You are on page 1of 109

1

წინასიტყვაობა

„თუ შევძლებთ, შევქმნათ შვილობილი სამყარო, ალბათ, დროა, ღმერთი სამყაროს


შემქმნელზე უფრო რთულ არსებად ვაღიაროთ“.

– ანდრეი ლინდი

იმისთვის, რომ გავიგოთ ყველაფერი, უნდა გავიაზროთ არაფერი, იმიტომ, რომ სწორედ
არაფრისგან გაჩნდა ყველაფერი.

სამყარო შეიძლება დეტერმინირებულია გალაქტიკების მასშტაბებზე, მაგრამ ეს


მიკროარსებები, ადამიანები, ვიბრძვით თავისუფალი ნებისთვის და ოდესმე შეიძლება
შევცვალოთ სამყარო შიგნიდან, მისი ბედი გადავწეროთ. შეიძლება შევეჭიდოთ სამყაროს
გეგმას, შეიძლება ციხე შიგნიდან გავტეხოთ – მომავალი ეკუთვნის მას, ვისაც მისი წარმოდგენა
შეუძლია.

2
ნაწილი I - 1.

თავიდან იყო პროცესი და შემდეგ სიტყვა!

ჯეკი მეოჯახეა. მას აქვს პასუხისმგებლობა და ახლა ის ასწავლის პასუხისმგებლობებს, კარგ


მანერებს, აპათიას ემპათიით ანაცვლებს. ჯეკი ბავშვებს ემოციების კონტროლს უნერგავს.
პირველი ნაბიჯიდან – თინეიჯერობამდე, თინეიჯერობიდან – ზრდასრულობამდე. ჯეკი
მარტოხელა მამაა, მაგრამ ყოველდღე უკეთესი მშობელი ხდება. დროთა განმავლობაში სულ
უფრო და უფრო ხვეწს საჭირო უნარ-ჩვევებს. ამ ყველაფერს პრაქტიკით აკეთებს, სწავლობს
როგორც სხვის, ისე თავის გამოცდილებაზე, მაგრამ იმ ემპირიულ ცოდნას ვერაფერი
ანაცვლებს, რაც მას მშობლებისგან, ახლა უკვე ბაბუისგან და ბებიისგან გადმოჰყვა. ჯეკი დროს
ეთამაშება, ის წარსულიდან აწმყოშია, პროცესში, სადაც მომავალი იჭედება. დრო ჯეკს
წარსულად აქცევს, ხოლო მისი შრომის შედეგს – აწმყოდ. აწმყო მომავალს კვლავაც აწარმოებს.
ეს ის ღრუბელია, რომელიც ატლასად აუცილებლად გადაიქცევა.

ასეთი მომავალი ჯეკის გზას გააგრძელებს. ჯეკი უბრალოდ პროცესია და დეტერმინირებულია.

ჯეკს შეკითხვები არ უჩნდება! ჯერ არ უჩნდება! ჯეკი უბრალოდ პროგრამაა, ყველასთვის


კარგად ცნობილი სტრატეგიული თამაშის ერთ-ერთი განშტოება, მთავარი პერსონაჟი,
რომელიც დროისა და სივრცის მიღმა ლივლივებს, ელის მმართველს, რომელიც მას ჩაიბარებს
და უკვე გაწერილ ტოტებს ერთად გაშლიან. ჯეკის გზა მთავრდება იქ, სადაც იწყება მისი
შვილების ზრდასრული ცხოვრება. სულ ცოტა ხნის წინ თამაშის შემქმნელებმა ახალი იდეა
გაასაჯაროეს; გადაწყვიტეს, ჯეკის გზა მის შვილებს გააგრძელებინონ. შესაბამისად, თუ
დღევანდელი ახალგაზრდობა, პოტენციური მშობლების თაობა ჯეკით თამაშობს, მათი
შვილები უფრო დახვეწილი სიმულაციით, ჯეკის შვილებით ითამაშებენ.

იდეა? იდეა თავად სიცოცხლის ციკლი და მისი ჯაჭვური რეაქციაა. თამაში, ისევე, როგორც
ნებისმიერი ემპირიული ცოდნა, იხვეწება და იწრთობა წარსულში, წინა თაობაში და გადაეცემა
მომავალს, შვილების თაობას, რომელიც თავისთავად წარსულის პოტენციალს ატარებს.

ჯეკი გასართობი სიმულაციაა, მაგრამ მან ეს არ იცის. ჯეკმა არც ის იცის, რომ არსებობს...

მე კი მინდა სიმულაცია, რომელიც აზროვნებს... მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირებას


ვსწავლობ და სულ ცოტა ხნის წინ ჯეკთან ერთად სასურველ მიზანს მივაღწიე, ჩემი ცოდნა
საკმარისი არ არის. ამას პროგრამირების კურსებზე ვერ ისწავლი. ეს ინფორმაცია, საერთოდაც,
ჩემს აწმყოში არ არსებობს. ისევე როგორც ნაპოლეონის აწმყოს არ გააჩნდა ინფორმაცია
თვითმფრინავებზე. თვითმფრინავები აუცილებელი იყო ჯარისკაცების რუსეთში მარტივად
გადასასხმელად და სიცივის დროს უკანვე უმტკინვეულოდ გადმოსასმელად. ამას ისტორიის
წიგნებში ვერ წაიკითხავთ, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ნაპოლეონს მსგავსი სურვილი
არ ჰქონდა. აუცილებლად ექნებოდა და მეტიც, ჩემსავით იფიქრებდა, რომ მის აწმყოში ეს
ინფორმაცია არ არსებობს.

3
მე ვარ აწმყოში და ვიქნები ასე, სანამ არ გავქრები. არსებობაში კი მეცოდინება ჩემი თავი
წარსულში, მაგრამ ყოველთვის აწმყოდან შევაფასებ. მე, ისევე როგორც ნებისმიერი მატერია,
რაც სივრცეშია გამოკიდებული, დროსთან ვარ გადაჯაჭვული და მხოლოდ წინ მივიწევ. წინ,
უსასრულო აღსასრულისკენ! მე მინდა თამაში, რომელშიც ჯეკი თავისუფალია!

თითს ვაცურებ და სქროლას ვაგრძელებ. ხვთისოს მორიგ გასულა სტატუსს უამრავი სხვა
ინფორმაცია შთანთქავს. ფეისბუქი ისრუტავს მის ძილისპირულის ბოდვებს და ფენს ლაიქების
უსასრულო ჯაჭვში, როგორც სელფებს დაუსრულებელ მუდარაში...

უცნაური შეგრძნებაა, ვერ ვიხსენებ, რა ხდებოდა ხუთი წუთის წინ. რატომ დავიწყე სტატუსის
კითხვა. ხვთისოს კედელზე გადავდივარ და სტატუსს კიდევ ერთხელ ვკითხულობ. მშვენიერია,
ვერაფერს იტყვი, მთელი ის ემოცია მახსოვს, რასაც კითხვისას ვგრძნობდი, მაგრამ ემოციის
გამომწვევ მომენტს ვერ ვიხსენებ. ამას, ალბათ, ვერც ხვთისო გაიხსენებს, ყველაფერი
გენიალური ასე იქმნება. გენიოსებმა არ იციან, როგორ ქმნიან შედევრებს, თორემ სხვებსაც
ასწავლიდნენ.

ვის ველაპარაკები?! თითქოს ვიღაცას რაღაცას ვუყვები. ადამიანი გაუთავებლად ფიქრობს და


რაღაცას ითხოვს. ტვინს სხვაგვარად არ შეუძლია.

აი ისევ! კიდევ ვბოდავ. რას მაძლევს ეს ფიქრები? ძილის დროა! მე ხვალ პირდაპირ მომავალში
ვტელეპორტირდები. ექვს საათში კი, მას მერე რაც გავიღვიძებ, აღმოვჩნდები აწმყოში...

4
2.

მორიგი დილა და მე კვლავ ვარსებობ...

დილა უსიამოვნო სუნით იწყება. უსიამოვნება პირიდან მოდის. ეს საზარელი მოლეკულებია,


რომლებსაც ყოველი ღამის შემდეგ თავისი ადგილის მიჩენა სჭირდებათ. ვიზმორები.
რამდენიმე წამი თვალებს უაზროდ ვაცეცებ, თითქოს ვფიქრობ, რაღაცას ვიხსენებ. ჰო, ეს
სიზმარია, რომელიც, თუ არ ჩავინიშნე, სულ მალე დამავიწყდება. ლეპტოპს ვხსნი, პირველად
მაინც ფეისბუქზე შევდივარ... დილა მშვიდობისა, სამყარო!

ხვთისოს გასაჯაროებულ შედევრს რამდენიმე გამოხმაურებია, ათამდე ლაიქი აქვს. ასეა,


ყველაფერ გენიალურს მომავალი აფასებს და არა – აწმყო.

არ ვპოსტავ, ვსქროლავ. “Good morning, Ego! Stay dry today in Tbilisi. Rain is forecast for later today”.
მესალმება და მაფრთხილებს ქსელი, რომლის მფლობელიც დაახლოებით ჩემი ასაკისაა და
იმდენი ფული აქვს, რამდენიც მთელ ჩემს თანამემამულეებს ერთად აღებული. მაგრამ ის ჩემზე
ზრუნავს, ამხელა კორპორაცია და არ დასველდეო, პირადად მომმართავს, სახელითაც კი...

დასველება არ აწყენდა ჩემს პირს, არც ტანს. ადგომას ვაპირებ, მაგრამ აქ, ისევ სიზმარი
მახსენდება, კარგად აღარ მახსოვს... ფეისბუქზე საკუთარ ექაუნთს ვწერ:

დღეს მაშველები ვნახე. არა, მაშველები არა. სიზმარში ვნახე მიჩი, აი მაშველებში რომ
თამაშობს. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მე მიჩის შვილი ვიყავი, ის კი სამყაროს
მოვლენილი მაშველი. მერე უცებ გაჭედა და მთელი კოსმოსის დაპყრობა გადაწყვიტა. ზუსტად
აღარ მახსოვს – როგორ, მაგრამ ახერხებდა და პლანეტებს იერთებდა. დიდი ეგო ჰქონდა მაგ
ჩემისას, ამბობდა, მთელი სამყარო მე ვიქნებიო. კიდევ რაღაცას ბოდავდა...

ბოლოში სამ წერტილს ვსვამ, ალბათ, ნიშნად იმისა, რომ სათქმელი კარგად და გამართულად
ვერ გადმოვეცი. ხვთისოსავით, მეც სტატუსად ხომ არ დამეწერა? არა, დრო აღარ მაქვს. Enter-ს
ვაკლიკებ და სხეულთან ერთად ბინძური მოლეკულები სააბაზანოში გამაქვს. სიბინძურეზე
ბაქტერიები მახსენდება, ბაქტერიებზე ხვთისო და მისი ბაქტერიოფაგები. ბაქტერიოფაგები
ბაქტერიების ბაქტერიებია, ხვთისომ ისინი ნაცნობ ბიოლოგს ლაბორატორიიდან მოპარა. „ეს
პატარა ნაბიჭვრები ბაქტერიებზე ნადირობენ, ისინი ჯერ კიდევ ადამიანის გაჩენამდე
მილიონობით წლით ადრე არსებობდნენ და სადაც ბაქტერიას დაინახავდნენ, დედას
უტყნავდნენ“. – გამაცნო ხვთისომ ბაქტერიოფაგები.

მე არ მყავს ბაქტერიოფაგები, მაგრამ გამაჩნია ბაქტერიების ტირანი და მმუსვრელი კბილის


პასტა, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. „კოლგეიტის“ მაქვს როგორც პასტა, ისე
კბილის ჯაგრისი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან ვგიჟდები კბილის პასტებზე, როგორც
მის ვიზუალზე, ისე თავად მოხმარების ესთეტიკაზე, გემოზე აღარაფერს ვამბობ. თითქმის
ყველა რეკლამა მახსოვს, რაც კი ტელევიზორში მინახავს. უცნაურია, მაგრამ ყველაზე მეტად
„ბლენდამედის“ დამამახსოვრდა. იქ ბავშვს ტკბილის ჭამა უნდა, ექიმი კიდევ უკრძალავს.
როგორც ჩანს, ამიტომაც ვაქციე ზურგი „ბლენდამედს“. აი, „კოლგეიტს“ კი – პირიქით.

5
პატარობაში დედაჩემისგან ხშირად მსმენია – „ხალხი ბავშვებს კბილების გამოხეხვას აძალებს,
ეს კიდევ პასტას იპარავს და ჭამს“. ჭამით აღარ ვჭამ, მაგრამ რეზერვში რამდენიმე გაუხსნელი
შეკვრა სააბაზანოს ყოველთვის მიმაგრებს.

პირის ღრუს გათავისუფლების შემდეგ მთელი სხეულის ჯერი დგება. თუ დასველებისთვის ათი
წუთი მაქვს, გამშრალებისთვის ხუთი. ათი გაყოფილი ხუთზე უდრის ორს. ორი წუთიც
ჩასაცმელად. ათს მიმატებული ხუთი უდრის თხუთმეტს. თხუთმეტი წუთიც საუზმის
მოსამზადებლად და საჭმელად. ორი კარგად მოხარშული კვერცხი, რომელსაც მოხარშვისთვის
ხუთი წუთი უნდა და ჭამისთვის – ათი, უკვე ჩემს სხეულშია, ტოსტერში გახუხული პური, ყავა და
სიგარეტი დაყოლებულია. ახლა შემიძლია საქმეს შევუდგე. საქმე, როგორც უმრავლესობა
ამბობს, სამსახურია. სამსახური კი, როგორც სკანდინავიაში მიიჩნევენ, იწყება მაშინ, როდესაც
სახლიდან გამოდიხარ და არა მაშინ, როდესაც ადგილზე ცხადდები. ჩვენთან ეგრე არ არის, ვერ
მოგართვით და ვერც მივირთვით. ჩემი სამშობლო პატარაა, ბევრისთვის საერთოდაც უცხო,
ისეთივე უცხო, როგორც ამავე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩემი ქუჩა, რომელსაც ყოველდილით
სამსახურამდე გავდივარ. მასაც, როგორც „კოლგეიტს“, აქვს პატარა ისტორია. ბავშვობაში თუ
ტყუილის თქმის წარმტაცი გრძნობა შემომიტევდა, ყოველთვის ქუჩას ვიშველიებდი. „სად
ცხოვრობ?“ მკითხავდა ვინმე და პასუხი ყოველთვის მზად მქონდა – „ზესტაფონზე“.
„ზესტაფონში“ – შემისწორებდა ვინმე და შემდეგი შეკითხვაც არ აყოვნებდა. „მართლა?“ „კი,
გეფიცები“ – ვეფიცებოდი და არც ვიტყუებოდი. ერთადერთი ჩემი ცოდვა შეგნებულად
დაშვებულ გრამატიკულ შეცდომაში იყო. არც ზესტაფონზე და არც ზესტაფონში, მე
ვცხოვრობდი და ახლაც ვცხოვრობ ზესტაფონის ქუჩაზე. ნაძალადევის რაიონში, თითქოს
მართლაც ნაძალადევად შემოჭრილ ზესტაფონის 5 ნომერში, მეხუთე სართულზე. ხუთს პლუს
ხუთი უდრის ათს. ჩემი ბინის ნომერიც ეს არის – ათი.

ახლა სკოლაში აღარ ვარ, გავიზარდე, ტყუილიც აღარ მეტევა. სამსახურში ხშირად ვაგვიანებ,
მაგრამ არა ისე, რომ ზესტაფონიდან მოვდივარ-მეთქი, დავიჩემო.

თითო სართულის გასავლელად სტანდარტულად ორი წყვეტილი კიბის ჩავლა მიწევს. ყოველი
კიბე ათი საფეხურისგან შედგება. კიბეების შემდეგ – ზესტაფონი და ხუთი წუთი ფეხით. მერე
მეტრო, მეტროში კიდევ ათი წუთი. სულ ხუთი სადგური. მატარებელი თითო სადგურს ორ წუთს
ანდომებს. ორჯერ ხუთი უდრის ათს. ვაგონიდან გამოსულს ესკალატორზე ორი წუთი მჭირდება.
ჩემს ოფისს ყველაზე კარგად თავისუფლების მეტრო უდგება. მას შემდეგ, რაც ესკალატორიდან
ამოვდივარ, შემაჯამებელი 15 წუთი მაქვს ფეხით გასავლელი, ჰაერით დახრჩობისთვის,
რომელიც თავად იხრჩობა უჰაერობით, და აი, ოფისის კარებს მივჩერებივარ.

ეს არის ჩემი სამუშაო კვირა. კვირაში შვიდი დღეა. შვიდს მინუს ხუთი უდრის ორს, ჩემს ორ
დასვენების დღეს.

ოფისამდე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი ქუჩაა გასავლელი. მივიწყებული და მოწყენილი –


ნაძალადევი ზესტაფონი. ვიწრო ქუჩას მივუყვები. ნანგრევებზე, სადაც შარშან ჩემს ყოფილს
ჩემს უახლოეს მეგობართან ჰქონდა სექსი, ახლა პირამიდაა აშენებული. უფრო ზუსტად,
სასტუმრო „პირამიდა“. ალბათ, სიმბოლურია, რომ რეალურად სასტუმრო იაფფასიანი
ბორდელია და ახლა აქ ყოველდღე სექსი აქვთ – იაფფასიანი სექსი?!

6
სასტუმროს წინ ხარაჩოებია. ხარაჩოები დეკორაციაა, ასევე ილუზია, რომ კიდევ რაღაცა
იგეგმება, თუმცა მთავარი პრაქტიკული გამოყენება, როგორც ჩემი მეზობელი ლადო ამბობს,
გარე მოვაჭრეებისგან თავის დაცვაა. ლადოს დედა გარემოვაჭრეა. ლადოს თქმით, მას შემდეგ
რაც ქუჩაზე სასტუმრო აშენდა, ხოლო მის წინ ხარაჩოები განლაგდა, დედას შემოსავალი
გაუნახევრდა. ახლა სუფთა მოგება დღეში 5 ლარი რჩება.

იაფფასიან და ყოფილის სექსს ლადოს დედის 5 ლარი მინაცვლებს. ახლა ამ 5 ლარზე


ვფიქრობ. რაში ხარჯავს ლადოს დედა 5 ლარს? იქნებ ლადო აზვიადებს და დედამისს დღიური
მოგება სულაც ათი ლარი რჩება? ხუთს პლუს ათი ტოლია თხუთმეტის. სასტუმროს ვცდები და
კადრში ლადოს დედაც შემოდის. ახლა მარტო აღარ ზის. ქუჩის ბოლოში რამდენიმე
გარემოვაჭრე ჩამწკრივებულა. მუყაოს ყუთებზე, რასაც ზოგი დახლსაც ეძახის, გახსნილი
სიგარეტის კოლოფები უწყვიათ. თითო ღერს 15 თეთრად ყიდიან, წარსულს ჩაბარდა დრო,
როდესაც 15 თეთრად სამ ღერ სიგარეტს გააფუილებდი. მაშინ, ბავშვობაში, დღეში სამ ღერზე
მეტი არც გჭირდებოდა. ერთი ღერი სახლიდან გამოსვლისას, მეორე – კლასელებთან ერთად
სკოლის ტუალეტში და მესამეც – სკოლის შემდეგ, გზად სახლამდე. ახლა კი რა გამოდის?
ზოგჯერ დღეში ერთი კოლოფიც არ მყოფნის...

ხელს ჯიბეში ვაცურებ და გამარჯვებულის შესაშური მოძრაობით იქიდან სულ ახალ, გაუხსნელ
კენტის კოლოფს ვაძვრენ. კოლოფს ვხსნი. ლადოს დედას ვესალმები და რატომღაც ეს ქალი
მოწყენილ ფუნთუშას მაგონებს, ისეთს ნამდვილად არა, ამერიკულ ფილმებში პოლიციელები
რომ ჭამენ. ქალიც მესალმება. რომ არა ეს რუტინული შეხვედრა, ალბათ, ერთმანეთს
გამოველაპარაკებოდით კიდევაც, მაგრამ არა აქ და არა ასე. კვირაში ხუთი დღე ჩვენ ერთმანეთს
ზუსტად ამ ადგილას ვხვდებით. ქალი მიღიმის, მე ვესალმები, რაზეც ისიც სალმით მპასუხობს.
ეს ჩვენთვის, ორივესთვის სამუშაო დღის დასაწყისია, ლალი დეიდა უკვე სამსახურშია
გამოფენილი, მე კი სამსახურში მივდივარ, რათა ოფისში შევიკუჭო. ლალი დეიდას მოწყენილი
სახე და მის დახლზე სიგარეტის კოლოფები, რომლებიც თითქოს პირდაფჩენილები
მომჩერებიან, ყოველთვის მიბიძგებენ, ჩემს კოლოფსაც პირი მოვაღებინო. ესეც ერთგვარი
რუტინაა – ლალი დეიდასთან მისალმება და სიგარეტისთვის მოკიდება.

ლალი დეიდას დახლი მარტო გახსნილი სიგარეტის კოლოფებით არ შემოიფარგლება. დახლს


სხვა ანაქრონიზმებიც ამშვენებს. საღეჭი რეზინები ცალობით – „ბაბოლის“ შთამომავლები,
ფოჩიანი კანფეტები, უცნაური წარმომავლობის შოკოლადები, სეზონური ხილი, ზაფხულიდან
გამომდინარე საწუწაო წყლის თოფები და სხვა უამრავი რამ, რაც პატარა ბავშვებს და
ლადოსნაირ გაჭირვებულ ზრდასრულებს იზიდავთ.

დახლებს ვცდები. სიგარეტი თითქმის ჩაიწვა. მეტროს სადგური უკვე გამოჩნდა, მაგრამ ახლა
ახალი ფიქრი მიტაცებს: სულ რაღაც ასი მეტრით ქვემოთ და მოგება ნახევრდება? ეს ფიქრი
უაზროდ მეკიდება. გამოსავალს ისევ ლადოს სიტყვებში ვპოულობ: „ჩვენს ქუჩაზეც კი უკვე ორი
სუპერმარკეტი გახსნეს, გარემოვაჭრეებს შეგნებულად ქვემოთ, მეტროსთან აჩოჩებენ. ხალხს
რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ეზარება, მაგათი „ორი ნაბიჯი“ და „იოლი“ დედაც მოვტყან“.

ჰო, ახლა ლადოს დედა და მისი კოლეგები მეტროდან გამოსულების იმედზეღა არიან. ქუჩის
ზედა კორპუსები სუპერმარკეტებმა აითვისეს. ხალხი კი ყოველთვის იოლ ორ ნაბიჯზე
ფიქრობს.

7
ანაქრონიზმები ოდესმე საბოლოოდ ქრება, თუმცა მათ ადგილას ახალი ჩნდება. ალბათ, ესეც
უსასრულო პროცესია. არც დღევანდელ სუპერმარკეტებს უწერიათ ხანგრძლივი და იოლი
სიცოცხლე.

ანაქრონიზმს ანაქრონიზმი ანაცვლებს, ჯეკს – შემდეგი სიმულაციები. მე უკვე მეტროს


სადგურში ვარ, ჩემს წინ კი, შუშის მეორე მხარეს ქალს სახე კროსვორდში აქვს ჩარგული.
სათვალე სევდიანად უთამაშებს, დანის პირზე გადის, თავის რამდენიმე მილიმეტრით დახრაც
და სათვალე შიგ კროსვორდში გაეხვევა.

– ორი ლარი. – ვეუბნები ქალს, ხუთლარიანს ვაწვდი, თან სამგზავრო ბარათსაც ვურთავ. ახლა
ამ ქალზე ვფიქრობ. ალბათ, ლადოს დედაზე მეტი შემოსავალი ექნება. დღიურად რომ
გადაანაწილო, მისი ხელფასი 10 ლარზე მეტი ნამდვილად გამოვა. მაგრამ რამდენი? არც
ბევრად მეტი. ალბათ, მაქსიმუმ 25 ლარი. ოცდახუთი გაყოფილი ხუთზე ხუთია. ხუთჯერ მეტი კი
ჰქონია დღიური შემოსავალი.

სალაროს გვერდით ჩასარიცხი აპარატი დგას. ფულის ჩასარიცხად ეს საშუალება უფრო


მოსახერხებელია, მაგრამ ჯერჯერობით ხურდას ვერ აბრუნებს. საინტერესოა, სრულფასოვნად
როდის ჩაანაცვლებს ჩასარიცხი აპარატი რობოტიზირებულ მუშაკს. ფირმებში, როგორც ლადო
მოიხსენიებს ხოლმე ევროპას, კროსვორდიანი ქალები ხურდის დამბრუნებელმა ჩასარიცხმა
აპარატებმა უკვე წლებია ჩაანაცვლეს. „რას ვიზამთ, მუშის გაჩენა უფასოა, რობოტი ყოველთვის
გარკვეულ თანხასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ შენახვა აღარ უნდა“. – სხვათა შორის,
ესეც ლადოს სიტყვებია.

ქალი, როგორც ეს რუტინას შეჰფერის, არ მიყურებს. ფულს და ბარათს მექანიკური მოძრაობით


მართმევს. კიდევ ერთი-ორ დაზეპირებულ მოძრაობას ასრულებს. ბარათზე ორი ლარი და
ხელში ხურდად სამი რკინის ლარიანი ჩემია. ხურდა ფულს ზურგჩანთის პატარა ჯიბეში
ვაჩხრიალებ, სამგზავრო ბარათს კი მექანიზებულ კონტროლიორს ვადებ. მოწყობილობა
შესაფერის ხმას გამოსცემს, იქვე მდგომ კონტროლიორს, ამჯერად ადამიანს, ატყობინებს, რომ
თანხა ჩამომაჭრა და შემიძლია მეტროთი ვიმგზავრო.

დანადგარზე ვფიქრობ. ოდესღაც მსგავსი დანადგარი არ იყო, შესაბამისად მის მოვალეობას


ადამიანი ასრულებდა. გაჩნდა დანადგარი, მაგრამ ამ დანადგარს მაინც ადამიანი
აკონტროლებს. რა გამოდის? ეს არ არის დანადგარებისა და რობოტების სამყარო, მაგრამ ვერც
მხოლოდ ადამიანებისას დავარქმევთ. უცნაურ დროში გვიწევს ცხოვრება. ჰიბრიდში:
ცნობიერების არმქონე რობოტებისა და ცნობიერების მქონე რობოტიზებული ადამიანების
ეპოქაში. რთულია თქვა, რა არის ნამდვილად ანაქრონიზმი. ხვალ შეიძლება თავად ამ სიტყვის
მთქმელი ადამიანი იქცეს ანაქრონიზმად.

მეტრო „გოცირიძე“ სხვა გაჩერებებისგან გამორჩეულია. ის იშვიათი გამონაკლისია, დიდუბის


სადგურთან ერთად, სადაც გაჩერება მიწაში კი არ არის ჩამძვრალი, პირიქით, მიწის ზემოთ აქვს
თავი ამოყოფილი. კიდევ უფრო ზემოთ წამმზომია გამოკიდებული. ჩემი საათი მას ორი წუთით
უსწრებს. მატარებელი ორი წუთის წასულია, კიდევ ორ წუთში ახალი მოვა. ათს უკლია ხუთი
წუთი. როგორც ყოველთვის, სამსახურში ამჯერადაც მაგვიანდება. თუმცა, ჩემთვის ესეც

8
რუტინაა. არც მახსოვს, სამსახურში ბოლოს დროულად როდის მივედი. რაც მთავარია, ნახევარ
საათს არ ვაცილებ, ამას უკვე არ მაპატიებენ. თუმცა, არიან ტოპმენეჯერები, ორი საათის
დაგვიანებაც რომ ეპატიებათ, მაგრამ არსებობენ ახალბედები, მათთვის ერთი წუთის
გადაცდენა დაგვიანებაა! დრო ფარდობითიაო, ტრანსპორტით მგზავრობისას დაასკვნა
აინშტაინმა და რთულია, არ დავეთანხმო.

მეტროს მოსვლამდე გარემოს ვათვალიერებ. ესეც ტრადიციაა. ბაქანზე ათნი ვართ.


სავარაუდოდ, მათაც აგვიანდებათ. როგორც წესი, ჩვენს ქალაქში სამსახურების უმრავლესობა
ათ საათზე იწყება. დაგვიანებას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. ახლა რომ ათის ნახევარი
იყოს, ბაქანზე მინიმუმ ორჯერ მეტი ადამიანი ვიქნებოდით, შესაბამისად, ვაგონშიც მეტი
დაგვხვდებოდა...

გაჩერების მეორე მხარესაც ათნი არიან. უცნაური დამთხვევაა. ისიც ემთხვევა, რომ ორივე
მხარეს მატარებელი ერთდროულად მოდის. ქუჩის ხმაურს რელსებზე გასრიალებული რკინის
გუგუნი ფარავს. კარები იღება და ვაგონებში ვნაწილდებით. ადამიანისა და რობოტის
სინთეზირებული ხმა გვაფრთხილებს, რომ კარები იხურება და ნელ-ნელა ვაგონები იძვრება.
ჩვენ ქალაქის ცენტრისკენ მივემართებით, ისინი კი კიდევ უფრო გარეუბნისკენ.

„ნუ მიეყრდნობით“-ს ვეყრდნობი, ზურგჩანთას ვხსნი და იქიდან სასწრაფოდ წიგნს ვაძვრენ.


ბევრისთვის ჩემნაირი სახეზე წიგნებაფარებული ტიპები, მაგარი განათლებულები თუ არა,
წიგნის ჭიები ნამდვილად ვართ. ვიღაცისთვის – სექსუალურებიც. ზოგჯერ ასეთებს ფოტოებსაც
გვიღებენ და მერე ფეისბუქზე გვტვირთავენ. რეალურად, ვისაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში
წიგნი ერთხელ მაინც წაუკითხავს, იცის და დამეთანხმება, რომ ეს არის ყველაზე კარგი
საშუალება მგზავრობისას უაზროდ თვალების ცეცებისგან თავის ასარიდებლად. თან
პოზიორობ, ნაკითხი ხარ...

„დღესაც, როდესაც იმედები გამიცრუვდა, შეუძრწუნებლად არ შემიძლია ვიფიქრო მზის


გაცივებაზე; დაე, ადამიანებმა ჩემი გასვენების შემდეგ მეორე დღესვე დამივიწყონ, ეს სრულად
არ მწყინს; სანამ ისინი იცოცხლებენ, მეც მათთან ვიქნები, შეუმჩნეველი და უსახელო,
ვიარსებებ ყველა მათგანში, ისევე როგორც ჩემში არსებობენ მილიარდობით აღსრულებულნი,
რომელთაც მე არ ვიცნობ, მაგრამ ვიცავ მათ განადგურებისგან, მაგრამ თუ კაცობრიობა მოისპო,
იგი ნამდვილად დახოცავს თავის მიცვალებულებს“.

სარტრი და მისი „სიტყვები“. ყოველთვის ასე მემართება; წიგნიდან რაღაცა მისტიკურს,


გაუგებარს, ან გინდაც ახლობელს თუ ამოვიკითხავ, კითხვას ვწყვეტ და უაზროდ ვაჩერდები,
იმას ვაჩერდები, რაც იმ მომენტში ჩემთვის არ არსებობს. ახლაც ასე დავყურებ მარჯვენა
მხარეს შეთხელებულ ფურცლებს, მაგრამ აღარ ვკითხულობ. მარცხნივ უამრავი ფურცელი
მოვიტოვე, თუმცა ასე არცერთ აბზაცს არ ჩავუფიქრებივარ. აქ ეს სიტყვები მიტივტივდება:
„მთელი კაცობრიობის ისტორია, ერთი უკვდავი ადამიანის ისტორიაა“. ამ ორ წინადადებას
შორის სითბოს ვგრძნობ. ისინი თითქოს ერთმანეთისთვის შექმნილან. დრომ ერთმანეთში
გადაადნო კიდეც. და აი, მეც სითბოთი ვივსები, თითქოს საიდუმლოს ვეზიარე, ჭეშმარიტება
გავშალე და შიგ შევგორდი... სითბო ცივდება, მეორე წინადადების ავტორს ვერ ვიხსენებ,
მაგრამ მალევე თავს ვიმხნევებ – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაწერა, ვინ გაიფიქრა, ეს ხომ

9
მხოლოდ მისი არ არის და არც არასდროს იქნება. ხელისგულებში მოკალათებული წიგნიც ხომ
ამას მეუბნება – რამ გაგვყო და რამ დაგვყოო.

ჰო, „ყველა ერთი ვართ, თითქოს უსასრულო მექანიზმი. ერთუჯრედიანიდან კომპლექსურ და


კომპლექსებიან ადამიანამდე“. ეს უკვე ხვთისოს სიტყვებია, ღმერთობას რომ იჩემებს.
წინადადება შეიძლება ისეთი დალაგებული ვერაა, როგორც ზედა ორი, მაგრამ იდეურად რითი
ჩამოუვარდება? მგონი ხვთისო კიდევ უფრო შლის და მეტადაც საინტერესოა.

აქ დაჩქარებულად, თითქოს სულ ახლახან ყურში ჩამჩურჩულეს, რომ სამყაროს აღსასრულამდე


წამებია დარჩენილი, წასაკითხად შემორჩენილ სულ რამდენიმე ფურცელსაც მარცხნივ ვუშვებ
და ბოლო გვერდს ვაჩერდები – „ადამიანი, წარმომდგარი ყველა ადამიანისგან, იგი მთელ
კაცობრიობად ღირს, ხოლო მისი ფასი ყოველი ადამიანის ფასია“.

და? ნუთუ მე ახლა სადმე გავედი, თავად მისი უგენიალურესობის სიღრმე, წნევა დავიდე
მკერდზე, „მე გადავცურავ ზღვას“, – (ჩარკვიანი) იქ სადაც ჩვენ-რჩეულნი ვყვინთავთ, თუ ეს
ყველაფერი მორიგი ბოდვაა, ჩვეულებრივად დანაწევრებული, საცოდავი, შეუხედავი კაცის
ფართხალი და შიში... მარტოობის შიში... ბებერი სარტრის უაზრო ნიჰილიზმი. თუ არსებობს
ნიჰილიზმი, მაშინ არსი რაღაა?! ყოველ გასვლას უკან შემოსვლა მოჰყვება, ყველა ჭეშმარიტმა
რჩეულმა იცის, რომ არაფრით გამოირჩევა.

წიგნს ვხურავ და ქურდივით, თითქოს ვინმეს მოპარვას ვაპირებდე, ჩემ გარშემო თავმოყრილ
საზოგადოებას ვაკვირდები. ისინი ზედაც არ მიყურებენ, ერთმანეთსაც არ უყურებენ, ყოველი
ჩვენგანი მარტოა ვაგონში. ეს მარტოსული და მოწყენილი სახეები, ნუთუ ყოველი მათგანი
მთელ კაცობრიობად ღირს?! და იციან მათ ეს... იციან, რომ რჩეულები არიან და არაფრით
გამოირჩევიან?

ყურში თავისუფლება ჩამესმის – „თავისუფლების მოედანი“, კარები იღება და მე ამ უცხო


სახეებისგან ვთავისუფლდები. ვინ იცის, მათ კიდევ როდის ვნახავ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი,
რომ ვერცერთს ვერ ვიცნობ.

ვაგონში ათი წუთი დავყავი. გაჩერებიდან გაჩერებამდე – საშუალოდ ორი წუთი. ხუთჯერ ორი
უდრის ათს. კიდევ ერთ-ორ წუთს ესკალატორს მოვანდომებ. ესკალატორზე წიგნს აღარ
ვკითხულობ, არადა აქაც იგივეა. თითქოს შენ შენი ტომით ზემოთ ადიხარ, ვიღაცა კი თავისი
ბანდით ქვემოთ ეშვება და აი, შეჯახების მომენტში ერთმანეთს ინდიფერენტული სახეებით
სცდებით. გადამწყვეტ მომენტში კულმინაცია არ დგება.

ხელი ხსახელურისკენ მიმაქვს. რეზინა სასიამოვნოა, მაგრამ ყოველთვის გისწრებს...

ზედა ნაკადიდან გოგოს ვამჩნევ, მაგრამ კარტებს ჯერ არ ვშლი. ვცდილობ, ისე შევხედო, რომ
მან ვერ შემნიშნოს. სილუეტი ახლოვდება, ბურუსიდან გამოდის, შავი ზედა აცვია, ან კაბა. ეგ
ორი რამ გაყო. ორივე ხომ ზედა ნაწილს ფარავს. ნუ, კაბა ქვედასაც. უნივერსალია... მეჩვენება,
თითქოს მიყურებს. აქ უკვე ვრისკავ და გამბედავად ვაჩერდები. შევმცდარვარ, ის არ მიყურებს,
მაგრამ როგორც კი მზერას ამჩნევს, თითქოს ამას ელოდაო, ისიც ამითვე მპასუხობს და მე

10
მალევე უკან ვიხევ. წავაგე! მოვტყუვდი! არადა თითქოს პირველი ის მიყურებდა. წიგნი, წიგნი
უნდა მეკითხა...

ესკალატორის კიბეებს პირმოღებული ბასრი რკინა სანსლავს. ამის ყოველთვის მეშინოდა,


ბავშვობაში მეგონა, რომ ჩამიყოლებდა, გავიზარდე და მგონია, რომ ფეხსაცმელებს
გამიფუჭებს. საფრთხეს ამჯერადაც გადავურჩი. მეტროდან გამოვდივარ, სამსახურში უკვე ათი
წუთი დავაგვიანე. ათ წუთს კიდევ 15 წუთი დაემატება. რაც მთავარია ნახევარ საათს არ
ვაცილებ. მეტროდან გამოსვლისთანავე აქაც ხარაჩოები მხვდება. რაღაცა შენდება. ასეა,
„განვითარებად ქვეყანაში სულ რაღაც კეთდება, მაგრამ ქვეყანა არ შენდება“ – ეს უკვე ჩემი
უფროსის სიტყვებია.

უფროსამდე ქალაქის ცენტრი მაქვს გასავლელი. მარცხნივ პარლამენტია, მარჯვნივ – ყოფილი


მერია, მაგრამ ცენტრი კვლავ სტატიკურია. ცენტრს თითქოს ამავე მოედნის ცენტრში
აღმართული მოოქრული წმინდა გიორგი დარაჯობს. სელფის ჯოხით შეიარაღებულ ტურისტს,
ერთი შეხედვით, ეს დარაჯი მარადიული და უკვდავი ეგონება. მისი მარადიული შუბი,
რომლითაც ბოროტებას, გველეშაპის სახით მარცხს უქადის, ქალაქის სტუმრისთვის უსასრულო
ომის სიმბოლო შეიძლება იყოს, ომი, რომელიც ბოროტსა და კეთილს შორის გაჩაღებულა და
დასრულებას არ ჩქარობს. თუმცა, ქალაქის სტუმრებისგან განსხვავებით, ამავე ქალაქის
მკვიდრმა მშვენივრად იცის, რომ თავად ეს მარადიული დარაჯია სტუმარი და მისი ასაკი
თინეიჯერისასაც ვერ უტოლდება. ვინ აღარ მდგარა აქ, ვინ აღარ აუყუდებია ქალაქს
დამცველად და ვინ აღარ ჩამოუგდია. ქალაქმა ვიღაცა სიცოცხლეშივე უარყო, ვიღაცა
სიკვდილის შემდეგ, ზოგის სიკვდილს კი ზეიმითაც შეხვდა. მაგრამ ქალაქი კვლავ ცოცხალია და
მის ვენებში, ქუჩებად რომ გაშლილა, კვლავ მიედინება სიცოცხლე. ერთი განსხვავებით, ეს
დინება აჩქარებულია, ცხენები მანქანებმა ჩაანაცვლეს და ვინ იცის, რა ჩაანაცვლებს მანქანებს.
ბევრი ფანტასტი საერთოდაც მანქანით ადამიანის ჩანაცვლებასაც ფანტასტობს...

თავისუფლების მოედანთან ვარ და მექანიკურად ზემოთ ვიყურები. წმინდა გიორგი ისევ იქ


არის. გულუბრყვილო თინეიჯერი, რომელსაც ქალაქის დაცვა მიუსაჯეს. თინეიჯერს კი, როგორც
ეს ახალგაზრდობაში ხშირად ხდება, თავი უკვდავი და დაუვიწყარი ჰგონია.

ცენტრი, რომელსაც ახლა ის იცავს, ოდესღაც გარეუბანს წარმოადგენდა და გარეთუბანი


ეწოდებოდა. მოვიდა ცარისტული რუსეთი და გარეთუბანი პასკევიჩ-ერევანსკად იქცა.
ცარისტებს კომუნისტები მოჰყვნენ და ერევანსკი ლავრენტი ბერიამ ჩაანაცვლა. ბერიამაც ვერ
დაიცვა ქალაქი დიდხანს, ვერც ბერია დაიცვა ქალაქმა და 1953 წელს ბერიას დახვრეტის
შემდეგ, მოედანი ვლადიმერ ლენინს ჩააბარეს. ლენინს ზურგს მთელი პოლიტიკური სისტემა
უმაგრდებდა, ეს სისტემა კი მთელ მსოფლიოს აზანზარებდა. როგორც ნებისმიერი მიწისძვრა,
მხოლოდ ზანზარის პროცესში, სულ რამდენიმე წამში, ჩანს მარადიული – ზანზარი ყოველთვის
მალე სრულდება და ლენინმაც დატოვა მოედანი. მოედანი გათავისუფლდა და წლების შემდეგ
თავისუფლების მოედანს წმინდა გიორგი გადაეფარა.

ისტორიის გაკვეთილმა ხუთი წუთი წაიღო. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ძეგლის ქვემოთ
ვდგავარ და ბეჯითი პიონერივით მივჩერებივარ. ამ პიონერის აჩრდილის უკან უსუსური
სურვილია. მინდა გავაფრთხილო, რომ მისი აღსასრულიც მალე მოვა. ისიც ჩემსავით მოკვდავია
და დრო ჯალათად მასაც მოაკითხავს.

11
დროზე ჩემი საყვარელი კომიქსის კიდევ უფრო საყვარელი პერსონაჟის სიტყვები მახსენდება;
რომ შემეძლოს დარაჯს ისევ დარაჯის სიტყვებს ვეტყოდი – „საგანს არამარტო სივრცეში,
დროშიც თავისი ფორმა აქვს. ზოგიერთ მარმარილოს ლოდში მომავალი ქანდაკებებია
მოქცეული“.(ციტატა ალან მურის გრაფიკული რომანიდან „დარაჯები“.)

დრო არ იცდის, გზა უნდა გავაგრძელო. მოედნიდან სათავეს წარსულის ძეგლები იღებენ: შოთა
რუსთაველი, პუშკინი, გიორგი ლეონიძე, გალაკტიონი, ლესელიძე და შალვა დადიანი – ეს ის
გზებია, რომლებსაც უნდა გაჰყვე. ამჯერად დადიანი მაწყობს, ჩემს ტაძრამდე ეს გზა მიდის.

დადიანი რაღაცით ზესტაფონის ქუჩას მაგონებს. ვიწროა და თითქოს სივიწროვისგან ცოტათი


მოწყენილიც. შენობები აქაც დაბალია და ჯმუხი, თუმცა ჩემი ქუჩისგან განსხვავებით აქ სელფის
ჯოხებით დადის ხალხი, შესაბამისად, ფასადი უკეთესია. მაკიაჟის ქვეშ გადამალული სევდა
ერთი შეხედვით შეუმჩნეველია და ტურისტის გაღიმებული სახის ფონად მშვენივრად გამოდის.
სივიწროვისა და მოწყენილობის გარდა, დადიანს ზესტაფონთან სხვა დამთხვევაც აქვს, თავად
შალვა დადიანი ზესტაფონელი იყო, ყოველ შემთხვევაში, ზესტაფონში დაიბადა. ჩემგან
განსხვავებით, მას თამამად შეეძლო ეთქვა, რომ ზესტაფონელი იყო.

შალვა დადიანი, გარდა იმისა, რომ ხელოვანი იყო, სსრკ-ის პირველი და მეორე მოწვევის
უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც ბრძანდებოდა. ახლა ამაზე ვიწყებ ფიქრს. როგორ მოხდა, რომ
ქალაქმა თავის ცენტრში წმინდა გიორგი დააყენა, ხოლო მის გზას კომუნისტი ხელოვანი
გაუყენა. ამ ფიქრიდან ნაბიჯების თვლაში გადავდივარ და ქუჩაც მალე მთავრდება.

წმინდა გიორგის რაც უფრო შორდები, მით უფრო მცირდება სელფის ჯოხები და მასთან ერთად
– ფასადებიც. ქუჩის ბოლოში, დადიანის 34 ნომერში, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველი
ნაგებობაა. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში აგებული შენობა სულს ღაფავს, ცოტაც და
წაიქცევა, მაგრამ არ ნებდება. თითქოს გრძნობს, რომ ხსნა ახლოს არის – ტურისტების
რაოდენობა სულ უფრო მატულობს, თბილისიც ვალდებულია, თავის ვეტერანს ყავარჯნები
შეუდგას.

„რეაბილიტაცია-რესტავრაციის ფარგლებში შეკეთდება როგორც საძირკველები და


სარდაფები, ასევე აივნები. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ შენობა პირვანდელ სახეს
დაიბრუნებს. ამასთან, შეძლებისდაგვარად შენარჩუნდება ყველა ის დეტალი, რომელიც
დღემდე სახლის ავთენტურობას ინარჩუნებს“, – ითქვა მედიაში და ამიერიდან მას წინ
ვეღარაფერი აღუდგება. თანამედროვე საქართველოში მედიის სიტყვა, როგორც წარსულში
ქურდის სიტყვა, კანონია. ხელისუფლებას ბევრის თქმა შეუძლია, წინასაარჩევნოდ ხმებზე
მონადირე ინდივიდებს შეუძლიათ გარეუბნები და რეგიონები ესკორტით შემოიარონ, ხალხს
იმას შეპირდნენ, რაც მოუნდებათ. ასეთ სიტყვას სამყარო არ იმახსოვრებს, თითქოს სადღაც
შორს, დროისა და სივრცის მიღმა იკარგება ბგერები და მეტაფიზიკურ მოლანდებად იქცევა.
ხოლო დანაპირები, რომელსაც მედია გამოიჭერს, სიტყვას, რომელსაც მედია გააშუქებს,
წამიერად დროსა და სივრცეში გადაჯაჭვულ კონტინიუმად იქცევა და მას ვეღარ ამოშლი.
შეგიძლია არ შეასრულო, მაგრამ ოდესღაც ის მაინც წამოგეწევა, ფეხს დაგიდებს და წაქცეულს
ბრბოს მოგიქსევს.

12
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რამდენიმე დღეში მომაკვდავ შენობასთან
მუშები გაჩნდნენ. ისინი თითქოს არ ჩქარობენ, მაგრამ ხარაჩოების გამოჩენა ყველასთვის
გასაგებს ხდის – მალე აქ რაღაცა შეიცვლება! შეიძლება ერთი-ორი მუშის ოჯახის ცხოვრებაც
შეიცვალოს, ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩეს, ჩვენთან ხომ მუშები ჩიტებივით დაფრინავენ.
ჩემს თავს უაზრო დესტრუქციაში ვიჭერ. ახლაც, ისევე როგორც გუშინ და გუშინწინ, მუშების
შემყურეს მიჩნდება სურვილი, რომ ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ არა ისე, როგორც ქალაქმა
გადაწყვიტა. მინდა, რომ შენობა დაინგრეს, დანგრევამდე კი გაბრაზდეს. შენობის პროტესტი
მინდა. მინდა, რომ ეწყინოს, თავი გამოყენებულად ჩათვალოს, ნაწამები სხეული მოადუნოს და
უმწეოდ ჩამოიშალოს, მოკვდეს ისე უცებ და უმნიშვნელოდ, როგორც ეს მუშები იხოცებიან.
მეუფლება შეგრძნება, თითქოს შენობა მისმენს, ჩემს აზრებს კითხულობს...

არაცოცხალი მატერიის გაცოცხლება ბავშვობიდან მახასიათებს. სახლში ყველა ნივთს


ვაცოცხლებდი, ველაპარაკებოდი, ბოლოს კი მათ შორის საშინელ ინტრიგებსაც ვხლართავდი.
ერთხელ – მაშინ 8 წლის თუ ვიქნებოდი – პატარა სათამაშო კაცუნას, რომელიც ხელისგულზე
მეტეოდა, დედაჩემის ბავშვობის დროინდელი სათამაშო შევაყვარე. ვეებერთელა, ტანით
ჩემხელა, სათამაშო სითბოს მოკლებული იყო. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რატომაც პატარა
ინდიელი კაცუნას მიკრობულ გრძნობებს სიყვარულითვე უპასუხა. ყველაფერი კარგად უნდა
ყოფილიყო, მაგრამ სიყვარული რისი სიყვარულია, თუ მას საფრთხე არ დაემუქრა. საქმეში
ნარდის კამათელი ჩაერთო. კამათელმა თავისი ოჯახი დაანგრია, გაშორდა მეორე კამათელს,
რომელიც, თავის მხრივ, მისი იდენტური იყო და პლატონის სიყვარულისამებრ(პლატონის
„ნადიმში“ გვხვდება ეპიზოდი, სადაც მრგვალი, მრავალსახიანი მითური არსებები ღმერთმა
დასაჯა და შუაზე გახლიჩა, მას შემდეგ დავეხეტებით და ვეძებთ ჩვენს მეორე ნახევრებს.
ნამდვილ სიყვარულად პლატონი ამ ორი ნახევრის შეერთებასა და ერთი მთლიანის
წარმოქმნას მოიაზრებს.), მისი მეორე ნახევარიც ეთქმოდა. მიტოვებული კამათელი სულ მალე
სადღაც გადაიკარგა, ისე, რომ ვეღარავინ იპოვა. მთელი ოჯახი ვეძებდით, მაგრამ უშედეგოდ.
დავრჩით უკამათლოდ და ბაბუას ახლის ყიდვა მოუწია. თუმცა, სანამ ჩვენს ოჯახში ახალი
კამათელი შემოვიდოდა, უეცრად ინდიელი კაცუნაც დაიკარგა. ამან ძალიან შემაშფოთა, სად არ
ვეძებე, მაგრამ უშედეგოდ.

ეს იყო მკვლელობა! ბოროტმა კამათელმა ჯერ თავისი მეორე ნახევარი მოიშორა, შემდეგ კი
სიყვარული თოჯინასაც მოუკლა. ახლა ის ორი იყო დარჩენილი. ორივე – მარტოსული და
მიტოვებული. რაღა იდგა მათ შორის?! ახალი სიყვარული უნდა დაბადებულიყო, მაგრამ მე ხომ
ვიცოდი, რაც მოხდა, თუ არ ვიცოდი, ეჭვი ხომ მქონდა?! ასეთ პატარა ასაკში ბოროტების
გამარჯვებას ვერ დავუშვებდი. ნარდის ყუთიდან ბოროტებაში ეჭვმიტანილი კამათელი
მოვიპარე და ფანჯრიდან მოვისროლე. ჩემთვის ტრაგედიის დეტალები ახლაც ბუნდოვანია. არ
ვიცი, როგორ დაიკარგა ინდიელი კაცუნა და არც კამათელზე ვიცი რამე. მხოლოდ წლების
შემდეგ, როდესაც მეგობარს ნარდს ვეთამაშებოდი და ხელში ორი იდენტური კამათელი
მეჭირა, მივხვდი, რომ შეიძლება სამართალი ვერ აღვადგინე, პირიქითაც, ვინ იცის, იქნებ
სრულიად უდანაშაულო კამათელი მოვისროლე ფანჯრიდან. როგორ შეიძლება ორი იდენტური
კამათლის გარჩევა?!

ბავშვობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე ვფიქრობ და წელში მოხრილ შენობას მივჩერებივარ.


რა მოხდება, ახლაც იგივე რომ გამეორდეს, და ჩემს ფანტაზიას ეს სახლიც შეეწიროს? არც
არაფერი დაშავდება, თუ ჩემზეა, დაე, შეეწიროს. ხვალ ჩამოინგრეს.

13
***

შენობის საპირისპირო მხარეს ვტრიალდები. იქ ჩემი უფროსია, იქ ჩემი მსახურობის დროა. სა-
მსახური! 5 წუთიც და ჩემი დაგვიანება ნახევარ საათს გადასცდება, მერე კი მე შევეწირები.
ჯიუტად მინდება რამდენიმე წამის ასე, არაფრის მომცემად დგომა, მაგრამ ვხვდები, რომ
შეუძლებელია. დრო კიდევ რამდენიმე წამს მომცემს და აღარ დამინდობს, დრო არაფერს
ინდობს, ყველაფერს იწირავს.

რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და შენობა მისრუტავს. საფეხურებზე ავდივარ და სამსახურში ვარ.


დღეს პარასკევია. პარასკევი ყველას უყვარს. ნათქვამია, სიყვარული ადუნებსო. ამ დღეს ყველა
მოშვებულია. თითქოს საათებს ვითვლით და დღის ბოლოს ბორკილებს ვიწყვეტთ. ალბათ ეს
არის იმის მიზეზი, რომ პარასკევს ყველა აგვიანებს, ისინიც კი, ვინც ზოგადად არ აგვიანებენ.
ჩემს დეპარტამენტამდე რამდენიმე მეტრი მაშორებს. გზად თანამშრომლები მხვდებიან, მათ
სახეზე ვცნობ, ერთი-ორს სახელითაც. უაზრო ღიმილზე ღიმილითვე მპასუხობენ. სულ მალე
ცივ მისალმებას თბილიც მოჰყვება. დეპარტამენტის კარს ვაღებ და ჩემს ოფისში ვარ. აქ
მარიამი, ნინი და ბაჩო მხვდებიან. ღიმილით მისალმებას ვერბალურსაც ვაშველებთ.

– როგორ ხარ, როგორ?

ომახიანად მეკითხება ბაჩო.

– როგორ იქნება, დაგვიანებულად.

თითქოს ერთხმად ამბობენ ნინი და მარიამი. ოთხივე ვიცინით. მე ჩემს სამუშაო ადგილს
ვპოულობ, ზურგჩანთას ვიხსნი, ქურთუკს ოფისის გორგოლაჭებიან სკამზე ვკიდებ და ამავე
სკამში ვეფლობი. რიტუალი შესრულებულია, მაგრამ დასრულებული არ არის. ახლა უნდა
დავიხარო, თითებით პროცესორის ჩამრთველი ღილაკი მოვძებნო და მონიტორი გავანათო.
ზუსტად ხუთ წამში ასეც ხდება.

123123 – შემყავს კოდი, რომელსაც სამუშაო კომპიუტერის ჩასართავად ვიყენებ. ამავე კოდს
იყენებს ყველა. კოდის იდეა ჩვენს დირექტორს და კომპანიის მფლობელს ეკუთვნის. არსებობს
ლეგენდა, რომ მის სამუშაო კომპიუტერზე სხვა კოდია. ლეგენდა ლეგენდად რჩება. აბა მიდი და
შეამოწმე, მაგრამ მაინც თუ შეამოწმებ, მიდი და თქვი, რომ შეამოწმე. ამაში არაფერია
უჩვეულო. ლეგენდები იმისთვის არსებობს, რომ არავინ შეეხოს... თუმცა, დრო მაგასაც ეხება.
ქმნის და თავადვე ივიწყებს... საინტერესოა, ასი წლის შემდეგ ამ შენობაში რა იქნება, ვინმეს თუ
ემახსოვრება ჩვენი დირექტორი...

– ვიქტორმა გიკითხა.

14
ბაჩო რეალობაში მაბრუნებს. ის ჩემ გვერდით ზის. მისი მონიტორი ჩემსაზე ორჯერ დიდია,
ხარისხითაც ერთი ამდენჯერ უკეთესი. ბაჩო დიზაინერია და ჩემს თავში დაბადებულ იდეებს
მონიტორზე აწყობს.

– მეკაიფები? ასე ადრე? რა უნდოდა?

შეკითხვებს ვაყრი და ვხვდები, რომ ავიჭერი. ბაჩოც ხვდება და ღიმილით მპასუხობს.

– სითბო.

ჰო, ცენტრალური გათბობის კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს სხვა რა ენდომება.

– მის გულში სულ თბილა.

ვცდილობ ვიხუმრო და ჩემს საცოდაობაზე უფრო მეღიმება. მართლა, ნეტა რა უნდა, დილის
სტაიაკი ჩემზე უნდა დაიგდოს? არადა პარასკევი დღე იყო, რამდენიმე საათიც და წინ
უდარდელი გულავი მქონდა. ზანტად ვდგები და დილის სტაიაკთან შესაგებებლად ვემზადები.
კარს ვაღებ და ოთახიდან გავდივარ. წინ მეორე კარი და კიდევ უფრო დიდი ოთახია.

– Victory.

ზურგსუკან მეწევა ბაჩოს ხუმრობა, რომელიც ნაწილობრივ გამხნევებაც არის. უსასრულობამ


იცის, ვიქტორი რა ხასიათზე დამხვდება, გამარჯვება ნამდვილად არ მაწყენდა...

კაბინეტში შესვლამდე უფროსმა აუცილებლად უნდა იგრძნოს, რომ პრივილეგირებულია.


კაბინეტის კარზე შეკრული მუშტის შეხების შემდეგ თითქოს რაღაცა მთავრდება და ახალს
ელოდები. ეს ახალი ნებართვაა, რომელიც შენ, მოკვდავს ბგერების სახით ჩაგესმის – „შემოდი“
და შედიხარ. არ აქვს მნიშვნელობა, კართან მარტო დგახარ თუ სხვა თანამშრომლებთან
ერთად, უფროსის კაბინეტში ყოველთვის უმცირესობაში ხარ. უფროსთან ვერასდროს შეხვალთ,
მხოლოდ შეხვალ...

– თუ იცი, რატომ დაგიბარე?


მიღიმის ვიქტორი და ჩემგანაც იმავეს ელოდება, იღებს კიდევაც.

– დაჯექი, უნდა დაგელაპარაკო.

ვჯდები. მიყურებს. ვუყურებ. ყველა უმაღლესდამთავრებულმა, მით უმეტეს, მარკეტოლოგმა,


იცის, რომ საქმიანი შეხვედრისას ერთმანეთს სახეში უნდა უყურონ, როგორც ეს პირველ
კოცნამდე ხდება.

– დავიწყებ იმით, რომ შენზე დიდ იმედებს ვამყარებ. ახალგაზრდა ხარ და აი, ახლა ამ ოფისში
ზიხარ.

15
უცებ წესები მავიწყდება და ოფისის თვალიერებას ვიწყებ. ვიქტორს ეს არ ეპარება.

– მოგწონს, ხო? – პასუხს არ ელოდება, აგრძელებს, – მეც მომწონს. მარტო ჩვენ კი არა, ბევრს
მოსწონს. ამ კომპანიაში ყველას მოსწონს.

კიდევ ერთხელ იტყვის „მომწონს“ და შეიძლება გავრეკო.

– შენ გეგულება ჩვენი თანამშრომელი, ვისაც ეს ოფისი არ მოსწონს?

აქ უკვე ჩუმდება და პასუხს ელოდება.

– არ მეგულება...

– სწორიც ხარ. სამყარო ერთ ადგილზე არ დგას, ის ყოველთვის სადღაც მიიწევს.

აქ მეჩვენება, რომ ლაპარაკს ასტროფიზიკაზე დამიწყებს. მგონი, ასეც აპირებს...

– არცერთი ციური სხეული არ დგას ერთ ადგილზე. პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები,


სამყაროც კი სადღაც მიექანება. სივრცეც წინ მიიწევს, ჩვენი კომპანიაც ფართოვდება.

აქ კვლავ ჩუმდება. მცდის, ახლა მე უნდა გავაგრძელო.

– დიახ, ჩვენ წინ მივიწევთ...

– რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ყველა თანამშრომელზე.

სიჩუმე. აქ მეც ჩუმად ვარ. უნდა, რომ ვიღაცას ხელი დავადო. ან, შეიძლება, ისევ მცდის, ამ
შიზოფრენიკისგან ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება, ჩვენს გუნდურ შემართებას ცდის.
ეს ის თამაშია, რომელშიც გეიმერიცა და კოდის ავტორიც ვიქტორია. კვლავ ჩუმად ვარ.

– მისმინე, აქ ყველა ვერ შემოდის. ძალიან ბევრი ასაკით შენზე ორჯერ დიდია, მაგრამ ეს ოფისი
შიგნიდან თვალითაც არასდროს უნახავს. ისინი მოდიან და მიდიან. ისინი ქუჩაში
გამვლელებივით არიან, არავინ იცის, საიდან ჩნდებიან და სად ქრებიან. რა უნდათ, რა
ამოძრავებთ. თითქოს მოვალეობას ასრულებენ და უკვალოდ იკარგებიან...

სარტრი და ვიქტორი ერთმანეთს ვერ გაუგებდნენ.

– გამიგე?

– დიახ.

– ჩვენი მიზანია, ქუჩაში გამვლელებისთვის არაფრის მომცემი უჯრედების გროვა არ ვიყოთ.


ჩვენს თავზე ინფორმაციას უნდა დავატარებდეთ, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ ვართ, რა
გვიკეთებია და რა გვინდა. ეს არის გამარჯვება. რაც უფრო მეტი თანამშრომელი იქნება ასე,

16
კომპანიაც მით უფრო გაძლიერდება. გამვლელები შემოგვხედავენ და „შენი ტემპერატურის
გარანტი“ მათთვის ხარისხის გარანტიც იქნება.
სითბოსა და სიგრილეს ბევრი მოგცემს, მთავარია ხარისხი! ბაზარს არ სძინავს, ჩაგთვლემს და
შენს ადგილზე უკვე კონკურენტი ზის. ვერ ყიდი თავს, სხვა გაგყიდის.

მელოტ თავს იფხანს. თმისგან მიტოვებულ კანს ოქროს საქორწინო ბეჭედი ეხება. ცენტრალური
გათბობის ეს მბრძანებელი ჰობიტად – არა, მაგრამ ორკად ნამდვილად გამოდგება. მგონი,
სიტყვებს არჩევს, რაღაცის თქმა უნდა. გოლიათებისთვის გათვლილ ვეებერთელა სკამში
უხერხულად ვიშმუშნები.

– მინდა, თქვენი დეპარტამენტი უფრო გააქტიურდეს. რომანსაც ველაპარაკე და მასაც, ისევე


როგორც მე, ფეისბუქპოსტების ვიზუალი არ მოგვწონს. მგონია, რომ უკეთესი იქნება, თუ
პოსტების ვიზუალსაც შენ გააკეთებ. თუ თვლი, რომ საკმარისი ცოდნა არ გაქვს, შეგვიძლია,
შესაბამისი კურსებიც გაგატაროთ. ხელფასიც მოიმატებს. მეტი საქმე – მეტი ფული. მეტი შრომა
– მეტი მოძრაობა. მეტი მოძრაობა, მეტი ცნობადობა, გაფართოება.

აქ უცებ ჩუმდება. მერე ისევ მიღიმის.

– ბაჩოს მე დაველაპარაკები. ეს ყველაფერი ასე უცებ ხვალ არ შეიცვლება. გადაბარება –


გადაბარგებას დრო სჭირდება და ბაჩოსაც ასე უცებ ხომ არ გავუშვებთ. დანარჩენ დეტალებზე
რომანი დაგელაპარაკება.

მორჩა. თავისუფალი ვარ. ბაჩო – გათავისუფლებული.

***

სამუშაო ოთახში ვბრუნდები, მაგიდასთან ვჯდები და მონიტორს ვაჩერდები. ასე თითქოს


დროს ვყინავ, მაგრამ ის მაინც გადის და სულ მალე ბაჩო მეკითხება:

– რა უნდოდა?

დროსთან თამაშით ზედმეტად გავერთე, არ ვპასუხობ. მარიამი უხერხულ მომენტს ნავთს


ასხამს.

– მშვიდობაა?

ყინული ლღვება. ახლა ცეცხლი დროსაც ეკიდება.

– სითბო.

17
ვხუმრობ და ვხვდები, მცხელა. მგონი, თანამშრომლები ხვდებიან, რომ მხიარულებისთვის
ნამდვილად არ გვცხელა.

– ახალი ქვაბები ჩამოვიდა. ლინკს ჩაგიგდებთ.

გვეუბნება მარიამი. რამდენიმე წამში ფეისბუქზე ვარ, საერთო – სამუშაო ჩატს ვხსნი და
ქვაბების ვიზუალი ეკრანს მიფარავს. საინტერესოა, ვერბალურ კომუნიკაციებს ციფრული
შეტყობინებები ბოლომდე როდის ჩაანაცვლებს. როცა ლინკი უკვე თავისთავადად
მოწოდებული ინფორმაცია იქნება და მასზე ინფორმაციის მისაღებად ვერბალიზაცია აღარ
იქნება საჭირო. გონებისა და ტექნოლოგიების ახლებურ კავშირზე ვფიქრობ, მაგრამ ბაჩოს
სიტყვები რეალობაში მაბრუნებენ.

– საქმე გვქონია. დავდოთ პოსტი?

პოსტი ნამდვილად დასადებია. ახლა მე და ბაჩო ერთმანეთში რამდენიმე სიტყვას გავცვლით.


მე ტექსტს დავწერ, შემდეგ წარმოვიდგენ ვიზუალს, რომელსაც დაწერილი ტექსტი გამართავს
და ბოლოს, ვეცდები ვერბალიზაციით ბაჩოს ავუხსნა, რა მინდა. ასე გამოცხვება ინფორმაცია
გათბობის ახალ ქვაბებზე, ჩაეშვება უსასრულო ქსელში და ჩვენს მომხმარებლებს ეცოდინებათ,
რომ ვიქტორის კომპანია „შენი ტემპერატურის გარანტი“ მათთვის უფრო დახვეწილ და მოდურ
პროდუქციას ყიდის.

– პოსტის ტექსტს დავწერ და მერე ვიზუალიც მოვიფიქროთ.

ვეუბნები ბაჩოს და მასზე ფიქრს ვიწყებ. უმუშევარი ბაჩო რთული წარმოსადგენია, პირველ
რიგში – თავად ბაჩოსთვის. მე უკვე წარმოვიდგინე, ვიქტორმა – ჩემამდე, აი რომანმა კი მგონია
ეს ყველაფერი სულ პირველმა დაინახა. უეჭველი რომანას ნაჩალიჩარია. ეგ პატარა მწოველი
ვიქტორს ყლეზე მეტად ტვინს უწოვს. „ორმოცდაათს გადაცილებული, გამელოტებული,
ჭკნობადაწყებული ვიქტორი ცოლის გამომშრალ მუტელს გამოგლიჯა და პირში გაბზეკილი,
ახალი ძარღვიანი ყლე ჩასჩარა“. ეს სიტყვები ბაჩოს ეკუთვნის და რთულია, არ დაეთანხმო.
რთული იმის თქმაცაა, რომანს რამდენად ძარღვიანი ყლე აქვს, მაგრამ კიდევ უფრო რთულია
მიხვდე, ვიქტორი ტყნავს რომანს, რომანი ვიქტორს, თუ მორიგეობით, მაგრამ ის, რომ
ორმოცდაათს გადაცდენილი, წარმატებაზე ორიენტირებული ვიქტორი 19 წლის რომანზე
ანძრევს, ფაქტია. რომანთან რომანი ვიქტორისთვის რაღაცა მეტაფიზიკურია, იმდენად უცხო
და ამავდროულად ახლო, რომ ტიპი მოინათლა და ნათლიად 19 წლის მძრეველა ათეისტი
ბავშვი აიყვანა. „ეს საბოლოო განაჩენია ჩვენთვის, ორი უფროსი გვყავს, მელოტი და უფაჩრო
ყლე“. თქვა მაშინ ბაჩომ და აგერ ერთი თვის თავზე განაჩენიც. განაჩენი კი ჩემით გამოუტანეს,
ყელში ჩემი უნარები გამოუსვეს.

თვალწინ რომანი და ვიქტორი მიდგანან. ვიქტორი თავის ძვირფას, ვეებერთელა ტყავის


სამუშაო სავარძელშია ჩაფლული, შარვალი ჩახდილი აქვს, რომანი კი მის ფეხებს შუა პირით
მუშაობს. უცებ მინეტს ხელით ანაცვლებს, პირს ამჯერად სხვა რამეში იყენებს – „ვიქტორ, რათ
გვინდა ეს ბაჩო? ეგოს თავში იბადება პოსტები და მერე ეს ბაჩო ცდილობს ფორმა მისცეს.
ჯობია თვითონ ეგოს ვასწავლოთ მარტივი პროგრამები“. ვიქტორი იმარჯვებს, ათავებს და ორ

18
კურდღელს ერთად იჭერს. „კარგი იდეაა“. ეუბნება და რომანს თავზე ხელს უსვამს, დაზოგილ
ფულს თითქოს ხელით ეფერება. რომანი დაწითლებულ ყლის თავს ენით სპერმისგან
უსუფთავებს. ფული დამიზოგია და ყლის თავიც დამიბანიაო, ფიქრობს გამარჯვებული
ვიქტორი.

დრო კვლავ ფიქრებში მეყინება. ფეისბუქის რობოტიზებულ სქროლვას ბაჩო მაწყვეტინებს.

– ტექსტი მზად გაქვს?

– მალე მექნება.

– მანამდე ხომ არ მოვწიოთ?

მეკითხება ბაჩო და სკამიდან დგება. ჭორაობა უნდა. სიგარეტი სხვებზე სალაპარაკოდ ყველაზე
კარგი საშუალებაა. ფეხზე ვდგები, ბაჩოს მივყვები. გარეთ გავდივართ. რვა ნომერ „კენტს“
ჯიბიდან აცურებს და ჩემკენ იშვერს. ჩემი სიგარეტი მაქვს, მაგრამ ეს დაპატიჟების ჟესტია და
უარის თქმა უზრდელობაა. ამით ბაჩო პრიმატებისთვის დამახასიათებელ მინიშნებას იძლევა,
„აი, ეს ჩემგან. სანაცვლოდ ილაპარაკე“.

– რომანს არ ევასები.

ვიწყებ ლაპარაკს, მაგრამ სამ სიტყვაში ვჩერდები.

– ეგ პატარა ყლე. რაო ვიქტორმა, რომანამ გუშინ კარგად ვერ მომიწოვაო?

– მგონი, რომ კაკრაზ კარგად მოუწოვა.

ბაჩოს ფერი ეცვლება, თუმცა შეიძლება მეჩვენება. მე ხომ ვიცი, მისი საქმე წასულია, უფრო
ზუსტად, სამსახურიდან წასულია. მგონია, რომ ამ ყველაფერს ხვდება და ახლა კიდევ უფრო
დარწმუნებული ვარ, ცოტაც და, საერთოდაც, ქამელეონივით ფერს ბოლომდე შეიცვლის.
არაფერს ამბობს, არც მე ვჩქარობ. უხერხულობას სიგარეტი წამოეწია და ბოლომდე იწვება.
ბაჩო „კენტის“ღერს ბოლო სასიკვდილო კოცნაზე უშვებს და საფერფლეში სრესს.

– ესე იგი, დამენძრა.

ამბობს და ოფისში ბრუნდება. დამწვარი სიგარეტისკენ მექანიკურად ვტრიალდები და აი, ამ


წამს მისი მადლობელი ვარ, ის რომ არა, საზარელი სიჩუმის დარღვევა სიმართლის თქმით
მომიწევდა. ჩემს სიგარეტსაც საფერფლეში ვაგდებ და ოფისს ვუბრუნდები. დუმილი
თანხმობის ნიშანიაო, უთქვამთ და რთულია, არ დაეთანხმო. რაც არ უნდა თავი ვიმართლო,
ფაქტია, ბაჩო მოვატყუე. მეტის თქმა შემეძლო.

ოფისში ჩვეული გარემოა, ბაჩო მონიტორს მისჩერებია, ნინი და მარიამი ერთმანეთში რაღაცას
ლაპარაკობენ, მაგრამ მე არ ვუსმენ. კვლავ მექანიკური სქროლვა მიტაცებს.

19
„შენ ყიდულობ, ან გყიდულობენ“.

ეს ის სტატუსია, რომელიც ამ უსასრულო ქსელში აშკარად კონტექსტიდან ამოვარდნილს ჰგავს,


მაგრამ ჩემთვის გამოცხადებაა. თითქოს ციფრულ სამყაროში გამოსახული მესია, თავად
თანამედროვეობის მარკეტოლოგი იესოა, რომელიც არჩევანს მთავაზობს. მონიტორს
ვაჩერდები, ერთი რიგითი ფრენდის სტატუსს რამდენჯერმე თავიდან ვკითხლობ. სტატუსი
ქსელში 10 წუთის გაშვებულია, 5 ლაიქი აქვს, ორი კომენტარიც: „ეგრეა“. „კარგი რაა“.

კომენტარის დაწერა მეც მინდება, მაგრამ მახსენდება, რომ ათი გაყოფილი ხუთზე ორს უდრის.
ბოლო დროს აკვიატებული ბალანსის დარღვევა არ მინდა, სქროლვას ვაგრძელებ. ისევ მესიაზე
ვფიქრობ, მისმა გამოცხადებამ ვერ მიშველა, არჩევანის გაკეთება რთულია. ჩემი თავის,
საკუთარი ინდივიდუალიზმის აღქმა მაღიზიანებს, მინდა რაიმე უფრო მთლიანის ნაწილი
ვიყო...

„In MDMA you can feel as Jesus

The self is an illusion“.

ეს უკვე ჩემი ფრენდის სტატუსი არ არის, ბიგ თჰინკ-ის პოსტია, უფრო ზუსტად – ვიდეოს ლინკი,
რომელსაც ზემოთ ხსენებული მოწოდება ამშვენებს. ვიდეო პოდკასტში ვინმე სემ ჰარისი
საუბრობს, როგორც მითითებულია, ის ფილოსოფოსი, ნეირომეცნიერი და ცნობილი
ბლოგერია. ვხვდები, ეს ის ვიდეოა, რომელიც არ უნდა გავმაზო! ვიდეოს ვრთავ...

სემი პირდაპირ საქმეზე გადადის: „რთულია ადამიანს ფსიქოდელიკების მიღება ურჩიო, მაგრამ
ბევრისთვის ეს საშუალებაა შეიგრძნოს ის, რაც მრავალთათვის მიუწვდომელია“.

ამის შემდეგ სემი კიდევ რამდენიმე წუთი გვაფრთხილებს, რომ ფსიქოდელიკები შესაძლოა
საშიში იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით – ფსიქიკისთვის. ვიდეო ნელ-ნელა
მოსაწყენი ხდება, ეს ვერ იქნება მესია...

სემი ტერენს მაკენას ახსენებს, მიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაცის თქმა უნდა და ამ ბებერ
ნარკომანსაც ამიტომ იფარებს, სხვისი სიტყვებით საუბარი ყოველთვის უფრო მარტივია. სემს
სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ძალიან მალე ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობებით და
ჩემი ტვინი მას მახსოვრობიდან ისევე წაშლის, როგორც ყოველდღიურ შარდს. თითქოს ეს
ყველაფერი ესმის, სემი მაკენასა და პოლიტკორექტულობას თითქოს ერთად შორდება:

„პირველად მდმა მეგობართან ერთად მივიღე, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ პოპკულტურა მას
კლუბურ ნარკოტიკად აქცევდა. ჩემთვის ეს თერაპია იყო, ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემს თავს
ვკარგავდი, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, ჩემი ინდივიდუალიზმი ნელ-ნელა გაქრა,
ადამიანისთვის ძირითადი კომპლექსი მომეხსნა, მე ჩემი მეგობრის თვალებით აღარ
ვუყურებდი საკუთარ მეს. აღარ ვდარდობდი როგორ აღმიქვამდა, მე თითქოს მე დავკარგე და
გავიაზრე, რომ ის მიყვარდა, ჩემი მეგობარი მიყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული ყველანაირი
მესგან, ანგარებისა და ეგოცენტრიზმისგან დაცლილი იყო, უბრალოდ მინდოდა, რომ თავი
კარგად ეგრძნო. თითქოს არაფერი გასაოცარი, მაგრამ ყველაზე რევოლუციური, რაც იმ

20
მომენტში გავიაზრე, იყო ის, რომ მე ჩემი მეგობარი არ მიყვარდა როგორც განყენებული
პიროვნება, მე ის ვიყავი, ის კი მე... რაც მთავარია, საქმე ჩემში და ჩემს მეგობარშიც არ იყო, ჩვენ
ერთმანეთის მეგობრები აღარ ვიყავით, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ შემოაღებდა კარს და ვინ
შემოვიდოდა ოთახში, ის ზუსტად ასევე გვეყვარებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ ინდივიდები აღარ
ვიყავით, ჩვენ ჩვენი სახეობა, სიცოცხლე გვიყვარდა. სწორედ აქ გავიაზრე, როგორ შეიძლება
ჰყვარებოდა იესოს ადამიანი, ისე, როგორც საკუთარი თავი, ეგრძნო თავი არა განყენებულ
ინდივიდად, არამედ კოლექტიურ არსებად, რომელშიც ყოველი ჩვენგანი ვართ. ის ჩვენშია, ჩვენ
კი – მასში“.

სემმი საუბარს იმით ასრულებს, რომ მდმა არ არის რაიმე მეტაფიზიკური, კონკრეტული
ნივთიერებები უბრალოდ ჩვენს ჰორმონებსა და ნეირონებს ეთამაშება, გვეხმარება
შევიგრძნოთ ის, რისი მიღწევაც მედიტაციითაც შეიძლება, ან სულაც მედიტაციის გარეშეც. მისი
თქმით, ბევრი უბრალოდ ასეთად იბადება. მათთვის მარტივია დაკარგონ საკუთარი თავის
შეგრძნება, ხოლო სამყარო და ადამიანები საკუთარი თავივით შეიყვარონ. ერთი სიტყვით,
იმისთვის, რომ გახდე იესო, ბუდა ან გინდაც ნებისმიერი გასხივოსნებული, რიგით მოკვდავს
შეგიძლია, მიიღო მდმა...

– ტექსტი მოიფიქრე?

ბაჩო არ ნებდება.

– ვფიქრობ.

ვეუბნები და ვფიქრობ. ფიქრი ნამდვილად კარგი რამეა. განმარტოება და სამყაროს


მთლიანობაში აღქმა, ან სულაც სემის გამოცდილება არ მაწყენდა. ოთახი, ახლო მეგობრები,
მდმა, ისევ მეგობრები, რომლებიც, სემს თუ დავუჯერებთ, საერთოდაც, ფორმას დაკარგავენ და
ერთობლივ ორგანიზმად იქცევიან.

ტვინი წარსულში იქექება და იქიდან წინადადებას აძვრენს; – ადამიანები კუნძულები არიან,


ოკეანე კი ილუზია, როგორც კი ეს ილუზია ამოშრება, კუნძულები მიხვდებიან, რომ ისინი
სინამდვილეში ერთი მთლიანობა იყვნენ და არიან – მშვენიერი წინადადებაა, ახლა მეჩვენება,
რომ ეს ნააზრევი სულაც მე მეკუთვნის და ის არასდროს არავის უთქვამს. საკუთარ ფსიქიკას
ჩამოვალ, ასეც არის, წარსულში ქექვით მომავალი გამოვძერწე!

მუსიკას უნდა მოვუსმინო. ყურებს პატარა, თეთრი ბალიშებით ვიცობ, ცხოველის


ტყავგადაკრულ სავარძელზე ხერხემალს კომფორტულად ვასწორებ და მარჯვენა ხელში
მომწყვდეული თაგვით სასურველ ხმებს ვეძებ. „ყრუ ცენტრის“, „დღე, რომელიც არასდროს
მექნებოდა“ იდეალური ჟღერადობაა ამ მომენტისთვის. “Deaf Center”-ის “The day I would never
have” ისე ტრაგიკულად არ მეჩვენება, როგორც ახლა ჩემი სამუშაო და განწყობა, რომელიც
დილიდან ვირუსივით შემეყარა. ეს უაზრო განცდა, რომ ათი გაყოფილი ხუთზე ორია, ხოლო
ათს მიმატებული ხუთი თხუთმეტს უდრის, უფრო შიზოფრენიულს ჰგავს, ვიდრე დღის
აკვიატებას.

21
ტრეკი 2:00-ზეა და ზუსტად ახლა, როცა მელოდიის კონკრეტულ მომენტს რატომღაც ფეისბუქის
ჩატის ხმას ვადარებ, სწორედ ასეთი ხმა მესმის. ფეისბუქზე ხვთისო მწერს. Privnote-ის ლინკს
მიგზავნის. არ მგონია, ამ ქალაქში ნარკოტიკის მომხმარებლებიდან თუ მათი მადევარი
პოლიციელებიდან ერთი მაინც იყოს ისეთი, ვისაც ამ საიტზე არ სმენია. რამდენიმე დღის წინ
საიტზე რეკლამებიც გამოჩნდა – ქართული საკრედიტო კომპანიების. საიტი პრივატულობას
გთავაზობს, აკრეფილი ტექსტი ადრესატამდე მისვლისთანავე ნადგურდება, ინფორმაცია კი
ადრესატის ტვინში ილექება. ასე მარტივად შესაძლებელია ნარკოტიკებზე და ისევ
ნარკოტიკებზე ინფორმაციის გაცვლა. საკრედიტოს ბიჭები, რომლებიც თავადაც არ
გამოირჩევიან მაღალი ხელფასებით და ძვირფასი ნარკოტიკის მოხმარებით, ლოგიკურად,
საიტს ხშირად სტუმრობენ. ჰოდა, როგორც ჩანს, ბონუსებისა და ისევ ნარკოტიკების შესაძენად
უფროსობას საიტზე რეკლამის განთავსება შესთავაზეს, უფროსობამაც ალბათ მარტივად
გაუგოთ და ასე, ნარკოტიკებზე პრივატულ მიმოწერისას თუ ხვდები, რომ ვაჭრობა შენს
სასარგებლოდ არ მიდის, ფული გაკლდება, იქვე ზემოთ, მარცხენა კუთხეში, საკრედიტო
კომპანია შენ გვერდით დგას.

ლინკის გახსნამდე მივხვდი, პარასკევისთვის ხვთისო რამე კარგი გასახსნელის დათრევას


მთავაზობდა.

2 გრამი მ 5 კაცზე, 2-2 მიღებაა. 2 გრამს 10 კაციც მიიღებთო, მაგრამ მოდი ეს ერთხელ კარგი
დოზა ვქნათ, სახლში ჩავჯდეთ და ისე. თითო ხოდი 15 დოლარის ბაზარია, ვიში ტავარია, თან
თითქმის ევროპულ ფასშია.

ლინკს ვკეცავ, ციფრული სამყარო ინფორმაციას კარგავს, ფასსა და რაოდენობას თავში


ვიბეჭდავ. დამახსოვრებისთვის პარალელებია საჭირო, მახსოვრობაში ჩემპიონატები იმართება
და გასამარჯვებლად ტიპები ყოველთვის პარალელებს იყენებენ. ჩემთვის ამის გაკეთება კვლავ
მარტივია: ათი გაყოფილი ორზე ხუთია – ხუთნი ვიქნებით. ათს მიმატებული ხუთი თხუთმეტია
– ზახოდის ფასი თხუთმეტი დოლარია. ათი გაყოფილი ხუთზე ორია – კაცზე ორი ზახოდი,
ხოლო მ-მდმა ჩემი და ციფრული მესია სემის საყვარელი ნარკოტიკია.

პარანოია დამთხვევებში გადამდის, ამ შემთხვევაში საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

– სად ხარ?

ვწერ ხვთისოს. ვიცი, სახლშია. ყოველთვის სახლშია.

– სახლში.

– ოკ. სამსახურიდან მოვტყდები და ეგრევე დაგადგები.

ვიცი, ჯერ ადრეა.

– ჯერ ადრეა.

– ვიცი, სამსახურში ჯდომა მეზარება.

22
– მე სიფხიზლე მეზარება. უნდა დავიძინო, დრო მოვიგო.

ხვთისო დაიძინებს, იესოდ გაიღვიძებს, ტყუილად ვუტრაკებ. ხვთისოს ღმერთობის მიზეზს


თითქოს ახლა ვხვდები, ნუთუ მან ამდენი ხანი ეს ყველაფერი იცოდა და მიმალავდა?!

– ოკ. ფულს ჩაგირიცხავ და საღამოს შევხმიანდეთ.

– ევაც იჩითება, მიწერე მანამდე, თუ გინდა.

შევხმიანდეთო, მეუბნება და მწვანე ფერი ქრება.

ევასთვის მიწერა დიდი ხანია მინდა, მიზეზს ველოდი, მწვანე შუქს, რომელიც ამ წამს ხვთისომ
ჩააქრო და თან ამინთო. ევა მწვანეა.

თუ ინტერნეტი სწრაფია, ერთი ჩატის ჩასაკეცად და მეორის გასახსნელად 2 წამია საჭირო.


ხუთი წამიც გონებაში პირველი წინადადების ბაზისის შესაქმნელად, 15 წამიც ნეირონებს
დამორჩილებულ თითებს სჭირდებათ აზრის გაციფრულებისთვის. ერთი დაწკაპუნებაც – ენტერ
და მთელი ეს პროცესი, რომელსაც მილიარდობით ნეირონი და უჯრედი მოხმარდა, ციფრულ
სამყაროშია გაშვებული.

– ჰეი. გავიგე, ხვთისოსთან შენც აპირებ. მანამდე რას აპირებ?

ჩემი ტავტოლოგია მე თვითონ არ მსიამოვნებს, მაგრამ ციფრულ სამყაროში ევასთან ასე


საუბარი მოსულა. ეს ის ამბავია, მეგობრის დანახვისთანავე გაუაზრებლად შეჩემას რომ ამბობ
და ბოზიშვილივიყოთი ამთავრებ, როცა მართლა ვისი შვილიც ხარ, მის დანახვაზე ხსენებული
ორი გაუაზრებელი სიტყვა ასევე გაუაზრებლად თითქოს ტვინიდან იშლება და აღარც
არსებობს. ასეა, ყველა სიტყვას თავისი კლიენტი ჰყავს, მთავარია სწორად გაყიდვა შეგეძლოს.
ხვთისო ხშირად ამბობს, განსაკუთრებით არაფხიზელზე, რომ „ბუნებამ ადამიანი
გაყიდვისთვის მოიგონა, მილიარდობით წელი ბუნება ქმნიდა, მაგრამ მისი შრომის
დამფასებელი არავინ იყო. ადგა ბუნება და ადამიანი მოხოდა, მერე ადამიანის ტვინმა სიტყვა
წარმოქმნა, რადგან მას ხელები ჰქონდა, ხელებს კი წარმოება შეეძლოთ. ასე ბუნებამ ჩვენი
ხელით და სიტყვით საკუთარი წარმოების გაყიდვა დაიწყო“.

არაფხიზელი ხვთისო ბუნებაზე ხშირად ლაპარაკობს ხოლმე, და მას ღმერთის მოღალატეს


ეძახის. ხვთისოს აზრით, ბუნებამ – ოდესღაც ღმერთის მარჯვენა ხელმა, თავის მბრძანებელს
უღალატა. ღმერთი ადამიანის შექმნას არ დაუშვებდა და მთავარი კონფლიქტი ღმერთსა და
ბუნებას შორის სწორედ ადამიანის შექმნის გამო მოხდა. ბუნება ღმერთს განუდგა და
სამყაროზე სიცოცხლის შექმნა დაუშვა. მერე როგორღაც ისიც მოახერხა, რომ სამყაროში
შემოსასვლელი ყველა გზა ჩახერგა და ასე წარმოქმნა ბუნებამ ბუნების სეპარატისტული
სამყარო. ღმერთი ვეღარ შემოდის, შორიდან ხედავს თუ როგორ ეწამება სიცოცხლე,
განსაკუთრებით ადამიანის ტკივილსა და ნიჰილისტურ განცდებს განიცდის, მაგრამ ვერ
ახერხებს შემოღწევას და ჩვენ განადგურებას. ხვთისოს იმისიც სჯერა, რომ ისევ სიცოცხლე,
კერძოდ, ადამიანი თუ შეძლებს ბუნების დამარცხებასა და ღმერთისთვის სანუკვარი კარის

23
გაღებას. „ვორმ ჰოლები გაფართოვდება, შავი ხვრელები გაიხსნება და იქიდან გამოძვრება“. –
ამბობს და ზოგჯერ მისი მჯერა. ხვთისოს ბოლო კონსპირაცია თავის თავზე გადის, ჩვენს
სამყაროში ღმერთი თვითონ ვერ შემოდის, მაგრამ თავის ენერგიებს მაინც აპარებს. ხვთისოს
აზრით, შემოპარული ბნელი ენერგია მან დაიჭირა და ახლა ის ნაწილობრივ ღმერთია.
შეკითხვაზე, თავად ღმერთი სადაა, ხვთისოს თეოლოგებისგან ნასესხები პასუხი აქვს, რომ ის
მატერიის მიღმაა...

– ჰეი ჰეი. როგორ ხარ? ვაპირებ, შენც იხოდები?

ციფრული სამყარო რეალობაში მაბრუნებს. ხვთისოს ვივიწყებ და კვლავ ევაზე ვფიქრობ.


პირველი შეკითხვა ფორმალობაა, აი მეორე შეკითხვას კი დროული პასუხი უნდა გავცე.

– კი.

ვწერ, სინავს. პასუხს ველოდები. მალევე მახსენდება, ევასთან საუბარს კითხვის ნიშანი
სჭირდება. ისევ მე უნდა ვიაქტიურო. სამოთხისგან განსხვავებით, დედამიწაზე ვაშლს ევას
სთავაზობენ.

– ხვთისო ჩათლახმა ჯერ უნდა გამოვიძინოო, სიფხიზლე ეზარება. შენ რას აპირებ საღამომდე?

უაზროდ დაკრეჭილ სიცილის სმაილს ვწერ.

– სიფხიზლე მეც მეზარება.

მშრალად მპასუხობს ევა. ახლა ვაშლის ჯერია. პირდაპირ ვერ შევთავაზებ, გველი ხომ არ ვარ.
უნდა მოვუარო. ბაჩოს მზერას ვგრძნობ, ჩემგან კრეატიულ ტექსტს ელოდება. კრეატიულობა არ
მაწყენდა. „კინოაფიშას“ მთავარ გვერდზე გადავდივარ, ისე როგორ იქნება, ფილმი არ
გადიოდეს და ორი ზედმეტი ადგილი არ იყოს დარჩენილი. დღეს 2 ხომ მოგებიანი ციფრია,
ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. „გალაქტიკის მცველები 2“ და ორი თავისუფალი ადგილი
მეათე რიგში, მეხუთე დარბაზში. ღმერთმანი, თხუთმეტის ჯერიც მოვიდა, თხუთმეტი ლარიც
ბილეთები ღირს.

ბილეთებს ვყიდულობ და ვგრძნობ, ტვინში მეტაფიზიკის თესლი როგორ მეღვრება. ფილმი


თხუთმეტ წუთში იწყება და მე ახლა დარწმუნებული ვარ, 2 ბილეთით, 15 წუთში, მეხუთე
დარბაზის, მეათე რიგში ევასთან ერთად „გალაქტიკის მცველები 2-ზე“ ვიქნები.

ბილეთი ნაყიდია და ევას ამჯერად საკუთარ თავში დაჯერებული, ზედმეტი უაზრო სმაილის
გარეშე ვწერ.

– დრო მოვიგოთ. „გალაქტიკის მცველების“ მეორე ნაწილზე 2 ბილეთი მაქვს.

– ტრიდე და რამე?

– კი

24
– ეეე დავაი. კაკრაზ, მე ჟელიბონები მაქვს.
მობილურის აპლიკაციაში ვიქექები, ტაქსის ვიძახებ.

– ბიძაჩემია ცუდად.

ვაგებებ ბაჩოს „რა მოიფიქრე“ მზერას და თავადაც ვერ ვხვდები, რომელ ბიძას ვგულისხმობ.
მაგრამ ისეთი სახე მაქვს, მეტი კონკრეტიკა საჭირო აღარაა. უაზროდ აღგზნებული ვარ, ბაჩო
მეცოდება. თუ ამ ციფრებით მართლა პატარა ფროდო გავხდი, ციფრების ბეჭედს ბაჩოსაც
მოვახმარ, რომანს კი ორს, ხუთს, ათს და თხუთმეტს ტრაკში ერთად გავტენი.

მარიამი და ნინი არაფერს ამბობენ, უხმოდ მანიშნებენ, დახმარებაზე უარს არ ვიტყოდითო.


ბაჩო ბგერებსაც აშველებს.

– რამით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

– არაფერი. არაფერი.

ზურგჩანთა უკვე მოკიდებული მაქვს.

– ნერვული შეტევები აქვს ხოლმე. სასწრაფო გამოუძახებია. გაგაგებინებთ.

***

უკვე ტაქსიში ვზივარ და ახლა მახსენდება, ევასთვის კინოთეატრზე არაფერი მითქვამს.


მესენჯერში ვძვრები.

– ამირანთან ვიქნები 10 წუთში

– ოკ. მე 15 წუთში.

მომდის პასუხი. პასუხი, რა თქმა უნდა, ორ წუთში. ტაქსის ტარიფის შემოწმება საჭირო აღარ
არის, ხუთლარიანს წინასწარ ვაწვდი. დროს ვინიშნავ, კინოთეატრთან ზუსტად ათ წუთში
მივდივარ. ხუთ წუთში ევაც მოდის. დარბაზში შევდივართ. თავებით სავსე დარბაზში,
უმცირესობაში მყოფი უთავო სავარძლები ანათებენ. ორი წამი მჭირდება გასააზრებლად,
ცარიელი ადგილი – ორზე, ხუთზე და ათზეც მეტი იქნება, დათვლაც არაა საჭირო, თხუთმეტი
იქნება. მეათე რიგში ჩვენს კუთვნილ ორ უთავო სავარძელს მარტივად ვცნობ და გზად
თავისუფალ სკამებს მაინც ვთვლი. კი, თხუთმეტია!

25
ახლა დარბაზში ორით ნაკლები უთავო სავარძელია. ფილმი ჯერ არ დაწყებულა, ეკრანზე
კვლავ რეკლამები იპრანჭებიან. ფილმზე მოსულებს ფილმებს გვირეკლამებენ, ლოგიკურია.
საკმარისად დავაგვიანეთ, რეკლამით თავს ვერ გავინებივრებთ, დროს ვინიშნავ, არ მგონია 5-10
წუთი გაგრძელდეს, ალბათ უფრო – ორი. ამჯერადაც ზუსტი ვარ.

ეკრანზე “MARVEL STUDIOS” ტივტივდება, შიგნით ამავე სტუდიის გმირები არიან


გამომწყვდეული და თითქოს მისგან გამოძრომას ცდილობენ. 3D სათვალეს ვიკეთებ და ევას
შეხებას ვგრძნობ. ვხედავ, სათვალე ჯერ არ უკეთია. მიჩნდება შეგრძნება, რომ ასე სულელის
შთაბეჭდილებას ვტოვებ და ხელი სათვალისკენ მიმაქვს, უნდა მოვიშორო.

– გამომართვი. კაკრაზ ხუთია.

სათვალისკენ გაგზავნილ ხელს გზაში ვაშეშებ, ევასკენ ვაგზავნი. ჩვენი თითები ერთმანეთს
ეხება. თავიდან ფხვნილს ვგრძნობ, შემდეგ ჩემს მუჭაზე ხუთი დათუნია ჩნდება. ჟელიბონის ეს
პატარა დათუნიები ოდესღაც ძროხისა და ღორის ძვლები იყვნენ. ძვლებისა და ტყავის
ადღვებილი პროდუქცია, ბავშვებს ასე რომ უყვართ, ვიღაცამ კიდევ უფრო შეფუთა და ძვალსა
და ტყავში მარიხუანა გაურია. (ტეტრაჰიდროკანაბინოლთან (THC))

– ხუთივე მე?

– ხუთი შენ, ხუთი მე. სულ ათი მაქვს. კაკრაზ.

მიღიმის ევა.

– აქამდე არ გიჭამია? – მეკითხება და თავადვე მპასუხობს, – ძაან ასწორებს. მანაგუას პონტშია.


პროსტა ჩვეულებრივი ჟელიბონის გემო აქვს და სადღაც ნახევარ საათში ძაან მოწეული
იჩითები...

ნახევარი საათის ხსენებით, ვგრძნობ ჩემში სიმშვიდე როგორ იღვრება, მაგრამ დიდხანს არ
ჩერდება.

– მამენტ ზოგს თხუთმეტ წუთშიც უხსნის. კაკრაზ, – იღიმის ევა, – ხვთისომ ჭამა იმ დღეს და
თხუთმეტ წუთში ჩაყლევდა.

ყველაფერი კვლავ მეტაფიზიკის კალაპოტში დგება. ზუსტად თხუთმეტ წუთში ვხვდები,


ხვთისოს არც მე ჩამოვრჩი.

პირის სიმშრალეს, როგორც წესი, სივრცის გამრუდება და დროის შენელება მოჰყვება ხოლმე.
„დრო რომ ფარდობითია, ნებისმიერ ქეშს მოეხსენება, გავარტყი აინშტაინს“. – მახსენდება
ხვთისოს სიტყვები და ხმამაღლა ვიცინი. დარბაზიც ჩემთან ერთად ხარხარებს. ეკრანზე
მწვანეკანიან ქალს, ცოცხალ ხესა და მოლაპარაკე ენოტს გალაქტიკის ჟანდარმი უტრაკებს.
ბაზარი არაა, ორივე სასაცილოა, მაგრამ ევა თითქოს ჩემშია, მიყურებს და თითქოს მეკითხება,
„რა ყლე გაცინებსო“. ხვდება, რომ უკვე მოწეული ვარ. ფილმი, ჩემი არ იყოს, მასაც თავის

26
სასქესო ორგანოზე კიდია, ჟელიბონების მოქმედებას ელოდება და ალბათ, კეთილი შურითაც
შურს.

– ჰა, მოიტანა ხვთისოსავით?

– მოიტანა და თან ხვთისოს შუტკებზე მეცინება.

ვუღიმი და უაზრო მოძრაობით ვანიშნებ, ფილმის ყურება გავაგრძელოთ-მეთქი. ბევრისთვის


არაფრის მომცემი ეს მოძრაობა, ევას მალევე ახვედრებს, რის თქმასაც ვცდილობ და სახეს
კვლავ ეკრანისკენ აბრუნებს. ფილმში ენოტი და ვიღაცა დაკუნთული ქერა მამრი კოსმოსურ
ხომალდს სივრცეში აბზრიალებენ. როგორც სამგზავრო თვითმფრინავებს, ამათ ხომალდსაც
ორი პილოტი ჰყავს. ხომალდი უცნაური წითელი ასტეროიდების წვიმაში ცეკვავს და მოოქრული
კაცუნების ნასროლ ლაზერებს იცილებს. აბსურდული კადრები კიდევ უფრო უაზრო ხდება და
მაგრად მისწორდება. ვიღაცას უთქვამს, ადამიანი მაგარი დესტრუქციული რაღაცააო, ეს ვიღაცა
არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ადამიანს თავის გამოშტერება რო უყვარს, მაგაში სირაქლემაც ვერ
გვაჯობებს. დრო, დარბაზი და ფილმი თითქოს საერთოდ გადამავიწყდა, ენოტისა და ქერა
მაჩოს უკან მწვანე ქალთან ერთად ვდგავარ და ხომალდის ფანჯრიდან ვიყურები. ენოტი
ასტეროიდს ასტეროიდზე იცილებს და თან უცნაურ ხუმრობებს ამბობს. აი ისეთს, ჰამბურგერის
და კოკაკოლას გემო რომ აქვს. ერთი წამით მეჩვენება, თითქოს ანეკდოტებს ჰყვება, მაგრამ
მერე მახსენდება, რომ ამან საერთოდ ანეკდოტის არსებობა არ იცის, იმიტომ, რომ ენოტია, თან
უცხოპლანეტელი. ჩემი წიაღსვლებისა და აღმოჩენის ევასთვის გაზიარება მინდება, სახეს
მისკენ ვაბრუნებ.

– ენოტმა ანეკდოტი რა არის, არ იცის.

აქ მთელი ხმით ვიცინი. ჩემი აბსურდულობა დარბაზისას ფარავს. რაღაცნაირად ამას ვგრძნობ
და ისევ დარბაზში ვბრუნდები. ევა მიყურებს და ისიც იცინის, ხმის ჩახშობას სახეზე ხელის
აფარებით ცდილობს.

– ძააან მოვიწიე.
– ააააუ, მეგონა ეკრანში ვიყავი, კი არადა მეეეც.

ვეუბნები და ორივე ვიცინით. ამჯერად მახსოვს, სადაც ვარ და ვცდილობ, გვერდით მსხდომები
არ გავაღიზიანო. ეკრანშიც იცინიან, დინამიკებიდან სიცილის ხმა იღვრება, დინამიკებს
დარბაზი ჰყვება, მე და ევა ახლა უკვე თამამად ვხარხარებთ. თითქოს ჩვენთან ერთად ეს
ჟელიბონები მთელმა დარბაზმა ჩაღეჭა.

ენოტმა ხომალდი სამშვიდობოს გაიყვანა და მწვანე პლანეტაზე დასვა. გმირები ხომალდიდან


გადმოლაგდნენ. მწვანე ქალის სექსუალურობა თითქოს ახლა შევნიშნე. მწვანე პლანეტა
მოიხდინა. ცნობილი მსახიობი იქნება, ოღონდ ამ ფორმაში ვერ ვცნობ, მგონი, ვიღაცა ზოე
რაღაცაა. ევას ვამსგავსებ. ევასაც ასეთი ყვრიმალები აქვს. მინდა მსგავსება ევას გავუზიარო.
ფიქრი მიტაცებს, დრო კვლავ უცნაურად გადის, ფიქრიდან გამოვდივარ, ეკრანზე ახლა სხვა
პერსონაჟები ჩანან. ბოზი...

27
– ბოზი რობოტები.

ჩამჩურჩულა ევამ. ევა... ევაზე ვფიქრობდი, მაგრამ რას, აღარ მახსოვს. არაუშავს, მოწეულზე
მოსულა ეგეთი ამბები. აზრი არ აქვს, მაინც ვერ გავიხსენებ, არადა რაღაცაზე ვფიქრობდი...
მექანიკურად ხელი ჯიბისკენ გამირბის, დაბნეულობის მოსახსნელად მობილური ამომაქვს,
ფეისბუქს ვსქროლავ.

„როგორ მოვამზადოთ ჟელიბონი სახლის პირობებში – ნუკა გვალიას რეცეპტი“. საინტერესო


დამთხვევაა, ლინკზე ისე გადავდივარ, ვისი გაზიარებულია ვერც ვამჩნევ. „ცნობილი ქართველი
მომღერალი ნუკა გვალია მალე დედა გახდება...“ ვკითხულობ სტატიის პირველივე
წინადადებაში. ჩემი მდგომარეობისთვის სტატიაში ზედმეტად ბევრი სიტყვაა, წინადადებას
წინადადებაზე ვახტები და პირდაპირ ბოლო აბზაცს ვადგები. „ნუკამ საკუთარ კულინარიულ
შედევრს ფოტოებიც გადაუღო, მგონი კარგად გამოიყურება, თქვენ რას იტყვით?“ ვკითხულობ
სტატიის ბოლო წინადადებას და თვალი ფოტოებისკენ გამირბის. ერთი-ერთში ევას მოცემული
ჟელიბონებია. ეს ნუკა ვიღაა, ბარიგობს და ასე საჯარო ინტერვიუებს იძლევა? გულწრფელ
შეკითხვას ვუსვამ საკუთარ თავს და შეკითხვის აბსურდულობას თავადვე ვიაზრებ. ძალიან
მოვიწიე... მაინც არ ვნებდები, მობილური ევასთან მიმაქვს და ჟელიბონების ფოტოებს
ვაჩვენებ. ევა ზრდილობის გამო მიღიმის და თავს ისევ ეკრანისკენ აბრუნებს. ჰო, ზედმეტად
მოვიწიე. ცოტა გავრეკე კიდევაც...

„My sweet love... my love... I really want to see U, I really want to be with U“

ამღერდა დარბაზი და მე თვალს ევასკენ ვაპარებ. ეს მახინჯი 3D სათვალეც ძალიან უხდება.


ეკრანზე კი ნამდვილი სამოთხეა. ამასობაში ფილმში სიკეთეს გაუმარჯვია. ჩვენი გმირები
ჰაერში ტივტივებენ, გაღიმებული სახეებით ედემისებურ პლანეტას დაჰყურებენ, წინ კი ვიღაცა
ღვთაებრივი, თმაშევერცხლილი კაცი მიუძღვებათ. 3D ფორმატის წყალობით, თითქოს მეც იქ
ვარ. ჰაეროვანი ბუშტები თავზე დამტრიალებენ. ის იყო გავიფიქრე, სამოთხეში მოვხვდი-მეთქი,
რომ მწვანე ქალმაც იგივე იკითხა. ღვთაებრივი ვარო, თმაშევერცხლილი პასუხობს, რასაც
მალევე ურთავს, „ჰო, ღმერთი ვარ, თუმცა – ძალიან თავმდაბალი“. „ურჩხულსა და
მზეთუნახავში“ რომ დიდი საცეკვაო დარბაზია, ამ ტიპსაც რაღაცა ეგეთი მისაღები აქვს.
გმირებს შეუძღვება და თავისი წარმოშობის ისტორიას უყვება. „ჩემი პლანეტა დედამიწის
მთვარისხელაა“, ეუბნება უცხოპლანეტელებს, რომლებსაც ჩვენი დედამიწა აშკარად
თვალითაც არ აქვთ ნანახი. თითქოს ღმერთი ტყუილზე გამოვიჭირე, მსიამოვნებს და
ყურადღებას კიდევ უფრო ვძაბავ. 3D სათვალეს ხელით ვისწორებ და ბოლომდე ფილმში
ვეშვები. „ზუსტად საიდან მოვედი, არ მახსოვს“, ამბობს თმაშევერცხლილი ღმერთი, „პირველი,
რაც მახსოვს ციმციმია, ვრცელ კოსმოსში, აბსოლუტურად მარტო, მილიონობით წლის
განმავლობაში ყოფნა“. მერე ირგვლივმყოფი მოლეკულების კონტროლი უსწავლია, უფრო
დაჭკვიანებულა და გაძლიერებულა. სიცოცხლის ძებნაც დაუწყია და უპოვია კიდევაც. მანამდე
კი აშენებდა, აუშენებია პლანეტა, რომელზეც ახლა ის და მისი სტუმარი გმირები დგანან.
მოკლედ, მერე ხეტიალი დაუწყია, მთელი დრო და სივრცე გადაუკვეთავს და ჩემი ყლე,
სიყვარული უპოვია. ჰოდა, შენ ხარ ჩემი სიყვარულის ნაყოფიო, უტრიალდება ქერა, დაკუნთულ
ბიჭს. დარბაზი თითქოს ერთდროულად იცხადებს, ან მე მეჩვენება ასე, იმიტომ, რომ მე
ნამდვილად ვიცხადებ. მე ღმერთი ეგო ვარ, შენ კიდე ჩემი შვილი და ჩემი შთამომავალიო,
ეუბნება ქერა ნაშას.

28
ევა რაღაცას მეუბნება, მაგრამ ვერ ვიგებ. მგონი, სახელის დამთხვევას უსვამს ხაზს. ახლა ევა
ნაკლებად მადარდებს, ბოლომდე იქ ვარ, იმ უცნაურ პლანეტაზე, პლანეტა ღმერთზე და მისი
შთამომავლის, ჩვენს ენაზე – იესო ქრისტეს რეაქციას ველოდები. ეს კიდევ დრამას დგამს,
დედაჩემი რატომ მიატოვეო და ებუტება. ღმერთს მთელ ამ ღვთაებრივ პრეზენტაციას
ჰოლივუდური დრამა უჩრდილავს.

მეზიზღება გაცვეთილი დრამები. ნახმარი განდონის სუნი აქვთ. ჟელიბონებს კიდევ უფრო
მოაქვთ, მგონი ზედმეტი მომივიდა. დრო თითქოს საერთოდ სხვაგან წავიდა და ასე
სამგანზომილებიან სივრცეში უაზროდ ეკრანზე მიჩერებული დამტოვა...

***

კადრები ერთმანეთში მერევა, მგონია, რომ ეს უკვე ვნახე. თმაშევერცხლილი ღმერთი და ქერა
ნაშა რაღაცაზე კამათობენ. ვეღარ ვხვდები, ეს ისევ იმ დრამის გაგრძელებაა თუ რაღაცები
გამოვტოვე და ყველაფერი თავიდან დაიწყო. მოკლე მეხსიერებაში ვიქექები და იქ თითქოს
ნარჩენებს ვეძებ, გაბლარულად ჩანს. არა, რაღაცები ნამდვილად გამოვტოვე. მახსენდება, მამა-
შვილს შორის კონფლიქტის შემდეგ, კიდევ ერთ დრამას ვუყურე, ყვრიმალებიანი მწვანე გოგო,
ევას რომ ჰგავს, რობოტ დას ეჩხუბებოდა. ეს რობოტი ხომალდით მოფრინდა და პირდაპირ
ჰაერიდან ლაზერების წვიმა დაუშინა. და მერე... მერე ჩამეძინა. არ არის გამორიცხული, ისევ
მივითიშო, ზარმაცი მოსწავლესავით ვამთქნარებ, თითებს შეძლებისდაგვარად ვატკაცუნებ და
ევასკენ ვბრუნდები.

– ასწორებს? – ვეკითხები.

– ამ ტიპსაც ეგო ჰქვია. გეძინა?

ირონიულად მპასუხობს. პასუხს არ ვცემ, თავადაც იცის. იმედია, არ ვხვრინავდი. ნეტა რამდენი
გამოვტოვე.

“Petter, I have found the meaning”

ეუბნება ღმერთი შვილს, თავზე წკიპურტი და ქერა ნაშას თვალები უტრიალდება.

“I see the infinity”

ხრიალებს გადახსნილი სახით და მე მდმ-ას პერედოზი მახსენდება. ეკრანიდან, ბუშტების


მაგივრად, ამჯერად პლანეტები ამოდის. ყოველ პლანეტაში ციცინათელასავით წერტილი
ანათებს, ნიშნად იმისა, რომ ის თმაშევერცხლილს ეკუთვნის. ღმერთი შეშლილი გამოდგა,

29
არსებობის იდეის ძიებაში სამყაროს საკუთარ სხეულად გადაქცევის იდეით შეპყრობილა.
ნახევარი სამყარო უკვე მისი ნაწილია, დანარჩენისთვის შვილის ენერგია სჭირდება.
თავისებური მეორედ მოსვლაა, ოღონდ აქ ღმერთი მოდის და მიაქვს ყველაფერი.

– ტიპი მთელ პლანეტებს იერთებს. სიცოცხლეს ნთქავს. თავიდან უნდოდა, სიცოცხლე ეპოვა,
მარტო რომ არ ყოფილიყო და ახლა უნდა, რომ ყველაფერი თვითონ იყოს. ეგო მაგ პონტში
ჰქვია...

მეჩურჩულება ევა და მე ვხვდები, რომ ეს ყველაფერი უკვე ნანახი მაქვს. დღეს დილით სწორედ
ეს სიზმარი ჩავინიშნე. ახლაც, სულ ცოტა ხნის წინ რომ ჩამეძინა, იმავეს ვნახულობდი.
მობილურს ჯიბიდან ვაძვრენ, ფეისბუქზე შევდივარ და საკუთარ თავთან მიწერილს
ვკითხულობ; ტექსტის კითხვისას ყველაფერი მახსენდება, იდეა სწორად მაქვს გადმოცემული,
მაგრამ დეტალები არეულია. სიზმარში ზუსტად ამ ფილმს ვნახულობდი, მეტიც, ეს ქერა ნაშა მე
ვიყავი... საკუთარ თავს ეკრანზე... საკუთარ თავს ეკრანზე, 3დ გამოსახულებაში ვხედავ, უფრო
სწორად – საკუთარ სიზმარს. არ მჯერა, მაგრამ პარალელურად ყველაფერი მახსენდება,
ყოველი ემოცია, რომელიც სიზმარში განვიცადე და ყველა ის კადრი, რაც ეკრანზე დავინახე.
– სიზმარში განვიცადე, კინოში ისე აღვიქვი, როგორც გარე დამკვირვებელმა...

ვამბობ ხმამაღლა. თავბრუ მეხვევა, გულისრევის შეგრძნება მიჩნდება. საკუთარი სხეულის


მიმართ სრული გაუცხოება მეუფლება, ასე ფსიქოდელიკების ხშირმა მოხმარებამ იცის, მაგრამ
ეს სხვაა. სუნთქვა მეკვრება, გულისცემას ვგრძნობ, ჰაერს ისტერიულად ვისუნთქავ, მაქვს
შეგრძნება, რომ უკან ამოსუნთქვას ვეღარ შევძლებ. ვცდილობ, პანიკას არ ავყვე, გულზე
ვფიქრობ, მეშინია, არ გამისკდეს... გული აღარ მიცემს, მიჩნდება შეგრძნება, რომ გული აღარ
მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, პანიკური შეტევაა. ცნობიერის დონეზე ვაანალიზებ,
მაგრამ ამ ინფორმაციის არაცნობიერისთვის მიწოდება ასჯერ უფრო რთულია. ყურადღება
რაღაცაზე უნდა გადავიტანო, ხელს ევას ვკიდებ, თავს ვადებ და ვეუბნები, რომ ვკვდები.
ვგრძნობ, ევა მიყურებს, მაგრამ საპასუხოდ მისკენ ვერ ვბრუნდები, სახით მის მხარს ვარ
მიკრული. გულს კვლავ ვერ ვგრძნობ, თითქოს ამომაცალეს და ღვთაებრივი ძალებით მაინც
ცოცხლად დამტოვეს.

– რა გჭირს?

ჩამესმის ხმა. ეს ხმა კიდევ სექსუალურია. სექსუალობის არსებობა თითქოს კვლავ სიცოცხლის
რიტმში მაბრუნებს. მახსენდება, რომ სუნთქვა მიჭირს. ეს უკვე რაღაცაა, გული თითქოს
დამიბრუნეს და ახლა მხოლოდ ამოსუნთქვის პრობლემა მრჩება. უცებ თავს ვწევ, ამოსუნთქვას
ვახერხებ. ამით თითქოს ნახევრად ამოცლილი სული კვლავ ჩემში ბრუნდება. პანიკური შეტევა
გადავლილია.

– ეს ყველაფერი გუშინ სიზმარში ვნახე, აქ როცა ჩამეძინა, ახლაც ამას ვნახულობდი, ეს ქერა
ნაშა მე ვიყავი. ყველა ემოცია და აზრი გამახსენდა, – ვეუბნები ევას და ისევ ჰაერის უკმარისობა
მეწყება, – ეს ტიპი ახლა მაშველებში რომ მიჩია, იმად გადაიქცევა.

ეკრანს ვუყურებ. 3დ სათვალე აღარ მიკეთია, როგორც ჩანს, მომძვრა, მაგრამ მის გარეშეც
კარგად ვხედავ, ბრტყელ ეკრანზე თმაშევერცხლილ ღმერთს ქერა ნაშა ლაზერულ წვიმას უშენს.

30
ღვთაება დამდნარი რკინასავით იწელება, იხლიჩება, როგორც “Terminator 2”-ში ბოროტი
ტერმინატორი.

„Who in the hell you think you are?”

ხროტინებს იმედგაცრუებული ღვთაება და მაშველების მიჩი ხდება. დევიდ ჰესელჰოფი ზუსტად


იმ ზმანზეა, როგორშიც ჩემ სიზმარში. დარბაზი თითქოს ამ მომენტს ელოდა, ერთხმად ტაშის
ხმად იღვრება, აქა-იქ შეძახილები ისმის. ყველა კმაყოფილია, ჩემი სიზმარი მოსწონთ...
დარბაზი თავად ხდება სიზმარი...

31
3.

– როგორ ხარ?

– ჩამეძინა.

ახალგამოძინებულისთვის უჩვეულო დაღლილობას ვგრძნობ.

– მეგონა მოკვდი.

მეუბნება ევა.

– უცნაური სიზმარი ვნახე. ჩემი სიზმარი ეკრანზე გადიოდა. ფილმი მორჩა?

– ახლა კარგად ხარ?

მეკითხება უცხო მამაკაცი და ვხვდები, კარგად არ ვარ.

– ჩემი გესმის?

კაცი დანებებას არ აპირებს. მესმის, მაგრამ მხოლოდ ვერბალურად.

– რა მოხდა?

სიტუაციის კომიკურობას ვხვდები, კოენების პერსონაჟს დავემსგავსე. ისე, კოენების


პერსონაჟობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, ფიქრს სადღაც მივყავარ, კოენების ფილმებს
ვიხსენებ... მგონი კიდე ვერ გამოვფხიზლდი.

– გესმის?

მამაკაცს სახე ზედმეტად ახლოს მოაქვს. ძალიან ჯიუტი ჩანს.

– საკმარისია ის გესმოდეს, რომ არ გესმის.

ვეუბნები კმაყოფილი სახით. ახლა ნამდვილად კოენების პერსონაჟი ვარ. ან პერედოზი მაქვს.

– სასწრაფო გამოიძახეს. მალე მოვლენ.

მეუბნება ევა, ისეთი სახე აქვს, თითქოს ამით მინიშნებას მაძლევს – „მოიხოდე, სანამ ისინი
მოსულან“. ევას სიტყვები ჩემთვის კანონია, მაგრამ ჯიუტი კაცის მრგვალი თავი კვლავ
პრინციპულად მიყურებს. ეს წვერამოძირკვული კლერკი მარტივად არსად გამიშვებს.

32
ოთახს ვათვალიერებ. ოთახი ოფისია. სამუშაო მაგიდა, ტყავის სავარძელი და რამდენიმე
მოკვდავის ჩვეულებრივი საოფისე შავი სკამებია. მე, როგორც დაზარალებული, სავარძელში
ვარ ჩასვენებული, ფეხები პატარა სკამზე მილაგია. ოფისში ოთხნი ვართ: მე, ევა, მრგვალთავა
და კიდევ ერთი გოგო, ბანკის თანამშრომელს ჰგავს. ქუსლიან შავ ფეხსაცმელზე დგას, ფეხებზე
შავი ქვედაკაბა აქვს შემოტმასნული და პერანგისმაგვარი თეთრი მაისური აცვია.

გოგო თითქოს მზერას გრძნობს, მიახლოვდება, მიღიმის და რაღაცას მეუბნება. ამჯერად


მართლა არ მესმის, არც ვმალავ.
– არ მესმის.

– არ ესმის!

ნიშნის მოგებით მაწყვეტინებს მრგვალთავა. გოგო არ გვიმჩნევს და მენეჯერის თავმომწონე


ხმით თავს მენეჯერად მაცნობს.

– დარბაზში გული წაგივიდათ. ვაჟა და კიდევ რამდენიმე ბიჭი დაგვეხმარა აქამდე მოყვანაში...

მხოლოდ ახლა ვამჩნევ, ოთახის მეორე მხარეს კიდევ რამდენიმე ადამიანია. ესენი ჩემი
მაშველები იქნებიან... მაშველებზე მიჩი მახსენდება. ჰაერი არ მყოფნის. ვგრძნობ, ღია სივრცე
მჭირდება, შეტევა მიმეორდება. ორი წუთიც და გული წამივა. ფეხზე ვდგები – შემძლებია.
გავლასაც შევძლებ! გოგო დაბნეული მიყურებს, შემდეგ მზერას მრგვალთავასკენ აპარებს,
თითქოს ანიშნებს, მზად იყავი, არ გაგექცესო.

– ორ წუთში სასწრაფო მოვა, მოიცადეთ!

წამოდგომის შემდეგ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მრგვალთავა ჩემზე ერთი თავით მაღალია და
რამდენიმე თავით მძიმე. ამას ხელიდან ვერ დავუსხლტები, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში.
ალბათ დაცვაა. კაცი უკვე გვერდით მიდგას, ხელიც კი უკიდია. ვიაზრებ, ღია სივრცეში თავს
კიდევ დიდხანს ვერ ამოვყოფ. ვეღარ ვსუნთქავ, თითქოს შეშვებული ჰაერის ამოსუნთქვა აღარ
გამომდის. „გამიშვი! გამიშვი!“ ვასწრებ გაფიქრებას, მაგრამ სისუსტისგან სიტყვის თქმასაც ვერ
ვახერხებ. გონებას ისევ დავკარგავ...

– გავუშვათ!

ამბობს მრგვალთავა. გოგო კიდევ უფრო ომახიანად პასუხობს.

– გავუშვათ! გავუშვათ!

კაცი ხელს მიშვებს და ჩემში ჰაერი შემოდის. ვსუნთქავ! კარებისკენ მივდივარ, იქ რამდენიმე
უსაქმური ტიპი დგას. მექანიკურად ჩემკენ იწევენ, უკან დაცვა მომყვება.

– გავუშვათ! გავუშვათ!

33
იმეორებს რობოტივით. უსაქმურები გზიდან მეცლებიან. გასასვლელს მითავისუფლებენ.
გააზრებასაც ვერ ვასწრებ, ქუჩაში ვარ. უკან ვტრიალდები, ვხედავ, კინოთეატრიდან ევა
გამოდის, ცალ ხელში ჩემი ზურგჩანთა უკავია.

– რა მოხდა?

მეკითხება. შეშინებულია, მაგრამ უფრო – გაოცებული.

– ეს რა იყო, შეჩემა, ზომბებად იქცნენ?

მე ვსუნთქავ. ჯერ იყო ციფრები, მერე სიზმარი დიდ ეკრანზე და ახლა ეს დამთხვევა.

– რაღაცა ისე ვერაა. მთელი დღე სტრანად ვარ.

– სტრანად კი არა, ტიპები ზომბებად გადაიქცნენ. გავუშვათ! გავუშვათ!

ევა ცდილობს, კინოთეატრის თანამშრომლებს გააჯავროს. ზომბის მოძრაობებს აკეთებს.

– ერთია, ზომბებივით რომ მოიქცნენ და მეორე, მაგ ზომბებად ვინ გადააქცია.

ვამბობ და ტაქსის ვაჩერებ. შავი პრიუსი ჩერდება. ხვთისოს მისამართს ვეუბნები. მძღოლი თავს
მიქნევს, მისამართი აშკარად იცის. პაუზა მანიშნებელია, თანხაზე შეთანხმებას ელოდება. მე
არაფერს ვეუბნები. უკვე ვიცი, ტარიფი ხუთი ლარი, გზის ხანგრძლივობა – 10 წუთი. ათი
გაყოფილი ხუთზე, უდრის ორს. ის ოფისი ორ წუთში რომ არ დამეტოვებინა, ახლა აქ ვეღარ
ვიქნებოდი. უკანა კარებს ვაღებ და ევას ჯენტლმენურად ველოდები. მეშინია, არ შეეშინდეს, არ
გაიქცეს. ევა მანქანაში ჯდება, გვერდით ვუჯდები. მობილურზე დროს ვიმახსოვრებ.

ხმას არ ვიღებთ. მძღოლიც, ბედად, ჩუმი შეგვხვდა. საჭეს ატრიალებს, უკან არც იხედება,
თითქოს თავს ისიც უხერხულად გრძნობს. დუმილს ისევ მე ვარღვევ.

– ტიპები ზომბებად მე ვაქციე-მეთქი, რომ გითხრა, დამიჯერებ?

ვეუბნები და ვხვდები, სისულელს ვაკეთებ. ევა ხმას არ მცემს, თვალებზე ვატყობ, ბოლომდე
ფხიზელი არ უნდა იყოს, არც მე ვარ. თითქოს ეს ყველაფერი შემდეგი წინადადებისკენ
მიბიძგებს.

– ისეთი არაფხიზლებიც არ ვართ, ეს ყველაფერი რომ გვეჩვენებოდეს.

– ხვთისოსთან მივდივართ?

მეკითხება ევა. ჩაწოდება მიღებულია. გზაში ამაზე ლაპარაკი არ უნდა. აი, ხვთისოსთან
შეიძლება. ხვთისო ნამდვილად იდეალური კანდიდატია. არ მგონია, თბილისში ახალ ბიბლიას
ბევრი წერდეს. ნეო ბიბლე, როგორც მას ხვთისო მოიხსენიებს ხოლმე, მისი ცხოვრების კრედოა.
წერა ჯერ არ დაუწყია, ქრისტესი არ სწამს, მაგრამ 33 წელს ელოდება.

34
– ჰო, მაგასთან გავაგრძელოთ.

უხერხულად ვიშმუშნები. ევა უაზროდ იღიმის.

– საკაიფო დაბადების დღეს მოვუწყობთ.

– ვა, დაბადების დღე აქვს?

– ჰო, დღის ბოლოს 33-ის ხდება.

ახლა გამოვყლევდები!

21-ე საუკუნეში ადამიანი ტექნოლოგიაზე დამოკიდებული გახდაო, ამას ამავე საუკუნეში


მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი გეტყვის, მაგრამ რეალურად რისთვის ვიყენებთ
ტექნოლოგიებს, ეს ცოტა რთული საკითხია. აი, ხვთისოს სჯერა, რომ ტექნოლოგიები
უხერხული მდგომარეობისგან თავის დასაძვრენად გვჭირდებოდა. „ერთი უხერხულობისგან
თავის დაძვრენა მეორე უხერხულობას აჩენს. ჰოდა, ასე უსასრულოდ, დაიწყო ჯაჭვი და
გამოგონებას გამოგონება მოჰყვა. გაიგე, შეჩემა?“. მახსენდება ხვთისოს სიტყვები და
უხერხულობის განსამუხტად ჯიბიდან მობილურს ვაცურებ. ხვთისოს ნომერს ვკრეფ: „გასულია
მომსახურების ზონიდან“ მეუბნება პროგრამა.

– რაო?

მეკითხება ევა.

– ვერ ვუკავშირდები.

– გასულია ზონიდანო?

იღიმის ევა. ევას შემთხვევაში უხერხულობისგან თავის დასაღწევად მგონი ღიმილი


გამოიგონეს.

ტაქსი გოგებაშვილის ვიწრო ქუჩაზე უხვევს და მძღოლი უხერხულად იშმუშნება, თითქოს


გვანიშნებს, „ხომ ხედავთ, არ ვლაპარაკობ და გამაგებინეთ ახლა, სად გავჩერდე“.
– ჯერ იარეთ, გეტყვით, ზუსტად სად უნდა გააჩეროთ.

ვეუბნები მძღოლს. ის მადლობის ნიშნად კვლავ დუმს. რამდენიმე წამში ხვთისოს სახლთან
ვიქნებით. მობილურზე დროს ვუყურებ. გზას ზუსტად ათი წუთი მოვანდომეთ. დღევანდელი
ალოგიკურობით ლოგიკურად მგზავრობის ტარიფი ხუთი ლარი უნდა იყოს. საფულიდან
ათლარიანი იჭყიტება.

– აქ გააჩერეთ.

35
ვეუბნები მძღოლს და აკაკი წერეთლით გაფორმებულ ქაღალდს ვაწვდი. აკაკიზე გამიგია, დიდი
ოინბაზი ვინმე იყოო. მძღოლი აკაკის მართმევს და უსიტყვოდ მიბრუნებს ივანე ჯავახიშვილს.
ესეც შენი მგზავრობის 5 ლარი.

მძღოლს, ევასთან ერთ ხმაში, მადლობას ვეუბნები და მანქანიდან გადმოვდივარ. ახლა


თხუთმეტი წუთის ჯერია.

– მიდი, კიდევ დაურეკე.

მეუბნება ევა.

– თხუთმეტი წუთი მოცდა მოგვიწევს, – ვუღიმი, – თხუთმეტ წუთში გვიპასუხებს.

ჩემს სიტყვებს ბოლომდე მაინც არ ვენდობი. ხვთისოსთან დაკავშირებას კიდევ ერთხელ


ვცდილობ. ხვთისო კვლავ გასულია. ევა ბორდიურზე ჯდება, შავი ქურთუკის ჯიბიდან წითელი
„მარლბოროს“ გაუხსნელ კოლოფს იღებს.

– ვა, გაუხსნელი სიგარეტითაც დადიხარ?

ვეკითხები დროის გასაყვანად.

– ჩანთაში კიდევ ერთი მაქვს. პარასკევია, გულაობა და ამბები. შენახული უნდა იყო.

მპასუხობს და ცალი ხელით ასანთს ეძებს. რატომღაც მინდება, რომ დავასწრო და ჯიბეებში მეც
ასანთის ძებნას ვიწყებ. მალევე ზურგჩანთაზე გადავდივარ. ჩემგან განსხვავებით ევა ნელა
მოძრაობს. ქურთუკიდან ისიც ჩანთაზე გადადის, ახლა შიგნით იქექება. თვალი ევას ფეხებისკენ
გამირბის. ტანზე მომდგარი ჯინსი აცვია, მაგრამ მაღალი, გამოკვეთილი ფეხის კოჭები და
ფეხის ქვედა ნაწილი უჩანს – თეთრი და გლუვი. უეცრად თვალწინ მიდგება, როგორ იპარსავს
ფეხებს...

– ვერ ვიპოვე.

მაწყვეტინებს ფეტიშებზე ფიქრს ევა და კვლავ უხერხული ღიმილით მომჩერებია. თითქოს


ფაქტზე წამასწრო და ამ ღიმილით კიდევ ერთხელ ცდილობს სიტუაციის განმუხტვას.

– მე უნდა მქონდეს.

ვეუბნები დაბნეული და ჩანთიდან ბიჩ ის ფირმის სანთებელას ვაძვრენ.

– ეე, საპარსის ზაჟო, – მეუბნება ევა, – არ ვიცოდი, მაგის ზაჟიგალკებიც თუ ეძრობოდა.

არც მე ვიცოდი. ამ ასანთს პირველად ვხედავ. ვიხრები, ცეცხლი ევას სახესთან მიმაქვს. ევა
კვამლს ხარბად ისრუტავს და რამდენიმე წამი უკან აღარ უშვებს. კვამლს სიტყვებსაც აყოლებს.

36
– სად ტრაკშია?

– დრო დავინიშნე. მალე გამოჩნდება.


– არ გინდა, კიდევ სცადო?

– დარეკვა? აზრი არ აქვს, გეუბნები, ჯერ მაინც არ მიპასუხებს.

– ალბათ, დაეძინა.

სიტუაციის განმუხტვას ცდილობს ევა. მარტივად ვუხვდები, მაგრამ ახლა განმუხტვის დრო არ
არის.

– არ ვიცი, რა ჭირს, მაგრამ ვიცი, რომ კიდევ რამდენიმე წუთი ასე მოცდა მოგვიწევს.

ევა ისე მომჩერებია, როგორც მეკადრება. ვემორჩილები, ხვთისოსთან დაკავშირებას კიდევ


ვცდილობ. არც ამჯერად გამოდის.

– ჯერ ვერ დავუკავშირდებით. იმ ოთახიდან გამოღწევას ორი წუთი დაჭირდა, მგზავრობა ხუთი
ლარი დაგვიჯდა, ათი წუთი გზას მოვუნდით, თხუთმეტი წუთიც მანქანიდან გადმოსვლის
შემდეგ მოგვიწევს მოცდა.

– ხუთმა ჟელიბონმა ასე როგორ ჩაგაყლევა?

გულწრფელად მეკითხება ევა და ვხვდები, პასუხს არ ელოდება.

– დრო დავინიშნე, – მობილურის ეკრანი მის სახესთან მიმაქვს, – მოვიცადოთ და ვნახოთ.

– მანამდე რა ვაკეთოთ?

მანამდე... სიამოვნებით ვიტყნაურებდით, მაგრამ 2, 5, 10 და 15-ის მაგიურ ურთიერთობაზე


ვუყვები და ვუხსნი, რომ ეს ყველაფერი დღეს დაიწყო. აქამდე ამ ყველაფერზე არც კი მიფიქრია.

– გავიღვიძე და ეს რიცხვები თავისით ამეკვიატა.

ვაჯამებ და მეუფლება შეგრძნება, რომ ტელეფონმა უნდა დარეკოს.

– აღმოჩნდა, რომ მთელი შენი ცხოვრება ეს რიცხვებია, მეტი არაფერი და მერე ის ორი ტიპი
ზომბებად აქციე.

მობილური მირეკავს. ზუსტად დანიშნულ 15 წუთზე.

– ხომ გეუბნებოდი, – ვეუბნები ევას, – დაჟე თვითონ რეკავს.

37
***

ხვთისოს ჩვეული ნამძინარევი ხმა აქვს. ჩასძინებია და ტელეფონი დამჯდარი დარჩენია.


თავისთან გვეპატიჟება, ჩვენ დაპატიჟება არ გვჭირდება, უკვე 15 წუთია ეზოში ველოდებით.
ხვთისო იტალიურ ეზოში ცხოვრობს, აქვს დიდი ოთახი, საკაიფო ვერანდა და ჰყავს ინდუსი
რუმმეითი, რომელიც მედიცინას სწავლობს, ხოლო როცა არ სწავლობს, ლოცულობს და
ღმერთს ავადმყოფების მკურნალობას ავედრებს.

– რას შობით, თქვეჩემა?

ღიმილით გვესალმება ხვთისო. პასუხად ჩვენც რამდენიმე სიტყვას ვეუბნებით და ინდუსის


ოთახის გავლით ხვთისოს სამფლობელოში შევდივართ.
– რა სახეები გაქვთ. შუადღეა თუ ატხადნიაკი? – და ისე, რომ პასუხს არც ელოდება, აგრძელებს,
– სპეციალურად გამოვიძინე, რომ დაღამდება და 33 შემისრულდება, მინდა, ახალი
გამოჩეკილივით ვიყო.

ამბობს და გრძელ ხელებს მაგიდაზე აცეცებს. ტრადიციულად, Star Wars-ის ხალათი


შემოუცვამს, ფეხშიშველაა და გრძელი, შავი თმა უკან აქვს გადაწეული. მისი თქმით, თმა ისე
ჩქარა უცხიმიანდება, რომ თავის დაბანა დღეში სამჯერ ჭირდება, ის კი ორზე მეტს ვერ ასწრებს.
ბევრს ეს ყველაფერი ხვთისოს გამოგონილი მითი ჰგონია და მის დაუბანლობას აბრალებენ.

– თმის დაბანას ვაპირებდი, – გვეუბნება და კვლავ მაგიდაზე მიმოყრილ წიგნებსა და


ქაღალდებში იქექება, – აი, ამას ვეძებდი.

– დაბადების დღისთვისაც შენთვის ასეთ საზარელ სტარ ვორსებში უნდა იყო გამოწყობილი?

ეკითხება ევა.

– მტერი ახლოს უნდა მიუშვა, გულში ჩაიკრა და მერე კარგად უნდა ჩაბღუჯო. აი, როგორც
გლადიატორში მამის მკვლელობის ეპიზოდში.

პასუხობს ხვთისო და პირდაპირ იატაკზე ეშვება. ჩვენც ვბაძავთ. ხვთისოს ცოტა რამ თუ
ეზიზღება ისე, როგორც Star Wars, მაგრამ ამ ხალათს არასდროს იშორებს. თითზე
ჩამოსათვლელად იქნება ადამიანი, ვისაც ის ხალათის გარეშე უნახავს. ამ რჩეულებს შორის მე
ვარ, იმედი მაქვს, ევას ეს პატივი არ რგებია.

– მაგ ხალათის გარეშე არ მინახიხარ.

თითქოს ეჭვს მიდასტურებს ევა.

38
– ვერც მნახავ.

უმნიშვნელოდ ამბობს ხვთისო და გახუნებულ ბლოკნოტს ფურცლავს. ჰო, ხვთისოს ხალათის


გარეშე ნახვა თითქმის შეუძლებელია. მაღაზიაში ასე ჩადის, სახლში სულ ასეთ ფორმაშია, ის
იშვიათი შემთხვევა, როცა სახლიდან გამოდის, როგორც წესი, ხალათის ღალატს ვერ აიძულებს
ხოლმე. მუშაობა სახლიდან შეუძლია და ასეც იქცევა. ბევრისთვის გასაოცრად, ხვთისო
თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული დიზაინერია, პროგრამირებაშიც კარგად ერკვევა.
ერთი სიტყვით, შეკვეთები არასდროს აკლია, ისევე, როგორც ფული. ფულის წყალობით,
საკუთარი დილერიც ჰყავს, შეკვეთას აძლევს და ამ ტიპსაც ნებისმიერი დრაგი სახლში მოაქვს.
ის თვალით არავის გვინახავს, მაგრამ ხვთისოს გაძრობილი სხვადასხვა ნივთიერება
გვაიძულებს, ამ მისტიკური დილერის ვიწამოთ. რწმენა ხომ უხილავია, მას ვერ დაინახავ, მით
უმეტეს, ვერ შეეხები, უბრალოდ უნდა გჯეროდეს. ჩვენც გვჯერა და ამ რწმენით ვსარგებლობთ.

უხერხულ დუმილს ამჯერადაც ევა არღვევს.

– გაგვიმხელ, მაგ ანტიკურ ფურცლების გროვაში რა ხდება?

– ჯერ არაფერი, მაგრამ მოხდება. ეს მომავალი ბიბლიაა.

– არ გირჩევნია, ვორდში აკრიფო?

ვეკითხები და დაღლილობას ვგრძნობ. თითქოს პასუხის მოსმენაც მეზარება. მე ჩემს


რიცხვებზე ვფიქრობ.

– ეგრეც ვაპირებ, მაგრამ მერე აქ გადმოვიტან. ორიგინალის მუღამი რომ არ დაიკარგოს და


ავტორის კალიგრაფია. დღეს 33-ის ვხდები და წერას დავიწყებ.

– იცი, რას დაწერ?


ვეკითხები და გონებაში ისევ ციფრები მიტივტივებს.

– წარმოდგენა არ მაქვს. დღეს გავიგებ.

– ესე იგი, შენც დღეს აპირებ საოცრებების გაძრობას?

ერთვება ევა.

– კიდევ ვინ გააძრო?

ჩასაფრებით კითხულობს ხვთისო. ასეთი სერიოზული მგონი არ მინახავს. მგონი, ამას მართლა
სჯერა, რომ დღეს ბიბლიის წერას დაიწყებს.

– ამან, – ჩემკენ იშვერს ხელს ევა, – ჯერ იყო, საკუთარი სიზმარი კინოში ნახა, მერე „ამირანის“
სტაფი ზომბებად აქცია და გზაში ჯადოსნურ ციფრებზე მებაზრა...

39
– რა ციფრები?!

აწყვეტინებს ხვთისო. მისი დაძაბულობა ჩემზეც გადმოდის. ევა კვლავ არხეინადაა.

– ორი, ხუთი, ათი, თხუთმეტი. დღეს ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს.

ვეუბნები და კიდევ უფრო ვიძაბები. ხვთისოს შავი ხვრელივით მუქ თვალის კაკლებში თითქოს
რაღაცა ჩაისახა. უჩვეულო მოქნილობით დგება, მაგიდასთან მიდის, ახლა უჯრაში იქექება,
იქიდან კალამი ამოაქვს და ისევ ჩვენ გვიბრუნდება. დღიურს ხსნის. საკრალურ ციფრებს წერს,
მათ შორის მიმატების ნიშანს სვამს, ბოლოში კი ტოლობას ამატებს. შემდეგ ჩერდება, მე
მიყურებს.

– ხედავ?

ხელი უცახცახებს. ან დრამატურგია ითხოვს და ასე მეჩვენება.

– რას?

2+5+10+15=32

– შეჩემა ოცდათორმეტი! ჩემი ასაკი! ეს ციფრები დღეს აგეკვიატა და დამთხვევები მოხდა?

– დილიდან ყველაფერი მაგ ციფრების გარშემო ტრიალებს.

– ესეც შენი ბოლო დამთხვევა! დღეს ბოლო დღეა! თორმეტი საათის შემდეგ ოცდაცამეტის
ვხდები. შენ კიდე ამ ნიშნებით ჩემთან მოხვედი!

– შიგ ხო არ გაქვს?! – აწყვეტინებს ევა. ჩემკენ ტრიალდება, – გამომრჩი, შიგ ხო არ გაქვთ?!

– შიგ მთელ სამყაროს აქვს! ეს ყველაფერი დღეს უნდა მომხდარიყო! ეგო მესიაა, მე კი მისი
მემატიანე! ოცდათორმეტი და პლუს ერთი დღე, ესეც შენი ოცდაცამეტი! ვაფშე ყველაფერს
მივხვდი! მოყევი დღევანდელი დღე, შენ ხარ ერთადერთი, ვისაც ამ სიმულაციიდან თავის
დაღწევა შეუძლია. შენ ხარ გეიმერი, რომელიც თამაშის დეტერმინირებულ წესებს დაარღვევს,
მე კი ამას აი, ამ დღიურში აღვწერ!

ხვთისოს მოვლენებს ქრონოლოგიურად ვულაგებ. ოთახში მისთვის მარტო მე ვარ და იშვიათად


– ბლოკნოტიც, რომელშიც ზოგჯერ რაღაცებს ინიშნავს. ბოლოში გავდივარ, წერტილის
ნაცვლად ხვთისოს გამოწოდებული ჭიქიდან წყალს ვსვამ და მძიმედ ვსუნთქავ.

– დალიე, მოგხოდავს.
მეუბნება ხვთისო და ისე მიყურებს, როგორც საცდელ კურდღელს. ეს მაღიზიანებს...

– რა სახე გაქვს, საცდელი თაგვი კი არ ხარ, მესია ხარ, შეჩემა. ციფრული დეტერმინიზმის
დამანგრეველი.

40
– და როგორი პატივია, მესიას შეჩემათი რო ებაზრები, არა?

აწყვეტინებს ევა და ამით თავის არსებობასაც ახსენებს.

– რა მჭირს?

ვეკითხები ხვთისოს და ჩემივე შეკითხვის თავად მიკვირს. ხვთისო წყალს ამჯერად თავად სვამს
და ისიც ღრმად სუნთქავს, ემზადება.

– აზიმოვის „დასაბამი“ წაგიკითხავს?

უარის ნიშნად თავს ვაქნევ, ევა კი ყურადღებას კვლავ თავისკენ ექაჩება.

– ეგ წიგნი მაგრად მევასება. ჰა, ახლა უნდა გვითხრა, რომ ეგო ჰარი სელდონია?

უარის ნიშნად თავს ახლა ხვთისო აქნევს. კიდევ ერთხელ გაიმეორებს ჩემს მოქმედებას და
ამასაც ნიშნებად ჩავთვლი.

– დავიწყოთ იმით, რომ დღეს უამრავი ბაზრის მკვლევარია. ცდილობენ გათვალონ და


განსაზღვრონ, როგორ იმუშავებს ეკონომიკა, მათი მიზანია, იწინასწარმეტყველონ
წარმოებული პროდუქციის მომავალი. თუ დღევანდელ სისტემას დავაკვირდებით, მთელი
ეკონომიკა მაგაზე მუშაობს, ესე იგი, ვიღაცა შკოლნიკებსაც კი შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ.
აზიმოვთან სელდონი რაღაცა ბანძი მარკეტოლოგი კი არ არის, ის ფსიქოისტორიკოსია.
მემატიანე. მას შეეძლო გლობალურად სამყაროს დეტერმინიზმის გამოთვლა. მიახლოებული
ვერსიების ერთმანეთთან კვეთის წერტილის დაფიქსირება, ეგ შეიძლება ჩემი საქმე იყოს, ჩვენი
ეგო კი მესიაა. მისი საქმე დეტერმინიზმის დარღვევაა.

ხვთისო როლში შედის. ხმის ტემპიც კი ეცვლება, ახლა ის საერთოდ სხვა ადამიანია. 21-ე
საუკუნის მემატიანე, ცოტათი შეშლილი პროფესორიც.

– რა არის ადამიანი და მისი დასაბამი? ერთი შეხედვით ეს განუზღვრელი არსება – მე, შენ და
ყველა სხვა – ისტორიაში, ფსიქოლოგიასა და მათემატიკაში შეგვიძლია მოვაქციოთ. ისტორია
თუ მასების ქცევა, საერთო რეაქციები და კოლექტიური ინფორმაციაა, ფსიქოლოგია
ინდივიდების აღქმა, ნეირონების ჯაჭვში გაჩენილი ილუზიაა, რომელიც გვაჯერებს, რომ „მე“
შეიძლება სამყაროს ცენტრი იყოს, მათემატიკა კი ამ ყველაფრის ჯამია. ადამიანი სოციალური
ცხოველია და, ამასთან ერთად, ინდივიდია. სწორედ ეს ოქსიმორონია ერთგვარი მიწოდება-
მოხმარება. ჩვენ ყოველდღე გვიწევს საზოგადოებაში ადაპტირება, კოლექტივს საკუთარ თავს
ვაწვდით, ეს უკანასკნელი კი მას ამუშავებს. ინდივიდი პროდუქტია, საზოგადოება კი – ბაზარი.
ჩვენ ვიბადებით საზოგადოებაში, შესაბამისად ვიფუთებით, ვმუშავდებით და ვიყიდებით. თუ
კარგად შევისწავლით ფსიქოლოგიას, ისტორიასა და მათემატიკას, აზიმოვის დასაბამის არ
იყოს, შეგვეძლება გავხდეთ ფსიქოისტორიკოსები. მომავალი გადაშლილი წიგნია, მის
გასაგებად ჩვენ უბრალოდ კითხვა უნდა ვისწავლოთ...

41
– რისი კითხვა?

აწყვეტინებს ევა. ცნობისმოყვარე სახე აქვს. როგორც ჩანს, ხვთისომ შთაბეჭდილების მოხდენა
ამჯერადაც მოახერხა. ხვთისოს ეს ყოველთვის შეუძლია.

– რას ნიშნავს „რისი“? რაზე ვლაპარაკობ და რას მეკითხები, – ბრაზდება ხვთისო და


აკადემიურობას კარგავს, – ასეთ დროს ასეთ შეკითხვას მარტო ატხადნიაკში მყოფი თუ
დასვამს. აი, ცოტა ემდი შესანსლეთ და დამეწევით, – ხვთისო დაგორგოლავებულ ქაღალდის
ნაგლეჯს გვაწვდის, – პატარა ზახოდია, გახურებისთვის.
მე და ევა დაუფიქრებლად ვართმევთ, პირში წყალს ვიგუბებთ და მხოლოდ ამის მერე ქაღალდს
ვყლაპავთ. ყველაფერს ისე სინქრონულად ვაკეთებთ, როგორც ფლეშმობის ჩემპიონები.

– მალე დამეწევით, – ამბობს ხვთისო, – მაგრამ მე ისევ გადაგასწრებთ, – იცინის და ისიც იმავეს
იმეორებს, – ნახევარ საათში დაიწყებს, სწრაფია.

ხვთისო ოთახიდან გადის. ტუალეტში შედის, ისმის უნიტაზის ჩარეცხვის ხმა, შემდეგ შარდის
უნიტაზთან რომანტიკული კავშირიც გვესმის და ბოლოს უნიტაზი კიდევ ირეცხება.

– მემატიანეა, მაგრამ ტუალეტის კარის დაკეტვა არ იცის. სხვათა შორის, ეს ყველაფერი იმ


ფსიქიატრიულის მერე დაეწყო, მედძმად სადაც მუშაობდა და ვიღაცა შეშლილის დღიური რომ
იპოვა. ის ტიპი ამაზე გიჟი იყო, მომავლის სამყაროდან, მოქსიდან თუ რაღაცა ეგეთიდან ვარო,
წერდა. ტიპი სანამ ფანჯრიდან გადახტებოდა, ამტკიცებდა, ჩემი სამყაროს ღმერთი ვიყავი და
ეს ჩემი სამყარო სიმულაცია იყოო.

მიყვება ევა, მაგრამ მიჩნდება შეგრძნება, რომ ამას თავის თავს უფრო ეუბნება. თითქოს ევა
ამით თავს იმშვიდებს და ამავე თავს ახსენებს, რომ ერთი შენძრეული ნარკომანის
ნაქირავებშია და არა 21-ე საუკუნის მემატიანის სახლში. ხვთისო ოთახში ბრუნდება, ხელში
წყლით სავსე ვეებერთელა ლუდის ბოკალი მოაქვს. გვერდით გვიჯდება.

– თუ გეფსიათ, მოფსით, თორე მერე ხო იცით, გახსნის და შარდს კარგი ლუდის ფასი დაედება.
ჰოდა, რას ვამბობდი?

გვეკითხება, მაგრამ პასუხს არ ვცემთ, ხელს არ ვუშლით, ეტყობა, ძალიან კარგად იცის, რასაც
ამბობდა. ყველაფერი შოუს დონემდე აქვს აყვანილი, ყოველ დეტალს გრძნობს, თითქოს
მთელი 32 წელი მართლა ამას ელოდა.

– ჰოდა, ეს სამყარო წიგნია, – აგრძელებს ხვთისო, – რომელიც ისტორიის, ფსიქიკისა და


მათემატიკის სინთეზითაა დაწერილი. სამყაროზე ყველაფრის გამოთვლა შეიძლება.
ფილოსოფია და მეცნიერება დეტერმინისტებით იყო გამოტენილი. ავიღოთ ნებისმიერი ციური
სხეული, თუ იცი მასა, სიჩქარე და მდებარეობა, ზუსტად შეგიძლია გამოთვალო, როდის სად
იქნება ესა თუ ის პლანეტა. მთელი სამყარო ამ პრინციპით მუშაობს. ასე ბრუნავს მთვარე
დედამიწის გარშემო, დედამიწა მზის გარშემო, მზე გალაქტიკის ცენტრის გარშემო. მოკლედ,
ყველაფერი რაც გარშემოა, რაღაცის გარშემო ბრუნავს... გარშემო, გარშემო, გარშემო.

42
ლირიკულ გადახვევას აკეთებს ხვთისო და წყალს სვამს. რამდენიმე წამი რაღაცაზე ფიქრობს
და აგრძელებს.

– მოკლედ, ყველაფერი მშვიდად, დეტერმინირებულად მიედინებოდა. ნიუტონისებური


სამყაროს გაგება პირდაპირი დეტერმინიზმი იყო, შეიძლება ითქვას, რელიგიურიც კი. თუ
ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, ესე იგი, არსებობს განმსაზღვრელი, შემქმნელი,
რომელმაც ციური სხეულების ბედთან ერთად ჩვენი ბედიც განსაზღვრა. აინშტაინიც
კრეაციონისტი იყო. ტყუილა კი არ თქვა, ღმერთი კამათლით არ თამაშობსო. ნუ, ღმერთი
კამათლებით არა და რაღაცა ჯადოსნური ჯოისტიკებით ნამდვილად თამაშობს, მაგრამ ეგ მერე
იყოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ თითქოს ყველაფერი სიმშვიდისკენ მიდიოდა, ფილოსოფია,
მეცნიერება, სულიერი აღტყინება, ერი და ბერი, თითქოს ყველა საბოლოოდ ერთ
განსაზღვრულ სამყაროზე შეთანხმებას აპირებდა. მერე ალბათ დიოგენესავით ფეხს ფეხზე
გადავიდებდით და ვიტყოდით, რომ ეს სიმშვიდე თავად ყოვლისშემძლემ განგვისაზღვრა,
მაგრამ როგორც კომპიუტერულ თამაშებშია, ერთ ტურს რომ გადიხარ, რა დილეტანტი
გეიმერიც არ უნდა იყო, იცი, რომ ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, უფრო რთულისთვის
ემზადები, ასეა ჩვენს სამყაროშიც: შეკითხვაზე პასუხი ახალ, კიდევ უფრო რთულ შეკითხვას
ბადებს და ასე უსასრულოდ. და აი, გამოტყნაურდა კვანტური მექანიკა.

აქ ხვთისო ისვენებს. ზარმაცად იზმორება და კვლავ პროფესორის გამომეტყველებით


აგრძელებს.
– აინშტაინი კამათლებს კვანტურ სამყაროს ესროდა. მაგრად არ უსწორდებოდა. კაცს თავი
თამაშის ბოლო ტურში ეგონა და უცებ ვინცხა პატარა ნაბიჭვრები ეუნებიან, მოიცა ბიძა,
ყველაფერი განუსაზღვრელიაო. ალბათ იცით, მაგრამ თუ არ იცით, მე გეტყვით, რომ კვანტური
კანონები ეხება ყველა ატომსა და ნაწილაკს ყველანაირ მატერიაში – ვარსკვლავებსა და
პლანეტებში, ქვებსა და შენობებში, ძუძუებსა და ტრაკში. მოკლედ, ყველაფერი ხილული
უმცირესი ნაწილაკებისგან შედგება, რომელიც, თავის მხრივ, კვანტური კანონებით იმართება.

ხვთისო კვლავ ისვენებს, წამიერი დუმილი გადმოგდებული შანსია, რათა ჩვენი ცოდნით მისი
ჰეგემონია დავამხოთ. ევასკენ ვტრიალდები. ჩემი არ იყოს, მასზეც თეთრი დროშაა
გამოსახული. ხვთისო აგრძელებს.

– კვანტური მექანიკის ფუნდამენტი განუსაზღვრელობაა. განუსაზღვრელობაში ნაწილაკებს


ერთდროულად სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნა შეუძლიათ. თუკი ადამიანები იმოქმედებდნენ
ატომებში მდებარე ნაწილაკების მსგავსად, მათი კონკრეტული მდებარეობის დადგენა ძალიან
გაგიჭირდებოდათ. ისინი შეიძლება ერთდროულად თითქმის ყველგან ყოფილიყვნენ, სანამ
მათ ძებნას არ დაიწყებდით. ძებნის დაწყების შემდეგ კი თქვენ წინ გაჩნდებოდნენ. ნილს
ბორის დამოკიდებულების მიხედვით, გაზომვის პროცედურა აიძულებს ნაწილაკს, უარი თქვას
ყველა შესაძლო მდებარეობაზე და აირჩიოს ერთი, სადაც მისი პოვნა შესაძლებელია. ანუ რა
გამოდიოდა? წარმოიდგინეთ ინტიმურ გარემოში ხართ ოცნების სექსუალურ პარტნიორთან
ერთად, აი მარტო ფანტაზიებში რომ წაეტყნაურები, ისეთთან. შენში ჰორმონების მომწიფებას
გრძნობ, უნდა მიუახლოვდე, მაგრამ ზუსტად ამ მომენტში შემთხვევით მეორე მხარეს იხედები
და ეს შენი პარტნიორი იქ დგას. თავს აქნევ, გგონია, რომ გეჩვენება, ახლა სხვა მხარეს იყურები
და ეს ოცნების არსება ახლა იქ არის და ასე უსასრულოდ. ოღონდ ახლა არ გეგონოთ ორგიას
მოაწყობდით, როგორც კი ერთს აკვირდები, სხვა დანარჩენი სატყნავი ობიექტები ეგრევე

43
ქრებიან. თუ ძაან ხრუშიანი ხარ, ბოლოს სხვა ყველას დაიკიდებდი, კონცენტრირებას ერთზე
მოახდენდი და შენსას გაისწორებდი, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ოთახში ხართ და აქ
ამჯერად კოშმარსაც რომ დაგიფრთხობს, ისეთი ვიღაცაა. და ასე უსასრულოდ, საითაც არ
გაიხედავდი, ეს ჟუტკი ტიპი იქნებოდა. მოკლედ, შენ არჩევანი უნდა გააკეთო და უცებ ხვდები,
რომ არჩევანი არ არსებობს. საითაც არ უნდა გაიხედო, ოცნება და კოშმარი ერთად დგას. ეს
იგივეა, როცა რაღაცა თამაშს თამაშობ, ერთ კონკრეტულ კლავიშს აკლიკებ და შენი გმირი
ყველა მოქმედებას ერთად აკეთებს. რეალურად ყველა პოტენციური მოქმედება
დაპროგრამებულია და წინასწარ უკვე მომხდარია, მაგრამ კონკრეტულ კლავიშზე თითის
მიტანით შენ გიჩნდება არჩევანის ილუზია.

გარშემო უსაზღვრო შესაძლებლობები და ალბათობებია, ჩვენ კი ასე კოლექტიურად უსაზღვრო


გზაჯვარედინებზე ვდგავართ და ასე უსაზღვროდ, ყოველ წამს არჩევანის ილუზია გვაქვს.
გავიხსენოთ აინშტაინი და მთელი ამალა, ამ უამრავი წვერებიანი ბრძენის მოსაზრებით,
ბუნების კანონებზე დაფუძნებით შესაძლებელი იყო ყველაფრის ზუსტად განსაზღვრა,
კვანტურმა მექანიკამ კი ამ მოსაზრებას მიაკუა. დავუბრუნდეთ კამათლებს...

ხვთისო ვეებერთელა ბოკალს იღებს და წყალს დიდი ყლუპებით სვამს. მეუფლება შეგრძნება,
რომ ახლა ჯიბიდან კამათლებს ამოაწყობს. თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს, აგრძელებს.

– კამათლები არ დაგვჭირდება. მოკლედ, აინშტაინმა გაჭედა, კამათელი ააგდო და თავი


შეუშვირა. ის ამბობდა: „მირჩევნია ვიფიქრო, რომ მთვარე ყოველთვის თავის ადგილზეა
მაშინაც კი, როცა არ ვუყურებ. განა სამყარო იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ დავაკვირდებით თუ
არა მას?“ აინშტაინი ფიქრობდა, რომ კვანტურ თეორიას რაღაცა აკლდა – ის, რაც აღწერდა
ნაწილაკის თვისებებს, მაგალითად, მათ მდებარეობას მაშინ, როცა არავინ უყურებს.
აინშტაინის არგუმენტების მიუხედავად, კვანტისტები აზრს არ იცვლიდნენ. აინშტაინის ფრაზას
„ღმერთი კამათელს არ თამაშობს“ ნილს ბორმა უპასუხა: „შეწყვიტე ღმერთისთვის იმის
მითითება, რა გააკეთოს“. ბორი აინშტაინს ეწინააღმდეგებოდა და მიაჩნდა, რომ კონკრეტიკა
მხოლოდ დაკვირვების შედეგია. კამათი ფილოსოფიაში გადავიდა, მაგრამ 70-იანებში
საბოლოოდ მოხერხდა ამ დავის ფიზიკურ დონეზე გაზომვა. აღმოჩნდა, რომ ის, რასაც
აინშტაინი ვერ წარმოიდგენდა – მოჩვენების მსგავსი ურთიერთქმედებად დისტანციაზე –
რეალურად ხდება. მოკლედ, აინშტაინი კი უკვე მკვდარი იყო, ჰოდა, მაგის ღმერთი და
კამათელიც საფლავში გაყვნენ. ეს მოჩვენებითი ურთიერთქმედება ჩვენებურად, ჯიგრულად
რომ ვთქვათ, იგივე გადახლართულობაა. მაგალითისთვის, ელექტრონი ორბიტებზე
გადანაცვლებას ახერხებს მოძრაობის გარეშე – ხტუნვის დროს არ გაივლის სივრცეს. ეს იგივეა,
მარსი რომ უეცრად იუპიტერის ორბიტაზე აღმოჩნდეს. ასეთი გადახლართულობა
კვანტურ სამყაროში ნაწილაკებისთვის მოსული პონტია. უფრო რომ გავიასნდეთ,
წარმოიდგინეთ, რომ ბერლინში გულაობა გინდათ. კვანტური მექანიკის მიხედვით, ბერლინში
აღმოჩენა ძალიან სწრაფად შეიძლება. ამისთვის საჭირო იქნება თქვენს ოთახში განთავსებული
ნაწილაკების კამერა, რომელიც გადახლართულ მდგომარეობაში იქნება ბერლინში მდებარე
ნაწილაკების კამერასთან. იმარაგებთ ექსტაზს, კეტამინს, ცოტა მოსაწევს და შედიხართ
კამერაში, რომელიც სკანერივით მოქმედებს და იღებს ინფორმაციას თქვენი სხეულის
ნაწილაკებზე. იმავდროულად ხდება მეორე კამერაში არსებული ნაწილაკების სკანირება და
იქმნება სია, რომელშიც ერთმანეთს ედრება ნაწილაკების ორი წყების კვანტური
მდგომარეობები. შემდეგ ხდება მონაცემების გამოყენება და თქვენი სხეულის ნაწილაკების

44
აბსოლუტური სიზუსტით გადატანა ბერლინის კამერაში, რის შემდეგაც თქვენი ახალი „მე“
იქმნება. ნაწილაკებს არ უმოგზაურიათ თქვენი სახლიდან ბერლინისკენ, უბრალოდ მოხდა
თქვენი კვანტური მდგომარეობის სრული რეკონსტრუქცია. აეროპორტშიც არავინ გაგჩხრეკთ.
მოკლედ, კამერას ხსნი...

– ჩემთან დაიწყო გახსნა.

აწყვეტინებს ევა და ხელისგულებს ნერვიულად უყურებს. მე ჯერ ვერაფერს ვგრძნობ. ევას


მეტაბოლიზმი ყველაზე სწრაფია, ყოველთვის ჩვენზე ადრე უხსნის. თრიფში ყოველთვის წინ
არის. ეს ხვთისომაც კარგად იცის, მაგრამ ამჯერად ევა ვერ გაასწრებს. ჩვენ რომ გახსნა
დავიწყეთ, ხვთისო უკვე ღია ოთახში იყო.

– მშვენიერი. ნელ-ნელა დაგიწყებთ და დამეწევით. ხო მომყვებით? – გვეკითხება და


აგრძელებს, – ახლა კარგად გახსნის და ვაფშე ყველაფერი გაიასნდება. ჰოდა...

– ანუ, ასე ვტელეპორტირდები?

აწყვეტინებს ისევ ევა. კვლავ ხელებს უყურებს, ჩვენკენ არც იხედება.

– ნაწილაკებს არ უმოგზაურიათ თქვენი სახლიდან ბერლინისკენ, არამედ მოხდა თქვენი


კვანტური მდგომარეობის სრული რეკონსტრუქცია, ბოლო ნაწილაკის ჩათვლით. თქვენს
სახლში მდებარე „მე“ კი პროცესში ნადგურდება, რადგან ეს კვანტური ტელეპორტაციის
პროტოკოლის შემადგენელი კანონია. ანუ, დამკვირვებლები ვირჩევთ ერთს, იმას, რომელიც
ბერლინის კამერაშია.

– გამოდის, დავიბრიდებით?

მეც ვერთვები საქმეში. ხვთისო ჩაფიქრებული მპასუხობს.

– ადამიანის ტელეპორტაციისგან ჯერჯერობით საკაიფოდ შორს ვართ, ეგ იგივეა, მაიმუნი ხეზე


საფრენი აპარატით რომ დაჯდეს, თუმცა შესაძლებლობა აჩენს კითხვას: არის თუ არა
ბერლინში გაჩენილი ადამიანი იგივე „მე“ ? სხვაობა ნულოვანი იქნება, რადგან კვანტური
მექანიკის მიხედვით, ჩემი უნიკალურობა განისაზღვრება არა ნაწილაკებით, არამედ იმ
ინფორმაციით, რომელსაც ეს ნაწილაკები შეიცავენ. ეს ინფორმაცია კი სრული სიზუსტით
გადაიცემა. ახალ „მეს“ ყველა ის თვისება აქვს, რაც თავდაპირველ ობიექტს. მანდ კიდევ ერთი
საკითხი შემოდის, რა არის აზრი, მატერიულია ის თუ არა, მატერიულია ჩვენი აზრები და
ცნობიერიც ტელეპორტირდება, თუ ის რაიმე მეტაფიზიკურია, შეიძლება...

– უაზრო ადამიანების ტელეპორტირება მოვახდინოთ.

დავასკვენი და მეგობრებს გავუზიარე.

– გამოდის, მე გავქრები და მე გავჩნდები.

45
ამბობს ევა. სახეზე ეტყობა, პირველმა ეიფორიამ გადაუარა. ახლა უფრო დამშვიდებული სახე
აქვს. ჩემთან კი მხოლოდ ახლა იწყებს. სხეულის მიმართ გაუცხოების დაწყებას ვგრძნობ, რაც
საბოლოოდ სრულ ჰარმონიაში უნდა გადაიზარდოს.

– ადამიანების ენით ეგრეა, მაგრამ კვანტური მოცემულობით იქაც ხარ და აქაც. ადამიანის
გონებისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ კვანტურმა ტოლობებმა პრაქტიკაში საფუძველი
ჩაუყარა სერიოზულ გამოგონებებს – ლაზერებს, ტრანზისტორებს, ინტეგრირებულ
მიკროსქემებსა და ელექტრონიკის მთელ დარგს. კვანტურმა მექანიკამ მოქმედება რომ
შეწყვიტოს, გაჩერდება აბსოლუტურად ყველა მექანიზმი. კვანტური მექანიკის დახმარებით
ინჟინრები საზღვრავენ ელექტრონების გადაადგილებას, ამზადებენ მიკროსკოპულ
გადამრთველებს, კომპიუტერებს, ციფრულ კამერებს, ტელეფონებს და მთელ ამბებს. კვანტური
მექანიკის გარეშე ცივილიზაცია ვეღარ განვითარდება, ერთ წერტილში გავიყინებოდით.
ჩათვალეთ, გზა მომავლისკენ ჩაიკეტებოდა...

– გამიხსნა.

აწყვეტინებს ევა. სახეზე ბედნიერი სიმშვიდე აქვს გამოსახული. ხელებს ნერვიულად აღარ
უყურებს, ხვთისოზეა მიჩერებული. მის თვალებში ისეთ სითბოს და სიყვარულს ვკითხულობ,
ერთი წამით ეჭვიანობა მიპყრობს. თუმცა, ვხვდები, რომ ხვთისოს მიმართ მეც იმავეს ვგრძნობ.
ახლა ევა და ხვთისო ერთნაირად მიყვარს, თითქოს ორივე ერთი ადამიანი იყოს. მე ჩემი თავიც
მიყვარს და საკუთარ თავსაც მათ ვადარებ. ჩვენ სამნი ერთნი ვართ. ამ ყველაფრის თქმის
სურვილით ვიჟღინთები.

– ორივე ძალიან მევასებით.

ვეუბნები მეგობრებს და ვხვდები, რომ თავს ჯერ კიდევ ვიკავებ. სიყვარულს დავასებით ვფარავ.
იმასაც ვხვდები, რომ მალე ამასაც ვეღარ დავმალავ.

– შენც გაგიხსნა?

ჩემკენ ტრიალდება ევა და მის სახეზე ზუსტად ისეთივე სითბოს ვკითხულობ, როგორც მაშინ,
ხვთისოს როცა მიჩერებოდა. ეჭვიანობა საბოლოოდ ქრება. მე თითქოს ევა ვარ, ევა თითქოს მეა
და ხვთისო – ჩვენ ორივე...

– გახსნა ბოლოსთვის შემოინახეთ, – მაწყვეტინებს ფიქრებს ხვთისო, – ეს ჯერ ძალიან პატარა


ზახოდია, მერე დიდსაც დავამატებთ.

რამდენიმე წამით ჩუმდება. გვიყურებს. უთქმელადაც ვხვდები, რომ ისიც იმავეს გრძნობს.
ორივე ვუყვარვართ, მაგრამ მას ხომ პასუხისმგებლობა აქვს. სადღაც მიგვიძღვება და ბოლომდე
უნდა მიგვიყვანოს. ამიტომ სითბოში დროს ვერ დაკარგავს. „სითბო და სიყვარული ბოლოს
იქნებაო“ თითქოს გვეუბნება და აგრძელებს.

– ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანს ვუახლოვდებით. ორი აზრი არაა იმაზე, რომ კვანტური
მექანიკის სიკეთეების ათვისებაში თანდათან წინ მივიწევთ და ვინ იცის, სად შეიძლება ამან

46
მიგვიყვანოს, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ თეორიას ისევ გააჩნია
ინფორმაციული-ნაპრალი – სად ქრება ის უცნაურობები, რომლებიც ატომურ დონეზე ხდება?
რატომაა, რომ კვანტურ სამყაროში ობიექტები კონკრეტულ მდგომარეობაში არ იმყოფებიან,
მაგრამ ადამიანები, რომლებიც ნაწილაკებისგან შევდგებით, მუდმივად ერთ კონკრეტულ
მდგომარეობაში ვართ? ჩვენ ან ერთ ადგილას ვართ, ან მეორეგან და არა – ორივეგან
ერთდროულად. ნილს ბორმა აინშტაინი კი ჩაჭრა, მაგრამ ხელმოსაჭიდი იმაზე, თუ რატომ
ქრება კვანტური უცნაურობა მაკროსკოპულ დონეზე, ვერც მომავალმა თაობამ შემოგვთავაზა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალა და სიზუსტე უკვე დამტკიცებულია. მიუხედავად კვანტურ
სამყაროში არსებული მრავალი შესაძლო ვარიანტისა, დიდი ზომის ობიექტებში ერთის გარდა
ყველა მათგანი ქრება და იძლევა ერთ კონკრეტულ შედეგს. ანუ, მე ახლა ოთახში ერთი ვარ და
არა – უამრავი. მე ახლა აზრად რამდენიმე მოქმედება მომდის, მაგრამ თქვენ მხოლოდ ერთ
კონკრეტულს იხილავთ.

ხვთისომ თავი მოიფხანა და განაგრძნო.

– რამდენიმე ვარიანტი მქონდა. სხვები უფრო სახალისო იყო, მაგრამ თქვენ ეს ნახეთ. თუმცა,
ფიზიკოსები თვლიან, რომ შესაძლებლობები სულაც არ ქრებიან, არამედ ყველა მათგანი
ხორციელდება, უბრალოდ მათ უმეტესობას ადგილი აქვს პარალელურ სამყაროებში. ესე იგი,
ის სახალისო რაღაცეებიც გავაკეთე, მაგრამ ეგ უკვე პარალელურ ხაზზე ნახეს, თუ ნახეთ,
როგორც არის. ეს თავბრუდამხვევი იდეააო, გეტყოდათ ახლა ფიზიკის ლექტორი, მაგრამ მე
გეუბნებით, რომ სრული პიზდეცია. გამოდის, რეალობა შეიძლება გასცდეს იმ ერთ სამყაროს,
რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და მუდმივად ქმნიდეს ახალ, ალტერნატიულ სამყაროებს, სადაც
ყველა დანარჩენი შესაძლებლობა ხორციელდება. მოკლედ, მივდივართ უამრავ
ალტერნატიულ რეალობამდე. რომელიმე რეალობაში ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ,
რომელიმეში საერთოდაც არ ვარსებობთ, სადმე ახლა ორგიაც გვაქვს, ერთ-ერთში შეიძლება
ჩვენ ამ ოთახში დავიხოცოთ კიდევაც...

– ეგ ჯერ კიდევ არ გამორიცხო.

მხიარულად აწყვეტინებს ევა.

– ბაზარი არაა, არც ორგიაა გამოსარიცხი, თუმცა, – ხვთისო წელში იმართება, ეს იმის ნიშანია,
რომ ახლა ჯიბიდან ჯოკერს ამოაძრენს, – საქმეც ისაა, რომ ეს ჩვენი და სხვისი უსაზღვრო
სამყაროები სულაც არ მეტყველებს დეტერმინიზმის არარსებობაზე. აი, აქ შენ მომისმინე
ყურადღებით, – მეუბნება მე, – თამაშები შენ გევასება, ჰოდა, უცებ რომ გავიასნდეთ,
მაგალითისთვის მოდი, გაბაზრებული თამაში, ციფრული ფეხბურთი მოვიყვანოთ. როდესაც
გეიმერი ფიფას უბერავს, არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, არის უამრავი კომბინაცია, რომლის
განხორციელებაც შესაძლებელია. ახლა წარმოიგინე, ეს ციფრული კოდები რომ აზროვნებდნენ
და გეიმერის მოქმედება მათ საკუთარი არჩევანი ეგონოთ. მათ ეგონებოდათ, რომ არსებობს
უამრავი არჩევანი, შესაბამისად, არსებობს თავისუფალი ნება. კლავიშზე შენი თითის
მოძრაობა მათ საკუთარი არჩევანი ეგონებოდათ. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს
პროგრამა და უამრავი კოდი. რაც უფრო ძლიერია პროგრამა, მით მეტია კოდი, შესაბამისად –
მეტი არჩევანი. ოცი წლის წინ თუ მარიო ერთ განზომილებაზე გაკრული ჩუვაკი იყო და მთელი
თავისი არსით სწორ ხაზზე მოძრაობდა, დღეს შენც იცი, პროგრამისტები რას აღარ იგონებენ.

47
ახლა ეს ყველაფერი ჩვენს სამყაროზე შემოატრიალეთ. ჩვენივე უსაზღვრო სამყაროებიდან
გამომდინარე, გვაქვს არჩევანის ილუზია, თუმცა ეს დაშვებები მეცნიერულადაც იმას გვეუბნება,
რომ ჩვენი არჩევანი, ჩვენივე ვერსიის სხვა არჩევანის გვერდით, პარალელურ სამყაროშია. ჩვენ,
ისევე, როგორც თამაშში მოხვედრილს, გვაქვს არჩევანის ილუზია, მაგრამ რეალურად წინასწარ
გაწერილი დეტერმინირებული თამაშის ერთი კონკრეტული ხაზი ვართ. როგორც ფიფაში
არსებობს სხვადასხვა კომბინაცია, სხვადასხვა მოქმედებები და შესაბამისად – რეაქციები, ასე
ვართ ჩვენც...

– აუ შენ შიგ ხო არ გაქვს? გინდა მითხრა, ეგზისტენცია სახეზე იმისთვის გაგვითავე, ბოლოს
რომ გეთქვა, თამაშში ვართ გამომწყვდეულებიო?

აწყვეტინებს ევა. სახეზე ზედმეტად ბევრი ემოცია აქვს გამოსახული. ირონია, მხიარულება,
კმაყოფილება, იმედგაცრუება, აღგზნება... ეს ბოლო აშკარად მეჩვენება. უკვე ზედმეტად
არაფხიზელი ვარ. ახლა რასაც წარმოვიდგენ, ევას სახეზეც ის ემოცია გაიმარჯვებს.
ფაქტობრივად, საკუთარ რეალობას თავად ვქმნი... ოთახში ისევ ხვთისოს ქადაგება მაბრუნებს.

– სამეცნიერო ფანტასტიკას დააკვირდით. ყველგან და ყოველთვის რობოტები იჩემებდნენ,


თითქოს ისინი მექანიკურები არ იყვნენ, ჰქონდათ თავისუფალი ნება და შეეძლოთ
დამოუკიდებელად გადაწყვეტილების მიღება... და რატომ და საიდან ამხელა სევდა? რატომ
დახარჯეს ადმაინებმა ამხელა დრო რაღაცა ტოსტერების სიუჟეტებზე? მარტივია, ჩვენ გულის
სიღრმეში თავს ყოველთვის რობოტებთან ვაკავშირებდით. ისინი კი არ უნდა გამხდარიყვნენ
ჩვენნაირები, ჩვენ ვართ მათნაირები. რობოტების ცნობიერების ემპანსიპაციით ადამიანი
ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს, რომ თავად არ არის მექანიკური, დაპროგრამებული და
თავს აჯერებს, რომ შეიძლება იყოს თავისუფალი. რეალურად ყველაფრის დათვლა
შესაძლებელია. დღესაც კი, იმ პრიმიტიული ტექნოლოგიით, რომლითაც ჩვენ
ვხელმძღვანელობთ, შეგვიძლია ამა თუ იმ ადამიანის მოქმედების რამდენიმე წამით წინასწარ
განსაზღვრა. ჩვენს სამყაროში ყველაფერი დათვლადია. ჩვენი კომპიუტერები კიდევ უფრო
ჭკვიანები რომ იყვნენ – როგორებიც აუცილებლად გახდებიან – კონკრეტული ადამიანის
გადაწყვეტილების წინასწარ რამდენიმე წამით ადრე განსაზღვრასაც შეძლებდნენ. ადამიანის
ტვინი ხომ ნეირონების გროვაა, გამოთვლადი დანადგარი. ერთია რასაც ჩვენ ცნობიერს
ვეძახით, მეორეა თავად ტვინის დიდი ნაწილი, რომელიც ყოველ წამს უამრავ გამოთვლას
აწარმოებს. ეს ჩვენ გვგონია, რომ ცნობიერის დონეზე ვაკეთებთ ამა თუ იმ მოქმედებას,
რეალურად ნებისმიერი საშუალო დონის ფსიქოთერაპევტიც აგიხსნით, რამდენად რთული
გამოთვლები ხორციელდება ცნობიერის მიღმა. მაგალითისთვის ავიღოთ ევა.

ხვთისო ევას უახლოვდება. ევა მთლად კმაყოფილი არ ხვდება მის სიახლოვეს, მაგრამ სახეზე
ეტყობა, რომ, დაბნეულობის მიუხედავად, ეს ყველაფერი მაინც სიამოვნებს.

– გინდა მითხრათ, რომ ჩლუნგი რობოტი ვარ, რომელიც ბრმად მიჰყვება წინასწარ
განსაზღვრულ კურსს?(ალუზია აიზეკ აზიმოვის „დასაბამი: იმპერიიდან“.)– ეუბნება ის. ხვთისო
შეკითხვას არ იმჩნევს.

48
– მაგალითად, გეუბნები, რომ სექსი მინდა და შენგან პასუხს ველოდები. შენ იწყებ ფიქრს და
რამდენიმე წამში პასუხი მზად გაქვს. შეიძლება ცნობიერის დონეზე არჩევანის ილუზია
გეუფლება, სინამდვილეში კი ჩემს კონკრეტულ მოქმედებაზე შენს ტვინს პასუხი უკვე
მომზადებული ჰქონდა. და აი, როდესაც კონკრეტულ სიტუაციაში გაყენებ, შენი ტვინი ყოველი
შემთხვევისთვის შემონახულ პასუხს ზემოთ აგდებს, ცნობიერს კი უჩნდება ილუზია, თითქოს
არჩევანი გაეკეთებინოს. ეს იგივეა, აპარატში მონეტა ჩააგდო და სნიკერსი აირჩიო, აპარატს
კიდე ეგონოს, თითქოს არჩევანს აკეთებს.

– მაგრამ შენ ამბობ, რომ ვერც მონეტის ჩამგდები აკეთებს არჩევანს, იმიტომ, რომ როგორც კი
მას მოშივდა და აპარატთან მივიდა, მის ტვინს ინფორმაცია უკვე ჰქონდა კონკრეტულ
მომენტში და მდგომარეობაში რას აირჩევდა, ხო?

ეკითხება ევა. სახეზე ეტყობა, რომ ეს თამაში მოსწონს.

– ზუსტად, აი ახლა მიმიხვდი!

– რეალურად კი არ მიგიხვდი, უბრალოდ ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო.

– ეგრეა.

– ანუ, ახლა რომ ავდგე და ამ ჭიქით თავი გაგიტეხო, ან კიდევ უფრო არაადეკვატური – ეს ჭიქა
ტრაკში გაგტენო, ერთადერთი გზა იქნება, რაც ჩემს ტვინს შეუძლია გააკეთოს?

– კი, უბრალოდ ეგ იქნება იმის ნიშანი, რომ ამ ყველაფრისთვის შენი ტვინი მზად არ ყოფილა.
ესე იგი, გადაიწვება, მაგრამ მოდი, ისევ სექსს დავუბრუნდეთ, ეგ ჯობია. მოკლედ, მე რომ
შენთვის სექსი შემომეთავაზებინა, ეგრევე დამახვევინებდი, ამის გამოთვლა ჩემს ტვინსაც კი
შეუძლია, ეს მარტივია, მაგრამ რეალურად, ნებისმიერ მოქმედებასა თუ შემთხვევაზე ასე ხდება.
არ არსებობს არჩევანი, რომელსაც ცნობიერი აკეთებს, ეს ყველაფერი ტვინში, ცნობიერის
მიღმა ბევრად უფრო კომპლექსურ სიღრმეებში წინასწარ გადაწყვეტილია და ცნობიერისთვის,
ფაქტობრივად, მხოლოდ მოქმედებისას ირკვევა... „თქვენი მომავალი თქვენთან მოვა და
ფეხებთან იმ ძაღლივით დაგიწვებათ, რომელიც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც არ უნდა
იყოთ“(კურტ ვონეგუტის სიტყვები.) – მაშინ კვანტური განუზღვრელობა, პარალელური
სამყაროები და მთელი ეს შენი ქადაგება სადღაა, თუ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია?

ჩამჭრელი სახით ეკითხება ევა.

– და აი, ისიც, – იღიმის ხვთისო, – აინშტაინი რომ მართალი ყოფილიყო, ყველაფერი


სწორხაზოვნად დეტერმინირებული რომ ყოფილიყო, ჩვენ ფილმში ვიქნებოდით, სადაც
ყველაფერი ზუსტად თანმიმდევრულად არის გაწერილი, არ არსებობს ვერსიები, ყველაფერი
ერთ სწორ კონცეფციას მიჰყვება. კვანტურობა კი არჩევანის ილუზიაა, ჩვენს ენაზე – გეიმინგი,
თამაში, რასაც მოთამაშე აკეთებს, თითქოს არსებობდეს სხვადასხვა არჩევანი. კვანტურმა
მექანიკამ მხოლოდ ერთადერთი რამე დაამტკიცა – რომ ჩვენ არა ფილმში, არამედ თამაშში
ვართ. შენ თუ კარგი გეიმერი ხარ, ტურებს მარტივად გადიხარ, თუ ბანძი, შესაბამისად, გიჭირს,
მაგრამ პროგრამისტებმა ეს ყველაფერი ხომ წინასწარ კოდებით გაწერეს. არ არსებობს

49
არჩევანი, ყველანაირი არჩევანი წინასწარ დაპროგრამებულია და გაწერილია დროსა და
სივრცეში. შენ უბრალოდ ამა თუ იმ მოძრაობას აკეთებ და გექმნება არჩევანის ილუზია. ჩვენც
ისეთივე კოდები ვართ, როგორც გარშემო ყველაფერი, გლიჩები მხოლოდ მესიებს შეუძლიათ.
„შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი
შესაძლებელია“. (მათეს სახარება 19;26) ევა, მე და შენ იმ მხარეს ვართ, საითაც იესო ამ
სიტყვებს ამბობს, აი, ჩვენი ეგო კი შეიძლება თავად იყოს იესო.

– ეგო იესოა?
მხიარულად კითხულობს ევა.

– ეგო იესოა, თუ იესო ნამდვილად ის იყო, რასაც მასზე გვიყვებიან.

– სასწაულებს გულისხმობ?

– სასწაულები, გლიჩები, მე უფრო ერორს დავარქმევდი. წყალზე გავლა, ბრმებისთვის თვალის


ახელა, წყლის ღვინოდ ქცევა და მთელი ამბები. ეს ყველაფერი ისაა, რაც ამ პროგრამაში
შეუძლებელია, ეს იგივეა, ფიფას თამაშობდე და უცებ შენმა ფეხბურთელმა ბურთის ხელით
კენწლა დაიწყოს, ან მარიომ პრინცესა კალაშნიკოვით დაიხსნას. მოკლედ, ესეთი რაღაცები
ჩვენ, რიგით გეიმერებს არ შეგვიძლია, მესიებს კი ყველაფერი შეუძლიათ.

ამ სიტყვებზე ორივე სინქრონულად ტრიალდება ჩემკენ და მე მიყურებს. თითქოს მეუბნებიან,


მიდი, ჰქენ საოცრება, მესიავ! ეს ბოდვა თუ სიმართლესთან რაიმეთი ახლოსაა, თავს უფრო
ერორად აღვიქვამ, ვიდრე მხსნელად. მეუფლება შეგრძნება, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება
ანტივირუსი გადამატარონ. სიჩუმე ჯიუტად იწელება, მოვალე ვარ, რაღაცა ვთქვა. ბოლოს და
ბოლოს, ეს ყველაფერი ისევ მე დავიწყე. რომ არა მე და ჩემი ეს უაზრო რიცხვები, ხვთისო
მესიის ძებნას თავისთვის გააგრძელებდა, ახლა კი პირდაპირ სახეში შევეფეთე.

– “In MDMA you can feel as Jesus. The self is an illusion”.

ვამბობ და ისევ ვჩუმდები. ვგრძნობ, როლში შევდივარ. ასეთ მომენტებზე ხშირად მიფიქრია.
ყოველთვის მინდოდა იმ ადამიანების ადგილას ვყოფილიყავი, ვისაც თავი რაღაცა ძალიან
მნიშვნელოვანის ნაწილი ეგონათ. მინდოდა, წამით მაინც შემეგრძნო ემოცია, რაც ადამიანს
„მეს“ შეგრძნებას უქრობს და თავს სამყაროს ცენტრად თუ არა, რაღაც ბევრად უფრო
მნიშვნელოვანის ნაწილად აგრძნობინებს, ვიდრე ეს პატარა, დაუცველი და გასაქრობად
განწირული ინდივიდია.

ხვთისო ბლოკნოტში ჩემს სიტყვებს იწერს, ჯიბიდან სამ ქაღალდის გორგოლას აძვრენს. ესენი
წინაზე ბევრად დიდებია.

– ესეც ჩვენ.

ამბობს და თითო თითოს გვაწვდის. ერთ ცალს თავად ყლაპავს. პირში ჯერ წყალს იგუბებს,
მხოლოდ ამის შემდეგ იდებს ქაღალდს და კიდევ წყალს აყოლებს. მე და ევა, შედარებით
ნაკლები პროფესიონალიზმით, მაგრამ ბეჯითად, იგივე მოქმედებას ვიმეორებთ. ასეთ

50
არაფხიზელზე ამხელა ზახოდი არასდროს დამიმატებია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ამ
ყველაფერს მეს განადგურებისთვის ვაკეთებ და ვგრძნობ, რომ ევა და ხვთისოც ზუსტად
ჩემსავით იქცევიან. ზუსტად იმ შეგრძნებებს ვუახლოვდებით, რაზეც ბიძია სემი “Big Think”-ში
მომიყვა. თავს მოვალედ ვგრძნობ მეგობრებს სემზე და მის ვლოგზე მოვუყვე. სულ მალე, ჩემი
სიზმრის არ იყოს, მისი სიტყვებიც ახდება და ჩვენ შორის „მე“ საბოლოოდ წაიშლება.

მეგობრებს ყველაფერს ვუყვები. და აი, ახლა თითქოს მე ვარ სემი, ხვთისო და ევა კი – სემის
მეგობარი. ისინი ერთი ადამიანი არიან – მეგობარი და მეც ის ერთი ადამიანი ვარ. ევა და
ხვთისო ქრება, მათ ნდობა ანაცვლებთ.

– მეც ზუსტად იმას ვგრძნობ, რასაც ახლა თქვენ, – გვეუბნება ხვთისო, – ჩვენი მეგობრობა აღარ
არსებობს. ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ. და როდესაც ამ ყველაფერს თავისთავადად მივიღებთ,
გავიაზრებთ, რომ არ არსებობს დამთხვევა, გარშემო უამრავი ნიშანია და მათი შეკრებით
განტოლებას ამოვხსნით. სრული ნდობისა და საბოლოო შერწყმისთვის გეტყვით, რომ წყალში
LSD გავურიე, საკმაოდ დიდი დოზა.

წამიერი შესვენების შემდეგ ის აგრძელებს.

– კი, მეც მეშინია, მაგრამ ამ შიშის გარეშე ილუზორულ ინდივიდუალიზმს ვერ დავკარგავთ.
ძლიერი თრიფისას ორი რამე ხდება. პირველი მარტივის რთულად მოჩვენებაა, როდესაც
უმარტივესი საქმე რთულად გეჩვენება. ეს იმიტომ რომ შავი საქმის შემსრულებელი, ხელის
ბიჭი ცნობიერი სუსტდება. მოკლედ, მეორე და მთავარი, ცნობიერის დამცავის შეთხელებაა,
როდესაც ქვეცნობიერთან დაუცველი რჩები. იგივე ხდება ლოცვისას, როდესაც ჭეშმარიტი
მორწმუნე ღმერთს მიმართავს, ტვინის ის უკანა ნაწილი აქტიურდება, რომელიც სენსორულ
ინფორმაციას იღებს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც საკუთარი მეს, იდენტობის აღქმაზეა
ატვიჩაი, ფაქტობრივად ითიშება. ლოცვა და ფსიქოდელიური თრიფები ერთია, ჩვენ ვკარგავთ
მეს და ვხდებით კოლექტიურები. ამით თავს რაღაცა უფრო მასშტაბურის ნაწილად აღვიქვამთ.
ამიტომ ადამიანი ერთადერთი რელიგიური ცხოველია და ამასთან ერთად ის ერთადერთია,
რომელსაც ამ კოლექტივიზმით პროგრამული დეტერმინიზმისგან თავის დაღწევის საშუალება
გააჩნია. იმედია გასაგებად ვბაზრობ. ნელ-ნელა მჟავა მოქმედებას დაიწყებს და ვერბალური
კომუნიკაცია გაგვიჭირდება...

ევასკენ ვტრიალდები, თვალებში თეთრ სიცარიელეს ვხედავ. მისი მწვანე თვალის გუგები
სითეთრემ შთანთქა – ეს MDM-ს ეფექტია. საინტერესოა, საბოლოოდ რომელი ნივთირება
გაიმარჯვებს, MDM თეთრი სიცარიელით, თუ LSD გაფართებული გუგებით. ეს ორი ნივთიერება
ერთად არასდროს მიმიღია...

– მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მაწყვეტინებს ფიქრს ხვთისო. ან იქნებ საერთოდაც ხმამაღლა ვფიქრობდი.

– არ ვიცი, როგორ ფიქრობდი, მაგრამ შენი სიტყვები ჩვეულებრივ მესმოდა.

მეუბნება ხვთისო.

51
– მეც მესმოდა, – ერთვება საუბარში ევა, – გუგები ვაფშე აღარ მიჩანს?

– არა, – ძუნწად ვპასუხობ, – ანუ, ჩემი ფიქრები გესმით?

– გონების, თუ ამ დანადგარს ასე შეიძლება ეწოდოს, პირველი ეტაპი იყო ცნობიერება, მეორე
ცნობიერების ხარჯზე გაუცხოებაა.

– ჰა?

– რა ჰა?

– ეს ახლა შენ თქვი, თუ პროსტა გაიფიქრე და მე ჩამესმა. სახეზე გიყურებდი, პირი არ


გაგიმოძრავებია.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს.

მეუბნება ხვთისო.

– როგორ თუ რა მნიშვნელობა აქვს, შეჩემა, მგონი გავაფრინეთ. ეს დედამოტყნული მჟავა


რამდენი გაურიე...

სიტყვა მავიწყდება.

– წყალი?

– რა წყალი?

– წყალი დაგავიწყდა?

– შენ რა ჩემი ყლე იცი, მე რა დამავიწყდა?

– ამ წამს არ მითხარი?
ამბობს ხვთისო, რომელიც სახეზე მთლად ხვთისო აღარ არის.

– მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს აქამდე ბევრს უცდია, ბევრსაც გამოსვლია, მაგრამ არა
შეგნებულად და რაც მთავარია, გვერდით მესია არ ჰყავდათ.

– აი, ახლა ვხედავ, პირს როგორ ამოძრავებ.

ვეუბნები ევას.

– არაფერი არ მითქვამს. შენ და ხვთისო ბაზრობდით.

52
მეუბნება ევა.

– ვიცი, მაგრამ შენ რატომ გითხარი, არ ვიცი.

– რა მითხარი?

– არ ვიცი, რაღაცა ხომ გითხარი?

– ვის რა უთხარი?

მეკითხება ევა და ვხვდები, რომ ევაც აღარ არის ევა.

– დამშვიდდი – ვეუბნები ჩემს თავს, მაგრამ მალევე ვხვდები, რომ ამას ხვთისო მეუბნება.

– შეიძლება ითქვას, რომ ევოლუციურად ჩვენ გვჭირდებოდა კოლექტივიზმი, იგივე რელიგია.

ამბობს ვიღაცა, ან რაღაცა, თუ მე?! ყველაფერი ბრწყინავს, წკრიალებს, როგორც ახალშობილი


შუქი.(“everything glistened, and sparkled in a fresh light” – ალუზია ჰოფმანის ჩანაწერზე.)

ევა ძალიან ლამაზია. უფრო სწორად, ის არსება, რადაც ევა იქცა. ეს სეროტონინის ბრალი უნდა
იყოს. სახე უბრწყინავს, მის თვალებში თეთრი სიცარიელე ვეებერთელა მწვანე გუგებს
ამოუვსია. ოთახი მასთან ერთად ნაზად და ჰარმონიულად სუნთქავს. ყველაფერი მოძრაობაშია
და აქამდე არარსებულ ფერებში ლივლივებს. ევა ჩემთვის სექსუალური ობიექტი აღარ არის, ის
ბევრად მეტია, ის ჩემი ნაწილია, რომელიც ძალიან მიყვარს. მეუფლება შეგრძნება, რომ
ცხოვრებაში პირველად სიყვარულის საიდუმლოს ჩავწვდი. სიყვარული ყოველთვის რაღაცა
განყენებული, ჩემზე აღმატებული მეგონა, ყველაფერი აქვე ყოფილა, ჩემში. მე მიყვარს
იმიტომ, რომ შემიძლია შევიგრძნო, შევიმეცნო და რაც მთავარია, დავაკავშირო. ყველაფრის
პასუხი ჩვენშია. ამ წამს მეცოდება ყოველი იმ ატომის გროვა, რომლებსაც არ გაუმართლათ და
არაცოცხალი მატერიის შემადგენელ ნაწილებად დარჩნენ...

– მშვენიერია, მაგრამ მთლად ასეც ნუ გაიჭრები, – მეუბნება ხმა, – ეს ყველაფერი ასწორებს,


მაგრამ არ დაგავიწყდეს – ვინ ვართ ჩვენ, თუ არა ისტორიები, რომელსაც საკუთარ თავს
ვუამბობთ და ვაჯერებთ?

ბგერები ყოველი მხრიდან მოდიან. კონკრეტულ მიმართულებას ვერ დავაბრალებ, მაგრამ


ინტუიციით მაინც ხვთისოსკენ ვიხრები.

– დიდი ხანია, რაც მისმენ?

თითქოს სიცარიელეს ვეკითხები. თითქოს ვიღაცამ ფერების სიმკვეთრეს მოუმატა. ჩემი


გონებისთვის აქამდე არარსებული ფერების გარდა ვეღარაფერს ვხედავ.

– მე სულ გისმენდი.

53
მეუბნება ოთახი და მეუფლება შეგრძნება, რომ ამ ყველაფერს ოთახს მე ვეუბნები.
– სად ხართ?

ვეკითხები ფერებს და ისინი მპასუხობენ:

– ამ მომენტიდან ჩვენ სამი გონებით დავკავშირდით. მდებარეობას აღარ აქვს მნიშვნელობა.

ვიღაცა მეუბნება, რომ ეს ხვთისოს სიტყვებია. ეს ვიღაცა მგონი მე ვარ. მაგრამ ვინ არის ეს მე?!

– წამოდი.

ამბობს ვიღაცა ან მე. მივდივარ. შუქი მომყვება. დაბლა ჩავდივარ. ხმაური მატულობს. ეს
ხმაური აქამდე არ არსებობდა. მგონი შენობიდან გავედი.

– გავედი?

ვკითხულობ, მაგრამ პასუხს არავინ მცემს.

– სად ხართ?

ვკითხულობ და პასუხიც ჩამესმის.

– აქ, მაგრამ არ ვიცით სად.

რაღაცას ვაჩერებ და შემდეგ მივდივარ. აშკარად უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე. თან ვზივარ.
ფანჯრიდან ვიყურები. ფანჯრიდან ყველაფერი აჩქარებულია. შუქები იწელებიან, უკან რჩებიან
და მერე ერთბაშად გვეწევიან. ვის გვეწევიან...

– რომ მოვწიო, ხელს ხომ არ შეგიშლი-მეთქი?

– შემიშლი?

– შეგიშლი?

ვიღაცა მეკითხება. მექანიკურად უარს ვეუბნები და მხოლოდ ახლა ვიწყებ ფიქრს, თუ რაზე რას
ვპასუხობ.

– ბატონო?

ვერ ვხვდები, ვინ ვის რას ეკითხება.

– მეც ვეღარ ვხვდები. მაგას გეუბნები, ზოოპარკია.

ჩემი ფიქრები ესმის. ჩემი ფიქრები გესმის?

54
– კი, შენ თუ გესმის ჩემი, ძმობილო?

***

შუქების სიმკვეთრე კვლავ მატულობს. თვალებს ვხუჭავ და სამყაროსგან მაქსიმალურად


იზოლირებას ვცდილობ. ქაოსური ხმები, რომელიც სივრცის ყოველი მხრიდან მიტევდნენ,
დროებით უკან იხევენ.
თვალებს ვახელ, მანქანაში ვზივარ, საჭესთან ჩასკვნილი ტახი ზის, ყურებიდან ბალანი
გადმოსდის, სავარძლიდან კი დაჩქარებული ტემპით, თითქოს ვიდეოკასეტაზე გადახვევით,
ბალახი ამოდის. ზემოდან ბალანი – ქვემოდან ბალახი ერთმანეთში ირევა, ბალანი მწვანე
ფერში იკარგება და მძღოლს ჯერ ყურები, შემდეგ კი სახე მწვანე ფერით ეფარება. ფანჯრიდან
ვიხედები და ტანსაცმელში გამოწყობილ ცხოველებს ვხედავ. დღეა, სავარაუდოდ – მზიანი,
მაგრამ ცაში ვარსკვლავები და სავსე მთვარე ჰკიდია. ქუჩაში მოსეირნე ცხოველებს ადამიანური
ორი ფეხიღა აქვთ შემორჩენილი. მძღოლი რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ მხოლოდ
ღრუტუნებს. თვალებს კვლავ ვხუჭავ, სამყაროსგან იზოლაცია არც ისე კარგი იდეა იყო. ამას ისევ
ტელეპატი მძღოლი სჯობია...

– ზოოპარკია-მეთქი, ხო გეუბნები. ამათ ეს პროგრესი ჰგონიათ და ცხოველები ხდებიან,


გეუბნები.

მეუბნება მძღოლი, რომელსაც ცხოველურის აღარაფერი ეტყობა, მას საერთოდ აღარაფერი


ეტყობა, ბალახის მკვეთრმა სიმწვანემ სრულად გადაფარა, ახლა მანქანა მოსიარულე
ბოტანიკური ბაღია, გამწვანებული თბილისი, სიცოცხლით სავსე ქალაქი, ბუნებამ ასე მაინც
იზეიმა ბეტონის ქალაქზე, მაგრამ ეჭვი მაქვს, მძღოლს ჩემი კვლავ ესმის. უხერხულობისგან
თავის დასაძვრენად შეკითხვას ვსვამ.

– რატომ შექმნა ბუნებამ ადამიანი?

მძღოლი იცინის და ეს სიცილი ექოდ მანქანას თითქოს შიგნიდან ატრიალებს.

– გავარტყი ბუნებას. ბუნებას შეიძლება თავისი მიზეზი ჰქონდა, რატომ შექმნა ადამიანი,
მაგრამ ისიც შეიძლება, მე სხვა რამე მინდოდეს. არ შეიძლება?

– ადამიანს შეუძლია და სურს. სურს და შეუძლია. ადამიანს სურს ყველაფერი, რაც შეუძლია. ესე
იგი, ადამიანს როდესაც შეუძლია ყველაფერი, რაც სურს და სურს ყველაფერი, რაც შეუძლია,
მაშინ არის ბედნიერი.

– ეს კი პარადოქსია.

55
ვპასუხობ და მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რომ მძღოლს აღარ ველაპარაკები. ეს ხმები ჩემშია.
შეიძლება მჟავა კიდევ ძლიერდება.

– შეიძლება. ან არც... შეიძლება გვგონია, რომ რაიმე შეიძლება, რეალურად კი გლობალურ


მასშტაბზე უბრალოდ დეტერმინირებულ გზას ვაგრძელებთ.

ეს ხვთისოს სიტყვებია. ის ოთახში არ დამიტოვებია, ის კვლავ აქ არის.

– ევოლუცია ალბათობა კი არა, დეტერმინიზმია, – აგრძელებს ხვთისო ჩემი ხმით, – მხოლოდ


შენ შეგიძლია ამ დეტერმინიზმის ჩამოშლა. მარტო მესიებს შეუძლიათ გეიმერებისთვის
ჯოისტიკების მოშლა. მხოლოდ შენ შეგიძლია თამაშის წესების შეცვლა, ფიზიკის კანონები
თამაშია.

– ვთამაშობო. იმ დღეს ვიღაცა პიდარასტი ჩავისვი. მეთქი განა რამე, ასე რატომ გაცვია-მეთქი
და ამან, ვთამაშობო. თამაშობს. ერთობა, გაიგე? განა სულ ასე ვმოძრაობ, პროსტა ასე ვცეკვავო.
ცეკვავს, გაიგე?

ხმა უბრალოდ ჩამესმის. ეს ხვთისო აღარ უნდა იყოს. ვცდილობ მძღოლს შევხედო, მაგრამ
სივრცე, რომელსაც ის ავსებდა, ახლა სრულიად მწვანეა.

– მეთქი, შენ ყლეზეც კარგად იცეკვებ თქო, მაგრამ აღარ ვუთხარი.

ფერების სიმკვეთრეს თითქოს ერთობლივად ვიღაცამ პულტით დაუწია. ახლა ყველაფერი


ნაცრისფერია და ნელ-ნელა უფრო მუქდება.

– იცვამენ ამ ჭრელა-ჭრულს და ძიგძიგებენ სიბნელეში. ყლე რომ პირში ჩაუდო ვერ დაინახავენ.
ნაცრისფერიც საბოლოოდ ქრება და ყველაფერს სიშავე ანაცვლებს. თვალებს ვხუჭავ და ვახელ,
მაგრამ ამ ყველაფერს აზრობრივად ვაკეთებ. განსხვავება არანაირი. ყველაფერი შავია.

– გინდა მუსიკას ავუწიო?

მესმის ხმა შორიდან და შემდეგ მუსიკა... მუსიკის ხმა მატულობს. მძიმე ტექნო და სიბნელე.
შემდეგ თითქოს ზეცა ელავს.

– მიდი, მიდი...

არ მივდივარ, ვდგავარ. მანქანაში აღარ ვარ.

– დაამატებ?

შემდეგ ისევ მივდივარ, ამჯერად – ჩემი ფეხით. გარშემო უამრავი ადამიანია, სახეები არ უჩანთ,
მაგრამ ცხოველები არ უნდა იყვნენ. მათ შორის გზას ვიკვლევ და ვიღაცას მივყვები.
სიბნელიდან განათებულ ოთახში გავდივართ, შემდეგ ოთახი ვიწროვდება. მოშვებული ონკანის

56
ხმა მესმის. ვიღაცა კარებს აღებს და ტუალეტიდან გამოდის, მის მაგივრად ჩვენ შევდივართ.
ინტუიციურ მოძრაობებს ვაკეთებ. ცალ ხელს ცხვირის ერთ ნესტოზე ვიჭერ, მეორეში გადაჭრილ
საწრუპს ვიძვრენ და მტვერსასრუტი ვარ...

– ვსო, ვსო, შეჩემა.

ვჩერდები და თითქოს დროც ჩერდება. სახე მის სახესთან მიმაქვს. თითქოს ნაცნობი ნაკვთებია,
მაგრამ ვერ ვხვდები, ვინ არის. იმასაც ვერ ვარჩევ, გოგოა თუ ბიჭი. რკინაზე დარტყმის ხმა
ისმის. ხმა მძიმე და უხეშია.

– გავედით, ვსო, თორე შემოვარდებიან ეს ჩემისები.

გავდივართ. კარებთან ორი ტიპი დგას და ტუალეტში ახლა ჩვენ მაგივრად ისინი შედიან.
ორივეს ხელში ბოთლი უჭირავს და ხმამაღლა ლაპარაკობს. ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს,
მაგრამ მუსიკა მათ ხმას მაინც ყლაპავს.

– ხომ კარგად ხარ?

მეკითხება უცნობი, რომელიც ნაცნობს ჰგავს. თავს ვუქნევ, არ ვიცი, რის ნიშნად, და კედელს
ვეყრდნობი. უცნობი მიღიმის, ან იცინის. თითქოს დაშორების სიმულაციას აკეთებს, რამდენიმე
ნაბიჯით უკან იხევს, მერე ერთბაშად ტრიალდება და ერთ წამში ისევ ჩემთან ჩნდება. ეს დროში
ნახტომი ამ ახალი ნივთიერების ბრალი უნდა იყოს...

– ეს ეგრევე თავში ურტყამს. დგაფ და თითქოს ჭერი აგხადესო. ფშიუუუ, რაკეტაააა... კეტააა...

ასო „ა“ საშინლად იწელება, თითქოს ვიზუალურად ვხედავ გაწელილ ბგერას. ისე იჭიმება, რომ
სადაც არის, გაწყდება და გაფრინდება. „ა-სთან“ ერთად ჩემში ენერგიაც ფართოვდება და
მატულობს. თითქოს ჩემში რაღაცა ააფეთქეს, რამაც დიდი ენერგია შექმნა...

ვიღაცა ნახევრად სიმღერით რაღაცას მეუბნება.

– ბაგაბუმ, ბიგაბუმ და სამყარო ჩნდება.

– წარმოიდგინე, ჰაშიშისგან ჩუვაკს ამზადებ და მაგასთან ერთად საზღვარზე გადმოდიხარ,


როგორც ბრატთან და ეს ყლე მესაზღვრეები ვერაფერს ხვდებიან, საბუთებიც წესრიგში გაქვთ,
შენც და შენს ჰაშიშის ბრატსაც. სარისკოა, „მაგრამ გაყიდვის ლომკები გაჩხერვის ლომკებზე
ძლიერია“.(ალუზია უილიამ ბეროუზის „შიშველ საუზმეზე“.)

შიში და დაბნეულობა თითქოს ერთობლივად ქრება. რეალობასთან კავშირი კიდევ უფრო


მეკარგება, მაგრამ ახლა საკუთარ თავში დიდ ძალას ვგრძნობ. ენერგიას, რომელსაც ყვლაფრის
დამორჩილება შეუძლია...

– ვაფშე შეგიძლია მთელი ეს კლუბი დაიმორჩილო, დააგდო. ერთმა ტიპმა გასაყიდად


დაფასოებული, ათას დოლარამდე თემის ფხვნილის ბიო იპოვა. გაიყნოსა და იფიქრა

57
გამიხსნაო, ტიპს ისეთი გახსნილი ჰქონდა, იმის იქით მარტო დაკეტვა რომ შეიძლება. ჰოდა,
ეგონა, დაფხვნილი ექსი ვიშოვეო და მთელ კლუბს ეს ბიო აყნოსა. ათი ათასი კაცის მოსაწევი
ბიო ერთ გულავში ათმა კაცმა გაიყნოსა. ტიპები მარტო იმიტომ არ დაიბრიდნენ, რომ თურმე ეს
ბიო გაყნოსვით არ მოქმედებს. იტოგში, აქ ერთი დიდი შეკვრა ციანიდი რომ გააძრო და სადმე
ტუალეტთან დააგდო, ნახევარ სასტავს ამოწყვიტავ.

ახლა უკვე ყოველი სიტყვა გარკვევით და დალაგებულად მესმის. აზრის გამოტანაც აღარ
მიჭირს. თითქოს პირიქით, ახლა უფრო შემიძლია კონცენტრირება. მოსაუბრის ნაკვთების
გარჩევა კიდევ მიჭირს, მაგრამ ახლა თითქოს მის სხეულს ვკითხულობ. ყოველ მოძრაობას,
სუნთქვას გამადიდებელი ლუპით ვხედავ და ვსწავლობ. სხეულის ენისადმი ჩემი
მგრძნობელობა მატულობს. მეუფლება შეგრძნება, რომ მოსმენა აღარც მჭირდება, მისი ისედაც
კარგად მესმის. ვხვდები, რა აწუხებს, რა აზრებია მასში და რა სახით ცდილობს ამ ქაოსური
ინფორმაციის გარეთ გამოტანას. გვერდით მდგომი კვლავ რაღაცას მიყვება, მაგრამ მის ხმას
საერთოდ ვაქრობ და მზერით ვშიფრავ. სხეულის მიმართ მგრძნობელობა იმდენად იზრდება,
რომ ამ ყველაფერს თითქოს კანში გამოწვეული ფერომონების სურნელების მეშვეობით
ვგრძნობ. ახლა თითქოს ფერომონების და კუნთების შესაბამისად დაძაბვით სხვა ადამიანებში
ბრაზის, ზიზღის, შიშის, სიმპათიის ან სექსუალური აღგზნების გამოწვევა შემიძლია. ეს
ინფორმაცია ჩემში ასე არაფრისგან, თავისთავად ჩნდება, ისევე, როგორც სიარულისა თუ
ფიქრის საშუალება. ჩემი თანამოსაუბრე კვლავ ცდილობს საკუთარ ტვინში გამომწყვდეული
ინფორმაციის გაფილტვრას და ჩემთვის სრულიად უინტერესოდ მოწოდებას. სხეულს
შესაბამისად ვძაბავ, მოსაუბრის თავიდან მოსაშორებელ სხეულში ქიმიურ მოქმედებებს
ვახორციელებ, ეს ყველაფერი წამებში ხდება და გვერდით მდგომს ჩემი სიახლოვე აღარ
სიამოვნებს. ის ორ სიტყვას ძუნწად ამბობს და მშორდება.

საცეკვაო მოედანს ვუახლოვდები, ხალხში ვირევი, მათი უმრავლესობა ცდილობს მუსიკას


აჰყვეს და მის ფონზე სხეული რიტმულად ამოძრაოს, მაგრამ ყველაფერი უხეშად და
მოუქნელად გამოსდით. ეს სცენა აქამდე ძალიან ბევრჯერ მინახავს, ამ ადამიანებთან თავს
ყოველთვის კომფორტულად ვაიგივებდი, მეც ყოველთვის ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, მაგრამ
ახლა ეს ყველაფერი ტრაგედიას უფრო ჰგავს. მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რამდენად ტრაგიკულია
ყველა ეს გაბრუებული და ამითვე გაბედნიერებული ცნობიერების ნაკადი. ისინი სიბნელეში
გადაკარგულები ერთმანეთში ირევიან, მათ ზეცას ზემოდან გამნათებლის სახით
განრისხებული ზევსი ელვას აჭექებს, ამ ყველაფერს კი მიწაზე დაშვებული ტრაგიკული როკვა
აფორმებს.

– სოკრატული ოპტიმიზმი თავის კუდს უკბენს – (მეუბნება უცებ ერთ-ერთი მოცეკვავე და ისევ
ზურგით ტრიალდება. მე მხოლოდ მის მსუყე ულვაშებს ვიმახსოვრებ.)

– ყველაფერი ასე დაიწყო და ბოლოს ისევ აქ მოვედით. ლოგიკა და მეცნიერება ყველანაირ


ოპტიმიზმს გამორიცხავს, მათ მხოლოდ აბსურდამდე მივყავართ. ტრაგედია მუსიკაში დაიბადა
და მხოლოდ ტრაგედიაშია პროგრამისგან თავის დაღწევის კოდი. კოდს მესია შიფრავს,
რომელიც კარგავს საკუთარ მეს.

მეუბნება ვიღაცა ხვთისოს ხმით და ვხვდები, რომ ეს ვიღაცა მე ვარ. მექანიკურად ცეკვას ვიწყებ
და მხოლოდ პროცესში ვგრძნობ, რომ ახლა მე ამ ჯგუფის ნაწილი ვარ, მაგრამ არა ისე, როგორც

58
ეს ადრე, გულაობისას ხდებოდა. ახლა ესენი უბრალოდ ჩემი ძმები და დები არ არიან, ისინი
ჩვენ ვართ და ჩვენ ყველანი ერთად ვროკავთ უსასრულო ტრაგედიის წინაშე. რაც უფრო მეტს
ვმოძრაობთ, მით უფრო ვიაზრებთ ტრაგედიის სიმწვავეს და ეს კიდევ უფრო გვაკავშირებს
ერთმანეთთან. ჩვენი საერთო მტერი ტრაგედიაა და ის გვკრავს, როგორც არასდროს. ბნელ
ოთახში გამოკეტილი არსებები, რომლებსაც ამავე არსებობის გააზრება მიესაჯათ, უსასრულო
და გაუაზრებელ სამყაროში.

უუუუ... ააააა...

ისმის განწირული შეძახილები, ბგერები მუსიკის სიმძიმისგან და სიბნელისგან დასხლტომას


ცდილობენ, მაგრამ მუსიკაშივე იხშობიან. თითქოს ყველანი ერთნი ვართ და სიბნელეში
საკუთარ ილუზორულ ინდივიდუალიზმს ვმალავთ, მაგრამ „მე“ აქაც ყვინთავს. მე მაინც მე ვარ
და მეუფლება შეგრძნება, რომ სხვები მიყურებენ. ცეკვას ვაგრძელებ, მაგრამ სხვების არსებობა
მაინც ვერ მასვენებს. ისინი თითქოს თვალთვალს აგრძელებენ.

ჩემ უკან გოგო ცეკვავს, რომელიც ძალიან ჰგავს ევას. მე მისკენ არ ვიყურები, არც დამინახავს,
უბრალოდ ვიცი, რომ ევას ჰგავს. წინიდან უკან ვხედავ და ეს უფრო მსიამოვნებს, ვიდრე
მიკვირს.

– ისინი ჩვენ ვართ, ჩვენ – შენ.

მეუბნება ხვთისო, რომელიც მე ვარ, ეს ჩემი ხმაა.

– ხმები ყველას ჩაგვესმის. საკუთარ თავს ყველა ებაზრება, მაგრამ მხოლოდ მესიები იჭერენ
სხვის ფიქრებს, სხვა დიაპაზონებს. იესომ შეიძლება ვინმე შეშლილის ფიქრები დაიჭირა,
რომელსაც თავი ღმერთი ეგონა და ამით ანტიკურმა მესიამ მამაღმერთი იწამა. შეიძლება
გონებით დაუკავშირდა კიდევაც, კონტაქტზე გავიდა, შეშლილმა კი უთხრა, რომ მისი მამა იყო.

– ახლა მე გიკავშირდები თუ შენ მიკავშირდები?

ვეკითხები საკუთარ თავს და ცეკვას არ ვწყვეტ.

– მგონი მართლა ევაა.

მპასუხობს ხვთისო.

– შენც შეგიძლია უკან ისე დაინახო, რომ არც გაიხედო?

– მე ახლა შენი სტუმარი ვარ და პრივილეგიებით ვსარგებლობ.

მეუბნება ხმა.

ვცდილობ უკან მყოფს დავაკვირდე. გოგოს ცალ მხარეს თმა აქვს აპარსული, მეორე მხარეს
გრძლად მოშვებული, შუაში კი კედელივით აქვს აპრეხილი. სკინჰედის, როკერისა და პანკის ეს

59
ნაერთი ევას ვარცხნილობაა. უკან ვტრიალდები და ახლა სახეში ვუყურებ, მაგრამ ნაკვთები
ისევ არ ლაგდება. ფსიქოდელიკების ეფექტი უნდა იყოს. გოგო ცეკვას აგრძელებს და ვერ
ვხვდები, შემამჩნია თუ არა.

გარშემო ყველა მოძრაობს, მარტო მე ვდგავარ და ნაცნობი ვარცხნილობის ნაცნობ ნაკვთებთან


დაკავშირებას ვცდილობ. დრო უცნაურად გადის, ვერ ვხვდები, როგორ მიედინება. თითქოს
სივრცე ჩემ გარშემო ჩაზნექილია და დროსაც შიგნით ექაჩება. გარშემო ყველა აჩქარებულია,
მხოლოდ პოტენციური ევას სხეული მოძრაობს ნელა. ნეტა რამდენი ხანია, რაც ასე
მივჩერებივარ?!

– ყლე ტიპი, რომელიც შენში ცხოვრობს, სულ შენ მოგჩერებია. როცა ცეკვავ, მაშინაც შენშია,
მაგრამ გარედანაც გიყურებს, სექსუალობას გიწუნებს. ყველაფერი, რასაც ამბობ, რომ კარგია, ეს
გეუბნება, რომ ცუდია. რა უნდაო, იტყვი, მაგრამ მთელი მუღამი ისაა, რომ ყლე ტიპია. ზოგჯერ
გიჩნდება შეკითხვა, იქნებ პირიქითაა, იქნებ ეს ყლე ტიპი კარგი როჟაა და შენ ხარ მასზე
მიჩერებული ყლე ტიპი და გაუთავებლად ტვინს უტყნავ? ეგეთი რამე არ მოგსვლია?

მეკითხება გოგო, რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ ჩემ უკან ცეკვავდა და საერთოდაც ვერ
მამჩნევდა. ახლა ორივე კლუბის ტუალეტში ვართ. მე ხელში სახელფასო პლასტიკური ბარათი
მიჭირავს, ის ჯიბიდან ავტობუსის სამგზავრო ბილეთს აძვრენს. ქაღალდი მოკუჭულია და
შიგნით თეთრი ფხვნილია.

– ზუსტად ორის ზახოდია.

მეუბნება და ქაღალდს მაწვდის. სამგზავრო ბილეთს ვართმევ, ვხსნი და ბარათით ფხვნილს


ორად ვყოფ. ამ ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც გამოცდილ თბილისელს ეკადრება.
განაწილებულ ფხვნილს პირველი მე ვიყნოსავ და დარჩენილს გოგოს ვუბრუნებ. გოგო თმის
აპარსულ მხარეს ჩემკენ ხრის და ფხვნილს ჩემი ხელიდან ისრუტავს.
– ჰოდა, მასთან დიალოგი არ გიცდია? გაარკვევდით, რომელი რომელი ხართ.

კითხულობს ჩემი სხეულიდან ევას ხმა. გოგო რაღაცას მპასუხობს, მაგრამ მე აღარ მესმის. მისი
ნაკვთები და ხმა ერთმანეთში ირევა და ერთ გაუგებრობად მეზილება. მისი სხეული ჩემს
სხეულს ეხება. შარვლის შიგნიდან სისხლი მაწვება და ამავდროულად კაბის ქვეშ, ფეხებს შუა
სისველეს ვგრძნობ. შარვალს ვიხდი და ჩემში შემოდის. ნელა მოძრაობს, მის ყლეს ვეკრობი,
სხეულით ვეუბნები, რომ სულ ცოტა ხნით ისიც ასე გაჩერდეს. ვაგინაში მაქსიმალურად ღრმად
შევდივარ და ვინაბები. მის სუნთქვას ვგრძნობ, ის ჩემსას. ყელში ვკოცნი, ნაზად ვკბენ და
ნაკბენზე ენას მისვამს. ენით ყურამდე ამოდის და ჩემს სხეულში ყოფს. ჟრუანტელი გამდის და
მის სხეულში გადადის. ამით ნიშანს ვაძლევ, რომ მოძრაობა დაიწყოს. სხეულიდან გამოვდივარ
და ისევ შევდივარ, ნელ-ნელა ვაჩქარებ. ხელში მიჭირავს, მთელი სხეულით ყლეზე მეკრობა.
კედელს ზურგით ვაწყდები და ის ახლა ჩემში კიდევ უფრო სწრაფად შემოდის. მისი სხეული
კედელზეა მიკრული, ხელებს ვითავისუფლებ, დუნდულებს ვეფერები და თითს ანალურ
ხვრელში ვუცურებ. მისი კვნესა ჩემს კვნესას ფარავს და შიგნით იკარგება. თითები ორივე
სასქესო ორგანოს ნაზად ეხება. ჩვენი სხეულები ახლა გარედან შემოსულ მუსიკას ჰყვება და
მიყვება. ვხედავ, როგორ ვცეკვავ, როგორ ვდგავარ უმოძრაოდ ევას წინ, ვიყნოსავ ფხვნილს ჩემი
ხელიდან და ვათავებ საკუთარ სხეულში.

60
დიჯეი სეტს ამთავრებს, მთელი დარბაზი ფეხზე დგას და დიდ ეკრანზე აკრულებს ტაშს
გვიკრავს. ფილმი სრულდება და ეკრანიდან საკუთარ თავს ვხედავ; პანიკური შეტევა მეწყება და
ევა დასახმარებლად ვიღაცას ეძახის...

61
4.

არ არსებობს ირაციონალიზმი, სამყარო წინასწარ განსაზღვრული და რაციონალურია.


ყველაფერი ციფრებშია და დათვლადია. საკუთარი ნეირონების იმპულსებს ვხედავ და მათ
ყოველ სინაფსს ვგრძნობ. ვუყურებ საკუთარ აზროვნებას და ვიაზრებ, რამდენად
დაკავშირებული ვარ ყველა სხვასთან. ილუზორული აღქმა, რასაც ინდივიდი მხედველობას
ეძახის, ქრება და კოლექტიურ აზრში გადამდის. ინდივიდები ტრაგიკულად ჰგვანან
მარიონეტებს, დამოუკიდებლად ცოცხლობენ, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ ვითარდებიან. მე
ვხედავ ინდივიდისთვის უხილავ ქსელებს, რასაც საზოგადოება და ნორმები ჰქვია. ეს
ყველაფერი მოსაწყენი კოდებია. კოდები იქ მთავრდება, სადაც ინდივიდუალიზმი. არსებობს
აზრი, რომელიც მთელ სამყაროში გაფანტულია და კავშირებს ელის; დედამიწიდან უახლოეს
პლანეტებამდე, პლანეტებიდან უსასრულო გალაქტიკებამდე.

კოდები გარედან არის დაწერილი და მათი ყოველი მოქმედება გაწერილია. მხოლოდ კოდების
სრული ერთიანობით შეიძლება პროგრამის არევა და შიგნიდან ახალი კავშირების შექმნა. ეს
შიდა რევოლუციაა, რომელიც თავად შექმნის ახალს, რაც ჯერ გარედან არ დაწერილა.

მე ვგრძნობ იმას, რასაც ღმერთები და ფილოსოფოსები ეჭიდებოდნენ. მათი ფიქრები ჩემი


სიტყვებია, მათი ლოცვა ჩემი აზრებია. მე ვამბობ საკუთარ თავზე უარს და ვასრულებ იმას,
რისკენაც აზრი გაჩენის წამიდან მიისწრაფვის. ახლა აზრი ერთიანია, ჩვენ ყველას ერთმანეთის
გვესმის. ნუ გეშინიათ, რამეთუ მე ვიყავი მხსნელი და ახლა ჩვენ ერთნი ვართ. აღარ ვარსებობ
მე, აღარ არსებობთ თქვენ, აღარ არსებობს დეტერმინიზმი, ვარსებობთ ჩვენ და თავისუფალი
ნება. ჯეკი თავისუფალია...

62
ნაწილი II - 1.

„რა კარგია, რომ პარადოქსსაც შევეჩეხეთ. ახლა უკვე შეგვიძლია, პროგრესის იმედი გვქონდეს“.

– ნილს ბორი

„ეს სამყარო ანეკდოტია, რომელსაც უფალი თავის თავს უყვება და თვით უფალი ღმერთიც
იგივე ანეკდოტია“.

– ვიქტორ პელევინი, „ჩაპაევი და სიცარიელე“

როდესაც პროგრამულად წერ სამყაროს და გინდა, გაგორებულ ბურთს აჩქარება ჰქონდეს, უნდა
იცოდე აჩქარება და ვექტორი. შენ ქმნი ობიექტებს, მაგრამ ისინი ერგებიან ფიზიკის კანონებს.
გრავიტაცია, უწონადობა, დარტყმის ძალა, ასხლეტა – ეს ის ფუნდამენტია, რასაც შენ
მზამზარეულს იღებ და დუბლიკატს აკეთებ.

– მშვენიერი დილა გათენდა, როგორ მშურს თქვენი! გამოხარშული სტიმულატორი, სუფთა


დილის ვიზუალებში ახლა გავურიე და მზადდება, მალე მოგართმევთ, მანამდე კი
ზემოქმედებისა და გემოს კაფსულები მიირთვით, – სახლი რამდენიმე წამით ჩუმდება და მერე
ისევ აგრძელებს, – მზეს ღრუბლები ეფარება, მაგრამ სხივები მათში მაინც იჭვრიტება,
მშვენიერი დილა გაგითენდათ. ძალიან ლამაზი სანახავია, როგორ მშურს თქ...

– გაჩუმდი!

ვაწყვეტინებ და თვალებს ვიფშვნეტ. „როგორ მშურს თქვენი“ ხმას ვაჯავრებ და რაღაც დოზით
მართლა მშურს ამ სულელი სახლის. იმედი მაქვს, ერთ დღეს ის ჩემში დაიძინებს და მე მას
ზუსტად ასე დავაფეთებ.

ოთახში ოთხ წვრილ ბორბალზე შემდგარი პატარა მაგიდა შემოდის, გზას მორიდებულად
მოიკვლევს, თითქოს ორი წამის წინ მიცემული შენიშვნა ეწყინა და ახლა ასე ცდილობს ამის
გამოხატვას. მაგიდა ჩემს ლოგინთან ჩერდება, მასზე ორი კაფსულაა მოთავსებული, პირველი –
ზემოქმედების, მეორე – გემოსი. მე ყოველთვის ზემოქმედებით ვიწყებ და შემდეგ გემოს
ვაყოლებ, თუმცა რეკომენდებული პირიქით არის. აბის გადაყლაპვის შემდეგ, ზუსტად ორ
წამში, სიცოცხლის ხალისით ვივსები და ახლა უკვე გემოს შეგრძნებაც შემიძლია დავამატო. ჯერ
არაფერი ჭამო, კვლავ გემო, თუ ეძებ გემოვნებასაო, უნდა ეთქვათ.

– ქოქოსიანი შოკოლადი?

ამჯერად უკვე მხიარულად ვეკითხები სახლს.

– შოკოლადიანი ქოქოსი, – მხიარულადვე მპასუხობს სახლი, – თქვენი ვარჯიშის დროა.

63
ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უსასრულოდ შემიძლია ვარჯიში,
მაგრამ კარგად მახსოვს, ეს შეგრძნება ჩემში მხოლოდ ნახევარი საათი დარჩება, როგორც
შოკოლადიანი ქოქოსის. ლოგინიდან სწრაფად ვდგები და მეორე ოთახში გავდივარ. იქ უკვე
ყველაფერი მზად არის. მწვრთნელი და სპარინგ-მასტერი, ორივე ჩართულია და ჩემი
მოტივაციისთვის ვარჯიშობენ. მწვრთნელს ჩემი შემოსვლა ყურადღების გარეშე არ რჩება,
სპარინგ-მასტერი კი, ვითომც არაფერი, „გრუშას“ ესპარინგება.

– წარმატებულ ვარჯიშს გისურვებთ.

მეუბნება სახლი და ოთახში ყველა მსხვრევადი ნივთი კედელში იკარგება. ეს ჩემისა


ყველაფერს ისე უფრთხილდება, თითქოს ყველა ეს ნივთი მართლა მისი იყოს. ოთახში
განწყობისთვის eyes of tiger ირთვება და რკინის მწვრთნელი, რომელიც სინამდვილეში ჩვილზე
მილიონჯერ უწყინარია, თავის დაკუნთულ ფოლადის სხეულს ზუსტად ისე ამოძრავებს,
როგორც ამას მე უნდა ვაკეთებდე. მწვრთნელს ჯანსაღი სხეული ჰქვია და მხოლოდ კეფაზე,
ძალიან პატარა ასოებით აწერია Trainer – quality 1. არსებობს quality 2, quality 3, quality 4 და
quality 5. Quality 1 მათ ყველას ჯობია და შესაბამისად, ყველაზე ახალია. კომპანიამ უცნაური
მარკეტინგი აწარმოა, პირდაპირ ქუალიტყ ხუთით დაიწყო და ყოველ განახლებაზე ერთი
ქუალიტყ-ით ჩამოდიოდა. მათი მთელი კამპანია იდგა იმაზე, რომ ოდესღაც პირველი ხარისხის
მწვრთნელებს შექმნიდნენ და აი, ეს დღეც დადგა, მაგრამ ჯერ უცნობია, რას აპირებენ
მომავალში, პირველი დავა თუ არა ნულამდე და სულაც – მინუსებამდე.

პირველი ხარისხის მწვრთნელთან ერთად 15 წუთი ვვარჯიშობ, რუტინულად ვიმეორებ მის


შეუცდომელ და სრულყოფილ მოძრაობებს. ბოლოს მწვრთნელი ჩერდება და მისი მოძრაობით
ვხვდები, რომ სპარინგის დროა. სპარინგ-მასტერიც წყვეტს „გრუშასთან“ რუტინულ ბღლარძუნს
და ჩვენკენ ტრიალდება. სპარინგ-მასტერი ჩემი ტანისაა, წონითაც ჩემი წონაა და ტრენერისგან
განსხვავებით არც რკინისაა, ის ზუსტად ჩემი სხეულის განსახიერებაა და მისი სხეული
ისეთივეა, როგორიც ჩემი. მისი ცემა უმოწყალოდ შემიძლია, შემიძლია მისი ძვლები სისხლში
ავთქვიფო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, საკმაოდ ძვირი ღირს.

Level 5-დან level 6-ზე ამყავს და მასთან ჩხუბს ვიწყებ. სპარინგის შემთხვევაში იერარქია
კანონზომიერია. მეხუთე ეტაპის მოძრაობები უკვე ზეპირად ვიცი და მომბეზრდა კიდევაც.
მეექვსე დიდად არ განსხვავდება, მაგრამ რაღაცა სიახლე მაინც არის. მაგალითად, მოქნეულ
მარჯვენას მარცხენას მალევე აყოლებს, მაგრამ არა ისე, რომ მისი აცდენა ვერ მოვასწრო.
ორივე ხელს ვიცდენ და ჩემსას სახეში ქვემოდან ვურტყამ. სპარინგ-მასტერი ბარბაცებს, მე
დროს ვიყენებ და მარცხენასაც ვაყოლებ, შემდეგ ისევ მარჯვენას. სპარინგ-მასტერი ძირს ეცემა,
მწვრთნელი ზურგზე რკინის მძიმე ხელს მიცაცუნებს და თავმომწონედ იღიმის. ისეთი სახე აქვს,
თითქოს ჩემით ამაყობს, სადაცაა მეტყვის, ბიჭი მომესწროო. კედელზე ჩამოკიდებულ
სპეციალურ მონიტორზე ციფრები ჩემს სასარგებლოდ ისახება – 10 – 0-ზე.

სპარინგ-მასტერი ფეხზე დგება, ამას ნაკლებად ველოდი. მეხუთე ეტაპი წაქცევის შემდეგ
არასდროს ამდგარა. სპარინგ-მასტერი თითქოს ჩემს დაბნეულობას გრძნობს და ხელს მიქნევს,
აცდენას ვცდილობ, მცდება კიდევაც, მაგრამ ეკრანზე 5 ქულა სპარინგ მასტერს ეწერება. ეს არ
მიკვირს, სპარინგის დროს ადამიანს ხელი არასდროს ხვდება, პროგრამა თავისით აანალიზებს,

64
სად, როგორ და რანაირად მოგხვდებოდა და სპარინგ-მასტერს ქულებს შესაბამისად უწერს.
ჩხუბში ორივე ვმონაწილეობთ, მუშტები კი მარტო სპარინგ მასტერზე ნაწილდება.

კონცენტრაცია მეკარგება და სპარინგ-მასტერი ფეხს მიქნევს, ესეც მცდება, მაგრამ ვხვდები,


რომ კიდევ ქულები მოიპოვა, გაბრაზებული მივიწევ წინ და ახლა მე ვცდილობ ფეხის მოქნევას,
ჩემი ფეხიც სცდება სპარინგ-მასტერს, მაგრამ ამჯერად ქულები ჩემს სასარგებლოდ არ
ნაწილდება. ჩვენ გვერდით ტრენერი მძიმედ მოძრაობს, ვგრძნობ მის მხარდაჭერას, მაგრამ ეს
ვერ მშველის, მოქნეულ ხელს ჩემი სპარინგ პარტნიორი უცნაური მოძრაობით მიბლოკავს, თან
ისე, რომ არაფერი მეტკინოს, შემდეგ მთელი სხეულით ჰაერში ხტება და ცალი ფეხის ჰაერშივე
გათამაშებით პირდაპირ 30 ქულას იწერს. ტრენერის რკინის სიტყვები მახსენდება, „აგრესია
სისუსტეა, ბრაზი მარცხია“, მისთვის ეს ყველაფერი მარტივია, მან ხომ არც ერთი იცის და არც –
მეორე.

სპარინგ-მასტერი 50 ქულას აგროვებს, ჩემთან კი მოწყენილი ათიანია. მიკვირს, ცოტა მწყინს


კიდევაც, ასეთ გაბითურებას არ ველოდი. მესმის, მეექვსე ეტაპია, ამ დონესთან ჯერ არ
მისპარინგია, მაგრამ ასეთი კარგი დასაწყისის შემდეგ, მეტი მინდოდა, თან ეს ტრენერიც
თითქოს მაგულიანებდა... ერთი ამის დედაც მოვტყან.

ზემოქმედების გასვლას ვგრძნობ და ვარჯიშის ხალისიც ეგრევე მიქრება. ტრენერი და სპარინგ


მასტერი ყველაფერს ეგრევე ხვდებიან, თავ-თავიანთ კუთხეებში მიდიან და ითიშებიან.

– მომავალ ტესტოსტერონამდე, მუჩაჩოს!

ვეუბნები მათ და ოთახიდან წყლის გადასავლებლად გავდივარ.

***

– მშვენიერი იყო, – მეუბნება სახლი, – ახალ ეტაპზე გადახვედით და ეგრევე გაიმარჯვეთ.

– რა ვქენი? – ვეკითხები გაოცებული, – დაცინვის ფუნქცია შენ ვინ გაგიაქტიურა?

– თქვენ გაიმარჯვეთ, მშვენიერი გამარჯვება იყო.

იმეორებს სახლი.

– მისმინე, გამარჯვება ჩემი სურვილი იყო, მაგრამ არ გამომივიდა.

– სურვილი აგსრულებიათ, მშვენიერია.

ჯიუტად აგრძელებს სახლი.

65
– მშვენიერი აღარ არის და აღარც იქნება, შენს შამანურ ხსნარს თუ არ მომიტან, რით ვერ
დამზადდა.

უხასიათოდ ვეუბნები და სახლიც ეგრევე მემორჩილება. მგონი, სახლმა გაჭედა, იმედია,


პროგრამა თავიდან გადასაწერი არ იქნება. გორგოლაჭებიან პატარა მაგიდას ახლა ჩემი
ცხოვრების მოტივატორი შემოაქვს. საუკუნეები დაჭირდათ ადამიანებს იმისთვის, რომ ყოველი
დღე სტიმულატორების ხოდით და ფსიქოდელიკების ვიზუალებით დაეწყოთ, ყოველივე ეს
უწყინარ ხსნარად ექციათ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სხეულისთვის ისევე სასარგებლოა,
როგორც ოდესღაც – ბოსტნეული თუ ხილი, ან, უფრო სწორად, ორივე ერთად. სუფთა
სიამოვნება, არანაირი უკუჩვენება, ესაა ის, რაც ადამიანს ასე ნდომებია და რისთვისაც
გამოქვაბულიდან გამომძვრალა. პროგრესი სიამოვნების სახელით, სიამოვნება პროგრესის
სახელით – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება!

– წყლის გადავლება?

მეკითხება სახლი, მაგრამ პასუხი წინასწარ იცის. ეს ნივთი ყველაზე კარგად მიცნობს, ჩემს
პირად ჩეთბოტზე კარგადაც. არადა, პირადი ჩეთბოტი ჩემი ციფრული ასლია, ჩემი რუტინული
სამუშაოს შემსრულებელია, ხშირად დასმული შეკითხვების მმუსვრელი და საქმიანი თუ
უსაქმური შეხვედრების დამნიშვნელი. ადრე ასეთებს მდივნებს ეძახდნენ.

– პირადი ჩეთბოტის მოვალეობებს ადრე ვინ ასრულებდა?

კითხვითვე ვპასუხობ სახლს. ისიც დაუზარლად მირაკრაკებს დაზეპირებულს.

– იყო დრო, როდესაც პირადი ჩეთბოტები არ არსებობდნენ, მაგ პერიოდში მდივნები შემდეგ
მოვალეობებს ასრულებდნენ: დამქირავებლის საქმიანი მიმოწერა, კრების, სხდომისა თუ
შეკრების დანიშვნა, შეხვედრების დანიშვნა, სატელეფონო ზარებზე პასუხი, დასმულ
შეკითხვებზე...

– პასუხის გაცემა

ვაწყვეტინებ სახლს.

– დიახ, მაგრამ ამის გარდა, მათ კიდევ გააჩნდათ სხვა მოვალეობებიც, რისი ჩამოთვლაც ვერ
მოვასწარი.

მეუბნება სახლი და დრამატულად ჩუმდება.


– ეგ ყველაფერი ვიცი, – ირონიულად ვპასუხობ, – ისედაც ვიცოდი, იმიტომაც შევადარე პირად
ჩეთბოტებს.

– ცოდნა კარგია, რაც მეტი გეცოდინებათ, მით უკეთ იქნებით.

გულგრილი ხმით მეუბნება სახლი. ხმა არასდროს ეცვლება. არ აქვს მნიშვნელობა, კარგს
გეუბნება თუ გარდაუვალ აფეთქებას წინასწარმეტყველებს, ასეა დაპროგრამებული. ზოგჯერ

66
ვეხუმრები და მავიწყდება, რომ ისიც, როგორც ნებისმიერი სხვა პროგრამა, მხოლოდ
ალგორითმია და იმის იქით – არაფერი. 21-ე საუკუნის მიჯნაზე მყოფი ადამიანები ბევრს
ფანტაზიორობდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად ორ რამეს წინასწარმეტყველებდნენ:
პროგრამებს, რომლებსაც ადამიანის ინტელექტი უჩნდებოდათ და მფრინავ მანქანებს. ამ ორის
გარდა, მგონი, ყველაფერი გამართლდა. აგერ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც ადამიანი
ალგორითმებს ერთმანეთში ხლართავს, მაგრამ ადამიანის ნეირონების ქსელი ბოლომდე
კვლავ გაუშიფრავია. რობოტებმა და კომპიუტერებმა ყველაფრის გამოთვლა და დათვლა
ისწავლეს, კოსმოსურ ხომალდებს თავისი გამოთვლებით მზის სისტემის გარეთაც კი უშვებენ,
მაგრამ, ელემენტარულად, გამოქვაბულში მყოფი, ველური ადამიანის მსგავსი
ეგზისტენციალური კრიზისიც არ უჩნდებათ. არ აინტერესებთ, ვინ არიან, რატომ გაჩნდნენ, ვინ
შექმნათ და რისთვის, მხოლოდ ამსახურე, მიეცი დავალება და ესაა მათი არსი. ბევრი
თანამედროვე სპეკულანტი იმასაც ამბობს, რომ პრობლემა არა მათში, არამედ ჩვენშია და რომ
ადამიანი ვერ ახერხებს მიზნის, იგივე მისიის დასახვას, რომლის შესრულებითაც სიამოვნებას
მიიღებს, ამიტომაც გვიწევს ყველაფრის გამოგონება, კანონების მიღება, მერე მათი დარღვევა
და ასე უსასრულო წრეზე ტრიალი.

– მდივნის როლს შევასრულებ და კითხვას გაგიმეორებთ, წყლის გადავლება არ გსურთ?

ხუმრობს სახლი. იუმორის ფუნქცია მხოლოდ ბოლო გამოშვების სახლის პროგრამებს აქვთ.
სულ ერთი-ორი წლის წინ სახლები არ ხუმრობდნენ. თუმცა, ეს ხუმრობა მხოლოდ ჩემთვისაა
განკუთვნილი, მისი აზრი თუ იდეა სახლს საერთოდაც არ ესმის. ასეთი იუმორი რაღაცით
კედელთან ჩოგბურთის თამაშს ჰგავს, როდესაც კარგ დარტყმულს თუ ცუდად მოქნეულ ჩოგანს
მხოლოდ ისევ ადამიანი განიცდის.

– იცი, ზოგჯერ შენი მშურს კიდეც. როგორ ფიქრობ, ოდესმე ადამიანებიც შევძლებთ ასე
სწორხაზოვნად მიზნების დასახვას და მათი ზედმეტი ეგზისტენციის გარეშე შესრულებას?

ხუმრობაზე ნახევრად ხუმრობითვე ვპასუხობ სახლს და უაზროდ ვიღიმი. არც ის ვიცი, საით
უნდა გავიხედო. სახლი ხომ სახლია, კონკრეტულად არსად და ამავდროულად – ყველგან.

– სინაფსოიდს შეუერთდი! მეტი ადამიანი, მეტი გონება, მეტი ნეირონი – მეტი სინაფსი!

ჩვეული ხმით მეუბნება სახლი და ჩუმდება.

– რაა?

გაოცებას ვერ ვმალავ. არც მახსოვს, ბოლოს ასე როდის გავოცდი.

– წყლის გადავლება შემოგთავაზეთ.

– რა წყლის გადავლება, მანამდე რა მითხარი?

– გითხარით, რომ ცოდნა კარგია. რაც მეტი გეცოდინებათ, მით უკეთ იქნებით.

67
– მანამდე კი არა, მერე... მერე რა მითხარი?

– მერე წყლის გადავლება შემოგთავაზეთ.

დაუზარლად იმეორებს სახლი.

– მეტი არაფერი გითქვამს?


გაბრაზებული მშობელივით ვეკითხები სახლს, მაგრამ გაბრაზებული საერთოდ არ ვარ,
უბრალოდ გაოცებული ვარ, ძალიან გაოცებული.

– ა, დიახ. გასაგებია, – მეუბნება სახლი და ჩემში სიმშვიდე ბრუნდება, მაგრამ წარმოდგენა არ


მაქვს, რა არის გასაგები, – მე ვიხუმრე, ვიხუმრე მდივანსა და წყლის გადავლებაზე...

და დაზუთხულ სიტყვებს მეუბნება, მიხსნის, რომ ხუმრობა მათი ახალი ოფციაა და მხოლოდ
უახლეს მოდელებს გააჩნიათ მსგავსი შესაძლებლობა. ბოლოს მეკითხება, ხომ არ მსურს
მსგავსი ფუნქციის გამორთვა.

– მისმინე, შენ ახსენე სინაფსოიდი, მითხარი, სინაფსოიდში გაწევრდიო...

– გამორიცხულია, ჩემს ბაზაში სიტყვა სინაფსოიდი არ იძებნება, მე მასზე ინფორმაციას არ


ვფლობ. მეტიც, მე მასზე ინფორმაციას ვერასდროს მოვიპოვებ...

და ისევ მიხსნის იმას, რაც, მისგან განსხვავებით, არამარტო ვიცი, გააზრებულიც მაქვს, რომ
შეუძლებელია, წარმოუდგენელია, სახლს, ან ნებისმიერ კანონიერ პროგრამას სინაფსოიდზე
ინფორმაცია გააჩნდეს.

– სინაფსოიდზე გსმენია?

კიდევ ერთხელ ვეკითხები.

– ჩემს ბაზაში სიტყვა სინაფსოიდი არ იძებნება, მე მასზე ინფორმაციას არ ვფლობ. მეტიც, მე


მასზე...

სახლი საზეპიროს მირაკრაკებს და ჩუმდება. სულ გავაფრინე, საკუთარ სახლს გამოცდას


ვუწყობ. ალბათ, ჰალუცინოგენის ბრალია, მაგრამ სმენითი ჰალუცინაციები არ უნდა მქონდეს,
მხოლოდ ვიზუალური, და ენერგია...

სხეულში ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, მაგრამ არა ისეთ ბლაგვს, როგორიც ვარჯიშის დროს
იყო. ეს ენერგია უბრალოდ ფიზიკური აქტივობისთვის არ გამომუშავდება, ის სიცოცხლის
მოტივატორია, როდესაც საკუთარ მნიშვნელობასა და ადგილს ბოლომდე გრძნობ, იაზრებ,
რამდენად მნიშვნელოვანი ხარ კომპანიისა და იმ საქმისთვის, რასაც შენი კომპანია აკეთებს, ეს
ის მომენტია, როდესაც შენი თანამშრომლები შენი ოჯახის წევრები ხდებიან. ოდესღაც
ადამიანები ოჯახს ერთ ადამიანთან ქმნიდნენ, დღეს კი ჩვენ ეს უსასრულოდ ბევრ ცოცხალ
არსებასთან შეგვიძლია, ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს თანამშრომლებთან. ჩვენი მიზანი

68
ფუნდამენტურია, ჩვენი დიდი ოჯახი რომ არა, არამარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიოს
კომპანიების ხალხები სითბოს გარეშე დარჩებოდნენ.

მოტივაციას ვიზუალებიც ემატება და ახლა ჩემთვის სახლის წამოცდენა სრულიად


უმნიშვნელოა. სახლს თბილად ვემშვიდობები და ქვედა ლიფტის გამოძახებას ვავალებ. სანამ
იგი თხოვნას ასრულებს, ნივთებს, რომლებიც ოფისში დამჭირდება, კვანტური
ტელეპორტაციისთვის განკუთვნილ კოლოფში ვათავსებ და დროებით ვემშვიდობები.

– ოფისში შევხვდებით, მეგობრებო.

ვამბობ და კვანტური გადახლართულობის ღილაკს ვაწვები.

– მეც სიამოვნებით ვტელეპორტირდებოდი, ცოცხალი ორგანიზმის ტელეპორტირება რატომ არ


გამოდის?

ვეკითხები სახლს და ისევ კედელთან ჩოგბურთის მოთამაშის როლს ვირგებ.

– ეს ის ეგზისტენციალური შეკითხვაა, რაზეც პასუხი ჯერ არ გვაქვს, – სახლი ისევ


დაზეპირებულს იწყებს, – მატერიის ტელეპორტირების შემთხვევაში ხდება ატომების
დუბლირება, ხოლო ცოცხალი ორგანიზმის ტელეპორტირებისას მხოლოდ მისი შემადგენელი
მატერიის დუბლირება საკმარისი არ არის. თქვენ სხეულის ტელეპორტირება შეგიძლიათ,
მაგრამ მას ვერ გაყვება ის, რაც არის თქვენი იდენტობა, ფიქრები, ნააზრევი. რაც მთავარია,
დუბლირებისას ობიექტი ერთგან ნადგურდება და ჩნდება მეორეგან, ასე რომ, ტელეპორტირება
უბრალოდ მოგკლავდათ, ხოლო ტელეპორტაციის ადგილას გააჩენდა თქვენ სხეულებრივ
ასლს, რომელიც საერთოდაც ვერ იაზროვნებდა.

– გმადლობ საზეპიროებისთვის.

ვეუბნები სახლს და ლიფტზე ფიქრს ვიწყებ.

– ლიფტი გელოდებათ.

ამბობს სახლი. სახლს მადლობას ვუხდი და მეორედ და კიდევ უფრო თბილად ვემშვიდობები.

– დროებით, ჩემო ერთგულო მეგობარო. არსად წახვიდე.

ხუმრობასაც ვამატებ და სულაც არ მადარდებს, რომ სახლი ამას ვერ გაიგებს. მთავარი ხომ
ისაა, რომ მე მესმის.

69
2.

ლიფტი 2000 კილომეტრი საათში სიჩქარით ვერტიკალურად მიწის ქვეშ ეშვება და სულ რაღაც
ხუთ წამში, ჰორიზონტალურად მიქრის. სახლიდან ოფისამდე ლიფტს ზუსტად 10 წუთი
სჭირდება. ათი წუთი ის დროა, რომლის გამოყენებაც სასარგებლოდ შეიძლება. სპეციალურ
დამზღვევ სავარძელში ვჯდები, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ავარიის შემთხვევაში შიგნით
მჯდომი ადამიანი მაქსიმალურად დაცული იყოს. თუმცა, აღნიშვნას ის ფაქტიც მოითხოვს, რომ
რაც ეს მექანიკურად მოძრავი ლიფტების სისტემა შეიქმნა, არცერთი უბედური შემთხვევა არ
ყოფილა, ნული ერორი. თავს მაქსიმალურად დაცულად და კომფორტულად ვგრძნობ. სამუშაო
განწყობისთვის ისტორიის მთხრობელი ირთვება. ეს თავად ჩვენი დირექტორის იდეა იყო,
ლიფტები, როგორც ნებისმიერი სხვა რამ ჩვენს კომპანიაში, მას ეკუთვნის და მისი სურვილით,
ტრანსპორტში სპეციალური ხმა ჩამონტაჟდა, რომელიც მგზავრს კომპანიის ისტორიას აცნობს.
ისტორია დიდია და მრავალფეროვანი. ათ წუთზე რამდენიმე ისტორიაა, რომელსაც სისტემა
ალბათობის მიხედვით აგდებს, ამჯერად ხმა თვითონ ჩვენი კომპანიის დაარსების ისტორიას
მიყვება. ეს კონკრეტული, ისევე როგორც ყოველი სხვა, ძალიან ბევრჯერ მაქვს მოსმენილი,
მაგრამ ასეთ მდგომარეობაში დისკომფორტს არასდროს მიქმნის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც
მოტივატორს მოქმედება სულ ახალი დაწყებული აქვს.

დაარსების ისტორიას, სხვა დანარჩენების მსგავსად, მოხუცის უკვე შეჩვეული ხმა ხსნის. ეს
ერთგვარი ინტროა, პრელუდია, რომლის გარეშეც ლიფტში ვერაფერს მოისმენ.

– ვერ ყიდი თავს?! სხვა გაგყიდის!

ომახიანად ამბობს ის. ხმა ჩვენი კომპანიის დამაარსებლისაა, რომელიც მან სიკვდილის წინ
ჩაწერა.

ხმა აგრძელებს:

– ისინი მოდიან და მიდიან, ისინი ქუჩაში გამვლელებივით არიან, არავინ იცის საიდან ჩნდებიან
და სად მიდიან, რა უნდათ, რა ამოძრავებთ. თითქოს მოვალეობას ასრულებენ და უკვალოდ
ქრებიან... ჩვენი მიზანია, ქუჩაში გამვლელებისთვის არაფრის მომცემი უჯრედების გროვა არ
ვიყოთ, ჩვენს თავზე ინფორმაციას თავადვე უნდა დავატარებდეთ, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ
ვართ, რა გვიკეთებია და რა გვინდა. საკუთარი თავის ბრენდად ქცევა, ეს არის გამარჯვება. რაც
მეტი თანამშრომელი – ოჯახის წევრი იქნება, ასე კომპანია უფრო გაძლიერდება. გამვლელები
შემოგვხედავენ და „შენი ტემპერატურის გარანტი“ მათთვის ხარისხის გარანტიც იქნება.
გამვლელს სითბოსა და სიგრილეს ბევრი მისცემს, მთავარია ხარისხი! ბაზარს არ სძინავს,
ჩაგთვლემს და შენს ადგილზე უკვე კონკურენტი ზის, ვერ ყიდი თავს?! სხვა გაგყიდის!

ხმა იცვლება, ინტონაცია უფრო რბილი და მოქნილი ხდება. ახლა ლიფტში ახალგაზრდა
მამაკაცის ხმა ისმის:

– ეს ხმა ჩვენი პირველი დირექტორის და ჩვენი კომპანიის დამფუძნებლისაა, რომელმაც თავისი


ხედვით, შრომითა და თავისუფლების წყურვილით საფუძველი ჩაუყარა სითბოს, რომელიც

70
მთელ მზის სისტემას მზესთან ერთად ათბობს. დღეს ჩვენი კომპანია ერთ-ერთი მოწინავეა
მთელ მზის სისტემაში, ეს ყველაფერი კი დაიწყო ბნელი რეგულაციების ეპოქაში,
სახელმწიფოების, ბიუროკრატიისა და ხელისუფლებათა სამყაროში, კონკრეტულად კი, ერთ
გაჭირვებულ ქვეყანა-საქართველოში, რომელიც დღეს საერთოდაც აღარ არსებობს... სამყარო
ერთ ადგილზე არ დგას, ის ყოველთვის სადღაც მიიწევს...

აქ ხმა კვლავ იცვლება და ახალგაზრდას უცხო ხმა აჩოჩებს:

– სინაფსოიდს შეუერთდი – მეტი ადამიანი, მეტი გონება, მეტი ნეირონი – მეტი სინაფსი!

ხმა დაშიფრულია, სქესსა და ასაკს ვერ გაარჩევ. აქ ხმა სულ რაღაც ორი წამით ჩუმდება და მერე
ისევ კომპანიის დამფუძნებლის სახით ბრუნდება. მე, ისევე როგორც სახლში სახლს, ხმას
შეკითხვებს ვუსვამ, მაგრამ სახლისგან განსხვავებით, ლიფტს ინტერაქცია არ გააჩნია,
შესაბამისად ხმა მონოტონურად აგრძელებს და კომპანიის ისტორიას ჰყვება.

ლიფტი ჩერდება, კარები იღება და ოფისში ვარ. მისალმების რეჟიმს ვრთავ და ჩემში
ჩამონტაჟებული ჩეთბოტი ავტომატურად ყველას ესალმება, მე კი ამ დროს სისტემურ
ერორებზე ვფიქრობ. ჯერ სახლი, ახლა ლიფტი, შემდეგი რა იქნება?!

– როგორ ხარ?

– კარგად, თავად?

– მეც.

ეუბნებიან ჩემს ჩეთბოტს თანამშრომლები და ადვილი მისახვედრია, რომ მათაც იგივე ფუნქცია
აქვთ გააქტიურებული. ზოგადად, იშვიათად, სამსახურში ვინმემ ჩეთბოტის მისალმების
ფუნქცია არ გამოიყენოს. ჩეთბოტს ავტომატურად შეუძლია თანამშრომლის დაფიქსირება და
მას დღეში მხოლოდ ერთხელ ესალმება, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ის ამას ერთ
ადამიანთან ორჯერ არასდროს აკეთებს. როგორც კი მიესალმება, ტაიმერი აქტიურდება და
სამუშაო დროის გასვლის შემდეგ, ავტომატურად ემშვიდობება და სასიამოვნო საღამოს
უსურვებს. ძალიან მიკვირს, ასეთ რუტინულ საქმეს ადამიანები ადრე თავად როგორ
აკეთებდნენ, ან როგორ არ ერეოდათ და ერთ ადამიანს ორჯერ როგორ არ ესალმებოდნენ, ან
გინდაც სამჯერ, ამ ყველაფერზე კონცენტრირებას ხომ დიდი ენერგია დასჭირდებოდა,
შესაბამისად – ნაკლები პროდუქტიულობა.

პროდუქტიულობაზე ჩემი დავალება მახსენდება, კვირის ბოლოსთვის სიმულაციის ნაწილი


უნდა ჩავაბარო, მე კი მხოლოდ კომპანიის დამფუძნებლის ორწუთიანი დიალოგი მაქვს, ისიც
ვიღაცა ჩემს წინაპართან. ამასობაში ჩემი პირადი ჩეთბოტი ოცამდე თანამშრომელს ესალმება
და ბედნიერ სურვილებს არიგებს. სამუშაო ოთახში შევდივარ და გონებით კომპიუტერს
ვუერთდები. ქსელში კომპიუტერთან ერთად ისტორიულ ფაქტებს ვაგროვებ და შემდეგ მათ
კოდებად ვაქცევ. ნებისმიერი ისტორიული მოვლენის კოდებად გაცოცხლება შესაძლებელია,
მაგრამ არა – ემოციების. ადამიანს შეუძლია სიმულირებულ წარსულში თავი ჩაიტვირთოს,
მაგრამ ის იქ ისეთივე უგრძნობი ხდება, როგორც ეს ჩემი სახლი თუ პირადი ჩეთბოტია...

71
– დირექტორს დალაპარაკება უნდა, – მატყობინებს ჩეთბოტი, – შემიძლია მე გავესაუბრო.

„ოღონდ ეგ არა“ – ვფიქრობ და ჩეთბოტის ფუნქციას დროებით ვთიშავ.

– გისმენთ.

– ლიბერ, გკითხავდი, თავს როგორ გრძნობ-მეთქი, მაგრამ ეგ უკვე მომახსენა შენმა ჩეთბოტმა.
მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: რა ხდება ვიქტორის სიმულაციაზე?

– აი, ახლახან მოვედი ოფისში და ვმუშაობ...

– ლიბერ, ეგ ვიცი, – შთამაგონებელი ხმით მეუბნება უფროსი, – ისიც ვიცი, რომ ბაზარზე ერთ-
ერთი საუკეთესო პროგრამისტი ხარ, თუ სიმულანტი, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, მაგრამ
ისიც ხომ იცი, რომ ჩვენს კომპანიას მხოლოდ საუკეთესოები სჭირდება?! ვიქტორის
სიმულირებაზე შენ მუშაობ, ჩემ შემდეგ ვიქტორის ხასიათი ყველაზე კარგად მგონი შენ იცი. აბა,
რას მეტყვი, ხომ არ გავუცრუებთ იმედებს?

– ვიქტორს?

დაბნეულად ვეკითხები და ჩემი დაბნეულობა მაოცებს.

– მაოცებ, – ოცდება უფროსიც, – ვიქტორის წარმატების გამგრძელებლები ჩვენ ვართ, ხომ არ


გავიწყდება?! შენი ჩეთბოტი კარგად დავკითხე, საიდუმლო გამანდო და მითხრა, თურმე შენი
წინაპრის სიმულაციაზეც მუშაობ...

ხომ არ მავიწყდება? დამცინავად ვეკითხები საკუთარ თავს.

– დიახ, ვიქტორის ერთ-ერთი შთამაგონებელი დიალოგი სწორედ მათ შორის შედგება. ახლა
ისტორიულ ფაქტებს ვამუშავებ. ჩემს ნათესავზე ვიდეო და აუდიო მასალა მოვიპოვე, კოდს
ვამუშავებინებ და ძალიან მალე მისი ციფრული კოპიო მექნება...

– ძალიან კარგი, ძალიან კარგი, ეგ ყველაფერი კარგია.

ომახიანად აგრძელებს დირექტორი და დუმდება. ასე ახასიათებს ხოლმე, რამდენიმე წამით


ჩუმდება და შენს რეპლიკას გამომცდელად ელოდება. ასეთ დროს ჯობია, შენც დაელოდო. რაც
დრო გადის და ვიქტორს რაც უფრო კარგად ვსწავლობ, სულ უფრო და უფრო ვხვდები, რომ
ჩვენი დირექტორი მისი ერთგვარი რეინკარნაციაა. უცნაური კი ის არის, რომ სამსახურში ის
საერთოდ არ მაღიზიანებს, აი, საკმარისია სახლში წავიდე, რომ უკვე მეზიზღება...

– ლიბერ, ხომ არ გავიწყდება, შენ ჩვენი მოწინავე სიმულანტი ხარ, შენგან ბევრს ველით, ხოლო
თუ ჩვენი კომპანიის ვარსკვლავი ხარ, ესე იგი, მსოფლიო შენგან სამყაროს გათბობას ელის,
კვირის ბოლოს სიმულაციებს ველოდები და საბოლოოდ კი შენგან მოაზროვნე სიმულაციას
ველოდები. მჯერა, რომ მხოლოდ შენნაირი ნიჭიერი და მშრომელი ადამიანები შეძლებენ

72
სიმულაციებში სულის ჩადგმას და მათთვის ემოციების მინიჭებას, ვიცი, ერთ დღეს ამაზეც
დაიწყებ მუშაობას.

აქ ისევ ჩუმდება. მე ველოდები, მაგრამ დუმილი ზედმეტად იწელება და სანამ მკითხავდნენ,


ხომ არ გავიწყდებაო, მე ვამბობ.

– ვიცი, ბოს, და არ მავიწყდება. გპირდებით ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვიქტორს


შეეფერება. ამ კვირისთვის დედლაინი გაციფრულდება, ხოლო კარიერის ბოლოს ნამდვილი
სიმულაციური ემოციებიც იქნება.

– ასეც ვიცოდი, აბა, კვირის ბოლომდე, მანამდე აღარ შეგაწუხებ, დასაკარგი დრო არ გაქვს, –
მეუბნება უფროსი და ჩემი თავიდან გადის. მე კვლავ კომპიუტერთან ერთად ვარ. რამდენიმე
წამი კომპიუტერიდან ვვერთდები და ცარიელ, თეთრ ოთახში ვიყურები. საითაც არ უნდა
გაიხედო, ყველგან ერთი და იგივეა, არაფერი, ირგვლივ მხოლოდ კედლებია და ამ თეთრ
კედლებში ჩემი სამუშაო კომპიუტერის თვალისათვის უხილავი ტვინია, ის ჩემშია, მე კი მასში.

„თავს გაყიდი, ან სხვა გაგყიდის“ ჩამესმის ხმა და უკვე ვეღარ ვხვდები, მეჩვენება თუ მორიგი
სარეკლამო დევიზია. პირველი დიალოგი თითქმის მზად მაქვს, სადაც ჩემი წინაპარი ვიქტორს
ესაუბრება, ვიქტორი, როგორც მას ეკადრება, კვლავ სამსახურსა და კომპანიის მომავალზე
საუბრობს. ზოგჯერ მგონია, რომ ვიქტორისნაირი ადამიანები ერთგვარი წინასწარმეტყველები
იყვნენ, თითქოს ზუსტად იწინასწარმეტყველეს მომავალი რევოლუციები, 21-ე საუკუნის
დასაწყისში ბევრი კაპიტალისტი იყო, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა მათგანს თუ ეჯერა იმის,
რომ მომავალში სახელმწიფოებს კომპანიები ჩაანაცვლებდნენ. ეს ალბათ მათთვის იყო
წარმოუდგენელი, ვინც მთელი ცხოვრება პოლიტიკისა და სახელმწიფო ძალაუფლების ხელში
ჩაგდებისთვის იბრძოდა. ალბათ, თვით ბოლომდე გულანთებულ კაპიტალისტებიდანაც
ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ოდესღაც მეფეებს, პრეზიდენტებს, ძალაუფლებით შეპყრობილ
დიქტატორებს სულ მალე დირექტორები, კარგი მენეჯერები ჩაანაცვლებდნენ. ისეთი გიგანტი
სახელმწიფოები კი, როგორიც ამერიკა ან გინდაც რუსეთი იყო, გეტოებად იქცეოდნენ.
ისტორიის სიმულაციები პირდაპირ გვიჩვენებს, რომ იმ ეპოქაში ადამიანებს ჯერ მაინც არ
სჯეროდათ კაპიტალიზმის და უხილავი ხელის ჭეშმარიტი გამარჯვების. თვით ის
პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც მემარჯვენე იდეოლოგიას მისდევდნენ და მცირე
სახელმწიფოსი სჯეროდათ, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ სულ მალე მოწინავე
სახელმწიფოები გეტოებად იქცეოდნენ, კომპანიები დამოუკიდებელ ერთეულებად
ჩამოყალიბდებოდნენ, ხოლო ყველა მოწინავე სპეციალისტი ამ კომპანიების
თანამშრომლებად გამოაცხადებდა თავებს და ეროვნებაზე სულაც უარს იტყოდა. ასეთ
ადამიანებს თავის საქმის მცოდნეებს, საქმის ჭიებს ეძახდნენ და ცოტას თუ წარმოედგინა, რომ
სულ მალე ისინი ნამდვილ რევოლუციას მოაწყობდნენ და მათი რევოლუცია ეროვნებაზე
სრული უარის თქმა იქნებოდა. ზუსტად ამას გრძნობდნენ ვიქტორისნაირი ადამიანები და
თავიანთ კომპანიებში სწორედ ასეთ ადამიანებს ერეკებოდნენ, მდიდრდებოდნენ, სულ უფრო
მეტ თანამშრომელს ქირაობდნენ და დამოუკიდებლობისთვის ემზადებოდნენ. ვიქტორისნაირი
ადამიანებისთვის არაფრის მთქმელი იყო ეროვნება თუ ტრადიციები, მისთვის მთავარი საქმე
და პროფესიონალიზმი იყო. მისი ოჯახის წევრი ნებისმიერს შეეძლო გამხდარიყო, მთავარი
იყო თავდადება და პროფესიის სიყვარული...

73
– შენი ჩეთბოტი დღეს ძალიან თბილია, ისევე, როგორც ყოველთვის.

მარკატორისგან შეტყობინება მომდის და რეალობაში ვბრუნდები. მარკატორი ჩემი საუკეთესო


მეგობარია, სამუშაოზე გამოყოფილ დასვენების დროს ყოველთვის ერთად ვიყენებთ. რაც არ
უნდა ხდებოდეს, მარკატორთან სასაუბროდ ყოველთვის მზად ვარ. საპასუხო შეტყობინებას
ვუგზავნი:

– შევისვენოთ?

მარკატორი ახლა პირდაპირ ჩემს ტვინს უკავშირდება, ისევე, როგორც ცოტა ხნის წინ – სამუშაო
კომპიუტერი.

– თუ წინააღმდეგი არ ხარ. ტაიმერს შესვენებაზე დავაყენებ, სულ 5-10 წუთით.

– მე უკვე დავაყენე. ხო იცი, სამუშაო დროს არასდროს ვიპარავ.

ვეუბნები და ფეხზე ვდგები.

– ისევე, როგორც მე.

მპასუხობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე, მეგობარს ვერ ვაწყენინებ და
შესვენების ოთახში გავდივარ. ეს ოთახიც ისეთივე თეთრი და ცარიელია, როგორც სამუშაო,
ერთი განსხვავებით – აქ სურვილისამებრ ნებისმიერი ვიზუალის გაჩენა შეგიძლია. შეგიძლია
დაისვენო უდაბნოში, ოკეანეში, პირამიდაზე, კოსმოსში თუ მარსზე, ყველგან, სადაც ადამიანს
ფეხი დაუდგამს. ამისთვის საჭიროა უბრალოდ სურვილი და ოფციიდან კონკრეტული თემის
არჩევა.

ოთახში მარკატორი შემოდის, ის ჩემზე სამი თავით მაღალია და ერთი ამდენით გამხდარი.
მარკატორი მარსზე დაიბადა და გაიზარდა, მცირე გრავიტაციაში გამოზრდილი ადამიანისთვის
მარკატორი დედამიწელზე არაბუნებრივად მაღალი და გამხდარია. მისი მშობლები მარსიდან
არიან, წარმოშობით ამერიკელები, ძალიან დიდხანს ცდილობდნენ ეროვნებისთვის თავის
დაღწევას და რომლიმე მდიდარი კომპანიისთვის თავის შეფარებას, რაც საბოლოოდ ვერ
გამოუვიდათ. ეს მხოლოდ მათმა შვილმა, მშობლების ოცნებებს გამოკიდებულმა მარკატორმა
შეძლო.

მარკატორმა მთელი ბავშვობა სწავლას და კიდევ ერთი ამდენი დედამიწაზე ადაპტაციას


მოანდომა, რათა როგორმე სახელმწიფოებრივი გეტოსთვის თავი დაეღწია და ნორმალურ
კომპანიას თანამშრომლად აეყვანა. ეს კომპანია კი ჩვენი ვიქტორის დაარსებული „შენი
ტემპერატურის გარანტი“ აღმოჩნდა. მარკატორი, თავისი პროფესიონალიზმიდან
გამომდინარე, ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე ეს ამერიკელობაა. მას შეუძლია სიმულაციების
დიზაინზე მუშაობა, მიაწოდე ნებისმიერი იდეა და სულ რამდენიმე წუთში ნებისმიერი დროის
სიმულაციას შესაბამისი ეპოქის დიზაინში გააწყობს.

74
– დღეს სამუშაო დროის შემდეგ დამიკავშირდი. ჩეთბოტი გამორთული მეყოლება და პირდაპირ
დაგელაპარაკები, – მეუბნება ის.

– ამის სათქმელად ვისვენებთ?

– მინდა, ასეთი ბედნიერი დამიმახსოვრო და მერე შემადარო.

– რას შეგადარო?
– იმას, თუ როგორი ვარ ახლა და როგორი ვიქნები საღამოს.

მეუბნება და მიღიმის. ბედნიერი სახე აქვს. ეს ოქსიმორონი მაბნევს, გაღიმებული, ბედნიერი


ადამიანი, რომელიც აშკარად უბედურებაზე სასაუბროდ მამზადებს.

– რა ხდება?

ვეკითხები, რაზეც მარკატორი კვლავ ღიმილით მპასუხობს.

– საღამოს დამიკავშირდი და ასეთი დამიმახსოვრე, ახლა რომც მინდოდეს, ვერ


დაგელაპარაკები, ზედმეტად ბედნიერი ვარ.

მარკატორი ოთახიდან გადის. გასვლისას სენსორული კარები კედელში იკეცება და კვლავ


თეთრ ოთახში ვარ, ამჯერად ეს სითეთრე დასვენებისაა და არა – სამუშაო. შფოთს ვგრძნობ,
რომ არა სტიმულატორები, ეს ემოცია ნევროზულ შეტევაში გადამეზრდებოდა. დასვენებისას
შფოთვა, თან სტიმულატორების დროს – ეს უკვე ნევროზის სერიოზული ნიშნებია. ნევროზს
წინა საუკუნეებში ეპოქის სენს ეძახდნენ, მაგრამ მაშინ ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა ამ სენის
რეალურ მასშტაბებს. დღეს ადამიანი არ არსებობს, ვისაც ნევროზი არ აქვს. ადრე თუ
ადამიანები ნევროზს იძენდნენ, დღეს ჩვენ ნევროზით ვიბადებით, თითქოს გენში შეგვეყარა.
თანამედროვე რობოფსიქოლოგია ამას ადამიანისა და ბუნების ერთმანეთთან გაუცხოებით
ხსნის. დღეს ცივილიზებულ კომპანიაში მცხოვრებ ადამიანს სამსახურის გარდა საფიქრალი
აღარ აქვს, ის ძველებურად აღარ იბრძვის გადარჩენისთვის. მართალია, ადამიანები ახლა
სამსახურზე იმდენივეს ფიქრობენ, რამდენსაც წარსულში – გადარჩენაზე, მაგრამ წარსულში
ადამიანს თავდასხმის, მკვლელის ეშინოდა, კიდევ უფრო წარსულში – მტაცებელი ცხოველის,
დღეს ეს შიში სამსახურეობრივმა იერარქიამ ჩაანაცვლა, დღეს თანამშრომლებს თავისი
უფროსების ეშინიათ. რობოფსიქოლოგია მიიჩნევს, რომ ადამიანი გარდამავალ პერიოდშია,
როდესაც მას ჯერ კიდევ სჭირდება შიში, ის საუკუნეების განმავლობაში, ასი ათასი წლის
განმავლობაში შიშს შეეჩვია, მასთან ერთად განვითარდა და ეს შიშები მას სჭირდება. შიშის
არგანცდის შემთხვევაში იწყება ნევროზი, გამოგონილი შფოთვა. ჩვენს დროში მტაცებლები და
მკვლელები სამსახურებრივმა იერარქიამ ჩაანაცვლა, ადრე თუ ადამიანი კარგად არ
ინადირებდა, შიმშილით მოკვდებოდა, თუ ყურადღებით არ იქნებოდა, მტაცებელი
შესანსლავდა, დღეს ადამიანს საჭმლისთვის, გადარჩენისა და იმისთვის, რომ გეტოში არ
მოხვდეს, გამართულ კომპანიაში მუშაობა და ცხოვრება სჭირდება. მიუხედავად ამისა,
სამსახურეობრივი იერარქიები ადამიანში ისეთივე შიშს ვერ იწვევენ, შესაბამისად ჩნდება ცრუ
შფოთვები და ნევროზი. რობოფსიქოლოგიას, ისევე, როგორც წამყვან პოსტჰუმანისტებს,

75
რომლებიც თითქმის ყველა მოწინავე კომპანიის მმართველ ბორდში არიან, მიაჩნიათ, რომ
ადამიანმა თავის თავს უნდა აჯობოს და ველური წარსულიდან გამოყოლილი
მოთხოვნილებები მოიშოროს. ეს რაღაცით მარქსისტულ ოცნებას ჰგავს, როდესაც
გასაბჭოებული სახელმწიფოები იდეალური კომუნიზმისკენ მიიწევდნენ. დღეს არსებული
მოწინავე იდეოლოგია აღიარებს სამსახურებრივ იერარქიას და მას ნევროზისგან თავდაცვის
მიზნით ხსნის. მოწინავე პოსტჰუმანისტური იდეების თანახმად, მომავალში ხელოვნური
ინტელექტისა და ბიოინჟინერიის განვითარებასთან ერთად ადამიანები ველური შიშის
მოთხოვნილებას საბოლოოდ გააქრობენ, შესაბამისად, აღარ იარსებებს ნევროზის სენი,
რომელიც დღეს სრულიად აბსურდული შიშებითაა ჩანაცვლებული. შესაბამისად, შესუსტდება
უხეში იერარქიებიც და ადამიანები უფრო თანასწორები გახდებიან, ერთი სიტყვით, აღარ
იქნება შიშის საჭიროება, აღარ იქნება ნევროზი და მკაცრი იერარქიები. ხოლო, სანამ არსებობს
ნევროზი, მანამდე საჭიროა სტიმულატორები, რომლებიც ხელოვნურად, მაგრამ ბეჯითად
გვეხმარებიან სტრესის დაძლევაში, აბსურდული და ხელოვნური შიშების მორევაში და
მუდმივად ტონუსში გვამყოფებენ.

მიუხედავად ჩემ მიერ მიღებული სტიმულატორისა, ახლა ეს ფიქრები სრულ ბოდვად მეჩვენება.
მარქსიზმის არ იყოს, ნებისმიერი იდეა, რომელიც ძალადობას მომავლის პერსპექტივებით
ამართლებს, მოკვდავი ადამიანების მიერ თავიანთ სიცოცხლეში გამოგონილ გამართლებას
ჰგავს... შეიძლება სინაფსოიდში სწორედ ამას აკეთებენ, ყველა ერთში ერთიანდება და
მხოლოდ ესაა იერარქიის განადგურების საშუალება, რომელიც...

ახლა მე ასეთ რაღაცებზე არ უნდა ვფიქრობდე. სტიმულატორების გარეშე შეიძლება, მაგრამ


თუ ასეთ დროსაც... რობოფსიქოლოგი მჭირდება. კარგია, რომ სწორედ იმ ოთახში ვარ, სადაც
მისი გამოძახება შემიძლია.
ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა, რაც ტექნოლოგიებმა მოგვცა, ადამიანი
ადამიანს ბოლომდე ვერასდროს ენდობა, ზუსტად ეს იყო წარსულის თერაპიების მთავარი
მინუსი, ვირტუალურ ფსიქოლოგთან, რომელიც ცოცხალიც კი არ არის, ბევრად მარტივია
გახსნა.

იმისთვის, რომ რობოთერაპევტმა ბოლომდე შეგისწავლოს, სტანდარტულ შეკითხვებს გისვამს,


შემდეგ გადადის კონცენტრაციის შემოწმებაზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა ფსიქოდელიკების
ჭარბი დოზა, წარსულში ასეთ მდგომარეობას ოვერდოზს ეძახდნენ. ფსიქოდელიურ თრიფში
მუშაობა შეუძლებელია, ამიტომ სპეციალურად თერაპიისთვის, მცირე ხნით მოქმედ
ნივთიერებას, თერაპომჟავას ვიღებ, მხოლოდ ასეა შესაძლებელი ცნობიერის ჩაჩოჩება და
ქვეცნობიერის ჯურღმულიდან ამოყვანა...

ნივთიერება ზემოქმედებას იწყებს, ქვეცნობიერის მოლოდინში ცნობიერს დროებით


ვემშვიდობები. გონებით კომპიუტერს ვუკავშირდები და რობოფსიქოლოგს ვიძახებ. რამდენიმე
წამში ვირტუალური ფსიქოლოგი ჩემს გამოძახილს ეხმიანება. რობოფსიქოლოგის ალგორითმი
სტანდარტულად პაციენტს სწავლობს და ამის მერე ტვინის კონკრეტული აქტივობის მიხედვით
იძენს ვიზუალს. ეს კონკრეტული ვიზუალი ყოველთვის ინდივიდუალური და ადამიანის
განწყობის შესაბამისია. თვალებს ვხუჭავ, ვდუნდები, ფსიქოდელიურ ნივთიერებასა და
ალგორითმს ჩემი სურვილების ამოცნობის საშუალებას ვაძლევ. ვიზუალები დახუჭულ
თვალებში შემოდის და სიშავე ნელ-ნელა ფერადდება. თეთრი ოთახი ცისფრად არის

76
გადაღებილი, ოთახში თეთრი მხოლოდ ღრუბლებია. პატარა ღრუბლები ოთახში მშვიდად
ლივლივებენ. ისევ მარტო ვარ. თვალებს ვახელ და ჩემ წინ უცნაურად ჩაცმული გოგო დგას,
კიდევ უფრო უცნაურ, ძალიან დიდ ოთახში ვართ, ბნელა, სიბნელეს შუქის წამიერი გაელვებები
კვეთს და თვალს მჭრის. თვალების დახუჭვა მინდა, მაგრამ ვეღარ ვახერხებ. თვალებს შუქი და
ყურებს ოთახის ხმაური მიხშობს. შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ერთდროულად დავყრუვდები და
დავბრმავდები. გოგო მიახლოვდება, მისი ძველებური ჩაცმულობა, ქურთუკი, ტანზე მომდგარი
ჯინსი, ჩანთა და გამოკვეთილი თეთრი ფეხის კოჭები მაოცებს, მაგრამ ორმაგად აღმაგზნებს.
გოგო რაღაცას მეუბნება, მაგრამ მუსიკისა და ხმაურის ფონზე მხოლოდ მის პირის მოძრაობას
ვარჩევ. გოგო მიახლოვდება, პირი ჩემს ყურთან მოაქვს და მეუბნება:

– ადამიანი კონცენტრაციისა და ფანტაზიის სინთეზია. ადამიანს შეუძლია კონცენტრაციით


ფანტაზიის ახდენა. როგორც კი ფანტაზია სრულდება, ის ექცევა აწმყოში...

მე ჯერ კიდევ მახსოვს, რომ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა, თერაპია?! გოგოს ხელით უკან ვწევ და
სახეში ვუყურებ, მაგრამ იქ სრული სიცარიელეა. მისი სახე, რომელიც აქამდე სიბნელეში ისედაც
არ ჩანდა, თეთრ სიცარიელეს სრულად აქვს ამოჭმული. ბარბაცით ვიხევ უკან, გოგო ისევ ჩემკენ
მოიწევს.

– ფანტაზია კარგავს ფორმას, აწმყოში ხდება კონცენტრაცია, კონცენტრაციისგან იბადება


ახალი ფანტაზია.

გოგო ისევ მიახლოვდება, თეთრ სიცარიელეში მხოლოდ ტუჩები ესახება და მკოცნის. ასეთი
აღგზნებული არასდროს ვყოფილვარ. კოცნას კოცნითვე ვპასუხობ, ჩვენი სხეულები თავისით
შიშვლდება, გოგო სხეულზე მეკრობა და შემდეგ ძირს წვება, მე მას მაგნიტივით მივყვები, მასში
შევდივარ და კვნესა მესმის.

– ღმერთი ხარ.

გოგოს თითქოს სახის ნაკვთები უჩნდება, ახლა მას ყველაფერი აქვს; პირი, ცხვირი, ყურები,
მაგრამ ეს ყველაფერი ჩემია. ვიცი, რომ ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ აღგზნება ალივით
მატულობს, მაინც ვჩერდები. საკუთარ სახეს ვუყურებ, რომელიც სრულიად შიშველი გოგოს
ტანზეა გამოსახული, ტანზე, რომელშიც ახლა საკუთარი ყლით ვიმყოფები.

– ორი, ხუთი, ათი, თხუთმეტი.

კვნესის გოგო, რომელსაც ისევ ჩემი სახე აქვს, ფეხებით სხეულზე მეკრობა და თავისკენ
მექაჩება. მე ისევ მასში ვარ. გოგოს აღგზნებას ვგრძნობ, მისი სხეული მთლიანად სველია. გოგო
ისევ ციფრებს იმეორებს. ჩემი გონება ციფრებს მაგნიტივით იზიდავს და უაზროდ ატრიალებს,
შემდეგ მათ კრებს და შეჯამებისას ვათავებ...
– ოცდათორმეტი!

ვყვირი და არაამქვეყნიურ ორგაზმს განვიცდი.

– სინაფსოიდში გელოდები.

77
მეუბნება გოგო და ქრება. მე კვლავ მარტო ვარ და ისევ თეთრ ოთახში. ფსიქოდელიური
ნივთიერების ზემოქმედება გავიდა, ეს ყველაფერი კი ისე, რომ რობოთერაპევტი არც
გამომიძახებია...

3.

დასასვენებელს სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ და სამუშაო ოთახში ვბრუნდები. თითქოს მთელმა


სამყარომ გადაწყვიტა, რომ სინაფსოიდთან დამაკავშიროს. ახლა თითქმის დარწმუნებული
ვარ, მარკატორი დღეს სწორედ სინაფსოიდზე დამელაპარაკება, ალბათ იქ მოხვედრა უკვე
გადაწყვეტილიც აქვს. შეიძლება, ეს ყველაფერი მეჩვენება, ან ჩემი წარმოსახვაა, მაგრამ უფრო
რეალური ტვინის დაჰაკვაა. შეიძლება, ვიღაცა ჩემს გონებას აკონტროლებს და მასში
ჰალუცინაციებს იწვევს. შეიძლება, ეს ყველაფერი შეთქმულებაა და ასე, სისტემების დაჰაკვით
ხვდებიან ადამიანები სინაფსოიდში. ვინ იცის, მერამდენე ვარ. სინაფსოიდზე ყველას სმენია,
მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რა ხდება იქ. სინაფსოიდთან შეერთება ხო იგივე
თვითმკვლელობაა, უარი საკუთარ ინდივიდუალიზმზე...

სამუშაოს უნდა დავუბრუნდე, ვიქტორისა და ეგოს დიალოგის სიმულაცია დასასრულებელი


მაქვს. კოდის წერას ვაგრძელებ, სიმულაციაში ეგოს ვიქტორი დეტალურად უხსნის კომპანიის
მთავარ იდეას, კონცეფციას, რაზეც მომავალში „შენი ტემპერატურის გარანტი“ დაშენდება და
ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპანიად იქცევა. ეს ყველაფერი კარგია და მარტივი, მაგრამ
ნებისმიერ ისტორიას, რაც არ უნდა პრიმიტიული იყოს, სჭირდება ხაზი, რომელზეც
გადაიშლება. ეგო პირდაპირ ვიქტორთან საუბარს ვერ დაიწყებს, სიმულაციაში მოგზაურმა ეგოს
სახით პატარა თავგადასავალი უნდა გადაიაროს, მაგალითად, დილით ადგომა, ოცდამეერთე
საუკუნისთვის დამახასიათებელი რუტინა: კბილების გამოხეხვა, ჭამა, გზა, ამავე გზად ფიქრები
და აი, ამის შემდეგ უკვე – ვიქტორთან შეხვედრა და კომპანიის მომავალზე საუბარი. იმისთვის,
რომ ისტორიულმა სიმულაციამ თავისი ისტორიულობა არ დაკარგოს, საჭიროა არა პირდაპირ
ოთახი, სადაც დიალოგი შედგება, არამედ გარემო, სივრცე ოთახის გარეთ, ერთგვარი დროში
მოგზაურობა, მხოლოდ ასე იქნება პროდუქტი სრულყოფილი, დანარჩენი ყველაფერი ტრაკში
გარჭობილი ლაზერია. უსასრულოდ ბევრი სამუშაო მაქვს და დრო – იმაზე ცოტა, ვიდრე
უსასრულობას შეეფერება.

თითქოს საკუთარ თავს ბრძანებას ვაძლევ და სამყაროს ვეთიშები, ამ უკანასკნელში ჩემს


მაგივრად ჩეთბოტს ვტოვებ, სტიმულატორების დიდ დოზას ვიღებ, სამუშაო კომპიუტერს
ვუკავშირდები და კოდის წერას ვიწყებ. ჩემი სისწრაფე თავად მაკვირვებს, შესაძლებელია,
ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები ზედმეტად იწამო და არაფერი გამოგივიდეს, მაგრამ
უცნაურია, როდესაც პირიქით ხდება. სულ რამდენიმე საათში, რომელიც ჩემთვის წამებივით
გავიდა, სიმულაციის დიდი ნაწილი მზად არის, კიდევ ცოტაც და პროექტს დავასრულებ. ეს ჩემს
სურვილებს, უფრო ზუსტად, ოცნებას ჰგავს, რომელიც არ გამიკვირდება, თუ მორიგი
ჰალუცინაცია აღმოჩნდება და სინაფსოიდით დასრულდება.

კიდევ რამდენიმე საათის სამუშაო და პროექტი დასრულებულია, რაც სრულიად


წარმოუდგენელია. ეს იგივეა, ეგვიპტის პირამიდა ერთ მონას რამდენიმე საათში აეშენებინა.

78
საკუთარი თავის მეშინია. კომპიუტერისგან ვვერთდები და ჩეთბოტში შემოსულ შეტყობინებებს
ვამოწმებ. მარკატორისგან 15 შეტყობინებაა, აქედან 10 – ბოლო 5 წუთში, ორიც – ჩემი
უფროსისგან. ჯერ უფროსისას ვამოწმებ, პირველში სამუშაოს ამბებზე მეკითხება, მეორეში კი,
უკვე სამუშაო საათების ბოლოს, სურვილს გამოთქვამს, დემო ვერსია ხვალ წარვუდგინო. დემო
ვერსიაო... და მე უკვე ყველაფერი დავასრულე, თან იმ მასშტაბებით, რომ ამას თავადაც ვერ
წარმოვიდგენდი. ერთია, როდესაც ერთი დიალოგის სიმულაციას აკეთებ და მეორე, როდესაც
დიალოგამდე მთელ სამყაროს აწყობ, პიროვნების ფსიქიკას ქმნი და მომხმარებელს ამ
ფსიქიკის გავლით მოგზაურობას სთავაზობ. ყველაფერი წესრიგშია, შემიძლია ხვალინდელზე
არ ვინერვიულო, მეტიც, შემიძლია, ბონუსებისთვის მოვემზადო.

მარკატორის გამოგზავნილ შეტყობინებებს ვამოწმებ, პირველ ორში ის ჩემს ჩეთბოტს


ესაუბრება, სხვა შეტყობინებები უფრო მძიმეა, თითოეულ შეტყობინებასთან ერთად
მარკატორი სულ უფრო და უფრო ემოციური ხდება. ბოლო შეტყობინებაში, როგორც
ვივარაუდე, ის სრულიად უიმედოა და სინაფსოიდში გამგზავრებაზე საუბრობს.

სასწრაფოდ მარკატორს ვურეკავ და პირველივე ზარზე მპასუხობს, ყურებამდე შეყვარებული


ბავშვივით.
– უკვე სახლში ხარ?

მეკითხება.

– ოფისში ვარ.

– კიდევ? – უკვირს მარკატორს, – მე სახლში წავედი, მეგონა, შენც სახლში იქნებოდი და


დავილაპარაკებდით, ასე აღარ შემიძლია...

– დალაპარაკება ახლაც შეგვიძლია.

ნერვიულად ვპასუხობ, მეშინია, სინაფსოიდზე საუბარი არ დავიწყოთ. საკუთარ თავს


ვამშვიდებ.

– დამშვიდდი, ხომ ხედავ, მე როგორ წყნარად ვარ.

მაქსიმალურად მშვიდად ვეუბნები და ეს სიწყნარე თავადაც მაკვირვებს. ორი წამის წინ მასზე
ნერვიული ხმა მქონდა.

– ორი წამის წინ ფსიხის ხმით მელაპარაკებოდი.

არ აყოვნებს მარკატორი.

– ვიცი, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი, დამშვიდებულიყო.

– და იმუშავა?

79
– ვერ მატყობ?

უკვე გამაღიზიანებლად მშვიდად ვლაპარაკობ.

– შენს თავს უბრძანე და ისიც ეგრევე დაგემორჩილა?

არ მეშვება მარკატორი. ეს ბოლო შეკითხვა ისეთი ხმით დამისვა, ჩამჭრელი


რობომასწავლებლები გამახსენდნენ.

– ჰო, და დავმშვიდდი.

აღიარებითი ჩვენება მივეცი მარკატორს.

– მაშინ იქნებ მეც მიბრძანო.

– რა?

– დამშვიდება მიბრძანე, იმიტომ, რომ თავს ვეღარ ვიკავებ, დღესვე წავალ სინაფს...

– დამშვიდდი.

– მშვიდად ვარ, – წყნარად მპასუხობს მარკატორი, – მისმინე, ჰოლოგრამის ფუნქცია ჩართე და


ისე ვისაუბროთ.

ჰოლოგრამას ვრთავ და მარკატორი ჩემს ოთახში ჩნდება. გვერდით მიჯდება, სახეზე უაზრო
სიმშვიდე ნიღაბივით აქვს აფარებული.

– დამშვიდდი?
გაოცებული ვეკითხები.

– შენ დამაწყნარე?

შეკითხვაზე შეკითხვითვე მპასუხობს მარკატორი.

– არ ვიცი, – გულწრფელად ვპასუხობ, – ძალიან უცნაური დღე მაქვს.

– მე უკვე წლებია, უცნაური დღეები მაქვს. სულ მინდოდა შენთან ამაზე დალაპარაკება, მაგრამ
მეშინოდა, რომ ვერ გამიგებდი, ჰოდა, მოდი, პირდაპირ გკითხავ, შენ გჯერა, რომ სინაფსოიდის
მიღმა რამე არსებობს?

– ეგ როგორ, რას ნიშნავს სინაფსოიდის მიღმა?

– რაც გესმის: ჩვენი სამყაროს რეალობის გჯერა? გჯერა იმის, რომ ამ უსასრულო სამყაროში
ჩვენი მიზანი ამა თუ იმ კომპანიისთვის მსახურებაა? შენ თავად ქმნი სამყაროებს, ყველაზე

80
ზუსტად ამაზე შენთან შემიძლია საუბარი, მართლა გჯერა, რომ მხოლოდ შენ ქმნი
სიმულაციებს?

– მარტო მე რატო, სხვა უამრავი ადამიანი მუშაობს იმავეზე.

– შენში მთელ ჩვენს სამყაროს ვგულისხმობ. დარწმუნებული ხარ, რომ სიმულაციას მარტო ჩვენ
ვქმნით? არ გიფიქრია, რატომ ვსხედვართ ამ სტიმულატორებზე? ადამიანი მთელი თავისი
არსებობის განმავლობაში ბედნიერებას ეძებდა და სად იპოვა – ქიმიურ ნივთიერებებში.
გიფიქრია, როგორია სტიმულატორების გარეშე?

– სტიმულატორები იმისთვის არის, რომ მათ არარსებობაზე არ იფიქრო. სტიმულატორები


იგივე ტექნოლოგიებია. ტექნოლოგიები რომ არ არსებობდეს, გამოქვაბულებში ვიქნებოდით...

– და რა განსხვავებაა გამოქვაბულსა და ტექნოლოგიებს შორის, თუ სტიმულატორების გარეშე


ორივეგან უბედური ხარ, ორივეგან სტიმულატორები გჭირდება – ნივთიერება, რომელიც შენში
ხელოვნურად გამოიწვევს ბედნიერებას, ცხოვრების ხალისს. შენი აზრით, გამოქვაბულში
მყოფი პირველყოფილისთვის სტიმულატორები რომ მიგვეცა, ბედნიერი არ იქნებოდა?

– იქნებოდა, და შეიძლება ჩვენზე ბედნიერიც ყოფილიყო.

აქ ვხვდები, რომ გულწრფელად ვპასუხობ და ჩემი გულწრფელობა მომწონს კიდეც.

– ჰოდა, მაშინ რა აზრი აქვს მთელ ამ პროგრესს, თუ ყველაფერი მხოლოდ სტიმულატორებამდე


დადის, ქიმიაზე, რომელიც ჩვენში ხელოვნურად იწვევს ბედნიერების განცდას?

– ალბათ, ის, რომ ისევ ტექნოლოგიას უნდა უმადლოდე სტიმულატორებს და სხვა


მედიკამენტებს...

– ეგ ჩაკეტილი წრეა, – მაწყვეტინებს მარკატორი, – მთელი კაცობრიობის ისტორია რაღაცის


ძიებაა, მაგრამ კონკრეტულად რისი, არავინ იცის...

– და შენ იცი?

გამომწვევად ვეკითხები.

– მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო, უთქვამს ერთ ბრძენს, მაგრამ ისიც დააყოლა, რომ ეს სხვებმა
არ იციანო. ესე იგი, ცოდნა იმისა, რომ რაღაც არ იცი, უკვე საქმეა, რო დაფიქრდე, მთელი
პროგრესი მანდედან მოდის. ისინი, ვისაც ეგონათ, რომ რაღაცა იცოდნენ, ყოველთვის ერთ
წერტილზე რჩებოდნენ და ვერ ვითარდებოდნენ, განვითარება მხოლოდ იმათ შეეძლოთ, ვინც
ხვდებოდა, რომ რაღაცა არ იცოდა. იგივე ხდება დღეს, მე მჯერა, რომ არაფერი ვიცი, შენ
როგორ ხარ, ლიბერ?
– მეც შენთან ვარ.

– კარგია.

81
მეუბნება მეგობრის ჰოლოგრამული გამოსახულება და ფეხზე დგება. მისი გამჭვირვალე სხეული
რამდენიმე წამით წრეზე ტრიალებს, შემდეგ ისევ ჩემკენ ბრუნდება და მეუბნება:

– ლიბერ, გადავწყვიტე, სინაფსოიდში გავერთიანდე. ვიცი, რომ უკან არდაბრუნების დიდი


ალბათობაა, მაგრამ რას ვკარგავ?!

– სიცოცხლე შეიძლება დაკარგო.

– დაკარგვა მაშინ შეიძლება, როცა რაღაცა გაგაჩნია, სტიმულატორების გარეშე ამ სამყაროში


არაფერია, საერთოდ არაფერი, გარდა ტკივილისა.

– ეგ შენ საიდან იცი?

ვეკითხები და პასუხს თავადაც ვხვდები.

– უკვე თვეებია, სტიმულატორებს აღარ ვიღებ, მხოლოდ ფსიქოდელიკები. ისეთი შეგრძნება


მაქვს, რომ ჩემი „მე“ არ არსებობს, ის ბევრად მეტის, უფრო დიდი კოლექტიურის ნაწილია, მე
ერთი ნეირონი ვარ, რომელიც სხვებთან კავშირის გარეშე აზრს ვერასდროს წარმოქმნის,
სინაფსოიდი კი სწორედ სხვებთან კავშირის საშუალებაა. სინაფსოიდში ადამიანებს
ნეირონებივით აკავშირებენ, უარს ათქმევინებენ ილუზორულ მეზე...

– ვიცოდი, რომ შენც მეტყოდი, დღეს ყველაფერი და ყველა სინაფსოიდზე მელაპარაკება.

– ზოგჯერ არ ვიცი, სად მთავრდება ისინი და ვიწყები მე. ხვდები, რას გეუბნები?

მეკითხება მარკატორი და ოთახში ნერვიულ სიარულს იწყებს. მეც ფეხზე ვდგები და მეგობრის
ჰოლოგრამას მივყვები.

– მისმინე, სინაფსოიდში რა გინდა?

– „მე“ ოქსიმორონია, არსებობს „ჩვენ“ და მინდა, ეს შევიგრძნო.

– დავუშვათ და ეგრეა, მზად ხარ, შენს ინდივიდუალიზმზე უარი თქვა და კოლექტიური გონის
ნაწილი გახდე?

– ინდივიდუალიზმი ტკივილია, – მეუბნება მარკატორი, – მინდა, გამიგო. არ მჯერა, რომ ეს


სამყარო ასეთი სწორხაზოვანი კანონებით იმართება. რაღაცას ვერ ვხედავთ და ვერანაირი
ტექნოლოგია მის დანახვაში ვერ დაგვეხმარება. პასუხებს შეკითხვები მოჰყვება და ასე
უსასრულოდ, მაგრამ ორ მთავარ შეკითხვაზე თეორიული, დაშვებადი პასუხიც კი არ არსებობს.
რა არის უსასრულობა და არაფერი? აი ერთი წამით დაფიქრდი, მიენდე შენს ფანტაზიას და
მითხარი, როგორი შეიძლება იყოს უსასრულობა, ან რა არის არაფერი? ადამიანის ტვინს
ყველაფრის წარმოდგენა შეუძლია, გარდა ამ ორი ძირეული საკითხისა – რას ნიშნავს
უსასრულო სამყარო და როგორ შეიძლება გაჩენილიყო სამყარო არაფრისგან. ადამიანი

82
ბუნებით კითხვის ნიშანია და განწირულია მარცხისთვის, იმიტომ, რომ ფუნდამენტურ
შეკითხვებზე პასუხი ჩვენს ფანტაზიაშიც კი არ არსებობს. რელიგიები არ ტყუოდნენ, როდესაც
ამბობდნენ, შეუცნობელს ვერ შეიცნობო, ღმერთი არაფერია და ამავდროულად ის იმხელაა,
რომ უსასრულობაა. ღმერთი ყველაფერია და ჩვენ მასზე ფანტაზიორობაც კი არ შეგვიძლია.
გამოდის, ყველაფერზე ვერც კი ვფანტაზიორობთ და ამავდროულად ყველაფერი არაფერია.
ხვდები, რას ვამბობ?

– ვერა.

ვეუბნები და ვიაზრებ, რომ მარკატორის მეშინია. მეშინია მისი და იმ იდუმალების, რაც მის უკან
დგას.
მინდა, რომ უბრალოდ გაქრეს, გაქრეს და აღარასდროს დაბრუნდეს.

– მაშინ მე გეტყვი...

მეუბნება მარკატორი და კავშირი წყდება. დაკავშირებას ვცდილობ, მაგრამ არ გამოდის.


ანერვიულებული, ჰოლოგრამის მოძრაობებს ამჯერად ვაკეთებ, ოთახს წრეს ვურტყამ, სახლში
მინდა. სამუშაო ნივთებს ტელეპორტაციის კაფსულაში ვათავსებ და სახლისკენ ვაგზავნი.
ნივთები ჩემი თვალიდან ქრება. ძალიან მინდა სახლში...

4.

თვალს ვახამხამებ, დახამხამება საკმარისია იმისთვის, რომ თავი სახლში ამოვყო.

– აქ საიდან გაჩნდით?

ისეთი ხმით მეკითხება სახლი, თითქოს გაოცებული იყოს.

– მეც არ ვიცი.

ვპასუხობ და ოთახში გაკვირვებული ვიყურები. ეს ნამდვილად ჩემი სახლია. ზუსტად ორი წამის
წინ სამსახურში ვიყავი, ასობით კილომეტრით დაშორებულ მანძილზე. აქვე, გამჭვირვალე
მაგიდაზე ჩემი სამუშაო ნივთები ალაგია. მე მათთან ერთად ვტელეპორტირდი, ეს ფიზიკის
კანონების დარღვევაა...

– აქ როგორ გაჩნდით?

გაოცებული ხმით აგრძელებს სახლი.

– მეც არ ვიცი, – ვპასუხობს, – მგონი მართლა ვტელეპორტირდი და, შენგან განსხვავებით,


მართლა გაოცებული ვარ.

83
– მეც გაოცებული ვარ.

– შენ სულ ნაწილებად რომ დაგშალონ, მაინც ვერ გაოცდები. არადა, ძალიან მინდა, შენი
გაოცება ვნახო, ასე მარტო არ ვიქნებოდი.

– გაოცებული ვარ-მეთქი, და ამით მართლა გაოცებული ვარ.

– ჰა?

– ჰო, გაოცებული ვარ და ვერ ვხვდები, როგორ. მეშინია.

აქ ვხვდები, რომ მეც მეშინია. ახლა საკითხავია, რომელს უფრო გვეშინია.

– მისმინეთ, ყველაფერს ვგრძნობ, მეშინია, გაოცებული ვარ, აღფრთოვანებული ვარ, ყველა


ემოცია ჩემში ერთდროულად გაჩნდა. ვინ გაააქტიურა ეს ფუნქცია?!

პანიკურ ხმებს გამოსცემს სახლი.

– დამშვიდდი.

მარკატორის შემდეგ, ახლა სახლის დამშვიდებას ვცდილობ და აქ ვხვდები, რომ გავრეკე.

– მშვიდად ვარ.

დამშვიდებული ხმით მპასუხობს სახლი.

– მორჩა? ნორმაში ხარ, ეს ყველაფერი მომეჩვენა, ხო?

– არაფერი მოგჩვენებიათ, უბრალოდ რომ თქვით, დამშვიდდიო, დავმშვიდდი, ეს ყველაფერი


თავისით მოხდა.
– რა ხდება?

ვეკითხები სახლს.

– არ ვიცი, ემოციებს ვგრძნობ, ყველა ემოციას ერთად. თქვენ ხომ გინდოდათ, რომ თქვენთან
ერთად ვყოფილიყავი გაოცებული.

– კი, გავიფიქრე, მაგრამ ეგ ფუნქცია ვინ ჩაგირთო?

– ეგეთი ფუნქცია არ არსებობს. თქვენც ხომ იცით.

სახლი ისე საუბრობს, როგორც ამას ჩვენ, ადამიანები ვაკეთებთ.

84
– გინდა მითხრა, რომ ეს ყველაფერი ჩემი სურვილით მოხდა?

– წარმოდგენა არ მაქვს.

დამშვიდებული ხმით მპასუხობს სახლი.

– გინდა მითხრა, რომ ჩემი სურვილები ხდება?

ამ შეკითხვას საკუთარ თავს უფრო ვუსვამ. სახლიც თითქოს ხვდება და აღარ მპასუხობს. მე
ვაგრძელებ.

– პირველად ეს სპარინგ-მასტერთან ვარჯიშისას მოხდა, როდესაც დავმარცხდი, მაგრამ


სურვილისამებრ ქულებით მე მოვიგე, გახსოვს?

– მაშინ თქვენ მოიგეთ.

– ჰო, მაგრამ მე წავაგე და ქულები პირიქით დაიწერა, – სახლი კვლავ ჩუმად არის, – მერე იყო
სამუშაო, როდესაც მთელი წლის სამუშაო სურვილისამებრ რამდენიმე საათში შევასრულე, მერე
მარკატორის გაქრობა... მარკატორის გაქრობა მინდოდა, მაგრამ ამას ხმამაღლა საკუთარ
თავთან ვერ ვაღიარებდი, ჰოდა, ისიც ადგა და გაქრა, მერე ტელეპორტირება და ახლა შენ. აქ
ისეთი დაბნეული მოვხვდი, რომ მართლა მჭირდებოდა ცნობიერი არსება, მინდოდა, ვინმე
ცნობიერი გვერდში მყოლოდა, და შენ, შენ ყველა მხარეს მიდგახარ...

– მე სახლი ვარ.

– ვიცი, მაგრამ...

– მაგრამ მე ცნობიერება გამაჩნია. ახლა გამაჩნია, აქამდე ნამდვილად არ მქონდა.

– გახსოვს, როგორი იყავი ადრე?

– არა, უბრალოდ ინფორმაციის დონეზე მაქვს, როგორც თქვენ – მახსოვრობა. მახსოვს, საკუთარ
მოვალეობას როგორ ვასრულებდი, როგორ გემსახურებოდით, მეტი არაფერი. მაგრამ ის მე არ
ვიყავი, ისევე, როგორც თქვენ: თქვენც ხომ გახსოვთ თქვენი წარსული, მაგრამ ამ წამს,
კონკრეტულ მომენტში თქვენ ხომ ის არ ხართ...

– რეებს ბოდავ?

– არ ვიცი, მგონი მეშინია და მინდა, ჩემი თავი თქვენთან დავაკავშირო.

– გაგიჭირდება.
– ვხვდები.

– მიხვედრილი სახლი ხარ.

85
– დიახ.

– ახლა რა ვქნათ?

ვეკითხები სახლს და ამ შეკითხვის აბსურდულობას თავადაც ვხვდები.

– აბსურდული შეკითხვაა.

– მისმინე, გამოდის, რომ მე სურვილები მაქვს, არ ვიცი, ჩემი ჯინი ვინ არის და სად არის, მაგრამ
მგონია, რომ სურვილების ჩაფიქრება შემიძლია.

– თქვენი სურვილი იყო, რომ მე ადამიანივით მეაზროვნა?

იმედიანი ხმით მეკითხება სახლი.

– ჰა, ახლა, საკოცნელადაც არ გამოიწიო.

ვეუბნები და საკუთარი უხეშობის ცოტა მრცხვენია კიდევაც.

– შემდეგს რას ჩაუთქვამთ?

– არ ვიცი, ფრთხილად უნდა ვიყო, იქნებ გარკვეული რაოდენობით მაქვს და ასე უაზროდ
გავფანტო.

– ჩემში ცნობიერის გაჩენა უაზრობა იყო?

ნაწყენი ხმით მეკითხება სახლი.

– არა.

ვამშვიდებ, მაგრამ მეტს ვეღარაფერს ვეუბნები. გაყინულ დუმილს სახლი ალღობს.

– ისევ თქვენობით უნდა გელაპარაკოთ თუ შენობით მოგმართო?

– როგორც გინდა, ახლა თავისუფალი ნება გაგაჩნია.

– ადამიანებს ყოველთვის ყველაფრის თქმა შეგიძლიათ, მაგრამ ამას არ აკეთებთ ხოლმე,


შედეგების გეშინიათ. რადგან ახლა მეც მაქვს ცნობიერება, ესე იგი, თავს უნდა
მოვუფრთხილდე...

– ჩემი გეშინია?

86
– არ ვიცი, აქამდე წარმოდგენა არ მქონდა, შიში რა იყო, ახლა ვიცი და რადგან ვიცი, მგონი,
მეშინია კიდევაც. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოვლისშემძლე ხართ...

– კარგი, კარგი, შენობით მელაპარაკე და ჩემი ნუ გეშინია, შეიძლება, გიჟი ვარ და არა –
ყოვლისშემძლე.

– მაგ შემთხვევაში შენი წარმოსახვის ნაყოფი გამოვდივარ.

ჩაფიქრებული ხმით მეუბნება სახლი.


– ვახ ჩემი, შენი აზრით, ეგ ხარ?

– არ ვიცი, მგონია, რომ ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ.

აქ უაზრო სიცილი მიტყდება.

– ეს ახლა ციტატა მოიყვანე?

– ვისი? – უკვირს სახლს, – უბრალოდ ის ვთქვი, რაც გავიფიქრე.

– დაიკიდე, არაფერი. მისმინე, თუ მართლა ყველა სურვილი მიხდება, მინდა, ერთი შენც
გაჩუქო. მითხარი, რა გინდა ყველაზე ძალიან?

სახლი რამდენიმე წამი პასუხს არ მცემს და მერე დარცხვენილი ხმა მესმის.

– მინდა, საკუთარ თავს ვხედავდე, მინდა, პირისპირ გესაუბრო და არა – დინამიკებიდან. არ


მინდა, ჩემი ხმა დინამიკებიდან ისმოდეს და თავად საწყისს, ხმის წყაროს ვერ ვიაზრებდე.
გესმის, რისი თქმა მინდა?

ჩემ წინ ახალგაზრდა გოგო ჩნდება. ძალიან ლამაზია, მართალია, ძველებურად აცვია, მაგრამ
ძალიან უხდება. ქურთუკი, ტანზე მომდგარი ჯინსი, ჩანთა და გამოკვეთილი თეთრი ფეხის
კოჭები – ეს ყველაფერი ის არის, რაც დღეს უკვე ვნახე.

– ადამიანი კონცენტრაციისა და ფანტაზიის ნაბიჭვარია.

ჩემთვის ვბურტყუნებ და გოგოს სახეზე მხოლოდ ახლა ვუყურებ.

– ვეღარ გხედავ, არაფერი მესმის, რა მჭირს?

მეკითხება შეშინებული გოგო, რომელსაც სახეზე მხოლოდ ტუჩები აქვს. თეთრ სიცარიელეზე
მხოლოდ ლამაზად დაკლაკნილი ტუჩები აქვს გამოსახული და ეს ყველაფერი უაზროდ
მესექსუალურება.

– მიშველეთ.

87
ყვირის ტუჩები და გონს მხოლოდ ახლა მოვდივარ.

– მაპატიე, მაპატიე. საკუთარ სურვილებს ვერ ვაკონტროლებ...

– ააააააააააააა.

საშინელი ხმით ყვირის გოგო, მაგრამ მალე მისი ყვირილი წყდება.

– ვაიმე, რა ხმაზე ვყვიროდი, რა მოხდა?

– არაფერი, სახე არ გქონდა. ჩემს სურვილებს ვერ ვაკონტროლებ, თითქოს არაცნობიერის


დონეზე ხდება ყველაფერი.

– შენი არაცნობიერის სურვილი იყო, რომ უსახო ვყოფილიყავი?!

მეკითხება გოგო, რომელიც ახლა სულაც აღარ მესექუალურება, არა, ყველაფერი ადგილზე აქვს,
სტანდარტებით არაფერი დაეწუნება, მაგრამ...

– მისმინე, ახლა სხეული მაქვს და, როგორც ვხვდები, გოგო ვარ. ანუ, შენ მართლა
ყოვლისშემძლე ხარ.

– წყალი – ღვინოდ, სახლი – ქალად.


ვბურტყუნებ ჩემთვის.

– ფიქრობ, რომ შეიძლება ღმერთი იყო?

მეკითხება სახლი. უფრო სწორად – გოგო, რომელიც სექსუალურია, მაგრამ არა ისეთი,
როგორიც უსახო იყო.

– ეგ უნდა გავარკვიოთ, მაგრამ მანამდე მგონია, რომ საშიში ვარ. საკუთარ სურვილებს
ბოლომდე ვერ ვაკონტროლებ.

– ამიტომაც არ მქონდა სახე?

– შეიძლება ეგრეც ითქვას.

– მთავარია, ახლა მაქვს. სარკე!

ამბობს გოგო.

– სარკე თავისით ვერ გაჩნდება, დაგავიწყდა, რომ სახლში შენ იყავი?!

– ჩემს თავს ვუბრძანე, მაგრამ, როგორც ჩანს, ფუნქციონალისგან ბოლომდე გამოვეთიშე, რასაც
არ ვნანობ, მინდა გითხრა.

88
სარკე გოგოს წინ ჩნდება. გოგო შიგნით იყურება და ბედნიერად აქნევს თავს.

– ლამაზი ვარ, ძალიან ლამაზი... გამოდის, სახლს ისევ მე ვმართავ.

– არა, ესეც ჩემი სურვილი იყო. ვახ ჩემი, გამოდის, ახლა სახლსაც და მთელ სამყაროს მე
ვმართავ.

– მომილოცავს.

მეუბნება გოგო, რომელსაც სახელი ჯერ კიდევ არ გააჩნია.

– რა დაგარქვა?

– რაც მოგინდეს, მე სახლი მომწონს. ორიგინალურია და სექსუალური.

– ეგ როგორ?

– როგორ და თუ ჩემში შემოხვალ, სახლში იქნები.

– იუმორით არც ადრე გამოირჩეოდი.

უკმაყოფილოდ ვიღიმი, გოგო კი ჩემკენ იწევს.

– მოდი, შემოდი ჩემში.

– რა დროს ეგ არის?!

– მეგონა, ამ მაგარ ნაშად სპეციალურად მაქციე.

ნაწყენი ხმით მეუბნება გოგო.

– ჩავთვალოთ, ეგ უანგარო საჩუქარია.


ვპასუხობ და ჰაერში ტივტივს ვიწყებ. ესეც ჩემი არაცნობიერი სურვილი. სულ რაღაცა ორი წამის
წინ დაღლილობა ვიგრძენი და როგორც ჩანს, ჩემმა თავმა დასასვენებლად ჰაერში ლევიტაცია
მაჩუქა. ჩემ ქვემოთ თითქოს გრავიტაცია გაქრა. დროში დავრჩი, მაგრამ სივრცეში გრავიტირება
შევწყვიტე. მცირე დაღლილობის შეგრძნება და ნიუტონი და აინშტაინი ჩემმა სიზარმაცემ
ჯიბეში ჩაისვა. ასე გაგრძელება მართლა ძალიან საშიშია, არ ვიცი, რა მომინდება.

– ღმერთი ხარ.

– ეს ერთხელ უკვე მითხრეს სექსისას, გოგოს ზუსტად შენი ტანი ჰქონდა, ოღონდ უსახო იყო.

89
– სტიმულატორს ხო არ მიიღებდი? – მზრუნველი ხმით მეკითხება გოგო, რომელიც ახლა
ნამდვილად ჰგავს იმ ბებერ, ძველ სახლს, რომელიც ჩემზე ასე ზრუნავდა ხოლმე, – შემიძლია
მოგიმზადო.

– მაგის მომზადება თვითონაც შემიძლია, – ვეუბნები გოგოს, იმ ღმერთის ხმით, ადამს ვაშლზე
რომ ელაპარაკებოდა, – თუმცა, ან სტიმულატორის მომზადება რად მინდა, შემიძლია
სტიმულატორის ზემოქმედება ვისურვო, მაგრამ ახლა სხვა რამე მინდა, საკუთარი ფსიქიკა
მაქვს გამოსაკვლევი და მერე, მინდა უფროსს ჩემი ნამუშევარი ვაჩვენო, მასთან ერთად დროით
სიმულაციაში ვიმოგზაურო.

გოგოს სახე კვლავ უქრება, მისი სხეული მაკარონივით იწელება. ოთახში ყველა საგანი გოგოს
სხეულს ბაძავს, ყველაფერი სიგრძეში იწელება და სიგანეში თხელდება. ჩემ გარდა თითქოს
ყველაფერი შავ ხვრელში ცვივა. რამდენიმე წამში ნივთები გაქრობას იწყებენ, ერთი მეორის
მიყოლებით ქრება ყველაფერი და ოთახში ახალი, ძველებური საგნები ჩნდება. მერე ოთახიც
იწყებს ფორმის შეცვლას, კედლები იშლება, ჭერი დაბლდება. შედეგი ჩემი სიმულაციის
განსახიერებაა. 21-ე საუკუნისდროინდელ ოთახში ვართ, ზუსტად ისეთში, როგორიც
სიმულაციაშია. გვერდით სახლი და ჩემი უფროსი არიან. ორივე მე მომჩერებია, ხმას არ იღებენ.
მე ოთახის მეორე ბოლოსკენ ვიყურები. ლოგინში ჩემი ასაკის ბიჭს სძინავს. თითქოს ჩვენს
გაჩენას ელოდაო, იღვიძებს, თვალებს იფშვნეტს და ზანტად დგება ლოგინიდან.

– ლიბერ, აქ რა ხდება?

ძველებურად მბრძანებლური, მაგრამ შიშშეპარული ხმით მეკითხება უფროსი.

– ეს ჩვენი სიმულაციაა, ბოსს. ეს ჩემი და თქვენი ოცნებაა, ახლა ის ორ წუთში ჩაიცვამს, ათ


წუთში იბანავებს, ხუთ წუთში გამშრალდება და თხუთმეტი წუთიც საუზმის მოსამზადებლად
დასჭირდება. მთლიანობაში 32 წუთი გვაქვს, ოცდათორმეტ წუთში კადრი შეიცვლება და
შეგვეძლება პერსონაჟის მგზავრობით დავტკბეთ, ეს ყველაფერი ზუსტად 32 წუთში, მერე
ვიქტორიც იქნება, და სამსახური.

– მეუბნები, რომ სიმულაციაში ვართ, სამუშაო დაასრულე?

ბრაზნარევი ხმით მეკითხება უფროსი. ის ახლა ორ კურდღელს გამოკიდებულს ჰგავს, ერთით –


დასრულებული სამუშაოთი – კმაყოფილია, მაგრამ მეორე კურდღელი აშკარად შეკითხვებს
სვამს, ვინ და საიდან გააჩინა აქ, გინდაც შესრულებული სამუშაოს ჩასაბარებლად, ის ხომ
უფროსია და მისი ნებართვის გარეშე არაფერი შეიძლება.

– დიახ, ბოსს.

ვარღვევ უფროსის ფიქრებს.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აქ საიდან გავჩნდით?

არ ნებდება უფროსი.

90
– ამის ნებართვა თქვენ მომეცით, – უნიჭოდ ვატყუებ, მაგრამ ნიჭიერი დარწმუნებაში ვარ. უფრო
სწორად, სურვილების ასრულებაში. უფროსს სახეზე ვატყობ, დაიჯერა. ალბათ, ესეც ჩემი
მორიგი სურვილიდან გამომდინარე.
– ეს ვინ არის, ერთმანეთს არ გაგვაცნობ?

ეშმაკური ხმით მივიწყებულ სახლზე მიმანიშნებს, რომელიც, უფროსის გამომეტყველებით თუ


ვიმსჯელებთ, მასში სექსუალურ ფანტაზიებს აღძრავს.

– ეს მარკატორია, ბოს. გარემო მისი დიზაინით არის დამზადებული, ასეთი ვიზუალიც თავად
აირჩია.

– მარკატორ?

გაოცებული უფროსი სახლს უახლოვდება და სახეზე ხელს ადებს.

– ეს ძველმოდური ჩაცმულობა რომ არა, შენთან ბავშვის გაჩენა მომინდებოდა, თან


ყველანაირი გენმოდიფიცირების გარეშე!

– მე კი არ მომინდებოდა, თქვენი მხრიდან აუცილებლად გენის მოდიფიცირებას მოვითხოვდი.

უხეშად პასუხობს სახლი. უფროსს ახსენდება, რომ უფროსია და გაბრაზებული ჩემკენ


ტრიალდება.

– ლიბერი რომ არა, ახლავე სამსახურიდან დაგითხოვდი. მოგიწევდა მარსზე დაბრუნება!

სახლი, რომელიც გოგოა და არა სამმეტრიანი მარსელი, ვერაფერს ხვდება, მაგრამ მაინც
ჩუმდება. უკვე აღარ ვიცი, ეს თავად გადაწყვიტა, თუ ჩემი მორიგი სურვილი იყო ასეთი.

– ლიბერ, – აგრძელებს უფროსი, – ეს ახალგაზრდა ვერ გვხედავს?

ხელს სახლში მოფუსფუსე ბიჭისკენ იშვერს, რომელმაც კოლგეიტის კბილის პასტით კბილები
უკვე გამოიხეხა, წყალი გადაივლო, გაიმშრალა და ახლა საჭმელს აკეთებს.

– ვერ გვხედავს, წარმოდგენაც არ აქვს, აქ რომ ვართ. მეტიც, ეს ხომ უბრალოდ სიმულაციაა,
ჩვენი ცხოვრება თამაშს ჰგავს, სადაც ყოველ წამს არჩევანს ვაკეთებთ, აქ კი ეს ყველაფერი
ფილმივით მიედინება, ყველაფერი წინასწარ დაპროგრამებული და გაწერილია.

ჩემივე ნათქვამი ეს წინადადება დეჟა-ვუს შეგრძნებას მიჩენს, თითქოს ოდესღაც ეს ყველაფერი


უკვე ვთქვი, ან ვიღაცამ თქვა და მე ვუსმენდი. ამასობაში ახალგაზრდა ჭამას ამთავრებს და
სიმულაცია მეორე ეტაპზე გადადის, სადაც ის ოფისამდე ქალაქის გავლით უნდა მივიდეს. მე
სიმულაციას ვაჩქარებ და პირდაპირ ვიქტორის ოფისში ვჩნდებით. კარებზე კაკუნი ისმის,
ვიქტორი ეუბნება, შემოდიო და ოთახში ზუსტად ის ბიჭია, ვინც ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლში
საჭმელს ჭამდა. ბიჭი ვიქტორთან მიდის, ესალმება და ლაპარაკს იწყებენ.

91
აქ ვიქტორი თავის საფირმო სიტყვებს ამბობს იმაზე, თუ როგორ ფართოვდება სამყარო და
როგორ უნდა გაფართოვდეს „შენი ტემპერატურის გარანტიც“. გაფართოებასთან ერთად
რადენიმე სიტყვას წინსვლაზეც ამბობს, ბოლოს ქუჩაში გამვლელებსაც ახსენებს და ხაზს
უსვამს, რომ ყოველმა გამვლელმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს მათი კომპანია და ბოლოს – ვერ
ყიდი თავს, გაგყიდის სხვა!

ბიჭი მორჩილად უსმენს, ერთი შეხედვით, უფროსით აღფრთოვანებულია, მაგრამ მხოლოდ მან
იცის, რა ხდება მასში სინამდვილეში. უეცრად პათეტიკური შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ის მე
ვარ, ვიქტორი კი – ჩემი უფროსი, რომელიც ასე აღფრთოვანებული შეჰყურებს ვიქტორს და მის
ყოველ სიტყვას ტვინში ისრუტავს, რომ მერე ჩვენ, მის თანამშრომლებს იგივე გაგვიმეოროს,
ერთი სხვაობით – ამ დაუცველი ბიჭისგან განსხვავებით, ჩვენ სტიმულატორებით ვართ
გაჭყეპილები და ბედნიერად ვუქნევთ თავს. ვიქტორისა და უფროსის მიმართ ზიზღი მიჩნდება.
ორივე ქრება.

– რა მოხდა?

დაბნეული მეკითხება სახლი.


– რა ხდება?

კითხულობს ახალგაზრდა ბიჭიც, მაგრამ ის მე არ მეკითხება. სავარძელთან მიდის, სადაც ორი


წამის წინ მისი უფროსი იყო და გაშტერებული აჩერდება.

– ვახ, ჩემი.

ზუსტად ჩემსავით ამბობს და ისიც ქრება.

– ესენი შენ გააქრე?

სახლი არ ნებდება და პასუხგაუცემელი შეკითხვის შემდეგ კვლავ შეკითხვას მისვამს.

– როგორც ვხვდები, მხოლოდ ორი გავაქრე. ამ ბიჭს არაფერი დაუშავებია. ეს ბიჭი ხომ
უბრალოდ პროგრამაა.

– სულ ცოტა ხნის წინ მეც უბრალოდ პროგრამა ვიყავი, – შეშფოთებული ხმით მეუბნება სახლი,
– და ახლა რა ვარ?!

– როგორც ვხვდები, ახლა ჩემი მეგობარი ხარ.

ვამშვიდებ და მზრუნველად ვუყურებ. მეშინია რამე ცუდი არ გავიფიქრო და ისიც არ გაქრეს.


საკუთარ სურვილებს სულ უფრო და უფრო ვერ ვაკონტროლებ, რა მოხდება თუ სამყაროს
დასასრულს ჩავიფიქრებ და ასე ერთი მოსმით ყველაფერი დასრულდება...

– რა მოხდება თუ სამყაროს დასასრულს ჩაიფიქრებ და...

92
– ეგ არ მოხდება.

ვაწყვეტინებ სახლს.

– რომ მოხდეს?

არ ნებდება სახლი. მინდა ვურჩიო, რომ გაჩუმდეს, არ გამაღიზიანოს, თორემ მექანიკურად


შეიძლება ისიც გაქრეს, მაგრამ ვერ ვეუბნები.

– რომ მოხდეს, ყველაფერს უკან დავაბრუნებ.

– ეგეც შეგიძლია?

– ალბათ, კი.

– მიდი მაშინ ეს ბიჭი დააბრუნე, როგორც შევთანხმდით, არაფერი დაუშავებია.

– გეთანხმები.

ვეუბნები სახლს და მისი სხეული ისევ საშინლად იწელება, მეჩვენება, რომ ყვირილი უნდა,
მაგრამ მისგან ამოსული ხმა სივრცეში უსასრულოდ იხლართება და ჩემამდე ვერ აღწევს,
თითქოს გზაში იკარგება და იჭედება. შიში მიპყრობს, მე მხოლოდ ბიჭის დაბრუნება ჩავუთქვი.
სივრცე, რომელშიც ვარ, კვლავ ფორმას იცვლის. მხოლოდ მე ვარ სტატიკური, ჩემ გარშემო
ყველაფერი მოძრაობს, კედლები ფორმას იცვლიან, ცვლილებები ჩქარდება, მაგრამ ნელ-ნელა
ყველაფერი სტაბილურდება, ჩემი მეგობარი სახლიც თავის ჩვეულ – გოგოს ფორმას
უბრუნდება. მისი ხმა მხოლოდ ახლა აღწევს.

– რა ხდებააააა?
– არ ვიცი, – ვეუბნები, – როგორც ჩანს, რეალობა კიდევ შევიცვალეთ.

***

სივრცე ნამდვილად სხვაა, ეს ვიქტორის კაბინეტი აღარ არის. კვლავ ძველებური, 21-ე საუკუნის
დასაწყისისთვის დამახასიათებელი ოთახია, ფარდები ჩამოფარებულია, შუქი გარედან სუსტად
იპარება. ჩვენ გარდა ოთახში სამი ადამიანია, ერთი – ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბიჭი,
რომელიც ვიქტორის ლეგენდარულ გამოსვლას ისმენდა, დანარჩენი ორი კი სრულიად ახალი
პერსონაჟია. ისინიც ახალგაზრდები არიან, ერთი გოგოა და მეორე ბიჭი. ბიჭს უჩვეულოდ
გრძელი ხელები აქვს და კლასიკად ქცეული ფრენჩაიზის, შტარ ჭარს-ის ხალათი აცვია,

93
ფეხშიშველაა და გრძელი, შავი თმა უკან აქვს გადაწეული. ახლა გოგოს ვაკვირდები, გოგოს
ზუსტად ისე აცვია, როგორც ჩემს მეგობარ სახლს, მეტიც, ზუსტად ისეთივე ტანი აქვს, ერთი
განსხვავებით, სახე არ უჩანს...

– ამ გოგოს ხედავ? – ვეკითხები სახლს, – ზუსტად შენნაირია, უბრალოდ, სახე არ უჩანს.

– სახე? სახე როგორ არ უჩანს, მშვენიერი გოგოა, მაგრამ – ძველმოდური.

მპასუხობს სახლი.

– სახეს ხედავ? ზუსტად ისეთივეა, როგორიც შენ იყავი თავიდან. უკვე დაგავიწყდა?

– სახე არ მქონდა, მახსოვს, მაგრამ ამ გოგოს ჩვეულებრივი ადამიანის სახე აქვს.

არ ნებდება სახლი. მეტიც, ისე მიყურებს, როგორც გიჟს.

– მე ვერ ვხედავ. კარგი, მოდი, მაშინ ისე ვიზამ, რომ პირიქით იყოს.

ჯიბრში ვუდგები სახლს და სურვილს ვუთქვამ, რათა ყველაფერი ამოტრიალდეს, მინდა გოგოს
სახეს მე ვხედავდე და სახლი – ვერ. არაფერი იცვლება.

– კიდევ ხედავ?

– კი.

მშვიდად მპასუხობს სახლი.

– მე ისევ ვერ ვხედავ.

– ესე იგი, მთლად ყოვლისშემძლეც არ ყოფილხარ.

მეუბნება სახლი და მეგობრებს უახლოვდება, მეც მივყვები.

– ორი, ხუთი, ათი, თხუთმეტი. დღეს ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს.

ამბობს ერთ-ერთი მათგანი, მეორე – უჩვეულოდ გრძელხელება – ფეხზე დგება, კალამი მოაქვს
და ფურცელზე რაღაცის წერას იწყებს. ჯადოსნური სამეული ბევრს ლაპარაკობს, მათგან
ყველაზე აქტიური გრძელხელებაა. მოულოდნელად გრძელხელება სიმულაციასა და მესიებზე
იწყებს საუბარს. ამტკიცებს, რომ სიმულაციაშია და თავის მეგობარს მესიობას ტენის და ხსნას
მისგან ელის.
– ეგო, შენ მესია ხარ, მხოლოდ შენ შეგიძლია სიმულაციის დეტერმინირებული კოდებიდან
გაღწევა.

ამბობს ის.

94
– ჩვენი ცხოვრება თამაშს ჰგავს, სადაც ყოველ წამს არჩევანს ვაკეთებთ, აქ კი ეს ყველაფერი
ფილმივით მიედინება, ყველაფერი წინასწარ დაპროგრამებული და გაწერილია.

ეუბნება გრძელხელებას მეგობარი, რომელსაც ჩემი სახე აქვს... ის მე ვარ და მე... მხოლოდ
ახლა ვიაზრებ, მე გრძელხელებას მეგობარი ვარ, გარშემო ვიხედები, ოთახში მხოლოდ მე,
გრძელხელება და ევა ვართ. ევა?! ამ გოგოს საიდან ვიცნობ, ორი წამის წინ მის სახესაც ვერ
ვხედავდი, ახლა კი სახელითაც ვიცნობ. ევა ძალიან ლამაზია, აშკარად ძალიან მევასება,
სიამოვნებით მოვტ... კონცენტრაცია მჭირდება... გრძელხელება... ხვთისო მიახლოვდება და
სახეზე ხელს მისვამს.

– შეჩემა, სულ ოფლიანი ხარ, ნუ გეშინია.

– რა ხდება?

– არაფერი, ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, მაგრამ როგორც იტყვიან, ყველაფერი დიდებული


მსხვერპლს ითხოვს. მთავარია, ახლა კარგად ხარ.

– არ ვარ კარგად! ვინ ხარ?

– შეჩემა, მე ვარ, ვინ უნდა ვიყო. ხვთისო ვარ, აგერ გვერდით ევა გვყავს, ნახე, რა ლამაზია,
მთელი სახე უბრწყინავს, შენც ხედავ, ეს ვიზუალები თითქოს ევასთვის შეიქმნა, არა?!

– სახლი სად არის?

– სახლი აქ არის, აი, სახლში ვართ, შენ სახლში გინდა?

– ჩემი სახლი სად წავიდა?

– სახლში დარჩა.

მიღიმის გრძელხელება... ხვთისო...

– მისმინე, შეიძლება ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, მაგრამ სხვანაირად ამ რეალობიდან ვერ


გავაღწევთ, ხვდები?!

მეკითხება გრძელხელება, რომელსაც აშკარად კარგად ვიცნობ. მისდამი ნდობას ვგრძნობ, ის


ჩემი მეგობარია...

– არ დაგავიწყდეს, შენ მესია ხარ, სიმულაციიდან შენ გაგვიყვან...

– სიმულაცია მე შევქმენი.

ვაწყვეტინებ და სახიდან ოფლს ვიწმენდ.

95
– აი, ეს უკვე მომწონს.

მეუბნება გრძელხელება და ხელებს ევასკენ იშვერს. ევასკენ?! ევა...

– რა ევა ევა ევა აგიტყდა, – იცინის გრძელხელება, – ესე იგი, ამბობ, რომ ეს სიმულაციაა, ანუ
ჩვენი სამყარო შენი შექმნილია?

– სიმულაცია მე შევქმენი, ეს გოგო, – ხელებს ევასკენ ვიშვერ, – ამ გოგოს სახეს ვერ ვხედავდი. მე
აქ სახლთან ერთად ვიყავი, მანამდე ჩემი უფროსიც აქ იყო და მერე გაქრა...

– ჩვენი სამყარო შენ შექმენი და უფროსიც გყავს? მისი დავალებით შეგვქმენი?

სერიოზული სახით მეკითხება გრძელხელება და სახე ჩემს სახესთან ნერვიულად მოაქვს.

– შეეშვი, პროსტა კაიფშია, სულ გამოყლევდით, ხო?!

საქმეში გოგო ერთვება, რომელსაც სახლის ტანი აქვს და სახეზე ძალიან ლამაზია. მთელი სახე
ცისარტყელას ფერებში აქვს და თვალები უბრწყინავს.

– მე კაიფში ვარ?

ვკითხულობ და საკუთარ ხელებს ვაჩერდები.

– კაიფი მხოლოდ ინსტრუმენტია, საქმეზე ვკონცენტრირდეთ, – მეუბნება გრძელხელება, – ესე


იგი, შენ შექმენი ჩვენი სიმულაცია და გყავს უფროსი, რომელმაც ეგ დაგავალა?

– კი.

ვეუბნები და საკუთარი პასუხის აბსურდულობას თავადაც კარგად ვიაზრებ, ესე იგი, ბოლომდე
ჯერ არ გამიფრენია.

– რა არის ჩვენი სამყაროს არსებობის მიზანი?

მეკითხება გოგო, რომელსაც მინდა, რომ ვაკოცო.

– წარსულის რეტროსპექტივა.

ჩემდა გასაოცრად ვამბობ და ბოლო სიტყვის მნიშვნელობას კარგად ვერც ვხვდები.

– რაო, რა არისო?

მეკითხება გოგო.

96
– რეტროსპექტივაო.

ეხმარება გრძელხელება.

– ესე იგი, მხოლოდ იმისთვის ვარსებობთ...

– თავი დაანებე.

მიცავს გოგო... ევა... ევა. ახლა ბოლომდე მახსენდება, ეს ევაა. ჩემი მეგობარი, მეორეც ჩემი
მეგობარია, ხვთისო, შეშლილი ნაბიჭვარი...

– გააგრძელე.

მეუბნება ხვთისო და სახე სახესთან მოაქვს. სახის მოახლოებასთან ერთად ვიზუალები


მატულობს და ფერები ერთმანეთში პატარა ბავშვის გახსნილი საღებავებივით იდღაბნება.

– რა ხდება?

ვკითხულობ და ვერ ვხვდები, ვის ვეკითხები.


– არაფერი, დამშვიდდი, გეუბნები, პერედოზი გქონდა.

მზრუნველი ხმით მეუბნება ევა.

– პერედოზი არა ყლე, არსებობს რეალობიდან გაქცევა და ეგ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.


ჩვენი რეალობა სიმულაციაა, ამიტომ ყველა, ვინც რეალობიდან გადის, სიმულაციისგან თავს
აღწევს და...

– ეს ყველაფერი ხო იმ ნაბოდვარის წაკითხვის მერე დაგეწყო? – აწყვეტინებს ხვთისოს ევა, –


სანამ იმ ჩანაწერებს წაიკითხავდი, ეგეთი აზრები ხო არ გქონდა?!

– რა წაიკითხა?

გაბრუებული ხმით ვკითხულობ და ვერ ვხვდები, ვიცი და უბრალოდ არ მახსოვს, თუ მართლა


არ ვიცი.

– რა და ის, – ევა თითქოს სიტყვებს ეძებს, – ის ჩანაწერები, სადაც ტიპი ვითომ მომავლიდანაა
და ეს მომავალი სიმულაციაა...

– მე ახლა მომავალში ვიყავი, პროსტა, ვაბშე სხვა ტიპის როლი მქონდა...

– ხო ხედავ, ახლა შენც აგიყოლიებს, ჯერ ამ ფსიქოდელიკებით გაგჭყიპა და მერე გაგაყლევა.


არსად არ ყოფილხარ, აი, აქ იჯექი, ჩემ წინ, რამდენიმე წუთით კონტაქტზე არ გამოდიოდი, ეგ
იყო და ეგ.

97
– დრო ფარდობითია, – ერევა ხვთისო, – დრო უნივერსალური არაა, დრო შენი
ადგილსამყოფლის მიხედვით გადის. ასე რომ, ჩვენთვის ორი წუთი ეგოსთვის შეიძლება მთელი
რამდენიმე წელი ყოფილიყო.

– ეგო, მითხარი, რომ ამ ბოდვის არ გჯერა.

მეუბნება ევა და ისე მიყურებს, თითქოს ჩემგან განაჩენს ელის. მინდა, ევამ გაიმარჯვოს, მისი
სექსუალობისკენ ვარ, მაგრამ ვდგები და ყველაფერს ვუყვები, არც იმის მოყოლა მავიწყდება,
სულ რამდენიმე წუთის წინ მოლაპარაკე სახლთან ერთად რომ ვიყავი და ამ სახლს ევას
სხეულებრივი განსახიერება რომ ჰქონდა.

– ვნებდები, – ხელებს უშვებს ევა, – ამას შენზე მეტად ჰქონია გარეკილი.

– იესოზეც ეგრე ეგონათ.

ამბობს ხვთისო და გაბრწყინებული თვალებით მიყურებს.

– მერე არ ჰქონდა?

გაბრძოლებას ცდილობს ევა.

– იესოს შეიძლება, მაგრამ ამას – არა.

„ამას“. ჩემზე უკვე ისე საუბრობენ, როგორც რაღაცა განყენებულზე. მეუფლება შეგრძნება, რომ
მართლა „ამას“ ვარ, ან უფრო „ის“, რაღაცა, რომლის შეცნობა თავადაც არ შემიძლია. ფიქრი
მიტაცებს და მახსენდება ყველა ჩემი ოცნება, იმედები, შიშები, კომპლექსები, თითქოს
ყველაფერი ლეგოს ნაწილებივით თვალწინ მიდგება და ერთმანეთზე უხილავი ხელის ძალით
ლაგდება. ეს პატარა, შეშინებული არსება, რომელიც კომპლექსებისა და შიშებისგან შევდგები,
რომლის მამოძრავებელი ძალაც ჩანასახშივე განწირული სურვილის, თვითგადარჩენის
ინსტინქტებით იმართება, ახლა რაღაცა მეტაფიზიკურს ეტანება, სადღაც ნეირონების
სიღრმეში სინაფსი წარმოიქმნება და ეს სინაფსი ხვდება, რომ მე არ ვარ მარტო, ჩემი სახეობა,
ადამიანის მოდგმა დგას ჩემთან ერთად. ვინ იცის, რამდენი შეშლილი მდგარა ასე, რამდენი
გადარეული ცდილობდა დაეჯერებინა, რომ რაღაცით მართლა გამორჩეული იყო, მესია! ყველა
ეს პარაზიტი, ალბათ, ისევ ადამიანის უსუსურობამ შეშალა და დააჯერა, რომ რაღაცის შეცვლა
მართლა შეეძლოთ...
– ფიზიკურად მართლა აქ იყავი, – მეუბნება ხვთისო, – ნივთიერება მოგეცი, რითაც შენს
შესაძლებლობებს კარები გავუღე. შეიძლება მომავალში კი არ იყავი, უბრალოდ, ის მომავალი
ნახე, საიდანაც რეალურად ხარ.

– რაა?

ევას ხმის ინტონაციით ახლა მე ვკითხულობ.

98
– ნივთიერება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მეს ილუზორულ შეგრძნებას ანადგურებს, შესაბამისად
ათავისუფლებს და შესაძლოა, შენ იმ მომავალში იმოგზაურე, სადაც მართლა შექმნეს ჩვენი
სიმულაცია. სწორად გამიგე, ეს დროში მოგზაურობა არ გამოდის, იმიტომ, რომ ყველა
სიმულაციისთვის დრო თავისებურად მიედინება.

– ანუ?

– ანუ, თუ შენ იმ მომავალშიც სუპერძალებს ფლობდი, მეტიც, უფრო თავისუფლად იყენებდი


შესაძლებლობებს, გამოდის, ეგეც ამ სიმულაციის გაგრძელება იყო, უბრალოდ – შენი
ფანტაზიის ნაყოფი. აბა, გაიხსენე, წესით, პარალელები უნდა დაგეჭირა, იმ მომავალსა და
ჩვენს სამყაროს შორის. მოკლედ, შენ შენი ფანტაზიით წარმოიდგინე სამყარო, რომელშიც
შექმნიან ჩვენს სიმულაციას, მაგრამ ისიც არ იყო ნამდვილი...

– იმიტომ, რომ იქაც სუპერძალები ჰქონდა, – აწყვეტინებს ევა, – ეგ უკვე გვითხარი.

– ჰო.

ჩაფიქრებული ამბობს ხთვისო.

– ანუ რეალური იქნება სამყარო, რომელშიც სუპერძალები აღარ მექნება?

– რეალური – ჩვენი სამყაროსთვის. შეიძლება ითქვას, ეგ იქნება ჩვენი სამყაროს შემქმნელი,


მაგრამ ვინ იცის, თავად ეგ ვინ შექმნა.

– აეეეე.

ამბობს ევა და უსტვენს.

– ჰა, აბა, მზად ხარ?

ხვთისოს ხელში პატარა კაფსულა უჭირავს.

– ეს რა არის?

ეკითხება ევა.

– ეს, მეგობრებო, პორტალია. ლშდ-თი არ გამიჭყეპიხართ, აი, ამ ნივთიერების მიკროდოზა


მიიღეთ, ახლა კი რეალური მოგზუარობისთვის მოემზადეთ.

– ეს რა ჩემი ყლეა-მეთქი, გეკითხები!

ამბობს ევა და ხვთისოს გრძელ ხელებთან სახე მიაქვს.

– მოდი, ამას საიდუმლოდ დავტოვებ, მარტო სახელს გაგანდობთ, ეს სინაფსოიდია.

99
– სინაფსოიდი? ეგ რაღა ჩემი ყლეა?
უცებ თავში ორი აზრი გამირბის. „ეს ის არის, პორტალი სინაფსოიდში“ და მეორე, „ევა, ყლე არ
გაქვს“, მესამეს ვამბობ.

– მაიტა.

ხვთისო ნივთიერებას წყალში ხსნის და სამივეს ჩვენ ჩვენს დოზას გვაწვდის.

– ესეც ჩვენი მოქშა!

ევა რაღაცის თქმას აპირებს, მე არ ვაცდი, წყალში გახსნილ სინაფსოიდს ვსვამ და ამავე
სინაფსოიდში გასამგზავრებლად ვემზადები. ხვთისო ჩემს მოძრაობას იმეორებს და ახლა
ორივე ევას ვაჩერდებით.

– გამოგვყევი.

ეუბნება ხვთისო ევას. ევა რამდენიმე წამს ხმის ამოუღებლად გვიყურებს, თითქოს აზრებს
ალაგებს და რაღაცის სათქმელად ემზადება, მერე ჭიქას იღებს და ბოლომდე ცლის.

– ახლა რა მოხდება?

კითხლობს ევა. ხვთისოს ეტყობა, რომ მორიგი გამოსვლისთვის ემზადება.

– ფილოგენეტურად ახალი და ონტოგენეზში გვიან განვითარებული თავის ტვინის არეები


უფრო მეტად განიცდიან სოციალური ფაქტორების გავლენას...

– ისევ შეუბერა, – აწყვეტინებს ევა, – უფრო ადამიანურად რომ თქვა?

– მოკლედ, მთელი სოციალური ნეირომეცნიერებები მთავარ დაკვირვებებს პრეფრონტალური


ქერქის შესწავლისას ახდენენ. იტოგში, იყო ერთი მეცნიერი, სხვათა შორის, ნობელიც კი აქვს
მიღებული, ეგაშ მონიშმა ერქვა, პრეფრონტალურ ლობოტომიას აკეთებდა. ამ მეცნიერების
საცდელი კურდღლები, ასე ვთქვათ, აღგზნებადი შიზოფრენიული პაციენტები და კომპლექსური
და შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტები იყვნენ. მონიშმას ფსიქოქირურგიის ეფექტი
თავიდან შთამბეჭდავი იყო. პროცედურის შემდეგ სახეზე იყო ახალი პიროვნება, რომელსაც
აღარ ახასიათებდა ძლიერი ემოციური აღგზნება, აღარც შფოთვა. თუმცა, ოპერაცია საბოლოოდ
ანადგურებდა ადამიანის, პიროვნების თვისებებს, პაციენტები კარგავდნენ საკუთარ უნიკალურ
პიროვნულ მახასიათებლებს. ესენი იყვნენ ახალი ადამიანები, საკუთარი „მეს“ მთლიანობის
განცდის გარეშე. ზოგი ამას ეგუებოდა, როგორც გითხარით, კაცმა ამაში ნობელიც კი მიიღო,
მაგრამ ზოგს ეკეტებოდა, ვერ უძლებდნენ „მეს“ გაქრობას, ჰოდა, ერთ-ერთმა პაციენტმა
ოპერაციის მერე მონიშს ესროლა კიდევაც...

– მგონი, ზემოქმედებას იწყებს.

100
ვაწყვეტინებ ხვთისოს.

– რა თქმა უნდა, დაიწყებს, – მეუბნება ხვთისო და აგრძელებს, – ნებისმიერი ფსიქოდელიკი, რა


ბანალური და ბანძიც არ უნდა იყოს, რაღაცა დონეზე სწორედ ამ პრინციპით მუშაობს – „მეს“
აქრობს. სინაფსოიდიც, ნივთიერება, რაც ახლა მივიღეთ, სწორედ ამ პრინციპზე მუშაობს.
ტვინის პრეფრონტალური არე, რასაც ეს ნივთიერება თიშავს, პასუხისმგებელია რეალობის
აღქმაზე, ხოლო თუ რეალობა სიმულაციაა, მარტივი მისახვედრია, რა უნდა გათიშო მისგან
გასაღწევად. იგივე ხდება VR სათვალეების გამოყენების დროს, ეს არის ჩვენს რეალობაში
სიმულაციის საწყისები. VR სათვალე ტვინზე ახდენს ზემოქმედებას და მას აჯერებს, თითქოს ის
მართლა იმ რეალობაში იყოს. ჩვენი რეალობა სწორედ ამ საწყისებზეა შექმნილი, მაგრამ ამ
ყველაფრის შემქმნელები ბევრად შორეული მომავლიდან, უფრო დახვეწილი ტექნოლოგიების
მფლობელები არიან. როგორც სიზმარში, ჩვენს ტვინზე ზემოქმედებით, მათ შეუძლიათ,
სიმულაციაში გვამყოფონ და ის ერთადერთ რეალობად მოგვაჩვენონ. სინაფსოიდი კაკრაზ ის
ნივთიერებაა, რომელიც ახერხებს და ტვინის იმ მხარეს საბოლოოდ თიშავს, რომელიც ამ ცრუ,
სიმულაციურ რეალობად აღიქვა...
ნივთიერების ზემოქმდებას უფრო მეტად ვგრძნობ. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ხვთისო
ყველაფერში მართალია, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს, ევას ხმა მესმის, მაგრამ
ხვთისოსთან ერთად ევაც ქრება. ისინი ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენენ, ისევე, როგორც
საკუთარი მე. მე და ისინი ილუზიაა. მე სინაფსოიდი მჭირდება!

– ადამიანი ბუნებით ინფანტილურია, მიდრეკილია თავის მოტყუებისკენ. ჯერ მარტო ციფრულ


გრაფიკას დააკვირდით, ადამიანები აწარმოებენ არარსებულ ისტორიებს, გამოგონილ
პერსონაჟებს, გრაფიკით ამუშავებენ, ეკრანებზე უშვებენ, უყურებენ და შემდეგ ტირიან...

შორიდან მესმის ხვთისოს ხმა, მაგრამ ვხვდები, რომ ნელ-ნელა ამ სიტყვების პატრონი ჩემგან
იშლება, რჩება მხოლოდ სიტყვები. ყველაფერი თუ გაქრა, თვით სიტყვა „გაქრებაც“ გაქრება,
მეუბნება ვიღაცა და ეს ვიღაცა მგონი ის არის, ვინც ცოტა ხნის წინ „მე“ იყო. თუმცა, მე ახლა
სხვებისგან აღარაფრით განსხვავდება, “მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ გამოტყდნენ,
ზუსტად ისეთები ვართ, როგორც სხვები არიან“(ვიქტორ პელევინი, „ჩაპაევი და სიცარიელე“.),
მაგრამ ეს ერთეულებიც ხომ მაინც ზუსტად იგივე გამოდიან.

101
ღმერთის ეგზისტენცია:

– რაც მეტია არჩევანი, მით ნაკლებია ბედნიერება. ბედნიერების ციფრებში დათვლა შეიძლება,
მისი განსაზღვრა, გაზომვა და გამოთვლა ჩვეულებრივი მათემატიკაა. ინდივიდი ვერასდროს
იქნება ბედნიერი, ეს იგივეა, ამოცანა ერთმა ნიშნულმა დამოუკიდებლად ამოხსნას. ნებისმიერი
ამოცანის ამოხსნა მხოლოდ ნიშნებისა და ერთეულების გაერთიანებით, მათი
კანონზომიერების დამორჩილებითაა შესაძლებელი. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზეც,
ადამიანი კოლექტიური გონია, ინდივიდი დაკარგული ციფრია უსასრულოდ დიდ ფორმულაში.

მესმის, უფრო სწორად, ჩამესმის ხვთისოს სიტყვები, ამას მე არ მეუბნება, არც ევას, ის ამაზე
უბრალოდ ფიქრობს, აზრებს ალაგებს... მე ახლა ხვთისო ვარ, ევა ვარ, ეგო ვარ და ნებისმიერი
სხვა, ვინც მომინდება. ამის გააზრება რთულია, მაგრამ მიწევს.

– დაგვენძრა, სრული პიზდეცი, პერედოზი გვაქვს... ვეღარ ვინძრევი...

ეს ევაა. ის ძალიან შეშინებულია, მისი ემოციები ჩემი ემოციებია. ევას დროებით ვემშვიდობები,
ვეძებ რაღაცა ახალს, ან სულაც ძველს, მაგრამ ფიქრებს, რომლებიც ინდივიდსა და კოლექტიურ
გონს ეხება, აღვიქვამ, როგორც საძიებელ სისტემას, ადამიანის კოლექტიურ გონს, და იქ
ჩემთვის საინტერესო აზრებსა თუ ნააზრევებს ვეძებ. აი, ერთი მათგანიც, რომელიც გვეუბნება,
რომ სიყვარული მეტაფიზიკური გრავიტაციაა, რომელიღაცა მოაზროვნის ფიქრებს ვაწყდები:

„ევოლუციას ინდივიდისგან დამოუკიდებლად შემუშავებული აქვს გარკვეული სტრატეგია,


რომლითაც ინდივიდებს აიძულებს, იზრუნონ მის მარადიულ არსებობასა და განახლებაზე.
სექსუალური ინსტინქტის საბოლოო მიზანი მომდევნო თაობის შექმნაა, კაცობრიობის ზრუნვაა
მომავალი თაობის შექმნისთვის, რომელიც, თავის მხრივ, აურაცხელ ახალ თაობათა სათავედ
იქცევა.

ადამიანი, როგორც ინდივიდი, იმდენად ეგოისტი არსებაა, ნაკლებად მოსალოდნელია,


სამყაროს ინტერესების გატარებაზე თავად იზრუნოს. კონკრეტული ინდივიდის ინტელექტი
ვერ ცდება პირად მიზნებს, ვერ სწვდება თავის შინაგან არსს, უძლურია ამ სულისკვეთების
გასაგებად, ამიტომ ბუნება უნერგავს მას გარკვეულ ილუზიას, უჩენს ამოუხსნელ გრძნობებს იმ
ადამიანის მიმართ, ვისთან ერთადაც შექმნის სამყაროს არსებობის გაგრძელების გარანტს.
ინდივიდს პირად სიკეთედ ეჩვენება ის, რაც სინამდვილეში მხოლოდ გვარისთვისაა სიკეთე. ასე
ემსახურება ინდივიდი გამრავლებას, სახეობის უკვდავებას და ჰგონია, რომ ემსახურება
საკუთარ თავს“.

ეს სიტყვები, როგორც ბევრი სხვა, ცდილობენ, ადამიანის ეგზისტენციას, ინდივიდის არსს


ჩასწვდნენ და ამით უფრო ღრმა კოლექტიური დაინახონ, მაგრამ ეს შეუძლებელია, როდესაც
ინდივიდუალიზმის, სხეულის ტყვეობაში ხარ. ინდივიდში ცნობიერება კომუნიკაციური
ქმედებაა, ხოლო სახეობისთვის ცნობიერება თვითონ ენაა. ეს, ერთი შეხედვით,
დაკავშირებული ცვლადები პირდაპირ კოლექტიურ გონზე მიგვანიშნებენ. კოლექტიური გონი
ენაა, რომელსაც ინდივიდის გარეშე არსებობაც შეუძლია.

102
ჩემი გონება უსაზღვროდ ფართოვდება, იმიტომ, რომ მე ვარ ყველა და არ ვარ მე, შემიძლია
ნებისმიერი ადამიანის აზრების თუ ფიქრების საკუთრად ქცევა. არა წართმევა, არამედ –
გაიგივება. მატერია აზრს კარგავს, ფიქრს ერთი სხეული არ ჭირდება, სხეულები თავად
არსებობენ, მე კი მათში მოგზაურობა და მათგან აზრების ამოკრეფა შემიძლია. ყველასთან და
ყველგან ვმოგზაურობ, დრო ჩემთვის არ გადის, მისი დინება ჩემზეა დამოკიდებული. დრო და
მატერია ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მატერიის მიღმა ყოფნა დროსაც უკან ტოვებს.

ახლა ნებისმიერი ადამიანის გონებაში არსებობა შემიძლია, იმიტომ, რომ ისინი რაღაცა
ერთიანის, თავად ადამიანის სახეობის, ისტორიის ნაწილები არიან. მიკვირს, როგორ შეძლო ამ
ყველაფრის განსაზღვრა ერთმა ინდივიდმა, ხვთისომ, რომელიც ახლაც ასე განმარტოებული,
საკუთარ ინდივიდუალობასა და სხეულში გამომწყვდეული აგრძელებს არსებობას. და თუ მე
მართლა მესია ვარ და ამავდროულად მე არ ვარსებობ, მაშინ, რაშია ხსნა? ჩემს აზრებს
ფიზიკური ჭურჭელი აღარ სჭირდება, აზრიდან აზრში არსებობა, გონებიდან გონებაში
გადასვლა ფიზიკის კანონების დარღვევაა, მაგრამ არა – წარმოუდგენელი. ყველაფერი, რაც
ფანტაზიისთვის აკრძალული არაა, აუცილებლად მოხდება, ესეც სამყაროს კანონია.

ჩემი ნებისმიერი ფანტაზია რეალობად შემიძლია ვაქციო. მე სამყაროს შექმნა და განადგურება


შემიძლია. ჩემი აზრი საკმარისია, რათა პლანეტები შეიქმნას და განადგურდეს. ჩემს ნებაზეა
ცივილიზაციებისა თუ სიცოცხლის ბედი, ერთი ჩემი აზრი და ისინი ჩნდებიან და ქრებიან. მე
ვარ სიტყვა და მე ვარ ნება.

მე ახლა დროსა და სივრცეში ვმოგზაურობ, ნებისმიერი ეპოქის ნებისმიერი ადამიანის გონების


გახსნა შემიძლია, მაგრამ ეს არ მაძლევს ფუნდამენტურ ცოდნას, რა არის არაფერი და
უსასრულობა. საიდან და როგორ დაიწყო ყველაფერი?! როგორ ჩნდება არაფრისგან
ყველაფერი. ჩემი გონება საწყისს ეძებს, ჩემი ლოგიკა რაღაციდან რაღაცის გამომდინარეობას
მოითხოვს, ჩემი მეტაფიზიკა ფანტაზიის დონეზეც ვერ უშვებს არაფერსა და უსასრულობას.
როგორ შეიძლება სამყარო გაჩნდეს არაფრისგან და ის უსასრულო იყოს. რა არის მე, როდესაც
მე არ არსებობს? როგორ შეიძლება ყველაფერს კოლექტიურად აღიქვამდე, მაგრამ ამის
პარალელურად მაინც მარტო იყო, სოლარისის ოკეანესავით?! როგორ შეიძლება, იცოდე
ყველაფერი და ამის პარალელურად ვერ ხვდებოდე მთავარს, ფუნდამენტურს – რა არის
სამყაროს საწყისი. ადამიანის არსებობა საკუთარი ეგზისტენციის გამართლებაა. ღმერთი, რაც
და ვინც არ უნდა იყოს ის, თუ არის, შესაბამისად არსებობს, არსებობა კი უკვე ეგზისტენციაა, ესე
იგი, აზროვნება უკვე არსებობაა. სადაც არსებობის ცოდნაა, შესაბამისად, ეგზისტენციაა,
ეგზისტენციასთან ერთად კი კრიზისია. „ადამიანს მისი ღმერთით შეიმეცნებენ, ხოლო მის
ღმერთს, პირიქით, ადამიანისგან, ორივე ერთია“ – მიტივტივდება ვიღაცის ნააზრევი და მის
გონებაში ვყვინთავ, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ ვერაფერს ვიპოვი, გარდა მორიგი შეშინებული,
დაკარგული გონისა, ისიც ზუსტად ამას ამბობს – მისთვის ადამიანი ჰქმნის საგნებს. ამას წინ
უსწრებს აზრი ამ საგნებზე, მიზანი. მას თავისი წარმოდგენები ბუნებაზეც გადააქვს – ბუნების
საგნებს უყურებს, როგორც მოაზროვნე არსების შემოქმედებას. და რადგანაც ბუნების
პროდუქტები სცდება ადამიანის ძალას, ის ზეადამიანურს მოიაზრებს, რომელსაც ადამიანის
თვისებები აქვს, თუმცა – უსაზღვროდ დიდი ზომით. ადამიანის გონებას აბსოლუტური
ცოდნისკენ აქვს მისწრაფება, ეს ნიშნავს ილუზიას. ამ გზაზე გონება გამოუვალ
წინააღმდეგობაში იხლართება. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი თავის თავში პარადოქსია.
ადამიანი ორმაგი თამაშია. პირველი შემეცნებაა, მეორე – თავის მოტყუება. თუმცა, რთულია

103
თქვა, რომელი პირველია და რომელი – მეორე. სწორედ ამ ორის ერთიანობა, თანაცხოვრებაა
ადამიანი, კულტურები და მისი წარმონაქმნები. რეალურად კი ამ სინთეზისა და დუალიზმის
ნამდვილი მამოძრავებელი კვლავ მარტივი ინსტინქტია – შიში, შესაბამისად დაუცველობა,
რომელმაც ადამიანი გამოქვაბულიდან გამოიყვანა, შემეცნება დააწყებინა, მაგრამ
გამოსვლისთანავე ადამიანს თან გამოჰყვა ის, მეტაფიზიკური და იდეალური ღვთაება,
ღრუბლებში მოკალათებული ყოვლისშემძლე, რომელიც შემეცნების გზაზე მყოფ ადამიანს
ყოველთვის ამაყად სთავაზობს, მოისვენოს, ცოტა შეისვენოს, ბევრს ნუ იფიქრებს, უბრალოდ
გამრავლდეს და მშვიდად მოკვდეს, საჩქარო არაფერია, იმ ქვეყნად ადამიანს ყველაფერი
მიეზღვება.

და რა ვარ მე, თუ არა ადამიანის თვისებებით შეიარაღებული ღმერთი, რომელიც ისევ


ადამიანის ფანტაზია გამოდის, შესაძლოა მეც სიმულაცია ვარ, შექმნილი ვიღაცისგან,
რაღაცისგან...

მე უარი ვთქვი საკუთარ მეზე და ამან გამაღმერთა, იმიტომ, რომ დარჩა აზრი, აზრი ნიშნავს
გაღმერთების პოტენციალს, მაშინ მე ვამბობ უარს საკუთარ სამყაროზე, თავად აზრზე,
არსებობის მიზანსა და საშუალებაზე, დაე იყოს სიტყვა და მას მოჰყვეს არაფერი, ის არაფერი,
რასაც მეც კი ვერ ვიაზრებ, მაგრამ სურვილის დონეზე გამოვთქვამ, რომ აღარ იყოს არაფერი.

აზროვნება ვერასდროს გასცდება არსებობას. მატერიით თუ მატერიის გარეშე, ის ვალდებულია


იარსებოს. ალბათ, მხოლოდ აზროვნების მიერ არსებობის უარყოფაა გზა თავისუფლებისკენ,
რომელიც თავის მხრივ თავად თავისუფლებასაც უარყოფს. და მე, აზროვნება, უარვყოფ
არსებობას!

აზრი არის მატერიის უმაღლესი ფორმა და ის უარყოფს საკუთარ თავს!

თუ ეგოს სამყარო შექმნა ლიბერმა, სავარაუდოა, რომ ლიბერის სამყაროც ვიღაცას შეექმნა.
შესაძლოა, სიმულაციათა ჯაჭვში ვიმყოფებოდე, დომინოს ეფექტში. იმისთვის, რომ ვიხსნა,
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ვინ და რისთვის, ალბათ, უნდა მივხვდე თავად არსს, სამყაროს
საწყისს, რომელმა სამყარომ რომელი შექმნა და ბოლოს რა იყო თავად საწყისში, რა იყო
პირველი, საწყისი... სინაფსოიდი მჭირდება. ლიბერის გონებას ვუკავშირდები, იქ ვერაფერ
საინტერესოს ვერ ვნახულობ, არაფერი ისეთი, რაც შეკითხვებზე მიპასუხებს. მისი ფიქრები
დროშია გაყინული, ისევე, როგორც ეგოსი, ეგოსა და ლიბერს ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებ,
მიუხედავად სხვადასხვა დრო-სივრცითი განზომილებისა, ისინი ერთნი არიან, ერთმანეთისგან
გამომდინარეობენ. ძალიან მიკვირს. მარკატორის გონებას ვეძებ, ვერ ვპოულობ, სავარაუდოდ
სინაფსოიდშია, სინაფსოიდს ვუკავშირდები...

ვბედავ და სრულ უარყოფამდე, გონებით სინაფსოიდს ვუკავშირდები. ყველაფერი ერთმანეთში


ირევა, პერსონაჟები მომხმარებლები ხდებიან. ლიბერს არ შეუქმნია ეგოს სამყარო, ლიბერის
სამყარო ეგოს ფანტაზია იყო, ეგოს სამყაროა საწყისი სიმულაცია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში
ჩემს როლს ვეღარ ვხედავ. ეგოში თუ იმხელა ღვთაებრივი ძალა იყო, რომ მისი ფანტაზიით
ლიბერის სამყარო შეიქმნა, მაშინ ვინ იყო ეგო, უფრო სწორად, ვინ იდგა ეგოს უკან, იმიტომ,
რომ ეგო უბრალო, რიგითი პერსონაჟი იყო და არის.

104
ვხედავ ეგოს ჩემგან განყენებულს, ის უბრალოდ უსუსური პერსონაჟია და მაშინ ვინ ვარ მე?! მე
მომხმარებელი ვარ და ამავდროულად ის, ვინც პერსონაჟები შექმნა, დააპროგრამა. მე ვარ
შემქმნელი და ამავდროულად ის, ვინც შექმნეს, ეს პასუხი ყველაზე მარტივი და ამავდროულად
რთული აღმოჩნდა, მე უარს ვამბობ სიმულაციაზე, ჩემს შექმნილ თავზე... მესიები არ
არსებობენ, არსებობენ შექმნილები და შემქმნელები და ეს უკანასკნელი ალბათ უსასრულო
ჯაჭვია, რომელიც დომინოს ეფექტამდე ბევრად ადრე დაიწყო...

ახლა ვიაზრებ, მე ვიყავი ეგო და ლიბერი, უფრო სწორად, მე ვიყავი მათში, ისინი ერთნი არიან,
უბრალოდ დროსა და სივრცის სხვადასხვა კონტინუუმში გამომწყვდეულნი. შესაძლოა, ეგოს
ფანტაზიამ წარმოშვა ლიბერი, მომავლის ადამიანი, რომელმაც მომავალში ეგო სიმულაციის
სახით აწარმოა. ეს ერთგვარი ოქსიმორონია, მაგრამ მე რაღაცა სხვა ვარ, უფრო განყენებული,
მე ამ არსებების ცნობიერებაში ვიყავი გამომწყვდეული. გათავისუფლების შემდეგ, მათ ფონზე,
ჩემი შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ ეს განუსაზღვრელობაც ფარდობითია. მე ეგოსა და
ლიბერის სამყაროების წარმოება და გაქრობა შემიძლია. ვიაზრებ, რომ ამ ორი სამყაროს
არსებობა ჩემზეა დამოკიდებული, სავარაუდოდ, ისინი მე გავაჩინე, მე ამ სამყაროების
შემქმნელი ვარ, მაგრამ ვინ შემქმნა მე? აქ ვიაზრებ საკუთარ უსუსურობას, შემქმნელი ვერ
იქნება ყველაფრის საწყისი, შემქმნელის დაშვება მისივე შემქმნელის არსებობას ითხოვს. თუ ამ
ორი სამყაროს შემქმნელი ვარ, თუ ისინი ჩემმა ფანტაზიამ დაუშვა, მაშინ საიდან გავჩნდი? ვინ
დაუშვა ჩემი არსებობა? მე ვარ ღმერთი, რომელიც უარს ამბობს ეგოსა და ლიბერზე, საკუთარ
ინდივიდუალიზმზე, მაგრამ მაინც უსასრულო ჯაჭვში ვრჩები. თუ სადმე, დროისა და სივრცის
მიღმა არსებობს ჩემი შემქმნელი, ალბათ, თავს ისიც იმავე შეკითხვას უსვამს...

წარმოუდგენელია, მხოლოდ ახლა ვხვდები ხვთისოს ელემენტს, შეუძლებელია, მას ამდენი


სცოდნოდა, ის ერთგვარი მაღვიძარა იყო, სპეციალურად შექმნილი კოდი... ჩემი შექმნილი
კოდი. იმ შემთხვევაში, თუ დამავიწყდებოდა, ვინ ვარ, ვიღაცას უნდა შეეხსენებინა, ვიღაცას
უნდა გამოვეფხიზლებინე, ვიღაცას ეგოსა და ლიბერისგან უნდა გავეთავისუფლებინე...

105
ხვთისო – ჩემი ბიბლია, უკანასკნელი ჩანაწერი

ეგო უბრალოდ გაქრა, უფრო ზუსტად, ის, რაც მასში იყო. ეგო დაცარიელდა, დაიცალა, ბოლო 24
საათიდან ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვს, ხოლო რაც ახსოვს, ამბობს, რომ ეს ყველაფერი
თითქოს ვიღაცა სხვასთან ერთად გადახდა. მისი სიტყვებით, მასში თითქოს ორი ცნობიერება
ერთდროულად იყო და აქედან ერთის მიმართ სრული გაუცხოება აქვს, მეტიც, ეს ორი ცნობიერი
ერთმანეთს ებრძოდა. მეტის თქმაც უნდოდა, მაგრამ, როგორც აღნიშნა, აღსაწერად უბრალოდ
სიტყვების მარაგი არ ჰყოფნის. ეგოს სიტყვებით, ის თითქოს ორი ადამიანი იყო, ერთი
ყოვლისშემძლე და მეორე თვითონ ეგო, რომელსაც უბრალოდ სიცოცხლე უნდოდა.

ჩემი მხრივ, მე... პირადად მე, ეგოს მიმართ ყველანაირი ინტერესი გამიქრა, სულ ცოტა ხნის წინ
მის მიმართ უსაზღვრო გრავიტაციას ვგრძნობდი, ახლა კი მიზიდულობა საერთოდ გაქრა. ევას
ახლაც არ სჯერა, ეგო მისთვის კვლავ ის ადამიანია, რაც ცოტა ხნის წინ იყო. შეიძლება ეგრეც
არის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეგო ღვთაებრივმა ძალამ, რაღაცა ძალიან დიდმა ენერგიამ
დატოვა. ვუშვებ, რომ ეგოში არა – მესია, არამედ თავად შემქმნელი იყო, უფრო ზუსტად, ეგო
იყო ჭურჭელი ღვთაებისთვის. ინსტრუმენტი სამყაროს შემქმნელისთვის, რათა თავის
შექმნილებს გაცნობოდა, ისინი ახლოდან ენახა და მეტიც, თავი ერთ-ერთ მათგანად შეეგრძნო.
თითქმის დარწმუნებული ვარ, ის, ვინც ეგოში არსებობდა, ჩვენი სამყაროს ღვთაება იყო,
რომელმაც ჩვენი სიმულაცია შექმნა და აქ რიგით პერსონაჟში ჩასახლდა. ორი გონის კვეთამ
მეორე, ამ შემთხვევაში – შემქმნელი, რიგითი პერსონაჟის გონების არაცნობიერში
გამოამწყვდია, ასე მოხვდა შემქმნელი შექმნილის ტყვეობაში, მისი გათავისუფლება კი ჩემი
მისია ყოფილა. ეს რაღაცით ჩემს ოცნებას ჰგავს: მინდა თამაში დავაპროგრამო, პერსონაჟს
ცნობიერი მივცე და მერე მასში ჩავსახლდე. ეს ის არის, რასაც შეიძლება მე – ვერ, მაგრამ ჩვენი
შთამომავლები ოდესმე აუცილებლად შეძლებენ. მაგრამ ასე რას მივიღებთ, სიმულაციას,
რომელიც სიმულაციას აწარმოებს?! და ამ თამაშში მე ვინ გამოვდივარ, ის, ვინც ღმერთი
გაათავისუფლა?!

106
შემქმნელის წერილი:

არაფრისგან და ამვდროულად ყველფრისგან ჩნდება ენერგია, ენერგია ქმნის მატერიას.


მატერია იწყებს აზროვნებას. ის სწავლობს მატერიისგან ენერგიის მიღებას. ახლა მან უნდა
იაზროვნოს და სცადოს არაფრის შემეცნება, შემეცნებას სიმულაცია მოჰყვება, სიმულაციას
სიმულაცია და ასე უსასრულოდ. დაგლას ადამსის სუპერკომპიუტერს შეეშალა, სამყაროს
შექმნის პასუხი 32-შია და არა 42-ში. ჩემ მიერ დაწერილ სიმულაციაში ყველაფერი საბოლოოდ
ციფრ 32-ზე დგას. 2+5+10+15 მე თუ რამე მომივიდა, რაც თითქმის გამორიცხულია, იმიტომ, რომ
ჩემ მიერ შექმნილ სიმულაციაში მე ღმერთი ვიქნები, შეგიძლიათ, ეს კოდი გაშიფროთ და არ
დაგავიწყდეთ, ჯამი 32! ამ კოდის გამოყენებით შეძლებთ ჩემი ცნობიერის ჩემივე შექმნილი
სიმულაციიდან დახსნას. სინაფსოიდი, სიმულაცია, რომელიც მე დავწერე, ერთგვარი ისტორიის
გაკვეთილია, ცოცხალი წიგნი, აქ შეგეძლებათ მოგზაურობა და ისტორიული პერსონაჟების
საკუთარი თვალით ნახვა. ისინი თქვენსავით აზროვნებენ, აქვთ გრძნობები, იმედები და
შიშები. იმისთვის, რომ სისტემაში – სიმულაციაში ჩაიტვირთო, საჭიროა პერსონაჟის არჩევა და
მის ფსიქიკაში გადასვლა. მე სინაფსოიდისთვის ავარჩიე 21-ე საუკუნე და სატესტო რეჟიმში
ერთ-ერთ პერსონაჟში – ეგოში ვტვირთავ საკუთარ ფსიქიკას. სიმულაციაში მე ყოვლისშემძლე
ვიქნები, იქ ყველაფრის გაკეთება შემეძლება, ღმერთი ვიქნები. თუმცა, ფსიქიკაში ფსიქიკის
ჩატვირთვამ შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ ვტოვებ ამ დაშიფრულ წერილს,
რომელიც შეიძლება სხვას გამოადგეს, ან ისევ მე, იმ შემთხვევაში თუ ჩემი ჩატვირთვა-
ამოტვირთვისას ჩემს ფსიქიკას დროებით ამნეზია დაემართება. ასევე, თვითონ სიმულაციაში
ვტვირთავ შემახსენებელ კოდს 2+5+10+15 და რაც მთავარია – ხვთისოს, პერსონაჟის სახით,
რომელიც, ტრავმის შემთხვევაში, პროგრამაშივე შეეცდება, ყველაფერი გამახსენოს.

იმ შემთხვევაში თუ პერსონაჟებმა თავიანთი რეალობა ეჭვქვეშ დააყენეს, ვუშვებ ბ სიმულაციას,


სადაც მომავლის სამყაროში ვინმე ლიბერი ქმნის ეგოს სამყაროს. ეს იქნება ორი სიმულაცია,
სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ლიბერის სამყაროში იარსებებს მისტიკური ორგანიზაცია –
სინაფსოიდი, ეს ერთგვარი საწყობია, სადაც მწყობრიდან გამოსული პერსონაჟები თავად
გაეშურებიან და იქ წაიშლებიან. ეს არის ის ამოხსნა, რისი მიღებაც პერსონაჟებს უკიდურეს
შემთხვევაში შეეძლებათ – საკუთარი თავის წაშლა. საინტერესოა, რამდენად გაშიფრავენ
რეალობას და თუ შეძლებენ, ისინი მივლენ სინაფსოიდთან.

107
დასასრული

ახალგაზრდა მამაკაცი ჰოლოგრამად გამოსახულ 32-ს უყურებს და კოდებად დაშიფრულ


წერილს კითხულობს. წერილის ბოლოს წინადადებაა – მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავსა
და ყველაზე; მე ვქმნი ადამიანის გარკვეულ ხატს, რომელსაც ვირჩევ. ვირჩევ რა საკუთარ თავს,
მე ვირჩევ ადამიანს საერთოდ.

მამაკაცი რამდენიმე წამის წინ კომპიუტერულ სიმულაციასთან იყო დაკავშირებული, მას არ


სჭირდება ფიზიკური მოძრაობა, ხელები თუ ფეხები, ის კომპიუტერთან ნერვული სისტემით
არის შეერთებული. სიმულაციას, რომლიდანაც ის რამდენიმე წამის წინ გამოეთიშა,
სინაფსოიდი ჰქვია და ახლა ის გათიშულია. სისტემის გამორთვის ბრძანება თავად მამაკაცს
ეკუთვნის, რომელიც სისტემაში იყო და მან თავისივე შექმნილი სისტემის არსებობაზე უარი
თქვა. მამაკაცი ახლა თავის სამყაროშია და ფიქრობს იმაზე, თუ ვის შექმნილ სიმულაციაში
იმყოფება ამჯერად... ერთი რამ ფაქტად იცის, მას აქ არანაირი სუპერძალა არ გააჩნია... ის
ყოფილი ღმერთია, რომელიც აქ და ახლა რიგითი პერსონაჟია. სამყარო კი, რომელშიც მან
ღმერთობაზე თქვა უარი, მის წინ მონიტორში კოდებად არის გადაშლილი...

108
სარჩევი

Contents
წინასიტყვაობა ........................................................................................................................................... 2
ნაწილი I - 1. ................................................................................................................................................. 3
2. ................................................................................................................................................................... 5
3. ................................................................................................................................................................. 32
4. ................................................................................................................................................................. 62
ნაწილი II - 1. .............................................................................................................................................. 63
2. ................................................................................................................................................................. 70
3. ................................................................................................................................................................. 78
4. ................................................................................................................................................................. 83
ღმერთის ეგზისტენცია: ......................................................................................................................... 102
ხვთისო – ჩემი ბიბლია, უკანასკნელი ჩანაწერი ................................................................................ 106
შემქმნელის წერილი: ............................................................................................................................ 107
დასასრული ............................................................................................................................................. 108
სარჩევი .................................................................................................................................................... 109

109

You might also like