You are on page 1of 21

МАRPОL - 73/78 დანართი I.

ნავთობით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესები

Regulation for the prevention of pollution by oil

დანართი I ვრცელდება ყველა გემზე, რომელზეც ვრცელდება МАRPОL. ნავთობის ჩაღვრა


მკაცრადაა აკრძალული ზოგიერთ რაიონში, ხოლო ზოგიერთ რაიონში არის მკაცრად
შეზღუდული. გემებს მოეთხოვება IMO-ს სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობების ქონა,
ასევე აუცილებელია გემზე არსებული ნავთობის ოპერაციების ჟურნალის წარმოება (Oil
Record Book). პატარა გემების გარდა ყველა გემი ვალდებულია გაიაროს
შემოწმება/სერტიფიცირება МАRPОL შეესაბამებაზე, ხოლო გემებს, რომლებიც
ახორციელებენ საერთასორისო გადასვლებს უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო
მოწმობის/სერტიფიკატი - IOPP certificate. გარდა ამისა, ყველა გემს, გარდა პატარა გემებისა,
მოეთხოვება ჰქონდეს „გემის ნავთობის დაღვრასთან ბრძოლის საგანგებო გეგმა” - SOPEP
(Shipboard Oil Pollution Emergency Plan).

უნდა აღვიშნოთ რომ, ეს დანართი შეიძლება გავრცელდეს გემებზე, რომელთაც გადააქვთ


„ნავთობისმაგვარი“ ნივთიერებები, რომლებიც არ წარმოადგენენ ნავთობს, მაგრამ აქვთ
მსგავსი თვისებები.

ნავსადგურებმა უნდა უზრუნველყონ ნავთობშემცველი ნარევებისა და ნავთობის ნარჩენების


შესაბამისი მიმღები ნაგებობები, რომელიც საკმარისი იქნება მოცემულ ნავსადგურში
შესული გემებისათვის.

ნავთობის ექსპლოატაციური ჩაღვრის კონტროლის წესები

ნავთობტანკერების სატვირთო ნაწილების მიმართ არსებული მოთხოვნები მოცემულია თავი


IV-ში (Chapter IV – Requirements for the cargo area of oil tankers).

სუფთა ბალასტი ეწოდება ბალასტს ტანკში, რომელიც იმდენად იყო გამორეცხილი, რომ ამ
ტანკიდან განხორციელებული ჩაღვრა არ იწვევს ხილული კვალის გაჩენას და ნავთობის
შემცველობა მასში არ აღემატება 15 მგ/ლ (15ppm – parts per million).

ცხრილი 9. სატვირთო ტანკებიდან ნავთობშემცველი ნარევის გადაღვრის პირობები


(Regulation 34)

ზღვის რაიონი ჩაღვრის პირობები

ნაპირიდან 50-მილიანი ზონა აკრძალულია ნებისმიერი სახის ჩაღვრა, გარდა სუფთა ან


იზოლირებული ბალასტისა (ისევე როგორც განსაკუთრებულ რაიონებში)

განსაკუთრებული რაიონების გარეთ და ნაპირიდან 50 მილზე მეტი აკრძალულია


ნებისმიერი სახის ჩაღვრა, გარდა:

(ა) სუფთა და იზოლირებული ბალასტისა;

(ბ) როცა ხდება შემდეგი პირობების დაცვისას:

(1) ტანკერი სვლის პროცესშია; და

(2) ჩაღვრის ინტენსივობა დროის ნებისმიერ მომენტში არ აღწევს ერთ საზღვაო მილზე 30
ლ-ს; და
(3) ჩაღვრილი მთლიანი რაოდენობა არ აღემატება წინა გადავლისას გადატანილი
ტვირთის მთლიანი რაოდენობის 1/15000 (არსებული ტანკერებისათვის) და 1/30000 (ახალი
ტანკერებისათვის); და

(4) ტანკერზე ფუნქციონირებს ნავთობის აღრიცხვის, რეგისტრაციისა და მართვის


სისტემა ODM (oil discharge, monitoring and control system), ასევე სლოპ-ტანკების სისტემა,
როგორც ამას ითხოვს МАRPОL დანართი I წესი 29 და 31.

განსაკუთრებულ რაიონებში აკრძალულია ნებისმიერი სახის ჩაღვრა, გარდა სუფთა და


იზოლირებული ბალასტისა

დანართი I მიხედვით განსაკუთრებულ რაიონებს მიეკუთვნება (იხ. სურ. 8): შავი ზღვა,
ხმელთაშუა ზღვა, ბალტიისა და წითელი ზღვები, ადენის ყურე, ანტარქტიკის რაიონი,
ჩრდილო-დასავლეთ ევროპის წყლები (იხ. სურ. 9), არაბეთის ზღვა, სამხრეთ აფრიკის
სამხრეთი წყლები. სხვა განსაკუთრებული რაიონებისაგან განსხვავევებით ანტარქტიკის
რაიონებში მთლიანად აკრძალულია ნავთობშემცველი წყლების წინასწარდასახული
არაავარიული ჩაღვრები. გემები უნდა იყვნენ მომარაგებული მოცულობებით, რომელიც
საშუალებას მიცემს შეინახონ ნავთობის ნარჩენები სამხრეთ 60-იანი პარალელის სამხრეთით
ყოფნის პერიოდში.

გემების სამანქანო განყოფილებიდან ნავთობშემცველი ნარევების ჩაღვრის პირობები


აღწერილია თავი III-ში (Chapter III – Requirements for machinery spaces of all ships).

გემების სამანქანო განყოფილებიდან ნავთობშემცველი ნარევების ჩაღვრის პირობები

ზღვის რაიონი გემის ზომა და ტიპი ჩაღვრის პირობები

განსაკუთრებული რაიონების გარეთ

ნაპიროდან 12 მილზე მეტი არსებული გემები 400 და მეტი GRT და რომლებიც არაა
აღჭურვილი ნავთობფილტრაციის მოწყობილობით აკრძალულია ნებისმიერი ჩაღვრა
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გათვალისწინებულია შემდეგი პირობები:

(1) გემი სვლის პროცესშია;

(2) ჩაღვრილ ნარევში ნავთობის შემცველობა შეადგენს არა უმეტეს 15 ppm; და

(3) გემზე ჩართულია ნავთობის განსაზღვრის, რეგისტრაციისა და ჩაღვრის მართვის


ავტომატური სისტემა, ასევე ადმინისტრაიის მოწონებული კონსტრუქციის ნავთობის
ფილტრაციის მოწყობილობა

განსაკუთრებული რაიონების ფარგლებში ყველა ზომის ნავთობტანკერი და სხვა გემები 400


და მეტი GRT აკრძალულია ნებისმიერი ჩაღვრა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა, როცა
დაცულია შემდეგი პირობები:
(1) გემი სვლის პროცესშია;

(2) ჩაღვრილ ნარევში ნავთობის შემცველობა განზავების გარეშე შეადგენს არაუმეტეს 15


ppm;

(3) გემზე ჩართულია ნავთობის განსაზღვრის, რეგისტრაციისა და ჩაღვრის მართვის


ავტომატური სისტემა და ნავთობის ფილტრაციის მოწყობილობა; და

(4) ნავთობმზიდ ტანკერზე ლიალური წყლები არ იღვრება სატვირთო სატუმბი


სათავსოებიდან და არ არის შერეული ტვირთის ნავთობნარჩენებთან.

გემები 400 GRT ნაკლები, რომლებიც არ წარმოადგენენ ნავთობმზიდ ტანკერებს.


აკრძალულია ნებისმიერი სახის ჩაღვრა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
ნავთობშემცველობა ნარევში განზავების გარეშე შეადეგენს არა უმეტეს 15 ppm .

ანტარქტიკა ყველა გემებიაკრძალულის ნებისმიერი სახის ჩაღვრა

გამონაკლისები. აღნიშნული წეები არ ვრცელდება:

a) ნავთობტანკერების სუფთა და იზოლირებული ბალასტური წყლის ჩაღვრაზე;

b) ნავთობისა და ნავთობშემცველი წყლების ჩაღვრაზე თუ ეს განპირობებულია ზღვაზე


ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ან ნებისმიერი გემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიზნით;

c) ნავთობისა და ნავთობშემცველი წყლების ჩაღვრაზე თუ ეს განპირობებულია გემის ან


მისი მოწყობილობების დაზიანებით:

• იმ პირობით, რომ გემის ან მისი მოწყობილობების დაზიანების შემდეგ მიღებული


იქნა ყველა ზომა აღნიშნული ჩაღვრის აღსაკვეთად ან მინიმუმამდე დასაყვანად;

• იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა გემთმფობელები ან კაპიტანი მოქმედებდა გემის


დაზიანების მიზნით, ან თვითდაჯერებულად და იმის გაცნობიერებით, რომ ეს გამოიწვევს
გემის დაზიანებას;

d) ზღვაში ნავთობშემცველი ნივთიერებების ჩაშვება/გადასროლაზე, რომლებიც


ადმინისტრაციის მიერ ნებადართულია ზღვის დაბინძურების განსაკუთრებულ
შემთხვევებში დაბინძურების ზარალის მინიმუმამდე დასაყვანად. ნებისმიერი მსგავსი
ჩაღვრა/ჩაშვება ექვემდებარება იმ ხელისუფლების მხრიდან დამოწმებას, რომლის
იურიდიქციაშიც შეიძლება განხორციელდეს ასეთი ჩაღვრა/ჩაშვება (MARPOL 73/78, წესი 11,
დანართი I).

navTobis avariul CaRvrasTan brZolis gegma

გემის ნავთობის ჩაღვრასთან ბრძოლის გეგმა

(SOPEP - Shipboard Oil Pollution Emergency Plan)

აუცილებელი მოხოვნები
გეგმა უნდა იყოს დამოწმებული დროშის საზღვაო ადმინისტრაციის მიერ. გეგმის
მოქმედებების ვადას ასევე ადგენს საზღვაო ადმინისტრაცია. გემის კაპიტანი ვალდებულია
ყოველწლიურად განიხილოს და კორექტირება შეიტანოს მოქმედ გეგმაში.

გეგმა უნდა იყოს მარტივი და გამოსაყენებელი, როგორც გემებისათვის, ასევე სანაპიროს


პერსონალისათვის, უნდა შეიცავდეს ყველა ინფორმაციას, შემოწმებასთან დაკავშირებულ
დოკუმენტებს და სხვა ინფორმაციას, რომელიც კაპიტანს დაეხმარება ნავთობშემცველ
ნივთიერებებთან დაკავშირებული ინციდენტის დროს გადაწყვეტილებების მიიღებისას.
მთავარი მიზანია - ასეთი ინცინდენტის დროს გარემოს დაბინძურების აცილების ან
მინიმალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების განსაძღვრა.

გეგმა უნდა იქნას შედგენილი გემის ეკიპაჟის სამუშაო (სალაპარაკო) ენაზე.

ერთი ტიპის გემებისათვის შეიძლება ერთი SOPEP გეგმის შმუშავება, მაგრამ საჭიროა გემზე
არსებული კონსტრუქციებისა და დანადგარების გათვალიასწინებით უნდა მოხდეს გეგმის
შედგენა, ამასთან თითოეული გეგმა მოითხოვს ინდივიდუალურ დამოწმებას.

გემის ნავთობის ჩაღვრასთან ბრძოლის გეგმა (SOPEP) აუცილებლად უნდა მოიცავდეს


შემდეგ პუნქტებს:

1. პროცედურა, რომელშიც უნდა იყოს აღწერილი კაპიტანის ან გემზე პასუხისმგებელი


პირის ქმედება ნავთობთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ შეტყობინების
გასაგზავნად;

2. ორგანიზაციებისა და პირების სია, რომლებთანაც აუცილებელია დაკავშირება


ნავთობით დაბინძურების შემხვევაში;

3. სხვადასხვა სიტუაციებში ეკიპაჟის წევრების გადაუდებელი მოქმედებების


დეტალური აღწერა ნავთობშმცველი ნივთიერებების გაჟონვების შესამცირებლად;

4. ნავთობის დაღვრასთან ბრძოლისათვის ნაციონალურ და ადგილობრივ


ხელისუფლებასთან მოქმედებების კოორდინაციის პროცედურა და ადგილი გემზე;

5. ზომები, რომლებიც პირველ რიგში უნდა იქნა მიღებული ადამიანის გადასარჩენად,


მდგრადობის შესანარჩუნებლად და ა.შ.

სანაპირო სახელმწიფოს შეტყობინება

ზღვის ნავთობით დაბინძურებისას ან ასეთი დაბინძურების საშიშროების გაჩენისას


აუცილებებია სანაპირო სახელმწიფოს მისამართით შეტყობინების გაგზავნა. შეტყობინების
გაგზავნის მიზეზი შეიძლება გახდეს: გემის ან მისი მოწყობილობების დაზიანებისას
ნავთობის დაღვრა; გემის უსართხოებისათვის და ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშროების
შექმნა; ასევე ნავთობშემცველობის დასაშვები ნორმის გადაჭარბება ექსპლუატაციური
დაღვრისას. გარდა ამისა, შეტყობინების გაგზავნა არის საჭირო იმ შემთხვევაშიც, როცა
ფაქტიურად დაბინძურება არ მოხდა, თუმცა არსებობს ამის რეალური საშიშროება. ამ დროს
უნდა იქნას გათვალისწინებული მინიმუმ შედეგი შემდეგი ფაქტორები:

 გემის, მისი მექანიზმებისა და დანადგარების დაზიანების ხასიათი;

 გემის ადგილმდებარეობა ნაპირიდან და სხვადასხვა ნავიგაციური საშიშროებებიდან;

 ამინდი, მიქცევის-მოქცევის ხასიათი, ზღვის დინება და მდგომარეობა;


 ნაოსნობის ინტენსივობა.

რათქმაუნდა, ძნელია ყველა იმ შემთხვევის გათვალისწინება, როცა კაპიტანმა უნდა


გადასცეს შეტყობინება, თუმცა მათგან ყველაზე სერიოზულია: შეჯახება, მეჩეჩზე დაჯდომა,
აფეთქება, ხანძარი, კორპუსის დაზიანება, სათავსოების დატბორვა, მთავარი ძრავის
გამოსვლა მწყობრიდან, ასევე საჭის მოწყობილობის, გემის ელექტროგენერატორების ან
ძირითადი ნავიგაციური მოწყობილობებბის დაზიანება.

SOPEP გეგმა უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო დეტალებს, მათ შორის შეტყობინების
მაგალითს. დამატებითი შემდგომი შეტყობინებების გაგზავნისას შეძლებისდაგვარად
საჭიროა იგივე ფორმის დაცვა.

უფრო დაწვრილებით ეს მოთხოვნები აღწერილია «გემის შეტყობინებების სისტემის საერთო


პრინციპები და მათ მიმართ არსებული მოთხოვნები...», რომელიც ძალაში შევიდა IMO
A.648(16) რეზოლუციით.

ამასთანავე იგულისხმება, რომ კაპიტანი ვალდებულია მომხდარი შეატყობინოს


გემთმფლობელსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რომელთა სია აუცილებლად უნდა
ერთვოდეს SOPEP გეგმას.

გემის მოწყობილობების მიმართ არსებული ტექნიკური მოთხოვნები

დანართი I შესაბამისად გემზე აუცილებელია შემდეგი მოწყობილობების ქონა:

1. ნავთობშემცველი წყლის გამწმენდი მოწყობილობა (Oil Filtration equipment) გაწმენდის


ხარისხით 15 მგ/ლ-ზე ნაკლები. მას უნდა ქონდეს დადგენილი ფორმის სერტიფიკატი,
რომელიც გაცემულია საკლასიფიკაციო ორგანოს მიერ (Regulation 14).

2. ნავთობით დაბინძურებული წყლის დასაგროვებელი ტანკი. მისი ტევადობა უნდა


განისაზღვროს გემზე წარმოქმნილი ლიალური წყლების ფაქტიური რაოდენობით. გარდა
ამისა, ეს ტანკი უნდა იყოს აღჭურვილი შუქისა და ხმოვანი სიგნალიზაციით, რომელიც
ამოქმედდება მისი 80% შევსებისას (გარდა იმ ტანკებისა, რომლებიც განლაგებულია ორმაგ
ფსკერში).

3. ორივე ბორტზე ლიალური წყლების გაცემის სისტემა სტანდარტული შეერთებებით.


დასაბუთებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ადმინისტრაციასთან შეთანხმებით
შესაძლებელია გაყვანილობა შეიძლება განლადგეს ერთ ბორტზე;

4. გადასატუმბი სისტემის დისტანციური მართვის პულტი ან გადასატუმბი


სიაშუალებების მართვის ადგილთან ეფექტური კავშირი (სატელეფონო ან რადიო);

5. გემბანზე ნავთობის ნარჩენების შესანახი ტანკი (მაგალითად, საწვავისა და ზეთის


სეპარაციის ნარჩენების), მცურავ შემკრებ მოწყობილობაზე გადამცემი სისტემით (გემზე
ინსინერატორის არ არსებობის შემთხვევაში).

6. გადასაღვრელ ნაკადში ნავთობშემცველობის კონტროლის ავტომატური ხელსაწყო


ავტომატური ჩამკეტი მოწყობილობით (ODMCS), რომელის საშუალებითაც ნავთობის
კონცენტრაციის მომატებისას ხდება ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შეწყვეტა. ასეთ ხელსაწყოს
უნდა გააჩნდეს დადგენილი ფორმის სერთიფიკატი, რომელიც გაიცემა საკლასიფიკაციო
ორგანოს მიერ.
IМО A.393(X) რეზოლუცია, რომელითაც უმთავრესად იქნა დამოწმებული გემის
ნავთობგამწმენდი მოწყობილობა, იძლევა რეკომენდაციას (პრიამბულა წესი 5) გემის
სამანქანო განყოფილების რეცხვისას დეტერგენტების არგამოყენებას. აღნიშნული
რეკომენდაციის უგულებელყოფისას ნავთობგამწმენდი მოწყობილობის მუშაობისას
შეიძლება გაჩნდეს პრობლემები, განსაკუთრებით კი მძიმე საწვავისა და
არადეემნულგირებადი ტიპის დეტერგენტების გამოყენებისას.

ამასთან დაკავშირებით IМО რეკომენდაციას აძლევს საზღვაო ადმინისტრაციებს რათა


გამოსცენ გემის სამანქანო განყოფილებაში დეტერგენტების გამოყენების კონკრეტული
ინსტრუქციები გემთმფლობელებისათვის, ხოლო ნავთობის გამწმენდი მოწყობილობების
დამამზადებლებისაგან მოითხოვონ გამოყენების ინსტრუქციაში დასაშვები დეტერგენტების
ტიპისა და მარკის მითითება.

სამანქანო განყოფილებებში დეტერგენტების გამოყენების ინსტრუქციაში უნდა იყოს


გათვალისწილებული შემდეგი:

 დეტერგენტების გამოყენება უნდა იყოს დაყვანილი მინიმუმამდე;

 იქ სადაც დეტერგენტების გამოყენება გარდაუვალია მათ უნდა ახასიათებდეს


დიემულგირებადი თვისებები.

 სამანქანო განყოფილებაში გარეცხვის ოპერაციების შედეგად წარმოიქმნილი


ლიალური წყლები, ან სხვა ლიალური წყლები, რომლებიც შეიცავს მძიმე საწვავს,
სეპარატორში მიწოდებამდე გარკვეული დროის დროის განმავლობაში უნდა დაწდეს.

 თუ გემზე გამოიყენება მძიმე საწვავი _ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სეპარირების


მოწყობილობა აღჭურვილია გამართული შესათბობი სისტემით;

 გასაფილტრი მოწობილობას გააჩნია მაქსიმალური მწარმოებლურობა, თუ კი


მწინდავს ლიალურ წყლებს ნავთობპროდუქტების მინიმალური შემცველობით - ამ
შემთხვევაში იზრდება მუშაობის ეფექტურობა, იზრდება ეკონომია და მცირდება
ხანძარსაშიშროება;

ადმინისტრაციას შეუძლია მოითხოვოს ნავთობის ფილტრაციის მოწყობილობაზე ეკიპაჟის


წევრების პასუხისმგებლობა, მისი ექსპლუატაციის შესაძლებლობისა და ცოდნის
საჩვენებლად.

ნავთობის ოპერაციების ჟურნალი (ნოჟ)

Oil Record Book

ტანკერებზე ნოჟ-ს შევსება ხდება ყოველი ტანკის მონაცემების საფუძველზე, ყველა


შემთხვევაში როცა სრულება შემდეგი ოპერაციები:

o ტვირთის ჩატვირთვა, გადაქაჩვა ან გადატვირთვა;

o ჩატვირთვისა და გადატვირთვის ოპერაციების შემდეგ სატვირთო ტანკების


დამაკავშირებელი სარქველების ან მსგავსი მოწყობილობების დაკეტვა ან გახსნა;
o ბორტგარე ბალასტური წყლის მილსადენებთან სატვირთო მილსადენების
შემაერთებელი მოწყობილობების გახსნა და დახურვა;

o ჩატვირთვისა და გადატვირთვის ოპერაციებამდე, პროცესში და შემდეგ გემის


ბორტგარე სარქველების გახსნა და დახურვა;

o ბალასტის მიღება სატვირთო ტანკებში და მათი გაწმენდა;

o წყლის გადაღვრა დასაწდომი ტანკებიდან;

o ბალასტის გადაღვრა (იზოლირებული ბალასტის გადაღვრა გარდა);

o ნარჩენების მოშორება;

o ლიალური წყლების გადაღვრა ბორტიდან.

გემები, რომლებიც არ წარმოადგენენ ნავთობტანკერებს ნოჟ შევსება ხდება შემდეგი


ოპერაციების ჩატარებისას:

• ბალასტის მიღება საწვავის ტანკებში ან ნავთობის სატვირთო მოცულობებში, ან მათი


გარეცხვა;

• ბალასტური ან ჩამრეცხი წყლების დაღვრა ტანკერიდან, რომელშიც ხდება ტვირთის


ან საწვავის მიღება;

• ნარჩენების მოშორება;

• ბორტის გარეთ ლიალური წყლების გადაღვრა;

• საწვავის გადაქაჩვა.

ნავთობის ოპერაციების ჟურნალი ნაწილი I – ”ოპერაციები სამანქანო განყოფილებაში“

Oil Record Book part I - “Machinery space operations”

(ყველა ტიპის გემებისათვის; all ships)

ნოჟ ნაწილი I წარმოება ხდება კონვენცია MARPOL 73/78 წესი 17 შესაბამისად. ჟურნალის
ფორმა მოცემულია აღნიშნული დანართის დამატებებში (Appendix III)

ნოჟ ნაწილი I უნდა იყოს გათვალისწინებული ყოველ ნავთობტანკერზე, რომლის


ტვირთტევადობა 150 GRT და მეტია და ყოველ გემზე, რომელიც არ წარმოადგენს
ნავთობტანკერს ტვირთტევადობით 400 GRT და მეტი, სამანქანო განყოფილებების
შესაბამისი ოპერაციების ჩასაწერად.

ნოჟ ჩანაწერების გაკეთებისას შესაბამის სვეტებში აღინიშნება თარიღი, საოპერაციო კოდი და


პუნქტის ნომერი. ოპერაციების სავალდებულო აღწერილობა იწერება ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით გვერდის თავისუფალ ადგილას.

ყოველი დასრულებული ოპერაცია ხელმოწერილი და დათარიღებული უნდა იყოს


ოპერაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ყოველი შევსებული გვერდის ხელმოწერა ხდება
კაპიტანის მიერ.
ნოჟ-ში ოპერაციებისას შესაბამისი ჩანაწერების გაკეთებისას აღინიშნება ნავთობის
რაოდენობა. ტანკების გამზომი მოწყობილობების სიზუსტე, ტემპერატურის ცვლილება,
ასევე კონსტრუქციებში ჩამჯდარი ტვირთის ნაწილის რაოდენობა მოქმედებს ამ ჩვენებების
სიზუსტეზე.

ნავთობის ოპერაციის ჟურნალი ნაწილი I ივსება თითოეული ტანკისთვის და ყოველ


შემთხვევაში როცა, როდესაც სრულდება შემდეგი ოპერაციები:

 საწვავის ტანკებში ბალასტის მიღება ან მათი გაწმენდა/გარეცხვა;

 საწვავის ტანკებიდან ბინძური ბალასტის ან ჩამრეცხი წყლების გადაღვრა;

 ნავთობნარჩენების (ნავთობშემცველი ნალექების) შეგროვება და მოშორება;

 სამანქანო განყოფილებაში დაგროვილი ლიალური წყლების გადაღვრა ბორტის გარეთ


ან მოშორება სხვა გზით;

 საწვავის ან შეაზეთი მასალების ბუნკირების ოპერაციები;

 ნავთობშემცველი წყლების გასაფილტრი მოწყობილობის ყოველგვარი გაუმართაობა.

ყოველი დასრულებული ოპერაცია გადაუდებლად უნდა ჩაიწეროს ნოჟ-ში (By officer or


officer in charge of the operations concerned) და ყოველი შევსებული გვერდი ხელმოწერილი
უნდა იქნას კაპიტნის მიერ.

ნოჟ ინახება მისაწვდომ ადგილას ნებისმიერი სახის ინსპექტირებისათვის რა დროსაც არ


უნდა განხორციელდეს. ბოლო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ჟურნალი ინახება გემზე 3 წლის
განმავლობაში.

ნავთობის ოპერაციების ჟურნალი ნაწილი II “სატვირთო/ბალასტური ოპერაციები”


(ნავთობტანკერებისათვის)

Oil Record Book part II - “Cargo/ballast operations” (for oil tankers)

ნავთობის ოპერაციის ჟურნალი ნაწილი II იწარმოება კონვენცია MARPOL 73/78 წესი 36


მიხედვით (Regulation 36).

ნავთობის ოპერაციის ჟურნალი ნაწილი II ივსება ნავთობტანკერის თითოეული ტანკისათვის


ყოველ შემთხვევაში როცა, როდესაც სრულდება შემდეგი ოპერაციები:

 ნავთობტვირთების ჩატვირთვა;

 გადასავლის დროს ნავთობტვირთების გადაქაჩვა გემის ფარგლებში (ერთი ტანკიდან


სხვა ტანკში);

 ნავთობტვირთების გადატვირთვა;

 ბალასტის მიღება სატვირთო ტანკებში და სუფთა ბალასტის ტანკებში;

 სატვირთო ტანკების გამორეცხვა;

 ბალასტის გადაღვრა, იზოლირებული ბალასტის გადაღვრის გარდა;

 დასაწდომი ტანკებიდან წყლის გადაღვრის შემდეგ;


 გამოყენებული სარქველების ან მსგავსი მოწყობილობების დახურვა გადაღვრის
ოპერაციების შემდეგ;

 ნარჩენების მოშორება (удаление).

ჟურნალების შევსების შემდეგ ბოლო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ იგი იცვლება ახლით,
ხოლო წინა ჟურნალი ინახება გემზე სამი წლის განმავლობაში. ვადის გასვლის შემდეგ
ჟურნალი ბარდება გემის მიწერის ნავსადგურის კაპიტანს.

ნავთობშემცველი წყლების ჩაბარების დასადასტურებლად ნოჟ-ში ჩანაწერების გარდა,


საჭიროა მიმღები მოწყობიოლობის ოპერატორისაგან ხელწერილის ან მოწმობის აღება. მასში
დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი ჩაბარებული ჩამრეცხი წყლების, ბინძური ბალასტის,
ნავთობნარჩენების ან ნავთობშემცველი ნარევების რაოდენობა გადაქაჩვის თარიღისა და
დროის მითითებით. ეს დოკუმენტი, რომელიც ერთვის ნოჟ-ს, შეიძლება დაეხმაროს
მოცემული გემის კაპიტანს ნავთობპროდუქტების დაღვრასთან და ზღვის გარემოს
დაბინძურების ფაქტებთან დაკავშირებულ კონფლიქტურ სიტუაციაში უდანაშაულობის
დასამტკიცებლად.

ნავთოპროდუქტებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარებისას ყოველ გემზე


უნდა იყოს შედგენილი განრიგი, რომელშიც იქნება მითითებული ვახტაზე მდგომი პირების
და ბუნკირებაზე პასუხისმგებელი და შემსრულებელი პირების მოვალეობები და ქმედებები.

სატვირთო ნაწილებიდან ნავთობის ან ნავთობშემცველი ნარევების ავარიული გადაღვრის


ჩანაწერები კეთდება ნავთობის ოპერაციების ჟურნალში (II ნაწილი) ვითარებისა და
მიზეზების მითითებით.

ODM-ის ნებისმიერი გაუმართაობა იწერება ნავთობის ოპერაციების ჟურნალში (II ნაწილი).

ნოჟ ინახება მისაწვდომ ადგილას ნებისმიერი სახის ინსპექტირებისათვის რა დროსაც არ


უნდა განხორციელდეს. ბოლო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ჟურნალი ინახება გემზე 3 წლის
განმავლობაში.

ნავთობტანკერებისათვის 150-ზე ნაკლები გროს ტონაჟის მქონე გემებისათვის ნავთობის


ოპერაციების ჟურნალს (II ნაწილი) ადგენს / განსაზღვრავს ადმინისტრაცია.

ნავსადგურის პასუხისმგებლობა

ნავსადგურები ვალდებულია უზრუნველყოს მიმღები მოწყობილობებით შემოსული გემები,


ხოლო წესი 11 ავალდებულებს კონვენციის მხარეების ხელისუფლებას ყველა თავისი
ნავსადგურები უზრუნველყოს შესაბამისი მიმღები მოწყობილობებით ნავთობშემცველი
წყლებისა და ნავთობნარჩენებისათვის.

ამის განხორციელების გზები განხილულია VI თავში «ნავსადგურის მიმღები


მოწყობილობები» (Chapter VI – Reception facilities).

გემთმფლობელთა ვალდებულებები

გემთმფლობელები ან გემის ოპერატორები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ყოველ გემს:

• აქვს სათანადო აღჭურვილობა დანართი I შესაბამისად;


• გავლილი აქვს დამოწმება (освидетельствование), თუ მისი ტევადობა 400 GRT, ხოლო
თუ ეს ტანკერია - 150 GRT-ზე მეტი;

• აქვს შესაბამისი სერტიფიკატი (IOPP);

• აქვს ნოჟ;

• აქვს გემის ნავთობის ჩაღვრასთან ბრძოლის გეგმა (SOPEP);

დაკომპლექტებულია ეკიპაჟით, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა, გავლილი აქვს


ინსტრუქტაჟი და წვრთნა.

МАRPОL 73/78 – danarTi II – annex II


Regulations for the Control of Pollution by Noxious Liquid Substances in Bulk

თხევადი მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის წესები

თხევადი მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ


დოკუმენტებს განეკუთვნება SOLAS Chapter IV – Carriage of dangerous goods და MARPOL 73/78
Annex II - Regulations for the Control of Pollution by Noxious Liquid Substances in Bulk. ორივე
კონვენცია მოითხოვს ქიმიურ ნივთიერებათა ტრანსპორტირებას გემებით, რომლებიც
აგებულია 1986 წლის 1 ივლისის შემდეგ და შეესაბამება IBC კოდექსს (International Bulk
Chemical Code – the International Code for the Construction and Equipment of ships Carrying
Dangerous Chemicals in Bulk) მოთხოვნებს.

IBC კოდექსი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტს გადაქაჩვით გადაზიდული


თხევადი მავნე ნივთიერებების უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის ზღვით, გემებისათვის,
მათი ეკიპაჟისათვის და გარემოსათის რისკების მინიმალიზაციისათვის კოდექსი
ითვალისწინებს გემებისა და მოწყობილობების პროექტირებისა და აგების სტანდარტებს.
გადასაზიდი ტვირთის ბუნების/თვისებების გათვალისწინებით. 1985 წელს დეკემბერში
MEPC 19(22) რეზოლუციით IBC კოდექსმა მოიცვა ზღვის დაბინძურების ასპექტები და
გავრცელდა 1986 წლის ივლისი შემდეგ აგებულ გემებზე.

MARPOL 73/78 დანართი II ვრცელდება ყველა გემისათვის, რომელთაც ეხება МАRPОL 73/78
და რომელთაც გადააქვთ თხევადი მავნე ნივთიერებები და ძალშია 06.04.1987 წლიდან.

დანართი II „თხევადი მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების აცილების წესები“ (Annex


II Regulations for the control of pollution by noxious liquid substances in bulk) ახდენს
დამაბინძურებლების კლასიფიკაციას, განსაზღვრავს მათი გადაღვრის პირობებს, ადგენს
მოთხოვნებს ტექნიკური საშუალებების მიმართ, კონტროლის ზომებს,
დამოწმების/სერტიფიცირების წესებს. დანართი II მოიცავს შემდეგ დამატებებს:

 თხევადი მავნე ნივთიერებების კლასიფიკაციის პრინციპები (Guidelines for the ca


tegorizing of noxious liquid substances);

 სატვირთო ოპერაციების ჟურნალის ფორმა თხევადი მავნე ნივთიერებების გადამტანი


გემებისათვის (Form of Cargo Record Book for ships carrying noxious liquid substances in bulk);
 თხევადი მავნე ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან აცილების საერთაშორისო
მოწმობის/სერტიფიკატის ფორმა (Form of NLS Certificate - International Pollution Prevention
Certificate for the Carriage of Noxious Liquid Substances in Bulk);

 პროცედურებისა და შეთანხმებების სტანდარტული ფორმა Standard format for the


Procedures and Arrangements Manual;

 სატვირთო ტანკებში, ტუმბოებსა და მილგაყვანილობაში ნარჩენების შეფასება


(Assessment of residue quantities in cargo tanks, pumps and associated piping);

 წინასწარი გამორეცხვის პროცედურები (Prewash procedures);

 ვენტილაციის პროცედურები (Ventilation Procedures).

2004 წლის ოქტომბერში IMO მიიღო კონვენცია МАRPОL 73/78-ის გადამოწმებული II


დანართი გადაქაჩვით გადატანილი მავნე ნივთიერებებით დაბინძურების
კონტროლისათვის. IBC კოდექსის შესაბამისი ცვლილებები ასევე იქნა მიღებული 2004 წელს.
ისინი ასახავდა ცვლილებებს კონვენცია МАRPОL 73/78 II დანართში.

1986 წლის შემდეგ აგებული გემები, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს IBC კოდექსის
მე-17 თავში მითითებული ნივთიერებებისა ვალდებული არიან დაიცვან IBC კოდექსში
აღწერილი გემების პროექტირების, მშნებლობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის
მოთხოვნები. გემები რომლებიც ახორციელებენ IBC კოდექსის მოქმედების ქვეშ უნდა
შეესაბამებოდნენ ერთ-ერთ სტანდარტს:

1. ქიმმზიდების I ტიპი - გემები განკუთვნილია IBC კოდექსის მე-17 თავში აღწერილი


ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან მკაცრი
ეკოლოგიური და უსაფრთხოების თვალსაზრისით საშიშროებით, რომელიც მოითხოვს
განსაკუთრებულ პროფილაქტიკურ ზომებს ასეთი ტვირთი დაკარგვის პრევენციის მიზნით;

2. ქიმმზიდების II ტიპი - გემები განკუთვნილია IBC კოდექსის მე-17 თავში აღწერილი


ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან შესამჩნევად
სერიოზული ეკოლოგიური და უსაფრთხოების თვალსაზრისით საშიშროებით, რომელიც
მოითხოვს მნიშვნელოვან ზომებს ასეთი ტვირთი დაკარგვის პრევენციის მიზნით;

3. ქიმმზიდების III ტიპი - გემები განკუთვნილია IBC კოდექსის მე-17 თავში აღწერილი
ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან საკმაოდ სერიოზულ
ეკოლოგიური და უსაფრთხოების თვალსაზრისით საშიშროებით, რომელიც მოითხოვს
ზომიერ ზომებს ასეთი ტვირთი დაკარგვის პრევენციის მიზნით.

ამრიგად, ქიმმზიდ გენების ტიპი I განკუთვნილია ყველაზე დიდი საშიშროების მქონე


ნივთიერებების გადასატანად, ხოლო ტიპი II და ტიპი III ნაკლები საშიშროების
ნივთიერებებისათვს.

განასხვავებენ მავნე ნივთიერებების 4 კატეგორიას (X, Y, Z და სხვა ნივთიერებები) და


განთავსებულია სიაში (დამატება II დანართი II). ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან
X კატეგორიას ზღვის გარემოს აყენებენ ყველაზე დიდი ზიანს, ხოლო Z კარტეგორიის
ნივთიერებები – უმცირეს ზიანს.

დანართი II კრძალავს ზღვაში ნებისმიერი სახის წყლების ჩაღვრას რომლებიც შეიცავენ


ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც შედიან ამ 4 კატეგორიის შემადგენლობაში; გარდა იმ
შემთხვევებისა, რომლებიც აღნიშნულია თითოეული კატეგორიისათვის. ქიმიური
ნივთიერებების ჩაღვრის დასაშვები პირობაა ქიმიური ტვირთის ნარჩენების განზავება
განსაზღვრულ კონცენტრაციამდე მათ ეკოლოგიურ საშიშროებაზე დამოკიდებულებით.

ზემოთ აღნიშნული ჩაღვრის პირობების გარდა დანართში II არის ასევე მოცემული


მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გარკვეული ტვირთის ნარჩენების ჩაღვრის, ასევე გაწმენდისა
და ვენტილაციის ოპერაციები წარმოებდეს მხოლოდ იმ მეთოდებით და მოწყობილობებით,
რომელიც შემუშავებულია IМО-ს მიერ. იმისთვის რომ ტანკერი შეესაბამებოდეს ამ
მოთხოვნებს გემზე უნდა იყოს დებულება, რომელიც უნდა შეიცავდეს ტანკერის
მოწყობილობების ძირითად პარამეტრებს, მათ განთავსებას, ასევე ტვირთის
გადმოტვირთვის, ტვირთის ნარჩენების აბოტუმბვის, ტანკების რეცხვის, ნარჩენების
შეგროვების, ბალასტირებისა და დებალასტირების სამუშაო პროცედურებს
(გამოსაყენებელია იმ ნივთიერებებისათვის, რომელთა გადაიტანაზე არის გემი
სერტიფიცირებული).

თხევადი მავნე ნივთიერებების კატეგორიები

МАRPОL 73/78-ის მიხედვით აუცილებელია ტანკერების მიერ გადატანილი თითოეული


თხევადი ნივთიერების შეფასება ზღვის გარემოზე შესაძლო ზიანის მიყენების ხარისხის
მიხედვით.

ეს მავნე ნივთიერებები დაყოფილია 4 კატეგორიად - X, Y, Z და სხვა ნივთიერებები


(Regulation 6 - Categorization and listing of noxious liquid substance and other substances). ეს
კატეგორიები შეიძლება დავახასიათოთDშემდეგნაირად.

– X კატეგორია: ზღვის ცოცხალი ორგანიზმებისა ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის


საშიში ბიოაკუმულირებადი ნივთიერებები; ზღვის ორგანიზმებისათვის ტოქსიკური
ნივთიერებები (ბუთილბენზოლი, ნაფტალინი, დიფენილები და სხვა);

– Y კატეგორია: მაღალაკუმულირებადი ნივთიერებები, რომლებიც თავიანთ თვისებებს


ინარჩუნებენ ერთი კვირის განმავლობაში; ნივთიერებები, რომელთა მოქმედებით ზღვის
ორგანიზმები ხდებიან უვარგისი საკვებად; ზღვის ცოცხალი ორგანიზმებისათვის ნაკლებად
ტოქსიკური ნივთიერებები (აკრილონიტრილი, გოგირდწყალბადი, დიქლორეთილენი,
ფენოლი და ა. შ.);

– Z კატეგორია: ცოცხალი ორგანიზმებისათვის ნაკლებად ტოქსიკური ნივთერებები;


ზოგიერთი არატოქსიკური, მაგრამ დამატებითი საშიშროების ფაქტორის მქონე ნივთიერები
(ბენზოლი, ქსილოლი და ა. შ.);

– კატეგორია სხვა ნივთიერებები: ზღვის ცოცხალი ორგანიზმებისათვის პრაქტიკულად


არატოქსიკური ნივთიერებები, რომელთა წარმოქმნა ზღვის ფსკერზე იწვევს ჟანგბადის დიდ
ბიოლოგიურ მოთხოვნილებას; წარმოადგენს საშიშს ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
აუარესებს ზღვის როგორც დასასვენებელი ობიექტის მომხიბვლელობის თვისებებს
არასასიამვნო მდგრადი სუნის შენარჩუნების, მომწამვლელობისა და გამაღიზიანებლი
მოქმედების გამო (ძმარმჟავა, ფოსფორმჟავა და ა. შ.).

ნივთიერებებს, რომლებიც არცერთ სიას არ განეკუთვნება (non-categorized substances)


ტრანსპორტირება და ჩაღვრა არის აკრძალული (Paragraph 1.3 of Regulation 13 ).

ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც არ წარმოადგენს ნავთობს და არა არის შეყვანილი II და


III დამატებებში უნდა შეფასდეს და განისაზღვროს მათი გადაზიდვის პირობები. ეს
პროცედურა მოითხოვს ნივთიერების მწარმოებლის, საზღვაო ადმინისტრაციის,
გემთმფლობელისა ან გემის ოპერატორის და IMO მონაწილეობას.

დანართი II ძირითადი მოთხოვნები

აღნიშნული დანართის მოთხოვნები განეკუთვნება თხევადი მავნე ნივთიერებების


მწარმოებლებს, ტვირთის გამგზავნს, გემთმფლობელს ან გემის ოპერატორებს,
ნავსადგურებსა და საზღვაო ადმინისტრაციებს. წესების მოთხოვნები კომპლექსურია და
შეიცავს ზოგიერთ დეტალურ მოთხოვნას, რომელიც აღწერილია დამტკიცებულ
პროცედურებსა და სტანდარტებში.

ჩაღვრებთან დაკავშირებული მოთხოვნები

პირველ რიგში მოითხოვება, რომ მავნე ნივთიერებების ჩაღვრა განხორციელდეს IMO


შემუშავებული სტანდარტული მოთხოვნების მკაცრი დაცვით. ეს იმასთანაა
დაკავშირებული, რომ ექსპლუატაციის პროცესში პრაქტიკულად შეუძლებელია გემის
ტანკებსა და მილგაყვანილობის სისტემაში არსებული ტვირთის ნარჩენების ზუსტი
განსაზღვრა; გარდა ამისა, პრაქტიკულად შუძლებელია გემის კილვატერულ ნაკადში
ნივთიერებათა კონცენტრაციის განსაზღვრა და უმრავლეს შემთხვევაში ძალიან
გაძნელებულია ნავსადგურის მიმღებ მოწყობილობებზე ჩაბარების დროსაც. ასეთი
სტანდარტები (‘მეთოდებისა და მოწყობილობების სტანდარტები’) გამოქვეყნებულია და
ავალდებულებს გემებს, რომელთაც გადააქვთ აღნიშნული კატეგორიის ნივთიერებები,
დროშის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და დებულბების ქონა და
მათი მკაცრი შესრულება.

ცხრილი. თხევადი მავნე ნივთიერებების შემცველი წყლების ზღვაში გადაღვრის პირობები


განსაკუთრებული ზონების გარეთ (წესი 13, პარაგრაფი 2)

ზღვაში გადაღვრის ნივთიერებათა კატეგორიები


პირობები X Y და Z
ნივთიერების არ ფიქსირდება 1 მგ/ლ გემის კილვატერულ ნაკადში
მაქსიმალური
კონცენტრაცია

თითოეული ტანკიდან არ ფიქსირდება. გამოცხვის ტანკის ტევადობის 1 მ3 ან 1/3000


გადაღვრილი ტვირთის შემდეგ ჩამრეცხი წყალი
მაქსიმალური რაოდენობა ბარდება ნავსადგურის
მიმღებ მოწყობილობზე
გადაღვრის ხერხი წყალწყვის ხაზის ქვევით
ზღვის მაქსიმალური
25 მ
სიღრმე
მაქსიმალური დისტანცია
12 საზღვაო მილი
ნაპირიდან
გემის მინიმალური
სიჩქარე : თვითმავალი
არათვითმავალი 7 კვანძი
4 კვანძი

აღნიშნული დებულების საჭირო ფორმატი და შემადგენლობა ასევე მოყვანილია თხევადი


მავნე ნივთიერებების ჩაღვრის ‘მეთოდებისა და მოწყობილობების სტანდარტებში’. გარდა
ამისა, მასში მოყვანილია ნავსადგურის მიმღებ მოწყობილობებზე ჩასაბარებელი
მოწყობილობების მიმართ არსებული მოთხოვნები.

მავნე ნივთიერებების ბორტ გარეთ გადაღვრა შესაძლებელია (გარდა X კატეგორიის


ნივთიერებებისა) მხოლოდ გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში. ჩაღვრის პირობები
მოყვანილია ცხრილში.

მსოფლიო ოკეანის ზოგიერთი რაიონისათვის, რომლებიც ’’განსაკუთრებულ ზონებად”


იწოდება გამოიყენება ჩაღვრის უფრო მკაცრი ნორმები. კონვენცია MARPOL 73/78 დანართი II
მიხერდვით განსაკუთრებულ ზონებს მიეკუთვნება ბალტიისა და შავი ზღვები, ასევე
ანტარქტიკის ზონა

არქტიკულ ზონაში ნებისმიერი ჩაღვრა თხევადი მავნე ნივთიერებებისა ან მათი შემცველი


წყლებისა აკრძალულია დანართი II წესი 13, პარაგრაფი 8.2 შეაბამისად.

გარდა ამისა არსებობს ერთი ტანკიდან თხევადი მავნე ნივთიერებების შემცველი წყლების
ჩაღვრილი რაოდენობის შეზღუდვები. ეს მონაცემები მოყვანილია შემდეგ ცხრილში.

თხევადი მავნე ნივთიერებების შემცველი წყლების ჩაღვრის

რაოდენობრივი შეზღუდვები ერთი ტანკიდან (ლ)

კატეგორია X კატეგორია Y კატეგორია Z


ახალი გემები 75 75 75
New ships: keel laid
after 1 January 2007
არსებული გემები 100+50 100+50 300+50
IBS ships antil 1
January 2007

სხვა მოთხოვნები

მოცემული დანართის წესი 1 (Definitions) მოცემულია განმარტებები მოცემული


დანართისათვის.
წესი 9 და წესი 10 ავალდებულებს და განსაზღვრავს საერთაშორისო სერტიფიკატის ქონას.
NLS Certificate - an International Pollution Prevention Certificate for the Carriage of Noxious Liquid
Substances is Bulk. სერთიფიკატს გაიცემა ადმინისტრაციის მიერ და მოქმედების ვადა არ
უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

წესი 13 არეგულირებს მავნე ნივთიერებების გადაღვრის პირობებს.

წესი 15 გემებს ავალდებულებს სატვირთო ოპერაციების ჟურნალის (Cargo Record Book)


წარმოებას. ყოველ გემზე, რომელსაც გადააქვს თხევადი მავნე ნივთიერებები, ხდება
სატვირთო ოპერაციების ჟურნალის წარმოება ბალასტური და სატვირთო ოპერაციების
რეგისტრაციისათვის. ჟურნალის შევსებისა და შენახვის წესები ნავთობის ოპერაციების
ჟურნალი ნაწილი II იდენტურია.
წესი 17 შესაბამისად ყველა გემს, რომელსაც გადააქვს თხევადი მავნე ნივთიერებები
(გადაქაჩვით) ბორტზე უნდა ქონდეს ამ ნივთიერებების დაღვრაზე რეაგირების ავარიული
გეგმა (Shipboard Marine Pollution Emergence Plan for Noxious Liquid Substances). ამ გეგმის
სტრუქტურისა და შემადგენლობის მიმართ არსებული მოთხოვნები ნავთობის ავარიული
დაღვრაზე რეაგირების გეგმის მსგავსია. იგი სავალდებულოა ყველა გემისათვის რომლებიც
ახორციელებენ თხევადი მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას ტვირთამწეობით 150 GRT
და მეტი. გეგმა დამოწმებული უნდა იყოს უნდა იყოს ადმინისტრაციის მიერ (approved by
Administration).

დამოწმება და სერტიფიცირება

დამოწმება ესაჭიროება ყველა გემს, რომელზეც ვრცელდება დანართი II. გემი და მისი
დანადგარები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და არ შეიძლება მათი შეცვლა დროშის
ადმინისტრაციის წინასწარი სანქციის გარეშე.

გემების, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადასვლებს, ესაჭიროებათ თხევადი


მავნე ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან აცილების საერთაშორისო
მოწმობა/სერტიფიკატი (NLS Certificate - International Pollution Prevention Certificate for the
Carriage of Noxious Liquid Substances in Bulk) (წესი 9 და 10). მოწმობა/სერტიფიკატი არ
ესაჭიროებათ კაბოტაჟურ გემებს, თუმცა დროშის ადმინისტრაციას შეუძლია მისი მოთხოვა
დამოწმების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

ქიმმზიდები, რომლებიც სერტიფიცირებულია X, Y და Z ნივთიერებების


ტრანსპორტირებაზე აღჭურვილი უნდა იყოს წყალქვეშა გადაღვრის სისტემებით [an
underwater discharge outlet or outlets].

ქიმმზიდები, რომლებმაც გაიარეს დროშის ადმინისტრაციის დამოწმება და სერტიფიცირება


IBC კოდექსის შესაბამისად, აღიარებული უნდა იქნას დანართი II წესი 10 შესაბამისად და არ
საჭიროებს NLS სერტიფიცირებას ან სხვა დამატებით სერტიფირებას.

მხარეთა ვალდებულება დანართი II მოთხოვნების მიხედვით

გემთმფლობელების ან გემის ოპერატორების ვალდებულებები

გემის ოპერატორები ან გემთმფლობელები უნდა დარწმუნდნენ, რომ გემი, რომელიც


განკუთვნილია თხევადი მავნე ნივთიერებების გადასატანად (გადაქაჩვით) არის შესაფერისი
და შეესაბამება შემდეგ მოთხოვნებს:

 გემმა გაიარა დამოწმება და შეფასებულია კონვენციის დანართი II შესაბამისად;

 აქვს NLS სერტიფიკატი, რომელშიც დასახელებულია ნივთიერება, რომლის


გადატანაც იგეგმება;

 ბორტზე გააჩნია შესაბამისი ორგანოების მიერ დამტკიცებული დებულება ‘‘თხევადი


მავნე ნივთიერებების ჩაღვრის მეთოდები და მოწყობილობები’’;

 ბორტზე აქვს დადგენილი ტიპის სატვირთო ოპერაციების ჟურნალი;

 გემის პერსონალი სათანადოდ არის მომზადებული და გაწვრთნილი.


ნავსადგურის ვალდებულებები

ნავსადგურებს აქვთ უფლება განახორციელონ თხევადი მავნე ნივთიერებების სათვირთო


ოპერაციები მხოლოდ შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში:

 ნავსადგურს აქვს საკმარისი რაოდენობით მოწყობილობები ტვირთის ნარჩენებისა და


ჩამრეცხი წყლებისათვის, რომლებიც საჭიროებს ჩაბარებას დანართი II მოთხოვნების
შესაბანმისად;

 ტერმინალს აქვს შესაბამისი დანადგარები გემის სატვირთო ტანკების


გაწმენდისათვის ;

 გემებიდან ტვირთის გადატვირთვის სისტემები ხორხიელდება მხოლოდ ნაპირზე.

МАRPОL 73/78 – danarTi III


Regulations for the Prevention of Pollution by Harmful Substances Carried by Sea
in Packaged Form

მყარი მავნე ნივთიერებებით, რომლებიც გადაიტანება ფუთებით/ყუთებით,

დაბინძურების პრევენციის წესები

დანართი III გამოიყენება ყველა ტიპის გემებისათვის, რომელთაც უშუალოდ ეხებათ


კონვენცია МАRPОL და რომელთაც გადააქვთ მავნე ნივთიერებები.Mმავნე ნივთიერებებში
იგულისხმება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საშიში ნივთიერებების გადატანის
საერთაშორისო კოდექსის (IMDG Code – International Maritime Dangerous Goods Code - საშიში
ნივთიერებების საერთაშორისო საზღვაო კოდექსი) მიხედვით ითვლებიან ზღვის
დამაბინძურებლებად, ხოლო ფუთებად - ნებისმიერი ტვირთის სათავსო, რომელიც არ
ეკუთვნის გემის კონსტრუქციას (პაკეტები, კონტეინერები, მოძრავი ცისტერნები,
ტრაილერები და სარკინიგზო ვაგონები – IMDG კოდექსის მიხედვით).

ზღვის დამაბინძურებელი მავნე ნივთიერებების ჩამონათვალი მოყვანილია IMDG კოდექსში,


რომელიც თავის მხრივ მიღებული იქნა IMО А.716(17) რეზოლუციით. გარდა ამისა ასეთი
ნივთიერებების ჩამონათვალი ქიმმზიდების საერთაშორისო IBC კოდექსის 17 და 18 თავებში.

ამ დანართის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს, იმაში, რომ დაუშვებელია ყველანაირი


მავნე ნივთიერების ზღვაში ჩაშვება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია
ადამიანის სიცოცხლესა და გემის გადარჩენისათვის.

ტარა, რომლითაც გადაქვთ მავნე ნივთიერებები, უნდა იყოს დამზადებული ტვირთის


გვარობის გათვალისწინებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ზღვის დაბინძურება. ტარის
მარკირებისას აუცილებელია მასზე მითითებულ იყოს ტვირთის სწორი ტექნიკური
დასახელება და ტვირთის ნომერი გაეროს მიერ დადგენილი საშიშ ნივთიერებათა
ნომენკლატურის მიხედვით.

გემზე საშიში ნივთიერებები თავსდება და მაგრდება მისი დაზიანების მინიმალური რისკით


და ტვირთების შეთავსებადობის ცხრილის გათვალისწინებით. ფუთები და კონტეინერები
ითვლებიან საშიშ ნივთიერებებად თუ კი არ იყო მიღებული ზომები ზღვის გარემოსათვის
მავნე ნარჩენებისაგან მათ გასაწმენდად.

დანართი III კრძალავს მავნე ნივთიერებების გადატანას, თუ კი პირობები არ შეესაბამება ამ


დანართის მოთხოვნებს. ეს პირობები ითვალისწინებს მოთხოვნებს შესაფუთი მასალის,
მარკირების, დოკუმენტაციის, მათი შენახვისა და რაოდენობის შეზღუდვის მიმართ და
გამონაკლისებს, რომლებიც ეხება ადამიანის სიცოცხლესა და გემის გადარჩენას.

გარდა ამისა, ამ დანართში გათვალისწინებულია ისეთი ნივთიერებების გადატანის


სავარაუდო შეზღუდვები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშროებას ქმნიან.

დანართი არ განსაზღვრავს გემზე რაიმენაირი საერთაშორისო მოწმობა/სერტიფიკატისა და


სატვირთო ოპერაციების ჟურნალის გაცემას.

დანართი III მიცავს შემდეგ დამატებას (Appendix) - form for identification of harmful substances in
pacage form.

დანართი III-სა და IMDG კოდექსის მოქმედება

დანართის III მოიცავს იმ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც გადაიტანებიან ფუთებით და


განსაზღვრული არიან, როგორც ზღვის დამაბინძურებლები (თუ ასეთ სიაში მოხვდნენ) და
ექვემდებარებიან IMDG კოდექსის მიერ დადგენილ გადატანის პირობებს. ჩვეულებრივ
ტვირთის ასეთ სახეობას უკეთდება ნიშანი, რომელზეც მინიშნებულია “ზღვის
დამაბინძურებლების” მაჩვენებელი.

სურ. ~ზღვის დამაბინძურებელი~ ნივთიერებების აღმნიშვნელი ნიშანი

თუ ზღვის დამაბინძურებელი არ მიკუთვნება საშიშ ტვირთს, მაშინ ის შეტანილია IMDG


კოდექსის მე-9 კლასის ნივთიერებათა სიაში (ერთი ჩამონათვალი სითხეების შესახებ, მეორე
– მყარი ნივთიერებების შესახებ). ასეთი დამაბინძურებლები დეკლარირებულ უნდა იქნეს
შესაბამისი სახელწოდებით, ხოლო მათი შეფუთვა ექვემდებარებოდეს დანართ I და IMDG
კოდქსს. ასეთ ნივთირებათა მარკირებას უნდა ჰქონდეს სპეციალური სახელწოდება, ნომერი
გაეროს ნომენკლატურის მიხედვით და დაბინძურების ნიშანი .

აღნიშნული მავნე ნივთიერებების ჩაღვრის პირობები თხევადი მავნე ნივთიერებების


ჩაღვრის ანალოგიურია.

მხარეთა ვალდებულაბენი დანართის III-ის შესაბამისად

მწარმოებელთა და გადამტანთა ვალდებულებები

მანამ სანამ ნაბისმიერი შეფუთული საშიში ნივთიერება წარედგინება გადამტანს (უბრალოდ


ზღვის დამაბინძურებელიც კი), მწარმოებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ტვირთი სათანადოდ
არის იდენტიფიცირებული, შეფუთული, მარკირებული, ეტიკეტირებული და
დოკუმენტირებული IMDG კოდექსის შესაბამისად.

გემთმფლობელებისა და გემების ოპერატორების ვალდებულებები

გემთმფლობელი ან გემის ოპერატორი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მასალის ფუთები,


მარკირება, ეტიკეტი და დოკუმენტაცია წესრიგშია. ტვირთის შენახვა და დამაგრება მკაცრად
შეესაბამება IMDG კოდექსის მოთხოვნებს. სპეციალური სია, სატვირთო მანიფესტი ან
სატვირთო გეგმა, რომელზეც ასახულია ტვირთის განლაგება გემზე უნდა ინახებოდეს თვით
გემზე, ხოლო დუბლიკატი გადაეცეს ხმელეთზე წესი 4.3-ის შესაბამისად.

Gგარდა ამისა ეკიპაჟის წევრებმა STCW 78/95 კონვენციის თანახმად უნდა გაიარონ
სპეციალური მომზადება საშიშ ტვირთთან მუშაობის შესახებ და იქონიონ შესაბამისი
მოწმობა.

ნებისმიერ ნავსადგურში (ასეთი გემის შესვლის შემთხვევაში), სადაც მიმდინარეობს


ყველანაირი ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაციები, გემის გასვლამდე სახელმწიფო
ნავსადგურის უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს დოკუმენტაცია, რომელშიც
გადმოცემულია ინფორმაცია საშიშ ნივთიერებათა და ასევე მათი განლაგებისა და სატვირთო
გეგმის შესახებ.

You might also like