You are on page 1of 4

კავკასიის ეთნიკური მრავალფეროვნებები.

ბ. კავკასიის ფართობი დაახლოებით 440 ათასი


კვ. კმ-ია, სადაც 30 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი კავკასიონს
ჩრდილოეთ კავკასიად (იმიერკავკასიად; ფართობი 250 ათ. კმ2) და ამიერკავკასიად (ფართობი 190 ათ.
კმ2). ბუნებრივი პირობების მიხედვით განასხვავებენ აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონს,
რომელთაგან პირველი მოიცავს აზოვისა და შავი ზღვის აუზს, მეორე — კასპიის ზღვის აუზს. ქედი
ამასთანავე წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისა.
გეოგრაფიულად კავკასიას ეკუთვნის ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, როსტოვის ოლქისა და
ყალმუხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილი.
კავკასიის ზედაპირის აბსოლუტური სიმაღლე ცვალებადობს -28
მ-დან 5642 მ-მდე. კავკასიის ტერიტორიის ნახევარზე მეტი
უჭირავს მაღალ მთებსა და ზეგნებს. ძირითადი ოროგრაფიული
ერთეულებია: იმიერკავკასიის ვაკე, კავკასიონი, ამიერკავკასიის
ბარი, მცირე კავკასიონი, თალიშის მთები, სამხრეთ კავკასიის
ვულკანური მთიანეთი.

კავკასიის ლანდშაფტი მრავალფეროვანია. იმიერკავკასიის ვაკის


ლანდშაფტები მიეკუთვნება ზომიერ სარტყელს, ამიერკავკასიის
— სუბტროპიკულს. იმიერკავკასიის დასავლეტ და შუა ნაწილში
გაბატონებული სტეპური ლანდშაფტი, რომლებიც
სტავროპოლის მაღლობზე, კავკასიის მინერალური წყლების
რაიონში, სუნჯის ქედის დასავლეთნაწილსა და კავკასიონის
მთისპირა ვაკეებზე ტყესტეპურ ლანდშაფტში გადადის.
კარბონატული და გამოტუტული ნოყიერი შავმიწანიადაგიანი
სტეპი თითქმის მთლიანად დახნულია. ტყესტეპში და კავკასიის
მინერალური წყლების რაიონის მთის კალთებზე
ფართოფოთლოვანი ტყეების (წიფელი, რცხილა, მუხა, იფანი).
აღმოსავლეთ იმიერკავკასიაში აბზინდიანი ნახევარუდაბნოს
ლანდშაფტია ღია წაბლა ნიადაგით. თერგისა დასულაკის
დელტაში — ლია-ლელიანების, ჭაობისა და მდელოს
ლანდშაფტებია.
კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ეროვნების ხალხი,
რომლებიც ლაპარაკობენ იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ),
ინდოევროპულ და ალტაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე.

იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შედის ქართველურ,


აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და დაღესტნურ ენათა ჯგუფები.
იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ყველაზე
მრავალრიცხოვანი ხალხია ქართველები, ისინი ცხოვრობენ
კავკასიონის შუა ნაწილის სამხრეთ კალთაზე. ამ ოჯახის
ენებზე მოლაპარაკე ყველა სხვა ხალხი, აფხაზების გარდა,
განსახლებულია კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე.

კავკასიაში მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ ბერძნები,


ასურელები, მოლდოველები, ესტონელები, მორდველები,
კორეელები, ბოშები. კავკასიის მორწმუნე მოსახლეობის
უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებს. მართლმადიდებლები
არიან: რუსები, უკრაინელები, ოსების ძირითადი ნაწილი,
ქართველებისა და აფხაზების უმრავლესობა, მოზდოკის
ყარაბდოელები; მონოფიზიტები - სომხები. დანარჩენი
ხალხების დიდი ნაწილი მუსლიმანები იყვნენ, მ. შ. ლეკების
მცირე ნაწილი — შიიტები; სხვები და ნაწილობრივ აფხაზები,
ოსები და ქართველები (აჭარლები და ინგილოები) —
სუნიტები. ქართველი და მთიელი ებრაელები აღიარებდნენ
იუდაიზმს.

You might also like