You are on page 1of 21

დოკუმენტის სათაური ფარგლები კომპანია

შპს ევოლუშენ ჯორჯია ადგილობრივი შპს ევოლუშენ ჯორჯია


შინაგანაწესი
ავტორი დადასტურებულია თარიღი შიდა ვერსია:
იურიდიული საოპერაციო 20.12.2022 უსაფრთხოების 4.0
დონე
დეპარტამენტი დეპარტამენტი,
საქართველო

შპს ევოლუშენ ჯორჯია

შინაგანაწესი
Evolution Georgia LLC Handbook

1. ზოგადი პირობები
1.1 წინამდებარე შინაგანაწესი (შემდგომში „შინაგანაწესი“) მომზადებულია საქართველოს შრომის
კოდექსისა (შემდგომში „შრომის კოდექსი“) და საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობის,
შპს „ევოლუშენ ჯორჯია“-ს (შემდგომში „კომპანია“ან „დამსაქმებელი“) პროცედურებისა და
კომპანიის დამფუძნებლის ევოლუშენ გრუფ ეიბი-ს (შემდგომში „ევოლუშენ გრუფ“) შიდა
ნორმატიული აქტების მიხედვით.
1.2 შინაგანაწესის მიზანია კომპანიასა და დასაქმებულს (როგორც ეს ქვევით არის განმარტებული)
შორის არსებული შრომითი და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირება.
შინაგანაწესი წარმოადგენს კომპანიასა და მის დასაქმებულებს შორის არსებული შრომითი
ხელშეკრულების (როგორც ეს ქვევით არის განმარტებული) და შიდა პოლიტიკის
დოკუმენტების (როგორც ეს ქვევით არის განმარტებული) განუყოფელ ნაწილს და
შინაგანაწესით განსაზღვრული მოთხოვნები ყველა დასაქმებულისთვის უნდა იყოს
სავალდებულო.
1.3 შინაგანაწესი განსაზღვრავს დასაქმებულთა უფლებებს, მოვალეობებს და ქცევის
სტანდარტებს, თანამშრომლის აყვანისა და გათავისუფლების პროცედურებს, ბონუსებისა და
დაჯარიმების წესებს.
1.4 შინაგანაწესი და კომპანიის სხვა შიდა პოლიტიკის დოკუმენტები ან მათში კომპანიის მიერ
შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომია დამსაქმებლის
ვებ-გვერდზე, როგორებიცაა WIKI, Intranet EVOspace/სივრცე ან სხვა კომპანიის მიერ
განსაზღვრულ სისტემაში.
1.5 შინაგანაწესში მოცემული ინფორმაცია არ არის განკუთვნილი გარეშე პირებისთვის.
შინაგანაწესი წარმოადგენს კონფიდენციალურ დოკუმენტს, რომელიც განკუთვნილია
მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის. წინამდებარე დოკუმენტი არ შეიძლება გადაეცეს ან
სხვაგვარად გამჟღავნებულ იქნეს ნებისმიერი მესამე პირისათვის კომპანიის ნებართვის გარეშე.
1.6 დასაქმებულები შესაბამისობაში უნდა იყვნენ:
1.6.1 შრომის კოდექსთან და სხვა მოქმედ კანონმდებლობასთან;
1.6.2 შრომით ხელშეკრულებასთან;
1.6.3 შინაგანაწესთან; და
1.6.4 კომპანიის შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან, სხვა ინსტრუქციებთან და
წესებთან, ასევე ევოლუშენ გეიმინგ გრუფის წესებთან და პროცედურებთან.
1.7 კომპანიის შიდა კომუნიკაციები და დოკუმენტები შედგენილია ქართულ და ინგლისურ
ენებზე. ევოლუშენ გეიმინგ გრუფ ეიბი-ს პირობები და პროცედურები შედგენილია ინგლისურ
ენაზე და სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის.
1.8 წინამდებარე შინაგანაწესი შეიცავს შემდეგ წესებსა და პროცედურებს:
1.8.1 დეფინიციები;
1.8.2 მხარეთა უფლებები და ვალდებულებები;
1.8.3 შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შეწყვეტა;
1.8.4 სამუშაო საათები და სამუშაო დროის ორგანიზება;
1.8.5 ხელფასი და სხვა პრივილეგიები;
1.8.6 შვებულების გაცემის წესი;
1.8.7 დასაქმებულის პასუხისმგებლობა;
1.8.8 მივლინება;
1.8.9 შრომის უსაფრთხოება;

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 2


Evolution Georgia LLC Handbook

1.8.10 მოთამაშისა და დასაქმებულის კონტაქტი;


1.8.11 ქცევის წესები; და
1.8.12 კომპანიის ქონების გამოყენება.
1.9 შინაგანაწესთან შესაბამისობა უნდა შეამოწმოს კომპანიის ადამიანური რესურსების
დეპარტამენტმა და კომპანიის უშუალო ხელმძღვანელმა (როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული),
რომლებიც უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ დასაქმებულთაგან ყველა აუცილებელი
ინფორმაცია და ახსნა-განმარტება წესებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
1.10 კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს ან პირობები დაამატოს შინაგანაწესს, რა შემთხვევაშიც
კომპანია ვალდებულია შესაბამის ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს
დასაქმებულებს.
2. ტერმინთა განმარტება
2.1 წინამდებარე შინაგანაწესში აღნიშნულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
2.1.1 „დამსაქმებელი“ ან/და „კომპანია“ გულისხმობს შპს „ევოლუშენ ჯორჯია“-ს;
2.1.2 „უშუალო ხელმძღვანელი“ გულისხმობს გუნდის ხელმძღვანელს,
რომელსაც დასაქმებული განეკუთვნება, ან პირი/პირების რომლებიც
აღნიშნულ თანამდებობაზე დრო და დრო დაინიშნებიან კომპანიის მიერ;
2.1.3 „დასაქმებული“ გულისხმობს კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში
მყოფ ნებისმიერ პირს;
2.1.4 „შრომითი ხელშეკრულება“ გულისხმობს კომპანიასა და დასაქმებულს
შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას;
2.1.5 „შიდა პოლიტიკის დოკუმენტები“ გულისხმობს შინაგანაწესს, კომპანიის
სხვა პოლიტიკის დოკუმენტებს (როგორიცაა საერთო პოლიტიკა,
მინიმალური სამუშაო საათების პოლიტიკა და ტრანსპორტირების
პოლიტიკა) ან კომპანიისა და ევოლუშენ გრუფის სხვა ნებისმიერი შიდა
წესები და გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია დასაქმებასთან
და საოპერაციო საკითხებთან და მიიღება დრო და დრო;
2.1.6 „კანონმდებლობა“ გულისხმობს შრომის კოდექსსა და საქართველოს სხვა
მოქმედ კანონმდებლობას; და
2.1.7 „მომხმარებელი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც იღებს კომპანიის
მომსახურებას.
3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
3.1 კომპანია ვალდებულია:
3.1.1 უზრუნველყოს დასაქმებულის სამუშაოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და
განსაზღვროს დასაქმებულის სამუშაო მოვალეობები და პასუხისმგებლობა
სამუშაოს აღწერილობასა და შრომით ხელშეკრულებაში და დასაქმებულს გაუწიოს
ინსტრუქცია მის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით;
3.1.2 დასაქმებულის სამსახურში აყვანის დროს და სამუშაო პირობების ნებისმიერი
ცვლილების ან კომპანიაში სამუშაო ადგილის ცვლილების დროს, გააცნოს
დასაქმებულს წინამდებარე შინაგანაწესი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების
ინსტრუქციები, სხვა პოლიტიკის დოკუმენტები, პროცედურები, რეკომენდაციები
და სახელმძღვანელოები, ასევე ონლაინ საინფორმაციო სისტემების გამოყენების
ყველა წესი Intranet EVOspace-
ზე: https://evospace.evolution.com/ ან http://wiki.evolution.com/;

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 3


Evolution Georgia LLC Handbook

3.1.3 უზრუნველყოს დასაქმებული სამუშაო ადგილით, სამუშაო აღჭურვილობით და


ყველა საჭირო ტექნიკური მოწყობილობით, ხელსაწყოებით და მატერიალური
ქონებით, რომელიც აუცილებელია სამუშაო მოვალეობის შესასრულებლად
კომპანიის მიერ დაწესებული პროცედურების და კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების შესაბამისად;
3.1.4 ყურადღება მიაქციოს დასაქმებულების საჭიროებებსა და მოთხოვნებს და
გააუმჯობესოს დასაქმებულის სამუშაო გარემო და სოციალური მდგომარეობა
სამუშაო ადგილზე, კომპანიის რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში;
3.1.5 უზრუნველყოს დასაქმებულისთვის ხელფასის გადახდა იმ ოდენობით და წესით,
რაც შრომით ხელშეკრულებაშია მითითებული;
3.1.6 შეიმუშავოს წესები და პოლიტიკის დოუმენტები კომპანიისა და ევოლუშენ გრუფის
საინფორმაციო სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებით; და
3.1.7 უზრუნველყოს დასაქმებულის პერსონალური მონაცემების დაცვა და გაამჟღავნოს
ასეთი ინფორმაცია კანონმდებლობის შესაბამისად.
3.2 კომპანია უფლებამოსილია:
3.2.1 კომპანიის სამუშაო ორგანიზაციაში ცვლილებების შესაბამისად, დამატებით,
შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრულ მოვალეობებთან ერთად, დამსაქმებელს
შეუძლია დასაქმებულის წინასწარი წერილობითი თანხმობით, დააკისროს
დასაქმებულს სხვა მოვალეობები, შრომით ხელშეკრულებაში შესაბამისი
ცვლილებების შეტანის გზით;
3.2.2 შეამოწმოს დასაქმებულის შესაბამისობა შინაგანაწესის მოთხოვნებთან, შიდა
პოლიტიკასთან და შრომით ხელშეკრულებასთან. შინაგანაწესის, სამუშაო
უსაფრთხოების წესების, ან შრომითი ხელშეკრულების სხვა პირობების
შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დისციპლინარული ზომები,
შინაგანაწესის, კანონმდებლობის და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად;
3.2.3 გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან წერილობითი ბრძანების
საფუძველზე, თუ დასაქმებული გამოცხადდება სამსახურში ან სამუშაო ადგილას
ალკოჰოლის, ნარკოტიკის ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ,
ასევე, სხვა შემთხვევებში, როდესაც დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნამ
შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამ დასაქმებულის, სხვა დასაქმებულების ან მესამე
პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან დამსაქმებლის ქონებას, კომერციული
ოპერაციების განხორციელებას და კომპანიის კანონიერ ინტერესებს;
3.2.4 იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ მოითხოვს ყოველწლიურ შვებულებას ან არ
გამოიყენებს ანაზღაურებად ყოველწლიურ შვებულებას, დამსაქმებელს შეუძლია,
საკუთარი დისკრეციისამებრ, განსაზღვროს დასაქმებულისთვის ყოველწლიური
შვებულება და გამოსცეს ბრძანება დასაქმებულის მიერ ყოველწლიური
შვებულების დღეების გამოყენების თაობაზე;
3.2.5 დააზუსტოს დასაქმებულის სამუშაო მოვალეობები, სამუშაო პროცედურები და
ქცევის წესები, ასევე გამოსცეს ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო შიდა
რეგულაციები;
3.2.6 მოსთხოვოს დასაქმებულს, განახორციელოს ჯანმრთელობის განსაკუთრებული
შემოწმება და ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა, თუ დასაქმებულს სურს
დატოვოს სამუშაო ადგილი მისი სამუშაო ცვლის განმავლობაში (მათ შორის იმ
შემთხვევაში, თუ დასაქმებულს წაუვა გული ან დაკარგავს გონებას სამუშაო

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 4


Evolution Georgia LLC Handbook

მოვალების შესრულებისას) ან თუ დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილის


დატოვება განმეორებით ხასიათს იღებს შესაბამის პოლიტიკაში განსაზღვრული
პერიოდის განმავლობაში, რათა დარწმუნდეს, რომ დასაქმებულის ჯანმრთელობა
შეესაბამება სამუშაოს. ასეთ შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს მოსთხოვოს
დასაქმებულს სამედიცინო ცნობის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებს
დასაქმებულის შესაბამისობას სამუშაო მოვალეობებთან;
3.2.7 არ შეასრულებინოს დასაქმებულს სამუშაო მოვალეობები, თუ დასაქმებულს არ
შეუძლია სამუშაოს შესრულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად,
თუ დასაქმებული დაკარგავს გონებას), ან სხვა შემთხვევებში, როგორც ამას
გადაწყვეტს კომპანია;
3.2.8 ჰქონდეს წვდომა დასაქმებულის სამსახურებივ ელექტრონულ ფოსტაზე და
შეამოწმოს ინტერნეტის გამოყენება, თუ ეს საჭიროა დასაქმებულის შრომითი
ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; და
3.2.9 მოსთხოვოს დასაქმებულს კომპანიის მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ
სწავლებაში მონაწილეობის მიღება.

3.3 კომპანია ან კომპანიისთვის უსაფრთხოების დაცვის მომსახურების გამწევი უფლებამოსილია:


3.3.1 გამოიყენოს მოწყობილობა დასაქმებულის ალკოჰოლით, ნარკოტიკით, მომწამვლელი
ან ფსიქტროპული ნივთიერებებით თრობის დასადგენად; და
3.3.2 მოსთხოვოს დასაქმებულს წარმოადგინოს პირადი ნივთები, ტანსაცმელი ან
შესანახი სათავსოები, თუ კომპანიას ან მისი უფლებამოსილი უსაფრთხოების
დაცვის მომსახურების გამწევს აქვს გონივრული ეჭვი, რომ დასაქმებული ინახავს ან
განათავსებს ალკოჰოლს, ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან სხვა აკრძალული
შემადგენლობის მქონე ნივთიერებებს ან ნივთებს, რომლებმაც შესაძლოა სხვა პირთა
ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, ან სხვა დასაქმებულების ან დამსაქმებლის
საკუთრებას მიაყენოს საფრთხე. თუ დასაქმებული უარს განაცხადებს აღნიშნული
მოთხოვნის შესრულებაზე, დამსაქმებელს უფლება აქვს მოიწვიოს პოლიცია
შესაბამისი შემოწმების განსახორციელებლად.
3.4 იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი დაეჭვდება დამსაქმებლის მიერ რაიმე სახის დარღვევის ან
დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ქურდობაში ან კომპანიის ქონების დაზიანებაში,
დამსაქმებელს უფლება აქვს შეაჩეროს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, გამოძიების
დასრულებამდე. თუ დასაქმებულს არ დაუდასტურდება დარღვევა, კომპანია აუნაზღაურებს
დასაქმებულს სამუშაო საათებს ან დღეებს (იმ ცვლის პატერნის მიხედვით, რომელიც
მოქმედებს შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდის დაწყების თარიღიდან) რომლის
განმავლობაშიც შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო.

3.5 დასაქმებული ვალდებულია:


3.5.1 გაეცნოს და შესაბამისობაში იყოს შრომით ხელშეკრულებასთან, შინაგანაწესთან და
სხვა რეგულაციებთან, დამსაქმებლის წესებთან და სახელმძღვანელოებთან,
რომელიც დაკავშირებულია დასაქმებულის სამუშაო მოვალეობებთან. ყველა
ზემოხსენებული დოკუმენტი, რომელიც ეხება დასაქმებულს (ე.ი. ჯგუფის დონეზე)
ხელმისაწვდომია HR Wiki გვერდზე
(https://wiki.evolution.com/display/HRG/Human+Resources+Georgia) ან/და
EvoSpace https://evospace.evolution.com/. დასაქმებულს მოეთხოვება, რომ

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 5


Evolution Georgia LLC Handbook

რეგულარულად შეამოწმოს აღნიშნული ვებ გვერდები, ვინაიდან ინფორმაცია


ხშირად ახლდება ან/და შედის დამატებები;
3.5.2 შეასრულოს სამუშაო მოვალობები დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ სამუშაო
საათებში და შრომითი ხელშეკრულების, სამუშაო აღწერილობის, შინაგანაწესის და
დამსაქმებლის მიერ გამოცემული სხვა სამუშაო პროცედურებისა და ბრძანებების
მიხედვით;
3.5.3 იყოს პასუხისმგებელი სამუშაო მოვალეობების სათანადო, ხარისხიან და დროულ
შესრულებაზე და ამ მოვალეობების შესრულებისას მიღებული გადაწვეტილებებისა
და ქმედებების კომპეტენტურობაზე;
3.5.4 ატაროს უნიფორმა, სპეციალური სამუშაო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და
პერსონალური დამცავი აღჭურვილობა რომელიც გადაეცემა დასაქმებულს.
მოუფრთხილდეს მათ და იქონიოს სუფთად და კარგ მდგომარეობაში. უნიფორმის
გამოყენებასთან დაკავშირებული წესები განსაზღვრულია შესაბამისი პოლიტიკით;
3.5.5 დასაქმებულმა მისი პირადი ნივთები უნდა განათავსოს განსაზღვრულ ადგილებში;
3.5.6 ხელფასის გადახდის თარიღამდე არა უგვიანეს ხუთი (5) სამუშაო დღისა,
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს წერილობით ან ელექტრონულად
შეატყობინოს დასაქმებულის საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით ნებისმიერი
ცვლილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელფასი გადახდილ იქნება
დასაქმებულის იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მანამდე იყო მითითებული;
3.5.7 დასაქმებულმა უნდა შეატყობინოს დამსაქმებელს დასაქმებულის პერსონალურ
მონაცემებში (როგორიცაა, მათ შორის და არა მხოლოდ, საცხოვრებელი ადგილი,
საკონტაქტო ინფორმაცია, ბინადრობის ნებართვა და ა.შ.) ნებისმიერი ცვლილების
შესახებ ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენით შესაბამისი დოკუმენტის მიღებიდან ორი (2) კვირის
ვადაში;
3.5.8 არ გამოიყენოს მისი წვდომის უფლება კომპანიის ტერიტორიაზე
არაუფლებამოსილი პირების შესაშვებად;
3.5.9 არ მიიყვანოს შინაური ცხოველები კომპანიის ტერიტორიაზე;
3.5.10 ზეპირსიტყვიერად აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს კომპანიის ტერიტორიაზე
ბავშვის მიყვანის განზრახვის შესახებ და მიიყვანოს ბავშვი ტერიტორიაზე მხოლოდ
უშუალო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, იმის
გათვალისწინებით, რომ ტერიტორიაზე ბავშვის ყოფნა არ აღემატება 30 წუთს.
ბავშვი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს კომპანიის ტერიტორიაზე მთელი მისი
ყოფნის განმავლობაში. მკაცრად აკრძალულია ბავშვის/ბავშვების გაჩერება
სათამაშო ზონებში ან ზონებში, რომლებიც ექვემდებარება სპეციალური დაცვის
ზედამხედველობას. ბავშვის მშობლები სრულად არიან პასუხისმგებელნი ბავშვის
მიერ დამსაქმებლის ტერიტორიაზე არაუფლებამოლისი შესვლისთვის და
ნებისმიერი შესაძლო შემთხვევისთვის, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვმა ან
შეემთხვეს ბავშვს;
3.5.11 გაუფრთხილდეს დამსაქმებლის საკუთრებას და არ გადასცეს კომპანიის ქონება (მათ
შორის მოწყობილობები) სხვა დეპარტამენტს დამსაქმებლის თანხმობის გარეშე,
ასევე, არ გადასცეს დასაქმებულის მფლობელობაში არსებული მატერიალური
ქონება სხვა დასაქმებულს უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე;
3.5.12 შრომითი მოვალეობების შესასრულებლად გამოიყენოს დასაქმებულისთვის
გადაცემული კომპანიის მატერიალური ქონება მათი მიზნობრივი გამოყენების
შესაბამისად და აანაზღაუროს ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ ქონებას
დასაქმებულის ბრალით;
3.5.13 არ დააინსტალოს არაავტორიზებული/არალიცენზირებული პროგრამული
უზრუნველყოფა დამსაქმებლის მოწყობილობებზე (კომპიუტერი, ტელეფონი, ა.შ.)

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 6


Evolution Georgia LLC Handbook

და გამოიყენოს მხოლოდ დამსაქმებლის მიერ დამტკიცებული პროგრამული


უზრუნველყოფა;
3.5.14 აღკვეთოს მოწყობილობის დაზიანება მისი თვითნებური დემონტაჟით ან მისი
ნაწილების გადაადგილებით და აღკვეთოს მესამე პირების მიერ მოწყობილობის
მართვა და კომპანიის სისტემებზე წვდომა, მათ შორის ელექტრონულ მედიაზე
განთავსებული ინფორმაციის კოპირება;
3.5.15 სამუშაო საათებში ოთახის დატოვებისას, დაკეტოს ოთახის კარი, თუ იქ არ
იმყოფებიან სხვა დასაქმებულებიც და აღკვეთოს კომპანიის მატერიალურად ან
ელექტრონულად განთავსებულ დოკუმენტებსა ან ინფორმაციაზე
არაავტორიზებულ პირთა წვდომა მაშინაც კი, როდესაც დასაქმებული სამუშაო
ადგილს ტოვებს მოკლე ვადით. დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ
დამსაქმებლის IT სისტემებში განთავსებული ინფორმაციით, უნდა დაიცვან ყველა
შესაბამისი უსაფრთხოების ზომა, რომელიც შეეხება ელექტრონულ მონაცემებს,
რომლებიც აღნიშნულია დამსაქმებლის სავალდებულო წესებში;
3.5.16 გაეცნოს ყველა უსაფრთხოების ნიშანსა და გამაფრთხილებელ ნიშანს და
გამოიყენოს უსაფრთხოების მოწყობილობები, რომლებიც მოცემულია სამუშაო
ადგილზე;
3.5.17 თუ დასაქმებული არის ბოლო პირი, ვინც ტოვებს ოფისს სამუშაო დღის ბოლოს,
უნდა გამორთოს ყველა მოწყობილობა და შუქი, დაკეტოს ფანჯრები და ჩაკეტოს
კარი;
3.5.18 სამუშაო ადგილი უნდა დატოვოს მოწესრიგებული და შეინარჩუნოს სუფთად დღის
განმავლობაში;
3.5.19 თუ საჭიროა, განათავსოს დოკუმენტები მაგიდის უჯრებში, რათა აღკვეთოს
არაუფლებამოსილი პირების მიერ წვდომა და მაგიდაზე ან/და სამუშაო ადგილზე
არეულობა;
3.5.20 თუ დასაქმებული მიიღებს ექიმის ცნობას, რომელიც უკრძალავს გარკვეულ
ქმედებებს, შეატყობინოს დამსაქმებელს და დაუყოვნებლივ წარუდგინოს ასეთი
ცნობა ადამიანური რესურსების დეპარტამენტს.
3.5.21 თუ დასაქმებული მუშაობს მოქნილი სამუშაო საათებით, რეგულარულად
შეამოწმოს სამუშაო გრაფიკი, რომელიც ხელმისაწვომია კომპანიის პერსონალის
მართვის ელექტრონულ სისტემაში (TTS) ან NEOVOS. დასაქმებულმა უნდა
გაითვალისწინოს, რომ სამუშაო გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს კომპანიის
კონტროლს მიღმა არსებული და კომპანიის ბიზნეს საჭიროებების მიზეზით;
3.5.22 თუ დასაქმებულს პრობლემა აქვს TTS ან WIKI სისტემაში შესვლაზე (მინიჭებული
ავტორიზებული კოდით შესვლა), დასაქმებულმა დაუყოვნებლივ უნდა
შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს;
3.5.23 დასაქმებულს შეუძლია გამოიყენოს ყოველწლიური შვებულება იმ რაოდენობით,
რომელიც მოცემულია შრომის კოდექსში, დამსაქმებელთან შეთანხმების
შესაბამისად;
3.5.24 თუ დამსაქმებელი მისცემს ამგვარ ინსტრუქციას, დასაქმებულმა მონაწილეობა
უნდა მიიღოს სატრენინგო პროგრამებში, რათა გაიუმჯობესოს ცოდნა და უნარები,
რომლებიც ჭირდება სამუშაო მოვალეობების შესრულებას;
3.5.25 შეატყობინოს დამსაქმებელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა
ინციდენტზე უშუალო ხელმძღვანელის შეტყობინების გზით ან ელექტრონული
ფოსტით შემდეგ მისამართზე: security@evolution.com;1
3.5.26 თუ სამუშაო მოვალეობებით სხვა რამ არ არის მოთხოვნილი, არ გაიტანოს
დამსაქმებლის მოწყობილობა, ნივთები და მოწყობილობები კომპანიის

1
mailto:security@evolution.com

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 7


Evolution Georgia LLC Handbook

ტერიტორიის გარეთ და ამგვარი მოწყობილობები და ნივთები უნდა იქნეს


გამოყენებული მხოლოდ კომპანიის ინტერესებისთვის. თუ საჭიროა კომპანიის
ქონების კომპანიის ტერიტორიის გარეთ გამოყენება, დასაქმებულმა უნდა
მოიპოვოს უშუალო ხელმძღვანელის წინასწარი თანხმობა;
3.5.27 გაიაროს დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა თუ დასაქმებული არ
გამოცხადებულა სამსახურში უწყვეტი 2 თვის განმავლობაში, იმის
გათვალისწინებით რომ აღნიშნული მოთხოვნა ეხება თამაშის წარმდგენებს და
ბანქოს მჩეხავებს;
3.5.28 დაუყოვნებლივ შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს ან გაგზავნოს
ელექტრონული წერილი შემდეგ მისამართზე: security@evolution.com2 თუ
დასაქმებულის მფლობელობაში არსებული კომპანიის მოწყობილობა დაზიანდა ან
დაიკარგა;
3.5.29 არ მიიღოს და/ან გასცეს ნებისმიერი საჩუქარი, გართობა ან სხვა ბენეფიტები,
მომხმარებლისგან/მომხმარებლისთვის, პოტენციური მომხმარებლისგან,
მომწოდებლისგან და ბიზნეს პარტნიორისგან, რომლის ღირებულება აღემატება ან
შესაძლოა აღემატებოდეს 50 (ორმოცდაათი) ევროს და ნებისმიერი საჩუქარი,
გართობა ან სხვა ბენეფიტი, რომელიც აღემატება ან შეიძლბა აღემატებოდეს 50
(ორმოცდაათი) ევროს, უნდა ეცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. ყოველივე ზემოთ
თქმულის მიუხედავად და თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული შიდა
პოლიტიკის დოკუმენტებით, დასაქმებულმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა
მიიღოს ნებისმიერი ღირებულების საჩუქარი კომპანიის ან ევოლუშენ გრუფის
მომსახურების, მაგ. ლაივ კაზინოს მოთამაშეებისაგან (საბოლოო
მომხმარებლებისგან).

3.6 დასაქმებული უფლებამოსილია:


3.6.1 მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, მატერიალური და ტექნიკური რესურები
დამსაქმებლისგან,რომელიც საჭიროა სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად;
3.6.2 ქონდეს ადეკვატური სამუშაო პირობები და მიიღოს სამუშაო მოწყობილობები და
პირადი დამცავი მოწყობილობა საჭიროების შემთხვევაში;
3.6.3 იმუშაოს სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად ადეკვატურ სამუშაო გარემოში;
და
3.6.4 მიიღოს ხელფასი და სხვა თანხები შინაგანაწესში და შრომით ხელშეკრულებაში
გაწერილი წესის მიხედვით.

4 შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შეწყვეტა


4.1 შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, კომპანიამ დასაქმებულს უნდა გააცნოს შიდა
პოლიტაკა.
4.2 შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას, დასაქმებულმა ადამიანური რესურსების
დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
4.2.1 მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
4.2.2 შევსებული დასაქმებულის კითხვარი (დანართი 1);
4.2.3 ჯანმრთელობის მოწმობა (მოთხოვნისამებრ);
4.2.4 ბინადრობის ნებართა (საჭიროებისამებრ);

2
mailto:security@evolution.com

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 8


Evolution Georgia LLC Handbook

4.2.5 დამსაქმებლის მოთხოვნით, დასაქმებულის განათლების ან პროფესიული კვალიფიკაციის


დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ სამუშაოს შესრულება საჭიროებს სპეციალურ
ცოდნას, უნარებს ან კვალიფიკაციას; და
4.2.6 ნასამართლეობის ცნობა (საჭიროებისამებრ);
4.2.7 ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომელიც მოთხოვნილი იქნება კომპანიის მიერ.
4.3 მუხლში მოთხოვნილი დოკუმენტები, კანონმდებლობის მოთხვნების დაცვით, ინახება
ადამიანური რესურსების დეპარტამენტთან.
4.4 დასაქმებულის სამსახურში აყვანისას, უშუალო ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს დასაქმებულს
ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც არეგულირებს კომპანიის
საქმიანობას და გააცნოს დასაქმებულს მისი სამუშაოს აღწერილობა, კომპანიის საინფორმაციო
სისტემების გამოყენების პირობები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დასაქმებულისთვის
კომპანიის ვებგვერდებზე (Wiki: http://wiki.evolution.com/,
TTS: https://helpdesk.evolution.com/user/login და Intranet
EVOspace: https://evospace.evolution.com/) და დასაქმებულის სამუშაო პასუხისმგებლობებისა
და უფლებების შესახებ, ასევე მიუჩინოს დასაქმებულს სამუშაო ადგილი, გააცნოს კოლეგებს და
მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი სამუშაო ორგანიზაციული პროცედურების, სამუშაო
დროისა და კომპანიის მიერ მიწოდებული ჯანრმთელობის დაზღვევის შესახებ.
4.5 შრომითი ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს წერილობით,
შრომითი ხელშეკრულების დანართის სახით ან დამსაქმებლის მიერ გაცემული ბრძანების ან
გადაწყვეტილების სახით, რომელსაც უნდა გაეცნოს დასაქმებული და მოაწეროს ხელი.
4.6 დასაქმებულს შეუძლია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საკუთარი ინიციატივით, მაგრამ
ასეთ დროს, შესაბამისობაში უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების პირობებთან, წინამდებარე
შინაგანაწესის წესებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან. შეწყვეტის შესახებ შეტყობინება
უნდა წარედგინოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტს შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტების მოსამზადებლად.
4.7 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დასაქმებულმა კომპანიის დოკუმენტები და სხვა
მატერიალური ქონება უნდა გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს ან სხვა დასაქმებულს
დამსაქმებლის ინსტრუქციებისა და შინაგანაწესის 4.8 და 4.9 პუნქტებით გათვალისწინებული
პროცედურების შესაბამისად.
4.8 როდესაც ცნობილი გახდება ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, ადამიანური რესურსების
დეპარტამენტი დასაქმებულთან ჩაატარებს გასვლის ინტერვიუს. დასაქმებულმა კომპანიის
მატერიალური ქონება უნდა გადასცეს დამსაქმებლის მიერ მითითებულ პირებს.
4.9 შრომითი ურთიერთობის ბოლო სამუშაო დღეს, დასაქმებულმა შრომითი პერიოდის დროს
დამსაქმებლისგან მიღებული მატერიალური ქონება (როგორიცაა, სამუშაო ტანსაცმელი,
სამუშაო მოწყობილობები და მასალა, მოწყობილობები, საკომუნიკაციო მოწყობილობები,
ელექტრონული დაშვების ბართები და დამსაქმებლის სხვა მატერიალური ქონება) უნდა
გადასცეს შესაბამის პირებს, დასაქმებულმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტს უნდა
გადასცეს კომპანიის პრივილეგირებული ბარათი (ასეთის ქონის შემთხვევაში).
4.10 თუ დასაქმებულს სურს მიიღოს დახასიათება დამსაქმებლისგან, ამის შესახებ დასაქმებულმა
ადამიანური უშუალო ხელმძღვანელს უნდა აცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე
არა უგვიანეს 3 (სამი) დღისა. დასაქმებულის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, დახასიათების
წერილს მოამზადებს და დასაქმებულს გადასცემს უშუალო ხელმძღვანელი, ბოლო სამუშაო
დღეს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დოკუმენტებთან ერთად.

5 სამუშაო საათები და სამუშაო დროის ორგანიზება


5.1 კომპანია მუშაობს 24/7 რეჟიმში.

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 9


Evolution Georgia LLC Handbook

5.2 თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, სტანდარტული სამუშაო


კვირა უნდა იყოს 40 საათი, 5 დღე კვირაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ცვლაში
მომუშავე დასაქმებულებმა შესაძლოა იმუშავონ შაბათს და კვირას, როგორც ეს განსაზღვრული
იქნება ცვლის გრაფიკით.
5.3 კომპანიის ოპერაციებიდან და კომპანიის საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტულ
დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულებით შესაძლოა განესაზღვროთ სამუშაო საათების
დათვლა ორკვირიანი ან ყოველთვიური დაჯამების გზით.
5.4 იმ დასაქმებულების სამუშაო დღე, რომლებიც მუშაობენ ფიქსირებული სამუშაო გრაფიკით,
შესაძლებელია დაიწყოს 8:00 საათიდან და დასრულდეს 19:00 საათისთვის, ან ნებისმიერ
კომპანიის მიერ განსაზღვრულ დროს. დასაქმებულს შეუძლია აირჩიოს დაწყების და
დამთავრების ზუტი დრო, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით. თუ შრომითი
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დასაქმებული ვალდებულია იმუშაოს
დღეში 8 საათი და დაესწროს დამსაქმებლისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ ორგანიზებულ
შეხვედრებს, ასევე კომპანიის მიერ განსაზღვრულ სამუშაოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
5.5 იმ დასაქმებულებმა, რომელთაც აქვთ მოქნილი სამუშაო დრო, სამუშაო უნდა შეასრულონ
დამსაქმებლის მიერ დამტკიცებული გრაფიკით, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო დროის
დასაწყისს და დასასრულს, ასევე, შესვენებას და დასვენების დღეებს. საწყისი განრიგის გარდა,
დამსაქმებელმა უნდა შეადგინოს და წარუდგინოს მოქნილი სამუშაო დროით მომუშავე
დასაქმებულებს განრიგი 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე TTS ან NEVOS მეშვეობით.
დასაქმებულმა უნდა გაითვალისწინოს რომ განრიგი შესაძლებელია შეიცვალოს კომპანიისგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო და მისი საქმიანობის საჭიროებებიდან გამომდინარე.
5.6 თამაშის წარმდგენებმა და ბანქოს მჩეხავებმა თვის განმავლობაში უნდა იმუშაონ საათების
მინიმალური რაოდენობა, რომელიც დადგენილია მინიმალური სამუშაო საათების
პოლიტიკით. კომპანიამ შესაძლებელია დააწესოს მინიმალური სამუშაო საათების რაოდენობა
ცვლაში მომუშავე სხვა დასაქმებულებისათვის.
5.7 უშუალო ხელმძღვანელმა ან იმ პირმა, ვინც პასუხისმგებელია სამუშაო დროის
დარეგისტრირებასა და დადასტურებაზე, ყოველი კალენდარული თვის მეორე დღეს,
ადამიანური რესურსების დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია წინა თვეში
დასაქმებულის მიერ ნამუშევარი სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების
შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციის მოწოდება და გენერირება არ მოხდა ავტომატურად
შესაბამისი სისტემის მიერ.
5.8 იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ გამოცხადდება სამსახურში, შესაბამისი ჩანაწერი უნდა
გაკეთდეს ჩანაწერების სისტემაში. დასაქმებული, რომელიც მუშაობს ცვლაში, ვალდებულია
დაუყოვნებლივ შეატყობინოს ცვლის სპეციალისტს, ხოლო ფიქსირებული სამუშაო გრაფიკით
მომუშავე დასაქმებული ვალდებულია აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს სამსახურში
გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.
5.9 იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს არ შეუძლია სამუშაოს შესრულება მან უნდა:
5.9.1 შეატყობინოს (მათ შორის ტელეფონის მეშვეობით) ცვლის სპეციალისტს (იმ
დასაქმებულის შემთხვევაში, რომელიც მუშაობს ცვლაში) ან უშუალო
ხელმძღვანელს (იმ დასაქმებულის შემთხვევაში, რომელიც მუშაობს
ფიქსირებული სამუშაო გრაფიკით) მის მიერ სამუშაოს შესრულების
შეუძლებლობის შესახებ ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო სამუშაო დღის
დაწყებამდე სულ მცირე 3 (სამი) საათით ადრე. დასაქმებულმა რომელიც
მუშაობს ცვლაში, შეტყობინება უნდა გადასცეს სულ მცირე 8 (რვა) საათით
ადრე.
5.9.2 ცვლის სპეცილისტის, ადამიანური რესურსების განყოფილების
წარმომადგენლის ან უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნით, წარადგინოს
ყველა ინფორმაცია დასაქმებულის განკარგულებაში მქონე ყველა

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 10


Evolution Georgia LLC Handbook

დოკუმენტის შესახებ, მიმდინარე დავალებებისა და ასევე იმ დოკუმენტების


შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით; და
5.9.3 აიღოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი დროებითი
შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთი (საავადმყოფო
ფურცელი) ამგვარი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) პირველივე
დღიდან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებიდან და წარუდგინოს
საავადმყოფო ფურცელი ადამიანური რესურსების დეპარტამენტს.
შრომისუუნარობის დასრულდებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის
განმავლობაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის ასეთი ცნობის
წარუდგენლობა გამოიწვევს: (ა) შრომისუუნარობის დღეებისთვის
განკუთვნილი კომპენსაციის დაკარგვას; და (ბ) აღნიშნული
დაკვალიფიცირდება, როგორც არასაპატიო გაცდენა, რომელიც
ექვემდებარება დისციპლინურ ზომებს, მათ შორის საყვედურს ან შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტას დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე.
შრომისუუნარობის გამო შვებულების პროცედურები დეტალურად
მოცემულია შრომისუუნარობის შვებულების პოლიტიკაში.

5.10 ზეგანაკვეთური სამუშაოს გამოთვლისას, გაითვალისწინება, მხოლოდ ფაქტობრივად


ნამუშევარი სამუშაო საათები. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სხვა წესები
განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულებით.
6 ხელფასი და სხვა პრივილეგიები
6.1 ხელფასის ოდენობა და გადახდის ვადა გათვალისწინებულია შრომით ხელშეკრულებაში.
6.2 იმ დასაქმებულების ხელფასი, რომელთა სამუშაო დრო იწერება TTS-ში უნდა
გამოითვლებოდეს დასაქმებულის მიერ ნამუშევარი საათების მიხედვით. ბუღალტრული
აღრიცხვის დეპარტამენტმა უნდა გამოთვალოს და გადაიხადოს ხელფასი TTS-ში აღნიშნული
ნამუშევარი საათების შესაბამისად.
6.3 დასაქმებულს ხელფასი გადაეხდება თვეში ერთხელ საბანკო გადარიცხვის გზით,
დასაქმებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
6.4 დამსაქმებელმა შესაძლოა გადაიხადოს დამატებითი ხელფასი, ბონუსები ან კომპენსაცია, თუ
ასეთი რამ გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან/და კომპანიის შიდა პროცედურებით, ან
საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს კომპანია.
6.5 როდესაც კეთდება განცხადება დამატებითი ხელფასის ან კომპენსაციის შესახებ, რომელიც
კანონმდებლობით არის განსაზღვრული, დასაქმებული ვალდებულია თან დაურთოს ყველა ის
საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დამატებითი ხელფასის ან კომპენსაციის
გაცემის საფუძვლებს. თუ დამსაქმებელი გასცემს კომპენსაციას, იგი გადარიცხულ უნდა იქნეს
დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო დოკუმენტი იქნება
მიღებული.
6.6 მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ხელფასი შესაძლოა შეიცვალოს წლის ნებისმიერ დროს.
ეს შესაძლოა დამოკიდებული იყოს სახელფასო გამოკითხვების შედეგებზე, ქვეყანაში
არსებული კურსის ინფლაციასა და დასაქმებულის სამუშაოს შესრულების შეფასების
შედეგებზე.
6.7 შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან 1 (ერთი) თვეში, დასაქმებული უფლებამოსილია მიიღოს
კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც უზრუნველყოფს კომპანია.
6.8 დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს უფასო ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების
პოლიტიკის წესებისა და პირობების შესაბამისად.
7 შვებულების გაცემა
7.1 ანაზღაურებადი შვებულება

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 11


Evolution Georgia LLC Handbook

7.1.1 თითოეული დასაქმებული უფლებამოსილია მიიღოს განსაზღვრული რაოდენობის


წლიური ანაზღაურებადი შვებულება შრომითი ურთიერთობისა და ხელფასის
შენარჩუნებით. დასაქმებულს შვებულებისათვის შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ სრული
დღე.
7.1.2 როდესაც რომელიმე ნაციონალური დღესასწაული ემთხვევა ანაზღაურებად შვებულებას, ეს
დღე არ გამოაკლდება დასაქმებულის ანაზღაურებადი შვებულების დღეებს.
7.1.3 დასაქმებულს შეუძლია გამოიყენოს ანაზღაურებადი შვებულების დღეები, შრომითი
ურთიერთობის დაწყებიდან 9 (ცხრა) თვის შემდეგ.
7.1.4 დასაქმებულს, რომელიც მუშაობს ფიქსირებული სამუშაო გრაფიკით, შეუძლია
კალენდარულ წელში ნებისმიერ დროს ისარგებლოს შვებულებით დასაქმებულის პირადი
მომსახურების სისტემაში (ESS) ან NEVOS-ში მოთხოვნის საფუძველზე. ამგვარი მოთხოვნა,
გონივრულ ვადაში, უნდა დაადასტუროს უშუალო ხელმძღვანელმა.
7.1.5 კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს შვებულების გრაფიკი კომპანიაში მომხდარი
ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიზეზით უშუალო ხელმძღვანელის
წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
7.1.6 ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება შედგება 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღისგან.
ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების დღეები აკუმულირდება პროპორციულად
შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან, ე.ი. 2 (ორი) ანაზღაურებადი დღე ყოველ
თვეში.
7.1.7 ფიქსირებული სამუშაო გრაფიკით მომუშავე დასაქმებულმა შვებულების თარიღი უნდა
შეათანხმონ უშუალო ხელმძღვანელთან შეტყობინების გზით და სულ მცირე ორი (2)
კვირით ადრე, პირადი მომსახურების სისტემაში (ESS-ში) შეტყობინებამდე. იმ
დასაქმებულებმა, რომლებიც მუშაობენ ცვლაში, თანხმობა უნდა მოიპოვონ სულ მცირე 1
(ერთი) თვით ადრე. ცვლაზე მომუშავე დასაქმებულის თხოვნას შვებულების გამოყენების
თაობაზე ადასტურებს ცვლის სპეციალისტი.
7.1.8 თუ ანაზღაურებადი შვებულების დროს, დასაქმებული განიცდის დროებით
შრომისუუნარობას, დასაქმებულმა ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს პირველი სამუშაო
დღისა უნდა შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს. ასეთ შემთხვევაში, არ გაგრძელდება
შვებულება, მაგრამ ის შვებულების დღეები, რომლის დროსაც გრძელდებოდა
შრომისუუნარობა, გადავა სხვა პერიოდისთვის. შრომისუუნარობის დასრულების შემდეგ
პირველ სამუშაო დღეს, დასაქმებულმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტს უნდა
წარუდგინოს სამედიცინო ცნობა.
7.1.9 გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების დღეები შესაძლებელია გადატანილ იქნას
მომდევნო კალენდარულ წელში, შემდეგი წესების გათვალისწინებით:
ა. გამოუყენებელი შვებულების დღეები რომელიც აკუმულირდა შრომითი
ურთიერთობის მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში,
გადატანილი იქნება მომდევნო კალენდარულ წელში არაუმეტეს 18
(თვრამეტი) გამოუყენებელი დღის ოდენობით.
ბ. დღეები რომლებიც აღემატება 7.1.9 (ა) მუხლით დადგენილ ლიმიტს და
არ იქნება გამოყენებული დასაქმებულის მიერ, გაუქმდება და არ
ანაზღაურდება კომპანიის მიერ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც
დასაქმებული არ გამოიყენებს შვებულების დღეებს, კომპანიის თხოვნიის
საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას
აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებელი შვებულება, ან გადაიტანოს
იგი მომდევნო კალენდარულ წელში.
7.1.10 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, გამოუყენებელი შვებულების
ანაზღაურების საკითხი გადაწყდება კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკის
დოკუმენტების შესაბამისად.

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 12


Evolution Georgia LLC Handbook

7.1.11 კომპანიაში დასაქმებიდან 9 (ცხრა) თვის შემდეგ დასაქმებულის მიერ საკუთარი სურვილით
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას უფლება ექნება მიიღოს
კომპენსაცია გამოუყენებელი შვებულებისათვის, იმ შემთხვევაში თუ (ა) ცვლაში მომუშავე
დასაქმებული, რომელზეც ვრცელდება შესაბამისი პოლიტიკით განსაზღვრული
ყოველთვიური მინიმალური საათების წესი, დაიცავს ხელშეკრულების შეწყვეტის სულ
მცირე 30 დღით ადრე შეტყობინების ვალდებულებას და ხელშეკრულების შეწყვეტამდე 30
დღის განმავლობაში იმუშავებს სამუშაო საათების მინიმალურ ოდენობას, რომელიც
დადგენილია მინიმალური სამუშაო საათების პოლიტიკით; და (ბ) სხვა დასაქმებული
დაიცავს ხელშეკრულების შეწყვეტის სულ მცირე 30 დღით ადრე შეტყობინების
ვალდებულებას.
7.1.12 კომპენსაცია 1 (ერთი) გამოუყენებელი შვებულების დღისათვის, თუ ის ექვებდებარება
გადახდას კომპანიის მიერ კანონმდებლობის, შრომითი ხელშეკრულების ან წინამდებარე
შინაგანაწესის თანახმად, გამოითვლება შემდეგი წესით:

A*(B/C)

სადაც

A არის საშუალო დღიური სამუშაო საათების ოდენობა რომელიც გამოითვლება


დასაქმებულის მიერ წინა 3 თვის ნამუშევარი საათების მიხედვით

B არის კომპენსაცია რომელიც მიიღო დასაქმებულმა ფაქტობრივად ნამუშევარი საათების


მიხედვით (ზეგანაკვეთური სამუშაოს გარდა) წინა 3 თვის მანძილზე

C არის წინა 3 თვის განმავლობაში დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი


სამუშაო საათების რაოდენობა

შესაბამისი თვის განსაზღვრისას გამოიყენება მხოლოდ ის თვეები, როდესაც


დასაქმებული ფაქტობრივად მუშაობდა ნამუშავარი საათების რაოდენობის
მიუხედავად.

7.1.13 ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებული წესები მოცემულია


შვებულების პოლიტიკაში.

7.2 არაანაზღაურებადი შვებულება


7.2.1 დასაქმებულს შეუძლია აიღოს არაანაზღაურებადი შვებულება წელიწადიში 15
კალენდარული დღის ოდენობით. დასაქმებულებმა ფიქსირებული სამუშაო გრაფიკით,
შვებულების თარიღი უნდა შეათანხმოს უშუალო ხელმძღვანელთან და მოიპოვონ თანხმობა
სულ მცირე ორი (2) კვირით ადრე და უნდა დაარეგისტრირონ ESS-ში. დასაქმებულებმა,
რომლებიც მუშაობენ ცვლებში, თანხმობა უნდა მოიპოვონ სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე
და უნდა დაარეგისტრირონ NEVOS-ში.
7.2.2 არანაზღაურებადი შვებულების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ
დასაქმებულს სრულად გამოყენებული აქვს ანაზღაურებადი შვებულების დღეები.

7.3 დეკრეტული შვებულება


7.3.1 დეკრეტული შვებულების პირობები განსაზღვრულია კანონმდებლობით.
7.3.2 დეკრეტული შვებულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას, დასაქმებულმა
წერილობითი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს HR დეპარტამენტს.

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 13


Evolution Georgia LLC Handbook

7.3.3 დეკრეტული შვებულების დროს, ის დასაქმებული, რომელიც კომპანიაში მუშაობდა 1


(ერთი) წელზე მეტი ვადით, უფლებამოსილია კომპანიისგან მიიღოს 91
(ოთხმოცდათერთმეტი) კალენდარული დღის თანხა.
7.3.4 დეკრეტული შვებულების დასრულების შემდგომ, განმეორებით დეკრეტული შვებულების
7.3.3-ე მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურების უფლება დასაქმებულს წარმოეშობა
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირველი დეკრეტული შვებულების დასრულებიდან
დასაქმებულმა იმუშავა არანაკლებ 6 (ექვსი) თვე.
7.3.5 7.3.3 მუხლით გათვალისწინებული დახმარების ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
a. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას
წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება
(საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით);
b. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების
ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის
დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის
ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის
ანაზღაურება. ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, უკანასკნელ 3 თვეში
იგულისხმება ის უკანასკნელი 3 თვე, როდესაც დასაქმებული მუშაობდა.
c. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა. ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ. ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;
გ. ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი
სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
d. ანაზღაურება ხდება, საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ
სამუშაო დღეთა რიცხვზე.

7.4 ადმინისტრაციული შვებულება


7.4.1 გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა ქორწილი, შვილის დაბადება ან ოჯახის წევრის
გარდაცვალება, დასაქმებული უფლებამოსილია მიიღოს დამატებითი ანაზღაურებადი
ადმინისტრაციული შვებულება. წინამდებარე 7.4 მუხლის მიზნებისათვის, ოჯახის წევრი
ნიშნავს დასაქმებულის მეუღლეს, შვილს და მშობლებს. ფიქსირებული სამუშაო გრაფიკით
მომუშავე დასაქმებულებმა უნდა წარადგინონ განცხადება ESS-მეშვეობით, რომელიც უნდა
დაადასტუროს უშუალო ხელმძღვანელმა. ცვლაში მომუშავე დასაქმებულების განცხადება
უნდა დარეგისტრირდეს NEVOS-ში.
7.4.2 დასაქმებულისთვის ქორწინების შვებულება შეადგენს 1 (ერთი) ანაზღაურებად სამუშაო
დღეს, რომელიც უნდა დადასტურდეს 14 (თოთხმეტი) დღით ადრე. ცვლაში მომუშავე
დასაქმებულისთვის ქორწინების შვებულება შეადგენს 1 (ერთი) ანაზღაურებად
კალენდარულ დღეს, იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების შვებულების დღე ემთხვევა ცვლაში
სამუშაო დღეს ცვლის პატერნის შესაბამისად.
7.4.3 შვილის დაბადების შემთხვევაში, მამას მიეცემა 2 (ორი) ანაზღაურებადი სამუშაო დღე,
რომელიც უნდა იქნას დადასტურებული 1 (ერთი) დღით ადრე. თუ მამა ცვლაში მომუშავე
დასაქმებულია, ამ უკანასკნელს მიეცემა არაუმეტეს 2 (ორი) ანაზღაურებადი კალენდარული
დღე იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს აღნიშნულ დღეებში ცვლა ჰქონდა ცვლის პატერნის
შესაბამისად.
7.4.4 ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა 5 (ხუთი)
ანაზაღაურებადი კალენდარული დღე, მოგზაურობის დროის ჩათვლით. ცვლაში მომუშავე
დასაქმებულს მიეცემა არაუმეტეს 5 (ხუთი) ანაზღაურებადი კალენდარული დღე იმ
შემთხვევაში, თუ ცვლაში მომუშავე დასაქმებულს აღნიშნულ დღეებში ცვლა ჰქონდა ცვლის
პატერნის შესაბამისად. თუ ეს დრო საკმარისი არ არის, ყოველწლიური ანაზღაურებადი ან

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 14


Evolution Georgia LLC Handbook

არააანაზღაურებადი შვებულება უნდა იქნეს გამოყენებული. შვებულება უნდა


დადასტურდეს 1 (ერთი) დღით ადრე.
7.4.5 საჭიროების შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას მოსთხოვოს დასაქმებულს მისი
შვებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, მათ შორის გარდაცვალების
მოწმობა, ქორწინების მოწმობა ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
8 დასაქმებულის პასუხისმგებლობა
8.1 შემდეგი დარღვევები უნდა ჩაითვალოს, როგორც მნიშვნელოვან (არსებით) დარღვევად:
8.1.1 სამუშაოს არასაპატიო გაცდენა (მათ შორის და არამხოლოდ ანაზღაურებადი სავალდებულო
ტრეინინგის ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის არასაპატიო გაცდენა);
8.1.2 ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ზიანს აყენებს კომპანიის ან ევოლუშენ გრუფის ბიზნეს
რეპუტაციას ან ფინანსურ ინტერსებს, ან ზიანს აყენებს კომპანიის ან სხვა პირების ქონებას;
8.1.3 სამუშაო უსაფრთხოების წესების და კომპანიის სხვა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების
წესების დარღვევა, რაც გამოიწვევს დასაქმებულის ან სხვა პირების ჯანმრთელობისა და
უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდებას.
8.1.4 ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული ან მომწამვლელი ნივთირებების გამოყენება და
შენახვა დამსაქმებლის ტერიტორიაზე, სამსახურში გამოცხადება ან სამუშაოს შესრულება
ალკოჰოლური, ნარკოტიკული, მომწამვლელი ან სხვა აკრძალული ნივთიერების
ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის მარიხუანის მოხმარების დადასტურება სისხლის ან შარდის
ანალიზით;
8.1.5 სამუშაო საათების განმავლობაში კამერის წინ ძილი;
8.1.6 სხვა დასაქმებულების, მომხმარებლების ან კომპანიის სხვა კლიენტებთან არათავაზიანი და
უხეში მოქცევა, სამუშაო ადგილზე ჩხუბი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, სქესობრივი,
რასობრივი ან სხვა სახის ძალადობა. ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად,
აღნიშნული მუხლი, მათ შორის, ვრცელდება კომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო
არხებზე მიმდინარე კომუნიკაციაზე (მაგ, slack, e-mail, ა.შ.);
8.1.7 კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც განსაზღვრულია
შრომითი ხელშეკრულებით;
8.1.8 წინამდებარე შინაგანაწესის მე-12 მუხლის მოთხოვნების დარღვევა დასაქმებულის მიერ;
8.1.9 შეუსრულებლობა ან უარი ჯანმრთელობის სავალდებულო შემოწმებაზე დამსაქმებლის
მოთხოვნით დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ დროს;
8.1.10 კონფიდენციალობის წესების დარღვევა;
8.1.11 ნებისმიერი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა ან კონტაქტი მოთამაშეებთან (კომპანიის
საბოლოო მომხმარებლებთან) და არსებითად კომუნიკაცია, შეხვედრა ან რაიმე ტიპის
კონაქტში შესვლა (მათ შორის სოციალური ქსელების, ტელეფონის და სხვ. მეშვეობით)
მომხმარებელთან, მიუხედავად იმისა, აღნიშნული კონტაქტის ინიციატორი დასაქმებულია,
თუ მომხმარებელი;
8.1.12 დასაქმებულის ჩართვა და მონაწილეობის მიღება თამაშებში (თამაშში) რომელიც შექმნა,
უძღვება და აკონტროლებს დამსაქმებელი ან ევოლუშენ გრუფის ნებისმიერი სხვა კომპანია
(პირდაპირ თუ არაპიდაპირ). ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, აღნიშნული
დათქმები არ ეხება დასაქმებულებს, ვისი სამუშაო მოვალეობებიც მოიცავს, ან ვისაც აქვს
ნებართვა დამსაქმებლისაგან, რომ განახორციელოს საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია
კომპანიის მომსახურების/პროდუქტების განვითარებასთან და მათი ხარისხის
კონტროლთან და ტესტირებასთან, მათ შორის შესაბამისი თამაშების თამაში,
მომსახურების/პროდუქტის ხარისხის შესამოწმებლად და სხვა სამუშაოების შესრულება,
რომელიც დაკავშირებულია კომპანიის საქმიანობასთან;
8.1.13 2 (ორი) დისციპლინარული დარღვევის ჩადენა 12 (თორმეტი) თვიანი პერიოდის
განმავლობაში; და

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 15


Evolution Georgia LLC Handbook

8.1.14 შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის და სხვა შიდა წესების და პოლიტიკების უხეში


და არსებითი დარღვევა, რომელიც გამოიყენება კომპანიაში ან ევოლუშენ გრუფში.
8.2 მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია
დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება.
8.3 შინაგანაწესის, ან კომპანიის სხვა წესების დარღვევის დროს, თუ დარღვევა არ წარმოადგენს
მნიშვნელოვან (არსებით) დარღვევას, ან ბოლო 30 კალენდარული დღის მანძილზე FS/TM
დარღვევის პოლიტიკაში, ასევე ბანქოს მჩეხავის ან თამაშის წარმდგენის ან სხვა ცვლაში
მომუშავე დასაქმებულის დარღვევების პოლიტიკებში გაწერილი 3 (სამი) მსუბუქი დარღვევის
შემთხვევაში, დამსაქმებელს შეუძლია გამოსცეს წერილობითი საყვედური („საყვედური“)
შრომის კოდექსის ან წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად იმ მოვლენებზე მითითებით,
რომელიც აღწერს დარღვევას.
8.4 საყვედურის გაცემამდე, კომპანიამ უნდა:
8.4.1 დაადგინოს და გამოიკვლიოს დარღვევის გარემოებები დარღვევის
გამოვლენიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში და შეადგინოს აქტი ან მოკლე აღწერა
დარღვევის გარემოებების აღწერით („აქტი“); თუ საქმის გარემოებათა
დადგენისთვის აუცილებელია 30 (ოცდაათი) დღეზე მეტი, კომპანია იღებს
გადაწყვეტილებას დისციპლინური წარმოების ვადის გონივრული ვადით
გაგრძელების თაობაზე;
8.4.2 აუხსნას დარღვევის ბუნება დასაქმებულს და საჭიროების შემთხვევაში,
მოსთხოვოს წერილობითი ახსნა დასაქმებულს დარღვევის შესახებ;
8.5 დამსაქმებელს აქტი შესაძლოა წარედგინოს პირადად ან ელექტრონული საშუალებით, მათ
შორის ელექტრონული ფოსტით.
8.6 დასაქმებული უფლებამოსილია წარუდგინოს დამსაქმებელს ახსნა-განმარტება იმ
გარემოებებზე, რომელიც აღწერილია დამსაქმებლის მიერ შედგენილ აქტში, იმ პირობით რომ
ახნა-განმარტება წარედგინება დამსაქმებელს დაუყოვნებლივ, თუ აქტი გადაეცა მას პირადად,
ხოლო თუ აქტი მიეწოდა დამსაქმებელს ელექტრონული საშუალებებით 3 (სამი) დღის ვადაში.
8.7 დასაქმებულის უარი, რომ წარადგინოს წერილობითი ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს
დაბრკოლებას საყვედურის გამოცხადებისთვის.
8.8 დასაქმებულის ახსნა-განმარტებაში (თუ ასეთი სახეზეა) და აქტში მოცემული ინფორმაციის
შეფასების შემდეგ, ადამიანური რესურსების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას
საყვედურის გამოცემის შესახებ;
8.9 საყვედური უნდა გამოიცეს ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის აქტის წარდგენიდან
15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში;
8.10 კომპანიამ უნდა წარუდგინოს საყვედური დასაქმებულს დაუყოვნებლივ, რაც დასაქმებულმა
უნდა დაადასტუროს და მიიღოს ხელმოწერით. თუ დასაქმებული უარს განაცხადებს ხელის
მოწერაზე, აღნიშნული არ მოქმედებს საყვედურის იურიდიულ ძალასა და მოქმედებაზე.
კომპანიას შეუძლია დასაქმებულს საყვედური წარუდგინოს ელექტრონული საშუალებით (მათ
შორის, ელექტრონული ფოსტით).
8.11 დამსაქმებელი, საკუთარი შეხედულებისამებრ, უფლებამოსილია არ გამოსცეს აქტი, თუ
დარღვევასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოება აღწერილია საყვედურის
შეტყობინებაში და მისი პროექტი წარედგინა დასაქმებულს, რომელსაც მიეცა საშუალება
წარმოედგინა საკუთარი მოსაზრება შეთავაზებულ საყვედურის შეტყობინებასთან

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 16


Evolution Georgia LLC Handbook

დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულის უფლება პოზიციის წარდგენასთან


დაკავშირებით, რეგულირდება ამ შინაგანაწესის 8.5-ე და 8.6-ე მუხლებით.
8.12 საყვედური ძალაშია მისი გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
8.13 დასაქმებული უფლებამოსილია გაასაჩივროს საყვედურის აქტი მისი გამოცემიდან 10 (ათი)
დღის ვადაში.
.

9 მივლინება
9.1 დამსაქმებელს შუძლია დასაქმებული გაგზავნოს სამსახურებრივ ან სასწავლო მივლინებაში.
9.2 მოგზაურობის წესები გაწერილია ევოლუშენ გრუფის მოგზაურობის პოლიტიკაში, რომელიც
სავალდებულოა კომპანიისთვის. დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელმა უნდა
უზრუნველყოს, რომ დასაქმებული გაეცნო მოგზაურობის პოლიტიკას და შინაგანაწესს
მივლინებაში წასვლამდე. პროცედურა შეიძლება გამოქვეყნდეს დასაქმებულის საინფორმაციო
სისტემაში.
9.3 დასაქმებულმა, დროულად, მაგრამ მივლინების დაწყებამდე არა უგვიანეს ხუთი (5) სამუშაო
დღისა, უნდა წარუდგინოს შევსებული სააპლიკაციო ფორმა უშუალო ხელმძღვანელს
დასამტკიცებლად. დასაქმებულმა უნდა შეავსოს მოგზაურობის ავტორიზაციის ფორმა
(შემდგომში „ფორმა“, დანართი 2).
9.4 დამტკიცების შემდეგ, დასაქმებულმა დამტკიცებული ფორმა უნდა წარუდგინოს
ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტს.
9.5 დასაქმებულის მივლინების განცხადების საფუძველზე, ბუღალტრული აღრიცხვის
დეპარტამენტმა უნდა გადაურიცხოს ყოველდღიური სახარჯი ფული დასაქმებულის საბანკო
ანგარიშზე მივლინების თარიღამდე არა უგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა.
9.6 მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ დასაქმებული ვალდებულია, 3 (სამი)სამუშაო დღის
განმავლობაში, მოამზადოს და წარუდგინოს ხარჯების ანგარიში ბუღალტრული აღრიცხვის
დეპარტამენტს (დანართი 4). ხარჯების დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტები
შევსებული და ხელმოწერილი სამსახურებრივი მივლინების აპლიკაცია უნდა წარედგინოს
ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტს ფორმასთან ერთად (დანართი 3).
9.7 უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის შემდეგ, ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტმა უნდა
გადარიცხოს დადასტურებული ხარჯების თანხა დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე.
10 შრომის უსაფრთოხება
10.1 შრომითი ურთიერთობის დაწყებისას და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან
კოოპერაციით ან დამსაქმებლის მიერ დანიშნულ იმ პირთან, ვინც პასუხისმგებელია შრომის
უსაფრთხოებაზე, დასაქმებულს უნდა გააცნონ ხანძრის დროს უსაფრთხოების წესები,
ჯანმრთელობის და უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის რეგულაციები სამუშაო ადგილზე.
10.2 შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა დასაქმებულმა ან/და შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებით კომპეტენტური დაწესებულების წარმომადგენელმა, რომელიც კომპანიის მიერ
არის დაქირავებული, პერიოდულად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და წარუდგინონ
დასაქმებულებს მოქმედი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ხანრძრის საწინააღმდეგო
რეგულაციები.
10.3 ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი
განსაკუთრებული ჯანმრთელობის შემოწმებასთან (შრომითი ურთიერთობის დაწყებისას
თავდაპირველი ჯანმრთელობის შემოწმების გარდა) უნდა აანაზღაუროს დამსაქმებელმა.
10.4 დასაქმებულმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს ნებისმიერი
დაზიანებული ელექტრონული ჩამრთველის, ინსტალაციის ან ელექტრონული ნივთების
დაზიანების შესახებ.

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 17


Evolution Georgia LLC Handbook

10.5 ხანძრის ან სხვა ინციდენტის შემთხვევაში, დასაქმებულმა დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოს


სახელმწიფო გადაუდებელი დახმარების სამსახურს 112-ზე და უშუალო ხელმძღვანელს ან სხვა
პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უსაფრთხოებაზე სამსახურში.
10.6 უბედური შემთხვევის დროს, მოწმემ და მსხვერპლმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ უშუალო
ხელმძღვანელს. თუ საჭიროა, კომპანიამ უნდა გაუწიოს დახმარება ან დააორგანიზოს დახმარება
სასწრაფო დახმარების სამსახურის ან სამედიციო დაწესებულების მიერ.
10.7 დასაქმებული უნდა შეესაბამებოდეს ყველა მოქმედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების
წესებს, როდესაც მოიხმარს სასმელს ან იყენებს ნებისმიერი სახის სითხეს სამუშაო პროცესის
განმავლობაში და საოფისე მოწყობილობასთან, ელექტრონულ მოწყობილობებთან ან
მოწყობილობებთან ახლოს, რომელიც შესაძლოა ნახევრად ან მთლიანად დაზიანდეს.
10.8 შრომის უსაფრთხოების ზომები განსაზღვრულია კომპანიის შრომის უსაფრთხოების
ინსტრუქციებში და დასაქმებული პირადად არის პასუხისმგებელი ამ ინსტრუქციებთან
შესაბამისობაზე.
10.9 დასაქმებულს შეუძლია წარუდგინოს წერილობითი შეთავაზებები დამსაქმებელს შრომის
უსაფრთხოების სისტემისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების შესახებ იმისთვის, რომ ის იყოს
უსაფრთხო და თავიდან იყოს აცილებული დასაქმებულების ჯანმრთელობის დაზიანების
რისკები.
11 მოთამაშისა და დასაქმებულის კონტაქტი
11.1 კომპანიისა და დასაქმებულთა ინტერესია, რომ სამუშაო ადგილი იყოს უსაფრთხო გარემო და
ადგილი არ ჰქონდეს თაღლითობას, შეთქმულებას ან რისკს და მოთამაშეებისათვის არ გახდეს
ცნობილი და არ ჰქონდეთ წვდომა დასაქმებულთა პერსონალურ მონაცემებზე;
11.2 აკრძალულია დასაქმებულის მიერ ევოლუშენის პროდუქტების გამოიყენება და თამაში. ამგვარი
მოქმედება ჩაითვლება შრომითი ხელშეკრულების უხეშ დარღვევად
11.3 დასაქმებულის მიერ ევოლუშენის პროდუქტების გამოყენების წესები მოცემულია ევოლუშენს
ჯგუფის თამაშის აკრძალვის პოლიტიკაში (No-Play Policy)
11.4 თამაშის განმავლობაში, მაგიდასთან ან სათამასო მოედანზე აკრძალულია:
11.4.1 მოთამაშეებისათვის პერსონალური ინფორმაციის გაზიარება, ე.ი. ინფორმაცია,
რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დასაქმებულის იდენტიფიცირება
(როგორცა არის ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის სახელი,
მისამართი და სხვა);
11.4.2 სამსახურთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება (მაგ.
განრიგი, როტაცია, შიდა წესები და პროცედურები, კორპორატიული
ინფორმაცია და სხვა);
11.4.3 ნებისმიერი საკამათო საკითხის განხილვა, მათ შორის როგორიცაა, რელიგია,
პოლიტიკა, სქესი, ფულთან დაკავშირებული საკითხები,
ალკოჰოლი/ნარკოტიკი/სიგარეტი/ და ნებისმიერი სხვა რამაც შესაძლოა სხვებს
შეურაცხყოფა მიაყენოს; და
11.4.4 ნებისმიერი საკამათო ჟესტიკულაცია, დაკავშირებული, მათ შორის,
რელიგიასთან ან პოლიტიკასთან, რამაც შესაძლოა სხვებს შეურაცხყოფა
მიაყენოს.
11.5 სამსახურის გარეთ კომუნიკაციისას:
11.5.1 აკრძალულია კონტაქტი მოთამაშესთან სამსახურის გარეთ, რაც მოიცავს
პირისპირ შეხვედრას, სოციალურ მედიაში, ან სხვა კომუნიკაციის საშუალებების
გამოყენებით კონტაქტს;

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 18


Evolution Georgia LLC Handbook

11.5.2 თუ მოთამაშე შეეცდება დასაქმებულთან კონტაქტს, დასაქმებული ვალდებულია


დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული უშუალო ხელმძღვანელს ან დაცვის
სამსახურს; და
11.5.3 თუ დასაქმებული ეკონტაქტება პირს და არ იცის, რომ აღნიშნული პირი არის
მოთამაშე, დასაქმებულმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კომუნიკაცია, მას
შემდეგ რაც შეიტყობს მის სტატუსს. დასაქმებულმა ასეთი კომუნიკაციის შესახებ
დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს ან დაცვის
სამსახურს.

11.6 სოციალური მედიის ან სხვა კომუნიკაციის საშუალების გამოყენებისას, აკრძალულია:


11.6.1 სათამაშო მოედანზე ან სათამაშო სართულის სურათის ან ვიდეოს გადაღება და
მისი განთავსება;
11.6.2 დასაქმებულის ან სხვა დასაქმებულის სურათის ან ვიდეოს გადაღება ან
განთავსება პირდაპირ ეთერში. ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად,
ნებისმიერი პირის (მათ შორის მოთამაშის) ასეთი სურათის მიღება
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშუალო ხელმძღვანელს; და
11.6.3 უნიფორმაში სურათების ან ვიდეოს გადაღება ან განთავსება.

11.7 მოთამაშის ნებისმიერი მცდელობა, დაეკონტაქტოს დასაქმებულს, მათ შორის დასაქმებულის


ნებისმიერი კონტაქტი მოთამაშესთან, როდესაც დასაქმებულმა არ იცის, რომ კომუნიკაცია აქვს
მოთამაშესთან, მაგრამ მიხვდება, ან შეიტყობს ამ ფაქტს მოგვიანებით, ან მოთამაშის კონტაქტი
დასაქმებულთან, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.
11.8 წინამდებარე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი წესის დარღვევა ჩაითვლება უხეთ დარღვევად
და გამოიწვევს შრომითი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

12 ქცევის წესები
12.1 დასაქმებული ვალდებულია შესაბამისობაში იყოს დამსაქმებლის სამუშაო რეგულაციებთან,
სამუშაო დისციპლინასთან და სამუშაო უსაფრთხოების წესებთან, ასევე უსაფრთხოებისა და
ჰიგიენის მოთხოვნებთან და შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული
დავალებები დროულად და სწორად.
12.2 დასაქმებული დამსაქმებლის ქონებას, მათ შორის დასაქმებულისთვის გადაცემულ
მატერიალურ ქონებას უნდა მოეპყრას მზრუნველობით და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი და
საერთო სივრცე სუფთად და წესრიგში.
12.3 დასაქმებულისთვის აკრძალულია სამუშაო ადგილზე შესვლა ან გაჩერება ან სამუშაოს
შესრულება კომპანიის ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკის, მომწამვლელი ან სხვა
აკრძალული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ
დასაქმებული არის ამგვარი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, უშუალო ხელმძღვანელმა ან
სხვა პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს დასაქმებული სამუშაოდან,
შეადგინოს აქტი დასაქმებულის მიერ დარღვევაზე და მოსთხოვოს ახსნა-განმარტება
დასაქმებულს. აკრძალული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული წესები
განსაზღვრულია ნივთიერების უკანონოდ გამოყენების პოლიტიკაში.
12.4 კომპანია უფლებამოსილია პერიოდულად განახორციელოს დასაქმებულთა სავალდებულო
შემოწმებები რათა დარწმუნდეს დასაქმებულთ შესაბამისობაში 12.3-ე მუხლის მოთხოვნებთან.
12.5 მოწევა, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის მოწევა, აკრძალულია კომპანიის ტერიტორიაზე.
მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ ადგილებში კომპანიის შიდა სამუშაო სივრცის გარეთ
და ოფისის შესასვლელიდან არა ნაკლენ 20 (ოცი) მეტრისა.

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 19


Evolution Georgia LLC Handbook

12.6 დასაქმებულებს მკაცრად ეკრძალებათ დამსაქმებლის სათამაშო სივრცეებსა და ბიზნეს-


ოპერაციისთვის განკუთვნილი სხვა სივრცეების (მაგალითად, ბანქოს შესანახი ოთახი, MCR და
სხვ.) ტერიტორიის, მოწყობილობის ან სხვა მატერიალური ქონების ან პროდუქტის ფოტო ან
ვიდეო გადაღება და ამ ინფორმაციის გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში ან სხვა მასმედიით, ან
მესამე პირებისთვის გადაცემა დამსაქმებლის თანხმობის გარეშე.
12.7 დასაქმებულები ერთმანეთს უნდა მოეპყრან ზრდილობით, იყვნენ ერთმანეთისადმი
კეთილგანწყობილი და პატივს სცემდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის აზრებს და პროფესიულ
კომპეტენციას. დასაქმებულმა არ უნდა ისარგებლოს მისი კოლეგების უციდონრობით ან
შეცდომებით.
12.8 კომპანია მკაცრად იცავს თანასწორობის პრინციპებს. ნებისმიერი დისკრიმინაცია, იქნება ეს
პირდაპირი თუ ირიბი, რომელიც ეფუძნება რასობრივ, ფერის, ეროვნების, ენის, ეთნიკურ ან
სოციალურ წარმომავლობას, რელიგიას ან რწმენას, საცხვორებელ ადგილს, ასაკს, სქესს და
სქესობრივ ორიენტაციას, ოჯახის სტატუსს, შეზღდულ შესაძლებლობებს, წარმომავლობას,
პოლიტიკურ ან სოციალურ შეხედულებას მკაცრად აკრძალულია და ასეთი დარღვევის შესახებ
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპანიას. გარდა ამისა, კომპანია კრძალავს შევიწროებას
სამუშაო ადგილზე (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებას), რომელიც განპირობებულია
ზემოაღნიშნული რომელიმე ნიშნით. თითოეული დასაქმებული ვალდებულია შექმნას
უსაფრთხო გარემო სხვა დასაქმებულისთვის და მომხმარებლისთვის, ნებისმიერი საფუძვლით
დისკრიმინაციისა და სამსახურში ძალადობის გარეშე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევამ
შესაძლებელია გამოიწვიოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
12.9 დასაქმებულმა თავიდან უნდა აიცილოს ყველა ქმედება და ურთიერთობა როგორც სამსახურში,
ასევე სამსახურს გარეთ, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი
დასაქმებულის სამსახურეობრივ მოვალეობებსა და კომპანიის ან მომხმარებლის ინტერესებს
შორის. დასაქმებულმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომპანიას შემდეგი სიტუაციების
შესახებ:
12.9.1 დასაქმებული არის ნათესავი ან პარტნიორი სხვა დასაქმებულის,
რომელსაც დასაქმებული ექვემდებარება ან პირიქით; და
12.9.2 დასაქმებული არის ისეთი მდგომარეობაში (მაგალითად, ნათესავური
ურთიერთობა), როდესაც დასაქმებულს შეუძლია გავლენა მოახდინოს
დამსაქმებლის პოტენციურ ან მიმდინარე კორპორატიულ
პარტნიორებზე.
12.10 დასაქმებული შესაბამისობაში უნდა იყოს სხვა სამუშაო რეგულაციებთან და ქცევის
წესებთან, რომელსაც წარუდგენს დამსაქმებელი.
13 კომპანიის ქონების გამოყენება
13.1 თუ კომპანიის რომელიმე ქონება ან დასაქმებულის დოკუმენტები იქნება მოპარული,
დასაქმებულმა უშუალო ხელმძღვანელს წერილობითი ფორმით უნდა შეატყობინოს ან
გაგზავნოს ელ-ფოსტა security@evolution.com -ზე იმ დოკუმენტებთან ერთად, რომელიც
ადასტურებს დასაქმებულის ქმედებებს, რომლითაც დასტურდება ქურდობა (პოლიციის
ანგარიში) და წარუდგინოს წერილობით ახსნა-განმარტება უშუალო ხელმძღვანელს.
13.2 თუ დასაქმებული დაკარგავს კომპანიის ქონებას, რომელიც მის მფლობელობაშია გადაცემული,
დასაქმებულმა უნდა დაფაროს კომპანიის დანახარჯი სააღრიცხვო ჩანაწერებში აღნიშნული
ქონების საფასურით.

14 დასკვნითი დებულებები
შინაგანაწესი ძალაშია 2022 წლის 19 დეკემბრიდან.

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 20


Evolution Georgia LLC Handbook

შინაგანაწესის დანართები:
1. დასაქმებულის კითხვარი, დანართი 1;3
2. მოგზაურობის ავტორიზაციის ფორმა, დანართი 2;4

3https://wiki.evolution.com/pages/viewpageattachments.action?pageId=98603371&metadataLink=true&preview=/98603

371/1700604123/personal%20data_Annex%201%20(2).docx
4 https://wiki.evolution.com/display/HRG/Forms?preview=/103342404/1700312665/BT_Form_Travel.doc

Property of Evolution Georgia For internal use only www.evolution.com 21

You might also like