You are on page 1of 11

1.

საქართველოს ტერიტორიის ფორმირება


1.ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისში
ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა
ორი გაერთიანება: დიაოხი და კოლხა . მეზობელი ტერიტორიებიდან
შემოჭრილი მტრების იერიშებმა დიაოხისა და კოლხას ძლიერებას
ბოლო მოუღო.
2.ძვ. წ. VI საუკუნეში თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ორი
პოლიტიკური გაერთიანება ჩამოყალიბდა: დასავლეთ საქართველოში
ეგრისი, იგივე კოლხეთის სამეფო და აღმოსავლეთ საქართველოში -
ქართლის, იგივე იბერიის სამეფო.
3.ქართული სახელმწიფოების ტერიტორიის სიდიდეზე უდიდეს გავლენას
ახდენდა მეზობელი სახელმწიფოების აგრესიული პოლიტიკა. ბიზანტია
და სპარსეთი ერთმანეთს ეცილებოდა გავლენის მოსაპოვებლად.
4.VII საუკუნეში საქართველოში არაბობა დამყარდა და სახელმწიფოს
დიდი ნაწილი არაბთა არაბთა სახალიფოს დაექვემდებარა
5.X-XI სს-ის მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სამეფოები გაერთიანდა,
ხოლო XI-XII სს-ში, დავით აღმაშენებლისა და თამაფის მეფობის ხანაში,
ეს პროფესი ძლიერი, ერთიანი სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. ამავე
დროიდან დამკვიდრდა ტერმინი "საქართველო".
6.მონღოლთა შემოსევების შემდეგ (XIII ს.) საქართველო უმძიმეს
მდგომარეობაში აღმოჩნდა და მისი ტერიტორიაც თანდათანობით
შემცირდა.
7.XVI-XVIII სს-ში საქართველოს ტერიტორია ირან-ოსმალეთს შორის
განაწილდა, რასაც თან მოჰყვა მოსახლეობის ძალდატანებითი
ისლამიზაცია. დაიკარგა ტერიტორიის გაკრვეული ნაწილი
8.XIX საუკუნის დასაწყისში მთელი საქართველო რუსეთის იმპერიის
შემადგენლობაში აღმოჩნდა. შემდეგ იყო რუსეთთან ერთად საბჭოთა
კავშირი 70 წლის განმავ;ობაში.
9.1991 წელს საქართველომ აღიდგინა სუვერენიტეტი და ქვეყნის
ტერიტორია აღიარებული იქნა იმ საზღვრებში, რომელიც მას სსრკ-ს
შემადგენლობაში ყოფნისას ჰქონდა.
10.ყველაზე იდი იყო 13 საუკუნეში,ყველაზე პატარა მე 18 ს 2
ნახევარში!

4.საქართველოს საზღვრები და ფართობი


1.საქართველოს საზღვრების საერთო სიგრძე 1970 კმ-ია. აქედან,
სახმელეთიოა 1655 კმ, საზღვაო კი - 315 კმ. საქართველოს უკიდურესი
ჩრდილოეთი წერტილი სოფელ აიბგასთანაა, სამხრეთით - მთა
ოკუზდაღთან , დასავლეთი - დაბა ლესელიძესთან და აღმოსავლეთი
- მდინარეების აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილზეა .
საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი ლიხის (სურამის) ქედის
დასავლეთით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს .
2.სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში,
დაბა ლესელიძესთან იწყება. მთავრდება ალაზნის ველზე, მიუყვება
მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან.
საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ
სარფის მიდამოებში.ჩრდილოეთ საზღვარს, იგი ოროგრაფიულ
ბარიერზე - კავკასიონზე გადის და ამიტომაც მკაფიოდაა
დაფიქსირებული.
3. საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში
მდებარეობს
4. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით —
რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი ,
სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.
5. საქართველოს ფართობი 69700კვადრატული კილომეტრია!
6.კავშირები და გამშვები პუნქტები
ა)რუსეთთან აკავშირებს როკის გვირაბი ამითი გადადის ჩრ,
ოსეთში,
ბ)სტეფანწმინდა-ყაზბეგით ზემო ლარსი კავკასიონის მთავარ ქედზე
გადადის ჯვრის უღელტეხილით (2395 მ) და ქ. თბილისს ქ.
ვლადიკავკაზთან აკავშირებს.ესაა საქართველოს სამხერო გზა
სიგრძე 206 კმ. გაიხსნა 1899 წელს. რუსეთში ვლადიკავკასი.
გ) წითელი ხიდი მდინარე ხრამზე გადადიხარ აზერბაიჯანი სომხეთი,
დ)სარფის გასასვლელი აჭარაში გადადიხარ თურქეთში

3.საქართველოს გეოგრაგიული მდებარეობა

1.საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე


მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა
და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ
მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო
მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.
2.მდებარეობაზე არის 2 მოსაზრება
ა) თუ ევროპა აზიის საზღვარი ყუმა მანიჩის ღტმულზე გადის მაშინ
მთელი კავკასია აზიაა!
ბ) თუსაზღვარი კავკასიის მთავარ წყალგამყოფ წედს(ლიხის ქედს)
მიუყვება,მაშინ ევროპა აზიის საზღვარი ემთხვევასაქართველო,სომხეთის
და აზერბაიჯანის საზღვარს თურქეთთან.
7.საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში
ცენტრალური მდებარეობა უკავია. საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და
ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.
2. საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის
ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით -
ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით
შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის
მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან .
3.საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული
მდებარეობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადასტურდა და
გაიზარდა, როცა საფუძველი ჩაეყარა ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-
ჯეიჰანის ნავთობსადენების მშენებლობას. 1998 წელს ბაქოში ხელი
მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას ევროპა–კავკასია–აზიის
სატრანსპორტო დერეფნის შექმნის თაობაზე, რომელიც დასავლეთ
ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას დააკავშირებს კავკასიისა და შუა აზიის
გავლით. ამ დერეფანს შემოკლებით "ტრასეკას" უწოდებენ.

7.მინერალური რესურსები

1.მინერალური რესურსები ამოწურფადი და აღუდგენელი რესურსებია.


2. ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრეებიდან მნიშვნელოვანია სათბობ-
ენერგეტიკული რესურსები: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი და
ტორფი
3 ნავთობი საქართველოში.. დღეს ექსპლუატაციაში არსებულ
საბადოებში ნავთობის მარაგი არასაკმარისია,ვარაუდობენ დასავლეთ
საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე.
4.ქვანახშირის მრეწველობას ტყიბულის მიდამოებშია დაცნობილია
ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო.
5.პერსპექტიული ენერგეტიკული რესურსებიდან აღსანიშნავია
ჰელიორესურსები, რომლითაც მდიდარია მესხეთ-ჯავახეთი
6.ტორფის საბადოები, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზეა
წარმოდგენილი. ტორფი შეიძლება გამოყენებული იქნას ქიმიურ
მრეწველობაშ და საწვავად, საქართველოში კი სოფლის მეურნეობაში
სასუქად იყენებენ.
7.საქართველოს მადნეული რესურსებიდან აღსანიშნავია : რკინა ,
სპილენძი, ტყვია-თუთია, ვერცხლისწყალი და სხვ.
ა)ფერადი ლითონები(კაზრეთი)
ბ)ბარიტი(მედიცინაში დაქიმიურ მრეწველობაში)
გ)ბეტონური თიხები(მშენებლობაში,ახალციხის რაიონში )
დ)მოსაპირკეთებელი საკედლე ქვები,მ ტი,მარმარილო
ე)აქატი(ახალციხე,მარნეულის ტერიტორიები)
8.მინერალური წყლებიზოგიერთი მათგანი მსოფლიო მნიშვნელობისაა
ბორჯომი,წყალტუბო,ლიკანი,ნაბეღლავი,ზვარე.....

16.წყლის რესურსი,შიდა წყლები


1.საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით.მის ტერიტორიაზე
მიედინება 26060 მდინარე
შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18109 მდინარე
ენგური,რიონი,ჭოროხი,აჭარისწყალი.სუფსა,ყვირილა,კოდორი,ბზიფი
კასპიის ზღვის აუზს -
7951.მტკვარი,ლიახვი,ქსანი,არაგვი,იორი,ალაზანი!საქართველოს
მდინარეთა მთავარი წყალგამყოფია ლიხის ანუ სურამის ქედი .
2. საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარები, ძირითადად ,
გავრცელებულია კავკასიონის ქედზე. ქვეყანაში 786 მყინვარია .მათი
უმრავლესობა ოთხი მდინარის: კოდორის, ენგურის, რიონისა და
თერგის აუზებშია თავმოყრილი.
3. საქართველოში, ასევე, მრავლადაა ჩანჩქერები. ისი გვხვდება
სამეგრელოში, აფხაზეთში, ყაზბეგის რაიონში, კახეთში და სხვ.
4. საქართველოს წყალსაცავებში დაგროვილია საერთო წყლის
რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი.კომპლექსური დანიშნულების
წყალსაცავები რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ, მაგალითად: ჟინვალის
წყალსაცავის დანიშნულებაა ელექტროენერგიის გამომუშავება,
მორწყვა, სასმელი წყლით მომარაგება და, ნაწილობრივ, თბილისის
წყალსაცავის წყლით უზრუნველყოფა. წყალსაცავები, ძირითადი
დანიშნულების გარდა, ასევე, გამოიყენება თევზის მეურნეობისთვის,
რეკრეაციისა და წყალდიდობის შედეგების შესასუსტებლად.
5.საქართველოს ჭაობები, ძირითადად, კოლხეთის დაბლობის
დასავლეთ, ზღვისპირა ნაწილში გვხვდება
6. უგრძესი მდინარეა ალაზანი, ყველაზე წყალუხვი რიონი!მტკვარი
უგრძესი მდინარეა მხოლოდ კავკასიონის სათავე აქვს თურქეთში ,
გაივლის საქართველოს დედაქალაქს ერთვის კასპიის ზღვას
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
7. საქართველოში 860-მდე ტბაა. უმეტესობა ძალიან პატარაა.აქ არის
ტექტონიკური, მყინვარული, მდინარეული, სანაპირო, კარსტული,
შეგუბებული, მეწყრული და ბოლოს, ანთროპოგენური ტბები. ისინი
ძირითადად საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა
წყლებით.!!ყველაზე ღრმაა რიწის ტბა 101მ მთელ კავკასიაში.
13.ჰავა და ძირითადი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები
1.საქართველოს ტერიტორია ჰავის დიდი მრავალფეროვნებით
გამოირჩევა.იმიტომ რომ არის სუბტროპიკული დაზომიერი
სარტყლებისმიჯნაზე. შედარებით მცირე ფართობის მიუხედავად ,
საქართველოში წარმოდგენილია დედამიწის ზედაპირზე არსებული
ჰავის თითქმის ყველა ტიპი. ჰავის ასეთი მრავალფეროვნება
განპირობებულია ქვეყნის მდებარეობით სუბტროპიკულ და ზომიერ
კლიმატურ სარტყლების მიჯნაზე და რელიეფის თავისებურებით ,
აგრეთვე მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლენა.
2. საქართველოს ჰავის ჩამოყალიბებაზე სამი ძირითადი ფაქტორი
განსაზღვრავს:
ა) მზის რადიაცია, საქართველოში მზის ნათების ხანგრძლივობის
საკმაოდ მაღალი წლიური მაჩვენებელია. იგი ძირითადად
დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე, რომელიც საქართველოში ზომიერია.
მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 1360 სთ-დან 2500 სთ-მდე
იცვლება. ეს მაჩვენებელი მაღალია შირაქის ველსა და გარდაბნის
ვაკეზე, ხოლო დაბალი აჭარის მიდამოებსა და კავკასიონის მაღალ
მთიანეთშია.
ბ)ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაცია
საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მასების გავრცელების ოთხი
ძირითადი გზა არსებობს, კერძოდ:
1.ჰაერის მასების დასავლეთიდან შემოჭრა
2.ჰაერის მასების აღმოსავლეთიდან შემოჭრა
2.ჰაერის მასების ორმხრივი შემოჭრა
4.ჰაერის მასების სამხრეთიდან შემოჭრა.
გ)ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი.ესაა ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი
- დედამიწის ზედაპირის ის ნაწილი, რომელიც განაპირობებს
ატმოსფეროს ქვედა ფენებში მიმდინარე პროცესებს
ყინულები,ქედები.ძირითადი კლიმატური ბარიერებია ლიხის და
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედები, ხოლო მეორეხასიხოვანი -
გომბორის, ბზიფის, სვანეთის, მესხეთის და სხვა ქედები.

12 .შავი ზღვა
1.ეკუთვნის ატლანტის ოკეანის აუზს, ზღვა ევროპასა და მცირე აზიას
შორის. ესაზღვრება 6 ქვეყანა თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი,
უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ჩრდილო-აღმოსავლეთით
ქერჩის სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით
ბოსფორის სრუტით — მარმარილოს ზღვას, შემდეგ დარდანელის
სრუტით — ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს. შავი ზღვა ყველაზე
ღრმად იჭრება კონტინენტში.
2. მაქსიმალური სიღრმე 2210 მ, საშუალო სიღრმე 1240მ.
3. შავ ზღვას ერთვის მდინარეები: დუნაი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი,
დნეპრი, რიონი, ყიზილ-ირმაქი და სხვა.საქართველოს
ტერიტორიიან კი
ენგური,რიონი,ჭოროხი,აჭარისწყალი.სუფსა,ყვირილა,კოდორი,ბზიფი
4ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. დიდი ნახევარკუნძულია
ყირიმი. ასევე ქერჩის და ტაიმანის ნახევარკუნძულები.
5.კუნძულები ძალიან ცოტაა ზმეინი ბერეზანი ანარჩენი პატარა
კლდეებია
6.ყურეები
ოდესის,კარკინიტის,კალიმატის,ბურგასის,სინოპის,სამსუნგის,ბზიფის
ფოთის ბათუმის.
7. მიქცევა და მოქცევა შავ ზღვაში სუსტადაა გამოხატული — ისინი
მხოლოდ ხელსაწყოებით რეგისტრირდება.
8.შავ ზღვაში 150-200 მ-ზე მეტ სიღრმეზე სიცოცხლე არ არის, გარდა
ანაერობული ბაქტერიებისა ამიტომ უწოებენ შავ ზღვას
ორსართულიანს.ქვევით დაგროვილია მომწამლელი
გოგირდწყალბადის გაზი რომელიც იქმნება ბაქტერიების
მოქმედებით და რადგან წყლის ცირკულაცია არ ხდება მაღალი და
დაბალი მარილიანობის გამო იგი ზევით ვერ ამოდის.
9. შავი ზღვის გეოგრაფიულ მდებარეობასთან დაკავშირებით მის
აკვატორიაზე თითქმის ყველა მიმართულებით მოძრაობს ჰაერის მასები.
ჩრდილო-დასავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან
ჰაერი იჭრება ატლანტის ოკეანიდან და ხმელთაშუა ზღვიდან, ხოლო
სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ტროპიკული და
ზომიერი განედების კონტინენტური ჰაერია.მაგრამ ჰავა მაინც უფრო
კონტინენტურია.
10.ქარი შავი ზღვის რაიონი ახლომდებარე ხმელეთთან შედარებით
უფრო ძლიერი ქარებით გამოირჩევა. ჭარბობს ჩრდილო-
დასავლეთისქარები ბორა და დასავლეთისა და სამხრეთ-
დასავლეთის მიმართულების ქარები ბრიზები.
11.მარილიანობა ზღვის შუა ფენაში 17 18 %,მინარეთა შესართავებთან
3ან 9% ხოლო ფსკერთან 22 23%
12.შავი ზღვა მდიდარია ორგანული სამყაროთი აქესან 150 სახეობა
რელიქტურია ანუ სხვაგანაც არსებობენ და 240 კი ენდემური ესეიგი
მარტო შავ ზღვაშია.
13. საქართველოს ეკვრის 315კმ.
14. ბერძნები პონტოს ზღვას უწოდებნენ,იმიტომ რომ მოქცეულია
ალპური დანაოჭების ორ მთებს პონტოს მთებსა და კავკასიონს
შორის
15.ნალექების რაოდენობით გამოირჩევა სანაპირო ბათუმთან აქ
არის მტირალას მთა სადაც ყველაზე ბევრი ნალექი მოდის
წელიწადში.
16. ნავსადგურებია....და დიდი ქალაქები ბათუმი, ფოთი,სოხუმი
1 სტამბოლი თურქეთი
2 ოდესა უკრაინა
3 სამსუნი თურქეთი
4 ვარნა ბულგარეთი
5 სევასტოპოლი უკრაინა
6 სოჭი რუსეთი
7 ტრაპიზონი თურქეთი
8 კონსტანცა რუმინეთი
9 ნოვოროსიისკი რუსეთი
10 ბურგასი ბულგარეთი
კურორტები....სოჭი,ქობულეთი,იალტა,შავი ზღვა არ იყინება....
1.ვახუშტი ბატონიშვილი ბაგრატიონი ქართული გეოგრაფიის
ფუძემდებელი
1. გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და
კარტოგრაფი. ავტორი სამეცნიერო თხზულებისა „აღწერა სამეფოსა
საქართველოსა“. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი.
2. თავისი დროისთვის ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ერთ-ერთ
უგანათლებულეს ადამიანათ ითვლებოდა. ქართულის გარდა ფლობდა
ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ და სომხური ენებს.
3. მოსკოვში დაწერა მან თავისი უმთავრესი ნაშრომი „აღწერა
სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც მოთხრობილია
საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის შუა
ხანებამდე.
4. ეპოქის კარტოგრაფიული ხელოვნების შენაძენია ვახუშტის მიერ
შედგენილი საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიების
ზოგადგეოგრაფიული შინაარსის ატლასები.
ა)1735 წელს გამოცემული5 რუკიანია
ბ)1745 წელს გამოცემული 19 რუკიანი...მათში აღწერილია
სამთავროები, ქედები, მასივები, ხეობები, ხევები და ვაკეები .
აღწერა 440 მდინარე და 22 ტბა; რიგი მინერალი და მტკნარი წყარო.
შრომაში კარგად არის აღწერილი ჰიდროგრაფიული ქსელი,
განსაკუთრებით კი ქართლისა.ამავე პერიოდში ატლასი ითარგმნა
ფრანგულ და რუსულ ენებზე
5. გარდა გეოგრაფიული და ისტორიული ცნობებისა, ვახუშტის ნაშრომში
ფრიად მდიდარი ინფორმაცია მოიპოვება ბოტანიკის, ზოოგეოგრაფიისა
და გეოლოგიის შესახებ.
6.გერმანელ მეცნიერჰუმბოლდტიზე ადრე შექმნა ვერტიკალური
ზონალობისკანონი.
7.მის მიერ შექმნილი მსოგლიო ატლასი წარმოადგენს ატლასის
ქართულად სედგენის პირველ შემთხვევას.

6. საქართველოს სახელმწიფო წყობილება


საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული
როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა
ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის
გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე
მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
გეოგრაფიული[10] თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის
შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის
ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა
მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა
სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) შედარებით.
საქართველოს ტერიტორია ისტორიული დროის განმავლობაში
მნიშვნელოვნად იცვლებოდა.

You might also like