You are on page 1of 3

ტბა ტიტიკაკა

ტბა ტიტიკაკა სამხრეთ ამერიკის დასვლეთით შუაგულ ანდებში, პერუსა და


ბოლივიის საზღვარზე,ალტიპლანოს პლატოზე მდებარეობს.ის არის ყველაზე
მაღალად მდებარე სანაოსნო ტბა ,ზედაპირის ფართობის და სიღრმის
მიხედვით კი კონტინენტზე მდებარე ყველაზე დიდი და ღრმა ტბა. ძველად ეს
ტბა ითვლებოდა წმინდად ისეთ ხალებისთვის როგორებიც არიან ინკები
Chiropa, Pucará, Tiahunacota , ტბას აქვს ორი ნაწილი ტბა მერი და მენორის ტბა
რომლებიც ერთმანეთს ეტიკვინის სრუტით უკავშირდებიან. მიუხედავად მისი
მდებარეობისა ის მთლიანად არასდროს იყინება. საშუალო სიღრმე 150 მეტრია. ტბაში
წყალი არის მწვანე და საკმაოდ ცივი საშუალო ტემპერატურა 11 გრადუსია, წყლის
მარილიანობა კი 1%-ია ამიტომ იგი სუფთად ითვლება.
სახელი: ტიტკაკამ სახელი მიიღო კეჩუა ინდოელებისგან, რომლებიც სანაპიროსთან
და უროსის მცურავ კუნძულებზე ცხოვრობენ. ტიტი კეუს ენიდან ითარგმნება როგორც
პუმა, კაკა კი კლდეს ნიშნავს. სხვა ვერსიით ჯი ეს სახელი ესპანელებმა დაარქვეს ,
ხოლო აიმარა და კეჩუა ინდოელები მას „მამაკოტას“უწოდებდნენ.
აგრეთვე თბა ტიტკაკასთან ახლოს მდებარეობს ტიტიკაკას ეროვნული ნაკრძალი, მისი
ფართობია 36 180 ჰექტარი და შეიქმნა იმისთვის რომ დაცული იქნას მთის წყალსაცავი,
მობუდარი და გადამფრენი კოლონიების უნიკალური ბიომრავალფეროვნების
დასაცავად.

ძირითდი ცნობები

სახელი-ტიტიკაკას ტბა, ისპი ტიტიკაკა, კეჩუა, აიმარა ტიტიქაა


სად არის- სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე, ანდებში ,
ალტიპლანოს მაღალმთან მხარეებზე.
არის- ყველაზე მაღლად მდებარე სანაოსნო ტბა.
სიმაღლე ზღვის დონიდან- 3812-3821
მიედინება მდინარე- დესაგუადერო
მაქსიმალური სიღრმე-281მ
სიგრძე 230კმ
სიგანე-97კმ
სანაპირო ზოლი-1125კმ
წყლის ტიპი-სუფთა, ტბაზე მდებარეობს მცურავ კუნძული უროსი.

ლეგენდები
ტბა ტიტიკაკა მნიშვნელოვანია ანდების მითოლოგიაში. ინკების მითოლოგიის
თანახმად, ტბა ტიტიკაკას სანაპიროებზე დაიბადა მზის ღმერთი ინტი , ისევე
როგორც ინკების იმპერიის პირველი მეფე მანკო კაპაკი. და როდესაც მამა
ოკლოს და მანკო კაპაკი წყლიდან გადმოვიდნენ დაარსეს კუზკოს სამეფო და
ამით დაიწყო მთელი ეპოქის არსებობა.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად კი ტბა ტიტიკაკა ყველაფრის საერთო
ღმერთის დაბადების ადგილია. ღმერთი ტბიდან აღდგა და შექმნა მზე ,
ვარსკვლავენი და პირველი ადამინები.
დღეს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალი ინდიელი დღემდე
პატივს სცემს წარსულის ლეგენდებს და რწმენებს, პერიოდულად ატარებენ
რიტუალებს და ღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს, რაც რათქმაუნა მათ
რელიგიას ინკებს უკავშირდება.

.როგორ შეიქმნა ტბა ტიტიკაკა ათასწლეულების უკან.


აგრეთვე საინტერესო თუ როგორ აღმოჩდნენ ზღვის თევზები 3830 მეტრის
სიმაღლეზე. ატარებული კვლევების თანახმად დადგინდა რომ პლატო
რომელზედაც ტიტიკაკა მდებარეობს მრავალი მილიონი წლის წინ იყო ზღვის
ყურის ნაწილი. რასაც ამტკიცებს მთის ფერდობებზე სერფინგის კვალი და
აგრეთვე ტბის სანაპიროებზე საზღვაო ცხოველების ნაშთები. ტექტონიკური
პროცესების შედეგად პლატო დაახლოებით 4 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა .

ტბის ფსკერზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები

ტიტიკაკა ცნობილია მითებიტა და ლეგენდებიტ, რომელიც მოგვითხრობს


ქ.ვანაკუს შესახებ, სადაც ინკების იმპერიის ოქრო ინახებოდა და როდესაც
ესპანელებმა სამხრეთ ამერიკის კოლონიზაცია მოახდინეს, ინკემა წყალში ჩაყარეს
სამკაულები.პირველად ვინც ამ ტბაში ჩაყვითა აღმჩენების გასაკეთებლად იყო
ფრანგი მკვლევარი ჟაკ ივ-კუსტო და მან მხოლოდ ჭურჭელი იპოვა.

2000 წელს იტალიელმა არქეოლოგემა 30 მეტრის სიღრმეზე აღოაჩინეს გრძელი


ტერას, მსგავსი უძველესი ტროტუარისა და 1კმ სიგრძის წყლის ქვეშ მყოფი
კედელი. თუმცა ამ აღმოჩენაში მაინც გასაკვირი იყო ქვის ქანდაკება ადამინის
თავის ფორმის. იგივე ქანდაკებები ნაპოვნი იყო ტბა ტიტიკაკას სამხრეთით 15 კმ-ზე ,
ინდოეთის ქალაქ ტივანაკუს ნანგრევებზე.ანალიზების მიხედვით წყალქვეშა
აღმოჩენები 1500 წლისაა.

აგრეთვე 2001 და 2013 წლებში ბოლივიელი და ბელგიელი აქეოლოგების მიერ


ღოჩენილი იქნა ოქროსგან და ვერცხლისგან დამზადებული ნაკეთობები,

,ცხოველის სტილიზებული ფიგურები. აღმოჩენილი არტეფაქტენი ეკუთვნის


ინკებისა ტივანაკუს იმპერიებს და სამხრეთ ამერიკის ისტორიის შემდგომ პერიოდს .

.კლიმატი

რეგიონში დომინირებს გრილი და კონტინენტური კლიმატი, +7-+9 არის


საშუალო აერის ტემპერატურა. წლიური ნალექების უმრავლესობა მოდის
დეკემბრიდან თებერვლამდე. იმის გამო რომ ტბა ტიტიკაკაში მყიდვარული
წყაროები ჩაედინება, ტბაში წყალი ცივია და იშვიათად აღემატება +11გრადუსს

.ფლორა და ფაუნა
ტბა ტიტიკაკაში ბინადრობს კობრი და ჯვაროსნული კობრი აგრეთვე
კალმახი.1930-40 წლებში ტბაში გაავრცელეს მტაცებლური ორაგული, რამაც
დიდი ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლწობას. საინტერესო ფაქტია რომ
ზღვის ფაუნის წარმომადგენლები ალპურ ტბაში ცხოვრობენ. ეს კი იმით
აიხსნება რომ მილიონი წინ ის ოკეანეს ეკუთვნოდა.ფრინველებს შორის
ძირითადად წყლის ფრინველებს შევხვდებით: ჩილელის ფლამინგოები ,
კორმონატები, იხვები და ა.შ. ძუძუმწოვრებს შორის შევხვდებით: ანდური მელა ,
ლამის, ალპაკა, ანდური მგელი.ფლორას რაც შეეხება, გვხვდება ლერწამი.

.კუნძულები.

ტბა ტიტიკაკაზე ვხვდებით უროსის მცურავ კუნძულებს, ტაკილის კუნძულს ,


ამანტანის კუნძულს, მზის კუნძულს.

ტაკილის კუნძული
კუნძულ ტაკილზე ხალხი დიდი ხნის წინად ცხოვრობდა . აქ ნაპოვნია ინკებისა
და წინა ინკების ნანგრევები. ყველა მათგანი ცუდ მდგომარეობაშია და თითქმის
აღარაფერი დარჩა.

უროსის მცურავი კუნძულები


ადგილობრივი გალხი დიდხანს ცხოვრობდა ლერწმისგან დამზადებულ
კუნძულებზე, ასეთი საცხოვრებლები ინკების დროს გაჩჩნდა, როდესაც უროსებს
არ სურდათ მტრებს დამორჩილებოდნენ ისინი სანაპიროს შორდებოდნენ.
ზოგი კუნძულზე იყო სადამკვირვებლო კოშკებიც. მცურავი კუნძულების
მცხოვრებლები გადასახადს იხდიდნენ. როდესაც კონსისკოდორები მოვიდნენ
ანდებზე და ინკების იმპერია დაეცა, უროები გაათავისუფლეს. ლერწმის
დამზადება მათ კულტურის ნაწილი გახდა. დღეს მცურავ კუნძულებზე რომელთა
რაოდენობაც 40-ია კვლავ აგრძელებენ ცხოვრებას. დროთა განმავლობაში
ლერწამი იშლება ამიტომაც ყოველ სამ თვეში უმატებენ ახალ ღროებს
მზის კუნძული(ისა დელ სოლი)
ყველაზე დიდი ბუნებრივი წარმოშობის კუნძული. იგი მდებარეობს ბოლივიის
მხარეს. ინკების ლეგენდის თანახმად სწორედ აქ დაიბადა მზის ღმერთი ინტი .
კუნძული მოსახლეობა 5000 ადამიანია.ყველა მათგანი დაკავებულია სოფლის
მეურნეობით, თევზაობითა და ტურისტული მომსახურებით.კუნძულის მთვარ
ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ჭინკანის ქვის ლაბირინთი, რომელიც ინკების
შტატში მღვდლების სკოლა იყო.
ღირშესანიშნაობები, ტრადიციები
ტიტიკაკაზე მცხოვრები ხალხი დღემდე მისდევს ტრადიციებს და არ ივიწყებენ
თავიანთ კულტურას. ტბის პერუს ნაწილში მდებარეობს ქ.პურნო, რომელიც
ესპანელებმა 1666 წელს დაარსეს. ქალაქში ყოველწლიურად იმართება
სანთლების ფესტივალი. აგრეთვე ამ ქალაქში შეხვდებით საკათედრო ტაძარს
ლემოსის გრაფის აივანს და კარლოს დრეიერის მუნიციპალრ მუზეუმს.
ადგილობრივი ხალხი მესაქონლეობაას მისდევენ და ასევე აქ დააგემოვნებთ
ლერწმის გულიგან დამზადებულ კერძებს.

ტბა ტიტიკაკა მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტბაა რომელსა


ათასწლოვანი ისტორია გააჩნია. აქ შეხვდებით ტბაში მცურავ კუნძულებს
რომელიც რეწმისგანაა დამზადებული.

You might also like