You are on page 1of 4

ფაკულტეტი: ნავიგაციის

მოდულის დასახელება: საზღვაო კომუნიკაციები და რადიო ნავიგაციური სისტემები


საგანმანათლებლო პროგრამა: 2-BP 01- „საზღვაო ნავიგაცია“ საკითხის შეფასების ქულა - 0 -დან 3 ქულამდე.
მესამე წერითი დავალება დავალების მაქსიმალური შეფასება - 15.

შეფასება: „_____“ ______________________ ქულა. თარიღი: „_____“ „______________“ 2020წ.


გამომცდელი: ავთანდილ გეგენავა ______________________________

1. რას წარმოადგენს VTS სისტემის განვითარების პროცესი;


 კოოპერაცია-იმ დაწესებულებებთან ვისაც გააჩნია ანალოგიური
ინსფრასტრუქტურა
 პროცედურებისა და სტანდარტების ჰარმონიზაცია
 ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ანალოგიურ ევროპულ საზღვაო
სტრუქტურებთან ინტეგრაცია;
 ტექნიკური სისტემების საიმედოობის ამაღლება
 პერსონალის უწყვეტი მომზადება.
2. რას წარმოადგენს გლობალური ნავიგაციური თანამგზავრული სისტემა NavIC
და რა ფუნქციებს ასრულებს;
სისტემა NavIC უზრუნველყოფს მომსახურებას ღია და ავტორიზებული
დაშვებით.მათ შორის მომხმარებელს მიაწვდის მთლიან მონაცემებს
ნავიგაციის უზრუნველყოფისთვის და უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს
დაახლოებით 10 მეტრამდე.
სისტემა NavIC არის პირველი დამოუკიდებელი სანავიგაციო
სისტემა,რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ერთ სიხშირიანი
მოწყობილობის გამოყენებით იონოსფეროს კორექტირებას იონოსფერული
წერტილოვანი ბადის პარამეტრებით რითაც უზრუნველყოფს მომხმარებელის
ადგილმდებარეობის დადგენის მაღალ სიზუსტეს რომელიც არ
ჩამოუვარდება ორ სიხშირიანი მოწყობილობის გამოყენებით მიღებულ
სიზუსტეს.
3. რას წარმოადგენს სისტემა S-VDR და რატომ გახდა აუცილებელი სისტემა S-
VDR შემოღება. რომელი წლიდან დაუშვა IMO ცვლილებები სისტემა S-VDR
შემოღებასთან დაკავშირებით. რომელი რეზოლუციითა განსაზღვრული
სისტემა S-VDR დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები;
S-VDR არის VDR-ის უფრო გამარტივებული ვერსია,რომელიც
დამონტაჟებულია მცირე ზომის SOLA-ს ტიპის გემებზე. S-VDR მუშაობის
პრინციპი იგივეა რაც VDR-ის. S-VDR შეუძლია უფრო ნაკლები მონაცემების
შენახვა ვიდრე VDR,რომელსაც უფრო მეტი მონაცემის შეგროვება სჭირდება.
S-VDR შემოღება იმიტომ გახდა აუცილებელი,რომ ექსპერტების მონაცემებით
საზღვაო ინდუსტრია აღმოჩნდა დიდი კრიზის წინაშე.თანხის ეკონომიის
მიზნით გემთმფლობელები ცდილობდნენ სისტემის დაყენებას დადგენილი
ვადის მიწურულს,რამაც სერვის ინჟინრების და მოწყობილობის უკმარისობა
გამოიწვია. 2006 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ IMO_მ შეიტანა ცვლილებები
კონვენციურ მოთხოვნებში და დაშვებული გახადა S-VDR_ს დროებითი
ინსტალაცია. S-VDR დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები IMO MSC.168
(78) რეზულუციით არის განსაზღვრული.
4. რას მოიცავს eLoran სისტემის სახმელეთო სტრუქტურა. როგორაა
სინქრონიზირებული eLoran სისტემა კოორდინირებული უნივერსალური
დროით (UTC);
eLoran სისტემა მოიცავს განახლებულ საკონტროლო ცენტრებს,გადამცემ
სადგურებს და მონიტორინგის პუნქტებს.სისტემა eLoran გადაცემული
სიგნალები სინქრონიზებულია კოორდინირებული უნივერსალური
დროით(UTC),სრულიად დამოუკიდებელი GNSS მეთოდით.ეს საშუალებას
აძლევს eLoran მომსახურეობის მიმწოდებელს დროულად იმუშავოს იმ
დროით,რომელიც სინქრონიზირებულია და ასევე ზუსტად იმ დროით ,რითაც
მუშაობს GNSS. საერთო დროის წყაროსთან სინქრონიზაცია ასევე საშუალებას
მისცემს მიმღებს გამოიყენოს eLoran სიგნალებისა და თანამგზავრების ნარევი
სიგნალები.

5. რა თავისებურებები გააჩნია გემების ანგარიშების სისტემა - AMVER, JASREP,


MASTREP და GEOREP.
AMVER(Automated Mutual Assistance Vessel Rescue System) –
 გადასვლის გეგმა (AMVER/SP-Sailing Plan) - შეიცავს სრულ
ინფორმაციას გემის გადასვლის შესახებ და იგზავნება გემის
ნავსადგურიდან გასვლამდე ან მის შემდეგ.
 ადგილმდებარეობის ანგარიში (AMVER/PR-Position Report) -
იგზავნება გემის ნავსადგურიდან გასვლიდან 24 საათის განმავლობაში
და ჩამოსვლამდე ყოველ 48 საათში (უნდა შეიცავდეს დანიშნულების
ადგილს
 გადახრის ანგარიში (AMVER/DR-Deviation Report) - იგზავნება თუ
რაიმე ინფორმაცია იცვლება გემის გადასვლის გეგმაში, რამაც შეიძლება
გავლენა იქონიოს AMVER - ის შესაძლებლობებზე
 საფინალო ანგარიში (AMVER/FR -Final Report) -იგზავნება
დანიშნულების ნავსადგურში ჩასვლისთანავე.
JASPER( (Japanese Ship Reporting System)-
 გადასვლის გეგმა (SP-Sailing Plan) - არის ძირითადი ინფორმაცია
გემის პოზიციის შესაფასებლად და ის უნდა გაიგზავნოს იმ დროს,
როდესაც გემი მონაწილეობს ამ სისტემაში.ამიტომ ეს უნდა შესრულდეს
მაშინ როცა გემი გადის ნავსადგურიდან სისტემის მომსახურების
ზონაში ან როცა შედის ამ ზონაში.
 ადგილმდებარეობის ანგარიში (PR-Position Report) - არის ინფორმაცია
რომელიც ადასტურებს გემის გადასვლის გეგმის მიხედვით.
შესაბამისად პირველი მოხსენება უნდა გაიგზავნოს სურვილისამებრ,
პორტიდან გასვლის ან მომსახურების ზონაში შესვლამდე 24 საათის
განმავლობაში,შემდეგ კი მოხსენებები უნდა გაიგზავნოს ყოველ 24
საათში ფინალური ანგარიშის გაგზავნამდე.
 გადახრის ანგარიში (DR-Deviation Report) - იგზავნება თუ რაიმე
ინფორმაცია იცვლება გემის გადასვლის გეგმაში,ასევე მოხდება გემის
პოზიციის ცვლილება 25 საზ.მილით გადასვლის გეგმაში მოცემული
ტრაექტორიიდან,ან შეიცვლება დანიშნულების პორტი.
 საფინალო ანგარიში (FR-Final Report) - არის გემის სისტემაში
მონაწილეობის დასრულების ინფორმაცია.შესაბამისად მოხსენებები
უნდა გაიგზავნოს პორტში ჩასვლამდე ან მისვლითანავე ან როცა გემი
ტოვებს სისტემის მომსახურეობის ზონას.
 MASTREP- იყენებს გემების AIS-ის მიერ გადაცემული პოზიციის
ავტომატურ ანგარიშებს,რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს კონვენცია
SOLAS_ის მე-5 თავის 19.2.4 წესს და ადგილმდებარეობის ანგარიში
უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. გემის იდენტიფიკაცია;
2. გემის ტიპი;
3. ადგილმდებარეობა;
4. კურსი;
5. სიჩქარე;
6. ნავიგაციური სტატუსი;
7. ინფორმაცია დაკავშირებული
უსაფრთხოებასთან.

GEOREP(Georgian Ship Reporting System),


 გადასვლის გეგმა (SP -Sailing Plan)- იგზავნება გემის GEOREP ის რეგიონში
შემოსვლამდე 6 საათით ადრე, თუ გემები მოდიან ბოსფორის სრუტის და შავი
ზღვის ჩრდილო დასავლეთის პორტებიდან, ხოლო თუ გემები მოდიან
თურქეთის (შავი ზღვის პორტები) და რუსეთის ფედერაციის პორტებიდან-
დაუყოვნებლივ გემის პორტიდან გამოსვლისას. გადასვლის გეგმა არის
ძირითადი ინფორმაცია გემის პოზიციის შესაფასებლად
 ადგილმდებარეობის ანგარიში (PR -Position Report)- იგზავნება საქართველოს
SAR ზონაში შესვლამდე 3 საათით ადრე. PR შეიცავს ინფორმაციას გემის
ადგილმდებარეობის შესახებ (GEOREP– ის დაფარვის ზონა), კურსისა და
სიჩქარის შესახებ ანგარიშს PR შედგენის მომენტში;
 გადახრის ანგარიში (DR -Deviation Report) - იგზავნება, თუ რაიმე ინფორმაცია
იცვლება გადსვლის გეგმაში, ასევე მოხდება გემის პოზიციის ცვლილება
გადასვლის გეგმაში მოცემული ტრაექტორიიდან, ან შეიცვლება
დანიშნულების პორტი;
 საფინალო ანგარიში (FR -Final Report) - არის გემის სისტემაში მონაწილეობის
დასრულების ინფორმაცია. შესაბამისად, მოხსენებები უნდა გაიგზავნოს
პორტში ჩასვლამდე ან მისვლისთანავე, ან როდესაც გემმი დატოვებს სისტემის
მომსახურების ზონას.
 მავნე ნივთიერებების ანგარიში (HS- Harmful Substances) - აუცილებელია იმ
შემთხვევისთვის, როდესაც ხდება ინციდენტი, რომელიც მოიცავს ნავთობის
ჩაღვრას ან სავარაუდო ჩაღვრას (MARPOL 73/78, I დანართი) ან მავნე თხევადი
ნივთიერებებს ნაყარი სახით MARPOL 73/78, II დანართი);
 ზღვის დამაბინძურებელი წყაროს ანგარიში (MP-Marine Pollutants Report) -
აუცილებელია ზღვაში მავნე ნივთიერებების პაკეტების სახით დაკარგვისას,
მათ შორის სატვირთო კონტეინერებში, პორტატულ-გადასატან ტანკებში,
საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე და ბარჟებზე
რომლებიც განსაზღვრულია საშიში ტვირთების საერთაშორისო კოდექსით
(IMDGC-Interntional Dengerous Goods Code) , როგორც საზღვაო
დამაბინძურებლები (MARPOL 73/78 დანართი III).
 ნებისმიერი სხვა ანგარიში (AOR -Any Other Report)-უნდა გაკეთდეს სისტემის
პროცედურების შესაბამისად და ზოგადი პრინციპების დაცვით.

სტუდენტი: ზური ბასილაძე ჯგუფი N 129

You might also like