You are on page 1of 2

ჩემს ოცნებებში

მე იმ თაობათა რიცხვს მივეკუთვნები რომელსაც აფხაზეთი არ უნახავს. ჩემს ოცნებებში


ბევრჯერ მიმოგზაურია ლურჯ, მოლივლივე შავი ზღვის ნაპირებზე. ფეხშიშველა მირბენია
სხვადასხვა ფორმის თეთრ კენჭებზე, მარადმწვანე პალმის ქვეშ მზისგან შემიფარებია
თავი. მიცქერია უზარმაზარი მზის დისკოს ჩასვენებას, მიყურებია მზის ჩასვლისთვის.

ეს ოცნებებში.

აფხაზეთი - საქართვლოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო-


დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, უკავია 8,7 ათ კვ. კმ. ტერიტორია.

გეომორფოლოგიურად აფხაზეთი ძირითადად მთაგორიანი რეგიონია. დაახლოებით


74% მთებსა და მთისწინარეთს უჭირავს, დანარჩენი ვაკე-დაბლობებს. მთიან ნაწილში
ქედები და ხეობები ჭარბობს. ქედებიდან უდიდესია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ -
აღმოსავლეთიდან გაჭიმული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედო. მთავარი
მწვერვალებია აგეფსთა (3257 მ.) ფსიში (3970 მ.) ერწახვი (2781 მ.) და მარუხი (2756 მ.)

აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. ზღვის


ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, ნოტიო ჰავა
ზომიერად ცივი ზამთარია, ხანგრძლივი თბილი ზაფხულით.

აფხაზეთის მდინარეთა ქსელში ხშირია, მთავარი მდინარეები კოდორი , ბზიფი , ღალაძგა ,


გუმისთა, მოქვი, ესენი შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება. სასაზღვრო მდინარეებია ენგური და
ფსოუ.. აქ უამრავი ტბაა: რიწა, ადუედა, აძაჟი, ტვარაში, პატარა რიწა , ამტყელი , ცისფერი
ტბა. ისინი ძირითადად მაღალ მთებშია განლაგებული, უმეტესად მყინვარული და
კარსტური წარმოშობისაა. რიწის ტბა შერეული ტყით მოსილლ მთებს შორის მოქცეული
ლურჯად მოლივლივე დიდი ტბა საოცრად ლამაზ სანახაობას წარმოადგენს და დიდ
შთაბეჭდილებას ახდდენს მნახველზე. რიწის და მისი მიდამოები უმშვენიერესია წლის
ყველა სეზონზე. რიწის ტბის სარკის ფართობია 1,49 კმ მაქსიმალური სიმაღლე 101მ, იგი
ამიერკავკასიის ყველაზე ღრმა ტბაა.

ღირშესანიშნაობა
ბესლათის ხიდი - თამარის ხიდი, სოხუმში, მდინარე ბესლათზეა გადებული და
თარიღდება XI-XII საუკუნეებით. ნაგებობა ერთმალიან, ერთცენტრიან თაღოვან, კუზიან
ხიდს წარმოადგენს, თაღის ქვებზე ქართული ასომთავრული ასი=ოები აის ამოკვეთილი .

აბათას ეკლესია - გაგრის მიდამოებში მდებარეობს, თარიღდება VI საუკუნით. ტაძარი სამ


ეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს.

წაბელდის ციხე - გუდაუთაში მდებარეობს კომპლექსი მოიცავს სამეთვალყურეო კოშკებს,


საეკლესიო ნაგებობებს, სასახლეს და სხვადასხვა სახის თავდაცვის ნაგებობებს ,
ბერძნული წყაროების მიხედვით წაბელდის ციხე ადრეული შუა საუკუნეების ერთ -ერთ
უმნიშვნელოვანეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა .
ბაბუშერას კოშკი - გულრიფში, სოფელ ბაბუშერაში მდებარეობას, თარიღდება XVI-XVII
საუკუნეებით. ძეგლმა ჩვენამდე დაზიანებით მოაღწია.

ბედიის მონასტერი- ოჩამჩირეში, სოფელ ბედიაში მდებარეობს - ტაძარი X საუკუნის


მიწურულს 999 წელს ბაგრატ IIIააშენა. აქვეა დაკრძალული გაერთიანებული
საქართველოს პირველი მეფე და დედამისი გურანდუხტი. ახლანდელი ბედიის
მონასტერი ძველ ნაშთებზე XIIIსაუკუნეშია აგებული.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია - ოჩამჩირის სოფოლ ილორში მდებარეობს იგი XI


საუკუნით თარიღდება, ტაძარი დარბაზული ნაგებობაა.

ტაძრის ფასადზე შენახულია XI საუკუნის ხუთი წარწერიანი ქვა. ტაძარი XVII საუკუნეში
ლევან დადიანმა შეაკეთა.

მოქვის საკათედრო ტაძარი - ოჩამჩირის სოფელ მოქვში მდებარეობს. იგი XI საუკუნით


თარიღდება, ტაძარი აფხაზთა მეფე ლეონ III ააგო. მოქვი მნიშვნელოვან რელიგიურ და
კულტურულ ცენტს წარმოადგენდა. მოქვის წიგნ-საცავის ხელნაწერებმა დღემდე მიაღწია .
მათ შორის არის მოქვის ოთხთავი.

აბსკილის მღვიმე - ოჩამჩირეში მდინარე მოქვის აუზში მდებარეობს. ზღვის დონიდან 260
მეტრზე, იგი 2 კმ-ის სიგრძის მიწისქვეშა ხეობას წარმოადგენს, რამდენიმე ვრცცელი
დარბაზით.

აბსკლის მღვიმე გამოირჩევა სილამაზით. აქ მრავალფეროვანი ნაღვენთი ფორმები


გვხვდება; სტალაგმიტები, სვეტები და სხვა.

ახალი ათონის მღვიმე - გუდაუთაში ახალი ათონის ტერიტორიაზე მდებარეობს - ზღვის


დონიდან 220 მეტრზე. იგი მსოფლიოში მოცულობით ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა,
შედგენა 11 დარბაზისგან. მისის სიგრძე 183 მეტრია. მღვიმე გამოირჩევა სილამაზით,
უნიკალური ფორმით შემკული დარბაზებით, აქ გხდება: გაქვავებული ჩანჩქერები ,
სვეტები, სტალაგმიტები, სტალაქტიტები. მღვიმეში არსებული სიფონური ტბებიდან ერთ -
ერთის სიგრძე 26 მეტრია.

გეგის ჩანჩქერი - გაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს, მდინარე ბზიფის მარჯვენა


შენაკადზე, ზღვის დონიდან 530 მეტრზე. ჩანჩქერის სიმაღლე 70 მეტრია. მდინარე
ერთ0ერთ მონაკვეთში კარსტულ ნაპრალში ხვდება, მიწისქვეშა დერეფნის გავლის
შემდეგ კი კლდის შუაგულიდან გამოედინება და ძალზე შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის .

საქართველოს მთავარი ამოცანაა დაიბრუნოს ტერიტორიები რომლებიც ოკუპირებულია ,


და ისევ შევძლოთ ამ ულამაზესი განძის ხილვა. დარწმუნებული ვარ ყველა, ქართველი თუ
უცხოელი დიდი სიამოვნებით ესტუმრება ამ მშვენიერ ადგილს - აფხაზეთს.

You might also like