You are on page 1of 2

სახელი: გვარი: ჯგუფი:

ფიზიკა-ბილეთი 1

1. რამდენჯერ მძიმეა ნახშირბადის იზოტოპ 6C12-ისბირთვი ტრიტიუმის


ბირთვზე?
4-ჯერ
2. ჩვენ ვხედავთ მთვარის მოლოდ ერთ მხარეს. ბრუნავს თუ არა მთვარე
თავისი ღერძის გარშემო?
კი, ბრუნავს.
3. გვაქვს ურანის ორი ბირთვი 92U235 და 92U238რისი ტოლია მათი ნეიტრონების
ჯამური რაოდენობა?
235-92+238-92
4. თუ ქანქარა 30წმ-შიასრულებს 10 რხევას, მაშინ რისი ტოლია ქანქარის
რხევის პერიოდი?
3 წამი
5. როგორ იქმნება რენტგენის გამოსხივება?
ელექტრონების დამუხრუჭებით.
6. რომელს აქვს მეტი სიხშირე, რადიო თუ სინათლის ტალღებს?
სინათლის ტალღას
7. დაალაგეთ ფოტონების ენერგიების მიხედვით შემდეგი ფერების მქონე
სინათლის სხივები: მწვანე, ცისფერი, წითელი, იისფერი.
იისფერი, ცისფერი, მწვანე წითელი.
8. პარალელურად შეერთებულია სამი ერთნაირი ნათურა. თუ პირველ
ნათურაში გადის 7–ამპერის ტოლი დენი მაშინ რისი ტოლი იქნება მეორე და
მესამე ნათურაში გამავალი ჯამური დენი.
7+7= 14
9. სად უფრო მეტი ატომია ერთ კილოგრამ გრაფიტში თუ ერთ კილოგრამ
ალმასში?
ტოლია
10. რადიოაქტიური ნივთიერების აქტივობა 2–ჯერ შემცირდა 4 დღის
განმავლობაში, რისი ტოლია ამ ელემენტის ნახევრად–დაშლის პერიოდი.
4 დღე
11. ტელევიზორის სიმძლავრე 200 ვატია. ერთი კილოვატ. საათი ენერგია კი
ღირს 10 თეთრი. რა თანხა გვექნება გადასახდელი თუკი ტელევიზორი
იმუშავებს 2 საათის განმავლობაში.
0,2*10*2=4 თეთრი
12. თუ რელატივისტურად სწრაფად მოძრავი სახაზავის სიგრძე მცირდება 6-
ჯერ რამდენჯერ იცვლება მაშინ მისი სიმკვრივე?
36-ჯერ იზრდება
13. ორი ფოტონის ენერგიების შეფარდება 4–ის ტოლია, რისი ტოლია მათი
ტალღის სიგრძეების შეფარდება?
1/4
14. როგორ იცვლება სინათლის სიხშირე გარემოში შესვლისას თუ გარემოს
გარდატეხის მაჩვენებელი 16-ის ტოლია?
არ იცვლება
15. რისი ტოლია ინფორმაციის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე?
სინათლის სიჩქარის
16. ვერცხლისწყალი მოთავსებულია მაგნიტურ ველში. რა მოუვა მაგნიტურ
ველს თუ ვერცხლისწყალს გავაცივებთ 3K ტემპერატურამდე.
ვერცხლის წყლიდან გამოიდევნება მაგნიტური ველი
17. თუ ვარსკვლავის მასა 20-ჯერ აღემატება ჩვენი მზის მასას მაშინ რა
ასტროფიზიკურ ობიექტად გადაიქცევა ვარსკვლავი მისი კოლაფსის
შედეგად?
გადაიქცევა შავ ხვრელად
18. როგორ შეიცვლება სხეულის კინეტიკური ენერგია თუ მისი სიჩქარე
გაიზრდება 2-ჯერ ხოლო მისი მასა შემცირდება 4-ჯერ.
არ შეიცვლება
19. თუ ელექტრულ ხელსაწყოზე არის წარწერა 0.44 კვტ და 2 ამპერი. გადაიწვება
რა ძაბვაზეა გათვლილი ხელსაწყო?
440 ვატი/2ამპერი=220 ვოლტი
20. ჩამოთვალეთ ძალები რომლებიც მოქმედებენ ყინულის ზედაპირზე
მოსრიალე მოციგურავეზე?
ხახუნის, სიმძიმის და რეაქციის

You might also like