Professional Documents
Culture Documents
წინასიტყვაობა
1
,,იუნგის კოდექსის“ სახელით ცნობილი პაპირუსი კაიროში დააბრუნეს.
ამჟამად, ნეგ-ჰამადანში ნაპოვნი ათასამდე ხელნაწერი მუზეუმში ინახება.
***
***
2
იდენტურები იყვნენ. რადიოკარბონის ტესტმა (რომელსაც ორგანული მატერიის
ასაკის განსასაზღვრად იყენებენ) უჩვენა, რომ ხელნაწერი შედარებით გვიანდელ
პერიოდს ეკუთვნოდა, მაგრამ არა უგვიანეს 1307 წლისა. არც ისე რთული
გახლდათ იმის დადგენა, რომ ხელნაწერის აღმოჩენის ადგილი ეგვიპტის
ტერიტორიის გარეთ მდებარე ქალაქი აკრა იყო. შესაბამისად, არც რაიმე
შეზღუდვა ვრცელდებოდა ხელნაწერის ქვეყნიდან გატანაზე და სერ უოლტერმა
წერილობითი ნებართვა მიიღო ეგვიპტის მთავრობისაგან (Ref. 1901/317/IFP-75,
23 ნოემბერი, 1974 წ.)
***
3
ვთანხმდებით და ვერც ღვთისმსახურებისთვის საუკეთესო გზებზე, მაგრამ მაინც
უდრტვინველად ვცხოვრობთ.
4
დროისა და უცნობი ღმერთის – მოირასი სწამს. მისი თქმით, ეს ღვთიური ძალა
ეფუძნება ერთადერთ კანონს, რომლის დარღვევაც სამყაროს აღსასრულს
გამოიწვევდა.
5
მოვლენების ჩაწერასა და პოლიტიკის განხილვას. მიუხედავად ამისა, არ ვიცი,
რაზე გელაპარაკოთ. ღვთიურ ძალას შევთხოვ, განწმინდოს ჩემი გული.
დამისვით კითხვები და გიპასუხებთ. ძველი ბერძენი მასწავლებლებიც სწორედ
ასე იქცეოდნენ. მოსწავლეები ისეთ საკითხებზე უსვამდნენ კითხვებს, რაზეც
საკუთარი აზრი არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული და მასწავლებლებიც
პასუხობდნენ მათ.“
6
***
7
ძლიერია. უბრალოდ, ღმერთი ასე გვიჩვენებს სიკვდილისა და მკვდრეთით
აღდგომის ციკლს.
8
უსმენენ საკუთარ გულისცემას. გრძნობენ შიშსა და დაძაბულობას. გადახედავენ
ცხოვრებას და აღმოაჩენენ, რომ შიშის მიუხედავად მათ სულებში კვლავაც
ცოცხალია რწმენა. ეს გზის გაგრძელებაში ეხმარებათ.
წინა მარცხი კარნახობთ, რომ ამჯერად უნდა გაიმარჯვონ თუ აღარ სურთ იმავე
ტკივილის გადატანა.
იამაყე ნაიარევით.
9
***
10
ასეთი ხალხი სიამაყით იტყვის: „არასოდეს წამიგია ბრძოლა.“ თუმცა ვერ
იტყვიან – მოვიგეო.
11
ვაი მას, ვინც არ დამარცხებულა! ცხოვრებაში ვერასოდეს იგემებს გამარჯვებას.
***
კოპტმა უპასუხა:
12
ამ სამყაროს აღმოჩენა გვაიძულებს შევეგუოთ ფაქტს, რომ იმაზე შორს
შეგვიძლია წასვლა, ვიდრე გვეგონა. ეს კი გვაშინებს. გვირჩევნია, ავერიდოთ
რისკს. ნებისმიერ დროს შეგვიძლია განვაცხადოთ, გასაკეთებელი არ გავაკეთე,
რადგან საშუალება არ მომცესო.
***
13
ვინც განმარტოებას მოახერხებს, არ უნდა შეუშინდეს ეშმაკის ჩიჩინს, დროს
ტყუილად აცდენო.
***
14
***
***
15
საქმეს. სჯერა, დღესვე რომ დაითხოვონ, ვერავინ შეამჩნევს მის არყოფნას.
გამოუსადეგარი.
16
არ ესმით, რომ რელიგია საიდუმლოს გასაზიარებლად და ღვთისმსახუ-
რებისთვის შეიქმნა და არა სხვათა დასამორჩილებლად ან საკუთარ რწმენაზე
მოსაქცევად. ღვთიური სასწაულის უპირველესი გამოვლინება სიცოცხლეა.
ამაღამ დაგიტირებ იერუსალიმო, რადგან სადაცაა ღვთიური ერთობის ეს
გაგება გაქრება მომდევნო ათასი წლის განმავლობაში.
***
ჰკითხეთ მინდვრის ყვავილს: „შენი აზრით, სასარგებლო ხარ? აყვავების მეტს ხომ
არაფერს აკეთებ.“
17
გაკეთება შემთხვევითი გამვლელისთვის უმიზეზოდ ღიმილის ჩუქებითაა
შესაძლებელი.
***
***
18
წესისამებრ მიგიჩენია ადგილი. მიმხვდარხარ, რომ დიდ ცვლილებებს
წვრილმანები ახდენენ. სწორედ ამიტომ, მე შენ სამოთხეში წაგიყვან.“
***
კოპტმა უპასუხა:
ვხედავთ, რომ მთები ყოველთვის ერთ ადგილას დგანან. ვიცით, რომ უკვე
გაზრდილ ხეს გადარგვა ახმობს.
ან: „ნეტავ, ქარს ვგავდე, რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოდის ან საით
მიემართება და ნებისმიერ წამს, მიზეზების აუხსნელად შეუძლია იცვალოს
მიმართულება“.
19
მონადირეებს და მტაცებელ ფრინველებს, ქარი კი ხშირად ქარბორბალად
იქცევა ხოლმე და გზად ყველაფერს ანადგურებს.
ეს დიდი შეცდომაა.
20
თუ ვინმე ფიქრობს, მთები არ იცვლებიანო, ცდება – მათ მიწისძვრა
წარმოშობს, ხოლო ქარი და წვიმა წარეცხავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ
ვამჩნევთ, ყოველდღე ოდნავ განსხვავებულნი არიან.
***
21
აკვირვებთ კიდეც, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, უფრო ძლიერები და
ბედნიერები ხდებიან.
***
22
მოემზადება.
23
არ შევუშინდებით ხვალინდელ დღეს, რადგან წინა დღით ღმერთმა
გადმოგვხედა. მისი მზრუნველობა არასოდეს მოგვაკლდება.
***
***
ვიღაცამ სთხოვა:
არ არის მართალი.
24
კმაყოფილდება, როდესაც იგი წარმოჩინდება. გარეგანი სილამაზე ხილულად
ქცეული შინაგანი მშვენიერებაა, რომელიც ჩვენს თვალებში ჩამდგარ შუქში
აისახება. არაფრის მთქმელია ვისიმე ცუდი ჩაცმულობა, გაბატონებულ
იდეალებთან შეუსაბამობა, ან თუნდაც, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის
ყოველგვარ მცდელობაზე უარის თქმა. თვალები სულის სარკეა და ყველაფერს
ასახავს, რაც ერთი შეხედვით დაფარული ჩანდა. ამასთანავე, სარკესავით
აირეკლავს იმ ადამიანის გამოსახულებას, ვინც მათში ჩაიხედება. თუ სხვის
თვალებში მაცქერალის სული წყვდიადს მოუცავს, მხოლოდ საკუთარ
სიმახინჯეს დაინახავს.
ადრე თუ მთვარის შუქი ვიყავით, ახლა მხოლოდ გუბე ვართ, რომელიც მას
აირეკლავს და მალე მზე ამოაშრობს. ყოველივე კი იმის გამო, რომ ერთხელ
ვიღაცამ გვითხრა, მახინჯი ხარო, ან ის ლამაზიაო. ამ მარტივი სიტყვებით
წაგვართვეს თავდაჯერებულობა.
***
25
ამ ცრუ სიბრძნის თანახმად, არ უნდა დავეძებდეთ სილამაზეს, რადგან იგი
ზედაპირული და წარმავალია.
26
მოფენილი. მხოლოდ ასეთ დროს აღიბეჭდება მასზე ფერთა სიუხვე, ასეთ დროს
უჩენს ადამიანს ოცნებისა და ლექსის წერის სურვილს.
ვაი მათ, ვინც ფიქრობს, ლამაზი არ ვარ და ამიტომ არ მოუკაკუნებია ჩემს კარზე
სიყვარულსო. მოუკაკუნა, მაგრამ როდესაც კარი გაუღეს, შემოსაპატიჟებლად არ
იყვნენ მზად.
***
27
მერე კი ცად აღვავლენთ კითხვას: „რას ნიშნავს ყოველივე ეს?“
***
***
28
ხრიან და ლოცულობენ, რათა არ გადაუხვიონ ჯერ კიდევ შეუცნობელი გზიდან,
რომელსაც მხოლოდ გულში აგიზგიზებული ცეცხლის გამო დაადგნენ.
მიზანი ხან დიდია, ხანაც პატარა. ან შორს არის, ან იქვე, ორ ნაბიჯში, მაგრამ მის
საძიებლად პატივითა და ღირსებით აღჭურვილნი მიემართებიან. იციან, რისი
ტოლფასია თითოეული ნაბიჯი, რაოდენ დიდი ძალისხმევა, მომზადება და
მიხვედრილობა დასჭირდა ყოველივეს.
29
***
ვინც უგულებელყოფს კითხვას, ვინც პასუხობს მას და ვისაც ესმის, რომ საპასუხოდ
ერთადერთი გზა მოქმედებაა, ყველა ერთნაირ დაბრკოლებებს გადააწყდება და
ერთი და იგივე რამ გააბედნიერებს. მხოლოდ ის ადგას სწორ გზას, ვინც ღვთის
განგებას
***
30
გვერდიდან არ მოგვცილდეს.
***
31
რადგან ვხვდებით, რომ ვინც მიგვატოვა, მზე თან არ წაუღია და მის ადგილას
წყვდიადი არ დაუტოვებია. უბრალოდ, მიგვატოვა. ყველა დამშვიდობებას თან
შეფარული იმედი ახლავს.
***
32
ახდენაში დაგვეხმარება. ყოველივე ეს სიყვარულის ნაწილია.
***
კოპტმა უპასუხა:
33
რასაც ახლა ვიტყვი, მტრის შემოსევის პირობებში შეიძლება სრულიად
უსარგებლო იყოს, მაგრამ მაინც დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რათა ყველამ
გაიგოს, როგორ ვცხოვრობდით იერუსალიმში.
***
უკან ვერავინ დაბრუნდება, მაგრამ წინ წასვლას ხომ არაფერი უშლის ხელს.
ხვალ მზე ამოვა და საკუთარი თავისთვის ერთადერთი რამ გექნებათ სათქმელი:
ამ დღეს ისე შევხედავ, თითქოს ჩემს ცხოვრებაში პირველი იყოს.
34
პერგამენტის ნაჭერს მუდამ თან ვატარებ და, იმის ჩანიშვნის ნაცლად, რაც
ისედაც არ დამავიწყდება, ავდგები და ლექსს დავწერ. მერე რა, თუ ადრე
არასოდეს დამიწერია და არც მომავალში ვაპირებ. ის მაინც მეცოდინება, რომ
ოდესღაც მეყო გამბედაობა, გრძნობები სიტყვებით გადმომეცა.
35
რუტინამ ფერები დააკარგვინა.
36
არ დავიწუწუნებ ცხოვრებაზე და არ ვიტყვი: „ყველაფერი მუდამ ერთნაირია და
ამის შესაცვლელად არაფრის გაკეთება არ შემიძლია.“ ამ დღეს ისე გავატარებ,
თითქოს პირველი იყოს და წარმოუდგენელ რამეებს აღმოვაჩენ.
დაე, გამაოცოს ჩემთვის ჩვეულმა ქცევამ, ისე რომ თავად მეჩვენოს უცხოდ; ისე
მძაფრად შევიგრძნო ყველაფერი, როგორც ბაღდადიდან შემობერილი ქარის
მოტანილი უდაბნოს ქვიშის ჩხვლეტა სახეზე; აღვივსო ისეთი სათუთი წუთებით,
როდესაც მძინარე ცოლს ვუყურებ და ვცდილობ, წარმოვიდგინო, რა ესიზმრება.
შედეგად, დღის თითოეულ წუთს ისე გავლევ, თითქოს ყოველი მათგანი მუდმივად
მოულოდნელობებით ყოფილიყოს აღსავსე. მე განვიცდიდი ამ ყველაფერს, „მე“,
რომელიც არც მამაჩემს შეუქმნია, არც დედაჩემს და, მით უმეტეს, არც სწავლა-
განათლებას, არამედ ჩამოაყალიბა თითოეულმა გრძნობამ, რაც აქამდე
37
განმიცდია და მალევე დამვიწყებია, რათა ხელახლა განმეცადა.
***
38
ხორცის გამაერთიანებელი კარის გაღებით, მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს
ვიძენთ.
***
39
დარცხვენა ცნობისმოყვარეობით შეიცვლება, ხოლო ეს უკანასკნელი იმ მხარეების
შეცნობაში დაეხმარება, რომელთა არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ
ჰქონდა.
***
40
„ერთობა გვეწადა და ამის ნაცვლად დავიქსაქსეთ. დამპყრობლებმა გზად
ქალაქები ააოხრეს და ეს უკანასკნელნი იმ ომის შედეგებს იმკიან, რომელში
ჩაბმაც არ სურდათ. რა უნდა უამბონ გადარჩენილებმა შვილებს?“
მან კი მიუგო:
პატივი ეცით მათ, ვინც თქვენს გვერდით აღიზარდა. პატივი ეცით მათ, ვინც
გასწავლიდათ. როცა დრო მოვა, უამბეთ სხვებს თქვენი ამბები და გადაეცით
ცოდნა. ამგვარად განაგრძობს საზოგადოება არსებობას და ტრადიცია უცვლელი
რჩება.
***
41
მეგობრები და მოკავშირეები იმ ხალხში ეძიეთ, ვისაც სჯერა საკუთარი თავის
და ყოველგვარ საქმესაც თავდაჯერებულნი ეკიდებიან.
42
მათსას.
43
როგორც მდინარეს არ ავიწყდება მისი საბოლოო მიზანი – ზღვა, ისე არ
ივიწყებს მეგობრობა, რომ მისი არსებობის ერთადერთი მიზეზი სხვათა
სიყვარულია.
მოერიდეთ მას, ვინც ამბობს: „მეყო, მეტს არაფერს მოვიმოქმედებ“. მას ვერ
გაუგია, რომ არც სიცოცხლეს და არც სიკვდილს დასასრული არ აქვს. ისინი
მხოლოდ მარადისობის სხვადასხვა საფეხურს წარმოადგენენ.
როგორც უნდა გრძნობდეთ თავს, ყოველი დილა იმაზე ზრუნვით დაიწყეთ, რომ
საკუთარ ნათელს გაბრწყინების საშუალება მისცეთ.
44
***
მან უპასუხა:
იგი თავს იჩენს არა ხმლის ქნევის ოსტატობაში, არამედ დიალოგში, რომლის
დახმარებითაც ომს თავიდან ავიცილებთ.
45
***
რაც უფრო ახლოს მიდის გული სიმარტივესთან, მით უკეთ შეუძლია უშიშრად
და თავისუფლად შეიყვაროს. რაც უფრო უშიშრად უყვარს, მით მეტად ავლენს
სინატიფეს ყოველ განზრახვაში.
46
სიყვარულს იწვევს ხალხში.
***
მან უპასუხა:
47
გამეღვიძა და აღმოჩნდა, რომ იგი მოვალეობის მოხდას მთხოვდა. აღვასრულე
ჩემი ვალი და ცხოვრებაც ბედნიერებით ამევსო.
თუმცა სხვა სახის საქმეც არსებობს. ხალხი მასაც დღიური სარჩოს მოსაპოვებლად
აკეთებს, მაგრამ ცდილობენ ყოველ წუთს სხვების მიმართ ერთგულება და
სიყვარული გამოხატონ.
48
ზოგმა თქვა: „არ გვინდა. შეცდომებს ვერ გამოვასწორებთ და უსამართლობას
ვერ შევებრძოლებით.“
არავინ იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს მათ გაკეთებულ საქმეს. სწორედ ამაშია
შესაწირის სილამაზე და იდუმალება. ეს ჩვენთვის მონდობილი მისიაა და
სანაცვლოდ ჩვენს მინდობასაც მოითხოვს.
გლეხი მიწის დამუშავებისას მზეს ვერ ეტყვის, დღეს მეტად იკაშკაშეო; ვერც
ღრუბლებს – ამ საღამოს გაწვიმდითო. მხოლოდ ის უნდა გააკეთოს, რაც
საჭიროა: მოხნას მიწა, დათესოს მარცვალი და მოთმინებით დაელოდოს
49
მოსავალს.
***
50
მოულოდნელი სირთულეებით იყო აღსავსე. როდესაც ჭირ-ვარამმა
შემართება მოგაკლო, დისციპლინა მოიშველიე. როდესაც დაღლილობის გამო
დისციპლინაც ხელიდან გისხლტებოდა, თავს ამოსუნთქვის საშუალება მიეცი
და დამშვიდებულმა დაგეგმე სამომავლო ნაბიჯები.
51
აქვს, მდიდარი როდია. ჭეშმარიტად მდიდარია ადამიანი, რომელიც არსებობის
ყოველ წამს სიყვარულის ძალით ივსება.
52
ძაფებს, მათ სამოსი არ ეთქმით.
***
***
53
წარმატებაა, შეგეძლოს ყოველ ღამე გულდამშვიდებული დაწვე დასაძინებლად.
***
რა არის სასწაული?
54
დაგვეხმარე, უშიშრად განვაგრძოთ წინსვლა და აუხსნელ მოვლენებთან შეგუება
ვისწავლოთ, მიუხედავად დაუძლეველი მოთხოვნილებისა – ყველაფერს
ჩავეძიოთ და გამოვარკვიოთ.
***
55
უამრავი გზა ჩვენი მიზნისკენ. დაგვეხმარე, ამოვიცნოთ ის, რომლის გაყოლაც
ღირს სიყვარულის საპოვნელად.
აგვიხილე თვალი, რათა დავინახოთ, რომ ერთი დღე მეორეს არასოდეს ჰგავს.
თითოეულს თავისი სასწაული ახლავს თან, რაც გვეხმარება, არ შევწყვიტოთ
სუნთქვა, ოცნება და არსებობა მზისქვეშეთში.
***
56
მაგრამ არ გვიჩვენებს, რა ხერხით.
მაშ, მამაო ჩვენო, სასწაული ჩვენი არსობისა, მომეც ჩუენ დღეს. და მოგვიტევე,
რომ ყოველთვის ვერ ვამჩნევთ მას.
***
57
მღელვარება სიყვარულის თანმდევია და ამის გამო დამნაშავედ არ უნდა ვცნოთ.
ვისაც უყვარს, ფიქრობს: „ჩემი შეყვარებული ჩემია, მე კი – მისი. სად აღარ ვეძებე,
მაგრამ მაინც ვერ მივაკვლიე. ყოველი ქუჩის კუთხეში, ვისაც უნდა ვკითხო, პასუხს
ვერავინ მცემს. “ ასეთი ფიქრების შედეგად სიყვარულისთვის დამახასიათებელი
მღელვარება სასოწარკვეთილებად იქცევა.
58
გაიზრდება. იგი უძლური ხდება, შენიშნოს ცის, ვარსკვლავების, ან ეზოში მოთამაშე
ბავშვების მშვენიერება.
„მთელ ქვეყანას შიშს მოვფენ და სადაც უნდა წახვიდე, შიში დაგეუფლება, მაგრამ
არ გეცოდინება – რატომ. არც არის საჭირო, მიზეზი იცოდე. მთავარია, გეშინოდეს
და შიშს ასაზრდოებდე.“
„შენი შრომა, რასაც ერთ დროს შესაწირის სახე ჰქონდა, ჩემს საკუთრებაში
გადმოდის. ხალხი იტყვის, კარგ მაგალითს იძლევა მუხლჩაუხრელი შრომითო.
შენ კი გაუღიმებ და დაფასებისთვის მადლობას გადაუხდი. თუმცა, ჩაგესმება
ჩემი ხმა და გულის სიღრმეში გეცოდინება, რომ შენი შრომა მე მეკუთვნის.
მისი მეშვეობით ყველას და ყველაფერს დაგაცილებ – მეგობრებს, შენს ვაჟს და
საკუთარ თავსაც კი.“
„იმუშავე მეტი, რათა ფიქრისთვის დრო აღარ დაგრჩეს; მეტი, ვიდრე გჭირდება,
რათა ერთბაშად შეწყვიტო სიცოცხლე.“
59
„შენი სიყვარული, რაც ერთ დროს ღვთიური ძალის გასხივოსნება იყო, ახლა მე
მეკუთვნის. ვინც გიყვარს, ერთი წამითაც არ მოგშორდება გვერდიდან, რადგან
მე შემოგჩენივარ და გიჩიჩინებ: ფრთხილად, თორემ შეიძლება წავიდეს და
აღარ დაბრუნდეს-მეთქი.“
„შენი ვაჟიც, რომელსაც ამქვეყნად თავისი გზა უნდა ეპოვნა, ახლა ჩემ ხელშია.
გაიძულებ, გული გაუწყალო ზედმეტი ნერვიულობით და თავგადასავლის
ძიების სურვილი მთლად წაუხდინო. დატანჯავ, როდესაც გაგანაწყენებს და
თავს დამნაშავედ აგრძნობინებ, რადგან მოლოდინი ვერ გაგიმართლა.“
***
60
ამ გზით შემლებთ მღელვარების შორ მანძილზე შეკავებას.
***
მან უპასუხა:
61
უნდა ვიბრძოლოთ, რათა გავიზარდოთ, მაგრამ არ უნდა დაგვატყვევოს ამ
პროცესში შემენილმა ძალაუფლებამ. ვიცოდეთ, რომ იგი უმაქნისია.
62
შესაბამისად, რა მოგელით მომავალში, მთლიანადაა დამოკიდებული თქვენი
სიყვარულის უნარზე.
63
სწორედ ოცნების განხორციელებისას შეგიჩნდებათ დანაშაულის მღრღნელი
განცდა.
***
64
ნებისმიერი ადამიანი, წვიმის წვეთი, მთის პირას მთვლემარე კლდე.
65
ეუფლება. ისინი მექოთნის გარჯასა და მხატვრის ოსტატობას ამჟღავნებენ.
კაცი, რომელიც გაჩაღებული ომის გამო წინა დღით მტრად მიიჩნეოდა, მეორე
დღეს მეგობრად აღიქმება, რადგან ომი დასრულდა, ცხოვრება კი გრძელდება.
66
***
კაცმა, რომლის სახეზეც დროს ნაოჭებით დაეჩნია კვალი, ხოლო მის სხეულზე
შემორჩენილი ჭრილობები გადატანილი ბრძოლების ამბებს ცხადად ჰყვებოდნენ,
უთხრა:
67
ყველა იარაღს, რასაც კი ფლობს და ბრძენკაციც მოახერხებს მტრის ძლიერი და
სუსტი მხარეების შესწავლას. როდესაც შეიტყობს, რამხელა წინააღმდეგობას უნდა
ელოდეს, იგი ან შეუტევს, ან უკან დაიხევს.
***
68
გვმართებს“. მან უნდა გაიგოს, რომ ერთგულება და თავისუფლება
უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ; შეეგუოს, პატივი სცეს სატრფოს ოცნებებს და
ღალატმა არ შეაშინოს. ამას მხოლოდ სიყვარულის ძალაზე მინდობით თუ
მოახერხებს.
შენ კი უპასუხებ: „უღალატო კაცი ხარ, რადგან მითხარი ის, რასაც განიცდიდი.
არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე მეგობარი, რომელსაც ერთგულება შენს ყოველ
ნაკლზე თვალის დახუჭვა ჰგონია.“
მაშ, ვიყოთ ჩვენი ენის ბატონები და არა ჩვენი სიტყვების მონები. თუ სხვა
გამოიყენებს სიტყვებს ჩვენს წინააღმდეგ, ნუ ჩავერთვებით ბრძოლაში, რომლის
მოგებაც შეუძლებელია. თუ სულმდაბალი მეტოქის დონეზე დავეცემით,
შეტაკება ბნელში მოგვიწევს, სადაც ერთადერთი გამარჯვებული წყვდიადის
მბრძანებელი შეიძლება იყოს.
***
69
ერთგულებას თავს ვერავის მოახვევთ ძალით, დაშინებით, ან მუქარით.
***
70
როგორც ახალ სამოსს ვიცვამთ და ძველს ვყრით, ასევე იღებს ახალ ხორცს
სული, ხოლო ძველსა და გამოუსადეგარს ტოვებს. ამის ცოდნა დაგვეხმარება,
სხეულზე დარდით თავი აღარ დავიტანჯოთ.“
71
თუ ვინმე შეგეკამათებათ მოსაზრებებისა და იდეალების შესახებ, უკან ნუ
დაიხევთ, ჩაერთეთ ბრძოლაში, რადგან კონფლიქტი ცხოვრებას მუდამ თან
სდევს და დროდადრო სააშკარაოზე გამოტანაც სჭირდება.
72
სუსტები და ძლიერები.
73
***
თაობა შეიცვალა და ერთმა რაბინმა, დაინახა რა, როგორ დევნიდნენ მის ხალხს,
გადაწყვიტა წმინდა ადგილზე მისულიყო. მან ასე ილოცა: „არც ცეცხლის
დანთებავიცი, არც განსაკუთრებული ლოცვის წაკითხვა შემიძლია, მაგრამ
ადგილი ჯერ კიდევ მახსოვს. ღმერთო, შეგვეწიე!“ ღმერთი დაეხმარა მათ.
***
74
ერთი კაცი მეგობარ ბედუინს მიადგა დახმარების სათხოვნელად:
***
75
იერუსალიმი ღამის წყვდიადს მოეცვა. კოპტმა ყველას სთხოვა, სახლებში
დაბრუნებულიყვნენ და მისი სიტყვები ჩაეწერათ. მათ კი, ვინც წერა არ იცოდა,
მისი ნათქვამის დამახსოვრება ეცადათ. თუმცა, სანამ ყველანი წავიდოდნენ, თქვა:
„მშვიდობით იარეთ“.
76