You are on page 1of 5

ატლანტის ოკეანე

-ელენე მელქაძე
საერთო მიმოხილვა
ატლანტის ოკეანე გადაჭიმულია  ჩრდილოეთიდან  სამხრეთისაკენ  თითქმის 15
ათას კმ-ზე, მინიმალური სიგანე დაახლოებით 2830 კმ , მაქსიმალური სიგანე 6700
კმ (ჩრდილო განედის 30° პარალელზე). ატლანტის ოკეანის
ფართობი ზღვებთან, ყურეებთან  და  სრუტეებთან ერთად აღწევს 91,66 მლნ . კმ ²-ს ,
მათ გარეშე 76,97 მლნ. კმ²-ს. წყლის მოცულობა 329,66 მლნ.
კმ³, ზღვების, ყურეებისა და სრუტეების გარეშე 300,19 მლნ. კმ³. საშუალო სიღრმე
3597 მ, მაქსიმალური სიღრმე 8742 მ.
ლეგენდა
ატლანტის“ ზღვის უძველესი ხსენება ეკუთვნის  სტესიქორეს  და  ჰეროდოტეს , სადაც
სახელწოდება მიეკუთვნება „ჰერკულესის სვეტების მიღმა ზღვას “, რომელიც ითვლება
მთელი ხმელეთით გარშემორტმული ზღვის ნაწილად . ამ შემთხვევაში სახელწოდება
მიეკუთვნება ბერძნული მითოლოგიის ტიტან — ატლასს , რომელსაც მხრებით ეკავა ცის
კაბადონი და რომელიც მოგვიანებით  შუა საუკუნეების  რუკაზე გამოჩნდა როგორც
ფრონტისპისი და რომელმაც საფუძველი დაუდო
თანამედროვე ატლასების  სახელწოდებას . სხვა მხრივ , ძველი ბერძენი
მეზღვაურებისთვის და ძველ ბერძნულ მითოლოგიურ
ლიტერატურაში ილიადასა  და  ოდისეაში  ეს ყოვლისმომცველი ოკეანე ცნობილი იყო
როგორც ოკეანოსი, — მსოფლიოს ირგვლივ გარშემორტყმული გიგანტური მდინარე .
საპირისპიროდ, ტერმინი „ატლანტიკა “ თავდაპირველად მიეკუთვნებოდა სპეციალურად
მაროკოში მდებარე ატლასის მთებსა  და ზღვას  გიბრალტარის სრუტესთან  და ჩრდილოეთ
აფრიკის სანაპიროსთან . ბერძნული სიტყვა თალასა მეცნიერების მიერ ხელახლა იქნა
გამოყენებული დიდი ოკეანის პანთალასას აღსანიშნავად , რომელიც საზღვრავდა
სუპერკონტინენტ პანგეას ასობით მილიონი წლის წინათ .
ოკეანის ჩამოყალიბების ისტორია

ატლანტის ოკეანე წარმოიქმნა  მეზოზოურში  ძველი სუპერკონტინენტის  პანგეას  გონდვანაზე (სამხრეთით )


და ლავრაზიაზე (ჩრდილოეთით ) გაპობის შედეგად . ამ კონტინენტების სხვადასხვაგვარმა
მოძრაობამ ტრიასულის ბოლოს წარმოქმნა პირველი ოკეანური ლითოსფერო თანამედროვე ჩრდილოეთ
ატლანტიკის სახით. წარმოქმნილი რიფტული ზონა იყო  ტეთისის  რიფტული ნაპრალის დასავლური
გაგრძელება. ატლანტის ღრმული თავისი განვითარების ადრეულ სტადიაზე წარმოიქმნა როგორც ორი
მსხვილი ოკეანური აუზის, აღმოსავლეთით — ტეთისისა და დასავლეთით — წყნარი ოკეანის შეერთება .
ატლანტის ოკეანის ღრმულის შემდგომი გაფართოება მიმდინარეობდა წყნარი ოკეანის ზომების შემცირების
ხარჯზე. ადრეიურულში გონდვანა დაიყო აფრიკად და სამხრეთ ამერიკად და წარმოიქმნა თანამედროვე
სამხრეთი ატლანტიკის ოკეანური ლითოსფერო . ცარცულში გაიპო ლავრაზია და ჩრდილოეთი ამერიკა
გამოეყო ევროპას. ამასთან , გრენლანდია , რომელიც ჩრდილოეთისაკენ გადაადგილდებოდა , მოწყდა
სკანდინავიასა და კანადას . უკანასკნელი 40 მილიონი წლის განმავლობაში დღვანდელ დრომდე
დამთავრებული , მიმდინარეობს ატლანტის ოკეანის აუზის გამოაშკარავება ერთიან რიფტულ ღერძზე ,
განლაგებული დაახლოებით შუა ოკეანეში . დღეს ტექტონიკური ფილების გადაადგილება გრძელდება .
სამხრეთ ატლანტიკაში გრძელდება აფრიკისა და სამხრეთამერიკის ფილების გაპობა წელიწადში 2,9-4 სმ
სიჩქარით. ცენტრალურ ატლანტიკაში იპობა აფრიკის , სამხრეთამერიკისა და ჩრდილოეთამერიკის ფილები
წელიწადში 2,6-2,9 სმ სიჩქარით. ჩრდილოეთ ატლანტიკაში მიმდინარეობს ევრაზიისა და
ჩრდილოეთამერიკის ფილების განცოცვა წელიწადში 1,7-2,3 სმ სიჩქარით . ჩრდილოეთამერიკისა და
სამხრეთამერიკის ფილები მოძრაობენ დასავლეთისაკენ , აფრიკის ფილა ჩრდილო -აღმოსავლეთით ,
ევრაზიის ფილა სამხრეთ -აღმოსავლეთით , რითაც ხმელთაშუა ზღვის რაიონში იქმნება შეკუმშვის სარტყელი .
მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like