You are on page 1of 5

ანტარქტიდა

პრეზენტატორი:სოფო
ინფორმაცია ანტარქტიდის შესახებ

ანტარქტიდა, სამხრეთ პოლარული კონტინენტი. უკავია სამხრეთ პოლარული მხარის — ანტარქტიკის


ცენტრალური ნაწილი. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი და ყინულით თითქმის სრულად დაფარული,
რომლის სისქეც 1,5 კილომეტრს აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. მას გარს
აკრავს სამხრეთის ოკენის წყლები. ანტარქტიდას მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, თუმცა ზოგი მეცნიერი
აქ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობს და კვლევებს ატარებს. ანტარქტიდა — დედამიწის ყველაზე
მაღალი კონტინენტია, რომლის ზედაპირის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 2000 მეტრზე
მეტს, ხოლო კონტინენტის ცენტრში აღწევს 4000 მეტრს.
ანტარქტიდის მიწები

ანტარქტიდის ტერიტორია იყოფა გეოგრაფიულ რეგიონებად და რაიონებად, რომლებიც წლების


წინ იქნა აღმოჩენილი სხვადასხვა მოგზაურების მიერ. რეგიონს სახელი ეწოდა აღმომჩენის, მისი
გამომკვლევის ან სხვა რომელიმე პირის პატივსაცემად. ადელის მიწა, ალექსანდრე I-ის მიწა,
ვიქტორიას მიწა, გრეიამის მიწა ,კემპის მიწა ,დედოფალ ელისაბედის მიწა.
ფლორა და ფაუნა
გლობალური დათბობის გამო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე აქტიური ფორმირება დაიწყო ტუნდრამ.
მეცნიერთა პროგნოზით, 100 წლის შემდეგ ანტარქტიდაში შეიძლება გაჩნდეს პირველი ხეები.
ანტარქტიდის ცხოველები მთლიანად დამოკიდებულია სამხრეთი ოკეანის სანაპირო ეკოსისტემაზე:
იშვიათი მცენარეულობის გამო სანაპირო ეკოსისტემის ყველა რაიმე მნიშვნელობის საკვები მასალა
იწყება წყლებში, რომლითაც გარშემორტყმულია ანტარქტიდა. ანტარქტიდის წყლები განსაკუთრებით
მდიდარია ზოოპლანქტონით, უპირველეს ყოვლისა, კრილით. კრილი პირდაპირ ან არაპირდაპირ
თევზების, ვეშაპების, კალმარების, სელაპების, პინგვინებისა და სხვა ცხოველების ბევრი სახეობის
მკვებავი ჯაჭვის საფუძველია.

კრილი-კრილი პატარა ცხოველია, მაგრამ ძლიერია კვების


ჯაჭვისთვის მათი მნიშვნელობის თვალსაზრისით.
✨ მადლობა ყურადღებასთვის✨

You might also like