You are on page 1of 7

ჯანსაღი ცხოვრების წესი

-
მავნე ჩვევები
.

 ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა,


ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და
ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია
ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან,
კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის
უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და
შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის
განმტკიცებისკენ.
.

 ამ თემაზე მომუშავენი ცხოვრების ჯანსაღ წესში უამრავ


კომპონენტს მოიაზრებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც
მთავარ, ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი; ესენია:

 ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული


ასაკიდანვე;
 გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე
მისი ზემოქმედების შესწავლა;
 მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ
საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;
 კვება – ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური
თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე – ინფორმირებულობა
გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;
 მოძრაობა – ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში
სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და
ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
 ჰიგიენა – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი
დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;
 გაკაჟება.
.
 ადამიანი თავისი სიცოცხლის მანძილზე არამხოლოდ კარგ და სასარგებლო
ჩვევებს იძენს, არამედ მავნეს და საზიანოსაც. ინდივიდუალურია პრობლემის
სიხშირე და ავკარგიანობის ხარისხი ყველა ადამიანში .
 ყველაზე გავრცელებული და სხვა მავნე ჩვევების სათავეც პირველ რიგში
სიზარმაცეა.გვეზარება ადრე ადგომა, გვეზარება ვარჯიში, გვეზარება დროის
სწორად განაწილება, რომ დროულად დავიძინოთ, დროულად მივიღოთ
საკვები და იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის.
 უძილობა კიდევ ერთი მავნე ჩვევა და ძალიან სერიოზული
პრობლემაა.სრულყოფილი ძილი ფუფუნება კი არა, სიცოცლისათვის
აუცილებელი პირობაა, რადგან მუდმივად გამოუძინებელ ადამიანს
სიცოცხლე უმოკლდება და ორგანიზმი უავადმყოფდება.
 ყველამ იცის, რომ მოწევა გულის დაავადებებს იწვევს და საზიანოა
ჯანმრთელობისთვის, მუდმივად გვესმის ეს ბავშვობიდან , მაგრამ დამწყები
მწეველი არასდროს ფიქრობ ამაზე და სიგარეტზე დამოკიდებული ხდება .
კვება
 გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, იმუნური
და სხეულის სხვა სისტემების სრულფასოვანი მუშაობა
დამოკიდებულია ნუტრიენტების მუდმივ მიწოდებაზე.
იმისათვის, რომ ეს უზრუნველყოფა სრულყოფილად
მოხდეს ათობით სახის ცილის, ვიტამინების,
ნახშირწყლების, მინერალებისა და ცხიმების მიღებაა
საჭირო, აუცილებელია მიირთვათ მრავალფეროვანი
საკვები. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის
თქმით, თქვენი რაციონი უნდა შეიცავდეს მარცვლეულს,
ხილს, ბოსტნეულს და უცხიმო ან ნაკლებცხიმიან რძის
პროდუქტებს. ასევე უნდა მიირთვათ მჭლე ხორცი,
როგორიცაა ქათამი და ინდაური, პარკოსნები, კვერცხი და
ჯანსაღი კაკალი. შეზღუდოთ საკვების ულუფების
რაოდენობა და აკონტროლოთ თქვენი წონა.
ეცადეთ, გაითვალისწინოთ რჩევები და
მეტი ყურადღება დაუთმოთ ცხოვრების ჯანსაღ
წესს. ეს დაგეხმარებათ, იყოთ უფრო
ჯანმრთელები, თავდაჯერებულები,
წარმატებულები და ბედნიერები.
მადლობა
ყურადღებისთვის!

 ლიზი ჭყონია
 ნანა გოგოლაძის
მე-9ბ კლასი

You might also like