You are on page 1of 6

გამარჯობა

ჩვენ წარმოგინდგენთ აფრიკის კონტინენტს
                       მდინარე ნილოსი
ნილოსი მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს
მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით.
მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6 853 კილომეტრია. აუზის ფართობი -
2870 ათასი კმ2. ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში, შესართავთან წარმოქმნის
საკმაოდ დიდ დელტას. ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში
გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო
მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია. თანამედროვე
ეგვიპტის ყველაზე დიდი ქალაქები სწორედ ნილოსის ამ ნაწილში მდებარეობს,
ასუანის კაშხლის ჩრდილოეთით, ისტორიული, ძველი ეგვიპტის ძეგლების
სიახლოვეს.
უდაბნო
საჰარა
საჰარა მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ კმ². მდებარეობს
ჩრდილოეთ აფრიკაში. უდაბნოს ასაკი დაახლოებით 2,5 მილიონი წელია. მას აფრიკის
ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი.
საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო,
ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი,
ჩადი და სუდანი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან
მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები:
ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე ჩრდილში ტემპერატურა +40-50 გრადუსს
აღწევს, დიდი სიმშრალე წლიური ნალექი თითქმის ყველგან 100 მმ-ზე ნაკლებია,
ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში არ მოდის.
ჩანჩქერი ვიქტორია 
ვიქტორია ან მოზი-ოა-ტუნია ჩანჩქერი მდინარე ზამბეზზე, სამხრეთ
აფრიკაში. მდებარეობს ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე. ჩანჩქერის
სიგანე 1,8 კმ-ია, სიმაღლე 128 მეტრი. აღმოაჩინა შოტლანდიელმა
მოგზაურმა დეივიდ ლივინგსტონმა 1855 წელს და სახელი უწოდა დიდი
ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას პატივსაცემად. შემდეგ ჩანჩქერი
ცნობილი გახდა ადგილობრივი სახელითაც „მოზი-ოა-ტუნია“ . ჩანჩქერი
აფრიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, 1989 წელს შეიტანეს
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
აფრიკის მოსახლეობა
აფრიკის მოსახლეობა ბერბერი. Აფრიკა ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ
დასახლებული კონტინენტია და მოსახლეობის მიხედვით აზიის შემდეგ
მეორე ადგილზეა. მეცნიერების აზრით სწორედ აქ გაჩნდა პირველი
ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე 3-ძირითადი რასის ხალხები
ცხოვრობენ ევროპეიდული, ეკვატორული და მონგოლური. ზხლა
გაგაცნობთ აფრიკის ჩრდილო ნაწილში მცხოვრებ აბორიგენ ხალხს
ბერბერებს. ბერბერები სახლობენ ნილოსის ხეობის დასავლეთით.
ლაპარაკობენ ბერბერულ ენაზე, რომელიც აფრაზიულ ენების ერთ-ერთი
განშტოებაა. ასევე საუბრობენ არაბულადაც, არ აქვთ საკუთარი
დამწერლობა. ევროპული ოკუპაციისა და კოლონიზაციის შედეგად
სცვადასხვა ადგილზე მცხოვრები ბერბერები საუბრობენ: ფრანგულად,
ესპანურად, იტალიურად და სხვა. Ბერბერულ ენაზე მოლაპარაკე
ხალხის უმეტესი ნაწილი მაროკოსა და ალჟირში ცხოვრობს.
ბერბერები თავიანთ თავს ,,თავისუფალ ხალხს" უწოდებენ. 
ბერბერების უდიდესი ნაწილი მუსლიმები არიან, მე-7 დე ს. მდე სანამ მუსლიმები
ჩრდილოეთ აფრიკას დაიპყრობდნენ ბერბერების უმეტესობა ქრისტიანები იყვნენ
ხოლო მცირე ნაწილი იუდეველები იყვნენ. Ბერბერები მთებსა და ოაზისებში
ცხოვრობენ და პატარა გადასახლებებს ქმნიან, მისდევენ სოფლის მეურნეობას. მე-20
საუკუნის შუახანებამდე ბერბერები მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად ითვლებოდნენ.
ტრადიციული ჩაცმულობის მიხედვით კი ,,გაუნათლებელ გლეხებად" აღიქვავენ
დღესაც.
ბერბერებს აქვთ მუქი ფერის კანი, ყავისფერი თვალები. მათი გარკვეული რაოდენობა
კი ქერათმიანია მთავარი წესჩვეულებები არის დაბადება, ქორწინება, სიკვდილი
პირველი თმის შეჭრა. მამაკაცების ძირითდი საქმიანობაა მეთუნეობა, მჭედლობა და
ხეზე მუშაობა. Ქალები კი თიხაზე მუშაობდნენ და ქსოვდნენ.

You might also like