You are on page 1of 3

მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს

დღესდღეობით ხშირად გვესმის ტერმინი „ჯანსაღი ცხოვრება.“ უამრავი


ადამიანი მოგვიწოდებს, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღად, მაგრამ ბევრმა ჯერ კიდევ არ
იცის, რას მოიცავს ეს სიტყვები. ნებისმიერ სფეროში, სადაც კი არ უნდა შეიხედო,
ყველგან წააწყდები, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას და მინდა ცოტა
ჩემგანაც გაიგოთ.
1946 წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განსაზღვრა „ჯანმრთელობა“,
როგორც: ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობა
და არა მხოლოდ დაავადების არსებობა. ამიტომ ჯანმრთელობისათვის საჭიროა
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სწორი კვება და სისტემატიური ვარჯიში.
„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ძირითადად ხასიათდება, როგორც „დაბალანსებული
ცხოვრება“, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან
ასარიდებლად, ცხოვრებისეული სტრესის დაძლევისა და ცხოვრების ხარისხის
გასაუმჯობესებლად. არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ჩვენი ცხოვრების
სტილი დიდ როლს ასრულებს იმაში, თუ რამდენად ჯანმრთელები ვართ. ის, თუ
რას ვჭამთ და ვსვამთ, რამდენს ვვარჯიშობთ და ვეწევით, გავლენას ახდენს ჩვენს
ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ. ისეთი დაავადებები
როგორიცაა: გულის დაავადებები, სიმსივნე, დიაბეტი, სახსრების დაავადებები და
ფსიქიკური პრობლემები, ხშირად სწორედ არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად
ვითარდება. ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის თავიდან აცილება ან მინიმუმ
მათი გადადება, ჯანსაღი ცხოვრების წესით შესაძლებელია.
ჩემთვის „ჯანსაღი ცხოვრება“ შემდეგნაირად ხასიათდება: დილით ადრე
ვარჯიში, სახლში რაც შეიძლება მეტი ვიტამინით სავსე საჭმლის მირთმევა,
ნაკლები ტელეფონი, კომპიუტერი, უფრო მეტი დროის გატარება ბუნებაში,
საყვარელ ადამიანებთან ერთად და რაც მთავარია სისტემატიური ვარჯიში,
ორგანიზმის გაკაჟებისთვის.
ყოველთვის გული მტკიოდა და მტკივა, როდესაც ჩემს თვალწინ ამდენი
ახალგაზრდა, თავს იღუპავს საშინელი მოსაწევითა და ნარკოტიკით. გადავწყვიტე
ჩემი მეგობრები, ასევე მათი ახლობლები შევკრებილიყავით და ბუნებაში
გაგვესეირნა, რადგან ბუნებაში გასეირნება, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე,
პირდაპირპროპორციულია ჯანსაღ ცხოვრებასთან. ვვარჯიშობდით ბუნებაში და
ვაწყობდით სხვადასხვა შემოქმედებით საღამოებს, რაც მათთვის ერთგვარი
თერაპია იყო, ნარკოტიკისა და მოსაწევის წასაშლელად. ამის შემდეგ ამ
შეკრებებს სისტემატიური სახე მიეცა, გვემატებოდნენ დაინტერესებული
ახალგაზრდები და ერთად ვცდილობდით ყველას ცხოვრებიდან ამ უდიდესი
შხამის მოშორებას, რომელიც მათ სიცოცხლეს უსპობდა. ჯანსაღი ცხოვრება, ეს
არის ძალა, პრობლემების მოგვარებისა.
სამწუხაროდ, დღევანდელი ცხოვრება და რეალობა გვიშლის ხელს ჯანსაღი
ცხოვრების წესის შექმნაში. ეს მავნე სენი გავრცელებულია, როგორც
ახალგაზრდებში, ასევე ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელში: მარიხუანა ,
მოსაწევი, სიგარეტი ნარკოტიკი და ასე შემდეგ. ისინი ზედმეტად ცუდად
მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ისინი იწვევს:

. სუნთქვის პრობლემებს. რადგან მარიხუანა აღიზიანებს ფილტვებს და ხშირი


მოწევის შემთხვევაში ისეთივე პრობლემები იჩენს თავს, როგორც სიგარეტის
მწეველებს აქვთ.

. გულის ცემის გახშირებას.


. ინტენსიურ გულის რევასა და ღებინებას.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემების, რასაც მარიხუანა და
ნარკოტიკი იწვევს ადამიანში.

ახლა გიამბობთ ჩემს მეზობლად მცხოვრებ ყმაწვილ დავითზე. ის


სისტემატიურად იღებდა მოსაწევს და სასმელს. თავიდან სიგარეტით დაიწყო და
შემდეგ სერიოზულ მოსაწევსა და ნარკოტიკზე გადავიდა. იცოდა, რომ ეს
ყველაფერი მის ჯანმრთელობას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ გახდა
დამოკიდებული ამ საშინელ შხამზე. ყოველთვის გაუაზრებელ მოქმედებებს
ჩადიოდა, სახეზე მალევე დაეტყო ნაოჭები, მალევე შეეყარა 17 წლის ბიჭს ჭაღარა
და მოიძულა, როგორც საკუთარი თავი, ასევე სამყაროც. ჯანმრთელობა
მთლიანად მოისპო, ფილტვები ნახშირივით შავი ჰქონდა, მოსაწევის,
ნარკოტიკისა და სასმელის გარეშე ვერც კი ძლებდა, სრულიად სხვაგვარად
იქცეოდა და ბოლოს მისი სიცოცხლე ადრიანად დასრულდა. ძალიან მტკიოდა
გული დავითი, რომ ჩემს თვალწინ იძირებოდა და ფსკერისკენ მიისწრაფოდა,
მაგრამ მე უძლური ვიყავი მის მიმართებაში.
მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, ნუგზარ შატაიძის ნაწარმოებიდან
„მოგზაურობა აფრიკაში“, სადაც მთავარი პერსონაჟი თედო, თავის მეგობართან
ერთად უსახლკაროდ დარჩენილი წებოს იყნოსავდა და სულ სხვა სამყაროში
გადადიოდა. სამწუხაროდ, სწორედ წებოს ყნოსვამ დაღუპა თედოს მეგობარი,
წუპაკა. როდესაც იგი „კაიფში“ იყო, სიცივე ვერც იგრძნო და სამწუხაროდ გაიყინა
და დაიღუპა.
ამ მაგალითებით მინდა დაგანახოთ ის, თუ რა არის ნარკოტიკი, სასმელი და
მოსაწევი ადამიანისთვის. ის სრულიად აშორებს მას ჯანსაღ ცხოვრებას,
უნადგურებს მომავალს და აახლოებს სიკვდილთან.
ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო „ნახევარფაბრიკატებსა“ და „Fast Food”-
ებზე. “Fast Foof”-ი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, საჭმელს, რომელიც არის სწრაფად
მომზადებული. ძირითადად ეს საჭმელი არის გათვლილი პატარებზე და ისეთ
ადამიანებზე, რომლებსაც მუდამ ეჩქარებათ. ასევე აღსანიშნავია, რომ “Fast Food”-ი
არის 100% საზიანო.
ჯამში შეიძლება ითქვას, რომ თუ გინდათ გამოიყურებოდეთ ლამაზად და იყოთ
ჯანმრთელი, მაშინ უარი უნდა თქვათ სწრაფ კვებაზე. ამის არგუმენტი იქნება
ამერიკელი ნაცია, რომლებიც “Fast Food”-ზე ზიან და ითვლებიან ყველაზე სრულ
ნაციად. მსოფლიოში მათი 61% ჭარბწონიანობით იტანჯება.
ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მთავარია მოვაგვაროთ 2 პრობლემა:

. არასწორი კვება;
. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
ადამიანის სხეული ყოველთვის, ყოველდღიურად მოითხოვს დაბალანსებულ
კვებას, რათა შეინარჩუნოს ადეკვატური რაოდენობით ვიტამინები, საკვები
ნივთიერებები და მინერალები. აქტიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის კი
„ფიტნესი“ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა გახადოთ. ფიზიკური ფიტნესი
აკონტროლებს ჩვენს წონას, აუმჯობესებს ძილს, ხელს უშლის გულის შეტევებს,
სტრესსა და მრავალ დაავადებას, ზოგადად კი ახანგრძლივებს ჩვენს სიცოხცლეს .
სტრესი საუბედუროდ, ზედმეტ ზეგავლენას ახდენს ჯანსაღი ცხოვრების წესის
დარღვევაზე. ადამიანები სტრესის დროს უფრო ხშირად ეწევიან, იკვებებიან ,
ბევრს სვამენ, ზედმეტად შრომობენ და ედავებიან სხვებს. ამრიგად, სტრესის
მართვა ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია და მისი მიღწევა
მედიტაციითა და განტვირთვის სხვადასხვა ტექნიკითაა შესაძლებელი.
საკუთარი თავის სიყვარული, ჯანსაღი, ბედნიერი ცხოვრების წესის გასაღებია.
თვითშეფასება არის ის, თუ რამდენად აფასებს და ბედნიერია ადამიანი საკუთარი
თავით. თვითშეფასება მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ თავთან ჰარმონიული
ურთიერთობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე.
და ბოლოს, იფიქრეთ ბალანსზე, იფიქრეთ წესრიგზე ცხოვრებაში,
ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რაც ჯანსაღი ცხოვრების შედეგია.

მე ვირჩევ ჯანსაღ ცხოვრებას და თქვენც მოგიწოდებთ აირჩიოთ ის


ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლისათვის.

You might also like