You are on page 1of 169

1

ყური მიუგდე ქარის სიმღერას - 1

"ისეთი რამ, რასაც იდეალური ტექსტი ჰქვია, არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს
იდეალური სასოწარკვეთა".

ეს ერთმა მწერალმა მითხრა, რომელიც შემთხვევით გავიცანი სტუდენტობისას. თუ რას


ნიშნავდა სინამდვილეში, გაცილებით გვიან მივხვდი, მაგრამ მაშინ ამან, სულ ცოტა, მანუგეშა
მაინც. იდეალური ტექსტი არ არსებობს – მორჩა და გათავდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის,
როცა წერაზე მიდგებოდა საქმე, სასოწარკვეთა შემიპყრობდა, იმიტომ რომ იმ საგნების
არეალი, რომლებზეც შემეძლო წერა, შეზღუდული იყო. მაგალითად, სპილოზე კიდევ შემეძლო
დამეწერა რაღაც, მაგრამ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვქცეოდი სპილოს – თითქმის არაფერი. აი,
ეგრეა საქმე.

რვა წელი იდგა ჩემ წინ ეს დილემა. მთელი რვა წელი. ცოტა არ არის. მაგრამ სანამ ჯერ კიდევ
სწავლობ რაღაცას, დაბერება არც ისეთი მტანჯველია, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ ამაზე
აბსტრაქტულად იმსჯელებ.

დაახლოებით ოცი წლის ასაკიდან ერთთავად ვცდილობ, სწორედ ასე ვიცხოვრო. ვერ
დაითვლი, რამდენჯერ მომხვდა ამის გამო, რამდენჯერ მომატყუეს, რამდენჯერ ვერ გამიგეს,
მაგრამ იმავდროულად შესანიშნავი გამოცდილებაც მივიღე. მოდიოდნენ ვიღაცები,
მელაპარაკებოდნენ, გრუხუნით გადამივლიდნენ, როგორც ხიდს და უკანმოუხედავად
მიდიოდნენ. მე ჩუმად ვიჯექი, პირში წყალჩაგუბებული, არაფერს ვყვებოდი. აი, ასე შევხვდი იმ
წელიწადს, როცა ოცდაათი უნდა შემსრულებოდა.

ახლა ვფიქრობ, ავდგები და მოვყვები-მეთქი.

რა თქმა უნდა, ეს არც ერთ ჩემს პრობლემას არ გადაწყვეტს, თან ვშიშობ, რომ ამის შემდეგაც
ყველაფერი თავ-თავის ადგილას დარჩება. ბოლოს და ბოლოს, ტექსტის შედგენა განკურნების
საშუალება არ არის. ეს მხოლოდ თვითგანკურნების უმწეო მცდელობაა. არადა, ყველაფრის
გულახდილად მოყოლა საშინლად ძნელია. რაც უფრო მეტად ვცდილობ, გულახდილი ვიყო,
მით მეტად იძირება წყვდიადში მართალი სიტყვები.

არა, სულაც არ ვცდილობ თავის მართლებას. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც აქ წერია,
საუკეთესოა, რაც დღეისთვის შემიძლია. ვერაფერს დავამატებ. იცით, რას ვფიქრობ? უცებ
მომავალში რომ აღმოვჩნდე – რამდენიმე წლით ან რამდენიმე ათეული წლით – ნეტავ როგორი
ვიქნები განკურნებული? მაშინ ჩემი სპილოები ველზე დაბრუნდებიან და მეც ამაზე გაცილებით
ლამაზ სიტყვებს ვიპოვი.

***

2
რაც შეეხება წერას, ამ მხრივ ძალიან ბევრი ვისწავლე დერეკ ჰარტფილდისგან. შეიძლება
ითქვას, რომ თითქმის ყველაფერი. თვითონ ჰარტფილდი, სამწუხაროდ, ყველა
თვალსაზრისით უნაყოფო მწერალი იყო. წაიკითხავთ და თვითონვე ნახავთ. მოუქნელი
ტექსტი, სულელური თემები, უინტერესო სიუჟეტები. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ის იმ
მცირერიცხოვან მწერალთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც ტექსტიდან იარაღის გაკეთება
შეუძლიათ. ვფიქრობ, თავისი თანამედროვეების, მაგალითად, ჰემინგუეისა და ფიცჯერალდის
გვერდით რომ დაეყენებინათ, ნაღდად არ წააგებდა ორთაბრძოლას. უბრალოდ, ჰარტფილდმა
სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო ზუსტად განესაზღვრა, ვინ იყო მისი მეტოქე. სწორედ ესაა
ფარტფილდის უნაყოფობის მიზეზიც. რვა წელი და ორი თვე იბრძოდა უშედეგოდ, მერე კი
მოკვდა. 1938 წლის ერთ მზიან კვირა დილით მარჯვენა ხელში ჰიტლერის პორტრეტითა და
მარცხენაში ქოლგით ემფაიარ-სთეით-ბილდინგის სახურავიდან გადმოხტა. მის სიკვდილს,
ისევე როგორც სიცოცხლეს, განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა არ გამოუწვევია.

ჰარტფილდის პირველი წიგნი შემთხვევით ჩამივარდა ხელში. ისინი ხელმეორედ არავის


გამოუცია. მაშინ საშუალო საფეხურის მეორე კლასში ვიყავი და საზარდულთან კანის
დაავადებით ვიტანჯებოდი. ბიძაჩემი, რომელმაც ეს წიგნი მაჩუქა, სამი წლის შემდეგ
ნაწლავების კიბოთი დაავადდა. ერთიანად აკუწეს, პლასტიკატის მილები ჩაუდგეს ყველა
შესასვლელ-გამოსასვლელში და მას შემდეგ, რაც ეს ჯოჯოხეთი გაიარა, მოკვდა. უკანასკნელად
რომ ვნახე, ყავისფერი ედო, ისე იყო დანაოჭებული, ბებერ მაიმუნს ჰგავდა.

სულ სამი ბიძა მყავდა. ერთი სადღაც შანხაის გარეუბანში მოკვდა ომის დამთავრებიდან ორი
დღის შემდეგ. თავისსავე ჩადებულ ნაღმს დააბიჯა ფეხი. ცოცხლებში დარჩენილი ერთადერთი
ბიძა ილუზიონისტი გახდა და იაპონიის მთელ კურორტებს უვლის.

***

ჰარტფილდი ასე ამბობდა კარგ ტექსტზე: "წერის პროცესი სხვა არაფერია, თუ არა დისტანციის
დაზუსტება მწერალსა და მის გარშემომყოფთ შორის. აქ გრძნობები კი არა, სახაზავია საჭირო"
("რა არის ცუდი იმაში, თუ კარგად ხართ", 1936 წ.). სახაზავი ჩავბღუჯე ხელში და მორიდებით
მივიხედ-მოვიხედე. ეს ზუსტად პრეზიდენტ კენედის სიკვდილის წელს იყო. გამოდის, რომ უკვე
15 წელიწადი გავიდა. მთელი 15 წელიწადი ყველას და ყველაფრის გადაყრით ვიყავი
დაკავებული. ისე, როგორც მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავიდან შესამსუბუქებლად
ყრიან ყველაფერს – ჯერ ბარგს, მერე სავარძლებს, ბოლოს კი ისედაც გაუბედურებულ
ბორტგამცილებელს. მეც, აი, ასე თხუთმეტი წელი ვყრიდი ყველაფერს, მაგრამ სანაცვლოდ
თითქმის ვერაფერი მივიღე.

მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად ვიქცეოდი. უეჭველად შევმსუბუქდი, მაგრამ


შიშის ზარს მცემს იმის გაფიქრება, თუ რა დარჩება ჩემგან, როცა სიკვდილთან შეხვედრა
მომიწევს. ნუთუ მხოლოდ ძვლები? "როცა სულში ბნელა, მხოლოდ ბნელ სიზმრებს ხედავ.
მაგრამ თუ უკუნი სიბნელეა, მაშინ – საერთოდ ვერაფერს". ასე ამბობდა აწ გარდაცვლილი ჩემი
ბებია.

3
პირველი, რაც გავაკეთე იმ ღამეს, როცა ბებია მოკვდა, ხელი გავიწვდინე და ფრთხილად
დავუხუჭე თვალები. ამწამს სიზმარი, რომელსაც ის 79 წელი ხედავდა, ისე უჩუმრად შეწყდა,
როგორც ქვაფენილზე ახმაურებული ზაფხულის ხანმოკლე წვიმა. არაფერი არ დარჩა.

***

ერთხელ კიდევ ტექსტის შესახებ. უკანასკნელად.

ჩემთვის ტექსტის წერა წამებაა. ხანდახან მთელი თვის განმავლობაში ხეირიანს ვერაფერს
დაწერ. თუმცა, ისეც ხდება, რომ სამი დღე და ღამე წერ, მერე კი ამ ნაწერს ყველა სულ
სხვანაირად, თავისებურად იგებს.

მაგრამ ამასთან ერთად, წერა სასიამოვნო პროცესია. მისთვის უფრო ადვილია აზრის მიცემა,
ვიდრე ამ გაძაღლებული ცხოვრებისთვის.
როცა ყმაწვილობისას ამ ფაქტს მივაქციე ყურადღება, ისე გავოცდი, მთელი კვირა
დამუნჯებულივით დავდიოდი. მეჩვენებოდა, რომ საკმარისი იყო ოდნავ გამენძრია თავი და
მთელი სამყარო შეიცვლიდა ფასეულობებს, დროც სულ სხვაგვარად დაიწყებდა დინებას.
ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მოვისურვებდი. სამწუხაროდ, მხოლოდ კარგა ხნის მერე
აღმოვაჩინე, რომ ეს მახე იყო. ბლოკნოტი სახაზავით შუაზე გავყავი. მარჯვენა მხარეს
ჩამოვწერე ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში მივაღწიე, მარცხენა მხარეს – ყველაფერი, რაც
დავკარგე. დავკარგე, ფეხქვეშ გავთელე, მივატოვე, მსხვერპლად შევწირე, ვუღალატე...
ბოლომდე ჩამოთვლა ვერც კი შევძელი.

რაიმეს შეცნობის ჩვენს მცდელობასა და ნამდვილ შეცნობას შორის ღრმა უფსკრულია. რაც
უნდა გრძელი სახაზავი გვქონდეს, ამ სიღრმეს ვერ გავზომავთ. და ის, რაც აქ ქაღალდზე
შემიძლია გადმოვცე, მხოლოდ და მხოლოდ ჩამონათვალია. ეს არც რომანია, არც
ლიტერატურა. ეს საერთოდ არ არის ხელოვნება. უბრალოდ, ვერტიკალური ხაზით შუაზე
გაყოფილი ბლოკნოტია. ხოლო რაც შეეხება მორალს... შეიძლება სულ მცირე დოზით ისიც
იყოს.

მაგრამ თუ თქვენ ხელოვნება და ლიტერატურა გინდათ, მაშინ ბერძნები უნდა წაიკითხოთ.


ჭეშმარიტი ხელოვნების შექმნას ხომ აუცილებლად მონათმფლობელური წყობილება
ესაჭიროება. ძველ საბერძნეთში მონები ამუშავებდნენ მიწას, ამზადებდნენ საკვებს და ნიჩბებს
უსვამდნენ გალერებზე. ამ დროს კი ხმელთაშუა ზღვის თაკარა მზის ქვეშ მოქალაქეები
ლექსების თხზვითა და მათემატიკაში ვარჯიშით იყვნენ დაკავებულნი. და ეს ხელოვნება იყო.

მაგრამ რა ტექსტი უნდა დაწეროს კაცმა, რომელიც შუაღამისას გაყურსულ სამზარეულოს


მაცივარში აფათურებს ხელს? მხოლოდ აი, ასეთი.

ამას ჩემს თავზე ვამბობ.

4
2

ეს ამბავი 1970 წლის 8 აგვისტოს დაიწყო და დამთავრდა 18 დღის შემდეგ, ესე იგი, იმავე წლის
26 აგვისტოს.

– ყველა მდიდარი მძღნერია!

წამოიყვირა დაბოღმილმა ვირთხამ. იდაყვებით დახლზე დაყრდნობილი მე მიყურებდა.


გამორიცხული არ არის, რომ ამას ჩემ უკან მდგარ რომელიმე ყავის საფქვავს ეუბნებოდა.
დახლთან გვერდიგვერდ ვისხედით და ჩემ გასაგონად ასე ყვირილი აუცილებელი არ იყო.
თუმცა ვისთვისაც არ უნდა დაეყვირა, თვითონ დაყვირებამ სავსებით დააკმაყოფილა და,
როგორც ყოველთვის, კაი გურმანივით განაგრძო ლუდის წრუპვა. ერთი კია, გარშემო არავის
გაუგონია, როგორ დაიყვირა ვირთხამ. ბარი სავსე იყო ხალხით, თითოეული მათგანი ზუსტად
ასე ყვიროდა. სანახაობა ჩასაძირად განწირულ გემს მაგონებდა.

– მუქთახორები! – თქვა ვირთხამ და, თითქოს რაღაცის მოცილებას აპირებსო, ისე გადააქნია
თავი, – ამ არამზადებს თვითონ არაფრის თავი არა აქვთ. როგორც კი იმათ შეძლებულ
სიფათებს მოვკრავ თვალს, მაშინვე გული მერევა.

ლუდისთვის პირი არ მომიშორებია, ისე დავუქნიე თავი. ვირთხა გაჩუმდა და თავის გამხდარ
თითებს დააცქერდა. ხან გადააბრუნებდა, ხან გადმოაბრუნებდა – თითქოს კოცონზე ითბობსო.
მე მოთმინებით მივაპყარი მზერა ჭერს – სანამ ის ერთიმეორის მიყოლებით სწავლობს თავის
ათ თითს, საუბარი არ განახლდება. ასეა ყოველთვის.

ზაფხულის განმავლობაში მე და ვირთხამ ლუდის 25-მეტრიანი საცურაო აუზი დავლიეთ და


"ჯეის ბარის" იატაკი არაქისის ნაჭუჭის ხუთსანტიმეტრიანი ფენით დავფარეთ. ასე რომ არ
მოვქცეულიყავით, ნაღდად ფეხებს გავფშეკდით, ისეთი მოსაწყენი ზაფხული იყო.

"ჯეის ბარის" დახლის თავზე ნიკოტინისგან მთლად გაუფერულებული გრავიურა ეკიდა. როცა
საქმე არ გვქონდა, მოწყენილობისგან საათობით შევცქეროდი ამ გრავიურას. არ მწყინდებოდა.
ის, რაც გრავიურაზე იყო გამოსახული, რორშახის ტესტისთვის გამოდგებოდა. მე, მაგალითად,
ორ მწვანე მაიმუნს ვხედავდი, ერთმანეთის პირისპირ რომ ისხდნენ და ჩოგბურთის დაჩუტულ
ბურთებს ესროდნენ ერთმანეთს.

როცა ამის თაობაზე ბარმენ ჯეის ვუთხარი, ყურადღებით შეხედა გრავიურას და გულგრილად
თქვა:

– რავი, ჩვეულებრივი მაიმუნები არიან.

– შენ რას ხედავ? – ჩავაცივდი.

– მარცხენა მაიმუნი შენ ხარ, მარჯვენა – მე. მე ლუდს გიგდებ, შენ – ფულს.

5
ნათქვამით გამოწვეული ღრმა შთაბეჭდილებით ვცლიდი ლუდის მორიგ კათხას და ვამბობ:

– სულს მიმღვრევენ!

ვირთხამ საკუთარი თითების შესწავლა დაამთავრა და საუბარი განაგრძო.

მდიდრებს პირველად არ ლანძღავდა ვირთხა. მართლაც, საშინლად ეჯავრებოდა. თვითონაც


საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, მაგრამ ყოველთვის, როგორც კი ამას შევახსენებდი,
მპასუხობდა: "ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ ასე გამოვიდა". ზოგჯერ (უფრო მაშინ, როცა ლუდს
მოვიცილებდი ტუჩებიდან) ვამბობდი:

"არა, შენი ბრალია", – და სულ მიფუჭდებოდა გუნება. ვირთხას სიტყვებში ნამდვილად იყო
ჭეშმარიტების წილი.
– იცი კი, რატომ არ მიყვარს მდიდრები?

ეს პირველი საღამო იყო, როცა ვირთხამ თემის გავრცობა გადაწყვიტა.

თავი გადავაქნიე, არ ვიცი-მეთქი.

– იმიტომ რომ, თუ სიმართლე გინდა, მდიდრებს საერთოდ არ უნდათ ტვინის განძრევა.


ფარნისა და სახაზავის გარეშე ტრაკის მოფხანაც არ შეუძლიათ.

"თუ სიმართლე გინდა" ვირთხას საყვარელი გამოთქმა იყო.

– გასაგებია.

– ეს მუქთახორები მთავარზე არ ფიქრობენ. მხოლოდ თავს გაჩვენებენ, რომ ფიქრობენ. და იცი,


რატომ?

– მაინც რატომ?

– არ სჭირდებათ და იმიტომ. რა თქმა უნდა, გასამდიდრებლად ცოტა ტვინი აუცილებელია,


მაგრამ მდიდრად დარჩენას ნამდვილად აღარ სჭირდება. როგორც თანამგზავრს არ სჭირდება
ბენზინი. მიდი და იბრუნე. მე კი ასეთი არ ვარ. არც შენ ხარ ასეთი. ცხოვრება რომ შევძლოთ,
ჩვენ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ. ხვალინდელი ამინდით დაწყებული, აბაზანის საცობით
დამთავრებული. ასე არ არის?

– აჰა.

– ჰოდა, ეგრე.

ყველაფერი რომ თქვა, რისი თქმაც უნდოდა, ვირთხამ ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და
მოწყენილი სახით ხმაურით მოიხოცა ცხვირი. ვერასოდეს ვერ ვხვდებოდი, როდის იყო
სერიოზული და როდის – არა.

– მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხომ ყველანი დავიხოცებით, – გადავუგდე ანკესი.

6
– ჰო, რა თქმა უნდა. ოდესმე ყველანი მოვკვდებით. მაგრამ მანამდე კიდევ ნახევარი საუკუნე
უნდა ვიცოცხლოთ.

მაგრამ ნახევარი საუკუნე ცხოვრება, კაცმა რომ თქვას, გაცილებით დამღლელია, ვიდრე ხუთი
ათასი წელი უფიქრელად ცხოვრება. ასე არ არის?

არადა, მართლა ასეა...

პირველად ვირთხას სამი წლის წინ შევხვდი. გაზაფხულზე, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდით
გამოცდებს. ორივენი უგონოდ დავთვერით და აღარც კი მახსოვს, როგორ აღმოვჩნდით დილის
ხუთ საათზე მის შავ ექვსასიან ფიატში. საერთო ნაცნობის ნახვა თუ მოგვინდა.

ასე იყო თუ ისე, გატრეტილები ვიყავით. თანაც, სპიდომეტრის ისარი ოთხმოცს უჩვენებდა.
მხოლოდ ფორტუნის კეთილგანწყობით თუ შეიძლებოდა იმის ახსნა, რომ თითიც არ
გაგვკაწვრია, როცა პარკის ღობე გავანგრიეთ, ძირიანად მოვთხარეთ როდოდენდრონის
ბუჩქები და მთელი ძალით შევასკდით ქვის სვეტს.

გონს რომ მოვედით, დაჭეჭყილი კარი ფეხით გავანგრიე და გარეთ გამოვძვერი. კაპოტი ათ
მეტრზე გაფრენილიყო და მაიმუნების გალიასთან ეგდო, ფიატის ცხვირს სვეტის ფორმა მიეღო.
უბოდიშოდ გაღვიძებული მაიმუნები საშინლად ბრაზობდნენ. შუაზე მოკეცილი ვირთხა ორივე
ხელით ჩაჰფრენოდა საჭეს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ რამე დაუზიანდა, იმიტომ რომ
პირდაპირ პანელზე არწყევდა ერთი საათის წინ შეჭმულ პიცას. სახურავზე ავძვერი და ლუკიდან
ჩავიხედე მანქანაში.

– როგორ ხარ?

– არა მიშავს... ცოტა მეტი მომივიდა, გული მერევა...

– გამოძრომა შეგიძლია?

– თუ ამომათრევ...

ვირთხამ ძრავა გამორთო. პანელიდან სიგარეტის კოლოფი აიღო და ჯიბეში ჩაიტენა. მერე
ნელა ჩამკიდა ხელი და ამოძვრა. ფიატის სახურავზე ვისხედით, ვუყურებდით, როგორ
იცრიცებოდა ნელ-ნელა ცა და სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდით. რატომღაც ფილმი გამახსენდა
ტანკისტებზე, რიჩარდ ბარტონით მთავარ როლში. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ფიქრობდა
ვირთხა.

– ჰო... – თქვა ხუთი წუთის შემდეგ, – ძალიან გაგვიმართლა. ნახე, ნაფხაჭნიც კი არ გვაქვს!
ვითომ ხდება ასეთი რამ?

– ნუ იტყვი, – ვთქვი, – ოღონდ ეგ არი, მანქანას დაენძრა...

7
– დაენძრა და დაენძრა. ახლის ყიდვა შეიძლება. აი, იღბალს კი ვერ იყიდი!

გაკვირვებულმა შევხედე.

– შენ რა, მდიდარი ხარ?

– ვგავარ, არა?

– მერე მაგას რა ჯობია...

ვირთხას ხმა არ გაუცია, უკმაყოფილოდ გააქნია თავი. მერე ისევ თქვა:

– მაინც როგორ გაგვიმართლა...

– მართლაც...

სიგარეტი კედით გასრისა და ნამწვი წკიპურტით პირდაპირ მაიმუნების გალიისკენ მოისროლა.


– მისმინე, – თქვა, – იქნებ ერთ გუნდად შევკრულიყავით. რასაც არ უნდა მოვკიდოთ ხელი,
ყველაფერი მშვენივრად გამოგვდის!

– რით დავიწყოთ?

– რით და, მოდი, ლუდი დავლიოთ.

იქვე, ავტომატიდან, ექვსი ქილა ლუდი ვიყიდეთ და სანაპიროსკენ წავედით.

პლაჟზე გაშოტილებმა ქილები სულ გამოვცალეთ. მერე ზღვას გავცქეროდით. მშვენიერი


ამინდი იდგა.

– "ვირთხა" დამიძახე, – თქვა უცებ.

– რატომ "ვირთხა"? – გამიკვირდა.

– აღარც კი მახსოვს. კარგა ხანია ამეწება. თავიდან საშინლად არ მომწონდა, ახლა ყველაფერი
ნორმალურადაა. ყველაფერს ეჩვევი.

ცარიელი ქილები ზღვაში გადავყარეთ, თავზე პალტოები წამოვიფარეთ და ლოდებზე


მიყუდებულებმა, დაახლოებით ნახევარი საათი ჩავთვლიმეთ. როცა გამეღვიძა, ვიგრძენი,
როგორ მეღვრებოდა სხეულში სასიცოცხლო ძალები. მშვენიერი შეგრძნებაა.

– ასი კილომეტრი შემიძლია ვირბინო, – ვუთხარი ვირთხას.

– მეც, – თქვა ვირთხამ.

სინამდვილეში კი მუნიციპალიტეტისთვის პარკის შესაკეთებლად ფული უნდა გადაგვეხადა –


სამი წლის განვადებით და თან პროცენტით.

8
5

ჩემდა გასაოცრად, ვირთხა არაფერს არ კითხულობდა. არასდროს არ მინახავს დაბეჭდილი


ტექსტის კითხვისას, თუ არ ჩავთვლი სპორტულ გაზეთებსა და სარეკლამო ფურცლებს. როცა მე
დროის მოსაკლავად წიგნს ავიღებდი, ისეთი ცნობისმოყვარეობით ჩაიხედავდა შიგ,
როგორითაც ბუზი ათვალიერებს ბუზსაკლავს.

– ნეტავ რისთვის კითხულობ წიგნებს?

– ნეტავ რატომ სვამ ლუდს?

ორნი ვიყავით და დაკონსერვებულ სტავრიდასა და ბოსტნეულის სალათას შევექცეოდით.


კითხვაზე კითხვით რომ ვპასუხობდი, ვირთხასკენ არც გამიხედავს.

ჩაფიქრდა და ხუთი წუთის შემდეგ თქვა:

– რატომ ვსვამ ლუდს? სულ შარდში მიდის, მთლიანად. გინდ მშრალი ანგარიშით მოგიგია
ვინმესთვის, – თქვა და შემომაჩერდა. მე მშვიდად ვჭამდი.

– შენ რატომ კითხულობ წიგნებს?

სტავრიდას ბოლო ლუკმაც გადავყლაპე ლუდთან ერთად და თეფში გავწიე. იქვე


დაუმთავრებელი "გრძნობათა აღზრდა" იდო. ავიღე და შრიალით გადავშალე.

– იმიტომ რომ ფლობერი უკვე მოკვდა!

– რა, ცოცხლებს არ კითხულობ?

– ცოცხლების კითხვას აზრი არა აქვს.

– რატომ?

– იმიტომ რომ მკვდრებისთვის ყველაფრის პატიება შეიძლება.

დახლზე დადგმული ტელევიზორისკენ შევბრუნდი. "გზა 66"-ს ასრულებდნენ.

ვირთხა ისევ ჩაფიქრდა.

– რა, ცოცხლებისთვის არ შეიძლება ყველაფრის პატიება?

– ცოცხლებისთვის? ამაზე რატომღაც სერიოზულად არ მიფიქრია... მაგრამ, ვთქვათ, კუთხეში


მიგიმწყვდიეს, მაშინ როგორ აპატიებ? ალბათ არ აპატიებ...

ჯეი მოვიდა და კიდევ თითო ქილა ლუდი დაგვიდგა.

9
– მაგრამ რას იზამ, თუ არ აპატიებ?

– ბალიშში ცხვირს ჩავყოფ და დავიძინებ.

ვირთხამ დაბნეულმა გადააქნია თავი.


– უცნაურია... რაღაც ვერ მივხვდი...

ლუდი დავუსხი. ერთიანად მოიბუზა. ფიქრობდა. მერე ალაპარაკდა:

– უკანასკნელად შარშან ზაფხულს წავიკითხე წიგნი. არც სახელწოდება მახსოვს, არც ავტორი.
არც ის მახსოვს, რატომ ვკითხულობდი. რაღაც რომანი იყო, ქალის დაწერილი. გმირიც ქალი
იყო, სახელგანთქმული მოდელიერი, დაახლოებით ოცდაათი წლისა. მოკლედ, საკუთარი თავი
დაარწმუნა, რომ უკურნებელი სენით იყო შეპყრობილი...

– რა სენით?

– არ მახსოვს. მგონი კიბოთი. კიდევ რა უკურნებელი სენი არსებობს? მოკლედ, ზღვის


კურორტზე მიემგზავრება და მთელი გზა ონანიზმით არის დაკავებული. აბაზანაში, ტყეში,
ლოგინში, ზღვაში – მოკლედ, ყველგან.

– ზღვაშიც?

– აჰა. წარმოგიდგენია? ვითომ სხვა არაფერი იყოს დასაწერი.

– ჰო...

– ეგეთი წიგნები... მაპატიე და რწყევა მინდება.

თავი დავუქნიე.

– მის ადგილზე სულ სხვა რომანს დავწერდი.

– მაგალითად, როგორს?

ვირთხამ კათხის პირს თითი მოუსვა.

– დავუშვათ, ასეთს. მე ვჯდები თბომავალში. ის კი წყნარი ოკეანის შუაგულში იძირება. მაშველ


რგოლს ჩაბღაუჭებული, მარტოდმარტო ვარ ღამის ოკეანეში. ვარსკვლავებს შევცქერი.
მშვენიერი წყნარი ღამეა. და უცებ საიდანღაც ჩემსავით მაშველ რგოლს ჩაჭიდებული
ახალგაზრდა ქალი მოცურავს.

– ლამაზი ქალია?

– რა თქმა უნდა.

ლუდი მოვსვი და თავი გავაქნიე.

10
– რაღაც სისულელეა.

– არა. ჯერ მომისმინე. ესე იგი, იმ ქალთან ერთად ვტივტივებ ოკეანეში და ამ ცხოვრებაზე
ვლაყბობთ. საიდან ვართ, საით მივდივართ, რა გატაცებები გვაქვს, ადრე ვისთან ვიწექით, რა
ვნახეთ ტელევიზორში, გუშინ რა დაგვესიზმრა და ასე შემდეგ. მერე კი ლუდს ვსვამთ.

– მოიცა... ლუდი საიდანღა გაჩნდა?

ვირთხა ერთხანს ჩაფიქრდა.

– ისიც იქ ტივტივებდა. ქილებით. თბომავალში სასადილო იყო, იქიდან გადმოცვივდა. და კიდევ


ქაშაყი ზეთში. ნორმალურია, არა?

– აჰა.
– და აი, თენდება. რა ვქნათ? – მეკითხება. მეო, იქით უნდა გავცურო, სადაც ნაღდად არის
კუნძულიო. მე კი ვპასუხობ: შეიძლება არავითარი კუნძულიც არ არის. ისევ აქ ტივტივი და
ლუდის წრუპვა ჯობს. ერთიც ვნახოთ და თვითმფრინავი გამოჩნდეს ჩვენ გადასარჩენად.
მაგრამ ის ყურს არ მიგდებს და მარტო მიცურავს.

ვირთხამ ამოიოხრა და ლუდი მოსვა.

– ორი დღე-ღამის ცურვის შემდეგ ქალი თავის კუნძულს მიაღწევს. მე კი, ნამთვრალევს,
თვითმფრინავი გადამარჩენს. რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით ვხვდებით პატარა ბარში,
სადღაც ახალმშენებლობების უბანში.

– და ისევ ლუდს სვამთ, ხომ?

– ნაღვლიანი ამბავია, არა?

– ჰო, ძალიან...

11
6

ვირთხას რომანში ორ დადებით მომენტს აღვნიშნავდი. ჯერ ერთი, იქ არ არის სექსის სცენები,
მეორეც, არავინ მომკვდარა. სულ არ არის საჭირო, აიძულო ადამიანი მოკვდეს ან ქალთან
დაწვეს – ისედაც ამით არის დაკავებული. ეგეთი ჯიშია.

***

– შენი აზრით, მართალი არ ვიყავი? – ჰკითხა ქალმა.

ვირთხამ ლუდი მოწრუპა და ნელა გადააქნია თავი.

– მართალი გითხრა, არავინაც არ არის მართალი.

– რატომ ფიქრობ ასე?

ვირთხამ ჩაიცინა და ზედა ტუჩი გაილოკა. პასუხი არ გაუცია.

– მკლავები ჩამომწყდა, სანამ იმ კუნძულამდე მივცურდებოდი! ისე ცუდად ვიყავი, მეგონა,


მოვკვდებოდი. ერთი ფიქრი მიბურღავდა ტვინს: როგორ, შენ მართალი ხარ, მე კი არა? რატომ
უნდა ვიტანჯებოდე, შენ კი იქ წყალზე ნებივრობ და აინუნშიც არ აგდებ არაფერს.

ქალმა ნერვიულად ჩაიცინა და მელანქოლიურად მიიფარა ხელი თვალებზე. ვირთხა


როგორღაც დაბნეულად და უაზროდ იქექებოდა ჯიბეებში. ამ სამი წლის განმავლობაში
პირველად მოუნდა სიგარეტის მოწევა.

– გინდოდა, რომ მომკვდარიყავი?

– როგორ გითხრა... ისე, ცოტათი.

– მართლა "ცოტათი"?

– ზუსტად არ მახსოვს.

დუმილი ჩამოვარდა. ვირთხამ საჭიროდ ჩათვალა მისი დარღვევა.

– იცი რა? ადამიანები ერთნაირები არ იბადებიან.

– ეგ ვინ თქვა?

– ჯონ ფ. კენედიმ.

12
7

ბავშვობაში საშინლად უტყვი ვიყავი. იმდენად უტყვი, რომ მშობლები შეშფოთდნენ და ნაცნობ
ფსიქიატრთან წამიყვანეს.

ექიმის სახლი გორაკზე იდგა, საიდანაც ზღვის პეიზაჟი იშლებოდა. მე მზით გაჩახჩახებულ
მისაღებში, დივანზე დავჯექი. შუახნის დიასახლისმა დახვეწილი მანერით მომართვა ცივი
ფორთოხლის წვენი და ორი ფუნთუშა. ვცდილობდი, შაქარი მუხლებზე არ დამყროდა, ისე
შევჭამე ნახევარი ფუნთუშა, წვენი კი სულ დავლიე.

"კიდევ ხომ არ დალევ?" – მკითხა ექიმმა. მე თავი გავაქნიე. მისაღებში მხოლოდ ჩვენ ორნი
ვიყავით. კედლიდან საყვედურით შემომცქეროდა მოცარტი. შეშინებულ კატას ჰგავდა.

– დიდი ხნის წინათ, – დაიწყო ექიმმა, – ცხოვრობდა ერთი კეთილი თხა...

როგორი შესავალია! თვალები დავხუჭე და შევეცადე წარმომედგინა კეთილი თხა.

– თხას კისერზე ლითონის მძიმე საათი ეკიდა. ამ საათით დადიოდა ყველგან. დადიოდა და
ხვნეშოდა. თანაც, გარდა იმისა, რომ ასეთი მძიმე იყო, მუშაობითაც არ მუშაობდა. ერთხელაც
თხასთან ნაცნობი კურდღელი მივიდა და ეუბნება: "მისმინე, თხაო! ნეტავ რას დაათრევ ამ
გაფუჭებულ საათს? ჯერ ერთი, მძიმეა და, მეორეც, არანაირი ხეირი მაგისგან არ არის".

"მძიმე კი არის, – ეუბნება თხა, – მძიმეც არის და თან არც მუშაობს, მაგრამ მივეჩვიე".

ექიმმა თავისი ფორთოხლის წვენი მოსვა და გამიღიმა. ხმა არ ამომიღია. გაგრძელებას


ველოდი.

– ერთხელაც კურდღელმა თხას დაბადების დღეზე ბაფთით შეკრული პატარა კოლოფი


მიართვა. კოლოფში ახალთახალი, ბრჭყვიალა, არაჩვეულებრივად მსუბუქი და თან
შესანიშნავად მომუშავე საათი იდო. თხამ საშინლად გაიხარა, კისერზე ჩამოიკიდა და გაიქცა,
რათა ყველასთვის ეჩვენებინა.

აქ ზღაპარი მოულოდნელად დასრულდა.

13
– შენ თხა ხარ, მე – კურდღელი. საათი შენი სულია.

მოტყუებულად ვიგრძენი თავი. მორჩილად დავეთანხმე.

კვირაში ერთხელ, კვირა დღის მეორე ნახევარში, მატარებლიდან ავტობუსში გადავჯდებოდი


და ასე მივდიოდი ექიმის სახლამდე, სადაც მკურნალობისას ყავის რულეტს, ვაშლის ღვეზელს,
ტკბილ ბლინებს და თაფლაკვერებს მივირთმევდი. ასეთი თერაპიის ერთი წლის თავზე
იძულებული გავხდი დანტისტისთვის მიმემართა.

– ცივილიზაცია ინფორმაციის გადაცემაა, – ამბობდა ჩემი ექიმი, – თუ შენ რაიმეს გამოხატვა არ


შეგიძლია, მაშინ ეს "რაიმე" თითქოს არც არსებობს. თითქოს არის და სინამდვილეში კი არ
არის. აი, ვთქვათ, მოგშივდა. საკმარისია თქვა "მშია!" და მაშინვე მოგცემ ბლინს. აიღე (მე
ავიღე). მაგრამ თუ არაფერს იტყვი, მაშინ ვერ მიიღებ ბლინს (ბოროტი გამომეტყველებით
ბლინებით სავსე თეფში მაგიდის ქვეშ დამალა). ნული! გასაგებია? ლაპარაკი არ გსურს, ჭამა კი
გინდა. და აი, ცდილობ სიტყვების გარეშე გამოხატო. ჟესტების ენით. სცადე.

ხელები მუცელზე მივიკარი და სახეზე ტანჯვა აღვიბეჭდე.

"ეგ საჭმელი ვერ მოინელე ხეირიანად", – გაიცინა ექიმმა.


საჭმელი ვერ მოვინელე...

მერე უშუალო საუბარი გავაბით.

– აბა ერთი კატებზე მომიყევი რამე. სულ ერთია, რაც გინდა.

თავს აქეთ-იქით ვატრიალებდი, ვითომ ვფიქრობდი.

– აი, რა მოგდის თავში პირველად?

– ოთხფეხა ცხოველი...

– ეგ ხომ სპილოა!

– უფრო პატარა...

– კარგი. კიდევ რა?

– ადამიანებთან სახლში ცხოვრობს. როცა გუნებაზეა, თაგვებს იჭერს.

– რას მიირთმევს?

– თევზს.

– ძეხვს არა?

– ძეხვსაც.

14
აი, ასე ვსაუბრობდით.

ექიმი მართალს ამბობდა. ცივილიზაცია ინფორმაციის გადაცემაა. როცა აღარაფერი იქნება


გადასაცემი, ცივილიზაცია დამთავრდება. ჩხაკ! და გამოირთვება.

გაზაფხულზე, როცა თოთხმეტის გავხდი, საოცარი რაღაც მოხდა. უცებ ავლაპარაკდი, თან ისე,
თითქოს კაშხალი გასკდაო. რას ან რის შესახებ ვლაპარაკობდი, ახლა არ მახსოვს, მაგრამ სამი
თვე შეუჩერებლად ვჭიკჭიკებდი, თითქოს თოთხმეტი წლის დანაკლისს ვივსებდი. ხოლო როცა
შუა ივლისში გავჩუმდი, სიცხემ ორმოც გრადუსამდე ამიწია და სამი დღე არ დავდიოდი
სკოლაში. მერე სიცხემ დამიკლო და აღარც უტყვი ვიყავი და აღარც ყბედი – ნორმალურ ბიჭად
ვიქეცი.

დილის ექვსი საათისთვის გამეღვიძა – ეტყობა, წყურვილმა წამომაგდო. უცხო სახლში რომ
ვიღვიძებ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც ვიღაცის სხეულში ძალით ჩატენილი სული. ვეღარ
მოვითმინე, ვიწრო საწოლიდან ავდექი, ძალიან უბრალო ნიჟარასთან მივედი, ცხენივით
რამდენიმე ჭიქა წყალი დავლიე და ლოგინში დავბრუნდი.

ღია ფანჯრიდან ზღვის პატარა ნაგლეჯი მოჩანდა. ახლახან ამოსული მზე ზღვის ტალღებზე
თამაშობდა. კარგად თუ დააკვირდებოდი, რამდენიმე ჭუჭყისფერ სატვირთო გემს გაარჩევდი –
გეგონებოდა, ყელში ამოუვიდათ ცურვაო. ცხელი დღე დგებოდა. გარშემო სახლებს ჯერ ისევ
ეძინათ. თუ რამე არღვევდა მყუდროებას, მხოლოდ რკინიგზის ლიანდაგების რაკუნი და ძლივს
გასარჩევი რადიო-ტანვარჯიშის მელოდია. საწოლის ზურგს მივეყუდე, სიგარეტს მოვუკიდე და
გვერდით მძინარე გოგოს დავხედე. სამხრეთის ფანჯრიდან შემოსულ მზეს მთელი მისი სხეული
გაენათებინა. პლედგადახდილს ტკბილად ეძინა. დროდადრო ღრმად სუნთქავდა, სწორი
ფორმის ძუძუები აუდ-ჩაუდიოდა. მზემოკიდებულ სხეულს ჯერ კიდევ არ გადასვლოდა ფერი და
საცურაო კოსტიუმის თეთრი კვალი რაღაც გულისამრევად გამოიყურებოდა.

სიგარეტი ბოლომდე მოვწიე. მერე ათი წუთი ვცდილობდი გამეხსენებინა მისი სახელი.
უშედეგოდ. მთავარი ის იყო, რომ ვერაფრით გავიხსენე, ვიცოდი თუ არა ოდესმე მისი სახელი.
მცდელობას თავი გავანებე, დავამთქნარე და კიდევ ერთხელ დავხედე. ოცის არც იქნებოდა და
უფრო გამხდარი იყო, ვიდრე პირიქით. გაშლილი მტკაველით გავზომე. რვაჯერ ჩაეტია და
ტერფებამდე ცერის სიგრძეღა დარჩა. დაახლოებით 158 სანტიმეტრი. მარჯვენა ძუძუს ქვეშ
ათიენიანი მონეტისოდენა ხალი ჰქონდა. თითქოს სოუსი დაეწვეთებინა ვიღაცას. თხელი თმა
ბოქვენზე ისე უბიბინებდა, როგორც მდინარის ისლი წყალდიდობის შემდეგ. ყველაფერთან
ერთად მარცხენა ხელზე მხოლოდ ოთხი თითი ჰქონდა.

15
9

სანამ გაიღვიძებდა, სამი საათი მაინც გავიდა. გაღვიძების შემდეგ კიდევ ხუთი წუთი დასჭირდა
აზრზე მოსასვლელად. ეს ხუთი წუთი გულხელდაკრეფილი ვიჯექი და გავცქეროდი, როგორ
მიცურავდა მძიმე ღრუბელი აღმოსავლეთით და თანდათან როგორ იცვლიდა ფორმას.

შემობრუნებულმა დავინახე, რომ პლედი აეღო, ყელამდე გახვეულიყო, თან კუჭიდან წამოსულ
ვისკის სუნს ებრძოდა, თან უაზრო თვალებით შემომცქეროდა.

– შენ... ვინ ხარ?

– არ გახსოვს?

თავი გააქნია. სიგარეტს მოვუკიდე. იმასაც შევთავაზე. ყურადღება არ მიუქცევია.

– იქნებ მომიყვე?

– რა ადგილიდან?

– სულ თავიდან.

წარმოდგენა არ მქონდა, სად იყო ეს "სულ თავიდან", არც ის ვიცოდი, რა სიტყვებით დამეწყო.
ვითომ რამე გამოვა?.. ათიოდე წამს ვფიქრობდი, მერე კი დავიწყე:

– ცხელი, მაგრამ კარგი დღე იყო. დღისით აუზში ვიცურავე, მერე შინ დავბრუნდი, ცოტა
წავთვლიმე და ვივახშმე. ცხრა საათი იქნებოდა. მანქანაში ჩავჯექი და სასეირნოდ წავედი.
სანაპირომდე მივედი, რადიო ჩავრთე და ზღვას გავცქეროდი. ხშირად ვიქცევი ასე.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვინმეს დანახვა მომინდა. როცა დიდხანს უყურებ ზღვას,
ადამიანები მოგენატრება ხოლმე, ხოლო როცა ადამიანებს უყურებ დიდხანს, ზღვა გენატრება.
უცნაურია. მოკლედ, "ჯეის ბარში" წასვლა გადავწყვიტე. ჯერ ერთი, ლუდი მომინდა, მეორეც, იმ
ბარში ჩემს მეგობარს ვხვდები ხოლმე. თუმცა, იქ არ აღმოჩნდა და მარტოს მომიხდა ლუდის
დალევა. ერთ საათში სამი ბოთლი გამოვცალე.

აქ თხრობა შევწყვიტე – სიგარეტი ჩავაფერფლე.

– სხვათა შორის, "კატა თუნუქის გავარვარებულ სახურავზე" ხომ არ წაგიკითხავს?

პასუხი არ გაუცია. პლედში გახვეული ჭერს შესცქეროდა. ნაპირზე გამორიყულ ქალთევზას


ჰგავდა.

– როცა მარტო ვსვამ, სულ ეს წიგნი მახსენდება. როგორ არის?.. "თითქოს სადაცაა თავში რაღაც
გაჩხაკუნდება და ყველაფერი მოგვარდება..." სინამდვილეში ასე არ ხდება. არაფერი არ
ჩხაკუნებს. მოკლედ, ლოდინი მომბეზრდა და სახლში დავურეკე. დასალევად მინდოდა
მომეპატიჟებინა. ქალის ხმამ მიპასუხა. გამიკვირდა – ეს მისი სტილი არ იყო. ასი გოგოც რომ
მოიყვანოს სახლში და გატრეტილი მთვრალიც რომ იყოს, თავის ტელეფონთან აუცილებლად
თვითონ მივა. გესმის, რას ვამბობ?

16
თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს სხვაგან მოვხვდი, ბოდიში მოვუხადე და ყურმილი დავკიდე.
გუნება გამიფუჭდა, ოღონდ არ ვიცი რატომ. კიდევ ერთი ბოთლი დავლიე. მაინც ცუდ გუნებაზე
ვარ. სისულელეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე ხდება. სმას მოვრჩი და ჯეის ვეძახი. ახლა,
ვფიქრობ, ფულს გადავიხდი, შინ წავალ, ბეისბოლის შედეგს გავიგებ და დავიძინებ. ჯეი
მეუბნება: წადი, წყალი შეისხი. ჰგონია, რომ თუ წყალს შეისხამ, გინდ მთელი ყუთი ლუდი
გქონდეს დალეული, მაინც შეძლებ საჭის ტრიალს. რა გაეწყობოდა, პირის დასაბანად წავედი.
მართალი გითხრა, წყლის შესხმას არც ვაპირებდი. ისე, მოსაჩვენებლად გავედი. იმ პირსაბანში
მილი ერთთავად გაჭედილია, წყალი არ გადის. ვერაფერი სასიამოვნოა. თუმცა, გუშინ წყალი
რატომღაც გადიოდა. წყალი კი გადიოდა, მაგრამ სამაგიეროდ შენ ეგდე იატაკზე.

ამოიოხრა და თვალები დახუჭა.

– მერე?

– აგაყენე, პირსაბანიდან გამოგიყვანე და ვიკითხე, გიცნობდა თუ არა ვინმე. არავინ არ


გიცნობდა. მერე მე და ჯეიმ ჭრილობა დაგიმუშავეთ.

– ჭრილობა?

– დაცემისას, ეტყობა, რაღაცას მიარტყი თავი. არა, სერიოზული არაფერია.

თავი დააქნია. პლედიდან ხელი გამოყო და ფრთხილად მიიდო შუბლზე.

– მე და ჯეიმ მოვითათბირეთ, რა უნდა გვექნა. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ მანქანით სახლში


წაგიყვანდი. ჩანთა გადავქექეთ, საფულე, გასაღებების ასხმა და შენს სახელზე გამოგზავნილი
ღია ბარათი ვიპოვეთ. საფულიდან შენ მაგივრად გადავიხადე და ბარათზე აღნიშნულ
მისამართზე მიგიყვანე. შენი გასაღებით გავაღე კარი და ლოგინში ჩაგაწვინე. სულ ეს არის.
ქვითარი საფულეშია.

ღრმად ამოიოხრა.

– აქ რატომ დარჩი?

–?

– რატომ არ წახვედი მაშინვე, როგორც კი დამაწვინე?

– ჩემი ერთი ნაცნობი მწვავე ალკოჰოლური მოწამვლისგან მოკვდა. ვისკი გადაყლურწა,


დაგვემშვიდობა, ხალისიანად წავიდა შინ, კბილები გაიხეხა, პიჟამა ჩაიცვა და დაიძინა. დილით
კი უკვე გაცივებული იყო. მდიდრული დაკრძალვა მოუწყვეს.

– და ამიტომ დარჩი ჩემთან მთელი ღამე?

– სიმართლე გითხრა, ოთხ საათზე წასვლას ვაპირებდი, მაგრამ დამეძინა. დილით გავიღვიძე
და ისევ დავაპირე წასვლა. მაგრამ არ წავედი.

– რატომ?

17
– არ ვიცი. ხომ უნდა მომეყოლა შენთვის, რა და როგორ მოხდა.

– ჭკუიდან შეიშლები, რა კეთილშობილებაა!

თავი მხრებში ჩავრგე, რათა ბოღმა, რომლითაც გულმოდგინედ გაჟღინთა ეს სიტყვები,


ამცდენოდა. მერე ღრუბლებს მივაცქერდი.

– გუშინ... რამეს ვლაპარაკობდი?

– ცოტას.

– რაზე?

– არ ვიცი, სხვადასხვა რამეზე... არ მახსოვს. სერიოზულს არაფერს.


თვალები დახუჭა და ჩაახველა.

– ღია ბარათი?

– ჩანთაში დევს.

– წაიკითხე?

– მეტი საქმე არ მქონდა!

– მართლა არ წაგიკითხავს?

– რაში მჭირდებოდა?

ეს გაღიზიანებულმა ვთქვი. მისი სიტყვები უსიამოდ მხვდებოდა გულზე. თუმცა, თუ ამას არ


ჩავთვლი, უნდა ვაღიარო, რომ ჩემში ძველ მოგონებებს აღვიძებდა. უფრო ბუნებრივ
ვითარებაში რომ გაგვეცნო ერთმანეთი, ალბათ ურიგოდ არ გავატარებდით დროს. ასე
მეჩვენებოდა. მაგრამ რა არის ეს ბუნებრივი ვითარება, ვერაფრით წარმოვიდგინე.

– რომელი საათია?

გულზე მომეშვა. ავდექი. მაგიდაზე დადებულ საათს დავხედე, მერე ჭიქა წყლით გავავსე და
დავბრუნდი.

– ცხრა.

ილაჯგაწყვეტილმა დამიქნია თავი, წამოჯდა, კედელს მიეყრდნო და ერთბაშად გამოცალა ჭიქა.

– გუშინ ბევრი დავლიე?

– საკმაოდ. შენ ადგილას მოვკვდებოდი.

– აი, ვკვდები კიდეც.

18
სიგარეტს მოუკიდა, ოხვრასთან ერთად გამოუშვა ბოლი და მოულოდნელად ასანთი ღია
ფანჯარაში, სრუტისკენ გადააგდო.

– ტანისამოსი მომიტანე.

– რომელი?

სიგარეტი პირიდან არ გამოუღია, ისე დახუჭა თვალები.

– სულ ერთია. ოღონდ ნურაფერს მეკითხები, ძალიან გთხოვ.

გარდერობის კარი გამოვაღე, გადავათვალიერე, უსახელო ცისფერი კაბა ამოვარჩიე და


მივაწოდე. პირდაპირ შიშველ სხეულზე გადაიცვა, თვითონვე შეიკრა ზურგზე ელვა და კიდევ
ერთხელ ამოიოხრა.

– წასვლის დროა.

– სად?

– სამუშაოზე, სად...

ისე თქვა, თითქოს გადმოაფურთხაო. მერე რწევა-რწევით ადგა. მე საწოლის კიდეზე ვიჯექი და
უაზროდ შევყურებდი, როგორ იბანდა პირს, როგორ ივარცხნიდა. ოთახი დალაგებული იყო,
მაგრამ რაღაც გარკვეულ დონემდე, რომლის იქით გულგრილობას დაესადგურებინა. ეს
გულგრილობა ჰაერს ერეოდა და ნერვებს მიშლიდა. ექვსი ტატამი ფართობი სტანდარტული,
იაფფასიანი ავეჯით იყო გაწყობილი. დარჩენილი სივრცე ერთ დაწოლილ კაცს ეყოფოდა. აი, ამ
სივრცეში იდგა და თმას ივარცხნიდა.

– მაინც რა სამუშაოა?

– შენი საქმე არ არის.

საერთოდ, რა თქმა უნდა...

უხმოდ ვეწეოდი. ჩემკენ ზურგით იდგა და სარკეში თითის წვერებით ჩაშავებულ უპეებს
იზელდა.

– რომელი საათია? – ისევ იკითხა.

– ათი წუთია.

– მაგვიანდება. შენც ჩაიცვი და შინ წადი, – იღლიებში ოდეკოლონი შეისხურა, – ხომ გაქვს
სახლი?

– მაქვს, – ჩავიბურტყუნე და მაისური გადავიცვი. საწოლის კიდეზე ჩამომჯდარმა ერთხელ კიდევ


გავხედე ფანჯარას, – შენ საით მიდიხარ?

19
– ნავსადგურის მხარეს. რაში გაინტერესებს?

– მიგიყვან. რომ არ დააგვიანო.

ჯაგრისი ხელიდან არ გაუშვია. ისე დამაცქერდა, ვიფიქრე, საცაა ატირდება-მეთქი.

"თუ იტირებს, – ვფიქრობდი ჩემთვის, – აუცილებლად მოეშვება გულზე". მაგრამ არ


ატირებულა.

– იცი რას გეტყვი? – ისევ მიყურებდა, – რა თქმა უნდა, ზედმეტი მომივიდა და მთვრალი ვიყავი.
ესე იგი, რა საზიზღრობაც არ უნდა დამმართოდა, ყველაფერზე მე თვითონ ვაგებ პასუხს, – თქვა
და საქმიანად დაიტყაპუნა ჯაგრისი ხელისგულზე. ხმა არ ამომიღია. ველოდებოდი, კიდევ რას
იტყოდა.

– ასეა თუ არა?

– ალბათ ასეა...

– მაგრამ გოგოსთან დაწოლა, როცა ის გონზე არ არის, სულმდაბლობაა!

– მე ხომ თითიც არ დამიკარებია...

ერთხანს გაჩუმდა, თითქოს ბრაზს ინელებსო.

– კარგი. მაშინ რატომ ვიყავი შიშველი?

– შენ თვითონ გაიხადე.

– არ მჯერა!

ჯაგრისი დივანზე დააგდო და ჩანთაში საფულის, პომადის, თავის ტკივილის აბებისა და სხვა
წვრილმანის ჩაყრა დაიწყო.

– შენ ამბობ, რომ თითიც არ დაგიკარებია. შეგიძლია დაამტკიცო?


– იქნებ როგორმე შენ თვითონ გაარკვიო?

– მაგრამ როგორ?!

სერიოზულად გაბრაზებული ჩანდა.

– გეფიცები.

– არ მჯერა!

– სხვა გზა არ გაქვს. უნდა დამიჯერო, – ვთქვი და მაშინვე გამიფუჭდა გუნება.

ეტყობა, მოჰბეზრდა საუბარი, გარეთ გამომაგდო, თვითონაც გამომყვა და კარი დაკეტა.

20
***

მოასფალტებული გზა მდინარის ნაპირს მიჰყვებოდა. უხმოდ მივედით მოტიტვლებულ


ადგილამდე, სადაც ჩემი მანქანა იდგა. სანამ ჩვრით საქარე მინას ვწმენდდი, ეჭვით შემოუარა
გარშემო და კაპოტზე თეთრი საღებავით სახელდახელოდ დახატულ ძროხის სიფათს
მიაჩერდა. ძროხას ცხვირში დიდი რგოლი ჰქონდა გაყრილი, კბილებით კი თეთრი ვარდი ეჭირა
და უხამსად იღიმებოდა.

– ეს შენ დახატე?

– არა, ეგრე იყო.

– რატომ მაინცდამაინც ძროხა?

– მართლაც, – ვთქვი.

ორი ნაბიჯით უკან დაიხია და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ძროხის სიფათი. მერე ტუჩები ისე
მოკუმა, თითქოს დაგვიანებით ნანობს ასე მოულოდნელად აჭიკჭიკებასო და მანქანაში ჩაჯდა.
ძალიან ცხელოდა. ნავსადგურამდე ჩუმად იყო. ხელსახოცით იწმენდდა ოფლს და
გაუთავებლად ეწეოდა. მოუკიდებდა, სამჯერ მოქაჩავდა, ფილტრს დახედავდა, თითქოს
ამოწმებს, დაეტყო თუ არა პომადის კვალიო, მერე საფერფლეში ჩაჭყლეტდა და ახალს
მოუკიდებდა.

– მომისმინე, ისევ გუშინდელზე მინდა გკითხო. მაინც რას ვამბობდი? – მოულოდნელად მკითხა
მანქანიდან გადასვლისას.

– რა ვიცი, სხვადასხვა რამეს...

– იქნებ რამე მაინც გაიხსენო.

– კენედიზე.

– კენედიზე?

– ჰო. ჯონ ფ. კენედიზე.

თავი გადააქნია და ამოიოხრა.


– არაფერი მახსოვს.

როცა გადადიოდა, სარკის უკან უხმოდ შეტენა ათასიენიანი ქაღალდის ფული.

21
10

საშინელი სიცხე იდგა. გავარვარებულ ჰაერში კვერცხი შეიწვებოდა. "ჯეის ბარის" მძიმე კარი
ჩვეულებისამებრ ზურგით გავაღე და კონდიციონერის ჰაერი ჩავისუნთქე. თამბაქოს, ვისკის,
შემწვარი კარტოფილის, ოფლისა და კანალიზაციის დაგუბებული სუნი ისე აკურატულად
დასდებოდა ერთმანეთს, როგორც გერმანული რულეტის ფენები.

ჩვეულ ადგილას, დახლის ბოლოში დავჯექი, ზურგით კედელს მივეყრდენი და იქ შეკრებილი


საზოგადოება მოვათვალიერე. თვალისთვის უჩვეულო ფორმის სამი ფრანგი მეზღვაური, მათი
თანმხლები ორი ქალი და ახალგაზრდა წყვილი. სულ ეს იყო. ვირთხა არ ჩანდა.

შევუკვეთე ლუდი და სენდვიჩი ხორცითა და სიმინდით. მერე წიგნი ამოვიღე, რათა ვირთხას
მოსვლამდე დრო მომეკლა.

ათი წუთის შემდეგ ოცდაათიოდე წლის ქალი შემოვიდა. გულისამრევად ჭყეტელა კაბითა და
გრეიფრუტივით გატიკნილი ძუძუებით. ჩემგან ერთი სკამის გამოტოვებით დაჯდა, ჩემსავით
მოათვალიერა იქაურობა და "ჰიმლეტი" შეუკვეთა. ერთი ყლუპი მოსვა, ადგა და გონების
დაკარგვამდე ლაპარაკობდა ტელეფონით, მერე ჩანთა მხარზე გადაიკიდა და საპირფარეშოში
წავიდა. ორმოცი წუთის მანძილზე ეს ყველაფერი სამჯერ გამეორდა. ყლუპი "ჰიმლეტი",
გრძელი სატელეფონო საუბარი, ჩანთა, საპირფარეშო.

ბარმენი ჯეი მომიახლოვდა. "ჰა, გადაიყვლიფე ტრაკი?" – მჟავე სიფათით მკითხა. ჩინელი კია,
მაგრამ იაპონურად ჩემზე არანაკლებ კარგად ლაპარაკობს. მესამედ რომ დაბრუნდა
საპირფარეშოდან, ქალმა მიმოიხედა, ჩემ გვერდით სკამზე დასკუპდა და ჩუმად თქვა:

– მაპატიეთ, გეთაყვა, ხურდა ფული ხომ არ გექნებათ?

თავი დავუქნიე, ჯიბე ამოვიფხიკე და დახლზე გავუშალე. ცამეტი ათიენიანი მონეტა.

– გმადლობთ. ძალიან დამეხმარეთ. თორემ უკვე თავი მოვაბეზრე ბარმენს – დამიხურდავე და


დამიხურდავე...

– არაფრის... უსარგებლო ტვირთისგან გამათავისუფლეთ.

გამიღიმა, ხელის ერთი მოსმით მოხვეტა ხურდა და ტელეფონისკენ გავარდა. წიგნი დავხურე.
ჯეიმ ჩემი თხოვნით დახლზე ტელევიზორი დადგა. ლუდს ვწრუპავდი, თან ბეისბოლის მატჩის
პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებდი. უბრალო თამაში არ იყო. მარტო მეორე ინინგში ორი
პიტჩერის ექვსი ტყორცნა მოიგერიეს, ორი მათგანი ქულის მოგებით დასრულდა. ერთ-ერთი
სირცხვილნაჭამი მინდვრის მოთამაშე ანემიის შეტევით დაეცა ბალახზე. სანამ პიტჩერებს
ცვლიდნენ, რეკლამა გაუშვეს. ზედიზედ ექვსი რგოლი – ლუდზე, დაზღვევაზე, ვიტამინებზე,
ავიაკომპანიაზე, ჩიფსებსა და ჰიგიენურ პაკეტებზე.

ფრანგი მეზღვაური – ეტყობა, ქალებთან არაფერი გამოუვიდა – ჩემს ზურგს უკან გაჩერდა
ლუდის კათხით ხელში და ფრანგულად მკითხა, რას უყურებო.

– ბეისბოლს, – ვუპასუხე ინგლისურად.

22
– ბეისბოლს?

ორიოდე სიტყვით ავუხსენი წესები. აი, ეს კაცი ბურთს ტყორცნის, ეს კი ჯოხით უხათქუნებს.
წრეს შემოურბენს და ქულაც ნაშოვნია. მეზღვაური ხუთი წუთი მიშტერებოდა ტელევიზორს.
რეკლამა რომ დაიწყო, მკითხა, რატომ არ არის მუსიკალურ ავტომატში ჯონი ალიდის
ფირფიტებიო.
– პოპულარული არ არის, – ვთქვი.

– ვინ არის პოპულარული ფრანგი მომღერლებიდან?

– ადამო.

– ეგ ბელგიელია.

– მაშინ მიშელ პოლნარეფი.

– "მერდ"!

ეს თქვა და თავისი მაგიდისკენ წავიდა.

მეხუთე სეტი დაიწყო და ქალიც, ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდა.

– გმადლობთ. მოდი, რამეზე დაგპატიჟებ.

– არა, არ არის საჭირო.

– სანამ ვალს არ დაგიბრუნებ, ვერ დავმშვიდდები – ეგეთი ხასიათი მაქვს.

გაღიმება მაინცდამაინც არ გამოუვიდა, მეც უხმოდ დავუქნიე თავი. ქალმა თითით მოუხმო ჯეის.
"ამას – ლუდი, მე – "ჰიმლეტი". ჯეიმ თავის სამჯერ დაკვრით უპასუხა და დახლს იქით
გაუჩინარდა.

– არ მოდის არა, ვისაც ელოდები?

– ჰო, რაღაც...

– ქალია?

– კაცი.

– აი, ჩემთანაც არ მოდის. მეტყობა, არა?

განწირულივით დავუქნიე თავი.

– მისმინე. რამდენს მომცემს კაცი?

– ოცდარვას.

23
– იტყუები.

– ოცდაექვსს.

გაიცინა.

– ეგ სულ ფეხებზე მკიდია. როგორ ფიქრობ, გათხოვილი ვარ თუ არა?

– მე რა ხეირი, თუ გამოვიცნობ?

– მერე ვნახოთ.

– გათხოვილი.
– ოო-ო-ო... თითქმის გამოიცანი. წინა თვეში გამოვთხოვდი. ოდესმე გილაპარაკია
გათხოვილთან?

– არა. სამაგიეროდ ნევრალგიური ძროხა მინახავს.

– სად?

– უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. ხუთმა კაცმა შევაგდეთ აუდიტორიაში.

გულიანად გაიცინა.

– სტუდენტი ხარ?

– აჰა.

– ოდესღაც მეც ვიყავი. სამოციანებში. კარგი დრო იყო...

– სად?

არაფერი უთქვამს, ჩაიხითხითა, "ჰიმლეტი" მოსვა და, თითქოს რაღაც გაახსენდაო, საათს
დახედა.

– ისევ უნდა დავრეკო, – თქვა, ჩანთა აიღო და ადგა.

მისი გაუჩინარების შემდეგ ჩემი პასუხგაუცემელი კითხვა უთავბოლოდ დაფრიალებდა ჰაერში.

ნახევარი ბოთლი დავლიე, ჯეის დავუძახე და გადავიხადე.

– გაქცევა გადაწყვიტე? – მკითხა.

– ჰო.

– შენზე უფროსი ქალები არ გიყვარს?

24
– ასაკი არაფერ შუაშია. ჰო, ვირთხა თუ გამოჩნდეს, მომიკითხე.

ბარიდან რომ გამოვდიოდი, ქალს ტელეფონით საუბარი დაემთავრებინა და მეოთხედ


მიდიოდა საპირფარეშოში.

***

მთელი გზა შინისკენ სადღაც გაგონილ მელოდიას ვუსტვენდი. სახელწოდებას არა და არ


უნდოდა ამოტივტივებულიყო მეხსიერებიდან. ძალიან ძველი მელოდია იყო. მანქანა ნაპირთან
იდგა და ღამის მრუმე ზღვის ცქერაში მაინც მოვახერხე სიმღერის სახელწოდების გახსენება.

ეს იყო "მიკი მაუსის კლუბის სიმღერა" ასეთი სიტყვებით:

აი, რა მხიარული

პაროლი გვაქვს ჩვენ:

ემ-აი-სი-
ქეი-ი-ვაი-

ემ-ოუ-იუ-ეს-ი!

მართლა კარგი დრო იყო.

25
11

ჰაი! საღამო მშვიდობისა! როგორ გუნებაზე ხართ? მე მშვენიერ გუნებაზე ვარ. ისეთ კარგ
გუნებაზე, რომ ნახევარს თქვენ გაგიყოფდით. ლაპარაკობს რადიო "ენ-ი-ბი", პროგრამა "პოპს
თქვენი შეკვეთით!" დღეს შაბათია. და ჩვენ ერთად ვიქნებით საღამოს ცხრა საათამდე – მთელი
ორი საათი! თქვენ მოისმენთ უამრავ სხვადასხვანაირ მუსიკას – ნაღვლიანს, ნოსტალგიურსა და
მხიარულს. მოისმენთ სიმღერებს, რომლებიც ცეკვას მოგანდომებთ, რომლებზეც
გადაფურთხება მოგინდებათ, სიმღერებს, რომლებიც გულს აგირევენ. სულ სხვადასხვანაირ
სიმღერებს! დაგვირეკეთ. ჩვენი ნომერი იცით. ოღონდ ციფრები არ აგერიოთ. თორემ სადაც
საჭირო არ არის, იქ მოხვდებით. რაიმე სისულელეს არ გადაეყაროთ. ან რაიმე უბედურებას. ეჰ,
რას ვროშავ... სხვათა შორის: ჩვენ აქ მთელი საათი თქვენს შეკვეთებს ვიღებდით. ათი
ტელეფონი და არც ერთი წუთი დასვენება. გინდათ მოგასმენინოთ, როგორ აგვიკლეს რეკვით?
........ გესმით? საშინელებაა, არა? მოკლედ, მანამდე გვირეკეთ, სანამ თითები არ
დაგიბუჟდებათ. სხვათა შორის, წინა კვირას ისეთი ჟინით რეკავდით, რომ აქ ყველა ავტომატი
გამოირთო. მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. გუშინ სპეციალური კაბელი ჩავდეთ. კაბელი კი
არა, სპილოს ფეხია. სპილოს ფეხი რომ დაინახა, ჟირაფი შურისგან მოკვდა. ეჰ, ისევ ვროშავ...
მოკლედ, დაგვირეკეთ მანამ, სანამ თავბრუ არ დაგვეხვევა. ამ სტუდიაში ყველას რომ დაგვეხვას
თავბრუ, ავტომატები მაინც აღარ გამოირთვება. შევთანხმდით? დღეს ქუჩაში ნამდვილი თონეა
– მოდი, როკმა გაანელოს! ეს მუსიკა სწორედ ამისთვის არის შექმნილი, ისევე როგორც ჩვენი
მშვენიერი გოგონები. ოქეი, პირველი სიმღერა! არაფერი არ არის საჭირო, ჩუმად მოუსმინეთ.
დაივიწყეთ სიცხე!

მაშ ასე, ბრუკ ბენტონი, "წვიმიანი ღამე ჯორჯიაში"!

***

......... უ-უ-უ-ჰ......... ცხელა!........ რა საშინელებაა.........

......... კონდიშნ ბოლომდეა აწეული?........ არა, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია......... შენ, ეი, მორჩი,
ისედაც ოფლიანი ვარ.........

......... ჰო, ჰო, აი, ასე საკაიფოა.........

......... გესმის? დალევა მინდა! იქნებ ვინმემ მომიტანოს ცივი კოლა......... რა? ტუალეტში
მისვლას ვერ მოვასწრებ? შენ ჩემი ბუშტის ამბავი არ იცი! მე ბუშტთა ბუშტი მაქვს!........

......... გმადლობ, მი-ტიან, საოცრება ხარ......... რა ცივია!........

......... გასახსნელი არ მომიტანე?........

26
.........…შტერო, კბილებით გავხსნა თუ რა?........…ოი, სიმღერა დამთავრდება და ვერ მოვასწრებ!
მორჩი შენს იდიოტურ ხუმრობებს......... გასახსნელი!!!

......... ფუ, შენი!........

შესანიშნავი სიმღერაა, არა? ნამდვილი მუსიკაა! ბრუკ ბენტონი, "წვიმიანი ჯორჯია". მგონი
ცოტათი აგრილდა კიდეც. სხვათა შორის, როგორ ფიქრობთ, რამდენი გრადუსია დღეს?
ოცდაჩვიდმეტი გრადუსი! ოცდაჩვიდმეტი... ზაფხულის კვალობაზეც კი ბევრია. ნამდვილი
თონეა. გოგოსთან ჩახვევაც კი უფრო გრილია, ვიდრე ასე მარტო იჯდე ოცდაჩვიდმეტ
გრადუსში. გჯერათ ამისი? ოქეი, კმარა ყბედობა! მეორე ფირფიტას ვუკრავთ. კრიდენს
კლიავოტერ რევაივალი სიმღერით "ვინ შეაჩერებს წვიმას?" აბა, წავიდა, ბეიბი!

......... ეი, აღარ არის საჭირო, მიკროფონის ძირით გავხსენი.........

......... ო-ო-ო-ო......... რა კაიფია!.........…

......... ნუ გეშინია, არ დაგასლოკინებს. ნუ ღელავ.........

......... ნეტავ ბეისბოლის საქმე როგორ არის?.........…მგონი სხვა არხით უნდა გადმოეცათ.........

......... მოიცა, ეგ როგორ? ......... რადიომაუწყებლობის სტუდიაში არც ერთი რადიომიმღები არ


არის? ციხეში უნდა უკრა თავი ეგეთი რაღაცებისთვის!.........

......... გასაგებია. მორჩა. მოკლედ, ახლა ლუდი იქნება. ოღონდ უფრო ცივი.........

......... ოი, მგონი ყელზე დამადგა........ ახლა დამასლოკინებს.........…

......... იკ!........

27
12

რვის თხუთმეტ წუთზე ტელეფონმა დარეკა.

გაშოტილი ვიწექი ჩალის სავარძელში და ყველის კრეკერებს ვაკნატუნებდი, თან ლუდს


ვაყოლებდი.

– ჰაი! ლაპარაკობს რადიო "ენ-ი-ბი", გადაცემა "პოპს თქვენი შეკვეთით". შენ ახლა გვისმენდი?

ლუდის ნაჩქარევი ყლუპით პირში დარჩენილი კრეკერები ჩავრეცხე.

– რადიო?

– დიახ, რადიო. ცივილიზაციის ნაყოფი... იკ!.. ტექნიკური აზროვნების მწვერვალი. მაცივარზე


პატარაა, ტელევიზორზე იაფი და მტვერსასრუტზე ზუსტი. ახლა რას აკეთებდი?

– წიგნს ვკითხულობდი...

– ჰი-ჰი-ჰი... გიპოვია საქმე... რადიოს უნდა უსმინო! როცა კითხულობ, სულ მარტო რჩები.
მეთანხმები?

– აჰა...

– აი, მაგალითად, სპაგეტის მოხარშვას ელოდები, ამ დროს შეგიძლია იკითხო. გასაგებია?

– აჰა...

– კარგი... იკ!.. ამაზე მოვრჩით. ახლა მითხარი, ოდესმე მოგისმენია დიქტორისთვის, რომელიც
ვერ მორევია სლოკინს?

– არა.

– ესე იგი, პირველად ისმენ, ისევე როგორც ყველა, ვინც ახლა რადიომიმღებთანაა. სხვათა
შორის, საერთოდ აზრზე ხარ, რატომ გირეკავ პირდაპირ ეთერში?

– არა.

– აი, მოგიყვებით... ერთი გოგონასგან შეკვეთა მივიღეთ... იკ!.. რომ შენთვის შეგვესრულებინა
სიმღერა. იცი, ვინ შეგვიკვეთა?

– არა.

– სიმღერას ეწოდება "კალიფორნიელი გოგონები". ასრულებს ბიჩ ბოიზი. ძველი სიმღერაა.


ახლა მიხვდი?

ერთხანს ჩავფიქრდი და ვთქვი, ვერ მივხვდი-მეთქი.

28
– ჰმ-მ-მ... ძნელია, არა? თუ გამოიცნობ, საფირმო მაისურს გამოგიგზავნით. გაიხსენე!

ისევ დავძაბე ტვინი. ამჯერად ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მეხსიერების მივარდნილ
კუნჭულში რაღაცას წავავლე ხელი.

– აბა?.. "კალიფორნიელი გოგონები", ბიჩ ბოიზი. რა გახსენდება?


– ხუთი წლის წინათ ჩემს თანაკლასელ გოგოს გამოვართვი ეს ფირფიტა.

– ვინ არის ეგ თანაკლასელი?

– სასწავლო ექსკურსიაზე ვიყავით. საკონტაქტო ლინზა დაუვარდა. მე მოძებნაში მივეხმარე და


მადლობის ნიშნად ეგ ფირფიტა მათხოვა.

– მაშ ასე... საკონტაქტო ლინზა... მერე ფირფიტა დაუბრუნე?

– არა, დამეკარგა...

– ო-ო-ო! ეს კაი საქმე არ არის! იყიდე ზუსტად ისეთი და დაუბრუნე. სულ სხვაა, როცა გოგონებს
რამეს აძლევ... იკ!.. და სულ სხვა, როცა იღებ! გამიგე?

– ჰო.

– კარგი. გოგონა, რომელსაც ხუთი წლის წინათ საკონტაქტო ლინზა დაეკარგა სასწავლო
ექსკურსიაზე! რა თქმა უნდა, ახლა გვისმენთ! მაინც რა ჰქვია?

მე სახელი ვთქვი.

– მაშ ასე. ის ამბობს, რომ ისეთივეს გიყიდის და მოგცემს. შესანიშნავია, არა? ისე, რამდენი
წლისა ხარ?

– ოცდაერთის.

– მშვენიერი ასაკია! სტუდენტი?

– ჰო.

– ... იკ!..

– რა თქვით?

– სპეციალობა გკითხეთ.

– ბიოლოგი.

– ო-ო-ო... გიყვარს ცხოველები?

– მიყვარს.

29
– რატომ?

– ...რა ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ არ იცინიან...

– ეს რა თქვით, ცხოველები არ იცინიან?

– ძაღლები და ცხენები ცოტ-ცოტას იცინიან.

– ჰა-ჰა... მაინც როდის?

– როცა კარგ გუნებაზე არიან.


ამ ბოლო წლებში პირველად ვიგრძენი, რომ ვღიზიანდებოდი.

– მაშ ასე... იკ!.. ძაღლისგან შეიძლება კომიკოსი გამოვიდეს?

– თქვენგან ნამდვილად გამოვა.

– ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა!

30
13

"კალიფორნიელი გოგონები"

აღმოსავლეთ სანაპიროს

გოგო ნერწყვებს გაყლაპებს,

სამხრეთელი შემოგხედავს -

სისხლი ჩქეფს და რაკრაკებს.

დასავლეთში ფერმის გოგო

ოცნებებში გაგახვევს,

ჩრდილოელი ერთი კოცნით

უმალ თავბრუს დაგახვევს.

და თუ მაინც ეძებ რჩეულ

ქალს, ტყუილად ბორიალს,

მიაკითხე, არ შეცდები,

მხოლოდ კალიფორნიას!

14

მაისური სამი დღის შემდეგ ფოსტით მივიღე.

აი, ასეთი:

31
15

მეორე დღეს ჩემი ახლად ნაშოვნი მაისური გადავიცვი – საამურად მწიწკნიდა კანს – და
ნავსადგურის მიდამოებში სახეტიალოდ წავედი. გრამფირფიტების პატარა მაღაზია შემხვდა.
შევედი. მაღაზიაში კაციშვილი არ იყო – მხოლოდ გამყიდველი გოგონა იჯდა დახლს იქით და
მოწყენილი ამოწმებდა ქვითრებს, თან დროდადრო ქილიდან კოლას მოსვამდა ხოლმე.
ფირფიტებიან თაროებს შევხედე და უცებ გამახსენდა, რომ ვიცნობდი ამ გოგოს. სწორედ ის
იყო, ნეკი რომ აკლდა, ერთი კვირის წინ პირსაბან ოთახში რომ დავარდა. "ჰაი!" – ვუთხარი.
გაოცებულმა შემომხედა, მერე ჩემს მაისურს დააცქერდა და დარჩენილი კოლაც დალია.

– როგორ გაიგე, რომ აქ ვმუშაობდი?

– შემთხვევით. ფირფიტის საყიდლად შემოვედი.

– რომლის?

– ბიჩ ბოიზის. "კალიფორნიელი გოგონები".

ეჭვით შემომხედა, ადგა, გრძელი ნაბიჯებით მივიდა თაროსთან და კარგად გაწვრთნილი


ძაღლივით ფირფიტით დაბრუნდა.

– ეს გამოდგება?

თავი დავუქნიე, ჯიბიდან ხელი არ ამომიღია, ისე შევათვალიერე მაღაზია.

– ბეთჰოვენიც. მესამე საფორტეპიანო კონცერტი.

ამჯერად ორი ფირფიტით დაბრუნდა.

– ვისი შესრულებით, გლენ გულდის თუ ბაკჰაუზის?

– გლენ გულდის.

ერთი ფირფიტა დახლზე დადო, მეორე უკან წაიღო.

– კიდევ გინდა რამე?

– მაილზ დევისი. შიგ "ჩითისკაბიანი გოგონა" უნდა იყოს.

ამ შეკვეთამ შედარებით მეტი დრო წაიღო, მაგრამ ისიც შესრულდა.

– კიდევ?

– ალბათ კმარა. გმადლობ.

სამივე ფირფიტა დახლზე დადო.

32
– და შენ ყველაფერ ამას მოუსმენ?

– არა, საჩუქრად მინდა.

– რა გულუხვი ხარ.

– თითქოს...

უხერხულად აიჩეჩა მხრები და ფასი მითხრა, 555 იენი. გადავიხადე და ფირფიტების პაკეტი
გამოვართვი.

– აი, რა კარგად გამოვიდა... შენი წყალობით დღეს სადილობამდე სამი ფირფიტა გავყიდე.

– მშვენიერია.

ამოიოხრა, დახლს იქით სკამზე დაჯდა და ქვითრების მორიგ დასტას მიუბრუნდა.

– შენ აქ სულ მარტო ხარ?

– კიდევ ერთი გოგოა. ახლა სადილად არის გასული.

– შენ?

– დაბრუნდება და შემცვლის.

ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. თან ვუყურებდი, როგორ მუშაობდა.

– იქნებ ერთად გვესადილა?

ქვითრებიდან თავი აიღო და უარის ნიშნად გააქნია.

– მარტო მიყვარს სადილობა.

– მეც მარტო მიყვარს.

– შენც?

მობეზრებული ქვითრები განზე გადადო და ფირსაკრავზე ჰარპერზ ბიზარის უკანასკნელი


ფირფიტა დადო.

– მაინც რატომ მეპატიჟები?

– დროდადრო ტრადიცია უნდა დავარღვიო.

– მარტომ დაარღვიე. მე თავი დამანებე.

ქვითრები ახლო მიიწია და ისევ განაგრძო მუშაობა.

33
თავი დავუქნიე.

– მგონი უკვე გითხარი – არამზადების ერთი ხარ, – თქვა. მერე მრგვალი ტუჩები მოკუმა და ორი
თითით, როგორც კარტის დასტას, ტკაცანით გაუარა ქვითრების კიდეებს.

16

როცა "ჯეის ბარში" შევედი, დახლზე იდაყვდაყრდნობილი ვირთხა მოღუშული კითხულობდა


ტელეფონების წიგნის სისქე ჰენრი ჯეიმსს.

– საინტერესოა?

წიგნიდან თავი აიღო და უარის ნიშნად გადააქნია.

– არც ისე. თუმცა ახლა კითხვის მეტს არაფერს ვაკეთებ. იმ საუბრის შემდეგ. გაგიგონია ასეთი
რამე?

– არა.

– როჟე ვადიმი. ფრანგი რეჟისორი. და აი, ეს: განვითარებული ინტელექტი


ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებების ერთდროულად აღქმის უნარის წარმატებით
ფუნქციონირებას ნიშნავს.

– ეგ ვიღასია?

– არ მახსოვს. არადა, ხომ ჰგავს სიმართლეს?

– არა მგონია.

– რატომ?

– აი, მაგალითად, ვთქვათ, მშიერი იღვიძებ ღამის სამ საათზე და მაცივარში მიძვრები. ის კი
ცარიელია. მაინც რას იზამ შენი განვითარებული ინტელექტით?

ვირთხა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე გადაიხარხარა. ჯეის დავუძახე და ლუდი და შემწვარი


კარტოფილი შევუკვეთე. მერე ფირფიტების პაკეტი ვირთხას მივეცი.

– ეს რა არის?

– საჩუქარი. დაბადების დღისთვის.

– ერთი თვის შემდეგ მაქვს.

34
– ერთი თვის შემდეგ მე არ ვიქნები.

პაკეტისთვის ხელი არ გაუშვია, ისე ჩაფიქრდა.

– ჰო?.. ცუდია, რომ არ იქნები, – პაკეტი გახსნა და ერთხანს ფირფიტას დასცქეროდა, –


ბეთჰოვენი. მესამე საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად. გლენ გულდი, ლეონარდ
ბერნშტაინი. ჰმ-მ-მ... ეს არ მომისმენია. შენ?

– არც მე.

– გმადლობ... მოკლედ, ძალიან მიხარია.

17

სამ დღეს ვეძებდი გოგონას, რომელმაც ბიჩ ბოიზის ფირფიტა მათხოვა. სკოლის
ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შევედი, სკოლადამთავრებულთა სია ვითხოვე და
ტელეფონის ნომერი ვიპოვე. მაგრამ ამ ნომერზე დარეკვა ვერ მოვახერხე. ავტომატმა მიპასუხა,
რომ ასეთი ნომერი აღარ არსებობს. ცნობათა ბიუროს ტელეფონისტი ქალი ხუთ წუთს ეძებდა
მის სახელს, რის შემდეგაც მითხრა, რომ ასეთი სახელი მის წიგნში არ არის. "ასეთი სახელი" –
ძალიან მომეწონა. მადლობა გადავუხადე და ყურმილი დავკიდე.

მეორე დღეს ყოფილ თანაკლასელებს ვურეკავდი და ვეკითხებოდი, რამე ხომ არ იცოდნენ მის
შესახებ. არავინ არაფერი იცოდა. უმრავლესობას კი საერთოდ არ ახსოვდა. ერთ-ერთმა ისიც კი
მითხრა, რომ არ სურდა ჩემთან ლაპარაკი და ყურმილი დამიკიდა. არც კი ვიცი, რატომ.

მესამე დღეს კიდევ ერთხელ მივედი სკოლაში და გავიგე, სად მოეწყო სკოლის დამთავრების
შემდეგ. ეს იყო ერთი მიგდებული ქალთა უმაღლესი სასწავლებელი სადღაც გარეუბანში.
ინგლისური ენის განყოფილება. დავრეკე და თავი წარვუდგინე როგორც მაკორმიკის ფირმის
სალათის სანელებლების აგენტმა. გოგონა საანკეტო გამოკვლევისთვის მჭირდება-მეთქი. ხომ
არ შეგიძლიათ მისი მისამართი და ტელეფონი მითხრათ? უკაცრავად, მაგრამ უაღრესად
სერიოზული საქმეა. მოვძებნით, – მიპასუხეს, – თხუთმეტი წუთის შემდეგ დარეკეთ. ქილა ლუდი
დავლიე და დავრეკე. მაცნობეს, რომ წლეულს, მარტში, განცხადება დაწერა სასწავლებლიდან
გარიცხვაზე. ავადმყოფობის გამო. მაინც რა ავადმყოფობა? უკვე გამოჯანმრთელდა? სალათის
ჭამა შეუძლია? სულ წავიდა, აკადემიურიც არ აუღია? არც ერთ ამ შეკითხვაზე პასუხი არ
მიმიღია.

– ძველი მისამართიც გამოდგება, – ვთქვი, – იქნებ მოძებნოთ.

ძველი მისამართი იპოვეს. პანსიონი გამოდგა სასწავლებლის ახლოს. იქაც დავრეკე. ხმის
ტონალობით მივხვდი, კომენდანტმა მიპასუხა. გაზაფხულზე გადავიდა, სად, არ ვიცი, –
ჩაიბურტყუნა და ყურმილი დამიგდო. თითქოს უნდოდა ეთქვა, "არც მინდა, რომ ვიცოდეო".

ასე გაწყდა უკანასკნელი ძაფი, რომელიც მასთან მაკავშირებ-და.

შინ დავბრუნდი. ლუდის ქილა გავხსენი და "კალიფორნიელი გოგონები" ჩავრთე.

35
18

ტელეფონმა დარეკა.

მოწნულ სავარძელში გადაშლილი წიგნით ვთვლემდი. ახლახან გადაიღო მოკლე


კოკისპირულმა წვიმამ, ხეები ბაღში ერთიანად სველი იყო. წვიმის შემდეგ სამხრეთის
ნესტიანმა ქარმა დაბერა და ზღვის სუნი მოიტანა. ვერანდაზე ქოთნებში მცენარეების
ფოთლები აცახცახდნენ. აცახცახდნენ ფარდებიც.

– ალო, – გაისმა ქალის ხმა. ისე ჟღერდა, თითქოს ვიღაცა მყიფე და ნატიფ ჭიქას დაყირავებულ
მაგიდაზე დგამდა, – გახსოვარ? – სანამ ვუპასუხებდი, თითქოს ვფიქრობდი, ისე შევყოვნდი.

– როგორაა ფირფიტების საქმე, იყიდება?

– ისე რა... კრიზისია... ფირფიტებს არავინ უსმენს.

– აჰა.

ფრჩხილებით ყურმილზე დააკაკუნა.

– კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, სანამ შენს ტელეფონს ვიპოვიდი.

– ჰო?

– "ჯეის ბარში" ვიკითხე. ბარმენმა კი შენს მეგობარს ჰკითხა. მაღალი რომ არის და ცოტა
უცნაური. მოლიერს კითხულობდა.

– გასაგებია.

სიჩუმე.

– ყველა მეკითხებოდა, სად დაიკარგე. მთელი კვირა არ გამოჩენილხარ, უკვე ფიქრობდნენ,


ავად ხომ არ გახდაო.

– არც კი ვიცოდი, თუ ასე ვუყვარვარ ხალხს...

– ჩემზე გაბრაზებული ხარ?

– რატომ?

– რაღაც საზიზღრობები გითხარი. მინდოდა ბოდიში მომეხადა.

– ჩემზე ნუ წუხხარ. მაგრამ თუ ასე გაღელვებს, იქნებ მტრედები გამოგვეკვება პარკში.

ამოიოხრა. გავიგონე, როგორ გაიჩხაკუნა სანთებელამ. სადღაც შორიდან ბობ დილანის


"ნეშვილ სქაილაინ" ისმოდა. ალბათ მაღაზიიდან რეკავს.

36
– არა. შენ არაფერ შუაში ხარ. ალბათ ასე არ უნდა მეთქვა, – სხაპასხუპით ჩაილაპარაკა.

– რა მკაცრად ეპყრობი საკუთარ თავს!

– ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ.


ერთხანს ისევ ჩუმად იყო.

– დღეს შევხვდეთ.

– კარგი.

– "ჯეის ბარი", საღამოს რვა საათი.

– კარგი.

– რაღაც საქმეებში გავიხლართე.

– გასაგებია.

– გმადლობთ.

ყურმილი დაკიდა.

19

ოცდაერთი წლისა ვარ. ამაზე შემიძლია დიდხანს ვილაპარაკო.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. მაგრამ წინათ უფრო ახალგაზრდა ვიყავი. თუ ეს არ მოგწონს კაცს,
მაშინ კვირა დილას უნდა დაელოდო და ემფაიარ-სთეით-ბილდინგის სახურავიდან გადმოხტე.

ერთ ძველ ფილმში "დიდ დეპრესიაზე" ასეთი ხუმრობა მოვისმინე:

"როცა ემფაიარ-სთეით-ბილდინგის ქვეშ გავივლი, ყოველთვის ქოლგას ვშლი ხოლმე. ზემოდან


პირდაპირ ადამიანების ცვენაა".

ოცდაერთის ვარ და, სულ ცოტა, ჯერჯერობით მაინც არ ვაპირებ სიკვდილს. რაც შეეხება
ქალებს, სამთან ვიწექი.

პირველი ჩემს კლასში სწავლობდა. ჩვიდმეტი წლისანი ვიყავით. გვჯეროდა, რომ გვიყვარდა
ერთმანეთი. სადღაც ბნელ ჯაგნარში გაიძრობდა ყავისფერ ფეხსაცმელებს, თეთრ წინდებს, ღია
მწვანე კაბას და სასაცილო ტრუსს. სასაცილოს იმიტომ, რომ აშკარად დიდი ჰქონდა. ცოტა

37
ყოყმანის შემდეგ საათსაც მიაყოლებდა. ამის მერე "ასახი სიმბუნის" საკვირაო ნომერზე
ჩავეკვროდით ერთმანეთს.

სკოლის დამთავრებიდან ორი-სამი თვის შემდეგ მოულოდნელად დავშორდით. მიზეზი აღარ


მახსოვს. ალბათ ისეთი იყო, რომ ვერც გავიხსენებ. მას შემდეგ ერთხელაც არ შემხვედრია.
ხანდახან ვიგონებ, როცა არ მეძინება. აი, სულ ეს არის.

მეორე გოგო ჰიპობდა. თექვსმეტი წლის. გროში არ ეგდო ჯიბეში, უსახლკარო იყო და
ფიცარივით მკერდი ჰქონდა. თუმცა, ჭკვიანი, ლამაზი თვალებით. მეტრო "სინძიუკუსთან"
გავიცანი, დიდი დემონსტრაციის დროს, როცა გარშემო ტრანსპორტი პარალიზებული იყო.

– აქედან თუ არ მოუსვამ, პოლიცია დაგიჭერს, – ვუთხარი. ჩაცუცქული იჯდა გადახურულ


ტურნიკეტში და სანაგვიდან ამოღებულ სპორტულ გაზეთს კითხულობდა.

– მერე რა, – მითხრა, – სამაგიეროდ იქ აჭმევენ.

– დაგერხევა!

– შევეჩვევი!

სიგარეტს მოვუკიდე და მასაც შევთავაზე. ცრემლსადენი გაზისგან თვალები მეწვოდა.

– დღეს ჭამე რამე?

– დილით...

– წამო, მე გაჭმევ. გასასვლელისკენ წავიდეთ.

– მაინც რამ გაფიქრებინა, რომ უნდა მაჭამო?

– იცი... – არ ვიცოდი, რა მეთქვა, მაგრამ ტურნიკეტიდან გავიყვანე და მეძიროს მხარეს


გადახურულ ქუჩას გავუყევით.

ეს წარმოუდგენლად უტყვი გოგო დაახლოებით ერთი კვირა ცხოვრობდა ჩემს ბინაში.


ყოველდღე სადილობისას იღვიძებდა. რაღაცას შეჭამდა, მოწევდა, წიგნებს გადაფურცლავდა,
ტელევიზორს უყურებდა და ხანდახან, როგორღაც უგულოდ, სექსით ერთობოდა ჩემთან.
მთელი მისი ავლადიდება თეთრი ტილოს ჩანთა იყო, შიგ კი სქელი საწვიმარი, ორი მაისური,
ჯინსი, სამი წყვილი ჭუჭყიანი ტრუსი და ტამპონების კოლოფი ეწყო.

– საიდან ხარ? – როგორღაც ვკითხე.

– არ გეცოდინება, – მხოლოდ ეს მიპასუხა.

ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიიდან პროდუქტებით სავსე ჩანთით დავბრუნდი – უკვალოდ


გამქრალიყო. უკვალოდ გამქრალიყო თეთრი ტილოს ჩანთა და კიდევ რაღაც-რაღაცებიც.
მაგიდაზე ეყარა ხურდა ფული, სიგარეტის კოლოფი და ახლად გარეცხილი ჩემი მაისური. და
კიდევ ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ერთსიტყვიანი ბარათი: "საზიზღარი". უთუოდ მე
მგულისხმობდა.

38
ჩემი მესამე გოგო – ფრანგული განყოფილების სტუდენტი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
გავიცანი. ერთი წლის შემდეგ, საგაზაფხულო არდადეგებზე, ჩოგბურთის კორტების გვერდით,
მეჩხერ ტყეში, თავი ჩამოიხრჩო. გვამი მომდევნო სემესტრის დაწყებისას აღმოაჩინეს. მანამდე,
მთელი ორი კვირის განმავლობაში, ქარი აქანავებდა. ახლა, შებინდდება თუ არა, იმ ტყეს
ახლოს აღარავინ ეკარება.

20

"ჯეის ბარის" დახლთან მოუსვენრად იჯდა და კოქტეილის ჩხირით ჭიქაში ყინულის ნარჩენებს
ეთამაშებოდა.

– მეგონა, აღარ მოხვიდოდი, – შვებით ამოისუნთქა, როცა გვერდით მივუჯექი.

– როგორ არ უნდა მოვსულიყავი, როცა შეგპირდი. რაღაც საქმეზე შემაგვიანდა.

– რა საქმეზე?

– ფეხსაცმელი. ფეხსაცმელს ვწმენდდი.

– ამას? – ეჭვით დახედა ჩემს კედებს.

– არა, მამის ფეხსაცმელს! ასეთი ტრადიცია გვაქვს ოჯახში. ბავშვებმა აუცილებლად უნდა
გაუწმინდონ მამას ბათინკები.

– რატომ?

– როგორ ვთქვა... ბათინკები – ეს ხომ ერთგვარი სიმბოლოა! წარმოიდგინე: მამა მისჯილივით


ყოველ საღამოს რვაზე ბრუნდება შინ. მე ბათინკებს ვუწმენდ და დამშვიდებული სინდისით
მივდივარ ლუდის დასალევად.

– კარგი ტრადიციაა...

– მართლა?

– რა თქმა უნდა! მამას ხომ პატივი უნდა სცე!

– მე დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ მხოლოდ ორი ფეხი აქვს.

სიცილი წასკდა.

– შესანიშნავი ოჯახი გქონია.

39
– ჰო, რა თქმა უნდა... თუ ფულზე არაფერს ვიტყვი, მაშინ ისეთი შესანიშნავია, რომ ტირილი
მოგინდება.

კოქტეილის ჩხირს ისევ ჭიქის ფსკერზე ათამაშებდა.

– მაგრამ მე შენზე გაცილებით ღარიბი ოჯახი მყავდა...

– რა იცი?

– სუნით. მდიდარი მდიდარს გრძნობს, ღარიბი – ღარიბს.

ჯეიმ ბოთლით ლუდი მოგვიტანა. ჭიქა გავავსე.

– შენი მშობლები სად ცხოვრობენ?


– ვერ გეტყვი.

– რატომ?

– წესიერი ადამიანები სხვებს არ უყვებიან, რა ხდება მათ სახლში.

– შენ წესიერი ადამიანი ხარ?

თხუთმეტი წამი ფიქრობდა.

– კარგი იქნებოდა, ვყოფილიყავი. თუ სიმართლე გინდა. ისე, ვის არ უნდა, რომ იყოს?

– იქნებ მაინც მომიყვე?

– რატომ?

– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სულ ერთია, ვიღაცას მაინც უნდა მოუყვე. მეორეც, მე არავისთან არ
წამომცდება.

გაიღიმა. სიგარეტს მოუკიდა და სამი ნაფაზი დაარტყა. თან მდუმარედ დასცქეროდა დახლის
გასწვრივ გაწოლილ ხის ნახჭს.

– მამა ხუთი წლის წინათ მოკვდა. ტვინის სიმსივნით. მთელი ორი წელიწადი იტანჯებოდა.
საშინელება იყო. ყველაფერი დავახარჯეთ, რაც კი გვქონდა. ისე დავიქანცეთ, რომ ოჯახი
დაიშალა. თუმცა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

თავი დავუქნიე.

– დედა?

– ცხოვრობს... სადღაც. ახალ წელს ღია ბარათებს მიგზავნის.

– ეტყობა, არ გიყვარს.

40
– ეტყობა.

– ძმები, დები?

– ერთი და მყავს, ტყუპისცალი.

– ახლა სად არის?

– აქედან ოცდაათი ათასი სინათლის წელიწადზე.

ეს თქვა, ნერვიულად გაიცინა და ჭიქა წამოაქცია.

– მაინც რას ავტყდი, რა მალაპარაკებს საზიზღრობებს ოჯახზე. სევდაც კი მომაწვა.

– განსაკუთრებული არაფერია. ყველა ჩვენგანს აქვს რაღაც ამის მაგვარი.

– შენც გაქვს?

– მეც. ხანდახან საყვარელ სათამაშოს ჩავიკრავ ხოლმე გულში და ვტირი...

– როგორია შენი საყვარელი სათამაშო?


– პირის საპარსი კრემი.

ახლა კი მართლა გულიანად გაიცინა. ისე, როგორც ალბათ რამდენიმე წელი არ გაუცინია.

– მისმინე, – ვთქვი, – რატომ სვამ ამ ლიმონათს? მშრალი კანონი გაქვს?

– საერთოდ, დღეს არ ვაპირებდი... კარგი, რაც არი, არი!

– ესე იგი, რას დალევ?

– თეთრ ღვინოს, ოღონდ რაც შეიძლება ცივს.

ჯეის დავუძახე და ლუდი და თეთრი ღვინო შევუკვეთე.

– ერთი მითხარი, რას გრძნობს კაცი, როცა ტყუპისცალი ჰყავს?

– უცნაური გრძნობაა. ერთნაირი სახე, ერთნაირი ინტელექტუალური ინდექსი, ერთი ზომის


ლიფი... მოსაბეზრებელია.

– ხშირად ერეოდით ერთმანეთში?

– ხშირად. რვა წლამდე. მერე მე ცხრა თითი დამრჩა და არავის აღარ ეშლებოდა...

გულისყურით და აკურატულად, როგორც პიანისტმა კონცერტის წინ, ერთმანეთის გვერდით


დააწყო ორივე ხელი. მარცხენა ავიღე, სინათლისკენ გავწიე და დავაკვირდი. ხელი პატარა იყო,
კოქტეილის ჭიქასავით ცივი. ოთხი თითი კოხტად, სრულიად ბუნებრივად გამოიყურებოდა.

41
თითქოს დაბადებიდანვე ოთხნი იყვნენ. ასეთი ბუნებრიობა სასწაულივით ჩანდა. ყოველ
შემთხვევაში, ექვსი თითი გაცილებით ნაკლებად დამაჯერებელი იქნებოდა.

– რვა წლისამ ნეკი მტვერსასრუტის ძრავაში შევყავი. მაშინვე მომაძრო.

– ახლა სად არის?

– ვინ?

– ნეკი.

– არ ვიცი, – გაიცინა, – აქამდე არავის უკითხავს. შენ პირველი ხარ.

– გაწუხებს, ნეკი რომ გაკლია?

– ხელთათმანებს რომ ჩავიცვამ, მხოლოდ მაშინ.

– სულ ეს არის?

თავი გადააქნია.

– იმის თქმა არ მინდა, რომ საერთოდ არ მაწუხებს. მაგრამ არც იმაზე მეტად, ვიდრე სხვებს
სქელი კისერი ან ბალანი ფეხებზე.

თავი დავუქნიე.

– საერთოდ რას აკეთებ? – მკითხა.


– უნივერსიტეტში ვსწავლობ, ტოკიოში.

– არდადეგებზე ჩამოხვედი?

– აჰა.

– რას სწავლობ?

– ბიოლოგიას. ცხოველები მიყვარს.

– მეც მიყვარს.

დარჩენილი ლუდი დავლიე და ერთი მუჭა კარტოფილის ჩიფსი ავიღე.

– იცი... ბჰაგალპურში სახელგანთქმული ლეოპარდი იყო – სამი წლის განმავლობაში სამას


ორმოცდაათი ინდოელი შეჭამა.

– მართლა?

42
– მერე: ინგლისელმა პოლკოვნიკმა ჯიმ კორბეტმა, მეტსახელად "ლეოპარდის რისხვამ", რვა
წლის განმავლობაში, ამ ლეოპარდის ჩათვლით, ას ოცდახუთი ლეოპარდი და ვეფხვი მოკლა.
ამის შემდეგ კიდევ გეყვარება ცხოველები?

სიგარეტი ჩააქრო, ღვინო მოსვა და აღტაცებულმა შემომხედა:

– არა, არა, იშვიათი ვინმე ხარ!

21

ჩემი მესამე მეგობარი გოგოს სიკვდილიდან ორი-სამი კვირის შემდეგ ჟიულ მიშლეს "კუდიანს"
ვკითხულობდი. მშვენიერი წიგნია. იქ ასეთი პასაჟი იყო:

"უზენაესმა მოსამართლემ რემი ლორენსკიმ რვაასი კუდიანი დაწვა კოცონზე და ძალიანაც


ამაყობდა ამ თავისი დაშინების პოლიტიკით. ერთხელ თქვა: "მე იმდენად განთქმული ვარ ჩემი
სამართლიანობით, რომ ამ დღეებში შეპყრობილმა თექვსმეტმა ქალმა თვითონვე ჩამოიხრჩო
თავი, ისე რომ ჯალათს არც დალოდებიან".

"მე განთქმული ვარ ჩემი სამართლიანობით..." პირდაპირ საოცარია!

22

ტელეფონმა დარეკა.

ვერაფრით ვერ მოვწყდებოდი ჩემს საქმიანობას: სპეციალური ლოსიონით ვიგრილებდი აუზზე


მზისგან დამწვარ სახეს. მხოლოდ მეათე ზარზე მოვიცილე სახიდან ბამბის ნარჩენები,
სკამიდან წამოვდექი და ყურმილი ავიღე.

– გამარჯობა. მე ვარ.

– გაუმარჯოს.

– რას აკეთებდი?

– არაფერს.

43
სახე მიხურდა, კისერზე ჩამოკიდებული პირსახოცით შევიმშრალე.

– გმადლობ გუშინდელი საღამოსთვის. კარგა ხანია ასე არ დამისვენია.

– ძალიან კარგი.

– მ-მ-მ... მოშუშული ხორცი გიყვარს?

– მიყვარს.

– იმდენი მოვშუშე, მთელი კვირა ვერ მოვერევი. მომეხმარები?

– რატომაც არა.

– მაშინ ერთ საათში მოდი. თუ დააგვიანებ, ყველაფერს ნაგვის ყუთში ჩავუძახებ. გასაგებია?

– აჰა.

– იცი, ლოდინი არ მიყვარს.

ეს თქვა და ისე დაკიდა ყურმილი, პირის გაღებაც ვერ მოვასწარი. დივანზე დავეგდე და ათი
წუთი ჭერს შევცქეროდი, თან რადიოში ჰიტ-პარადს ვუსმენდი. მერე სუფთად გავიპარსე ცხელი
შხაპის ქვეშ. ქიმწმენდიდან ახლახან გამოტანილი პერანგი და "ბერმუდის" შორტი ჩავიცვი.
მშვენიერი საღამო იყო. ზღვის სანაპიროს ჩავუარე მანქანით, ჩამავალი მზით ვტკბებოდი,
გზატკეცილზე გასვლამდე კი ორი ბოთლი ჩაცივებული ღვინო და სიგარეტი ვიყიდე.

***

სანამ მაგიდიდან რაღაც-რაღაცებს ალაგებდა და ქათქათა ჭურჭელს აწყობდა, ღვინის ბოთლი


ხილის დანით გავხსენი. ოთახი ცხელი მოშუშული ხორცის ნესტიანი ორთქლით იყო სავსე.
– არ მეგონა, რომ ასე დაცხებოდა. ნამდვილი ჯოჯოხეთია...

– ჯოჯოხეთში უფრო ცხელა.

– შენ რა, ნამყოფი ხარ?

– ხალხი ყვება. როცა იქ ისე დაცხება, რომ სადაცაა თავის ქალა აგძვრება, მაშინ უფრო გრილ
ადგილას გადაგიყვანენ. ცოტა მოსულიერდები და ისევ დაგაბრუნებენ.

– როგორც საუნაში.

– ზუსტად. მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც უკან აღარ აბრუნებენ, იმიტომ რომ უკვე შეიშალნენ.

44
– და რას უშვრებიან?

– სამოთხეში გზავნიან. კედლების შესათეთრებლად. სამოთხეში ხომ ეგრეა – კედლები


იდეალურად თეთრი უნდა იყოს. პატარა ლაქაც საკმარისია, რომ ყველაფერი აირ-დაირიოს. ეს
ხომ სამოთხეა! ჰოდა, ღებავენ დილიდან საღამომდე და ბრონქებს იფუჭებენ.

მეტი აღარაფერი უკითხავს. გულდასმით ამოვიღე ბოთლიდან საცობის ნარჩენები და ღვინო


ჭიქებში ჩამოვასხი.

– ცივი ღვინო – ცხელი გული, – თქვა, როცა ჭიქები მივუჭახუნეთ.

– ეგ საიდან?

– რეკლამიდან. ცივი ღვინო – ცხელი გული. რა, არ გინახავს?

– არა.

– ტელევიზორს არ უყურებ?

– იშვიათად. ადრე ხშირად ვუყურებდი. ყველაზე ძალიან ლესიზე გადაღებული ფილმი


მომწონდა. სანამ პირველი ძაღლი თამაშობ-და.

– ჰო, რა თქმა უნდა, შენ ხომ ცხოველები გიყვარს.

– აჰა!

– დრო რომ მქონდეს, დილიდან საღამომდე ვუყურებდი. ყველაფერს. აი, მაგალითად, გუშინ
დისპუტს გადმოსცემდნენ ბიოლოგსა და ქიმიკოსს შორის. არ გინახავს?

– არა.

ღვინო მოსვა და თავი ისე გადააქნია, თითქოს იხსენებსო.

– პასტერის შესახებ იყო. მეცნიერული ინტუიციის ძალა ჰქონდა.

– მეცნიერული ინტუიციის ძალა?

– მოკლედ... მეცნიერები ჩვეულებრივ ასე მსჯელობენ: ა უდრის ბ-ს, ბ უდრის ჩ-ს. ესე იგი, ა
უდრის ჩ-ს. რისი დამტკიცებაც გვინდოდა. სწორია?

თავი დავუქნიე.
– პასტერი კი ასეთი არ იყო. თავში მხოლოდ ის ჰქონდა, რომ ა უდრის ჩ-ს. ყოველგვარი
დამტკიცებების გარეშე. მისი სიმართლე დრომ დაადასტურა. მთელი ცხოვრების მანძილზე
აუარებელი აღმოჩენა ჰქონდა.

– ჰო, ყვავილის ვაქცინა...

ჭიქა მაგიდაზე დადო და საყვედურით, ცოტა გაბრაზებულმაც კი შემომხედა.

45
– ყვავილის ვაქცინა ჯენერისაა! უნივერსიტეტში როგორ მოხვდი?

– ა, გამახსენდა: ანტისხეულები! და დაბალტემპერატურული სტერილიზაცია.

– სწორია.

როგორღაც საზეიმოდ გაიცინა, ისე რომ კბილები არ გამოუჩენია. ჭიქაში დარჩენილი ღვინო
დალია და ისევ დაისხა.

– იმ დისპუტში ამ თვისებას მეცნიერულ ინტუიციას ეძახდნენ. შენ ასეთი რამ გაქვს?

– ფაქტობრივად არა.

– რომ გქონოდა?

– ალბათ რამეში გამომადგებოდა. მაგალითად, როცა გოგოსთან წევხარ, შეიძლება დაგჭირდეს.

გაიცინა და სამზარეულოში გავიდა. იქიდან მოშუშული ხორცით სავსე ქვაბით, მათლაფა


სალათითა და დაჭრილი ფუნთუშით დაბრუნდა. ფართოდ გაღებული ფანჯრიდან, როგორც
იქნა, გრილმა ჰაერმა დაბერა. დინჯად შევუდექით ვახშმობას, თან ფირფიტას ვუსმენდით.
რაღაცებს მეკითხებოდა, ძირითადად, უნივერსიტეტსა და ტოკიოში ცხოვრებაზე. შინაარსიან
საუბარს ვერ დაარქმევდი. კატებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე ("რას ამბობ, ჩვენ მათ არ
ვხოცავთ! ეს ფსიქოლოგიური ცდებია", – ვიტყუებოდი. ამ დროს კი ორ თვეში ოცდათექვსმეტი
კატა და კნუტი მყავდა მოკლული), დემონსტრაციებსა და გაფიცვებზე... კბილიც კი ვაჩვენე,
პოლიციელმა რომ ჩამიმტვრია.

– სამაგიეროს გადახდა არ გინდა? – მკითხა.

– კიდევ რას იტყვი...

– ვითომდა რატომ? მე რომ ვიყო, მოვძებნიდი და ჩაქუჩით ჩავუმტვრევდი ყველა კბილს.

– ჯერ ერთი, მე – ეს მე ვარ. მეორეც, ყველაფერი უკვე დამთავრებულია. და მესამე – იქ ყველას


ერთნაირი სიფათი აქვს, როგორ ვიპოვო?

– გამოდის, აზრი არა აქვს.

– რას არა აქვს აზრი?

– კბილი რომ ჩაგიმტვრიეს.

– გამოდის, რომ არა.

იმედგაცრუებულმა ამოიკვნესა და მოშუშული ხორცის ნაჭერი ჩაიდო პირში.

46
***

ყავის შემდეგ ჭურჭელი გავრეცხეთ ვიწრო სამზარეულოში, მაგიდასთან დავბრუნდით და


მანჰეტენის ჯაზის კვინტეტის მუსიკის თანხლებით სიგარეტი გავაბოლეთ.

ფართო შორტი და თხელი ქსოვილის პერანგი ეცვა. პერანგს შიგნიდან კერტები მოუჩანდა.
მაგიდის ქვეშ რამდენჯერმე მუხლებითაც შევეხეთ ერთმანეთს. ყოველ ასეთ შეხებაზე ოდნავ
ვწითლდებოდი.

– რას იტყვი, მოგეწონა ვახშამი?

– ძალიან.

ოდნავ იკბინა ქვედა ტუჩზე.

– რატომ არაფერს ამბობ, სანამ არ შეგეკითხებიან?

– რა ვიცი... ეგეთი ჩვევა მაქვს... ყოველთვის მავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანის თქმა.

– შეიძლება გირჩიო?

– მიდი.

– როგორმე უნდა გადაეჩვიო. შეიძლება ძვირად დაგიჯდეს.

– ჰო, შეიძლება. მაგრამ ეს როგორღაც ძველ, დანჯღრეულ მანქანას ჰგავს, ერთ რაღაცას
გაარემონტებ, უცებ მეორე მოგხვდება თვალში.

გაიცინა და სხვა ფირფიტა დადო. ახლა მარვინ გეი ამღერდა. საათის ისრები რვას
უახლოვდებოდა.

– ბათინკები რა, დღეს არ უნდა გავწმინდოთ?

– ძილის წინ გავწმენდ. კბილებთან ერთად.

გამხდარი იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, რაც შეიძლება მოხერხებულად ჩამოდო


ხელისგულებზე ნიკაპი, თან ლაპარაკობდა და თან მე შემომცქეროდა. გავღიზიანდი. მზერა
რომ ამერიდებინა, ხშირ-ხშირად ვეწეოდი, რამდენჯერმე ყალბი ინტერესითაც გავიხედე
ფანჯარაში, მაგრამ ალბათ ასე უფრო სასაცილოდ გამოვიყურებოდი.

– აი, ახლა კი მჯერა, – თქვა.

– რისი?

– იმისი, რომ მაშინ არაფერი არ გიქნია ჩემთვის.

47
– რატომ გგონია?

– გითხრა?

– არ არის საჭირო.

– ასეც ვიცოდი, – ჩაიცინა, ღვინო დამისხა და თითქოს რაღაც გაახსენდაო, უცებ ფანჯრის იქით
სიბნელეს გახედა, – იცი, ხანდახან რაზე ვფიქრობ? კარგი იქნებოდა, ისე მეცხოვრა, რომ
არავისთვის არ შემეშალა ხელი! როგორ ფიქრობ, შესაძლებელია?

– რა ვიცი, რა გითხრა...

– აი, მაგალითად: მე შენ არ გიშლი?

– აბსოლუტურად.

– ვგულისხმობ, ახლა.

– რა თქმა უნდა, ახლა.

ჩუმად გამოსწია ხელი, ჩემი ხელი აიღო, ერთხანს ეჭირა, მერე გამიშვა.

– ხვალ მივემგზავრები.

– სად?

– ჯერ არ გადამიწყვეტია. სადმე სხვაგან, სადაც სიჩუმე და სიცივეა. ერთი კვირით.

თავი დავუქნიე.

– როგორც კი დავბრუნდები, დაგირეკავ.

მანქანით შინ რომ ვბრუნდებოდი, უცებ ჩემი პირველი პაემანი გამახსენდა. ეს შვიდი წლის
წინათ იყო. მთელი ის დრო, სანამ ერთად ვიყავით, ერთსა და იმავეს ვეკითხებოდი, ხომ არ
მოიწყინე-მეთქი.

ფილმს ვუყურებდით ელვის პრესლით მთავარ როლში. იქ სიმღერა იყო ასეთი სიტყვებით:

არ მახსოვს, რაზე ვიჩხუბეთ,

დავჯექ, დავწერე ბარათი:

"ო, მაპატიე, ძვირფასო,

ეს ყმაწვილური ღალატი".

48
წერილი უკან მოვიდა,

მოვიდა მშრალი წარწერით:

მსგავსი არც მისამართია,

არც ადრესატი ასეთი.

დრო მეტისმეტად ჩქარა გარბის.

23

ჩემი მესამე გოგო ჩემს პენისს "რაისონ დ’ეტრე"-ს – "ყოფიერების გამართლებას" ეძახდა.

***

იყო დრო, როცა პატარა ესეს დაწერას ვფიქრობდი ადამიანის "რაისონ დ’ეტრე"-ზე. დაწერით
არ დამიწერია. მაგრამ ამ ფიქრში მშვენიერი ჩვევა შევიძინე – ქვეყანაზე ყველაფერი რიცხვით
ეკვივალენტზე გადამეყვანა. ეს ჩვევა რვა თვეს გამყვა. როცა საგარეუბნო ელმავლით
ვმგზავრობდი, მგზავრებს ვითვლიდი, როცა კიბეზე ავდიოდი – საფეხურებს. ხოლო როცა
დასათვლელი არაფერი მქონდა, პულსს ვისინჯავდი. ჩანაწერების მიხედვით, ამ დროის
განმავლობაში, უფრო ზუსტად კი 1969 წლის 15 აგვისტოდან მომდევნო წლის 3 აპრილამდე 358
ლექციას დავესწარი, მქონდა 54 სქესობრივი აქტი და მოვწიე 6921 ღერი სიგარეტი. მაშინ
სერიოზულად მეგონა, რომ ამგვარი რიცხვითი ეკვივალენტები აუცილებლად მეტყველებენ
რაღაცაზე. და რადგან მართლა არსებობს ეს "რაღაც", რომელიც რაღაცაზე მეტყველებს, მაშინ
სრულიად აშკარაა, რომ ვარსებობ მეც! თუმცა, გაირკვა, რომ ადამიანებს სულაც ფეხებზე
ჰკიდიათ სიგარეტების რაოდენობა, რომლებიც მე მოვწიე და საფეხურების რაოდენობა,
რომლებიც ავიარე. ჩემი პენისის ზომაც კი ფეხებზე ჰკიდიათ. აი, ასე გაქრა ჩემი მხედველობის
არიდან "რაისონ დ’ეტრე" და სულ მარტო დავრჩი.

***

49
როცა მისი სიკვდილის შესახებ შევიტყვე, 6922-ე სიგარეტი მოვწიე.

24

ამ საღამოს ვირთხას წვეთი ლუდი არ დაულევია, რაც თავისთავად საგანგაშო იყო. ლუდის
ნაცვლად ერთ ჯერზე ხუთი ულუფა ვისკი დალია.

დროს პინბოლის თამაშით ვკლავდით. სათამაშო ავტომატი მოპირდაპირე, ნახევრად ბნელ


კუთხეში იდგა. რაღაც რაოდენობა ხურდა ფულის საფასურად ეს ოხრობა საშუალებას გაძლევს,
მოკლა გარკვეული დრო. თუმცა ვირთხა ყველაფერს სერიოზულად ეკიდებოდა. ასე რომ, ექვს
თამაშში ჩემი ორი გამარჯვება ნამდვილი სასწაული იყო.

– ეი, რა დაგემართა?

– არაფერი, – მპასუხობდა ვირთხა.

***

დახლთან რომ დავბრუნდით, ისევ დავლიეთ, მე – ლუდი, იმან – ვისკი. მერე ზედიზედ
ვუსმენდით მუსიკალური ავტომატის ფირფიტებს, ყველაფერს ერთიმეორის მიყოლებით, ისე
რომ სიტყვაც არ დაგვიძრავს. Everyday People, Woodstock, Spirit in The Sky, Hey There, Lonely Girl...

– რაღაც უნდა გთხოვო, – თქვა ვირთხამ.

– რა?

– ერთ ვიღაცას უნდა შეხვდე...

– ქალს?

ოდნავ შეიშმუშნა და თავი დამიქნია.

– მაგრამ რატომ მაინცდამაინც მე?

– აბა, სხვას ვის ვთხოვო? – ჩაილაპარაკა და მეექვსე ულუფიდან მოსვა, – კოსტიუმი და


ჰალსტუხი გაქვს?

– მაქვს, ოღონდ...

50
– მაშინ ხვალ ორზე. მისმინე, ეს დედაკაცები საერთოდ რას ჭამენ?

– ბათინკის ლანჩებს.

– მიდი რა...

25

ვირთხას საყვარელი ნუგბარი ახლად გამომცხვარი ბლინები იყო. ღრმა თეფშში ერთიმეორეზე
დააწყობდა, დანით ოთხ ნაწილად გაჭრიდა და ზედ ბოთლ კოკა-კოლას მოასხამდა.

როცა პირველად მოვხვდი ვირთხას სახლში, ზუსტად ამ უგემურ საჭმელს მიირთმევდა. ჰაერზე,
მაისის მზეზე გამოტანილ მაგიდასთან იჯდა.

– ასეთი მიქსი იმით არის კარგი, – ამიხსნა, – რომ შესაჭმელისა და დასალევის თვისებებს
აერთიანებს.

დიდ, ხეხილით სავსე ბაღში ყველანაირი ჯიშისა და ფერის ჩიტები იკრიბებოდნენ. ბეჯითად
კენკავდნენ მდელოზე უხვად მიმოფანტულ ბატიბუტს.

26

ჩემს მესამე მეგობარ გოგონაზე მინდა მოგიყვეთ.

იმ ადამიანებზე მოყოლა, ვინც აღარ არის, ყოველთვის ძნელია. უფრო ძნელია იმ ქალებზე
მოყოლა, ახალგაზრდები რომ დაიხოცნენ. ისინი ხომ სამუდამოდ ახალგაზრდებად დარჩნენ...
ჩვენ კი, ცოცხლად დარჩენილები, ვბერდებით. ყოველწლიურად, ყოველთვიურად, ყოველდღე.
ხანდახან მეჩვენება, რომ ყოველი საათით ვბერდები. და რაც ყველაზე უფრო საშინელია, ეს
ასეც არის.

***

51
სულაც არ იყო ლამაზი. თუმცა ეს რა გამოთქმაა: "სულაც არ იყო ლამაზი"? უფრო სწორი იქნება,
რომ ვთქვა: "იმდენად ლამაზი არ იყო, რამდენადაც უნდა ყოფილიყო".

მე მისი მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს. უკანა მხარეს აწერია: "1963 წ. აგვისტო". წელი, როცა თავი
გაუხვრიტეს პრეზიდენტ კენედის. ზღვის ჯებირი რომელიღაც აგარაკზე – ზის და ძალისძალად
იღიმება. ჯინ სებერგის სტილში მოკლედ შეკრეჭილი თმა (თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს
ვარცხნილობა უფრო აუშვიცს მაგონებდა) და გრძელი წითელი კუბოკრული კაბა. ცხადია, ამაში
არის რაღაცნაირი სიტლანქე, მაგრამ სილამაზეს ნამდვილად არ ფარავს. იმ სილამაზეს,
რომელიც გულის იდუმალ კუნჭულებში აღწევს, ოდნავ გახსნილი ტუჩები, მინიატიურული, პაჭუა
ცხვირი. ფართო შუბლზე სხვათა შორის ჩამოშლილი "ჩოლკა", აშკარად საკუთარი ნახელავი.
პუტკუნა ლოყები და ერთ მათგანზე მუწუკის ძლივს შესამჩნევი კვალი...

ფოტოზე თოთხმეტი წლისაა. ყველაზე ლამაზი წამი მის ცხოვრებაში, რომელიც ოცდაერთ
წელიწადში ჩაეტია. მხოლოდ მკითხაობა თუ შეიძლება, სად წავიდა მერე ეს ყველაფერი. რა
მიზეზით, რა მიზნით. არ ვიცი. არც არავინ იცის.

***

"იმიტომ შევედი უნივერსიტეტში, რომ მენახა ციური გამოცხადება" – სრულიად სერიოზულად


მითხრა ერთხელ. ღამის ოთხი საათი იყო. შიშვლები ვიწექით ლოგინში. დავინტერესდი, მაინც
რა არის ეს ციური გამოცხადება-მეთქი. "შეიძლება კი ამის ახსნა?" – თქვა. ცოტა ხნის შემდეგ კი
დაამატა: "ეს ანგელოზების ფრთებივით ჩამოდის ციდან".

შევეცადე წარმომედგინა ციდან პირდაპირ უნივერსიტეტის ეზოში დაშვებული ანგელოზების


ფრთები. შორიდან ქაღალდის ხელსახოცებს ჰგავდნენ.

***

ვერავინ ვერ გაიგო, რატომ მოკვდა. იმასაც კი ვფიქრობ, რომ ხეირიანად თვითონაც არ იცოდა.

27

ცუდი სიზმარი ვნახე.

დიდი შავი ფრინველი ვიყავი და ჯუნგლების თავზე დასავლეთისკენ მივფრინავდი. ფრთები


შედედებული შავი სისხლით მქონდა მოთხვრილი. ცის დასავალი ავის მომასწავებელ შავ
ღრუბლებს დაეფარათ. ცრიდა და სულ ახლოს მცემდა მისი სუნი. სიზმრები დიდი ხანია არ
მენახა. კარგა დიდი დრო დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი – ეს სიზმარი იყო. ლოგინიდან
წამოვხტი და შხაპის ქვეშ ოფლი ჩამოვიბანე. გახუხული პურითა და ვაშლის წვნით ვისაუზმე.

52
თამბაქოსა და ლუდისგან ყელი ისე გამშრობოდა, თითქოს ძველი ბამბა ჩაეტენათ შიგ.
ნიჟარაში ჩავყარე ჭურჭელი, კარადიდან მომწვანო-მოყავისფრო კოსტიუმი, იდეალურად
დაუთოებული პერანგი და შავი ჰალსტუხი გამოვიღე. ეს ყველაფერი სასტუმრო ოთახში
გავიტანე და იქ კონდიციონერის წინ დავჯექი.

სატელევიზიო ახალ ამბებში საზეიმოდ გვპირდებოდნენ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეს.


ტელევიზორი გამოვრთე, ძმის ოთახში შევედი, გროვა წიგნებიდან რამდენიმე ავიღე და
წიგნებთან ერთად დივანში ჩავეფალი.

ორი წლის წინათ ჩემი უფროსი ძმა ყოველგვარი განცხადების გარეშე წავიდა ამერიკაში, აქ კი
წიგნების გროვა და ერთი მეგობარი ქალი დატოვა. ხანდახან მასთან ერთად ვსადილობდი. ის
მეუბნებოდა, რომ ძალიან ვგავდი ძმას.

– რით? – ვეკითხებოდი გაკვირვებული.

– ყველაფრით, – მპასუხობდა.

შეიძლება ასეც არის. ვფიქრობ, საქმე ბათინკებშია, რომლებსაც ათ წელიწადზე მეტია


რიგრიგობით ვწმენდდით.

საათი თორმეტს უჩვენებდა. საზიზღარ სიცხეზე ფიქრში შევიკარი ჰალსტუხი და პიჯაკი ჩავიცვი.

დრო უამრავი მქონდა, საქმე კი – არაფერი. მანქანით აუჩქარებლად გავისეირნე ქალაქში. ჩემი
უსახური წაგრძელებული ქალაქი ზღვიდან მთებამდე იყო გაჭიმული. მდინარე, ჩოგბურთის
კორტი, გოლფის მოედანი, კერძო სახლების წყება, კედელი, კიდევ კედელი, რამდენიმე კოხტა
რესტორანი და დუქანი. ძველი ბიბლიოთეკა, ვირისტერფათი გადაბარდნილი მინდორი და
პარკი მაიმუნის გალიებით. ქალაქი არ იცვლებოდა.

ქალაქგარეთ ოკრობოკრო გზაზე ვიტრიალე და მდინარის ნაპირით ზღვისკენ ჩავუხვიე.


მდინარის შესართავთან ახლოს ფეხის დასასველებლად მანქანიდან გადმოვედი. ჩოგბურთის
კორტზე თეთრკეპიანი და შავსათვალიანი ორი გარუჯული გოგონა თამაშობდა. მზე ზენიტს იყო
გადაცდენილი და უფრო უმოწყალოდ აჭერდა, ისინი კი ისევ იქნევდნენ ჩოგნებს, ოფლი
წურწურით ჩამოსდიოდათ.

ხუთი წუთი შევცქეროდი, მერე მანქანაში დავბრუნდი, სავარძელში გავიშალე და თვალები


დავხუჭე. ტალღების ხმაური ბურთზე დარტყმის ხმას ერეოდა. საიდანღაც გამოძვრა სამხრეთის
სუსტი ნიავი, ზღვის სურნელი და ცხელი ასფალტის სუნი მოიტანა. ერთი შორეული ზაფხული
გამახსენდა, ქალიშვილის სხეულის სითბო, ძველი როკ-ენ-როლი, სამრეცხაოდან ახლახან
გამოტანილი ღილებიანი პერანგი, თამბაქოს ბოლი აუზის გასახდელში, გაუბედავი
წინათგრძნობა... ტკბილი სიზმარი, რომელიც გგონია, რომ მუდამ გამეორდება. მაგრამ
ერთხელაც დადგა ზაფხული (ნეტავ როდის იყო?), სიზმარი ადგა და აღარ დაბრუნდა.

ზუსტად ორ საათზე "ჯეის ბარის" წინ გავჩერდი. ვირთხა ტროტუარის ღობეზე იჯდა და
კაზანზაკისის "ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას" კითხულობდა.
– შენი მეგობარი ქალი? – შევეკითხე.

ხმა არ ამოუღია, ისე დახურა წიგნი, მანქანაში შემოძვრა და მზის სათვალე გაიკეთა.

53
– არავითარი ქალი არ იქნება.

– როგორ თუ არ იქნება?

– აი, ასე.

ამოვიოხრე, ჰალსტუხი შევიხსენი, პიჯაკთან ერთად უკანა სავარძელზე დავაგდე და სიგარეტს


მოვუკიდე.

– წავიდეთ სადმე?

– ზოოპარკში.

– კარგი, როგორც იტყვი.

28

ახლა ჩემს ქალაქზე მოგიყვებით. ქალაქზე, რომელშიც დავიბადე, გავიზარდე და პირველად


ვიწექი ქალთან.

წინ ზღვაა, უკან – მთები, გვერდიდან – ვეებერთელა ნავსადგური. ერთი ციცქნა ქალაქია. როცა
ნავსადგურიდან მობრუნებული გზატკეცილზე გადმოუხვევ, სიგარეტის მოკიდებასაც არა აქვს
აზრი. სანამ ასანთს გაჰკრავ, უკვე ადგილზე ხარ.

მოსახლეობა სამოცდაათი ათასზე მეტია. ხუთი წლის წინანდელი ციფრია, მაგრამ საეჭვოა, რომ
შეცვლილიყო. საშუალო შეძლების ოჯახი ორსართულიან სახლში ცხოვრობს, ცხადია, ბაღით,
აქვს ავტომობილი, ხანდახან ორიც.

ეს ციფრები მე არ გამომიგონია. მერიის სტატისტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს ყოველი


ფინანსური წლის ბოლოს. განსაკუთრებით ორსართულიანი სახლების შესახებ არსებული
ცნობები მომწონს. ვირთხა სამსართულიან სახლში ცხოვრობდა, სახურავზე ორანჟერეა ჰქონდა.
ცერად გამოთხრილ მიწისქვეშა გარაჟში მისი თღ-3 ტკბილად მეზობლობდა მამამისის
"მერსედესთან". საოცარია, თუ სადმე სახლში ოჯახური ატმოსფერო სუფევდა, მხოლოდ
გარაჟში. ისეთი დიდი იყო, პატარა თვითმფრინავის ანგარად გამოდგებოდა. გარაჟი
ტელევიზორებითა და მაცივრებით, მაგიდებითა და დივნებით, სერვანტებითა და
სტერეოსისტემებით იყო სავსე, დაძველებულით ანდა მობეზრებულით. იქ ლუდის სმაში ბევრი
კარგი დრო გაგვიტარებია.

ვირთხას მამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. ერთხელაც არ მინახავს. როცა მამაზე
შევეკითხებოდი, მთელი სერიოზულობით მპასუხობდა: "ჩემზე გაცილებით უფროსია და
ამასთან ერთად მამაკაციც".

54
ამბობდნენ, ვირთხას მამა დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ ომამდე, ღარიბი იყოო. ზუსტად ომის
წინ მძიმე შრომით მოიპოვა ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა და მწერების საწინააღმდეგო
წამლის გაყიდვას მიჰყო ხელი. ამ წამლის ეფექტიანობა ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული,
მაგრამ ფრონტის ხაზი სამხრეთისკენ მოემართებოდა და წამალიც სულ უფრო სწრაფად
იყიდებოდა. ომის დამთავრების შემდეგ მწერების წამალს შეეშვა და საეჭვო მკვებავი კრემების
გაყიდვა დაიწყო. კორეაში ომის შემდეგ კი საყოფაცხოვრებო სარეცხ საშუალებებზე გადაერთო.
იმასაც ამბობდნენ, რომ ინგრედიენტები ყოველთვის და ყველგან ერთი და იგივე რჩებოდა.
შეიძლება ასეც იყო.

ოცდახუთი წლის წინათ მწერებისგან დამცავი წამლის სქელი ფენით დაფარული იაპონელი
ჯარისკაცების გვამები შტაბელებად ეწყო ახალი გვინეის ჯუნგლებში. დღეს კი ნებისმიერ
ტუალეტში მილების გამწმენდი საშუალებაა და თანაც იმავე სავაჭრო დამღით.

აი, ასე გამდიდრდა ვირთხას მამა.

რა თქმა უნდა, ჩემს ნაცნობებს შორის ღარიბი ოჯახის შვილიც იყო. მამამისი საქალაქო
ავტობუსის შოფრად მუშაობდა. ალბათ მდიდარი ავტობუსის შოფრებიც არსებობენ, მაგრამ
ჩემი ნაცნობის მამა ღარიბებს განეკუთვნებოდა. მისი მშობლები არასოდეს შინ არ იყვნენ,
ამიტომ ხშირად მივდიოდი ხოლმე სტუმრად. ამ დროს მამამისი საჭეს ატრიალებდა, ან
იპოდრომზე იჯდა, დედა კი მთელი დღეები სადღაც მუშაობდა.

ეს ბიჭი ჩემს კლასში სწავლობდა, თუმცა დამეგობრების საბაბი უცბად არ გაჩენილა. ერთხელ
შესვენებაზე ტუალეტში ვიდექი. ის გვერდით მომიდგა. ჩუმად მოვათავეთ საქმე და
ერთდროულად ვიბანდით ხელებს.

– მე რაღაც მაქვს! – თქვა და ხელები შარვალზე შეიწმინდა, – გინდა გაჩვენო?


საფულიდან ფოტო ამოიღო და გამომიწოდა. შიშველ ქალს ფეხები გაეფარჩხა და ლუდის
ბოთლს ითხრიდა შიგ.

– როგორია, ა?!

– მაგარია!

– ჩემთან თუ მოხვალ, ისეთებს გაჩვენებ, დარეტიანდები.

აი, ასე დავმეგობრდით.

ჩვენს ქალაქში სხვადასხვანაირი ხალხი ცხოვრობს. თვრამეტი წლის განმავლობაში აქ ბევრი


რამ ვისწავლე. ქალაქმა ჩემში ისეთი ღრმა ფესვები გაიდგა, რომ თითქმის ყველა მოგონება
მასთან არის დაკავშირებული. მაგრამ იმ გაზაფხულზე, როცა უნივერსიტეტში შევედი და ჩემი
ქალაქი მივატოვე, სულის სიღრმეში შვება ვიგრძენი.

ახლა, როცა გაზაფხულისა და ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვდივარ, ლუდის სმის მეტს


არაფერს ვაკეთებ.

55
29

მთელი კვირა ვირთხა თავში კეტდარტყმულივით დადიოდა, არ ვიცი, მოახლოებული


შემოდგომის ბრალი იყო თუ იმ გოგონასი... ამ თემაზე სიტყვაც არ დაუძრავს.

როცა ვირთხა კარგა ხნით დაიკარგებოდა, ჯეის მივადგებოდი ხოლმე:

– მისმინე, როგორ ფიქრობ, რა დაემართა ვირთხას?

– რა ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს... ზაფხული რომ გადის, იქნებ იმიტომ?

შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ვირთხა დეპრესიაში ვარდებოდა. იჯდა დახლთან,


ბრიყვული გამომეტყველებით ჩაშტერებოდა წიგნს, ხოლო როცა დალაპარაკებას
შევეცდებოდი, ერთმნიშვნელოვნად და უხალისოდ მპასუხობდა. როცა საღამოობით გრილი
ნიავი დაუბერავდა და შემოდგომის სუნს დაატრიალებდა, უცებ, არც წაიღებდა, არც მოიტანდა,
ლუდს დაივიწყებდა და ვისკის სვამდა და სვამდა, გაუთავებლად ყრიდა ხურდას მუსიკალურ
ავტომატში, მანამდე ტანჯავდა პინბოლს, სანამ ავტომატი უარს არ იტყოდა მასთან თამაშზე.
რაღა თქმა უნდა, რომ ყველაფერ ამის შემხედვარე ჯეი ნერვიულობდა.

– მაგას, ეტყობა, ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს ყველამ უნდა მიატოვოს, – თქვა ჯეიმ, – მესმის
მისი.

– ეგ როგორ?

– როგორ და, ყველა აქეთ-იქით მიემგზავრება, ვინ სამუშაოდ, ვინ უნივერსიტეტში... შენც ხომ
მიდიხარ?

– ჰო, მეც.

– აი, ხომ ხედავ...

თავი დავუქნიე.

– ის გოგონა?

– ცოტა დრო გავა და მოინელებს. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა.

– ნეტავ რა მოხდა?

– რას გაიგებ...

ჯეი შეწყვეტილ საქმეს მიუბრუნდა. მეტი აღარაფერი მიკითხავს. მუსიკალურ ავტომატში ხურდა
ჩავყარე, რამდენიმე სიმღერა შევარჩიე და დახლთან და ჩემს ლუდთან დავბრუნდი. ათი წუთის
შემდეგ ჯეი ისევ გამომეცხადა.

– მისმინე, ვირთხას შენთვის არაფერი უთქვამს?

56
– არა.

– უცნაურია.

– რატომ?
ჩაფიქრებული წმენდდა ჭიქას.

– აუცილებლად უნდა დაგელაპარაკოს.

– რაღას უცდის?

– იოლი არ არის. ეშინია, რომ დასცინებ.

– არაფერსაც არ დავცინებ!

– მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ზუსტად ასეა. თანაც კარგა ხანია. შენ კარგი ბიჭი ხარ,
მაგრამ, როგორ გითხრა, რაღაც-რაღაცები უაზრო ფაციფუცად მიგაჩნია, ყურადღების ღირსად
არ თვლი. თუმცა ამით არაფერი ცუდის თქმა არ მინდა.

– მესმის.

– ასეა თუ ისე, შენზე ოცი წლით უფროსი ვარ და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვნახე
ცხოვრებაში, ამიტომ გექცევით როგორც...

– როგორც ბებია?

– ჰო.

ისე გამეცინა, კინაღამ ლუდი გადამცდა.

– კარგი, შევეცდები როგორმე დაველაპარაკო.

– მიდი, მიდი, ეგრე უფრო სწორი იქნება.

ჯეიმ სიგარეტი ჩააქრო და სამუშაოს დაუბრუნდა. მე ხელების დაბანა გადავწყვიტე. პირსაბანში


სარკიდან ჩემი ორეული შემომცქეროდა. როცა უკან დავბრუნდი, კიდევ ერთი ბოთლი დავლიე,
რათა როგორმე მომეცილებინა უსიამო შეგრძნება.

30

იყო დრო, როცა ყველას უნდოდა, რომ მაგარი ბიჭის სახელი ჰქონოდა.

57
სკოლის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე გადავწყვიტე, ისე მოვქცეულიყავი, რომ
გარშემომყოფთათვის ჩემი ფარული გრძნობებისა და აზრების მხოლოდ ნახევარზე ნაკლები
გამხდარიყო საცნაური. რატომ გადავწყვიტე ასე, უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე
წელიწადი მკაცრად ვიცავდი ამ წესს. მერე კი უცებ აღმოვაჩინე, რომ სულაც დამვიწყებოდა ჩემი
ფიქრებისა და გრძნობების ნახევარზე მეტის სიტყვებით გამოხატვა. რანაირად უკავშირდება ეს
მაგარბიჭობას, კარგად არც მესმის. ინგლისურად ამას ცოოლ ჰქვია. ამ თვალსაზრისით ჩემი
შედარება ძველ მაცივართანაც კი შეიძლება, რომელშიც მთელი წელი არ დაუდნიათ ყინული.

დროის ჭაობში ვფართხალებ და ისე ვწერ ამ სტრიქონებს, თან მთვლემარე გონებას ლუდითა
და თამბაქოთი ვერეკები. რამდენჯერმე ვიღებ შხაპს, დღეში ორჯერ ვიპარსავ და გაუთავებლად
ვუსმენ ძველ ფირფიტებს. აი, ახლაც ჩემს ზურგს უკან კარგა ხნის წინათ მივიწყებული პიტერი,
პოლი და მერი მღერიან:

Don’t think twice it’s all right.

31

მეორე დღეს ვირთხას შევუთანხმდი, რომ ქალაქის გარეუბანში ერთ-ერთი სასტუმროს აუზზე
შევხვედროდით. ზაფხული იწურებოდა, თან მაინცდამაინც მოხერხებული მისასვლელი არ იყო,
ამიტომ სულ ათიოდე კაცი დაგვხვდა. ნახევარი სასტუმროში გაჩერებული ამერიკელები იყვნენ
და იმის ნაცვლად, რომ ეცურავათ, თავდავიწყებით ირუჯებოდნენ მზეზე. სასტუმრო
არისტოკრატიული ვილის ყაიდაზე იყო აშენებული. მდელოებით დაფარულ ეზოში ვარდის
ბუჩქები გაემწკრივებინათ, რომლებიც აუზს ძირითადი შენობისგან ყოფდა. ვარდის ბუჩქები
პატარა ბორცვზე ადიოდა, საიდანაც კარგად ჩანდა ზღვა, ყურე და ქალაქი.

მე და ვირთხა რამდენჯერმე შევეჯიბრეთ ოცდახუთმეტრიან აუზში, მერე ერთმანეთის


გვერდით შეზლონგებზე დავსხედით და ცივი კოლა გავხსენით. ცოტა სული მოვითქვი,
სიგარეტს მოვუკიდე. ვირთხა მშვიდად ადევნებდა თვალს აუზში მოცურავე ამერიკელ გოგონას.

უღრუბლო ცაზე რამდენიმე რეაქტიულმა თვითმფრინავმა გადაიფრინა და თეთრი, თითქოს


გაყინული კვალი დატოვა.

– ისეთი გრძნობა მაქვს, – თქვა ვირთხამ და თან ცას შეაცქერდა, – თითქოს როცა პატარები
ვიყავით, უფრო მეტი თვითმფრინავი დაფრინავდა. თანაც, ძირითადად, ამერიკულები,
ორფუზელაჟიანი, პროპელერებით.

– P-38?

– არა, სატრანსპორტო. ძალიან დიდები, რას მივა მაგათთან P-38... ერთხანს ძალიან დაბლა
დაფრინავდნენ, სამხედრო ნიშნების გარჩევაც კი შეიძლებოდა. ახლაც კი მახსოვს, DC-6, DC-7,
ერთხელ "სეიბერიც" კი დავინახე.

58
– მაგრამ ეს ადრე იყო...

– ჰო, ეიზენჰაუერის დროს. მაშინ, თუ გახსოვს, ჩვენს ნავსადგურში კრეისერიც კი შემოვიდა.


ქალაქში ფეხის დასადგმელი ადგილი არ იყო, გარშემო ყველგან ამერიკელები იყვნენ.
პატრულიც. შენ შეგხვედრია პატრული?

– აჰა.

– ახლა ყველაფერი სადღაც გაქრა... თუმცა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სამხედროები
მომწონს.

თავი დავუქნიე.

– მაგრამ "სეიბერი" მაგარი რამე იყო! სანამ ნაპალმის ბომბების ჩამოყრა არ დაიწყო. გინახავს,
როგორ ყრიან ნაპალმს?

– მინახავს, ომზე გადაღებულ ფილმებში.

– რას აღარ მოიგონებენ ადამიანები! მაგრამ ეს მართლა მაგარი გამოგონება იყო. ვინ იცის,
იქნებ ათი წლის შემდეგ ნაპალმზე ნოსტალგია შეგვეყაროს.

გამეცინა და მეორე სიგარეტს მოვუკიდე.

– გიყვარს თვითმფრინავები?
– ოდესღაც მინდოდა მფრინავი გავმხდარიყავი. მერე თვალები გავიფუჭე და გადავიფიქრე.

– გასაგებია...

– ცა მიყვარს. უსასრულოდ შემიძლია ვუყურო. არ მწყინდება. ხოლო როცა არ მინდა, არც


ვუყურებ.

ვირთხას ხუთი წუთი ხმა არ ამოუღია, მერე უცებ ალაპარაკ-და:

– ხანდახან ძალიან გამიჭირდება ხოლმე. იმის შეგნება, რომ მდიდარი ვარ და ასე შემდეგ...
გაქცევა მინდება ხოლმე. გესმის ჩემი?

– ეგ როგორ, "გაქცევა", – გამიკვირდა, – თუმცა... თუ მართლა ასე გინდა, ადექი და გაიქეცი.

– ალბათ ასე აჯობებდა. სადმე უცხო ქალაქში წავსულიყავი, ყველაფერი ნულიდან დამეწყო...
ვითომ ცუდი იქნება?

– რა, უნივერსიტეტსაც მიატოვებ?

– კარგა ხანია მივატოვე, დაბრუნების სურვილიც კი არ მაქვს.

მზის სათვალით დაფარული ვირთხას თვალები ისევ მოცურავე გოგონას გაჰყურებდა.

– რატომ მიატოვე?

59
– როგორ ვთქვა... მომწყინდა და იმიტომ, თუმცა თავიდან ძალიანაც ვცდილობდი, ისე ძალიან,
რომ ახლა მე თვითონ არ მჯერა. ყველა მაინტერესებდა, არანაკლებ, ვიდრე საკუთარი თავი.
პოლიციელებმაც კი მცემეს რამდენჯერმე. მაგრამ დგება დრო, როცა ყველა თავის ადგილს
უბრუნდება. ოღონდ ეს არის, მე დასაბრუნებელი ადგილი არ მაქვს. იცი, ეგეთი თამაშია –
ყველანი სკამების გარშემო დარბიან, მერე ნიშანზე სხდებიან. ერთისთვის თავისუფალი სკამი
აღარ რჩება.

– ახლა რას აპირებ?

ვირთხა ჩაფიქრებული იმშრალებდა ფეხებს.

– მოთხრობის დაწერას ვაპირებ. შენ რას ფიქრობ?

– ადექი და დაწერე.

თავი დამიქნია.

– მაინც როგორი მოთხრობის?

– კარგი. ჩემი სტანდარტების მიხედვით. მე ხომ მაინცდამაინც ნიჭიერად არ მიმაჩნია თავი...


მაგრამ მწერლობის აზრს იმაში მაინც ვხედავ, რომ რაღაცას თვითონ ვისწავლი. ასე არ არის?

– ასეა.

– შენთვის უნდა წერო... ანდა, ვთქვათ, ჭრიჭინებისთვის.

– ჭრიჭინებისთვის?

– აჰა.

ვირთხამ გულზე ჩამოკიდებულ პრეზიდენტ კენედის პორტრეტიან ნახევარდოლარიან მონეტას


დაუწყო წვალება.
– რამდენიმე წლის წინათ ერთ გოგონასთან ერთად ნარაში გავემგზავრე. ცხელი დღე იდგა. სამი
საათი გორაკებს შორის მივდიოდით. გზაზე არავინ გვხვდებოდა, ხმამაღალი ჭყივილით
აფრენილი ჩიტებისა და ჭრიჭინების მეტი, ფეხქვეშ რომ ჭრიჭინებდნენ. მეტი არავინ. ეს იყო,
ძალიან ცხელოდა. დავიღალეთ და ბალახმოდებულ ფერდობზე ჩამოვსხედით. ნიავზე
ვინებივრეთ და ოფლი შევიშრეთ. ფერდობის ძირში ღრმა თხრილი იყო, იმის იქით კი –
კუნძულივით წყლიდან ამოსული, ხშირი ტყით დაფარული ყორღანი. იმპერატორის საფლავი.
გინახავს ოდესმე?

თავი დავუქნიე.

– მაშინ გავიფიქრე: ნეტავ ამოდენა რა საჭიროა-მეთქი? რა თქმა უნდა, ნებისმიერ საფლავში


დევს რაღაც აზრი. ოდესმე ყველა მოვკვდებით – საფლავი კი შეხსენებასავით არის. მაგრამ ეს
მეტისმეტად დიდი იყო. დიდი ზომები ხანდახან ისე ცვლიან არსს, რომ ვერც კი მიხვდები, რა
არის. ფაქტობრივად, საფლავს არც კი ჰგავდა. ეს იყო გორაკი. თხრილში წყლის ქაფი და
ბაყაყები დაცურავდნენ. ღობეს კი ობობას ქსელივით მოსდებოდა ბალახი. ჩუმად შევყურებდი

60
ყორღანს, თხრილიდან წამოსულ ნიავს ვუგდებდი ყურს. და იმას, რაც მაშინ ვიგრძენი,
ვერავითარი სიტყვებით ვერ აღვწერ. თუმცა არა, შეიძლება ითქვას, რომ არც მიგრძნია –
თითქოს რაღაცაში შემახვიეს. მთლიანად. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჭრიჭინები,
ბაყაყები, ობობები, ქარი – ერთ მთლიანობად ქცეული მიექანება კოსმოსში!

ვირთხამ თავისი გაზგასული კოლა ბოლომდე დალია.

– და აი, როცა რაღაცის დაწერას ვაპირებ, ყოველთვის ზაფხულის ის დღე და ხშირი ტყით
დაფარული ის ყორღანი მახსენდება. თან ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა დამეწერა რაღაც
ჭრიჭინებისთვის, ობობებისა და ბაყაყებისთვის, მწვანე ბალახისა და ქარისთვის...

ვირთხა გაჩუმდა. კეფაზე შემოიწყო ხელები და ცას მიაცქერდა.

– რა... უკვე სცადე რამის დაწერა?

– არა. არც ერთი სტრიქონის.

– არც ერთის?

– თქვენ მიწის მარილი ხართ...

– რა?

– თუკი მარილი ძალას დაკარგავს, მაშინ რითიღა დაამარილებ?

ასე თქვა ვირთხამ.

საღამო ხანს ცა ღრუბლებმა დაფარა. აუზიდან სასტუმროს პატარა ბარში გადავინაცვლეთ.


ლუდს ვსვამდით და მანტოვანის გადამუშავებულ იტალიურ სიმღერებს ვუსმენდით. ფართო
ფანჯრიდან ნავსადგურის სინათლეები მოჩანდა.

– ჰო, მართლა, როგორ გაქვს საქმე შენს გოგოსთან? – როგორც იქნა, გავბედე.

ხელით ლუდის ქაფი მოიშორა ტუჩებიდან და ჭერს მიაშტერდა.

– მართალი გითხრა, არ ვაპირებდი შენთვის ამის თქმას. ყველაფერი ისე სულელურად...

– მაგრამ შენ ხომ გინდოდა დამლაპარაკებოდი?

– მინდოდა. მაგრამ ერთი საღამო ვიფიქრე და გადავიფიქრე. ქვეყნად ისეთი რამეებიც ხდება,
რომელსაც ვერაფრით შევცვლით.
– მაგალითად?

– მაგალითად, ჭიანი კბილები. ერთ მშვენიერ დღეს აგტკივდება კბილი და, როგორც უნდა
განუგეშონ, ტკივილი არსად მიდის. და მაშინ საკუთარ თავზე ბრაზდები. მერე კი სხვებზე
გადაგაქვს ეს ბრაზი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე არ ბრაზობენ.
გესმის?

61
– ნაწილობრივ, – ვთქვი, – მაგრამ თუ კარგად დაფიქრდები, ყველა ერთნაირ პირობებში ვართ.
ყველანი თანამგზავრები ვართ გაუმართავ თვითმფრინავში. რა თქმა უნდა, არიან იღბლიანები
და უიღბლოებიც. არიან მაგარი ბიჭები და არიან უძლურებიც. არიან მდიდრები და არიან
ღარიბებიც. მაგრამ სულ ერთია, არავის არ შესწევს იმის ძალა, რომ ცალკე, თავისთვის
განაგრძოს ფრენა. ყველანი ერთნაირები ვართ. ისინი, ვისაც რაიმე აბადია, მონაპოვარს
დაჰკანკალებენ, ისინი, ვისაც არაფერი აქვს, განიცდიან, რომ ვერ მოასწრეს შოვნა. ყველანი
თანასწორები ვართ. და იმას, ვინც ეს უკვე შენიშნა, შეუძლია სცადოს ოდნავ მოძლიერება.
თუნდაც თავი მოაჩვენოს, რომ მოძლიერდა, ხომ გესმის? სინამდვილეში კი ძლიერი ადამიანები
არსად არ არიან, არიან ისეთები, რომლებიც ცდილობენ ასეთად მოგაჩვენონ თავი.

– შეიძლება გკითხო?

თავი დავუქნიე.

– შენ მართლა გჯერა რასაც ამბობ?

– ჰო.

ვირთხა ერთხანს გაჩუმდა, ლუდით სავსე ჭიქას დასცქეროდა. მერე ძალიან სერიოზულად თქვა:

– და არც იმას იტყვი, რომ იხუმრე?

***

ვირთხა შინ მივიყვანე, უკანა გზაზე კი "ჯეის ბარში" შევიარე.

– ილაპარაკეთ?

– ვილაპარაკეთ.

– ჰოდა, მადლობა ღმერთს, – თქვა ჯეიმ და თეფშით შემწვარი კარტოფილი დამიდგა წინ.

32

დერეკ ჰარტფილდი, უამრავი ნაწარმოების მიუხედავად, ძალზე იშვიათად ლაპარაკობდა


პირდაპირ ცხოვრებაზე, ოცნებაზე ან სიყვარულზე. თავის ნახევრად ავტობიოგრაფიულ,
შედარებით სერიოზულ წიგნში "ერთ-ნახევარი წრე ცისარტყელას გარშემო" (1937),
სერიოზულში იმ აზრით, რომ იქ არსად იყვნენ უცხოპლანეტელები და მონსტრები,

62
ჰარტფილდი თავგზას უბნევს მკითხველს ირონიითა და ცინიზმით, ხუმრობებითა და
პარადოქსებით, რათა მერე რამდენიმე ძუნწი სიტყვით გამოხატოს თავისი გულისთქმა.

"ჩემს ოთახში ყველაზე წმიდათაწმიდა წიგნზე – სატელეფონო ცნობარზე ვდებ ფიცს, რომ
სიმართლეს ვიტყვი. ცხოვრება ცარიელია. მაგრამ გადარჩენის რაღაც გზა, რა თქმა უნდა, არის.
არ შეიძლება იმის თქმა, რომ ცხოვრება იმთავითვე ცარიელია. იმისთვის, რომ სრულად
დააცარიელო, დიდი ძალისხმევაა საჭირო, მომქანცველი შრომა. აქ საამისო ადგილი არ არის,
რომ გადმოვცე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს ბრძოლა, მაინც რა საშუალებებით ვაქცევთ
ცხოვრებას არაფრად – ამას მეტისმეტად დიდი დრო დასჭირდება. თუკი ვინმეს მაინცდამაინც
უნდა ამის გაგება, წაიკითხოს რომენ როლანის "ჟან კრისტოფი". იქ ყველაფერია".

თუ რატომ იზიდავდა ასე "ჟან კრისტოფი" ჰარტფილდს, ძნელი დასადგენი არ არის. ეს


წარმოუდგენლად გრძელი რომანი მკაცრი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აღწერს
ადამიანის ცხოვრებას დაბადებიდან სიკვდილამდე. ჰარტფილდი იმ მოსაზრების იყო, რომ
რომანი ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს, ისეთივე, როგორიც გრაფიკები ან დიაგრამები
და ამ ინფორმაციის უტყუარობა მისი მოცულობის პირდაპირპროპორციულია. ტოლსტოის "ომი
და მშვიდობას", როგორც წესი, აკრიტიკებდა. რა თქმა უნდა, მოცულობის გამო არა –
კოსმოსური იდეის არასრულყოფილად გამოხატვისთვის. ამ ნაკლის გამო წიგნი ჰარტფილდს
დანაწევრებულ და გამრუდებულ შთაბეჭდილებას უქმნიდა. გამოთქმა "კოსმოსური იდეა"
მისთვის იგივე იყო, რაც "უნაყოფობა".

თავის საყვარელ წიგნად "ფლამანდრიულ ძაღლს" თვლიდა. "ნუთუ თქვენ ფიქრობთ, –


ამბობდა ის, – რომ ძაღლი შეიძლება ნახატისთვის მოკვდეს?"

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს რეპორტიორმა ჰკითხა ჰარტფილდს:

– თქვენი წიგნის გმირი უორდი ორჯერ კვდება მარსზე და ერთხელ ვენერაზე. წინააღმდეგობაში
ხომ არ ვარდებით?

რაზეც ჰარტფილდმა უპასუხა:

– რა, ვითომ თქვენ კი იცით, როგორ მიედინება დრო კოსმოსურ სივრცეში?

– არა, – თქვა რეპორტიორმა, – მაგრამ ასეთი რაღაცები არავინ არ იცის!

– მაშინ რაღა აზრი აქვს იმის წერას, რაც ყველამ იცის?

***

ჰარტფილდის ნაწარმოებებში არის მოთხრობა "მარსის ჭები". მისთვის, ცოტა არ იყოს,


უჩვეულო რამ, რომელმაც ბევრად განაპირობა ბრედბერის გამოჩენა. ძალიან დიდი ხნის წინათ
წავიკითხე და დეტალები არ მახსოვს. მხოლოდ სიუჟეტურ ხაზს გაგაცნობთ.

მარსის ზედაპირზე აუარებელი უძირო ჭაა გაფანტული. ცნობილია, რომ ჭები მარსელების მიერ
ათეულათასობით წლის წინათ არის ამოთხრილი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ
თითოეული მათგანი აკურატულად არიდებს თავს მიწისქვეშა მდინარეებს. არავინ იცის,
რისთვის თხრიდნენ მარსელები ჭებს. მოკლედ, მარსელებისგან ჭების გარდა არაფერი არ არის
დარჩენილი. არც დამწერლობა, არც სახლები, არც ჭურჭელი, არც რკინა, არც საფლავები, არც

63
რაკეტები, არც ქალაქები, არც სავაჭრო ავტომატები. ნიჟარებიც კი არ დარჩა. მხოლოდ ჭები.
დედამიწის მეცნიერებს ვერ გადაუწყვეტიათ, დაარქვან ამას ცივილიზაცია თუ არა. ამ დროს
ჭები ნამუსიანად არის ამოშენებული. ერთი აგურიც კი არ არის გამოვარდნილი ათიათასობით
წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჭებში ჩადიოდნენ თავგადასავლების მაძიებლები და
მკვლევრები. მაგრამ ისეთი ღრმა იყო, გვერდითი გვირაბები კი ისეთი გრძელი, რომ თოკი არ
ჰყოფნიდათ და იძულებულნი ხდებოდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. იმათგან, ვინც უთოკოდ
ჩაეშვა, აღარავინ დაბრუნებულა. და აი, ერთხელ ყმაწვილი კაცი, კოსმოსური მაწანწალა, ჩაეშვა
ჭაში. კოსმოსურმა გრანდიოზულობამ დაღალა და უნდოდა სხვებისგან შეუმჩნევლად
მომკვდარიყო. რაც უფრო ღრმად ჩადიოდა, ჭა უფრო და უფრო მყუდრო ეჩვენებოდა, სხეული
კი რაღაც უცნაური ძალით ევსებოდა. დაახლოებით კილომეტრის სიღრმეზე შესაფერისი
გვირაბი აღმოაჩინა და გზა განაგრძო. უაზროდ, მაგრამ დაჟინებით მიდიოდა და მიდიოდა
დაგრეხილ დერეფანში. საათი კარგა ხანია გაჩერდა, დროის შეგრძნება დაიკარგა. შეიძლება
ორი საათი გავიდა, შეიძლება ორი დღე-ღამეც. ვერც შიმშილს გრძნობდა, ვერც დაღლას, რაღაც
უცნაური ძალა კი ძველებურად ავსებდა. უცებ მზის სინათლეს მოჰკრა თვალი. გვირაბი ორ ჭას
აერთებდა ერთმანეთთან. ჭას აჰყვა და ისევ ზედაპირზე აღმოჩნდა. ნაპირზე ჩამოჯდა, რათა
უკიდეგანო სივრცე და ზედ გადმომხობილი მზე მოეთვალიერებინა. რაღაც ისე ვერ იყო. ქარის
სურნელში, მზეში... მაღლა იდგა, მაგრამ თითქოს ჩასვლას აპირებდა – ვეებერთელა
ნარინჯისფერი გუნდა.

– ორას ორმოცდაათი ათასი წლის შემდეგ მზე ჩაქრება! – წასჩურჩულა ქარმა, – ჩხაკ! და
გამოირთვება. ორას ორმოცდაათი ათასი წელიწადი სულაც არ არის ბევრი. მე ნუ მომაქცევ
ყურადღებას, მე მხოლოდ ქარი ვარ. თუ გინდა, "მარსელი" დამიძახე. ურიგოდ არ ჟღერს. თუმცა
ჩემთვის სიტყვებს აზრი არა აქვს...

– მაგრამ ხომ ლაპარაკობ?

– მე? ეგ შენ ლაპარაკობ! მე მხოლოდ გკარნახობ.

– მზეს რაღა დაემართა?

– დაბერდა. მალე მოკვდება. ჩვენ უძლურნი ვართ, რამე ვიღონოთ, გინდ შენ და გინდ მე.

– რატომ ასე ჩქარა?

– არა, ეს ჩქარა არ არის. სანამ ჭის გვირაბში მიდიოდი, ერთ-ნახევარი მილიარდი წელიწადი
გავიდა. დრო ისარივით მიფრინავს – თქვენთან ასე არ ამბობენ? ჭა, რომელშიც შენ ჩახვედი,
გამრუდებული დროის გასწვრივ არის გათხრილი. ჩვენ მასში მოგზაურობა შეგვიძლია.
სამყაროს დაბადებიდან მის დასასრულამდე. ამიტომ ჩვენთვის არ არსებობს არც დაბადება და
არც სიკვდილი. მხოლოდ ქარი.

– ერთ შეკითხვაზე მიპასუხე.

– სიამოვნებით.

– რას სწავლობდი?

64
ქარმა გადაიხარხარა და ჰაერი ოდნავ იძრა. მერე კი მარსის ზედაპირზე ისევ მარადიულმა
სიჩუმემ დაისადგურა. ყმაწვილმა ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო, ლულა საფეთქელზე მიიდო
და ჩახმახს გამოჰკრა.

33

ტელეფონმა დარეკა.

– დავბრუნდი, – მითხრა ქალის ხმამ.

– მოდი, შევხვდეთ.

– დღეს შეგიძლია?

– რა თქმა უნდა.

– ხუთ საათზე "ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანული ასოციაციის" შესასვლელთან.

– იქ რას აკეთებ?

– ფრანგული ენის გაკვეთილებზე დავდივარ.

– ფრანგული ენის?

– უი.

ყურმილი დავდე, შხაპი მივიღე და ლუდი დავლიე. ბოლომდე არც კი მქონდა დალეული, რომ
კოკისპირულმა წვიმამ დასცხო.

როცა დათქმულ ადგილზე მივედი, თავსხმამ გადაიღო, მაგრამ კარიდან გამოსული გოგონები
ეჭვით შესცქეროდნენ ცას. ხან გახსნიდნენ ქოლგებს, ხან დაკეცავდნენ. შესასვლელის
პირდაპირ გავაჩერე მანქანა, ძრავა გამოვრთე და გავაბოლე. მანქანის ორივე მხარეს წვიმისგან
გაშავებული ბოძები იდგა – უდაბნოს სასაფლაოს სვეტებივით. ჭუჭყისფერი, პირქუში შენობის
გვერდით სხვადასხვა ფირმებისთვის ნაწილ-ნაწილ მიქირავებული რაღაც ფარდულის მაგვარი
გრძელი შენობა იდგა. სახურავზე უზარმაზარი ფარი დაემაგრებინათ – მაცივრის რეკლამა.
ოცდაათიოდე წლის ფერმკრთალი წინსაფრიანი ქალი მოღიმარი სახით დახრილიყო მაცივრის
კარისკენ და ისე გამოეღო, რომ ყველაფერი ჩანდა. საყინულეში ყინული, ერთი ლიტრი
ვანილის ნაყინი და ხამანწკების კოლოფი იდო. ქვედა სექციაში ინახებოდა კვერცხი, კარაქი,
ყველი "კამამბერი" და ლორის ფილე. მესამე სექციაში თევზი და ქათმის ბარკალი იყო, სულ
ქვედა განყოფილებაში კი – პამიდორი, კიტრი, სატაცური და გრეიპფრუტი. კარის სექციაში –
სამი დიდი ბოთლით კოკა-კოლა, ლუდი და რძის პაკეტი.

65
საჭეს დავეყრდენი და ჩემთვის ვფიქრობდი, რა თანამიმდევრობით შევჭამდი ამ ყველაფერს.
ნებისმიერ შემთხვევაში გამოდიოდა, რომ ნაყინი აღარ ჩამეტეოდა. ის, რომ საწებლები არსად
ჩანდა, ჩემთვის სიკვდილს უდრიდა.

ექვსი იყო დაწყებული, როცა გამოჩნდა. მოკლესახელოიანი ვარდისფერი პერანგი და მოკლე


თეთრი ქვედატანი ეცვა. თმა აეწია და კეფაზე დაემაგრებინა. ამ ერთ კვირაში თითქოს სამი
წელი მომატებოდა. ალბათ ვარცხნილობის ბრალი იყო, იქნებ სათვალისაც, რომელიც ადრე არ
მენახა.

– რა თავსხმაა! – მანქანაში ჩაჯდა და ნერვიულად გაისწორა ქვედატანი.

– დასველდი?

– ცოტა.
უკანა სავარძლიდან აუზიდან გამოყოლილი პლაჟის პირსახოცი ავიღე და გავუწოდე.

სახე გაიმშრალა, მერე თმაც და დამიბრუნა.

– აქვე ახლოს ყავას ვსვამდი, როცა დასცხო. ნამდვილი წარღვნაა!

– სამაგიეროდ აგრილდა.

– ვითომ?

ტემპერატურის შესაგრძნობად ფანჯარაში გაყო ხელი. რაღაც ისე ვერ იყო. რაღაც მოშლილიყო
ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ.

– როგორ იმგზავრე? – შევეკითხე.

– არსადაც არ წავსულვარ, მოგატყუე.

– რატომ?

– მერე მოგიყვები.

34

ისეც ხდება, რომ ტყუილის თქმა მიწევს.

უკანასკნელად შარშან იყო.

66
არ მიყვარს ტყუილის თქმა. სიცრუე და დუმილი – ორი მძიმე ცოდვაა, რომლებიც
განსაკუთრებით გაიფურჩქნა დღევანდელ საზოგადოებაში. ჩვენ მართლა ბევრს ვიტყუებით, ან
დუმილს ვამჯობინებთ.

თუმცა მთელი წელი რომ ვილაპარაკოთ, თანაც მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის
გარდა, მაშინ ვინ იცის, იქნებ სიმართლემ სულაც დაკარგოს ფასი...

***

შარშან, შემოდგომაზე, მე და ჩემი მეგობარი ქალი ლოგინში აღმოვჩნდით. მერე კი საშინლად


მოგვშივდა.

– რამე საჭმელი არის? – ვკითხე.

– ახლავე მოვძებნი, – მიპასუხა.

დედიშობილა ადგა, მაცივარი გამოაღო, იქ ძველი ფუნთუშა იპოვა, ხელდახელ გააკეთა


სენდვიჩი ძეხვითა და სალათის ფოთლებით, ყავა მოადუღა და ეს ყველაფერი მომიტანა.
ოქტომბერი იდგა. ღამით უკვე საკმაოდ ციოდა. როცა უკანვე შემოძვრა ლოგინში, ორაგულის
კონსერვის ქილასავით გაფიჩხული იყო.

– სამწუხაროდ, მდოგვი ვერ ვიპოვე...

– ისედაც მშვენიერია!

პლედში გახვეულები მივირთმევდით სენდვიჩს, თან ტელევიზორში ვუყურებდით ძველ ფილმს


"ხიდი მდინარე ქვაიზე".

სულ ბოლოს, როცა ხიდი ააფეთქეს, ამოიკვნესა.

– რისთვის აშენებდნენ, წვალობდნენ? – და გაოცებისგან გაშეშებული ალექს გინესისკენ


გაიშვირა თითი.

– ეს მათთვის სინდისის საკითხი იყო.

– ჰმ, – სავსე პირით ერთხანს ადამიანურ სინდისზე ფიქრობდა. ყოველთვის ასე იყო – რა
ხდებოდა იქ, მის თავში, წარმოდგენაც კი არ მქონდა.

– მომისმინე, გიყვარვარ?

– რა თქმა უნდა.
– დაქორწინებაც გინდა?

67
– რა, პირდაპირ ახლა?

– არა, ოდესმე... მოგვიანებით.

– რა თქმა უნდა, მინდა.

– მაგრამ მსგავსი არაფერი გითქვამს, სანამ მე არ გკითხე.

– როგორ გითხრა... დამავიწყდა...

– რამდენი შვილი გინდა გვყავდეს?

– სამი.

– ბიჭები თუ გოგონები?

– ორი გოგო და ერთი ბიჭი.

დარჩენილ სენდვიჩს ყავაც მიაყოლა და ყურადღებით შემომაცქერდა.

– მატყუარა!

სწორედ ასე თქვა.

თუმცა ეს მთლად ასე არ იყო. მხოლოდ ერთ რამეში არ ვიყავი გულახდილი.

35

ნავსადგურთან ახლოს პატარა რესტორანში შევედით, წავიხემსეთ და "ბლადი მერი" და


ბურბონი შევუკვეთეთ.

– გინდა სიმართლე გითხრა? – შემეკითხა.

– აი, მე კი შარშან ძროხა გამოვიკვლიე, – ვთქვი.

– მერე?

– მუცელი გავუფატრე. კუჭში ბალახის გუნდა ჰქონდა. ბალახი პოლიეთილენის პარკში ჩავდე,
შინ მივიტანე და მაგიდაზე დავდე. მერე, ყოველთვის, როცა უსიამოვნებას გადავეყრებოდი,
ბალახის ამ გუნდას ვუყურებდი და ვფიქრობდი. "საინტერესოა, მაინც რატომ ღეჭავს და ღეჭავს
ძროხა ამ საცოდავ, საზიზღარ მასას?"

ჩაიცინა, ტუჩები მოკუმა და შემომხედა.

68
– გასაგებია. არაფერს არ ვიტყვი.

თავი დავუქნიე.

– მხოლოდ ერთი რამ მინდა გკითხო. შეიძლება?

– მიდი.

– რატომ კვდებიან ადამიანები?

– იმიტომ რომ ევოლუციას განვიცდით. ზოგიერთს იმდენი ენერგია არა აქვს, რამდენიც
სჭირდება, ამიტომ ამას ევოლუცია ახორციელებს თაობათა ცვლის საშუალებით. თუმცა ეს
მხოლოდ ერთ-ერთი თეორიაა.

– რა, ახლაც მიმდინარეობს ევოლუცია?

– ცოტათი.

– მაგრამ რატომ?

– აქაც ბევრი სხვადასხვა მოსაზრებაა. დაბეჯითებით მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: თვითონ
კოსმოსი განიცდის ევოლუციას. აქვს თუ არა ამ პროცესს რაიმე მიმართულება ან მიზანი, ცალკე
საკითხია. კოსმოსი ევოლუციას განიცდის, ჩვენ კი ამ პროცესის მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი
ვართ.

ვისკის ჭიქა გავწიე, გავაბოლე და დავამატე:

– მაგრამ საიდან მოდის ეს ენერგია, არავინ იცის.

– სულ არავინ?

– არავინ.

თეთრ სუფრას დასცქეროდა და თითის წვერით ჭიქაში ყინულს აწვალებდა.


– აი, მე რომ მოვკვდები და ასი წელი გავა, აღარავინ გამიხსენებს.

– ალბათ ეგრე იქნება, – ვთქვი.

***

რესტორნიდან რომ გამოვედით, საოცრად ნათელ დაისში ჩავყურყუმელავდით და


ნავსადგურის გაყუჩებულ საწყობებს დავუყევით. ჩემ გვერდით მოდიოდა. მისი თმის სუნს

69
ვგრძნობდი. ქარი ტირიფის ფოთლებს აშრიალებდა და უკვე ჩავლილ ზაფხულს გვაგონებდა.
ცოტა რომ გავიარეთ, ჩემი ხელი ხელში მოიქცია, იმ ხელში, რომელზეც ხუთი თითი ჰქონდა.

– ტოკიოში როდის ბრუნდები?

– იმ კვირას. გამოცდები...

დუმილი.

– ზამთარში ისევ ჩამოვალ. შობაზე. 24 დეკემბერს მაქვს დაბადების დღე.

თავი დამიქნია, თითქოს თავისთვის რაღაცაზე ფიქრობდა. მერე მკითხა:

– თხის რქა ხარ?

– ჰო. შენ?

– მეც. 10 იანვარის.

– მაინცდამაინც სახარბიელო ნიშანი არ არის. იესო ქრისტეც ამ ნიშნით არის დაბადებული.

– აჰა.

ხელი უფრო მოხერხებულად მოიქცია.

– ალბათ, მოვიწყენ უშენოდ.

– მაგრამ ხომ ისევ შევხვდებით.

არაფერი მიპასუხა.

ერთიმეორეზე უფრო დაცხავებული საწყობები მისდევდნენ ერთმანეთს. აგურებს შორის


ნაპრალებს სლიპინა მუქი მწვანე ხავსი ასწებებოდა. მაღალი მუქი ფანჯრები ფარავდა მასიურ
გისოსებს. დაჟანგებულ კარებზე სავაჭრო ფირმების ფირფიტები ეკიდა. უცებ ზღვის სურნელი
მოვარდა და საწყობებიც გათავდა. გათავდა ტირიფის ხეივანიც – დაავადებული კბილებივით
ამოვარდნილი ხეები. ბალახით დაფარული რკინიგზის ლიანდაგი გადავიარეთ, ზღვაში
შეჭრილი ხელოვნური ნახევარკუნძულის ქვის საფეხურებზე დავსხედით და ზღვას
მივაცქერდით.

ნავსადგურის დოკში სინათლეები ენთო. იქიდან უსახური ბერძნული გემი გადიოდა. უკვე
გადმოეტვირთათ – ვატერლაინი კარგა მაღლა იდგა. თეთრი საღებავი ქიმზე ზღვის ქარს
წითელი ჟანგით შეეჭამა, გვერდებზე კი ნიჟარები ქერქად დასდებოდა. დიდხანს გავცქეროდით
ზღვას, ცას და გემებს.
კრინტი არ დაგვიძრავს. საღამოს ქარი უბერავდა ზღვიდან, ბალახს არწევდა, დაისი კი ნელ-
ნელა მკრთალ ღამედ იქცა. დოკების თავზე ვარსკვლავები აციმციმდნენ.

დიდი ხნის დუმილის შემდეგ მარცხენა ხელი მომუშტა და რამდენჯერმე ნერვიულად დაჰკრა
მარჯვენას. მერე გულდამძიმებულმა დახედა გაწითლებულ ხელისგულს.

70
– ვერავის ვერ ვიტან, – თითქოს მარტო იყოო, ისე თქვა.

– ვერც მე?

– მაპატიე, – დაიბნა, თავს მოერია და ხელისგული ისევ მუხლზე დაიდო, – შენ ისეთი არ ხარ.

– არც იმდენად ისეთი, არა?

ღიმილის მაგვარმა გადაურბინა სახეზე და თავი დამიქნია. ოდნავ, სულ ოდნავ აცახცახებული
ხელით მოუკიდა სიგარეტს. კვამლმა თმაზე შემოხვევა დააპირა, მაგრამ ქარმა დაბერა და
სიბნელეში გაფანტა.

– როცა მარტო ვზივარ, სხვადასხვა ადამიანების ხმა მესმის. მელაპარაკებიან. ზოგს ვიცნობ,
ზოგს – არა... მამა, დედა, სკოლის მასწავლებლები – სულ სხვადასხვა ადამიანები.

თავი დავუქნიე.

– ათასნაირ საზიზღრობას მეუბნებიან. გვინდა, რომ მოკვდეო და კიდევ სხვა რაღაცებს. რაღაც
სიბინძურეებს...

– მაინც რას?

– ვერ გეტყვი.

ორჯერ მოქაჩა, მერე სიგარეტი ტყავის სანდლით გასრისა და თითის წვერებით ოდნავ დააწვა
თვალებს.

– ფიქრობ, რომ ავადმყოფი ვარ?

– არ ვიცი, – დაბნეულმა გადავაქნიე თავი, – მაგრამ თუ რამე გაწუხებს, ჯობს ექიმს ეჩვენო.

– კარგი. ყურადღებას ნუ მომაქცევ.

მეორე სიგარეტს მოუკიდა. მერე გაცინება სცადა, მაგრამ რაღაც უგემური სიცილი გამოუვიდა.

– შენ პირველი ხარ, ვისაც ეს ვუთხარი.

ხელზე მოვკიდე ხელი. ოდნავ უცახცახებდა. ხელისგული ცივი ოფლით დასველებოდა.

– ტყუილის თქმა კი მართლა არ მინდოდა...

– მესმის...

ისევ გავჩუმდით. თხელი ტალღების შრიალს ვუსმენდით. ისე დიდხანს ვისხედით, რომ ვერც კი
გამიხსენებია, რამდენ ხანს.

71
როცა მივხვდი, რომ ტიროდა, თითი ცრემლით დასველებულ ლოყაზე ჩამოვუსვი და მხრებზე
მოვხვიე ხელი.

დამვიწყებოდა, როგორი სურნელი ჰქონდა ზაფხულს. ზღვის სუნი და შორეული საყვირების ხმა
მომნატრებოდა, ქალის სხეულზე შეხება და თმის ლიმონის სურნელი, საღამოს ნიავის ქროლა
და გაუბედავი იმედები. ზაფხულის სიზმრები მომნატრებოდა. თუმცა ახლა ყველაფერი სულ
სხვანაირად იყო, ვიდრე წინათ. ყველა ეს განსხვავება მცირეზე მცირე ჩანდა, მთლიანობაში კი
გამოუსწორებელი. კალკივით, სამუდამოდ რომ ჩამოსრიალდა ორიგინალიდან.

36

მის სახლამდე მისვლას ნახევარი საათი მოვუნდით.

მშვენიერი საღამო იყო. გამოიტირა და საოცრად გახალისდა. გზად ყველა მაღაზიაში


შევდიოდით და ათას ხარახურას ვყიდულობდით. ვიყიდეთ მარწყვის კბილის პასტა,
ყვავილებიანი პლაჟის პირსახოცი, რამდენიმე დანიური მოზაიკური პანო, ექვსფერიანი
ავტოკალმების ნაკრები და ამ ყველაფერს აღმართზე რომ მივათრევდით, დროდარო
ვჩერდებოდით და ნავსადგურისკენ ვიყურებოდით.

– მანქანა რომ მიატოვე?

– მერე წავიყვან.

– ხვალ გვიან არ იქნება?

– რა მნიშვნელობა აქვს!

დარჩენილი გზა აუჩქარებლად გავიარეთ.

– დღეს მარტო დარჩენა არ მინდა, – თითქოს ქვაფენილს უთხრა.

თავი დავუქნიე.

– მაგრამ მაშინ ბათინკებს ვერ გაწმენდ.

– არა უშავს, ხანდახან თვითონ გაწმინდოს.

– საინტერესოა, გაწმენდს თუ არა.

– აბა, რას იზამს! მოვალეობის ისეთი გრძნობა აქვს!

72
***

მშვიდი ღამე იყო.

ნელა შემობრუნდა და ცხვირით მარჯვენა მხარზე მომეკრა.

– მცივა.

– რას ჰქვია "მცივა"? ოცდაათი გრადუსია!

– არ ვიცი. მე კი მცივა და...

ფეხებთან ჩაცურებული პლედი ამოვწიე და დავაფარე. ერთიანად ცახცახებდა.

– ცუდად ხარ?
თავი გააქნია:

– მეშინია.

– რისი?

– ყველაფრის. შენ რა, არ გეშინია?

– სულაც არა.

გაჩუმდა, თითქოს ჩემს პასუხს ხელისგულზე წონიდა.

– სექსი გინდა?

– აჰა.

– მაპატიე. დღეს არ შეიძლება.

უხმოდ დავუქნიე თავი.

– ახლახან გავიკეთე ოპერაცია.

– აბორტი?

– ჰო.

ხელი ოდნავ მოადუნა და თითის წვერით მხარზე რამდენიმე წრე მოხაზა.

– უცნაურია... არაფერი მახსოვს.

73
– რაზე მეუბნები?

– იმ ბიჭზე. სულ დამავიწყდა. სახეც კი ვერ გამიხსენებია.

თმაზე მოვეფერე.

– არადა, მეჩვენებოდა, რომ მიყვარდა. თუმცა არც ისე დიდხანს. ოდესმე ყოფილხარ
შეყვარებული?

– აჰა.

– და სახეც გახსოვს?

შევეცადე ჩემი სამი გოგოს სახე გამეხსენებინა. საოცარია, გარკვევით ვერც ერთი ვერ გავიხსენე.

– არა, – ვთქვი.

– უცნაურია, არა? საინტერესოა, რატომ?

– ალბათ ასე უფრო იოლია ცხოვრება.

მკერდიდან თავი არ აუღია, ისე დამიდასტურა.

– მისმინე, თუ ძალიან გინდა, იქნებ როგორმე სხვანაირად?..


– არ არის საჭირო. ქვეყანა არ დაიქცევა.

– მართლა?

– აჰა.

ისევ მაგრად მომეხვია. მკერდზე ძუძუს კერტს ვგრძნობდი. საშინლად მომინდა ლუდი.

– რამდენიმე წლის წინათ რომ ყველაფერი აირ-დაირია, ისეც გაგრძელდა.

– "რამდენიმე", ეგ რამდენია?

– თორმეტი ან ცამეტი. მას შემდეგ, რაც მამა ავად გახდა. იმ დროიდან მეტი არაფერი მახსოვს.
მხოლოდ საზიზღრობა. თითქოს ავი ქარი დამტრიალებს.

– ქარი მიმართულებასაც იცვლის.

– მართლა ასე ფიქრობ?

– ოდესმე ხომ უნდა შეიცვალოს!

ერთხანს გაჩუმდა. უდაბნოსავით, რომელმაც მთელი ჩემი სიტყვის მარაგი შთანთქა, პირში კი
მწარე გემო დამიტოვა.

74
– რამდენჯერმე ვცადე ზუსტად ასე მეფიქრა. არაფერი გამოვიდა. შეყვარებაც ვცადე, მინდოდა
უფრო მომთმენიც გავმხდარიყავი. ყველაფერი ტყუილია, არაფერი არ გამოდის...

აღარაფერი გვითქვამს, ჩახვეულები ვიწექით. თავი მკერდზე ედო, ტუჩებით ძუძუზე მეხებოდა.
დიდხანს არ განძრეულა – თითქოს ჩაეძინა. დიდხანს იყო ჩუმად. ძალიან დიდხანს. მე ხან
ჩამთვლემდა, ხან ბნელ ჭერს შევყურებდი.

– დედა...

ჩურჩულით თქვა, თითქოს რაღაც დაესიზმრა. ეძინა.

37

ჰაი, როგორ მიდის საქმეები? ლაპარაკობს რადიო "ენ-ი-ბი". პროგრამა "პოპსი შეკვეთით". ისევ
დადგა შაბათი საღამო. ორი საათი და შესანიშნავი მუსიკა. სხვათა შორის, ზაფხული სადაცაა
მიიწურება. როგორ მოგეწონათ, კარგად გაატარეთ?

დღეს, სანამ პირველ ფირფიტას დავუკრავთ, ახლახან მიღებულ ერთ წერილს გაგაცნობთ.
ვკითხულობ.

"გამარჯობა.

ყოველკვირა სიამოვნებით ვუსმენ თქვენს გადაცემას. არც კი მჯერა, რომ შემოდგომაზე


საავადმყოფოში ჩემი ცხოვრების სამი წელი შესრულდება. დრო მართლა სწრაფად გარბის.
მართალია, კონდიცირებული პალატიდან ცოტა რამეს ვხედავ და წლის დროთა ცვალებადობას
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ როცა ერთი სეზონი მიდის და მეორე მოდის,
გული სიხარულით მიცემს.

ჩვიდმეტი წლისა ვარ, მე კი არც კითხვა შემიძლია და არც ტელევიზორის ყურება, არც
სეირნობა, ჩემს საწოლში გადაბრუნებაც კი არ შემიძლია. ასე გავატარე სამი წელიწადი. ამ
წერილს ჩემ მაგივრად ჩემი უფროსი და წერს, რომელიც სულ გვერდით მყავს. ჩემი გულისთვის
უნივერსიტეტი მიატოვა. რა თქმა უნდა, მისი დიდად მადლიერი ვარ. ლოგინში გატარებულ ამ
სამ წელიწადში ერთ რამეს მივხვდი: ყველაზე უფრო საცოდავ მდგომარეობაში რაღაცის სწავლა
მაინც შეიძლება. სწორედ ამიტომ კიდევ ღირს ცხოვრება – ცოტათი მაინც.

ჩემი ავადმყოფობა ზურგის ტვინის დაავადებაა. საშინლად მძიმეა. თუმცა გამოჯანმრთელების


ალბათობა კიდევ არის. სამი პროცენტი... ასეთია ამგვარი დაავადებების განკურნების
სტატისტიკა. ეს ჩემმა ექიმმა მითხრა. შესანიშნავი ადამიანია. მისი სიტყვებით, ჩემი
განკურნება უფრო ადვილია, ვიდრე ახალბედა პიჩერისთვის "გიგანტების" გამანადგურებელი
ანგარიშით დამარცხება, მაგრამ გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ მოგება.

75
ხანდახან, როცა ვფიქრობ, რომ ვერასოდეს მოვრჩები, ძალიან შევშინდები ხოლმე, ისე
შევშინდები, რომ მინდა საშველად დავუძახო ვინმეს. აუტანელია, მთელი ცხოვრება ქვასავით
იდო ლოგინში და ჭერს უყურო, ისე რომ არც წაიკითხო, არც ისეირნო, არც არავინ შეიყვარო, აი,
ასე იწვე ათობით წლები, აქვე დაბერდე და ჩუმად მოკვდე. ხანდახან შუაღამისას მეღვიძება და
თითქოს მესმის, როგორ დნება ჩემი ხერხემალი. იქნებ მართლა დნება? მაგრამ კმარა ცუდზე
ფიქრი. როგორც დღეში ასჯერ მირჩევს ჩემი და, შევეცდები მხოლოდ კარგზე ვიფიქრო. ღამით
კი, როგორც წესია, ისე დავიძინო.

საავადმყოფოს ფანჯრიდან ნავსადგური მოჩანს. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვდგები ყოველ


დილით ლოგინიდან, ნავსადგურში მივდივარ და ღრმად ვისუნთქავ ზღვის სურნელს...
ერთხელაც რომ შემეძლოს ამის გაკეთება – ეს ერთიც მეყოფოდა – მაშინ შეიძლება
მივმხვდარიყავი კიდეც, რატომაა ქვეყანა ასე მოწყობილი. მე ასე მგონია. და თუ ამას ცოტათი
მაინც მივხვდებოდი, ჩემს უმოძრაობას სიკვდილამდეც კი მოვითმენდი.

ნახვამდის. ყველაფერ კარგს გისურვებთ".

წერილი ხელმოუწერელია.

ეს წერილი გუშინ ოთხ საათზე მივიღე. ჩვენს ბუფეტში წავიკითხე, როცა ყავას ვსვამდი. საღამოს
კი სამუშაოს შემდეგ ნავსადგურში წავედი, რომ იქიდან შემეხედა მთებისთვის. თუ შენი
საავადმყოფოდან ჩანს ნავსადგური, მაშინ ნავსადგურიდანაც უნდა ჩანდეს შენი საავადმყოფო.
ასე არ არის? მართლა დავინახე სინათლეები. რა თქმა უნდა, ვერ მივხვდებოდი, რომელი ენთო
შენს პალატაში. სინათლეები ენთო ღარიბთა ბინებში, ზოგიც მდიდრულ სახლებში.
სინათლეები ენთო სასტუმროებშიც, სკოლებში, კანტორებში... ვიფიქრე, რამდენი სულ
სხვადასხვანაირი ადამიანია-მეთქი! ასეთი გრძნობა პირველად გამიჩნდა. და როცა ეს
გავიფიქრე, უცებ ტირილი ამიტყდა. არადა, დიდი ხანია არ მიტირია. არა, შენდამი
თანაგრძნობა არ მატირებდა. სხვა რამ მინდა ვთქვა. ამას მხოლოდ ერთხელ ვიტყვი, ასე რომ,
კარგად მომისმინე.

მე თქვენ ყველანი მიყვარხართ!

თუ შენ ათი წლის შემდეგ ისე გემახსოვრება ეს გადაცემა, ფირფიტები, რომლებსაც ვუკრავ და
თვითონ მეც, მაშინ გაიხსენე ის სიტყვები, რომლებიც ახლახან ვთქვი. ახლა კი შევუსრულოთ
გოგონას თხოვნა. ელვის პრესლი, "წარმატებას გისურვებ, ჩემო კარგო". მერე კი, როცა ეს
სიმღერა დამთავრდება, საათით და ორმოცდაათი წუთით ისევ მაიმუნივით კომიკოსად ვიქცევი.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

38

ტოკიოში გამგზავრების დღეს ჩემოდნით ხელში "ჯეის ბარში" შევიარე. ბარი ჯერ არ მუშაობდა,
მაგრამ ჯეიმ შემიშვა და ლუდი დამისხა.

76
– დღეს საღამოს ავტობუსით მივემგზავრები.

ჯეიმ თავი დამიქნია. კარტოფილს ფცქვნიდა.

– მოვიწყენ უშენოდ. მაიმუნების გარეკვაც მომიწევს, – თქვა და თითი დახლის თავზე


დაკიდებული გრავიურისკენ გაიშვირა, – ვირთხა კი ნამდვილად მოიწყენს.

– აჰა.

– ტოკიოში ალბათ მხიარულებაა.

– ყველგან ერთი და იგივეა.

– ალბათ... მე ქალაქიდან უკანასკნელად ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ გავედი.

– გიყვარს შენი ქალაქი?

– შენ თვითონ არ თქვი, ყველგან ერთი და იგივეაო?

– ჰო, ეგრეა.

– თუმცა, ვფიქრობ, რამდენიმე წლის შემდეგ ჩინეთში წავიდე. არასოდეს ვყოფილვარ. გემებს
ვნახავ ნავსადგურში, აი, ასეთი ფიქრები მომდის თავში.

– ბიძაჩემი ჩინეთში მოკვდა.

– მართლა? იქ ბევრნი დაიხოცნენ. და მაინც ყველანი ძმები არიან.

ჯეი კიდევ გამიმასპინძლდა ლუდით. კარტოფილიც კი შეწვა და პაკეტით თან გამატანა.

– გმადლობ.

– არაფრის. ეგეთ გუნებაზე ვარ... ყველანი სწრაფად იზრდებით, მოხედვასაც კი ვერ მოასწრებ.
როცა გაგიცანი, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდი.

სიცილით დავუქნიე თავი და დავემშვიდობე.

– აბა, კარგად, – თქვა ჯეიმ.

***
"26 აგვისტო". იტყობინებოდა ბარის კედელზე დაკიდებული კალენდარი. ქვეშ კი აფორიზმი
ეწერა:

"დაუნანებლად გამცემი ყოველთვის მიიღებს".

77
ბილეთი ვიყიდე, სკამზე დავჯექი და სანამ ავტობუსი არ მოვიდა, ქალაქის სინათლეებს
გავცქეროდი. თანდათან ღამდებოდა და სინათლეებიც ნელ-ნელა ქრებოდა. ბოლოს ქუჩის
ფარნები და ნეონის რეკლამაღა დარჩა. ქარმა ზღვიდან თბომავლის საყვირის სუსტი ხმა
მოიტანა.

ავტობუსის კართან ორი კონდუქტორი ამოწმებდა ბილეთებს.

ჩემსას რომ დახედა, ერთმა თქვა: "ადგილი ოცდაერთი, ჩინეთი".

– ჩინეთი?

– ჰო, რა გაგიკვირდა? 21-ჩ. პირველი ასოების მიხედვით. "ეი" – ამერიკა, "ბი" – ბრაზილია, "სი" –
ჩინეთი, "დი" – დანია. აი, ამას რომ არ აერიოს.

კონდუქტორმა თავის მეწყვილეზე მიჩვენა, რომელიც ბილეთებს დასაჯდომი ადგილების


სქემას ადარებდა. თავი დავუქნიე, ავტობუსში ავედი, 21-ჩ-ზე დავჯექი და ჯერ კიდევ თბილი
კარტოფილის ჭამა დავიწყე.

იმდენი რამ ჩაივლის ხოლმე ჩვენ გვერდით – ყველაფერს ვერ მოიხელთებ.

ასეც ვცხოვრობთ.

39

ასე მთავრდება ჩემი ისტორია, მაგრამ ეპილოგიც აქვს ამ ამბავს.

მე ოცდაცხრა წელი შემისრულდა, ვირთხას – ოცდაათი. სულაც არ არის ბევრი. "ჯეის ბარი"
გადააკეთეს. მას შემდეგ, რაც ქუჩა გააფართოეს, არაჩვეულებრივად კრიალა დაწესებულებად
იქცა. მიუხედავად ამისა, ჯეი ძველებურად ყოველდღე ფცქვნის ერთ ვედრო კარტოფილს,
კლიენტურა კი ისევ წრუპავს ლუდს და იმაზე ბუზღუნებს, თუ რა კარგი იყო ძველი დრო.

ცოლი მოვიყვანე და ტოკიოში ვცხოვრობ.

როცა ეკრანებზე სემ პეკინპას ფილმი გამოდის, მე და ჩემი ცოლი კინოში მივდივართ, უკანა
გზაზე კი ხიბიას პარკში შევდივართ ორ-ორი ქილა ლუდის დასალევად და პოპკორნით
მტრედების გამოსაკვებად. პეკინპას ფილმებიდან ყველაზე მეტად მომწონს "ალფრედო
გარსიას თავი მომიტანე", ჩემს ცოლს კი "ბადრაგი" ურჩევნია. სხვა ფილმებიდან "ფერფლი და
ალმასი" მიყვარს, ცოლს – "და ჯოანა". როცა დიდხანს ცხოვრობ ვინმესთან, გემოვნებითაც
ემსგავსებით ერთმანეთს.

78
ბედნიერი ვარ თუ არა? თუ ამას მკითხავთ, სხვა გზა არ მრჩება, გარდა იმისა, რომ გიპასუხოთ:
ჰო, ალბათ. ბოლოს და ბოლოს, ოცნებაც ხომ ასე გამოიყურება. ვირთხა მოთხრობების წერას
აგრძელებს. ყოველ წელიწადს, საშობაოდ, რამდენიმე ეგზემპლარს მიგზავნის. შარშან ეს იყო
მოთხრობა საგიჟეთში მომუშავე მზარეულზე, შარშანწინ კი – "ძმები კარამაზოვების"
მოტივებზე დაწერილი კომედიანტების დასზე. ვირთხას მოთხრობებში არც ახლაა სექსის
სცენები და არც ერთი პერსონაჟი არ კვდება.

ხელნაწერის პირველ გვერდს ისევ აწერია:

"დაბადების დღეს გილოცავ!"

მერე კი:

"ბედნიერ შობას!"

მე ხომ 24 დეკემბერს ვარ დაბადებული.

გოგონა, მარცხენა ხელზე ოთხი თითი რომ ჰქონდა, აღარასოდეს მინახავს. ზამთარში ქალაქში
რომ დავბრუნდი, მაღაზიიდანაც წასულიყო და ბინაც მიეტოვებინა.

ადამიანების მორევმა და დროის დინებამ შთანთქეს უკვალოდ.

ზაფხულობით ჩემს ქალაქში რომ ვბრუნდები, სწორედ იმ გზით ჩავუვლი ხოლმე ძველ
საწყობებს, მერე ხელოვნური ნახევარკუნძულის ქვის საფეხურებზე ვჯდები და ზღვას გავცქერი.
ხანდახან მეჩვენება, რომ საცაა ავტირდები – მაგრამ ცრემლი არ მოდის. აი, ასეა საქმეები.

"კალიფორნიელი გოგონების" ფირფიტა ისევ ისეა მიყუდებული თაროს კუთხეში. ზაფხული


დადგება თუ არა, ჩამოვიღებ და ვუკრავ. მერე ლუდს ვსვამ და კალიფორნიაზე ვფიქრობ.
ფირფიტების თაროს გვერდით დგას მაგიდა. ზედ გამხმარი თივის გუნდა მაქვს მიმაგრებული.
მეჩვენება, რომ მუმიად იქცა. ჰო, სწორედ ის გუნდა, ძროხის კუჭიდან ამოღებული. დაღუპული
გოგონას სურათი, ფრანგულ განყოფილებაზე რომ სწვლობდა, გადაბარგების დროს სადღაც
დაიკარგა.

ბიჩ ბოიზმა კარგა ხნის დუმილის შემდეგ ახალი ფირფიტა გამოუშვა.

"აბა, როგორ შეედრებიან კალიფორნიელ გოგონებს..."

40

დაბოლოს, დერეკ ჰარტფილდზე.

ჰარტფილდი დაიბადა 1909 წელს ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქში. იქვე გაიზარდა. მამამისი
სიტყვაძუნწი ტელეგრაფისტი იყო, დედა – პატარა ჩამრგვალებული ქალი, ნამცხვრებისა და

79
ვარსკვლავებზე მკითხაობის ოსტატი. უმცროსი ჰარტფილდი მარტოსულად იზრდებოდა,
მეგობრები არ ჰყავდა, მთელ თავისუფალ დროს ან კომიქსებისა და ბულვარული ჟურნალების
კითხვაში ატარებდა, ანდა – დედამისის გამომცხვარი ნამცხვრების ჭამაში. სკოლის
დამთავრების შემდეგ ქალაქის ფოსტაში უნდა დაეწყო მუშაობა, მაგრამ სულ მალე რომანისტის
სავალი მოეჩვენა ერთადერთ ღირსეულ გზად. 1930 წელს ოც დოლარად გაყიდა თავისი რიგით
მეხუთე მოთხრობა "უცნაური ზღაპრები". მომდევნო წელს თვეში 70 ათას სიტყვას წერდა, კიდევ
ერთი წლის შემდეგ მისი შრომის ნაყოფიერება 100 ათასამდე გაიზარდა, სიკვდილის წინ კი 150
ათასი შეადგინა. ლეგენდის თანახმად, წელიწადში ორჯერ ყიდულობდა საბეჭდ მანქანა
"რემინგტონს". ჰარტფილდის ნაწარმოებები მეტწილად სათავგადასავლო და ფანტასტიკური
ხასიათისა იყო. ამ თვალსაზრისით, ერთობ ნიშანდობლივია ორმოცდაორნაწილიანი "უორდის
თავგადასავალი", ყველაზე პოპულარული მისი ქმნილებებიდან. ამ სერიის ფურცლებზე უორდი
სამჯერ კვდება, კლავს ხუთი ათას მტერს და იპყრობს სამას სამოცდათერთმეტ ქალს, მარსელი
ქალების ჩათვლით. ამ სერიის ზოგიერთი ნაწილის წაკითხვა თარგმანშიც კი შეიძლება. ბევრი
რამ სძულდა ჰარტფილდს. სძულდა ფოსტა, სკოლა, გამომცემლობა, სტაფილო, ქალი, ძაღლი,
იმდენი რამ, რომ ვერც ჩამოთვლი. სიყვარულით კი მხოლოდ სამი რამ უყვარდა –
ცეცხლსასროლი იარაღი, კატები და ნამცხვარი, რომელსაც დედამისი აცხობდა. მთელ
შტატებში ცეცხლსასროლი იარაღის ალბათ საუკეთესო კოლექცია ჰქონდა. რა თქმა უნდა,
კინოსტუდია "პარამაუნთისა" და გამოძიების ფედერალური ბიუროს სამეცნიერო საკვლევი
ინსტიტუტის შემდეგ. ამ კოლექციაში არ შედიოდა საზენიტო დანადგარები და
ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნები. სამაგიეროდ იყო მისი სიამაყე – 38-კალიბრიანი
რევოლვერი, მარგალიტის თვლით ინკრუსტირებული და ერთადერთი ტყვიით დოლში.
"ერთხელაც იქნება შუბლში ვიკრავ", – ხშირად ამბობდა ჰარტფილდი.

მაგრამ 1938 წელს, დედის სიკვდილის შემდეგ, ნიუ-იორკში ჩავიდა, ემფაიარ-სთეით-


ბილდინგზე ავიდა, სახურავიდან გადმოხტა და ბაყაყივით დაეტყეპა მიწას.

საფლავის ქვაზე, ანდერძის თანახმად, ნიცშეს ციტატაა წაწერილი:

"შეგვწევს კი უნარი, ჩავწვდეთ წყვდიადის სიღრმეს დღის სინათლეზე?"

კიდევ ერთხელ ჰარტფილდზე

(ბოლოსიტყვაობის მაგიერ)

ვერ ვიტყვი, დერეკ ჰარტფილდის წიგნებს რომ არ გადავყროდი, წერას არ დავიწყებდი-მეთქი.


მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი: ჩემი გზა ამ შემთხვევაში სრულიად სხვაგვარი იქნებოდა.

სკოლაში სწავლის ბოლო წლებში რამდენჯერმე ვიყიდე ჰარტფილდის თხელყდიანი წიგნი. ამ


წიგნებს "კობეს" ბუკინისტურ მაღაზიებში უცხოელი მეზღვაურები აბრუნებდნენ. თითო
ეგზემპლარი 50 იენი ღირდა. ეს რომ წიგნების მაღაზიაში არ მომხდარიყო, ფიქრადაც არ
მომივიდოდა ამ სუროგატისთვის წიგნი დამერქმია. უშნო გარეკანი, გაყვითლებული

80
ფურცლები... ამ წიგნებმა მეზღვაურის ბალიშქვეშ ამოდებულებმა გადმოლახეს წყნარი ოკეანე
სატვირთო გემებითა თუ ნაღმმტყორცნებით, რათა მერე ჩემს მაგიდაზე აღმოჩენილიყვნენ.

***

რამდენიმე წლის შემდეგ მე თვითონ გადავლახე ოკეანე. ჩემს მოკლევადიან გამგზავრებას,


გარდა იმისა, რომ ჰარტფილდის საფლავი მენახა, სხვა მიზანი არ ჰქონია. საფლავის
ადგილმდებარეობა ჰარტფილდის შემოქმედების ერთადერთი მკვლევრის თომას მაკლერის
წერილით შევიტყვე. "საფლავი პატარაა, ფეხსაცმლის ქუსლივით, ყურადღებით იყავი, არ
გამოგეპაროს", – მწერდა. ნიუ-იორკში ვეებერთელა, კუბოსავით ავტობუსში ჩავჯექი და დილის
შვიდ საათზე ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქში ვიყავი. ჩემ გარდა, ამ გაჩერებაზე არც ერთი
მგზავრი არ ჩასულა. ბალახმოდებული მინდორი გადავჭერი და სასაფლაოზე აღმოვჩნდი.
თავზე გალობით დამტრიალებდა ტოროლების გუნდი.

მთელი საათი ვეძებე ჰარტფილდის საფლავი და, როგორც იქნა, ვიპოვე. სადღაც იქვე
მოკრეფილი მტვრიანი ველური ვარდები ქვაზე დავაწყვე და გულხელი დავიკრიფე. მერე
დავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. მაისის მზის თბილ სხივებში სიცოცხლე და სიკვდილი
თანაბარი მნიშვნელობის სიკეთედ მეჩვენებოდა. თავი ავწიე და თვალები დავხუჭე – რამდენიმე
საათი ტოროლების გალობას ვუსმენდი. სწორედ იქ იღებს სათავეს ჩემი ეს მოთხრობა. მაგრამ
საით წამიყვანს, თვითონაც არ ვიცი. "კოსმოსის სირთულესთან შედარებით, – წერს
ჰარტფილდი, – ჩვენი სამყარო წვიმის ჭიის ტვინს ჰგავს".

მინდა, რომ ასეც იყოს.

***

დასასრულ, აუცილებლად უნდა ვახსენო თომას მაკლერის კაპიტალური ნაშრომი "ლეგენდა


უნაყოფო ვარსკვლავებზე". ამ წიგნიდან ამონარიდებით ვსარგებლობდი, როცა ჰარტფილდის
ნაწარმოებებზე ვლაპარაკობდი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ბატონ მაკლერის მიმართ ჩემს
ღრმა პატივისცემას.

1979 წ. მაისი
1963-1973
საშინლად მიყვარდა ამბების მოსმენა უცნობი ადგილების შესახებ.

ათი წლის წინათ შემეძლო პირველივე შემხვედრისთვის მეთხოვა, თავის მშობლიურ ქალაქზე
ეამბნა რამე. იმ დროში ადამიანების სიმრავლე, რომლებიც მზად იყვნენ ნებაყოფლობით
მოესმინათ სხვისი მონათხრობი, მაინცდამაინც არ იგრძნობოდა, ამიტომ ყველა, ვისაც

81
მოვიხელთებდი, ბეჯითად და გულმოდგინედ მიყვებოდა ყველაფერს. ისეც ხდებოდა, რომ
სრულიად უცხოები ყურს მოჰკრავდნენ ამბავს მავან და მავან უცნაურ ადამიანზე და საგანგებოდ
მოდიოდნენ რამის მოსაყოლად.

თითქოს ამომშრალ ჭაში ყრიდნენ კენჭებს, ისე მიყვებოდნენ სულ სხვადასხვა რაღაცებზე. მერე
კი კმაყოფილები მიდიოდნენ. ერთნი მშვიდად ყვებოდნენ, მეორენი – გაღიზიანებულები,
ერთნი მკაცრად იცავდნენ თემის ჩარჩოებს, სხვები – ვერც გაიგებდი, რისი მოყოლა უნდოდათ.
იყო მოსაწყენი მოთხრობები, ნაღვლიანი, სატირელიც, ხანდახან ჩემ დაცინვასაც
ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, ყველას შეძლებისდაგვარად სერიოზულად ვუსმენდი.

მიზეზი არ ვიცი, მაგრამ თითოეული თითოეულს, ანდა ასე ვთქვათ, თითოეული გამწარებული
ცდილობს, რაღაც უთხრას მთელ ქვეყანას. ეს მცდელობა გოფრირებულ მუყაოს ყუთში
ჩატენილ მაიმუნების გუნდს მაგონებს. აი, ამოვიყვან ამგვარ მაიმუნს, ფრთხილად შემოვაცლი
მტვერს, ტრაკზე წავუტყაპუნებ და მინდორში გავუშვებ. არ ვიცი, რა ემართებათ მერე. ალბათ
სადღაც თავიანთ რკოს ხრავენ მანამ, სანამ არ დაიხოცებიან. ეჰ, რას იზამ, ასეთია მათი ბედი.

ისე, გულახდილად თუ ვიტყვი, ეს ყველაფერი კარგა გვარიანი სამუშაო იყო, შედეგი კი –


უმნიშვნელო. ახლა ვფიქრობ: ვინმეს რომ გამოეცხადებინა საერთაშორისო კონკურსი "სხვისი
ამბების ბეჯითი მოსმენა", უეჭველად გავიმარჯვებდი. ჯილდოსაც დავიმსახურებდი.
მაგალითად, სამზარეულოს ხალიჩას.

ჩემი თანამოსაუბრეებიდან ერთი სატურნზე დაიბადა, ერთი – ვენერაზე. მათმა მონათხრობმა


დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დავიწყებ სატურნით.

– იქ... იქ საოცარი სიცივეა! – კვნესით ჰყვებოდა ჩემი თანამოსაუბრე, – მარტო ამის გაფიქრებაც
კი და შეიშლები კაცი!

ის იმ პოლიტიკური დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც დაუსჯელად ბატონობდა


უნივერსიტეტის მეცხრე კორპუსში. "მოქმედება განსაზღვრავს იდეას და არა პირიქით" – ასეთი
იყო მათი ლოზუნგი. მაინც რა განსაზღვრავს თვით მოქმედებას, ამას არავის არ ეუბნებოდნენ.
სხვათა შორის, მეცხრე კორპუსში წყლის კონდიციონერი, ტელეფონი და ცხელი წყალიც იყო,
მეორე სართულზე კი – სამუსიკო ოთახიც ფირფიტების ორიათასიანი კოლექციით.

პირდაპირ სამოთხე იყო, განსაკუთრებით კი მერვე კორპუსთან შედარებით, რომელიც მუდამ


ყარდა, როგორც რომელიმე ველოდრომის ტუალეტი. ისინი ყოველ დილით საგულდაგულოდ
იპარსავდნენ პირს ცხელი წყლით, ბოროტად სარგებლობდნენ მუქთა ტელეფონით, საღამოს კი
ფირფიტების მოსასმენად იკრიბებოდნენ. ასე რომ, შემოდგომის ბოლოს მთელი
შემადგენლობით მთლად გამოქლიავდნენ კლასიკისგან.

ამბობენ, ნოემბრის იმ საოცრად ნათელ დღეს, როცა მეცხრე კორპუსში მესამე სამანევრო რაზმი
შეიჭრა, იქ ბოლომდე აწეული ხმით უკრავდნენ ვივალდის ლ’ესტრო არმონიცო. ძნელი
დასადგენია, სამოცდაცხრა წლის ეს ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია
რამდენად შეეფერება სიმართლეს.

როცა სახელდახელოდ აღმართულ დივნების მოყანყალებულ ბარიკადებზე მივძვრებოდი,


ჩემამდე ძლივს აღწევდა ჰაიდნის საფორტეპიანო სონატა სოლ მინორის ხმა. მაშინ ჩემი
მეგობარი ქალის სახლი და ამ სახლისკენ მიმავალი კამელიებით მოფენილი გზა გამახსენდა.

82
ბარიკადებს იქით ყველაზე მდიდრული სავარძელი და სამედიცინო სასწავლებლიდან
მოპარულ კოლბაში ჩასხმული თბილი ლუდი მელოდა.

– თან ძლიერი გრავიტაციაცაა, – გრძელდებოდა სატურნის ამბავი, – ერთმა ტიპმა კევი


გადააფურთხა, ფეხზე მოირტყა და ძვლები გადაიმტვრია. საშინელება იყო!
– მართლა?.. – ორწამიანი პაუზის შემდეგ ვამბობდი. იმ დროისთვის თავის მოქონვის სამასამდე
ხერხი მაინც მქონდა ათვისებული.

– მერე... მზეც ისეთია, ძალიან პატარა. თითქოს ბეისბოლის მოედანზე მანდარინი მოფრინავს
ბურთის ნაცვლად. ამიტომაც სულ ბნელა, – ამას ამოოხვრა მოჰყვებოდა ხოლმე.

– მერე რატომ არ გამოფრინდებით იქიდან? – სერიოზულად ვეკითხებოდი, – ხომ არის უკეთესი


პლანეტები?

– თვითონაც არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მაინც სამშობლოა. აი, ეგრეა ს-საქმე... აი, ახლა
დიპლომს მივიღებ და შინ, სატურნზე მოვუსვამ. ყველაფერს ისე გ-გავაკეთებ, როგორც საჭიროა.
რ-რევოლუცია დაიწყება.

თქვენ რაც გინდათ, ის იფიქრეთ, მე კი მიყვარს, შორეულ ქალაქებზე რომ მიყვებიან. ისე
ვაგროვებ ამ ქალაქებს, როგორც – დათვი ქონს ზამთრის წინ. საკმარისია თვალები დავხუჭო და
ამოტივტივდება ქუჩები, აშენდება სახლები და ეს სახლები ადამიანების ხმებით გაივსება. ეს
ხალხი შორსაა და ალბათ ვერასოდეს ვერ შევხვდები, მაგრამ მაინც შემიძლია ვიგრძნო მათი
ცხოვრების დამყოლი და ამავე დროს მტკიცე, დახლართული გზები.

ნაოკომაც რამდენჯერმე გამიზიარა თავისი ამბები. თითოეული სიტყვა მახსოვს.

– ისიც კი არ ვიცი, რა დავარქვა ამას...

უნივერსიტეტის ვესტიბიული მზით იყო განათებული. ნაოკოს ხელისგულზე ჩამოედო ლოყა და


უხერხულად იღიმებოდა, სანამ გაგრძელებას ველოდი. ის ყოველთვის ნელა ლაპარაკობდა,
თითოეულ სიტყვას წონიდა.

ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. წითელი პლასტიკატის მაგიდა გვყოფდა. მაგიდაზე ნამწვით


სავსე ქაღალდის ჭიქა იდგა. მაღალი ფანჯრიდან შემოჭრილი მზე, როგორც რუბენსის ტილოზე,
ისე ავლებდა მაგიდაზე სინათლესა და ჩრდილს შორის მკვეთრ ზღვარს. ჩემს მარჯვენა ხელს
მზის სხივი ეცემოდა, მარცხენა ჩრდილში იყო.

აი, ასე ვხვდებოდით 1969 წელს. ოცი წლისანი ვიყავით. ვესტიბიული პირველკურსელებით იყო
სავსე. ახალთახალი ბათინკებით, კონსპექტებჩახუტებულები, ცინცხალი ტვინებით თავში. ჩვენ
გარშემო ვიღაცა ვიღაცას ეჯახებოდა, ბრაზობდა, ბოდიშს იხდიდა. და ამ ყველაფერს ბოლო არ
უჩანდა.

– მოკლედ, ბევრ რამეს ჰგავს, ქალაქის გარდა, – ისევ ალაპარაკდა, – უფრო სწორად,
მიყრუებული რკინიგზის სადგურია, წვიმაში რომ ჩაუვლი და ვერც შეამჩნევ.

თავი დავუქნიე. ამის შემდეგ წუთ-ნახევარი მაინც უაზროდ შევყურებდით სინათლისა და


ჩრდილის ზღვარზე მოლივლივე თამბაქოს ბოლს.

83
– ბაქანზე კი ერთი ბოლოდან მეორემდე ძაღლები დასეირნობენ. იცი, არის ეგეთი სადგურები.

ისევ დავუქნიე თავი.

– როგორც კი სადგურიდან გახვალ, პატარა მოედანზე მოხვდები. მოძრაობა წრიულია. იქ


ავტობუსების გაჩერებაც არის. რამდენიმე მაღაზიაც... აი, ისეთები, თითქოს თვლემენო. თუ
პირდაპირ წახვალ, პარკს მიადგები. პარკში სასრიალო და სამი საქანელა დგას.

– ქვიშაში სათამაშოც?

– ქვიშაში? – ერთხანს დაფიქრდა და თანხმობის ნიშნად დამიქნია თავი, – ეგეც არის.


ისევ გავჩუმდით. ბოლომდე მოწეული სიგარეტი ჭიქის შიდა კედელზე ჩავაქრე.

– საოცრად მოსაწყენი ადგილია. გაუგებარია, რატომ აშენებენ ასეთ მოსაწყენ ქალაქებს.

– ღმერთი სხვადასხვა იპოსტასით შეიძლება გამოვლინდეს, – წამოვაყრანტალე.

თავი გააქნია და გაიღიმა. საოცარია, რომ ეს ღიმილი – ასე იღიმებიან ბეჯითი, ფრიადოსანი
სტუდენტები – დიდი ხნით ჩამრჩა სულში. პირდაპირ ჩეშირის კატაა წიგნიდან "ელისის
თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში" – თვითონ გაქრა, ღიმილი კი დარჩა.

და კიდევ, რატომღაც ძალიან მომინდა ბაქანზე მოსეირნე ძაღლების ნახვა.

ოთხი წლის შემდეგ, 1973 წლის მაისში, მარტო ჩავედი ამ სადგურზე. ძაღლების სანახავად.
საგანგებოდ ამ დღისთვის გავიპარსე, თითქმის მთელი წლით უპატრონოდ მიგდებული
ჰალსტუხი გამოვინასკვე, ტყავის ჩექმები ჩავიცვი.

როცა ორი-სამი ჟანგმოკიდებული ვაგონისგან შემდგარი საგარეუბნო მატარებლიდან


გამოძვრები, მაშინვე ბალახის ნოსტალგიური სუნი გეცემა. მაისის ქარით დროის იმ მხრიდან
მოტანილი მივიწყებული პიკნიკის სუნი. და თუ თავს ასწევ და სმენას დაძაბავ, ტოროლების
ხმასაც გაიგონებ.

გემრიელად დავამთქნარე, ხის გრძელ სკამზე ჩამოვჯექი და მოწყენილობისგან გავაბოლე.

ხალისი, რომლითაც დილაადრიან დავტოვე სახლი, ამ დროისთვის საბოლოოდ აორთქლდა.


ქვეყანაზე ყველაფერი მეორდება – აი, რას ვგრძნობდი. უსაზღვრო დეჟა-ვიუ და ყოველი ახალი
გამეორებისას უარესი და უარესი.

როცა რამდენიმე მეგობართან ერთად ვცხოვრობდი, როგორც მოგვიხდებოდა, ისე გვეძინა.


დილით ვიღაცა თავზე დაგადგამდა ფეხს და მაშინვე გაიგონებდი: "ო, მაპატიე". ცოტა
მოგვიანებით შარდის ჩხრიალს გაიგონებდი. დაძინებას ვერ მოასწრებდი და ყველაფერი ისევ
მეორდებოდა.

ჰალსტუხი მოვუშვი, სიგარეტი ტუჩის მეორე კუთხეში გადავიტანე და ახალთახალი


ფეხსაცმელი ბეტონს გავუსვი, რათა დაბუჟებული ფეხები გამეცოცხლებინა. მაინცდამაინც
ძალიან არ მტკიოდა, მაგრამ თითქოს ნაწილებად მყოფდა – ფეხები ცალკე, ტანი ცალკე...

ძაღლები არსად ჩანდნენ.

84
სრული დაქუცმაცება.

ხშირად ვგრძნობ აი, ასეთ დანაწევრებას. თითქოს ერთბაშად ორ მოზაიკას აკეთებ, რომელთა
ფრაგმენტები ერთ გროვაშია. როცა ასეთი რამ მემართება, მირჩევნია ვისკი გადავკრა და
დავიძინო. ოღონდ ეს არის, დილით კიდევ უფრო ცუდად ვარ ხოლმე. ყველაფერი მეორდება.

დილით გავიღვიძე თუ არა, აქეთ-იქიდან ტყუპები აღმოვაჩინე. რამდენჯერმე მქონია საქმე


ტყუპებთან, მაგრამ ისე, რომ აქეთ-იქით წოლილიყვნენ, რაღაც არ მახსოვს. ცხვირ-პირი ჩემს
მხრებში ჩაერგოთ და ტკბილად ეძინათ. კვირადღის ნათელი დილა იდგა.

ცოტა ხნის შემდეგ თითქმის სინქრონულად გაიღვიძეს, აფუთფუთდნენ, უცებ ჩაიცვეს იქვე
მიყრილი ჯინსები და პერანგები, მერე კრინტიც არ დაუძრავთ, ისე მოადუღეს სამზარეულოში
ყავა, გახუხეს პური, კარაქი გამოიღეს მაცივრიდან და ეს ყველაფერი მაგიდაზე დაალაგეს.
დახვეწილი პროცედურა ჰქონდათ. ფანჯრიდან გოლფის მოედანს შემოვლებული ბადე ჩანდა.
ზედ ჩიტი იჯდა. ვერ გამოვიცანი, რა ჩიტი იყო. როგორც ტყვიამფრქვევიდან, ისე აკაკანებდა
თავის სიმღერას.

– და რა გქვიათ? – ვიკითხე. თავი მისკდებოდა.

– შენთვის სულერთი არ არის? – იმან მიპასუხა, მარჯვნივ რომ იყო.


– რაც გვქვია, გვქვია, – დაამატა მეორემ მარცხნიდან, – გასაგებია?

– გასაგებია, – ვთქვი.

მაგიდასთან ვისხედით, გახუხულ პურს ვახრამუნებდით და ყავას ვსვამდით. შესანიშნავი ყავა


იყო.

– რა, სახელის გარეშე ძნელია? – იკითხა ერთმა.

– რა ვიცი, როგორღაც...

ერთხანს ორივე ჩაფიქრდა.

– თუ მაინცდამაინც გინდა რაღაც დაგვიძახო, თვითონ მოიგონე, – თქვა ერთმა.

– ჰო, შენ როგორც მოგწონს.

სულ რიგრიგობით ლაპარაკობდნენ. ასე აწყობენ რადიოგადაცემებში სტერეოგახმოვანებას.


თავი კიდევ უფრო ამტკივდა.

– მაგალითად? – ვიკითხე.

– მარჯვენა და მარცხენა, – თქვა ერთმა.

– ვერტიკალი და ჰორიზონტალი, – თქვა მეორემ.

– ზევითა და ქვევითა.

85
– წინა და უკანა.

– აღმოსავლეთი და დასავლეთი.

– შესასვლელი და გამოსასვლელი, – დავამატე მეც. არ მინდოდა ჩამოვრჩენილიყავი.


ერთმანეთს გადახედეს და კმაყოფილებმა გაიცინეს.

თუ შესასვლელი არსებობს, არსებობს გამოსასვლელიც. ყველაფერი ასეა მოწყობილი.


წერილების ყუთი, მტვერსასრუტი, ზოოპარკი, ჩაიდანი... მაგრამ არის საგნები, რომლებიც
სხვანაირად არის მოწყობილი, მაგალითად, ხაფანგი.

ერთხელ სახლში დავაყენე ხაფანგი, ნიჟარის ქვეშ. სატყუარად პიტნის კევი გამოვიყენე. სხვა
არაფერი, საჭმლის სახელის ღირსი რომ იქნებოდა, ოთახში კარგა ხნის ძებნის შემდეგაც არ
აღმოჩნდა. კევი კი ზამთრის პალტოს ჯიბეში იდო კინოს კონტროლმოხეულ ბილეთთან ერთად.

მესამე დღეს ხაფანგმა გაიჩხაკუნა. შიგ ქაშმირის მატყლისფერი ახალგაზრდა ვირთხა მოყვა.
ასეთი ჯემპრები გორებად ყრია ლონდონის უბაჟო მაღაზიების დახლებზე. ადამიანური
საზომებით, თხუთმეტი-თექვსმეტი წლის იქნებოდა. მძიმე ასაკია. კევის ნამცეცები თათებქვეშ
ეყარა.

დაჭერით კი დავიჭირე, მაგრამ არ ვიცოდი, მერე რა მექნა. მეორე დილას მოკვდა, ისე რომ
ხაფანგში მოყოლილი უკანა თათები არც კი გაუთავისუფლებია. ამის შემხედვარემ, ჩემთვის
წესიც კი დავადგინე.

ყველაფერს უნდა ჰქონდეს – როგორც შესასვლელი, ისე გამოსასვლელიც. აუცილებლად.

ლიანდაგი გორაკებს შორის მიდიოდა, არაბუნებრივად სწორი – თითქოს სახაზავით გაევლოთ.


შორს, ლიანდაგის ბოლოში, გაცრეცილი მწვანე ფერის შერეული ტყე მოჩანდა. ქაღალდის
ნაგლეჯებისგან გაკეთებულ ბურთულებს ჰგავდა. მზეზე მოლაპლაპე რელსები სადღაც შორს
ერთდებოდა და იმ სიმწვანეში იკარგებოდა. გეგონებოდა, პეიზაჟი, რამდენიც არ უნდა გევლო,
სულ ასეთი იქნებოდა. სევდა მომერია. თუ ასეა, ისევ მეტრო ჯობია-მეთქი.

სიგარეტს მოვუკიდე, გავიზმორე და ცას შევხედე. კარგა ხანია, ცისთვის არ შემიხედავს. იმას
ვგულისხმობ, რომ თვითონ ეს მოქმედება – რაღაცისთვის აუჩქარებლად ყურება – დიდი ხანია
არ მიცდია.

ცა უღრუბლო იყო. გაზაფხულის კვალობაზე მქრქალი, გაუმჭვირვალე ვუალი გადაჰკვროდა. ამ


მოუხელთებელ ვუალში ხან აქ, ხან იქ ცისფერი ლამობდა გამოკრთომას. მზის სინათლე
მტვერივით იღვრებოდა ატმოსფეროში, მერე კი, როცა ვინმეს გაოცების იმედს გადაიწურავდა,
უჩუმრად ეშვებოდა მიწაზე.

თბილ ქარზე სინათლე თრთოდა. ჰაერი ხიდან ხეზე გადაფრთხიალებული ჩიტების გუნდივით
აუჩქარებლად იცვლიდა ადგილს. ქარი მწვანე ფერდობიდან ლიანდაგებისკენ
ჩამოგორდებოდა, რელსებს გადაუვლიდა და ისე შეაღწევდა ტყეში, ფოთოლს არ
ააშრიალებდა. ეული "გუ-გუ" მზის რბილ სხივებში გაიფრენდა და შორეული მთის კალთებზე
დნებოდა.

86
ჯაჭვივით გაბმული გორაკები გოლიათ კაცებს ჰგავდნენ – ჩაცუცქულები მზეზე
გატრუნულიყვნენ და თვლემდნენ.

ფეხები კიდევ უფრო დამიბუჟდა.

***

ახლა ჭების შესახებ.

ნაოკო თორმეტი წლისა იყო, როცა აქ მოვიდა. 1961 წელს, დასავლური კალენდრით; იმ წელს,
როცა რიკი ნელსონმა "ჰელოუ, მერი ლუ" იმღერა. ამ მყუდრო, მწვანე ველზე მაშინ არაფერი არ
მოგტაცებდა თვალს. რამდენიმე გლეხური სახლი, რამდენიმე ბაღჩა, კიბორჩხალებით სავსე
პატარა მდინარე, რკინიგზის ხაზი და სადგური, მთქნარების გუნებაზე რომ დაგაყენებდა.
სახლთან, როგორც წესი, ხურმა იდგა, ბაღის კუთხეში – წვიმებით გადაქერცლილი ფარდული.
საკმარისი იყო ხელით შეხებოდი და მაშინვე დაიშლებოდა. სადგურისკენ მიქცეული
ფარდულის კედელზე თუნუქის დაფა ტუალეტის ქაღალდისა და საპნის უშნო რეკლამით.
დანარჩენიც აი, ამ სტილში. ძაღლებიც კი არ იყოო! – ამბობდა ნაოკო.

სახლი, რომელშიც ისინი დაბინავდნენ, კორეის ომის დროს იყო აშენებული. ორსართულიანი,
დასავლურ სტილში. მაინცდამაინც დიდი არ იყო, მაგრამ მსხვილი, ძლიერი საყრდენი
ბოძებისთვის საუკეთესო ხარისხის ხე შეერჩიათ. ამიტომაც ჰქონდა სახლს მშვიდი და
დამაჯერებელი იერი. გარედან სამი სხვადასხვა ტონალობის მწვანე საღებავით იყო შეღებილი.
მზის, ქარისა და წვიმისგან საღებავი გაიცრიცა და სახლიც საბოლოოდ გალღვა
გარშემორტყმულ პეიზაჟში. მოზრდილ ბაღში რამდენიმე ხე იდგა, იქვე იყო ტბორიც. ხეებს
შორის მყუდრო რვაკუთხა ფანჩატური გაემართათ, რომელიც სამხატვრო სახელოსნოს
მაგივრობას სწევდა. ერკერებზე რაღაც გაურკვეველი ფერის მაქმანიანი ფარდები ეკიდა.
გუბურასთან ნარცისები ყვაოდნენ. დილაობით იქ ბანაობის მოყვარული ჩიტები
მოფრინდებოდნენ ხოლმე.

სახლის არქიტექტორი და მისი პირველი ბინადარი დასავლური ყაიდის მხატვარი იყო. ნაოკოს
ჩამოსვლის წინა ზამთარს ფილტვების დაავადების გართულებისგან მოკვდა. ესე იგი, 1960
წელს, როცა ბობი ვიმ "რეზინის ბურთი" იმღერა. იმ ზამთარს გაუთავებლად წვიმდა. აქ თოვლი
არ იცის, მის ნაცვლად საშინლად ცივი წვიმა მოდიოდა. მიწას გაჟღენთდა და დამზრალი
ნესტით ფარავდა, სიღრმეებს კი ტკბილი გრუნტის წყლებით კვებავდა.

სადგურიდან ხუთი წუთის სავალზე ჭების მთხრელის სახლი იყო. დაჭაობებულ დაბლობში, ზედ
მდინარის პირას იდგა. ასე რომ, ზაფხულობით ბაყაყებისა და კოღოების ალყაში ექცეოდა. ჭის
მთხრელი ორმოცდაათი წლის მძიმე ხასიათის ცოტა უცნაური კაცი იყო. ნამდვილ ნიჭს მარტო
ჭების თხრაში იჩენდა. როცა ჭის ამოთხრას სთხოვდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში იმ
ადგილს უვლიდა გარს, სადაც ჭა უნდა ამოეთხარათ. რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა, ხან აქ,
ხან იქ მიწას აიღებდა, დაყნოსავდა... ბოლოს და ბოლოს, მოძებნიდა რაღაც წერტილს და
ამხანაგებს დაუძახებდა. ისინიც მაშინვე ეცემოდნენ იმ ადგილს.

87
ამიტომ ამ მიდამოებში ყოველთვის შეგეძლო გემრიელი ცივი წყლით გაგეგრილებინა გული,
ისეთი ცივით და კრიალათი, რომ თითებიც კი, რომლითაც ჭიქა გეჭირა, გამჭვირვალე
გეგონებოდა. ამბობდნენ, წყალი აქ ფუჯიდან მოედინება, როცა იქ თოვლი დნებაო. მაგრამ ეს,
რა თქმა უნდა, სისულელეა. მეტისმეტად შორსაა.

შემოდგომაზე, როცა ნაოკოს ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა, ჭის მთხრელი მატარებელს


ჩაუვარდა. თავსხმას აბრალებდნენ, სიმთვრალესა და სიყრუეს. ნაწილებად დაგლეჯილი
სხეული აქეთ-იქით გაფანტულიყო. შვიდმა პოლიციელმა ხუთ ვედროში მოაგროვა, თან
მოკაუჭებული გრძელი ჯოხით მაწანწალა ძაღლებს იგერიებდნენ. ერთი ვედრო ნაფლეთები
მაინც დააკლდათ – ეტყობა, მდინარეში ჩაცვივდა, დინებამ ტბორისკენ წაიღო, თევზების
გამოსაკვებად.

ჭის მთხრელს ორი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც უკვალოდ გაქრნენ ამ ადგილებიდან. მათ სახლს
არავინ ეკარებოდა, იდგა მიტოვებული და ნელ-ნელა იშლებოდა. მას შემდეგ ძალიან გაჭირდა
ჭისთვის ხეირიანი ადგილის მოძებნა.

მიყვარს ჭები. საკმარისია, დავინახო, მაშინვე კენჭებს ვისვრი შიგ. ისე არაფერი ამშვიდებს
სულს, როგორც ჭაში ჩავარდნილი კენჭის ხმა.

***

1961 წელს ნაოკოს ოჯახი, მამის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ამ ადგილებში


დასახლდა. ჯერ ერთი, განსვენებულ მხატვართან მეგობრობდა და, მეორეც, ნაოკოს მამას ეს
ადგილები მოსწონდა.

ის ფრანგული ფილოლოგიის სპეციალისტი იყო. ეტყობა, თავის წრეში საკმაოდ ცნობილიც.


მაგრამ როცა ნაოკო სკოლაში წავიდა, სულ გაანება თავი უნივერსიტეტში მუშაობას და
საყვარელ საქმეს – მშვენიერი ძველი წიგნების თარგმნას მოჰკიდა ხელი. საუბარია ყველა
ჯურის ვამპირებზე, დაცემულ ანგელოზებზე, ცოდვილ ბერებსა და ეშმას გამომდევნელებზე.
უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ერთხელ გადავაწყდი მის ფოტოს
რომელიღაც ჟურნალში. ნაოკოს თქმით, მამამისი ახალგაზრდობაში მეტისმეტად ხუმარა
ყოფილა. ფოტოს რომ ვუყურებდი, მზად ვიყავი, დამეჯერებინა. თავზე – მონადირის ქუდი,
ცხვირზე – შავი სათვალე, მზერა ობიექტივიდან მთელი მეტრით ზევითაა მიმართული. ეტყობა,
რაღაც დაინახა...

როცა ნაოკოს ოჯახი აქ გადმოვიდა, რაღაც კოლონიის მაგვარი გამოიკვეთა, რომელშიც ასეთივე
განათლებული, მაგრამ რაღაცნაირად შერეკილი ადამიანები ერთიანდებოდნენ. ციმბირის
გადასახლებას ჰგავდა, ადგილს, სადაც მეფის რუსეთი თავისუფლად მოაზროვნეებს
ისტუმრებდა.

ციმბირის გადასახლებაზე ცოტა რამ მაქვს წაკითხული ტროცკის ბიოგრაფიაში. ახლა ბევრი
აღარაფერი მახსოვს – მხოლოდ რაღაც-რაღაცები ტარაკანებსა და ჩრდილოურ ირმებზე.
გამოდის, სწორედ იმ ირმებზე უნდა მოგიყვეთ.

88
ტროცკიმ ღამის სიბნელით ისარგებლა, ირმების მთელი შებმა მოიპარა და გადასახლებიდან
გაიქცა. ოთხი ირემი თავ-პირის მტვრევით მიაქროლებდა ვერცხლისფერ უდაბნოში. ორთქლი
ბოლქვებად ასდიოდათ, ჩლიქებით კი ფეხდაუდგმელ თოვლს ფანტავდნენ. ორი დღის
მგზავრობის შემდეგ, როცა სადგურს მიაღწიეს, ირმები ისეთი ქანცგაწყვეტილები იყვნენ, რომ
დაეცნენ და ვეღარც წამოდგნენ.
ტროცკიმ ხელში აიყვანა ირემი და თვალზე ცრემლმომდგარმა ფიცი დადო. თქვა: ამ ქვეყანას
აუცილებლად მივიყვან სამართლიანობამდე და იდეალებამდე. და კიდევ რევოლუციამდეო.
წითელ მოედანზე დღესაც დგას ბრინჯაოში ჩამოსხმული ეს ოთხი ირემი. ერთი
აღმოსავლეთით იყურება, მეორე – ჩრდილოეთით, მესამე – დასავლეთით, მეოთხე –
სამხრეთით. სტალინმაც კი ვერ შეძლო ამ ირმების განადგურება. თუ მოსკოვში მოხვდებით და
შაბათ დილით წითელ მოედანზე გახვალთ, აუცილებლად დაინახავთ სულის მაცოცხლებელ
სანახაობას: როგორ წმენდენ ჩვრებით ირმებს ყინვისგან ლოყებდაწითლებული მოსწავლეები.

***

ჰო, კოლონიაზე ვამბობდი.

მათ უარი თქვეს სადგურის ახლოს სწორ, მოხერხებულ ადგილებზე, განზრახ გაერიდნენ
იქაურობას მთის ფერდობებზე და იქ აიშენეს სახლები თავიანთი გემოვნებით. თითოეულ
სახლს უშველებელი ბაღი ჰქონდა ჭალებით, გუბურებითა და ხელუხლებელი ბორცვებით.
ზოგიერთ კარ-მიდამოში ნაკადულებიც კი მორაკრაკებდა ნამდვილი კალმახით.

ქედნების სიმღერაზე იღვიძებდნენ და თავიანთ კარ-მიდამოს შემოუვლიდნენ. ფეხქვეშ


წიფლის ნაყოფი ტკაცუნობდა. ჩერდებოდნენ, რათა დამტკბარიყვნენ ფოთლებიდან
გამომკრთალი მზის სხივებით.

მერე ის დროც დადგა, როცა კოლონიამდე დედაქალაქის ცენტრიდან გადმოსახლებულმა უკვე


საკმაოდ დამცხრალმა ძლიერმა ტალღამ მოაღწია. ტოკიოს ოლიმპიადის წელი იყო. თუთის
ზღვასავით პლანტაცია, თუ, რა თქმა უნდა, გორაკიდან გადმოხედავთ, ბულდოზერებით
გადათხარეს. სადგურის გარშემო კი ნელ-ნელა ჩამწკრივდა სახლებისა და მაღაზიების სწორი
რიგები. ახალმოსახლეები მეტწილად ქალაქის ცენტრში, ფირმებში მუშაობდნენ. დილით ექვს
საათზე წამოხტებოდნენ, სახეზე წყალს შეისხამდნენ და ფაციფუცით სხდებოდნენ
მატარებელში, რათა გვიან საღამოს გასავათებულები დაბრუნებულიყვნენ შინ.

ასე რომ, თავიანთი ქალაქისა და საკუთარი სახლის შეთვალიერება მხოლოდ კვირა დღის
მეორე ნახევარში შეეძლოთ. და კიდევ, მოლაპარაკებულებივით, ყველას ძაღლი ჰყავდა
სახლში. ძაღლები აქტიურად ჯვარდებოდნენ, ლეკვები კი ქუჩის მაწანწალა ძაღლებად
იზრდებოდნენ. როცა ნაოკო ამბობდა, აქ ადრე სულ არ იყვნენ ძაღლებიო, სწორედ ამას
გულისხმობდა.

89
თითქმის საათი ვიცადე, მაგრამ ძაღლები არ გამოჩნდნენ. მეათე სიგარეტს მოვუკიდე, მერე
გადავიფიქრე და ჩავაქრე. ბაქნის შუამდე მივედი, წყლის ონკანი მოვუშვი, დავლიე. ცივი იყო,
კბილებს მოსჭრიდა კაცს, მაგრამ გემრიელი. არც ამის შემდეგ გამოჩენილან ძაღლები.

სადგურის გვერდით ტბორი იყო. ვიწრო და დაკლაკნილი. მდინარესავით. გარშემო ხშირი,


მაღალი ლელიანი ერტყა, წყლის ზედაპირზე კი დროდადრო თევზი გაფართხალდებოდა.
ნაპირზე, ერთმანეთისგან მოშორებით, მდუმარე კაცები ისხდნენ ანკესებით. თითოეული ძუა
სრულიად უმოძრაო იყო, მქრქალ ზედაპირში ჩასობილ ვერცხლის ნემსს ჰგავდა. გაზაფხულის
მზის ზარმაც სხივებქვეშ ბეჯითად ყნოსავდა სამყურა ბალახს და წრეს წრეზე უვლიდა
მეთევზეებთან ერთად მოსული ძაღლი.

როცა ძაღლი ათიოდე მეტრზე მომიახლოვდა, ღობეზე გადავიხარე და დავუძახე. დრუნჩი ასწია,
რაღაცნაირი სევდიანი ღია თაფლისფერი თვალებით შემომხედა და ერთი-ორჯერ გააქიცინა
კუდი. თითები გავატკაცუნე, ძაღლმა მოირბინა, ღობეში გამოყო ცხვირი და გრძელი ენით
გამილოკა ხელი.

– მოდი ჩემთან! – ვუთხარი და ნაბიჯი უკან გადავდგი. ძაღლმა მიიხედა, თითქოს ყოყმანობდა,
ისევ აქიცინებდა კუდს, ვერ გაეგო, რას ითხოვდნენ მისგან.
– ჩემთან, ვის ვეუბნები!

ჯიბიდან საღეჭი რეზინი ამოვიღე, ქაღალდი შემოვაცალე და ძაღლს დავანახვე. ერთხანს


ფიქრობდა, მერე გაბედა და ღობის ქვეშ გამოძვრა. თავზე გადავუსვი ხელი, მერე კევი
დავაგორგოლავე და მთელი ძალით ვისროლე ბაქნის მხარეს. ძაღლი იქით გავარდა.

შედეგით კმაყოფილი შინ დავბრუნდი.

უკანა გზაზე, მატარებელში, რამდენჯერმე მივმართე საკუთარ თავს. ახლა კმარა, – ვეუბნებოდი,
– ახლა შეგიძლია დაივიწყო კიდეც. ამიტომაც ჩამოხვედი აქ. მაგრამ ვერ დავივიწყე. ვერც ის,
რომ ნაოკო მიყვარდა, ვერც ის, რომ მოკვდა. იმიტომ რომ სინამდვილეში არაფერიც არ
დამთავრდა.

ვენერა ცხელი პლანეტაა და ერთიანად ღრუბლებით არის დაფარული. სიცხისა და ნესტისგან


მისი მცხოვრებნი ახალგაზრდები კვდებიან. ოცდაათს მიღწეულთა სახელებს ლეგენდები
ინახავს. თუნდაც მხოლოდ ამიტომ მათი გულები სიყვარულით არის სავსე. ყველა ვენერელს
უყვარს ყველა ვენერელი. მათ არ შურთ, არ სძულთ და არ ეზიზღებათ. ავსიტყვაობაც კი არ
სჩვევიათ. არ არის ჩხუბი და მკვლელობები. ყველაფერი, რაც მათ აქვთ, სიყვარული და
თანაგრძნობაა.

– როცა ვინმე კვდება, არ ვგლოვობთ, – მითხრა ერთმა ჩუმმა ვენერელმა, – იმიტომ რომ სანამ
ვცოცხლობთ, სიყვარულს ვეწაფებით, რათა მერე არაფერზე არ დაგვწყდეს გული.

– ესე იგი, მარაგად, არა?

– თქვენი სიტყვებით ამის გამოხატვა ძნელია...

– რა, მართლა ყველაფერი ასე კარგად არის? – შევეკითხე.

– ასე რომ არ ყოფილიყო, – მიპასუხა, – ვენერა დარდისგან დაიხრჩობოდა.

90
სახლში რომ შევედი, ტყუპები პლედქვეშ კონსერვის ქილაში ჩაწყობილი სარდინებივით იწვნენ
და რაღაცაზე ხითხითებდნენ.

– აი, შენც მოხვედი! – თქვა ერთმა.

– სად იყავი? – მკითხა მეორემ.

– სადგურზე, – ვთქვი, ჰალსტუხი შევიხსენი და პლედქვეშ, მათ შორის შევძვერი. საშინლად


მეძინებოდა.

– რომელ სადგურზე?

– იქ რა გინდოდა?

– აქედან შორს არის. ძაღლების სანახავად.

– რომელი ძაღლების?

– გიყვარს ძაღლები?

– დიდი თეთრი ძაღლების. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ძალიან მიყვარს.

სიგარეტს მოვუკიდე. ჩუმად იყვნენ, სანამ ბოლომდე არ მოვწიე.

– მოწყენილი ხარ? – მკითხა ერთმა.


უხმოდ დავუქნიე თავი.

– იქნებ წაგეძინა, – თქვა მეორემ.

და მეც დავიძინე.

***

ეს ამბავი მარტო ჩემ შესახებ არ არის. მის მეორე გმირს ვირთხა ჰქვია. იმ შემოდგომაზე ჩვენ
ერთმანეთისგან შვიდასი კილომეტრით დაშორებულ ქალაქებში ვცხოვრობდით.

წიგნიც სწორედ იქიდან იწყება, 1973 წლის შემოდგომიდან. ეს შესავალია. ცუდი არ იქნება, თუ
გამოსავალიც აღმოჩნდება. თუ გამოსავალი არ აღმოჩნდა, მაშინ ამ წიგნის წერას არავითარი
აზრი არა აქვს.

91
პინბოლის დაბადება.

ძნელად თუ მოიძებნება კაცი, ვისაც რაიმონდ მორონის სახელი ექნება გაგონილი.

ცხოვრობდა ოდესღაც ასეთი მოღვაწე, მერე კი მოკვდა. სულ ეს არის. ამაზე მეტი მისი
ცხოვრების შესახებ არავინ არაფერი იცის. ზუსტად ამდენივე იციან ღრმა ჭის ფსკერზე
მცხოვრებ მცურავ ხოჭოზე.

მაგრამ სწორედ ამ ადამიანმა ამოათრია ტექნოლოგიის ოქროს ღრუბლებიდან 1934 წელს და


ჩვენს ცოდვილ მიწაზე დადგა პინბოლის პირველი სათამაშო ავტომატი. ეს ისტორიული
ფაქტია, რომელიც იმავე წელს განეკუთვნება, როცა ადოლფ ჰიტლერმა "ატლანტის ოკეანედ"
წოდებული ვეებერთელა გუბურა შუაზე გაყო და ვაიმარის კიბის პირველ მოაჯირს დაადო ხელი.

თუმცა, ძმები რაიტებისგან ან ალექსანდრ ბელისგან განსხვავებით, რაიმონდ მორონის ფიგურა


სულაც არ არის შეფერილი მითოლოგიური ტონებით. არც ახალგაზრდობის
გულისამაჩუყებელი ეპიზოდები, არც დრამატული "ევრიკა". არაფერი, გარდა სახელისა
სპეციალური ნაშრომის პირველ გვერდზე, ცნობისმოყვარე ავტორის მიერ დაწერილი
ცნობისმოყვარე მკითხველებისთვის. მაშ ასე, ვკითხულობთ: 1934 წელს ბატონმა რაიმონდ
მორონიმ გამოიგონა პინბოლის სათამაშო პირველი ავტომატი. ფოტოც კი არ არის. და რადგან
ფოტოც კი არ არის, ძეგლს ვინღა ჩივის!

შეიძლება ასე ფიქრობთ: ეს ბატონი მორონი საერთოდ რომ არ მოვლინებოდა ქვეყანას, მაშინ
პინბოლის ავტომატის ისტორიაც სულ სხვაგვარად წარიმართებოდაო. ანდა სულაც არ
იქნებოდა არავითარი ისტორია. და რადგან ასეა, მაშინ ბატონი მორონის დამსახურების
ამგვარი დაბალი შეფასება შეუწყნარებელი უმადურობაა! თუმცა, საშუალება რომ გქონოდათ
შეგეხედათ ბალლყჰოო-სთვის, ბატონი მორონის მიერ შექმნილი პირველი ავტომატისთვის,
თქვენი ეჭვები უთუოდ გაიფანტებოდა. იმიტომ რომ ამ ავტომატში ისეთი არაფერი იყო, რაც
სულ ოდნავ მაინც მისცემდა სტიმულს თქვენს წარმოსახვას.

ბევრი რამ არის საერთო იმ გზებში, რომლებითაც მოძრაობდნენ პინბოლის ავტომატი და


ადოლფ ჰიტლერი. ერთიც და მეორეც ეპოქის ლექი იყო, საეჭვო წარმომავლობის ქაფი და
თავიანთი მითოლოგიური აურა შეიძინეს არა იმდენად თავიანთი არსებობის ფაქტით,
რამდენადაც სწრაფი პროგრესის წყალობით. პროგრესის საფუძველს კი, როგორც ცნობილია,
სამი რამ შეადგენს: ტექნოლოგია, კაპიტალდაბანდება და ადამიანების ფუნდამენტური
მოთხოვნილებები.

ადამიანები საშინელი სისწრაფით დაფაცურდნენ, რათა თავიანთი სხვადასხვანაირი ნიჭი ამ


მარტივი, თითქოს ტალახის გუნდისგან შეთითხნილი თოჯინას მსგავსი მანქანისთვის
მიეძღვნათ. დაე, იყოს სინათლე! – გაჰყვიროდნენ ისინი. დაე, იყოს ელექტრონი! –
გაჰყვიროდნენ სხვები. დაე, იყოს ფლიპერი! – გაჰყვიროდნენ მესამენი. საბოლოოდ კი
სათამაშო მოედანი განათდა, რკინის ბურთულა ამოძრავდა ელექტრომაგნიტის საშუალებით,
ფლიპერმა კი ისწავლა ორივე თათით ერთდროულად უკან დაებრუნებინა ეს ბურთულა.

მოთამაშისთვის შეიქმნა დონის ინდექსი და ქულებიც ამის მიხედვით ითვლებოდა. იმათ რომ
გამკლავებოდა, ვინც მეტისმეტად აჯანჯღარებდა მანქანას, გამოიგონეს ნათურა "წესების
დარღვევა". მერე დაიბადა მეტაფიზიკური ცნება "სიკვენსი", რომელსაც მოჰყვა ისეთი

92
კატეგორიები, როგორიცაა "ბონუს ლაითი", "ექსტრა ბოლი" და "რიფლეი". მხოლოდ ამის
შემდეგ შეიძინა პინბოლის ავტომატმა ერთგვარი მაგიური საწყისი.

ეს იქნება წიგნი პინბოლზე.

აი, რა წერია მეცნიერული გამოკვლევის შესავალში სახელწოდებით "ბონუს ლაით":

"პინბოლის ავტომატისგან თქვენ პრაქტიკულად ვერაფერს მიიღებთ – მხოლოდ და მხოლოდ


ციფრების ცვლილებებით გამოწვეულ სიამაყეს. დაკარგვით კი ბევრს კარგავთ. იმდენ სპილენძს
კარგავთ, რომ მისგან ყველა პრეზიდენტისთვის შეიძლებოდა ძეგლის დადგმა (სხვა საქმეა,
გსურთ თუ არა ძეგლის დადგმა რიჩარდ მ. ნიქსონისთვის), რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ძვირფას
დროზე, რომელსაც ვეღარასოდეს დაიბრუნებთ.

სანამ თქვენ პინბოლის ავტომატთან მარტო მიმჯდარი თავს იფიტავთ, სხვა შესაძლოა პრუსტს
კითხულობს. კიდევ ვიღაც კინოთეატრში "თავზეხელაღებულ დევნას" უყურებს, თან თავის
გოგოს ჩქმეტს. გამორიცხული არ არის, ერთი მწერალი გახდეს და საგნების არსს ჩასწვდეს,
ხოლო მეორემ ბედნიერი ოჯახი შექმნას.

მთავარი კი ის არის, რომ პინბოლის ავტომატი ფეხდაფეხ არ დაგდევთ. სადაც არ უნდა


წახვიდეთ, ის მხოლოდ მორიგი თამაშის დაწყების ნათურას ანთებს: "რიფლეი", "რიფლეი",
"რიფლეი"... შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ამ თამაშის მიზანი, ასე ვთქვათ,
უსასრულობაა. არის ასეთი ცნება.

უსასრულობის შესახებ ბევრი არ ვიცით. მეორე მხრივ, შეიძლება ვიმკითხაოთ მისი


ანარეკლების თაობაზე.

პინბოლის მიზანი არა თვითგამოხატვაში, არამედ თვითგარდაქმნაშია. არა "ეგოს"


გაფართოებაში, არამედ მის დავიწროებაში. არა ანალიზში, არამედ იმაში, რამდენს მოიცავთ.

მაგრამ თუ თქვენ თვითგამოხატვა გაქვთ მიზნად, "ეგოს" გაფართოება ანდა ანალიზი, მაშინ,
სავარაუდოდ, თავს დაგატყდებათ "წესების დარღვევის" ნათურის გარდაუვალი შურისძიება.

სასიამოვნო თამაშს გისურვებთ!

უთუოდ არსებობს ტყუპი დების გარჩევის მრავალი საშუალება. მაგრამ, სამწუხაროდ, მე არც
ერთი არ ვიცოდი. სახე, ხმა, ვარცხნილობა და ყველაფერი დანარჩენი ხომ ემთხვეოდა და
ემთხვეოდა, არც ხალი ჰქონდათ, სულ პატარა ლაქაც კი – აი, რა იყო ყველაზე საშინელი. ორი
იდეალური ასლი. ერთნაირად რეაგირებდნენ ყოველგვარ გამღიზიანებელზე, ერთსა და იმავეს
ჭამდნენ, ერთსა და იმავეს სვამდნენ, ერთსა და იმავეს მღეროდნენ, იმდენად ერთნაირები
იყვნენ, რომ ძილის საათები და მენსტრუაციის გრაფიკებიც კი ემთხვეოდა ერთმანეთს.

93
რას ნიშნავს ტყუპისცალის ყოლა? ჩემი წარმოსახვა ამას ვერ გასწვდება. ვფიქრობ,
აბსოლუტურად იდენტური ტყუპისცალი რომ გამიჩნდეს, მაშინვე ჭკუიდან შევიშლები. მე ჩემი
პრობლემებიც მყოფნის.

თვითონ საოცრად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ხოლო როცა შემატყობდნენ, რომ ვერ


ვარჩევდი ერთმანეთისგან, უკვირდათ და ბრაზდებოდნენ კიდეც.

– ჩვენ ხომ სრულიად არ ვგავართ ერთმანეთს!

– აბსოლუტურად სხვადასხვანაირები ვართ!

მხოლოდ მხრებს ვიჩეჩდი.

წარმოდგენა არ მქონდა, რა დრომ გაიარა მას შემდეგ, რაც ისინი ჩემს ოთახში გამოჩნდნენ. იმ
წუთიდან, როცა მათთან ერთად დავიწყე ცხოვრება, დროის შინაგანი შეგრძნება შესამჩნევად
დამიჩლუნგდა. ვფიქრობ, სწორედ ასე აღიქვამენ დროს უჯრედის გაყოფის გზით
გამრავლებული ორგანიზმები.

ერთ ჩემს ნაცნობთან ერთად ბინა დავიქირავე სიბუას რაიონიდან სამხრეთით დაქანებულ
ფერდზე და იქ პატარა მთარგმნელობითი კანტორა გავხსენით. თანხა ჩემი ნაცნობის მამამ
გამოგვიყო – გასაგებია, რომ არც ისე ბევრი. ბინის ქირის გარდა, ეს ფული ლითონის სამი
მაგიდის, ათამდე ლექსიკონის, ტელეფონის აპარატისა და ათიოდე ბოთლ ბურბონის შეძენაში
დაგვეხარჯა. დარჩენილი თანხით შევუკვეთეთ რკინის დაფა, ამოვატვიფრინეთ ფირმის
დასახელება და თვალსაჩინო ადგილას დავკიდეთ. მერე რეკლამა გამოვაქვეყნეთ გაზეთში,
ოთხი ფეხი მაგიდაზე შევაწყვეთ და ვისკის წრუპვით დაველოდეთ კლიენტებს.
სამოცდათორმეტის გაზაფხული იყო.

რამდენიმე თვეში აღმოჩნდა, რომ ოქროს ძარღვს წავადექით. შეკვეთები პირდაპირ თავზე
გვაცვიოდა. მოგებიდან კონდიციონერი, მაცივარი და ბარი შევიძინეთ.

– ტრიუმფატორები ვართ! – მეუბნებოდა ჩემი ნაცნობი.

მეც კმაყოფილი ვიყავი. პირველად ვისმენდი ასეთ თბილ სიტყვებს ჩემი მისამართით.

ჩემი მეწყვილე დაუკავშირდა მემანქანეთა ბიუროს, ყველა ჩვენი თარგმანი მათთან


იბეჭდებოდა. ამიტომ შედარებით იაფად გვიბეჭდავდნენ. მე უცხო ენათა ინსტიტუტიდან
წარჩინებული სტუდენტები მოვიწვიე და პწკარედი იმათ ვანდე, ჩვენ სამაგისო დრო არ
გვქონდა. მდივანი გოგოც დავიქირავეთ წვრილ-წვრილი დავალებებისთვის, ტელეფონისა და
ბუღალტერიისთვის. ეს იყო ბიზნესკურსდამთავრებული, გრძელფეხება, ყურადღებიანი,
თითქმის უნაკლო, თუ არ ჩავთვლით Penny Lane-ის ღიღინს დღეში ერთი ოცჯერ მაინც (ოღონდ
მისამღერის გარეშე). "სწორედ ის არის, ჩვენ რომ გვჭირდება", – თქვა მეწყვილემ. ერთ-
ნახევარჯერ მეტი ხელფასი დავუნიშნეთ, ვიდრე მიღებული იყო. ხუთ თვეში ერთხელ პრემიას
ვუხდიდით, ათდღიან შვებულებაში ვუშვებდით ზამთარსა და ზაფხულში. სამივე კმაყოფილი
და ბედნიერი ვიყავით.
ოფისი ორი ოთახისა და სამზარეულოსგან შედგებოდა. ოღონდ სამზარეულო ამ ოთახებს
შორის იყო. ოთახები ასანთის ღერებით გავითამაშეთ. მე მოშორებული შემხვდა, მეწყვილეს –
შემოსასვლელის გვერდით. მდივანი სამზარეულოში, ჩვენ შორის ცხოვრობდა, იქ ღიღინებდა

94
თავის "Penny Lane"-ს, ფურცლავდა ანგარიშებს, ვისკის ყინულს უმატებდა და ტარაკნებს უგებდა
მახეებს.

ფირმის ანგარიშით ორი თარო ვიყიდე და სამუშაო მაგიდის ორივე მხარეს მივამაგრე. მარცხენა
შემოსული შეკვეთებისთვის იყო განკუთვნილი, მარჯვენა – გამზადებული თარგმანებისთვის.

შეკვეთები და შემკვეთები სხვადასხვაგვარი იყო. სტატია "ემერიქენ საიენსიდან"


ბურთულსაკისრებზე, 1972 წლის გამოშვება, "სრულიად ამერიკული კოქტეილების წიგნი",
უილიამ სტაირონის ესე თუ სახელმძღვანელო პირის საპარსის მოხმარებაზე – ყველაფერს თან
ახლდა იარლიყი, "ამა და ამ რიცხვისთვის" და ლაგდებოდა მარცხენა თაროზე, რათა
მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მარჯვენაზე გადაბარგებულიყო. თითოეული თარგმანის
დამთავრება ცერის სისქეზე დასხმული ვისკით აღინიშნებოდა.

შენგან არაფრის დამატება არ არის საჭირო – ეს ყველაზე შესანიშნავი რამაა ამ ტიპის


მთარგმნელობაში. მონეტა მარცხენა ხელში გიჭირავს, მერე ბაც! – მარჯვენა ზემოდან და
მარცხენა განზე გაგაქვს. მონეტა მარჯვენაშია.

სამუშაოზე ათ საათზე მოვდიოდით, ოთხზე მივდიოდით. შაბათობით სამივე უახლოეს


დისკოთეკას ვეწვეოდით, სადაც J&B-ს ვსვამდით და იქაური ბენდის მიერ შესრულებულ
სანტანაზე ვცეკვავდით.

შემოსავალი ურიგო არ გვქონდა. თანხის რაღაც ნაწილი იჯარაზე მიდიოდა, ჩვენი გოგოსა და
სტუდენტების ხელფასზე, გადასახადებზე. ის, რაც რჩებოდა, ათ ნაწილად იყოფოდა. ერთი
ნაწილი ფირმის ანგარიშზე იდებოდა, ხუთს ჩემი მეწყვილე იღებდა, დანარჩენი ოთხი მე
მრჩებოდა. დამოკიდებულება სრულიად პირველყოფილი იყო, მაგრამ ძალიან მოგვწონდა
ფულის მაგიდაზე გაშლა და თანაბარ ნაწილებად დაწყობა. ეს ფილმ Cincinnati Kid-იდან
პოკერის თამაშის სცენას გვაგონებდა, ჩვენ კი სტივ მაკქუინი და ედვარდ რობინსონი ვიყავით.

ის, რომ ჩემი მეწყვილე ხუთ ნაწილს იღებდა, მე კი – მხოლოდ ოთხს, სამართლიანად მეჩვენება.
საქმეების წარმოება თითქმის მთლიანად მასზე იყო, თან უდრტვინველად იტანდა ჩემს
ალკოჰოლურ დროებით "ჩავარდნებს". ამას გარდა, მეწყვილეს ავადმყოფი ცოლი, სამი წლის
შვილი და გახვრეტილრადიატორიანი "ფოლკსვაგენი" ეკიდა კისერზე. თითქოს ძველი არ
ჰყოფნიდა, სულ ახალი და ახალი პრობლემები ეყრებოდა თავზე.

– სხვათა შორის, მეც ორ გოგოს ვინახავ! – ვუთხარი ერთხელ. გასაგებია, რომ ამ სიტყვებმა
მასზე გავლენა ვერ მოახდინა – მას კვლავინდებურად ხუთი წილი მიჰქონდა, მე – ოთხი.

ასე გაირბინეს დღეებმა, რის შედეგადაც მე ოცდაათთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე ოცთან.
შუადღის ხვატივით მშვიდობიანი დღეები იყო.

"ადამიანის ხელით დაწერილში არაფერია ისეთი, რასაც ადამიანი ვერ გაიგებს", – თავს
იწონებდა სლოგანი ჩვენი ფირმის სამფეროვან რეკლამაზე.

დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ, როცა შეკვეთების ნაკადი უცებ შეწყდებოდა,


სამივე სიბუას სადგურზე მივდიოდით და რადგან სხვა საქმე არ გვქონდა, გამვლელ-
გამომვლელს ამ რეკლამას ვურიგებდით.

95
მაინც რა დრო გავიდა? – ვფიქრობდი სიჩუმეში მიმავალი, სიჩუმეში, რომელსაც ბოლო არ
უჩანდა. ვბრუნდები სამუშაოდან, ვსვამ ტყუპების მომზადებულ მშვენიერ ყავას და უკვე
მერამდენედ ვკითხულობ "წმინდა გონების კრიტიკას".

ზოგჯერ გუშინდელ დღეს ისე აღიქვამ, როგორც შარშანდელს. ხანდახან კი შარშანდელს


აღიქვამ, როგორც გუშინდელს. ისეც ხდება, რომ მომავალი წელი გუშინდელ დღესავით
გეჩვენება. მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. თარგმნი "რომან პოლანსკის ხელოვნებას", თავში კი
ბურთულსაკისრები გიტრიალებს.
უკვე რამდენიმე თვე და წელიწადიც კი მარტო ვზივარ ღრმა აუზის ფსკერზე. წყალი თბილია,
სინათლე თვალს არ ჭრის და სიჩუმეა. სიჩუმე...

ტყუპების გასარჩევად მხოლოდ ერთი საშუალება – მათი მაისურები მქონდა. მუქ ლურჯ
გაფერმკრთალებულ ქსოვილს თეთრად აჩნდა ციფრები: "208" და "209". ორიანი მარჯვენა
კერტის თავზე იყო, რვიანი ან ცხრიანი კი – მარცხენაზე. ნული დაკარგულივით გაჩხერილიყო
შუაში.

პირველივე დღეს ვკითხე, რას ნიშნავს-მეთქი ეს ნომრები. არაფერსაც არ ნიშნავსო, მიპასუხეს.

– ჩარხების სერიული ნომრებივით, – ვთქვი.

– რას გულისხმობ? – მკითხა ერთმა.

– იმას, რომ თითქოს მთელი ბრბო იყოთ. ნომერი 208, ნომერი 209...

– შენც თქვი, რა! – წაიფრუტუნა 209-მ.

– ჩვენ მხოლოდ ორნი დავიბადეთ, – თქვა 208-მ, – მაისურები მერე გაჩნდა.

– სად იშოვეთ?

– სუპერმარკეტის გახსნისას. პირველ მყიდველებს უფასოდ ურიგებდნენ.

– მე ორას მეცხრე მყიდველი ვიყავი, – თქვა 209-მ.

– მე – ორას მერვე, – თქვა 208-მ.

– ჩვენ მაშინ სამი კოლოფი ხელსახოცი ვიყიდეთ.

– ძალიან კარგი, – ვთქვი, – ასეც მოვიქცეთ. შენ "ორას მერვეს" დაგიძახებ, შენ – "ორას მეცხრეს".
აღარ ამერევით.

– არაფერიც არ გამოვა, – თქვა ერთმა.

– რატომ?

უხმოდ გაიძრეს მაისურები, გაცვალეს და ისევ ჩაიცვეს.

– მე ორას მერვე ვარ, – თქვა 209-მ.

96
– მე კი ორას მეცხრე, – თქვა 208-მ.

ამოვიოხრე.

და მაინც. როცა ძალიან დამჭირდებოდა მათი იდენტიფიკაცია, ნომრები ძალიან მეხმარებოდა.


გარჩევის სხვა საშუალება მაინც არ მქონდა.

ამ მაისურების გარდა, სხვა ტანისამოსი თითქმის არ ჰქონდათ. ან საიდან უნდა ჰქონოდათ –


სეირნობა-სეირნობით შევიდნენ უცხო სახლში და დარჩნენ კიდეც იქ. ზუსტად ასე იყო, რა, არა?
კვირის დასაწყისში ცოტაოდენ ფულს ვაძლევდი რაღაც წვრილმანებისთვის, მაგრამ,
აუცილებელი პროდუქტების გარდა, მხოლოდ ყავასა და კრემიან ნამცხვრებს ყიდულობდნენ.

– ტანსაცმლის გარეშე ალბათ გიჭირთ, არა? – ვეკითხებოდი.


– ყველაფერი რიგზეა, – მპასუხობდა 208.

– ჩვენ ტანსაცმელი არ გვაინტერესებს, – დაამატებდა 209.

კვირაში ერთხელ სააბაზანოში რეცხავდნენ თავიანთ მაისურებს. ლოგინში ვკითხულობდი


"წმინდა გონების კრიტიკას", თავს ავწევდი და ვუყურებდი, როგორ რეცხავდნენ – შიშვლები
იდგნენ გვერდიგვერდ კაფელის იატაკზე. ასეთ წუთებში მეჩვენებოდა, რომ მე აქ კი არა, სადღაც
ძალიან შორს ვიყავი. რატომ, არ ვიცი. ასეთი გრძნობა შარშანდელ ზაფხულს აქეთ დროდადრო
მეწვეოდა ხოლმე. მაშინ წყალში სახტომ ტრამპლინზე კბილი დავკარგე.

სამუშაოდან მობრუნებულს ორი მაისური შემეგებებოდა – ისინი სამხრეთის ფანჯარაში


ფრიალებდნენ. მათ დანახვაზე თვალები მიცრემლიანდებოდა.

ჩემთან რატომ დასახლდით? რა ხნით? რომელია თქვენგან უფროსი? რამდენი წლისანი ხართ?
სად დაიბადეთ? ამ კითხვებიდან ერთიც არ დამისვამს მათთვის. არც თვითონ ამბობდნენ
არაფერს.

ერთად ვსვამდით ყავას, საღამოობით გოლფის მინდორზე ვსეირნობდით, დაკარგულ ბურთებს


ვეძებდით, ლოგინში ერთმანეთს წავეთამაშებოდით და ასე ყოველდღე. მთავარი ნომერი კი
გაზეთების კითხვა იყო. ყოველდღიურად საათს ვხარჯავდი, რომ ახალი ამბები გამეცნო
მათთვის. პირდაპირ გასაოცარი იყო მათი უმეცრება. ბირმას ავსტრალიისგან ვერ არჩევდნენ.
სამი დღე დამჭირდა, ამეხსნა, რომ ვიეტნამი ერთმანეთთან მეომარ ორ ნაწილად არის
გაყოფილი. და კიდევ ოთხი, თუ რატომ ბომბავდა ნიქსონი ჰანოის.

– შენ ვის მხარეზე ხარ? – მკითხა 208-მ.

– რას გულისხმობ?

– ჩრდილოეთის თუ სამხრეთის? – 209.

– ვის? რა გითხრათ, არც კი ვიცი.

– რატომ? – 208.

97
– მე ხომ იქ არ ვცხოვრობ, ვიეტნამში...

ჩემმა ახსნა-განმარტებამ ვერ დაარწმუნა. ისე, მე თვითონაც არ ვიყავი დარწმუნებული.

– ისინი იმიტომ ომობენ, რომ სხვადასხვა აზრზე არიან? – არ მეშვებოდა 208.

– შეიძლება ასეც ითქვას.

– გამოდის, რომ იქ ერთმანეთის გამომრიცხავი ორი შეხედულებაა, არა? – 208.

– ჰო, ალბათ. თუმცა საწინააღმდეგო შეხედულება ქვეყნად დაახლოებით მილიონ-ნახევარია. ან


უფრო მეტი.

– გამოდის, რომ ქვეყნად არავის არავისთან დამეგობრება არ შეუძლია, – 209.

– ალბათ. პრაქტიკულად არავის არავისთან მეგობრობა არ შეუძლია.

აი, ასეთი იყო ჩემი ცხოვრების სტილი სამოცდაათიანებში. დოსტოევსკიმ იწინასწარმეტყველა,


მე ხორცი შევასხი.

1973 წლის შემოდგომა რაღაც ავის მომასწავებელს მალავდა. ვირთხა აშკარად გრძნობდა ამას,
ისე როგორც ფეხსაცმელში მოხვედრილ კენჭს გრძნობენ.

სექტემბრის ათრთოლებული ჰაერი ჩავისუნთქე – მოკლე ზაფხული გადნა, გულს კი ისევ არ


ეთმობოდა მისი საცოდავი ნარჩენები. ძველი მაისური, ჯინსის შორტი, პლაჟის სანდლები... აი,
ამ უცვლელი სახით მოდიოდა ვირთხა "ჯეის ბარში", დახლთან ჯდებოდა და ბარმენ ჯეისთან
ერთად ყლურწავდა ყინულივით ცივ ლუდს. ისევ ეწეოდა ხუთი წლის შესვენების შემდეგ და
ყოველ თხუთმეტ წუთში დასცქეროდა საათს. დრო ვირთხას წარმოსახვაში გადაჭრილივით
იყო. თვითონაც ვერ გაეგო, რატომ მოხდა ასე. ისიც კი ვერ გაერკვია, მაინც სად იყო გადაჭრილი
– და ხელში შერჩენილი თოკის ნაგლეჯით დახეტიალებდა შემოდგომის გაწყალებულ ბინდში.
გადაივლიდა მდელოებს, გადაჭრიდა ნაკადულებს, ხან ერთ, ხან მეორე კარს მიეხლებოდა,
მაგრამ მკვდრადქცეულ ძაფს მაინც ვერსად ვერ მიჰყავდა. ვირთხა მარტოსული და უძლური
იყო, როგორც ფრთებდამწვარი ზამთრის ბუზი, როგორც მდინარის ნაკადი, თვალწინ უცებ ზღვა
რომ აღმოაჩინა. ეჩვენებოდა, რომ დაქროდა ავი ქარი, რომელიც ჰაერის თბილ საბურველს
აცლიდა და დედამიწის მოპირდაპირე მხარეს მიაქროლებდა.

წლის დრო კარს აღებს და გადის, მეორე კარში კი წლის სხვა დრო შემოდის. ვიღაც წამოხტება,
კარისკენ გარბის. ჰეი, საით, რაღაცის თქმა დამავიწყდა! მაგრამ იქ აღარავინ არის. ოთახში კი
უკვე წლის სხვა დროა, სკამზე წამოსკუპებულა, ასანთს აჩხაკუნებს, სიგარეტს უკიდებს. რაღაცის
თქმა დაგავიწყდა, არა? – ამბობს, – ჰოდა, რადგან ეგრეა საქმე, მე მითხარი, გადავცემ, – არა, არ
არის საჭირო, ისეთი არაფერია. ქარი კი გარშემო ბზრიალებს. დიდი არაფერი. წელიწადის
კიდევ ერთი დრო მოკვდა...

98
ამ წლის შემოდგომა-ზამთრის სიცივეში – ისევე როგორც ნებისმიერ სხვაში – ისინი ერთად
იყვნენ: ყმაწვილი მდიდარი ოჯახიდან, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა და მარტოხელა
ჩინელი ბარმენი. ხანში შესულ ოჯახურ წყვილს ჰგავდნენ.

შემოდგომა ყოველთვის უსიამო იყო. ზაფხულში, არდადეგებზე, მეგობრები ჩამოდიოდნენ,


თუნდაც არც ისე ბევრნი და სექტემბრის დადგომასაც არ უცდიდნენ, ისე დააგდებდნენ ორიოდე
გამოსამშვიდობებელ სიტყვას და აქეთ-იქით გაიფანტებოდნენ. როცა ზაფხულის მზე თვალით
უხილავ უღელტეხილს გადაივლიდა და ძალიან შეიცვლიდა ფერს, სადღაც იკარგებოდა ის
მანათობელი აურა, რომელიც მართლა მცირე ხნით მაინც გაჩნდებოდა ხოლმე ვირთხას
გარშემო. ხოლო ის, რაც ზაფხულის სიზმრებიდან რჩებოდა, პატარ-პატარა ნაკადულებად
იწრიტებოდა შემოდგომის ქვიშაში.

მაინცდამაინც არც ჯეის უყვარდა შემოდგომა. სექტემბრის შუა რიცხვებიდან მისი


ყურადღებიანი თვალი კლიენტურის შემცირებას ამჩნევდა. ასე ხდებოდა ყოველ წელიწადს,
მაგრამ ამ შემოდგომით ისე შემცირდა, რომ თვალი არა მხოლოდ ამჩნევდა, გაკვირვებისგან
შუბლზე აუვიდა. ვერც ჯეი და ვერც ვირთხა ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ხდებოდა. ბარის
დაკეტვისას ერთთავად ნახევარი ვედრო გაფცქვნილი, მაგრამ შეუმწვარი კარტოფილი
რჩებოდა.

– მოიცა, კიდევ მოვლენ, – ანუგეშებდა ვირთხა ჯეის, – იმასაც კი იტყვი, რა ამბავიაო!

– ვნახოთ, – დაეჭვებული პასუხობდა ჯეი, დახლს იქით ტაბურეტზე მოწყვეტით დაჯდებოდა და


კარტოფილის სათლელის წვერით ტოსტერის კედლებზე მიმწვარ ნარჩენებს ფხეკდა.

არავინ არ იცოდა, რა იქნებოდა მერე.

ვირთხა ჩუმად ფურცლავდა წიგნს, ჯეი ღვინის ბოთლებს წმენდდა. ორივეს თითო სიგარეტი
ეჭირა გაშლილ თითებში.

დროის დინებამ ვირთხას წარმოსახვაში თავისი ერთგვაროვნების დაკარგვა დაახლოებით სამი


წლის წინათ დაიწყო. იმ გაზაფხულზე, როცა უნივერსიტეტი მიატოვა.

გასაგებია, რომ არსებობდა უნივერსიტეტიდან მისი წასვლის რამდენიმე მიზეზი. როცა ამ


რამდენიმე მიზეზის ერთმანეთში ჩახლართვამ განსაზღვრულ ტემპერატურას მიაღწია,
დამცველები ხმაურით ამოცვივდა. ამის მერე რაღაც დარჩა, რაღაცას უარი ეთქვა, რაღაც
მოკვდა.

უნივერსიტეტის მიტოვების მიზეზს ვირთხა არავის უხსნიდა. ყოველმხრივ ახსნას, სულ ცოტა,
ხუთი საათი მაინც დასჭირდებოდა. ესეც არ იყოს, მოუყვები ერთს და მერე ყველა დანარჩენს
უნდა მოსმენა. ასე მთელი მსოფლიოსთვის მოგვიწევს ახსნა-განმარტების მიცემა. მარტო ამის
გაფიქრებაც კი ვირთხას ზიზღს ჰგვრიდა.

– მე არ მომწონდა, როგორ კრეჭდნენ გაზონს ეზოში, – ამბობდა იმ წუთებში, როცა სულ ჩუმად
ყოფნა შეუძლებელი იყო. ერთი გოგო მართლა წავიდა უნივერსიტეტის გაზონის სანახავად.
"არც ისე ცუდად არის გაკრეჭილი, – ამბობდა მერე, – ეს არის, ქაღალდები ყრია ძირს, ისე, არა
უშავს”. "ვისთვის როგორ", – პასუხობდა ვირთხა.

99
– მე და უნივერსიტეტს ერთმანეთი არ მოგვეწონა, – ხანდახან ეგრეც იტყოდა, თუ გუნებაზე იყო.
ამ სიტყვების მერე კი დადუმდებოდა.

მთელი სამი წელიწადი გავიდა.

დროის დინებას თან მიჰქონდა ყველაფერი. ისეთი სისწრაფით მიჰქონდა, გონებაც კი უძლური
იყო მის წინაშე. ვნებები, ერთხანს რომ დუღდა ვირთხაში, მკვეთრად უფერულდებოდა,
დეფორმირდებოდა, ძველ, უაზრო სიზმრებს ემსგავსებოდა.

უნივერსიტეტში შესვლის წელიწადს ვირთხამ მიატოვა მშობლების სახლი. იმ ბინაში გადავიდა,


რომელშიც მამამისს სამუშაო ოთახი ჰქონდა მოწყობილი. მშობლები წინააღმდეგი არ იყვნენ.
ბინა იმ ანგარიშით იყიდეს, რომ მერე შვილისთვის მიეცათ. დაე, დამოუკიდებელი ცხოვრების
სიძნელეებს შეეჭიდოსო.

თუმცა ამისთვის "სიძნელეების" დარქმევა არაფრით არ შეიძლებოდა. ისევე როგორც არ


შეიძლება ნესვს "ბოსტნეული" უწოდო. იდეალურად დაპროექტებულ ამ ოროთახიან ბინაში
ყველაფერი იყო: სამზარეულო, კონდიციონერი, ტელეფონი, სააბაზანო შხაპით, 17-დუიმიანი
ფერადი ტელევიზორი, მიწისქვეშა გარაჟი "ტრიუმფით". და, ამ ყველაფერთან ერთად,
მშვენიერი ვერანდა მზის აბაზანებისთვის. სამხრეთ-დასავლეთის კუთხის ფანჯრიდან
ქალაქისა და ზღვის მშვენიერი ხედი იშლებოდა. ხოლო როცა ყველა ფანჯარა იღებოდა, ქარს
ხეების მძაფრი სურნელი და ჩიტების ჭიკჭიკი მოჰქონდა.

შუადღის შემდგომ მშვიდ საათებს ვირთხა დაწნულ სავარძელში ატარებდა. განდგომილივით


თვალდახუჭული შეიგრძნობდა დროს. ის აუჩქარებელ ნაკადად მიედინებოდა მასში.
საათობით, დღეობითა და კვირობით შეეძლო მჯდარიყო ასე.

დროდადრო ძველი განცდები ამოტივტივდებოდა მეხსიერებაში და რბილ ტალღებად


ეხეთქებოდა გულზე. ვირთხა თვალებს მოჭუტავდა, გულს საიმედოდ ჩარაზავდა და
მოთმინებით იცდიდა, როდის დაშოშმინდებოდა ტალღები. ეს მოსაღამოებულზე,
შებინდებისას ხდებოდა. როცა ტალღები ჩაივლიდა, ვირთხას არაფერი აღარ აწუხებდა, სულში
ისევ სიმშვიდე ისადგურებდა. ადრინდელივით მყიფე და პატარა.

თუ გაზეთების ხელმოწერის აგენტებს არ ჩავთვლით, არასდროს არავის არ მოუკაკუნებია ჩემს


კარზე. აგენტებს კი არასდროს არ ვუღებდი კარს, ყურსაც არ ვიბერტყავდი მათ დაკაკუნებაზე.

მაგრამ იმ კვირა დილით მოსულმა შეუსვენებლად დააკაკუნა ოცდათხუთმეტჯერ. იძულებული


გავხდი, თვალები მომეფშვნიტა, ლოგინიდან ავმდგარიყავი და კარი გამეღო. დერეფანში
ნაცრისფერ სპეცტანისამოსიანი ორმოცი წლის კაცი იდგა და მოტოციკლისტის ჩაფხუტი
ლეკვივით ფრთხილად ეჭირა ხელში.

– მაპატიეთ. მე სატელეფონო კომპანიიდან ვარ, გამანაწილებელი დაფა უნდა შევცვალო.

100
თავი დავუქნიე. გაუპარსავი სახე შავ-ლურჯად მოუჩანდა. ასეთ ჯაგარს, რამდენიც უნდა პარსო,
ვერ გაპარსავ. სილურჯე ლამის თვალებამდე აღწევდა. ძალიან შემეცოდა, მაგრამ კიდევ უფრო
ძალიან მინდოდა ძილი. ყველაფერი კი იმიტომ, რომ დილის ოთხ საათამდე ტყუპებთან
ერთად თრიქ-თრექს ვთამაშობდი.

– არ შეგიძლიათ, დღეს თორმეტის შემდეგ მოხვიდეთ?

– არა. იცით, ჯობს ახლავე.

– რატომ?

შარვლის ფართო ჯიბეში მოაფათურა ხელი და შავყდიანი ბლოკნოტი ამოიღო.

– ყველაფერი ზუსტად მაქვს გაწერილი. როგორც კი ერთ რაიონში მოვრჩები, მაშინვე მეორეში
მივდივარ. აი, ხედავთ?

ჩანაწერები მაჩვენა. ჩვენს რაიონში მართლაც მარტო ჩემი ბინაღა დარჩენოდა.

– მაინც რას აპირებთ?

– სულ უბრალო რამეს. ფარი უნდა მოვხსნა და მავთულები გადავაერთო. ათ წუთზე მეტი არ
დასჭირდება.

კიდევ ცოტა ვიფიქრე და თავი გავაქნიე.

– მე ეს ფარიც მაწყობს.

– მაგრამ თქვენი ხომ ძველი მოდელია!

– მერე რა, იყოს ძველი.

– ეგ როგორ? – ჩაფიქრდა, – იცით, ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. თქვენ გამო შეიძლება
ადამიანები დაზარალდნენ!

– რანაირად?

– ყველა გამანაწილებელი ფარი სადგურზე მთავარ კომპიუტერთან არის მიერთებული. და


მხოლოდ თქვენგან მივა სრულიად განსხვავებული სიგნალები. გესმით, რა მოხდება?
– მესმის. პროგრამა აურევს, არა?

– კარგია, რომ გესმით. იქნებ მომცეთ შემოსვლის ნება?

იძულებული ვიყავი დავნებებოდი, კარი გავაღე და შემოვუშვი.

– ბინაში რატომ მაქვს გამანაწილებელი ფარი? – დავინტერესდი, – რატომ არ უნდა ეკიდოს


სადმე სხვაგან?

101
– ასე აეწყო თავიდან, – თქვა მონტიორმა, თან სამზარეულოს კედელზე ფარს ეძებდა, – სხვათა
შორის, ეს გამანაწილებელი ფარები ყველას აღიზიანებს. საოჯახო საქმეებისთვის
გამოუსადეგარია, თანაც ვეებერთელა ადგილს იჭერს.

ისევ დავუქნიე თავი. ფეხსაცმელი გაიხადა, სკამზე შედგა და ჭერის შესწავლა დაიწყო.
ვერაფერიც ვერ იპოვა.

– რა ეშმაკია, გინდ განძი გიძებნია! – შეწუხებულმა თქვა, – ისეთ ადგილას შეტენიან, ვერც კი
მიხვდები. ეს რა ღვთის რისხვაა. და კიდევ რაღაც სულელურ პიანინოს მიადგამენ, თოჯინას
დასვამენ, რომ დაფარონ. რას არ მოიგონებენ...

არ ვეკამათებოდი. როცა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფარი სამზარეულოში არ არის, მონტიორი


დიდ ოთახში გავიდა.

– ამას წინათ ერთ ბინაში ვიყავი, – ამბობდა და თან კარს აღებდა, – ფარი ისეთ ადგილას
შეეტენათ... ისეთ ადგილას...

სიტყვები ყელში გაეჩხირა. კუთხეში, ვეებერთელა საწოლზე, შუაში ჩემთვის განკუთვნილი


ცარიელი ადგილით, ნიკაპამდე საბანწაფარებული ორი ერთნაირი გოგო იწვა. გაოგნებული
სტუმარი მთელი თხუთმეტი წამი ხმას ვერ იღებდა. გოგოებიც ჩუმად იყვნენ. რაღაც უნდა
მეთქვა.

– ეს მონტიორია. ტელეფონს შეგვიკეთებს.

– სასიამოვნოა, – თქვა იმან, რომელიც მარჯვნივ იწვა.

– მობრძანდით, – დაამატა მარცხენამ.

– აჰა, – თქვა მონტიორმა, – გმადლობთ...

– გამანაწილებელ ფარს გამოგვიცვლის, – ვთქვი.

– გამანაწილებელ ფარს?

– ეს რაღაა?

– ეს მოწყობილობაა, რომელიც ტელეფონის ხაზს მართავს.

– ვერ გავიგეთ! – თქვა ორივემ. ახსნა-განმარტება მონტიორს მივანდე.

– როგორ გითხრათ, – თქვა, – ერთი სიტყვით... იქ რამდენიმე მავთულია... როგორ აგიხსნათ...


აი, მაგალითად: არის დედა ძაღლი და მას რამდენიმე ლეკვი ჰყავს. ეს გასაგებია?

–?

– არა!

102
– როგორ თუ არა... აი, დედა ძაღლი, მას ლეკვები ჰყავს, ის მათ კვებავს. თუ დედა ძაღლი
მოკვდება, ლეკვებიც დაიხოცებიან. და როცა დედა ძაღლი უკვე სიკვდილის პირასაა, ჩვენ ამ
დედა ძაღლს ახალზე ვცვლით!

– რა მშვენიერია!

– პირდაპირ სასწაულია!

მეც მომეწონა.

– სწორედ ამისთვის მოვედი დღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ძილი დაგიფრთხეთ.

– არა უშავს.

– საინტერესო იქნება.

მონტიორმა შვებით ამოისუნთქა, გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა და ოთახი


მოათვალიერა.

– ახლა ფარი უნდა მოვძებნოთ.

– რა საჭიროა ძებნა? – თქვა მარჯვენამ.

– კედლის კარადაშია, – დაამატა მარცხენამ, – ფიცრის უკან. უნდა ააძროთ.

– ეე, საიდან იცით? – გამიკვირდა, – ეგეთი რაღაცები მეც კი არ ვიცი!

– ეს ხომ გამანაწილებელი ფარია!

– ვინ არ იცის?

– თქვენ შემშლით, – თქვა მონტიორმა.

ათ წუთში საქმე გაკეთებული იყო. მთელი ეს დრო ერთმანეთს მიკრული ტყუპები რაღაცაზე
ჩურჩულებდნენ და ხითხითებდნენ. მონტიორს ხელი ეშლებოდა – რამდენჯერმე თავიდან
მოუხდა საქმის დაწყება. როცა დაამთავრა, გოგოები აშრიალდნენ საბნის ქვეშ – მაისურებსა და
ჯინსებს იცვამდნენ. მერე სამზარეულოში გავიდნენ ყავის მოსადუღებლად.

მონტიორს დარჩენილი დანიური ფუნთუშები შევთავაზე. ძალიან გაუხარდა და სიამოვნებით


შეექცა.

– გმადლობთ. დილიდან არაფერი მიჭამია.

– რა, ცოლი არ გყავთ? – ჰკითხა 208-მ.

– როგორ არა, მყავს. ოღონდ ეს არის, კვირადღეს ვერ გააღვიძებ.

– ოჰო! – 209.

103
– თითქოს მე მოვიგონე კვირაობით მუშაობა!

– კვერცხი ხომ არ მოგიხარშოთ? – ვკითხე თანაგრძნობით აღტყინებულმა.

– არა, რას ამბობთ, არ არის საჭირო... თქვენ რა, ჩემთვის...

– რატომ თქვენთვის? ჩვენთვისაც მოვხარშავთ.


– ეჰ, რაც არი, არი, დამითანხმეთ!..

მონტიორი კვერცხს ფცქვნიდა და საუბარს აგრძელებდა.

– ოცდაერთი წლის განმავლობაში რამდენ ბინაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთს პირველად


ვხედავ.

– მაინც როგორს? – ვკითხე.

– როგორს და... რომ ვინმე ერთდროულად ორთან წოლილიყო, თანაც ტყუპებთან. ეს...
კაცისთვის ალბათ მძიმეა, არა?

– არა, არ არის მძიმე, – ვუპასუხე. უკვე მეორე ყავას ვსვამდი.

– მართლა?

– მართლა.

– რომ იცოდეთ, რა ყოჩაღია! – თქვა 208-მ.

– მხეცია პირდაპირ, – 209.

– თქვენ მე გადამრევთ, – თქვა მონტიორმა.

ეტყობა, მართლა ავუბნიეთ თავგზა. ასე რომ არ ყოფილიყო, ძველი გამანაწილებელი ფარი არ
დარჩებოდა. ანდა იქნებ ასე გადაგვიხადა მადლობა საუზმისთვის. ასე იყო თუ ისე, გოგოები
მთელი დღე თამაშობდნენ ამ ფარით. ერთი დედა ძაღლად გადაიქცეოდა, მეორე – ლეკვად და
რაღაც აბდაუბდაზე ლაპარაკობდნენ.

მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია, დღის მეორე ნახევარი შინ მოტანილ თარგმანებს


მივუძღვენი. ჩვენს სტუდენტებს სესიები ჰქონდათ და პწკარედისთვის არ ეცალათ. აუარებელი
სამუშაო დაგროვდა. თავიდან კარგად წავიდა საქმე, მაგრამ სამი საათის შემდეგ ტემპი დაეცა,
თითქოს ბატარეები დამიჯდა, ოთხი საათისთვის კი საბოლოოდ მოვთავდი. ერთი
სტრიქონითაც კი ვეღარ წავიწიე წინ.

მინით დაფარულ მაგიდას დავეყრდენი და სიგარეტის ბოლი ჭერისკენ გავუშვი. ბოლი


ექტოპლაზმასავით ბოლქვებად მიიზლაზნებოდა. მინის ქვეშ ბანკიდან გამოყოლილი
კალენდარი იდო. "1973, სექტემბერი"... რაღაც სიზმარს ჰგავდა. ისიც კი არ ვიცოდი, რომ
არსებობს ასეთი წელი "სამოცდაცამეტი". ასეთ წელზე ფიქრიც კი რატომღაც საოცრად
სასაცილო მეჩვენებოდა.

104
– რა მოხდა? – მკითხა 208-მ.

– საშინლად დავიღალე. ყავას მომიდუღებთ?

თავი დამიქნიეს და სამზარეულოში გავიდნენ. ერთმა მარცვლების ფქვა დაიწყო, მეორემ წყალი
აადუღა და ფინჯნები გაათბო. ფანჯარასთან, იატაკზე ვისხედით და ცხელ ყავას ვსვამდით.

– რამე არ გამოდის? – მკითხა 209-მ.

– ჰო, დაახლოებით.

– ძალიან სუსტია, – 208.

– ვინ?

– გამანაწილებელი ფარი.
– დედა ძაღლი.

ღრმად, ძალიან ღრმად ჩავისუნთქე.

– სერიოზულად?

თავი დამიქნიეს.

– მალე მოკვდება.

– ჰო.

– რა უნდა ვქნათ?

თავები გადააქნიეს.

– არ ვიცით!

ჩუმად მოვუკიდე სიგარეტს.

– იქნებ სასეირნოდ გავსულიყავით? დღეს კვირაა, გოლფს ითამაშებდნენ, ალბათ ბევრი ბურთი
დაკარგეს...

კიდევ ერთი საათი თრიქ-თრექს ვთამაშობდით. მერე მავთულის ბადეზე გადავძვერით საღამოს
დაცარიელებულ გოლფის მინდორზე. ორჯერ მილდრედ ბეილის "რა სიმშვიდეა სოფელში"
წავიმღერე სტვენით. "კარგი სიმღერაა", შემაქეს გოგოებმა. ვერც ერთი ბურთი ვერ ვიპოვეთ.
ასეთი დღეებიც არის. ეტყობა, უმაღლესი კატეგორიის ხალხი ეჯიბრებოდა ერთმანეთს –
იშვითად, რომ ააცილონ. ან იქნებ მინდვრის პატრონებმა იშოვეს საგანგებოდ ბურთებზე
დაგეშილი ძაღლი. აი, ასე, ვერაფერი ვერ ვიპოვეთ და ნირწამხდარი დავბრუნდით შინ.

105
4

გრძელი, დაკლაკნილი ნახევარკუნძულის ბოლოში მარტოდმარტო იდგა შუქურა. შორიდან


იმართებოდა და მაინცდამაინც მაღალიც არ იყო – სულ სამი მეტრი. შუქურათი ადრე
რამდენიმე მეთევზის ნავი სარგებლობდა, სანამ ზღვა ისე არ წაბილწეს, რომ თევზი სანაპიროს
გაერიდა. შუქურა კი იყო, მაგრამ აქ არასოდეს არ ყოფილა ნავსადგური. ოდესღაც ამ ნაპირზე
ნავები ეწყო. ისინი აქ ხის ლატნებზე ჯალამბრით ამოჰქონდათ. შორიახლოს მეთევზის სამი
სახლი იდგა. დილით ბეტონის ტალღმჭრელებს შორის დაჭერილი წვრილი თევზი ყუთებზე
შრებოდა.

უთევზობამ, მუნიციპალურ ტერიტორიაზე უკანონო შენობებმა და მეზობლების უაზრო და


უთავბოლო მოთხოვნებმა, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ ქალაქის ფარგლებში
მეთევზეთა დასახლების არსებობით, თავისი ქნა – მეთევზეები წავიდნენ. ეს სამოცდაორში
იყო. არავინ იცოდა, სად წავიდნენ. სამივე ქოხი დაშალეს, ნავებმა კი ნაგავსაყრელამდეც ვერ
მიაღწიეს – იქვე ახლოს პატარა ჭალაში იწვნენ და შიგ ბავშვები თამაშობდნენ.

მეთევზეების გარეშე დარჩენილი შუქურა ახლა ნაპირის გასწვრივ მოსეირნე იახტებსა და


სატვირთო გემებს ემსახურებოდა, რომლებიც ნისლის ან ტაიფუნის დროს უბეს აფარებდნენ
თავს. რაღაცისთვის ჯერ კიდევ იყო საჭირო.

შუქურას შავი სილუეტი მიწაზე დადგმულ ზარს წააგავდა. ანდა ღრმად ჩაფიქრებული
ადამიანის ზურგს. მზის ჩასვლის შემდეგ, როცა საღამოს ბინდბუნდში ჯერ კიდევ ლივლივებდა
ცისფერი, კოშკურის ყუნწი ნარინჯისფრად აინთებოდა და ნელა იწყებდა ბრუნვას. შუქურა
ზუსტად არჩევდა დროს. ცეცხლისფერი დაისი იქნებოდა თუ წვიმის ნისლიანი ფარდა,
ყოველთვის ერთადერთ სწორ წამს შეარჩევდა ხოლმე. იმ წამს, როცა სინათლე უკვე ბინდს
შეერეოდა და ბინდი საცაა მოერეოდა სინათლეს.

ბავშვობაში ვირთხა ხშირად მოდიოდა აქ საღამოობით. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ


ამ წამს შესწრებოდა. თუ ტალღები დიდი არ იყო, შუქურასთან მიდიოდა, თან გზადაგზა ქვის
ძველ ფილებს ითვლიდა. გამჭვირვალე წყალში მოჩანდა შემოდგომის შესაფერი წვრილი
თევზების გუნდები. თითქოს რაღაცას ითხოვდნენ, ერთი-ორს შემოუვლიდნენ ნახევარკუნძულს
და ისევ ზღვის სიღრმეებს მიაშურებდნენ.

შუქურას რომ მიაღწევდა, ვირთხა ნაპირზე ჩამოჯდებოდა და ნელა ათვალიერებდა გარემოს.


ლურჯ ცაზე თითქოს ფუნჯით გავლებული ღრუბლების ძაფები გაწოლილიყო. სილურჯე
უსასრულოდ ღრმა იყო. ასეთი სიღრმისგან ბავშვური მუხლები უნებურად კანკალს იწყებდა. ასე
ხანდახან შიშისგან კანკალებს მუხლები. ყველაფერი საოცრად მკვეთრი იყო – ზღვის
სურნელიც, ცის ფერიც. ვირთხა ათვალიერებდა პანორამას, დიდხანს ჩერდებოდა თითოეულ
დეტალზე, რათა სული მისჩვეოდა, მერე კი ნელა შემობრუნდებოდა და საკუთარ სამყაროს
შეჰყურებდა, რომელიც ახლა მთლიანად ზღვით იყო მოკვეთილი. ტალღმჭრელები, სანაპიროს
თეთრი ზოლი და ფიჭვის ამწვანებული ტყე როგორღაც დაჭყლეტილი ეჩვენებოდა
ერთმანეთზე მიწყობილი ქედების შავ-ლურჯ ფონზე. თვითონ ქედების ჯაჭვი მკვეთრი
კონტურით მიჰყრდნობოდა ცას.

106
ხელმარცხნივ პორტი იყო. რამდენიმე ამწე, მცურავი დოკები, კოლოფისმაგვარი საწყობები,
სატვირთო გემები, მრავალსართულიანი სახლები. მარჯვნივ კი, გაზნექილი სანაპირო ზოლის
გასწვრივ, ჩუმი, რულმოკიდებული ქალაქი გაწოლილიყო, უფრო იქით – იახტების ყურე და
არყის სახდელი ძველი საწყობები, რომლებიც საწარმოო ზონას მიჰკვროდნენ. იქიდან
ბუშტისმაგვარი რეზერვუარები და ფაბრიკების მილები ამოშვერილიყო. ამ მილებთან
თავდებოდა ათი წლის ვირთხას სამყარო.

მთელი თავისი ბავშვობა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, რამდენჯერმე მოდიოდა


შუქურასთან. როცა ტალღები ძლიერი იყო, შხეფები ბათინკებს ურეცხავდა, თავზემოთ ქარი
უსტვენდა, პატარა ფეხები კი დროდადრო უსხლტებოდა ხავსმოკიდებულ ფილებზე. მაგრამ
ვირთხა არაფერზე არ გაცვლიდა შუქურასკენ მიმავალ გზას. ჩამოჯდებოდა ნაპირზე, უსმენდა
ტალღებს, აკვირდებოდა ღრუბლებსა და თევზის ქარავნებს, ჯიბიდან კენჭებს იღებდა და
ზღვაში ისროდა.

როცა ცა შემუქდებოდა, ვირთხა იმავე გზით ბრუნდებოდა თავის სამყაროში. უკანა გზაზე
ამოუცნობი სევდით ევსებოდა სული. სამყარო, რომელიც ამ გზის ბოლოს ელოდა, ფართოც
იყო, ვეებერთელაც, მაგრამ ვირთხასთვის იქ ერთი პატარა, თავისუფალი ადგილიც არ
მოიპოვებოდა.

ქალი ნახევარკუნძულთან ახლოს ცხოვრობდა. როცა ვირთხა მასთან მოდიოდა, ეს ბავშვური,


მოუხელთებელი ფიქრები და მათთან ერთად იმ საღამოების სურნელი ახსენდებოდა. მანქანას
სანაპიროსთან გააჩერებდა, ქვიშის მეწყრებისგან დასაცავად გაშენებულ მეჩხერ ფიჭვის ტყეს
გაივლიდა. ფეხქვეშ ქვიშა ხრაშუ-ნობდა.

სახლი ყოფილი მეთევზის ქოხის ადგილზე იყო აშენებული. გეგონებოდა, საკმარისი იყო
რამდენიმე მეტრი მიწა მოგეთხარა და ორმო ზღვის ჩამუქებული წყლით გაივსებოდა. სახლის
წინ, სკვერში, ამოსული კანა ისე დამჭკნარიყო და მომჩვარულიყო, თითქოს ვიღაცას ფეხით
გაექელა. ქალი მეორე სართულზე ცხოვრობდა. ქარიან დღეებში ქვიშის წვრილი მარცვლები
ფანჯრის მინებზე ახმაურდებოდა. გაკრიალებული ბინა სამხრეთის მხარეს გაჰყურებდა. მაგრამ
ატმოსფერო მაინც პირქუში რჩებოდა. "ყველაფერი ზღვის ბრალია, – ამბობდა ქალი, –
მეტისმეტად ახლოსაა. მარილი, ქარი, ტალღების ხმა, თევზის სუნი... ყველაფერი ერთად".

– თევზის სუნი რაღაც არ იგრძნობა, – შეეპასუხებოდა ვირთხა.

– იგრძნობა! – ამბობდა ქალი, ზონარს ჩამოჰკრავდა და ხმაურით ჩამოუშვებდა ფარდებს, – ჯერ


აქ იცხოვრე და მერე მეკამათე.

ფანჯარას ქვიშის მარცვლები ასკდებოდა.

107
სტუდენტი რომ ვიყავი, ჩვენს ბლოკში ტელეფონი არავის არ ჰქონდა. თუმცა რა ტელეფონი –
საშლელიც კი არ ჰქონდა ყველას! კომენდანტის კაბინეტის პირდაპირ დაბალი მაგიდა იდგა,
რომელიც მეზობელმა სკოლამ დაგვითმო. აი, იმაზე იდგა ვარდისფერი ტელეფონის აპარატი.
ერთადერთი მთელ ბლოკში. ამიტომ ყველას ფეხებზე ეკიდა გამანაწილებელი ფარი. მშვიდი
დრო იყო და ცხოვრებაც მშვიდად მიედინებოდა.

კომენდანტის კაბინეტი ყოველთვის ცარიელი იყო. როცა ზარი დარეკავდა, ყურმილს


რომელიმე იქ მცხოვრები იღებდა. მერე კი იმის დასაძახებლად გარბოდა, ვისაც ურეკავდნენ.
გასაგებია, რომ უხერხულ დროს – მაგალითად, ღამის ორ საათზე – ყურმილს არავინაც არ
იღებდა. ტელეფონი შეშლილივით რეკავდა, როგორც სასიკვდილოდ განწირული სპილო ყმუის
– ერთხელ რეკორდული, ოცდათორმეტი ზარი დავითვალე – და ბოლოს მაინც კვდება. სწორედ
რომ "კვდებოდა". უკანასკნელი წკრიალი გრძელ დერეფანს გაირბენდა, ღამის სიბნელეში
ჩაიწრიტებოდა და ყველაფერს მოულოდნელი სიჩუმე ჩანთქავდა. უსიამო სიჩუმე იყო: თავ-
თავის ლეიბზე გაწოლილი თითოეული ჩვენგანი სუნთქვაშეკრული ფიქრობდა აწ უკვე
გარდაცვლილ ტელეფონზე.

ღამის სატელეფონო საუბრები არასდროს არ იყო მხიარული. ვიღაც აიღებდა ყურმილს და


ჩუმად დაიწყებდა:

– კარგი, გვეყოფა უკვე ამაზე... საიდან მოიტანე?.. სხვა გზა არ მქონდა... არაფერსაც არ
ვიტყუები, რაში მჭირდება ტყუილი... უბრალოდ, მომბეზრდა... ჰო, კარგი არ არის, გეთანხმები...
მეც მაგას გეუბნები... გავიგე, გავიგე, ახლა ვიფიქრებ მაგაზე... კარგი რა, ტელეფონით ხომ ვერ...

დეპეშებიც მოდიოდა. ღამის ოთხ საათზე ფანჯრების ქვეშ მოტოციკლი გაჩერდებოდა.


დერეფანში მძიმე ნაბიჯებით გაივლიდა ვიღაც. ვიღაცის კარზე მუშტით დააბრახუნებდნენ. ამ
ხმაში სიკვდილის ღმერთის მოსვლა მელანდებოდა. "ბუმ, ბუმ..." – ადამიანები სიცოცხლეს
ისწრაფებდნენ, ჭკუიდან იშლებოდნენ, სულს იმარხავდნენ ეპოქის მორევში, იწვოდნენ
აბდაუბდა აზრების ნელ ცეცხლზე, აწამებდნენ საკუთარ თავს და ერთმანეთს. "ათას ცხრაას
სამოცდაათი" – ასე ერქვა იმ წელს.

კომენდანტის კაბინეტის მეზობლად ვცხოვრობდი, ის გრძელთმიანი კი – მეორე სართულზე,


კიბის გვერდით. სატელეფონო ზარების მიხედვით ის ჩვენი ჩემპიონი იყო. მის გამო ათასჯერ
მომიხდა თხუთმეტი სლიპინა საფეხურის ავლა და ჩავლა. ურეკავდა ყველა, ვისაც არ
ეზარებოდა. მოკრძალებული და საქმიანი, ნაღვლიანი და ქედმაღალი – სრულიად
სხვადასხვანაირი ხმები მიხსენებდნენ მის სახელს. სახელი აღარ მახსოვს, დამავიწყდა.
მხოლოდ ის მახსოვს, რომ სევდისმომგვრელად ჩვეულებრივი იყო.

ყურმილს აიღებდა და დაბალი, განაწამები ხმით ლაპარაკობდა. ჩემამდე მხოლოდ


გაურკვეველი ბუტბუტი აღწევდა. ლამაზი იყო, მაგრამ სახის ნაკვთები რაღაცნაირად
მოღრუბლული ჰქონდა. ხანდახან ისე ჩავუვლიდით და გავცილდებოდით ერთმანეთს, ხმას არ
ამოვიღებდით. ისეთი სახით ჩამივლიდა, თითქოს ღრმა ჯუნგლებში, ბილიკზე, თეთრ სპილოზე
ამხედრებული მიდიოდა.

ჩვენს ბლოკში დაახლოებით ნახევარ წელიწადს ცხოვრობდა შემოდგომის დასაწყისიდან


ზამთრის ბოლომდე.

ყურმილს ავიღებდი, მერე კიბეზე ავდიოდი და კარზე ვაკაკუნებდი. "ტელეფონთან!" –


ვამბობდი. "გმადლობთ", – მპასუხობდა რაღაც დროის შემდეგ. ამ "მადლობის" გარდა, მისგან

108
არაფერი არ მხვდებოდა, თუმცა არც მის წილად მოდიოდა იმაზე მეტი, ვიდრე "ტელეფონთან"
იყო.

მეც მარტო ვიყავი იმ ზამთარს. შინ ვბრუნდებოდი, ვიხდიდი და ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა,
თითქოს ძვლები კანს მიხვრეტდნენ და გარეთ გამოსვლას ცდილობდნენ. ჩემში ჩასახლებული
ძალა სულაც არ მეწეოდა იქით, საითაც საჭირო იყო. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ერთი სული
ჰქონდა, სულ სხვა სამყაროში წავეთრიე.

როცა ტელეფონი რეკავდა, ასეთი ფიქრები მომდიოდა: აი, ვიღაცას ვიღაცისთვის რაღაცის თქმა
უნდა. თვითონ მე ფაქტობრივად არავინ მირეკავდა. არავის სურდა რამე ეთქვა ჩემთვის. ყოველ
შემთხვევაში, არ იყო იმის მსურველი, ისეთი რამ ეთქვა ჩემთვის, რისი გაგონებაც მსურდა.

მეტ-ნაკლებად, მაგრამ თითოეული ჩვენგანი რაღაც განსაზღვრული სქემით შემოდის


ცხოვრებაში. როცა ვიღაცის სქემა მეტისმეტად განსხვავდება ჩემი სქემისგან, ვბრაზდები. როცა
ძალიან ჰგავს, გუნება მიფუჭდება. აი, სულ ეს არის.

უკანასკნელად ტელეფონთან ზამთრის მიწურულს დავუძახე. მარტის პირველ რიცხვებში,


შაბათის ნათელ დილას. ათი საათი იქნებოდა. ჩემი პატარა ოთახის ყოველ კუთხე-კუნჭულში
ზამთრის მზის გამჭვირვალე სინათლე გაფანტულიყო. სანამ თავში ყრუდ რეკავდა ტელეფონის
ზარი, კომბოსტოს ბაღჩას გავცქეროდი – ეს ბაღჩა საწოლის თავზე მოთავსებული ფანჯრიდან
მოჩანდა. შავ მიწაზე აქა-იქ გუბეებივით თეთრად მოჩანდა დაუმდნარი თოვლი. უკანასკნელი
თოვლი, სიცივის უკანასკნელი დაქროლა.

მეათე ზარის შემდეგაც ყურმილი არავის არ აუღია. ტელეფონი გაყუჩდა, მაგრამ ხუთი წუთის
შემდეგ ისევ აწკრიალდა. მომბეზრდა ამის მოსმენა, პიჟამაზე კარდიგანი მოვიხურე, კარი
გავაღე და ყურმილი ავიღე.

– შეიძლება დაველაპარაკო ...-ს? – თქვა მამაკაცის ხმამ. ინტონაციით ღარიბი, უსახური ხმა.
პასუხად რაღაც წავიბუტბუტე, ნელა ავიარე კიბე და კარზე დავუკაკუნე.

– ტელეფონთან!

– გმადლობთ.

ოთახში დავბრუნდი, ლოგინზე გავიშალე და ჭერს მივაშტერდი. მისი ნაბიჯების ხმა მომესმა,
მერე კი ჩვეული "ბუ-ბუ-ბუ". საუბარი ჩვეულებრივზე ხანმოკლე იყო. თხუთმეტი წამი, მეტი არა.
გავიგონე, როგორ დაკიდა ყურმილი, მერე კი სიჩუმემ დაისადგურა.

ფეხის ხმა ცოტა მოგვიანებით გაისმა. ეს ხმა ნელ-ნელა უახლოვდებოდა ჩემი ოთახის კარს.
კარზე დააკაკუნეს. ორი დაკაკუნება, მცირე, ღრმა ჩასუნთქვისთვის საჭირო პაუზით.

კარი გავაღე. ზღურბლზე იდგა ჯინსითა და სქელი თეთრი შალის ჯემპრით. პირველ წამს
გავიფიქრე, რომ შეცდომით დავუძახე ტელეფონთან და სინამდვილეში სულ სხვას ურეკავდნენ.
მაგრამ ხმას არ იღებდა. მაგრად შემოეჭდო მკერდზე დაწყობილი ხელები, კანკალებდა და
შემომცქეროდა. ასე უყურებენ მაშველი ნავიდან ჩასაძირად განწირულ გემს. თუმცა არა, უფრო
პირიქით.

– შეიძლება? – იკითხა, – ვკვდები, ისე მცივა...

109
ვერაფერს მივმხვდარიყავი, ოთახში შემოვუშვი და კარი მივხურე. გაზის გამათბობლის წინ
ჩამოჯდა, ხელები სითბოსკენ გაიშვირა და ჩემი საცხოვრებელი მოათვალიერა.

– აი, ოთახი! არაფერი არ არის...

თავი დავუქნიე. ჩემს ოთახში მართლა არაფერი არ იყო. მხოლოდ საწოლი ფანჯრის ქვეშ.
მეტისმეტად განიერი ერთსაწოლიანისთვის და მეტისმეტად ვიწრო ერთ-ნახევრიანისთვის.
მაგრამ ეს საწოლიც კი არ იყო ჩემი ნაყიდი, ჩემი ამხანაგისგან დამრჩა. არ ვიცი, რატომ მომცა,
მაინცდამაინც ახლოს არ ვიყავით. ერთმანეთს არც კი ველაპარაკებოდით. რომელიღაც
პროვინციელი მდიდრის შვილი იყო, უნივერსიტეტიდან კი მას შემდეგ წავიდა, რაც უცხო
ბიჭებთან იჩხუბა, სახეში ჩექმა მოხვდა და თვალი დაუშავდა. როცა მედპუნქტში ვხვდებოდი,
განუწყვეტლივ ასლოკინებდა, ნერვები მეშლებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ თქვა, რომ შინ
ბრუნდება. და თავისი საწოლი მომცა.

– რამე ცხელი დასალევი არა გაქვს? – იკითხა. თავი გადავაქნიე. არაფერი არ მქონდა. არც ყავა,
არც ჩაი, ჩაიდანიც კი. მარტო პატარა ქვაბი მქონდა, რომელშიც ყოველ დილით პირის
გასაპარსად წყალს ვადუღებდი. "ცოტა ხანს მომიცადე", – თქვა, ამოიოხრა, ადგა და გავიდა.
ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა, ორივე ხელით მუყაოს ყუთი მოჰქონდა. ყუთში შავი და მწვანე
ჩაის ნახევარი წლის მარაგი იყო, ორი კოლოფი ნამცხვარი, შაქრის ფხვნილი, ჩაიდანი,
რამდენიმე კოვზი და ორი მაღალი ჭიქა ზედ მიხატული სნუპით. ყუთი საწოლზე დადო, მერე ჩაი
მოადუღა.

– აქ როგორ ძლებ საერთოდ? პირდაპირ რობინზონ კრუზო ხარ...

– ჰო, მოწყენილობაა.

– იგრძნობა.

ჩუმად ვსვამდით ცხელ ჩაის.

– ამ ყველაფერს შენ გიტოვებ.

გაკვირვებისგან ჩაი გადამცდა.

– მაინც რატომ?

– ხომ შენ მეძახდი ტელეფონთან? მადლობის გადახდა მინდა.

– შენ თვითონ არ გჭირდება?

რამდენჯერმე გააქნია თავი.

– ხვალ გადავდივარ. ახლა აღარაფერი მჭირდება.

ხმას არ ვიღებდი. ვცდილობდი ეს ყველაფერი ერთმანეთთან დამეკავშირებინა. გაუგებარი იყო,


რა შეემთხვა.

110
– ეს შენთვის კარგია თუ ცუდი?

– კარგი რამ იშვიათობაა. უნივერსიტეტს ვტოვებ, შინ მივდივარ.

ოთახში შემოჭრილი ზამთრის მზის სხივები გაუფერულდნენ. მერე ისევ გამოცოცხლდნენ.

– ვითომ გაინტერესებს? შენს ადგილზე არაფერსაც არ ვიკითხავდი. ნეტავი რა სიამოვნებაა – იმ


ადამიანის ჭურჭლიდან დალიო, რომელმაც მძიმე მოგონება დაგიტოვა?

მეორე დილით ცივი წვიმა მოდიოდა. ძლიერი არ იყო, მაგრამ მაინც შემოაღწია საწვიმარში და
ჯემპრი დამისველა. მისი ვეებერთელა საკვოიაჟი, ჩემოდანი და მხარზე გადაკიდებული ჩანთა
ერთიანად დასველდა და გაშავდა. "სავარძელზე არ დადოთ", მოიღუშა ტაქსის შოფერი.
სალონში ჰაერი რადიატორისა და თამბაქოს ბოლისგან დახუთულიყო. რადიომიმღებში ძველი
"ენკა" ახუჭუჭებდა. ძველისძველი, როგორც მანქანის მექანიკური ციმციმები. გზის ორივე მხარეს
სხვადასხვა ჯიშის ფოთოლგაცვენილი ხეები იდგა. ისე გაეფარჩხათ სველი ტოტები, როგორც
მარჯანს ზღვის ფსკერზე.

– თავიდანვე არ მომეწონა ტოკიო და ვერც მერე შევეჩვიე.

– ჰო?

– ვითომ ეს პეიზაჟია? მიწა შავია, მდინარეები ტალახიანი, მთები საერთოდ არ არის... შენ?

– მე საერთოდ არ მიყვარს პეიზაჟი. არც ასეთი, არც ისეთი..


ამოიოხრა და გაიცინა.

– არ დაიკარგები.

ბარგით ბაქნამდე მივაცილე. მადლობა გადამიხადა.

– ახლა მარტო წავალ.

– საით?

– შორს, ჩრდილოეთით.

– იქ ხომ ცივა!

– არაფერია, შევეჩვევი.

მატარებელი დაიძრა და ფანჯრიდან დამიქნია ხელი. მეც ავწიე ხელი ყურის დონემდე. როცა
მატარებელი თვალს მიეფარა, აღარ ვიცოდი, სად წამეღო აწეული ხელი. მერე საწვიმრის
ჯიბეში ჩავიყავი.

წვიმა საღამოსაც არ შეწყვეტილა. იქვე ახლოს, ღვინის მაღაზიაში, ორი ბოთლი ლუდი ვიყიდე
და მისი დატოვებული ჭიქა შევავსე. ერთიანად გავთოშილიყავი. ჭიქაზე დახატული სნუპი და
ვუდსტოკი ძაღლის სადგომის სახურავზე ცელქობდნენ. ზევით გაბერილი ასოები იწონებდნენ
თავს:

111
"ბედნიერება – ეს მხიარული კამპანიაა".

როცა გამეღვიძა, ტყუპებს ტკბილად ეძინათ. სამი საათი იყო. ტუალეტის ფანჯრიდან
არაბუნებრივად კაშკაშა შემოდგომის მთვარე ანათებდა. სამზარეულოს ნიჟარის კიდეზე
ჩამოვჯექი, ორი ჭიქა ონკანის წყალი დავლიე, მერე გაზქურაზე მოვუკიდე სიგარეტს. მთვარის
შუქით განათებულ გოლფის მოედნიდან ერთმანეთში არეული შემოდგომის მწერების ხმა
ისმოდა – ისინი აქ ათასობით იყვნენ.

ნიჟარასთან გამანაწილებელი ფარი იდგა. ავიღე და ყურადღებით დავათვალიერე. სულაც რომ


ამოგებრუნებინა, მაინც უაზრო მტვრიან რკინად რჩებოდა. უკანვე დავდგი, ხელები გავიფერთხე
და სიგარეტი მოვქაჩე. მთვარის შუქზე ყველაფერი ფერმკრთალი ჩანდა. თითქოს ყველა
ნივთმა დაკარგა ფასი, აზრი და დანიშნულება. კედლებიც კი რაღაც არაბუნებრივი იყო. ნამწვი
ნიჟარაში ჩავაქრე და მეორეს მოვუკიდე.

საით წავიდე, სად ვნახო ჩემი ადგილი? სად შეიძლება იყოს? კარგა ხანს ასეთ ერთადერთ
ადგილად ორადგილიანი გამანადგურებელი თვითმფრინავი მეგულებოდა. მაგრამ ეს ხომ
სუროგატია, სისულელე – საუკეთესო გამანადგურებლები ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინათ
მოძველდნენ...

საძინებელში დავბრუნდი და ტყუპებს შორის ჩავყვინთე. მოკუნტულები ერთიმეორისგან


ზურგით იწვნენ და ძილში ქსუტუნებდნენ. საბანი წავიფარე და ჭერს მივაშტერდი.

ქალმა სააბაზანოში კარი მიიხურა. მაშინვე წყლის ჩხრიალი გაისმა.

ჯერ კიდევ ნამძინარევმა ვირთხამ ლოგინზე წამოიწია, პირში სიგარეტი გაირჭო და სანთებელას
დაუწყო ძებნა. მაგიდაზე არ იყო, არც შარვლის ჯიბეებში. ერთ ღერ ასანთსაც კი ვერსად მიაგნო.
ქალის ჩანთაშიც არ აღმოჩნდა. ისევ მაგიდას მიუბრუნდა. უჯრა გამოაღო, გაქექა და
რომელიღაც რესტორნიდან გამოყოლილი ძველი მუყაოს ასანთი იპოვა.

ფანჯარასთან მიდგმულ დაწნულ სკამზე აკურატულად ეწყო წინდები და თეთრეული,


საზურგეზე კარგად შეკერილი მდოგვისფერი კაბა ეკიდა. საწოლთან, მაგიდაზე, ციცქნა საათი
და ჩანთა – არც ისე ახალი, მაგრამ კარგად მოვლილი.

სიგარეტი პირიდან არ გამოუღია, ისე დაეშვა მოწნულ სკამზე და ფანჯარას მიაცქერდა.

ვირთხას სახლი გორაკის ფერდზე იდგა. მოსაღამოებულზე იქიდან ნამდვილად ღირდა აქა-იქ
გაფანტული ადამიანის ნამოქმედარის თვალიერება. ხანდახან წელზე შემოიწყობდა ხელებს
და გარინდებული საათობით უცქეროდა საღამოს პეიზაჟს, ისე როგორც გოლფის მოთამაშე
გასცქერის ხოლმე მინდორს. ფერდი ნელ-ნელა ეშვებოდა ძირს, გზადაგზა იშვიათი
საცხოვრებლების სინათლეებს აგროვებდა. ჩაბნელებული პატარა ტყე, მერე ბორცვი, აქა-იქ
საკუთარ აუზებში ვერცხლისწყლის ლამპებზე მოლაპლაპე წყალი. როცა ფერდობი ცოტათი

112
გაივაკებდა, იქ გველივით დაკლაკნილი, მიწაზე მანათობელი ქამარივით გაკრული
ჩქაროსნული გზა გადაკვეთდა. სანაპირომდე დარჩენილი კილომეტრიც სახლების სწორ წყებას
ეჭირა, იქით კი ზღვა იწყებოდა. როცა ზღვისა და ცის სინათლე ერთმანეთს იმდენად
შეეზრდებოდა, რომ საზღვარი გაქრებოდა, სიბნელეში შუქურას ნარინჯისფერი ფარანი
აინთებოდა. აინთებოდა, რომ მაშინვე ჩამქრალიყო. საზღვარს, რომელიც ისევ მკვეთრად
ჩანდა, ბნელი ზოლი გაკვეთდა.

ეს მდინარე უერთდებოდა ზღვას.

ვირთხამ ის ქალი მაშინ გაიცნო, როცა ცას ჯერ კიდევ შერჩენოდა ზაფხულის ელვარება –
სექტემბერში.

ადგილობრივი ყოველკვირეული გაზეთის "ვიყიდი-გავყიდის" განყოფილებაში ბავშვის


მანეჟებს, ლინგაფონურ ჩანაწერებსა და სამთვლიან ველოსიპედებს შორის ელექტროსაბეჭდი
მანქანის გაყიდვის განცხადებას გადაეყარა. ტელეფონთან ქალი მოვიდა და საქმიანი ტონით
ჩამოურაკრაკა: მანქანა შარშან არის ნაყიდი, კიდევ ერთი წლის გარანტია აქვს, თუ საყიდლად
მივა, ფული მაშინვე უნდა გადაიხადოს. მოლაპარაკება რომ დაასრულა, ვირთხა ქალთან
წავიდა, ფული გადაიხადა და მანქანა წამოიღო. გადასახდელი ბევრი არ იყო – ამდენს ერთ
ზაფხულში იშოვი ხალტურაზე.

არც ისე მაღალი და კოხტა ტანი ჰქონდა. უსახელო ლამაზი კაბა ეცვა. ჰოლში ქოთნების წყება
იდგა ყველანაირი ფორმისა და ფერის ყვავილებით. სახის ნაკვთები სწორი ჰქონდა. თმა – უკან
აკეცილი. ასაკს ადვილად ვერ გამოიცნობდი. შეიძლება ოცდაორის იყო, შეიძლება ოცდარვისაც.

სამი დღის შემდეგ დარეკა. მანქანის ლენტები ეპოვა და იმასაც სთავაზობდა. ვირთხამ
ლენტები წამოიღო, მადლობის ნიშნად კი "ჯეის ბარში" წაიყვანა, სადაც კოქტეილით
გაუმასპინძლდა. მაგრამ ეს ამბავი ამით არ დამთავრებულა.

მესამედ ერთმანეთს ოთხი დღის შემდეგ შეხვდნენ, ქალაქის დახურულ აუზში. ვირთხამ
მანქანით სახლამდე მიაცილა და დილამდე იქ დარჩა. რანაირად გამოვიდა, თვითონაც არ
იცოდა. ისიც კი არ ახსოვდა, ვისი ინიციატივით. ნიავის სუსტ შემობერვასავით
ძალდაუტანებლად მოხდა ყველაფერი.
კიდევ ცოტა დრო რომ გავიდა, ეს ურთიერთობა ვირთხას ცხოვრებაში რბილი სოლივით შეიჭრა
და ცხოვრების აღქმას შეუნთო ცეცხლი. ახლა მას გამუდმებით რაღაც ჩხვლეტდა. საკმარისი
იყო წარმოედგინა შემოხვეული მინიატიურული ხელები, რომ გულში ნაზი, კარგა ხნის წინათ
დავიწყებული გრძნობა ჩაღვენთილიყო.

ადვილი შესამჩნევი იყო, როგორი გულმოდგინებით ცდილობდა ქალი დამსგავსებოდა რაღაც


იდეალს – თუნდაც თავის პატარა სამყაროში. ვირთხა ხედავდა, როგორ უჭირდა ამის გაკეთება.
სულაც არ იყო ეფექტური ქალი, მაგრამ გემოვნებით იცვამდა, კრიალა თეთრეულს ატარებდა,
დილის ვენახის არომატის ოდეკოლონს ისხამდა, საუბრისას სიტყვებს არჩევდა, ზედმეტ
შეკითხვებს არ სვამდა. ღიმილი კი ისეთი ჰქონდა, თითქოს სარკის წინ გაემეორებინა.
რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ვირთხამ გადაწყვიტა, რომ ოცდაშვიდი წლისა იყო. და
ზუსტადაც მოარტყა.

პატარა მკერდი და კოხტა, კოხტადვე გარუჯული ფიგურა ჰქონდა. ამასთან, ამბობდა, რომ
მაინცდამაინც არ ცდილობდა გარუჯვას. მზე თვითონ ეკიდებოდა. მაღალი ღაწვებისა და
თხელი ტუჩების მიღმა კარგი აღზრდა და ხასიათის სიმტკიცე იგრძნობოდა. მაგრამ საკმარისი

113
იყო სახეზე თუნდაც ერთი ნაკვთი შეკრთომოდა, რომ მაშინვე კრთებოდა მთელი სხეული და
სააშკარაოზე გამოჰქონდა სადღაც შიგნით ღრმად დამალული, არაფრით დაცული
გულუბრყვილობა.

ამბობდა, რომ დაამთავრა ხელოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი და


მუშაობს საპროექტო ბიუროში. სად დაიბადა? ყოველ შემთხვევაში, აქ არა. აქ სკოლის
დამთავრების შემდეგ გადმოვიდა. კვირაში ერთხელ აუზზე დადის, კვირაობით კი საგარეუბნო
მატარებელში ჯდება და სადღაც ალტზე დასაკრავად მიემგზავრება.

შაბათ საღამოობით ხვდებოდნენ ერთმანეთს. მომდევნო კვირადღეს ვირთხა გამოშტერებული


ატარებდა. ქალი კი მოცარტს უკრავდა.

გავცივდი. სამი დღე ავად ვიყავი. ამ ხნის განმავლობაში აუარებელი სამუშაო დაგროვდა. ყელში
მიღიტინებდა. თან არა მარტო ყელში – თითქოს ზუმფარით გამხეხეს. მაგიდის გარშემო
ჭიანჭველის ბუდესავით ეწყო ქაღალდები, სარეკლამო ფურცლები, ჟურნალები, ბროშურები.
გამომეცხადა მეწყვილე, რაღაც სიტყვები ჩაიბუტბუტა, ავადმყოფთან ვიზიტისას რომ ამბობენ
ხოლმე და თავის ოთახში დაბრუნდა. როგორც ყოველთვის, მდივანმა ცხელი ყავა და ორი
ფუნთუშა მომიტანა, მაგიდაზე დამიწყო და აორთქლდა. სიგარეტის ყიდვა დამვიწყებოდა,
იძულებული ვიყავი მეწყვილისთვის ერთი კოლოფი შევენ შტარ-ი ამეწაპნა, ფილტრი
მოვაგლიჯე და მეორე მხრიდან მოვუკიდე. ცა რაღაცნაირად დანისლულ-მოღუშული იყო, ვერ
გაიგებდი, სად მთავრდებოდა ჰაერი და სად იწყებოდა ღრუბლები. ისეთი სუნი იდგა, თითქოს
ქუჩაში ნესტიან ფოთლებს წვავდნენ. შეიძლება ტემპერატურის გამო მეჩვენებოდა.

ღრმად ჩავისუნთქე და ჭიანჭველების უახლოესი ბუდის ქექვას შევუდექი. ამ გროვაში


ყველაფერი "სასწრაფო" დამღით იყო მონიშნული. ყოველი ასეთი დამღის ქვეშ ის რიცხვი
ეწერა, რომლისთვისაც თარგმანი მზად უნდა ყოფილიყო. კიდევ კარგი, "სასწრაფო" გროვა
ერთადერთი გამოდგა. მთავარი კი ის იყო, რომ არაფრის ჩაბარება არ იყო საჭირო ამ ორ-სამ
დღეში. დიდი-დიდი, ერთი კვირის, ორი კვირის შემდეგ. თუ ნახევარს მაინც პწკარედისთვის
გადავცემ, დრო მეყოფა. ქაღალდების დალაგება დავიწყე საჭირო თანამიმდევრობით. გროვა
კიდევ უფრო არამყარი გახდა. ახლა მისი მოხაზულობა გაზეთის პირველ გვერდზე
მოთავსებულ გრაფიკს დაემსგავსა: მინისტრის კაბინეტის მხარდაჭერა სხვადასხვა ასაკობრივი
და სქესობრივი ჯგუფების მიერ. არც შინაარსი იყო ერთგვაროვანი:

1. ჩარლზ რენკინი, "შეკითხვა მეცნიერებს", "ცხოველების" ტომი, 68-ე გვ.-დან "რატომ იბანენ
პირს კატები", 89-ე გვ. ჩათვლით, "როგორ იჭერს დათვი თევზს". დამთავრდეს 12
ოქტომბრისთვის.

2. ავადმყოფების მოვლის ამერიკული საზოგადოება, "საუბარი მომაკვდავთან". 16 გვერდი უნდა


დასრულდეს 19 ოქტომბრისთვის.

114
3. ფრენკ დესიტ უმცროსი, "მწერლების დაავადებები", თავი 3, "თივის ციებ-ცხელებით
დაავადებული მწერლები". უნდა დამთავრდეს 23 ოქტომბრისთვის.

4. რენე კლერი, "იტალიური ჩალის ქუდი" (ინგლისური ვერსია; სცენარი), 39 გვ. უნდა
დასრულდეს 26 ოქტომბრისთვის.

სამწუხაროდ, შემკვეთთა გვარები არ იყო აღნიშნული. დაახლოებითაც ვერ მიხვდებოდი, ვის


დასჭირდა (თანაც სასწრაფოდ) ამგვარი ტექსტების თარგმანი. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ
რომელიღაც დათვი ბოძივით აყუდებულა მდინარის ნაპირზე და სულწასული ელის ჩემს
თარგმანს. ანდა რომელიღაც მედდა მომაკვდავს უზის და ხმა ვერ გაუღია – მელოდება,
მელოდება...

მაგიდაზე დავაგდე მობანავე კატის ფოტო და ყავის სმა დავიწყე, თან პლასტილინის გემოს
ფუნთუშას ვაყოლებდი. თავში ნელ-ნელა სინათლე ჩამეღვარა, მაგრამ ხელ-ფეხი სიცხის
შემდეგ მაინცდამაინც არ მემორჩილებოდა. მაგიდის უჯრიდან ალპინისტის დანა ამოვიღე და
ფანქრების წათლა დავიწყე. დიდხანს და გულმოდგინედ ვუთლიდი წვერებს, ექვს ცალს
წავუთალე და მხოლოდ ამის შემდეგ აუჩქარებლად მივუბრუნდი სამუშაოს.

სტენ გეტცის ძველი ჩანაწერების კასეტაზე შუადღემდე ვიმუშავე. სტენ გეტცი, ელ ჰეიგი, ჯიმი
რეინი, ტედი კოტიკი, ტაინი კანი – შესანიშნავი შემადგენლობაა. როცა ისინი უკრავდნენ ჟუმპინ’
ჭიტჰ შყმპჰონყ შიდ-ს, მე გეტცთან ერთად მთელი მისი სოლო სტვენით გავიარე. გუნება
საგრძნობლად გამომიკეთდა.

შესვენებაზე ქუჩაში გავედი, დაღმართს ჩავუყევი, შემწვარი თევზი შევჭამე გადაჭედილ


რესტორანში, სასაუზმეში კი ჰამბურგერს ორი ჭიქა ფორთოხლის წვენი დავაყოლე. მერე
ზოომაღაზიაში შევედი, მინებს შორის თითი შევყავი და ათი წუთი აბისინიურ კატას
ვეთამაშებოდი. ჩვეულებრივი შესვენება იყო, როგორც ყოველთვის.

კანტორაში რომ დავბრუნდი, დილის გაზეთი გავშალე და პირველ საათამდე თვალი არ


მომიცილებია. მერე, საღამომდე რომ მყოფნოდა, ერთხელ კიდევ წავუთალე წვერი ექვსივე
ფანქარს. დარჩენილ სიგარეტებს ფილტრები მოვაგლიჯე და მაგიდაზე დავაწყვე. მდივანმა
ცხელი მწვანე ჩაი მომიტანა.

– როგორ გრძნობთ თავს?

– არც ისე კარგად.

– სამუშაო როგორ მიდის?

– შესანიშნავად.

ცა ისევ მოღრუბლული იყო. ნაცრისფერი ოდნავ შემუქდა კიდეც დღის პირველ ნახევართან
შედარებით. თავი ფანჯარაში გავყავი და ვიგრძენი, რომ სულ მალე წამოჟინჟლავდა.
შემოდგომის რამდენიმე ფრინველმა ცა გადაჭრა. გარშემო ყველაფერი დიდი ქალაქის გუგუნსა
და კვნესაში ჩაძირულიყო. მეტროს ვაგონების, მანქანების, ჰამბურგერების შიშხინისა და
ავტომატური კარების გაღებისა და დახურვის ხმები ერთმანეთში აზელილიყო.

115
ფანჯარა მივხურე. ჩარლი პარკერის კასეტა ჟუსტ ფრიენდს მაგნიტოფონში ჩავდე და იმ თავის
თარგმნა დავიწყე, რომელსაც ერქვა "როცა გადამფრენ ჩიტებს სძინავთ".

ოთხ საათზე მუშაობა დავამთავრე, მდივანს იმ დღეს გაკეთებული თარგმანი მივეცი და ქუჩაში
გამოვედი. ქოლგა არ ამიღია. ადრე საგანგებოდ ასეთი შემთხვევისთვის სამუშაოზე
დატოვებული თხელი საწვიმარი ჩავიცვი. სადგურზე საღამოს გაზეთი ვიყიდე. გაჭედილ
მატარებელში შევეტენე და დაახლოებით საათი ვიჯანჯღარე. ჯერ წვეთიც არ
ჩამოვარდნილიყო, მაგრამ ვაგონშიც კი იგრძნობოდა წვიმის სუნი.

სადგურზე, სუპერმარკეტში, ვახშმისთვის პროდუქტი ვიყიდე. მაშინღა წამოვიდა წვიმა –


თვალით უხილავი, წვრილი. ტროტუარი ნელ-ნელა ჩამუქდა. ავტობუსის გასვლის დრო
დავაზუსტე, იქვე, სასაუზმეში შევედი და ყავა ავიღე. ბევრი ხალხი იყო, ნამდვილი წვიმის სუნიც
იდგა. ოფიციანტი ქალის წინსაფარსაც, ყავასაც – ყველაფერს წვიმის სუნი ასდიოდა.

საღამოს ბინდბუნდში მორიდებულ წერტილებად დაინთნენ ფარნები და ავტობუსის გაჩერება


ალყაში მოაქციეს. ჩერდებოდნენ და ისევ მიდიოდნენ ავტობუსები – გიგანტური კალმახებივით,
აღმა-დაღმა რომ დასრიალებენ მთის მდინარეში. კლერკებით, სტუდენტებითა და
დიასახლისებით გავსებულნი, ერთიმეორის მიყოლებით უჩინარდებოდნენ ბინდში.
ფანჯარასთან შუახნის ქალმა გაიარა, შავზე შავი გერმანული ნაგაზი მიჰყავდა.
რეზინისბურთიანმა რამდენიმე ბიჭმაც ჩაიარა – მიწას უტყაპუნებდნენ და ისევ იჭერდნენ.
სიგარეტი ჩავაქრე და გაცივებული ყავის დარჩენილი ყლუპიც დავლიე.

მერე კი ფანჯრის მინაში ყურადღებით შევათვალიერე საკუთარი გამოსახულება. თვალები


ჩასცვენოდა. კარგი, რა გაეწყობა... სახე ჩამუქებოდა ექვსის ნახევრისთვის ამოზრდილი
წვერისგან. ესეც არაფერი... და მაინც – ფანჯრიდან სრულიად უცხო სახე შემომცქეროდა. ეს იყო
შინისკენ მიმავალ მატარებელში ჩემ წინ შემთხვევით ჩამომჯდარი ოცდაოთხი წლის მამაკაცის
სახე. ვიღაცისთვის ჩემი სახე და ჩემი სული იმაზე მეტი არ არის, ვიდრე უაზრო გვამი. ჩემი და
იმ ვიღაცის სულები გამუდმებით ცდილობენ გაერიდონ ერთმანეთს. "ჰეი!" – მპასუხობს
გამოსახულება. სულ ეს არის. არავინ არ ცდილობს ხელის აწევას, არავინ არ იხედება უკან.

ყურში თითო გაშლილი გარდენია რომ ჩამიდონ, ხელებზე კი ლასტები წამომაცვან, მაშინ
შესაძლოა რამდენიმე ადამიანმა შემომხედოს კიდეც. თუმცა სულ ეს არის. სამი ნაბიჯის შემდეგ
ისინიც დაივიწყებდნენ. საკუთარი თვალები ვერაფერს ვერ ხედავს. ვერაფერს ხედავს ჩემი
თვალებიც. თითქოს გამოვცარიელდი. ალბათ ვერასდროს ვერავის ვერაფერს ვეღარ მივცემ.

ტყუპები მელოდნენ.
ერთ-ერთს სუპერმარკეტის ყავისფერი პაკეტი შევაჩეჩე ხელში და სიგარეტიანად შევძვერი
შხაპში. არ გავსაპნულვარ, ვიდექი წყლის ნაკადის ქვეშ და უაზროდ შევყურებდი კაფელით
მოპირკეთებულ კედელს. სააბაზანოში ნათურა გადამწვარი იყო და ბნელოდა. კედელზე რაღაც
გაირბენდა და გაქრებოდა. რაღაც ჩრდილები, რომლებიც ვერც მეხებოდნენ და ვერც რამე
ახალს მეუბნებოდნენ.

სააბაზანოდან გამოვედი, გავიმშრალე და ლოგინზე გავიშალე. ზეწარი მარჯნისფერი იყო –


ახლად გარეცხილი, გატკიცინებული. თამბაქოს ბოლს ჭერისკენ ვუშვებდი, თან ვიხსენებდი, რა
გავაკეთე მთელი დღის განმავლობაში. ამასობაში ტყუპები ბოსტნეულს ჭრიდნენ, ხორცს
წვავდნენ და ბრინჯს ხარშავდნენ.

– ლუდი გინდა? – მკითხა ერთმა.

116
– აჰა.

იმან, რომელსაც 208 მაისური ეცვა, ლოგინში მომიტანა ლუდი და ჭიქა.

– მუსიკა?

– კარგი იქნებოდა.

ფირფიტების თაროდან ჩამოიღო ჰენდელის "სონატა ფლეიტისთვის", ფირსაკრავზე დადო და


ნემსი დაუშვა. ეს ფირფიტა მეგობრის გოგონამ მაჩუქა რამდენიმე წლის წინათ, ვალენტინობის
დღეს. ფლეიტას, ალტსა და კლავესინს შორის ბანის პარტიასავით შეიჭრა აშიშხინებული
ხორცი. მეგობარ გოგონასთან ერთად რამდენჯერმე სექსით გავერთე ამ მუსიკაზე. ჩუმად და
დიდხანს, ჩანაწერის ბოლომდე, როცა მუსიკისგან ნემსის მშრალი შრიალიღა რჩებოდა.
ფანჯრებს იქით წვიმა ჩუმად რწყავდა გოლფის ბნელ მოედანს. ლუდი გამოვცალე, ჰანს მარტინ
ლინდემ სონატა ფა-მინორის ბოლო ნოტი დაუსტვინა და ვახშამიც მზად იყო. ამ საღამოს
ყველანი რატომღაც ჩუმად ვიყავით. ფირფიტა დამთავრდა, ოთახში მხოლოდ წვიმის ხმაური
და ხორცის ღეჭვის ხმა ისმოდა. ვახშმის მერე ტყუპებმა მაგიდა აალაგეს და სამზარეულოში ყავა
მოადუღეს. სამივე ერთად ვსვამდით. ყავა ცხელი იყო, არომატული, თითქოს ცოცხალი. ერთ-
ერთი მათგანი ფირფიტის დასადებად ადგა. ეს "ბითლზი" გამოდგა, Rubber Soul.

– რაღაც არ მახსოვს ეგ ფირფიტა! – გავიკვირვე.

– ჩვენ ვიყიდეთ!

– შენ რომ გვაძლევდი, იმ ფულიდან ვაგროვებდით ცოტ-ცოტას.

თავი გავაქნიე.

– არ გიყვარს "ბითლზი"?

ხმა არ ამომიღია.

– საწყენია. გვეგონა გაგიხარდებოდა.

– გვაპატიე...

ერთი ადგა და ფირსაკრავი გააჩუმა. სერიოზული სახით გადაწმინდა მტვერი ფირფიტიდან და


კონვერტში ჩადო. ყველანი გავჩუმდით. ამოვიოხრე.

– რაღაც დავიღალე, – თავის მართლება დავიწყე, – ცოტა გაღიზიანებული ვარ... მოდი, ერთხელ
კიდევ მოვუსმინოთ.

ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს.

– ნუ გერიდება! ეს ხომ შენი სახლია...


– ყურადღებას ნუ მოგვაქცევ!..

117
– მართლა, მოდი, ერთხელ კიდევ...

ბოლოს და ბოლოს, ყავასთან ერთად ღუბბერ შოულ-ის ორივე მხარეს მოვუსმინეთ. ცოტათი
მოვეშვი. გოგოებიც მგონი გამხიარულდნენ.

ყავის შემდეგ თერმომეტრი ჩამიდეს. ორივემ რამდენჯერმე გასინჯა. ოცდაჩვიდმეტი და ხუთი


ხაზი. ნახევარი ხაზით მეტი, ვიდრე დილას. თავი დანისლულივით მქონდა.

– ეს იმიტომ, რომ შხაპი მიიღე.

– უნდა დაწვე და გამოიძინო.

ასეც მოვიქეცი. გავიხადე, "წმინდა გონების კრიტიკა" და სიგარეტის კოლოფი ავიღე და


ლოგინში ტყუპებს შორის შევძვერი. საბანს მზის ნაზი სურნელი ასდიოდა, კანტი, როგორც
ყოველთვის, ბრწყინვალე იყო, მაგრამ სიგარეტს ისეთი გემო ჰქონდა, თითქოს
დაგორგოლავებულ დაობებულ გაზეთს გაზის ქურაზე წვავდნენ. წიგნი დავხურე,
გონებაგაფანტული ვუსმენდი გოგოების ხმებს. მერე თვალები დავხუჭე, რათა სიბნელეს თავის
მკლავებში შევეთრიე.

სასაფლაოს თავისთვის მშვიდი ადგილი მოეძებნა გორაკის წვერთან ახლოს, ტერასაზე.


საფლავებს შორის ხრეშით დაფარული ბილიკები მიიკლაკნებოდა. როდოდენდრონის ბუჩქები
ბალახის წიწკნით გართულ ცხვრებს ჰგავდნენ. მთელ ვეებერთელა მოედანზე საათის
ზამბარასავით ჩახვეული ვერცხლისწყლის მაღალი ფარნები იდგა და არაბუნებრივად თეთრ
სინათლეს ჰფენდა იქაურობას.

ვირთხამ მანქანა პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, ჭალაში გააჩერა. ქალს მხრებზე


მოხვია ხელი და ქვევით გაშლილ ღამის ქალაქს დააცქერდა. ქალაქი ბრტყელი ფორმის
შესქელებულ, მანათობელ ფაფას ჰგავდა, ანდა გიგანტური ფარვანას მიერ გაფანტულ ოქროს
მტვერს.

ქალი თვალდახუჭული მიჰყრდნობოდა ვირთხას. თითქოს ეძინა. ვირთხა მხრით გრძნობდა


მისი სხეულის სიმძიმეს. უცნაურ სიმძიმეს. მამაკაცის სიყვარული, ბავშვის დაბადება, სიბერე და
სიკვდილი – მთელი ყოფა იყო ამ სიმძიმეში. ვირთხამ ცალი ხელით სიგარეტის კოლოფი
ამოიღო და მოუკიდა. დროდადრო ზღვიდან ქარი დაქროლავდა, ფერდზე ამოირბენდა და
ფიჭვის ტყეში წიწვებს აათამაშებდა. ქალს, ეტყობა, მართლა ეძინა. ვირთხა ხელით შეეხო
ლოყაზე, თითი მიადო ტუჩებზე. ნესტიანი ცხელი სუნთქვა იგრძნო.

სასაფლაო მცხოვრებლების მიერ მიტოვებულ ქალაქს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასაფლაოს.


მოედნის ნახევარი თავისუფალი იყო. ისინი, ვინც აქ ადგილი მოიზომეს, ჯერ კიდევ ცოცხლები
იყვნენ. ხანდახან კვირაობით ოჯახებით ამოდიოდნენ, რათა დაეთვალიერებინათ ადგილი,
სადაც ოდესმე სამუდამო ძილს მისცემდნენ თავს. ცოტა ზემოდან რომ გადმოხედავდნენ

118
სასაფლაოს, ალბათ ფიქრობდნენ: ხედი აქედან მშვენიერია, ჰაერი – კრიალა, ყვავილები –
სეზონური. გაზონს უვლიან, სარწყავი შადრევნებიც კი დგას, მაწანწალა ძაღლები არ დარბიან
და საფლავებზე მოტანილ საკურთხს არ იტაცებენ. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ნათელი
ადგილი და სისუფთავეა. ნანახით კმაყოფილები სკამებზე სხდებოდნენ, კოლოფებით
მოტანილ სადილს მიირთმევდნენ და უკან, შფოთიან ყოველდღიურობაში ბრუნდებოდნენ.

დილით და საღამოს მომვლელი გამოჩნდებოდა. გრძელტარიანი ნიჩბით ბილიკებზე ხრეშს


ასწორებდა. მერე პარკის შუაგულში, გუბურასთან მიდიოდა და იქიდან კობრების ცქერით
გართულ ბავშვებს დაიფრენდა. დამატებით, დღეში სამჯერ, ცხრაზე, თორმეტზე და ექვს
საათზე, პარკის დინამიკებიდან მუსიკალური ყუთის ჰანგები ისმოდა. "ბებერი შავი ჯო". რა
აზრი იდო ამ მუსიკაში, ვირთხამ არ იცოდა. მაგრამ უკაცური საღამოს სასაფლაოს საერთო
სურათი, რომელზეც "ბებერი შავი ჯოს" მელოდია იღვრებოდა, ერთ რამედ ღირდა.

შვიდის ნახევარზე მომვლელი ავტობუსში ჯდებოდა და ქვევითა სამყაროში მიდიოდა.


სასაფლაო სრულ სიჩუმეში იძირებოდა. ამის შემდეგ რამდენიმე წყვილი მოდიოდა მანქანით
და მანქანაშივე ერთობოდა სექსით. ზაფხულის დადგომასთან ერთად ტყეში ყოველთვის იდგა
რამდენიმე მანქანა.

ყმაწვილობაში სასაფლაოს პარკი ღრმააზროვან ადგილად ეჩვენებოდა ვირთხას. ჯერ ისევ


მოსწავლე იყო და მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა, როცა თავისი სპორტული მოტოციკლით
უკან შემოსმულ სხვადასხვა გოგოსთან ერთად ამოდიოდა მდინარის ნაპირ-ნაპირ. და აქ, თავის
გოგოსთან ჩახვეული გაჰყურებდა ქალაქის სინათლეებს. ათასგვარი სურნელი სცემდა
ნესტოებში და იქვე ქრებოდა. ათასგვარი ოცნება, ათასგვარი დარდი, ათასგვარი დაპირება...
ადრე თუ გვიან ყველაფერი დნებოდა.

მიიხედ-მოიხედავ და დაინახავ, სიკვდილი ხან აქ, ხან იქ როგორ იდგამს ფესვებს ამ დიდ
მოედანზე. ხანდახან ვირთხა გოგონას ხელს თავისაში მოიქცევდა და ისინი უაზროდ
დაეხეტებოდნენ ამ სერიოზული პარკის ბილიკებზე. სიკვდილი, სახელებით, თარიღებით და
ჩავლილი ცხოვრებით აღბეჭდილი, ისე მეორდებოდა, როგორც ერთმანეთისგან თანაბრად
დაშორებული ბუჩქის რიგები. ამ რიგებს ბოლო არ უჩანდა. აქ მწოლიარეთათვის არ არსებობდა
არც ქარის შრიალი, არც სურნელი. საცეცებიც კი არ ჰქონდათ, რომ სიბნელეში გაეწვდინათ.
ისინი დროდაკარგულ ხეებს ჰგავდნენ. არც აზრები ჰქონდათ, არც სიტყვები აზრებისთვის.
ყველაფერი იმათ დაიტოვეს, ვინც ცოცხალი დარჩა. ვირთხა გოგოსთან ერთად ტყეში
ბრუნდებოდა. ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ. ზღვიდან დაძრული მლაშე ქარი, ფოთლების
სურნელი და ჭრიჭინები ბალახში – ამ ქვეყნის სევდა, რომელიც ისევ აგრძელებდა ცხოვრებას,
გარშემო ყველაფერს ავსებდა.

– დიდხანს მეძინა? – იკითხა ქალმა.

– არა, – უპასუხა ვირთხამ, – სულ ცოტა...

119
კიდევ ერთმა დღემ ვერაფერი შეცვალა. თითქოს სადღაც ავცდი გზას და ახლა წრეზე დავდივარ
და დავდივარ.

მთელი დღე შემოდგომის სუნი ტრიალებდა. მუშაობა ჩვეულებრივ დროს დავამთავრე. შინ რომ
დავბრუნდი, ტყუპები არ დამხვდნენ. წინდების გაუხდელად ლოგინზე დავეგდე და
ანგარიშმიუცემლად დავიწყე მოწევა. ბევრ რამეზე მინდოდა მეფიქრა, მაგრამ ერთი აზრიც კი
არ მომდიოდა თავში. ამოვიოხრე, ლოგინზე წამოვჯექი და ერთხანს მოპირდაპირე მხარეს
თეთრ კედელს შევცქეროდი. წარმოდგენა არ მქონდა, რა მეკეთებინა. ხომ არ შეიძლება
უსასრულოდ უყურო კედელს, – ვუთხარი თავს. ამან ბევრი ვერაფერი მიშველა. მართალს
მეუბნებოდა პროფესორი, რომლის ხელმძღვანელობითაც სადიპლომოს ვწერდი. სტილი
კარგია, – ამბობდა, – არგუმენტაცია – წიგნიერი. მაგრამ თემა არ არის. ჰო, სწორედ ასე. ჩემი
დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისში ვერ გამეგო, როგორ მოვქცეოდი თავს.

საოცარია. უკვე რამდენი წელია მარტო ვცხოვრობ, მაგრამ ვერ ვიხსენებ, როდისმე რამე ისე
გამომსვლოდა, როგორც საჭიროა. ოცდაოთხი წელიწადი არც ისე მცირე პერიოდია, რომ
თავიდან ამოგივარდეს. თითქოს გახურებულ ძებნაში დაგავიწყდა სწორედ ის, რასაც ეძებდი.
მაინც რას ვეძებდი? კორპსაძრობს? ძველ წერილს? ქვითარს? ყურსაწმენდს?

ფიქრს შევეშვი და სასთუმალთან დადებული კანტი ავიღე. წიგნიდან ტყუპების ბარათი


გადმოვარდა: "გოლფის მინდორზე სასეირნოდ წავედით". ავდუღდი. ხომ ვუთხარი, უჩემოდ არ
წახვიდეთ-მეთქი. იქ არც ისე უხიფათოა, თუ არ იცი, რა და როგორ. ნებისმიერ წამს შეიძლება
მოგხვდეს ბურთი.

ფეხსაცმელი და ჯემპრი ჩავიცვი, ქუჩაში გავედი და შემოღობილზე გადავძვერი. დაბალი


ბორცვებით მეთორმეტე ფოსომდე მივედი, დასასვენებელ პავილიონს გავცდი, დასავლეთის
მხარეს პატარა ტყეში შევედი. ჩამავალი მზის სხივები ფოთლებს შორის დარჩენილი
ჭუჭრუტანებიდან იღვრებოდა ბალახზე. მეათე ფოსოსთან ქვიშის ბუნკერი იყო, ჰანტელს
წააგავდა, შიგ კი ყავისკრემიანი ნამცხვრის ცარიელი პაკეტი ეგდო. აშკარად ჩემი გოგოების
დაგდებული იყო. მილივით დავახვიე და ჯიბეში ჩავიდე. უკან ამოსვლისას სამივეს ნაფეხურები
წავშალე ქვიშაზე. ხის ბოგირით ნაკადული გადავიარე, ბორცვზე ავედი და ბოლოს დავინახე
კიდეც. იმ მხრიდან გორაკზე ესკალატორი მოეწყოთ. საფეხურებზე ისხდნენ და თრიქ-თრექს
თამაშობდნენ.

– აქ მარტო მოსვლა საშიშია-მეთქი, არ გითხარით?

– ძალიან ლამაზი დაისია, – თავი იმართლა ერთმა.

ესკალატორი ჩავიარეთ, მდელოზე დავსხედით და ვუყურებდით, როგორ ჩადიოდა მზე.


მართლა საოცარი სანახაობა იყო.

– ორმოში ნაგვის ჩაყრა არ შეიძლება, – ვთქვი.

– გვაპატიე, – მიპასუხა ორივემ.

– აი, ნახეთ, რა დამემართა ერთხელ! – მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის წვერი ვაჩვენე
შვიდმილიმეტრიანი ნაიარევით, – დაწყებით კლასში. ლიმონათის გატეხილი ბოთლი ვიღაცას
ქვიშაში ჩაეფლო.

120
თავები დამიქნიეს.

– ცხადია, ნამცხვრის პაკეტით ხელს ვერ გაიჭრი, მაგრამ მაინც, ქვიშაზე არაფრის დაგდება არ
შეიძლება! ქვიშა წმიდათაწმიდა ადგილია!
– გასაგებია, – თქვა ერთმა.

– მეტს აღარ ვიზამთ, – დაამატა მეორემ, – სხვა რამეც ხომ არ გაგიჭრია?

– მაგას კითხვა უნდა?!

ჩემი ყველა ნაჭრილობევი ვაჩვენე. მთელი ტრავმატოლოგიური კატალოგი გამოვიდა. აი,


მარცხენა თვალი – ბურთი მთხლიშეს. დღემდე მატყვია კვალი. აი, ნაიარევი ცხვირზე – ესეც
ფეხბურთის შედეგია. მაღალი ბურთისთვის ვიბრძოდი, მეტოქეს კბილები მოუხვდა ცხვირზე.
აი, შვიდი ნაკერი ქვედა ტუჩზე, ველოსიპედიდან ჩამოვვარდი, სატვირთო მანქანისთვის
მინდოდა ამეცილებინა. აი, ჩამტვრეული კბილი...

გრილ ბალახზე გაწოლილები ვუსმენდით, როგორ მღეროდნენ ქარზე მისკანტის ღეროები.

სულ რომ დაბნელდა, შინ სავახშმოდ დავბრუნდით. იმ დროისთვის, სანამ აბაზანას მივიღებდი
და ქილა ლუდს დავლევდი, სამი თუ ოთხი ღურკანა შეიწვა. გვერდით დაკონსერვებული
სატაცური და სალათის ვეებერთელა ფოთლები ელაგა. ღურკანას გემომ რაღაც მომაგონა –
შარშანდელი ზაფხულის რომელიღაც მთის ბილიკი. კარგად წავიმუშავეთ, თევზისგან
გაკრიალებული ფხებიღა დავტოვეთ. თეფშზე თეთრი ძვლები და სალათის ფანქრისხელა
ყუნწებიღა დარჩა. გოგოებმა სწრაფად გარეცხეს ჭურჭელი და ყავა მოადუღეს.

– მოდი, გამანაწილებელ ფარზე ვილაპარაკოთ, – შევთავაზე, – რატომღაც მაწუხებს.

თავი დამიქნიეს.

– ნეტავი რატომ არის სიკვდილის პირას?

– რაღაცას შეისუნთქავდა.

– ან გახვრეტილი იქნება.

მარცხენა ხელით ფინჯანი მეჭირა, მარჯვენით – სიგარეტი. ერთხანს ვფიქრობდი.

– რა გავაკეთოთ?

ერთმანეთს გადახედეს და თავები გადააქნიეს.

– ახლა ვეღარაფერს იზამ!

– საფლავი!

– სეფსისიანი კატა გინახავს?

– არა, – ვუთხარი.

121
– ქვასავით მაგრდება. უცებ არა, ნელ-ნელა. დიდხანს გრძელდება. ბოლოს კი გული უჩერდება.

ამოვიოხრე.

– და რა, ეგრე უნდა უყურო, როგორ კვდება?

– ნაცნობი გრძნობებია, – თქვა ერთმა, – მაგრამ შენ ძალიანაც ნუ განიცდი, წელში გაწყდები.

ისეთი მშვიდი ტონით თქვა, როგორითაც უთოვლო ზამთარში მიგაფურთხებინებენ სამთო


თხილამურებისთვის. ავდექი და მეც მივაფურთხე. ყავას შევექეცი.

10

ოთხშაბათს საღამოს ცხრა საათზე რომ დაეწყო სიზმარი, თერთმეტზე შეწყდა და არა და აღარ
დაბრუნდა. თავზე რაღაც უჭერდა, თითქოს ორი ზომით პატარა ქუდი დაახურეს. უსიამო
შეგრძნებაა. ვირთხას მოსწყინდა წოლა, პიჟამით სამზარეულოში გავიდა და ყინულივით ცივი
წყალი დალია. თავის ქალზე დაფიქრდა. ფანჯარასთან მდგარი ანთებულ შუქურას გაჰყურებდა,
მერე მზერა ჩამუქებულ ტალღმჭრელებს გააყოლა და იმ ადგილას შეაჩერა, სადაც ქალის
სახლი იდგა. ტალღების ტყლაშუნი მოაგონდა, ქვიშის შრიალი ფანჯრის იქით... უცებ საზიზღარ
ჩვევად მოეჩვენა დაუსრულებლად ფიქრი, ერთი ადგილის ტკეპნა.

მას შემდეგ, რაც ერთმანეთს ხვდებიან, ვირთხას ცხოვრება ერთიმეორის მსგავსი კვირების
გაუთავებელ ციკლად გადაიქცა. დროის შეგრძნება გაქრა. რამდენი თვე გავიდა? ალბათ ათი.
ვერა, ვერ გაიხსენებს... შაბათს ისევ უნდა შეხვდეს. კვირიდან სამშაბათამდე – მოგონებების
სამი დღე. ხუთშაბათს და პარასკევს შაბათის პირველი ნახევარიც წაემატება – მომავალი
შეხვედრის დაგეგმვა. მარტო ოთხშაბათი რჩება აქეთ-იქით მოუსვენრად ხეტიალისთვის. ვერც
მომავალს მოიახლოებ, წარსულიც უკვე შორს დარჩენილა. ოთხშაბათი...

ანგარიშმიუცემლად ეწეოდა ათი წუთი, მერე პიჟამა გაიხადა, პერანგი და თხელი ქურთუკი
ჩაიცვა და მიწისქვეშა გარაჟში ჩავიდა. შუაღამის ქუჩებში კაცის ჭაჭანება არ იყო. მხოლოდ
ფარნებით განათებული შავი ტროტუარები. "ჯეის ბარში" შესასვლელს ლითონის ჟალუზები
ფარავდა. ვირთხამ შუამდე ასწია, შიგ გაძვრა და კიბეზე დაეშვა.

სკამის საზურგეებზე ათიოდე გარეცხილი პირსახოცი დაეფინა, თვითონ ჯეი კი მარტოდმარტო


იჯდა დახლს იქით და ეწეოდა.

– ბოთლ ლუდს დამალევინებ?

– რა თქმა უნდა, – თბილად გამოეპასუხა ჯეი.

122
ვირთხა პირველად მივიდა "ჯეის ბარში" დაკეტვის შემდეგ. სინათლე მხოლოდ დახლის თავზე
ენთო. ვენტილატორები და კონდიციონერები დუმდნენ. კედლებსა და იატაკში მრავალი წლის
განმავლობაში შეწოვილი მოუხელთებელი სუნი იდგა ჰაერში.

ვირთხა დახლს იქით გავიდა, მაცივრიდან ბოთლი გამოიღო და ჭიქა გაავსო. თითქოს ბარის
ბნელი სივრცე ჰაერის მძიმე, გაცივებული და ნესტიანი ფენებისგან შედედებულიყო.

– დღეს მოსვლას არ ვაპირებდი, – თითქოს ბოდიშს იხდისო, ისე თქვა ვირთხამ, – მაგრამ უცებ
გამეღვიძა და საშინლად მომინდა ლუდი. დიდხანს არ დავრჩები.

ჯეიმ გაზეთი მოკეცა და შარვალზე დაყრილი ფერფლი გადაფერთხა.

– დალიე, არ იჩქარო. თუ გშია, შემიძლია რამე მოგიმზადო.

– არ არის საჭირო... ლუდიც მეყოფა... ყურადღებას ნუ მომაქცევ.

ლუდი გემრიელი იყო. ვირთხამ უცებ გადაჰკრა და სული მოითქვა. მერე დარჩენილი ნახევარიც
დაისხა ჭიქაში და ერთხანს გაშტერებული უყურებდა, როგორ ქრებოდა ქაფი.

– ჩემთან ერთად ხომ არ დალევ? – ფრთხილად იკითხა.

ჯეიმ როგორღაც უხერხულად გაიღიმა.


– გმადლობ. ოღონდ ეგ არის, არ ვსვამ. წვეთსაც.

– არ ვიცოდი...

– ეგეთი დავიბადე. ორგანიზმი არ იღებს...

ვირთხამ თავი დაუქნია და უხმოდ მოსვა. გაოცებულმა გაიფიქრა, რომ თითქმის არაფერი
იცოდა ამ ჩინელ ბარმენზე. თუმცა ხეირიანად არც არავინ იცოდა რამე. ჯეი საოცრად ჩუმი
ადამიანი იყო. საკუთარ თავზე არასდროს არ ჰყვებოდა. თუ ვინმე შეეკითხებოდა, ისეთი
სიფრთხილით პასუხობდა, თითქოს კამოდის უჯრას აღებს და ეშინია, არ დამივარდესო.

ყველამ იცოდა, რომ ჯეი ჩინელი იყო და ჩინეთშივე დაიბადა, მაგრამ ამ ქალაქში უცხოელები
არც ისე იშვიათობა იყო. როცა ვირთხა დამამთავრებელ კლასში სწავლობდა, მასთან ერთად
ფეხბურთის გუნდში ორი ჩინელი თამაშობდა – ერთი თავდასხმაში, ერთიც დაცვაში. ამას
არავინ არ აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას.

– მუსიკის გარეშე მოწყენილობაა! – თქვა ჯეიმ და მუსიკალური ავტომატის გასაღები


გადმოუგდო. ვირთხამ ხუთი სიმღერა ამოარჩია და უკან, დახლზე, თავის ლუდს დაუბრუნდა.
დინამიკებიდან უეინ ნიუტონის ძველი მელოდია გადმოიღვარა.

– სადმე ხომ არ გაგვიანებ? – ჰკითხა ვირთხამ.

– რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არავინ მელოდება.

– მარტო ცხოვრობ?

123
– აჰა...

ვირთხამ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, გაასწორა და მოუკიდა.

– მხოლოდ კატა, – თქვა ჯეიმ, – მართალია, უკვე ბებერია... თუმცა დალაპარაკება შეიძლება.

– რა, მოლაპარაკე კატა გყავს?

ჯეიმ თავი დაუქნია.

– ჩვენ ხომ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. მე მის გუნება-განწყობას ვგრძნობ, ის – ჩემსას.

სიგარეტი არ გამოუღია პირიდან, ისე ჩაიბურტყუნა ვირთხამ რაღაც. მუსიკალურმა ავტომატმა


ნემსი ააშრიალა და ფირფიტა "მაკარტურ-პარკით" შეცვალა.

– მაინც რაზე ფიქრობენ კატები?

– სხვადასხვა რამეზე... აი, ჩვენ რაზე ვფიქრობთ?

– კარგი, რა, – გაიცინა ვირთხამ.

ჯეიმაც გაიცინა. ერთხანს ჩუმად იყო, დახლს აუსვ-ჩამოუსვა თითი.

– ცალხელაა.

– ცალხელა?

– კატაზე გეუბნები. კოჭლია. ოთხი წლის წინათ, ზამთარში, მთლად დასისხლიანებული მოვიდა
შინ.
თათი მარმელადივით ჰქონდა დაჩეჩქვილი.

ვირთხამ ჭიქა დახლზე დადო და ჯეის შეხედა.

– რა დაემართა?

– არ ვიცი. ჯერ ვიფიქრე, მანქანამ გადაუარა-მეთქი. მაგრამ რაღაც არ ჰგავდა. ბორბალი ასე ვერ
გაუჭყლეტდა. ასე მარტო გირაგში შეიძლება მოაყოლო და მოუჭირო. კვერივით გაუბრტყელეს.
შეიძლება ვიღაცა საგანგებოდ აწამებდა...

– საგანგებოდ? – გაოცებულმა იკითხა ვირთხამ, – რა სისულელეა? კატას თათი... რისთვის?

ჯეიმ სიგარეტის ბოლო დახლს დაუკაკუნა, კბილებით დაიჭირა და მოუკიდა.

– ჰო, რა აუცილებელია კატის წამება? კატა დამჯერია, ცუდს არაფერს იზამს... იმით, რომ თათს
დაუმახინჯებ, ვერაფერს მოიგებ. რაღაც უაზრობაა, ველურობა. მაგრამ ასეთი უმიზეზო
ბოროტება ქვეყანაზე ბევრია – გორებს დადგამ. მე არ მესმის, არც შენ გესმის. ის კი არსებობს,
აი, ეგრეა. შეიძლება ითქვას, რომ ამ უაზრობაში ვცხოვრობთ.

124
ვირთხა ჭიქას დაჰყურებდა, მერე ერთხელ კიდევ გააქნია თავი:

– ამას ვერასოდეს ვერ გავიგებ...

– იქნებ ეგრეც ჯობს! ყველაზე კარგი კი ის არის, არც უნდა სცადო რამის გაგება.

ამ სიტყვებთან ერთად ჯეიმ თამბაქოს ბოლის ნაკადი იქით მიუშვა, სადაც ჩვეულებრივ ბარის
სტუმრები ისხდნენ, ახლა კი სიცარიელე იყო და ბნელოდა. თეთრი კვამლი ჰაერში დაეკიდა,
მერე კი უკვალოდ გადნა.

ერთხანს ჩუმად ისხდნენ. ვირთხა თვალმოუშორებლად შეჰყურებდა ჭიქას, რაღაცაზე


ფიქრობდა. ჯეის ისევ აღმა-დაღმა დაჰქონდა თითი. მუსიკალური ავტომატი ბოლო
სიმღერამდე მივიდა. ტკბილხმიანმა ფალსეტტო ბოყს-მა სოულ-ბალადა წამოიწყო.

– მისმინე, ჯეი! – თქვა ვირთხამ. ჭიქისთვის თვალი არ მოუშორებია, – აი, მე ოცდახუთი


წელიწადია ამქვეყნად ვცხოვრობ და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჯერ ვერაფერში ვერ
გავერკვიე.

ერთხანს ჯეი ჩუმად იყო, საკუთარ თითებს ათვალიერებდა. მერე თითქოს წელში მოიხარა.

– მე კი ორმოცდახუთი წელია ვცხოვრობ და მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი. იცი, რას? იმას, რომ
თუ ძალიან მოინდომებს, კაცი ნებისმიერი რამით ისწავლის ჭკუას. სულ უბრალო, ბანალური
რამითაც კი. ვიღაცამ თქვა, რომ პირის პარსვაშიც კი არის რაღაც ფილოსოფია. ეგრე რომ არ
იყოს, კაციშვილი ვერ გაიტანდა თავს ამ ცხოვრებაში.

ვირთხამ თავი დაუქნია და ფსკერზე დარჩენილი ლუდი დალია. ფირფიტა დამთავრდა,


მუსიკალურმა აპარატმა დაიჩხაკუნა და ბარი ისევ სიჩუმეში ჩაიძირა.

– ის, რასაც შენ ამბობ, თითქოს გასაგებია, – დაიწყო ვირთხამ, მაგრამ მერე კრინტი აღარ
დაუძრავს. უშედეგოდ სცადა რაღაცის დამატება, მერე გაიღიმა და წამოდგა, – გმადლობ
ლუდისთვის. თუ გინდა, სახლამდე მიგიყვან.

– არ არის საჭირო. მე ხომ აქვე ვცხოვრობ, თან ცოტას ფეხით გავივლი...

– ღამე მშვიდობისა, კატა მომიკითხე.

– აუცილებლად.
გარეთ შემოდგომის სუნი იდგა. ვირთხა ქუჩას გაუყვა, გზადაგზა ხელებს უტყაპუნებდა ხეებს.
მანქანამდე რომ მიაღწია, დიდხანს დაბნეული შეჰყურებდა მრიცხველის ციფრებს. მერე ჩაჯდა
და ბევრი აღარ უფიქრია, ზღვისკენ წავიდა. სანაპიროსთან გზაზე მანქანა მოატრიალა და იმ
სახლთან გაჩერდა, რომელშიც ქალი ცხოვრობდა. აქა-იქ ფანჯრებში ჯერ კიდევ ენთო სინათლე,
ფარდებს იქით ადამიანების ლანდები ჩანდა.

ქალის ბინის ფანჯრები ჩაბნელებული იყო. არც საძინებელში ენთო სინათლე. ალბათ სძინავს.
კიდევ უფრო დანაღვლიანდა.

ტალღები უფრო და უფრო ხმაურობდნენ. თითქოს ერთი სული ჰქონდათ, ტალღმჭრელები


გადმოელახათ და ვირთხა თავის მანქანიანად წაეღოთ. ვირთხამ რადიო ჩართო, სავარძლის

125
საზურგე გადასწია, ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. ასე იჯდა და უსმენდა დისკ-
ჟოკეის უაზრო ყბედობას. საშინლად დაიღალა. სხვადასხვა უსახელო გრძნობები ადგილს ვერ
პოულობდნენ და უსახელო ადგილებშივე იკარგებოდნენ. მოეშვა, ფიქრებშემოცლილი თავი
გვერდზე გადახარა და ტალღების ხმაურს შერეულ დისკ-ჟოკეის ჭახჭახს მიუგდო ყური. ძილმა
შეუმჩნევლად წაართვა თავი.

11

ხუთშაბათ დილით გოგოებმა გამაღვიძეს. ჩვეულებრივზე თხუთმეტი წუთით ადრე, მაგრამ არ


გავბრაზებულვარ. პირი გავიპარსე, ყავა დავლიე, ახალი გაზეთი ავიღე და სტრიქონ-სტრიქონ
ჩავყევი. სტამბის საღებავი ხელებს მისვრიდა.

– სათხოვარი მაქვს, – მითხრა ერთ-ერთმა ტყუპისცალმა.

– კვირისთვის შეგიძლია მანქანა იშოვო? – მკითხა მეორემ.

– შევეცდები, – ვთქვი, – საით აპირებთ?

– წყალსაცავისკენ.

– წყალსაცავისკენ?

ორივემ დამიქნია თავი.

– და რა იქნება იქ, წყალსაცავზე?

– დაკრძალვა.

– ვისი?!

– გამანაწილებელი ფარის.

– ჰოო, – ვთქვი და გაზეთს მივუბრუნდი.

ჯინაზე, კვირას დილიდანვე წვიმდა. თუმცა ბუნდოვნად მქონდა წარმოდგენილი, თუ როგორი


ამინდი მოუხდებოდა გამანაწილებელი ფარის დაკრძალვას. ტყუპები წვიმაზე არაფერს
ამბობდნენ, მეც ჩუმად ვიყავი.

შაბათ საღამოს ჩემს მეწყვილეს ღია ცისფერი "ფოლკსვაგენი" ვთხოვე. "რა, მეგობარი იშოვე?" –
დაინტერესდა. პასუხად რაღაც წავიბუტბუტე. ნაღების შოკოლადით გაზიპული "ფოლკსვაგენის"
უკანა სავარძელი სისხლით მოთხვრილ ბრძოლის ველს წააგავდა. მანქანით ჩემს მეწყვილეს
თავისი ბიჭი დაჰყავდა. როკის კასეტა ვერ აღმოვაჩინეთ და მთელი საათ-ნახევარი სრულ
სიჩუმეში, უმუსიკოდ ვიარეთ. წვიმა ნელ-ნელა მატულობდა და კლებულობდა, ისევ

126
ძლიერდებოდა და ისევ ნელდებოდა... მთქნარებას ჰგავდა. მარტო ასფალტზე სისინით
მიმავალი საბურავების ხმა არ იცვლებოდა.

ერთი წინა სავარძელზე იჯდა, მეორე – უკანაზე. ორივეს მკაცრი და სევდიანი სახე ჰქონდა,
ისეთი, როგორიც დაკრძალვას შეეფერება. განწყობა მეც გადმომედო. შემწვარი სიმინდის
საჭმელად რომ გავჩერდით, ისევ ისეთი სევდიანები და მკაცრები ვიყავით. ჩვენს მწუხარე
დუმილს მხოლოდ სიმინდის ხრამუნი არღვევდა. ბოლომდე გამოხრული სამი ტარო იქვე
დავტოვეთ და გზა გავაგრძელეთ.

გარშემო ერთბაშად იმატა ძაღლებმა. როგორც ბოლოყვითელა თევზების გუნდები


ოკეანარიუმში, ისე უმიზნოდ დარბოდნენ წვიმაში აქეთ-იქით. დროდადრო სიგნალის მიცემა
მიხდებოდა. მაგრამ, ეტყობა, არც წვიმა აინტერესებდათ, არც ავტომობილი. როცა
ვასიგნალებდი, ერთს მტრულად გამომხედავდნენ და მოხერხებულად მიქცევდნენ გვერდს.
მაგრამ წვიმას კი ნამდვილად ვერ გაარიდებდნენ თავს. ყველანი კუდამდე იყვნენ გალუმპული,
ზოგიერთი წავს წააგავდა ბალზაკის ერთი წიგნიდან, ზოგი – ფიქრებში წასულ ბუდისტ ბერს.
ერთმა ტყუპისცალმა სიგარეტი ჩამიდო პირში და მომიკიდა. მერე ხელისგული თეძოს შიდა
მხარეს დამადო და რამდენჯერმე ამისვ-ჩამისვა. თან ისე, თითქოს კი არ მეფერება, რაღაცის
დამტკიცება სურსო.

წვიმა გადაღებას არ აპირებდა. ასეთია ოქტომბრის წვიმები. ასხამს და ასხამს, სანამ არ


დაასველებს ყველაფერს, რისი დასველებაც შეიძლება. მიწა ლამის გასაწური ხდება. ხეები და
გზა, მინდვრები და მანქანები, სახლები და ძაღლები – ყველა და ყველაფერი წვიმით არის
გაჟღენთილი. სამყარო ცივი წყლითაა გადავსებული, საშველი კი არ ჩანს.

გზა მაღლა წავიდა, ტყეში შევედით და როცა იქიდან გავედით, წყალსაცავიც დავინახეთ.
გარშემო კაცის ჭაჭანება არ იყო. წვიმა წყლის მთელ ზედაპირზე იღვრებოდა. წყალსაცავი
წვიმაში კიდევ უფრო სევდიანად გამოიყურებოდა, ვიდრე მეგონა. მანქანა ნაპირთან
შორიახლოს გავაჩერე. არ გადმოვსულვართ. თერმოსიდან ყავას ვსვამდით და გზაზე ნაყიდ
ნამცხვარს ვატანდით. სამნაირი იყო – ყავის, კრემიანი და ნეკერჩხლის სიროფის. ნაწყენი რომ
არავინ დარჩენილიყო, ყველაფერი საგულდაგულოდ გავყავით სამ ნაწილად.

წვიმა კი ასხამდა და ასხამდა. თანაც საოცრად ჩუმად. თითქოს გაზეთის წვრილ-წვრილ


ნაგლეჯებს ყრიდნენ სქელ ხალიჩაზე. კლოდ ლელუშს უყვარს ასეთი წვიმის ჩვენება თავის
ფილმებში.

ნამცხვარი შევჭამეთ, ორ-ორი ფინჯანი ყავა დავლიეთ და მოლაპარაკებულებივით


ერთდროულად ჩამოვიფერთხეთ მუხლებიდან ნამცეცები. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია.

– აბა, დავიწყოთ, – თქვა ბოლოს ერთმა ტყუპისცალმა.

მეორემ თავი დაუქნია.

სიგარეტი ჩავაქრე.

ქოლგები არ აგვიღია. იქით წავედით, სადაც გზა ნაპირს აწყდებოდა და წყალში ისე
უერთდებოდა ხიმინჯებს, თითქოს ხიდად გაგრძელება სურსო. წყალსაცავი დატბორილი
მდინარე იყო. წყლის ზედაპირის უცნაური ხვეულები მთების დაძირვას ლამობდა. წყლის

127
ფერში ავის მომასწავებელი სიღრმე იგრძნობოდა. წვიმას წყალსაცავის მთელი ზედაპირი
მილიონ ადგილას დაეჩვრიტა.

ერთ-ერთმა ტყუპისცალმა ქაღალდის პაკეტიდან გამანაწილებელი ფარი ამოიღო და


მომაწოდა. წვიმაში კიდევ უფრო უსახური ჩანდა.

– რომელიმე ლოცვა თქვი.

– ლოცვა?

– დაკრძალვაზე არ ვართ? უნდა ვილოცოთ.

– რაღაც არ მიფიქრია ამაზე, – ვთქვი, – არც ერთი არ მახსოვს.

– რაც გინდა თქვი, ყველაფერი გამოდგება!

– ეს ხომ ფორმალობაა!

წვიმამ უკვე დამასველა თავიდან ფეხებამდე, მე კი ისევ ვიდექი და ამ შემთხვევისთვის შესაფერ


სიტყვებს ვეძებდი. გოგოები აღელვებულები იყვნენ. ხან მე შემომხედავდნენ, ხან –
გამანაწილებელ ფარს.

– ფილოსოფიის ვალი, – დავიწყე კანტის სიტყვებით, – ჩვენი ცდომილებით ნაშობი ფანტაზიის


თავიდან მოშორებაა... გამანაწილებელო ფარო! მშვიდად განისვენე წყალსაცავის ფსკერზე...

– გადააგდე!
–?

– ფარი გადააგდე!

მთელი ძალით მოვიქნიე და ფარი ორმოცდახუთი გრადუსით მოვისროლე. წვიმაში წარმტაცი


რკალი მოხაზა და წყალში მოადინა ტყაპანი. იქიდან წამოსულმა წრეებმა ჩვენს ფეხებამდე
მოაღწია.

– გასაოცარი ლოცვაა!

– შენ თვითონ მოიფიქრე?

– რა თქმა უნდა, – ვთქვი.

იმ ძაღლებივით გალუმპულები ვიდექით ნაპირზე და წყალსაცავს გავცქეროდით.

– აქ ღრმაა თუ არც ისე? – მკითხა ერთმა.

– საშინლად ღრმაა, – ვუპასუხე.

– თევზი არის? – მკითხა მეორემ.

128
– თევზი ყველა წყალსაცავშია.

ვფიქრობ, შორიდან არცთუ ურიგო ქანდაკებებს ვგავდით.

12

მომდევნო კვირის ხუთშაბათს, ამ შემოდგომაზე პირველად, ჩავიცვი ჯემპრი. ჩვეულებრივი,


შოტლანდიური შალის რუხი ჯემპრია, იღლიებში ოდნავ გაწელილი. მაგრამ ასე უფრო
სასიამოვნოც კია. ჩვეულებრივზე გულმოდგინედ გავიპარსე, ბამბის თბილი შარვალი ჩავიცვი,
ჭვარტლით დაფარული სამხედრო ბათინკები გამოვათრიე. "აბა, ფეხებისკენ!" ამ ბრძანების
შემდეგ ბათინკები ორ დამჯერ ლეკვს დაემსგავსნენ. გოგოები ოთახში დაფაცურდნენ, იპოვეს
ჩემი სიგარეტი, სანთებელა, საფულე, სამგზავრო ტალონი და ეს ყველაფერი გადმომცეს.

კანტორაში მაგიდასთან დავჯექი და მდივნის მოტანილ ყავას შევექეცი. ამასობაში ექვს


ფანქარსაც წავუთალე წვერი. ოთახში გრიფელისა და ჯემპრის სუნი დატრიალდა.

შესვენებაზე სასადილოდ გავედი და კიდევ ერთხელ გავეთამაშე ორ აბისინიურ კატას. მინებს


შორის დატოვებულ სანტიმეტრის სისქის ღრიჭოში შევყოფდი ნეკს, ისინიც თავ-პირის
მტვრევით გამოიქცეოდნენ და კბილებით ეცემოდნენ თითს.

ზოომაღაზიის გამყიდველმა კატის ხელში აყვანის უფლება მომცა. ისეთი ფუმფულა იყო,
მაღალხარისხიანი ქაშმირის ძაფით ნაქსოვს ჰგავდა. ცივი დრუნჩი ტუჩებზე მომადო.

– იოლად ეჩვევა ადამიანებს, – თქვა გამყიდველმა.

მადლობა გადავუხადე, კატა უკანვე, ყუთში ჩავსვი და ერთი პაკეტი სრულიად უსარგებლო კატის
საკვები ვიყიდე. გამყიდველმა ფაქიზად შემიხვია. როცა მაღაზიიდან კატის საკვებით ხელში
გამოვდიოდი, ორივე კატა ისე შემომცქეროდა, თითქოს ოცნების ნამსხვრევი ვიყავი.

კანტორაში მდივანმა ჯემპრიდან კატის ბალანი მომაცილა.

– კატებთან ვთამაშობდი, – ვუთხარი. სულ არ მიგრძნია უხერხულობა.

– გვერდზეც გარღვეულია.

– ვიცი. შარშან ინკასატორის მანქანას დავესხი თავს და სარკეზე წამომედო.

– გაიხადე, – ისე თქვა, თითქოს ვერც კი გაიგონა ჩემი ნათქვამი.

ჯემპრი გავიხადე. სკამის კიდეზე ჩამოჯდა, გრძელი ფეხები გადააჯვარედინა და შავი ძაფით
კემსვა დაიწყო. სანამ კემსავდა, მაგიდასთან დავბრუნდი, დღის მეორე ნახევრისთვის ფანქრებს
წვერები წავუთალე და მუშაობას შევუდექი. ვინც რა უნდა თქვას, მე კი არასდროს არ ვწუწუნებ

129
სამუშაოს გამო. განსაზღვრულ დროში ვასრულებ განსაზღვრულ რაოდენობას. ამაზე მეტს არა,
მაგრამ შეძლებისდაგვარად კეთილსინდისიერად. ჩემს ამ თვისებას ალბათ აუცილებლად
დააფასებდნენ ოსვენციმში. ისე, მთელი პრობლემაც სწორედ ეს არის: ყველა ის ადგილი,
რომელიც მომიხდებოდა თუ რომელსაც მოვუხდებოდი, წარსულში დარჩა. ვერაფერსაც ვერ
ვიზამ. ვერც ოსვენციმს დავაბრუნებ, ვერც ორადგილიან ტორპედოებს. არავინ არ იცვამს
მინიქვედატანს, არავინ არ უსმენს ჯანის და დინს და გახსენებაც კი მიჭირს, უკანასკნელად
როდის ვნახე გოგოზე სამაგრიანი წინდები.

საათი სამს უჩვენებდა. მდივანმა, როგორც ყოველთვის, ცხელი მწვანე ჩაი და სამი ნამცხვარი
მომიტანა. ჯემპრიც კოხტად დაეკემსა.

– შეიძლება რაღაცაზე დაგელაპარაკო?

– რატომაც არა, – ნამცხვარი ჩავკბიჩე.


– ნოემბრის თაობაზე, – თქვა, – იქნებ ჰოკაიდოზე წავსულიყავით?

ნოემბერში მთელი ფირმა ვიღებდით შვებულებას და სამივე ერთად მივდიოდით სადმე.

– რატომაც არა! – ვთქვი.

– ესე იგი, გადაწყვეტილია. დათვები არ იქნება იქ?

– დათვები? რას ამბობ, უკვე ზამთრის ძილში იქნებიან.

დამშვიდებულმა დამიქნია თავი.

– დღეს ჩემთან ერთად ხომ არ ივახშმებ? აქვე ახლოს კარგი ხამანწკები აქვთ.

– კარგი, – ვთქვი.

რესტორანი ტაქსით ხუთი წუთის სავალზე, წყნარი საცხოვრებელი ქუჩის შუაში იყო. მაგიდას
მივუსხედით. შავებში გამოწყობილი ოფიციანტი უხმოდ მოსრიალდა ქოქოსის მოწნულ
ჭილოფზე და საცურაო დაფისოდენა ორი მენიუ დაგვიდო წინ. ხამანწკებამდე ორი ლუდი
შევუკვეთეთ.

– ძალიან გემრიელი ხამანწკები აქვთ, ცოცხლებს ხარშავენ.

ლუდი მოვსვი და ამოვიკვნესე.

ერთხანს თლილი თითებით ყელზე ჩამოკიდებულ ვარსკვლავის ფორმის კულონს


ატრიალებდა.

– თუ რამის თქმა გინდა, ახლავე თქვი, სანამ არ მოუტანიათ, – ვთქვი და მაშინვე გავიფიქრე:
ჯობდა, საერთოდ არ ამომეღო ხმა. ყოველთვის ასე მემართება.

ძლივს შესამჩნევად გაიღიმა. ამ მეოთხედი სანტიმეტრის ღიმილის სახიდან მოცილება არც ისე
ადვილი იყო, ამიტომ ერთხანს ტუჩებზე შერჩა. რესტორანი ცარიელი იყო, ცოტაც და,
გავიგონებდით, როგორ ამოძრავებდნენ ულვაშებს ხამანწკები.

130
– შენი სამუშაო მოგწონს? – მკითხა.

– არც კი ვიცი... არ მიფიქრია... ყოველ შემთხვევაში, უკმაყოფილო არ ვარ.

– არც მე, – თქვა და ლუდი მოსვა, – კარგი ხელფასი, შვებულება ყოველთვის დროულად, თქვენც
კარგი ბიჭები ხართ...

ჩუმად ვიჯექი. კარგა დიდი ხანი იყო, სერიოზულად არავისთვის დამიგდია ყური.

– მაგრამ მე ხომ მხოლოდ ოცი წლის ვარ, – განაგრძო, – არ მინდა სიცოცხლის ბოლომდე აი,
ასე...

სანამ სუფრას შლიდნენ, საუბარი შეწყდა.

– ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, – ვთქვი, – მალე ვინმე შეგიყვარდება, გათხოვდები...


შეიცვლება ცხოვრება...

– არ შეიცვლება, – ჩუმად თქვა, მარჯვედ ასუფთავებდა ხამანწკებს დანითა და ჩანგლით, –


არავის არ ვჭირდები. სიკვდილამდე ტარაკნების დევნასა და ჯემპრების კემსვაში ვიქნები.

ამოვიოხრე. უცებ მომეჩვენა, რომ რამდენიმე წლით დავბერდი.


– კარგი, რა... ნახე როგორი სიმპათიური ხარ! რამსიგრძე ფეხები გაქვს, სახესაც არა უშავს რა...
ხამანწკებსაც მშვენივრად ასუფთავებ. ყველაფერი ნორმალურად იქნება.

გაჩუმდა. ხამანწკებს შეექცა. მეც მივბაძე. უცებ წყალსაცავის ფსკერზე დასვენებული


გამანაწილებელი ფარი გამახსენდა.

– ოცი წლის რომ იყავი, რას აკეთებდი?

– უგონოდ ვიყავი შეყვარებული.

სამოცდაცხრა წელი. ჩვენი წელი...

– მერე, მერე რა მოხდა?

– დავშორდით.

– კარგი იყო მასთან?

– თუ შორიდან შეხედავ, – ვთქვი და ხამანწკის ნაჭერი გადავყლაპე, – ნებისმიერი რამ ლამაზი


მოგეჩვენება.

ჭამას მოვრჩით. რესტორანი ნელ-ნელა ივსებოდა. წკრიალებდნენ დანები და ჩანგლები,


ჭრიალებდნენ სკამები. მე ყავა შევუკვეთე, იმან – ყავა და ლიმონის სუფლე.

– ახლა? – მკითხა, – ახლა გყავს ვინმე?

131
ცოტა დავფიქრდი და გადავწყვიტე ტყუპებზე არაფერი მეთქვა.

– არავინ.

– მარტო ყოფნა არ გიჭირს?

– შევეჩვიე. ვარჯიშის საქმეა.

– რა ვარჯიშის?

სიგარეტს მოვუკიდე და კვამლი მისი თავისგან ნახევარი მეტრით ზევით გავუშვი.

– საქმე ის არის, რომ საინტერესო ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. რასაც მოვისურვებ,


ყველაფერს ვიღებ. მაგრამ როგორც კი რამეს მივიღებ, იქვე რაღაც სხვა რამე უნდა გავთელო.
გესმის?

– ცოტათი.

– არავის არ სჯერა, მაგრამ ზუსტად ასეა. სამი წლის წინათ შევამჩნიე და გადავწყვიტე ვეცადო,
რომ არაფერი არ მინდოდეს.

თავი გადააქნია.

– შენ რა, მთელი ცხოვრება ასე აპირებ?

– ალბათ... აბა, ისე როგორ მოვახერხო, რომ არავის შევუშალო ხელი?

– თუ მართლა ასე ფიქრობ, – თქვა, – მაშინ ჯობს ფეხსაცმლის კოლოფში იცხოვრო.

მშვენიერი ნათქვამია!
სადგურამდე ფეხით გავისეირნეთ. ჯემპრში შესანიშნავად ვგრძნობდი თავს.

– ოქეი, – თქვა, – შევეცდები როგორმე გავაგრძელო ცხოვრება...

– მაპატიე, რომ ჩემგან ხეირი არაფერია.

– დავილაპარაკეთ და ცოტა მომეშვა გულზე.

ერთი ბაქნიდან მივემგზავრებოდით, მაგრამ სხვადასხვა მხა-რეს.

– მართლა არ გიჭირს მარტო ყოფნა? – ბოლოს კიდევ ერთხელ მკითხა. სანამ შესაფერ პასუხს
მოვძებნიდი, მატარებელიც მოვიდა.

132
13

არის დღეები, როცა რაღაც ადგება და ყელში წაგიჭერს. ეს რაღაც ყველაფერი შეიძლება იყოს,
ნებისმიერი წვრილმანი. ვარდის კოკორი, დაკარგული კეპი, ჯემპრი, რომელიც ბავშვობაში
მოგწონდა, ჯინ პიტნის ძველი ფირფიტა... წვრილმანი ნივთების სია, რომლებსაც სხვა არაფერი
დარჩენიათ. ორი-სამი დღე დაძვრებიან სულში, სანამ ისევ იქ არ დაბრუნდებიან, საიდანაც
მოვიდნენ... წყვდიადი. ჩვენს სულებში ამოთხრილი ჭები. და ჭების თავზე მოფრთხიალე
ჩიტები.

იმ შემოდგომის კვირა საღამოს ყელში პინბოლი მეცა. მერვე ფოსოს მოედანზე მდგარი,
ტყუპებთან ერთად დაისს გავცქეროდი. მერვე ფოსო საკმაოდ გრძელი იყო, ხუთ დარტყმაზე
გათვლილი. წინაღობებისა და დამრეცი ფერდობების გარეშე. მარტო ერთი, სკოლის დერეფნის
მსგავსი ფერვეი მოდიოდა მისკენ. მეშვიდე ფოსოსთან ფლეიტაზე ვარჯიშობდა მეზობლად
მცხოვრები სტუდენტი. გულისგამაწვრილებელი ოროქტავიანი გამების აკომპანემენტზე მზე
სანახევროდ ჩაესვენა გორაკებს იქით და მაინცდამაინც ამ დროს არ მწვდა ყელში პინბოლის
ავტომატი?!

ესეც არ მაკმარა – თავში ყოველ მომდევნო წამს პინბოლის სახეები მრავლდებოდა. საკმარისი
იყო, დამეხუჭა თვალები, რომ ყურის ძირში მესმოდა გასროლილი ბურთულას ჩხაკუნი, მერე კი
ანგარიშის ტაბლოზე ჩარიგებული ციფრების წიკწიკი.

სამოცდაათში, როცა "ჯეის ბარში" ვირთხასთან ერთად ვყლურწავდი ლუდს, სულაც არ ვიყავი
პინბოლის ფანატი. ჯეის იმ დროისთვის იშვიათი ავტომატი ედგა – სამფლიპერიანი მოდელი,
სახელწოდებით "რაკეტა". მოედანი ზედა და ქვედა ნაწილებად იყო გაყოფილი – ერთი
ფლიპერი ზემოთ, ორიც – ქვემოთ. იმ ძველი, მშვენიერი დროის მოდელი, როცა
ნახევარგამტარების ინფექცია ჯერ კიდევ არ შემოჭრილიყო პინბოლის სამყაროში. პინბოლზე
გადარეული ვირთხას პირადი რეკორდი 92500 ქულა იყო. ამ ფაქტის აღსანიშნავად სამახსოვრო
ფოტოც კი გადავუღე. ავტომატზე დაყრდნობილ ვირთხას სახეზე ბედნიერი ღიმილი
გადაჰფენია – თავის მხრივ, იღიმება ავტომატიც ტაბლოზე დაწერილი რიცხვით – 92500. ჩემი
ჯიბის "კოდაკით" გადაღებული ერთადერთი ნორმალური ფოტო. ვირთხა ამ ფოტოზე მეორე
მსოფლიო ომის ზედგამოჭრილი "ასია". ავტომატი ძველ გამანადგურებელს ჰგავს, რომელსაც
ხელით ქოქავენ, პილოტი კი აფრენის შემდეგ თვითონ წამოიხურავს ხოლმე საქარე ხუფს.
ციფრები "92500" ვირთხას ავტომატთან აახლოებს, მთელ ფოტოს ინტიმურობის ელფერს
სძენს.

კვირაში ერთხელ პინბოლის ფირმიდან რემონტსა და ფულის შეგროვებაზე პასუხისმგებელი


პირი მოდიოდა. ეს იყო ოცდაათი წლის კაცი, საოცრად გამხდარი და უკიდურესად ჩუმი. ბარში
შემოვიდოდა, ჯეის არც კი შეხედავდა, პირდაპირ ავტომატს მიადგებოდა, გასაღებით გააღებდა
პატარა კარს და ხურდა ფულს უხეში ტილოს ტომარაში ჩაცლიდა. იქიდან ერთ მონეტას
აიღებდა, ნაპრალში ჩადებდა, ორ-სამჯერ შეამოწმებდა დგუშის ზამბარის მდგომარეობას და
ისე, უფულოდ შეიყვანდა ბურთულას თამაშში. ბუფერს მოარტყამდა, შეხედავდა, გამორთულია
თუ არა მაგნიტები, მერე კი მთელ მარშრუტს გაივლიდა – ბურთულას ყველგან შეაგდებდა –
ლუზაში, სამიზნეში, მახეებში... ბოლოს საპრიზო ნათურას აანთებდა და კმაყოფილი აძლევდა
ბურთულას საშუალებას ბუდეში დაბრუნებულიყო, რის შემდეგაც თავს დაუქნევდა ჯეის –
ყველაფერი რიგზეაო! – და მიდიოდა. იმ დროში, რაც მას საამისოდ სჭირდებოდა, სიგარეტს
სანახევროდ თუ მოწევდი.

133
დაფერფლება მავიწყდებოდა, ვირთხას თავისი ლუდი ავიწყდებოდა, ვისხედით და ამ მშვენიერ
ტექნიკას ვუყურებდით.

– ფანტასტიკურია! – ამბობდა ვირთხა, – ასეთი ტექნიკით თავისუფლად შეიძლება ას


ორმოცდაათი ათასის მოგროვება. რა ას ორმოცდაათი, ორასისაც კი!

– რა გინდა, ეგ ხომ პროფესიონალია! – ვცდილობდი ვირთხას დამშვიდებას. მაგრამ "ასის"


სიამაყე უკვე აღარ ბრუნდებოდა.
– მაგასთან შედარებით ძუძუმწოვარა ვარ! – ამ სიტყვების შემდეგ დადუმდებოდა. მისი უაზრო
ოცნება ტაბლოზე ექვსივე ფანჯრის შევსებაზე უსასრულოდ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.

– ეს ხომ მისი სამუშაოა, – ვაგრძელებდი, – საინტერესო მხოლოდ დასაწყისშია. მერე კი


დილიდან საღამომდე ერთი და იგივე, ვისაც გინდა, იმას მოსწყინდება.

– არა-ა-ა, – თავს გადააქნევდა ვირთხა, – მე არ მომწყინდება!

14

"ჯეის ბარი" ხალხით იყო სავსე. კარგა ხანია ასეთი ხალხმრავლობა არ მენახა. ჯეი ცოტა ვინმეს
თუ იცნობდა. მაგრამ კლიენტი ყოველთვის კლიენტია და გუნების გაფუჭების საბაბიც არ
არსებობდა. ყინულის მსხვრევის ხმა, ჭიქებში მისი წკარუნი, სიცილი, "ჯექსონ ფაივი"
მუსიკალური ავტომატიდან, როგორც კომიქსების გმირების პირიდან გამონაბოლქვი თეთრი
კვამლის ღრუბელი ჭერში – თითქოს ზაფხულის ნაგლეჯი შემოიჭრა აქ ამ საღამოს.

თუმცა ვირთხასთვის ეს ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო. დახლთან მარტო მიმჯდარმა,


რამდენჯერმე სცადა წაკითხვა, მაგრამ ერთ გვერდსაც ვერ გასცდა და წიგნი გვერდზე გადადო.
ახლა მას ერთი რამ სურდა – თუ, რა თქმა უნდა, გამოუვიდოდა – უკანასკნელი ყლუპი ლუდი
დაელია, შინ დაბრუნებულიყო და დაეძინა. თუ მოახერხებდა დაძინებას...

ამ კვირას იღბალმა მოუბრუნებლად აქცია ზურგი ვირთხას. ყველაფერი ხელში ადნებოდა –


სიზმრის ნაწყვეტები, ლუდი, სიგარეტი, ამინდიც კი. მთის ფერდობებს წვიმის ნაკადი რეცხავდა,
რომელიც მდინარეებს ზღვაში მიჰქონდათ და რუხ-ყავისფერ წინწკლებად ღებავდნენ.
მაინცდამაინც სასიამოვნო სანახაობა არ იყო. ვირთხას კი თავში თითქოს ძველი, დახვეული
გაზეთები ჩაუტენეს. ცოტა და უგემურად ეძინა. თითქოს კბილის ექიმის მისაღებში ზიხარ,
ოთახში მეტისმეტად თბილა და საკმარისია ვიღაცამ კარი გააღოს, მაშინვე გეღვიძება.
თვალწინ კი ციფერბლატი გიდგას.

შუა კვირაში ვირთხა ვისკით გაიბრუებდა თავს, რათა ყველანაირი აზრი და ფიქრი გაეყინა.
გონების თითოეულ ნაპრალს ყინულის ფენით ავსებდა, ისეთი სქელი ფენით, რომ თეთრი
დათვი გაივლიდა ზედ. და იძინებდა იმ იმედით, რომ ამგვარად მიაღწევდა მომავალ კვირამდე.
მაგრამ გაიღვიძებდა და ყველაფერი ისევ ძველებურად იყო. ოღონდ ოდნავ სტკიოდა თავი.

134
ვირთხას დაბინდული მზერა ლუდის ექვს ცარიელ ბოთლს აწყდება. ბოთლებს შორის ჯეის
ზურგი ჩანს.

მშვენიერი მომენტია პენსიაზე გასასვლელად, – ფიქრობს ვირთხა, – პირველად აქ თვრამეტი


წლისამ დავლიე ლუდი. მას შემდეგ ათასი ბოთლი, ათასი თეფში მისატანებელი, ათასი
ფირფიტა მუსიკალურ ავტომატში. ეს ყველაფერი ნავის ბორტზე მიხეთქებულ ტალღებს ჰგავს –
როგორც მოვიდნენ, ისევე წავიდნენ. იქნებ უკვე საკმაოდ დავლიე? რა თქმა უნდა, ოცდაათისაც
გავხდები, ორმოცისაც, ლუდსაც დავლევ, და მაინც, – ფიქრობს ვირთხა, – და მაინც, ლუდი,
რომელსაც აქ ვსვამ, სულ სხვა საქმეა... – ოცდახუთი წელი ურიგო ასაკი არ არის პენსიაზე
გასასვლელად. გემოვნებიანი და ჭკვიანი კაცი ამ ასაკში უნივერსიტეტიდან ბანკში გადადის,
რათა რაღაც კრედიტებზე პასუხისმგებელი გახდეს.

ვირთხა ცარიელი ბოთლების ბატარეას კიდევ ერთს უმატებს, გალიცლიცებულ ჭიქას იღებს და
სულმოუთქმელად ანახევრებს. მერე მექანიკურად ისვამს ტუჩებზე ხელის ზურგს. მერე ხელს
შარვალზე იწმენდს.

– მოდი, მოვიფიქროთ, – საკუთარ თავს ეუბნება ვირთხა, – მოდი, დინჯად მოვიფიქროთ.


ოცდახუთი წელი... ეს ის ასაკია, როცა შეიძლება ცოტა დაფიქრდე. ორი თორმეტი წლის ბიჭი –
ვითომ ეს არის შენი ფასი? არა, მარტო შენ ერთს ამდენი არ გეყოფა... მაშინ იქნებ შენი ფასი
კიტრის ქილაში გაკეთებული ჭიანჭველების ბუდეა? კარგი ერთი... მეტაფორები კი დაახვავე,
მაგრამ არც ერთი არ უქნია ღმერთს. სადღაც შეცდი, იჯექი და იფიქრე. გაიხსენე... გასაგებია?

ფიქრისგან დაღლილი ვირთხა დარჩენილ ლუდს სვამს. ხელს მაღლა სწევს, კიდევ ერთს
უკვეთს.

– გამოტყვრები დღეს, – ეუბნება ჯეი. მაგრამ მაინც უდგამს წინ მერვე ბოთლს.

ნელ-ნელა თავიც სტკივდება. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ტალღები გარწევს ზევით-ქვევით.


თვალებში მოთენთილობა იბუდებს. გული აირიე, – ეუბნება ხმა თავში, – კარგად აირიე გული,
ფიქრით კი მერე იფიქრე. ახლავე ადექი და წადი ტუალეტში... არა, არაფერი არ გამოდის.
იქამდე ვერ მივაღწევ... ვირთხა მაინც სწორდება წელში, ტუალეტამდე მიდის, კარს აღებს,
იქიდან ახალგაზრდა ქალს აგდებს, თვალებს რომ იღებავს სარკესთან, და უნიტაზთან იხრება.

როდის ამერია გული უკანასკნელად? დამავიწყდა კიდეც, როგორ კეთდება. შარვალი უნდა
გავიძრო თუ არა... კარგი, გეყოფა ხუმრობა! გაჩუმდი და აირიე! მანამდე, სანამ კუჭის წვენი არ
წამოგივა.

ასეც იქცევა. მერე უნიტაზზე ჯდება და სიგარეტს ეწევა. საპნით იბანს ხელებს და სახეს. სველი
თითებით ივარცხნის თმას. მელანქოლია ჯერ კიდევ საკმარისად არის, მაგრამ ცხვირისა და
ნიკაპის მოხაზულობას უკვე არა უშავს. მუნიციპალური საშუალო სკოლის მასწავლებელს
ალბათ მოეწონებოდა.

ვირთხა ტუალეტიდან გამოდის, მიდის მაგიდასთან, სადაც ზის ქალი, რომელმაც ბოლომდე
ვერ შეიღება თვალები და ბოდიშს უხდის. მერე დახლთან ბრუნდება, ნახევარ ჭიქა ლუდსა და
ჯეის მოწოდებულ ერთ ყლუპ ყინულივით ცივ წყალს სვამს, ორ-სამჯერ გადააქნევს თავს,
სიგარეტს უკიდებს და მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდება ნორმას ტვინის ფუნქციები.

135
– ახლა კმარა, – ხმამაღლა ამბობს, – წინ გრძელი ღამეა. მექნება ფიქრის დრო.

15

პინბოლის მაგიის სამყარომ სამოცდაათის ზამთარში ჩამითრია. მაშინ ნახევარი წელიწადი,


როგორც ბნელ ორმოში, ისე გავიდა. სუფთა მინდორში ჩემი გაბარიტების ორმო იყო
ამოთხრილი, მე კი ყურებდაცული ვიჯექი შიგ. არაფერი არ მაინტერესებდა. თუმცა საღამოს
დადგომისთანავე ვიღვიძებდი, პალტოს ვიცვამდი და სათამაშო ცენტრში მივდიოდი.

ავტომატი, რომელსაც დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაგენი, იმ ავტომატის ასლი იყო, "ჯეის
ბარში" რომ იდგა – სამფლიპერიანი "რაკეტა". როცა მონეტას ჩავუშვებდი ნაპრალში და
დაწყების ღილაკს დავაჭერდი თითს, აზრიალდებოდა, თავის ათ სამიზნეს ამოსწევდა, საპრიზო
ნათურას ჩააქრობდა, ტაბლოზე ყველა ექვს თანრიგს გაანულებდა და სტარტზე პირველ
ბურთულას დადებდა. ხურდა ფულის არნახული რაოდენობა დამჭირდა, რათა ერთი თვის მერე,
ერთ ცივსა და წვიმიან საღამოს, მეექვსე თანრიგი დამნებებოდა – აეროსტატის კალათიდან
გამოგდებულ ქვიშით სავსე უკანასკნელ ტომარასავით.

ძლივს მოვაცილე აკანკალებული თითები ფლიპერის ღილაკებს, ზურგით კედელს მივეყრდენი,


ყინულივით ცივი ლუდი გავხსენი და დიდხანს, ძალიან დიდხანს შევყურებდი "105220"-ს.

ეს ჩვენი – ჩემი და პინბოლის ავტომატის – თაფლობის თვე იყო. უნივერსიტეტში თითქმის არ


დავდიოდი, გამომუშავებული ფულის დიდ ნაწილს კი პინბოლში ვაბანდებდი. თანდათან
ვითვისებდი ყველა ილეთს – შებოჭვას, პასს, შეჩერებას, მოძრავი ბურთის დარტყმას. სანამ
ვთამაშობდი, ზურგს უკან მაყურებლები გროვდებოდნენ. პომადით გათხუპნილი ვიღაც სკოლის
მოსწავლეები იდაყვზე მიხახუნებდნენ რბილ ძუძუებს.

როცა ასი ათასს გადავცდი, ნამდვილი ზამთარი დადგა. გათოშილი სათამაშო დარბაზი
თითქმის ცარიელი იყო. მე, დაბამბულ პალტოში გახვეული და ყელზე შარფშემოხვეული,
პინბოლის ავტომატთან სიყვარულობანას ვაგრძელებდი. ხანდახან საკუთარ თავს ტუალეტის
სარკეში ვხედავდი: შეშუპებული თვალებით, ამოწეული ღაწვებით, დაშაშრული კანით... სამ
პარტიას ვითამაშებდი, კედელს მივეყრდნობოდი და ვისვენებდი, სიცივისგან აძაგძაგებული
ვსვამდი ლუდს. ბოლო ყლუპს ყოველთვის ტყვიის გემო ჰქონდა. მერე ფეხებთან დავაგდებდი
სიგარეტის ნამწვს და ჯიბით მოტანილ ჰოთ-დოგს ვღრღნიდი.

მართლა მშვენიერი იყო ის ჩემი სამფლიპერიანი... მხოლოდ მე მესმოდა მისი, მხოლოდ ჩემი
ესმოდა. ყოველთვის, როცა კი "სტარტს" დავაჭერდი, ავტომატი ნეტარი ბუყბუყით ამოაგდებდა
ნულს მეექვსე თანრიგში და მიღიმოდა. მეც მილიმეტრის სიზუსტით გამოვწევდი პლანჟერს და
ვერცხლისფრად მოელვარე ბურთულას გავისროდი. სანამ ბურთულა ცეცხლმოდებულივით
დაქროდა სათამაშო მოედანზე, ჩემი სული უსაზღვროდ თავისუფალი იყო – ისე როგორც
ხარისხიანი ჰაშიშის მოწევისას.

136
თავში ყოველგვარი ლოგიკის გარეშე ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ სრულიად სხვადასხვა
აზრები. მინაზე, რომელიც სათამაშო მოედანს ფარავდა, სრულიად სხვადასხვა ადამიანების
სახეები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ. მინა ჯადოსნური ფარანივით ირეკლავდა ჩემს ოცნებებს –
ეს ოცნებები იქ ციმციმებდნენ ბუფერთან და საპრიზო ნათურებთან ერთად.

"შენი ბრალი არ არის, – თავის ქნევით ამბობდა მანქანა, – შენ ცდილობდი, შენ ყველაფერი
გააკეთე, რაც კი შეგეძლო".

ეჰ, ეგრე რომ იყოს... ვამბობ. მარცხენა ფლიპერი, ოდნავ რომ წამეკრა, მეცხრე სამიზნე.
არაფერიც არ გამიკეთებია. თითიც არ გამინძრევია. არადა, შეიძლება გამოსულიყო კიდეც,
მაგრად რომ მომენდომებინა.

ადამიანის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, ამბობს ავტომატი.

შეიძლება-მეთქი, ვპასუხობ. მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, ჯერ კიდევ შემიძლია...


დაბრუნება, დარტყმა, მახე, შეგდება, ასხლტომა, შებოჭვა, მეექვსე სამიზნე... საპრიზო პარტია.
"121150". ახლა მორჩა, ამბობს მანქანა, ყველაფერი მორჩა.

თებერვალში კი უცებ დაიკარგა. სათამაშო ცენტრი მოშალეს. ერთი თვის შემდეგ მის ადგილას
სადღეღამისო საფუნთუშე ააგეს. ფარდების ორნამენტები ოფიციანტი ქალების წინსაფრებზე
მეორდებოდა. გამხმარ ფუნთუშებს თეფშებით დაატარებდნენ. თეფშებზეც იგივე ორნამენტები
იყო. ველოსიპედებით მოსული უფროსკლასელები, ღამის ცვლის შოფრები, ბარში მომუშავე
ქალები და უცნაურად ჩაცმული ჰიპები ერთნაირად ნაღვლიანი სახეებით სვამდნენ ყავას.
უგემურზე უგემური ყავა და დარიჩინიანი ფუნთუშა შევუკვეთე და ოფიციანტს ვკითხე სათამაშო
ცენტრზე.

– სათამაშო ცენტრი?

– სულ ახლახან იყო აქ...

– არ ვიცი, – ოფიციანტმა ნამძინარევივით გააქნია თავი. აი, ასეთი ქალაქია – არავის არ ახსოვს
სულ რაღაც ერთი თვის წინანდელი ამბები.

დამძიმებული გულით დავყიალებდი ქალაქში. სად იყო ახლა სამფლიპერიანი "რაკეტა",


არავინ იცოდა.

ასე დავშორდი პინბოლს. ერთ მშვენიერ დღეს დგება დრო, როცა ადამიანი აღარ თამაშობს
პინბოლს. სულ ეს არის.

16

137
წვიმა, რამდენიმე დღე რომ ასხამდა, პარასკევ საღამოს შეწყდა. ქალაქი წყლით გაიჟღინთა,
ერთიანად გასივდა. ჩამავალმა მზემ ჯადოსნური საღებავებით შეღება დაფლეთილი
ღრუბლები და იქიდან არეკლილი ფერები ოთახში შემოიტანა.

ვირთხამ მაისურზე თხელი საწვიმარი ქურთუკი გადაიცვა და ქუჩაში გავიდა. შორს, ძალიან
შორს გაჭიმული შავი ასფალტი ერთიანად უმოძრაო გუბეებს დაეფარა. ქალაქში წვიმის შემდეგ
ბინდის სუნი იდგა. მდინარის გასწვრივ ჩარიგებული ფიჭვების წიწვების ბოლოებიდან წყალი
წვეთავდა. ყავისფერი წვიმის წყალი ახლა მდინარის ბეტონის ფსკერზე ზღვისკენ გარბოდა.
ბინდი ნესტიანმა სიბნელემ შეცვალა. ნესტი მაშინვე ნისლად იქცა.

ვირთხამ ნელა გაიარა ქალაქი მანქანით, იდაყვი ჩაწეულ მინაზე ედო. დასავლეთისკენ
მიმავალი დაფერდებული გზა თეთრ ნისლში ჩაიკარგა. სანაპიროზე რომ გავიდა, მანქანა
ნახევარკუნძულთან შეაჩერა, სავარძლის საზურგე გადასწია და სიგარეტს მოუკიდა. სანაპირო
ქვიშა, ბეტონის ბლოკები, ფიჭვის პატარა ტყე – ყველაფერს შავი ფერი დასდებოდა. ქალის
ფანჯრებში თბილი ყვითელი სინათლე ბჟუტავდა. საათი რვის ათ წუთს უჩვენებდა. დროს,
როცა ნავახშმევი ადამიანები ოთახის სითბოში ლღვებიან.

ვირთხამ თავქვეშ ამოიდო ხელი, თვალები დახუჭა და შეეცადა ქალის ოთახი წარმოედგინა.
სულ ორჯერ იყო იქ ნამყოფი, ამიტომ მოგონებებიც როგორღაც მკრთალად მოდიოდა. როგორც
კი შეხვალ, ექვსი ტატამი ფართობის სამზარეულო-სასადილო ოთახში მოხვდები...
ნარინჯისფერი სუფრა, ყვავილების ქოთნები, ოთხი სკამი, ფორთოხლის წვენის პაკეტი,
მაგიდაზე გაზეთი და უჟანგავი ლითონის ჩაიდანი... ყველაფერი აკურატულად არის
განაწილებული და დალაგებული. ერთი ლაქაც არსად ჩანს. კიდევ... კიდევ ორი პატარა ოთახი –
თუმცა ტიხარი დიდი ხანია მოშალეს და ერთი დიდი გამოვიდა. მინით დაფარული
წაგრძელებული საწერი მაგიდა, ზედ კი... ზედ თიხის სამი ლუდის კათხა. ერთი ყუთი
ფანქრებით, სახაზავებით, კალმისტრებით არის სავსე... მეორეში ფანქრის და მელნის
საშლელები აწყვია, ძველი ქვითრები, პრეს-საქაღალდე, წებოვანი ქაღალდი, ყველანაირი
ფერის სამაგრები... კიდევ ფანქრის სათლელი და მარკები.

მაგიდის გვერდით ძველი სახაზავი დაფა და ნათურა გრძელ შტატივზე. როგორი აბაჟური აქვს
ნათურას? მგონი, მწვანე... უფრო იქით საწოლი. გაულაქავი ხის პატარა საწოლი. ასეთი ბევრია
ჩრდილოეთ ევროპაში. ზედ ორნი დასხდებით და ისე დაიჭრიალებს, როგორც პარკში
დაქირავებული სასეირნო ნავი.

ნისლი ყოველ წუთს სქელდებოდა. ზღვის სანაპირო რძისფერში გალღვა. დროდადრო გზაზე
ნისლის საწინააღმდეგო ფარების ყვითელი შუქი გამოჩნდებოდა და ნელა ჩაივლიდა. გარედან
შემოსულმა ნესტმა ყველაფერი დაალბო მანქანაში – სავარძლები, საქარე მინა, საწვიმარი
ქურთუკი, სიგარეტი... მკვეთრად დაიყმუვლეს რეიდზე მდგარმა სატვირთო გემებმა – ასე
ბღავიან ფარას ჩამორჩენილი ბატკნები. ხან მოკლე, ხან გრძელი საყვირის ხმა გამებად
ლაგდებოდა, სიბნელეს კვეთდა და მთებისკენ მირბოდა.

იქ, მარცხენა კედელთან რა უდგას? – ისევ იგონებს ვირთხა. იქ წიგნის კარადაა, პატარა
სტერეოსისტემა, ფირფიტები... იმის იქით – ტანსაცმლის კარადა, ბენ შანის ორი რეპროდუქცია.
თაროზე საინტერესო არაფერია. მეტწილად წიგნები არქიტექტურაზე. და კიდევ ტურიზმზე –
გზამკვლევები, რუკები, საგზაო ჩანაწერები. რამდენიმე ბესტსელერი, მოცარტის ცხოვრების
აღწერა, ნოტები, სხვადასხვა ლექსიკონები... არის ფრანგული, წარწერით ფორზაცზე:
დაჯილდოებულია მავანი და მავანი. ფირფიტები – ძირითადად ბახი, ჰაიდნი, მოცარტი. და
ქალიშვილობის დროინდელი პეტ ბუნი, ბობი დარინი, "პლეტერზი"...

138
ვირთხა გაიჭედა. კიდევ რაღაც რჩებოდა. და ეს რაღაც მნიშვნელოვანი იყო. უიმისოდ მთელი
ოთახი ჰაერში გამოეკიდა, რეალური კონტურების გარეშე დარჩა. კიდევ რა არის იქ? მოიცა,
ახლავე გავიხსენებ... ჰო, რა თქმა უნდა, ჭაღი... და ხალიჩა. რანაირი ჭაღი და რა ფერის
ხალიჩაა? ვერა, ვერ გამიხსენებია...
მანქანის კარი რომ გავაღო, ფიჭვის ტყე გადავიარო, დავუკაკუნო და ყველაფერი შევიტყო
ჭაღისა და ხალიჩის ფერზე? ღმერთო, რა სისულელეა... ვირთხა ისევ გადაწვა სავარძელზე.
ზღვას გასცქერის. ზღვაზე თეთრი ნისლი კიდია. ნისლის მეტი არაფერი ჩანს. სიღრმეში კი
გულისცემის სიხშირით ინთება და ქრება შუქურის ნარინჯისფერი სინათლე.

უჭერო და უიატაკო ოთახი ერთხანს დაკარგულივით ეკიდა სიბნელეში, მერე ნელ-ნელა გაქრა
წვრილ-წვრილი დეტალები, ბოლოს კი სულ დაცარიელდა.

ვირთხა მანქანის ძარას მიაშტერდა და ნელა დახუჭა თვალები. მერე, თითქოს ჩამრთველი
გამორთო, ისე გამორთო თავში მთელი სინათლე და ამ ახალ სიბნელეში ჩაიძირა.

17

სამფლიპერიანი "რაკეტა"... საიდანღაც შეუჩერებლად მეძახდა. ყოველდღე, შეუსვენებლად...

საშინელი სისწრაფით მოვუღე ბოლო დაგროვილ სამუშაოს. სასადილოდ არ წავსულვარ,


აბისინიელ კატებთან არ მითამაშია. არავის არ ველაპარაკებოდი. მდივანი დროდადრო
შემოიხედავდა, გაკვირვებული გადააქნევდა თავს და უკანვე ბრუნდებოდა. ორი საათისთვის
მთელი დღის ნორმა მოვითავე, ხელნაწერი მდივანს მაგიდაზე დავუგდე და ქუჩაში გავვარდი.
მერე კი ტოკიოს სათამაშო ცენტრებში დავრბოდი და სამფლიპერიან "რაკეტას" ვეძებდი.
უშედეგოდ. ასეთი ავტომატი არავის არ ენახა, არავის მსგავსი არაფერი გაეგონა.

– იქნებ "მიწისქვეშეთის დამპყრობი" ნახოთ? ოთხი ფლიპერი, ახალი მოდელი, ახლახან


მივიღეთ, – მითხრა ერთ-ერთი ცენტრის პატრონმა.

– არა, სამწუხაროდ, არ გამოდგება...

ცოტა არ იყოს, იმედი გავუცრუე.

– აი, "ცაცია ბეისბოლისტი". სამი ფლიპერი. ყოველ ახალ წრეზე ახალ საპრიზო ბურთულას
იძლევა.

– მაპატიეთ, – ვთქვი, – მხოლოდ "რაკეტა" მაინტერესებს.

ამის მიუხედავად, სიამოვნებით მომცა თავისი ნაცნობის, პინბოლის ფანატის ტელეფონი.

– თუ ის ვერ დაგეხმარათ, მაშინ ვერავინაც ვერ დაგეხმარებათ. ადამიანი კი არა, მოსიარულე


ცნობარია. ამ საქმეზეა შეშლილი.

139
– გმადლობ.

– არაფრის, არაფრის... წარმატებას გისურვებ...

მყუდრო კაფეში შევედი და ნომერი ავკრიფე. ხუთი ზარის შემდეგ მამაკაცის დინჯი ხმა მომესმა.
ტელეფონის ყურმილში შვიდსაათიანი ახალი ტელეამბები და ბავშვის ტიტინი ისმოდა.

– მინდოდა პინბოლის სათამაშო ერთ-ერთ ავტომატზე მეკითხა, – ვთქვი და თავი წარვუდგინე.

– მაინც რომელზე? – გაისმა ყურმილში, ტელევიზორის ხმა ოდნავ მიჩუმდა.

– სამფლიპერიანი მოდელი, სახელად "რაკეტა".

თანამოსაუბრემ ღრმააზროვანი ზმუილი გამოსცა.

– დაფაზე კოსმოსური ხომალდი და პლანეტები ახატია...

– ვიცი, – შემაწყვეტინა. მერე ჩაახველა. ასე ახლახან ასპირანტურადამთავრებული


ახალგაზრდა მასწავლებლები ლაპარაკობენ, – სამოცდარვა წლის მოდელი, "ჯილბერტი და
ვაჟიშვილები”, ჩიკაგო. ცნობილია როგორც უიღბლო მანქანა.

– უიღბლო?

– იცით, რა, – თქვა, – იქნებ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ?


შეხვედრა მეორე დღის საღამოსთვის დავნიშნეთ.

სავიზიტო ბარათების გაცვლის შემდეგ ოფიციანტს მოვუხმეთ და ყავა შევუკვეთეთ. ჩემი ახალი
ნაცნობი მართლა უნივერსიტეტის ლექტორი გამოდგა, რითაც გვარიანად გამაოცა. ოცდაათს
ოდნავ გადაცილებული იქნებოდა, თმა უკვე შესთხელებოდა, მაგრამ მზემოკიდებული და
საკმაოდ ძლიერი სხეული ჰქონდა.

– ესპანურს ვასწავლი, – თქვა, – უდაბნოს ვრწყავ.

აღტაცებულმა დავუქნიე თავი.

– ესპანურიდან თქვენ თარგმნით ფირმაში?

– მე ინგლისურიდან ვთარგმნი, ჩემი მეწყვილე – ფრანგულიდან. ესეც გვყოფნის.

– სამწუხაროა, – თქვა. გულხელდაკრეფილი იჯდა. რაღაც განსაკუთრებული მწუხარება სახეზე


არ დასტყობია. თითებით ჰალსტუხის კვანძი შეისწორა.

– ესპანეთში არ ყოფილხართ? – მკითხა.

– სამწუხაროდ, არა, – ვუპასუხე.

ყავა მოგვიტანეს და ესპანურზე საუბარიც დამთავრდა. ჩუმად ვსვამდით ყავას.

140
– ფირმა "ჯილბერტი და ვაჟიშვილები", – მოულოდნელად დაიწყო, – პინბოლის ავტომატების
ბაზარზე შედარებით გვიან გამოვიდა. მეორე მსოფლიო ომიდან კორეის ომამდე ძირითადად
საბრძოლო აპარატურას უშვებდა ბომბდამშენებისთვის. კორეაში რომ ზავი ჩამოვარდა, ახალი
ბიზნესის ათვისება გადაწყვიტა. სათამაშო ავტომატები, მუსიკალური, სავაჭრო, პოპკორნის...
ერთი სიტყვით, მშვიდობიანი პროდუქციის. პინბოლის პირველი ავტომატი ორმოცდათორმეტ
წელს გააკეთეს. არც ისე ურიგო. გამძლე და იაფი. თუმცა არც ისე საინტერესო. ჟურნალი
"ბილბორდი" წერდა: "პინბოლის ასეთი ავტომატები უფრო იმ აზღუდებს ჰგავს, რომლებითაც
დაკომპლექტებულია საბჭოთა არმიის ქალთა ნაწილები". ისე, საკმაოდ კარგად იყიდებოდა.
დაიწყო მისი ექსპორტი მექსიკაში, მერე კი მთელ სამხრეთ ამერიკაშიც. იქ სუსტად არის
განვითარებული ტექმომსახურება, ამიტომ რთულ მანქანებს გამძლე, საიმედოები ურჩევნიათ.

გაჩუმდა და წყალი მოსვა. მხოლოდ ეკრანი, დიაპროექტორი და საჩვენებელი ჯოხიღა აკლდა.

– ალბათ იცით, რომ ამერიკულ, ესე იგი, მსოფლიო პინბოლის ბიზნესს ოთხი კომპანია
აკონტროლებს. "გოტლიბი", "ბელი", "ჩიკაგო კოინი" და "უილიამსი". დიდი ოთხეული. და აი, ამ
ოლიგარქიაში "ჯილბერტი" ეტენება. იწყება დაუნდობელი ომი და ხუთი წლის შემდეგ
"ჯილბერტი" იძულებული ხდება, პინბოლის ბაზარს გაეცალოს.

– გაეცალოს?

თავი დააქნია, გულგრილად დალია დარჩენილი ყავა და ტუჩები რამდენჯერმე მოიწმინდა


ცხვირსახოცით.

– ჰო. იძულებულნი იყვნენ წასულიყვნენ. თუმცა, ფულის გაკეთება მაინც მოასწრეს. სამხრეთ
ამერიკაზე. თამაშიდან გასვლა გადაწყვიტეს მანამ, სანამ ჭრილობები ჯერ კიდევ ღრმა არ იყო.
ბოლოს და ბოლოს, პინბოლის მანქანების დამზადება საკმაოდ რთულია, ეს მთელი ნოუ-ჰაუა.
კვალიფიციური სპეციალისტებია საჭირო, მათი ხელმძღვანელობა, დაგეგმვა... ქსელი მთელ
ქვეყანაში, აგენტები ადგილზე გადაზიდვებისთვის... საჭიროა ოსტატები, რომლებიც
გაფუჭებული მანქანის შესარემონტებლად ხუთი საათის განმავლობაში ნებისმიერ წერტილში
გასაფრენად მზად უნდა იყვნენ. სამწუხაროდ, "ჯილბერტის" ახალბედებმა ამდენი ვერ გაქაჩეს.
ცრემლები ჩაყლაპეს და მომდევნო შვიდი წელიწადი სავაჭრო ავტომატებსა და
"კრეისლერების" მინსაწმენდებს ამზადებდნენ. თუმცა პინბოლი მთლიანად არ მიუტოვებიათ.

გაჩუმდა. პიჯაკის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.

– პინბოლი სულ არ მიუტოვებიათ, იმიტომ რომ ამაყები იყვნენ. საიდუმლო საამქროებში ახალ
ავტომატებს ამუშავებდნენ. საპროექტო გუნდში საიდუმლოდ იწვევდნენ "დიდი ოთხეულიდან"
წასულ სპეციალისტებს. პროექტისთვის დიდი თანხა გამოყვეს ერთადერთი მიზნით:
გაეკეთებინათ ავტომატი, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ოთხეულის მიერ
გაკეთებულ არც ერთ მანქანას. თან მთელი იმ ხუთი წლის განმავლობაში,
ორმოცდაცხრამეტიდან მოყოლებული, ფირმა დროს არ კარგავდა. შეიქმნა იდეალურად
გამართული ქსელი ვანკუვერიდან ვაიკიკიმდე – პრაქტიკა სხვა საქონელზე გაიარეს. ამ ხუთი
წლის ბოლოს ყველაფერი მზად ჰქონდათ. როგორც დაგეგმილი იყო, პირველი ავტომატი
სამოცდაოთხში გამოვიდა. "დიდი ტალღა" ერქვა.

141
ტყავის პორტფელიდან ალბომი ამოიღო გაზეთის ამონაჭრებისთვის, საჭირო გვერდზე
გადაშალა და მომაწოდა. ალბომის ფურცელზე "დიდი ტალღის" საჟურნალო ფოტოები იყო
ჩაწებებული. საერთო ხედი, სათამაშო მოედანი, მართვის პულტი, ინსტრუქციების ცხრილი.

– ეს ჭეშმარიტად უნიკალური მანქანა იყო. მასში ერთბაშად რამდენიმე ნოვატორული იდეა


განხორციელდა. მაგალითად, ინდივიდუალური მოწყობა. მოთამაშეს განსაზღვრული
მახასიათებლები ისე შეეძლო შეეცვალა, რომ უკეთ მორგებოდა მის ტექნიკას. ეს იყო განაცხადი
დიდ წარმატებაზე. დღეს ამგვარი რამეები არავის უკვირს, მაგრამ იმ დროისთვის ნამდვილი
გარღვევა იყო. გარდა ამისა, ავტომატმაც გაამართლა. ჯერ ერთი, გამძლე გამოდგა. დიდი
ოთხეულის ავტომატები სამი წლის ექსპლუატაციაზე იყო გათვლილი. ამათი ვადა კი ხუთ
წლამდე გაზარდეს. მეორეც. ქულების სწრაფად მოგროვების შესაძლებლობა სარისკო თამაშზე
დახვეწილად გადაჭრეს და ასეთი თამაში ტექნიკის გულისგულად იქცა. ამის შემდეგ
დაწყებული სერია ფირმამ შემდეგი მანქანებით განაგრძო: "აღმოსავლეთის ექსპრესი", "ტრანს
ამერიკა", "კაპელანი"... თითოეულმა პინბოლის წრეებში მაღალი შეფასება დაიმსახურა. სერიის
უკანასკნელი მოდელი იყო "რაკეტა", რომელიც მთელი თავისი არსით მკვეთრად გამოირჩეოდა
ოთხი წინამორბედისგან. როგორც ახალი იდეების მუდმივი ძებნის ალტერნატივა, ეს მანქანა
ორთოდოქსულად მარტივი ჩაიფიქრეს. მისი ყველა ფუნქცია აბსოლუტურად ნაცნობი იყო
"ოთხეულის" ავტომატებიდან. ეს მეტისმეტად გამომწვევად გამოიყურებოდა. ფირმა, როგორც
ჩანს, დარწმუნებული იყო თავის ძალებში...

ნელა ჰყვებოდა, თითოეულ წვრილმანს ღეჭავდა. დროდადრო თავს ვუქნევდი და ყავას


ვსვამდი. როცა ყავა გთავდა – წყალს. როცა წყალიც გათავდა, სიგარეტს მოვუკიდე.

– "რაკეტა" საოცარი მანქანა იყო. განსაკუთრებული თითქოს არაფერი ჰქონდა, მაგრამ


საკმარისი იყო საქმეში გაგესინჯა და ყველაფერი სხვაგვარ სახეს იღებდა. იგივე ფლიპერები,
იგივე სამიზნეები, მაგრამ რაღაც მოუხელთებელი განასხვავებდა სხვა მოდელებისგან. და აი, ეს
"რაღაც" ნარკოტიკივით მოქმედებდა ადამიანებზე. წარმოუდგენელია!.. უიღბლო კი ორი
მიზეზის გამო ვუწოდე ამ მანქანას. ჯერ ერთი, ხალხმა ბოლომდე ვერ შეიგრძნო მისი
მშვენიერება, ხოლო როცა შეიგრძნეს, უკვე გვიან იყო. მეორეც: ფირმა გაკოტრდა – მეტისმეტად
კეთილსინდისიერად აკეთებდა ყველაფერს. ერთმა მსხვილმა კორპორაციამ გადაყლაპა –
სათავო კომპანიაში კი გადაწყვიტეს, რომ პინბოლის დარგი არ სჭირდებოდათ. სულ ეს არის.
"რაკეტა" სულ ათას ხუთასი ცალი გამოვიდა. დღეს ის ანტიკვარული იშვიათობა, ლამის
მოჩვენებაა. მისი საბაზრო ფასი ამერიკელ ფანატებს შორის დაახლოებით ორი ათასი
დოლარია, მაგრამ ბაზრამდე პრაქტიკულად ვერ აღწევს.

– რატომ?

– იმიტომ, რომ არავის არ სურს მასთან განშორება. იმიტომ, რომ ეს ავტომატი ნებისმიერს
აყვარებს თავს. საოცარი მანქანაა!

გაჩუმდა, საათს დახედა და გააბოლა. კიდევ შევუკვეთე ყავა.

– იაპონიაში რამდენი მანქანა შემოვიდა?


– გავიკითხე. სამი.

– არც ისე ბევრია...

თავი დამიქნია.

142
– საქმე ის არის, რომ ფირმა "ჯილბერტს" იაპონიაში მაინცდამაინც აწყობილი არ ჰქონდა
თავისი პროდუქციის გასაღების არხები. სამოცდაცხრა წელს ერთმა სავაჭრო სააგენტომ
ექსპერიმენტის სახით იყიდა ეს სამი ცალი. როცა კიდევ მოინდომეს, "ჯილბერტი და
ვაჟიშვილები" აღარ არსებობდა.

– ამ მანქანების კოორდინატები გაქვთ?

შაქარი ჩაყარა ყავაში და ბიბილო მოიფხანა...

– ერთი სინძიუკუს პატარა სათამაშო ცენტრშია. შარშანწინ ზამთარში ცენტრი დაშალეს. სად
არის მანქანა, არ ვიცი.

– ჩემი ნაცნობი...

– კიდევ ერთი სიბუას სათამაშო ცენტრში შარშან გაზაფხულზე ხანძრისას დაიწვა. ყველაფერი
დაზღვეული იყო, არავინ არ დაზარალებულა. ოღონდ ეს არის, ქვეყანაზე ერთით ნაკლები
"რაკეტა" დარჩა. უიღბლო მანქანაა, რა უნდა თქვა კაცმა...

– როგორც მალტის შევარდენი, – ვთქვი. თავი დამიქნია.

– აი, სად გაქრა მესამე, წარმოდგენაც კი არ მაქვს.

"ჯეის ბარის" ტელეფონი მივეცი.

– ისე, იქ უკვე აღარ არის, შარშან ზაფხულს ჩამოწერეს.

ყველაფერი გულდაგულ ჩაინიშნა უბის წიგნაკში.

– მე ის მანქანა მაინტერესებს, სინძიუკუზე რომ იყო, – ვთქვი, – სად შეიძლება წაეღოთ?

– რამდენიმე ვარიანტია. ყველაზე უფრო მოსალოდნელი: ალბათ უკვე ჯართშია... მეორე


ვარიანტი: ვიღაცამ შეისყიდა როგორც ნახმარი. ბარები ხანდახან ყიდულობენ ასეთ მანქანებს,
მოდელი ძველია, მაგრამ ჯერ კიდევ იმუშავებს. ჰოდა, თამაშობენ მთვრალები და ახალბედები,
სანამ სულ არ მოეღება ბოლო. და ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი ვარიანტი: ვიღაც
პინბოლის ფანატმა დაითრია. მაგრამ ვიმეორებ, სამოცდაათი პროცენტის ალბათობით ის
ახლა ჯართშია.

გუნებაწამხდარი ჩავფიქრდი. მოუკიდებელი სიგარეტი მეჭირა თითებში.

– თუ ბოლო ვარიანტს ავიღებთ, არ შეგიძლიათ მისი დამუშავება?

– შეიძლება სცადოს კაცმა, მაგრამ ეს იოლი საქმე არ არის. პინბოლის ფანატების სამყაროში
თითქმის არ არსებობს ჰორიზონტალური კავშირები. არავითარი სიები მონაწილეებისა,
არავითარი საინფორმაციო ბიულეტენები... მაგრამ მოდი, ვცადოთ. "რაკეტის" თაობაზე მეც
მაქვს რაღაც ინტერესი.

– ძალიან დამავალებთ.

143
ღრმა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა.

– სხვათა შორის, ხომ ვერ მეტყვით, როგორი იყო თქვენი საუკეთესო შედეგი "რაკეტაზე"?
– ას სამოცდახუთი ათასი, – ვუპასუხე.

– მაგარია, – იმავე გამომეტყველებით თქვა, – მართლა მაგარია.

და კიდევ ერთხელ მოიფხანა ყური.

18

მომდევნო კვირა საოცარ სიჩუმესა და სიმშვიდეში გავატარე. პინბოლის ნარჩენები კიდევ


მიზუზუნებდნენ ყურში, მაგრამ უკვე აღარ ჰგავდნენ ზამთრის მზეზე გამოფენილ ფუტკრების
გუნდს. შემოდგომა დღითი დღე აშიშვლებდა თავის სიღრმეს, შერეული ტყე გოლფის მინდვრის
გარშემო აფენდა და აფენდა მიწას გამხმარ ფოთლებს. ქალაქის გარეუბნების ფერდობებზე ამ
ფოთლებს აგროვებდნენ და კოცონს ანთებდნენ – ფანჯრიდან ვხედავდი ცისკენ ჯადოსნურ
თოკებად აღმართულ კვამლის ნაკადებს.

ტყუპები სულ უფრო ჩუმები და ალერსიანები ხდებოდნენ. დავსეირნობდით, ყავას ვსვამდით,


ფირფიტებს ვუსმენდით, საბნის ქვეშ ჩახუტებულებს გვეძინა... კვირას მთელი საათი ვიარეთ,
ბოტანიკურ ბაღამდე მივედით და მუხის ტყეში თითო სენდვიჩი შევჭამეთ სოკოთი და
ისპანახით. შავბოლოიანი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ ხეების ტოტებში.

სიცივეების დადგომასთან ერთად, ორივეს სპორტული პერანგები ვუყიდე და ჩემი ძველი


ჯემპრებიც მივეცი. ახლა ისინი უკვე აღარ იყვნენ ორას რვა და ორას ცხრა. ეს იყო მდოგვისფერი
უსაყელო ჯემპრი და ჩალისფერი კარდიგანი. ისინი წინააღმდეგი არ იყვნენ. ჩემი წინდები და
ახალი კედებიც ვაჩუქე და თავი ბებერ ფულის ტომრად ვიგრძენი.

ოქტომბრის წვიმები შესანიშნავი იყო. ნემსივით წვრილი და ბამბასავით რბილი წვიმის ნაკადი
რწყავდა გოლფის მოედნის გადაყვითლებულ მდელოებს. გუბეები არ რჩებოდა. ყველაფერს
მიწა ისრუტავდა. წვიმის შემდეგ ტყეში სველი ფოთლების ხალიჩის სუნი იდგა. საღამოობით
ძლივს შემოღწეული სინათლე ამ ხალიჩაზე დაწინწკლულ ორნამენტებს ხატავდა. ტყის ბილიკს
თავზე ფრთხიალით გადაუფრენდნენ ხოლმე ჩიტები.

კანტორაში ერთნაირი დღეები წაეწყო ერთმანეთს. გახურებული მუშაობა უკან დარჩა.


მაგნიტოფონი ძველ ჯაზს უკრავდა – ბიქს ბეიდერბეკს, ვუდი ჰარმანს, ბანი ბერიგანს...
აუჩქარებლად ვმუშაობდი, სიგარეტს ვაბოლებდი, საათში ერთხელ ვწრუპავდი ვისკის და
ნამცხვარს ვაყოლებდი.

ჩვენი მდივანი საქმიანად სწავლობდა ფრენის განრიგს, ჯავშნიდა ბილეთებსა და


სასტუმროებს, ორი ჯემპრი დამიკემსა და პიჯაკზე ღილები გამომიცვალა. შეიცვალა

144
ვარცხნილობა და პომადა – ახლა მკრთალ ვარდისფერს ისვამდა, თხელი ჯემპრი ჩაიცვა,
მკერდის მოხაზულობას რომ უსვამდა ხაზს და შემოდგომის ჰაერს შეეზარდა.

საოცარი კვირა იყო. გეგონებოდა, ყველაფერი სამუდამოდ დარჩებოდა ისე, როგორც იყო.

19

ჯეისთან გამგზავრებაზე დალაპარაკება ჭირდა. გაუგებარი იყო, რატომ, მაგრამ საშინლად


ჭირდა. სამი დღის მცდელობამ სულ ტყუილუბრალოდ ჩაიარა. როგორც კი დააპირებდა, ყელი
უშრებოდა და ისღა რჩებოდა, ლუდი დაელია. და, აი, სვამ საკუთარი უსუსურობით
დათრგუნვილი. ცდილობ, ცდილობ, მაგრამ ნაბიჯიც ვერ გადაგიდგამს წინ.

საათის ისრები თორმეტს მიუახლოვდა. ვირთხამ ისევ მომავლისთვის გადადო საუბარი.


როგორღაც მოეშვა გულზე. ჩვეულებრივად გამოემშვიდობა ჯეის და ქუჩაში გავიდა. ღამის ქარი
უკვე საკმაოდ ცივი იყო. სახლში დაბრუნდა, ლოგინზე ჩამოჯდა და ტელევიზორს მიაშტერდა.
ლუდის ქილა გახსნა, სიგარეტს მოუკიდა. ძველი, დასავლური ფილმი, რობერტ ტეილორი...
რეკლამა... ამინდის პროგნოზი... რეკლამა... თეთრი შიშინი... ვირთხამ ტელევიზორი გამორთო.
შხაპი მიიღო. კიდევ ერთი ქილა გახსნა, კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა...

არც კი იცოდა, საით წასულიყო ამ ქალაქიდან. ეჩვენებოდა, რომ არ იყო ადგილი, სადაც
გამგზავრება შეეძლო.

ცხოვრებაში პირველად სულის სიღრმიდან შიში ამოცოცდა. წვიმის ჭიებს ჰგავდა, შავს და
პრიალას. უთვალებოს და დაუნდობელს. ვირთხას წათრევა უნდოდათ თავისთან, მიწის ქვეშ.
მთელი სხეულით გრძნობდა მათ ლორწოს. კიდევ ერთი ქილა გახსნა.

ამ სამი დღის განმავლობაში მთელი ოთახი ცარიელი ქილებითა და სიგარეტის ნამწვებით


გაივსო. საშინლად ენატრებოდა ქალი. მისი სხეულის სითბოს იხსენებდა, სამუდამოდ მასთან
უნდოდა ყოფნა. "მაგრამ, – ეუბნებოდა საკუთარ თავს ვირთხა, – უკან დასაბრუნებელი გზა აღარ
არის. შენ თვითონ არ დაწვი ყველა ხიდი? შენ თვითონ არ ამოიქოლე თავი?"

ვირთხამ შუქურას გახედა. ცას სინათლე ემატებოდა, ზღვას – ნაცრისფერი. როცა დილის
სხივებმა ისე გააძევა სიბნელე, თითქოს ნამცეცები გადაფერთხა სუფრიდან, ვირთხა ლოგინში
ჩაწვა და თავის აწრიალებულ სულთან ერთად დაიძინა.

ეჩვენებოდა, რომ მისი გადაწყვეტილება, დაეტოვებინა ქალაქი, ურყევი იყო. დიდი დრო
დასჭირდა პრობლემის ყველა რაკურსით განხილვასა და სწორი დასკვნების გაკეთებას.
ფიქრების ამ შენობაში ერთი ჩხირიც არ დაუტოვებია. გაჰკრავდა ასანთს და ცეცხლს უკიდებდა
ხიდებს. მასთან ერთად ქრებოდა სულში დარჩენილი უსიამო ლექიც. ქალაქში შეიძლება მისი
ჩრდილიღა დარჩეს, მაგრამ ვის რა ესაქმება ამ ჩრდილთან. ეგეც არ იყოს, ქალაქი ერთთავად
იცვლება, ასე რომ, ჩრდილიც მალე გაქრება... და ყველაფერი ძველი მშვიდი დინებით
გააგრძელებს გზას...

ჯეი რომ არ იყოს...

145
ვირთხას ვერ გაეგო, რატომ აფორიაქებდა სულს მისი არსებობა. "მივემგზავრები", "აბა,
ბედნიერად", სულ ეს არის, მეტი ხომ არაფერი. და, რაც მთავარია, ერთმანეთზე ხომ თითქმის
არაფერი არ იციან. ორი უცნობი ადამიანი შემთხვევით გაიცნობს ერთმანეთს, მერე
დაშორდებიან – რა არის ამაში განსაკუთრებული? მაგრამ ვირთხას სული სტკიოდა. ლოგინზე
იწვა, ჭერს შესცქეროდა. რამდენჯერმე მოუქნია მუშტი ჰაერს.

ორშაბათს, შუაღამე უკვე გადასული იყო, როცა ვირთხამ "ჯეის ბარში" შესასვლელი ჟალუზები
გადასწია. როგორც ყოველთვის, სინათლეების ნახევარი გამორთული იყო, უსაქმოდ
დარჩენილი ჯეი ერთ-ერთ მაგიდასთან სიგარეტს ეწეოდა. ვირთხა რომ დაინახა, ოდნავ
გაიღიმა და თავი დაუქნია. ნახევრად ბნელში ჯეი ძალიან დაბერებულს ჰგავდა. ლოყები და
ნიკაპი შავ ჯაგარს დაეფარა, თვალები ჩასცვივნოდა, თხელი ტუჩები გაშრობოდა და
დასკდომოდა. ყელზე ვენები ემჩნეოდა, თითები ნიკოტინისგან გაჰყვითლებოდა.
– დაიღალე? – ჰკითხა ვირთხამ.

– ცოტათი, – უპასუხა ჯეიმ და ერთხანს გაჩუმდა, – ასეთი დღეებიც არის. ყველას აქვს ასეთი
დღეები.

ვირთხამ თავი დაუქნია, სკამი გამოსწია და ჯეის პირდაპირ ჩამოჯდა.

– როგორც იმ სიმღერაშია... "ორშაბათი და წვიმა ყველას საწვალებელს უჩენს".

– ზუსტად, – ჯეი თითებსა და შიგ გაჩრილ სიგარეტს დააცქერდა.

– ჯობდა შინ წასულიყავი და გამოგეძინა.

– რას ამბობ... – ჯეიმ თითქოს ბუზი მოიშორა, ნელა გადააქნია თავი, – სახლამდე ალბათ
მივალ, აი, ძილით კი...

ვირთხამ მექანიკურად დახედა საათს. პირველის ოცი წუთია. სარდაფის სიბნელეში ჩქამიც არ
შემოდიოდა, დრო თითქოს მოკვდა. "ჯეის ბარის" ჩამოშვებულ ჟალუზებს მიღმა იმ ნათების
ნატამალიც არ დარჩა, რომელსაც ამდენი წელი მისდევდა. ყველაფერი გაუფერულდა და სული
დალია.

– კოლა მომიტანე, – თქვა ჯეიმ, – შენთვის შეგიძლია ლუდი აიღო.

ვირთხა ადგა, მაცივრიდან ერთი ბოთლი ლუდი, ერთი ბოთლი კოლა და ჭიქები გამოიღო.

– მუსიკა? – ჰკითხა ჯეიმ.

– მოდი, დღეს სიჩუმეში ვისხდეთ, – თქვა ვირთხამ.

– ნამდვილი პანაშვიდია, რა...

ვირთხამ გაიცინა. მეტი აღარაფერი უთქვამთ. კოლასა და ლუდს სვამდნენ. ვირთხას მაჯის
საათმა უცებ არაბუნებრივად ხმამაღლა დაიწრიპინა. თორმეტი და ოცდათხუთმეტი – რა დრო
გასულა! ჯეი არ ინძრეოდა. ვირთხა თვალმოუშორებლად შესცქეროდა, როგორ იწვოდა
ფილტრამდე მინის საფერფლეში ჯეის სიგარეტი.

146
– ასე რამ დაგღალა? – ჰკითხა ვირთხამ.

– როგორ ვთქვა, – ჯეიმ ფეხი ფეხზე გადაიდო, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდა, – რა
ვიცი, რატომღაც, უმიზეზოდ...

ვირთხამ ჭიქა აიღო, ნახევრამდე მოსვა და ისევ მაგიდაზე დადგა.

– ჯეი, ადრე თუ გვიან ყველას უფუჭდება გუნება, არა?

– აჰა...

– მაგრამ გაფუჭებაც არის და გაფუჭებაც, – ვირთხამ მექანიკურად გაისვა ხელის ზურგი ტუჩებზე,
– თუმცა ადამიანებს რომ დააკვირდები, არავითარი განსხვავება არ არის. სულ ორი-სამი
ვარიანტი, მეტი არა.

– ალბათ...

ქაფდაკარგული ლუდის ნარჩენები გუბედ დადგა ჭიქის ფსკერზე. ვირთხამ ჯიბიდან


დაჭყლეტილი კოლოფი ამოიღო, ბოლო სიგარეტი ჩაიდო კბილებში.
– მაგრამ თუ დაფიქრდები, რა მნიშვნელობა აქვს? როგორც უნდათ, ისე გაუფუჭდეთ გუნება. ასე
არ არის?

ჯეი ჩუმად უსმენდა, ჭიქა დახრილი ეჭირა.

– ადამიანები იცვლებიან, მაგრამ რა აზრია ამაში, არასოდეს არ მესმოდა, – ვირთხამ ტუჩზე


იკბინა, მაგიდას დააცქერდა და ჩაფიქრდა, – მეჩვენება, რომ ნებისმიერ ცვლილებას და
ნებისმიერ პროგრესს საბოლოოდ ნგრევასთან მივყავართ. რა, მართალი არ ვარ?

– ალბათ მართალი ხარ...

– ამიტომ არც სიყვარულს და არც სიმპათიას არ ვგრძნობ მათ მიმართ, ვინც სიხარულით მიდის
სიცარიელისკენ. ჩვენს ამ ქალაქშიც...

ჯეი დუმდა. ვირთხაც დადუმდა. მაგიდიდან ასანთი აიღო, ჩამწვარი სიგარეტის ბოლოზე აანთო
და ახალს მოუკიდა.

– საქმე ის არის, – თქვა ჯეიმ, – რომ თვითონ გინდა შეიცვალო. ასეა, ხომ?

– ზუსტად.

საშინლად ჩუმმა რამდენიმე წამმა გაიარა. დაახლოებით ათამდე. ბოლოს ჯეიმ თქვა:

– ადამიანები რაღაც საოცრად ულაზათოდ არიან გამოჩორკნილი. ვერც კი წარმოიდგენ,


რამდენად ულაზათოდ.

ვირთხამ ბოთლში დარჩენილი ლუდი ჭიქაში ჩაასხა და ერთბაშად გამოცალა.

147
– გავიხლართე, – თქვა.

ჯეიმ თავი დაუქნია.

– და ვერაფერი ვერ გადამიწყვეტია.

– გეტყობა კიდეც, – ჯეიმ ისე გაიღიმა, თითქოს ლაპარაკმა დაღალა.

ვირთხა ადგა, ცარიელი კოლოფი და სანთებელა ჯიბეში ჩაიდო. საათი პირველს უჩვენებდა.

– ღამე მშვიდობისა, – თქვა ვირთხამ.

– ღამე მშვიდობისა, – უპასუხა ჯეიმ, – იცი, ვიღაცამ თქვა, ნელა იარეთ და ბევრი წყალი
დალიეთო.

ვირთხამ გაუღიმა ჯეის, კარი გააღო და კიბეზე ავიდა. უკაცურ ქუჩას ფარნები არ ანათებდა.
ტროტუარის მოაჯირზე ჩამოჯდა და ცას ახედა. "მაინც რამდენი უნდა დალიო, რომ წყურვილი
მოიკლა?" – გაიფიქრა.

20

ესპანურის მასწავლებელმა ოთხშაბათს დარეკა, სანოემბრო შვებულების წინ. შესვენება იყო.


ჩემი მეწყვილე ბანკში წავიდა, მე სამზარეულოში ვიჯექი და მდივნის მომზადებულ სპაგეტის
მივირთმევდი. ოდნავ გადაეხარშა, თან ბაზილიკის ნაცვლად წვრილად დაჭრილი პიტნა
მოეყარა, მაგრამ ცუდი გემო არ ჰქონდა. სპაგეტის მომზადების სხვადასხვა საშუალებებზე
გაცხარებული კამათის დროს ტელეფონმა დარეკა. ყურმილი მდივანმა აიღო. სულ ორი-სამი
სიტყვა თქვა, მხრები აიჩეჩა და მე გადმომცა.

– "რაკეტის" თაობაზე, – მომესმა ყურმილში, – ვიპოვე.

– სად?

– ტელეფონით არ ღირს, – თქვა. ერთხანს ორივე ჩუმად ვიყავით.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ტელეფონით ამის ახსნა ძნელია.

– ესე იგი, "ჯობს ერთხელ ნახო"?

– არა, – წაიბურტყუნა, – კიდეც რომ ნახოთ, ძნელი ასახსნელია.

არ ვიცოდი, რა მეპასუხა და გაგრძელებას დაველოდე.

148
– იმიტომ კი არ გიმალავთ, რომ მეტი მნიშვნელობა შევძინო ანდა გაგაღიზიანოთ. უბრალოდ,
თქვენთან შეხვედრა მინდა.

– გასაგებია.

– დღეს ხუთ საათზე გაწყობთ?

– სავსებით, – ვთქვი, – თან იქნებ გვეთამაშა კიდეც?

– რა თქმა უნდა, – თქვა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ყურმილი დავკიდე და ისევ სპაგეტის


მივუბრუნდი.

– საით გაგიწევია?

– პინბოლის სათამაშოდ. ზუსტად სად, ჯერ არ ვიცი.

– პინბოლის?

– ჰო. რა გაგიკვირდა. ბურთულას შევაგდებ...

– ვიცი, ვიცი... მაგრამ რატომ მაინცდამაინც პინბოლი?

– მართლაც... ქვეყნად უამრავი რამაა, რაც ჩვენს ფილოსოფიას არ შეუძლია ამოხსნას.

ლოყით ხელისგულს დაეყრდნო და ჩაფიქრდა.

– კარგად თამაშობ პინბოლს?


– ერთ დროს კარგად ვთამაშობდი. ეს ერთადერთი სფეროა, რომელშიც რაღაცით მაინც
შემეძლო მეამაყა.

– მე კი არაფერი მაქვს საამაყო.

– ესე იგი, არც დასაკარგი გაქვს.

ისევ ჩაფიქრდა. ამასობაში სპაგეტი მოვათავე. მერე მაცივრიდან "ჯინჯერ-ელი" გამოვიღე.

– იმაში, რაც ოდესმე შეიძლება დაიკარგოს, მაინცდამაინც დიდი აზრი არ დევს. დანაკარგზე
შექმნილი შარავანდედი ცრუ შარავანდედია.

– ეგ ვინ თქვა?

– არ მახსოვს, მაგრამ სიმართლეა.

– არის კი ქვეყნად ისეთი რამ, რისი დაკარგვაც შეუძლებელია?

– მჯერა, რომ არის. შენთვისაც ჯობს, რომ გჯეროდეს.

– შევეცდები.

149
– შეიძლება მეტისმეტად ოპტიმისტი ვარ, მაგრამ არც ისეთი სულელი.

– ვიცი...

– სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ ასე უკეთესია, ვიდრე პირიქით.

თავი დამიქნია.

– ესე იგი, დღეს საღამოს პინბოლის სათამაშოდ მიდიხარ?

– აჰა.

– აბა, ერთი ასწიე ხელები.

ორივე ხელი ჭერისკენ ავწიე. ყურადღებით დაათვალიერა ჯემპრი იღლიებში.

– ყველაფერი რიგზეა. წადი, ითამაშე.

იმავე კაფეში შევხვდით და მაშინვე ტაქსიში ჩავსხედით. "პირდაპირ "მეძირო-დორისკენ",


უთხრა ტაქსისტს ესპანურის მასწავლებელმა. ტაქსი დაიძრა. ჩემმა თანამგზავრმა სიგარეტი
ამოიღო, მოუკიდა და მეც მომაწოდა. რუხი კოსტიუმი ეცვა, ცისფერი ჰალსტუხი ეკეთა სამი
გიგანტური ზოლით. პერანგიც ცისფერი, ოღონდ ჰალსტუხზე უფრო ღია. მე ლურჯი ჯინსი და
რუხი ჯემპრი, ფეხზე – მოხარშული ტყავის სამხედრო ბათინკები. პროფესორის კაბინეტში
გამოძახებულ ოროსან სტუდენტს ვგავდი.

ვესედას ქუჩა გადავჭერით. "უფრო იქით?" – იკითხა ტაქსისტმა. "მეძირო-დორზე", – თქვა


მასწავლებელმა. ტაქსიმ მეძირო-დორზე შეუხვია.

– ასე შორს არის? – ვკითხე.

– ჰო. ცოტა შორსაა, – მიპასუხა და მეორე სიგარეტი ამოიღო. ფანჯრის იქით უკან გაქცეულ
სავაჭროფარდულებიან პეიზაჟს ვათვალიერებდი.
– კბილებში ოფლი გამომივიდა, სანამ ვიპოვიდი, – თქვა, – ჯერ ფანატების სიები გავიარე.
ოციოდე კაცია მთელი იაპონიიდან. თითოეულს დავუკავშირდი. შედეგი – ნული. იმაზე მეტი,
რაც ჩვენთვის არის ცნობილი, არავინ არაფერი იცის. მერე ნახმარი ავტომატებით მოვაჭრე ერთ
გადამყიდველს დავურეკე. პოვნა არ გამჭირვებია, უფრო ძნელი მის ხელში გავლილი
ავტომატების სიის დაცინცვლა გამოდგა. ვერ წარმოიდგენ, რამდენი იყო!

თავი დავუქნიე. სიგარეტს უკიდებდა.

– დროის მონაკვეთი ზუსტად მივანიშნე და ეს დამეხმარა. დაახლოებით სამოცდათერთმეტის


თებერვალი. ამან გამიადვილა ძებნა. ვიპოვე, რასაც ვეძებდი. "ჯილბერტი და ვაჟიშვილები",
"რაკეტა", სერია 165029. ჩამოწერილია სამოცდათერთმეტი წლის სამ თებერვალს.

– ჩამოწერილი?

150
– ჯართში ჩააბარეს. გახსოვთ "გოლდფინგერი" ჯეიმს ბონდით? პრესის ქვეშ და გადასადნობად.
ანდა ზღვის ფსკერზე.

– მაგრამ თქვენ თქვით, რომ...

– მომისმინეთ. მაშინ ვიფიქრე, რომ ყველაფერი ნათელია, მადლობა გადავუხადე და შინ


დავბრუნდი. მაგრამ რაღაც არ მასვენებდა. შინაგანი ხმა ჩამჩურჩულებდა, რომ საქმე სულ
სხვანაირად არის. მეორე დღეს ისევ მივაკითხე. ჯართის გადასამუშავებელი პუნქტის
მისამართი გავიგე. ახლა იქ წავედი. ნახევარი საათი ვუყურებდი, რას უშვრებიან ლითონის
ჯართს, მერე კანტორაში შევედი და ჩემი სავიზიტო ბარათი მივეცი. გულუბრყვილო
ადამიანებზე უნივერსიტეტის ლექტორის ბარათი, როგორც წესი, შთაბეჭდილებას ახდენს.

ჯერ მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ ნელ-ნელა ტყვიამფრქვევივით აკაკანდა. არ ვიცი, რატომ,


მაგრამ ეს ნერვებს მიშლიდა.

– ვუთხარი, რომ წიგნს ვწერ და ამ წიგნისთვის უნდა ვიცოდე, როგორ გადამუშავდება ჯართი.
დახმარებას შემპირდნენ. მაგრამ პინბოლის მანქანაზე, რომელიც სამოცდათერთმეტის
თებერვალში მოხვდა მათთან, არაფერი იცოდნენ. გასაგებია, რომ ორ-ნახევარი წელიწადი
გავიდა, ასეთი წვრილმანები... მაგათთვის რა არის, ერთ გროვად დაყარეს, გაჭყლიტეს და
მორჩა. მერე კიდევ ერთი შეკითხვა დავუსვი. მე რომ მათთან რამე მომეწონოს, მაგალითად,
სარეცხი მანქანა ან ველოსიპედის ჩარჩო, – შემიძლია შევიძინო, თუ სათანადო თანხას
გადავიხდი? რა თქმა უნდა, მიპასუხეს. და მეც ვკითხე, ხომ არ ახსოვთ ასეთი შემთხვევა.

შემოდგომის მოკლე დღე დასასრულს მიუახლოვდა. გზაზე სიბნელე ჩამოწვა. ქალაქის


საზღვარს ვუახლოვდებოდით.

– თუ დეტალები გაინტერესებთ, მეორე სართულზე მდივანს ჰკითხეთო, მითხრეს. ბუნებრივია,


მეორე სართულზე ავედი და ვკითხე. ხომ არ შეუძენიათ თქვენგან პინბოლის მანქანა
სამოცდათერთმეტ წელს? შეიძინეს. მიპასუხა მდივანმა. ვინ? – შევეკითხე. ტელეფონის ნომერი
მომცა. როგორც მივხვდი, სულ ამ ნომერზე რეკავს, როცა პინბოლის ავტომატი მოაქვთ. რაღაც
ფულს შოულობს. მაშინ მე ვკითხე, რამდენი პინბოლის ავტომატი შეიძინა-მეთქი ამ კაცმა.
ზუსტად არ მახსოვს, – თქვა მდივანმა, – ისეც ხდება, რომ ერთს დახედავს და აიღებს, ზოგჯერ
კი უარს ამბობს. ვთხოვე, იქნებ დაახლოებით მაინც მითხრათ-მეთქი. მითხრა, რომ
ორმოცდაათზე ნაკლები არაო.

– ორმოცდაათი? – წამოვიყვირე.

– ორმოცდაათი, – თქვა, – და ახლა სწორედ იმ კაცთან მივდივართ.

21

გარშემო საბოლოოდ შედედდა სიბნელე. მაგრამ ამ სიბნელეს ერთფეროვანს ვერ დაარქმევდი


– სხვადასხვა ფერის საღებავებით სქელ ფენად დადებულს ჰგავდა.

151
სახე ლამის ფანჯრის მინას მივადე და თვალმოუშორებლად გავცქეროდი სიბნელეს – საოცრად
ბრტყელს. უსხეულო სუბსტანციის ჭრილი, სამართებლით ნაჭერ-ნაჭერ დასერილი – საკუთარი
შეხედულებებით იმაზე, თუ რა არის შორს და რა არის ახლოს. გიგანტური ღამის ფრინველის
ფრთები გაშლილიყო თვალწინ და მოძრაობის საშუალებას აღარ მაძლევდა.

დაიწყო მინდვრები და პატარ-პატარა ახოები. მირიადი მწერის ხმა მიწყნარდებოდა, როცა


საცხოვრებელ სახლს მივუახლოვდებოდით, მერე კი ისევ აფეთქდებოდა მიწისქვეშა გუგუნით.
დადაბლებული ღრუბლები კლდეებს ჰგავდნენ – გეგონებოდა, მიწის ზედაპირზე ყველაფერს
კისერში ჩაერგო თავი და გაჩუმებულიყო. მარტო მწერებიღა დარჩნენ.

ხმა არ ამოგვიღია. ვეწეოდით – ხან მე, ხან ესპანურის მასწავლებელი. ტაქსისტიც ეწეოდა, თან
თვალს არ აშორებდა ფარებით განათებულ გზას. უაზროდ ვიკაკუნებდი თითებს მუხლებზე.
დროდადრო სურვილი მიჩნდებოდა, კარისთვის ხელი მეკრა, გადავმხტარიყავი და იქაურობას
გავცლოდი.

გამანაწილებელი ფარი, ქვიშნარი, წყალსაცავი, გოლფის მინდორი, დაკემსილი ჯემპრი, ახლა


პინბოლი... საით წამიყვანს ეს ყველაფერი? ხელში არეული კარტი მიჭირავს, თავშიც
არეულობაა. საშინლად მომინდა სახლში ყოფნა. ახლავე, ამწუთას – შხაპი, ლუდი, მერე თბილ
ლოგინში შეძრომა სიგარეტითა და კანტით.

საით მივდივარ ამ წყვდიადში? პინბოლის ორმოცდაათი მანქანა – რა ველურობაა! ალბათ


მესიზმრება! რაღაც ირეალური სიზმარია!

სამფლიპერიანი "რაკეტა" კი მიხმობს და მიხმობს...

ესპანურის მასწავლებელმა მოტიტვლებულ ადგილას გააჩერა მანქანა, გზიდან ხუთასი მეტრის


მოშორებით. მინდორი ბრტყელი და ერთიანად ბალახით იყო დაფარული – ფეხები კოჭებამდე
მეფლობოდა. მანქანიდან გადმოვედი, წელში გავიმართე და ღრმად ჩავისუნთქე. საქათმის
სუნი იდგა. გარშემო ერთი ფარანიც არ ანათებდა. მხოლოდ ისინი ენთო, გზის გაყოლებაზე, და
რაღაცის გარჩევის საშუალებას იძლეოდა. უთვალავი მწერის ხმა ისმოდა. ცოტაც და,
შარვლებში შემოგვიძვრებოდნენ.

ერთხანს ჩუმად ვიდექით, სიბნელეს ვაჩვევდით თვალს.

– ჯერ კიდევ ტოკიოში ვართ? – ვიკითხე.

– რა თქმა უნდა... არ ჰგავს, არა?

– ქვეყნის დასალიერს ჰგავს.

უხმოდ დამიქნია თავი. ვეწეოდით, ბალახის არომატსა და ქათმის სკინტლის სუნს


ვისუნთქავდით. სიგარეტის ბოლი დაბლა მიცოცავდა – სასიგნალო კოცონების ბოლს ჰგავდა.

– იქ ლითონის ბადეა გაბმული, – თქვა ესპანურის მასწავლებელმა, როგორც მსროლელმა


ვარჯიშზე, ხელი გაიწვდინა და თითი გაუყარა სიბნელეს. მხედველობა დავძაბე და რაღაც
ბადისმაგვარი შევნიშნე სიბნელეში.

152
– ბადეს მიჰყევით სამასიოდე მეტრი. საწყობს მიადგებით.
– საწყობს?

არც შემოუხედავს, ისე დამიქნია თავი.

– საკმაოდ დიდია, უცებ მიხვდებით. ყოფილი ქათმების ფერმის მაცივარია. ახლა აღარავინ
იყენებს. ფერმა გაკოტრდა.

– ქათმების სუნი კი მაინც დგას, – ვთქვი.

– ქათმები?.. ჰო, მიწაა გაჟღენთილი. წვიმიან ამინდში კიდევ უფრო უარესია. ხანდახან
გეჩვენება კიდეც, როგორ აფართქუნებენ ფრთებს.

იქ, საითაც ლითონის ბადე მიდიოდა, არაფერი ჩანდა უკუნი სიბნელის გარდა. ასეთ წყვდიადში
ალბათ მწერებსაც უჭირთ ჭრიჭინი.

– საწყობის კარი ღიაა. პატრონს თქვენთვის ღია უნდა დაეტოვებინა. მანქანა, რომელსაც ეძებთ,
შიგნითაა.

– თქვენ იყავით იქ?

– ერთხელ. მხოლოდ ერთხელ შემიშვეს.

თავი დამიქნია. კბილებში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი. ნარინჯისფერი სინათლე ათამაშდა


სიბნელეში.

შესასვლელთან ხელმარჯვნივ ჩამრთველია. კიბეზე ფრთხილად ადით.

– თქვენ არ წამოხვალთ?

– მარტო წადით. ასეთია პირობა.

– პირობა?

სიგარეტი მიწაზე დააგდო და საგულდაგულოდ გასრისა.

– ჰო. იქ ყველას არ უშვებენ. უკან გამობრუნებისას სინათლის გამორთვა არ დაგავიწყდეთ.

ნელ-ნელა აცივდა. სიცივე მიწიდან მოდიოდა, გარშემო ყველაფერს ბურავდა.

– პატრონს შეხვედრიხართ?

– შევხვდი, – მიპასუხა მცირე პაუზის მერე.

– მაინც რა კაცია?

მხრები აიჩეჩა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცხვირი მოიწმინდა.

153
– ჩვეულებრივი კაცია, განსაკუთრებული არაფერი... ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად
არაფერი განსაკუთრებული არ ეტყობა.

– რისთვის სჭირდება პინბოლის ორმოცდაათი ავტომატი?

– ქვეყნად სხვადასხვანაირი ადამიანები არიან, სულ ეს არის.


რატომღაც მეეჭვებოდა, რომ სულ ეს იყო ყველაფერი. მიუხედავად ამისა, თანამგზავრს
მადლობა გადავუხადე და მარტო გავუყევი ქათმების ფერმის ლითონის ბადეს. რა თქმა უნდა,
ეს ყველაფერი არ არის, ვფიქრობდი. პინბოლის ორმოცდაათი ავტომატის შეგროვება იგივე არ
არის, რაც ორმოცდაათი ღვინის ეტიკეტის შეგროვება.

სიბნელეში საწყობი ჩაცუცქებულ მხეცს ჰგავდა. გარშემო ხშირი და მაღალი ბალახი იყო.
ბალახებიდან მოულოდნელად გამომტყვრალ ნაცრისფერ კედელს ფანჯრები არ ჰქონდა.
პირქუში შენობა იყო. ორფრთიანი რკინის კარის თავზე კედელს თეთრი საღებავის სქელი
ზოლი გასდევდა. ალბათ ქათმების ფერმის სახელწოდება წაშალეს.

შენობიდან ათიოდე ნაბიჯზე შევჩერდი და შევათვალიერე. როგორ არ ვცდილობდი, მაგრამ


ჭკვიანური არაფერი მომდიოდა თავში. მაშინ შესასვლელს მივუახლოვდი და ყინულივით ცივ
კარს ვკარი ხელი. უხმოდ გაიღო. თვალწინ სრულიად განსხვავებული სიბნელე გადამეშალა.

22

კედელზე ხელის ცეცებით მოვძებნე ჩამრთველი. დღის განათების ლამპები ჭერზე


ატკაცუნდნენ, აციმციმდნენ და რამდენიმე წამის შემდეგ საწყობი თეთრი სინათლით გაივსო.
თეთრი ლამპა ასზე ნაკლები არ იქნებოდა. საწყობი გაცილებით ფართო გამოდგა, ვიდრე
გარედან ჩანდა, მაგრამ სინათლე მაინც გთრგუნავდა თავისი სიკაშკაშით. თვალიც კი მოვჭუტე.
როცა ისევ გავახილე, სიბნელე მთლიანად გამქრალიყო – მხოლოდ სიჩუმე და სიცივე დარჩა.

საწყობი შიგნიდან მართლა გიგანტურ მაცივარს ჰგავდა. ალბათ ნაგებობას ამ მიზნითაც


აგებდნენ. უფანჯრო კედლები და ჭერი ყვითელი, შავი და სხვა გაუგებარი ფერის ლაქებით
მოთხვრილ პრიალა თეთრ საღებავს დაეფარა. კედლები საოცრად სქელი იყო. ეს პირველი
შეხედვისთანავე იგრძნობოდა. თითქოს ტყვიის კოლოფში ჩაგტენეს. შიშმა შემიპყრო, რომ
აქედან ვეღარასოდეს გავიდოდი. რამდენჯერმე უნებურად შემოსასვლელი კარისკენ
შევბრუნდი. თურმე არის შენობები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი რამ დამართონ ადამიანს!

ყველაზე სასურველი შედარება იმისა, რაც დავინახე, სპილოების სასაფლაო იქნებოდა. ოღონდ,
ფეხმოკეცილი სპილოების ჩონჩხების ნაცვლად, ბეტონის იატაკი ერთი თავიდან მეორემდე
პინბოლის მანქანების მწკრივებს დაეფარათ. კიბის ზედა საფეხურზე მდგარი,
თვალმოუშორებლად შევყურებდი ამ არნახულ პეიზაჟს. ხელი უნებურად პირზე მივიდე, მერე
ისევ ჯიბეში ჩავიდე.

154
პინბოლის ავტომატების საშინელი რაოდენობა. სამოცდათვრამეტი – აი, რამდენი გამოდგა
სინამდვილეში. საგულდაგულოდ გადავითვალე რამდენჯერმე. ზუსტად სამოცდათვრამეტი.
რვა მწკრივად ჩალაგებული საწყობის მოპირდაპირე კედელს სწვდებოდნენ. თითქოს იატაკზე
ცარცით დახაზულ ბადეზე გაესწორებინათ, ერთი სანტიმეტრითაც არ იხრებოდნენ გვერდზე.
და ეს ყველაფერი აბსოლუტურად უმოძრაო იყო – როგორც აკრილის ფისში გარინდებული
ბუზი. ერთი მიკრონითაც კი არ ირხეოდა არაფერი. სამოცდათვრამეტი სიკვდილი და
სამოცდათვრამეტი დუმილი. უნებურად შევტოკდი. მომეჩვენა, თუ არ გავინძრეოდი, მეც ამ
ქაჯებს მიმაკუთვნებდნენ.

ციოდა. მკვდარი ქათმების სუნი იდგა.

ნელა ჩავიარე ბეტონის ვიწრო კიბის ხუთი თუ ექვსი საფეხური. ქვევით კიდევ უფრო ციოდა. თან
გავოფლიანდი კიდეც. უსიამო ოფლი იყო. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე, ცოტათი
შევიმშრალე, მხოლოდ იღლიები დამრჩა სველი. ქვედა საფეხურზე დავჯექი, აკანკალებული
თითებით ჩავიდე პირში სიგარეტი. არა, ასე არ მინდოდა ჩემს სამფლიპერიანთან შეხვედრა.
იქნებ იმას უნდოდა რამე?

მწერების ზუზუნი დახურულ კარში ვერ აღწევდა. იდეალური სიჩუმე მძიმე ცვარივით დააწვა
გარშემო ყველაფერს. სამოცდათვრამეტი პინბოლის მანქანა. სამას თორმეტი ფეხით
დაჰყრდნობოდა იატაკს და უდრტვინველად უძლებდა ამ სიმძიმეს, რომელსაც მეტი აღარსად
წაესვლებოდა. ნაღვლიანი სანახაობა იყო.

საფეხურზე დამჯდარმა ვცადე დამესტვინა ჟუმპინ’ ჭიტჰ შყმპჰონყ შიდ-ის პირველი ოთხი
ტაქტი. სტენ გეტსს პლუს რიტმ-სექცია: ჰედ შეიქინგი და ფუთ თეპინგი. ვეებერთელა ცარიელ
მაცივარში სტვენა საოცრად ლამაზად გაისმა. ცოტათი გონს მოვედი და შემდეგი ოთხი ტაქტიც
დავუსტვინე. მერე კიდევ ოთხი. გარშემო ყველაფერმა თითქოს ყურები ცქვიტა. ბუნებრივია,
არავინ არ აქნევდა თავს და არც ფეხებს აბაკუნებდა. მაგრამ ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს
საწყობის ყოველი კუთხე მონდომებით ისრუტავდა ჩემს სტვენას.

– როგორ ცივა... – წავიბუტბუტე, როცა რის ვაი-ვაგლახით დავუსტვინე ბოლომდე. ექოს,


რომელიც კედლებმა გამოსცა, საერთო არაფერი ჰქონდა ჩემს ხმასთან. ჯერ ჭერს ეცა, მერე
ჰაერში დაბზრიალდა და ძირს შედედდა. კბილებიდან სიგარეტი არ გამომიღია, ისე ამოვიოხრე.
ასე უსასრულოდ ხომ არ ვიჯდები და ერთი მსახიობის თეატრს ხომ არ ვითამაშებ. და თუ
უბრალოდ ვიჯდები და არაფერს გავაკეთებ, სიცივე და ქათმის სუნი ძვალ-რბილში გამიჯდება.
ავდექი. შარვალზე მიწებებული ტალახი ჩამოვიბერტყე. ნამწვი ფეხით გავსრისე და იქვე მდგარ
რკინის ქილაში ჩავაგდე.

პინბოლი, პინბოლი... აქ ხომ იმისთვის ვარ... სიცივისგან თავიც კი ცუდად მუშაობს...


დაფიქრდი... პინბოლი... სამოცდათვრამეტი პინბოლის ავტომატი... კარგი, დავიწყოთ. სადღაც
აქ გადამრთველი უნდა იყოს, რომელიც სამოცდათვრამეტ პინბოლის მანქანას მკვდრეთით
აღადგენს... უნდა ჩავრთო... რაღაცას უნდა დავაჭირო ხელი...

ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩავიწყვე და ნელა გავუყევი კედელს. ბეტონის სწორ ზედაპირზე აქა-იქ
მაცივრის მოწყობილობიდან დარჩენილი ელექტროგაყვანილობის მავთულები და ტყვიის
მილების ჩამონაჭრები გამოჩრილიყო. სხვადასხვა ხელსაწყოების, მრიცხველების,
გადამრთველებისგან დარჩენილ ნახვრეტებს დაეფჩინათ პირი – ნეტა რა ძალით
გამოეგლიჯათ კედლიდან. თვითონ კედლის ზედაპირი სწორი იყო, ლამის სლიპინა, თითქოს

155
გოლიათ ლოკოკინას გადაევლო ზედ. შენობა კი უფრო დიდი გამოდგა, ვიდრე მეჩვენებოდა.
ქათმების ფერმის მაცივრის კვალობაზე მეტისმეტად დიდი...

მეორე მხარეს, ზუსტად კიბის პირდაპირ, კიდევ ერთი ასეთი კიბე იყო. ზემოთა მოედანზე კი –
კიდევ ერთი რკინის კარი. ყველაფერი აბსოლუტურად ერთნაირი იყო, იმდენად ერთნაირი, რომ
წამით მომეჩვენა, თითქოს მთელი წრე შემოვიარე. ყოველი შემთხვევისთვის კარს ხელი ვკარი.
არც კი შერხეულა. არც ურდული, არც გასაღები არ ჰქონდა. იმდენად უმოძრაო იყო, რომ
დახატულს ჰგავდა. ხელი უკან გამოვწიე და უნებურად მოვიწმინდე სახიდან ოფლი. ქათმების
სუნი იდგა.

გადამრთველი კარის გვერდით აღმოჩნდა. საკმაოდ დიდი. ჩავრთე და საწყობიც ხმადაბალმა


მიწისქვეშა გუგუნმა გაავსო. ზურგზე ჟრუანტელმა დამიარა. და, აი, აქ თითქოს ათასობით
ფრინველმა ააფართქუნა ფრთები. მაცივარს გავხედე. პინბოლის სამოცდათვრამეტი მანქანა
ელექტროდენს ისრუტავდა და ხმაურით გამოჰქონდა ტაბლოზე ათასობით ნული. როცა
ფრთების ხმა მიწყდა, ფუტკრის ნაყარის მკვეთრი ელექტრონული ზუზუნიღა დარჩა. საწყობს
სამოცდათვრამეტი პინბოლის ავტომატის ეფემერული სიცოცხლე ავსებდა. მანქანების
სათამაშო მოედნები ათასფრად ციმციმებდნენ – მთელი ძალით ხატავდნენ ოცნებებს
ხელსაწყოების ფარებზე.

კიბიდან ძირს ჩავედი და, როგორც გენერალი ჯარის დათვალიერებისას, ნელა გავუყევი
ავტომატების რიგს. იქ იყო კლასიკური მანქანები, რომლებიც მხოლოდ ფოტოებზე მენახა. იყო
სათამაშო ცენტრებიდან კარგად ნაცნობები. ისეთებიც იყო, რომლებიც ისე ჩაჰბარდნენ
მარადიულობას, რომ კვალიც კი არ დატოვეს. ვის ახსოვს ახლა, რა ერქვა "უილიამსის" ფირმის
"მეგობრობა-7"-ის პანელზე გამოსახულ ასტრონავტს? სახელი გლენი, გვარი? სამოციანების
დასაწყისი... აი, ფირმა "ბელი", მანქანა სახელწოდებით "გრან-ტურნე" – ლურჯი ცა, ეიფელის
კოშკი, ბედნიერი ამერიკელი ტურისტი... ფირმა "გოტლიბი", "მეფეები და ქალბატონები", რვა
როლოვერი. ბანქოს მოთამაშე კოხტად შეკრეჭილი ულვაშით, უდარდელი გამომეტყველებითა
და რეზინიანი წინდებით, ერთ-ერთ მათგანზე ყვავის ტუზით.

სუპერმენები, მონსტრები, ფეხბურთელები, ასტრონავტები და ქალები, ქალები... სათამაშო


ცენტრების ბინდში გაფერმკრთალებული და ჩაფერფლილი ბანალური ოცნებები. გმირები და
ლამაზმანები მიღიმოდნენ ყველა მხრიდან. ქერა, შავგვრემანი, ისევ ქერა, ფერფლისფერი,
წითური, შავგვრემანი მექსიკელი, ვიღაცის "პონიტეილი", ჰავაელი გოგონა წელამდე
ჩამოშვებული ნაწნავით, ანა-მარგარეტი, ოდრი ჰეპბერნი, მერილინ მონრო... თითოეულს
ამაყად გამოებზიკა ლამაზი მკერდი ჭიპამდე ჩახსნილი ბლუზიდან, საცურაო კოსტიუმიდან,
წაწვეტებული აზღუდიდან... ძუძუები, რომლებიც არასდროს არ კარგავდნენ ფორმას, მაგრამ
უიმედოდ გაუფერულებულები. თან ლამპებიც დასციმციმებდათ თავზე, თითქოს გულისცემას
უწყობდნენ ფეხს. პინბოლის სამოცდათვრამეტი მანქანა, ძველი ოცნებების სასაფლაო – ისეთი
ძველის, რომ მოგონებებიც კი არ იღვიძებს. ნელა მივდივარ მათ შორის.

სამფლიპერიანი "რაკეტა" კოლონის ბოლოში მელოდებოდა. უპრეტენზიოდ ჩაჭედილიყო


მყვირალა ფერებით გათხიპნილ მეზობლებს შორის. თითქოს ტყეში ქვაზე ჩამომჯდარი
ელოდა ვიღაცას. შევჩერდი და კარგად ნაცნობ პანელს შევყურებდი. დაღვრილი მელანივით
მუქი ლურჯი კოსმოსი, პატარა თეთრი ვარსკვლავები. სატურნი, მარსი, ვენერა... და თოვლივით
ქათქათა კოსმოსური ხომალდი. ილუმინატორები განათებულია, შიგნით კი მყუდრო, ოჯახური
დღესასწაულის ატმოსფეროა. რამდენიმე მეტეორი კოსმოსურ წყვდიადს სერავს.

156
არც სათამაშო მოედანი იყო შეცვლილი. ისეთივე მუქი ლურჯია. ღიმილიდან გადმოცვენილი
თეთრი კბილებივით სამიზნეები. ვარსკვლავის ფორმის საპრიზო თამაშის ინდიკატორი თავისი
ათივე ნათურით აუჩქარებლად დაარბენინებს აქეთ-იქით ყვითელ-ლიმონისფერ სინათლეს.
ორი ამობურცული ფოსო – სატურნი და მარსი, როტორული სამიზნე – ვენერა... და ეს
ყველაფერი ლეთარგიულ ძილს მისცემია.

"ჰაი", ვთქვი. თუ არც მითქვამს. ყოველ შემთხვევაში, სათამაშო მოედნის მინის ფირფიტას
დავეყრდენი. მინა ყინულივით ცივი იყო. ათმა თბილმა თითმა მოთეთრო ანაბეჭდი დატოვა.
უცებ მანქანამ გამიღიმა. თითქოს გაეღვიძა. ისეთი ნაცნობი ღიმილია... მეც გავუღიმე.

რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთიო, თქვა. ჩავფიქრდი და თითებზე დავიწყე თვლა. სამი
წელიწადი. აი, რამდენი. სულ სამი წელიწადი.

თავი დავუქნიეთ ერთმანეთს და გავჩუმდით. ეს ყველაფერი კაფეში რომ ყოფილიყო, ახლა


ალბათ ყავის წრუპვასა და ფარდის ფოჩების წვალებაში ვიქნებოდით.

მე შენზე ხშირად ვფიქრობ, ვთქვი. და საოცრად უბედურად ვიგრძენი თავი.

როცა არ გეძინება?

ჰო, როცა არ მეძინება, გავიფიქრე. ისევ მიღიმოდა.

არ გცივა?

მცივა. ძალიან მცივა.

აქ დიდხანს ნუ დარჩები. მეტისმეტად ცივა.

ალბათ, ვუპასუხე. აკანკალებული ხელით ამოვიღე სიგარეტი, მოვუკიდე, შევისუნთქე.

თამაში არ გინდა?

არ მინდა, ვუპასუხე.

რატომ?

ჩემი პირადი რეკორდი ას სამოცდახუთი ათასია. გახსოვს?

რა თქმა უნდა, მახსოვს. ეს ხომ ჩემი პირადი რეკორდიცაა.

არ მინდა გავაფუჭო.

ხმა არ ამოუღია. მარტო საპრიზო თამაშის ათი ნათურა ციმციმებდა რიგრიგობით. ვეწეოდი და
საკუთარ ფეხებს დავყურებდი.

მაშ, რატომ მოხვედი?

მეძახდი...

157
ვითომ?.. დაიბნა, შეცბუნებულმა გაიღიმა... არ ვიცი, შეიძლება... შეიძლება გეძახდი კიდეც...

ძლივს გიპოვე.

გმადლობ, თქვა. რამე მომიყევი.

ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ვთქვი. ჩვენი სათამაშო ცენტრის ნაცვლად სადღეღამისო


საფუნთუშეა. იქ ახლა საზიზღარ ყავას სვამენ.

მართლა საზიზღარს?

დისნეის ერთ ძველ მულტფილმში მომაკვდავი ზებრა ზუსტად მაგ ფერის ჭუჭყიან წყალს
სვამდა.

ჩაიხითხითა. ლამაზად იღიმებოდა. აი, ქალაქი კი არ მიყვარდა, თქვა უცებ სერიოზულად.


ყველაფერი უხეშია, ჭუჭყიანი...

ეგეთი დრო იყო...

თავი დამიქნია. ახლა რითი ხარ დაკავებული?

ვთარგმნი.

რომანებს?

არა, ისე, ყოველდღიურ ქაფს. ერთი არხიდან მეორეში ვასხამ წყალს.

უინტერესოა?

არც კი ვიცი. არ მიფიქრია.

გოგო გყავს?

შეიძლება არც დამიჯერო. ახლა ტყუპებთან ვცხოვრობ. აი, ვინ ადუღებს ნამდვილ ყავას!

ერთხანს ჰაერში რაღაცას უღიმოდა.

რა საოცარია, არა? რა აღარ გადაგხდენია!

არაფერიც არ "გადამხდენია"... შეიძლება ითქვას, რომ გაქრა.

გიჭირს?

არა, რას ამბობ, გავაქნიე თავი. ის, რაც არაფრისგან დაიბადა, უკანვე დაბრუნდა. სულ ეს არის.

ისევ გავჩუმდით. ყველაფერი, რაც კი საერთო გვქონდა, კარგა ხნის წინათ გარდაცვლილი
დროის ნაფლეთებია. მაგრამ ძველი თბილი ცეცხლის ალი ისევ მილოკავდა სულს. როცა

158
სიკვდილი ყელში მწვდება, რათა ისევ სიცარიელის ბრძმედში მომისროლოს, იქ ამ ცეცხლის
ალებთან ერთად წავალ.

მგონი, შენი წასვლის დროა, თქვა.

სიცივე მართლაც აუტანელი ხდებოდა. მთელი სხეულით აცახცახებულმა სიგარეტი გავსრისე.

კარგია, რომ მოხვედი, შეიძლება ვეღარც შევხვდეთ. აბა, ბედნიერად!

გმადლობ, ვთქვი. ნახვამდის.

პინბოლის რიგებში გავიარე, კიბეზე ავედი და გადამრთველი გამოვრთე. ელექტროდენმა


ჰაერივით მიატოვა მანქანები, პინბოლის ავტომატები იდეალურ სიჩუმესა და ძილში
ჩაიძირნენ. ისევ გადავჭერი საწყობი, ისევ ავედი კიბეზე, სინათლე გამოვრთე, კარი გავიხურე და
მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შევბრუნებულვარ, ერთხელაც არ მიმიხედავს
უკან.

ტაქსი გავაჩერე. შინ რომ მივედი, შუაღამე იყო. ტყუპები ლოგინში იწვნენ და ყოველკვირეულში
კროსვორდს ხსნიდნენ. საშინელი ფერი მედო, თავით ფეხებამდე ქათმების სუნით ვყარდი.
ტანისამოსი სარეცხ მანქანაში ჩავტენე და ცხელ აბაზანაში ჩავხტი იმ იმედით, რომ ნორმალურ
ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. ნახევარი საათი ვთბებოდი, მაგრამ ძვლებში გამჯდარი სიცივე
არც ამის შემდეგ აპირებდა სადმე წასვლას.

ტყუპებმა კარადიდან გაზის ქურა გამოიღეს და ჩართეს. თხუთმეტი წუთის შემდეგ კანკალი
დაცხრა, სული მოვითქვი, ხახვის სუპი გავაცხელე და შევხვრიპე.

– ახლა ნორმალურად ვარ, – ვთქვი.

– მართლა? – მკითხა ერთმა.

– ჯერ კიდევ ცივი ხარ, – მოიღუშა მეორე, თან ჩემს მაჯას ხელიდან არ უშვებდა.

– ახლავე გავთბები.

ლოგინში შევძვერით და კროსვორდის ორი უკანასკნელი სიტყვაც გამოვიცანით. ერთი


"კალმახი" იყო, მეორე – "ტროტუარი". უცებ გავთბი და ერთიმეორის მიყოლებით ჩავიძინეთ.

ტროცკი და ოთხი ჩრდილოური ირემი დამესიზმრა. ოთხივეს შალის წინდები ეცვა. ძალიან ცივი
სიზმარი იყო.

23

159
ვირთხა აღარ ხვდებოდა თავის ქალს. მისი ფანჯრების სინათლესაც აღარ უყურებდა.
ფანჯრებთანაც კი აღარ მიდიოდა. მისი სულის უკუნ სიბნელეში, როგორც ჩამქრალ სინათლეს,
თავზე თეთრი ბოლი დაეკიდა და უკვალოდ გადნა. შავმა მდუმარებამ დაისადგურა. რა რჩება,
როცა ფენა-ფენად იძრობ კანს? ვირთხამ ეს არ იცოდა. სიამაყე?.. ლოგინზე წამოწოლილი
ხშირად ათვალიერებდა საკუთარ ხელებს. ალბათ ჰო, სიამაყის გარეშე ადამიანი ვერ
იცხოვრებს. მაგრამ მარტო ერთი სიამაყე რაღაც სიბნელეს ჰგავს, მეტისმეტად პირქუშია...

განშორება ძნელი იყო. ერთ მშვენიერ პარასკევს აღარ დაურეკა. ქალი ალბათ შუაღამემდე
ელოდა მის ზარს. ფიქრიც კი ძნელი იყო ამაზე. ხელმა რამდენჯერმე თვითონ გაიწია
აპარატისკენ, მაგრამ ვირთხა თავს იკავებდა. ყურსასმენები ჩამოიცვა, მთელი ხმით ჩართო და
ფირფიტას ფირფიტაზე უსმენდა. მშვენივრად იცოდა, ქალი არც დაურეკავდა, არც მოვიდოდა.
არავის ზარის გაგონება არ უნდოდა.

ალბათ თორმეტამდე უცადა ქალმა. მერე დაიბანა, კბილები გაიხეხა და დაწვა. იფიქრა, ხვალ
დილით დამირეკავსო. სინათლე ჩააქრო და დაიძინა. შაბათ დილით ისევ არ დაურეკეს.
ფანჯარა გამოაღო, საუზმე მოამზადა, ყვავილებს წყალი დაუსხა და შუადღემდე ელოდა. მერე
კი შეწყვიტა ლოდინი. სარკის წინ დაივარცხნა, ღიმილი დაიყენა და ბოლოს გადაწყვიტა: ასეა
და იყოს ასეო.

მთელი ეს დრო ვირთხა ფარდაჩამოფარებულ ოთახში იჯდა და კედლის საათის ისრებს


მიშტერებოდა. ჰაერიც კი გაირინდა ოთახში. რამდენჯერმე წათვლიმა. საათის ისრებმა
ყოველგვარი აზრი დაკარგეს – უბრალოდ, მბრუნავი ჩრდილ-ნათელიღა იყო. სხეული ნელ-
ნელა კარგავდა სიმძიმეს, კარგავდა აღქმის უნარს, საკუთარ თავს კარგავდა. რამდენი ხანია, ასე
ვზივარ? – ფიქრობდა ვირთხა. მოპირდაპირე თეთრი კედელი ყოველ ამოსუნთქვაზე
ლივლივებდა. სივრცე გარშემო სახიფათოდ დედდებოდა. როგორც კი იგრძნო, რომ მეტს ვეღარ
გაძლებდა, ადგა და სააბაზანოში გავიდა. ასე გაბრუებულმა გაიპარსა. მერე შეიწმინდა.
მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოიღო, დალია. ახალი პიჟამა ჩაიცვა, ლოგინში ჩაწვა.
გაიფიქრა, ახლა ყველაფერი დასრულდაო. და ღრმად ჩაიძინა. საოცრად ღრმად.

24

– გადავწყვიტე ქალაქიდან წავიდე, – უთხრა ვირთხამ ჯეის.

საღამოს ექვსი საათი იყო. ბარი ის-ის იყო გაიღო.

დახლი ბზინავს, საფერფლეში ერთი ნამწვიც კი არ გდია. გაპრიალებული ბოთლების რიგი


ეტიკეტებით წინ, ახალი ქაღალდის ხელსახოცების სამკუთხედები. სამარილე და ტაბასკოს
ბოთლი პატარა ლანგარზე. ჯეი სოუსს სამ სპეციალურ ჯამში ურევს, ჰაერში ნივრის შხეფების
ნისლი დაცურავს.

ფრაზა საფერფლეზე ფრჩხილების დაჭრისას გაისმა.

160
– წახვიდე?.. სად უნდა წახვიდე?..

– არ ვიცი... სხვა ქალაქში... არც ისე დიდში...

ჯეიმ ძაბრი აიღო, სამივე სოუსი სამ ბოთლში ჩაასხა, მაცივარში შედო და ხელები გაიწმინდა.

– და რას გააკეთებ იქ?

– ვიმუშავებ.

ვირთხა მარცხენა ხელზე ფრჩხილების დაჭრას მორჩა და თითებს დახედა.

– აქ რა, არ შეიძლება?

– არ შეიძლება... ლუდი მინდა.

– გეპატიჟები.

– გმადლობ.

ვირთხამ ნელა დაასხა ლუდი გაცივებულ ჭიქაში და ერთი ყლუპით დალია ნახევარი.

– არც მეკითხები, აქ რატომ არ შეიძლება?

– მგონი ვხვდები.

ვირთხამ ენა გააწკლაპუნა.

– საქმეც ეგ არის, ჯეი. აქ ყველამ ყველაფერი იცის შენზე, არც შეკითხვებია საჭირო, არც
პასუხები. ადგილიდან დაძვრასაც კი არავინ აპირებს. არ მინდა ვთქვა, მაგრამ... მგონია, რომ
ძალიან დიდი ხნით ჩავრჩი აქ.

– შეიძლება, – ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა ჯეიმ.

ვირთხამ ერთიც მოსვა და მარჯვენა ხელზე განაგრძო ფრჩხილების დაჭრა.

– ბევრი ვიფიქრე. ბოლოს და ბოლოს, ყველგან ალბათ ერთი და იგივეა. მაგრამ მაინც უნდა
წავიდე. იქაც რომ ზუსტად ასე იყოს.
– და აღარ დაბრუნდები?

– ოდესმე შეიძლება. ადრე თუ გვიან. ეს ხომ გაქცევა არ არის...

ვირთხამ არაქისის თეფშისკენ გაიწვდინა ხელი, ნაოჭიანი ნაჭუჭი შემოაცალა, საფერფლეში


ჩაყარა. ხელსახოცი აიღო და დახლზე ცივი ჭიქისგან დაორთქლილი ადგილი გაწმინდა.

– როდის მიდიხარ?

– ხვალ, ზეგ, არ ვიცი. შევეცდები უახლოეს სამ დღეში. უკვე მოვემზადე.

161
– არ მეგონა...

– აჰა... შენ რა, ჩემგან შეწუხების მეტი არაფერი გახსოვს?

– ყველაფერი იყო, – თავი დაუქნია ჯეიმ, მშრალი ტილოთი ბუფეტში ჭიქებს წმენდდა, – მაგრამ
წარსული ხომ წარსულია, სიზმარივით გახსენდება...

– შეიძლება. მაგრამ მეჩვენება, რომ დიდხანს მომიწევს ლოდინი, სანამ მეც მასე ვიფიქრებ.

ჯეი დაფიქრდა და ჩაიცინა.

– ჰო, მართალია... ხანდახან მავიწყდება, რომ ჩვენ შორის ოცი წელი განსხვავებაა.

ვირთხამ დარჩენილი ლუდი ჭიქაში დაასხა და ნელა დალია. ასე ნელა პირველად სვამდა.

– კიდევ ერთი?

ვირთხამ თავი გააქნია.

– არა. არ არის საჭირო. ესეც, როგორც ბოლო, ისე დავლიე. როგორც ბოლო აქ.

– აღარ მოხვალ?

– ალბათ არა. გამიჭირდება.

ჯეიმ გაიცინა.

– მაგრამ ოდესმე კიდევ შევხვდებით?

– როცა შევხვდებით, ვეღარ მიცნობ.

– სუნით მივხვდები!

ვირთხამ ერთხელ კიდევ დახედა ფრჩხილებს. დარჩენილი არაქისი ჯიბეში ჩაიყარა,


ხელსახოცით მოიწმინდა პირი და ტაბურეტიდან ადგა.

ქარი უხმოდ უბერავდა, თითქოს სიბნელეში გამომკრთალ სინათლეებზე მიცურავდა. ნელა


არხევდა ხის ტოტებს, ნელ-ნელა აცლიდა ფოთლებს და ძირს ყრიდა. შრიალით ეცემოდნენ
მანქანის სახურავს, დაბზრიალდებოდნენ, საქარე მინაზე ჩამოცურდებოდნენ და მანქანის
ფრთასთან ჩერდებოდნენ.

სასაფლაოს პარკის ტყეში ვირთხა მარტო იყო. სიტყვებშემოცლილი იყურებოდა საქარე


მინიდან. რამდენიმე მეტრის იქით ტერასა თავდებოდა, იმის იქით ჩამუქებული ჰაერი, ზღვა და
ქალაქის სინათლეები იყო. მობუზული იჯდა გაუნძრევლად, საჭეზე ეკიდა ხელი და სივრცეში
ერთ წერტილს მიშტერებოდა. თითებს შორის გაჩრილი მოუკიდებელი სიგარეტის წვერი ჰაერში
რთულ უაზრო ორნამენტებს ხაზავდა.

162
ჯეისთან ლაპარაკის შემდეგ ვირთხა ისევ რაღაცნაირად ხალისდაკარგული და გულგრილი იყო.
ერთმანეთთან ცუდად დაკავშირებული ცნობიერების ნაგლეჯები სხვადასხვა მხარეს
გარბოდნენ და ვირთხამ არ იცოდა, შეერთდებოდნენ თუ არა ისევ. როცა შავი მდინარე ადრე თუ
გვიან მიუბრუნებლად უერთდება უკიდეგანო ზღვას, მაშინ მისი შენაკადები უკვე ვეღარ
პოულობენ ერთმანეთს. ოცდახუთი წელიწადი... მხოლოდ ამისთვის იცხოვრა ოცდახუთი
წელიწადი? რატომ? – ეკითხებოდა საკუთარ თავს. გაუგებარი იყო... შეკითხვა კარგი იყო, პასუხი
კი არ ჩანდა. კარგ შეკითხვებზე არასოდეს არ არის პასუხები.

ქარი ძლიერდებოდა. შორეულ სამყაროებში მიჰქონდა ადამიანთა საქმიანობის სუსტი სითბო


და უთვალავ ვარსკვლავად ინთებოდა გათავისუფლებულ ცივ სიბნელეში. ვირთხამ ხელი უშვა
საჭეს, სიგარეტი ტუჩებში გადააგორა და, თითქოს ახლაღა გაახსენდაო, სანთებელას ჩამოჰკრა.

ოდნავ სტკიოდა თავი. ეჩვენებოდა, თითქოს ვიღაცა თითებით აწვებოდა საფეთქლებზე.


ვირთხა თავს აქნევდა, ფიქრებს იცილებდა. ეს შველოდა.

დიდი საგზაო ატლასი ამოიღო და ნელ-ნელა გადაფურცლა. ხმამაღლა კითხულობდა


ქალაქების დასახელებებს. მიყოლებით, რომლებიც მოხვდებოდა. მეტწილად პატარებს,
უცნობი სახელებით, უსასრულო გზებზე ჩამწკრივებულებს. რამდენიმე გვერდის შემდეგ
ვირთხას ბოლო დღეებში დაგროვილი დაღლილობის გიგანტური ტალღა დაეცა. სისხლში
გაცივებული შედედებული ნაფლეთები გასრიალდა.

დაძინება უნდოდა. ეგონა, რომ ძილი ყველაფერს გაწმენდდა, ოღონდ საკმარისია დაიძინოს.

თვალები დახუჭა – ყურებში ტალღები ახმაურდნენ. ზამთრის ტალღები, ტალღმჭერებს რომ


ეხეთქებიან და წვრილ ნაკადებად მოძვრებიან ბეტონის ბლოკებში.

"არავისთვის არაფრის ახსნა აღარ არის საჭირო, – გაიფიქრა, – ზღვის ფსკერი ნებისმიერ
ქალაქზე თბილია. იქ ალბათ სიწყნარე და სიმშვიდეა. მორჩა. არაფერზე ფიქრი აღარ მინდა,
არაფერზე..."

25

პინბოლის გუგუნი ერთხელ და სამუდამოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. მასთან ერთად გაქრნენ
ფიქრები ჩიხზე. რა თქმა უნდა, ეს კიდევ არ ჩაითვლებოდა კვანძის საბოლოო გახსნად, ისე
როგორც მეფე არტურსა და მრგვალი მაგიდის რაინდებს შეეფერებოდა. კვანძის გახსნამდე ჯერ
კიდევ შორია. როცა ცხენებს ქანცი აქვთ გაწყვეტილი, ხმლები დამტვრეულია და საჭურველი
დაჟანგებული, ჯობს მდელოზე წამოგორებულმა ყური მივუგდო ქარის ხმას. მერე იქ წავალ,
სადაც უნდა წავიდე – სულ ერთია, წყალსაცავის ფსკერი იქნება თუ ქათმების ფერმის მაცივარი.

აქ მხოლოდ სიმბოლური ეპილოგია შესაძლებელი – როგორც ქათქათა თოკი საავდრო


ღრუბლებქვეშ.

აი, ისიც.

163
ტყუპებმა სუპერმარკეტში მთელი კოლოფი ტამპონები იყიდეს. სამასი ჩხირი,
ბამბაშემოხვეული და კოლოფში ჩალაგებული. აბაზანიდან გამოსულს აქეთ-იქიდან
მომისხდებოდნენ და ერთდროულად მიწმენდდნენ ყურებს. მშვენივრად გამოსდიოდათ.
მიყვარდა ასე თვალდახუჭული ჯდომა, ტამპონების საქმიანი შრიალის ყურისგდება და ლუდის
წრუპვა. მაგრამ ერთხელ მოხდა ისე, რომ გახურებული პროცედურის დროს დავაცემინე. კინაღამ
ერთბაშად დავყრუვდი.

– ჩემი გესმის? – მეკითხებოდა პირველი.

– სულ ოდნავ, – ვპასუხობდი. საკუთარი ხმა სადღაც ცხვირის სიღრმეში ისმოდა.

– ჩემი? – მეკითხებოდა მარცხენა.

– შენიც სულ ოდნავ.

– იპოვე რა, დაცემინების დრო.

– სულელო.

ამოვიოხრე. თითქოს ორი კეგლი მელაპარაკებოდა კეგელბანის მეორე ბოლოდან. ყველაზე


მარცხენა და ყველაზე მარჯვენა. ორი გადარჩენილი კეგლი.

– წყალი დალიე, იქნებ გიშველოს, – თქვა ერთმა.

– რა წყალი!!! – ვიღრიალე.

მაინც მაიძულეს დამელია ლამის მთელი ვედრო. მარტო მუცელი გამებერა. ყურები არ
მტკიოდა – ალბათ მარტო გოგირდი გახვრიტა ჩხირით შიგნით. სხვა ახსნა არ მომდიოდა
თავში. კარადიდან ორი ფარანი გამოვიღე. გოგოები დიდხანს მინათებდნენ ყურებს, დაძაბული
იყურებოდნენ შიგნით.

– არაფერი არ არის.

– ჭუჭყის ნამცეციც კი.

– მაშ, რატომ არ ესმით? – ისევ ვიღრიალე.

– ვადა გაუვიდათ.

– ახლა ყრუ იქნები.


მეტი აღარ მიგდია ყური, ტელეფონების წიგნი ავიღე და უახლოეს ოტოლარინგოლოგს
დავურეკე. ყურმილში ძლივს ისმოდა ხმა და მედდამ, რომელიც მელაპარაკებოდა,
თანამიგრძნო. "ჩქარა მოდით, – თქვა, – კლინიკა ჯერ კიდევ ღიაა". სწრაფად ჩავიცვით, ქუჩაში
გამოვედით და ავტობუსის მარშრუტს გავუყევით.

ექიმს, ორმოცდაათიოდე წლის ქალს, ვარცხნილობის ნაცვლად მავთულის რაღაც ხლართები


ჰქონდა. მაგრამ მაინც სანდომიანად გამოიყურებოდა. მისაღების კარი რომ გავაღე, ტაშის

164
ორჯერ შემოკვრით აიძულა გოგოები, ხმა ჩაეკმინდათ. მერე სკამი შემომთავაზა, სხვათა შორის
მკითხა, რა მოხდაო.

– გასაკვირია, – თქვა, როცა ყველაფერი ავუხსენი, – მეტს ნუღარ ყვირით, – ვეებერთელა უნემსო
შპრიცი აიღო, ბლომად ქარვისფერი სითხით გაავსო, რაღაც თუნუქის მეგაფონი შემომაჩეჩა
ხელში და მითხრა, ყურის ძირში გეჭიროსო. მერე შპრიცი ჩამიდო ყურში. ქარვისფერი სითხე,
როგორც ზებრების ფარა, შეიჭრა ყურში, გაავსო და მეგაფონში გადმოიღვარა. გამორეცხვა
სამჯერ გამეორდა. მერე ყურში ბამბის ტამპონმა წაიმუშავა. ზუსტად ასე დამიმუშავეს მეორე
ყური. როცა პროცედურა დასრულდა, სმენა მთლიანად დამიბრუნდა.

– ყველაფერი ნორმალურადაა!

– ეს გოგირდი იყო.

ექიმის ლაკონიური პასუხი საბავშვო ლექსის სტრიქონს ჰგავდა. თითქოს გარითმვაში


ვეჯიბრებოდით ერთმანეთს.

– რომ არაფერი ჩანდა?!

– მრუდეა.

–?

– ყურის არხი გაქვთ მრუდე. ჩვეულებრივ, უფრო სწორია ხოლმე.

ასანთის კოლოფზე ჩემი ყურის არხი დახატა. ფორმით, ავეჯს რომ ამაგრებენ, იმ კუთხოვანას
ჰგავდა.

– თუ ამ კუთხოვანას იქით მოხვდება თქვენი გოგირდი, ვეღარავინ ამოიღებს.

დავიკვნესე.

– აბა, რა უნდა ვქნა?

– რა უნდა ქნათ... ფრთხილად უნდა იყოთ, როცა ყურებს იწმენდთ. უფრო ფრთხილად.

– ეს სიმრუდე მეტზე არაფერზე მოქმედებს?

– მაგალითად?

– აი, მაგალითად... ფსიქიკაზე.

– არ მოქმედებს.

შინ თხუთმეტი წუთი ვბრუნდებოდით. შემოვლითი გზით, გოლფის მოედნის გავლით.


მეთერთმეტე ფოსოსთან ფერვეი "ძაღლის თათივით" მოხრილიყო, ყურის არხს მაგონებდა,
დროშები – ბამბის ტამპონებს. და ეს ყველაფერი არ იყო. მთვარეს გადაფარებული ღრუბელი
"ბ-52" თვითმფრინავების ესკადრილიას ჰგავდა, ხშირი ტყე დასავლეთით – თევზის ფორმის

165
პრეს-პაპიეს, ვარსკვლავიანი ცა – ობმოდებულ ოხრახუშს... თუმცა ალბათ კმარა. მთავარი ის
იყო, რომ ჩემი ყურები ახლა მშვენივრად არჩევდნენ ყველაფერს. სამყარომ პირბადე
ჩამოიხსნა. მესმოდა, რამდენიმე კილომეტრის რადიუსით როგორ ჭიკჭიკებდნენ ღამის ჩიტები,
ადამიანები ხურავდნენ ფანჯრებს და სიყვარულზე ლაპარაკობდნენ.

– რა კარგია, – თქვა ერთმა.

– მართლაც, – გამოეპასუხა მეორე.

როგორც ტენესი უილიამსმა თქვა, წარსულსა და აწმყოზე ამბობენ, "არის", ხოლო როცა
მომავალზე ლაპარაკობენ, "ალბათს" უმატებენ.

მაგრამ როცა სიბნელეს ვიხსენებ, რომელშიც ახლახან მოვხეტიალებდით, განსაზღვრულ


ვერაფერს ვერ ვხედავდი – მხოლოდ "ალბათობას". ვითომ ის არ კმარა, რომ აწმყოდ
წოდებულს, როგორც წამს, ისე აღვიქვამთ, თვით ეს წამიც ისე გვისხლტება, რომ თითქმის არ
გვეხება.

აი, რაზე ვფიქრობდი, როცა ტყუპებს ვაცილებდი. გოლფის მინდვრის გავლით ავტობუსების
გაჩერებისკენ მივდიოდით. მთელი გზა ჩუმად ვიყავი. კვირადღე იყო, დილის შვიდი საათი.
თავზემოთ სულისშემძვრელად ლურჯი ცა გადაშლილიყო. გაზონი ფეხქვეშ სიკვდილის
წინათგრძნობას ავსებდა – თუმცა არც ისე ხანგრძლივის, მხოლოდ გაზაფხულამდე. მალე
ბალახს ყინულის ქერქი გადაეკვრება, იქნებ თოვლმაც დაფაროს. და თოვლიც დილის მზეზე
აბრჭყვიალდება. მანამდე კი თეთრებში გამოწყობილი გაზონი ჩვენ ფეხქვეშ ხრაშუნებს.

– რაზე ფიქრობ? – მკითხა ერთმა.

– არაფერზე, – ვუპასუხე.

ჩემი ნაჩუქარი ჯემპრები ეცვათ. მაისურები და სხვა წვრილმანი ქაღალდის პაკეტით


მოჰქონდათ.

– მაინც საით აპირებთ? – შევეკითხე.

– უკან.

– საიდანაც მოვედით.

ქვიშის ბუნკერზე გადავხტით, გრძელი ფერვეი გავიარეთ მერვე ფოსომდე და ესკალატორზე


დავეშვით. აუარებელი წვრილ-წვრილი ჩიტი შემოგვცქეროდა გაზონიდან და მავთულის
ბადიდან.

– არც კი ვიცი, როგორ ვთქვა, – წავიბუტბუტე, – მოვიწყენ უთქვენოდ...

– არამარტო შენ!

– ჩვენც!

– და მაინც მიემგზავრებით?

166
თავები დამიქნიეს.

– მართლა გაქვთ წასასვლელი ადგილი?

– რა თქმა უნდა, – თქვა ერთმა.

– ასე რომ არ იყოს, არც გავემგზავრებოდით, – დაამატა მეორემ.

მავთულის ბადეზე გადავძვერით, პატარა ტყე გავიარეთ, გაჩერებასთან გავედით და ავტობუსის


მოლოდინში გრძელ სკამზე დავსხედით. ავტობუსის გაჩერება მზის რბილ სხივებში
გარინდებულიყო. მზეს მიფიცხებულები, რითმებით გავერთეთ. ხუთი წუთის შემდეგ ავტობუსი
მოვიდა. ბილეთების ფული მივეცი.
– კიდევ შევხვდებით? – ვკითხე.

– სადმე, – თქვა ერთმა.

– აუცილებლად, სადმე, – დაამატა მეორემ.

სიტყვები ექოდ გაისმა სულში.

ავტობუსის კარი დაიხურა. ტყუპებმა ფანჯრიდან დამიქნიეს ხელი. ყველაფერი მეორდებოდა...


იმავე გზით დავბრუნდი მარტო. ოთახი შემოდგომის მზით იყო სავსე. ღუბბერ შოულ-ს
მოვუსმინე. ყავა მოვიდუღე. მერე კი საღამომდე ფანჯარასთან ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ
ილეოდა დღე. ჩუმი და გამჭვირვალე ნოემბრის კვირადღე.

1983

Contents
ყური მიუგდე ქარის სიმღერას - 1 ............................................................................................................. 2
2 .................................................................................................................................................................... 5
3 .................................................................................................................................................................... 5

167
4 .................................................................................................................................................................... 7
5 .................................................................................................................................................................... 9
6 .................................................................................................................................................................. 12
7 .................................................................................................................................................................. 13
8 .................................................................................................................................................................. 15
9 .................................................................................................................................................................. 16
10 ................................................................................................................................................................ 22
11 ................................................................................................................................................................ 26
12 ................................................................................................................................................................ 28
13 ................................................................................................................................................................ 31
14 ................................................................................................................................................................ 31
15 ................................................................................................................................................................ 32
16 ................................................................................................................................................................ 34
17 ................................................................................................................................................................ 35
18 ................................................................................................................................................................ 36
19 ................................................................................................................................................................ 37
20 ................................................................................................................................................................ 39
21 ................................................................................................................................................................ 43
22 ................................................................................................................................................................ 43
23 ................................................................................................................................................................ 49
24 ................................................................................................................................................................ 50
25 ................................................................................................................................................................ 51
26 ................................................................................................................................................................ 51
27 ................................................................................................................................................................ 52
28 ................................................................................................................................................................ 54
29 ................................................................................................................................................................ 56
30 ................................................................................................................................................................ 57
31 ................................................................................................................................................................ 58
32 ................................................................................................................................................................ 62
33 ................................................................................................................................................................ 65
34 ................................................................................................................................................................ 66
35 ................................................................................................................................................................ 68
36 ................................................................................................................................................................ 72

168
37 ................................................................................................................................................................ 75
38 ................................................................................................................................................................ 76
39 ................................................................................................................................................................ 78
40 ................................................................................................................................................................ 79
კიდევ ერთხელ ჰარტფილდზე ............................................................................................................... 80
1 .................................................................................................................................................................. 93
2 .................................................................................................................................................................. 98
3 ................................................................................................................................................................ 100
4 ................................................................................................................................................................ 106
5 ................................................................................................................................................................ 107
6 ................................................................................................................................................................ 112
7 ................................................................................................................................................................ 114
8 ................................................................................................................................................................ 118
9 ................................................................................................................................................................ 119
10 .............................................................................................................................................................. 122
11 .............................................................................................................................................................. 126
12 .............................................................................................................................................................. 129
13 .............................................................................................................................................................. 133
14 .............................................................................................................................................................. 134
15 .............................................................................................................................................................. 136
16 .............................................................................................................................................................. 137
17 .............................................................................................................................................................. 139
18 .............................................................................................................................................................. 144
19 .............................................................................................................................................................. 145
20 .............................................................................................................................................................. 148
21 .............................................................................................................................................................. 151
22 .............................................................................................................................................................. 154
23 .............................................................................................................................................................. 159
24 .............................................................................................................................................................. 160
25 .............................................................................................................................................................. 163

169

You might also like