You are on page 1of 55

ლექცია 2-21.

დედამიწის აგებულება და მასში


მიმდინარე გეოლოგიური პროცესები
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებას გეოლოგია
ეწოდება
(ბერ. გეო -დედამიწა, ლოგოს- კვლევა)

გეოლოგია ფუნდამენტური მეცნიერეება -იგი იკვლევს დედამიწის აგებულებას,


მის ნივთიერ შედგენილობას და მასში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს,
ქანების დინამიკას, ისტორიას და სასარგებლო წიაღისეულის(მინერალურ
რესურსების) ფორმირების კანონზომიერებას; იგი სწავლობს აგრეთვე იმ
ორგანიზმებს რომლებიც წარსულში ცხოვრობდნენ ჩვენს პლანეტაზე. იგი
სწავლობს მიწისძვრებს და და იდენტიფიკაცის ახდენს მისი საშიში ზონების;
გეოლოგიის ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა აგრეთვე დაადგინოს თუ
როგორ იცვლება დედამიწის ქერქის აგრებულება დროში და რა ბუნებრივი
პროცესები განვითარდება მომავალში დედამიწის ქერქში.
ასეთი კვლევების შედეგად იქმნება ისეთი გეოლოგიური რუკები როგორიც მაგ.
შემდეგ სლაიდზეა
გეოლოგიის ძირითადი ობიექტი მაინც მისი მყარი ნაწილი - ლითოსფერო და
ქერქია. ჩვენი ცივილიზაციის სასიცოცხლო რესურსები სწორედ დედამიწის
ქერქთან დაკავშირებულია.

გეოლოგიაში გამოიყოფა რამოდენიმე ძირითადი მიმართულება:


პეტროლოგია,გეოტექტონიკა, გეოდინამიკა, სტრატიგრაფია,
ჰიდროგეოლოგია, საინჟინრო გეოლოგია და სასარგებლო წიაღისეულის
გეოლოგია.
დედამიწისა აგებულება
 უშუალო დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ  დედამიწის
ქერქი (A). დადგენილია რომ დედამიწის ქერქი მკვეთრადაა
გამოყოფილი მის ქვეშ მდებარე მანტიისაგან ე. წ. მოხოროვიჩიჩის
ზედაპირით.
 განარჩევენ დედამიწის ქერქის ორ ძირითად ტიპს
— კონტინენტურსა და ოკეანურს. კონტინენტური ქერქი შედგება
ძირითადად „გრანიტული“ ფენისაგან, ხოლო ოკეანური ქერქი -
ძირიტადად „ბაზალტური“ ფენისგან ( სისქე დაახლოებით 5 კმ უდრის.
 მანტიაში განარცევენ ზედასა და და ქვედა მანტიას და იგი ვრცელდება
2900 კმ სიღრმემდე (დედამიწის ბირთვამდე). მანტია მოიცავს
დედამიწის მასის 67%.
 დედამიწის ბირთვის საშუალო რადიუსი დაახლოებით 3,5 ათას კმ უდრის
და იყოფა გარე და შიდა ბირთვად (G), რომლის რადიუსია 1,3 ათ. კმ.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის წიაღში ტემპერატურა სიღრმესთან
ერთად მატულობს: კონტინენტური ქერქის ქვეშ იგი 600-700 °C
ტოლია, მანტიაში(C ფენაში) — 1500-1800 °C, ბირთვში (სავარაუდოდ)
4000-5000 °C არ აღემატება.
დედამიწის აგებულების გამარტივებული სქემა
თანამედროვე დედამიწის ქერქის აგებულების
გამარტივებული სქემა
გეოლოგიურად დედამიწის ზედაპირი გაცილებით რთულია ვიდრე
წინა სქემაზეა მოცემული. მაგ. ევრაზიის სტრუქტურულ-გეოლოგიური
რუკა
ჩვენ ამჟამად უკვე გვაქვს
დედამიწის ევოლუციის
გეოქრონოლგიური
შაკალა და შესაბამისად
ვფლობთ მნიშვნელოვან
ინფორმაციას მისი
ევოლუციის ეტაპების
შესახებ;

შევქმენით დედამიწის
ქერქის აგებულების
სხვადასხავა მასშტაბების
გეოლოგიური რუკები;
მაგალითად როგორიც
შემდეგ სლაიდზეა...
გეოლოგია ძალიან
პოპულარული
მეცნიერებაა
დასავლეთის
სამყაროში და ამის
გამო უამრავი
გეოპარკები
არსებობს,
(დაცულლი
ტერიტორიები )
სადაც ძირითად
სანახაობას
ბუნებრივი
ძეგელბი
წარმაოდგენენ.
აღნიშნულზე ეს
წიგნიც
მეტყველებს
დედამიწის ქერქში მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესები
მიმდინარეობს, თუნდაც ეს სუბვულკანური ნეკი ალბათ
დამეთანხმებით კარგი სანახაობაა...
დედამიწის ზედაპირი ძალიან მრავალფეროვანია და ეს
განპირობებულია მასში მიმდინარე აქტიური ფიზიკურ-ქიმიური
(გეოლოგიური) პროცესებით; ეს დანალექი ქანების გაშვლებაა იუტას
შტატშის აღნიშნულის დასტურია
ამ პროცესების დროს ზოგჯერ დედამიწის ზედაპირი ულამაზეს
ფორმებს იძენს; თუნდაც ეს დიდი კანიონი კოლორადოს შტატში
დედამიწის ქერქი ზოგჯერ ძალიან საინტერესო და ამოუცნობ
სიურპრიზებსაც გვთავაზობს, მაგ. როგორიცაა ამ ამონიტების
განამარხეული „სასაფლაო“
თუმცა ადამიანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
დროს ბუნებას მნიშვნელოვან ზარალს აყენებს; თუნდაც ეს
ოქროს კარიერი აღმოსავლეთ ავსტარლიაში; სხვა
გამოსავალი?
თანამედროვე დედამიწის
აგებულება

ჩვენთვის უკვე ცნობილია


დედამიწის აგებულება. ეს
მონაცემები დაფუძვნებულია
მისი ხანგრძლივი
შესწავლის შედეგად
მიღებულ გეოლოგიურ,
გეოქიმიურ და გეოფიზიკურ
მონაცემებზე.

დედამიწა აგებულია:

1. ქერქისგან
2. მანტიიისგან,
3. გარე ბირთვისგან
4. შიდა ბირთვისგან.
დედამიწის სიღრმეში მიმდინარეობს რთული და
საინტერსო პროცესები: ოკეანური ქერქის სუნდუქცია და
მრავალი სხვა; როგორიც მაგ. ამ მოდელზე ჩანს
დეამიწის აგებულების სამგანზომილებიანი მოდელი

ამ ნახაზზე ნაჩვენებია დედამიწის


სხავადასხვა შრეების სიმძლავრეები:
დედამიწის რადიუსი საშ. 6378კმ-ია,
აქედან ქერქის სიმძლავრე 0-დან 100 კმ-
მდე მერყეობს, ზედა მანტიის -1000-1100 კმ,
ქვედა მანტიის 1800-1700კმ, ხოლო ბირთვის
3300კმ-ზე ცოტა მეტია.

დედამიწის გარე ბირთვი შედგება


ძირითადად რკინისგან, ხოლო შიდა-
ძირითადად ნიკელისგან და რკინისგან. გარე
ბირთვი თხევად მდგომარეობაში იმყოფება,
ხოლო შიდა -მყარში.
ნახაზზე ნაჩვენებია აგრეთვე ასტენოსფერო
(მდნარი შრე) , ოკეანური ქერქი,
კონტინენტური ქერქი და ოკეანური
ღრმაობები, რომლებიც წყლითაა
ამოვსებული (ოკეანეები და ზღვები).
ნაჩვენებია აგრეთვე ოროგენული სისტემები
(ანუ მთები), მყინვარებით და მდინარეებით.
თანამედროვე დედამიწის სიღრმული ჭრილი,
დაფძვებულია სესმურ ტომოგრაფიაულ მონაცებზე

დედამიწა ცოცხალი პლანეტაა,


რომელიც მუდმივ დინამიკაშია.
ნახაზზე თავის მაშტაბებში გამოსახულია
დედამიწის ქერქი, ლითოსფერო, მანტია
და სუბდუქციური ზონები. ნაჩვენებია
აგრეთვე შიდაოკეანური ქედები
ნაჩვენები შიდა და გარე ბითვი და მათი
საზღვრები ქვედა მანტიასთან. კერძოდ
ნაჩვენებია D შრე, რომელიც
წარმოადგენს გარდამავალ ზონას
თხევად გარე ბირთვსა და მყარ ქვედა
მანტიას შორის, სადაც ყალიბდება
ახალი მაგმური კერები, რომლებიც
პლიუმების ფორმით იწყებენ მოძრაობას
ზემოთ ქერისკენ და რომლებიც ხშირ
შემთხვევაში ქმნიან ბაზალტურ
განფენებს, ვულკანებს და ზოგჯერ
სუპერვულკანებსაც.
დედამიწის ქერქის რიფტული სეგმენტის 3D მოდელი
დედამიწის შრეების სიმკვრივეები და თერმული
მოდელი

გეოლოგიურ და გეოფიზიკურ
მონაცემებით შიდა ბირთვი მყარ
მდგომარეობაში იმყოფება, რომლის
სიმკვრივე ყველაზე დიდია და 13-14
გრ/სმ3 შეადგენს. აქ შესაბამისად
გასწვრივი ტალღების სიჩქარე - 11.3
კმ/წ-ს აღწევს. გარე ბირთვში შიდასთან
შედარებით სიმკვრივე დაბალია ,
გასწვრივი ტალღების სიჩ. 8.1 კმ/წმ-ია,
ხოლო განივი ტალღები ვეღარ არწევს,
რაც იმაზე მიგვითითებს, რომ იგი
თხევად მდგომარეობაში იმყოფება.
ნახაზზე ჩანს გარე ბირთვიდან
გამომავალი ცხელი მაგმური ნაკადები
(პლიუმები).
შენ. წითელი ფერით არნიშნულია
ნივთიერება თხევად მდგომარობაში
დედამიწის გარე ბირთვის თანამედროვე
მოდელი

ნახაზზე წითელი ფერის არის გარე ბირთვი,


ხოლო ყვითელი სხივისებრი ნაწილები -
მდნარი მასა, რომელიც მოძრაობს
ზედაპირისკენ და განსაზღვრავს
დედამიწის შინაგან ენერგიის.
თხევადი გარე ბირთვისა და მყარი ქვედა
მანტიის საზღვარზე როგორც ჩანს
მიმდინარეობს ახალი მაგმური კერების
ფორმირება, რომლებიც იწყებენ მოძრაობს
ქერქისკენ და დედამიწის ზედაპირზე
ამოაქვთ სითბური ენერგია და ჩვენი
ცივილიზაციისთვის ბევრი მნიშვნელოვანი
სასარგებლო რესურსი ისეთი როგორიცაა
ნიკელი, რკინა, ტყვია, თუთია, იშვიათი და
რადიაქტიული ელემენტები.
შესაძლებელია ნახშირწყალბადებიც.
ხშირად ისინი დედამიწის ზედაპირზე
ამოიფრქვევიან მაგმის, ვულკანების ან
სუპერვულკანების სახით.
დედამიწის მანტიური პლიუმების მოდელირებული
გამოსახულება
დამუშავებულია მინესოტას ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (აშშ)
(ღია ფერებით აღნიშნულია მანტიური პლიუმები)
მანტიისა და მანტიური პლიუმების სქემატური
გამოსახულება
მანტიის სეისმურ ტომოგრაფიული მოდელი
ნაჩვენებია თერმული კონვექციები და სიბლანტის
მახასიათებლები

ყვითელი ფერის - ცხელი დინებები, მუქი ფერის - შედარებით ცივი


დინებები
დედამიწის ქერქი აგებულია ქანებისგან,
რომლებიც თავის მხრივ მინერალებისგან
შედგებიან

მინერალი (ფრან.  mineral < გვიანდ.  ლათ.. minera - მადანი),


ბუნებრივი წარმონაქმნია, რომელიც ყალიბდება  დედამიწის
ზედაპირზე ან მის წიაღში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესების
შედეგად . მისი ქიმიური შედგენილობა და ფიზიკური თვისებებით
თითქმის ერთგვაროვანია. მინერალები უმთავრესად მყარი
წარმონაქმნებია (კრისტალური, ზოგჯერ ამორფული).
ერთადერთი თხევადი მინერალი თვითნაბადი ვერცხლიწყალია

არსებობს სხვადასხვა ტიპის მინერალი:


ხალასი, ჟანგეულები, სულფიდები, კარბონატები და ა.შ. დედამიწის
ქერქში 3000-ზე მეტ მინერალს ითვლიან. აქედან 70 ძირითადი
მინერალია, ხოლო ოცამდე ქანთმაშენი.
თანამედროვე დედამიწის ქერქის ძირითადად
აგებულებულია ბაქნებისგან, ოროგენებისგან (მთებისან) და ოკეანური
ქერქისგან; შესაძლებელია გამოვყოთ აგრეთვე მაგმური პროვინციებიც
ასე გამოიყურება მინერალთა ერთერთი
კოლექცია
რა არის
ქანი?
 ქანი —  დედამიწის ქერქის  ამგები სხვადასხვა მინერალთა ბუნებრივი
ერთობლიობაა (მკვრივი ან ფხვიერი), რომელიც ქმნის დამოუკიდებელ
 გეოლოგიურ სხეულს.
 თითოეულ ქანს ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი  მინერალური
 მეტნაკლები მუდმივობა. ქანები ერთმანეთისაგან განსხვავდება
აგრეთვე სტრუქტურით, ტექსტურით და ფიზიკური თვისებებით
(სიმკვრივე, სხვადასხვა მექანიკური, თბური, ელექტრული, მაგნიტური
და სხვა თვისებები).

 წარმოშობის მიხედვით გამოიყოფა ქანების 3 ძირითადი ტიპი :


  მაგმური, მეტამორფული და დანალექი

 ქანების შემსწავლელ გეოლოგიურ მეცნიერებას პეტროლოგია


ეწოდება.
დანალექი ქანების საერთო ხედი
მაგმური ქანები

წარმოადგენს  მაგმის   გაცივებისა და


დაკრისტალების შედეგად წარმოქმნილ მასას.
მაგმის გაცივების პირობების მიხედვით არჩევენ
მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს : ეფუზურს
(ვულკანურს), როდესაც ლავის სახით
ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე
ცივდება და ინტრუზიულს (სიღრმულს),
როდესაც მაგმა  დედამიწის ქერქის სიღრმეში
ცივდება.
ქიმიური შედგენილობის მიხედვით ანსხვავებენ:
ულტრაფუძე (SiO2< 45%) ფუძე (SiO2=45–52%),
საშუალო (SiO2=53– 64%) და მჟავე (SiO2> 65%)
ქანებს .
ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან
მინერალური შედგენილობითაც.

ზოგადად გამოყოფენ: დუნიტებს, გაბროებს,


დიორიტებს, გრანოდიორიტებს, გრანიტებს,
ალიასკირებს და სხვებს.
სურათზე გამოსახულია გაბრო.
დიდი მაგმური პროვინციები

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი


ტრაპებია  (შვედ. . trappa – კიბე) —
კონტინენტური მაგმატიზმის
განსაკუთრებული ტიპი, რომლისთვისაც
დამახასიათებელია დიდი
მოცულობით ბაზალტის ამოღვრა და
 მოკლე დროში (პირველ მილიონ
წლებში). იკავებს დიდ სივრცეებს.
ოკეანურ ქერქში ტრაპის ანალოგიურია
— ოკეანური პლატო.

ტრაპული მაგმატიზმის რაიონებში


იქმნება დამახასიათებელი  რელიეფი –
კიბისებური ბაზალტური ფენები,
რომლებიც თვისებურ რელიეფს ქმიან.
ვულკანიზმი - ყველაზე თავლსაჩინო გეოლოგიური
პროცესია
წყნარი ოკეანის ცეცხლოვანი (ვულკანური) სარტყელი
ეს არის ნათელი მაგალითია ტექტონიკური ფილების დაძირვას.
აქ მსოფლიოს ვულკანების 75% კონცენტრირებული
ვულკანიზმი

დედამიწის ქექში ერთერთი


თვალსაჩინო გეოლოგიური
პროცესია, რომლის საშუალებით
ხორციელდება ურთიერთკავშირი
დედამისწის თხევად, მყარ და
აირად შემადგენლებს შორის.

განარჩევენ რამოდენიმე ტიპის


ვულკანებს: ნაპრალოვანს,
კონუსურს და სხვას.

სურათზე გამოსახულია
მალაზიის ერთ-ერთი ვუკლანი.
ზოგჯერ ვულკანები შვენიერ ნაგებობებს ქმნიან

აღნიშნულის კარგი
მაგალითია

ვულკანი მაუნგაკიც
ოკლენდის პროვინცია,
ახალი ზელანდია
ვულკანი ვეზუვი

ვულკანი სამხრეთ იტალიაში, ქ.


ნეაპოლთან ახლოს.
  ერთადერთი ვულკანი ევროპის
კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100
წლის განმავლობაში აქტიური იყო და
ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია ,
თუმცა ამჟამად მიძინებულია.
დანარჩენი ორი მსგავსი ვულკანი
იტალიაში (ეტნა  და სტრომბოლი)
კუნძულებზე მდებარეობს.

ჩვ.წ. 79 წელს, ვეზუვის მასშტაბურმა


ამოფრქვევამ მის სიახლოვეს
მდებარე ქალაქები  პომპი  და 
ჰერკულანუმი  გაანადგურა.
ბოლო დიდი ამოფრქვევა იყო
1944 წ. 4000 ადამიანი დაიღუპა.
დედამიწის ქერქში მიმდინარე პროცესების სქემა.
სქემაზე მოცემულია ყველა ის ძირითადი პროცესი ,
რომელიც მასში მიმდინარეობს
ამ ნახაზზე მოდელირებულია ყველა ის ძირითადი პროცესები ,
რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკეთ და რომელებიც დედამიწის
თანამედროვე ქერქში მიმდინარეობს, კერძოდ: სუბდუქცია,
ინტრუზირება, ვულკანიზმი. გრანიტული, მეტამორფული და
დანალექი ქანების შრეების ჩვენებით.
დედამიწის ქერქში მიმდინარე პროცესები
იელოსტოუმის მეგავულკანის კალდერა
გვიან მიოცენურ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზეც მოქმედებდა
სუპერვულკანი; კერძოდ ერუშეთის მთიანეთში. სურათძე ჩანს გუმბათის
მთა (3396 მ), ყოფილი მეგავულკანის ნარჩენი მომყვანი არხი
ამ ვულკანის მოქმედების პროდუქტები: სურათზე ჩანს ვანის
ქვაბები-აქ ვუკლანური ფერლის სიმძლავრე 3 მ-ია.
7.5 მლნ. წლის მტკვრის ვულკანური ნაკადი (იგნიბრიტები),
რომელიც ამოინთხა გუმბათის მეგავულკანის აფეთქების
შედეგად. დღეს მის ადგილას ე. წ. ნიალას/ბაიოსს ველებია,
ხოლო ცენტრალურ ნაწილში მთა გუმბათია (2996 მ. ზ.დ.ზ.). ამ
ვულკანურ ნაკადშია გამოკვეთილია ციხე-ქალაქი -ვარძია
(მაჩანს მარჯვენა მხარეს)
მოწყვეტილი ვარძიის სეგმენტი (მარჯვნივ); სურათიდან
კარგად ჩანს თუ როგორაა დაცურებული მარჯვენა

ბლოკი ქვემოთ
ზედა მიოცენური კალდერის კიდის “ფრაგმენტები”,
ნიალას ველიდან
ვარძიის/მტკვრის ვულკანური ნაკადის ცირკონების U-Pb
მეთოდით დათარიღების შედეგები -სამივე ჭრილში 7.5
მლნ-ია
ვულკანი მყინვარწვერი/ყაზბეგი მზის ამოსვლისას
დედამიწის გეოლოგიური პერიოდების
ხანგრძლიობა და ჰუმანოიდების არსებობის
ინტერვალი
მეწყერები- ჩვენი ცივილიზაციის
აქტუალური პრობლემა
 მეწყერი — ნიადაგის  მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და
გადაადგილება მთი კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის
გავლენით (გრავიტაცია)მეწყერი უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება,
სადაც წყალშემკავებელი (თიხოვანი) და წყლიანი (მაგ., ქვიშა-
ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება
კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყერის მიზეზია ქანების
წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის
გამორეცხვა, გამოფიტვი ან გადამეტტენიანების გამო ქანების
სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო
საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების
გაუთვალისწინებლად და სხვ. მეწყერი დიდ ზიანს აყენებს სახალხო
მეურნეობას. მასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა მთის
კალთების გატყიანება, საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება,
დრონაჟი და სხვა.
მურგაბის მეწყერი
ისტორიული პერიოდის უდიდეს მეწყერად ითვლება
მეწყერი,რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირის
ტერიტორიაზე პამირის მთებში,1911 წელს ჩამოწვა.იგი
გამოწვეული იყო ძლიერი მიწისძვრით.ჩამოწვა 2.5
კუბური კილომეტრი ფხვიერი მიწის მასა.დაიმარხა
სოფელი უსოი,მისი 54 მცხოვრებით. მეწყერმა
გადაკეტა მდინარე მურგაბის ხეობა და წარმოიქმნა
ტბა,რომელიც გაიზარდა და დაფარა სოფელი სარეზი.
ამ ხელოვნური წყალსაცავის სიმაღლე იყო 301
მეტრი,მაქსიმალური სიღრმე 284 მეტრი,ხოლო სიგრძე
53 კმ.
მეწყერი კანადაში
მეწყერი პერუში
მეწყერი აშშ-ში - აქ მთის ფერდი
დაიმეწყრა
დედამიწის გეოლოგიური პერიოდების
შეფარდებითი ხანგრძლიობა, ჰუმანოიდების
სეგმენტით
ამრიგად
დედამიწის ქერქი მისი ევოლუციის პროდუქტია, რომელიც თითქმის 4.5 მლრ.
წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და მიიღო ისეთი სახე, რომელზედაც
ჩვენ ამ ლექციაზე ვისაუბრეთ.

ამ პროცესში ჩამოყალიბდა დედამიწის კონტინენტური ქერქი, რომელიც


უნიკალური წარმონაქმნია (ჩვენთვის ჯერჯერობით არცერთ პლანეტაზე არ
არის ცნობილი მისი ანლაოგი) რომელზეც დეტალურად მომავალ ლექციაზე
ვისაუბრებთ.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის ქერქის ევოლუციის პროცესში იშვიათ, ბედნიერ


შემთხვევებში კი ფორმირდებოდა ის სასარგებლო წიაღისეული,
რომელთა გამოყენებით ჩვენმა ცივილიზაციამ ასეთ მნიშვნელოვან
პროგრესს მიაღწია და ამჟამად ცხოვრებას განაგრძობს მზარდი
კეთილდღეობის პირობებში, თუმცა მას ყოველთვის პრობლემას უქმნის
ომები/დაპირისპირებები, რაც უმეტეს შემთხვევაში განპირობებეულია ისევ
რესურსებისთვის ბრძოლით და აგრეთვე სხვა გამოწვევბით...
gmadlobT yuradRebisaTvis

You might also like