You are on page 1of 3

ჰაბლის კანონი

ჰაბლის კანონი და დოპლერის ეფექტი - წითელი წანაცვლება

ყველას მოგვისმენია სპეცსიგნალებით მოძრავი მანქანის ხმა. სანამ მანქანა


გვიახლოვდება, სირენის ტონი მაღალია, შემდეგ დაბლდება, დაშორებასთან ერთად
კიდევ უფრო დაბალი ხდება.  

ტალღა – ძალიან უცნაურა რამაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, სივრცის მოძრაობა,


რომელშიც ტალღა ვრცელდება, არ შეესაბამება ამ ტალღების მოძრაობას.  ტალღების
აღწერა მათი სიხშირით ხდება ან სიგრძით. ეს ორი მახასიათებელი გარემოში ტალღის
გავრცელების სიჩქარით არის დაკავშირებული ერთმანეთთან. დოპლერის ეფექტმა
ფართო გამოყენება ჰპოვა მეცნიერებასა და ცხოვრებაში . პოლიციელების რადარი
თქვენი მანქანისკენ რადიოტალღას ასხივებს(ჩვეულებრივ, ულტრამოკლე ან ზემაღალი
სიხშირის), რომელიც მეტალის კორპუსიდან აირეკლება და უკან, რადარისკენ ბრუნდება .
ამ ტალღას კი უკვე დოპლერის წანაცვლება აქვს. გამოსხივებული და მიღებული
ტალღების სიხშირის შედარებით, კომპიუტერი სწრაფად ითვლის თქვენი მანქანის
სიჩქარეს და მისი მაჩვენებელი ეკრანზე გამოაქვს.

 დიდი გამოყენება ამ ეფექტმა ასტროფიზიკაში ჰპოვა: კერძოდ, ედვინ ჰაბლმა, ზომავდა


რა მანძილს უახლოეს გალაქტიკებამდე, მათ სპექტრში წითელი, ანუ
დოპლერის წანაცვლება აღმოაჩინა, რითაც დაადგინა, რომ გალაქტიკები გვშორდება.
ამასთან ერთად, რაც უფრო შორეული იყო გალაქტიკა, მით მეტი იყო მისი სინათლის
წანაცვლება წითლისკენ(და მით მეტი სიჩქარით გვშორდება ის), ამით ჰაბლი მიხვდა , რომ
სამყარო ფართოვდება.

დოპლერის ეფექტი გალაქტიკებისთვისაც თავსებადია. წყვეტილი ხაზები გვიჩვენებს , სად


იქნებოდა გამოსიხვების სპექტრის ხაზები, სტაციონარული(უძრავი ) წყარო რომ
ასხივებდეს მას. სპექტრის ზედა ნაწილში – ცისფერი წანაცვლებაა (სინათლის წყარო
ჩვენსკენ მოძრაობს); ქვემოთ – წითელი წანაცვლება(წყარო გვშორდება).

 გალაქტიკების სპექტრში არსებული წითელი წანაცვლებით, ამ გალაქტიკებამდე


მანძილის დადგენა ხდება. რაც უფრო მეტია წანაცვლება, მით უფრო შორსაა გალაქტიკა.
მანძილის დადგენის ეს მეთოდი დოპლერის ეფექტს ეფუძნება.
 დავუშვათ, გვაქვს ელექტრომაგნიტური გამოსხივების რაიმე წყარო და გვინდა წყარომდე
მანძილის დადგენა. თუ ეს წყარო დამკვირვებლის მიმართ უძრავი არაა და
გადაადგილდება, მაშინ ტალღის რხევათა სიხშირე დამკვირვებლის კოორდინატთა
სისტემაში შეიცვლება, ხსენებული ეფექტის გამო, დამოკიდებულებით წყაროს მოძრაობის
სიჩქარისა სინათლის სხივის სიჩქარესთან. წყაროს დაშორებასთან ერთად მისი ტალღის
სიხშირე მცირდება, მოახლოებისას კი პირიქით იზრდება(დოპლერის ეფექტი ). თუ
ტალღის სიგრძეების მნიშვნელობებს გამოვიყენებთ, მაშინ დამკვირვებლის
კოორდინატთა სისტემაში გამოსხივების წყარო აღიწერება ფორმულით :

Δλ/λ=V/c

 სადაც Δλ=λ-λο/λο — ტალღის ცვლილებაა, V – გალაქტიკის დაშორების სიჩქარე, c –


სინათლის სხივის სიჩქარე, λ0 – ლაბორატორიული, უძრავი წყაროს ტალღის სიგრძე.
მეორეს მხრივ, წყაროს სიჩქარის დამოკიდებულება წყარომდე მანძილზე
დაკავშირებულია ჰაბლის მუდმივასთან:

V=cΔλ/λο = H R,

ჰაბლის ბიოგრაფია
ედუინ პაუელ ჰაბლი — ამერიკელი ასტრონომი, ვაშინგტონის მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის წევრი (1927). 1914-1917 მუშაობდა იერქსის, 1919-დან —
მაუნტვილსონის ობსერვატორიებში. ჰაბლის ძირითადი შრომები
ეძღვნება გალაქტიკების შესწავლას.

 გამოიყენა უახლესი ტელესკოპ-რეფლექტორი 2,5 მეტრიანი სარკით, მან საინტერესო


კველების სერია ჩაატარა, რამაც სამყაროს შესახებ წარმოდგენები მთლიანად
შეცვალა. თავიდან ჰაბლი ნისლეულების პრობლემის გადაჭრას გეგმავდა . ეს ობიექტები
ძველთაგანვე იპყრობდა მეცნიერების ყურადღებას თავიანთი გაურკვეველი
წარმომავლობის გამო. მეოცე საუკუნისთვის ზოგიერთი ნისლეულთგანი ვარსკვლავებით
”დასახლდა”, უმრავკლესობა კი ისევ ისეთი დარჩა როგორიც იყო. მეცნიერებს
აინტერესებდათ, თუ სად მდებარეობენ ეს წარმონაქმნები, ჩვენი გალაქტიკის შიგნით თუ
მის ფარგლებს გარეთ.

 ჰაბლმა თავისი კვლევები, უხსოვარი დროიდან ცნობილი ანდრომედას ნისლეულით


დაიწყო. 1923 წელს მან შეძლო ანდრომედას კიდეების დამზერა, სადაც ცალკეული
ვარსკვლავური გროვები დაინახა, რომელთაგან ზოგიერთი ცვლად ვარსკვლავებს , ე.წ .
ცეფეიდების კლასს ეკუთვნოდა. ცეფეიდებზე საკმაოდ დიდი ხნით დაკვირვებით
ასტრონომები მათი ნათობის ცვლილებების პერიოდებს ადგენენ, ხოლო
დამოკიდებულებით პერიოდი-ნათობა მათ მიერ გამოსხივებული სინათლის რაოდენობას
გებულობენ.

ჰაბლმა ამ მოვლენის საკმაოდ თამამი ინტერპერტირება მოახდინა და ის დოპლერის


ეფექტით ახსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკები დედამიწას შორდება , რადგან მათი
სპექტრიც წითელ წანაცვლებას განიცდის, რომლის მაჩვენებელი დაშორების სიჩქარის
პროპორციულია.

ჰაბლმა დაადგინა, რომ რაც უფრო შორსაა გალაქტიკა, მით მეტი სიჩქარით გვშორდება
ის. სწორედ ხილული სამყაროს ასეთ გაფართოებას ეწოდა ჰაბლის კანონი.
მათემატუკურად ის საკმაოდ ავილად ფორმულირდება:

v=Hr

 სადაც v – გალაქტიკის ჩვენგან დაშორების სიჩქარეა, r – მანძილი გალაქტიკამდე, H – ე.წ.


ჰაბლის მუდმივასთან. ეს უკანასკნელი ექსპერიმენტით დგინდება, თანამედროვე
მონაცემებით მისი დაახლოებითი მნიშვნელობა ასეთია – 70 კილომეტრი/წამში
მეგაპარსეკზე(1 მპს დაახლოებით 3,3 მილიონი სინათლის წელია). 

ჰაბლის ტელესკოპი
დედამიწიდან კოსმოსის დასურათებას თავის სირთულეები ახლავს. ატმოსფეროს
საფარის გამო ჩვენი პლანეტისგან ყველაზე დაშორებული ციური სხეულები ხშირად
კარგად არ ჩანს. ამიტომ, 30 წლის წინ მეცნიერებმა ტელესკოპი კოსმოსში გაუშვეს.

ჰაბლის ტელესკოპმა ათობით წლის მანძილზე იდუმალი კოსმოსის გასაოცარი ფოტოები


და ინფორმაცია მოგვაწოდა. დროთა განმავლობაში, დედამიწის ორბიტაზე მოძრავ
ტელესკოპს განახლებები და შეკეთება დასჭირდა.

NASA-მ წლების მანძლზე, ტელესკოპს განახლებები შემატა, რის შედეგადაც ამ გასაოცარმა


ტექნოლოგიურმა გარღვევამ მილიონობით ფოტო გადაიღო, რომლებიც 17 000-მდე
სამეცნიერო კვლევაში და სტატიაშია გამოყენებული.

30 წლიანი მსახურების მიუხედავად, მეცნიერებმა იციან, რომ დროთა განმავლობაში


ჰაბლის დედამიწიდან მართვა არაპრაქტიკული გახდება . 2021 წლის მარტს ჰაბლის
მემკვიდრის, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება იგეგმება .

You might also like