმრებიდან იქ აღარავინ იყო.

–რა მოხდა? – კარებშივე ჰკითხა ჩოხელმა ბებიას.

–ხელი აქვს მოტეხილი... ტვინის შერყევაც დაემართა!

ჯაბას აღარაფერი უთქვამს, სირბილით შევარდა მირიანის ოთახში.

–რა მოხდა, მირო? ვინ იყო, ჰა? როდის მოხდა? სად იყავი, ბიჭო? – დააყარა
კითხვები ზედიზედ.

–დაჯექი! – ჩუმად წარმოთქვა მეფარიშვილმა. დილის შემდეგ პირველად


გაეღიმა.

–რობერტა? – სკამზე ჩამოჯდა ჩოხელი.

–მორჩი ეხლა. რაც იყო, იყო! ლაპარაკის ხასიათზე არა ვარ! არც იმათ
დადგომიათ ნაკლები დღე... ჰა, როგორ იყო? „ლახტის პრინციპიო“? ან უნდა
მოიხარო, ან უნდა დაიჩოქო, ან მიწაზე უნდა გაგორდეო, არა?! შენ, ჩემო ჯაბა,
მხედველობიდან გამოგრჩა ლახტისათვის დამახასიათებელი კიდევ ორი
მომენტი: პირველი, შეიძლება დაიჩოქო, მოიხარო, გაგორდე კიდეც, მაგრამ მაინც
ვერ დაეუფლო და მეორე, თუ ის ქამარი, რომელიც მიწაზე დევს, შენია, თამაშის
დამთავრების შემდეგ, შენვე დაგრჩება... აბა, ტელეფონი მომაწოდე!

–რა გინდა? – ჩოხელმა აპარატი საწოლზე დაუდო.

–გავარკვიოთ, ჩვენი იყო თუ არა ქამარი, რომელსაც თამაშის დროს ვერ


დავეუფლეთ! აკრიფე მარიკას ნომერი...
–ეხლა? – გაუკვირდა ჯაბას.

–ჰო, რა თვალები დააჭყიტე? აკრიფე, აკრიფე და მომაწოდე!

ჩოხელმა ყურმილი აიღო და ნომერი აკრიფა.

–გავიდა! – სწრაფად მიაწოდა მირიანს.

ამ უკანასკნელმა ჩამოართვა და ჯაბას გაუღიმა:

–გამარჯობათ, ქალბატონო!

–გაგიმარჯოს! – უპასუხა ლალიმ

–მარიკა მინდა, თუ შეიძლება.

ჯაბა იქვე სარგადაყლაპულივით გაჭიმული იდგა და სმენად ქცეული, ყურმილს


მიშტერებოდა.

–საღამო მშვიდობისა, მარიკა!

–მირიან... – ჩაიჩურჩულა გოგონამ.

–ჰო, მირიანი ვარ და ერთი სათხოვარი მაქვს შენთან...

–გისმენ, მირიან! – ტირილნარევი ჩურჩულით წარმოთქვა ქალიშვილმა.

–მე ახლა სიარული მიჭირს და იმის მაგივრად, რომ მოვსულიყავი, იძულებული


ვარ ტელეფონით ვისარგებლო!

–არა უშავს, მირიან!

–გამომყევი, მარიკა, ცოლად!!!

ჯაბას მოულოდნელობისაგან თვალები შუბლზე გაექცა.

მარიკას პასუხი არ გაუცია. იგი ტიროდა.

–რაო? – ყურმილზე ხელი დაუფარა ჩოხელმა მირიანს.

–არაფერი, ჯერ ტირის! – უპასუხა მეფარიშვილმა და ჯაბას ყურმილიდან ხელი


ააღებინა.
მარიკას ხელში ყურმილი ეჭირა და ტიროდა. მირიანი უსმენდა და მოთმინებით
ელოდა, როდის დაწყნარდებოდა.

ასე გაგრძელდა რამოდენიმე წუთს.

–რას შვება! – მოთმინების ძაფი გაუწყდა ჯაბას.

–წყნარდება! – ახლა თავად დააფარა ყურმილს ხელი მირიანმა.

–მირიან! – გაისმა უცებ ყურმილში მარიკას ხმა.

–ჰო მარიკა, გისმენ!

–მომენატრე, მირო, ძალიან მომენატრე!..

***

უკვე შეღამებული იყო, როცა ჯაბამ კესარელების ეზოში შეაბიჯა.

–ნუციკო! – დაიძახა შორიდანვე.

არავინ გამოხმაურებია. უფრო წინ წადგა.

–ნუციკო!

–ჯაბა, შენა ხარ? – აივანზე გამოვიდა ოთახის ხალათში გამოწყობილი პარმენა.

–ვაჰ, პარმენ! – გაუკვირდა ჩოხელს მისი ამ დროს და ასეთ ფორმაში იქ დანახვა.


– შენა ხარ, თუ მეჩვენება?

–მე ვარ, მე. ამოდი, რა!

–ნუციკო სად არის?

–ნუციკო, დედაჩემი და ჩემი ძმები მუსკომედიაში არიან და მალე


დაბრუნდებიან! ამო რა, ჯაბა!

–დედაშენი და შენი ძმები? – ვერაფერი გაიგო ჩოხელმა!

–ხო, რა გაგიკვირდა? მე და ნუციკომ ხელი მოვაწერეთ... ჩემს პატარა ძმას ასთმა


აწუხებს, ხონის ჰაერი წყენს და აქეთ ჩამევიყვანე! მოდი შე კაცო, რას დგახარ?!

–არა, არა, მეჩქარება... – სულ დაიბნა ჩოხელი ისე შემოგიარეთ. აქეთ ვიყავი,
დაგხედეთ და წავალ ახლა... არჯევანი და ხვიჩა ხომ არ გამოჩენილან?.. ვაწყენინე
და ცოტა მომებოდიშებინა მინდოდა.

–კი, იყვენ და დევიფრინე აქიდან! მარტო მაგენი კი არა, ბევრი მივაყოლე თან.
სკოლაში „ვეფხისტყაოსანს“ მასწავლიდნენ,იმას ვერ დოუდე გული და არჯევანა
სულელის ლექსების საკითხად მცალია მე?! – დაიღრიჯა პარმენა და კიბეზე
დაეშვა.

–გეთანხმები! – გაიცინა ჯაბამ.

–არ გაადგა ფეხი, თუ ძმა ხარ! ერთი ნორმალური კაცი შენ შემოდიოდი ამ ეზო
გარემოში და რავა ფიქრობ ეხლა შენ, უპურმარილოდ გაგიშოფ აქიდან?

–არა, არა პარმენ, შენი ჭირიმე, მეჩქარება!

–არსა არ გეჩქარება შენ. და მარტო ახლა კი არა, არასდროს! მოხარშულს გიცნობ.


– ისევ დაიღრიჯა ბადროს მტყორცნელი და ჯაბა თითქმის ძალით წაათრია
სახლისაკენ.

***

–გამარჯობა ირინა!

–გაგიმარჯოს ჯაბა! ამ შუაღამისას, საიდან რეკავ?

–კესარელებთან ვარ, მთვრალი ვარ და მომენატრე.

–მერე, დილა არ გათენდებოდა? – გაიცინა ირინამ.

–გათენდებოდა, მაგრამ მე ღამე უფრო მიყვარს... დიდხანს არ შეგაწყენ თავს,


ერთს გეტყვი მარტო...

–რამდენიც გაგიხარდეს.

–მე მთაში ბიძა მყავს, მამის ძმა, იდუკა ჩოხელი!.. და იცი, რა მითხრა დღეს
გამთენიისას?!

–რაო?

–„მშვენიერია ყოველივე ის, რაც თუნდაც ერთ ადამიანს აღაფრთოვანებს! რისი


ხელით შეხებისაც ერიდებათ და მხოლოდ თვალებით ეფერებიან!“

You might also like