You are on page 1of 9

ლექცია 1 - ფიზიკური გეოგრაფიის საგანი, ობიექტი ამოცანები, სტრუქტურა

 რას შეისწავლის ფიზიკური გეოგრაფია, ზოგადი ფიზიკური გეოგრაფია, დაასახელეთ მისი კვლევის
ობიექტი, როგორია მისი სტრუქტურა.
ფიზიკური გეოგრაფია სწავლობს დედამიწის ზედაპირზე ანუ გეოგრაფიულ გარსში (ლანდშაფტურ
გარსში) მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებს და პროცესებს.
ფიზიკური გეოგრაფია აერთიანებს მეცნირებებს: გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგია,
ხმელეთის ჰიდროლოგია, გლაციოლოგია, მზრალობამცოდნეობა, ნიადაგმცოდნეობა, ბიოგეოგრაფია…
ზოგადი ფიზიკური გეოგრაფია (ზოგადი დედამიწისმცოდნეობა) შეისწავლის დედამიწის ბზედაპირზე
მიმდინარე ფიზიკური პროცესებისა და მოვლენების ზოგად კანონზომიერებებს.
ფიზიკური გეოგრაფიის კვლევის ობიექტია გეოგრაფიული გარსი.
 გეოგრაფიული გარსის განმარტება.
გეოგრაფიული გარსი (ლანდშაფტური გარსი) - დედამიწის პერიფერიული ფენა, რომლის ფარგლებში
ერთმანეთს ეხებიან, იჭრებიან, ურთიერთმოქმედებენ და ვითარდებიან ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული გარსები (სფეროები): ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ბიოსფერო.
 მოკლედ დაახასიათეთ დედამიწის ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებანი.
მთლიანობა - გეოგრაფიული გარსის ყველა კომპონენტი არსებობს და ვითარდება თავისი საკუთარი
კანონების მიხედვით, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ვითარდება იზოლირებულად. გეოგრაფიული გარსის
ცალკეულ ნაწილებს შორის ურთიერთქმედება და ურთიერთშეღწევა აკავშირებს მას ერთიან მთლიან
სისტემად.
ნივთიერებათა მუდმივი ბრუნვა - მიმდინარეობს როგორც არაორგანულ, ასევე ორგანულ სამყაროშიც, ის
არის ერთიანი, უწყვეტი პროცესი. მაგალითად, ჰაერი, რომელიც ეკვატორზე მაღლა ადის გარკვეულ
სიმაღლემდე ტროპიკებისკენ გადაადგილდება ანტიპასატის სახით. იქ ეშვება და ეკვატორს უბრუნდება
პასატის სახით.
რიტმულობა - მოვლენათა განმეორებადობა დროსა და სივრცეში. ორი ფორმა - პერიოდული და
ციკლური რიტმები. პერიოდული - თანაბარი ხანგრძლივობის რიტმები. ცვალებადი - ციკლური.
ზონალურობა - ეკვატორიდან პოლუსებისკენ ან პირიქით კანონზომიერად იცვლება ბუნების ყველა
კომპონენტი და მთლიანად კომპლექსი. ზონალურობის გამომწვევი ფაქტორებიდან მთავარია: დედამიწის
ფორმა (სფეროსებურობა), მისი მდებარეობა მზის მიმართ. მისი ღერძის დახრილობა 66,5 0ით.

ლექცია 2 - დედამიწა სხვა ციურ სხეულთა შორის


 ჩამოთვალეთ ციური სხეულები.
ვარსკვლავები, პლანეტები, პლანეტების თანამგზავრები, ასტეროიდები, კომეტები, მეტეორიტები,
ნისლოვანებანი.
 განმარტეთ რა არის ვარსკვლავები
ვარსკვალვი - გავარვარებული თვითმნათი უზარმაზარი სფერო, რომელიც აირებისგან შედგება.
გამოსცემენ სითბოს და სინათლეს. განუწყვეტლივ მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით. განსხვავდებიან
მოცულობით, მასით, სიმკვრივით, სიკაშკაშით, ნათებით, ტემპერატურით, ქიმიური შედგენილობით.
 განმარტეთ რა არის მზე. დაასახელეთ - მზის ტემპერატურა, რის გამო არის მზეზე ძალზე მაღალი
გტემპერატურა. რომელი ქიმიური ელემენტებია მზეზე გავრცელებული.
მზე - გავარვარებული გაზების უზარმაზარი სფეროსმაგვარი თვითმნათ დაგროვება.
მზის სიმკვრივე ყველაზე მაღალი მის ცენტრალურ ნაწილშია, თუმცა ის მაინც გაზისებრ მდგომარეობაში
იმყოფება, მაღლი ტემპერატურის გამო, რომელიც აქ 20 მილიონ გრადუსს აღწევს. ასეთი მაღალი
1
ტემპერატურის არსებობას აქ ხელს უწყობს თერმობირთვული რეაქციები - წყალბადის ჰელიუმად
გარდაქმნა, რასაც თან სდევს ენერგიის დიდი რაოდენობით გამოყოფა.
 განმარტეთ რა არის პლანეტა, თანამგზავრი, ასტეროიდი, კომეტა, მეტეორიტი, ნისლოვანება.
პლანეტები - ცივი სფეროსმაგვარი ციური სხეულები, რომლებიც ბრუნავენ ვარსკვლავის გარშემო და
ნათდებიან თავიანთი ზედაპირიდან არეკლილი ამ ვარსკვლავის სინათლით. მზის სისტემაში 8 პლანეტაა:
მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი.
ასტეროიდები - მცირე პლანეტები, მყარი ნივთიერების უფორმო დაკუთხული ლოდები. ბრუნავენ მზის
გარშემო პლანეტების მსგავსად, მაგრამ უფრო წაგრძელებულ ორბიტებზე (ცერერა, პალადა, ვესტა, იუნონა).
კომეტები - გააჩნია ბირთვი, რომელიც წარმოადგენს მყარ ლოდს რამდენიმე კილომეტრი დიამეტრით,
თავი და კუდი შედგება გაზისგან. ისინი იმდენად არიან გაიშვიათებულნი, რომ კომეტებს ამის გამო
ზოგჯერ „ხილულ არარაობასაც“ კი უწოდებენ (ენკე, ჰალეი, დელავანა).
მეტეორიტები - ქვის ან რკინის სხეულები. მათი დიამეტრი რამდენიმე მმ ან რამდენიმე მეტრია. წონა -
გრამის მეათასედი ნაწილი ან რამდენიმე ათეული ტონა.
ნისლოვანებანი - კოსმოსური მტვრის და ვარსკვლავთშორისი გაზის ღრუბელთა უზარმაზარი და
ძლიერი გაიშვიათებული გროვები. ეს გროვები ცივი არიან და ნათდებიან მხოლოდ რომელიმე მეზობლად
მდებარე გიგანტური ვარსკვლავის სინათლით. მტვრის ნაწილაკები სინათლეს არეკლავენ, გაზის
ნაწილაკები ახდენენ ფლუორესცირებას.
 განმარტეთ რა არის გალაქტიკა.
გალაქტიკა - ვარსკვლავების ერთიანი სისტემა, რომელშიც მილიარდობით ვარსკვლავია (ტიპები:
ელიპტიკური, სპირალური, არამიწიერი, ლინზისებრი). მზის სისტემა არის გალაქტიკაში სახელად „ირმის
ნახტომი“.
 რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში, რამდენ ჯგუფად იყოფა ისინი და რა თავისებურებები ახასიათებთ
მათ.
სულ 8. იყოფიან 2 ჯგუფად:
შიდა პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი. ახასიათებთ:
მცირე ზომა, მაღალი საშუალო სიმკვრივე, ღერძის გარშემო ნელი მოძრაობა, თანამგზავრების მცირე
რაოდენობა (ან მათი არარსებობა).
გარე პლანეტები: იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი. მათ ახასიათებთ:
დიდი ზომა, მცირე საშ. სიმკვრივე, ღერძის გარშემო სწრაფი მოძრაობა, თანმგზავრების სიმრავლე.
 დაახასიათეთ მზის სისტემა მოკლედ (რომელი პლანეტები და სხვა ციური სხეულები შედის მასში და
სხვ.).
მზის სისტემაში ცენტრალურ და მთავარ ადგილს იკავებს ვარსკვლავი მზე. მზის სისტემის მთლიანი
მასის 99% -ზე მეტი მოდის ამ კონკრეტულ ვარსკვლავზე. მზის სისტემის დიამეტრი დაახლოებით 12 000
მილიარდი კმ-ს ტოლია. მაგრამ თუ მხედეველობაში კომეტების ორბიტებსაც მივიღებთ, მაშინ მზის
სისტემის დიამეტრი ათასჯერ უფრო მეტი აღმოჩნდება. მზის სისტემაში 8 პლანეტაა. ჩვენი მზის სისტემა
წარმოიშვა 4.6 მილიარდი წლის წინ გაზისა და მტვრის გიგანტური ღრუბლისგან.
 რას უდრის მზიდან დედამიწამდე საშუალო, მაქსიმალური, მინიმალური დაშორება.
მზიდან დედამიწამდე საშუალო დაშორება 149,5 მლნ. კმ-ია. მაქსიმალური დაშორება 152 მლნ. კმ-ია
(აფელიუმი), მინიმალური დაშორება 147 მლნ. კმ (პერიჰელიუმი).
 რა არის ორბიტა, ეკლიპტიკა, ექსცენტრისიტეტი, პარაბოლური სიჩქარე.
ორბიტა - შეკრული მრუდი ხაზი, რომელსაც შემოწერს პლანეტა მზის გარშემო მოძრაობის დროს.

2
ექსცენტრისიტეტი - ორბიტის წრიული ფორმიდან გადახრის ხარისხი.
ეკლიპტიკა - სიბრტყე, რომელიც თანხვდება დედამიწის ორბიტის სიბრტყეს.
პარაბოლური სიჩქარე - სიჩქარე, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ნებისმიერ სხეულს, რათა
პლანეტის მიზიდულობის დაძლევის შემდეგ, შესძლოს პლანეტის (ან ვარსკვლავის) მიტოვება.
 ჩამოთვალეთ მზის სისტემის მნიშვნელოვანი თავისებურებები.
ყველა პლანეტა ბრუნავს მზის გარშემო.
ყველა პლანეტა ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ყველა პლანეტა (გარდა ვენერასი და ურანისა) და მათი თანამგზავრების უმეტესობა ბრუნავენ აგრეთვე
თავიანთი ღერძის გარშემო საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ყველა პლანეტის ორბიტი მდებარეობს თითქმის ერთ სიბრტყეში, გამონაკლისს წარმოადგენს მერკური,
რომლის ორბიტის დახრილობა აღწევს 7°.
მზის სისტემის პლანეტები იყოფიან 2 ჯგუფად - შიდა და გარე პლანეტებად.
 პლანეტების წარმოშობის შესახებ არსებული ჰიპოთეზები (მოკლედ დაახასიათეთ).
იმანუილ კანტი - მზე და პლანეტები ერთი პირვანდელი მატერიიდან წარმოიქმა, რომელიც უმთავრესად
გაზისა და მყარი (წვრილი) კოსმოსური ნაწილაკებისაგან შედგებოდა. ჰიპოთეზის თანახმად, მზის
სისტემის პლანეტების ორბიტის სივრცეში დიდი ნისლეული - ნებულიუმი არსებობდა, რომლის შეკუმშვის
გამო მატერიის დიდმა ნაწილმა თავი ცენტრში მოიყარა, რაც მის განუწყვეტელ შემკვრივებას უწყობდა
ხელს. მაღალი სიმკვრივის გამო, ის აფეთქდა და მის ადგილზე უზარმაზარი ვარსკვლავი - მზე გაჩნდა.
შეკუმშული მტვროვანი მასების ადგილებში კი ცთომილები (პლანეტები) და თანამგზავრები წარმოიქმნენ;
ბრუნვის გამო მთელმა სისტემამ ბრტყელი სტრუქტურა მიიღო.
პიერ ლაპლასმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ნებულიუმის ბრუნვას. მათემატიკური
ანალიზით მატერიის განვითარება და ევოლუცია აღიარა.
მოსაზრებამ საბოლოოდ მიიღო კანტ-ლაპლასის ნებულური ჰიპოთეზის სახელი. ჰიპოთეზის მიხედვით
პლანეტები მზისგან „მოწყვეტილი” თავდაპირველად ცხელი, შემდგომში კი თანდათანობით გაცივებულ
სხეულებად იყო წარმოდგენილი.
ო. შმიდტი - ჰიპოთეზას საფუძვლად დაედო შემდეგი დამამტკიცებელი ფაქტები:
 მზის მონაწილეობა გალაქტიკის ბრუნვაში;
 უზარმაზარი კოსმოსური მტვერისა და გაზის დაგროვებათა არსებობა გალაქტიკის ეკვატორულ
სიბრტყეში.
ოტო შმიდტის თეორიის მიხედვით: მზემ თავის ბრუნვისას გალაქტიკის ღერძის გარშემო რამდენიმე
მილიარდი წლის წინათ გაიარა კოსმოსური მტვრის ღრუბელში და მიზიდულობის ძალით თან წაიყოლია
ამ ღრუბლის ნაწილი, რის შემდეგ იგი მის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე მოძრავ მყარი ნაწილაკების
ვრცელი გუნდის შიგნით აღმოჩნდა.
 დედამიწის და კოსმოსის კავშირები.
მთვარისა და მზის მიზიდულობით დედამიწის სხეული განიცდის პერიოდულ დეფორმაციებს,
რომლებიც მსოფლიო ოკეანეს, ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქში მოქცევა-უკუქცევის მოვლენას
განაპირობებენ.
დედამიწა იღებს მზის სხივად ენერგიას მზისგან, რომელიც დედამიწის ზედაპირზე სითბოს ძირითად
წყაროს წარმოადგენს. ამავე დროს მზისგან მოსული ენერგია ხმელეთზე, ოკეანესა, ატმოსფეროსა, და
ორგანიზმებში მიმდინარე მრავალი პროცესის მიმდინარეობის ძირითდი ენერგეტიკული წყაროა.

3
დედამიწის მასა განუწყვეტლივ მატულობს მეტეორიტების ვარდნის ხარჯზე. დედამიწის ატმოსფეროს
გარეთა მაღალი ფენიდან ადგილი აქვს ნივთიერების დაკარგვას პლანეტათშორის სივრცეში გაზის
ნაწილაკების გაბნევის სახით.
ატმოსფეროს მაღალ ფენებში კოსმოსიდან შემოიჭრებიან ძალიან დიდი ენერგიის მქონე კოსმოსური
სხივები. რომლებიც სხვადასხვა ქიმიური ელემენტების (უმთავრესად წყალბადის) ატომგულების
ნაკადებია.
პოლარული ნათება (პოლარული ციალი), მაგნიტური ქარიშხლები, ჰაერის იონიზაცია, ატმოსფეროს
ზოგიერთი გაზის გადასვლა მოლეკულური მდგომარეობიდან ატომურ მდგომარეობაში და სხვა
წარმოიშობა დედამიწის ატმოსფეროში გარედან შემოჭრილი ნაწილაკებისა და სხივების ზეგავლენით.

ლექცია 3 - დედამიწის ფიგურა (ფორმა).


 დედამიწის ფორმის შესახებ არსებული სხვადასხვა შეხედულებები.
პითაგორას - მოსაზრება დედამიწის სფეროსებურობის შესახებ. არისტოტელეც განამტკიცებდა ამ
მოსაზრებას.
დედამიწის სფეროსებურობა XVI საუკუნეში პრაქტიკულად დაამტკიცა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა
ფერნანდო მაგელანმა.
ისააკ ნიუტონი - მის მიერ აღმოჩენილი მსოფლიოს მიზიდულობის ძალის შესაბამისად, რომელიც
მიმზიდველი მასის ცენტრისკენაა მიმართული, დასტურდებოდა დიდი სხეულების სფერულ ფორმად
ჩამოყალიბება, მაგრამ ამავე დროს, ნიუტონისავე აზრით, დედამიწა ზუსტად სფერული სხეული არ უნდა
ყოფილიყო.
 დედამიწის ფორმის გეოგრაფიული მნიშვნელობა.
დედამიწის სფეროსებურობის გამო მზის სხივები სხვადასხვა კუთხით ეცემა.
სხვადასხვაგვარად ნაწილდება სითბო ეკვატორიდან პოლუსებისკენ: პოლუსებისკენ მცირდება, რაც
განაპირობებს სითბოს ზონალურ განაწილებას.
ზონალურდ ნაწილდება დედამიწის ზედაპირზე ყველა მოვლენა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ
დამოკიდებულნი არიან სითბურ რეჟიმზე.
ეკვატორიდან პოლუსებისკენ იცვლება ბუნებრივი პირობები (განედური ზონალურობა).
 დედამიწის სიდიდის გეოგრაფიული მნიშვნელობა.
აკავებს ატმოსფეროს (ჰაერს) და ჰიდროსფეროს (წყალს);
 დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის დამამტკიცებელი ფაქტები.
დედამიწის შეზნექილობა (შებრტყელება) პოლუსებთან, რაც შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ
ცენტრიდანული ძალის მონაწილეობით, რომელიც თავის მხრივ წარმოიშობა მხოლოდ სხეულების
ბრუნვის დროს.
ქანქარის რხევის სიბრტყის მოჩვენებითი გადახრა.
 დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის დამამტკიცებელი შედეგები.
დღისა და ღამის მორიგეობა;
ერთსა და იმავე მომენტში დედამიწის ყველა მერიდიანს სხვადასხვა ადგილობრივი დრო (ერთსა და
იმავე მერიდიანზე, ერთსა და იმავე მომენტში არსებული ერთნაირი დრო) გააჩნია;
დედამიწის ბრუნვის შედეგად ყველა ჰორიზონტულად მოძრავი სხეული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში
გადაიხრება მარჯვნივ, სამხრეთ ნახევარსფეროში კი მარცხნივ (დამკვირვებლის მიმართ, რომელიც
სხეულის მოძრაობის მიმართულებით იცქირება);
დედამიწის მოძრაობის გადამხრელი მოქმედება, გადამხრელი ძალა ანუ კორიოლისის ძალა გავლენას
ახდენს ჰაერის მასების, ზღვის დინებებისა და მდინარეების მიმართულებაზე;

4
ოკეანის (ზღვის) წყლის მოქცევა-უკუქცევის ძალის არსებობა;
 მოძღვრება, რომლის მიხედვით სამყაროს ცენტრში უძრავი დედამიწაა და მოძღვრება, რომლის მიხედვით
სამყაროს ცენტრში მზეა, მათი ფუძემდებლები.
ნიკოლოზ კოპერნიკმა დაამტკიცა, რომ სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. ამით საფუძველი ჩუყარა
ჰელიოცენტრულ სისტემას. განსხვავებით მოძველებული შეხედულებისგან - „გეოცენტრული“ სისტემა
რომლის მიხედვით სამყაროს ცენტრი იყო დედამიწა; მზე და სხვა ციური სხეულები კი მის გარშემო
ბრუნავდნენ.

ლექცია 4 - დედამიწის შინაგანი აგებულება


 დედამიწის მაგნიტური ველი, რა უწყობს ხელს მაგნიტური ველის წარმოქმნას, მაგნიტური ველის
მნიშვნელობა. სად არის მაგნიტური პოლუსები განთავსებული დედამიწაზე.
დედამიწას მაგნიტური ველი ირგვლივ აკრავს როგორც სფერო (მაგნიტოსფერო), რომლის ღერძიც
დედამიწის ბრუნვის ღერძის მიმართ დახრილია 11,50, ამის გამო მაგნიტური პოლუსები არ ემთხვევა
გეოგრაფიულ პოლუსებს. დედამიწის მაგნიტური ველი დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 93 ათასი კმ-
ის სიმაღლემდე ვრცელდება. მაგნიტოსფერო დედამიწის ახლოს მდებარე სივრცეა, რომელიც იმ
დამუხტული ნაწილაკებითაა სავსე, რომლებიც მაგნიტურ ველში მოძრაობენ.
დედამიწას გააჩნია მუდმივი ანუ მდგრადი მაგნიტური ველი (94%), რომელიც წარმოიქმნება შიდა
ბირთვში წარმოქმნილი ელექტრონაკადებისგან. მისი დაძაბულობა დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა
ნაწილში სხვადასხვანაირია და განიცდის მხოლოდ ნელ „საუკუნეობრივ“ ცვლილებას.
მაგნიტური ველის გავლენით შესაძლებელი ხდება საფრენი აპარატების, სანაოსნო საშუალებების,
წყალქვეშა გემების სწორი ორიენტირება სივრცეში.
მაგნიტური პოლუსები დედამიწის შიგნით მდებარეობენ. მაგნიტური პოლუსები იცვლიან თავიანთ
ადგილმდებარეობას.
 რა არის მზის ქარი, როგორ წარმოიშობა ის.
იონიზებული ნაწილაკების ნაკადი (ძირითადად ჰელიუმ-წყალბადის პლაზმა), რომელიც მზის
გვირგვინიდან იფრქვევა 300-1200 კმ/წმ სიჩქარით გარემომცველ კოსმოსურ სივრცეში. მზის ქარი
პლანეტათშორისი სივრცის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
 მიწისძვრების შემსწავლელი მეცნიერება, ხელსაწყო რომლითაც შეისწავლიან მიწისძვრებს, მიწისძვრის
ბიძგების ჩანაწერი.
სეისმოლოგია - მეცნიერება მიწისძვრის შესახებ. ხელსაწყო - სეისმოგრაფი. მიწისძვრის ბიძგების
სეისმოგრაფით შესრულებული ჩანაწერები - სეისმოგრამა.
 როგორია დედამიწის ქერქის აგებულება, მისი ქიმიური შედგენილობა, სიმძლავრე (სისქე).
დედამიწის ქერქი შედგება მაგმური, დანალექი და მეტამორფული ქანებისაგან. მაგმური ქანებია -
ბაზალტი, დიორიტი, გრანიტი. დედამიწის ქერქი არის 4 სახის - კონტინენტური,
გარდამავალი/გეოსინკლინური, ოკეანური, რიფტული. დედამიწის ქერქის ქიმიური შედგენილობა:
ჟანგბადი - 49%, კაჟი (სილიციუმი) -26%, ალუმინი - 8,5, რკინა - 4%, კალციუმი -3%, ნატრიუმი - 2, 5%,
კალიუმი -2,5%, მაგნიუმი, 1, 87%, ტიტანი - 0,45%, ჩამოთვლილ ამ 9 ქიმიურ ელემენტზე მოდის დედამიწის
ქერქის შედგენილობის 99%. დედამიწის ქერქის სისქე სხვადასხვა ადგილებში მერყეობს 5 კმ-დან 80 კმ-მდე.
 დედამიწის შინაგანი აგებულება (შიდა ნაწილები).
მანტია, ბირთვი, ქერქი. განსხვავებული სიმძლავრე (სისქე), სიმკვრივე და ქიმიური შედგენილობა აქვთ.
დედამიწის შიდა გარსებიდან ანუ შიდა სფეროებიდან მოცულობით ყველაზე დიდია მანტია 83%, ბირთვს
16%, ხოლო ქერქს 1% უკავია.
5
 დედამიწის შიდა ნაწილების სითბური მდგომარეობა.
დედამიწის ქერქის ზედაპირული ფენის სითბური მდგომარეობა დამოკიდებულია მზით გათბობაზე, აქ
შეიმჩნევა ტემპერატურის, როგორც დღეღამური, ისე სეზონური რყევა, მაგრამ უკვე 15-30 მ სიღრმეზე ამ
რყევას ადგილი აღარ აქვს. აქ არსებობს მუდმივი ტემპერატურის ფენა. სიღრმის მომატებასთან ერთად
ტემპერატურაც მატულობს. გეოთერმული საფეხური მერყეობს 1-დან 200 მ-მდე და უფრო მეტამდე.
გეოთერმული საფეხურის საშუალო სიდიდე 33 მ-ია, ხოლო გეოთერმული გრადიენტის საშ. სიდიდე - 3 0 .
დედამიწის ქერქის ზედა 15 კმ-ის ფენაში გეოთერმული საფეხური 50 მ-ს უდრის, 25 კმ სიღრმეზე 65 მ-ს,
ხოლო უფრო ღრმად 120 მ-ს.
 დედამიწის რომელ ნაწილში არის განლაგებული მიწისძვრის და ვულკანიზმის კერები.
ასტენოსფეროში
 რა არის ჰიპოცენტრი, ეპიცენტრი.
იმ ადგილს სადაც მოხდა ქანების გადაადგილება მიწისძვრის კერა ანუ ჰიპოცენტრი ეწოდება. ხოლო
დედამიწის ზედაპირის იმ უბანს, რომელიც აღნიშნულ კერასთნ ყველაზე ახლოსაა ეპიცენტრი.
 რა არის გეოთერმული გრადიენტი, გეოთერმული საფეხური.
გეოთერმული გრადიენტი - ტემპერატურის მომატება ყოველ 100 მეტრზე.
გეოთერმული საფეხური - სიღრმე, რომელიც აუცილებელია ტემპერატურის 10-ით მომატებისთვის.

ლექცია 5 - დედამიწის ზედაპირის ნიშნები


 ხმელეთისა და წყლის განაწილება როგორია დედამიწაზე. როგორ არის დაყოფილი მსოფლიო ოკეანე.
წყალს უკავია 361 მლნ. კმ2 (71%), ხმელეთს - 149 მლნ. კმ2 (29%). მსოფლიო ოკეანე იყოფა ხუთ ოკეანედ:
წყნარი, ატლანტის, ინდოეთის, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე (არქტიკის ოკეანე), სამხრეთის ოკეანე
(ანტარქტიკის ოკეანე).
 კუნძულები წარმოშობის მიხედვით (მათი მოკლე დაახასიათება).
კონტინენტური კუნძულები - ხმელეთის ნაწილები, რომლებიც ოდესღაც კონტინენტთან იყო
გაერთიანებული, მაგრამ ხმელეთის დაწევის და ზღვით დაფარვის შედეგად კონტინენტებს გამოეყო.
ოკენურ კუნძულები - არაფერი აქვთ საერთო კონტინენტურ კუნძულებთან, ე.ი. ისინი არასოდეს
ყოფილან კონტინენტის ნაწილები. ოკეანური კუნძულები შეიძლება იყოს ვულკანური და მარჯნის.
ვულკანური კუნძულები - წარმოქმნილია წყალქვეშ ზღვის ფსკერზე ვულკანების ამოფრქვევის შედეგად.
ვულკანური პროდუქტების თანდათანობით დაგროვების გამო წყალქვეშა ვულკანი იზრდება, საბოლოოდ
ამოიწევს ზღვის დონის მაღლა კუნძულის სახით და შემდეგ კიდევ განაგრძობს ზრდას. ვულკანური
კუნძულები პატარა ზომისაა, ბევრია წყნარ ოკეანეში.
მარჯნის კუნძულები - წარმოიქმნებია მარჯნის პოლიპებისაგან. მარჯნები ცოცხლი ორგანიზმებია.
მარჯნის პოლიპები დიდ გროვებად ცხოვრობენ 50 მ-მდე სიღრმეზე. ისინი ემაგრებიან ზღვის მყარ ფსკერს
და იზრდებიან ზევით და სიგანეში, ქმნიან წაგრძელებულ რიფებს. პატარა, დაბალ რგოლისებრი ფორმის
კუნძულებს - ატოლებს. უდიდესი მარჯნული წარმონაქმნია დიდი ბარიერული რიფი ავსტრალიის
ნაპირებთან. მარჯნის კუნძულების გეოგრაფიული გავრცელება დიდად არის დამოკიდებული კლიმატურ
პირობებზე, ვინაიდან მარჯნები გარემოს განსკუთრებულ პირობებში ცხოვრობენ: თბილ წყლებში, საკმაოდ
მარილიან წყალში, წყალი უნდა იყოს გამჭვირვალე, ჟანგბადით მდიდარი, მზის სხივებით განათებული.
 დაახასიათეთ მსოფლიო ოკეანის რელიეფი (მისი ნაწილების ჩამოთვლა).
მსოფლიო ოკეანე - ჰიდროსფეროს ძირითადი ნაწილი, ცალკეული ოკეანეებისა და მასთან
დაკავშიებული ზღვების და მათი ნაწილების გაერთიანება. მსოფლიო ოკეანე ცალკეულ ნაწილებად
დაყოფილია შემდეგი ძირითადი ნიშნებით: კონტინენტებისა და კუნძულთა არქიპელაგების სანაპიროების
6
კონფიგურაციით, ოკეანეების ფსკერის რელიეფით, დინებებისა და ატმოსფერული ცირკულაციური
სისტემებით, წყლის ტემპერატურის განაწილებით…

ლექცია 6 - დედამიწის სითბური რეჟიმი


 ალბედო - განმარტება, რაზე არის იგი დამოკიდებული.
ალბედო - დედამიწაზე მოსული ჯამური რადიაციის დიდი ნაწილი შთაინთქმება, დედამიწის
ხმელეთოვანი ნაწილისა და წყლის მიერ და გარდაიქმნება სითბოდ. ხოლო ნაწილი აირეკლება დედამიწის
ზედაპირის მიერ. არეკლილი რადიაციის შეფარდებას მოსულ რადიაციასთან ეწოდება ალბედო. მას
გამოსახავენ პროცენტებში. ალბედოს სიდიდე დამოკიდებულია ზედაპირის თავისებურებებზე (ფერი,
ტენი), მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე.
 სითბური სარტყლები (მოკლე დახასიათება).
დედამიწის ზედაპირზე გამოყოფენ 7 სითბურ სარტყელს:
ერთი თბილი ანუ ცხელი სარტყელი, რომელიც თითოეულ ნახევარსეფეროში შემოსაზღვრულია +200-
იანი წლიური იზოთერმით. მზე ზენიტში წელიწადში ორჯერ იმყოფება. დღე-ღამის ხანგრძლივობაში
სხვაობა უმნიშვნელოა. სითბოს წლიური ნაკადი თანაბარია და შედარებით მაღალი.
ორი ზომიერი სარტყელი, რომლებიც ორივე ნახევარსფეროში მდებარეობენ +200 წლიურ იზოთერმსა და
+100 უთბილესი თვის (შესბამისად ივლისისა და იანვრის) იზოთერმს შორის. ტემპერატურის რყევა წლის
განმავლობაში საკმაოდ მკვეთრია.
ორი ცივი სარტყელი, რომლებიც ორივე ნახევარსფეროში მდებარეობენ +100 და 00 უთბილესი თვის
იზოთერმებს შორის. დღე და ღამე შეიძლება ერთ დღე-ღამეზე მეტხანს გაგრძელდეს. ხანგრძლივი ღამეების
დროს ადგილი აქვს ძლიერ გადაცივებას (ზამთარში).
ორი მარადი ყინვის არეები, რომლებშიც უთბილესი თვის საშუალო ტრმპერატურა 00-ზე დაბალია.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს მოიცავს გრენლანდიის შიდა ნაწილს და შესაძლებელია პოლუსის
მახლობელ არეებსაც. სამხრეთ ნახევარსფეროში ეს არე მთლიანად 60 0-იანი პარალელის სამხრეთით
მდებარეობს.
 დედამიწის მოძრაობა მზის გარშემო - წელიწადის დროთა ცვლა (დედამიწის მზის გარშემო მოძრაობის
შედეგი).
22 ივნისი - ზაფხულის ნაბუნიობა. მზე ზენიტშია ჩრდ. ტროპიკზე. ჩრდ - ზაფხული, სამხრ - ზამთარი.
დღე მეტია ღამეზე.
22 დეკემბერი - ზამთრის ნაბუნიობა. მზე ზენიტშია სამხრ. ტროპიკზე. ჩრდ - ზამთარი, სამხრ - ზაფხული.
ღამე მეტია დღეზე.
21 მარტი - გაზაფხულის ბუნიობა. დღეღამტოლობა. მზე ზენიტშია ეკვატორზე.
23 სექტემბერი - შემოდგომის ბუნიობა. დღეღამტოლობა. მზე ზენიტშია ეკვატორზე.

ლექცია 7 - ატმოსფეროს აგებულება


 ატმოსფეროს აგებულება, ქიმიური შედგენილობა.
ტროპოსფერო - ატმოსფეროს პირველი ფენა, რომელიც უშუალოდ ეკვრის დედამიწის ზედაპირს.
ყველაზე მკვრივი ფენაა და შეიცავს ატმოსფეროს მთელი მასის 80%. ვრცელდება დედამიწის ზედაპირიდან
საშუალოდ - 11-19 კმ-ზე ზომიერ განედებში, პოლუსებზე - 8 კმ-ზე, ეკვატორზე - 16 კმ. სიმაღლის
0
მომატებასთან ერთად ტემპერატურაც მცირდება (საშუალოდ 0,6 -ით ყოველ 100 მეტრზე). „ამინდის ფენა“.
ტროპოპაუზა - გარდამავალი ფენა ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროს შორის.

7
სტრატოსფერო - ატმოსფეროს მეორე ფენა, ვრცელდება 50 კმ სიმაღლემდე. სტრატოსფეროს ქვედა და შუა
ფენებს შორის ტემპერატურის მომატება ხდება, ხოლო შუა და ზედა ფენებში ტემპერატურის შემცირება.
სტრატოსფეროში არსებობს 20 კმ სისქის ოზონის ფენა - „ოზონის ეკრანი“. ოზონის მაქსიმალური
კონცენტრაციის გამო ზოგჯერ სტრატოსფეროს ოზონოსფეროსაც უწოდებენ.
სტრატოპუზა - სტრატოსფეროსა და მეზოსფეროს შორის გარდამავალ ფენა.
მეზოსფერო ვრცელდება სტრატოსფეროს ზევით 85 კმ-მდე. მეზოსფეროში ტემპერატურა კლებულობს და
-900 აღწევს.
მეზოპაუზა - მეზოსფეროსა და მომდევნო ფენას - თერმოსფეროს (იონოსფეროს) შორის გარდამავალ
ზონა.
თერმოსფერო ანუ იონოსფერო ვრცელდება 800-1000 კმ სიმაღლემდე. ტემპერატურა - 220 0, ხოლო 600
მეტრზე მაღლა - 15000. ამიტომ უწოდებენ ამ სფეროს თერმოსფეროს. ამ ფენას იონოსფეროსაც უწოდებენ,
ვინაიდან ულტრაიისფერი და კოსმოსური სხივების ზეგავლენით ჰაერი იონიზებულია.
ეგზოსფერო ატმოსფეროს გარე ფენაა 800-1000 კმ სიმაღლემდე ვრცელდება. ტემპერატურა - 1000-1500 0.
აირების ატომები და მოლეკულები ძალზე სწრაფად მოძრაობენ და კოსმოსურ სივრცეში იფანტებიან. ამის
გამო ამ ფენას გაბნევის ფენასაც უწოდებენ. უფრო ინტენსიურად წყალბადის და ჰელიუმის ატომები
იფანტება. ეგზოსფერო 10 000 კმ-მდე ვრცელდება. აქ მთავრდება ატმოსფერო და შემდეგ კოსმოსური
სივრცე იწყება.
 ქარების გეოგრაფიული განაწილება (წნევის სარტყლების მიხედვით).
 ეკვატორის გასწვრივ მის ორივე მხარეზე მდებარეობს დაბალი წნევის მუდმივი ზოლი (1012 მბ და უფრო
მცირე).
 ორივე ნახევარსფეროში 300-იანი პარალელების გასწვრივ ოკეანეებზე მუდმივად არსებობს მაღალი წნევის
სუბტროპიკული ზონები, თუმცა მათი გამოხატულების სიმკვეთრე და გავრცელების არეალი სეზონურად
იცვლება.
 ზომიერ განედებში (600) მდებარეობს დაბალი წნევის არეები.
 ზომიერი განედებიდან პოლუსებისაკენ ატმოსფერული წნევა თანდათან მატულობს.
 პასატი, მუსონი, ბრიზი, ფიონი, მთა-ხეობათა ქარი - მათი განმარტებები.
პასატები - მუდმივი ქარები. ორივე ნახევარსფეროშია. ეკვატორისკენ ქრიან.
მუსონი - სეზონური ქარები. წარმოიქმნება ოკეანეებისა და კონტინენტების არათანაბარი გათბობის და
გაციების შედეგად. ზაფხულში - ოკეანიდან ხმელეთისკენ, ზამთარში - ხმელეთიდან ოკეანისკენ.
ბრიზები - ზღვებისა და ოკეანეების სანაპიროებზეა გავრცელებული. დღე-ღამეში ორჯერ იცვლიან
მიმართულებას. ხმელეთისა და წყლის არათანაბარი გათბობა-გაციებასთანაა დაკავშირებული. დილით -
ზღვიდან ხმელეთისკენ, ღამე - ხმელეთიდან ზღვისკენ.
მთა-ხეობათა ქარები - ადგილობრივი ქარები, მთის ხეობაში, დღე-ღამეში ორჯერ იცვლიან
მიმართულებას. მთებსა და მიმდებარე ვაკეებზე ატმოსფეროს არათანაბარი გათბობა იწვევს. დილით -
ხეობიდან მთებისკენ, ღამით - მთიდან ხეობისკენ.
ფიონი - თბილი, მშრალი, დაღმავალი ქარი მთებში. ჩნდება, როცა ქედის ერთ მხარეს წნევა დაბალია,
მეორე მხარეს - მაღალი.
 ციკლონები და ანტიციკლონები, მოკლე დახასიათება.
ციკლონი - ჰაერის წნევათა განაწილების ისეთი არე, იზობარების ისეთი შეკრული სისტემა, რომლის
ცენტრში დაბალი წნევაა, ხოლო პერიფერიებში მაღლი წნევა, ამიტომ ციკლონში ქარი ქრის პერიფერიიდან
ცენტრისაკენ, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში).

8
ანტიციკლონი - ჰაერის წნევის განაწილების ისეთი არე, იზობარების ისეთი შეკრული სისტემა, რომლის
ცენტრში მაღალი წნევაა, ხოლო პერიფერიებში კი დაბალი და ჰაერი მოძრაობს ცენტრიდან პერიფერიისკენ
საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში).
სამხრეთ ნახევარსფეროში პირიქით - ციკლონურ სისტემაში ჰაერის ბრუნვა საათის ისრის
მიმართულებით ხდება, ანტიციკლონურში საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ციკლონები ჰაერის განსაკუთრებით მოძრავი სისტემებია. ამინდის მკვეთრ ცვლილებებს განაპირობებენ.
ციკლონები წარმოიშობიან ჰაერის დინებათა შეხვედრის ზონებში.
თბილი ჰაერის კერებში წარმოიქმნებიან ციკლონები, ხოლო ცივი ჰაერის კერეში - ანტიციკლონები.

ლექცია 8 - ტენის რეჟმი და განაწილება


 წყლის მცირე და დიდი ბრუნვა დედამიწაზე.
წყალი ბუნებაში განუწყვეტლივ მოძრაობს, გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში და ასრულებს
დიდ და მცირე ბრუნვას. ოკეანის ზედაპირიდან წყლის აორთქლება, წყლის ორთქლის კონდენსაცია და
ატმოსფეროში ნალექების მოსვლა ოკეანის ზედაპირზე, წარმოადგენს მცირე ბრუნვას. წყლის აორთქლების
და ნალექების მოსვლის პროცესი ხმელეთზე მრავალჯერ შეიძლება განმეორდეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს
ტენი, მოტანილი ხმელეთზე, ჰაერის დინებებით ოკეანიდან ისევ უბრუნდება ოკეანეს, მდინარის და
მიწისქვეშა ჩანადენის სახით, რითაც მთავრდება წყლის დიდი ბრუნვა.
 ფაქტორები, რომლებიც ნალექების წარმოქმნისთვის არის საჭირო.
1. ჰაერის გაჟღენთვა წყლის ორთქლით.
2. წარმოშობილი წყლის წვეთების და ყინულის კრისტალების დამძიმება.
 ფაქტორები, რომლებიც ნალექების გეოგრაფიული გავრცელებისთვის არის საჭირო.
1. ჰაერის ტემპერატურა, 2. ატმოსფეროს ცირკულაცია.

You might also like