You are on page 1of 2

საგანი - ბიოლოგია

საკითხი - ჯანსაღი კვება

სამიზნე ცნება:
ჯანმრთელობა და დაავადება (შედეგები: 1,2,5,6, 5, 6,7,8,9,10, 11,12,13)
სასიცოცხლო თვისება (შედეგები: 1, 2, 5, 6,7,8,9,10)

დავალების პირობა

გაეცანი შენი თანატოლების დიალოგს . როგორც დიალოგიდან ჩანს, ხშირ შემთხვევაში მოზარდებს არასწორი შეხედულება აქვთ საკუთრ
თავზე და ჯანსაღი კვების შესახებ მნიშვნელოვან საკითხებზე. გამოკითხე შენი თანატოლები, შექმენი რჩევების წიგნი ბროშურის
/ელექტრონული წიგნის სახით, რომელშიც არგუმენტირებულად დაუსაბუთებ თანატოლებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობას და მისცემ
საჭირო რჩევებს, გააცნობ სამოქმედო გეგმას.

რჩევების წიგნის პრეზენტეციის დროს ხასგასმით წარმოაჩინე:

 რა მნიშვნელობა აქვს კვებას ორგანიზმისთვის ?


 რომელ სასიცოცხლო თვისებებთან არის დაკავშირებული კვება და როგორ მონაწილეობს მეტაბოლიზმში?
 რა გავლენას ახდენს ჯანსაღი კვების წესის დარღვევა ადამიანის იმუნიტეტსა და ჰომეოსტაზზე?
 რა მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას ადამიანის ჰომეოსტაზის შენარჩუნებისა და შრომისუნარიანობისთვის?
 რა მნიშვნელობა აქვს გამოყენებულ კვლევით მიდგომას ჯანსაღი კვების მნიშვნელობის დასადგენად?
 რა მნიშვნელობა აქვს კვლევის თითოეულ ეტაპს და მათ თანმიმდევრულ განხორციელებას?

რესურსები:

 სახელმძღვანელო
 ჯანსაღი ცხოვრების წესი,
 მეცნიერული ტექსტი
 კვებითი ჩვევების შეფასების კითხვარი

You might also like