You are on page 1of 40

დედამიწა, მთვარე და მზე.

მზე
• ძირითადი მახასიათებლები
• მზის შიდა აგებულება
• მზის ატმოსფერო
o ფოტოსფერო
o ქრომოსფერო
o კორონა
• მზის მაგნიტური ველი
• მზის წარმონაქმნები
მზის ძირითადი მახასიათებლები

• საშუალო რადიუსი 695 700 კმ;


• პოლარული შებრტყელება 9·10 ̄ ⁶;
• დახრა ეკლიპტიკის მიმართ 7,25⁰;
• მოცულობა 1,4·10²⁷ მ³ (1,3 მილიონი
დედამიწის მოცულობა);
• მასა 1,99·10³⁰ კგ (333 000 დედამიწის
მასა);
• საშუალო სიმკვრივე 1,4 გ/სმ³;
მზის ძირითადი მახასიათებლები

• ზედაპირის ტემპერასურა 5700 K


(1K=-272.15ºC);
• კორონის ტემპერატურა 1 500 000 K;
• ბირთვის ტემპერატურა 13 500 000 K;
• გრავიტაცია 274 მ/წმ²;
• მეორე კოსმოსური სიჩქარე 617,7 კმ/წმ;
• ორბიტული სიჩქარე 220 კმ/წმ;
• საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის
პერიოდი 25,05 – 34,3 დღე;
მზე, დედამიწა, მთვარე

მზე დედამიწ მთვარე



რადიუსი 109 1 0.27
მასა 333 000 1 0,0123
საშუალო სიმკვრივე (გ/სმ3) 1,4 5,5 3,3
გრავიტაცია (მ/წმ²) 274 9.8 1.62
პირველი კოსმოსური სიჩქარე 437 7,9 1,7
(კმ/წმ)
მეორე კოსმოსური სიჩქარე (კმ/წმ) 617,7 11,2 2,38
ორბიტული სიჩქარე (კმ/წმ) 220 29,786 1,023
მზის შიდა აგებულება

• ბირთვი 0,25 მზის რადიუსამდე,


სიმკვრივე 150 000 კგ/მ³, ტემპერატურა
14 მილიონი K;
• სხივური გარსი 0,2-დან – 0,7 მზის
რადიუსამდე, ტემპერატურა 2 – 7
მილიონი K, სიმკვრივე 0,2 – 20 ათასი
კგ/მ³;
• კონვექციური ზონა 0,7-დან მზის
ზედაპირამდე (200 000 კმ), ტემპერატურა
7 მილიონიდან ეცემა 5700 K-მდე,
სიმკვრივე ეცემა 2·10 ̄ ³ კგ/მ³.
მზის ატმოსფერო (ფოტოსფერო)

• ფოტოსფეროს სისქე დაახლოებით 500 კმ–ია.


• ტემპერატურა ქვედა ზღვართან 6500 K, ზედა ზღვართან კი 4400 K.
• ფოტოსფეროში დაიკვირვება: გრანულაცია, მზის ლაქები და
სუპერგრანულაცია.
მზის ატმოსფერო (ქრომოსფერო)

• ფოტოსფეროს ზემოთ მდებარე ფენას ეწოდება ქრომოსფერო.


• სისქე დაახლოებით 2000 კმ;
• ტემპერატურა 4400 K–დან 25000 K–მდე იზრდება.
• ქრომოსფეროში დაიკვირვება: სპიკულები, ანთებები და სხვ.
მზის ატმოსფერო (Transition Region)

• ქრომოსფეროსა და კორონას შორის თხელი (200კმ) ფენაა


მოთავსებული, სადაც ტემპერატურის სწრაფი ზრდაა დაფიქსირებული
(25 000 K-დან 1 000 000 K-მდე).
მზის ატმოსფერო (კორონა)
• კორონა ქრომოსფეროს ზემოთ მდებარე გაუხშოებული პლაზმაა.
• იგი მზის ზედაპირიდან 2000 კმ–ზე იწყება და რამდენიმე მილიონ
კილომეტრზეა განფენილი.
• ტემპერატურა მერყეობს დაახლოებით 1-2 მილიონი K. ზოგიერთ
ადგილებში შემჩნეულია 8-20 მილიონი K.
• კორონას პირობითად ყოფენ სამ ზონად: აქტიური არეები, წყნარი
კორონა და კორონული ხვრელები.
მზის მაგნიტური ველი

• მზის მაგნიტური ველი ფორმირდება


გამოსხივების გარსსა და კონვექციურ
ზონას შორის (0,7 მზის რადიუსზე);
• ამ ზონას ეწოდება ტახოკლინი
(Tachocline);
• მზეს აქვს ძალიან რთული მაგნიტური
ველი;
• მზის მაგნიტური ველის ძალწირები მისი
დიფერენციალური ბრუნვის გამო
ჩაიხვევიან, ამოყოფენ თავს
ფოტოსფეროში და წარმოქმნიან მზის
ლაქებს.
მზის მაგნიტური ველი
მზის მაგნიტური ველი
მზის წარმონაქმნები

o აქტიური არე
o მზის ლაქა
o მზის ანთება
o პროტუბერანცი
o ბოჭკო
o ტორნადო
o კორონული წვიმა
o კორონული ხვრელი
o კორონული მასის ამოფრქვევა
აქტიური არეები
(Active Regions)
• აქტიური არეები მოთავსებულია
ძლიერი მაგნიტური ველის
კონცენტრაციის ადგილებში და
ჩანს მზის ლაქების ჯგუფების
სახით ოპტიკურ დიაპაზონში ან
მაგნიტოგრამებში.
• აქტიურ არეებში მუდმივად ხდება
მაგნიტური ცვლილებები: ახალი
მაგნიტური ველის ამოსვლა,
მაგნიტური რეკონფიგურაციები
და მაგნიტური გადაერთება.
აქტიური არეები სხვადასხვა ტემპერატურაში
335 Å 193 Å
131 Å

304 Å

94 Å 171 Å 211 Å
აქტიური არეები სხვადასხვა ტემპერატურაში

1600 Å 1700 Å 4500 Å

magnetogram continuum
მზის ლაქები (Sunspot)
• როდესაც მზის მაგნიტური ველი
ამოდის ქვედა ფენებიდან, იგი არ
უშვებს ზევით ცხელ პლაზმას, ამიტომ
ძლიერი მაგნიტური ველის
კონცენტრაციის ადგილებში დაბალი
ტემპერატურაა, რაც ფოტოსფეროზე
ჩანს მზის შავი ლაქის სახით.
• მზის ლაქები ინტენსიური მაგნიტური
აქტივობის მქონე არეებია, სადაც
კონვექცია შეჩერებულია, რაც
ამცირებს ენერგიის გადატანას მზის
უფრო ცხელი შიდა არიდან
ზედაპირისკენ.
მზის ლაქები
(Sunspot)
• მზის ლაქის ცენტრში ტემპერატურა
დაბალია, საშუალოდ 4500 K, მზის
ზედაპირთან შედარებით (5700 K).
• ყველაზე დიდი ლაქების ზომა
ათეულობით ათასი კილომეტრია.
მზის ლაქები
(Sunspot)
• აქტიური რეგიონი ორი ძირითადი
ლაქისაგან შედგება, რომლებიც მცირე
ზომის წვრილ-წვრილი ლაქებით არიან
გარშემორტყმული.
• მზის ზედაპირზე გადაადგილებისას
აქტიური რეგიონის ერთ-ერთი ძირითადი
ლაქა უფრო წინაა, ვიდრე მეორე.
• წინ მყოფ ლაქას წინმავალ ლაქას
უწოდებენ, ხოლო მის უკან მდებარე
ლაქას - მიმდევარს.
• წინმავალსა და მიმდევარ ლაქებს
ურთიერთსაწინააღმდეგო პოლარობა
აქვთ.
მზის აქტივობის
ციკლი
• მზის აქტივობის პერიოდული
ცვლილება დაკავშირებულია
მზის მაგნიტურ ველთან და
აქტიური არეების რიცხვთან;
• განასხვავებენ 11-წლიან და 22-
წლიან ციკლებს;
• არსებობს უფრო ხანგრძლივ
პეიოდიანი ციკლებიც (მაგ.
ასწლიანი ციკლი, ათასწლიანი
ციკლი);
მზის აქტივობის
ციკლი
• მზის ციკლის ხანგრძლივობა
იცვლება ციკლიდან ციკლამდე.
ზოგჯერ მოკლე ციკლი გვაქვს (7-
წლიანი), ზოგჯერ – უფრო გრძელი
(14-წლიანი). საშუალოდ კი ციკლის
ხანგრძლივობა 11 წელია.
• მზის ციკლის განვითარებისას
ლაქების რაოდენობა იზრდება,
თანაც წარმოიქმნებიან უფრო და
უფრო დაბალ განედებზე,
ეკვატორის მახლობლად. მათი
წარმოშობის კერა მზის ეკვატორის
გასწვრივ ±40⁰-ის ფარგლებშია.
პეპლის დიაგრამა (The sunspot butterfly diagram)
მზის ანთებები (Solar Flare)

• ხანგრძლივონა
რამოდენიმე წუთი;
• გამოთავისუფლებული
ენერგიის რაოდენობა
მილიარდობით მეგატონა
ტროტილის ექვივალენტში;
• ანთებების კლასიფიკაცია
ინტენსივობის მიხედვით:
o ნანო ანთება
o A <10¯⁷ ვტ/მ²;
o B - 10¯⁷ - 10¯⁶ ვტ/მ²;
o C - 10¯⁶ - 10¯⁵ ვტ/მ²;
o M - 10¯⁵ - 10¯⁴ ვტ/მ²;
o X - > 10¯⁴.
პროტუბერანც
ი (Prominence)

• მკვრივი კონდენსირებული
შედარებით ცივი ნივთიერება,
რომელსაც მზის ზედაპირზე
იჭერს მაგნიტური ველი;
• კარგად ჩანს მზის დაბნელებისას;
• განასხვავებენ წყნარ, აქტიურ,
ერუპტიულ და კორონულ
პროტუბერანცებს.
პროტუბერანცი
(Prominence)

• ერთ ერთი ყველაზე


ძლიერი
პროტუბერანცი;
• 2011 წლის 7 ივნისი;
• დაახლოებით 6 სთ-დან
10 სთ-მდე.
პროტუბერანც
ი (Prominence)

• 1945 წელს
გადაღებული
პროტუბერანცი;
• ჰქვია
“Granddaddy”.
ბოჭკო (Filaments)
• მზის ბოჭკო, რომელიც შავი ხაზის სახით ჩანს მზის დისკოზე;
• განასხვავებენ აქტიურ და ერუპტიულ ბოჭკოებს;
მზის ტორნადო ( Solar Tornado)
• მზის ბოჭკოს მსგავსი წარმონაქმნია;
• ტორნადოების ნაწილს მოყვება კორონული მასის ამოფრქვევა;
• დედამიწის ტორნადოს მსგავსად, აქაც ნაწილაკები ჩაიხვევა სპირალზე.
მზის ტორნადო
(Solar Tornado)

• ერთ ერთი ყველაზე


ძლიერი ტორნადო;
• 2011 წლის 25 სექტემბერი;
• დაახლოებით 9 სთ-დან
15 სთ-მდე.
კორონული წვიმა
(Coronal Rain)

• მზის კორონული წარმონაქმნი;


• შედგება ცხელი პლაზმისგან;
• მაგნიტურ ძალწირებს მოჰყვებიან
მზის ზედაპირისკენ;
• ხშირად ჩნდებიან მზის ანთებების
რეგიონებში.
კორონული წვიმა
( Coronal Rain)

• ერთ ერთი ყველაზე


ძლიერი და ხანგრძლივი
კორონული წვიმა;
• 2012 წლის 19 ივლისი;
• დაახლოებით 6 სთ-დან
22 სთ-მდე.
კორონული ხვრელი
( Coronal Hole)

• გაუხშოებულ და დაბალი
ტემპერატურის მქონე
ადგილები;
• ღია მაგნიტური ველისგან
შედგება, რის გამოც ხდება
ცხელი პლაზმის გადინება;
კორონული მასის
ამოფრქვევა ( Coronal Mass
Ejection)

• მზიდან გამოტყორცნილი
ნივთიერება, რომელიც არის
პროტუბერანცის
არამდგრადობის შედეგი;
• იგი წარმოადგენს მაგნიტური
ველის საშუალებით ჩაყინულ
ცივ და ცხელ პლაზმას;
• CME-ის შედეგად
მილარდობით ტონა
ნივთიერება ამოიფრქვევა და
მოჰქრის საპლანეტთაშორისო
სივრცეში.
კორონალური მასის
ამოფრქვევა ( CME)
• არამდგრადობის შედეგად ხდება
მზიდან მაგნიტური ველის ნაწილის
მოწყვეტა პლაზმასთან ერთად,
რომელიც გამოიტყორცნება ყველა
მიმართულებით.
• იგი უახლოვდება დედამიწას და
ახდენს მისი ატმოსფეროს
შეშფოთებებს.
• ასეთი შეშფოთებები იწვევს
ჩრილოეთის ციალს, ქმნის მაგნიტურ
ქარიშხლებს და ცხელი პლაზმის
ცირკულაციას დედამიწის ზედა
ატმოსფეროს მახლობლობაში.
მზის ქარი ( Solar
Wind)
• გაზის გათბობას არ
შეუძლია ზებგერითი
სიჩქარის მინიჭება.
მაგრამ გაცხელების,
შეკუმშვისა და
გაფართოების
კომბინაციას შეუძლია
ზებგერითი სიჩქარის
ეფექტის მინიჭება.
ასეთ შემთხვევაში მზის
ქარი ხდება
ზებგერითი მზის
რამოდენიმე
რადიუსზე.
მზის ქარი (Solar
Wind)
• როგორც დედამიწის
თერმოსფერო, მზის ზედა
ატმოსფეროც ძალიან ცხელია.
ისეთი ცხელია, რომ წყალბადი და
ჰელიუმი ტოვებენ მზეს.
• მზის ქარს აქვს მაღალი
ტემპერატურა და ამის გამო იგი
სრულად იონიზირებული პლაზმაა.
საპლანეტათაშორისო მაგნიტური
ველი

• მზის ქარის გავრცელება ხდება


ეკლიპტიკის დისკის მიდამოში და
მას აქვს ტალღისებრი გეომეტრია
მზის ბრუნვის გამო.
• მზის ბრუნვა თავისი ღერძის
გარშემო არის 27-36 დღე.
• დახრა ეკლიპტიკის მიმართ 7,25º.
საპლანეტათაშორისო მაგნიტური ველი

• ასეთნაირად იყოფა საპლანეტათაშორისო მაგნიტური ველი


ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროდ.
• ტალღისებრი ბუნების გამო დედამიწა მოექცევა მაგნიტური ველის ხან
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ხანაც სამრეთ ნახევარსფეროში.
მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like