You are on page 1of 7

ფონეტიკისა და მართლმეტყველების საფუძვლები

შესავალი

ანა არველაძე
2020 წლის შემოდგომის სემესტრი
კურსის მიზნები:

1. ქართული ენის ფონეტიკის ძირითადი პრინციპების გაცნობა;


2. თანხმოვანთა და ხმოვანთა სისტემების შესწავლა;
3. თანხმოვანთა და ხმოვანთა მართებულად წარმოთქმის წესების, მათი
დარღვევის შემთხვევებისა და კორექტირებსათვის საჭირო ხერხების შესწავლა ;

კურსი დაეხმარება დაწყებითი კლასების პედაგოგებს მოსწავლეთა


სამეტყველო აპარატის სწორად განვითარებისათვის საჭირო ცოდნისა და
უნარების გამომუშავებაში.
ფონეტიკის საგანი: სამეტყველო ბგერები

1. ფიზიკური ბგერები: შრიალი, ჭრიალი, ჩუხჩუხი, წკარუნი, რახუნი ...


2. ბიოლოგიური ბგერები: ყეფა, წრიპინი, ზმუილი, კვილი, სტვენა, ხველა ...
3. სამეტყელო ბგერები - წარმოიქმნა ბიოლოგიური ბგერებისაგან და თითოეულ
ენაში მხოლოდ რამდენიმე ათეული გამოიყენება სიტყვიერი ურთიერთობისათვის .

სამეტყველო ბგერები სოციალურად ღირებული ბგერებია.


სამეტყველო ბგერას მეორენაირად ეწოდება ფონემა
სამეტყველო ბგერა - ფიზიოლოგიურ -აკუსტიკური თვისებები;
ფონემა - სოციალური დანიშნულება.
მაგ:

სამეტყველო ბგერა: ფონემა:


წყვილბაგისმიერი; სიტყვისთვის მნიშვნელობის მიცემა;
ხშული; სიტყვისთვის მნიშვნელობის შეცვლა.
მჟღერი. სიტყვათგანმასხვავებელი ანუ
დისტინქტური ფუნქცია.
ოლი - ბოლი; ალი - ქალი - ბალი
ტერმინი ფონეტიკა წარმოიშვა ბერძნული სიტყვისაგან
ფონე (φωνή) - „ხმა“.
არსებობს კერძო და ზოგადი ფონეტიკა.
კერძო ფონეტიკის დანიშნულებაა:
ცალკეული ენის (ამ შემთხვევაში ქართულის) ბგერითი ფორმის შესწავლა - რამდენი
ბგერაა და როგორ წარმოითქმის თითოეული მათგანი; როგორ ერთდებიან ბგერები
ერთმანეთთან სიტყვებში; როგორია დღეს ქართულის ბგერათსისტემა ; როგორ
ენაცვლებიან ბგერები ერთმანეთს ცოცხალ მეტყველებაში და ემორჩილებიან თუ არა
ისინი ბგერათშენაცვლების რაიმე კანონზომიერებას და ა .შ .
ისეთი ფონეტიკური საკითხების შესწავლა, რომლებიც სცილდება კონკრეტულად
მოცემული ენის ბგერითი ფორმის ფარგლებს, შეადგენს ზოგადი ფონეტიკის საგანს.
ზოგადი ფონეტიკა სწავლობს: საწარმოთქმო ორგანოების ანატომია -ფიზიოლოგიას ;
წარმოთქმის ელემენტების აკუსტიკურ თვისებებს; წარმოთქმის ელემენტების
ტიპობრივ ცვალებადობას დროთა განმავლობაში.
არსებობს აღწერილობითი და ისტორიული ფონეტიკა:

აღწერილობითი ანუ სტატიკური ფონეტიკა შეისწავლის წარმოთქმის ელემენტებს


დროის გარკვეულ მონაკვეთში(მაგალითად ქართული ენის განვითარების
რომელიმე კონკრეტულ პერიოდს): როგორია ენის ბგერითი შედგენილობა და
როგორ წარმოითქმის თითოეული ბგერა, როგორია ბგერათსისტემა და როგორი
დისტინქტური შინაარსი აქვს თითოეული მათგანს, როგორია მასში მოქმედი
ბგერათშენაცვლება და ა.შ.
ისტორიული ანუ დინამიკური ფონეტიკა შეისწავლის იმავე ფაქტებს განვიტარებსი
პროცესში, წინა საფეხურის გათვალისწინებით და მათთან დაკავშირებით.
რაში გვეხმარება ფონეტიკა?

გრამატიკის მრავალი საკითხი შეიძლება გაგებულ იქნეს მხოლოდ ფონეტიკის


დახმარებით;
უცხოური ენის შესწავლისას გვეხმარება სწორი წარმოთქმისა და ორთოგრაფიის
წესების დადგენა-გაგებაში;
ეხმარება ლოგოპედებს მეტყველების შეფერხების მიზეზების დადგენასა და
აღმოფხვრაში;
სმენის პრობლემის მქონე ადამიანებს ეხმარება ბგერითი მეტყველების
განვითარებაში.

You might also like