You are on page 1of 18

საზღვაო სმართალი

პედაგოგი: რუსუდან ყიფიანი


1. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში არსებობს ორი ძირითადი წყარო
დაასახელეთ:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულება, საერთაშორისო ჩვეულება
ბ) საერთაშორის ტრადიცია, საერთაშრისო ხელშეკრულება
გ) საერთაშორისო წესი, საერთაშორისო ხელშეკრულება
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
2. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია არის:
ა) საერთაშორისო საზღვაო საკითების ტექნიკური მარეგულირებელი ორგანიზაცია
ბ) საერთაშორისო ორგანიზაცია;
გ) ზენაციონალური/სუპრანაციონალური ორგანიზაცია
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
3. რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაცია?
ა) ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარება, შიდა სახელმწიფოებრივი კონსტიტუციური
პროცესის გავლით
ბ) ხელშეკრულების ან ხელშეკრულების ნაწილზე უარის თქმა
გ) ხელშეკრულების ანულირება/გაუქმება
დ) აცერთი პასუხი არ არის სწორი.
4. რას არეგულირების საერთაშორისო საზღვაო სამართალი:
ა) საერთაშორისო საჯარო სამართლის ნაწილი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოთა
იურისდიქციის ფარგლებს ზღვებსა და ოკეანეებში.
ბ) საერთაშორისო საჯარო სამართლის ნაწილი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოთა
იურისდიქციის ფარგლებს მდინარეებსა და ოკეანეებში.
გ) საერთაშორისო საჯარო სამართლის ნაწილი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოთა
იურისდიქციის ფარგლებს საერთაშორისო სანაოსნო სრუტეებსა, მდინარეებსა და
ოკეანეებში.
დ) არცერთი პასუხის არ არის სწორი
5. რა სიდიდის ზონას ადგენს 1982 წლის კონვენცია შიდა წყლები (internal waters (IW)
შესახებ?
ა) არ ადგენს სიდიდეს
ბ) 14 საზღვაო მილი
გ) 12 საზღვაო მილი
დ) 35 საზღვაო მილი
6. რომელ წელს იქნა მიღებული საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს
კონვენცია?
ა) 1982
ბ) 1987
გ)1980
დ)1981
7. განსაზღვრეთ ტერიტორიული ზღვის სიფართე
ა) საწყისი ხაზებიდან 12 საზღვაო მილამდე
ბ) 12 საზღვაო მილი
გ) საწყისი ხაზებიდან 24 საზღვაო მილამდე
დ) აცერთი პასუხი არ არის სწორი
8. განსაზღვრეთ მიმდებარე ზონა / contiguous zone სიფართე?
ა) საწყისი ხაზებიდან 24 საზღვაო მილამდე
გ) 24 საზღვაო მილამდე
დ) 12 საზღვაო მილი
ე) 36 საზღვაო მილი
9. დაასახელეთ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სიფართე:
ა) საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილი
ბ) 200 საზღვაო მილამდე
გ) 180 საზღვაო მილი
დ) 150 საზღვაო მილი
10. განსაზღვრეთ კონტინენტური შელფის სიფართე:
ა) 200 + მაქსიმუმ 150 საზღვაო მილამდე
ბ) 180 + 150 საზღვაო მილამდე
გ) 250 + 150 საზღვაო მილი
დ) არცერთი პასუხი არ არი სწორი
11. ღია ზღვაზე ვრცელდება:
ა) ნაოსნობის, გადაფრენის თავისუფლება, მილსადენების და კაბელების გაყვანის უფლება
ბ) გადაფრენის თავისუფლება, მაგრამ არ ვრცელდება ნაოსნობის თავისუფლება
გ) ნაოსნობის თავისუფლება, მაგრამ არ ვრცელდება გადაფრენის თავისუფლება
დ) გადაფრენის თავისუფლება, მილსადენების და კაბელების გაყვანის უფლება, მაგრამ არ
ვრცელდება ნაოსნობის თავისუფლება
12. ზოგადად სამართალში არსებობს იურისდიქციის ორი პრინციპი, დაასახელთ:
ა) ტერიტორიული და მოქალაქეობრივი
ბ) ექსტრატერიტორიული და დაცვითი
გ) მოქალაქაეობრივი და უშიშროების
დ) უშიშროების და უსაფრთხოების
13. უნივერსალურობის პრინციპი ეს პრინციპი აძლევს უფლებას სახელმწიფოს
განახორციელოს ------------ უცხოელებზე, როდესაც ჩადენილი ქმედება ხელყოფს
საერთაშორისო წესრიგს. ასეთი დანაშაულების რიცხვს მიეკუთვენა -----------, დანაშაული
ჩადენილი მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ტერიტორიებზე რომელიც არ ხვდება
არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ.
შეავსეთ გამოტოვებული ადგილები (ჯამში ორი სიტყვა), სწორი თანმიმდევრობით
ა) იურისდიქცია, მეკობრეობა
ბ) მეკობრეობა, შეიარაღებული ძარცვა
გ) იურისდიქცია, შეიარაღებული ძარცვა
დ) იურისდიქცია, ბარატრია
14. IMO არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შედის შემდეგი
ორგანიზაციის სისტემაში:
ა) გაერო ბ) ევროკავშირი გ) IMO დ) SOLAS
15. IMO-ს ყველა წევრი სახელმწიფო ქმნის:
ა) ასამბლეას ბ) IMO-ს საბჭოს გ) IMO-ს სამდვინოს დ) საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტს
16. საერთაშორისო კონვენციური სერტიფიკატები:
ა) მათი მოქმედება დამოკიდებულია კონკრეტულს სერტიფიკატში მითითებულ ვადაზე
ბ) ყველა მათგანი ძალაშია ერთნაირი პერიოდულობით
გ) ყოველწლიურ განახლებას ექვემდებარება
დ) არის ძალაში, რომელიც მოქმედებს 2-5 წლამდე პერიოდულობით
17. საზღვაო უსაფრთხოებასთა დაკავშირებული სერტიფიკატები გაიცემა:
ა) საკლასიფიკაციო საზოგადოების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ
ბ) ეროვნული ორგანოების მიერ
გ) IMO-ს მიერ სახელმწიფოების სასარგებლოდ
დ) ყველა სახელმწიფოსათვის საერთო საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ
18. როდესაც კონვენციის სავალდებულოდ აღიარება ხდება წევრი სახელმწიფოს მიერ,
ეროვნული ორგანო (საზღვაო ადმინისტრაცია) ვალდებულია:
ა) მისი დროშით მცურავი ყველა გემი, ან მის ნავსადგურში შემსვლელი ყველა გემი
ემორჩილებოდეს კონკრეტული კონვენციის მოთხოვნებს
ბ) ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ხდება IMO
გ) მისი დროშით მცურავი ყველა გემი, ან მის ნავსადგურში შემსვლელი ყველა გემი
ემორჩილებოდეს კონკრეტული კონვენციის მოთხოვნებს, გარდა იმ გემებისაც, რომლებიც
ჩართულია შიდა ნაოსნობაში
დ) ყველა გემი, რომელიც არ არის რეგისტრირებული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში
ემორჩილებოდეს კონვენციის მოთხოვნებს
19. საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერტიფიკატები:
ა) განსხვავდება გემის ტიპის მიხედვით
ბ) ყველა გემისთვის საერთოა
გ) დამოკიდებულია იმ სახელმწიფოზე, რომლის დროშის ქვეშაც დაცურავს
დ) დამოკიდებულია საკლასიფიკაციო საზოგადოებაზე, რომელიც აღნიშნული გემის
ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს.
20. რას გულისხმობს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა?
ა) ნავსადგურის სახელმწიფო კონტოროლის და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორი
ახორციელებს (იმ რეგიონში სადაც იმყოფება) მემორანდუმის მაგ: (Paris Mou, Black sea Mou,
Tokyo Mou) გათვალისწინებული გემის შემოწმებას, უსაფრთოების დაცვის, გემზე ეკიპაჟის
საცხოვრებელი პირობების,ა დამიანის სიცოცხლის დაცვის, მექანიზმებისა და საბუთების
შემოწმებას, ასევე საერთო უსაფრთოებასთან დაკავშირებული საკითხების შემოწმებას.
ბ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტოროლის და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორი
ახორციელებს (რეგიონის მიუხედავად) მემორანდუმის მაგ: (Paris Mou, Black sea Mou, Tokyo
Mou) გათვალისწინებული გემის შემოწმებას, უსაფრთოების დაცვის, გემზე ეკიპაჟის
საცხოვრებელი პირობების,ა დამიანის სიცოცხლის დაცვის, მექანიზმებისა და საბუთების
შემოწმებას, ასევე საერთო უსაფრთოებასთან დაკავშირებული საკითხების შემოწმებას.
გ) ა და ბ პასუხი ორივე სწორია
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
21. რა არის საკლასიფიკაციო საზოგადოება?
ა) საზოგადოება, რომელიც ადგენს გემების მშენებლობისა და ექსპლუატაციის
ტექნიკურ სტანდარტებს;
ბ) საზოგადოება, რომელიც ადგენს მეზღვაურთა ჯანმრთელობის სტანდარტებს;
გ) საზოგადოება, რომელიც ადგენს მეზღვაურთა შრომის სტანდარტებს;
დ) საზოგადოება, რომელიც ადგენს მეზღვაურთა განათლებისა და კომპეტენციის
სტანდარტებს.
22. რა ორგანიზაციაა IACS?
ა) საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაცია;
ბ) ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ პირთა ასოციაცია;
გ) გემთმფლობელების ასოციაცია;
დ) მეზღვაურთა ასოციაცია.
23. რა არის seabed აქტივობები?
ა) ზღვის ფსკერზე განხორციელებული ატივობები;
ბ) წყლის ზედაპირზე განხორციელებული აქტივობები;
გ) ნაპირიდან განხორციელებული აქტივობები;
დ) ხელოვნური კონსტრუქციებიდან განხორციელებული აქტივობები.
24. უშროების შესახებ კონვენციის მიზანი
ა) თავდაცვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან
ბ) თავდაცვა ზღვაზე შემთხვევებისაგან
გ) გარემოს დაბინძურებისაგან დაცვა
დ) ყველა პასუხი არის სწორი
25. უშიშუროების შესახებ კონვენციები არეგულირებს
ა) ტერორიზმს, გატაცებას, მონობას როგორც დანაშაულს
ბ) კომპენსაციის ვალდებულების დაკისრების საკითხს
გ) მესამედი უსაფრთხოების დონის გამოყენების საკითხს
დ) პასუხისმგებლობის ლიმიტირების საკითხს
26. რას წარმოადგენს საწყისი ხაზები (baselines)?
ა) სანაპირო ზოლი ზღვის მაქსიმალური უკუქცევის დროს ან სწორი ხაზები, რომლებიც
აერთებენ ზღვაში ნაპირის ყველაზე დაშორებულ წერტილებს და საიდანაც აითვლება
საზღაო ზონები
ბ) დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული
ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის გამყოფი ხაზის დადგენა შეთანხმების
საფუძველზე
გ) საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს სახმელეთო ტერიტორიას ან შიდა საზღვაო წყლებს
დ) ტერიტორიული ზღვის გარე საზღვარი
27. რომელ საზღვაო ზონას განეკუთვნება ნავსადგურის შიდა აკვატორია?
ა) შიდა წყლები
ბ) მიმდებარე ზონა
გ) ტერიტორიული ზღვა
დ) კონტინენტური შელფი
28. ქვეყნის შიდა წყლებში დარღვევის ჩადენისას, რა შემთხვევაში არ შეიძლება გემის
დაკავება ცხელ კვალზე დევნისას:
ა) როდესაც გემი შევიდა სხვა ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში
ბ) როდესაც გემი შედის სხვა ქვეყნის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში
გ) როდესაც გემი ღია წყლებში
დ) როდესაც გემი შედის იმავე ქვეყნის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში
29. რა არ იკრძალება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში:
ა) სხვა ქვეყნის გემის ნაოსნობა
ბ) სხვა ქვეყნის მიერ რესურსების მოპოვება
გ) სხვა ქვეყნის მიერ თევზჭერა
დ) სხვა ქვეყნის მიერ კვლევა
30. რას ნიშნავს მშვიდობიანი გავლა (Innocent passage)?
ა) გემის მიერ ტერიტორიულ ზღვაში გავლა თუ იგი არ არღვევს მშვიდობას, წესრიგსა
და სახელმწიფო უსაფრთხოების საყოველთაო პრინციპებს.
ბ) ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ნაოსნობა
გ) შიდა წყლებში უნებართვო შესვლას
დ) მიმდებარე ზონაში ნებადართულ ნაოსნობას
31. რომელი არ წარმოადგენს ტერიტორიულ ზღვაში სანაპირო ქვეყნის უფლებას?
ა) მშვიდობიანი გავლის სრულად აკრძალვა
ბ) რესურსების მოპოვება
გ) რეგულაციების დაწესება ნაოსნობასთან დაკავშირებით
დ) ექსკლუზიური თევზჭერა
32. საიდან აითვლება ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა?
ა) საწყისი ხაზებიდან
ბ) ნაპირიდან
გ) ხმელეთიდან
დ) საზღვრის ხაზებიდან
33. რომელი კონვენცია ადგენს საზღვაო სამრთლის, ოკეანეების რესურსების
გამოყენების, საზღვაო ზონების განსაზღვრის ძირითად პრინციპებს:
ა) UNCLOS
ბ) MARPOL
გ) SOLAS
დ) COLREG
34. რომელი არ აითვლება საწყისი ხაზებიდან:
ა) შიდა წყლები
ბ) მიმდებარე ზონა
გ) ტერიტორიული ზღვა
დ) ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა
35. რომელია მცდარი მოსაზრება:
ა) მიმდებარე ზონაში აკრძალულია მშვიდობიანი გავლა
ბ) სანაპირო ქვეყანას მის ტერიტორიული ზღვაში შეუძლია რესურსები მოპოვება
გ) შიდა წყლებზე ვრცელდება სახელმწიფოს სრული იურისდიქცია
დ) ექსკლუზიურ ზონაში მდებარე რესურსები ეკუთვნის სანაპირო ქვეყანას
36. რომელია სწორი მოსაზრება:
ა) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შესაძლებელია წყალქვეშა კაბელების გაყვანა
სხვა სახელმწიფოს მიერ
ბ) ღია ზღვაში აკრძალულია მილსადენების გაყვანა
გ) მიმდებარე ზონა ეკუთვნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას
დ) ღია ზღვაში თევზჭერა აკრძალულია
37. რა არის დროშის სახელმწიფოს მოვალეობები:
ა) სახელწმიფომ ეფექტურად უნდა განახორციელოს თავისი იურისდიქცია და
კონტროლი მისი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და
სოციალურ საკითხებზე
ბ) მხოლოდ გემების რეგისტრის ქონა
გ) მეზღვაურთა დასაქმება
დ) გემების მოძრაობის დარეგულირება
38. რომელი არ არის დასაშვები ღია ზღაში:
ა) უნებართვო რადიომაუწყებლობა
ბ) თევზჭერა უნებართვოდ
გ) სამხედრო წვრთნების ჩატარება
დ) საზღვაო კვლევა
39. რა შემთხვევაში შეიძლება სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მურავი გემის დაკავება ღია
ზღვაში:
ა) დროშის არმქონე გემი
ბ) უნებართვო თევზჭერას ახორციელებლს
გ) უნებართვოს საზღვაო კვლევას ახორციელებს
დ) ღია ზღვაში ყრის ნარჩენებს
40. რომელია სწორი:
ა) ღია ზღვა უნდა იყოს გამოყენებული მშვიდობიანი მიზნებისთვის
ბ) ღია ზღვაში შესაძლებელია განსაცდელში მყოფი გემის მიტოვება
გ) ღია ზღვა ღიაა მხოლოდ სამხედროს გემებისთვის
დ) ღია ზღვა ღიაა მხოლოდ სანაპირო ქვეყნებისთვის
41. რომელი სწორი მოსაზრება:
ა) უცხო ქვეყნის გემის დევნა იწყება, თუ იგი არ ემორჩილება გაჩერების ბრძანებას.
ბ) მიმდებარე ზონაში აკრძალულია უცხო ქვეყნების გემების ნაოსნობა
გ) სხვა ქვეყნებს გააჩნიათ სუვერენული უფლებები და იურისდიქცია სხვა ქვეყნის
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონასა და კონტინენტური შელფის მიმართ
დ) მიმდებარე ზონაშია შესაძლებელია სხვა ქვეყნის გემის მიერ საზღვაო კვლევის
ჩატარება
42. ცხელ კვალზე დევნა ხორციელდება:
ა) შეუჩერებლად, სანამ გემი არ შევა თავისი ან სხვა ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში.
ბ) მხოლოდ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და ღია ზღვაში
გ) ტერიტორილ ზღვაში
დ) მიმდებარე ზონის გარდა ყველა საზღვაო ზონაში
43. რა არის დელიმიტაცია:
ა) დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული
ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის გამყოფი ხაზის დადგენა
შეთანხმების საფუძველზე;
ბ) მიმდებარე ზონების გაყოფა
გ) დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან
კონტინენტური შელფის გაყოფა
დ) საწყისი ხაზების დადგენა
44. საზღვაო ზონებში სამართალდამცავ ფუნქციებს ასრულებს გემი, რომელიც:
ა) არის სამხედრო ან სახელწმიფო სამსახურში და შესაბამისად არის აღნიშნული
ბ) დაცურავ სახელწმიფოს დროშის ქვეშ
გ) არის ტექნიკურად წესრიგში
დ) არის სახელმწიფო საკუთრება
45. რომელია მცდარი მოსაზრება:
ა) ღია ზღვის ფსკერი ეკუთვნის მხოლოდ ახლოს მდგომ სანაპირო ქვეყნებს
ბ) ღია ზღვის ფსკერი არ ექვემდებარება არცერთი ქვყენის იურისდიქციას
გ) ღია ზღვის ფსკერი არის კაცობრიობის ერთობლივი მემკვიდრეობა
დ) ღია ზღვის ფსკერის რესურსები ეკუთვნის ყველა ქვეყანას
46. რომელია სწორი მოსაზრება:
ა) ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს რომ მისი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე
დასაქმებულია კომპეტენტური და კვალიფიცირებული მეზღვაურები
ბ) ყველა გემი ექვემდებარება რეგისტრაციას როდესაც სხვა ქვეყნის ტერიტორიულ
ზღვაში შედის
გ) ღია გემების რეგისტრის ქონა აკრძალულია UNCLOS-ით
დ) უცხო ქვეყნის შიდა წყლებში შესაძლებელია ცხელ კვალზე დევნის გაგრძელება
47. დახურული გემების რეგისტრი (closed registry):
ა) რეგისტრში რეგისტრირდება იმავე ქვეყანაში მობინადრე გემთმფლობელის გემები
ბ) რეგისტრში რეგისტრირდება მხოლოდ სამგზავრო გემები
გ) რეგისტრში რეგისტრირდება მხოლოდ იმავე ქვეყანაში აშენებული გემები
დ) რეგისტრში რეგისტრირდება მხოლოდ სატვირთო გემები
48. ღია გემების რეგისტრი (open registry/flag of convenience):
ა) რეგისტრში შესაძლებელია სხვა ქვეყანაში მობინადრე გემთმფლობელის გემების
დარეგისტრირება ბ) რეგისტრში რეგისტრირდება იმავე ქვეყანაში მობინადრე
გემთმფლობელის გემები
გ) რეგისტრირდება მხოლოდ ნავთობ და თხევადი აირმზიდი ტანკერები
დ) რეგისტრირდება მხოლოდ საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების
დარეგისტრირება
49. რა უფლებები გააჩნია სანაპირო სახელმწიფოს მიმდებარე ზონაში?
ა) მიზნობრივი დანიშნულების ისეთი იურისდიქციული უფლებები, როგორებიცაა
საბაჟო, ფინანსური, საიმიგრაციო, სანიტარული;
ბ) სრული იურისდიქცია ვრცელდება მიმდებარე ზონაში;
გ) მხოლოდ თევზჭერასთან და რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული
იურისდიქციული უფლებები;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
50. სანაპირო სახელმწიფოს რა უფლებები გააჩნია ტერიტორიულ ზღვასთან
მიმართებაში?
ა) ტერიტორიულ ზღვაზე ვრცელდება სანაპირო სახელმწიფოს სრული იურისდიქცია
და სუვერენიტეტი, მშივოდბიანი გავლის უფლების პატივისცემის პირობით;
ბ) მიზნობრივი დანიშნულების ისეთი იურისდიქციული უფლებები, როგორებიცაა
საბაჟო, ფინანსური, საიმიგრაციო, სანიტარული;
გ) მხოლოდ თევზჭერასთან და რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული
იურისდიქციული უფლებები;
დ) ყველა პასუხი სწორია.
51. რა წესებს და კანონებს ემორჩილებიან მეზღვაურები გემზე ყოფნისას, როდესაც გემი
იმყოფება სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში?
ა) როგორც დროშის, ისე ნავსადგურის სახელმწიფოს კანონმდებლობას;
ბ) ნავსადგურის სახელმწიფოს კანონმდებლობას;
გ) საერთაშორისო კანონმდებლობას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
52. რომელი საერთაშორისო შეთანხმებით რეგულირდება საზღვაო სამართალთან
დაკავშირებული საკითხები?
ა) საერთაშორისო საზღვაო სამართლის 1982 წლის კონვენცია (UNCLOS);
ბ) სატვირთო მარკის შესახებ 1966 წლის კონვენცია (Load Lines Convention 1966);
გ) ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ 1974 წლის კონვენცია (SOLAS 74);
დ) ათენის კონვენცია;
53. რა განსხვავებაა ღია და დახურულ დროშებს შორის?
ა) ღია დროშის ქვეშ ნებისმიერი ეროვნების გემთმფლობელს შეუძლია
დაარეგისტრიროს გემი, დახურულში მხოლოდ დროშის სახელმწიფოს მოქალაქეს;
ბ) ღია დროშაში მაღალი ტექნიკური სტანდარტებია, დახურულში დაბალი და
საფრთხის შემცველი;
გ) განსხვავდება მხოლოდ ტექნიკური აგებულების მიმართ წაყენებული
სტანდარტების შესაბამისად;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
54. რას ითვალისწინებს ღია ზღვის რეჟიმი?
ა. ნაოსნობის თავისუფლებას
ბ. ზღვის ფსკერის დამუშავების უფლებას
გ. გეოლოგიური სამუშაოების უფლებას
დ. საფრენი აპარატების თავისუფლად ფრენას
55. უცხო ქვეყნის პორტში მდგომი საქართველოს დროშით მცურავი გემის ბორტზე
მომხდარი დანაშაული რომელი კანონმდებლობით განიხილება?
ა. როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაული საქართველოს
კანონმდებლობით
ბ. როგორც საერთაშორისო ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაული, საერთაშორისო
კანონმდებლობით
გ. იმ ქვეყნის კანონმდებლობით ვის პორტში იმყოფება გემი
დ. საერთაშორისო კანონმდებლობით;
56. ღია ზღვაში გემზე ვისი იურისდიქცია ვრცელდება
ა. იმ სახელმწიფოს ვისი დროშის ქვეშ ცურავს გემი;
ბ. ნებისმიერი სახელმწიფოს, ვინც განახორციელებს სამართალწარმოებას;
გ. სანაპირო სახელმწიფოს
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი;
57. სანაპირო სახელმწიფო თავის ტერიტორიულ ზღვაზე როგორ სუვერენიტეტს
ახორციელებს?
ა. სრულ სუვერენიტეტს;
ბ. შეზღუდულ სუვერენიტეტს
გ. ახორციელებს მხოლოდ საერთაშორისო მოთხოვნებს
დ. ახორციელებს მხოლოდ ნაციონალურ მოთხოვნებს
58. პორტი როგორც სახელმწიფო ტერიტორია, ვისი სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება;
ა. პორტის სახელმწიფოს
ბ. გემის დროშის სახელმწიფოს
გ. პორტის მფლობელი ორგანიზაციის
დ. ყველა პასუხი სწორია
59. ღია ზღვაში სამხედრო გემს რა შემთხვევაში შეუძლია გააჩეროს კომერციული გემი
ა. გემი ეწევა მეკობრეობას;
ბ. გემი არღვევს ნავიგაციის წესებს
გ. გემის ეკიპაჟს არ აქვთ პირადობის საბუთები
დ. თუ გემი მიდის არასწორი კურსით
60. საქართველოს საზღვაო კოდექსის მოთხოვნები რომელ გემებზე არ ვრცელდება?
ა. სამხედრო გემებზე;
ბ. კომერციულ გემებზე;
გ. ატომურ გემებზე;
დ. ყველა პასუხი არასწორია;
61. საქართველოს საზღვაო კოდექსის მოთხოვნებით გემს სახელმწიფო დროშით ცურვის
უფლება რა პროცედურის შემდეგ ეძლევა?
ა. გემების სახელმწიფო რეესტრში გატარების შემდეგ
ბ. დროშის საფასურის გადახდის შემდეგ
გ. გემის ტექნიკური მდგომარეობის განხილვის შემდეგ
დ. განცხადების შეტანის შემდეგ
62. ღია ზღვაში, გემზე მყოფ პირებზე, მათ ქონებაზე რომელი კანონი მოქმედებებს?
ა. დროშის სახელმწიფოს
ბ. იმ ქვეყნის ვისი მოქალაქეები არიან
გ. საერთაშორისო
დ. საერთაშორისო კერძო საზღვაო სამართლის
63. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის რეჟიმი სანაპირო სახელმწიფოებს რა
საკითხებზე ანიჭებს უფლებებს?
ა. თევზჭერის
ბ. განსაკუთრებული ზონის წიაღზე, რესურსებზე
გ. უცხო ქვეყნის გემებს ცურვის რეჟიმზე
დ. წიაღის დამუშავებას
64. ტერიტორიულ წყლებში უცხო ქვეყნის მშვიდობიანი გავლა რა შემთხვევაში შეიძლება
სახელმწიფომ შეაჩეროს?
ა. თუ ტერიტორიულ წყლებში გამავალი გემი უნებართვოდ იღებს ბორტზე ტვირთს
ბ. თუ გემი არ არის ტექნიკურად გამართული
გ. თუ გემი არ არის სრულად ეკიპაჟით დაკომპლექტებული
დ. თუ გემს არ აქვს მოსახმობი ნიშანი
65. რას ნიშნავს გემის მიმართ სახელმწიფოს იურისდიქცია?
ა. რომ გემი ემორჩილება დროშის სახელმწიფოს მთლიან საკანონმდებლო
იურისდიქციას.
ბ. რომ გემი ემორჩილება მხოლოდ ადმინისტრაციულ იურისდიქციას;
გ. რომ გემი ემორჩილება მხოლოდ სასამართლოს იურისდიქციას;
დ. რომ გემი ემორჩილება საერთაშორისო იურისდიქციას;
66. შრომითი ურთიერთობები საზღვაო ტრანსპორტზე რეგულირდება:
ა. სამოქალაქო სამართლის ნორმებით;
ბ. სისხლის სამართლის ნორმებით;
გ. ადმინისტრაციული სამართლის ნორმებით;
დ. საერთაშორისო სამართლის ნორმებით;
67. სანაპირო სახელმწიფომ მის ტერიტორიულ წყლებში ზღვის დაბინძურებაში
ეჭვმიტანილი გემი რა მიზნით შეიძება დააკავოს?
ა) აწარმოოს მოკვლევა;
ბ) გაარკვიოს MARPOL – 73/78 -ის თანახმად აღჭურვილობის სახეები;
გ) დათვალიერების მიზნით;
დ) აუკრძალოს ნაოსნობა;
68. რა სახის ადმინსიტრაციული ზომები შეიძლება გამოყენებული იყოს გემის მიმართ
ა) დაპატიმრება;
ბ) ცურვის უფლების ჩამორთმევა;
გ) ყადაღის დადება;
დ) ცურვის კურსის შეცვლა;
69. რა მომენტიდან მიეცემა გემს დროშის ტარების უფლება?
ა) რეგისტრაციის შემდეგ;
ბ) დაკავებიდან განთავისუფლების შემდეგ;
გ) დაპატიმრებიდან განთავისუფლების შემდეგ;
დ) ყადაღის გადახდის შემდეგ;
70. როდესაც საუბარია გემის კანონიერ მფლობელზე (გემთმფლობელზე)
სამართლებრივად რა იგულისხმება?
ა) გემთმფლობელს აქვს განკარგვის უფელბა;
ბ) გემთმფლობელს აქვს მხოლოდ მოხმარების უფლება;
გ) მან გემი აიღო არენდაში;
დ) გემთმფლობელს არ აქვს განკარგვის უფლება;
71. გემების სამართლებრივი მდგომარეობა უცხო ქვეყნის პორტებში რითი გამოიხატება?
ა) დროშის იურისდიქციით;
ბ) პორტის სტატუსით;
გ) გემთმფლობელის სტატუსით;
დ)საერთაშრისო ნორმებით;
72. განმარტეთ შიდა წყლები რას მოიცავს;
ა. სახელმწიფოს შიდა წყლებს მიეკუთვნება სახელმწიფოს საზღვრებში მთლიანად
მოქცეული ზღვები, ტბები, მდინარეები, აგრეთვე საერთაშორისო ზღვების ის ნაწილი,
რომელიც ამ სახელმწიფოს საწყისი ხაზების შიგნით (ხმელეთისკენ) არის
განლაგებული;
ბ) სახელმწიფოს შიდა წყლებს მიეკუთვნება საწყისი ხაზებიდან 24 საზღვაო მილით
მოშორებული წყლები;
გ) სახელმწიფოს შიდა წყლებს მიეკუთვნება საწყისი ხაზებიდან 12 საზღვაო მილით
მოშორებული წყლები;
დ) სახელმწიფოს შიდა წყლებს მიეკუთვნება სახელმწიფოს საზღვრებში მთლიანად
მოქცეული ზღვები, ტბები, მდინარეები, აგრეთვე საერთაშორისო ზღვების ის ნაწილი,
რომელიც ამ სახელმწიფოს საწყისი ხაზების გარეთ (ხმელეთიდან) არის
განლაგებული;
73. განმარტეთ ტერიტორიული ზღვის არსი;
ა) ტერიტორიული ზღვა წყლები არის სანაპიროს მიმდებარე ზოლი ზღვაში, რომლის
სიგანე 12 საზღვაო მილს არ აღემატება (აითვლება საწყისი ხაზებიდან).
ბ) ტერიტორიული ზღვა წყლები არის სანაპიროს მიმდებარე ზოლი ზღვაში, რომლის
სიგანე 24 საზღვაო მილს არ აღემატება (აითვლება საწყისი ხაზებიდან).
გ) ტერიტორიული ზღვა წყლები არის სანაპიროს მიმდებარე ზოლი ზღვაში, რომლის
სიგანე 50 საზღვაო მილს არ აღემატება (აითვლება საწყისი ხაზებიდან).
დ) ტერიტორიული ზღვა წყლები არის სანაპიროს მიმდებარე ზოლი ზღვაში, რომლის
სიგანე 200 საზღვაო მილს არ აღემატება (აითვლება საწყისი ხაზებიდან).
74. რას ნიშნავს სუვერენიტეტი:
ა) ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა წესი და კანონი თავად ამ სახელმწიფოს მიერ
წესდება;
ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა წესი და კანონი საერთაშორისო
ორგანიზაციის მიერ წესდება;
გ) ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა წესი და კანონი წესდება სახელმწიფოსა და
მის მეზობელ სახელმწიოფებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
75. გემის მშვიდობიანი გავლისას გავლა არის სწრაფი, უწყვეტი და გეზის შეუცვლელი. რა
შემთხვევაში შეიძლება ამ წესის დარღვევა?
ა) შეჩერება და ღუზის ჩამოშვება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნავიგაციისათვის
აუცილებელია, აგრეთვე ფორსაჟორულ სიტუაციაში, ან გასაჭირში მყოფი პირის, გემის
ან თვითმფრინავის დასახმარებლად;
ბ) წესისგან ნებისმიერი გადახვევა ჩაითვლება მშვიდობიანი გავლის უფლების
დარღვევით;
გ) მშვიდობიანი გავლის უფლება არ ითვალისწინებს სწრაფი, უწყვეტი და გეზის
შეუცვლელ ნაოსნობას;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
76. მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობისას ნებისმიერ გემს შეუძლია
განახორციელოს თევზჭერა თუ:
ა) მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობისას გემს არ შეუძლია განახორციელოს
თევზჭერა;
ბ) მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობისას გემს შეუძლია განახორციელოს
თევზჭერა სანაპირო სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობისას გემს შეუძლია განახორციელოს
თევზჭერა სანაპირო სახელმწიფოს მიერ ლიცენზიების და ნებართვების სესახებ
კანონმდებლობით გაცემული ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
77. განმარტეთ მიმდებარე ზონის არსი
ა) მიმდებარე ზონა არის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს ტერიტორიულ ზღვას
და რომლის გარე საზღვარი 24 საზღვაო მილით არის დაშორებული იმ საწყისი
ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.
ბ) მიმდებარე ზონა არის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს ტერიტორიულ ზღვას
და რომლის გარე საზღვარი 12 საზღვაო მილით არის დაშორებული იმ საწყისი
ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.
გ) მიმდებარე ზონა არის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს ტერიტორიულ ზღვას
და რომლის გარე საზღვარი 20 საზღვაო მილით არის დაშორებული იმ საწყისი
ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.
დ) მიმდებარე ზონა არის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს ტერიტორიულ ზღვას
და რომლის გარე საზღვარი 50 საზღვაო მილით არის დაშორებული იმ საწყისი
ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.
78. განმარტეთ კონტინენტური შელფის არსი:
ა) კონტინენტური შელფი არის ზღვის ფსკერი და მისი წიაღისეული, კონტინენტის
კიდის სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების ჩათვლით, რომელიც
ვრცელდება ტერიტორიული ზღვის გარე საზღვრებიდან სხვა ქვეყნების
კონტინტენტური შელფის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ
საზღვრებამდე.
ბ) კონტინენტური შელფი არის ზღვის ფსკერი და მისი წიაღისეული, კონტინენტის
კიდის სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების ჩათვლით, რომელიც
ვრცელდება ტერიტორიული ზღვის გარე საზღვრებიდან სხვა ქვეყნების
კონტინტენტური შელფის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ
საზღვრებამდე. ასევე საზღვაო სივრცე 200 საზღვაო მილზე და აღნიშნული საზღვაო
სივრცის ზემოთ მდებარე საჰაერო სივრცე.
გ) კონტინენტური შელფის განმარტება და არსებობა დამოკიდებული სახელმწიფოს
ნებაზე, და მის განცხადებაზე კომპეტენტურ საერტაშორისო ორგანიზაციაში.
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
79. განმარტეთ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის არსი
ა) სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ტერიტორიული ზღვის გარეთ და
მის მიმდებარედ, საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილით დაშორებულ ხაზამდე
განთავსებული ზღვის სივრცის მის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონად
გამოცხადება.
ბ) სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ტერიტორიული ზღვის გარეთ და
მის მიმდებარედ, საწყისი ხაზებიდან 150 საზღვაო მილით დაშორებულ ხაზამდე
განთავსებული ზღვის სივრცის მის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონად
გამოცხადება.
გ) სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ტერიტორიული ზღვის გარეთ და
მის მიმდებარედ, საწყისი ხაზებიდან 500 საზღვაო მილით დაშორებულ ხაზამდე
განთავსებული ზღვის სივრცის მის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონად
გამოცხადება.
დ) სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ტერიტორიული ზღვის გარეთ და
მის მიმდებარედ, საწყისი ხაზებიდან 100 საზღვაო მილით დაშორებულ ხაზამდე
განთავსებული ზღვის სივრცის მის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონად
გამოცხადება.
80. განმარტეთ ღია ზღვის არსი
ა) ღია ზღვა არის ზღვის ნაწილი, სადაც არ ვრცელდება არც ერთი სახელმწიფოს
სუვერენიტეტი;
ბ) ღია ზღვა არის სივრცე, სადაც ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო
ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფოების სუვერენიტეტი;
გ) საერთაშორისო კანონმდებლობა, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობა არ
იცნობს ღია ზღვის ცნებას;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
81. განმარტეთ საქართველოს შიდა წყლები რას მოიცავს
ა) საქართველოს ნავსადგურების შიდა აკვატორიას, ნავსადგურის შესასვლელი
ჰიდროტექნიკური ნაგებობების უკიდურესი წერტილების შემაერთებელი საწყისი
ხაზებიდან ნაპირის მიმართულებით. ზღვის ნაწილს, რომელიც მოქცეულია სანაპირო
ზოლსა და იმ საწყის ხაზებს შორის, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის
სიგანე.
ბ) საქართველოს შიდა წყლები მოიცავს მხოლოს ტბებსა და მდინარეებს, რომლებსაც
არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე;
გ) საქართველოს ნავსადგურების შიდა აკვატორიას, ნავსადგურის შესასვლელი
ჰიდროტექნიკური ნაგებობების უკიდურესი წერტილების შემაერთებელი საწყისი
ხაზებიდან ღია ზღვის მიმართულებით, მაგრამ არაუმეტეს 12 საზღვაო მილისა.
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
82. რომელი კანონი უკეთებს რეგლამენტირებას საქართველოს საზღვაო სივრცეებს:
ა) „საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „საზღვაო კოდექსი“
გ) „ნავსადგურის წესები“
დ) „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
83. რა წესებს (რითაც რეგლამენტირებულია ნაოსნობა) უნდა დაემორჩილონ უცხო
ქვეყნის გემები პორტში შესვლისას:
ა) ნავსადგურის წესებს, რომლებიც მიღებული სანაპირო სახელმწიფოს მიერ;
ბ) დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობას, რომლის ქვეშაც დაცურავს გემი;
გ) უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემები ემორჩილებიან მხოლოდ
საერთაშორისო კანონმდებლობას ნავსადგურში შესვლილას.
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
84. განმარტეთ რას გულისხმობს ტერიტორიულ წყლებში ტრანზიტული გავლა:
ა) ტრანზიტული გავლა ეხება სრუტეებს, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო
ნაოსნობისათვის ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ერთ ნაწილსა
და ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მეორე ნაწილს შორის.
ბ) ტრანზიტული გავლა ეხება სრუტეებს, რომლებიც გამოიყენება სანაპირო
ნაოსნობისათვის ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ერთ ნაწილსა
და ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მეორე ნაწილს შორის.
გ) ტრანზიტული გავლა ეხება სრუტეებს, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო
ნაოსნობისათვის ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის
ერთ ნაწილსა და ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მეორე ნაწილს
შორის.
დ) ტრანზიტული გავლა ეხება მხოლოდ სანაპირო სახელმწიფოს შიდა წყლებს, და
სანაპირო სახელმწიფოს მიერ შიდა წყლებში მოძრაობის გამყოფებს.
85. ზღვისპირა სახელმწიფო კონტინენტურ შელფზე რა სახის უფლებებს ახორციელებს:
ა) ახორციელებს სუვერენულ უფლებებს მისი დაზვერვისა და ისეთი ბუნებრივი
რესურსების მოპოვების მიზნით, როგორიცაა ენერგეტიკული, მინერალური და სხვა
არაცოცხალი, აგრეთვე მჯდომარე სახეობებს მიკუთვნებული ცოცხალი ორგანიზმები
(კიბორჩხალები, კიბოსნაირები, ზღვის ღრუბლები და სხვა), რომლებიც მათი რეწვის
პერიოდში უძრავად იმყოფებიან ზღვის ფსკერზე ან მის ქვეშ, ან ზღვის ფსკერთან ან
მის წიაღთან მჭიდრო ფიზიკური კავშირის გარეშე გადაადგილება არ შეუძლიათ.
ბ) ახორციელებს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებულ
სუვერენულ უფლებებს;
გ) ახორციელებს თევზჭერის რეგულირებას;
დ) სახელმწიფო საკუთარ კონტინენტურ შელფზე ახორციელებს სრულ
სუვერენიტეტს.
86. როდესაც სახელმწიფოებს წარმოექმნება დავა კონვენციის ამა თუ იმ მუხლებთან
დაკავშრებით, რომელ ორგანიზაციებს შეიძლება მათ მიმართონ:
ა) საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს (ITLOS)
ბ) საერთაეშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO)
გ) ტრანსპორტის სფეროს მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციას (ITF)
დ) სახელმწიფოები, შეთანხმების შესაბამისად მიმართავენ რომელიმე სახელმწიფოს
სასამართლოს.
87. რით განისაზღვრება გემის ნაციონალობა?
ა) გემის დროშით;
ბ) IMO ნომრით;
გ) გემის კლასით;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი;
88. განმარტეთ დროშის სახელმწიფწიფო:
ა) სახელმწიფო, რომლის დროშითაც დაცურავს გემი და რომლის გემების სახელმწიფო
რეესტრშიც არის ეს გემი რეგისტრირებული;
ბ) სახელმწიფო, რომლის ტერიტორიულ წყლებშიც ახორციელებს გემი ნაოსნობას;
გ) სახელმწიფო ან სახელმწიფოები რომლებიც ახდენენ გემის ტექნიკური
დათვალიერების უზრუნველყოფას საერთაშორისო კანონმდებლობისა და
საკლასიფიკაციო საზოგადოებების მოთხოვნის საფუძველზე;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
89. გემის დაპატიმრება ხორციელდება:
ა) მხოლოდ საზღვაო სარჩელის უზრუნველსაყოფად;
ბ) ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე;
გ) მხოლოდ გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის
ასანაზღაურებლად;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი;
90. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას უფლება აქვს:
ა) ზღვაზე გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ისარგებლოს ტრანზიტის
თავისუფლებით ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;
ბ) ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები არ სარგებლობენ არანაირი უფლებებით
სანაპირო სახელმწიფოებთან მიმართებაში;
გ) ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს შეუძლია შეუზღუდავად,
ყოველგვარი თანხმობის გარეშე აწარმოოს სანაპირო სახელმწიფოს მიმდებარე
ეკონომიკურ ზონაში თევზჭერა და დააწესოს ლიმიტები.
დ) ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები სარგებლობენ იგივე სუვერენული
უფლებებით კონტინენტურ შელფზე, რომლებიც გააჩნიათ სანაპირო სახელმწიფოებს.
91. რა შემთხვევაში შეუძლია გემს ერთდროულად ქონდეს ორი დროშა?
ა) გემს ერთდროულად არ შეიძლება ქონდეს ერთზე მეტი დროშა;
ბ) გემს შეუძლია ორი დროშა ქონდეს თუ არსებობს შეთანხმება ორივე დროში
სახელმწიფოს შორის;
გ) გემს აქვს ორი დროშა ერთდროულად, თუ ის გაივლის დროებით რეგისტრაციას, და
შესაბამისად ორივე დროშის სახელმწიფოს იურისდიქცია ვრცელდება გემზე.
დ) გემები არ არიან შეზღუდული და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ ამ
უფლებამოსილებით, და ერთდორულად ორი დროშის ქვეშ განახორციელონ
ნაოსნობა.
92. რა არის არქიპელაგი?
ა) არქიპელაგი ნიშნავს კუნძულების ჯგუფს, კუნძულების ნაწილების ჩათვლით, მათ
შემაერთებელ წყლებს და სხვა ბუნებრივ წარმონაქმნებს, რომლებიც იმდენად
მჭიდროდ არიან ურთიერთდაკავშირებულნი, რომ ამგვარი კუნძულები, წყლები და
სხვა ბუნებრივი წარმონაქმნები ქმნიან ერთიან გეოგრაფიულ, ეკონომიკურ და
პოლიტიკურ ერთეულს, ან ისტორიულად ითვლება ასეთად.
ბ) არქიპელაგი ნიშნავს კუნძულების ჯგუფს, კუნძულების ნაწილების ჩათვლით, ასევე
ხელოვნურ კუნძულებს, მათ შემაერთებელ წყლებს და სხვა ბუნებრივ წარმონაქმნებს,
რომლებიც იმდენად მჭიდროდ არიან ურთიერთდაკავშირებულნი, რომ ამგვარი
კუნძულები, წყლები და სხვა ბუნებრივი წარმონაქმნები ქმნიან ერთიან გეოგრაფიულ,
ეკონომიკურ და პოლიტიკურ ერთეულს, ან ისტორიულად ითვლება ასეთად.
გ) არქიპელაგი ნიშნავს კუნძულების ჯგუფს, კუნძულების ნაწილების ჩათვლით, მათ
შემაერთებელ წყლებს და სხვა ბუნებრივ წარმონაქმნებს,ამ ნაწილებსი
ურთიერთკავშირი არ არის სავალდებულო, რათა კუნძულების ჯგუფს მიენიჭოს
არქიპელაგის სტატუსი,
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
93. რა არის არქიპელაგური სახელმწიფო?
ა) არქიპელაგური სახელმწიფო ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც შედგება მთლიანად
ერთი ან რამდენიმე არქიპელაგისგან და შეიძლება მოიცავდეს სხვა კუნძულებს.
ბ) არქიპელაგური სახელმწიფო ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც შედგება მთლიანად
კუნძულებისგან ან ესაძრვრება ერთი კუნძული მაინც.
გ) არქიპელაგური სახელმწიფო ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც შედგება
ერთდროულად კონტინენტური ხმელეთისგან და ესაძრვრება ერთი კუნძული მაინც.
დ) არქიპელაგური სახელმწიფოს ტერმინი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ
გეოგრაფიული მცნება არქიპელაგი.
94. რა არის არქიპელაგური წყლები?
ა) არქიპელაგური წყლები არის აქრიპელაგის საწყის ხაზებს შორის მოქცეული წყლები,
მიუხედავად მათი სიღრმისა ან ნაპირიდან დაშორებისა;
ბ) არქიპელაგური წყლები არის არქიპელაგური სახელმწიფოს შიდა წყლები;
გ) არქიპელაგური წყლები არის საწყისი ხაზებიდან 12 საზღვაო მილით დაშორებული
წყლები, არქიპელაგური სახელმწიფოს ტერიტორიული წყლები.
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
95. ღია ზღვაზე სუვერენიტეტის მოთხოვნის საფუძვლებია:
ა) არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება თავის სუვერენიტეტს დაუქვემდებაროს ღია
ზღვის რომელიმე ნაწილი;
ბ) სახელმწიფოს აქვს უფლება თავის სუვერენიტეტს დაუქვემდებაროს ღია ზღვის
რომელიმე ნაწილი, თუ ეს აუცილებელია უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად;
გ) სახელმწიფოს აქვს უფლება თავის სუვერენიტეტს დაუქვემდებაროს ღია ზღვის
რომელიმე ნაწილი, თუ ისტორიულად მას ეს უფლებები ქონდა და ამის შესახებ
განაცხადებს კოპმეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციაში;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
96. რა ტიპის გემები სარგებლობენ სრული იმუნიტეტით ღია ზღვებში?
ა) სამხედრო გემები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არაკომერციული
დანიშნულების გემები, ამ გემებზე ვრცელდება მხოლოდ დროშის სახელმწიფოს
იურისდიქცია;
ბ) ღია ზღვაში ნებისმიერი გემი სარგებლოს სრული იმუნიტეტით და მათზე
ვრცელდება მხოლოდ დროშის სახელმწიფოს იურისდიქცია;
გ) ღია ზღვაში ნებისმიერი დროში ქვეშ მცურავმა გემმა შეიძლება გაავრცელოს
საკუთარი იურისდიქცია ნებისმიერი ტიპის გემის მიმართ, თუ აშკარაა მეკობრებოს
საფრთხე;
დ) ღია ზღვაში სრული იმუნიტეტი არ გააჩნია არანაირი ტიპის გემს.
97. წყალქვეშა კაბელების და მილსადენების გაყვანის უფლება:
ა) აქვს ყველა სახელმწიფოს როგორც საკუთარ კონტინეტურ შელფზე, ასევე
კონტინენტურ შელფს მიღმა, ღია ზღვის ფსკერზე;
ბ) აქვს ყველა სახელმწიფოს, მხოლოდ საკუთარ კონტინენტურ შელფზე;
გ) აქვს ყველა სახელმწიფოს, თუ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება სანაპირო
სახელმწიფოებთან მათ გაყვანაზე თანხმობის სესახებ;
დ) აკრძალულია ღია ზღვებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნაოსნობის
უსაფრთხოება.
98. სად ხორციელდება სალოცმანო გაცილება?
ა) გემის სალოცმანო გაცილება ხორციელდება ნავსადგურის მისასვლელებთან და
ნავსადგურის აკვატორიაში, ნაოსნობის უსაფრთხოების, საზღვაო ინციდენტების
თავიდან აცილებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
ბ) გემის სალოცმანო გაცილება ხორციელდება ტერიტორიულ წყლებში და
ნავსადგურის აკვატორიას მიღმა, ნაოსნობის უსაფრთხოების, საზღვაო ინციდენტების
თავიდან აცილებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
გ) სალოცმანო გაცილება ხორცილედება მხოლოს ნავსადგურის წყლებში,
ნავმისადგომებზე უსაფრთო მიდგომის მიზნით, ნაოსნობის უსაფრთხოების, საზღვაო
ინციდენტების თავიდან აცილებისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად;
დ) სალოცმანო გაცილება არის სავალდებულო სანაპირო სახელმწიფოს მოთხოვნის
სესაბამისად, და სავალდებულო სალოცმანო გაცილება სანაპირო სახელმწიფოს მიერ
შეიძლება დააწესოს ზღვის ნებისმიერ მონაკვეთში.
99. რა შემთხვევაში ხდება ბუქსირზიდვა სავალდებულო?
ა) ბუქსირზიდვის ხელშეკრულება არის კერძოსამართლებრივი და იგი არ ატარებს
სავალდებულო ხასიათს;
ბ) ბუქსირზიდვა სავალდებულოა ყველა იმ მონაკვეთზე, სადაც სავალდებულოა
სალოცმანო გაცილება;
გ) ბუქსირზიდვა სავალდებულოა მხოლოდ განსაკუთრებულ რაიონებში, თუ
საფრთხე ექმნება ნაოსნობის უსაფრთხოებას;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
100. რა არის Safe Manning Document?
ა) ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპექტების დოკუმენტი;
ბ) ეკიპაჟის სავალდებულო სერტიფიკატების ნუსხა;
გ) გემის სერტიფიკატების ნუსხა;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
101. რა განსხვავებაა ნავსადგურის ტერიტორიასა და ნავსადგურის აკვატორიას
შორის?
ა) საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია მოიცავს მისთვის გამოყოფილ სახმელეთო
ტერიტორიას, ხოლო ნავსადგურის აკვატორია – ნავსადგურისათვის გამოყოფილ
ზღვის სივრცეს;
ბ) ნავსადგურის ტერიტორია შედგება საზღვაო აკვატორიისაგან ჰიდროტექნიკური
ნაგებობებისაგან, მაშინ როცა ნავსადგურის აკვატორია მოიცავს მხოლოდ
ნავსადგურისათვის გამოყოფილ ზღვის სივრცეს;
გ) ნავსადგურის ტერიტორიასა და ნავსადგურის აკვატორიას სორის არ არის
განსხვავება;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

You might also like