You are on page 1of 43

ავსტრალიისა და ოკეანეთის

ტურისტულ-რეკრეაციული
პოტენციალი და მათი
გამოყენების გზები

• ნანა ბერძენიშვილი
ფიზიკური რუკა
პოლიტიკური რუკა
ავსტრალია
დროშა
ვარდისფერი ტბა, რომელსაც აქვს მოწითალო ან ვარდისფერი ფერი წყალმცენარეების გამო, როგორიცაა
„დუნალიელა „ --- მწვანე წყალმცენარე ბინადრობს განსაკუთრებით მარილიან ზღვის წყლებში. თავისი
ვარდისფერი ფერის გამო , ესეთი ტბები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს და
ფოტოგრაფებს შორის მთელი მსოფლიოდან. ვარდისფერი შეფერილობის ტბა ბუნების ნამდვილ სასწაულად
შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა მეცნიერებმა შეძლეს ამ სასწაულის წარმოშობის მიზეზის ახსნა. ტბა ძალიან მლაშეა. მარილის ასეთი
მაღალი კონცენტრაცია კი მხოლოდ ერთი სახეობის მიკრო ორგანიზმს აძლევს საშუალებას იცოცხლოს
ტბაში, სწორედ ეს მიკრო ორგანიზმი ანიჭებს ტბას ღია ვარდისფერ შეფერილობას.
ჰილერის ტბა მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიაში. ტბა ძალიან
პოპულარულია და ტურისტები ცდილობენ იქ მოხვედრას; ტბას აკრავს
თეთრი მარილის „საბადოები“ და ხშირი ევკალიპტის და ჩაის ხის ტყეები.
ჩრდილოეთით ქვიშის დიუნები გამოყოფენ ტბას ოკეანედან და ტბა იქნა
აღმოჩენილი 1812 წელს
მთა ულურუ
დიდი ბარიერული რიფი — წარმოადგენს მსოფლიოში მარჯნის რიფებისა დაკუნძულების უზარმაზარ
ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-
აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე, მარჯნის ზღვაში.
• ჯაჭვი შედგება 2900-ზე მეტი განცალკევებული მარჯნის რიფისაგან[ და
900 კუნძულისაგან. იგი გადაჭიმულია ავსტრალიის
სანაპირო ზოლის გასწვრივ ჩრდილო-აღმოსავლეთით 2500 კმ-ზე და
მნიშნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში. დიდი
ბარიერული რიფი დედამიწაზე ყველაზე დიდი ბუნებრივი ობიექტია,
რომელიც შექმნილია ცოცხალი ორგანიზმებისგან და მისი დანახვა
ადვილად შესაძლებელია კოსმოსიდან. ამ რიფის სტრუქტურა შედგება
მილიარდი პატარა ორგანიზმებისგან, რომლებიც მეცნიერებაში
ცნობილია მარჯნის პოლიპების სახელით. მისი საერთო ფართობია 348 698
კმ², რაც უფრო მეტია ვიდრე დიდი ბრიტანეთის ფართობი. ჩრდილოეთ
ნაწილში მისი სიგანეა დაახლოებით 2 კმ, სამხრეთში — 152 კმ. რიფის
დიდი ნაწილი წყალქვეშაა, რომელიც ვლინდება მოქცევის დროს. დიდ
ბარიერულ რიფსა და ავსტრალიის სანაპიროს შორის
გადაჭიმულია ლაგუნა. ზოგიერთ რიფს აქვს მარჯნის კუნძულის სახე.
დიდი ბარიერული რიფი ეხმარება ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლის
დიდ სხვადასხვაობას და ამის გამო 1981 წელს იუნესკომ იგი აირჩია,
როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი.
გიგანტური კენგურუ – ავსტრალიის სავანების მკვიდრია. იგი ავსტრალიის ოფიციალური სიმბოლოა. მისი
გამოსახულება ემუსთან ერთად გამოსახულია ავსტრალიის გერბზე. ხოლო ავსტრალიური დოლარის ერთ
გვერდზე კი მარტო კენგურუს გამოსახულებაა.

კენგურუ
საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ამ ცხოველის
სახელს. პირველად ეს სიტყვა გამოთქვეს
კვისლენდის აბორიგენებმა. ეს მოხდა 1770 წელს.
გემმა ,,ენდევორმა” დაზიანება მიიღოავსტრალიის
აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ რიფზე. სანამ გემს
არემონტებდნენ ჯეიმს კუკი და ჯოზეფ ბენფსი –
ნატურალისტი და მეცნიერი ნაპირზე სანადიროდ
გავიდნენ. მოგვიანებით კუკმა ადგილობრივებს
კითხა, თუ რას უწოდებდნენ ისინი ცხოველს,
რომელიც 2 ფეხზე ხტუნავდა. ამ დროს კუკმა
ინგლისურად მიმართა: ,, Can you tell me!..”
(შეგიძლიათ მითხრათ?) ეს სიტყვები
ადგილობრივებმა თავისებურად გაიგონეს,
გაიმეორეს და ასე უპასუხეს – კენ-გუ-რუ?
იგივენაირად ჩაეკითხა კუკი, სწორედ გაიგო თუ
არა, რაზედაც მან დასტური მიიღო. ასე და
ამგვარად, გაფუჭებული ტელეფონის მეთოდით,
ზრდილობიანი ინგლისური ფრაზიდან დაიბადა უკვე
ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვა –
კენგურუ. არის კიდევ ერთი მოსაზრება: თითქოს
კუკი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა და რაღაც კენგურუს
მსგავსი უპასუხეს, რაც ავსტრალიურ ენაზე ნიშნავს
,,არ მესმის”. სამწუხაროდ, რომელი კენგურუები
ნახეს მაშინ კუკმა და ბენქსმა ზუსტად ცნობილი არ
არის.
სიდნეი
მელბურნი
მელბურნის სამეფო საგამოფენო დარბაზი და კარლტონის ბაღები XIX
საუკუნე
პარლამენტის
შენობა
ავსტრალიის საპატიმროები, დაარსებული XVIII-XIX საუკუნეებში,
რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა
"ჯინოლანის მღვიმეები“ თავისი ზომებითა და სილამაზით ერთ-ერთი შესანიშნავია მსოფლიოში.მილიონობით
წლის წინ,აქ ზღვის ფსკერიდან ამოიზიდა მარჯნის რიფი,რომელიც ამჟამად ქედის სახით გრძელდება.მოგვიანებით
ზღვის ფსკერი ხმელეთად იქცა,ხოლო ზემოდან ჩამოჟონილმა წყალმა მარჯნის რიფის შრეებში შექმნა უზარმაზარი
მღვიმეები საოცარი ფორმებით.მისი სიმაღლე 50 მეტრია,ჭერზე დაკიდულია სხვადასხვა ზომისა და მოხდენილი
ფორმის სტალაქტიდები
კუნძული ფრეიზერი,რომელიც მდებარეობს ავსტრალიის სანაპიროსთან, არის ყველაზე დიდი ქვიშის კუნძული მსოფლიოში და
ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი.მაგრამ კუნძულის ყველაზე შესამჩნევი ღირსშესანიშნაობა არის ჩაძირული
გემი “SS Maheno.” მაჰენოს აქვს განსაკუთრებული ისტორია: ის ააგეს 1905 წელს შოტლანდიაში, როგორც სამგზავრო
ლაინერი. მსახურობდა ლა-მანშის სრუტეში, როგორც საავადმყოფო, სანამ ექსპლუატაციიდან ამოიგებდნენ 1935 წელს. იმავე
წელს ის ბუქსირით წაიყვანეს მელბურნში, ავსტრალიაში,სადაც მას ციკლონი დაატყდა თავს და საბოლოოდ გაჩერდა კუნძულ
ფრეიზერთან. მაჰენოს ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები გამოიყენებდნენ საწვრთნელად, როგორც გასანადგურებელი
“მიზანი”, ცოტა მოგვიანებით კი გახდა ტურისტებისთვის საყვარელი და მიმზიდველი ადგილი.გემის სამ სართულზე მეტი
ქვიშაშია ჩაფლული და დღესაც მრავალი ტურისტი ჩადის მის სანახავად.
ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, ქ. როტორუას ახლოს, უნიკალური მდინარე
მდებარეობს. ის იმითაა გამორჩეული, რომ მისი წყალი მარჯვენა ნაპირთან ძალიან ცივია,
ხოლო მარცხენასთან „დუღს”. მდინარე ისე სწრაფად მიედინება, რომ ცივი და ცხელი წყლის
ნაკადები შერევას ვერ ასწრებს.
როტორუას გეიზერები ამავე სახელწოდების ტბაში მდებარეობენ ახალ ზელანდიაში. ის ცნობილია როგორც ახალი
ზელანდიის თერმულ საოცრებათა ქვეყანა. უამრავი გეიზერი და ცხელი წყაროები გვხდება
თვით ქალაქის ირგვლივაც. ამოფრქვეული ორთქლი, წყალი და ტალახი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
მელანეზია
ვანუატუ
სახელმწიფო განფენილია ახალი ჰებრიდების 83 კუნძულზე. ხმელეთის საერთო ფართობია — 12 190 კმ². სანაპირო ზოლის
სიგრძე — 2528 კმ. ვანუატუს მასახლეობა შეადგენს — 234 023 ადამიანს. დედაქალაქი — პორტ-ვილა.
კუნძულებზე ყველაზე პოპულარული დასვენების სახეობებია დაივინგი, თევზაობა ღრმა წყლებში, ქორწილებისადა თაფლობის
თვეების ჩატარება.
2001 წელს ქვეყანას ეწვია 53 300 ტურისტი, რაც 4000-ით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს: მაშინ ქვეყანას ეწვია 57 591 ადამიანი.
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა პოლიტიკური არასტაბილურობა ვანუატუში. მაგრამ ბოლო წლებში ტურისტების ნაკადი
გაიზარდა, რაც გამოწვეულია პოლიტიკური კრიზისებით ფიჯიზე და სოლომონის კუნძულებზე. ძირითადად ქვეყანას ტურისტები
სტუმრობენ ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და ახალი კალედონიიდან. წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი
სტუმრობს ვანუატუს კრუიზული ცურვის დროს.
ეს ჟანგიანი გემი მოძრაობდა წყნარი ოკეანის წყლებში 1980-იან წლებში, როდესაც კუნძულ
ვანუატუს ციკლონი “უმა” დაატყდა თავს. უდავოდ ვულკანური წარმოშობის არქიპელაგი
მრავალი გემის ჩაძირვის მომსწრე გახდა, მაგრამ ეს გემი იმით გამოირჩევა, რომ ჩაძირვის
შემდეგ რიფზე გაჩერდა და მას შემდეგ ტურისტების მიმზიდველ სანახაობად იქცა.
მადლობა

ყურადღებისათვის

You might also like