You are on page 1of 12

სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

თავი I. რადიოლოკაციური სისტემები (რლს)

ნაწილი 1. რადარი - ნავიგაციური რადიოლოკაციური სადგურები


(ნრლს)

შესავალი.

1. თავი, საზღვაო რადარის სისტემის ბაზისური თეორია და


პრინციპი
1.1.შესავალი. რადარის ძირითადი პრინციპები. გემზე რადარის
სისტემის კონფიგურაცია და დამონტაჟების ადგილი. რადარის
სტრუქტურული სქემა, ბლოკ-სქემა, საბაზისო რადარის
კომპონენტები. მაგნიტური უსაფრთხო მანძილი. რადიაციული
საშიშროება და უსაფრთხოება. რადარის აღჭურვილობის
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ რადარის
აღმოჩენაზე. სამიზნეების აღმოჩენის მინიმალური და
მაქსიმალური აღმოჩენის მანძილი. სამიზნეების აღმოჩენის
მანძილის და მიმართულების (პელენგის) სიზუსტე.
სამიზნეების აღმოჩენის მანძილის და მიმართულების
(პელენგის) შეზღუდვები. რადარის გარჩევით უნარიანობა.
რადიოტექნიკის მიღწევები თავის განვითარების საუკუნოვან
ისტორიაში არ ემსახურებოდა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებებს,
არამედ იგი გამოყენებულ იქნა, როგორც ეფექტური სანავიგაციო საშუალება.
სპეციალური ანტენის საშუალებით შესაძლებელი გახდა მიმართულების
განსაზღვრა ზღვიდან ნაპირზე განთავსებულ რადიო გადმცემ სადგურზე.
სანაპირო რადიო პელენგატორები პირველად 1912 წელს გამოჩნდა და მათი
საშუალებით შეიძლებოდა ნაპირიდან გემებზე მიმართულების დადგენა.
ბრიტანულმა კომპანია "დეკა ნავიგატორმა" ბრიტანეთის ფლოტის
ადმირალიტეტის შეკვეთით პირველად შეიმუშავა მე-20 საუკუნის
დასაწყისში სარადარო სისტემა, რომელიც ცნობილი გახდა სახელწოდებით
"დეკა".
რადიოს შემდგომი განვითარების ეტაპს საზღვაო ნაოსნობაში
წარმოადგენს დაბალ სიხშირული რადიო ნავიგაციური სისტემების
დანერგვა, როგორიც იყო „ლორან ა“, „ლორან -ს“, „ომეგა“ და სხვა.
1954 მსოფლიოში პირველი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის
გაშვებამ კოსმოსში დასაბამი მისცა კოსმოსურ რადიო ნავიგაციას.
მოგვიანებით მსოფლიოში გამოჩნდა პირველი თანამგზავრული საზღვაო
რადიონავიგაციის სისტემები, როგორიცაა „TRANZIT“-ი (აშშ 1964 წ.),
სისტემა “COSPAS-SARSAT”-ი უბედურებაში მყოფი ავარიული გემებისა და
საფრენი აპარატების ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის,
თანამგზავრული საზღვაო რადიონავიგაციური სისტემა „NAVSTAR”-ი (აშშ
1973წ.), რომელიც მთელი დატვირთვით 1989 წელს ამოქმედდა და
ცნობილია დასახელებით "GPS".

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


1
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
დღეისათვის არსებობს ამ სისტემის ანალოგიური სისტემები,
როგორიცაა GLONASS-ი, (რუსეთი), GALILEO (ევროკავშირი) და და
COMPASS/BeiDou (ჩინეთი) და სხვადასხვა რეგიონალური თანამგზავრული
ნავიგაციური სისტემები, როგორიცაა - IRNSS (Indian Regional Navigational
Satellite System), QZSS (Japans Quasi-Zenith Satellite System), DORIS (Frances
Doppler Orbitography and RadiopositioningIntegrted by Satellite).
სატრანსპორტო სფეროს, კერძოდ კი საზღვაო სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ
აღიარებულია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ
მიმართულებად. გლობალური ტრანსნაციონალური პროექტების
რეალიზებამ ჩვენი ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და
პოლიტიკური დივიდენდები უნდა შესძინოს.
მსოფლიო ეკონომიკის ზრდისა და გლობალიზაციის ფონზე
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტვირთების იაფი და უსაფრთხო
გადაადგილება. ამ თვალსაზრისით საზღვაო ტრანსპორტს ალტერნატივა არ
ჰყავს. შედეგად, საზღვაო ტრანსპორტირების ხვედრითი წილი მსოფლიო
სატრანსპორტო სისტემაში წლიდან წლამდე იზრდება, რაც თავის მხრივ
კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნილებებს საზღვაო ინფრასტრუქტურის
გამართულ მუშაობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ამ მიმართულებით
განსაკუთრებული როლი ენიჭება საზღვაო ფლოტის გემებზე მზარდი
თანამედროვე რადიოლოკაციური და რადიონავიგაციური სისტემების
გამართულ მუშაობას, რაც თავის მხრივ განაპირობებს გემის უსაფრთხო
მართვას და მის გადაადგილებას.
წარმოდგენილი სალექციო კურსის დანიშნულებაა მოდულის
შესწავლის შედეგად სტუდენტმა შეიძინოს - რადარის - ნავიგაციური
რადიოლოკაციური და ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების
(ARPA), ელექტრონული დატანის და ავტომატიური მიყოლის
საშუალებების, რადიოლოკაციური მოპასუხეების და შუქურა-მოპასუხეების
საწყისი თეორიული ცოდნა, შეძლოს - მიღებული ინფორმაციის
გაანალიზება და ამ სისტემების გამოყენება დანიშნულების მიხედვით.
სალექციო კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის სწავლების
საფეხურის, საზღვაო ნავიგაციის მიმართულების სტუდენტებისათვის და
სხვა დაინტერესებულ პირთათვის.
პირველი თავი მოიცავს საზღვაო რადარის სიშორის (მანძილი) და
პელენგის (მიმართულება) გაზომვის პრინციპებს, რადარის მუშაობას და
საბაზო კონფიგურაციას, მახასიათებლებსა და ფაქტორებს, ასევე ფაქტორებს,
რომლებმაც შეიძება გამოიწვიოს რადიოლოკაციური სურათის არასწორი
იდენტიფიკაცია.
ეს თავი არის ამ სასწავლო კურსის საფუძველი. ამ თავის ადეკვატურ
გაგებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რადარიდან და ავტომატური
რადიოლოკაციური სისტემებიდან (ARPA)/ან სამიზნეების მიყოლის (Target
Tracking -TT)/ან ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემიდან (AIS)
მიღებული ინფორმაციის სწორად გასაგებად და გამოსაყენებლად
სხვადასხვა მოძრავი და უძრავი წყალ ზემოთ მყოფი ობიექტების
კოორდინატებისა და პარამეტრების განსაზღვრას შეზღუდული
მხედველობის პირობებში, რომელთაც შეუძლიათ გაასხიონ ან აირეკლონ
რადიოტალღები - რადიოლოკაცია ეწოდება.

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


2
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
სიტყვა „ლოკაცია“ წარმოდგება ლათინური სიტყვიდან “Location” და
„განლაგებას“ აღნიშნავს. რადიოელექტრონულ მოწყობილობათა კომპლექსს,
რომელიც ასრულებს რადიოლოკაციის ამოცანებს რადიოლოკაციური
სადგური (რლს) ეწოდება, ზოგიერთ შემთხვევებში მას ნავიგაციურ რლს
უწოდებენ. ინგლისურ ლიტერატურაში იყენებენ სიტყვას - Radar – Radio
Detection and Ranging - რადიო აღმოჩენა და მანძილის განსაზღვრა.
ფიზიკურ სხეულს ან სხეულთა ჯგუფს, რომელთა ელექტრული და
მაგნიტური (დიელექტრიკული და მაგნიტური შეღწევადობა,
გამტარებლობა) თვისებები განსხვავდება გარემოს თვისებებისაგან, სადაც
ვრცელდება რადიოტალღები გასხივებული რლს-დან - რადიოლოკაციური
ობიექტი ეწოდება.
რადილოკაციური ობიექტები ანუ სამიზნეები შეიძლება იყოს -
წერტილოვანი და სიგრძეზე განფენილი. წერტილოვანი ობიექტების
რადიოლოკაციურ გამოსახულებას რლს-ის იდიკატორის ეკრანზე გააჩნია
მცირე, ერთნაირი ზომები და ფორმა, ხოლო სიგრძეზე განფენილი ობიექტები
რლს-ის იდიკატორის ეკრანზე პრაქტიკულად იმეორებენ ობიექტების
ფორმებსა და ზომებს შესაბამის მასშტაბში.
წერტილოვანი ობიექტებს მიეკუთვნება მცირე ზომის წყალზემოთ მყოფი
სამიზნეები - სანავიგაციო ნიშნები, პატარა გემები, ასევე დიდ ტონაჟიანი
გემები და აისბერგები თუ ისინი საკმაო მანზილზე იმყოფებიან რლს-დან.
სიგრძეზე განფენილ ობიექტებს მიეკუთვნება სანაპირო ზოლი, სანაპირო
და წყლის ზედაპირზე განთავსებული დიდი ზომის ობიექტები, მცირე
მანძილზე მყოფი დიდ ტონაჟიანი გემები და აისბერგები.
იმისდა მიხედვით, თუ როგორ მიეწოდება რლს-ის მიმღებს
სამიზნიდან არეკლილი რადიოტალღა, არსებობს პასიური და აქტიური
რადიოლოკაცია.
რლს პასიური მოქმედებით შესდგება - ძლიერ მიმართული მიმღები
ანტენისაგან, მიმღებისა და ინდიკატორისაგან.

ნახ. 1.1. რლს პასიური მოქმედებით - გამარტივებული სქემა.


ასეთი ტიპის რლს-ს იყენებენ სიგნალების მისაღებად, რომელთაც
სითბური რადიოგამოსხივება გააჩნიათ, მაგ, ელექტრომაგნიტური ტალღების
მიღება ვარსკლავებიდან, მზიდან, მთვარიდან და სხვა სხეულებიდან.
რლს აქტიური მოქმედებით შეიძლება იყოს პასიური პასუხით
(პირველადი რადიოლოკაცია) და აქტიური პასუხით (მეორადი
რადიოლოკაცია).
რლს აქტიური მოქმედებით და პასიური პასუხით შესდგება - ძლიერ
მიმართული მიმღებ-გადამცემი ანტენისაგან, მიმღებისა, გადამცემისა და
ინდიკატორისაგან. იგი ასხივებს გარემოში რადიოტალღას, თუ
რადიოტალღის გავრცელების გზაზე აღმოჩნდება რაიმე ობიექტი, რომელსაც
გააჩნია არეკლითი თვისებები, მაშინ იგი აირეკლება ამ ობიექტიდან და
მიაღწევს რლს-ს ანტენამდე, საიდანაც მიეწოდება მიმღებს და შემდეგ
ინდიკატორს.
რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი
3
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ნახ. 1.2. რლს აქტიური მოქმედებით და პასიური პასუხით - გამარტივებული


სქემა.

რლს აქტიური მოქმედებით და აქტიური პასუხით განსხვავდება წინა


შემთხვევიდან იმით, რომ - ობიექტზე ან წინსწარ განსაზღვრულ პუნქტში
(სადაც ნაოსნობა არის გართულებული ან უსაფრთხოების მიზნით ან რაც
მთავარია მისი საშუალებით შეზღუდული მხედველობის პირობებში
შეგვიძლია დავაზუსტოთ ჩვენი გემის ადგილი) დამონტაჟებულია
რაიოლოკაციური-მოპასუხე გადამცემი, რომელიც მოქმედებაში მოდის რლს-
ს სიგნალით.
რლს-ის მიერ გასხივებული რადიოტალღების სტრუქტურის მიხედვით
ასხვავებენ რადიოლოკაციის ორ მეთოდს - სიგნალების უწყვეტი გასხივებით
და იმპულსური. იმის გამო, რადიოლოკაციის იმპულსური მეთოდი
საშუსლებას იძლევა რლს-ის ინდიკატორის ეკრანზე დავაკვირდეთ
ერთდროულად სამიზნეთა დიდ რაოდენობას, თითქმის ყველგან სავაჭრო
ფლოტის გემებზე იყენებენ რადიოლოკაციის იმპულსურ მეთოდს.
იმპულსური რლს დროის გარკვეულ შუალედში საანტენო
გადამრთველის გავლით ასხივებს მცირე ხანგრძლივობის ზემაღალი
სიხშირის (ზმს) რადიოტალღებს, ხოლო დროის გარკვეულ შუალედში
ღებულობს ობიექტებიდან არეკლილ ზმს რადიოტალღებს.
რადიოლოკაციური ობიექტების ანუ სამიზნეების შესახებ ინფორმაცია
მიიღება ამ ობიექტებიდან არეკლილი სიგნალების მეშვეობით, რომლებიც
მიეწოდება საანტენო გადამრთველის გავლით რლს-ის მიმღებს.
გაძლიერებული და გარდაქმნილი არეკლილი სიგნალების აღწარმოება
ხდება ინდიკატორში.

ნახ. 1.3. იმპულსური ნავიგაციური რლს - გამარტივებული სქემა.

მანძილი სამიზნემდე D განისაზღვრება განტოლებით,

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


4
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

D = Vტ tდ / 2

სადაც Vტ - ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელების სიჩქარეა თავისუფალ


გარემოში, ხოლო tდ - მცირე ხანგძლივობის რადიოიმპულსების გავრცელების
დრო ანტენიდან სამიზნემდე და უკან ანტენამდე (დაგვიანების დრო).
გამოთვლების დროს Vტ ღებულობენ ცინათლის სიჩქარის ტოლად - c = 3 108
მ/წმ, ანუ წინა ფორმულა მიიღებს სახეს,

D = c tდ / 2

ხოლო მიმართულება სამიზნეზე განისაზღვრება ძლიერ მიმართული


ანტენის კუთხური მდგომარეობით არჩეული მიმართულებით ან სიბრტყით.

იმპულსური ნავიგაციური რლს-ის მუშაობის პრინციპის ძირითადი


დროითი დიაგრამები მოცემულია ნახ. 1.4.

ნახ. 1.4. იმპულსური ნავიგაციური რლს - ძირითადი დროითი დიაგრამები.

სინქრონიზატორი გამოიმუშავებს მცირე ხანგრძლივობის ვიდეო


იმპულსების თანმიმდევრობას (Uსი - ა დიაგრამა) რლს-ის გადამცემის,
მიმღების და ინდიკატორის მუშაობის მართვისათვის. ეს იმპულსები
საშუალებას იძლევა ამ მოწყობილობებმა იმუშაონ სინქრონულად.

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


5
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
რლს-ის გადამცემი შედგება ორი ძირითადი ბლოკისაგან -
მოდულატორისა და ზმს რხევების გენერატორისაგან, უმრავლეს
შემტხვევაში გენერატორად გამოიყენება - მაგნეტრონი. მოდულატორი
სინქროიმპულსების ზემოქმედებით (ა დიაგრამა), არჩეული სიშორის შკალის
მიხედვით აყალიბებს მძლავრ გამშვებ იმპულსებს (ბ დიაგრამა)
განსაზღვრული ხანგრძლივობით (თანამედროვე რლს-ში Tგი = 0.07...1.0 მკწმ),
რომელთა ზემოქმედებით ზმს რხევების გენერატორი ახდენს მძლავრი,
მოკლე რადიოიმპულსების გენერირებას.
საანტენო გადამრთველი უზრუნველყოფს ანტენის მიერთებას
(კომუტაციას), თანმიმდევრობით გადამცემთან და მიმღებთან; იცავს
მიმღების შესასვლელ წრედებს გადამცემის მძლავრი, მაზონდირებელი ზმს
იმპულსებისაგან; კეტავს გადამცემის შესასვლელ წრედებს სამიზნეებიდან
არეკლილი სიგნალების მიღებისას.
ანტენა-ფიდერული მოწყობილობა (აფმ) შესდგება ტალღგამტარული
ხაზისაგან, რომლის გავლითაც საანტენო გადამრთველის საშუალებით
გადამცემიდან ანტენას მიეწოდება მძლავრი, მაზონდირებელი ზმს
იმპულსები, ხოლო სამიზნეებიდან მიღებული, არეკლილი სიგნალები
საანტენო გადამრთველის გავლით მიეწოდება მიმღებს. რლს-ის ანტენებს,
როგორც წესი გააჩნიათ ზმს იმპულსების ძლიერმიმართული გასხივების
(მიღების) თვისებები.
მიმღები აძლიერებს სამიზნეებიდან მიღებულ (დ დიაგრამა), არეკლილ
სიგნალებს, გარდაქმნის მათ ვიდეოიმპულსებად (ე დიაგრამა) და აწოდებს
შემდეგ ინდიკატორს.
მონაცემთა ორიენტირებისა და გადაცემის ბლოკი განკუთვნილია
ანტენის კუთხური მდებარეობის გადასაცემად ინდიკატორში და
ელექტრონულ სხივურ მილაკზე (ესმ) გამოსახულების საჭირო
ორიენტაციისა და მოძრაობის სახეობის ფორმირებისათვის.
მაგნიტური უსაფრთხო მანძილი, რადარის ცალკეული ნაწილები
ხასიათდება მაგნიტური თვისებებით, რაც იწვევს მაგნიტური კომპასის
კურსის გადახრას. მაგნიტური კომპასის სიზუსტეზე ზემოქმედების
შეასმცირებლად აუცილებელია მაგნიტურ კომპასის განლაგების ადგილიდან
რადარის ცალკეული ნაცილების დაშორება 2,5 მეტრით, განსაკუთრებით კი,
მაგნეტრონსა და მაგნიტურ კომპასს შორის.
რადიაციული საშიშროება და უსაფრთხოება, რადარის იმპულსური
გამოსხივება ზოგადად 2-30 კვტ ტოლია, რაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ
საშუალო სიმძლავრე რადარისა არის მცირე მნიშვნელობის. გემზე რადარის
გამოსხივება საზიანოდ არ მოქმედებსა ადამიანზე, თუ იგი იმყოფება
რადარის ანტენიდან 20 მეტრის დაშორებით, დაუშვებელია ადამიანის
ყოფნა ანტენის ვერტიკალური გამოსხივების ცენტრში. ასეთის
აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანის ყოფნა აღნიშნულ სექორტში უნდა
იყოს მინიმალური ხანგძლივობის, რაც არ გამოიწვევს მის ჯანმრთელობაზე
მავნე ზეგავლენას. აუცილებელია ჩვენ გემთან კატარღების (სალოცმანო
კატარღა, ბუქსირი და სხვა) მიახლოებისას რადარი გადვიყვანოთ
მომლოდინე რეჟიმში (როცა არ ხდება მძლავრი ზმს იმპულსების გასხივება
გარემოში).
რადარის აღჭურვილობის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ რადარის
აღმოჩენაზე. სამიზნეების აღმოჩენის მინიმალური და მაქსიმალური

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


6
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
აღმოჩენის მანძილი, რადარები ხასიათდება სხვადასხვა საექსპლუატაციო და
ტექნიკური მახასიათებლებით, რომლებიც განსაზღვრავენ მის თვისებებს
შეასრულოს ყველა ტექნიკური ამოცანა, რომელიც აუცილებელია ნავიგაციის
ამოცანების გადასაწყვეტად და გემის მართვისას.
რადიოლოკაციური აღმოჩენის (მოქმედების) მაქსიმალური სიშორე - Dmax
დამოკიდებულია რლს-ის ენერგეტიკულ პოტენციალზე (გადამცემის
სიმძლავრე, მიმღების მგრძნობიარობა), ანტენის მიმართულობაზე, სამიზნის
მახასიათებლებზე, ატმოსფეროს მდგომარეობაზე და სხვა.
მინიმალური აღმოჩენის (მოქმედების) სიშორე - Dmin დამოკიდებულია
მაზონდირებელი იმპულსების ხანგრძლივობაზე, ანტენის დამაგრების
სიმაღლეზე, ანტენის მიმართულობის დიაგრამის სიფართეზე ვერტიკალურ
სიბრტყეში, ასევე ეგრეთ წოდებულ მკვდარ ზონაზე. კონკრეტულ
შემთხვევაში რლს მინიმალური აღმოჩენის სიშორე შეიძლება განისაზღვროს
მაზონდირებული იმპულსის ხანგრძლივობით,
Dmin=Cτი/2.
რეალურ Dmin სიდიდეზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ე.წ. მკვდარი
ზონის და ჩრდილოვანი სექტორების არსებობა, რომელიც ძირითადათ
დამოკიდებულია ანტენის დიაგრამის სიფართეზე ვერტიკალურ სიბრტყეში
- θ და მისი დამაგრების სიმაღლეზე - h და განისაზღვრება ფორმულით:
Dმ.ზ. = hctg(θ/2)

ნახ. 1.5. მკვდარი ზონის განსაზღვრა.


თანამედროვე გემების ნავიგაციური რლს-ში მინიმალური აღმოჩენის
სიშორე ტოლია 25-50 მეტრის (h=10-15 მ; θ =18- 250).
ქვემოთ ნახ. 1.6 წარმოდგენილია მკვდარი ზონის და ჩრდილოვანი
სექტორების არსებობის თეორიული და რეალური რადიოლოკაციური
სურათები. ეს სურათები 3,2 სმ-ის და 9,8 სმ-ის ნავიგაციური რლს-ის
შემთხვევაში შეიძლება იყოს განსხვავებული.

ა) ბ)
ნახ. 1.6. მკვდარი ზონის და ჩრდილოვანი სექტორების სურათები:
ა) თეორიული; ბ) რეალური - რადიოლოკაციური.

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


7
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
რლს-ის სამიზნეების კოორდინატების გაზომვის სიზუსტე ხასიათდება
სამიზნემდე მანძილის გაზომვის სიზუსტით და სამიზნემდე მიმართულების
გაზომვის სიზუსტით.
სამიზნის სიშორის და მიმართულების/პელენგის განსაზღვრის სიზუსტე
დამოკიდებულია სინქრონიზაციით, შეთანხმებული საკონტროლო
წერტილით (consistent common reference point -CCRP), წერტილის/ლაქის
ზომით, იმპულსის ხანგძლივობით, მოძრავი სიშორის მარკერით (variable
range marker-VRM), სხივის ჰორიზონტალური გაშლით (horizontal beamwidth
- HBW), კურსის მარკერით, ცენტრირებით და კურსის გადაცემის
მოწყობილობით (transmitting heading device -THD) გამოწვეულ შეცდომებზე.
ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ რადარის მოქმედების
სიშორის სიზუსტეზე არის შემდეგი შეცდომები:
სინქრონიზაციის;
შეთანხმებული საკონტროლო წერტილის (consistent common reference point -
CCRP);
წერტილის/ლაქის ზომის;
იმპულსის ხანგძლივობის;
გამზომი ხელსაწყოს - სისორის რგოლების (Range Rings - RR) და მოძრავი
სიშორის მარკერის (variable range marker-VRM).
სამიზნემდე მანძილის გაზომვის სიზუსტე რიცხობრივად განისაზღვრება
პოტენციალური საშუალო კვადრატული ცდომილებით - δპ,
დამოკიდებულია მაზონდირებელი იმპულსების ხანგრძლივობაზე და
მიმღების შესასვლელზე ხმაურის დონით და გამოითვლება ფორმულით,
δპ = Cτი / 2 q ,
სადაც q არის სამიზნიდან არეკვლილი სიგნალის ენერგიის ფარდობა
მიმღების ხმაურის ენერგიასთან მის გამოსასვლელზე. როგორც წესი
მაქსიმალური, სამიზნემდე მანძილის გაზომვის სიზუსტეს 1 და 2 მილიან
სიშორის შკალებზე შეადგენს 40-50 მეტრს, ხოლო სხვა შკალებზე შეადგენს
გამოყენებული სიშორის შკალის 1%-ს.

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ რადარის


მიმართულების/პელენგის სიზუსტეზე არის შემდეგი შეცდომები:
პელენგის სინქრონიზაციის;
სხივის ჰორიზონტალური გაშლის (horizontal beamwidth - HBW);
კურსის მარკერის;
ცენტრირების და კურსის გადაცემის მოწყობილობის (transmitting heading
device -THD);
შეთანხმებული საკონტროლო წერტილის (consistent common reference point -
CCRP);
წერტილის/ლაქის ზომის.
სამიზნემდე მიმართულების გაზომვის სიზუსტე რიცხობრივად
განისაზღვრება პოტენციალური საშუალო კვადრატული ცდომილებით - φპ,
დამოკიდებულია ანტენის მიმართულობის დიაგრამის სიფართეზე
ჰორიზონტალურ სიბრტყეში და მიმღების შესასვლელზე ხმაურის დონით
და გამოითვლება ფორმულით
φპ = αჰორ / q ,

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


8
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
მაქსიმალური, სამიზნემდე მიმართულების გაზომვის სიზუსტე რეალურ
პირობებში შეადგენს 0,8 – 1,00.
რადარის გარჩევით უნარიანობა ახასიათებს მის თვისებას აღმოაჩინოს და
განსაზღვროს რამდენიმე სამიზნის კოორდინატები განცალკავებით,
რომლებიც მდებარეობენ ერთმანეთისაგან განსაზღვრულ მანძილზე.
ანსხვავებენ გარჩევითუნარიანობას - სიშორით (მანძილით) და
მიმართულებით/პელენგით.
რადარის გარჩევით უნარიანობაზე სიშორით და პელენგით მოქმედებს
შემდეგი ფაქტორები: სხივის ჰორიზონტალური გაშლის კუთხე (horizontal
beamwidth - HBW), წერტილის/ლაქის ზომა, იმპულსების ხანგძლივობა,
სიგნალის გაძლიერება (Gain) და ინფორმაციის დამშავების ხარისხზე.
გარჩევიუნარიანობა სიშორით (მანძილით) დამოკიდებულია იმპულსების
ხანგძლივობაზე, წერტილის/ლაქის ზომაზე, სიგნალის გაძლიერებაზე (Gain),
ინფორმაციის დამშავების ხარისხზე და რიცხობრივად ფასდება მინიმალური
მანძილით - ΔD, ორ განცალკავებით აღმოჩენილ ობიექტს შორის, რომლებიც
განლაგებული არიან ერთი მიმართულებით. სიგნალების განცალკავებით
აღმოჩენა შესაძლებელია იმ პირობის შესრულებით, რომ არეკვლა პირველი
ობიექტიდან მთავრდება უფრო ადრე ვიდრე მიიღება არეკლილი სიგნალი
მეორე ობიქტიდან.
გარჩევიუნარიანობის სიშორით (მანძილით) მთავარ პირობას
წარმოადგენს შემდეგი თანაფარდობის შესრულება d>ΔD. ნახ. 1.7. ჩანს, რომ
d = d2 – d1 = C t2/2 – C t1/2 = C/2 (t2 – t1) = (Δt C)/2

ა) ბ)
ნახ. 1.7. გარჩევიუნარიანობა სიშორით (მანძილით).
სიგნალების განცალკავებით მიღებისათვის აუცილებელია, რომ მათ შორის
მანძილი d იყოს მეტი ΔD-ზე, ანუ Δt>τი ან d>ΔD, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც
უფრო მცირეა იმპულსის ხანგძლივობა, მით უფრო მაღალია
გარჩევითუნარიანობა სიშორით.
რლს-ის გარჩევითუნარიანობის სიშორით (მანძილით) ასამაღლებლად
შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სიშორის შკალები ეს მოგვცემს
საშუალებას სამიზნის მოახლოებისას დაკვირვებისათვის გამოვიყენოთ
დიდი მასშტაბის სიშორის შკალები.

გარჩევითუნარიანობა მიმართულებით/პელენგით დამოკიდებულია


წერტილის/ლაქის ზომაზე, გამოყენებულ სისორის შკალაზე, სიგნალის
გაძლიერებაზე (Gain) და რიცხობრივად ფასდება α კუთხის მინიმალური
მნიშვნელობით ორ, ტოლი მანძილით დაშორებულ 1 და 2 ობიექტებს შორის,
როცა ამ ობიექტებიდან არეკლილი სიგნალები მიიღება განცალკავებით
(ნახ.1.8.). α კუთხეს ეწოდება პოტენციალური გარჩევითი კუთხე. რაც უფრო

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


9
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
მცირეა α კუთხე მით უფრო მეტია რლს-ის გარჩევითუნარიანობა
(აზიმუტით).

ა) ბ)
ნახ. 1.8. გარჩევიუნარიანობა მიმართულებით/პელენგით.

პრაქტიკულად α კუთხე ტოლია რლს-ის ანტენის მიმართულობის


დაიგრამის სიფართის ჰორიზონტალურ სიბრტყეში α=αჰორ. რეალური
გარჩევითუნარიანობა მიმართულებით იქნება უფრო მცირე მნიშვნელობის
რლს-ის ინდიკატორის ზეგავლენის გამო, სამიზნის ეკრანის ცენტრთან
მოახლოების შემდეგ გარჩევითი უნარიანობა მიმართულებით უარესდება.
მის ასამაღლებლად ასევე აუცილებელია გამოვიყენოთ რლს-ის დიდი
მაშტაბის სიშორის შკალები და რლს ინდიკატორის ეკრანს უნდა გააჩნდეს
ელექტრონული სხივის ფოკუსირების მაღალი ხარისხი.
როცა ცნობილია გარჩევითუნარიანობა მანძილით და მიმართულებით
შეიძლება განისაზღვროს რლს-ის გარჩევითი ფართობი - Sგ და გარჩევითი
მოცულობა - Vგ.
რლს-ის გარჩევითი ფართობი - გარჩევითი სიგანისა და გარჩევითი
სიგრძის ნამრავლის ტოლია (ნახ.1.9.):
Sგ = αგ D ΔDგ,

ნახ.1.9. გარჩევითი ფართობი.

რლს-ის გარჩევითი მოცულობა - გარჩევითი სიგანის, გარჩევითი სიგრძის


და სიმაღლის ნამრავლის ტოლია (ნახ.1.10.).

ნახ.1.10. გარჩევითი მოცულობა.

ნახაზიდან ჩანს, რომ h = 2D tg(θ/2), მაშინ Vგ = Sგ h,

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


10
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
Vგ = αგ D ΔDგ, h = αგ D2 C τი tg(θ/2).
თანამედროვე გემების რადარის გარჩევითი უნარიანობა მანძილით 1 და 2
მილიან სიშორის შკალებზე 15-25 მეტრია, ხოლო მიმართულებით 0,8 – 1,50.

შეკითხვები თვითშეფასებისათვის:
1) რომელია პირველი სარადარო სისტემა მსოფლიოში.
2) ჩამოთვალეთ პირველი თანამგზავრული რადიონავიგაციური სისტემები.
3) ჩამოთვალეთ არსებული თანამგზავრული რადიონავიგაციური
სისტემები.
4) რადიოლოკაციის განსაზღვრა.
5) რადიოლოკაციური სადგურის განსაზღვრება.
6) რას აღნიშნავს სიტყვა - Radar.
7) რას ეწოდება რადიოლოკაციური ობიექტი ან სამიზნე.
8) როგორი შეიძლება იყოს რადიოლოკაციური ობიექტები.
9) რას წარმოადგენს წერტილოვანი რადიოლოკაციური ობიექტი.
10) რას წარმოადგენს სიგრძეზე განფენილი რადიოლოკაციური ობიექტი.
11) რა მიეკუთვნება წერტილოვანი ობიექტებს.
12) რა მიეკუთვნება სიგრზეზე განფენილ ობიექტებს.
13) რამდენი სახის რადიოლოკაცია არსებობს.
14) რადრი პასიური მოქმედებით.
15) რადრი აქტიური მოქმედებით.
16) რადრი აქტიური მოქმედებით და პასიური პასუხით.
17) რადარი აქტიური მოქმედებით და აქტიური პასუხით.
18) რადიოლოკაციური აღმოჩენის რამდენი და რა მეთოდები გამოიყენება.
19) რა უპირატესობა გააჩნია რადიოლოკაციის იმპულსურ მეთოდს.
20) როგორ მუშაობს იმპულსური რადრი.
21) როგორ განისაზღვრება მანძილი ანუ სიშორე ობიექტამდე რადარში.
22) რა დროით აგვიანებენ არეკვლილი იმპულსური სიგნალები
ობიექტებიდან.
23) როგორ განისაზღვრება მიმართულება რადარში.
24) იმპულსური რადრის სტრუქტურული სქემა.
25) რადარის სინქრონიზატორი.
26) რადარის გადამცემი.
27) რადარის მოდულატორი.
28) რადარის საანტენო გადამრთველი.
29) რადარის ანტენა-ფიდერული მოწყობილობა.
30) რადარის მიმღები.
31) რადარის მონაცემთა ორიენტირებისა და გადაცემის ბლოკი.
32) რადარის მაგნიტური უსაფრთხო მანძილი.
33) რადარის რადიაციული საშიშროება და უსაფრთხოება.
34) რას განსაზღვრავს რადარის საექსპლუატაციო და ტექნიკური
მახასიათებლები.
35) რადარის აღმოჩენის (მოქმედების) მაქსიმალური სიშორე - Dmax.
36) რადრის მინიმალური აღმოჩენის (მოქმედების) სიშორე - Dmin.
37) რადარის მკვდარი ზონა და ჩრდილოვანი სექტორები.
38) რითი ხასიათდება სამიზნეების კოორდინატების გაზომვის სიზუსტე.

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


11
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
39) რაზეა დამოკიდებული სამიზნის სიშორის და მიმართულების/პელენგის
განსაზღვრის სიზუსტე.
40) რომელი ძირითადი ფაქტორები მოქმედებენ რადარის მოქმედების
სიშორის სიზუსტეზე.
41) რადარის სამიზნემდე მანძილის გაზომვის სიზუსტე.
42) რომელი ძირითადი ფაქტორები მოქმედებენ რადარის
მიმარტულების/პელენგის სიზუსტეზე.
43) რადარის სამიზნემდე მიმართულების გაზომვის სიზუსტე.
44) რადარის გარჩევით უნარიანობა.
45) რა ფაქტორები მოქმედებს რადარის გარჩევით უნარიანობაზე სიშორით
და პელენგით.
46) რადარის გარჩევით უნარიანობა სიშორით (მანძილით).
47) რადარის გარჩევით უნარიანობა მიმართულებით/პელენგით.
48) რადარის გარჩევითი ფართობი.
49) რადარის გარჩევითი მოცულობა.
50) გემების რადარის გარჩევით უნარიანობის რიცხვითი მაჩვენებლები.

რადიოლოკაციური სისტემები - სალექციო კურსი. ა. გეგენავა, 2022 წელი


12

You might also like