You are on page 1of 23

ბგერათა კლასიფიკაცია

სამეტყველო ბგერათა მჟღერობა-სიყრუე


 ზგიერთი ბგერის წარმოთქმისას ხორხში ხდება პერიდული
რხევა, რომელიც აღიქმება, როგორც მუსიკალური ტონი.
 სახმო სიმების პერიოდული რხევა ფონეტიკაში მოიხსენიება,
როგორც ჟღერა.
 ჟღერის მქონე ბგერებს უწოდებენ მჟღერ ბგერებს.
 ქართული ენის 33 ბგერიდან 18 მჟღერი ბგერაა.
ესენია:
• ხმოვნები: ა, ე, ი, ო, უ.
• თანხმოვნები: ბ, გ, დ, ვ, ზ, ლ, მ, ნ, რ, ჟ, ღ, ძ, ჯ.
სამტყველო ანუ არტიკულაციური ორგანოები
 დანარჩენი სამეტყველო ბგერების წამროთქმისას სახმო სიმები არ
ირხევიან პერიოდულად და არ ჟღერენ. მათ მოძრაობას
აღვიქვამთ არა როგორც ტონს, არამედ როგორც ჩქამს.
ჟღერის არმქონე ბგერებს უწოდებენ არამჟღერ ანუ ყრუ ბგერებს.
ქართულ ენაში ყრუ ბგერა არის 15: თ. კ, პ, ს, ტ, ფ, ქ, ყ, შ, ჩ, ც, წ, ჭ, ხ, ჰ.
სამეტყველო ბგერის მჟღერად ან ყრუდ წარმოთქმის თვისებას
ეწოდება მჟღერობა-სიყრუე.
მჟღერი თანხმოვნების ნაწილს ქართულში მოეპოვება საკუთარი
ჰომოგენური ყრუ ბგერა:

მჟღერი ყრუ მჟღერი ყრუ


ბ ფ პ ვ -
დ თ ტ ზ ს
ძ ც წ ჟ შ
ჯ ჩ ჭ ღ ხ
გ ქ კ - ჰ
- ჴ ყ
სამეტყველო ბგერების სონორობა

სამეტყველო ბგერები აკუსტიკური თვალსაზრისით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან


მეტ-ნაკლები ბგეროვნებით ანუ სონორობით.
ბგერის მეტ-ნაკლები სონორობა განიზომება მეტ-ნაკლებ მანძილზე მისი
გასაგონობით.
მჟღერ ბგერებშო სონორბით გამოირჩევა ხმოვნები.
რაც უფრო ღიაა ბგერა, ე.ი. რაც უფრი დაწეულია ძირს ქვედა ყბა და დაშორებულია ენა
სასას, მით უფრო სონორია ბგერა.
ყველაზე სონორია ბერა ა.
ნაპრალოვანი თანხმოვანი უფრო სონორია, ვიდრე ხშული.
ამ მხრივ გამორჩეულია ხშულ-ნაპრალოანი მჟღერი თანხმოვნები რ , ლ , მ , ნ , რომლებიც
თავიანთი ღიაობით აღემატებიან ყველა თანხმოვანს და უახლოვდებიან ხმოვნებს .
ხმოვანი, თანხმოვანი და ნახევარხმოვანი

ხმოვანი იწარმოება უმთავრესად ხმის გამოღებით შესაფერისი საწარმოთქმო


ორგანოების გარკვეულ მდგომარეობაში შეჩერებისას.
თანხმოვანი იწარმოება ჩქამნარევი ხმის (სონორულ თანხმოვნებში) ან ხმანარევი
ჩქამის (მჟღერ თანხმოვნებში) და ან მხოლოდ ჩქამის გამოღებით შესაფერისი
საწარმოთქმო ორგანოების მოძრაობისას.
თანხმოვნები დინამიკური წარმოების ბგერებია, ხოლო ხმოვნები - სტატიკური.
ნახევარხმოვანი - იგულისხმება ბგერა, რომელიც არ ეკუთვნის არც ხმოვანსა და
არც თანხმოვანს. ასეთია ქართულისათვის ჲ, ჳ. მაგ: მამაჲ, ჩჳენ...
უცხო ენაში ნახევარხმოვნებია: რუსული - й – мой; я, ю.
ფრანგული - j – travail, w- moi.
ხმოვანთა კლასიფიკაციის საფუძვლები

ხმოვანთა კლასიფიკაციისას საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი


ფაქტორები:
1. ხმოვანთა 3 რიგი - წინა, შუა და უკანა;
2. ხმოვანთა აწეულობის 3 საფეხური - მაღალი, საშუალო და უკანა;
3. ხმოვანთა დაჭიმულობა;
4. ხმოვანთა ნაზალიზაცია;
5. ხმოვანთა ლაბიალიზაცია.
ხმოვანთა სამი რიგი

იმის მიხედვით, თუ ენის ზურგის რომელი ნაწილი აიწევა სასის მიმართულებით


ხმოანთა წარმოთქმისას, განასხვავებენ სამი რიგის ხმოვანს:
ა. წინა - ე, ი, ჲ - ენის წვერი დაშვებულია და ძევს ქვედა კბილებთან, ხოლო ენის
ზურგის წინა ნაწილი აიწევა მაგარი სასის მიმართულებით. წინა რიგის ხმოვნებს
უწოდებენ პალატალურს ანუ მაგარი სასისმიერ ხმოვნებს.
ბ. შუა - ა, շ - ენის ზურგი ოდნავ აიწევა სასიკენ და დაიხევს უკან, ან სრულიად
ნეიტრალურ მდგომარეობაშია. ამ მეორე სახისაა ქართული ა.
გ. უკანა - ო, უ - ენის ზურგის უკანა ნაწილი აიწევა რბილი სასის მიმართ. უკანა
რიგის ხმოვნებს უწოდებენ ველარულს ანუ რბილი სასიმისერ ხმოვნებს.
ხმოვანთა აწეულობა

იმის მიხედვით თუ რამდენად აიწევა ენის ესა თუ ის ნაწილი სასისაკენ, გამოყოფენ


აწეულობის 3 საფეხურს:
ა. მაღალი აწეულობის: ი, ჲ, უ, ჳ - ამ ხმოვნების წარმოთქმისას ენა აწეულ
მდგომარეობაშია. მათ ასევე უწოდებენ ვიწრო ანუ დახურულ ხმოვნებს.
ბ. საშუალო აწეულობის: ე, ო - ამ ხმოვნების წარმოთქმისას ენა შედარებით
დაბლაა დაწეული.
გ. დაბალი აწეულობის: ა - ენა დაბლაა დაშვებული. დაბალი აწეულობის
ხმოვნებს ასევე უწოდებენ ფართო ანუ ღია ხმოვნებს.
ქართული ენის ხმოვანთა სამკუთხედი

წინა რიგის უკანა რიგის


ჲ ჳ
ი ---------------- უ

ე ------- ო


ხმოვანთა დაჭიმულობა

ხმოვანთა დაჭიმული წარმოთქმის საფუძველია სამეტყველო ორგანოთა მტკიცე


დაჭიმული მდგომარეობა-მოქმედება.
რამდენადაც უფრო დაჭიმულია მუსკულატურა ტუჩების, ენის, ლოყების,
ფარინგსის კედლების და ა.შ., მით უფრო მკაფიოა დაჭიმულობა, რაც ენას
ლითონისებს ჟღერადობას აძლევს.
დაჭიმულობა არ განასხვავებს ერთმანეთისაგან ერთი და იმავე ენის ხმოვნებს,
მაგრამ განასხვავებს ერთ ენას მეორისაგან. მაგალითად, ცნობილია, რომ
ფრანგულ ენას ახასიათებს ხმოვანთა დაჭიმული წარმოთქმა, რუსულს -
მოდუნებული.
ქართულ ენას ახასიათებს ხმოვნების დაჭიმული წარმოთქმა.
ხმოვანთა ნაზალიზაცია

ზოგიერთ ენაში ხმოვნები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმის მიხედვით,


მხოლოდ პირის ღრუდან გამოედინება ჰაერნაკადი თუ ორივე გზით, პირითაც და
ცხვირითაც.
იმ ხმოვნებს, რომელთა წარმოების დროსაც ჰაერნაკადი გამოედინება პირის და
ცხვირის ღუებიდან ცხვირისმიერი ანუ ნაზალიზებული ხმოვნები ეწოდება.
ნაზალიზებულ ხმოვანთა წარმოთქმისას რბილი სასა ნაქითურთ დაშვებულია
ძირს და ცხვირის ღრუში შესასვლელი ღიაა. ღიაა ასევე პირის ღრუც.ჰაერნაკადის
ნაწილი გაივლის ცხვირის ღრუში იწვევს თავისებურ ტემბრს, რომელსაც ნაზალურ
ანუ ცხვირისეულ ტემბრს ვუწოდებთ.
რომელიმე ხმოვნისათვის ნაზალური ტემბრის მინიჭებას ეწოდება ამ ხმოვნის
ნაზალიზაცია.
ქართულს არა აქვს სოციალურად ღირებული ხმოვანთა ნაზალიზაცია.
ფიზიოლოგიურად კი ქართულსაც მოეპოვება ნაზალური ხმოვნები: სანდრო,
სანთელი..ნაზალიზაცია გავრცელებული მოვლენაა მაგ. ფრანგულში: enfant, cinq..
ხმოვანთა ლაბიალიზაცია

ხმოვნის წარმოების დროს ტუჩების მეტ-ნაკლებად წინ წამოწევასა და


მომრგვალებას ეწოდება ლაბიალიზაცია.
ქართულ ენაში ლაბიალიზებული ანუ ტუჩმომრგვალებული ხმოვნებია ო და უ.
თანხმოვანთა კლასიფიკაციის საფუძვლები

თანხმვანთა კლასიფიკაციისას გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:


1. სუნთქვიერი და უსუნთქველი წარმოება;
2. ასპირაცია ანუ ფშვინვა და ასპირატები ანუ ფშვინვიერები;
3. ხშულ თანხმოვანთა წყვილეულებრივი, სამეულებრივი და ოთხეულებრივი
სისტემები;
4. ნაპრალოვნება ანუ სპირანტულობა;
5. რთული თანხმოვნები ანუ აფრიკატები;
6. თანხოვანთა ფარინგალურობა.
თანხმოვანთა სუნთქვიერი და უსუნთქველი წარმოება

როგორც წესი, ყოველი ბგერა იწარმოება ჰაერნაკადის ამოსუნთქვის გზით. ამას


ეწოდება სუნთქვიერი ბგერათწარმოება;
თუმცა ზოგიერთ ენაში არსებობს ისეთი თანხმოვნები, რომლებიც იწრმება სახმო
სიმების დაკეტილობისას იმ ჰაერის მარაგით, რომელიც არსებობს ზესადგამ
მილში. ესაა უსუნთქველი წარმოება.
ქართულ ენაში უსუნთქველად იწარმოება შემდეგი ხშული თანხმოვნები:
პ - ტ - წ - ჭ - კ - ყ;
ამ ხშულებს უწოდებენ მკვეთრ თანხმოვნებს ანუ აბრუპტივებს;
ეს თანხმოვნები ძირითადად კავკასიურ ენებშია გავრცელებული, ამიტომ მათ
კავკასიურ ხშულებსაც უწოდებენ;
ასპირაცია და ასპირატები

ზოგჯერ სახმო სიმები იმდენად უახლოვდება ერთმანეთს, რომ ამომდინარე


ჰაერნაკადი წარმოქმნის თავისებურ ჩქამს სახმო სიმების კიდეებზე ხეხვით. ამ
ჩქამს უწოდებენ ფშვინვას ანუ ასპირაციას;
როდესაც ასპირაცია ანუ ფშვინვა უშუალოდ თან სდევს თანხმოვანს და
განუყოფლადაა მასთან შერწყმული, ასეთი ასპირაციის მქონე თანხმოვანს
ვუწოდებთ ასპირირებულ ანუ ფშვინვიერ თანხმოვანს, მოკლედ ასპირატს;
ქართულ ენაში ასპირატებია: ფ - თ - ც - ჩ - ქ - ჴ;
ხშულ თანხმოვანთა წყვილეულებრივი და
სამეულებრივი სისტემები

აბრუპტივების არსებობა ქართულ ენაში ქმნის ხშული თანხმოვნების სამეულებრივ


სისტემას;
ქართულში ჰომორგანული ხშული სამია: მჟღერი, ყრუ ფშვინვიერი (ასპირატი) და
ყრუ მკვეთრი (აბრუპტივი);
იმ ენებში, სადაც აბრუპტივები არაა, ხშულ თანხმოვანთა სისტემა
წყვილეულებრივია. ასეთებია, მაგალითად, რუსული, იმგლისური, გერმანული...
ქართულს აქვს ხშულ თანხმოვანთა 5 სრული და მე-6 დეფექტიანი სამეული:
1. ბ - ფ - პ 4. ჯ - ჩ - ჭ
2. დ - თ - ტ 5. გ - ქ - კ
3. ძ - ც - წ 6. - - ჴ - ყ
თანხმოვანთა ნაპრალოვნობა ანუ სპირანტულობა

ნაპრალოვნება არის საარტიკულაციო ორგანოების ერთმანეთთან ძილერი


მიახლოება(მაგრამ არა მჭიდროდ ერთმანეთთან მიტანა).
ამ რაგვარობით წარმოქმნილ თანხმოვნებს უწოდებენ სპირანტებს, ფრიკატივებს
ან უბრალოდ ნაპრალოვნებს.
სპირანტი თანხმოვნებია:
1. ვ--
2. ზ-ს
3. ჟ-შ
4. ღ-ხ
5. -- ჰ
აფრიკატები ანუ რთული თანხმოვნები

აფრიკატი ხშული თანხმოვანია და შედგენილია მარტივი ხშულისა და მისი


ჰომორგანული ნაპრალოვანისაგან ანუ სპირანტისაგან .
აფრიკატებია: ძ < დ + ზ ჯ<დ+ჟ
ც<თ+ს ჩ<თ+შ
წ<ტ+ს ჭ<ტ+შ
აფრიკატების შემადგენელი ნაწილები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა
წარმოების ადგილით, არამედ - რაგვარობით : პირველი ხშულია , მეორე
ნაპრალოვანი. ე.ი. ისინი არიან ჰომორგანულნი , მაგრამ ჰეტეროგენურნი .
გარდა ამისა, აფრიკატის შემადგენელი ნაწილები ერთნაირები უნდა იყვნენ : ან
ორივე მჟღერი, ან ორივე ყრუ.
თანმიმდევრობა უნდა იყოს მხოლოდ ერთი : ხშულს უნდა მოსდევდეს ნაპრალოვანი .
ფარინგალური თანხმოვნები

იმ თანხმოვნებს, რომლებიც იწარმოებიან ენის ძირის მიბჯენით ან მიახლოებით


ხახის (ფარინგსის) უკანა კედელთან, უწოდებენ ფარინგალურ თანხმოვანს.
მიბჯენის შემთხვევაში იწარმოება ხშული ფარინგალური, ხოლო მიახლოების
შემტხვევაში - ნაპრალოვანი ფარინგალური.
სალიტერატურო ქართულს მხოლოდ ფარინგალური აბრუპტივი აქვს
შემორჩენილი, ესაა თანხმოვანი ყ. თუმცა ძველ სალიტერატურო ქართულში და
თანამედროვე დიალექტებში დასტურდება ფარინგალური ასპირატი ჴ.
ენათმეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქართულ ენას უძველეს პერიოდში უნდა
ჰქონოდა აგრეთვე ფარინგალური მჟღერიც.
მაშასადამე, ქართულ ენას უძველეს პერიოდში მე-6 სამეული უნდა ჰქონოდა
სრული და არა დეფექტიანი, როგორი სახითაც დღესაა მოცემული: δ - ჴ - ყ.
თანხმოვანთა სამულებრივი და წყვილეულებრივი სისტემები

ხშულები
ნაპრალოვნები
მჟღერ ყრუ ყრუ ყრუ
ი ფშვინვიერ მკვეთრი მჟღერი
ი (აბრუპტივი
(ასპირატი) ) კბილბაგისმიერი ვ -
ბაგისმიერი ბ ფ პ
წინანუნისმიერი ზ ს
ენაკბილისმიერი დ თ ტ

წინანუნისმიერი ძ ც წ უკანანუნისმიერი ჟ შ

უკანანუნისმიერი ჯ ჩ ჭ
რბილსასისმიერი ღ ხ
რბილსასისმიერი გ ქ კ
სახმოსიმებისეულ - ჰ
ხორხისმიერი - (ჴ) ყ ი
ბგერათა სისტემა ქართულ ენაში
მადლობა ყურადღებისათვის!

საშინაო დავალება:
გ.ახვლედიანი. „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ - გვ. 71 - 97

You might also like