You are on page 1of 6

ქართული ენის კონსონანტიზმი

როგორც წესი ყოველი სამეტყველო ბგერა იწარმოება ჰაერნაკადით, ამოსუნთქვის


გზით. ამ მოვლენას ეძახიან სუნთქვიერ წარმოებას. მაგრამ ენაში არის ისეთი თანხმოვნებიც,
რომელნიც იწარმოებიან ყელხშვით, სახმო სიმების დაკეტილობისას. მასასადამე, იმ ჰაერით,
რაც ზესადგამ მილშია. ქართულში უსუნთქველი თანხმოვნებია: პ,ტ,წ,ჭ,კ,ყ ხშულები. ასეთი
ბგერები აქვს კავკასიურ ენებს და სომხურს. ამიტომაც მათ ,,კავკასიურ ხშულებს’’ უწოდებენ.
უსუნთქველ თანხმოვნებს ეძახიან ყელხშულ თანხმოვნებს და აბრუპტივებს. აბრუპტივია
ასევე ის ბგერა, რომლის წარმოთქმა ხდება ხშვა-სკდომით. ასეთია მაგალითად მეგრული Ï
სიტყვაში Ïუდე.
ზოგჯერ სახმო სიმები იმდენად უახლოვდებიან ერთმანეთს, რომ ამომდინარე
ჰაერნაკადი წარმოქმნის ჩქამს, მას ასპირაციას ეძახიან. ასეთია ქართული _ ჰ. ქართულ
თანხმოვანთა სისტემაში ჰ წარმოადგენს მე-5 დეფექტურ ქყვილეულს. ასპირაცია
ჩვეულებრივ ყრუა, მაგრამ ზოგიერთ ენაში შეიძლება მჟღერიც იყოს. მაგ. რუსული г
სიტყვაში _ гора. ქართული ჰ გვაქვს სიტყვაში ჰაერი, გერმანულ ჰაუს’ში, ინგლისურ ჰაუსე’ში.
ამ სამი ჰ’აესაგან ყველაზე სუსტი ქართული ჰ’აეა, ყველაზე ძლიერი ინგლისური, იგი
თითქმის ქართულ ხ’ს უტოლდება.
არსებითად ასპირატებია (ფშვინვიერები) F, ს,შ,ხ, რადგანაც ფშვინვის ჩქამი თან ახლავს
მათ წარმოთქმას, მაგრამ ასპირატთა სახელით ცნობილია მარტო ხშული თანხმოვნები.
ქართული ფ,თ,ქ,ც,ჩ,ქ,Ã ტიპირი ასპირატებია. ფშვინვის მეტ-ნაკლებობას ადვილად
იგრძნობს დამკვირვებელი, თუ მათი წარმოთქმისას ხელის ზურგს პირთან მიიტანს.
მკვეთრები (აბრუპტივები) ქართველურ და კავკასიურ ენებში შესაბამის მჟღერებთან და
ფშვინვიერებთან ერთად ქმნის სამეულებრივ სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ენებში
ჰომორგანული ხშულები სამ-სამია: მჟღერი, ყრუ მკვეთრი, ყრუ ფშვინვიერი.
იმ ენებში, სადაც აბრუპტივები არაა, ხშულთა სისტემა ჩვეულებრივ
წყვილეულებრივია, ასეთია რუსულ, გერმანულ, ინგლისურ ენებში. მაგ. ქართული ბ,პ,ფ’ს
შესატყვისი რუსულში არის б.п. დ,ტ,თ’ს შესატყვისი არის д.т. ქართულ აქვს ხშულ
თანხმოვანთა ხუთი სრული სამეული: 1. ბ,პ,ფ; 2. დ,ტ,თ; 3. ძ,წ,ც; 4. ჯ,ჭ,ჩ; 5. გ,კ,ქ.
ხშულთა მეექვსე სამეულისაგან სალიტერატურო ქართულს შერჩა მხოლოდ ყ. ეს რომ
ასეა, ისიც ადასტურებს, რომ დიალექტებში დღემდე შემორჩა Ã ბგერა (ხევს. Ãევი, Ãმალი,
ფერÃი... შავშ. ბაÃალა, Ãელი...), ასვეა ზანურში. რაც შეეხება სვანურს, აღმოჩნდა, რომ
სვანურში ხშულთა მეექვსე სამეული არულია. ქართულ მეექვსე სამეულს აკლია მჟღერი
ხშული. იგი უნდა ყოფილიყო იმავე ადგილმდებარეობის, რაც Ã და ყ. გ. ახვლედიანი
ერთგან აღნიშნავს, რომ მას საშუალება ჰქონდა ენაჩლუნგი ბავშვისაგან მოესმინა ეს ბგერა და
აღნიშნავს, რომ იგი იყო ფარინგალური, მჟღერი, ხშული Ọ, ამით ივსება ქართულ ხშულთა
მეექვსე სამეული. როგორც ჩანს, ეს ბგერა ქართულმა დაკარგა დამწერლობამდელ პერიოდში,
ნაშთის სახით იგი შემორცა სვანურს (გ. ახვლედიანი).
გ. ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი კავკასიური ენისათვის დამახასიათებელი
იყო თანხმოვანთა ოთხეულებიც: ერთი მჟღერი, სამი ყრუ. ანალოგიური სისტემა უნდა
ჰქონოდა უძველეს პერიოდში ქართულსაც. ეს მოსაზრება რამდენად შეესაბამება რეალობას
ძნელი სათქმელია. რამდენადაც ისტორიულ ქართულში ხშულთა სამეულის მეოთხე წევრი
არ ჩანს...
ქართულში ნაპრალოვანთა 5 წყვილია: 1. ვ; 2. ზ _ს; 3. ჟ _ შ, 4. ღ _ ხ; 5. ჰ.
ქართული ნაპრალოვნების I და V წყვილი დეფექტურია, ნაკლულია. პირველში მჟღერ
ვ’ს აკლია ყრუ მეწყვილე, მეხუთეში ყრუ ჰ’ს აკლია მჟღერი მეწყვილე. ფიზიოლოგიურ-
ფონეტიკურად ქართულში წარმოითქმის F’ც, კბილბაგისმიერი ყრუ თანხმოვანი, რაც
პირველ წყვილეულს აკლია. მაგრამ ქართულში ეს F ფონემა არაა.
ღარისებრმომრგვალებული ნაპრალით იწარმოება სპირანტთა II წყვილეული ზ-ს, ე.წ.
სისინა სპირანტები. ასევე იწარმოება მესამე წყვილეულიც ჟ-შ, ე.წ. შიშინა სპირანტები. მათი
წარმოთქმის დროს ენის წვერი აწეულია ზევით და ნუნებთან ქმნის ნაპრალს, ამიტომ მათ
ნუნისმიერ, ანუ ალვეოლარულ ბგერებს ეძახიან.
ქვედა ტუჩსა და ზედა კბილებს შუა გასწვრივი ნაპრალით იწარმოებს ვ-F.
უკანაენა და რბილ სასას შუა იწარმოება ქართული ღ-ხ. ესაა უკანაენისმიერი
ნაპრალოვანი.
ენის ძირსა და ფარინგსის კედელს შორის იწარმოება ჰ.

აფრიკატები
ხშულ ტანხმოვანთა ერთ სახეობას წარმოადგენს აფრიკატი, ანუ ნახევრადხშული,
როგორც მათ ეძახის ზოგიერთი ფონეტიკოსი. ქართული აფრიკატებია: ძ,ც,წ, ჯ,ჩ,ჭ.
აფრიკატი რთული თანხმოვანია და მიღებულია მარტივი ხშულისა და ჰომორგანული
ნაპრალოვანის შეერთებით:
ძ = დ+ზ; ც = თ+ს; წ = ტ+ს;
ჯ = დ+ჟ; ჩ = თ+შ; ჭ = ტ+შ.
თითოეული აფრიკატის შემადგენლობაში პირველია ხშული, მეორე _ ნაპრალოვანი.
მათი შერწყმა ქმნის განუყოფელ თანხმოვანს. აფრიკატის შემადგენელი თანხმოვნები
მჟღერობა-სიყრუის მიხედვით ერთგვარი უნდა იყოს: ან ორივე მჟღერი, ან ორივე ყრუ.
შენიშვნა: ნ. მარის გამოყოფს აფრიკატთა 6 წყვილს: წყ, ძღ, ცხ, ჭკ, ჯ, ჩ-ფ (ჯ’ს მეცალე არ
მოეპოვებაო). წ<ტ+ს; ყ<კ+პ; ძ<დ+ზ; ღ<გ+ჰ; ც<თ+ს; ხ<ქ+ჰ; ჭ<ტ+შ; კ<კ+υ; ჯ<დ+ჟ; ჩ<თ+შ; ფ<ქ+თ.
აფრიკატებს ნ. მარი ასიბილატებს უწოდებს, დანარჩენს კი (ყ,ღ,ხ,ჴ) ასპირატებს. ორივე
მათგანი საერთო სახელწოდებით აქვს წარმოდგენილი. ნ. მარის ასპირატ-აფრიკატებიდან
ფშვინვიერია ჴ, ყ და კ მკვეთრი ბგერებია, ხოლო ღ-ხ უკანაენისმიერი სპირანტი. ასეთია ამ
ბგერების სახეო, წერს მკვლევარი. გ. ახვლედიანის დაკვირვებით, რომ დავუშვათ ამ ბგერების
რთული შედგენილობა ისტორიულად, ისინი მაინც ვერ დააკმაყოფილებენ აფრიკატზე
წაყენებულ მოთხოვნებს. ნ. მარს ასპირაციის გარეშე ვერ წარმოუდგენია აფრიკატიზაცია,
ამიტომაც ასპირაციას მოკლებულად მიაჩნია ფ,თ,ქ, ისინი მფშვინავ აფრიკატებად მიაჩნია.
მფშვინავ აფრიკატებად გაგებულია ც და ჩ. მკვლევარს ეს მოსაზრება გამოთქმული აქვს
თავის შრომაში ,,ძველი ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკა’’ (ლენინგრადი 1925).
1926 წელს მიმომხილველის პირველ ტომში დაიბეჭდა რეცენზიები ამ წიგნზე. ფონეტიკურ
ნაწილზე რეცენზია გააკეთა გ. ახვლედიანმა, იმხანად ახალგაზრდა მკვლევარმა. მან დაიწუნა
ნ. მარისეული თანხმოვანთა კლასიფიკაცია.
ფარინგალური თანხმოვნები
იმ თანხმოვნებს, რომლებიც იწარმოებიან ენისძირის მიბჯენით ან მიახლოებით ხახის
უკანა კედელთან, ეძახიან ფარინგალებს. მიბჯენის შემთხვევაში იწარმოება ფარინგალური
ხშული ყ, ხოლო მიახლოების შემთხვევაში ნაპრალოვანი ფარინგალი ჰ – ჴ. ახალ ქართულს
შემორჩა ყ ფარინგალი. ამავე რიგისაა ძველი ქართულისა და დიალექტების ჴ. ამავე
სამეულის მესამე წევრ, ფარინგალური, მჟღერი, ხშული თანხმოვანი უნდა ჰქონოდა უძველეს
ქართულს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ქართული ენის ფონემები შეიძლება ასე


განაწილდეს:
I ადგილის მიხედვით:
1. ბაგისმიერნი:
ა. წყვილბაგისმიერნი: ბ,ფ,პ,მ.
ბ. კბილბაგისმიერი ვ.
2. ენისმიერნი:
ა. წინაენისმიერნი: დ,თ,ტ, ნ,ლ, ძ,ც,წ, ზ,ს.
ბ. ენანუნისმიერნი: ჯ,ჩ,ჭ, რ, ჟ,შ.
გ. უკანაენისმიერნი: გ,ქ,კ, ღ,ხ.
დ. ენისძირისმიერი ყ.
ე. ხორხისმიერი _ ჰ.

II. რაგვარობის მიხედვით:


1. ხშულნი (ჩქამიერი)
ა. მჟღერი: ბ,დ,ძ,ჯ,გ.
ბ. ფშვინვიერი: ფ,თ,ც,ჩ,ქ.
გ. აბრუპტივი: პ,ტ, წ, ჭ, კ,ყ.
2. არახშულნი:
ა. ჩქამიერი, მჟღერი: ზ,ჟ,ღ,ვ.
ბ. ჩქამიერი ყრუ: ს,შ,ხ,ჰ.
გ. სონორები: რ,ნ,ლ,მ.
ამ ოცდარვა თანხმოვნიდან გვაქვს თანაფარდობათა რიგები: ცალეულები,
წყვილეულები, სამეულები (გ. ახვლედიანი).
გ. ახვლედიანის ეს დაკვირვება, _ ქართული ენის თანხმოვანთა განდასება
გაზიარებული იქნა ქართულ ენათმეცნიერებაში (ა. შანიძე, ლ. კვაჭაძე, თ. უთურგაიძე, თ.
გამყრელიძე), თუმცა მომდევნო პერიოდის კვლევებმა ზოგიერთი კორექტურა შეიტანა
აღნიშნულ კლასიფიკაციაში, ყოველ შემთხვევაში საკითხი დასვა. პირველ რიგში ეჭვქვეშ
დადგა ყ და ჴ ფონემათა სტატუსი. გ. ახვლედიანთან ეს ბგერები კლასიფიცირებულია
როგორც ,,ხშულები’’. ექსპერიმენტული კვლევებით (ა. ჩერგოლეიშვილი, ს. ჟღენტი)
დადგინდა, რომ ყ და Ã არა ხშულმსკდომი ბგერებია, როგორც, მაგალითად, კ და ქ,
არამედ ,,სპირანტოიდული’’ თანხმოვნები. ა. ჩარგეიშვილმა ექსპერიმენტულად დაადგინა,
რომ ყ ,,არ არის წმინდა მეყსეული’’, ,,ყ’ს მეტ-ნაკლებად გაგრძელებული წარმოთქმის
შესაძლებლობა მოწმობს ნაპრალის არსებობას’’ (არსებითად ამავე თვალსაზრისს ავიტარებს
თ. უთურგაიძე, რომელიც თვლის რომ [ყ] ყელხშული ნაპრალოვანი ბგერაა). ეს დასკვნა (თუ
დასკვნები) თ. გამყრელიძეს აძლევს საშუალებას ასეთი დაშვებისა: ყ და Ã ფონემები
თანხმოვნთა კლასიფიკაციაში რაგვარობის თვალსაზრისით უნდა მივიჩნიოთ არა
საკუთრივ ,,ხშულებად’’, არამედ ,,ნაპრალოვნებად’’ და მოვათავსოთ
შესაბამისად ,,სპირანტთა’’ კლასში.
ამასთანავე, მკვეთრი ყ და Ã სპირანტები წარმოების ადგილის მიხედვით უნდა
განისაზღვროს არა როგორც ,,ფარინგალები’’ (თვით ,,ფარინგალურ ზონაში’’
გამორიცხულია ,,ხშულების’’ წარმოება, რადგან აქ ხდება საარტიკულაციო ორგანოების
ერთმანეთთან მიახლოება სრული ხშვის საწარმოებლად), არამედ როგორც ,,ველარულ
ზონაში’’ წარმოებული ნაპრალოვანი თანხმოვნები. ყ შეიძლება დახასიათდეს, როგორც
ველარი მკვეთრი (გლოტალიზებული) სპირანტი და დაჯდეს ცხრილში მჟღერი ველარი ღ
სპირანტისა და ყრუ (ფშვინიერი) ველარი ხ სპირანტის გვერდით ნაპრალოვანთა ღ_ხ_ყ
სამეულის საწარმოებლად. (ამავე მოსაზრებას ექპერიმენტების მონაცემების საფუძველზე
იზიარებს გივი დოლიძეც.
უფრო უკანა წარმოშობისაა Ã სპირანტი, რომელიც შეიძლება დახასიათდეს
როგორც ,,პოსტველარი’’ (უველარული) ნაპრალოვანი ფონემა და რომელიც იმკვიდრებს
წარმოების ადგილის თვალსაზრისით ველარი ღ_ხ_ყ სპირანყების მომდევნო რიგს.
პოსტველარული სპირანტული რიგი დახასიათდება ცარიელი უჯრების
არსებობით ,,მჟღერისა’’ და ,,ყრუ ფშვინვიერის’’ წერტილებში:
ღ_ხ_ყ
_ ჴ _
თ. გამყრელიძეს ყ და ჴ თანხმოვნების ამფვარი განლაგება გამართლებულად მიაჩნია
როგორც ფიზიოლოგიურ-აკუსტიკურად, ისე შესაბამის ფონემათა ფუნქციურ-
დისტრიბუციული თვალსაზრისით.
თ. გამყრელიძე ქმნის ქართულ თანხმოვანთა კლასიფიკაციის შემდეგ ცხრილს.

წარმოების
გვარობა
წარმოების
ადგილი ხშულები აფრიკატები სპირანტები
მჟღე
რი ყრუ (ფშვ) მკვე
თრი მჟღე
რი ყრუ (ფშვ) მკვე
თრი მჟღე
რი ყრუ (ფშვ) მკვე
თრი
ლაბიალური
(ბაგისმიერნი) ბ

ფ პ ვ/ф
ალვეო-დენტალი
(წინაენისმიერნი) დ თ ტ ძ ც წ ზ ს
ალვეო-პალატარული
(სასა-ნუნისმიერნი) ჯ ჩ ჭ ჟ შ
ველარული
(უკანაენისმიერნი) გ ქ კ ღ ხ ყ
პოსტველარული
(უველარული) Ã
ლარინგალური
(ხორხისმიერნი) ჰ
რეზონანტები
(სონორები) რ, ლ, მ, ნ.

შენიშვნა: საენათმეცნიერო ლიტერატურაში არის ცდა ქართულ თანხმოვანთა


სხვაგვარი განაწილებისაც. მაგალითად, ნ. მარი ქართულ თანხმოვნებს ასე გაანაწილებს:
ბაგისმიერნი:
1. წყვილბაგისმიერნი: პ,ბ,ფ, F;
2. ბაგეკბილისმიერნი: ვ, Â;
3. ბაგეცხვირისმიერნი: მ.
წინაენისმიერნი:
1. ენაკბილისმიერნი ტ,ს;
2. ენაკბილსასისმიერნი: ლ,დ,ზ,წ,ძ,ც;
3. ენასასისმიერნი: რ,თ,შ,ჟ,ჭ,ჯ,ჩ.
4. ენასასაცხვირისმიერნი: ნ.
უკანაენისმიერნი
1. ენასასისმიერნი: კ,გ,ქ,ჰ,Á;
2. ენაყელსასიმიერნი: ღ,ხ;
3. ენაყელისმიერნი: ყ, Ã.
მარისეული ქართულ ტანხმოვანთა განდასება მსჯელობის საგანი გახდა ჯერ კიდევ
1926 წელს. გ. ახვლედიანმა დაიწუნა ტერმინოლოგია. მეორეცაა, და ტაბულებში ჩანს
შეცდომებიც, კერძოდ:
ა.F მოთავსებულია წყვილბაგისმიერებში (ბ,ფ,პ-ს გვერდით), რაც შეცდომაა.
ბ. Â წყვილბაგისმიერი ბგერაა და არა ბაგეკბილისმიერი.
გ. დ,ტ,თ ერთ რიგში უნდა იყოს და არა სამ სხვადასხვაში....
აღარ გავაგრძელებთ. შენიშვნები სხვაც არის, ძალზე საყურადღებოც. საბოლოოდ
შეიძლება ითქვას, ნ. მარის ქართულ თანხმოვანთა განდასება არ გაიზიარეს ქართველმა
ენათმეცნიერებმა.

You might also like