You are on page 1of 11

ერთქულიანი შეკითხვები

1. რას ნიშნავს სიმბოლო


საევაკუაციო გასასვლელი; EMERGENCY EXIT

2. რას ნიშნავს სიმბოლო


შეიკარით ღვედი

3. რას ნიშნავს სიმბოლო


მორიგე ნავი

4. რას ნიშნავს სიმბოლო


ჩაუშვით მორიგე ნავი

5. რას ნიშნავს სიმბოლო


სამაშველო ნავი; LIFEBOAT

6. რას ნიშნავს სიმბოლო


ჩაკეტეთ ლუქები; LOCKED THE HATCH

7. რას ნიშნავს სიმბოლო


ჩაუშვით სამაშველო ტივი

8. რას ნიშნავს სიმბოლო


გადასაადგილებელი ნახშირორჟანგის ცეცხლმაქრი
9. რას ნიშნავს სიმბოლო
რადიოაქტიური ნივთიერებები

10. რას ნიშნავს სიმბოლო


შეკრების ადგილი №4; MUSTER STATION №4

11. რას ნიშნავს სიმბოლო


მუშაობა აუცილებელია ჩაფხუტით; HEAD PROTECTION MUST BE WORN

12. რას ნიშნავს სიმბოლო


ჰიდრო-თერმო კოსტუმი

13. რას ნიშნავს სიმბოლო


ევაკუაციის ძირითადი მიმართულება; EXIT

14. რას ნიშნავს სიმბოლო


სამაშველო ტივი; LIFERAFT
15. რას ნიშნავს სიმბოლო
ხანძარსაწინააღმდეგო ღილაკი

16. რას ნიშნავს სიმბოლო


ფრთხილად ელექტრო ძაბვაა
17. ჩამოთვალეთ IMO-ს სიმბოლოების 4 ძირითადი ფერი.
მწვანე, წითელი, ლურჯი, ყვითელი.
18. რას ნიშნავს IMO-ს სიმბოლოების მწვანე ფერი.
ინფორმაცია
19. რას ნიშნავს IMO-ს სიმბოლოების წითელი ფერი.
ხანძარი
20. რას ნიშნავს IMO-ს სიმბოლოების ყვითელი ფერი.
სახიფათო
21. რას ნიშნავს IMO-ს სიმბოლოების ლურჯი ფერი.
მოქმედება
22. SOLAS-ის N0 3 თავის დასახელება?
სამაშველო საშუალებები
23. SOLAS-ის N0 9 თავის დასახელება?
გემების მართვის უსაფრთხოების სისტემა
24. SOLAS-ის N0 2 - II თავის დასახელება?
ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა. ხანძრის აღმოჩენა და ჩაქრობა.
25. SOLAS-ის რომელი თავების მიეკუთვნება ჩვენს დისციპლინას?
თავი3; თავი 2-I; თავი 2-II; თავი9;
26. ნაწილის B No 6 თავი დასახელება (STCW)?
ავარიული სიტუაციების, შრომის დაცვის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და
არსებობასთან დაკავშირებული ფუნქციები.
27. STCW კონვენციის რომელი თავები ეხება ჩვენს დისციპლინას?
თავი VI
28. ნაწილის A No 5 თავი დასახელება (STCW)?
განსაზღვრული სახეობის გემების პერსონალის სპეციალური მომზადება და
მოთხოვნები.
29. გაშიფრეთ აბრევიატურა PPE
PERSONAL PROTECTIVE EQUIPMENT
30. რომელ ორ ჯგუფად იყოფა ეკიპაჟი შესაბამისად STCW-78/95
გემბანისა და სამანქანო გუნდებად.
31. კონვენცია MARPOL-ის N0 5 დანართის დასახელება?
ზღვაში ნაგავის გადაგდების თავიდან აცილების კონტროლი.

ორქულიანი შეკითხვები
1. ჩამოთვალეთ, რას მოიცავს Safety Plan
სამაშველო საშუალებებისა და აღჭურვილების ადგილმდებარეობას
2. ჩამოთვალეთ, რას მოიცავს General Arrangement Plan
გემების აგებულების ძირითადი გეგმა
3. ჩამოთვალეთ, რას მოიცავს Emergency Plan
სამაშველო ნავების მოხმარების საერთო ინსტრუქციას
4. ჩამოთვალეთ, რას მოიცავს Man Over board Instruction
განსაზღვრავს ეკიპაჟის თითოეული წევრის ქმედებას ბორტს მიღმა აღმოჩენილი
ადამიანის გადასარჩენად
5. ჩამოთვალეთ, რას მოიცავს Oil Pollution Plan
ეკიპაჟის მოქმედების გეგმა ნავთობის ავარიული დაღვრისას
6. ჩამოთვალეთ, რას მოიცავს PPE
ჩაფხუტი, ფეხსაცმელები, ხელთათმანები, სათვალეები, კომბინიზონი.
7. ჩამოთვალეთ აღჭურვილობა უსაფრთხოდ სამუშაოს შესასრულებლად
სამაშველო თოკი, სამაშველო ქამარი, ვარდნის საწინააღმდეგო აღჭურვილობა,
სასუნთქი აპარატი
8. როგორ კლასიფიცირდება საგანგებო სიტუაციები მისი წარმოშობის ადგილმდებარეობის
მიხედვით
ადგილობრივი, ტერიტორიული, რეგიონალური, ტრანსასაზღვრო.
9. როგორ ხშირად ტარდება სწავლება სამგზავრო გემის დატოვებასთან დაკავშირებით
კვირაში ერთხელ
10. როგორ ხშირად ტარდება სწავლება სატვირთო გემის დატოვებასთან დაკავშირებით
თვეში ერთხელ
11. როგორ ცხადდება განგაში გემზე
7მოკლე და 1 გრძელი ხმოვანი სიგნალით, განგაშის სიგნალი მეორდება 3-4 ჯერ 25-35
წამის განმავლობაში,სასტვენით, ტიფონით ან სიგნალით.
12. რას წარმოადგენს გემის განგაში
გემის განგაში წარმოადგენს პირობით სიგნალებს ეკიპაჟის გაფრთხილებასა და
შეკრებასთან დაკავშირებით.
13. ჩამოთვალეთ ძირითადი განგაშის სახეობები:
საერთო გემის განგაში, ადამიანი ბორტს მიღმა, სანავო განგაში, სასწავლო განგაში,
სახანძრო განგაში.
14. როგორ ვიქცევით გემზე ხანძრის ან მისი წარმოქმნის აღმოჩენისას
ვაწვებით სახანძრო განგაშის ღილაკს ან ინფორმაციას გადავცემთ ხიდურს ნებისმიერი
არსებული კავშირის საშუალებით
15. ვინ ადგენს შემდეგი განგაშების განრიგს EMERGENCY PLAN; MASTERS LIST
კაპიტნის უფროსი თანაშემწე კაპიტნის დამოწმებით.
16. ეკიპაჟის წევრების მოქმედება გემზე განგაშის სიგნალის გამოცხადებისას
განგაშის სიგნალის გაგონებისთანავე ეკიპაჟის ყველა წევრი მიემართება შეკრების
ადგილისაკენ
17. შეკრების ადგილას თავშეყრის პირველადი დანიშნულება:
დავითვალოთ ეკიპაჯის რაოდენობა და გავარკვიოთ ვინ გვაკლია
18. დაახასიათეთ უსაფრთხოების სამკუთხედი
ჯანმრთელი ადამიანი, სუფთა ზღვა , კომერციული წინსვლა.
19. რომელ საზღვაო კონვენციაში შედის ISM code და თავის ნომერი
კონვენციაში SOLAS-ი, თავი მეცხრე.
20. რას უნდა იყოს აუცილებლად გაცნობილი გემის ეკიპაჟი
გემის მოწყობილობას, უსაფრთხოების წესებს, ავარიულ გეგმას, პირად მოვალეობებს.
21. ჩამოთვალეთ კოლექტიური სამაშელო საშუალებები?
სამაშველო ნავი, მორიგე ნავი, სამაშველო ტივი, სამაშველო ხელსაწყოები, ტივ-
კაიუტები.
22. ჩამოთვალეთ ინდივიდუალური სამაშველო საშუალებები?
სამაშველო რგოლი, სამაშველო ჟილეტი, ჰიდრო-თერმო კოსტუმი, თბოდამცავი
საშუალებები
23. ჩამოთვალეთ დამხმარე სამაშველო საშუალებები?
გასაშვები თოკის სატყორცნი, ჩასაშვები მოწყობილობა, კავშირის საშუალებები,
დამშვები მოწყობილობა და საშუალებები სიგნალიზაციისთვის.
24. რისთვის არის განკუთვნილი და რას უზრუნველყოფს სამაშველო ჟილეტი?
სამაშველო ჟილეტი განკუთვნილია იმისათვის, რომ ადამიანი დარჩეს წყლის
ზედაპირზე დიდი ხნის განმავლობაში. სამაშველო ჟილეტმა უნდა შეძლოს ადამიანის
სხეულის ამოტრიალება 5 წამის განმავლობაში თავით წყლის ზედაპირიდან ზემოთ,
რათა მან შეძლოს სუნთქვა
1.დაშავებულის პირით ზევით ამოტივტივებას;
2. თავის/პირის წყლის ზედაპირიდან 12 სმ სიმაღლეზე მაღლა შენარჩუნება;
3. სხეულის დახრა ვერტიკალიდან 200-500 გრადუსით
4. სხეულის ამოტრიალება, სახით ქვევით მდგომარეობიდან 5წმ.
25. რისთვის არის განკუთვნილი ჰიდროტერმოკოსტუმი და რა უნდა უზრუნველყოს, ასევე რა
რაოდენობით უნდა იყსო გემზე ?
ის განკუთვნილია იმისათვის რომ წყალში მყოფმა ადამიანმა შეინარჩუნოს სიცოცხლის
უნარიანობა და არ დაიღუპოს, ჰიდროთერმოკოსტუმი უზრუნველყოფს
ტემპერატურის შენარჩუნებას (6 საათის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილება არ
უნდა აღემატებოდეს 20 C ), იცავს ადამიანს დასველებისგან და ტემპერატურის
დაკარგვისგან, გადაცივებისგან. ის გემზე იმ რაოდენობითაა რა რაოდენობის ეკიპაჟი
იმყოფება გემზე.ეკიპაჟის თითოეული წევრისთვის ინახება კაიუტებში;
26. რა ქვია კონვენციას რომელიც განსაღვრას ზღვაზე ძებნის და გადარჩენის ოპერაციის
ორგანიზებას,როგორია მისი მთავარი პრინციპები?
SAR-79; მისი მთავარი პრინციპი- ძებნა უნდა შეწყდეს, მხოლოდ მაშინ, როცა ცოცხლად
დარჩენილი ადამიანების აღმოჩენის ყოველგვარი იმედი ამოწურულია.
27. სამაშველო საშუალებაზე ყოფნისას რა ძირითადი ორი პრინციპით უნდა ვიხემძღვანელოთ?
საერთაშორისო ურთიერთობა და ძებნა ბოლომდე, არ დავტოვოთ კატასტროფის
ადგილი SAR-79+-ის მოთხოვნის შესაბამისად
28. IMO-მოთხოვნების შესაბამისად,რა მოწყობილობებით უნდა იყოს გემი აღჭურვილი
აუცილებლად სამაშველო ოპერაციებისათვის?
გემი აღჭურვილი უნდა იყოს GMDSS- Global Maritime Distress safety system, AIS -
Automatic identification system, რეისის რეგისტრაციის ხელსაწყოთი
29. მორიგე ნავის დანიშნულება?
სპეციალური სამაშველო საშუალება მისი დანიშნულებაა: წყალში ჩავარდნილების
გადარჩენა, სამაშველო ტივების მოგროვება და ბუქსირება, ავარიული გემიდან ხალხის
გადარჩენა
30. IMO მოთხოვნების შესაბამისად რამდენი სამაშველო ჟილეტი უნდა იყოს გემზე?
ეკიპაჟის თითოეული წევრისთვის ინახება კაიუტებში ან სავახტე ადგილზე
31. IMO მოთხოვნების შესაბამისად რა ტიპის სამაშველო რგოლები უნდა იყოს გემზე?
ჩვეულებრივი სამაშველო რგოლი, სამაშველო რგოლი 30 მ სიგრძის თოკით, სამაშველო
რგოლი (distress) ნათურით, სამაშველო რგოლი ნათურითა და კვამლის გამშვები
საშუალებით(smoke signal)
32. როგორ განსხავდებიან სამაშველო საშუალებები ჩაშვების მეთოდით?
თავისუფალი ამოტივტივების მეთოდი. თავისუფალი ვარდნის მეთოდი. ჩაშვება და
ჩასხდომა დასაქანის დახმარებით.
33. IMO მოთხოვნების შესაბამისად რა დროა განკუთვნილი სამგზავრო და სატვირთოგემზე
სამაშველო საშუალებაში ჩასხდომაზე, მომზადებასა და ჩაშვებაზე?
1.სატვირთო გემი- ხალხის ჩაჯდომა 3 წთ;
-ჩასაშვებად მომზადება 5 წთ;
-ჩასაშვებად მომზადება და ჩაშვება მაქსიმუმ 10 წთ;
2.სამგზავრო გემი - -ხალხის ჩაჯდომა, ჩასაშვებად მომზადება და ჩაშვება 30წთ;
34. IMO მოთხოვნების შესაბამისად რა დროა საჭირო მორიგე ნავის ჩასაშვებად,როგორი უნდა
იყოს მისი სიჩქარე და რა დროის განმავლობაში უნდა დაიკავოს მორიგე ნავმა ეს სიჩქარე?
5 წუთი სჭირდება მორიგე ნავს ჩასაშვებად, მისი სიჩქარე უნდა იყოს 6 კვანძი და ეს
სიჩქარე მან უნდა შეინარჩუნოს 4 სთ-ის განმავლობაში.
35. აღწერეთ ზღვაზე გადარჩენის ორგანიზირების სისტემა
მთელი მსოფლიო ოკეანე დაყოფილია IMO მონაწილე ქვეყნების პასუხისმგებლობის
ზონებად, მოცემულ ზონებში თითოეული ქვეყანა ახდენს შეტყობინებების და
მოხსენებების ორგანიზებას, რათა დროულად იქნეს მიღებული ინფორმაცია
თითოეულ გემზე (გემის კურსის, ტვირთის სახეობის, ადგილმდებარეობის შესახებ),
რომელიც შემოდის, გადის ან იმყოფება საპასუხისმგებლო ზონაში. საქართველოს
პასუხისმგებლობის ზონა განისაზღვრება შემდეგნაირად- GEOREP მასში შედის: GMDSS;
AIS; SAR79; AREAS;
36. ჩამოთვალეთ დამხმარე სამაშველო საშუალებები?
გასაშვები თოკის სატყორცნი; ჩასაშვები მოწყობილობა; კავშირის საშუალებები;
დამშვები მოწყობილობა; საშუალება სიგნალიზაციისთვის.
37. როგორი უნდა იყოს მორიგე ნავის და სამაშველო ტივის ტევადობა(ადამიანი)?
მორიგე ნავი 5 ადამიანი ჯდომით და 1 წოლით, სამაშველო ტივი 6-25 ადამიანი
38. რა არის ჰირდოსტატი, მისი დანიშნულება, სად და როგორ გამოიყენება?
ჰიდროსტატი გამოიყენება სამაშველო საშუალების ავტომატურად
გათავისუფლებისთვის გემიდან, ჰიდროსტატი 4 მ სიღრმეზე ჩაძირვისას, ავტომატურად
ჭრის თოკს და ათავისუფლებს სამაშველო საშუალებას.
39. რითი უნდა იყოს აღჭურვილი სამაშველო ჟილეტი, ჰირდოთერმოკოსტუმი და სამაშველო
რგოლი?
სხივის ამრეკლი ზოლებით, ფანრითა და სასტვენით.
40. რისთვის არის განკუთვნილი თოკსასროლი საშუალება?
გამყოლის მიწოდება გემიდან გემზე, ნაპირზე და სხვა ავარიულ სიტუაციებში ტყორცნის
სიშორე 250მ
41. რისთვის არის განკუთვნილი თოკსასროლი საშუალება და რა მოქმედების არეალი გააჩნია
მას?
გამყოლის მიწოდება გემიდან გემზე, ნაპირზე და სხვა ავარიულ სიტუაციებში ტყორცნის
სიშორე 250მ
42. ჩამოთვალეთ ხანძრის ქიმიის ძირითადი ელემენტები
1-ხანძრის დასაწყისი ჟანგვა, გათბობა. 2- წვა(ენერგია)- სითბური გამოსხივება.
საწინააღმდეგო გამოსხივება. 3-ჯაჭვური რეაქცია-მდგრადობა, სტაბილურობა, მილევა.
43. რა გეომეტრიული ფიგურით განისაზღვრება ხანძრის დაწყება და აღწერეთ იგი
სამკუთხედით-ხანძრის სამკუთხედის შესაკრავად აუცილებელი პირობებია, რომ იყოს
სითბო აალებისთვის, რომელიც იწვევს ქიმიურ რეაქციას და მას ეწოდება წვა, თუ
სითბო საკმარისია და ამასთანავე არის წვადი ნივთიერება და ჟანგბადი მაშინ
სამკუთხედი იკვრება და არსებობს ხანძრის წარმოშობის საშიშროება
44. დაასახელეთ ძირითადი წვადი ნივთიერებების სახეობები
არსებობს თხევადი წვადი ნივთიერებები (ბენზინი, მაზუთი, საპოხი ნივთიერებები),
აირისებრი წვადი ნივთიერებები(ბუნებრივი და ხელოვნური აალებადი გაზები).
მყარი წვადი ნივთიერებები.
45. რა გეომეტრიული ფიგურით და რა დასახელებებით განისაზღვრება წვის გახანგრძლივება
ტეტრაედული ფიგურით, ის განისაძღვრება შემდეგი დასახელებებით: სითბო,
წვადი ნივთიერება, ჟანგბადი, ჯაჭვური რეაქცია.
46. ჩამოთვალეთ ხანძრის ჩაქრობის ძირითადი პრინციპები
ხანძრის ტეტრაედის დანგრევა.
წვადი ნივთიერებების მოცილება
ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტა
სითბოს მიწოდების შეწყვეტა
ჯაჭვური რეაქციის შეჩერება
47. დაასახელეთ ხანძრის სახიფათო ფაქტორები
ალი, სითბო, გაზები, კვამლი.
48. მოახდინეთ ხანძრის კლასიფიცირება
„A” კლასი-მყარი წვადი მასალების წვა. „B„ კლასი-აალებადი და წვადი სითხეების წვა.
„C„ კლასი-გაზების აალება. „D„ კლასი-ლითონების აალება. „E„ კლასი-ელექტრო
მოწყობილობა; ელექტრო სადენები; ელექტრო განათება; გამომრთველები და ა.შ.
49. ჩამოთვალეთ ცეცხლსაფრობი ნივთიერებები
სითხეები, გაზები, ხანძარსაქრობ ფხვნილები, ქვიშა, ორთქლი.
50. ჩამოთვალეთ გემზე ხანძარსაქრობი სტაციონარული სისტემები
აღმოჩენის სისტემა, ცეცხლსაქრობი ტუმბოები და ცეცხსაქრობი ფიდრანტები,
სპლიკლერული სისტემა, CO2 სისტემა, ქაფის სისტემა, გალონური სისტემა, მშრალი
ფხვნილის სისტემა. სახანძრო წყალი, საპინკლე რული, საქრობი ქაფი, ნახშიროჟანგი.
51. ჩამოთვალეთ თხევადი ხანძარსაქრობიო სისტემები
სახანძრო წყალი, სპიკლერული, წყლით გაშხეფვა, ქაფით ქრობა.
52. ჩამოთვალეთ აირისებრი ცეცხლსაქრობი სისტემები
ნახშიროჟანგის, გალონური.
53. ჩამოთვალეთ მყარი ცეცხლსაქრობი სისტემები
საერთო დანიშნულების ფხვნილები,სპეციალური დანიშნულების ფხვნილები.
54. ვისი ბრძანებით და რა აუცილებელი პირობებით ხდება CO2 სისტემის გამოყენება?
CO2-სისტემის გამოიყენება შესაძლებელია მხოლოდ კაპიტანის ბრძანების შესაბამისად,
გამაფრთხილებელი სიგნალის შემდეგ, როცა ეკიპაჟის ყველა წევრი დატოვებს ავარიულ
სათავსოს და გამოცხადდებიან სპეციალურ თავშეყრის ადგილზე.
55. დაახასიათეთ ხანძართან ბრძოლის კონსტრუქციული სისტემა
ის განკუთვნილია ხანძრის ლოკალიზებისთვის შეზღუდულ მოცულობებში, გარკვეულ
განივებსა და ტიხრებში ასევე გემის სიცოცხლის უნარიანობი შესანარჩუნებლად
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილების დასაცავად გარედან ცეცხლის შეღწევისგან.
56. მოახდინეთ ხანძართან ბრძოლის კონსტრუქციული სისტემის კლასიფიკაცია
ცეცხლგამძლე კონსტრუქციები A-კლასი
ცეცხლშემკავებელი კონსტრუქციები B-კლასი
არაწვადი კონსტრუქციები C-კლასი
57. ჩამოთვალეთ ცეცხლმაქრის ტიპები
გადასატანი ცეცხლმაქრობები, რომელებიც შეიძლება იყოს: ქაფის, ფხვნილის,
ნახშიროჟანგის, წყლის.
58. დაასახელეთ მეხანძრის აღჭურვილობის ელემენტები
პირადი აღჭურვილობის კომლექტი და სასუნთქი აპარატი.
პირადი აღჭურვილობა: დამცავი სამოსი, ფეხსაცმელი- რეზინის ან სხვა მასალის,
რომელიც არ ატარებს ელექტრულ დენს, მტკიცე ჩაფხუტი, უსაფრთხო ელექტრო სანათი
(ხელის ფანარი). ნაჯახი სახელურით.
59. დაასახელეთ ხანძრის დროს გამოყენებადი სასუნთქი აპარატების ტიპები დამათი მუშაობის
ხანგრძლივობა
სასუნთქი აპარატი უნდა იყოს ავტონომური, მუშაობდეს შეკუმშულ ჰაერზე, რომლის
ბალონებში უნდა იყოს არანკლებ 1200 ლ. ჰაერი, რომელიც მქმედებს არანაკლებ 30 წთ.
დამცავი ბაგირი განსაზღვრულია თითოეული სასუნთქი აპარატისთვის, ის უნდა
იყოს:ცეცხლგამძლე, 30 მ სიგრძის.
სასუნთქი აპარატები ავარიული ევაკუაციისთვის. მის შემადგენლობაში შედის:
კაპიშონი ან ნიღაბი და ბალონი ჰაერით -10 წთ; ჩაცმის პროცედურა სწრაფი და ადვილი.
60. დაასახელეთ ხანძრის გავრცელების მიმართულებები და მისი ლოკალიზების გზები
ხანძარი ძირითადად ვრცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.
ჰორიზონტალურად- გასასვლელებით და გვირაბებით. ვერტიკალურად- ლიუკებით და
კიბეებით. ქვემოთ- გვირაბებით და გემბანის ფენილით. ხანძართან ბრძოლის მეთოდის
არჩევა დამოკიდებულია, რა მასალა იწვის და მათი წვის პროდუქტებზე. არსებობს ორი
მეთოდი-პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი-როცა ხანძარს შესაძლებელია
შევებრძოლოთ ჩასაქრობი მასალის პირდაპირი მიმართვით. გადაუჭრათ გავრცელების
ყველა გზა, (დაიხუროს კარები, ლიუკები, ვენტილაცია), ჰერმეტიზაცია. არაპირდაპირი,
როცა ხანძრის კერსტან მიახლოება შეუძლებელია იერიშით, მაგალითია მოცულობითი
ქრობა-ნახშირორჟანგით
61. რამდენი სახის ნებართვა(პერმიტი) არის საჭირო დახურული სივრცისათვის
2 - შესვლისა და ჩასატარებელი სამუშაოების ნებართვები(პერმიტები)

სამქულიანი შეკითხვები

1. რა ტექნიკური მოწყობილობების საშუალებით ხდება ხანძრის ავტომატური აღმოჩენა


გემზე და ჩამოთვალეთ მათი სახეობები.
ხანძრის ავტომატური აღმოჩენა გემზე ხდება დეტექტორების მეშვეობით, ხანძრის
დეტექტორი-მოწყობილობა გვაფრთხილებს, რომ წარმოიქმნა ხანძარი იმ რაიონში,
რომელსაც ეს მოწყობილობა აკონტროლებს. ხანძრის აღმოჩენის სისტემა შედგება ერთი
ან რამდენიმე მგრძნობიარე ელემენტისგან და შეიცავს ერთ ან რამდენიმე დეტექტორს,
გადასცემს განგაშის სიგნალს, მათ ვისაც ემუქრება ხანძარი და მათ ვინც
პასუხისმგებელია ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებზე. ხანძრის აღმოჩენის სისტემას
აგრეთვე შეუძლია მოიყვანოს მოქმედებაში ხანძარსაქრობი მოწყობილობები. მათი
სახეობებია: კვამლის სიგნალიზირების სისტემა, შეტყობინების არაავტომატური
სისტემა, პატრულირება ვახტური სისტემა.
2. ჩამოთვალეთ თუ რომელ განყოფილებებში ხდება გემზე CO2 ცეცხლსაქრობი სისტემის
დამონტაჟება?
გამოიყენება სატვირთო, სანასოსე, საგენერატორო განყოფილებების აგრეთვე სასაწყობე
ნაკვეთურში, „ კამბუზის“ სავენტილაციო სისტემაში, სამანქანე განყოფილებაში და
გენერატორების ინდივიდუალური დაცვის მიზნით.
3. მოახდინეთ წყალგაუმტარი კარებების კლასიფიკაცია და მათი აღწერა.
საკეტი მექანიზმიდან გამომდინარე კარები იყოფა 3 კლასად:
1 კლასი-კარები მარყუჟზე, იკეტება ხელით;
2 კლასი- კლინკეტური (ფარსახურის) კარები იმართება ხელით და ჰიდრავლიკური
გამაძლიერებლებით;
3 კლასი- კლინკეტური კარები მექანიკური ან ხელით მართვადი;
ყველა კარები იკეტება 150 დახრისას (კრენისას). ხანძარსაწინააღმდეგო კარებს უნდა
ქონდეს ავტომატურად საკეტი მოწყობილობა,როცა კარებთან ტემპერატურა აღწევს -70 0-
800 C და ამორტიზატორების სისტემა, რომელიც ამცირებს დაკეტვის სისწრაფეს, აგრეთვე
საკეტი მექანიზმის დუბლირებული დისტანციური მართვის სისტემა (პნევმატური,
ელექტრომექანიკური, ჰიდრავლიკური). ხანძარსაწინააღმდეგო კარების გამართულობის
შემოწმება ხდება არაუშვიათეს 1 თვეში. კარების საკეტი მექანიზმი მუშაობს -3,50
დახრისას (კრენი და დიფერენტი) .
4. რას ნიშნავს აღნიშვნა „დახურული სივრცე“ და ჩამოთვალეთ გემზე არსებული დახურული
სივრცეების სახეობები.
ეს არის სივრცე, ნახევრად და მთლიანად დახურული, სადაც მუდმივად არსებობს
სერიოზული დაზიანების მიღების რისკი, მათი სახეობებია: სატვირთო, ბალასტის
წყლის, საწვავის ტანკები და კოფერდამი.
5. ავარიულ სიტუაციებში მოქმედებისათვის მომზადების უმთავრესი ამოცანები.
გემის ეკიპაჟის მუდმივი მზადყოფნა ავარიული სიტუაციებისათვის და საავარიო-
სამაშველო საშუალებების მუდმივი მზადყოფნა ავარიულ სიტუაციებში სამოქმედოდ და
გემის გადარჩენისთვის საბრძოლველად.
6. დაასახელეთ განსაკუთრებული საზღვაო ზონები, რომლებსაც განსაზღვრავს МАRPOL
შავი, ხმელთაშუა, წითელი, ბალტიის ზღვების აგრეთვე ანტარქტიკის მიდამოები.
7. დაასახელეთ ძირითადი საზღვაო კონვენციები
Load line, COLREG, ILO, MARPOL, SOLAS, STCW, TONNAGE-69
8. ჩამოთვალეთ ავარიის სახეობები, რომელთა შედეგად ხდება ნავთობპროდუქტის დაღვრა.
შეჯახება,მეჩეჩზე შეჯდომა
9. დაასახელეთ უსაფრთხოების სახეობები.
პირადი, ეკიპაჟის, გემის, ტვირთის, გარემოს.
10. ჩამოთვალეთ დადებითი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ადამიანზე სამაშველო
საშუალებაზე ყოფნისას?
მარტო ცხოვრების და რჩენის უნარი, მყარი ფსიქოლოგიური და ფიზიკური
მდგომარეობა, ავარიული მოწყობილობების გამოყენების შესაძლებლობა.
11. ჩამოთვალეთ ნეგატური ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ადამიანზე სამაშველო
საშუალებაძე ყოფნისას?
ტკივილი, სიცივე, სიცხე, შიში, გადაღლილობა, შიმშილი, წყურვილი, მარტოობა.
12. გაშიფრეთ EPIRB, SART მათი დანიშნულება ?
EPIRB-Emergency position-indicating radio beacon, არის GMDSS-ის ნაწილი, გამოიყენება
უბედურების სიგნალის გადასაცემად სამძებრო-სამაშველო სამსახურისათვის. ის
განლაგებულია ხიდურზე და აქვს ავტომატურად ამოქმედების უნარი ჰიდროსტატის
მეშვეობით 4 მ სიღრმეზე.
SART-Search And Rescue Transponder, რადიოელექტრონული სამაშველო მოწყობილობა,
ის უზრუნველყოფს უბედურებაში მყოფი ობიექტის (სამაშველო ნავი, ტივი)
ადგილმდებარეობის განსაზღვრას რადარზე გადამცემი სიგნალების საშუალებით. გემის
დატოვების დროს ის მიაქვთ სამაშველო საშუალებაში (ტივსა თუ ნავში).
13. ჩამოთვალეთ ძირითადი გეგმები, რომლებიც უნდა იყოს გემზე?
Safety Plan, General arrangement plan, Emergency Plan, Man Over board Instruction,Oil
pollution Plan.
14. ჩამოთვალეთ მოთხოვნები სამაშველო აღჭურვილობაზე
1. სამაშველო აღჭურვილობა არ უნდა გახდეს გამოუსადეგარი შენახვისას, როცა
ჰაერის ტემპერატურა არის -300-დან +650 C გრადუსამდე;
2. უნდა იყოს გამოსადეგარი წყლის ტემპერატურაზე -10დან +300 C-მდე;
3. უნდა იყოს მდგრადი ლპობაზე, კოროზიაზე, ზღვის წყალზე, ნავთობზე და სოკოზე;
4. უნდა იყოს მაქსიმალურად ხილული ფერის უკეთესი აღმოჩენის მოზნით
(ჩვეულებრივ ნარინჯისფერი);
5. უნდა იყოს აღჭურვილი სინათლის ამრეკლავი მასალით;
6. უნდა იმუშავოს ტალღაზე.
15. ჩამოთვალეთ რა შედის PPE-ში
ჩაფხუტი, ფეხსაცმელები, ხელთათმანები, სათვალეები, კომბინიზონი, ყურების
დამცავი.
16. როგორი პროცენტული % თანაფარდობით ნაწილდება ოკეანის ზედაპირზე მოხვედრილი
ნავთობპროდუქტი და პროცენტულად ნავთობპროდუქტების რა რაოდენობა ილექება
ზღვის ფსკერზე
20% მოხვედრილი ნავთობპროდუქტები ნაწილდება ოკეანის ზედაპირზე,
ნავთობპროდუქტების 40% ილექება ზღვის ფსკერზე.
17. ჩამოთვალეთ ჩასაშვები სამაშველო მოწყობილობების უსაფრთხოდ ჩაშვების პირობები.
ადამიანზე არ უნდა განხორციელდეს ზედმეტი ფიზიკური ზემოქმედება, დასაშორებელი
მოწყობილობა უნდა შედგებოდეს ორი დამოუკიდებელი სისტემისგან და მოდიოდეს
მოქმედებაში სამაშველო საშუალების შიგნიდან, აგრეთვე იყოს დაცული შემთხვევითი
გამოყენებისგან.
18. კონვენცია STCW, რომელი თავები ეხება ჩვენს დისციპლინას: ნომერი და დასახელება და
ეკიპაჟის პასუხისმგებლობის რომელ სამ დონეს განსაზღვრავს იგი.
თავი VI ავარიული სიტუაციების, შრომის დაცვის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და
არსებობასთან დაკავშირებული ფუნქციები. STCW განსაზღვრავს 3 დონეს: მართვის
დონე; ექსპლუატაციის დონე; დამხმარე დონე.
19. ჩამოთვალეთ ნავთობით დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეები ზღვის მცხოვრებლებზე
და პროცენტულად ნავთობპროდუქტების რა რაოდენობა ილექება ზღვის ფსკერზე.
მოწამვლა, მექანიკური დაბინძურება, ჟანგბადის შემცირება ზღვაში. ნავთობის 40%
ილექება ზღვის ფსკერზე.

You might also like