You are on page 1of 5

ენკენი

აიდარიდის ჯიშის ვაშლისგან დამზადებული ჩიფსი - ენკენი. პროდუქტი უნიკალურია, არ


შეიცავს დანამატებს და არის მხოლოდ ვაშლი რომელიც არის გამომშრალი. შრობის
ტექნოლოგია არც წვავს მას, არც ცხიმი აქვს არც კონსერვანტები, უბრალოდ შრება და
ინარჩუნებს ხრაშუნა ტექსტურას, ამიტომაც ჰქვია ვაშლის ჩიფსი. აქვს თითქმის ისეთივე
ვიტამინების შემცველობა, როგორიც ჩვეულებრივ ვაშლს.

ამ ეტაპზე პროდუქტი იყიდება 20 ობიექტზე. იყიდება სხვადასხვა ფიტნეს კლუბებში,


კინოთეატრ კავეაში, რუსთაველის თეატრში , თბილისი მოლში და სხვ.

დღესდრეობით მთელი მსოფლიო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ჯანსაღ საკვებზე


ვინაიდან არაჯანსაღ კვებას ჯანმრთელობის სრიოზულ პრობლემებამდე მივყავართ მათ
შორის ყველაზე უარეს ფატალურ შედეგებამდეც კი. მრავალი დაავადების მიზეზი ხშირ
შემთხვევაში სწორედ რომ არაჯანსაღი საკვები ხდება. საკვები რომლებიც შეიცავს უამრავ
დანამტებს და კონსერვანტებს.

საჭმლის მომნელებელი სისტემა ორგანიზმის კვებისა და განვითარების მთავარ ბერკეტს


წარმოადგენს თუმცა საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი ზრუნავს კვების რაციონის
სიჯანსაღეზე.

ჯანსაღი კვების აუცილობლობა ცალსახაა. მარავალი პროფესიონალის მიერ კვება განიხილება


როგორც უმთვრესი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმის პოზიტიური თუ ნეგატიური
ფუნქციონირებისთვის. როგორც ინტელექტუალურად ასევე ფიზიკურად ადამიანი
წარმოადგენს იმას რითაც იკვებება.

მსოფლიო სტანდარტები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია. მათ შორის


საქართველოც თანდათ ფეხს უწყობს მსოფლიო სტანდარტებს და ქართულ ბაზარზეც ჩნდება
როგორც მოთხოვნა ჯასნაღ პროდუქტზე ასევე სხვადასხვა მწარმოებლებისგან ჯანსაღი
პროდუქტი, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არა მავნებელი არამედ სასარგებლოც კი არის.

დიდი მოთხოვნაა ასევე ეგრეთწოდებულ სნექებზე რომლებიც მსოფლიო ბაზარზე დიდი


რაოდენობით იწარმოება. სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია საქართველოშიც
შემოდის. თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ საქართველოშიც არიან მწარმოებლები, რომლებიც
სხვადასხვა სახეობის სნექებს უშვებემნ. ზოგი ნაკლებად ჯანსაღს, ზოგიც ნატურალურს.

დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ჩირები ბევრია, თუმცა ენკენთან შედარებით განსხვავება


დიდიდა. კომპანიები რომლებიც ჩირს აწარმოებენ, პირდაპირ კონკურენტებად არ
ითვლებიან, რადგან ეს სრულიად განსხვავებული პროდუქტია, გემოვნური თვისებებით,
წარმოების ტექნოლოგიით თუ ვიზუალით. ქართულ ბაზარზე ხილის ჩიფსი ფაქტიურად არ
არსებობს.
„ენკენის“ ძლიერ მხარეს სწორედ ის წარმოადგენს, რომ პროდუქტი მზადდება საქართველოში
არის სრულიად ჯანსაღი და საერთოდ არ შეიცავს დანამატებს. გარდა ამისა ენკენს ბაზარზე
პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს და არის უნიკალური პროდუქტი.

ენკენი არის მათთვის ვისაც სურს ჯანსაღად იკვებოს, ვსთვისაც ნატურალური პროდუქტი
მნიშვნელოვანია კვების რაციონში.

დიფერენციაცია

4. გეოგრაფიული- ჩვენი ჩიფსის მომხმარებლებს დღეისათვის წარმოადგენენ თბილისში


მცხოვრები პირები რომლებსაც შეუძლიათ პროდუქტის შეძენა , რამდენიმე მაღაზიასა და
სპორტდარბაზში. ერთ-ერთი დიდი სამიზნე ჯგუფში ერთიანდებიან ადამიანები, რომლებიც
ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ.

ფსიქოლოგიური- მომხმარებლები არიან პირები, რომლებსაც სურთ იკვებონ ჯანსაღი


პროდუქტით, ყოველგვარი დანამატების გარეშე და ფასიც იყოს ხელმისაწვდომი

ქცევა- მომხმარებლები, რომლებიც ეწევიან ჯანსაღ ცხოვრებას და დადიან სპორტდარბაზებში


აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ „ენკენი“. რომლის კალორიულობა 100 გრამზე შეადგენს 200
კკლ, რაც საკმაოდ დაბალია . ასევე პროდუქტი ხელმისაწვდომია მათთვის ვინც ხშირად
სტუმრობს კინოთეატრებსა და დიდ სუპერმარკეტებს როგორიცაა „ნიკორა“(80 ფილიალი) ,
„გუდვილი“ ,“აგროჰაბი“ და „ევროპროდუქტი“

დემოგრაფიული- მომხმარებლებს წარმოადგენენ პირები , რომლებიც არია


არსრულწლოვნები და უყვართ ჩიფსები , მათ „ენკენის“ საშუალებით აქვთ შესაძლებლობა
საყვარელი პროდუქტით იკვებონ ჯანსაღად. ასევე მომხმარებლები არიან 18+ პირები ,
რომლებიც სწორ კვებას აქცევენ ყურადღებას და თავს იმის უფლებასაც აძლევენ ,რომ
„ენკენის“ ჯანსაღ „სნექით“ გაანებივრონ საკუთარი თავები.

მონაცემების მიხედვით მომხმარებელთა 31%-ს წარმოადგენენ ბავშვები 15 წლამდე,


რომლებიც მშობლებთან ერთად ყიდულობენ პროდუქტს კინოთეატრებსა თუ მაღაზიებში.
49% მომხმარებლების არის ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები, რომლებიც სპორტულ
დარბაზებში დადიან და ადგილზე იძენენ პროდუქტს. ხოლო დარჩენილი 20% წარმოადგენენ
პირები რომლებიც მაღაზიაში იძინენ ჩვენს ჩიფსებს და არიან ჩვენი ერთგული
მომხმარებლები.

5. ”ენკენი არის ჯანსაღი, ხრაშუნა და გემრიელი სნექი, რომელშიც მაქსიმალურად


შენარჩუნებულია ვაშლში არსებული სასარგებლო თვისებები. ასეთ პროდუქტებზე მოთხოვნა
მზარდი ტენდენციით ხასიათდება მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ, ჩვენი მიზანია სწორედ ამ
მიმართულებით მუშაობა და ჯანსაღი და ინოვაციური სნექების შეთავაზება როგორც
საქართველოსთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის”

სტარტაპს გააჩნია ახალი მიზანი , რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთ პროდუქტის


გატანას , რომლის მისაღწევადაც მწარმოებლებმა პროდუქტი საცდელი ვადით გაგზავნეს
ამერიკაში და ასევე ჩინეთშიც იგეგმება პროდუქტის გაგზავნა.
„პირველი ქართული ვაშლის ჩიფსები შესაძლოა 2019 წელს ამერიკის ბაზარზე გავიდეს.
როგორ „კომერსანტს“ „ენკენის“ დამფუძნებელმა შალვა მძინარაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე
ამერიკაში ქართული ვაშლის ჩიფსები სატესტო რეჟიმშია გაგზავნილი და სპეციალისტების
საბოლოო დასკვნას ელოდება. სწორედ დასკვნაზეა დამოკიდებული ამერიკის ბაზარზე
ჩიფსების გატანის საკითხი. გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან უახლოეს
მომავალში ჩინეთის ბაზრის ათვისებაზეც საუბრობს.

„ამერიკის ბაზარზე 2019 წლიდან დიდი მოლოდინები გვაქვს, რაც შეეხება ჩინეთს, ამას
აგრკვეული დრო დასჭირდება, თუმცა სინჯები ჩინეთშიც გაგზავნილია,“ - განაცხადა
მძინარაშვილმა.“

commersant.ge (2019) პირველი ქართული ვაშლის ჩიფსები


ამერიკის ბაზარზე გადის

KPI „ენკენის“ ჩიფსებისთვის შეიძლება ითქვას , რომ მაღალია. ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა
და შესაბამისად გაიზარდა მიწოდებაც. მოცვა არა მხოლოდ თბილისის არამედ უკვე
საქართველოს მაშტაბითაც ხორციელდება . მათ წარმატებულ მუშაობას ადასტურებს ის
ფაქტიც ,რომ დამფუძვნებლებმა გადაწყვიტეს პროდუქტის ექსპორტზე გატანა.

6. სარეკლამო გზავნილი - ენკენი არის ჯანსაღი, ხრაშუნა და გემრიელი სნექი, რომელშიც


მაქსიმალურად შენარჩუნებულია ვაშლში არსებული სასარგებლო თვისებები.

”მოგეხსენებათ, იმპორტირებული პროდუქცია დანამატებითაა გაჯერებული, ”ენკენის”


ჩიფსები კი სრულიად ნატურალურია და არ არის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის,
ფაქტობრივად, ბავშვებზეა გათვლილი”

Fortuna.ge (2018) თ. შეითნიშვილი

პროდუქტი იწარმოება სოფელ დიცში, რომელიც ახლოსაა ოკუპაციის ხაზთან, დასაქმებულია


მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა და თვეში მცხოვრებლებისგან იბარებენ 4 ტონა ვაშლს,
რაც ხელს უწყობს მაცხოვრებლების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და
დასაქმებას.

ბრენდის მთავარი სათქმელი უნდა იყოს: „მიირთვი ჯანსაღი, გემრიელი, ხრაშუნა ვაშლის
ჩიფსი“. „უკვე შესაძლებელია მიირთვა ჯანსაღი ჩიფსი.“

ჩვენი მიზანია მომხმარებელთა ცხოვრებაში შემოვიტანოთ ისეთი ინოვაციური,


მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც გემრიელთან ერთად იქნება სასარგებლო და
ხელს შეუწყობს ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესს. დავანგრიოთ სტერეოტიპები, რომ ჩიფსები
მაღალკალორიულია და ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას. ახლა უკვე ყველას შეუძლია ვაშლის
ჩიფსით ისიამოვნოს, ახრაშუნოს და არ ეშინოდეს მისი არაჯანსაღი გვერდითი მოვლენების.

საკომუნიკაციოდ გამოვიყენებთ უკვე არსებულ ფეისბუქ გვერდს და საიტს, რომელსაც


დავსტარტავთ გაყიდვების სტიმულირებისთის, ინფორმაციის გასაზიარებლად, ჯანსაღი
რჩევებისთვის და ახალიდანერგილი ინოვაციების გასაცნობად, იდეების გასაზიარებლად.
IMC გეგმა :

მიუხედავად იმისა, რომ „ენკენი“ ძალიან სპეციპიკური პროდუქტია, მას მაინც


მომხმარებელების დიდია უდიტორი აქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყო რამდენიმე
ძირითადი სეგმენტი, ვისზეც მოვახდენდით უშუალოდ რეაგირებას ჩვენი კამპანიებით,
ხოლო დანარჩენ აუდიტორიას კი მივცემდით სტიმულირებას დაინტერესებულიყვნენ.

პირველადი სამიზნე აუდიტორია არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც +18 ასაკობრივ


კატეგორიაშია, არის დასაქმებული, ჯანმრთელობა მისთვის მნიშვნელოვანია, ცდილობს 21
საუკუნის ჯანსაღი ცხოვრების რიტმს აყვეს, ვარჯიშობს სპორტ დარბაზში თავისუფალ დროს,
იმდენად დაკავებულია, რომ ნაკლებად იცლის ტელევიზიისთვის, მაგრამ სოციალურ ქსელში
აქტიურად აზიარებს თავის პირად ცხოვრებას, მიღწევებს, ეცნობა სიახლეებს.

კიდევ ერთ ძირითად აუდიტორიას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ


სპორტ დარბაზში არ დადიან, დიდი ნებისყოფით არ გამოირჩევიან, მაგრამ
დაინტერესებულები არიან ჯანსაღი ცხოვრების წესით და ცდილობენ აყვნენ ტენდეციებს,
აუცილებლად ჩართულები არიან სოციალურ ქსელში.

კიდევ ერთ და პატარა აუდიტორიას წარმოადგენენ უბრალოდ სნექების მოყვარულები,


რომლებიც შეიძლება არც იყვნენ დაინტერესებულები ჯანსაღი კვებით და იმიტომ შეიძინონ
ჩიფსი, რომ გემრიელია და ე.წ „სასუსნავია“.

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ბიუჯეტი არცისე დიდია საწყის ეტაპზე,


გადავწყიტეთ მთელი ფინანსები მიგვემართა სოციალურ ქსელებში რეკლამაზე. რადგამ
ფეისბუქ გვერდი უკვე გვაქვს და ვამუშავებთ, ამ კამპანიაში, რომელიც ენკენის უკეთ
გაცნობას ემსახურება, გავაკეთეთ საიტი, განვათავსეთ რეკლამა, ასევე უშუალოდ სავარჯიშო
დარბაზში დავბრენდეთ თაროები სადაც დევს ენკენის ჩიფსი, რომელიც მოუწოდებს
მომხმარებელს მიირთვან „ჯანსაღი, ხრაშუნა, გემრიელი ვაშლის ჩიფსი.“

სუპერმარკეტში დავბრენდეთ სექცია, განვათავსეთ ჩიფსები, შაბათ - კვირას, ერთი თვის


განმავლობაში, საღამოობით გავაკეთეთ პრომოუშენი, სადაც ერთ-ერთი ფიტნეს
ინსტრუქტორი (ე.წ ინფლუენსერი) თბილისი მოლის მარკეტში დაარეკლამებს ენკენს და
გასცემს რჩევებს დაინტერესებულებისთვის.

ასევე ცნობილ ორ ფიტნეს ინსტრუქტორს, რომელსაც ფეისბუქ გვერძე ყველაზე მეტი


მოწონება აქვს, გავაკეთებინეთ რეკლამა ვიდეო - ლაივის მსვლელობისას, სადაც
მოუწოდებდა ყველას, ვისაც სურდა ჯანსაღ კვებაში და ცხოვრებაში „გემრიელი სნექებიც“
შეეტანა და უკვე შესაძლებელი იყო ჩიფსი გამხდარიყო მათთვის სასარგებლო. ამ მესიჯის
მატარებელი იქნება ასევე სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერძე განთავსებული რეკლამები.

საიტზე ყოველდღიურად განთავსდება სიახლეები, სასარგებლო რჩევები, ინოვაციური


იდეები, ყველას ექნება შესაძლებლობა თავისი აზრი დააფიქსიროს და იდეები გაგვიზიაროს.
საიტზე იქნება შესაძლებელი რეგისტრაცია, როდესაც შეიძენ ენკენს, მარკეტშიც და
სპორტდარბაზშიც მისცემენ ერთჯერად კოდს, რითიც გაივლიან რეგიტრაციას და ერთმანეთს
გაუზიარებენ თავიანთ კვების რეჟიმს, ყოველდღიურ რუტინას, კალორიას, ვარჯიშის
შედეგებს, რამდენ ენკენს მოიხმარენ ყოველდღიურად, შესაბამისად კონკრეტული
რაოდენობის დაგროვების შემდეგ, ასევე ყველაზე აქტიურ წევრს საიტზე, მომხმარებლების
ფავორიტს (შეფასდება ხმის მიცემის პრინციპით), სამივე გამარჯვებულს გადაეცემათ
სამთვიანი ულიმიტო აბონიმენტი ჩვენს პარტნიორ ფიტნეს დარბაზში. ეს იქნება გაყიდვების
სტიმულირებაც და თან დაეხმარება სოციალურ ქსელსაც და საიტსაც განვითარებასა და
ამუშავებაში (საიტზე მიღწეული შედეგები აუციელებელი იქნება ფეისბუქზე გააზიარონ
ჰეშთეგით #ვაშლისჩიფსიენკენი). ეს კამპანია იქნება თებერვალი,მარტი, აპრილი. აპრილის
ბოლოს გადაეცემა გამარჯვებულს აბონემენტი, რადგან ამ პერიოდში ყველა ცდილობს
მოემზადოს ზაფხულისთვის.

ბიუჯეტი აქტივობებისთვის:

Total
Activity QTY Unit Gel Gel
Gym Branding (stykers on shells) 5 50 250
Market Branding 1 800 800
Infuencer in Tbilisi Mall Market 1 1500 1500
Production Cost (Branded
Shirt/flyers) 1 150 150
Influencer for social media 2 400 800
Website 1 5000 5000
Fitnes Aboniments 3 500 1500
Grand total     10000

You might also like