You are on page 1of 11

საპრეზენტაციო ნამუშევარი

კვიპროსი

3 კურსის სტუდენტი ბაჩი დანელია


2022
კვირპოსის გეოგრაფიული მდებარეობა:

კვიპროსი ოფიციალურად კვიპროსის რესპუბლიკა — კუნძულოვანი


სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში . კვიპროსი
როგორც მოსახლეობის რაოდენობით ასევე ფართობის სიდიდითაც
ხმელთაშუა ზღვაში მესამეა. გეოგრაფიულად ეკუთვნის აზიას, თუმცა
კულტურულ -პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპის ნაწილია . ის
მდებარეობს თურქეთის სამხრეთით , სირიისა და ლიბანის დასავლეთით ,
ისრაელის ჩრდილო –დასავლეთით , ეგვიპტის ჩრდილოეთით და
საბერძნეთის აღმოსავლეთით .
კვიპროსი დაშორებულია სირიის სანაპიროდან 105 კმ -ით
ლიბანის სანაპიროდან — 108 კმ-ით ისრაელიდან — 200 კმ-
ით ეგვიპტიდან — 380 კმ-ით საბერძნეთის კუნძულ
როდოსიდან — 400 კმ-ით , ხოლო საბერძნეთის
კონტინენტური ნაწილიდან — 800 კმ -ით .
გეოპოლიტიკურად , კუნძული დაყოფილია ოთხ ძირითად
ნაწილად : სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში კვიპროსის
რესპუბლიკას უკავია კუნძულის დაახ .
კვიპროსის ბუნება
ნაპირები უმთავრესად დაბალია, ნაკლებად შეჭრილ-შემოჭრილი, ჩრდილოეთით
ციცაბო, კლდოვანი. ჭარბობს მთიანი რელიეფი. სასარგებლო წიაღისეულიდან
აღსანიშნავია ქრომიტები, რკინისა და სპილენძის მადანი, აზბესტი და სხვა. ჰავა
სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის. დამახასიათებელია ცხელი ზაფხული და რბილი
შედარებით წვიმიანი ზამთარი.
ფაუნა[ფაუნის შემადგენლობაში 20 სახეობის ძუძუმწოვარი და 20-ზე მეტი სახეობის
მობუდარი ფრინველია. გვხვდება სხვადასხვაგვარი და მრავალრიცხოვანი
ქვეწარმავალი (30-ზე მეტი სახეობა). დაცულია გადაშენების პირას მყოფი ენდემური
კვიპროსული ცხვარი (მუფლონი). კუნძულზე იზამთრებს მრავალი გადამფრენი
ფრინველი. სანაპიროებზე ზღვის კუების რამდენიმე სახეობა (ჩვეულებრივი, მწვანე)
დებს კვერცხებს.[
კვირპოსის ისტორია :
კვიპროსის ტერიტორია დასახლებული ყოფილა
ნეოლითის ხანიდან (ძვ. წ. VI ათასწლ.) ძვ. წ. 333-323 წლებში
შედიოდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის, ხოლო ძვ. წ. 294-
258 წლებში პტოლემეების სამეფოს შემადგენლობაში. ამ
დროისათვის დასრულდა კვიპროსის ელინიზაცია. ძვ. წ. 58 წელს
დაიპყრო რომმა; ახ. წ. 395 წელს შევიდა ბიზანტიის იმპერიის
შემადგენლობაში. 648 წელს დაიპყრეს არაბებმა, 965 წელს
ბიზანტიამ დაიბრუნა. 1191 წელს ხელთ იგდო
ჯვაროსნული ლაშქრობების მონაწილე ინგლისის მეფე
რიჩარდ ლომგულმა, რომელმაც ის იერუსალიმის სამეფოს
გადასცა. 1489 წელს დაიპყრო ვენეციის რესპუბლიკამ, ხოლო
1571 წელს — ოსმალეთის იმპერიამ. კვიპროსზე
უძველესი ნამოსახლარები თარიღდება ჩვენს
წელთაღრიცხვამდე X ათასწლეულით. იმ პერიოდის
არქეოლოგიური ძაგლებში გვხვდება კარგად შემონახული
ნეოლითის ხანის სოფელი ხიროკიტია.
ტურიზმი კვიპროსზე :

ტურიზმს კვიპროსის ეკონომიკაში დომინანტი როლი უკავია.2006


წელს, ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა
მთლიანი შიდა პროდუქტის 10 % შეადგინა. მასში დასაქმებული
იყო 113 000 ადამიანი.
კვიპროსი, მსოფლიოში მე-40 ყველაზე პოპულარული ქვეყანაა
ტურიზმის მხრივ სადაც ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი
ჩადის.1975 წელს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის
შექმნისთანავე კვიპროსი მისი სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ეკონომიკა კვიპროსეზე
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, კვიპროსის
ეკონომიკა მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის ჯგუფს მიეკუთვნება.
2001 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კვიპროსი მოწინავე
ეკონომიკების ჯგუფს მიაკუთვნა. 2008 წლის 1-ელ იანვარს
კვიპროსმა ევრო ოფიციალურ ვალუტად დააწესა, რომელმაც
კვიპროსული ფუნტი შეცვალა .
ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია 2012-2013 წლის
კვიპროსის ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც უფრო ფართო ევროპის
სავალო კრიზისის ნაწილია.
სოფლის მეურნეობა 2018 წელს
სოფლის მეურნეობის სხვა
პროდუქტებთან ერთად კვიპროსმა
აწარმოა: 106 ათასი ტონა
კარტოფილი, 37 ათასი ტონა
მანდარინი, 23 ათასი ტონა ყურძენი,
20 ათასი ტონა ფორთოხალი, 19
ათასი ტონა გრეიპფრუტი, 19 ათასი
ტონა ზეთისხილი, 18 ათასი ტონა
ხორბალი, 18 ათასი ტონა ქერი, 15
ათასი ტონა პომიდორი, 13 ათასი
ტონა საზამთრო და 10 ათასი ტონა
ნესვი.
ნავთობი და ბუნებრივი აირი :

კლვევების თანახმად, კვიპროსსა და


ისრაელს შორის, ხმელთაშუა ზღვის
აღმოსავლეთ აუზში ხელშეუხებელი
რეზერვების მოცულობა 100 ტრილიონი
კუბური მეტრია, რაც თითქმის მსოფლიოში
ბუნებრივი აირის წლიური მოხმარების
მაჩვენებლის ტოლია. 2012 წლის
იანვარში მბუნებრივი აირის საბადოს
აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.
სტატისტიკა :
ინსტიტუტების მაჩვენებლებით კვიპროსი 31-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით
ქვეყანას 39-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 31-ე, ჩეკებისა და
ბალანსების დონით ― 36-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 50-ე, გამჭვირვალობით ―
36-ე, საკუთრების უფლებებით ― 34-ე, კორპორატიული მმართველობით ― 44-ე,
მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 35-ე.
• მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like