You are on page 1of 36

მანანა მელიქიშვილი

შუა ხანი

ქრონოლოგიურად შუა ხანი მოიცავს პერიოდს, 40-დან 65 წლამდე. თუმცა ბევრი


რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ ცხოვრების რომელ სტადიაზე იმყოფება კონკრეტული
ადამიანი. მაგალითად, მიიჩნევს შუა ხნის ასაკის წარმომადგენლად თავს 41 წლის ქალ-
ბატონი, რომელსაც ეს-ესაა შვილი ეყოლა? ან 43 წლის მამაკაცი, რომელმაც დაამთავრა
გადამზადების კურსები და იწყებს კარიერას?

შუა ხანი შეიძლება იყოს განსხვავებული ხანგრძლიობის სხვადასხვა


ადამიანისთვის. ამას განაპირობებს სოციალური (შუა ხანი არის პერიოდი
ახალგაზრდობასა და ხანდაზმულობას შორის), ფიზიკური და ბიოლოგიური
(ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური და ბიოლოგიური ცვლილებები) და
ფსიქოლოგიური (ცხოვრების სტრუქტურა უკვე ჩამოყალიბდა, მიღებულია
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახსა და კარიერასთან დაკავშირებით)
ფაქტორები.

ჩვეულებრივ, შუა ხანში შესვლა უკავშირდება ოჯახურ ციკლს, ბავშვები


გაიზარდნენ და ტოვებენ მშობლების ოჯახს. ასევე უკავშირდება პროფესიულ ციკლს.
ადამიანმა უკვე მიაღწია გარკვეულ სტატუსს, ესაა პლატო და მომავალში კარიერული
ზრდა ნაკლებადაა მოსალოდნელი.

რა განცდები აქვთ შუა ხნის ადამიანებს საკუთარი ასაკის მიმართ?

ამ საკითხთან დაკავშირებით,ფსიქოლოგების მოსაზრებები განსხვავებულია. ზოგი


მიიჩნევს, რომ ადამიანი განიცდის ამ ასაკობრივ პერიოდს, როგორც სტაბილურს და
საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის პერიოდს. ზოგი კი მიიჩნევს, რომ ადამიანი
განიცდის უკმაყოფილებას, შფოთვას და დეპრესიას.

შუა ხნის ასაკის განცდაზე გავლენას ახდენს ეკონომიური მდგომარეობა,


სოციალური სტატუსი და ისტორიული პერიოდი, რომელშიც ადამიანს უწევს ცხოვრება.

ბევრ ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ უკვე არ არის ახალგაზრდა, მაგრამ ეს


ფაქტი ნაკლებად აწუხებთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის შესანიშნავი ასაკი. მართალია
ფიზიკური აქტიობა ცოტათი შემცირებულია, მაგრამ ცოდნა და გამოცდილება აძლევთ
საშუალებას თავს განიცდიდნენ წარმატებულად. ისინი ”ადვილად” ღებულობენ
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. სწორედ ამიტომ, 40-65 წლის ადამიანებს უწოდებენ
”ხელმძღვანელების თაობას”. სწორედ ამ ასაკის ადამიანები არიან სახელმწიფო
მართველობის, კორპორაციების სხვადასხვა სრტუქტურის ხელმძღვანელები.

რა თქმა უნდა ყველა ადამიანი არ არის დაკავებული მნიშვნელოვანი გადა-


წყვეტილებების მიღებით. ბევრ ადამიანს აქვს განცდა, რომ არ ძალუძს განკარგოს
საკუთარი ცხოვრებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ სხვების ხელმძღვანელობაზე.
ლევინსონის აზრით, დაახლოებით 48 წლის ასაკში ადამიანი განიცდის ფსიქოლოგიურ
და ბიოლოგიურ კრიზისს.

ლევინსონმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ 40 წლის ასაკის მამაკაცი


(როგორც ვიცით ლევინსონს არ ჩაუტარებია კვლევა ქალებზე) ეჭვის ქვეშ აყენებს
გავლილ ცხოვრებას. მამაკაცს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: ”მიაღწია მან ცხოვრებაში იმას
რაც უნდოდა?” ის ეჭვქვეშ აყენებს თავისი ცხოვრების ყველა მხარეს, როგორც კარიერას,
ასევე ოჯახურ ურთიერთობებს.

კრიზისის მოდელი და გადასვლის მოდელი

ადამიანების უმრავლესობა განიცდის შუა ხანს როგორც გადასვლის პერიოდს,


რომელსაც ახასიათებს, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მოვლენები. კრიზისის
მოდელი კი აკავშირებს ნორმატიულ ცვლილებებს მოსალოდნელ კრიზისთან (კრიზისის
მოდელს აქვს მეთოდოლოგიური ნაკლი, კვლევის მონაცემები მიღებული იქნა
კლინიკურ კონტიგენტზე და არა შემთხვევით შერჩეულ ადამიანების ჯგუფზე).
გადასვლის მოდელის მიხედვით, შუა ხნის ასაკის კრიზისი არ არის ნორმატიული
მოვლენა.

გადასვლის მოდელის მიხედვით, ადამიანის განვითარებას ახასიათებს მოსალო-


დნელი მოვლენები, რომელიც შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ და დავსახოთ მათ
მიმართ მომავალი გეგმები. მართალია გადასვლას შეიძლება ახლდეს ფსიქოლოგიური
და სოციალური სახის სირთულეები, ადამიანთა უმრავლესობა მათ წარმატებით
უმკლავდება, იცის რა მათი მოახლოების შესახებ. მაგალითად, 50 წლის ასაკში
ადამიანმა შეიძლება განიხილოს თავის შვილებთან და მეუღლესთან ერთად, თუ როგორ
იცხოვრებს პენსიაზე გასვლის შემდეგ.

ე. ი. შუა ხანი ეს არის პერიოდი როცა ადამიანი კრიტიკულად აანალიზებს და


აფასებს თავის ცხოვრებას. ზოგი ადამიანი შეიძლება კმაყოფილო იყოს გავლილი
ცხოვრებით, სხვებისთვის კი ეს შეიძლება აღმოჩნდეს მტკივნეული პროცესი.

მართალია, როგორც ნორმატიულმა (ჭაღარა, წონის მომატება, მენოპაუზა), ასევე


არანორმატიულმა (სამსახურის დაკარგვა, გაყრა) ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს
კრიზისი, მაგრამ კრიზისის აღმოცენების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ეს
მოსალოდნელი ცვლილებები განიხილება როგორც ნორმალური მოვლენები.

ფიზიკური განვითარებე შუა ხანში

ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები პიკს აღწევს ჭაბუკობის და ადრეული


მოზრდილობის პერიოდში. შუა ხანში ფიზიკური განვითარება გადადის პლატოში და
ჩნდება ფიზიკური შესაძლებლობების კლების პირველი ნიშნები, რომელიც ასაკის
მატებასთან ერთად თანდათანობით იმატებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ
როგორც შუა ხანში, ასევე გვიანი მოზრდილობაში ზოგი ადამიანი უფრო სწრაფად
ბერდება, ზოგი კი ნელა. დაბერებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, თუ ადამიანი
შეძლებს მათ გათვალისწინებას, მაშინ დაბერების პროცესის ბევრი არასასურველი
შედეგები შერბილდება.

ფსიქოფიზიოლოგიურ, მორფოლოგიური და ფუნქციონალური ცვლილებები

სენსორიკა. ადამიანის მხედველობა პრაქტიკულად არ იცვლება 50 წლის ასაკამდე.


თუმცა ახლომხედველი ადამიანების მხედველობა შუა ხანში უკეთესი ხდება, ვიდრე
ახალგაზრდობაში.

სმენა კი უკვე 20 წლის ასაკიდან იწყებს კლებას, განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი


სიხშირის ბგერებს. სმენის ასეთი დაქვეითება უფრო მეტად დამახასიათებელია
მამაკაცებისათვის. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო მეტად გარეგან
ფაქტორებთან (მაგალითად, საწარმოო ხმაური), ვიდრე ბუნებრივ დაბერების
პროცესთან. ზოგადად სმენის დაქვეითება შუა ხანში იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათ
არ ექმნება კომუნიკაციის პრობლემა.

გემოს, სუნის და ტკივილის შეგრძნება განიცდის უმნიშვნელო ცვლილებებს,


ტემპერატურის შეგრძნება კი უცვლელი რჩება.

რეაქციის დროც ნელი ტემპით იწყებს კლებას, ხოლო მოტორული ჩვევები კი


ზოგადად რჩება იგივე დონეზე. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვინც ყოველდღე
ფიზიკურად შრომოს ან ვარჯიშობს. თუმცა ახალი ჩვევების შეძენა უფრო რთულია.

შუა ხანში იწყება ადამიანის შინაგანი ორგანოებისა და სისტემების სტრუქტურისა


და ფუნქციის შეცვლა. ნელდება ნერვული სისტემის ფუნქციონირება, განსაკუთრების 50
წლის შემდეგ. ძვლოვანი სისტემა უფრო მყიფე ხდება. კანი და კუნთები კარგავს
ელასტიურობას. ადგილი აქვს ცხიმის დაგროვების ტენდენციას, განსაკუთრებით
სხეულის ზოგიერთ ნაწილში. მაგალითად, წელის და მუცლის არეში. მცირდება
ფილტვების მოცულობაც. ვინაიდან ადამიანის ამტანობა დამოკიდებულია
ორგანიზისადმი ჟანგბადის მიწოდების რაოდენობაზე, შუა ხნის ასაკში ადამიანს არ
შეუძლია ისეთივე ძალისხმევით შრომა, როგორც ახალგაზრდობაში.

ქალებისთვის განსაკუთრებით დრამატულია ისეთი მორფო-ფუნქციონალური


ცვლილებები, როგორიცაა მენოპაუზა, რომელსაც ახლავს სხვადასხვა ფიზიკური და
ფსიქოლოგიური შედეგები. მენოპაუზა დგება დაახლოებით 48-51 წლის ასაკში (თუმცა
შეიძლება უფრო ადრე, ან უფრო გვიან დადგეს). ოვულაცია ხდება პერიოდული და
ბოლოს სულ შეწყდება. პარალელურად მცირდება ესტროგონების გამომუშავება და
რეპროდუქციული სისტემა წყვეტს ფუნქციონირებას. ხშირად მენოპაუზას ახლავს ისეთი
ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა წამოხურება, ოფლიანობა, თავის ტკივილი,
თავბრუსხვევა, გულის ფრიალი და სახსრების ტკივილი.
ესტროგენების შემცირება იძლევა 3 შორსმიმავალ შედეგს, ესაა: ძვლოვანი მასის
შემცირება (ოსტეოპოროზი); ცვლილებები გენიტალიებში და კორონალური
უკმარისობა.

ძვლოვანი მასის შემცირება ქალებთან (ძვლოვანი მასის შემცირებას ადგილი აქვს


მამაკაცებთანაც) განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს 50 წლის შემდეგ, ამიტომ
ძვლების მოტეხვის რისკი მათთან 6-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებთან.
ფიქრობენ, რომ ეს გამოწვეულია ესტროგენების უკმარისობით და არა დაბერების
პროცესით.

ესტროგენების შემცირება ასევე იწვევს გენიტალიების ატროფიას.

მენოპაუზა ასევე დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვოვან დაავადებებთან. მენოპა-


უზამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროცენტი ქალებთან შედარებით დაბალია.

ზოგიერთ ქალთან ფიზიკური ცვლილებები იწვევეს ცვლილებებს ემოციურ


სფეროში. ისინი შეიძლება განიცდიდნენ უხასიათობას, სინანულის გრძნობას,
დეპრესიას. ქალების უმრავლესობას კი არ ახასიათებს ნეგატიური რეაქცია
მენოპაუზაზე. მაგალითად, ზოგიერთ ინდურ თემში, მენოპაუზის შემდეგ ქალი იძენს
ახალ სოციალურ სტატუსს. მას აღარ უწევს საზოგადოებიდან იზოლაციაში ყოფნა
(მანამდე უნდა თავი მიეძღვნა ოჯახისთვის და მეუღლისთვის). მას შეუძლია მამაკაცების
საზოგადოებაში ყოფნა და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.

ფიქრობენ, რომ ჰორმონალურმა თერაპიამ შეიძლება შეამციროს მენოპაუზის


ნეგატიური შედეგები. თუმცა ზოგი მკვლევარის აზრით, ეს გარკვეულ რისკთანაა
დაკავშირებული. მაგალითად, შეიძლება გამოიწვიოს მკერდის კიბო.

როგორც თანამედროვე გამოკვლევები აჩვენებს, ოსტეოპოროზის შემცირება


შესაძლებელია კალციუმის გარკვეული დოზების მიღების შემთხვევაში.

და ბოლოს, თუ ქალები დაკავებული არიან სპორტით, ყოველდღიური ვარჯიშით


და ფიზიკური აქტიობით, ისინი რჩებიან ძლიერები, მოქნილები და მოხერხებულები,
რაც ამცირებს იმის ალბათობას, რომ დავარდებიან და მოიტეხავენ რომელიმე ძვალს.

რაც შეეხება მამაკაცებს, ანდროგენები (მამაკაცის სასქესო ჰორმონები) მცირდება


ნელი ტემპით და დიდი ხნის განმავლობაში. ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება აღენიშნოს
გარკვეული ფიზიკური სიმპტომები (მაგალითად, იმპოტენცია, ხშირი შარდვა, კუჭის
წყლული). სხვები უჩივიან დაღლილობას, ნევროტულობას, თავის თავში
დაურწმუნებლობას. ყველა ეს მახასიათებლები შეიძლება გამოწვეული იყოს
ჰორმონების დონის შემცირებით, მაგრამ უფრო ხშირად ამის მიზეზია ფსიქოლოგიური
სტრესი.

შუა ხნის ასაკში იზრდება გარდაცვალების რისკი და დაუცველობა დავაადებების


მიმართ.
შუა ხნის ადამიანებს ყველა მეტად აწუხებთ შემდეგი დაავადებები: გულ-
სისხლძარღვთა (მათ შორის ათეროსკლეროზი და ჰიპერტონია), ონკოლოგიური,
დიაბეტი და სასუნთქი გზების დაავადებები.

სწორი კვება, დოზირებული ფიზიკური ვარჯიში და დროული სამედიცინი


დახმარება საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს აქტიური ცხოვრების
პერიოდი.

კოგნიტური განვითარება შუა ხანში

ლონგიტუდური კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანის კოგნიტური ფუნქციები შუა


ხანში რამდენადმე მცირდება, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს გაცილებით უფრო
ნელა, ვიდრე ეს იყო მიჩნეული ჯერ კიდევ 20 წლის წინათ. როგორც ჩანს კლების
პროცესი იწყება უფრო გვიან ასაკში და მოიცავს ინტელექტის მხოლოდ ცალკეულ
მხარეებს. შაის აზრით, ზოგიერთი გონებრივი უნარები შუა ხანში უმჯობესდება
კიდევაც, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მქონე პირებთან, რომლებიც
აგრძელებენ აქტიურ გონებრივ შრომას. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ
ინტელექტუალური განვითარება პიკს აღწევს ჭაბუკობის პერიოდში, ზოგიერთი უნარი
განაგრძობს განვითარებას მთელი შუა ხანის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ
ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია შრომით აქტიობასთან და ყოველდღიურ
ცხოვრებასთან.

ფლუიდური და კრისტალური ინტელექტი

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, არსებობს 2 ტიპის ინტელექტი, რომელიც იზომება


IQ ტესტებით (ჰორნი, 1982). ეს არის ფლუიდური და კრისტალური ინტელექტი.

ფლუიდური ინტელექტი ეს არის ის უნარები, რომლის დახმარებითაც ჩვენ


ვსწავლობთ ახალ ინფორმაციას. აქ შედის დამახსოვრების სისწრაფე და
პროდუქტულობა, ინდუქციური მსჯელობა, სივრცითი ხატებით ოპერირება, ახალი
მიმართებებისა და კავშირების დამყარება. მიჩნეულია, რომ ფლუიდური ინტელექტის
განვითარება პიკს აღწევს ჭაბუკობის პერიოდში, ხოლო მოზრდილობის პერიოდის
განმავლობაში ადგილი აქვს მის თანდათანობით შემცირებას.

კრისტალური ინტელექტი ეს არის უნარი, რომელიც ეყრდნობა ცოდნასა და


გამოცდილებას. აქ შედის მიმართებების დამყარების უნარი, მსჯელობების
ფორმულირება, პრობლემების ანალიზის უნარი და დედუქციური მსჯელობა. ადამიანი
იძენს კრისტალურ ინტელექტს განათლებისა და კულტურულ გარემოსთან ურთი-
ერთობის საფუძველზე. ინტელექტის ეს ფორმა პროგრესირებს ადამიანის მთელი
ცხოვრების მანძილზე.
მიჩნეულია, რომ ზოგიერთი სახის ტესტი (მაგალითად, ვერბალური მსჯელობის,
სიტყვათა მარაგის, სოციალური მოთხოვნების გაგების ტესტები) ზომავს ძირითადად
კრისტალურ ინტელექტს. ლონგიტუდური კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ხდება
ტესტების მეშვეობით იმ კოგნიტური უნარების გაზომვა, რომელიც ეყრდნობა
კრისტალურ ინტელექტს, 50 წლის რესპოდენტები აჩვენებენ უფრო მაღალ შედეგებს,
ვიდრე აჩვენებდნენ 20 წლის ასაკში.

სწორედ ამიტომაა რომ მეცნიერები (მათი შრომა ემყარება ცოდნისა და გამოცდი-


ლების შეძენას) როგორც წესი, უფრო პროდუქტიულად შრომობენ 40-50 წლის ან
თუნდაც 70 წლის ასაკში და არა ახალგაზრდობაში.

რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ზემოთ ნათქვამის საფუძლზე?

ბევრი ადამიანისთვის შუა მოზრდილობის პერიოდში დამახასითებელია ინტელე-


ქტუალური უნარების მაღალი დონე. ზოგიერთ ადამიანს კი შეიძლება შეუმცირდეს
ფლუიდური ინტელექტისთვის დამახასიათებელი უნარები, მაგარამ ამის მიზეზია არა
დაბერების პროცესი, არამედ სხვა ფაქტორები. იმ ადამიანებს ვინც კმაყოფილია
ცხოვრებით, ნაკლებად კონფლიქტურია, აქვს კარგი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან
და მეგობრებთან, მჭიდრო კავშირშია თავის კულტურულ გარემოსთან,
ინტელექტუალური უნარები დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ.

თუმცა არის ინტელექტის ერთი ფაქტორი, რომელიც შუა ხანში მცირდება. ეს ის


უნარებია, რომელიც მოითხოვს სისწრაფეს. ამის მიზეზია ის, რომ ამ ასაკობრივ
პერიოდში ნელდება ფსიქომოტორული პროცესები. ადამიანები ახდენენ სისწრაფის
კლების კომპენსირებას ცოდნითა და ეფექტური ქმედებით.

მოზრდილები ახდენენ თავისი ინტელექტუალური განვითარების მორგებას


გარემოს მოთხოვნებისადმი. ადამიანმა შეიძლება ყურადღება გაამახვილოს გარკვეული
უნარების განვითარებაზე და არ იზრუნოს იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც არ
არის მნიშვნელოვანი მათი საქმიანობისთვის. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ შუა
ხანის და გვიანი მოზრდილობის ასაკის ადამიანები (ახალგაზრდებთან შედარებით)
აჩვენებენ უფრო დაბალ მაჩვენებლებს ტესტებში, სადაც საჭიროა აბსტრაქტული
მსჯელობის გამოყენება. რა თქმა უნდა მათ აქვთ აბსტრაქტული აზროვნების უნარი,
მაგრამ ახალგაზრდებისგან განსხვავებით, რა აქვთ სურვილი ამოხსნან აბსტრაქტული
ამოცანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამოხსნან. მათთვის მნიშვნელოვანია პრობლემაზე
კონტექსტუალური და არა აბსტრაქტული მსჯელობა. შესაბამისად, უცნაურია
ახალგაზრდებისა და მოზრდილების შედარება დასწავლის უნარისა და მეხსიერების
მაჩვენებლების მიხედვით (ლაბორატორიულ კვლევებში დასწავლის უნარისა,
მეხსიერების, პრობლემის გადაჭრის უნარის შესწავლა ხდება რესპოდენტებისთვის
უცნობ მასალაზე, რათა გამოირიცხოს წარსული გამოცდილება). ახალგაზრდებისთვის
მნიშვნელოვანია ახალ ინფორმაციასთან გამკლავება, ვინაიდან ეს არის მათი
ადაპტაციური უნარი. მოზრდილები კი უფრო პროდუქტიულები არის მაშინ, თუ მათ
აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავისი ცოდნა და გამოცდილება.

განვიხილოთ ერთ-ერთი საინტერესო კვლევის შედეგები:

ახალგაზრდა და შუა ხნის ასაკის მოჭადრაკეებს უნდა შეესრულებინათ 2 დავალება.


თავიდან მათ აჩვენებდნენ საჭადრაკო პარტიის პოზიციას და სთხოვდნენ, დაემახ-
სოვრებინათ ყველა ფიგურის მდებარეობა. ეს დავალება უკეთ გადაწყვიტეს ახალგაზრდა
მოჭადრაკეებმა. შემდეგში კი სთხოვდნენ ეპოვათ საუკეთესო საჭადრაკო სვლა. ეს
დავალება კი უკეთ შეასრულეს მოზრდილმა მოჭადრაკეებმა. სწორი სვლის
გასაკეთებლად, მათ არ სჭირდებოდათ ყველა ფიგურის ადგილის დამახსოვრება. მათი
მეხსიერება იყო შერჩევითი და ორგანიზებული ისეთი სახით, რომ შეენარჩუნებინათ
კავშირი დაფაზე კონკრეტულ პოზიციასა და ოპტიმალურ სვლას შორის.

განვითარების პროცესი ხშირად გულისხმობს გარკვეულ კომპრომისს - ერთი


უნარი გაომჯობესდება, ხოლო მეორე კი გაუარესდება (ბალტესი). მაგალითად,
ასაკოვანი მბეჭდავი უფრო ნელა შეიძლება ბეჭდავდეს, მაგრამ შეუძლია დროის ერთ
მონაკვეთში მეტი სიტყვის ამოკითხვა და ამის საფუძველზე სწრაფი ბეჭვდა.

გამოცდილება ხელს უწყობს არა მხოლოდ ინფორმაციის მოცულობის გაზრდას,


არამედ მის უკეთ ორგანიზებას. ადამიანი განუწყვეტლივ ახდენს თავისი ცოდნის
სტრუქტურირებას, რათა ის უფრო ხელმისაწვდომი და ურთიერთდაკავშირებული
გახდეს.

ინტელექტის ფუნქციის შეცვლა

მოზრდილი ადამიანის კოგნიტური განვითარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც


ფუნქციონალური ცვლილებები. შაის თანახმად, მოზრდილობის ასაკში იცვლება
ინტელექტის ფუნქცია და არა ბუნება.

ადრეულ მოზრდილობას შეესაბამება მიღწევის სტადია. აქ ინტელექტი


გამოიყენება რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც განაპირობებს
ადამიანის შემდგომ ცხოვრებას. მაგალითად, მეუღლის და სამუშაოს არჩევა.

შუა ხანს შეესაბამება სოციალური ვალდებულებების შესრულების სტადია.


ამჯერად, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ მეუღლის, შვილების,
კოლეგების და მთელი საზოგადოების ინტერესები.

გვიან მოზრდილობაში ინტელექტის ფუნქცია კვლავ იცვლება. რეინტეგრაციის


სტადიაზე ადამიანი კვლავ უბრუნდება საკუთარ ინტერესებს, ღირებულებებს და
განწყობებს.
ფსიქოსოციალური განვითარება შუა ხანში

მოზრდილობის პერიოდის შესწავლისას მკვლევრები განიხილავენ როლების


ცვლილებას, მოვლენა-მარკერებს, კრიზისულ პერიოდებს და განვითარების ამოცანებს.
ყოველივე ამას კი უკავშირებენ ოჯახურ ციკლს და განვითარების მოდელს. შუა
მოზრდილობის პერიოდს აქვს თავისი ამოცანები, თუმცა ხანდახან ადრეული და გვიანი
მოზრდილობის ამოცანები ასევე აქტუალურია შუა ხანისთვის.

ჰეივიგჰერსტის მიხედვით, ადამიანმა შუა ხანში უნდა გადაწყვიტოს შემდეგი


ამოცანები:

 მოწიფული სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიღწევა


 ცხოვრების მიზანშეწონილი დონის მიღწევა და შენარჩუნება.
 დასვენების ორგანიზება
 ბავშვების დახმარება პიროვნებად ჩამოყალიბებაში
 ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში პიროვნული ასპექტის გაძლიერება
 ზრდასრული ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური ცვლილებების
მიღება და ადაპტაცია
 ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობა

პეკის შეხედულება

ერიქსონის თანახმად, ადამიანის განვითარების პროცესი, რომელიც მთელი


ცხოვრების მანძილზე გრძელდება, იყოფა 8 სტადიად. მაგრამ შუა ხანში და გვიან
მოზრდილობაში ადამიანი აწყდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა პრობლემას. პეკმა
მიზანშეწონილად ჩათვალა, გაეფართოებინა ადამიანის სიცოცხლის მეორე ნახევრის
დახასიათება.

პეკი აკრიტიკებდა ერიქსონს იმის გამო, რომ ის სიცოხლის 8 სტადიის აღწერისას


მეტისმეტად დიდ ყურადღებას უთმობდა 25 წლამდე ასაკს. განვითარების 6 პრობლემა -
ბაზისური ნდობა/უნდობლობა; ავტონომია/სირცხვილის გრძნობა; ინიციატივა/დანა-
შაულის გრძნობა; შრომისმოყვარეობა/არასრულფასოვნების გრძნობა;
იდენტობა/როლების აღრევა და სიახლოვე/იზოლაცია მნიშვნელოვანი პრობლემებია,
რომელიც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს სიცოცხლის ადრეულ წლებში. მართალია
ერიქსონმა აღწერა კიდევ 2 სტადია (გენერაციულობა/სტაგნაცია და ეგოს
მთლიანობა/სასოწარკვეთილება), პეკი თვლის, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩნდება
ძალიან ბევრი ახალი პრობლემა და ამოცანა, რომელთა დატევა შეუძლებელია 2 სტადიის
ფარგლებში.
აღნიშნულ ასაკში ყველა წინა პრობლემა და მათი გადაწყვეტის ვარიანტი
დროდადრო ისევ ამოტივტივდება, განსაკუთრებით სტრესის ან ცვლილებების დროს.
უეცარმა ავადმყოფობამ, მაგალითად ინფარქტმა, შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ
ადამიანს 45 წლის ასაკში ისევ მოუწიოს ავტონომიისა და დამოკიდებულების
პრობლემის გადაწყვეტა. პარტნიორის სიკვდილმა შესაძლოა ისევ გახადოს აქტუალური
სიახლოვის მოთხოვნილება. სინამდვილეში ნებისმიერი სერიოზული ადაპტაცია
ცხოვრების პირობებისადმი, იწვევს პრობლემების ძველი გადაწყვეტის გადახედვისა და
გადაფასების აუცილებლობას.

ერიქსონი თვლიდა, რომ როცა რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას (მაგალითად,


პარტნიორის გარდაცვალება) არსებითი ცვლილებები შეაქვს ადამიანის ცხოვრების
წესში, ის ჯერ უბრუნდება ნდობის, ავტონომიის, ინიციატივის, იდენტობისა და
სიახლოვის პრობლემებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია გენერაციულობის მიღწევა.

ითვალისწინებდა რა მოზრდილი ცხოვრების სპეციფიურ ცხოვრებისეულ


ამოცანებს, პეკმა გამოყო მოზრდილი ადამიანის განვითარების 7 პრობლემა (ან
კონფლიქტი). პირველი 4 პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელოვნებას იძენს შუა ხანში,
დარჩენილი 3 კი - გვიან მოზრდილობაში, თუმცა ადამიანები მათ უკვე შუა ხანში
ხვდებიან.

შუა ხანის პრობლემები (კონფლიქტები):

1. სიბრძნის ღირებულების აღიარება ფიზიკური ძალის ღირებულების


აღიარების საპირისპიროდ

საციცოცხლო ძალების კლებასა და ჯანმრთელობის შესუსტებასთან ერთად


ადამიანებმა საკუთარი ენერგიის უდიდესი ნაწილი უნდა გადართონ ფიზიკური
საქმიანობიდან, გონებრივზე.

2. ურთიერთობებში სოციალური საწყისის წინ წამოწევა, სექსუალობის


საპირისპიროდ

ეს ცვლილება გამოწვეულია ბიოლოგიური ცვლილებებითა და სოციალური


ზემოქმედებით. ფიზიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა აიძულონ ადამიანები, რომ
ხელახლა განსაზღვრონ თავიანთი ურთიერთობა ორივე სქესის წარმომადგენელთან,
ყურადღება გადაიტანონ კომუნიკაციასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და არა
სექსუალურ სიახლოვესა ან კონკურენციაზე.

3. ემოციური მოქნილობა, ემოციური გაღარიბების წინააღმდეგ

ემოციური მოქნილობა განაპირობებს კორექტირებას, რომელსაც უნდა მიმართოს


ადამიანმა ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინგრევა ოჯახი, მიდიან მეგობრები და ძველი
ინტერესები მნიშვნელობას კარგავს.
4. გონებრივი მოქნილობა, გონებრივი რიგიდულობის წინააღმდეგ

ინდივიდმა უნდა იბრძოლოს თავისი ძველი ცხოვრებისეული წესების


შენარჩუნების ტენდენციასა და ახალი იდეების მიმართ უნდობლობის წინააღმდეგ.
გონებრივი რიგიდულობა - ეს არის ძველ გამოცდილებასა და მსჯელობებზე
დამოკიდებულების ტენდენცია. ამის მაგალითია შემდეგი მსჯელობა: „რადგან მე
მთელი ცხოვრება არ მომწონდნენ რესპუბლიკელები (დემოკრატები, პროტენსტანტები),
ვერ ვხედავ მიზეზს, ახლა რატომ უნდა შევცვალო ჩემი დამოკიდებულება“.

გვიანი მოზრდილობის პრობლემები/კონფლიქტები:

5. ეგოს დიფერენციაცია როლების შთანთქმის წინააღმდეგ

თუ ადამიანი საკუთარ თავს განსაზღვრავს მხოლოდ სამსახურის ან ოჯახის


ფარგლებში, მაშინ ისეთი მოვლენები, როგორიცაა პენსიაზე გასვლა, სამსახურის შეცვლა
ან შვილების სახლიდან წასვლა, გამოიწვევს ნეგატიური ემოციების ისეთ მოზღვავებას,
რომ ინდივიდმა შესაძლოა ვერ გაუძლოს მათ. ეგოს დიფენრენციაცია ნიშნავს საკუთარი
თავის განსაზღვრებას სამსახურისა და ოჯახური როლების ფარგლებს გარეთაც.

6. სხეულიდან ტრანსცედენცია (ლათ. transsendens - რაც საზღვარს სცილდება),


სხეულით დაინტერესების (შთანთქმის) წინააღმდეგ

ეს არის მახასიათებელი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უნართან თავი


აარიდოს ყურადღების მეტისმეტ გამახვილებას იმ ფიზიკურ ცვლილებებსა და
ტკივილებზე, რომელიც თან ახლავს დაბერებას.

7. ეგოსგან ტრანსცედენცია, ეგოს შთანთქმის წინააღმდეგ

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიბერეში. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები


არ მიეცენ სიკვდილზე ფიქრს. როგორც პეკის აღნიშნავს, ადამიანები არ უნდა ჩაეფლონ
„ეგოს ღამეში“. ერიქსონის აზრით, ადამიანები, რომლებიც მოხუცებულობას ხვდებიან
შიშისა და სასოწარკვეთილების გარეშე, გადააბიჯებენ ახლო სიკვდილის პერსპექტივას,
მათ სიცოცხლეს გააგრძელებენ მათი შთამომავლები.

ერიქსონის სტადიების მსგავსად, პეკის არც ერთი პრობლემა არ შემოიფარგლება


შუა ხნით ან სიბერით. სიცოცხლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან
საფუძველს, რაზეც აიგება მოზრდილი ადამიანის ყველა გადაწყვეტილება, ხოლო შუა
ხნის ადამიანები იწყებენ მომავალი (სიბერის) პრობლემების გადაწყვეტას. კვლევები
აჩვენებენ, რომ 50-60 წელი არის კრიტიკული პერიოდი კორექტირებების შესატანად,
რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გაატარებს ადამიანი დარჩენილ სიცოცხლეს.
შუა ხნის ასაკში როგორც მამაკაცები, ისე ქალები გადახედავენ ცხოვრებისეულ
მიზნებს და მსჯელობენ იმაზე, მიაღწიეს თუ არა ადრე დასახულ მიზნებსა და
ამოცანებს.

ადრეული მოზრდილობის ასაკში ადამიანები თავს იმკვიდრებენ პროფესიულ


სფეროში. შუა ხანში კი ხშირად სხვანაირად უყურებენ სამსახურს. ამ დროს
უმრავლესობა აცნობიერებს, რომ მათ უკვე გააკეთეს პროფესიული არჩევანი და უნდა
მიიღონ ის. ნაწილი იმათგან, ვისაც იმედი გაუცრუვდა სამსახურში, დაკარგა ის ან ვერ
მიაღწია სასურველ პროფესიულ დონეს, განიცდიან დაუკმაყოფილებლობასა. სხვებმა
შესაძლოა პრიორიტეტების სისტემა შეცვალონ. პრიორიტეტების შეცვლა ხდება არა
მხოლოდ პროფესიულ სფეროში. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი შუა ხნის ასაკში მეტ
ყურადღებას აქცევს ინტერპერსონალურ ურთიერთობებსა და მორალურ
ვალდებულელებს და ნაკლებს - პროფესიულ განვითარებას.

მამაკაცები შუა ხანში

ფარელმა და როზენბერგმა ჩაატარეს კვლევა შუა ხნის მამაკაცებზე. მათ


აინტერესებდათ, თუ როგორ რეაგირებენ ისინი შუა ხნის ასაკზე. მკვლევრებმა
გამოკითხეს 300 მამაკაცი, რომლებსაც უსვამდნენ კითხვებს - ოჯახზე, სამსახურზრ და
ფიზიკურ მონაცემებზე.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები განსხვავებულად რეაგირებენ ცხოვრების შუა


პერიოდზე, თუმცა მათი რეაქციები გარკვეულწილად მსგავსიცაა. მამაკაცების უმრავლე-
სობა განიცდიდა ვალდებულებას როგორც სამუშაოს, ასევე ოჯახის მიმართ.
უმრავლესობამ გამოიმუშავა ცხოვრების ჩვეული სტილი, რომელიც მათ ეხმარებოდა
პრობლემების გადაწყვეტაში. ბევრ მათგანს ჰქონდა მსგავსი პრობლემები: ზრუნვა
მოხუც მშობლებზე, რომელთაც მუდმივი მოვლა სჭირდებათ; სირთულეები,
დაკავშირებული მოზარდებთან ურთიერთობაში; შეჩვევა შეზღუდვებთან; ფიზიკური
ცვლილებების აღიარება.

ტრადიციულად ითვლებოდა, რომ მამაკაცების ფსიქოლოგიური კეთილდღეობა


დაკავშირებულია მათ პროფესიულ როლებთან. თუმცა ფარელი და როზენბერგი
აღნიშნავს, რომ შუა ხანში ოჯახური ურთიერთობები მამაკაცებისთვის უდიდეს
მნიშვნელობას იძენს. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თუ როგორ შეხვდება შუა ხნის
ასაკის პერიოდის დადგომას მამაკაცი, დამოკიდებულია ოჯახის კულტურასა და
სტრუქტურაზე. მეუღლესთან და ბავშვებთან კარგი ურთიერთობა არის მამაკაცების
განვითარების ნაყოფიერი ნიადაგი.

სხვა კვლევებიც ადასტურებენ ოჯახის დიდ მნიშვნელობას შუა ხნის


მამაკაცებისთვის. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მამაკაცების მიერ მეუღლისა და
მშობლის როლის შესრულების ხარისხი კავშირშია ფსიქოლოგიურ დისტრესის
დონესთან, რომელიც ასევე გავლენას ახდენს სამსახურში განცდილ დისტრესის დონეზე.

ფარელმა და როზენბერგმა გამოყვეს შუა ხნის მამაკაცის განვითარების 4 გზა:

ტრანსცენდენტულ-გენერაციული მამაკაცის გაზა. ის არ განიცდის შუა ხნის კრი-


ზისს, რადგანადაც მან უკვე იპოვა ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის ადექვატურად
გადაწყვეტის გზები. ასეთი მამაკაცისთვის შუა ხანი შეიძლება იყოს საკუთარი შესაძლე-
ბლობების რეალიზაციისა და დასახული მიზნების მიღწევის პერიოდი.

ფსევდო-განვითარებული მამაკაცის გზა. ასეთი მამაკაცს აქვს პრობლემები და


მათთან გამკლავებით არის დაკავებული, თუმცა სხვების თვალში ცდილობს გამოჩნდეს
ისე, თითქოს მიმდინარე მოვლენები სრულიად აკმაყოფილებს ან ის ყველაფერს აკო-
ნტროლებს. თუმცა სინამდვილეში, როგორც წესი, გრძნობს, რომ დაკარგა მიმართულება,
შესულია ჩიხში ან ყველაფერი მობეზრდა.

კრიზისული გზა. მამაკაცი შუა ხნის კრიზისს განიცდის. ის დაბნეულია, ეჩვენება,


რომ სამყარო ინგრევა. მას არ შეუძლია მის მიმართ წამოყენებული მოთხოვნები
დააკმაყოფილოს და გადაწყვიტოს პრობლემები. მამაკაცების ერთი ნაწილისთვის ეს
პერიოდი შეიძლება განვიხილოთ, როგორც განვითარების დროებით ფაზა, ხოლო მეორე
ნაწილისთვის, ეს შეიძლება აღმოჩნდეს შეუჩერებელი ვარდნის დასაწყისი.

ხელმოცარული მამაკაცის გზა. ასეთი მამაკაცი იყო უბედური და სხვების მიერ


უარყოფილი თავისი ცხოვრების დიდი პერიოდის განმავლობაში. ის ავლენს შუა ხნის
კრიზისის ნიშნებს და პრობლემებთან გამკლავების უუნარობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ საზოგადოებაში მამაკაცისთვის


დამახასიათებელი მნიშვნელოვან მაჩვენებლებად ითვლება წარმატებულობა და
სიმამაცე. მამაკაცების უმრავლესობა ცდილობს შეესაბამებოდეს ამ შეხედულებას, ხატს.

შუა ხანში პრობლემების მთელი როგორ აღმოცენდება სწორედ მაშინ, როდესაც


ისინი მიდიან იმ აზრამდე, რომ ისინი არ შეესაბამებიან, არ ერგებიან ამ შაბლონურ
შეხედულებას. გარდა ამისა, მათი ნეგატიური განცდები შესაძლოა გამოიწვიოს საკუთარ
სურვილებზე უარის თქმამ იმ მიზნით, რომ საზოგადოების მოლოდინები გაამართლონ.
ძალიან ცოტა მამაკაცი ახერხებს ამ დროს გაექცეს წარუმატებლობის, შინაგანი
უთანხმოებისა და თვითპატივისცემის დაკარგვის შეგრძნებას.

ქალები შუა ხანში


შუა ხანი ქალებისთვისაც არსებითი ცვლილებებისა და ღირებულებების
გადაფასების პერიოდია. შუა ხნის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით ქალების
რეაქციები ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს საერთო ტენდენციებიც.
ტრადიციულად ქალები უფრო მეტად საკუთარ თავს განიხილავენ ოჯახური და არა
პროფესიული ციკლის ჩარჩოში. კვლევის შედეგად, რომელიც ჩაატარეს დასავლეთ
ამერიკაში მცხოვრებ ქალებზე, აღმოჩნდა, რომ ქალები ცხოვრების მთავარ ეტაპებად
თვლიან, ოჯახური ციკლის სამ პერიოდს:

პირველი ეტაპი დაკავშირებულია ბავშვის დაბადებასთან და მის მოვლასთან ცხო-


ვრების პირველი წლების განმავლობაში. ამ დროს თავად დედები იყვნენ ადრეული
მოზრდილობის პერიოდის წარმომადგენლები (27-30 წლის).

მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია დრო, როდესაც გაზრდილი ბავშვები ტოვებენ მშო-


ბლიურ სახლს. გამოკითხულთა მცირე რაოდენობა ამ პერიოდს განიცდის, როგორც
ძალიან მტკივნეულს.

მესამე ეტაპია ცხოვრება შვილებისგან დამოუკიდებლად.

განვითარების ეს მოდელი დაფუძნებულია დროში მკაცრად გაწერილ მოვლენებზე.


ოჯახური ცხოვრების და კარიერის ციკლში გარდამავალი ეტაპები განსაზღვრავს - ქალის
სტატუსს, ცხოვრების სტილს, ძირითად საქმიანობას, სიხარულს და საფიქრალს,
მეგობრების და კოლეგების წრეს.

ქალმა ასევე შეიძლება გადაწყვიტოს შეუთავს ერთმანეთს ოჯახური ცხოვრება და


კარიერა. მოვლენების დროის გრაფიკი ასევე განსაზღვრავს როლური კონფლიქტების და
როლური დაძაბულობის სპეციფიკას. როლურ კონფლიქტს აქვს ადგილი მაშინ,
როდესაც ერთი როლის შესრულების მოთხოვნები უპირისპირდება, მეორე როლის
მოთხოვნებს. შედარებით ხშირი როლური კონფლიქტი შუა ხნის ქალებისთვის
მდგომარეობს, დროის გამონახვაში ოჯახისთვისაც და კარიერისთვისაც. მაგალითად,
ქალი, რომელიც მენეჯერია, როგორ უნდა მოამზადოს ოჯახური ვახშმი, თუ ამ დროს
მას აქვს მნიშვნელოვანია საქმე სამსახურში.

როლური დაძაბულობა დაკავშირებულია გადაჭარბებულ მოთხოვნებთან, ერთი


როლის ფარგლებში. მაგალითად, დედა ცდილობბს თავის 3 მოზარდ ბავშვს დაუთმოს
მათთვის საჭირო ყურადრება, თუმცა ხვდება, რომ მას არ აქვს ძალა ბოლომდე დააკ-
მაყოფილოს თითოეული ბავშვის მოთხოვნები.

მამაკაცებთან შედარებით, ქალები უფრო მტკივნეულად რეაგირებენ ასაკთან


დაკავშირებულ ფიზიკურ ცვლილებებზე. ზოგადად, ქალებს, რომლებიც
ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უფრო მიმზიდველად მიიჩნევენ. ზოგიერთი
მათგანი ჭაღარას, ნაოჭებს და სხვა ასაკის მატებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს
მიიჩნევეს იმის მანიშნებლად, რომ ისინი ვეღარ იქნებიან ისეთივე მომხიბვლელები და
ქალურები, როგორც ადრე. ქალების ნაწილი ნეგატიურად რეაგირებს მენოპაუზაზე და
სინანულს განიცდიან, რომ დაკარგეს ბავშვის გაჩენის უნარი. სწორედ ამის გამო, შუა
ხნის ქალბატონებს, სხვა ასაკთან შედარებით, უფრო ხშირად აქვთ დეპრესია.

განქორწინება და მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები

განქორწინება ეს არის ოჯახური წყვილის კრიზისული განვითარების შედეგი.

თუ ადრე განქორწინება განიხილებოდა, როგორც ცალსახად ნეგატიური მოვლენა,


დღეს შეიძლება ის პოზიტიურადაც კი იქნეს მიჩნეული, როგორც სტრესული
სიტუაციიდან თავის დაღწევა, ვინაიდან მშობლებს შორის დესტრუქციულმა
ურთიერთობამ, შეიძლება ტრავმა მიაყენოს ბავშვების ფსიქიკას.

განქორწინება განიხილება როგორც პროცესი და არა მოვლენა. განქორწინება იწყება


მაშინ, როცა მეუღლეები იწყებენ ფიქრს გაყრაზე და სრულდება, ცხოვრების დამო-
უკიდებელი სტილის ფორმირებით (ინდივიდუალურად ორივე პარტნიორისთვის).

განქორწინების პროცესში შეიძლება გამოვყოთ 4 ფაზა:

1. ფიქრი განქორწინებაზე და გადაწყვეტილების მიღება.


2. ოჯახის ლიკვიდაციის დაგეგმვა.
3. სეპარაცია.
4. განქორწინების შემდგომი პერიოდი.
ფიქრი განქორწინებაზე და გადაწყვეტილების მიღება. ამ ფაზის განმავლობაში
ჩხუბი და კონფრონტაცია ცოლ-ქმარს შორის ხდება ქრონიკული. მატულობს შფოთვა,
ცუდი გუნება-განწყობილება, გულგატეხილობა, გარიყულობა, უნდობლობა, ემოციური
გულგრილობა. ”ემოციურ გულგრილობაში” ხშირად შეიმჩნევა ასიმეტრია. წყვილის
ერთი წევრი ისევ განიცდის სიყვარულს პარტნიორისადმი, მეორე - კი არა. ეს პერიოდი
შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღიდან, რამოდენიმე წლის განმავლობაში.
წყვილის ერთი წევრის მიერ განქორწინების გადაწყვეტილებამ, შეიძლება მეორე
წევრში გამოიწვიოს - შოკი, გულისტკივილი, სიცარიელისა და ქაოსის განცდა. მეუღლე,
რომელსაც არ სურს განქორწინება განიცდის ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც
გაივლის შემდეგ სტადიებს:
 პროტესტი - მეუღლე ანხორციელებს სხვადასხვა აქტიობას, რათა თავიდან
აიცილოს განქორწინება.
 გულგატეხილობა - მეუღლე გრძნობს, რომ ვერ ფლობს სიტუაციას და
დეპრესიაში ვარდება.
 უარყოფა - ადგილი აქვს რეალური სიტუაციის უარყოფას. მაგალითად,
ამბობს: ”ყველაფერი კარგადაა”, ”როგორც იქნა დავისვენე მისგან”.
 შეგუება - ხედავს სიტუაციას რეალისტურად.
ოჯახის ლიკვიდაციის დაგეგმვა. ეს ფაზა იწყება მაშინ, როცა წყვილი (ან ერთ-ერთი
მათგანი) მიიღებს განქორწინების გადაწყვეტილებას. ამ ფაზისთვის დამახასიათებელია
ემოციური დაძაბულობა და ფრუსტრაცია, რაც ხელს უშლის კრიზისიდან გონივრული
გამოსვლის შესაძლებლობას. ოჯახის რღვევა დაკავშირებულია, ოჯახის როლური
სტრუქტურის შეცვლასთან და ახალი ცხოვრების სტილის ფორმირებასთან. აღნიშნული
ფაზის მახასიათებლებია:
 ემოციური განქორწინება - უკმაყოფილების განცდა, ფსიქოლოგიური
გარიყულობა, შიში, კამათი, მეუღლის კონტროლის მცდელობა, წყვილის
ემოციური სეპარაცია.
 ფიზიკური განქორწინება - წყვილი იწყებს ცალ-ცალკე ცხოვრებას
(ტერიტორიული სეპარაცია).
 ეკონომიური განქორწინება - ხდება საცხოვრებელი ფართის და ქონების
გაყოფა, მოლაპარაკება ეკონომიური მხარდაჭერაზე ბავშვების ან მეუღლის
მიმართ.
 სოციალური განქორწინება - მეგობრებთან, კოლეგებთან, საერთო სოციალურ
წრესთან ურთიერთობის რეორგანიზაცია.
სეპარაცია. წყვილი იწყებს ცალ-ცალკე ცხოვრებას. თუ ისინი ერთ ბინაში
აგრძელებენ ცხოვრებას, ადგილი აქვს ოთახების, ბიუჯეტის, მეურნეობის გაყოფას,
ურთიერთობის ახალი ნორმების და წესების შემოღებას
განქორწინების შემდგომი პერიოდი. ამ ფაზის განმავლობაში ადგილი აქვს
ოჯახური სისტემის გარდაქმნას და სტაბილიზაციას, რომელიც გაივლის 3 ეტაპს:
 უშუალოდ განქორწინების შემდგომი პერიოდი (1 წლის განმავლობაში). ამ
ეტაპის ამოცანებია: ემოციური დეფიციტის დაძლევა, ეკონომიური
დამოუკიდებლობის აღდგენა, ბავშვების აღზრდის კომპეტენტურობის
შეძენა, ახალი სოციალური ურთიერთობების ფორმირება - მეგობრებთან,
ნათესავებთან, კოლეგებთან.
 გარდაქმნის ეტაპი (2-3 წელი). ამ ეტაპზე ადგილი აქვს 2 სახის სცენარის
განვითარებას: ახალი პარტნიორის ძიება ან ბავშვებზე ყურადღების
აქცენტირება. ამ ეტაპზე დაქორწინება, საკმაოდ ხშირად თავდება
განქორწინებით, ვინაიდან ადამიანი მიისწაფის ეგო-ს იდენტობის
აღდგენისკენ და ახალ პარტნიორს განიხილავს ინსტრუმენტალურად და არა
როგორც პიროვნებას.
 სტაბილიზაციის ეტაპი (2-3 წელი). ოჯახის სტრუქტურის გარდაქმნა
დასრულებულია და ყოფილი წყვილი ამყარებს მშვიდ, გაწონასწორებულ
ურთიერთობას.

განქორწინების მიზეზები:
1. ფინანსური პრობლემები.
2. ყოფითი პრობლემები. მაგალითად, ცოლი არ აკეთებს სადილს, ქმარი სულ
ტელევიზორის ყურებით არის დაკავებული.
3. ღალატი.
4. ძალადობა ოჯახში.
5. სექსუალური დისჰარმონია.
6. განსხვავებული - ინტერესები, გატაცებები, ღირებულებები, ხასიათის
თავისებურებები (ფუქსავატი, მოუწესრიგებელი, პედანტი, უჟმური და ა.შ.)
7. ოჯახურ ცხოვრებაში უფროსი თაობის ჩარევა.
8. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება.
9. სიყვარული დაკარგვა.
10. დევიაციური ქცევა.
11. შვილის არ ყოლის სურვილი/შესაძლებლობა.
P.S. ხედავდა რა ოჯახური ურთიერთობების არასრულყოფილებას, პლატონმა
შემოგვთავაზე ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც არ იქნებოდა ოჯახი, ვინაიდან სწორედ
ოჯახში კულტივირდება საკუთრების ინსტინქტები. მაგალითად, ქმარი თვლის, რომ ცოლი
მისი საკუთრებაა (ასევე პირიქით), მშობლები თვლიან, რომ ბავშვები მათი საკუთრებაა
(ასევე პირიქით), ყოველ წევრს აქვს პრეტენზია ოჯახის ქონებაზე. ამიტომ, საზოგადოებაში
ადგილი აქვს სიხარბეს და ექსპლოატატორულ ტენდენეციებს. ამის თავიდან ასაცილებლდ
პლატონმა შესთავაზა მამაკაცებს და ქალებს, შეერჩიათ პარტნიორი კენჭის ყრის
საფუძველზე და თანაც მცირე ხნით (წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორები შეიძლება
მიეჯაჭვონ ერთმანეთს ფიზიკურად და სულიერად). რაც შეეხება ბაცშვებს, მათზე უნდა
იზრუნონ არა მშობლებმა, არამედ სახელმჭიფომ. აქედან გამომდინარე ბავშვები აღარ
იქნება მშობლების საკუთრება და მათ გამო არ მოხდება განხეთქილება ოჯახში.

პროფესიული კარიერა შუა ხანში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეიმჩნევა გარკვეული ცვლილებები


ადამიანის პროფესიულ ციკლში. კერძოდ, შუა ხანში ადგილი აქვს პროფესიული კარიერის
გადაფასებას. მაგალითად, ადამიანები ამბობენ, რომ მათი კარიერული ზრდა მიდის ნელი
ტემპით ან სამსახური აღარ არ მათთვის მიმზიდველი. ერთ-ერთი ფაქტორი რაც იწვევს
სამუშაოს და პროფესიის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას, ლევინსონის აზრით, არის
შუა ხნის კრიზისი. 40 წლის შემდეგ მოზრდილებს შეიძლება შეეცვალოთ მიზნები და
ღირებულებები. ლევინსონის აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ ადგილი აქვს
ახალგაზრდობის ”ოცნებების” დაბრუნებას.
ტომასის აზრით, დღეს ადამიანები უფრო დიდი ხნის განმავლობაში არიან
შრომისუნერიანები და უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ამიტომ შეუძლიათ ცვლილებების
შეტანა თავის პროფესიულ კარიერაში. აგრეთვე, საზოგადოებაც ლოიალურია მიღებული
სოცი- ალური ნორმებიდან გადხვევის მიმართ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების მხოლოდ მცირე რაოდენობა ცვლის
მკვეთრად თავის პროფესიულ კარიერას. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მიიჩნევს, რომ მათ
არ გამოიყენეს სრულად თავისი შესაძლებელობები. შუა ხნის ადამიანებმა შეიძლება
შეიცვალონ პროფესია ”პროფესიული გადაწვის” გამოც (”პროფესიული გადაწვა” არ არის
მხოლოდ შუა ხნის ადამიანებისთვის დამახასიათებელი).
სამსახურის დაკარგვა. ადამიანებს, რომლებიც გაანთავისუფლეს სამსახურიდან ან
გაუშვეს პენსიაზე, ხშირად აქვთ ემოციური პრობლემები. მათი თვითპატივისცემის
გრძნობა და მე-კონცეფცია ეცემა. სამსახურის დაკარგვისას აღმოცენებული რეაქციები
ხშირად გავს, ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ რეაქციებს. თავიდან
ადამიანს არ უნდა დაიჯეროს მომხდარი ფაქტი, შემდეგში ადგილი აქვს ბრაზს, პროტესტს
და ემოციური განტვირთვის სხვა ფორმებს. ზოგი ადამიანი გაივლის ვაჭრობის სტადიასაც,
ის ეხვეწება - ხელმძღვანელობას, ღმერთს, რომ მისცეს კიდევ დრო და შანსი. შემდეგში კი
ადგილი აქვს დეპრესიას, ურთიერთობების შეზღუდვას ან ფსიქოსომატურ სიმპტომებს.
მხოლოდ ამ სტადიების გავლის შემდეგ, ადამიანი ეგუება სამსახურის დაკარგვას და
გადააქვს თავისი ენერგია პროფესიულ ცხოვრებაში ხელახალი თვითდამკვიდრებისკენ.
შუა ხნის ადამიანები ახალგაზრდებთან შედარებით უფრო მწვავედ განიცდიან
სამსახურის დაკარგვას. ჯერ ერთი, მათი იდენტობა დიდი ხნის განმავლობაში იყო
დაკავშირებული სამსახურთან, ასევე ისინი განიცდიან ასაკობრივ დისკრიმინაციას და
ახალი სამსახური როგორც წესი, ნაკლებად პრესტიჟულია.
ადამიანები, ვისაც აქვთ მხარდაჭერა ახლობლებისგან და ფულადი დანაზოგი,
უკეთ ართმევენ თავს სამსახურის დაკარგვას.

პროფესიული გადაწვა
ტერმინი ”პროფესიული გადაწვა” თავდაპირველად გამოიყენებოდა ემოციური
გამოფიტვის მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლისთვისაც დამახასიათებელია
უკიდურესი ცინიზმი. პროფესიული გადაწვა ემართებათ იმ მუშაკებს, ვისი პროფესიული
საქმიანობაც გულისხმობს სხვა ადამიანების დახმარებას. მაგალითად, სოციალური მუშაკი,
სამედიცინო და, ექიმი, მეხანძრე და ა.შ. მათ უწევთ დაძაბულ და რთულ სიტუაციებში
ფუნქციონირება, ეს კი იწვევს ”გადაწვას”.
დღეს ეს ტერმინი გამოიყენება იმ ადამიანების მიმართაც, ვინც ბევრს შრომობს და
მთელ ენერგიას ხარჯავს, პრაქტიკულად მიუწვდომელი მიზნების მისაღწევად. ასევე
”გადაწვა” შეიძლება დაემართოს სამსახურში დაბალი სტატუსის მქონე ადამიანებს, რის
გამოც მათ არ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ მათდამი ”ცუდ” დამოკიდებულებაზე.
ზოგადად, ”პროფესიული გადაწვის” მიზეზად შეიძლება დავასახელოთ დაბალი
ანაზღაურება.
ადამიანებს, ვინც ”გადაიწვა” სამსახურში, თავიდან ჰქონდათ მაღალი იდეალები
და საუკეთესო სურვილები. დროთა განმავლობაში აღმოჩნდება, რომ მათ არ შეუძლიათ
ყველას დახმარება ან პრობლემები, რომლის გადაჭრაც უნდათ იმდენათ სერიოზულია,
რომ ვერ შეძლებენ მის საბოლოოდ მოგვარებას. მაგალითად, სიღარიბე, პედაგოგიური
პრობლემები, ძალადობა, ნარკომანია, ავადმყოფობა და მისი პროფილაქტიკა და ა.შ. ამის
გამო ისინი განიცდიან ბრაზს და ფრუსტრაციას. სამუშაო ხდება მათთვის ”ტვირთი”,
რომლის ტარებაც უჭირთ. მათ შეიძლება თავისი ბრაზი მიმართონ იმ ადამიანების მიმართ
ვისაც უნდა ეხმარებოდნენ ან იკავებენ ემოციებს, იქცევიან გულგრილად. მათ შეიძლება
დაემართოთ ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქოსომატური დაავადებები.
პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რეალისტური მიდგომა
საკუთარი პროფესიის მიმართ. ასევე საჭიროა პირადი ცხოვრების გამოყოფა სამუშაოდან და
ისეთი ინტერესების ფორმირება, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურთან.

გვიანი მოზრდილობა

ეიჯიზმი და სტერეოტიპები

ტერმინი - ეიჯიზმი (პირველად გამოიყენა გერონტოლოგმა რობერტ ბატლერმა)


ნიშნავს მოხუცი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციას. დღეს ტერმინი გამოიყენება
ნებისმიერი ასაკის (ბავშვების, თინეიჯერების, მოზრდილების, მოხუცების) დიკრიმინაციის
აღსანიშნავად.

საზოგადოებაში არსებობს მრავალი სტერეოტიპი მოხუცი ადამიანების მიმართ. აშშ-ში


სრულწლოვანი (მათ შორის უფროსი ასაკის) მოსახლეობის გამოკითხვამ გამოავლინა
მოხუცი ადამიანების მიმართ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი წარმოდგენები. ეს
სტერეოტიპები ხელს გვიშლის აღვიქვათ ასაკოვანი ადამიანები, როგორც ინდივიდები.

უარყოფით სტერეოტიპებზე დამყარებული მცდარი წარმოდგენების მაგალითებია:

 მოხუცებულთა უმრავლესობა ღარიბია.


 მოხუცებულთა უმრავლესობა ცუდ პირობებში ცხოვრობს.
 მოხუცებულთა უმრავლესობა ძალიან სუსტია, აქვთ ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული პრობლემები.
 უფროსი ასაკის ადამიანები არ წარმოადგენენ სერიოზულ პოლიტიკურ ძალას
და დაცვას საჭიროებენ.
 მოხუცებულთა უმრავლესობა არც ისე კარგად ასრულებს სამსახურეობრივ
მოვალეობებს. ისინი ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ, აქვთ დაბალი
მოტივაცია.
 მოხუცები ნელა აზროვნებენ, აქვთ ცუდი მეხსიერება, ძნელად ითვისებენ
ახალ ინფორმაციას.
 მოხუცებს ახასიათებთ ინტელექტუალური რიგიდულობა.
 მოხუცებულთა უმრავლესობა მარტოხელაა და ცხოვრობს სოციალურ
იზოლაციაში. ისინი ან თვითონ სცილდებიან საზოგადოებას, ან საზოგადოება
ერიდება მათ.

დადებით სტერეოტიპებზე დამყარებული მცდარი წარმოდგენების მაგალითებია:

 მოხუცები საკმაოდ უზრუნველყოფილად ცხოვრობენ. მათი ეკონომიური


მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია.
 მოხუცები ყველა სიკეთეს ღებულობენ საზოგადოების მომუშავე წევრების
ხარჯზე.
 მოხუცი ადამიანები - პოტენციური პოლიტიკური ძალაა. ისინი აქტიური
ამომრჩევლები არიან და აქტიურ მონაწილეობას იღებენ საზოგადოების
პოლიტიკურ ცხოვრებაში.
 მოხუცები ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს, ისინი კეთილები და
ხალისიანები არიან.
 მოხუცებულთა უმრავლესობა ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია, აქვთ
ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე. მათთან ურთიერთობა
საინტერესოა.
 მოხუცებულთა უმრავლესობა კარგი მსმენელია. ისინი განსაკუთრებით
ტოლერანტულები და დამთმობი არიან ბავშვების მიმართ.

ამგვარი სტერეოტიპები არ გვაძლევენ საშუალებას, რომ შევიქმნათ ზუსტი წარმოდგენა


უფროსი თაობის ადამიანების შესახებ და გავაცნობიეროთ, რომ სინამდვილეში თითოეულ
მათგანს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური თვისებები.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით ბევრი მოხუცის მდგომარეობა შემაშფოთებელია.


საშუალოდ მათი განათლების დონე დაბალია მოსახლეობის სხვა ფენებთან შედარებით.
მოხუცებულთა თავშესაფარში მათ უზრუნველყოფენ მხოლოდ გადარჩენისთვის
აუცილებელი მინიმალური მოვლით. სულ მცირე ხნის წინ ამერიკელთა დიდ ნაწილს ეგონა,
რომ მოხუცებს არ შეუძლიათ თვითონ განაცხადონ საკუთარი მოთხოვნების შესახებ.
მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა პროპაგანდისტულმა ჯგუფმა
(მაგალითად, „ჭაღარა პანტერები“) დაიწყო ყველას გასაგონად მოხუცებულთა
მოთხოვნილებებზე საუბარი, ხოლო ამერიკელ პენსიონერთა ასოციაციამ მოაწყო
საქველმოქმედო ღონისძიებები მოხუცებულთა დასახმარებლად.

უფროსი ასაკის წარმომადგენელთა მიმართ ინტერესი იმდენად მცირე იყო, რომ 40


წლის წინ ამ თემისადმი არ იყო მიძღვნილი პრაქტიკულად არც ერთი გამოკვლევა. ბ.
ნიუგარტენმა აღწერა მოხუცთა მიმართ ასეთი ინდიფერენტულობა და უგულებელყოფა
ტერმინით „ეიჯიზმი“.

კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის 160 სტუდენტს დაუსვეს კითხვები, იმის დასა-


დგენად, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ მოხუცებისა მიმართ. სტუდენტების შეფასებით
აშშ-ს მოსახლეობის დაახლივებით 30% შეადგენენ უფროსი ასაკის წარმომადგენლები,
რომლებიც მოვლასა და მომსახურებას საჭიროებდნენ. ახალგაზრდები თვლიდნენ, რომ
სიტყვა „მოხუცი“ უნდა გამოყენებულ იქნას 60 წელს გადაცილებულ ადამინებთან
მიმართებაში. სტუდენტებმა აღიარეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ოჯახშიც და
სამეზობლოშიც ჰყავდათ უფროსი ასაკის ადამიანები, მათ არც ისე სიამოვნებთ მოხუცთა
კომპანიაში დროის გატარება. სტუდენტების თქმით, ისინი პატივისცემით ეპყრობიან მოხუც
ადამიანებს, თუმცა ამ ასაკში მათ უჩნდებათ ბევრი უარყოფითი თვისება. კერძოდ, ისინი არც
თუ ისე ჭკვიანები არიან, მათ აღელვებთ მხოლოდ საკუთარი თავი, ბუზღუნებენ და
ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ. მთლიანობაში სტუდენტები ვარაუდობდნენ, რომ მოხუცები
არიან შრომისუუნარონი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სტუდენტს ჰყავდათ მოხუცი ბებიები
და ბაბუები, რომლებიც ამ ასაკში საკმაოდ ენერგიულები იყვნენ.

რამოდენიმე გამოკვლევით დადგინდა, რომ უფროსი ასაკის ადამიანებისადმი


დამოკიდებულება ხშირად ამბივალენტურია, წინააღმდეგობრივი. მოხუცებს ხშირად
ერთდროულად თვლიან ბრძენებად და ჭკუასუსტებად, ისინი ერთდროულად არიან
კეთილები და ბუზღუნები; სხვების მიმართ მზრუნველები და ამავე დროს
არაკომუნიკაბელურები. ალბათ უმჯობესი იქნება მოხუცები განვიხილოთ არა როგორც
ერთგვაროვანი ჯგუფი, არამედ როგორც კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ისევე
განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც სხვა ასაკის ადამიანები.

ამგვარად, ჩამოთვლილი სტერეოტიპები წარმოადგენენ რეალური ფაქტებისა და


ფანტაზიის ნარევს. ზოგიერთი პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკავშირებული
ასაკთან. ჯანმრთელობის გაუარესება და მარტოობა ისეთივე ატრიბუტია მოხუცებისთვის,
როგორც გამონაყარი (აკნე) და ”უზრდელობა” მოზარდებისთვის. 65 წელს გადაცილებულთა
შორის არიან როგორც „მარათონელები“ და აქტიური ხელმძღვანელები, ისე სიმშვიდისა და
პარკში სკამზე ჯდომის მოყვარულები.

უარყოფითი სტერეოტიპები არა მხოლოდ დაბერების შიშს წარმოშობენ


ახალგაზრდებში, არამედ გავლენას ახდენენ თვითონ მოხუცებზეც.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოხუცთა უმრავლესობა საკუთარ


ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე
საზოგადოება.

ადამიანებს ყოველთვის არ ეშინიათ სიბერის. მრავალ ქვეყანაში ითვლება, რომ მოხუცი


ადამიანები ფლობენ უდიდეს სიბრძნეს. მაგალითად, ამერიკელი ინდიელები უფროსი
თაობის წარმომადგენლებს მიიჩნევდნენ ბრძენ ადამიანებად, რომლებიც გადასცემდნენ
მომავალ თაობებს კულტურულ ღირებულებეს და ტრადიციებს. ჩინეთში, იაპონიაში და
აზიის მრავალ სხვა ქვეყანაში მოხუცებს ექცევიან დიდი პატივისცემით და სიყვარულით.
იაპონიაში მოხუცების 75%-ზე მეტი ცხოვრობს თავის შვილებთან ერთად და მათდამი
პატივისცემა ვლინდება ყოველდღიური ცხოვრების მრავალ წვრილმანში მაგალითად,
სახლში საკვები მზადდება მოხუცების გემოვნების გათვალისწინებით, ქუჩაში მოხუც
ადამიანს გამვლელები პატივისცემით ნიშნად ქედს უხრიან.

ბენჟამინ ფრანკლინმა აშშ-ს კონსტიტუციის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა


არა მხოლოდ იმიტომ, რომ ღრმა ცოდნა ჰქონდა პარლამენტარიზმის საკითხებში, არამედ
იმიტომ, რომ ის 80 წელს იყო გადაცილებული, რომლის გამოც სახელმწიფო მოხელეები მას
პატივს სცემდნენ.

ამგვარი დამოკიდებულება გარკვეულწილად გამოწვეული იყო იმით, რომ იმ დროს


ხანდაზმული ასაკის მიღწევა არც ისე ბევრს შეეძლო, მოსახლეობის მხოლოდ 2% აღწევდა 65
წელს. ადრეული კოლონისტები თავიანთ ჩანაწერებში 40 წლის ასაკის ადამიანებს აღწერენ,
როგორც დანაოჭებულ, ჭაღარა და მელოტ მოხუცებს.

დღეს თანამედროვე მედიცინა ეხმარება ადამიანებს სერიოზულ დაავადებებთან


ბრძოლაში და ადამიანები განაგრძობენ სიცოცხლეს. მეორეს მხრივ, მოხუცი ადამიანები
არიან ენერგიული, დამოუკიდებელი და აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების
ცხოვრებაში.

გამოყოფენ გვიანი მოზრდილობის 4 ქვეპერიოდს:

1. მოხუცებულობამდე პერიოდი (60-69 წელი) - ფიზიკურად და ემოციურად


ნორმალურადაა, კოგნიტური განვითარება ჯერ კიდევ პლატოზეა.

2. მოხუცებულობა (70-79 წელი) - შესამჩნევი ხდება სხვადასხვა ფსიქიკურ


პროცესებთან და ფიზიკურ ძალასთან დაკავშირებით ცვლილებები, თუმცა ესეც
ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პიროვნებაზე.

3. გვიანი მოხუცებულობა (80-90 წელი) - თავს იჩენს დაბერების ნიშნები, როგორც


ფსიქიკურ პროცესებში, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაში. ბევრ მოხუცს ჭირდება
ცხოვრების განსაკუთრებული პირობები და სხვების დახმარება.

4. უძლურება (90 წელი და ზემოთ) - ადგილი აქვს ფსიქიკური და ფიზიკური


ჯამრთელობის პრობლემებს.

როგორც ზემოთ ნათქვამიდან დავინახეთ, ”მოხუცები” არ არიან ერთგვაროვანი ჯგუფი.


მართალია, მატერიალური მდგომარეობის და ჯამრთელობის გაუარესება, ახლობლების
დაკარგვა, საერთო პრობლემებია ბევრი მოხუცისთვის, მაგრამ ერთია გქონდეს პრობლემები
და მეორე, იყო სხვებისთვის პრობლემა.

დაბერების ფიზიკური ასპექტები


დაბერება - უნივერსალური და გარდაუვალი პროცესია. ამასთანავე, ზოგი მეცნიერი არ
თვლის, რომ ფიზიკური დაბერების ერთადერთი ახსნა, ეს არის ბიოლოგიური პროცესი.
მაგალითად, თუ ასაკოვან ადამიანს წელი სტკივა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მას
მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა ან მწეველებს შეიძლება ჰქონდეთ ფილტვებთან
დაკავშირებული პრობლემები. ე.ი. ასაკში აღმოცენებული პრობლემების მიზეზი,
ყოველთვის არ არის დაბერების ბიოლოგიური პროცესი. ადამიანის ცხოვრების წესი,
ავადმყოფობა, გადატანილი სტრესი გავლენას ახდენს დაბერების პროცესზე. ამ ფაქტორებს
უწოდებენ - დაბერების პათოლოგიურ ფაქტორებს (მარშალი, ელიასი).

გვიანი მოზრდილობის პერიოდში ადამიანის ორგანიზმი განიცდის მთელ რიგ


ცვლილებებს. კერძოდ, ეს ცვლილებები აისახება ადამიანის გარეგნობაზე, გრძნობის
ორგანოებზე, კუნთებზე, ძვლოვან სისტემაზე და შინაგან ორგანოებზე.

გარეგნობა. ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, პაპილომები და მეჭეჭები; მცირდება


კანის ელასტიურობ, კანი შრება და ემსგავსება დაკუჭულ ქაღალდს; თმის ბოლქვებში
მცირდება სისხლმომარაგება და იცვლება თმის პიგმენტაცია – თმას ჭაღარა ერევა.
გარეგნობის ცვლილებების ზემოთ აღნიშნული ნიშნები შეიძლება იყოს როგორც,
დაბერების ნორმალური პროცესის შედეგი, ასევე გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგი.
მაგალითად, ქარი, ქიმიური დაზიანება და განსაკუთრებით მზის ულტრაიისფერი სხივები
გავლენეს ახდენს კანის დაბერებაზე. კანის გარუჯვა არღვევს კანის აღდგენის უნარს, ამის
გამო ზოგი ადამიანის კანი ხდება დანაოჭებული, ხოლო ზოგერთს კი შეიძლება კანის კიბო
დაემართოს.

ადამიანმა შეიძლება შეაჩეროს კანის დაბერების პროცესი, თუ კარგად იკვებება,


უფრთხილდება ჯამრთელობას და იცავს კანს მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისგან.

გრძნობის ორგანოები. ადამიანის გრძნობის ორგანოები (მხედველობა, სმენა, ყნოსვა,


გემო), როგორც წესი სუსტდება. ამა თუ იმ სენსორული სისტემიდან ინფორმაციის
მისაღებად ადამიანს ჭირდება მეტი დრო, ვიდრე ახალგაზრდობაში. თუმცა, აქვე უნდა
ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული ცვლილებები არ არის დამახასითებელი ყველა გვიანი
მოზრდილობის ასაკში მყოფი ადამიანისთვის.

სმენა. სმენის დაქვეითება უფრო მეტად დამახასიათებელია მამაკაცებისათვის. როგორც


წესი სმენის დაქვეითება არის სუსტი ან ზომიერი და ეხება ხმაურის ფონზე ადამიანის ხმის
ან სხვა ბგერების გარჩევის უნარს. განსაკუთრების მცირდება მგრძნობელობა მაღალი
ტონების მიმართ. სმენის დაქვეითების გამო ზოგი ასაკოვანი ადამიანი შეიძლება ტოვებდეს
უყურადღებო ან ცუდად მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას. სინამდვილეში კი მათ არ
ესმით თუ რაზეა საუბარი. ზოგი კი შეიძლება ჩაიკეტოს და გახდეს ეჭვიანი.

მხედველობა. ასაკოვან ადამიანებს უქვეითდებათ მხედველობის სიმახვილე, რაც


აისახება პატარა დეტალების გარჩევის უნარში. აღნიშნული პრობლემის მოგვარება შეიძლება
სათვალის გამოყენებით.

გემო და ყნოსვა. გემოს შეგრძნება ასაკოვან ადამიანებთან თითქმის არ იცვლება.


განსაკუთრებით კარგათ შეიგრძნობენ სიტკბოს. ცოტა მცირდება მწარის შეგრძნება.
ჰიპერტონიკები ცუდად შეიგრძნობენ მლაშეს და ამის გამო ჭარბ მარილს ღებულობენ. ამის
მიზეზი შეიძლება იყოს ის მედიკამენტები, რომელსაც ისინი იღებენ. ასევე მარილის ჭარბი
რაოდენობით გამოყენება შეიძლება გახდეს ჰიპერტონიის მიზეზი.

რაც შეეხება ყნოსვას, მისი მგრძნობელობა საკმაოდ ეცემა.

კუნთები და ძვლოვანი სისტემა. დაბერების პროცესში განმავლობაში ადგილი აქვს


კუნთური მასის შემცირებას. ამასთან დაკავშირებით მცირდება ფიზიკური ძალა და
გამძლეობა. კუნთური მასის შემცირების გამო, მცირდება ადამიანის წონა. ასაკთან ერთად
მცირდება სისხლძარღვების ელასტიურობა, რის გამოც კუნთებს ნაკლები სისხლი
მიეწოდება, ეს კი იწვევს კუნთების სწრაფ დაღლას.

ასაკოვანი ადამინების სიმაღლე მცირდება 3-5 სანტიმეტრით. ამის მიზეზია ხერხემლის


დისკების შემჭიდროება და ძვლების დემინერალიზაცია (კალციუმის შემცირება). ძვლოვანი
სისტემა ხდება მყიფე, რაც იწვევს მათ ადვილად დამტვრევას და ნელ შეხორცებას. ამ
მდგომარეობას უწოდებენ ოსტეოპოროზს. ოსტეოპოროზის მიმართ განსაკუთრებით
მიდრეკილი არიან ასაკოვანი ქალბატონები, ვინაიდან მენოპაუზის გამო სისხლში მცირდება
ესტროგენების დონე.
კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს კუნთური
მასის და ძალის შენარჩუნებას.

შინაგანი ორგანოები და ქრონიკული დაავადებები. გული, ფილტვები და სხვა შინაგანი


ორგანოები ასევე განიცდიან ცვლილებებს. ორგანიზმის შესაძლებლობების დაქვეითება
განსაკუთრებით თავს იჩენს სიცხისა და სიცივის დროს. ასაკოვან ადამიანებს უჭირთ
ადაპტაცია სიცივისა და სიცხის მიმართ.

ჯამრთელობის პრობლემები ასაკოვან ადამიანებთან ხშირად ქრონიკული ხასიათისაა.


უფრო ხშირად ასაკოვან ადამიანებს აწუხებთ - ართრიტი, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის
დაავადებები, ჰიპერტონია, მხედველობისა და სმენის დაქვეითება.

ასაკოვანი ადამიანების გარდაცვალების 3 ძირითადი მიზეზია: გულ-სისხლძარღვოვანი


სისტემის დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები და ინსულტი.

კვება. ხანდახან სუსტი ჯამრთელობის მიზეზი შეიძლება იყოს არასაკამრისი ან


არასწორი კვება. იმის გამო, რომ ასაკოვანი ადამიანების ფიზიკური აქტიობა და
ნივთიერებათა ცვლის პროცესი მცირდება, მათ ნაკლები საკვები სჭირდებათ. მაგრამ
ვიტამინები და სხვა კვებითი ნივთიერებები (რკინა, კალციუმი, ვიტამინები) მათ სჭირდებათ
თითქმის იგივე რაოდენობა, რაც ახალგაზრდობაში. შედეგად, ზოგ ასაკოვან ადამიანს აქვს
ჭარბი წონა, ხოლო ზოგი კი ძალიან გამხდარია.

ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი კარგავს სხვადსხვა ცხიმის გადამუშავების


უნარს. გადაუმუშავებელი ცხიმი ილექება ორგანიზმის შიგნით და არტერიების შიდა
კედლებზე, რაც იწვევს არტერიების შევიწროებას. ამ დაავადებას უწოდებენ
ათეროსკლეროზს, რომელიც შეიძლება გახდეს სხვადასხვა დაავადების მიზეზი.

დაბერების თეორიები
დაბერების თეორიები შეიძლება დაიყოს 2 ჯგუფად: სტოქასტიკური თეორიები და
გენეტიკური პროგრამირების თეორიები.
დაბერების სტოქასტიკური თეორიები. აღნიშნული თეორიების თანახმად, ორგანიზმი
ბერდება შემთხვევით დაზიანების შედეგად, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს
როგორც ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შედეგად და ასევე გარემოს ზემოქმედების
შედეგად. ამ თეორიებს ასევე უწოდებენ ორგანიზმის გაცვეთის თეორიებს. ადამიანის
ორგანიზმს ადარებენ მექანიზმს, რომელიც ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ცვდება.
ერთ-ერთი ამ თეორიის თანახმად, დაბერებული უჯრედები ცუდად იცილებენ
პროდუქტებს. ზედმეტი ნივთიერებები (მაგალითად, ლიპოფუსცინი) გროვდება სისხლისა
და კუნთების უჯრედებში. იკავებენ რა უჯრედებში დიდ ადგილს, ხელს უშლიან და
აფერხებენ უჯრედებში მიმდინარე პროცესებს. თუმცა ბევრი გერონტოლოგი თვლის, რომ
ლიპოფუსცინის მსგავსი ნივთიერებების დაგროვება არის დაბერების შედეგი და არა მიზეზი.
მეორე სტოქასტიკური თეორიის თანახმად, დაბერებას იწვევს თავისუფალი
რადიკალები
(გარკვეული სახის მოლეკულა). უჯრედების მიერ ჟანგბადის გამოყენებისას გამოიყოფა
აქტიური ქიმიური აგენტები, თავისუფალი რადიკალები, რომლებიც შედიან რეაქციაში
უჯრედის სხვა ქიმიურ ელემნტებთან და არღვევენ უჯრედის ნორმალური ფუნქციონირების.
ფიქრობენ, რომ C და E ვიტამინი, ამცირებს თავისუფალი რადიკელების მავნე
ზემოქმედებას. თუმცა მათი ჭარბი რაოდენობა ასევე ცუდია ორგანიზმისთვის.
შემდეგი სტოქასტიკური თეორიის თანახმად, დაბერებას იწვევს გენებში დნმ-ის
დაზიანება. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს მზის ულტრაიისფერი სხივები. ჩვეულებრივ
როცა უჯრედი ზიანდება, ხდება მისი აღდგენა ან ახალი უჯრედით შეცვლა. ასაკოვან
ადამიანებთან კი ეს პროცესი შენელებულია.
სტოქასტიკური თეორიები ვერ ხსნიან იმას, თუ ორგანიზმის შინაგანი ”სარემონტო
სახელოსნო” , რომელიც ადრე კარგად ასრულებდა თავის ფუნქციას, უცებ წყვეტს მუშაობას.
ასევე ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ორგანიზმის გაცვეთას,
სინამდვილეში დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.
დაბერების გენეტიკური პროგრამირების თეორიები.
ამ თეორიების თანახმად, დაბერებას განაპირობებს გარკვეული გენების
დაპროგრამირებული მოქმედება. ფიქრობენ, რომ არსებობს გარკვეული სახის ”შინაგანი
ტაიმერი”, რომელიც დაყენებულია გარკვეულ დროზე, კერძოდ, თუ როდის შეწყდება
სიცოცხლე. ეს ”ტაიმერი” შეიძლება განთავსებული იყოს ყოველ უჯრედში ან თავის ტვინში.
აღმოჩენილი იქნა, რომ ზოგიერთი უჯრედი დაპროგრამირებულია გაყოფის გარკვეულ
რაოდენობაზე. მაგალითად, ადამიანის ემბრიონის ზოგიერთი უჯრედი იყოფა 50-ჯერ. 30
გაყოფის შემდეგ გაყინული უჯრედები, გალღვობის შემდეგ მხოლოდ 20-ჯერ იყოფოდა.
”დაქოქილი საათის” თეორიის თანახმად, ”ტაიმერი” განთავსებულია ჰიპოთალამუსში
და ჰიპოფიზში. პუბერტატის დადგომის შემდეგ, ჰიპოფიზი გამოყოფს ჰორმონს, რომელიც
იწვევს სიბერის პროცესის დაწყებას, რომელიც მიმდინარეობს დაპროგრამებული სიჩქარით.
მაგალითად, ბიოლოგიური საათი აკონტროლებს ქალების მენსტრუალურ ციკლს, რომელიც
იწყება დაახლოებით 12 წლის ასაკში და მთავრდება 50 წლის ასაკში. შესაძლებელია
ბიოლოგიური საათი ასევე აკონტროლებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომელიც 20
წლამდე ძალას იკრებს, შემდეგ კი თანდათანობით მცირდება. ამ მოსაზრების მომხრეები
თვლიან, რომ სწორედ იმუნური სისტემის შესუსტებას უკავშირდება ასაკობრივ
ცვლილებები და სხვადასხვა დაავადებები.

კოგნიტური პროცესების ცვლილებები გვიან მოზრდილობაში


შემეცნებითი პროცესების მიმდინარეობის სისწრაფე. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება,
რომელსაც ადგილი აქვს გვიან მოზრდილობაში არის ფიზიკური და გონებრივი ოპერეციების
შესრულების სისწრაფის შემცირება. ხანშიშესულ ადამიანებს ეზრდებათ რეაქციის დრო,
მცირდება პერცეპტული ინფორმაციის გადამუშავებისა და კოგნიტური პროცესების
მიმდინარეობის სიჩქარე. ნაწილობრივ ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ასაკოვანი
ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე, ისინი ცდილობენ პრობლემის სწორად
გადაწყვეტას და არა სწორი პასუხის გამოცნობას. ასევე ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ
ბოლო დროს მათ არ უწევდათ რომელიმე კონკრეტული უნარის გამოყენება. მაგალითად,
მეხსიერების შესამოწმებელი სტანდარტიზირებული დავალებების შესრულებისას 70 წლის
ადამიანებს 2-ჯერ მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე 30 წლის ადამიანებს. თუმცა ასაკოვანი
ადამიანები ახდენენ სიჩქარის კლების კომპენსირებას, სხდასხვა საშუალებებით.
მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ასაკოვანი მბეჭდავები სამუშაოს,
ახალგაზრდების მსგავსად თავს წარმატებულად ართმევდნენ. როცა მბეჭდავებს შეუმცირეს
სიტყვების რაოდენობა, რომელთა წაკითხვაც წინასწარ შეიძლებოდა, სამუშაოს შესრულების
დრო ასაკოვან მბეჭდავებთან გაიზრდა, ხოლო ახალგაზრდებთან კი არ შეცვლილა. როგორც
ჩანს ასაკოვანი მბეჭდავები წინასწარ კითხულობდნენ დასაბეჭდ ტექსტს, რაც აძლევდა მათ
სწრაფად ბეჭდვის საშუალებას. თუ ასაკოვანი ადამიანები ივარჯიშებენ, ეს საშუალებას
აძლევთ მათ მოახდინონ დაკარგული სისწრაფის კომპენსირება.
მეხსიერება. როგორც ვიცით თავიდან ინფორმაცია მცირე ხნით ხვდება სენსორულ
მეხსიერებაში; შემდეგ გადადის ხანმოკლე მეხსიერებაში (პირველი რიგის მეხსიერება), სადაც
ხდება ინფორმაცის კოდირება და ორგანიზება და ბოლოს, ხანგრძლივ მეხსიერებაში (მეორე
რიგის მეხსიერება). ასევე საუბრობენ მესამე რიგის მეხსიერებაზე, სადაც ინახება უფრო
შორეული დროის ინფორმაცია.
სენსორული მეხსიერება. ეს არის ძალიან ხანმოკლე ვიზუალური და აკუსტიკური
მეხსიერება, რომელიც ინახავს გარემოდან შემოსულ სენსორულ ინფორმაციას რამოდენიმე
წამის განმავლობაში. ასაკოვანი ადამიანების სენსორული მეხსიერება ოდნავ ნაკლებია,
ვიდრე ახალგაზრდების. სავარაუდოდ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ასაკოვანი
ადამიანების ვიზუალური და აკუსტიკური სისტემა ცუდად მუშაობს ან მცირდება
ყურადღების შერჩევითობა. შესაძლოა მცირდება დავალების ზუსტად შესრულების
მოტივაცია.
სენსორული მეხსიერების მცირედი შესუსტება არ აისახება ადამიანების ყოველდღიურ
ყოფაზე.
ხანმოკლე (პირველი რიგის) მეხსიერება. ხანმოკლე მეხსიერებაში შემოსული
ინფორმაცია ინახება მცირე დროის განმავლობაში, მისი მოცულობა შეზღუდულია.
მაგალითად, ადამიანი იმახსოვრებს ტელეფონის ნომერს, რომელზეც დარეკვას აპირებს.
კვლევების უმრავლესობა ადასტურებს, რომ ახალგაზრდა და ხანდაზმული ადამიანის
ხამნოკლე მეხსიერება მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.
ხანგრძლივი (მეორე რიგის) მეხსიერება. სენსორულ და ხანმოკლე მეხსიერებასთან
შედარებით, ხანგრძლივი მეხსიერება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის გვიან
მოზრდილობაში. რა არის ამის მიზეზი? მცირდება მეხსიერების მოცულობა, თუ ადგილი
აქვს ცვლილებებს დამახსოვრებისა და რეპროდუქციის პროცესებში? ზოგიერთ კვლევაში
მითითებულია, რომ ასაკოვან ადამიანებთან ნაკლები ეფექტურობით მუშაობს მასალის
ორგანიზების, გამეორების და კოდირების სისტემები. თუმცა კარგი ინსტრუქტაჟისა და
მცირედი პრაქტიკის შემდეგ ისინი გაცილებით უკეთ ართმევენ თავს მასალის
დამახსოვრებას.
ერთ-ერთი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ასაკოვანი ადამიანები, ახალგაზრდებთან
შედარებით, უკეთ იმახსოვრებდნენ მეტაფორებს. ისინი არ ცდილობდნენ სიტყვა-სიტყვით
დაემახსოვრებინათ მიწოდებული მეტაფორა, არამედ ცდილობდნენ გაეგოთ და
დაემახსოვრებინათ მეტაფორის ”აზრი”. ე.ი. ასაკოვანი ადამიანები უკეთ იმახსოვრებენ იმ
ინფორმაციას, რომელიც მათ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად ან გამოადგებათ ცხოვრებაში.
ისტორიული, ავტობიოგრაფიული (მესამე რიგის) მეხსიერება. მეხსიერების ეს ფორმა
ეხება ცხოვრების ადრინდელ მოვლენებს, რომელიც ასაკოვან ადამიანებს პრაქტიკულად
სრულად აქვთ შენარჩუნებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ასაკოვანი ადამიანები (ისევე, როგორც ყველა სხვა ასაკის
ადამიანი) განსხვავდებიან ერთმანეთისგან მნემური უნარებით.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გვიან მოზრდილობაში სენსორული, ხანმოკლე
და ისტორიული მეხსიერება არ განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, სუსტდება მხოლოდ
ხანგრძლივი მეხსიერება. ახალგაზრდები ასაკოვან ადამიანებთან შედარებით უკეთ იყენებენ
მეხსიერების შესაძლებლობებს. თუმცა, განათლებულ და ინტელექტუალური შრომით
დაკავებულ ადამიანებს ასევე კარგად აქვთ შენარჩუნებული ხანგრძლივი მეხსიერება.
სიბრძნე

სამწუხაროდ არ არსებობს ”სიბრძნის” ერთიანი განმარტება. ზოგი ავტორი (მაგალითად,


ი. სტიუარტ-გამილტონი) კრისტალურ ინტელექტს და ”სიბრძნეს” მსგავს მნიშვნელობას
მიაწერს. ზოგი მკვლევარი (ჰოლიდეი, ჩანდლერი, ბალტესი) კი ამ ტერმინს უფრო ვიწრო
მნიშვნელობით განიხილავს.
სიბრძნე ეს არის ექსპერტული ცოდნის სისტემა, რომელიც ეხება ცხოვრების
პრაქტიკულ მხარეს და ემყარება კრისტალურ ინტელექტს. სიბრძნე ეს არის პიროვნული
მახასიათებლებისა და ინტელექტის პროდუქტი.
ბრძენი ადამიანი გამოცდილი და კომპეტენტურია, შეუძლია სასრგებლო რჩევის მიცემა.
სიბრძნე არ არის ნორმატიული მოვლენა, მისი მიღწევა ყველას არ შეუძლია.
ჰოლიდეისა და ჩანდლერის მიხედვით, ბრძენი ადამიანის მახასიათებლებია:
 მიმდინარე მოვლენების ღრმა გაგება, რომელიც დამყარებულია ცხოვრებისეულ
გამოცდილებაზე - დაკვირვების უნარი, საღი აზრი, მოვლენების არსის დანახვა,
სენსიტიურობა და ა.შ.
 სხვა ადამიანებზე ორიენტაცია - რჩევის მიცემის უნარი, სხვადასხვა მოსაზრების
შეთანხმება, მოვლენების კონტექსტუალური ხედვა და ა.შ.
 კომპეტენტურობა - განათლება, ინტელექტი, ცნობისმოყვარეობა და ა.შ.
 ინტერპერსონალური უნარები - კარგი მსმენელი, მშვიდი, ცენტრირებული სხვა
ადამიანების პრობლემებზე.
 მორიდებული - გაწონასწორებული, მშვიდი, არაიმპულსური და ა.შ.

დემენცია

ტერმინი ”დემენცია” ნიშნავს შეძენილ ჭკუასუსტობას, რომელსაც ახასიათებს


მენტალური აქტივობის დაქვეითება. ოლიგოფრენიისგან განსხვავებით (თანდაყოლილი ან
ბავშვობაში შეძენილი ჭკუასუსტობა), დემენცია ვითარდება ხანშიშესულ ასაკში, თავის
ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად.

განასხვავებენ დემენციის შემდეგ სახეებს:

1. სისხლძარღვოვანი დემენცია (ცერებრალური ათეროსკლეროზი) - ჭკუასუსტობა


გამოწვეულია თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს
სისხლძარღვებში განვითარებული თრომბი ან სისხლძარღვების კედლის გახეთქვა
(სისხლჩაქცევა), რაც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების დაღუპვას. მკვდარ ქსოვილს
უწოდებენ ინფარქტს, ხოლო ინსულტი კი ნიშნავს ერთჯერად ინფარქტს. სისხლძარღვოვანი
დემენცია არის ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა.
2. მულტიფაქტორული დემენცია. მისი გამომწვევი მიზეზია ინფარქტების რიგი თავის
ტვინში. ცალკეული მათგანი არ იწვევს ცვლილებებს ადამიანის ქცევაში, მაგრამ ერთად
აღებული ხდებიან დემენციის მიზეზი. მულტიფაქტორული დემენციის გამომწვევი ზუსტი
მიზეზი დადგენილი არ არის.
3. ალცჰაიმერის ტიპის დემენცია - თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა,
რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დავადების
აღმოცენების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დაავადების
მიზეზია, რამოდენიმე გენის ცუდი კომბინაცია; შვებერმა კი აღმოაჩინა 21-ე ქრომოსომის
სტრუქტურის დეფექტი. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს დაავადება
გამოწვეულია თავის ტვინში სპეციფიური პროტეინის (ბეტა–ამილოიდური ცილა)
სინთეზის გაზრდით, რაც იწვევს თავის ტვინში ნერვული უჯრედების სიკვდილს. ასევე
ალცჰაიმერის ტიპის დემენციის მქონე ადამიანების ტვინის უჯრედებში აღმოჩენილი იქნა
ალუმინი (ამის საფუძველზე ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა ალუმინის ჭურჭლის გამოყენება).
თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი ალუმინი დაავადების მიზეზია, თუ შედეგი.

ალცჰაიმერის დაავადების აღმოცენების რისკი მკვეთრად იზრდება 70 წელს


გადაცილებულ ადამიანებთან, ხოლო 85 წლის მოხუცებში ავადდება ყოველი მეორე
ადამიანი. ზოგადად კი ალცჰაიმერის დაავადება არ გახლავთ დაბერების ნორმალური
თანამდევი მოვლენა. ბევრ ასაკოვან ადამიანს საერთოდ არ აღენიშნებათ დემენცია.
ალცჰაიმერის დავადებისათვის დამახასიათებელია კოგნიტური ფუნქციების
პროგრესირებადი შემცირება და ქცევითი დარღვევების განვითარება. სიბერეში
განვითარებული დემენციების დიდი წილი სწორედ ამ დაავადებაზე მოდის ( 50-60%).

ზოგიერთ ძველ სახელმძღვანელოში ტერმინი - ”ალცჰაიმერის ტიპის დემენცია”


გამოიყენება იმ შემთხვევების აღსანიშნავად, რომელსაც ადგილი აქვს 60 წლამდე ასაკის
პაციენტებთან, ხოლო ტერმინი სენილური (ლათ.senilis - მოხუცებული) დემენცია იმ შემთ-
ხვევბის აღსანიშნად, რომელსაც ადგილი აქვს 60 წლის ზევით ასაკის პაციენტებთან. ზოგი
ავტორი იყენებს ტერმინებს - ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია (65 წლის ასაკიდან)
და ალცჰაიმერის ტიპის არასენილური დემენცია (65 წლის ასაკამდე). მართალია
ახალგაზრდა პაციენტებს დაავადების სიმპტომები უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული,
ვიდრე ასაკოვან პაციენტებს, მაგრამ დაავადების სიმპტომები ექვივალენტურია. ამიტომ,
ზოგი მეცნიერი თვლის, რომ დაყოფა ახალგაზრდა-ასაკოვანი სწორი არ არის. სხვები
თვლიან, რომ არსებობს ალცჰაიმერის ტიპის დემენციის მრავალი ფორმა, რომელიც
დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკსა და IQ-ს მაჩვენებელზე.

ალცჰაიმერის დაავადების კლინიკური დახასიათება - პროგრესირებადი დემენცია,


ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირება, ქერქის სხვადასხვა ნაწილში სენილური
ბალთების ფორმირება.

ანსხვავებენ დემენციის 3 კატეგორიას: მსუბუქი (ადამიანი არ საჭიროებს კონტროლს),


საშუალო (ხანდახან საჭირობს კონტროლს) და მძიმე (მუდმივად საჭიროებს კონტროლს).
დემენციის სიმპტომები:

 მეხსიერების დაქვეითება. ავადმყოფს ავიწყდება ასაკი, მისამართი, მიმდინარე


მოვლენები, ვერ ცნობს ახლობელ ადამიანებს.
 ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება.
 აზროვნების პროცესების და დასწავლის უნარის შეფერხება, ინტელექტის
დაქვეითება.
 შფოთვა, აგრესია (ფიზიკური და ვერბალური), ყვირილი, ტაცებითი მოძრაობები.
 მეტყველების დარღვევა (აფაზია). ავადმყოფს უჭირს მეტყველება (ბროკის აფაზია)
ან ვერ გებულობს სხვების მეტყველებას (ვერნიკეს აფაზია), დისლექსია.
 მხედველობითი აგნოზია, ვერ ცნობს მხედველობით აღქმულ საგნებს.
 აპრაქსია, ავადმყოფი ვერ ასრულებს ნებისმიერ მოძრაობებს.
 მოტორული უნარების დაკარგვა. ავადმყოფს არ შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა,
ჩაცმა და ა.შ.
 ჰიპერორალი (ყველაფრის პირში ჩადების სურვილი) და ბულემია (საკვების
უზომოდ მიღების სურვილი).
 ემოციების დაკარგვა.

დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც სპეციალურად იქნა შემუშავებული ალცჰაიმერის


ტიპის დემენციისთვის ემყარება NINCDS-ს (National Institute of Neurological and
Communicative Disorders and Stroke) და ADRDA -ს(Alzheimer,s Disease and Related Disorders
Association of Amerika) მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს. აქ მოცემულია დაავადების
დიაგნოსტირების 3 დონე: შესაძლო, სავარაუდო და გარკვეული. ბოლო დონის
დიაგნოსტირება (გარკვეული) შესაძლებელია მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, ბიოფსიის
ჩატარების საფუძველზე.

ინტელექტის დაქვეითების ირიბი მიზეზებია: ფსიქოლოგიური მოლოდინი, ფსიქიკური


ჯამრთელობა და სხვა ფაქტორები.

ფსიქოლოგიური მოლოდინი. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ მოხუცებულობის


ასაკში დაკარგავს მეხსიერებას, გახდება უსუსური და სხვებზე დამოკიდებული. ამას ხშირად
უწოდებენ ”დასწავლილ უსუსურობას’’.

ფსიქიკური ჯამრთელობა. ადამიანის ფსიქიკური ჯამრთელობა გავლენას ახდენს


კოგნიტურ პროცესებზე. ახლობელი ადამიანის გარდაცვალებაზე (რასაც ხშირად აქვს
ადგილი გვიანი მოზრდილობის ასაკში) გავრცელებული რეაქციაა - დეპრესია, რომელიც
იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, რომლის შედეგიცაა ინტელექტუალური
დონის დაქვეითება.
სხვა ფაქტორები: კარგი ფიზიკური ფორმა ეხმარება ადამიანს კოგნიტური ამოცანების
გადაჭრაში.

კვება. თუ ადამიანი ცუდად იკვებება, არ ღებულობს საკმარისი რაოდენობის


ვიტამინებს და მინერალებს, ეს გავლენას ახდენს გონებრივ შრომაზე.

ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება ნეგატიურად მოქმედებს კოგნიტურ პროცესებზე.

მედიკამენტები. ბევრ მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები. მაგალითად,


ყურადღების დაქვეითება, ძილიანობა. ხშირად მედიკამენტების დოზის შემცირება
პოზიტიურად მოქმედებს გონებრივ აქტიობაზე.

ინტელექტუალური პასიურობა. ხამგრძლივი ავადმყოფობის, სოციალური იზოლაციის


ან დეპრესიის შემდეგ ,ზოგიერთ ადამიანს უჭირს დაუბრუნდეს ჩვეულ გონებრივ აქტიობას
(რასაც არ ვიყენებთ, ის იკარგება).

ფსიქოსოციალური განვითარება გვიან მოზრდილობაში

ცხოვრებით კმაყოფილება გვიან მოზრდილობაში დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.


ლარსონის კვლევის თანახმად, ცხოვრებით კმაყოფილება ნაკლებადაა დამოკიდებული
ასაკზე. ყველაზე მთავარ ფაქტორად ითვლება ჯამრთელობა; შემდეგ ფული, სოციალური და
ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები, ურთიერთობა ადამიანებთან და
ტრანსპორტით გადააგილების შესაძლებლობაც კი.

ახალგაზრდები ცხოვრებით კმაყოფილებას განიცდიან მაშინ, როცა ახდენენ საკუთარი


თავის რეალიზაციას და აღწევენ წარმატებებს სხვადასხვა სფეროში. ასაკოვანმა ადამიანებმა
კი შეიძლება კმაყოფილება განიცადონ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ორგანიზმი
გამართულად ფუნქციონირებს. შერყეული ჯამრთელობისადმი ადაპტაციას ხელს უწყობს
”სოციალური შედარება”. ხანშიშესული ადამიანები საკუთარ მდგომარეობას ადარებენ
თავისივე ასაკის ადამიანების მდგომარეობას, თუ შედარება პოზიტიურია, სულიერი
ჯამრთელობაც უკეთესია. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური ინტეგრაცია - სოციალურად
მნიშვნელოვანი როლის და რეფერენტული ჯგუფის შენარჩუნება.

იდენტობა. ს. ვიტბორნის აზრით, იდენტობის შენარჩუნების პროცესი, ნაწილობრივ


გავს პიაჟეს ადაპტაციის პროცესს. კერძოდ, იდენტობის შენარჩუნება საჭიროებს მოვლენების
და მე-კონცეფციაში ცვლილებების ასიმილირებას. ამასთანავე საჭიროა აკომოდაციაც, მე-
კონცეფციაში ცვლილებების შეტანა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების
საფუძველზე. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს მძიმე ქრონიკული დაავადება, საჭიროა მოხდეს
მე-კონცეფციის შეცვლა, აკომოდაცია. აკომოდაციაზე უარის თქმა ნიშნავს რეალური
ფაქტების უარყოფას. მეორეს მხრივ, თუ ადამიანი ხშირად ახდენს აკომოდაციას, ის ხდება
იმპულსური და ისტერიული. ვიტბორნის აზრით, გვიანი მოზრდილობის მთავარი ამოცანაა,
წონასწორობის შენარჩუნება იდენტობის სტაბილობასა (ასიმილაცია) და ცვლილებების
მიღებას (აკომოდაცია) შორის.

მეცნიერების აზრით, მე-კონცეფციის ცვლილებაზე თავისთავად დაბერების პროცესი არ


ახდენს გავლენას. გვიან მოზრდილობაში მე-კონცეფციის შეცვლაზე გავლენას ახდენს:
ფიზიკური მდგომარეობა, ფინანსური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა,
სექსუალური სფერო, ოჯახური მდგომარეობა, ცხოვრების პირობები.

გუტმანის აზრით, პრობლემებთან გამკლავების უნარი ხანდაზმულ ასაკში კლებას


განიცდის, მოხუცები აქტიური სტილიდან (პრობლემაზე ორიენტირებული) გადადიან
პასიურ სტილზე. მაგალითად, ავტო-საგზაო შემთხვევა ხანდაზმულმა ადამიანმა შეიძლება
პოზიტიურად განიხილოს - ”დიდი ხანია მინდოდა ახალი მანქანის ყიდვა” ან ”მთავარია,
არავინ დაშავდა”. ახალგაზრდა ადამიანი კი იწყებს პრობლემის აქტიურ გადაწყვეტას, იწყებს
მოლაპარაკებას მეორე მანქანის მძღოლთან, პოლიციასთან, სადაზღვევო კომპანიასთან.

ვაილენტი კი მიიჩნევს, რომ ხანდაზმული ადამიანები იყენებენ დაცვის მექანიზმების


უფრო მოწიფულ ფორმებს. მაგალითად, სტრესულ სიტუაციებში ხანდაზმული ადამიანები
ავლენენ ”გონივრულ ობიექტურობას” და იუმორს.

ჰეივიგჰერსტის მიხედვით, გვიან მოზრდილობაში ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს


შემდეგი ამოცანები:

 ჯამრთელობის გაუარესებასა და ფიზიკური ძალების კლებისადმი ადაპტაცია.


 პენსიაზე გასვლასთან შეგუება.
 მეუღლის გარდაცვალებასთან შეგუება.
 კოჰორტასთან მჭიდრო კავშირის დამყარება.
 მოქალაქეობრივი და სოციალური ვალდებულებების შესრულება.
 ნორმალური ცხოვრებისეული პირობების უზრუნველყოფა.

ფ. გიზე გამოყოფს მოხუცების პოზიტიური განვითარების 3 ტიპს:

 ”ნეგატივისტი” - ადამიანი, რომელიც უარყოფს საკუთარ თავში დაბერების


ნიშნებს.
 ”ექსტრავერტი” - აღიარებს დაბერებას, გარეგან ცვლილებებზე დაყრდნობით
(გაიზარდნენ შვილები, გარდაიცვალნენ ახლობლები, შეეცვალათ სტატუსი,
სიახლეებია ტექნიკაში და სოციალურ ცხოვრებაში).
 ”ინტრავერტი” - განიცდის დაბერების პროცესს, არ ავლენს ინტერესს სიახლეების
მიმართ, ცხოვრობს მოგონებებით, უნდა სიმშვიდე.

განვითარების ნეგატიური ტიპები:

 ”ბუზღუნები” - საკუთარი თავის გარდა, ყველაფრით უკმაყოფილოა, ყველას


აკრიტიკებს და ჭკუას ასწავლის.
 ”ხელმოცარული” - გულგატეხილია გავლილი ცხოვრებით, მოწყენილია და
უბედური, კიცხავს საკუთარ თავს დაშვებული შეცდომების გამო.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის ცვლილებები, რასაც ადგილი აქვს გვიან


მოზრდილობაში, არამედ მის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებას.

კაროლ როშაკმა გამოყო სიბერისადმი ადაპტაციის 4 სტრატეგია:

1. კონსტრუქციული ტიპი. ადამიანი არის მომთმენი, მოქნილი, აცნობიერებს საკუთარ


შესაძლებელობებს და პერსპექტივებს, აქვს კარგი ურთიერთობა გარშემომყოფ
ადამიანებთან. ის ღებულობს ასაკობრივ ცვლილებებს და მომავალ გარდაცვალებას,
როგორც ფაქტს. შეუძლია სიცოცხლით გახარება.
2. დაცვითი ტიპი. ადამიანი ემოციურად თავშეკავებულია, არ საუბრობს საკუთარ
პრობლემებზე, არ ღებულობს სხვებისგან დახმარებას (ცდილობს პრობლემები თვითონ
მოაგვაროს). პესიმისტურად უყურებს დაბერების პროცესს, უჭირს პენსიაზე
გასვლისადმი შეგუება.
3. აგრესიულად-აქტიური ტიპი. აგრესიულია, ფეთქებადი, ეჭვიანი. საკუთარ
წარუმატებლობას სხვებს მიაწერს, ვერ აფასებს რეალობას ობიექტურად. გაურბის სხვა
ადამიანებთან ურთიერთობას, ეშინია დაბერების და უძლურების. მტრულად არიან
განწყობილი ახალგაზრდებისა და მთელი სამყაროს მიმართ.
4. პასიური დაბერების ტიპი. აგრესია მიმართულია საკუთარი თავის მიმართ. ის
აკრიტიკებს და სძულს თავისი ცხოვრება. არის პესიმისტი, პასიური, ვარდება
დეპრესიაში. აცნობიერებს რომ ბერდება, მაგრამ არ შურს ახალგაზრდების. არ ეშინია
გარდაცვალების, მას აღიქვამს, როგორც ტკივილისგან განთავისუფლებას.

გვიანი მოზრდილობის პოზიტიური ნიშნები:

 საკუთარი ღირსების გრძნობა.


 გაწონასწორებულობა.
 ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე.
 ჯამრთელი კონსერვატიზმი.
 კარგი ტრადიციების დაცვა.
გვიანი მოზრდილობის ნეგატიური ნიშნები:

 აქტიობის დაქვეითება.
 ხასიათის ნიშნების აქცენტუაცია.
 ინტერესების კლება.
 მტრული დამოკიდებულება სიახლისადმი.
 ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება.
 ფსევდო-სიბრძნე.

პენსიაზე გასვლა

ბევრი ადამიანისათვის პენსიაზე გასვლა ნიშნავს სტატუსის შეცვლას. თუ პენსიაზე


გასვლა მკვეთრად ცვლის ადამიანის ცხოვრებას ან მისი იდენტობა მჭიდროდ არის
დაკავშირებული პროფესიულ როლთან, მაშინ ადამიანი მძიმედ განიცდის ცვლილებას.
ახალი ცხოვრების სტილისადმი ადაპტაციაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი: ფიზიკური
ჯამრთელობა, ეკონომიური მდგომარეობა, სხვა ადამიანების დამოკიდებულება და
სამუშაოსადმი დამოკიდებულება.

ფიზიკური ჯამრთელობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც


განსაზღვრავს ადამიანის პენსიაზე გასვლისადმი დამოკიდებულებას არის ჯამრთელობა.
თუ ადამიანს პენსიაზე გასვლა უწევს ჯამრთელობის მდგომარეობის გამო, ეს მასზე
ნეგატიურად მოქმედებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ცუდი ჯამრთელობის გამო
პენსიაზე გასვლა ხშირად მოულოდნელად ხდება და ისინი ფინანსურად და
ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად არ არიან.

ეკონომიური მდგომარეობა. თუ ადამიანს აქვს კარგი ეკონომიური მდგომარეობა ეს


ხელს უწყობს ახალი სტატუსისადმი შეგუებას.

სხვა ადამიანების დამოკიდებულება. თუ ადამიანის მეგობრები და ახლობლები


პოზიტიურად უყურებენ პენსიაზე გასვლას, ეს ხელს უწყობს ადაპტაციის პროცესს.

სამუშაოსადმი დამოკიდებულება. თუ ადამიანის იდენტობა მჭიდროდ არის


დაკავშირებული სამუშაოსთან და არ გააჩნია სხვა ინტერესები, მაშინ პენსიაზე გასვლა
ნეგატიურად განიცდება.

თუ ადამიანს არ უყვარდა თავისი სამუშაო, ის გაცილებით ადვილად ახდენს ახალ


სტატუსთან ადაპტაციას.
თუ ადამიანი ემზადება პენსიაზე გასასვლელად, მაშინ ის ადვილად ეგუება პენსიაზე
ცხოვრებას. ტომპსონის თვლის, რომ პენსიაზე გასვლისადმი მომზადება შედგება 3
ნაწილისგან:

1. საქმეების თანდათანობით შემცირება. ადამიანი თანდათანობით ამცირებს თავის


ვალდებულებებს.
2. დაგეგმვა. ადამიანი გეგმავს თავის მომავალ ცხოვრებას.
3. ცხოვრება პენსიის მოლოდინში. ადამიანი წარმოიდგენს, თუ როგორი იქნება
”თავისუფალი” ცხოვრება.

სიკვდილი, როგორც განვითარების ბოლო სტადია

ზოგიერთი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ასაკოვან ადამიანებს ახალგაზრდებთან


შედარებით, ნაკლებად ეშინიათ სიკვდილის. ისინი ხშირად, მაგრამ მშვიდად ფიქრობენ
მოსალოდნელ სიკვდილზე. როდესაც ახალგაზრდებს ეკითხებოდნენ, თუ როგორ
გაატარებდნენ ისინი დარჩენილი სიცოცხლის 6 თვეს, ისინი პასუხობდნენ, რომ
იმოგზაურებდენენ და მოაგვარებდნენ დაწყებულ საქმეებს. ასაკოვანი ადამიანები კი
ამბობდნენ, რომ იფიქრებდნენ განვლილ ცხოვრებაზე და დარჩენილ დროს გაატარებდნენ
ახლობლების გვერდით.

სიკვდილთან შეგუების სტადიები

ელიზაბეტ კუბლერ-როსმა სიკვდილთან შეგუების ხუთი სტადია გამოყო:


1. უარყოფა;
2. რისხვა;
3. ვაჭრობა;
4. დეპრესია;
5. სიკვდილითან შეგუება, მისი მიღება.
1. უარyოფა. სიკვდილის მოახლოების გაცნობიერება იწვევს შოკს და უარყოფის
რეაქციას: “ეს შეუძლებელია”.
2. მრისხანება. ამ სტადიაზე ადამიანი განიცდის გაბრაზებასა და რისხვას, რომელიც
მიმართულია, როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების და სავარაუდო
დამნაშავის მიმართ. აგრესიის სამიზნე შეიძლება იყოს ოჯახი, საავადმყოფოს პერსონალი,
სახელმწიფო და სხვა. მომაკვდავი ადამიანი განიცდის ფრუსტრაციას, მისი გეგმები და
იმედები იმსხვრევა.
3. შემდეგ იწყება ვაჭრობის სტადია. ადამიანი ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების
საშუალებებს. ეხვეწება ღმერთს, ექიმებს ან სხვა ადამიანებს, რომ დაეხმარონ სიცოცხლის
გახანგრძლივებაში. დებს პირობას, რომ იქნება მორჩილი პაციენტი ან მორწმუნე, შეიძლება
საკუთარ თავს დაუდოს პირობა, რომ ცხოვრების სტილს შეიცვლის, სხვა ადამიანი გახდება
და ა. შ.
4. როდესაც ნათელი ხდება რომ ეს გზა არაფრის მომტანია, რომ გარიგება არ
არსებობს, იწყება დეპრესიის სტადია. ადამიანი ნაღვლობს წარსულის შეცდომებზე,
ფიქრობს სიკვდილზე და ახლობლებთან განშორებაზე.
5. ბოლო ეტაპია სიკვდილის მიღება, როდესაც ადამიანი ელის აღსასრულს და სურს
საბოლოოდ მოისვენოს.
დრო, რომელიც ესაჭიროება ადამიანს ამ სტადიების გასავლელად და სტადიების
თანმიმდევრობა – ინდივიდუალურია. ზოგიერთი რისხვას და დეპრესიას ბოლო წუთამდე
განიცდის, ზოგი კი სიკვდილს მშვიდად ელოდება. მომაკვდავი ადამიანის რეაქციებზე
გავლენას ახდენს: კულტურა, რომელსაც ის მიეკუთვნება; რელიგიურობა; პირადი
ფილოსოფია; ასევე დაავადების სირთულე.

გარდაცვლილი ადამიანის დატირება


აუცილებელია გლოვა?
ასრულებს თუ არა სულიერი ტკივილი და ტანჯვა სასარგებლო ფუნქციას?
საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ ოჯახის წევრებმა ან ახლო მეგობრებმა უნდა
მიიღონ რეალურობა და მასთან დაკავშირებული ტკივილი.
ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო, ზოგი განიცდის შოკს, ზოგი უარყოფს
მომხდარს. შესაძლოა ვინმე ბრაზს განიცდიდეს, ასეთ პიროვნებებს სურვილი აქვთ ვინმე ან
რაიმე დაადანაშაულოს. ამგვარი შოკური მდგომარეობა ხშირად გრძელდება რამოდენიმე
დღის განმავლობაში, ზოგჯერ კი ბევრად უფრო მეტხანს. როდესაც ადამიანის გარდაცვალება
მოულოდნელია, ახლობლები და მეგობრები შესაძლოა დაკრძალვის ცერემონიაში
მექანიკურად ჩაერთონ, ისე რომ მთლიანად ვერ აცნობიერებდნენ დანაკარგს.
შემდგომ ეტაპზე, გარდაცვლილის ახლობლებმა შესაძლოა განიცადონ მწვავე ტკივილი,
რომელიც ვლინდება ტირილში ან დარდის გამოხატვის სხვა ფორმებში. მათ ენატრებათ
გარდაცვლილი ადამიანი. განიცდიან სისუსტეს ან სიცარიელეს, კარგავენ მადას და ძილს.
ხშირად, ეკარგებათ ინტერესი ჩვეული საქმიანობის მიმართ და გამუდმებით
გარდაცვლილზე ფიქრობენ. ზოგი ადამიანი კი დეპრესიაში ვარდება.
მიუხედავად ყველაფრისა, დროთა განმავლობაში გარდაცვლილის ახლობელები
ეგუებიან ახალ ცხოვრებისეულ გარემოებებს. ისინი აძლევენ გარდაცვლილს უფლებას
„წავიდეს“. თავის დროსა და ენერგიას უძღვნიან ახალ ურთიერთობებს, ქმნიან ახალ
იდენტობას. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ახლობლები და მეგობრები ივიწყებენ
გარდაცვლილს ან წყვეტენ მასზე ფიქრს, მაგრამ ემოციური ტკივილი, გარდაცვლილთან
დაკავშირებული, როგორც ჩანს, ნელ-ნელა კლებულობს.
ჰოსპისი
ჰოსპისის დანიშნულებაა დაეხმაროს განუკურნებელი დაავადებების მქონე ადამიანებს
სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარონ მშვიდად და უმტკივნეულოდ. ჰოსპისში დახმარებას
უწევენ პაციენტებს და მათ ოჯახებს. პირველი ჰოსპისი შეიქმნა ინგლისში 1967 წელს.
საავადმყოფოში ცდილობენ სიცოცხლის შენარჩუნებას და სიკვდილს განიხილავენ,
როგორც ”მტერს” და ეს აისახება პაციენტების მოვლაზე. ჰოსპისში სიკვდილს განიხილავენ,
როგორც ნორმალურ და ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ღირსეულად დახვედრა სჭირდება.
როგორც ახალი ადამიანის მოვლენას ამ ქვეყანაზე სჭირდება დახმარება, ასევე მომაკვდავ
ადამიანსაც სჭირდება დახმარება. ჰოსპისის უპირველესი მიზანია ადამიანს ფიზიკური,
ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი ტკივილის გამკლავებაში დაეხმაროს. ასევე
ეხმარებიან ავადმყოფის ოჯახის წევრებს გაიგონ პაციენტის გრძნობები და
მოთხოვნილებები, რაც ეხმარება ავადმყოფს კვლავ სოციუმის ნაწილად იგრძნოს თავი.

ევთანაზია

ევთანაზია (ბერძ. ტკბილი, კარგი სიკვდილი) ნიშნავს სასიკვდილო სენით


დაავადებული, ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზე მყოფი პაციენტისთვის
სიცოცხლის განზრახ მოსწრაფებას, ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისა
და ტანჯვისათვის განთავისუფლების მიზნით.

ევთანაზიის 2 სახე არსებობს: პასიური და აქტიური. პასიური ევთანაზიის დროს


წყდება დამხმარე თერაპია. აქტიური ევთანაზიის დროს კი ავადმყოფის მიმართ
გამოიყენება ისეთი პრეპარატი, რომელიც აჩქარებს სიკვდილს.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ნაცისტურ გერმანიაში ევთანაზია


ხორციელდებოდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ”ეკონომიურ ტვირთს”
წარმოადგენდა. ადგილი ჰქონდა ე.წ. ”რასობრივი ჰიგიენის” პროპაგანდას. ჰიტლერმა
გამოსცა ბრძანება, იმ ბავშვების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც დაავადებული
იყვნენ ”მონღოლოიდურობით”, ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით და სხვა
დაავადებებით. ბავშვების ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის
ჭარბი დოზის შეყვანით.

ევროპის ბევრი ქვეყანა ერიდება აქტიური ევთანაზიის ლეგალიზაციას, რათა არ


მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება. პასიური ევთანაზია კი ლეგალიზებულია. ექიმებს
შორის დამკვიდრებულია აზრი, რომ თუკი პაციენტის სიცოცხლე აპარატის გარეშე
შეუძლებელია, შესაძლებელია მისი გამორთვა, რადგან ხდება უკვე არა პაციენტის
სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ სიკვდილის გაჭინაურება.

აქტიური ევთანაზიის საკითხს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა


განსხვავებულად აგვარებს. ზოგ ქვეყანაში ევთანაზია ლეგალიზებულია (ჰოლანდია,
სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ვაშინგტონის შტატი), ზოგან მას მკვლელობად
განიხილავენ (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი), ხოლო ზოგან კი დანაშაულის
შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ (გერმანია, ავსტრალია).

საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია, ხოლო აქტიური ევთანაზია კი


დანაშაულად ითვლება (თუმცა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად არის აღია-
რებული, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), რომელიც ისჯება 2-დან 5 წლამდე.
ამისათვის კი აუცილებელია არსებობდეს რამოდენიმე პირობა:

1. მსხვერპლის მოთხოვნა უნდა იყოს არაერთჯერადი. მოთხოვნის დროს უნდა


იმყოფებოდეს საღ გონებაზე.
2. ეს უნდა მოხდეს, მხოლოდ და მხოლოდ მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური
ტკივილისგან განთავისუფლების მიზნით.
3. მოთხოვნა უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა ექსპეტებმა და ექიმებმა.
ევთანაზიის საწინაღმდეგო არგუმენტები:
1. მცდარი დიაგნოზი.
2. დღეს უკურნებელი დაავადება, შეიძლება ხვალ განკურნებადი გახდეს.
3. ევთანაზია შეუთავსებელია ექიმის პროფესიულ ფუნქციასთან.
აქვე უნდა აღინიშნოს ევთანაზიასთან დაკავშირებული ფილოსოფიური, რელიგიური,
სამედიცინო და ეთიკური ასპექტები.
რელიგიური ასპექტი. ევთანაზიას ეწინააღმდეგება ეკლესია, ადამიანი ღვთის
ქმნილებაა და ამქვეყნიური განსაცდელი ღვთის ნებითაა მოვლენილი, რომლითაც
უფალი ჯოჯოხეთისგან იხსნის მათ. ჩვენ კი ევთანაზიით მას ჯოჯოხეთისთვის ვიმეტებთ.
ფილოსოფიური ასპექტი. თუკი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, რატომ არ
უნდა ქონდეს მას სიკვდილის უფლება?
ეთიკური ასპექტი. როცა ვკრძალავთ ევთანაზიას, ამით ჩვენ პაციენტს სიცოცხლეს
ვუხანგრძლივებთ, თუ სიკვდილს ვუჭინაურებთ?
სამედიცინო ასპექტი. უნდა ეცადოს თუ არა ექიმი პაციენტის გადარჩენას ბოლო
წუთამდე?

You might also like