You are on page 1of 2

ლექცია-4

ფილების ტექტონიკა დადედამიწის იერსახის ცვლილება

ფილების ტექტონიკა არის თანამედროვე გეოლოგიური თეორია ლითოსფეროს მოძრაობის


შესახებ, რომლის თანახმადაც დედამიწის ქერქი შედგება ფილებისაგან, რომლებიც ერთმანეთის
მიმართ მუდმივ მოძრაობაში იმყოფებიან. ოკეანური ფილების მოძრაობის შესახებ აზრი პირველად
გამოთქვა გერმანელმა გეოლოგმა და მეტეოროლოგმა ალფრედ ვეგენერმა 1920-იან წლებში.
თავდაპირველად ეს ვერსია უარყოფილ იქნა. 1960-იან წლებში მას შემდეგ რაც მოხდა ოკეანის ფსკერის
დეტალური გამოკვლევა დადასტურდა, რომ ხდება ოკენური ქერქის გაფართოება და ერთი ოკეანური
ქერქის ჩასვლა მეორის ქვეშ. ამ მონაცემებისა და ვეგენერის თეორიის გაერთიანებით ჩამოყალიბდა
თამანედროვე თეორია ფილების ტექტონიკის შესახებ.

ახალი გლობალური ტექტონიკის მიხედვით, დედამიწის ლითოსფერო, რომელიც ნაკლებად


ბლანტ ასთენოსფეროზეა განლაგებული, შედგება ცალკეული დიდი ბლოკებისაგან ანუ
ფილაქნებისაგან, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ. ამ მოძრაობაში მონაწილეობენ კონტინენტებიც,
რომლებიც ფილაქნების ნაწილს წარმოადგენენ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფილების ტექტონიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები


განიცადა. იმ რეგიონებში სადაც ფილები ერთმანეთისკენ მოძრაობენ წარმოიქმნება მთათა სისტემები.
ამის თვალსაჩინო მაგალითია ჰიმალაები, კავკასიონი, ანდები და ა.შ, ხოლო იქ სადაც ერთმანეთს
შორდება წარმოიქმნება ვულკანები. მეცნიერებმა ფილების ტექტონიკის თეორიის საშუალებით
დაადგინეს, რომ დიდი ხნის წინ დედამიწაზე არსებობდა ერთი მთლიანი კონტინენტი პანგეა,
რომელიც შემდეგ დაიშალა და დღეს მას ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე აქვს. ყველაზე თვალსაჩინო
მაგალითი იმისა, რომ ერთ დროს ყველა კონტინენტი ერთად იყო არის სამხრეთ ამერიკის
აღმოსავლეთი ნაწილი და აფრიკის დასავლეთი ნაწილი. თუ ამ ორ კონტინენტს კარგად
დავაკვირდებით მაშინ ადვილი შესამჩნევია, რომ მათი ეს ორი საზღვარი თითქმის იდეალურად ჯდება
ერთმანეთში. ასევე კუნძული მადაგასკარიც რომელიც თითქოს ახლახან გამოეყო აფრიკას. სხვა
კონტინენტებს დღეისათვის ასეთი მკვეთრი ნიშნები უკვე აღარ აღენიშნება, რადგან დროთა
განმავლობაში მათ ტრანსფორმაცია განიცადეს. დღეს არსებული ძირითადი ფილებია: ევრაზიის,
აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, წყნარი ოკეანის, ავსტრალიის, ანტარქტიდის,
არაბეთის, ინდოეთის, კარიბის და ფილიპინების ფილა.

სწორედ ფილების ტექტონიკის გამო ხდება მიწისძვრები. ამ მხრივ გამოირჩევა წყნარი ოკეანის
რეგიონი რომელიც ე.წ. „ცეცხლოვან რკალში“ მდებარეობს. ბოლო წლებში ფილების გადაადგილების
შედეგად რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთაგან აღსანიშნავია 2004 წელს ინდოეთის
ოკეანეში მომხდარი 9.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა (მსხვერპლი 280,000 კაცი), 2010 წლის
ჰაიტის 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა (მსხვერპლი 316,000 კაცი) და 2011 წლის იაპონიის 9.0
მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა (მსხვერპლი 15,878 კაცი).

ფილაქნების სასაზღვრო ზონები ტექტონიკის, სეისმურ და ვულკანურ მაქსიმალურ აქტივობას


ამჟღავნებენ. ამ ზონების გასწვრივ ხდება ფილაქნების ურთიერთშეცოცება, ქვეშეცოცება ან თარაზული
გადაადგილება. შუაოკეანური ქედების რიფტულ ზონებში ფილაქნები ერთმანეთს შორდება და
წარმოქმნილი უზარმაზარი ნაპრალი ივსება ასთენოსფეროდან შემოჭრილი ბაზალტური მაგმით.
ქერქქვეშა კონვექციური დინებები იწვევს ახლად წარმოქმნილი ოკეანური ფილაქნების
1
გადაადგილებას შუაოკეანური ქედებიდან პერიფერიებისაკენ, ურთიერთსაწინააღმდეგო
მიმართულებით.
კუნძულთა რკალების და კონტინენტების კიდეების გასწვრივ კი ხდება ამ ფილაქნების დაძირვა
(ჩაწოვა) კონტინენტური ქერქის ქვეშ. ამ პროცესს თან სდევს დედამიწის ქერქის შეკუმშვა
და დედამიწის სიღრმიდან სითბოს, სილიციუმის ორჟანგის, ტუტეების და წყლის ორთქლის გამოყოფა,
რაც განაპირობებს ანდეზიტურ ვულკანიზმს, გრანიტიზაციას, დანაოჭებას და რეგიონულ
მეტამორფიზმს.
ახალმა გლობალურმა ტექტონიკამ, რომელიც უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით ოკეანეებში
მოპოვებულ ახალ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ ფაქტებს ეყრდნობა,დიდი პოპულარობა მოიპოვა. მას
ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც არ იზიარებენ კონვექციის, ოკეანური ქერქის კონტინენტის ქვეშ
დაძირვის მექანიზმის ახსნას და ზოგ სხვა დებულებებს.

You might also like