You are on page 1of 5

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციები

ხუთკვირეული საგამოცდო ტესტები

2 ვარიანტი

(შეფასების ინსტრუქცია: ღია ტესტი შედგება 10 შეკითხვისაგან. თითოეული შეკითხვა ფასდება 2 ქულით).

1. რას ნიშნავს საზღვაო უშიშროება (Security) და უსაფრთხოება (Safety)?

საზღვაო უშიშროების და უსაფრთხოების ნიშნავს, რომ დავიცვათ ადამიანები ქონება


და გარემო.უსაფრთხოება - ბუნენბიდან მომდინარე საფრთხეების პრევენციაა, ხოლო
უშიშროება - პირიდან მომდინარე საფრთხეებიდან დაცვა.

უშიშროების მიზანია, გემების მიმართ უკანონო ქმედებების პრევენცია. მაგალითად:


საზღვაო სიყალბე, ტერორიზმი, უკანონო მიგრანტები შეიარაღებული ძარცვა და სხვა.

უსაფრთხოების მიზანია, საზღვაო რისკების პრევენცია. მაგალითად: შეჯახება, ჩაძირვა,


კონტაქტი სხვა გემებთან, ხანძარი, აფეთქება, დაკარგვა, მეჩეჩზე დგომა და სხვა.

2. რა არის საზღვაო ინციდენტი, აქციდენტი?

საზღვაო ინციდენტი ეს არის, როდესაც გემი დაზიანებულია და შესაძლებელია მისი


შეკეთება. მაგალითად: სამანქანე განყოფილების მწყობიდან გამოსვლა, კორპუსის
დაზიანება, სატუმბო მილების დაზიანება და სხვა დაზიანებები როცა გემის შეკეთება
შესაძლებელია.

აქციდენტი ეს არის, როდესაც გემი დაკარგულია ან მისი შეკეთება შეუძლებელია.


მაგალითად: გემის ჩაძირვა, ძლიერი შტორმის დროს გემის ორად გაპობა, გემის
აფეთქება და სხვა.

3. რომელი ორგანიზაცია უზურნველყოფს კონვენციების შემუშავებას და


სახელმწიფოთა მიერ კონვენციების შესრულების მონიტორინგს?

როცა ეს ეხება საზღვაო საკითხებს ამ შემთხვევაში, IMO უზრუნველყოფს


კონვენციების შემუშავებას და სახელმწიფოთა მიერ კონვენციების შესრულებას და მათ
მონიტორინგს.

IMO-ს მთავარი კონვენციები:


International Convention for the Safety of Life at Sea (SOLAS), 1974

• International Convention on Load Lines (LL), 1966

• International Convention for Safe Containers, 1972 (CSC)

• International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping (STCW),


1995

• Convention on the International Regulations for Preventing Collisions at Sea, 1972


(COLREGs)

• International Convention on Maritime Search and Rescue, 1979

ასევე, საზღვაო შრომის კონვენცია, 2006 ან MLC, 2006 არის შრომის საერთაშორისო
კონვენცია, რომელიც მიღებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ. ის
უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებს მსოფლიოში პირველი ჭეშმარიტად
გლობალური ინდუსტრიისთვის.

4. ჩამოაყალიბეთ დროშის სახელმწიფოს ვალდებულებები გემის უსაფრთხოების


კონტროლის მიმართულებით.

ყველა სავაჭრო გემი უნდა დარეგისტრირდეს მის მიერ არჩეულ სახელმწიფოში. გემი
ვალდებულია ატაროს ამ სახელმწიფოს დროშა და ასევე დაიცვას მისი მიერ
აღსრულებული წესები და რეგულაციები. გემის დროშა მნიშვნელოვანი ფაქტორია,
როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლის შესახებ.

დროშის სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა აღასრულოს რეგულაციები მის


დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებზე, მათ შორის ინსპექტირებასთან,
სერტიფიცირებასთან და უსაფრთხოებისა და დაბინძურების პრევენციის
დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით.

5. განმარტეთ არასტანდარტული გემი. როგორ მოვახდინოთ არასტანდარტული


გემის იოდენტიფიცირება.

არასტანდარტულია გემი როცა ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტების


მოთხოვნებს, არასტანდარტულ გემებთან მიმართებაში IMO ადგენს
იოდენტიფიცირების კრიტერიუმებს მაგ: გემის კორპუსის დაზიანება და კოროზია,
სამანქანე განყოფილების გაუმართაობა, სახანძრო და სამაშველო აღჟურვილობა,
როდესაც გემს არ გააჩნია, სანავიგაციო ხელსაწყოები, რომელიც არ მუშაობს და
ნავიგაციას საფრთხეს უქმნის. სატვირთო ხაზების მანიფოლდების და სატვირთო
ტუმბოების გაუმართაობა და სხვა მრავალი.
ამის მიზეზია ძველი გემების გამოყენება და გემის მფლობელის და კომპანიის მხრიდან
ბიუჯეტის დაზოგვა . ასევე არასტანდარტული დროშის და კლასის გამოყენება.

ასევე, სოციალურ სტანდართებთან შეუსაბამობა შეიძლება განისაზღვროს იმ


მოთხოვნების დარღვევით რასაც ითვაკისწინებს MLC კონვენცია.

6. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეხუთე თავი?


Safty of navigation ნავიგაციის უსაფრთხოება

ეს თავი მოითხოვს იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა გემი ეფექტურად


დაკომპლექტებულია უსაფრთხოების თვალსაზრისით. ის მოითხოვს რეისს და
გადასვლის გეგმის შესრულებას. ყველა მეზღვაურმა უნდა გაითვალისწინოს ყველა
პოტენციური საფრთხე ნავიგაციისთვის, ამინდის პროგნოზი, მოქცევის პროგნოზები და
ყველა სხვა შესაბამისი ფაქტორი. ის ასევე ამატებს ვალდებულებას გემის ყველა
კაპიტანისთვის, შესთავაზონ დახმარება, რომლებიც უბედურებაშია.

ასევე სოლასის ეს თავი ავალდებულებს გემებს AIS და VDR სისტემებით


აღჭურვილობას რათა სრულად იყოს დაცული კონვენციის მოთოვნის ყველა პირობა რაც
განაპირობებს უსაფრთო ნავიაგაციას.

7. ISPS კოდის შესაბამისად უშიშროების რამდენი დონე არსებობს?


ISPS შესაბამისად 3 დონეა.

Security level 1: normal

Security level 2: heightened

Security level 3: exceptional

პირველი დონე ნიშნავს, რომ ყოველთვის დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების მინიმალური
შესაბამისი ზომები.

მეორე დონე ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ინციდენტის გაზრდილი რისკის გამო გარკვეული
პერიოდის განმავლობაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების შესაბამისი დამატებითი
დამცავი ზომები

მესამე დონე ნიშნავს, რომ უსაფრთხოების შემდგომი სპეციფიური დამცავი ზომები უნდა იყოს
შენარჩუნებული შეზღუდული დროის განმავლობაში, როდესაც ინციდენტი სავარაუდოა ან
გარდაუვალია.

8. რა ორგანიზაციაა IACS?
International Association of Classification Societies (IACS) საერთაშორისო
საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაცია - დაარსებულია 1968 ლონდონში.
წარმოადგენს ყველაზე დიდ საკლასიფიკაციო საზოგადოებას (შედგება 13
წევრიდან). ეხება გემების უსაფრთხოებას და ზღვის სისუფთავეს. ძირითადი
დანიშნულება: საზღვაო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით,
ზღვაზე უსაფრტხოების სტანდარდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა
9. ისაუბრეთ SOLAS კონვენციაში 2016-2017 წელს განხორციელებული
ცვლილებების შესახებ.
2016 წელს დამატებული იქნა 13 თავი შესაბამისობის შემოწმება. 2016 წლის 1
იანვრიდან IMO-ს წევრი სახელმწიფო, აუდიტის სქემას სავალდებულოდ ხდის .
გულისხმობს სავალდებულო შემოწმებებს.
2017 წელს დამატებული იქნა 14 თავი უსაფრთხოების ზომები პოლარულ
წყლებში მომუშავე გემებისთვისეს. ეს თავი 2017 წლის 1 იანვრიდან
სავალდებულო ხდის პოლარულ წყლებში მომუშავე გემების საერთაშორისო
კოდექსის შესავალს და I-A ნაწილს (პოლარული კოდექსი).

10. ისაუბრეთ პორტის სახელმწიფო კონტროლზე (PSC).

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის (PSC) არის ინსპექტირება და მარეგულირებელი


პროცედურა, რომელიც ამოწმებს, შეესაბამება თუ არა გემები სტანდარტებს და
კონვენციებს, როგორიცაა ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოება (SOLAS), გემებისგან
დაბინძურების პრევენცია (MARPOL) და მომზადების სტანდარტები, სერტიფიცირება
და მეზღვაურების მეთვალყურეობა (STCW).

პორტის სახელმწიფო კონტროლი გემზე ამოდის, როცა ის შედის პორტში, მანამდე


აუცილებელია შევავსოთ PORT STATE INSPECTION PREPARATION CHECKLIST
რომელსაც კაპიტნის უფროსი თანაშემწე ავსებს.

ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს იმის შემოწმებას, რომ გემი დაკომპლექტებულია


და მუშაობს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, გემის კაპიტნის და
ოფიცრების კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების შემოწმებას, გემის
მდგომარეობისა და აღჭურვილობის შემოწმებას. ასევე სამაშველო და სახანძრო
აღჭურვილობის. თუ ტანკერია სატვირთო მილების შემოწმებას, მაგალითად
მანიფოლდების გაუმართაობის შემთხვევში შესაძლებელია ნავთობის წვეთობით
დაღვრა სატვირთო ოპერაციების დროს, 1 წვეთი ნავთობი ერთ კვადრატულ მეტრზე
იშლება, რაც დიდ ზიანს მიაყენებს გარემოს. ამისათვის გამართული უნდა იყოს ყველა
მთავარი მექანიზმები რათა არ მოხდეს, სატვირთო ოპერაციების შეჩერება, რაც დიდ
ზიანს მიაყენებს კომპანიას.

შესაძლებელია გემის ან ეკიპაჟის დაკავება თუ ის ყალბი დოკუმენტებით სარგებლობს.

You might also like